Você está na página 1de 43

ინტელექტი 1

ინტელე
ინტელექტი და მისი ფსიქოლოგიუ
ფსიქოლოგიური ტესტირება
ტესტირება

ინტ
რა არის ინ ტელექტი
ელექტი??
ინტელექტის გაგება ფსიქოლოგიაში მრვალნაირია. სხვადასხვა თეორიულ საფუძველზე
მდგარი ავტორი სხვადასხავანაირად განმარტავს ინტელექტს. ხშირად მას აზროვნების სინონიმად
ხმარობენ. სიტყვა ინტელექტი, ლათინურად „intelectus“ ქართულად ნიშნავს გონიერებას, გაგებას,
წვდომას. ეს ტერმინი ლათინური თარგმანია ბერძნული ცნებისა „ნუს“ – გონება.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველას გვესმის თუ რას ნიშნავს ინტელექტი. ჩვენ viciT, რომ
ზოგიერთი ადამიანი „უფრო მეტად ჭკვიანია“, ვიდრე სხვები. ჩვენ ამ სიტყვას გონიერების
სინონიმად ვხმარობთ. შეფასება „ის ინტელექტუალური ადამიანია“ ან „ძლიერი ინტელექტის
პატრონია“, ნიშნავს, რომ ეს პიროვნება Zlieri abstraqtuli azrovnebiTa da
Tanmimdevruli logikiT gamoirCeva.
ზოგიერთ ფსიქოლოგიურ კონცეfციაში ინტელექტი გაგებულია, როგორც ზოგადი
გონიერება, ახალ პრობლემურ სიტუაციასთან ეფექტური gamklavebis უნარი. ეს პირველ რიგში
ეხება გეშტალტ ფსიქოლოგიას. მ. ვერტჰაიმერი, ვ. კელერი ინსაიტის ცნების შემოტანით
ცდილობდნენ აეხსნათ თუ როგორ ახერხებს პიროვნება ერთი პრობლემური სიტუაციის გადაჭრას
რომელიც არ ჰქონია გამოცდილებაში და ვერ გამოიყენებს ძველ ხერხებს. ინტელექტი ამ გაგებით
არის ახალ, უჩვეულო სიტუაციაში ეფექტური ორიენტაციის უნარი ზოგადად, და კერძოდ, ახალი
სააზროვნო ამოცანის, პრობლემური სიტუაციის წვდომის უნარი [„ინსატი ნიშნავს უecar
წვდომას, გონების განათებას].
ვ. შტერნი თვლის, რომ აზროვნება და გაგება, როგორც ახალი მოთხოვნილებისადმი
სამყაროს შეგუების იარაღისა ცალმხრივია, რადგანაც გულისხმობს პიროვნების მხოლოდ
რეაქტიულობას. ვ. შტერნი პირობითად გამოყოფს რეაქტიულ და სპონტანურ აზროვნებას –
პირველი სამყაროსთან შეგუებას ემსახურება, მეორე პიროვნების განვითარების მიზანს [წმინდა
სახით ისინი არ არსებობენ და ეს დაყოფა პირობითია]. რეაქტიულ აზროვნებaს iwvevs
გარესამყაროს ახალი უჩვეულო სიტუაცია, სპონტანური აზროვნების სტიმული კი შინაგანი
განწყობაა (ეინSტელლუნგ), ანუ აზროვნეbის დისპოზიცია. სწორედ ესაა ინტელექტი v. Sternis
mixedviT. ამრიგად, ინტელექტი ვ. შტერნის გაგებით – აზროვნებისადმი განწყობაა,
ინტელიგენტობა კი azrovnebis unaria. ვ შტერნის მიხედვით ინტელიგენტური ადამიანი იმას
კი არ ეწოდება, ვისაც აზროვნებისაკენ მიდრეკილება აქვს, არამედ იმას, ვისაც შეუძლია
აზროვნების შემწეობით ახალი სასიცოცხლო ამოცანები გადაჭრას. ამის უნარი კი ყველას
თანაბრად არ გააჩნია. ვ. შტერნი სწორედ ამ კუთხით იკვლევდა ინტელიგენტურობას –
დიფერენციალურ ფსიქოლოგიური მიდგომით. იგი თვლიდა, რომ ადამიaნთა აზროვნების უნარის
განსხვავებულობა სწორედ დიფერენციალური ფსიქოლოგიის საგანია და არა ზოგადისა. მანვე
შემოიტანა ინტელიგენტობის კოეფიციენტი - IQ ამ გასხვავებების გასაზომად.
დ. ვექსლერი ინტელექტს განსაზღვრავს როგორც „ჰიპოთეტურ cnebas, romelic asaxavs
ინდივიდის მიზანმიმართული მოქმედების, რაციონალური აზროვნებისa და გარემოსთან
ეფექტური ურთიერთქმედების გლობალურ უნარს (1981).

inteleqtis gazomva
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინტელექტის შესწავლისას ფსიქოლოგები ყურადღებას
ამახვილებენ ისეთი პრაქტიკული საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა ინტელექტის გაზომვის
საუკეთესო გზების მოძებნა.
ინტელექტი 2
mecnierebi, visac didi wvlili miuZRvis
miuZRvis inteleqtis gazomvis meTodebis SeqmnaSi:

fransis
Aalfred bine luis termeni devid veqsleri
haltoni 1859-
1859-1911 1877-
1877-1956 1896-
1896-1981
1822 -1911
ingliseli mecnieri fransis haltoni (me-19 saukune) iyo pirveli, vinc
cdilobda Seeswavla adamianebs Soris gonebrivi gansxvavebebi da gaezoma maTi
gonebrivi unarebi.
ინტელექტის ბუნების, მისი ფსიქოლოგიური რაობის გარკვევasTan erTad, ტრადიციულად,
ფსიქოლოგების აქტივობა მიმართულია განთლების სისტემის მოთხოვნების
დაკმაყოფილებისაკენ– შეurCion ბავშვებs adekvaturi saswavlo garemo მათი გონებრივი
შესაძლებლობების საფუძველზე. ეს ტრადიცია ისტორიულად დაკავშირებული ინტელექტის
სისტემური ტესტირების დაწყებასთან.
1904 წელს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიასთან შეიქმნა სპეციალური კომისია,
რომელსაც ევალებოდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების შესწავლა და მათი სასწავლო
უნარების შეფასება. საჭირო გახდა ბავშვი გონებრივი განვითარების დონის განსზღვრisaTvis
ადეkვატური საზომი სისტემის შექმნა. ამ ამოცანამ მიიპყრო ფრანგი ფსიქოლოგის ა.ბიn ბიnეს
ყურადღება. რამდენადაც მასწავლებელთა დასკვნების იმის შესახებ თუ ვის უნდა მიეღო
სპეციალური განათლება არ იყო დამაჯერებელი და საკმაოდ სუბიექტურ ხასიათს ატარებდა. ა.
ბინემ დაიწყო მუშაობა moswavleTa gonebrivi SesaZlbelobebis მოსახერხებელი, მეტ–
ნაკლებად ობიექტური პროცედურის მომზადებაზე. ა.ბინე და თ. თ.სიმონი ცდილობდნენ
გამოეყენებინათ გაზომვის sxvadasxva ხერხი რათა განესხვავებინათ ერთმანეთისაგან მაღალი და
დაბალი შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მრავალი ცდის შემდეგ მათ აღმოaჩინეს, რომ ბავშვებს,
რომელთაც ჰქონდათ საუკეთესო მსჯელობის და მიმართებათა დამყარების უნარი გააჩნიათ
ტენდენცია უკეთესი ყურადღების, ლექსიკური მარაგის და სხვა შესაძლებლობების
გამომჟღავნებისა. 1905წ. ბინემ და სიმoნმა შექმნეს საცდელი ინტელექტის სკალა. ის მოიცავდა
სირთულის ზრდის მიხედვით daლაგებულ 30 ტესტს, რომლებიც მოიცავენ ყურადღების,
მეტყველების, აზროვნების, მეხსიერების unarebis Sefasebas. სირთულის დონე დადგენილი
იყო 3 დან 11 წლამდე 50 janmrTeli ბავშვის მიერ დავალებათა შესრულების საფუძველზე.
შემდგომში მკვლევრებმა დააჯგუფეს ტესტები ბავშვთა ასაკის მიხედვით. შეფასება ხდებოდა
ქულებით da ეფუძნებოდა ინტელექტის კოეფიციენტის შტერნისეულ ცნებას. IQ წარმოადგენს
გონებრივი ასაკის ქრონოლოგიურ ასაკთან შეფარდებას გამრავლებულს 100-ze.
IQ = გონებრივი ასაკი/ქრონოლოგიური ასაკი * 100
ბავშვის გონებრივი ასაკი ganisazRvreboda შესაბამისი ასაკისთვის განკუთვნილი
დავალებების შესრულების საფუძველზე. მაგალითად, თუ 10 წლის ბავშვი ასრულებს
დავალებებს, რომლებიც დადგენილია 8 წლის ასაკის დონისათვის, მისი მენტალური ასაკი არის 8.
ბინე – სიმონის IQ ტესტში ყოველი დავალება შესაბამისი ასაკობრივი ოდენობით ფასდება,
რომელიც თვეებში გამოიხატება. 14 წლამდე ასაკობრივი სკალა აგებული იქნა 1000 ბავშვის
მონაცემების მიხედვით. ავტორებისთვის მთავარი მიზანი იყო ტესტებისა და qulebis ისეთი
განაწილების მიღწევა, რომლის დროსაც ასაკობრივი ჯგუფების საშუალო გონებრივი ასაკი
ინტელექტი 3
დაემთხვევა საშუალო საპასპორტე ასაკს. შესაბამისად, 5 წლის ბავშვის სატესტო შეფასება სწორად
აგებულ სკალაზე უნდა yofiliyo 5 წლის ტოლი.
მოგვიანებით ბინე–
ბინე–სიმონი
სიმონის
ონის IQ სკა
სკალა სრულყო l. ტერმენმა და იგი ცნობილია სტენფორდ–
სტენფორდ–
ბინე IQ სკალის სახით. ყოველი ასაკისთვის ცალ–ცალკე აიგო nedli qulebis განაწილების
მრუდები.
l. ტერმe
ტერმeნმა ყველა IQ მონაცემი (1000 ბავშვიs) დაყო 10 asakobriv ჯგუფად da nedli
qulebi, bine-simonisgan gansxvavebiT, gadaiyvana standartul IQ skalaze, romlis
saSualoa 100 da standartuli gadaxra 15. კოეფიციენტების ნორმალურ განაწილებაში
ყველაზე დიდი იყო 90-105 ქულიანი ჯგუფი, იგი საშუალო ჯგუფად იქნა მიღებული. საშუალოზე
მაღალი ჯგუფები შეიცავდნენ კოეფიციენტებს 106-115 და 116-125. ასეთივე ინტერვალით არის
წარმოდგენილი 96-ზე დაბალი IQ მქონე ჯგუფები. ამრიგად, ტერმენმა მიიღო 905 ბავშვის (5–დან
14 წლამდე) IQ –ების ნორმალური განაწილების მქონე მრუდი M = 100, SD = 12.6.
IQ
56-65 (0.33%) 96-105 (33.9%)
106-115 (23.1%)
66-75 (2.3%) 116-125 (9.0%)
76-85 (8.6%) 125-135 (2.3%)
86-95 (20.1%) 136-145 (0.55%)
amrigad, l. termenis mixedviT, IQ standartuli ქულაა, რომელიც gviCvenebs
ბავშვის gonebrivi ganviTarebis დონის მიმართებას misi asakobrivi jgufis სხვა
ბავშვებis gonebrivi ganviTarebis donesTan.
inteleqtis gazomvis mizniT Catarebuli kvlevebis safuZvelze aRmoCnda,
rom:
1. არ არსებობს მკვეთრ ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის.
2. არსებობს განვითარების დონის farTo diapazoni.
3. მოსახლეობაში გონებრივi ჩამორჩენილobis mqone pirTa % maCveneblis დადგენა
დამოკიდებულია იმ სტანდარტზე, რომელსაც მიიჩნევენ ნორმად, ან იმ kriteriumebis
მიხედვით, რiTac gansazRvaven gonebriv CamorCenilobas.
4. ის მოსაზრება, რომ ნორმიდან ქვედა გადახრები (ანუ გონებრივად ჩამორჩენილები)
უფრო ხშირია, ვიდრე ზედა (ანუ talantebi)მოკლებულია საფუძველს.
5. მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოზარდობის ასაკში ბავშვები უფრო მეტად
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გონებრივი განვითარების მიხედვით, ვიდრე უმცროს
ასაკში, მოკლებულია საფუძველს.

ტესტები??
რას ზომავს ინტელექტის ტესტები
გარდა სტეnფორd–ბინეს ტესტისა ინტელექტის გასაზომი ტესტებია ვექსლერის IQ
სკალები,
სკალები, რავენის progresuli მატრიცები,
მატრიცები აიზენკის inteleqtis ტესტი.
ინტელeქტის ტესტი ზომავს ადამიანის მიღწევას სხვა ადამიანebiს მიღწევასთან
მიმართებაში, რომლებიც იმავე asakobriv ჯგუფს ეკუთვნიან. sxvanairad rom vTqvaT, IQ
testSi miRebuli qula gviCvenebs, Tu sad imyofeba konkretuli adamiani misi
asakobrivi jgufis sxva adamianebTan SedarebiT _ saSualosTan axlos,
saSualoze maRla, Tu saSualoze dabla.
ინტელექტი 4

naxatze mocemulia inteleqtis standartuli maCveneblebis ganawileba


populaciaSi standartul skalaze. es ganawileba normaluria da yvelaze meti
individi moTavsebulia -1 +1 standartuli gadaxris diapazonSi, anu 85-dan 115
IQ.
d. veqsleris mixedviT IQ qulebis mixedviT gamoiyofa inteleqtis Semdegi
doneebi:
Zalian maRali
saSualoze maRali 110-120
saSualo 90-110
saSualoze dabali 90-80
mosazRvre 80-70
ioli gonebrivi CamorCena 70-55
saSualo gonebrivi CamorCena 55-40
Zlieri gonebrivi CamorCena 40-20
mZime gonebrivi CamorCena - <20-ze
სტანდარტული IQ ტესტები იძლევა მინიმალურ ინფორმაციას იმ ცვლადების შესახებ,
რომელიც საფუძვლად შეიZლება ედოს ინდივიდთა შორის განსხვავებას, თუმცა ამ
განსხვავებას აფიქსირებს. მაგალიათად, ბავშვს, რომლის IQ = 120 შეიძლება, მაღალი ქულები
ჰქონდეს ვერბალურ subტესტებSi და დაბალი არავერბალურ subtestebSi, ეს ინფორმაცია
ვერ ხსნის განვითარების პროცესებს, რომლებმაც aseTi შეუსაბამობა gamoiwvies.
marTalia, მრვალფეროვანი გამოკვლევების მიხედვით კორელაცია ინტელექტის ქულებსა
და აკადემიურ მიღწევებს შორის საკმაოდ მაღალია, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს კავშირი
erTmniSvnelovania. მაგალითად, შესაძლებელია მოსწავლე, რომლის IQ = 125 ბევრად
უარესად სწვლობდეს, ვიდრე მოსწავლე, რომლის IQ = 105, რადგან ეს უკანასკნელი
დაინტერესებულია სკოლის სამუშაოთი და უფრო ბევრს მეცადინეობს. IQ ტესტის ქულების
ინტერპრეტაციისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან IQ მაჩვენებელზე ძლიერ
ინტელექტი 5
მოქმედებს ადრინდელი სწავლის გამოცდილება, პიროვნული თავისებურებანი, თვით
ტესტოლოგის პიროვნება, ბავშვის დამოკიდებულება ტესტისა და სკოლისადმი, socialur-
kulturuli faqtorebi და ა.შ. ტესტების ქულებს სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ.
ზუსტად amitom არ არის მიზანშეწონილი ერთ კულტურაში შერჩევით ერთობლიობაზე
შექმნილი ტესტის პირდაპირi გადატანა სხვა კულტურაზე და სხვა ჯგუფებზე. საჭიროა მისი
წინასწარი ადაპტაცია da xelmeored standartizeba samizne populaciaze.
inteleqtis testis monacemebis interpretaciisas metad mniSvnelovania
socialuri da kulturuli faqtorebis gaTvaliswineba da IQ maCveneblebis
pirovnebis Sesaxeb sxva fsiqologiur monacemebTan erTobliobaSi ganxilva.

inteleqtis modelebi

აღსანიშნავია, ინტელექტისადმი ფსიქომეტრული მიდგომა მრავალი წელი


დომინირებდა ფსიქოლოგიაში.თავად, ფსიქომეტრული მიდგომა ინტელექტისადმი
გარკვეული ხარისხით ეფუძნება სტატისტიკურ ფაქტორულ–ანალიზურ მეთოდს.
ფაქტორული ანალიზის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მონაცემთა აღწერის გამარტივება
ცვლადების მაქსიმალური შემცირებით. ფაქტორული ანალიზის საშუალებით ხდება
ტესტების საერთო მომენტების გადაფარვის გამოვლენა და შესაბამისად იმ ფაქტორების
იდენტიფიკაცია, რომელიც ამ გადაფარვას იწვევს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ტესტი
რომელიც ამა თუ იმ უნარს იკვლევს ერთი ძირითადი ფაქტორის ქვეშ შეიძლება
გაერთიანდეს. შესაბამისად, ინტელექტის ცნება კრებით ხასიათს ატარებს. ფსიქომეტრული
გაგებით ინტელექტი არის IQ ე.ი. გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკის შეფარდება,
რომელიც მოიცავს სხვადასხვა უნარს, ვლინდება სხვადასხვა უნარში.
ფაქტიურად, ძირითადი კრიტერიუმი, რომელსაც ზომავს ტესტთა უმეტესობა –
აკადემიური მოსწრების რამოდენიმე ასპექტია. მართალია, IQ ტესტები განსაზღვრავენ
ინდივიდუალურ განსხვავებებს უნარებში, მაგრამ ძალიან ცოტას გვეუბნებიან ამ უნარების
ბუნების შესახებ. სტანდარტული ტესტების მიზანი, ფაქტიურად არის ინტელექტში
ჩართული კომპლექსური პროცესების გაზომვა. მათი უმეტესობა ვერბალური ხასიათისაა,
მეტყველებით არის გაშუალებული და გარკვეულ გამოცდილებას ეყრდნობა. ამდენად, ისმის
კითხვა თუ რას იკვლევს ბოლოს და ბოლოს სტანდარტიზებული IQ ტესტი: შეთვისებულ
ცოდნას, ჩვევებს თუ სუფთა ინტელექტს ანუ გონიერებას?! მათი ვერბალური ხასიათი და
კულტურული გამოცდილებით შეზღუდულობა ცხადია ართულებს საქმის ვითარებას. ამ
ხარვეზის დასაძლევად შეიქმნა ტესტები, რომელთაც აქვთ პრეტენზია, რომ თავისუფალია
ზემოთ აღნიშნული ნაკლოვანებებისაგან (მაგალითად, კეტელის კულტურისაგან
თავისუფალი ტესტი, ელის–დევისის თამაშები, რავენის ტესტი) ამ ტესტებში ავტორები
ეცადნენ მინიმუმადე დაეყვანათ მეტყველების, გამოცდილების და ცოდნის როლი.
უნდა ითქვა, რომ ტესტთა მრავალფეროვნება აიხსნება სხვადასხვა ავტორების მიერ
მისი სხვადსხვანაირი განსაზღვრებით. მართლაცდა იმისდა მიხედვით, თუ რას გულისხმობს
ავტორი „ინტელექტის“ ცნების ქვეშ, ტესტსაც შესაბამისი ხასაითი აქვს. მაგალითად, ბინეს
მიხედვით ინტელექტი არის განსჯის, გამჭრიახობის, ინიციატივის უნარი. მისი ტესტი
ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ინტელექტი ერთი მთლიანი, უნიტარული ფენომენია.

ბინეს საპირისპიროდ ჩ.სპირმენი (ინგლისელი ფსიქოლოგი) თვლის, რომ ინტელექტი


არა უნიტარული მთლიანია, არამედ გარკვეული სტუქტურა გააჩნია. იგი წარმოადგენს ერთ
მთავარ უნარს, რომელიც შედგება სხვადასხვა სპეციფიკური უნარებისაგან – ინტელექტის
სპირმენისეული თეორია უნართა ორგანიზაციის ორფაქტორიანი თეორიის სახელით არის
ცნობილი. ჩ.სპირმენი თვლის, რომ ნებისმიერ ინტელექტურალურ მოქმედებას საფუძვლად
ინტელექტი 6
უდეს მათთვის საერთო მთავარი გენერალური ფაქტორი (G) და სპციფიკური s ფაქტორები,
რომლებიც ახასაითებენ ცალკეულ სპციფიკურ ინტელექტუალურ მოქმედებას. სპირმენის
დაკვირვებით მრავალი სხვადასხვა ტესტი კორელირებდა ერთმანეთთან, რაც მიუთითებდა
რაღაც ერთი ფაქტორის არსებობაზე. მან დაასკვნა, რომ რაღაც ზოგადი გონებრივი უნარი (g)
არის ამ ინტერკორელაციების საფუძველი. დაკვირვებით აღმოჩნდა აგრეთვე, რომ
სპეციფიკური ფაქტორები ხშრად ფარავენ ერთამანეთს (გვ.33) სპირმენსი ინტელექტს ხედავს
როგორც გონებრივ უნართა ერთ მთლიან სტურქტურას, რომელიც შეიცავს : ზოგად
გონებრივ უნარს (g) და სპეციფიკურ უნართა ჯგუფებს, სპეციფიკურ უნარებს.
„ორფაქტორიანი“ თეორიის თანახმად, ფსიქოლოგიური ტესტირების მიზანია (g)
ფაქტორის გაზომვა, თუ ასეთი ფაქტორი მრავალ უნარში ვლინდება, მაშინ მეტ–ნაკლებად
შესაძლებელია ინდივიდის ქცევის პროგნოზირება სხვადასხვა სიტუაციაში, მაშინ როცა s
ფაქტორების გაზომვას აზრი არ აქვს, რამდენადაც ისინი გარკვეულ სიტუაციებში
ვლინდებიან. ამიტომ სპირმენი გვთავაზობს ერთ g ფაქტორით ძლიერ დატვირთული ტესტი
შეიცვალოს სვხვადსხვა დავალებებისაგან შემდგარი ინტელექტის ტესტით. G ფაქტორის
გაზომვის ტესტებად შეიძლება მივიჩნიოთ რავენის „პროგრესული მატრიცები“ და კეტელის
კულტურისაგან თავისუფალი ინტელექტის ტესტი (IPAT) . უფრო მეტად გავრცელებულია
ინტელექტის მრვალფაქტორიანი მოდელები. ტურსტოუნი თვლის, რომ ინტელექტის
რთული მთლიანობა მოიცავს სხვადასხვა მარტივ პროცესებს. იყენებს რა 56 ტესტისაგან
შედგენილ სერიას, ტურსტოუნმა გამოჰყო 7 პირველადი დონებრივი ფაქტორი ანუ
პირველადი გონებრივი უნარი:
1) პერცეპტული სისწრაფე (P) ვიზუალური დეტალების გარჩევა და იდენტიფიკაცია;
2) რიცხობრივი უნარი (N) maTematikuri unarebi;
3) სიტყვათა მოქნილობა (W) ლექსიკური შესაძლებობები
4) ვერბალური გაგება (V) სიტყვების გაგება და მათი გამოყენება შესაძლო კონტექსტში
V და W განსხვავდება, მაგალითად, თუ საჭიროა რამდენიმე სიტყვიდან, სიტყვისათვის
შესაბამისის სინონიმის ამორჩევა – ეს მოიცავს V ფაქტორს, თუ საჭიროა რამდენიმე
სინონიმის სწრაფი დასახლება – ეს უკვე W ფაქტორის სფეროშია.
5) სივრცითი ვიზუალიზაცია (S)ვიზუალურ ფორმებს შორის მიმართებების დამყარების
უნარი;
6) მეხსიერება (M ) აღდგენა სიტყვების, რიცხვების, სიმბოლოების, ფიგურების;
7) მსჯელობა (R) sxvadasxva saxis კანონზომიერებათა წვდომის უნარი.
ტურსტოუნის ეს პირველადი უნარები კარგად გამოსადეგ საკლასიფიკაციო სისტემას
წარმოადგენს, მაგრამ ავტორი მოდელიდან არ ჩანს თუ როგორ ხდება ამ პირველადი
გონებრივი უნარების კომბინირება, ინტელექტის მთლიანი სტრუქტურული ჩამოყალიბება.
ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობენ.
შესაბამისად, ისინი შეიძლება ერთ ზოგად ფაქტორში გაერთიანდნენ. ინტელექტის უნართა
ფაქტორების ერთობლივად წარმოდგენა საბოლოო ჯამში ვერ აღწერს ადექვატურად
ადამიანის გონიერების გამოვლენის მრავალფეროვნებას. რამდენიმე თუნდაც ათეული
ფაქტორით პიუროევის ინტელელქტუალური მოქმედების მთელი სპექტრის აღწერა და
ახსნა აბსურდულია. თუმცა, ფსიქოლოგებს კონკრეტული მიზნებისათვის შეუძლიათ
შეარჩიონ ისეთი ფაქტორები, რომლებიც საკვლევი მოქმედების ტიპს და ხასიათს
შეესაბამება. მაგალითად, როდესაც სამუშაოზე დისპეტჩერებს იღებენ, ცხადია ადექვატური
იქნება მათთვის პერცეპტული სისწრაფის, სივრცითი მიმართებების წვდომის უნარების
შემოწმება, ხოლო კოლეჯის სტუდენტების მისაღებად ალბათ, უფრო ფართო ფაქტორები
გამოიყენება, როგორიცაა სიტყვის მნიშვნელობის გაგება, არითმეტიკული და ლოგიკური
მიმართებების ფაქტორი.
ინტელექტი 7
ფაქტორულმა კვლევებმა უსაშველოდ გაზარდა გამოვლენილ ფაქტორთა რიცხვი.
ამიტომ ზოგიერთი ავტორი გვთავაზობს ინტელექტის სტრუქტურის იერარქიულ მოდელს
(ლ.ჰემფრეისი, ფ. ვერნონი). ფ.ვერნონის იერარქიული მოდელის მიხედვით სოირმენის g
ფაქტორი იერარქიის თავშია მოქცეული. შემდეგ დონეზე იმყოფება ფაქტორთა ორი ფართო
ჯგუფი Vied – ვერბალური , განთლებით და Kim - პრაქტიკულ–ტექნიკური. ეს ძირითადი
ფაქტორები თავისთავად იყოფიან: ვერბალური, განათლებითი – სიტყვითი რიცხობრივ და
სხვა სუბფაქტორებად, პრაქტიკულ–ტექნიკური – სივრცით, ფიზიკური შრომის ჩვევების,
ტექნიკური გათვითცნობიერებულობის სუბფაქტორებად. უფრო ვიწრო სუბფაქტორების
იდენტიფიკაცია ხდება შემდგომი ანალიზის საფუძველზე. იერარქიის ძირში იმყოფებიან s
ფაქტორები ) სპეციფიკური ( ინტელელტის ასეთი იერარქიული სრტუქტურა ფაქტიურად
იმეორებს (შინაარსობრივად უფრო ვრცლად) სპირემენის მოდელს: g ფაქტორი იერარქიის
თავში და s ფაქტორები მის საფუძლად და მათ შორის თანდათან შევიწროვებული
ჯგუფური ფაქტორები.

