Você está na página 1de 1

“მწვანეთა პარტია” არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

“მწვანეთა პარტია” არჩევნებში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარტიის ლიდერმა, გია გაჩეჩილაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინაორებს პარტიის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას “სახალხო დემოკრატიის” მერობის კანდიდატ ნიკა ივანიშვილის შეთავაზებასთან დაკავშირებით. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, ნიკა ივანიშვილს აცნობებენ, შემდეგ კი, საზოგადოებისთვისაც გახდება ცნობილი. “მწვანეთა პარტიის’ ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლომ მათ არ მისცა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, “მწვანეები” არჩევნეში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა გაჩეჩილაძეს არ დაუკონკრეტებია, ვისთან ერთად და რა ფორმით. “სახალხო დემოკრატიის” მერობის კანდიდატმა, ნიკა ივანიშვილმა “მწვანეთა პარტიას” არჩევნებში “სახალხო დემოკრატების” პარტიული სიით მონაწილეობა შესთავაზა.

Você também pode gostar