Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი თბილისელებს რუსთაველზე „ლაღიძის წლების“ აღდეგნას შეპირდა

პოლიტიკური გაერთიანება „სახალხო დემოკრატების“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დედაქალაქში ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილებისთვის სახეცვლილება გააპროტესტა და ქალაქის მუნიციპალიტეტის მიღებული გადაწყვეტილებები გააკრიტიკა. ნიკა ივანიშვილმა დღეს პრესკონფერენცია რუსთაველის გამზირზე იმ ადგილას გამართა, სადაც რამდენიმე წლის წინ „ლაღიძის წყლები“ ფუნქციონირებდა. „მე და ჩემს მეგობრებს გვინდა სხვანაირი საარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ. ჩვენ გვინდა კონკრეტულად დავაფიქსიროთ, რა გააფუჭა ქალაქში მისმა დღევანდელმა მერმა და საკრებულომ და დაგპირდეთ, რომ ჩვენი წარმატების შემთხვევაში ამ ყველაფერ გაფუჭებულს გამოვასწორებთ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ჩვენი მერის და საკრებულოს უგუნურებით „ლაღიძის წყლების“ დახურვაა. ეს ალაგი თბილისის ნამდვილი სიამაყე და ღირსშესანიშნაობა იყო. აქ მოვდიოდით სკოლის მერე, აქ მოვდიოთ შეყვარებულთან ერთად, ან მოგვყავდა უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული სხვა ეროვნების თბილისის სტუმრები. როცა მათ ვაჩვენებდით ოპერის თეატრს, რუსთაველის თეატრს, ჩვენს სახელმწიფო მუზეუმში დაცულ საგანძურს, მერე შემოვივლიდით მათთან ერთად ამ ზღაპრულ ადგილას, სადაც სუფთა, ნატურალური სასმელი, ჩვენი სანაქებო წყლისა და ჩვენს მიწაზე მოყვანილი ბარაქით თავს მოვიწონებდით ხოლმე. „ლაღიძის“ წინ არა მარტო უსაქმურები იდგნენ, არამედ იდგნენ თბილისის ღირსეული მოქალაქეები, პოეტები და მეცნიერები. „ლაღიძის წყლები“ თბილისის სულის ნაწილი იყო, ტრადიციის ნაწილი და თუ გნებავთ, მომავალი ნაწილი. ვიღაცამ, თავისი უსულგულობით, მოშალა იგი, რათა ჩვენ დავკარგოთ კავშირი იმასთან, რაც ჩვენი მამებისაგან და პაპებისაგან ჩვენს შვილებს უნდა გადავცეთ“, _ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა. „სახალხო დემოკრატების“ლიდერის თქმით, თვითმმართვლეობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ლაღიძის წყლები“ აუცილებლად დაუბრუნდება პირვანდელ ადგილს. „დღეს „ლაღიძის“ ფართზე ტანსაცმლის მაღაზიაა განთავსებული. მე და ჩემს მეგობრებს არაფერი საწინააღმდეგო არც ამ მაღაზიის და არც მისი მფლობელის მიმართ არ გვაქვს. ყოველგვარი ბიზნესის ხელშეწყობა, ჩვენი აზრით, ქვეყნის კეთილდღეობის ერთადერთი გარანტია, მაგრამ როცა ჩვენ მოვალთ ქალაქის მმართველობაში და მანამდეც ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ „ლაღიძის წყლები“ აღდგეს იმ სახით როგორითაც იგი არსებობდა ათ წლეულების განმავლობაში და ამას უეჭველად მივაღწევთ“, _ განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.

Você também pode gostar