Você está na página 1de 21

Tengiz aldamiZe

mexuTe

kolona

saqarTveloSi

Telavi
2001
ჟურნალ“არილის“გასული წლის მე-12 ნომერში დაიბეჭდა
დ. ზურაბიშვილის სტატია „თავისუფლების საფრთხობელა“
(იეღოვას მოწმეები, როგორც თავისუფლების ინდიკატორი)“.
ავტორს მიზნად დაუსახავს გაარკვიოს: „მაინც, რაა ასეთი
იეღოველები და რაა დღევანდელი საქართველო იეღოველებთან
მიმართებაში? რაშია პრობლემისარსი?“
დ. ზურაბიშვილის აზრით, „თუკი რაიმე უბედურების
მსგავსი ხდება საქართველოში, ეს სწორედ ანტისექტანტური
ისტერიაა“ (sic!). თურმე ჩვენს ქვეყანაში რელიგიური ექსტრე-
მიზმი მძვინვარებს და იგი იეღოვას მოწმეთა წინააღმდეგ არის
მიმართული. იეღოველები ერთი უწყინარი ადამიანები არიან,
რომელთა „ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ არ ეზარებათ
კარდაკარ სიარული და „საგუშაგო კოშკის (იეღოველთა ყოველ-
თვიური ჟურნალი, თ.ა.)“ უფასოდ დარიგება“. მათი საქმიანობა
ჩვენი ქვეყნისათვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს.
ამიტომ იეღოვას მოწმეებს უნდა მივცეთ „თვითდამკვიდრების
სრული უფლება“. წერილის ავტორი აღშფოთებულია იმის გამო,
რომ ქართველებმა ეს სექტა მტრის ხატად გადააქციეს და მიზე-
ზებსაც ასახელებს რატომ: „ჩვენ ქართველებს უბრალოდ
გვეშინია თავისუფლების, რადგან არავითარი მყარი მორალური
პრინციპები ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ არ გვჯერა საკუთარი თავის-
არ გვჯერა არც საკუთარი რწმენის, არც სინდისის, არც პატრი-
ოტიზმის. არ გვჯერა, რადგან გულის სიღრმეში კარგად ვიცით,
რაოდენ გახრწნილები ვართ და გვესმის, რომ თავისუფლების
პირობებში, ღია და გახსნილ საზოგადოებაში ეს ძალიან კარგად
გამოჩნდება. უკვე ჩანს კიდეც. ჩვენ არ გვინდა დავინახოთ
საკუთარი მანკიერება, არ გვინდა გავაცნობიეროთ პრობლემები
და შევეცადოთ მათ გადაჭრას. ჩვენ გვინდა ვიყოთ ისეთები,
როგორიც ვართ, გვეიმედებოდეს, რომ ოდესღაც ყველაფერი თა-
ვისით მოგვარდება და ამას ჩვენი შვილები და შვილიშვილები
მოესწრებიან. ოღონდ მანამდე გვჭირდება მტერი, რომელიც
ვერაგია და ძლიერი, რომელიც ემუქრება ჩვენს მეობას, ჩვენს
არსებობას, მხოლოდ ასეთი მტერი შეიძლება იყოს ჩვენში გახ-
რწნილების, უზნეობისა და ამორალურობის გამართლება და
როდესაც ასეთი მტერი არ არსებობს, ჩვენ მას ვიგონებთ,
ვისთვის ეს ამერიკაა, ვისთვის მასონები, ვისთვის გოგი
გვახარიას „ფსიქო“, მაგრამ ყველაზე „გემრიელი“ მტერი, რა თქმა
უნდა, იეღოველებია“.
დ. ზურაბიშვილის სტატია დაწერილია აგდებული, ცინი-
კური ტონით და თითქმის მის ყოველ სიტყვაში გამოსჭვივის სი-
ძულვილი და ზიზღი საკუთარი ერისა და ისტორიის მიმართ:
„რაც შეეხება სახელოვან წინაპრებთან, ქართველებს ომის გადახ-
და ყველაზე ხშირად მუსლიმების (არაბები, სპარსელები, თურ-
ქები) წინააღმდეგ უხდებოდათ, ხოლო ყველაზე ცხარე ღვთის-
მეტყველურ დებატებს გრიგორიანელ სომხებთან მართავდნენ.
ამიტომ თუკი ვინმეს ეჩვენება, რომ წინაპართა სისხლი უხმობს,
აგერ დაერიოს სომხებსა და აზერბაიჯანელებს, ან წავიდეს და
პუტინის ბიჭებს მიეხმაროს ჩეჩენი მოსახლეობის ჟლეტაში. ჩვე-
ნი წინაპრები ხომ ჩრდილოეთ კავკასიაშიც იბრძოდნენ,
პუტინის წინაპრებთან ერთად“. ანდა: „მოითხოვო, რომელიმე
აღმსარებლობის შეზღუდვა იმის გამო, რომ მისი მიმდევრები
კარდაკარ დადიან და ხალხთან სისტემატური ლაპარაკი არ ეზა-
რებათ-ან ფაშისტი უნდა იყო, ან კომუნისტი. „აირჩიე ქართველო
ერო!“
ალბათ, დ.ზურაბიშვილის წერილზე რომელიმე უცხოელს
რომ მოეწერა ხელი, ერთი ვაი-უშველებელი ატყდებოდა-ქართ-
ველებს ეს რა გვაკადრესო. პირიქით მოხდა და, თუ არ ვცდები,
მას ერთადერთი და ისიც აღფრთოვანებული გამოხმაურება მოჰ-
ყვა. მხედველობაში მაქვს ნ. პაპუაშვილის სტატია „ანტიეროვ-
ნული სექტანტობის აჩრდილი“ მითიცა და სინამდვილეც“, რო-
მელიც ასევე „არილში“ დაიბეჭდა(#2, 2001).
ნ. პაპუაშვილმა მოვლენად მიიჩნია დ.ზურაბიშვილის სტა-
ტია და დიდი გულისტკივილით აღნიშნა, რომ მან „თითქმის
მეტეორივით გაიელვა ჩვენს მასმედიაში, რადგან, უნდა ვაღი-
აროთ, რომ რელიგიურ საკითხებზე პუბლიკაციებს, რაც ჩვენი
ჟურნალისტების ხელიდან გამოდის, მეტწილად უმეცრების,
უწიგნურობისა და ობსკურანტობის სუნი ასდის“.
ნ. პაპუაშვილის გულისტკივილი იმასაც გამოუწვევია, რომ
იეღოველთა შესახებ „არც ის გვაინტერესებს, ვინ არიან ისინი და
მათი მოძღვრება შეიცავს თუ არა რაიმე ისეთს, რაც წალეკვას
უქადის ერს, ქვეყანას და სახელმწიფოს“. ამიტომ მან „დამატე-
ბითი ცნობებით“ შეავსო დ.ზურაბიშვილის ინფორმაცია იეღო-
ველთა შესახებ, ამასთან სრულიად დაეთანხმა მას, რომ ამ
სექტის საქმიანობა არავითარ საფრთხეს არ უქმნის ჩვენი ქვეყნის
ინტერესებს.
ნ. პაპუაშვილი მხოლოდ ორ საკითხში არ დაეთანხმა დ. ზუ-
რაბიშვილს: 1. „იეღოვას მოწმენი“ კი არ მოღვაწეობენ“ საქარ-
თველოში, არამედ „იეჰოვას მოწმენი“, 2. მათ „მომაკვდინებელი
ცოდვები“ კი არ აქვთ, არამედ „არამომაკვდინებელი ცოდვები“
და ესეც ისე, სხვათა შორის.
კატეგორიულად არ ვეთანხმები იეღოვას მოწმეთა რწმენა-
მოღვაწეობის დ. ზურაბიშვილისა და ნ. პაპუაშვილისეულ შეფა-
სებას-მათ ცალმხრივად, გამარტივებულად და ნათელ ფერებში
აქვთ „წარმოდგენილი“ ამ სექტის საქმიანობის მნიშვნელობა
საქართველოსათვის. უფრო მეტიც, ყველა საფუძველი სახეზეა
ვიფიქროთ, რომ ისინი შეგნებულად ჩქმალავენ იეღოვას მოწ-
მეთა მოღვაწეობის ჭეშმარიტ აზრსა და მიზანს.
