Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი, მერობის შემთხვევაში, აღმაშენებლის ძეგლის ქალაქის ცენტრში დაბრუნებას აპირებს

“სახალხო დემოკრატების” მერობის კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა, თანაპარტიელებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლთან აქცია გამართა და მერაბ ბერძენიშვილის ნამუშევრის დიღმის ტრასაზე გადატანა გააპროტესტა. დღევანდელ აქციაზე ივანიშვილმა დაგმო ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება და პირობა დადო, რომ მერის არჩვენებში გამარჯვების შემთხვევაში, აღმაშენებლის ძეგლს ქალაქის ცენტრში დააბრუნებს. “ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ქალაქის და ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის ბევრი შეცდომის გამოსწორება მომიხდება. ჩვენ შევწყვეტთ ძეგლების აღმა-დაღმა ტარებას. ჩვენ ყველა ძეგლის დადგმისას თუ გადატანისას აუცილებლად დავეკითხებით ხალხს და გავითვალისწინებთ კომპეტენტური ადამიანების რჩევებს, ხოლო აღმაშენებლის ძეგლი დაუბრუნდება თავის ღირსეულ ადგილს, იქნება ეს ყოფილი “რესპუბლიკის” ან “თავისუფლების” მოედანი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ შემთხვევაშიც, პირველ რიგში, ხალხის მოსაზრებებს გაიზიარებს. ივანიშვილის თქმით, მიმართავს დიღმის მოსახლეობას და თუ ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩათვლიან საჭიროდ, რომ აღმაშენებლის ძეგლი დიღომშიც უნდა იდგეს, შეირჩევა უკეთესი ადგილი და გამოცხადება კონკურსი მეორე ძეგლის შესაქმნელად. “შეიძლება, ეს ძეგლი ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას - არა, როგორც ხელოვნების ნიმუში, მაგრამ მას გავლილი აქვს ყველა სათანადო პროცედურა, კონკურსის ჩათვლით. ძეგლი შეიქმნა იმ არქიტექტურული ანსამბლისთვის და რელიეფის გათვალისწინებით, სადაც იდგა. დღეს სახეზე გვაქვს სამარცხვინო და, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის გამაოგნებელი, გაუგებარი სიტუაცია, როცა ეს ძეგლი დგას კონტრაჟურში, მის აღქმას ართულებს არამარტო ის, რომ სამი მხრიდან თვალს მზის სხივები გჭრის, მგზავრები მას უყურებენ ქვემოდან და უკნიდან, არადა, მერაბ ბერძენიშვილმა იგი დადგა კონკრეტული რაკურსებით აღსაქმელად”, - განაცხადა მერობის კანდიდატმა. მისივე თქმით, მთავრობის ეს უგუნურ ნაბიჯი გამოსწორებული იქნება და დიდი წინაპრის ძეგლი, რომელსაც ქართველმა ხალხმა აღმაშენებელი უწოდა, ღირსეულ ადგილს დაუბრუნდება.

Você também pode gostar