Você está na página 1de 3

სტილი ჩარლზ ბუკოვსკი თარგმანი ინგლისურიდან - დათო კვაჭაძე

სტილი ყველაფერზე პასუხია.

სისულელესთან, ან სარისკო საქმესთან

ორიგინალური მიდგომა.

სისულელის სტილით გაკეთება უკეთესია,

ვიდრე რისკთან თამაში მის გარეშე.

რისკთან სტილით თამაში კი,

ჩემთვის ჭეშმარიტი ხელოვნებაა.

ხარების ჭიდილი შეიძლება იყოს ხელოვნება,

ბოქსი,

სიყყვარული,

კონსერვის გახსნაც კი.…

ძაან ცოტას აქვს სტილი,

ძაან ცოტას შეუძლია მისი შენარჩუნება.

მე უფრო მეტი ძაღლი მინახავს სტილით,

ვიდრე ადამიანი,

თუმცა ცოტა ძაღლს აქვს სტილი.

კატებში სტილი დაბადებიდანაა.

როდესაც ჰემინგუეიმ სანადირო თოფით კედელს ტვინი მიასხა,

ეს იყო მისი სტილი.

სხვებსაც ჰქონდათ სტილი:

ჟანა დარკს,

იოანე ნათლისმცემელს,

იესოს,

სოკრატეს,

კეისარს,

გარსია ლორკას.

მე ციხეში უფრო მეტი ხალხი გავიცანი სტილით,

ვიდრე ციხის გარეთ.

სტილი - ყველაფერთან განუმეორებელი მიდგომაა.

პატარა გუბეში მდგომი ექვსი ყანჩა,

ან შენ,

როცა აბაზანიდან შიშველი გამოდიხარ

და არ მიმჩნევ.

Você também pode gostar