ქვემოთ ერთს „შევუღრენ“(როგორც ნ. პაპუაშვილი იტყოდა)
დ.ზურაბიშვილსა და ნ. პაპუაშვილს და ვეცდები დავასაბუთო,
რომ სწორედ მათ სტატიებს ასდის უმეცრების, უწიგნურობისა
და ობსკურანტიზმის მყრალი სუნი, ხოლო იეღოველები უდი-
დეს საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსათვის.
დ. ზურაბიშვილი შვიდ პუნქტად(„შვიდი მომაკვდინებელი
ცოდვა“, თ.ა.) აყალიბებს იეღოვას მოწმეთა წინააღმდეგ წაყე-
ნებულ ბრალდებებს და ყოველ მათგანში სექტანტებს ამართ-
ლებს, რაშიც, როგორც ზემოთ არვნიშნეთ, ნ. პაპუაშვილი სავ-
სებით ეთანხმება. ჩვენც ამ თანმიმდევრობით განვიხილოთ ეს
„მომაკვდინებელი“ თუ „არამომაკვდინებელი“ ცოდვები.
ცოდვა პირველი: რჯულისმიერი: დ. ზურაბიშვილის აზ-
რით, საქართველოში იეღოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის
მოთხოვნა იმ მოტივით, რომ იგი ანტიმართლმადიდებლურია,
არ არის მართებული, რადგან, თუ ამ ნიშნით ვიხელმძღვანე-
ლებთ, ასაკრძალია სომხური გრიგორიანელობა და მუსულ-
მანობა. საქართველოში იეღოველთა საქმიანობის აკრძალვის
მოთხოვნას დ. ზურაბიშვილი იმით ხსნის, რომ „ჩვენ უბრალოდ
ვერ ვიტანთ პლურალიზმს. უცხო სიტყვაა, ძნელად გამოსათ-
ქმელი და კიდევ უფრო ძნელად გასათაავისებელი. ტრადიცი-
ული ქართული ტოლერანტიზმით და მოედანზე მეჩეთ-
სინაგოგა-ეკლესიის თანაარსებობით თავმოწონება კი მხოლოდ
შირმაა, რეალურად კი ქართულ საზოგადოებაში მძლავრობს
განსხვავებულის (აზრის, სწავლების, მოძღვრების) აუტანლობა
და შეუწყნარებლობა“.
ჯერ ერთი, წინაპართა მემკვიდრეობის (აზრის, სწავლების,
მოძღვრების) ერთგულება და დაცვა სრულებითაც არ ნიშნავს
პლურალიზმის აუტანლობას. მეორეც, მუსუნმალური და სომ-
ხური გრიგოლიანური რელიგიებისა და იეღოვას მოწმეთა
მოძღვრების ერთ სიბრტყეში განხილვა დაკვირვებული მკით-
ხველის მიერ პრიმიტიულ დემაგოგიად აღიქმება. მისიონერუ-
ლი საქმიანობ მეტ-ნაკლებად ყველა რელიგიისათვის არის
დამახასიათებელი, მაგრამ საუკუნეების მანძილზე საქართვე-
ლოში არსებულ კონფესიებს (მართლმადიდებლობა, იუდაიზმი,
სომხური გრიგორიანელობა, მუსულმანობა) შორის დამყარდა
გარკვეული კონსენსუსი. მაგალითად, ქართული მართლმადი-
დებლური ეკლესია არ ცდილობს თავისი მოძღვრების გავრცე-
ლებას მუსულმანებს შორის და პირიქით. სწორედ ამ კონსენ-
სუსისა და ქართული ტოლერანტობის თვალსაჩინო მაგალითია
ის, რომ თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში ერთმანეთის გვერ-
დით მოქმედებს ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. თუნდაც ამიტომ
დ.ზურაბიშვილისაგან ქართველების მიერ სხვა რელიგიურ
მოძღვრებათა შეუწყნარებლობაზე საუბარი, რბილად რომ
ვთქვათ, უსინდისობაა. ვისზე ან რაზე (ან რა მიზნით) მიაქვს
იერიში ბატონ დ. ზურაბიშვილს?!
გარდა ამისა, როდესაც იეღოვას მოწმეთა მოძღვრებას ანტი-
მართლმადიდებლურად მიიჩნევენ, მხედველობაში აქვთ ის
გარემოება, რომ იეღოველებს თავიანთი აქტიური საქმიანობა
საქართველოში აშკარად მიმართული აქვთ სწორედ ქართული
მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი მრევლის წინააღ-
მდეგ. ამ თვალსაზრისით, იეღოვას მოწმეთა საქმიანობა აღიქ-
მება, და სრულიად სამართლიანადაც, როგორც ექსპანსია ქარ-
თული მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. ქართველთა რელი-
გიურ შემწყნარებლობაზე (თუ ბედოვლათობაზე) ისიც მეტყვე-
ლებს, რომ იეღოველებმა ასე გაიჯეჯილეს ჩვენში.
სახარების-ღვთის სიტყვის ქადაგება ქართველებში პირველი
საუკუნიდან მომდინარეობს. მის შესახებ მუსულმანებს წარმოდ-
გენა არ აქვთ. ამიტომ სჯობს იეღოვას მოწმეებმათავიანთი მისი-
ონერული საქმიანობა ამ რელიგიის წარმომადგენლებში გააგრ-
ძელონ. აბა, სცადონ, დაიწყონ ქადაგება, ვთქვათ, პანკისის ხეო-
ბის ანდა იორ-მუღანლოს მუსულმანებში და ნახავენ, რა ხეირიც
დაადგებათ! იქაურებთან შედარებით ბასილი მკალავიშვილი
ეგება ფრთიან ანგელოზად მოეჩვენოთ!
ცოდვა მეორე:ფინანსური: „გავრცელებული ჭორის მიხედ-
ვით, არანაირი განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები
ამ სექტას (იეღოველთა, თ.ა.) არ გააჩნია“,-ამტკიცებს დ. ზურა-
ბიშვილი.
გააჩნია და მერე როგორი! სანამ ზემოთმოტანილ განცხადე-
ბას გააკეთებდა, კარგი იქნებოდა დ. ზურაბიშვილს თვალი
გადაევლო ბროშურისათვის „იეჰოვას მოწმეები (გაერთიანებუ-
ლად ასრულებენ ღვთის ნებას მთელ მსოფლიოში)“ და
დარწმუნდებოდა, რომ ეს სექტა თუ ყველაზე მდიდარი არა,
ძალიან მდიდარი ორგანიზაციაა მთელ მსოფლიოში. მარტივი
მაგალითები: ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ყოველთვიური ტირა-
ჟი (რომელიც 125 ენაზე იბეჭდება) 21 მილიონამდეა, ჟურნალი
„გამოიღვიძეთ“(23 ენაზე)-19 მილიონზე მეტი. 1988 წელს წელს
სექტამ ქართულ ენაზე გამოსცა წიგნი „მარადიულ სიცოცხ-
ლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. 1997 წლისათვის 117 ენაზე
გამოცემული იეღოველთა ამ სახელმძღვანლოს საერთო ტირაჟმა
107 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია. 1995 წელს ქართულ ენაზე
გამოვიდა კიდევ ერთი წიგნი-„ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრო-
ბებით“, რომელსაც ახლავს მითითება, რომ „წიგნი გამოცე-
მულია 99 ენაზე. ყველა გამოცემის საერთო ტირაჟი 1978
წლიდან: 40 100 000 ეგზემპლარია“. 1982 წლიდან 1997 წლამდე
80 მილიონ 900 ათასიანი ტირაჟით 130 ენაზე გამოიცა წიგნი
„შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“
(ეს არის ქართულ ენაზე ნათარგმნი იეღოველთა პირველი
წიგნი)... ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, ისედაც აშკარაა, რომ
წარმოვიდგინოთ, თუ რა ზღაპრული თანხებია დახარჯული
ზემოთ მოტანილი ლიტერატურის დაწერა-დაბეჭდვა-გავრცე-
ლებაზე (მხედველობასი მაქვს ტრანსპორტირება)... თანაც
გაითვალისწინეთ, რომ ლიტერატურა უფასოდ ვრცელდება!
