Você está na página 1de 4

ბოლო დამუშავება: 2 მარტი, 2016

მუხლი 475. სოლიდარული მოვალის კომპენსაცია

თუ სოლიდარულმა მოვალემ მიიღო სარგებელი სოლიდარული ვალდებულებიდან, მაშინ


იმ სოლიდარულ მოვალეს, რომელსაც ასეთი სარგებელი არ მიუღია, შეუძლია მოსთხოვოს
მას დაკმაყოფილება თავისი ვალდებულების შესასრულებლად.

I. ნორმის არსი და მიზანი ............................................................................................................................1


II. ნორმის გამოყენების წინაპირობები ........................................................................................................1
1. ერთ-ერთი მოვალის მიერ სარგებელის მიღება ....................................................................................1
2. სხვა სოლიდარულ მოვალეებს სარგებელი არ მიუღიათ ....................................................................2
3. სოლიდარული ვალდებულების შესასრულებლად .............................................................................2
III. სარგებლის სახეები ....................................................................................................................................2
1. მატერიალური სარგებელი........................................................................................................................2
2. არამატერიალური სარგებელი .................................................................................................................2
IV. ანაზღაურება ...............................................................................................................................................2
1. ფულადი სახით ...........................................................................................................................................2
2. არაფულადი სახით.....................................................................................................................................3
V. უფლებამოსილება სარგებლის მოთხოვნაზე ........................................................................................3
VI. სარგებლის აღმატება სოლიდარულ ვალდებულებაზე ......................................................................3
VII. განსხავებული შეთანხმები შესაძლებლობა...........................................................................................3
VIII. ხანდაზმულობის ვადა ..............................................................................................................................4
IX. პროცესუალური საკითხები .....................................................................................................................4

I. ნორმის არსი და მიზანი


სოლიდარული ვალდებულება არა მარტო ვალდებულებას აკისრებს სოლიდარულ 1
მოვალეებს, არამედ შესაძლოა ამ ვალდებულებიდან ერთმა ან რამდენიმე სოლიდარულმა
მოვალემ სარგებელი მიიღოს. ნორმის არსიც სოლიდარულ მოვალეთა შორის ამ
სარგებლის განაწილებაში მდგომარეობს. კანონმდებელი არ ანიჭებს ამ სარგებლით
სარგებლობის უფლებას მხოლოდ იმ სოლიდარულ მოვალეს რომელმაც მიიღო იგი,
არამედ ვალდებულს ხდის მას, მოთხოვნის შემთხვევაში, გადაუხადოს იმ სოლიდარულ
მოვალეებს, რომელთაც სოლიდარული ვალდებულებისაგან ამგვარი სარგებელი არ
მიუღიათ.

რეგულირება იმ სოლიდარული მოვალეთა ინტერესების დაცვას ემსახურება, რომელთაც 2


სოლიდარული ვალდებულებისაგან ამგვარი სარგებელი არ მიუღიათ. იგი ხაზს უსვამს იმ
გარემოებას, რომ სოლიდარული მოვალე, რომელსაც ამგვარი სარგებელი არ მიუღია, არ
არის ვალდებული მთლიანად საკუთარი სახსრებით შეასრულოს სოლიდარული
ვალდებულება და შედეგად კუთვნილი უკუმოთხოვნის უფლების განხორციელება სხვა
სოლიდარულ მოვალეთა გადახდისუნარიანობაზე გახადოს დამოკიდებული. კანონი მას
უფლებას ანიჭებს, სოლიდარული ვალდებულების საფუძველზე მიღებული
სარგებლიდან მოითხოვოს დაკმაყოფილება და, უპირველეს ყოვლისა, ამ სარგებლიდან
მიღებული სახსრებით განახორციელოს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

II. ნორმის გამოყენების წინაპირობები

1. ერთ-ერთი მოვალის მიერ სარგებელის მიღება


იმისათვის, რომ მუხლის გამოყენების წინაპირობები იყოს სახეზე, აუცილებელია ერთ- 3
ერთი სოლიდარული მოვალის მიერ სარგებლის მიღება. ამასთან აუცილებელია, ეს

ირაკლი რობაქიძე 1
ბოლო დამუშავება: 2 მარტი, 2016

სარგებელი მიღებული იყოს სოლიდარული ვალდებულების საფუძველზე. სხვა რაიმე


საფუძვლით მიღებული სარგებელი 475-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის
უფლებას არ წარმოშობს.1

