Você está na página 1de 1

"სახალხო დემოკრატები" ზურგოვანის მოსახლეობის

პრობლემებს გაეცნენ

"სახალხო დემოკრატების" მერობის კანდიდატმა ნიკა ივანიშვილმა და დიდი


დიღმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მაკა ჭაჭიაშვილმა დღეს
ზურგოვანის დასახლების მაცხოვრებლები მოინახულეს.
100-მდე ადამიანი ზურგოვანში გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს.
ამერიკული სოფლისგან განსხვავებით, რომელიც დასახლების მიმდებარედაა
გაშენებული, აქ მაცხოვრებლებს გზისა და ნაგვის გატანის პრობლემა აწუხებთ;
მძიმეა სოციალური ფონიც.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან მათთან არავინ მისულა და მათი
ბედით არ დაინტერესებულა.
გარდა ამისა, ზურგოვანელებმა შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობაც ვერ
მიიღონ, იმ მიზეზის გამო, რომ მათ დასახლებაში საარჩევნო უბანი არ იხსნება,
დიდ დიღომში ჩასასვლელად კი ორი ტრანსპორტი ესაჭიროებათ.
~სახალხო დემოკრატების~ წარმომადგენლები მოსახლეობას დაპირდნენ, რომ
ყველაფერს გააკეთებენ, რათა მათი პრობლემების გადასაჭრელად
ხელისუფლების წარმომადგენლებს ხმა მიაწვდინონ.
ზურგოვანის დასახლება, რომელიც მცხეთის რაიონს ეკუთვნოდა, თბილისს
რამდენიმე წლის წინ შუერთდა.

Você também pode gostar