Você está na página 1de 1

ივანიშვილი თბილისის მერიასა და საკრებულოს საშტატო

რაოდენობის გაზრდაში დებს ბრალს

“სახალხო დემოკრატების” ლიდერი და თბილისის მერობის


ერთ-ერთი კანდიდატი ნიკა ივანიშვილი თბილისის მერიასა
და საკრებულოს საშტატო რაოდენობის 410 კაცით გაზრდაში
დებს ბრალს.

ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში გამართულ


პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული `ქამრების


შემოჭერის~ პოლირიკის პირობებში თბილისის მერია და თბილისის საკრებულო,
იმის ნაცვლად, რომ სახელისუფლებო ხარჯებს ამცირებდნენ, წინა წელთან
შედარებით 410 კაცით ზრდის საშტატო რაოდენობას. ხოლო საკუთარ სახელფასო
ფონდს 2008 წელთან შედარებით 5,5 მილიონი ლარით ზრდის.

ივანიშვილის შეფასებით, ეს პრიორიტეტების აღრევა და ბიუჯეტის არაეფექტური


ხარჯვითი პოლიტიკაა

“ბიუჯეტი არასდროს არ უნდა იქცეს პოლიტიკურ იარაღად და ინსტრუმენტად


საკუთარი პოლიტიკური ამოცანების მიღწევის გზაზე, რასაც დღეს აქვს ადგილი
სახელისუფლებო გუნდის საკრებულოს წევრობის კანდიდატებისა და თბილისის
მერობის მართალია ჯერ ოფიციალურად არდასახელებილი, მაგრამ რეალურად
უკვე მერობის სახელისუფლებო კანდიდატის, გიგი უგულავას მხრიდან”, _
განაცხადა ნიკა ივანიშვილმა.

Você também pode gostar