Você está na página 1de 1

ინფორმაცია პრესისთვის

19 აპრილი 2010 წ

ნიკა ივანიშვილმა საბურთალოზე მაჟორიტარი დეპუტატობის


კანდიდატი წარადგინა

თბილისის საკრებულოს არჩევნებში "სახალხო დემოკრატების" საბურთალოს


მაჟორიტარი კანდიდატი ეზეკი ინწკირველი იქნება.
დეპუტატობის კანდიდატი პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის
კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა დღეს, საბურთალოს ქუჩაზე წარადგინა.
წარდგენას ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ინწკირველის კანდიდატურა მოსახლეობის


მხარდაჭერას ჰპოვებს, რადგან ის შეძლებს საბურთალოს მოსახლეობის
ინტერესების დაცვას და მათი პრობლემების გადაჭრისთვის ბრძოლას.
პარტიის ლიდერის თქმით, ის არის შრომისმოყვარე, მიზანმიმართული
ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, როგორც ბიზნესში, ისე
სახელმწიფო სამსახურში.

”ეზეკი ინწკირველი იყო მეწარმე, საფეხბურთო კლუბ “ამერის” პრეზიდენტი,


მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში მრჩევლად, დღეს არის “ზარზმის
სავანის” ფონდის ხელმძღვანელი, ჩვენი პარტიის აქტივისტი და რაც მთავარია, 5
შვილის მამა”, - აღნიშნა ივანიშვილმა.

თავის მხრივ, დეპუტატობის კანდიდატმა პირობა დადო, რომ მისი არჩევის


შემთხვევაში, თითოეული საბურთალოელის ხმა იქნება ყველაზე მაღალი ხმა
დედაქალაქის საკრებულოში.

ეზეკი ინწკირველი “სახალხო დემოკრატების” საკრებულოს დეპუტატობის მესამე


კანდიდატია. მანამდე უკვე წარდგენილი იყო ორი კანდიდატი – ვაკის რაიონში
დავით მჭედლიძე და ვაშლიჯვარი-დიდ დიღომში – მაკა ჭაჭიაშვილი.

„ივანიშვილი–სახალხო დემოკრატები“ პრეს–სამდივნო ნანა ბოლქვაძე ტელ:


14–09–83

Você também pode gostar