Você está na página 1de 1

სახალხო დემოკრატებსა" და მოძრაობა "შემოგვიერთდის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პოლიტიკურ გაერთიანება "სახალხო დემოკრატებსა" და წინააღმდეგობის მოძრაობა "შემოგვიერთდის" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ხელმოწერის ცერემონიამდე "სახალხო დემოკრატების" დამფუძნებელმა, თბილისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკოლოზ ივანიშვილმა განაცხადა, მისი პარტია და მოძრაობა "შემოგვიერთდი" პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ითანამშრომლებენ. "თუ ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, ხელისუფლება არაფერს მოიმოქმედებს. ერთხელ და სამუდამოდ პოლიტპატიმრების თემა საქართველოში უნდა დამთავრდეს და ამას სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება", - განაცხადა ხელმოწერის ცერემონიალზე "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა და აქვე დასძინა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან სათანამშრომლოდ მზად არის. ამასთან, ივანიშვილი შესაძლოა, პრაიმერის ინიციატორი პოლიტიკური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციებსაც შეუერთდეს, რომელიც ყოველ ხუთშაბათს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით იმართება.

Você também pode gostar