ფაქტორული ანალიზით ასეთი გატაცება ფაქტიურად ფსიქოლოგიას აღარ უტოვებს


ადგილს ინტელექტის როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის ბუნების შესწავლისათვის.
ფაქტორები, რომლებიც ფაქტორული ანალიზით ვლინდება დესკრიპული (აღწერითი )
კატეგორიებია, რომლებიც აღწერენ ადამიანის ამა თუ იმ უნართა ურთიერთ მიმართებას,
რომელიც გადასაწელი ამოცანის მიხედვით იცვლება. ინტელექტუალური პრტოცესის
ფსიქოლოგიურ შინაარსს დიდი ყურადღება არ ეთმობა.
ჯ. გილფორდი ცდილობდა დაეძია ფსიქომეტრული, ფაქტორულ ანალიტური
მიდგომის ე.წ. ხარვეზები. მისი ინტელექტის სტრუქტურულ მოდელში გონებრივ უნართა
კლასიფიკაცია 3 განზომილების მიხედვით ხდება: ოპერაციები, შინაარსი, შედეგები.

გილფორდის სამგანზომილებიანი მოდელი მოიცავს გონებრივი ოპერაციების 5 ტიპს,


შინაარსების 4 ტიპს და პროდუქტების 4 ტიპს. რაც მთლიანად წარმოადგენს კუბს 4*5*6
ანუ 120 ფაქტორით (უჯრით). ყოველ უჯრედს შეესაბამება ერთი, შეიძლება მეტი ფაქტორიც.
ყოველი ფაქტორი სამ განზომილებაში აღიწერება. გილფორდი და მისი კოლეგები 20 წლის
განავლობაში იკვლევდნენ გონებრივ უნარებს სტრუქტურულ ინტელექტუალური მოდელის
მიხედვით და მათ მიერ იდენტიფიცირებული იყო 98–120 ფაქტორიდან.
გონებრივი ოპერაციები (ანუ რა შეუძლია პიროვნებას):
1. შეფასება – გადაწყვეტა რამდენად მნიშვნელოვანია შესაბამისი საგანი, მოვლენა ან
იდეა;
2. კონვერგენციული აზროვნება – ინფორმაციის ამორჩევა, კლასიფიცირება, პრობლემის
სწორი გადაწყვეტის მისაგნებად;
3. დივერგენციული აზროვნება – ინფორმაციის გამოყენება ახალი პრობლემის
შესაბამისი გადაწყვეტილების ან ახალი გარკვეული რაოდენობის აღმოსაჩენად
(შემოქმედებითი ხასიათისაა);
4. მეხსიერება – ინფორმაციის აღდგენა;
ინტელექტი 8
5. შემეცნების უნარი (cognition). ინფორმაციის სხვადასხვა კონტექსტში ორგანიზების
უნარი [– – – უნარი] გვ.36
ეს 5 ტიპის გონებრვი ოპერაცია შეიძლება დალაგდეს 4 შინაარსის შესაბამისად.
შინაარსის ქვეშ იგულისხმება მასალის თავისებურება ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც
ხორციელდება მოქმედება. ეს არის გამომხატველობითი სიმბოლოები (ასოები, რიცხვები),
სემანტური (სიტყვები), ქცევითი (ინფორმაცია სხვა ადამიანის უნარების მოთხოვნილებების
და ა.შ. შესახებ). მასალა
1. ფიგურული – ობიექტების და მოვლენების სწორი აღქმა;
2. სიმბოლური – ასოები, რიცხვები და სხვა ნიშნები;
3. სემანტური – სიტყვათა მნიშვნელობა;
4. ქცევითი – სოციალური სიტუაციები.
იმ პასუხთა ტიპები, რომელიც შეიძლება პიროვნებამ მოგვცეს კლასიფიცირდება 6
პროდუქტის შესაბამისად. პროდუქტის, შედეგის ქვეშ იგულისხმება ის ფორმა, რომლის
მიხედვითაც ხდება ინფორმაციის გადამუშავება.
1. ელემენტები. ინფორმაციის მარტივი ერთეულები – ასოები, რიცხვები, სიტყვები.
2. კლასები. ელემენტები დალაგება მათი ზოგადი მახასიათებლების მიხედვით.
3. მიმართებები. ფაქტორები, რომლებიც მოვლენებს ან საგნებს უკავშირებენ ერთმანეთს.
4. სისტემები. ის ჯგუფები, რომლებშიც ხდება საგნების, მოვლენების გაერთიანება/
5. ტრანსფორმაციები. ჯგუფების სტრუქტურის ცვლილებანი.
6. იმპლიკაციები(დასკვნები). დამატებითი ფაქტორები, რომელთა დანიშნულებაა
შესაბამისი ადექვატური მოქმედებების დაგეგმვა და ამორჩევა.
გილფორდის ინტელექტის სტრუქტურულმა მოდელმა მოგვცა რამოდენიმე
მნიშვნელოვანი გამოკვლევა ინტელექტის სფეროში. კონკერგენციული და დივერგენციული
ტიპის აზროვნების გამოყოფით გილფორდმა გადადგა ნაბიჯი კონვენციურ და კრეატულ
ინტელექტის შედარებისკენ. გილფორდამდე ინტელქტის ტესტთა უმეტესობა ისე იყო
აგებული, რომ პრობლემას ერთი გადაწყვეტა ჰქონდა კითხვას კი – ერთი პასუხი ასეთი
ტიპის დავალებები არ იძენდა ინფორმაციას პიროვნების კრეატულობის, მისი აზროვნების
შემოქმედებითობის შესახებ. ფსიქოლოგიაში დღემდე დავაა იმის შესახებ, თუ რას იკვლევს
ბოლოსდაბოლოს IQ ტესტები – აზროვნების მიერ დაგროვილ ცოდნა – გამოცდილებას თუ
იმას, რასაც აზროვნების ძირითად მ,ახასაითაბელს წარმოადგენს – მისი პროდუქტულობას.
ახალი ცოდნის შეძენას, ინსაიტს, გილფორსდის ტესტები შეიცავდა ისეთ დავალებებს,
რომლებიც იტხოვდა რამოდენიმე პასუხს, შესაბამისად მისი მეთოდი შესაძლებელია
გამოყენებული იქენს ორიგანალობის რაღაც ხარისხის გამოსაკვლვეად. ასე მაგალიად, მისი
ტიპ[ური დავალებაა: ბავშვ სთხოვენ დაასახელოს ისეთი ჩვეულებრივი ობიექტის უჩვეულო
გამოყენება, როგორიცაა გაზეთი.
ზემოთ აღნიშნულმა წინააღმდეგობამ ინტელექტის რაობასა და მისი კვლევის
(გაზომვის) საშუალებებს შორის აიძულა ფსიქოლოგები ერთმანეთისაგან გამოეყოთ
ტესტები, რომლებში პიროვნება იყენებს ცოდნას და სპეციალურ უნარებს, იმ ტესტებისგან,
რომლებიც პრობლემის გადაწყვეტას მოითხოვს არსებული ინფორმაციის ისეთი
ტრანსფორმაციით, რომელიც არ ყოფილა ცდის პირის გამოცდილებაში. კეტელმა ამ
პრინციპით ერთმანეთისაგან გამოყო ფლუიდური და კრისტალიზებული უნარები. ქვემოთ
მოცემული კეტელის სქემა უნართა კონტინუმიისა ამ ასპექტის მიხედვით. ზოგად უნართა
სპექტრი მისთვის ეს არის ფაქტორული ანალიზის მცდელობა. (1964, 1968).
ინტელექტი 9
მაქსიმალური ადაპტაცია,
გამოცდილების გადატანა

A ––– Gf უნარი
ბლოკების აწყობა, ასაწყობი ფიგურები,
B ––– შეთვისებული ცნებებით მატრიცები, არეული წინადადებები
მსჯელობა ვერბალური ანალოგიები, რიცხვთა სერიები
C ––– ზოგადი განათლების უცხო ტექსტის, ცხრილის დიაგრამების
განვითარება ინტერპრეტაცია, რაოდენობრივი მსჯელობა
გრამატიკა, თვლა, ფაქტობრივი ცოდნა
D ––– „კრისტალიზებული“ მიღწევები
ტესტები რომლებიც სპექტრის ქვედაბოლოშია განლაგებული მოითხოვენ ერთეულ
ინფორმაციას და პრაქტიკულ ჩვევებს. საუკეთესო გონების, მაგრამ არაინფორმირებული
პიროვნება ასეთ დავალებას ვერ შეასრულებს.თუ დავალება ახლოს უკავშირდება წარსულის
გაკვეთილებს, პასუხი ტესტზე მექანიკურს უახლოვდება. ამიტომ კეტელის მიხედვით ასეთი
უნარი ’’კრისტალიზებულია’’ ანუ ’’ავტომატიზირებული’’. ფლუიდური უნარი მოკლე კრებითი
სახელია იმ ადაპტაციური პროცესებისა, როგორიცაა უჩვეულო ვიზუალურ ან აბსტრაქტულ
მიმართებათა წვდომა. მათი გადასტრუქურებისა. ამოცანის შესაბამისი მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად ფლუიდური უნარები ვლინდება ბლოკების აწყობაში, მატრიცებში
კანონზომიერების ძიებაში, უჩვეულო კონფიგურაციათა მიმართებების წვდომაში.
კრისტალიზებული უნარები ვლინდება თვლის სისწრაფეში. სიტყვათა მნიშვნელობის ცნობაში და
ა.შ. ფლუიდური ინტელექტი განისაზღვრება, როგორც გაგების უნარი, რაც წარმოადგენს
ადამიანის პოტენციურ ინტელექტს, დამოუკიდებელს განათლებისა და სოციალიზაციისაგან.
უნდა აღინიშოს, რომ Gf/Gc გამოყოფა არ ხდება არავერბალურ/ვერბალურის საფუძველზე. ცხადია,
კრიტალიზებულ სფეროში რაც უნდა შემოქმედებითი იყოს, მნიშვნელოვანია მეტყველება და
რიცხობრივი ჩვევები. მაგრამ მრავალი სპეციალიზირებული ცოდნა, რომელიც ფლუიდურ
უნარებს მოითხოვს შეილება იყოს კრისტალიზებული, მაგალითად, ნავიგაცია, ხაზვა).
პრინციპში საკმარისმა პრაქტიკამ შესაძლებელია ბლოკების აწყობა „კრისტალიზებულ“
უნარად გადააქციოს. ამის საპირისპიროდ კი, ბავშვს, რომლებსაც არ გააჩნია გამოთვლითი
ოპერაციების ჩვევა, შეიძინა წარმატებით გვიჩვენოს ფლუიდური უნარი მაღაზიაში ხურდის
მიღებისას. საუკუნის დასაწყისში, ზოგიერთი ფსიქოლოგი ცდილობდა აეხსნა ფლუიდური უნარი,
როგორც ნერვული იმპულსის გადაცემის სისწრაფის პროდუქტი. გენერალური უნარი განიხილება,
როგორც შინაგანი ერთიანობა, რომელიც შეიძლება ფიზიოლოგიით აიხსნას. თანამედროვე ვერსია
წარმოადგენს მოსაზრებას იმის შესახხებ, რომ სისწრაფე, მგდრადომა და შეცდომათა სწრაფი
შემჩნევა „IQ მთავარი ასპექტებია. მათ შორის კი სისწრაფე – ფუნდამეტურია.“ (ჰ.აიზენკი). მისი
აზრით ინტელექტუალური ეფექტურობა სისწრაფეზეა დამოკიდებული. მისი IQ ტესტიც სამი
ნაწილისაგან შედგება და მოიცავს ვერბალურ, რიცხობრივ და ვიზუალურ სივრცით უნარებს, ამ
პირნციპზეა აგებული. ფასდება ამოცანის დროში გადაწყვეტის სისწრაფე.
როგორც ვხედავთ, ინტელექტისადმი ფსიქომეტრულმა მიდგომამ ვერ შეასრულა
ფსიქოლოგების ნატვრა ინტელექტის ფსიქოლოგიური ბუნების, მისი თვისებების შესწავლაში.
ფაქტორული ანალიზით გატაცებამ ფსიქოლოგიაში შემოიტანა უამრავი ფაქტორი, რომელიც
თითქოს განაპირობებს ინტელექტს. ფსიქოლოგებმა შექმნეს ინტელექტის მოდელები, მაგრამ
ადვილი მისახვედრია, რომ ეს მოდელები სუფთა ოპერაციული ხასიათისაა – ეს არის რაღაც
ოპერაციონალურ სტრუქუტრათა (უნარები) ერთობლიობა. ფსიქოლოგიური ბუნება ფსიქოლოგთა
ინტერესის გარეთ რჩება. მიუხედავად აზრთა სხვადსხვაობისა, როგორც ინტელექტის ცნების
განსაზღვრების, ასევე მისი შინაარსის შესახებ. ფსიქოლოგებმა, რომლებიც ფსიქომეტრულ
ინტელექტი 10
ნიადაგზე დგანან, შეთანხმდნენ, რომ არსებობს სამი ძირითადი გონებრივი უარი: მეტყველების
გაგება, მსჯელობის უნარი და სივრცითი მიმართებების, ვიზუალიზაციის უნარი.
ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ ზოგადად, ფსიქომეტრულმა მიდგომამ და კერძოდ,
ფაქტორულმა ანალიზმა ვერ გასცა პასუხი ადამიანის ინტელექტის შესახებ ფუნდამეტურ
კითხვებს.
სტანდარტული ტესტებით და ფსიქომეტრული მიდგომით იმედგაცრუებულმა
ფსიქოლოგებმა ადამიანის ინტელექტის ფსიქოლოგიური რაობის შესწავლის კოგნიტურ
ფსიქოლოგიას მიმართეს. ბოლო დროის ფსიქოლოგიური მიდგომები ინტელექტის გაგებისადმი,
ინფორმაციის გადამუშავების აშკარა გავლეენას განიცდის. კოგნიტური ფსიქოლოგიის
მიდგომაზე დაფუძნებული გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ცდის პირები რომელთაც მაღალი
ქულები აქვთ ვერბალური უნარების სუბტესტებში, უკეთ ამუშავებენ ინფორმაციას ხანმოკლე
მეხსიერებაში. მათ გააჩნიათ ასევე უკეთესი შეძლებლობები აღადგინონ მასალა ხანგრძლივი
მეხსიერებიდან (ჰანტი, 1975). სხვა გამოკვლევების მიხედვით, სადაც არ იყო გამოყენებული
სიეტინ ტესტები, რომლებიც ვერბალურ ჩვევებს მოითხოვენ, ცდის პირებს, რომელთაც ჰქონდათ
მაღალი მაჩვენებლები ამ ტესტებში შეეძლოთ: 1. უფრო სწრაფი გადაწყვეტილების რჩება ორ
არჩევანს შორის. 2. აღედგინათ ინფორმაცია ხანგრძლივი მეხსიერებიდან. 3. სწრაფად
გამოეყენებინათ ინფორმაცია ხანმოკლე მეხსიერებიდან (კიტინგი და ბობიტი, 1978). ინტელექტის
ბუნების გასარკვევად ინფორმაციის გადამუშვების თეორიის კონცეპციების გამოყენების ერთ–
ერთი ბოლო მცდელობისა. ინფორმაციის გადმუშავების იმ კომპონენტების ძიება, რომელთაც
როგორც ფიქრობენ, ჩართული უნდა იყოს გონებრივი უნარების უმრავლესობაში. სტენბერგი
ანალოგიური აზროვნების კომპონენტური მოდელი ამ მიდგომის საილუსტრაციოდ
გამოდგება.შტენბერგს მიაჩნია,რომ არსებობს ინტელექტის სამი ტიპი: კრეატიულობა,
პრაქტიკული და ანალიტური აზროვნება.ინტელექტის ეს სამი ტიპი ხშირად ვერ განისაზღვრება
ტრადიციული IQ ქულებით.(1984) სტენბერგის მიხედვით, ანალოგიური ამოცანა შეიცავს B
ძირითად კომპონენტს, მაგალითად, შემდეგი ამოცანა: A ისე ჰგავს B–ს, როგორც C – Dს. (ნახატი)

(ჩასამატებელია სქემა)

1. კოდირება. ცდის პირები აცნობიერებენ ანალოგიის პუნქტებს და ინახავენ ხანმოკლე


მეხსიერებაში მათი რელევანტური თვისებების მიხედვით. ნახატზე წარმომადგენელ
ანალოგიაში თითოეული პუნქტი შეიცავს ოთხ თვისებას: სიმაღლეს, გარეგნულად სავარაუდო
წონას, ფერს და სქესს. (ხდება შედარება: მაღალი–დაბალი; შავი–თეთრი; სქელი–თხელი).
2. დასკვნა. ცდის პირები იპოვიან მიმართებას A B – ს შორის და ინახავენ მათ სამუშო
მეხსიერებაში, მაგალითად, ამ ნახატზე ასახული მიმართება შეიძლება წარმოდგენილი იქნეს
შემდგენაირად: „A B ერთნაირი სიმაღლისაა; A–ს ტანსაცმელი თეთრია, B – შავი; A – კაცია, B
– ქალია.“
3. დაგეგმვა. ცდის პირი აბამს ანალოგიის პირველ ნახევარს (A : B) მის მეორე ნახევართა (C : ?) A
და C –ს შორის მიმართებისა აღმოჩენით. ნახატზე ასახული მიმართებები შემდეგია: სიმაღლე
A მაღალია, C – დაბალი, წონა – ორივე გამხდარია, ტანსაცმლის ფერი ერთნაირია; სქესი –
ორივე კაცია. სტენბერგის აზრით, ცდის პირებს შეუძლიათ გამოიყენონ ან არ გამოიყენონ ეს
კომპონენტი ანალოგიის პრობლემების გადაჭრაში.
4. გამოყენება. C–დან გამომდინარე, ცდის პირები განიხილავენ თითოეულს არჩევისას D–ში,
რათა დაასრულონ ანალოგია. მოცემულ ნახატში პუნქტი, რომელიც C –ს D–ს ანალოგიურ
ხდის. A : B შესაამისად არის ნომერი 1.
ინტელექტი 11
5. ახსნა:ზოგიერთი ანალოგიის პრობლემაში არც ერთ არჩევანს არ შეულია შექმნას C : D
მიმართება, რომელიც ზუსტად შეესაბამება A : B მიმართებას, როცა ასეთი რამ ხდება ცდის
პირები ხსნიან არჩევანს, როგორც უფრო უკეთესს, ვიდრე მეორეს.
6. პასუხი. ცდის პირები ასრულებენ ანალოგიის არჩევანის გაკეთებით პირველსა და მეორეს
შორის.
სტენბერგმა დაუშვა, როპმ მსჯელობა ანლოგიებით, შეიძლება გენერალური უნარის
სასრგებლო საზომად გამოდგეს, უფრო მეტიც, მან აღმოაჩინა, რომ ანალოგიების გადაჭრაში,
რომლებშიც რელევანტური თვისებები ძნელად დეტერმირებულნი არიან, სისწრაფე, რომლითაც
ხდება დასკვნა დაგეგმვა, გამოყენება და ახსნა, კორელაციაშია ზოგადი უნარების ტესტების
ქულებთან.სტენბერგი აგრეთვე, ხაზს უსვამდა, რომ ცდის პირებს, რომელთაც მაღალი ქულები
აქვთ ტესტებში ზოგადი უნარების გასაზომ ტესტებში შედარებით დიდ დროს ხარჯავენ
ანალოგიის პუნქტების კოდირებაზე.
აღსანიშნავია, რომ სტენბერგის ინტელექტის კომპონენტური თეორიაც მიმართულია იმ
ოპერაციონალური სტრუქტურების ძიებისაკენ, რომელიც ამოცანის გადაწყვეტისას. ამ
თვალსაზრისით კოგნიტურ–ფსიქოლოგიური მიდგომა აგრძელებს ფსიქომეტრული მიდგომის
გზას იმ განსხვავებით, რომ უფრო დეტალურად იძლევა ინტლექტუალური ოპერაციების ანლიზს .
ფსიქოლოგიას ჯერ კიდევ წინ აქვს ინტელექტის ფსიქოლოგიური ბუნების და მისი რაობის
განსაზღვრა.
(ლინდსეი ნორმანი)