სხვათა შორის, ეს ჩემს მიერ ზემოთმითითებულ ბროშურაშიც
არის აღნიშნული(გვ.28). იეღოველთა ფინანსებზე ქვემოთ კიდევ
გვექნება საუბარი, თუმცა რაც ზემოთ ითქვა, ისიც ცხადყოფს,
რომ იეღოველთა სექტის ფინანსური მდგომარეობის შეფასე-
ბისას დ. ზურაბიშვილი შეგნებულად ცრუობს.
ცოდვა მესამე:პოლიგრაფიული: შეადარეთ ნესტორ ყუბა-
ნეიშვილის „საღმრთო რჯულის“ რეპრინტული გამოცემა(რითაც
ჩვენს შვილებს ასწავლიან მართლმადიდებლობის ანბანს (მისი
ფასი 2-დან 3 ლარამდეა), იეღოველთა მიერ უფასოდ დარიგე-
ბულ ნებისმიერ წიგნს და დარწმუნდებით, რომ იეღოველთა
გამოცემის მაღალი პოლიგრაფიული დონე საკმაოდ ეფექტური
იარაღია ჩვენს მოსახლეობაში მათი მოძღვრების გასავრცელებ-
ლად. ასე რომ, დ. ზურაბიშვილის ირონია “პოლიგრაფიული
დონის“ თაობაზე საფუძველს მოკლებულია.
ცოდვა მეოთხე: მოქმედებითი:“იეღოვალთა აქტიურობა
პოტენციური ძმის საძმოში გადმობირების მიზნით, მათი მომა-
ბეზრებელი სტუმრობები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ამის
გამო ისინი ბევრს არ უყვარს, მაგრამ სიმპატია-ანტიპატია ერთია
და, სულ სხვაა, როცა სახელმწიფოს მიმართავ: არიქა გვიშველე
რაიმე, თორემ ყველას გაგვაიეღოველებენო!“-ირონიულად წერს
დ. ზურაბიშვილი.
საირონიოდ სულაც არ არის საქმე! ალბათ, მთელი
საქართველო მართლაც გაიეღოველდება თანდათან, თუ რაიმეს
არ ვიღონებთ. „სამეფოს შესახებ მნიშვნელოვანი ცნობების მოს-
მენის შესაძლებლობა ყველას რომ მისცენ, მოწმეები კარდაკარ
სიარულისას ჩანაწერებს აკეთებენ და აღნიშნავენ, თუ რომელ
სახლში არ იყო მობინადრე ან, გარკვეული მიზეზის გამო სად
ვერ მოახერხეს საფუძვლიანი ქადაგება... აგრეთვე, იეჰოვას
მოწმეები ჟურნალებს სთავაზობენ ქუჩაში გამვლელებს. ასეთ-
ნაირად შეიძლება გამოელაპარაკო იმ მრავალ ადამიანს, რომლე-
ბიც, შესაძლოა, სახლში ვერ ნახო... რატომ განაგრძობენ მოწმეები
სახლში მისვლას მაშინ, როცა უმრავლესობა არავითარ ინტრესს
არ ავლენს? პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანთა მდგომარეობა
ხშირად იცვლება, და ამიტომ მეორედ მისვლისას ისინი
შეიძლება დადებითად გამოეხმაურნონ ცნობას, ან შესაძლოა,
ოჯახის რომელიმე წევრი დაინტერესდეს“ (მითითებული ბრო-
შურა, გვ. 17).
აი, ასე, კაპიკ-კაპიკ, „მეცნიერულ საფუძველზე“ აქვთ გათ-
ვლილი იეღოვას მოწმეებს თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობა,
ამასთან, იეღოველები შვილებსაც იეღოველებად ზრდიან,
რომლებიც თავის მხრივ თანატოლებში „პიონერობენ“: „პიო-
ნერთა შორის მრავალი მოზარდია. დღეს შეერთებულ შტატებში
ზოგიერთი ახალგაზრდა საერთო პიონერად მსახურობს და
ძირითადად თავიანთ კლასელებს უქარაგებს“ (საგუშაგო კოშკი,
1 მაისი, 1995 წ.). თუ ამერიკელი იეღოველი ბავშვები ასეთი
აქტიურები არიან, „იმედი“ უნდა ვიქონიოთ, რომ მათ არც
ქართველი იეღოველი ბავშვები ჩამორჩებიან... გავიეღოველ-
დებით, მაშ რა! დ. ზურაბიშვილმა (გვარის მიხედვით, ალბათ,
ქართველმა) იქნება მოწყალება გაიღოს და გვიბრძანოს გულზე
ხელის დადებით: ასეთი რელიგიური „მეტამორფოზა“ მოას-
წავებს თუ არა იმას, რომ ჩვენ, ქართველები, დავკარგავთ იმას,
რაზეც ძირითადად დაფუძნებულია ჩვენი კულტურა, საერ-
თოდ,-ჩვენი ეროვნული საზრისი?
„უშუალობ იეღოვას მოწმეთა მხრიდან არასოდეს ჰქონია
ადგილი ძალადობას, მათი მორალური კრედო უკიდურესად
კონსერვატიულია და არავის არასოდეს სმენია რაიმე იეღო-
ველთა გარყვნილობაზე“,-ნათქვამია „მეტეორივით გაელვებულ“
სტატიაში.
მტკნარი სიცრუეა! იეღოვას მოწმეები მოძალადეები არიან:
დადიან კარდაკარ, აწუხებენ მოსახლეობას, ძალით აჩეჩებენ
თავიანთ ლიტერატურას, ძალით ახვევენ თავიანთ რწმენას...
დიახ, მოძალადეები არიან!
იეღოველთა მორალური სახე ცალკე საკითხია. მის შესახებ
წარმოდგენა სექტის საქმიანობისა და ლიტერატურის გაცნობის
შემდეგ შეექმნას ადამიანს.მე მათ, სამწუხაროდ, საკმაოდ ვიცნობ
და სრული შეგნებით ვაცხადებ, რომ იეღოველთა სიფლიდე და
სიცბიერე იეზუტებსაც კი შეშურდებოდათ! ისინი დადიან კარ-
დაკარ, რელიგიაში გაუცნობიერებელ ადამიანებს არ ეუბნებიან,
რომ იეღოვას მოწმეები არიან, ჩაითრევენ საუბარში, აჩვენებენ
სახარებას, მიაჩეჩებენ ზემოთ მითითებულ (ან „ლუბოჩნი“ სურა-
თებით შემკულ სხვა რომელიმე) ბროშურას, რომელშიც მარ-
თლმადიდებლობის ან, საერთოდ, ქრისტიანობის საწინააღ-
მდეგოს და ასე შედიან კონტაქტში ხალხთან.
