Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი "ძეგლების დასრულების" პირობას დებს

აღმა-დაღმა

ტარების

თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატი, "სახალხო დემოკრატების" ლიდერი ნიკა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დავით აღმაშენებლის ძეგლს დიღმიდან თბილისის ცენტრში დააბრუნებს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან გამართულ აქციაზე განაცხადა და ძეგლის დიღომში დადგმის შესახებ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტა. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, "ნებისმიერი ძეგლის დადგმისას ან გადატანისას მოსახლეობის აზრი და კომპეტენტური ადამიანების რჩევები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული". მისივე თქმით, "იმ შემთხვევაში, თუ კი დიღმის მოსახლეობა საჭიროდ ჩათვლის, რომ აღმაშენებლის ძეგლი იქაც იდგეს, შეირჩევა უკეთესი ადგილი და მეორე ძეგლის შესაქმნელად კონკურსი გამოცხადება".

Você também pode gostar