Você está na página 1de 928

წიგნის ელექტრონული ვერსია

მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა


www.PDF.ChiaturaINFO.GE

ნიკა ლაშაური

მე, დაქირავებული მკვლელი


(უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით)

რომანის მთავარი გმირი რეალური პიროვნებაა და დღესაც ცოცხალია. მის


მიერ მოთხრობილი ამბები მისივე მეორე ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,
რასაც ის, სავარაუდოდ, დღემდე განაგრძობს...

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანი ვარ – მაქვს გვარი, სახელი და ყველა ის საპასპორტო
მონაცემი, რაც ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია. ამით მე სხვებისგან არ გამოვირჩევი. თუმცა, აქვე
უნდა განვმარტო, რომ მაინც ყველასგან რადიკალურად გამორჩეული ვარ, რადგან მე ვარ
დაქირავებული მკვლელი!

უბრალო, რიგითი „ქილერი“ არ გეგონოთ, ნამდვილი პროფესიონალი ვარ. ჩემი საქმე


ხელოვნების რანგში მაქვს აყვანილი და ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვასრულებ. ასე რომ არ
იყოს, ახლა ჩემი „დუხიც“ არ იქნებოდა. რამდენიმე ათეული წელია, ამ ბიზნესში ვმოღვაწეობ,
მაგრამ დღემდე ცოცხალი და, რომ იტყვიან, „ხოდზე“ ვარ.

საშუალო ასაკის, ფიზიკური და შემოქმედებითი ძალების გაფურჩქვნის ხანაში მყოფი მამაკაცი


ვარ. მარტო ვცხოვრობ. მეუღლე რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, შვილები კი სხვაგან
ცხოვრობენ. მაქვს მისხალ-მისხალ ნაგროვები ქონება, რომელიც დიდი რისკისა და
პროფესიონალიზმის ფასად მოვიპოვე. სახელად კოკი მქვია. ჩემმა ახლობლებმა, რა თქმა უნდა,
არ იციან, რომ დაქირავებული მკვლელი ვარ. ყველას კომერსანტი ვგონივარ, რომელიც
დროდადრო სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში მოგზაურობს. ერთი სიტყვით, საქმე საათივით
მაქვს აწყობილი და ჩემი შემხედვარე ვერავინ იფიქრებს, რომ ამ რესპექტაბელური,
ინტელიგენტი ადამიანის მიღმა მკვლელი იმალება, რომლისთვისაც შეუსრულებელი საქმე და
გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს.

წინაღობების დაძლევა მამაჩემმა მასწავლა. ცხონებული, ფიზიკურად ძალიან ძლიერი,


პრინციპული და მიზანსწრაფული ადამიანი იყო. დიდად განათლებული არ ყოფილა, მაგრამ,
იმდენი ჭკუა კი გააჩნდა, რომ სხვების ჭკუაზე არ ევლო. თან, ისეთი მამაკაცური შარმი ჰქონდა,
რომ ქალები მასზე ჭკუას კარგავდნენ, კაცები კი გრძნობდნენ, რომ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდათ
საქმე და მასთან შეტაკებას ყოველმხრივ გაურბოდნენ. მამას სანდრო ერქვა, ორი ომი ჰქონდა
გამოვლილი, ექსტრემალურ სიტუაციაში ხშირად ჩავარდნილა, მაგრამ ყოველთვის ღირსეულად
გამოსულა და მისი მამაკაცური ხასიათიც სწორედ ამ ყოფაში ჩამოყალიბდა. ის მე სპარტანულად
მზრდიდა და მეუბნებოდა: „დაიხსომე, კოკი, ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე და
ღირსებაა. ამიტომ, არც ერთი არ დათმო და მათ შესანარჩუნებლად ყოველთვის ბოლომდე
იბრძოლე. ისიც იცოდე, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და, თუ პანიკას არ აჰყვები,
გამოსავალს ყოველთვის იპოვი. სიმშვიდე და სიმტკიცე – აი, რა არის ნამდვილი მამაკაცის
მთავარი თვისებები. ყოველთვის და ყველგან ნამდვილი მამაკაცი იყავი და გაიმარჯვებ!“

მამისგან განსხვავებით, დედა ძალიან სათნო და ღვთისნიერი ადამიანი იყო. მას ყველაფერი
როდი მოსწონდა, რასაც მამა მიქადაგებდა, მაგრამ, მორჩილი მეუღლე იყო და ქმრის სიტყვას ვერ
გადავიდოდა. თუმცა, როგორც დროს იხელთებდა, დამისვამდა, სახარებას მიკითხავდა, თან
მეუბნებოდა: „ღმერთი, ჭეშმარიტი ღმერთია ჩვენი მფარველი და მასწავლებელი და ჩვენ,
ადამიანები, მის მცნებებს უნდა ვასრულებდეთ. ის კი ერთმანეთის სიყვარულისა და
მიტევებისკენ მოგვიწოდებს და, ისაა ნამდვილი ღვთისნიერი, ვინც ამ ყველაფერს ზედმიწევნით
შეასრულებს. ჭეშმარიტი გამარჯვება ღმერთთან მიახლოებაა, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ იმ
შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი უფლის სიტყვას გულის ფიცარზე დაიწერ“.

ჩემი აზრით, დედ-მამას ერთი მიზნისკენ მივყავდი, თუმცა, სხვადასხვა გზით, მაგრამ მე სულ
სხვა გზა ავირჩიე, რომელსაც დღემდე ვადგავარ და, ჩემი მშობლები, ალბათ, საფლავში ბრუნავენ
ამის გამო.

დედ-მამის საფლავი საკუთარი ხელით გავაკეთე, მოვაწყვე, დღემდე სისტემატურად დავდივარ


იქ და მის მოვლას არავის ვანდობ. მივალ ხოლმე იქ, დავასუფთავებ ყველაფერს, ბალახს
ამოვძირკვავ, მიწას გავასწორებ, შემდეგ მარმარილოს ქვაზე ჩამოვჯდები, მშობლების სურათებს
ვუმზერ, თან იმ ავადსახსენებელ დღეს ვიხსენებ, როდესაც ისინი ამქვეყნიდან სამუდამოდ
წავიდნენ.

16 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი და, როგორც მაშინ ამბობდნენ, დიდ ცხოვრებაში
შესაბიჯებლად ერთი გამოცდის ჩაბარებაღა მაკლდა, როდესაც საშინელი ტრაგედია დამატყდა
თავს. თანაც, ბედი არ გინდა? – ეს ყველაფერი ჩემს დაბადების დღეს მოხდა და ამიტომ საკუთარ
დღეობას არასდროს აღვნიშნავ.

22 ივნისი, წელიწადის ყველაზე გრძელი დღე რომ გათენდა, უკვე მეღვიძა და დედას
ველოდებოდი, რადგან დაბადების დღეს ყოველთვის ლოგინშივე მილოცავდა და ეს ტრადიცია
არც იმ დღეს დაურღვევია.

– კოკი, შვილო, დაბადების დღეს გილოცავ და ყოველივე კარგს გისურვებ! – მითხრა დედამ,
ჩამეხუტა, შემდეგ თმაზე მომეფერა და განაგრძო, – ლამაზი, ძლიერი, პატიოსანი, სახელოვანი და
რაც მთავარია, ღვთისნიერი ადამიანი გამოდი, დედიკო. იცოცხლე და იბედნიერე!

– მადლობა, დედიკო, – მივუგე დედაჩემს, საწოლზე წამოვჯექი და დედას ჩავეხუტე.


– დაბადების დღეს გილოცავ, კოკი, გისურვებ, ნამდვილი მამაკაცი გამოსულიყავი, ეს საათი კი
სახსოვრად გქონდეს და ბედნიერად ატარე, – მითხრა მამამ და ხელზე საათი გამიკეთა, შემდეგ
გადამეხვია, გადამკოცნა და მკითხა: – სკოლას დღეს ამთავრებ, ხომ?

– დიახ, მამა, – მივუგე მამას.

– რაში გაქვს გამოცდა?

– მათემატიკაში.

– ძალიან კარგი, – მითხრა მამამ, – როგორც კი გამოცდას მორჩები, სახლში წამოდი, შენთვის
სიურპრიზი გვაქვს.

– რა სიურპრიზი, მამა?

– სიურპრიზი იმისაა, რომ წინასწარ არ უნდა იცოდე... სადღაც მივდივართ.

– სად მივდივართ, მამი?

– ერთ ადგილას. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ და მალე მოდი, – მითხრა მამაჩემმა, თავზე
ხელი გადამისვა, წავიდა და, ცხონებული, მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს.

– სად უნდა წავიდეთ, დედი? – ვკითხე დედაჩემს, რომელიც საწოლზე იყო ჩამომჯდარი და
მიღიმოდა.

– სად, შვილო, და, – დედა ჩემს ყურთან დაიხარა და ჩამჩურჩულა: – ებრაელებში, ახალი
ტანსაცმელი უნდა გიყიდოთ. მამაშენმა მითხრა, ჩემი ვაჟკაცი კაცურად უნდა გამოვაწყოო,
მაგრამ არ წამოგცდეს, რომ გითხარი, თორემ, ხომ იცი მისი ამბავი, გაგვიბრაზდება.

– არ ვეტყვი, დედიკო, – მივუგე დედას, შემდეგ მამის ნაჩუქარ საათს შევავლე თვალი და დედას
ვკითხე, – ეს საათი მამამ მიყიდა?

– არა, შვილო, ნაალაფარია.

– ეგ რას ნიშნავს? – უცებ ვერ ჩავწვდი დედის სიტყვების აზრს, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ
ალაფი ომიდან წამოღებულ ნივთს ნიშნავდა.

– რას ნიშნავს და ომში მოპოვებულ ნივთს, ისტორიაში არ გისწავლია?

– სულ გამოვშტერდი! – როგორ არ ვიცი, მაგრამ უცებ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდი.

– ეგ არაფერი, – გამიღიმა დედამ, – მთავარია, გამოცდაზე არ დაიბნე და ყურადღებით იყავი.

– ნუ გეშინია, დედა, ყურადღებით ვიქნები, – ვუთხარი დედას, ისევ საათს დავხედე და ვკითხე, –
მაინც, საიდან წამოიღო ეს საათი?

– ბერლინიდან.
– ფაშისტებს წაართვა?

– არ გრცხვენია, დედიკო? – იწყინა დედამ ჩემი სიტყვები, – ოდესმე გსმენია, რომ მამაშენს
ვინმესთვის რამე წაერთმია ან დაეჩაგრა? ვერც მე გითხარი მთლად სწორად. ეს საათი უფრო
ნაჩუქარია, ვიდრე ალაფი – ერთი რაინდული საქციელის გამო მიიღო.

– რა საქციელის? მომიყევი რა, დედი! – ვთხოვე დედას.

– მოგიყვები, მაგრამ, მამას არ უთხრა. მან ისიც არ იცის, რომ მე ვიცი. ეს ისტორია მისმა
ფრონტელმა მეგობარმა, ძია ვასომ მიამბო.

– კარგი, არ ვეტყვი. მომიყევი, რა!..

– მოგიყვები, მაგრამ, თან ჩაიცვი, რომ გამოცდაზე არ დაგაგვიანდეს, – მითხრა დედამ და უთო
ჩართო, რომ ჩემი პერანგი გაეუთოებინა, თან თხრობა დაიწყო: – საბჭოთა ჯარებმა ბერლინი რომ
აიღეს, რამდენიმე დღის განმავლობაში იქაურობა ისეთმა საშინელმა ქაოსმა მოიცვა, როგორიც,
ალბათ, სოდომსა და გომორში თუ იქნებოდა. ჯარისკაცები ძარცვავდნენ და ხოცავდნენ
უდანაშაულო ხალხს, ქალებს აუპატიურებდნენ და, ერთი სიტყვით, ყოველგვარ საზიზღრობას
სჩადიოდნენ.

– საბჭოთა ჯარისკაცები, დედი? – გაოცებულმა ვკითხე დედას, რადგან კომუნისტური


იდეოლოგიით ვიყავი აღზრდილი და საბჭოთა ჯარისკაცებზე და, საერთოდ, ყველაფერ
საბჭოურზე, მხოლოდ კარგი წარმოდგენა მქონდა.

– ჰო, შვილო, საბჭოთა ჯარისკაცები. მაგრამ, ნურავისთან იტყვი ამას, – მომიგო დედამ, –
მამაშენიც იმ მოწინავეთა რიგებში იმყოფებოდა, ვინც ფაშისტური გერმანიის დედაქალაქი
იერიშით აიღო. ჰოდა, იმ ქაოსის მესამე დღეს მამაშენს პატრულირება დაავალეს და თავის
ფრონტელ მეგობართან – ვასოსთან ერთად ბრძანების შესრულებას შეუდგა. ისინი ერთ ფართო
ქუჩას გაუყვნენ, რომელიც ბერლინის მდიდარ რაიონში მდებარეობდა – იქ არისტოკრატები
ცხოვრობდნენ, მაგრამ ბერლინის დაცემის შემდეგ იქაურობა მიწასთან იყო გასწორებული და
ერთ დროს მდიდრული სასახლეების ნანგრევებით იყო მოფენილი.

– სანდრო, ძალიან მიჭირს და აქ დამელოდე, – უთხრა ვასომ მამაშენს და ბუნებრივი


მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნანგრევებში შევიდა.

მზე აჭერდა, ცხელოდა. მამაშენი მოპირდაპირე სახლის ნანგრევებს შეეფარა და ვასოს ლოდინი
დაუწყო. უცებ მას ქალის კივილი მოესმა. მამაშენმა ავტომატი შეაყენა და ფრთხილად გაემართა
იქით, საიდანაც კივილი გამოდიოდა. ხმამ ერთ სარდაფში მიიყვანა და რას ხედავს: ოთხი
საბჭოთა ჯარისკაცი სრულიად ნორჩი გოგონას გაუპატიურებას ცდილობს, ის კი ყველანაირად
ეწინააღმდეგება, თან საზარლად კივის და შველას ითხოვს. იქვე ახალგაზრდა ბიჭი ეგდო
ტყვიებით დაცხრილული, მის გვერდით კი – შუახნის მამაკაცი. საბრალო გოგონას ტანსაცმელი
შემოხეული ჰქონდა და თითქმის დედიშობილა უწევდა წინააღმდეგობას იმ საზიზღრებს.
– რა ხდება, რაშია საქმე? – მკაცრად იკითხა სანდრომ, – ახლავე შეწყვიტეთ ძალადობა და აქედან
მოშორდით!

ჯარისკაცები შეცბნენ და სანდროს მიაპყრეს მზერა. გოგონამ ამით ისარგებლა, დაცხრილულ


ყმაწვილთან ჩაიცუცქა, ატირდა, თან იმეორებდა: „კურტ, კურტ, ძამიკო, რა გიქნეს ამ მხეცებმა,
როგორ დაგცხრილეს!“ დაცხრილული ყმაწვილი, თურმე, გოგონას უფროსი ძმა იყო, შუახნის
მამაკაცი კი – მათი მამა.

– შენ ვინ ხარ, რომ ჩვენს საქმეში ყოფ ცხვირს? – უხეშად მიმართა მამაშენს ლეიტენანტის
სამხრეებიანმა ჯარისკაცმა, – წადი, მშვიდობით წადი და გვაცალე! თუმცა, შეგიძლია, დარჩე
კიდეც და წილი შენც გერგება. ოღონდ, მეხუთე იქნები. შენამდე ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ. ხუთი
წელია, ქალი არ გვინახავს და დავიტანჯეთ...

– სისულელეებს მოეშვით და თქვენ თვითონ წადით აქედან! – შეაგება პასუხი მამაშენმა, –


გრცხვენოდეთ ლეიტენანტო, ოფიცრის მუნდირს ლაფში სვრი!

– რაო, რა თქვი? – გაეცინა ლეიტენანტს სანდროს სიტყვებზე და მას დანარჩენებიც აჰყვნენ, – შენ,
რა, მთვარიდან ჩამოვარდი? რა მუნდირის ლაფში ამოსვრაზე მელაპარაკები? ვერ ხედავ, რომ
ჩვენ წინ ფაშისტი მტრები დგანან?

– უიარაღო, თანაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულები, ხომ? – ირონიულად თქვა მამაშენმა, –


ესენი არიან ფაშისტები?

– გერმანელები ხომ არიან! – თავი გაიმართლა ლეიტენანტმა და ხმას აუწია, – ან მშვიდობით


წადი, ან შემოგვიერთდი!

– უკან დაიხიე! – უბრძანა სანდრომ ლეიტენანტს და ავტომატი მიუშვირა, – ზედმეტი მოძრაობა


და – ცეცხლს გავხსნი!

– ცეცხლს გახსნი? – გაუკვირდა ლეიტენანტს.

– თანაც გაუფრთხილებლად! – მიუგო სანდრომ, შემდეგ სარდაფის კუთხეში დალაგებული


ავტომატებისკენ გააპარა თვალი და ლეიტენანტს უთხრა: – სათითაოდ აისხით თქვენი იარაღი
და ყოველგვარი გართულებების გარეშე, მშვიდობიანად მოშორდით აქაურობას! ჩათვალეთ, რომ
არ შევსწრებივარ თქვენს უმსგავსობას და ღმერთს მადლობა გადაუხადეთ. გაფრთხილებთ,
ყოველგვარი გართულების გარეშე წადით!

გამწარებული მოძალადე ჯარისკაცები იძულებულები გახდნენ, სანდროს ბრძანებას


დამორჩილებოდნენ, აისხეს ავტომატები და გასასვლელისკენ გაემართნენ. მაგრამ,
მოულოდნელად, ერთ-ერთმა ბებუთი იშიშვლა და მამაშენს თავს დაესხა. სანდრომ მოქნეული
დანა აიცდინა, თავდამსხმელს მუშტი შემოჰკრა, კუთხეში გონმიხდილი მიაგდო და დანარჩენებს
უღრიალა:

– თქვენს მეგობარს ხელი მოჰკიდეთ და აქედან გაეთრიეთ, თორემ, ომის კანონების შესაბამისად,
აქვე დაგხვრეტთ!
მოძალადეები წავიდნენ, ამასობაში ვასოც მოვიდა და სანდროს ჰკითხა:

– რა მოხდა?

– ის, რაც ამ დღეებში ხდება ყველგან, – მიუგო მამაშენმა ვასოს, – ჯობია, ამათ მივხედოთ. ბიჭი
და ეს კაცი დაჭრილები უნდა იყვნენ, იქნებ, ვუშველოთ.

მამაშენმა და ვასომ დაჭრილი მამა-შვილი საველე ჰოსპიტალში მიიყვანეს და ექიმებმა მათი


გადარჩენა შეძლეს. გონს მოსულმა მამამ კი ჯიბიდან საათი ამოიღო, სანდროს გაუწოდა და
უთხრა:

– გამომართვით, ბატონო. თქვენ ჩემი შვილები გადაარჩინეთ და, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ
მადლობა. ეს მცირე ძღვენი კი იმ დიდი მადლიერების ნიშნად მიიღეთ, რასაც მე თქვენ წინაშე
ვგრძნობ.

– გმადლობთ. გულით მოძღვნილს, გულით გამოგართმევთ და წარმატებებსა და მშვიდობას


გისურვებთ, – მიუგო მამაშენმა, საათი გამოართვა, ხელი ჩამოართვა და წამოვიდა.

როგორც გაირკვა, მამაშენის მიერ გადარჩენილი ადამიანები უმაღლესი რანგის არისტოკრატები


ყოფილან, გრაფის წოდებას ატარებდნენ და ბერლინის დაცემის შემდეგ სარდაფში
იმალებოდნენ. სხვათა შორის, ეს საათი ოქროსია, შვეიცარიულია და ძალიან ძვირფასი. იცოდე,
არ დაკარგო და გაუფრთხილდი.

– ხელიდან არ მოვიხსნი, დედი, – ვუთხარი დედას და ძვირფასი საათი შევათვალიერე, –


მხოლოდ ბანაობის დროს მოვიხსნი.

– შეგიძლია, ბანაობის დროსაც არ მოიხსნა, წყალგაუმტარია, – მითხრა დედამ ღიმილით და


პერანგი სკამზე გადაკიდა, – დაიბანე, ჭამე და წადი, არ დაგაგვიანდეს.

სახლიდან გასვლის წინ დედას ვაკოცე და წავედი, მაგრამ, ათიოდე ნაბიჯი მქონდა
გადადგმული, რომ დედის ხმა მომესმა:

– აბა, შენ იცი, შვილო, ბედნიერად და ყოჩაღად იყავი!

– კარგი, კარგი, – მივუგე დედას და მის მოღიმარ სახეს უკანასკნელად შევავლე თვალი. რას
წარმოვიდგენდი, რომ მას ცოცხალს ვეღარასოდეს ვნახავდი.

მათემატიკას, ისევე, როგორც სხვა საგნებს, კარგად ვსწავლობდი. ამიტომ, გამოცდის ჩაბარება არ
გამჭირვებია, „ფრიადი“ მივიღე, ყველაზე ადრე გამოვედი.

სკოლიდან გამოვედი და უკვე გაჩერებისკენ გავრბოდი, ტროლეიბუსისთვის რომ მიმესწრო,


როდესაც მერიმ დამიძახა:

– კოკი, კოკი, სად გარბიხარ?


მერი ჩემი პარალელურკლასელი იყო და ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გვქონდა, თუმცა,
შეყვარებულები არ ვყოფილვართ. მე ის, უბრალოდ, მომწონდა, თუმცა ვიცოდი, რომ მერის
ვუყვარდი და ეს ძალიან მსიამოვნებდა. მერის წინა დღით ჰქონდა გამოცდა და მივხვდი, რომ ის
ჩემ გამო იყო სკოლაში მოსული. ამიტომ გავჩერდი, გოგონას გავუღიმე და ვკითხე:

– აქ რა გინდა, შენ ხომ გუშინ გქონდა გამოცდა?

– სკოლაში მარტო გამოცდების გამო დადიან? – ეშმაკურად მომიგო მერიმ და მოულოდნელად


შემომთავაზა: – მოდი, კინოში წავიდეთ, თუ, რა თქმა უნდა, გცალია. ისე ჩქარობდი, რომ, სიტყვა
ძლივს დაგაწიე.

– მცალია, წავიდეთ, – ვუთხარი მერის და მართალია, ძალიან მინდოდა, რაც შეიძლება, მალე
მეყიდა ახალი ტანსაცმელი, მაგრამ გოგოსთან ხომ არ შევირცხვენდი თავს, დავთანხმდი და
ვკითხე, რომელ ფილმზე წავიდეთ?

– „რვა სამარხის სოფელი“, – მითხრა მერიმ და მისი ეს სიტყვები თავხედობად აღვიქვი.

საქმე ის იყო, რომ ეს იაპონური ფილმი, ეგრეთ წოდებული საფესტივალო ჩვენების ფარგლებში
იყო ჩამოტანილი მოსკოვიდან სულ რაღაც სამი დღით და მასზე ბილეთების შოვნა ისეთივე
შეუძლებელი იყო ჩემთვის, როგორც, თუნდაც, ჩვენს მოძმე ჩეხოსლოვაკიაში გამგზავრება. მე, 16
წლის ლაწირაკს, ვინ მიმასუნინებდა ამ ფილმზე. ამიტომ შევცბი და მერის ვკითხე:

– „რვა სამარხის სოფელი“?

– ჰო, იაპონური ფილმია. საფესტივალო ჩვენებიდანაა მოსკოვიდან სამი დღით ჩამოტანილი და


დღეს ბოლო დღეა. აქვე უჩვენებენ, ნახევარ საათში იწყება, წავედით, – „გამანათლა“ მერიმ და
მისი ეს სიტყვები კიდევ უფრო თავხედობად მომეჩვენა.

– ვიცი, მაგრამ... – დავიწყე გაუბედავად, მაგრამ მან სიტყვა შემაწყვეტინა:

– რა – „მაგრამ“? წამოსვლა თუ არ გინდა, პირდაპირ მითხარი, რა ფეხს ითრევ?

– ფეხს კი არ ვითრევ, – მტკიცე ხმით და განაწყენებული ტონით მივუგე მერის, – უბრალოდ,


ბილეთებს ვერ ვიშოვით. ხალხი ღამეებს ათენებს, რომ ბილეთი აიღოს: ახლა კი, ფილმის
დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ბილეთს ვინ მოგვცემს?

– შენ ასე გგონია? – ეშმაკურად თქვა მერიმ, ცხვირწინ ორი მწვანე ბილეთი ამიფრიალა და
გადაიკისკისა, – აბა, ეს რა არის?

– ბილეთები?! – ამოვილუღლუღე გაოცებულმა.

– ჰო, ბილეთებია, – დამიდასტურა მერიმ.

– სად იშოვე?

– მამამ მომიტანა. ის კინოფიკაციის სამმართველოში მუშაობს და მიშოვა.


მე და მერი ჩვენი სკოლის ახლოს მდებარე კინოთეატრისკენ გავემართეთ, სადაც იმხელა რიგი
დაგვხვდა, როგორიც მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმთან თუ მინახავს.

– საით, ბავშვებო? დაიხიეთ უკან და ბილეთიანებს დაუთმეთ გზა! – მოგვიწოდა მილიციის


რიგითმა, რომელიც კინოთეატრის წინ წესრიგს ამყარებდა და უბილეთოების გამოვლენა და
გარეთ გამოყვანა ევალებოდა. ბავშვები რომ დაგვინახა, ბუნებრივია, უბილეთოებად ჩაგვთვალა
და იმიტომ მოგვიწოდა, რომ განზე გავმდგარიყავით.

– გვაქვს, ბიძია, ბილეთი, – უთხრა რიგით მილიციელს მერიმ.

– ბილეთი გაქვთ? – გაოცდა მილიციელი.

– დიახ, გვაქვს.

– აბა, მიჩვენეთ.

– აი, ნახეთ, – მერიმ მილიციელს ბილეთები დაანახა.

– ბიჭოს, მართლა არ ჰქონიათ? – გულწრფელად გაოცდა მილიციელი, – მიბრძანდით, ბატონო,


მიბრძანდით, მაგრამ, ყოჩაღად იყავით, ძალიან „სტრაშნი“ ფილმია და გული არ შეგიღონდეთ.

მილიციელს რომ გავცდით, მე და მერიმ კონტროლიორთა კიდევ ორი წყება გავიარეთ და,
როგორც იქნა, კინოთეატრში შევაღწიეთ. სიმართლე რომ ვთქვა, ეს იაპონური კინოფილმი
საშუალო დონის აღმოჩნდა და არც ისეთი საშინელი იყო, როგორც ამბობდნენ. უბრალოდ, იმ
პერიოდის თბილისში მსგავსი მოვლენა იშვიათობა იყო და ხალხი სწორედ ამიტომ ეტანებოდა
მას. ფილმის ჩვენება რომ დაიწყო, მერიმ მსუბუქად, ვითომ შემთხვევით მომადო მხარი მხარზე.
ხოლო, შემდეგ, ეგრეთ წოდებული „სტრაშნი“ სცენების დროს, ვითომ შეშინებული, მთელი
ტანით მეკვროდა, თან ტუჩს ყურზე მადებდა და მეჩურჩულებოდა: „კოკი, კოკი, რა საშინელებაა,
როგორ შევშინდი“!..

მერის კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ მისი შეშინება არც ისე ადვილი იყო. ამიტომ,
მისი ეს საქციელი გადაჭარბებულად ჩავთვალე, თუმცა, მომწონდა, რომ სხეულით მეკვროდა და
აბა, ხმას როგორ ამოვიღებდი?

ფილმი რომ დასრულდა და გარეთ გამოვედით, შუადღეს კარგად გადაცილებული იყო. ძალიან
ცხელოდა. ამიტომ, ორი ცალი ნაყინი ვიყიდე და მე და მერი ნელი ნაბიჯებით გავუყევით ფართო
ქუჩას.

მიუხედავად იმისა, რომ წესით, ნანახი ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ უნდა ვყოფილიყავით და
ზრდილობის გამო მაინც გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის აზრი, მასზე სიტყვაც არ
დაგვიძრავს, უხმოდ მივაბიჯებდით. დუმილი პირველმა მერიმ დაარღვია და მკითხა:

– სად აპირებ ჩაბარებას?

– ალბათ, ეკონომიურზე, – მივუგე მერის, – შენ?


– სამედიცინოზე, მაგრამ, მე არ მინდა და მშობლები მაძალებენ.

– ისე, სად გინდა?

– სამხატვრო აკადემიაში, ან, უკიდურეს შემთხვევაში – თეატრალურ ინსტიტუტში, მაგრამ, იქ


ვინ მიმასუნინებს, – ნაღვლიანად მომიგო მერიმ, – როგორც ეტყობა, ექიმობა არ ამცდება. არადა,
თუ მოწოდება არ გაქვს, ექიმი ვერ გამოხვალ. ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს უნდა უმკურნალო.

– შენ რა, ადამიანების მკურნალობა არ გინდა? – გაოცებით ვკითხე მერის.

– მინდა, როგორ არ მინდა, – გამიღიმა მერიმ, – მაგრამ, მე ხატვა და მსახიობობა მირჩევნია, ამ


საქმეს კი ის უფრო კარგად შეასრულებს, ვისაც ამის მოწოდება აქვს. მე არ მაქვს და რა ვქნა?

– ადამიანების მკურნალობის მოწოდება რატომ არ გაქვს? – ჯიუტად გავუმეორე მერის, რადგან


იდეოლოგიური კლიშეები მყარად მქონდა ტვინში ჩაბეჭდილი.

სხვა გოგონას, ალბათ, ეწყინებოდა ჩემი ასეთი უტიფარი დაჟინება და ცხვირს ამიბზუებდა.
მერის კი ვუყვარდი. ამიტომ, გამიღიმა და მკითხა:

– წარმოიდგინე, ძალიან ლამაზი, უნაკლო გოგონა, რომელიც არ გიყვარს და მის ცოლად მოყვანას
გაძალებენ. მოიყვან?

– არა! – მტკიცედ მივუგე მერის და ჩემი ეს სიმტკიცეც საბჭოური იდეოლოგიის შედეგი იყო.
მერის მოეწონა ჩემი პასუხი და თქვა:

– მართალი ხარ და, რომ დაუჯერო მშობლებს და დაქორწინდე, ბედნიერი მაინც ვერ იქნები.
ამიტომ, არ უნდა მოიყვანო და გულისთქმას უნდა გაჰყვე.

– ჰოდა, შენც აიღე და ან თეატრალურზე შეიტანე საბუთები, ან – სამხატვრო აკადემიაში.


მშობლებს კი უთხარი, რომ სამედიცინოზე აბარებ, – ვურჩიე მერის.

– არ გამოვა, ვერ მოვატყუებ.

– აბა, რას იზამ?

– ერთი წელი სამედიცინოზე ვისწავლი, შემდეგ კი ჩუმად გადავიტან საბუთებს და, რომ
დავამთავრებ ისეთი სახელგანთქმული ვიქნები, რომ მშობლები მაპატიებენ ურჩობას, – მომიგო
მერიმ, ხელი ჩამკიდა და გავიქეცით, რადგან ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ მაშინვე
დავსველდით და ახლომდებარე სკვერს შევეფარეთ.

სკვერში არავინ იყო. ჩვენ რკინის სოკოს ქვეშ შევიყუჟეთ და იქიდან ვუყურებდით წვიმას,
რომელიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. უცებ სახანძრო მანქანების სირენების გამაყრუებელი
ხმა შემოგვესმა და მერის ვუთხარი:

– ნეტავ სახანძრო მანქანები რად უნდათ, ასეთი წვიმაა, ნებისმიერ ხანძარს ჩააქრობს.
– ალბათ, სადღაც მაგარი ხანძარია, მითხრა მერიმ, – ამდენ მანქანას პატარა ხანძრის გამო არ
გაგზავნიდნენ.

– ალბათ, – დავეთანხმე მერის, შემდეგ მხარზე ხელი მოვხვიე, მივიკარი, ლოყაზე ვაკოცე.

მერიმ გამიღიმა. შემდეგ ცას ახედა, საიდანაც მზემ გამოანათა და მითხრა:

– წვიმამ გადაიღო, წავედი!

– გაგაცილებ, – ვუთხარი მერის და წამოვდექი.

– არა, არ გინდა, აქვე, ბებიასთან უნდა მივიდე. ზეგამდე, ნახვამდის, – მითხრა მერიმ და ჩქარი
ნაბიჯით წავიდა.

მე თვალი გავაყოლე მერის. შემდეგ წამოვდექი და წამოვედი, მაგრამ, რატომღაც, გული


დამძიმძიმდა, უსიამოვნო გრძნობამ შემიპყრო და თავი ისე საშინლად ამტკივდა, რომ ტკივილმა
თავბრუ დამახვია და დავბარბაცდი. ტროლეიბუსის გაჩერებამდე ძლივს მივაღწიე. ჩავჯექი და
მთელი გზა უსიამოვნო გრძნობა არ მომშორებია. სახლს რომ მივუახლოვდი, თვალწინ საზარელი
სანახაობა გადამეშალა. ჩვენი ორსართულიანი, ძირითადად ხისგან ნაგები სახლი ასანთის
კოლოფივით იყო დამწვარი, ირგვლივ კი სახანძრო მანქანები იდგა, რომლებმაც თავიანთი
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ვერ მოასწრეს – სახლი მათ მოსვლამდე ჩაიფერფლა.

– კოკი, კოკი მოდის! – ჩემს დანახვაზე ერთმანეთს გადაუჩურჩულეს ქუჩაში გამოფენილმა


მეზობლებმა, ორი მათგანი კი ჩემკენ გამოემართა. ერთ-ერთმა დამიძახა:

– მოიცა, კოკი, გაჩერდი!

– რატომ უნდა გავჩერდე, – ჯერ კიდევ იმედიანად მივუგე მეზობელს, – დედ-მამა მელოდება.

– დედ-მამა? – დაბნეულად გაიმეორა მეზობელმა.

– დიახ, სადღაც უნდა წავიდეთ, – ვთქვი მე და დავამატე, – დღეს ჩემი დაბადების დღეა და
საჩუქარი უნდა მიყიდონ.

– კოკი, კოკი, შვილო, – მითხრა მეორე მეზობელმა, რომელსაც თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე,
გული ყელში მობჯენოდა და ტირილს ძლივს იკავებდა, – წამოდი ჩემთან, რაღაც საქმე მაქვს.

– არა, სახლში უნდა წავიდე, დედ-მამა მელოდება, – ჯიუტად მივუგე თვალცრემლიან მეზობელს
და სახლისკენ გავემართე.

ამ დროს ჩვენი ეზოდან ოთხმა თეთრხალათიანმა სანიტარმა ორი საკაცე გამოიტანა. საკაცეებს
თეთრი ზეწრები ჰქონდა გადაფარებული. რომ გამოვიდნენ, საკაცეები მიწაზე დადეს, სასწრაფო
დახმარების მანქანის საბარგულის კარი გააღეს და ისევ საკაცეებისკენ დაიხარნენ, რომ ისინი
მანქანაში ჩაედოთ. მე გაქვავებული ვუმზერდი ამ სურათს. როდესაც ყველაფერს მივხვდი და
მშობლების ცოცხლად ნახვის იმედი საბოლოოდ გადამეწურა, შურდულივით მოვწყდი ადგილს,
საკაცეებს მივვარდი, ზეწრები გადავაძრე და დანახშირებული დედ-მამის ცხედრებს მივაჩერდი.
ერთხანს გაოგნებული და თვალებგაშტერებული ვუმზერდი ამ კოშმარს, თან ყურში ჩამესმოდა:
ბავშვი გაიყვანეთ, ამ საშინელებას ნუ აყურებინებთ, ცოდოა, რამე არ დაემართოსო. ხმა ვერ
გავარჩიე, ვინ იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა. მე ისევ თვალებგაშტერებული დავცქეროდი
მშობლების დამწვარ გვამებს.

– კოკი, წამოდი, შვილო, – ერთ-ერთმა მეზობელმა მამაკაცმა იღლიებში ამომდო ხელები და


წამომაყენა. რატომღაც, დავემორჩილე, მაგრამ, როდესაც სანიტრებმა ცხედრებს კვლავ ზეწრები
გადააფარეს და საკაცეები სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩადეს, საშინლად ავბღავლდი. არ
ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს სცენა, მაგრამ თანდათან ძალები გამომელია, თვალებში
დამიბნელდა და გონება დავკარგე.

თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოს ერთადგილიან პალატაში ვიწექი და თეთრხალათიან,


ახალგაზრდა, მომხიბვლელ გოგონას მოვკარი თვალი, რომელმაც გამიღიმა და მითხრა:

– როგორ ხარ, კოკი?

– სად ვარ, ექიმო? – ვკითხე გოგონას.

– მე ექიმი არ ვარ, ექთანი ვარ და მერი მქვია. – მითხრა ექთანმა, – როგორ ხარ?

– მერი, მერი... – აკვიატებულად გავიმეორე და ავღრიალდი: – მერი, შე დამპალო, სულ შენი


ბრალია, რომ ჩემი მშობლები დაიხოცნენ და, სადაც გნახავ, იქ მოგაჭრი თავს!

ექთანი ჩემს დამშვიდებას შეეცადა:

– დამშვიდდი, კოკი, მე რა შუაში ვარ, დამშვიდდი, გენაცვალე...

მე კი უფრო გავღიზიანდი, საწოლზე წამოვჯექი და ავღრიალდი:

– შენი კი არა, მერის ბრალია და სადაც ვნახავ, იქ მოვკლავ!

– მერი მე ვარ, დამშვიდდი, კოკი, – მითხრა ექთანმა, მაგრამ ჩემთან მოახლოება ვეღარ გაბედა და
უკან დაიხია.

– ახლავე, ახლავე, გამოგიყვან წირვას, შე დამპალო! – ვიღრიალე მე, საწოლიდან ფეხები


გადმოვყავი და იატაკზე დავდექი, რომ ჩემი პარალელურკლასელი მერი მომეძებნა და მისთვის
თავი მომეკვეთა.

მე მართლა ვფიქრობდი, რომ მერის ბრალი იყო ჩემი მშობლების სიკვდილი, რადგან, ჩემი
აზრით, მას რომ არ შევეყოვნებინე და სახლში დროზე მივსულიყავი, მაშინ ებრაელებთან
წავიდოდით ტანსაცმლის საყიდლად და ეს საშინელი ტრაგედია აღარ მოხდებოდა.

როგორც კარგა ხნის მერე შევიტყვე, თურმე, ძველ ელექტროსადენებს გასჩენიათ ცეცხლი
სხვენში და მამა ხანძრის ჩასაქრობად ასულა. უცებ წვიმა წამოვიდა, დენი მამაზე გადავიდა და
სხვენიდან ჩამოაგდო. მამას დედა მიეშველა, გონზე რომ მოეყვანა, მაგრამ მას
ცეცხლმოკიდებული ბოძი დაეცა, გონება დააკარგვინა და ამგვარად ჩაიწვნენ ჩემი მშობლები.
– მერი, მერი, შე დამპალო! – ვღრიალებდი გამწარებული, რადგან ჩემი ტრაგედიის ერთადერთ
დამნაშავედ მერი მიმაჩნდა და იმ წუთას რომ მომეხელთებინა, სადისტურად მოვკლავდი.

აბა, ექთანმა მერიმ რა იცოდა, რომელ მერის ვგულისხმობდი და ისე შეშინდა, რომ პალატიდან
უკანმოუხედავად გავარდა. მე კიდევ ორიოდე ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ძალები გამომელია,
იატაკზე დავეცი და გონება დავკარგე.

– მადლობა ღმერთს, თვალი გაახილე, – მომესმა თეთრხალათიანი მამაკაცის ხმა, რომელიც ჩემს
საწოლზე იყო ჩამომჯდარი და მიყურებდა, – როგორ ხარ, კოკი?

– არა მიშავს, – მივუგე ჩურჩულით.

– მე გელა ექიმი ვარ, – მითხრა თეთრხალათიანმა, – თავბრუ ისევ გეხვევა?

– ცოტათი, გელა ექიმო.

– ეგ არაფერი. გასაკვირი არც არის, – გამიღიმა ექიმმა, – უმძიმესი შოკი გადაიტანე, სხვა შენს
ადგილას უარეს დღეში ჩავარდებოდა. შენ კი ძალიან ჯანმრთელი ორგანიზმი გქონია. თუ
დამიჯერებ და არ გაჯიუტდები, ძალიან მალე დაგაყენებ ფეხზე.

– დაგიჯერებთ, გელა ექიმო.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. ახლა გასაუზმებენ, შემდეგ დაიძინე. შენთვის ახლა ძილია მთავარი.
საღამოს ისევ მოვალ და გაგსინჯავ, – მითხრა ექიმმა და წავიდა.

სულ მალე მერი ექთანი მოვიდა, საუზმე მომიტანა, გამიღიმა და მკითხა:

– როგორ ხარ, კოკი?

– კარგად ვარ, მერი ექთანო, თქვენ?

– ოჰო, ჩემი სახელი დაგიმახსოვრებია, – მითხრა ექთანმა, – მეც კარგად ვარ. ისე, შენზე სულ
რაღაც ოთხი-ხუთი წლით თუ ვიქნები უფროსი. თითქმის ტოლები ვართ, შეგიძლია, შენობით
მომმართო და მერი დამიძახო.

– კარგი, მერის დაგიძახებ.

– ძალიან კარგი. ახლა კი ისაუზმე.

– მერი... – შევიშმუშნე ექთნის წინაშე.

– რა იყო, კოკი?

– მერი, ბოდიშს გიხდი იმ დღის გამო. შენ ნამდვილად არაფერ შუაში იყავი, სხვა მერის
ვერჩოდი. არ გეწყინოს, კარგი? – ვუთხარი ექთანს.
– არც მიფიქრია. ახლა კი ჭამე და დაიძინე. როგორც გელა ექიმი ამბობს, კაჟივით ჯანმრთელი
ხარ და იმაზე ორჯერ სწრაფად დადგები ფეხზე, ვიდრე ეს ჩვეულებრივად ხდება ხოლმე. აბა,
შენ იცი, არ დანებდე.

– არ დავნებდები, – მივუგე მერის და საუზმეს შევუდექი.

საავადმყოფოდან 31 აგვისტოს გამწერეს. წასვლის წინ გელა ექიმმა გამსინჯა და მითხრა:

– ხარივით ხარ, ძმაო. შეიძლება, ითქვას, ასე ჯანმრთელი არასოდეს ყოფილხარ. გარანტიას
გაძლევ, ას წლამდე უპრობლემოდ იცოცხლებ და ფეხის ფრჩხილიც კი არ წამოგტკივდება, თუ,
რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები. ვარჯიში, ვარჯიში და ვარჯიში – აი, რა არის
შენთვის აუცილებელი. ცურვა და ტანვარჯიში შენთვის მისწრებაა. არ უნდა მოწიო, რა თქმა
უნდა, ნარკოტიკებისგან ძალიან შორს უნდა დაიჭირო თავი და ალკოჰოლს არ უნდა მიეჩვიო.
გაერთე, გახალისდი, ისწავლე, ერთი სიტყვით, წესიერად იცხოვრე და არანაირი პრობლემა არ
შეგექმნება. გასაგებია?

– გასაგებია, გელა ექიმო. ერთი შეკითხვა მაქვს.

– ბრძანე.

– ექიმო, მინდა, დედ-მამის საფლავი საკუთარი ხელით გავაკეთო და, შეიძლება?

– რა თქმა უნდა, – მომიგო გელა ექიმმა, – რაც გულით გინდა, ყველაფრის გაკეთება შეიძლება.
ჩემს დედ-მამას მეც საკუთარი ხელებით გავუკეთე საფლავი და, რომ იცოდე, კარგიცაა.
ემოციურადაა კარგი და, კიდევ, ერთს გეტყვი: თუ ტირილი მოგეძალება, თავი არ შეიკავო და
იტირე. მე ახლაც ვტირი ხოლმე დედ-მამის გახსენებაზე და ეს არც სამარცხვინოა და არც
მავნებელი. გეტირება – იტირე, გეცინება – გაიცინე, მაგრამ ყველაფერში ზომიერება შეინარჩუნე.
გასაგებია?

– დიახ, ექიმო, კიდევ ერთი კითხვა მაქვს.

– გისმენ.

გელა ექიმს იმ 22 ივნისის ტრაგიკული ამბები მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:

– მე ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა და დარწმუნებული ვარ, მერი რომ არ შემხვედროდა იმ წყეულ


დღეს, სახლში დროზე მივიდოდი, ტანსაცმლის საყიდლად წავიდოდით და დედ-მამა არ
დამეხოცებოდა.

– ესე იგი, შენი მშობლების სიკვდილში მერის ადანაშაულებ?

– დიახ, გელა ექიმო, მერის, – მტკიცედ ვუთხარი ექიმს.

– ჩემი აზრით, მერი აქ არაფერ შუაშია, პირიქით.

– ეგ, როგორ? რას გულისხმობთ?


– რას, ჩემო კარგო და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთმა მერი მფარველ ანგელოზად
გამოგიგზავნა. ის რომ არ ყოფილიყო, შენც იმ სახლში დაიწვებოდი, მერიმ კი ეს უბედურება
თავიდან აგაცილა. მას თავი კი არ უნდა მოაჭრა, მადლობა უნდა გადაუხადო ხსნისთვის.

– მართლა ასე ფიქრობთ, გელა ექიმო?

– მართლა.

– დარწმუნებული ხართ?

– ისევე, როგორც იმაში, რომ ახლა შენ გელაპარაკები და არა ვიღაც სხვას, – მითხრა გელა ექიმმა,
– ჩემს გამოცდილებასა და ინტუიციას ენდე, დამიჯერე და არ წააგებ. აქამდე რომ მიჯერებდი,
ხომ ძალიან მალე დადექი ფეხზე? ასეა ამ შემთხვევაშიც და, თუ ნდობაა, მაშინ ბოლომდე მენდე.

– ბოლომდე გენდობით, გელა ექიმო.

– ესე იგი, მერის აღარ ვემტერებით?

– აღარ! – მტკიცედ მივუგე ექიმს.

– ჰოდა, ძალიან კარგი. მე მჯერა შენი და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე ამ აზრზე
დარჩები.

– გპირდებით, – მივუგე გელა ექიმს და ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს გულიდან


უზარმაზარი ლოდი მოვიშორე.

– კიდევ ხომ არ გაქვს კითხვები?

– არა, მეტი არაფერი.

– მაშინ, აქ – მშვიდობით, ისე კი – ნახვამდის. იმედი მაქვს, მეგობრები დავრჩებით. აი, ჩემი
ტელეფონის ნომერი, შეგიძლია, ყოველგვარი მორიდების გარეშე დამირეკო. დღე-ღამის
ნებისმიერ მონაკვეთში, – მითხრა გელა ექიმმა, გადამეხვია და კარამდე მიმაცილა.

საავადმყოფოდან ძალიან გულთბილად გამომაცილეს, თავისი ტელეფონის ნომერი მერი


ექთანმაც მომცა, გადამეხვია და ბოლოს მითხრა:

– აბა, ნახვამდის, ჩემო კარგო და იცოდე, არ დაიკარგო, ჩვენი მეგობრობა გრძელდება.

გელა ექიმმა სწორი ფსიქოლოგიური სვლა გააკეთა – მისმა სიტყვებმა ჩემზე მაგიურად
იმოქმედა. არადა, ჩემი მშობლების სიკვდილში მართლაც მერის ვადანაშაულებდი და ისე
შემძულდა, რომ უეჭველად თავს მოვაჭრიდი და ამაში ვერავინ შემიშლიდა ხელს. გელა ექიმის
შეგონებამ კი რადიკალურად შემიცვალა აზრი და მერი სიკვდილს გადაურჩა, მე კი – კაცის
კვლით გამოწვეულ ცოდვას. თუმცა, მომავალში კაცის კვლა ავირჩიე პროფესიად და დღემდე არ
ვერიდები ამ ცოდვის ჩადენას. მაგრამ, სულ სხვაა, 16 წლის ასაკში რომ კლავ ადამიანს ემოციებს
აყოლილი ღლაპი, თუნდაც ეს ემოციები შენი მშობლების დაკარგვასთან იყო დაკავშირებული
და სულ სხვა, როდესაც ასეთ რამეს მოწიფულ ასაკში, გააზრებულად და მაღალ პროფესიულ
დონეზე ასრულებ. მე კი უკვე ვთქვი, რომ ჩემი პროფესია ხელოვნების რანგში მყავს აყვანილი,
მაგრამ, ხელოვნებაზე – მოგვიანებით...

საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, საცხოვრებლად ბაბუასთან, დედაჩემის მამასთან გადავედი.


ბაბუა ანტონი ძველი ყაიდის ადამიანი იყო, ორგანოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო
თანამდებობაზე იყო ნამუშევარი და პოლკოვნიკის ჩინით დაასრულა კარიერა. ის საკავშირო
მნიშვნელობის პენსიონერი იყო, ძალიან ამაყობდა ამით და განსაკუთრებით ვერ იტანდა
კანონის დამრღვევებს. მცირე დანაშაულის გამო ბაბუაჩემს ყველაზე უახლოესი ადამიანის
გაწირვაც კი შეეძლო და ასეთ შემთხვევაში იტყოდა ხოლმე:

– კანონი უზენაესია და სახელმწიფოსა და ხალხის სიმტკიცესა და სიჯანსაღეს ემსახურება. მისი


დამრღვევი კი ამ ყველაფრის მტერია, ხალხისა და სახელმწიფოს მტერი და, ჩემი იქნება თუ
სხვისი, ერთნაირი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს...

აქ ბაბუაჩემმა დანდობა არ იცოდა და, ბიძაჩემი, თავისი ერთადერთი ვაჟიც კი გაწირა, როდესაც
მან დანაშაული ჩაიდინა. არადა, ის სულ რაღაც 17 წლის იყო, ბაბუას კი მისი დახსნა შეეძლო,
მაგრამ, არც უფიქრია. ის ქურდობისთვის გაასამართლეს და შვიდი წლით გააციმბირეს. უკან
რომ დაბრუნდა, მძიმედ იყო ტუბერკულოზით დაავადებული და სულ რაღაც ცხრა თვეში
დალია სული ისე, რომ ცოლ-შვილი არ ღირსებია და ბაბუა ანტონი პირდაპირი მემკვიდრის
გარეშე დარჩა.

ეს ისტორია მთელმა საქართველომ იცოდა და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ამართლებდა


ბაბუაჩემს, უმრავლესობა კი ამტყუნებდა და ამბობდა: მონსტრია ეს კაცი, დაუნდობელი
ურჩხული. ღვიძლი შვილი არ დაინდო და სხვას რას უზამსო. ბაბუა მილიციის უფროსის
თანამდებობაზე მუშაობდა, თითქმის ყველას ეშინოდა მისი და ცდილობდნენ, მასთან საქმე არ
დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, ბაბუა ანტონს არც არავინ უცემია ოდესმე და პატიმრებთან
მუშაობისას ხმასაც კი არ უწევდა ხოლმე. ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი
პროფესიონალიზმის ხარჯზე აღწევდა წარმატებებს და ისეთი გონიერი იყო და ისეთ
გონებამახვილურ ხაფანგებს აგებდა, რომ მასში ყველა ბოროტმოქმედი ებმებოდა.

ბაბუა ანტონი ერთადერთი ცოცხალი ახლო ნათესავი იყო, თუმცა, ჩემი მშობლები ისე წავიდნენ
ამქვეყნიდან, რომ ბაბუა მათ ხმას არ სცემდა, მეც მხოლოდ საავადმყოფოში შემირიგდა.
პირველად რომ მოვიდა ჩემს სანახავად, მითხრა:

– როგორ, ხარ, ბაბუ?

– როგორ ვიქნები, არც დედა მყავს და არც მამა, – გაღიზიანებულმა ვუპასუხე ბაბუაჩემს, რადგან
მისი შეკითხვა უადგილოდ, სულელურად და ცინიკურადაც კი მომეჩვენა. მან კი მისთვის
უჩვეულო ჟესტი გააკეთა – თავზე გადამისვა ხელი და ძალიან თბილად, ისე, როგორც
მოსიყვარულე ბაბუას შეჰფერის, მითხრა:
– კარგი, ბაბუ, შევრიგდეთ. რას იზამ, ასეთია ეს ცხოვრება. შენ თუ მშობლები დაკარგე, მე
შვილები აღარ მყავს და მე და შენ ერთმანეთის მეტი აღარავინ დაგვრჩა ამქვეყნად. ამიტომ,
ერთმანეთს თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ. აი, ჩემი ხელი, მოდი, შევრიგდეთ.

მე და ბაბუა შევრიგდით. მას მერე მან კიდევ ოთხი წელი იცოცხლა და, არათუ ჩხუბი,
უმნიშვნელო უსიამოვნებაც კი არ მოგვსვლია ერთმანეთში. ჩვენი გაბუტვის მიზეზი კი 22
ივნისის ტრაგედიამდე წინა წლის 7 მარტს მომხდარი ამბავი გახდა:

მეცხრე კლასში ვიყავი. ქალთა საერთაშორისო დღე ახლოვდებოდა და, როგორც ყოველთვის,
ბიჭებმა ფული შევკრიბეთ, რომ გოგონებისთვის სარვამარტო საჩუქრები გვეყიდა. როგორც ეს
მიღებული იყო, გოგონებს მერხებზე ვუწყობდით საჩუქრებს მისალოც ბარათებთან ერთად და
როდესაც ისინი კლასში შემოდიოდნენ, გამზადებული საჩუქრები ხვდებოდათ.

ტრადიცია არც იმ წელს დაგვირღვევია და 200 მანეთი შევაგროვეთ. შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ
გოგონებისთვის სუნამოები გვეყიდა და მაღაზიაში ჩვენი ორი მეგობარი გავგზავნეთ.
გაკვეთილების შემდეგ, ბიჭები კლასში დავრჩით, რომ სარვამარტო ბარათები შეგვედგინა,
საჩუქრები ლამაზად შეგვეფუთა და საზეიმო მინი-კონცერტის რეპეტიცია ჩაგვეტარებინა, რასაც
ყოველ წელიწადს ვაკეთებდით. შუა სამზადისში ვიყავით, როდესაც ჩვენი მეგობრები
საჩუქრების გარეშე დაბრუნდნენ.

– კი მაგრამ, რა მოხდა, ფული დაკარგეთ? – ვკითხე თავჩაქინდრულ თანაკლასელებს.

– არა, წაგვართვეს, – მომიგეს მათ.

– როგორ, ვინ, რატომ მიეცით? – აღშფოთებას ვერ ვმალავდი, რადგან ორივე სპორტსმენი იყო,
ერთი – მოჭიდავე, მეორე კი – მოკრივე.

– ვინ წაგვართვა და, მურაზამ და მისმა შაიკამ, – ამოილუღლუღეს ბიჭებმა.

ვარანცოველი იეზიდი მურაზა ჩვენზე ოთხი წლით უფროსი იყო და სკოლა კარგა ხნის
დამთავრებული უნდა ჰქონოდა, მაგრამ, თავში არაფერი ეყარა და ისევ მერვე კლასში დადიოდა.
თუმცა, სკოლას იშვიათად აკითხავდა. ძირითადად პლეხანოვზე დაწანწალებდა თავის
ძმაბიჭებთან ერთად და გამოუცდელ ბავშვებს, მაშინ რომ ვიტყოდით, არიფებს, წვრილმან
ფულს, სხვადასხვა ნივთებსა და ტანსაცმელს ართმევდა.

მე და მურაზა ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და ზეპირი შეთანხმებაც კი გვქონდა, რომ არც


გვეჩხუბა და არც ერთმანეთის მეგობრებს შევხებოდით. ერთხელ კარგა მაგრად მივბეგვე მურაზა
და ისე შევაშინე, რომ კომპრომისზე წამოვიდა და ჩემს მეგობრებს ვეღარაფერს უბედავდა. ის კი
არა, ვინმეზე რომ ვეტყოდი, ჩემიანია-მეთქი, აღარაფერს ერჩოდა. ქუჩაში რომ დამინახავდა,
მოვიდოდა, ხელს ჩამომართმევდა და დიდის ამბით მომიკითხავდა: როგორ ხარ, კოკიჯან, ხომ
არაფერი გიჭირს, ძმაო? მურაზა მოკვდეს, თუ ძმაობაში გვერდით არ დაგიდგესო. ასეთ დროს
ხელს ავუქნევდი ხოლმე და ვეტყოდი: „ჰა, მურაზ, ხომ ჭკვიანად იქცევი და არ ბესპრეძელობ?
შენზე რაღაც-რაღაც ხმები მომივიდა და, იცოდე, მართალი არ იყოს“. ჩემს სიტყვებზე მურაზა
იბოღმებოდა, მაგრამ, კარგად ახსოვდა ჩემი მუშტის ძალა და ხასიათი. ამიტომ, გამწვავებაზე არ
მიდიოდა და ყოველთვის მპასუხობდა: არა, რას ამბობ, კოკიჯან. მე და ბესპრეძელი? ალბათ,
ვიღაცამ იხუმრაო.

ერთი სიტყვით, მურაზას კლანჭებიდან არაერთი არიფი დამიხსნია და ვიცოდი, რომ ჩემზე
დაბოღმილი იყო. მაგრამ, ისიც ვიცოდი, რომ ეშინოდა და ვერაფერს გამიბედავდა. ამიტომ ჩემს
თანაკლასელებს ვკითხე:

– ჩემი სახელი არ უხსენეთ?

– თვითონ გახსენა – გვითხრა, თქვენ კოკის მეგობრები არ ხართო?

– რაო, რა თქვით? – გავმწარდი მე, რადგან მივხვდი, რომ მურაზამ ფეხებზე დამიკიდა.

– რა და, კოკის ძმაკაცები რომ ხართ, სწორედ იმიტომ გწეწავთ. წადით ახლა და, სადაც გინდა,
მიჩივლეთო, – ცეცხლზე ნავთი დამასხეს თანაკლასელებმა.

– მერე, რატომ არ დასცხეთ? – შევუტიე მეგობრებს, – ბოქსზე და ჭიდაობაზე არაფერი გასწავლეს?

– მიდი და დასცხე, თუ მაგარი ბიჭი ხარ, – აქეთ შემომიტიეს ძმაკაცებმა, – ვირისხელა ავჩარკები
ჰყავდათ და, რომ მოეშვათ, თითო ლუკმად არ ვეყოფოდით.

– აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე, – ვთქვი მე, თავში ერთმა აზრმა გამიელვა და თანაკლასელებს
ვუთხარი:

– ახლა თქვენ ყველანი არტოს ბაღში წადით და იქ დამელოდეთ. მურაზა და მისი შაიკა
აუცილებლად შემოივლიან იქ და რომ დაგინახავენ, აღარ წავლენ, ამასობაში მეც მოვალ და იმათ
სეირს განახვებთ.

– კოკი, რას აპირებ? – მკითხეს ბიჭებმა.

– არტოს ბაღში მივალ და განახვებთ. ახლა კი წადით და დამელოდეთ, თან იცოდეთ, მურაზა და
მისი შაიკა არ შემიშინოთ-მეთქი, ვუპასუხე, კლასიდან პირველი გავედი და ბაბუა ანტონისკენ
გავემართე, რომელიც იქვე, პლეხანოვზე ცხოვრობდა.

არტოს ბაღში სულ რაღაც 45 წუთის მერე მივედი და, როგორც ვვარაუდობდი, მურაზა და მისი
შაიკა იქ იყვნენ. მათ ჩემი მეგობრები ალყაში ჰყავდათ მოქცეული და აკაჩავებდნენ, ანუ,
ქუჩურად აწვებოდნენ და საკუთარ თავს იქაურობის ბატონ-პატრონად აჩვენებდნენ.

მურაზა და მისი ოციოდე მეგობარი დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, მაგრამ, მათი ორი
უზარმაზარი ნაგაზი მართლაც რომ კაციჭამიებს ჰგავდნენ, თან, ისე იყურებოდნენ, მათთან
ხუმრობა არ ივარგებდა. ეს ყველაფერი კარგად იცოდა მურაზამ და ძაღლების იმედზე იყო.
ამიტომ, რომ დამინახა, ირონიულად თქვა:

– ვა, კოკის გაუმარჯოს, ხომ არაფერი გიჭირს, ძმაო?

– კი, მიჭირს, – მივუგე მურაზას.


– რა გიჭირს, ძმაოჯან, მითხარი და, თუ ძმობაში გვერდით არ დაგიდგე, მაშინ ეს ბიჭი მოკვდეს.

– რა და, 200 მანეთი დააბრუნე.

– აი, ამას ხედავ? – მურაზამ სამი თითის კომბინაცია მიჩვენა და თავის ძმაკაცებს უთხრა:

– ხედავთ, ძმებო, რას მეუბნება ეს ფარჩაკი, ფული დააბრუნეო! ვგავარ ახლა მე იმ კაცს,
რომელიც არიფებს ვაზვრატებს უკეთებს?

– მურაზ, ნებით დააბრუნებ თუ ძალით წავიღო, თან, ეგ ტურტლიანი შმოტკებიც გაგხადოთ და


სახლებში შიშვლები გაგიშვათ? – მშვიდად ვკითხე მურაზას.

– ვაა, ეს ნაგლი ნახეთ, ძმებო, – სასაცილოდ არ ეყო მურაზას ჩემი სიტყვები, – ეს რა თქვა, ძალით
წავიღებ და შიშვლებს გაგიშვებთო, – შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:

– შენ რა, თვალები ერთ ადგილას გაქვს თუ გაგიჟდი? ვერა ხედავ, რამხელა ძაღლებია? ერთი
„ფას“ რომ ვუთხრა და პავადოკი გავუშვა, თავფეხიანად შეგჭამენ.

თავისი სიტყვების დასტურად მურაზამ ძაღლები მომიქსია, მაგრამ ქამრები მაგრად ეჭირა, რომ
არ მცემოდნენ. მე კი ძაღლებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და მურაზას გავუმეორე:

– დააბრუნებ თუ ძალით წავიღო?

– ეი, ტუტუც, თვალები დაკარგე? – მითხრა მურაზამ და ძაღლებს ქამრები ოდნავ შეუშვა, რომ
შემშინებოდა და გავწეულიყავი ან, სულაც, გამექუსლა. მე კი მოულოდნელად „ტეტე“
ამოვაცურე ქამრიდან, ძაღლებს თითო ტყვია დავახალე თავში და იქვე უსულოდ დავყარე...

უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მურაზა და მისი ძმაკაცები ადგილებზე გაქვავდნენ და


ფერი ეცვალათ, ერთ-ერთმა მათგანმა კი შიშისგან უნებლიედ ჩაისვარა და იქაურობა ააყროლა.

– ფულს იზამ თუ ამ ძაღლების გვერდით მიგაწვინო? – ვკითხე მურაზას.

– ვიზამ, კოკიჯან, ფულსაც ვიზამ და ბრილიანტებსაც, ოღონდ ეგ „რაღაცა“ გასწიე, არ


გაგივარდეს, – აკანკალებული ხმით მითხრა მურაზამ და ჯიბიდან ამოღებული 200 მანეთი
ხელის კანკალით გამომიწოდა.

მე ფული ჯიბეში ჩავიდე და მურაზას ვუთხარი:

– შენი ნაქნარი ბრილიანტები მამაშენ ხორენას მიუტანე. ახლა კი ეგ ტურტლიანი შმოტკები


გაიხადეთ ყველამ და პლეხანოვზე „მარშით“ დააწექით!

მურაზამ და მისმა ძმაკაცებმა ჩემი ბრძანება უსიტყვოდ შეასრულეს, გაშიშვლდნენ, ტანსაცმელი


იქვე დაყარეს და პლეხანოვის გამზირზე დედიშობილა გაიარეს.

– აი, ფული, – ვუთხარი თანაკლასელებს, – წადით და გოგოებისთვის საჩუქრები იყიდეთ, მე კი


სკოლაში შემოგიერთდებით.
ისინი საკმაოდ შეშინებულები იყვნენ. ამიტომ ფული უსიტყვოდ გამომართვეს და საჩუქრების
საყიდლად წავიდნენ, მე კი ჩიხებით ვიარე, ბაბუაჩემის ბინაში დავბრუნდი და მისი წარწერიანი
„ტეტე“ თავის ადგილზე დავდე, რომელიც მას, როგორც საუკეთესო მსროლელს, პირადად
მარშალ ვოროშილოვისგან ჰქონდა მიღებული. პისტოლეტის ტარზეც ასე ეწერა: „საუკეთესო
ვოროშილოველ მსროლელს – პირადად მარშალ ვოროშილოვისგან“.

იმ დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე. მეორე დღეს კი სკოლაში


მილიცია მოვიდა და დამაკავეს.

– ეს შენ დახოცე ძაღლები არტოს ბაღში? – მრისხანე ხმით იკითხა მილიციის მაიორმა, რომელიც
პირდაპირ გაკვეთილის დროს წამომადგა თავზე და დაამატა, – აბა, აბრძანდი და წამომყევი.

მიუხედავად იმისა, რომ თოთხმეტი წლის, არასრულწლოვანი ბავშვი ვიყავი. მილიციაში


საკმაოდ ცუდად, თითქმის ისევე მეპყრობოდნენ, როგორც მოწიფულ ბოროტმოქმედს.
მიყვიროდნენ, მაშინებდნენ, მაშანტაჟებდნენ და ორჯერ მცემეს კიდეც. ერთადერთი, არ
ვუწამებივარ, თუმცა, წამება არ არის, როცა ცხვირმოუხოცავ ბავშვს ჯოჯოხეთს გაატარებ?
მაინცდამაინც შანთებით ხომ არ უნდა ამოუწვა ხორცი? შემდგომში არც შანთები დამკლებია,
მაგრამ ეს წლების შემდეგ იყო, ავღანეთში, ტყვეობისას... მაშინ კი, მილიციელები ჩემგან
ძაღლების მკვლელობის იარაღს, „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტს მოითხოვდნენ და დაჟინებით
ცდილობდნენ, ჩემს გამოტეხვას. განსაკუთრებით ის მრისხანე მაიორი აქტიურობდა, რომელიც,
როგორც გავიგე, რაიონის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი იყო და ძირითადად
სწორედ ის „მტისკავდა“.

– აბა, ჩქარა მითხარი, სად წაიღე პისტოლეტი, – მიღრიალა მაიორმა ჯერ კიდევ მანქანაში,
როდესაც მილიციაში მივყავდი.

მაიორის შემოტევას ჯიუტი დუმილით ვუპასუხე. მან კი კოპებშეკრულმა მითხრა:

– ჩუმად ხარ, ხომ? მალე, სულ მალე აგალაპარაკებ. მივალთ ახლა მილიციაში, ფეხებით
დაგკიდებ და იმდენს გირტყამ, რომ რაც იცი და არ იცი, ყველაფერს ერთად დაფქვავ. ეგ რა
არის, ისეთ დღეში ჩაგაგდებ, ჯონ კენედის მკვლელობასაც საკუთარ თავზე აიღებ.

მაიორის სიტყვების არ შემშინებია და მივუგე?

– რაც არ ვიცი, იმას როგორ მათქმევინებთ?

– ჭრელად, – თქვა მაიორმა, – თავყბას და სხეულს რომ დუბინკით აგიჭრელებ, იტყვი, აბა, რას
იზამ?

– თანაც, – ყური არ ვათხოვე მაიორის მორიგ მუქარას და რადგან კენედის მკვლელობაზე წიგნი
მქონდა წაკითხული, მივახალე, – ჯონ კენედის მკვლელი ჰარვეი ლი ოსვალდი იყო, რომელიც
დიდი ხნის მკვდარია.

– ჰოდა, თუკი ყველაფერს დაფქვავ, უკან მიგაწევ იმ ოსვალდს თუ ბოსვალდს! – შემომიღრინა


მაიორმა.
მილიციაში რომ მივედით, მაიორის კაბინეტში ამიყვანეს და სამძებროს უფროსმა იერიში
განაახლა.

– რა ხმა ჩაგიწყდა, ბიჭო! – მიღრიალა მაიორმა, – ჩქარა თქვი, რა უყავი „ტეტე“, თორემ ცემით
ამოგხდი სულს.

მართალია, ადრე მილიციასთან სერიოზული შეხება არ მქონია და ამ საქმეში გამოუცდელი


ვიყავი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ ენაზე კბილი უნდა დამეჭირა და არ უნდა
„გავბოზებულიყავი“. ანუ, მილიციელებისთვის არანაირი ინფორმაცია არ უნდა მიმეწოდებინა,
არც საკუთარ თავზე და მით უმეტეს, არც სხვებზე. ამიტომ, მაიორს მივუგე:

– რას მერჩით, რატომ მაშინებთ, არანაირი „ტეტე“ არ მქონია და არც კი ვიცი, რა არის.

ჩემმა უტიფარმა პასუხმა მაიორი გააცოფა, მარჯვენა ლოყაში სილა გამაწნა და მიღრიალა:

– რა არ იცი, შე ნაბიჭვარო? ორი ვეფხვივით „ავჩარკა“ დახოცე „ტეტედან“ არტოს ბაღში და


მეუბნები, „ტეტე“ რა არის, არ ვიციო?

– არ ვიცი! – ჯიუტად გავუმეორე სამძებროს უფროსს.

– რა არ იცი, ბიჭო, ვის ასულელებ? – მრისხანება მოემატა მაიორს, – აქ, ამ კაბინეტში ისეთი
ხალხი მყავს გამოტეხილი, შენხელა ყვერები რომ ჰქონდათ და შენს ასაკზე ორჯერ მეტი
პრისტუპნიკობის სტაჟი. შენ კი ვინ ხარ ისეთი, რომ სიმართლე ვერ გათქმევინო? ჩქარა თქვი, რა
უყავი „ტეტე“!

– სიმართლეს ვამბობ, არაფერი ვიცი, – ვუთხარი მაიორს.

სამძებროს უფროსის კაბინეტში მაიორის კიდევ სამი ხელქვეითი იმყოფებოდა, რომლებიც


უხმოდ ადევნებდნენ თვალყურს ჩვენს დიალოგს. მაიორი მათ მიუბრუნდა და უთხრა:

– ამ ნაბიჭვარს არ უყურებთ? არაფერი ვიციო, არადა ნახევარმა პლეხანოვმა ნახა, როგორ


გააგორა ორი „ავჩარკა“ „ტეტეთი“ და ახლა კი ყველაფერს უარყოფს. რისი ღირსია ახლა ეს?
ფეხებით არ უნდა დაკიდო და ურტყა დუბინკა, სანამ ხმას არ ამოიღებს?!

ერთ-ერთმა მილიციელმა, გვარად ყვერშელმა, რომელსაც მასიური ყბები, ბრტყელი თავი და


ვიწრო შუბლი ჰქონდა, ძალიან დაუხვეწავი მეტყველებით თქვა:

– უფროსო! მიმიშვით და ისე დავაგუნდავებ, ისე დავკრავ და დავკრავ, რომ ჩაისვრის და


ყველაფერს დაფქვავს.

– ყვერშელო, იჯექი მანდ და ხმა არ ამოიღო, სანამ ნებას არ დაგრთავ! – შეუღრინა მაიორმა თავის
ბრიყვ ხელქვეითს და მე მომიბრუნდა, რომ რაღაც ეთქვა. მაგრამ, ხმა ვეღარ ამოეღო და
გაოცებული მომაჩერდა, რადგან ბრიყვი მილიციელის გვარის გაგონებაზე ხარხარი ამიტყდა...
სიბრიყვის მიუხედავად, ყვერშელი მიხვდა, რომ მას დავცინოდი და გამგელებული მიყურებდა.
ნება რომ მიეცათ, ნამდვილად წამებით ამომხდიდა სულს, მაგრამ მაიორისგან უხმოდ ჯდომა
ჰქონდა ნაბრძანები და ჩემს „დაგუნდავებაზე“ მხოლოდ ბოროტი ოცნება თუ შეეძლო.

– შეწყვიტე სიცილი და „ტეტე“ გამოაჩინე, თორემ, ხომ ხედავ, როგორ გიყურებს, ყვერშელს
მოვუშვებ და რაც მოგივა, ნახავ, – დამემუქრა მაიორი, მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, რადგან ბრიყვი
რიგითი მილიციელის გვარის ხსენება სიცილის საღერღელს მიშლიდა.

– გაჩუმდი, თორემ ჩემი ხელით მოგაგლეჯ თავს, – გამწარდა მაიორი და მარცხენა ხელი ისე
მაგრად მომიჭირა სახეზე, რომ ყბის ძვლებმა ტკაცატკუცი დაიწყეს.

– რას მერჩით, რატომ მცემთ, რა უფლება გაქვთ?! – ავუყვირდი მაიორს. მან კი სახიდან ხელი
მომაშორა, ოთხჯერ მაგარი სილა შემომკრა და აყვირდა:

– რას გცემ? ცემა შენ არ იცი, რა არის, მაგრამ ახლავე განახვებ. ძვალ-რბილი რომ ერთმანეთში
აგეზილება ფარშივით, მერე იცინე...

– უფროსო! დავცხო? – იმედი მიეცა ყვერშელს და ხელების ფშვნეტით წამოდგა.

– გაჩუმდი და აქედან გაეთრიე, შე იდიოტო! – საბოლოოდ გამოვიდა წყობიდან მაიორი და


ყვერშელმა რომ კაბინეტი დატოვა, მომიბრუნდა. კიდევ ოთხჯერ გამილაწუნა სილა და მთელი
ხმით მიყვირა:

– ჩქარა თქვი, „ტეტე“ რა უყავი, თორემ მოგკლავ!

– რა „ტეტე“, თავი დამანებე! – არც მე დამიკლია ყვირილი, რამაც მაიორი ისე გააოცა, რომ
სამწამიანი პაუზა გააკეთა და მომაჩერდა, მაგრამ შემდეგ ბილწსიტყვაობის ნიაღვარი გადმოუშვა
პირიდან, გაოფლიანებული მომვარდა, ისევ მარცხენა ხელი მომიჭირა ყბებზე და იღრიალა:

– ჩქარა თქვი, სად წაიღე პისტოლეტი, შენი დედაც... – თორემ აქვე გაგათავებ.

მე, სახით კარისკენ ვიჯექი, მაიორი კი მისგან ზურგით იდგა. უცებ კარი გაიღო, მაიორის
კაბინეტში ბაბუაჩემი შემოვიდა და მომნუსხავი მზერა მესროლა. მილიციის მაიორი მკვეთრად
შეტრიალდა და შეცბა.

– ანტონ პავლოვიჩ, თქვენ?

– კი, მე ვარ, ზაქრო, – მიუგო ბაბუაჩემმა.

– რისთვის შეწუხებულხართ, ამხანაგო პოლკოვნიკო, რით შემიძლია, გემსახუროთ?

– რისთვისაა აქ? – ბაბუამ ჩემზე მიანიშნა ზაქროს.

– გუშინ, არტოს ბაღში ორი „ავჩარკა“ მოკლა „ტეტეთი“ და იარაღს არ აჩენს.

– აი, ის „ტეტე“, – ბაბუამ ზაქროს „ტეტე“ გაუწოდა.


– სად იპოვეთ, ანტონ პავლოვიჩ? – გაოცებას ვერ მალავდა მაიორი.

– საკუთარი საწერი მაგიდის უჯრაში, – მკვახედ მიუგო ბაბუამ.

– სად? – ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა ზაქრო, რაში იყო საქმე.

– ეს იარაღი ვოროშილოვმა მისახსოვრა, ეგ გარეწარი კი ჩემი ქალიშვილის ვაჟია, – კბილებში


გამოსცრა ბაბუამ.

– აა, გასაგებია, – თქვა ზაქრომ, „ტეტე“ ყურადღებით შეათვალიერა და ჯერ ხელქვეითები


გაისტუმრა კაბინეტიდან, შემდეგ ბაბუას პისტოლეტი გაუწოდა და უთხრა:

– ბოდიში, პავლოვიჩ, მაგრამ ისე გამამწარა ამ ბავშვმა, ერთი-ორჯერ ცოტა წავარტყი კიდეც...

– ეგ იარაღი შენ დაიტოვე, ეს ვიგინდარა კი მოსაკლავია, – ბაბუამ ზიზღნარევი მზერა მესროლა


და ისევ ზაქროს მიუბრუნდა:

– რთულადაა საქმე?

– არა, რის რთულად, პავლოვიჩ, – მიუგო ბაბუაჩემს „ტეტეს“ ჩუქებით გახარებულმა მაიორმა,
რომელიც გალაპლაპებულ პისტოლეტს გულში იხუტებდა, – ორი ძაღლი მოკლა, ადამიანი ხომ
არა. ვარანცოველმა მურაზამ მიუქსია და აბა, რას იზამდა. ბავშვმა თავი დაიცვა.

მილიციის მაიორის ასეთი რადიკალური ტრანსფორმაცია, რა თქმა უნდა, ბაბუაჩემის საჩუქარმა


განაპირობა და ხუთი წუთის წინანდელი ჩემი ჯალათი და ბრალმდებელი, ჩემი
თავგამოდებული ადვოკატი გახდა. ბაბუას მალულად ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, რომ
ზაქროს საქციელი მის მორალურ-იდეოლოგიურ ნორმებში არ თავსდებოდა, თუმცა მას თავადვე
უბიძგა ამისკენ. ბაბუა კიდევ ერთხანს ისმენდა მაიორის ლაყბობას, ბოლოს კი უთხრა:

– შემიძლია, წავიყვანო?

– რა თქმა უნდა, პავლოვიჩ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, წაიყვანოთ. კარგად ბრძანდებოდეთ,


საჩუქრისთვის კი დიდი მადლობა, – ზაქრომ კარამდე მიგვაცილა და კაბინეტში დარჩა.

– უკან გამომყევი! – კბილებში გამოსცრა ბაბუამ და როგორც ჩვეოდა, წელგამართული და


თავაწეული, ჯარისკაცულად გაუყვა ქუჩას. მე თავჩაღუნული მივდევდი უკან და მხოლოდ
მაშინ ავწიე თავი, როცა საკუთარ ეზოში აღმოვჩნდი.

დედა და მამა სახლში იყვნენ და აივნიდან გვიყურებდნენ.

– მამა, მოხდა რამე? – ჰკითხა დედაჩემმა მამამისს.

– მოხდა ის, რომ ვიგინდარა, გარეწარი და ნაძირალა შვილი გყავთ და ვერ მიგიხედავთ, –
მიახალა ბაბუამ ქალიშვილს.

– რატომ? კი მაგრამ, რაშია საქმე? – აღელდა დედა და ეზოში ჩამოირბინა. მამა კი აივანზე დარჩა
და იქიდან ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას.
– იმიტომ, რომ პისტოლეტი მომპარა და ძაღლები დახოცა. მე კი, ამ ნაძირალას გამო, ჩემი
პრინციპები დავარღვიე, თავი დავიმცირე და მილიციიდან გამოვათრიე. აი, ჩაიბარეთ და ახლა
მაინც მიხედეთ. ჩემი იმედი კი აღარ გქონდეთ და ნურც ჩემს სახელს ახსენებთ ოდესმე, –
მიახალა ბაბუამ დედაჩემს და ისევ წელგამართული გაბრუნდა უკან.

დედამ რამდენჯერმე უშედეგოდ სცადა ბაბუასთან შერიგება, მაგრამ მან სახლშიც კი არ შეუშვა
თავისი ქალიშვილი და მიახალა:

– წაეთრიე, არ მინდიხარ, უვარგისი ქმარ-შვილი გყავს და შენც უვარგისი ხარ, ჩემმა თვალებმა
არ დაგინახოსო...

ბაბუაჩემის გამწარების ნამდვილი მიზეზი მამაჩემი იყო, რადგან არ მოსწონდა ის და თავხედს,


ამპარტავანსა და არაკანონმორჩილს უწოდებდა.

– ეგ მისი სპარტანული და კაცური აღზრდა, არაკანონმორჩილებაა და სხვა არაფერი, – ამბობდა


ხოლმე ბაბუაჩემი, – ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს კანონების შესრულებას, რომ ღირსეული
მოქალაქე აღიზარდოსო.

მამას და ბაბუას დამოკიდებულებას კეთილმეგობრულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ არ მახსოვს,


არამცთუ ერთმანეთში ეჩხუბათ, ერთი გადაბრუნებული სიტყვა ეთქვათ ერთმანეთისთვის.
მართალია, ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ, მაგრამ იმ დროსაც მხოლოდ ხელს ჩამოართმევდნენ,
მშრალად მოიკითხავდნენ ერთმანეთს და იქვე შორდებოდნენ. აშკარა იყო, ერთმანეთს
ერიდებოდნენ და ამის მთავარი მიზეზი მათი მამაკაცური, მბრძანებლური ხასიათი გახლდათ...

დედაჩემს მამამისზე ცუდს ვერაფრით ათქმევინებდი, მაგრამ ერთხელ დედა ძალიან


განერვიულებული დაბრუნდა სახლში და ატირებულმა თქვა:

– არა, არა, ეს კაცი, მგონი, სულ მთლად გაგიჟდა, გადავიდა ჭკუიდან და რას ამბობს და აკეთებს,
ვეღარ აკონტროლებს.

– ისევ გამოგაგდო? – ჰკითხა დედას მამამ.

– ისევ, ისევ, – მიუგო დედამ და დაამატა, – როგორ შეიძლება, ადამიანს ასე სძულდეს თავისი
შვილი და შვილიშვილი, რომ არაფერი ვთქვათ სიძეზე.

– მერე და ვინ გითხრა, რომ მამაშენს ვძულვართ? – მოულოდნელად თქვა მამამ.

– აბა, მის საქციელს რა ეწოდება?

– რა და, პრინციპშელახული ადამიანის წყენა, – თქვა მამამ.

– წყენა?

– კი, წყენა, – გაიმეორა მამამ, – მამაშენი ჩვენზე იმის გამოა ნაწყენი, რომ თავისი შვილიშვილის
სიყვარულის გამო საკუთარი პრინციპები დაარღვია. კაცური კაცისთვის საკუთარი პრინციპების
დარღვევა ძნელი ასატანია. პავლოვიჩი კი კაცური კაცია და იმიტომაა ასეთ დღეში. რომელ
სიძულვილზე ლაპარაკობ, ნატო, აბა, დაფიქრდი: კაცმა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება
კანონს ემსახურებოდა და ღვიძლი შვილიც კი არ დაინდო და გაწირა, შვილიშვილის გამო
უხეშად დაარღვია კანონი და ციხეს თუ არა, მინიმუმ სკოლიდან გარიცხვას და მგლის ბილეთს
გადაარჩინა. შენ კი ამბობ, მას ვძულვართო? არა მგონია. აი, ნახავ, თუ არ შეგვირიგდეს.
უბრალოდ, ამ საქმეს დრო სჭირდება და მოვიცადოთ.

ეს ლაპარაკი 22 ივნისის ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე შედგა და დედა ბაბუასთან


შესარიგებლად აღარ წასულა, რადგან იმედი ჰქონდა, ბაბუა დაბადების დღეს მომილოცავდა და
შერიგება ბუნებრივად მოხდებოდა. თუმცა, 22 ივნისს რაც მოხდა, უკვე ვთქვი...

– ბაბუ, ბაბუ, – ვუთხარი ბაბუაჩემს, როდესაც საავადმყოფოდან მის ბინაში მივედით, – დედ-
მამა რომ არ მომკვდარიყო, მართლა არასოდეს შემირიგდებოდი?

– ეჰ, შვილო, – თვალები აუცრემლდა ბაბუას, რომელსაც ასეთ ყოფაში პირველად ვხედავდი, – 22
ივნისს შენი დაბადების დღეზე ვაპირებდი მოსვლას და საჩუქრის მოტანას, მაგრამ... – ბაბუამ
ხელი ჩაიქნია, ცრემლები მოიწმინდა და ოთახიდან გავიდა.

– აი, შვილო, შენი იყოს და მშვიდობაში მოიხმარე, – მითხრა ბაბუამ, როდესაც ოთახში
დაბრუნდა და ჯიბის საათი გამომიწოდა, რომელსაც სახურავი და კორპუსი მოვარაყებული
ჰქონდა, – ნამდვილი „პაველ ბურეა“, საიუველირო საკომისიო მაღაზიაში გიყიდე დაბადების
დღეზე და ჩემგან საჩუქრად გქონდეს.

ნამდვილი „პაველ ბურეს“ ფირმის საათი ხელოვნების ჭეშმარიტი ნიმუშია და ისეა


დამზადებული, რომ თუკი სპეციალურად, მექანიკურ დაზიანებას არ მიაყენებ, არც არასოდეს
გაჩერდება და არც გაცვდება. „ბურეს“ დეტალები ოქროს, პლატინისა და ვერცხლისგანაა
დამზადებული და ლალით, ალმასებითა და ბრილიანტებითაა მოჭედილი. ჩემი „პაველ ბურეც“
ასეთი იყო და მოგვიანებით, წლების შემდეგ, ერთ-ერთ ცნობილი ამსტერდამელ იუველირს რომ
შევაფასებინე, მითხრა, 450 ათასი დოლარი ღირსო. არანაკლები ღირებულებისაა მამის ნაჩუქარი
მაჯის საათიც და მისი ფასი 280-300 ათას დოლარს შორის მერყეობს.

– ჰმ, უცნაურია, – ვუთხარი ბაბუას, როდესაც მან „ბურე“ მაჩუქა. ჯიბიდან მამის ნაჩუქარი საათი
ამოვიღე, მაჯაზე გავიკეთე და თვალცრემლიანმა დავამატე, – ეს საათი მამამ იმ საშინელ დღეს
მაჩუქა.

– კარგი, – გვეყოფა, შვილო, – მითხრა ბაბუამ და ცრემლი მოიწმინდა, – დღეიდან ახალ


ცხოვრებას ვიწყებთ და ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ. დავობლდით, მარტონი დავრჩით
და არავის ვათქმევინოთ, მოტყდნენო. თუმცა, ძნელია, ასეთ მდგომარეობაში არ მოტყდე, მაგრამ
კაცები ვართ და კაცურად უნდა ვიცხოვროთ. აბა, გაიხსენე, რას გასწავლიდა მამაშენი. ის
ნამდვილი მამაკაცი იყო და შენც ასე გზრდიდა.

– ბაბუ, შენ და მამა რატომ ვერ ეგუებოდით ერთმანეთს? – ვკითხე ბაბუას, რადგან სწორედ მისი
პასუხი მაინტერესებდა.
– იმიტომ, ბაბუ, რომ ერთ ტახტზე ორი მეფე ვერ თავსდება. – მამაშენს ძალიან დიდ პატივს
ვცემდი და ვისურვებ, მას დაემსგავსო. ახლა კი, ბაბუ, მითხარი, მომავალში რას აპირებ, როგორ
უნდა გააგრძელო ცხოვრება და ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

– ჯერ არ ვიცი, ბაბუ, ამაზე არ მიფიქრია, – მივუგე ბაბუას.

– მაშინ, მოდი, ასე მოვიქცეთ. – წელს უკვე გამოცდები აღარ იქნება და მომავალი წლისთვის
უნდა მოვემზადოთ. ამიტომ, ორი კვირა იფიქრე, სად გინდა ჩაბარება, მერე კი მითხარი,
დავსხდეთ, ყველაფერი ავწონ-დავწონოთ და მომზადება დაიწყე და თავზე ხელი გადამისვა.

ორი კვირის შემდეგ ბაბუაჩემს განვუცხადე:

– მოვიფიქრე, ბაბუ.

– რა, ბაბუ, რა მოიფიქრე? – მკითხა ბაბუამ.

– რა და, სად ჩავაბარო.

– ჰო, აბა, მითხარი, შვილო, – მითხრა ბაბუამ და სკამზე ჩამოჯდა.

– უცხო ენებში, ბაბუ.

– ძალიან კარგი. – დაჯექი და დავილაპარაკოთ. ესე იგი, უცხო ენებზე, ხომ ბაბუ?

– ჰო, ბაბუ.

– ძალიან კარგი, მე თანახმა ვარ, მაგრამ შენ, ერთი ეს მითხარი, რატომ მაინცდამაინც უცხო
ენებზე და არა სხვაგან. თუნდაც უნივერსიტეტში?

– ამას ორი მიზეზი აქვს, ბაბუ. პირველი ის, რომ ინგლისური და ფრანგული ენები კარგად ვიცი
და ჩაბარება არ გამიჭირდება და მეორე – მოგზაურობა ძალიან მიტაცებს, მინდა, მსოფლიო
შემოვიარო. უცხო ენების სპეციალისტი რომ ვიქნები, ისეთი სამსახურის მოძებნა უფრო
გამიადვილდება, მსოფლიოს შემოვლაში რომ შემიწყობს ხელს.

– მშვენიერია, შვილო, – მომიწონა ბაბუამ არჩევანი, – შენ ისე არგუმენტირებულად და


დამაჯერებლად ამიხსენი ყველაფერი, რომ შეკითხვები არ მაქვს. ხვალიდანვე მოვძებნოთ
რეპეტიტორები და მისაღები გამოცდებისთვის მზადება დაიწყე.

თქმა და შესრულება ერთი იყო, სამი დღის შემდეგ უკვე ყველა საგამოცდო საგანში
ვემზადებოდი.

– რას შვრები, ბაბუ, ხომ არ ზარმაცობ? – მკითხავდა ხოლმე დროდადრო ბაბუა და თავზე ხელს
გადამისვამდა.

– არა, ბაბუ, რას ამბობ, სიზარმაცისა და ფუქსავატობის დრო სად მაქვს? ჩვენი შეთანხმება
ძალაშია, არ დავარღვევ და კაცური კაცი გამოვალ.
– ჰო, შვილო, აბა, შენ იცი, შენი იმედი მაქვს და იცოდე, არ შემარცხვინო, – თბილად მეტყოდა
ხოლმე ბაბუა და სიყვარულით სავსე თვალებს შემომანათებდა, რასაც მისგან ადრე არ ვიყავი
ჩვეული.

მას მერე, რაც ბაბუასთან გადავედი საცხოვრებლად, ისე რადიკალურად შეიცვალა


უკეთესობისკენ და უამრავი ისეთი თვისება გამოავლინა, ადრე მისთვის რომ არ შემიმჩნევია.
ამგვარად, მილიციის მრისხანე პოლკოვნიკი „ანტონ პავლოვიჩი“, მოსიყვარულე და მზრუნველ
ბაბუად გადაიქცა და ჩვენი ოთხწლიანი, ერთობლივი ცხოვრების განმავლობაში ერთხელაც არ
გაბრაზებულა და აუწევია ხმისთვის.

უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისურის ფაკულტეტზე უპრობლემოდ ჩავაბარე და ინგლისური


ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე მოვეწყვე. თუმცა, პარალელურად, ფრანგულ და
სპარსულ ენებსაც ვეუფლებოდი და პირველი კურსი რომ დავხურე, სამივეს კარგად ვფლობდი.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი, ინსტიტუტში სამაგალითო სტუდენტად
ვითვლებოდი, ფრიადოსნის სტიპენდია მქონდა დანიშნული და როგორც პროფესორ-
მასწავლებლები, ასევე სტუდენტებიც პატივს მცემდნენ. არც გარეგნობა მქონდა ურიგო,
გოგონებშიც საკმაო პოპულარობით ვსარგებლობდი და მეტი რა მინდოდა? ბაბუაც ძალიან
გახარებული იყო ჩემი წარმატებებით და მიმეორებდა ხოლმე:

– ყოჩაღ, შვილო, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ, ასე გააგრძელე და ტემპს არ მოუკლო.

ვუკლებდი კი არა და პირიქით, ვუმატებდი და ვუმატებდი. სწავლით ხომ ვსწავლობდი და


ვსწავლოდი, ამის პარალელურად, ცურვასა და ძალოსნურ სამჭიდში დავიწყე ვარჯიში და მეორე
კურსი რომ დავხურე, ისეთი ნავარჯიშები და ლამაზი სხეული მქონდა, ბევრ სახელოვან
სპორტსმენს შეშურდებოდა.

მეორე კურსის ბოლო გამოცდა რომ ფრიადზე ჩავაბარე, ინსტიტუტის რექტორმა მიხმო და
მითხრა:

– მოემზადე, კოკი, ერთ კვირაში ერთი თვით სამოთხეში უნდა გაგიშვა.

– სად სამოთხეში? – ვკითხე რექტორს.

– აი, აქ, – მითხრა რექტორმა და საწერ მაგიდაზე გაშლილ ფერად პლაკატს დაადო ხელი,
რომელზეც ლაჟვარდოვანი ზღვისა და მწვანეში ჩაფლული კოტეჯების პეიზაჟი იყო
გამოსახული.

– ეს რა არის?

– კითხვა ხომ იცი? – გაეცინა რექტორს, – წაიკითხე, რა წერია და გაიგებ.

„საერთაშორისო სტუდენტური ბანაკი მეგობრობა“, – წავიკითხე პლაკატზე დიდი, შავი


ასოებით, რუსულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი სათაური. რექტორმა კი განმიმარტა:
– ყირიმშია, დაბა გურზუფში. ახალი აშენებულია, შარშან გაიხსნა და როგორც ამბობენ,
ნამდვილი ახალგაზრდული სამოთხეა. ხუთასკაციანი „სტუდგარადოკია“, სადაც მთელი
მსოფლიოდან სულ ნარჩევ-ნარჩევი ახალგაზრდები იკრიბებიან. ჭამა-სმა, გართობა და
დასვენება უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და ოცდაათი დაუვიწყარი დღე გელოდება.
საქართველოს დელეგაცია წელს პირველად მიემგზავრება იქ. სულ ხუთნი იქნებით, კიდევ ერთი
ბიჭი და სამი გოგონა. მოსკოვმა მეტი ადგილი არ გამოუყო საქართველოს, მაგრამ არც ესაა
ურიგო. შენ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იქნები და აბა, შენ იცი, არ შეგვარცხვინო.
ქვეყნის და ინსტიტუტის სახელს გაუფრთხილდი და სირცხვილი არ გვაჭამო. დელეგაციის
ხელმძღვანელად შენი კანდიდატურა კომკავშირის ცეკას მე შევთავაზე და მეამაყება, რომ ყველამ
ერთხმად დაგიჭირა მხარი.

რექტორის სიტყვებმა სიამაყით ამავსო და მთელი გულით ვინატრე, რომ ამ დღეს ჩემი დედ-მამა
მოსწრებოდა.

– ყოჩაღ, ბაბუ! შენით ძალიან ვამაყობ, – აღფრთოვანება ვერ დამალა ბაბუამ, როდესაც რექტორის
სიტყვები გავუმეორე. მან ამოიხვნეშა და თვალცრემლიანმა მითხრა, – რა იქნებოდა, ამ დღეს
შენი მშობლები მოსწრებოდნენ.

– კარგი იქნებოდა, ბაბუ, – მივუგე ბაბუას, – მაგრამ, რას იზამ. ნუ ტირი, დამშვიდდი, სიცოცხლე
გრძელდება.

– ეეჰ, შვილო, – ცრემლებს ვერ იკავებდა გულაჩუყებული ბაბუა, – მე მოვმკვდარიყავი და შენს


მშობლებს ეცოცხლათ. შენ იცოცხლე და გაიხარე, შვილო, თორემ ჩემთვის ცხოვრება ტანჯვაა და
სიკვდილი მირჩევნია.

– თუ მასეა, მაშინ ერთად ვიტანჯოთ და არსადაც არ მივემგზავრები. ვიყოთ აქ, წავიშინოთ


თავში ხელები და ჩვენს უბედურებაზე ვიტიროთ. არც ჩემთვის გრძელდება ცხოვრება და
ერთად დაველოდოთ სიკვდილს, როდის მოგვიკაკუნებს კარზე მხარზე ცელგადებული, –
ვუთხარი ბაბუას, სავარძელში ჩავჯექი და ფეხი ფეხზე შემოვიდე.

– მაპატიე, ბაბუ, ნერვები ვერ მოვთოკე და ნუ გამიბრაზდები. რაც შეიძლება, დიდხანს უნდა
ვიცოცხლო, რომ შენი წარმატებებით გავიხარო. ბოდიში, ბაბუ, ბოდიში, სიცოცხლე გრძელდება,
– მითხრა ბაბუამ, თავზე გადამისვა ხელი, მაკოცა და გამიცინა.

მეორე დღეს რაიონის კომკავშირის ცეკას პირველ მდივანთან ვიყავი დაბარებული, რომ როგორც
რექტორმა მითხრა, გამსაუბრებოდა. მე სადად, სუფთად გამოვეწყვე და დილის 10 საათზე უკვე
მდივნის მისაღებში ვიყავი.

– ამხანაგი მდივანი გელოდებათ, – ოფიციალური ტონით მაუწყა კომკავშირის მდივნის


მდივანმა გოგონამ, რომელსაც ეტყობოდა, რომ ოცდაათი-ორმოცი წლის შემდეგაც, ასეთივე
ტონითა და გამომეტყველებით მოიხმობდა ადამიანებს რომელიმე მაღალჩინოსნის კაბინეტში.

– გმადლობთ, – გავუღიმე გოგონას, რომელსაც ძარღვიც არ შეტოკებია პირქუშ, კოპებშეკრულ


სახეზე და კაბინეტში შევედი.
– მოდი, მოდი, – თანატოლივით მიმიღო კომკავშირის რაიონის ცეკას პირველმა მდივანმა,
რომელიც ექვსი-შვიდი წლით თუ იქნებოდა ჩემზე უფროსი და მდივანი გოგონასგან
განსხვავებით, კეთილგანწყობილი და მხიარული ჩანდა. ის შუა კაბინეტში შემეგება, ხელი
ჩამომართვა, იქვე, პატარა მაგიდასთან, სავარძლებში ჩავსხედით და მითხრა, – ესე იგი
„დრუჟბაში“ მიემგზავრები, არა, – გამიღიმა მან?

– დიახ, – მივუგე კომკავშირის მდივანს.

– აი, ასეთი ადგილია, – კომკავშირის მდივანმა მარცხენა ხელის ცერა თითი გაბზიკა და
დააყოლა, – ნამდვილი სამოთხეა, ნამდვილი. მართალია, მე არ ვყოფილვარ იქ, მაგრამ
გადმოცემით ვიცი და შენი თეთრი შურით მშურს.

„რა სულელური მცნებაა „თეთრი შური“. შური შურია, თეთრიცა და შავიც ერთი ჭირია და
როგორ ვერ ვიტან, ამ კრეტინულ გამოთქმას“, – გავიფიქრე გუნებაში, კომკავშირის მდივანს, კი
ვუთხარი:

– მიხარია, რომ ასეთი პატივი დამდეს და იმ ხუთ კაცში მოვხვდი, ვინც იქ პირველად
მიემგზავრება.

– თანაც პირველ ნომრად მოხვდი ამ სიაში და გულწრფელად გილოცავ ამ წარმატებას, –


გამიღიმა კომკავშირის მდივანმა.

– გმადლობთ, – მადლობა გადავუხადე და გავუღიმე.

კომკავშირის მდივანი სავარძლიდან წამოდგა. საწერი მაგიდისკენ გაემართა, თან მკითხა:

– ყავას დალევ თუ ჩაის?

იმ პერიოდში ყავა კაპიტალისტების სასმელად ითვლებოდა და ამიტომ ვუთხარი:

– ჩაის.

– ყავა ჯობია, დამიჯერე, – მითხრა კომკავშირის მდივანმა და მეგობრულად ჩამიკრა თვალი. თან
მითხრა, ნამდვილი ბრაზილიური ყავა მაქვს, მეგობარმა ჩამომიტანა ბრაზილიიდან, ხათუნა კი
ძალიან გემრიელად ამზადებს, კომკავშირის მდივანმა სელექტორს დააჭირა თითი და მდივანს
უთხრა:

– ხათო, ორი ყავა გაამზადე შენებურად.

სამიოდე წუთში, კაბინეტში მდივანი გოგონა შემოვიდა, ლანგრით ორი ხსნადი ყავა და
საშაქრით შაქარი შემოიტანა. ყველაფერი მაგიდაზე დაალაგა, შემდეგ კი მდივანს ჰკითხა:

– კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ, ბატონო ილია?


– შენს ღიმილს, ჩემო ხათო, გახსენ ბაგე და გამოაჩინე შენი ბროლის კბილები, – უთხრა, მდივან
გოგონას ილიამ, შემდეგ ყავა მოსვა და ხათუნა შეაქო, – ყავაა, ყავის უნახავს გაგხდის, ყოჩაღ,
ყოჩაღ, ხათუნა! ჯერჯერობით არაფერი გვინდა, თავისუფალი ხარ.

ხათუნა გავიდა. კომკავშირის მდივანი ისევ სავარძელში ჩაეშვა და მომმართა:

– აბა, გასინჯე, უგემრიელესია.

ყავა მოვსვი, მართლაც, ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. მას მერე მრავალ ქვეყანაში ნაირ-ნაირი ყავა
დამილევია, მაგრამ მსგავსი გემო ერთადერთხელ რიოში ჩავატანე. იქ ერთი დელიკატური
მისიის შესასრულებლად ვიყავი, მაგრამ ამას მოგვიანებით მოგიყვებით.

– რაც მართალი, მართალია, ყავას ჩინებულად ამზადებს ხათუნა, მაგრამ კოპები ვერ
გავახსნევინე, – მომიგო კომკავშირის მდივანმა, „მარლბორო“ შემომთვაზა და უარი რომ
ვუთხარი, თვითონ გააბოლა, – კარგია, რომ არ ეწევი, ვერა და ვერ დავანებე თავი ამ მავნე ჩვევას.
არადა, ოცდაორი წლის ვიყავი, პირველად რომ გავაბოლე და უკვე სამი წელია, ვეწევი.

მისი ნათქვამიდან შევიტყვე, რომ ოცდახუთი წლის იყო.

– გვიან დაგიწყიათ მოწევა.

– ეეჰ, ნეტავ, სულ არ დამეწყო, – ხელი ჩაიქნია ილიამ, – ახლა საქმეზე გადავიდეთ. ერთი
სიტყვით, ჩემო კოკი, აქ იმიტომ დაგიბარე, რომ უკეთ გამეცანი. დაუსწრებლად გიცნობდი და
შენზე მხოლოდ კარგი მესმოდა. მოხარული ვარ, რომ ინფორმაცია სწორი გამოდგა და ჩემი
მოლოდინი გაამართლე. ახლა მე და შენ კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტში უნდა წავიდეთ
და დელეგაციის დანარჩენ წევრებთან ერთად, პირველ მდივანს, ამხანაგ სერგოს შევხვდეთ.

– ამხანაგ სერგოს? – ჩემდაუნებურად წამოვიძახე, რადგან რესპუბლიკის კომკავშირის


ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, იმდენად მაღალი თანამდებობის ადამიანად
მიმაჩნდა, რომ მასთან შეხვედრა იმ დროს დიდი მოვლენა იყო. ასეთი რეაქციაც ამიტომ მქონდა.

– კი, ბატონო, ამხანაგ სერგოს, – ილიამ საათს დახედა – ზუსტად შუადღისით გველოდება და
ჯერ დრო გვაქვს.

მშიშარა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ილიამ რომ მაცნობა, ამხანაგ სერგოს უნდა შევხვდეო,
მუხლები ამიკანკალდა მღელვარებისგან და გავფითრდი.

– ხომ არ გეშინია? – ეშმაკურად მკითხა ილიამ.

– არა, უბრალოდ, ცოტა ავღელდი, ამხელა კაცს პირველად ვხვდები და იმიტომ, –


გულწრფელად ვუთხარი ილიას, მან კი თვალი ჩამიკრა, მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:

– ასაღელვებელი არაფერია. ამხანაგი სერგოც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ჩვენ.


უბრალოდ, მაღალი თანამდებობა უკავია, მაგრამ მოვა დრო და ჩვენც წინ წავიწევთ. ესაა და ეს.
რესპუბლიკის კომკავშირის ცეკას პირველ მდივანთან ილიას სამსახურებრივი „პობედით“
გავემართეთ და თორმეტს ათი წუთი აკლდა, როდესაც მის უზარმაზარ მისაღებში ვიყავით. იქვე
იყვნენ ჩვენი დელეგაციის დანარჩენი ოთხი წევრიც და მათი თანხლები პირებიც. სულ
თოთხმეტი ადამიანი შევიკრიბეთ. ხუთნი წამსვლელები ვიყავით – ოთხი თბილისელი და ერთი
ქუთაისელი გოგონა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი საცხოვრებელი რაიონის კომკავშირის პირველი
მდივანი გვახლდა და რადგან ხუთივე სხვადასხვა რაიონში ვცხოვრობდით, ხუთი რაიონის
კომკავშირის პირველი მდივანი შეიკრიბა. ამათ გარდა, მიღებაზე ოთხი უმაღლესი
სასწავლებლის რექტორი მოვიდა: ჩემი ინსტიტუტის; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
რომელიც დელეგაციაში ორი წევრით, ქალ-ვაჟით იყო წარმოდგენილი; პოლიტექნიკური
ინსტიტუტის რექტორი და ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი.

კომკავშირლები და რექტორები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ჯერ გულითადად მოიკითხეს


ერთმანეთი, შემდეგ კი დელეგაციის წევრები გაგვაცნეს ერთმანეთს და ამხანაგ სერგოს მდივანმა,
შუახნის ქალმა გულთბილად გვითხრა:

– მობრძანდით, მეგობრებო, ამხანაგი სერგო გელოდებათ.

ჩვენ ერთ რიგად დავდექით და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის


უზარმაზარ კაბინეტში შევედით, რომელიც ლამის მინი-ფეხბურთის სტადიონისხელა იყო.
საქართველოს პირველ კომკავშირელს გაზეთებიდან და ტელევიზიიდან ვიცნობდი და ცუდ
შთაბეჭდილებას არ ტოვებდა. აზრი არც მასთან პირადი შეხვედრის შემდეგ შემიცვლია.
ილიასგან განსხვავებით, სერგო ასაკითაც უფროსი იყო და დინჯიც. ძალიან უბრალოდ,
კეთილგანწყობილად იქცეოდა და სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა.

– მეგობრებო! – მოგვმართა სერგომ, როდესაც უზარმაზარ, მოგრძო მაგიდას აქეთ-იქიდან


შემოვუსხედით, – ჩვენი შეხვედრა იმ ღირსშესანიშნავი და უმნიშვნელოვანესი მოვლენითაა
განპირობებული, რომელიც ამ დღეებში მოხდება. რომ იტყვიან, ჩვენი რესპუბლიკის საუკეთესო
ხუთი ახალგაზრდა, სხვა საბჭოთა ახალგაზრდებთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო გოგო-
ბიჭებს შეუერთდება საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკ „მეგობრობაში“. აქვე უნდა აღვნიშნო,
რომ ხუთასკაციან ბანაკში საქართველოს ხუთი წარმომადგენლის მიწვევა ჩვენი რესპუბლიკის
დიდი აღიარებაა. ეს, ერთი მხრივ, ჩვენი რესპუბლიკის პარტიული ხელმძღვანელობის
თავდაუზოგავი შრომის შედეგია კომუნისტური აღმშენებლობის საქმეში, მეორე მხრივ კი, იმ
დიდი ნდობისა, რომელსაც საკავშირო პარტიული ხელმძღვანელობა ჩვენს პატარა რესპუბლიკას
უცხადებს. ამიტომ, ჩემო მეგობრებო, აქ იმის გამო შეგკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ,
რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ თქვენთაგანს და მათ შორის, მეც. მოდით,
პასუხისმგებლობა თანაბრად გადავინაწილოთ და ერთი თვის შემდეგ, აქ, ამ კაბინეტში რომ
შევხვდებით, ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვის არ შეგვრცხვეს. მიემგზავრებით ექვსი
დღის შემდეგ მატარებლით სიმფეროპოლამდე, იქიდან კი გურზუფამდე ავტობუსით ჩახვალთ.
იცხოვრებთ ერთადგილიან, კეთილმოწყობილ ოთახებში. ოთახები ხის კოტეჯებშია და,
თითოეულ ასეთი კოტეჯში ხუთი ოთახია. ანუ, ერთი კოტეჯი თქვენს განკარგულებაში იქნება
და მასზე საბჭოთა საქართველოს დროშა იფრიალებს. გეცმევათ საბჭოთა საქართველოსგერბიანი
მაისურები. მაისურებს უკან საქართველო ეწერება, შესაბამისად, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
„მეგობრობაში“ დაჰყოფთ ოცდაათ დღეს. ამაში მგზავრობის დრო – ორი დღე იქით და ორი აქეთ,
არ შედის. აი, ის ძირითადი, რაც შეეხებოდა თქვენს გამგზავრებას და იქ ყოფნას. ახლა კითხვები
თუ გაქვთ, გისმენთ. ბოლოს კიდევ ორიოდ სიტყვას გეტყვით და ამუნიციასაც გადმოგცემთ.

კომკავშირის ცეკას პირველი მდივნის ინფორმაცია იმდენად ამომწურავი იყო, რომ კითხვა
არავის გაგვჩენია: სხვათა შორის, მრავალი მანკიერების მიუხედავად, კომუნისტები და
კომკავშირლები ურიგო ორგანიზატორები არ ყოფილან და თუკი რამეს აკეთებდნენ,
აკეთებდნენ საფუძვლიანად და სანიმუშოდ. მით უმეტეს, თუ მათი ორგანიზებული ღონისძიება
საერთაშორისო მასშტაბების იყო. სწორედ ამიტომ ფლობდა ასეთ დეტალურ ინფორმაციას
საქართველოს პირველი კომკავშირელი.

– ნუთუ, კითხვები არ გაქვთ, მეგობრებო? – გვკითხა სერგომ და მზერა შეგვავლო.

ხმას არავინ იღებდა. ბოლოს ჩემი ინსტიტუტის რექტორმა უთხრა სერგოს:

– თქვენ ისეთი ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდეთ, ამხანაგო პირველო მდივანო, რომ არც მე
და როგორც ჩანს, არც სხვებს, კითხვები არ გასჩენიათ.

– კარგი, მეგობრებო, რადგან ასეა, მაშინ მოდით, კიდევ ორიოდ სიტყვას გეტყვით, – თქვა
სერგომ და ჩემკენ გამოიშვირა თითი – ეს მშვენიერი ყმაწვილი საქართველოს დელეგაციის
ხელმძღვანელია და ეს გადაწყვეტილება სერიოზული განხილვის შედეგად მივიღეთ.

მე ფეხზე ავდექი, სერგომ კი განაგრძო:

– არავინ იფიქროს, რომ თქვენს ხუთკაციან დელეგაციაში ვინმე ვინმეზე ნაკლებია, ან პირიქით
და ჩვენი გადაწყვეტილებაც ამ პრინციპს ემყარებოდა. არა, მეგობრებო. უბრალოდ, კოკი
ინგლისურ, ფრანგულ და სპარსულ ენებს ფლობს და რადგან ბანაკი საერთაშორისოა, ხოლო
სრულფასოვანი კომუნიკაცია ენის გარეშე შეუძლებელია, კოკი სწორედ ამიტომ დავნიშნეთ
ხელმძღვანელად. ის იქნება მეკავშირე თქვენსა და დანარჩენ ახალგაზრდებს შორის. მეტიც, მე
მიმაჩნია, რომ, ამ შემთხვევაში, კოკი იქნება დაჩაგრული, რადგან რამდენიმე ენაზე
ერთდროულად თარჯიმნობა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ,
რომ ჩემი უმცროსი მეგობარი წარმატებით გართმევს თავს ამ ამოცანას – არც თავს შეირცხვენს
და არც რესპუბლიკას შეარცხვენს. რას იტყვი, კოკი, ხომ ღირსეულად გაუძღვები დაკისრებულ
მოვალეობას?

– დიახ, ამხანაგო პირველო მდივანო, ღირსეულად გავუძღვები. არც თავს შევირცხვენ, არც
რესპუბლიკას შევარცხვენ და არც თქვენ, – დავპირდი სერგოს.

– მჯერა, – გამიღიმა სერგომ და თქვა, ახლა ამუნიცია მიიღეთ და თავისუფლები ხართ. ექვსი
დღის შემდეგ კი სადგურზე შევხვდებით ერთმანეთს, სადაც საზეიმო გაცილება მოეწყობა.

საბანაკე აღჭურვილობა სერგოს კაბინეტშივე დაგვირიგეს და მასში შედიოდა – 4 ცალი მაისური,


2 წყვილი სპორტული ფორმა და 2 წყვილი ბოტასები, აგრეთვე ტყავის სპორტული ჩანთა.
როგორც გვითხრეს, ეს ყველაფერი სპეციალური შეკვეთით იყო დამზადებული და მართალია,
ადგილობრივი წარმოების, მაგრამ იმდენად მაღალი ხარისხის, რომ მსოფლიოს საუკეთესო
პროდუქციას არ ჩამოუვარდებოდა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ როგორც ბოტასები,
ასევე, სხვა სამოსი ზუსტად ჩვენი ზომის იყო. თუმცა, ჩვენთვის ზომები არავის აუღია და
წლების მერე მივხვდი, რომ ამ საქმეში „კაგებეს“ ხელი ერია, რომელსაც არა მარტო ჩვენი
დოსიეები ჰქონდა გულდასმით შესწავლილი, არამედ თითოეული ჩვენგანის ფეხის ზუსტი
ზომაც კი იცოდა.

საბანაკო ამუნიციის პრეზენტაცია რომ დასრულდა, საქართველოს პირველი კომკავშირელი


ყველას ხელის ჩამორთმევით დაემშვიდობა, მე კი დარჩენა მთხოვა და სტუმრები რომ წავიდნენ,
სავარძელში ჩამსვა. შემდეგ მდივანს ყავა შეუკვეთა და მას მერე, რაც თვითონაც სავარძელში
მოკალათდა, მითხრა:

– კიდევ ერთხელ გილოცავ, ჩემო კოკი, ასეთი საპასუხისმგებლო დელეგაციის


ხელმძღვანელობას, თვრამეტი წლის ასაკში ეს უდიდესი დაფასება და პასუხისმგებლობაა.
მჯერა, რომ ამ მისიას წარმატებით შეასრულებ.

– ყველაფერს ვიღონებ, ამხანაგო პირველო მდივანო, და არ შეგარცხვენთ, – გავუმეორე სერგოს,


მან კი სიცილით მომიგო:

– ჯერ იმ ბანაკში მოხვედრა რამხელა პატივია, დელეგაციის ხელმძღვანელობა კი ასმაგი


დაფასება. შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. იცოდე, კოკი, დიდი პერსპექტივები გაქვს და
ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, „დრუჟბაში“ როგორ მოიქცევით.

კომუნისტებს, ისევე, როგორც ფაშისტებს, პიროვნების დამუშავების საიმედო და კარგად


შემუშავებული სისტემა ჰქონდათ. ნებისმიერ, ყველაზე მცირე მიზნის მისაღწევ გზაზე, იმდენი
დაბრკოლება ხვდებოდა, რომ მათი დაძლევა, სპეციალური იდეოლოგიური კლიშეების გარეშე,
წარმოუდგენელი იყო და მიზანმიღწეული პიროვნება, ამავდროულად, უკიდურესად
პოლიტიზირებული ადამიანიც იყო. მსგავსი ადგილი იყო ბანაკი „დრუჟბაც“, სადაც მხოლოდ
და მხოლოდ საუკეთესოებს აგზავნიდნენ. ეს საუკეთესო კი უნდა ყოფილიყო, აუცილებლად
ჩინებული კომკავშირელი და მჭიდრო კავშირები ჰქონოდა კომუნისტურ პარტიასა და
უშიშროებასთან. თუმცა, მე გამონაკლისი ვიყავი, რადგან არც აქტიური კომკავშირელი
ვყოფილვარ, არც უშიშროებასთან ვთანამშრომლობდი და „დრუჟბაში“ მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ მიმავლინეს, რომ კარგად ვსწავლობდი, ენებს ვფლობდი და კარგი გარეგნობა მქონდა.
ბანაკში პირველად მიემგზავრებოდა საქართველოს დელეგაცია და რესპუბლიკის
ხელმძღვანელებს თავის გამოჩენა უნდოდათ. სწორედ ამიტომ შემარჩიეს მე, მაგრამ ამ
ყველაფერს მერე მივხვდი. იმწუთას კი, როდესაც სერგოს წინ სავარძელში ვიყავი
მოკალათებული და ყავას მივირთმევდი, ასე ღრმად არ ვიყავი ჩაწვდომილი ამ საკითხს და
მომავალი მგზავრობისა და „დიდი პერსპექტივის“ ზეგავლენის ქვეშ ვიმყოფებოდი. ეს
ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხედველობიდან არ გამორჩენია სერგოს და მითხრა:

– ჩემო კოკი, საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, რა თქმა უნდა, მეგობრული თავშეყრის


ადგილია და „დრუჟბაც“ ამიტომ ეწოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ უამრავი მტერი გვყავს და
გამორიცხული არაა, მეგობრის ნიღაბაფარებულმა მტერმაც კი შემოაღწიოს იქ. ამიტომ,
განსაკუთრებული ყურადღება გმართებს არასაბჭოთა სტუდენტ-ახალგაზრდებთან
ურთიერთობისას და ზედმეტი ლაპარაკი და სითამამე უნდა დაივიწყო. გახსოვდეს, რომ
თითოეული შენ მიერ ნათქვამი სიტყვა ან საქციელი, შეიძლება, ცუდად დაგიხვდეს წინ.
რეკომენდაცია მე გაგიწიე და ასეთი რამ მეც და სხვებსაც გვავნებს.

– გჯეროდეთ ჩემი, ამხანაგო პირველო მდივანო, – უნებლიეთ სიტყვა შევაწყვეტინე სერგოს. მან
კი ხელით მანიშნა, დამაცადეო და განაგრძო:

– შენი რომ არ გვჯეროდეს, იქით არც კი გაგახედებდით, მაგრამ მე ვალდებული ვარ,


გაგაფრთხილო. მით უმეტეს, რომ შენ აქტიური კომკავშირელი არ ხარ და მსგავსი გამოცდილება
გაკლია. შენ თვრამეტი წლის ხარ, შენი მმართველობის ქვეშ მყოფი გოგო-ბიჭები კი ოცი-
ოცდაერთი წლისანი. თანაც, თითოეული მათგანი თავისი უმაღლესი სასწავლებლისა და
ფაკულტეტის კომკავშირის მდივანია. გესმის, რას ნიშნავს ეს?

– დიახ, ამხანაგო პირველო მდივანო, უდიდეს ნდობას თქვენი მხრიდან, – ვუთხარი სერგოს.

– არა მარტო, ჩემო კოკი, არა მარტო... – სრული სერიოზულობით მითხრა საქართველოს
პირველმა კომკავშირელმა და ამ შემთხვევაში ის არაფერს აჭარბებდა, – ესაა ლამის ერთადერთი
შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც ასაკით პატარა და არაფუნქციონერი
პიროვნება თავისზე უფროს ფუნქციონერებს ხელმძღვანელობს საპასუხისმგებლო მისიის დროს.