მეორედ მისვლისას გამოჰკითხავენ შთაბეჭდილებას, შემდეგ
სხვა ბროშურას ან წიგნს დაუტოვებენ და ა.შ. როდესაც საკმაოდ
გაახვევენ თავის ქსელში, მაშინ იწყება მათი ცნობიერების ინტე-
ნსიური დამუშავება. მხოლოდ შემდეგ იგებენ მათ მახეში
გაბმული გულუბრყვილო ადამიანები, რომ თურმე იესო ქრისტე
ღმერთი არ არის, არც სული წმიდაა ღმერთ, არც სამება არსე-
ბობს, ჯვრის პატივისცემა არ შეიძლება და სხვა. ამის შემდეგ
იწყება კიდევ ახალი ეტაპი-მოქცეულის მომზადება მქადაგებ-
ლად. „სამსახურებლივ შეხვედრაზე, რომელიც „სამი ან ოთხი
ნაწილისაგან შედგება...კარდაკარ ქადაგებისას კეთილი ნების
შესახებ საუბარს ეხება. ეს ნაწილები მოხსენებების, განხილ-
ვებისა და ინსცენირების სახით გადმოიცემა (დასახელებული
ბროშურა, გვ. 14-15). ასე ითრევენ თავიანთ სექტაში უბრალო
ადამიანებს იეღოველები და სათანადო დამუშავების შემდეგ
თავის მსგავს მატყუარებად აქცევენ ისე, რომ ეს ადამიანები თვი-
თონაც ვერ ხვდებიან, რა გადახდათ თავს. პრაქტიკულად თით-
ქმის ყოველი ადამიანი „განწირულია“, თუკი მას თვალი დაად-
გეს იეღოველებმა: „ზოგჯერ უხუცესებსა და სამსახურებლივ
თანაშემწეებს შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა იმით, რომ
ახლოს გაიცნონ თანაქრისტიანი დის(იეღოვას სექტის წევრი
ქალი, თ.ა.) ურწმუნო ქმარი... ერთ-ერთი შემთხვევისას უხუცეს-
მა გამოავლინა ინტერესი თანაქრისტიანი დის ურწმუნო მეუღ-
ლის მიმართ, რომელიც თევზაობით იყო გატაცებული. ეს საკმა-
რისი იყო იმისათვის, რომ მათ შორის ყინული გამლხვალიყო. ის
მამაკაცი საბოლოოდ მოინათლა და ძმა გახდა (იეღოველი გახ-
და, თ.ა.). მეორე შემთხვევაში, ურწმუნო მეუღლე გატაცებული
იყო იადონებით. უხუცესები უკან არ იხევდნენ. ერთ-ერთმა
მათგანმა შეისწავლა იადონებთან დაკავშირებული მასალები და
როდესაც შეხვდებოდა მას, შეეძლო საუბარი მისთვის საინტე
რესო თემაზე წამოეწყო“(საგუშაგო კოშკი, 1 აგვისტო, 1966 წ.).
დ. ზურაბიშვილის მტკიცებით, „არავის სმენია იეღოველთა
გარყვნილებაზე“. როგორც მისი წერილიდან ჩანს, დ. ზურაბიშ-
ვილს მხოლოდ ის „სმენია“ იეღოველებზე, რაც ამ სექტის წარ-
მომადგენლებს აძლევთ ხელს. მე კი მსმენია-ჟურნალ „საგუშაგო
კოშკის“ 1991 წლის 15 ნოემბრის ნომერში (რუსული ვერსია)
დაბეჭდილია სტატია „ზედამხედველი უნდა თავშეკავებული
იყოს“, რომელშიც ვკითხულობთ:
„Старейшины должны быть крайне бдительными в прояв-
лении самообладения, Когда имеюе дело с лицами другого
пола. Старейшине не советуется одному делать пастырский
визит к сестре (იეღოველ ქალთან, თ.ა.). Ему следует взять
собой другого старейшину или служебного помощника…
Наблюдалось, что некоторые старейшины обнимали сестру по-
отцовский. Но они могли обманывать самих себя, так как
вместо христианской братской любви такой жест мог бы
вызван романтическим импульсом. Как же сильно повредило
истине то. что некоторые старейшины не проявляли самообла-
дения в обхожении с сестрами в собрании. Несколько лет тому
назад один Старейшина был исключен из собрания (იგუ-
ლისხმება სექტიდან, თ.ა.), потому что он совершил прелюбо-
деяние с сестрой-христианкой, муж которой не был свиде-
телем. В тот вечер, когда было обьявлено исключение, обману-
тый муж крупным шагом зашел Зал Царства и выстрелил в
обоих виновных. Хотя никто из них и не был убит… Но на
следующии день на титульной странице большой газеты фи--
гурировала новость о „Стрельбе в церкови“.
საინტერესოა:იმ იეღოველი „сестра-христианка“-ს ქმარიც
რომ იეღოველი ყოფილიყო, გახმაურდებოდა თუ არა ეს ამბა-
ვი? კიდევ უფრო საინტერესოა: როგორ ხასიათზე დადგე-
ბოდნენ იეღოვას მოწმეთა უფლებებკს დამცველები- დ. ზურა-
ბიშვილი და ნ. პაპუაშვილი მათი მახლობელი ქალბატონები (არ
ვაკონკრეტებ) ამ სექტის წევრები რომ გამხდარიყვნენ და ვიღაც
„უხუცესს“ მათთან „прелюбодеяние“ ჩაედინა? იმედია, თოფის
სროლას არ დაიწყებდნენ-ისინი ხომ „პლურალისტები“ არიან!
ცოდვა მეხუთე:აგენტურული: იეღოვას მოწმეთა ორგანიზა-
ცია უზარმაზარ თანხებს ხარჯავს „სრული დროის მსახურების“
საქმიანობის დასაფინანსებლად და იგი ყოველწლიურად მა-
ტულობს. მაგალითად, 1991 წელს მარტო „საველე მსახურებაში
დანიშნული სპეციალური პიონერების, მისიონერებისა და მი-
მომსვლელი ზედამხედველების საჭიროების უზრუნველსაყო-
ფად“ დაიხარჯა 40 219 589 მილიონი ამერიკულო დოლარი და
1 ცენტი(დააკვირდით სიზუსტეს! საგუშაგო კოშკი(რუს.), 1
იანვარი, 1992). ოთხი წლის შემდეგ, 1995 წელს, ეს თანხა
57 955 025 დოლარსა და 65 ცენტამდე გაიზარდა(საგუშაგო
კოშკი, 1 იანვარი, 1996, გვ. 20-23), კიდევ ოთხი წლის შემდეგ,
1999 წელს კი ამ თანხამ 64 475 225 დოლარს მიაღწია.
„სრული დროის მსახურებს“ ბრუკლინში ე.წ. „გალაადის
სკოლაში“ ამზადებენ. ამ „სკოლის მიზანი იყო (და დღესაც არის,
თ.ა.) გამოცდილი, „სრული დროის მსახური“ პიონერების მომ-
ზადება უცხო ქვეყნებში მისიონერებად მსახურებისათვის. სწავ-
ლების ხუთთვიანი კურსი მოიცავს ბიბლიის, ბიბლიის ისტო-
რიის, იეოჰვას ორგანიზაციისა და უცხო ქვეყნებში მსახუ-
რებასთან დაკავშირებული საკითხების გულმოდგინე შესწავ-
ლას“,-ვკითხულობთ ზემოთ მითითებულ ბროშურაში (გვ.22).
ეს, რაც ხმამაღლა ცხადდება, მაგრამ, თუ გავითვალის-
წინებთ, რომ გაიეღოველებულ ქართველებთან სამქადაგებლო
საქმიანობის ანბანი „მოხსენებების, განხილვის და ინსცენირების
სახით“ ისწავლება, ძნელი წარმოსადგენი არ არის, თუ რას გუ-
ლისხმობს „უცხო ქვეყნებში მსახურებასთან დაკავშირებული
საკითხები“ და რა დონეზეა დაყენებული ამ „საკითხების“ სწავ-
ლება იეღოველთა ამ სპეცსკოლაში. თუ გალაადის სკოლას
დანიშნულების თვალსაზრისით შევადარებთ მეორე მსოფლიო
ომის დროს არსებულ სპეციალურ სკოლებს, რომლებშიც მტრის
ზურგში შესაგზავნი აგენტები მზადდებოდნენ, მსგავსებას აშკა-
რად დავინახავთ. უბრალოდ, სხვა დროა, დივერსიის მეთოდე-
ბიც-სხვა: „მტრის“ ზურგში ნაღმების აფეთქების ნაცვლად უფრო
„ მშვიდობიანი“ ხერხი გამოიყენება სხვა ქვეყნის დასაპყრობად!
ის გარემოება, რომ იეღოველები თავიანთ ემისრებს „სრული
დროის მსახურებს“, „პიონერებს“, „მისიონერებს“ თუ „მიმომსვ-
ლელ ზედამხედველებს“ უწოდებენ, ბებრს არაფერს ნიშნევს-
ისინი ქვეყნისათვის საზიანო, ძირგამომთხრელ საქმიანობას
ეწევიან საქართველოში!
