Você está na página 1de 1

გუშინ როდესაც ეს რეკლამა ჩემს facebook wall-ზე აღმოვაჩინე, მომენტალურად

”გამკრა” - აი მე ამაზე პატარა ბლოგს დავწერ - მეთქი. ჰოდა, აი ახლა შევუდექი ამ


საქმიანობას. რეკლამა თავისთავად კარგია, მ?ოწოდების მანერაც საოცარი და უკვე ის
ფაქტიც, რომ Epica Awards-ის გამარჯვებულია, ბევრს მეტყველებს მასზე. ეს
შესავლისათვის. . .

ახლა ცოტა რამ რეკლამის ემოციურ ნაწილზე . . .შოკოლადი ჩემთვის სიტკბოსთან,


სიამოვნებასთან, ტკბილ მოგონებებთან და გრძნობების სწორად გამოხატვის უნართან
არის დაკავშირებული. ალბათ არა მარტო ჩემთვის! არ იცი რა თქვა? შენს სათქმელს
შენს მიერ შერჩეული საჩუქარი იტყვის. ყველაზე მჭერმეტყველი ადამიანიც კი უძლურია
სწორად გადმოსცეს ის, რაც უგრძვნია და ამ დროს იპოვო ხერხი, შენი გრძნობების
გამოსახატად არის სწორედ ის, რაც გჭირდებოდა. და რა შეიძლება იყოს ეს ხერხი?
როდესაც შენ ხარ ემიგრანტი, ეს მეტად ართულებს შენს მდგომარეობას. როგორ თქვა
სხვა ენაზე ის რაც აუცილებელია რომ თქვა, ის რისი თქმაც ძალიან გიჭირს. ამისათვის
საჭიროა ისაუბრო უნივერსალურ ენაზე . და რომელია ეს უნივერსალური ენა? რაღა
თქმა უნდა, რომ შოკოლადი და კიდევ ერთხელ შოკოლადი.

http://epica-awards.com/assets/epica/2005/finalists/film/flv/02506.htm

Você também pode gostar