– მესმის, ამხანაგო პირველო მდივანო, და გპირდებით, არ შეგარცხვენთ, – მესამედ თუ მეოთხედ


მივეცი პირობა სერგოს.

– კარგი, ეს საკითხი გავიარეთ, – თქვა სერგომ, საათს დახედა და დაამატა, – ახლა კიდევ ერთი
ნაბიჯი დაგვრჩა და თავისუფალი ხარ. შემდეგ შეგიძლია, წახვიდე და მშვიდად მოემზადო
მგზავრობისთვის.

სერგოს ეტყობოდა, რომ რაღაცას ელოდა და სწორედ ეს იყო ის ერთი ნაბიჯი. მაგრამ, რას და რა
ნაბიჯი იყო, აბა, რა ვიცოდი. როდესაც იდეოლოგიური საუბარი დაასრულა, მან კიდევ ერთხელ
დახედა საათს და მკითხა:

– ყავას კიდევ ხომ არ მიირთმევ?

– არა, გმადლობთ, – მივუგე სერგოს.

– არ მოგეწონა?

– როგორ არა, მშვენიერი, ძალიან გემრიელი ყავა იყო, – ვუთხარი, თუმცა მისი ყავა ილიას
მდივნის მიერ მომზადებულ ყავასთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მაგრამ, ამას ხომ არ ვეტყოდი
პირველ კომკავშირელს?

სერგომ კიდევ ერთხელ დახედა საათს, შემდეგ სიგარეტი ამოაცურა ჯიბიდან და მითხრა:

– ხომ არ მოწევ?
– გმადლობთ, არ ვეწევი.

სერგომ „მარლბორო“ გააბოლა.“

– ძალიან კარგი, რომ არ ეწევი და არც გირჩევ. ჯანმრთელობაც იხარჯება და ფულიც.

საინტერესო ფაქტი იყო, რომ იმ პერიოდში „მარლბოროს“ საბჭოთა კავშირი არ აწარმოებდა და


ის ან კონტრაბანდული გზით შემოდიოდა, ან სავალუტო მაღაზიებისთვის. თან საკმაოდ ძვირი,
ათი მანეთი ღირდა. ათ მანეთად კი, იმ დროს ორი ადამიანი კარგად მოილხენდა სახინკლეში.
ფულს ფასი ჰქონდა. „მარლბოროს“ მაშინ რიგითი მწეველი ვერ შესწვდებოდა და მას მხოლოდ,
პარტიული ფუნქციონერები, „ცეხავიკები“ და კანონიერი ქურდები ეწეოდნენ. ამგვარად, უკვე
მაშინ ჩამოყალიბდა ელიტური კასტა. მოგვიანებით კი, მათ მთელი საქართველოს ქონება
გადაინაწილეს. ამ კასტაში ძირითადად სწორედ ამ ზემოხსენებული კატეგორიის ადამიანები
შედიოდნენ.

– კარგია, რომ ფილტვებს არ ილპობ, – გაიმეორა სერგომ და თავისი სიტყვების დასტურად


ქრონიკული ხველა აუტყდა.

ამ დროს კაბინეტის საათმა და „ვეჩემ“ ერთდროულად დარეკა. სერგო სავარძლიდან წამოხტა,


მაგიდასთან ხველებით მიირბინა და წყალი დალია, რომ ხველება შეეჩერებინა. სული რომ
მოითქვა, „ვეჩეს“ დასწვდა და უპასუხა:

– დიახ, გისმენთ!

მე, ყურადღებით ვაკვირდებოდი სერგოს, რომელმაც სულ რაღაც ნახევარი წუთი ილაპარაკა
„ვეჩეთი“ და ყურმილი რომ დადო, მომღიმარი სახით მითხრა:

– ადექი, პირველთან მივდივართ!

პირველს, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის კომუნისტური პარტიის პირველ მდივანს


უწოდებდნენ, მაგრამ მაშინ მე ეს არ ვიცოდი და სერგოს მორიდებით ვკითხე:

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ პირველი ვინ არის?

საქართველოს პირველ კომკავშირელს სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი შეკითხვა და ღიმილით


მომიგო:

– ამხანაგი პავლე პეტროვიჩი, კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი!

– პავლე პეტროვიჩი? – გავიმეორე და ჯერ გავფითრდი, შემდეგ კი მუხლები ამიკანკალდა


მღელვარებისგან.

– დამშვიდდი, ნუ ღელავ, კოკი, – სერგომ მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი, – პავლე


პეტროვიჩი ძალიან უშუალო ადამიანია და მასთან სულაც არ იგრძნობ თავს უხერხულად. აი,
ნახავ.
ერთი სიტყვით, საბანაკო აღჭურვილობით სავსე ჩანთა სერგოს მდივანთან დავტოვეთ და მე და
საქართველოს პირველი კომკავშირელი რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ცეკას პირველ
მდივანთან გავემართეთ, რომლის კაბინეტიც იმავე შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა. მე
და სერგო ფეხით გადავედით ეგრეთ წოდებულ „პირველის ფლიგელში“ და მისაღებში რომ
შევედით, მდივანმა ქალმა გვითხრა:

– შებრძანდით, ამხანაგი პავლე გელოდებათ.

პავლე პეტროვიჩის კაბინეტი სერგოს კაბინეტზე თითქმის ორჯერ პატარა იყო და არც
განსაკუთრებული ავეჯით გამოირჩეოდა. კედელზე ლენინის, მარქსისა და ენგელსის სურათები
ეკიდა. ერთადერთი, რაც ყურადღებას იპყრობდა, ტელეფონების სიმრავლე იყო. სპეციალურ
მაგიდაზე, რომელიც საწერი მაგიდის გვერდით იდგა, ოცამდე სხვადასხვა ფერისა და ზომის
ტელეფონი იდგა. მათ შორის სამი – წითელი, თეთრი და შავი ფერის „ვეჩე“ იყო, რომლებზეც
საბჭოთა კავშირის გერბი ამოეტვიფრათ. თავად პავლე პეტროვიჩი კაბინეტის შუაში შეგვეგება
და ჯერ სერგოს ჩამოართვა ხელი, შემდეგ მე. ბოლოს სავარძლებში ჩაგვსხა, მდივანს ჩაი
შეუკვეთა, თვითონაც შემოგვიერთდა და სერგოს უთხრა:

– მშვენიერი ყმაწვილი ჩანს, სხვებიც ასეთები არიან?

– დიახ, ამხანაგო პავლე, ისინიც კარგები არიან და ნამდვილად ღირსეულად წარვდგებით


„დრუჟბაში“, ახალგაზრდობის ფორუმზე, – მიუგო პირველს სერგომ.

ახალდანიშნულ პავლე პეტროვიჩზე სხვადასხვა, ურთიერსაწინააღმდეგო ხმები დადიოდა და


უმეტესი მათგანი მეც მსმენოდა. ამ ჭორთა მრავალფეროვნებაში საერთო ის იყო, რომ ყველა მის
განსაკუთრებულ კომუნიკაბელურობას უსვამდა ხაზს და ეს მე მასთან შეხვედრის პირველივე
წუთიდანვე ვიგრძენი. მან კარგად იცოდა ჩემი ბიოგრაფია და აშკარა იყო, რომ ჩემს დოსიეს
პირადად გაეცნო. მასთან სულ რაღაც ნახევარი საათი დავყავი და რომ წამოვედი, მისი
პიროვნებით უზომოდ მოხიბლული, აღფრთოვანებული ვიყავი. მეგონა, მისი მსგავსი,
იდეალური ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობდა და მის მიმართ ასეთი წარმოდგენა
კიდევ დიდხანს გამყვა ცხოვრებაში. პავლე პეტროვიჩი მეგობრულად მესაუბრებოდა. შიგადაშიგ
ხუმრობდა კიდეც და ისეთი უშუალო ატმოსფერო შეიქმნა, რომ დაძაბულობა სრულიად
მომეხსნა და შუა შეხვედრის დროს ლამის მხარზე დავკარი ხელი, როგორც ბავშვობის ძმაკაცს.
შუა საუბრის დროს წითელმა „ვეჩემ“ დარეკა. პავლე პეტროვიჩმა მოგვიბოდიშა, მაგიდასთან
მივიდა და რუსულად უპასუხა:

– გისმენთ!

„ვეჩეს“ მეორე ბოლოდან პავლეს რაღაც უთხრეს და მან უპასუხა:

– გამარჯობა, ლეონიდ ილიჩ, როგორ ბრძანდებით, გმადლობთ.

როგორც მივხვდი, პავლეს თავად ლეონიდ ბრეჟნევი ურეკავდა და საუბრიდან ჩანდა, რომ
კრემლის „ხაზეინმა“ თავისი ქართველი კოლეგა უბრალოდ მოიკითხა.
– კარგად ბრძანდებოდეთ, ლეონიდ ილიჩ, ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ, – თქვა
ბოლოს პავლე პეტროვიჩმა. „ვეჩე“ დაკიდა, აღფრთოვანებული სახით შემოგვიერთდა და თქვა:

– დიდებული ადამიანია ლეონიდ ილიჩი, ნამდვილი კომუნისტი და ხალხისთვის


თავდადებული. რომ იცოდეთ, ლენინზე არანაკლებ დიდია და ჩვენი ქვეყანა უზომოდ უყვარს.

ბრეჟნევისადმი მიძღვნილი დითირამბები რომ დაასრულა, პავლე კვლავ ძველ თემას


დაუბრუნდა:

– ლეონიდ ილიჩი წელსაც ყირიმში ისვენებს და გამორიცხული არაა, „დრუჟბაშიც“ გეწვიოთ.


შეიძლება, მეც ჩამოვიდე. ასე რომ, არ გემშვიდობები და ნახვამდის.

– აბა, რას იტყვი, როგორი ადამიანია ჩვენი პირველი მდივანი? – მკითხა სერგომ, როდესაც პავლე
პეტროვიჩისგან გამოვედით.

– უდიდებულესი! – სრულიად გულწრფელად მივუგე საქართველოს პირველ კომკავშირელს.

– აბსოლუტურად გეთანხმები, – მითხრა სერგომ, – აი, ნახავ, რა სასწაულს მოახდენს ამხანაგი


პავლე და ჩვენს ქვეყანას როგორ ააყვავებს.

საქართველოს პირველ კომკავშირელს მისივე კაბინეტის მისაღებში დავემშვიდობე, ხელი


ჩამოვართვი და ჩანთიანად გამოვედი მთავრობის სასახლიდან, სადაც იმ პერიოდში, დროებით,
საქართველოს თითქმის ყველა მაღალჩინოსნის სამუშაო კაბინეტი იყო.

– არ გემშვიდობები და ნახვამდის, – პავლე პეტროვიჩის სიტყვები გამიმეორა


გამომშვიდობებისას სერგომ, – მინიმუმ კიდევ ორჯერ შევხვდებით ერთმანეთს და მერე კი
ვნახოთ, დრო გვიჩვენებს.

რუსთაველის გამზირზე რომ გამოვედი, ხუთის ნახევარი სრულდებოდა და საშინლად


ცხელოდა. თუმცა, ისე ვიყავი ემოციებისგან დატვირთული, რომ მეტროში „გაგრილებაზე“ უარი
ვთქვი და გამზირს ფეხით გავუყევი.

სახლამდე მისვლას კარგა ხანი მოვანდომე, რადგან ძალიან ნელა, კუს ნაბიჯებით მივდიოდი. იმ
დღის პერიპეტიებს ვიხსენებდი. ნამდვილად არ დავიჯერებდი, წინა დღით რომ ვინმეს ეთქვა,
ერთ დღეში ორ უმაღლეს ფუნქციონერს შეხვდებიო – რომ არაფერი ვთქვათ, რაიონის
კომკავშირის მდივანზე, თანაც ბრეჟნევის ლაპარაკს შეესწრებიო. ერთი სიტყვით, თავი სიზმარში,
ზღაპარში მეგონა და ბაბუას ისე ემოციურად მივუყევი ყველაფერი, რომ გაეღიმა და მითხრა:

– ჰმ, მართალი ხარ, შვილო, პავლე პეტროვიჩი დიდებული ადამიანია. მას მე არაერთხელ
შევხვედრივარ სამსახურთან დაკავშირებით.

– სამსახურთან? – გავიმეორე მე.

– ჰო, ბაბუ, სამსახურებრივად, – გაიმეორა ბაბუამ, – პავლე პეტროვიჩი ხომ ჩვენი მინისტრი იყო
და თათბირებზე თითქმის ყოველკვირა გვიწევდა შეხვედრა. ძალიან საქმიანი, გულისხმიერი და
პატიოსანი კაცია. აი, როგორი უნდა იყოს ნამდვილი კომუნისტი.
რაც შემდეგ პავლე პეტროვიჩმა დაატრიალა მსოფლიოში და საქართველო როგორ ააყვავა, ეს
კიდევ სხვა თემაა. მაგრამ, მაშინ მონუსხული ვიყავი მისი პიროვნებით და კარგა ხანს ძილიც არ
მომკარებია.

ახალგაზრდულ ბანაკ „დრუჟბაში“ მართლაც დიდი ზარ-ზეიმით გაგვაცილეს – არც ტელევიზია


მოგვკლებია, არც ყვავილები და არც მხურვალე, გულისამაჩუყებელი სიტყვები. თბილისის
რკინიგზის სადგურზე მისული რიგითი მოქალაქე ჩვენი შემხედვარე იფიქრებდა, კოსმოსის
მორიგ დამპყრობლებს ხვდებიან, ან აცილებენო. მსგავსი პომპეზურობა იმ პერიოდის საბჭოური
ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო და ამ წესს ყველგან, ყველა დონეზე რიტუალივით
მკაცრად იცავდნენ. ჩვენს გაცილებაზე, როგორც შეგვპირდა, ამხანაგი სერგოც მოვიდა, საზეიმო
სიტყვაც წარმოთქვა და მხოლოდ მას მერე წავიდა, ჩვენი მატარებელი თვალს რომ მიეფარა.
მანამდე კი საქართველოს პირველი კომკავშირელი სადგურის ბაქანზე იდგა და ენერგიულად
გვიქნევდა ხელს.

მატარებლის გასვლამდე რამდენიმე წამით ადრე სერგომ პირისპირ მითხრა:

– ამხანაგმა პავლემ პირადად დამაბარა შენთან მოკითხვა და ასე თქვა, „დრუჟბაში“


შევხვდებითო. აბა, კოკი, შენ იცი, შენი იმედი მაქვს და თქვენ იცით, თუ როგორ გვასახელებთო.

მატარებელი თბილისი – როსტოვი – სიმფეროპოლი, ორი დღე უნდებოდა დანიშნულების


ადგილზე ჩასვლას და ეს 48-საათიანი მოგზაურობა სულაც არ იყო მოსაწყენი, ან დამღლელი.
მით უმეტეს, თუკი ახალგაზრდა ხარ, თანატოლების კამპანიაში მგზავრობ და თანაც,
ორადგილიან „ესვეში“ ხარ გამოჭიმული... ერთი სიტყვით, სიმფეროპოლამდე სრული საბჭოური
კომფორტით ვიმგზავრეთ და ზომიერების ფარგლებში, არც მატარებლის ვაგონ-რესტორანში
„გრიალი“ მოგვკლებია და არც კონცერტები, რომელსაც ჩვენი დელეგაციის წევრები – ზვიადი და
ანასტასია მართავდნენ. ორივე თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, ზვიადი – მეორე,
ანასტასია კი მეხუთე კურსზე სწავლობდა. გოგო ბიჭზე ოთხი წლით უფროსი გახლდათ, მაგრამ
ამის მიუხედავად, შეყვარებულები იყვნენ და ძნელი მისახვედრი არ ყოფილა, რომ სულ მალე
დაქორწინდებოდნენ. ანასტასია – უნივერსიტეტის კომკავშირის მდივანი, ზვიადი კი ერთ-ერთი
ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი იყო და მათი სიყვარული კომკავშირში მუშაობის დროს
იშვა. ორივე ვირტუოზულად უკრავდა გიტარაზე და მშვენივრადაც მღეროდნენ. ამიტომ, ის ორი
დღე, რაც მატარებლით ვიმგზავრეთ, მათ თაყვანისმცემლები არ მოკლებიათ. სიმღერას და
დაკვრას რომ იწყებდნენ, მათი კუპეს წინ მთელი ვაგონის მგზავრები იკრიბებოდნენ მოსასმენად.

ზვიადი და ანასტასია თუ სტაჟიანი შეყვარებულები იყვნენ და ერთად მგზავრობისა და ერთად


ყოფნის ერთთვიანი ბედნიერება ხვდათ წილად, „გეპეელი“ თამარისა და ქუთაისელი იას
შეყვარებულები თბილისში დარჩნენ. მათ არც ასაკით ეკუთვნოდათ „დრუჟბაში“ გამგზავრება,
რადგან 25 წელს იყვნენ გადაცილებულები და პატარებიც რომ ყოფილიყვნენ, საეჭვოა, ისინი
ვინმეს იქ გაეგზავნა. უპივრელესად, იმიტომ რომ საქართველოს დელეგაცია ხუთ ადამიანზე იყო
გათვლილი, თან, არც ერთი მათგანი არ შეესაბამებოდა „დრუჟბის“ სტანდარტს.

თამარის შეყვარებული თავის ქუთაისელ კოლეგაზე ბევრად მოკრძალებული ჩანდა და შევატყვე,


რომ თამარის მშობლებსაც კი ემალებოდა, რომლებიც ქალიშვილის გასაცილებლად იყვნენ
სადგურზე მოსულები. იას შეყვარებული კი პირიქით, ძმაბიჭებთან ერთად იყო ქუთაისიდან
ჩამოსული და „ბლატნოი“ მიხვრა-მოხვრით დადიოდა წინ და უკან. თან, თვალებს აბრიალებდა
და ისე ინტენსიურად აბოლებდა სიგარეტს, მისი შემხედვარე იფიქრებდით, ორთქლმავალიაო...
მატარებლის გასვლამდე ხუთიოდე წუთით ადრე, იას შეყვარებულმა ხელკავი გამომდო,
მოშორებით გამიყვანა და მითხრა:

– მე, ძამია, კოწიეს მეძახიან, ქუთეისელი შავკოწიე არ გაგიგონია?

– სამწუხაროდ, არა, – თავშეკავებულად მივუგე იას შეყვარებულს, თან გუნებაში მეცინებოდა,


რადგან ტანმორჩილი, კუპრივით შავი კოწია ნამდვილად არ შეეფერებოდა ტანწერწეტა და
პირმშვენიერ იას.

– ვიცნობდეთ ერთმანეთს – კოწიე. მეგობრებისთვის კი შავკოწიე, – ხელი გამომიწოდა კოწიამ, –


შეგიძლია შავკოწიე დამიძახო.

– კოკი, – კოწიას ხელი ჩამოვართვი.

შავკოწიამ სიგარეტი „ლუქსი“ შემომთავაზა და უარი რომ ვუთხარი მოწევაზე, თავად გააბოლა.

– კაროჩე, ძამია, კაი ბიჭი ვარ და შენთან კაიბიჭური თხოვნა მაქვს – უარს ნუ მეტყვი. ჩემთან
სამსახური არ დაგეკარგება და ეს ბიჭი მოკვდეს, თუკი ძმობაში გიღალატო.

კოწიას სიტყვებზე გუნებაში გამეცინა. ვორონცოველი მურაზა გამახსენდა, კოწიამ კი ისევ


განაგრძო:

– ჰოდა, ჩემო ძამია, უნდა გთხოვო, რომ ჩემს იაკოს მიმიხედო. წესიერება და ჭკუა არ აკლია,
მაგრამ მაინც სხვა მხარეში, სხვა ხალხში მიდის და პაწა ყურადღება არ აწყენს.

– რაზეა, ძმაო, ლაპარაკი, – მივუგე შავკოწიას, – ჩემი პირდაპირი მოვალეობაა ამათი პატრონობა
და დარდი ნუ გაქვს.

– სპასიბა, ძამია, ჩემზე იყოს, – ლამის კისერზე შემომახტა კოწია, რომ გადამხვეოდა და მე
დავიხარე. მან კი განაგრძო, – კაროჩე, ძამია დღეიდან შენი მტერი ჩემი მტერია, ძმები ვართ და
ჩემი თავი გენაცვალოს.

შავკოწია რომ გადამეხვია, მაისურზე სიგარეტის სუნი ამყვა და როგორც კი მატარებელში ავედი,
მაისური გამოვიცვალე.

შავკოწიას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ სერგო მოგვიახლოვდა. იას შეყვარებულს
ბოდიში მოვუხადე და საქართველოს პირველ კომკავშირელთან მივედი. მან ხელკავი გამომდო
და პავლე პეტროვიჩის დანაბარები და კეთილი სურვილები გადმომცა.

კოწიამ მაინც მოახერხა თავისი სიტყვის დასრულება, დაძრულ მატარებელს შეახტა და მომაყარა:

– კოკი, ძამია, იცოდე, არ გამაწბილო. იაკოს მიმიხედე და პატივისცემა, ქუთაისური ქეიფი და


ძმური ერთგულება ჩემზე იყოს.
მატარებელი უკვე სიჩქარეს იკრეფდა და შემეშინდა, შავკოწიას მარცხი არ მოსვლოდა და
სხაპასხუპით დავპირდი:

– კარგი, კარგი, დარდი ნუ გაქვს, მივხედავ შენს იაკოს. ჩახტი, თორემ აკრიფა მატარებელმა და
რამე არ შეგემთხვეს!

– ჩემზე ნახევარ საქართველოს აქვს აკრეფილი, ძამია, მაგრამ ვერაფერი შემამთხვიეს და ამან რა
უნდა მიქნას, – მომიგო კოწიამ და სანამ ჩახტებოდა, გამომეშვიდობა, – „დო ვსტრეჩი, ბრატ“,
კარგად იყავი...

თავმომწონე შავკოწიას მცირე მარცხი მაინც მოუვიდა და მართალია, მასზე აკრეფილმა ნახევარმა
საქართველომ იმ ყოჩაღ ბიჭს ვერაფერი შეამთხვია, მაგრამ მატარებლიდან რომ ჩახტა, ფეხი
ამოუბრუნდა, საკმაოდ ღრმა ლაფში ჩავარდა და ისედაც შავი, კიდევ უფრო გაშავდა. თუმცა, მის
სასახელოდ უნდა ითქვას, მყისვე წამოხტა ფეხზე და ვითომ აქ არაფერი მომხდარაო, ხელის
ქნევით გამოგვემშვიდობა, თან წურწურით ჩამოსდიოდა ლაფი... ერთი სიტყვით, ყოჩაღი
შავკოწია მაგრად გაბანძდა და მისი შემხედვარე სიცილს ძლივს ვიკავებდი. ბოლოს ვერ
გავუძელი, ვაგონში შევვარდი და გულიანად ავხარხარდი... ხარხარებდნენ ვაგონის დანარჩენი
მგზავრებიც და ყველაზე მეტად იაკო მხიარულობდა. ანუ, ის გოგონა, ვის გამოც ჩაიგდო თავი
ასეთ სასაცილო დღეში კოწიამ.

„შეიყვარე ახლა ასეთი უმადური ქალი“, – ვთქვი გულში მოხარხარე იას შემხედვარემ და ლაფში
ამოსვრილი შავკოწია შემეცოდა. თუმცა, თავს ვერც მე ვძლიე და ხარხარს ვაგრძელებდი.
მხოლოდ მაშინღა მოვითქვი სული, როდესაც მატარებელი წუთით მცხეთაში შეჩერდა და შემდეგ
ისევ გააგრძელა გზა.

– ჩაი, აბა, ჩაი ვის გინდათ! – დაიძახა შუახნის უნიფორმიანმა გამცილებელმა მამაკაცმა,
რომელსაც თავზე წითელი ქუდი ეხურა და თეთრი, ქათქათა პერანგი ეცვა. ეს მას ხაზგასმულად
გამოარჩევდა დანარჩენ, არაელიტურ ვაგონებში მომუშავე კოლეგებისგან, რადგან ისინი
მაინცდამაინც არ ზრუნავდნენ საკუთარი უნიფორმის სისუფთავეზე და გაურეცხავ-
გაუუთოებელი სამოსით სიარული მათთვის უცხო ხილი არ იყო.

– ჩაის ხომ არ ინებებთ, ახალგაზრდებო? – გვკითხა გამცილებელმა და კუპეში შემოჰყო თავი,


სადაც მთელი დელეგაცია ვიყავით შეკრებილები.

– სიამოვნებით, – მივუგე გამცილებელს.

– დავლევთ, დავლევთ! – ერთხმად წამოიძახეს დანარჩენებმაც.

– ახლავე მოგართმევთ, – თქვა გამცილებელმა და წავიდა.

– მაშ ასე, მეგობრებო! – მივმართე დელეგაციის დანარჩენ წევრებს, როდესაც გამცილებელი ჩაის
მოსატანად წავიდა და კარი ჩავკეტეთ. ჩვენი მოგზაურობა საკმაოდ მხიარულად დაიწყო და
იმედია, ასე ხალისიანად გაივლის დანარჩენი დღეებიც. ჩვენი უფროსი მეგობრებისთვის
მიცემულ პირობას პირნათლად შევასრულებთ და თავს არ შევირცხვენთ.
მიუხედავად იმისა, რომ კომკავშირულ თარგზე გამოჭრილი არ ვყოფილვარ, ძალიან მალე
დავამუღამე, თუ როგორ უნდა მელაპარაკა მსგავს კონტინგენტთან. ამიტომაც მივმართე მათ
ასეთი ტონითა და სიტყვებით. თუმცა, მსგავს სტილს მხოლოდ ოფიციალური საუბრისა და
მცირე თათბირების დროს ვიყენებდი. ისე კი, ჩვეულებრივი, მეგობრული დამოკიდებულება
მქონდა ყველასთან და ჩემი თანამდებობისთვის არასოდეს გამისვამს ხაზი. არადა, თანამდებობა
და კარიერა ყველა აქტიური კომკავშირელის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ისინი ადრეული
ასაკიდანვე მიისწრაფიან ამისკენ.

– მხიარულად, ძალიან მხიარულად დაიწყო ჩვენი მოგზაურობა. შავკოწია გაახარა ღმერთმა, რომ
ასე გაგვახალისა, – თქვა იამ და ახარხარდა, მას დანარჩენებიც აყვნენ და ორადგილიანი კუპე
აზანზარდა. მხოლოდ მე აღარ გამცინებია, რადგან გადაჭარბებულ, უღირს საქციელად მომეჩვენა
ეს ყოველივე და იას ვუთხარი:

– სხვათა შორის, კოწიამ შენი თავი მე ჩამაბარა და მითხრა, მიმიხედეო.

– დეიღუპოს იქით, – ქუთაისურად მოუქცია იამ, – იქითაა მისახედი და ჩემზე რას ზრუნავს, თუ
იცი.

გარეგნულად ია თითქმის უნაკლო გოგო იყო – სახეც ლამაზი ჰქონდა და აღნაგობაც, მაგრამ
ლაპარაკს რომ დაიწყებდა, ნახევარი ლაზათი ეკარგებოდა. ამას ქართველებიც ამჩნევდენ და
ქართული ენის უცოდინარნიც, რომლებიც ინტონაციით ხვდებოდნენ მის გაუმართავ,
პროვინციულ მეტყველებას. ვიზუალურად ია და შავკოწია ერთმანეთისთვის შეუფერებელი
წყვილი გახლდათ. ია მაღალი, თეთრი და ლამაზი იყო, შავკოწია კი – დაბალი, შავი და უშნო.
თუმცა, შინაგანად ისინი ერთმანეთისთვის ზედგამოჭრილები იყვნენ. ერთნაირად
პროვინციულად გულუბრყვილო, მაგრამ ამბიციურები და სასაცილოები იყვნენ...

– მისახედი რა სჭირს ამ დევივით კაცს, – გავაზვიადე შავკოწიას ფიზიკური მონაცემები, – მერე


რა, რომ ტალახში ჩავარდა, ვის არ მოსვლია. სამაგიეროდ, ისე ვაჟკაცურად დამავალა შენი
პატრონობა, მის წინაშე თავს ვალდებულად ვგრძნობ.

რა თქმა უნდა, შავკოწიას წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ვგრძნობდი და იას ეს სიტყვები


შეფარული იუმორით, ტონკად ვუთხარი, მაგრამ მან სერიოზულად მიიღო, და ამაყად მოიღერა
ყელი:

– რაც მართალი, მართალია, შავკოწიესნაირი ვაჟკაცი არა მარტო ქუთაისში, მთელ იმერეთში,
საქართველოში, საბჭოთა კავშირში და მთელ ქვეყანაზეც კი ბარე ორი არ დადის. ლაპარაკი და
საქციელი არ ეშლება და თეთრზე დაგაჯერებს შავიაო. ასი ფიზიკის პროფესორი რომ იდგეს და
ფიზიკაზე ლაპარაკობდეს, იმათთანაც თავის სიტყვას იტყვის და არ დეიბნევა.

– მართლა? – ისევ შეფარულად დავცინე იას.

– მართლა, აბა, რავა? ერთ ამბავს მოგიყობი და მიხვდები თვითონაც, – მითხრა


ყელმოღერებულმა იამ.
– აბა, მიდი, გისმენთ, – ყველას მაგივრად მივუგე იას.

– წლეულს ოცი წელი შემისრულდა და ჩემს დაბადების დღეზე დიდი სტუმრიანობა გვქონდა.
მამაჩემმა მთელი ჩვენი ნათესაობა და თავისი საძმაკაცო დაპატიჟა, სულ ნარჩევ-ნარჩევი,
ცნობილი ხალხი და ჩვენს ეზოში ორასკაციანი სუფრა გეიშალა. შავკოწიე დასანახავად არ
უნდოდა მამაჩემს და დაბადების დღეზე დამაპატიჟებინებდა? მაგრამ, კოწიე რის შავკოწიეა, რომ
თავისი არ ქნას. შუა ქეიფის დროს ჩვენი ეზოს კარი გეიღო და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი
შავკოწიე შემოვიდა. მას შავი, კრემლიანი გალსტუკი ებნია და ხელში ოცი ცალი წითელი ვარდი
ეკავა.

კრემლიანი გალსტუკი მოსკოვის კრემლის გამოსახულებიანი ჰალსტუხი იყო, რომელსაც, რა


თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ დაბალი გემოვნების ადამიანები ატარებდნენ. შავკოწია რომ
წარმოვიდგინე, დიდი ძალისხმევა დამჭირდა, არ ავხარხარებულიყავი და სერიოზული
გამომეტყველება შემენარჩუნებინა. ია კი თხრობას განაგრძობდა:

– კოწიე რომ დევინახე, გული ამიჩუყდა და თვალებზე სიხარულის ცრემლი მომადგა. კოწიემ კი
ხელზე მაკოცა, ვარდები მომცა და ლიტრანახევრიანი ყანწი ჩეიცალა კუჭში. შავკოწიეს მოსვლა
არავის ეპიტნავა და ყურადღებას არავინ აქცევდა. შუა ქეიფის დროს ეზოში როიალი შემოაგორეს,
გაჩაღდა სიმღერა და ცეკვა-თამაში. ერთი ნათესავი გოგონა მყავს, მუსიკალურ ტექნიკუმში
სწავლობს და როიალზე ძირითადად ის უკრავდა. უცებ, კოწიე ადგა, როიალთან მივიდა და ჩემი
ნათესავი გოგონა ააყენა, შემდეგ თვითონ მიუჯდა და „მურკა“ დასცხო...

– რა, რა დასცხო? – ვკითხე იას, რადგან „მურკა“ ქურდული სიმღერა იყო და ვიფიქრე, ხომ არ
მომესმა, ან იას ხომ არ შეეშალა-მეთქი.

– „მურკა“, – გაიმეორა იამ, – სიმღერაა ქურდ ქალზე.

– „მურკა“? ვიცი, როგორ არა. უცებ ვერ გავიგე, – ვუთხარი იას, – მერე?

– კოწიემ „მურკა“ იმღერა!.. სიმღერის უნახავს გაგხდიდა. ბლატნოი სიმღერები ძალიან მიყვარს,
ხშირად ვუსმენ და ამ სფეროში კარგად ვერკვევი, მაგრამ კოწიესნაირი ნამღერი არსად
მომისმენია, ისეთი მაგარი იყო, – სიამაყით აღნიშნა იამ, – მერე ადგა, ჩემთან მოვიდა, ისევ ხელზე
მაკოცა და დასტოინად წევიდა...

იას ნაამბობი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და მშვენივრად ჩანდა, თუ რა დონისა და


გონების ადამიანი იყო – მაღალი იდეალები მისი ინტერესების სფეროს ნამდვილად არ
წარმოადგენდა. თუმცა, ადამიანების მართვის საკმაოდ ძლიერი ამბიცია გააჩნდა და როგორც
მინიმუმ, ცეკას მდივნობას უმიზნებდა, რაც შემდგომ საუბრებში პროვინციულ-ბრიყვული
გულახდილობით გაამჟღავნა.

იამ რომ შავკოწიას დასტონიად წასვლის პასაჟს წერტილი დაუსვა, პაუზა გააკეთა და მკითხა:

– რავარი იყო, მოგეწონა კოწიეს ხოდი?


– მაგარი იყო, – დავუდასტურე იას და იქვე ვკითხე, – ასეთ კაცზე როგორ ამბობ, იქითაა
მისახედიო?

– სულ კუდში უნდა სდიო და მიტომ, – მომიგო იამ.

– კუდში რატომ უნდა სდიო, პატარა ბავშვი ხომ არ არის?

– ბავშვივითაა, აბა, რავა?! სულ შარებშია. ხან ვის უკაჩავებს პრავებს და ხან ვის.

– რა პრავებს? – ვკითხე იას, რადგან მისი მონათხრობი ძალიან მახალისებდა, თან უფრო ღრმად
მინდოდა, ჩავწვდომოდი მის ფსიქოლოგიას და გასაქანი მივეცი.

– რა, ძამია, და, – ია უკვე ნახევრად ჟარგონულზე გადავიდა, რასაც მისი მშვენიერი გარეგნობის
შემხედვარე, ვერც წარმოიდგენდი, – მთელი ქუთაისის ბოვშვები მას აკითხავენ სიმართლის
გასარკვევად და ისიც მათ საქმეებს უიასნებს. ამას კი პრავის კაჩაობა მოსდევს ხოლმე და
რამდენჯერმე გამტყუნებული ბოვშვების მშობლებმა მილიცია ჩარიეს და ჩემს კოწიეს
უსიამოვნება შეხვდა. ამხელა კაცი რომ ბოვშებთან დაიჭერს საქმეს და შარში გეეხვევა, უკან
სადევნია, აპა, არა?

იას ნაამბობის შემდეგ კიდევ უფრო გამიმტკიცდა აზრი შავკოწიას შესახებ და დავრწმუნდი, რომ
იაკოს შეყვარებული ქურდული გაგების „პატიოსანი“ ბიჭი იყო, რომელიც სავარაუდოდ,
ქურდობაზე ოცნებობდა და იას ვკითხე:

– ალბათ, ქურდობა უნდა, ხომ?

– ქურდობა ქუთაისში ათიდან რვა კაცს უნდა, მაგრამ ყველა კი არ იმსახურებს. ჩემი კოწიე კი
ნაღდად ქურდი გამოვა. ქურდები საქმის კურსში ჰყავს ჩაყენებული და მას სიტყვას ვინ
დაამადლის, – მომიგო იამ და თან, ამოიოხრა, – ამის გამოა, მამაჩემი რომ მეჩხუბება.

– რატომ, რას გეუბნება მამაშენი? – ვკითხე იას და გავიფიქრე, როგორც ეტყობა, ამ „კრასავიცას“
მამა ნორმალური კაცია, რადგან თავის ქალიშვილს „ქურდული გაგების“ კაცთან ურთიერთობას
უშლის-მეთქი.

– რას მეუბნება და ზუსტად ასე: „იაკო! გოგო, გეიგე, მაი შავკოწიე რომ ქურდი გახდება
წინსვლაში ხელს შეგიშლის, თვარა კაი ქურდს, თანაც სიძეს რა ჯობია ოჯახშიო“. ჰოდა, ვარ ასე
გაორებული. არც მამას მინდა ვაწყენიო და კარიერა გევიფუჭო და არც კოწიესთან დაშორება
მინდა. გაორებული ვარ, ჩემო კოკი და სიყვარული სძლევს ჩემში თუ კომკავშირი, ნამდვილად
ვერ გეტყვი.

„მამაც ასეთი გაგებული უნდა. სასიძოზე უარესი ყოფილა. კაი ქურდს რა ჯობია ოჯახშიო, არა?
ჰმ, მაგარია, მაგარი... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს“, – გავიფიქრე გუნებაში და იას
ვუთხარი:

– მაგას დრო გიჩვენებს, ია.


– მეც მასე ვფიქრობ, ჩემო კოკი, ძამია. ბევრჯერ ვუთხარი კოწიას, მაცალე პაწა ხანს, გევერკვე ჩემს
გრძნობებში და დრო მჭირდება-თქვა, მაგრამ გაგიგონია? დაუჟინებია, ივლისს არ გადავაცილებ
და ნებით თუ არ წამომყობი, მაშინ მოგიტაცებო. ის ისეთია, სიტყვას არ გატეხს და მომიტაცებს.
შენ კი იმიტომ დაგავალა ჩემი პატრონობა, რომ ეშინია, ხელიდან არ წავუვიდე, მაგრამ ვინ
ოხერი, კოწიეს გარდა, გადავუშლი ვინმეს გულს?.. – მაჟორულ ნოტზე დააბოლოვა იამ და
მოიღუშა.

– ახალგაზრდებო, ჩაი მოგართვით, გააღეთ კარი! – მოგვიკაკუნა კუპის კარზე გამცილებელმა და


როცა გავუღეთ, ლანგრით ხუთი ფინჯანი ჩაი და ნატეხი შაქარი შემოგვიტანა, მაგიდაზე დადო
და გვითხრა, – თქვენზე ორმოცდაორი კაპიკია. ხუთი ჩაი – ოცდაათი კაპიკი, თორმეტი პაკეტი
შაქარი – თორმეტი კაპიკი, სულ ორმოცდაორი კაპიკი.

ზვიადმა გამცილებელს მანეთიანი დაუდო მაგიდაზე და უთხრა:

– აი, ინებეთ.

– მალევე ხურდას მოგიტანთ, – თქვა გამცილებელმა, ფული აიღო და კარისკენ შეტრიალდა,


მაგრამ ზვიადმა უთხრა:

– ნუ წუხდები, ხურდა არ გვინდა.

გამცილებელმა ათასი მადლობა გადაგვიხადა. მოგვაკითხავდა ხოლმე და თავის სამსახურს


გვთავაზობდა. ჩვენი ორდღიანი მგზავრობის დროს გამცილებელს სამი მანეთის ხურდა
დავუტოვეთ, რომელიც მას სხვადასხვა მომსახურების გამო ერგო და ისეთი გახარებული და
მადლიერი იყო, გვერდიდან არ გვშორდებოდა. სიმფეროპოლში რომ ჩავედით, დაგვლოცა და
ნაღვლიანად გვითხრა:

– ეჰ, ახალგაზრდებო, თქვენნაირი კარგი ხალხი რომ ხშირად მხვდებოდეს, ჩემს ბედს ძაღლი არ
დაჰყეფდა...

ნაღვლიან გამცილებელს რომ გამოვემშვიდობეთ, მატარებლიდან ჩამოვედით და სპეციალურად


ჩვენთვის გამზადებულ მიკროავტობუსში ჩავსხედით, რომელმაც გურზუფში, საერთაშორისო
სტუდენტურ ბანაკში ჩაგვიყვანა.

– დედა, ბიჯო, რა ლამაზია აქოურობა! – აღმოხდა იას, როდესაც მთიანი გზატკეცილიდან ბანაკის
მართლაც ულამაზესი ხედი გამოჩნდა.

„დრუჟბა“ იმ პერიოდის მსგავსი ტიპის საუკეთესო უცხოურ ანალოგებს არაფრით


ჩამოუვარდებოდა. კომფორტი და სერვისი უმალღეს დონეზე იყო. ჩვენს კოტეჯს საბჭოთა
საქართველოს მოფრიალე დროშით მივაგენით, რომელიც სახურავის წვერზე აღემართათ.

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დრუჟბაში“, ჩვენო ქართველო მეგობრებო! – გულთბილად


მიგვიღო ბანაკის კომენდანტმა, ყველას მაგრად ჩამოგვართვა ხელი და იკითხა, – დელეგაციის
ხელმძღვანელი რომელი ხართ?
– მე გახლავართ, – ვუთხარი ბანაკის კომენდანტს.

– მოდი, ასე ვქნათ, ამხანაგო... – კომენდანტმა პაუზა გააკეთა.

– კოკი, – ვუთხარი მე და მას მერე, რაც სხვებიც წარვუდგინე, კომენდანტმა მითხრა:

– მე, ვიქტორ ვასილევიჩი ვარ. მაშ ასე, ახლა თქვენ ისაუზმეთ, დალაგდით და დაისვენეთ.
ზუსტად შუადღით კი ჩემთან გელოდებით, დელეგაციების ხელმძღვანელთა თათბირზე. აბა,
დროებით, აი, სასადილო იქაა და მიდით, ისაუზმეთ, – გვითხრა ვიქტორ ვასილევიჩმა და
ლურჯი, შემინული შენობისკენ გაიშვირა თითი, სადაც სასადილო მდებარეობდა.

მოწყობას და საუზმეს ერთი საათი მოვანდომეთ. ამასობაში შუადღემ მოატანა და ჩემებს


ვუთხარი:

– კომენდანტთან უნდა წავიდე თათბირზე და თქვენ რას იზამთ, დაისვენებთ თუ ისეირნებთ?

– ჩვენ ცოტას დავისვენებთ, – მითხრეს შეყვარებულებმა.

– მეც, – თქვა თამარმა.

– მე კი გევივლი და აქოურობას დავათვალიერებ, – მითხრა იამ და დანარჩენებს საყვედურით


შეხედა, რომლებიც უკვე კოტეჯისკენ მიემართებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ იას მენტალიტეტი და პროვინციული გამოხტომები არ მომწონდა,


პიროვნულად მის მიმართ კარგად ვიყავი განწყობილი და მისი ლაპარაკი უფრო მართობდა,
ვიდრე მაღიზიანებდა. ამიტომ მას დადებით პიროვნებად მივიჩნევდი, ერთგვარი სიმპათიაც კი
გამიჩნდა მის მიმართ და მასთან საერთო ენის გამონახვა, ისევე, როგორც დანარჩენებთან, არ
გამჭირვებია.

– ფრთხილად იარე, არავის გადაეყარო, იცოდე! – გავეხუმრე იას.

– აქეთ არ გადამეყარონ! – მომიგო იამ.

– კარგი, წავედი და კოტეჯში შევხვდებით, – ვუთხარი იას და ბანაკის კომენდანტისკენ


გავემართე.

ხუთასკაციან ბანაკში ოცდაათი დელეგაცია იყო ჩამოსული, თხუთმეტი – საბჭოთა კავშირის


ყველა რესპუბლიკიდან, თხუთმეტი – მსოფლიოს სხვადასხვა, ძირითადად, სოციალისტური
სახელმწიფოდან. ამიტომ, თათბირი მცირე საკონფერენციო დარბაზში იმართებოდა, სადაც
გრძელი მაგიდა და სკამები იდგა. თითოეულ სკამთან კი იმ დელეგაციის ქვეყნის დროშა იდო,
რომლისთვისაც ადგილი იყო განკუთვნილი. მე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ვიჯექი,
ჩემ წინ კი რუსეთის საბჭოთა სოციალისტურ-ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლის
ადგილი იყო, ის კი ჯერჯერობით არ ჩანდა.

ზუსტად თორმეტ საათზე, საკონფერენციო დარბაზში ვიქტორ ვასილევიჩი შემოვიდა,


მოგვესალმა და იკითხა:
– ყველანი შევიკრიბეთ? – თქვა და მაგიდას თვალი მოავლო, – რუსეთის ფედერაციის
წარმომადგენელი არ ჩანს...

მე ვიქტორ ვასილევიჩს ვუყურებდი და არ დამინახავს, როგორ შემოვიდა რუსეთის დელეგაციის


ხელმძღვანელი, რომელსაც ვიქტორ ვასილევიჩი მოღიმარი სახით მიესალმა:

– ახლა უკვე სრულად ვართ შეკრებილები და შეგვიძლია, პირველი თათბირიც დავიწყოთ.

რუსეთის წარმომადგენელმა ჩემს ზურგს უკან ჩაიარა, მაგიდას შემოუარა და ჩემ წინ დაიკავა
ადგილი. მე ბანაკის კომენდანტს ვუსმენდი და მისთვის არც კი შემიხედავს. მთელი
გულისყურით ვუსმენდი ვიქტორ ვასილევიჩს, რომელიც ბანაკში ჩასატარებელი, ერთთვიანი
ღონისძიებების სიას გვაცნობდა და ყველაფერზე დაწვრილებით, დეტალურად მოგვითხრობდა.
უცებ დაჟინებული მზერა ვიგრძენი, თავი მარცხნივ შევატრიალე და პირისპირ რუსეთის
დელეგაციის ხელმძღვანელის თვალებს შევეფეთე. ის მზერას ვერ მწყვეტდა.

– მერი! – აღმომხდა მე და პირი დავაღე, რადგან რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი, ჩემი


ყოფილი შეყვარებული – მერი იყო. ის ბოლოს იმ საშინელ დღეს ვნახე და სწორედ მას
ვაბრალებდი ჩემს ტრაგედიას და რომ არა გელა ექიმის ფსიქოლოგიურად სწორად გათვლილი
შეგონება, მერის წესს ავუგებდი...

– როგორ ხარ, მერი? – ვკითხე ყოფილ შეყვარებულს, როდესაც თათბირი დასრულდა, ყველანი
აიშალნენ და ჩვენ ერთმანეთის პირისპირ დავრჩით.

– შენ როგორ ხარ, კოკი? – კითხვა შემომიბრუნა მერიმ.

მე და მერის ერთმანეთისგან მაგიდა გვყოფდა და პირველმა მოკითხვამ გადაკოცნისა და ხელის


ჩამორთმევის გარეშე ჩაიარა. ეს ხელოვნური ბარიერი მე შეგნებულად გამოვიყენე, რადგან
მერისთვის ხელის ჩამორთმევა არ მინდოდა, გადაკოცნა კი მეუხერხულებოდა. ვხედავდი, ისიც
ჩემ დღეში იყო, და ჩემსავით ცდილობდა, თავისი გრძნობების შენიღბვას.

– არა მიშავს, მერი. შენ?

– მეც მასე, – მომიგო მერიმ და შევატყვე, უხერხული პაუზა უნდა ჩამოვარდნილიყო, რომ
ვიქტორ ვასილევიჩის ხალისიანი შეძახილი გაისმა:

– მშვენიერი სახეებია. აი, სწორედ თქვენ დადგებით ცენტრში, დანარჩენები კი აქეთ-იქით


ამოგიდგებიან და შესანიშნავი სააგიტაციო პლაკატი გამოგვივა, რომელსაც ჩვენი ბუკლეტის
გარეკანზე გამოვიტანთ. აბა, მოდით ჩემთან, ყმაწვილებო!

ბანაკის კომენდანტმა ამოსუნთქვა არ გვაცალა და ბანაკის კლუბში წაგვიყვანა, შემდეგ ზანგი,


ჩინელი და სკანდინავიელი ახალგაზრდებიც მოიყვანეს. ყველანი ერთად დაგვაყენეს,
ერთმანეთისთვის ხელები ჩაგვაკიდებინეს და რამდენიმე კადრი გადაგვიღეს.

– როგორი სურათი გამოვა? – ჰკითხა კომენდანტმა ფოტოგრაფს.

– მშვენიერი, – მიუგო ფოტოგრაფმა.


– აბა, მიდი, საქმეს მიხედე. ყველა კადრი სამ-სამი დამიბეჭდე და მომიტანე. დღესვე მოსკოვში
უნდა გავგზავნო, ზეგ კი იქიდან პლაკატები და ბუკლეტები ჩამოვა, – უთხრა ფოტოგრაფს
ვიქტორ ვასილევიჩმა და ჩვენ მოგვიბრუნდა.

– ამრიგად, მეგობრებო, თქვენ სულ მალე ცნობილი ხალხი გახდებით – პლაკატებზე იქნებით
დაბეჭდილნი, რომლებიც ათასობით გაიკვრება აქაც და სხვა ქალაქებშიც, მათ შორის მოსკოვშიც.
ბუკლეტებზეც იქნებით, რომლებიც ათასობით დარიგდება. ერთი სიტყვით, გილოცავთ, ახლა კი
დაისვენეთ.

თქმა და შესრულება ერთი იყო. ორი დღის მერე მართლაც მშვენიერი პლაკატები და ბუკლეტები
გამოგვიგზავნეს მოსკოვიდან, რომელზეც დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად მე და მერიც
ვიყავით აღბეჭდილნი. სააგიტაციო პლაკატები მართლაც ბევრ ქალაქში, მათ შორის თბილისშიც
გაუკრავთ და მრავალ ადამიანს უნახავს. ბაბუას კი, ერთი პლაკატი მალულად ჩამოუხსნია
პლეხანოვის გამზირის ერთ-ერთი ვიტრინიდან, სახლში რომ დავბრუნდი, მანახა და სიამაყით
განმიცხადა:
– მიხარია, ბაბუ, რომ ასეთი სახელოვანი ხარ და ყველამ ნახა შენი სურათი. მე ვერ მოვითმინე,
კანონი დავარღვიე და სამახსოვროდ რომ მქონოდა, ვიტრინიდან მოვიპარე.
– აი, ბაბუ, ბუკლეტიც, – ბაბუას ბუკლეტი გავუწოდე. მან ყურადღებით დაათვაილერა და
პლაკატთან ერთად შეინახა...
მაგიდამ, ვიქტორ ვასილევიჩის სიტყვებმა და სურათის გადაღებამ ჩემსა და მერის შორის
პირველი დაძაბულობა მოხსნა, უხერხულობის მომენტი გაქრა და კლუბიდან რომ გამოვედით,
ჩემს ყოფილ შეყვარებულს თამამად ვუთხარი:
– სად ხარ, როგორ ხარ და საერთოდ რას აკეთებ?
მერის არც ადრე აკლდა სითამამე, მაგრამ ჩემი განწყობა რომ ნახა, ხელკავი გამომდო, გამიღიმა
და მითხრა:
– მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობ, მესამე კურსზე, იქვე ნათესავებთან
ვცხოვრობ და ახლა კი ბანაკის ყველაზე დიდ დელეგაციას ვხელმძღვანელობ. შენ?
რუსეთის დელეგაციაში ორმოცდაათი ახალგაზრდა შედიოდა, რაც საერთო რაოდენობის ათ
პროცენტს შეადგენდა და შესაბამისად, ათი კოტეჯი ეკავათ. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, რომ
მათი ხელმძღვანელი არარუსი, თან ჩამოსული და ისიც ქართველი, 18 წლის გოგონა იყო.
ამიტომ, მერის ვკითხე:
– ხელმძღვანელად რატომ დაგნიშნეს?
– ამირჩიეს.
– კომკავშირში?
– არა, კომკავშირის აქტივისტი არ ვარ.
– აბა, როგორ, ვინ აგირჩია?
– სტუდენტურმა ინტერკლუბმა ამირჩია და კომკავშირის ცეკასაც მათ მისცეს ჩემი
ხელმძღვანლად დანიშვნის რეკომენდაცია, როგორც ენების მცოდნეს. მე ხომ ინგლისური,
ფრანგული და სპარსული ენები ვიცი. რადგან ბანაკი საერთაშორისოა, ბუნებრივია, იქ
უცხოელებიც არიან და სწორედ საკომუნიკაციოდ ამირჩიეს, თანაც ფრიადოსანი ვარ და წითელ
დიპლომზე ვიქაჩები.
– მაგარია! – ვთქვი მე და გამეცინა.
– რატომ იცინი? – დაინტერესდა მერი.
– მეც ზუსტად ასე მოვხვდი აქ და მეც ინგლისური, ფრანგული და სპარსული ენები ვიცი.
– მშვენიერია! – გაეხარდა მერის და მკითხა, – სად სწავლობ?
– უცხო ენებზე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე.
– მე კი მომავალი თერაპევტი ვარ.
– შენმა მშობლებმა მაინც თავისი გაიტანეს და თეატრალურსა და სამხატვრო აკადემიაზე
ფიქრიც კი აგიკრძალეს, ხომ?
– არა, თერაპევტობა თვითონ ვისურვე და უბრალოდ, ჩემი და ჩემი მშობლების აზრთა
თანხვედრა მოხდა და ამით ოცი წლის სიცოცხლე შევმატე დედ-მამას, – მითხრა მერიმ, მაგრამ
ენაზე იკბინა, რადგან მისმა სიტყვებმა ჩემი ტრაგიკულად დაღუპული მშობლები გამახსენა.
ჩემდა უნებურად, გავფითრდი და მერი ყველაფერს მშვენივრად მიხვდა.
– ჰო, კარგია, როდესაც მშობლებს სიცოცხლეს უხანგრძლივებ, – ვუთხარი მერის, მან კი ჩემი
ხელი მაგრად მიიკრა სხეულზე, თავი მხარზე მომადო და მითხრა:
– მაპატიე, კოკი, აღარ მახსოვდა, შენი მშობლები რომ... – მერიმ აღარ დაასრულა სიტყვა,
აცაცხაცებული მომეკრა და თქვა, – მაპატიე, კოკი, არ ვიცი, რა დამემართა, მაპატიე...
– გეყოფა, მერი, სირცხვილია, არ ატირდე, დავამშვიდე მერი, – რაც იყო იყო, იმას ვეღარ
დაიბრუნებ და ამაზე ლაპარაკი არ ღირს. შენ ის მითხარი, ასე შორს რატომ წახვედი
სასწავლებლად და თბილისში რატომ არ დარჩი?
– სიმართლე გითხრა თუ მოგატყუო? – მკითხა მერიმ.
– რა თქმა უნდა, სიმართლე მითხარი.
– შენ გამო, – მითხრა მერიმ. ხელი გამიშვა, წინ დამიდგა და თვალი თვალში გამიყარა.
– ჩემ გამო, რატომ?
– იმიტომ, რომ თურმე, შენს ტრაგედიას მე მაბრალებდი და მოკვლას მიპირებდი... ამიტომ,
მამაჩემს ჩემი იქიდან გარიდება ურჩიეს და არც მე გამიწევია წინააღმდეგობა. ძალიან მიყვარდი.
თბილისში რომ დავრჩენილიყავი და ერთმანეთს შევხვედროდით, შეიძლება, უბედურება
დატრიალებულიყო, მოგეკალი... გაცლა ვარჩიე, – მითხრა მერიმ და ისე მოულოდნელად და
გასაგებად მამცნო თავისი გრძნობების შესახებ, რომ ენის ბორძიკით მივუგე:
– რა თქვი? გიყვარდი?
– მე შენ ახლაც მიყვარხარ, ჩემო კოკი... – საკმაოდ მშვიდად მომიგო მერიმ და რომ შევხედე,
მივხვდი, ის ისევ ძველი მერი იყო, მტკიცე, თავდაჯერებული, უფრო მეტად დაქალებული და
გალამაზებული, – ახლა კი უნდა წავიდე, ჩემები მელოდებიან და იმედია, ერთმანეთს კვლავ
შევხვდებით.
მერის აღიარებამ ფრთები შემასხა და ვიგრძენი, რომ ის მეც მიყვარდა. ამიტომ, იმ დღიდან
მოყოლებული, მთელი ერთი თვე მე და მერი ერთმანეთს არ დავშორებივართ. ისე ძლიერ
შეგვიყვარდა ერთმანეთი, რომ უერთმანეთოდ გაძლება გვიჭირდა. წლების შემდეგ, როდესაც მე
და მერი უკვე სტაჟიანი ცოლ-ქმარი ვიყავით, ოჯახურ გარემოში, შვილებთან ერთად დიდი
ხალისით ვიხსენებდით „დრუჟბაში“ გატარებულ დროს და სხვადასხვა თავგადასავალს.
– რა თქმა უნდა, შევხვდებით და არა ერთხელ, – მივუგე მერის და ისე გავთამამდი, რომ თმაზე
გადავუსვი ორივე ხელი, რასაც არც ის შეწინააღმდეგებია, გამიღიმა და უხმოდ გაემერთა
თავისიანებისკენ.
– კოკი, ძამია, აი ლამაზი გოგო ვინ იყო? – მკითხა იამ, როდესაც კოტეჯში მივედი. ჩემები,
თურმე, პირდაღებულები გვიყურებდნენ მე და მერის და მისი ვინაობის გაგება უნდოდათ.
მაგრამ, თბილისელებმა ვერ გაბედეს და ამ მისიის შესრულება იას დააკისრეს.
– მერი, ჩემი შეყვარებული და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელია, – სიამაყით განვუცხადე
ყველას, შემდეგ კოტეჯში შევიპატიჟე და თათბირის ამბები მოვუყევი.
მერი, ჩემი დელეგაციის წევრებსაც გავაცანი და ისინი ისე დაუახლოვდნენ და ისე მოეწონათ
ჩემი შეყვარებული, რომ ხშირად განმარტოების საშუალებასაც არ გვაძლევდნენ. ძალით
მიხდებოდა ხოლმე მათი გაგდება, რომ მერისთან პირისპირ დავრჩენილიყავი.
საერთაშორისო სტუდენტურ ბანაკში გატარებული ერთი თვე ჩემი და მერის ცხოვრებაში ერთ-
ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე და მერიმ უკვე ცოლქმრობის
პერიოდში მრავალი ეგზოტიკური ადგილი მოვინახულეთ და საუკეთესო პანსიონატებსა და
სასტუმროებში ვცხოვრობდით, ის გურზუფული ერთი თვე განსაკუთრებული და დაუვიწყარი
იყო.
შეყვარებულთან ურთიერთობის გარდა, „დრუჟბაში“ სხვა წარმატებებსაც მივაღწიე: მე, ზვიადმა
და ანასტასიამ ინტელექტუალთა სამეულების ტურნირში გავიმარჯვეთ, მე კი საუკეთესო
ინტელექტუალად დამასახელეს და საჩუქრად წითელგერბიან ჩარჩოში ჩასმული დიპლომი
გადმომცეს. გარდა ამისა, მკლავჭიდელთა შეჯიბრიც მოვიგე და ფინალში ერთი გოლიათი
აფრიკელი ზანგი დავამარცხე, რომელსაც უზარმაზარი, დაკუნთული ხელები და მარწუხებივით
თითები ჰქონდა. ძალა არც მე მაკლდა, მაგრამ ზანგს ჩემზე მეტი ჰქონდა და მე მას ტექნიკაში
„მოვუხაზე“ და ამის ხარჯზე მოვუგე. უნდა გენახათ, რა დღეში იყო ვიქტორ ვასილევიჩი,
რომელმაც ისე აღიქვა ჩემი ზანგზე გამარჯვება, თითქოს მსოფლიო ომი მომეგოს. შეჯიბრის
შემდეგ მან თავის კაბინეტში მიხმო, გადამეხვია და სიხარულით მითხრა:
– ყოჩაღ, ქართველო! ყოჩაღ, რომ იმ შავტრაკას არ დაამარცხებინე თავი და საბჭოთა კავშირის
პრესტიჟი არ შეალახვინე. შარშანაც ერთმა ზანგმა გაიმარჯვა და ერთი რუსი გოლიათი
დაგვიმარცხა, შენ კი ყოჩაღ! ტექნიკურად მოუხაზე და გილოცავ...
ვიქტორ ვასილევიჩი საკმაოდ კორექტული და კეთილგანწყობილი ადამიანი ჩანდა და მისმა
გამონათქვამმა: „შავტრაკა“, ცოტა არ იყოს წარმოდგენა დამაკარგვინა მასზე. მხოლოდ წლების
შემდეგ მივხვდი, რომ ისიც იმ საბჭოთა რუსული ფაშიზმ-შოვინიზმის ერთ-ერთი რიგითი
მიმდევარი იყო, რაზეც საბჭოთა რუსული იდეოლოგია იყო დამყარებული. იმ მომენტში
კომენდანტმა ზანგს შავტრაკა უწოდა და მე მომილოცა გამარჯვება, მაგრამ მე რომ რუსი
შემხვედროდა ფინალში და მას მოეგო, კომენდანტი ზუსტად იგივეს იტყოდა ჩემზე და რუსს
მიულოცავდა გამარჯვებას. პირველ შემთხვევაში, ვიქტორ ვასილევიჩს საბჭოთა შოვინიზმი
ამოძრავებდა, მეორეში კი მასში უკვე რუსული შოვინიზმი გაიღვიძებდა, თუმცა ეს ერთი და
იგივეა...
მესამე წარმატებას შექსპირის შემოქმედების საუკეთესო ცოდნაში მივაღწიე და იმ
ლიტერატურულ კონკურს-ვიქტორინაში გავიმარჯვე, რომელიც ინგლისიდან ჩამოსულმა
დელეგაციამ მოაწყო. ფინალში მე მათი წარმომადგენელი, კემბრიჯის ლიტერატურული
კოლეჯის სტუდენტი დავამარცხე, რომელიც სპეციალურად სწავლობდა შექსპირის
შემოქმედებას. ბოლოს კი, იმპროვიზებული წარმოდგენაც მოვაწყვე – შექსპირის სონეტები და
ჰამლეტის მონოლოგი წავიკითხე, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე.
– შენ, ჩემო მეგობარო, ვუნდერკინდი ყოფილხარ, – მითხრა ვიქტორ ვასილევიჩმა, როდესაც
მორიგი წარმატება მომილოცა, თუმცა ამჯერად არც შავტრაკა, ან სხვა შეურაცხმყოფელი
ეპითეტი გამოუყენებია დამარცხებულის მისამართით და არც უზომო ემოციები
გადმოუფრქვევია, როგორც ადრე. მან ხელი ჩამომართვა და დაამატა, – შექსპიროლოგის
დამარცხება შექსპირის ცოდნაში სახუმარო საქმე არაა და გილოცავ! ვხედავ, ძალიან
პერსპექტიული ახალგაზრდა ხარ და წარმატებებს გისურვებ!
შექსპიროლოგის დამარცხებამ ჩემი ავტორიტეტი „დრუჟბაში“ კიდევ უფრო აამაღლა და
ვატყობდი, რომ ყველას ჩემთან მეგობრობა და სიახლოვე უნდოდა. განსაკუთრებით ის
დამარცხებული შექსპიროლოგი ყმაწვილი აქტიურობდა, რომელიც ჩემთან დაკონტაქტების
მომენტს ხელიდან არ უშვებდა და როგორც კი დროს იხელთებდა, ლიტერატურასა და
შექსპირზე გამიბამდა ხოლმე საუბარს. მან თავისი მისამართი მომცა, ჩემიც ჩაიწერა და მითხრა,
შენს ქვეყანაში მინდა ჩამოსვლა და შენც აუცილებლად მეწვიე, ვიზასა და სპეციალურ მოწვევას
გამოგიგზავნიო...
ერთი სიტყვით, სტუდენტური ზაფხული ძალიან შინაარსიანად და საინტერესოდ
მიმდინარეობდა, წუთიც კი არ მქონდა თავისუფალი და მართალია, მე და მერი სულ ერთად
ვიყავით, მაგრამ პირისპირ ძალიან იშვიათად ვრჩებოდით, ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი
ირეოდა ბუზებივით.
– აი, ბოლო დღეც ილევა და ხვალ სახლებში გავემგზავრებით, – მითხრა მერიმ, როდესაც
როგორც იქნა, განვმარტოვდით და ზღვისპირა კლდის ქიმზე ჩამოვჯექით, რომელიც
თხუთმეტი მეტრის სიმაღლეზე იყო აშვერილი წყლიდან.
– მერე რა, – მივუგე მერის, – სამუდამოდ ხომ არ ვშორდებით ერთმანეთს, ან სხვადასხვა
ქვეყანაში ხომ არ მივემგზავრებით? ყოველდღე დაგირეკავ და თვეში ორ-სამჯერ ჩამოგაკითხავ
კიდეც. მოსკოვში ჩამოსვლას რა უნდა, თვითმფრინავი ყოველ ერთ საათში დაფრინავს და
„ტუდა-აბრატნის“ ავიღებ, გნახავ და ისევ თბილისში დავბრუნდები.
ღამის ორი საათი იყო. გვიანი დროის მიუხედავად, „დრუჟბაში“ არავის ეძინა, რადგან ბოლო
საათების გატარება ყველას მეგობრებთან ერთად უნდოდა და აბა, ძილისთვის ვინ დახარჯავდა
დროს. მე და მერიმ, ისევე როგორც „დრუჟბას“ უკლებლივ ყველა მობინადრემ, ღამე გავათენეთ.
შემდეგ კი ბანაკმა ნელ-ნელა დაიწყო დაცლა. ჩვენ და რუსული დელეგაცია ერთად,
უზარმაზარი ავტობუსით გავემგზავრეთ სიმფეროპოლში. მე და მერი მხოლოდ რკინიგზის
სადგურზე დავშორდით ერთმანეთს. პირველი მოსკოვის მატარებელი გავიდა, შემდეგ კი მას
თბილისის მიჰყვა და მერი რომ გავაცილე, სანამ თვალს მიეფარებოდა, მივაძახე: მიყვარხარ!
ძალიან მიყვარხარ-მეთქი...
თბილისში იმავე ვაგონით გავემგზავრეთ, რომლითაც ჩამოვედით და ჩვენი ნაცნობი
გამცილებლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ჩვენ რომ დაგვინახა.
– ღმერთო, დიდება შენს სახელს, რომ ეს ხალხი ისევ ჩემს ვაგონში მოხვდა, – იმეორებდა
გამცილებელი და არც ჩვენ შეგვირცხვენია თავი. თუკი იქით გზაზე მას სამი მანეთის ხურდა
ერგო, აქეთ უკვე ოცდახუთი მანეთი „ჩავახუტეთ“ და ისეთი გახარებული და კმაყოფილი იყო,
სამადლობელ სიტყვებს ვეღარ პოულობდა. მატარებლიდან რომ ჩავდიოდით, გამოგვეტირა და
მთელი გულით გვლოცა და გვლოცა...
მართალია, თბილისის რკინიგზის სადგურზე ჩვენთვის დახვედრა არავის მოუწყვია, მაგრამ
მეორე დღესვე სერგომ მიგვიღო, სათითაოდ გადაგვეხვია ყველას და აღფრთოვანებულმა
გვითხრა:
– ყოჩაღ, ჩემო კარგებო, ყოჩაღ! ასეთ ტრიუმფს ნამდვილად არ ველოდით თქვენგან და უნდა
გამოგიტყდეთ, ემოციების შეკავება ძალიან მიჭირს. ჩათვალეთ, რომ ჩემი სახით ერთგული და
თავდადებული უფროსი მეგობარი შეიძინეთ. ისეთი რა უნდა დაგჭირდეთ, რომ გვერდში არ
დაგიდგეთ.
ერთი სიტყვით, საქართველოს კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი სიხარულით მეცხრე ცაზე
იყო, რადგან მას პირადად საკავშირო კომკავშირის შეფმა დაურეკა, კარგა ხანს ელაპარაკა და
თურმე ჩვენს საქებარ სიტყვებს ეუბნებოდა. ჩვენი წარმატების ამბავი პავლე პეტროვიჩმაც
იცოდა, მასაც შეუქია სერგო და საქართველოს პირველი კომკავშირელი ამ ყველაფრით უზომოდ
ბედნიერი იყო.
– თქვენთან შეხვედრა პავლე პეტროვიჩსაც უნდოდა, მაგრამ ერთი კვირით მოსკოვში გაემგზავრა
ამ დილით. თუმცა, პირადად დამავალა თქვენთვის მადლობის გამოცხადება და სიამოვნებით
ვასრულებ – პირადად პავლე პეტროვიჩისგან გიცხადებთ მადლობას! – გვითხრა სერგომ და
გაგვიღიმა, შემდეგ „პობედის“ ფირმის ოქროს საათები გვისახსოვრა, კიდევ ერთხელ სათითაოდ
გადაგვეხვია და კაბინეტიდან გამოგვისტუმრა.
სხვათა შორის ის „პობედის“ ოქროს საათი, ისევე, როგორც „პაველ ბურე“ და მამაჩემის ნაჩუქარი
შვეიცარიული საათი, დღემდე ჩემთან ინახება. სამივე გამართულად მუშაობს და კიდევ
დიდხანს იმუშავებს...
სერგოს კაბინეტიდან ამაღლებული განწყობით გამოვედით და სანამ იას ქუთაისში
გავაცილებდით, იქვე, რუსთაველის გამზირზე მდებარე რესტორან „დარიალში“ ჩავედით.
გაცილების სუფრა უნდა გაგვეშალა.
– ყველანი მიყვარხართ, ბოვშებო, – ცრემლები გადმოგვაფრქვია ოდნავ შექეიფიანებულმა იამ,
როდესაც წამოვდექით, რომ მისი კუპე დაგვეტოვებინა. მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთი
იყო დარჩენილი, – ქუთაისში ჩემს კარ-მიდამოში უნდა გაქეიფოთ ქუთაისურად.
– კარგი, იაკო, ნუ ტირი, – გამეცინა და იას შუბლზე ვაკოცე, გამოვემშვიდობე და კუპეს კარი
უნდა გამეღო, რომ კარი თვითონ გაიღო და ზღურბლზე შავკოწია გამოჩნდა. მას სახე გაუნათდა
და წამოიძახა:
– კამპანიას გოუმარჯოს, კამპანიას! – შემდეგ გადამეხვია და მომიკითხა. სხვებს კი ხელი
ჩამოართვა და ბოლოს იას უთხრა:
– იაკო, ჩემო სიყვარულო და სიხარულო, რაფერ ხარ, თუ იცი?
– შენ რაფერ ხარ, კოწიე და რაფერ მომაგენი? – კითხვა შეუბრუნა იამ.
– რაფერ ვიქნები შენი სიყვარულით მთვრალი? რაფერ მოგაგენი და... – შავკოწიამ პაუზა
გააკეთა, თვალი ჩამიკრა და იას მიუბრუნდა, – ვგავარ ახლა მე იმ კაცს, ვინც თავის სიყვარულს
ვერ მიაგნებს? რაფერ და, გურზუფია თუ მურზუფი იქ ჩამოგაკითხე ბიჭებთან ერთად და რომ არ
დამხვდი, გედევირიე. იქით ვეცი, აქეთ ვეცი, გავაიასნე, რომ მატარებლით წამოხვედით და
დეგეხვოსტეთ. გზაში პაწა პრობლემები შეგვექმნა და სანამ მილიციასთან ვახლაფორდებით
საქმეს, ქე, ჩამომასწარი და კინაღამ ხელიდან გამისხლტი, მაგრამ მოგაგენი, რაფერც ხედავ და
ველი პასუხს.
– რა პასუხს, კოწიე?
– რა რიცხვია დღეს, თუ გახსოვს?
– 31 ივლისი.
– მერე?
– რა მერე, – გაეცინა კოწიას, – რომ მიემგზავრებოდი გურზუფში თუ მურზუფში, რა გითხარი,
არ გახსოვს?
– რა მითხარი? – ვითომ გაიკვირვა იამ.
– რა და ივლისს არ გადავაცილებ და თუ არ წამომყობი ნებით, ძალით მოგიტაცებ-თქვა, –
შეახსენა კოწიამ.
– რა, მერე?
– რა და გადაწყვიტე – ნებით თუ ძალით? – იკითხა კოწიამ და მატარებელიც დაიძრა, მაგრამ
ადგილიდან არავინ გავნძრეულვართ, რადგან მოვლენებს შეიძლება დრამატული ხასიათი
მიეღო და იას მიტოვება არ გვინდოდა.
– მატარებელი დეიძრა, კოწიე და ამ ხალხს მაინც რას ერჩი. ვერ მოასწრებენ ჩასვლას და
ხტუნაობა და ტალახში კოტრიალი მოუწევთ, – უთხრა კოწიას იამ.
კოწიამ „სტროპ-კრანი“ ჩამოწია, მატარებელი გააჩერა და გაიმეორა:
– ნებით თუ ძალით?
– ნებით, კოწიე, ნებით, – სახე გაუნათდა იას და კოწიასკენ დაიძრა, შავკოწიამ კი ია ხელში
აიტაცა, კუპედან პირველი გავიდა და წაიმღერასავით:
– ქორწილია, წევედით, ვიგულავოთ და გავიხაროთ...
შავკოწიას ყველაფერი წინასწარ ჰქონია მომზადებული და ვაკეში, თავის ერთ-ერთი ნათესავის
ბინაში მიგვიყვანა, სადაც მართლაც რომ, ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი და იქ სამი მისი
მეგობარი დაგვხვდა. თავად ბინის პატრონები უცხოეთში იყვნენ წასული სამუშაოდ და
გასაღები კოწიას ჰქონდა ჩაბარებული.
– აბა, ძმებო და დაიკო, – შავკოწიამ ანასტასიას გაუღიმა, – დევიწყოთ ქეიფი, თამადად კი ჩემს
კოკის, ჩემს ძმას ვნიშნავ, ვინც ჩემს იაკოს უპატრონა.
დილამდე ვიქეიფეთ, კარგად მოვილხინეთ და მზე უკვე კარგად ამოწვერილი იყო, ახლად
შეუღლებულები მარტო რომ დავტოვეთ და წავედით. იას და კოწიას სამი დღის შემდეგ ისევ
ვესტუმრეთ და ჯერ ისევ ცოტა წავიქეიფეთ, საღამოს კი თაფლობის თვის გასატარებლად
მოსკოვში გავაცილეთ. მაშინ, მოსკოვში თაფლობის თვის გატარება მოდაში იყო და ია და
შავკოწია რატომ უნდა ჩამორჩენილიყვნენ მოდას?
ახალდაქორწინებულები რომ გაფრინდნენ და სახლში დავბრუნდი, ბაბუამ მკითხა:
– რა გჭირს, ბაბუ, რატომ ხარ უხასიათოდ?
– დავიღალე, ბაბუ, – მოვატყუე ბაბუას, რადგან მერი მენატრებოდა და იმიტომ ვიყავი
უგუნებოდ.
– კარგი, ბაბუ, დაისვენე, ხელს აღარ შეგიშლი, – მითხრა ბაბუამ და გავიდა.
მე ტახტზე ვიყავი წამოწოლილი და მერიზე ვფიქრობდი, რომელიც უზომოდ მენატრებოდა და
ისიც კი გავიფიქრე, ნეტავ, იას და შავკოწიას გავყოლოდი-მეთქი მოსკოვში.
„ბუმ, ბუმ, ბუმ...“, – ცხრაჯერ დარეკა კედლის საათმა და ვიგრძენი, რომ ძილი მეპარებოდა და
ნელ-ნელა შემიტყუა... სიზმარში „დრუჟბას“ კლდეებს ვხედავდი, კლდეებზე კი თოლიებს,
რომლებიც უცებ წამოიშალნენ და ცაში აიჭრნენ, რადგან მერი გამოჩნდა და ფრინველები
შეაშინა. მე ნაპირზე ვიდექი და მერის კარგად ვხედავდი. ის კი ვერ მხედავდა და კლდეებზე
მეძებდა.
– მერი, მერი, აქ ვარ! – დავუძახე მერის, მაგრამ ვერ გავაგონე. ამიტომ, პირზე ხელები მივიდე და
მთელი ძალით ვიღრიალე: მერი, მერი, აქ ვარ...
– მეც აქ ვარ... – ჩამესმა ძილში. თვალები გავახილე და ჩემ წინ მოღიმარი მერი იდგა...
ტახტიდან მკვირცხლად წამოვხტი, მერის მხრებზე დავადე ხელები, თითქოს ვამოწმებდი,
ნამდვილია თუ არა-მეთქი და აღტაცებულმა ვკითხე:
– აქ საიდან გაჩნდი?
– მოსკოვიდან მოვფრინდი, – გამიღიმა მერიმ, – ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი და სტუმრად
გეწვიე.
მართალია, მე და მერი სულ რაღაც ხუთი დღის წინ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ისე ძალიან
მენატრებოდა, რომ სიზმარში ვხედავდი და ამიხდა კიდეც.
– რატომ არ მითხარი, თბილისში ჩამოსვლას თუ აპირებდი? – ვკითხე მერის.
– სიურპრიზი გაგიკეთე, თან შენი რეაქციაც მაინტერესებდა, – მომიგო მერიმ.
– მერი, მერი, საყვარელო... – აღტაცებით წამოვიძახე, ჰაერში ავიტაცე და ოთახში
დავბზრიალდი.
მერი კისკისებდა და ხალისით ავსებდა სახლს, მე კი ის ძვირფასი თასივით მყავდა ხელში
ატაცებული და იმ სანუკვარ დღეზე ვოცნებობდი, როდესაც ამ თასიდან სურნელოვან ნექტარს
შევსვამდი...
პირველი ემოციები რომ დაცხრა, მერი ძირს ჩამოვსვი და სული მოვითქვით, მან მითხრა:
– კინოში ხომ არ წავიდეთ, ბოლო სეანსზე, აქვე, „ოქტომბერში“. ათ საათზე იწყება და ორმოცი
წუთი დარჩა.
– შენ ბილეთებიც გექნება აღებული, – ვუთხარი მერის.
– აბა, როგორ? – გაეცინა მერის და ცხვირწინ ორი მწვანე ბილეთი ამიფრიალა.
კინოთეატრი „ოქტომბერი“, რომელსაც დღეს „აპოლო“ ეწოდება და ძველი სახელი დაუბრუნეს,
ჩემი სახლის ახლოს მდებარეობდა. მე და მერი იქ ხუთ წუთში მივედით. იმ საღამოს ცნობილი
კინოფილმი „დიდი სიყვარულის სერენადა“ გადიოდა, რომელიც ყრუ ქალიშვილისა და
საოპერო მომღერლის დრამატული სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ბოლოს კი ყველაფერი
ბედნიერად მთავრდება. მე და მერიმ დიდი განცდით ვუყურეთ ფილმს... ქუჩაში ნასიამოვნები
და ამაღლებული განწყობით გამოვედით.
– რომ დავყრუვდე ან დავინვალიდდე, შეძლებ ჩემს პატრონობას? – მკითხა მერიმ.
– ნუ სულელობ, მერი, – მივუგე მერის.
– მართლა მაინტერესებს, მიპასუხე.
– რა გაინტერესებს, ხომ არ გაგიჟდი? – გავბრაზიდი მე, რადგან იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა,
რომ მერის რამე შეიძლება მოსვლოდა.
– ესე იგი, არ მომივლი, რადგან პასუხს თავს არიდებ, – ნახევრად ხუმრობით მომიგო მერიმ.
– რას სულელობ, მერი, რატომ ან რა უნდა მოგივიდეს?
– რომ მომივიდეს? – აიჩემა მერიმ.
– რა თქმა უნდა, მოგივლი, მაგრამ ღმერთმა დაგიფაროს... რატომ აიჩემე?
– ისე, უბრალოდ, მაინტერესებდა, – მითხრა მერიმ და მაშინვე სხვა თემაზე გადაერთო, მერე
არასოდეს დაბრუნებია მას, მხოლოდ მრავალი წლების შემდეგ, სიკვდილის წინ გამახსენა ის
საღამო, ყველაფრისთვის მადლობა გადამიხადა, ხელი ხელზე დამადო და სულიც დალია...
მერიც პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა და სახლამდე ფეხით მივაცილე. შემდეგ თვალებზე
ვაკოცე, თმაზე მოვეფერე, გამოვემშვიდობე და სახლში დავბრუნდი.
შუაღამე გადასული იყო და სახლში უხმაუროდ შევედი, მაგრამ ბაბუას არ ეძინა და მკითხა:
– კმაყოფილი ხარ, ბაბუ?
– რითი, ბაბუ? – კითხვა შევუბრუნე ბაბუას.
– კინოფილმით და, საერთოდ, ყველაფრით.
– კი, ბაბუ, კმაყოფილი ვარ.
– მეც კმაყოფილი ვარ, – მოულოდნელად მითხრა ბაბუამ.
– შენ რითი ხარ, ბაბუ, კმაყოფილი?
– ყველაფრით, შვილო, ყველაფრით. იმით, რომ კარგი კაცი ხარ და დიდი მომავალი გელოდება.
კიდევ იმით, რომ ასეთი მშვენიერი საცოლე გყავს.
– მოგწონს მერი?
– კი, ძალიან და იცოდე, გაუფრთხილდი და ხელი მაგრად მოჰკიდე, არავინ მოგტაცოს. ვგრძნობ,
რომ ბედნიერ ოჯახს შექმნით და სანიმუშო ცოლ-ქმარი იქნებით, – მითხრა ბაბუამ.
მე და მერი მართლაც სანიმუშო ცოლ-ქმარი ვიყავით და ამაში ბაბუა არ შემცდარა, მაგრამ, რაც
შეეხება ჩემს დიდ მომავალს, ეს სადავო საკითხია. ჩემს დიდ მომავალში ბაბუაჩემი, რა თქმა
უნდა, კომკავშირულ-პარტიულ და არა დაქირავებული მკვლელის კარიერას გულისხმობდა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, ჩემი პროფესიის სპეციფიკას და იმას, რომ ჩემი ხელობის
ადამიანი პირველივე საქმის მერე თუ არ „გაასაღეს“, მაქსიმუმ სამი-ოთხი წელი იცოცხლოს, მე
კი უკვე ამ ბიზნესში რამდენიმე ათეული წელია, ვმოღვაწეობ და საღ-სალამათი ვარ, მაშინ,
შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული კარიერა გავიკეთე და ეს მართლაც ასეა...
– ვერავინ მომტაცებს, ბაბუ, მერის მე ვუყვარვარ. ის კი ისეთი არაა, რომ ვინმეს თავი
მოატაცებინოს.
– ყოჩაღი გოგო ჩანს, თვალები ცეცხლივით უელავდა და ჩვენს სახლში რომ ფეხი შემოდგა,
აქაურობა გაანათა, – მითხრა ბაბუამ.
– ჰო და ცოლად რომ მოვიყვან, შუქის ანთება აღარ დაგვჭირდება, დავსვათ მერი ოთახში და
აქაურობას გაგვინათებს, – ვეხუმრე ბაბუას.
მერის ცოლად მოყვანას იმ წელიწადს მართლაც ვაპირებდი და არც მერი იყო წინააღმდეგი,
მაგრამ, ორიოდე თვეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა – ჩვენი ქორწინება ხუთი წლით
გადაიდო და, ოჯახი რომ შევქმენით, ორივე 23-23 წლისანი ვიყავით.
მე და მერი ერთი კვირა ვიყავით ერთად. გურზუფულ ერთ თვეს თბილისური ერთი კვირაც
დაემატა და ბოლო ათი დღის განმავლობაში უკვე მეორედ მიწევდა მერისთან განშორება. მე ის
აეროპორტში მივაცილე და, რადგან მოსკოვში გაფრენამდე ორი საათი იყო დარჩენილი, პატარა
კაფეში დავსხედით, შამპანური, ყავა და ნამცხვრები შევუკვეთეთ და ლაპარაკი გავაბით.
– ეჰ, ნეტავი რჩებოდე, – სინანულით ვუთხარი მერის.
– მეც ძალიან მინდა, მაგრამ, ძლივს გავახერხე ეს პრაქტიკა და ვერ გავაცდენ, – სინანულით
მომიგო მერიმ.
მართალია, მერის, ისევე, როგორც მე, სექტემბრის ბოლომდე არდადეგები ჰქონდა, მაგრამ მას
მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ერთთვიანი პრაქტიკა უნდა გაევლო საუკეთესო პროფესორ-
თერაპევტთან, რაზეც დიდ იმედებს ამყარებდა.
– მოხუცი ძლივს დაითანხმეს, რომ თავის პრაქტიკანტებში ჩავერიცხე და, გაცდენა კი არა და,
დაგვიანებაც კი კატასტროფა იქნება ჩემთვის, – ამიხსნა მერიმ და იქვე მკითხა, – შენ რას აპირებ,
დარჩენილ არდადეგებს სად გაატარებ?
– თბილისში, ბაბუასთან ერთად, – მივუგე მერის.
სტუდენტური არდადეგების დარჩენილი დრო მართლაც თბილისში გავატარე და, მართალია,
ბაბუა მეხვეწებოდა, სადმე დასასვენებლად წავსულიყავი, მე ის არ მიმიტოვებია და
დედაქალაქიდან ერთი დღითაც არსად გავსულვარ. მერის თითქმის ყოველ საღამოს ვურეკავდი
მოსკოვში, კარგა ხანს ველაპარაკებოდი და ეს სიამოვნება თვის ბოლოს 400 მანეთი დამიჯდა,
რაც იმ დროისთვის კოლოსალური თანხა იყო.
სწავლა ერთი კვირის განახლებული იყო, როდესაც ინსტიტუტის რექტორმა დამიბარა და
გულითადად მომიკითხა, ბოლოს კი მითხრა:
– შენთან საუბარი სურთ. აი, იქ შედი, გელოდებიან...
რექტორს პატარა, ეგრეთ წოდებული, დასასვენებელი ოთახი ჰქონდა და იქ შევედი, სადაც
სავარძელში მოკალათებული ორმოციოდე წლის მამაკაცი დამხვდა. ის ძალიან უბრალოდ იყო
ჩაცმული და, ფეხსაცმლიდან დაწყებული, პერანგით დამთავრებული, ყველაფერი საბჭოთა
წარმოების ეცვა. ოთახში რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, ხელი ჩამომართვა და სავარძელში
დაჯდომა შემომთავაზა.
– მე რომანი მქვია და ძია რომანი დამიძახე, – მითხრა დამხვდურმა, რომელსაც ძალიან
კეთილგანწყობილი ჰაბიტუსი ჰქონდა, მშვიდად მეტყველებდა და თვალებში ეტყობოდა, რომ
ჩემთან სერიოზული საქმისთვის იყო მოსული, თუმცა, რა უნდოდა, ვერ ვხვდებოდი.
– ძალიან სასიამოვნოა. მე კოკი ვარ, – მივუგე ძია რომანს.
– ვიცი, მეგობარო, შენზე თითქმის ყველაფერი ვიცი, – რომანს გაეღიმა, – ხომ არ გწყინს,
შენობით რომ მოგმართავ? შვილის ტოლი ხარ და იმიტომ.
– არა, არ მწყინს, – მივუგე რომანს და ერთი სული მქონდა, ლაპარაკი გაეგრძელებინა, რადგან
ძალიან საინტერესო შესავალი გააკეთა.
– ჰოდა, როგორც გითხარი, შენზე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე შენ – საკუთარ თავზე.
ამ სიტყების შემდეგ მივხვდი, რომ „კაგებეშნიკთან“ მქონდა საქმე, მაგრამ, ჩემგან რა უნდოდა,
ვერ ვხვდებოდი. ამიტომ, გავუღიმე და ვუთხარი:
– ძალიან საინტერესოა. გისმენთ, რა გნებავთ?
„ძია“ რომანმა შორიდან მოუარა:
– რა თქმა უნდა, შემეძლო, კაბინეტში დამებარებინე და შენთან იქ მესაუბრა, მაგრამ, რადგან
საქმე ეხება სწავლას, ამაზე უკეთეს ადგილს შეხვედრისთვის ვერ შევარჩევდით. თანაც, მე მაქვს
შენთან საქმე და ჩემი ფეხით გეახელი.
რომანმა სწავლა რომ ახსენა, კიდევ უფრო დავიბენი, მან კი გამიღიმა და პაუზის შემდეგ
განაგრძო:
– როგორც საუკეთესო სტუდენტს, ფიზიკურად და მორალურ-იდეოლოგიურად განვითარებულ
ადამიანს, გთავაზობთ, უშიშროების კომიტეტთან არსებული სპეციალური სასწავლებლის
ერთწლიანი კურსი გაიარო.
– მერე, აქ სწავლა? – ვკითხე რომანს.
– სწავლის მოუწყვეტლივ, – მითხრა „ძიამ“, – აქაც ისწავლი და იქაც. ყოჩაღი ახალგაზრდა ხარ
და შეძლებ. მით უმეტეს, შენი მონაცემები გავაანალიზეთ და დადებითი დასკვნა მივიღეთ, ანუ,
წინასწარ ვიცით, რომ შეძლებ.
– სად და რა უნდა ვისწავლო?
– ტერიტორიულად ძირითადად თბილისში იქნები, ჩვენი უწყების ერთ-ერთ დახურულ
სკოლაში. შეიძლება, საქართველოს რომელიმე ქალაქში მოგიწიოს ძალიან იშვიათად
გამგზავრება და, კიდევ უფრო იშვიათად – საბჭოთა კავშირის რომელიმე ქალაქში. ისე კი, აქ
იქნები და ყველას ეცოდინება, რომ კვლავინდებურად მხოლოდ უცხო ენებში სწავლობ, –
მითხრა რომანმა, პაუზა გააკეთა და დაამატა, – ალბათ, გესმის, რომ ეს ყველაფერი საიდუმლოდ
უნდა შეინახო და ამქვეყნად ყველაზე უახლოეს ადამიანსაც კი არ უნდა გაუმხილო.
– გასაგებია.
– ახლა კი უშუალოდ სწავლის შესახებ გიამბობ: შენ შეისწავლი კონსპირაციას, დაზვერვას,
საბრძოლო ხელოვნებასა და საბრძოლო იარაღების გამოყენებას; აგრეთვე, ავტომობილის
მართვას. ყველაფერ ამას საუკეთესო სპეციალისტები უმაღლეს დონეზე შეგასწავლიან და,
დარწმუნებული ვარ, წარმატებით გაართმევ თავს. ესაა ზოგადი სურათი, ახლა კი მკითხე, რაც
გაინტერესებს და მზად ვარ, ყველაფერზე გიპასუხო, თანაც – გულწრფელად, – გამიღიმა
რომანმა, გულდასმით შემათვალიერა და დაამატა, – ჩვენს საქმეში მთავარი საიდუმლოს დაცვა
და ერთმანეთთან გულახდილობაა. ამიტომ, გისმენ, კითხვები მრავლად გექნება.
– კი, მაქვს, – თამამად მივუგე „ძიას“.
– ჰოდა, გისმენ, დაიწყე.
– რაში გჭირდებათ ასეთი მომზადებული ადამიანი? – ვკითხე „ძიას“.
– მტრებთან საბრძოლველად, კოკი, იდეოლოგიურ მტერთან საბრძოლველად, რომლებიც
მგლებივით გვახვევია ირგვლივ და შეჭმას გვიპირებენ, მაგრამ, ნურას უკაცრავად! სანამ
შენნაირი ახალგაზრდები არსებობენ, კაპიტალისტები ვერას დაგვაკლებენ და სწორედ ამიტომ
გვჭირდება ყველანაირად მომზადებული ადამიანები.
– თანამშრომლობას ყველა ფრიადოსანს სთავაზობთ?
– ყველას ვაკვირდებით, მაგრამ, ყველას არ ვთავაზობთ და, ვისაც ვთავაზობთ, ზუსტად ვიცით,
რომ გამოგვადგება.
– ალბათ, მეც მაკვირდებოდით.
– ერთი წლის განმავლობაში და, უნდა გახარო, რომ მონაცემებით ყველას საგრძნობლად
გაასწარი.
– უარის თქმა თუ შეიძლება თანამშრომლებაზე?
– რა თქმა უნდა.
– უარი რომ ვთქვა, რა მელოდება?
– ამ საუბარს დაივიწყებ და სწავლას ძველებურად უცხო ენებში გააგრძელებ, – ძალიან მშვიდად
მომიგო „ძია“ რომანმა და იქვე შეფარულად ღიმილით მკითხა, – უარის თქმას ხომ არ აპირებ?
– ჯერ არ ვიცი, შემიძლია, განვაგრძო?
– მიდი, მიდი, ჩემო კოკი, გისმენ.
– შეიძლება, რომ კაცის მოკვლა მომიწიოს? – ვკითხე „ძიას“.
– ჩვენს საქმეში გამორიცხული არაფერია და ასე გულდასმით და ყოველმხრივ იმიტომაც
ვამზადებთ ხალხს. თუმცა, უნდა გითხრა, რომ ეს ძაღლების მოკვლაზე ბევრად საშინელი რამაა,
– მითხრა რომანმა და ამით არტოს ბაღში მოკლული ნაგაზები გამახსენა, რითაც მაგრძნობინა,
რომ ჩემი დოსიე გულდასმით ჰქონდა შესწავლილი.
– პასუხის მოსაფიქრებლად რამდენი დრო მაქვს?
– ერთი კვირა, – მითხრა რომანმა.
– თანახმა ვარ! – ვუთხარი „ძიას“, რადგან ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ უარის შემთხვევაში
„კაგებეს“ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მოვექცეოდი, მის მარწუხებს ვერ დავუსხლტებოდი
და ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე, თან უშიშროების სპეციფიკისადმი ინტერესი გამიჩნდა და ამ
სფეროს იდუმალებამ მიმიზიდა.
აბა, მაშინ რა ვიცოდი, რომ თურმე, სპეციალური მისიისთვის მამზადებდნენ, რომელიც ზუსტად
ერთი წლის შემდეგ უნდა შემესრულებინა და ამის შესახებ სულ სამმა კაცმა იცოდა და, ისიც,
მოსკოვში. რა თქმა უნდა, „ძია“ საქმის კურსში არ იყო და ეგონა, რომ გადმობირების მორიგ
დავალებას ასრულებდა. რომანი გადმომბირებელი იყო და არაერთი ახალგაზრდისთვის
მიუცია ვიზა „კაგებეში“. ჩემი დადებითი პასუხი რომ მოისმინა, სახე გაებადრა და მითხრა:
– გასაგებია, მაგრამ, ნუ იჩქარებ და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონე, ერთი კვირა გაქვს დრო.
შემდეგ ისევ დაგიკავშირდები და საბოლოო პასუხიც მაშინ გამეცი.
რომანმა ხელი ჩამომართვა და წავიდა. მე ოდნავ შევყოვნდი და, ოთახიდან კაბინეტში რომ
გავედი და კაბინეტიდან გასვლას ვაპირებდი, საწერ მაგიდასთან მჯდარმა რექტორმა დამიძახა:
– კოკი, სად მიდიხარ?
– ლექციაზე, პატივცემულო, – მივუგე რექტორს, მან კი ვითომ არაფერი მომხდარაო, მკითხა:
– ხვალისთვის რას აპირებ, არ ემზადები?
– ხვალ რა ხდება, პატივცემულო? არ ვიცი.
– როგორ არ იცი, რა, არ გითხრეს?
– არა!
– ხვალ კემბრიჯელები მოდიან ჩვენთან სტუმრად და კლუბში საზეიმო დახვედრას ვუწყობთ.
შენ წამყვანი უნდა იყო და, როგორ, მზად არ ხარ?
– რა უნდა გავაკეთო, პატივცემულო?
– რა და, რა თქმა უნდა, შექსპირის შემოქმედებაზე ილაპარაკო – შენ ხომ ამ საქმის საუკეთესო
მცოდნე ხარ. რა, ვერ შეძლებ?
– როგორ ვერ შევძლებ, პატივცემულო, ცოტას მოვემზადები, წიგნებს გადავხედავ და რაღაც-
რაღაცეებს გავიხსენებ.
– კარგი. წადი, ლექციებიდან დღეს გათავისუფლებ და ხვალ, დილის 9 საათზე ჩემთან იყავი, –
მითხრა რექტორმა, გამოვემშვიდობე და კაბინეტიდან გავდიოდი, როდესაც ისევ რექტორის ხმა
მომესმა, – კოკი!
– დიახ, გისმენთ, პატივცემულო, – მივუგე რექტორს და თვალებში მივაჩერდი. მან ყურადღებით
შემათვალიერა, თვალებში სიკეთის ნაპერწკალმა გაუელვა და მშვიდად მითხრა:
– იცოდე, ჭკვიანად და დაკვირვებით იყავი, კოკი. ახლა კი წადი, ხვალისთვის მოემზადე.
რექტორის სიტყვები მენიშნა და მივხვდი, რომ დაკვირვებასა და ჭკვიანად ყოფნაში
„კაგებესთან“ ურთიერთობას გულისხმობდა. ის გამოცდილი და ჭკვიანი კაცი იყო და, არ
შეიძლებოდა, ვერ მიმხვდარიყო, თუ ვინ და რატომ შემხვდა და მესაუბრა მოსასვენებელ
ოთახში. კონიუნქტურის მიუხედავად, „კაგებესი“ ყველას ეშინოდა, ერიდებოდნენ და
რექტორმაც ამისკენ მომიწოდა.
ერთი კვირის შემდეგ „ძია“ რომანს ფუნიკულიორზე შევხვდი. მან ხელი ჩამომართვა, გამიღიმა
და მკითხა:
– ხომ არ გადაიფიქრე სწავლა, ჩემო კოკი?
– არა, ძია რომან.
– ასეც ვფიქრობდი. მოხარული ვარ, რომ არ შევმცდარვარ. იმედია, ეს ამბავი არავისთვის
გითქვამს.
– რა თქმა უნდა, არავისთვის მითქვამს, – დავუდასტურე მე.
ჩემსა და „ძიას“ შორის საუბარი ნაძვნარში მიმდინარეობდა. მოასფალტებულ გზას ფეხით, ნელ-
ნელა მივუყვებოდით, რომ ჩვენთვის ხელი არავის შეეშალა.
– ესე იგი, საბოლოო პასუხი დააფიქსირე და თანახმა ხარ, რომ უშიშროების კომიტეტის
სპეცსკოლაში ისწავლო? – სრულად მკითხა რომანმა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ
ჩვენი საუბარი იწერებოდა.
– დიახ, საბოლოო პასუხს ვაფიქსირებ: თანახმა ვარ, უშიშროების კომიტეტის სპეცსკოლაში
ვისწავლი, – იმავე სტილში მივუგე რომანს და, თუკი მართლა გვიწერდნენ, ყველაფერი მკაფიოდ
აღიბეჭდებოდა ფირზე.
რომანმა ხელკავი გამომდო, შემომატრიალა და ჩვენგან ასიოდე მეტრის მოშორებით მდებარე
მანქანების სადგომიდან, სადაც რამდენიმე ათეული ავტომობილი იყო გაჩერებული, ხელით
ვიღაც მოიხმო. მანქანებს შავი ფერის „ვოლგა“ გამოეყო. სანამ მოგვიახლოვდებოდა, „ძიამ“
მითხრა:
– ახლა შენს უშუალო კურატორს გაგაცნობ, რომელიც შენს მომზადებაზეა პასუხისმგებელი და
არ შემარცხვინო.
რომანის ეს შინაურული „არ შემარცხვინო“, ტიპური „კაგებეშნიკური“ სტილი იყო და მას
ბრწყინვალედ ფლობდა საბჭოთა უშიშროების მაიორი. „ძია“ პროფესიონალი გადამბირებელი
იყო და ხელფასს ამ საქმეებში უხდიდნენ. ამ ყველაფერს მე მოგვიანებით ჩავწვდი, მაშინ,
როდესაც ამ სფეროში მუშაობის საკმაო სტაჟი და გამოცდილება დამიგროვდა და თუკი ეს საქმეს
სჭირდებოდა, უკვე თავადაც შემეძლო სხვების გადაბირება. მაშინ კი, მართალია
მრავალჭირნახული, მაგრამ, ასეთ საქმეებში 18 წლის გამოუცდელი ყმაწვილი ვიყავი და ჩემი
შეტყუება ამ იდუმალებით მოცულ სამყაროში „ძიას“ არ გასჭირვებია.
– მეცამეტეში წადი, – უთხრა მძღოლს, როდესაც მეც და რომანიც უკანა სავარძელზე
მოვკალათდით.
მეცამეტე ობიექტი კოჯრის ტყეში განლაგებული „კაგებეს“ საიდუმლო-სადაზვერვო სკოლა იყო
და მას უზარმაზარი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა ჰქონდა. მიწის ზემოთ ის ჩვეულებრივი
სალოკაციო სადგურით იყო შენიღბული, თავისთავად, საიდუმლო ობიექტად ითვლებოდა და
გაძლიერებულად იცავდნენ.
კოჯორში ძალიან მალე ავედით, სალოკაციო სადგურის ტერიტორიაზე უპრობლემოდ შევედით
და უზარმაზარი, კომუფლირებული ბუნკერისკენ გავემართეთ, სადაც მართვის პუნქტი იყო
განლაგებული. „ვოლგამ“ ბუნკერშიც დაუბრკოლებლად შეაღწია, მართვის პუნქტს გვერდი
აუარა, ორასმეტრიანი გვირაბი გაიარა და უზარმაზარ დაჯავშნულ კარს მიადგა. კარი მძიმედ
გაიღო, შიგნით შევედით და ჩემ თვალწინ პროჟექტორებით გაჩახჩახებული, უზარმაზარი
მიკროქალაქი გადაიშალა. იქ იყო სახლები, სკვერები, შადრევნებითა და ნამდვილი მწვანე
გაზონებით. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნორმალურ, კეთილმოწყობილ დასახლებაში უნდა
ყოფილიყო. ერთადერთი, რაც ამ მიწისქვეშა მიკრორაიონს განასხვავებდა მიწისზედა
ანალოგისგან, ის იყო, რომ იქ, ქვევით, ცის მაგივრობას უზარმაზარი, ორმოცდაათი მეტრის
სიმაღლის ბეტონის კარკასი სწევდა, რომელზეც უმძლავრესი პროჟექტორები იყო
დამაგრებული. იქაურობა გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა და თამამად ვაცხადებ, რომ
ეს მიკროქალაქი ინჟინრული ხელოვნების ნიმუში იყო და მისი აგება არაერთი ასეული მილიონი
დაჯდებოდა. არანაკლებად გავოცდი, როდესაც მიწისქვეშა ქალაქის ერთ-ერთ შენობაში მეტროს
სადგური დამხვდა. მე და „ძია“ ჩვეულებრივზე ვიწრო მეტროს ვაგონში ჩავსხედით, ათიოდე
წუთი ვიარეთ და ერთ პატარა ბაქანზე გადმოვედით. იქიდან კი ძალიან ეშმაკურად შენიღბული
გვირაბებით ვიარეთ და თავი ამოვყავით მეტროსადგურ „ლენინის მოედანზე“.
– გაოცებული ხარ, არა, ჩემო კოკი? – მკითხა „ძიამ“, როდესაც სხვა მგზავრებთან ერთად ზევით
ავედით და ქუჩაში აღმოვჩნდით.
– საოცრებაა! – დაუფარავად მივუგე „ძიას“.
– სავსებით გეთანხმები, – მითხრა რომანმა და დაამატა, – აი, აქედან ივლი ხოლმე
სასწავლებლად და უკანაც ამავე გზით დაბრუნდები. ჩვენი თანამშრომელი საქმის კურსშია და
ის დაგაზღვევს.
– მაგარია, მართლა მაგარია, ძია რომან, – აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე, – ამხელა
საიდუმლო ობიექტი როგორ ააშენეს ნეტავ?
– ჩვენ უფრო მაგარი რამეები შეგვიძლია, – სიამაყით მითხრა „ძიამ“ და დაამატა: – შენს
კურატორზე რას მეტყვი, როგორ მოგეწონა?
– მე მგონი, ცუდი კაცი არ უნდა იყოს, – ვუთხარი მე, – თუმცა, რა ვიცი, ადამიანის ერთი ნახვით
შეფასება ძნელია.
რომანმა სიცილით მომიგო:
– არა უშავს, მაგასაც გასწავლიან. ადამიანის ერთი ნახვით გაშიფვრა ჩვენს საქმეებში ერთ-ერთი
უმთავრესი საქმეა და იმედია, სხვა რამეებთან ერთად, ამასაც კარგად აითვისებ. ისე კი, იცოდე,
რომ ოლეგს მოეწონე და შენზე დიდ იმედებს ამყარებს. პოლკოვნიკმა კი ჰაერზე ლაპარაკი არ
იცის და მისი სიტყვა ყოველთვის მართლდება.
„ძია“ საკმაოდ დახვეწილად და გამართულად საუბრობდა, თუმცა შიგადაშიგ „კაგებეშნიკურ“
ტერმინებსაც ურევდა და სიტყვა „გაშიფვრაც“ მათ რიგს მიეკუთვნებოდა.
– ადამიანების ერთი ნახვით გაშიფვრა, ალბათ, მტრების აღმოსაჩენად უნდა ვისწავლო, არა, ძია
რომან? – ვკითხე „ძიას“.
– აღმოსაჩენად და დასამარცხებლად. აღმოჩენა ნახევარი საქმეა, მეორე ნახევარი კი მისი
დამარცხებაა. საქმე სრულად უნდა გააკეთო. სანახევროდ გაკეთებას, ჯობია, მას საერთოდ არ
მოჰკიდო ხელი, – მითხრა რომანმა, – შენ ის ექიმი უნდა გახდე, რომელიც სწორ დიაგნოზს
დასვამს და უებარ წამალს გამოწერს, რომელსაც თვითონ დაამზადებს. ამ ყველაფერს კი შენ
სპეცსკოლაში შეგასწავლიან. ოლეგი დარწმუნებულია, რომ ყველაფერ ამას საუკეთესოდ
აითვისებ.
„ძია“ რომ ამ „კაგებეშნიკური“ დემაგოგიით მიტენიდა თავს, პიონერთა სასახლის კუთხეში
ვიდექით. მართალია, ის ხმადაბლა და ზედმეტი ჟესტიკულაციის გარეშე მელაპარაკებოდა,
მაგრამ, შინაგანი ემოცია და ანთებული თვალები უფრო მეტ დამაჯერებლობას ჰმატებდა მის
სიტყვებს.
– ექიმი სიკეთეა, – განაგრძობდა ჩემს „დაბოლებას“ „ძია“, – ზოგჯერ ის ტკივილს აყენებს
პაციენტს, დანას ხმარობს და ორგანოებსაც კი ჰკვეთს ხოლმე, მაგრამ, ამ ყველაფერს ხომ მისდა
სასიკეთოდ აკეთებს?! ასე ვართ ჩვენც და საზოგადოებამ, ხალხმა რომ მშვიდად, ჯანმრთელად
და ბედნიერად იცხოვროს, ზოგჯერ უკიდურესი, მაგრამ აუცილებელი ზომების მიღება გვიწევს.
სიკეთის მსახურება იოლი საქმე არაა და დიდ მოთმინებას, ცოდნასა და ზოგჯერ სისასტიკესაც
კი მოითხოვს. აი, ამ ყველაფერს შეგასწავლიან შენ იქ, და ოლეგი დარწმუნებულია, რომ შენ
საუკეთესო იქნები ამ საქმეში.
პოლკოვნიკი ოლეგი ორმოცდახუთიოდე წლის ძლიერი მამაკაცი იყო და კოჯრის სპეცსკოლაში
კურსანტებზე ზედამხედველობა და მათი შეფასება ევალებოდა. ოლეგის გარეშე ვერც ერთი
კურსანტი ვერ მიიღებდა უშიშროებაში მუშაობის ვიზას, რაც იმას ნიშნავდა, რომ „უვიზო“
კურსანტი სიცოცხლესაც უნდა გამოსალმებოდა – მას, უბრალოდ, მოკლავდნენ, გვამს კი
გაანადგურებდნენ და იმ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს მიამატებდნენ, ვინც მუდმივ
ძებნაშია და, რა თქმა უნდა, ვერ პოულობენ. ერთი სიტყვით, ყველა კურსანტის ბედ-იღბალი
ოლეგს ებარა, მის კეთილგანწყობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სწავლა რომ დავიწყე, სხვებთან
შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი.
ოლეგი საკმაოდ სიტყვაძუნწი კაცი იყო და იშვიათად თუ იტყოდა რამეს. ის აჩრდილივით
დადიოდა მიკროქალაქში და ყველაფერს აკვირდებოდა. ხშირად ჩვენს მეცადინეობებს
ესწრებოდა და უხმოდ ადევნებდა თვალს სწავლების პროცესს. ძირითადად კი პოლკოვნიკი
თავის კაბინეტში იჯდა და კურსანტების მონაცემებს აანალიზებდა. თავისთან ის იშვიათად
იბარებდა ვინმეს და, თუკი კურსანტს გამოიძახებდა, რამდენიმე სიტყვით, ძალიან
კვალიფიციურად მიუთითებდა ხარვეზებზე, მათი გამოსწორებისკენ მოუწოდებდა და უკან
უშვებდა. მე ამ მხრივაც გამიმართლა – ოლეგი სხვებზე ხშირად მიბარებდა კაბინეტში, სხვებზე
მეტ დროს მითმობდა და სხვებზე მეტ სიტყვასაც იმეტებდა ჩემთვის. თუკი დანარჩენ
კურსანტებს „თქვენობით“ ელაპარაკებოდა, მე „შენობით“ მომმართავდა და მეტყოდა ხოლმე:
– ყოჩაღ, კოკი! შენ არც ამჯერად გაქვს სუსტი მხარეები მეცადინეობაში და გილოცავ...
ერთხელ ოლეგმა თავის კაბინეტში გამომიძახა.
– შემოდი, შემოდი, აი, აქ დაჯექი, – პოლკოვნიკმა სავარძელზე მიმითითა, რომელიც კაბინეტის
კუთხეში, პატარა მაგიდასთან იდგა, – ჩაის დალევ თუ ყავას? – მკითხა და გამიღიმა.
– ყავას, – მივუგე გაოცებულმა, რადგან ასეთი რამ პოლკოვნიკის კაბინეტში წარმოუდგენლად
მიმაჩნდა. მან კი უფრო მეტად გამაოცა, როდესაც თვითონ მოამზადა ყავა, საკუთარი ხელით
მომართვა და მითხრა:
– მიირთვი, მოგეწონება, ნამდვილი ბრაზილიურია.
ყავა მართლაც მშვენიერი იყო და სერგოსთან დალეულს სჯობდა, თუმცა, ილიას ყავასთან
ახლოსაც ვერ მივიდოდა:
– ძალიან გემრიელია.
– ახლა კი საქმე, – მითხრა ოლეგმა, ყავა რომ დავლიე, – ერთი კვირაც და, საბჭოთა უშიშროების
ერთ-ერთი საუკეთესო ოპერმუშაკი იქნები. სიმართლე რომ გითხრა, შენთან მტრობას არ
ვისურვებდი...
სიტყვა „ოპერმუშაკი“ თანამედროვე სპეცაგენტს ნიშნავდა „კაგებეში“, ხოლო პოლკოვნიკის
ფრაზა კი საბედისწერო გამოდგა, რადგან ის წლების მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში
გაიქცა და მისი ლიკვიდაცია სწორედ მე დამავალეს.
კარგად მახსოვს, ივლისი იწურებოდა, მე და მერი შვილებთან ერთად სოჭში ვისვენებდით
სერგო ორჯონიკიძის სახელობის სანატორიუმში. სულ რაღაც სამი დღე იყო გასული, როდესაც
ჩვენი ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. მერი ქალაქში იყო წასული სასეირნოდ ბავშვებთან ერთად,
მე კი სავარძელში ვიყავი მოკალათებული და ტელევიზორს ვუყურებდი. კარი რომ გავაღე,
ზღურბლზე მდგარი მოღიმარი მამაკაცი დავინახე, რომელმაც მითხრა:
– თქვენ შეუკვეთეთ ჩაციებული ანანასის კომპოტი, მარწყვის ტორტის ნაჭრები და ბანანის
არაყი?
ეს ფრაზა მეკავშირესთან საკონტაქტო პაროლი იყო და მივუგე:
– მე მხოლოდ ბანანის არაყი შევუკვეთე ანანასის კომპოტი და მარწყვის ტორტი კი – ჩემმა
ცოლმა.
პაროლის სწორად წარმოთქმას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და რომელიმე ჩვენგანს რომ
ერთი ასოც შეშლოდა, კონტაქტი არ შედგებოდა. როგორც ყოველთვის, შეცდომა არც ერთს არ
დაგვიშვია და მეკავშირემ მითხრა:
– შეიძლება?
– შემობრძანდით, – მეკავშირე ოთახში შემოვიპატიჟე და სავარძლებში რომ ჩავსხედით, ვკითხე:
– ყავას მიირთმევთ თუ ჩაის?
– არაფერს, გმადლობთ, მალე უნდა წავიდე. მომიგო მეკავშირემ და პირდაპირ საქმეზე
გადავიდა, – როგორც კი თქვენი ცოლ-შვილი დაბრუნდება, ელვა დეპეშას მიიღებთ სამსახურში
სასწრაფოდ გამოცხადების შესახებ. თვალის ასახვევად, თუკი მეუღლე თქვენს გაცილებას
ისურვებს, რკინიგზის სადგურზე მიხვალთ, მშვიდად აიღებთ ბილეთს სოჭი-თბილისის
მატარებელზე და გაემგზავრებით, მაგრამ, ადლერში ჩამოხვალთ, იქიდან კი მოსკოვში
გადაფრინდებით და დანარჩენს იქ გეტყვიან.
მეკავშირის წასვლიდან ნახევარი საათის შემდეგ ჩემი ცოლ-შვილი დაბრუნდა, ხუთ წუთში კი
ელვა-დეპეშა მოვიდა, რომელშიც ეწერა, რომ მეორე დღეს, 16 საათზე სამსახურში უნდა
გამოვცხადებულიყავი.
– ფუი, დასვენებას არ გაცლიან, – აღვშფოთდი მე, და საათს დავხედე, – ორი საათია, წავედი
სადგურზე, რომ პირველივე მატარებელს გავყვე.
– გაგაცილებ, – მითხრა მერიმ, რომელიც შეგუებული იყო ჩემს ასეთ გამოძახებებს.
– რა საჭიროა, საყვარელო, ცხელა, ტყუილად უნდა გაწვალდე და ბავშვებიც გააწვალო. იმედია,
ორ-სამ დღეში დავბრუნდები და დასვენებას ერთად გავაგრძელებთ, – მივუგე მერის, ცოლ-
შვილს გამოვემშვიდობე და წავედი.
ოფიციალური ვერსიით, მე მინისტრთა საბჭოსთან არსებული ტურიზმის კომიტეტში
ვმუშაობდი თარჯიმან-გიდად და ჩემი მოულოდნელი მივლინებებიც ამით აიხსნებოდა.
ზოგჯერ მე მართლაც დავყვებოდი სხვადასხვა უცხოურ დელეგაციას საბჭოთა კავშირის
ქალაქებში და მათ გიდობას ვუწევდი; ზოგჯერ უცხოეთში მივყვებოდი საბჭოთა ტურისტულ
თუ ოფიციალურ დელეგაციებს, ძირითადად კი, სპეცდავალებებს ვასრულებდი და საბჭოთა
ხალხს რომ „მშვიდად, ჯანმრთელად და ბედნიერად“ ეცხოვრა, ძალებს არ ვზოგავდი და
უშიშროების სპეცსკოლაში მიღებული ცოდნის სრულ რეალიზაციას ვახდენდი.
რადგან მერი არ გამომყვა, ადლერის აეროპორტში ტაქსით გავემგზავრე, სალაროში ჩემს
სახელზე დაჯავშნილი ბილეთი ავიღე, მოსკოვში გადავფრინდი და სამი საათის შემდეგ უკვე
სპეცოპერაციების განყოფილების უფროსი, გენერლის ჩინიანი ჭაღარა კაცი პირადად მიტარებდა
ინსტრუქტაჟს.
– როგორ იფრინეთ? – მკითხა მან.
– კარგად, ამხანაგო გენერალო, – მივუგე ჭაღარათმიანს.
გენერალმა წითელი საქაღალდიდან სურათები ამოიღო, მომაწოდა და მკითხა:
– ეს კაცი თუ გეცნობათ?
– ეს ხომ ოლეგია, პოლკოვნიკი, ჩემი პირადი კურატორი კოჯრის სპეცსკოლაში, – მშვიდად
მივუგე გენერალს, თან ძალიან მაინტერესებდა, რა შუაში იყო ოლეგი.
– მართალია, ეგ არის, – დამიდასტურა გენერალმა და იქვე მკითხა: – რა აზრის ხართ მასზე?
– იმ ერთწლიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, რაც მე მასთან კოჯრის სპეცსკოლაში მქონდა,
მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო აზრის ვარ, – მივუგე გენერალს.
– ისიც სიმპათიით იყო თქვენდამი განწყობილი და ეს მის მოხსენებით ბარათში წერია,
რომელიც თქვენს პირად დოსიეს ერთვის, – მითხრა გენერალმა, პაუზა გააკეთა, შემათვალიერა
და განაგრძო, – და მაინც, თქვენ პროფესიონალი ხართ და ამ საკითხს სწორედ ამ კუთხით უნდა
მიუდგეთ. ეს კი ყოველგვარ სიმპათიებს გამორიცხავს. რას იტყვით ამის შესახებ?
– აბსოლუტურად გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო, პირად სიმპათიებზე წინ ყოველთვის საქმე
დგას და მე ამ პოზიციაზე ურყევად ვდგავარ, – მივუგე გენერალს.
– ვიცი, – თავი დააქნია გენერალმა, – სწორედ თქვენი ასეთი ურყევი რწმენისა და
პროფესიონალიზმის გამო გავალებთ ამ მისიას და, დარწმუნებული ვარ, წარმატებით
გაართმევთ თავს, ისევე, როგორც თქვენდამი მინდობილ სხვა საქმეებს. ახლა კი, უშუალოდ
დავალებას რაც შეეხება: თქვენ ამ სუბიექტის ლიკვიდაცია უნდა განახორციელოთ.
გენერლის სიტყვები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით გაისმა და ძალიან არ მესიამოვნა.
თუმცა, წლების განმავლობაში გამომუშავებულმა ჩვევამ, რომ საკუთარი გრძნობები არ
გამემჟღავნებინა, თავისი ქნა, არაფერი შევიმჩნიე და მშვიდად ვთქვი:
– გასაგებია.
ჩემი სიმშვიდით შემცბარ გენერალს მხოლოდ წამით ეცვალა სახე, მერე კი საქმიანად მითხრა:
– სამწუხაროდ, პოლკოვნიკი სამშობლოს მოღალატე აღმოჩნდა – ამერიკაში გაიქცა და მტერს
შეეკრა. ამისთვის ის სიკვდილით დასჯას იმსახურებს და ამ სამართლიანი განაჩენის
აღსრულება თქვენ დაგევალათ. პოლკოვნიკი ამჟამად ნიუ-იორკში, მისთვის სპეციალურად
ნაქირავებ „ასობნიაკში“ ცხოვრობს და გამოძიების ფედერალური ბიუროს კარგად
მომზადებული თანამშრომლები იცავენ. თქვენ მასთან უნდა შეაღწიოთ და მოკლათ. ამასთანავე,
სასურველია, რომ „ეფბეერელები“ უვნებლად გადარჩნენ. თუმცა, თუ საქმეს დასჭირდა, მათი
ლიკვიდაციაც დასაშვებია. ოპერაციის შესასრულებლად მაქსიმუმ ერთი კვირა გეძლევა, რადგან
გვაქვს ინფორმაცია, რომ მოღალატე პოლკოვნიკის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართვას
აპირებდნენ და, თუ დაგვასწრეს, მაშინ ჩვენი მისიის შესრულება ათმაგად გართულდება.
გენერალი კიდევ თხუთმეტიოდე წუთს მესაუბრა, რაღაც დეტალები დავაზუსტეთ, შემდეგ
კარამდე მიმაცილა, ხელი მაგრად ჩამომართვა და წარმატება მისურვა.
ნახევარი საათის შემდეგ უკვე „ვნუკოვოს“ აეროპორტში, მოსკოვი-ლონდონის თვითმფრინავში
ვიჯექი რესპექტაბელურად გამოწყობილი და დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი მედო
ჯიბეში. ლონდონიდან ნიუ-იორკში გადავფრინდი და, კენედის სახელობის აეროპორტში რომ
დავეშვით, იქაური დროით დილის 6 საათი იყო. სულ რაღაც 18 საათი იყო მას მერე გასული, რაც
სოჭიდან წამოვედი და უკვე საგანგებო დავალების შესრულებას შევუდექი, რომლის
მიხედვითაც ის კაცი უნდა მომეკლა, ვინც მე ვიზა მომცა უხილავი ფრონტის სამყაროში.
საბაჟო ფორმალობის გავლის შემდეგ, ქალაქში გავედი და კონსპირაციულ ბინას მივაკითხე,
სადაც ჩვენი თანამშრომელი გოგონა შემომიერთდა.
– დაღლილი იქნები და გეშიება, – მომიშინაურდა გოგონა, ჩემს პასუხს არ დაელოდა,
სენდვიჩები გამომიტანა და მითხრა: – დანაყრდი, ცოტა დაისვენე და დაზვერვაზე გავიდეთ.
სამი საათის შემდეგ მე და ჩემი მეწყვილე ჰიპების ფორმაში გამოწყობილები მივაბიჯებდით
ბროდვეიზე, თან იმ სახლს ვსწავლობდით, სადაც ოლეგის „ასობნიაკი“ მდებარეობდა. ჩვენ
უამრავი სურათი გადავიღეთ სანთებელაში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატით და ბინაში რომ
დავბრუნდით, ფოტოფირი გავამჟღავნეთ, სურათები დავბეჭდეთ და ოპერაციის
ტექნოლოგიური დეტალების შემუშავებას შევუდექით. მორიგ დაზვერვაზე უკვე ღამით
გავემართეთ, მაგრამ ამჟამად ბინის მძებნელი ახალდაქორწინებული ცოლ-ქმრის სტატუსით და
„ასობნიაკს“ მაქსიმალურად მივუახლოვდით. კონსპირაციულ ბინაში რომ დავბრუნდით, უკვე
ზუსტად ვიცოდით, რომ მოღალატე პოლკოვნიკს ოთხი ზორბა „ეფბეერელი“ იცავდა,
რომლებიც ოცდაოთხ საათში ერთხელ იცვლებოდნენ და ოპერაციის საბოლოო დეტალების
დამუშავება დავიწყეთ.
– ბასტა! ყველაფერი დაზუსტებულია და ხვალ საქმეზე მივდივართ, – განვუცხადე ჩემს
მეწყვილე გოგონას, როდესაც ბოლო დეტალიც შევათანხმეთ, – ახლა კი დავიძინოთ, ოპერაციის
წინ კარგი, ჯანმრთელი ძილი აუცილებელია.
– მე კი ვფიქრობ, რომ ოპერაციის წინ ერთი კარგი, ჯანმრთელი სექსი არ გვაწყენდა, – მომიგო
მეწყვილემ და მაცდურად გამიღიმა, – როგორ ფიქრობ, არ უნდა მიჩვენო შენი შესაძლებლობები?
– აქ მე საჟიმაოდ არ ჩამოვსულვარ, ჩემს შესაძლებლობებს კი საქმეში გიჩვენებ. ახლა კი ძილი,
ძილი და სხვა არაფერი ძილის გარდა, – მივუგე მეწყვილეს, დავწექი და იმ წამსვე ჩამეძინა.
მე და ჩემს მეწყვილე გოგონას შორის სექსი არ შედგა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში,
როდესაც ქალთა სქესთან მიწევდა თანამშრომლობა. ჩემი მეწყვილეები რატომღაც ყოველთვის
სექსს მთავაზობდნენ, მე კი მათ უარით ვისტუმრებდი. მეწყვილე ქალებს ყოველთვის საქმიან და
არა სექსუალურ პარტნიორებად განვიხილავდი და მიმაჩნდა, რომ მათთან სექსი საქმეს ავნებდა.
საქმე კი ჩემთვის ყოველთვის უპირველესი იყო, შემთხვევით სექსზე ვერ გავცვლიდი და არც
მინდოდა, რადგან მერისთან ურთიერთობა სრულიად მაკმაყოფილებდა და ჩემს ცოლზე წინ არც
ერთ ქალს არ დავაყენებდი.
– როგორ გეძინა, ჩემო მეგობარო? – მკითხა მეწყვილე გოგონამ, როდესაც უთენია წამოვდექი
საწოლიდან, ის კი უკვე ფეხზე იყო და მსუბუქად ვარჯიშობდა ღია კარის წინ.
– კარგად, გმადლობთ. შენ?
– დიდებულად, – ჩაეცინა გოგონას, – დიდი სექსის შემდეგ როგორც უნდა ვიყო, ისე.
– რა დროს სექსია, სერიოზულ საქმეზე მივდივართ და მოემზადე, – ვუთხარი და სააბაზანოში
შევედი.
გოგონას აღარ უცდია ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარება და აღარც მწარე სიტყვა უთქვამს,
ის ერთბაშად დასერიოზულდა და გულდასმით მოემზადა სპეცდავალების შესასრულებლად.
პირველ ყოვლისა, გარეგნობა შეიცვალა და მაკიაჟი და პარიკი გაიკეთა, შემდეგ მიმზიდველად
ჩაიცვა და, რაც მთავარია, დაცვის გასანეიტრალებელი სპეციალური აღჭურვილობები
მოხერხებულად მოირგო სხეულზე. ჩემი მხრივ, მეც სათანადოდ ჩავიცვი, აღვიჭურვე და
შუადღეზე საქმეზე გავემართეთ.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, მე და ჩემი მეწყვილე საქველმოქმედო ფონდის
წარმომადგენლები ვიყავით, რომლებიც ვიეტნამის ომში დაღუპული ჯარისკაცების
ოჯახებისთვის აგროვებდნენ თანხებს. ჩემი მეწყვილე მოწყალების და იყო, მე კი ვიეტნამის ომის
ვეტერანი, კონტუზიანი, ხეიბარი ჯარისკაცი. მეწყვილე გოგონას დაცვა უნდა გაენეიტრალებინა,
მე კი დაზღვევაზე ვიდექი და „ასობნიაკში“ შესვლის შემდეგ უნდა გვემოქმედა. „ასობნიაკთან“
რომ მივედით, საწყისი პოზიციები დავიკავეთ და ჩემმა მეწყვილემ კარზე ზარი დარეკა. მუხის
უზარმაზარი კარი ზორბა სპეცაგენტმა გააღო, რომელიც სამოქალაქო სამოსში იყო
გამოწყობილი:
– დიახ, მისის, გისმენთ.
– მისტერ, – გაუღიმა სპეცაგენტს ჩემმა მეწყვილემ, – ჩვენ შემოწირულობებს ვაგროვებთ ომის
ვეტერანთა ოჯახებისთვის და იქნებ წყალობა მოიღოთ?
– სამწუხაროდ, მისის, ვერაფრით დაგეხმარებით, – მიუგო სპეცაგენტმა მეწყვილეს და კარის
მოხურვა უნდოდა, მაგრამ გოგონამ უთხრა:
– იქნებ დაგვარეკინოთ?
– ვერც ამით დაგეხმარებით, ტელეფონი გამოგვირთეს, – მიუგო სპეცაგენტმა, მაგრამ კარის
მოხურვა ვერ მოასწრო, რადგან ჩემმა მეწყვილე გოგონამ მას სწრაფმოქმედი სითხე შეასხა
თვალებსა და ცხვირ-პირში და სპეცაგენტი იქვე გაითიშა...
მე და ჩემი მეწყვილე ბინაში შევედით, გათიშული სპეცაგენტი იქვე დავაწვინეთ და ფრთხილად
გავემართეთ სხვა ოთახებისკენ.
– ვინ იყვნენ და რა უნდოდათ? – მოგვესმა მეორე სპეცაგენტის ხმა, რომელიც სამზარეულოში
იმყოფებოდა, ჩვენგან ზურგშექცევით იჯდა, ვერ გვხედავდა და მადიანად შეექცეოდა საჭმელს.
„გურმანიც“ იქვე მივთიშეთ და სასტუმრო ოთახისკენ ავიღეთ გეზი. იქიდან ხმები გამოდიოდა
და აშკარა იყო, რომ იქ მინიმუმ ორი ადამიანი იმყოფებოდა.
– მე მეორე ოთახიდან მოვუვლი, შენ კი აქედან დამაზღვიე, – მითხრა მეწყვილემ და ვიწრო
დერეფანს გაუყვა, რომელიც სასტუმრო ოთახს უერთდებოდა. მე იატაკზე დავწექი, მაყუჩიანი
პისტოლეტი მოვიმარჯვე, კართან მივხოხდი და სასტუმრო ოთახში შევიხედე, სადაც სამნი
ისხდნენ პატარა მრგვალ მაგიდასთან და ბანქოს თამაშობდნენ. მე სიტუაცია შევაფასე,
სამწამიანი პაუზა გავაკეთე შემდეგ ოთახში შევვარდი და სახტად დარჩენილ მოთამაშეებს
ვუბრძანე:
– ადგილიდან არ დაიძრათ და დამემორჩილეთ, თორემ, ადგილზევე დაგხოცავთ?
მოთამაშეები არ განძრეულან, ამის გაკეთებას არც ჰქონდა აზრი, რადგან სპეცაგენტების
პისტოლეტები მოშორებით, მაგიდაზე ელაგა და ვერ მისწვდებოდნენ. მაგრამ, ხელშიც რომ
სჭეროდათ, არ გამოადგებოდათ, რადგან სროლას ვერ დამასწრებდნენ, დავხოცავდი და
მოღალატე პოლკოვნიკს ტყუილუბრალოდ შესწირავდნენ თავს. ოთახში ჩემი მეწყვილე გოგონაც
შემოვიდა, მაგიდას მიუახლოვდა, „ეფბეერის“ სპეცაგენტებს სითხე ასხურა და გათიშა, მე კი
ოლეგს ვანიშნე, რომ ამდგარიყო და ტახტზე გადამჯდარიყო. მან უხმოდ და მორჩილად
შეასრულა ბრძანება, ტახტზე დაჯდა და ნაღვლიანი თვალებით მომაჩერდა.
– მიცანი? – ვკითხე პოლკოვნიკს.
ოლეგს ჩაეცინა:
– ენამ მიყივლა, როდესაც ვთქვი, შენთან მტრობასა და პირისპირ შეხვედრას არ ვისურვებდი-
მეთქი და, აი, შევხვდით კიდეც.
– კი, შევხვდით, – დავუდასტურე პოლკოვნიკს და პისტოლეტი მივუშვირე, რომ
მოღალატისთვის გამოტანილი განაჩენი სისრულეში მომეყვანა, მაგრამ მან მითხრა:
– ერთი წუთიც მაცოცხლე, შენთან რაღაც მაქვს პირისპირ სათქმელი და გთხოვ, უარს ნუ მეტყვი.
რაც არ უნდა იყოს, შენზე ამაგი მაქვს და ბოლო სურვილი მაინც ამისრულე.
მე მეწყვილეს ვანიშნე, რომ ოთახიდან გასულიყო, მან კი მტკიცედ მითხრა:
– ინსტრუქციით აკრძალულია და არ გავალ.
– ინსტრუქციით ჟიმაობაც აკრძალულია. გადი! – კბილებში გამოვცარი და ისეთი მზერა
ვესროლე მეწყვილეს, რომ ის ოთახიდან გავიდა. შემდეგ ოლეგს მივუბრუნდი და ვუთხარი:
– სწრაფად თქვი, რა გინდა, დრო არ ითმენს უნდა წავიდეთ.
– შენთან ერთი სათხოვარი მაქვს, კოკი, და უარს ნუ მეტყვი, – მითხრა ოლეგმა და ტახტიდან
წამოდგა, მაგრამ, ვანიშნე, რომ დამჯდარიყო. ის კიდეზე ჩამოჯდა და განაგრძო, – თბილისში 15
წლის ქალიშვილი მყავს – ნატა. ის ერთ მოხუც ქალს მივაბარე აღსაზრდელად. ქალმა არ იცის,
ვინ ვარ, ნატა კი არ მიცნობს. ის ერთი ქალისგან შემეძინა, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. ჩემი
გოგონა კი შეგნებულად გადავმალე, რომ არავის სცოდნოდა მისი არსებობის შესახებ და შური
არ ეძიათ მასზე. მე დიდი ხანია, ვაპირებდი საბჭოთა კავშირიდან გაქცევას და ნატას არსებობაც
იმიტომ დავმალე. იმედი მქონდა, ოდესმე ჩემს გოგონასაც ჩემთან წამოვიყვანდი და ორივე
ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებდით, მაგრამ ახლა შენ აქ ხარ და ვიცი, რომ გადარჩენის შანსი არ
მაქვს, – ოლეგმა პაუზა გააკეთა, თვალებში ჩამაცქერდა და მკითხა:
– ან, იქნებ, მაქვს გადარჩენის შანსი?
– არანაირი, – მივუგე მტკიცედ, – დააბოლოვე, დრო არ ითმენს, უნდა წავიდეთ.
– რომ მომკლავ, – განაგრძო ოლეგმა და წიგნების თაროსკენ გაიშვირა ხელი, – აი, იმ თაროზე
რომ ჩარჩოიანი ბიბლიაა, ის გამოიღე, მეასე გვერდზე გადაშალე და დაშიფრულ წერილს
აღმოაჩენ, რომელშიც ზუსტადაა აღნიშნული ის ადგილი, სადაც მე მთელი ცხოვრების
განმავლობაში ნაგროვები ფული და ძვირფასეულობა მაქვს შენახული. იქ ბევრი ქონებაა,
რამდენიმე ოჯახს ეყოფა. ნახევარი შენია, ნახევარი კი ნატას გადაეცი, როდესაც სრულწლოვანი
გახდება და, საერთოდ, გთხოვ, ჩემს გოგონას უპატრონო. თუ არ გინდა, ნუ გამოჩნდები და ისე
უპატრონე, ოდესღაც კი ჩემი არსებობის ამბავი მოუყევი და უთხარი, რომ მე ის ძალიან, ძალიან
მიყვარდა. შემისრულებ თხოვნას?
– შეგისრულებ, – მივუგე ოლეგს და პისტოლეტი მივუშვირე მოსაკლავად, მან კი ხელით
მანიშნა, შეჩერდიო, გამიღიმა და მითხრა:
– კოკი! იცი, კიდევ რას გეტყვი... – პოლკოვნიკმა მოულოდნელად წიხლი მკრა და წონასწორობა
დამაკარგვინა, თვითონ კი მაგიდისკენ ისკუპა ვეფხვივით, რომ სპეცაგენტთა პისტოლეტებს
დაუფლებოდა, მაგრამ ჩემი იარაღიდან გასროლილმა ტყვიამ მას კეფაში გაუარა, შუბლიდან
გამოუვიდა და უსულოდ დაეცა იატაკზე. ბრწყინვალე გასროლა იყო. პოლკოვნიკს რომ
დავხედე, გაუნძრევლად იწვა, მკვდარი იყო და საკონტროლო ტყვია აღარ დასჭირვებია. შემდეგ
წიგნების თაროდან ბიბლია გადმოვიღე, მეასე გვერდზე გადავშალე, დაშიფრული წერილი
ამოვიღე, ჯიბეში შევინახე. მერე მეწყვილეს მოვუხმე და ვუთხარი:
– წავედით.
ჩვენ ძალიან სწრაფად დავტოვეთ იქაურობა და სანამ სამუდამოდ დავშორდებოდით
ერთმანეთს, მკითხა:
– რა უნდოდა იმ მოღალატეს?
– დიდი არაფერი. როგორც ძველ ნაცნობს, ერთი პირადული რაღაც მთხოვა.
– უნდა შეუსრულო?
– უეჭველად, – მივუგე გოგონას და თვალი ჩავუკარი, ახლა კი – მშვიდობით. აბა, შენ იცი, თავს
გაუფრთხილდი და ჟიმაობას ნუ გადაჰყვები.
გოგონამ უხმოდ ჩამიკრა თვალი, გამიცინა, შემდეგ მარცხენა ხელის შუა თითით უხამსი ჟესტი
გააკეთა და წავიდა...
ნიუ-იორკიდან ჯერ ჰავანაში ჩავედი, იქიდან კი მოსკოვში და სულ რაღაც 15 საათი იყო გასული
ოლეგის მკვლელობიდან, რომ გენერალს ვუპატაკე:
– ბრძანება შესრულებულია, ამხანაგო გენერალო, განაჩენი აღსრულდა და სამშობლოს
მოღალატე ლიკვიდირებულია.
– კარგი ნამუშევარია, ყოჩაღ, კაპიტანო! – შემაქო გენერალმა, – ხელმძღვანელობის ბრძანებით,
მორიგი რიგგარეშე ჩინი – კაპიტნის წოდება მოგენიჭა. გილოცავ! ახლა კი შეგიძლია, სოჭში
დაბრუნდე და შენს ცოლ-შვილთან ერთად დასვენება განაგრძო...
სოჭში რომ ჩავფრინდი და პანსიონატში მივედი, შუაღამე იყო, ბავშვებს უკვე ეძინათ და მერიც
დაწოლილი იყო. რომ დამინახა, კისერზე ჩამომეკიდა და მითხრა:
– ძალიან მომენატრე, საყვარელო, ხუთი დღე არ მინახავხარ და ასე მგონია, საუკუნე გავიდა.
– როგორ ხართ? მეც ძალიან მომენატრეთ. ამერიკის კომპარტიის დელეგაცია იყო ჩამოსული და
მთელი საქართველო მოვატარე, შემდეგ მოსკოვში გავყევი მათ და აქ იქიდან ჩამოვფრინდი.
ისეთი დაკავებული ვიყავი, ერთი წამი დროც კი არ მქონდა, რომ სახლში შემევლო.
მერის ყოველთვის ასე ვპასუხობდი და ამით არასასურველ კითხვებს ვიცილებდი თავიდან. ჯერ
ერთი, რომ სულაც არ მსიამოვნებდა ტყუილების ლაპარაკი და მოტყუებას მერჩივნა, სულ
არაფერი მეთქვა. გარდა ამისა, შეიძლება, რამე უმნიშვნელო შეცდომა დამეშვა და მერი
დამეეჭვებინა, „დავმწვარიყავი“ და ამით ჩვენს ოჯახურ ბედნიერებას ბზარი შეჰპარვოდა. ამას
კი მე ვერასგზით დავუშვებდი, რადგან ჩემი ოჯახი ჩემთვის წმიდათაწმიდაა და, მართალია,
მერი აღარ მყავს, მაგრამ შვილები და შვილიშვილები ხომ დამრჩა... თუმცა, ერთხელ კინაღამ
„დავიწვი“.
მერი პირველ ბავშვზე იყო ფეხმძიმედ, როდესაც თურქეთში ერთ საქმეზე გამგზავნეს: საზღვარი
მთიანი ბილიკებით არალეგალურად გადავკვეთე, საქმე შევასრულე და იმავე გზით დავბრუნდი
უკან. ბათუმიდან თბილისში მანქანით ჩამოვედი და შუაღამე სრულდებოდა, სახლში რომ
შევდგი ფეხი.
– საიდან მომევლინე, საყვარელო, ასე მოულოდნელად? – გაუხარდა მერის.
– ზეციდან. ნახევარი საათის წინ ჩამოვფრინდი მოსკოვიდან და გეახელი. ძალიან დაღლილი
ვარ. ფრანგებს ვუწევდი გიდობას და სიქა გამაძრეს. ისე დამღალეს, რომ სასტუმრო „როსიადან“
გამოვეპარე, – ვიცრუე და სააბაზანოში შესვლას ვაპირებდი, რომ მერიმ მხრებში ჩამავლო ხელი
და ლამის წამოიკივლა:
– სასტუმრო „როსიაში“ ცხოვრობდი, კოკი?
– ჰო, საყვარელო, მერე რა, მოხდა?
– კოკი, საყვარელო, ხომ არაფერი შეგემთხვა, ხომ კარგად ხარ? – იმავე ხმით მკითხა მერიმ და,
მართალია, არ ვიცოდი, რაში იყო საქმე, მაგრამ მივხვდი, „როსიაში“ რაღაც მოხდა და ვუთხარი:
– სხვებთან შედარებით კარგად ვარ, რატომ მეკითხები?
– სხვებს რა დაემართათ, კოკი, მითხარი, ნურაფერს დამიმალავ.
– არაფერს გიმალავ...
– როგორ არა, კოკი, მიმალავ. ჩემი ყურით მოვისმინე ნახევარი საათის წინ, სასტუმრო „როსიაში“
ისეთი საშინელი ხანძარი მომხდარა, ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდაო, – მითხრა მერიმ და
მივხვდი, რომ ეს ინფორმაცია „ამერიკის ხმაში“ მოისმინა, რომელიც იმ პერიოდში აკრძალული
იყო და ახშობდნენ.
– ნუ გეშინია, საყვარელო, – ჩამეცინა მე, – იმიტომ არ გითხარი, არაფერი, რომ არ გენერვიულა.
აქ ვარ და რამე რომ მომსვლოდა, აქ ხომ არ ვიქნებოდი? ხანძარი რომ დაიწყო, სწორედ იმ დროს
გამოვდიოდი სასტუმროდან და გადავრჩი.
– ბევრი ხალხი დაიღუპა?
– არ ვიცი, საყვარელო, ნამდვილად არ ვიცი და აღარ იფიქრო ამ ამბავზე. სადაცაა, უნდა
იმშობიარო და შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, – ვუთხარი მერის, ვაკოცე და სააბაზანოში
შევედი, რომ ცოტა სული მომეთქვა და გონება მომეკრიბა.
ამ ამბის შემდეგ, მერისთან ჩემს მივლინებებზე ლაპარაკს გავურბოდი და მხოლოდ ზოგადი
ინფორმაციით შემოვიფარგლებოდი. თუმცა, წინასწარ მომზადებული და დამუშავებული
ტყუილიც მქონდა და საჭიროების შემთხვევაში, შემეძლო, გამომეყენებინა.
სოჭიდან რომ დავბრუნდი, პირველ ყოვლისა, ჩემ მიერვე მოკლული პოლკოვნიკის თხოვნის
შესრულებას შევუდექი. ბიბლიაში ნაპოვნი წერილი ადვილად გავშიფრე, რადგან მასში
სასწავლო შიფრი იყო გამოყენებული. წერილში მითითებული იყო კუკიის სასაფლაოს ერთ-
ერთი საფლავი – იმ ქალის, ვინც მშობიარობას გადაჰყა, ანუ ნატას დედის. საფლავზე ღამით
მივედი, მინიშნებული ადგილი ამოვთხარე და საკმაოდ მოზრდილი რკინის ყუთი ამოვიღე.
ყუთი რომ უსაფრთხო ადგილას გავხსენი, მისმა შიგთავსმა თვალი მომჭრა. ძვირფასთვლებიან
სამკაულებთან ერთად, ყუთში ხუთი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი, 50 ათასი
ამერიკული დოლარი და 20 ათასი საბჭოთა მანეთი იყო ჩაწყობილი. მოგვიანებით, ერთ-ერთი
არალეგალური საქმის შესრულებისას, მთელი ეს ქონება, გარდა იმ 20 ათასი მანეთისა,
შვეიცარიის ბანკში შევინახე, საბჭოთა მანეთები კი ნატას აღზრდა-განათლებას მოვახმარე.
მოგვიანებით, ნატამ დანარჩენი ქონებაც მიიღო შვეიცარიის ბანკიდან. დღეს ის უცხოეთში
ცხოვრობს ოჯახთან ერთად და საკმაოდ ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მან
არ იცის, რომ მამამისი მე მოვკალი და არც მაშინდელ მთავრობას გაუგია, რომ ნატა, რომელიც მე
და მერიმ ოფიციალურად შევიკედლეთ, მოღალატე საბჭოთა პოლკოვნიკის ქალიშვილი იყო. ეს
რომ სცოდნოდათ, კარგი დღე არც მე დამადგებოდა, ნატას კი თავის ჭკუაზე აღზრდიდნენ და
რაიმე დიდი სიბინძურისთვის გამოიყენებდნენ. ასე ეპყრობოდა საბჭოთა ხელისუფლება
მოღალატე ოფიცრების თუ პარტმუშაკების შვილებსა და ცოლებს და არც ნატა იქნებოდა
გამონაკლისი.
ნატას სწორედ რომ სულზე მივუსწარი. დედაბერი, რომელიც ნატას მომვლელად აიყვანა
პოლკოვნიკმა, თავადვე გამხდარიყო მოსავლელი, ლოგინად იყო ჩავარდნილი და სულს
ღაფავდა. ნატა კი თავზე ადგა მას და პატრონობდა.
– შენ, ალბათ, ნატა ხარ, ხომ? – ვკითხე ცისფერთვალება გოგონას, რომელსაც ოქროსფერი
ნაწნავები ლამის წელამდე წვდებოდა და მიღიმოდა.

