Você está na página 1de 1

ნიკა ივანიშვილი “თბილავიამშენის” ხელმძღვანელობას

სახელფასო დავალიანების გაცემისკენ მოუწოდებს


13:43 21-05-2010
"სახალხო დემოკრატების” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა ივანიშვილი
“თბილავიამშენის” ხელმძღვანელობას კომპანიის თანამშრომლებისთვის
სახელფასო დავალიანების გაცემისკენ მოუწოდებს.
როგორც ივანიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე
განაცხადა, გუშინ თავად და “სახალხო დემოკრატების” მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი მაკა ივანიშვილი სამგორში იმყოფებოდნენ, სადაც
თბილავიამშენის ხელმძღვანელობას შეხვდნენ.
ივანიშვილის განცხადებით, ეს ადამიანები იმყოფებიან სავალალო
მდგომარეობაში, ვინაიდან მათ 2008 წლის ბოლო სამი თვის და 2009-2010
წლების მიმდინარე ხელფასები არ აუღიათ. “სახალხო დემოკრატების”
ლიდერმა გამოთქვა ეჭვი, რომ მათ სახელფასო თანხებს ხელისუფლება სხვა
მიზნებისთვის იყენებს და მან მოუწოდა ხელისუფლებას – თავი გაანებოს
ბიზნესის ტერორს. „ასევე, მოვუწოდებ “თბილავიამშენის” ხელმძღვანელობას,
რომ დასაქმებულებს შეუქმნას ელემენტარული შრომის პირობები და
უზრუნველყოს ისინი ხელფასით“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით,
“თბილავიამშენის” თანამშრომლები საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.

Você também pode gostar