Você está na página 1de 1

“სახალხო დემოკრატები” პოლიტმატიმართა მხარდამჭერ აქციას სოლიდარობას უცხადებენ

პოლიტიკური გაერთიანება “სახალხო დემოკრატები” პარლამენტთან დაგეგმილ პოლიტმატიმართა მხარდამჭერ აქციას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ, დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, პარტიის ლიდერმა და თბილისის მერობის ერთერთმა კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა განაცხადა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტმატიმართა მხარდამჭერ აქციას და სრულ თანადგომას ვუცხადებთ მათ. თუმცა, გადატვირთული წინასაარჩევნო შეხვედრების გამო, სამწუხაროდ, აქციის მსვლელობისას მათთან შეერთებას ვერ შევძლებთ,”_ განაცხადა ივანიშვილმა. მისი თქმით, “სახალხო დემოკრატებისთვის” ძალინ მნიშვნელოვანია ბრძოლა პოლიტპატიმართა გათავისუფლებისათვის. “ჩვენ ვირძოლებთ მათთვის და ვიქნებით მათ გვერდით მანამ, სანამ ამ ქვეყანაში ერთი უკანონო პატიმარიც კი იარსებებს,”_ აცხადებს მერობის კანდიდატი. ივანიშვილი ასევე მიესალმება, აქციის ორგანიზატორთა ინიციატივას- 21 მაისის პოლიტპატიმართა მხარდაჭერის დღედ გამოცხადების შესახებ. შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმართა მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობის წინ დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

Você também pode gostar