Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი გაზის, დენისა და წყლის ტარიფების

გონივრულ შემცირებაზე საუბრობს


“სახალხო დემოკრატების” მერობის კანდიდატი
ნიკა ივანიშვილი გაზის, დენისა და წყლის
ტარიფების გონივრულ დონემდე შემცირებასა
და მოსახლეობის დავალიანების 10 წლით
გადავადებას მოითხოვს.
როგორც ივანიშვილმა დღეს პარტიის ოფისში
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
ხელისუფლება არაფერს აკეთებს აღნიშნული
ტარიფების შემცირებისთვის, რადგან ეს მათ
ინტერესებში დევს და ისინი მოსახლეობის
ჯიბეში ხელების ფათურით მდიდრდებიან.
მისივე თქმით, იგი არავის პირდება გაზის
ტარიფის 10 თეთრამდე და დენის 5 თეთრამდე
შემცირებას, რადგან ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ ტარიფები რომ უნდა
შემცირდეს, ეს ფაქტია.
“გპირდებით, ჩემს მერად არჩევისა და საკრებულოში “სახალხო დემოკრატების”
მოსვლის შემთხვევაში, უკვე სექტემბრის თვიდან შევუდგები სპეციალური მუნიციპალური
პროექტის განხორციელებას, მოსახლეობის კომუნალური დავალიანების ეფექტური
ადმინისტრირების კუთხით, ანუ თბილისის ბიუჯეტში გამოინახება სპეციალური ფულადი
ფონდი, რისი საშუალებასაც თბილისის დღევანდელი ბიუჯეტის საეჭვოდ გაბერილი
ხარჯვითი ნაწილი იძლევა და ყველა ის დავალიანება, რომელიც გაზის, დენის, წყლისა
და დასუფთავების გადასახადების სახით გააჩნია მოსახლეობას 5-დან ათ წლამდე
გადავადდება”, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ამ გადავადების ფინანსური გარანტორი თბილისის მერია და თბილისის
ბიუჯეტი იქნება, ხოლო დენისა და გაზის მომწოდებელ კომპანიებთან პირობების
შეთანხმებას მერია და ქალაქის ბიუჯეტი უზრუნველყოფს.
“მე გთავაზობთ კონკრეტულს, არა მითიურსა და არა იმქვეყნიურს, არამედ რეალურს,
რომელიც 5 და 10 თეთრიანი ტარიფების შეპირების მსგავსად ლამაზად და
ზღაპრულად შეიძლება არ გამოიყურებოდეს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო
პროექტები 5 და 10 თათრიანი ტარიფების შესახებ არის ცრუ დაპირება, რადგან ამას
თბილისის მერია ვერ გამოითვლის.
მისივე თქმით, ტარიფების დაწესება არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის
კომპეტენციაში.
“სახალხო დემოკრატები” მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მიდგომები ქვეყანაში არსებულ
სატარიფო პოლიტიკასთან მიმართებაში სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს და
კარდინალურად უნდა შეიცვალოს. პირველი ნაბიჯი, რაც ამასთან მიმართებაში უნდა
გაკეთდეს, ივანიშვილის განცხადებით, არის ამ პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა
და ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომელშიც
სამოქალაქო სექტორის ფართო ფენები და ექსპერტები ჩაერთვებიან

Você também pode gostar