Você está na página 1de 2

არსებობს მხოლოდ ერთი ფილოსოფიური პრობლემა, რომელიც განხილვას

იმსახურებს. ეს არის თვითმკვლელობის საკითხი. (კამიუ)

ღირს თუ არა ცხოვრება იმად, რომ ადამიანმა ის ბოლომდე გალიოს, გაუძლოს


ცხოვრების მიერ მოწოდებულ რუტინებს ან/და იმ ჩრდილს, რომელსაც სიკვდილის
ჩრდილის ქვეშ ცხოვრება ჰქვია.

არსებობენ ბედნიერი ოჯახები, ყველა ბედნიერი ოჯახი ბედნიერია ერთნაირად. ასევე


არსებობენ უბედური ოჯახები, ყველა უბედური ოჯახი, უბედურია თავისებურად. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ, იმისთვის რომ ოჯახი იყოს ბედნიერი ის უნდა აკმაყოფილებდეს
ყველა კ რ ი ტ ე რ ი უ მ ს. სექსუალური ურთიერთობა, მატერიალური საკითხი, ბავშვის
სწორი აღზრდა, რელიგია, კანონმორჩილება. ნებისმიერი კრიტერიუმის კრახი, გამოიწვევს
ოჯახის გაუბედურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამყაროში უფრო მეტი უბედური ოჯახია,
ვიდრე ბედნიერი.

შესაბამისად, უბედურ ოჯახებს, უფრო კონკრეტულად კი მათ წევრებს, ვინც ამ უბედურების


მიზეზნი/შედეგნი არიან, არ აქვთ ხალისი განაგრძონ ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ რომ უბედური ოჯახების წევრები სიცოცხლეს


ასრულებენ თვითმკვლელობით. ყველა თვითმკვლელობა ინდივიდუალურია, ყველა
მათგანი უნიკალური და განსხვავებულია. ჩვენ შეგვიძლია დიფერენცირება მოვახდინოთ
მათი ტიპოლოგიის მიხედვით:

1) ანომიური თვითმკვლელობა
2) ალტრუისტული თვითმკვლელობა
3) ეგოისტური თვითმკვლელობა
4) ფატალური თვითმკვლელობა

მოვახდინოთ დიფერენცია ყველაზე ხშირი მიზეზების მიხედვით: ფსიქიკური


აშლილობა, ძალადობის მსხვერპლი, უმცირესობაში, კომპლექსები, ნარკოტიკები,
ფინანსური პრობლემები, სტიგმატიზაცია, პრობლემები პირად ურთიერთობაში.

ყოველ წელს თითქმის 1 მილიონი ადამიანი აკეთებს არჩევანს, ცხოვრების ამგვარი გზით
დასრულებაზე, რაც საკმაოდ პრობლემატური საკითხია. მიუხედავად მისი აქტუალობისა,
თვითმკვლელობის საკითხი განეკუთვნება ტაბუდადებულ თემათა სიას, რომელზეც არ
საუბრობენ, არ ხდება ინფორმირება რა არის მოტივი, როგორ მოვახდინოთ პრევენცია.
განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, რომელსაც აქვს რელიგიური წყობა. რელიგიური
უპირატესობებისგან ვიცით რომ ცხოვრება ღმერთმა გვაჩუქა და ის უნდა დავაფასოთ,
თვითმკვლელობის შემთხვევაში კი ჩვენ ვხდებით მომაკვდინებელი ცოდვის
გამზიარებელნი.

ჩემი მთავარი მიზანია, მოვახდინო ინფორმირება სუიციდზე, მის 3 ფაზაზე, რომელიც


გულისხმობს ფიქრის გაჩენას. (ფიქრის გაჩენა, შესაბამისი ინსტრუმენტების/განწყობის
მზაობა, სისრულეში მოყვანა)
მოვახდინო თვითმკვლელობის ორი მხარის წარმოჩენა, „დადებითი“ და „უარყოფითი“
თვითმკვლელობა.

გამოვყო საზოგადოების როლი და წვლილი თვითმკვლელი ადამიანის წინაშე - ქმედებამდე


და ქმედების შემდეგ. ასევე, როგორი როლი შეიძლება ჰქონდეს ინდივიდის
თვითმკვლელობას საზოგადოებაზე, მაგალითად: გერმანიაში მომხდარი კოლექტიური
თვითმკვლელობები 18 საუკუნეში.

წარმოვაჩინო პრევენციის გზები, რომლითაც შესაძლებელია თვითმკვლელ ადამიანთა


რიცხვის შემცირება. მოვახდინო ფსიქოგანათლება დამსწრე საზოგადოების საკითხთან
დაკავშირებით, რომელსაც სუიციდთან ბრძოლა ჰქვია. ფსიქოლოგია არის ის ინსტრუმენთი,
რომლითაც პოტენციალური მოაჯირზე მდგომი პიროვნება, შეგვიძლია უკან ჩამოვიყვანოთ.
ამის პრეცედენტი გვაქვს სან ფრანცისკოში, კალიფორნიაში, სადაც 1937 წელს აგებულ Golden
State bridge-ს 1500-ზე მეტმა ადამიანმა მიაბარა თავისი სიცოცხლე. კევინ გიბსი, რომელიც
ხიდის შერიფად დაინიშნა ყველაზე ეფექტურ საშუალებას, - დიალოგის წარმოებას
მიმართავს, პრევენციის მოსახდენად. გიბსს, არაერთი სიცოცხლე უხსნია სიკვდილისგან ამ
ხერხით. თუ ჩვენ გვექნება კარგი ფსიქომომზადება, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენის დროს,
ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ სიცოცხლე.

სავარაუდო ლიტერატურა, რომელსაც გამოვიყენებ: ემილ დიურკემი - სუიციდი (1912)


ალბერტ კამიუ - სიზიფეს მითი (1942) , ჯეფრი ევგენიდასი - თვითმკვლელი ქალწულები
(1993), ლევ ტოლსტოი - ანნა კარენინა (1877), იოჰან ვოლფგანგ გოეთე - ახალგაზრდა
ვერტერის ვნებანი (1779)

Você também pode gostar