ცოდვა მეექვსე:პაციფისტური: დ. ზურაბიშვილი ირონიუ-
ლად „რკინის არგუმენტს“ უწოდებს საფუძვლიან შიშს: „ხომ
შეიძლება სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით
ქართველებმა მასიურად დაიწყონ გაიეღოველება? რა ეშველება
მაშინ ჩვენს სარწმუნოებას და ვინღა დაიცავს სამშობლოს?“
მართალია, დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობით ჯარში
მსახურების ნაცვლად ალტერნატიული სამსახურია გათვალის-
წინებული, მაგრამ საკითხის სხვაგვარად დასმა შეიძლება: და-
ვუშვათ, რომელიმე ქვეყანა დაესხა თავს საქართველოს (რის
რეალური საშიშროებაც არსებობს), უშველის „ალტერნატიული
სამსახური“ საქმეს? ჩვენს ქვეყანას, ქალაქს, სოფელს, სახლ-კარს,
ოჯახს დაცვა სჭირდება. საომარ პირობებში, ალბათ, კანონი
ალტერნატიული სამსახურის შესახებ გაუქმდება, მაგრამ
დადგებიან იეღოველები ქვეყნის დასაცავად? ცხადია, არა და
სწორედ ესაა მთავარი! იეღოვას მოწმეთა პაციფიზმი ანეგდოტუ-
რობამდე მიდის: როდესაც მეორე მსოფლიო ომში ჩართული
ქვეყნების მოსახლეობა ფაშიზმს ებრძოდა, იეღოველები „პაცი-
ფისტობდნენ“. ხოლო საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ
იეღოველებს დალაქებად ნიშნავდნენ, რადგან იცოდნე, რომ
ისინი „პაციფისტები“ არიან და „კლიენტებს“-ფაშისტებს არავი-
თარ სიანს მიაყენებდნენ (Д. Преигер и Дж. Телушкин, Восемь
вопросов об Иудаизме, გვ. 84).
ცოდვა მეშვიდე:
მეშვიდე: სისხლისმიერი:
სისხლისმიერი: „ასევე სრული აბსურდია
ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა სისხლის გადაუსხმელობის გამო.
ჯარში წასვლისა არ იყოს, აქაც იეღოველების ჯანმრთელობაზე
ყველაზე მეტად ისინი წუხან, ვინც მათ არსებობასაც კი დანაშა-
ულად მიიჩნევს“,-ნიშნისმოგებით აცხადებს დ. ზურაბიშვილი.
ამ კაცს იეღოველები და მათი „უფლებები“ აბოდებს და
ისიც ვერ გაუგია, რომ ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი. განა
ამის გამართლება და დაცვა შეიძლება?! თუმცა, თუ კაცს საკუ-
თარ თავზე არ გამოუცდი, ძნელია რამე გააგებინო. მე პირადად
ჩემს ქალიშვილს სისხლის გადასხმით ცამეტი წლით გავუხან-
გრძლივე სიცოცხლე. სისხლის გადასხმის პრაქტიკა დღესდღე-
ობით მთელს ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული და მისი
აკრძალვა დანაშაულია კაცობრიობის წინაშე. გონიერ საზოგა-
დოებაში იმ ერთი გორელი გოგონას სიკვდილიც საკმარისი
იქნებოდა იეღოველთა თავაშვებული პარპაშის ასალაგმავად.
ჩვენში კი მათი უფლებების დაცვას ქადაგებენ.
ახლა კი იმის შესახებ, რაც მკითხველს „დაუმალეს“ დ. ზუ-
რაბიშვილმა და ნ. პაპუაშვილმა: იეღოველთა მოძღვრება მხო-
ლოდ კონფესიური არ არის. იგი რელიგიურ-პოლიტიკურია.
სექტის წევრები აღიარებენ მხოლოდ თეოკრატიას-ღმერთის
ხელისუფლებას. ამასთან, მათთვის თეოკრატიულია მხოლოდ
იეღოვას მოწმეთა ხელმძღვანელობა, რაც იმას გულისხმობს, რომ
უმაღლესი ხელისუფალი -ღმერთი თავის ნებას სექტის წევრებს
ამცნობს „სულით ცხებული ძმებისაგან“ შემდგარი კორპორა-
ციის მეშვეობით, რომელიც „ღმერთის ხილულ შუამავლად ით-
ვლება დედამიწაზე“. მისი შტაბ-ბინა ბრუკლინში (ნიუ-იორკი)
მდებარეობს. „იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი კორპორაცია
თეოკრატიის ცენტრს წარმოადგენს დედამიწაზე (საგუშაგო
კოშკი, 1 ივნისი, 1994, გვ.27)“. ამ ძმებს (კორპორაციის წევრებს,
თ.ა.) ისეთივე თვალსაზრისი აქვთ, როგორც პავლე მოციქულს“
(თავმდაბლობაც ამას ჰქვია!) ერთი ჭეშმარიტი ღმერთის თაყვა-
ნისცემით გაერთიანებულნი“(რუსულ ენაზე), გერმანია, 1989,
გვ.131). კორპორაციის წევრები ზედამხედველობას უწევენ, თუ
რას აქვეყნებს ორგანიზაცია, ხოლო ადგილებზე კორპორაციის
წარმომადგენლები (ფილიალის კომიტეტები, მიმოსვლითი ზე-
დამხედველები და კრების უხუცესები) პრაქტიკულად ახორ-
ციელებენ „სულით ცხებულთა“ დირექტივებს. დახვეწილი
იერარქია, მკაცრი კომტროლი და ანგარიშგება („ერებმა და პირ-
ოვნებებმა ანგარიში უნდა ჩააბარონ უზენაეს უფალს, იეჰოვას“)
სექტის მოძღვრებისა და სამქადაგებლო საქმიანობის უწყვეტი
სწავლება ნთელი წლის განმავლობაში შეკრებებზე და კრებებ-
ზე (კვირაში 5 დღე), რაიონული (წელიწადში 2-ჯერ), თუ
საოლქო (ქვეყნის მასშტაბით 3-4 დღიანი წელიწადში ერთხელ)
კარგად ორგანიზებული კონგრესები პრაქტიკურად უსიტყვო
მონებად აქცევენ სექტაში ჩართულ ადამიანებს. ამიტომაა, რომ
სექტისაგან იშვიათად თუ ვინმე დააღწევს თავს. დარჩენილებს
კი ეკრძალებათ განდგომილთა მხილების მოსმენა თუ წაკითხვა(
„მოდით და არასოდეს ვისმინოთ ის, რასაც ამბობენ და აკეთებენ
განდგომილები. დაე, ამის ნაცვლად, დაკავებული ვიყოთ ადამი-
ანების გამხნევებით და ერთგულად ვისაზრდოოთ იეჰოვას სუფ-
რიდან (საგუშაგო კოშკი, 1 იანვარი, 1995, გვ.11).
მაინც, კონკრეტულად ვინ არის იეღოვას მოწმე, როგორია
მისი „რელიგიურ-თეოკრატიული“ მრწამსი?
იეღოველს მიაჩნია, რომ „დღეს არსებული არც ერთი პოლი-
ტიკური ერი არის თეოკრატიული, არც ერთს ხელმძღვანელობს
ღმერთი (საგუშაგო კოშკი, 1 სექტემბერი, 1995, გვ.22)“ გარდა
იეღოველთა სექტისა. ამიტომ მათი მორჩილება ნებისმიერი
ხელისუფლებისადმი „უნდა იყოს პირობითი, მისდამი მორჩი-
ლება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ღვთის კანონებს(საგუშაგო
კოშკი, 1 მაისი, 1996, გვ.25). ამ „ღვთის კანონებს“ რიგით იეღო-
ველებს ბრუკლინში მოკალათებული „სულით ცხებული ძმები“
უდგენენ. მასაც სწამს, რომ სამშობლოს დაცვა, ღერბისა და
დროშის პატივისცემა „ღვთის კანონების“ საწინააღმდეგო ქმედე-
ბაა („სამოთხეში“, (რუს. ენაზე), გვ. 214-215). ამავე კატეგორიას
განეკუთვნება ეროვნული ისტორიული (ვთქვათ, საქართველოს
დამოუკიდებლობის დღე) და მამულიშვილთა საიუბილეო
(ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 165 წლისთავი).
