Você está na página 1de 5

ბოლო დამუშავება: 16 თებერვალი, 2016

მუხლი 457. ვალდებულების შესრულება ნებისმიერი კრედიტორის წინაშე

მოვალეს შეუძლია თავისი სურვილისამებრ ვალდებულება შეასრულოს


ნებისმიერი კრედიტორის წინაშე, თუკი ერთ-ერთ კრედიტორს მისთვის არ
წაუყენებია შესაგებელი 455-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით.

I. ნორმის არსი და მიზანი .............................................................................................................................................. 1


II. მოვალის მიერ კრედიტორის თავისუფლად არჩევის უფლება ............................................................................ 1
1. არჩევანის თავისუფლება მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე .................................................................... 1
2. არჩევანის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ ............................................................................................... 2
3. არჩევანის თავისუფლების ფარგლები ..................................................................................................................... 2
4. არჩევანის თავისუფლებაზე უარის თქმა.................................................................................................................. 3
III. შესაგებელი 455 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით .............................................................................. 3
1. რეგულირების ისტორია.............................................................................................................................................. 3
2. რეგულირების მნიშვნელობა ...................................................................................................................................... 4
3. შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილება ........................................................................................................... 5
4. შესაგებლის წარდგენის ვადა ...................................................................................................................................... 5
IV. პროცესუალური საკითხები ....................................................................................................................................... 5

I. ნორმის არსი და მიზანი


ნორმა ერთგვარად ურთიერთობას არეგულირების კრედიტორთა უფლებას 1
ვალდებულების მთლიანად შესრულების მოთხოვნაზე და მოვალის არჩევანის
უფლებას შორის. ერთის მხრივ ნორმის არსი მოვალის ინტერესების დაცვაში
მდგომარეობს. იგი განსაზღვრავს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების
წესს და მას სრულ თავისუფლებას ანიჭებს კრედიტორის არჩევანში. თუმცა,
ამავდროულად, ნორმა მოვალის ამ თავისუფლებას ზღუდავს მაშინ, როდესაც
ერთ-ერთმა სოლიდარული კრედიტორი მას წარუდგენს შესაგებელს 455-ე
მუხლიდან გამომდინარე მოთხოვნით. ამ შემთხვევაში ნორმა კრედიტორთა
ინტერესებს იცავს და შესაგებლის წარმდგენ კრედიტორს აძლევს საშუალებას
მთლიანი ვალდებულების ფიქსირება თავის თავზე მოახდინოს და,
შესაბამისად, გამორიცხოს სხვა კრედიტორთა მიერ ვალდებულების
შესრულების მიღების შესაძლებლობა.

II. მოვალის მიერ კრედიტორის თავისუფლად არჩევის უფლება

1. არჩევანის თავისუფლება მოვალის ინტერესებიდან გამომდინარე


ნორმის დანაწესი, რომელიც მოვალის მიერ კრედიტორის თავისუფლად 2
არჩევას გულისხმობს, მოვალის დაცვას ისახავს მიზნად იმ უარყოფითი
შედეგებისაგან, რომელიც რამდენიმე კრედიტორის დამოუკიდებელი
მოთხოვნის არსებობიდან გამომდინარეობს.1 ამ რეგულირებით ეს დაცვა უფრო
მძლავრი და თვალშისაცემი ხდება. მოვალეს თავისუფლად შეუძლია
ამოირჩიოს ის კრედიტორი და მის წინაშე შეასრულოს ვალდებულება,
რომლის წინაშეც მას ყველაზე ნაკლები შესრულების ხარჯები და

1 Looschelders, in Staudinger, BGB Neubearbeitung 2012, Buch II, §428, Rn. 8.

ირაკლი რობაქიძე 1
ბოლო დამუშავება: 16 თებერვალი, 2016

შესრულებასთან დაკავშირებული რისკები წარმოეშვება.2 გარდა ამისა


არჩევანის თავისუფლება შესაძლებლობას ანიჭებს მას, ის კრედიტორი
ამოირჩიოს, რომლის მიმართაც მას ამავდროულად მოთხოვნა გააჩნია და
სოლიდარული უფლებამოსილება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით
შეწყვიტოს (442).3

