Você está na página 1de 1

ინფორმაცია პრესისთვის

18 აპრილი 2010 წ

ნიკა ივანიშვილი იპოდრომის ტერიტორიაზე ტყე-პარკის გაშენებას


ითხოვს

"სახალხო დემოკრატების" ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა


ივანიშვილი საბურთალოს მოსახლეობისთვის იპოდრომის შენარჩუნებას ითხოვს და
ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყონებლივ მიიღონ გადაწყვეტილება, ამ
ტერიტორიაზე ტყე-პარკის გაშენების შესახებ.

როგორც ივანიშვილმა დღეს, იპოდრომზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,


ყველაფრის მიტაცება-მისაკუთრების მანიით შეპყრობილმა რამდენიმე მოქალაქემ ეს
ტერიტორია საეჭვო გზებით დაისაკუთრა და მის განადგურებას შეუდგა.

„როგორც მერობის კანდიდატი და „სახალხო დემოკრატების“ ლიდერი, აქ


მცხოვრებლებთან და ყველა თბილისელთან ერთად, ჩვენი უნიათო მთავრობისგან და
საარჩევნო პიარით დაკავებული მერისგან კატეგორიულად მოვითხოვ, შეწყდეს
იპოდრომის გაჩანაგება, აღნიშნულ ტერიტორიაზე აიკრძალოს ყოველგვარი
მშენებლობა და მოეწყოს პარკი გასართობი ზონებით“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე უნდა გადაისინჯოს იპოდრომის გასხვისების საქმე და თუკი


მეპატრონეებს კანონიერად აქვს შესყიდული ეს ტერიტორია, მხოლოდ ასეთ
შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეთ მათ ზარალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

მოთხოვნების იგნორირების შემთხვევაში „სახალხო დემოკრატები“ პერმანენტული


საპროტესტო აქციების გამართავს გეგმავენ.

„ივანიშვილი–სახალხო დემოკრატები“ პრეს–სამდივნო ნანა ბოლქვაძე ტელ:


14–09–83

Você também pode gostar