იეღოველს კატეგორიულად ეკრძალება არჩევნებში მონა-
წილეობის მიღება (გაერთიანებულნი, გვ.166), მაგრამ თუ „სუ-
ლით ცხებულმა ძმებმა“ საჭიროდ მიიჩნიეს, კონკრეტულ
სიტუაციაში შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის ნებართვა
მიიღოს. იგი უარს ამბობს სისხლის გადასხმაზე („რადგან ვუსმ-
ენთ ღვთის სიტყვას, თავი შევიკავოთ სისხლისაგან, არ ვრთავთ
ნებას ჩვენს სხეულში სისხლის გადასასხმელად“(საგუშაგო
კოშკი, 15 იანვარი, 1999, გვ.21).
სექტის წევრი თავს ქრისტიანს უწოდებს, მაგრამ არ სწამს
ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების. უფრო მეტიც, ქრისტეს ღვთა-
ებრივი ბუნების აღმსარებელ თანამემამულეებს „ეგრეთ წო-
დებულ ქრისტიანებად (გაერთიანებულნი, გვ. 166)“ და „სატანის
მსახურებად“ („გახსოვდეს, თუ არ ემსახუერბი იეღოვას. შენ
სატანის მსახური ხარ (სამოთხეში, (რუს. ენაზე), გვ. 216) მიიჩ-
ნევს. ეზიზღება ხატი და ჯვარი („იარაღი, რომელზეც იესო
გააკრეს, სულაც არ არის თაყვანსაცემი, მას ზიზღით უნდა
ვუყურებდეთ (საგუშაგო კოშკი, 1სექტემბერი, 1995, გვ.26)“ და
ა.შ.
მოკლედ, იეღოველთა რწმენაზე მოქცეულსმხოლოდ ბრუკ-
ლინელი „სულით ცხებული ძმების“ ტვინის გამონაჟურის სჯერა
და ოდნავაც არ ანაღვლებს სამშობლოსა და თანამემამულეთა
ბედი, არც წინაპრები ახსოვს და მათი რწმენაც ფეხებზე ჰკიდია.
ასე იმერთება ამერიკიდან საქართველოს მოქალაქენი, თუმცა
შეიძლება კი მათ ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, საქართ-
ველოს მოქალაქენი ვუწოდოთ?
ასე, თავისი არსით, ქმედებითა და საბოლოო შედეგით
იეღოვას მოწმეთა მოძღვრება და საქმიანობა პრინციპულ წინა-
აღმდეგობაშია ჩვენი ქვეყნისა და ერის ინტერესებთან.
საწინააღმდეგო აზრისანი არიან დ.ზურაბიშვილი და ნ.
პაპუაშვილი. ამ უკანასკნელს მიაჩნია, რომ „ქვეყნისა და ეროვ-
ნებისათვის საშიში მშვიდობიანი და კანონმორჩილი სექტან-
ტები (იეღოველები, თ.ა.) კი არა“, ისინი არიან, ვინც ერისა და
ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე მათი მოღვაწეობის აკრძალ-
ვას მოითხოვს საქართველოში. თურმე, იეღოველებს “არც ისეთი
მომაკვდინებელი ცოდვები აქვთ..., რომ მათ პარლამენტმა,
პოლიტიკურმა პარტიებმა, ინტელიგენციამ და მასმედიამ
ამდენი ყურადღება დაუთმოს“.
დ. ზურაბიშვილი და ნ. პაპუაშვილი თავიანთ წერილებში
აპელირებენ ისეთი ცნებებით, როგორიცაა „ადამიანთა უფლე-
ბები“, და „სინდისის თავისუფლება“. ნ. პაპუაშვილის აზრით,
„არანაკლები სექტანტობაა ამ ხალხის (იეღოვას მოწმეთა, თ.ა.)
დევნა, შეკრებათა დარბევა, სამსახურიდან მოხსნა, სკოლებსა და
ინსტიტუტებში საათების წართმევა(თუკი სწავკებას ქადაგებად
არ აქცევენ)“. მაგრამ საქმეც ისაა, რომ სამსახურებშიც ქადაგებენ
და ამას კატეგორიულად მოითხოვენ მათგან ბრუკლინელი
„სულით ცხებული ძმები“: „დღეს ქადაგება ქრისტიანული კრე-
ბის ნებისმიერი წევრის (ყოველი იეღოველის, თ.ა.) პირდაპირი
ვალდებულებაა (დასახ. სააგიტაციო ბროშურა, გვ. 16)“. ამიტომ
მისცე იეღოველებს „თვითგამოხატვის, თვითდადგენის, თვით-
დამკვიდრების სრული შესაძლებლობა“ ნიშნავს ხელი შეუწყო
მათ დაუბრკოლებლად აწარმოონ თავიანთი ანტიეროვნული
და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა საქართველოში, რაც
საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ბედის „სულით
ცხებული ძმების“ ხელში ნებაყოფლობით ჩაბარებას ნიშნავს.
დღეს ისინი უკვე ქართველთა ქონებასაც ეპოტინებიან. აი,
რას ჩასჩიჩინებენ მათ ქსელში გაბმულებს „სამეფო საქმის“
განსახორციელებლად:
„გათვალისწინებული შესაწირავები
პირდაპირი ფულადი სესაწირავების გარდა სხვა მეთოდე-
ბიც არსებობს, მსოფლიო სამეფო საქმის მხარდასაჭერად. ამაში
შედის:
უძრავი ქონება:გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება
შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისათვის“ პირ-
დაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით-ისარგებლოს თავისი
ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შესაწირავის გამღები უნდა
დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადო-
ებისათვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერ-
ძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგ-
ენილი წესის მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს
ანდერძის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ
საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას
ემსახურება (საგუშაგო კოშკი, 1ნოემბერი, 1999, გვ.22)”.
შედეგიც არ აყოვნებს: მე ვიცი შემთხვევა, როდესაც იეღო-
ველმა დედაბერმა საკუთარ შვილებს სექტა არჩია-მშრალზე
დატოვა ისინი და იეღოველებს გადასცა თავის სახელზე რიცხუ-
ლი ქონება.
ასე იპყრობენ ქართველთა სულებს და ქონებას „უწყინარი
და კანონმორჩილი“ იეღოველები.
ამრიგად, დ. ზურაბიშვილი მაშინაც ცრუობს, როდესაც წერს,
რომ ქართველები „მტრის ხატს“ ვიგონებთ, ხელოვნურად
ვქმნით. „მტრის ხატის“ ხელოვნურად შექმნის საჭიროება საქარ-
თველოში აღარ არსებობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ
შინაური და გარეული მტრები კარგა ხანია სინქრონულად და
დიდი წარმატებითაც მოქმედებენ ჩვენი ერისა თუ ქვეყნის
საზიანოდ. მაგრამ საკმარისია მათზე მიუთითონ, ან წინა-
აღმდეგობა გაუწიონ მათ „მოღვაწეობას“ , რომ ქართული დე-
მოკრატიის ბურჯები (თავისუფლების ინსტიტუტი, კავკასიის
ინსტიტუტი) ისე წარმოადგენენ საქმეს, თითქოს ქართველი
მართლმადიდებლები შევჭრილიყავით აშშ-ში და მისი უკა-
ნასკნელი ციტადელის-თეთრი სახლის შტურმიღა დაგვრჩენ-
ოდეს საბოლოო მიზნის მისაღწევად. და ეს ყოველივე პიროვ-
ნების სინდისის და სიტყვის თავისუფლების პრინციპების
დაცვის სახელით კეთდება.
თავი და თავი ის დიდი განსხვავებაა, რომელიც არსებობს
პიროვნებისა და მისი თავისუფლების რაობის გაგებაში ქარ-
თულ და ამერიკულ („დასავლურ“) ცივილიზაციებს შორის.