2. სხვა სოლიდარულ მოვალეებს სარგებელი არ მიუღიათ


4 აუცილებელი რომ სხვა სოლიდარულ მოვალეებს არ ჰქონდეთ სოლიდარული
ვალდებულების საფუძველზე ამგვარი სარგებელი მიღებული. თუ სოლიდარული
ვალდებულებიდან გამომდინარე სარგებელი ყველა სოლიდარულმა მოვალემ მიიღო,
მაშინ 475-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება არ წარმოიშვება.

3. სოლიდარული ვალდებულების შესასრულებლად


5 სარგებლის მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა, რომ სოლიდარულ მოვალეს იგი
კრედიტორის წინაშე საკუთარი ვალდებულების შესასრულებად სჭირდებოდეს (475).
საკუთარი ვალდებულების შესრულებაში კანონმდებელი სწორედ სოლიდარული
ვალდებულების შესრულებას გულისხმობს. სხვა შემთხვევაში კანონი არ იძლევა ამგვარი
სარგებლის მოთხოვნის უფლებამოსილებას.

III. სარგებლის სახეები

1. მატერიალური სარგებელი
6 სარგებელი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური სახის. მატერიალური
სახის სარგებელი ძირითადად ფულადი სახისაა. თუმცა იგი შეიძლება იყოს ნებისმიერი
სხვა მატერიალური ქონებაში გამოხატული. მაგ. სოლიდარულმა მოვლეებმა აიღეს სესხი,
რომელიც შეთანხმებით ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის ანგარიშზე ჩაირიცხა.
ჩარიცხულ თანხას დაერიცხა პროცენტები. ეს პროცენტი წარმოადგენს სწორედ
სოლიდარული მოვალის მიერ სოლიდარული ვალდებულებიდან მიღებულ სარგებელს.

2. არამატერიალური სარგებელი
7 სარგებელი არა მხოლოდ მატერიალური, არამედ შესაძლებელია ასევე არამატერიალური
სახითაც მიიღოს ერთ-ერთმა სოლიდარულმა მოვალემ. მაგ. რამდენიმე სოლიდარულმა
მოვალემ იქირავა ავტომობილი მაგრამ მხოლოდ ერთმა ისარგებლა ამ ნაქირავები
ავტომობილით.2 სწორედ ავტომობილით სარგებლობა წარმოადგენს არამატერიალურ
სარგებელს, რომელიც სოლიდარული ვალდებულებიდან ერთ-ერთმა სოლიდარულმა
მოვალემ მიიღო.

IV. ანაზღაურება

1. ფულადი სახით
8 იმ შემთხვევაში როდესაც სარგებელი ფულად სახით იქნა მიღებული, მაშინ მისი
ანაზრაურება პრობლემას არ წარმოშობს. იმ სოლიდარული მოვალის დაკმაყოფილება,
რომელსაც სარგებელი არ მიუღია, ფულში განხორციელდება.3 რაც შეეხება
არამატერიალური სახით მიღებულ სარგებელს, ამ შემთხვევაში, მისი ანაზღაურება ასევე
ფულადი სახით უნდა მოხდეს.

1 შდრ. ჩხაიძე, მოვალეთა და კრედიტორთა სიმრავლე ვალდებულებაში, „მართლმსაჯულება და


კანონი, 1/2011, გვ. 53.
2 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 475, გვ. 600.

3 შდრ. Gebauer, in Sorgel BGB Kommentar, Schuldrecht 3/3, 13. Aufl., 2010, § 426, Rn. 16.

ირაკლი რობაქიძე 2
ბოლო დამუშავება: 2 მარტი, 2016

2. არაფულადი სახით
შესაძლებელია სოლიდარულმა მოვალემ სარგებელი ასევე არაფულადი სახითაც მიიღოს. 9
თუ მიღებული სარგებელი გაყოფადი გვაროვნული ნივთია, შესაძლებელია
დაკმაყოფილება ასევე არაფულადი სახით ნატურით განხორციელდეს. თუ მიღებული
საგანი განუყოფადი ნივთია, მაშინ დაკმაყოფილებაზე უფლებამოსილი სოლიდარული
მოვალის მოთხოვნა აუცილებლად ფულადი ანაზღაურებით უნდა დაკმაყოფილდეს.

