Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე “ლაღიძის წყლების” გაუქმებას აპროტესტებს

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი რუსთაველის გამზირზე “ლაღიძის წყლების” გაუქმებას აპროტესტებს. როგორც ივანიშვილმა დღეს, “ლაღის წყლების” ყოფილ შენობასთან განაცხადა, ერთერთი თვალსაჩინო მაგალითი დღევადელი მერისა და საკრებულოს უგუნურობის სწორედ “ლაღიძის წყლების” დახურვაა. “ეს ადგილი თბილისის ნამდვილი სიამაყე და ღირშესანიშნაობა იყო. ვიღაცამ კი, თავისი უსულგულობით მოშალა, რათა ამით ჩვენ დავკარგოთ კავშირის იმასთან, რაც მამებისგან და პაპებისგან ჩვენ შვილებს უნდა გადავცეთ; ეს დაუშვებელი და მიუღებელია”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. მისი თქმით, როცა თავის გუნდთან ერთად ქალაქის მმართველობაში მოვა, აუცილებლად აღადგენს ~ლაღიძის წყლებს~, სადაც ახლა ტანსაცმლის მაღაზიებია განთავსებული. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მაღაზიების მეპატრონეებს მისცემს ადეკვატურ ფართს, რათა ზარალი არ განიცადოს, რადგან მიიჩნევს, რომ ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის კეთილდღეობის ერთადერთი გარანტიაა. “ჩვენ არასოდეს მოვექცევით მეწარმეებს ისე, როგორც ეს ხელისუფლება და მერი მოექცნენა, თუნდაც - ამ ტერიტორიაზე მდებარე ~სონის~ მაღაზიას და კაფე ~რუსთაველს~, - დასძინა “სახალხო დემოკრატების” ლიდერმა. “ლაღიძის წყლების” ყოფილ შენობაში ამჟამად მაღაზიები - “ტომ ტეილორი” და “1,2,3,”-ია განთავსებული.

Você também pode gostar