– დიახ, ძია, თქვენ? – მკითხა ნატამ.

– ძიას ნუ მეძახი, – გავუღიმე გოგონას, რომელიც მხოლოდ 13 წლით იყო ჩემზე უმცროსი, – მე
შენი ნათესავი ვარ და შენთან საქმე მაქვს. შეიძლება, სახლში შემოვიდე?

– მობრძანდით... – ნატამ პაუზა გააკეთა, რადგან ჩემი სახელი არ იცოდა. მივხვდი და შევაშველე:

– კოკი დამიძახე.

– მობრძანდით, კოკი.

ნატასთან შეხვედრამდე, გაცნობის რამდენიმე ვარიანტი მქონდა შემუშავებული და


გარემოებიდან გამომდინარე, უნდა მემოქმედა. მასთან კი იმიტომ მოვედი, რომ პირველ
ყოვლისა, გოგონას გავცნობოდი, გამეგო, რა პირობებში ცხოვრობდა და როგორ იზრდებოდა.
როცა ვნახე, რომ მომაკვდავ მოხუცს უვლიდა და, ქალის გარდაცვალების შემთხვევაში,
შესაძლოა, ბავშვთა სახლში მოხვედრილიყო, ნატას ვუთხარი:
– რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა და მოემზადე.

– რა უნდა მითხრა? – შეცბა გოგონა და სახეზე ღიმილი გაუქრა.

– კარგი ამბავი, ჩემო გოგონა, არ ინერვიულო.

– კარგი ამბავი?

– ჰო, კარგი ამბავი, – გავუღიმე ნატას, თავზე ხელი გადავუსვი და ვკითხე, იცი, ვინ ვარ?

– არა, – თავი გააქნია ნატამ.

– შენი ძმა ვარ.

– ძმა? – გაიმეორა ნატამ.

– ჰო, ძმა და შენს წასაყვანად მოვედი.

– კოკი, ძმაო, – შეჰკივლა ნატამ, ჩამეხუტა და ატირდა.

მოხუცი სამ დღეში გარდაიცვალა, პატივით დავასაფლავეთ და ერთი კვირის შემდეგ ნატა უკვე
ოფიციალურად გადმოვიდა ჩემს გვარზე, როგორც ჩემი და და ჩვენს ოჯახში დაიწყო ცხოვრება.
მაშინდელი კორუფციული სისტემისა და ჩემი ნაცნობობის წყალობით, ოფიციალური საბუთები
უმოკლეს დროში გავაფორმე და ნატა ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ნატას, მერის და ჩემს უფროსობას ვუთხარი, რომ თითქოს ნატა მამაჩემის უკანონო შვილი იყო,
ეს ამბავი მამისგან ვიცოდი, ჩემი და მოვძებნე და დავიბრუნე. სამსახურში არაფერი უთქვამთ,
რადგან ასეთი ისტორიები ათასობით ხდებოდა და ამაში გასაკვირი არაფერი იყო. მით უმეტეს,
რომ ანტისაბჭოთა და უკანონო არაფერი ჩამიდენია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ
ფარულად მაინც გამოიძიეს ეს საქმე და საეჭვოს ვერაფერს მიაგნეს.

მერი და ნატა ერთმანეთს დებივით შეეწყვნენ, ჩემი „და“ ჩემმა შვილებმაც შეიყვარეს და ათი
წლის შემდეგ, როდესაც ნატა გათხოვდა, მისი ოჯახიდან გაშვება ძალიან გაგვიჭირდა.

ქორწილის წინა ღამეს მე და ნატა განვმარტოვდით და მას ვუთხარი:

– მოკლედ, ასე, დაიკო: შენ ძალიან მდიდარი ადამიანი ხარ – აი, ამ კოდით ჩაკეტილ სეიფში
შვეიცარიის ამ ბანკში ფული და ქონებაა. როდესაც მოგინდება, შეგიძლია, მიხვიდე და
უპრობლემოდ წამოიღო, მაგრამ ამის გაკეთებას ახლა არ გირჩევ. კარგად დაიმახსოვრე კოდი, არ
დაგავიწყდეს და ჩვენი საუბრის შესახებ არავის არაფერი უთხრა.

– არც მერის? – მკითხა ნატამ.

– არც მერის, არც შენს ქმარს და, საერთოდ, არავის ამქვეყნად. თან, არ მკითხო, საიდან და
როგორ. ეს ქონება შენია და, როცა დრო მოვა, გამოგადგება.
ნატას არაფერი უკითხავს. მეორე დღეს კი ქორწილი გადავიხადეთ და ნატა ქმრის ოჯახში
გადავიდა. თავისი ქონება კი მას შემდეგ გამოიყენა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და
ნატა ქმარ-შვილთან ერთად უცხოეთში გადავიდა საცხოვრებლად. მახსოვს, ნატამ ჟენევიდან
დამირეკა და მითხრა:

– კოკი, ძმაო, როგორ ხარ?

– რა ვიცი, ძველებურად, – მივუგე ნატას.

– მანდ რა ხდება?

– ის, რაც ხდებოდა – არც შუქია, არც გაზი და არც წყალი.

– ჰოდა, ჩემთან გადმოსახლდით, თუ გინდათ, ახლობლებიც წამოიყვანეთ, – მითხრა ნატამ და


ამით მიმახვედრა, რომ ქონება უკვე მის ხელში იყო.

საერთო კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, რომელიც მაშინ საქართველოში იყო, ჩემს


ოჯახს არ უჭირდა. მართალია, „კაგებე“ აღარ არსებობდა და სახელმწიფო ჯამაგირს არ ვიღებდი,
მაგრამ უკვე კერძო კონტრაქტები მქონდა, ანუ დაქირავებული მკვლელის სამუშაოს
ვასრულებდი და შემოსავალს არ ვუჩიოდი.

– არა, ნატა, ისე არ გვიჭირს, რომ გასაქცევად გვქონდეს საქმე, – მივუგე ნატას.

რადგან ნატასთან არ გადავედით საცხოვრებლად, ის სისტემატურად გვიგზავნიდა ფულს, თან


მასთან ჩასვლას გვთხოვდა. ბავშვებს ხშირად ვუშვებდით ხოლმე, მე და მერი კი სულ ორჯერ
ვიყავით მასთან. ნატაც ორჯერ ჩამოვიდა თბილისში. პირველად – ჩემი ქალიშვილის ქორწილში,
მეორედ კი – მერის დაკრძალვაზე.

– მერი! მერი! ჩემო დაიკო! – ხმამაღლა მოთქვამდა ნატა, რადგან მერი მართლა გულით უყვარდა.

მაშინ ნატა ორი თვე დარჩა ჩემთან, ორმოცსაც დაესწრო და მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა
ევროპაში. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ნატა კუკიის სასაფლაოზე წავიყვანე,
დედამისის საფლავი ვუჩვენე და ვუთხარი:

– იცი, ვისი საფლავია?

– ვისი?

– დედაშენის.

– დედაჩემის?

– ჰო, დედაშენის, – ვუთხარი ნატას, – ნატა, მე და შენ არც მამით ვართ ერთნი. მამაშენი ჩემი
უფროსი მეგობარი იყო და შენი ამბავი სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გამანდო. ის ისეთ
საქმიანობას ეწეოდა, რომ იძულებული იყო, შენი არსებობა დაემალა, რათა შური შენზე არ
ეძიათ. ეს ქონება მისი დანატოვარია და მთხოვა, შენთვის მეთქვა, რომ ძალიან, ძალიან
უყვარდი...

ნატას ცრემლები წამოუვიდა. შემდეგ გაიღიმა, გადამეხვია და მითხრა:

– კოკი, ძმაო, არასოდეს წამოგცდეს, რომ მე და შენ და-ძმა არა ვართ. შენ ჩემი ძმა ხარ და მე შენ
ძალიან მიყვარხარ.

იმ დღის შემდეგ მე და ნატა ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს, მისი მშობლების ამბავს
აღარასდროს დავბრუნებივართ და დღესაც დაძმურად გვიყვარს ერთმანეთი. მაგრამ, ნეტავი
მაშინ თუ ვეყვარებოდი, რომ იცოდეს, ვინ მოკლა მამამისი?

ოლეგის მკვლელობა ერთადერთი შემთხვევაა ჩემს „კარიერაში“, რის გამოც სინდისი მქენჯნის.
ისე კი, ჩვენი საქმე და სინდისის ქენჯნა ორი შეუთავსებელი რამაა და, ვისაც სინდისი ქენჯნის,
ის ჩვენს „ბიზნესში“ დიდხანს ვერ გაძლებს.

არასდროს არ უნდა დაგწყდეს გული განვლილ საქმეზე და არ უნდა თქვა – ნეტავი, არ


გამეკეთებინაო, მით უმეტეს, თუ კონტრაქტს ასრულებ. რადგან, დამკვეთს ყოველთვის აქვს
არჩევნის საშუალება და შემოთავაზებულ წინადადებაზე უარის თქმა შეუძლია. კონტრაქტით
მუშაობის პერიოდში მე ყოველთვის გულდასმით ვსწავლობ მოსაკლავი ობიექტის პიროვნებას
და მხოლოდ ამის შემდეგ ვეუბნები პასუხს დამქირავებელს. თუმცა, ჯერჯერობით არ ყოფილა
შემთხვევა, რომ კონტრაქტზე უარი მეთქვას და ვინც მომიკლავს, ჩემი ღრმა რწმენით, ყველა
იმსახურებდა სიკვდილს. ასე რომ, სინდისი ნამდვილად არ მქენჯნის...

– კოკი, ძვირფასო, გახსოვდეს, რომ უდანაშაულო ადამიანი არ არსებობს და, თუკი კაცზე
„მეტკაა“ დადებული და უნდა მოიკლას, ის ამის ღირსია. ყველაზე სისხლისმსმელი ტირანები და
სახელმწიფოებიც კი ერიდებიან უდანაშაულო ადამიანის მოკვლას და ასეთ ბრძანებას
ტყუილად არავინ გასცემს. ასე რომ, ტვირთისგან გათავისუფლდი და არავითარი სინდისის
ქენჯნა! – მითხრა ერთხელ სროლის მასწავლებელმა, რომელიც თავადვე იყო ახალგაზრდობაში
პროფესიონალი ქილერი და არაერთი რთული საქმე ჰქონდა შესრულებული. მერე კი „საქმეების“
კეთება რომ აღარ შეეძლო, პედაგოგიურ საქმიანობას მოჰკიდა ხელი და ახალგაზრდა
„შემსრულებლებს“ ზრდიდა. ჩემი პედაგოგი სამოცდაათ წელს მიღწეული, ჭაღარა მამაკაცი იყო
და შესახედავად ღვაწლმოსილ პროფესორს ჩამოჰგავდა. სინამდვილეში იყო კიდეც პროფესორი,
მაგრამ, თავისი საქმის, ანუ, ადამიანების ფიზიკურად განადგურების, – ჰოდა, კოკი, სულ მალე
შენი პირველი საბრძოლო ნათლობა შედგება და, აბა, შენ იცი, რაც გასწავლე, ყველაფერი
უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო.

მოხუცი ყველას ასე მოძღვრავდა და აბა, რა იცოდა, რომ როგორც უკვე ადრე ვთქვი, მე საგანგებო
მისიისთვის მამზადებდნენ. ხოლო ამის შესახებ კი სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა, ისიც
მოსკოვში.

– ამას არ უყურებ? – მითხრა „ძიამ“ კმაყოფილებით, როდესაც მის კაბინეტში შევედი, რადგან
დაბარებული ვიყავი, მაგრამ, რისთვის – არ ვიცოდი.
– გამარჯობა, ძია რომან, – მივესალმე „ძიას“.

– მოდი, დამენახვე, რა ვაჟკაცი დადექი, – მითხრა რომანმა, გადამეხვია და სრული


სერიოზულობით დაამატა: – მოკლედ ასე, ჩემო კარგო, შენი პირადი საქმე მხოლოდ და მხოლოდ
„ფრიადებითაა“ სავსე და, ვისაც შენთან შეხება ჰქონდა, ყველა გაქებს. პოლკოვნიკი ოლეგი კი
პირდაპირ აცხადებს, რომ შენი რანგის ოპერმუშაკი მთელ საბჭოეთში არაა, ესე იგი, მთელ
მსოფლიოშიც, რადგან ჩვენს თანამშრომლებზე უკეთ მომზადებული ხალხი არავის ჰყავს.
ამგვარად, ჩემო კარგო, შენ მოსკოვში გიძახებენ და ზეგ მიფრინავ.

– მოსკოვში? – გავიმეორე.

– დიახ, დიახ, მოსკოვში, – მითხრა „ძიამ“, – იცი, ეს რას ნიშნავს?

– უდიდეს ნდობას ჩემ მიმართ, – მივუგე რომანს.

– ეს – თავისთავად, – თავი დამიქნია რომანმა, – გარდა ამისა, ესაა ბრწყინვალე პერსპექტივა,


ჩინები, ორდენები, ზემდგომთა პატივისცემა და ყველა ის სიკეთე, რაც კი ჩვენმა მშობელმა
ქვეყანამ შეიძლება მისცეს თავის ერთგულ შვილს. გაიგე, ბიჭო?

– გავიგე, ძია რომან.

– იცი, როგორ მიხარია? ვერც კი წარმოიდგენ.

– დარწმუნებული ვარ, ძია რომან.

– ახლა კი, ჩემო კოკი, პაპასთან შევდივართ, დაბარებული ხარ და, აბა, შენ იცი. როდესაც
უთქვამთ მისთვის, მოსკოვმა მოითხოვაო, ჯერ შენი ასაკი უკითხავს და, რომ გაუგია, 20 წლისაც
არ ხარ, უთქვამს: ერთი, ეგ ბიჭი მანახვეთო.

„პაპას“ საქართველოს „კაგებეს“ შეფს ეძახდნენ თანამშრომლები ერთმანეთში და ის ყველაზე


ხანდაზმული და გამოცდილი იყო თავის კოლეგებს შორის, რომლებიც სხვა რესპუბლიკების
ანალოგიურ სამსახურებს ხელმძღვანელობდნენ. მან გამჭოლი მზერა მესროლა, მაგრად
ჩამომართვა ხელი, თხუთმეტიოდე წუთი მელაპარაკა და გამომშვიდობებისას მითხრა:

– წარმატებებს გისურვებთ. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და თქვენს წარმატებებზე


უფრო დიდხანს და საფუძვლიანად ვისაუბრებთ.

„ პაპას“ მეტი აღარასოდეს შევხვედრივარ, რადგან სულ მალე უშუალოდ მოსკოვის


დაქვემდებარებაში გადავედი. მართალია, თბილისში ვცხოვრობდი, მაგრამ დავალებებს
მოსკოვი მაძლევდა. მიუხედავად ამისა, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, „პაპა“ ხშირად
ინტერესდებოდა ჩემით და ჩემ შესახებ ინფორმაციებს მუდმივად აწვდიდნენ.

მოსკოვში მარტო გავემგზავრე და წასვლის წინ „ძიამ“ მითხრა:

– მერის არ უთხრა, რომ მოსკოვში ჩადიხარ. მან ამის შესახებ არ უნდა იცოდეს – ასეთი ბრძანებაა
მოსკოვიდან.
– ესე იგი, მერის ვერ ვნახავ?

– ვერა, – მითხრა „ძიამ“.

– რა გაეწყობა, სხვა დროს იყოს, – მივუგე „ძიას“, გამოვემშვიდობე და გასასვლელისკენ


გავემართე, რომ თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი.

საბჭოთა კავშირის დედაქალაქში პირველად ვიყავი და ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება


დატოვა. ბავშვობიდან თბილისის ვიწრო, დაგრეხილ და ოღრო-ჩოღრო ქუჩებს მიჩვეულს,
რუსთაველის გამზირზე დიდი ქუჩა არ მენახა. მოსკოვში რომ ჩავედი, პირველად თვალში მეცა
ფართო, სწორი, მოასფალტებული ქუჩები და უზარმაზარი, სუფთად მოვლილი სახლები.
არანაკლებ გამაოცა ყველა სახის ტრანსპორტის სიმრავლემ, მეტრომ კი მთლად შოკში ჩამაგდო...

როგორც კი თვითმფრინავის ტრაპიდან ფეხი ჩავდგი, ჩემ გვერდით შავი ფერის ძველი „ვოლგა“
გაჩერდა, კარი გაიღო და შუახნის მამაკაცმა მანქანაში მიმიპატიჟა:

– გთხოვთ, კოკი, დაბრძანდით!

მანქანაში მხოლოდ ის მამაკაცი და მძღოლი იმყოფებოდნენ. როგორც კი ჩავჯექი, „ვოლგა“


ადგილს მოსწყდა და ჯერ აეროპორტის ტერიტორია დატოვა, შემდეგ კი დიდი სისწრაფით
გაემართა ქალაქის ცენტრისკენ. მე დიდი ინტერესით, ერთგვარი სიხარბითაც კი
ვათვალიერებდი ქალაქს. ჩემ გვერდით მჯდომი მამაკაცი უხმოდ მადევნებდა თვალყურს, თან
სახიდან მსუბუქი ღიმილი არ სცილდებოდა. „ვოლგამ“ ლუბიანკის მოედანზე შეუხვია,
სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობას შემოუარა, რკინის კარის გავლით ეზოში შევიდა
და გაჩერდა.

– წამომყევით, – მითხრა ჩემმა მეგზურმა და მანქანიდან გადავიდა. მეც რომ გავყევი, „ვოლგა“
ადგილიდან დაიძრა და ეზოში მდებარე გარაჟში შევიდა.

ჩემი მეგზური წინ მიდიოდა, მე უკან მივყვებოდი. რამდენიმე დერეფანი გავიარეთ, ლიფტში
ჩავსხედით და მესამე სართულზე ავედით. „კაგებეში“ სტუმრობის პირველივე წუთებიდან სამმა
რამემ გამაოცა: აბსოლუტურმა სიჩუმემ, ყველა დერეფანსა და კაბინეტში დაგებულმა რბილმა
ხალიჩებმა, რომლებზეც უხმაუროდ დადიხარ და: კიდევ იმან, რომ არც ეზოში და არც
დერეფანში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. პირველი ადამიანი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა,
უშიშროების სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პოლკოვნიკი იყო. ის უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარის მისაღებში შეგვეგება და თავშეკავებული სალმის შემდეგ გვითხრა:

– ამხანაგი თავმჯდომარე გელოდებათ, გთხოვთ!

„ესეც მეოთხე საოცრება“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც „კაგებეს“ მრისხანე შეფის უზარმაზარ
კაბინეტში შევდიოდი, რადგან მასთან შეხვედრა ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო.
საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს რომ ვხვდებოდი, ათი წუთი მაინც
მქონდა აზრზე მოსასვლელად და, სანამ „ძიას“ კაბინეტიდან „პაპასთან“ მივიდოდი, მთელი ჩემი
ნებისყოფის მოკრება მოვასწარი. აქ კი ათი წამიც არ მაცადეს აზრზე მოსასვლელად და „ფორმაში
ჩასადგომად“ ზუსტად ის დრო გამოვიყენე, რაც საკავშირო უშიშროების შეფის კაბინეტის
ზღურბლზე გადაბიჯებას დასჭირდა.

– გამარჯობა, – მომესალმა საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარე – გთხოვთ, დაბრძანდით!

კაბინეტის მასპინძელი თავის სკამზე დაეშვა, მე მისგან ხელმარცხნივ, გრძელ მაგიდას


მივუჯექი, ჩემი მეგზური კი ჩემს პირდაპირ მოკალათდა. „კაგებეს“ შეფმა მითხრა:

– თქვენს პირად საქმეს გულდასმით გავეცანი და, უნდა გითხრათ, თქვენი მონაცემებით
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. თქვენს პირად დოსიეშიც არანაირი ხინჯი არ არის, თუ არ
ჩავთვლით იმას, რომ ბაბუათქვენის პისტოლეტით ორი ნაგაზი დახოცეთ საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილას. თუმცა, თქვენ ხულიგანი მურაზასგან იცავდით თავს...

საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარის სიტყვებში ყველაზე მეტად ვარანცოველი მურაზას


ხსენებამ გამაოცა. თან, დავრწმუნდი, რომ მას მართლაც გულდასმით ჰქონდა შესწავლილი ჩემი
საქმე და გავიფიქრე: „არა მგონია, რომ „კაგებეს“ თავმჯდომარე ყველა ახალდამწყებ, თუნდაც
ძალიან წარჩინებულ თანამშრომელს ხვდებოდეს. როგორც ჩანს, აქ ძალიან საიდუმლო და
მნიშვნელოვან მისიასთან უნდა მქონდეს საქმე“.

– აქ იმიტომ მოგიწვიეთ, – განაგრძობდა „კაგებეს“ შეფი, – რომ ხაზი გავუსვათ იმ ოპერაციის


უაღრესად დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენ ვატარებთ და რომელშიც თქვენ მთავარი როლი
გეკისრებათ. ყველა დეტალსა და ნიუანსს კი ამხანაგი გენერალი გაგაცნობთ, – „კაგებეს“ შეფმა
ჩემ პირდაპირ მჯდარ შუახნის მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი, – დღეიდან თქვენი კურატორი ეს
იქნება და თვითონვე აგებს პასუხს ოპერაციის წარმატებით განხორციელებაზე.

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი მეგზური გენერლის ჩინს ატარებდა, ის უბრალო,
რიგითი თანამშრომლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. „კაგებეს“ შეფმა წარმატება გვისურვა და,
სანამ მისი კაბინეტიდან გამოვიდოდით, გვითხრა, რომ მომავალი ოპერაციის მომზადებისა და
მსვლელობის საქმის კურსში პირადად იქნებოდა.

საკავშირო „კაგებეს“ შეფის კაბინეტში სულ რაღაც 20 წუთი დავყავი, მაგრამ უდიდესი
ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი, რაც მრავალი წელი გამყვა და სწორედ ამ ზეგავლენის წყალობით
ვასრულებდი ყველა დავალებას უყოყმანოდ, დაუფიქრებლად და, თანაც, კარგა ხანს მეგონა,
რომ ამ ყველაფერს ხალხის ბედნიერებისთვის ვაკეთებდი. ხოლო, როდესაც მივხვდი, რომ მეც
იმ ბინძური თამაშის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი, რასაც პოლიტიკა ჰქვია, უკვე ვეღარაფერს
შევცვლიდი. ღრმად მქონდა შეტოპილი, უკან გამოსვლის მცდელობაც კი კრახით
დასრულდებოდა და ისეთივე დღე დამადგებოდა, როგორიც პოლკოვნიკ ოლეგს. საბჭოთა
იმპერიის დაშლის შემდეგ კი ისეთი ქაოსი იყო, რომ პროფესიის შეცვლასა და ახალი სამუშაოს
ძებნას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ, პროფილის შეცვლა არც მიცდია და დაქირავებული მკვლელი
გავხდი.

მე და გენერალმა ისევ ის გზა გავიარეთ. კვლავ ერთი სულიერიც არსად შეგვხვედრია. ეზოში
რომ ჩავედით, „ვოლგა“ სადარბაზოსთან გველოდებოდა. ჩვენ კვლავ უკანა სავარძლებზე
მოვთავსდით, მანქანა ადგილიდან დაიძრა, „კაგებეს“ ეზო დატოვა და ქუჩაში გავიდა.
– ბალაშიხაში! – უთხრა გენერალმა მძღოლს და „ვოლგამ“ სისწრაფეს მოუმატა.

ბალაშიხა მოსკოვის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რასაც „პოდმოსკოვიეს“ რაიონებს


უწოდებენ. მაშინ იქ იმ პერიოდისთვის სუპერმოდერნიზებული უშიშროების სასწავლო-
საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა, სადაც საიდუმლო აგენტებს ამზადებდნენ. სწორედ იქ
იგეგმებოდა და იდგმებოდა ყველა გახმაურებული მკვლელობა და ტერორისტული აქტი,
რომლებსაც საბჭოთა კავშირი ახორციელებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კოჯრის
მიწისქვეშა ქალაქისგან განსხვავებით, ბალაშიხას ათჯერ მეტი ტერიტორია ეკავა და მას,
როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა, ყველაზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი
ინფრასტრუქტურა ჰქონდა. აქ იყო აბსოლუტურად ყველაფერი – დაწყებული კალიუმციანიდის
შხამით გაჟღენთილი ნემსით, რომელსაც ავტოკალმიდან ისვრიან, რომ 200 მეტრის მანძილზე
მყოფი ობიექტი სასიკვდილოდ დააზიანონ, თანამედროვე ვერტმფრენით დამთავრებული,
რომელიც რეაქტიულ ჭურვებს ისვრის და დიდ ობიექტებს აზიანებს. ბალაშიხის ცენტრთან
მიახლოება სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო და სახმელეთო გზით იქ მტერი
ვერ შეაღწევდა. ეს გამორიცხული იყო ჰაერიდანაც და ვერც ჯაშუში-თანამგზავრები
აფიქსირებდნენ იმ კვადრატს, რადგან ის სივრცე საბჭოთა „სპუტნიკების“ მიერ იყო საიმედოდ
ბლოკირებული და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ყველაზე დაცულ, უსაფრთხო და საიმედო
ადგილად ითვლებოდა კრემლთან ერთად. ოპერაციის მომზადების პერიოდში ბალაშიხაში ორი
თვე ისე ვიცხოვრე, ტერიტორია არ დამიტოვებია. თუმცა, არც სატელეფონო ზარებში ვიყავი
შეზღუდული და არც გადაადგილებაში. შემეძლო, ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადგილას
დამერეკა ტელეფონით და სასწავლო ცენტრის ნებისმიერ წერტილში მივსულიყავი, მაგრამ
მკაცრად ვიყავი გაფრთხილებული, რომ სატელეფონო საუბრისას არც ჩემი ადგილსამყოფელი
გამემხილა ვინმესთვის და არც ოპერაციის მზადების ამბავი; აკრძალული იყო ფოტოგადაღებაც.
ბალაშიხაში ისეთი შემოწმებული ხალხი ვიყავით, რომ ინსტრუქციას, აბა, ვინ დაარღვევდა?

– აი, უკვე მოვედით, – მითხრა გენერალმა, როდესაც ბალაშიხას სასწავლო-საწვრთნელი


ცენტრის ტერიტორიაზე შევედით და „ვოლგა“ ფიჭვნარში ჩაფლული კოტეჯის წინ გაჩერდა, –
შეგიძლია, გადმოხვიდე, ეს ჩვენი აპარტამენტებია და ორი თვე მე და შენ ერთად ვიცხოვრებთ აქ.
რას იტყვი, კოკი, მოგწონს აქაურობა?

– მშვენიერია, ამხანაგო გენერალო, – მივუგე გენერალს.

– დროა, გავიცნოთ ერთმანეთი, – გენერალმა ხელი გამომიწოდა, – შენ კოკი ხარ, მე კი


უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ტიმოფეი ზორინი. შეგიძლია, ამხანაგი გენერალი, ან
ტიმოფეი საველიჩი დამიძახო, – გენერალმა გაიღიმა და კოტეჯში შემიპატიჟა.

ხის ორსართულიანი კოტეჯი ძალიან კომფორტულად იყო მოწყობილი. ორი საძინებელი ოთახი
და უზარმაზარი სამზარეულო პირველ სართულზე იყო განლაგებული, ხოლო კაბინეტი და
საბილიარდო ვერანდით – მეორეზე. კაბინეტში ორი „ვეჩე“ იდგა და თაროები წიგნებით იყო
სავსე. საძინებლებს პერსონალური ტუალეტები და საშხაპეებიც ჰქონდა. ყველაზე მეტად კი იმან
გამაოცა, რომ, მართალია, საბჭოთა წარმოების, მაგრამ უზარმაზარი მართკუთხა ტელევიზორები
რამდენიმე ათეულ უცხოურ არხს უჩვენებდა, რადგან თანამგზავრული ანტენები ჰქონდა
შეერთებული. ასევე, თავისუფლად შეგეძლოთ, დაგეჭირათ ყველა ანტისაბჭოთა რადიოარხი,
რომლებსაც საბჭოთა კავშირი ინტენსიურად ახშობდა.

– გაოცებული ხარ, კოკი? – მკითხა ზორინმა.

– ძალიან, ტიმოფეი საველიჩ, – მივუგე გენერალს და იქვე ვკითხე, – რას ემსახურება ეს


ყველაფერი და ვინ უნდა უყუროს და მოისმინოს ამდენი სიცრუე და სისულელე?

– ჩვენ. ძირითადად კი – შენ. ამ ორთვიანი მომზადების პერიოდში შენ ანტისაბჭოური


სულისკვეთებით უნდა „განიმსჭვალო“ და უცხოური მასმედიის ისტერიას ყური შეაჩვიო. შენ,
ასევე, სისტემატურად უნდა ეცნობოდე მოწინავე ბურჟუაზიულ პრესას. ერთი სიტყვით, ამ ორ
თვეში მძვინვარე ანტისაბჭოელ ახალგაზრდად უნდა ჩამოყალიბდე, რომელსაც ფაშისტური
მიდრეკილებები აქვს. ეს ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ ორი თვის განმავლობაში
პირადად უნდა ვუხელმძღვანელო შენს მომზადებას და ამიტომ აქედან ფეხსაც ვერ მოვიცვლი.
ახლა ვისადილოთ, შემდეგ კი საქმის დეტალებსაც გაგაცნობ.

სადილი პირადად გენერალმა ზორინმა მოამზადა, სუფრა კი ორივემ გავაწყვეთ. დანაყრების


შემდეგ ერთი საათი რომ დავისვენეთ და ზორინმა კაბინეტში ამიყვანა, სავარძლებში
მოვკალათდით და მითხრა:

– მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტებმა ოკუპირებული უკრაინიდან და ბელორუსიიდან


10 მილიარდი მანეთის ღირებულების 200 ტონა ოქროს ზოდები გაზიდეს და რაიხსბანკის
საცავებში მოათავსეს. თუმცა, 1945 წლის იანვარში, როდესაც ფაშისტების კრახი გარდაუვალი
იყო, „ესესის“ ზონდერჯგუფებმა ეს ოქროს ზოდები რაიხსბანკის საცავებიდან გაიტანეს და
გაურკვეველ ადგილას გადამალეს. ერთი ვერსიით, ეს განძი ალპების მიუვალ და კარგად
შენიღბულ მთებშია გადამალული, მეორე ვერსიით კი – შვეიცარიის ბანკების სარდაფებში.
თუმცა, ამჟამად ეს ჩვენი კუთვნილი ოქრო მიუწვდომელია ჩვენთვის.

– მიუხედავად ამისა, არსებობს შანსი, რომ ეს ოქრო უკან დავიბრუნოთ და სწორედ საამისოდ
დავიწყეთ ეს სპეცოპერაცია, რომლის უმთავრესი მოქმედი პირი სწორედ შენ ხარ. მეტსაც
გეტყვი, შენ ამ სპეცოპერაციის მთავარ როლზე ჯერ კიდევ მაშინ დაგამტკიცეს, სანამ ძია რომანი
გადაგიბირებდა და კოჯრის სპეცსკოლაში ჩაირიცხებოდი. ყველაფერი კი იმ ფიზიკურ
მსგავსებაშია, რამაც ერთ-ერთი საკვანძო როლი უნდა შეასრულოს ამ საქმეში – შენ გაჭრილი
ვაშლივით ჰგავხარ პოლკოვნიკ კურტ შტაინერის შვილიშვილს, ალფრედს, რომელიც შენი
ასაკისაა, ლონდონში ცხოვრობს და სამეფო კოლეჯის სტუდენტია ისტორიის ფაკულტეტზე.
ალფრედის ბაბუა კურტი კი სწორედ ის ოფიცერია, რომელიც საბჭოთა ოქროს გადამალვის
სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა და, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, მხოლოდ ის გადარჩა
ცოცხალი, დანარჩენები კი ოქროს გადამალვის შემდეგ დაიხოცნენ და თავისი ხელქვეითები
პირადად პოლკოვნიკმა შტაინერმა დახოცა. თხუთმეტი თვის წინ, ანუ სამი თვით ადრე, სანამ
შენ კოჯრის სპეცსკოლაში ჩაირიცხებოდი, ჩვენმა დაზვერვამ ზუსტად დაადგინა, რომ თვრამეტი
თვის შემდეგ, ანუ დღეიდან სამ თვეში, პოლკოვნიკი კურტ შტაინერი აუცილებლად დაესწრება
ქალაქ მიუნხენში „ესესელთა“ საიდუმლო შეკრებას, რომელზეც მისი შვილიშვილი ალფრედიც
იქნება მიწვეული, მაგრამ ეს ჯერ ალფრედმა არ იცის და ამის შესახებ, სავარაუდოდ,
შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე შეიტყობს. კურტ შტაინერი იმალება და ჩვენ მას ვერ
ვპოულობთ. ერთადერთ იმედს იმ შეკრებაზე ვამყარებთ, რომელიც სამი თვის შემდეგ უნდა
გაიმართოს. ჩვენი ოპერაციის არსი კი ისაა, რომ ვეტერანი „ესესელი“ მოვიხელთოთ და
გამოვტეხოთ, თუ სად წაიღო ჩვენი ოქრო. შენ კი მისი შვილიშვილის როლი უნდა შეასრულო –
ალფრედ შტაინერად უნდა გარდაისახო ამ ორ თვეში. შემდეგი ერთი თვე ლონდონში უნდა
იცხოვრო, რომ იქაურ გარემოს შეეჩვიო. მიუნხენში გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე ჩვენ
შეცვლის ოპერაციას ჩავატარებთ: მას გავიტაცებთ, შენ კი მის ადგილს დაიკავებ და მიუნხენში
„ბაბუასთან“ სწორედ შენ გაემგზავრები, გასაგებია?

– ყველაფერზე გასაგებია, ტიმოფეი საველიჩ, – მივუგე ზორინს, – ვეტერან „ესესელთა“


შეკრებაზე „ბაბუაჩემს“ უნდა ვათქმევინო, სადაა გადამალული საბჭოეთის კუთვნილი ოქრო,
შემდეგ კი ამ ინფორმაციის რეალიზება მოვახდინო.

– რეალიზებას სხვები მოახდენენ, შენ კი ინფორმაცია უნდა მოიტანო, მაგრამ, კარგად დაიხსომე,
რომ შეიძლება, დიდ ორომტრიალში მოყვე და მთელი შენი ცოდნის გამოყენება სწორედ
მიუნხენურ შეკრებაზე დაგჭირდეს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ, თუ ასე მოხდა, იმედია,
წარმატებით გაართმევ თავს. აბა, ტყუილად ხომ არ გასწავლეთ და შენც ტყუილად ხომ არ
აითვისე ეს ყველაფერი, – მითხრა გენერალმა, გამიღიმა და იმ დღეს ამ თემაზე აღარ გვისაუბრია.

მეორე დღიდან, ორი თვის განმავლობაში, ბალაშიხას საუკეთესო ინსტრუქტორ-პედაგოგებმა


სრულად გამატარეს სამეფო კოლეჯის ისტორიის ის კურსი, რაც ალფრედ შტაინერმა ერთი წლის
განმავლობაში გაიარა. ამის პარალელურად, არისტოკრატული ქცევების ყველა ნორმა და სხვა
ნიუანსური თავისებურებები შემასწავლეს. გარდა ამისა, გერმანული აქცენტით მოლაპარაკე
ინგლისურიც ავითვისე და უმნიშვნელო მაკიაჟისა და ჩაცმულობის შემდეგ, ზედგამოჭრილი
ალფრედ შტაინერი ვიყავი.

ოპერაციის უმნიშვნელოვანესობიდან გამომდინარე, გენერალი ზორინი წუთითაც არ


მომცილებია გვერდიდან და ჩემს მომზადებას პირადად ადევნებდა თვალყურს. ტიმოფეი
საველიჩს საბჭოთა უშიშროების სისტემაში ერთ-ერთი უმაღლესი და ცენტრალური პოსტი ეკავა
და ამხელა თანამდებობის პირები ამდენი ხნით არასდროს წყდებოდნენ ძირითად სამუშაოს და
პირადად არ ხელმძღვანელობდნენ აგენტის მომზადების პროცესს. მაგრამ, ჩემი შემთხვევა
გამონაკლისი იყო, საქმე 10 მილიარდ მანეთს ეხებოდა და ამიტომ, იმ ორი თვის განმავლობაში
ზორინი საკავშირო „კაგებეს“ შეფის პირად მითითებას ასრულებდა.

ჩემი სამთვიანი გაუჩინარება რომ არავის მოსჩვენებოდა საეჭვოდ, როგორც ინსტიტუტში, ასევე
ბაბუამ და მერიმ, იცოდნენ, თითქოს მე ყაზახეთის სტეპებში ვიმყოფებოდი და საერთაშორისო
სტუდენტურ ინტერრაზმს ვხელმძღვანელობდი, რომელიც ყამირი მიწების ათვისების
გამოცდილებას სწავლობდა. ბალაშიხიდან ხშირად ვურეკავდი როგორც ბაბუას, ასევე მერის და
ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ მე საიდუმლო-სადაზვერვო ცენტრში ვიმყოფებოდი.

– შენ, ჩემო ძმაო, ნამდვილი გენიოსი ხარ და ისეთივე წარმატებით შეგიძლია, დიდი მეცნიერი
გახდე, როგორც დიდი მზვერავი, – მითხრა ზორინმა, როდესაც ორთვიანი სწავლება დასრულდა
და სამ დღეში ლონდონში უნდა გავმგზავრებულიყავი, – აბსოლუტურად ყველა პედაგოგი
ფრიადზე გაფასებს და შენი ყველა მონაცემი მაქსიმალურად კარგია. გილოცავ, კოკი, ასეთ
წარმატებას, მაგრამ ეს მხოლოდ მომზადება იყო, მთავარი კი წინაა. როგორ გრძნობ თავს?

– ჩინებულად, ამხანაგო გენერალო, – მივუგე ზორინს.

– ძალიან კარგი, ჩემო ძვირფასო, ძალიან კარგი. სამი დღე დაისვენე, შემდეგ კი ლონდონში
გაგამგზავრებენ, ერთი თვის განმავლობაში იქაურ ცხოვრებას შეეჩვევი, რომ საბოლოოდ შეძვრე
ალფრედ შტაინერის ტყავში, ხოლო, შემთხვევით რომ არ შეეჩეხო მას ან იმ ადამიანებს, ვინც
ალფრედს იცნობს, ჩვენი მზვერავები გააკონტროლებენ ამ პროცესს და თქვენს შეხვედრას არ
დაუშვებენ. შეცვლის ოპერაცია რომ ჩატარდება, შენ ამას დაუყოვნებლივ გაცნობებენ და იმ
წამიდან უკვე ალფრედ შტაინერი იქნები. მიუნხენში რომ გაემგზავრები, საკუთარი თავის გარდა
ვეღარავინ დაგეხმარება და მცირედი შეცდომაც კი შეიძლება კატასტროფით დასრულდეს, –
მითხრა ზორინმა, შემდეგ წარმატება მისურვა, გამომემშვიდობა და ბალაშიხიდან მოსკოვში
გაემგზავრა.

სამი დღე ჩემს გემოზე დავისვენე – მხოლოდ ვჭამდი, მეძინა და აუზში ვცურავდი.
ყოველდღიურად კოლოსალური ინფორმაციის მიღებას და უდაძაბულეს მუშაობას შეჩვეული
ჩემი ტვინი ჩაცხრა და მომავალი რთული საქმისთვის მოემზადა. ლონდონში უთენია
გავემგზავრე და გემით ჯერ არალეგალურად ჩამიყვანეს გლაზგოში, იქიდან კი ინგლისის
დედაქალაქში მატარებლით ჩავედი და ჩელსის რაიონში, ჩემთვის წინასწარ შერჩეულ ბინაში
დავსახლდი.

ის ერთი თვე, რაც ლონდონში ვცხოვრობდი, ქალაქის დათვალიერებას, მისი


ღირსშესანიშნაობების გაცნობასა და იქაური ატმოსფეროს გათავისებას მოვანდომე. მთელი ამ
ხნის განმავლობაში რამდენიმე საბჭოთა მზვერავი მაზღვევდა მონაცვლეობით, ალფრედ
შტაინერს კი გამუდმებით უთვალთვალებდნენ და იმ მომენტს ელოდნენ, როდესაც მას
ბაბუამისის მიერ გამოგზავნილი ემისარი ეწვეოდა და მიუნხენში გამგზავრების თარიღსა და
მარშრუტს ამცნობდა. ალფრედის ბინაში მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული და
საბჭოთა მზვერავები ამის მეშვეობით აკონტროლებდნენ მას.

„ესესელთა“ შეკრებამდე ორი დღით ადრე, ღამის 11 საათზე, ჩემთან დარეკეს და პაროლით
გამაგებინეს, რომ შეცვლის ოპერაცია დაიწყო და საბჭოთა მზვერავს უნდა შევხვედროდი,
რომელიც ყველაფრის საქმის კურსში ჩამაყენებდა. მას მე მეტროში შევხვდი და პაროლების
გაცვლის შემდეგ მითხრა:

– ალფრედი უკვე გავიტაცეთ, ის ჩვენთანაა საიმედოდ გადამალული, შენ კი ხვალ დილით, 11


საათზე, ვატერლოოს ხიდთან წითელი ფერის, ამ ნომრის „ბეემვეში“ უნდა ჩაჯდე და ისინი
თავადვე ჩაგიყვანენ მიუნხენში.

საბჭოთა მზვერავის ინფორმაცია ძალიან მწირი და ბუნდოვანი იყო, ამიტომ, ვკითხე:

– ვინ ისინი წამიყვანენ?


– ალბათ, კურტ შტაინერის ხალხი, – მომიგო საბჭოთა მზვერავმა, – ემისარი სულ ორი წუთი
გაჩერდა ალფრედთან და მალევე წავიდა. იგივე გვითხრა ალფრედმაც, როდესაც ის დავკითხეთ.

– გასაგებია. მომეცით ალფრედის ბინის გასაღები, – ვუთხარი საბჭოთა მზვერავს, გასაღები


გამოვართვი და ალფრედ შტაინერის ბინაში წავედი.

მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს და მოვლენათა განვითარების სხვადასხვა შესაძლო


ვარიანტებზე ვფიქრობდი. გონებაში კიდევ ერთხელ გავიხსენე ყველა ის შესაძლო ვარიანტი,
რომელიც, შესაძლოა, მიუნხენში განვითარებულიყო და რაც გულდასმით შევიმუშავეთ
ბალაშიხაში.

დაზვერვა და საიდუმლო სამსახური ისეთი პროფესიული სფეროა, სადაც ყველაფერს წინასწარ


ანგარიშობენ, ითვლიან, ამზადებენ, საუკეთესო ხალხს ასრულებინებენ, ამ ყველაფრის უკან კი
დიდი ფული და მძლავრი სახელმწიფო მანქანა დგას. ასეთ შემთხვევაშიც კი, კარგად გათვლილი
და მომზადებული ოპერაციის წარმატების შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზეა, ასპროცენტიანი
წარმატების შანსი ჩვენს საქმეში არ არსებობს. დაზვერვა, თვით ყველაზე ზუსტი და კარგად
გაანალიზებული, უეჭველი წარმატების შანსს არასდროს იძლევა. ეს მათემატიკა არაა, რომ
ერთადერთი და სწორი პასუხი გაგვცეს დასმულ შეკითხვაზე. ზოგჯერ მათემატიკაც კი ვერ
იძლევა აბსოლუტურად სწორ პასუხს და დაზვერვაზე ბოლომდე დაყრდნობა, სადაც სხვადასხვა
ფსიქიკისა და ცნობიერების ადამიანებთან გვაქვს საქმე და, არსებული გარემოება, შეიძლება,
ყოველ წუთს შეიცვალოს, მაინცდამაინც სანდო არაა.

– ენდე, მაგრამ შეამოწმე, – ხშირად მიმეორებდა ხოლმე ზორინი ბალაშიხაში ერთად ყოფნის ორი
თვის განმავლობაში და მართალიც იყო, რადგან, თავადაც მდიდარი სადაზვერვო გამოცდილება
ჰქონდა და ხშირად ინტუიციით უფრო მეტისთვის მიუღწევია, ვიდრე სადაზვერვო მონაცემებზე
დაყრდნობით.

სწორედ ინტუიციამ მიკარნახა, რომ, ვატერლოოს ხიდთან მდგარ წითელ „ბეემვეში“ სანამ
ჩავჯდებოდი, ჩემი შინაგანი ნებისყოფისა და ენერგიის სრული კონცენტრაცია უნდა მომეხდინა,
რადგან, გამორიცხული არ იყო, რომ იქ სიურპრიზი დამხვედროდა, ამისთვის კი მზად უნდა
ვყოფილიყავი და სწორედ ამისთვის მჭირდებოდა სრული კონცენტრაცია. სწორედ ასეთი
განწყობით გავემართე დათქმული ადგილისკენ და არც შევმცდარვარ: წითელ „ბეემვეში“
ჩავჯექი თუ არა, უკანა სავარძელზე მოკალათებულმა კაცმა სახეზე ჩამოფხატული შლაპა
მოიხადა და მითხრა:

– გამარჯობა, ალფრედ! როგორ ხარ, შვილიშვილო, როგორ დავაჟკაცებულხარ და რამხელა


გაზრდილხარ!..

ჩემ გვერდით ძებნილი „ესესელი“ პოლკოვნიკი კურტ შტაინერი იჯდა, „ბაბუა“ მიყურებდა და
მიღიმოდა. შემდეგ ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა:

– არ ელოდი, ხომ, ჩემთან აქ შეხვედრას?


– ნამდვილად არ ველოდი, – მივუგე „ბაბუას“ ალფრედის სტილში, რასაც ორი თვის
განმავლობაში გულდასმით „ვამუღამებდი“ ბალაშიხაში და დავამატე, – ამ სიშორეზე ჩამოსვლა
როგორ გარისკე?

– რისკი ჩემი პროფესიაა, – მედიდურად მომიგო კურტ შტაინერმა და დასძინა: – უკვე ხუთი
წელია, ლონდონში ვცხოვრობ, ეს დოყლაპია „ინტერპოლი“ და საბჭოთა დაზვერვა კი, ალბათ,
გერმანიაში მეძებს.

„ბეემვე“ ქალაქიდან გადიოდა და ნელ-ნელა სისწრაფეს უმატებდა. ელვისებური მოქმედება იყო


საჭირო, რადგან ნაცისტი ძებნილი გვერდით მყავდა და, საკმარისი იყო, ის დამეკავებინა და ჩემს
კოლეგებთან მიმეყვანა, რომ საქმეც მოთავებული მექნებოდა. მანქანაში ჩემსა და „ბაბუას“ გარდა
მძღოლი და მის გვერდით მოკალათებული პოლკოვნიკის „გალავარეზი“ მცველი ისხდნენ.
საკმარისი იყო, ისინი გამენეიტრალებინა, რომ პოლკოვნიკსაც შედარებით ადვილად
„მოვათვინიერებდი“, მაგრამ, პრობლემა ის იყო, რომ საბჭოთა დაზვერვის არც ერთი
კონსპირაციული ბინის მისამართი არ ვიცოდი და შტაინერს „სკოტლანდ იარდში“ ან
„ინტელიჯენ სერვისში“ ხომ არ მივიყვანდი? ორივე უწყება, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით
მიიღებდა ჩემგან ასეთ საჩუქარს, მაგრამ ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა,
პირველ ყოვლისა, იმიტომ, რომ კურტ შტაინერს სამუდამოდ დავკარგავდით, რადგან მას
ბრიტანეთიც ეძებდა, საბჭოთა კავშირს მას არ გადმოსცემდნენ და 10 მილიარდის ღირებულების
ოქრო სამუდამოდ წაგვივიდოდა ხელიდან, ეს კი ოპერაციის მთავარი მიზანი იყო. გარდა ამისა,
გავიშიფრებოდი, დამაკავებდნენ და, შეიძლება, ციხეშიც კი ამომეყო თავი ბრიტანეთის
ტერიტორიაზე განხორციელებული სადაზვერვო-ოპერატიული ქმედებების გამო, რაც
უცხოელისთვის კანონით აკრძალული იყო. ამიტომ, ერთადერთი გადაწყვეტილება მივიღე,
მთელ ჩემს ცოდნასა და ენერგიას ერთ წერტილში მოვუყარე თავი და ავმოქმედდი: ჯერ „ბაბუას“
ჩავარტყი გაშლილი ხელისგული მარჯვენა საძილე არტერიაში და „მივთიშე“, შემდეგ
„გალავარეზს“ მივამტვრიე კისერი და იქვე, წინა სავრძელზე მივასიკვდილე, ბოლოს კი მძღოლს
ვწვდი უკნიდან ხორში და არაადამიანური ხმით დავუღრიალე, – სწრაფად გადახტი, თორემ,
მოგკლავ-მეთქი...

მძღოლი დამემორჩილა, კარი გააღო და გაქანებული „ბეემვედან“ გადახტა, მე კი საჭეს მივუჯექი


და ჯერ მკვდარი „გალავარეზი“ გადავაგდე მანქანიდან, შემდეგ „ბეემვე“ შემოვატრიალე,
ლონდონში დავბრუნდი და პოლკოვნიკი კურტ შტაინერი პირდაპირ საბჭოთა საელჩოში
მივიყვანე. „ბეემვე“, რომელშიც გონმიხდილი კურტ შტაინერი იწვა, იქვე გავაჩერე და
საელჩოდან გამოსულ, ელეგანტურად ჩაცმულ მამაკაცს ვკითხე ინგლისურად:

– თქვენ აქ მუშაობთ?

– დიახ, სერ! რა გნებავთ? – მომიგო ლონდონური აქცენტით მამაკაცმა, რომელსაც ეტყობოდა,


რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ინგლისის დედაქალაქში.

– მე საბჭოთა მზვერავი ვარ, – ვუთხარი გამართული რუსულით და დავამატე, – სწრაფად უკან


შებრუნდით და საბჭოთა სამხედრო ატაშე იხმეთ, მას უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია უნდა
გადავცე.
ყველა სამხედრო ატაშე უშიშროების წარმომადგენელი იყო, მე ეს ვიცოდი და სწორედ იმიტომ
ვუხმე მას, მაგრამ საელჩოს თანამშრომელმა ზიზღით შემომხედა და რუსულადვე მომიგო:

– რას როშავთ, ახალგაზრდავ, სასწრაფოდ გაეცალეთ აქაურობას, სანამ პოლიციისთვის არ


მიმიმართავს!

დრო არ ითმენდა, სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოსულიყო, ამიტომ მამაკაცს მგლური


თვალებით შევაჩერდი და კბილებში გამოვცარი:

– ჩქარა, შე კრეტინო, სამხედრო ატაშე მომიყვანე აქ და უთხარი, რომ პოლკოვნიკი კურტ


შტაინერი მყავს დაკავებული, თორემ ხელიდან რომ გაგვისხლტეს, სანამ შენ გაგასამართლებენ
და დაგხვრეტენ, მანამდე მოგაგლეჯ თავს. აი, იმ წითელ „ბეემვეშია“ პოლკოვნიკი და მანქანა
საელჩოს ტერიტორიაზე სასწრაფოდ უნდა შევიყვანოთ!

ჩემმა მუქარამ გაჭრა და საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი შენობაში დაბრუნდა, ზუსტად სამ
წუთში კი საელჩოდან ორი მამაკაცი გამოვიდა, მომიახლოვდნენ და ერთ-ერთმა მითხრა:

– „ბეემვეს“ გასაღები მომეცით.

მე მამაკაცს „ბეემვეს“ გასაღები მივეცი. მან მანქანა უკანა შესასვლელიდან შეიყვანა შენობაში, მე
და მეორე მამაკაცი კი საელჩოში წინა კარიდან შევედით და, როგორც კი კარს გამოვცდით, სადაც
გარედან აღარაფერი ჩანდა, საბჭოთა სამხედრო ატაშე შემომეგება და გაცნობის შემდეგ მკითხა:

– რა ხდება?

– სანამ გერმანიის ხელისუფლება გაიგებს, რომ შტაინერი აქაა, ისიც და მეც სასწრაფოდ მოსკოვში
უნდა გადაგვაგზავნოთ. „ბეემვეც“ მოიშორეთ. სწრაფად, დრო არ ითმენს! – ვუთხარი სამხედრო
ატაშეს, რომელიც გამოცდილი მზვერავი აღმოჩნდა და, ერთი საათიც არ იყო გასული, რომ მე და
კურტ შტაინერი დიპლომატიურ ბარგში შეგვფუთეს და, აეროპორტში წაგვიღეს. ნაცისტი
პოლკოვნიკის დატყვევებიდან სამი საათის შემდეგ, ანუ, ლონდონის დროით 14 საათსა და 15
წუთზე, „ჰიტროუდან“ აფრენილმა ავიალაინერმა მოსკოვისკენ აიღო გეზი...

ავიალაინერი საბჭოეთის კუთვნილება იყო, მას „აეროფლოტის“ პილოტები მართავდნენ და ის


ოთხი საათი, რაც საბჭოთა კავშირის დედაქალაქამდე ფრენას დასჭირდა, მათ კაბინაში
გავატარეთ, რომ უცხო თვალს მოვრიდებოდით. ჩვენთან ერთად გამოფრინდა საბჭოთა
სამხედრო ატაშეც, რომელიც მოგვიანებით, ჩემი წყალობით დააწინაურეს და ეს წლების მერე
შევიტყვე მისგან, როდესაც ჩვენ ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევხვდით.

პოლკოვნიკი კურტ შტაინერი ხელებგაკოჭილი, უხმოდ, ზიზღიანი თვალებით გვიმზერდა და,


ალბათ, გულში ნატრობდა, რომ ძველი დრო წამით მაინც დაბრუნებულიყო და ხელში ჩავეგდეთ,
რომ ისევე სასტიკად გაგვსწორებოდა, როგორც ათასობით საბჭოთა ადამიანს უსწორდებოდა
მეორე მსოფლიო ომის დროს, ოკუპირებულ უკრაინასა და ბელორუსიაში.
საბჭოთა სამხედრო ატაშე საკმაოდ გამოცდილი მზვერავი აღმოჩნდა და შტაინერზე არაფერი
უკითხავს. მაგრამ, უამრავი თავისუფალი დრო გვქონდა და, უხერხული პაუზა რომ არ
ჩამოვარდნილიყო, რატომღაც, ფეხბურთზე გამიბა ლაპარაკი და მკითხა:

– ფეხბურთი თუ გიყვართ?

– ძალიან, – გულწრფელად მივუგე მე, რადგან ფეხბურთი მართლაც ძალიან მიყვარდა და ერთი
პერიოდი ფეხბურთელობაც კი მინდოდა – თუმცა, ეს საქმე არ გამოვიდა, მაგრამ ფეხბურთის
სიყვარული ბოლომდე გამომყვა.

– ვგიჟდები ფეხბურთზე, – სახე გაუბრწყინდა სამხედრო ატაშეს, – ერთადერთი, რაც ინგლისში


მართლა მომწონს, ესაა ფეხბურთი – ეს საქმე იქ უმაღლეს დონეზეა დაყენებული.

– ეს არცაა გასაკვირი, – მივუგე თანამოსაუბრეს, – ინგლისი ხომ ფეხბურთის სამშობლოა და ეს


მშვენიერი თამაში მათი მოგონილია.

– და, იცით, რა მომწონს ყველაზე მეტად? – არ ცხრებოდა ჩემი თანამოსაუბრე.

– რა?

– რა და, დერბები, ანუ, როდესაც ერთი ქალაქის ორი გუნდი თამაშობს ერთმანეთში... ამ
სანახაობას არაფერი შეედრება, – ნეტარი, გაბადრული სახით მითხრა ატაშემ და დაამატა: – აი,
მაგალითად, ერთმანეთს ხვდებიან „ჩელსი“ და „ვესტჰემი“, „არისტოკრატები“ და „ჩაქუჩები“,
ანუ, მედიდურნი და მდაბიონი და, იცით რა ჯახია? – სამკვდრო-სასიცოცხლო, საბჭოთა კავშირ-
გერმანიის ომზე...

– გაზვიადებული ხომ არ არის? – ღიმილით ვკითხე ატაშეს. მან კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს
უდიდესი შეურაცხყოფა მივაყენე და მომიგო:

– როგორ გეკადრებათ, როგორ გეკადრებათ! ამ ყველაფრის ნახვა ერთ რამედ ღირს. ჯერ ხომ
მინდორზე ომობენ და ეს ყველაფერი საათ-ნახევარი გრძელდება, მაგრამ, მთავარი მოვლენები
მინდორს გარეთ, ფანებს შორის გრძელდება და, ეს კი უკვე სისხლის გარეშე არ მთავრდება.
კოდლა-კოდლა დაწყობილი ფანები რომ ერთმანეთს დაერევიან, ცხვირ-პირს ამტვრევენ და
ლონდონის ქუჩები სისხლით ირწყვება, ესაა ინგლისური დერბის ჭეშმარიტი დაგვირგვინება, აი,
ესაა ინგლისური ფეხბურთი და ეს ერთიანი სისტემაა, რაშიც მილიონობით ადამიანია
ჩართული.

– აი, კაპიტალიზმის კიდევ ერთი მინუსი და მანკიერი მხარე, – ვუთხარი ატაშეს, – ასეთი რამ
საბჭოთა კავშირში ხომ არასოდეს მოხდება?

– თქვენ ასე ფიქრობთ, ახალგაზრდავ? – ირონიულად მითხრა ჩემმა ოპონენტმა და იქვე დაასკვნა:
– ალბათ, მოსკოველი ხართ, ხომ არ მეშლება?

– დიახ, მოსკოველი ვარ, – ვიცრუე მე, ატაშემ კი თვითკმაყოფილებით მომიგო:


– იმიტომაც, ჩემო მეგობარო, იმიტომაც ფიქრობთ, რომ ასეთი რამ საბჭოეთში არ ხდება, რადგან
მოსკოვი სანიმუშო ქალაქია და ასეთი რამ იქ მართლაც თითქმის არასდროს მომხდარა, თუმცა,
საკმარისია, პერიფერიებში გახვიდეთ, რომ იქ უარესს წააწყდებით.

– უარესს? – გავიკვირვე მე, – მაინც, სად?

– თუნდაც, კავკასიაში, – უმალვე მომიგო ატაშემ, – ნებისმიერი კავკასიური დერბი, სიკვდილით


თუ არა, საშინელი ცემა-ტყეპით მთავრდება და „ჩელსი“-„ვესტჰემი“ ან „იუნაიტედ-სიტი“,
შეიძლება, ბავშვურ გართობადაც კი მოეჩვენოს კაცს.

– ნუთუ? – ვთქვი მე.

ატაშეს ჩაეცინა და მითხრა:

– იცით, რა ხდება, როდესაც ერთმანეთს ხვდებიან თბილისის „დინამო“ და ერევნის „არარატი“,


ან, ერევნის „არარატი“ და ბაქოს „ნეფტჩი“?

– რა ხდება? – ვკითხე ატაშეს, თუმცა, „დინამო“-„არარატის“ თამაშებს რეგულარულად


ვესწრებოდი და ეს სიტუაცია ჩემთვის კარგად იყო ნაცნობი.

– ჰმ, – მხარზე ხელი მომითათუნა ატაშემ – როგორ გეტყობათ, რომ კავკასიაში არ ხართ ნამყოფი
და იქაურ გულშემატკივრებს არ იცნობთ, ხომ არ იცნობთ?

– არა! – იმედი არ გავუცრუე ატაშეს.

– კავკასია, ჩემო მეგობარო, აბობოქრებული ვულკანია და ის მდუღარე ლავა, რომელიც, თუ


გადმოიფრქვა, ყველასა და ყველაფერს წალეკავს, მაგრამ, ეს სხვა თემაა, – უმალვე გამოასწორა
ატაშემ, რომელიც მიხვდა, რომ უკვე პოლიტიკაში იჭრებოდა და დაამატა: – „დინამო“-
„არარატის“ თამაში თუ მხოლოდ ქართულ-სომხური დაპირისპირებაა და ბოლოს მაინც
რესტორანში ქეიფით მთავრდებოდა, „ნეფტჩი“-„არარატის“ თამაში, შეიძლება,
არაპროგნოზირებადი შედეგით დასრულდეს და გამოუსწორებელი საშინელება დატრიალდეს.

სამხედრო ატაშე ისეთი აზარტით ყვებოდა კავკასიური საფეხბურთო დაპირისპირების


პერიპეტიებს, რომ ისევ პოლიტიკაში შეიჭრა, მაგრამ კვლავ დროზე „დაამუხრუჭა“, ბოლოს ხელი
ჩაიქნია და გაჩუმდა.

– ვსხდებით, – გვამცნო ეკიპაჟის მეთაურმა, რომელიც ჩემი და ატაშეს დიალოგის უნებლიე მოწმე
იყო და, მართალია, ჩემი ოპონენტი ასაკით ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ მან მე მითხრა: – თუ
შეიძლება, ადგილებიდან ნუ დაიძრებით. როდესაც თვითმფრინავი დაჯდება, მგზავრებს ჩასვლა
და თვითმფრინავიდან მოშორება ვაცადოთ. ასე მიბრძანეს ხმელეთიდან და მთხოვეს, თქვენთვის
გადმომეცა.

თვითმფრინავის დაჯდომიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ მე და ატაშემ კურტ შტაინერი


ხელკავებგამოდებული ჩავიყვანეთ ტრაპზე. როგორც კი გარეთ გავყავი თავი, პირველად
გენერალ ზორინის სახე დავინახე. ტიმოფეი საველიჩმა რომ დაგვინახა, კურტ შტაინერს
ყურადღებით დააკვირდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად ის პიროვნება იყო, ვისაც
საბჭოთა უშიშროება უკვე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა, სახე
გაუბრწყინდა, თავი ვეღარ შეიკავა, გამოქანდა, გადამეხვია და წამოიძახა:

– ყოჩაღ, ყოჩაღ, ჩემო ძვირფასო, გილოცავ ამ დიდ წარმატებას და ამას არასოდეს დაგივიწყებ...

ტრაპთან ერთი „ვოლგა“ და ერთიც ფურგონიანი მანქანა გველოდებოდა. კურტ შტაინერი ორმა
ბრგე ოპერმუშაკმა უშიშროების „ვორონკაში“ ჩასვა და წაიყვანეს, ხოლო ზორინი, მე და ატაშე კი
„ვოლგაში“ ჩავსხედით და ლუბიანკის მოედნისკენ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში
გავემართეთ.

ზორინს მთელი გზა ხმა არ ამოუღია. აშკარად ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის
დამელაპარაკებოდა, მაგრამ, ატაშეს ერიდებოდა. ხოლო, როდესაც „კაგებეს“ ეზოში მანქანიდან
გადმოვედით, გენერალმა ატაშეს მეორე სადარბაზოსკენ მიუთითა და უთხრა:

– იქ შებრძანდით! მეორე სართულზე 201-ე კაბინეტში გელოდებიან და იქ გეტყვიან ყველაფერს.

ატაშე გამოგვემშვიდობა და წავიდა, ზორინმა კი თქვა:

– თავის უფროსს პატაკს ჩააბარებს, შემდეგ ის პატაკი ჩემთან ამოვა, რომ გავეცნო, მაგრამ, პატაკი
რად მინდა, როდესაც შენ აქ ხარ? აბა, წავედით ჩემთან და ყველაფერი დეტალებში მომიყევი,
შემდეგ კი, ალბათ, კომიტეტის თავმჯდომარე დაგვიძახებს...

ზორინის კაბინეტი ლუბიანკის ცენტრალური ფლიგელის მესამე სართულზე მდებარეობდა.


მისაღებში რომ შევედით, მან ადიუტანტს ყავა შეუკვეთა, მე კი კაბინეტში პირველი შემიშვა, უკან
მომყვა, სავარძელში ჩამსვა, თვითონ კი ძვირფასი კონიაკი „ვარციხე“ გამოიღო სერვანტიდან და
ჩემ პირდაპირ მოკალათდა, მერე ჭიქები შეავსო და თქვა:

– ასეთი წარმატების აღნიშვნა და თითო ჭიქის შესმა აქაც შეიძლება. ასე რომ, ჩემო კოკი, გილოცავ
ამ დიდ წარმატებას და გისურვებ, კიდევ არაერთი სახელოვანი გამარჯვებისთვის მიგეღწიოს.
ვიცი, რომ არ სვამ, მაგრამ დღეს გამონაკლისს ვუშვებთ და თითო ჭიქას არა უშავს.

გენერალს ჭიქა მივუჭახუნე, ჩვენი გამარჯვება ვადღეგრძელე და სამარკო ქართული კონიაკი


დავლიე. ამასობაში ყავაც მომიტანეს და ზორინმა მითხრა:

– მიირთვი, გეთაყვა და თან ყველაფერი მიამბე.

კურტ შტაინერის დატყვევებიდან სულ რაღაც ათი საათიც არ იყო გასული, რომ მას ლუბიანკის
„სპეცები“ კითხავდნენ, მე კი გენერალ ზორინს ყველაფერს დაწვრილებით ვუყვებოდი. ტიმოფეი
საველიჩის სახეს კმაყოფილი გამომეტყველება არ მოსცილებია. თხრობა რომ დავასრულე,
შემაქო:

– ყოჩაღ, ყოჩაღ, კოკი, ტყუილად არ მითქვამს კომიტეტის თავმჯდომარისთვის, რომ შენ


საუკეთესო კადრი ხარ, ვისაც კი ჩემთან გაუვლია.
– ტიმოფეი საველიჩ, კურტ შტაინერმა რომ არაფრის თქმა არ ისურვოს და არ ალაპარაკდეს? –
ვკითხე ზორინს, რომელმაც გულიანად გადაიხარხარა და მომიგო:

– შენ რა გითხარი, კოკი, გულიანად გამაცინე. დაიხსომე, შვილო, რომ ლუბიანკაზე ქვასაც კი
აალაპარაკებენ, არამცთუ ქეციან ფაშისტ პოლკოვნიკს. ასე რომ, ჩათვალე, ოქრო ჩვენია და ეს
ყველაფერი დროისა და ტექნიკის საქმეა.

„ვეჩემ“ დარეკა. ზორინმა ყურმილი აიღო, უპასუხა და, რომ დადო, მითხრა:

– მოემზადე, კოკი, კომიტეტის თავმჯდომარესთან შევდივართ.

ამ დროს უზარმაზარმა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და მაშინღა შევნიშნე, რომ უკვე შუაღამე
იყო.

„კაგებეს“ შეფი, რომელსაც ხალხში „გაუცინარის“ მეტსახელი შეარქვეს, ჰაბიტუსის გამო და ეს


იყო არა ხელოვნურად შექმნილი იმიჯი, არამედ, მისი ცხოვრების წესი, ღიმილით შეგვეგება მე
და ზორინს. მეტიც, ჩვენ ის კაბინეტის შუაგულში შეგვეგება, შემდეგ დაბალ მაგიდასთან,
სავარძლებში ჩაგვსხა, ადიუტანტი იხმო და უთხრა:

– კონიაკი და ყავა მოგვიტანეთ!

ადიუტანტი კაბინეტიდან გავიდა, „კაგებეს“ შეფმა კი უაღრესად კეთილგანწყობილი ტონით


გვითხრა:

– თქვენ სამშობლოს უდიდესი სამსახური გაუწიეთ და არც სამშობლო დაგივიწყებთ ამას. თქვენ,
ტიმოფეი საველიჩ და თქვენ – კოკი, „წითელი ვარსკვლავის ორდენებით“ ჯილდოვდებით.

„კაგებეს“ შეფმა იქვე გადმოგვცა ჯილდოები. ამ დროს კონიაკი და ყავა შემოიტანეს და


კომიტეტის თავმჯდომარემ დაგვლოცა და კონიაკი ბოლომდე გამოცალა, რაც დაუჯერებელი რამ
იყო, რადგან ის საერთოდ არ სვამდა ღვიძლის დაავადების გამო. კონიაკი მე და გენერალმაც
გამოვცალეთ, შემდეგ კი „კაგებეს“ შეფმა ახალი სასიხარულო ამბავი გვამცნო.

– გარდა ამისა, ჩემო მეგობრებო, ტიმოფეი საველიჩს გენერალ-პოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი და


პერსონალური აგარაკი გადაეცემა, ხოლო თქვენ კი, კოკი, პირდაპირ ლეიტენანტობას განიჭებთ
და ოთხოთახიან კეთილმოწყობილ ბინას გჩუქნით მოსკოვში.

თუ ჩათვლით იმას, რომ ჩემმა ქმედებამ სახელმწიფოს 10 მილიარდი მანეთის ღირებულების


ოქროს ზოდები დაუბრუნა, ოთხოთახიანი კეთილმოწყობილი ბინის ჩუქება ჩემთვის მოსკოვში
ზღვაში წვეთიც არ იყო, მაგრამ, 20 წლის ბიჭს მეტი რა მინდოდა?! ამიტომ, ეს ყველაფერი
უდიდეს წყალობად ჩავთვალე და კიდევ უფრო მეტი პატივისცემითა და სიყვარულით
განვიმსჭვალე საბჭოეთისა და ჩემი უწყების მიმართ.

„კაგებეს“ თავმჯდომარემ მოღიმარი სახით გვითხრა:

– კურტ შტაინერი გამოტყდა და გაირკვა, რომ ჩვენი ქვეყნის კუთვნილი ოქრო შვეიცარიის ბანკის
საცავებში ყოფილა. ჩვენ ეს ინფორმაცია ოპერატიულად გადავამოწმეთ და დაგვიდასტურეს.
ოქრო უკვე ჩვენი კუთვნილებაა და გამთენიისას საბჭოთა კავშირში ჩამოიტანენ. ასე რომ, თქვენმა
მისიამ სრული წარმატებით ჩაიარა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და იმედია, – „კაგებეს“
შეფის სიტყვები მე მეკუთვნოდა, – ერთმანეთს კვლავ შევხვდებით.

ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ „კაგებეს“ თავმჯდომარესთან აუდიენცია დასრულებული იყო.

მე და ზორინი შეფისგან რომ გამოვედით, ღამის ორის ნახევარი იყო. ტიმოფეი საველიჩმა
მითხრა:

– მადლობელი ვარ შენი, კოკი, ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა და არასდროს დაგივიწყებ. თან,
გილოცავ ჯილდოს, ჩინსა და საჩუქარს.

– გმადლობთ, ტიმოფეი საველიჩ, მეც გილოცავთ, – მივუგე ზორინს.

მან კი მითხრა:

– ალბათ, მერისთან შეხვედრას ნატრობთ, ხომ?

– დიახ, – მორცხვად მივუგე გენერალს.

ზორინმა ღიმილით მომიგო:

– ხვალ დილით მერი თბილისში მიფრინავს და მის გვერდით ადგილი უკვე დაჯავშნული გაქვს.
ახლა კი რვა საათი დრო გაქვს და წამოდი, შენი ახალი ბინა მოვინახულოთ.

მე და ზორინი რიგის პროსპექტზე აშენებულ ახალ ბინაში გავემართეთ, რომელიც


თექვსმეტსართულიანი სახლის მეხუთე სართულზე მდებარეობდა.

– ადგილიც კარგია, ბინაც და აღჭურვილობაც, – თქვა ზორინმა, კიდევ ხუთიოდე წუთი გაჩერდა
და წასვლის წინ მითხრა: – აბა, შენ იცი, კოკი, კიდევ ერთხელ გილოცავ ყველაფერს. იმედია,
ერთმანეთს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით. ახლა კი დაისვენე, მაგრამ, თვითმფრინავზე არ
დაგაგვიანდეს. ნახვამდის.

– ნახვამდის, ამხანაგო გენერალ-პოლკოვნიკო! – ზორინს მაგრად ჩამოვართვი ხელი და ასე


გამოვემშვიდობე.

ტიმოფეი საველიჩი ორი თვის შემდეგ მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა, მას მეტად
აღარ შევხვედრივარ, თუმცა მასთან მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს და დღემდე
მიმაჩნია, რომ გენერალი ზორინი დადებითი პიროვნება იყო.

ახალ ბინაში მარტო რომ დავრჩი, საწოლზე ტანსაცმლიანად წამოვწექი და ბოლო 48 საათის
განმავლობაში განვითარებული მოვლენები ხელახლა დავატრიალე გონებაში. ამასობაში ინათა,
დილის 6 საათი შესრულდა და ძილი მომერია, მაგრამ, თავს ვძლიე, სააბაზანოში შევედი და
შხაპი მივიღე, შემდეგ მომშივდა და, რატომღაც, მაცივარი გამოვაღე, რომელიც, ჩემდა
გასაკვირად, კონსერვებითა და წვენებით იყო გამოტენილი. „ყოჩაღ, „კაგებე“, რომ ახალბედა
თანამშრომლებზე ზრუნავთ“, – გავიფიქრე გუნებაში და მადიანად ვისადილე. შემდეგ ბინის
ხელახლა დათვალიერებას შევუდექი, მაგრამ ამჯერად ყველაფერს უკვე გულდასმით
ვამოწმებდი და უფრო და უფრო ვრწმუნდებოდი, რომ აქ გამოცდილი და მზრუნველი ხელი
მოქმედებდა. კარადასა და კომოდის უჯრებში ორ-ორი ხელი ჩემი ზომის ყველა სახის სამოსი და
თეთრეული ელაგა. სახლში იყო ყველა ის საჭირო ნივთი თუ ინსტრუმენტი, რაც ნებისმიერ
ოჯახშია. „ფულს ნამდვილად არავინ დამიტოვებდა“, – გავიფიქრე გუნებაში, საწერი მაგიდის
პირველი უჯრა გამოვაღე და გავშეშდი: უჯრაში ათასი მანეთი, „ვალტერის“ სისტემის
პისტოლეტი, ვაზნებით სავსე ყუთი და იარაღის ტარების მოწმობა ელაგა. პისტოლეტი შევამოწმე
და უჯრაში დავაბრუნე, გვერდით კი წითელი ვარსკვლავის ორდენი მივუდე, ფული ამოვიღე და
უჯრა ჩავკეტე. ამასობაში, ცხრა საათი შესრულდა, თვითმფრინავი კი ათზე მიფრინავდა.
სასწრაფოდ ჩავიცვი, ბინა ჩავკეტე, ქვევით ჩავედი და ქუჩაში დავდექი, რომ ტაქსი გამეჩერებინა,
მაგრამ, ჩემ წინ თეთრმა „ვოლგამ“ დაამუხრუჭა და მძღოლმა მითხრა:

– დაბრძანდით, აეროპორტში წაგიყვანთ.

მივხვდი, რომ „ვოლგა“ უწყების კუთვნილება იყო და ულაპარაკოდ ჩავჯექი. აეროპორტში რომ
მივედით, მძღოლმა თვითმფრინავის ბილეთი მომცა და მითხრა:

– ეს თქვენი ბილეთია, მშვიდობით ფრენას გისურვებთ...

– კოკი, შენ?! – აღმოხდა მერის, როდესაც თვითმფრინავში ამოვიდა. რომ დაჯდა, მხოლოდ
მაშინღა შემამჩნია.

– მერი, ძვირფასო, – ჩავეხუტე შეყვარებულს, – ყაზახეთიდან ტრანზიტით მოვფრინავ და


დარეკვაც კი ვერ მოვასწარი.

– სამაგიეროდ, ერთად ვართ, – მერიმ მხარზე დამადო თავი, – ნამდვილად განგების ნებაა, რომ
ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.

„ეს განგება „კაგებეა“, – გამეცინა გულში, მერის კი ვუთხარი:

– მართალი ხარ და მადლობა განგებას.

– კოკი, კოკი, – უცებ გაახსენდა მერის და მისაყვედურა, – მანამდე ყოველდღე, ზოგჯერ დღეში
ორჯერაც მირეკავდი, ეს ბოლო ერთი თვე კი რა მოხდა, ერთი ზარიც რომ არ მაღირსე?

მერის ხომ არ ვეტყოდი, ლონდონში ვიყავი და ალფრედ შტაინერის ტყავში ვძვრებოდი-მეთქი?


ამიტომ, მივუგე:

– ცენტრალური სატელეფონო კაბელი გაწყდა, ახლომახლო კი ტელეფონის მსგავსი არაფერი იყო.

– თუ, მოგბეზრდი და ვინმე ვიწროთვალება ყაზახი ლამაზმანი იპოვე? – ნახევრად ხუმრობით


მითხრა მერიმ და მეც ხუმრობითვე მივუგე:

– მართალი ხარ, ძვირფასო, ვიპოვე და ჯიბითაც წამოვიყვანე, – მერე ჯიბეები მოვიქექე და


დავამატე: – ფაფუ, ლამაზმანი გაქცეულა და თავის უკიდეგანო სტეპებს დაბრუნებია.
ყაზახ ლამაზმან გოგონას აღარ დავბრუნებივართ. სამაგიეროდ, მთელი გზა ჩვენი ერთკვირიანი
ერთად ყოფნის გეგმებს ვაწყობდით და იმაზე ვმსჯელობდით, თუ როდის სად წავსულიყავით
და როგორ გაგვეტარებინა დრო. თუმცა ნათქვამია, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ასე
დაგვემართა ჩვენც – თბილისში რომ ჩავფრინდით, ახალი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი.

მერი რომ სახლში მივაცილე, შინ ფეხით დავბრუნდი. მერისთან საღამოს 6 საათზე პაემანი
მქონდა და შევთანხმდით, რომ დროს ღამის კლუბ „მუხამბაზში“ გავატარებდით. ეს ღამის
კლუბი იმ პერიოდის თბილისური ბომონდის ცენტრი იყო და იქ მოხვედრა ან დიდი ნაცნობობის
წყალობით იყო შესაძლებელი, რადგან ბილეთი ან მოსაწვევი უნდა გქონოდა, ან, დიდი ფული
უნდა გადაგეხადა იქ შესაღწევად. მე ფულიც მქონდა და, რაც მთვარია, „ძიას“ იმედი მქონდა,
რომელსაც გაფრთხილებული ვყავდი, რომ, თუკი რამე სფეროში წინააღმდეგობას შევხვდებოდი,
თუნდაც დეფიციტური საქონელი ან ნივთი დამჭირვებოდა, მისთვის მიმემართა და ყველაფერს
უპრობლემოდ მომიგვარებდა. სწორედ ამის გამო ვუთხარი დაუფიქრებლად მერის, დღეს
საღამოს „მუხამბაზში“ მივდივართ და მოემზადე-მეთქი...

პლეხანოვზე უდარდელად მივაბიჯებდი და მომავალ საღამოზე ვფიქრობდი, როდესაც ჩემს


ეზოსთან მდგარი სასწრაფო დახმარების მანქანა შევნიშნე. „ნეტავ, ბაბუას ხომ არ დაემართა
რამე?“ – გავიფიქრე, ნაბიჯს ავუჩქარე და სწორედ იმ დროს გამოიყვანა ორმა სანიტარმა საკაცეზე
დაწვენილი ბაბუა და სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩააწვინა.

– ბაბუ, რა გჭირს, რა მოგივიდა? – სულს ძლივს ვითქვამდი, როდესაც სასწრაფო დახმარების


მანქანასთან მივირბინე და ბაბუას დავხედე.

– ინფარქტი აქვს, – მოკლედ მომიჭრა სასწრაფოს ექიმმა და მანქანაში ჩაჯდა.

– შვილიშვილი ვარ და მეც წამოვალ, – ვუთხარი ექიმს.

– კი, ბატონო, წამოდი, – მხრები აიჩეჩა ექიმმა. მე ფურგონში შევძვერი და მანქანა სირენების
კივილით დაიძრა ადგილიდან.

საცოდავი ბაბუა შემთხვევით ერთ-ერთ მეზობელს უპოვია იატაკზე უგონოდ დაგდებული. იქვე
კი ჩვენი ოჯახური ალბომი ეგდო.

– კოკი, შვილო, – მითხრა მეზობელმა, ვინც ბაბუა უგონოდ იპოვა, – მაღაზიაში რომ მივდივარ
ხოლმე, ბაბუაშენს ყოველთვის ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. დღესაც მივუკაკუნე და ხმა რომ არ
გამცა, დავეჭვდი. ისევ მივუბრახუნე, კიდევ რომ არ გამცა ხმა, ჭუჭრუტანიდან შევიხედე და
დავინახე, რომ ანტონ პავლოვიჩი ძირს ეგდო? აბა, დავაწიოკე მეზობლები, კარი შევამტვრიეთ
და, რომ ვნახეთ, სუნთქავდა, მაშინვე „სკორიში“ დავრეკეთ. იქვე თქვენი საოჯახო ალბომი ეგდო
და ალბათ, მისი თვალიერებისას დაარტყა საცოდავს ინფარქტმა.

საცოდავმა ბაბუამ სულ რაღაც ორიოდე საათი იცოცხლა და კარდიოლოგიური კლინიკის


რეანიმაციული განყოფილების პალატაში გარდაიცვალა. ის უგონოდ იყო, მაგრამ, სიკვდილის
წინ სამიოდე წუთით დაუბრუნდა გონი და, რომ დამინახა, მითხრა:
– ჩამოხვედი, ბაბუ?

– კი, ბაბუ, ჩამოვედი, როგორ ხარ? – ვკითხე ბაბუს, თუმცა, უკვე აშკარა იყო, რომ ცალი ფეხი
სამარეში ედგა.

– ისე იყოს შენი მაწყევარი, ბაბუ, როგორც ახლა მე ვარ, – მითხრა ბაბუამ, დამაკვირდა და მკითხა:
– კოკი, ბაბუ, რამე ხათაბალაში ხომ არ გაგაბეს?

– არა, ბაბუ, რას ამბობ, რა ხათაბალაში!

– კოკი, ბაბუ, კარგად დაიმახსოვრე: არავინ მოგატყუოს და ისეთი არაფერი გააკეთო, რომ მთელი
ცხოვრება სანანებელი გაგიხდეს. აბა, ჭკუით იყავი, ბაბუ, მშვიდობით, – მითხრა ბაბუამ, ერთი
ამოიხვნეშა და სული მიაბარა უფალს. მინდოდა მეთქვა, რომ „წითელი ვარსკვლავის ორდენით“
დამაჯილდოვეს, მაგრამ, ვერ მოვასწარი.

ბაბუა საღამოს 7 საათზე მივასვენეთ სახლში. იქ მერი დამხვდა. პაემანზე რომ არ მივედი, თავად
წამოსულა ჩემთან და, ბაბუას ამბავი რომ გაუგია, დამელოდა.

– ვიზიარებ, კოკი, გულით თანაგიგრძნობ. ანტონ ბაბუა კარგი კაცი იყო და ღმერთმა აცხონოს, –
მითხრა ატირებულმა მერიმ და ჩამეხუტა.

ბაბუას დასაფლავებას ზღვა ხალხი დაესწრო. არც კი მეგონა, თუ მას ამდენი ნაცნობი და
პატივისმცემელი ჰყავდა. სამძიმრისა და თანაგრძნობის წერილი პირადად პაველ პეტროვიჩმაც
გამომიგზავნა. ამხანაგი სერგო და ილია კი დასაფლავებას დაესწრნენ, სასაფლაოზეც წამოვიდნენ
და ბაბუას ბოლომდე მიაგეს პატივი. მომისამძიმრა „ძიამაც“, თუმცა, არც პანაშვიდზე ყოფილა და
არც გასვენებაში, რადგან ამით შეიძლებოდა, მე გავშიფრულიყავი, ამის დაშვება კი არ
შეიძლებოდა. ბაბუას გასვენებაში ჩემი ინსტიტუტის მთელი პედკოლექტივიც იყო რექტორის
ხელმძღვანელობით და მათმა დანახვამ სიამაყით ამავსო.

მერი ბაბუას დასაფლავების მეორე დღეს გაემგზავრა მოსკოვში და, მიუხედავად იმისა, რომ ის
წინააღმდეგი იყო, მე მაინც გავაცილე აეროპორტში და გამომშვიდობებისას ვუთხარი:

– მეტი აღარ შემიძლია, მორჩა, როგორც კი მეოთხე კურსს დახურავ, დავქორწინდებით.

– როგორც შენ იტყვი, კოკი, ოღონდ, დამშვიდდი და ნერვებს ნუ აჰყვები. დანარჩენი კი


ყველაფერი კარგად იქნება და, რა თქმა უნდა, დავქორწინდებით, – მომიგო მერიმ.

20 წლის თავდაჯერებული, ორდენოსანი ყმაწვილი ვიყავი და მეგონა, რომ საკუთარ ბედს


თავადვე ვწყვეტდი. ამიტომ, გრანდიოზული გეგმები დავისახე და მათი განხორციელების
პირველ ეტაპად მერიზე დაქორწინება მიმაჩნდა. თუმცა, ჩემს ხელმძღვანელობას სულ სხვა
მიზნები ჰქონდა ჩემთან დაკავშირებით, იმ ეტაპზე ჩემი დაოჯახება არანაირად არ აწყობდათ და,
აბა, „კაგებეს“, როგორ ვაჯობებდი? მაგრამ, მე არც ვიცოდი, რომ ჩემი უფროსობა ჩემი
ქორწინების ჩაშლას გეგმავდა და მათ ეს ისე გააკეთეს, რომ ეჭვიც კი არაფერში შემპარვია.
მე ჩვეულებრივად განვაგრძობდი სწავლას, თან ქორწილისთვის ვემზადებოდი და თითქმის
ყოველ საღამოს ვურეკავდი მერის მოსკოვში. წინასაახალწლოდ ის თავადვე უნდა ჩამოსულიყო
თბილისში ერთი კვირით და ამ დღეს მოუთმენლად ველოდი. 28 დეკემბერს თავად მერიმ
დამირეკა, მომიკითხა და მითხრა:

– კოკი, ძვირფასო, ერთი რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ არ ვიცი, როგორ დავიწყო.

– რაშია საქმე, სხვა ვინმეს ხომ არ მიჰყვები ცოლად? – ვეხუმრე მერის.

– კარგი ერთი, ნუ სულელობ. უბრალოდ, საახალწლოდ ვერ ჩამოვალ.

– რატომ? – ვკითხე გულგატეხილმა.

– როგორც ყველაზე წარჩინებულ სტუდენტს, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში


მგზავნიან ექვსი თვით სასწავლო პრაქტიკაზე და პასუხი ხვალ უნდა ვუთხრა. რა ვქნა?

– აქამდე რატომ არ მითხარი?

– დღეს მითხრეს და იმიტომ. თურმე, იქიდან უცებ მოვიდა მოთხოვნა და ასე დროში
შეზღუდული იმიტომ აღმოვჩნდი. რა ვქნა, კოკი, რა პასუხი გავცე?

უარს ხომ არ ვეტყოდი მერის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში წასვლაზე, ამიტომ,


მივუგე:

– წადი, რა გაეწყობა, ახალ წელს როგორმე გავძლებ უშენოდ, მაგრამ, რომ ჩამოხვალ
ვიქორწინებთ და მერე მე ვიცი...

– მიყვარხარ, კოკი, ძალიან მიყვარხარ!.. – სიხარულისგან ჭკუაზე აღარ იყო მერი. მე კი, პირიქით,
ძალიან ცუდ გუნებაზე დავდექი, მაგრამ, მერის არ ვაგრძნობინე. კიდევ ათიოდე წუთი
ვილაპარაკეთ და დავემშვიდობე.

ექვსი თვის შემდეგ მერიმ კვლავ დამირეკა და, მისი ხმა რომ გავიგონე, ისე გამიხარდა, მთელი
ხმით ვიყვირე:

– მერიკო, საყვარელო, როდის ჩამოხვედი?

– არ ჩამოვსულვარ, ბერლინში ვარ. ორი წუთი მაქვს დრო და მომისმინე!

მე ისე გამახარა მერის ხმის გაგონებამ, რომ მის სიტყვებს არ დავკვირვებივარ და ვუთხარი:

– მერიკო, საყვარელო, როგორ ხარ, როდის ჩამოდიხარ? მოუთმენლად გელოდები...

– მომისმინე, კოკი, მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა, – შემაწყვეტინა მერიმ, – დროში


შეზღუდული ვარ და ტელეფონი არ გაგვეთიშოს. კიდევ ექვსი თვე უნდა დავრჩე აქ და
საახალწლოდ საბოლოოდ ჩამოვალ.

– კიდევ ექვსი თვე ვერ ჩამოხვალ? – ამოვილუღლუღე მე.


– მაპატიე, კოკი, მაგრამ, ერთწლიან პრაქტიკულზე ვარ და შუა გზაზე ხომ არ მივატოვებ! ძლივს
მოვახერხე შენთან დარეკვა და ნუ გამიბრაზდები. ძალიან მიყვარხარ, მენატრები და, როგორც კი
ჩამოვალ, დავქორწინდეთ, – მითხრა მერიმ, ამასობაში ორი წუთიც ამოიწურა და ტელეფონი
გაითიშა.

აბა, რას წარმოვიდგენდი, რომ მერის გერმანიაში გამგზავრება „კაგებეს“ მოწყობილი იყო და ეს
ყველაფერი იმისთვის გაკეთდა, რომ არ დავქორწინებულიყავი?! ჩემი ხელმძღვანელობა, თურმე,
საგანგებო დავალებისთვის მამზადებდა და ჩემი დაოჯახება მათ ამ გეგმებს ჩაშლიდა.

მერისთან შეწყვეტილი საუბრის შემდეგ ისე გავმწარდი, ლამის ავტირდი და უმწეობისგან რა


მეღონა, არ ვიცოდი. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა თავში, ტელეფონის ყურმილი ავიღე, ნომერი
ავკრიფე და ვუთხარი:

– გამარჯობა, ძია რომან, კოკი ვარ!

– საღამო მშვიდობისა, კოკი, ხომ მშვიდობაა? – მკითხა „ძიამ“, რადგან 10 საათს გადაცილებული
იყო და მასთან ასე გვიან არასოდეს დამირეკავს.

– ძია რომან, შენი დახმარება მჭირდება. შეგიძლია, შემხვდე?

– ნახევარ საათში მარჯანიშვილის მეტროსთან ვიქნები, – მითხრა „ძიამ“ და ტელეფონი გათიშა.

„ძიას“ ღამის 11 საათზე შევხვდი მარჯანიშვილის მეტროსთან, ყველაფერი დაწვრილებით


მოვუყევი და ვთხოვე:

– არ შეგიძლიათ, როგორმე მერისთან დამალაპარაკოთ, თუნდაც ორი წუთით?

– ამ წუთას ეს გამორიცხულია, ხვალ კი ვნახოთ, მაგრამ, მერისთან დალაპარაკებას რა აზრი აქვს,


რა უნდა უთხრა?

„ძია“ გამოცდილი „კაგებეშნიკი“ იყო, მით უმეტეს, გადამბირებელი, საღი აზროვნება არ იყო
მისთვის უცხო ხილი და, როდესაც მის კითხვაზე ენა ჩამივარდა, მითხრა:

– შენ ახლა ემოციებს ხარ აყოლილი და, ყვირილისა და საყვედურის გარდა, მერის ხეირიანს
ვერაფერს ეტყვი. ერთადერთი, ის შეგიძლია, რომ მერის კატეგორიულად მოსთხოვო დაბრუნება
და, თუკი ეს ასე მოხდება, შენ ამას არასოდეს აპატიებ საკუთარ თავს. ჯერ ერთი, მერის სწავლის
პროცესი შეუწყდება და, შერცხვენაზე რომ არაფერი ვთქვათ, ელემენტარულად, ინსტიტუტიდან
გარიცხავენ. ამას კი, რაც მოჰყვება, ძნელი მისახვედრი არაა. შეიძლება, კიდეც გამოგყვეს მერი
ცოლად, მაგრამ, ეს ამბავი შავ ლაქად დაგრჩება და, ადრე თუ გვიან, ძალიან ცუდად დაგხვდება
წინ. ამიტომ, ჩემო კოკი, გირჩევ, ახლა დამშვიდდე და ემოციები დაიცხრო, დილით კი მე
თვითონ დაგირეკავ და პასუხს გეტყვი.

„ძიას“ სიტყვებმა ჩემზე მაგიურად იმოქმედა და სიბრაზე ერთბაშად გაქრა. შემდეგ ჩვენ ფეხით
გავისეირნეთ პლეხანოვზე. მან სახლამდე მიმაცილა და წავიდა. დილით კი, როგორც დამპირდა,
დამირეკა და მითხრა:
– ერთ საათში მანქანა მოგაკითხავს და გამოჰყევი.

ზუსტად ერთ საათში უკვე „ვოლგაში“ ვიჯექი და შევჩენკოს ქუჩაზე, სახელმწიფო უშიშროების
კომიტეტის შენობაში მივედი, სადაც „ძია“ დამხვდა, თავის კაბინეტში ამიყვანა და მითხრა:

– მიდი, მერის ელაპარაკე.

– მერის? – გავოცდი მე.

– ჰო, მერის. რამ გაგაკვირვა, ბიჭო, ხომ არ გავიწყდება, რომ კომიტეტის შენობაში ხარ და
მსოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი უწყება გეხმარება? – მხიარულად მითხრა „ძიამ“.

