Você está na página 1de 1

პარტიის სახელწოდების

და პრეზენტაციის თარიღის გამოცხადება

დღეს მოგიწვიეთ, რომ გითხრათ რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. როცა დავაფიქსირე და
გავახმოვანე ჩემი თანამოაზრეების წინადადება მეყარა კენჭი თბილისის მერის პოსტის დასაკავებლად,
იქვე შეგპირდით, რომ თებერვლის ბოლოს მოხდებოდა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის
დაფუძნება.

დღეს ვასრულებ დანაპირებს და ვაცხადებ, რომ ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის პრეზენტაცია


მოხდება 4 მარტს.

მე და ჩემი თანამოაზრეები სადღეისოდ შეჯერებულნი ვართ პარტიის სახელწოდებაზე – პოლიტიკური


გაერთიანება „სახალხო დემოკრატები“. 4 მარტსვე დასახელდება პარტიის კანდიდატი თბილისის მერის
პოსტზე და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის პირველი ათეული.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგება. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ამ


მნიშვნელოვან ამბავს. მინდა მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ კატეგორიულად ვეწინააღნდეგები
პრეზიდენტის ბაქიბუქს ვითომ მიღწეულ წარმატებზე საკუთარი უმრავლესობის წინაშე.

მოვუწოდებ პრეზიდენტს და მის ჯგუფს დაიწყონ დიალოგი საზოგადოებასთან, დაიწყონ რეალური


დიალოგი რეალურ ოპოზიციასთან და არა ღია თუ ფარულ სატელიტებთან. სახვა შემთხვევაში,
პრეზიდენტის ასეთი მისვლა–მოსვლა პარლამენტში არანაირ შედეგს არ მოიტანს.

თქვენი კოლეგა ჟურნალისტები მეკითხებიან და თქვენც ალბათ მკითხავთ, ოპოზიციაში მიმდინარე


პროცესების შესახებ. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნის თაობაზე ჩვენი გადაწყვეტილების
ერთ–ერთი წინაპირობა ისიცაა, რომ ოპოზიციამ, მისმა ჭრელმა შემადგენლობამ, საზოგადოების
იმედები ვერ გაამართლა. რაც ხდება, არ მიმაჩნია რაიმე განსაკუთრებილი ყურადღების ღირსად.
ოპოზიციის მხარდამჭერი ელექტორატი ის აღარაა, რაც აპრილის დაწყებისთვის იყო. ოპოზიციამ ხალხს
იმედები გაუცრუა. ამიტომ მივიჩნევ რა ჩვენს მომოვალ პოლიტიკურ ორგანიზაციას ცალსახად
ოპოზიციურად, ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ მათთან ალიანსში ან ბლოკში შესვლას.
ჩვენი მიდგომები პრინციპული საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებისადმი რადიკალურად
განსხვავდება ძირითადი ოპოზიციური პარტიების პოზიციებისგან. ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ
ვითომ პროდასავლელებისა და მერე ვითომ პრორუსულების უნიჭო თამაშებში.

პარტია, რომელსაც ვაფუძნებთ იქნება რეალურად სახალხო და რეალურად დემოკრატიული. ეს იქნება


ცენტრისტული პოლიტიკური ძალა. დღეს საქართველოში მემარჯვენეობის და მემარცხენეობის
დაბრალება და ამით მანიპულირება არაფრის მომტანია. სხვა დეტალებს, პარტიისა და მისი ლიდერების
შესახებ 4 მარტს შეიტყობთ.

Você também pode gostar