Você está na página 1de 2

დიდი კედლის მშენებლები

მთელ ჩრდილოეთ ჩინეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიუყვებოდა დიდი კედელი,


ანუ როგორც მას ძველად უწოდებდნენ, `ათი ათასი ლის სიგრძის კედელი” (ლი-576 მ). იგი
შანხაი-გუანიას მახლობლად, ლიაოდუნის ყურის ნაპირას იწყება, პროვინცია განსიუში და
ცზიაუიგუანისაკენ მიიკლაკნება. მისი სიგრძე 5 ათას კმ აღემატება. კედლის სიმაღლე 7-8
მ-ია, სიგანე 5 მ-ზე მეტი, დასაწყისთან კი-უფრო განიერიც. ქონგურებიანი კედლის თავზე
სათვალთავლო კოშკები აღმართულან, ქვემოთ კი შენობებია გუშაგებისათვის. კედელი
ლიოსისაგანაა* აშენებული და ქვითაა მოპირკეთებული. დრომ ვერაფერი დააკლო ამ უძველეს
ნაგებობას.
ვინ, როდის ან რისთვის ააგო ეს მართლაცდა `დიადი” კედელი?
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ შორეული, უძველესი, 22 საუკუნის წინანდელი ხანა.
ძვ. წ. III ს. ჩინეთში პირველი მძლავრი მონათმფლობელური სახელმწიფო-ცინის
იმპერია დაარსდა. მრავალრიცხოვან სამეფოთა გამუდმებულ შინა ომებში ჩინეთის ჩრდ.
Dასავლეთში მდებარე ცინის სამეფომ გაიმარჯვა და თავის ძალა-უფლებას დაუმორჩილა მთელი
ქვეყანა. ცინის სამეფოს ხელისუფალი ინ ჩჯენი ძვ. წ. 221 წ. იმპერატორად გამოაცხადეს.
ისტორიაში იგი ცნობილია ცინ ში ხუანდის (ცინის პირველი იმპერატორის) სახელით.
იმ პერიოდში ჩინეთის კულტურამ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. ჩინელები უკვე
ფართოდ იყენებდნენ რკინას, რამაც ხელი შეუწყო მიწათმოქმედების და ხელოსნობის
განვითარებას. ჩინელი მშრომელები სახნავ-სათესი მიწების დიდ ფართობებს ითვისებდნენ,
სარწყავი არხების მთელ სისტემას ქმნიდნენ და უხვ მოსავალსაც იღებდნენ. ჩინელებმა
პირველებმა მოჰკიდეს ხელი მეაბრეშუმეობას და აბრეშუმის შესანიშნავ ქსოვილებს
ამზადებდნენ. იმდროინდელი ჩუნური ბრინჯაოს ჭურჭელი განსაკუთრებული ღირსებებით და
მხატვრული გაფორმებით გამოირჩეოდა, ხოლო თეთრი კერამიკა სახელგანთქმული ჩინური
ფაიფურის წინამორბედად ითვლება. ქალაქებში ლამაზ შენობებს, ციხე-სიმაგრეებსა და
კოშკებს აგებდნენ. მხატვრების, მოქანდაკეების, ხუროთმოძღვრების, პოეტების,
მუსიკოსების, მეცნიერთა და ორატორთა მაღალი ოსტატობა განსაკუთრებულ ბრწყინვალებას
ანიჭებდა ჩინურ კულტურას.
ქვეყნის გაერთიანების შემდეგ შეწყდა სისხილმღვრელი შინა ომები, წაიშალა შიდა
საზღვრები, შეიქმნა ერთიანი სახელმწიფოებრივი აპარატი, შემოიღეს ერთიანი ფული და
საზომები, დადგინდა მუდმივი და მოსავლისაგან დამოუკიდებელი გადასახადი. ამ რეფორმებმა
განამტკიცეს მონათმფლობელური წყობილება ჩინეთში.
მაგრამ მკვეთრად გაუარესდა მიწათმოყმედთა მდგომარეობა. გადასახადის
გადაუხდელობისათვის მათ აჯარიმებდნენ და სასტიკად სჯიდნენ. ვალს ვალი ემატებოდა,
მეურნეობა კი სულ უკან-უკან მიდიოდა. თავისუფალი ჩინელი მოსახლეობა მონებად იქცეოდა.
ესენი იყვნენ ღატაკნი, მოვალენი, სამხედრო ტყვეები და ბოროტმოქმედებად
გამოცხადებულ ადამიანთა ნათესავები და მეზობლები. ერთი თოკით გადაბმული მონები
დალასლასებდნენ ჩინეთის გზებზე. ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს ბაზრებზე საქონელივით
ჰყიდდნენ.
ცინ ში ხუანდის წამოწყებული მშენებლობა მძიმე ტვირთად დააწვა ხალხს. მდ. ვეიხეზე
მდიდარ და დიდ ქალაქს სიანიანს აგებდნენ. მთელ ჩინეთსი შეგროვებული ბრინჯაოს
იარაღებისაგან 12 უზარმაზარი ქანდაკება ჩამოასხეს და ამ ქანდაკებებით იმპერატორის
სასახლის შესასვლელი დაამშვენეს. ცინ ში ხუანდიმ თავისთვის ბრწყინვალე მიწისქვეშა
სასახლე-აკლდამა ააგო. მაგრამ ყველაზე დიდი ნაგებობა მაინც თავდაცვის მიზნით აგებული
