Você está na página 1de 1
მე არ ვწერ ლექსებს.. მე არ ვწერ ლექსებს..ყოველ დილით აღარ ვდგები მარჯვენა ფეხზე.,,მამაო ჩვენო’’..ლოცვებს აღარ ვკითხულობ შენზე.. დღეს ოროსანი მონატრება ჩუმად თვლემს მერხზე. მე არ ვფიქრობ რომ ოცნებები ასრულდეს უნდა.ქუჩას რომ კალთის ბოლო უჩანს,მიამბობს გუნდა და დნება ნელა,ნელა, უბოდიშოდ, ასეა, ასე!მე არ ვფიქრობ რომ სიკეთით ვარ პირთამდე სავსე, ან თუ დამშლიან გავმთელდები, მაშინვე, წამსვე..რადგან არ არის დედამიწა ჩემი და შენი,ჰოდა ვინ მაცლის შენზე ზრუნვას-ხალხია,ხ ა ლ ხ ი! რადგან ფერები ბერდებიან, იმძლავრებს თალხი.. რადგან დასაწყისს მისდევენ და ვის ესმის ბოლო,თუკი როლები გადავცვალეთ..თავიდან..ოგონდ.. მე არ ვწერ ლექსებს..არც მოთხრობებს,პიესებს,პროზას.. ყალბი ნოტივით აღებული ვერ ვიჭერ პოზას,რომ ფურცელია ნასესხები,კალამი უფრო,რომ სიყვარულზე დანატრებულს ამიტანთ უხმოდ..ჩვენ აღარა ვართ პატარები,მე არ ვარ ბავშვი.. სული ცრემლებით დასველდება,ხელისგულს გაშლი.. მეც ამ წერტილით დავმშვენდები..მელანი............გავშრი!!!!!!!! დღეს არ ვწერ ლექსებს და სიცოცხლე მაქვს ჩაკეტილი შავ, დიდ უჯრაში..რადგან მე მუზამ მიმატოვა..ერთხელ..ქუჩაში.......

Você também pode gostar