2. არჩევანის უფლება საკუთარი შეხედულებისამებრ


3 მოვალე არსებითად თავისუფალია კრედიტორის არჩევაში. აღნიშნული
თავისუფლება ეხება როგორც კრედიტორის პიროვნებას, ასევე
შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას. მოვალე თვითონ, საკუთარი
4

შეხედულებისამებრ წყვეტს, თუ რა ოდენობით და რომელი კრედიტორის


წინაშე განახორციელოს ვალდებულების შესრულება. მას შეუძლია ერთი ან
რამდენიმე კრედიტორი ამოირჩიოს და ამ ერთის, ანდა ყველას მიმართ
მთლიანად, ანდა ცალ-ცალკე სხვდასხვა ნაწილებად განახორციელოს
ვალდებულების შესრულება (378). აღნიშნული უფლების განხორციელებისას
მოვალე არ არის ვალდებული, მხედველობაში მიიღოს შიდა ურთიერთობაში
არსებული კრედიტორის კუთვნილი წილი.5 მას შეუძლია იმ კრედიტორის
წინაშეც შეასრულოს ვალდებულება, რომელსაც, კრედიტორთა შიდა
ურთიერთობიდან გამომდინარე, საერთოდ არ გააჩნია შესრულებული
ვალდებულების მოთხოვნის უფლება (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. 462-ე
მუხლის კომენტ. ველი 10).

3. არჩევანის თავისუფლების ფარგლები


4 მოვალე კრედიტორის არჩევაში თავისუფალია მანამ, სანამ მთლიანი
ვალდებულების შესრულება არ დამდგარა. ამ მომენტამდე ნებისმიერი ეტაპზე,
იქნება ეს სასამართლო დავა თუ იძულებითი აღსრულება, მოვალე
თავისუფალია კრედიტორის არჩევაში.6 შესრულებისთანავე წყდება მთლიანი
სოლიდარული უფლებამოსილება და მასთან ერთად ყველა სოლიდარული
კრედიტორის მოთხოვნაც. ამ მომენტიდან მოვალეს აღარ ეკისრება
ვალდებულების შესრულება არცერთი სოლიდარული კრედიტორის მიმართ.
მოვალის არჩევანი იზღუდება მაშინაც, როდესაც ერთ-ერთი კრედიტორი მას
წარუდგენს შესაგებელს 455-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით.7
მოვალის არჩევანის თავისუფლება უნდა შევზღუდოთ ასევე, როდესაც
მოვალის მიერ კრედიტორის ამორჩევა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით
ხდება, რათა ზიანი მიადგეს სხვა კრედიტორებს (115).

2 Selb, Mehrheiten von Gläubigern und Schuldnern, 1984, S. 244.


3 იქვე.
4 შდრ. Schweldhelm, das Gesamtschuldverhätnis, 2003, S. 79.
5 Böttcher, in Ermann BGB Komm, 13. Aufl., §428, Rn. 1.

6 Grüneberg, in Palandt BGB Komm. 73 Aufl., §428, Rn. 1.

7 შდრ. Böttcher, in Ermann BGB Komm, 13. Aufl., §428, Rn. 1.; Medicus, Mehrheit von Gläubigern, JuS 1980, S.

698.