აზროვნება

აზროვნება?? რას შეისწავლის აზროვნების ფსიქოლოგია


რა არის აზროვნება ფსიქოლოგია??
ფსიქოლოგიაში აზროვნება აღქმასა და mexsierebasTan ერთად შემეცნებით პროცესად
ითვლება. ფართო გაგებით, აზროვნებa ადამიანის გამოცდილებისათვის ახალ სიტუაციაში
ორიენტაციის უნარიa (უ. ჯემსი), ვიწრო მნიშვნელობით კი, აზროვნება ახალი ამოცანის
გაdaწყვეტის უნარია (დ. უზნაძე, ო.ზელცი).
ფ. ბარტლეტის მიხედვით, სიტყვას „აზროვნება“ ისეთ პროცესებთან დაკავშირებით
იყენებენ, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობენ. აზროვნების პროცესი მაშინ იჩენს
თავს, როდესაც თვალსაჩინოდ მოცემული ინფორმაცია არასრულია, ხარვეზიანია, აზროვნება ამ
ხარვეზების შევსებაში მდგომარეობს.
როდესაც ჩვენ ახალ, უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როდესაც არ ვიცით, რა
მოვიმოქმედოთ და ვერც გამოცდილებიდან ვიხსენებთ როგორ შეიძლებოდა ამ სიტუაციის
გადაწყვეტა, ეს არის ზუსტად ამოცანა, ჩვენ ვწყვეტთ მოქმედებას და ვფიქრობთ რა შეიძლება ეს
იყოს? როგორ შეიძლება გადავჭრათ ეს პრობლემა. am dros, გვიჩნდება გაკვირვების განცდა,
გაგების მოთხოვნილება, რაც აუცილებელი პირობაა აზროვნების პროცესის გასაშლელად.
გაურკვევლობისა და გაგების სურვილის ეს შინაგანი მდგომარეობა შემეცნებითი აქტივობის და
უშუალოდ აზროვნების, როგორც პროცესის გაშლის საფუძველიa. შესაბამისად, აზროვნების
პროცესი ამოცანით, ამ ამოცანის გადაწყვეტის მოთხოვნილებით არის განპირობებული და
მიზნობრივ ხასიათს ატარებს. როდესაც ჩვენ გადავწყვეტთ რაიმე ამოცანას ან გადავჭრით რაიმე
პრობლემურ სიტუაციას აზროვნების მიმდინარე პროცესიც მთავრდება. იგი მიზანდასახულ,
აქტიურ, ნებისმიერ ხასიათს ატარებს, აზროვნება არაა აზრთა უნებლიე მიმდინარეობა da amiT
is ocnebisgan gansxvavdeba.
თუ ამოცანა ადეkვატურად არის გადაწყვეტილი ჩვენ კმაყოფილების, შვების განცდა
გვეუფლება და პირიქით, როდესაც გაუგებარი პრობლემის წინაშე ვდგავართ, დაძაბულობის
განცდა გვაქვს, რომელიც მაშინვე ქრება, როდესაც ჩვენ ვიგებთ გაუგებარს, ვწყვეტთ ამოცანას. k.
ინტელექტი 12
ბიულერმა ამ ემოციურ მდომარეობას „აჰა–განცდა“ უწოდა. გადაწყვეტილი ამოცანა ჩვენი
გამოცდილებისთვის ახალია, ამდიდირებს ჩვენს ცოდნას.
აზროვნება ახალი მიმართებების წვდომაა, ის რაც უცხოა ჩვენი გამოცდილებისათვის; ამ
თვალსაზრისით, აზროვნება პროდუქტულ ხასიათს ატარებს. ის არ არის მეხსიერებაში უbრალოდ
შინაარსის აღდგენა, მისი საშუალებით ხდება ახალი მიმართებების დამყარება, ჩვენი
გამოცდილების გადახალისება. ამიტომ უწოდა geStaltfsiqologma კ. ვერტჰაიმერმა
აზროვნებას პროდუქტული, ახლის მომცემი.
ტრადიციულ ფსიქოლოგიაში, ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებში, ჩვეულებრივ,
გამოყოფენ აზროვნების ორ ძირითად ნიშანს: განზოგადებულობას და გაშუალებულობას. ამით
ხაზს უსვამენ აზროვნების გასნსხვავებულობას სხვა შემეცნებითი პროცესებისაგან, კერძოდ,
აღქმისა და მეხსიერებისაგან.
აზროვნების გაშუალებულობის ქვეშ იგულისხმება ჩვენი აზროვნების ისეთი თვისება,
რომლის საშუალებითაც ვიგებთ ისეთ მიმართებებს, მოვლენათა ისეთ კანონზომიერებებს,
რომლებიც უშუალოდ აღქმაში არ გვეძლევევა, შეიარაღებული თვალით არ დაინახვება“. უშუალო,
აღქმად, გრძნობად გამოცდილებაზე დაყრდნობით პიროვნება აზროვნების პროცესში წვდება
არათვალსაჩინო არააღქმად შინაარს. მაგალითად, ძუძუმწოვრის კატეგორიაში იგულისხმება
გარეგნულად ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული ცხოველები, ისეთებიც კი,
რომლებიც თევზებს გვანან და წყალში ცხოვრობენ (ვეშაპები). მათ აერთიანებთ არა ის თუ
როგორი ბეწვი აქვთ ან ramdeni fexi aqvT, aramed iseTi YTvisebebi, romelic ar aris
TvalsaCino (mag. Tbilsisxliani,
რითი ჰგავს ერთმანეთს პომიდორი, კომბოსტო და კარტოფილი, რომლებიც გარეგნულად ძალიან
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, პომიდორი და ბურთი უფრო ჰგავს ერთმანეთს, ვიდრე
პომიდორი და კომბოსტო.
აზროვნების განზოგადებulobის ქვეშ იგულისხმება is, რომ პიროვნებას ყოველ კერძოd
აღქმულ მოვლენაში ზოგადი კანონzომიერების დანახვა შეუძლია. ე.ი. იმის დანახვა თუ რა
შეიძლება იყოს საერთო სხვადასხვა კერძო მოვლენებს ან ობიექტებს შორის. ეს საერთო თვისება
ხშირად არათვალსაჩინო ხასიათს ატარებს, მაგრამ უფრო მეტად შეიძლება გამოხატავდეს
მოვლენის ან საგნის არსს, ვიდრე აღქმადი, თვალსაჩინო თვისებები.
აზროვნების განზოგადებულობა, აგრეთვე, ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტის წესის
გადატანას, განზოგადების შესაძლებლობას. ჩვენ თუ ერთხელ გადავჭრით რაიმე ამოცანას, ჩვენი
გამოცდილება მდიდრდება ახალი ცოდნით და სხვა დროს თუ ისევ მსგავსი ამოცანის წინაშე
დავდექით, ჩვენ უკვე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვწყვეტთ ახალ ამოცანას. ერთხელ
გადაჭრილი პრობლემის პრინციპი შეგვიძლია გადავიტანოთ მსგავს სიტუაციებზე.
როდესაც აზროვნების პროცესზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზროვნება
პიროვნების განუყოფელი თვისებაა, მისი დამოუკიდებლად განხილვა, მეცნიერული აბსტრაქციის
შედეგია. სინამდვილეში აზროვნება პიროვნებისეულ ხასიათს ატარებს – აზროვნებს და
შეიმეცნებს პიროვნება. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ აზროვნების აუცილებელ პირობას გაგების
მოთხოვნილება წარმოადგენს. თუ ჩვენში არ წამოიქმნება მოთხოვნილება გადავჭრათ ამოცანა ან
ჩავწვდეთ რაიმე მიმართებას, აზროვნების პროცესი არ წარიმართება. გარდა ამისა, აზროვნება
მჭიდროდ არის დაკავშირებული პიროვნების გამოცდილებასთან და რაც მთავარია მის ემოციურ
სფეროსთან.
ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ აზროვნების პროცესს თან ახლავს ისეთი ფსიქიკური
მდგომარეობანი, რომლებიც ცნობიერების კონკრეტულ შინაარსს კი არ წარმოადგენენ, არამედ,
ემოციურ ხასიათს ატარებენ (პ.ვატი, კ.მარბე). „ვიურცბურგის სკოლის“ წარმოდმადგენლები ასეთი
ემოციური ელფერის ინტელექტუალურ მდგომარეობას „ცნობიერების მდგომარეობას“
უწოდებდნენ, თანამედროვე ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი ინტელექტუალური ემოციების
სახელწოდებით აღინიშნება. ეს არის ჩვენში აღძრული ისეთი ემოციური მდგომარეობა, რომელიც
ინტელექტი 13
თან ახლავს სისწორის, უსწორობის, ეჭვის, დაურწმუნებლობის, დარწმუნებულობის,
დაძაბულობის განცდას. ისინი ხელს უწყობენ აზროვნების პროცესის მიმდინარეობას და ამოცანის
გადაწყვეტის პროცესს.
ამგვარად, რეალურად პიროვნებაში აზროვნება განუყოფელია სხვა შემეცნებითი
პროცესებისაგან, მისი ემოციური სფეროსაგან და პიროვნებისეული თვისებებისgan.
ტრადიციულ ფსიქოლოგიაში აზროვნების სუბიექტის ანუ პირoვნების და azrovnebis
ობიექტის ანუ ამოცანის გამოყოფა არ ხდებოდა. აზროვნება შეისწავლებოდა, როგორც
ცნობიერების შინაარსი. აინტერესებდათ ამ შინაარსების სპეციფიკა და მათი მიმდინარეობის
მექანიზმი. პირველად ფსიქოლოგიაში ამოცანა, როგორც გაცნობიერებული მიზანი, როგორც
ობიექტი, რომელზეც მიმართულია პიროვნების სააზროვნო ოპერაციები გამოჰყვეს
„ვიურცბურგელებმა“, კერძოდ, ზელცმა.
თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოყოფენ:
 აზროვნების მოტივაციურ და აფექტურ მხარეს - gagebis moTxovnilebas da
azrovnebis procesis Tanmxleb emociur gancdebs
 აზროვნების ოპერაციულ მხარეს, ანუ თვით აზროვნების პროცესის
სტრუქტურას, gonebriv operaciebs
 ასევე, გამოყოფენ ამოცანის სტრუქტურას da მის გავლენას აზროვნების
პროცესზე.
ამრიგად, აზროვნების ფსიქოლოგიის საგანს შეადგენს:
 აზროვნების სუბიექტი, პიროვნება მისი მოტივაციურ – ემოციური სფეროთი,
განწყობით;
 აზროვნების ობიექტი ანუ ამოცანა, პრობლემა, მისი სტურქტურული
თავისებურებანი
 საკუთრივ აზროვნების პროცესის ფსიქოლოგიური სტრუქტურა და მისი
მიმდინარეობის მექანიზმი.
როგორ ახერხებს პიროვნება ახალი მიმართებების წვდომას? ამოცანის გადაჭრას? როგრო
ახერხებს ადამიანი აღმოჩენას? როგორია ამ პროცესის ფსიქოლოგიური მექანიზმი? ეს ის
ძირითადი კითხვებია, რაზეც ცდილობს პასუხი გასცეს აზროვნების ფსიქოლოგია.
საგულისხმოა, რომ აზროვნება არ წარმოადგენს მხოლოდ ფსიქოლოგიის შესწავლის საგანს.
აზროვნებას სწავლობს ფილოსოფია, ლოგიკა, სოციოლოგია, ბიოლოგია – ფიზიოლოგია,
კიბერნეტიკა, მაგრამ მათ ადამიანის აზროვნების სხვადასხვა მხარე აინტერესებთ. კერძოდ,
ფილოსოფიას აინტერესებს პირველ რიგში გნოსეოლოგიური პრობლემა – შესაძლებელია თუ არა
სამყაროს შემეცნება აზროვნების საშუალებით და როგორ ხდება ადამიანის მიერ სამყაროს
შემეცნება. აზროვნება ფილოსიფიaSi ხან ცნობიერების სინონიმად იხმარება, ხან კი გონების.
ფსიქოლოგიისაგან განსხვავებით ფილოსოფიას არ აინტერესებს ინდივიდუალური პიროვნების
აზროვნების პროცესი.
ლოგიკა შეისწავლის აზროვნების ფორმალურ – ლოგიკურ მხარეს. მას აინტერესებს განსჯის
შესაძლო ხერხები. მსჯელობისა და დაnaსკვის urTierTმიმართებa. ის წესები, რომელიც
საფუძვლად უდევს დასკვნის გაკეთებას. ლოგიკა შეისწავლის თუ როგორ უნდა აისახოს
ფორმალურად მსჯელობაში რეალური სამყაროს მიმართებები. ფსიქოლოგიისათვის არა აქვს
მნიშვნელობა პიროვნება ადეkვატური ლოგიკური ხერხებით სარგებლობს აზროვნების პროცესში
თუ არა. მისი ყურადღების საგანს წარმოადგენს არა მსჯელობების ჭეშმარიტება–მცდარობა,
არამედ, ის თუ როგორ მიდის ადამიანი ამ თუ იმ დასკვნამდე. როგორია თვით მისი მსჯელობის
პროცესი, მცდარი იქნება ის თუ ჭეშმარიტი.
სოციოლოგია სწავლობს პიროვნების აზროვნებას მის საზოგადოებრივ ჯგუფთან,
კულტურულ ერთობასთან მიმართებაში. სოციოლოგიისთვის აზროვნება უფრო ფართო ცნებაა.
მის ქვეშ იგულისხმება პიროვნების წარმოდგენები, დამოკიდებულებები სხვადასხვა მოვლენებისa
ინტელექტი 14
და ობიექტების მიმართ, მისი აზროვნების წესი. სოციოლოგიის კვლევის ობიექტია არა
პიროვნების აზროვნების პროცესის მიმდინარეობა და მისი შინაგანი განცდები ამ დროს, არამედ
საზოგადოების სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა კულტურის, თუნდაც სხვადასხვა პროფესიის
წარმომადგენლების აზროვნების წესი.

აზროვნების სახეები
აზროვნების ფსიქოლოგიას, როგორც აღვნიშნეთ საქმე აქვს ფენომენთა ფართო წრესთან,
რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შემოდიან აზროვნების ფსიქოლოგიის
სფეროში. ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან აზროვნების სტილით და ეს კარგად ჩანს
მათ საქმიანობაში. ზოგს პრაქტიკული საქმიანობა უფრო ეხერხება, ზოგს თეორიული ტიპის
სამუშაო ურჩევნია, ზოგი მშრალი თანმიმდევრული ლოგიკით მსჯელობას ამჯობინებს,
ზოგისთვის კი ეს მთლიან ხატში გაერთიანებული პროცესია. მოზრდილის და ბავშვის
აზროვნებაც განსხვავდება ერთმანეთისაგან; სხვადასხვა კულტურის მატარებელთა აზროვნების
wesic ერთნაირი არ არის.
ამრიგად, ფსიქოლოგიაში გამოყოფენ აზროვნების სახეებს და ტიპებს. ასეთი დაყოფა მეტ–
ნაკლებად პირობით ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია იმ კრიტერიუმებზე, რომლის
საფუძველზეც მოხდა აზროვნების ტიპების ან სახეების შინაარსობრივი დახასიათება. ეს
კრიტერიუმები კი მეტად მრავალფეროვანია.
კლასიკურ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ აზროვნების შემდეგ სახეებს:
 პრაქტიკული ანუ მოქმედებით – ხატოვანი აზროვნება
 ხატოვანი აზროვნება
 ვერბალურ–ლოგიკური აზროვნება.
ასეთი კლასიფიკაციის კრიტერიალური საფუძველი ორნაირია. პირველი ეხება ბავშვის
აზროვნების ონტოგენეtურ განვითარებას, რომელშიც კარგად ჩანს თუ როგორ ხდება
მეტყველების დაუფლებასთან ერთად პრაქტიკული აზროვნებიდან ვერბალურ–ლოგიკურ
აზროვნებაზე გადასვლა. ამდენად, აზროვნების ზემოთ მოყვანილი სახეები განიხილება, როგორც
აზროვნების განვითარების საფეხურები, რომლებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან არა
ოპერაციონალურად ან ფუნქციონალურად, არამედ განზოგადების დონით. იგულისხმება, რომ
ვერბალურ–ლოგიკურ აზროვნების შემთხვევაში უფრო მეტადაა შესაძლებელი სინამდვილის
განზოგადება და ანალიზი, ვიდრე, მხოლოდ მოქმედებით შემოსაზღვრული აზროვნების
შემთხვევაში.
პრაქტიკული აზროვნების ქვეშ იგულისხმება აზროვნების ისეთი სახე, როდესაც ამოცანის,
პრობლემის გადაწყვეტა ხდება თვით მოქმედების პროცესში, რეალური სიტუაციის გარდაქმნის
ხარჯზე, obieqtebTan რეალური მოქმედების საშუალებით. ასეთი აზროვნება ახასიათებს ბავშვს,
სანამ დაეუფლება მეტყველებას.
ხატოვანი აზროვნება თვალსაჩინო ხატებით აზროვნებას წარმოადგენს, როდესაც რაიმე
პრობლემის გადასაჭრელად სააზროვნო ოპერაციები ხატებზე დაყრდნობით ხორციელდება.
ლოგიკური აზროვნება კი ცნებებით აზროვნებას გულისხმობს. ეს არის განყენებული
აზროვნება, რომელიც არ ატარებს თვალსაჩინო ხასიათს და ვერბალურ–ლოგიკურ მსჯელობას
ეყრდნობა რაიმე პრობლემის გადაწყვეტისას.
აზროვნების საფეხურებად წარმოდგენა მათი განვითარების თვალსაზრისით ახასიათებს,
აგრეთვე, აზროვნებისადმი სოციოლოგიურ–ისტორიულ მიდგომას. იკვლევდნდნ რა
თანამედროვე ტომური საზოგადოებების კულტურას და ადარებდნენ მას დასავლეთის
ცივილიზაციას, კულტურologebi და ეთნოგრაფები თვლიდენენ, რომ ხატოვანი აზროვნება
აზროვნების უფრო დაბალი საფეხურია, ვიდრე ლოგიკური აზროვნება, რომ ისტორიული
ინტელექტი 15
თვალსაზრისით ხატოვანი ფორმა აზროვნების უფრო ადრეული ფორმაა. Sesabamisad,
tradiciul fsiqologiaSi xatovan azrovnebas arc swavlobdnen.
ხატოვანი და ლოგიკური აზროვნების ასეთი დაპირისპირება, მათი istoriuli
განვითარების Sesaxeb სწორხაზოვანი წარმოდგენა ბევრ გაუგებრობას ბადებს და მცდარ
წარმოდგენებს ქმნის. თანამედროვე ადამიანთან სამივე სახის აზროვნებაა წარმოდგენილი.
იმისდამიხედვით, თუ რა დონის პრობლემის გადაჭრა უხდება. პიროვნება მიმართავს ხან
პრაქტიკულ, ხან ვერბალურ–ლოგიკურ, ხან ხატოვან აზროვნებას.
ამრიგად, აზროვნების სამი სახის გამოყოფას ორი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს: ერთი–
ონტოგენეტური, მეორე – სოციოლოგიურ–ისტორიული [მათი განხილვა პრიმიტიულობის და
რომელიმეს უპირატესობის თვალსაზრისით არ მიგვაჩნია მართებულად].
ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, გარდა ამ სახეებისა, გვხვდება, აგრეთვე, აზოვნების
სხვადასხვა კლასიფიკაცია, უფრო მეტად დიქოტომური დაყოფა.
განასხვავებენ: თეორიულ და პრაქტიკულ აზროვნებას. ამ სახის კლასიფიკაციას
საფუძვლად უდევს გადასაწყვეტ ამოცანათა ტიპი.
თეორიული აზროვნება გარკვეულ კანონზომიერებების შემეცნებაა, აბსტრაქტული
მიმართებების დამყარების საფუძველზე. ეს პროცესი დროში გაწელილია, მოწყვეტილია რაიმე
კონკრეტულ სიტუაციას და საბოლოო შედეგის მიხედვით ფასდება მისი ნაყოფიერება. დიდ
თეორეტიკოს მეცნიერთა ფუნდამენტური აღმოჩენები ასეთი თეორიული აზროვნების შედეგია,
იქნება ეს ნიუტონის კანონები, თუ მენდელეევის პერიოდული სისტემა. პრაქტიკული აზროვნება
მიმართულია უფრო კერძო, კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაზე. მისი მთავარი ამოცანაა არა
რაიმე ზოგადი კანონზომიერებების შემეცნება, არამედ კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტი
გეგმის პროექტის შედგენა. პრაქტიკული აზროვნება უშუალოდ კერძო, პრაქტიკული ამოცანის
გადაწყვეტასთანაა დაკავშირებული. მისი სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ დროის
დეფიციტის პირობებში მიდინარეობს და ჰიპოთეზების შემოწმების დრო მკვეთრად
შეზღუდულია. ამდენად, პრაქტიკული აზროვნებისას გადაწყვეტილება თვით მიმდინარე
პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ამ ორი ტიპის
ერთმანეთთან დაპირისპირება თეორიული აზროვნების სასარგებლოდ. ითვლება ხოლმე, რომ
პრაქტიკული აზროვნება უფრო მარტივი და ადვილია. პრაქტიკული ტიპის აზროვნების გარეშე
წარმოუდგენელია მხედართმთავრის, საწარმოოო და სავაჭრო მმართველობის წარმატებული
საქმიანობა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მეცნიერ–თეორეტიკოსის საქმე უფრო ძნელია, ვიდრე
საწარმოო მენეჯერისა, მათი საქმიaნობა უბრალოდ სხვადსხვა ტიპის აზროვნებას და პიროვნულ
თვისებებს მოითხოვს.
განასხვავებენ: ანალიტიკურ (ლოგიკურ) და ინტუიტურ აზროვნებას. ამ დაყოფის
კრიტერიუმია აზროვნების პროცესის დროში მიმდინარეობis xasiaTi და გაცნობიერების დონე.
ანალიტიკური აზროვნება დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს, მეტ–ნაკლებად
წარმოდგენილია ადამიანის ცნობიერებაში. ინტუიტური ტიპის აზროვნებას ახასიათებს დროში
შეკუმშულობა და მინიმალური გაცნობიერება. ინტუიტური ტიპის აზროვნების მქონე ვერასოდეს
გეტყვით ზუსტად როგორ მიმდინარეობდა მისი მსჯელობა და რამ მიიყვანა პრობლემის
გადაწყვეტამდე.
აზროვნების ფსიქოლოგიიისადმი მიძღვნილ ლიტერატურაში გვხვდება, აგრეთვე,
შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება. ასეთი დაყოფის კრიტერიუმი აზროვნების პროცესის
შედეგია. შემოქმედებითი ტიპის აზროვნებაა, რომლის შედეგსაც რაიმე ახალი კანონზომიერების
აღმოჩენა ან ახალი პრობელმის გადაწყვეტა წარმოადგენს. კრიტიკული აზროვნების მიზანია უკვე
მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმება და ანალიზი იმისა თუ პრაქტიკულად როგორ და სად
შეიძლება მათი გამოყენება. შემოქმედებითი აზროვნება მიმართულია ახალი იდეების შექმნაზე,
კრიტიკული აზროვნება კი წარმოაჩენს მათ ნაკლოვანებებს, ხარვეზებს. ადამიანის წინაშე
დასმულ ამოცანათა ეფექტური გადაწყვეტილებისათვის აუცილებელია ორივე სახის აზროვნება.
ინტელექტი 16
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ერთი ყოველთვის ხელს უშლის მეორეს. რაიმე კონკრეტული
პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტის მაგალითია ამოცანათა ჯგუფური გადაწყვეტis
meTodi „ gonebrivi ieriSi“, რომელიც წარმატებით გამოიყენება საწარმოო თუ
ადმინისტრაციული პრობლემების გადასაწყვეტად. შეკრებილია ადამინთა (სპეციალისტთა)
ჯგუფი, რომელთაც უნდა მოახდინონ „თავისუფალი ასოცირება“ გარკვეული პრობლემის
გარშემო, იქნება ეს ფინანსების დაზოგვა, marTvis თუ საწარმოო პროცესის ეფეტურობა. ყოველ
მონაწილეს ევალება გამოთქვას ყველაფერი, რაც თავში აზრად მოუვათ, კრიტიკა აკრძალულია,
ყველა იდეა იწერება და ieriSis ბოლოს ხდება მათი კრიტიკული შეფასება სხვა ჯგუფის მიერ.
ფსიქოლოგიაში მიღებულია აზროვნების ტიპების კიდევ ერთი დაყოფა: რეალისტური და
აუტისტური აზროვნება. ასეთი ტიპის დიქოტომიას საფუძვლად უდევს აზროვნების პროცესის
მიმართულება, თუ რისკენ არის მიმართული ადამიანის აზროვნება, რა წარმოადგენს მისი
აზროვნების საგანს. რეალისტური აზროვნება მიმართულია გარე სამყაროზე. მისი მიზანია რაიმეს
შემეცნება, იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს. ასეთი ტიპის აზროვნებასთან საქმე გვაქვს
ნებისმიერი წამოჭრილი პრობლემის გადაწყვეტისას, როდესაც საჭიროა ანალიზი და აბსტრაქცია.
აუტისტური ტიპის აზროვნება მიმართულია პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე,
მისი სურვილების რეალიზაციაზე. ხანდახან მის აღსანიშნავად იყენებენ “ეგოცენტრულ
აზროვნებასაც“. ასეთ ტიპის აზროვნება თავს ვერ აღწევს აფექტური სფეროს გავლენას. ასეთი
აზროვნების მიმდნარეობა მთლიანად არის განპირობებული პიროვნების სურვილებით, მისი
ძლიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით. რაიმე რეალურ ობიექტებს შორის მიმართების
დამყარება, რაიმე პრობლემის გადაჭრა ხდება არა რეალურად არსებული ამ მიმართებების ან
სიტუაციის ანალიზის, განყენების საფუძველზე, არამედ, საკუთარი სურვილის შესაბამისად
[უკიდურესად გამოხატული აუტისტური აზროვნების მაგალითია fsiqiuri aSlilobis mqone
პიროვნების აზროვნება]. რამდენადაც რეალური მიმართებების ამსახველი ლოგიკა არ
წარმოადგენს ამ აზროვნების მამოძრავებელ ძალას, პიროვნების ცნობიერებაში თანაარსებობენ
წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი აზრები და სურვილები.
ასევე, განასხვავებენ პროდუქტულ და რეპროდუქტულ აზროვნებას. ასეთი გარჩევის
საფუძველია შედეგის სიახლის ხარისხი. პროდუქტული აზროვნების ცნება
გეშტალტფსიქოლოგებმა შემოიტანეს. ამ ტერმინით ხაზს უსვამენ აზროვნების შემოქმედებით
ხასიათს. იმას, რომ აზროვნების პროცესიs შედეგად მიიღება აბსოლუტურად ახალი ცოდნა,
გამოცდილება. პროდუქტულ და რეპროდუქტულ აზროვნებას შორის ის განსხვავებაა, რომ ეს
უკანასკნელი იყენებს უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას რაიმე პრობლემის გადასაჭრელად. ჩვენს
ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია როდესაც ჩვენს წინაშე წამოჭრილ პრობლემას ჩვეული,
გამოცდილებაში არსებული წესით ვწყვetT; ეს რეპროდუქტული აზროვnებაა. მაგრამ, ასევე,
ხშირია როდესაც ჩვენ ისეთი ამოცანის წინაშე ვდგებით, რომლის გადაწყვეტის გამოცდილება არ
გვქონია. აქ კი საჭიროა გადაწყვეტის ახალი გზების ძიება, რასაც პროდუქტული აზროვნება
ემსახურება.