ქართული ტრადიციული თვალთახედვით, ნებისმიერი ადა-
მიანი იმდენადაა პიროვნება, რამდენადაც მისი ამქვეყნიური
ყოფა-საქმიანობა და მისი პირადი ინტერესები თანხვედრია ერი-
სა და ქვეყნის ინტერესებისა, რამდენად „ახსოვს“ მას სამშობლო.
წინაპრები, იცავს მათ რწმენასა და გრძნობს ვალდებულებას
მათი ხსოვნის წინაშე. ამ გაგებით, პიროვნება („კაი ყმა“) ერისა
და ქვეყნის კაცია, მისი პირადი მოთხოვნები ერისა და ქვეყნის
ინტერესებს ექვემდებარება-პიროვნების თავისუფლება ერისა
და ქვეყნის თავისუფლებასთან არის გაიგივებული. პიროვნების
ამგვარი გაგების წყალობით ქართველობამ და საქართველომ
21-ე საუკუნემდე მოაღწია. პიროვნებისა და ეროვნული თავი-
სუფლების ამგვარი თანხვედრით დამოუკიდებლობის დაკარ-
გვიდან მრავალი საუკუნის შემდეგ ებრაელმა ერმა აღიდგინა
სახელმწიფოებრიობა და ამგვარი გაგებისავე წყალობით ისრა-
ელი გადაიქცა თავისუფალ დამოუკიდებელ ქვეყნად.
აშშ-ს მოსახლეობა იმთავითვე პოლიეთნიკური იყო და
სხვადასხვა რელიგიის არმსარებლებისაგან შედგებოდა. სწორედ
ამით იყო ნაკარნახევი აშშ-ს კონსტიტუციის პირველივე შესწო-
რება: „კონგრესის მიერ არ უნდა იქნას მიღებული არც ერთი
კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას , ან ხელს
შეუშლის თავისუფალ აღმსარებლობას“. ამიტომ „პიროვნების
თავისუფლების“ ამერიკული გაგება უფრო „ათეისტურია“ და
მაქსიმალურად თავისუფალია რელიგიურ-ეთიკური ნორმები-
საგან. პიროვნება ვალდებულია დაემორჩილოს მხოლოდ ადა-
მიანების (თუნდაც ნიჭიერის) მიერ დაწერილ კანონებს, მაგრამ
ყოფითი ეთიკური ნორმები აშშ-ს კონსტიტუციაში არ არის (და
არც შეიძლება იყოს) მოცემული. ამიტომ, ბუნებრივია, პიროვ-
ნების ამგვარი „თავისუფლება“ ლოგიკურ შედეგებამდე მივიდა-
შიდსი! და ამ სიტყვით ყველაფერია ნათქვამი.
„პიროვნების თავისუფლების“ ამერიკული გაგება ქართუ-
ლისაგან განსხვავებით „ინდივიდუალურია“. იგი პიროვნებას
უხსნის პასუხისმგებლობას ქვეყნის, თანამოძმის, ზოგადად
ადამიანის ბედის მიმართ. ამიტომ იგი სრულიად უცხო, გაუ-
გებარი და მიუღებელია ქართველებისათვის („გიჟი თავისუ-
ფალია“). ამიტომ ჩვენს ცხოვრებაში მის განხორციელებას მიჰყვა
საზოგადოების მძაფრი რეაქცია (რაც დღესაც გრძელდება),
განსაკუთრებით ერის სულიერი მოძღვრების-ქართული ეკლე-
სიისა და ქართული მწერლობის მხრიდან. ეს ის ძალებია,
რომელთაც ინსტიქტურად იგრძნეს ის საფრთხე, რაც ჩვენს
მეობას ემუქრებოდა და წინ აღუდგნენ მას.
საპასუხოდ „პიროვნების თავისუფლების“ ამერიკული მო-
დელის პროპაგანდისტებმა კიდევ უფრო გააძლიერეს თავიანთი
საქმიანობა. მათ ფუნქციებიც კარგად აქვთ გამიჯნული-ერთნი
ებრძვიან ყოველივე ქართულს, მეორენი ახალ, „პიროვნების
თავისუფლების“ ამერიკულ პრინციპებს ქადაგებენ.
დღეს ჩვენი რწმენის(ქართული ეკლესიის), ისტორიის,
მწერლობისა(უკვე ძველსაც გადასწვდნენ) თუ მწერლების და,
საერთოდ, ყოველგვარი ქართულის გმობა ჩვეულებრივ მოვ-
ლენად იქცა. პარალელურად ფორსირებულად მიმდინარეობს
ჩვენი ყოფის ყოველი სფეროს ამერიკანიზაცია-„ამერიკული
ცხოვრების წესის“ და ამერიკული ღირებულებების უპრაკუ-
ნოდ, ჩვენი წარსულისა და ტრადიციების გაუთვალისწი-
ნებლად დამკვიდრება. უკვე წლებია სტუდია „მაესტრო“-ს
გადაცემით „ამბობენ!..“ „ელიტარულ ახალ ამბებს“ ამცნობს
ჩვენს ახალგაზრდებს-რომელმა კინოვარსკვლავმა მიატოვა ცო-
ლი თუ ქმარი და ვინ ვისი საყვარელია, ვის ვისგან შეეძინა
ქორწინებისგარეშე შვილი, ვინ „ცისფერია“ და ვინ „ლესბო-
სელი“...“სექსუალურ უმცირესობათა“ თუ მათი პათოლოგიური
მიდრეკილებების პროპაგანდას ნუღა იტყვით-ტელესერიალებს
რომ თავი დავანებოთ, „პირდაპირ(ვითომ პირდაპირ) ეთერში“
მიმდინარეობს. ნარკომანიამ ხომ წალეკა საქართველო. მაგრამ
როგორ შეიძლება მასთან წარმატებით ბრძოლა, როცა ახალ-
გაზრდა ინტელედტუალების ჟურნალ „არილის“(არადა რა
ლამაზი სახელი აქვს!) ერთ-ერთი ნომრის ყდაზე გამოაქვთ
ამერიკელი (ისევ ამერიკა!) მწერლის უილიამ ბეროუზის სიტ-
ყვები: „როგორ ვერ ვიტან მათ, ვინც კონფორმიზმის წარმოებით
არიან დაკავებულნი, არა და რისთვის? წარმოიდგინეთ, ნარკო-
ტიკებისაგან გათავისუფლებული ამერიკის ბანალური ყოფა,
არანაირი კაიფი-მხოლოდ გამოწკეპილი ამერიკელები იბაკუნ-
ებენ ზღვიდან ზღვამდე, უთანხმოების მთელი ზონა აღმოფხვ-
რილია-ამორწყეს, როგორც მუწუკი, არანაირი ანდერგრაუნდი,
არანაირი იატაკქვეშა იდუმალი ოპერაციები, არაფერი“. გ.
გვახარიას „ფსიქო“ ხომ ჩემპიონია, მას სექსოპათოლოგიური
ფილმების ჩვენებაში უბრალო კონკურენტიც კი არ ჰყავს... მოკ-
ლედ, ამერიკული „პანდორას ყუთი“ დაგვაცალეს საქართველოს
თავზე! და ყოველივე ეს სინდისის, პიროვნებისა და სიტყვის
თავისუფლების პრინციპის „ანბანის“ სახელით კეთდება. „სტა-
ბილური კეთილდღეობის საფუძველი პიროვნების თავი-
სუფლება და საზოგადოების მორალური პრინციპებია, პლურა-
ლიზმი, განსხვავებულთა თანაარსებობა, თავისუფლების აუცი-
ლებელი ატრიბუტია“,- გვმოძღვრავს დ. ზურაბიშვილი.
„სტაბილური კეთილდღეობისა“ რა მოგახსენოთ, მაგრამ
საქართველოში „ამერიკული კულტურის“ ჩამოთესლვით დღეს
სახეზეა ფულის კულტი, სტაბილურად მზარდი ნარკომანია,
სტაბილურად მზარდი პროსტიტუცია, სტაბილურად მზარდი
მამათმავლობა, სტაბილურად მზარდი სერიული მკვლელობები,
სტაბილურად მზარდი უსინდისობა, სტაბილურად მზარდი
იეღოველთა რაოდენობა, სტაბილურად მზარდი საროსკიპოები
... მოკლედ, მიმდინარეობს ქართველთა ეროვნული ცხოვრების
მორალის, ცხოვრების ტრადიციული წესის მიზანმიმართული
დეგრადაცია.