ირაკლი რობაქიძე 2
ბოლო დამუშავება: 16 თებერვალი, 2016

4. არჩევანის თავისუფლებაზე უარის თქმა


მოვალის მიერ კრედიტორის თავისუფლად არჩევის უფლება არ არის 5
სოლიდარული უფლებამოსილების არსებობისასთვის იმანენტური
წინაპირობა. აღნიშნული პირდაპირ გამომდინარეობს 455 მუხლიდან,
რომელიც სოლიდარული უფლებამოსილების დეფინიციას იძლევა (ამ
საკითხთან დაკავშირებით იხ. 455-ე მუხლის კომენტ. ველი 7-12). შესაბამისად,
სოლიდარულ კრედიტორთა და მოვალეს შორის დადებული შეთანხმებით,
მოვალეს შეუძლია საკუთარი ნებით თქვას უარი კრედიტორის თავისუფლად
არჩევის უფლებაზე.8 აღნიშნული რეგულირების დაშვება თავისუფლად ჯდება
457 მუხლის დისპოზიციურ ბუნებაში. ამგვარი უარის თქმის შემთხვევები
ხშირად გვაქვს საერთო ანგარიშის შემთხვევაში.9 ბანკში საერთო ანგარიშის
შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დროს, როგორც წესი, ხელშეკრულებაში
ასევე იმის შეთანხმებაც ხდება, რომ ბანკს საკუთარი შეხედულებისამებრ კი არ
შეუძლია შეასრულოს ვალდებულება ნებისმიერი ანგარიშის მფლობელის
წინაშე, არამედ ვალდებულია იმ კრედიტორის წინაშე, რომელიც პირველი
მოთხოვს მას ვალდებულების შესრულებას.10 ამ შემთხვევაში მოვალის
არჩევანის თავისუფლებისათვის ადგილი აღარ რჩება. მოვალე ვალდებულია
სწორედ იმ სოლიდარული კრედიტორის წინაშე განახორციელოს
ვალდებულების შესრულება, რომელიც მას პირველი მიმართავს
ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

III. შესაგებელი 455 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნით

1. რეგულირების ისტორია
რომაული სამართალი მკაცრ პრევენციის პრინციპს იცნობდა.11 ამ პრინციპის 6
თანახმად ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის მიერ მოთხოვნის, ანდა
სარჩელის წარდგენა მთლიანი ვალდებულებითსამართლებრივი
ურთიერთობის ფიქსირებას განაპირობებდა მოვალესა და ამ კონკრეტულ
კრედიტორზე.12 სხვა სოლიდარული კრედიტორები კარგავდნენ მოთხოვნას
მოვალის მიმართ.13 ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის მიერ სარჩელის
აღძვრა მოვალესაც ართმევდა უფლებას, სხვა კრედიტორის წინაშე
ვალდებულების შესრულებით თავი დაეღწია ვალდებულების შესრულების
ტვირთისაგან.14 ამ პრინციპის თანახმად, ცალკეული სოლიდარულ
კრედიტორი შეიძლება მშვიდად ყოფილიყო და არ ჰქონოდა იმის შიში, რომ
კუთვნილი მოთხოვნის განხორციელების გზაზე მას შესაძლოა სხვა
კრედიტოთა მხრიდან ხელი „შეშლოდა“.15 მოვალე თავის მხრივ კი იქიდან იყო

8 Müller, in Prütting/Wegen/Weinreich, BGB Kommentar, 5. Aufl., §428, Rn. 1.


9 Gernhuber, Oder-Konten von Ehegatten,WM 1997, S. 645 ff.
10 იქვე.
11 Meier, Die Gesamtgläubigerschaft – ein unbekannts weil überflussiges Wesen? AcP 205 (2005) S. 868.
12 Rütten, Mehrheit von Gläubigern, 1989, S. 188.

13 Meier, in Schmoeckel/Rückert/Zimmermann, HKK zum BGB, BD II, Teilband II, §420-432II, S. 2582, Rn. 11.

14 იქვე.
15 Meier, Die Gesamtgläubigerschaft – ein unbekannts weil überflussiges Wesen? AcP 205 (2005), S. 869.