ლოგიკური აზროვნება და მისი ფორმები


ლოგიკური აზროვნება აზროვნების ისეთი სახეა, რომელიც ცნებების saSualebiT
ხორციელდება. ამიტომ მას ცნებით აზროვნებასაც უწოდებენ. ლოგიკური ანუ ცნებითი აზროვნება
scildeba უშუალოდ აღქმულის ფარგლებs და სინამდვილის ისეთ მიმართებებს წვდება,
რომელიც თვალსაჩინოდ არ გვეძლევა. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ლოგიკურ ანუ ცნებით
აზროვნებას უწოდებენ ასევე, განყენებულს, აბსტრაქტულს, ვერბალურ – ლოგიკურს. ამით ხაზი
ესმება იმ გარემოებას, რომ ასეთი ტიპის აზროვნება ეყრდნობა არა თვალსაჩინო წარმოდგენებს და
ხატებს, არამედ განყენებულ ცნებებს და ცნობიერებაში არათვალსაჩინოდ მოცემულ ცოდნას,
kategoriebs.
ინტელექტი 17
კლასიკურ ფსიქოლოგიაში ყველაზე კარგად აზროვნების ეს სახე იყო შესწავლილი,
შესაბამისად, აზროვნების ფსიქოლოგიური კანონზომიერებები ლოგიკური აზროვნების
სპეციფიკაზე იყო მორგებული. ლოგიკური აზროვნების ფსიქოლოგიური ბუნების კვლევისას
აღმოაჩინეს, რომ აზროვნების დაყვანა მხოლოდ თვალსაჩინო შინაარსებზე, შეგრძნებებსა და
წარმოდგენებზე ფაქტიურად მას არსს უკარგავს. ასოციაციონისტურ ფსიქოლოგიაში აზროვნების
ფენომენები წარმოდგენათა ასოციაციების კანონებით aიხსნებოდა. ვიურცბურგის სკოლის
წარმომადგენლებმა კი ცხადად წარმოაჩინეს, რომ აზრი და წარმოდგენა სხვადსხვა ფენომენია და
რომ ჩვენს ცნობიერებაში თვალსაჩინო წარმოდგენებთან ერთად ადგილი აქვს თვალსაჩინოების
მხრივ მეტად ბუნდოვან, ხანდახან ამ თვალსაჩინოებისაგანაც დაცლილ აზრებს. მაინც რითი
განსხვავდება ერთმანეთისაგან აზრი და წარმოდგენა, ან რა შეიძლება ჰქონდეთ მათ საერთო?
იმისათვის, რომ ამ კითხვებზე მეტ–ნაკლებად გავცეთ პასუხი უნდა გავითვალისწინოთ ერთი
გარემოება: წარმოდგენebi განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც გრძნობადი შინაარსის
სიმკვეთრით, ასევე, კონკრეტულობის ხარისხით და იმ ფუნქციითაც, რომელსაც ადამიანის
ფსიქიკურ ცხოვრებაში ასრულებენ; იგივე შეიძლება ითქვას აზრebzec. ისინი განსხვავდებიან
ერთმანეთისაგან ზოგადობის ხარისხით.
აზრი გულისხმობს მის გარეშე არსებულ საგანს, მიმართებას, ე.ი. მისი მნიშვნელობა არ
ემთხვევა აზრის განცდას, როგორც ფსიქიკურ მოვლენას. აზრi უფრო აღნიშნავს, ვიდრე
წარმოადგენს. წარმოდგენაში კი მოცემულია სინამდვილის გრძნობადი შინაარსი; ხატის შინაარსი
და მისი ფსიქოლოგიური განცდა ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, warmoidgineT vaSli da
daakvirdiT rogoria Tqveni gancda
აზრის და წარმოდგენის ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან მცდარად არ უნდა გავიგოთ,
თითქოს თვალსაჩინო წარმოდგენა მოკლებულია აზრობრივს და აზრი კი სუფთა სახით გვხვდება
რაიმე თვალსაჩინოების გარეშე. აზროვნების ფსიქოლოგიაში მრავალი მცდარი მოსაზრება
ზუსტად ასეთი სწორხაზოვანი გაგებიდან მომდინარეობს. თუ კი ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ
აზრიც და წარმოდგენაც ერთი სახის ფსიქიკური ფენოmnებია და რომ აზრიც შეიძლება იყოს
კონკრეტული თვალსაჩინოების მატარებელი და წარმოდგენასაც შეიძლება ჰქონდეს პირობითი
ნიშნის ფუნქცია თავიდან ავიცილებთ მათi ერთმანეთisgan იზოლაციას.
სქემატურად განვიხილოთ წარმოდგენათა და აზრთა მრავალფეროვანი კონტინუუმი,
რომლის შედეგადაც ცხადი გახდება, რომ მიმართება მნიშვნელობასა (აზრს) და თვალსაჩინო
შინაარს შორის აზრის და წარმოდგენის სხვადასხვა დონეზე სხვადასხვაა.
წარმოდგენის საფეხურები:
1) კონკრეტული საგნის თვალსაჩინო წარმოდგენა. ცხადია, ასეთი წარმოდგენა
აღქმასთან შედარებით ნაკლებად თვალსაჩინოა. კონკრეტულ წარმოდგენაში
მნიშვნელობა გამოიხატება გრძნობადი შინაარსის მეშვეობით. აღქმასთან
შედარებით, ის უკვე რაღაც მნიშვნელობის მატარებელია, თუმცა კონკრეტული
გრძნობადი შეფერილობა აქვს. mag. vaSlis warmodgena.
2) ზოგადი წარმოდგენა – ამ დონეზე უამრავი გრადაციებია, რომლებიც
განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მეტ–ნაკლები კონკრეტულობით ცხადია, რაც
უფრო ზოგადია წარმოდგენა, მით უფრო ღარიბია იგი გრძნობადი შინაარსით, მით
უფრო ბუნდოვანია, როგორც ხატი. რაც უფრო ნაკლებად გამოხატავს წარმოდგენა
როგორც ხატი კონკრეტულ ობიექტს, მით უფრო მეტად არის იგი მნიშვნელობის
გამომხატველი. აქ უკვე კონკრეტული ობიექტის ხატი და მასში ნაგულისხმევი
მნიშვნელობა ზუსტად არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ერთია ფრინველის
წარმოდგენა და სხვა არის კონკრეტულად მერცხლის წარმოდგენა. პირველი
წარმოდგენა უფრო ბუნდოვანი იქნება და ნაკლები კონკრეტულობით ხასიათდება
ukanasknelTan SedarebiT.
ინტელექტი 18
3) სიმბოლური წარმოდგენა – ესეც თვალსაჩინო წარმოდგენაა, რომელიც გამოხატავს
და უფრო მეტად პირობითად აღნიშნავს მასში ნაგულისხმევ მნიშვნელობას, მაგრამ
ნაწილობრივ ხატში შენარჩუნებულია აღსანიშნის რაღაც გრძნობადი ელემენტები.
ასეთი სქემატური, სიმბოლური წარმოდგენების მაგალითებია რუქებზე
გამოყენებული პირობითი აღნიშვნები, სატრანსპორტო აღნიშვნები გზებზე,
ბგერის წამბაძველი სიტყვები (onomatopoetikuri) ჩვენს მეტყველებაში, mag.
rakraki, CuxCuxi, WikWiki. ხელოვნებაში მიმდინარეობა – სიმბოლიზმის
სახელწოდებით. ასეთი წარმოდგენები აზრის სიმბოლური მატარებლები არიან.
ისინი უკვე პირობითად აღნიშნავენ რაიმეს, მაგრამ ეს პირობითობა სრული არ
არის. მასში მოცემულიa თვალსაჩინოების რაღაც ელემენტები, რაც ახასიათებს
აღსანიშნს, მაგალითად, ლურჯი ფერით მდინარის აღნიშვნა, მწვანით – ტყის.
4) აზროვნების ოპერაციაTa თვალსაჩინო სქემები. გაბმული აბსტრაქტული
აზროვნების პროცესში აზრს დასაყრდენი სჭირდება. ადამიანის აზროვნებაში
ხშირად შემოდიან წარმოდგენები, რომელTaც სქემატური ხასიათი აქვთ და აზრის
თვალსაჩინოებას ემსახურებიან. წარმოდგენილი სქემა ღარიბია გრძნობადი
შინაარსით იმდენად, რომ არ აფერხებს მასში ნაგულისხმევ აზრს. ასეთივე
დასაყრდენ სქმებს აზროვნებისათვის წარმოადგენენ ყოველგვარი თვალსაჩინო
პირობითი სქემები, რომლებიც რაიმე ღრმა აზრობრივი შინაარსის თვალსაჩინოდ
გადმოცემას ემსახურება. მაგალითად, „სტენდები“, მოხსენებები ამ პრინციპზე
აიგება – მათი დედააზრი თვალსაჩინო სქემის სახით არის მოცემული. ასევე,
ექსპერიმენტis განზოგადებული მონაცემები, ექსპერიმენტის შედეგები სქემის
სახით არის ხოლმე მოცემული. რაიმე თეორიული მოდელის უფრო თვალსაჩინოდ
წარმოდგენისათვის ავტორები მის სქემატურ გამოსახვას მიმართავენ ამ
შემთხვევაში თვით სქემა თვალსაჩინოა, მასში ნაგულისმევ აზრს კი მასთან საერთო
არაფერი აქვს. იგი აზრობრივი შნაარსის გრძნობადი დასაყრდენია. ასეთ
თვალსაჩინო სქემებს „ინტელექტუალურ წარმოდგენებს“ უწოდებენ.
5) წარმოდგენა როგორც ნიშანი. ამ დონეზე თვალსაჩინო წარმოდგენას არანიარი
საერთო აღარ აქვს იმ აზრთან, რომელსაც ის გამოხატავს. აზრის შინაარსი არაფრით
ჰგავს თავის თვალსაჩინო აღმნიშვნელს. გრძნობადი შინაარსი არც სიმბოლურად,
არც სქემატურად აღარ გამოხატავს რასაც აღნიშნავს. ნიშანი უკვე პირობითად
აღნიშნავს რაიმეს მნიშვნელობას, რაიმე აზრს. ასეთ ნიშნად წარმოგვიდგება
სიტყვა. განყენებული აზროვნების შინაარსი რაღაც სახით უნდა გვეძლეოდეს.
განყენებული აზრის ასეთი დასაყრდენი სწორედ სიტყვაა. ეს უკანასკნელი
ბგერათა კომპლექსია – გრძნობადი მოცემულობაა, რომელსაც საკუთარი
მნიშვნელობა არ გააჩნია და აღნიშნავს ობიექტს. უზნაძის აზრით, სიტყვა
განყენებული აზრის ობიექტივაციაა, აზრის დასაყრდენია. ასევე პირობით
მინიშნებებს წარმოადგენენ და კიდევ უფრო სუფთა სახით ხელოვნურად
შექმნილი ნიშნები მათემატიკაში, ქიმიაში. ამ შემთხვევაში, ნიშნების განცდაში
წინა პლანზეa აზრი, მნიშვნელობა და არა ნიშნის თვალსაჩინო შინაარსი.
გზაჯვარედინზე დაყენებული შუქნიშნების ფერებიც ნიშნის ფუნქციას ასრულებენ
– პირობითად მიუთითებენ რაიმე ქმედებისაკენ, როგორც წამოდგენები.
azrebi ასევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზოგადობის ხარისხის მიხედვით:
1. აზრი კონკრეტული საგნის შესახებ საგნის ასეთი მოაზრება განყენებულია, რადგან
განიცდება მისის კონკრეტული თვალსაჩინო ხატის ცვლილებების მიუხედავად.
მაგალითად, აზრი მთვარის ან ასტრონომიული სხეულების შესახებ არ არის
დამოკიდებული მათ უშუალო ხატზე, ე.ი. იმაზე თუ როგორ ვხედავთ მათ ჩვენ.
ინტელექტი 19
2. აზრი საგანთა ზოგად კლასზე. ადამიანი ხშირად მოიაზრებს საგანთა კლასს, დიდ ჯგუფს
(კატეგორიას) რომელიც განიცდება არა როგორც ლოგიკური ცნება, რომელსაც ადამიანი
სწავლის შედეგად იძენს, არამედ როგორც ერთი მთლიანი მნიშვნელობა მეტ–ნაკლები
თვალსაჩინოებით. კ. ბიულერის მიხედვით, ეს აზრი განიცდება როგორც „სფეროს“
მოცემულობა. ადამიანმა ის შეიძლება განსაზღვროს რაიმე აზრის შინაარსი, ვერაფერი თქვას
ამ კლასის არსებითი ნიშნების შესახებ, მაგრამ ესმოდეს მისი მნიშვნელობა. ჰქონდეს
საგანთა კლასის არადიფერენცირებული განცდა, რომელსაც ინტელექტუალიზებული ხატი
შეიძლება ახლდეს, rogorc ბუნდოვანი გრძნობადი შინაარსი. მაგალითად, აზრი „ავეჯი“–
ს შესახებ. ერთიან განცდაში გვეძლევა ყველაფერი, რაც ავეჯს მიეკუთვნება. მას შეიძლება
ახლდეს თან საგნის კონკრეტული ხატი, მაგრამ პირველ რიგში, განიცდება, როგორც
მნიშვნელობა.
3. ზოგად მიმართებაTa ანუ ლოგიკურ კატეგორიათა ამსახველი აზრი. იგივეობის,
ერთianoბის მსგავსების, სხვაობის, ცვალებადობის, მიზეზობრიობის კატეგორიების
წვდომა აბსტრაქტული აზრისათვისაა შესაძლებელი, მაგრამ როგორ განიცდება ზოგად
მიმართებათა ამსახველი აზრი ადამიანის მიერ? ძალიან ძნელია მათი მოაზრებისას რაიმე
თვალსაჩინო შინაარსის წარმოდგენა. ამ ზოგადი მიმართებების წვდომა ხდება ადამიანის
მიერ ემპირიული გამოცდილების მიღების პროცესში და წარმოადგენს კონკრეტულ
შემთხვევაში მიმართებათა განზოგადების შედეგს.
4. აბსტრაქტული დედააზრი. აზროვნების პროცესში ადამიანი წვდება რთულ სიტუაციას და
იმ ზოგად აზრს, რომელიც რთულ გარემოებას გააჩნია. ასეთი ზოგადი აზრი ერთი მთლიანი
აზრის სახით განიცდება ჩვენს მიერ. მაგალითად, რაიმე იგავის, ანდაზის, მოთხრობის
შინაარსი შეიძლება საკმაოდ ფართო იყოს, მაგრამ მისი დედააზრის გადმოცემა ერთი
შეკრული აზრის სახით შეიძლება. შესაძლებელია, რომ ჩვენ ზედმიწევნით გავარკვიოთ
იგავის ან ნოველის შინაარსი, მაგრამ მისი დედააზრი ვერ გავიგოთ. განცდაში დედააზრი
mTliani სახით გვეძლევა, თუმცა სიტყვიერად მას ერთი სიტყვით ან წინადადებითაც კი
ვერ აღვნიშნავთ. საჭიროა ხოლმე საკმაო მოცულობის მსჯელობა დადააზრის
გამოსახატავად. განსაკუთრებით საინტერესოა მხატვრულ ნაწარმოებთა წვდომის პროცესი,
როდესაც გარეგნული შინაარსი და ღრმა დედააზრი განსხვავებულია. მაგალითად,
კრილოვის იგავები, ფოლკნერის რომანები ან თუნდაც ჯ. ჯოისის „ულისე.“
ლოგიკის გავლენით ფსიქოლოგიაში განასხვავებენ ლოგიკური აზროვნების სამ
ფორმას: ცნებას, მსჯელობას, დასკვნას. ფსიქოლოგიის ამოცანას წარმოადგენს აზროვნების
ამ ფორმების ანალიზი.
ცნება. ლოგიკური ცნება ეს არის აზრი საგანთა ან მოვლენათa კლასის არსებითი
ნიშნების შესახებ. ეს მეცნიერული ცნებაა. ფსიქოლოგიურად კი ცნება განიცდება, როგორც
სიტყვის მნიშნელობა. აზრის განცდა, სიტყვას ეყრდნობა, მაგრამ ყველა აზრი და სიტყვა
ცნებას არ წარმოადგენს ლოგიკური თვალსაზრისით. ფსიქოლოგიურად, კი გაბმული
აზროვნების პროცესში იგი არც არის ხოლმე ცნებად გაცნობიერებული. მაგალითად,
როდესაც ჩვენ აზროვნების შესახებ ვმსჯელობთ, სიტყვა „აზროვნების„ ხმარებისას არ
ვაცნობიერებთ მისი, როგორც ცნების არსებით ნიშნებს. მაშ რისი საშუალებით აზროვნებს
ადამიანი, თუ არა ლოგიკური ცნებებით? ჩვენ ვაზროვნებთ არა მეცნიერული ცნებებით,
არამედ როგორც k. მესერი აღნიშნავს “ბუნებრივი“ ანუ ყოველდღიური ცნებებით,
რომელიც ცნობიერებაში არსებითი ნიშნებით არ არის წარმოდგენილი. ასეთი ცნებები არ
წარმოადგენენ აზრს არსებითი ნიშნების შესახებ. სხვადასხვა მეცნიერებაში დადგენილია
არსებული ცოდნის საფუძველზე იმ ცნებების შინაარსი, მათი არსებით ნიშნების
საფუძველზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხმარობთ (მაგალითად, წყალი, მწერი,
ბალახი, ჰაერი და ა.შ.), მაგრამ არასპეციალისტებისათის ცნების ასეთი შინაარსი უცნობია.
ინტელექტი 20
ამ შემთხვევაში saqme gvaqvs ცნების ფუნქციურ ექვივალენტTan. სუბიექტი სწორად
იყენებს სიტყვის მნიშნელობას გაბმული აზროვნების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ
ვერ იძლევა ამ ცნებების ზუსტ განსაზღვრებას.
როგორ განიცდება ყოველდღიური ცნება ფსიქოლოგიურად? ეს ფსიქოლოგიის
გადაუწყვეტელი პრობლემაა. მრავალი ავტორი მიუთითებს ეს ბუნდოვანი დიფუზური
„სფეროს“ განცდაა, რომელსაც შეიძლება ახლდეს ცნებაში ნაგულისხმევ საგანთა ჯგუფში
შემავალი რომელიმე ობიექტის წარმოდგენა. რა განაპირობებს სიტყვის სწორ გამოყენებას
აზროვბნების პროცესში? როგორ ხდება ცნების გაგება? (ეს პრობლემებიც საკმაოდ
ბუნდოვანია აზროვნების ფსიქოლოგიაში და მათ ასახსნელად მრავალი მოსაზრება
არსებობს) მეტყველებაში როგორ განიცდება ადამიანის მიერ გაბმული აზროვნების
პროცესში მეცნიერული ცნება? აზროვნების პროცესში ხდება ცნებებით ოპერირება და ცნება
განიცდება როგორც ერთი ფსიქიკური შინაარსი, ერთი აზრი და არა თანმიმდევრული
ჩამონათვალი არსებითი ნიშნებისა. მაგალითად, ცოცხალი აზროვნების პროცესში
ცხოველის, მცენარის, წრის ცნებებიs (გვ. 14) gamoyenebisas არ მოაიაზრება მათი არსებითი
ნიშნების ცოდნa. ისინი განცდაში გვეძლევა უფრო როგორც ერთი დიფუზური აზრი,
რომელსაც შეიძლება თვალსაჩინო ხატიც ახლდეს. qarTveli fsiqologis
d.ramiSvilis mixedviT Cven “cnebis ekvivalentebiT vazrovnebT”. mag. sityva
“ia”-s mniSvneloba yvelas esmis, magram cotam Tu icis, rom is balaxia da ara
yvavili.
ამრიგად, ცნების ფსიქოლოგიური და ლოგიკური გაგება არ ემთხვევა ერთმანეთს.
ფსიქოლოგიურად ცნება სულაც არ წარმოადგენს აზრს კლასის არსებითი ნიშნების შესახებ
(დ. რამიშვილი)
ცნებისათვის სამი მომენტია დამახასიათებელი:
1.იგი სინამდვილეს განზოგადებულად ასახავს.
2.მასში იგულისხმება ინდივიდუალური საგნების და მოვლენების არათვალსაჩინო
თვისებები, არამედ ის ნიშნები რომელიც საერთოა, ზოგადია საგანთა მთელი კლასისათვის
da არსებითიa ამ კატეგორიისათვის. არსებითია საგანთა ისეთი ნიშნები, რომელიც მთელი
საგნის ან მოვლენის აუცილებელი და საკმარისი დამახასიათებელია, ის ატრიბუტი, რის
გარეშეც მოცემული ობიექტი ან მოვლენა ვერ მოიაზრება. მაგალითად, აზროვნების ცნება
ფსიქოლოგიაში. მიუხედავად, mravalgvari ganmartebisa da gansxvavebuli
terminologiisa, აზროვნების არსებითი თვისებებიa პრობლემური სიტუაციის, ამოცანის
გადაჭრის უნარი და გამოცდილებისათვის ახლის შეძენა. verbalur-logikuri
azrovnebis operaciebiTaa SesaZlebeli movlenebSi arsebiTi, zogadi da kerZo
Tvisebebis (atributebis) gamoyofa, rac mniSnvelovania sinamdvilis
Sesamecneblad.
3. ცნება გაშუალებულად ასახავს სინამდვილეს. როგორ ვხვდებით ჩვენ რა შეიძლება იყოს
მოცემული კატეგორიის არსებითი ნიშნები. ცხადია იმ ცოდნის მიხედვით, რომელიც
მეცნიერების მიერ არის დაგროვილი. ცნებაში ის ნიშნები moiazreba, რომელიც
მეცნიერების მოცემული დონის მიხედვით არსებითად ითვლება საგანთათვის ან
მოვლენისათვის. ცნების ლოგიკური შინაარსი მეცნიერების მიერ დაგროვილ ცოდნაზეა
დამოკიდებული და ამიტომ ცვალებადია. იგი იცვლება მეცნიერების განვითარებასთან
ერთად. მაგალითად, ატომის ცნება წინათ გულისხმობდა მის განუყოფლობას. მეცნიერების
განვითარებასთან ერთად აღმოჩნდა, რომ ატომი სულაც არ არის განუყოფელი და მატერიის
შემადგენელი ელემენტარული ნაწილაკი, თურმე ის ელექტრონებისაგან შედგება, არაფერი,
რომ არ ვთქვათ, ისეთ ელემენტარულ ნაწილაკებზე, როგორიცააა kvarkebi. ცნებები
განცალკევებული კი არ არიან, არმედ ერთ სისტემას ქმნიან ჩვენს ცნობიერებაში, ისინი
გარკვეულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. შესაბამისად, ლოგიკური
ინტელექტი 21
აზროვნების პროცესი ცალკე იზოლირებული ცნებების სახით კი არ მიმდინარეობს, არამედ
მსჯელობის სახით.
მსჯელობა. მსჯელობაში ხდება სინამდვილეში არსებულ მიმართებათა ასახვა.
მსჯელობis saSualebiT მიმართებa მყარdeba სინამდვილის აღმნiSvnel ცნებებს შორის.
ლოგიკისათვის საინტერესოა მსჯელობebiს განხილვა მათი ჭეშმარიტება–მცდარობის
თვალსაზრისით. ფსიქოლოგისათვის საინტერესოა, თუ როგორ განიცდება მსჯელობა
პიროვნების მიერ და რა ფსიქოლოგიური შინაარსი გააჩნია მას.
მსჯელობა ისაა, რაც სიტყვიერად frazaSi gamoixateba. მსჯელობაში მტკიცდება ან
უარიყოფა რაიმე მიმართება, დამოკიდებულება ობიექტებს, მოვლენებს შორის.
შესაბამისად, მსჯელობა ყოველთვის მიმართებებს ეხება და წინადადებაში გამოხატულ
მსჯელობაში ყოველთის ორი წევრია ნაგულისხმევის – სუბიექტი და პრედიკატი.
მსჯელობა სწორედ ორ შინაარსს შორის არსებულ მიმართების შემეცნებას წარმოადგენს.
მსჯელობის შინაარსი შეიძლება იყოს კონკრეტული ხასიათის და უშუალო დაკვირვებიდან
გამოდინარეობდეს. მაგალითად, ფოთოლო მწვანეა, წყნეთი თბილისთან ახლოს
მდებარეობს; ასევე, მსჯელობაSi შეიძლება აისახებოდეს ganyenebuli mimarTeba,
ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ დაგროვილი გამოცდილების შედეგად განზოგადებული,
მაგალითად, ადამიანი მოკვდავია, ლითონი გათბობით ფართოვდება. მსჯელობაში
შეიძლება იყოს ასახული სრულიად განსხვავებული ტიპის მიმართებანი. იქნება ეს მთელის
და ნაწილის, იგივეობის, მიზეზ–შედეგის, კერძოსi და ზოგადის. მსჯელობაში ასახულია
არა მხოლოდ გარე სამყაროს დამოკიდებულებანი, არამედ ადამიანის შინაგანი ფსიქიკური
მდგომარეობისa da მისი დამოკიდებულებების გამოხატულებაც ხდება.
აღსანიშნავია, რომ წინადადებების ლოგიკურ–გრამატიკული სტრუქტურა,
გრამატიკული სუბიექტი და პრედიკატი ყოველთვის არ ემთხვeვა ფსიქოლოგიურ
სუბიექტს და პრედიკატს. აზრი, რომელიც გამოხატულია მსჯელობაში შეიძლება სხვა იყოს,
ვიდრე მისი გრამატიკულ ფორმაში გამოხატული შინაარსი. მაგალითად, ვიგოtსკის
მოჰყავს ლ.ელანდის „“ჰერცოგ ერნესტ შვაბელის“ პროლოგის დასაწყისი: „სასტიკი
სანახაობა გადაiSleba Tqvens winaSe” – sadac qvemdebare “sanaxaobaa”, xolo
შემასმენელi ki - “გადაiSleba”. ფსიქოლოგიური თავლსაზრისით კი ფრაზის სტუქტურა
სხვანაირია: „გადაiSleba“ ქვემდებარეა, „სასტიკი სანახაობა“ – შემასმენელი. პოეტს
უნდოდა ეთქვა: “ის რაც თქვენს წინ მოხდება, ტრაგედიაა”. ჩვენს ცნობიერებაში
პირველადია წარმოდგენა იმაზე, რომ ჩვენს წინ სანახაობა გაიშლება, ეს არის ის, რის
შესახებაც არის საუბარი მოცემულ ფრაზაში, ანუ ფსიქოლოგიური ქვემდებარე. ერთი და
იგივე ფრაზას, მსჯელობას, რომელიც რაღაც მიმართებას აღნიშნავს, წარმოთქმულს
სხვადასხვა სიტუაციაში, შეიძლება სხვადასხვა ფსიქოლოგიური სტrუქტურა ჰქონდეს,
თუმცა ფორმალური ლოგიკის და გრამატიკის თვალსაზრისით ერთნაირი იყos. ლ.
ვიგოtსკის მოჰყავს შემდეგი მაგალითი მსჯელობაზე: „საათი დავარდა“ სადაც “საათი”
ქვემდებარეა, “დავარდა” ki შემასმენელი. “ერთ შემთხვევაში, როდესაც შევნიშნე, რომ საათი
გაჩერებულია, ვიკიTხე: ra daemarTa saaTs? მე მპასუხობენ: „საათი დავარდა“. ჩემს
ცნობიერებაში ფსიქოლოგიური ქვემდებარე არის ის, რის შესახებაც არის მსჯელობა, ანუ
„საათი“, შემდეგ აღმოცენდა წარმოდგენა რომ ის დავარდა: ეს არის ფსიქოლოგიური
ქვემდებარე ანუ ის, რაც დაემართა ან გადახდა ქვემდებარეს. ამ შემთხვევაში ფრაზის
გრამატიკული და ფსიქოლოგიური სტრუქტურა ერთმანეთს ემთხვევა. როდესაც
მაგიდასთან ვზივარ და ვმუშაობ, mესმის რაღაცის დავარდნის შედეგად გამოწვეული
ხმაური. ვკითხულობ: რა დავარდა? მპასუხობენ იგივე ფrაზით: „საათი დავარდა“. ამ
შემთხვევაში ცნობიერებაში პირველად იყო წარმოდგენა რაღაცის დაცემის შესახებ, ის,
რაmac ხმაური gamoiwvia. აქ უკვე “დავარდა” ქვემდებარეა, ხოლო „საათი“, რომელიც უკვე
ინტელექტი 22
შემდეგ აღოცენდება ჩემს ცნობიერებაში – ფსიქოლოგიური შემასმენელი. სხვანაირად ეს
შეიძლება გამოიხატოს ასე: „ის, რაც დავარდა საათია.“
ყოველდღიურ ცხოვრებაში მსჯელობა ხშირად არ გამოიხატება სრული წინადადებით.
მსჯელობა ანუ სუბიექტსა და პრედიკატს შორის მიმართება შეიძლება ერთი სიტყვითაც
გამოიხატებოდეს: წვიმს, თოვს, დიახ, არა ან სულაც უსიტყვოდ, მაგალითად, თავის დაქნევა
გარკვეული მიმართების დადასტურებაა ან ,პირიქით, უარყოფა თავის გაქნევით.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყველა წინადაdებაში გამოხატული შინაარსი, ყველა
სიტყვიერად გამოხატული მიმართება არ შეიძლება ჩაითვალოს მსჯელობად.
ფსიქოლოგიურად, მსჯელობას აუცილებლად თან ახლავს მეტ–ნაკლები დარწმუნებლობის
განცდა. მის შინაარსში ჩართულობა. მაგალითად, თუ ბავშვი იმეორებს მსჯელობას, რომ
„ყველა ადამიანი მოკვდავია“, ფსიქოლოგიურად ეს ვერ იქნება მსჯელობა, თუმცა კი
ლოგიკის თვალსაზრისით ეს მსჯელობაა. აქ ბავშვი ახდენს სხვისი მსჯელობის იმიტაციას,
იგი არ განიცდის არც მის სიყალბეს და არც მის ჭეშმარიტებას, არც რაიმე
დარწმუნებულობის ხარისხს.
ფსიქოლოგიურად ყველა მსჯელობაში მიმართების მიღება ან უარყოფა იგულისხმება.
მექანიკურად რაიმე აზრის გამეორება, თუნდაც ლოგიკურად გამართულის,
ფსიქოლოგიურად არ ნიშნავს მსჯელობას.
დასკვნა. ლოგიკური, ცნებითი აზროვნების მესამე ფორმად დასკვნა ითვლება. დასკვნა
რამდენიმე მსჯელობას შორის მიმართებიდან გამომდინარეობს. ისიც მსჯელობას
წარმოადგენს, რადგანაც მასში აისახება გარკვეული მიმართება სუბიექტსა და პრედიკატს
შორის. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვეულებრივ, მსჯელობaSi უშუალოდ
სინამდვილის რაღაც მიმართებa აisaxeba. daskvnis dros, ki sinamdvilis Sesaxeb
msjelobebs veyrdnobiT და მსჯელობა აქედან gamogvyavs _ ცნობილი მსჯელობებიდან
ახალ მსჯელობას ვიღებთ. საფუძველს, რომელსაც ვეყრდნოbiთ დასკვნის გამოსატანად,
ლოგიკაში წანამძღვარები ეწოდება. დასკვნა კი აიგება წანამძღვარებს შორის მიმართებების
დამყარების საფუძელზე. ლოგიკას აინტერესებს წანამძღვრების ის ფორმალური
კომბინაციები, რომელიც დასკვნის ჭეშმარიტება–მცდარობას განსაზღვრავს. ლოგიკის
გავლენით ფსიქოლოგიაშიც არჩვენ დასკვნის სამ ფორმას:
1. ინდუქცია – კერძო მსჯელობიდან ზოგადი დასკვნის გამოტანა
2. დედუქცია – ზოგადი მსჯელობიდან კერძო მსჯელობის გამოყვანა
3. ანალოგია – ერთი კერძო მოვლენიდან ანალოგიურ კერძო მოვლენის შესახებ დასკვნა.
სააზროვნო ამოცანის გადაწყვეტისას ადამიანი იყენებს ამ ორივე პროცესს
ინდუქციურს და დედუქციურს.
დ. დიუის თვალსაზრისით კრიტიკული აზროვნება შეუძლებელია დასკვნის
მსჯელობის ამ ორივე მხარის გარეშე. დასკვნის შემეცნებითი ღირებულება მეტად
მნიშენლოვანია. იგი შესაძლებლობას გვაძლევს ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, რაც
გამოცდილებაში გვეძლევა და შესაბამის მსჯელობაში აისახება, არამედ მოცემული ცოდნის
საფუძvელზე ახალი მიმართებაც დავინახოთ.
შტერingisa და ლიnდვორსკის ექსპერიმენტული გამოკველევebidan დასკვნის
ფსიქოლოგიური ბუნების შესახებ გამოირკვა, რომ ისევე როგორც ცნებებით აზროვნების
სხვა ფორმები, დასკვნაც მჭიდროდაა დაკავშირებული თვალსაჩინო განცდებთან.
თვალსაჩინო სქემები და სიმბოლოები მონაწილეობენ დასკვნის პროცესში. ისინი აზრის
ილუსტრაციის ან წარმომადგენლობის როლს ასრულებენ. დასკვნის ძირითად
ფსიქოლოგიურ მომენტს – მიმართების განცდა წარმოადგენს – მოცემული წანამძღვარების
გააზრების საფუძველზე. ხდება დანასკვის სუბიექტსა და პრედიკატს შორის არსებული
მიმართებების წვდომა.
ინტელექტი 23