ტელეფონის ყურმილი ავიღე თუ არა, მერის ხმა მომესმა:

– გისმენთ!

– მერი, კოკი ვარ!

– კოკი, კოკი, საყვარელო, როგორ მოახერხე ჩემთან დაკავშირება? ჩემმა დეკანმა მითხრა,
გირეკავენო და, რას წარმოვიდგენდი, შენ თუ იქნებოდი. მე მეგონა, მოსკოვიდან ჩემი
ინსტიტუტის რექტორი მირეკავდა, – სხაპასხუპით მითხრა მერიმ, რადგან ეგონა, რომ დროში
კვლავაც შეზღუდულები ვიყავით და ეშინოდა, კავშირი კვლავ არ გაწყვეტილიყო.

– მერი! გუშინ ვერ მოვახერხე თქმა და იმიტომ დაგირეკე. მე შენ მიყვარხარ! მშვიდად ისწავლე
და, რომ ჩამოხვალ, დავქორწინდეთ. ახლა კი ნახვამდის და შენს დეკანს მოუბოდიშე
შეწუხებისთვის, – ვუთხარი მერის და ტელეფონი გავთიშე.

– მასე არ ჯობია, ბიჭო? – თვალი ჩამიკრა „ძიამ“ და ხელისგული გამომიშვირა. მე მას ხელი
დავურტყი და მითხრა, – იცოდე, ქორწილი არ გამომაპარო და დამპატიჟე, თორემ
დაუპატიჟებლად გეწვევი...

ორი წლის შემდეგ მე და მერი დავქორწინდით და „ძია“ ქორწილში დავპატიჟე, მაგრამ მან
გარკვეული მოსაზრებების გამო მოსვლაზე უარი მითხრა, მაშინ მე ძველი საუბარი შევახსენე და
ვუთხარი:

– მემუქრებოდით, რომ არ დამპატიჟო, ძალით მოვალ ქორწილშიო, ახლა კი დაჩოქილი


გეხვეწებით და გარბიხართ? იცოდეთ, ძია რომან, რომ არ მოხვიდეთ და უარი მითხრათ,
სამუდამოდ გადამიმტერებთ.

– კარგი, კარგი, რამეს მოვიფიქრებ და მოვალ, თორემ ისე მემუქრები, ნამდვილად გამკეთებელი
ხარ და შენნაირი კაცი ფაშისტებს გადაეკიდა, – მომიგო „ძიამ“ და, რა თქმა უნდა, ჩემს
ქორწილსაც დაესწრო, კარგადაც მოილხინა და ისეთი „კინტაური“ იცეკვა, რომ გაამეორებინეს...

„ძიას“ ფრაზას – შენისთანა ფაშისტებს გადაეკიდაო – იმ წუთას არანაირი ყურადღება არ მივაქციე


და უბრალო სიტყვის მასალად ჩავთვალე, თუმცა, ეს ასე არ ყოფილა და მრავალი წლის შემდეგ,
უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც მე და „ძია“ ერთმანეთს შევხვდით და ის საუბარში
გავიხსენეთ, ვუთხარი:

– გახსოვს, „ძია“, რომ მითხარი, შენისთანა ფაშისტებს გადაეკიდაო. რაღა ფაშისტები ახსენე და,
არა, მაგალითად, ამერიკელი კაპიტალისტები, ან, თუნდაც, ებრაელი სიონისტები? მაშინ ხომ
ასეთი გამოთქმები მოდაში იყო და „კაგებეში“ უწყებრივ ხუმრობად ითვლებოდა?

– ეჰ, კოკი-კოკი, რამდენი წელი იმუშავე „კაგებეში“, ვინ მოთვლის, კაცი პოლკოვნიკი გახდი და,
მაინც ის მიამიტი ჭაბუკი ხარ, – გაეცინა „ძიას“ და დაამატა: – იმიტომ გიხსენე ფაშისტები, რომ
შენ მიერ ლონდონში დადგმულ შოუზე, კურტ შტაინერის მოტაცებასა და 200 ტონა ოქროს
დაბრუნებაზე, სხვათა შორის, წითელი ვარსკვლავის ორდენზეც, მთელი ჩვენი ხელმძღვანელობა
საქმის კურსში იყო, მაგრამ, არ გაგრძნობინებდით – ასეთი იყო „პაპას“ ბრძანება და მას მკაცრად
ვიცავდით.

– ესე იგი, მაკონტროლებდით? – ჩამეცინა მე.

– ყოველ შემთხვევაში, მუდმივი თვალთახედვის არეში იყავი და შენზე „პაპას“ მუდმივად


ვაწვდიდით ინფორმაციებს. ასეთი ტიპის კაცი იყო ის და საშინლად ვერ იტანდა, როდესაც მისი
რომელიმე თანამშრომელი მისგან არ კონტროლდებოდა, თუნდაც ის შენსავით პირდაპირ
მოსკოვის დაქვემდებარებაში ყოფილიყო.

– ჰმ, – ჩამეცინა „ძიას“ სიტყვებზე, – ალბათ, ისიც იცოდით, რომ მერისთან დაგეგმილი
ქორწინება შეგნებულად ჩამიშალა მოსკოვმა, დავალება რომ შემესრულებინა, ხომ?

– დიდი ხანია, ქორწილის ჩაშლის ამბავი იცი? – კითხვა შემომიბრუნა „ძიამ“.

– ახლა მივხვდი.

– ახლა მიხვდა ამხანაგი პოლკოვნიკი! – ხარხარი აუტყდა „ძიას“, – ხომ ვამბობ, ისევ ისეთი
მიამიტი ჭაბუკი ხარ-მეთქი, ეჰ, კოკი, კოკი, შენ რა გითხარი. სხვათა შორის, ქორწილი „პაპამ“
ჩაგიშალა მაშინ და არა მოსკოვმა.

– „პაპამ“? – უკიდურესად გავოცდი.

– ჰო, „პაპამ“, – დამიდასტურა „ძიამ“, – და ეს მე სრულიად შემთხვევით შევიტყვე მოგვიანებით.


ყოველ შემთხვევაში, ტელეფონზე რომ გალაპარაკე ბერლინში მერისთან, მაშინ ნამდვილად
არაფერი ვიცოდი. ერთი სიტყვით, როდესაც „პაპამ“ საკავშირო „კაგებეს“ შეფისგან შეიტყო შენი
პირველი საქმის დეტალები, როდესაც „გაუცინარს“ ძალიან შეუქიხარ და მადლობა გადაუხდია
შენი კარგი მომზადებისთვის, „პაპას“ მისთვის უთქვამს, რომ, თუკი მას საკავშირო
ხელმძღვანელობა ენდობა, მაშინ ის საქმის კურსში ჩააყენონ და არაფერი გამოაპარონ, როგორც
ოქროს ისტორია გამოაპარეს. საკავშირო „კაგებეს“ თავმჯდომარეს „პაპასთვის“ უთქვამს, რომ
მომავალში მას ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენებდა, გამომშვიდობებია და საუბარი ამით
დასრულებულა. ხოლო, როდესაც შენ მორიგი ოპერაციისთვის აგირჩიეს და უნდა
მოემზადებინეთ, საკავშირო „კაგებეს“ შეფს „პაპასთვის“ ეს ამბავი უთქვამს და მცირე პაუზის
მერე „პაპას“ თავისი მოსკოველი უფროსისთვის ურჩევია:

– თქვენი სიტყვებიდან როგორც ვხვდები, ეს ისეთი რთული დავალებაა, რომ, შეიძლება ბიჭი,
დაიღუპოს, ის კი გამგზავრებამდე დაქორწინებას აპირებს. ამიტომ, იქნებ, ეს ამბავი ჩაშალოთ,
რომ, ჯერ ერთი, თუ მას უკან დაბრუნება არ უწერია, გოგონა არ დააქვრივოს, თანაც, უცოლო კაცს
დარდი არაფრის ექნება და დავალებასაც უფრო კარგად შეასრულებს.

ერთი სიტყვით, „პაპამ“ მოსკოვი დაიყოლია, მერი გერმანიაში გაუშვეს, შენ კი ორი წლით
უცოლო დარჩი, რაც თქვენ სასიკეთოდ წაგადგათ: მერი სუპერ-ექიმი გამოვიდა, შენ კი – სუპერ-
მეომარი, – დაასკვნა „ძიამ“, რომელსაც ენა და გონება არასდროს ღალატობდა, საკმაო ასაკის
მიუხედავად, დღესაც უჭრის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე
გაჰყვება.

სხვათა შორის, „ძია“ ერთადერთი ჩემი ყოფილი კოლეგაა, ვისთანაც დღემდე ვინარჩუნებ
მეგობრულ ურთიერთობებს და მისი მეშვეობით მოვხვდი იმ ბიზნესში, რომელშიც ახლა
ვმოღვაწეობ. რომანი ყოველთვის მზად იყო, ჩემთვის დახმარების ხელი გამოეწოდებინა და,
მერისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ კაბინეტიდან რომ გამომაცილა, მითხრა:

– აბა, შენ იცი, ყოჩაღად იყავი და, თუ კვლავ დაგჭირდი, არ მოგერიდოს, შემეხმიანე.

„ძიასგან“ რომ წამოვედი, ვფიქრობდი, სადაც აქამდე ვითმინე, ბარემ ექვს თვესაც როგორმე
მოვითმენ, მერე კი მე და მერი დავქორწინდებით და, ოჯახი რომ მექნება, ალბათ, პროფილსაც
შემიცვლიან და აქეთ-იქით წანწალი ამცდება-მეთქი. თუმცა, უკვე მერამდენედ გაეცინა ღმერთს
ჩემს ბჭობაზე – ერთი კვირის შემდეგ სახლში უცნობი მამაკაცი მეწვია, შემოსვლა ითხოვა და,
სავარძელში რომ მოკალათდა, მითხრა:

– მოსკოვიდან დამავალეს, თქვენთვის მეთქვა, რომ აგვისტოს დასაწყისში, ანუ, ზუსტად პირველ
აგვისტოს, მოსკოვში უნდა ჩახვიდეთ, მანამდე კი მეხუთე კურსის გამოცდები ექსტერნად უნდა
ჩააბაროთ.

– მეხუთე კურსის? მაგრამ მე ხომ ჯერ მეოთხეც არ დამიხურავს, ერთი გამოცდა დამრჩა? –
მივუგე უცნობს, რომელსაც თავისი ვინაობა არ გაუმხელია და არც მე მიკითხავს.

– სწორედ ამიტომ მოგცეს ერთი თვე, თორემ, ოთხთვიანი სწავლება უფრო ადრე უნდა
დაწყებულიყო და თქვენ გამო გადადეს.

– რა სწავლება?

– ეგ არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა უცნობმა, – მე დამავალეს, რომ, რაც გითხარით, ის გადმომეცა.


ისინი წარმატებას გისურვებენ, ხოლო თქვენი ინსტიტუტის რექტორი წინასწარ იქნება
გაფრთხილებული მეხუთე კურსის გამოცდების შესახებ და, როგორც კი მეოთხე კურსის ბოლო
გამოცდას ჩააბარებთ, მეხუთე კურსისაც დაგენიშნებათ.

– რექტორს როგორ ავუხსნა ასეთი სიჩქარე? – ვკითხე უცნობს.


– მას ეტყვიან, თითქოს „იუნესკოში“ გგზავნიან ექვსი თვით სამუშაოდ, სასწრაფოდ დიპლომი
გჭირდებათ და ასე შემდეგ... ერთი სიტყვით, ამ მხრივ თქვენ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ
და წარმატებებს გისურვებთ, – უცნობი წამოდგა და წავიდა.

„ალბათ, კიდევ რაღაც ოპერაციისთვის მამზადებენ... ამჯერად ნეტავ ვის ვგავარ“? – გავიფიქრე
გუნებაში და, რას წარმოვიდგენდი, რომ უკვე „კაგებეს“ განსაკუთრებულ ნომენკლატურას
ვეკუთვნოდი, ვინმესთან მსგავსება არაფერ შუაში იყო და, რომ ამიერიდან ურთულესი
დავალებების შესრულება მომიწევდა, რომელშიც გადარჩენის შანსი ოცი-ოთხმოცზე მქონდა,
ანუ, ოცი პროცენტი ჩემი იყო, ზოგჯერ ბევრად ნაკლებიც და, ყოფილა შემთხვევები, რომ ეს შანსი
ნულის ტოლი ყოფილა, ხოლო ოთხმოცი პროცენტი კი სიკვდილის და ყოველთვის
გამარჯვებული გამოვსულვარ.

ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც კედლის საათმა თერთმეტჯერ ჩამოჰკრა, ტელეფონმაც დარეკა და


ყურმილში ჩემი ინსტიტუტის რექტორის ხმა მომესმა:

– საღამო მშვიდობისა, კოკი, უფრო სწორად, ღამე მშვიდობისა, როგორ ხარ?

ასაკის მიუხედავად, რექტორთან ძალიან გულთბილი, თითქმის მეგობრული დამოკიდებულება


მქონდა და ერთმანეთს ვურეკავდით და მოვიკითხავდით ხოლმე. თუმცა, ამჯერად მაშინვე
მივხვდი, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვკითხე:

– გამარჯობა. ხომ მშვიდობაა?

– მშვიდობაა, მშვიდობა. ერთი კარგი ამბავი უნდა გახარო. დილამდე ვარ მოვითმინე და ასე
გვიან იმიტომ დაგირეკე. ხომ არ გეძინა?

– არა, რას ბრძანებთ, გისმენთ.

– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი, მოსკოვი „იუნესკოში“ გგზავნის სამუშაოდ, როგორც წარჩინებულ და,
რაც მთავარია, კარგ შექსპიროლოგს. ერთი თვე გადამზადების კურსებს გაივლი, შემდეგ ექვსი
თვე ნიუ-იორკში იმუშავებ, იქ კი, ვინ იცის, კიდევ რა და როგორ გაგიმართლებს. მოკლედ,
გილოცავ!

– გმადლობთ, მაგრამ, მე რომ დიპლომი არ მაქვს? აქ კი დიპლომი აუცილებელია. მოსკოვში რამე


ხომ არ შეშლიათ? – მივუგე რექტორს, თან გუნებაში მეცინებოდა და ვფიქრობდი: რის „იუნესკო“,
ალბათ, კვლავ ვიღაც უნდა ჩამოვათრიოთ სადღაციდან-მეთქი.

– რას ამბობ, კოკი, მოსკოვში არაფერი ეშლებათ. რა თქმა უნდა, დიპლომი აუცილებელია და
ექსტერნ გამოცდებს გინიშნავ, რომ ერთ თვეში ჩაეტიო – დიპლომიც აიღო, მოსკოვშიც წახვიდე
და დიდ, საინტერესო და მჩქეფარე ცხოვრებას შეუდგე, – საზეიმოდ დააგვირგვინა რექტორმა.

– საინტერესოა, – ვთქვი მე.

– საინტერესო კი არა, არ ვიცი, რა დავარქვა, სიტყვებს ვერ ვპოულობ, – კვლავ მგზნებარედ


ალაპარაკდა რექტორი, – გამოცდებს რომ „ფრიადზე“ ჩააბარებ, ამაში ეჭვი არ მეპარება, რაც
შეეხება სადიპლომო ნამუშევარს, უკვე მოვიფიქრე: შენ რომ საკონფერენციო თემა მომიტანე –
„მისტიკა შექსპირის შემოქმედებაში“ – აი, ის იქნება შენი სადიპლომო თემაც. მე მას უფრო
„ნაწარმოებს“ დავარქმევდი, დარწმუნებული ვარ, საკანდიდატო დისერტაციადაც „ქაჩავს“.
მოკლედ, ასე, ჩემო კარგო, შენს თემას მე ჩემს მდივანს გადავაბეჭდინებ, მასვე შევაკვრევინებ და
ხვალ დილით რომ მოხვალ ჩემთან, დანარჩენი დეტალები იქ განვიხილოთ. დილის ცხრაზე
გელოდები, არ დააგვიანო და კიდევ ერთხელ გილოცავ.

მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე სწრაფად დაკიდა ყურმილი ემოციურად მოლაპარაკე
რექტორმა, მე კი ჩამეცინა და ჩავილაპარაკე: „რა მიამიტი კაცია! თუმცა, საიდან უნდა იცოდეს,
რომ „კაგებეს“ თანამშრომელი ვარ და არა შექსპიროლოგი? მაგრამ, შექსპიროლოგიც ხომ ვარ. რა
თქმა უნდა, ვარ და საკმაოდ კარგიც“. ერთი სიტყვით იმ მომენტში გაორებულ მდგომარეობაში
ვიმყოფებოდი, რადგან, „კაგებეს“ ორდენოსანი თანამშრომელიც ვიყავი და ახალგაზრდა,
პერსპექტიული შექსპიროლოგიც...

გაორება ჩემი პროფესიის ადამიანებისთვის უცხო ხილი არაა, მაგრამ, მთავარია, მას დროზე
სძლიო, საკუთარი ემოციების მართვა ისწავლო და ყველაფერი ადგილზე დადგება. მე, რა თქმა
უნდა, მეუფლებოდა ხოლმე გაორების გრძნობა, განსაკუთრებით ჩემი კარიერის პირველი სამი
წლის განმავლობაში, მაგრამ, შემდეგ ამასაც ვძლიე და, შემეძლო, ერთბაშად მზვერავიც
ვყოფილიყავი, მეთევზეც, მძღოლიც, მეეზოვეც და შექსპიროლოგიც... ერთი სიტყვით,
მრავალპროფილიანი ადამიანი ვიყავი და, კარგად ათვისებული აქტიორული ხელოვნების
წყალობით ყველა როლს კარგად ვირგებდი...

თერთმეტი გამოცდა, მათ შორის სამი სახელმწიფო, სამ კვირაში ფრიადზე ჩავაბარე, წითელი
დიპლომი ავიღე და ზუსტად ორ დღეში ქართულ და რუსულ ენებზე შევსებული, წითელი
ტყავის ყდაში ჩასმული დიპლომი გადმომცეს.

– აი, ჩემო კოკი, შენი პირველი დიდი გამარჯვება ცხოვრებაში. გისურვებ, უფრო და უფრო
მეტისთვის მიგეღწიოს და სამშობლოს გამოსდგომოდე, – მითხრა რექტორმა, წითელი დიპლომი
გადმომცა და გადამეხვია.

მოსკოვში ორი დღით ადრე, 30 ივლისს ჩავფრინდი და ჩემს კუთვნილ ბინაში მივედი, სადაც
მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი. სახლს აშკარად ეტყობოდა, რომ პატრონობდნენ და
ყველაფერი ისე იყო დალაგებულ-დასუფთავებული, მტვრის ნასახსაც ვერ იპოვიდით.
ტანსაცმელი და ყველა სხვა ნივთი ადგილზე იყო. უჯრაში ჩემი ორდენი, „ვალტერის“ სისტემის
პისტოლეტი და სხვა წვრილმანი ნივთები ადგილზე იყო, თუმცა, არც ათასი მანეთი დამხვედრია
და მაცივარიც ცარიელი იყო. საღამოს 8 საათი სრულდებოდა. ძალიან ცხელოდა, ამიტომ
სინათლე ჩამქრალი მქონდა. უცებ შემოსასვლელი კარი ჩუმად გაიღო. სმენა გამახვილებული
მქონდა და მივაყურადე, თან უჯრიდან ყოველი შემთხვევისთვის „ვალტერი“ ამოვიღე და
კაბინეტში მდგარ უზარმაზარ საათს ამოვეფარე.

– შენ კაბინეტში შედი, მე კი სამზარეულოს მივხედავ, – უთხრა ერთმა კაცმა მეორეს, რომელმაც
მიუგო:
– წარმოიდგინე, ახლა რომ ამ ბინის პატრონი მოვიდეს და გამოგვიჭიროს, რა პასუხს გავცემთ.

– რა პასუხი უნდა გავცეთ, შეიძლება, ადგილზე ისე დაგვხოცოს, რომ თქმაც ვერ მოვასწროთ, ვინ
ვართ. მაგრამ, როგორ დაგვადგება, როცა ჯერ არ ჩამოსულა?

– საიდან?

– აბა, მე რა ვიცი, – თქვა პირველმა, – დროზე, დროზე ქენი და წავედით!

მეორე მამაკაცი კაბინეტში შემოვიდა და ნახევარ მეტრში ისე ჩამიარა, ჩემკენ არც კი
გამოუხედავს, შემდეგ საწერ მაგიდასთან მივიდა, გამოაღო, შიგ რაღაც ჩააგდო და ისე დაბრუნდა
უკან, არც უჯრის შიგთავსს დაჰკვირვებია, არც სინათლე აუნთია და კვლავ არ გამოუხედავს
ჩემკენ. შუქი არც სამზარეულოში ანთებულა. პირველმა მამაკაცმა ისე გამოტენა მაცივარი
სხვადასხვა პროდუქტითა და წვენებით, კრინტი არ დაუძრავს და ჩემი მომმარაგებლები ისევე
ჩუმად წავიდნენ, როგორც მოვიდნენ.

უჯრაში კონვერტი იდო, კონვერტში კი ათასი მანეთი და ბარათი, რომელშიც ეწერა: „კეთილი
იყოს შენი მოსკოვში ჩამოსვლა. შეგიძლია, ორი დღე დრო გაატარო და ეს ფული გამოგადგება,
პირველ აგვისტოს კი დილის 9 საათზე გელოდები. მანქანა მოგაკითხავს“.

– არა, არა, – ჩავილაპარაკე ირონიულად, – ჯოჯოხეთში რომ დაიმალო, „კაგებე“ იქაც მოგაგნებს
და ცეცხლიდან გამოგიყვანს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ თბილისიდან მოსკოვში შეუმჩნევლად ჩავფრინდი, მაგრამ, აშკარა


იყო, ეს „კაგებეს“ არ გამოჰპარვია და ბარათიც სწორედ ამაზე მიანიშნებდა.

ის ორი დღე არც სახლიდან გავსულვარ და თითქმის არც ლოგინიდან ავმდგარვარ. ვჭამდი,
ვისვენებდი და ტელევიზორს ვუყურებდი. 1 აგვისტოს კი უწყების „ვოლგამ“ კომიტეტში
მიმიყვანა. ეზოში რომ შევედით, პირველ სადარბაზოსთან მომლოდინე ახალგაზრდა კაპიტანმა
მითხრა:

– წამობრძანდით, ვიქტორ იაკოვლევიჩი გელოდებათ!

გენერალ-მაიორი ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი ზორინის მემკვიდრე იყო. როდესაც ნაცნობ


კაბინეტში შევდგი ფეხი, ზორინი გამახსენდა და სევდამ შემიპყრო, მაგრამ, უმალვე მოვთოკე
თავი და შუა კაბინეტში შემოგებებულ შჩუკინს ხელი ჩამოვართვი, შემდეგ მის მიერ
შემოთავაზებულ სავარძელში მოვკალათდი და გენერალს შევხედე.

– თქვენზე ბევრი კარგი მსმენია და მოხარული ვარ, რომ გაგიცანით, – მითხრა ჩემმა ახალმა
შეფმა.

– მეც მოხარული ვარ, – მივუგე შჩუკინს. მან ცოცხალი თვალებით შემათვალიერა, გამიღიმა და
მითხრა:

– ჩემი ინიციატივითა და უშუალოდ ამხანაგი თავმჯდომარის ხელშეწყობით ახალ,


ექსპერიმენტულ სტრუქტურას ვქმნით, რომელშიც ჩვენი საუკეთესოთა შორის საუკეთესო
თანამშრომლები იქნებიან გაერთიანებულები. პირველ ჯგუფში თორმეტნი ხართ. თუკი
ექსპერიმენტი გაამართლებს, ეს სტრუქტურა გაფართოვდება და მუდმივი სამსახურის სტატუსს
მიიღებს, ანუ, თქვენი თორმეტეულის ძალისხმევაზეა დამოკიდებული ჩვენი ახალი სამსახურის
ჩამოყალიბების ბედი, აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენოთ და
ყველა საკითხი დეტალურად გავიაროთ. მზად ხართ?

შჩუკინი ბუნდოვნად მელაპარაკა და ნამდვილად არ ვიცოდი, რისთვის უნდა ვყოფილიყავი


მზად, მაგრამ, მივუგე:

– მზად ვარ, გისმენთ!

გენერალმა შჩუკინმა ბუნდოვანების მორიგი კასკადი შემომაფრქვია, საიდანაც ის გავიგე, რომ


იქმნებოდა სწრაფი რეაგირების ძალები, რომელიც სამხედრო მომზადებას გაივლიდა და თავისი
მონოლოგი ასე დააბოლოვა:

– სამთვიან სწავლებას გაივლით, შემდეგ შედეგებს შევაჯამებთ და გადაწყვეტილებასაც ამის


მიხედვით მივიღებთ.

ვიქტორ იაკოვლევიჩი საკმაოდ მაღალი დონის პროფესიონალი, ნოვატორი ადამიანი აღმოჩნდა


და „კაგებეში“ ისეთი სიახლეები დანერგა, რომ საბჭოთა უშიშროება ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
მოგვიანებით მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მაგრამ, ჩემი პირველი
შთაბეჭდილება მის მიმართ აბსოლუტურად უარყოფითი იყო და ის ბუნდოვანი აზრებით
შეპყრობილ ადამიანად მივიჩნიე. თუმცა, რა ვიცოდი, რომ ამ მოჩვენებითი ბუნდოვანების მიღმა
კარგად მოფიქრებული და შენიღბული გეგმა იმალებოდა და ეგრეთ წოდებულ ოპერატიულ
თორმეტეულს ურთულეს და ზესაიდუმლო სპეცოპერაციისთვის გვამზადებდნენ.

თავდაპირველად ბალაშიხაში შეგვკრიბეს, ერთმანეთი გაგვაცნეს და პირველი ერთი თვე


სწორედ იქ დავყავით. პოდმოსკოვიეს სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში ეგრეთ წოდებული
მოიერიშეთა მომზადება გავიარეთ, რაც შემდგომში „ალფას“ პროგრამას დაედო საფუძვლად,
მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დღემდე წარმატებითაა დანერგილი მსოფლიოს სხვადასხვა
სპეცსამსახურში. ჩვენი სპეცჯგუფი, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვითარებაში,
მოწინააღმდეგის შენობასთან უჩუმრად მიპარვისა და აღების მეცადინეობებს გადიოდა, რომლის
დროსაც ყველა ცოცხალი არსება უნდა გაგვენადგურებინა.

– ყოჩაღ, ბიჭებო! თქვენგან ნამდვილი „შტურმავიკები“ გამოვჩეკე, – შეგვაქო კურსის მეთაურმა,


როდესაც მომზადება დავასრულეთ. შემდეგ ერთი ღამეც ბალაშიხაში დავრჩით, მეორე დღეს კი
ტაჯიკეთის ერთ-ერთ სამთო ბაზაზე გადავფრინდით, რომელიც ავღანეთის საზღვართან
მდებარეობდა და დანარჩენი ოთხი თვე იქ გავატარეთ.

ტაჯიკეთის მთებში ძირითადად გადაადგილებასა და შენიღბვას ვსწავლობდით, ეგრეთ


წოდებული „ვიჟივანიეს“ სამ-სამკვირიანი კურსი ორჯერ გავიარეთ და ღამით მოქმედების
ინტენსიური პროგრამაც ავითვისეთ. ყველაფერ ამის პარალელურად, პოლიტმუშაკი
იდეოლოგიური კლიშეებით გვიტენიდა ტვინებს და ახლა რომ ამაზე მეცინება, მაშინ ეს საკითხი
საბრძოლო მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სამთო ბაზაზე არც რადიო და
ტელევიზია იყო, არც ჟურნალ-გაზეთები და ყოველგვარ ინფორმაციას მოკლებული ვიყავით.
მხოლოდ ის ვიცოდით, რასაც პოლიტმუშაკი გვეუბნებოდა, მის მიერ მოწოდებული
ინფორმაციები კი იდეოლოგიურად კარგად იყო გაფილტრულ-დამუშავებული. ამასობაში
ზამთარიც დაიწყო, თუმცა, ჩვენი წვრთნები წუთითაც არ შეწყვეტილა: 10 დეკემბრიდან
მოყოლებული, პოლიტმუშაკი ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე მოგვითხრობდა და ამ ქვეყნის
ახალ, რევოლუციურ მთავრობაში არსებულ განხეთქილებაზე ამახვილებდა ყურადღებას.

– ავღანეთის თავდაცვის მინისტრი ხაფიზულა ამინი ამერიკელების ლაქიაა და საბჭოთა


კავშირის მტერი, – ასე აგვირგვინებდა ხოლმე პოლიტმუშაკი თავის სააგიტაციო ლექციებს ბოლო
ორი კვირის განმავლობაში და ისეთი წინათგრძნობა დამეუფლა, რომ რაღაც პროცესი
მწიფდებოდა, რომელშიც ჩვენ უნდა მიგვეღო მონაწილეობა.

24 დეკემბერს, გამთენიისას, წამოგვყარეს. პლაცზე გაგვამწკრივეს და ჩვენთვის უცნობმა


გენერალმა გვითხრა:

– დადგა დრო, როდესაც თქვენ სამშობლოს დასჭირდით. მაქსიმუმი უნდა გაიღოთ მისი
ინტერესებისა და მშვიდობიანი ხალხის უსაფრთხოების დასაცავად.

ამ შაბლონური იდეოლოგიური შესავლის შემდეგ, რომელიც ჩვენთვის უცნობ გენერალს


მაინცდამაინც კარგად ვერ გამოუვიდა, მსგავსი დემაგოგია პოლიტმუშაკის ბაგეებიდან უფრო
დამაჯერებლად ჟღერდა, ის უშუალოდ საქმეზე გადავიდა და გვაცნობა, რომ ავღანეთის
დედაქალაქ ქაბულში უნდა გადავესროლეთ სრულიად საიდუმლოდ და ერთ-ერთ
კონსპირაციულ სახლში დავბანაკებულიყავით, შემდგომ მითითებებს კი მოგვიანებით
მივიღებდით. გენერალმა წარმატება გვისურვა და წავიდა, ჩვენ კი მოსამზადებლად ერთი საათი
მოგვცეს, ავღანურ სამოსში გამოგვაწყვეს და, ყოველგვარი საბრძოლო იარაღისა და საბუთების
გარეშე, ავღანელმა მეგზურმა თავის სამშობლოში წაგვიყვანა.

ჯერ ფეხით ვიარეთ, შემდეგ – ცხენებით, ბოლოს კი ძალიან ძველი „სტუდბეკერით“, რომელსაც
ამერიკელი და საბჭოთა ჯარისკაცები ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომში იყენებდნენ. ავღანეთის
დედაქალაქში შუაღამემდე ერთი საათით ადრე ჩავაღწიეთ, გარეუბანში მდებარე კონსპირაციულ
სახლში დავბანაკდით, ვივახშმეთ და დასაძინებლად დავწექით. დილით კი ავღანურ სამოსში
გამოწყობილი რუსი მოვიდა და პაროლით გვამცნო, რომ მის დაქვემდებარებაში უნდა
გადავსულიყავით, ბოლოს გვითხრა:

– ახლა იარაღს აისხამთ და ძალიან მალულად გადაინაცვლებთ ერთ სასახლესთან, რომელიც


იერიშით უნდა ავიღოთ.

მართლაც, იმ კონსპირაციული სახლის სარდაფში წინასწარ დამალული იარაღი და სამხედრო


ტიპის ეკიპირება აღმოჩნდა, რომლებშიც ჩვენ გამოვეწყვეთ, ზემოდან კი კვლავ ავღანური
ტანსაცმელი გადავიცვით და ძალიან ფრთხილად, სათითაოდ გავემართეთ დასაპყრობი
ობიექტისკენ, რომელიც ხაფიზულა ამინის სასახლე იყო და მას გაძლიერებულად იცავდნენ. იქ,
ჩვენ გარდა, „გრუს“ სპეცჯგუფიც იმყოფებოდა ასევე თორმეტი კაცის შემადგენლობით. მათ
იერიში უნდა დაეწყოთ, ჩვენ კი ისინი დაგვეზღვია და სასახლე რაც შეიძლება მალე აგვეღო, იქ
მყოფთაგან კი ცოცხალი არავინ დაგვეტოვებინა.

– დახოცეთ ყველა ცოცხალი, რასაც თვალს მოჰკრავთ! არც ქალი დაინდოთ და არც ბავშვი! –
გვიბრძანა იმ კაცმა, რომელიც დილით გავიცანით კონსპირაციულ სახლში.

25 დეკემბერი ილეოდა. შუაღამეს ორი საათი რომ გადასცდა, იერიშის დაწყების ბრძანება გაიცა.
„გრუს“ სპეცჯგუფმა გუშაგები მოხსნა თუ არა, ჯერ ეზოში შეიპარნენ, შემდეგ კი სასახლის შიდა
დაცვის განეიტრალება დაიწყო. თუმცა, ეს უხმაუროდ არ მოხერხდა და სროლა ატყდა.
„გრუელები“ სასახლეში შეიჭრნენ, ჩვენ კი ჯერჯერობით ბრძოლაში არ ვერთვებოდით და
ბრძანებას ველოდებოდით.

– მეორე ეშელონი დაიძრა! – მივიღეთ მეთაურის ბრძანება, რომელიც იერიშის მიმდინარეობას


შენიღბული საფარიდან ადევნებდა თვალყურს, კოორდინაციას უწევდა იერიშს და ბრძანებებს
მინირაციის მეშვეობით გადასცემდა.

ჩვენ იერიშში ჩავერთეთ. თხუთმეტწუთიანი სროლების შემდეგ სამარისებური სიჩუმე


ჩამოვარდა და იქაურობა კაშკაშა პროჟექტორებმა გაანათა, რომლებიც წინასწარ იყო
გამზადებული და მის შუქზე ოპერაციის შედეგები უნდა დაგვეფიქსირებინა. როგორც გაირკვა,
ამინის დაცვისა და ამალის 120 კაციდან 106 ადგილზევე, ბრძოლის დროს დაიღუპა, 14 კი
დაჭრილი იყო და ისინი „გრუელებმა“ დახოცეს საკონტროლო გასროლებით. თავად ხაფიზულა
ამინი საცერივით იყო დაცხრილული და ავტომატით ხელში იყო მკვდარი, საიდანაც 21 ტყვია
იყო გასროლილი. სასახლეში მყოფთაგან ქალები და ბავშვებიც იყვნენ დახოცილები და ამ
კუთხითაც „ფრიადზე“ შესრულდა მეთაურის ბრძანება. მოიერიშეების მხრიდან კი 9 ადამიანი
დაიღუპა და 2 დაიჭრა. ორივე დაჭრილი „გრუელი“ იყო. მათ 7 მებრძოლი დაეღუპათ, ჩვენ კი 2
მებრძოლი დავკარგეთ.

26 დეკემბერი თენდებოდა. მოიერიშეთა ჯგუფები რომ ჰაფიზულა ამინის სასახლის მიმდებარე


ტერიტორიას ვტოვებდით და ჩვენი დახოცილი და დაჭრილი ჯარისკაცები მიგვყავდა, ქაბულის
სხვადასხვა სტრატეგიულ წერტილებს უკვე თავად ავღანელი მეომრები – მოკლული ამინის
მოწინააღმდეგე ძალის მომხრეები იკავებდნენ და ავღანეთში სამხედრო გადატრიალება
ხორციელდებოდა. მეორე დღეს კი ავღანეთის სუვერენულ სახელმწიფოში წითელი არმია შეიჭრა
და ათწლიანი საბჭოთა ოკუპაციაც დაიწყო.

თორმეტივე „გრუელს“, მათ შორის შვიდს – სიკვდილის შემდეგ, საბჭოთა კავშირის გმირის
წოდებები მიანიჭეს, ჩვენ კი მხოლოდ გმირის ორი ვარსკვლავი მოგვცეს და, ისიც, მხოლოდ
დახოცილებს. ცოცხლებს კი სხვადასხვა ხარისხის ორდენები გადმოგვცეს და მე საბრძოლო
წითელი დროშის ორდენი მერგო.

– ყოჩაღ, ბიჭებო! თქვენ ნამდვილი არწივები ხართ და სამშობლოს უდიდესი სამსახური


გაუწიეთ! – შეგვაქო იმ უცნობმა გენერალმა, რომელიც, თურმე, შჩუკინის მოადგილე ყოფილა და
იმავე სამთო ბაზაზე დაგვხვდა ტაჯიკეთში, საიდანაც სამი დღით ადრე ამინის მოსაკლავად
გადაგვისროლეს ავღანეთში.
რადგან საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნეს, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი დასრულდა და ახალი
წლის შემდეგ მერისთან დაქორწინების დეტალებზე ვფიქრობდი. თუმცა, ქორწილი კვლავ
ჩამეშალა: 30 დეკემბერს სამთო ბაზაზე თავად ვიქტორ იაკოვლევიჩი გვეწვია,
ინტერნაციონალური ვალის წარმატებით შესრულება მოგვილოცა და გვითხრა:

– ავღანეთში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, თქვენი ოპერატიული ჯგუფი


ჩვენს მოძმე ქვეყანაში რჩება ინტერნაციონალური მისიის გასაგრძელებლად და, იმედია,
წარმატებით გაართმევთ თავს. ქაბულში 2 იანვარს დაბრუნდებით, მანამდე შეგიძლიათ, ახალ
წელს სამშობლოში შეხვდეთ, შემდეგ კი კვლავ თქვენი ვალის აღსრულება უნდა გააგრძელოთო.

არც ტაჯიკეთი იყო ჩემი სამშობლო, სადაც ახალ წელს შევხვდი, არც ავღანელი ხალხი
საჭიროებდა ჩემს დახმარებას და ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპერატიული ჯგუფიც იმიტომ
დააბრუნეს ავღანეთში, რომ „კაგებეს“ იქ თავიანთი წარმომადგენლობა ჰყოლოდა და
სამხედროებს სრული ძალაუფლება არ ჩაეგდოთ ხელში.

ქაბულში 2 იანვარს დავბრუნდით, სადაც უკვე მთელი სისასტიკით თარეშობდნენ საბჭოთა


ჯარისკაცები: ძარცვავდნენ მოსახლეობას, აუპატიურებდნენ და ხოცავდნენ ხალხს,
შეურაცხყოფდნენ მათ რელიგიას. სწორედ ამან განაპირობა ის შეუპოვარი წინააღმდეგობა,
რომელიც ავღანელმა ხალხმა საბჭოთა დამპყრობლებს გაუწია, რაც ათი წლის შემდეგ
ავღანეთიდან წითელი არმიის გამოძევებით დასრულდა.

ჩვენი ოპერატიული ათეული ავღანეთში განსაკუთრებული უფლებამოსილებით სარგებლობდა


და არმიის ცენტრალური ხელმძღვანელობის გვერდის ავლით, მხოლოდ და მხოლოდ გენერალ-
მაიორ ანდრეი მუხინს ემორჩილებოდა. ანდრეი მუხინი, შჩუკინის მოადგილე და სწორედ ის
უცნობი გენერალი იყო, ვინც პირველი გვეწვია ტაჯიკეთის სამთო ბაზაზე. მუხინი პირდაპირ
მოსკოვიდან იღებდა მითითებებს და ავღანეთში დისლოცირებული საბჭოთა არმიის
სარდლობის საქმის კურსში ჩაყენების გარეშე, თავად შეეძლო, ნებისმიერი ოპერაციის
შესრულება დაევალებინა ჩვენთვის. ჩვენი ათეული, ფაქტობრივად, ამიტომაც იმყოფებოდა
ავღანეთში და თავგასული სამხედრო მაღალჩინოსანი ოფიცრობის მეტ-ნაკლებად
გაკონტროლებას ვახორციელებდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს კოლეგებს შორის ასაკით
ყველაზე უმცროსი ვიყავი და ჩემზე მაღალი წოდებისა და სტაჟის ოფიცრებთან ერთად
ვმსახურობდი, ჯგუფის უფროსად მუხინმა მაინც მე დამნიშნა და ეს ასე ამიხსნა:

– შენი დაწინაურება ორი რამის გამო გადავწყვიტე: პირველი და უმთავრესი – ბრწყინვალედ


ფლობ ინგლისურს და ავღანურს, თავისი რამდენიმე დიალექტით, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ
ორი ორდენი გაქვს მიღებული და ეს 21 წლის ასაკში უდიდესი მიღწევაა.

ავღანური ენა, დიალექტებითურთ, სულ რაღაც თვე-ნახევარში ავითვისე და კომუნიკაციის


პრობლემები არც ერთი ავღანური ტომის წარმომადგენლებთან არ მქონია. თან, რამდენიმე წლის
წინ, საერთაშორისო ბანაკ „დრუჟბაში“, ჩემი ჯგუფის უფროსიცა და თარჯიმანიც მე ვიყავი.

„კაგებეში“, რა თქმა უნდა, ანგელოზები არ მუშაობდნენ, მაგრამ, სამხედროებზე მეტი მორალი


და სახელმწიფოებრივი აზროვნება მაინც გააჩნდათ. სწორედ ამიტომ აგვირჩიეს თავაშვებული
სამხედროების საპირწონედ და მათი გაკონტროლება დაგვავალეს. ამიტომ, გენერალ მუხინს
შტატიანი „კაგებეშნიკების“ გარდა, რომლებიც ყველა სამხედრო ნაწილში ოფიციალურად
მსახურობდნენ, სამხედროებს შორის ჩანერგილი აგენტებისა და დამსმენების დატოტვილი
ქსელი ჰქონდა და ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციებს სწორედ მათგან იღებდა.

ავღანური კამპანიის დაწყებისთანავე, მაღალჩინოსანმა სამხედრო ოფიცრობამ უმალვე გაშალა


ფრთები, კორუფციის მორევში გადაეშვა და აქტიურად ჩაერთო ნარკობიზნესსა და იარაღით
ვაჭრობაში, რაც მათ ჯიბეებს უზომოდ ასქელებდა, სახელმწიფო ინტერესებს კი უდიდეს
ზარალს აყენებდა. სწორედ საბჭოთა ოფიცრობის ხელშეწყობით მიედინებოდა ტრანზიტული
ნარკოტვირთი საბჭოელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რასაც კოლოსალური
შემოსავალი მოჰქონდა. ამ ფულით კი ავღანელი მოჯაჰედები იმავე ოფიცრებისგან იძენდნენ
საბჭოურ იარაღს, რომლითაც მათსავე ჯარისკაცებს ანადგურებდნენ. ამგვარად, შექმნილი იყო
დანაშაულებრივი პირამიდა, რომლის წვერშიც კორუმპირებული საბჭოთა გენერლობა იყო
მოქცეული და ავღანური სამხედრო-დანაშაულებრივი კამპანიისგან უზარმაზარ ფულად
შემოსავალს იღებდნენ.

ავღანური ავანტიურიდან ექვსი თვის თავზე მუხინმა „ჰაერზე გასეირნება“ შემომთავაზა, რაც
ჩვენს ენაზე მეთვალყურეებისგან გარიდებას ნიშნავდა. „ვილისით“ ერთ უკაცრიელ ადგილზე
რომ გავედით, მან მანქანა გააჩერა და მითხრა:

– რასაც ახლა გეტყვი, სახელმწიფო საიდუმლოებაა და ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს, ყოველ


შემთხვევაში, მანამ, სანამ ამ პრობლემას მოვაგვარებთ. გასაგებია, კოკი?

– რა თქმა უნდა, ანდრეი ლუკიჩ, გისმენთ, – მივუგე მუხინს, რომელმაც მითხრა:

– მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაღალი რანგის საბჭოთა


სამხედრო ოფიცერი ჩვენს მტრებთან არის გარიგებული და, გარკვეული ფულადი ანაზღაურების
საფასურად, მათი ნარკოტვირთების ჩვენს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად გატარებაში უწყობს
ხელს. ეს კი პირდაპირი ღალატია, ჩვენ კი სწორედ იმიტომ ვართ აქ, რომ მოღალატეები
გამოვააშკარაოთ და, თუ საჭირო გახდა, დავსაჯოთ კიდეც. ამიტომ, შენ გავალებ, რომ ერთ-ერთ
ასეთ მოღალატეს დაკითხვა მოუწყო და მისგან ინფორმაცია ამოქაჩო, რომ მოქმედების
საშუალება გვქონდეს.

მუხინის სიტყვებით გამოდიოდა, რომ მე საბჭოთა ოფიცერი უნდა გამეტაცებინა, მეწამებინა და


ასეთი მეთოდით მიმეღო მისგან ინფორმაცია. ამიტომ, გენერალს ვკითხე:

– დავუშვათ, დაკითხულმა არაფერი იცის და უდანაშაულოა, მაშინ?

– მაშინ, ჩემო კოკი, მისი მოშორება მოგვიწევს, რომ მან ჩვენი საიდუმლო არ გათქვას, მაგრამ,
გარწმუნებ, ეს ასე არაა და, ვისზეც მიგითითე, მოღალატეა, მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობს
და ეს ინფორმაციები ჩვენ მისგან ყველა საშუალებითა და მეთოდით უნდა გამოვბერტყოთ, –
დამარწმუნა მუხინმა და ჩვენ უკან დავბრუნდით.
იმავე ღამეს, ქაბულის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილიდან მე და ჩემმა სამმა კოლეგამ ერთი
პოლკოვნიკი პირდაპირ საწოლიდან „ავწიეთ“, ტრუსების ამარა გავიტაცეთ და წინასწარ
შერჩეულ მიწურში მივიყვანეთ. შემდეგ მთლიანად გავაშიშვლეთ, ქვაზე მიმაგრებულ კაუჭებზე
ფეხებით დავკიდეთ და ჩირაღდნის შუქზე ეგრეთ წოდებული „სპეცდაკითხვა“ მოვუწყვეთ, რაც,
ფაქტობრივად, წამებას გულისხმობდა. პოლკოვნიკი თავიდან არაფრის თქმას არ აპირებდა,
მაგრამ, მუცელზე სამართებელი რომ ჩამოვუსვით და ჭრილობაში მარილი ჩავაყარეთ,
ყველაფერში გამოტყდა და აღიარა, რომ მისი უშუალო უფროსი გენერლის ბრძანებით, რომელიც
მოჯაჰედ საველე მეთაურებთან იყო გარიგებული, ავღანელებს ნარკოტვირთების გატარებაში
უწყობდა ხელს და ამის სანაცვლოდ ფულსა და ოქროს იღებდა. პოლკოვნიკი ჩვენი უწყების
შენობაში მალულად მივიყვანეთ და საიდუმლო საკანში გამოვამწყვდიეთ, მე კი მუხინს ვეახლე
და მოვახსენე:

– აი, პოლკოვნიკის ჩვენებები, ყველაფერი ამ ფირზეა აღბეჭდილი, თავად ის კი საიდუმლო


საკანშია გამომწყვდეული. ახლა რას გვიბრძანებთ?

– პოლკოვნიკი ნაწამებია? – მკითხა მუხინმა.

– არა, მხოლოდ ერთი მსუბუქი ჭრილობა აქვს მუცელზე, – მივუგე გენერალს, მან კი,
პოლკოვნიკის ფირზე ჩაწერილი აღიარების გულდასმით მოსმენის შემდეგ მითხრა:

– გენერალი ვერსად წაგვივა – აქ საკმაო ინფორმაციაა იმისთვის, რომ ის გაასამართლონ და


დახვრიტონ. ახლა ასე მოვიქცეთ: მე მთავარსარდალს დავურეკავ, მასთან შეხვედრას მოვითხოვ
და ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენებ, თქვენ კი, პარალელურად, გენერალი დააპატიმრეთ,
პოლკოვნიკს მიუსვით გვერდით და დილით ორივე მოღალატე მოსკოვში გავგზავნოთ. მათ
პირადად შენ ჩაიყვან იქ.

მუხინმა შჩუკინს დაურეკა მოსკოვში და ყველაფრის საქმის კურსში ჩააყენა, ხოლო ყურმილი
რომ დაკიდა, მითხრა:

– ბრძანება მივიღე, რომ ჩემი განსაკუთრებული უფლებამოსილება გამოვიყენო და გენერლის


დაპატიმრების სანქცია გავცე, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ და გიბრძანებ, მოღალატე გენერალი
აიყვანო. ახლა წადით, გენერალი დააპატიმრეთ, მე კი მთავარსარდალს შევხვდები.

მუხინმა ჩემ თვალწინ დაურეკა ავღანეთში საბჭოთა ჯარების მთავარსარდალს და ღამის 3


საათზე მასთან შეხვედრა მოითხოვა, ჩვენი ათკაციანი ოპერატიული ჯგუფი კი მოღალატე
გენერლის დასაპატიმრებლად გაემართა, თუმცა, უშედეგოდ. როგორც შემდეგ გაირკვა,
გენერალს საფრთხე უგრძნია და იმავე ღამეს, სანამ ჩვენ მის დასაპატიმრებლად მივიდოდით,
გაქცეულა. დევნას აზრი არ ჰქონდა, რადგან გენერალმა ვერტმფრენი გაიტაცა და ისე მიიმალა.

ერთი კვირის შემდეგ, გენერალმა მუხინმა ახალი სადაზვერვო მონაცემები გაგვაცნო და გვითხრა,
რომ მოღალატე გენერალი ქალაქ ყანდაღართან, მიუვალ მთებში იმყოფებოდა თავის პარტნიორ
მოჯაჰედებთან ერთად და მისი იქიდან მოტაცება დაგვავალა.
– მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოიტაცოთ, – უმკაცრესად გაგვაფრთხილა მუხინმა – მოსკოვიდან
მოსულ ბრძანებაში ეს ცალსახადაა ხაზგასმული და ის ზუსტად უნდა შესრულდეს.

– ანდრეი ლუკიჩ, – ვკითხე მუხინს, – დავუშვათ, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, გენერალი ვერ
მოგვყავს, არც მაშინ მოვკლათ?

– იმიტომ ხართ საუკეთესონი საუკეთესოთა შორის, რომ დავალება აბსოლუტური სიზუსტით


უნდა შეასრულოთ, – ერთმნიშვნელოვნად მომიგო მუხინმა. მართლაც, მოღალატე გენერალი სამ
დღეში უვნებლად ჩამოვიყვანეთ ქაბულში და კარგად დაცული მოჯაჰედების ციხესიმაგრიდან
ისე გამოვიყვანეთ, რომ იქ 29 „ტრუპი“ დავტოვეთ და თითოეული მათგანი ისე მოვკალით, არც
კი დაუკვნესიათ...

გენერალმა იცოდა, რაც ელოდა, ამიტომ, გვეხვეწებოდა, მომკალით და ჩვენიანებთან ნუ


მიმიყვანთო, მაგრამ ის პირადად მუხინს ჩავაბარეთ და იმავე ღამეს მოსკოვში გადააფრინეს.

მოღალატე გენერლის გატაცება ჩვენი ოპერატიული ჯგუფის პირველი მსხვილი საქმე იყო და,
მიუხედავად იმისა, რომ ვინიღბებოდით, მაინც ბევრმა შეიტყო, ვინ ვიყავით, გვცნობდნენ,
გვესალმებოდნენ, ჩვენთან დაახლოება უნდოდათ, მაგრამ, ყველას გავურბოდით და
განცალკევებით ცხოვრებას ვამჯობინებდით. მიუხედავად ამისა, უკვე გაშიფრულები ვიყავით
და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა გაათმაგებულად გვიწევდა. თუმცა, ერთხელ მაინც
მოგვიწყვეს თავდასხმა და ჩვენი შენობა ნაღმმტყორცნებიდან დაბომბეს, მაგრამ, ბუნკერს
შევაფარეთ თავი და გადავრჩით. ინციდენტი სამხედრო პროკურატურამ გამოიძია და
ყველაფერი ავღანელებს დაბრალდათ. მართალია, ჩვენი წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ ამ
ტერაქტის უკან სამხედროები იდგნენ, მაგრამ მუხინმა მითხრა:

– ჯერ იმ ინფორმაციის რეალიზაციას შევაჩერებ, რომ მეტი სამხილები და ფაქტები მოვიპოვოთ,


მერე კი გაასმაგებული ძალებით მივუზღავთ სამაგიეროს და ყველა თავისას მიიღებს, თქვენი
ოპერატიული ჯგუფი კი უფრო ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოს...

ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, მე და ჩემი ხუთი კოლეგა საჰაერო-სადესანტო ძალების ორ


ოცეულთან ერთად უზბეკეთის ქალაქ ტერმეზიდან ქაბულში იარაღით დატვირთულ კოლონას
ვაცილებდით. კოლონაში ოცდაათი სატვირთო მანქანა და რვა ბეტეერი შედიოდა, ჩვენს
სპეცძალებს კი ასი კარგად შეიარაღებული ჯარისკაციც ემატებოდა და ეს ტვირთი 24 საათში
დანიშნულების ადგილამდე უნდა ჩაგვეტანა. უკვე ავღანეთის ტერიტორიაზე, ქალაქ მაზარი-
შარიფს რომ ვუახლოვდებოდით, ვიწრო კანიონი უნდა გაგვევლო, რომ, სწორედ ამ დროს
დაგვესხნენ თავს და საშინელი სროლა ატყდა. კანიონის ორივე მხრიდან წამოსული ტყვიების
სეტყვას დაახლოებით ორასი ერთად ნასროლი ხელყუმბარაც დაემატა, რომლებიც თითქმის
ერთდროულად აფეთქდა და მრავალი ჩვენი ჯარისკაცი ადგილზევე დაიღუპა. ჩვენ და
მედესანტეებმა უმალვე საბრძოლო პოზიციები დავიკავეთ, რომ თავდამსხმელებს
გავმკლავებოდით, რადგან სპეციალურად გამოწვრთნილები ვიყავით ასეთი საქმისთვის. თუმცა,
აშკარა იყო, რომ მოჯაჰედების შემოტევას ვერ გავუძლებდით და ყველას ერთიანად
ამოგვჟლეტდნენ, რადგან ალყაში ვიყავით და გაქცევითაც ვერსად გავიქცეოდით.
– ჩქარა, ბაზას გადაეცით, რომ ავიაცია მოგვახმარონ, თორემ, ყველას დაგვადუღებენ! – გადავძახე
მედესანტეთა მეთაურს, რომელიც, უზარმაზარ ლოდს ამოფარებული, ჩემგან ოცდაათიოდე
მეტრში იმყოფებოდა და მარცხენა ფეხში იყო დაჭრილი.

– არ გამოვა, ორივე რაცია აგვიფეთქეს თავისი რადისტებიანად! – გადმომძახა მედესანტეთა


მეთაურმა, მაგრამ, მეტის თქმა ვეღარ მოახერხა, რადგან რამდენიმე ხელყუმბარა ერთდროულად
აფეთქდა მის ფეხებთან და, ჯერ ჰაერში აისროლა და რამდენიმე ნაწილად გაგლიჯა. შემდეგ კი
მისი სხეულის ნაფლეთები უზარმაზარ ლოდზე დაეტყეპა და იქაურობა წითლად შეღება.

ამასობაში მოჯაჰედები უფრო და უფრო გვავიწროვებდნენ და, აშკარა იყო, რომ თუ ჰაერიდან არ
დაგვეხმარებოდნენ, ჩვენი საქმე წასული იყო, ნახევარ საათსაც ვერ გავძლებდით. სროლა
ძლიერდებოდა, კიდევ სამი ჯავშანმანქანა აგვიფეთქეს და ამას ისიც დაერთო, რომ ტყვია-
წამლით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა ერთდროულად აფეთქდა და ოცდაათიოდე
ჩვენი ჯარისკაცი ნაფლეთებად აქცია.

– კლდეებისკენ გადავინაცვლოთ! – შევძახე ჩემებს, – წავედით!

ის-ის იყო, კლდეებისკენ დავიძარით, რომ ჩემ წინ, ოცდაათიოდე მეტრში, ერთ-ერთ საბჭოთა
ჯარისკაცს ნაღმმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი პირდაპირ მოხვდა, შუაზე გაგლიჯა, მისი
მოწყვეტილი თავი კი ტყვიასავით გამოფრინდა ჩემკენ, დიაფრაგმაში მომხვდა, ჯავშანმანქანას
კეფით მიმანარცხა და გონება დამაკარგვინა...

აზრზე რომ მოვედი და თვალები გავახილე, აბსოლუტური სიჩუმე შევიგრძენი. აღარც სროლისა
და აფეთქების ხმა ისმოდა და აღარც სისხლში აზელილი ხორცის სუნი ტრიალებდა ჰაერში.
მაგრამ, მე და ოცდაოთხი საბჭოთა ჯარისკაცი კბილებამდე შეიარაღებული მოჯაჰედების
გარემოცვაში ვიმყოფებოდით და მივხვდი, რომ ტყვედ ჩავვარდი.

– მოჯაჰედების ტყვეობას სიკვდილი გერჩივნოთ და ერთი ტყვია ყოველთვის საკუთარი


თავისთვის შეინახეთ ხოლმე, – გვეუბნებოდა გენერალი მუხინი და გვიხსნიდა: – ისინი ან
გაგაუპატიურებენ და გველების ორმოში ჩაგაგდებენ, ან გაწამებენ და გველების ორმოში
ჩაგაგდებენ, ან კი, ჯერ გაგაუპატიურებენ, შემდეგ გაწამებენ, ბოლოს კი გველების ორმოში
ჩაგაგდებენ. ამიტომ, დამიჯერეთ, ამდენ უბედურებას, სიკვდილი ჯობია და ერთი ტყვია
ყოველთვის თადარიგში გქონდეთ. თუმცა, იმედია, აქამდე საქმე არ მივა...

„ეჰ, ანდრეი ლუკიჩ, ანდრეი ლუკიჩ, ენამ გიყივლა – მოჯაჰედების ტყვეობაში ვარ და, მგონი,
შენი სიტყვები მართლდება“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც მოჯაჰედების შურისძიებით
აღსავსე თვალები დავინახე.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ქალაქ მაზარი-შარიფიდან 35 კილომეტრით დაშორებულ, კლდის


მიუვალ ციხესიმაგრე შაჰიდში ვიმყოფებოდით. შაჰიდი ცნობილი ავღანელი საველე მეთაურის,
ახმად აბუ-ბეის თავშესაფარი და მისი მებრძოლების ბაზა იყო. აბუ-ბეი და მისი სამასკაციანი
რაზმი სისხლს უშრობდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს, უმოწყალოდ ჟლეტდნენ მათ, ტყვეებს კი
განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ყრიდნენ კობრებითა
და გიურზებით სავსე ორმოში.
ციხესიმაგრე შაჰიდი კარგად დატოტვილი გამოქვაბულებით იყო ცნობილი, სადაც იარაღის და
საკვები პროდუქტის დიდი მარაგი ინახებოდა და იქ თავის შეფარება ერთდროულად მრავალ
ათას ადამიანს შეეძლო. ციხესიმაგრეს უზარმაზარი ეზო ჰქონდა, სადაც ქვისგან აშენებული
სახლი იდგა და ტყვეებს იქ ამწყვდევდნენ ხოლმე, რათა მოგვიანებით ან გაეცვალათ ვინმეზე ან
რამეზე, ან – სასტიკად ეწამებინათ. ეს ყველაფერი მოგვიანებით შევიტყვე. მანამდე კი
ოცდახუთივე საბჭოთა ტყვე შაჰიდის ეზოში გაგვაშიშვლეს და მხოლოდ ტრუსები დაგვიტოვეს.
შემდეგ რკინის ძელებზე მიგვაბეს, და ბოლოს ჯორისა და ცხენის შარდი გადაგვასხეს შიშველ
სხეულზე და ორმოცდაათგრადუსიან სიცხეში ბედის ანაბარა მიგვატოვეს, თავად კი ჩრდილს
შეეფარნენ, ცივ კუმისს სვამდნენ, ჰაშიშს ეწეოდნენ და ჩვენი ტანჯვა-წამებით ტკბებოდნენ... ასეთ
ყოფაში ჯანმრთელი ადამიანი ორი საათის მეტს ვერ ძლებს და მზის დაკვრისგან კვდება, მაგრამ
მოჯაჰედებმა ეს კარგად იციან და აქამდე საქმე არ მიჰყავთ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ,
როდესაც გავარვარებულ მზეზე შემხმარი ათასობით მარილის კრისტალი შხამიანი ნემსივით
გვიჩხვლეტდა სხეულს, მოჯაჰედები წამების შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ: წითურწვერიანმა
კაცმა, რომელიც, თურმე, ახმად აბუ-ბეი ყოფილა, თავის ხელქვეითს პუშტუნურ დიალექტზე
უთხრა:

– მიდი, იმ კუნთა ბიჭით დაიწყე...

როგორც შემდეგ მივხვდი, კუნთა ბიჭი, თურმე, მე ვყოფილვარ და აბუ-ბეის ხელქვეითმა ჩემ წინ
პატარა კოცონი გააჩაღა, შიგ მრგვალთავა, გრძელი რკინა ჩადო და ისევ ჩრდილში დაბრუნდა,
ჰაშიში გააბოლა, თან ირონიულად მიმზერდა და, ალბათ, ფიქრობდა: ახლა კი ყოფას გიტირებ,
გაყმუვლებ და გაჩენის დღეს დაგაწყევლინებო... მართლაც, თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ,
როდესაც ფოლადის შანთი წითლად გავარვარდა, ჰაშიშით გაბრუებული მოჯაჰედი კოცონთან
მივიდა, შანთი ამოიღო, მომიახლოვდა, მარცხენა თვალთან მომიშვირა და ძალიან ცუდი
რუსულით მითხრა:

– მოემზადე, ურჯულოვ, თვალი უნდა ამოგშანთო...

მე ხმა არ ამომიღია. მოჯაჰედმა კი გავარვარებული შანთი მარცხენა თვალისკენ წამოიღო და უკვე


ვფიქრობდი, რომ თვალს ამომიწვავდა, რომ, უცებ შანთი ძირს დასწია და მთელი ძალით
მიმაჭირა მარცხენა მკერდზე... ჯერ დამწვარი ხორცის სუნი მეცა და მხოლოდ ამის შემდე
შევიგრძენი საშინელი ტკივილი. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ გულში გავარვარებულმა
გამჭოლმა ისარმა გამიარა, ტვინში კი ვიღაცას ხელი ჰქონდა ჩაყოფილი და ქვევით მქაჩავდა. ეს
ისეთი საშინელი შეგრძნებაა, რომ სიტყვებით სრულყოფილად გადმოცემა შეუძლებელია. ამ
დროს ადამიანი რაღაც საშინელ ზებუნებრივ ტკივილს განიცდის. ყველაფერი ეს უხმოდ
გადავიტანე. აბუ-ბეი თვალს არ მწყვეტდა და, ჩემი გამძლეობა რომ დაინახა, შევატყვე, გაოცდა,
თუმცა, არ შეიმჩნია, ჰაშიში მოქაჩა, ზედ კუმისი დააყოლა და ხელქვეითს ანიშნა, განაგრძეო. მან
კი შანთი კვლავ კოცონში ჩადო და ჩრდილში გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ კი უფრო
გავარვარებული შანთით დაბრუნდა, რომელიც უკვე მარჯვენა თვალთან მომიშვირა და
დამტვრეული რუსულით მითხრა:

– ახლა კი ვეღარ გადარჩები, შე ურჯულოვ, მარჯვენა თვალს ამოგშანთავ!


მე ისევ უხმოდ შევხვდი მოჯაჰედის მიერ მოშვერილ შანთს, რომელიც ისე ახლო მომიტანა, რომ
წარბ-წამწამი შემეტრუსა და ვიფიქრე, თვალს ვკარგავ-მეთქი, მაგრამ, მან ისევ ქვევით ჩაწია
შანთი და კვლავ მთელი ძალით მიმაჭირა მარჯვენა მკერდზე... მე ორჯერ მეტად მეტკინა, მაგრამ,
კვლავ უხმოდ გადავიტანე ტკივილი. ეს რომ აბუ-ბეიმ დაინახა, თვალები გაუფართოვდა, შემდეგ
წამოდგა, მომიახლოვდა და თითქმის უაქცენტო რუსულით მითხრა:

– ვაჟკაცი ყოფილხარ. რუსი არ უნდა იყო, სადაური ხარ?

– რუსი ვარ! – მოკლედ მივუგე აბუ-ბეის, თუმცა, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის აბუ-ბეი იყო.

– უცნაურია, – ჩაიცინა აბუ-ბეიმ, – რა გქვია?

– ივანე! – ისევ მოკლე პასუხი გავეცი წითურწვერიანს.

– ივანე! – ირონიულად მითხრა წითურწვერიანმა, – ის თუ იცი, მე ვინ ვარ?

– არა!

აბუ-ბეის კვლავ ჩაეცინა და მითხრა:

– მე აბუ-ბეი ვარ, ალაჰის მეომარი და ურჯულოებს მუსრს ვავლებ. ნუთუ ჩემ შესახებ არაფერი
გსმენია?

– როგორ არ მსმენია, მაგრამ, რუსული საიდან იცით? ტყვეებთან ურთიერთობაში ნასწავლს არ


ჰგავს, რადგან ძალიან სუფთად ლაპარაკობთ, – ვუთხარი აბუ-ბეის.

– მართალი ხარ, – სერიოზულად მომიგო აბუ-ბეიმ, – მოსკოვში ვისწავლე.

– მოსკოვში? – გულწრფელად გამიკვირდა მე და ახმად აბუ-ბეის ავღანურ სამოსს თვალი


შევავლე.

– მე ეროვნებით ტაჯიკი ვარ და მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი მაქვს


დამთავრებული იურიდიული განხრით. ავღანეთში რომ საღვთო ომი დაიწყო, მე თავი
ვალდებულად ჩავთვალე, მონაწილეობა მიმეღო მასში და ჯარში მოხალისედ ჩავეწერე,
ავღანეთში ჩამოვედი და ჩემს სულიერ ძმებს შევუერთდი.

– ესე იგი, თქვენ საბჭოელი ყოფილხართ?

– არა! – აღშფოთდა აბუ-ბეი და ხმას აუწია, – მე ტაჯიკი ვარ! ახლა კი მოჯაჰედი, ურჯულოებს
მუსრს ვავლებ და, საერთოდ, საბჭოელებს ვერ ვიტან, მათ ჩემი ოჯახი გაწყვიტეს.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცეული აბუ-ბეის მრავალრიცხოვანი


ნათესაობა ჯერ დაუპატიმრებიათ, შემდეგ კი წამებით დაუხოცავთ უშიშროების ციხეში და ამით
გადაუხდიათ სამაგიერო მოუხელთებელი ავღანელი საველე მეთაურისთვის.

– სამწუხაროა, რომ თქვენი ოჯახი დაზარალდა, – მივუგე ახმად აბუ-ბეის.


– სამწუხაროა? სამწუხარო რბილად ნათქვამია. ეს სამწუხარო კი არა, საზარელია! – მომიგო ახმად
აბუ-ბეიმ, – მაგრამ, ეს გარდაუვალია. საღვთო ომი ზოგჯერ უდანაშაულო და მშვიდობიანი
ხალხის მსხვერპლს მოითხოვს და, სწორედ ეს მსხვერპლი იყო ჩემი ოჯახი. შენ გყავს ნათესავები?

– დიახ, დიდი ოჯახი მაქვს, – მოვატყუე აბუ-ბეის.

ხომ არ მომბაძავ და საღვთო ომში ხომ არ ჩაებმები მართლმორწმუნეების მხარეზე? – მკითხა აბუ-
ბეიმ.

– არა! – მივუგე, – მე ხომ ქრისტიანი ვარ!

– ეგ არაფერი, რჯულს შეგიცვლით.

– არა, არ გამოვა, ბატონო აბუ-ბეი, ჩემს ოჯახს ვერ გავწირავ, მირჩევნია, ისევ მე დავიღუპო.

ახმად აბუ-ბეიმ ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ საკუთარი ხელით ამხსნა და მკითხა:

– ამოშანთულები ძალიან გტკივა?

– არა!

– როგორ არა, მე ხომ ვიცი, რომ ძალიან გტკივა, მაგრამ, ვაჟკაცი ხარ და არ იმჩნევ, აი, სწორედ
შენნაირი მეომრები გვჭირდება, – მითხრა აბუ-ბეიმ, შემდეგ მოსაწევად გამზადებული მარიხუანა
მომცა და დაამატა: – ორი, მაქსიმუმ სამი ნაფაზი დაარტყი, ზედმეტი არ მოგივიდეს, თორემ,
გაგთიშავს. კარგია, დაგამშვიდებს და ტკივილს მოგიხსნის, თან, დილამდე იფიქრე ჩემს
წინადადებაზე, თორემ, შენც ისევე მოგკლავ, როგორც ყველა ურჯულოს.

ახმად აბუ-ბეის ბრძანებით, დანარჩენი ტყვეებიც ახსნეს, აღარავინ უწამებიათ და ყველანი ქვის
შენობაში შეგვრეკეს, რომ დილით ეწამებინათ და დაეხოცათ. მე ამ სასჯელის თავიდან აცილება
შემეძლო, თუკი მოღალატე გავხდებოდი, მაგრამ მოღალატეობას არ ვაპირებდი – ამას სიკვდილი
მერჩივნა და, როგორც კი შენობაში შეგვრეკეს, ჰაშიში შევაფეთქე და წრეში გავუშვი.

ათიოდე წუთის შემდეგ ყველა ტყვე ისეთ კაიფში ჩავვარდით, არც კი გვახსოვდა, ტყვეობაში
ვიყავით თუ – ზეცაში დავფრინავდით...

მეორე დღეს, აბუ-ბეის ბრძანებით, კვლავ ციხესიმაგრის ეზოში გაგვამწკრივეს და მოჯაჰედთა


მეთაურმა გამოგვიცხადა:

– ბედი გქონიათ: ურჯულოებმა ოცდახუთი ჩვენიანი ჩაიგდეს ტყვედ და გაცვლაზე


შევთანხმდით. ასე რომ, აღარ დაგხოცავთ, – შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა: – ამოშანთულები
გტკივა?

– არა, – მოკლედ მივუგე.

– რას იტყვი, ჩემს შემოთავაზებაზე, დარჩები ჩვენთან?

– არა, გამორიცხულია, – ვუთხარი მტკიცე უარი.


ახმად აბუ-ბეის მეტი არაფერი შემოუთავაზებია და წავიდა, მანამდე კი ხელქვეითებს უბრძანა,
რომ ჩვენთვის დღეში ორჯერ ეჭმიათ და ყურადღება არ მოედუნებინათ, რათა რაიმე
გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.

ტყვეების გაცვლის მოლოდინში ორი დღე ისე გავიდა, არავის შევუწუხებივართ, ნორმალურად
გვაჭმევდნენ და „შაჰიდის“ ეზოში ნებისმიერ დროს შეგვეძლო გამოსვლა და სეირნობა, რა თქმა
უნდა, შეიარაღებული მოჯაჰედების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში ახმად
აბუ-ბეი არ გამოჩენილა. ის მხოლოდ მესამე დილას მოვიდა ჩვენთან, ყველანი ეზოში
გაგვამწკრივა და გამოგვიცხადა:

– თქვენი ურჯულო უფროსობა რაღაცას ეშმაკობს და, თუ ხვალ დილამდე გარკვეულ პასუხს არ
შეგვატყობინებენ, მაშინ თქვენ საშინელი წამებით ამოგხდით სულს. ასე რომ, ოცდაოთხი საათი
აქვთ მოსაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

აბუ-ბეიმ კიდევ ერთხელ შემახსენა თავისი შემოთავაზება, ისევ უარი მიიღო ჩემგან და წასვლის
წინ მითხრა:

– ნუ იჩქარებ, კარგად მოიფიქრე ყველაფერი და ისე მიპასუხე. მერწმუნე, რომ ღვთიური


საქმისთვის სიკვდილი ნამდვილად ღირს და პირდაპირ სამოთხეში მოხვდები.

ახმად აბუ-ბეი ნამდვილი ფანატიკოსი იყო და ასეთი ადამიანების გადარწმუნება არ შეიძლება.


ისინი ყოველთვის თავის აზრზე იქნებიან და ერთხელ არჩეული იდეოლოგიის ბოლომდე
ერთგულები რჩებიან. მას მართლა სჯეროდა, რომ თუკი „ურჯულოებთან“ ბრძოლაში
დაიღუპებოდა, სამოთხეში მოხვდებოდა და დაუსრულებელ ნეტარებაში ჩავარდებოდა. ამიტომ
ის ასმაგად საშიში ადამიანი იყო და ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში, მოწინააღმდეგესთან
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებდა, არც საკუთარ თავს დაზოგავდა, არც
ხელქვეითებს და, მით უმეტეს, არც მტრებს, ვისაც ის ურჯულოებს უწოდებდა. აშკარა იყო, რომ
აბუ-ბეი თავის სიტყვას არ გადავიდოდა და, თუკი ჩვენი გაცვლა არ მოხდებოდა, საშინელი
წამებით დაგვხოცავდნენ.

„ნუთუ ჩვენი ხელმძღვანელობა აბუ-ბეის ატყუებს და დროის გაყვანას ცდილობს, რომ


გაგვათავისუფლოს? მაშინ, ოცდაოთხი საათი დაგვრჩენია და შემდეგ დაგვხოცავენ. აბუ-ბეი
თავის სიტყვას არ გადავა, ეს აშკარაა“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც აბუ-ბეიმ თავისი
გადაწყვეტილება გამოგვიცხადა. ჩემი ვარაუდი იმავე საღამოს დადასტურდა: რომ შებინდდა და
შეიარაღებულმა გუშაგმა მოჯაჰედებმა შენობაში შესვლა გვიბრძანეს, ერთ-ერთი ავღანელი
მომიახლოვდა და პუშტუნური დიალექტით ძალიან სწრაფად მითხრა:

– შენობის სამხრეთი კედლის მარცხენა კუთხეში, ქვის ქვეშ, ორი „შტიკ-ნოჟია“, ერთი „აკაესი“ და
ერთი „ბერეტა“. თქვენიანები თქვენს დასახსნელ ოპერაციას ამზადებენ გამთენიისთვის, მაგრამ
მანამდე თქვენ აქაურობას უნდა მოშორდეთ და ამაში მე დაგეხმარებით. ამაღამ მორიგე ვარ,
როგორც კი ხელსაყრელი მომენტი მექნება, მოვალ და წაგიყვანთ. თქვენ მოემზადეთ, არ
დაიძინოთ და მელოდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი თანამოძმე ტყვე საიმედო ადამიანად მიმაჩნდა, გაქცევის
ამბავი ყველასთვის არ მითქვამს და მხოლოდ ჩემი მეგობრები ჩავაყენე საქმის კურსში.
დანარჩენებმა კი, მაშინ შეიტყვეს რომ გავრბოდით, როდესაც პუშტუნი მეომარი გამთენიისას
მოვიდა და მითხრა:

– სამ გუშაგს ყელი გამოვჭერი და, თუ არ ვიჩქარეთ, შეიძლება, ყველაფერი ჩაგვეშალოს. აბა,
ჩქარა, იარაღი აისხით და გამომყევით!

– ახლავე, – მივუგე პუშტუნ მებრძოლს. შემდეგ სამხრეთ კედლის კუთხესთან მივედი, ქვა
გადავწიე, იარაღები ამოვიღე, ავტომატი მე გადავიკიდე, „ბერეტა“ ჩემს უშუალო ხელქვეითს
მივეცი, „შტიკ-ნოჟები“ – მედესანტეებს დავურიგე და ყველას გასაგონად ვთქვი:

– ჩვენი ხელმძღვანელობა სპეცოპერაციას ატარებს ამ ბანაკის გასანადგურებლად და აქედან ჩვენს


გასვლას ელოდება. ეს პუშტუნი მებრძოლი ჩვენი მეგობარია და ის გაგვიყვანს. აბა, თქვენ იცით,
ჩუმად და ორგანიზებულად გავიდეთ, მომყევით!

პუშტუნი მებრძოლი წინ წავიდა, უკან მე მივყევი, შემდეგ „ბერეტიანი“ კოლეგა მომყვებოდა,
ბოლოს კი დანარჩენები მოდიოდნენ.

„შაჰიდის“ მიუვალი კლდეები თითქმის დაძლეული გვქონდა და პირველი ათეული უკვე მიწაზე
ვიდექით, როდესაც ბანაკიდან სროლა აგვიტეხეს და ისეთი ცეცხლი წამოვიდა, რომ ბნელი ცა
დღესავით განათდა. საბედნიეროდ, ჩვენ შორის მსხვერპლი არ ყოფილა. ერთი კაციც არ
დაგვჭრია და როდესაც დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ, პუშტუნმა მებრძოლმა „რაკეტნიცა“
ამოაცურა, ორი წითელი, ერთი ლურჯი მაშხალა გაისროლა და თქვა:

– ეს ოპერაციის დაწყების ნიშანია და აქედან დროზე გავიდეთ, რომ ჩვენც არ დაგვადუღონ.

კლდის ძირს სასწრაფოდ მოვშორდით და იქაურობიდან 2 წუთის სავალზე ვიმყოფებოდით,


როდესაც ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. თორმეტი ეგრეთ წოდებული „კრაკაძილი“,
ვერტმფრენი „მი-24“, ერთბაშად ოთხი მხრიდან მიადგა „შაჰიდის“ მოჯაჰედთა ბანაკს და ჰაერში
დაკიდებულებმა ჯერ რეაქტიული ჭურვები დაუშინეს იქაურობას, შემდეგ მსხვილკალიბრიანი
ტყვიამფრქვევების სეტყვა დაატეხეს თავს, ბოლოს კი კბილებამდე შეიარაღებული დესანტი
გადასხეს კლდეებზე.

ჩვენ, გაქცეულ ტყვეთა ჯგუფი, ამაღლებული საფარიდან ვადევნებდით თვალყურს იმ


ოპერაციის მიმდინარეობას და თვალნათლივ ვხედავდით თუ როგორ იწვოდა და ქვევით
ცვიოდა „შაჰიდის“ ცეცხლწაკიდებული ლოდები, ხოლო ალყაში მომწყვდეულ მოჯაჰედთა
განწირული ხმები ცას წვდებოდა. მთელი ეს საშინელება ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა
და როდესაც დასრულდა, იქაურობა სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა. ეს არც იყო გასაკვირი,
რადგან ახმად აბუ-ბეის რჩეული რაზმის მებრძოლებმა სწორედ „შაჰიდის“ კლდეებში ჰპოვეს
სამუდამო განსასვენებელი და იქ დაიდეს სამარე.

იმავე დღეს გენერალ მუხინთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, მოჯაჰედთა ბანაკი „შაჰიდი“
დავათვალიერეთ. ერთ დროს მიუვალი ციხესიმაგრე მიწასთან იყო გასწორებული და ირგვლივ
მოჯაჰედთა დანახშირებული ცხედრები ეყარა. იქაურობა ამაზრზენი სანახავი იყო. ჰაერში
დამწვარი გვამების სუნი ტრიალებდა.

– ასე მოუხდებათ ამ დამპლებს, – კმაყოფილებით განაცხადა სამხედრო გენერალმა, რომელიც


მთავარსარდლის მოვალეობას ასრულებდა ავღანეთში და იქვე ბრძანა: – კარგი იქნებოდა, ამათი
ლეშები ყვავ-ყორნების საჯიჯგნად დაგვეტოვებინა, მაგრამ, ეპიდემია გავრცელდება და საშიშია.
ამიტომ, ყველა გვამი დიდ ორმოში ჩაყარეთ და მიწა მიაყარეთ!

ჯარისკაცებმა, ყოფილი ციხესიმაგრის ეზოში ნაღმები ააფეთქეს, უზარმაზარი ორმო ამოიღეს,


მოჯაჰედთა დანახშირებული ცხედრები შიგ ჩაყარეს და მიწა და ქვები დააყარეს...

– საზარელი აუცილებლობაა, – მითხრა გენერალმა მუხინმა, როდესაც განადგურებული


„შაჰიდიდან“ ბაზაზე დავბრუნდით.

ავღანეთში ყოფნის პერიოდში მსგავსი „საზარელი აუცილებლობა“ ხშირად ხდებოდა ხოლმე,


რასაც, შეიარაღებული მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირებოდა.
მოგვიანებით მივხვდი, რომ საბჭოთა მთავრობა ავღანელთა მიზანმიმართულ გენოციდს
ახორციელებდა. თუმცა, მათ მაინც გაიმარჯვეს და საბჭოთა არმია კუდამოძუებული გამოაძევეს
თავიანთი მიწა-წყლიდან.

ჩემდა საბედნიეროდ, გამოძევებული წითელარმიელებისგან განსხვავებით, ავღანეთი ბევრად


ადრე დავტოვე. „შაჰიდის“ ციხესიმაგრის განადგურებიდან ექვსი თვის შემდეგ მოსკოვში
გამომიძახეს.

– შენი მისია ავღანეთში დასრულებულია, – მითხრა გენერალმა შჩუკინმა, როდესაც


სპეცოპერაციების განყოფილების უფროსის კაბინეტში შევედი და ჩემს უშუალო ხელმძღვანელს
წარვუდექი. ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინმა მეგობრულად მომითათუნა მხარზე ხელი,
სავარძელში ჩაჯდომა შემომთავაზა და დაამატა: – ყოჩაღ, კოკი! შენ და შენმა არწივებმა
წარმატებით გაართვით საქმეს თავი. იქ ახლა სხვები იმოქმედებენ. როგორ ხარ?

– გმადლობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, კარგად ვარ, – მივუგე შჩუკინს.

– იქიდან გამომდინარე, რაც შენზე მაქვს გაგონილი, კარგად კი არა, მშვენივრად გამოიყურები, –
თავი გააქნია გენერალმა, ყურადღებით შემათვალიერა და დაამატა: – შენ აკაპულკოში
დასვენებულს უფრო ჰგავხარ, ვიდრე ავღანურ ჯოჯოხეთგამოვლილ ადამიანს.

– იმიტომ ვარ მზვერავი, რომ საიმედოდ შევინიღბო და ვერავინ ვერაფერი შემამჩნიოს, – მივუგე
გენერალს.

– თანაც, სუპერკლასის მზვერავი ხარ და, არა მარტო მზვერავი, არამედ რაღაც უფრო მეტი, ის,
რასაც ჯერ სახელი არ აქვს, – თქვა შჩუკინმა და პაუზა გააკეთა, თითქოს რაღაც აღმოჩენა უნდა
გააკეთოსო, მცირე ხნის შემდეგ კი დაამატა: – არ მიყვარს უცხო სიტყვების გამოყენება, მაგრამ,
ამჯერად გამონაკლისის სახით ვიტყვი – სუპერმენი! ჰო, ნამდვილი სუპერმენი, ოღონდ, არა
ბონდისნაირი იაფფასიანი და ფანტასტიკური, არამედ, ჩვენებური, საბჭოთა და რეალური!
გენერალ შჩუკინის შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან „კაგებეში“ ის გამორჩეული
პიროვნება იყო, მას თვით კომიტეტის თავმჯდომარეც ძალიან აფასებდა და დიდ პატივს სცემდა.
სწორედ შჩუკინის დროს დაინერგა საბჭოთა უშიშროებაში ნოვაციები და ისეთი ტექნოლოგიები,
რაზეც მსოფლიოს სხვა სპეცსამსახურებს ოცნებაც კი არ შეეძლოთ. მან „კაგებეში“ ათწლეულების
განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები დაანგრია, პიროვნება, ადამიანი წამოწია წინა
პლანზე, მეტი ნდობა გამოუცხადა მას და ფანტასტიკურ შედეგებსაც მიაღწია. ყოველმხრივ
მომზადებული აგენტი-ინდივიდუალის ცნება სწორედ მან შემოიტანა და დანერგა „კაგებეში“,
რაც მოგვიანებით ამერიკელებმა გადაიღეს, განავითარეს და დღემდე ძალიან წარმატებით
იყენებენ. შჩუკინის ამ ნოვაციამ ისე გაამართლა, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში „კაგებე“
„ცეერუსა“ და სხვა მოწინავე დაზვერვებს, ერთად აღებულს, მაინც სჯობნიდა და ეს პერიოდი
საბჭოთა უშიშროების ოქროს ხანად ითვლება. როგორც მოგვიანებით თავად შჩუკინი
გამომიტყდა, თავისი ამ ნოვაციის ეტალონად მე ვყავდი შერჩეული და ავღანეთშიც სწორედ
ამიტომ მიმავლინა.

– კოკი, – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც მორიგი ურთულესი დავალების შესასრულებლად


პირად ინსტრუქტაჟს მიტარებდა, – შენ მარტო კურტ შტაინერის მოტაცების წარმატებული
ოპერაციაც გეყოფოდა კარიერის ასაწყობად, მაგრამ, ამას მე შევუშალე მაშინ ხელი და ავღანეთში
მიგავლინე.

– თქვენ შეუშალეთ ხელი? – გაოცებულმა ვკითხე გენერალს.

– ჰო, შეიძლება ასე ითქვას, რომ შენს კაბინეტურ იდილიას იმთავითვე წერტილი დავუსვი და
შენს მაგალითზე ახალი ტიპის სპეცაგენტების თაობას დავუდე სათავე, – მომიგო შჩუკინმა, –
შენი გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადად იყო დაგეგმილი და კურტ შტაინერის
ოპერაციისთვის მოგამზადეთ. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა და სწორედ
მაშინ მომივიდა თავში, რომ ახალი ტიპის მზვერავი-სუპერაგენტი შემექმნა და ავღანეთშიც
ამიტომ გაგიშვი.

– ესე იგი, ამხანაგო გენერალო, – ჩამეცინა მე, – კურტ შტაინერის ოპერაციისთვის მე,
ფაქტობრივად „სმერტნიკის“ როლზე ვიყავი დამტკიცებული და, ფიქრობდით, რომ გადარჩენის
შანსი არ მქონდა?

– მე ვფიქრობდი, რომ შენ ოცი ოთხმოცის წინააღმდეგ გქონდა გადარჩენის შანსი, სხვებს კი
მიაჩნდათ, რომ შენი შანსი ნულს უდრიდა. თუმცა, შენ ყველას ცივი წყალი გადაგვასხი –
საპირისპირო დაამტკიცე და, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შენ იყავი ის ახალი ტიპის მზვერავ-
შემსრულებელი, ვისაც მსოფლიო დაზვერვის ისტორიაში ახალი სიტყვა უნდა ეთქვა და, აკი
გამიმართლა კიდეც...

შჩუკინის იმ დაგვიანებულ აღიარებას უკვე არანაირი ზეგავლენის მოხდენა აღარ შეეძლო არც
ჩვენს ურთიერთობებზე და არც ჩემს მრწამსზე. მაგრამ, მას რომ ეს გაეკეთებინა ჩემი
ავღანეთიდან დაბრუნებისთანავე, გამორიცხული არ იყო, „კაგებეზე“ გული ამეცრუებინა და,
როგორც ათეულობით ჩემს კოლეგას, უცხოეთში გაქცევაზე მეფიქრა. ვიქტორ იაკოვლევიჩი კი
ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანი იყო და ჩემი ავღანური ვოიაჟის შემდეგ, აბა, ასეთ რამეს
როგორ მეტყოდა?!

– საბჭოთა და რეალური, – გამიმეორა შჩუკინმა, თვალი ჩამიკრა და დაამატა: – ჩვენ მაგათ


ვუჩვენებთ ჯეიმს ბონდებსა და სუპერმენებს და ამას შენ გააკეთებ, ჩემო კოკი.

– მე?! – ვკითხე შჩუკინს.

– დიახ, – გამიღიმა გენერალმა, – შენ, ჩემო კარგო, ასე ვთქვათ, მითს რეალობად აქცევ და, რასაც
ისინი კინოში იღებენ და წიგნებში წერენ, შენ რეალურ ცხოვრებაში განახორციელებ. მე რაღაც
მოსაზრებები მაქვს და შენთან ერთად მინდა განვიხილო, ოღონდ, მოგვიანებით. ახლა კი
შეგიძლია, დაისვენო და, მართალია, აკაპულკოში ვერ გაგიშვებ დასასვენებლად, მაგრამ,
საბჭოთა კავშირის ნებისმიერ კურორტზე შეგიძლია წახვიდე, რა თქმა უნდა, დაქორწინებამდე.
როგორც ვიცი, ქორწილი რამდენჯერმე გადაგედო, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამჟამად ამას
ვეღარაფერი დაუდგება წინ. თუ არ ვცდები, შენს საცოლეს მერი ჰქვია, ხომ?

– დიახ, ამხანაგო გენერალო, მერი ჰქვია და ერთი სული მაქვს, თბილისში როდის ჩავალ და
შევხვდები, – მივუგე შჩუკინს.

მე და გენერალმა კიდევ ათიოდე წუთი ვილაპარაკეთ, შემდეგ შჩუკინს გამოვემშვიდობე და,


სანამ მის კაბინეტს დავტოვებდი, მითხრა:

– აბა, შენ იცი, კოკი, წარმატებებს გისურვებ პირად ცხოვრებაში და დიდი, ახალი
წარმატებებისთვის მოემზადე...

თბილისში იმავე საღამოს ჩავფრინდი. პირდაპირ მერისთან მივედი და სალმის მაგივრად


ვუთხარი:

– მოემზადე, საყვარელო, ახალ წლამდე უნდა დავქორწინდეთ!

– კოკი, საყვარელო! – კისერზე ჩამომეკიდა მერი, – როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ მინახავხარ!

– ცოლად მომყვები თუ არა? – ვკითხე მერის.

– რა თქმა უნდა, მოგყვები, მე შენ მიყვარხარ, – მითხრა მერიმ და თვალები აუცრემლდა, რადგან,
იცოდა, რომ ავღანეთში ვიყავი, თარჯიმნად ვმუშაობდი და, ცოცხალი რომ დამინახა, გული
აუჩუყდა.

– მეც ძალიან მიყვარხარ, – მივუგე მერის, – იცი, როგორ მენატრებოდი? ყოველდღე შენზე
ვფიქრობდი და ვლოცულობდი, რაც შეიძლება მალე შევხვედროდით ერთმანეთს.

– მეც ვლოცულობდი, კოკი, ღმერთს ვევედრებოდი, რომ არაფერი მოგსვლოდა. მართალია, შენ
იქ არ ომობდი და მხოლოდ თარჯიმანი იყავი, მაგრამ, ბრმა ტყვიისგან არავინაა დაზღვეული, –
მითხრა მერიმ. მის სიტყვებზე გუნებაში გამეცინა და მივუგე:

– თარჯიმნად კი ვმუშაობდი, მაგრამ, ომი ერთხელ მაინც შემეხო.


– ბრძოლაში მიიღე მონაწილეობა? – შეშინებული სახით მკითხა მერიმ.

– უარესი, – გამეცინა მე.

– კაცი ხომ არ მოკალი? – შეიცხადა მერიმ.

მერის სიტყვებზე გუნებაში კიდევ ერთხელ გამეცინა და ვუთხარი:

– არა, კაცი არ მომიკლავს, უბრალოდ, ტყვედ ჩავვარდი და მაწამეს.

– გაწამეს?! – ლამის აკივლდა მერი, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული ადამიანი იყო და


თავშეკავება არასოდეს ღალატობდა.

მე პერანგი ჩავიხსენი, ნაშანთარი მკერდი ვუჩვენე და ვუთხარი:

– ერთ ოფიცერს მივყვებოდი თარჯიმნად. ამ დროს ავღანელებმა ტყვედ ჩაგვიგდეს,


გაგვაშიშვლეს და შანთით გვაწამეს. სამი დღე მათ ბანაკში ვიმყოფებოდით და, ავღანელ ტყვეებში
რომ არ გავეცვალეთ ჩვენებს, ახლა კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი.

მერიმ ჩემი დაშანთული მკერდი შეათვალიერა, შემდეგ ჩამეხუტა და აქვითინდა...

მე და მერიმ წინასაახალწლოდ ვიქორწინეთ და კარგადაც მოვილხინეთ. თაფლობის თვე ყირიმში


გავატარეთ და იალტის სასტუმრო „ინტურისტში“ ვცხოვრობდით. თბილისში უზომოდ
კმაყოფილები და ბედნიერები დავბრუნდით. მერიმ თერაპევტად დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ
პოლიკლინიკაში, მე კი ოფიციალურად ტურიზმის კომიტეტში მოვეწყვე გიდი-თარჯიმნის
თანამდებობაზე. თუმცა, ეს მხოლოდ საფარი იყო და სინამდვილეში „კაგებეს“ სპეცდავალებებს
ვასრულებდი. რადგან უშუალოდ მოსკოვის დაქვემდებარებაში ვიყავი, ცენტრის ბრძანებებსაც
იქიდან გამოგზავნილი ადამიანი გადმომცემდა ხოლმე. ის მოულოდნელად გამოჩნდებოდა,
პაროლს მეტყოდა, შემდეგ სადმე განვმარტოვდებოდით და ცენტრის ბრძანებას ვეცნობოდი...
პირველი ორი თვე არავის შევუწუხებივარ და ოჯახურ იდილიას ისე შევეჩვიე, რომ ჩემი
ძირითადი პროფესია თითქმის გადამავიწყდა კიდეც. მე და მერი ყოველ დილით სამსახურში
მივდიოდით, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, კაფე
„ნარგიზთან“ ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენ იქ ჯერ მსუბუქად ვვახშმობდით, შემდეგ ან კინოში
მივდიოდით, ან თეატრში, ან, სულაც, ვსეირნობდით, ხოლო, სახლში რომ ვბრუნდებოდით,
ერთმანეთის ალერსით კარგა ხანს ვტკბებოდით... მარტის დასაწყისში, ერთ საღამოს, როდესაც მე
და მერი ჩვეულებისამებრ კაფე „ნარგიზში“ მოვკალათდით და მსუბუქი ვახშამი შევუკვეთეთ,
მან ხელი ხელზე დამადო, გამიღიმა და მკითხა:

– გიყვარვარ?

– ძალიან მიყვარხარ, – მივუგე მერის და ვკითხე, – შენ?

– მეც ძალიან მიყვარხარ, – მიპასუხა მერიმ, პაუზა გააკეთა და მკითხა, – ერთი რაღაც რომ
გითხრა, ხომ არ გამიბრაზდები?

– ისეთი რა უნდა მითხრა, რომ გაგიბრაზდე? თქვი, გისმენ.


– არა, ჯერ პირობა მომეცი, რომ არ გამიბრაზდები.

– არ გაგიბრაზდები, პირობას გაძლევ. მითხარი, გისმენ.

მერიმ კვლავ პაუზა გააკეთა, დაჟინებით შემათვალიერა და ღიმილით მითხრა:

– იცი, კოკი, მე ფეხმძიმედ ვარ!

– ფეხმძიმედ? – გავიმეორე მერის სიტყვა და დაბნეულობისგან პირდაფჩენილი მივაჩერდი ჩემს


მეუღლეს. მან კი მითხრა:

– რა დაგემართა, კოკი, გეწყინა?

– რას ამბობ, საყვარელო, მეწყინა კი არა, ისე უზომოდ გამიხარდა, რომ დავიბენი, – მივუგე მერის.

– მართლა, საყვარელო?

– რა თქმა უნდა, მართლა, ნუთუ შენ ამაში ეჭვი გეპარება?

– არა, უბრალოდ, – ენის ბორძიკით მომიგო წამოწითლებულმა მერიმ, – ვიფიქრე, ბავშვზე არ


იეჭვიანოს და არ გამიბრაზდეს-მეთქი.

– რას ამბობ, ვისზე უნდა ვიეჭვიანო, ჩემს შვილზე? მემკვიდრე უნდა შემეძინოს და მასზე
ვიეჭვიანებ?

– ჯერ არ ვიცი, ბიჭია თუ გოგო და მემკვიდრეზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.

– ამას რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელო, შვილი – შვილია, გინდ ბიჭი იყოს და გინდ გოგო.
მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს, – სიხარულით მივუგე მერის.

– მიყვარხარ, საყვარელო, ძალიან მიყვარხარ! – მითხრა აღტაცებულმა მერიმ, რომელსაც ჩემმა


პასუხმა უზომო სიხარული მოჰგვარა და დაამატა: – შამპანური ხომ არ დაგველია?

– მერე, პატარას არ აწყენს?

– ერთი ჭიქა არ აწყენს, თან, ძალიან მინდა. ფეხმძიმეს რომ რაიმე ძალიან უნდა, ესე იგი, ეს ამის
შეკვეთაა და არ აწყენს, – მითხრა მერიმ და მუცელზე დაიდო ხელი.

მე მიმტანი ვიხმე და შამპანური მოვატანინე. მან ჭიქები შეგვივსო, მე სასმისი ავწიე და ვთქვი:

– ამ ჭიქით იმ არსებას გაუმარჯოს, რომელიც მუცელში გყავს. ღმერთმა მშვიდობით, ჯანმრთელი


მოგვივლინოს ამქვეყნად და დღეგრძელი და ბედნიერი გვიმყოფოს. მასთან ერთად შენც
გაგიმარჯოს, ჩემო საყვარელო!

– ჩვენს შვილს გაუმარჯოს და მასთან ერთად გაგვიმარჯოს ჩვენც, – თქვა მერიმ, სასმისი
მომიჭახუნა, ჩემთან ერთად დალია და დაამატა: – ძალიან მესიამოვნა, გემრიელი იყო.
ამასობაში ვახშამიც მოიტანეს, მე და მერი გემრიელად შევექეცით და მე დარჩენილი შამპანური
ბოლომდე გამოვცალე.

– წავედით? – ვკითხე მერის, როდესაც ჭამა დავასრულეთ.

– ტუალეტში გავალ და, რომ დავბრუნდები, წავიდეთ, – მომიგო მერიმ, წამოდგა და


ტუალეტისკენ გაემართა.

– ნამდვილი სამხრეთული რუჯი გაქვთ, ეს ზაფხული ხმელთაშუაზღვისპირეთში ხომ არ


გაატარეთ? – მომესმა გვერდიდან, როდესაც მერი ტუალეტში გავიდა. მე შევტრიალდი და
მაგიდასთან მდგარი ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დავინახე, რომელსაც ხელში სიგარეტი ეჭირა
და მიღიმოდა, უცხო თვალი იფიქრებდა, რომ ის მე ასანთს მთხოვდა. სინამდვილეში ის
მეკავშირე იყო. მისი სიტყვები კი – პაროლი და მეც პაროლით ვუპასუხე:

– არა, რას ბრძანებთ, იქ მე ვინ გამიშვებს. მთელი ზაფხული მახინჯაურში ვიმუშავე და იქ


დავიწვი მზეზე.

ჩემი პასუხის შემდეგ, მან შეუმჩნევლად მომცა კინოს ორი ბილეთი და მითხრა:

– ცხრასაათიანი სეანსისაა „რუსთაველში“. ზუსტად 10 საათზე ტუალეტში ჩამოდი და დანარჩენს


იქ გეტყვით.

ბილეთები ჯიბეში ჩავიცურე. მეკავშირემ ბოდიში მომიხადა, სხვა მაგიდასთან მივიდა, სიგარეტს
იქ მოუკიდა და კაფედან გავიდა. მერი ტუალეტიდან რომ დაბრუნდა, გავუღიმე და ვუთხარი:

– შენთვის სიურპრიზი მაქვს.

– რა სიურპრიზი?

მე ჯიბიდან კინოს ბილეთები ამოვიღე, მერის დავანახვე და ვუთხარი:

– აი, საყვარელო, „რუსთაველში“ ცხრაზე „ბლეფი“ გადის და ორი ბილეთი ავიღე.

– რა ბედნიერებაა, საყვარელო! მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ!.. – ბავშვივით გაუხარდა მერის


ბილეთების დანახვა და სახე გაუცისკროვნდა. რამდენი ხანია, ჩელენტანოს მონაწილეობით
ფილმის ნახვას ვოცნებობ და როგორც იქნა, ამიხდა!

ახლა კომიკურად ჟღერს მერის სიტყვები, რადგან, ნებისმიერი, ჯერ კიდევ ეკრანზე
გამოუსვლელი ფილმის ნახვაც შესაძლებელია. იმ დროს კი საშუალო დონის კინოფილმის ნახვაც
პრობლემა იყო და მერის სწორედ ამიტომ გაუხარდა.

შუა ჩვენების დროს, როდესაც ათს სამი წუთი აკლდა, მე მერის ვუჩურჩულე:

– ვეღარ ვითმენ, ტუალეტში ჩავალ და მალე ამოვალ.

ტუალეტში რომ შევედი, პირსაბანთან მდგარმა მეკავშირემ მომიხმო და მითხრა:


– ხვალ დილით გორში გაემგზავრებით და ამ მისამართზე რომ მიხვალთ, ყველა საჭირო
რეკვიზიტს იპოვით. საქმე ცხინვალში უნდა გაკეთდეს და თბილისში მანამდე უნდა
დაბრუნდეთ, სანამ თქვენი მეუღლე სამსახურს დაამთავრებს, რათა მას ჩვეულებისამებრ, კაფე
„ნარგიზთან“ შეხვდეთ. ახლა კი წავედი, მშვიდობით.

მეკავშირე წავიდა. მე დარბაზში დავბრუნდი და ფილმის ყურება გავაგრძელე, მაგრამ, მომავალ


საქმეზე ვფიქრობდი და არანაირი სურვილი არ მქონდა, ვინმე მომეკლა.

„ეს რა შარში მაქვს თავი გაყოფილი, – ვფიქრობდი გუნებაში, – ნუთუ მთელი სიცოცხლე ასეთ
ორმაგ ცხოვრებას უნდა ვეწეოდე და ადამიანებს ვხოცავდე? როგორც იქნა, საყვარელ ქალზე
დავქორწინდი, ბავშვსაც ველოდები და ისევ ძველებურები დაიწყო. არა, ასე დიდხანს ვეღარ
გავძლებ, რამე უნდა ვიღონო. ბოლოს და ბოლოს, პირდაპირ ვეტყვი ჩემს უფროსობას, რომ სხვა
სამუშაოზე გადამიყვანონ და ადამიანების ხოცვას ამარიდონ“.

– მოგეწონა ფილმი? – მკითხა მერიმ, როდესაც კინოთეატრიდან გამოვდიოდით. მისმა სიტყვებმა


ფიქრები შემაწყვეტინა.

– კი, კარგი იყო, შენ? – კითხვა შევუბრუნე მერის.

– ძალიან მომეწონა, – აღტაცებას ვერ მალავდა მერი, – ძალიან კარგ განწყობაზე დავდექი,
დადებითად დავიმუხტე და, საერთოდ, ამიერიდან სულ კარგ ხასიათზე უნდა ვიყო, რადგან
ახალი სიცოცხლე იბადება და, ჯანმრთელი რომ იყოს, სულ კარგი განწყობა უნდა მქონდეს.

– რა თქმა უნდა, საყვარელო, – მივუგე მერის, გუნებაში კი გავიფიქრე: „მე კი ხვალ ვიღაცას
სიცოცხლე უნდა წავართვა. არა, არა, ასე დიდხანს გაგრძელება არ შეიძლება. ჩემს უფროსობას
აუცილებლად ვთხოვ, რომ რამე სხვა სამუშაო მომიძებნონ“.

ახლა მეცინება ჩემს მაშინდელ ფიქრებზე, მაშინ კი სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე და
ნამდვილად ვაპირებდი ჩემს უფროსობასთან შეხვედრას და თხოვნას, რომ ჩემთვის პროფილი
შეეცვალათ, მაგრამ, მალევე მივხვდი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და მსგავსი ფიქრები
სამუდამოდ ამოვიგდე თავიდან.

მეორე დღეს მე და მერი, ჩვეულებისამებრ, დილიდანვე ერთად გავედით სახლიდან და


რუსთაველის მეტროს სადგურში დავშორდით ერთმანეთს, რადგან მერის სამსახური მეტროსთან
ახლოს მდებარეობდა.

– აბა, შენ იცი, კოკი, პატარას ველოდებით და ამიერიდან მხოლოდ კარგი საქმეები უნდა აკეთო,
ჭიანჭველასაც კი არ უნდა დაადგა ფეხი, რომ ჩვენი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს და ბედნიერი
და დღეგრძელი იყოს, – მითხრა მერიმ, გამიღიმა და მეტროს ვაგონიდან წავიდა.

„მართალს ამბობს მერი. ამ ერთ საქმესაც გავაკეთებ, შემდეგ კი ჩემს უფროსებს ვთხოვ, რომ სხვა
სამუშაოზე გადამიყვანონ“, – გავიფიქრე გუნებაში. შემდეგ ლენინის მოედნამდე გავაგრძელე გზა,
იქ კი უკან მომავალ მატარებელზე გადავჯექი და ვაგზლის მოედანზე ამოვედი. ვაგზალზე კი
გორის ელექტრომატარებელში ჩავჯექი და საქმის შესასრულებლად გავემგზავრე.
გორის კონსპირაციულ ბინაში ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დამხვდა, რომელმაც ჩემს დანახვაზე
საათს დახედა და ცივად მითხრა:

– ნახევარი საათით დააგვიანე.

– ტრანსპორტი მოძრაობს ცუდად, – მეც ცივად მივუგე დამხვდურს, რომლის მიმართაც მაშინვე
ანტიპათია გამიჩნდა და მზად ვიყავი, იქვე მომეკლა, ერთი გასროლით.

– კარგი, კარგი, ნუ დაიგრუზე, – ღიმილით მითხრა მან და, სავარძლებში რომ მოვკალათდით,
პირდაპირ საქმეზე გადავიდა, – საქმე ცხინვალში უნდა გაკეთდეს და, აი, ეს როჟაა
გასაგორებელი. კარგად დაიმახსოვრე მისი სახე, – და რამდენიმე ფოტოსურათი მანახვა,
რომლებზეც ორმოცდაათიოდე წლის შავგვრემანი მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რამდენიმე წუთი
მაცადა და, სურათები მაგიდაზე რომ დავყარე, მკითხა:

– დაიმახსოვრე?

– კი, – მოკლედ მივუგე მას.

მამაკაცმა ფოტოსურათები დაწვა, ფერფლი ტუალეტში ჩარეცხა და, ოთახში რომ დაბრუნდა,
მითხრა:

– სამი საათისთვის ეს ტიპი ცხინვალის რესტორან „ოსეთში“ იჯდება კამპანიასთან ერთად. შენ იქ
ტურისტად შენიღბული, წვერებში, ფოტოაპარატგადაკიდებული შეხვალ, იმ კაცს მოკლავ და
წამოხვალ. მე შენ აი აქ, რესტორან „ოსეთიდან“ ორმოცდაათი მეტრის დაშორებით, ხშირ
ნაძვნარში დაგელოდები მანქანით და იქიდან ერთად ავახვევთ. გასაგებია?

– გასაგებია, – მოკლედ ვუპასუხე ჩემს პარტნიორს.

– კითხვები გექნება და გისმენ.

– აქედან, ალბათ, სათითაოდ გავემგზავრებით ცხინვალში, ხომ?

– დიახ. მე მოგვიანებით წამოვალ მანქანით. შენ კი იქ ელექტრომატარებლით ჩახვალ.

– გრიმი, სამოსი და სხვა რეკვიზიტები?

ჩემმა პარტნიორმა ორი მაყუჩიანი „პესეემი“ მომცა, შემდეგ ზურგჩანთა, ფოტოაპარატი და


ადრეული გაზაფხულის შესაბამისი სამოსი დამიდო წინ და მითხრა:

– გრიმს მე თვითონ გაგიკეთებ.

– გასაგებია. მეტი კითხვა არ მაქვს

– ნუთუ არ გაინტერესებს, ვის ბრიდავ? – მკითხა მეწყვილემ.

– რაში უნდა მაინტერესებდეს? გასაკეთებელი მაინც უნდა გაკეთდეს და ჩემთვის მთავარი ესაა, –
მივუგე მეწყვილეს.
– პრინციპში, მართალი ხარ. მოდი, გრიმსა და პარიკს გაგიკეთებ, – მითხრა ჩემმა მეწყვილემ და
სარკის წინ დამსვა გრიმის გასაკეთებლად.

ცხინვალში შესასრულებელი საქმის შესახებ იმავე საღამოს, კაფე „ნარგიზში“ მოვისმინე ჭორები,
სრული სიმართლე კი წლების შემდეგ შევიტყვე: ჩემ მიერ მოკლული მამაკაცი ძალიან ცნობილი
კანონიერი ქურდი იყო და მისი მოკვლა იმიტომ გადაწყვიტა „კაგებემ“, რომ ის კაცი ძვირფასი
ქვების მსხვილ კონტრაბანდაში იყო გარეული, მისი მფარველები კი იმ პერიოდის საბჭოთა
კავშირის უმაღლესი მმართველების უახლოესი ნათესავები იყვნენ და მის დაპატიმრებას აზრი
არ ჰქონდა. ის რომ უშიშროებას დაეპატიმრებინა, მფარველები მას მაინც დაიხსნიდნენ, ამიტომ
მისი ლიკვიდაცია გადაწყდა და ეს საქმე მე შევასრულე. ოფიციალურად გავრცელებული
ჭორების მიხედვით, რაც, რა თქმა უნდა, „კაგებეს“ ნამოქმედარი იყო, ცნობილი ქურდი ერთ-
ერთმა მტერმა მოკლა შურისძიების მიზნით და ეს საქმე გაუხსნელი დარჩა...

– ესეც ასე... ახლა შენ მშობელი დედაც კი ვერ გიცნობს, ისე ხარ შეცვლილი, – მითხრა ჩემმა
მეწყვილემ, როდესაც გრიმისა და პარიკის გაკეთება დაასრულა და საათს დახედა: – თორმეტს
გადასცდა. ნელ-ნელა გაემზადე და წადი. სანამ ჩახვალ, ქუჩებს დაამუღამებ და ყველაფერში
გაერკვევი, დავალების შესრულების დროც მოვა.

მე ჩემი სამოსი ზურგჩანთაში ჩავაწყვე და სხვა ტანსაცმელი ჩავიცვი, შემდეგ ფოტოაპარატი


ჩამოვიკიდე, პისტოლეტები ქურთუკის ჯიბეებში ჩავილაგე, ზურგჩანთა მხარზე გადავიკიდე და
კონსპირაციული ბინიდან გავედი.

ცხინვალში ორის ნახევარზე ჩავედი და რესტორან „ოსეთის“ მიმდებარე ტერიტორიისა და


ქუჩების შესწავლას შევუდექი იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩემი მეწყვილე რაიმე
გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ვერ შეძლებდა ჩემს გამოყვანას და შემთხვევის ადგილიდან
გამოსვლა მარტოს მომიხდებოდა. ყოველ საქმეს ძირითადი გეგმის გარდა, სათადარიგო
ვარიანტიც გააჩნია და სწორედ ამ ვარიანტს ვამუშავებდი ცხინვალის ქუჩებში ხეტიალის დროს.

სამს ათი წუთი აკლდა. სათადარიგო ვარიანტი უკვე შემუშავებული მქონდა და რესტორან
„ოსეთში“ უნდა წავსულიყავი დავალების შესასრულებლად, როდესაც ერთი
გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: რესტორნიდან დაახლოებით ხუთასი მეტრის დაშორებით
ვიმყოფებოდი და უკვე საქმეზე მივდიოდი, როდესაც ერთ-ერთ ქუჩაზე ორმოციოდე წლის კაცი
მომიახლოვდა და ცხინვალელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით, რუსულად მკითხა:

– რუსი ხარ?

– დიახ, რუსი ტურისტი ვარ და მოსკოვიდან ჩამოვედი თქვენი რესპუბლიკის


დასათვალიერებლად, – უაქცენტო რუსულით მივუგე მამაკაცს და გზა უნდა განმეგრძო, რომ მან
სახელოზე ჩამავალო ხელი, გამაჩერა და მითხრა:

– მე ვალოდია მქვია, შენ?

– ვასია, – მივუგე ცხინვალელს და მის გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე.


– ვასია, ცხინვალი მოგწონს?

– ძალიან!

ვალოდიას ესიამოვნა ჩემი პასუხი, მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი და მითხრა:

– წამოდი ჩემთან, სახლში გეპატიჟები, ისე უნდა გაქეიფო, ისე, რომ ცხინვალიდან წასვლა აღარ
მოგინდეს!

„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ვალოდიას კი ვუთხარი:

– დაპატიჟებისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ, ჩემს ცოლთან, მის დასთან და დის ქმართან
ერთად ვარ და მელოდებიან.

ეს რომ ვალოდიამ გაიგო, სულ მთლად გადაირია, მაჯაზე მეორე ხელიც ჩამავლო და მითხრა:

– კიდევ უკეთესი! ოთხივე ჩემთან წამოდით და კარგად ვიქეიფოთ!

– არა, არა, – ვიუარე მე, – სხვა დროს იყოს, ახლა კი უნდა წავიდე და გამიშვით.

– არსადაც არ გაგიშვებ, – ჯორზე შეჯდა ვალოდია, – ჩვენთან ასეა მიღებული და ჩვენს წესებს
უნდა დაემორჩილო!

„ეს რა ხათაბალაში გავეხვიე“, – გავიფიქრე გუნებაში და მივხვდი, რომ ვალოდიას ასე იოლად
ვერ მოვიშორებდი, თუმცა, ერთხელაც ვცადე ამის გაკეთება, გავუღიმე და ვუთხარი:

– დიდი მადლობელი ვარ, ჩემო კარგო, მაგრამ, მართლა ძალიან გვეჩქარება, უნდა წავიდეთ და
თქვენთან სხვა დროს ვიქეიფოთ.

ვალოდიამ პირქუში გამომეტყველება მიიღო, თვალი თვალში გამიყარა და კბილებში გამოსცრა:

– შენ მოსკოვში ხომ არ გგონია თავი? აქ ცხინვალია, კავკასია და, ჩვენს წესებს თუ არ
დაემორჩილე, ცუდად წაგივა საქმე! – ვალოდიამ მუშტი მომიღერა და ცხვირთან ძალიან ახლოს
მომიტანა.

კონფლიქტი რომ არ გამწვავებულიყო, რაც ჩემს დავალებას ჩაშლიდა, ვალოდიას გავუღიმე და


ვუთხარი:

– კარგი, კარგი, ბოდიშს გიხდი, თანახმა ვარ და წავიდეთ შენთან, მაგრამ, ჯერ ჩემებს დავუძახებ,
შენ კი აქ დამელოდე.

– შენები სად არიან? – შემომიბღვირა ვალოდიამ.

– რესტორან „ოსეთში“ მელოდებიან.

– წამოდი, მეც მოვდივარ, – მომიგო კოპებშეკრულმა ვალოდიამ და ჩემთან ერთად


რესტორნისკენ დაიძრა.
მე უკვე ვიცოდი, რაც უნდა მექნა, გუნებაში მეცინებოდა და ვფიქრობდი: სულელო ვალოდია,
შენს თავს დააბრალე, რაშიც ახლა გაებმები-მეთქი.

რესტორან „ოსეთში“ რომ შევედით, ოთხი საათი იყო დაწყებული. მე სრული მობილიზება
მოვახდინე, მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და უზარმაზარ დარბაზს თვალი გადავავლე.
მარცხენა კუთხეში დიდი მაგიდა იყო გაშლილი, რომელთანაც თხუთმეტი ადამიანი იჯდა და
იქვე იმყოფებოდა სალიკვიდაციო ობიექტიც.

– აბა, სად არიან შენები? – მკითხა ვალოდიამ.

მე პასუხი არ გამიცია მისთვის და ნელი ნაბიჯით გავემართე მოქეიფეებისკენ, ვალოდია კი


ფეხდაფეხ ამედევნა. სუფრისგან ორი ნაბიჯის მოშორებით შევჩერდი, შეჩერდა ვალოდიაც და
პირი დააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ მე მას სიტყვის თქმა არ ვაცადე, ორი ცალი პისტოლეტი
ამოვაცურე და ერთი ვალოდიას მივუშვირე, მეორედან კი სამი ტყვია ვესროლე ობიექტს,
რომლებიც მას თვალში, შუბლსა და გულში მოხვდა და ადგილზევე მოკლა. მე კი ჯერ
უკუსვლით დავიხიე უკან, თან პისტოლეტები მქონდა მიშვერილი მოქეიფეებისთვის, შემდეგ
მკვეთრად შევტრიალდი, პისტოლეტები დავუშვი და რესტორნიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი.
გარეთ ნაბიჯებს მოვუჩქარე, სულ მალე ჩემი მეწყვილის მანქანაში ჩავჯექი და ვუთხარი:

– საქმე გაკეთებულია, წადი!

ხშირი ნაძვნარიდან ისე გამოვედით, „კუდზე“ არავინ დაგვჯდომია და არც ცხინვალის


გასასვლელში გავუჩერებივართ ავტოინსპექციას. ჩემი მეწყვილე საკმაოდ მშვიდად
გამოიყურებოდა, მანქანას კარგად მართავდა და ეტყობოდა, რომ გამოცდილი პროფესიონალი
იყო. გადასახვევამდე რომ მოვედით, მითხრა:

– მანქანას აქვე დავტოვებთ, მეორეში გადავსხდებით და ხაშურში წავალთ, საიდანაც შენ


ელექტრომატარებლით დაბრუნდები თბილისში. შმოტკები, გრიმ-პარიკი და დანარჩენი
რეკვიზიტები კი ზურგჩანთაში ჩაალაგე. მიდი, იჩქარე, დრო არ ითმენს!

ტანსაცმელი მანქანაშივე გამოვიცვალე. პისტოლეტები, ფოტოაპარატი, გრიმ-პარიკი და


ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩავალაგე და მეორე მანქანაში გადავსხედით, რომელიც მყუდრო
ადგილზე იყო გაჩერებული, ძველი კი მის ადგილას დავტოვეთ. შემდეგ საპირისპირო
მიმართულებით გავემგზავრეთ. ხაშურში ძალიან მალე ჩავედით და მეწყვილემ
გამომშვიდობებისას მითხრა:

– მშვიდობით, ძმაო, იმედია, ერთმანეთს აღარ შევხვდებით!

– მშვიდობით, – მივუგე მეწყვილეს, მანქანიდან გადმოვედი და სადგურისკენ გავემართე, რომ


თბილისში ელექტრომატარებლით დავბრუნებულიყავი.

თბილისში დროზე ჩავედი და კაფე „ნარგიზთანაც“ ჩვეულებისამებრ მივედი. არც მერის


დაუგვიანია.
– როგორ ხარ, საყვარელო? – მერის თვალებზე ვაკოცე, თმაზე მივეფერე და ვკითხე, – ეგ
როგორაა?

– მეც კარგად ვარ და ესეც, – მერიმ მუცელზე დაიდო ხელი და მკითხა:

– შენ?

– მეც კარგად ვარ, – მერის ხელი გადავხვიე და ვუთხარი, – წამოდი, შევიდეთ და ვივახშმოთ.

