Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილის პოლიტიკური გაერთიანებას “სახალხო

დემოკრატები” ერქმევა

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის პოლიტიკურ


გაერთიანებას “სახალხო დემოკრატები” ერქმევა.
როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
ორგანიზაციის პრეზენტაცია 4 მარტს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი
პალასში”გაიმართება, სადაც მას, როგორც თბილისის მერობის კანდიდატს,
ოფიციალურად წარადგენენ.
მისივე თქმით, პრეზენტაციაზე დაასახელებენ პარტიული სიის ათეულს, ისაუბრებენ
პარტიის მიზნებისა და გეგმების შესახებ.
ივანიშვილის განცხადებით, “სახალხო დემოკრატები” მომზადებული შეხვდებიან
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და მონაწილეობას მიიღებენ,
როგორც თბილისის მერის, ისე საკრებულოს არჩევნებში, მაჟორიტარული და
პროპორციული სიით.
“პარტია, რომელსაც ვაფუძნებთ, იქნება რეალურად სახალხო და რეალურად
დემოკრატიული. ეს იქნება ცენტრისტული პოლიტიკური ძალა, რადგან დღეს
საქართველოში მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის დაბრალება და ამით
მანიპულირება არაფრის მომტანია’’, - აცხადებს ივანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანების შექმნისა და საკუთარი გუნდით
პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება ნიკა ივანიშვილმა წლის დასაწყისში
გააკეთა.

Você também pode gostar