ცნების შემუშავება.
შემუშავება. როგორ ხდება ცნების დაუფლება? როგორ ახერხებს ადამიანი ცნების
შეთვისებას და მისი საშუალებით ოპერირებას? გავიხსენოთ, რომ ცნების შინაარსი შედის
ობიექტათა და მოვლენათა არსებითი ნიშნები. ადამიანმა უნდა შეიცნოს ეს არსებითი
ნიშნები, რათა მათი თავისუფლად გამოყენება შესძლოს. რა არის ამისათვის საჭირო?
განყენების ოპერაცია ანუ აბსტრაქცია. ეს ნიშნავს იმას,რომ ადამიანმა უნდა დაშალოს
ობიეqტის Sesaxeb მთლიანი წარმოდგენა და იმსჯელოს მის ცალკეულ მხარეებსა და
თვისებებზე. ამ ობიექტის მთლიანი წარმოდგენის გარეშე. აბსტრაქციის ოპერაციის
საფუძვლეზე ადამიანი გამოყოფს ობიექტში რეალურად არსებულ რაღაც მხარეებს, ნიშნებს
და მის დამოუკიდებლად წარმოiდგენს მათ ამ ნიშნების მსგავსების მიხედვით. ადამიანი
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ობიექტებს ან მოვლენებს და აღმოაჩენს, რომ ობიექტebis
erTi ჯგუფი გარკვეული arsebiTi ნიშნებით ერთიანდება, იმით, რითიც განსხვავდება
იგი სხვა ჯგუფისაგან. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ასეთი ჯგუფის (კლასიs) განყენებული,
იზოლირებული მომენტები ისევ მთლიანდ უნდა იქცნენ და ამას სიტყვა აკეთებს. სიტყვის
მნიშნელობაში დ. უზნაძის მიხედვით ხდება ცნების შინაარსის ობიექტივაცია.
ფსიქოლოგიას ყოველთვის აინტერესებდა თუ რა გზით ხდება ცნებეის შემუშავება, მისი
ათვისება ბავშვის ganviTarebis პროცესში და მოზრდილი ადამიანის მიერ. ბუნებრივად ამ
პროცესის გამოკვლვა შეუძლებელია. დგება ცნების შემუშავების ექსპერიმენტული კვლევის
და მისი ფსიქოლოგიური ბუნების ანალიზის საკითხი. n. ახის მიერ შექმნილმა ცნების
შემუშავების ორიგინალურმა მეთოდმა ბევრ ფსიქოლოგიურ კვლევას მისცა ბიძგი ამ
მიმართულებით (ლ.ვიგოtსკი, დ. უზნაძე. რ. ნათაძე, ბრუნერი, გუდნოუ, ოსტინი და ა.შ.) ნ.
ახის თეორიული მოსაზრებები, რომელზეც დაფუძნებული იყო ექსპერიმენტული მეთოდი
მეტად მნიშვნელოვანია. იგი თვლიდა, რომ არაა საკმარისი mზა ცნებების გამოკვლევა,
საჭიროა ახალი ცნებების შემუშავების პროცესზე დაკვირვება. ექსპერიმენტულ სიტუაციაში
ადამიანი თანდათანობით უნდა ეუფლებოდეს ახალ ცნებebს, რომელთა შინაარსს
წარმოადგენდა ნიშანთა რაღაც ხელოვნური დაჯგუფება. მისთვის მნიშვნელოვანია იმის
გამოკვლევა თუ როგორia სიტყვის მნიშვნელობად ქცევის პროცესი, მისი გასიმბოლოება,
გარდა ამისა, როგორ ხდება ადამიანის მიერ მისი გამოყენება გარკვეული ამოცანებისა
გადაწყვეტისას, როგორ იძენს სიტყვა თავის შინაარსს ადამიანისათვის.
ცნების შემუშავების ექსპერიმენტულ კვლევებში ავტორები იყენებენ თვალსაჩინო
მასალას, რომლის დაჯგუფება–კლასიფიკაცია შესაძლებელია გარკვეული ნიშნების
მიხედვით და ხელოვნურ ბგერათა კომპლექსებს, რომლებიც ექსპერიმენტულ სიტუაციაში
აღნიშნავენ რაღაც არსებითი ნიშნების მიხედვით გაერთიანებულ ობიექტთა ჯგუფებs.
ფსიქოლოგებისათვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ის თუ ამ ხელოვნური ცნების როგორ
განსაზღვრებას გვაძლევენ ადამიანები, არამედ, როგორ იყენებენ მათ კომუნიკაციის
პროცესში, როგორ იძენს ის თავის მნიშვნელობას გაბმული აზროვნების პროცესში.
ცნება სტატიკური, იზოლირებული არ არის ჩვენი ბუნებრივი აზროვნების პროცესში და
ეს უნდა გათვალისწინებულ იყოს ცნების ხელოვნურად შემუშავების დროს.
არსებობს დ. უზნაძის, რ. ნათაძის, ვიგოდსკი–სახაროვის, ბრუნერის ცნების შემუშავების
მოდელები და ამ პროცესზე დაკვირვების ექსპერიმენტული მოდელები.
ცნების ფსიქოლოგიური შესწავლის მეთოდებიდან გამოყოფენ:
ა) ცნების განვითარების კვლევის მეთოდებს;
ბ) ცნების ხელოვნური შემუშავების ექსპერიმენტულ მეთოდებს.
პირველ მათგანს მიეკუთვნება:
1) ცნების განსაზღვრების;
2) ცნების შედარების;
ინტელექტი 24
3) ცნებათა კლასიფიკაციის მეთოდები.
ეს მეთოდები უპირველეს ყოვლისა, მიმართულია იმის დასადგენად, თუ რა
მიმართებებს გულისხმობს პიროვნება მოცემულ მნიშვნელობაში
მეორე ჯგუფის მეთოდებს მიეკუთვნება:
1) ახის;
2) უზნაძის
3) ნათაძის;
4) ვიგოდსკი–სახაროვის
5) ბრუნერის ცნების ექსპერიმენტული მეთოდები.
ისინი მიმართულია იმის გამოსაკვლევად თუ როგორ ხდება ცნების დაუფლება და
შემდეგ მისი გამოყენება.

აზროვნების ოპერაციები
როგორ ახერხებს ადამიანი არათვალსაჩინო მიმართებების წვდომას, მოვლენათა
ზოგადი კანონზომიერების გაგებას, ობიექტთა კლასის ზოგადი და არსებით ნიშნების
გამოყოფას? პირველად ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლeბმა და განსაკუთრებით ki
ო.ზელცმა აღნიშნა, რომ ესაა სააზროვნო ამოცანა, ანუ ის, რაც უნდა გადაწყვიტოს პიროვნებამ
და მეორეა საშუალებანი ე.ი. ის რის მეშვეობითაც ხერხდება ამოცანის გადაწყვეტა. ასეთ
საშუალებად ო.ზელცს ინტელექტუალური ოპერაციები მიაჩნდა. აზროვნების პროცესში ეს
ოპერაციები შემთხვევითად კი არ მიიმართებიან, არამედ მათი მიმართულება დასმული
ამოცანით განისაზღვრება. ჟ.პიაჟეს მიხედვით, ლოგიკური აზროვნების ძირითად თვისებას
წარმოადგენს მისი ოპერაციულობა. აზროვნების ოპერაცია – ეს არის გონებრივი მოქმედება,
ანუ მოქმედება გონებრივ პლანში. მას აღქმisgan განსხვავებით Seqcevadoba ახასიათებს.
აზროვნებაში ასახულია მიმართებათა წვდომა. ჟ.პიaჟეს მიხედვით ინტელექტუალური
ოპერაცია ადამიანის გარემოსთან წარმოებული მოქმედებების გაშინაგნების,
ინტერიორიზაციის შედეგია. ამრიგად, ფსიქოლოგიაში აზროვნების operaciis გაგება
ერთგვაროვანი არ არის, თუმცა ძირითადად ყველა ცნობს, რომ ოპერაცია ისეთი გონებრივი
მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება.
განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს:
 ანალიზი,
 აბსტრაქცია ანუ განყენება
 სინთეზი.
არათვალსაჩინო მიმართებების, ზოგადი თვისებების წვდომა აზროვნების ამ
ოპერაციების საშუალებითაა შესაძლებელი.
ანალიზის ოპერაცია. ანალიზის ოპარაციის საშუალებით ადამიანს შეუძლია აღქმული
მთლიანი მოვლენიდან ან ხატიდან სხვადასხვა მხარეები გამოყოს, დაშალოს საგani ან
მოვლენa ცნობიერებაში. ამ ოპeრაციის საფუძველze, მთლიანი ხასაითის შინაარსიდან
შესაძლeბელია ცალკეული მხარის გამოყოფა. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ აზროვნების
შესახებ, ჩვენ განვიხილავთ ცალკე ოპeრაციებს, ცალკე თვით აზროვნების ობიექტს, ამოცანას,
ცალკე თვით აზროვნების პროცესის დინამიკას (მიმდინარეობას) ამოცანის გადაწყვეტის
პროცესში. ასევე, mag. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ არა საერთოდ წიგნის შესახებ, არამედ
მისი გაფორმების, შინაარსის, სტილის, ავტორის და ა.შ.
აბსტრაქცია ანუ განყენება. გულისხმობს საგნის ან მოვლენის ცალკეული მხარეების ან
თვისებების გამოყოფას და მათგან დამოუკიდებლად გააზრებას. ანალიზის ოპერაციის
საფუძველზე ხდება რაიმე ნიშნის გამოყოფა და ამ საგნის გარეშე მისი აზროვნების საგნად
გადაქცევა, მაგალითად, როდესაც ჩვენ გვაინტერესებს საგნის ფერი, ან მისი ტემპერატურა ან
ინტელექტი 25
კიდევ საგანთა თვისებების შესახებ ვმსჯელობთ, ჩვენ ვახდენთ ფერის ან სიდიდის,
ტემპერატურის ან კიდევ სხვა თვისებების განყენებას მათი მატარებელი საგნის წარმოდგენის
გარეშე.
ასეთ აბსტრაქციას გამაანალიზებელი ეწოდება, რადაგანაც იგი ცალკე ნიშნის განყენებაა,
კონკრეტული საგნიდან მოვლენიდან კონკრეტული თვისების გამოყოფაa და განზოგადებას არ
შეიცავს. ხშირად ასეთი ტიპის აბსტრაქციას ცალკე არც გამოყოფენ, რადგან იგი ფაქტიურად
ანალიზის კერZო გამოვლინებაა.
ნამდვილი აბსტრაქცია, განყენება, ისეთი ოპერაციაა, რომელიც გულისხმობს საგანთა
ერთობლიობისათვის დამახასიათებელ საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფას და ამ
ზოგადის კონკრეტული საგნის გარეშე გააზრებას. ეს განმაზოგადებელი აბსტრაქციაა.
იმისათვის, რომ მოხერხდეს საგანთა ან მოვლენaთა ჯგუფისათვის საერთოს გამოყოფა,
საჭიროა ამ საგნების ან მოვლენების ერთმანეთთან შედარება. განმაზოგადებელი აბსტრაქცია
ეყრდნობა საგანთა შედარებას და მათ შორის მიმართების წვდომას. საგნებს შორის
დამოკიდებულებაში ხშირად ჩნდება ისეთი თვისებები, რომელიც ცალკე აღებულ საგანში ან
მოვლენაში არ ჩანს. ამდენად, აბსტრაქციის ოპერაცია გულისხმობს ობიექტთა შედარებით
ანალიზს, მათი ურთიერთმიმართების საფუძველზე, ამ ობიექტისათვის დამახასიათებელი
მსგავსი ნიშნების გამოყოფას და მათ საფუძვლეზე ობიექტთა kategoriaSi გაერთიანებას.
საერთო ნიშანთა წვდომა და მათი აბსტრაქცია საფუძvლად უდევს ნებისმიერ კლასიფიკaციას,
იქნება ეს თვალსაჩინო თვისებების გამოყოფა (მაგ, ფერის, ფორმის, სიდიდის), ან ისეთი
თვისებებისა, რომელიც თვალსაჩინოდ და კონკრეტულად არ გვეძლევა (მაგალითად, საგნის
ფუნქცია, მიმართება საგანთა შორის). აბსტრაქციის სირთულე მდგომარეობს სწორედ
მოვლენათა და საგანთა მიმართებების განყენებაში. მაგალითად, რაოდენობის ან რიცხვის
აბსტრაქცია, იგივეობის, ფუნქციის და ა.შ. რიცხვი არაა დაკავშირებული კონკრეტულ
საგნებთან, მათ შინაარსთან. ის საგნebiს აღქმიდან კი არ გაmomdinareobs, არამედ,
წარმოადგენს მათ შორის რაოდენობრივი დამოკიდებულებების განყენების შედეგს. ასევე,
იგივეობა არ ჩანს ცალკეულ საგანში, იგი საგანთა მიმართებებიდან, მათი გამოიყვანება,
მიუხედავად, მათი კონკრეტული შინაარსისა.
ცნების შემუშავება წარმოდგენელია აბსტრაქციის გარეშე. ამ ოპერაციის საფუძველზე
ხდება საგანთა კლასის გაერთიანება რაღაც ნიშნით. იქნება ეს ზოგადი თუ არსებითი თვისება.
სინთეზის ოპერაცია. ეს ოპერაცია გულისხმობს ცალკეული ელემენტების, საგანთა
თვისებების აზროვნებაში ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ანალიზის საწინააღმდეგოდ,
სინთეზის საშუალებით ხდება ცალკე თვისებების ერთ შინაარსად შეკვრა.
ცნების შემუშავებაში სინთეზს დიდი მნიშვნელობა აქვს. მის საფუძველზე ობიექტებში
გამოყოფილი ცალკეული ნიშნები ერთიანდება მთლიან შინაარსად. ცნების შინაარსი ჯამი კი
არ არის თვისებებისა, არამედ ერთი აზრი, რომელშიც აბსტრაქტული ნიშნები ერთიანდებიან
სინთეზის საშუალებით. სინთეზის ოპერაციის გარეშე შეუძლებელია ინდუქციური დასკვნა–
ცალკეული ფაქტებიდან, ხდომილებებიდან გარკვეული თეორიული მოდელის შედგენა.
ჩვენს შემთხვევაში აზროვნების რთული ფენომენი ანალიზის საფუძველზე დავშალეთ და
მოვახდინეთ მისი ცალკეული მხარის თუ თვისების აბსtრაჰირება და ისე განxilva. თუკი
აზროვნების ცალკეული მხარის განხილვის, აღწერის, გამოკვლევის Semdeg misi sxvadasxva
mxareebi ერთ მთლიანობაში ვერ გავაერთიანეთ სინთეზის საშუალებით, მთლიანად,
აზროვნების პროცესის შესახებ ძალიან ბუნდოვანი, წყვეტილი წარმოდგენა დაგვრჩება.
ამრიგად, აზროვნების ოპერაციები ადამიანისთვის წარმოადგენს წარმოქმნილ
სააზროვნო ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას, ხერხს. მათი ცალკე–ცალკე განხილვა,
ცხადია, ჩვენი ანალიზის და აბსტრაქციის შედეგია. აზროვნების პროცესში ყველა ეს
ოპერაცია მონაწილეობს და რომელიმეს დომინირება ამოცანის ხასიათზეა დამოკიდებული.
ინტელექტი 26
ხატოვანი აზროვნება
ხატოვანი აზროვნება წარმოდგენებით, ხატებით აზროვნებას გულისხმობს, აზროვნების ეს
ფორმა თვალსაჩინო წარმოდგენებს ეყრდნობა და მათ საფუძველზე ახორციელებს ადამიანის
სააზროვნო ოპერაციებს. ასეთ აზროვნებას თვალსაჩინოსაც უწოდებენ. ლოგიკური
აზროვნებისათვის ცნებებით ოპერირებაა დამახასაითებელი. ხატოვანი აზროვნებისათვის კი –
ხატებით, წარმოდგენებით ოპერირება.
ონტოგენეზში, განვითარების პროცესში ბავშვი, ჯერ თვალსაჩინო, კონკრეტულ
ობიექტებზე, შემდეგ კი მათი წარმოდგენების მეშვეობით ეუფლება თვისებების, ნიშნების
გამოყოფას, შედარებას და შესაბამისად, განზოგადებას. სიყმაწვილის ასაკში ბავშვს უკვე ისეთი
მიმართებების წვდომა შეუძლია, რომელიც უშუალოდ არ აღიქმება. ამდენად, ხატოვანი
აზროვნება განვითარების უფრო ადრეული საფეხურია, ისევე, როგორც მეტყველებამდელი,
ბავშვის პრაქტიკული აზროვნება; კლასიკურ ფსიქოლოგიაში მას აზროვნების უფრო დაბალ
ფორმად მიიჩნევდენენ, ხოლო ცნებებით აზროვნებას კი – უმაღლეს ფორმად. ეს გამოწვეული იყო
იმით, რომ აზროვნების ფსიქოლოგიაზე ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა ფორმალურ ლოგიკას
- შესაძლებელია მხოლოდ კატეგორიალური აზროვნება, როდესაც ლოგიკის კანონებზე
დაყრდნობით უზოგადესi მიმართებებiს შემეცნებaa SesaZlebeli; მეორე მიზეზი, იყო
ვიურცბურგის სკოლის გავლენით წარმოდგენა აზროვნებაზე, როგორც “სუფთა აზრზე”,
რომელსაც არაფერი აქვს საერთო გრძნობადთან, თვალსაჩინოსთან. წარმოდგენა დიდi ხნით იქნა
განდევნილი აზროვნების ფსიქოლოგიიდან, შესაბამისად, ხატოვანი აზროვნების შესწავლაც
კლასიკურ ფსიქოლოგიაში არ ხდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმის აზროვნების აღწერა და მისი ინტერპრატაციის მცდელობა
ხშირია დასავლეთის ეთნოგრაფების შრომებში (განსაკუთრებით ფრანგული სოციოლოგიური
სკოლის წამომადგენლებთან) (ლ. ლევი–ბრიული, ე.ტეილორი, დ. ფრეზერი).
ლ. ლევი–ბრიულის მიხედვით შედარებით პრიმიტიული საზოგადოებების, ინდიელთა და
სამხრეთ–ამერიკული, აფრიკული ტომების წარმომადგენლების აზროვნება თვალსაჩინო–
ხატოვანია. მდიდარ ეთნოგრაფულ და ლიგვისტურ მასალაზე დაყრდნობით იგი ასკვნის, რომ
ასეთი აზროვნება პრიმიტიულია. დასავლეთის მეცნიერები შეეჯახნენ რა მaTi კულტურისათვის
სრულიად განსხვავებულ ყოფას, ადამიანთა აზროვნების რადიკალურად განსხვaვებuლ სტილს,
რომელიც არ ჰგავდა ევროპული ტიპის სილოგისტურ, რაციონალურ აზროვნებას, თამამად
ასკვნიდნენ, რომ პრიმიტიული საზოგადოების ადამიანთა აზროვნება მოკლებულია ლოგიკას,
უფრო ხატოვანიa, ვიდრე ცნებითი. თავად ლევი–ბრიული ცდილობდა დაეზუსტებინა ტერმინი
„pრალოგიკური“ და აღნიშნავდა, რომ ეს არ ნიშნავს ალოგიკურს, არამედ უფრო იმას, რომ
პრიმიტიული ტომების წარმომადგენლების ლოგიკა (ლოგიკა და განსჯა) სულ სხვანაირია და არ
ჰგავს ევროპულს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ ტერმინიდან უფრო ის ჩანს, რომ მaTi აზროვნება
არის „ლოგიკურამდელი„, „წინალოგიკური“. პრიmiტიული საზოგადოების ადამიანის აზროვნების
ასეთი დახასიათება წინააღმდეგობაში მოდის თვით ეთნოგრაფიულ მონაცემებთან, საiდაnaც
კარგად ჩანს, რომ ასეთი საზოგადოების ადამიანები საოცარ მოქნილობას და გამჭრიახობას
ამჟღავნებენ პრობლემურ სიტუაციებში და ლოგიკური მოქმედებაც მშვენიvrad შეუძლიათ.
Tumca მათი ლოგიკა განსხვავდება იგივე ევროპელის ლოგიკისაგან, maSin, roca სააზროვნო
ოპერაციები არ განსხვავდება. ლ.ლევი–ბრიუlის მიხედვით, იქ სადაც ევროპელი წინააღმდეგობას
ხედავს, პრიმიტიული საზოგადოების ადამიანისათვის ის არ წარმოადგენს ლოგიკურ
წინააღმდეგობას. ამიტომ უწოდა მან ევროპელთან შედარებით მათ აზროვნებას Ppraლოგიკური
[ლ.ლევი–ბრიული გვაფრთხილებს, რომ შეუძლებელია ვიფიქროთ თითქოს აზროვნების ეს ორი
ფორმა – ლოგიკური და pრალოგიკური ცალ–ცალკე გვხვდება კაცობრიობაში და ერთმანეთისაგან
ყრუ კედლით არის გამოყოფილი}.
ინტელექტი 27
ფსიქოლოგიური ლიტერატურის გაცნობით ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს
ხატოვანი აზროვნება თანამედროვე მოზრდილ ადამიანს არ გააჩნია. მას აღწერენ ან ბავშვებთან ან
პრიტიულ ტომებთან. როგორც რ. არნჰეიმი აღნიშავს „ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ ფესვგამდგარი
წარმოდგენისა, რომლის მიხედვითაც აბსტრაქტული აზროვნება გრძნობადი გამოცდილებისაგან
მოწყვეტით მიმდინარეობს.“ სწორედ რ. არნჰეიმმა აღადგინა უფლებებში ხატი და წარმოდგენა
აზროვნების პროცესში, მან შემოიტანა ცნება „ვიზუალური აზროვნება”, რომელსაც წარმატებით
iyeneben თანამედროვე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. აზროვნების არნჰეიმისეული გაგებიდან
ხატოვანი აზროვნება აზროვნების მხოლოდ დაბალი ფორმა კი არ არის, რომელიც ბავშვებთან
გვხვდება; მოზრდილი ადამიანი მრავალი ამოცანის გადაწყვეტისას ეყრდნობა ხატებს და
წარმოდგენებს და მათ საფუძველზე ახორცილებს სააზროვნო ოპერაციებს. ვიზუალრური
აზროვნება გულისხმობს პრობლემური სიტუაციის წარმოდგენაში ისეთ ცვლილებას, ისეთ
ტრანსფორმაციას, რომელსაც ამოცანის გადაწყვეტამდე მივყავართ. არნჰეიმის აზრით,
ვიზუალური აზროვნების პროცესები ისევე ძნელი განსახორციელებელია, როგორც
ინტელექტუალური ცნებების გამოყენება. ვიზუალური აზროვნება - მხედველობითი ოპერაციების
საშუალებით აზროვნებაa. მაგალითად, პეტრეს და პავლეს აძლევენ ერთი და იგივე ამოცანას:
„ახლა 3.40 წუთია, რა დრო იქნება ნახევარი საათის შემდეგ?“ პეტრე შემდეგნაირად იქცევა: მას
ახსოვს, რომ ნახევარი საათი – 30 წთ–ია, ამას უმატებს 40 წუთს და რადგანაც საათში 60 წუთია, 10
wuTi შემდეგ საათზე გადავა. ასე მიდის დასკვნამდე, რომ იქნება 4.10. პავლესათვის კი საათი
წუთები კი არ არის, არამედ მრგვალი ციფერბლატია, ნახევარი კი წრის ნახევარია. 3.40–ზე
წუთების ისარი დამრეცი კუთხით მდებარეობს მარცხნივ, ვერტიკალურიდან ორი 5 წუთიანი
დანაყოფის მანძილზე. პავლე იღებს ამ ისარს საფუძვლად, ყოფს დისკს ორად და პირდაპირ
ხვდება წერტილში, რომელიც საწინააღმდეგო მხარეს არის ვერტიკალიდან უკვე მარჯვნივ. ასე
იღებს იგი პასუხს–4.10 wT. ორივე წყვეტდა ამოცანას გონებრივ პლანში. პეტრე ოპერირებდა
პირდაპირ რაოდენობრივი მიმართებებით და არ უკავშირებდა მათ გრძნობად გამოცდილებას.
პავლესათვის კი ეს გადაწყვეტა ვიზუალური ხატის წარმოდგენით ხდებოდა. ყველა ჩვენგანი
სარგებლობს ვიზუალური ხატებით, იქნება ეს კონკრეტულ სიტუაციაში მოქმედება (მაგალითად,
ავეჯის ერთი ოთახიდან მეორეში გადატანა) თუ უფრო რთული აბსტრაქტული სააზროვნო
ამოცანა (მაგალიათად, ლოგიკური კანონზომიერებების დადგენა).
საგულისხმოა, რომ ფსიქოლოგიაში gანaსხვავებენ აზროვნების ტიპებს. იმის მიხედვით,
თუ რომელ სტრატეგიას ირჩევს ადამიანი ამოცანის გადაწყვეტისას - ეyრდნობა ამოცანის
პირობებით გამოხატულ ვიზუალურ ხატებს და მათი ოპერირების საფუძველზე მიდის
გადაწყვეტილებამდე, თუ ოპერირებს ზოგადი მიმართებებით და ცნებებზე დაყრდნოbiთ. აქ,
ცხადია, არ არის საუბარი გეომეტრიულ და ტრიგონომეტრიული ტიპის ამოცანებზე,
მხაზველობით გეომეტრიის მონაცემებზე, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალური
ხატებით ოპერირებას. ამრიგად, ტერმინოლოგიურად ალბათ, უნდა განვასხვავოთ ხატოვანი და
ვიზუალური აზროვნება. ukanasknel შემთხვევაში იგულისხმება აზროვნების ისეთი ფორმა,
როდესაც სააზროვნო ოპერაციები ხატებზე და წარმოდგენებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
განვითარების თვალსაზრისით შეიძლება უფრო ზუსტი ტერმინი ვიხმაროთ – თვალსაჩინო –
ხატოვანი აზროვნება, სადაც ხაზი ესმება იმას, რომ სააზროვნო ოპერაციები თვალსაჩინო
სინამდვილეზე დაყრდნობით და მასთან უშუალო კავშირში მიმდინარეობს, როგორც ეს
ბავშვებთან ხდება. რაც შეეხება ვიზუალურ აზროვნებას – იგი უფრო ვიწრო ცნებაა და მოიცავს
ისეთი სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტას ვიზუალური ოპeრაციების საფუძველზე, სადაც
მხედველობითი გამოცდილებაა წამყვანი. შესაბამისად, აბსტრაჰირება, თუ ანალიზი და სინთეზი
ამ მხედველობით გამოცდილების ტრანსფორმაციის საფუძველზე ხდება.
უნდა აღინიშნოს, რომ ვიზუალური ხატები აზროვნების პროცესში შეიძლება არ იყოს
ობიექტის ზუსტი ანაბეჭდი. ე. ტიტჩენერის თქმით, ეს უფრო იმპრესიონისტული, ვიზუალური
ინტელექტი 28
ესკიზია, განსაკუთრებით ისეთი შინაარსებისა, რომლის ნათლად წარმოდგენა ძნელია.
რ.არნჰეიმის მიხედვით, გონებრივი ხატი შეიძლება იყოს მთლიანიც და ფრაგმენტულიც.
თანამედროვე კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ვიზუალურ აზროვნებას ხატებით მანიპულირებასაც
უწოდებენ.
ხატოვანი წარმოდგენების ტრანსფორმირების მათი გონებრივი მანიპულირების,
ფიგურების წარმოდგენაში კონსტრუირების ფსიქოლოგიური ბუნების გაგება დაიწყო რ. შეპარდის
და ჯ. მეცლერის ერთობლივი ექსპერიმენტებით. ისინი ცდის პირებს უჩვენებდენენ ეკრანზე
მოცულობითი კონფიგურაციების წყვილებს. ცდის პირებს სწრაფად უნდა განესაზღვრათ
რამდენად შეესაბამებიან სხვადასხვა კუთხით სივრცეში მდებარე ეს კონფიგურაციათა წყვილები
ერთმანეთს. დადებითი პასუხების ლატენტური დრო აღმოჩნდა მოტრიალების კუთხის წრფივი
ფუნქცია. ავტორების მიხედვით, გონებრივი მანიპულირება მსგავსია იმ ფიზიკური ოპერაციებისა,
რომელსაც ადამიანი აწარმოებს სივრცეში.
ვიზუალური აზროვნების სპეციფიკის გასაგებად ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა,
რომ ამ ტიპის აზროვნება ძირითადად, ეყრდნობა ზემოთ აღნიშნულ ოპერაციებს – ხატებით ან
ხატების ანალოგიით მანიპულირებას და მათ მენტალურ ტრანსფორმაციებს. ამ პროცესების
კანონზომიერებების დაწვრილებით შეისწავლის კოგნიტური ფსიქოლოგია.
ხატოვანი, თვალსაჩინო აზროვნების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ა. ლურიას მიერ
აღწერილი ე.წ. შერეშევსკის ფენომენი. მას ფენომენოლოგიური მეხსიერება ჰქონდა და მისი
აზროვნებაც მეტად სპეციფიკურ ხასაითს ატარებდა , ის რასაც სხვები ფიქრობენ ან ბუნდოვნად
წარმოიდგენენ, შერეშევსკი ხედავდა ცხადად. თვალსაჩინო „ხედვა“ ეხმარებოდა მას იოლად
გადაეჭრა პრაქტიკული ამოცანები. მაგალითად, სახუმარო ამოცანა „თაროზე იდო ორი 400
ფურცლიანი ტომი. წიგნის ჭიამ გამოხრა წიგნები პირველი ტომის პირველი გვერდიდან მეორე
წიგნის ბოლო გვერდამდე, რამდენი გვერდი შეჭამა ჭიამ? შერეშევსკი აღნიშვდა, რომ პირდაპირ
ხედავს: “აი დგას ორი ტომი, აი ჭია, რომელიც ხრავს პირველ ფურცელს და მარჯვნივ მიდის,
მხოლოდ ორი ყდა გახრა და არა 800 გვერდი. მე ამას პირდაპირ ვხედავ. მას შეუძლლია გონებაში
ხატებით ისე სწრაფად მანიპულირება და მათი ისე ცხადად წარმოდგენა, როგორც სხვას რეალურ
ობიექტებთან მიმართებაში. ა.ლურია აღნიშნავს შერეშევსკის აზროვნების ასეთი ტიპის უარყოფით
მხარესაც. შერეშევსკი ჩიოდა, რომ იტანჯება პოეზიის კითხვისას, სინონიმები, მატაფორები,
განყენებული ცნებები მართლაც პრობლემას შეუქმნის ადამიანს, რომელმაც აზრი უნდა
„დაინახოს“ ისე გაუჭირდება გაგება, როგორ უნდა გაიგო ის, რასაც მიახლოებით მაინც ვერ
წარმოიდგენ?

