Você está na página 1de 1

“სახალხო დემოკრატებმა” და მოძრაობა “შემოგვიერთდი”-მ

თანამშომლობის მემორანდუმი გააფორმეს


პოლიტიკურმა გაერთიანება “სახალხო დემოკრატებმა” და ახალგაზრდულმა
წინააღმდეგობის ორგანიზაცია “შემოგვიერთდი”-მ თანამშრომლობის შესახებ
ხელშეკრულება გააფორმეს.

როგორც დღეს “სახალხო დემოკრატების” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე


პარტიის თავმჯდომარემ ნიკა ივანიშვილმა განაცხადა, მისი პარტია უკვე
თანამშრომლობს აღნიშნულ ორგანიზაციასთან ისეთ მტკივნეულ თემაზე
როგორიცაა პოლიტპატიმრები.

“თუ ქვეყანას უნდა დემოკრატიის გზაზე დადგეს, ჩვენ აქტიურად უნდა ვიბრძოლოდ
პოლიტპატიმართა გათავისუფლებისათვის. ერთხელ და სამუდამოდ
პოლიტპატიმრები ქვეყანაში აღარ უნდა არსებობდეს”,_ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.

მემორანდუმს ხელი სახალხო დემოკრატბის სახელით ნიკა ივანიშვილმა,


“შემოგვიერთდი”-ს სახელით კი აკაკი დარასელიამ მოაწერეს. მემორანდუმი მათ
მიერ დაგეგმილი ყველა პროცესისა თუ პროგრამის გამჭვირვალობას და
თანამშრომლობას ისახავს ისახავს მიზნად.

“სახალხო დემოკრტები” გუშინ გლდანის ციხესთან მოძრაობა “შემოგვიერთდის”


მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ სადაც საქართველოში უკანონო და
პოლიტპატიმრების არსებობა გააპროტესტა.

Você também pode gostar