დიადი კედელი იყო.
ჩინეთის ჩრდილოეთით ჰუნების მომთაბარე ტომები ცხოვრობდნენ, რომლებმაც მტკიცე და
მძლავრი კავშირი შექმნეს. ჰუნები, მონადირეები და მეომრები იყვნენ, თავიანთ მეზობელ
მიწათმოქმედებთან ვაჭრობდნენ, მაგრამ ხშირად თავსაც ესხმოდნენ მათ, სასტიკად
ძარცვავდნენ და მთელ სოფლებს აწიოკებდნენ, არბევდნენ და ტყვედ მიერეკებოდნენ
დამარცხებულებს.
ჰინებისაგან თავის დასაცავად ჯერ კიდევ ძვ. წ. V-IV სს. Qვეყნის ჩრდილოეთ
ნაწილში აგებდნენ კედლებს. მაგრამ მთელი ჩრდილოეთ ჩინეთის გაყოლებაზე ასეთი დიდი
კედელი ახლა პირველად აშენდა.
სახელგანთქმულმა მხედართმთავარმა შენ ტეინმა, რომელმაც წარმატებით ებრძოდა
ჰუნება, ბრძანება მიიღო, უკაცრიელ ადგილას, თითქმის მთლიანად დაგრეხილ რელიეფზე, მკაცრ
კლიმატურ პირობებში, მშენებლობა დაეწყო. საშენ მასალად დატკეპნილ ლიოსს, ლილისფერ
თიხას და ქვას იყენებდნენ. გადმოცემით, კედლის მშენებლობაზე ორ მილიონზე მეტი კაცი-
მეომრები, მიწათმოქმედნი, სახელმწიფო მონებად ქცეული სამხედრო ტყვეები მუშაობდნენ.
გრანდიოზული თავდაცვითი ნაგებობის აშენება უცხო ტომთა შემოსევისაგან ქვეყნის დასაცავად
დიადი და ჰუმანური ამოცანა იყო. ასეთიკედელი ხალხს მშვიდობიანი შრომის შესაძლებლობას
აქადდა. მაგრამ ეს საქმე ანტიჰუმანური, უსასტიკესი, საშინელი მეთოდებით ხორციელდებოდა.
მშენებლები დილის რიჟრაჟზე იწყებდნენ მძიმე და აუტანელ შრომას. ისინი მუშაობდნენ
პაპანაქება სიცხეში, წვიმასა და ავდარში, ყინვასა და თოვლში, ქვიშის კორიანტელში. თავს
ზედამხედველთა მათრახები დასტრიალებდათ. კედელი ნაყოფიერი ცელებისაგან კარგა მოშორებით
შენდებოდა, საკვების მიტანა ძნელი იყო. როგორც კი სიბნელე ჩამოწვებოდა,
არაქათგამოცლილი მშენებლები იქვე, სამუშაო ადგილზე, პირდაპირ მიწაზე მიეყრებოდნენ და
მკვდრებივით ეძინათ. აუტანელი შრომა, ცუდი კვება, ეპიდემიები და მკაცრი სასჯელი
ათასობით ადამიანს სპობდა და ანადგურებდა. მშენებლობას კი სულ ახალი მუშახელი
სჭირდებოდა. ისტორიკოსების სიტყვებით რომ ვთქვათ, ცინის იმპერიამ, პირდაპირ `კანონთა
ბადეში დაატყვევა” ადამიანები. სრულიად უმნიშვნელო დანაშაულისათვის მიწათმოქმედთ
აპატიმრებდნენ, განსაკუთრებულ ბანაკებში ათავსებდნენ და შემდგე კედლის მშენებლობაზე
მიერეკებოდნენ. პირველი შესაძლებლობისთანავე ისინი გარბოდნენ, ტყეებსა და მთებს
აფარებდნენ თავს. თუ რომელიმე გაქცეული ხელისუფალთ ჩაუვარდებოდა ხელში, უსასტიკესად
სჯიდნენ. მრავალი ლეგენდა და თქმულება შემოინახა ხალხმა ამ კედლის მშენებლობაზე. ერთი
მათგანია `მენ ცზინ ნიუის ტირილი დიდ კედელთან”.
ძვ. წ. 209 წ. ერთ-ერთ ბანაკში აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც ღატაკები-ჩენ შენი და
უ გუანი მეთაურობდნენ. მათ ხალხმა მხარი დაუჭირა და მალე მთელი ქვეყანა აჯანყებამ
მოიცვა. ცინ ში ხუანდის იმპერია დაეცა. მრავალი მონა განთავისუფლდა, მკაცრი კანონები
და გადასახადთა ნაწილი გაუქმდა, მაგრამ მონათმფლობელური წყობილება მაინც დარჩა.
დიდი კედლის მშენებლობა მომდევნო საუკუნეშიც გაგრძელდა. XV-XVI სს. ძველი
კედლებისა და კოშკების გარშემო მძლავრი ქვის სიმაგრეები აშენდა. საუკუნეების მანძილზე
დიდი კედელი მძლავრ თავდაცვით სიმაგრეს წარმოადგენდა და ქვეყანას უცხო ტომთა
შემოსევისაგან იფარავდა.
ჩვენს დროში კედელმა თავდაცვითი მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ იგი ასიათასობით
მშენებელთა მძიმე შრომის, ბრწყინვალე ოსტატობის შესანიშნავი ძეგლია, ჩინეთის კულტურის,
მეცნიერული ცოდნისა და ხუროთმოძღვრული ხელოვნების უტყუარი ნიმუშია.

-----------------------------
*ლიოსი-მთის მსუბუქი ქანი.

Você também pode gostar