მაგრამ ქართველობისათვის თუ ასე უცხო, მიუღებელი და
დამღუპველია „პიროვნების თავისუფლების“ ამერიკული მო-
დელი“, რატომღა ავირჩიეთ ქვეყნის „გაფურჩქვნა-აყვავების“ ეს
გზა? საქმეც ისაა, რომ ჩვენ არაფერი აგვიჩევია. პოლიტიკური
ძალები ერთმანეთთან ანგარიშსწორებით იყვნენ (და დღესაც
არიან) დაკავებული. არსებითად არც არავის უკითხავს, რა
გვინდა-პირდაპირ დაგვიწყეს ამერიკული პიროვნების თავი-
სუფლების „გაკვეთილები“.
ამ საკითხზე განსხვავებული აზრი აქვს „მეტეორივით გაელ-
ვებული სტატიის“ ავტორს: „მე ლაპარაკი არა მაქვს იმ პარანო-
იკებზე, ვინც სერიოზულად ამტკიცებს, რომ საქართველოს
გარყვნა-გათახსირება ამერიკის (მასონების) პოლიტიკაა და ამ
მიზნით შემოგვისიეს სექტანტები. მათთან კამათს აზრი არა
აქვს. ხოლო ვისაც ოდნავ მაინც შერჩა საღი აზრი, სანამ მსგავს
რამეს იტყვის, ერთ კითხვას უპასუხოს: ისეთი რა სამხედრო-
სტრატეგიული თუ კომერციული ინფორმაცია უნდა მოიპოვონ
იეღოვას მოწმეთა მეშვეობით საქართველოში გინდ ამერიკის
„ცერეუმ“, გინდ „ინტელიჯენს სერვისმა“, გინდ საფრანგეთის
„მეორე ბიურომ“, გინდ რუსეთის „ფეესბემ“, გინდ ისრაელის
„მოსადმა“ და გინდ რომელიც გნებავთ ქვეყნის სპეცსამსახურმა?
რა ხდება ჩვენს ქვეყანასი ისეთი, ნებისმიერმა მოქალაქემ
რომ არ იცოდეს? ნებისმიერი უბნის ბირჟაზე გეტყვიან რომელი
ყაჩაღი ჩინოვნიკი ვის წილშია. ახლა, ატომურ ბომბებს თუ
ვამზადებთ ჩუჩუმად, ან გენურ ინჟინერიაში ვატარებთ
აკრძალულ ექსპერიმენტებს, არა მგონია ამის გასარკვევად
იეღოვას მოწმეები დასჭირდეს ვისმეს“.
დ. ზურაბიშვილი ერთ საკითხში მართალია-მეტ-ნაკლებად
ყველამ ვიცით, რაც ქვეყანაში ხდება: ჩვენ არც აკრძალულ ცდებს
ვატარებთ და არც სამხედრო-სტრატეგიულ ინფორმაციას
ვფლობთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები დაინტერესდნენ.
მაგრამ დ.ზურაბიშვილი მთავარ საკითხში ტყუის. იგი
შეგნებულად ჩქმალავს ჩვენი მთავარი უბედურების იმ მიზეზს,
თუ რატომ გავხდით ქართველები დასავლეთისა და
აღმოსავლეთის სპეცსამსახურების ინტენსიური დამუშავების
ობიექტი, რატომ შემოგვისიეს იეღოველები, რატომ დაგვატეხეს
თავს ამერიკული „პიროვნების თავისუფლება“ მთელი მისი
დამღუპველი შედეგებით.
ჩვენი დღევანდელი უბედურების მთავარი მიზეზი ისაა,
რომ იმ ქვეყნის იურიდიული პატრონი და ავტოქთონური
მოსახლეობა ვართ, რომლის ტერიტორიაზე უნდა გაიაროს
დასავლეთისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ნავთობ-
სადენებმა და გაზსადენებმა.
ომ ქვეყნებისა თუ მსოფლიო მასშტაბის კორპორაციებს,
რომლების ხსენებულ ნავთობსადენებსა და გაზსადენებში
აბადებენ თანხებს, სრული გარანტიები სჭირდებათ, რომ მათ
ინტერესებს არავითარი საფრთხე ემუქრება. საქართველოს
დღევანდელმა ხელისუფლებამ ხელი კი მოაწერა პროექტებს,
მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი-მუდმივმა შინაარეულობამ,
პოლიტიკურმა არასტაბილურობამ და სოციალური აფეთქების
საშიშროებამ აიძულა დაინტერესებული მხარე საქართველოში
„სტაბილიზაციის“ საკუთარი ხერხების გამოყენება დაეწყო,
რაზედაც ზემოთ უკვე ვთქვით. შედეგად ის მივიღეთ, რომ
ქართველი ერი გადაშენება-გადაგვარების რეალური საფრთხის
წინაშე დადგა. ის მასობრივი მანკიერება და გახრწნილობა,
რაზედაც ასე მწარედ და ნიშნისგებით კიჟინებს დ. ზურა-
ბიშვილი სწორედაც რომ შეგვაძენინეს. ამასთან ერთად
გაგვიცვითეს და წაგვიბილწეს ის წმიდა გრძნობები, რასაც
რწმწნა, პატრიოტიზმი, მოყვასის სიყვარული, ოჯახის ერთგუ-
ლება, ზოგადად კი მამულიშვილობა ჰქვია!
დაგეგმილი საერთაშორისო ნავთობსადენების და გაზსა-
დენების მესვეურთა ინტერესები გასაგებია და მათ ქმედებას
საქართველოში გარკვეული გამართლება შეიძლება მოეძებნოს.
უფრო დელიკატურია იმ მიზეზების გარკვევა, რაც აიძულებს
ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც, ერთის მხრივ, გააფთრებით
იცავენ იეღოველებს, „წარმატებით“ ამკვიდრებენ „პიროვნების
თავისუფლების“ ამერიკულ პრინციპებს ქვეყანაში და , მეორეს
მხრივ, ასეთივე გააფთრებით ცდილობენ (გარკვეული წარმატე-
ბითაც) ქართული ეკლესიისა და ქართული მწერლობის
დისკრედიტაციას. იქნებ არა იციან რას სჩადიან? სხვებმა თუ
არა, „რელიგიის ისტორიკოსმა“ ნ. პაპუაშვილმა მაინც ხომ იცის
(წესით, უნდა იცოდეს), ვის „ადამიანურ უფლებებს“ იცავს?
მაინც როდის შეეყარა მას „პიროვნების თავისუფლების“
ამერიკული ვირუსი-მას შემდეგ ხომ არა, რაც მისი „რელიგიის
ისტორია“ დაიწუნეს ქართული ეკლესიის მესვეურებმა? სხვე-
ბიც ხომ არ არიან რაიმეთი განაწყენებულნი? თუ არა, მაშ ასე რამ
შეაზიზღათ ყოველივე ქართული? მათ სულებს ასე თუ
მოსწყურდათ თავისუფლება, რატომ არ მიდიან „თავისუფალ
ქვეყანაში“? ვითომ უანგაროდ „იღწვიან“ და მოეკითხებათ კი
მათ ასეთი „მოღვაწეობისათვის“?
ალბათ, მოეკითხებათ.., როცა იქნება... მოეკითხებათ,
მომკითხველი თუ ვინმე დარჩა...ქართველი თუ არა ღმერთი
მაინც მოჰკითხავთ!
მანამდე კი მხოლოდ ფაქტის კონსტანტირებას
დავჯერდებით: საქართველოში მეხუთე კოლონა მოქმედებს!
P.S. წინამდებარე წერილი დაწერილია ნ. პაპუაშვილის
დაჟინებული თხოვნით, გამოვხმაურებოდი მის სტატიას.

Você também pode gostar