Você está na página 1de 2

ევროსაბჭოს სადამკვირვბელო მისიის წევრები თბილისის მერობის ოპოზიციურ

კანდიდატებს შეხვდნენ

დღეს ევროსაბჭოს სადამკვირვბელო მისიის


წევრები თბილისის მერობის ოპოზიციურ
კანდიდატებს შეხვდნენ. 30 მაისის არჩვნებთან
დაკავშირებით ევროპელი დიპლომატები
თბილისის მერობის კანდიდატებს ესაუბრნენ.
კანდიდატებმა ევროსაბჭოს სადამკვირვბელო
მისიის წევრებთან წინასაარჩევნო გარემოზე
ისაუბრეს და ევროპელ დიპლომატებს საკუთარი
საარჩევნო პროგრამები გააცნეს. დღევანდელ
შეხვედრას არ ესწრებოდა "ალიანსი
საქართველოსთვის" მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, რომელსაც
შეხვედრაზე ვიქტორ დოლიძე წარმოადგენდა.

თბილისის მერობის კანდიდატები ევროსაბჭოს სთხოვენ უფრო აქტიურად


დააკვირდეს არჩევნების პროცესს, რათა შემცირდეს იმ დარღვევების
რაოდენობა რომელიც შესაძლოა 30 მაისის არჩევნებს ახლდეს თან.

"არჩევნები ყოველ წელს ყალბდება. ჩამოდიან დამკვირვებლები ევროპიდან და


აცხადებენ ერთსადაიმავეს: არჩევნები ჩატარდა ძალიან დემოკრატიულად,
მცირე დარღვევებით. ჩვენ ზუსტად ეს ვუთხარით მათ: ჯობია არ ჩამოხვიდეთ.
ჩევნ უფრო კარგად ჩავატარებთ არჩევნებს", - განაცხადა "მრეწველების"
თბილისის მერობის კანდიდატმა გოგი თოფაძემ.

"მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეძლება კორპუსი არ არსებობდეს და ამ


კორპუსში რეგისტრირებული იყოს ამომრჩეველი. მათ არ იციან ევროპაში ისეთი
ეშმაკობები, როგორიც იციან საქართველოში", - აღნიშნა "ეროვნული საბჭოს"
მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა.

"წარმოვადგინეთ ჩვენი პარტიის მთავარი პრობლემა - ის, რომ ტელევიზიებში


არ გვაქვს სათანადო უფასო სარეკლამო დრო", - აღნიშნა "სახალხო
დემოკრატების" მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა.
ევროსაბჭოს წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს ხვალ
დატოვებს. ევროსაბჭო 30 მაისის არჩევნებისთვის საქართველოში 20-კაციან
დელეგაციას გამოაგზავნის, რომელიც თბილისში 28 მაისს ჩამოვა.

Você também pode gostar