Você está na página 1de 4

ყველა კაცი სიკვდილის შვილია

ყოველ კაცს თვითეული რამ წუნი აქვსო

შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო

შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.

შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო

ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო

ცარიელი კაცი ქვაზე მაგარიაო

ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო

ცოდო კაცს არ დააყენებს

ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი

ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო

წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო

ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო

ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება

ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა

ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო

ხუმრობაში კაცი მოკლესო

ავი კაცი თავისთავის მკვლელია

ასი კაცი ცხენს კაზმავდა, "ვაი უკაცობასაო

გულკეთილობა კაცს ააშენებს, ბოროტება კი დააქცევს

დამალულმა ჭირმა მოჰკლა კაციო

დიდი კაცის ნაჩუქარი, მალე უნდა გადაყლაპო

დღემეხვალიე კაცსაო, თოვლი მოუვა კარსაო

ერთ კაცს სოფლიდან აძევებდენ და ის კი მამასახლისობას თხოულობდაო

ზოგსა კაცსა კაცი ჰქვიან, ზოგსა კაცსა კაცუნაო

თავის ბედს კაცი ვერ შემოუვლის.

თვალი სარკეა კაცისა, შიგ ბევრი რამა ხატიაო

თუ კაცმა არ გაიფხაკუნა, ისე ვერ იცხოვრებს

კაი კაცი გლახა კაცთან წახდება

კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო კაცი თავის თვალში ძელს არა ხედავს და სხვის თვალში ბალანსაც დაინახავს კაცი რო დაითვრებაო, ორი კაცის ტოლა გაიზრდებაო კაცი სანამ არ მოკვდება, მისი საქმე არ გამოჩნდებაო კაცი უნდა კაცად იყვეს, სანთელსავით თვით დაიწვას და სხვას გზასა უნათებდეს კაცი უნდა ხერხი იყოს, გაჰქონდეს და გამოჰქონდეს, განა კაცი ეჩო არის, სულ თავისკენ მიითლიდეს კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირი დაამტვრიაო კაცის გვარი ფუჭია, თუ არა აქვს ნიჭია კაცს როცა არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას არ დაინახავს

ლოთი კაცის ბედი დღეში სამჯერ გაიხსნებაო. ლუკმა მაშინაა ტკბილი, როცა კაი კაცობითაა ნაშოვნი

მარტოხელა კაცი პურის ჭამაშიაც ბრალიაო მარჯვე კაცისთვის სასჯელი - უსაქმობა არისო

ნასწავლი კაცი სოფლისთვის კარგია, უსწავლელი კი ბარგია

ორი პურაძვირი კაცი - ერთმანეთის მიბაძვით სიმშილით დაიხოცაო

ჟინიანი კაცი წინ ვერ წავა ვერც ერთ საქმეში

სოფელი ღონიერია, თუ კაცი გონიერია

ტრაბახი უგვიანი კაცის საქმეაო

ღარიბ კაცს ხეირიანი შვილი რომ ყავდეს, ღარიბი აღარ იქნებაო. ღარიბი კაცის პურის ჭამა მადლიანიაო. ღარიბი ქალი და კაცი დღეში ცხრაჯერ მოკვდებაო.

Você também pode gostar