– ძალიან გშია?

– არა, რატომ მეკითხები? – ვუთხარი მერის.

– მაშინ მოდი დღეს აღარ ვივახშმოთ და ქაშუეთში წავიდეთ.

– სად წავიდეთ? – საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

– აქვე, ქაშუეთის ეკლესიაში, – მომიგო მერიმ და დაამატა, – ხომ იცი, რომ პატარას ველოდებით
და ღმერთს მისი მშვიდობით მოვლინება უნდა შევევედროთ. ამისთვის კი ეკლესიაში სიარულია
საჭირო.

– კარგი რა, მერი, ვინმემ არ დაგვინახოს.

– დაგვინახოს მერე, ცუდს რას ვაკეთებთ, ვქურდობთ, ვმრუშობთ თუ კაცს ვკლავთ?

„ვკლავ, აბა რას ვაკეთებ“, – გავიფიქრე გუნებაში, მერის კი ვუთხარი:

– კარგი, წავიდეთ.

იმ პერიოდში ეკლესიაში ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა, ტაძრები თითქმის ცარიელი იყო და
ყოველი შემსვლელი ყურადღებას იპყრობდა. მე და მერი რომ ქაშუეთში შევედით, საღამოს
ლოცვა ტარდებოდა და ტაძარში ათიოდე, თანაც ხანში შესული ადამიანი იმყოფებოდა. ჩვენს
დანახვაზე მღვდელმა ორიოდე წამით შეწყვიტა მსახურება, შეგვათვალიერა და ისევ განაგრძო.
მერიმ ექვსი სანთელი იყიდა, სამი ცალი მე მომცა და მითხრა:

– ღვთისმშობელთან, მაცხოვართან და მიცვალებულების კუთხეში დაანთე.

– რომ არ ვიცი, სად რომელია?

– კარგი, წამომყევი და, სადაც მე დავანთებ, შენც იქ დაანთე, – მითხრა მერიმ და პირველად
მიცვალებულების კუთხისკენ გაემართა.

მერე მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებთან დავანთეთ სანთლები. მე მხოლოდ ვანთებდი,


პირჯვარს არ ვიწერდი, მერი კი მხურვალედ ლოცულობდა. წმიდა მარიამის უზარმაზარი ხატის
წინ კი მან მუხლი მოიყარა და ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი.

– რა გატირებდა, მერი, ვინმემ გაწყენინა? – ვკითხე მერის, როდესაც ეკლესიიდან გამოვედი.


– არა, ვის უნდა ეწყენინებინა. ცრემლი უნებლიეთ მომდიოდა, – მომიგო მერიმ და ისე სათნოდ
გამიღიმა, რომ ხატზე გამოსახულ ღვთაებას მივამსგავსე.

იმ დღიდან დაწყებული, მერიმ სისტემატურად დაიწყო ეკლესიაში სიარული, ნელ-ნელა ყველა


მართლმადიდებლური წეს-ჩვეულება და რიტუალი აითვისა და სულ მალე ჭეშმარიტ
მორწმუნედ ჩამოყალიბდა. მერე მოძღვარიც გაიჩინა და რეგულარულად აბარებდა აღსარებას,
მარხულობდა, ქველმოქმედებდა – ერთი სიტყვით, აბსოლუტურად უბოროტოდ ცხოვრობდა და
შემდგომში შვილებსაც ასე ზრდიდა და იმავეს მოითხოვდა ჩემგანაც, თან მთხოვდა, მოძღვარი
გამეჩინა, მე კი მას ვპასუხობდი, მოძღვარი არ მჭირდება-მეთქი.

– რას ამბობ, კოკი, მოძღვარი ყველას სჭირდება და, მათ შორის – შენც. ჩვენ, ადამიანები,
გზააბნეული ცხვრები ვართ და მოძღვარი იმისთვის გვჭირდება, რომ ჭეშმარიტი გზა
მიგვითითოს და გვმწყემსოს, – მომიგებდა ხოლმე მერი.

– მოძღვარს აღსარება უნდა ვუთხრა, მე კი ეს არ შემიძლია. უბრალოდ, მრცხვენია, რომ უცხო


ადამიანს ჩემი ინტიმური ამბები მოვუყვე. შენ, რა, ყველაფერს უყვები შენს მოძღვარს?

– რასაც ვერ ვუყვები, იმას ფურცელზე ვწერ და კითხულობს.

– მერე, არ გრცხვენია?

– ზოგჯერ – კი, მაგრამ, აღსარების შემდეგ ვიწმინდები და ზიარებას რომ ვიღებ, ისეთი გრძნობა
მაქვს, თითქოს ხელახლა დავიბადე. აი, თუნდაც ამისთვის ღირს აღსარების ჩაბარება და
მოძღვარი აუცილებელია, – დაასკვნიდა ხოლმე მერი და დაამატებდა: – ამიტომ, ჩემო კარგო,
გირჩევ, რაც შეიძლება მალე გაიჩინო მოძღვარი.

– მე უკეთესს გეტყვი, – ვპასუხობდი მერის: – მოძღვარს აღსარებას ცოდვების გამო ეუბნები. შენც,
ნუ ჩაიდენ ცოდვებს და, აღარც აღსარების თქმა დაგჭირდება და აღარც მოძღვარი. აბა, რა
ცოდვებს ჩავდივარ ახლა მე? არ ვლოთობ, ქალებში არ დავდივარ და ოჯახზე გადამკვდარი კაცი
ვარ, გიდობა და თარჯიმნობა კი, როგორც ვიცი, ცოდვად არ ითვლება. აი, მილიციელი რომ ვიყო,
სამხედრო, ან მოსამართლე, მაშინ სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ, ერთი რიგითი ადამიანი ვარ და
ვის რას ვუშავებ?

– რასაც შენ ამბობ, უკვე ესაა ცოდვა. ყველა ადამიანი ცოდვილია. აქედან გამომდინარე კი
აღსარებაც უნდა თქვა და, შესაბამისად, მოძღვარიც გჭირდება. შეიძლება, შენ სასიკვდილო,
მიუტევებელ ცოდვებს არ სჩადიხარ, მაგრამ, მაინც ცოდვილი ხარ, ნუ ამპარტავნობ და
ჭეშმარიტების გზას შეუდექი, – მეტყოდა ხოლმე მერი და ჩვენი მსუბუქი დავა ამით
მთავრდებოდა, რადგან არაფერს ვპასუხობდი და ზედაპირულად ეს ისე ჩანდა, თითქოს
მეუღლეს შეგნებულად ვუთმობდი. სინამდვილეში კი მშვენივრად ვიცოდი, რომ მერი მართალი
იყო და იმასაც კარგად ვუწყოდი, თუ რა ჯოჯოხეთურ, მიუტევებელ ცოდვებს ჩავდიოდი, მაგრამ,
უკვე ისე ღრმად მქონდა შეტოპილი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მრჩებოდა და, სიმართლე რომ
ვთქვა, უკან დახევა არც მინდოდა...
ზოგადად – სპეცსამსახურები, კონკრეტულად კი „კაგებე“ ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც
თავისი უმკაცრესი, საიდუმლო კანონები გააჩნია და ნებისმიერი დარღვევა ერთადერთი
სასჯელით – სიკვდილით ისჯება... უშიშროების თანამშრომელი მუდმივად ბეწვის ხიდზე
გადის, მის თავზე კი დამოკლეს მახვილი კიდია. გზიდან ნებისმიერი გადახვევა მისთვის
კატასტროფით მთავრდება და, რაც უფრო მაღალი თანამდებობა უკავია ადამიანს, მით მეტად
სახიფათო პოზიციაში იმყოფება ის. „კაგებე“ ის სტრუქტურაა, სადაც ყველა ყველას
უთვალთვალებს, ბოლომდე არავინ არავის ენდობა და ყველაზე უახლოესი მეგობრებიც კი მზად
არიან, შესაბამისი ბრძანების შემდეგ ერთმანეთს სული ამოხადონ... ამიტომ, „კაგებეს“
თანამშრომელმა, რომელსაც სიცოცხლის შენარჩუნება სურს, ოთხი რამ უნდა შეასრულოს:
პირველი – უნდა შეეძლოს ენაზე კბილის დაჭერა და უწყებრივი საიდუმლოს სიკვდილამდე
შენახვა. მეორე – ნებისმიერი უწყებრივი ბრძანება უსიტყვოდ და ზუსტად უნდა შეასრულოს;
მესამე – არასდროს, არავის არ უნდა ენდოს ბრმად და ბოლომდე; მეოთხე – არასდროს არ უნდა
სცადოს უწყებიდან წამოსვლა... ოთხივე ცნება მყარად მქონდა შესისხლხორცებული და უკან
დახევა იმიტომ არ მინდოდა, რომ, ვიცოდი, ასეთ შემთხვევაში სიკვდილი არ ამცდებოდა,
სიკვდილი კი ნამდვილად არ მინდოდა, მით უმეტეს, ახალდაოჯახებულ კაცს, რომელიც თავის
პირმშოს ელოდა.

პირველი ვაჟი შემეძინა და მამაჩემის პატივსაცემად სანდრო დავარქვი. ბავშვი აბსოლუტურად


ჯანმრთელი დაიბადა და თითქმის უპრობლემოდ იზრდებოდა. მისი შემხედვარე ვხარობდი,
თან გუნებაში მერიზე მეცინებოდა, რადგან მას მიაჩნდა, რომ ცოდვილი მშობლების შვილებს
უამრავი პრობლემა ექმნებოდათ და, მისი ლოგიკით, ჩემ გამო პატარა სანდრო მუდმივად
ხიფათში უნდა ყოფილიყო...

– მართალია, ყველა ადამიანივით ჩვენც ცოდვილები ვართ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ
მომაკვდინებელ ცოდვებს არ ჩავდივართ და ჩვენი პატარა სანდროც იმიტომაა ღვთივდაცული
და კურთხეული, – მეტყოდა ხოლმე მერი და ჩვენს ეზოში მცხოვრები „ჩეკას“ ყოფილი
მაღალჩინოსნის ოჯახი მოჰყავდა მაგალითად, – აი, ის საცოდავები, ხომ ხედავ, რა დღეში არიან?

– რა დღეში არიან? – ჩავეკითხებოდი ხოლმე მერის.

– რაღა რა დღეში, კოკი, მაგათი პატარა გვანცა ჩვენი სანდროს ტოლია. რომ შეხედავ, თვალს ვერ
მოსწყვეტ, მაგრამ, იმ საცოდავს დამბლა სჭირს და ექიმები მშობლებს ვერავითარ გარანტიას ვერ
აძლევენ, რომ ოდესმე გამოჯანმრთელდება, – მეტყოდა ხოლმე მერი, სანდროს გადახედავდა,
პირჯვარს გადასწერდა და დაამატებდა: საბრალო ბავშვი... მაგრამ, ასე ხდება ხოლმე – ის
საწყალი წინაპრების ცოდვებისთვის ისჯება. ბაბუამისი ძველი „ჩეკისტი“ იყო, ხალხს ხოცავდა
და ღმერთმა მას ეს ცოდვები არ აპატია.

– კარგი, რა, მერი! რა შუაშია ბაბუამისი? დედამისს მშობიარობის ტრავმა აქვს და ბავშვის
დამბლაც იმან გამოიწვია, – ვპასუხობდი მერის და მაშინ გულწრფელად მჯეროდა, რომ
მართალი ვიყავი. რადგან მე თავად ვხოცავდი ადამიანებს, ჩემი ცოლ-შვილი კი უპრობლემოდ
ცხოვრობდა, მიმაჩნდა, რომ მერი ცდებოდა, ცოდვები აქ არაფერ შუაში იყო და, საერთოდ,
ღმერთის არსებობის მაშინ ნამდვილად არ მწამდა.
– ღმერთმა მოგიტევოს, კოკი, ეგ ურწმუნოება, – მეტყოდა მერი და ჯერ ისევ სანდროს
გადასახავდა ჯვარს, შემდეგ – მე, ბოლოს თვითონ გადაიწერდა პირჯვარს და დაამატებდა: –
ნუთუ დაგავიწყდა, კოკი, რა დაემართა გვანცას მამას?

გვანცას მამა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის საცოდავი, მშენებელი იყო და ერთ-ერთი


ახალაშენებული კორპუსი უნდა ჩაებარებინა მიმღები კომისიისთვის, რომელიც ყველა დეტალს
დაწვრილებით ამოწმებდა. სახლის სახურავის შემოწმების დროს კოკისპირული წვიმა
წამოსულა, მეხიც გავარდნილა და გვანცას მამა ადგილზევე მოუკლავს, რომელსაც, თურმე,
მეხამრიდზე ჰქონდა ხელი ჩავლებული. ის საცოდავი, ადგილზევე დანახშირებულა და სახლში
„ცინკის“ კუბოთი მოასვენეს...

– მეხმა მოკლა, უბედური შემთხვევაა, – ვეუბნებოდი მერის, ის კი მპასუხობდა:

– მეხი ღმერთის იარაღი იყო, კოკი, ის უბედური კი მამამისის ცოდვების გამო დაისაჯა. გვანცას
ბაბუა კი ისეთი ცოდვილი იყო, რომ ამას ვეღარ გაუძლო და თავში ტყვია დაიხალა.

– დაიხალა და დაიხალა, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია?.. გვეყო დავა! – ვეტყოდი ხოლმე მერის, სხვა
ოთახში გავდიოდი და ჩვენი უსიამოვნო საუბარი ამით მთავრდებოდა.

გვანცას ბაბუა „ჩეკას“ პენსიონერი პოლკოვნიკი იყო და ცალკე, მარტო ცხოვრობდა. მას მე
სამეზობლოდან ვიცნობდი და ისიც კარგად მიცნობდა. ზოგჯერ ბაბუაჩემსაც ესტუმრებოდა
ხოლმე, თუმცა ბაბუას ის გულზე არ ეხატებოდა და მეუბნებოდა: შავბნელი ადამიანია და, ვინ
იცის, რამდენი უსამართლობა აქვს ჩადენილიო.

ის ბაბუას ნარდს ეთამაშებოდა, მაგრამ, სულ აგებდა ხოლმე და ჩვენი სახლიდან დაბოღმილი
მიდიოდა. ბაბუა არასოდეს აცილებდა სტუმარს. ის რომ კარს გაიხურავდა, თვალს ჩავუკრავდი
და ვეკითხებოდი:

– ისევ მოუგე?

– არ ეტყობოდა? – გაიცინებდა ბაბუა და დაამატებდა, – ესღა მაკლია, მაგას მოვაგებინო, თანაც


ჩემს სახლში.

შემდეგ ის კაცი ახალ სახლში გადავიდა, ჩვენს ეზოში იშვიათად მოდიოდა და ბოლოს მისი
შვილის დასაფლავებაზე ვნახე. ერთი წლის შემდეგ კი „ჩეკას“ ყოფილი პოლკოვნიკი თავის
ბინაში შუბლგახვრეტილი იპოვეს. ყველა ამბობდა, თავი მოიკლაო და ძიებამაც ასეთი დასკვნა
დადო. სინამდვილეში კი, ის მე მოვკალი – ეს ცენტრის დავალება იყო.

საქმის მომცემმა მეკავშირემ მითხრა:

– ცენტრმა შენ იმიტომ მოგანდო ეს საქმე, რომ იმ კაცს კარგად იცნობ, მის სახლში შესვლის
პრობლემა არ გექნება, დანარჩენი კი შენი პროფესიონალიზმის საქმეა. თვითმკვლელობა ისე
დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ მასში ეჭვი არავინ შეიტანოს.
თურმე, იმ კაცს დღიურები ჰქონია, რომელშიც „ჩეკას“ მთელი ბინძური საქმიანობა იყო
აღწერილი, აგრეთვე, ყველაფერ ამის დამადასტურებელი საბუთები და ეს მასალა მას
დასავლეთში უნდოდა, გაეყიდა. აბა, ასეთ რამეს ვინ აპატიებდა და, ეს ამბავი რომ არ
გახმაურებულიყო, მოსკოვმა მისი მოშორება გადაწყვიტა, ხოლო დღიურები და საბუთები კი, მე
უნდა წამომეღო მისი ლიკვიდაციის შემდეგ.

– სად აქვს ეს ყველაფერი შენახული? – ვკითხე მეკავშირეს.

– სამწუხაროდ, ეს ცნობილი არ არის, ადგილზევე უნდა მოძებნო, – მიპასუხა მეკავშირემ,


შეხვედრის ადგილსა და დროზე შევთანხმდით და ერთმანეთს დავშორდით.

ყოფილი პოლკოვნიკი საკმაოდ გამოცდილი კაცი იყო, მისი მოტყუება იოლი არ იქნებოდა,
ამიტომ, ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც მასში ეჭვს არ გამოიწვევდა და დავალების
შესრულებას გამიადვილებდა.

რამდენიმე ვარიანტი გავაანალიზე და, ბოლოს, გადავწყვიტე, პოლკოვნიკს სახლში ვწვეოდი და


მისი ბიოგრაფიის მოყოლა მეთხოვა, ვითომ ეს ჩემი საქმიანობისთვის მჭირდებოდა.

– ოჰ, კოკი, შენ ხარ? – გაუკვირდა პოლკოვნიკს და სახლში შემიპატიჟა, – რა გაგჭირვებია, რით
შემიძლია, გემსახურო?

– ალბათ, გეცოდინებათ, რომ მუზეუმში „ჩეკას“ ისტორიის განყოფილება იხსნება...

– არა, პირველად მესმის, – გულწრფელად გაუკვირდა პოლკოვნიკს.

– დიახ, სწორედ ასეა. სამსახურში დამავალეს, რომ მასალები შემეკრიბა, მე კი თქვენ


გამახსენდით და იმიტომ გეახელით. დაგვეხმარებით? – განვუმარტე თადარიგის პოლკოვნიკს.

– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი! ერთი, აქეთ მობრძანდი, ჩემო კოკი, დაბრძანდი და აქ ამიხსენი
ყველაფერი, – პოლკოვნიკმა თავის კაბინეტში შემიპატიჟა, საწერი მაგიდის წინ სკამზე დამსვა,
თვითონ მაგიდას მიუჯდა, უჯრა გამოაღო და იქიდან პისტოლეტი ამოაცურა, მერე მომიშვირა
და კბილებში გამოსცრა: – არ ჩაგივიდა ფეხი, ხომ, შე ნაბიჭვარო?! ჩემს მოსაკლავად მოხვედი,
მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგივარდა, არა?!

მთელი ჩემი ცხოვრება, დღევანდელობის ჩათვლით, ხიფათითაა სავსე და მუდმივად სიკვდილს


ვეთამაშები, ანუ ყოველთვის ცუდის მოლოდინში ვარ და შესაბამის მზადყოფნაში ვიმყოფები. იმ
საღამოს კი, როდესაც პოლკოვნიკის მოსაკლავად მისული მის პირდაპირ მოვკალათდი, ასეთი
მზადყოფნა დავკარგე და კინაღამ საკუთარი სიცოცხლით ვაგე პასუხი. გულწრფელად უნდა
ვთქვა, რომ ასეთ უმწეო მდგომარეობაში პირველად და, იმედია, უკანასკნელად ვიმყოფებოდი,
რაც ჩემი პროფესიის ადამიანისთვის მიუტევებელია, თუმცა, მაშინ განგებამ დამინდო, მას
შემდეგ ასეთი შეცდომა აღარ დამიშვია და იმედია, არც არასდროს აღარ დავუშვებ...

– ეს აბსურდი საიდან მოიტანეთ, ბატონო ჩემო? – მშვიდად ვუთხარი პოლკოვნიკს, თან მის
მაყუჩიან ბრაუნინგს შევავლე თვალი და იარაღამდე სავარაუდო მანძილი გავზომე.
მაინტერესებდა, მივწვდებოდი თუ არა ხელით, რომ პისტოლეტი წამერთმია ან ხელიდან
გამეგდებინებინა.

– ნუთუ აბსურდს ვლაპარაკობ ამხელა კაცი, თანაც „ჩეკას“ ძალიან გამოცდილი პოლკოვნიკი, –
ირონიულად მომიგო პოლკოვნიკმა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, პისტოლეტი თავში დამიმიზნა
და მითხრა, – რაც უნდა ეცადო, ვერ მომწვდები და, ზედმეტი მოძრაობა რომ შეგნიშნო, შუბლს
გაგიხვრეტ!

– ჯერ ერთი, რას მერჩით, თანაც, თუ შუბლს გამიხვრეტთ, დაგხვრეტენ, – ისევ მშვიდად
ვუთხარი პისტოლეტმომარჯვებულ პოლკოვნიკს და მისი განეიტრალების სხვა საშუალებებზე
დავიწყე ფიქრი, რადგან ხელ-ფეხით უკვე ვეღარ მივწვდებოდი.

– რომ დამხვრიტონ, უნდა დამაპატიმრონ, ჩემს შეპყრობას კი ვერ ეღირსებით – ამაღამ მივდივარ.
მანამდე კი მოგკლავ, სახლს ცეცხლს წავუკიდებ და, სანამ გაირკვევა, რა მოხდა, მე უკვე
თურქეთში ვიქნები.

– სადაც გნებავთ, იქ წაბრძანდით, მაგრამ, მე რას მერჩით, რა დაგიშავეთ? – ვუთხარი


პოლკოვნიკს, თან ხელი ნელ-ნელა წელისკენ გავაცურე, რომ პისტოლეტი მომემარჯვებინა და
პოლკოვნიკისთვის მესროლა, მას კი ირონიულად გაეცინა და მითხრა:

– რომ არ დამიშავო, სწორედ ამიტომაც გკლავ. ახლა ხელები ასწიე, ფრთხილად ადექი და
კედელს აეკარი, თორემ, გაუფრთხილებლად გესვრი.

მე ზუსტად შევასრულე პოლკოვნიკის ბრძანება. მან კი გრძელი ბამბუკის ჯოხი აიღო,


რომლითაც ის, სავარაუდოდ, ფარდებს ასწორებდა, შემდეგ იმ ჯოხის მეშვეობით ქამრიდან
მაყუჩიანი პისტოლეტი ამომიცურა და იარაღი ხელთ რომ იგდო, გამარჯვებულის ტონით
მითხრა:

– ამაზე რას იტყვი, მაყუჩიანი პისტოლეტი რისთვის გინდა?

მე პოლკოვნიკისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მოქმედების გეგმა უკვე შემუშავებული მქონდა


და გადამწყვეტი იერიშისთვის ვემზადებოდი.

– სათქმელი არაფერი გაქვს და დუმხარ, ხომ? – განაგრძო მონოლოგი პოლკოვნიკმა, – მაშინ, მე


გეტყვი: რად გინდა და, ჩემს მოსაკლავად, მაგრამ, ხომ არ ჩაგივიდა ფეხი. აბა, რა ეგონა „კაგებეს“,
როცა ჩემს მოსაკლავად ვიღაც ნაბიჭვარი მომიგზავნეს? მე თვითონ ძველი, სტაჟიანი მკვლელი
ვარ და შენისთანა ღლაპს გავაცურებინებდი თავს?

– მაინც როგორ მიხვდით, რომ თქვენს მოსაკლავად მოვედი? – ვკითხე პოლკოვნიკს.

– ჯერ ერთი, ველოდი მკვლელს, მზად ვიყავი. ხოლო შენ რომ დაგინახე, მივხვდი, ვინ იყავი, რა
გინდოდა და, აი, შედეგიც – მე გავიმარჯვე, შენ და შენი უფროსობა კი დამარცხდით, ასე ვთქვათ,
გაფარჩაკდით...

„ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ გაფარჩაკდება“, – გავიფიქრე გუნებაში, პოლკოვნიკს კი ვუთხარი:
– მე ის მაინტერესებს, თქვენ როგორ ამოიცანით ჩემში მკვლელი.

– ძალიან უბრალოდ, ჩემო კოკი, – ირონიულად, გამარჯვებულის ტონით მომიგო პოლკოვნიკმა,


– რამდენიმე წლის წინ რომანთან ერთად გნახე პიონერთა სასახლის წინ, თქვენი საუბრის ერთი
ფრაზა გავშიფრე და, ახლა რომ აქ გამომეცხადე, ძნელი მისახვედრი აღარ იყო, ვისთან მქონდა
საქმე.

პოლკოვნიკი „ძია“ რომანს გულისხმობდა, ანუ იმ დღეს, როდესაც მე და რომანი კოჯრიდან


თბილისში დავეშვით საიდუმლო რკინიგზით ლენინის მოედნის მეტროში და შემდეგ კი ფეხით
გავიარეთ პირველ სკოლამდე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რომანთან ერთად
ქალაქში გამოვჩნდი, ჩვენი საუბარი კი პიონერთა სასახლის კუთხეში, კედელთან შედგა და მას
პოლკოვნიკი ვერანაირად ვერ მოისმენდა და ვუთხარი:

– ვინ რომანს გულისხმობთ?

პოლკოვნიკს ირონიულად ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე და მითხრა:

– კაგებეშნიკს, იმას, ვინც, სავარაუდოდ, დაგავერბოვკა. მე ჯერ კიდევ უშიშროებაში ვმუშაობდი,


როდესაც ის სამსახურში მიიღეს.

– გასაგებია, მაგრამ, თქვენ ვერანაირად ვერ მოისმენდით ჩვენს საუბარს, – ვთქვი მე.

– მე მხოლოდ ერთი ფრაზა გავშიფრე, მან გითხრა: „რაც შენ დღეს ნახე, ყველაფერი საიდუმლოდ
უნდა დარჩეს“. ეს კი საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, თუ ვინ იყავი შენ, – თქვა პოლკოვნიკმა,
ჩაეცინა და დაამატა, – ეს ძალიან ადვილია, კოკი, ამას ბავშვიც კი მიხვდებოდა.

პოლკოვნიკი მართალს ამბობდა, რომანმა მართლაც მითხრა მსგავსი ფრაზა, მაგრამ, ჩვენ
ახლომახლო არავინ იმყოფებოდა და ჩვენს სიტყვებს ვერავინ გაიგონებდა. გამორიცხული იყო
დისტანციური მოსმენაც. უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა. „ალბათ, მან ლაპარაკის ტუჩების
მოძრაობით გაშიფვრა იცის, – გავიფიქრე გუნებაში, – კი, ნამდვილად ასეა. როგორც ეტყობა, მან
შორიდან დაგვინახა, რომ ვსაუბრობდით, ეს ფრაზა გაშიფრა და ყველაფერს მიხვდა. უყურე ამ
დამპალს, წლების შემდეგ სად გამოადგა ეს ინფორმაცია!“

– თქვენ, ალბათ, ტუჩების მოძრაობით შეგიძლიათ ლაპარაკის გაშიფვრა, როგორც ყრუ-მუნჯებს,


არა? – ვკითხე პოლკოვნიკს.

– როგორც იქნა, შენს ტვინამდეც დავიდა, – მითხრა კოპებშეკრულმა პოლკოვნიკმა, შემდეგ


მეორე პისტოლეტიც მომიშვირა, რომელიც მანამდე დაშვებული ეჭირა ხელში და დაამატა: –
ამოირჩიე, რომლიდან გესროლო, ან, იქნებ, ორივე იარაღიდან დაგახალო ტყვიები მაგ უჭკუო
თავში?

„აბა, კოკი, ახლა მთელი შენი ნებისყოფა მოიკრიბე, მთელი ცოდნა გამოიყენე და ამ ვირთხას
თავს ნუ მოაკვლევინებ“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან პოლკოვნიკის შემხედვარე მივხვდი,
რომ, ცოტაც და, სასხლეტს თითს გამოჰკრავდა და ტვინს გამასხმევინებდა. შემდეგ უზარმაზარ
კედლის საათზე გადავიტანე მზერა, რომლის ისრებიც ათზე იყო გაჩერებული, წამზომი კი
თორმეტს უახლოვდებოდა. საბოლოო იერიშისთვის მოვემზადე და საღამოს ათი საათის
შესრულებამდე ათი წამით ადრე გუნებაში წამების გადათვლა დავიწყე: „ათი, ცხრა, რვა, შვიდი,
ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი...“

– ბუუმ! – დაჰკრა კედლის საათმა და, დროის უმოკლეს მონაკვეთში, სანამ საათი მეორეჯერ
ჩამოჰკრავდა, საწერი მაგიდის ქვეშ შევსრიალდი, ჩემგან ორ მეტრში მდგარ,
ორპისტოლეტმომარჯვებულ პოლკოვნიკს დავეტაკე, იატაკზე წავაქციე და ისე გავაგდებინე
ორივე პისტოლეტი, რომ მან ერთი გასროლაც ვერ მოასწრო... ბუუმ! – ჩამოჰკრა საათმა მეათეჯერ
და ორივე მაყუჩიანი პისტოლეტი უკვე ხელებში მეჭირა, პოლკოვნიკს ვუღიმოდი და
ვეუბნებოდი:

– რაო, ბებერო ვირთხავ, გაჯობა ნაბიჭვარმა?

– იქნებ, მოვილაპარაკოთ? – მომიგო იატაკზე წამომჯდარმა პოლკოვნიკმა, – ცოტა დანაზოგი


მაქვს და თითქმის სულ შენ დაგითმობ, თუკი არ მომკლავ და გაქცევის საშუალებას მომცემ. მე
მხოლოდ იმდენს დავიტოვებ, რომ საზღვარზე გადამყვან მეგზურს გადავუხადო და პირველ
თვეს მეყოს საჭმელად, შემდეგ კი ფულის მეტს რას ვიშოვი.

– ბევრს მთავაზობ? – ვკითხე პოლკოვნიკს და აქცენტი შეგნებულად გავაკეთე შემოთავაზების


რაოდენობაზე, რათა მას ეფიქრა, რომ „დამკერა“.

– ათი კილოგრამი ოქრო მაქვს. ექვსი შენი იყოს, ოთხი კი – ჩემი, – მითხრა პოლკოვნიკმა. შემდეგ
თაროებს უკან მდებარე საიდუმლო სეიფი გამოაღო, ხუთი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი
გამოიღო, ჩემ წინ დადო და მითხრა: – თითოეული ორ კილოგრამს იწონის, სამი ცალი – შენ, ორი
– მე.

– ეს ოქრო საიდან გაქვს? – ვკითხე პოლკოვნიკს.

– მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტები რომ კავკასიას მოადგნენ, მოსკოვიდან გვიბრძანეს,
თბილისის ბანკის საცავები ძვირფასეულობისგან დაგვეცალა და ყველაფერი ფშავში, ერთ-ერთი
კლდის საიდუმლო გამოქვაბულში გადაგვეზიდა. ამ ოპერაციაში მეც ვმონაწილეობდი და
სწორედ მაშინ მოვახერხე ამ ხუთი ზოდის მოპარვა.

– მერე, როგორ შეგრჩა, ეს ზოდები არავინ მოიკითხა?

– მოიკითხა კი არა, ერთი ამბავი ატყდა. მით უმეტეს, რომ ძვირფასეულობის ტრანსპორტირება
სულ რაღაც ოთხი საათის დაწყებული იყო, როდესაც პირადად ლავრენტი ბერიას უბრძანებია ამ
ოპერაციის გაუქმება. ბერია პირადად ხელმძღვანელობდა კავკასიის დაცვას და უთქვამს,
საქართველოში ფაშისტები ვერ შემოვლენ, პანიკას ნუ ქმნით და ყველაფერი უკან დააბრუნეთო.
აბა, ბერიას სიტყვას ვინ დაუდგებოდა წინ და ოქრო კვლავ საცავებში ჩავიტანეთ. თუმცა, მე
ხუთი ზოდი უკვე მოპარული და საიმედოდ გადამალული მქონდა. ხომ ხედავ, დღემდე
შემომრჩა. ნახე, ორთავიანი არწივია ამოტვიფრული ზოდებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეფის
დროინდელი, უმაღლესი ხარისხის ოქროა, – მითხრა პოლკოვნიკმა, თან ჩემ პირდაპირ კითხვას
თავი აარიდა და არ მიპასუხა, როგორ გადაურჩა სასჯელს ქურდობისთვის.
– სასჯელს როგორ გადაურჩი? – გავუმეორე პოლკოვნიკს, მან კი თავი გააქნია, ჩაეცინა და
მითხრა:

– რა ცნობისმოყვარეები ხართ თანამედროვე ახალგაზრდები! რა მნიშვნელობა აქვს, საიდან მაქვს


ეს ოქრო? მთავარია, რომ მაქვს და კიდევ უფრო მთავარი, რომ შენ აქედან სამოც პროცენტს
გაძლევ. მაგრამ, რადგან კომპანიონები ვართ, გეტყვი: ეს ოქროს ზოდები ჩემს კოლეგას მოვპარე
ყუთიდან, რომელიც მეორე გადამზიდავ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

– შენს კოლეგას რა უქნეს?

– დახვრიტეს, – მითხრა პოლკოვნიკმა, – მანამდე კი ისე აწამეს, კაცს აღარ ჰგავდა და, ჯობდა,
თავი მოეკლა.

– თურქეთში რატომ გარბიხარ?

– ცოცხალი რომ გადავრჩე. უშიშროებამ ჩემი დღიურების ამბავი შეიტყო და შენც ხომ ამიტომ
მოგაგზავნეს ჩემს მოსაკლავად?

– აბა, მიჩვენე შენი დღიურები, – ვუთხარი პოლკოვნიკს. მან ათი ცალი შავყდიანი რვეული და
ორი ცალი საბუთებით სავსე საქაღალდე მაგიდაზე დაალაგა და მითხრა:

– აი, აქედან იმდენ ფულს ვიშოვი, რომ ამ ზოდებს ასჯერ გადაწონის.

– სულ ესაა?

– კი, – მითხრა პოლკოვნიკმა და თვალი თვალში გამიყარა, თან, შემომთავაზა, – შენც ჩემთან
ერთად წამოდი და იმდენ ფულს გაშოვნინებ, საშვილიშვილოდ გეყოფა.

პოლკოვნიკისთვის პასუხი არ გამიცია და საწერ მაგიდასთან დავსვი. შემდეგ მის პისტოლეტს


მაყუჩი მოვხსენი, შუბლზე მივადე, სასხლეტს ხელი გამოვკარი და ტვინი გავასხმევინე... ბოლოს
პისტოლეტის ტარი გავწმინდე და იარაღი მარცხენა ხელში დავაჭერინე მოკლულს, რადგან ის
ცაცია იყო, ბოლოს ოქროს ზოდები, რვეულები და საქაღალდეები სპორტულ ჩანთაში ჩავალაგე,
სეიფი დავკეტე, ყველაფერი მოვაწესრიგე და პოლკოვნიკის ბინიდან შეუმჩნევლად გამოვედი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკის ლიკვიდაცია ისე განხორციელდა, როგორც დაგეგმილი


იყო, ვერავინ ვერაფერი შეიტყო, ყველას თვითმკვლელობა ეგონა, თანაც, ყველაფერ ამას
სახელმწიფოსთვის დაბრუნებული ათი კილო ოქროც დაემატა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩემს
კარიერაში ყველაზე წარუმატებელი საქმე იყო. წესით, მე ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი,
მაგრამ, ყველა წესს აქვს გამონაკლისი, განგებამ აშკარად დამინდო, დღემდე ცოცხალი ვარ და
კარგად ვიცი, რომ მსგავს შეცდომას მეორედ უკვე აღარავინ გაპატიებს.

შეცდომისგან დაზღვეული, რა თქმა უნდა, არავინაა, მაგრამ შეცდომა ჩვენს საქმეში სიკვდილის
ტოლფასია და, თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე, შეცდომაც არც უნდა დაუშვა. პირიქით,
სხვისი შეცდომის, სისუსტის მაქსიმალურად გამოყენება უნდა შეგეძლოს და სწორედ მაშინ ხარ
უმაღლესი დონის პროფესიონალი, როდესაც ასეთი რამ შეგიძლია.
ჩემი პროფესიის ადამიანს მაგარი ნერვები, სხარტი გონება, ცივი გული და მტკიცე ხელი უნდა
ჰქონდეს და, თუ ყველაფერ ამას გამოცდილება და რესპექტაბელური გარეგნობაც ერთვის, მაშინ,
იდეალური, თითქმის მოუხელთებელი შემსრულებელი ხარ და შენს საქმეში ბადალი არ გყავს.

არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მკვლელობას რეკლამას ვუკეთებ და ვინმეს
მოვუწოდებ, მკვლელი გახდეს. რა თქმა უნდა, არა! მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის
ხელყოფა, ვისაც არ უნდა კლავდე, ცუდს თუ კარგს, დიდ ცოდვად მიმაჩნია და ყველას
მოვუწოდებ, რომ ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდონ და სხვა პროფესია აირჩიონ. მე რომ ახლა
ვიწყებდე ცხოვრებას და არჩევანი მქონდეს, არამც და არამც მკვლელის პროფესიას არ ავირჩევდი
და ნებისმიერ სხვა საქმეს მოვკიდებდი ხელს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი პროფესიის ადამიანის
სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხშირ შემთხვევაში, ოცდაათ წელს არ აჭარბებს და მსოფლიოში
ლამის ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკს მიაღწია და კვლავაც
წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.

ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებული, რჩეული ადამიანი ვარ და, როგორც ყველა
რჩეულს, მოვლენებსა და პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შემიძლია. ისე ნურავინ გაიგებს,
თითქოს პარანოია ან მანიაკური მისწრაფებები მალაპარაკებდეს. არა! მე არც ფსიქოპათი ვარ და
არც სერიული მკვლელი, რომელიც ჰიპერტროპიული იდეებითაა შეპყრობილი ან ადამიანის
ხორცის ჭამა სიამოვნებს – ამ მხრივ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მართალია, მკვლელი ვარ და
მკვლელობა ცუდია, მაგრამ, განგებისგან განსაკუთრებული მისია მაკისრია და დარწმუნებული
ვარ, რომ მაინც სიცოცხლეს, სიკეთეს ვემსახურები და, რომ არა ჩემი ჩარევა, მოვლენები და
პროცესები ბევრად უფრო ცუდად განვითარდებოდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩემს
ჩარევასაც არ გამოუსწორებია ვითარება და იმაზე უარესი მომხდარა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მაგრამ, მთავარი ის არის, რომ შინაგანად ღრმად ვარ დარწმუნებული, სიკეთეს ვემსახურები და
ეს არც თავის მოტყუებაა და არც ვინმესთვის თვალებში ნაცრის შეყრა. თუმცა, კიდევ ერთხელ
ვიმეორებ, რომ ჩემი პროფესიის არჩევას არც არავის ვუსურვებ და არც მე ვისურვებდი ამ გზაზე
დადგომას, ახლა რომ ვიწყებდე ცხოვრებას. მით უმეტეს, რომ ამ გზაზე ნებაყოფლობით არ
დავმდგარვარ, ოსტატურად შემიტყუეს და ისეთ მდგომარეობაში ჩამაყენეს, რომ უკან დასახევი
გზა აღარ მქონდა.

– ჩემი თავი ღმერთი მგონია! – მითხრა ერთხელ ერთმა ჩემმა კოლეგამ, როდესაც ერთი საქმე
შევასრულეთ, უკან ვბრუნდებოდით და თითქმის სამშვიდობოზე ვიყავით გასულები.

– ღმერთი რატომ? – ვკითხე კოლეგას.

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ამ კაცის ლიკვიდაციით ჩვენ უამრავი ადამიანის სიცოცხლე
გადავარჩინეთ, ანუ მათი ბედი შევცვალეთ, მათ ბედს განვაგებდით, ასეთი რამ კი მხოლოდ
ღმერთს შეუძლია. აი, რატომ მგონია, რომ წამით მაინც ვიყავი ღმერთი! რა, მართალს არ ვამბობ?

– სად ღმერთი და სად ჩვენ? – მივუგე კოლეგას, – ღმერთი უკვდავია, ჩვენ კი უბრალო
მოკვდავები ვართ.
– მოკვდავები? – რატომღაც შეკრთა ჩემი კოლეგა, პაუზა გააკეთა და შემდეგ მითხრა: – რა იცი,
იქნებ, ჩვენც გვეღირსოს უკვდავება...

კოლეგამ სიტყვა ვეღარ დაასრულა, რადგან მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორი ტყვია
ვესროლე თავში და ადგილზევე მოვკალი, შემდეგ ჭაობში ჩავაგდე, რომ კვალი გამექრო და
ჩავილაპარაკე: „სამწუხაროდ, უკვდავება ვერ მოიპოვე, რომ არაფერი ვთქვათ შენს
გაღმერთებაზე...“

კოლია, რომელიც მე მოვკალი, ორმაგი აგენტი იყო და ხელმძღვანელობისგან მისი ლიკვიდაცია


მქონდა დავალებული, როგორც კი საქმეს შევასრულებდით და ის ყოველგვარი მღელვარებისა
და სინდისის ქენჯნის გარეშე მოვიშორე.

სინდისის ქენჯნა და სინანული ჩვენს საქმეში უპირველესი მტერია და ისეთივე მავნებელია,


როგორც ნერვული აშლილობა გადამწყვეტ მომენტში. ამიტომ, არასოდეს ჩემი არცერთი
საქციელი არ მინანია. ვთვლიდი, რომ ყოველთვის სწორად ვმოქმედებდი და ახლაც ასე
ვფიქრობ. ალბათ, ამიტომაც გამომდის ყველა საქმე, ჩავარდნა არ მაქვს და, მართალია, ასაკი
მემატება, მაგრამ, ახლა ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც არასდროს ვყოფილვარ.

ჩემი პროფესია ფიზიკურ მომზადებასთან ერთად ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს, სიბრძნეს,


გონიერებასა და გამოცდილებას მოითხოვს. თუკი პირველი თვისება ახალგაზრდების
პრიორიტეტია, დანარჩენი სამი დროსთან ერთად მოდის, ასაკთან ერთად ყალიბდება და პიკს 50-
55 წლის ასაკში აღწევს. მე კი ვცდილობ, ეს პიკი რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნო და
ამისთვის არც ფულს ვზოგავ და არც ძალებს: ვვარჯიშობ, ჯანსაღ ცხოვრებას ვეწევი, გონებას
ვწვრთნი და, რაც მთავარია, წამითაც არ მავიწყდება, ვინ ვარ, რადგან, უამრავი მტერი მყავს და
ყოველთვის მზად ვარ, ნებისმიერ მათგანს ღირსეულად დავხვდე.

– დაიმახსოვრე, ახალგაზრდავ! – მიმეორებდა ხოლმე ინსტრუქტორი, რომელიც კონსპირაციას


მასწავლიდა, – შენ გასაიდუმლოებული ადამიანი ხარ, საფარქვეშ მუშაობ, შენი საქმიანობის
შესახებ სახალხოდ არავინ ლაპარაკობს და ამ მხრივ, მტრებისგან დაცული ხარ. თუმცა, არსებობს
შანსი, რომ შენმა მტერმა ან მტერთა ჯგუფმა მაინც გაგშიფროს, შენზე შურისძიება მოინდომოს
და, აი, სწორედ მათგან უნდა შეგეძლოს საკუთარი სიცოცხლის დაცვა და მათი ქმედებებისგან
თავის დაღწევა. ამისთვის კი საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, ადამიანებზე დაკვირვება და ათას
კაცში მტრის ამოცნობა. კიდევ ერთს გეტყვი: თუკი შენი ლიკვიდაცია „კანტორამ“ მოინდომა,
მაშინ ვერანაირი სიფხიზლე, ინტუიცია და პროფესიონალიზმი ვერ გიხსნის და განწირული ხარ.
ამიტომ, ისე უნდა მოიქცე, რომ კანტორამ ეს არ მოინდომოს...

„კანტორას“ ჩემი ინსტრუქტორი „კაგებეს“ უწოდებდა. ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის იყო, რომ


იგი სწორედ „კანტორის“ ბრძანებით იქნა ლიკვიდირებული და, როგორი სამწუხაროც უნდა
იყოს, ეს მისია მე დამეკისრა.

კონსპირაციის ინსტრუქტორიც ორმაგი აგენტი აღმოჩნდა. სანამ მას დააპატიმრებდნენ, გაქცევა


მოახერხა. მე ის ათი წელი არ მყავდა ნანახი და, მისი ლიკვიდაცია რომ დამავალეს, გენერალმა
მითხრა:
– ყველა თანამშრომლის ღალატი საზიანოა და საწყენი, მაგრამ მისი – ორმაგად, რადგან ის
ძალიან კარგი პედაგოგი და გამოცდილი ადამიანი იყო. მთავარი კი ისაა, რომ უამრავი
ინფორმაცია ჰქონდა ჩვენს თანამშრომლებზე და, რადგან კარგად ხატავს, თითოეული მათგანის
პორტრეტი შეუძლია გადასცეს მტერს.

– მათ შორის, ალბათ, ჩემიც, – ვუთხარი გენერალს.

– ალბათ კი არა, უეჭველად, – თქვა კოპებშეკრულმა გენერალმა და დაამატა: – შენ საუკეთესო


თანამშრომელი ხარ, დიდი გამოცდილება გაქვს და მის სალიკვიდაციოდაც სწორედ ამიტომ
გგზავნით.

გაქცეული ინსტრუქტორი დასავლეთ გერმანიაში იყო გადახვეწილი, მიუნხენში ცხოვრობდა,


ოფიციალურად „რადიო ევროპაში“ მუშაობდა საბჭოთა კავშირის ექსპერტად და ანტისაბჭოური
გადაცემები მიჰყავდა. ამას გარდა, ის გერმანულ და ამერიკულ სპეცსამსახურებთან
თანამშრომლობდა, გერმანიის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული და ცეცხლსასროლ იარაღს
ატარებდა. გარდა იმისა, რომ „კაგებეს“ ყოფილი პოლკოვნიკი კარგად დაცულ კერძო სახლში
ცხოვრობდა, ის დაჯავშნული ავტომობილით გადაადგილდებოდა, ორი მცველი ლანდივით
დაჰყვებოდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ჩნდებოდა. ერთი სიტყვით,
გაქცეული ინსტრუქტორი თითქმის მოუხელთებელი იყო და ჩემს მოვალეობაში შედიოდა იმ
სუსტი წერტილის პოვნა, რაც მისი ლიკვიდაციის საშუალებას მომცემდა.

ამ ოპერაციის განხორციელებაში მეხმარებოდა კომუნისტური გერმანიის უშიშროების –


„შტაზის“ ახალგაზრდა, მომხიბვლელი თანამშრომელი – მარტა. ის გოგონა „რადიო ევროპაში“
მუშაობდა ხმის ოპერატორის თანაშემწედ და მისი ამ საქმეში ჩართვა ჩემი თხოვნით მოხდა.
მარტას რადიოსადგურის შენობაში უნდა შევეყვანე, მე კი გაქცეული ინსტრუქტორი „რადიო
ევროპის“ შენობაში უნდა მომეკლა. შტაზელი გოგონა კონსპირაციულ ბინაში დავიბარე და
მომავალი ოპერაციის დეტალები ავუხსენი, ბოლოს კი ვუთხარი:

– ნახვამდის. ხვალ დილით გელოდები 8 საათზე და, აბა, შენ იცი, კარგად დაისვენე და
საფუძვლიანად მოემზადე ოპერაციისთვის.

მომხიბვლელმა, ტანწერწეტა მარტამ გამიღიმა და მითხრა:

– ოპერაციისთვის უკვე მზად ვარ, ჰერ რუსო, – მარტამ ჩემი სახელი არ იცოდა და, რადგან
„კაგებეს“ თანამშრომელი ვიყავი, რუსს იმიტომ მიწოდებდა, – ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია და
დარდი ნუ გაქვთ. არც დასვენება მჭირდება. პირიქით, ახლა განმუხტვა მინდა და, ნება მომეცით,
თქვენთან დავრჩე.

მარტას შემხედვარე, კინაღამ ცდუნებას ავყევი, რადგან ეს ქერათმიანი გოგონა ისეთ ვნებას
ასხივებდა, მასთან გატარებული ღამე, ალბათ, უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებდა. თუმცა,
დროზე მოვთოკე თავი, არც იმჯერად ვუღალატე ჩემს პრინციპებს და მომხიბვლელ, ტანწერწეტა
შტაზელს მივუგე:
– ჯერ საქმე, ჩემო გოგონა, შემდეგ კი სიამოვნება. აბა, ნახვამდის, ხვალ დილით გელოდები და არ
დაიგვიანო.

სექსუალური მარტა მყისვე მორჩილ შტაზელად იქცა, ჯარისკაცის გამომეტყველება მიიღო,


გამომეჯგიმა და მითხრა:

– არის, ამხანაგო! ხვალ დილით დათქმულ დროს გეახლებით.

მარტა წავიდა. მისი საქციელი რომ გავიაზრე, მივხვდი, რომ მის გამოჯგიმვაში ირონიის
ნატამალიც არ იყო, მან, უბრალოდ, თავისი დამოკიდებულება გამოხატა რანგით უფროსი პირის
მიმართ. ჩემთან ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი კი წამიერი ქალური სისუსტე იყო,
რასაც მან სძლია, ან, შეიძლება, სულაც უფროსობისგან ჰქონდა ეს დავალებული. ერთი სიტყვით,
მარტა რომ გავისტუმრე, იარაღები და უნიფორმა გავამზადე, შემდეგ კი დავწექი და დავიძინე.

მეორე დილით მარტამ ზუსტად 8 საათზე მომაკითხა უზარმაზარი „მერსედესით“. ტექნიკური


თანამშრომლის უნიფორმაში გამოვეწყვე, ქამარში კი ორი ცალი მაყუჩიანი, ავტომატური
პისტოლეტები გავირჭე და ავტომობილის საბარგულში მოვთავსდი.

მარტამ დაუბრკოლებლად გაიარა „რადიო ევროპის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი,


მაუწყებლობის ეზოში შევიდა, მანქანა მოფარებულ ადგილზე გააჩერა, საბარგული გამოაღო და
მითხრა:

– ამოდით, ყველაფერი რიგზეა. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ!

მე სწრაფად ამოვძვერი „მერსედესის“ საბარგულიდან და, წინასწარ შემუშავებული გეგმის


მიხედვით, მაუწყებლობის სათადარიგო შესასვლელისკენ გავემართე, რომლითაც „რადიო
ევროპის“ ტექნიკური პერსონალი სარგებლობდა. შენობის გეგმა, რომელიც მარტამ მომიტანა,
დეტალურად მქონდა შესწავლილი და თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში.
გაქცეულ ინსტრუქტორს დილის 10 საათზე გადაცემის ჩაწერა ჰქონდა ერთ-ერთ სტუდიაში და
მისი ლიკვიდაცია სწორედ იქ უნდა განმეხორციელებინა. მე, სტუდიის გეგმაც კარგად მქონდა
შესწავლილი და უკვე წინასწარ ვიცოდი, თუ როგორ უნდა მემოქმედა. რადიოსტუდია 60
კვადრატული მეტრი ფართის იყო და მისი მასიური კარი ჰერმეტულად იხურებოდა. კედლებზე
სპეციალური დაფები იყო აკრული, რომ არც ოთახიდან გასულიყო ხმა გარეთ და არც იქიდან
შემოსულიყო ხმაური. იქაურობა სპეციალური აპარატურითა და მოწყობილობით იყო სავსე. მე
ერთ-ერთ კარადაში დავიმალე, სადაც კაბელები იყო განთავსებული და გავყუჩდი. ზუსტად 9
საათსა და 45 წუთზე „ობიექტი“ სტუდიაში შემოვიდა, კარი ჰერმეტულად ჩაკეტა და გადაცემის
ჩასაწერად მოემზადა. ის ტექსტს იმეორებდა, რომელიც უნდა წაეკითხა. მე სულ რაღაც ხუთი-
ექვსი წუთი მქონდა საქმის შესასრულებლად, რადგან ცხრა-ათ წუთში გაქცევაც უნდა მომესწრო
და სწორედ იმ 15 წუთში უნდა ჩავტეულიყავი, რომელიც ინსტრუქტორს სარეპეტიციოდ ჰქონდა
გამოყოფილი.

კარადა უხმოდ გავაღე, პისტოლეტმომარჯვებული გამოვედი იქიდან, „ობიექტს“ უკნიდან


წამოვადექი თავზე, მერე კეფაზე პისტოლეტის ლულა მივადე და ვუთხარი:
– აი, ისევ შევხვდით ერთმანეთს!

ობიექტი მკვეთრად შემობრუნდა და, რომ დამინახა, სინანულით მითხრა:

– ვგრძნობდი, რომ, ადრე თუ გვიან, ასე მოხდებოდა და აკი მოხდა კიდეც. გახსოვთ,
ახალგაზრდავ, რომ გასწავლიდით, „კანტორის“ განაჩენს ვერ გაექცევით-მეთქი? ვერც მე
გავექეცი. არადა, იმედი მქონდა, რომ ამას მოვახერხებდი.

– ვერა, ვერ მოახერხებთ, – ცივად ვუთხარი და პისტოლეტი მივუშვირე თავში, მან კი ხელით
მანიშნა გაჩერდიო და მითხრა:

– ერთი რჩევა უნდა მოგცეთ, ახალგაზრდავ და, გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

– გისმენთ.

– არასოდეს განიზრახოთ „კანტორის“ ღალატი და არასოდეს გაუშვათ თქვენი შვილები


„კანტორაში“ სამუშაოდ. გასაგებია?

– გასაგებია.

– აი, სულ ეს იყო. ახლა კი ნახვამდის, ჯოჯოხეთში შევხვდებით ერთმანეთს, – მითხრა ობიექტმა
გაიცინა და ხელები გაშალა.

– მშვიდობით! – ვთქვი მე, სასხლეტს თითი გამოვკარი, ინსტრუქტორს ორი ტყვია დავახალე
გულში და იქვე მოვკალი. შემდეგ საათს შევხედე – ათს ცხრა წუთი აკლდა და გასაქცევად ცხრა
წუთი მრჩებოდა. მშვიდად გავაღე ჰერმეტული კარი, რადიომაუწყებლობის ცარიელ დერეფანში
გამოვედი და ქვევით დავეშვი. ეზო მშვიდად გადავკვეთე, საკონტროლო-გამშვები პუნქტის
შენობაში შევედი და ერთადერთ კონტროლიორს ფალსიფიცირებული საშვი ვუჩვენე, თან
ხელით ვანიშნე, რომ ბარიერი გაეხსნა და გავეშვი.

კონტროლიორმა საშვს თვალი შეავლო და მითხრა:

– ახალი თანამშრომელი ხართ, ჰერ?

– დიახ, დღეს პირველად გამოვედი სამსახურში და, აი, უკვე მივდივარ. ცოლს მოვენატრე და
გარეთ მელოდება, – ღიმილით მივუგე კონტროლიორს.

– ახლავე გაგიშვებთ, მხოლოდ რამდენიმე წამი მაცადეთ, ექსტრემალურ ტელეფონს ვუპასუხებ


და მოგხედავთ, – მომიგო დარაჯმა და შავი ტელეფონის ყურმილს დასწვდა, რომელსაც სანომრე
დისკი არ ჰქონდა და მასზე წითელი ნათურა კიაფობდა.

მე კარგად ვიცოდი, რა დანიშნულება ჰქონდა ექსტრემალურ ტელეფონს და ეს შემთხვევაც


გათვალისწინებული მქონდა ჩემს გეგმაში. ამიტომ, არ ავღელვებულვარ, მორიგე დარაჯ-
კონტროლიორს გავუღიმე, მეორე მაყუჩიან პისტოლეტს ხელი ჩავჭიდე და ნელ-ნელა,
შეუმჩნევლად ამოვაცურე ქამრიდან.
– დიახ, გისმენთ! – უპასუხა დარაჯმა ტელეფონს, ხოლო მას, როგორც ეტყობა, უთხრეს, გარეთ
არავინ გაეშვაო და კონტროლიორმა მე შემომხედა, ხელით მანიშნა, შემოდიო, ყურმილში კი
ჩასძახა: – არავინ გასულა, ახლა ერთი ახალგაზრდა აპირებს გასვლას.

მე კონტროლიორის ჯიხურში შევედი, მეორე მაყუჩიანი პისტოლეტიდან დარაჯს დასაძინებელი


ტყვია ვესროლე კისერში და იქვე მივაძინე, შემდეგ გარეთ გავედი, ბარიერს გადავახტი და
ნაბიჯს ავუჩქარე. ათს სამი წუთი აკლდა და წესით, არავინ არ უნდა შესულიყო სტუდიაში,
მაგრამ, როგორც ეტყობა, მოკლული ინსტრუქტორი შემთხვევით აღმოაჩინეს და განგაშიც
ამიტომ ატყდა. მე ქუჩაში მდგარ „ფოლკსვაგენში“ ჩავჯექი, რომელიც წინასწარ დამახვედრეს,
მისი გასაღები კი ჯიბეში მედო. ერთი შეხედვით უბრალო ავტომობილს ფორსირებული ძრავა
ედგა და ადვილად შემეძლო, სპორტულ მანქანას გავქცეოდი. თუმცა, ასეთი რამ აღარ
დამჭირვებია: ჯერ წინასწარ მომზადებულ შენობამდე მივედი, ტანსაცმელი გამოვიცვალე,
იარაღები და უნიფორმა კანალიზაციაში ჩავყარე, შემდეგ „მერსედესში“ გადავჯექი და, სანამ
პოლიცია მიუნხენის ყველა შესასვლელ-გასასვლელს გადაკეტავდა, ქალაქიდან უპრობლემოდ
გავედი და დასავლეთ ბერლინისკენ გავემართე, რომ იქიდან ქალაქის კომუნისტურ ნაწილში
გადავსულიყავი. იმავე ღამით მოსკოვში ჩავფრინდი, აეროპორტიდან ლუბიანკაზე მივედი და,
გენერალ შჩუკინს ოპერაციის წარმატებით დასრულება ვუპატაკე, მან კი ღიმილით მითხრა:

– დაგაგვიანდა, კოკი, შენ მაგივრად „რადიო ევროპამ“ უკვე ჩამაბარა პატაკი. ზუსტად დილის 11
საათზე, ანუ, იმ მოღალატის ლიკვიდაციიდან ერთი საათის შემდეგ გადმოსცეს ეს ამბავი და ისიც
ვიცოდი, რომ შენც სამშვიდობოს იყავი გასული. იმ დოყლაპიებმა თქვეს – მკვლელს ვეძებთო, ეს
კი იმას ნიშნავდა, რომ, თუ იქვე ვერ შეგიპყრეს, ვერც ვერასდროს დაგიჭერდნენ. ყოჩაღ, კოკი, მე
შენით ვამაყობ! ახლა კი თავისუფალი ხარ და თუ შენს მოსკოვურ ბინაში დასვენება არ გინდა,
შეგიძლია, თბილისში გადაფრინდე და შენს საყვარელ ცოლ-შვილს დაუბრუნდე.

– თბილისში გავემგზავრები, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი შჩუკინს.

– ასეც ვიცოდი. აი, შენ ბილეთი. თვითმფრინავი ორმოც წუთში მიფრინავს, მაგრამ ჩემი მძღოლი
ისარივით გაგაქროლებს და არც რეგისტრაციის გავლა დაგჭირდება, – მითხრა გენერალმა, ხელი
ჩამომართვა და კარამდე მიმაცილა.

ლუბიანკიდან ღამის 3 საათზე გამოვედი გენერალ შჩუკინის „ვოლგით“. ოთხის ნახევარზე უკვე
მოსკოვი-თბილისის თვითმფრინავში ვიჯექი. ათ წუთში ლაინერი ჰაერში აიჭრა და დილის
ცხრის ნახევარი შესრულდა, ჩემს ბინაში რომ შევდგი ფეხი.

– კოკი, საყვარელო, რა მოულოდნელად დაბრუნდი! – მერი კისერზე ჩამომეკიდა და მომეხვია, –


ასე ადრე ნამდვილად არ გელოდი!

– როგორც კი ფრანგები გავისტუმრე, ეგრევე თბილისში გამოვემართე, – მოვატყუე მერის, –


მომბეზრდა მათი აქეთ-იქით თრევა და რუსეთის ღირსშესანიშნაობების ჩვენება. ამ ოთხ დღეში
ძალიან დავიღლე და ქართული საჭმელი მომენატრა.

მერიმ გემრიელად მასაუზმა. ჭამას რომ მოვრჩი, სუფრის ალაგებას შეუდგა და მოულოდნელად
მითხრა:
– კოკი, საყვარელო, ხომ არ მღალატობ?

ჩემი ცოლის ეს სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ვიფიქრე, ხომ არ მეჩვენება-
მეთქი და ვკითხე:

– რაო, რა თქვი?

– ხომ არ მღალატობ, კოკი? – გაიმეორა მერიმ, – სულ რუსებთან და უცხოელებთან გაქვს საქმე.
მათ შორის ქალებიც იქნებიან, იმათი ქალების ამბავი კი კარგად ვიცი და, გამორიცხული არაა,
რომ ცდუნებას ვერ გაუძლო.

მერის ჩემთვის ნებისმიერი რამის დაბრალება შეეძლო მექალთანეობის გარდა, და


განაწყენებულმა მივუგე:

– ნუთუ შენთვის ამისი მცირედი მიზეზი მომიცია ოდესმე?

– არა, მაგრამ ნაირ-ნაირ ქალებს ხედავ ყოველდღე და, მეშინია, არავინ წამართვას შენი თავი, –
გაიმეორა მერიმ.

– ნუ გეშინია, საყვარელო, შენ გარდა, სხვა ქალებს ზედაც არ ვუყურებ და საერთოდ, შენ ხომ
კარგად იცი, რომ ოჯახის კაცი ვარ და ასე მუხლმოუხრელად იმიტომ ვშრომობ, რომ არაფერი
გაგიჭირდეთ, უზრუნველყოფილები და ყოველმხრივ დაცულები იყოთ, – მივუგე მერის, თმაზე
მოვეფერე და დავაიმედე: – რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, რომ შენს თავს არავის ვამჯობინებ და
სარეცელს სხვა ქალთან არასოდეს გავიზიარებ, თუ, რა თქმა უნდა, ამის გადაუდებელი
საჭიროება არ იქნა.

– თუ არ მოვკვდი, არა? – ნაღვლიანად მითხრა მერიმ.

– არა, რას ამბობ, ღმერთმა დამიფაროს. შენზე ადრე მე მოვკვდები. მეორედ ეს არ თქვა! –
გავუბრაზდი მერის.

– აბა, შენი სიტყვები რას ნიშნავდა?

– გეხუმრე, საყვარელო, ნუთუ ვერ მიხვდი, რომ გეხუმრე? – ვუთხარი მერის, თუმცა, სულაც არ
მიხუმრია, რადგან ასეთი რამ გამორიცხული არ იყო და საკუთარი თავის წინაშე რომ მართალი
ვყოფილიყავი, მერი წინასწარ გავაფრთხილე.

თითქოს ღმერთმა მიწყინაო, ასეთი გადაუდებელი აუცილებლობა მართლაც გახდა საჭირო და,
თანაც, ძალიან მალე: „რადიო ევროპაში“ ჩატარებული ლიკვიდაციიდან სამი თვეც არ იყო
გასული, რომ პირდაპირ ლუბიანკაზე, გენერალ შჩუკინთან გამომიძახეს. კაბინეტში მუხინიც
იმყოფებოდა.

– ჩემო კოკი, – მითხრა შჩუკინმა, – ამჯერად, შესაძლოა, საკმაოდ გრძელვადიან მივლინებაში


მოგიწიოს გამგზავრება და ისეთი რამ უნდა მოვიფიქროთ, რომ შენი მეუღლე არ დაეჭვდეს.

– მაინც, რამდენხნიან მივლინებაში, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს.


– ეს შენზეა დამოკიდებული, კოკი, – საუბარში მუხინი ჩაერთო, – ამჯერად შენთვის უჩვეულო
დავალება უნდა მოგცეთ და, რამდენ ხანში გაართმევ თავს, მხოლოდ და მხოლოდ შენზეა
დამოკიდებული.

– გისმენთ, ანდრეი ლუკიჩ, რა დავალებას მაძლევთ? – ვკითხე მუხინს.

მუხინმა შჩუკინისგან აიღო ნებართვა და მითხრა:

– ამჯერად, ჩემო კოკი, შენი გარეგნული და სექსუალური თვისებები უნდა გამოვიყენოთ და


არავითარი ლიკვიდაცია, მოტაცება, ტერორისტული აქტი და ასე შემდეგ, დროებით სექს-
მანქანად უნდა გადაიქცე და ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის ცოლი უნდა აცდუნო. შემდეგ
მისი მეუღლის სეიფს გასაღები მოარგო და საიდუმლო დოკუმენტაციის ასლები წამოიღო.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ანდრეი ლუკიჩ, – მივმართე შჩუკინსა და მუხინს, – მე ასეთ საქმეში


არანაირი გამოცდილება არ მაქვს და, ხომ შეიძლება, ვერ შევასრულო? იქნებ, სხვას დაავალოთ, მე
კი ჩემი პროფილის დავალება მომეცით.

– ერთი ამას უყურე! – სიცილით უთხრა შჩუკინმა თავის მოადგილეს, – შეიძლება, თავი ვერ
გავართვაო. შენი გარეგნობისა და მომზადების კაცმა ასეთ საქმეს როგორ ვერ უნდა გაართვა
თავი, როგორ არ გრცხვენია? კოკი, პირველად ვხედავ ქართველ კაცს, რომელიც ქალთან
ურთიერთობაზე ამბობს უარს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, – სრული სერიოზულობით უთხრა მუხინმა შჩუკინს, – კოკი ერთგული


ქმარია და იმიტომ უნდა ამ საქმიდან თავის დაძვრენა. იქნებ, სხვა კანდიდატურა შევარჩიოთ?

– არავითარი სხვა! – პრინციპულად იუარა შჩუკინმა, – ერთგულება უწყებისა და ოჯახის მიმართ


აუცილებელია და ცოლის ღალატსაც არავინ აძალებს. უბრალოდ, ამ ამბავს ისე უნდა შეხედო,
როგორც სპეცდავალებას, და არა როგორც, ცოლის ღალატს. შენ ხომ ნამდვილი პროფესიონალი
ხარ და არა დამწყები, რიგითი მუშაკი?!

– მართალს ბრძანებთ, ამხანაგო გენერალო. მზად ვარ, ნებისმიერი ბრძანება შევასრულო! წამიერი
სისუსტისთვის კი ბოდიშს გიხდით. მზად ვარ, დაწვრილებით მოვისმინო დავალება, –
გამოვეჯგიმე შჩუკინს.

– რის წამიერი სისუსტე, კოკი, რას ამბობ, ღვთის გულისათვის, – თბილად მომიგო შჩუკინმა და
მუხინს მიუბრუნდა: – მიდი, ანდრეი ლუკიჩ, უფრო დეტალურად გააცანი კოკის ყველაფერი!

– საქმეს ის ართულებს, ჩემო კოკი, რომ, – განაგრძო მუხინმა, – ის ქალი პურიტანულად არის
აღზრდილი და მისი ცდუნება ურთულესი საქმე იქნება. სწორედ ესაა ყველაზე რთული და,
თუკი ამას შეძლებ, ჩათვალე, რომ დანარჩენსაც მოახერხებ.

როგორც მუხინმა ამიხსნა, იმ პურიტანულად აღზრდილი ქალის ქმარი ცნობილი სამხედრო


კონსტრუქტორი იყო, ნახაზებს სახლში, საიდუმლო სეიფში ინახავდა. ჩემი ამოცანა იყო მათი
ასლების მოპოვება და მოსკოვში ჩატანა, ეს ყველაფერი კი საკმაო დროს მოითხოვდა.
საორიენტაციო ვადად სამი თვე ავირჩიეთ და მერის ვუთხარი, ვითომ მოსკოვში, კვალიფიკაციის
ასამაღლებელ კურსებზე მგზავნიდნენ სამი თვით.

– როგორ, სამი თვე ვერ გნახავ და ერთხელაც არ ჩამოხვალ მოსკოვიდან? – შეიცხადა მერიმ,
როდესაც ვუთხარი, რომ უნდა გავმგზავრებულიყავი.

– ჯერ ერთი, მხოლოდ მოსკოვში არ ვიქნები და სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში


მომიწევს მოგზაურობა, რომ იქაურობა კარგად ავითვისო და კვალიფიკაცია ავიმაღლო.
თბილისში თუ ვერ მოვახერხე ერთი-ორი დღით ჩამოსვლა, ხშირად დაგირეკავთ ხოლმე, –
ვუთხარი მერის.

– იცოდე, არ მიღალატო, – ღიმილით მითხრა მერიმ და დაამატა: – გეხუმრები, კოკი, ვიცი, რომ არ
მიღალატებ.

„ამჯერად მართლა საღალატოდ მივემგზავრები“, – გავიფიქრე გუნებაში, მერის კი მივუგე:

– არ გიღალატებ, საყვარელო. მე შენ მიყვარხარ და შენ გარდა სხვა ქალი არ მაინტერესებს.

ის ამერიკელი სამხედრო კონსტრუქტორი დღეს ცოცხალი აღარაა, მისი ცოლი კი დღესდღეობით


ძალიან ცნობილი ადამიანია, ამიტომ, მის ნამდვილ სახელს არ გავამჟღავნებ და ტერეზათი
მოვიხსენიებ, მის მეუღლეს კი რუდოლფს ვუწოდებ...

რუდოლფი და ტერეზა ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, მეხუთე ავენიუზე, ფეშენებელური სახლის


მეთორმეტე სართულის აპარტამენტებში. რუდოლფი ნიუ-იორკშივე მუშაობდა ერთ-ერთ
საიდუმლო სამხედრო ლაბორატორიაში, თუმცა, ხშირად უხდებოდა სამხედრო პოლიგონებზე
გამგზავრება და თვეში ათი დღე მაინც სახლს იყო მოწყვეტილი. ტერეზაც ნიუ-იორკში მუშაობდა
ერთ-ერთი ორგანიზაციის პრეზიდენტად, რომელსაც ეწოდებოდა „ოჯახური სიწმინდის დაცვის
რელიგიური ცენტრი“. ტერეზასა და რუდოლფს შვილები არ ჰყავდათ და ისინი სხვადასხვა
ექიმთან მკურნალობდნენ, უფრო სწორად კი რუდოლფი იყო უშვილო. როგორც მის დოსიეში
ეწერა, რომელიც მე წავიკითხე, რუდოლფს პროსტატის უმძიმესი ფორმა სჭირდა და
ინტენსიურად მკურნალობდა. დოსიეში ცოლ-ქმრის რამდენიმე ფოტოსურათიც იყო ჩაკრული,
საიდანაც ჩანდა, რომ ისინი საკმაოდ ლამაზი ადამიანები იყვნენ.

ნიუ-იორკში რომ ჩავედი, ცოლ-ქმარზე საკმაო ინფორმაცია გამაჩნდა და შემუშავებული გეგმის


განხორციელებას შევუდექი.

32 წლის ტერეზა ბევრად უფრო მომხიბვლელი და ტანწერწეტა აღმოჩნდა, ვიდრე ეს მის


დოსიეში ჩაკრული სურათებიდან ჩანდა. ქალს პირდაპირ ოფისში ვეწვიე, რომელიც მისსავე
საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა და წარვუდექი:

– მე რობერტ ბარნსი გახლავართ და იმიტომ გეახელით, რომ თქვენი ორგანიზაციის


გამოცდილება გავიზიარო, თუ, რა თქმა უნდა, თქვენ ამას ისურვებთ, – მერე პაუზა გავაკეთე,
გავუღიმე და დავამატე: – „ოჯახური სიწმინდის დაცვის რელიგიური ცენტრი“... – ჰმ, უკეთესს
ვერც კი მოიფიქრებს კაცი.
– კონკრეტულად რა გნებავთ, მისტერ რობერტ ბარნს? – ოფიციალური ტონით მკითხა ტერეზამ.

– მისის ტერეზა, – ღიმილის გარეშე ვუთხარი ქალს, – მე მწერალი გახლავართ, ოჯახური


სიწმინდის საკითხებით ვარ დაინტერესებული და ჩემი მომავალი წიგნისთვის მასალებს
ვაგროვებ. თუ ძალიან არ ხართ დაკავებული და ჩემთან თანამშრომლობაზე თანახმა
ბრძანდებით, იქნებ, მცირეოდენი დრო დამითმოთ და ჩემს კითხვებზე გამცეთ პასუხი?

– დაქორწინებული ხართ, მისტერ ბარნს? – ისევ პირქუში გამომეტყველებით მკითხა ტერეზამ.

– ჯერჯერობით არა!

– ეს თქვენი მინუსია.

– გეთანხმებით, მაგრამ, ამ ხარვეზის გამოსწორებას მას შემდეგ ვაპირებ, როდესაც თქვენგან


მივიღებ კონსულტაციას ოჯახური სიწმინდის დაცვის შესახებ, – მივუგე ტერეზას და ერთი
კვირაც არ იყო გასული, რომ ტერეზა ოჯახური სიწმინდის დაცვის „გაკვეთილებს“ უზარმაზარ
საწოლზე მიტარებდა, რომელიც მისი ფეშენებელური აპარტამენტის ერთ-ერთ საძინებელში
იდგა.

– რობერტ, ჩემო რაინდო, ჩემო დაუღალავო გმირო! – ნეტარებისგან დამდნარმა, ტერეზამ აღარ
იცოდა, როგორი ეპითეტით შევემკე და, როგორც კი საწოლში მომიხელთებდა, იქიდან ჩემი
გაშვება არ უნდოდა...

ტერეზა ძალიან ვნებიანი და თავაშვებული ქალი აღმოჩნდა და ისეთ რაღაცეებს სჩადიოდა


ლოგინში, რაც, არამცთუ პურიტანული აღზრდისთვის იყო უცხო და მიუღებელი, არამედ,
ყველაზე გახრწნილ პორნოგრაფიულ ფილმებშიც კი იშვიათად თუ ნახავდა ადამიანი. როგორც
მოგვიანებით გავაანალიზე, ტერეზას ასეთი ტრანსფორმაცია მისსავე აღზრდაში იყო ჩადებული.
ანუ, ეს მშვენიერი, ტანწერწეტა და ვნებიანი ქალი ისე დიდხანს იმყოფებოდა პურიტანული
დოგმების ქვეშ, რომ უკიდურესად დაკომპლექსდა და იმდენი სექსუალური ენერგია
დაუგროვდა, რომ ბოლოს უდიდესი ძალით ამოხეთქა და წყალი რომ კაშხალს დაანგრევს,
სწორედ ისე დაანგრია მისი წარმოდგენები სექსსა და სქესობრივ ურთიერთობებზე...

ტერეზასთან ურთიერთობის ერთი კვირის შემდეგ, ანუ, ნიუ-იორკში ჩასვლიდან მეცამეტე დღეს,
ბობოქრად გატარებული ღამის შემდეგ ტერეზამ მითხრა:

– რობერტ, ჩემო საყვარელო, ახლაღა მივხვდი, რა ტკბილი და საამური ყოფილა ეს ცხოვრება. რა


სულელი ვიყავი, როდესაც რაღაც უაზრო დოგმებს ვემონებოდი. ბედნიერი ვარ, ძალიან
ბედნიერი და, მართალია, გვიან ვეზიარე ამ ყოველივეს, მაგრამ, მაინც ხომ ვეზიარე?

– ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – მივუგე ტერეზას.

– მართალი ხარ, – მტკიცედ თქვა ტერეზამ და დაამატა, – ჯანდაბას რუდოლფი! თავისი


იარაღების გარდა მას სხვა არაფერი აინტერესებს და, ერთი-ორს მაკოცებს თუ არა, ან იძინებს, ან
თავის ნახაზებს ჩაჰკირკიტებს. აბა, რა გვაქვს საერთო? შვილიც კი არ მყავს მისგან. ჭირსაც
წაუღია თავისი ნახაზებიანად! ხვალ ჩამოეთრევა მივლინებიდან და ყველაფერს პირში მივახლი.
მე შენ გარდა სხვა არავინ მინდა და ძალიან ბედნიერად ვიცხოვრებთ. მაგისი სიმდიდრე რაში
მჭირდება, როდესაც მე მასზე მდიდარი და უკეთესი ოჯახიშვილი ვარ?! ტეხასში მამულები
მაქვს, იქ გავემგზავრებით, ბედნიერად ვიცხოვრებთ და ბევრი შვილი გვეყოლება. ხომ მართალს
ვამბობ, საყვარელო, თანახმა ხარ?

– რა თქმა უნდა, – მივუგე ტერეზას, წამოვდექი, სამზარეულოში გავედი და იქიდან შამპანურით


სავსე ორი ბოკალი გამოვიტანე. ერთ-ერთში დასაძინებელი წამალი იყო გარეული, რომელიც
ტერეზას მივაწოდე, ბოკალი ბოკალზე მივუჭახუნე და ვუთხარი, – ჩვენს სიყვარულს
გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – თქვა ტერეზამ, ჭიქა გამოსცალა და იქვე ჩაეძინა.

მე საიდუმლო სეიფთან მივედი, გავხსენი, სანთებელაში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატიდან


ორასივე ფურცელი გადავიღე, შემდეგ სეიფი დავკეტე, შხაპი მივიღე, ჩავიცვი და იქიდან
გავუჩინარდი... მოსკოვში 18 საათში ჩავფრინდი, პირდაპირ შჩუკინს ვეახლე, მიკროფოტოფირი
პირადად მას ჩავაბარე და ვთხოვე, მისი კაბინეტიდან თბილისში, ჩემს ბინაში დამერეკა.

– რაზეა საუბარი, დარეკე, – მითხრა შჩუკინმა, შემდეგ თავადვე აკრიფა ჩემი ბინის ნომერი და
ტელეფონის ყურმილი მომაწოდა.

– დიახ, გისმენთ, – მომესმა მერის ხმა, რომელიც თხუთმეტი დღე არ გამეგონა.

– მე ვარ. როგორ ხარ, მერი? – მოვიკითხე მეუღლე.

– ასე უნდა, კოკი? ეგაა ყოველდღე დავრეკავო? – მისაყვედურა მერიმ.

– რა ვქნა, საყვარელო, გადავყევი ქალებს და დასარეკად ვეღარ მოვიცალე, – მივუგე მერის.

– კარგი ერთი, ნუ სულელობ! როგორ ხარ, როგორ მიდის შენი კვალიფიკაციის ამაღლება, სად
ხარ ახლა? – მომაყარა კითხვები მერიმ.

– მოსკოვში ვარ, საყვარელო, ხვალ ჩამოვდივარ და ახალი, თეთრი საძინებელი მომაქვს, თუ, რა
თქმა უნდა, შენ წინააღმდეგი არ ხარ, – ვუთხარი ცოლს.

– ვერაფერს ვხვდები, – დაიბნა მერი, – რა თეთრი საძინებელი მოგაქვს?

– მაღაზიაში ორი ერთნაირი „სპალნაა“ – თეთრი და ყავისფერი. მე თეთრი მომწონს, მაგრამ, თუ


შენ არ გინდა, მაშინ, ყავისფერს ჩამოვიტან.

– კი მაგრამ, შენ ხომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაემგზავრე სამი თვით? – მითხრა მერიმ.

– ორ კვირაში ჩავეტიე და ხვალ მოვფრინავ „სპალნასთან“ ერთად, შენ კი იმიტომ დაგირეკე, რომ
ფერი შეგითანხმო. მითხარი, თეთრი გინდა თუ ყავისფერი?

– თეთრი, თეთრი, – სიხარულით მომიგო მერიმ, მითხარი, რომელ საათზე ჩამოდიხარ და


დაგხვდები.
– დახვედრა არაა საჭირო, ხვალ ხომ კვირაა და არ მუშაობ, ამიტომ, სახლში იყავი და პირდაპირ
ავეჯით მოგადგები. აბა, შენ იცი, არ მოიწყინო. ხვალამდე! – ტელეფონის ყურმილი დავკიდე და
შჩუკინს ვუთხარი:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, როგორ ფიქრობთ, მოსკოვში თეთრი ფერის საძინებელ ავეჯს ვიშოვი თუ
არა დღესვე?

– ჩათვალე, რომ ნაშოვნიც გაქვს, კონტეინერში ჩატვირთულიც და სახლში მიტანილიც, – მითხრა


გენერალმა.

– სახლში მე თვითონ მივიტან.

– კეთილი, – გაეცინა გენერალს, – ხვალ დილით თეთრი საძინებელი თბილისის აეროპორტში


დაგხვდება, ახლა კი ტერეზასა და რუდოლფის ამბები მომიყევი დაწვრილებით.

– ბევრი არაფერია მოსაყოლი, ამხანაგო გენერალო, მივუგე შჩუკინს, პურიტანი ტერეზა სულ
რაღაც ექვს დღეში გატყდა და ისეთი არაპურიტანული მისწრაფებები გამოავლინა, მის ნაცვლად
მე მრცხვენოდა.

– კარგია ლოგინში?

– დასაწუნი არაა.

– როგორ შეგელია?

– მე ის მძინარე დავტოვე, – მივუგე გენერალს, შემდეგ ჩემი და ტერეზას ურთიერთობები


თითქმის დაწვრილებით ვუამბე და ბოლოს ვუთხარი: – ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა, მაგრამ,
ვშიშობ, მათ ოჯახი დავუნგრიე. არა მგონია, სამსახურზე გადამკვდარმა რუდოლფმა ცოლს
ასეთი მზარდი მოთხოვნილებები დაუკმაყოფილოს. სავარაუდოდ, ტერეზა სხვა სექსუალური
პარტნიორების ძებნას დაიწყებს.

– ძალიან კარგი, – თქვა შჩუკინმა.

– ვითომ?

– რა თქმა უნდა, ჩემო კოკი, – სრული სერიოზულობით მითხრა გენერალმა, – შენმა სიტყვებმა
ერთი ბრწყინვალე იდეა ჩამისახა თავში და მის დაუყოვნებლივ განხორციელებას შევუდგები.
თუ ტერეზა ახალი სექსუალური პარტნიორის ძებნას დაიწყებს, ჩვენ მას ამაში დავეხმარებით და
ისეთ „ბუღას“ შევახვედრებთ, რომელიც ყველა მის თახსირულ სურვილს უმაღლეს დონეზე
დააკმაყოფილებს. მისი ოჯახის დანგრევა კი არ გვაწყობს. ჩვენ რუდოლფის კვლევების ცოდნა
გვჭირდება და ტერეზას სექს-სურვილების დაკმაყოფილებაზე მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ
ვთანხმდებით.

მოგვიანებით, მრავალი წლის შემდეგ, შევიტყვე, რომ „კაგებეს“ მიერ ტერეზასთან მიგზავნილი
საყვარელი წარმატებით იპარავდა რუდოლფის სეიფიდან ზესაიდუმლო სამხედრო ნახაზებს და
ამერიკის დაზვერვას აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მათი უახლესი იარაღის ნიმუშებს
დეტალურად იცნობდნენ „კაგებეში“. რუდოლფი ამ ათიოდე წლის წინ გარდაიცვალა, ტერეზა კი
მალე ისევ გათხოვდა – საბჭოთა მზვერავს გაჰყვა ცოლად. ისინი ახლა ტერეზას მამულში
ცხოვრობენ და, ალბათ, ის კაცი ამჟამად უკვე „ეფესბეზე“ მუშაობს...

– ყოჩაღ, კოკი, ამ ტიპის სპეცდავალებასაც წარმატებით გაართვი თავი და მომილოცავს, –


მითხრა შჩუკინმა, როდესაც მისი ცნობისმოყვარეობა სრულად დავაკმაყოფილე და
წასასვლელად გავემზადე.

– შექებისთვის გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, ვისურვებდი, რომ ამ ტიპის დავალება


აღარ შევასრულო, – გულწრფელად ვუთხარი შჩუკინს.

– ვეცდები, რომ მსგავსი სამუშაო აღარ მოგცე, – გამიღიმა შჩუკინმა, ხელი ჩამომართვა და
დაამატა: – ნახვამდის, ხვალ დილით კი აეროპორტიდან თეთრი საძინებლის სახლში მიტანა არ
დაგავიწყდეს.

***

მერი ისე გაახარა თეთრმა საძინებელმა, არც კი უკითხავს, სამთვიანი მივლინებიდან თხუთმეტ
დღეში როგორ დავიძვრინე თავი. მერის რომ სიმართლე სცოდნოდა, საძინებელს არც კი
შეხედავდა, ისე დამშორდებოდა, მაგრამ, ის დარწმუნებული იყო, რომ მართლაც
კვალიფიკაციის ასამაღლებლად ვიმყოფებოდი რუსეთში და ჩემმა და თეთრი საძინებლის
დანახვამ მას უდიდესი ბედნიერება მოჰგვარა, ჩამეხუტა და მითხრა:

– ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო, შენ ნამდვილი მეოჯახე და სანიმუშო ქმარი ხარ!

მერი მართალი იყო, მე მართლაც ძალიან სანიმუშო მეოჯახე და უერთგულესი ქმარი ვიყავი.
ტერეზასთან დაკავშირებული ისტორია გამონაკლისი იყო და ამ გამონაკლისს ჩემი უწყების
თამაშის წესები მკარნახობდა, რომელსაც ყოველთვის ვემორჩილებოდი. ცოლი არც მას მერე
მომიყვანია, როდესაც საკმაოდ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე დავქვრივდი. მერი ჩემი
ერთადერთი სიყვარული იყო. მასთან ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მაქვს გატარებული
და მის ხსოვნას არასდროს არაფერზე გავცვლი. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას,
მე ამ სურვილს პერიოდულად ვიკმაყოფილებ. თუმცა, მუდმივი პარტნიორი, ეგრეთ წოდებული
„პასტაიანკა“ არ მყავს და არც მისი ყოლის სურვილი გამაჩნია. ერთი მხრივ, მერის თხოვნის
გამო, მეორე მხრივ კი – ჩემი პროფესიიდან გამომდინარე.

მუდმივი პარტნიორი ქალი, თანაც, ჩემს ასაკში, თითქმის ცოლივითაა და არ მაწყობს, რომ
ვინმემ ჩემს საქმეში ჩაყოს ცხვირი. ასეთი რამ დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს საქმისთვის,
საქმეს კი ქალის ან ნებისმიერი სხვა მიზეზის გამო ნამდვილად ვერ დავღუპავ. თუმცა, ამას
წინათ ერთი ქალი გავიცანი, რომელმაც საკმაოდ გადაჭარბებული ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა
ჩემ მიმართ და კინაღამ ყველაფერი წყალში ჩემიყარა.

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დავბრუნდი. იქ მე ერთი დელიკატური მისია
შევასრულე, ემოციურად საკმაოდ გადაღლილი ვიყავი და განმუხტვა მჭირდებოდა. ამიტომ,
დილიდანვე მივაშურე ვაკის საცურაო აუზს და ჯერ ცურვით ვიჯერე გული, შემდეგ კი
კოქტეილი შევუკვეთე და ვერანდაზე დავჯექი, რომელიც აუზის მოლურჯო-მომწვანო წყალს
გადაჰყურებს. ვწრუპავდი მსუბუქ, სასიამოვნო სითხეს და თან წყალში მოცურავე ადამიანებს
ვაკვირდებოდი. უზარმაზარ აუზში სიხალვათე იყო და ძირითადად ქალები ჭარბობდნენ. იქ
ყოფნა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და ყოველი ასეთი ვიზიტი რამდენიმე ასეული ლარი
მიჯდება, რადგან იქ ყველაფერზე სამჯერ-ოთხჯერ გაზრდილი ფასებია. თუმცა, უმაღლესი
სერვისია და ისე გემსახურებიან, როგორც მსოფლიოს საუკეთესო შესაბამის დაწესებულებებში.

– ხელს ხომ არ შეგიშლით, თქვენ გვერდით რომ დავჯდე? – მომესმა მარცხნიდან. თავი
მივატრიალე და ტანწერწეტა, შავგვრემანი გოგონა დავინახე, რომელსაც წითელი ფერის
მსუბუქი სავარძელი ეჭირა მარცხენა ხელში, მარჯვენაში კი – კოქტეილით სავსე ჭიქა.

– დაბრძანდით, – გავუღიმე ტანწერწეტას და გუნებაში ვთქვი: „აშკარად საფულეებზე მონადირე


მტაცებელია და, ეტყობა, მიზანში ამომიღო“.

ასეთი ქალები მილიონრებს, ან, უბრალოდ, ძალიან შეძლებულ მამაკაცებს უსაფრდებიან და,
თუკი მათზე გათხოვებას ვერ ახერხებენ, კარგ დროს მაინც ატარებენ მათთან და ბოლოს
მნიშვნელოვან თანხას ან ძალიან ძვირფას ნივთებს იღებენ საჩუქრად. მსგავსი „მტაცებლებითაა“
სავსე ყველა რუსული, ევროპული და ამერიკული „ტუსოვკები“. მათი გამოჩენა არავის უკვირს
და დაქვრივებულ ან მექალთანე მილიონერთა ახალი ცოლები და საყვარლები სწორედ ასეთი
კატეგორიის ქალები არიან. ეს კასტა ძირითადად ტოპ-მოდელების, ყოფილი ტანმოვარჯიშეების
ან ხელმოცარული მსახიობებისგან შედგება და, თუ მწვერვალებს ვერ აღწევენ და „შაჰის
ცოლობას“ ვერ გამოჰკრავენ ხელს, თავის ჭიას მაინც ახარებენ. ანჟელიკაც ასეთი ტიპის ქალს
ჰგავდა და გადავწყვიტე, სამი-ოთხი დღე გამეტარებინა მასთან, შემდეგ ხუთას-
ექვსასდოლარიანი სამკაული მეჩუქებინა და დავშორებოდი. ასეთი რამ ხშირად გამიკეთებია
როგორც აქ, ასევე უცხოეთში, ამიტომ, ეს ჩემთვის სიახლეს არ წარმოადგენდა, სექსით
დატვირთული სამი-ოთხი დღე კი მთელ თვეს მყოფნიდა და მეც კმაყოფილი ვრჩებოდი და ჩემი
პარტნიორებიც.

– აქ ძალიან მყუდრო ადგილია, სიჩუმე და იმიტომ შემოგეკედლეთ, – მითხრა გოგონამ, თითქოს


ვერანდის სხვა ადგილებში არ ყოფილიყო სიჩუმე და სიმყუდროვე. იქ მხოლოდ ჩვენ
ვიმყოფებოდით და ვის უნდა ეხმაურა? მაგრამ, გამოჭერაზე იყო და რაღაც ხომ უნდა ეთქვა?!

– რას მებოდიშებით, პირიქით, თქვენ ძალიან სასიამოვნო კომპანიონი ბრძანდებით და


მოხარული ვარ, რომ შემომიერთდით, – მივუგე გოგონას.

– ანჟელიკა! მეგობრებისთვის – ანჟელა. თქვენ, შეგიძლიათ, ანჟელა დამიძახოთ, – გოგონამ


მარჯვენა ხელი გამომიწოდა და მომხიბვლელად გამიღიმა.

– ძალიან სასიამოვნოა. კოკი. – მივუგე ანჟელას, წამოვდექი, ხელზე ვეამბორე და ვუთხარი, –


თქვენისთანა ლამაზი გოგონა ნებისმიერ მამაკაცს დაუმშვენებს გვერდს.

– ბატონო კოკი, თქვენ გაგიმარჯოთ! – ანჟელამ კოქტეილიანი ჭიქა მომიჭახუნა და სასმელი


მოწრუპა.
– თუ ბატონობით მომმართავთ, იძულებული ვიქნები, მეც თქვენობით გელაპარაკოთ. მე კი,
სიმართლე გითხრათ, შენობით უფრო მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა.

– კარგი, კოკი, მასე იყოს, – მითხრა ანჟელამ და დაამატა: – რა სამწუხაროა, რომ აქ მოწევა არ
შეიძლება.

– ანჟელა, ჩემო გოგონა, ერთი წინადადება მაქვს შენთან, – ვუთხარი ანჟელას.

– გისმენ, კოკი, საინტერესო წინადადებებზე ჭკუას ვკარგავ.

– თუ გცალია, ჩემთან გპატიჟებ – შემიძლია, ძალიან მაღალი ხარისხის თამბაქო და სასმელი


შემოგთავაზო.

– კარგი იდეაა, რა თქმა უნდა, მცალია, შორი გზა გვაქვს?

– არა, აქვე, ვაკეში, ახალაშენებულ სახლში.

– რა ახლო ყოფილა, იქამდე ფეხითაც კი მივალთ და ტაქსის გამოძახებაც არ დაგვჭირდება, –


თქვა ანჟელამ.

– ტაქსი რად გვინდა, როდესაც „ბეემვეს“ ახალთახალი „ჯიპი“ გველოდება, – ვუთხარი ანჟელას,
რომელსაც ცნობისმოყვარეობა სრულად დავუკმაყოფილე და დარწმუნდა, რომ მართლაც
მდიდარ „ბებერს“ ჩაავლო.

– მერე, შენი ცოლი არ გამიბრაზდება? – მკითხა ანჟელამ და რამდენიმე ზედმეტი კითხვა რომ არ
დაესვა, სრული პასუხი გავეცი:

– ქვრივი ვარ, მარტო ვცხოვრობ და შეგიძლია, დიასახლისად იგრძნო თვი.

ანჟელას მეტი არაფერი უკითხავს, რადგან მის ხელში იყო სრული კარტ-ბლანში და მხოლოდ და
მხოლოდ მის მარიფათზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. ის მთელი გზა ჩემს „აგდებას“
ცდილობდა, ხოლო, ჩემი უზარმაზარი, ფეშენებელური სახლი რომ ნახა, ლამის
შემოსასვლელშივე შემომახტა, მაგრამ მე თმაზე გადავუსვი ხელი და ვუთხარი:

– ნუ ვიჩქარებთ, წინ კიდევ დიდი დრო გვაქვს და ყველაფერს მოვასწრებთ.

დიდ დროში, მაქსიმუმ, ოთხ დღეს ვგულისხმობდი, მაგრამ მასთან ურთიერთობა, ჩემი
საზომით, მართლაც დიდხანს გაგრძელდა – ანჟელამ ერთი კვირა მოახერხა ჩემთან დარჩენა. ის
მართლაც ძალიან კარგი სექს-პარტნიორი იყო, თავისი საქმე „ფრიადზე“ იცოდა და მართლა
ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ, თვითონ უფრო მეტი ნეტარება მიიღო და ამას არც
მალავდა.

– კოკი, საყვარელო, რა მაგარი ყოფილხარ! ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ შენთან ასე


კარგად ვიგრძნობდი თავს და ასეთი სექსი გვექნებოდა, – მითხრა ანჟელამ პირველივე ღამის
შემდეგ და ამას იმეორებდა მუდმივად.
„დროა, აქედან „ავახვევინო“. ერთი კვირაა, რაც აქ ბაირამობს და ძალიან გაგვიტკბა. მართლა
ცოლი ხომ არაა ეს პუტანკა გოგო“, – გავიფიქრე ანჟელასთან ყოფნის მეშვიდე დღეს, როდესაც
თვალი გავახილე და სააბაზანოსკენ მიმავალ მის იდეალურ სხეულს შევავლე თვალი.

ანჟელამ შხაპი მიიღო, ვარდისფერ ხალათში გამოწყობილი მეახლა და მითხრა:

– როგორც ყოველთვის, სამზარეულოში გავშალო სუფრა?

– არა, ამჯერად განრიგი შეიცვალა, – მივუგე ანჟელას, საწოლიდან წამოვდექი და, სანამ
სააბაზანოში შევიდოდი, ვუთხარი: – რესტორანში ვისადილოთ.

– რა კარგია, – ტაში შემოჰკრა ანჟელამ, – რომელში?

– რომელშიც შენ ისურვებ, – გავუღიმე ანჟელას და დავამატე: – ეს იქნება ჩვენი გამოსათხოვარი


სადილი. შემდეგ კი, საჩუქარს მოგართმევ, რომ არ დამივიწყო.

– გამოსათხოვარი? – გაიმეორა ანჟელამ, რომელიც უკიდურესად გაამწარა ჩემმა სიტყვებმა,


თუმცა, მაქსიმალურად ცდილობდა, არ შეემჩნია.

– ჰო, ჩემო გოგონა. ამ საღამოს გაურკვეველი დროით მივემგზავრები უცხოეთში, – ვუთხარი


ანჟელას, რომელმაც ნაძალადევი ღიმილით მომიგო:

– რა გაეწყობა, კოკი, თუ საქმე გაქვს, უნდა გაემგზავრო, მაგრამ, იცოდე, რომ მე შენ არასოდეს
დამავიწყდები.

– არც მე დამავიწყდები, ჩემო გოგონა, – გავუღიმე ანჟელას, – მოდი, გაემზადე, მე კი შხაპს


მივიღებ და წავედით.

მე სააბაზანოში შევედი, კარი დავხურე, წყალი მოვუშვი და კედელში ჩამონტაჟებული


საიდუმლო მონიტორები ჩავრთე, რომლებიც ყველა ოთახის კედელში მქონდა ჩამონტაჟებული
და მათი მეშვეობით ყველა ოთახის კონტროლი იყო შესაძლებელი. ჩემი პროფესიის
ადამიანისთვის ასეთი რამ სასიცოცხლოდ აუცილებელია და გამონაკლისი არც მე ვარ. ამ
მონიტორების მეშვეობით ჩემი იშვიათი სტუმრების კონტროლი შემიძლია და იმ ერთი კვირის
განმავლობაში ანჟელასაც ვაკონტროლებდი. თუმცა, საეჭვო არაფერი შემინიშნავს მისთვის და
როდესაც ბოლოჯერ ჩავრთე, არ მეგონა, რომ გოგონას ჭეშმარიტ ჩანაფიქრს გავშიფრავდი,
რადგან ის რიგითი პუტანკა მეგონა.

მე ტანზე გავიხადე, თან ანჟელას გადაადგილებებს ვაკვირდებოდი. ის საძინებელში შევიდა და


საწოლთან დაწყობილ ფეხსაცმელს დასწვდა, შემდეგ მარცხენა ქუსლი გახსნა, შიგნით
ჩამალული კაფსულა ამოიღო, სამზარეულოში გავიდა, შამპანურით სავსე ჭიქაში ფხვნილი
ჩაყარა, კაფსულა ფანჯრიდან გადააგდო და ორი ჭიქით ხელში სააბაზანოსკენ გამოემართა.

მე თვალებს არ ვუჯერებდი და ჩავილაპარაკე: „ღმერთო ჩემო, ნუთუ მომიგზავნეს და


მწამლავს?“

ამასობაში ანჟელამ სააბაზანოს კარზე მომიკაკუნა და მითხრა:


– კოკი, საყვარელო, ცივი შამპანური მოგიტანე, დალიე, გესიამოვნება!

მე მონიტორები გამოვრთე და კედელი ჩამოვაფარე, შემდეგ კარი გავაღე და ანჟელას ვუთხარი:

– მოდი, ბოლოჯერ დამატკბე შენი სურნელით, რესტორანში კი მოგვიანებით წავიდეთ, –


ანჟელას ჩემთვის განკუთვნილი ბოკალი გამოვართვი და დავამატე, – თუ, რა თქმა უნდა, არ
მიბრაზდები და ამის სურვილი გაქვს.

– არ გიბრაზდები, ახლავე მოვალ, შენ კი დალიე და სექს-შოუსთვის მოემზადე, – მითხრა


ანჟელამ და შებრუნდა.

მე შამპანური გადავასხი და სანამ ანჟელა შემობრუნდებოდა, ბოკალი ძირს დავაგდე, თავად კი


ძირს დავარდნის იმიტაცია გავაკეთე და ანჟელას რეაქციას დაველოდე, რომელსაც ვერ
ვხედავდი და მხოლოდ მისი ხმა მესმოდა.

– ეგრე უცებ მოგერია ძილი, შე ბებერო?.. თუმცა, ლოგინში მართლა მაგარი ხარ და აქამდე
იმიტომ ვიკავებდი თავს, – გადაიკისკისა ანჟელამ და მისი სიტყვებიდან მივხვდი, რომ ის
უბრალო მძარცველი იყო და არა მოგზავნილი მკვლელი. თუმცა, გადავწყვიტე, ბოლომდე
შემემოწმებინა ეს ვერსია, თვალი არ გამიხელია და დაბანგული კაცის როლის თამაში განვაგრძე.

ანჟელამ ოთახებს დაუარა, რაც მოსწონდა იღებდა და მაგიდაზე ალაგებდა, რამაც საბოლოოდ
დამარწმუნა, რომ მკვლელი არ იყო. ამიტომ, ხალათი მოვიცვი, სააბაზანოდან დინჯად გავედი
და იმ დროს წავადექი თავზე, როდესაც ის კომოდის უჯრებში იქექებოდა. ის ისე იყო გართული
თავისი საქმიანობით, რომ ვერ შემამჩნია. ამიტომ მხარზე დავადე ხელი და ვუთხარი:

– რა ქენი, იპოვე რამე?

– ანჟელასთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი გამოჩენა, რომ ადგილზე გაქვავდა. შემდეგ
გამოერკვა და გაქცევა დააპირა, მაგრამ მაჯაში ჩავავლე ხელი და ვკითხე:

– საით, შე კახპა?

– კოკი, მაპატიე, გამიშვი რა!

– იქნებ, ჯერ ჩემი სახლი გაგაძარცვინო და ისე გაგიშვა? ჰა, რას იტყვი, გაწყობს? – შევუბღვირე
ანჟელას.

– რა ვქნა, ასეთი პროფესია მაქვს და თავს ამით ვირჩენ. ასე რომ არა, გავბომჟდებოდი და ქუჩაში
მომიწევდა ცხოვრება. მე ხომ არც სახლ-კარი მაქვს და არც წესიერი სამსახური?

– ჩემს ბინაში ხომ არ ჩაგწერო ან ბინა ხომ არ გიყიდო სულაც? რას იტყვი, ცუდი იდეა ხომ არაა?

– კარგი, კოკი, ნუ ბრაზობ. შენ ყოველმხრივ უზრუნველყოფილი კაცი ხარ, არაფერი გაკლია და
იმაზე ფიქრი არ გჭირდება, სად იშოვო ბინის ქირისა და ლუკმაპურის ფული. მე კი ამაზე
ფიქრითა და ზრუნვით ტვინი ამიდუღდა და, ერთი შეცდომაც რომ დავუშვა, სროკი არ ამცდება.
სროკი მინდა ახლა მე?
– აბა, რა გინდა?

– უზრუნველი ცხოვრება უცხოეთში.

– მერედა, შენი გარეგნობის ქალისთვის ამაზე ადვილი რა არის? ტან-ფეხი არ გაკლია, სილამაზე
და, რაც მთავარია, გაქნილი აფერისტი ხარ. იპოვე ვინმე ფულიანი კაცი, „შეახუჭუჭე“ და გაჰყევი
ცოლად. მე გასწავლო, როგორ მოიქცე? – მხრები ავიჩეჩე და ირონიულად ჩამეცინა.

– ეგ კი ვიცი, ჩემო კოკი, მაგრამ, ჩემს პალიკოს ვერ ვუღალატებ, – ამოიოხრა ანჟელამ.

– ეგ ვინღაა?

– ჩემი შვილი. სულ რაღაც ცხრა თვისაა, ბავშვიანს ვინ წამიყვანს? მისი მიტოვება კი
გამორიცხულია, ძალიან მიყვარს. აგერ უკვე ერთი კვირაა, არ მინახავს და გული საგულეს აღარ
მაქვს.

– ქმარმა მიგატოვა?

– შეყვარებულმა, – ცრემლები წამოსცვივდა ანჟელას და შევატყვე, რომ გულწრფელად ტიროდა.


ამიტომ, ცრემლები ხალათის საყელოთი მოვწმინდე და ვუთხარი:

– გეყოფა ტირილი, დამშვიდდი და მითხარი, რაშია საქმე?

– სოფლიდან შვიდი წლის წინ ჩამოვედი თბილისში და უნივერსიტეტში მოვეწყვე, – დაიწყო


ანჟელამ, მაგრამ მე მას სიტყვა შევაწყვეტინე და ვკითხე:

– რამდენი წლის ხარ და რომელ უნივერსიტეტში მოეწყვე? ახლა ყველა ხარახურა სასწავლებელს
უნივერსიტეტი დაარქვეს.

– ჯავახიშვილში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, – ნაღვლიანად მომიგო ანჟელამ და


დაამატა: – ოცდაექვსი წლის ვარ.

– ოცდაექვსის? – გულწრფელად გამიკვირდა მე, თან, შემრცხვა, რადგან ლამის


შვილიშვილისხელა გოგონასთან მქონდა ინტიმური კავშირი.

– დიახ, ოცდაექვსის, – გაიმეორა ანჟელამ, – სხვათა შორის, პროფესიით იურისტი ვარ და


უნივერსიტეტი „ფრიადებზე“ დავამთავრე, თუმცა სამსახური ვერსად ვიშოვე. ყველას ჩემი
სხეული უნდოდა და არა ცოდნა. მე კი პატიოსანი, კარგად აღზრდილი გოგო ვიყავი და ბოზობას
გონებაშიც კი ვერ გავივლებდი. ერთი პერიოდი სოფელშიც კი დავბრუნდი, მაგრამ, ოჯახს
ძალიან გაუჭირდა, ისევ თბილისში ჩამოვედი და ერთ-ერთი კერძო კომპანიის ოფისში მოვეწყვე
იურისტად. კარგი ხელფასი მქონდა და ჩემი უშუალო უფროსი მირიანიც მომწონდა. ის
სიმპათიური, პატიოსანი და ყურადღებიანი ახალგაზრდა კაცი იყო. სამსახურში პირადად მან
მიმიღო და ერთი ზედმეტი სიტყვაც არ უკადრებია. ვიცოდი, რომ ცოლი არ ჰყავდა და, გულში
ჩამივარდა. შემდეგ ძალიან შემიყვარდა და ვატყობდი, რომ მასაც მოვწონდი. რამდენიმე თვის
შემდეგ კი მირიანი სიყვარულშიც გამომიტყდა და დაოჯახება შემომთავაზა. მე მისი სიტყვები
დავიჯერე და იმავე ღამეს ლოგინში ჩავუწექი. ჩვენი ურთიერთობა ოთხ თვეს გაგრძელდა,
თუმცა, დაოჯახებაზე აღარ მელაპარაკებოდა, მე კი სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ერთ საღამოს
ვუთხარი:

– მირიან, მე ფეხმძიმედ ვარ.

– ფეხმძიმედ?

– ჰო, მეოთხე თვეში გადავდივარ. მალე მუცელი დამეტყობა და ქორწილში გაბერილი ხომ არ
ვიჯდები?

რის ქორწილი, რა ქორწილი. მირიანი, თურმე, იმ ფირმის მფლობელის სიძე იყო, სადაც მე
ვმუშაობდი. ამიტომ, სამსახური დამატოვებინეს და, ფაქტობრივად, ქუჩაში დავრჩი... არც
სოფელში მიმიღეს ჩემებმა. პალიკო რომ გამიჩნდა, ერთ ბინძურ ოთახში ვცხოვრობდი
ავლაბარში. ერთმა ბებიაქალმა მიპატრონა, რომელიც კეთილი ქალი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ მას ბავშვის გაყიდვა სდომებია და ჩემგან უარი რომ მიიღო, დამემუქრა. იმან მიშველა, რომ
ის და მისი თანამზრახველები დააპატიმრეს. მე და პალიკო კი გლდანში, ოროთახიან ბინაში
გადავედით, დიასახლისთან ერთად ვცხოვრობთ და, როდესაც სახლში არ ვარ, ბავშვს ის ქალი
პატრონობს.

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არასენტიმენტალური ვარ, ანჟელას მონაყოლმა ლამის ამატირა
და ვუთხარი:

– ხომ არ მატყუებ რამეს?

– არა, არაფერს გატყუებ და ახლავე დაგიმტკიცებ ამას, – მომიგო გოგონამ, მობილურზე დარეკა
და თქვა:

– მე ვარ, დეიდა ზინა, როგორ ხართ, პალიკო როგორაა?

მობილური მაღალ ხმაზე იყო ჩართული და ქალების ლაპარაკი კარგად მესმოდა.

– შენ, შვილო, შენ როგორ ხარ? პალიკოზე ნუ დარდობ, დავბანე, ვაჭამე და ამ წუთას დაიძინა.
როდის მოდიხარ?

– სემინარი უკვე დასრულდა, დეიდა ზინა. ვისადილებთ, შუადღისთვის გამოვემგზავრებით და


საღამოს უკვე თბილისში ვიქნებით.

– კარგი, შვილო, აბა, შენ იცი, გელოდებით!

– ნახვამდის, დეიდა ზინა! – ანჟელამ ტელეფონი გათიშა და მომიბრუნდა:

– დეიდა ზინას ჰგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების სემინარზე ვიმყოფები. ვატყუებ,


თითქოს არასამთავრობო ორგანიზაცია მაქვს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. აბა, ხომ არ
ვეტყვი ბოზი ვარ, ქურდბაცაცა და ფულს ამით ვშოულობ-მეთქი?!

– ალბათ, ბათუმში ჰგონიხარ, ხომ?


– დიახ, როგორ მიხვდით? – გაუკვირდა ანჟელას, – ახლა ბათუმია ცენტრი, ყველა „ტუსოვკა“ იქ
იმართება და საერთოდ, ძალიან მოდური ქალაქი გახდა.

– გამიშვებთ თუ პოლიციას ჩააბარებთ ჩემს თავს? – ძალიან საწყლად მკითხა გოგონამ.

– შენი ჩაბარებით რა ხეირი, რო?! რომელი ბინ ლადენი შენ ხარ, რომ შენი ჩაბარებით მილიონები
გადამიხადონ? მაგრამ, რომც იყო, მაინც არ ჩაგაბარებდი, საშიშია და იმიტომ. მე კი ამ სიბერეში
პრობლემები ნამდვილად არ მაწყობს, – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი გოგონას.

– ესე იგი, მიშვებთ?

– შენი ასე გაშვებაც რომ არ მინდა?!

– ასე როგორ, კიდევ სექსი ხომ არ გნებავთ? – სრული სერიოზულობით მკითხა გოგონამ.

– ეეჰ, ანჟელა, ანჟელა, – გავბრაზდი მე, – რის სექსი, ახლა იმასაც ვნანობ, რაც ჩვენ შორის მოხდა
და გირჩევ, რომ ეს პუტანკური აზროვნება ტვინიდან ამოიგდო, ნორმალურ ცხოვრებას
დაუბრუნდე და საქმეს მოჰკიდო ხელი. მით უმეტეს, დიპლომი გქონია და, თუ არ მატყუებ,
იურისტი ყოფილხარ.

– დიპლომიანმა იურისტობამ და სამსახურმა ჩამაგდო ასეთ დღეში.

– სხვას ნუ აბრალებ, ასეთ დღეში შენ თვითონ ჩაიგდე თავი. ნუ ჩაუგორდებოდი ლოგინში იმ
ნაძირალას და არაფერი მოხდებოდა, ან, სულაც, დამცავი საშუალება გეხმარა. ერთი სიტყვით,
ახლა ამაზე ლაპარაკი უაზრობაა, ნერვების აშლის მეტს არაფერს მოგიტანს და მომავალზე უნდა
იფიქრო.

– ჩემი მომავალი ჩემი პალიკოა. იმიტომ დავპუტანკობ და დავბაცაცობ ასე, რომ მას მომავალი
ავუწყო და ჩემსავით არ გაუბედურდეს.

– პუტანკობითა და ბაცაცობით აწყობილი მომავალი შემირცხვენია, – ისე ვუთხარი გოგონას,


თითქოს ჩემი შვილების მომავალი კაცის კვლაში აღებული ფულით არ მქონდა აწყობილი, –
ერთხელაც კოკა წყალზე გაგიტყდება. ხომ არ გგონია, სხვა დროსაც ჩემნაირი კაცი შეგხვდება,
შეეცოდები და გაგიშვებს? ისე ჩაგაბარებენ პოლიციაში და ისე გაგსროკავენ, თვალსაც არავინ
დაახამხამებს. შენი პალიკო კი, როგორც შენ ბრძანე, ვის გამოც ასეთ დღეში ხარ, უპატრონოდ
დარჩება. ხომ არ გგონია, რომ მას ზინა დეიდა გაგიზრდის, სანამ შენ ციხეში იჯდები? ციხეში კი
კარგა ხნით გამოგამწყვდევენ, რადგან კანონი უკიდურესადაა გამკაცრებული და არც ქალებს
ინდობენ, არც ბავშვებს და არც მოხუცებს. იურისტი ხარ და ეს შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე.

– რა ვქნა, მონასტერში აღვიკვეცო? – ირონიულად მითხრა გოგონამ, რაზეც მე გავმწარდი და


კბილებში გამოცრით ვუთხარი:

– იმუშავე!

– ჰოდა, ვმუშაობ! – მშვიდი ირონიით მომიგო გოგონამ.


– იცი, რას გეტყვი, შე ბოზანდარა, შენა? – ჩემთვის ჩვეულ სიმშვიდეს დავუბრუნდი მე, რაც
ყოველთვის მშველოდა კრიტიკულ სიტუაციებში და, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან
მეცოდებოდა, მაინც ვუთხარი: – ფეხებზე მკიდია, რას იზამ. ახლა კი შეგიძლია, წახვიდე და
ძველი საქმიანობა განაგრძო. აი, კარი, მიბრძანდი!

ჩემმა სიტყვებმა ისე იმოქმედა ანჟელაზე, რომ იატაკზე დაემხო და მწარედ აქვითინდა, თან
იმეორებდა: ღმერთო, ღმერთო, ისეთი რა შევცოდე, რომ ასე დამსაჯეო.

მე უხმოდ ვუყურებდი გოგონას, რომელმაც ჯერ ტირილით იჯერა გული, ბოლოს წამოდგა,
კარისკენ გაემართა და თქვა:

– ბოდიშს გიხდით, ბატონო კოკი, ყველაფრისთვის. მაპატიეთ. მე წავედი!

– ანჟელა, მოიცადე! – ვუთხარი გოგონას, რომელიც შეჩერდა, ცრემლები ხელისგულებით


მოიწმინდა და მითხრა:

– ანჟელა არ ვარ, მოგატყუეთ, მე ეკა მქვია.

– კიდევ უკეთესი, ჩემო კარგო, – შემრიგებლურად გავუღიმე ეკას, – ჯერ აბაზანაში შედი და
თავი მოიწესრიგე, შემდეგ საჭმელი გაამზადე და ვისადილოთ. ბოლოს კი ჩემს მოსაზრებას
გაგიზიარებ და, ვნახოთ, თუ მოგეწონება.

ეკასგან შევიტყვე, რომ პუტანკობა მას ორი თვის დაწყებული ჰქონდა, ჩემი გაძარცვის მცდელობა
კი მისი მეორე კრიმინალური საქმე იყო. პირველი ქუთაისში ჰქონდა ჩადენილი, როდესაც ვიღაც
თურქი ბიზნესმენი დააძინა, საფულიდან სამი ათასი ევრო ამოაცალა და გაიქცა.

– ეს ორი თვის წინ იყო, – მითხრა ეკამ, – ის თურქი, მირიანის შემდეგ ჩემი პირველი მამაკაცი
იყო. ჩემს ცხოვრებაში თქვენ მესამე ხართ. იმ სამი ათასი ევროთი ვარსებობთ დღესაც და, ფული
რომ არ შემოგვკლებოდა, თქვენი გაქურდვა იმიტომ მინდოდა.

ძალიან ცუდი, მაგრამ, ვხედავ, რომ მთლად წყალწაღებული არ უნდა იყო და გამოსწორების
შანსი გაქვს, თუკი ვინმე დახმარების ხელს გამოგიწვდის, – ვუთხარი ეკას და დავამატე; –
ამიტომ, გადავწყვიტე, დაგეხმარო, თან, შენი ოცნება აგისრულო და უცხოეთში გაგიშვა:

– უცხოეთში გამიშვათ? – საკუთარ ყურებს არ უჯერებდა ეკა.

– უცხო ენა თუ იცი?

– გერმანული, მაგრამ, ძალიან ცუდად.

– სამი თვე გეყოფა, რომ ძალიან კარგად ისწავლო?

– დიახ!

– ჰოდა, ძალიან კარგი: გერმანულის შემსწავლელ კურსებზე დაიწყებ სიარულს, საფასურს კი მე


გადაგიხდი, თან უცხოეთის პასპორტს აგაღებინებ და შენს პალიკოსთან ერთად შვეიცარიაში
გაგიშვებ. იქ რამდენიმე სახელმწიფო ენაა, მათ შორის, გერმანულიც და ერთ-ერთის ცოდნა
აუცილებელია.

– შვეიცარიაში ვის ვჭირდები?

– იქ ჩემი ახლობლები ცხოვრობენ და მოგხედავენ – ყველანაირად შეგიწყობენ ხელს, მაგრამ, არ


უნდა შეარცხვინო და წესიერად მოიქცე, – ვუთხარი ეკას. შემდეგ სამი ათასი ევრო ვაჩუქე და
დავამატე: – ეს ფული შენ, პალიკოს და ზინას სამი თვე გეყოფათ. სწავლის ფულს ხვალ
ჩაგირიცხავ. თუ რამე გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოჩნდა, იმასაც გადაგიხდი. შენ კი
მხოლოდ წესიერება და სიბეჯითე მოგეთხოვება. ახლა წადი, შენს პატარას ჩაეხუტე და წესიერი
ცხოვრებისთვის მოემზადე.

– თავი ზღაპარში მგონია, ბატონო კოკი, – მითხრა ეკამ, რომელსაც კვლავ ცრემლები მოადგა
თვალზე.

– ოღონდ, ცრემლები არ დამანახვო, – ვუთხარი ეკას და ღიმილით დავამატე, – ზოგჯერ


ზღაპარიც ახდება ხოლმე და, მგონი, გაგიმართლა.

ეკას ჩემი მობილურის ნომერი მივეცი და გავისტუმრე. შემდეგ ნატას დავურეკე, ეკას ისტორია
მოკლედ მოვუყევი, ბოლოს კი ვკითხე:

– რას იზამ, დაეხმარები დედა-შვილს?

– დიდი სიამოვნებით. მერწმუნე, რომ ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე შენ
წარმოგიდგენია, – მომიგო ნატამ.

ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ეკამ ბრწყინვალედ აითვისა გერმანული, უპრობლემოდ


გაემგზავრა პალიკოსთან ერთად შვეიცარიაში და ჩემი დობილის, ნატას დახმარებით, საკმაოდ
კარგად გრძნობს თავს. დღეს ის ბავშვთან ერთად ჟენევაში ცხოვრობს და ერთ-ერთ სამოდელო
სააგენტოში მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს. ერთი სიტყვით, გაუმართლა და
გამიმართლა მეც, რადგან, ეკას რომ ჩემი გაქურდვა მოეხერხებინა, ჩემი სახლიდან ჩემი
ლეპტოპი წაეღო ან მაყუჩიანი პისტოლეტები წაეღო, გამორიცხული არაა, რომ ის პოლიციას
დაეკავებინა, მისი მეშვეობით კი ჩემს კვალზე გამოსულიყვნენ და გავშიფრულიყავი...

