Você está na página 1de 2

ნიკა ივანიშვილმა თავისუფალი პრესის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მედია-მაგიდა მოიწვია

"სახალხო დემოკრატების" მერობის კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა დღეს ტრადიციული მედიამაგიდა მოიწვია, რომელიც თავისუფალი პრესის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ივანიშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და პირობა დადო, რომ ადამიანის უფლებების დაცვასა და პრესის თავისუფლების უზრუნველყოფას ძალისხმევას არ მოაკლებს. "მედიის როლი გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის; ჟურნალისტობა, ისევე როგორც პოლიტიკოსობა, დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა მან. ივანიშვილის თქმით, როგორც პიროვნებას და "სახალხო დემოკრატების" ლიდერს, მედიასთან აბსოლუტური გახსნილობის პრინციპი აქვს. მისი განცხადებით, ყოველთვის მზად არის, ითანამშრომლოს მედიის თითოეულ წარმომადგენელთან, მედიასაშუალების ტენდენციურობის მიუხედავად. ივანიშვილმა გულისტკივილი გამოთქვა "რეალ-ტვ"-ის ეთერით გუშინ მასზე გასული სიუჟეტის გამო, სადაც, მისი თქმით, ნაჩვენები იყო ფარული ჩანაწერი მისი სახლიდან, სიუჟეტის ავტორი კი განმარტავს, რომ ფარული ჩაწერის მიზეზი ივანიშვილის, როგორც რესპონდენტის, ინტერვიუზე უარი გახდა. "ერთი ზარიც კი არ ყოფილა იმის შესახებ, რომ ჩემი ჩაწერა უნდოდათ; მე არც ერთ კითხვას არ გავურბივარ, ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს", - აღნიშნა მან. მერობის კანდიდატმა ~Fრეედომ Hოუსე~-ის კვლევის შედეგებზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მედიის თავისუფლების კუთხით კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყანათა კატეგორიაშია და 126-ე ადგილი უკავია. "ჩვენ ამ რეიტინგში ნაურუც კი გვისწრებს, რომელიც "თავისუფალი ქვეყნის" კატეგორიაშია, გვერდს კი, ისეთი ქვეყანა "გვიმშვენებს", როგორიც ნიკარაგუაა", - აღნიშნა მან. "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა პროფესიული მოვალეობებისას დაღუპული ჟურნალისტებიც გაიხსენა. მან განსაკუთრებით აღნიშნა აფხაზეთის ომის დროს დათო ბოლქვაძის სისასტიკით მკვლელობა, ანა პოლიტკოვსკაია, ასევე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები

Você também pode gostar