ამოცანის გადაწყვეტა
ამოცანის გადაწყვეტის პრობლემა აზროვნების ფსიქოლოგიისთვის ცენტრალურია.
ადამიანის აზროვნების ობიექტს ამოცანა წარმოადგენს. ტერმინი „ამოცანა“ ვიურცბურგის სკოლის
წარმომადგენლებმა შემოიტანეს აზროვნების ფსიქოლოგიაში .
ჩვენი აზროვნების პროცესი მაშინ იწყება, როდესაც ჩვენ რაიმე ამოცანის წინაშე ვდგავართ.
აზროვნების მსვლელობას ამოცანით აღძრული დისპოზიცია განსაზღვრავს (ო. კიულპე, ვატი).
გეშტალტფსიქოლოგიის წარმომადგენლებმა შემოიღეს უფრო ფართო ტერმინი – პრობლემური
სიტუაცია. აზროვნების ფსიქოლოგიამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას: რა ხდება ამოცანის
გადაწყვეტის პროცესში? როგორია ამ პროცესის სტრუქტურა? რა ახდენს გავლენას პიროვნების
მიერ პრობლემის ადექვატურ გადაჭრაზე?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მრავალი ფსიქოლოგი ცდილობდა. ყველა თავისებურად
აღწერდა და ხსნიდა ამოცანის გადაჭრის პროცესს, ეს დამოკიდებული იყო იმ მიდგომაზე და
თეორიულ მოდელზე, რომელსაც ავტორი იზიარებდა.
ინტელექტი 29
ჩვენ განვიხილავთ იმ მიმდინარეობათა წარმომადგენლების ფსიქოლოგიურ მოდელებს,
რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი Seasrules ამოცანის გადაწყვეტის ფსიქოლოგიური ბუნების
გაგებაში. ვიურცბურგის სკოლის, გეშტალფსიქოლოგიის და კოგნიტური ფსიქოლოგიიის წვლილი
ამოცანის გადაწყვეტის პროცესის გაგებაში გამორჩეულია, ამავე დროს, ეს მიმდინარეობები სულ
სხვადასხვაგვარად უდგებიან, როგორც ამ პროცესის აღწერას, ასევე, მის ფსიქოლოგიურ ახსნასაც.
ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენელმა, ო.ზელცმა გამოყო ერთმანეთისაგან მიზანი, ანუ
ამოცანა, რომელიც აზროვნების პროცესის წარმმართველია და ოპერაციები, სპეციფიკური
რეაქციები, რომლის საშუალებითაც პიროვნება წყვეტს ამოცანის. იგი ისევე, როგორც მისი სკოლის
სხვა წარმომადგენლები კვლევის შემდეგი მეთოდით ხელმძღვნელობდა. პიროვნებას
გადასაწყვეტად აძლევდა ისეთ ამოცანას, სადაც მას გვარეობით ცნებისათვის სახეობითი ცნება
უნდა ეპოვა, ან პირიქით; ორი ცნება შეედარებინა ერთმანეთisTviს და ეპოვა მათი საერთო
თვისებები ან დაესახელებინა მათთვის საერთო ცნება. შემდეგ პიროვნებას სთხოვდნენ
დაწვრილებით აღეწერა, როგორ მივიდა იგი შესაბამის გადაწყვეტამდე და რას განიცდიდა ამ
დროს.
გადაწყვეტის მეთოდის პოვნა შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ოპერაციები
წარიმართება მათი, როგორც ამოცანის გადაწყვეტის საშუალებების გაცნობიერებით. ო. ზელცის
მიხედვით, ამოცანის გაცნობიერებას გარკვეული სტუქტურა გააჩნია. ამოცანის გაცნობიერება
ნიშნავს შესაბამისი “კომპლექსის” აქტუალიზაციას. ამ “კომპლექსს” სქემატური ხასიათი აქვს და
ამოცანის გადაჭრის პროცესში ივსება. არასრული “კომპლექსი” დასრულებისაკენ მიისწრაფვის და
მას ო. ზელცი “კომპლექსის” დასრულების ინტელექტუალურ ოპერაციას უწოდებს. ყოველი
კონკრეტული ამოცანა ანტიციპაციის სქემას წარმოადგენს, (anticipacia _ winaswari
ganWvreta imisa, rac jer ar momxdara, Sedegis winaswarmetyveleba). ამოცანისთვის
მიზანშეწონილი ინტელექტუალური ოპერაციის საფუძველი ყოველთვის არის მიზნის სქემატური
ანტიციპაცია, სქემატური იმიტომ, რომ შედეგის სრული ანტიციპაცია უკვე ამოცანის
გადაწყვეტაა. სქემატური ანტიციპაცია წინასწარ განსაზღვრავს ინტელექტუალური ოპერაციის
შედეგს იმდენად, რომ მიზნის შესაბამისად მოხდეს ხარვეზიანი კომპლექსის შევსება. ამრიგად,
სქემატური ანტიციპაცია იძლევა ამოცანის გადაჭრის საერთო ორიენტაციას და შესაბამისად,
ადეkვატური მეთოდის და ცოდნის აქტუალიზაციას ახდენს. აქტუალიზაციის მექანიზმი,
დასრულების ტენდენცია ო.ზელცის მიხედვით, თვით სქემატურ ანტიციპაციას გააჩნია. მაგრამ რა
მოხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გამოცდილებაში არ გაგვაჩნია კონკრეტული ცოდნა მოცემული
ამოცანის გადასაჭრელად? თუ აზროვნება მხოლოდ გამზადებული ცოდნის და მეთოდის, თუნდაც
ადეkვატური და მიზანმიმართული ამოცანაა (რეპროდუქციაა) სადღაა მისი პროდუქტული
შემოქმედებით ბუნება?
ო.ზელცი გრძნობს ამ წინააღმდეგობას. თუ ამოცანის გადაწყვეტისათვის უკვე არსებული
მეთოდები უვარგისია, საშუალებათა აქტუალიზაციის ოპერაციაც გამოუსადეგარია. ამ
შემთხვევაში გამოიყენება ისეთი ინტელექტუალური ოპერაციები, რომელსაც გადაწყვეტის ახალი
მეთოდების აღმოჩენამდე მივყავრთ. ასეთ ოპერაციებს, ო. ზელცი საშუალებათა აბსტრაქციის
ოპერაციებს უწოდებს, Tumca ver xsnis rogor aris SesaZlebeli gamocdilebisaTvis
axali problemis wvdoma am operaciebiT.
როგორც ვხედავთ, ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლებმა მიაქციეს ყურადღება
აზროვნების ობიექტს, ამოცანას და მას აზროვნების დინამიკის საფუძლად თვლიდნენ. მათ
პირველად გაუსვეს ხაზი აზროვნების მიზანმიმართულებას, ნებისმიერობას, რაც ამ პროცესის
ამოცანით განპირობებულობაში მდგომარეობს. ო.ზელცის მსჯელობის მაგალითზე კარგად ჩანს,
რომ ვიურცბურგის სკოლის წარმომადგენლები პირველად დაინტერესდნენ imiT, თუ რა
მექანიზმები უდევს საფუძვლად აზროვნების მიმდინარეობას. ამოცანის გადაწყვეტის დროს ისინი
ცდილობდნენ განთავისუფლებულიყვნენ ასოციაციონისტური მემკვიდრეობისაგან და აეხსნათ,
როგორ ხერხდება ამოცანის გადაწყვეტის პროცესში ისეთი საშუალებების მოძებნა, რომელიც
ინტელექტი 30
ადამიანს გამოცდილებაში ასეთი სახით არ ჰქონდა და მის რეპროდუქციას ვერ მოახერხებს.
მართალია ო.ზელცის მსჯელობაში ბევრი წინააღმდეგობებია და გაუგებარია სქემატური
ანტიციპაციის საშუალებით როგორ ხერხდება ამოცანის გადაწყვეტის ახალი საშუალების მიგნება
ან კომპლექსის შევსება, მაგრამ ფაქტია, რომ მოხდა აზროვნების ფსიქოლოგიაში ცენტრალური
პრობლემის წინ წამოწევა – როგორ ხდება ახალი ამოცანის გადაწყვეტის გზის პოვნა. როგორ ხდება
ახალი ამოცანის გადაწყვეტის გზების პოვნა. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი იღვაწეს
გეშტალტფსიქოლოგიის სკოლის წარმომდგენლებმა. თუ ვიურცბურგის სკოლამ ყურადღება
ამოცანაზე და მის წარმმართველ როლზე გაამახვილა, გეშტალფსიქოლოგიამ წინ ამოცანის
პირობები, მისი სტრუქტურა წამოსწია და პრობლემური სიტუაციის ტერმინით აღნიშნა.
ამოცანის გადაწყვეტის ფსიქოლოგიურ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანეს მ. ვერტჰაიმერის და კ. დუნკერის ფსიქოლოგიურმა შრომებმა. ვან დე გერე აღნიშვდა,
რომ “გეშტალტფსიქოლოგია იძლევა ადამიანის მიერ პრობლემის გადაჭრის საკითხის ყველაზე
სისტემურ შესწავლას“
მ. ვერტჰაიმერი თავის წიგნში „პროდუქტული აზროვნება“ აღნიშნავს, რომ იგი ცდილობს
პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რასაც ვერ გასცა პასუხი კლასიკურმა ლოგიკამ და
ასოციაციონისტურმა თეორიამ – როგორ მიმდინარეობს ჩვენი აზროვნების პროცესი? როგორ
ხდება უცაბედი წვდომა, გაგება ამოცანის გადაწყვეტის დროს? რა ფსიქოლოგიური ნიშნებით
ხასიათდება ცოცხალი აზროვნების პროცესი?
როდესაც პიროვნებას პრობლემური სიტუაცია აღმოუცენდება, ეს მასში დაძაბულობას იწვევს
და მას უჩნდება მოთხოვნილება დაძლიოს, გააუმჯობესოს ეს პრობლემური სიტუაცია. ამოცანა
დაუმთავრებელი, ხარვეზიანი სტრუქტურაა, რომელიც დამთავრებას, შევსებას მოითხოვს. თუ
პრობლემური სიტუაციას S1–ით აღვნიშნავთ და აზროვნების შედაგად მოპოვებულ სიტუაციას S2–
ით, აზროვნება S1– დან S2– გადასვლის პროცესს წარმოადგენს. ამ პროცესის დინამიკა ამოცანის
პრობლემური სიტუაციის სტრუქტურით არის განსაზღვრული – სუბიექტი პრობლემური
სიტუაციის (S1) ელემენტთა ისეთ ტრანსფორმაციას ახერხებს, რომლის შედეგადაც გაurკვეveლი
სტრუქტურა (ამოცანა) მისთვის გარკვეული და ნათელი ხდება. აზროვნების პროცესის
ცენტრალური მომენტი swored ეს გადასვლაა - გაურკვეველი სტრუქტურიდან დასრულებულ,
უკეთეს სტრუქტურაზე. მ. ვერტჰაიმერის მიხედვით, აზროვნების პროცესში პრობლემური
სიტუაციის ასეთი რეორგანიზაციის შედეგად მთლიანი სიტუაციის “რეცენტრაცია” ან
“ცენტრაცია” ხდება.
“რეცენტრაციის” ცნება ვერტჰაიმერთან ორი მნიშვნელობით გვხვდება: ერთი – ეს არის
აზროვნების სუბიექტის თვალსაზრისი, მისი საერთო ორიენტაცია პრობლემური სიტუაციის
გადაწყვეტის პროცესში. მეორე– ეს არის პრობლემურ სიტუაციაში ერთი რომელიმე მხარის წინ
წამოწევა და ფოკუსში მოქცევა. ამ მეორე გაგებას გულისხმობს მ. ვერტჰაიმერი, როდესაც
სქემატურად აღწერს ამოცანის გადაჭრის პროცესს. პრობლემის საბოლოო გადაჭრისათვის
შეიძლება საჭირო იყოს სიტუაციის რამოდენიმე რეორგანიზაცია, ამიტომ ამოცანის გადაჭრის
პროცესი შემდეგნაირად გამოიხატება: S1. . . S2. . . S3. . . S4. . .. . . Sn. ყოველი სტრუქტურულად
ახალი სიტუაცია აღმოცენდება რეცენტრაციის თანმიმდვრული აქტების შედeგად – X1. . . . X2. . . .
X3. . . . . . . . Xn. რეცენტრაციის ან ცენტრაციის აქტების შედეგად პრობლემური სიტუაცია
სტრუქტურულად სრულყოფილი და შევსებული ხდება.
ვერტჰაიმერი აკეთებს გალილეო გალილეის მიერ ინერციის კანონის აღმოჩენის ჰიპოთეტური
პროცესის ანალიზს და მის მაგალითზე გვიჩვენებს თუ როგორ ხდება ახალი სტრუქტურის მიღება
რეცენტრაციის აქტების შედეგად იმ უზარმაზარ შემოქმედებით პროცესში, რომელსაც გალილეი
ახორციელებდა.
ვერტჰაიმერი ცდილობს გამოჰყოს ძირითადი ელემენტები. უპირველეს ყოვლისა, ეს არის
გაგების მოთხოვნილება: რა ხდება, როდესაც სხეული ვარდება ძირს? aRmocendeba ამ მოვლენის
ინტელექტი 31
სხვადასხვა კუთხით დახრილობის დროს განხილვის მოთხოვნილება. ეს იწვევს აზრის
ცენტრაციას აჩქარებაზე და მეცნიერი მიჰყავს იმ მოსაზრებამდე, რომ აჩქარების საკითხზე
კონცენტრირებით შეიძლება მიაღწიოს გამოკვეთილ სტრუქტურას. ყოველი შემთხვევა, რომელიც
გალილეის ყურადღებას იქცევდა, წარმოადგენდა კარგად ორგანიზებულi სტრუქტურის
ნაწილებს, ყოველ შემთხვევას თავისი ადგილი ekava am სტრუქტურაში და ამის საფუძველზე
მეცნიერისათვის ცხადი gaxda დამოკიდებულება აჩქარების სიდიდესა და დახრილობის კუთხეს
შორის.
ეს პროცესი წარიმართება რეცენტრაციის თანმიმდევruli აქტებით, რის შედაგადაც ხდება
პრობლემის სტრუქტურის ტრანსფორმაცია da ახალი, უფრო გარკვეული სტრუქტურის
ჩამოყალიბება. ძველი ხედვიდან ახალ პოზიციაზე გადასვლამ, ანუ ახალი სტრუქტურის მიღწევამ
გამოიწვია მოძრაობის შესახებ წარმოდგენების რადიკალური შეცვლა. mag. თუ ადრე
წონასწორობaსa და “ბუნებრივ“ წრიული მოძრაობებს უპირისპირებდნენ სხვა სახის მოძრაობებს,
გალილეის შემდეგ წონასწორობა და თანაბარი სწორხაზოვანი მოძრაობები განიხილება, როგორც
სტრუქტურულად ერთმნიშვნელოვანი და უპირისპირდება მოძრაობებს დადებით და უარყოფით
აჩქარებით. ახალი სტრუქტურის შესაბამისად შეიცვალა წარმოდგენები სხვა მოვლენებზეც,
როგორიცაა, ხახუნი, ძალა, თავისუფალი ვარდნა და ა.შ. მ. ვერტჰაიმერის მიხედვით, აზროვნება
მოქმდებს ორი მიმართულებით: პრობლემის გადაწყვეტით ხერხდება მთლიანი, ცხადი სურათის
წარმოდგენა და იმის დადგენა თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ამ მთლიანი სურათის
ნაწილები.
მ. ვერტჰაიმერის მიერ წარმოდგენილ ამოცანის გადაწყვეტის მოდელში გაუგებარი რჩება თუ
როგორ ხდება ცენტრაციის აქტების გაერთიანება ერთ მთლიან სტურქტურაში, რა
უზრუნევლყოფს მათ კავშირს? როგორ ხერხდება პრობლემური სიტუაციის შეცვლა რეცენტრაციის
გზით, anu movlenis saWiro mxareebis fokusireba _ საკმაოდ ბუნდოვანია.
ამოცანის გადაწყვეტის ფსიქოლოგიაში მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე ცნობილმა
გეშტალტფსიქოლოგმა კ.დუნკერმა. შეიძლება ითქვას, რომ man დასაბამი მისცა სრულიად ახალ
მიმართულებას აზროვნების ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში, როგორც თეორიულ, ასeვე
,მეთოდური თვალსაზრისით.
მის მიერ შემუშავებული მეთოდები საფუძლად დაედო შემოქმედებითი პროცესის
თანამედროვე ფსიქოლოგიურ კვლევებს. კ. დუნკერი პრობლემური სიტუაციის სტრუქტურის,
ამოცანის პირობების კონსტრუირების ოსტატია. ამოცანის გადაწყვეტაში იგი სამ მხარეს არჩევს:
1. პრობლემური სიტუაცია;
2. საპასუხო მოქმედება;
3. ის ფაქტი, რომ საპასუხო მოქმედება პრაქტიკულად აკმაყოფილებს სიტუაციის
პირობებს.
მისი აზრით, აზროვნების ყველა თეორია (გეშტალტფსიქოლოგიიის გარდა) ცდილობდა
აეხსნა პირველ და მეორე პუნქტებს შორის კავშირი მესამე პუნქტების საშუალებით. ის ამ
თეორიებს „მესამე ფაქტორის თერიებს“ უწოდებს ანუ ისეთ თეორიებს, რომლებიც ეფუძნებიან
პირველი და მეორე პუნქტების მიმართ გარეგანi, გამაშუალებელi ფაქტორების ძიებას“. კ.
დუნკერი თვლის, რომ ეს ფაქტორები (სიხშირე, siaxle, gamocdileba, momijnave
asociaciebi, ინფორმაცია წიგნებიდან) გარკვეულ rols ასრულებენ პრობლემური სიტუაციის
გადაწყვეტაში; მაგრამ მხოლოდ ისეთი სიტუაციების, რომელზეც მიუთითებდა filosofosi დ.
იუმი, anu მაშინ, როდესაც არაა kavSiri პრობლემური სიტუაციის შინაარsსა და გადაწყვეტის
შინაარსს შორის.
დ. იუმის ფილოსoფიის ძირითადი თეზისიa: „ერთი შემთხვევა, მოვლენა მოსდევს მეორე
მოვლენას ან შემთხვევას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მათ რა აკავშირებს. ისინი ყოველთვის
თანმხლებნი არიან, მაგრამ მათი კავშირი ჩვენთვის უცნობია.“ „თუ ადგილი აქვს რაიმე მოვლენას,
ინტელექტი 32
არ შეგვიძლია ჩვენი გამჭრიახობის ან ამ მოვლენების გაგების საფუძველზე, გამოცდილებისა
გარეშე მივხვდეთ მისგან რა გამომდინარეობს“. შესაბამისად, მიზეზ–შედეგობრიობა არაფერია,
თუ არა პირდაპირი, განმტკიცებuლი მომიჯნავე ასოციაციის შედეგი.
სუბიექტis winaSe აღმოცენდება პრობლემური სიტუაცია: კონკრეტული ფაქტიa S და
gasarkvevia – არის თუ არა S რომელიმე P (თეორიული ამოცანა), ან როგორ შეიძლება S–დან
მივიღოთ P (პრაქტიკული ამოცანა). როგორ ხდება ამ შემთხვევაში S–ის უსასრულო ასპექტებიდან
იმ სპეციფიკური M მხარის, თვისების ან მიმართების გამოყოფა, რომლებსაც საძებნ ან საჭირო P–
მდე მივყავართ.

S P

M
კ. დუნკერი თვლის, რომ ეს არის აზროვნების ფსიქოლოგიიის ცენტრალური
საკითხი. კ. დუნკერის მიზანi iyo ისეთი ექსპერიმენტული ამოცანების მოფიქრება (არაიუმის
ტიპის) სადაც M პოტენციურად იზოლირებულ S-s ki არ ეკუთვნის, არამედ წარმოადგენს S-isa
და P–ს მიმართებების სპეციფიკურ თვისებას, რაღაც ასპექტს, რომელიც ახალია სუბიექტისათვის.
არაიუმის ტიპის სიტუაცია სუბიექტის მიერ აღიქმება, როგორც მთლიანი, რომელიც რაღაც
კონფლიქტს შეიცავს, რომლის გადალახვაც უნდა მოხერხდეს.
ამოცანის გადაწყვეტის წინა სტადია არის სწორედ ამ კონფლიქტის გაგება ანუ პრობლემური
სიტუაციის გაცნობიერება; ამის შემდეგ იწყება აზროვნების პირველი, ძირითადი სტადია –
პრობლემური სიტუაციის კონფლიქტურ პირობებში „შეჭრა“. მისი შინაარსი მდგომარეობს S–ის იმ
თავისებურებების გაგებაში, რომლებიც კონფლიქტს იწვევენ. პრობლემურ სიტუაციაში ეს „შეჭრა“
მთავრდება “ფუნქციონალური გადაწყვეტის” პოვნით. ფუნქციონალურ გადაწყვეტაში
იგულისხმება ამოცანის გადაწყვეტის სტრატეგიის ძირითადი ნიშნები ანუ პრობლემური
სიტუაციის ელემენტთა მიმართების ისეთი ასპექტის, ისეთი თვისების პოვნა, რომელიც
კონფილქტს ხსნის. ამოცანის გადაწყვეტის მეორე და ბოლო სტადია “ფუნქციონალური
გადაწყვეტის” რეალიზაციაა ანუ იმის შერჩევა, თუ რეალურად რა არის საჭირო
გადაწყვეტისათვის.
განვიხილოთ დუნკერის ერთ–ერთი ამოცანა: უნდა გაიზომოს რკინის ბურთულის
დეფორმირებული ზედაპირის ფართობი, რომელic aRmocendeba ბურთულის რკინის
ზედაპირზე ძლიერი დავარდნიsას. ერთ–ერთი გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ რკინის
ზედაპირი დაიფაროს რაიმე რბილი ნივთიერების თხელი ფენით.
am amocanis magaliTze, S არის ის, რომ ბურთულა ეცემა და სხლტება რკინის
ზედაპირიdan. P არის დეფორმირებuli zedapiris ფართობი. M იქნება რბილი ნივთიერების
თვისების წარმოჩენა ანუ “ფუნქციონალური გადაწყვეტის” პოვნა. კ. დუნკერის მიხედვით, M –ის
პოვნა ver ganxorcieldeba მოცემულi პრობლემურi situaciis ელემენტების ადრე
გადაწყვეტილi სიტუაციის ელემენტებთან მსგავსebis ასოციაციების გზით. pirovneba sakuTar
გამოცდილებაში პრობლემური სიტუაციის ელემენტების ისეთ მხარეს, თვისებას aRmoaCens,
რომელიც მიმართებას დაამყარებინებს ამ ელემენტებს შორის და შეაფასებინებს ხარვეზიან
სიტუაციას, შეuქმნის მთლიან გეშტალტს. es aris movlenis an obieqtis funqcionaluri
niSnis povna, romelic k. dunkeris mixedviT “insaitis”, uecari wvdomis safuZvelia.
“insaiti” uecar ganaTebas niSnavs _ rodesac amocanis gadawyvetas vpoulobT
TiTqos goneba “gvinaTdeba” da CvenTvis naTeli xdeba is, rac manamde gaugebari da
gaurkveveli iyo.
მსგავსების ცნების გაგება. კ. დუნკერის მიერ მსგავსება შეიძლება იყოს ორ მოვლენას ან
ობიექტს ან თვისებას შორის იდენტური ელემენტების გამო, მაგრამ შეიძლება (და ეს უმეტეს
ინტელექტი 33
შემთხვევაში ასეა) მსგავსება შემადგენელი ელემენტებით კი არ იყოს განპირობებული, არამედ
ფუნქციონალური გეშტალტის იდენტურობით, იგი განასხვავებს ელემენტების ჯამს და
გეშტალტს. mag. ori melodiis Semadgeneli elementebi erTidaigive bgerebia, magram
maTi kombinacia erT geStaltad – gansxvavebulia. es ori sxvadasxva melodiaa.
კ. დუნკერმა შემოიღო ხმამაღლა განსჯის მეთოდი: ამოცანის გადაწყვეტის დროს ცდის პირს
ევალებოდა ხმამაღლა ემსჯელა, რაც არ უნდა მოსვლოდა თავში. ამ ოქმების ანალიზით იგი
ცდილობდა აეხსნა თუ როგორ ხდება პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა, რა გზით წყვეტს
ადამიანი ამოცანას?