ეკასთან დაკავშირებული ისტორიიდან ექვს თვეზე ოდნავ მეტი გავიდა. მას შემდეგ ჩემი
უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო მეტად გავამკაცრე, თან პარტნიორი ქალების ასაკიც ავწიე
და 35 წელზე ქვემოთ ქალს არც კი ველაპარაკები.

გარდა ამისა, არასდროს ვიღებ შეკვეთას ბავშვების მკვლელობაზე, შეძლებისდაგვარად, ქალის


მოკვლასაც ვერიდები – ძალიან დარწმუნებული უნდა ვიყო მოკვლის აუცილებლობაში, რომ
ქალი გამოვასალმო სიცოცხლეს. ბავშვის მოკვლა არც „კაგებეში“ დაუვალებიათ, ქალის
ლიკვიდაციაზეც სულ სამჯერ ვიმუშავე და, საერთოდ, მსგავს დავალებებს ყველა გაურბის.
თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ, რომლებიც ყველაფერზე მოაწერენ ხელს, მათთვის

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.PDF.ChiaturaINFO.GE
ყველანაირი ზღვარი წაშლილია და, შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, შეუძლიათ, თოთო
ბავშვი ცოცხლად დაწვან...

ჯერ კიდევ ავღანეთში ვიმყოფებოდი, როდესაც გენერალმა მუხინმა დამიბარა და მითხრა:

– მოემზადე, სალდაფონებს უნდა გაჰყვე სპეცდავალებაზე!

ანდრეი ლუკიჩს სამხედროები მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდა, ისინი გონებაშეზღუდულ


ადამიანებად მიაჩნდა, რომლებიც, მისი აზრით, ნებისმიერ სისაძაგლეს ჩაიდენდნენ და ამიტომ
მათ სალდაფონებს უწოდებდა.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო, ანდრეი ლუკიჩ?

– რა და, იმ კრეტინებს თავდაცვის სამინისტროდან, დაუჩემებიათ, თითქოს „მწვანე აულში“


მოსახლეობა ამერიკელების მიერ პაკისტანიდან შემოტანილ ბაქტეოროლოგიურ იარაღს მალავს,
მოჯაჰედები კი ამ იარაღის მეშვეობით საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის
ჩატარებას აპირებენ, – მითხრა გენერალმა.

„მწვანე აული“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის ერთ-ერთი გარეუბანია, სადაც უაღრესად


მორწმუნე მუსლიმანი ოჯახები ცხოვრობენ. ისინი პოლიტიკაში თითქმის არ ერეოდნენ,
რელიგიაში იყვნენ „გადავარდნილები“ და თავიანთ პატარა მეჩეთში ლოცულობდნენ, რომელიც
საკუთარი ხელით ააშენეს. მე იქ რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი და ერთი აგენტიც მყავდა,
რომელიც რეგულარულად მაწვდიდა ინფორმაციებს. ამიტომ, აბსოლუტურად ზუსტად ვიცოდი,
რომ ამბავი ბაქტერიოლოგიური იარაღის შესახებ სისულელე იყო. ამიტომ, გამეცინა და მუხინს
ვუთხარი:

– წმინდა წყლის სისულელეა და თავს დავდებ, რომ მორწმუნე მუსლიმანების გარდა, იქ სხვას
ვერავის აღმოაჩენენ.

– ეს რომ ვუთხარი, – მომიგო მუხინმა, – „გრუელმა“ სალდაფონმა გენერალმა მკვახედ მითხრა,


შენი კაცი გამოგვაყოლე და საკუთარი თვალით ნახავს, რასაც იქ ვიპოვითო. მოკლედ,
„გრუელებთან“ ერთად მოგიწევს აულში ასვლა, მაგრამ, კონფლიქტში ნუ შეხვალ მათთან და
ყველაფერი კარგად დაათვალიერე.

„მწვანე აულში“ მომხდარი ტრაგედიის შესახებ შემდგომ მთელმა მსოფლიომ შეიტყო და,
საბჭოთა კავშირი და წითელი არმია კიდევ უფრო მეტად შესძულდა ყველას. აულში შეჭრილმა
საბჭოთა ტანკებმა დაანგრიეს მეჩეთი, მიწასთან გაასწორეს მშვიდობიანი ოჯახების
საცხოვრებელი სახლები და სამასზე მეტი ადამიანი გაწყვიტეს, რომელთა უმრავლესობა
ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ. სამწუხაროდ, მეც ამ საშინელების მონაწილე ვიყავი.
მართალია, ერთი ავღანელიც არ მომიკლავს იქ, მაგრამ, ამ საშინელების გამო, გარკვეულ
პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ და ამ საშინელების გახსენება ძალიან მიჭირს.
– არც ერთი დამნაშავე არ უნდა წაგვივიდეს ხელიდან, ყურადღებით და საბრძოლო შემართებით
იყავით! – მოგვიწოდა თავგასიებულმა, ერთვარსკვლავიანმა „გრუელმა“ გენერალმა აულში
შესვლის წინ და დავიძარით.

თავდაპირველად ამ რეიდში მხოლოდ „გრუს“ სპეცრაზმი მონაწილეობდა. აულში რომ შევედით,


მთელი მოსახლეობა ლოცვაზე იდგა და, ვინც პატარა მეჩეთში ვერ დაეტია, გარეთ იყვნენ
დამხობილები. „გრუს“ ერთმა ჯგუფმა მლოცველებს ალყა შემოარტყა, მეორე ჯგუფი კი აულში
გაიფანტა და ბინების ჩხრეკას შეუდგა, თან, იქაურობას ძარცვავდნენ და, რაც ხელში
მოხვდებოდათ, ყველაფერი თან მოჰქონდათ. ისედაც ღარიბი ავღანელებისგან რა უნდა წამოეღო
კაცს, მაგრამ, „გრუელები“ მაინც პოულობდნენ წამოსაღებს და იქაურობა პირწმინდად
გაასუფთავეს.

– ამხანაგო გენერალო! აულში ბაქტერიოლოგიური იარაღი ვერ აღმოვაჩინეთ! – უპატაკა


„გრუელ“ მოროდიორთა ჯგუფის მეთაურმა გენერალს და ჰკითხა, – უკან დაბრუნებას
გვიბრძანებთ?

– რის უკან დაბრუნებას, მაიორო, შენი დედაც! – შეუკურთხა ხელქვეითს ბრიყვმა,


სისხლისმსმელმა გენერალმა, მეჩეთისკენ გაიშვირა ხელი და ბრძანა: – აი, იქ მოძებნეთ, იარაღი
ნამდვილად იქაა დამალული!

მე საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი ისლამური ტრადიციები და ვიცოდი, რომ ბრიყვი


გენერლის ბრძანების შესრულებას დიდი უბედურება მოჰყვებოდა. ამიტომ, გენერალს ვეახლე
და ვუთხარი:

– ბოდიშს გიხდით, ამხანაგო გენერალო, მაგრამ, მეჩეთში შეჭრა მათი რელიგიის შეურაცხყოფაა,
რასაც დიდი უბედურება მოჰყვება. მით უმეტეს, რომ არც მეჩეთშია იარაღი და ბრძანება
გააუქმეთ.

– ვინ გდიხარ, რომ ბრძანების გაუქმებას მომიწოდებ? წადი, შენი დედაც... – თავის ხეპრულ
სტილში მომიგო გენერალმა, მე კი მას მშვიდად, მაგრამ ძალიან ხმამაღლა ვუპასუხე:

– შენი დედაც, შენი მამაც და შენი ბოზი ცოლ-შვილიც, გენერალო!.. – მერე თვალი თვალში
გავუყარე, ათიოდე წამი მგელივით ვუყურებდი, შემდეგ მის წინ დავაფურთხე, შევტრიალდი და
ჩემს ადგილზე დავბრუნდი.

ჩემს სიტყვებზე გენერალი წამოწითლდა, მაგრამ, უხეშობა ვეღარ გაბედა და შეურაცხყოფა


ჩაყლაპა. იმ პერიოდში ქაბულში ერთი ინციდენტი მოხდა და, შესაძლოა, ამ ამბავმა შეაკავებინა
თავი ხეპრე გენერალს პასუხისგან: „მწვანე აულში“ დატრიალებულ ტრაგედიამდე სამი კვირით
ადრე, ერთმა ქართველმა მაიორმა რუსი პოლკოვნიკი მოკლა. ინციდენტი ოფიცერთა
სასადილოში მოხდა. არყით გალეშილი რუსი პოლკოვნიკი იმ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც
ქართველი სადილობდა და იარაღამოღებულმა უღრიალა:

– ფეხზე ადექი, როდესაც წოდებით უფროსი გელაპარაკება!


– ვსადილობ, – მოკლედ მიუგო ქართველმა და ჭამა უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ პოლკოვნიკმა
მას საჭმელში ჩაუფურთხა.

ქართველი მაიორი მშვიდად წამოდგა, ჯერ პისტოლეტი წაართვა პოლკოვნიკს, შემდეგ ისეთი
მუშტი შემოჰკრა ყბაში, რომ მან ორიოდე მეტრი იფრინა და ძირს დაეხეთქა. პისტოლეტი
მიუგდო, შემდეგ კი უღრიალა:

– ღორობას თუ არ მოიშლი, შუბლს გაგიხვრეტ!

ქართველი მაიორი შეტრიალდა და გასასვლელისკენ გაემართა, მაგრამ პოლკოვნიკმა


პისტოლეტს დასტაცა ხელი, გადატენა და მიმავალ ქართველ მაიორს მიუშვირა სასროლად,
მაგრამ, მაიორმა დაასწრო, პისტოლეტი იშიშვლა, მკვეთრად შეტრიალდა, პოლკოვნიკს შიგ
შუბლში დააჭედა ტყვია და ადგილზევე მოკლა. ქართველი მაიორი თვითონ ჩაბარდა
კომენდანტს. ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და ცხრა წელი მისცეს. მისმა საქციელმა სამხედრო
თუ არასამხედრო პირთა უმრავლესობის პატივისცემა დაიმსახურა და მას შემდეგ მსგავსი
ინციდენტებისგან გენერლებიც კი იკავებდნენ თავს...

მართალია, გენერალმა ჩემი შეურაცხყოფა ჩაყლაპა, მაგრამ, ოპერაციის უფროსი ის იყო, ბრძანება
არ გაუუქმებია და თავის ხელქვეითებს მეჩეთში შეჭრა უბრძანა.

„გრუს“ ერთი ქვედანაყოფი მეჩეთისკენ დაიძრა, კართან მათ მოლა გადაუდგა წინ, დაუჩოქა და
სთხოვა, შიგნით არ შესულიყვნენ, მაგრამ ჯარისკაცებმა ის გადათელეს და მეჩეთში შეიჭრნენ.
ამის შემხედვარე მოლამ ხალხს თავისი სიწმინდის დაცვისკენ მოუწოდა და ერთ-ერთ „გრუელს“
ავტომატზე ჩაებღაუჭა, მან კი მუსლიმანთა რელიგიურ წინამძღოლს იარაღის ჯერი მიუშვა და
ადგილზე დაფლითა... ხალხს მეტი აღარ უნდოდა, ეს მათთვის მოქმედების სიგნალი იყო და,
გააფთრებული, უიარაღო ადამიანები „გრუელებს“ დაეტაკნენ და საშინელი ტრაგედიაც
დაიწყო... საბჭოთა ჯარისკაცები არავის ინდობდნენ და, განურჩვევლად, ყველას ტყვიების
ჯერით ცხრილავდნენ. თუმცა, გააფთრებული ადამიანები ვერ შეაშინეს, ისინი შიშველი
ხელებით მიიწევდნენ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცებზე, ორ მათგანს ავტომატიც კი
წაართვეს და საპასუხო ცეცხლით რამდენიმე „გრუელი“ მოცელეს.

– ბაზა! ბაზა! დახმარება გამოგვიგზავნეთ, კბილებამდე შეიარაღებული მოჯაჰედები დაგვესხნენ


თავს! – დახმარება მოითხოვა რადიოტელეფონით პანიკაში ჩავარდნილმა გენერალმა, რომლის
კისერზეც იყო უდანაშაულო ადამიანთა სისხლი, რადგან ეს ტრაგედია მისი ბრძანებით დაიწყო.

„გრუელ“ გენერალს სიამოვნებით გამოვასალმებდი სიცოცხლეს და ფარულად ამის გაკეთებაც კი


დავაპირე, კიდეც, მაგრამ, აღარ დამცალდა: საბჭოთა ჯარისკაცისთვის წართმეული
ავტომატიდან, რომელიც 14-15 წლის მოზარდს ეჭირა ხელში და ჯარისკაცებს გამალებული
ესროდა, ტყვია გენერალს მარჯვენა თვალში მოხვდა და ტვინი გაასხმევინა.

– გენერალი მოგვიკლეს, გადაბუგეთ ეს დამპლები! – იღრიალა გენერლის მოადგილე


პოლკოვნიკმა, რომელიც გენერლის სიკვდილისთანავე გახდა რაზმის მეთაური. მან ავტომატზე
დამაგრებული ნაღმმტყორცნიდან გენერლის მკვლელი ბავშვის მიმართულებით გაისროლა
ჭურვი და მოზარდი ნაფლეთებად აქცია.
ამ მომენტმა გააფთრებული ადამიანები კიდევ უფრო გაამწარა და ისინი ახალი ძალებით
ეკვეთნენ „გრუელებს“, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულ მკვლელებთან რას გახდებოდნენ და
უთანასწორო ბრძოლაში იღუპებოდნენ. ამასობაში, საბჭოთა მაშველი ძალაც გამოჩნდა და აულში
შემოჭრილმა ათიოდე მსუბუქმა და ორმა მძიმე ტანკმა მეჩეთი და საცხოვრებელი სახლები
მიწასთან გაასწორა. ირგვლივ ყველაფერი ინგრეოდა, ნადგურდებოდა, ჰაერში სისხლის სუნი
ტრიალებდა, სისხლით გაუმაძღარი ჯარისკაცები კი ცეცხლისმფრქვეველი იარაღით
დადიოდნენ აულში და ირგვლივ ყველაფერს წვავდნენ.

მე ამ უბედურებაში აქტიური მონაწილეობა არ მიმიღია, მხოლოდ ყველაფერს თვალს


ვადევნებდი, თუმცა დიდი სიამოვნებით მივეხმარებოდი ავღანელებს და საბჭოთა მეომრებს
მუსრს გავავლებდი.

გახურებული ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ ფეხმძიმე, ახალგაზრდა ქალს


მოვკარი თვალი. მას ხელში ჩვილი ეჭირა, მეორე ხელით კი ატირებულ ხუთიოდე წლის ბიჭუნას
მიათრევდა, რომელსაც ეხვეწებოდა, რომ არ ეტირა და ჯარისკაცების ყურადღება არ მიეპყრო.

ბავშვებიანი ფეხმძიმე ქალი ერთ-ერთი სახლის ნანგრევების გროვას შეეფარა, მაგრამ ის


ტყვიამფრქვევით შეიარაღებულმა ჯარისკაცმა შენიშნა და იქით გაემართა, თან იარაღი
აამოქმედა, რომელიც ხუთ მეტრზე აფრქვევდა ცეცხლს. ცოტაც და უბედურებას უბედურება
დაემატებოდა – ფეხმძიმე ქალი ბავშვებიანად დანახშირდებოდა, ნანგრევებში, ამიტომ
პისტოლეტი ვიშიშვლე, ჯარისკაცს გაზის ბალონში დავუმიზნე, რომელიც მას ზურგზე ეკეთა და
ფუგასური ტყვია ვესროლე... ის ადგილზევე აფეთქდა, მისი ხორცის ნაფლეთებს კი ცეცხლი
წაეკიდა. ეს მომენტი ვერავინ დააფიქსირა, რადგან ყველა ხოცვა-ჟლეტით იყო გართული. მე
ნანგრევებისკენ გავწიე და შეშინებულ ფეხმძიმე ქალს ვუთხარი:

– ნუ გეშინია, მშვიდად იყავით და ყველაფერი კარგად იქნება, თორემ, ჯარისკაცებმა თუ


მოგაგნეს, დაგხოცავენ.

– გმადლობთ, ჩემო ბატონო, თქვენ რომ არა, ყველას საიქიოს გაგვისტუმრებდნენ, – მომიგო
აკანკალებულმა გოგონამ, – თქვენ რომ ის ჯარისკაცი ააფეთქეთ, სწორედ ამან გვიხსნა. თქვენ,
ალბათ, მართლმორწმუნე მუსლიმანი მოჯაჰედი ხართ.

– არა, – მივუგე ფეხმძიმე გოგონას, – მოჯაჰედი არ ვარ და არც მუსლიმანი, ქრისტიანი ვარ,
თუმცა, ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, აქედან გაგიყვანოთ სამშვიდობოზე. ამიტომ,
რასაც გეტყვით, უნდა დამიჯეროთ.

– უსიტყვოდ დაგემორჩილებით, ჩემო ბატონო, – მითხრა გოგონამ და დადუმდა. მე კი


ნანგრევებიდან გავიხედე და დავინახე, როგორ გაასწორა მიწასთან ორმა საბჭოთა ტანკმა
ყოფილი „მწვანე აულის“ პატარა მეჩეთი.

ფეხმძიმე ავღანელ გოგონას აიშა ერქვა, ორსულობის ბოლო თვეში იყო და, ბედის ირონიით,
მაინცდამაინც ნანგრევებში, გაცხარებული ხოცვა-ჟლეტის დროს ასტკივდა მუცელი, იქვე
დაღვარა წყლები და მშობიარობა დაეწყო.
– მიშველეთ, ბატონო ჩემო, მშობიარობა დამეწყო, – თქვა აიშამ და ტკივილებისგან საშინელი
გამომეტყველება აღებეჭდა სახეზე.

„კაგებეს“ სკოლაში მე, ყოველი შემთხვევისთვის, ბებიაქალის კურსებიც გამატარეს. ამიტომ ის


ბრტყელ ბლოკზე დავაწვინე, აქეთ-იქიდან დიდი ქვები დავალაგე, ფეხები მაღლა შევაწყობინე,
ქვედა საცვალი გავაძრე და ვუთხარი:

– მიდი, გაიჭინთე, ნურაფრის გეშინია, მე გამშობიარებ!

აიშამ უპრობლემოდ იმშობიარა. ახალშობილს „შტიკ-ნოჟით“ მოვაჭერი ჭიპლარი, შემდეგ


ახალშობილი ნანგრევებში ნაპოვნი ზეწრით გავწმინდე, ზეწრის ნაფლეთებშივე შევახვიე და
დედას მივაწოდე.

ახალშობილს ჩაეძინა. მეორე ჩვილი ტაშტში იწვა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ხუთი წლის
ბიჭი კი კოპებშეკრული მიყურებდა და ადგილიდან არ იძროდა.

– რა გქვია? – ვკითხე ბავშვს.

– აჰმადი, – მომიგო მან.

– აჰმად, შენს ძმებსა და დედას მიხედე, მე კი მალე მოვალ, – ვუთხარი პატარას, თავზე ხელი
გადავუსვი და ნანგრევებიდან გავედი, რომ როგორმე მანქანა მეშოვა და ნამშობიარევი ქალი
უსაფრთო ადგილზე გადამეყვანა.

უნდა მეჩქარა, რადგან, შეიძლებოდა, სისხლისმსმელ საბჭოთა ჯარისკაცებს ნანგრევებში


შეფარებული აიშასა და მისი ვაჟებისთვის მიეგნოთ და ოთხივე დაეხოცათ.

აიშასა და მისი ვაჟების თავშესაფრიდან ასიოდე მეტრის დაშორებით, „მწვანე აულის“


მოსაზღვრე ტერიტორიაზე, სკოლის შენობასთან გაჩერებული საბჭოთა ჯავშანტრანსპორტიორს
მოვკარი თვალი და იქით გავიქეცი. ოთხ წითელარმიელ ჯარისკაცს ცამეტიოდე წლის ავღანელი
გოგონა ჰყავდათ დაჭერილი. ბავშვს ტანისამოსი შემოხეული ჰქონდა და კიოდა, თან
ფართხალებდა და ჯარისკაცებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, რადგან მას
გაუპატიურებას უპირებდნენ. იქვე დახვრეტილი მამაკაცისა და ტანსაცმელშემოხეული,
დაცხრილული ქალის გვამები ეყარა, რომლებიც, სავარაუდოდ, გოგონას მშობლები უნდა
ყოფილიყვნენ. ჯარისკაცები ისეთი გაშმაგებით ცდილობდნენ გოგონასთვის ნამუსის ახდას,
რომ ჩემი მიახლოება არც კი შეუმჩნევიათ. ამ სურათის შემხედვარე, დედაჩემის მონათხრობი
გამახსენდა მამაზე, როდესაც მან დაცემული ბერლინის ნანგრევებში საბჭოთა ჯარისკაცებისგან
იხსნა გერმანელი გოგონა.

„რა ნაცნობი სურათია – პირუტყვი წითელარმიელები დაპყრობილ ქვეყანაში ქალის


გაუპატიურებას ცდილობენ“, – გავიფიქრე გუნებაში, ძალები მოვიკრიბე და ჯარისკაცებს
ვუღრიალე:

– შეწყვიტეთ ეს „ბესპრეძელი“, თქვენი დედაც!..


ჯარისკაცები ჩემკენ მოტრიალდნენ, განსხვავებულ ფორმაში რომ დამინახეს, მიხვდნენ, ვინც
ვიყავი და გამომეჯგიმნენ. შიშველი გოგონა კი წამოხტა, დახოცილებთან მიირბინა, მათ
სხეულებზე დაემხო და ატირდა.

დრო არ ითმენდა. ამიტომ გოგონას ავღანურად ვუთხარი, რომ, თუ დამიჯერებდა,


გადავარჩენდი, თუ არადა, მას ჯარისკაცები მოკლავდნენ და ჯავშანტრანსპორტიორში ჩაჯდომა
ვუბრძანე, რასაც ის უსიტყვოდ დაემორჩილა. შემდეგ ჯარისკაცებს მივუბრუნდი და ვუთხარი:

– ჯავშანტრანსპორტიორის კონფისკაციას ვახდენ და თქვენს საქმეს სამხედრო-საველე


სასამართლოს გადავცემ. თქვენ კი ეს ორი გვამი ჩვენი ჯარების შტაბში მოიტანეთ. თან, იცოდეთ,
ბრძანებას თუ არ შეასრულებთ, თქვენ მიმართ წაყენებული ბრალდებები დამძიმდება-მეთქი, –
შემდეგ ჯავშანტრანსპორტიორში ჩავჯექი და საბრძოლო მანქანა აიშასა და მისი ვაჟების
თავშესაფართან მივიყვანე, ისინიც ჩავისვი და ხუთივე გადარჩენილი ავღანელი ქაბულის
საავადმყოფოში მივიყვანე, იქ კი ერთ საბჭოთა პროფესორს ჩავაბარე, რომელიც იქ მთავარ
ექიმად მუშაობდა, ძალიან გულისხმიერი და სათნო ადამიანი იყო და ვუთხარი:

– ეს ქალი მე ვამშობიარე ნანგრევებში, ეს პატარა გოგონა კი გამხეცებული ჯარისკაცების


კლანჭებიდან გამოვიხსენი. აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს და მიხედეთ, მე კი უნდა
წავიდე.

პროფესორი მიცნობდა და იცოდა, რომ „კაგებედან“ ვიყავი და ამ უწყების წარმომადგენლებთან


ზედმეტ ლაპარაკს ყველა ერიდებოდა. თუმცა, მან ჩემი საქციელიც კარგად შეაფასა, მიხვდა, რომ
„ჩამშვები“ არ ვიყავი და მითხრა:

– რასაც აქ ჯარისკაცები სჩადიან, ყოვლად დაუშვებელია და, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ,


ცუდად შემოუბრუნდება ჩვენს ქვეყანას.

– მართალს ბრძანებთ, პროფესორო, – მივუგე მთავარ ექიმს, ტუჩებზე საჩვენებელი თითი მივიდე
და დავამატე: – ნურავისთან გაიმეორებთ ჩემთან ნათქვამს, მე კი, ჩემი შესაძლებლობების
ფარგლებში შევეცდები, რამე ვიღონო.

პროფესორს გამოვემშვიდობე და ჯავშანტრანსპორტიორი საბჭოთა ჯარების შტაბის ეზოში


დავაყენე, შემდეგ შენობაში შევედი, სადაც გენერალი მუხინი მელოდა. ხოლო რომ დამინახა,
მშვიდად მკითხა:

– რა მოხდა?

გენერალს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, მხოლოდ ის დავუმალე, რომ შეიარაღებული


რუსი ჯარისკაცი მოვკალი. აიშაც გავაფრთხილე, რომ ეს ამბავი არავისთვის მოეყოლა, რაზეც მან
მიპასუხა:

– კარგი, ბატონო ჩემო, არავისთან ვიტყვი. თუმცა, წესით, ეს ამბავი ქვეყანას უნდა მოვდო და
თქვენი სიკეთისა და ვაჟკაცობის ამბავი გავაგებინო.

– რას ამბობ! – მივუგე აიშას, – ეს რომ ჩემმა უფროსობამ შეიტყოს, დამხვრეტენ.


– კარგი, კრინტს არ დავძრავ, – მითხრა გოგონამ, თავი დახარა და ხელზე მაკოცა.

გენერალმა გულდასმით მომისმინა და მითხრა:

– რაც მომიყევი, ყველაფერი დამიწერე პატაკის სახით, მე კი ამას მსვლელობას მივცემ და


ვეცდები, შედეგი გამოიღოს. ხომ ვთქვი თათბირზე, რომ იმ „მწვანე აულში“ არანაირი
ბაქტერიოლოგიური იარაღი არ არის და იქაურებს მოეშვით-მეთქი, მაგრამ, ვინ დამიჯერა?! ახლა
კი მთელი მსოფლიო გაიგებს ამ ამბავს, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო მეტად დაეცემა და
ამაში სამხედროები არიან დამნაშავეები. ღირსია ის კრეტინი სალდაფონი გენერალი, რომ
მოკლეს, მასეთებს ასე მოუხდებათ.

სანამ გენერალი მუხინი მელაპარაკებოდა, ფანჯრიდან ის ოთხი ჯარისკაცი დავინახე,


რომლებსაც მე ჯავშანტრანსპორტიორი წავართვი და მათივე მოკლული ცოლ-ქმრის შტაბის
ეზოში მოყვანა ვუბრძანე. მათ ეს ბრძანება შეასრულეს, დახოცილთა ცხედრები ეზოში დაასვენეს,
თვითონ კი დაბნეულები იდგნენ და არ იცოდნენ, რა ექნათ.

– აი, შეხედეთ, ანდრეი ლუკიჩ, – მუხინი ფანჯარაში გავახედე, – აი, ასეთი ჩლუნგები სჩადიან
ყველა იმ საშინელებას, რაზეც გელაპარაკეთ. სწორედ მათი ბრალია ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის
შელახვა.

– ეს არცაა გასაკვირი, ჩემო კოკი, ისინი ხომ ბრიყვი სალდაფონები არიან და მათგან კარგსა და
ჭკვიანურს რას უნდა მოელოდე? – ხელიდან არ გაუშვა მუხინმა სამხედროების გალანძღვის
მორიგი შანსი და დაამატა – პოლიტბიუროში ისეთი მოხსენება შევა, რომ სამხედროებს კარგა
მაგრად შეახურებენ, თუმცა, ეჭვი მეპარება, მათ ჭკუა ასწავლონ, ისინი თავის სიბრიყვეს
ვერასოდეს მოიშლიან.

მუხინი არ შემცდარა, რადგან წითელი არმია ავღანეთში არნახულ საშინელებებს სჩადიოდა და


ისე გაამწარა ადგილობრივი მოსახლეობა, რომ მათ წინააღმდეგ მთელი ერი აღდგა და საბჭოთა
ჯარს ეომებოდა ყველა, ვისაც ხელში იარაღის ჭერა შეეძლო.

მართალია, ავღანეთში მეც ვიბრძოდი და მოჯაჰედებსაც ვხოცავდი, რაც დღევანდელი


გადასახედიდან არასწორად მიმაჩნია, მაგრამ, ეს ხდებოდა ბრძოლაში. ბავშვები კი არასდროს
დამიხოცავს, არც ქალებზე მიძალადია ოდესმე და, აიშას, მისი შვილებისა და პატარა გოგონას –
ლაილას გადარჩენა მრავალი წლის შემდეგ სასიკეთოდ დამხვდა წინ.

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო, მსოფლიოში გადანაწილებების ინტენსიური პროცესი


მიმდინარეობდა, რაც ყველა სფეროში აისახებოდა და ეს ეხებოდა როგორც პოლიტიკასა და
ეკონომიკას, ასევე, კრიმინალურ სფეროს. „კაგებე“ აღარ არსებობდა და ამ უწყებაში უკვე აღარ
ვმუშაობდი, დაქირავებული მკვლელობა კი ახალი დაწყებული მქონდა და მხოლოდ ერთი
„საქმე“ მქონდა შესრულებული. თუმცა, მეორე შეკვეთაც საკმაოდ მალე მივიღე. „ძია“ რომანმა
დამირეკა და მითხრა:

– როგორ ხარ, კოკი?


– რა მიჭირს. შენ? – მივუგე ჩემს გადმომბირებელს, რომელსაც წლების განმავლობაში ისე
დავუმეგობრდი, რომ, ასაკში განსხვავების მიუხედავად: უკვე „შენობით“ მივმართავდი.

– მომენატრე, ჩემო ძმაო, როდის გნახო?

– თუნდაც ერთ საათში.

– ძალიან კარგი. მაშინ, ერთ საათში სკამებთან მოვალ, – მითხრა რომანმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ალექსანდროვის ქვედა ბაღში, ბორის ძნელაძის ყოფილი ძეგლის გასწვრივ მდებარე სკამზე
იჯდებოდა.

შეხვედრაზე დათქმულ დროს მივედი, „ძიას“ გავუღიმე, ხელი ჩამოვართვი და ვკითხე:

– როგორ ხარ, რა ხდება?

– მე რა მიჭირს. მერი და ბავშვები ხომ კარგად არიან?

– დიახ.

– ჰოდა, ახლა საქმე, – მომიგო რომანმა და მითხრა: – შენმა შესრულებულმა პირველმა დავალებამ
დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა მეორე საქმეს გთავაზობენ და მომისმინე.

– გისმენ.

– ერთი კვირის შემდეგ რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოს ყველა ბობოლა ნარკობარიგა იკრიბება და,
აი, ეს კაცი უნდა გაასაღო, – „ძიამ“ „ობიექტის“ სურათი მიჩვენა და მკითხა, – გეცნობა?

– რა თქმა უნდა, – ჩამეცინა მე, რადგან ფოტოსურათზე აღბეჭდილი ადამიანი


კინოვარსკვლავივით პოპულარული იყო და მუდმივად მსოფლიო მასმედიის ყურადღების
ცენტრში იმყოფებოდა.

– შეასრულებ?

– გააჩნია, რამდენს გადაიხდიან.

– სამასი ათას დოლარს.

– ასეთი საქმისთვის ბევრი არაა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე ამ ქვეყნის


მოქალაქეები გაჭირვებაში ვცხოვრობთ, თანახმა ვარ!

– ამ სიბერეში ლაქლაქი დაგიწყია, – გაეცინა რომანს, მოზრდილი კონვერტი დამიდო გვერდით


და მითხრა, – აქ ყველა საჭირო საბუთია, ბილეთები და ხუთი ათასი დოლარი. თანხის ნახევარი
ამ საღამოს დაგიჯდება შენს ანგარიშზე, მეორე ნახევარი კი, როგორც ყოველთვის, საქმის
შესრულებისთანავე. მიემგზავრები ხვალ, „ჩერეზ“ მოსკოვი, საჭირო რეკვიზიტი კი, ამ ადგილზე
დაგხვდება, რიოში. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – ჩვეულ სტილში მითხრა „ძიამ“, შემდეგ
წამოდგა და, ტრადიციულად, პირველი წავიდა.
რიოში ვოიაჟი ჩემს ახალ კარიერაში მეორე საქმე იყო. ამჯერად ძალიან შორს მივემგზავრებოდი.
მაგრამ, სიშორეში არ იყო საქმის სირთულე, რადგან ბევრჯერ უფრო შორსაც ვყოფილვარ და
ბევრად უფრო რთული საქმეც შემისრულებია. უბრალოდ, ადრე ისეთი უძლიერესი
ორგანიზაცია მაზღვევდა, როგორიც „კაგებე“ იყო. რიოში კი, კერძო შემსრულებლის სტატუსით
მივემგზავრებოდი და, გამორიცხული არ იყო, რომ საქმის შესრულების შემდეგ, თავად მე
გავმხდარიყავი სამიზნე და მეც ჩემი მსხვერპლის კვალს გავყოლოდი. ხუმრობა ხომ არ იყო,
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონის ლიკვიდაცია უნდა მომეხდინა რიო-
დე-ჟანეიროს კარგად დაცულ ოტელში, რომელიც განგსტერებისა და სხვადასხვა ქვეყნის
სპეცსამსახურების აგენტებით იყო გატენილი.

– ხვალ მოსკოვში უნდა გადავფრინდე, ძვირფასო. დამირეკეს და მითხრეს, რომ რაღაც სარფიანი
საქმე გამოჩნდა და ცოტა ფულს ვიშოვი, – ვუთხარი მერის, როდესაც „ძიასთან“ შეხვედრიდან
დავბრუნდი.

– მალე ჩამოხვალ?

– ერთ კვირაში თუ არა, ათ დღეში ნამდვილად აქ ვიქნები.

– ფრთხილად, საყვარელო. ხომ იცი, რა არეული დრო დადგა და ხალხი როგორ გაგიჟდა. ღამით
ქუჩაში გასვლას მოერიდე. ხომ გესმის და ხედავ, რას ლაპარაკობენ ტელევიზორში? მოსკოვი,
თურმე, ყველაზე საშიში ქალაქია მსოფლიოში, იქაურობა მკვლელებითაა სავსე და შემთხვევით
ვინმე ოხერს არ გადაეყარო, რამე შარში არ გაეხვიო, – დამმოძღვრა მერიმ მოსკოვში
გამგზავრების წინ.

ყოფილ საბჭოეთის დედაქალაქში დიდხანს არ შევყოვნებულვარ, ორიოდე საათი


„დომოდედოვო-2-ის“ აეროპორტის ბარში გავატარე, შემდეგ მოსკოვი-რიო-დე-ჟანეიროს სარეისო
„ბოინგ-647-ში“ ჩავჯექი და რიოსკენ ავიღე კურსი, თერთმეტსაათიანი ფრენის მერე კი ამ
ულამაზეს ქალაქში ჩავფრინდი და სასტუმრო „ჰილტონში“, ჩემს სახელზე დაჯავშნილ ლუქსში
დავბინავდი. როგორც კი ნომერში შევედი, შხაპი მივიღე, შემდეგ ლოგინში ჩავწექი და, ისეთი
მოქანცული ვიყავი, რომ ბალიშზე თავის დადებისთანავე მაგრად ჩამეძინა...

თვალი რომ გავახილე, ადგილობრივი დროით ღამის თერთმეტი საათი იყო. სწორედ ამ დროს
იწყება რიოში ღამის სისხლსავსე ცხოვრება, რომელიც დილამდე გრძელდება. ოსტაპ ბენდერის
საოცნებო ქალაქის გიჟური რიტმი დაახლოებით დილის 7-8 საათისთვის ცხრება და
სიყვარულით, სასმლითა და აზარტით გამძღარი ადამიანები დასაძინებლად წვებიან.

მე ავდექი, შხაპი მივიღე, თეთრ სამოსში გამოვეწყვე და ქვევით ჩავედი, რომ სასტუმრო
გულდასმით შემესწავლა და, შეძლებისდაგვარად, მისი მომსახურე პერსონალიც გამეცნო. ხუთ
დღეში სწორედ „ჰილტონში“ უნდა შეკრებილიყვნენ ბობოლა ნარკობარონები, რომლებსაც
ნარკობიზნესის გავლენის სფეროები უნდა გადაენაწილებინათ, მე კი ერთ-ერთი ყველაზე
ცნობილი მათი კოლეგა უნდა მომეკლა.

რიოს „ჰილტონი“ საუკეთესოა ამ ტიპის სასტუმროთა ქსელში მსოფლიოში და კოპა-კაბანას


პლაჟის ფეშენებელურ ინფრასტრუქტურაში გამორჩეული ადგილი უკავია. მისი ქათქათა ფასადი
ამ სასტუმროს სიმდიდრის მკაფიო გამოხატულებაა და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ისაა
თანაბართა შორის პირველი. მე მეცხრე სართულზე ვცხოვრობდი, ჩემი „კლიენტის“ ნომერი ჩემს
ქვემოთ, მერვეზე იყო დაჯავშნილი, შეხვედრები კი მეთორმეტე სართულზე მდებარე
საკონფერენციო დარბაზში უნდა გამართულიყო. ნარკობარონთა შეხვედრამდე ეს
საკონფერენციო დარბაზი პაციფისტებს ჰქონდათ დაქირავებული ერთი დღით და კონფერენციას
ატარებდნენ. დარბაზის შესწავლის მიზნით ამ კონფერენციას დავესწარი და დავადგინე, რომ იქ
„ობიექტის“ მოკვლა შეიძლებოდა, მაგრამ, იქიდან გამოსვლა იქნებოდა რთული. თუმცა, იქ
შესვლა უკვე შეუძლებელი იქნებოდა იმ დროს, როდესაც იქ ნარკობარონები შეიკრიბებოდნენ.
ამიტომ, დარბაზში მკვლელობის იდეა თავიდანვე უარვყავი და სხვა ალტერნატივების ძებნა
დავიწყე.

„ჰმ, რას ნიშნავს, რომ მარტო ვმუშაობ – არც არავინ მეხმარება და არც არავინ მაზღვევს. ეჰ, რა
სახელმწიფო დაშალეს და რა ძლევამოსილი სამსახური გააუქმეს?! თუმცა, საბჭოეთიც და
„კაგებეც“ ჯანდაბას წაუღია, მთავარი ახლა ისაა, როგორ გამოვნახო „ობიექტის“ ლიკვიდაციის
საშუალება“, – ვფიქრობდი გუნებაში, „ჰილტონის“ ვერანდაზე ვიჯექი და კამკამა ოკეანეს
გავცქეროდი.

– ყავა მიირთვით, სენიორ, – ფიქრებიდან თეთრკბილებიანმა მულატმა გამომარკვია, რომელმაც


მაგიდაზე ყავა დამიდგა, გამიღიმა და მკითხა, – რომელ თამბაქოს ინებებთ?

– კუბურ „იუმპანს“, – მივუგე მიმტანს, რომელმაც რჩეული სიგარა მომიტანა, თავადვე მომიკიდა
და, ფეხის ქირა რომ მიიღო, ღიმილითა და მადლიერების გამომხატველი ფრაზებით დამშორდა.

სიგარა მოვქაჩე, შემდეგ ყავა მოვსვი და ჩემი რაიონის კომკავშირის პირველი მდივანი – ილია
გამახსენდა, რომელმაც ზუსტად ასეთი გემრიელი ყავა დამალევინა თავის კაბინეტში...

დრო გადიოდა. ნარკობარონების შეკრებამდე ორი დღე იყო დარჩენილი. მე მოქმედების გეგმა
შემუშავებული არ მქონდა და საქმე ჩაშლის პირას იყო. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა
რამე და, ქათქათა უნიფორმაში გამოწყობილი მულატი მიმტანის შემხედვარეს, თავში ერთი იდეა
მომივიდა. ყავითა და სიგარით ნებივრობას რომ მოვრჩი, რიოს მთავარ ფოსტამტს ვეწვიე და
ერთ-ერთი ელექტრონული შემნახველი საკნიდან ტყავის ჩანთა გამოვიღე, სასტუმროში
დავბრუნდი, გავხსენი და იქიდან ორი ცალი მაყუჩიანი პისტოლეტი „სტარი“, ოთხი ცალი
ცრემლსადენი პაკეტი, ორი ფლაკონი გასათიში პულვერიზატორი, ტყვიებით სავსე ოთხი
კოლოფი და „ზაუერის“ ფირმის უმსუბუქესი და უზუსტესი, ასაწყობი სნაიპერული შაშხანა
ამოვალაგე. მთელი ეს რეკვიზიტი ყოველი შემთხვევისთვის სავენტილაციო მილში დავმალე,
კვლავ ქალაქში გავედი და მიმტანებისთვის განკუთვნილი სპეციალური უნიფორმა შევიძინე.
შემდეგ სასტუმროს ერთ-ერთი მორიგის ოთახში შევიპარე, მის უნიფორმას „ჰილტონის“
საფირმო ნიშანი მოვხსენი, რომ ჩემს უნიფორმაზე მიმემაგრებინა. დანარჩენი „მონაგარიც“
სავენტილაციო მილში სხვა რეკვიზიტებთან ერთად დავმალე და ქვევით, ეგრეთ წოდებულ
ოვალურ საცურაო აუზზე ჩავედი დასასვენებლად.
– მისტერ! ერთი წუთით ადგილზე დარჩით! მანსურ-ხანი მოდის და გაატარეთ! – „ჰილტონის“
ჰოლში ზორბა მამაკაცმა გამაჩერა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ ადგილზე
დავრჩენილიყავი.

მე გავჩერდი და ევროპულ ყაიდაზე ჩაცმულ, მაღალ, შავგვრემან, წვერიან მამაკაცს გავაყოლე


თვალი. ის წინ მიდიოდა, უკან კი ორი ჩადრიანი ქალი მიჰყვებოდა. სამეულმა ექვსი პირადი
მცველისგან შემდგარი დერეფანი გაიარა, ლიფტში გაუჩინარდა და მეც გზა განვაგრძე.

მანსურ-ხანი ავღანელი ნარკობარონი იყო. ის ამ ქვეყნიდან ექსპორტირებული ნარკოტიკების


ოთხმოცდაათ პროცენტს აკონტროლებდა და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი
გახლდათ. მანსურ-ხანს ძალიან დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა თავის სფეროში, მის
აზრს პატივს სცემდნენ და ანგარიშს უწევდნენ. ის წარსულში ცნობილი საველე მეთაური იყო და
საბჭოთა არმიის წინააღმდეგ მედგარი ბრძოლით გაითქვა სახელი. ავღანური წარმომავლობის
მიუხედავად, მანსურ-ხანი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე იყო და ლონდონში, უზარმაზარ კერძო
მამულში ცხოვრობდა, საიდანაც თავის ნარკოიმპერიას მართავდა.

„ნარკობარიგები იკრიბებიან, ეს ორი ქალი კი, ალბათ, მანსურ-ხანის ცოლები არიან“, – გავიფიქრე
გუნებაში და აუზზე ჩავედი.

იმავე დღეს ჩამოვიდნენ დანარჩენი ნარკობარონებიც, რომლებსაც პირად მცველთა მთელი


არმიები ახლდათ. მათ შორის იყო ჩემი „ობიექტიც“, ის ათიოდე მცველით იყო
გარშემორტყმული.

მიუხედავად იმისა, რომ „ობიექტის“ ლიკვიდაციის გეგმა უკვე დეტალურად მქონდა


დამუშავებული და ყველაფერი ზუსტად გავიანგარიშე, მაინც ურთულესი ამოცანის წინაშე
ვიდექი და, ყველაზე უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც კი შეეძლო მთელი საქმის ჩაშლა.

გეგმის მიხედვით, „ობიექტი“ მანსურ-ხანის დაბადების დღეზე უნდა მომეკლა. ავღანელი


ნარკობარონის დღეობა ორი დღის შემდეგ იყო და ზუსტად ვიცოდი, რომ ის ყოველთვის
ფართოდ, მეგობრებისა და კოლეგების წრეში აღნიშნავდა ამ დღეს. ამიტომ, ყველა დეტალი
გულდასმით დავამუშავე და მოთმინებით ველოდი იმ საღამოს, როდესაც ბობოლა
ნარკობარონები მანსურ-ხანთან დღეობაზე შეიკრიბებოდნენ.

ორი დღის შემდეგ, საღამოს 10 საათზე, ყველა ნარკობარონი „ჰილტონის“ მეექვსე სართულზე
მდებარე ფეშენებელურ რესტორანში შეიკრიბა. იქ მხოლოდ ნარკობარონები, მათი კბილებამდე
შეიარაღებული მცველები და მოსამსახურე პერსონალი იმყოფებოდა. სხვას იქ არავის უშვებდნენ
და მთელი პერიმეტრი ისე საიმედოდ იყო დაცული, რომ ბუზიც ვერ შეფრინდებოდა. თუმცა, მე
წინასწარ დავიჭირე თადარიგი და რესტორანში წინა დღით შევიპარე ჩემი რეკვიზიტიანად,
ხოლო, რომ არ აღმოვეჩინეთ, 18 საათი სავენტილაციო მილში ვიმალებოდი. „ტუსოვკა“ სულ
რაღაც ნახევარი საათის დაწყებული იყო, რომ შეუმჩნევლად გამოვძვერი, შემდეგ საჭმელ-
სასმლით დატვირთულ, უზარმაზარ ლანგარს დავავლე ხელი და დარბაზში დინჯად გავედი.
ყველა საჭირო რეკვიზიტი, რაც „ობიექტის“ სალიკვიდაციოდ და იქიდან თავის დასაღწევად
მჭირდებოდა, მიმტანის უნიფორმაში მოხერხებულად მქონდა დამალული. მთავარი იყო,
დავალება შემესრულებინა და იქიდან მშვიდობიანად წავსულიყავი.

საქმის გასაკეთებლად და გასაქცევად მაქსიმუმ სამი წუთი მქონდა. გეგმის მიხედვით, მე ჯერ
„ობიექტი“ უნდა აღმომეჩინა, შემდეგ მისი ლიკვიდაცია მომეხდინა, უმალვე ცრემლსადენი
პაკეტები ამეფეთქებინა და, სანამ გაერკვეოდნენ, რა მოხდა, სამზარეულოს სავენტილაციო
მილიდან გავქცეულიყავი.

„აბა, კოკი, ეძებე, დრო ჩაირთო!“ – მოვუწოდე საკუთარ თავს და უზარმაზარ დარბაზში
„ობიექტის“ ძებნას შევუდექი, თან ლანგარს დავატარებდი. „ობიექტი“ დარბაზის მარცხენა
კუთხესთან ბოკალით ხელში იდგა და მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ, მაგრამ, საკმაოდ
პერსპექტიულ პაბლო ესკობარს და მანსურ-ხანს ელაპარაკებოდა. მე ჯერ ცრემლმდენი
პაკეტებიანი ბურთულები ავამოქმედე, ათ წამზე დავაყენე და მარცხენა კუთხისკენ შეუმჩნევლად
გავაგორე, შემდეგ უნიფორმაში დამალული, მაყუჩიანი „სტარიდან“ „ობიექტს“ ორი ტყვია
მარცხენა თვალსა და შუბლში მოვარტყი, რა თქმა უნდა, ადგილზევე მოვკალი და
სამზარეულოსკენ გავემართე, რომ სავენტილაციო მილიდან გავქცეულიყავი, თან გავიფიქრე:
„ჩქარა, კოკი, მოტყდი, პაკეტი ხუთ წამში აფეთქდება“. უცებ რესტორნის კარი შემოანგრიეს,
ფანჯრები ჩაიმსხვრა და დარბაზში, კბილებამდე შეიარაღებული ნიღბიანი სპეცრაზმელები
შემოიჭრნენ, მთელი პერიმეტრი დაიკავეს და სამზარეულოში გასასვლელი გზა მომიჭრეს. „ესღა
მაკლდა! თუ სწრაფად არ მოვტყდი, დავიწვები და, ღმერთმა უწყის, რა მოხდება“, – გავიფიქრე მე
და ამ დროს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა მამაკაცმა იყვირა:

– „ინტერპოლი“! ყველანი დაწექით!

უცებ ცრემლმდენმა პაკეტებმა იფეთქა და დარბაზში კვამლმა დაიწყო გავრცელება. მე ამით


ვისარგებლე, ვითომ შიშისგან ერთ-ერთ სპეცრაზმელს დავეტაკე, რომელიც ჩამსხვრეულ
ფანჯარასთან იდგა, მოკლე დარტყმით მივთიშე და იქვე დავაგდე. შემდეგ ფანჯარაში გავძვერი
და მილზე ჩავსრიალდი, რომელიც სასტუმრო „ჰილტონის“ ფასადის ერთ-ერთ არქიტექტურულ
დეტალს წარმოადგენდა.

– დაიჭირეთ, არ გაგექცეთ! – მომესმა სამოქალაქოსამოსიანის ხმა, მაგრამ მე უკვე ქვევით


მივსრიალებდი და, სანამ სავარაუდო მდევარი მომკრავდა თვალს, უკვე მეხუთე სართულის
აივანზე ვიმყოფებოდი. ვინმეს რომ არ დავენახე, შუშის ღია კარში შევგორდი და ძალიან
მდიდრულად მორთულ საძინებელში ამოვყავი თავი.

სუსტად, მაგრამ ძალიან ლამაზად განათებულ ოთახში უზარმაზარი თეთრი საწოლი იდგა,
რომელზეც ულამაზესი, მოოქრული ჩუქურთმები იყო ამოჭრილი. საწოლზე იწვა ორი
ტანწერწეტა, ჰაეროვან სამოსში გამოწყობილი გოგონა, ისინი ვერცხლის უზარმაზარი
ლანგრიდან ჰალვას მიირთმევდნენ და ყვითელ წვენს აყოლებდნენ.

ერთ-ერთს რომ დამინახა, შეეშინდა და წამოკივლება უნდოდა, მაგრამ მეორემ მას პირზე ააფარა
ხელი და ამის გაკეთების საშუალება არ მისცა.
მე პისტოლეტი მქონდა მომარჯვებული, რომელიც უნიფორმაში დავმალე და საწოლზე
წამოწოლილ ქალებს ვუთხარი:

– ჩემი ნუ გეშინიათ, არაფერს გავნებთ. გთხოვთ, ნუ გამცემთ და აქაურობას ახლავე დავტოვებ.

– ლაილა, უხმოდ იჯექი, – უთხრა შეშინებულ ქალს მეორემ და მე მომიბრუნდა:

– ვერ მიცანით, ბატონო ჩემო?

– აიშა, ეს შენ ხარ? – ლამის თვალები გადმომცვივდა ბუდეებიდან, როდესაც ჩემ მიერ
გადარჩენილი ავღანელი გოგონა ვიცანი.

– დიახ, მე გახლავართ. ეს კი ლაილაა, რომელიც, ასევე, თქვენ იხსენით რუსი ჯარისკაცების


კლანჭებიდან, – მითხრა აიშამ.

აიშას სიტყვებზე, ჩემი არ იყოს, ლაილასაც უზომოდ გაუფართოვდა თვალები, მანაც მიცნო, მერე
ჩემთან მოირბინა, დაიჩოქა, ხელზე მეამბორა და მითხრა:

– მაშინ ისეთი თავზარდაცემული ვიყავი, რომ მადლობის თქმაც კი ვერ მოვახერხე და, ახლა,
ამდენი წლის შემდეგ გიხდით უდიდეს მადლობას, ჩემო ბატონო!

– გოგოებო, ამ ოთახიდან გამიყვანეთ და მადლობას იქით გადაგიხდით. შეიძლება, აქ სულ მალე


შეიარაღებული სპეცრაზმელები მოცვივდნენ და, თუ მნახეს, კარგი არაფერი მოხდება, – ვთქვი მე
და ხელი აივნისკენ გავიშვირე.

– ლაილა, შენ აქ დარჩი და, თუ ვინმემ გაბედა შემოჭრა, იცი, რაც უნდა უთხრა. მე კი ჩვენს
მხსნელს იქით გავიყვან, – უთხრა აიშამ ლაილას და სასტუმრო ოთახში გამიყვანა, რომელიც
ასევე ძალიან მდიდრულად იყო მორთული.

– ამ უნიფორმას გავიხდი, რომ არ მიცნონ და აქედან წავალ, თორემ, შენთან თუ აღმომაჩინა


პოლიციამ, დიდ უსიამოვნებას გადაეყრები, – ვუთხარი აიშას. მან კი მომხიბვლელად გამიღიმა
და მომიგო:

– დარდი ნუ გაქვთ, ჩემო ბატონო. აქ შემოჭრას ვერავინ გაბედავს, ვერც პოლიცია და ვერც
ბოროტმოქმედები. ამიტომ, თქვენთვის აქაურობაზე უსაფრთხო ადგილი ამჟამად არ არსებობს.

შორიდან ძლიერი კაკუნის ხმა გაისმა და აიშას ვუთხარი:

– ალბათ, პოლიციაა და მე მეძებენ.

– ეგ არაფერი. თქვენ აქ იყავით, მე კი მალე მოვალ, – მითხრა აიშამ და ოთახიდან გავიდა, მალევე
დაბრუნდა და მამცნო:

– მკითხეს, თქვენთან ხომ არავინ შემოჭრილაო, მაგრამ, უარით გავისტუმრე და წავიდნენ, თუმცა
სასტუმრო სპეცრაზმის ალყაშია და ჯერჯერობით აქედან გასვლა შეუძლებელია. როგორც
ეტყობა, თქვენ გეძებენ და უნდა დაიმალოთ.
უცებ აიშას მობილურმა დარეკა. მან მომიბოდიშა და უპასუხა:

– გისმენ, ჩემო ბატონო. დიახ, ნომერში ვარ და ლაილაც აქაა. დიახ, ამ წუთას იყვნენ და მკითხეს,
თქვენთან ხომ არავინ შემოჭრილაო. არა, თქვენზე არაფერი უკითხავთ. არა, არ გვეშინია და
გელოდებით. კარგი, თავს გაუფრთხილდით, ნახვამდის...

აიშამ ოქროს ტელეფონი გათიშა და მითხრა:

– ჩემი ქმარი იყო. ის და მისი მეგობრები პოლიციას დაუკავებიათ, მაგრამ, შემპირდა, მალე
მოვალო. დღეს მისი დაბადების დღეა. წვეულებაზე ვიღაც მოუკლავთ და ყველანი პოლიციაში
წაიყვანეს.

აიშას სიტყვებზე შევცბი და გუნებაში საკუთარი თავი გავლანძღე.

– შენი მეუღლე მანსურ-ხანია?

მას ჩემი შეკითხვა არ გაჰკვირვებია და ღიმილით მომიგო:

– დიახ, ჩემო ბატონო, მე და ლაილა მანსურ-ხანის ცოლები ვართ. თქვენ რომ სიკვდილისგან
გვიხსენით და საავადმყოფოში დაგვტოვეთ, იქ კეთილმა პროფესორმა გვიპატრონა. შემდეგ ჩემმა
ქმარმა წამოგვიყვანა და, ჩემი თხოვნით, მან ობოლი ლაილაც შეიფარა, მასზე იქორწინა და მას
შემდეგ სულ ერთად ვართ. ჩემს მეუღლეს რომ თქვენი ამბავი მოვუყევით, ძალიან გაუხარდა და
თქვა, ნამდვილი ვაჟკაცია და, თუკი ოდესმე სადმე შემხვდა, ასმაგი სიკეთით გადავუხდიო.
თუმცა, ვფიქრობ, რომ ამჟამად არ ღირს მისთვის ამის გამხელა და თქვენს სიკეთეს სიკეთით მე
და ლაილა გადაგიხდით.

მანსურ-ხანის ცოლები საკმაოდ ჭკვიანი და გონებამახვილი ადამიანები აღმოჩნდნენ და


ალყაშემორტყმული „ჰილტონიდან“ ჩემი გაყვანის ძალიან ორიგინალური რამ მოიფიქრეს.

უკვე შუაღამე გადასული იყო, როდესაც ქალებმა სასტუმროს ადმინისტრაციაში დარეკეს და,
როგორც საპრეზიდენტო აპარტამენტში მცხოვრებ კლიენტს შეეფერებოდა, ღამის რიოში
გასეირნების საბაბით, სასწრაფოდ მოითხოვეს კომფორტული ვერტმფრენი. მათი თხოვნა
თხუთმეტ წუთში შესრულდა. მე და აიშა „ჰილტონის“ სახურავზე დაშვებულ ვერტმფრენში
ჩავსხედით და პატარა ყურეში დავეშვით, სადაც თეთრი ფერის ულტრათანამედროვე იახტას
ღუზა ჰქონდა ჩაშვებული და ტალღებზე ირწეოდა.

– ამ იახტით, ჩემო ბატონო, უპრობლემოდ ჩახვალთ მონტევიდეომდე, იქიდან კი უკვე თქვენ


თვითონ უპრობლემოდ იპოვით სწორ გზას, – მითხრა აიშამ, შემდეგ უზარმაზარი უნიკალური
ოქროს ბეჭედი წაიძრო თითიდან, რომელშიც ხუთკარატიანი იასამნისფერი ბრილიანტი იყო
ჩასმული, მომცა და მითხრა: – ეს ჩემგან სახსოვრად გქონდეთ, როდესაც დახედავთ, აიშა და
ლაილა გაგახსენდებათ, რომლებიც თქვენ უეჭველი სიკვდილისგან იხსენით და რომლებიც
მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერები იქნებიან.

გოგონამ კონვერტში ჩადებული ათი ათასი დოლარიც ჩამიცურა ჯიბეში, გადამეხვია,


გამომემშვიდობა და ვერტმფრენით სასტუმროში დაბრუნდა. მე კი ულტრათანამედროვე,
სწრაფმავალ იახტაში ჩავჯექი და მისმა ეკიპაჟმა ოცდაოთხ საათში ურუგვაის დედაქალაქში
ჩამიყვანა. ჩვენს ასეთ სწრაფ სვლას ოკეანის სიმშვიდემაც შეუწყო ხელი. მონტევიდეოში რომ
შევედით, მებაჟეებს ახალთახალი პასპორტი ვუჩვენე და ქვეყნის ტერიტორიაზე უპრობლემოდ
შევედი.

ურუგვაიდან, იმავე საღამოს, ლონდონის გავლით მოსკოვში ჩავფრინდი, შემდეგ სამშობლოსკენ


გამოვემგზავრე და ჩემს ოჯახს გამგზავრებიდან მეთერთმეტე დღეს დავუბრუნდი. მანამდე კი
აიშას ნაჩუქარი უძვირფასესი ბეჭედი გადავმალე და ცოლ-შვილს მოსკოვში ნაყიდი საჩუქრები
მივართვი.

– დაქანცული სახე გაქვს, ძვირფასო. ეტყობა, ბევრი იმუშავე, – მითხრა მერიმ და თმაზე ხელი
გადამისვა.

– ბევრი რომ არ მემუშავა, ამდენ რამეს ხომ ვერ გიყიდდით? – ვუთხარი მერის, შემდეგ აიშას
ფულიდან შემორჩენილი ხუთი ათასი დოლარიც დავდე მაგიდაზე და დავამატე, – აი, ფულიც,
ცოტა ხანს გვეყოფა, მერე კი ღმერთი მოგვცემს.

– მოგვცემს, საყვარელო, რა თქმა უნდა, მოგვცემს. იმიტომ არ გვწირავს უფალი, რომ ასეთი
ღვთისმოსავი და კაცთმოყვარე ადამიანი ხარ. ხუმრობა ხომ არაა ჩვენს დროში ამდენი ფულის
პატიოსანი გზით შოვნა? ხუთი ათას დოლარს დღესდღეობით ერთბაშად მხოლოდ კაცის კვლაში
იძლევიან, ალბათ, შენ კი ეს თანხა შენი პატიოსანი შრომით მოიპოვე, – მითხრა უზომოდ
გახარებულმა მერიმ. რა იცოდა ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ, რომ სწორედ კაცის კვლით
ვშოულობდი ფულს და, რომ სულ ახლახან 300 ათასი დოლარი შევმატე ჩემს სოლიდურ,
საიდუმლო საბანკო ანგარიშს.

ფული, რა თქმა უნდა, აუცილებელი რამაა და ადამიანთა უმრავლესობა იმიტომ მუშაობს, რომ
რაც შეიძლება, მეტი დააგროვოს. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ და ჩემი სამუშაოთი, უპირველეს
ყოვლისა, პროფესიულ კმაყოფილებას ვიღებ, ფული კი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვან როლს
ასრულებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადრე ნათქვამს – ისე ნურავინ გამიგებს, რომ პროფესიულ
კმაყოფილებაში მანიაკი-მკვლელის მიერ განცდილ სადისტურ სიამოვნებას ვგულისხმობდე, ან
ფულის მეორეხარისხოვნება იმას ნიშნავდეს, რომ საქმეს ნაკლებ ფასში, ან სულაც უფასოდ
შევასრულებ. ნურასუკაცრავად!.. თუმცა, ერთხელ, ერთი საქმე მართლაც უფასოდ შევასრულე
და სულაც არ ვნანობ ჩემს საქციელს.

ერთხელ მთელი ოჯახი მერის მშობლებთან ვიყავით სტუმრად. შეღამებული იყო და უკვე
სახლში ვაპირებდით წამოსვლას, როდესაც გარეთ ხმაური ატყდა.

– ქეთა! ქეთა! შე ნაბოზარო! გამოდი, თორემ შემოგივარდებით და დედაბუდიანად ამოგხოცავთ,


თქვენი დედაც!.. – ნაკაიფარი ხმით ღრიალებდა ვიღაც ბიჭი და ისეთი „რაზგონი“ ჰქონდა
აღებული, აშკარა იყო, გაჩერებას არ აპირებდა.

დებოშიორმა ყვირილს უმატა და სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, კარზე ბრახუნი ატეხა.
ხმაზე ეტყობოდა, რომ რკინის კარს რკინას ურტყამდა.
– პისტოლეტის ტარს ურტყამს და, თუ არ გაუღეს, სროლას აუტეხავს, – თქვა ჩემმა სიმამრმა.

– რა ხდება, ეს ისტერიკიანი ვინაა? – დავინტერესდი მე.

– ქეთას ქმარია, – მომიგო სიმამრმა, მაგრამ, ცოლმა არ აცალა და განაგრძო:

– ეგენი ჩვენი კარის მეზობლები არიან, შვილო. ქეთას ბაბუა ცნობილი აკადემიკოსი იყო, მისი
მშობლები უპატიოსნესი ინტელიგენტები არიან. ძმა კი აფხაზეთის ომის გმირია და სოხუმის
დაცემის დღეს დაიღუპა. ცნობილი ამბავია – ხელყუმბარით თავი აიფეთქა და თხუთმეტი რუსი
და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლი გაიყოლა თან. ეჰ, ის ცხონებული ყოფილიყო ცოცხალი და,
ქეთასა და მის მშობლებს ვინმე რამეს გაუბედავდა?!

ქეთას ძმის გმირობის ამბავი კარგად ვიცოდი.

– აფსუს, რა ბიჭი იყო?! – დაამატა სიმამრმა, – ის რომ ახლა ცოცხალი იყოს, ამ ვიგინდარას თავს
წააცლიდა...

– პოლიციას დაურეკონ, მოვლენ და დააშოშმინებენ, – ვთქვი მე.

– პოლიციაც მაგათია, უშიშროებაც და პროკურატურაც, – ხელი ჩაიქნია სიმამრმა, – ამ ნაძირალას


მამა პოლიციის გენერალია და მინისტრის მოადგილე, ბიძა კი პრეზიდენტის გარემოცვაშია. ასე
რომ, ხელშეუხებელია და ამიტომაა ასე დიდ გულზე.

როგორც ჩემი სიდედრის მონათხრობიდან შევიტყვე, 16 წლის ქეთა მასზე ხუთი წლის უფროსმა
ბიჭმა ძალით გაიტაცა და ცოლად მოიყვანა. ბიჭი ნარკომანი იყო და, იმდენი ქნა, რომ ქეთაც
წამალზე შესვა, გაანარკომანა და პირველი შვილი ავადმყოფი შეეძინათ, რომელიც რამდენიმე
დღეში გარდაიცვალა. მიღებული სტრესისგან ქეთას თავის მოკვლა უცდია, მაგრამ მამამისს
გადაურჩენია, შემდეგ კი მიყრუებულ სოფელში გადაუმალავს, რომ ქმარს არ მიეგნო.

– ეს არგასახარებელი, მაშინ, ჰოლანდიაში იყო წასული, – მითხრა სიდედრმა, – ცოლი რომ


სახლში არ დახვდა, ამ საწყლებს მოუვარდა და საშინლად დააწიოკა. სიდედრ-სიმამრი
სიკვდილის პირას მიიყვანა ცემით და ქეთა იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო,
რომ მის ქმარს მისი მშობლები არ დაეხოცა. შემდეგ ეს ნაძირალა თითქოს გამოსწორდა – აღარ
ურევდა. ქეთა კვლავ დაფეხმძიმდა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც თავისი დაღუპული ძმის
პატივსაცემად მისი სახელი დაარქვა. თუმცა, მშობიარობიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ
ქეთას ქმარმა ისევ აურია და საცოდავი გოგონა კვლავ წამალზე შესვა... ჩვილი დედ-მამას
მიუგდეს და ისინი ზრდიდნენ. ერთ დღეს კი, ბავშვი მაშინ წლინახევრის იყო, საცოდავმა ქეთამ
თავისი ქმრის რევოლვერიდან თავში გაირტყა ტყვია, მაგრამ, კვლავ გადარჩა – თურმე, წამლის
ზემოქმედების ქვეშ იყო და რუსულ „რულეტკას“ თამაშობდა. მოკლედ, ქეთა მეორედ გადაურჩა
სიკვდილს. სამი თვის შემდეგ კი საავადმყოფოდან რომ გამოეწერა, ის და ბავშვი ქეთას
მშობლებმა საიდუმლოდ ავსტრიაში წაიყვანეს და იმ პანსიონში გაამწესეს, სადაც ლოთებსა და
ნარკომანებს კურნავენ. მათ იქ ერთი წელი დაჰყვეს. სამი დღეა, რაც ჩამოვიდნენ და, აი, ამ
ნაძირალამაც მოაკითხა.
– ქეთა! ქეთა! შე ნაბოზარო! – საშინელი ხმით იღრიალა ქეთას ქმარმა. უკვე გარეთ გასვლას
ვაპირებდი, რომ იმ ნაძირალას ტკბილად დავლაპარაკებოდი, რომ როგორმე დამეშოშმინებინა,
მაგრამ, უცებ რვა გასროლის ხმა გაისმა, შემდეგ – კივილი, რასაც მამაკაცის არაბუნებრივი
ღმუილი შეუერთდა...

მთელი ოჯახი ქეთას ბინაში შევცვივდით და, მტრისას, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ... კართან იწვა,
სამიოდე წლის ბიჭუნა, რომელსაც პისტოლეტის ტყვია შუბლში ჰქონდა მოხვედრილი; ცოტა
მოშორებით ქეთას ქმარი ეგდო, მას ხანჯალი მარჯვენა მკერდში ტარამდე ჰქონდა ჩარჭობილი
და სისხლში ცურავდა, ქეთა და მისი დედ-მამა კი მამის მიერ მოკლულ ბავშვს წამოსდგომოდნენ
თავს... ქალები შეშლილებივით კიოდნენ, კაცი კი ღმუოდა. სწორედ მან დაჭრა ხანჯლით თავისი
სიძე და, რადგან ცაცია იყო, მარჯვენა მკერდში მძიმედ, მაგრამ არასასიკვდილოდ დაჭრა და ის
გარეწარი ცოცხალი გადარჩა... ქეთამ ერთხანს იკივლა, შემდეგ ახარხარდა, რაც იმის უტყუარი
დასტური იყო, რომ ჭკუიდან შეიშალა. უცებ ქეთა ფანჯრისკენ გაქანდა, ღია ფანჯარაში ისკუპა
და მეათე სართულიდან მიწას დაასკდა... მისი ქმარი კი სასწრაფო დახმარების მანქანით
წაიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს.

დედა-შვილის დასაფლავებას უამრავი ხალხი დაესწრო და, მიუხედავად იმისა, რომ მე იმ ოჯახს
არ ვიცნობდი, მაინც მივედი. ქეთას დედ-მამას განუწყვეტელი ტირილისგან ცრემლი ჰქონდათ
დამშრალი და დროდადრო მხოლოდ ღმუილს ახერხებდნენ. მიცვალებულები რომ გამოასვენეს,
ჩემს მახლობლად მდგარმა ერთმა აცრემლებულმა ქალმა მეორეს უთხრა:

– არა, არა, ამ ქვეყანას არც არასოდეს ჰყოლია პატრონი და არც ეყოლება. ის ნაძირალა ბიჭი,
თურმე, კარგა ხანს დებოშიორობდა და პოლიციასაც კი არავინ გამოუძახა. ნუთუ ვინმე
ღვთისნიერი ადამიანი ან, სულაც, ერთი კაცი არ აღმოჩნდა ისეთი, რომ იმ ნაძირალასთან
გასულიყო და სიმშვიდისკენ მოეწოდებინა. ფუი, ასეთ ცხოვრებას რა ვუთხარი! ყველანი ჩვენ-
ჩვენ ნაჭუჭებში ვართ ჩაკეტილები და არაფერი არ გვაინტერესებს. როცა ასეთი ნაძირალა ჩვენ ან
ჩვენი ახლობლების სიცოცხლეს შეეხება, მხოლოდ მაშინ ამოვიღებთ ხოლმე ხმას, მაგრამ, მაშინ
უკვე გვიანაა. ესაა კაცობა და ადამიანობა?

– ეეჰ, სადღა არიან კაცები? გადაშენდნენ, ყველანი ქალების კაბის ქვეშ იმალებიან, – მიუგო მეორე
ქალმა პირველს და დაამატა, – ყველაზე კაცურად ქეთას მამა მოიქცა. დასანანია, რომ ის გარეწარი
ვერ მოკლა, არადა, ის არგასახარი წამებით უნდა მოკლა. სიამოვნებით ავქნიდი ასო-ასო და მის
ხორცებს ვირთხებს შევაჭმევდი.

ქალებს ვუსმენდი და მეგონა, რომ ისინი განგებ, ჩემ გასაგონად ლაპარაკობდნენ, რაც, რა თქმა
უნდა, ასე არ იყო, მაგრამ ჩემზე ძალიან იმოქმედა მათმა სიტყვებმა და გადავწყვიტე, რომ ქეთას
ქმარი მომეკლა. „მე მოვკლავ ამ ნაძირალას“, – ვთქვი გუნებაში და მიცვალებულები
სასაფლაომდე აღარ მიმიცილებია, ქალაქში გავიარე და მომავალ საქმეზე ვფიქრობდი.

„დედას გიტირებ, შე ნაბიჭვარო, საშინელი სიკვდილით ამოგხდი სულს!“ – ვთქვი გუნებაში,


როდესაც ქეთას მშობლების ამბავიც შევიტყვე და უკიდურესად შევშფოთდი.
ქეთას ნაძირალა ქმრის საშინელი მკვლელობის გეგმაც შემუშავებული მქონდა და იარაღიც –
გამზადებული. ის გარეწარი ეგრეთ წოდებული „შავი კოქტეილის“ მისხურებით უნდა
გამენადგურებინა, რომელიც ჯერ კიდევ „კაგებეს“ დროიდან მქონდა შემორჩენილი და
საიმედოდ ვინახავდი. „შავი კოქტეილი“ პულვერიზატორიან კაფსულაში იყო ჩასხმული. ამ
საშინელი სითხის ადამიანისთვის სახეში შესხურების შედეგად მის სხეულში ხრწნის პროცესი
იწყებოდა და ადამიანს დამბლა ეცემოდა, ტვინი კი არ ითიშებოდა, პირიქით, აქტიურდებოდა
და ობიექტს ყველა თავისი ქმედება ახსენდებოდა, რაც მას საშინელ სულიერ ტანჯვას აყენებდა.
ეს პროცესი ორი კვირა გრძელდებოდა, ბოლოს კი, გახრწნილი და აყროლებული სხეული
ტვინთან ერთად კვდებოდა და ადამიანი იღუპებოდა. „შავი კოქტეილის“ საწინააღმდეგო
საშუალება არ არსებობდა. „კაგებეში“ ეს იარაღი იმ მოღალატეების დასასჯელად გამოიგონეს,
ვინც თავის უწყებას განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა. ეს იმავე კატეგორიის მკვლელობაა,
როგორც ლიტვინენკო მოკლეს ლონდონში, მაგრამ, „შავი კოქტეილი“ ბევრად უფრო საშინელი
იარაღია და მსხვერპლს გაცილებით მეტ ტანჯვა-წამებას აყენებს. „შავი კოქტეილი“ არასდროს
გამომიყენებია და ახლა პირველად უნდა მეხმარა. გეგმის მიხედვით, საავადმყოფოში ექიმის
ხალათით, გარეგნობაშეცვლილი უნდა მივსულიყავი, ქეთას ქმრისთვის „შავი კოქტეილი“ სახეში
შემესხურებინა და წამოვსულიყავი. საქმის წინა დღეს ყველაფერი წინასწარ მოვამზადე და უკვე
დასაძინებლად ვემზადებოდი, როდესაც „ძიამ“ დამირეკა და შეხვედრა დამინიშნა.

– ხვალ, დილის 8 საათზე სკამებთან მოვალ, – ვუთხარი რომანს, მან კი მომიგო:

– თანახმა ვარ, მაგრამ ასე ადრე, რა, ხაშია?

– მხოლოდ ამ დროს მცალია, მერე კი გადაუდებელი საქმე მაქვს და არ ვიცი, როდის


გავთავისუფლდები.

– კარგი, გასაგებია, ხვალამდე, – მითხრა „ძიამ“ და ტელეფონი გათიშა.

– აბა, რა ხდება, ჩემო რომან, – ვკითხე „ძიას“, როდესაც უჩვეულო დროს ჩვეულ ადგილზე
შევხვდით ერთმანეთს.

„ძია“ არც კი დაინტერესებულა, რა საქმე მქონდა. ასეთი რამ ჩვენი პროფესიის ხალხში, უახლოეს
მეგობრებშიც კი არ იყო მიღებული, ამიტომ ის პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

– ამ საქმეში დიდ ფულს იხდიან და შემსრულებლის წილი ერთი მილიონია.

– რაო, რა თქვი? – საკუთარ ყურებს არ დავუჯერე მე.

– შემსრულებელი, ანუ შენ, თუ, რა თქმა უნდა, დათანხმდები ამ საქმეს, ერთ მილიონ დოლარს
მიიღებ, – მითხრა რომანმა და გავიფიქრე, რომ რომელიმე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლის
მკვლელობას მიკვეთავდნენ და „ობიექტის“ ვინაობა ვკითხე:

– მაინც ვინაა ისეთი, რომ ასე ძვირი ღირს?

– აი, ეს ვაჟბატონი ხომ კარგად გეცნობა? – მითხრა „ძიამ“ და ფოტოსურათი მომცა, რომელზეც
ქეთას მამამთილი, მინისტრის მოადგილე, პოლიციის გენერალი იყო აღბეჭდილი.
– კი მაგრამ, ამ ტილიანი მინისტრის მოადგილეში მილიონ დოლარს ვინ და რატომ იხდის? –
უბრალოდ ვკითხე მე, თორემ კარგად ვიცოდი, რომ შემსრულებელს არც შემკვეთის ვინაობას
უმხელდნენ და არც ლიკვიდაციის მიზეზს, თუმცა რომანმა მითხრა:

– აი, სწორედ ახლა ვაპირებდი ამის თქმას და არ მაცადე.

– თქმას აპირებდი? – გამიკვირდა მე.

– დიახ, ვაპირებდი, რადგან შეკვეთა განსაკუთრებულია, ხოლო შემკვეთი კი თავის ვინაობას არც
მალავს. პირიქით, მას უნდა, რომ ეს ამბავი გაბაზრდეს და ყველამ შეიტყოს, რომ მან თავისი
სიტყვა შეასრულა, – მითხრა რომანმა და შემკვეთის ვინაობაც დამისახელა, რომელიც
საქართველოს დამხობილი მთავრობის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იყო, ამჟამად კი
უცხოეთში ცხოვრობდა და ძალიან წარმატებულ ბიზნესს ეწეოდა.

– მივხვდი, რაშიცაა საქმე, ის, ალბათ, თავისი შვილისა და ძმის გამო იძიებს შურს, – ვთქვი მე.

– ჰო, ასეა, – დამიდასტურა რომანმა.

– სპეცშეკვეთის არსი რაღაში მდგომარეობს? – დავინტერესდი მე.

– რაში და „ობიექტი“ შხამიანი ტყვიით უნდა დაჭრა, რომ ორი-სამი დღე საშინლად იწვალოს და
ისე ამოხდეს სული. ეს, შემკვეთის მყარი ნებაა და ამდენ ფულსაც ამაში იხდის. მისი შვილი და
ძმა „ობიექტს“ თურმე ისე უწამებია, რომ ორივეს საშინლად ამოხდომიათ სული და „პოლნი
აბაროტს“ უღებს.

– აუცილებლად ტყვიით უნდა დავჭრა და მხოლოდ ორი-სამი დღე უნდა იწვალოს, თუ შეიძლება
სხვა საშუალება გამოვიყენო და მისი საშინელი წამება უფრო დიდხანს გაგრძელდეს?

– მთავარია, მას წამებაში ამოხდეს სული და, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით
უკეთესი. ტყვიის სროლა კი აუცილებელი არაა, შეგიძლია, ნებისმიერი საშუალება გამოიყენო, –
მომიგო რომანმა.

– კარგი, გასაგებია. ეს საქმე ორ-სამ დღეში იდეალურად შესრულდება და ამის შესახებ


ტელევიზიით შეიტყობ.

– ფული მაშინვე ჩაირიცხება შენს ანგარიშზე, როგორც კი „ობიექტი“ წამებით სულს დალევს.
ახლა კი ნახვამდის, წავედი, – „ძია“ წამოდგა და დინჯად გაუყვა გზას.

მინისტრის მოადგილის მკვლელობის შემკვეთი ძალიან ცნობილი, პატრიოტი ქართველი იყო.


ეროვნული მოძრაობა რომ განახლდა, ის მაშინვე ჩაერთო მასში და ახალი ხელისუფლების
მოსვლისთანავე საკმაოდ მაღალი თანამდებობა მიიღო მთავრობაში. ის ძალიან პატიოსანი,
კომპეტენტური და ერთგული ადამიანი იყო და ბოლომდე უერთგულა დევნილ პრეზიდენტს.
ახალი მთავრობა და მისი შეიარაღებული ბანდები კი მას რომ ვერ მისწვდნენ, მის ოჯახს
დაუწყეს შევიწროება, მისი ძმა და შვილი შეიპყრეს და ფულის გამოძალვის მიზნით საშინლად
აწამეს, მათ ერთ მილიონ დოლარს სთხოვდნენ და ყოვლად უდანაშაულო ადამიანები
ტყუილუბრალოდ გამოასალმეს სიცოცხლეს. მათ პირადად სწორედ ქეთას მამამთილი აწამებდა,
რომელიც მაშინ მილიციის კაპიტნის ჩინს ატარებდა და ბიძა და ძმისშვილი მისი ხელიდან
დაიხოცნენ.

– მოვა დრო და მილიონ დოლარს გადავიხდი, რომ ისეთივე საშინელი წამებით ამოგხადონ
სული, როგორც ეს შენ ჩემს შვილსა და ძმას გაუკეთე, – შეუთვალა ქეთას მამამთილს ერთ-ერთი
ჟურნალისტის პირით დევნილმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ
გროზნოში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი ევროპაში გაემგზავრა, ბიზნესი წარმატებით ააწყო და
გამდიდრდა.

შემკვეთის და მისი ოჯახის ტრაგიკული ისტორია ყურმოკვრით ვიცოდი, რომანმა კი


დაწვრილებით მომიყვა და ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე,
როდესაც მამა-შვილის ლიკვიდაციის საქმეს მოვკიდე ხელი. „დამპალი და გასაწყვეტი ჯიშია, –
ვფიქრობდი გუნებაში, – საცოდავი, უმწეო ბავშვი საკუთარმა მამამ გამოასალმა სიცოცხლეს, მის
წინაპრებს კი, მე მოვუღებ ბოლოს და მათი დამპალი თესლიც ამით დასამარდება“.

„ძიას“ წასვლიდან ათ წუთში მეც გავუდექი გზას. მეტროთი ერთ-ერთ ძველ უბანში გავედი,
სადაც კონსპირაციული ბინა მქონდა ნაყიდი და ამის შესახებ ჩემმა ცოლ-შვილმა არაფერი
იცოდა. სამოთახიანი ბინა იტალიური ეზოს მეორე სართულზე მდებარეობდა, მაგრამ ცალკე
შესასვლელი ჰქონდა, სადარბაზოდან პირდაპირ ქუჩაში გადიოდი და ყურადღებას არავინ
გაქცევდა. ბინაში ჩემი საქმისთვის საჭირო რეკვიზიტებს ვმალავდი და, იქ ქურდიც რომ
შესულიყო, ვერაფერს იპოვიდა, რადგან ყველაფერი საიმედოდ მქონდა შენახული შენიღბულ
სამალავში. რომ მივედი, სამალავი გავხსენი და ექიმის ხალათი და სხვა აღჭურვილობა
გამოვიღე. შემდეგ ულვაშები დავიკარი, მელოტის პარიკი დავიხურე და ისეთი მაკიაჟი გავიკეთე,
რომ უახლოესი ადამიანებიც კი ვერ მიცნობდნენ. ყველაფერი რომ მზად იყო, „შავი კოქტეილით“
სავსე კაფსულა გულის ჯიბეში ჩავიდე ძალიან გამძლე და თხელ რეზინის ხელთათმანებთან
ერთად, ბოლოს კი მაყუჩიანი, ავტომატური პისტოლეტი ჩავდე კაბურაში, რომელიც
მოხერხებულად მქონდა პიჯაკზე დამაგრებული და კონსპირაციული ბინიდან გავედი.
სამასიოდე მეტრი ფეხით გავიარე, თან ვამოწმებდი, ხომ არავინ მითვალთვალებდა, შემდეგ
ტაქსიში ჩავჯექი და იმ კლინიკისკენ გავემართე დაზვერვაზე, სადაც ქეთას ქმარი მკურნალობდა.
ამჯერად ჩემი ვიზიტის მიზანი დაზღვევა იყო – უპირველესად, იქაურობა უნდა შემესწავლა,
რადგან, ჩემი გეგმა შეიცვალა და საქმე მხოლოდ მაშინ უნდა გამეკეთებინა, როდესაც მამა-შვილი
ერთად იქნებოდა. ამიტომ, პირველი დაზვერვის შემდეგ უნდა დამეზუსტებინა შემდგომი
მოქმედების გეგმა. ტაქსი კლინიკიდან ასიოდე მეტრის დაშორებით გავაჩერე და შენობისკენ
ფეხით გავემართე. თეთრი ხალათი ეზოში ჩავიცვი და კლინიკაში ისე შევედი, დარაჯს
ყურადღებაც კი არ მოუქცევია. კარდიოქირურგიის განყოფილება მეორე სართულზე
მდებარეობდა და იქ რომ ავედი, მშვიდი ნაბიჯებით გავემართე დაზვერვაზე. ის გარეწარი,
როგორც ვვარაუდობდი, ცალკე პალატაში მარტო იწვა. კართან პოლიციელი იჯდა, რაც ჩემს
მისიას ართულებდა. „ადგილმდებარეობა დავადგინე, ახლა გასაქცევ დროსა და მარშრუტზე
ვიმუშავებ, სახლში კი იმას მოვიფიქრებ, როდის და როგორ მოვიხელთო მამა-შვილი ერთად“, –
გავიფიქრე და უკვე გამობრუნებას ვაპირებდი, როდესაც დერეფანში მინისტრის მოადგილე,
პოლიციის გენერალი გამოჩნდა. ის სამი მცველის თანხლებით მოაბიჯებდა და გვერდით რომ
ჩამიარა, გავუღიმე და მივესალმე, რაზეც მან თავი დამიქნია, გზა განაგრძო და შვილის პალატაში
შევიდა. პირადი მცველები კი კართან დარჩნენ. „ახლავე, დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედო,
ასეთი ხელსაყრელი მომენტი, შეიძლება, აღარც კი მომეცეს. მიდი, კოკი, იმოქმედე!“ – გავიფიქრე
გუნებაში, შემდეგ ექიმთა ოთახში შევედი, რომელიც ცარიელი იყო, გორგოლაჭებზე
დამაგრებულ კარდიოაპარატურას მოვკიდე ხელი და კარისკენ დავიძარი, მაგრამ კარი გაიღო,
ოთახში ახალგაზრდა ექიმი შემოვიდა, რომ დამინახა ვერ მიცნო და მკითხა:

– უკაცრავად, მაგრამ ვინ ბრძანდებით და სად მიგაქვთ ეს აპარატურა?

ექიმს გავუღიმე და პირი დავაღე, თითქოს რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ მარცხენა ხელის
მტევანი მოულოდნელად კისერში ჩავარტყი, მივთიშე, იქვე მივაწვინე და საექიმოდან
აპარატურასთან ერთად გამოვედი. დერეფანი თითქმის ცარიელი იყო, მაგრამ უნდა მეჩქარა,
რადგან ყოველ წამს შეიძლებოდა, გავშიფრულიყავი. მე რეზინის ხელთათმანები ხელზე
წამოვიცვი, რადგან მათ გარეშე „შავი კოქტეილის“ გამოყენება არ შეიძლებოდა – ერთი წვეთიც
რომ მომხვედროდა კანზე, სიკვდილისგან ვერაფერი მიხსნიდა.

– ბოდიშს გიხდით, მეგობრებო, გამატარეთ, – ვუთხარი კართან მდგარ პოლიციელებს, შემდეგ


პალატის კარი გავაღე, აპარატურა შევაგორე და კარი მოვიხურე.

ქეთას ქმარი საწოლზე იწვა, სიგარეტს ეწეოდა, ფორთოხლის წვენს აყოლებდა და ეტყობოდა,
რომ კაიფში იყო. მამამისი კი თავზე ადგა და დაბალი ხმით ეჩხუბებოდა.

– უკაცრავად, მეგობრებო, კარდიოგრამა უნდა გადავიღო, – ვთქვი მე და აპარატურა საწოლთან


მივაგორე. შემდეგ „შავი კოქტეილი“ ამოვიღე ჯიბიდან, თავი მოვხსენი და სახეში შევასხურე
გენერალს, რომელიც იქვე დაეცა. ქეთას ქმარმა ეს რომ დაინახა, ფორთოხლის წვენი ხელიდან
გაუვარდა და დაყვირება სცადა, მაგრამ, ყელში ვწვდი, ხმა არ ამოვაღებინე და სანამ „კოქტეილს“
მივასხურებდი, ვუთხარი:

– მოვკვდი, შე დამპალო მატლო!

მიუხედავად იმისა, რომ მაყუჩიანი ავტომატური პისტოლეტი თან მქონდა და ოთხივე


პოლიციელს გავუსწორდებოდი, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამიტომ, პულვერიზატორს
თავზე დავახურე და ჯიბეში ჩავიდე, შემდეგ ფანჯარა გავაღე, მეორე სართულიდან ეზოში
ჩავხტი, სადაც არავინ იყო და კლინიკიდან გავედი. თეთრი ხალათი გზაში გავიხადე, დავკეცე და
ცელოფანის პარკში ჩავდე, რომელიც წინასწარ მქონდა მომზადებული, ორასიოდე მეტრი
გავიარე, ტაქსიში ჩავჯექი და მტკვრის პირას, წინასწარ შერჩეულ ადგილზე ჩამოვედი. ტაქსი
რომ წავიდა, პარიკი და მაკიაჟი იქვე მოვიშორე – პულვერიზატორთან ერთად ცელოფნის პარკში
ჩავდე, მაგრად გამოვკარი და კანალიზაციის ლუკში ჩავაგდე. შემდეგ კვლავ ქუჩაში გავედი,
სამასიოდე მეტრი ფეხით გავიარე, ისევ ტაქსიში ჩავჯექი და კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი,
დანარჩენი რეკვიზიტებიც გადავმალე და შხაპი მივიღე. წასასვლელად რომ მოვამზადე შუადღეც
შესრულდა.
„ყოჩაღ, კოკი, ძველებურად ფორმაში ხარ“, – შევაქე საკუთარი თავი, შეუმჩნევლად გამოვედი
გარეთ და ქუჩას ფეხით გავუყევი მეტრომდე. ესკალატორზე რომ ვეშვებოდი ორი მამაკაცის
საუბარს მოვკარი ყური:

– გაიგე, რა მოხდა ამ დილით? – ჰკითხა პირველმა მეორეს.

– არა. რა მოხდა?

– რა და, მინისტრის მოადგილესა და მის შვილს დაესხნენ თავს საავადმყოფოში, მაგრამ,


სიკვდილს გადაურჩნენ.

„ისე გადარჩეს ჩემი მტერი“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ მამაც და
შვილიც ორ კვირაში ცოცხლად დალპებოდნენ...

მამა-შვილის თემას თითქმის სამი კვირის განმავლობაში აშუქებდა საქართველოს ყველა


ტელეკომპანია, ზოგიერთმა მათგანმა მათი დაკრძალვის ცერემონიალი პირდაპირი ეთერითაც კი
უჩვენა, თითქოს მნიშვნელოვანი საზოგადო მოღვაწეები ყოფილიყვნენ. ერთ-ერთმა
ტელეკომპანიამ კი გენერლის მკვლელობის შემკვეთის ვრცელი ინტერვიუ გადასცა, რომელშიც
მან თქვა:

– ყველამ კარგად იცის, რა სადისტურად დახოცა გარდაცვლილმა გენერალმა ჩემი ყოვლად


უდანაშაულო შვილი და ძმა, ამის გამო კი მას პასუხი არავინ მოსთხოვა. პირადად მე ამ საქმესთან
არანაირი კავშირი არ მაქვს, მაგრამ, თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ეს
იყო ღვთის რისხვა და, ადრე თუ გვიან მას ვერავინ გაექცევა...

შემკვეთი მამა-შვილის სიკვდილს არ დალოდებია – ერთი მილიონი დოლარი შვეიცარიულ


საბანკო ანგარიშზე მეოთხე დღესვე დამიჯდა, რაც ასეთი კატეგორიის მკვლელობისთვის
ასტრონომიული თანხა იყო და ორმოცდაათი ათას დოლარადაც გაიჩარხებოდა.

„ასე, ალბათ, იმიტომ მოხდა და გენერლის მკვლელობაში ამხელა თანხა იმიტომ მერგო, რომ
ქეთას ქმარი უფასოდ მოვკალი, მაგრამ, ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა და მსგავსი
რამ აღარ განმეორდება“, – ვთქვი გუნებაში და საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ შეკვეთის
გარეშე არასოდეს მოვკლავდი ადამიანს, თუკი, რა თქმა უნდა, ასეთი რამ ჩემს პირად
ინტერესებში არ იქნებოდა...

– შენ, ჩემო ძმაო, ქველმოქმედება დაგიწყია, – მითხრა რომანმა, როდესაც ერთმანეთს შევხვდით,
– ერთი მილიონი უკვე ზის და, იმედია, გენერალს ვერაფერი გადაარჩენს.

– მის შვილსაც, – დავამატე მე, – ორივე ერთი და იმავე დამპალი ჯიშისანი იყვნენ და მისაღები
მიიღეს. ასე რომ, თავიანთი სიდამპლით უკვე ვეღარავის შეაწუხებენ და საშინელ წამებაში
ამოხდებათ სული.

– გასაგებია, ჩემო კოკი, მაგრამ, პროფესიონალი ხარ და კარგად იცი, რომ დათა თუთაშხიობა,
ზოროობა და მსგავსი რამ ჩვენი პროფესიისთვის მიუღებელია და, შეიძლება დამღუპველი
აღმოჩნდეს. თუმცა, ყველა წესს აქვს გამონაკლისი, რომელიც ამ წესს კიდევ უფრო ადასტურებს
და, ჩავთვალოთ, რომ ეს იყო სწორედ ის დასტური, – დიპლომატიურად მითხრა „ძიამ“, შემდეგ
გამომემშვიდობა, ადგა და, როგორც ყოველთვის, უკანმოუხედავად წავიდა.

მე და „ძია“ უახლოესი მეგობრები ვიყავით, მისგან არაფერი მწყინდა და ის არც არასოდეს


მეტყოდა რაიმე საწყენს. სწორედ მისი დამსახურება იყო, რომ „კაგებედან“ წამოსვლის შემდეგ
ახალი სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია. უმუშევარი, ალბათ, არც მის გარეშე დავრჩებოდი და
რამეს ჩემითაც გავახერხებდი, მაგრამ ფაქტია, რომ რომანი დამეხმარა, მეც გამიმართა ხელი და
საკუთარ თავსაც, რადგან მას, როგორც შეკვეთის მიმღებსა და მასზე პასუხისმგებელს,
გადახდილი თანხის მესამედი ერგებოდა, ეს კი საკმაოდ კარგი ფული იყო. მაგალითად,
მინისტრის მოადგილე გენერლის მკვლელობაში მე თუ ერთი მილიონი დოლარი მივიღე, „ძიას“
ნახევარი მილიონი ერგო, ეს კი პატარა თანხა არაა, მით უმეტეს, რომ „ძიამ“ კარგად უწყის ჩემი
პროფესიონალიზმის ამბავი და დარწმუნებულია, რომ არ დავაღალატებ.

– კოკი, ძამიკო, – მითხრა „ძიამ“, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, – ჩვენ უკვე არარსებული
ქვეყნის ყოფილი უწყების ყოფილი თანამშრომლები ვართ და, თუ საკუთარ მომავალზე
თვითონვე არ ვიზრუნეთ, სხვას სულ ფეხებზე ვკიდივართ.

– მაინც, რას მთავაზობ? – ვკითხე რომანს.

– შენთვის უცხოსა და უჩვეულოს არაფერს. თუ თანახმა იქნები, ძველ სამუშაოს გააგრძელებ.


უბრალოდ, დაზღვევის გარეშე იმუშავებ და ყველაფრის გაკეთება თავადვე მოგიწევს.

– ანაზღაურება?

– უმაღლესი კატეგორიის. „ზაკაზის“ ორი მესამედი შენი იქნება, ერთი მესამედი კი – ჩემი.

– ანუ, შენ ჩემზე ორჯერ ნაკლებს აიღებ.

– ჰო, ასეა.

– საქმე რომ არ შესრულდეს, პასუხს ვინ აგებს?

– მე, – მითხრა რომანმა და იქვე დაამატა: – თუმცა, ასეთი რამ შენთან გამორიცხულია.

– გამორიცხული არაფერია, – ვთქვი მე, – შენ გარდა სხვას თუ ეცოდინება, რომ საქმეში ვარ?

– მეტს არავის.

– მაშინ, თანახმა ვარ.

– ასეც ვიცოდი, – მითხრა რომანმა, შუახნის მამაკაცის ფოტოსურათი მიჩვენა და მკითხა: – ხომ
არ გეცნობა ეს ფიზიონომია?

– არა! – კატეგორიულად ვიუარე მე, რადგან ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს და, ერთხელ,
თვალმოკვრითაც რომ ვნახო ნებისმიერი ადამიანი, არსება ან ნივთი, ყოველთვის ამოვიცნობ.
გარდა ამისა, ადამიანის ამოცნობა ხმითა და ყნოსვითაც შემიძლია.
– ეს კაცი ჩვენი კოლეგაა, შენსავით ყოფილი პოლკოვნიკი, მკვლელი, ძალიან გამოცდილი
ადამიანი და მისი მოხელთება ურთულესი საქმე იქნება. იმედია, შენ ამას შეძლებ. თუ ამ საქმეს
აიღებ, 200 ათას დოლარს მიიღებ. ფულს, გინდა ხელზე გადაგიხდიან, გინდა საბანკო ანგარიშს
გაგიხსნიან ნებისმიერ ქვეყანაში და იმ ანგარიშზე დაგისვამენ. ნაწილს წინასწარ გაძლევენ,
დანარჩენს კი – საქმის შესრულებისთანავე. რას იტყვი, იღებ ამ საქმეს?

– ვიღებ, – მივუგე რომანს, – ფულის ნაწილი ხელზე მინდა, დანარჩენი კი ანგარიშზე დამისვან.
50 ათასი დოლარი ხელზე მომცენ, ხვალვე, ხოლო 150 ათასი კი, შესრულებისთანავე
გადმომირიცხონ.

– გასაგებია. დამისახელე ქვეყანა და ბანკი, სადაც ანგარიშის გახსნა გინდა და ხვალვე გაგიხსნიან
ანგარიშს, – მითხრა რომანმა. მე კი მას ღიმილით მივუგე:

– აი, ესაა ჩემი შვეიცარიული ბანკის ანგარიში და ყველა ფული მასზე უნდა დაჯდეს. მას
ვერავინ გამიკონტროლებს და ვერც ვერავინ შეიტყობს, რა თქმა უნდა, შენ გარდა, რომ ეს ჩემი
ანგარიშია. მე ის ჯერ კიდევ შუა „ზასტოის“ დროს, ერთ-ერთი მივლინებისას გავხსენი და
ძალიან საიმედოა. იმედია, დაიმახსოვრებ.

– ერთი ამას შეხედე, – ხუმრობით თავი გააქნია რომანმა, – შენს უფროსობას რომ გაეგო,
შვეიცარიის ბანკში საიდუმლო ანგარიში გახსენი, თავს წაგაცლიდნენ.

– იმიტომაც ჰქვია საიდუმლო ანგარიში, რომ ვერავინ გაიგოს, – მივუგე „ძიას“.

– ფულის ნაწილს დღესვე მიიღებ, ხოლო დანარჩენ თანხას საქმის შესრულებისთანავე


ჩაგირიცხავენ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – თქვა „ძიამ“, პატარა პაუზა გააკეთა და განაგრძო: –
მოკლედ, ეს ძველი „კაგებეშნიკი“ გამაფიოზდა, კრიმინალში ჩაყო ცხვირი და იქ ბანაობს, სადაც
აკრძალულია. მან თავისნაირები შემოიკრიბა ირგვლივ, ყველა ფეხებზე დაიკიდა და
კონკურენტების ხოცვას მიჰყო ხელი. აბა, ასეთ რამეს ვინ აპატიებდა? ამიტომ, სხოდკა შეკრიბეს,
მეტკა დაადეს და ახლა მხოლოდ შესრულებაღა დარჩა. ეს კი შენზეა და წარმატებას გისურვებ.

მე და რომანი ერთი საათის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მან კონვერტში ჩალაგებული
დოლარის დასტები გადმომცა და წავიდა.

„ჰმ, ორასი ათასი დოლარი! ფანტასტიკური თანხაა. ამდენი წელი ვიმუშავე „კაგებეში“ და კიდევ
ორი ამდენი რომ მემუშავა, ამხელა ფულს მაინც ვერ მოვაგროვებდი“, – ჩავილაპარაკე, როდესაც
სახლში დავბრუნდი, ჩემს კაბინეტში ჩავიკეტე, კონვერტიდან 50 ათასი დოლარი ამოვიღე და
ბანკნოტები დავათვალიერე.

– კოკი, ერთი წუთით არ გცალია, რომ გამიღო? – შემომძახა მერიმ და კარზე მომიკაკუნა.

– ახლავე, – მივუგე ცოლს, ფული საწერი მაგიდის უჯრაში ჩავყარე, უჯრა ჩავკეცე, კაბინეტის
კარი გავაღე და ზღურბლზე მდგარ მერის ვუთხარი:

– შემოდი.
– არა, უბრალოდ, რაღაც უნდა გკითხო.

– გისმენ, საყვარელო.

– კოკი, ქეთო დეიდამ მთხოვა, იქნებ, ერთი თვით ასი მანეთი მასესხოთო. შვილიშვილის
ზღვაზე გაშვება უნდა და, მითხრა, მომავალ პენსიაზე დაგიბრუნებო. ჩვენ სამასი მანეთი გვაქვს
და ასი რომ მივცე, ორასს როგორმე ვიმყოფინებთ ერთ თვეს, – მითხრა მერიმ.

ქეთო დეიდა ჩვენი მეზობელი იყო და, ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი მეზობლები, ჩვენს
ოჯახთან საუცხოო დამოკიდებულებაში იყვნენ.

რაზეა ლაპარაკი, საყვარელო, რა თქმა უნდა, მიეცი. ხვალ მე მოსკოვში მივფრინავ სამი-ოთხი
დღით და ერთ-ორ კაპიკს იქიდანაც ჩამოვიტან. თანაც, ორასი მანეთი მეც მაქვს და გვეყოფა, –
მივუგე მერის, გუნებაში კი მეცინებოდა, რადგან საწერი მაგიდის უჯრაში იმდენი ფული
მქონდა, რომ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს კარგა ხანს ეყოფოდა.

– მოსკოვში? კი მაგრამ, რატომ? – შეიცხადა მერიმ.

– ამერიკული დელეგაციაა ჩამოსული, რუსეთის ისტორიული ადგილები უნდა ვუჩვენო და,


შეიძლება, საქართველოშიც კი ჩამოვიყვანო, – მოვატყუე მერი.

– შენ რომ გეძახიან, რა, თავისი გიდები არ ჰყავთ რუსებს? – ნაწყენი ტონით მითხრა მერიმ,
რომელსაც ჩემი მივლინებები არასოდეს ეხატებოდა გულზე.

– კარგი, რა, მერიკო, რა ბავშვივით იქცევი! მადლობელი არ ხარ, რომ ასეთი გაჭირვების დროს
ორი კაპიკის გაკეთების შანსი მაქვს? – გავუღიმე ცოლს და თმაზე მივეფერე.

– არ ვბრაზობ, მაგრამ, ხომ იცი, რომ შენი მივლინებები არ მიყვარს, – მომიგო მერიმ, გამიღიმა
და დაამატა: – კარგი, კარგი, ხელს აღარ შეგიშლი, იმუშავე, მე კი ქეთო დეიდას ფულს მივუტან.

მერი წავიდა. მე ისევ კაბინეტში ჩავიკეტე და ფული საიდუმლო სეიფში შევინახე, სადაც სხვა
ნივთებთან ერთად მამაჩემის, ბაბუაჩემისა და ამხანაგ სერგოს ნაჩუქარი ძვირფასი საათებიც
მქონდა შენახული. სეიფი სქელ კედელში, წიგნების კარადის უკან მქონდა ჩამონტაჟებული და
მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მე ვიცოდი.

სეიფი რომ დავკეტე და კარადა თავის ადგილზე დავაბრუნე, სავარძელში მოვკალათდი და


მომავალ საქმეზე დავიწყე ფიქრი. „ობიექტი“, როგორც რომანმა მითხრა, მართლაც ძალიან
რთული მოსახელთებელი იყო და „სხოდკაზე“ მას „მეტკა“ იმიტომ დაადეს, რომ კაცის კვლის
ბიზნესის ხელში ჩაგდება მოინდომა. მას ძველი, გადამდგარი „კაგებეშნიკებისა“ და
მილიციელებისგან მძლავრი დაჯგუფება ჰქონდა ჩამოყალიბებული. საკმაოდ მაღალი დონის
შემსრულებლები ჰყავდა და ამ სამუშაოს ჩვეულებრივზე ორჯერ იაფად ასრულებდა. ამის
პარალელურად კი, მსგავსი პროფილის დაჯგუფებების მეთაურებს ხოცავდა, ხოლო მათ რიგით
წევრებს თავის ორგანიზაციაში გაწევრიანებას სთავაზობდა. ერთი სიტყვით, ჩემი „ობიექტი“
ქილერების ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობდა და ის მე უნდა გამეჩერებინა.
მოსკოვში უპრობლემოდ ჩავფრინდი. მართალია, საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, მაგრამ,
როგორც ერთიანი ფულად-საკრედიტო, ასევე, სატრანსპორტო სივრცე ისევ არსებობდა.
აეროპორტიდან კონსპირაციულ ბინაში მივედი, რომელიც სპეციალურად წინასწარ იყო ჩემთვის
მომზადებული. მე, რა თქმა უნდა, ჩემს კუთვნილ ბინაში შემეძლო მისვლა, რომელიც „კაგებემ“
მაჩუქა, მაგრამ, ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ჩემს გამოჩენას
უეჭველად შეიტყობდნენ, გამორიცხული არ იყო, ვიზიტის მიზნითაც დაინტერესებულიყვნენ
და საქმე ჩამშლოდა. სხვათა შორის, „კაგებეს“ ნაჩუქარი მოსკოვური ბინა დღემდე ჩემია,
პრივატიზებული მაქვს და არც არავის არასოდეს უცდია მისი ჩემთვის ჩამორთმევა.

კონსპირაციული ბინიდან სპეციალურად ჩემთვის დატოვებული „09-ით“ კურსკის რკინიგზის


სადგურზე გავემართე და ავტომატური შემნახველი საკნიდან შავი ფერის ტყავის ჩანთა
გამოვიღე, რომელშიც მაყუჩიანი „აკაემი“, მაყუჩიანი „ბერეტა“, ექვსი ცალი ცრემლმდენი
ბალონი და ათი ცალი სასწავლო-ასაფეთქებელი პაკეტი, ეგრეთ წოდებული „ვზრივპაკეტი“
ელაგა. მთელი ეს არსენალი კონსპირაციულ ბინაში მივიტანე, იქ დავტოვე და დაზვერვაზე
გავემართე, რომ „ობიექტი“ შემესწავლა. ის მე სამი დღე „ვაძოვე“ და დავრწმუნდი, რომ თითქმის
მიუდგომელი იყო. მას კარგად გაწვრთნილი რვა პირადი მცველი დაჰყვებოდა, რომლებიც
მთლიანად კეტავდნენ საცეცხლე ხაზს და სასიკვდილო გასროლა სნაიპერული შაშხანიდანაც კი
შეუძლებელი იყო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ „ობიექტი“ თითქმის არ
გადაადგილდებოდა და ერთადერთი ადგილი, სადაც ის რეგულარულად მიდიოდა ხოლმე,
კაზინო „იმპერატორსკოე“ იყო. ის და მისი ამალა ყოველ საღამოს, ზუსტად 9 საათზე შედიოდნენ
კაზინოში, იქიდან კი ზუსტად 12 საათზე გამოდიოდნენ. კაზინოში „ობიექტის“ მოკვლა
გამორიცხული იყო, რადგან იმ პატარა ოთახში ერთადერთი „რულეტკა“ და ჯეკპოტის სათამაშო
მაგიდა იდგა. თითოეულ იქ შემსვლელს გულდასმით ჩხრეკდნენ და ნემსსაც კი არ ატანდნენ
შიგნით. გარდა ამისა, როცა „ობიექტი“ „რულეტკას“ თამაშობდა, მისი პირადი მცველები მის
ირგვლივ იმყოფებოდნენ და, ვინმეს რომ ზედმეტი მოძრაობა გაეკეთებინა, იქვე
ჩაცხრილავდნენ. მართალია, შეიძლებოდა კაზინოს აფეთქება დისტანციური პულტით, მაგრამ
ეს დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა და უდანაშაულო ადამიანები დაიხოცებოდნენ. ასეთ ბინძურ
და არაპროფესიულ საქმეს კი მე არასდროს ვაკეთებდი.

საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი და თითქმის ჩიხში შევედი, როდესაც ერთმა აზრმა გამიელვა
თავში: კაზინო „იმპერატორსკოესთან“ მეტროში ჩასასვლელი კიბეები მდებარეობდა, იქ კი ერთი
წვერგაბურძგნული, შუახნის მამაკაცი მათხოვრობდა, რომელსაც „ობიექტი“ და მისი ამალა
არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან მისგან არანაირ საფრთხეს არ გრძნობდნენ.
გვერდით რომ ჩაუვლიდნენ ხოლმე, მათხოვარი ამბობდა:

– წყალობა მოიღეთ, ბატონებო, და ავღანეთის ომის ვეტერანს ორიოდე კაპიკით შეეწიეთ!

მათხოვრის ამ სიტყვებზე, ერთ-ერთი პირადი მცველი, წითურთმიანი, რომელიც ყველაზე


ბოლოს იდგა, მათხოვარს ქუდში უფურთხებდა და ამით ხალისობდა, მათხოვარი კი მუშტს
უღერებდა მას და აყოლებდა:

– ფუი, შენი დედაც, შე რიჟა!..


„აი, ჩემი ხსნა“, – გავიფიქრე გუნებაში, შორიახლოს დავდექი და დაველოდე მათხოვარს, სანამ
ადგებოდა. შემდეგ ასიოდე მეტრის გავლა ვაცალე, წამოვეწიე, შემოვაბრუნე და ვუთხარი:

– მართლა ავღანეთის ომის ვეტერანი ხარ?

– მერე შენ რა? – შემომიბღვირა მათხოვარმა.

– მეც ავღანეთში ვიბრძოდი, – გავუღიმე მათხოვარს.

– მერე რა, ავღანეთში ნახევარი საბჭოეთი იბრძოდა. მთავარია, რა გაქვს გაკეთებული.

– დიდი არაფერი. ვიბრძოდი და სულ ეგაა. ერთხელ მსუბუქად დავიჭერი მხარში – ტყვიამ
გამკრა.

მათხოვარმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და დამცინავად მითხრა:

– სალაგა, ჩვეულებრივი პრიზივნიკი იყავი ალბათ.

– დიახ. ასე მითხრეს, მოსკოვში იმსახურებო და, სოჩაში რომ თვითმფრინავში ჩამსვეს და
ამაფრინეს, ბაგრამის აეროდრომზე დავეშვით.

– ეეჰ, ბაგრამი, ბაგრამი, – ამოიხვნეშა მათხოვარმა, – რამდენი ვაჟკაცი გამომიცილებია იქიდან


ცინკის კუბოთი...

– ჰო, საშინელება იყო...

– რაც იყო, იყო, – თქვა მათხოვარმა, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა: – ჩემგან რა გინდა,
რატომ გამაჩერე?

– როგორც ვეტერან ავღანელს, მინდა ფულით დაგეხმარო, თან, იქნებ, ორიოდე ჭიქაც აგვეწია და
ძველი დრო გაგვეხსენებინა, – ვუთხარი მათხოვარს და ასდოლარიანი ვუჩვენე, რომელიც
მარჯვენა ხელში მეჭირა.

– ეს რა, ასდოლარიანია? – თვალებს არ უჯერებდა მათხოვარი.

– ასდოლარიანია.

– ნამდვილად?

– ჰო, თანაც, შენია, – მივუგე მათხოვარს, ფული ჟილეტის ჯიბეში ჩავუდე და ვუთხარი: – ახლა
კი, ძამიკო, თუკი მიკადრებ, სადმე რესტორანში ჩავსხდეთ და წავიქეიფოთ.

– რესტორანში ასეთი სამოსით ვინ შემიშვებს? თანაც, რომც შემიშვან, მე არ შევალ.

– აბა, პირდაპირ ქუჩაში დავლიოთ?

– ქუჩაში რა, ბრადიაგები ხომ არ ვართ? ჩემთან წავიდეთ. აქვე, ახლოს ვცხოვრობ და ჩემს ბინაში
ადამიანურად დავლიოთ, – შემომთავაზა მათხოვარმა.
ღამის ათ საათს იყო გადაცილებული, როდესაც ძვირფასი საჭმელ-სასმლით დატვირთულები
მათხოვრის ბინაში ავედით.

– შემობრძანდი, ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში, – მითხრა მათხოვარმა, ბინაში შუქი
აანთო და წინ გამატარა.

მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინა სულაც არ ჰგავდა მათხოვრის საცხოვრებელს –


ის საუცხოოდ იყო მოწყობილი და ისე დასუფთავებული, რომ, აშკარად ეტყობოდა მზრუნველი
ხელი.

– მშვენივრად ცხოვრობ, – გულწრფელად ვუთხარი მათხოვარს.

– მარტოხელასთვის არა უშავს, – გამიღიმა მათხოვარმა, მომიბოდიშა და გავიდა. ხუთიოდე


წუთის შემდეგ დაბანილ-დავარცხნილი და მწვანე ხალათში გამოწყობილი მეახლა, სუფრა
გააწყო, ჭიქებში არაყი ჩამოასხა და მითხრა:

– აბა, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს! ჭიქა მომიჭახუნა და არაყი გადაკრა. იგივე გავიმეორე მეც.

როგორც მასპინძლისგან შევიტყვე, ის თურმე ყოფილი სამხედრო ოფიცერი, „სპეცნაზელი“ და


სამი საბრძოლო ორდენის კავალერი ყოფილა. ქალიშვილი გერმანიაში ჰყოლია გათხოვილი,
ცოლი კი „პერესტროიკის“ დაწყებისას გაჰქცევია და ვიღაც კოოპერატორს გაჰყოლია უცხოეთში.

– ცოლის დედაც, ძმაო, მთავარია, ჩემს ქალიშვილს ვუნდივარ და, თუკი რამ გამაჩნია, იმისია,
ცოლს კი ცხრა მთას იქით ჰქონია გზა, – მითხრა მასპინძელმა და მორიგი ჭიქა გამოცალა.

– სამუშაოს ვერ შოულობ? – დელიკატურად ვკითხე მასპინძელს, რადგან ის ჩვეულებრივი


მათხოვარი არ იყო და მომერიდა მეკითხა, რატომ მათხოვრობ-მეთქი.

– შემომიარე, ხომ? – მიხვდა ჩემს მანევრს მასპინძელი, – საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა,
პოლკოვნიკობა ახალი მიღებული მქონდა და დანიშნულებას ველოდებოდით, მაგრამ, ახალმა
მთავრობამ ქუჩაში მომისროლა. ცოტა ხანს სხვადასხვა ადგილას ვიმუშავე, მაგრამ, იქიდანაც
გამომიშვეს. ბოლოს კაცის კვლის პროფესია შემომთავაზეს, მაგრამ, ქილერობას მათხოვრობა
ვარჩიე და, აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, იქ ვზივარ. შუადღეს მივდივარ, საღამოს ათ
საათზე მოვდივარ და პურისა და კონსერვის საყიდელ თანხაზე ცოტა მეტს ვშოულობ. თანაც,
მათხოვრობას მიჩვევა სცოდნია და, რომ იტყვიან, თავს კომფორტულად ვგრძნობ. აი, შენნაირი
რომ თვეში ორი გამოჩნდებოდეს და ას-ასი დოლარი მაჩუქოს, სამ თვეში ფულს შევაგროვებდი
და ჩემს ავღანურ დღიურებს გამოვცემდი, რომელსაც სულ რაღაც 600 დოლარი სჭირდება,
გავმდიდრდებოდი, მათხოვრობას თავს დავანებებდი და კაცურად ვიცხოვრებდი.

– ავღანურ დღიურებს? – გავიმეორე მე.

– წამომყევი, – მითხრა მასპინძელმა, მეორე ოთახში გამიყვანა, სადაც საბეჭდი მანქანა ედგა და
მითხრა: – აი, სამასი ფურცელი უკვე დაბეჭდილი მაქვს. კიდევ ხუთასია დასაბეჭდი და 600
დოლარი მჭირდება, რომ ეს ყველაფერი ორ ტომად გამოვცე და გავმდიდრდე.
– დარწმუნებული ხარ, რომ შენი ავღანური დღიურები შემოსავალს მოგიტანს?

– ასი პროცენტით, – მომიგო მასპინძელმა, შემდეგ სუფრასთან დავბრუნდით და სმა განვაგრძეთ.


ერთი ბოთლი რომ გამოვცალეთ, მასპინძელს ჭიქაში დასაძინებელი ფხვნილი ჩავუყარე,
მივაძინე, საათს შევხედე, რომელიც ღამის 12 საათს უჩვენებდა და ჩავილაპარაკე: ოცდაოთხი
საათი გაუნძრევლად იქნები, შემდეგ კი შენ იცი და შენმა ბედისწერამ-მეთქი.

მერე მასპინძლის საბეჭდ მანქანასთან მივედი და სუფთა ფურცელზე ამოვუბეჭდე: „გირჩევ,


სამათხოვროდ აღარ გახვიდე, თორემ დიდ შარს გადაეყრები. შენი დღიურები დაბეჭდე და
გამოეცი, იქნებ, მართლა გამდიდრდე. ეს ათასი დოლარი კი წიგნის გამოსაცემად და კვებისთვის
გქონდეს“. ფურცელი და ფული გაშლილ სუფრაზე დავტოვე. შემდეგ ჩემი თითის ანაბეჭდები
წავშალე საბეჭდი მანქანიდან და ჭურჭლიდან, ბოლოს კი მასპინძლის მათხოვრული სამოსი
ავიღე, ცელოფნის პარკში ჩავდე, ბინიდან გავედი და კარი გამოვიხურე.

სხვათა შორის, ავღანური დღიურები მართლაც გამოსცა იმ კაცმა. ზღაპრულად გამდიდრდა,


დღესაც ცოცხალია და რუსეთში ძალიან პოპულარული ადამიანია. წიგნის ერთი ეგზემპლარი
ჩემს ბიბლიოთეკაშიც მაქვს და ვერა და ვერ გამოვნახე დრო, რომ ეს ორტომეული წავიკითხო.
თუმცა, იმედი მაქვს, ოდესმე გავეცნობი მის შინაარსს და გავიგებ ჩემი ღამის მასპინძლის
გამდიდრების საიდუმლოს.

ერთი სიტყვით, მათხოვრის ბინა რომ დავტოვე, ჩემს კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი და
„ობიექტის“ ლიკვიდაციისთვის მზადებას შევუდექი. მათხოვრის სამოსი ზედგამოჭრილივით
მომერგო, შემდეგ პარიკი და გაბურძგნილი წვერიც გავიკეთე და სარკეში რომ ჩავიხედე, სწორედ
იმ მათხოვარს ვგავდი, რომელიც კაზინო „იმპერატორსკოესთან“ იჯდა.

„ძალიან კარგი. მთავარია, „ობიექტი“ დროულად მოვიდეს, დანარჩენი კი ჩემზე იყოს“, –


ჩავილაპარაკე ჩემთვის. შემდეგ მათხოვრის „რეკვიზიტები“ მოვიხსენი, შევინახე და დავიძინე.

