Você está na página 1de 2

მოქაჩე თოკი და თოჯინა ამოძრავდება

ჩარლზ ბუკოვსკი თარგმანი ინგლისურიდან - ზვიად რატიანმა

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ყველაფერი შეიძლება გაქრეს, კატა, ქალი, სამსახური, წინა საბურავი, საწოლი, კედელი, ოთახი. ყველაფერი, რაც ასე აუცილებელია, სიყვარულის ჩათვლით, დგას ნაყარ მიწაზე და ნებისმიერ მიზეზს – სულერთია, რამდენად განუზოგადებელს – ვთქვათ, ახალგაზრდა კაცის სიკვდილს სადღაც, ჰონკონგში, ან ქარიშხალს ომაჰამაში, შეუძლია დააჩქაროს თქვენი დაღუპვა: რაც მსხვრევადია თქვენს გარშემო, ყველაფერი ჩამოილეწა და აფეთქდა სამზარეულოს იატაკზე – მეგობარი გოგო შემორბის, თქვენ კი დგახართ, მთვრალი, ნამსხვრევებში,

ის შემოგკივით: რა ხდება? რა ხდება? თქვენ კი ჩურჩულებთ: არ ვიცი, არ ვიცი...

Você também pode gostar