Você está na página 1de 1

ივანიშვილი უგულავას და სუბელიანს სასტუმრო "უშბაში" ჩასახლებული

დევნილების პრობლემებით დაინტერესებას სთხოვს

თბილისის მერობის კანდიდატი, "სახალხო დემოკრატების" ლიდერი


ნიკა ივანიშვილი დედაქალაქის მოქმედ მერს გიგი უგულავას და
დევნილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს სასტუმრო
"უშბაში" ჩასახლებული დევნილი მოსახლეობის პრობლემებით
დაინტერესებას სთხოვს. როგორც ივანიშვილმა დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, "18 წელია, "უშბაში" მცხოვრები
აფხაზეთიდან დევნილები ღვთის ანაბარა არიან მიტოვებულნი". მისივე
ინფორმაციით, დევნილებს არ აქვთ ინდივიდუალური მრიცხველები, არ
იღებენ არანაირ დახმარებას, ხოლო ომის ვეტერანთა ოჯახებს, მათ
შორის პირველი ჯგუფის მწოლიარე ინვალიდს არანაირი დახმარება
არ აქვთ; შენობის ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ეზო სავსეა
ნაგვით, ახლომახლო არ არსებობს არანაირი სკვერი და
ელემენტარული გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის. "დევნილების მომკითხავი და
განმკითხავი არავინაა. რამედენიმე დღის წინ მე და საკრებულოს წევრობის "სახალხო
დემოკრატების" კანდიდატი მაკა ჭაჭიაშვილი ყოველგვარი ტელეკამერების გარეშე მივედით
"უშბაში", სადაც სავალალო მდგომარეობა დაგვხვდა. ჩვენი მისვლიდან მეორე დღეს "უშბას"
ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივენ, საკრებულოს წევრობის კანდიდატთან შეხვედრა და
პრობლემების გადაჭრა აღუთქვეს. 18 წელი, ეტყობა, ჩვენს მისვლას ელოდნენ", - განაცხადა
ივანიშვილმა და ხელისუფლებას დევნილთა პრობლემების სასწრაფოდ გადაჭრისკენ მოუწოდა.
"გთხოვთ, სასწრაფოდ დააკმაყოფილოთ ამ ადამიანების თხოვნა და უზრუნველყოთ "უშბას"
შენობაში ადამიანების ღირსეული ყოფისათვის ელემენტარული პირობების შექმნა", - თბილისის
მერობის კანდიდატმა. "უშბას" მაცხოვრებლებს აინტერესებთ, რა ბედი ეწევათ მათ, ტოვებენ
ამჟამინდელი განსახლების ადგილზე, თუ შენობიდან გაასახლებენ.

Você também pode gostar