ერთ–ერთი ცნობილი ამოცანა „დასხივებაზე“: ცდის პირებს უჩენებენ სქემეტურ ნახაზს და


აცნობენ პრატიკულ პრობლემას: როგორ უნდა მოხერხდეს კუჭის სიმსივნის დასხივება სხივებით,
რომლებიც გარკვეული ინტენსივობის შემთხვევაში შლიან ორგანულ ქსოვილს, ისე, რომ
სიმსივნის გარშემო სხეულის ჯანმრთელი ორგანოები da qsovili არ დაზიანდეს.
“ფუნქციონალური gadawyveta” _ სიმსივნეზე დიფუზური სხივების კონცენტრაციa: სხივების
მცირე ინტენსივობა სიმსივნemde და მის გარშემო და დიდი ინტენსივობა თვით სიმსივნეზე.“
პრობლემის გადაწყვეტა მაშინვე არ მიიღწევა. პირველად აღმოცენდება პრინციპი, გადაწყვეტის
ფუნქციონალური niSnis gamovlena და ამის შემდეგ ხდება ამ პრინციპის კონკრეტული
განხორცილება. გადაწყვეტის ზოგადი მიმართულების gageba ყოველთვის ნიშნავს პირველადი
პრობლემური სიტუაციის გარდაქმნას, მისi struqturis Secvlas ამიტომ გადაწყვეტის
პროცესი არის არა მარტო გადaწყვეტის განვითარება, არამედ პრობლემის განვითარება. პიროვნება
აანალიზებს სიტუაციას, განიხილავს ამ სიტუაციის თვისებებს, ვარიაციებს. ამოცანიდან
გამომდინარე იგი ფიქრობს, რომელი ვარიანტი გამოდგება, რა უშლის ხელს გადაწყვეტაში, სადაა
კონფლიქტი. სიტუაციის ანალიზი არ მოიაზრება კონფლიქტის (წინააღმდეგობების) ანალიზით,
ის მოიცავს მასალის ანალიზსაც, რისი გამოყენებაა შესაძლებელიკონფლიქტის გადასაჭრელად.
ზემოთ მოყვანილი ამოცანის შემთხვევაში problemis განვითარება ჩანს შემდეგი
მსჯელობიდან: “სიმსივნეზე უნდა მოხდეს დიფუზური სხივების კონცენტრირება“ – ეს არის
პირველადი სიტუაციის უკვე გარდაქმნილი ვარიანტი. მსჯელობიდან ჩანს როგორ აანალიზებს
pirovneba სიტუაციას, ამოცანის კონფლიქტს და როგორ ეძებს ხერხს, რითაც მოხდება
სიმსივნეmde სხივების ინტენსივობის შემცირება. cdis pirs ebadeba ზოგადი აზრი – უნდა იყოს
რაღაც წინააღმდეგობა კუჭისაკენ მიმავალ გზაზე, უნდა მოხდეს სხივების გაფანტვა მანამდე da
pirovneba wvdeba სიტუაციის ფუნქციონალურ მნიშვნელობას. “სხივების ფართო და სუსტი
ნაკადი ისე უნდა იყოს მიმართული, ლინზის გავლით, რომ კუჭი აღმოჩნდეს ფოკუსში, აქ იქნება
სხივების ძლიერი ინტენსივობა“.
ამრიგად, პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა ნიშნავს, ამ სიტუაციის შეცვლას, კერძოდ,
მისი მთლიანი სტურუქტურის შეცვლას. ასეთი გადასტრუქუტირების შედეგად ამოცანის
„რელიეფი“ იცვლება – ამოცანის რაღაც ნაწილები, ელემენტები უცბად წინა პლანზე იწევს და
მთავარ „ფიგურად იქცევა ამოცანის საერთო „ფონზე“. სიტუაციის გამოყოფილი მხარეები
(მომენტები) შესაბამის ფუნქციებს იძენენ. ერთნი წარმოადგენენ კონფლიქტს. ის mimarTeba,
რაsaც უნდა ჩავწვდეთ და მეორენი საშუალებebs. შესაბამისად, იცვლება სიტუაციის ელემენტების
დანიშნულებაც, მათი ფუნქციონალური გამოყენებისადმი pirovnebis დამოკიდებულeბაც.
კოგნიტური ფსიქოლოგიიის მიდგომა პრობლემის გადაწყვეტის ფსიქოლოგიური
მექანიზმების ასახსნელად ემყარება აზროვნების ინფორმაციულ თეორიას, ამ თეორიას მთავარი
თეზისი ისაა, რომ ადამიანის აზროვნებისას საქმე გვაქვს informaciis gadamuSavebis iseT
procesebTan, რომელიც კომპიუტერის ელემენტარული ოპერაციების ანალოგია.
ამ მიდგომის ცნობილი ავტორები ა. ნიუელი, ჯ. შოუ და ჰ. საიმონი თვლიან, რომ
გამოთვლითი ტექნიკა SeiZleba წარმატებით გამოვიყენოთ ადამიანის აზროვნების პროცესის
ინტელექტი 34
იმიტაციისათვის (მოდელირებისათვის). ამოცანის გადაწყვეტის რთული პროცესი ა. ნიუელის და
მიხედვით, შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც kompiuteris პროგრამა, რასაც მათ G.P.S.
(General Problem Solver) პრობლემის ზოგადი გადამწყვეტი უწოდეს. ეს პროგრამა მოიცავს
ოპერაtoრების1 ობიექტების მიმართ გამოყენების სხვადასხვა მოქმედებას, ობიექტების წყვილთა
შედარების პროცესებს. G.P.S. – ის მოქმედებები შეიძლება დაჯგუფდეს სამი ტიპის მიზნის
გარშემო:
1. მიზნების გარდაქმნა.
გარდაქმნა. ამ პროცესებს შემდეგი ფორმა აქვთ ობიექტი a უნდა გარდაიქმნას
ობიექტ b–დ.
1 მეთოდი: შედარდეს a და b განსხვავების საპოვნელად, თუ არაა განსხვავება პრობლემა
გადაწყვეტილიa. შეiქმნaს მიზანი: a და b– ს შორის d განსხვავების შემცირება. თუ
მოქმედება ადეkვატურია, მისი შედეგი იქნება a –ს ახალ, c ობიქტად გარდაქმნა. ახლა
შეიქმნას მიზანი: c-ს b–დ გარდასქმნელად. ამ მიzნის მიღწევაც იქნება ამოცანის
გადაწყვეტა.
2. ოპერატორების გამოყენების მიზნები.
მიზნები. ამ ოპერაციებს აქვთ შემდეგი ფორმა: გამოვიყენოთ
ოპერატორი q a ობიექტთან.
2 მეთოდი: განისაზღვროს, pasuxobs თუ არა a q–ს გამოყენების პირობებს, თუ პასუხობს –
გამოიყენება q; თუ არ პასუხობს, განისაზღვროს განსხვავებანი a–სა და იმ ობიეტქს შორის,
რომლისთვისაც q–ს გამოყენება შეიძლება. თუ ეს მოქმედება ეფექტურია, იქმნება ახალი
ობიექტი a´ რომელიც a–ს მოდიფიკაციას წარმოადგენს. ამის შემდგე ხდება q–ს a´–ის მიმართ
გამოყენება.
3. განსხვავებათა შემცირების მიზნები.
მიზნები. მათ შემდგეი ფორმა აქვთ. შემცირდეს განსხვავება d a
და b ობიექტებს შორის.
3 მეთოდი. მოცემული განსხვავებების შესაბამისად უნდა მოხდეს ოპერატორ q–ს პოვნა
შეიქმნას q–ს a–სადმი გამოყეnების მიზანი. თუ ოპერაცია ეფექტურია, შედეგი იქმნება a –ს
გარდაქმნა ახალ c ობიექტად, რომელიც არ იქნება b–სგან ძლიერ განსხვავებული.
ამრიგად, G.P.S. წარმოადგენს kompiuterul პროგრამას, რომელიც მოიცავს შედეგების
(მიზნების) და საშუალებების (ოპერატoრების) პროცესებs.
ავტორები თვლიან, რომ ეს პროგრამა საკმაოდ ადექვატურია ადამიანის მიერ ამოცანის
გადაწყვეტის პროცესის აღსაწერისას. ლოგიკური პრობლემების გადაჭრის ოქმებში ჩანს, რომ
ცდის პირთა ქცევა მიმდინარეობს საშუალებათა და მიზანთა ანალიზის ფარგლებში. ის
მეთოდები და მიზნები, რომლებიც ავტორებმა აღწერეს აღინიშნებოდა ცდის პირთა
უმეტესობის გადაწყვეტის პროცესში.
ა.ლინდსეი და
დ. ნორმანიც ცდილობდნენ ამოცანის გადაწყვეტის პროცესი აღeweraT ინფორმაციული
თეორიის საფუძველზე. მათი მიზანი იყო აღეწერათ ის სტრატეგიები და პროცედურები,
რომელთაც ადამიანი იყენებს ამოცანის გადაწყვეტისას, როგორ აგებს იგი ამოცანის შინაგან
მოდელს და რა პროცესებს იყენებს როდესაც ეძებს გადაწყვეტას. ისინი ცდის პირს
აძლევდნენ სააზროვნო არითმეტიკულ ამოცანას, რომელშიც გამოყენებული იყო 10 ასო,
თითოეული მათგანი შეესაბამებოდა თითო ციფრს DONALD
+GERALD=ROBERT, D=5. ცდის პირებს სთხოვდნენ ხმამაღლა ემსჯელათ გადაწყვეტის
პროცესში. დაგროვილი ოქმების ანალიზის საფუძელზე ა. ლიდსეიმ და დ. ნორმანმა მოგვცეს
ამოცანის გადაწვეტის ინფორმაციული მოდელი. იმ მიზნით, რომ აღწერდნენ გადაწყვეტის
ფსიქოლოგიuრ პროცესს.
ავტორებმა აღმოჩინეს გარკვეული კანონზომიერება ამოცანის გადაწყვეტის პროცესში,
რადგანაც ამოცანის გადაწყვეტის ანალიზისათვის სიტყვieri ოქმების გამოყენება რთულია,

1
ოპერაtorebi _ მათ. ლოგიკაში გარდაქმნის წესები
ინტელექტი 35
ამიტომ ლინდსეი და ნორმანი იyეneბდნენ ა. ნიუeლის მიერ შემუშავებულ ამოცანის
გადაწყვეტის გრაფების მეთოდს, რომლის საშუალბითაც აღწერეs გადაწყვეტის პროცესს.
ადამიანი უშუალოდ არ iwyebs ამოცანის გადაწყვეტას. იგი ჯერ აგროვებს
ინფორმაcიას, აანალიზებს ამოცანის პირობებს, შემდეგ ამოწმებს სხვადასხვა პირობებს და
არკვევს რას აძლევს მას ეს პირობები გადაწყვეტის თვალსაზრისით.
ადამიანი აწარმოებს სხვადასხვა ოპერაციებს ამოცანის ტეqსტზე და მის შინაარსზე, რის
შედეგადაც მისi ცოდნა ამოცანის შესახებ ფართოვდება. ყოველი ახალი ოპeრაცია მიმართული
ახალ ფაქტზე აფართოვებს მის თვალსაწიერს. გრაფიკულად ეს შემდეგნარიად გამოიხატება:

ოპერაცია

1 2

გათვიცნობიერების მდგომარეობა

სადაც გათვითცნობიერების მდგომარეობა (რა იცის ადამიანმა ამოცანის შესახებ) ოთხკუთხედით


აღნიშნება, ოპერაცია კი, რომლესაც გადაyavs ადამიaნი გათვიცნობიერების ერთი ხარისხიდან
მეორეში –ისრით. შესაბამისად, DONALD+GERALD ამოცანაც ამ სქემატური გრაფებით გამოისახება.
ყოველ გრაფს შეესაბამება ინფორმაციის გადამუშვების გარკვეული რიგიs ოპერაცია და
გათვიცნობიერების გარკვეული დონის მიღწევა. ადამიანის aqtivoba ამოცანის გადაწყვეტის
პროცესში, ის, რაც დაფიქსირდა მსჯლეობისას და ოქმში, შემდგენაირად აღიწერება
ინფორმაციული თეორიის ენაზე .

1 2
გადამუშვადეს 3 აღება
ახალი რიგის 4 5
დამუშვdeს
D=5 J=0 L+L= R R კენტია

I რიგი აღება R რიგის 2 რიგი

6 დამუშვdeს7 მოიძებნოს8
L+L= R R კენტია R = 1, 3

me-2 რიგი შემოწმდეს

9 10
R კენტია G ლუწია
დამუშვdeს

me-6 რიგი
11
R კენტია
ინტელექტი 36

გადაწყვეტილების გრაფი წამოადგენს ამოცანის გადაწყვეტის პროცესის ეტაპებad,


ნაბიჯებად დაყოფის ერთ–ერთ მეთოდს. მასში გრაფიკულადაა წარმოდგენილი გადაწყვეტის
პროცესის ყველა ნაბიჯი. წარმატება, წარუმატებლობა, შედეგების შემოწმება და ა.შ.
ავტორების აზრით ეს არის ადამიანის მიერ ამოცანის გადაწყვეტის ზოგადი მოდელი. ისინი
გამოყოფენ ორ სტრატეგიას,: 1. ადამიანი სინჯავს ამოცანის გადაწყვეტის რაიმე მეთოდს და
ამოწმებს, წაიწია თუ არა წინ მისი გამოყენeბით ამოცანის გადაწყვეტის პროცესში. თუ ამ
მეთოდით წარმატებას მიაღწია, მაშინ იგი დგამს შემდეგ ნაბიჯს ამ მიმართულებით; 2. ამ დროს
ადამიანი გადაწყვეტს და აანალიზებს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ მიაღწიოს ადეkვატურ
გადაწყვეტას, თუ მისი წინა გადაწყვეტა და ნაბიჯები წარუმატებელი იყო. ამ შემეთხვევაში იგი
ნაბიჯ–ნაბიჯ ბრუნდება უკან და ამოწმებს მოხდა Tu ara განსვლა მის მიერ გადაწყვეტასა და
ამოცანის პირობებს შორის.
ამოცანის გადაწყვეტისას ლინდსეი და ნორმანი გამოყოფენ ორი ტიპის ოპერატორს ანუ
ხერხebს, რომelTa saSualebiTac ადამიანი ამყარებs კავშირს მიზანსა და იმ ინფორმაციას
შორის, რომელიც მას ამოცანის შესახებ გააჩნია. ეს არის ალგორითმი და ევრისტული ხერხი. ისინი
განსხვავდებიან ერთამანეთისაგან სწორი შედეგებიs მიღების garantiebis შესაძლებლობით.
ალგორითმი წესები ერთობლიობაა, რომელთა საშუალებითაც ნაბიჯ–ნაბიჯ, ავტომატურად
mivdivarT gadawyvetamde. evristuli xerxebi ufro empiriul wesebs mogvagonebs.
ისინი არ გვაძლევენ წარმატების გარანტიას გადაწყვეტის პროცესში. ეს არის გარკვეული
პროცედურები და აღწერის საშუალებები, რომელიც დამოკიდებულია სუბიექტის
გამოცდილებაზე და როდესაც ალგორითმი არ არის ცნობილი, ადამინი იყენებს ამ ევრიტულ
ხერხებს.
ზემოთაღწერილი ამოცანის გადაწყვეტის მოდელს გვაგონებს ჯ. grinos მიერ გამოყოფილი 5
სტადია:
1. ამოცანის ტექსტის წაკითხვა
2. ცნებების ინტერპეტაცია
3. რელევანტური ინფორმაციის ამოღება
4. გადაწყვეტის გეგმის შექმნა
5. გამოთვლითი ოპერაციების შესრულება.
როგორც ვხედვათ, ინფორმაციული თეორიის წარმომადგენლები ცდილობენ ზუსტ
ტერმინებში აღწერონ ამოცანის გადაწყვეტის პროცესი, რაც მათ ამ პროცეისის მექანიზმის ახსნის
საწინდრად მიჩნიათ. კომპიუტერულ სისტემებში ინფორმაციის გადამუშავების ანალოგიურად,
ადამიანის აზროვნებაც განხილულია როგორც ინფორმაციულ სისტემაში ინფორმაციის
გადამუშავების, მიზნის რელევანტური ინფორმაციის ძიების, მიზნის მიღწევის ალგორითმული
წესების გამოყენების, შედეგების შემოწმების ურთიერთდაკავშირებული პროცესი.
უნდა აღიშნოს, რომ აზროვნების პროცესის ასეთი გამარტივება შეიძლება აღწერის
თვალსაზრისით სასარგებლოც იყოს, მაგრამ აქ იკარგება მისი საკუთრივ ფსიქოლოგიური
მნიშვნელობა. ფსიქოლოგიურად აზროვნება არ ამხოლოდ პრობლემის გადაწყვეტაა, ეს არის თვით
პრობლემის სტრუქტურის შეცვლა სუბიექტისაTვის. ამოცანის ფსიქოლოგიური და
ინფორმაციული სტურუქტურა ერთმანეთს არ ემთხვევა ამოცანის გადაწყვეტის დროს, რა თქმა
უნდა, ადამიანი ოპერირებს ნიშნებით, მაგრამ ეს არ არის ფორმალურ–ლოგიკური ნიშანი,
ფსიქოლოგიურად მის უკან რაღაც მნიშვნელობები და გარკვეული აზრი დგას.
აზროვნების ინფორმაციულ თეორიაში ასევე ყურადღების გარეშე რჩება მისი ემოციურ–
მოტივაციური მხარის მნიშვნელობა. ამოცანის გადაწყვეტის პროცესი ადამიანში ნეიტრალურად
კი არ მიმდინარეოს, ის მას განიცდის იმისდა მიხედვით, თუ როგორ იგებს ამოცანს, რა xarisxis
ინტელექტი 37
მიღწევის მოთხოვნილება აქვს, წარმატებით მიდის წინ თუ რაღაც შეფერხებას აწყდება.
შესაბამისად, ემოციური შეფასება მთელი პროცესისა გარკვეულ ინდიკატორის როლს თამაშობს
ამოცანის გადაწყვეტაში.

