Você está na página 1de 2

ლუდის ბოთლი

ჩარლზ ბუკოვსკი თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანმა

მოხდა სასწაული: ლუდის ბოთლი, მაგიდიდან გადმოვარდნილი, იატაკზე დაბზრიალდა და დადგა წაღმა – ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ, ერთი წვეთიც არ გადმოღვრილა. დავაბრუნე მაგიდაზე და დაველოდე ქაფის დაწრეტას. სამაგიეროდ, იმდღევანდელმა ფოტოებმა არ ივარგეს, მარცხენა ბათინკიც იმ დღეს გამოირღვა, და ეს არცაა გასაკვირი: ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად ყველაფერი მოვთხოვოთ ცხოვრებას, არსებობენ კანონები, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით და არაა ჩვენი განსასჯელი, თუ რატომ აღმოჩნდა იმ კატის კლანჭებში სწორედ ის შაშვი. უბედურებაც ამაშია –

ჩვენ არასდროს არ ვიცით “რატომ”, მაგრამ რამხელა ამბავია – ბოთლი ისევ გაიმართა და დადგა წაღმა, ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ, მეტს რაღას ითხოვ ცხოვრებისგან? რა საჭიროა ისიც ვიცოდე, თუ რატომ აღარ დავლიე ლუდი. დავლიე ღვინო, დავლიე ვისკი, ლუდი კი – აღარ. და მომეჩვენა, რომ მექნება კარგი საღამო და, ვინ იცის, იქნებ ხვალიდან ცხვირი დამიგრძელდეს, ძველი ბათინკები ახლებმა შეცვალონ, წვიმები გაიშვიათდნენ, ლექსები გახშირდნენ...

Você também pode gostar