V. უფლებამოსილება სარგებლის მოთხოვნაზე


ამ მოთხოვნაზე უფლებამოსილია ნებისმიერი სოლიდარული მოვალეთაგანი 10
რომელსაც სოლიდარული ვალდებულებისაგან სარგებელი არ მიუღია. მათ შორის
ის სოლიდარული მოვალეც, რომელიც შიდა ურთიერთობაში
განთავისუფლებულია ვალდებულების შესრულების ტვირთისგან. სარგებლის
მოთხოვნაზე შიდა ურთიერთობა ამ შემთხვევაში გავლენას ვერ მოახდენს,
ვინაიდან სარგებლის მოთხოვნა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების
მიზნით ხდება, რომლის შესრულებაზედაც, შიდა ურთიერთობაში არსებული
წილის მიუხედავად, ყველა სოლიდარული მოვალე მთლიანად არის
პასუხისმგებელი (იხ. 465-ე მუხლის კომენტ. ველი 7). გამომდინარე იქიდან, რომ
თითოეული მთლიანი შესრულების განხორიცელებაზეა ვალდებული,
თითოეულს უფლება უნდა მიეცეს, დაკმაყოფილება მოითხოვოს იმ ოდენობით,
რაც სოლიდარული ვალდებულების შესრულებისთვისაა აუცილებელი.

VI. სარგებლის აღმატება სოლიდარულ ვალდებულებაზე


შესაძლებელია, სოლიდარული ვალდებულებისაგან მღებული სარგებელი სოლიდარულ 11
ვალდებულების მოცულობასაც აღემატებოდეს. სარგებლის მიმღები სოლდარული
მოვალე 475-ე მუხლიდან გამომდინარე მხოლოდ იმ ოდენობით არის ვალდებული
მიღებული სარგებლის გადახდაზე, რაც სოლიდარული ვალდებულების
შესრულებისათვის არის აუცილებელი. შესაბამისად, შესაძლებელია, 475-ე მუხლიდან
გამომდინარე ვალდებულების შესრულებისა და, შესაბამისად, სოლიდარული
ვალდებულების შეწყვეტის შემდეგ მას გარკვეული სარგებელი დარჩეს. ამ შეთხვევაში
სარგებლის მიმღებ სოლიდარულ მოვალეს არა აქვს ამ სარგებლის დატოვების უფლება.
იგი ვალდებულია გადაუხადოს სხვა სოლდიარულ მოვალეებს შიდა ურთიერთობაში
არსებული მათი კუთვნილი წილის შესაბამისად. სხვაგვარი რეგულირების დაშვება
სარგებლის მიმღებს სოლდიარული მოვალეს სხვა სოლიდარულ მოვალეებთან
შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენებდა.

VII. განსხავებული შეთანხმები შესაძლებლობა


ნორმა არ არის იმპერატიული ხასიათის და, შესაბამისად, არ კრძალავს განსხვავებული 12
შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას. სავსებით დასაშვებია, მოვალეებმა
ურთიერთშეთანხმებით ცაკლეული სოლიდარული მოვალისათვის სარგებლის
მოთხოვნის უფლება შეზღუდონ, ანდა საერთოდ გამორიცხონ.

ირაკლი რობაქიძე 3
ბოლო დამუშავება: 2 მარტი, 2016

VIII. ხანდაზმულობის ვადა


13 475-ე მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნა სარგებლის მიღების მომენტიდან წარმოიშვება
(130). შესაბამისად, მისი ხანდაზმულობის ვადის დენაც ამ მომენტიდან დაიწყება. კანონი
რაიმე დანაწესს ამ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს,
შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ხადაზმულობის საერთო ვადა (128
III).

IX. პროცესუალური საკითხები


14 ნებისმიერი სოლდიარული მოვალეთაგანი უფლებამოსილია, სარჩელი წარადგინოს
სასამრთლოში საკუთარი სახელით და სხვა სოლდიარული მოვალისაგან შესრულება
მოითხოვოს იმ ოდენობით, რაც აუცილებელია კრედიტორის მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად.

ირაკლი რობაქიძე 4

Você também pode gostar