შემოქმედებითი აზროვნება
პირველ რიგში გავარკვიოთ რა იგულისხმება ამ ცნების ქვეშ. ფსიქოლოგიურ
ლიტერატურაში ჩვენ გვხვდება ტერმინები პროდუქტული აზროვნება, კრეატულობა,
შემოქმედებითი აზროვნება. ისინი ფაქტიურად სინონიმები არიან და აერთიანებენ ისეთ
ფენომენებს, რომელთა შედეგსაც ახალი მიმართებების დამყარება, სუბიექტური
გამოცდილებისათვის და ცოდნის საზოგადო დონისათვის ახალი იდეის პროდუცირება, ახალი
ცოდნის შეძენა წარმოადგენს. ყოველი აზროვნების აქტი პრინციპში შემოქმედებითია, რადგანაც
აზროვნების პროცესის შედეგად ჩვენი გამოცდილებისათვის ახალი ცოდნას ვიძენთ. ნებისმიერი
პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა პიროვნების გამოცდილებას ახალი შინაარსით ამდიდრებს,
შემდგომში მან იცის მსგავს სიტუაციაში როგორ იმოქმედოს. მაშ, რაშია საქმე? რისი ხაზგასმა
უნდათ, როდესაც ასეთ ტერმინს გვთავაზობენ ფსიქოლოგიაში? ამ ტერმინით ხაზი ესმება
შემოქმედებითი პროცესის შედეგად მიღებულ ისეთ ნაყოფს, რომელიც სრულიად ახალია არა
მხოლოდ ინდივიდუალური პიროვნების გამოცდილებისათვის, არამედ საზოგადო ცოდნის
დონისათვის.
შემოქმედებითი აზროვნების შედეგი უკვე ცნობილი ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება
კი არ არის, არამედ, ახალი ხატების, მნიშვნელობების და ამოცანის ამოხსნის წესების შექმნაა.
ფსიქოლოგია ცდილობს პასუხი გასცეს როგორ იბადებიან მეცნიერული აღმოჩენები, როგორ
ქმნის მხატვრულ ნაწარმოებს ხელოვანი? როგორაა შესაძლებელი ასეთი ღრმად ინდივიდუალური
პროცესის ფსიქოლოგიური შესწავლა? პრინციპულად განსხვავდება თუ არა მეცნიერის და
ხელოვანის შემოქმედებითი აზროვნების პროცესი და რაში მდგომარეობს ეს განსხვავება?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ბევრი ფსიქოლოგი ლამობდა. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰ.
ტრიკმა შემოქმედებითი აზროვნების ფსიქოლოგიურ კვლევათა უზარმაზარი მასივი ოთხ
კატეგორიად დაჰყო იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს ფსიქოლოგთა ინტერესის ობიექტს:
1.შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც პროდუქტის კვლვეა;
2.შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც პროცესის კვლევა
3.შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც უნარის კვლევა;
4.შემოქმედებითობის, კრეატულობის, როგორც მთლიანი პიროვნების ნიშნის შესწავლა.
1. შემოქმედებითი აზროვნება პირველი მიმართულების ავტორების მიერ შეისწავლება მისი
პროდუქტის, შედეგის მიხედვით. შემოქმედების ნაყოფი ფასდება მისი რაოდენობით,
თვისობრიობით და მნიშვნელობით (კ.ტეილორი). მაგრამ საქმე იმაშია, რომ შემოქმედებითი
პროცესის ერთადერთ კრიტერიუმად მისი პროდუქტი ვერ იქნება; თანაც მისის მნიშვენლობის
შეფასება საკმაოდ სუბიექტურია და ფარდობით ხასაითს ატარებს.
2. მეორე მიმართულება შეისწავლის შემოქმედებით პროცესს. სხვადასხვა ფსიქოლოგები
გამოყოფენ შემოქმედებით აზროვნების სხვადასხვა სტადიებს, დონეებს და ტიპებს.
შემოქმედებითი პროცესის სტადიების კვლევა პირველად ინგლისელმა მეცნიერმა უოლესმა
დაიწყო. იგი გამოყოფდა 4 ფაზას:
1.მომზადება;
2.იდეის მოწიფება;
3.განათება;
4.შემოწმება.
შემოქმედებითი აზროვნების პროცესში მ. ვერტჰაიმერი შემდეგ სტადიებს გამოყოფს:
ინტელექტი 38
1. თემის წარმოშობა – ამ სტადიაზე პიროვნებას უჩნდება დაძაბულობის განცდა, მზაობა
შეუდგეს მუშაობას გარკვეული მიმართულებით;
2. თემის აღქმა, სიტუაციის ანალიზი და პრობლემის გაცნობიერება – ამ სტადიაზე ძირითადი
ამოცანაა სიტუაციის მთლიანი ხატის შექმნა, რომელიც წარმოადგენს გადასაწყვეტი
პრობლემის კრისტალიზაციის სფეროს;
3. პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობა – უფრო ხშირად ეს სტადია არაცნობიერად
მიმდინარეობს;
4. გადაწყვეტის იდეის აღმოჩენება (ინსაიტი);
5. გადაწყვეტილი იდეის ოპერაციონალური განხორციელება.
სხვადასხვა მკვლევარი შემოქმედებითი აზროვნების სტადიების განსხვავებულ კლასიფიკაციას
გვაძლევს (რობო, უოლერი, გორდონი, ენგელფეიმერი), მაგრამ ყველას აქვს მეტ–ნაკლებად მსგავსი
სქემა. ზოგადად, ამ ავტორებზე დაყრდნობით შეიძლება გამოვყოთ შემოქმედებითი აზროვნების
პროცესის შემდეგი ეტაპები:
1. მომზადების ეტაპი – განსაკუთრებული გონებრივი აქტივობის მდგომარეობა, რომელიც
ახალი იდეის წარმოქმნის წინაპირობას წარმოადგენს
2. მომწიფების ეტაპი – პრობლემაზე არაცნობიერი მუშაობის პერიოდი, წარმმართავი
იდეის ინკუბაცია;
3. შთაგონების ეტაპი – ინკუბაციის შედეგად პიროვნების ცნობიერებაში ჩნდება აღმოჩენის
იდეა ჰიპეთეტური სახით (ახალი მიმართების ინსაიტური წვდომა მ.ვერტჰაიმერის
მიხედვით).
4. იდეის განვითარება – იდეის განვითარება, მისი საბოლოო გაფორმება და შემოწმება.
პ. იაკობსონი თავის ნაშრომში უფრო დიფერენცირებული სახით გამოყოფს მეცნიერული
შემოქმდებით პროცესის სტადიებს:
1. ინტელექტუალური მზაობის პერიოდი;
2. პრობლემის დანახვა;
3. იდეის დაბადება – ამოცანის ფორმულირება;
4. გადაწყვეტის მოძებნა;
5. გამოგონების პრინციპის მიღება;
6. პრინციპის სქემად გარდაქმნა;
7. გამოგონების გაშლა და ტექნიკური გაფორმება.
ბევრი ფსიქოლოგი და მეცნიერი თავის მემუარებში ხაზს უსვამენ შემოქმედებითი
პროცესის არაცნობიერ სტადიას, როდესაც ხდება იდეის, პრობლემის ინკუბაცია. ეს ყველაზე
გაუგებარი და ყველაზე საინტერესო სტადიაა შემოქმედებითი აზროვნების პროცესში. პიროვნება
შეიძლება დიდი ხანი ცნობიერად აქტიურად მუშაობდეს პრობლემაზე, ფიქრობდეს, მაგრამ
სასურველ შედეგს ვერ მიაღწიოს, გადის დრო, პიროვნება შეიძლება სპეციალურად და
მიმართულად არ ფიქრობდეს გადასაწყვეტ საკითხზე, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდეს ისე არის
განწყობილი, რომ ყველა შთაბეჭდილება ამ პრობლემის გარშემო ილექება და პიროვნებისათვის
მოულოდნელად, უცბად ხდება პრობლემის წვდომა. ასეთ უცაბედ განათებას, შთაგონების განცდა
თითქოს მოულოდნელ სიტუაციაში (დასვენებისას, ძილში, სხვა საქმიანობისას), მრავლად აქვთ
აღწერილი მეცნიერებს თავის მემუარებში (ა. პუანკარე, ჰ. ჰელმჰოლცი, ნ. ბორი, ა.აინშტაინი).
არაცნობიერ მუშაობის ეტაპი – წარმართველი იდეის ინკუბაციის პერიოდი აგრეთვე,
შთაგონების მომენტი, როდესაც არაცნობიერი მუშაობის შედეგად პიროვნების ცნობიერებაში თავს
იჩენს ახალი იდეა, აღმოჩენა, თუნდაც ჰიპოთეტური სახით, საიდუმლოებით მოცული პროცესია;
მისი აღწერაც კი დიდ სიძნელებთან არის დაკავშირებული. ზოგიერთი ავტორი შემოქმედებითი
აზროვნების პროცესის ქვეშ გულისხმობს ცოდნას, რომელიც მიიღწევა პრობლემის გადაწყვეტის
გზების და პირობების გაცნობიერების გარეშე (ლათინურად – intueri ნიშნავს ყურადღებით
ინტელექტი 39
დაძაბულად მზერას). ინტუიცია განიხილება, როგოც შემოქმედებით პროცესის მექანიზმი.
ლეგენდებში არქიმედეზე, ი.ნიუტონზე, კეკულეზე და სხვა გამოჩენილი მეცნიერების
აღმოჩენებზე აღწერილია სიტუაციები (თითქოს შემთხვევითი აღმოჩენა აბაზანაში ბანაობისას,
ვაშლის ჩამოვარდნისას, თუ სიზმარში დაკლაკნილი გველის დასიზმრებისას) რომლებმაც ეს
მეცნიერები პრობლემის გადაწყვეტამდე მიიყვანა. მაგრამ უამრავი ადამიანი იღებს აბაზანას,
ხედავს სიზმარში გველს და ბევრს შეიძლება დაეცეს თავზე ვაშლი, მაგრამ ასეთ ხდომილებას
არანაირ აღმოჩენამდე არ მივყვარათ, უცაბედი განათების, ინტუიტური აღმოჩენების წინ
უზარმაზარი ძიებითი, დაძაბული სამუშაო უძღვის პრობლემის გარშემო – როგორც ცნობიერი,
ასევე, არაცნობიერი. როდესაც ამის შემდეგ პიროვნება თითქოს ნეიტრალურ სიტუაციაში ხვდება,
რომელსაც არანირი კავშირი არ აქვს პრობლემასთან, ამოცანასთან და უცბად უეცარი განათებას,
ინსაიტს აქვს ადგილი. გარეგნულად ისეთი შთაბეჭდილება რჩება თითქოს იმ მომენტში
შემთხვევით, ინტუიუტრად მოხდა აღმოჩენა. სინამდვილიეში კი ის სიტუაცია, მასში ჩართული
ელემენტები ადამიანს საძიებელი პრობლემისადმი ხედვას უცვლის, დუნკერის მიხედვით თუ
ვიმსჯელებთ ფუნქციონალური ნიშნის პოვნაში ეხმარება, უბიძგებს და პრობლემური სიტუაციის
ახლებურად გადასტურქუტურირებას იწვევს.
საკუთრივ პრობლემაზე მუშაობისა და ახლებური გადაწყვეტის ძებაზე არანაკლებ
მნიშვნელობვანია ის, რაც მას წინ უსწრებს – პრობლემის დანახვა, იდეის დაბადება. აღმოჩნდება,
რომ არანაკლები შთაგონება სჭირდება იმას, რომ დაგვებადოს კითხვა „რატომ?“, უჩვეულო,
გაუგებარი მიმართება აღმოვაჩნოთ იქ სადაც ყოველთვის ყველაფერი ჩვეული და გასაგები იყო.
საკითხის დასმა თავისთავდ უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვეული ფიქსირებული მიმართებების
მიღმა პრობლემის გარეშე არ იქნებოდა არც აინშტაინის, არც გალილეის აღმოჩენები.
ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში არაშაბლონური აზროვნების ქვეშ იგულისხმება სწორედ
პიროვნების უნარი დაინახოს უჩეულო სამყაროს მოვლენებში თუ თვისებებში, რაც ყველასათვის
ჩვეულებრივი და თითქოს გასაგებია.
3. შემოქმედებითი აზროვნების კვლევის მესამე მიმართულება სწორედ კრეატულობას
განიხილავს, როგორც უნარს. ერთ–ერთი პირველი განსაზღვრება ეკუთვნის სიმპსონს (1922):
კრეატულობა არის ადამიანის უნარი დაძლიოს აზროვნების სტერეოტიპული საშუალებანი.
შემოქმდებეთი აზროვნების, როგორც პიროვნების სპეციფიკური უნარის გაგებაში დიდი როლი
შეასრულეს ჯ. გილფორდის (1983,1986) და ე. თორანსის (1982) კვლევებმა.
ჯ. გილფორდი გამოყოფს კრეატულობის განმსაზღვრელ 4 ძირითად ფაქტორს:
1. ორიგინალურობა – სხვადასხვა ასოციაციების პროდუცირების უნარი;
2. სემანტური მოქნილობა – ობიექტის ფუნქციის გამოყოფის უნარი და მისი ახლებურად
გამოყენების უნარი;
3. ხატოვანი ადაპტური მოქნილობა – სტიმულის ფორმის შეცვლის, მასში ახალი
შესაძლებლობების დანახვის უნარი;
4. სემანტური სპონტანური მოქნილობა – სხვადასხვა იდეების პროდუცირების უნარი
განუსაზღვრელ სიტუაციაში.
(გვ.
გვ. 46)
46 ზემოთხსენებული 4 ძირითადს უნარს ჯ.გილფორდი მისი ინტელექტის მოდელის
ფარგლებში შეისწავლიდა სპეციალური ტესტებით, რომელთა ვალიდობა და სანდოობა საკმაოდ
მაღალია. ისინი საკმაოდ ხანმოკლეა (2-10წთ), შეიძლება ჯგუფური გამოყენება. ჯ.
გილფორდისათვის შემოქმედებითი უნარი რაღაც ჰიპოთეტური სტრუქტურებია, რომლებიც
ვლინდება ტესტების სკალებს შორის ინტერკორელაციების შედეგად. ე.თორანსი შემოქმედებითი
აზროვნების უნარს განიხილავს, როგორც პიროვნებებს შორის რეალურ განსხვავებას.
კრეატულობა თორანსის მიხედვით არის ადამიანის მიერ არსებულ ცოდნაში (გვ. გვ. 46b
46b) ხარვეზების,
ნაკლოვანებების, დისჰარმონიის აღქმის უნარი. შემოქმედებითი აქტი მოიცავს სიძნელის განცდას,
გადაწყვეტის ძიებას, ჰიპოთეზების აღმოჩენას და ჩამოყალიბებას, მათ შემოწმებას, შედეგების
ინტელექტი 40
ანალიზს. შემოქმედებითი აზროვნების აქტის განმარტებაში ჩამოთვლილი ყოველი მომენტი
გამოვლენილი უნდა იქნეს სპეციალური ტესტებით. ე. თორანსის ტესტები ორ ჯგუფად იყოფა:
ვერბალური და ხატოვანი, ყოველი მათგანისთვის არის A და B ვარიანტი. თორანსის ტესტების
ვალიდობისა და სანდოობის შესახებ დღემდე კამათია, თუმცა მრავალი მკვლევარი თანხმდება
იმაში, რომ ეს ტესტები ავლენენ შემოქმდებითი აზროვნების სპეციფიკურ თავისებურებებს
სანდოობის სტატისტიკურ დონეზე. კრაეტულობა ე. თორანსის ტესტებში ფასდება სისწრაფის,
მოქნილობის, ორიგინალობის, სრულყოფილების მაჩვენებლების მიხედვით.
გარდა ტესტური მეთოდისა ფსიქოლოგიაში შემოქმედებითი აზროვნების შესწავლის სხვა
მეთოდსაც იყენებენ. თვით შემოქმედების სპეციფიკურობიდან, მისი სირთულიდან გამომდინარე,
სრულყოფილი შესწავლის მეთოდი, რომელიც ნათელს მოჰფენდა შემოქმედებითი აზროვნების
პროცესს, არ არსებობს. ფსიქოლოგები წარმატებით იყენებენ თვით შემოქმედის
თვითდაკვირვების მონაცემებს, საკუთარი შემოქმედების პროცესის მსვლელებოზე; აგრეთვე,
იყენებენ ბიოგრაფიულ მეთოდს, ანკეტირებას, ექსპერიმენტულ მეთოდებს.
4. შემოქმედებითი აზროვნების კვლევის მეოთხე მიმართულება პიროვნებაზეა
ორიენტირებული. შემოქმედებითი აზროვნება პიროვნების თვისებად განიხილიება და
უკავშირდება მოტივაციას, განწყობებს, პიროვნულ თვისებებს. ამ თვალსაზრისით საინტერესოა
კეტელის, მასლოუს, მადის შრომები.
შემოქმდებითი აზროვნების ტესტური თუ ექსპერიმენტურლი კვლევის დროს მეტად
მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად ვალიდურია ესქპერიმენტული მოდელი ან ტესტი. უოლაჰი და
კოგანი თვლიან, რომ დამღუპველია ინტელექტის საკვლევი ტესტური მოდელების პირდაპირ
კრეატულობაზე გადატანა,. კრეატულობის საზომი კლასიკური ტესტები იმაზე მეტს არ ავლენენ,
რასაც IQ ტესტები. შემოქმედებითი უნარების კვლევისას ამ ავტორების აზრით დაუშვებელია
გადაწყვეტის დროს მკაცრი ლიმიტირება და შეჯიბრის სიტუაცია (1965).

აზროვნების formebi
აზროვნების ორი მოდელი. ჯერომ ბრუნერი (1986) თვლის, რომ შემეცნებითი სფერო
ხასიათდება ორი თვისობრივად განსხვავებული აზროვნების ფორმით. ის წერს: „არსებობს
კოგნიტური ფუნქციონირების ორი ფორმა, რომლებიც უზრუნველყოფენ გამოცდილების
მოწესრიგებას და რეალობის კონსტრუირების ორ განსხვავებულ გზას. ამ ორი ფორმის
ერთმანეთზე დაყვანა შეუძლებელია. ერთი ფორმის მეორეზე დაყვანის მცდელობა ან ერთის
იგნორიება მეორის ხარჯზე, ნამდვილად გამოიწვევს აზროვნების მდიდარი მრვალფეორვნების
დაკნინებას.“
ბრუნერის მიხედვით ერთი ფორმაა პრიმიტული, ლოგიკურტ აზროვნება, მეორე კი –
თხრობითი აზროვნება. პროპოზიციული აზროვნება შედგება ლოგიკური არგუმენტაციისაგან,
რომლის მიზანია კონტექსტიდან დამოუკიდებელ მიმართებების განზოგადება. ეს არის
ლოგიკურ–მეცნიერული და პარადიგმატული. აზროვნების ეს ფორმა განსაზღვრავს,როგორც
თეორიულ, ფორმალურ ინტერპრეტაციას, ზოგადი აბსტრაქტული პარადიგმა.
მოთხრობითი აზროვნება წარმოადგენს ადამიანის კონკრეტულ ინტერპერსონალურ
სიტუაციებს. ეს არის რეალობის აღწერა. მოთხრობის ეს ფორმამოითხოვს წარმოადგენს და
ფანტაზიას, პიროვემნსბი ინტენციის გაგებას და დროსა და ადგილს თავისებურებების
შეფასებისას.
ბრუნერმა (1986) აღშნიშნა, რომ უფრო მეტად წარმოდგენა გეგმავს ლოგიკურ მეცნიერულ
ფორმაზე საზოგადოებრივი რაციონალიზაციის და შემოწმების საზოგადო პროცედურების გამო.
ბრუნერი გვთავაზობს მოთხრობით აზროვნების მნიშვნელოვან დახასაითებას.
ინტელექტი 41
მოთხრობითი ფორმა ფოკუსირდება ადამიანებზე და მათი მოქმედების მიზეზებზე: მათ
ინტენციაზე, მიზნებზე, სუბიექტურ გამოცდილებაზე. ბრუნერმა გაგვახსენა თუ რამდენად
ძირითადია მოთხრობით ფორმისათვის ხასიათის თვისბეები, გარემო სიტუაცია და მოქმედება
მისთვის მნიშვნელოვან ადამიანთა და გარემოს სპეციფიკურობა, მათი მოქმდებების დეტალები და
ინტენციები. მართლაც, ეს კონტექსტუალური თავისებურებები, მათი ემოციური ძალა ძალზე
მნიშვნელოვანია.
მოთხრობითი აზროვნება თვისობრივად განსხვავდება პარადგიმატურისაგან, რომელიც
დაკაშირებულია ლოგიკურ–მსჯელობასთან და ისეთ მეცნიერულ უნივერსლებთან, რომელიც
დამოუკიდებულია ემოციურ და სპეციალურ კონტექსტისაგან.
აზროვნების ფორმების ასეთი გამოყოფა ანალოგიურია, ახლოსაა ე. ტულვინგის (1983) მიერ
გამოყოფილ მეხსიერების ორი ფორმისა: ეპიზოდური და სემანტიკური მეხსიერება. ის თვლის,
რომ ეს ორი ფორმა თვისობრივად განსხვავდება ერთამენისაგან. „ სემანტიკური მეხსიერება
მოიცავს ცოდნას სამყაროს შესახებ და გარშემო მოვლენების შესახებ . პიროვნების წარსულის და
სუბიექტური გამოცდილებისაგან დამოუკიდებლად, მაშინ, როცა ეპიზოდური მეხსიერება
შედგება პიროვნების ქმედებათა და ხდომილობათა თანმიმდევრულ დაფიქსირების და აღდგენის
მეხსიერებისაგან.
ტულვინგმა შეაჯამა ამ ორ ფორმას შორის განხვავებიის თვისობრივი მახასაითებლები.
ზოგიერთი ეს განსხვავება: სემანტური (პროპოზიციულ) მეხსიერების კონცეპტუალურად
(ცნებებით) არის ორგანიზებული, მაშინ როცა ეპიზოდური (მოთხრობით) დროში; სემანტიკური
მეხსიერება მიმართულია უნივერსალობისაკენ, ზოგადისკენ, ეპიზოდური კი – მე–სკენ,
ერთეულისკენ. სემანტიკური მეხსიერება მოქმედებს სოციალური შეთანხმებულობით,
ეპიზოდური კი – პიროვნული რწმენით და წარმოდგენებით. სემანტიკური მეხსიერების
ერთეულები შედგება ფაქტებისა და კონცეპციებისაგან მაშინ, როცა ეპიზოდურის შედგება
მოვლენებისა და მთელი ეპიზოდებისაგან, სემანტიკური მეხსიერების შინაარსი ისეთია, რაც მეტ–
ნაკლებად ყველამ იცის, ეპიზოდურისა კი ის, არის რასაც ერთი პიროვნება იხსენებს.
მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროთა შორის ცნობილი განსხვავება რელევანტრუია
ბრუნერის მიერ გამოყოფილი ორი ფორმისა.
შეაჯამა ორ ნახევარსფეროთა შორის კოგნიტური გადამუშავების განსხვავებანი. მარჯვენა
ნახევარსფერო დაკავშირებულია სივრცით, წარმოდგენით რეპრეზენტაციებთან, რომელშიც
სენსორული და კოგნიტური ელემენტები ერთ მთლიანობაში მოცემული სინკრეტული
აზროვნების მსგავსად, მარჯვენა ნახევარსფერო, აგრეთვე, ჩართულია ემოციური გადამუშავების
პროცესებში (Back, R. 1984). მარცხენა ნახევარსფერო პირიქით, დაკავშირებულია „ანალიტურ
იდეაციასთან, თანმიმდევურლ სწორხაზოვან გადამუშავებასთან და დიდ როლს ასრულებს,
ვერბალურ, ლინგვისტურ აქტივობაში (მნიშვნელოვანია ვერბალურ და ლინგვისტური
უნარებისათვის (Back, R.1984)
ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბრუნერის მიერ გამოყოფილი აზროვნების
ორი ფორმა მარცხენა ნახევარსფეროს პრეროგატივაა რადგან თხრობაც ისევე მოითხოვს
მეტყველებას, როგორც ლოგიკურ აზროვნებას. მაგრამ მარცხენა ნახევარსფეროში მეტყველება (და
მისი აღქმა) მარჯვენა ნახევარსფეროსგან ინფორმაციის მიწოდების გარეშე განსხვავდება
ნორმალური მეტყველებისაგან, რადგან კარგავს ემოციურ და წარმოდგენით, თვალსაჩინო
ხასაითს. შეიძლება ვთქვათ, რომ თხრობით (narrative) აზროვნება არის ენა მარჯვენა
ნახევარსფეროს კოგნიტური გადამუშავების სამსახურეისთვის, ლოგიკური აზროვნების
(propositional) კი ემსახურება მარცხენა ნახევარსფეროს.
თხრობა (ზეპირი თუ წერით) მოითხოვს ძლიერ ემოციურ დატვირთვას, თვალსაჩინოებას
მნიშვნელობის ემოციურ ელფერს, რაც მიიღწევა ინტონაციის და წარმოდგენებთან ასოციაციით
ინტელექტი 42
დაკავშირებული სიტყვებით. მეტყველება წერითი მოკლებულია ამას, ემოციური კონტექსტისგან
დამოუკიდებულია და მიმართულია პარადიგმატულ ცოდნის ზედმიწევნით გადმოცემისაკენ.
განსხვავებული, მაგრამ ამ კონტექსტში მსგავსი დაყოფა ანაგარიშგასაწევია – ეს არის
ანალოგიური და ციფრობრივი (analog and digital ) შემეცნებითი პროცესები.

განწყობა და აზროვნება
ფსიქოლოგიურ კვლევებში უფრო ხშირად ყურადღებას ამახვილებენ აზროვნების პროცესის
მიმდინარეობაძე, მის სტრუქტურაზე და თითქოს თვალთახედვის მიღმა რჩება მთავარი – ის, რომ
აზროვნებს პირვნება. აზროვნების იზოლორებული განხილვა, ცხადია ცალმხრივობის ანაბეჭდს
ატარებს და უგულვებელყოფს პიროვნებას მისი მოთხოვნილებებით, განზრახვით, პიროვნული
თვისებებით, ხასიათით და ა.შ. როდესაც საუბარია აზროვნების პროცესის მიმდინარეობაზე, რაიმე
პრობლემის გადაჭრაზე თუ მსჯლეობათა თანმიმდევრულობაზე სიტუაციური ფაქტორების,
ამოცანის თავისებურებების გათვალისწინებასთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული
ფაქტორების გათვალისწინება.
რა განაპიროებებს ამოცანის გადაჭრის წარმატებას, რატომ არის, რომ სხვა ერთნაირ
პირობებში (მსგავსი სიტუაცია, ცოდნის ერთი დონე და ა.შ) ერთნი წყვეტენ პრობლემას, ადვილად
ასრულებენ ხარვეზებს, წვდებიან გაუგებარ მიმართებებს, მეორენი კი – ვერა. თანაც ერთი და
იგივე პიროვნება ერთ შემთხვევაში წარმატებით ახერხებს პრობლემის გადაჭრას, სხვა შემთხვევაში
კი იგივე სიძნელის ამოცანის წინაშე უძლურია.
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია პიროვნებაში განწყობის როლის კვლევა. ამ ცნების ქვეშ
ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლასა და ამერიკულ ფსიქოლოგიაში სხვადასხვა რამ იგულისხმება.
ამერიკულ ფსიქოლოგიაში აზროვნების კვლევისას ყურადღებას უთმობენ პიროვნეულ
სუბიექტურ მხარეს. კერძოდ, მკვლევრები დაინტერესდნდენ იმ სუბიექტური ფაქტორით,
რომელიც პიროვნებას ხელს უშლიდა ამოცანის გადაწყვეტაში, აფერხებდა აზროვნების პროცესს.
ა. ლაჩინსი თვლიდა, რომ ეს ფაქტორი არის ზუსტად განწყობა (set) რომელიც პიროვნების
რიგიდობაში იჩენს თავს ასეთი გაგებიდან გამომდინარე განწყობა არის პიროვნების აზროვნების
შემაფერხებელი ფაქტორი – აბრკოლებს აზროვნების მიზაზნმიმართულ მიმდინარეობას.
ლაჩინსმა (1942) გამოიყენა სპეციალური ექსპერიმენტული ტექნიკა განწყობის ეფექტის საკვლევად
აზროვნებაში, აზრონების ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში წარმოატებით იყენებენ მის მეთოდს
და მოდიფიცირებულ ვარიანტებსაც.
ა.ლაჩინსის ცდაში ცდის პირს ეძლევა ჭურჭლის ტევადეობის გასაზომი 10 ამოცანა.
საგანწყობო ამოცანა, რომელთა გადაჭრა ერთი ხერხითაა შესაძლებელი (B-A-2C) პირველი
საგანწყობი ამოცანების შემდეგ ცდის პირებს ეძლევათ საკონტროლო ამოცანები. პირველი ორი
ამოცანა კრიტიკულია, მათი გადაჭრა შეიძლება როგორც საგანწყობო ხერხით, ასევე უფრო
მარტივად (A+C ან A–C). მესამე საკონტროლო ამოცანა ჩაქრობის ამოცანა, მისი გადაჭრა მხოლოდ
მარტივი გზითაა შესაძებელი (A-C). ორი ბოლო ამოცან ისევ კრიტკლია, მატი გადაჭრა შეიძლება
როგორც რთული, ასევე, მარტივი ხერხით. აღმოჩიანეს, რომ პირდაპირ საკონტროლო ამოცანების
მიწოდებისას ცდის პირები მარტივი გზით წყვეტდნენ მათ. თუ კი საკონტროლო ამოცენები
საგანწყობო ამოცანები უძღვოდა წინ. მაშინ ცდის პირები გადაჭრის რთულ ხერხს მიმართავენ. იმ
ამოცანას კი, რომლის გადაჭრა მხოლოდ მარტივი გზით იყო შესძლებელი, ცდის პირთა ¾
საერთოდ ვერ წყვეტდა. ა.ლაჩინსი თვლის, რომ ეს არის „განწყობის ეფექტი“ საგანწყობო
ამოცანების ზეგავლენით სუბიექტი ვერ ახერხებს ამოცანის გადაწყვეტის ადექვატური ხერხის
მოძებნას. შემდგომი ექსპერიმენტებით დადგინდა, რომ განწყობის ეფექტი “მრავალ ფაქტორზეა
დამოკიდებული, კერძოდ, საგანწყობო ცდების რაოდენობაზე, დროში შეზღუდვაზე, შეჯიბრის
სიტუაციაზე, პიროვნების ასაკსა და სქესზე, მის შინაგან მდგომარეობაზე. ა.ლაჩინსი არნიშნავდა,
ინტელექტი 43
რომ ტერმინს „განწყობის ეფექტი“ შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს არა მხოლოდ
სუბიექტის, არამედ სხვადასხვა ამოცანის შემთხვევაში. ყოევლთვის ხაზგასმულია ის გარემოება,
რომ განწყობის ეფექტი აფერხებს აზროვნების მიზანმიმართულ მიმდინარეობას, ხელს უშლის
ამოცანის ადექვატურ გადაჭრას, მაგალიათად, ნაიტის (1983) კვლევებმა ცხადყვეს, რომ რაც უფრო
დიდ ენერგიას და ძალისხმევას ანდომებენ ადამიანები ამოცანის გადაწყვეტის პრინციპის
აღმოჩენას, მით უფო მეტად იქნებიან ისინი მიჯაჭვულნი პრობლემის გადაჭრის ამ ხერხზე. ა.
ლაჩნსის და მისი შემდგომი კვლევები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ამოცანის გადაწყვეტ არ
ხერხდება იმის გამო, სუბიექტს განმამტკიცბელი აქვს. სხვა მიმართულებით მოქმედი განწყობა,
რომელიც მოცემულ პირობებს აღარ შეესატყვისება. მათ ექსპერიმენტებში გავმოლენილი
„განწყობის ეფექტი“ ფსიქოლოგიური არსის შესახებ საკითხი ღიად რჩება და ცალმხრივად
შეფერხების თვალსაზრისით არის განხილული.
დ. უძნაძის განწყობის თეორიის თანახმად განწყობა ისეთი არაცნობიერი ფსიქიკური
ფენოემენია, რომელიც წინ უსწრებს ცნობიერ ფსიქოკიურ პროცესებს და მათი აღმოჩენბის
პირობასაც წარმოადგენს. განწყობა სუბიექტის მზადყოფნაა – იმოქმედოს გარკვეული
მიმართულბით, რომელსაც ერთი მხრივ, სუბიექტის აქტუალური მოთხოვნილება და მერე მხრივ,
შესაბამისი ობიექტური სიტუაცია შეადგენს, შესაბამსიად, განწყობა დ, უზნაძის მიხედვით არის
მიზანმიმართული ქცევის დაწყების და მიმდინარების საფუძველი.
ხშირად, აქტუალური მოთხოვნილებების დაკმაკყოფილების პროცესში, ქცევის
განხორცილებეისას, ადამიანს რაღაც დაბრკოლება ხვდება, რაც მისგან მოითხოვს პრაქტიკული
დამოკიდებულების ნაცვად შემეცნებითი დამოკიდებულების დამყარებას. ის უნდა შეჩერდეს,
გააჩნობიეროს რა უშლის ხელს ქცევაში ან მიზნის განხორცილებში. ამ შეჩერების მომენტს დ.
უზნაძე ობიექტივაციის აქტს უწოდებს. ეს უკვე აღარ არსი იმპულსური ქცევა, სუბიექტი,
გარეოსთან თეორიულ დამოკიდებულებას ამყარებს. ობიექტივაციის აქტი ისეთი შეჩერებაა,
როდესაც ხდება სინამდვილესთან პრაქტიკული დამოკიდებულბა და სუბიექტი ცდილობს
გაერკვეს რა უშლის ხელს მას ქცევაში, რაში მდგომარეობს დაბრკოლება.
ამრიგად, იმისათვის, რომ სინამდვილეს რაღაც მონაკევთი აზროვნების საგნად გადაიქცეს
აუციელებლია ამ მონაკევთის ობოექტივაცია. განწყობის თეორიის თანახმად, ობიექტივაციის აქტი
აზროვნების ფსქიოლოგიურ პირობას წარმოადგენს. პიროვნების სფეროში განწყობის
აღნოჩენებისა და მოქმედება ექსპერიმენტულ შესწავლა დ. უზნაძის განწყობის სკოლაშ
წარმოადებდა ნ. ელიავას მიერ იგი ცდილობდა განწყობის თეორიის პოზიციებიდან განიხილოს
აზროვნება ფსქილოგიის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა აზროვენბის პროცესში
გამჩდიების ჩართავ, გადანაცველბის პრობლემა, ამოცანის გადაჭრის პროცესი, ამოცანის
აღმოჩენება, წინათ განმტკიცებული განწყობის მოქმედება ახალ პირობებში და ა.შ.

Você também pode gostar