მეორე დღეს, დღის პირველის ნახევარზე, უკვე მათხოვრის ფორმაში გამოწყობილი, ნაჭრის
ტომრით ხელში კაზინოსთან მივედი და სამათხოვროდ დავჯექი. ტომარაში მაყუჩიანი
ავტომატი მედო, მაყუჩიანი „ბერეტა“ კი ქამარში მქონდა გარჭობილი. საღამოს 9 საათამდე
საკმაოდ სარფიანად ვიმათხოვრე და 75 მანეთის ხურდა შევაგროვე. ფული ქილაში ჩავცალე და
ქუდი ისევ მიწაზე დავდე, როდესაც ტროტუართან უახლესი მოდელის ორი „მერსედესი“
გაჩერდა, იქიდან კი „ობიექტი“ და მის რვა პირადი მცველი გადმოვიდნენ. გვერდით რომ
ჩამიარეს, მე მათ მოწყალება ვთხოვე და ვთქვი:

– წყალობა მოიღეთ, ბატონებო და ავღანეთის ომის ვეტერანს ორიოდე კაპიკი შეეწიეთ-მეთქი.

წითურთმიანმა მცველმა, რომელიც ბოლოში მოდიოდა, ტრადიციულად ქუდში ჩააფურთხა,


მერე უშნოდ გაიჭყანა და გზა განაგრძო. მე კი მაყუჩიანი „ბერეტადან“, რომელიც ჟილეტის
შიგნით მქონდა დამალული, ორი ტყვია გავისროლე „ობიექტის“ მიმართულებით, ორივე
მოვარტყი, ტვინი გავასხმევინე, ადგილზევე მოვკალი და სანამ მისი პირადი მცველები
გაარკვევდნენ, რა მოხდა, მეტროს კიბეებზე დავეშვი, ხალხში შევერიე და შემთხვევის
ადგილიდან გავუჩინარდი...
თბილისში მეორე დილით დავბრუნდი. სახლში რომ მივედი, ჩემები ტელევიზორს
უყურებდნენ.

– კოკი, ძვირფასო, რა კარგია, რომ ჩამოხვედი. ხედავ, მოსკოვში რა ხდება? – მითხრა მერიმ და
ჩამეხუტა.

– რა ხდება?

– რა და, წუხელ ვიღაც მაფიოზი მოუკლავთ კაზინოსთან, მერე კი მოკლულის ხალხს დარევიან
და სულ ერთიანად ამოუჟლეტიათ. მოკლედ, მოსკოვში კრიმინალური ომი დაიწყო და, კიდევ
კარგი, გამოასწარი.

– რომელი ალ კაპონე მე ვარ, რომ სროლა დამიწყონ? – მივუგე მერის და გავუღიმე, თუმცა,
კარგად ვიცოდი, რომ მოსკოვში დაწყებულ კრიმინალურ ომს მე დავუდე სათავე.

– რა იცი, კოკი, რა ხდება? ტყვიამ გარჩევა არ იცის. რასაც ტელევიზორში უჩვენებენ, ყოველგვარ
ზღვარს სცილდება და, ვინმემ შემთხვევით ტყვია რომ მოგარტყას, ჩვენ რა გვეშველება?

– ნუ გეშინია, მერიკო, დამშვიდდი. სადაც მე დავდივარ, იქ ტყვიებს არ ისვრიან, – დავამშვიდე


მერიკო და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვატყუებდი ჩემს საყვარელ ცოლს, რომელიც, ჩემს
შვილებთან ერთად, ყველასა და ყველაფერს მერჩივნა ამქვეყნად და, თუკი რამეს ვაკეთებდი,
ყველაფერი მათი ბედნიერებისთვის მინდოდა.

„ბედნიერება ფარდობითი ცნებაა, – იტყვის მავანი ჩემი მისამართით და, ალბათ, იქვე დასძენს: –
რა ბედნიერებაზე ლაპარაკობ, შე საცოდავო, როდესაც უამრავი ადამიანი გყავს მოკლული,
სული ისე გაქვს დამძიმებული, რომ ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს და გაუთავებელი
ტანჯვა-წამებისგან ვერავინ გიხსნისო.

შეიძლება, ის მავანი მართალია და, მოვკვდები თუ არა, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდე, ადუღებულ


კუპრში და იქიდან ვეღარასოდეს დავიხსნა თავი. თუმცა, ჯოჯოხეთი არც სიცოცხლეშივე
გვაკლია ადამიანებს. მაგრამ, ჩემი აზრით, ბედნიერება ის არის, რომ შენს ახლობლებს ყოველივე
ამას აარიდებ და ჯოჯოხეთში მოხვედრის ხარჯზეც კი გააკეთებ ამას. ეგოიზმი – აი, რა ღუპავს
ადამიანებს და, თუ ეგოისტი არ ხარ და მოყვასი მართლა გიყვარს ცოლ-შვილზე უახლოესი და
საყვარელი კი, აბა, ვინ უნდა იყოს, მაშინ, მათ გამო სხეულთან ერთად სულსაც გაწირავ...
სწორედ ასეთი გაგებით ვცხოვრობ დღემდე და ამ აზრს ვერავინ ვერასოდეს ვერ
შემაცვლევინებს.

– შენისთანა სანიმუშო მეოჯახე მეორე არ მეგულება ამქვეყნად, – მითხრა გენერალმა მუხინმა,


როდესაც მორიგი დავალების მისაღებად თბილისიდან მოსკოვში ჩავფრინდი და მის კაბინეტში
შევდგი ფეხი, – ეს კი, ჩემო ძვირფასო, წმიდათაწმიდა რამაა და კარგი მეოჯახე მოღალატე
არასოდეს გახდება.
მუხინს კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რომ ჩემი ახალი დავალება არამეოჯახე, მოღალატე
ადამიანთან იყო დაკავშირებული და არც შევმცდარვარ. გენერალმა მაგიდასთან მიმიხმო,
ორმოციოდე წლის მამაკაცის ფოტოსურათი მიჩვენა და მითხრა:

– თუ იცი, ვინ არის?

– არა, არ ვიცი, ანდრეი ლუკიჩ.

– გენიოსი კონსტრუქტორია და მის მიერ შექმნილმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩვენი


ქვეყნის ირგვლივ მტკიცე ფარი შექმნა. თუმცა, რად გინდა, ამ ორი კვირის წინ შტატებში გაიქცა,
სამშობლოს უღალატა და მისი ფასი ჩვენთვის კაპიკიც არაა. სამაგიეროდ, მილიარდობით
მანეთის ზარალი მოგვიტანა და, რაც მის მიერაა შექმნილი, ყველაფერი უნდა გამოვცვალოთ,
რადგან ყველა საიდუმლო უკვე მტრისთვის იქნება ცნობილი. ეს კი უზარმაზარ თანხებს
მოითხოვს, – მუხინმა ქალის ფოტოსურათი მიჩვენა და მითხრა, – აი, ამ ძუკნამ გადაიბირა და
აიძულა ეს ამორალური კაცი, რომ მოღალატე გამხდარიყო და მასთან ერთად შტატებში
გაქცეულიყო. ეს მისი მეოთხე ცოლია, სინამდვილეში კი ამერიკის ჯაშუში აღმოჩნდა, ჩვენ
ცხვირწინ მუშაობდა და კონტრდაზვერვას ის გამოეპარა. შენ შტატებში უნდა გაემგზავრო და ამ
წყვილის ლიკვიდაცია მოახდინო.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო, როდის უნდა გავემგზავრო? – ვკითხე ანდრეი ლუკიჩს.

– ჯერ არ ვიცი, კოკი. ეს საკმაოდ რთული დავალებაა. წყვილი მიუვალ, საიდუმლო


ლაბორატორიის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათ საიმედოდ იცავენ და იქ შეღწევა თითქმის
შეუძლებელია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იქ ჩვენ არ გვყავს ჩანერგილი აგენტი, ვერც
ვერავინ მოვისყიდეთ იქიდან ინფორმაციის გამოსატანად და, სავარაუდოდ, მარტო მოგიწევს
ყველაფრის გაკეთება. ასე ვთქვათ, ბრმად უნდა იმოქმედო და, გამორიცხული არ არის, რომ,
წინასწარ დაუგეგმავი, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოს. მაქსიმალურად
რომ გაგიადვილდეს ორიენტირება, ჩვენი ტოპოგრაფები ადგილმდებარეობის გეგმის შედგენაზე
მუშაობენ და, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, როდის
გაემგზავრები შტატებში.

გენერალი მუხინი მართალი აღმოჩნდა: კონსტრუქტორი და მისი გადამბირებელი ქალი,


კორდილიერების მთიანი სისტემის ერთ-ერთ მიუვალ ტყიან მასივში განლაგებულ
ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. იქვე მდინარე სნეიკი ჩაედინებოდა და ეს ტერიტორია პატარა
დაბა ბოისესგან 40 კილომეტრით იყო დაშორებული. „კაგებეს“ ტოპოგრაფებმა, თანამგზავრიდან
მიწოდებული მონაცემების მეშვეობით, ზუსტი რუკა შეადგინეს და იმ კვადრატის დეტალური
აღწერილობა გადმომცეს.

გაქცეული კონსტრუქტორის ლიკვიდაციის ოპერაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა.


ამიტომ, მის შემუშავებაში პირადად შჩუკინი და მუხინი მონაწილეობდნენ. დაგეგმვის პროცესი
შჩუკინის კაბინეტში მიმდინარეობდა და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რუკის
შემდგენელი ტოპოგრაფები მოიწვიეს, რომელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა:
– ამ კვადრატის ტყიანი მასივი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მიუდგომლობით გამოირჩევა და ტყემდე
მას ირგვლივ პიტალო კლდეებით გარშემორტყმული სქელი ზღუდე აკრავს. ჯერ ერთი, ამ
კლდეებზე შეუმჩნევლად ასვლაა გამორიცხული და, ვინმე რომც ავიდეს, ტყიან მასივში ვეღარ
შეაღწევს, რადგან იქაურობის გაკონტროლება შეუიარაღებელი თვალითაც კი უადვილესი
საქმეა. იქ კი, დარწმუნებული ვარ, თანამედროვე კონტროლის ელექტროსაშუალებები იქნება
დაყენებული და ბუზიც ვერ შეფრინდება.

– იქაური თანამშრომლები როგორ შედიან იმ ზონაში? – იკითხა შჩუკინმა.

– ორი საშუალებით, – მიუგო შჩუკინს ტოპოგრაფების შეფმა, – პირველი საშუალებაა ჰაერი – იქ


ვერტმფრენით შეიძლება ჩაფრენა, მეორე კი – სამხედრო გზა, რომელიც ისევე მიუვალია,
როგორც კლდეები.

ტოპოგრაფები რომ წავიდნენ, საქმეში უკვე ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს უფროსი


ჩაერთო, რომელმაც შჩუკინს მოახსენა:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, იმ კვადრატში ჰაერით ვერ შევალთ, მე თქვენ სახმელეთო გზას


გთავაზობთ.

– გისმენ, ბრძანე! – თქვა შჩუკინმა.

– ჩვენი კაცი, – თქვა სამმართველოს უფროსმა, რომელმაც „კაცში“ მე მიგულისხმა, – დაბა


ბოისეში უნდა ჩაჯდეს ლაბორატორიაში მიმავალ მანქანაში და ამგვარად შეაღწიოს დახურულ
ტერიტორიაზე. ანუ, ჩემი ბიჭები შეცვლის ოპერაციას ჩაატარებენ – მძღოლს გაიტაცებენ და მის
ნაცვლად ადგილს ჩვენიანი დაიკავებს.

– არ ივარგებს! – კატეგორიული უარი სტკიცა შჩუკინმა, – ჩვენ საიდუმლოდ უნდა შევაღწიოთ


იქ, გატაცება კი ამას გამორიცხავს. ასე რომ, არ ვარგა.

– აბა, სხვა გზა რომ არ არსებობს იქ შესაღწევად, ამხანაგო გენერალო?

– უნდა ვიპოვოთ. გზა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, კარგი ძებნაა საჭირო და სწორედ
იმიტომ ვართ დაზვერვა, რომ ურთულესი ამოცანები გადავწყვიტოთ. იფიქრეთ, თან, რაც
შეიძლება სწრაფად და ეფექტურად!

– ნება მიბოძეთ, წავიდე და ვიმუშაო.

– წადი და, მაქსიმუმ ორ საათში კარგად გააზრებული ვარიანტი მომიტანე, – შჩუკინმა


სამმართველოს უფროსი გაისტუმრა და მე და მუხინს მოგვიბრუნდა:

– თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, სწორი გადაწყვეტილების მოძებნა ძალიან რთული


იქნება.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, – უთხრა მუხინმა შჩუკინს, – ის მოხუცი ტოპოგრაფი ხომ არ


დაგვეხმარება, შარშან რომ გვყავდა საკონსულტაციოდ მოწვეული? გემახსოვრებათ, ალბათ,
ერთი ოპერაციისთვის ჩრდილოამერიკული ტყიანი რელიეფის დეტალური ცოდნა
გვჭირდებოდა და მან ამ საქმეში შეუფასებელი დახმარება გაგვიწია. კარგად მახსოვს, რომ თქვა,
ოცდაათიანი წლების დასაწყისში „ენკავედეს“ სპეცმივლინებით ვიმყოფებოდი ამერიკაში და
იქაურ რელიეფს ვსწავლობდიო. შემდეგ ის სამი წელი ციხეშიც კი იჯდა, თურმე, ცრუდასმენით,
მაგრამ, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, პირადად სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს და
სამხედრო მნიშვნელობის საიდუმლო რუკების შედგენაზე ამუშავებდნენ.

– კი, მახსოვს, – დაადასტურა შჩუკინმა, – ის მოხუცი მართლაც ძალიან მცოდნე იყო და


შეუფასებელი დახმარება გაგვიწია, მაგრამ, ცოცხალი იქნება?

– ცოცხალია. უკვე გადავამოწმე, – თქვა მუხინმა.

– მაშინ, მოიყვანეთ, რაღას უცდით? დრო არ ითმენს.

ოთხმოც წელს მიტანებული ტოპოგრაფი ასაკთან შედარებით ბრწყინვალედ გამოიყურებოდა,


გონება და მეხსიერება კი საერთოდ არ ჰქონდა დაქვეითებული. როგორც კი შჩუკინის კაბინეტში
შემოდგა ფეხი, ცოცხალი თვალებით შეგვათვალიერა იქ მყოფები, მოგვესალმა და გვითხრა:

– აბა, გისმენთ, ახალგაზრდებო. რაში დაგჭირდით, რით შემიძლია, გემსახუროთ?

– ძვირფასო პროფესორო! – გაუღიმა შჩუკინმა მხცოვან პროფესორს, – ალბათ, კარგად გესმით,


რომ ჩვენი საუბრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს და ყველაფერი საიდუმლოდ უნდა
დარჩეს.

– ეეჰ, ჩემო მეგობარო, – მიუგო პროფესორმა შჩუკინს და თავზე მარჯვენა ხელი დაიდო, – რომ
იცოდეთ, ამ ბებერ ტვინში რამდენი მნიშვნელოვანი საიდუმლოა შენახული, რომელიც
საფლავში ჩამყვება და ვერავინ ვერასოდეს შეიტყობს... ჯერ კიდევ ცხონებულ იოსებ
ბესარიონოვიჩს შევპირდი, რომ სახელმწიფო საიდუმლოებებს არც ერთი სულიერი არ
შეიტყობდა ჩემგან.

სტალინის ხსენება „კაგებეს“ კედლებში მაინცდამაინც სასურველი არ იყო, თანაც, დადებით


კონტექსტში, თუმცა პროფესორს ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვდა და გენერალმა შჩუკინმა
მას უთხრა:

– ძალიან კარგი. ახლა კი საქმე. ჩვენ, ძვირფასო პროფესორო, აი, ამ ზონის ზუსტი დახასიათება
გვინდა, რადგან, ვიცით, რომ ჩრდილოეთ ამერიკას კარგად იცნობთ, – გენერალმა პროფესორს
„კაგებეს“ ტოპოგრაფების შედგენილი რუკა დაუდო.

– ბრწყინვალე ნამუშევარია, – თქვა პროფესორმა, ტოპოგრაფიული რუკა გულდასმით


დაათვალიერა და დაამატა: – კორდილიერების ეს ტყიანი მასივი განსაკუთრებული
მიუვალობითა და კლიმატითაა გამორჩეული. მე შემიძლია, ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ
პასუხი, რადგან სწორედ ეს ზონა მაქვს საუკეთესოდ შესწავლილი. მისი ყოველი მტკაველი
კარგად ვიცი და ერთ ადგილზე ჩემი ნიშანიც კი მაქვს დატოვებული.

– ნიშანი? – თქვა შჩუკინმა.


– დიახ, დიახ, – ჩაეცინა პროფესორს, – ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, ოცდაათიანი წლების
დასაწყისში, როდესაც „ენკავედეს“ სპეცდავალებით ვიმყოფებოდი იქ, ამ ზონის ყველა
გამოქვაბულში ვიძრომიალე და ერთ-ერთ ნიშაში ფოლადის კაფსულა დავტოვე, რომელშიც
საბჭოეთის დროშა დევს, დროშაზე კი ჩემი ხელმოწერაა.

– იქ გამოქვაბულებია? – იკითხა შჩუკინმა.

– დიახ, ჩემო ძვირფასო. მდინარე სნეიკის კალაპოტი ხან მიწის ზევით, ხან კი მიწის ქვევით
მიედინება და ამ კალაპოტის შესწავლამ მაპოვნინა სწორედ ეს გამოქვაბულები. ერთ-ერთი
მორიგი ვოიაჟისას, მდინარეში ჩავვარდი, დინებამ ქვევით წამიღო და გამოქვაბულში
აღმოვჩნდი. ამის მერე კი უკვე თვითონ შევდიოდი შიგნით, იქაურობას ვიკვლევდი და
კაფსულაც მაშინ დავტოვე იქ.

– ძვირფასო პროფესორო, – თქვა შჩუკინმა, – იმ კვადრატში ერთი საიდუმლო ლაბორატორია


მდებარეობს, სადაც ჩვენი თანამშრომელი შეუმჩნევლად უნდა შევიდეს და, იმიტომ მოგიწვიეთ,
რომ იქ შეღწევის გზა გვასწავლოთ.

პროფესორმა რუკას დახედა და იკითხა:

– აბა, თქვენი ლაბორატორიის ზუსტი ადგილმდებარეობა მიჩვენეთ.

– აი, აქ, – შჩუკინმა კვადრატი მოხაზა.

– ძალიან კარგი, – თქვა პროფესორმა, – სწორედ ამ ადგილებშია მდინარე სნეიკის ყველაზე


გრძელი, ოთხასმეტრიანი მიწისქვეშა კალაპოტი და სწორედ აქ მდებარეობს ყველაზე დიდი
გამოქვაბულიც. აქვეა შვიდი ხვრელიც, რომლებიც მიწის ზევით ადის და, თუკი იმ
ლაბორატორიის მშენებლებს ისინი არ აღმოუჩენიათ, მაშინ ზედაპირზე ასვლა უპრობლემოდაა
შესაძლებელი.

მოხუცმა პროფესორმა ისე დაწვრილებით და ცოცხლად ამიწერა მის მიერ ნახევარი საუკუნის
წინ გამოკვლეული ლანდშაფტი, მეგონა, ფილმს ვუყურებდი და მისი ზუსტად აღქმა არ
გამჭირვებია. საუბრის დასასრულს კი პროფესორმა მითხრა:

– აი, ამ ადგილზეა ის ნიშა, სადაც მე დროშა დავტოვე ჩემი ხელმოწერით და, თუ ის ვინმემ არ
იპოვა, მაშინ, უჟანგავი კაპსულა ახლაც იქ იქნება.

პროფესორი დიდი პატივით გავისტუმრეთ შჩუკინის კაბინეტიდან, მომავალი ოპერაციის ყველა


დეტალი და სავარაუდო ვარიანტის გულდასმით განხილვის შემდეგ შჩუკინმა მითხრა:

– მართალია, პროფესორმა მრავალი სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ, ეს იმას არ


ნიშნავს, რომ შენი მისია ასი პროცენტით შესრულდება, რადგან, მაინც ურთულესი ამოცანის
წინაშე დგახარ. ამიტომ შენ იცი...

ამერიკის დაბა ბოისეში ალპინისტ-კლდეზე მცოცავის სტატუსით ჩავედი, რაც იმ კუთხისთვის


უცხო მოვლენა არ იყო. თუმცა, ალპინისტის ზურგჩანთში „ობიექტის“ ლიკვიდაციისთვის
საჭირო ყველა მოწყობილობა მელაგა. მდინარე სნეიკის ნაპირს ფეხით გავუყევი და იმ
ადგილზე, რომელიც მოხუცმა პროფესორმა მიმანიშნა რუკაზე, ჩემი წყალგაუმტარი
ზურგჩანთიანად ჩავყვინთე. ოციოდე მეტრი რომ გავცურე, უზარმაზარ გამოქვაბულში ამოვყავი
თავი. იქაურობა სპეციალური ფანრით გავანათე, მიწისქვეშეთს გავყევი და პირველად სწორედ
იმ ნიშასთან შევჩერდი, სადაც პროფესორმა ავტოგრაფიანი საბჭოთა კავშირის დროშა დატოვა.
კაფსულა ხელუხლებლად იდო თავის ადგილზე, დროშაც შიგნით იყო და მივხვდი, რომ
იქაურობა არავის გამოეკვლია.

გზა გავაგრძელე და, როდესაც კომპასმა მიჩვენა, რომ საიდუმლო ლაბორატორიის ქვეშ
ვიმყოფებოდი, შევჩერდი. შემდეგ ზევით ასაძრომი ხვრელების ძებნას შევუდექი, რომლებზეც
პროფესორმა მითხრა. შვიდივე ვიპოვე. თითოეული მათგანი შევამოწმე და აღმოჩნდა, რომ
მხოლოდ ერთს ჰქონდა ლაბორატორიის ტერიტორიაზე ასაძრომი, დანარჩენებზე კი ბეტონის
სქელი ფენა იყო დასხმული. ის ერთი ხვრელიც ლაბორატორიის ტერიტორიაზე დატოვებულ
ხშირ ფიჭვნარში ადიოდა, რომელიც დასასვენებელ პარკად იყო მოწყობილი
თანამშრომლებისთვის და ისე ბუნებრივად შენიღბული, რომ მისი აღმოჩენა დიდ სირთულეს
წარმოადგენდა. ზურგჩანთა გავხსენი, ობიექტების სალიკვიდაციო საშუალებები გავმართე,
სხეულზე მოვირგე და დაღამებას დაველოდე. როდესაც დაბნელდა, ზევით ავძვერი და
„სანადიროდ“ გავემართე. საიდუმლო ლაბორატორიის ტერიტორია იმდენად საიმედოდ იყო
დაცული გარედან, შიგნით შეღწევა შეუძლებელი იყო, მაგრამ, შიდა ტერიტორიაზე
გადაადგილება შეუზღუდავად შეიძლებოდა, რადგან იქ შეიარაღებული მცველების ჭაჭანებაც კი
არ იყო. მე საკმაოდ ადვილად მივაგენი სალიკვიდაციო ობიექტების საცხოვრებელ კოტეჯს,
რომელიც განცალკევებით მდებარეობდა. ადგილობრივი დროით ღამის პირველი საათი
სრულდებოდა, როდესაც წყვილის საძინებელში შევედი და საკმაოდ პიკანტურ სიტუაციაში
დავადექი თავზე. გაქცეულმა კონსტრუქტორმა მაყუჩიანი პისტოლეტით შეიარაღებული რომ
დამინახა, ყველაფერს მიხვდა და რუსულად მითხრა:

– ასეც ვიცოდი, რომ შურისძიებას ვერსად დავემალებოდი და, აი, თქვენც მოხვედით. რას იზამ,
ბედისწერას მაინც ვერსად დაემალები.

– ლაყბობა შეწყვიტე და განაჩენი მოისმინე! – კბილებში გამოვცარი მე.

იყო შემთხვევები, როდესაც სალიკვიდაციო ობიექტს სამხედრო ტრიბუნალის მიერ


დაუსწრებლად ჰქონდა სიკვდილის განაჩენი გამოტანილი და ასეთ დროს ჩვენ, შემსრულებლებს
გვავალებდნენ, რომ, შესაძლებლობის შემთხვევაში, მათთვის განაჩენი წაგვეკითხა, ანუ, იმ დროს
მე პროკურორის, მოსამართლისა და ჯალათის ფუნქციებს ერთდროულად ვითავსებდი. ამიტომ,
საწოლზე წამომჯდარ მოღალატე დედიშობილა კონსტრუქტორს ვუთხარი:

– საბჭოთა სამშობლოს ღალატისთვის მოგესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილი! –


შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ერთი ტყვია შუბლში მოვარტყი და სასიკვდილო განაჩენი
სისრულეში მოვიყვანე.
ობიექტი ქალი, ასევე დედიშობილა, გაუნძრევლად იწვა უზარმაზარ საწოლზე, პარტნიორის
სიკვდილის გამო წარბიც არ შეუხრია და როდესაც მას პისტოლეტი მივუშვირე, მითხრა: მე რაღას
მერჩი. მე ხომ მხოლოდ მისი საყვარელი ვარ?!

– შენ ხარ თუ ხარ ყველაფერში დამნაშავე, შე ძუკნა! – მშვიდად მივუგე ქალს და პისტოლეტი
შუბლში დავუმიზნე. მან კი ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი და პისტოლეტით სცადა ჩემი შეჩერება,
მაგრამ, შუბლში ტყვია მიიღო, თუმცა, სასხლეტზე მაინც გამოეკრა თითი, პისტოლეტმა
გაისროლა და საიდუმლო ლაბორატორიის კარგად გაწვრთნილი, კბილებამდე შეიარაღებული
და მრავალრიცხოვანი დაცვა ფეხზე წამოყარა... კოტეჯიდან სწრაფად გამოვედი და
ფიჭვნარისკენ გავემართე, რომ ხვრელში ჩავმძვრალიყავი და გავუჩინარებულიყავი,
პარალელურად კი მაყუჩიანი ავტომატი შევაყენე, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეიარაღებული
დაცვისთვის წინააღმდეგობა გამეწია. ჩემდა საბედნიეროდ, ფიჭვნარს მშვიდობიანად მივაღწიე
და ისევე შეუმჩნევლად წავედი, როგორც მოვედი, მოსკოვშიც უპრობლემოდ ჩავფრინდი და არც
დროშიანი კაფსულის წაღება დამვიწყებია, რომელიც მიწისქვეშ, ნიშაში, ორმოცდაათი წელი
ინახებოდა.

– ჰმ, რა ახალგაზრდა ვიყავი მაშინ, როდესაც ეს დროშა იქ შევინახე! – თქვა მოხუცმა


პროფესორმა, როდესაც მისი ავტოგრაფიანი დროშა შჩუკინის კაბინეტში გავუშალე. შემდეგ კი
გენერალმა მას ეს დროშა საზეიმოდ დაუბრუნა უკან, რაზეც მოხუცმა მას მხედრულად მიუგო:

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!..

საბჭოთა კავშირის სამსახური „კაგებეს“ უმთავრესი პრინციპი იყო. როგორც საბჭოთა კავშირი
იდგა „კაგებეზე“, ასევე „კაგებე“ იდგა ამ პრინციპზე და, როდესაც ეს პრინციპი დაინგრა, დაინგრა
„კაგებეც“ და საბჭოთა კავშირიც... როგორც რუსეთის პოლიტიკური ელიტის მესვეურები
აცხადებდნენ, საბჭოთა კავშირის დანგრევა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო და ეს
აზრი ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს, პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ მთელი თავისი
ბოროტების მიუხედავად, საბჭოთა იმპერია მსოფლიოში მასტაბილიზებელ, ამერიკის საპირწონე
ფუნქციას ასრულებდა და, მის გაქრობასთან ერთად, მსოფლიოს სტაბილურობასაც მოეღო
ბოლო. რუსეთი კი ამ ფუნქციას ვერ ახორციელებს და, ძალიან საეჭვოა, ოდესმე ეს დაკარგული
პოზიცია აღიდგინოს. ძველი გავლენის აღდგენის მცდელობა იყო რუსეთ-საქართველოს
აგვისტოს ხუთდღიანი ომი, მაგრამ, ეს არ მოხერხდა და, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა
საქართველოს გარკვეული ნაწილის ოკუპაცია მოახდინა, მათი მთავარი მიზანი არ შესრულდა
და ამერიკამ მას მორიგი პოლიტიკური დარტყმა მიაყენა, რასაც მომავალში დაუხვედრებს წინ.

ამას წინათ, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის დედაქალაქში ვიმყოფებოდი და ძალიან ცნობილ


პოლიტოლოგ-პუბლიცისტს ვესაუბრე. ჩვენ მის ვილაზე შევხვდით ერთმანეთს, სადაც მე მისი
ბიოგრაფის სტატუსით ვიმყოფებოდი და საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ის
ადამიანი ჯერ კიდევ გაგანია „ზასტოის“ დროს გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და რამდენიმე
ანტისაბჭოთა, მამხილებელი წიგნი დაწერა, რამაც ავტორიტეტული ექსპერტ-პოლიტოლოგების
აზრით, მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი საბჭოთა იმპერიის დანგრევას. იმ ადამიანზე თავის
დროზე ტოტალური ნადირობა გამოაცხადა „კაგებემ“, მაგრამ მისი მოხელთება ვერა და ვერ
მოხერხდა. შემდეგ კი საბჭოთა კავშირიც დაიშალა, იმ ადამიანს საფრთხის გრძნობა გაუქრა,
იატაკქვეშეთიდან გამოვიდა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას ღიად შეუდგა. ის
ცნობილი კინოვარსკვლავივით პოზირებდა კინო და ფოტოკამერების წინ, სიამოვნებით
იძლეოდა ინტერვიუებს და დიდი ხალისით დამეთანხმა შეხვედრაზე, როდესაც მისი
ბიოგრაფიის წიგნად გამოცემა შევთავაზე.

– მობრძანდით, ჩემო მეგობარო, მობრძანდით, – შემიპატიჟა „კაგებეს“ ყოფილმა თანამშრომელმა


საკუთარ ვილაში და, სავარძლებში რომ მოვკალათდით, დაამატა: – სიმართლე გითხრათ, ოდნავ
დაგვიანებულადაც კი მიმაჩნია ჩემი ბიოგრაფიის გამოცემა ჩემს სამშობლოში, მაგრამ, ჯობს
გვიან, ვიდრე არასდროს. თქვენ, რა თქმა უნდა, კარგად იცით, რომ საბჭოთა კავშირის
დანგრევაში მნიშვნელოვანი ღვაწლი მიმიძღვის, რითაც ჩემს სამშობლოს უდიდესი სამსახური
გავუწიე.

ჩემი მასპინძლის ლაყბობა მაინცდამაინც გულზე არ მეხატებოდა, რადგან ის უპატიოსნო,


მლიქვნელ და მოღალატე ადამიანად მიმაჩნდა, მაგრამ, იძულებული ვიყავი, მისთვის მომესმინა.
მისი უპატიოსნობა კი, უპირველესად, იმაში გამოიხატებოდა, რომ, რისთვისაც ის საბჭოთა
კავშირს აკრიტიკებდა და მის დანგრევას ეშურებოდა, იმაზე უარესში უჭერდა შემდგომ მხარს
ამერიკას და არასდროს გაუკრიტიკებია ეს ქვეყანა, თუმცა, საამისოდ მრავალი მიზეზი ჰქონდა.

– იცით, ჩემო მეგობარო, რომ ამერიკა მსოფლიოს სტაბილურობის ერთადერთი მყარი გარანტია,
პლანეტაზე სიკეთეს თესავს და რჩეულ ადამიანებს კბილებით იცავს? – მითხრა ჩემმა
მასპინძელმა, რომელიც „რჩეულებში“ უპირველესად, საკუთარ თავს გულისხმობდა, – ამერიკამ
მიხსნა „კაგებეს“ კლანჭებისგან. ამდენი წელი მმალავდა და, სხვათა შორის, ოდნავ მოგვიანებით
ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენს წიგნში.

– რა ისტორიას? – ვკითხე მასპინძელს.

– რას და, როგორ დავუსხლტი ხელიდან „კაგებეს“ მიერ მოგზავნილ მკვლელებს, მაგრამ, ამაზე,
მოგვიანებით, – გაეღიმა მასპინძელს, ვისკი მოსვა და თქვა:

– კავშირიდან რომ გავიქეცი, ერთხანს სტამბულში ვცხოვრობდი ერთ სასტუმროში ინკოგნიტოდ


და ამერიკელებს ველოდებოდი, რომ შტატებში გავმგზავრებულიყავი. ერთ საღამოს ჩემმა
მეკავშირემ დამირეკა, რომელიც ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იყო და მითხრა:

– ახლა თქვენთან კაცი მოვა, რომელსაც ვიქტორი ჰქვია და, რასაც ის გეტყვით, ზუსტად ისე
მოიქეცით.

ვიქტორი ათიოდე წუთში მეწვია, ტყავის ჩანთა წინ დამიდო და მითხრა:

– აქ მომლოცველი ქალის სამოსია, გადაიცვით, ჩადრი ჩამოიფარეთ და ნელა, ყოველგვარი


აღელვების გარეშე გამოდით სასტუმროდან. სამასიოდე მეტრის მოშორებით წითელი ტაქსი
დაგხვდებათ კუთხეში, მასში ჩაჯექით და ის გაგიყვანთ სამშვიდობოზე.

– რატომ, რაშია საქმე? – ვკითხე ვიქტორს.


– საქმე ისაა, რომ „კაგებემ“ თქვენი ადგილსამყოფელი შეიტყო, მკვლელები მოგიგზავნათ და
თავს უნდა უშველოთ.

– თქვენ ვინ ხართ? – ვკითხე ვიქტორს.

– მე ერთ-ერთი მოგზავნილი მკვლელთაგანი ვარ, მაგრამ, ნუ გეშინიათ. მე ამერიკელებისა და


თქვენი მეგობარი ვარ და აქ თქვენს დასახმარებლად მოვედი. გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი
აღელვების გარეშე გადით სასტუმროდან, რადგან ჩემი მეწყვილე მკვლელი, რომელიც მოხუცი
მოლას სამოსშია გამოწყობილი, ქვევით გელოდებათ და, თუ შეიტყო, რომ ქალის სამოსით ხართ,
ჯერ თქვენ მოგკლავთ, მერე კი – მე.

ვიქტორს მოოქრული სანთებელა „ზიპო“ ვაჩუქე, რომელზეც ცეცხლის მფრქვეველი დრაკონი


იყო ამოტვიფრული და სასტუმროს ნომრიდან გავისტუმრე. შემდეგ ქალის სამოსში გამოვეწყვე,
ჩადრი ჩამოვიფარე, ნომრიდან გავედი და „მოხუც მოლას“ ისე ჩავუარე გვერდით, ვერც კი
მივხდა, ვინ ვიყავი. შემდეგ ამერიკაში გადამიყვანეს და საიმედოდ გადამმალეს. იატაკქვეშეთში
რამდენიმე წიგნი დავწერე, რომლებშიც ბოროტების იმპერიას ვამხელდი და ეს იმპერიაც
დაიშალა. მას მერე სულ მაინტერესებდა, რა ბედი ეწია ვიქტორს, მაგრამ, რას გაიგებ.

ჩემმა მასპინძელმა სიგარეტი ამოაცურა კოლოფიდან და ასანთისკენ წაიწია, მაგრამ მე სანთებელა


ავუნთე.

– რა ნაცნობი „ზიპოა“! – თქვა მასპინძელმა.

– ვიქტორისაა, თქვენ რომ აჩუქეთ, – მივუგე მასპინძელს, რომელიც ცარცივით გაფითრდა ჩემს
პასუხზე და აკანკალებული ხელიდან სიგარეტი გაუვარდა.

– ნუ ღელავთ, ვისკი მოსვით, – ვუთხარი ჩემს მასპინძელს, რომელსაც ვისკით სავსე ჭიქაც
გაუვარდა ხელიდან. მისი ტანჯვა-წამებისთვის ბოლო რომ მომეღო, ერთი ტყვია შუბლში
დავაჭედე მაყუჩიანი პისტოლეტიდან, შემდეგ „ზიპოს“ ჩემი თითების ანაბეჭდები მოვაშორე,
მაგიდაზე დავდე და მასპინძლის ვილა ჩუმად დავტოვე.

ჩემი მასპინძელი ერთადერთი ობიექტი იყო ჩემს „კაგებეშნიკურ“ კარიერაში, რომელიც


ვიქტორის წყალობით, ხელიდან დამისხლტა და მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მოვახერხე
მისი მოხელთება...

ჩვენს საქმეში ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს – ეს ხომ წვრილმანი ქურდობა არ არის, რომ
წლების შემდეგ მის ჩამდენს აპატიო?! მართალია, მე რომ ობიექტის ლიკვიდაცია
განვახორციელე, უკვე არც საბჭოთა კავშირი არსებობდა და არც „კაგებე“, მაგრამ, პროფესიული
ღირსების გრძნობა ხომ დამრჩა და, სწორედ ეს ფაქტორი მამოძრავებდა. ღირსების გარეშე
ცხოვრება კი, პროფესიული იქნება ეს ღირსება თუ არაპროფესიული, უაზრობაა... მე კი, მთელი
ჩემი არსებობის განმავლობაში, აზრიანად ვცხოვრობ და არასდროს მავიწყდება მამაჩემის
შეგონება, რომელიც მეუბნებოდა, ცხოვრებაში ღირსებას და სიცოცხლეს გაუფრთხილდიო...
მამას არასდროს დაუკონკრეტებია, სიცოცხლე უფრო ძვირფასია თუ ღირსება, თუმცა, ზუსტად
ვიცი, რომ ის ცხონებული უღირსეულესი, მებრძოლი ადამიანი იყო და საკუთარი და სხვისი
ღირსების შესანარჩუნებლად სიცოცხლესაც უყოყმანოდ დათმობდა.

ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და, რომ შევხვდით, მითხრა:

– ცოტა არ იყოს, უჩვეულო წინადადება მაქვს შენთან. შეიძლება ასი ათასი დოლარი ისე იშოვო,
საქმის გაკეთება არც კი დაგჭირდეს.

– ეგ როგორ? – ვკითხე რომანს.

– როგორ და, უბრალოდ: ერთ დონს უნდა შეხვდე და შეკვეთა პირადად მისგან მიიღო. თუ
ჭკუაში არ დაგიჯდა, უპრობლემოდ ეტყვი უარს და ის ასი ათასს გადაგიხდის შეწუხებისთვის.

– ხომ იცი, „ძია“, რომ მე თავს არანაირი ფულის სანაცვლოდ არ გავშიფრავ და არც იმ დონს
შევხვდები, – მივუგე „ძიას“.

– არ გაიშიფრები. დონი უსინათლოა, პირისპირ შეგხვდება შენ მიერ დათქმულ ადგილას და შენს
სახეს ვერავინ ნახავს.

– კი მაგრამ, ისეთი რა შეკვეთა აქვს, რომ მაინცდამაინც პირადად უნდა შეკვეთის მოცემა, ან, სხვა
შემსრულებელი როგორ ვერ იპოვა, ამქვეყნად ქილერების მეტი რა არის?

– დავალების შინაარსი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, მას ქილერი კი არა, ნაღდი შემსრულებელი
უნდა, ასეთი კი მსოფლიოში რამდენიმეა და შენ მათ შორის საუკეთესო ხარ.

– მაინც ვინაა ეს დონი?

– აი, ეს, – „ძიამ“ დონის სურათი მიჩვენა. რომ დავხედე, უმალვე თვალწინ დამიდგა მთელი მისი
ისტორია, რომელზეც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბევრს წერდა
მსოფლიო პრესა და მე არც ერთი პუბლიკაცია არ გამომიტოვებია წაუკითხავი. დონი „ეფბეერის“
მიერ ძებნილ საშიშ დამნაშავეთა პირველ ოცდაათეულში იყო, მრავალი წლის განმავლობაში
იატაკქვეშეთში ცხოვრობდა და დაახლოებით მივხვდი, თუ რა ტიპის შეკვეთის მიცემა უნდოდა.
ეს ყველაფერი რომ გავიაზრე, რომანს ვუთხარი:

– თანახმა ვარ შეხვედრაზე და ადგილიც მან დათქვას.

– არ ჯობია, რომ შენს მოედანზე შეხვდე? – მითხრა „ძიამ“. მე გამეცინა და მივუგე:

– ამ შემთხვევაში ამას ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. დონი ძებნაშია და პატივი


ვცეთ მის წლებსა და ჯანმრთელობას. ასე გადაეცი მას და შეხვედრის ადგილის კოორდინატები
გამომიგზავნოს.

– დარწმუნებული ხარ, რომ სწორ ნაბიჯს დგამ?

– აბსოლუტურად.
– მაშინ, შეხვედრის ადგილს ახლავე გეტყვი, – მითხრა რომანმა, – ნიუ-იორკის საზღვაო
ტერმინალის ¹120 ნავსაყუდელზე ლურჯი სწრაფმავალი კატერი იდგება, რომელსაც „ლინდა“
ჰქვია. ამ კატერით ორ კილომეტრს რომ გაცურავ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით, შუა
ზღვაში ფეშენებელური იახტა, სახელწოდებით „რეინბოუ“ შეგხვდება და იმ იახტაზე ახვალ. იქ
მარტო დონი დაგხვდება და დაგელაპარაკება. შეხვედრა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ,
ადგილობრივი დროით, ზუსტად შუაღამეზეა დაგეგმილი და ნიუ-იორკის ნავსაყუდელიდან
თხუთმეტი წუთით ადრე უნდა შეცურო წყალში.

რომანის სიტყვებმა საკმაოდ გამაკვირვა, რადგან „ეფბეერის“ მიერ რამდენიმე ათწლეულის


განმავლობაში უშედეგოდ ძებნილი დონი, ფაქტობრივად, დაუცველი უნდა შემხვედროდა
იახტაზე და, ამ ინფორმაციას რომ გაეჟონა, მას შეიპყრობდნენ, გაასამართლებდნენ და
სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გამოამწყვდევდნენ. ამიტომ „ძიას“ ვუთხარი:

– როგორ დავიჯერო, რომ ასეთმა გამოცდილმა დონმა სიფრთხილე დაკარგა და ერთი კვირით
ადრე, ასე ღიად დანიშნა შეხვედრა?

– დაუჯერებელი აქ არაფერია, ჩემო კოკი. უბრალოდ, ჩვენი კანტორაა იმდენად კარგად


ორგანიზებული და ავტორიტეტული, რომ უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობს და მას
ზემოხსენებული დონიც კი ენდობა. ჩვენ, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ამ პროფილის
ერთადერთი უწყება ვართ, სადაც სპეცსამსახურის აგენტმა ვერ შემოაღწია, ანუ, ასე ვთქვათ,
სუფთები ვართ, – მომიგო რომანმა და, სანამ ტრადიციულად, უკანმოუხედავად წავიდოდა,
მითხრა: – აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!

ნიუ-იორკში შეხვედრამდე სამი დღით ადრე ჩავედი. რა თქმა უნდა, სრულ კონსპირაციას
ვიცავდი და შეხვედრაზეც გარეგნობაშეცვლილი, თუმცა, შეუიარაღებელი გავემართე. კატერი
„ლინდა“ იახტა „რეინბოუს“ მივაბი, გემბანზე ავედი და გაჩახჩახებულ სალონში რომ შევედი,
ტყავის რბილ სავარძელში ჩაფლული მოხუცი დონი დავინახე, რომელიც კლასიკური სტილის
ძვირფას სამოსში იყო გამოწყობილი და უფრო პენსიაში მყოფ პრეზიდენტს ჰგავდა, ვიდრე
„ეფბეერის“ მიერ ძებნილ, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მაფიოზს.

– მოხვედით, ჩემო მეგობარო? – ერთ დროს ძლევამოსილმა დონმა ხელი გამომიწოდა და, რომ
ჩამოვართვი, დაამატა, – ჩემ პირდაპირ დაბრძანდით, სასმელი მიირთვით, სიგარა, თუ გნებავთ
და, საერთოდ, ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში.

– გმადლობთ, დონ! მე თქვენ ყურადღებით გისმენთ, – ვუთხარი მასპინძელს, რომელმაც მითხრა:

– თქვენზე მითხრეს, რომ ამ საქმეში საუკეთესო სპეციალისტი ხართ.

– გმადლობთ, დონ.

– ალბათ, გაოცებული ხართ ჩემი ასეთი გაუფრთხილებლობით.

– სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, როდესაც შეხვედრის ზუსტი ადგილი ერთი
კვირით ადრე მაცნობეთ. ჩვენს საქმეში მე უფრო მეტ სიფრთხილეს ვარ ჩვეული.
– პრინციპში, მართალი ხართ, მაგრამ მე მათ ცოცხალი არასოდეს ჩავბარდები და სიცოცხლის
ბოლომდე მაიმუნივით გალიაში არ გამოვამწყვდევინებ თავს, – მითხრა დონმა, მოოქრული
„ბრაუნინგი“ ამოაცურა, დამანახვა, შემდეგ კვლავ შეინახა და დაამატა: – ამ იარაღში ყოველთვის
ერთადერთი ტყვია დევს და ის ჩემთვისაა განკუთვნილი.

– იმედია, საქმე მაქამდე არ მივა, დონ!

– რა თქმა უნდა, ჩემო მეგობარო, რა თქმა უნდა. მე, მართალია, ასაკში ვარ, მაგრამ სულაც არ
მომბეზრებია სიცოცხლე და ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ჩემსას
არ შევასრულებ.

– იმედია, დიდხანს იცოცხლებთ, დონ, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ.

ჯანმრთელობის ხსენებაზე მოღიმარმა დონმა პირქუში სახე მიიღო და ჩახლეჩილი ხმით,


ზუსტად ისე, მარლონ ბრანდოს გმირი რომ ლაპარაკობს კინოფილმ „ნათლიაში“, მითხრა:

– მათ მე ჯანმრთელობაც შემირყიეს, თავისუფლებაც შემიზღუდეს და ძალაუფლებაც წამართვეს,


მაგრამ, აი, ღირსებას ვერ მოერივნენ, თუმცა მას ტალახი ესროლეს. ახლა კი დადგა დრო, ეს
ტალახი ჩამოვირეცხო და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, ამაში დამეხმაროთ, – დონმა უსინათლო
თვალები მომაპყრო და მცირეოდენი პაუზის შემდეგ მკითხა: – დამეხმარებით, ჩემო მეგობარო?

– მე აქ სწორედ ამისთვის ვარ, ძვირფასო დონ!

– ახლა კი უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ, – დონმა სამი ასაკოვანი ადამიანის ფოტო მაჩვენა და
მითხრა, – ეს გარეწრები ჩემზე ოც-ოცი წლით უმცროსები არიან. ერთ დროს ჩემი ყურმოჭრილი
მონები იყვნენ და რასაც ვეტყოდი, ყველაფერს ყოყმანის გარეშე ასრულებდნენ. ამის გამო მე
ისინი დავაწინაურე, დიდ სიმაღლეებზე ავიყვანე, მათ კი, მადლიერების ნაცვლად, მიღალატეს
და ჩემი განადგურება მოინდომეს. თუმცა, მხოლოდ დამტკეპნეს და ჩემი ღირსება ტალახში
ამოსვარეს, მაგრამ, ვერ წამართვეს. მრავალი წელი ვიმუშავე მათ გამოსააშკარავებლად,
ყველაფერი გავარკვიე და ახლა შურისძიების დრო დადგა. მე მინდა, ჩემო მეგობარო, რომ სამივე
უვნებლად მომგვარო, მერე კი მე ვიცი. შენ კი, თითოეულ მათგანში მილიონ დოლარს მიიღებ
ხელზე, გინდა, ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში, სამ მილიონს უდრის და, მგონი, პატარა ფული
არ უნდა იყოს. თუმცა, ფულს იმ შემთხვევაშიც მიიღებ, თუკი უარს იტყვი ამ საქმეზე, ოღონდ,
ასეთ შემთხვევაში, თანხა ასი ათასი დოლარი იქნება. საქმე იოლი არაა და ამდენ ფულს სწორედ
ამიტომ ვიხდი. რას იტყვი, თანახმა ხარ მის შესრულებაზე?

– დიახ, დონ, თანახმა ვარ.

– ძალიან კარგი. მოხარული ვარ, რომ თანხმობა მომეცი და შეკვეთა მიიღე. იმედია, ღირსეულად
შეასრულებ და ყველაფერი კარგად იქნება.

– დიახ, დონ, ყველაფერი კარგად იქნება.

– მაშინ, ჩემო მეგობარო, მე გეტყვით ადგილს, სადაც ის გარეწრები უნდა მოიყვანოთ, – მითხრა
დონმა, მაგრამ მე მას სიტყვის დასრულება არ ვაცადე და ვუთხარი:
– მოდი, ასე მოვილაპარაკოთ, დონ, სამივეს მე ერთ ადგილას მივიყვან. ყველაფერი რომ
მოგვარდება, დაგირეკავთ, ადგილმდებარეობას გეტყვით და ისინი თქვენმა ხალხმა იქიდან
წაიყვანოს, პარალელურად კი, თანხა ჩემს ანგარიშზე გადმორიცხეთ.

– კეთილი, ჩემო მეგობარო, ძალიან კარგი წინადადებაა, – მითხრა დონმა და ქაღალდზე


დაბეჭდილი ჩემი საბანკო ანგარიშის ნომერი გამომართვა. შემდეგ ტელეფონის ნომერი
მიკარნახა, რომელზეც მე უნდა დამერეკა საქმის შესრულების შემდეგ და რომელიც მე ტვინში
ჩავიბეჭდე. ბოლოს კი დონს გამოვემშვიდობე, სწრაფმავალ კატერში ჩავჯექი და ნიუ-იორკის
საზღვაო ტერმინალში დავბრუნდი.

სამივე მაფიოზი წარმატებით გავიტაცე და ნიუ-იორკის ერთ-ერთი სახლის სარდაფში


გამოვამწყვდიე, რომელიც წინასწარ ორი თვით დავიქირავე. ხანში შესული მაფიოზების
გატაცების გეგმა საგულდაგულოდ მქონდა შემუშავებული და სამივე მაშინ გავიტაცე ერთ-ერთი
მათგანის „ლიმუზინით“, როდესაც ისინი დიდბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმის პრემიერაზე
მიემგზავრებოდნენ, რომლის დამფინანსებლებიც თავად იყვნენ. მე ჯერ „ლიმუზინის“ მძღოლი
გავთიშე და მისი ადგილი დავიკავე. შემდეგ კი მაფიოზები აეროზოლით მივაძინე და მხოლოდ
მაშინ გაახილეს თვალები, როდესაც სარდაფში „შევზიდე“...

– ცხადში ვარ თუ მესიზმრება? – დასჭექა ერთ-ერთმა მაფიოზმა, როდესაც მიხვდა, რომ იქ არ


იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო. მერე თავის კოლეგებს ჩემზე ზიზღით მიანიშნა და
ჰკითხა:

– ეს კაცი, ეტყობა, თვითმკვლელია, რადგან აქ მოვუყვანივართ. როგორც ჩანს, სიცოცხლე


მობეზრებია.

– თვითმკვლელი კი არა, მგონი, დაქირავებული მკვლელი უნდა იყოს, – მიუგო კოლეგამ და


ამოიხვნეშა, მე კი მათ ცინიკურად გამოვუცხადე:

– რა თქმა უნდა, დაქირავებული მკვლელი ვარ, მაგრამ, თქვენი მოკვლა ჩემთვის არ


დაუვალებიათ, მე მხოლოდ პატრონს უნდა ჩაგაბაროთ, იმან კი თვითონ იცის თავისი საქმის.

– ჩემო მეგობარო, – შემევედრა აქამდე ჩუმად მყოფი მესამე მაფიოზი, – ჩვენ ძალიან მდიდარი
ადამიანები ვართ და იმაზე ასჯერ მეტს გადაგიხდით, ვიდრე თქვენ ჩვენს გატაცებაში გიხდიან.
დაასახელეთ თანხა და მას თქვენ ზუსტად ორ საათში მოგართმევენ.

– თითოეული თქვენგანის გატაცებაში ერთი მილიონი დოლარი გადამიხადეს, სულ სამი


მილიონი, – ვთქვი მე.

– მერედა, რა პრობლემაა? – თქვა მესამე მაფიოზმა, – სიკვდილს ფულის გადახდა არ ჯობია?


სამასი მილიონი დოლარი პატარა ფული არ არის, თუმცა, ჩვენი სიცოცხლე უფრო მეტი ღირს.
ამიტომ, ამ ფულს დაუყოვნებლივ მიიღებთ, მაგრამ, სიტყვა მოგვეცით, რომ გაგვიშვებთ. ჩემი
სიტყვები რომ ტყუილი არ გეგონოთ, მე ერთი კაცის ტელეფონის ნომერს მოგვცემთ, რომელსაც
დაურეკავთ, პაროლს ეტყვით და ის თქვენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ ბანკში
გადაგირიცხავთ ფულს, ან ნებისმიერ ადგილზე ხელზე გადმოგცემთ.
აშკარა იყო, რომ მაფიოზის სიტყვებს წყალი არ გაუვიდოდა და სამას მილიონ დოლარს
უპრობლემოდ მივიღებდი, მაგრამ, მეც ღირსების კაცი ვარ და გატაცებულ მაფიოზებს მტკიცედ
მივუგე:

– არა!

– კი მაგრამ, რატომ, ჩემო მეგობარო? – მკითხა ჯერ კიდევ მშვიდად მყოფმა მესამე მაფიოზმა, –
თქვენი და თქვენი მოდგმის ცხოვრება ყოველმხრივ უზრუნველყოფილი იქნება. გარდა ამისა,
თქვენ შეგიძლიათ, ისე გაუჩინარდეთ, თვით ეშმაკიც ვერ მოგაგნებთ და, ფაქტობრივად, არაფერს
რისკავთ.

მაფიოზი მართალს ამბობდა, მაგრამ, სამასი მილიონი დოლარის დაუფლების პერსპექტივამ


წამითაც ვერ მაცდუნა და გავიმეორე:

– და მაინც, არანაირად არა!

– კი მაგრამ, რატომ, ეშმაკმა დალახვროს! – იღრიალა მოთმინებიდან გამოსულმა მესამე


მაფიოზმა, წამოწითლდა და აცახცახებული ყბით დაამატა, – მილიარდ დოლარს მოგცემთ,
ოღონდ გაგვიშვი!

მილიარდი დოლარი მართლაც რომ სუპერფანტასტიკური თანხაა, მაგრამ, მე ვერც ამან მაცდუნა
და ვთქვი:

– არა! ღირსება ნებისმიერ თანხაზე მაღლა დგას, ის შეუფასებელია!

გატაცებული მაფიოზები ჩემმა სიტყვებმა ისტერიკაში ჩაყარა და, გულები რომ არ დახეთქოდათ
და ნაადრევად არ დახოცილიყვნენ, კვლავ დავაძინე. შემდეგ შემკვეთის მიერ მოცემულ ნომერზე
დავრეკე და წინასწარ შეთანხმებული ტექსტით ვამცნე, რომ საქმე შესრულებული იყო, თან
სარდაფის მისამართიც ვუთხარი:

– ისინი იქიდან მაქსიმუმ ერთ საათში უნდა წაიყვანოთ, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მათ
მიაგნონ და ხელიდან გამოგაცალონ. ახლა სამივეს სძინავს, თვითონვე გაიღვიძებენ და მხოლოდ
ამის მერე შეგიძლიათ, მათთან დიალოგი აწარმოოთ.

– გმადლობთ. „საქონელს“ ახლავე წავიღებთ. ფული კი ერთ საათში თქვენს ანგარიშზე იჯდება, –
მომიგო მამაკაცის ხმამ, გამომემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.

გატაცებული მაფიოზების დაძინება იმითაც იყო სასარგებლო დონისთვის, რომ ფხიზელი


მაფიოზები მის ხალხსაც, ისევე როგორც მე, მილიარდ დოლარს უეჭველად შესთავაზებდნენ და,
თავს ვერ დავდებდი იმაზე, რომ უსინათლო მაფიოზის „ბიჭები“ ასეთ შემოთავაზებაზე ჩემსავით
უარს იტყოდნენ...

მე არ ვიცი, როგორ გაუსწორდა ჩემი შემკვეთი მაფიოზი თავის ყოფილ, მოღალატე ხელქვეითებს,
მაგრამ თბილისში სიამაყის გრძნობით და საგრძნობლად გაზრდილი საბანკო ანგარიშით
დავბრუნდი. იმავე საღამოს „ძიამ“ დამირეკა, მეორე დღისთვის შეხვედრა დამინიშნა და, რომ
მივედი, მითხრა:

– აღფრთოვანებასა და გაოცებას ვერ ვმალავ, ჩემო კარგო: მესამედ წილში ერთი მილიონი
დოლარი მერგო. ასეთი რა გააკეთე, ნახევარი ნიუ-იორკი გაწყვიტე?

– ერთი კაციც არ მომიკლავს, – მივუგე რომანს.

– რაო, რა თქვი? – ყურებს არ უჯერებდა „ძია“.

– ერთი კაციც არ მომიკლავს, – მშვიდად გავიმეორე მე.

– აბა, ამდენი ფული რაში გადაგიხადეს?

– ეგ რა არის, მოწინააღმდეგე მხარე მილიარდ დოლარს მიხდიდა საქმის არშესრულებაში.

– რამდენს?

– მილიარდ დოლარს, – გავუმეორე „ძიას“, ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ასე


დავაბოლოვე: – ბოლოს სამივე დავაძინე, რომ შიშისგან გულები არ გახეთქოდათ ან უსინათლოს
ხალხი არ ეცდუნებინათ.

– საღოლ, ძმაო, ფოლადის ნებისყოფა გქონია! მე ასეთ ცდუნებას ნამდვილად ვერ გავუძლებდი
და მილიარდი დოლარის აღებაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი უარს. ახლა კი მართლა მივხვდი,
რატომ ხარ ამ საქმეში ყველაზე ძლიერი და ასე დიდხანს რატომ შემორჩი ცოცხალი ჩვენს
ბიზნესს.

ცდუნება რომ კაცის კვლასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა, კარგად ვიცი და,
თუკი კაცის კვლა ჩემი პროფესიაა და ამ ცოდვის ჩადენას ვერ ავცდები, ცდუნების გაძლება ჯერ
კიდევ ადრეული ბავშვობიდან შევისისხლხორცე და არ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ მე მას
ავყოლოდი.

– ცდუნებას ნურასოდეს აჰყვები, სულს ფულზე ნურასდროს გაცვლი, – მეტყოდა ხოლმე


დედაჩემი და იქვე დაამატებდა: – სული მარადიულია, ფული კი წარმავალი, დროებითი,
ცეცხლი ეკიდება და იწვის. სულს თუ ცეცხლი წაეკიდა და წვა დაიწყო, ის ჯოჯოხეთში
ჩავარდება, იქიდან ამოსვლა კი შეუძლებელია. გამოუვალ მდგომარეობაში ნურასოდეს ჩაიგდებ
თავს.

მართალია, ცდუნებას არასოდეს ავყოლივარ, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არაერთხელ


ჩავვარდნილვარ, თუმცა, ყოველთვის გამოვსულვარ იქიდან და ამაში, ცოდნა და გამოცდილება
მეხმარება.

როგორც გამოცდილების გარეშე არაფერია ცოდნა, ასევე მხოლოდ ცოდნით – შეუძლებელია


ფონს გასვლა გამოცდილების, განგების მიერ ბოძებული იღბლის გარეშე, მით უმეტეს, ჩემი
პროფესიის ადამიანებისთვის. იღბლის ხელს კი მე ყოველთვის მტკიცედ ვგრძნობ....
ერთხელ, ერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მორიგ დავალებას ვასრულებდი. ობიექტი, რომლის
ლიკვიდაციაც უნდა მომეხდინა, სისხლისმსმელი სამხედრო გენერალი იყო და მას
თავზეხელაღებული მრავალრიცხოვანი პირადი მცველები სდარაჯობდნენ. ჩემს ამოცანას ისიც
ართულებდა, რომ ლათინოსი გენერალი მიუდგომელ სამხედრო ყაზარმაში ცხოვრობდა, სადაც,
ჯერ ერთი, შეუმჩნევლად ვერ შეაღწევდი, მაგრამ, თუ შეაღწევდი, იქიდან უკან ვეღარ
დაბრუნდებოდი. მე იქ შევაღწიე, მაგრამ, არა მარტო იარაღის შეტანა ვერ მოვახერხე, კალამიც კი
ჩამომართვეს და, რადგან მე მასთან ჟურნალისტის სტატუსით, ინტერვიუს ჩამოსართმევად
ვიყავი მისული, მითხრეს, რომ აუდიოჩანაწერს თავადვე გააკეთებდნენ, კასეტას კი ინტერვიუს
დამთავრებისთანავე, გენერლის კაბინეტიდან გამოსვლის შემდეგ გადმომცემდნენ. მოკლედ,
გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და გენერლის კაბინეტში იმ შეგნებით შევედი, რომ მას
შიშველი ხელებით მოვკლავდი, კისერს მოვტეხდი, მაგრამ ამ საქმეს შევეწირებოდი, რადგან
იქიდან გამოსვლის შანსი ნულის ტოლი იყო.

შევედი თუ არა გენერალთან, რომლის კაბინეტიც ყაზარმის მეოთხე სართულზე მდებარეობდა,


იქაურობა შევისწავლე და დავრწმუნდი, რომ იქიდან გასვლა ან გაქცევა შეუძლებელი იყო. საქმის
შესრულებისთანავე ფანჯრიდან გადასვლა კი შემეძლო ვიწრო კარნიზზე, მაგრამ, მაინც
შეიარაღებული ჯარისკაცების ალყაში მოვექცეოდი.

გენერალს კისერი მოვტეხე, შემდეგ კაბინეტის კარი გადავრაზე და მეოთხე სართულის


ფანჯრიდან კარნიზზე გავედი, რომ როგორმე გავქცეულიყავი, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩემი
შანსები ნულს უდრიდა და კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცების ალყაში მოვყევი.
ყველაზე ცუდი იმ მომენტში ის იყო, რომ თავის მოკვლის შანსიც არავინ დამიტოვა –
თვითმკვლელობის მიზნით ყაზარმის ეზოში რომ არ გადავმხტარიყავი, ჯარისკაცებმა
სასწრაფოდ ბრეზენტი გაჭიმეს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, როგორც კი შემიპყრობდნენ, საშინელი
წამებით ამომხდიდნენ სულს და ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდებდნენ, რომ ნორმალური
სიკვდილი სანატრელი გამიხდებოდა.

– გადმოხტი, გადმოხტი, ნუ გეშინია! – სადისტური ირონიით მიხმობდა ყაზარმის ეზოში


მდგარი შავტუხა, წვრილულვაშა ოფიცერი და ხელს მიქნევდა, მე კი კარნიზზე ვიდექი და
გუნებაში ჩემს ცოლ-შვილს ვემშვიდობებოდი.

უცებ მტკიცედ გადავწყვიტე, ჯერ მესკუპა და ტენტზე დავმხტარიყავი, შემდეგ კი რომელიმე


ჯარისკაცს ვწვდომოდი კბილებით ყელში და მომეკლა, ამასობაში კი ალბათ, მეც მომკლავდნენ,
მაგრამ, საშინელ წამებას მაინც გადავურჩებოდი და ერთ კაცს მაინც გავიყოლებდი თან. თუმცა,
საქმე აქამდე არ მისულა. განგებამ თავისი ყოვლისშემძლე ხელი წამახმარა და, როგორც
ყოველთვის, იმ მდგომარეობიდანაც გამარჯვებული გამოვედი...

უკვე გადმოხტომას ვაპირებდი და შესაბამისი პოზაც მივიღე, როდესაც, მოულოდნელად,


დედამიწა იძრა და ირგვლივ მიწა გაიხსნა.

მე თვითონაც მიკვირს, როგორ მოვახერხე, მაგრამ რამდენიმე წამში უკვე ტენტზე ვეგდე. მერე
არეულობით ვისარგებლე და გავქრი იქიდან.
მოსკოვში რომ დავბრუნდი, პირდაპირ შჩუკინის კაბინეტში მიმიყვანეს, სადაც მუხინიც
იმყოფებოდა. ჩემმა შეფმა მითხრა:

– შენ, ჩემო კარგო, ნამდვილად ბედის რჩეული ხარ. ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ვიცი, რომ
დავალება სანიმუშოდ შეასრულე და საკუთარი თავი, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში
ჩააყენე, მაგრამ, გაგიმართლა. გილოცავ, დღეიდან შენ საბჭოთა უშიშროების სამსახურის მაიორი
ხარ და შენი ჯილდოების კოლექციას „დიდების მეორე ხარისხის ორდენი“ შეემატა. მესამე
ხარისხი გაქვს, პირველი დაგრჩა და, სამივე რომ გექნება, სტატუსით უკვე საბჭოთა კავშირის
გმირს გაუტოლდები. თუმცა, თუ ასე გააგრძელე, საბჭოთა კავშირის გმირობას ისედაც მიიღებ.
მოკლედ, გილოცავ, კოკი! წინსვლასა და წარმატებას გისურვებ!

ჯილდო და წოდება მუხინმაც მომილოცა, შჩუკინის კაბინეტიდან ჩემთან ერთად გამოვიდა და


გამომშვიდობებისას მითხრა:

– ნამდვილად არ მეგონა, ცოცხალი თუ დაბრუნდებოდი, მართლაც რომ ბედის რჩეული ხარ.


ჩემი ნება რომ იყოს, საბჭოთა კავშირის გმირობას ახლავე მოგცემდი. სხვათა შორის, შჩუკინმა
წარგადგინა კიდეც ამ წოდებაზე, მაგრამ, ამჯერად მხოლოდ „დიდების მეორე ხარისხი“
მოგანიჭეს. ნახვამდის, ჩემო კარგო, სიცოცხლესა და წარმატებებს გისურვებ!

ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ორივე მაღალჩინოსანი გენერალი სინდისის ქენჯნას გრძნობდა
ჩემ წინაშე და ასეთი მოწიწებით იმიტომ შემხვდნენ. თუმცა, მათგან არც მანამდე და არც შემდგომ
ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ მახსოვს. მათ ჩემთან ყოველთვის იმაზე ახლო ურთიერთობა
ჰქონდათ, ვიდრე ეს „კაგებეში“ იყო მიღებული და ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ორივე
გენერალს არაერთი სამსახურებრივი ჯილდო და მადლობა ხვდათ წილად ჩემი წყალობით.
გარდა ამისა, მე ორივეს სიცოცხლე ვიხსენი და ისინი მე ამის გამოც მემადლიერებოდნენ.

ჩემი სასწაულებრივად გადარჩენიდან სამი თვის განმავლობაში ცენტრს არ შევუწუხებივარ, რაც,


როგორც შევიტყვე, პირადად შჩუკინის დამსახურება იყო.

– კოკი ძალიან ძვირფასი და საჭირო თანამშრომელია. მიზანშეუწონლად მიმაჩნია მისი შეწუხება


ყოველი წვრილმანის გამო; ვფიქრობ, ხანდახან სხვა თანამშრომლებმაც უნდა იყნოსონ დენთი, –
უთქვამს შჩუკინს მუხინისთვის, რაშიც მუხინიც დაეთანხმა.

სამთვიანი უქმეების შემდეგ მუხინმა გამომიძახა და მითხრა:

– სამი თვის შემდეგ ერთი დავალება უნდა შეასრულო. ამისთვის კი, ადამიანის ტუჩების
მოძრაობით სიტყვების ამოცნობა უნდა ისწავლო.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო! – მივუგე მუხინს.

– მოკლედ, ასე, კოკი, ორკვირიან კურსს გაივლი, შემდეგ დაისვენებ და დავალების შესრულების
დრო რომ მოვა, შეგატყობინებთ, – მითხრა მუხინმა და კაბინეტიდან გამომაცილა.

ახალი უნარ-ჩვევა „კაგებეს“ ინსტრუქტორის დახმარებით ორ კვირაში ბრწყინვალედ ავითვისე.


ცოდნის გასაღრმავებლად, ჩემგან შორს მდგარი, მოლაპარაკე ადამიანების ტუჩებს
ვაკვირდებოდი და მათ დიალოგებს ვშიფრავდი. „კაგებეს“ ინსტრუქტორმა ამ უნარ-ჩვევის
პრინციპი და სავარჯიშოები მასწავლა, მე კი ისინი თავადვე გავიღრმავე და ისე დავამუღამე, რომ
დღეს ყველა იმ ენაზე შემიძლია დიალოგების გაშიფვრა, რომლებზეც თავად ვლაპარაკობ...

ორკვირიანი კურსები რომ დავასრულე, მერის შვებულების დროც დადგა და დასასვენებლად


ზღვისპირეთში, კერძოდ კი სოჭში, ერთ-ერთ პრესტიჟულ სანატორიუმში გავემგზავრე ცოლ-
შვილთან ერთად.

სანამ ჩემი ცოლ-შვილი მაღაზიებში საყიდლებზე დადიოდა, რაც მე ძალიან მეზარებოდა და


თითქმის არასოდეს მივყვებოდი მათ, გამოვიდოდი ხოლმე ჩვენი ნომრის უზარმაზარ,
მოჩუქურთმებულ აივანზე, გამოვიტანდი სუპერდურბინდს, ადამიანებს ვუთვალთვალებდი,
მათ დიალოგებს ვშიფრავდი, ცოდნას ვიღრმავებდი და ამგვარად ვემზადებოდი ახალი
დავალებისთვის.

ერთ დღეს მერიმ ხელი დაავლო ბავშვებს და მორიგი ვოიაჟი დაიწყო მაღაზიებში, მე კი ჩემი
უზარმაზარი დურბინდი აივანზე გავიტანე, სივრცეს მივუშვირე და ზღვის ულამაზესი პეიზაჟის
თვალიერებას შევუდექი, რომელიც ჩემ წინ იყო გადაშლილი. ნაპირიდან დაახლოებით 300
მეტრში პატარა კატერი შევნიშნე. ის წყალში იყო გაჩერებული და მასში ორი მამაკაცი იჯდა.
ერთი დაახლოებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა, მეორე კი – ოცდაათის. ისინი ჩემგან
ნახევარბრუნში ისხდნენ, საუბრობდნენ და მე მათ სახეებს კარგად ვხედავდი. ამიტომ მათი
საუბრის კარგად გაშიფვრაც შემეძლო და ჩემს ჩვეულ საქმიანობას შევუდექი. მით უმეტეს, რომ
ხანში შესული მამაკაცის პირველმა ფრაზამ დამაინტერესა და მათი დიალოგისთვის თვალი არ
მომიწყვეტია.

– აქ, ამ სიშორეზე იმიტომ შემოგაცურე, საშა, რომ არავინ მოგვისმინოს, – უთხრა ხანში შესულმა
მამაკაცმა მეორეს, – შენც ხომ კარგად იცი, რას წარმოადგენს ჩვენი უწყება, მას ყველგან აქვს
ყურები, თვალები და მხოლოდ აქ თუ ვიგრძნობთ თავს უსაფრთხოდ.

აშკარა იყო, რომ „ჩვენს უწყებაში“ ხანში შესული მამაკაცი „კაგებეს“ გულისხმობდა და არც იმის
მიხვედრა იყო რთული, რომ ორივე თუ არა, ის მაინც, „კაგებეშნიკი“ იქნებოდა.

„ცდები, ჩემო მეგობარო, – გავიფიქრე გუნებაში, – ჩვენს უწყებას თვალი და ყური წყალშიც კი
აქვს. აბა, ამოშაქრე, რას მალავ!“

– გისმენთ, ივან ივანიჩ, – მიუგო საშამ თავის უფროს კომპანიონს, რომელმაც მას უთხრა:

– ბევრი ლაპარაკი არც აქ შეიძლება, ამიტომ, მოკლედ გეტყვი. ის იქს დღე, რომელზეც მე შენ
ადრე გელაპარაკებოდი, ზეგ დადგება, ის ორი უცნობი კი გენერლები, შჩუკინი და მუხინი არიან.
ორივე ზეგ, დილის 9 საათზე ბალაშიხაში, ჩვენი სასწავლო საწვრთნელი ცენტრისკენ აიღებს
გეზს. შენი მოვალეობაა მათი მანქანის აფეთქება. გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია, ივან ივანიჩ! ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება, – მიუგო ივან
ივანიჩს საშამ.
– ჰოდა, ჩემო საშა, ჩათვალე, რომ ექვსი თვის შემდეგ ორ რიგგარეშე ჩინს მიიღებ, ჩემს უწყებაში
გადმოგიყვან და სპეცდანიშნულების ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსად დაგნიშნავ. მოკლედ,
სულ მალე მაიორი გახდები, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერს შეასრულებ.

– შევასრულებ, ივან ივანიჩ, ეგეთები შემისრულებია? – მიუგო შემკვეთს შემსრულებელმა.

– ასეთს პირველად ასრულებ, საშა, და მთელი ყურადღება უნდა მოიკრიბო, მთელი შენი ცოდნა
გამოიყენო და არ ჩაფლავდე.

– რა ჩამაფლავებს, ივან ივანიჩ, სასწორზე ჩემი სიცოცხლე, კეთილდღეობა და კარიერა დგას და


ამას ჩავაფლავებ?

– კარგი, კარგი, მოკლედ, ყველაფერი შეთანხმებულია. მოსკოვში დაუყოვნებლივ, ახლავე


გადაფრინდები. ბილეთი შენს სახელზეა დაჯავშნული. ახლა კი ორასიოდე მეტრით ნაპირთან
მიგაახლოვებ, შემდეგ კი წყალში გადახტი და შენით გაცურე, თორემ, მე რომ მიგიყვანო
ნაპირთან, შეიძლება, შემთხვევით ვინმემ დაგვინახოს და „დავიწვათ“, – უთხრა ივან ივანიჩმა
საშას.

– საჭირო არაა, ივან ივანიჩ, მე აქედანაც კარგად მივცურდები ნაპირამდე, – თქვა საშამ,
კატერიდან წყალში ისკუპა და ნაპირისკენ გამოცურა.

ივან ივანიჩმა ერთხანს უყურა საშას და, სანამ კატერს ადგილიდან დაძრავდა, ჩაილაპარაკა:
„მიუხედავად იმისა, რომ ბრიყვია, შესანიშნავი საბრძოლო და ფიზიკური მომზადება აქვს
გავლილი. ისე, ცოდვაც კი არის სასიკვდილოდ, მაგრამ, ასეთი მოწმის ცოცხლად დატოვება
უფრო მეტი სიბრიყვე იქნებოდა ჩემი მხრიდან“.

ჩემ მიერ გაშიფრული საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან მოულოდნელი და, თუ შეიძლება ითქვას,
შოკის მომგვრელი იყო. თუმცა, წამითაც არ დავბნეულვარ და უკვე ვიცოდი, როგორ უნდა
მემოქმედა. პირველ ყოვლისა, სასწრაფოდ საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი, მინიფოტოაპარატიანი
სანთებელა ავიღე და ზღვის ნაპირზე გავედი. ამასობაში საშაც გამოვიდა ნაპირზე და მე მას
სურათი გადავუღე. იგი, უხეში, ათლეტური აღნაგობის ოცდაათიოდე წლის წითური მამაკაცი
იყო და სიბრიყვე სახეზე ეწერა. საშა რომ „წავიდა“, ხუთიოდე წუთი პლაჟზე დავყავი, შემდეგ
სანატორიუმში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და სპეციალური ჯავშნით მოსკოვის
ბილეთი შევუკვეთე თვითმფრინავზე. ამასობაში ჩემი ცოლ-შვილიც დაბრუნდა, მათ ლამის
ნახევარი სოჭი ეყიდათ და ხელში სხვადასხვა ზომის ჭრელ-ჭრელი პარკები ეჭირათ.

– ისევ გამოგიძახეს, კოკი? – მკითხა მერიმ.

– მოსკოვში უნდა გავემგზავრო და სამი დღის შემდეგ დავბრუნდები, – მივუგე მერის და ვაკოცე,
შემდეგ შვილებსაც მივუალერსე და წავედი.

საბჭოეთის დედაქალაქში საღამოს 8 საათზე ჩავფრინდი და აეროპორტიდან მოყოლებული,


ერთი საათის განმავლობაში, ცრუ მანევრებს ვასრულებდი იმის გამოსავლენად, ვინმე ხომ არ
მითვალთვალებდა. ხოლო როდესაც დავრწმუნდი, რომ „კუდი“ არ მაჯდა, კალინინის გამზირზე
მდებარე ერთ-ერთ სატელეფონო ჯიხურში შევედი და პირდაპირ შჩუკინს დავურეკე
კონსპირაციულ ნომერზე, რომელიც საგანგებო შემთხვევებისთვის იყო. როდესაც მან ყურმილი
აიღო, პაროლით დაველაპარაკე, რომელიც წინასწარ გვქონდა შეთანხმებული.

– საღამო მშვიდობისა, ამხანაგო პროფესორო. მე თქვენი სტუდენტი ვარ, სკვორცოვი, – ვუთხარი


გენერალს.

– საღამო მშვიდობისა, ვიქტორ, – მომიგო გენერალმა, რომელიც მიხვდა, რომ რაღაც საგანგებო
მოხდა, – ალბათ, გაინტერესებთ, ჩათვლა როდის დაგინიშნეთ, ხომ?

– დიახ, მაინტერესებს და, თუ არ შეგაწუხებთ მინდა, რომ თქვენთან წინასწარი კონსულტაცია


გავიარო.

– არ შემაწუხებ. ხვალ, დილის ათ საათზე, ჩემს კათედრაზე მობრძანდით და კონსულტაციებს


ჩაგიტარებთ, – მომიგო შჩუკინმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთი საათის მერე გენერალი შჩუკინი
¹2 კონსპირაციულ ბინაში მოვიდოდა, რომელიც იქვე, კალინინის გამზირზე მდებარეობდა.

მე სამასიოდე მეტრით მარცხნივ გადავინაცვლე და ¹2 კონსპირაციული ბინის მოპირდაპირე


მხარეს მდებარე პატარა სკვერში მოვკალათდი, თან მრავალსართულიანი კორპუსის სადარბაზოს
თვალს არ ვაშორებდი. ზუსტად დათქმულ დროს სადარბაზოსთან შავი ფერის ტაქსი გაჩერდა,
იქიდან კი უბრალო სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი შჩუკინი გადმოვიდა და სადარბაზოში
გაუჩინარდა. ორიოდე წუთი ვაცალე, შემდეგ ქუჩაში ტაქსი გავაჩერე და კონსპირაციული ბინის
სადარბაზოსთან დავაცდევინე, მე კი ბინაში ავედი, ზარი დავრეკე და ზღურბლზე გამოჩენილ
გენერალს ვუთხარი:

– წამობრძანდით, ამხანაგო პროფესორო, მანქანა გველოდება.

შჩუკინი მიხვდა, რომ მე მოსმენას ვერიდებოდი. ამიტომ კონსპირაციული ბინის კარი ჩაკეტა და
წამომყვა. ტაქსიში, რა თქმა უნდა, ხმა არ ამოგვიღია და, როდესაც ჩვენ მაქსიმ გორკის სახელობის
უზარმაზარი პარკის ერთ-ერთ მყუდრო სკამზე „მოვყუჩდით“, შჩუკინმა მითხრა:

– რა ხდება, კოკი, რაში დაგჭირდა ამდენი ხლაფორთი და ასეთი ღრმა კონსპირაცია?

– თქვენზე და მუხინზე თავდასხმაა დაგეგმილი – ზეგ უნდა დაგხოცონ.

გენერალი შჩუკინი მრავლის მნახველი და ძალიან გამოცდილი მზვერავი გახლდათ და მისი


გაკვირვება საკმაოდ ძნელი იყო, მაგრამ, ჩემი სიტყვების გაგონებაზე სახე ეცვალა და შემცბარმა
მკითხა:

– კი მაგრამ, საიდან იცი?

– დღეს დილით სოჭში შევიტყვე, – მივუგე შჩუკინს. შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით


მოვუყევი, ფოტოაპარატიანი სანთებელა გადავეცი და ვუთხარი, – ფირზე ის მოწითურო
შემსრულებელი საშაა აღბეჭდილი, რომელიც უფროსი ლეიტენანტის ჩინს ატარებს და ექვს
თვეში მაიორობას ელოდება, თუმცა, ივან ივანიჩს მისი ლიკვიდაცია აქვს განსაზღვრული.
– ესე იგი, ივან ივანიჩი, ხომ? – თქვა შჩუკინმა.

– დიახ, ამხანაგო გენერალო, – ყოველ შემთხვევაში, საშა ასე მიმართავდა მას, – ვუთხარი
გენერალს.

– ყველაფერი სწორია, – მითხრა შჩუკინმა, – ივან ივანიჩი საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-
ერთი ყველაზე ახალგაზრდა გენერალია, ჩინი თავში აუვარდა და, როგორც ეტყობა, მავნე
ნაციონალისტური ამბიციები ვერ მოიშალა. მე და მუხინი განსაკუთრებით ვძულვართ და
მიაჩნია, რომ რუსულ საქმეს ვღალატობთ. ერთი სიტყვით, მოღალატეა და, თუკი მისი მოყუჩება
შევძელით, ჩათვალე, რომ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვიზეიმებთ.

– ჩვენი მოვალეობაც ხომ ესაა? – ვუთხარი შჩუკინს.

– რა? – მკითხა გენერალმა.

– რა და, მოღალატეების „მოყუჩება“.

– ჰო, მაგრამ, როდესაც „კაგებეს“ გენერალს მოღალატეობისთვის აპატიმრებ, საამისოდ მყარი


სამხილები უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღალატისთვის იქით დაგაპატიმრებენ და
თავი არ შეგრჩება მხრებზე. ამიტომ, ძალიან ზუსტი მოქმედებებია საჭირო, ღრმა კონსპირაცია
უნდა დავიცვათ, თან, ელვისებური რეაქცია გამოვავლინოთ. ყოჩაღ, რომ ასე იმოქმედე, ჩვენ
აუცილებლად გავიმარჯვებთ. შენ კი, არამც და არამც არ უნდა გამოჩნდე. შენ შენი მისია უკვე
შეასრულე და, შეგიძლია, დასვენებას დაუბრუნდე სოჭში, დანარჩენს კი მე და მუხინი
მივხედავთ.

– ამხანაგო გენერალო, ნუთუ არ მენდობით? – ვუთხარი შჩუკინს, რომელიც უკიდურესად გააოცა


ჩემმა სიტყვებმა და მომიგო:

– რას ამბობ, კოკი, რას ჰქვია, არ გენდობი? უბრალოდ, შენ იმდენად ძვირფასი თანამშრომელი
ხარ, რომ ამ საქმეში შენი სახელის ამოტივტივება არ გვაწყობს. გამორიცხული არაა, რომ ივან
ივანიჩის მთელი „შაიკა“ ვერ მოვიხელთოთ, ვინმე გარეთ დაგვრჩეს და შენზე, როგორც მათი
გეგმების ჩამშლელზე, შური იძიონ. ეს კი ჩვენ არანაირად არ გვაწყობს და ჩრდილში ამიტომ
გტოვებ.

– კარგი, გასაგებია, – მივუგე შჩუკინს და ვკითხე, – შეიძლება, წავიდე?

– მტოვებ, კოკი? – ხუმრობით მკითხა გენერალმა.

– თქვენს განკარგულებას ვასრულებ.

– კეთილი, წადი. დღესვე დაბრუნდი ცოლ-შვილთან. მე თვითონ გამოგიძახებ და ამ ოპერაციის


შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები.

მე და შჩუკინი გორკის სახელობის პარკში დავშორდით ერთმანეთს. სოჭში რომ ჩავფრინდი,


შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო.
– კოკი, რა მოხდა, ხომ მშვიდობაა? – მკითხა მერიმ, როდესაც კარი გააღო და ზღურბლზე მდგარი
დამინახა.

– შევარცხვინე მაგათი თავი, – ვიცრუე მე, – იმ შტერებმა სრულიად შეცდომით გამომიძახეს! ისე
გავბრაზდი, რომ მათ მიერ სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ ღამის გათევაზე უარი ვთქვი და
აქეთ გამოვფრინდი.

მერი მე აბსოლუტურად მენდობოდა და მცირედი ეჭვიც კი არ შეჰპარვია ჩემს სიტყვებში.

სოჭიდან რომ დავბრუნდით, ორი დღის მერე, მოსკოვში გამომიძახეს. შჩუკინის კაბინეტში რომ
შევდგი ფეხი, სადაც მუხინიც იმყოფებოდა, ორივე გენერალი გულთბილად შემხვდა.

– სიტყვა – სიტყვაა, ხომ შეგპირდი, ყველაფერს პირადად მოგიყვები-მეთქი. დაჯექი, ყავა ან ჩაი
მიირთვი და მომისმინე, – მითხრა შჩუკინმა.

გენერლის მონათხრობიდან შევიტყვე, რომ ჩემს კოლეგებს იმ პერიოდისთვის უნიკალური


სპეცოპერაცია ჩაუტარებიათ. ბალაშიხისკენ მიმავალ, ლარივით გაჭიმულ ტრასაზე მოძრავ
„კაგებეს“ შავი ფერის ფარდებიან „ვოლგაში“ მძღოლი არ იჯდა – ის დისტანციურად
იმართებოდა უკან მომავალი მანქანიდან, რომელიც მას ასი მეტრის დაშორებით მიჰყვებოდა.
როდესაც მანქანამ იმ მონაკვეთამდე მიაღწია, სადაც საშა იყო ჩასაფრებული, მსროლელმა
ნაღმმტყორცნიდან ჭურვი ისროლა და მანქანა ოსტატურად ააფეთქა. საშა ადგილზევე აიყვანეს
და „ლუბიანკაზე“ მიიყვანეს. ამის პარალელურად, ივან ივანიჩის მთელი „შაიკა“ დააპატიმრეს,
ხოლო თავად აბუნტებულ გენერალს კი თვითმკვლელობის საშუალება მისცეს და მან საკუთარ
კაბინეტში „პესეემით“ გაიხვრიტა შუბლი...

– აი ასე, ჩემო კოკი! – დააბოლოვა შჩუკინმა, – მოღალატეების ბანდა განეიტრალებულია. მათი


მეთაური კი, შუბლგახვრეტილი წევს საფლავში და არანაირ საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების რაოდენობამ
თუ იცის, რომ „კაგებეს“ გულში მოღალატეების ჯგუფი მოქმედებდა.

შჩუკინის ბოლო სიტყვები, საბჭოთა იდეოლოგიის უმთავრესი პრინციპის უთვალსაჩინოესი


დადასტურება იყო, ანუ, საბჭოთა კავშირი ყოველივე ნეგატიურს ჩქმალავდა, ხალხს ატყუებდა
და, ჩემი აზრით, ამანაც დიდი როლი ითამაშა საბჭოთა იმპერიის დაშლაში. მაშინ იმდენს ვერ
ვხვდებოდი და იდეოლოგიურ მარწუხებში ისე მაგრად ვიყავი მოქცეული, რომ, ჩემი
ინტელექტის მიუხედავად, ფიქრადაც კი არ გამივლია, რომ ამ უზარმაზარ ქვეყანაში მრავალი
რამ იყო შესაცვლელი. არადა, „პერესტროიკა“ რომ თუნდაც ხუთი წლით ადრე დაწყებულიყო და
ოდნავ მეტი თანმიმდევრულობითა და მტკიცე ხელით განხორციელებულიყო, ახალ, აყვავებულ
საბჭოთა კავშირს მივიღებდით, სადაც ყველა კმაყოფილი და ბედნიერი იქნებოდა, ამერიკას კი
სამი თითის კომბინაციას ვუჩვენებდით და, ბოდიშს გიხდით ამ სიტყვებისთვის, ისინი ფეხებსაც
ვერ მოგვჭამდნენ ძირში... „ფეხების ვერმოჭმაში“ მე საქართველოს ტერიტორიულ-კულტურულ
ერთიანობას ვგულისხმობ და, თუკი არ ჩავთვლით აღმაშენებლისეულ საქართველოს, რომელიც
ნიკოფსიიდან დარუბანდამდე იყო გადაჭიმული, ყველაზე დაცული და უკეთესობისკენ
სწრაფად პროგრესირებადი საქართველო სწორედ იმ სამოცდაათწლიანი კომუნისტური რეჟიმის
პერიოდში იყო. ზოგიერთს, განსაკუთრებით კი ახალი თაობის წარმომადგენლებს, ვისაც
საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია და ამერიკას ბრმად აღმერთებს, ჩემი სიტყვები, შეიძლება,
სასაცილოდაც კი არ ეყოს. თუმცა, ასეთებს ვურჩევ, დაფიქრდნენ, ისტორიას გადახედონ და
გაიაზრონ, თუ როგორი ეთნიკური პროცენტულობა იყო მაშინდელ აფხაზეთსა და სამხრეთ
ოსეთში, რომლებიც დღესდღეობით ჩვენგან განცალკევებული ტერიტორიებია და, ნურც იმას
დაივიწყებენ, თუ როდის დაიწერა „დათა თუთაშხია“, გადაიღეს „ჯარისკაცის მამა“, დადგეს
„რიჩარდ მესამე“, ქართული სპორტი კი არნახულ სიმაღლეზე ავიდა. ამჟამად კი მსგავსი
პრეცედენტი არ არსებობს და მოჩვენებითი მიღწევების ფონზე, რამდენიმე ათასწლოვანი
ქართული კულტურა სულს ღაფავს, მის ადგილს კი ეგრეთ წოდებული ამერიკული მასობრივი
კულტურის გადმონაშთის გადმონაშთი იკავებს და ერის კულტურული გენოციდი
ხორციელდება, რაც, ფაქტობრივად, არც კი განსხვავდება ფიზიკური გენოციდისგან...

სიტყვამ მოიტანა და ასეთი გადახვევა იმიტომ გამომივიდა, თუმცა, ჩემს სიტყვებს ისე ნურავინ
გაიგებს, რომ მე რუსეთის მეხოტბე ან ამერიკის მოძულე ვარ. სულაც არა! პირველ ყოვლისა, მე
დაქირავებული მკვლელი ვარ და არა ექსპერტი. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს
საკმაოდ საღად ვაფასებ, რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ და ჩემი სიტყვებიც ჩემი ნაფიქრალის
შედეგია.

თავის ქებაში ნურავინ ჩამომართმევს, მაგრამ, ვისაც ჩემს ინტელექტთან ჰქონია შეხება, ყველა
ხაზგასმით აღნიშნავდა ჩემს ანალიტიკურ ნიჭს, ჩემი ინსტიტუტის რექტორი კი მოაზროვნეს
მეძახდა.

– კოკი, ჩემო კარგო, – მითხრა რექტორმა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრის დროს, – შენს
მიღწევებსა და შესაძლებლობებს რომ ვაანალიზებ, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ დიდი
მოაზროვნე და სახელგანთქმული პიროვნება დადგება შენგან და, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს,
წილად მხვდება პატივი, მაგრად ჩამოგართვა ხელი.

ჩემი რექტორისგან არაერთი თბილი სიტყვა და მხარდაჭერა მახსოვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ მისი
იმედები არ გავამართლე – მსოფლიო დონის შექსპიროლოგის ნაცვლად, დაქირავებული
მკვლელი გამოვედი და, როდესაც მას უკანასკნელად შევხვდი, უკვე, „არაშექსპიროლოგიური“
გამოცდილების რამდენიმე ათეული წელი მაწვა მხრებზე...

ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვაკეში მივდიოდი ჩემი მანქანით.


უნივერსიტეტს რომ გავცდი, „ლეჩკომბინატის“ გასწვრივ მიმავალ მოხუცს მოვკარი თვალი,
რომელშიც ჩემი ინსტიტუტის ყოფილი რექტორი შევიცანი. ერთ დროს წელში გამართული,
არისტოკრატიული გარეგნობის სიმპათიური მამაკაცი, რომელიც ძველი ინგლისელი ლორდების
შთამომავალს ჩამოჰგავდა, საშინლად დაბერებული, მოტეხილი და დაჩაჩანაკებული
გამოიყურებოდა. მას საოცრად ბინძური, გაცრეცილი ლაბადა ეცვა, მის ძველისძველ,
დაჭმუჭნილ შარვალს კი ასეთივე ძველი, დამსკდარი ფეხსაცმელები „ამშვენებდა“. მას ხელში
ეკავა კაპრონის ბადე, რომელშიც აგურის ფორმის გამხმარი პური და ყველაზე იაფფასიანი
თევზის კონსერვი ელაგა. ჩემს ყოფილ რექტორს ოციოდე მეტრით გავასწარი, მანქანა კუთხეში
გავაჩერე, გადმოვედი და მის შესახვედრად გავემართე. ჩემსა და მას შორის ორი მეტრი იყო
დარჩენილი, მე შევჩერდი და გავუღიმე. მოხუცმა ერთი ნაბიჯიც გადადგა, შეჩერდა, შემომხედა
და, მას მერე, რაც ყურადღებით შემათვალიერა, წელში გაიმართა, გამიღიმა და მითხრა:

– კოკი, ძვირფასო! რამდენი წელია, არ მინახავხარ, როგორ შეცვლილხარ! მაგრამ, ხომ ხედავ,
მაინც გიცანი.

ჩაჩანაკობის მიუხედავად, ჩემს მოამაგეს არც ხმა შესცვლოდა, არც ლაპარაკის მანერა და მისი
სიტყვები ისევე მკაფიოდ ჟღერდა, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ.

– როგორ ბრძანდებით, პატივცემულო? – მოვიკითხე ყოფილი რექტორი და გადავეხვიე, – ძალიან


მოხარული ვარ, რომ კვლავ შეგხვდით.

– როგორც მარტოხელა პროფესორს შეეფერება, ისე, ჩემო კარგო. ძველებურად მხნედ ვეღარ ვარ,
მაგრამ, ვცდილობ, არ დავნებდე ამ ახალ ცხოვრებას და ვიბრძვი, – მომიგო ყოფილმა რექტორმა
და მკითხა, – შენ როგორ ხარ, სად მოღვაწეობ და რას აკეთებ? კი არ დამვიწყებია, რომ
უნიჭიერესი მოაზროვნე იყავი. შენი სადიპლომო ნამუშევარი დღემდე ზეპირად მახსოვს და
შენახული მაქვს ჩემს ბიბლიოთეკაში.

– სამწუხაროდ, შექსპიროლოგიას დიდი ხნის წინათ დავანებე თავი და ბიზნესს მოვკიდე ხელი,
სადაც არცთუ წარუმატებლად ვმოღვაწეობ, – ვუთხარი პროფესორს და გავუღიმე. მან თავი
გადააქნია და მითხრა:

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. შენი ადგილი ინტელექტუალურ საქმიანობაში იყო და არა


ვაჭრობაში, მაგრამ, რას იზამ, ცხოვრება თავის კანონებს გვკარნახობს და ყველას არ შეუძლია
დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, თუმცა, შენი დიდი იმედები მქონდა და, არ დაგიმალავ, რომ
იმედგაცრუებული დავრჩი.

ვაჭრობაში პროფესორი ბიზნესს გულისხმობდა და მისი სიტყვები ისეთი გულწრფელი


სინანულით იყო ნათქვამი, რომ გული ამიჩუყდა, წამით ნოსტალგიაც კი დამეუფლა და
პროფესორს ვუთხარი:

– მანქანით ვარ და სახლამდე მიგიყვანთ.

– უკვე მოვედი, აი, აქ ვცხოვრობ, – პროფესორმა ფეშენებელური სახლისკენ გაიშვირა ხელი,


რომლის წინაც ჩვენ ვიდექით.

– მაშინ, პატივცემულო პროფესორო, ნება მიბოძეთ, სახლამდე მაინც მიგაცილოთ, – ვუთხარი


ყოფილ რექტორს.

– რაზეა ლაპარაკი, ჩემო კოკი. მიმაცილე კი არა, სტუმრად მეწვიე, შენ ხომ არასდროს ყოფილხარ
ჩემთან. წამოდი, ჩემს კერას განახვებ, – მითხრა პროფესორმა, ხელკავი გამომდო და ადგილიდან
დავიძარით.

ყოფილი რექტორის ხუთოთახიანი ბინა ვაკეში, ეგრეთ წოდებულ „სტალინურ სახლში“


მდებარეობდა. ასეთ სახლებში ცნობილ, გამოჩენილ ადამიანებს ასახლებდნენ. იქ, მართალია,
ტიპური, მაგრამ, საიმედოდ, მაღალხარისხიანად დამზადებული საბჭოთა ავეჯი იდგა, რომელიც
წითელი ან სხვა ძვირფასი ხისგან იყო დამზადებული. სხვათა შორის, მსგავსი ავეჯით იყო
გაწყობილი ლუბიანკის კაბინეტები საბჭოთა პერიოდში და, სრული პასუხისმგებლობით
ვაცხადებ, რომ ამ ტიპის საბჭოური ავეჯი საუკეთესო მსოფლიო სტანდარტებს თუ არ სჯობდა,
არც არაფრით ჩამოუვარდებოდა.

– მშვენიერი ბინა გქონიათ, პატივცემულო, – ვუთხარი პროფესორს.

– ეჰ, ჩემო კარგო, – ნაღვლიანად მომიგო მასპინძელმა, – ერთ დროს აქ სიცოცხლე დუღდა და
გადმოდუღდა, ახლა კი მარტო მე დავრჩი ამ უზარმაზარ სივრცეში და წარსულის აჩრდილივით
დავბორიალობ ხოლმე ოთახიდან ოთახში.

ჩემი ყოფილი რექტორის ოჯახზე არაფერი ვიცოდი, ამიტომ ვკითხე:

– ალბათ, დიდი ოჯახი გაქვთ.

– მქონდა, – ამოიხვნეშა პროფესორმა, – ორი შვილი, რძლები და ექვსი შვილიშვილი, პლუს მე და


ჩემი მერი. სულ თორმეტნი ვიყავით. უფროსი ვაჟი თავის ოჯახთან ერთად ჩემ გვერდით
ცხოვრობდა, უმცროსი ვაჟი კი, თავის ცოლ-შვილთან ერთად – ამ ბინაში. ყოველდღე ყველანი ამ
უზარმაზარ სასტუმრო ოთახში ვიკრიბებოდით და უზომოდ ბედნიერები ვიყავით. მერი რომ
გარდაიცვალა, ჩემმა ოჯახმაც სწორედ მაშინ დაიწყო ნგრევა. ჯერ ჩემმა უფროსმა ვაჟმა გაყიდა
ბინა და ოჯახთან ერთად ამერიკაში გაემგზავრა, შემდეგ მის კვალს ჩემი უმცროსი შვილიც მიჰყვა
ოჯახითურთ და ასე დავრჩი მარტოდმარტო. შენ, კოკი? შენ თუ გყავს ცოლ-შვილი?

– ჩემი მერიც გარდაიცვალა, პატივცემულო და ჩემი შვილებიც უცხოეთში ცხოვრობენ. თუმცა, მე


მათ საკმაოდ ხშირად ვნახულობ, – მივუგე პროფესორს, რომელმაც სერვანტიდან ორმოცდაათი
წლის წინანდელი ფრანგული კონიაკი „ნაპოლეონი“, შოკოლადებით სავსე ბროლის ვაზა და ორი
სირჩა გამოიღო. შემდეგ სასმელი ჩამოასხა და, სანამ სადღეგრძელოს იტყოდა, მითხრა:

– ეს, ჩემო კოკი, საფრანგეთში მაჩუქეს ნახევარი საუკუნის წინ. პარიზში ერთ-ერთ სამეცნიერო
კონფერენციაზე ვიმყოფებოდი და ერთმა ქართველმა ემიგრანტმა მისახსოვრა. სხვათა შორის,
მერი პარიზში, იმ კონფერენციაზე გავიცანი და, უკან რომ დავბრუნდით, სულ რაღაც რვა თვეში
დავქორწინდით კიდეც. ამ ბოთლს ჩვენი სიყვარულის სამახსოვროდ ვინახავდი და იმიტომ
გავხსენი, რომ ჩემი და შენი წასული სიყვარულის მოსაგონარი შევსვათ, – თქვა რექტორმა და
სირჩა მაღლა ასწია, – ჩემი მერის და შენი მერის ხსოვნა იყოს. უფალმა გაანათლოს მათი სულები
და ნათელში ამყოფოს!

მოხუცი პროფესორის სადღეგრძელომ ჩემი მერი გამახსენა და ისე ამიჩუყა გული, თვალზე
ცრემლი მომადგა და, რომ არ ავტირებულიყავი, რაც იმ მომენტში სრულიად მოსალოდნელი
იყო, სირჩა ავწიე და ვთქვი:

– ჩვენი მეუღლეების ხსოვნა იყოს, ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!


მე და პროფესორმა კიდევ ორ-ორი სირჩა გამოვცალეთ. წამოსვლის წინ კი მაგიდაზე ათი ცალი
ასდოლარიანი დავდე და ჩემს ყოფილ რექტორს ვუთხარი:

– ძალიან გთხოვთ, ნუ იუკადრისებთ და ჩემგან ეს მცირედი ძღვენი მიიღეთ. თქვენგან მე


სიკეთის მეტი არაფერი მახსოვს და, მინდა, სიკეთითვე გადაგიხადოთ. იმედია, კიდევ
არაერთხელ შევხვდებოდით ერთმანეთს, ახლა კი ნახვამდის. ჩემი მობილური ტელეფონის
ნომერი ქაღალდზე დაგიწერეთ და, თუ რამე დაგჭირდებათ, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში
შეგიძლიათ, დამირეკოთ, – პროფესორს გადავეხვიე და მისი ბინიდან წამოვედი. იმ დღეს ერთი
შეკვეთა უნდა შემესრულებინა, მაგრამ, დაგეგმილი ოპერაცია მეორე დღისთვის გადავდე,
იქიდან კი მერის საფლავზე წავედი, იქ საღამომდე გავჩერდი და სახლში მხოლოდ მაშინ
დავბრუნდი, როდესაც ტირილით ვიჯერე გული...

ცრემლი და სენტიმენტალობა ჩემთვის უცხო ხილია, მაგრამ, მოხუცი პროფესორის სულის


სიღრმიდან წამოსულმა სიტყვებმა ელემენტარული ადამიანური გრძნობები გამიღვივა და, ორი
კვირის შემდეგ, მის დასაფლავებაზე რომ მივედი და კუბოში ჩაწოლილ მოხუცს დავხედე,
თვალებში კვლავ ცრემლი ამიკიაფდა... ჩემი ყოფილი რექტორის დაკრძალვაზე უამრავ ნაცნობს
შევხვდი. რამდენიმე ათეული წელი იყო, ისინი არ მენახა და მათი დანახვა ისე გამიხარდა,
ქელეხშიც დავრჩი, ცოტა დავლიე კიდეც და, მიუხედავად იმისა, რომ ჭირის სუფრაზე
ვიმყოფებოდი, სახლში ძლიერ კმაყოფილი დავბრუნდი.

„კოკი, ბიჭო, ხომ არ დაბერდი და შენი პენსიაზე გასვლის დრო ხომ არ მოვიდა“? – ვკითხე
საკუთარ თავს, როდესაც პროფესორის ქელეხიდან დავბრუნდი. ემოციებით დატვირთული
ვიყავი, ლოგინში ჩავწექი, მაგრამ, თვალი ვერ მოვხუჭე. ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება
მომივიდა, რომელიც შუამავლის გამოგზავნილი იყო. დაშიფრული ტექსტი მეორე დღეს, 16
საათზე შეხვედრაზე მიხმობდა.

„არა, კოკი, შენთვის პენსია ჯერ ადრეა. როგორც კი სამუშაოს მიატოვებ, მაშინვე მოხუცი
პროფესორის ბედს გაიზიარებ და მოკვდები. ახლა კი ნებისყოფა მოიკრიბე და დაიძინე“, –
შევუძახე, ჩემს თავს როდესაც შუამავლის დაშიფრული გზავნილი წავიკითხე და, მართლაც,
რამდენიმე წუთში დავმშვიდდი და დამეძინა...

მას შემდეგ, რაც „ძიამ“ ასაკის გამო შეკვეთების მიღებას თავი დაანება და „დამსახურებულ
პენსიაზე“ გავიდა, „კანტორასთან“ ურთიერთობას ელექტრონული საშუალებებისა და
უმკაცრესი კონსპირაციის მეშვეობით ვახორციელებდი. მე შევიძინე სათადარიგო ტელეფონი და
სხვის სახელზე გაფორმებული სიმბარათი, სადაც მე დაშიფრულ გზავნილებს მწერდნენ, ხოლო
შუამავალთან შეხვედრაზე კი მოხუცის გრიმითა და ჩაცმულობით ვცხადდებოდი და ვერავინ
იფიქრებდა, რომ მე მართლაც ასაკოვანი მკვლელი ვიყავი და არა ახალგაზრდა ქილერი,
რომელიც მოხუცის ფორმით ინიღბებოდა.

შუამავალს მეორე დღეს, დღის 4 საათზე კუს ტბაზე შევხვდი. მან დათქმული პაროლით
მომმართა, მეც პაროლითვე ვუპასუხე.

ჩემს სწორ პასუხში რომ დარწმუნდა, მითხრა:


– შეიძლება, დავჯდე?

– რა თქმა უნდა, – მივუგე მე.

– მოკლედ, მე, ბაბუ... – მითხრა შუამავალმა და პაუზა გააკეთა. მისი ეს „ბაბუ“ მსუბუქი ირონიით
იყო ნათქვამი, რადგან, შევატყვე, რომ მას მე ახალგაზრდა, მოხუცად შენიღბული მკვლელი
ვეგონე და „ბაბუ“ იმიტომ მიწოდა, რომ, ვითომ ჩემი ასაკი გაშიფრა.

– გისმენ, შვილიშვილო, – საპასუხო ირონიით მივუგე შუამავალს, – აბა, ერთი ბრძანეთ, რას
მთავაზობთ?

შუამავალმა ისევ პაუზა გააკეთა და უკვე ყოველგვარი ირონიის გარეშე, საქმიანად მითხრა:

– ცოტა არ იყოს, უჩვეულო შეკვეთა გვაქვს.

– უჩვეულო? – გამიკვირდა მე.

– დიახ, ბატონო ჩემო, უჩვეულო. საქმე ისაა, რომ ობიექტი ისე უნდა მოკლათ, სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზამ ბუნებრივი სიკვდილი დააფიქსიროს. ასეთ რამეს შეძლებთ?

შეკვეთა არცთუ ისე უჩვეულო იყო, რადგან „კაგებეში“ მუშაობის პერიოდში რამდენჯერმე
მომიწია მსგავსი დავალების შესრულება, მაგრამ მაშინ „კაგებეს“ ლაბორატორიაში
დამზადებული სპეციალური აბებით ვსარგებლობდი. როდესაც ასეთ აბს ობიექტს სასმელში
უგდებ და ასმევ, ობიექტი ან ინფარქტით, ან, სულაც, გაზისგან გაგუდული კვდება და
ექსპერტები სიკვდილის ნამდვილ მიზეზს ვერ ადგენენ. მე მსგავსი აბები არ მქონდა და ვერც
ვიშოვიდი, ამიტომ შუამავალს ვუთხარი:

– თითქმის შეუძლებელია. ერთადერთი შანსია, რომ ობიექტს წყალში ან სხვა სითხეში


სპეციალური აბი ჩავუგდო, მაგრამ ასეთი აბები მაღაზიაში არ იყიდება, „კაგებეს“, „ცეერუს“ ან
სხვა სპეცსამსახურის საწყობებში კი არავინ შემიშვებს და, ვფიქრობ, ეს საქმე ასე მარტივად არ
გამოვა.

– აბები რომც იშოვოთ, ობიექტისთვის მათ არავინ ჩაგაყრევინებთ, რადგან ის არავის იკარებს
გვერდით და საჭმელ-სასმელს მარტო მიირთმევს, რომელსაც მხოლოდ თვითონ ყიდულობს. ის
გარეთ მხოლოდ საჭმლის საყიდლად და აუზში საცურაოდ გადის. დაცვითაც მხოლოდ ორი კაცი
იცავს და, ამ მხრივ, არც ისე რთული მოსახელთებელია, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, მისი
სიკვდილი ექსპერტებმა ბუნებრივად უნდა ჩათვალონ. ასეთია კონტრაქტის პირობა. როგორც
ვიცი, თქვენს კოლეგებს შორის საუკეთესო ხართ და, რადგან უარს ამბობთ მის შესრულებაზე, ესე
იგი, მისი შესრულება მართლა შეუძლებელია და შეკვეთას გავაუქმებთ. არადა, მხოლოდ
შემსრულებელს 800 ათას ევროს უხდიდნენ, – მითხრა შუამავალმა, წამოდგა და დაამატა: –
ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის. მშვიდობით.

შუამავლის სიტყვებმა ობიექტის ჩვევების შესახებ ერთი აზრი გამიჩინა, ამიტომ, ვუთხარი:

– ერთი წუთით მოითმინეთ! არის შანსი, რომ შეკვეთა ზუსტად შესრულდეს.


შუამავალს სახეზე გაკვირვება აღებეჭდა და მომიგო:

– კი მაგრამ, ახლა არ ბრძანეთ, რომ შეკვეთის შესრულება შეუძლებელიაო?

– არა, ჩემო ბატონო, მე გითხარით, რომ ამ შეკვეთის შესრულება თითქმის შეუძლებელია-მეთქი.

– შეუძლებელსა და თითქმის შეუძლებელს შორის რა განსხვავებაა? – მკითხა შუამავალმა.

– ძალიან დიდი, – ვუპასუხე და, ხელით ვანიშნე, რომ კვლავ სკამზე დამჯდარიყო. რომ დაჯდა,
განვაგრძე: – მე იმ კაცის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მჭირდება. ვფიქრობ, ეს საქმე გამოვა.

– კეთილი, ჩემო ბატონო, – ცოტა არ იყოს, უნდობლად მითხრა შემკვეთმა, – მაგრამ, კონტრაქტის
პირობების თანახმად, 800 ათას ევროს მხოლოდ წარმატების შემთხვევაში მიიღებთ, მანამდე კი
ერთ ცენტსაც არავინ გადაგიხდით.

– თანახმა ვარ. ახლა საქმეზე გადადით.

– მოკლედ, ასე, – მითხრა შუამავალმა, სამოციოდე წლის მამაკაცის სურათი მიჩვენა და განაგრძო:
– აი, ობიექტი, ალბათ, გეცნობათ.

– რა თქმა უნდა, მეცნობა, – მივუგე შუამავალს, რადგან ფოტოზე ერთი ძალიან ოდიოზური
ქართველის ფიზიონომია იყო აღბეჭდილი, რომელიც თავისი მძიმე ხასიათითა და
არანორმალური გამოხდომებით იყო ცნობილი. მე მის რძალსაც ძალიან კარგად ვიცნობდი,
რადგან ჩვენი ძველი მეზობელი იყო და, ლამის ჩვილობიდან, ჩემი და მერის ხელში იყო
გაზრდილი. ობიექტი დიდძალი ქონების პატრონი იყო, მაგრამ, ერთადერთი შვილიშვილისა და
რძლისთვის ერთი თეთრიც არ ემეტებოდა. შვილი გარდაცვლილი ჰყავდა, რომელსაც ლამის
სიღარიბეში ამოხდა სული და მამამისს ის სასაფლაომდეც კი არ მიუცილებია. ამ არსების შესახებ
თითქმის ყველაფერი ვიცოდი და მისი მოკვლის სურვილი არაერთხელ გამჩენია, თუმცა,
ყოველთვის თავს ვიკავებდი. ინკოგნიტოდ არაერთხელ დავხმარებივარ მის რძალსა და
შვილიშვილს მატერიალურად, რამდენჯერმე მათ ორ-ორი ათასი დოლარიც კი გავუგზავნე
ანონიმურად... „ჰმ, რა პატარაა ეს სამყარო“, – გავიფიქრე გუნებაში, შუამავალს კი ვუთხარი:

– საქმეს შევასრულებ. შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. ახლა კი დავიშალოთ.

მე წამოვდექი და წასასვლელად მოვემზადე. შუამავალმა კი შემაჩერა და მითხრა:

– მაგრამ, გიმეორებთ, რომ ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუკი ექსპერტები


ობიექტის ბუნებრივ სიკვდილს დაადასტურებენ.

– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი, – მივუგე შუამავალს და ისევ წასვლა დავაპირე, მაგრამ, მან
კვლავ შემაჩერა და მითხრა:

– არ გაინტერესებთ, ვინ შეუკვეთა მისი მკვლელობა?

– რძალმა, – ვთქვი მე.


– სწორია, – დამიდასტურა შუამავალმა და დაამატა: – ნუთუ, ისიც იცით, რისთვისაა საჭირო, რომ
ამ კაცის სიკვდილი ბუნებრივად გამოიყურებოდეს?

– ვფიქრობ, ვიცი, – გავუღიმე შუამავალს და დავამატე: მას, ალბათ, ანდერძი ექნება დაწერილი,
რომელშიც წერია, რომ მისი ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევაში მისი ქონება მის
შვილიშვილსა და რძალს არ გადაეცეს. სწორია?

– თქვენ ნამდვილი გულთმისანი ყოფილხართ, – მითხრა შუამავალმა, რომელიც გულწრფელად


გაოცებული ჩანდა და დაამატა: – წარმატებას გისურვებთ, ბატონო ჩემო.

შუამავალს რომ დავშორდი ობიექტის ლიკვიდაციის გეგმა უკვე შემუშავებული მქონდა და


მხოლოდ დეტალების დაზუსტებას შევუდექი. გეგმის მიხედვით, ობიექტი აუზში უნდა
მომეკლა და, ისიც კარგად ვიცოდი – როგორ.

სალიკვიდაციო ობიექტი თბილისის ერთ-ერთ კერძო, ოცდახუთმეტრიან აუზზე მიდიოდა


ყოველდღე და დილის 9 საათიდან 10 საათამდე ცურავდა. ამ დროის განმავლობაში აუზი
დაკეტილი იყო სხვებისთვის, რადგან ობიექტს წინასწარ ჰქონდა გადახდილი ფული და მისი
ცურვის პერიოდში იქ მხოლოდ მისი ორი მცველი იმყოფებოდა, რომლებიც მას თვალს არ
აშორებდნენ. მე იმ აუზის ტექნიკურ განყოფილებაში შევაღწიე, საიდანაც წყლის მიწოდება,
განათება და სხვა ოპერაციები ხორციელდებოდა, ყველაფერი წინასწარ მოვამზადე და
ლიკვიდაციის დღე დავნიშნე. წინა ღამე ტექნიკურ განყოფილებაში გავათენე და, დილის 8 საათი
რომ შესრულდა, „კლიენტის“ დასახვედრად მოვემზადე.

იმ ოცდახუთმეტრიანი აუზის სიღრმე 3 მეტრია და მას ოთხი ცალი სქელი ილუმინატორი აქვს
დატანებული, საიდანაც აუზის ფსკერი ხელისგულივით მოჩანს. მე ერთ-ერთი ასეთი
ილუმინატორიდან ვუთვალთვალებდი „კლიენტს“. ზუსტად დილის 9 საათზე ის აუზში
გადაეშვა და დინჯად შეუდგა ცურვას. მე წინასწარ მომზადებული დენის კაბელი მოვიმარჯვე,
რომელსაც შიშველი წვერი ჰქონდა და ერთი ბოლო 300 ვოლტზე იყო შეერთებული, მეორე კი –
წყალგამტარ მილში მქონდა შერჭობილი. ჩემი ჩანაფიქრი ძალიან მარტივი იყო – ობიექტი დენის
საშუალებით უნდა მომეკლა წყალში, პირადი მცველების თვალწინ, ხოლო როდესაც მის
გაშავებულ სხეულს პათანატომები გაკვეთდნენ, სიკვდილის მიზეზად ინფარქტს, ანუ ბუნებრივ
სიკვდილს დაასახელებდნენ. მისი ქონება კი შვილიშვილსა და რძალს დარჩებოდათ და, თუკი
შეიძლება, ასე ითქვას, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ დასრულდებოდა...

ობიექტი უკვე თხუთმეტი წუთის განმავლობაში ცურავდა, როდესაც ჩამრთველი ჩამოვწიე,


აუზში 300 ვოლტი დენი შევუშვი და მაშინვე გამოვრთე, რადგან ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ
ობიექტს გული გასკდომოდა და პირადი მცველების თვალწინ „ბუნებრივად“ დაღუპულიყო...
სანამ ობიექტს წყლიდან ამოიყვანდნენ, სასწრაფოდ ავახვიე კაბელი და თავის ადგილზე დავდე.
შემდეგ ტექნიკური განყოფილება მალულად დავტოვე და კერძო აუზიდან შეუმჩნევლად
გამოვედი. საქმე სუფთად შევასრულე, ჯერი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებზე მიდგა და,
როდესაც ორმა კომისიამ დაადასტურა, რომ ობიექტი ბუნებრივი სიკვდილით, ანუ,
მოულოდნელი ინფარქტით გარდაიცვალა, მისმა შვილიშვილმა და რძალმა მთელი
მემკვიდრეობა მიიღეს, ამ დღიდან ორი კვირის შემდეგ კი ჩემს ანგარიშზე 800 ათასი ევრო
დაჯდა, ანუ, კონტრაქტის პირობები აბსოლუტურად ზუსტად შესრულდა.

ობიექტის ლიკვიდაციიდან ზუსტად თვე-ნახევარი იყო გასული, როდესაც ჩემს ბინაში


ტელეფონმა დარეკა. ყურმილი რომ ავიღე, ახალგაზრდა ქალის სასიამოვნო ხმა მომესმა:

– ძია კოკი, თქვენ ბრძანდებით?

– დიახ, მე ვარ. თქვენ რომელი ხართ? – ვკითხე გოგონას, თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, რომ
დალი მირეკავდა ჩემ მიერ მოკლული ობიექტის რძალი. რა თქმა უნდა, მან არ იცოდა, რომ ეს
შეკვეთა მე შევასრულე.

– დალი ვარ, ძია კოკი, თქვენი ძველი მეზობელი, ვერ მიცანით?

– ო, დალი, როგორ ხარ, ხომ მშვიდობაა?

– კი, მშვიდობაა, უბრალოდ, თქვენი ნახვა მინდა და როდის გეცლებათ, რომ სახლში გეწვიოთ?
თუ, რა თქმა უნდა, არ შეგაწუხებთ, – მითხრა დალიმ.

– როცა გაგიხარდებათ, შვილო, თუნდაც დღეს საღამოს, გაწყობს?

– როგორ არა, მაშინ, საღამოს ცხრა საათზე გეწვევით.

– კი ბატონო, გელოდები, – დალის, ჩემი ვაკის ახალი სახლის მისამართი ვუთხარი, ყურმილი
გავთიშე და ჩავფიქრდი.

