Você está na página 1de 1

ივანიშვილმა მობილური კავშირის ფასები, შ გააპროტესტოს

მობილური კავშირის ტარიფების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის პროტესტს პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები უერთდებიან. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიმართვას“ პირველი თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო დემოკრატები" გამოეხმაურნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდა ექსპერტების კვლევა საფუძვლიანია, ხოლო დასკვნები და მოთხოვნები სამართლიანი. „როცა მსოფლიოში ბოლო 3 წლის განმავლობაში ტარიფები საშუალოდ 21%-ით შემცირდა, საქართველოში ტარიფი არ შეცვლილა, ანუ არ შემცირებულა ბოლო 14 წლის განმავლობაში“, – აცხადებს ივანიშვილი და მიმართავს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ოპერატიულად განიხილონ სარჩელი, დააკმაყოფლონ იგი და მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს, რომ ტარიფი უნდა შემცირდეს ზღვრულ, სამართლიან დონემდე. გარდა ამისა, ნიკა ივანიშვილი და "სახალხო დემოკრატები", აპირებენ სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საჯარო საპროტესტო აქციების ორგანიზებას. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა" ერთი თვის წინ გამოქვეყნებული კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფიჭური კავშირის ოპერატორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ასოციაციამ მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატებს მხარი დაუჭირონ ფიჭურ კავშირზე სამართლიანი ტარიფების შემოღებას.

Você também pode gostar