Você está na página 1de 1

გლდანის საპყრობილესთან საპროტესტო აქცია გაიმართა

გლდანის მე-8 საპყრობილესთან საპროტესტო აქცია გაიმართა, მოთხოვნით -


“თავისუფლება უკანონო პატიმრებს”.
აქცია მოძრაობის “შემოგვიერთდით” ორგანიზებით ჩატარდა. აქციაზე მათ
მხარდასაჭერად მივიდა თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი, თავის
მომხრეებთან ერთად.
აქციაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის მელორ ვაჩნაძის მამა- ვანო
ვაჩნაძე, ერთ-ერთი პატიმრის, შაკო გოგინაშვილის დედა, ლილი გოგიჩაიშილი.
აქციის მონაწილეები, ასევე, ბესო ბესელიას, ზაურ ჟვანიას, მამუკა შენგელიას,
გენერალ ტრისტან წითელაშვილს და სხვა უკანონო პატიმრების გათავისუფლებას
ითხოვდნენ.
როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა ჟურნალისტებს
განუცხადა, პოლიტპატიმრების თემა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა
დასრულდეს, ადამიანები განსხვავებული აზრის გამო არ უნდა ისჯებოდნენ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პირებზე სისხლის სამართლის საქმეები შეთითხნილია.
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ, ქვეყანა
შემდგარი არ არის.
“საერთაშორისო უფლებათა დამცველები საქართველოში 8 პოლიტპატიმრის
არსებობის შესახებ საუბრობენ, კერძოდ, ესენი არიან ნორა კვიციანი, მერაბ
რატიშვილი, მაია თოფურია, ომარ ქუცნაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და სხვები”,-
აღნიშნა ივანიშვილმა.

Você também pode gostar