Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს პრესის დაცვის

საერთაშორისო დღე მიულოცა

“სახალხო დემოკრატების” ლიდერმა და თბილისის


მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა
ჟურნალისტებს პრესის დაცვის საერთაშორისო დღე
მიულოცა.

როგორც ივანიშვილმა, დღეს, პარტიის ოფისში გამართულ


მედიამაგიდაზე განაცხადა, მედიას ძალიან მნიშვნელოვანი
როლი ეკისრება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში.

ივანიშვილმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაღუპული


ჟურნალისტები დავით ბოლქვაძე და ანა პოლიტკოვსკაიაც გაიხსენა.

“სამწუხაროდ ძალიან დიდია პროფესიული მოვალეობის შესრულებისას


დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი. მე დაუშვებლად მივიჩნევ მედიის
თავისუფლების ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას”, _ განაცხადა მერობის
კანდიდატმა.

ივანიშვილი Freedom House-ის კვლევის შედეგებსაც შეეხოო.

“ძალიან სამარცხვინოა რომ საქართველოს “ნაწილობრივ თავისუფალთა” სიაში


126 ადგილი უკავია და გვერდს ნიკარაგუა გვიმშვენებს”, _ განაცხადა
ვანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს თავისუფლება უსურვა და მისი მხრიდან
ყოველთვის გახსნილობასა და თანამშრომლობას და დაჰპირდა.

Você também pode gostar