ირაკლი რობაქიძე 3
ბოლო დამუშავება: 16 თებერვალი, 2016

დაცული — ერთი და იგივე მოთხოვნის გამო რამდენიმეჯერ არ ყოფილიყო


პასუხისგებაში მიცემული.16 ეს პრინციპი რომელიც რომაულ საპროცესო
სამართალში წარმოიშვა შესუსტებული ფორმით მრავალი ქვეყნის
კანონმდებლობამ გადაიღო მატერიალურ სამართალში და, მათ შორის,
საქართველომაც.

2. რეგულირების მნიშვნელობა
7 მოვალე კრედიტორის არჩევანის თავისუფლებით სარგებლობს მანამ, სანამ
ერთ-ერთ სოლიდარულ კრედიტორს არ წარუდგენია შესაგებელი 455 მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნით (457). ამ შემთხვევაში, მოვალე
ვალდებულია, სწორედ ამ შესაგებლის წარმდგენი კრედიტორის წინაშე
განახორციელოს ვალდებულების შესრულება. მას აღარ აქვს უფლება,
თვითნებურად შეცვალოს მოთხოვნის ადრესატი. აღნიშნული რეგულირებით
კანონმდებელი კრედიტორთა ინტერესებს იცავს და შესაძლებლობას აძლევს
შესაგებლის წარმდგენ კრედიტორს ვალდებულების შესრულების ფიქსირება
თავის თავზე მოახდინოს და მთლიანი შესრულება მიიღოს. მოვალის მიერ
კრედიტორის თავისუფლად არჩევის უფლების ამგვარი შეზღუდვა
სოლიდარულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებული კრედიტორის
რისკებით არ შეიძლება იქნეს გამართლებული (იხ. 455-ე მუხლის კომენტ.
ველი 5-6). გამომდინარე იქიდან რომ თითოეულ კრედიტორს 462 მუხლიდან
გამომდინარე მოთხოვნა გააჩნია, რომელიც მისი ინტერესების
დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს, ეს რიკსები არ უნდა იქნეს გაზვიადებული.
შესაბამისად, არსებითად დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმ ფაქტს თუ
რომელი კრედიტორის წინაშე განახორციელებს მოვალე ვალდებულების
შესრულებას, ვინაიდან 462 მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნა თითოეული
კრედიტორის ინტერესის დაკმაყოფილებას ისედაც უზრუნველყოფს. ამგვარი
რეგულირების არსებობა დამაფიქრებელია ასევე მოვალის თავისუფლებიდან
და მისი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე. რატომ უნდა იყოს მოვალე
ვალდებული ასრულოს ვალდებულება შესაგებლის წარმდგენი კრედიტორის
წინაშე, როდესაც სხვა კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულება უფრო
ნაკლებ რისკებთან იქნებოდა დაკავშირებული? ანდა რომლის წინაშეც იგი
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შედეგად შეძლებდა ვალდებულების
შესრულებას? გარდა ამისა ნორმის ეს დანაწესი კითხვებს ბადებს
ვალდებულებათა სიმრავლის თეორიიდან გამომდინარე, რომლის თანამხადაც
სოლიდარულ უფლებამოსილებაში თითოეულ კრედიტორსა და მოვალეს
შორის დამოუკიდებელი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობები
არსებობს (იხ. 455-ე მუხლის კომენტ. ველი 9). ამ ვალდებულებით
სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე არცერთი კრედიტორი არ
სარგებლობს მოვალესთან მიმართებაში რაიმე უპირატესობით.17 შესაბამისად,
ვალდებულებათა სიმრავლის თეორიის დოქტრინალური გავლენიდან

16 იქვე.
17 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წინგი III, 2001, მუხ. 455, გვ. 572.

ირაკლი რობაქიძე 4
ბოლო დამუშავება: 16 თებერვალი, 2016

გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა კანონმდებელს საერთოდ უარი ეთქვა


ამგვარ რეგულირებაზე.

3. შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილება


შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილია ნებისმიერი სოლიდარული 8
კრედიტორთაგანი. თუმცა, შესაძლებელია, სოლიდარულ კრედიტორთა შორის
შეთანხმებით აღნიშნული უფლებამოსილება ერთ-ერთი სოლიდარული
კრედიტორს მიენიჭოს.18 სოლიდარულ კრედიტორთა შორის ხელშეკრულების
საფუძველზე ასევე დასაშვებად უნდა მივიჩნიოთ ამ უფლების შეზღუდვა,
ანდა საერთოდ გამორიცხვა ცალკეულ სოლიდარულ კრედიტორთათვის.

4. შესაგებლის წარდგენის ვადა


კანონმდებელი არაფერს გვამცნობს შესაგებლის წარდგენის ვადის თაობაზე. 9
უნდა ვივარაუდოთ, რომ კრედიტორს 457 მუხლიდან გამომდინარე
შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს მოვალისათვის მანამდე, სანამ იგი
მთლიანად არ შეასრულებს ვალდებულებას ერთი, ან რამდენიმე
სოლიდარული კრედიტორის წინაშე. შესრულების მომენტიდან
სოლიდარული უფლებამოსილება წყდება, რაც ყველა დანარჩენ კრედიტორთა
მოთხოვნის უფლების შეწყვეტას განაპირობებს. გარდა ამისა, კრედიტორებს
457 მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარდგენის უფლება აქვთ
მანამდე, სანამ ერთ-ერთი სოლიდარულ კრედიტორს არ წარუდგენია ამგვარი
შესაგაბელი. ერთ-ერთი კრედიტორის მიერ შესაგებლის წარდგენის
მომენტიდან სხვა სოლიდარულ კრედიტორებს ერთმევათ ამგვარი შესაგებლის
წარდგენის უფლება.

IV. პროცესუალური საკითხები


ერთ-ერთი სოლიდარული კრედიტორის მიერ სარჩელის შეტანა 10
სასამართლოში არ ართმევს მოვალეს უფლებას, ამოირჩიოს სხვა კრედიტორი
და მის წინაშე განახორციელოს ვალდებულების შესრულება.19

18 ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წინგი III, 2001, მუხ. 457, გვ. 574.
19 Völzmann-Stickelbrock, in Dauner-Lieb/Langen BGB Schuldrecht, Band 2, 2 Aufl., §428, Rn. 6.

ირაკლი რობაქიძე 5

Você também pode gostar

  • აკადემიური წერ2020
    აკადემიური წერ2020
    Documento182 páginas
    აკადემიური წერ2020
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 475
    Artikel 475
    Documento4 páginas
    Artikel 475
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • ჩიტოშვილი
    ჩიტოშვილი
    Documento3 páginas
    ჩიტოშვილი
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • აკადემიური წერ2020
    აკადემიური წერ2020
    Documento182 páginas
    აკადემიური წერ2020
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 464
    Artikel 464
    Documento7 páginas
    Artikel 464
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 470
    Artikel 470
    Documento6 páginas
    Artikel 470
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 460
    Artikel 460
    Documento5 páginas
    Artikel 460
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • აკადემიური წერ2020
    აკადემიური წერ2020
    Documento182 páginas
    აკადემიური წერ2020
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 470
    Artikel 470
    Documento6 páginas
    Artikel 470
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Gre Test C
    Gre Test C
    Documento74 páginas
    Gre Test C
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 469
    Artikel 469
    Documento5 páginas
    Artikel 469
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 476
    Artikel 476
    Documento4 páginas
    Artikel 476
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • NYC Glossary
    NYC Glossary
    Documento9 páginas
    NYC Glossary
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Gre Test C
    Gre Test C
    Documento74 páginas
    Gre Test C
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações
  • Artikel 456
    Artikel 456
    Documento7 páginas
    Artikel 456
    Giorgi Zhorzholiani
    Ainda não há avaliações