„ნეტავ, რა უნდა ამ გოგოს? – ვფიქრობდი გუნებაში, – გამორიცხულია, იცოდეს, რომ მისი


მამამთილი მე მოვკალი. მართალია, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა მასთან, როცა
პატარა ბავშვი იყო, მისმა სატელეფონო ზარმა მაინც ძალიან გამაკვირვა, თუმცა ვერაფრით ვერ
მივხვდი, რატომ უნდოდა ჩემთან მოსვლა და გადავწყვიტე, საღამოს ცხრა საათს
დავლოდებოდი.

– ძია კოკი! ძვირფასო, როგორ ხართ, – ჩემი კარის ზღრუბლთან მდგარი დალი კისერზე
ჩამომეკიდა, მომეხვია და დიდი ხნის უნახავი შვილივით მომიალერსა.

– შემოდი, შვილო, – სტუმარი სახლში შემოვიყვანე, კარი გამოვიკეტე და ვუთხარი: – კიდევ


უფრო დამშვენებულხარ. მოდი, ერთი, კარგად შეგხედო.

დალი სასტუმრო ოთახში შევიყვანე და სავარძელში დაჯდომა შევთავაზე. მან ოქროსფერ


ქაღალდში გახვეული პატარა ყუთი შუშის მაგიდაზე დადო და მითხრა:

– ეს თქვენ, ჩემგან საჩუქრად, მაგრამ, ჯერ არ გახსნათ. რომ წავალ, შემდეგ ნახეთ.

– ჯერ რა დროს წასვლაა, ჩემო გოგონა. მოიცა, ახლავე მოვალ, – ვუთხარი დალის,
სამზარეულოში გავედი და ვერცხლისფერი გორგოლაჭიანი მაგიდა შემოვაგორე, რომელზეც
წინასწარ მქონდა მომზადებული საჭმელ-სასმელი.
– რა კარგად მოწყობილხართ, ძია კოკი, აქაურობა ძალიან მომწონს, – მითხრა დალიმ. მე კი მას
შამპანური დავუსხი ბოკალში და მივუგე:

– ვცდილობ, ჩემო გოგონი, ვცდილობ. ამ მოხუც კაცს მეტი რა დამრჩენია. რასაც ვშოულობ,
ყველაფერს ჩემს შვილებს და ამ ბინას ვახმარ. რომ მოკვდები, ეს ყველაფერი ჩემს შვილებსა და
შვილიშვილებს არ დარჩებათ?

– მოხუცს სულაც არ ჰგავხართ, ან, რა დროს სიკვდილია. ისე მშვენივრად გამოიყურებით,


ოცდახუთი წლის ბიჭსაც კი შეშურდება, – მითხრა დალიმ, შემდეგ შამპანურით სავსე ბოკალი
ასწია და დაამატა: – ამ სასმისით, ჩემო ძვირფასო კოკი ძია, თქვენ გაგიმარჯოთ. ღმერთმა ძალიან
დიდხანს გაცოცხლოთ და ბედნიერი გამყოფოთ. თქვენისთანები ამქვეყნად ძალიან ცოტანი
არიან, რაც ძალიან სამწუხაროა. რაც თქვენ მე და ჩემს შვილს სიკეთე გაგვიკეთეთ, ღმერთმა
ათასმაგად გადაგიხადოთ. ერთი სიტყვით, გაგიმარჯოთ!

დალიმ ბოლომდე გამოცალა სასმისი, იგივე გავაკეთე მეც და შემდეგ დალის ვკითხე:

– ბოდიშს კი გიხდი, შვილო, მაგრამ, რას გულისხმობ და რომელ სიკეთეზე მელაპარაკები? ისეთი
რა გაგიკეთე, რომ ასე საზეიმოდ და ხაზგასმით აღნიშნავ?

– კარგი რა, ძია კოკი, თქვენ გგონიათ, არ ვიცი, ფულს ანონიმურად რომ გვიგზავნიდით და მე და
ჩემს შვილს გვეხმარებოდით?

– რა ფულს, არ ვიცი? – გავიკვირვე მე, თუმცა, მართლა ძალიან მიკვირდა, საიდან მიხვდა დალი,
რომ ფულს მე ვუგზავნიდი.

– თქვენ გვიგზავნიდით, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემ ირგვლივ, ჩემო ძვირფასო კოკი ძია,
თქვენ გარდა, სხვა ისეთი არავინაა, ვისაც ასეთი სიკეთის გაკეთება შეუძლია. ზუსტად ვიცი, რომ
თქვენ იყავით. თქვენ რომ არა, შეიძლება, შიმშილითაც კი დავხოცილიყავით. ახლა კი ძალიან
მდიდრები ვართ, მინდა, სიკეთე სიკეთით გადაგიხადოთ, თან, დიდი მადლობა გითხრათ და აქ
იმიტომ გეწვიეთ.

– კარგი, კარგი, ჩემზე ნუღარ ვილაპარაკებთ. რადგან ფიქრობ, რომ მე გიგზავნიდი, ასე იყოს.
სიკეთე იმისთვისაა, რომ აფიშირება არ მოახდინო. მოდი, სიკეთესა და სიკეთის მქმნელებს
გაუმარჯოთ, – ვუთხარი დალის და შამპანურით სავსე ბოკალი მსუბუქად მივუჭახუნე.

ჩვენ ბევრი რამ გავიხსენეთ და კარგი დრო გავატარეთ. ბოლოს ჩემი სტუმარი მანქანამდე
მივაცილე. ის გადამეხვია, გამომემშვიდობა, თავის უახლეს „ბეემვეში“ ჩაჯდა და წავიდა. სახლში
რომ დავბრუნდი, დალის საჩუქარი გავხსენი და 100 ათას ევროდ ღირებული „როლექსის“ საათი
აღმოვაჩინე, რომელიც სპეცშეკვეთით იყო დამზადებული. დალის საჩუქარი სხვა ძვირფას
საათებთან ერთად სეიფში შევინახე, შემდეგ საწოლში ჩავწექი და მოგონებებში ჩავიძირე... „არა,
მაინც როგორ გამშიფრა დალიმ და საიდან მიხვდა, რომ მას და მის შვილს მე ვეხმარებოდი? –
ვამბობდი გუნებაში, თან პატარა, ტანწერწეტა დალი მედგა თვალწინ, რომელიც ჩემს მერის
კალთაში ეჯდა ხოლმე და ჩემი საყვარელი ცოლი მას ოქროსფერ კულულებს უვარცხნიდა, –
ალბათ, რაღაც კანონზომიერებაა იმაში, რომ დალის საზიზღარი მამამთილი მე მოვკალი და
დატანჯულ გოგონასა და მის შვილს ნორმალური ცხოვრების საშუალება მივეცი“. ნამდვილად არ
მინდა, ღმერთის კომპეტენციაში შევიჭრა, მაგრამ, ადრე ნათქვამს გავიმეორებ: მიუხედავად
იმისა, რომ ჩემი პროფესია ღმერთის საწინააღმდეგოა და მის არსს ეწინააღმდეგება, ზოგჯერ
ღვთიურ მისიასაც კი ვასრულებ ხოლმე და ჩემი ქმედებით ადამიანების ცხოვრებას სასიკეთოდ
ვცვლი. ასეთ ქმედებად მიმაჩნია დალის მამამთილის მკვლელობა და, დარწმუნებული ვარ, რომ
ამით სიკეთე გავაკეთე...

– სიკეთე და ბოროტება უსუსური კაცუნების მიერ მოგონილი ცნებებია, რომლებმაც საკუთარ


თავს მორალისტები უწოდეს, – მითხრა ერთხელ ერთმა კუშტსახიანმა მოხუცმა, რომელიც
ხელბორკილებდადებული საწოლზე მყავდა მიბმული და დაამატა: – თუ ნამდვილი მამაკაცი
ხარ, ყოველგვარი მორალის მიღმა უნდა იდგე, არც მორალური უნდა იყო და არც ამორალური.

– აბა, ვინ უნდა იყო? – ვკითხე მოხუცს.

– იმორალური! – სიამაყით გამომიცხადა მოხუცმა და დამარცვლით გამიმეორა: – ი-მო-რა-ლური!


გასაგებია, ახალგაზრდავ? მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის იმორალურ პიროვნებებზე
დგას ეს სამყარო და, თუკი რამე ფასეული შექმნა კაცობრიობამ, სწორედ რომ ამ იმორალური,
ძლიერი და მებრძოლი ადამიანების მიერაა შექმნილი. ნუთუ გგონიათ, რომ მაკედონელს,
ნაპოლეონს, ჰიტლერსა და სტალინს, სრული იმორალური სულისკვეთება რომ არ ჰქონოდათ,
ამხელა საქმეებს გააკეთებდნენ და ასეთ დიდებას მოიპოვებდნენ?

– თქვენი ბოდვა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, – მივუგე მოხუცს.

– ამ ბოდვამ, როგორც თქვენ უწოდებთ, ახალგაზრდავ, მთელი გერმანული ნაცია ერთი დროშის
ქვეშ დარაზმა და ლამის დედამიწის ბატონ-პატრონი გახადა. ჰიტლერს აბსოლუტურ
სიდიადემდე სულ რაღაც ნახევარი ნაბიჯი დააკლდა, – მიპასუხა მან.

– სწორედ იმ ნახევარ ნაბიჯშია საქმე და, რადგან ის ნახევარი ნაბიჯი ვერ გადადგა, ეგ თქვენი
ბოდვა იმორალობის შესახებ სრული აბსურდია, – ვუთხარი მოხუცს. მას კი გაეღიმა და მომიგო:

– სულაც არა, ახალგაზრდავ, სულაც არა. ჰიტლერი იმიტომ დამარცხდა, რომ სტალინის
იმორალიზმის დიაპაზონი გაცილებით მეტი იყო და ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული.

– დავუშვათ, მართალი ხართ, მაგრამ, სტალინმაც ხომ ვერ მოახერხა მსოფლიოზე გაბატონება?
ესე იგი, ეგ თქვენი თეორია, ისევე, როგორც მსოფლიოზე გაბატონების იდეა, დანაშაულებრივია
და განხორციელება არ უწერია.

მოხუცი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ პირქუშად შემომხედა და თქვა:

– ჯერ ერთი, სტალინმა ბევრად მეტი სივრცე აითვისა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მმართველმა
კაცობრიობის არსებობის განმავლობაში და, დარწმუნებული ვარ, ის მთელ მსოფლიოს
დაიპყრობდა, რომ ეცოცხლა. ჩემის აზრით, მთავარი პრობლემა სიცოცხლის ხანგრძლივობაა და,
თუკი მოხერხდა და იმორალური სულისკვეთებით სავსე, რკინისებური ნებისყოფის მქონე
პიროვნება ას ორმოცდაათი წელი ვაცოცხლეთ, ის მსოფლიოს დაიპყრობს. ეს კი კაცობრიობის
უდიდესი მიღწევა იქნება. ყველა კარგად იცხოვრებს და სამყაროს ყოვლად უსუსური და მავნე
მატლებისგან გავწმენდთ...

ხელბორკილდადებული, საწოლზე მიბმული მოხუცი, რომელიც ასეთ საშინელებებს ქადაგებდა,


70 წლის ვალტერ შრამი იყო, პროფესიით ფსიქოლოგი, ექიმ-ფიზიოლოგი, რომელიც ნაცისტური
გერმანიის საიდუმლო ლაბორატორიებში მუშაობდა, სადაც ადამიანების აბსოლუტური
ზომბირებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების პრობლემებზე მუშაობდნენ. ამ საშინელი
ადამიანის ჯოჯოხეთურ ექსპერიმენტებს ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,
რომელთა შორის უამრავი ბავშვი იყო. შრამს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის
საბჭოთა კავშირში, სიკვდილი ჰქონდა მისჯილი და ხელმძღვანელობამ მე მისი მიგნება,
იდენტიფიკაცია და მოსკოვში ჩაყვანა დამავალა. შრამს პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა
გაკეთებული. მას მე ხელის თითების ანაბეჭდებით მივაგენი ბუენოს-აირესში და, მისი
იდენტიფიკაცია რომ მოვახდინე, არგენტინის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ საბჭოთა
კონსპირაციულ ბინაში მივათრიე და ხელბორკილებით საწოლზე მივაბი. მასზე იმდენი
საშინელება მქონდა გაგონილი, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, თავს მოვაჭრიდი.

– ხმა ჩაიწყვიტე, შე საზიზღარო ბებერო, თორემ, მართლა მატლივით გაგსრეს! – ვუღრიალე


შრამს, რადგან მისმა სიტყვებმა ძალიან გამაღიზიანა.

შრამს ძალიან შეეშინდა და ხმის კანკალით შემევედრა:

– მაგას ნუ იზამთ, ახალგაზრდავ, რაც არ უნდა იყოს, ბაბუად გეკუთვნით.

– ვიზამ! – შესაშინებლად ვუღრიალე მოხუცს, რომელსაც ჩემი სიტყვები სიმართლე ეგონა და


ატირდა:

– ნუ მომკლავთ, ღვთის გულისათვის, სიცოცხლეს ნუ წამართმევთ!..

– ახლა გაგახსენდა ღმერთი, შე დამპალო?

– ღმერთი სიკეთე და მოწყალებაა. თქვენ კი ისეთი ახალგაზრდა ხართ, თუ ჩემს ცოდვას


დაიდებთ და სიცოცხლეს წამართმევთ, ცხოვრება გაგიჭირდებათ.

– სულაც არა, შე დამპალო! მე იმორალური პიროვნება ვარ და ჩემი მისია შენნაირი მატლებისგან
სამყაროს გაწმენდაა – ვუღრიალე შრამს და ორლესული ხანჯალი მოვიმარჯვე, რომლითაც
ვითომ მისთვის თავის მოჭრას ვაპირებდი.

– არ მომკლათ, ახალგაზრდავ, და სიდიადეს გაზიარებთ! – მითხრა განწირული ხმით შრამმა.

– ცოტაც მოიცადე და სულ მალე შენ თვითონ გაზიარებენ სიდიადეს, – შევუღრინე შრამს და
დავამატე, – კრინტი აღარ დაძრა, შე ბებერო, თორემ, მართლა მოგაჭრი თავს.

– არ გატყუებ, ახალგაზრდავ, თუკი ცოცხალს დამტოვებ და გამიშვებ, ჩემ მიერ გამოგონილ


ვაქცინის ფორმულასა და ექსპერიმენტების ჩანაწერებს გადმოგცემ, ეს კი სიდიადესა და
ზღაპრულ ქონებას მოგიტანს.
– გაჩუმდი, მოხუცო, ბოდვას მოეშვი!..

– სიმართლეს გეუბნები, – ისეთი სახით მითხრა შრამმა, მივხვდი, არ ტყუოდა, – მე კიბოს


საწინააღმდეგო ვაქცინა გამოვიგონე და მის მოსაპოვებლად მსოფლიოს რამდენიმე მოწინავე
დაზვერვა ნადირობს ჩემზე. მერწმუნეთ, ახალგაზრდავ, არაფერს გატყუებთ და, თუ სიტყვას
მომცემთ, რომ გამათავისუფლებთ, ვაქცინას თქვენ მიიღებთ.

შრამს, რა თქმა უნდა, არ დავუჯერე, რადგან მისი სიტყვები ჩემი ტყვეობიდან თავის დახსნის
მცდელობა მეგონა. მაგრამ, იმავე საღამოს ერთი შემთხვევა მოხდა, რამაც ჩემი გეგმები
გარკვეულწილად შეცვალა.

ნაცისტი, გარეგნობაშეცვლილი პროფესორი გენერლის დატყვევებიდან ექვსი საათი იყო გასული


და დამხმარე ჯგუფს ველოდებოდი, რომ ის ბუენოს-აირესიდან შეუმჩნევლად გაგვეყვანა. შრამი
საძინებელში მყავდა გამომწყვდეული, მე კი გვერდით ოთახში ვიმყოფებოდი და
გასამგზავრებლად ვემზადებოდი. ბნელოდა. ისეთი პირქუში ღამე იყო, ცაზე ერთი ვარსკვლავიც
არ ჭაჭანებდა და, ფაქტობრივად, არაფერი ჩანდა. ჩვენი კონსპირაციული ვილა ტყის პირას
ძალიან მყუდრო, მოფარებულ ადგილას მდებარეობდა, ასიოდე მეტრში კი, ტყის გადაღმა,
ატლანტის ოკეანის ულამაზესი ყურე იწყებოდა. სწორედ იმ ყურედან უნდა გაგვეყვანა შრამი
ჯერ ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში, შემდეგ კი – მოსკოვში.

ის იყო, ორ ავტომატურ პისტოლეტს მაყუჩები გავუკეთე და იარაღები ქამარში გავირჭე, რომ


ხიფათის მოახლოება ვიგრძენი. გავისუსე და არც შევმცდარვარ: ვილაში ოთხი შეიარაღებული
პირი შემოიპარა, რომლებიც ძალიან ფრთხილად მოძრაობდნენ. მათ ელვისებურად გავუსწორდი
– სამი ადგილზევე დავხოცე, მეოთხე კი სისხლისგან იცლებოდა, როდესაც მას იარაღი მივაჭირე
შუბლზე და ვკითხე:

– ვინ ხართ და აქ რა გინდათ?

– პროფესორ შრამის წასაყვანად ვართ მოსულები. მიშველე, სისხლდენა შემიჩერე! – მომიგო


დაჭრილმა.

– შრამისგან რა გინდათ?

– ამერიკაში უნდა ჩავიყვანოთ, „ცეერუს“ დავალებაა. მიშველე, სისხლისგან ვიცლები!

– როგორ მოგვაგენით?

– რუს აგენტებს ვუთვალთვალებდით და კვალზე მათ დაგვაყენეს, – სხაპასხუპით მიპასუხა


დაჭრილმა და გამიმეორა: – მიშველე, ვკვდები!

– რუსი აგენტები სად არიან?

– ოთხივე დავხოცეთ და ტყეში ყრიან. მიშველე!

– თქვენ გარდა კიდევ ვინმე არის აქ?


– ორი კაცი ვილიდან ორმოცდაათი მეტრის მოშორებით მანქანაში გველოდება. მიშველე,
მიშველე, თორემ ვკვდები!

– ერთი კითხვაც და გიშველი, ოღონდ, სიმართლე მითხარი. თუ მომატყუებ, მაშინ არ გიშველი.

– მკითხე, გისმენ.

– შრამი რაში გჭირდებათ?

– რაში და, კიბოს ვაქცინა აქვს გამოგონებული და უნდა წავართვათ. ახლა კი მიშველე!

ამერიკელი აგენტი კუჭში იყო დაჭრილი, მაინც ვერ გადარჩებოდა. მისი ტანჯვა-წამება რომ
შემეწყვიტა, შუბლში ტყვია დავახალე და მოვკალი. შემდეგ მანქანაში მსხდომი ორი სპეცაგენტიც
თავისი კოლეგების კვალს გავუყენე და მას შემდეგ, რაც შრამი ვილიდან ხელბორკილდადებული
და პირში ბურთჩაჩრილი გამოვიყვანე, რომ არ ეყვირა, ამერიკელების მანქანით ჯერ ქალაქის
ცენტრისკენ გავემართე, შემდეგ მანქანა გამოვიცვალე და სათადარიგო გეგმა ავამოქმედე,
რომელიც უკიდურესი შემთხვევისთვის იყო გათვალისწინებული. შრამი ერთ პატარა,
სამსართულიან, კერძო სასტუმროში მივიყვანე. მისი მფლობელი საბჭოთა რეზიდენტი იყო,
რომელიც სამხრეთ ამერიკაში მომუშავე საბჭოთა აგენტურას უწევდა დახმარებას და ამიტომ
ძალიან ძვირფასი თანამშრომელი იყო. სანამ შრამის აღმოსაჩენ ოპერაციაზე წავიდოდი, ამ
ოპერაციის ყველა დეტალი სკურპულოზურად განვიხილეთ მუხინის კაბინეტში. სათადარიგო
გეგმაზე რომ გადავედით, გენერალმა მითხრა:

– იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, მაგრამ, სათადარიგო ვარიანტი მაინც უნდა


შევიმუშაოთ. ასეთ შემთხვევაში ხუანს უნდა მიაკითხო და ის დაგეხმარება. ვიმეორებ, კოკი, რომ,
დიდი იმედი მაქვს, ხუანის დახმარება არ დაგჭირდება და მასთან მხოლოდ უკიდურესზე
უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიხვიდე.

– გასაგებია, ანდრეი ლუკიჩ. მეც იმედი მაქვს, რომ ხუანის შეწუხება არ მომიწევს და იმ ფაშისტ
დამნაშავეს უპრობლემოდ ჩამოვიყვან მოსკოვში, – მივუგე გენერალს.

– იცი, რატომ არაა სასურველი ამ ამბავში ხუანის ჩართვა? – მკითხა მუხინმა.

– რა თქმა უნდა, არ ვიცი, ანდრეი ლუკიჩ.

– იმიტომ, კოკი, რომ ხუანი ჩვენი სამხრეთამერიკული ქსელის რეზიდენტ-კოორდინატორია და


მისი ჩავარდნა მთელი ჩვენი სამხრეთამერიკული ქსელის ჩავარდნას გამოიწვევს, რაც უდიდეს
ზიანს მოგვაყენებს.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო! ხუანს მხოლოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენისას


მივმართავ, თუმცა, ვფიქრობ, ეს არ დამჭირდება, – დავაიმედე მუხინი. თუმცა რეალობა სულ
სხვაგვარად განვითარდა და, როდესაც ღამის 2 საათზე მივადექი ხუანს, ის პორტიეს სკამზე
იჯდა. რომ დამინახა, გამიღიმა და ლიტერატურული ესპანურით მკითხა:
– რით შემიძლია გემსახუროთ, სენიორ? მზად ვარ, ერბოკვერცხიც კი შეგიწვათ ხელისგულზე და,
საერთოდ, სტუმარი ჩვენში ღვთის გამოგზავნილ კაცად ითვლება, ღმერთს კი ჩვენ
ვეთაყვანებით...

ხუანი ბორხესის ერთ-ერთი გმირის ციტატით მომმართავდა და, როდესაც მან ფრაზა დაასრულა,
მე მას პაროლი ვუთხარი:

– ჩრდილოეთის თეთრი დათვები მარ-დელ-პლატას სანაპიროზე ირუჯებიან...

ხუანი მიხვდა, ვინც ვიყავი და სახეზე შევატყვე, რომ ჩემი ვიზიტი დიდად არ ეპიტნავა, მაგრამ,
პაროლითვე მომიგო:

– ამ დილით მათ ბენგალიური ვეფხვებიც შეუერთდნენ მამონტებთან ერთად.

გამოცნაურება რომ დავასრულეთ, ხუანს ვუთხარი:

– სენიორ ხუან, თქვენი დახმარება მჭირდება. ფაშისტი სამხედრო დამნაშავე მყავს


დატყვევებული, კუდზე „ცეერუს“ სპეცაგენტები მასხედან და აქედან მის გაყვანაში უნდა
დამეხმაროთ.

– სად არის დატყვევებული ფაშისტი? –მკითხა ხუანმა.

– მანქანაში, საბარგულში მყავს ჩატენილი.

ხუანმა ქვევით ჩასასვლელ კიბეებზე მიმითითა და მითხრა:

– გასაღები მომეცით და ქვევით ჩადით, იქ ერთი ოთახია და დამელოდეთ, მე კი მანქანას


შემოვაყენებ.

მე ხუანის მითითებულ ოთახში ჩავედი, მან კი მანქანა მიწისქვეშა გარაჟში შემოაყენა, ოთახში
გაკოჭილ შრამთან ერთად შემოვიდა და მითხრა:

– ორიოდე საათი აქ უნდა შეჩერდეთ, მე კი საჭირო ხალხს დაველაპარაკები და აქედან


გაგამგზავრებთ.

– ბოდიშს გიხდით, სენიორ ხუან, მაგრამ სხვა საშუალება არ მქონდა და თქვენ იმიტომ
შეგაწუხეთ.

– რას იზამ, – ხელები გაშალა მასპინძელმა – ჩვენ ხომ ერთ საქმეს ვემსახურებით. ამიტომ,
ვალდებულები ვართ, ერთმანეთს დავეხმაროთ. მოკლედ, აქ იყავით, მე საჭმელს მოგართმევთ,
შემდეგ კი წავალთ.

-
5

შემკვეთი ზემოვერელი იყო, საძმოების თარეშის პერიოდში ერთ-ერთი საძმოს რიგითზე ოდნავ
მაღალი რანგის მქონე წევრი. როგორც მივხვდი, ის მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი შემკვეთის
კურიერი იყო, რეალურად დამკვეთი კი, ვინც მის უკან იდგა, გამოჩენას ერიდებოდა. ალბათ, მან
ჩემთვის მოსაცემი ფულის სამი მეოთხედი ჯიბეში ჩაიდო და ეგონა, რომ შეიტყაპუნებდა, თუმცა,
შეცდა, რადგან, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო
შემსრულებელს უპირებდა მოტყუებას. ჩემი გადაგდების მსურველს პირობითად შამილათი
მოვიხსენიებ, რადგან ის ახლა რესპექტაბელური პიროვნებაა და, როგორც უკვე აღვნიშნე, ერთ-
ერთ სამინისტროში ბობოლა თანამდებობა უკავია.

შამილა იტალიურ ეზოში, მესამე სართულის სამოთახიან ბინაში ცხოვრობდა. სახლში მას
უზარმაზარი, პიტბულის ჯიშის ძაღლი, მეტსახელად „ედუ“ ჰყავდა. შამილას მშობლები იმ
პერიოდში სოფელში იყვნენ წასულები. როდესაც ყველაფერი დავადგინე, ღამის 3 საათზე
მივადექი სახლში. ჯერ ედუ გავანეიტრალე სპეციალური პულვერიზატორით. ძაღლს იქვე
მოვკვეთე თავი ბასრი ხანჯლით და წინასწარ მომზადებულ პარკში ჩავდე. შემდეგ საკეტი
ოსტატურად გავაღე, მაყუჩიანი პისტოლეტი მოვიმარჯვე, ბინაში შევედი და აგზნებული
წყვილის ხმას მივყევი, რამაც საძინებელში მიმიყვანა. შიშველი შამილა, რომელიც ჩემკენ
ზურგით იმყოფებოდა, ვიღაც გოგონას ჟიმავდა... აღგზნებულმა გოგონამ
პისტოლეტმომარჯვებული თან პარკით ხელში რომ დამინახა, რა თქმა უნდა, აკივლდა.

შამილა მკვეთრად შემოტრიალდა და, რომ დამინახა, უმალვე მამაკაცური სიამაყე დაკარგა და
სახე დაეღრიჯა. მას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, არ ვაცადე, ჯერ პისტოლეტის ტარი
ვთხლიშე კბილებში და იქვე გავშოტე. გოგონას კი იარაღი მივუშვირე და კბილებში გამოვცერი:

– ხმა ჩაიკმინდე, შე ძუკნა, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ! – შემდეგ იატაკზე გაწოლილ შამილას
ედუს მოკვეთილი თავი დავუგდე გვერდით და ვუთხარი:

– ასეთივე ბედი გელის, თუ ჩემს კუთვნილს არ მომცემ!

– მოგცემ, მოგცემ, ბატონო, ოღონდ არ მომკლათ და მთელ ფულს მოგიტანთ! – კანკალებდა


შიშველი შამილა და ხან ედუს მოკვეთილ თავს დაჰყურებდა, ხან შიშველ გოგონას, ხან კი – მე.

– აბა, ჩქარა, ცოცხლად, თორემ, აგიგე წესი! – შევუძახე შამილას, – შენ მე ვინ გეგონე, შე
ნაბიჭვარო?! ფიქრობდი, ამ ბებერს გადავაგდებ და ფულს შევიტყაპუნებო?
– მაპატიეთ, არ მომკლათ... ფულს ახლავე მოგიტანთ, – იმეორებდა შამილა, თუმცა, არ დგებოდა
და კანკალებდა.

– ადექი და ფული მომიტანე, თორემ, გაგათავე! – შევუღრინე შამილას და ფეხი მხარზე მივარტყი,
– იცოდე, სისულელის ჩადენა არ გაბედო, თორემ, გაუფრთხილებლად გესვრი!

შამილა ადგა და კომოდთან მივიდა. შემდეგ საიდუმლო უჯრიდან ცელოფანში გახვეული ფული
ამოიღო, მომცა და მითხრა:

– აი, თქვენი ფული.

– აქ ეგდე! – ვუთხარი შამილას, ხელი ვკარი და საწოლთან დავაგდე. შემდეგ ფული


გადავითვალე, 75 ათასი ევრო ჯიბეში ჩავიდე, დანარჩენი კი შამილას მივაყარე და ვუთხარი:

– აქ 95 ათასია. მე ჩემი წილი ავიღე და შენი ზედმეტი კაპიკიც არ მინდა. ახლა კი წავედი და, სანამ
სამუდამოდ დაგემშვიდობებოდე, ერთ რჩევას მოგცემ: გახსოვდეს, რომ არასდროს გატეხო
პირობა და, მით უმეტეს, ჩემნაირი ადამიანის გადაგდება არასდროს სცადო. წინააღმდეგ
შემთხვევაში, თავს წააგებ. ახლა კი წავედი და ღმერთს მადლობა შესწირე, რომ ჩემი წყენინების
შემდეგ ცოცხალი დარჩი!..

შამილას ხმა არ ამოუღია და მე ისევე მოულოდნელად დავტოვე იქაურობა, როგორც გამოვჩნდი.


მას შემდეგ შამილას აღარ შევხვედრივარ და რომც შემხვედროდა, ვერ მიცნობდა, რადგან მაშინ
საიმედოდ ვიყავი გრიმ-პარიკით შენიღბული. შამილას ხშირად ვხედავ ხოლმე ტელევიზორში.
ეტყობა, ჩემი რჩევა გაითვალისწინა, რადგან ძალიან დინჯი და გაწონასწორებული ჩანს. სხვათა
შორის, შამილამ ცოლად ის გოგო მოიყვანა, ვინც იმ დღეს საძინებელში ჰყავდა...

შამილასთან დაკავშირებული შემთხვევა ჩემს კარიერაში ერთადერთი იყო – არც მანამდე და არც
შემდგომში შემკვეთს ჩემი „გადაგდება“ არ უცდია. თუმცა, რამდენიმე კონფლიქტს მაინც ვერ
ავცდი და, რაც უნდა უცნაური იყოს, ყველა ასეთი შემთხვევა ქართველებთან მქონდა.

თბილისის ომი ახალი დასრულებული იყო და რუსთაველის გამზირი ჯერ კიდევ არ


გაეწმინდათ ომის კვალისგან. ქალაქში ათასნაირი გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული
ჯგუფები თარეშობდნენ და საქართველოს დედაქალაქი თოვლსა და დეპრესიაში იყო ჩაფლული,
როდესაც „ძია“ სახლში მესტუმრა და მითხრა:

– რა უბედურებაა, კოკი, არც ტელეფონი მუშაობს, არც ტრანსპორტი. თოვლსა და სიცივეს რომ
თავი დავანებოთ, ისეთი ქაოსი და ბესპრეძელია გარეთ, რომ მშობლიურ ქალაქში გასვლა არ
მოგინდება. მარტო ხარ?

– კი. შემოდი.

– აქა მშვიდობა, – რომანი ბინაში შემოვიდა და მკითხა, – ცოლ-შვილი სად გყავს?

– მეორე თვეა, მთაში არიან. როდესაც დენთის სუნი ვიყნოსე და მივხვდი, რომ ომი გარდაუვალი
იყო, სამი თვის სამყოფი სანოვაგე წავიღე და მთაში, ჩვენს აგარაკზე ავიყვანე.
რომანს ჩაეცინა, თითი დამიქნია და მითხრა:

– რა ხარ შენ, რა. ახლა, ალბათ, გზებია ჩაკეტილი და, რომც მოინდომონ, თბილისში მაინც ვერ
ჩამოვლენ. საჭმელ-სასმელი ჰქონიათ, შეწუხებითაც, ალბათ, არავინ შეაწუხებთ და შენ აქ ხარ
მშვიდად, ისინი კი – იქ უსაფრთხოდ და მაძღრად. ასეა ხომ?

– აბა, სხვა რა გზა მქონდა, – მხრები ავიჩეჩე მე, – მერისთვის რომ მეთქვა, საშინელი ომია-მეთქი
მოსალოდნელი, მაგას აქედან წაიყვანდი?

– მართალი ხარ, მართალი, – მითხრა რომანმა და მკითხა: – მარტომ ხომ არ მოიწყინე?

– არც ისე, თუმცა, უმოქმედობა მოსაბეზრებელია.

– ჰოდა, მე აგამოქმედებ. შეკვეთაა და მომისმინე.

– გისმენ.

რომანმა ჩვეულებისამებრ აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და მითხრა:

– აი, ამ კაცის ზუგდიდში ჩაყვანას თუ შეძლებ? – და ერთი ოდიოზური პიროვნების სურათი


მაჩვენა.

– მხოლოდ უნდა ჩავიყვანო, ცოცხალი?

– კი, ცოცხალი.

– რამდენს იხდიან?

– ორმოცდაათ ათას მარკას.

– ორმოცდაათ ათას მარკას? – გავიმეორე მე.

– ჰო, მაგდენს. ცოტაა, ხომ?

– რატომ მაინცდამაინც მარკას და არა, ვთქვათ, ფუნტს? – გამეცინა მე.

– ალბათ, მხოლოდ მარკები და მანეთები აქვთ მაგ საცოდავებს, – მომიგო რომანმა. მანეთებს ხომ
არ შემოგთავაზებდნენ, ამიტომ, მარკებით იხდიან.

– თანახმა ვარ, მაგრამ, ფული წინასწარ გადაიხადონ. ხომ იცი, რა დროა და პოსლეზე სად ვდიო
მე მაგათ.

– ესე იგი, ამ საქმეს იღებ?

– თუ ფულს წინასწარ მოიტანენ, კი.

– აი, ფული, – რომანმა ჯიბიდან ცელოფნის პარკი ამოაცურა და მაგიდაზე დადო, რომელშიც 50
ათასი გერმანული მარკა იყო გახვეული.
– მოკლედ, ასე, – ვუთხარი რომანს, – იმ კაცს მე ზუგდიდში ჩავიყვან და აი, ამ სახლში დავტოვებ.

– ამ სახლში რატომ? – მკითხა „ძიამ“.

– იმიტომ, ძია-ჯან, რომ არ გავიშიფრო. ოღონდ, შენ მათ წინასწარ არ უთხრა, რომ იმ კაცის ამ
სახლში დატოვებას ვაპირებ. რა იცი, რა ხდება და ხაფანგი არ დამიგონ. მე ჩემს სამუშაოს
შევასრულებ და კაცს მივუყვან. იქიდან კი ის ვერსად წავა, რადგან არა მარტო ზუგდიდი, არამედ
მთელი სამეგრელო და მთელი დასავლეთ საქართველო მაგათია, – ავუხსენი რომანს. შემდეგ სხვა
თემაზე გადავიტანე საუბარი. კიდევ ნახევარი საათი ვილაპარაკეთ და „ძია“ სახლიდან
გავისტუმრე.

– აბა, შენ იცი, კოკი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა წასვლის წინ „ძიამ“.

იმ დროს ერთი შელახული ფურგონიანი „მოსკვიჩი“ მყავდა და იმით დავდიოდი. ჩემი მანქანა
შელახული მხოლოდ გარეგნულად იყო, ისე კი ფორსირებული ძრავა, გამძლე საბურავები და
ყველაფერი გამართული ჰქონდა და ბევრ უცხოურ ავტომობილს ჩამოიტოვებდა უკან. სანამ
საქმეზე წავიდოდი, „მოსკვიჩის“ ავზი ბენზინით გავავსე. გავავსე, ასევე, ორი ცალი ოცლიტრიანი
კანისტრა, რომლებიც ფურგონში შევინახე და ისინი შეშით შევნიღბე, ხოლო, ობიექტი რომ
მოვიტაცე, დავაძინე და საძილე ტომარაში მოვათავსე, შეშის ქვეშ. ჩემი მოსკვიჩი დავქოქე და
ნელი სვლით დასავლეთ საქართველოსკენ ავიღე გეზი. ამხელა გზაზე მივდიოდი და თან ორი
ავტომატური პისტოლეტი წავიღე და ერთი ცალი „აკაეს-უ“. გარდა ამისა, ოთხი ცალი „ლიმონკა“
და ასე დატვირთულ-შეიარაღებული გავუდექი გზას.

თბილისში სხვადასხვა ჯურის პატრულმა დაახლოებით ოცჯერ გამაჩერა და ზოგმა რა მთხოვა


და ზოგმა – რა. ძირითადად ბენზინი უნდოდათ, მაგრამ ყველას უარით ვისტუმრებდი და
ვეუბნებოდი, რომ სულ რაღაც ორი ლიტრი საწვავი მქონდა და სახლში, შვილებთან შეშა
მიმქონდა. თითქმის არავინ შემომდავებია, არც საბუთები მოუთხოვიათ ჩემთვის და არც
საბარგული შეუმოწმებიათ, ისე მიშვებდნენ. თბილისის გასასვლელთან კი მხოლოდ
საბარგულში შეიხედეს და შეშა რომ დაინახეს, ერთმა წვერიანმა ახალგაზრდამ მკითხა:

– ბიძაჯან, უცნაურია, ჩემმა მზემ, წესით, შეშა რაიონიდან მოაქვთ თბილისში, შენ კი
თბილისიდან მიგაქვს რაიონში. თქვენთან რა, ხეები დაილია? აბა, ერთი მითხარი, სად ცხოვრობ?

– მცხეთაში, შვილო, – დავეჯღანე ბიჭს. ჩვენთან ყველაფერი დაჭრეს და დაჩეხეს. ეს შეშა კი


თბილისში, ჩემს სახლში მქონდა ჩამოტანილი ბუხრისთვის, მაგრამ ახლა უკან მიმაქვს. მცხეთაში
აგარაკი მაქვს და ოჯახი იქ გავხიზნე, ისე კი, თბილისში, ვარკეთილში, კორპუსში ვცხოვრობ.

ბიჭმა ერთი კი შემათვალიერა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს და გამიშვა. მე შვებით ამოვისუნთქე


და გზა განვაგრძე. მაგრამ, ხუთი წუთიც არ იყო გასული „ნივა“ წამომეწია, წინ დამიდგა და
მაიძულეს გავჩერებულიყავი. „ნივიდან“ სწორედ ის ბიჭი გადმოვიდა, რომელსაც სულ ცოტა
ხნის წინ ველაპარაკე. მას კიდევ ორი შეიარაღებული ახალგაზრდა ახლა.

„ღმერთო, ამ ბავშვების სისხლს ნუ დამაღვრევინებ“! – შევევედრე უფალს, მანქანიდან გადავედი


და ნაცნობ ბიჭს ვკითხე:
– რაშია, შვილო, საქმე, რატომ გამაჩერეთ?

– შენი „მოსკვიჩი“ გვჭირდება, ბიძა და უნდა მოგვცე.

– მერე მე? მერე შეშა, რომელიც ჩემს ცოლ-შვილს უნდა წავუღო?

– შეშას ვინმე წაგაღებინებს, გამოივლის გრუზავიკი, გავაჩერებთ, ვეტყვით და მიგატანინებენ.


მანქანას კი კონფისკაციას ვუკეთებთ. ომია, ბიძაჯან, ომი და ომის კანონებით ვმოქმედებთ, –
მითხრა ახალგაზრდამ, შემდეგ დანარჩენი ორი იხმო და უთხრა:

– აბა, ერთი შეშისგან დავუცალოთ ბიძაჩემს ფურგონი და, თუ „გრუზავიკი“ გამოჩნდება,


წავაღებინოთ.

ბიჭებმა ფურგონი გააღეს და შეშის გადმოტვირთვა უნდა დაეწყოთ. მე ორი პისტოლეტი


ვიშიშვლე და სამივე მსუბუქად, ფეხებში დავჭერი. შემდეგ მათ იარაღები ავართვი, მჭიდები
ამოვაცალე და ცალ-ცალკე მოვისროლე. შემდეგ მათი „ნივა“ გავაფუჭე. ბოლოს „მოსკვიჩში“
ჩავჯექი და გზა განვაგრძე. სანამ რიკოთს გადავიდოდი, ცოტა არ იყოს, მეშინოდა, მაგრამ
დასავლეთში უკვე თავისუფლად ვმოძრაობდი და არც ისე ხშირად მაჩერებდნენ და
მიშარდებოდნენ. ზუგდიდამდე მშვიდობიანად ვიარე, მის შესასვლელთან კი შეიარაღებულმა
ხალხმა გამაჩერა და, რომ გაიგეს, თბილისიდან მოვდიოდი, თან საბარგულში შეშა მელაგა, ეჭვის
თვალით შემომხედეს და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

– შენ, ბიძი, მოგზავნილი ხომ არ ხარ, მოგზავნილი? – არა, რა მოგზავნილი, მე აქ სტუმრად ვარ,
თან შეშა მომაქვს, რომელიც სენაკიდან გამომატანეს-მეთქი.

– შეშა ფქვილი ხომ არაა, შე კაცო. აქ ჩვენ სენაკზე კარგი შეშა გვაქვს. აბა, ერთი ბაგაჟნიკი გვაჩვენე
და საერთოდ არ გაინძრე, უნდა გაგჩხრიკოთ.

ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან ზუგდიდის შესასვლელთან კბილებამდე


შეიარაღებული ადამიანების ალყაში ვიყავი მოქცეული და ძალიანაც რომ მდომოდა, ერთ
გასროლასაც ვერ მოვასწრებდი, ისე მომიღებდნენ ბოლოს. გარდა ამისა, იარაღსაც მიპოვიდნენ
და იმასაც აღმოაჩენდნენ, რომ გრიმირებული ვიყავი. ამიტომ, სხვა გზა ვარჩიე, ყველაზე უფროსი
კაცი გვერდზე გავიყვანე, შემკვეთის ვინაობა დავუსახელე და ვუთხარი:

– მასთან ვარ საგანგებო საქმეზე ჩამოსული და სასწრაფოდ აქ მომიყვანეთ, ან მასთან წამიყვანეთ.

– კი მაგრამ, ვინ ხარ, რომ ასე კატეგორიულად ითხოვ მასთან შეხვედრას? – მკითხა
შეიარაღებულმა ზუგდიდელმა.

– გვერდზე იმიტომ გაგიყვანე, რომ არავინ გაიგოს, შენ კი ხმას უწევ და თუკი არ დამიჯერებ,
იცოდე, ინანებ, – ვთქვი მე, მაგრამ, რომ შევატყვე, ჩემი ოპონენტი აყვირებას აპირებდა,
დავასწარი და, გატაცებულის სახელი ვუხსენე – „ბაგაჟნიკში“ მყავს და თბილისიდან
ჩამოვიყვანე. გაიგე ახლა, რაშია საქმე?
მეგრელებმა კინაღამ დამშოკეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოპონენტს შევთავაზე, გატაცებული
კონსპირაციულად მიგვეყვანა დანიშნულების ადგილზე, მან ჯერ საბარგული შეამოწმა, ხოლო,
როდესაც ჩემი სიტყვების სისწორეში დარწმუნდა, ძალიან გაუხარდა და გადამეხვია. შემდეგ,
თავის თანამებრძოლებთან ერთად, გატაცებული საბარგულიდან გადმოიყვანა. სულ რაღაც ხუთ
წუთში იქ უამრავი ადამიანი შეგროვდა. ცნობისმოყვარე მნახველთა ნაკადი კატასტროფულად
იზრდებოდა. ვიფიქრე, დაესევიან და ლუკმა-ლუკმა გაგლეჯენ-მეთქი, მაგრამ მისთვის თითიც
არავის დაუკარებია, არც კი შეუგინებიათ მისთვის. ბოლოს, ჩემმა გახარებულმა ოპონენტმა მე და
ჩემს „ნადავლს“ ხელი ჩაგვავლო და „ნივაში“ ჩაგვსვა, შემდეგ თვითონაც გვერდით მოგვიჯდა და
წავედით. უკან მოგვყვებოდა ჩემი „მოსკვიჩიც“, რომელსაც ერთ-ერთი შეიარაღებული მებრძოლი
მართავდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზუგდიდელ მებრძოლებს სუფრიდან გამოვეპარე,
რომელთანაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩემ მიერ გატაცებული კაციც იჯდა... მე მასპინძლებს
ტუალეტში გასვლის ნებართვა ვთხოვე და იქიდან მოვუსვი. ჩემი „დრანდულეტი“ „მოსკვიჩი“ კი
ზუგდიდში დავტოვე და თბილისში გადაჯდომებით ჩამოვედი. „მოსკვიჩი“ სხვის სახელზე იყო
გაფორმებული და, რამე რომ ყოფილიყო, ვერ მომაგნებდნენ. ასე დასრულდა ჩემი
ტრაგიკომიკური ზუგდიდური ვოიაჟი. მათთან ჩაყვანილი ადამიანი კი ზუგდიდელებმა ერთი
თვის მერე ოც თავიანთ დატყვევებულ თანამებრძოლზე გადაცვალეს. თუმცა, ორი კვირის
შემდეგ ახალმა მთავრობამ ზუგდიდს დიდი ძალებით შეუტია და, ქალაქი მიწასთან გაასწორა.
და იქ შეჭრილი დამსჯელი რაზმები ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და ძარცვავდნენ
ადგილობრივ მოსახლეობას. ერთ-ერთი უდანაშაულო ახალგაზრდა კი ჯერ სასტიკი წამებით
მოკლეს, შემდეგ ქუჩაში დააგდეს და შეიარაღებული დაცვა დაუყენეს, რომ არავის დაემარხა და
სამი დღის განმავლობაში მას ღორები ჭამდნენ... ყველაზე სასტიკად კი სწორედ ჩემ მიერ
მოტაცებული კაცი და მისი ხელქვეითები იქცეოდნენ. იმ ნაძირალამ ერთ-ერთ ცნობილ
ზუგდიდურ ოჯახში ბებია, დედა და 12 წლის გოგონა გააუპატიურა და ორი მამაკაცი მოკლა.
შემდეგ სახლი პირწმინდად გაძარცვეს, ორი მანქანა გაიტაცეს და უზარმაზარი სახლ-კარი
გადაბუგეს. ოჯახის უფროსი იმ პერიოდში თავის შვილთან ერთად ტყეში პარტიზანობდა. 61
წლის მამამ ასაფეთქებლები შეიბა, ხელში ტყვიამფრქვევმომარჯვებული, ერთ-ერთი
შეიარაღებული რაზმის შტაბში შევარდა სროლა-სროლით და თავი აიფეთქა, რასაც უამრავი
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა... შურისმაძიებლის შვილი კი დროებით ჩრდილოკავკასიაში
გაიხიზნა, ხოლო მოგვიანებით – ევროპაში. მისი ოჯახის განადგურებიდან ხუთი წელი იყო
გასული, როდესაც ,,ძიამ” მისი შეკვეთა გადმომცა – კაცის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– ორასი ათას დოლარს იხდის, თუკი პირადად მიუყვან საღ-სალამათს.

– სად? – ვკითხე რომანს.

– საქართველოში. თუმცა კონკრეტული ადგილი არ ვიცი, მაგრამ, თუკი ამ საქმეს აიღებ, ალბათ,
ადგილსაც გვეტყვიან.

– ჰმ, ჩემს კარიერაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ ადამიანზე უკვე მეორე შეკვეთას ვიღებ,
– ჩამეცინა მე, – თანახმა ვარ, იმ ნაძირალას საღ-სალამათს ჩავაბარებ ადრესატს.
იმ პერიოდში სამოქალაქო ომი უკვე დასრულებული იყო, ქვეყანა ნელ-ნელა იშუშებდა
ჭრილობებს, კონსტიტუციაც მიღებული იყო და ქვეყნის ამაოხრებელი შეიარაღებული
ფორმირებების წევრთა უმეტესობა ციხეში იჯდა. ის ნაძირალა კი, მთავრობას მიემხრო, ციხეს
გადაურჩა და, მართალია, არც ერთ სამხედრო სტრუქტურაში არ მუშაობდა, მაგრამ კერძო
დაცვის სამსახური შექმნა, სხვადასხვა კომერციულ, კერძო სტრუქტურებს ემსახურებოდა და
საკმაოდ ბევრ ფულსაც შოულობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შედარებით წესრიგი სუფევდა, ის ნაძირალა უკიდურესად


შეშინებული იყო ძველი ცოდვების გამო და ცოლ-შვილი უცხოეთში ჰყავდა გახიზნული,
თვითონ კი მუდმივად ოთხი-ხუთი კუნთმაგარი, შეიარაღებული ადამიანი ახლდა თან და,
არათუ მისი მოტაცება, მასთან მიახლოებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამიტომ, ისეთი
რამის მოფიქრება იყო საჭირო, რომ ის ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე მომეტაცებინა და
უვნებლად ჩამებარებინა შემკვეთისთვის.

იმ ნაძირლის ოფისი რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა, ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე,


შენობის მესამე სართულზე. იმ სახლში სხვა საოფისე ფართებიც ქირავდებოდა. მე საიმედოდ
შევინიღბე – ხანში შესული აღმოსავლელი მდიდარი მამაკაცის იმიჯი მოვირგე, გამქირავებელს
დამტვრეული რუსულით ველაპარაკე და სამი თვით ქალთან საიდუმლო შეხვედრებისთვის 600
დოლარად ვიქირავე 100 კვადრატული ფართი.

– სასიამოვნო დროის გატარებას გისურვებთ, ბატონო, – მითხრა ფართის მეპატრონემ, გასაღები


გადმომცა და წავიდა.

როგორც კი მარტო დავრჩი, შეკვეთის შესრულებას შევუდექი. ჩემ მიერ ნაქირავები ფართი იმ
ნაძირლის ოფისის ქვეშ მდებარეობდა. მე ჭერის საკმაოდ თხელი ფიცრის ფენა სქელი ბურღით
გავხვრიტე და შიგნით მილი დავამაგრე, რომელიც, დასაძინებელი გაზით სავსე ბალონთან იყო
შეერთებული. მეორე დღეს, როდესაც თავად ნაძირალა და მისი თანამშრომლები ოფისში
მივიდნენ, მილში დასაძინებელი გაზი გავუშვი. ხუთიოდე წუთის შემდეგ მესამე სართულზე
ავედი, აირწინაღი გავიკეთე და ოფისში შევედი. ნაძირალას და მის რვა თანამშრომელს
საიმედოდ ეძინათ. მე ნაძირალას ხელი დავავლე, მხარში შევუდექი, პირველ სართულზე
ჩავიყვანე, უკანა ეზოში მდგომ უზარმაზარ „მერსედესში“ ჩავაწვინე და შემკვეთის მიერ
მითითებული ადგილისკენ გავემართე, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე
მიკრორაიონის საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდა.

ჩემდა გასაკვირად, „ტვირთის მიმღები“ სწორედ ის ზუგდიდელი მებრძოლი აღმოჩნდა,


რომელმაც ხუთი წლის წინ მთელ ქალაქს გააგებინა ჩემი საიდუმლო მისიის შესახებ და მაიძულა,
რომ იქაურობა მალულად დამეტოვებინა.

„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც ნაცნობი ზუგდიდელი დავინახე და ვინატრე,


რომ არ ვეცანი. თუმცა, იმავე გრიმით ვიყავი შენიღბული და რომ დამინახა, ეგრევე მიცნო,
გამიღიმა და მითხრა:

– ოჰ, ეს ისევ შენ ხარ, მოხუცო?


– მაგის დრო არ არის, – მივუგე ზუგდიდელს, – ჩქარა, „ტავარი“ ჩაიბარე!

ნაძირალა ჯერ სახლში შევიყვანეთ, შემდეგ კი – სარდაფში. უკან გამობრუნებას ვაპირებდი,


როდესაც ნაცნობმა ზუგდიდელმა მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:

– მაინც, სად გაქრი ასე უცებ, შე კაცო, მთელი ზუგდიდი შემოვირბინეთ და ვერსად გიპოვეთ!

– მეჩქარებოდა, – მკვახედ მივუგე ზუგდიდელს და წასვლა დავაპირე, მან კი მითხრა:

– სად მიდიხარ, დარჩი, ვილაპარაკოთ... ძველი დრო გავიხსენოთ.

– მეჩქარება, – გავუმეორე ზუგდიდელს და ბინიდან გამოვედი.

ერთი კვირის შემდეგ ის ნაძირალა სასტიკი წამებით მოკლული, ტრასაზე დაგდებული იპოვეს
და პრესამ და ტელევიზიამ ფართოდ გააშუქა ეს ამბავი...

სხვათა შორის, ჩემ მიერ შესრულებული საქმეების უმეტესობა ფართოდ აქვს გაშუქებული
მსოფლიოს მოწინავე პრესასა და ტელევიზიას. მეტწილად, ჩემი საქმეები სწორად შუქდებოდა.
ზოგჯერ გაზვიადებასაც ჰქონდა ადგილი, როგორც ეს ჟურნალისტებს სჩვევიათ ხოლმე. მაგრამ,
ყოფილა შემთხვევები, რომ აბსოლუტური შეუსაბამობებიც მომხდარა. მე, რა თქმა უნდა,
მშვიდად და აუღელვებლად ვხვდებოდი მსგავს ჟურნალისტულ „წიაღსვლებს“, მაგრამ, ერთხელ
აქტიური ჩარევა მომიხდა, რომ ჩემ გამო და ცრუ ჟურნალისტური განგაშის შედეგად ყოვლად
უდანაშაულო ადამიანი არ დაეღუპათ.

რუსეთში ჯერ კიდევ სიკვდილით დასჯის კანონი მოქმედებდა და მასზე მორატორიუმი არ იყო
გამოცხადებული, როდესაც მოსკოვში ერთი შეკვეთა შევასრულე და მაყუჩიანი პისტოლეტიდან
შუბლში ერთი გასროლით ერთი ცნობილი მსახიობი გამოვასალმე სიცოცხლეს. ის
ბრილიანტებით იატაკქვეშა მოვაჭრე პიროვნება იყო და თანამზრახველებს დიდი რაოდენობით
ქვები მოჰპარა. სწორედ მისმა პარტნიორებმა შემიკვეთეს ეს საქმე... „ობიექტი“ ჰომოსექსუალი
იყო და რუსულმა პრესამ ერთადერთი ვერსია აიტაცა – მოკლული საყვარლის მსხვერპლად
შერაცხა და მილიციამ მისი 23 წლის პარტნიორი ბიჭი დააპატიმრა, რომელიც, რა თქმა უნდა,
არაფერ შუაში იყო. თუმცა, საბჭოთა მენტალიტეტზე აღზრდილმა რუსულმა საგამოძიებო
ორგანოებმა ეს საქმე ძალიან მალე „გახსნეს“, ბიჭმა კი დანაშაული „აღიარა“ და სამი თვის შემდეგ
ჩატარებულმა სასამართლომ მას სიკვდილი მიუსაჯა. ეს საქმე იმდენად რეზონანსული
აღმოჩნდა, რომ სამი თვის განმავლობაში დეტალურად შუქდებოდა და ყოველივე ამას ისეთი
პირი უჩანდა, რომ უდანაშაულო ყმაწვილს ძალიან მალე შეუსრულებდნენ გამოტანილ განაჩენს.

მე თბილისში, ჩემს ბინაში ვიმყოფებოდი და მეორე დღეს შესასრულებელ საქმეზე ვფიქრობდი,


თან ტელევიზორი მქონდა ჩართული, როდესაც ერთ-ერთმა რუსულმა არხმა გამოაცხადა, რომ
ყმაწვილს დასჯის დღე დაუდგინეს – მას ზუსტად სამ დღეში ლეფორტოვის ციხეში
დახვრეტდნენ...

მიუხედავად იმისა, რომ ყმაწვილი ჰომოსექსუალი იყო, 23 წლის უდანაშაულო ბიჭი მაინც
ძალიან შემეცოდა. მე საქმე გადავდე და მოსკოვში გადავფრინდი, რომ მას დავხმარებოდი.
განგების ნებით, მკვლელობის იარაღი – მაყუჩიანი პისტოლეტი – სწორედ იმ ბინძურ ლუკში
ვიპოვე, სადაც ის სამი თვის წინათ ჩავაგდე. შემდეგ ძალიან ცნობილ ჟურნალისტს შეხვედრაზე
შევუთანხმდი, შევინიღბე და ერთ პატარა შესახვევში შევხვდი, რომელიც წინასწარ შევამოწმე.
ჟურნალისტს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ცელოფანში ჩადებული მაყუჩიანი
პისტოლეტი გადავეცი და გამომშვიდობებისას ვუთხარი:

– თუ თქვენ ამ ყმაწვილის გადარჩენას შეძლებთ, გპირდებით, რომ 20 ათას დოლარს


გადაგიხდით.

ჟურნალისტს ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა და მომიგო:

– მართლაც რომ უცნაური ადამიანი ჩანხართ. პირველად ვხედავ, რომ პროფესიონალი მკვლელი
ასე იქცევა – უდანაშაულო ადამიანის გადასარჩენად ფულსაც იხდის და, თან, საკუთარი თავის
გამჟღავნების რისკის ფასად აკეთებს ამას.

– რას იზამ, ჩემო კარგო, ზოგჯერ ჩვენი ყინულის გულიც ლღვება ხოლმე, გულის სითბო კი
სიკეთის კეთებისკენ გვიბიძგებს. აბა, თქვენ იცით, თქვენი იმედი მაქვს. ჩემი სიტყვა ძალაშია.

– დარწმუნებული იყავით, რომ ბიჭს უეჭველად გაათავისუფლებენ. ამ საღამოს კი ჩემს


გადაცემას უყურეთ, რომელიც საუკეთესო იქნება ჩემს კარიერაში, – მომიგო ჟურნალისტმა და
ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

ჟურნალისტს არ გავუწბილებივარ და ისეთი პირდაპირი ეთერი ჩაატარა, მსგავსი რამ არც


მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს. მას ბობოლა მილიციელი მაღალჩინოსნები,
პროკურორი, საქმის გამომძიებელი და მოსამართლე ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ბიჭს
სიკვდილი მიუსაჯა. ყველამ, მათ შორის უბრალო დამსწრეებმაც, ის ბიჭი ერთხმად გაამტყუნეს
და აღნიშნეს, რომ მოუთმენლად ველოდებით ზეგინდელ დღეს, როდესაც სამართალი იზეიმებს
და ხალხის საყვარელი არტისტის მკვლელს სამართლიანად დახვრეტენო. მაგრამ ჟურნალისტმა
ყველას ცივი წყალი გადაასხა – შავი ყუთიდან ჩემ მიერ მიცემული, ცელოფანში გახვეული
მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ ამოიღო და იკითხა:

– აბა, ახლა შეპირებული ვიქტორინა ჩავატაროთ: ვინ გამოიცნობს, რა არის გახვეული ამ


ცელოფანში?

რატომღაც, მიახლოებითი პასუხიც კი ვერავინ გასცა და, როდესაც გამომძიებელმა ჟურნალისტს,


რატომღაც, უპასუხა, ცელოფანში იურისტებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოაო,
ჟურნალისტმა მიუგო:

– რომელიც თქვენ, აქ დამსწრე კანონის მსახურებს, ცუდად გაქვთ ათვისებული, – მერე სტუმრებს
გადახედა, რეზინის ხელთათმანები გაიკეთა და თქვა: – არა! საბედნიეროდ, თქვენ ყველანი
შეცდით, აქ იურისტებისთვის განკუთვნილი არანაირი სახელმძღვანელო არ არის.
აუდიტორია, ალბათ, ისევე, როგორც ტელეეკრანებთან შეკრებილი მილიონობით მაყურებელი,
სულგანაბული უყურებდა ჟურნალისტის მოძრაობას. მან ნელ-ნელა გახსნა ცელოფანი, ორი
თითი პისტოლეტის ტარს მოჰკიდა, იარაღი ზანტად ამოაცურა, ჰაერში ასწია და თქვა:

– ესაა „ბრაუნინგის“ სისტემის პისტოლეტი და, როგორც ხედავთ, მას მაყუჩიც აქვს!

– დიახ, ეს მართლაც ნამდვილი პისტოლეტია, მაგრამ, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რა პისტოლეტია


და თქვენთან როგორ მოხვდა? – ჰკითხა ჟურნალისტს პროკურორმა, რომელმაც ბიჭის
„მამხილებელი“, „უტყუარი“ სამხილები წარუდგინა სასამართლოს, რის საფუძველზეც საწყალ
ბიჭს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

– სიამოვნებით გაგცემთ პასუხს თქვენს შეკითხვაზე, მით უმეტეს, რომ, დიდი იმედი მაქვს,
ამჯერად მიზანში მოარტყამს და სამართალი იზეიმებს, – მიუგო პროკურორს ჟურნალისტმა,
პისტოლეტი კიდევ უფრო მაღლა ასწია და თქვა: – ეს იარაღი მე დაქირავებულმა მკვლელმა
გადმომცა, რომელმაც მსახიობი შეკვეთით მოკლა. იმედია, ზეგინდელი სასიკვდილო განაჩენი
ჯერ შეჩერდება, ხოლო, როდესაც ბალისტიკური ექსპერტიზა დაამტკიცებს ჩემს სიტყვებს,
განაჩენი გაუქმდება და ბიჭს გაათავისუფლებენ. ხოლო, დაიჭერთ თუ არა მკვლელს, ვინც ეს
შეკვეთა შეასრულა და რომელიც ახლა დიდი ინტერესით გვიყურებს, უკვე სხვა საკითხია. მე
ახლა დაქირავებულ მკვლელს მივმართავ და ვეუბნები: დიდი მად-ლო-ბა!

– არაფრის, – მივუგე ჟურნალისტს, კმაყოფილმა მერე თბილისში დავრეკე და მერის ვუთხარი,


რომ მეორე დღეს ჩავფრინდებოდი.

სიკვდილმისჯილი ზუსტად ორი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს, ხოლო, ისედაც რეიტინგული


და ცნობილი ჟურნალისტის პოპულარობა გაასმაგდა და ეს თემა კიდევ დიდხანს არ ჩამოსულა
პრესის პირველი გვერდებიდან... დღესდღეობით ეს ჟურნალისტი საკმაოდ ცნობილი და
პოპულარული პოლიტიკოსია და თავის სამშობლოში მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობს.
ამგვარად, საქმეც გაკეთდა და, უდანაშაულო ადამიანის ცოდვა არ დავიდე, რითაც ძალზე
კმაყოფილი დავრჩი. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არც მწვადი დავწვი, არც შამფური და
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

მე მიყვარს წესრიგი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ უწესრიგო და


არათანამიმდევრული ადამიანი არასრულფასოვანი პიროვნებაა, მიუხედავად იმისა, რომ
შეიძლება მას განსაკუთრებული, გამორჩეული ნიჭი ჰქონდეს და გენიოსადაც კი აღიარონ.
თუმცა, ცალმხრივად განვითარებულ გენიოსს სრულფასოვანი არაგენიოსი მირჩევნია, მაგრამ ეს
ჩემი სუბიექტური აზრია და სხვებს, ალბათ, სხვა აზრი გააჩნიათ ამ საკითხზე. არა, ისე ნურავინ
გაიგებს, რომ მე თითქოს გენიოსების საწინააღმდეგო მაქვს რამე. რა თქმა უნდა, არა! თუმცა,
მსგავსი წყობის, ცალმხრივად განვითარებულ ადამიანებს არაერთი დიდი მავნებლობა
ჩაუდენიათ და რამდენჯერმე ჩემი პროფესიული კუთხითაც კი მქონია მათთან შეხება.

ერთხელ სასწრაფოდ ლუბიანკაზე გამომიძახეს. შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ის


საკმაოდ აღელვებული დამხვდა. ვიქტორ იაკოვლევიჩი იშვიათად გამოდიოდა წყობიდან და
მისი შემხედვარე მივხვდი, რომ რაღაც ძალზე განსაკუთრებული მოხდა.
– გამარჯობა, ამხანაგო გენერალო! – მივესალმე შჩუკინს. ის კი პირდაპირ საქმეზე გადავიდა,
ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდა კაცის სურათი მომაწოდა და მითხრა:

– აი, ეს და ბიძამისი სასწრაფოდ არიან მოსაშორებლები. მაგრამ, ეს საქმე ისე უნდა შეიფუთოს,
რომ ყველაზე გამოცდილ ექსპერტსაც კი არ შეეპაროს ეჭვი, რომ უბედური შემთხვევა მოხდა.

– გასაგებია, – მოკლედ მივუგე გენერალს.

– გასაგები კი არის, მაგრამ, ეს ამოცანა არც ისე იოლადაა გადასაჭრელი და მთელი შენი ცოდნისა
და გამოცდილების მობილიზებაა საჭირო.

– ნუ ღელავთ, ამხანაგო გენერალო. ყველაფერს შესაბამისად შევასრულებ, – გავუღიმე შჩუკინს.

– ამ ბიჭის ბიძა ვინ არის, თუ იცი? – ირონიულად ჩაეცინა შჩუკინს და საბჭოთა კავშირის
ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის ვინაობა დამისახელა.

– რა ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო?! – ლამის თვალები გადმომცვივდა, რადგან დასახელებული


პიროვნება უმაღლესი ხელისუფალი და კრემლის ნომენკლატურის წევრი იყო, რაც მას
განსაკუთრებულ იმუნიტეტს ანიჭებდა. ასეთი ადამიანების ლიკვიდაცია კი ქვეყნის პირველი
პირის სანქციის გარეშე არ ხორციელდებოდა, ანუ, მასზე სანქცია თავად ლეონიდ ბრეჟნევს უნდა
გაეცა. ის კაცი კი ბრეჟნევის უახლოესი მეგობარი იყო... ამ ამბავს ერთი მინუსიც ჰქონდა, –
როდესაც ასეთი რანგის ადამიანს კლავდნენ, შემდგომ არც მის ლიკვიდატორს ტოვებდნენ
ცოცხალს და გუნებაში გავიფიქრე: „აი, დადგა შენი აღსასრულის დროც, კოკი, ისეთ დავალებას
გაძლევენ, რომ თავს წააგებ. სიურპრიზიც ასეთი უნდა. ნეტავ, როგორ უნდა მოვიქცე?“

ჩემი ფიქრები შჩუკინმა გაწყვიტა, რომელმაც მითხრა:

– შენ, ალბათ, ფიქრობ, რომ ეს შენი უკანასკნელი დავალებაა და მის შესრულებას შეეწირები. ხომ
ასეა?

– არ დაგიმალავთ და მართლა მასე ვფიქრობ, – გულწრფელად მივუგე შჩუკინს.

– ცალსახად ცდები. შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხარ და, ამ დავალების გამო
შემსრულებლის ლიკვიდაცია რომ იყოს საჭირო, მერწმუნე, სხვას დავავალებდი. ლიკვიდაციის
გადაწყვეტილება ჩვენი უწყების ვიწრო წრეშია მიღებული და პირველი საქმის კურსში არ არის.
ლეონიდ ილიჩი დღესდღეობით ისეთ მდგომარეობაშია, ამ თემაზე მასთან საუბარი
შეუძლებელია. დრო კი არ ითმენს და საქმე ძალიან სწრაფადაა შესასრულებელი, – მითხრა
შჩუკინმა.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან ნათელი იყო, რომ ლიკვიდაციის გადაწყვეტილება


ლეონიდ ბრეჟნევის გვერდის ავლით, პირადად იური ანდროპოვმა მიიღო. ასეთი რამ კი
უსერიოზულეს დანაშაულად ითვლებოდა და, გამჟღავნების შემთხვევაში, მისი ყველა მონაწილე
თავს დაკარგავდა. თავად ბრეჟნევი იმ პერიოდში ძალიან მძიმედ იყო ავად – მას პირველი
ინსულტი დაემართა, კრემლის სპეციალურ კლინიკაში იწვა, სიკვდილს ებრძოდა და ქვეყნის
მართვაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდა. მე, რა თქმა უნდა, ძალიან მაინტერესებდა, თუ რამ
გამოიწვია ასეთი უკიდურესი გადაწყვეტილების მიღება და შჩუკინს ვკითხე:

– რა დააშავა ამ კაცმა?

– სერიოზული რამ, – მომიგო შჩუკინმა, რომელიც იმ კაცის ხსენებაზე უკიდურესად


გაღიზიანდა, სახე წამოეჭარხლა და მისთვის უჩვეულო ლექსიკით მითხრა, – თავისი ნათესაური
ინტერესები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დააყენა და, არაერთჯერადი გაფრთხილების
მიუხედავად, თავის ნაბიჭვარ, ონანისტ ძმისშვილს მფარველობს. ანუ, ეს ნაბიჭვარი გენიოსი
კრიპტოგრაფია, სამხედრო მრეწველობაში მუშაობს და საბჭოთა სამხედრო უსაფრთხოებისთვის
პრაქტიკულად გაუტეხავ, შეუვალ კოდებს ქმნის. მაგრამ, რად გინდა? ეს ოცდახუთი წლის
კრეტინი, ონანისტი ნაბიჭვარი, საბავშვო გადაცემებსა და სულელურ ტელევიქტორინებში იღებს
ხოლმე მონაწილეობას და თავის საიდუმლო შიფრებს, რებუსებსა და შარადებში აქვეყნებს. ეს კი
იგივეა, რომ ზესაიდუმლო კოდი პირდაპირ ლენგლიში, ცეერუს შტაბ-ბინაში მიიტანო. შენ მაინც
ხომ ხვდები, რომ არაფერს ვაჭარბებ?

ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო. საქმე ისაა, რომ დაზვერვის უამრავ
მეთოდს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ეფექტურია ეგრეთ წოდებული „ღია
წყაროები“. ანუ, როდესაც ერთი ქვეყნის დაზვერვა დაინტერესებული სახელმწიფოს პრესას,
პუბლიცისტიკასა და ტელევიზიას აკვირდება, შიფრავს და ანალიზს უკეთებს. ხომ
წარმოგიდგენიათ, რა საშინელება შეიძლება მოხდეს, როდესაც „ცეერუს“ „ღია წყაროების“
სპეციალისტები რომელიმე საბავშვო ჟურნალში ან ტელეგადაცემაში, საბჭოთა ბალისტიკური
რაკეტების გასაშვებ კოდს ან რომელიმე სუპერსაიდუმლო სამხედრო ობიექტის კოდს
აღმოაჩენენ? ეს კი არც ისე რთულია, რადგან, როდესაც კოდების სპეციალისტი ტელეეკრანზე
ჩნდება და შარადებში სუპერკოდებს დებს, მისი პიროვნების გაგების შემდეგ, მტრული
დაზვერვა, რა თქმა უნდა, მისი შარადებითაც დაინტერესდება, ეს ყველაფერი კი ქვეყნის
უსაფრთხოებას კატასტროფის წინაშე დააყენებს...

მე კარგად ვიცნობდი დაზვერვის ამ მეთოდს და შჩუკინის სიტყვები რომ გავიაზრე, ვუთხარი:

– მართალია. ეს ხომ პირდაპირი ღალატია, ნუთუ ამდენს ვერ იაზრებს?

– იაზრებს კი არა! მართალია, კრიპტოგრაფიაში გენიოსია, მაგრამ, სხვა დანარჩენში უიმედო


იდიოტი და ცალტვინაა, – აღშფოთდა ვიქტორ იაკოვლევიჩი, – რაღა შორს მიდიხარ, ოცდახუთი
წლის ბიჭი რომ ონანისტი იქნება და ქალთან დაწოლის ნაცვლად ამ საქმით დაკავდება, მის
სრულფასოვნებაზე ლაპარაკი შეიძლება? არადა, იმდენი ფული აქვს, სად წაიღოს, არ იცის.
მანქანა ემსახურება და ფეხით დადის. მოკლედ, ცალტვინაა, მის თავში არაფერი შედის და უნდა
მოვიშოროთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ის სამსახურს ჩამოვაშოროთ, მაგრამ, მისი
ცოცხლად დატოვება მაინც დიდ საშიშროებასთანაა დაკავშირებული და მისი მოშორება ამიტომ
გადაწყდა.

– არც ბიძამისს უჯერებს?


– ბიძამისი მასზე უარესია – ამბიციურია და მედიდური. ბრეჟნევის მეგობრობა თავში აქვს
ავარდნილი. როდესაც უთხრეს, ძმისშვილი მოეთოკა, იური ვლადიმიროვიჩს უხეშად მიუგო,
რომ მის ნათესავს მოსათოკი არაფერი სჭირდა, – მითხრა შჩუკინმა, – ანდროპოვთან უხეშობა კი
იმის ტოლფასია, რომ ათას ვოლტს დაადო ხელი...

ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინის სიტყვებიდან აშკარა იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და


პირადად ანდროპოვის ინტერესებმა ერთ წერტილში მოიყარა თავი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა
საბჭოთა უშიშროების მრისხანე შეფმა, რომ ორივე პრობლემა ერთი დარტყმით გადაეჭრა და
ასეთი სარისკო გადაწყვეტილება მიეღო, რომლის შესრულებაც მე დამეკისრა.

– ამხანაგო გენერალო, ამ საქმეში, ჩემი აზრით, ყველაზე რთული მათი ერთად მოხელთებაა და
მთავარ პრობლემას სწორედ ეს შეგვიქმნის, – ვუთხარი ვიქტორ იაკოვლევიჩს.

– პრობლემა არ უნდა შეგვექმნას, საქმე უმოკლეს დროში, ზუსტად უნდა შესრულდეს და, რაც,
ჩემი აზრით, ყველაზე რთულია, ოპერაცია ძალიან შეზღუდული რესურსებითაა
შესასრულებელი, – მომიგო მან.

– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, – რესურსების


გამოყენება ამ საქმის გაბაზრების ტოლფასია, რაც არ უნდა დავუშვათ.

– ამიტომ, უნდა დავსხდეთ და ყველაფერი ერთად მოვიფიქროთ. მუხინიც მალე


შემოგვიერთდება.

ანდრეი ლუკიჩი მართლაც მალე მოვიდა. სამივე დავსხედით და იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ
როგორ მოგვეხელთებინა ერთად პოლიტბიუროს წევრი, რომელსაც უკან დაცვა დასდევდა და
მისი გენიოსი, მაგრამ ცალტვინა კრიპტოგრაფი ძმისშვილი. ჩვენ მართლაც უამრავი ვარიანტი
გავაანალიზეთ, მაგრამ არც ერთი არ გამოდგა და ბოლოს მე ვთქვი:

– ვფიქრობ, ორმაგი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ და, შეიძლება, ოდნავ უხეში საქმე გამოგვივიდეს,
რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორის გარდა, სხვებიც დაიხოცონ.

– აბა, გისმენთ, თქვი, – მითხრა შჩუკინმა.

– ბოდიშს გიხდით ამ სიტყვისთვის, – გამეცინა მე, – მაგრამ, ამ ონანისტი გენიოსით უნდა


დავიწყოთ. კონკრეტულად კი ეს ფეხით მოსიარულე კრიპტოგრაფი ისე უნდა დავაზარალოთ
ქუჩაში, რომ ის ჩვენთვის სასურველი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდეს. მას
აუცილებლად ხელოვნური სუნთქვა უნდა დასჭირდეს. ხოლო, როდესაც მის სანახავად ბიძამისი
მივა, ჟანგბადის ბალონი აფეთქდება და, როგორც ბიძა, ასევე ძმისშვილი, „უბედური
შემთხვევისგან“ დაიღუპებიან.

– სწორი მიგნებაა, – გაეცინა შჩუკინს, რაშიც მას მუხინიც დაეთანხმა და ამ ორმაგი ოპერაციის
დეტალების შემუშავებას შევუდექით, რომელიც უახლოეს დღეებში სისრულეში უნდა
მოგვეყვანა.
ორი დღის შემდეგ, ერთ-ერთი საიდუმლო ლაბორატორიიდან გამოსულ კრიპტოგრაფს,
მოსკოვის ცენტრში, საღამოს ათ საათზე, მანქანამ დაარტყა და კისერი მოსტეხა. საჭესთან მე
ვიჯექი და, რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ, უკვალოდ მივიმალე.
დაზარალებული გენიოსი სკლიფასოვსკის სახელობის კატასტროფის ცენტრში მიიყვანეს,
რეანიმაციული განყოფილების ერთადგილიან პალატაში დააწვინეს და ხელოვნურ სუნთქვაზე
შეაერთეს. გვიან ღამით, ძმისშვილს ბობოლა ბიძა ეწვია სანახავად და, როდესაც ის პალატაში
შევიდა მთავარ ექიმთან და საავადმყოფოს დირექტორთან ერთად, ჟანგბადის ლურჯი ბალონი
აფეთქდა....

„უბედური შემთხვევა“, დისტანციური პულტის მეშვეობით განხორციელდა და პულტის ღილაკს


თითი მე დავაჭირე... ყველაზე სასიხარულო კი ამ საქმეში ის იყო, რომ საშინელმა აფეთქებამ
მხოლოდ და მხოლოდ ბიძა-ძმისშვილის სიცოცხლე შეიწირა, პოლიტბიუროს წევრის გვერდით
მჯდომი დამსახურებული და უდანაშაულო ექიმები კი უვნებლად გადარჩნენ, მათ ერთი
განაკაწრიც კი არ მიუღიათ...

ამ ამბავს რომ ვიხსენებ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერ ამაში ღმერთის ხელი ერია და უფალმა
უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა.

– არა, რა, ძმებო! – თქვა აფეთქების შედეგებით კმაყოფილმა შჩუკინმა, როდესაც კვლავ მის
კაბინეტში შევიკრიბეთ, – ყველაზე ოპტიმისტური გაანგარიშების შედეგადაც, კი ექიმებიც უნდა
დაღუპულიყვნენ, ისინი კი სასწაულებრივად გადარჩნენ, სასწაულებს კი მხოლოდ ღმერთი
სჩადის და, დარწმუნებული ვარ ამ საქმეში, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ღმერთის
ხელი ურევია...

შჩუკინის კაბინეტში ამაღლებული, საზეიმო განწყობა სუფევდა. ამიტომ, მუხინმა გაბედა და


შჩუკინს უთხრა:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, გასაგებია, რომ ამ საქმის ნაწილი ღმერთმა შეასრულა და ექიმები


სიკვდილისგან იხსნა, მაგრამ, მეორე ნაწილი ვისია? ალბათ, ეშმაკის, ხომ?

– კი, ეშმაკის, – დაეთანხმა შჩუკინი. მუხინმა კი არ დააყოვნა და მიუგო:

– გამოდის, რომ ჩვენ ეშმაკის მსახურები ვყოფილვართ.

– გამოდის, გამოდის, – ღიმილით თქვა შჩუკინმა. – თუმცა, ზოგჯერ ეშმაკიც სჩადის სიკეთეს და
ეს „ოსტატსა და მარგარიტაშიც“ კარგად ჩანს.

მართალია, მე მაშინ ბულგაკოვის არც ერთი ნაწარმოები არ მქონდა წაკითხული, მაგრამ,


ზუსტად ვიცოდი, რომ მისი მთავარი აკრძალული ნაწარმოები „ოსტატი და მარგარიტა“ იყო.
მუხინმა კი კაბინეტში შექმნილი ატმოსფეროს შესაბამისად ვიქტორ იაკოვლევიჩს უთხრა:

– აკრძალულ წიგნებს კითხულობთ, ამხანაგო გენერალო?

– ყველა აკრძალული, საბოლოოდ ნებადართული ხდება და ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, თუ


სულ მალე ეს ნაწარმოები მილიონობით ტირაჟით არ დაბეჭდონ, – სრული სერიოზულობით
თქვა შჩუკინმა, მე და მუხინს გადმოგვხედა და დაამატა, – რაც არ უნდა აკრძალო და ანადგურო,
ჭეშმარიტი ხელოვნება თავის გზას მაინც გაიკვლევს. ამავე წიგნის ციტატით გიპასუხებთ, რომ
„ხელნაწერები არ იწვიან...“

ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინს, მართალია, მსოფლიოს ყველაზე საზარელ ორგანიზაციაში ერთ-


ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და, ასე ვთქვათ, საზარელი პოსტი ეკავა, მაგრამ,
პროგრესულად აზროვნებდა და არასდროს ეთანხმებოდა სუსლოვისნაირ გონებაშეზღუდულ
დოგმატიკოსებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ, ჭეშმარიტ ხელოვნებას თუ არ აკრძალავდნენ
სახელმწიფოს საფუძვლები ირყეოდა.

– სტალინი რომ სტალინი იყო, – ამბობდა ამაღლებულ განწყობაზე მყოფი შჩუკინი, – ისიც კი,
ბოლომდე არ ბლოკავდა ჭეშმარიტ ხელოვნებას და, თუკი ეს შესაძლებელი იყო, მას
სოციალიზმის სამსახურში აყენებდა. აიღეთ ტოლსტოის ნებისმიერი ნაწარმოები.
დაინტერესებული ცენზორი მასში უამრავ ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტურ

თეზას აღმოაჩენს. მთავარი ის არის, თუ ამა თუ იმ ნაწარმოებში ვინ რას დაინახავს და როგორ
ინტერპრეტაციას გაუკეთებს. აბა, ერთი წამით წარმოიდგინეთ, როგორ გაღარიბდებოდა
საბჭოთა და მსოფლიო ლიტერატურა, ვინმეს ლევ ტოლსტოის შემოქმედების პუბლიკაცია რომ
აეკრძალა?

მე და მუხინს ჩაგვეცინა, შჩუკინმა კი ასეთი რეზიუმე გააკეთა:

– ჭეშმარიტ ხელოვნებას ზემოდან ხელდასხმულები ქმნიდნენ, ხელდასხმულების შემოქმედებას


კი, რაც უნდა აკრძალო და ანადგურო, მაინც ვერ მოსპობ...

შჩუკინის კაბინეტში მსგავსი საუბრები თითქმის არასდროს იმართებოდა და ჩემს კარიერაში ეს


იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც შჩუკინი ბოლომდე გულახდილი იყო.

– შეფს რომ ვუსმენდი, მეგონა სოლჟენიცინს ვკითხულობდი, – მითხრა მუხინმა, როდესაც


ვიქტორ იაკოვლევიჩის კაბინეტიდან ერთად გამოვედით, – იმ ონანისტისა და მისი გაბღენძილი
ბიძის სიკვდილმა ამხანაგი გენერალი მშვენიერ ხასიათზე დააყენა და, გული მიგრძნობს, რომ
სულ მალე მას კიდევ ერთ ვარსკვლავს მოუმატებენ.

ანდრეი ლუკიჩი არ შემცდარა და ვარსკვლავი არა მხოლოდ შჩუკინს, არამედ მე და მუხინსაც


მოგვიმატეს, სოლიდური ფულადი ჯილდოებიც გადმოგვცეს. აშკარა იყო, ასეთი სიუხვე
ანდროპოვის წყალობა იყო, რომელმაც ჩვენი მეშვეობით პოლიტბიუროში მორიგ წარმატებას
მიაღწია.

ჩინის მომატება, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ამ სიხარულს ჩემი ოჯახის წევრებს
ვერ გავუზიარებდი და ვერც ვარსკვლავებითა და ორდენებით დახუნძლულ საზეიმო მუნდირს
მოვირგებდი.

– რა კარგია, საყვარელო, რომ აფერისტობა და ორპირობა არ შეგიძლია და არ გიყვარს, – მითხრა


ერთხელ მერიმ, მე კი მას მივუგე:
– ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ძვირფასო. რა საჭიროა ჩვენ შორის თვალთმაქცობა, ჩვენ ხომ
უზომოდ გვიყვარს ერთმანეთი, ტყუილი კი სიყვარულის მტერია...

„სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს, რომე არ ჰმონებდესო“, – უთქვამს პოეტს და აბსოლუტურად
სწორადაც, რადგან ამ ქვეყნად არ მეგულება ადამიანი, ვინც ერთხელ მაინც არ ყოფილა
სიყვარულის მონა... მე ახლაც მისი მონა ვარ და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემნაირ ადამიანებს
,,რკინის კაცებს” უწოდებენ, მერის სიყვარული დღემდე სულში მინთია და ჩემს რკინის გულს
წვავს და ადნობს... უკვე მერამდენედ ვიმეორებ, რომ მერი ჩემი ერთადერთი სიყვარულია და რაც
უფრო მეტი დრო გადის, უფრო მეტად ვრწმუნდები ამაში. საკმარისი იყო, მისი ლამაზი სახე
მენახა და მისი სათნო ხმა გამეგონა, რომ, რაც უნდა ცუდად ვყოფილიყავი, კარგად ვხდებოდი.
სიყვარულმა ეჭვიანობა იცისო, რომ ამბობენ, ესეც გამომიცდია. მართალია, მერის არასდროს
მოუცია ჩემთვის ამის საბაბი, მაგრამ, ერთ, რბილად რომ ვთქვათ, თავხედს, არცთუ ისე რბილად
მოვექეცი...

ერთხელ ერთ შორეულ ქვეყანაში ძალიან მძიმე და სარისკო საქმე გავაკეთე და სასწრაფოდ
თბილისში დავბრუნდი, რომ ჩემი მერიკოსთვის დაბადების დღე მიმელოცა.

– ძალიან დაქანცული ხარ, კოკი. დღეს მოსკოვში დარჩი, გამოიძინე და თბილისში ხვალ
გაფრინდი, – მირჩია შჩუკინმა, რომელსაც უთენია ვეწვიე ლუბიანკაზე და ანგარიში ჩავაბარე.

– არა, ამხანაგო გენერალო, დღეს მერის დაბადების დღეა და დღესვე უნდა მივულოცო, – მივუგე
ვიქტორ იაკოვლევიჩს.

შჩუკინს აღარაფერი უთქვამს, ხელი ჩამომართვა, გამომემშვიდობა და კაბინეტიდან


გამომისტუმრა. მე კი აეროპორტში გავქანდი, თვითმფრინავის გამოფრენამდე თხუთმეტი
წუთით ადრე სპეციალური ჯავშნით შენახული ბილეთი ავიღე და თვითმფრინავში ჩავჯექი.
სამუშაო დღე იყო. ამიტომ, თბილისის აეროპორტიდან ჯერ კოლმეურნეობის მოედანზე
გავქანდი და უამრავი წითელი ვარდი ვიყიდე, შემდეგ კი მერიკოს სამსახურისკენ ავიღე გეზი,
რომ ჩემს უსაყვარლეს მეუღლეს ავტობუსების გაჩერებასთან დავხვედროდი და

დაბადების დღე მიმელოცა. იქვე, გაზეთების ჯიხური იდგა და მას ვეფარებოდი, რომ მერის
შორიდან არ დავენახე და ჩემს გამოჩენას უფრო დიდი მოულოდნელობის ეფექტი ჰქონოდა.

უცებ მერიც გამოჩნდა. მას წითელი, თეთრკოპლებიანი კაბა ეცვა და განსაკუთრებულად ლამაზი
იყო. მე გული ამიჩქარდა და ცოლის შესაგებებლად მოვემზადე, როდესაც ჩემ გვერდით მდგარი
მამაკაცის ხმა მომესმა. ჩვენ რკინის თხელი კედელი გვყოფდა და მამაკაცი ვერ მხედავდა,
რომელმაც თავის გვერდით მდგომ მეორე მამაკაცს უთხრა:

– ერთი, ეს გამაჟიმინა და მერე თუ გინდა ძირში მომაჭრან.

– ვინ, მალხაზ? – ჰკითხა ,,ძირში მოჭრის” მსურველს მეორე მამაკაცმა.

– აბა, თუ მიხვდები, ვისზე ვიტყოდი, ბატონო ვახტანგ? – ირონიულად უთხრა მალხაზმა


ვახტანგს, მან კი არანაკლები ირონიით მიუგო:
– აბა, მე რა ვიცი, ზოგს კოჭლი და ბრუციანი ევასება, ზოგსაც, სულაც, ძაღლი და კატა. მე შენი
გემოვნება არ ვიცი და არც გულთმისანი ვარ, რომ მივხვდე.

– ჭირსაც წაუღია ძაღლი და კატა და ყველა მახინჯი. აი, ის, ბიჭო, მერი, წითელკაბიანი რომ
მოდის, იმაზე გეუბნები.

– იცნობ?

– ჩვენთან მუშაობს ექიმად. კარგა ხანია, ვეჩალიჩები და, ალბათ, შევაბამ...

ამ, „ალბათ შევაბამ“, რა თქმა უნდა, გული არ გამიხეთქა, რადგან მერიზე იყო ლაპარაკი და მასში
არანაირი ეჭვი არ მეპარებოდა, მაგრამ, გულზე ძალიან ცუდად მომხვდა და მიზერულმა ეჭვმაც
კი გამკრა, რაზეც მე თვითონ გამეცინა. მერის შეგებება გადავიფიქრე, გავისუსე და მივაყურადე.

– ჰო, მშვენიერი ქალია, ძალიან ლამაზი და მოხდენილი. ასეთებს კარგი პატრონები ჰყავთ და
მისი ქმრის არ გეშინია? – თქვა ვახტანგმა.

– მე და შიში? ქმარს არ ვიცნობ, მაგრამ, ნაღდად ვიღაც სირი იქნება. „პერევოდჩიკია“ და


ტურისტებს ემსახურება.

„გაგაპერევოდჩიკებ“, შე ნაბოზარო, თუ ჩაგავლე ხელები, შუაზე ქათამივით გაგხლეჩ, –


გავიფიქრე გუნებაში და ვახტანგის პასუხს მოვუსმინე:

– მერე რა, რომ ტურისტებს ემსახურება, თუ გინდა, მუშა იყოს. იქნებ, ვაჟკაცი კაცია და ცოლიც
ძალიან უყვარს?!

– მე რა, ცუდი ტიპი ვარ? – ცინიკურად თქვა მალხაზმა, – მაგის ქმარი რომ კარგი ტიპი იყოს, ასეთ
ქალს ტროლეიბუსით ატარებდა?

– შენ ხომ, რას ამბობ... – ჩაეცინა ვახტანგს, – სულ „ჩაიკებით“ დაქრიხარ!

– ,,ჩაიკით” არა, ძმაო, მაგრამ, ზეგ „ცელკა“ „მოსკვიჩს“ მივაქროლებ სახლში და მერის იმ
მანქანაში გავჟიმავ, – ნიშნის მოგებით თქვა მალხაზმა, ვახო კი არ შეეპუა:

– კარგი, კარგი, გეყოფა, ბაქიბუქი. შენს ცოლზე რომ ასე ილაპარაკონ, კარგი იქნება? მე,
მაგალითად, ჩემს ცოლზე ასეთის მთქმელს ყვერებით დავკიდებ. ახლა კი კარგად მეყოლე...

ვახტანგი ტროლეიბუსში ავიდა და მერიც მას აჰყვა უკან. მე, ყვავილებით ხელში, კიოსკს
ამოფარებული დავრჩი და მალხაზის წასვლას ველოდებოდი, რომ მისი პერსონა მეხილა.
როგორც იქნა, მალხაზის ტრანსპორტიც მოვიდა და კარგად შევათვალიერე მასში ამავალი
მელოტი, ხშირწარბება, მოკლეხელება და ძალიან სასაცილო, ღიპიანი კაცუნა.

„ეს უპირებს მერიკოს გაჟიმვას? – გავიფიქრე გუნებაში, – რაო, რა თქვა ვახომ, ყვერებით
დავკიდებდიო? ძალიან კარგი იდეაა, შეიძლება, გამოვიყენო“.
მელოტი კაცუნა, მალხაზი, კბილის ექიმი იყო და იმავე პოლიკლინიკაში მუშაობდა, სადაც ჩემი
მერი. რა თქმა უნდა, ის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა მერისთვის და ამაზე ფიქრიც
სასაცილო იყო, მაგრამ მისი სულელური ბოდვები გულზე მომხვდა და გადავწყვიტე, ჭკუა
მესწავლებინა. გავიგე, რომ მალხაზი 31 წლის, უცოლშვილო დანტისტი იყო და სვანეთის უბანში
მარტო ცხოვრობდა პატარა კერძო სახლში. ორი დღის შემდეგ, ანუ იმ დღეს, როდესაც ამ კაცუნამ
ახალი „მოსკვიჩი“ შეიძინა, მის კერძო სახლში შევიპარე და მოუთმენლად ველოდი მასპინძლის
გამოჩენას. დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, როდესაც მან ახალთახალი მანქანა ეზოში
შემოაყენა და კარი დახურა. შემდეგ სახლში შემოვიდა, თან უხამს სიმღერას მღეროდა, რომელიც
შიშველ ქალებსა და სექსს შეეხებოდა.

„ამას ნაღდად სექსუალური პრობლემები აქვს, მაგრამ, არა უშავს, მე მოვუგვარებ“, – გავიფიქრე
გუნებაში და ჯერ სპეციალური ნიღაბი ჩამოვიფარე სახეზე, რომ კაცუნას ჩემი სახე არ დაენახა,
შემდეგ ქეჩოში ჩავავლე ხელი, მოვქაჩე და სინათლის ანთების უფლება არ მივეცი, თან პირზე
ავაფარე ხელთათმანიანი ხელი და ვუჩურჩულე:

– თუ დაიყვირებ, ენას ამოგაძრობ!

– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ? – ჩურჩულითვე მომიგო მალხაზმა, რომელიც შიშისგან ისე


კანკალებდა, ციებიანივით აკაკუნებდა კბილებს კბილებზე...

მალხაზი კედელთან მივაყუდე და ერთი ხელი პირზე მივაჭირე, რომ არ ეყვირა, მეორე ხელით კი
ალესილი ხანჯალი ამოვაცურე, სამოსზე დავუსვი და ისე დავუსერე, რომ ტანსაცმელი თავისით
ჩასძვრა და დედიშობილა დარჩა.

გარე განათების შუქი ზოლად ეცემოდა მის შიშველ სხეულს. მე მას თვალი შევავლე და
სარკაზმით ვუთხარი:

– რა დედამ გაგაჩინა, შე უბედურო, ასეთი, ნორმალური ზომის რომ არაფერი გაქვს?!

მალხაზმა ხელები ინსტინქტურად წინ აიფარა და შემომტირა:

– რა გნებავთ, რატომ დამცინით, რა დაგიშავეთ?

– შენზე მითხრეს, სექსგიგანტიაო და შენი ,,საოცრების” სანახავად მოვედი. ხელები მოაშორე,


რომ შენი მშვენებით დავტკბე! – ვუთხარი მალხაზს, უეცრად სილა შემოვკარი, თან, რომ არ
წაქცეულიყო მეორე ხელით ყელში ვწვდი და ჰაერში ავწიე, – აპოლონი ხარ, ნამდვილი აპოლონი,
შენ შემოგევლე!

მალხაზი ახროტინდა. მე მას ფეხები წინასწარ გამზადებული ბაწრით შევუკარი, ჰაერშივე


ამოვატრიალე და დაკლული ძროხასავით ფოლადის უზარმაზარ ლურსმანზე ჩამოვკიდე,
რომელიც კედელში იყო ჩასობილი.

– რას მერჩით, რა დაგიშავეთ? – ქვითინებდა მალხაზი, თან, არ ავიწყდებოდა და ,,თქვენობით”


მომმართავდა.
– ხმას არ აუწიო, აპოლონ, თორემ, ამ ბასრი ხანჯლით მაგ მატლს მოგაჭრი და კატებს
გადავუგდებ, – დავემუქრე პირქვედაკიდებულ მალხაზს, რომელიც შემევედრა:

– ოღონდ ამას ნუ იზამთ და, რაც ოქრო-ვერცხლი და ფული მაქვს, უკლებლივ ჩაგაბარებთ.

– ბევრი გაქვს?

– დიახ, დიახ, ბევრი მაქვს და სულ თქვენი იყოს.

– აპოლონ! – მივმართე მალხაზს, – ერთი რჩევა უნდა მოგცე და, თუ არ შეასრულებ, იცოდე,
კიდევ მოვალ, მაგ მატლსაც მოგაჭრი, მაგ მელოტ თავსაც, ფულსაც წაგართმევ და ბოლოს ამ
სახლში ამოგბუგავ. გაიგე?

– გავიგე, ბატონო, გისმენთ, მირჩიეთ.

– ზუსტად ორ კვირაში თუ არ გადაიხვეწები თბილისიდან, იცოდე, დანაპირებს შეგისრულებ.

– გადავიხვეწები, ბატონო, გადავიხვეწები, მიბრძანეთ, სად წავიდე!

– სადაც გინდა, თუნდაც ჯანდაბაში, ოღონდ თბილისში აღარ უნდა გნახო, – ვუთხარი მალხაზს,
სახლიდან გავედი. შემდეგ მის „მოსკვიჩს“ ცეცხლი წავუკიდე და იქაურობას გავშორდი...

„სექსგიგანტმა“ ზუსტად ხუთ დღეში დატოვა საქართველოს დედაქალაქი და თბილისში ის


აღარასდროს შემხვედრია. მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ ვნახე ისრაელის ერთ-ერთ
ფეშენებელურ კურორტზე, სადაც მე ერთი კერძო შეკვეთის შესასრულებლად ვიმყოფებოდი.

ბედის ირონიით, ისე მოხდა, რომ ჩემი ,,ობიექტი” მალხაზის ბიზნესპარტნიორი იყო და
შეკვეთის შესასრულებლად მათთან დაახლოება გახდა საჭირო. მე მათ საბჭოთა კავშირიდან
ემიგრირებულ რუსად წარვუდგინე თავი და ისე ოსტატურად ვიყავი შენიღბული, რომ ვერაფერს
შემატყობდნენ. რომც შეეტყოთ, მალხაზს ჩემი სახე ნანახი არ ჰქონდა და აბა, რას წარმოიდგენდა,
თუ მერის ქმარი ვიყავი, მით უმეტეს, რომ რუსულად ვლაპარაკობდი და, თანაც, შეცვლილი
ხმით.

ნაცნობობის მეოთხე დღეს ობიექტმა და მალხაზმა ფეშენებელურ ვილაში დამპატიჟეს, რომელიც


ნაქირავები ჰქონდათ. გაშლილ სუფრასთან მალხაზი ორმა ჭიქამ შეაქეიფიანა და ისეთი ტრაბახი
დაიწყო, იფიქრებდი, ნახევარი სამყარო გაჟიმული ჰყავსო. მელოტი კაცუნა ლაყბობდა, მე კი
ვუსმენდი, თან მომენტს ვეძებდი, რომ „ობიექტი” მომეკლა. ვიხელთე თუ არა დრო, სასმელში
საწამლავი ჩავუყარე და საიქიოში გავამგზავრე – მან სუფრაზევე დადო თავი და გაიყურსა.
მოტრაბახე მალხაზმა რომ ეს დაინახა, მითხრა:

– ორჭიქიანია. ხომ ხედავ, როგორ მიეძინა. ამის ასაკში მე ლიტრობით ღვინოს ვსვამდი და არ
ვთვრებოდი, თან, ხუთ-ექვს ქალს ერთად ვჟიმავდი...

მალხაზს მოვუბოდიშე და ტუალეტში გასვლა მოვიმიზეზე. სინამდვილეში კი ვილა სასწრაფოდ


დავტოვე, წინასწარ გამზადებულ კატერში ჩავჯექი და სანამ იქაურობას დავტოვებდი, მალხაზს
მობილურზე დავურეკე.
– გისმენთ, – მიპასუხა „სექს-გიგანტმა“ ებრაულად, მე კი მას ქართულად ვუთხარი:

– აპოლონ! შენი მეგობარი მკვდარია. პოლიციას ჩემ შესახებ არაფერი უთხრა, თორემ, ერთი
ადგილით დაგკიდებ!

მალხაზის პასუხისთვის აღარ მომისმენია, ან მეტყოდა კი რამეს? მე მობილური ზღვაში


მოვისროლე და კატერით იქაურობას მოვშორდი...

მალხაზთან დარეკვით, ცოტა არ იყოს, კონსპირაციის ნორმები დავარღვიე, მაგრამ, ძალიან


მინდოდა იმ საქმისთვის ასეთი წერტილი დამესვა. თანაც, ასი პროცენტით ვიყავი
დარწმუნებული, რომ მალხაზი საშინელი წამების შედეგადაც კი არ იტყოდა, რომ მისი
პარტნიორი ქართულად მოლაპარაკე ქილერმა მოკლა. თუმცა, რომც ეთქვა, მე მაინც ვერავინ
ვერაფერს მავნებდა.

არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს ჩემი სიტყვები, თითქოს თავდაჯერებული კრეტინი ვარ და
ათწლეულების განმავლობაში მოუხელთებლობამ ყურადღება მომიდუნა. არა! მე ძველებურად
ფრთხილი და დაკვირვებული ვარ და, შანსი არ არის, გაუთვლელი და ემოციური ნაბიჯი
გადავდგა. ჩემი პრინციპია „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. თუმცა, არის სიტუაციები,
როდესაც ელვისებური მოქმედებაა საჭირო, გაზომვის დრო აღარ რჩება და ყველაფერი შენს
რეაქციაზეა დამოკიდებული.

საბჭოთა კავშირის რღვევა დაწყებული იყო. 9 აპრილის წინა დღეები იდგა. თბილისი მდუღარე
ქვაბს ჰგავდა. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა და აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან ცუდი უნდა
მომხდარიყო. მთავრობის სახლის წინ მოშიმშილეების აქცია ორიოდე საათის დაწყებული იყო,
როდესაც ცენტრიდან გამოგზავნილი მეკავშირე ალექსანდროვის ქვემო ბაღში შემხვდა და
მითხრა:

– უჩვეულო საქმეს გავალებენ.

– რა საქმეს?

მეკავშირემ ერთი ძალიან ცნობილი ქართველი არაფორმალი ლიდერის სახელი მითხრა და


დაამატა:

– არსებობს ზუსტი ინფორმაცია, რომ ამერიკელების მიერ დაქირავებული კაცი მის მოკვლას
აპირებს. შენ ის კაცი უნდა დაიცვა, თან, შეძლებისდაგვარად, ქილერი აღმოაჩინო და
გაანეიტრალო. ამ საქმეზე სხვებიც მუშაობენ, მაგრამ, შენც ჩაგრთეს, როგორც ძალიან
გამოცდილი პროფესიონალი და ამიერიდან მას თვალი არ უნდა მოაცილო.

– ის კაცი ამერიკელების წაქეზებულია, ახლა კი ალბათ, იმიტომ წირავენ, რომ დესტაბილიზაცია


გამოიწვიონ და საკუთარი კარტები გაათამაშონ, – ვუთხარი მეკავშირეს.

– მეც ზუსტად ასე ვფიქრობ. დამპალი ამერიკელები! – მტკიცედ თქვა მეკავშირემ.


– დროებით ციხეში ჩასვან ეს ლიდერი და სიკვდილს გადაარჩენენ, – ვთქვი მე, – თუმცა, მისი
დაჭერა ხალხს უფრო ააბობოქრებს და ამერიკელებს ეს ვარიანტი აწყობთ. ერთი სიტყვით, ისინი
წაუგებელ თამაშს თამაშობენ.

– დამპალი ამერიკელები! – გაიმეორა მეკავშირემ, მე კი განვაგრძე:

– მოკლედ, კარგი არაფერი მოხდება. აშკარაა, რომ ამერიკელებს დესტაბილიზაციის გამოწვევა


სურთ, რომ თავიანთი პოლიტიკა გაატარონ, ხალხი კი ფეხებზე ჰკიდიათ. არა! ძალიან ცუდი რამ
მოხდება – ყველაფერი იქითკენ მიდის და, მოკლავენ თუ არ მოკლავენ იმ ლიდერს, მე მგონი,
ამერიკელები თავისას მაინც მიაღწევენ.

– დამპალი ამერიკელები! – მესამედ თქვა მეკავშირემ, – „ზაკვოს“ ჯარია მობილიზებული, დღეს


ღამით „სპეცნაზის“ დამატებითი ძალები ჩამოჰყავთ. როგორც ეტყობა, სამხედროებისთვის
უნდათ ხელების შეწმენდა.

– კი, ნაცნობი ხერხია, – დავემოწმე მეკავშირეს, – ავღანური ავანტიურაც სამხედროებს შესტენეს.


მათ ხომ ჭკუა არ აქვთ და სწორხაზოვნად მოქმედებენ. მოკლედ, ჩემო ძმაო, უახლოეს დღეებში
ცუდია მოსალოდნელი და ამაში დარწმუნებული ვარ.

– დამპალი ამერიკელები! გორბაჩოვის დედაც, რომ ქვეყანა ასე გააბარდაგა და ამერიკელებს


აგულავებს! – კბილებში გამოცრა მეკავშირემ.

– არა მარტო გორბაჩოვის, კიდევ სხვებისაც, – დავამატე მე და მშრალი ხიდის მხრიდან მომავალ
დემონსტრანტთა კოლონას შევავლე თვალი, რომელსაც ჩემ მიერ დასაცავი ობიექტი ედგა
სათავეში.

„სა-ქარ-თვე-ლო!“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც გვიახლოვდებოდნენ და


აშკარა იყო, რომ რუსთაველის გამზირისკენ, მოშიმშილეებისკენ მიემართებოდნენ.

– აი, ობიექტიც თავად გეახლა და, შეგიძლია, დავალების შესრულებას შეუდგე. მე კი წავედი,
მშვიდობით და მშვიდობას გისურვებ, – მითხრა მეკავშირემ და წავიდა. მე დემონსტრანტებს
შევუერთდი, ობიექტს მაქსიმალურად მივუახლოვდი და ცენტრის დავალების შესრულებას
შევუდექი.

ობიექტი რომ დამეცვა, მასთან ახლო უნდა ვყოფილიყავი და, სადაც წავიდოდა, თან უნდა
ვხლებოდი. ამიტომ მასთან მივედი და პირდაპირ ვუთხარი:

– ძველი სპორტსმენი ვარ. ხელჩართული ბრძოლა ვიცი და, ნება მიბოძეთ, დაგიცვათ. მე თქვენ
ძალიან დიდ პატივს გცემთ და მიმაჩნია, რომ გაფრთხილება გჭირდებათ.

– მანქანა გყავთ? – მკითხა ობიექტმა და მართალია, იმ დროს მანქანა არ მყავდა, მაგრამ, იმ


იმედით, რომ უწყებას გამოვართმევდი მივუგე:

– დიახ, „ნივა“.
– ძალიან კარგი. ჩვენ ძალიან გვიჭირს მანქანები და, თქვენს „ნივას“ თუ მოგვახმართ, დიდად
მადლობლები ვიქნებით. ბენზინს ჩვენ ჩაგისხამთ.

– კარგი, ახლავე გამოვიყვან, – ვუთხარი ობიექტს, ქუჩის ტელეფონიდან მეკავშირეს დავურეკე


და „ნივა“ მოვთხოვე.

– შენს სახელზე გაფორმებული შინდისფერი „ნივა“ საბუთებიანად ნახევარ საათში


ფუნიკულიორის ქვედა სადგურთან იდგება და შეგიძლია, წაიყვანო, – თქვა მორიგე მეკავშირემ
და ტელეფონი გათიშა.

იმ პერიოდში ჯერ კიდევ ძალიან ძლევამოსილი ორგანიზაცია იყო „კაგებე“ და ასე


ოპერატიულად ჩემი მოთხოვნის შესრულება ამიტომ არ გასჭირვებია. დათქმულ დროს „ნივა“
წამოვიყვანე, ობიექტს ვეახლე და ვუთხარი:

– მოვიყვანე, ბატონო, რას მიბრძანებთ?

– ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ, – მითხრა ობიექტმა, თავისი სახელი მითხრა და ხელი გამომიწოდა.

– კოკი, – მივუგე ობიექტს და ხელი ჩამოვართვი.

ერთი სიტყვით, ჩემი შინდისფერი „ნივით“ ობიექტს კუდში დავყვებოდი, ხან სად ვიყავი და ხან
– სად. ის ცხონებული, ძალიან განათლებული, პატრიოტი და ვაჟკაცი ადამიანი იყო. არ
გამოვრიცხავ იმასაც, რომ მიხვდა, საიდან ვიყავი, თუმცა, მინიშნებითაც კი არაფერი უთქვამს
ჩემთვის. ერთი სიტყვით, სახლში შესარბენადაც კი არ მეცალა. 8 აპრილს თბილისში ძალიან
დაიძაბა სიტუაცია და სამხედროებმა ჯავშანმანქანებით ღიად დაიწყეს ქალაქში ნავარდი, სულ
რაღაც ოციოდე წუთით შევიარე სახლში და მერის ვუთხარი:

– ერთ საათში ჩემი მეგობარი გამოგივლის და წყნეთში აგიყვანთ. ბავშვები მოამზადე და


დაელოდეთ.

– საყვარელო, ხდება რამე?

– რას გულისხმობ? – თავი გავიშტერე მე.

– აბა, წყნეთში რა გვინდა? თანაც, შენი მეგობარი უნდა მოვიდეს და წაგვიყვანოს... რაღაც,
საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი.

– საეჭვო რა არის, მერიკო? დღეს შაბათია, ხვალ – კვირა. ორი დღე რომ სუფთა ჰაერზე გაატაროთ,
არ შეიძლება?

– შეიძლება, მაგრამ, რატომ ავყავართ წყნეთში შენს მეგობარს და არა შენ?

– იმიტომ, ძვირფასო, რომ მე მანქანა არ მყავს, თანაც, საღამომდე არ მცალია. ზედმეტად რატომ
მალაპარაკებ? ხომ იცი, რაშიცაა საქმე? – ვუთხარი მერის, რომელმაც იცოდა, რომ ქალაქში
შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო სამსახურში ვრჩებოდი.
– კოკი, საყვარელო, რამეს ხომ არ მატყუებ?

– მაინც, რას?

– რას და, რამე ცუდი ხომ არ არის მოსალოდნელი და მე და ბავშვებს წყნეთში ხომ არ გვხიზნავ? –
მითხრა მერიმ და ათიანში მოარტყა. მე კი მას ღიმილით მივუგე:

– რა სისულელეა, რა ხიფათზე მელაპარაკები!

– მიტინგებზე, კოკი. ვითომ, ვერ ხვდები? თანაც, შიმშილობა და მიტინგები მთავრობის სახლის
წინ ტარდება, შენ კი იმ შენობაში მუშაობ.

– მერე რა, რომ იმ შენობაში ვმუშაობ. მომიტინგეებს ჩვენთან რა საქმე აქვთ. ისინი გარეთ არიან,
ჩვენ კი – შიგნით.

– შენობაში რომ შემოიჭრან?

– შენობაში რა უნდათ, გარეთ რა, ადგილი არ ჰყოფნით?

– ორმოცდათექვსმეტში, 9 მარტს მასე არ ქნეს? ფოსტაში შეიჭრნენ და სამხედროებმა უამრავი


ადამიანი დახოცეს.

– ეს მაშინ იყო. ახლა ასეთი რამ არ მოხდება. თანაც, საღამოს მეც შემოგიერთდებით, – ვუთხარი
მერის, საათს დავხედე და დავამატე, – მოკლედ, უნდა წავიდე. როგორც გითხარი, ისე მოიქეცი.

მერის ვაკოცე და სახლიდან წამოვედი. „ნივა“ მოშორებით, პატარა ჩიხში მყავდა გაჩერებული,
რომ მერის არ დავენახე. წყნეთში ჩემი ცოლ-შვილის გახიზვნა კი მეკავშირეს მოვთხოვე, რაზეც ის
უპირობოდ დამთანხმდა.

შტაბში რომ მივედი, ობიექტმა მითხრა:

– კოკი, უნდა გაგაფრთხილო, რომ სიტუაცია ძალიან დაძაბულია, კიდევ უფრო დაიძაბება და
შეგიძლია, ჩვენგან წახვიდე. მერწმუნე, არავინ დაგძრახავს.

– რას ბრძანებთ, ბატონო, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, – მივუგე ობიექტს.

– მაშ, კარგი, ახლა რუსთავში გავდივართ. აქ პატარა მიტინგი უნდა ჩავატაროთ და ხალხი
გავაფრთხილოთ, რომ პროვოკაციებია მოსალოდნელი და ფრთხილად იყვნენ.

ობიექტი ძირითადად „ვოლგით“ მოძრაობდა, მე კი უკან დავყვებოდი. იმ დღეს კი ის ჩემს


„ნივაში“, ჩემ გვერდით მოკალათდა და გზას გავუდექით. ჩვენი კოლონა თხუთმეტიოდე
მანქანისგან შედგებოდა და წინ ჩვენ მივდიოდით. მართალია, მილიცია ბლომად იყო ქალაქში
გამოსული და მთელი პირადი შემადგენლობა ფეხზე იდგა, მაგრამ, ჩვენ არავინ გვეხებოდა,
არავინ გვაჩერებდა. პირიქით, რომ დაგვინახავდნენ, გვესალმებოდნენ და ჩემ გვერდით მჯდარ
ობიექტს ასეთი მოპყრობა აშკარად სიამოვნებდა. ისიც ყველას ხელს უქნევდა, უღიმოდა და
იმეორებდა:
– მილიციელებიც ქართველები არიან და, დარწმუნებული ვარ, რამე რომ მოხდეს, ჩვენ გვერდით
დადგებიან.

– რამე ცუდს ელოდებით, ბატონო?

– ვინ იცის, ყველაფერი ხდება და ჩვენც ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გამორიცხული არ
არის, გვესროლონ კიდეც.

– მაშინ, იარაღი ყოფილა საჭირო, რომ ჩვენც ვესროლოთ, – ვუთხარი ობიექტს, მან კი ღიმილით
მომიგო:

– მხოლოდ ყვავილები, ჩემო კოკი. დამიჯერე, ყვავილების სროლით მთელ ჩვენს ქვეყანას, მთელ
მსოფლიოს დავანახვებთ ჩვენს სიმართლეს, რომელიც, კი საბოლოოდ, გაიმარჯვებს და
საქართველო გაბრწყინდება!

გზაგასაყართან რომ მივედით, სოღანლუღში, ზემო ფონიჭალის მხრიდან მომავალი ათიოდე


ჯავშანმანქანა დავინახეთ, რომლებიც ქალაქის მიმართულებით მიდიოდნენ.

– აი, რუსული „შტიკები“. ორასი წელია, მათი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, მაგრამ, სულ მალე
ისინი ფეხს ამოიკვეთენ აქედან, – დამაჯერებლად მითხრა ჩემ გვერდით მჯდომმა ობიექტმა და
ჩვენ რუსთავისკენ ავიღეთ გეზი.

რუსთავში დიდი ოვაციებით შეგვხვდნენ. ობიექტმა მიტინგზე მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა და,
უკან რომ ვბრუნდებოდით, ისე იყო ემოციურად დატვირთული, რომ გზაშიც პათეტიკურად
ლაპარაკობდა.

თბილისში რომ ჩამოვედით, ქალაქში უკიდურესად დაძაბული სიტუაცია დაგვხვდა. რუსი


სამხედროები ჯავშანმანქანებით დადიოდნენ ქუჩებში, ერთ-ერთმა მათგანმა „ნივასაც“ კი
გადაუარა, რომლის მძღოლიც მანქანიდან გადმოხტა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.
აშკარა იყო, რომ ცალტვინა სამხედროებზე გათვლილი გეგმა უკვე ამოქმედებული იყო და მათ
ისეთ რამეს გააკეთებინებდნენ, რაც აშკარად ამერიკელების წისქვილზე დაასხამდა წყალს...
ჰაერში უფრო მძაფრად იგრძნობოდა სისხლის სუნი და გავიფიქრე: „ნეტავ ჩემების ევაკუაცია თუ
მოახდინეს?“ მე კონსპირაციულ ნომერზე დავრეკე და შევიტყვე, რომ ჩემები უკვე წყნეთში
იყვნენ. ოდნავ დავმშვიდდი, რადგან ცოლ-შვილი უსაფრთხოდ მყავდა. თუმცა, მოდუნება
წამითაც არ შეიძლებოდა, თან მოკავშირემაც შემახსენა:

– ყურადღება გააასმაგე. კულმინაცია ახლოვდება და მომენტი არ გამოგეპაროს!

ობიექტი ძალიან ხშირად გამოდიოდა სიტყვით და მისი ყოველი გამოსვლა უფრო და უფრო მეტ
სიმწვავეს შეიცავდა. ის უკვე ღიად მოუწოდებდა მიტინგზე შეკრებილ ათასობით ადამიანს
საბჭოთა კავშირისგან გამოყოფაზე და მისი ყოველი ასეთი მოწოდება დიდ ოვაციებს იწვევდა. მე
წამითაც არ ვცილდებოდი გვერდიდან, თან ყურადღება გაასმაგებული მქონდა და სავარაუდო
საცეცხლე წერტილებს ვაკვირდებოდი, საიდანაც გასროლა იყო შესაძლებელი. უცებ თბილისში
ჩამოსული ერთი ლათინოსი ლიდერი გამახსენდა, რომელიც ქალაქის საბჭოს შენობის სხვენიდან
ლენინის მოედანზე უნდა მოეკლათ და მე გადავარჩინე.

„სასაცილო დამთხვევაა. უკვე მეორედ ვიმყოფები ასეთ როლში“, – გავიფიქრე გუნებაში და


მხატვრის სახლს შევავლე თვალი, რომელიც მაშინ მთელი იყო. ვიცოდი, რომ იქ „კაგებეს“
„ოპერატორებს“ სამალავი ჰქონდათ და მიტინგების მიმდინარეობას განუწყვეტელ რეჟიმში
იღებდნენ ვიდეოფირზე.

„კარგი საცეცხლე წერტილია, მაგრამ, იქიდან სროლას ვინ გაბედავს? დავიჯერო, ქილერმა არ
იცის, რომ შენობაში „კაგებეშნიკები“ არიან?“ – გავიფიქრე და საათს დავხედე. ზუსტად შუაღამე
იყო. 9 აპრილი დგებოდა.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა მატულობდა და მთავრობის სასახლის


მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ შეივსო ხალხით, რაც იქ საბჭოთა ჯარები განლაგდნენ. აშკარა
იყო, რომ სამხედროების ცალტვინობაზე გათვლილი პროვოკაცია იწყებოდა, რასაც შეტაკება
უნდა მოჰყოლოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მსროლელიც უკვე თავის ადგილზე იყო და
მონადირის ყნოსვამ მოქმედებისკენ მიბიძგა. ღამის 3 საათს გადაცილებული იყო. მიტინგზე
ობიექტი გამოდიოდა სიტყვით, რომელიც ძალიან მგზნებარედ და ემოციურად ლაპარაკობდა.
დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. მე დრო ვიხელთე და მთავრობის სასახლის კიბეებიდან პირველი
სკოლისკენ გადავინაცვლე, თან თვალს არ ვაშორებდი მხატვრის სახლის ფანჯრებს.

– გზა მიეცით, პატრიარქი მობრძანდება! – მომესმა ხმები. მარჯვნივ გავიხედე და დავინახე,


როგორ გაიყო ხალხი შუაზე და სასულიერო პირებთან ერთად მომავალი საქარველოს
კათოლიკოს-პატრიარქი გამოჩნდა, რომელიც კიბეებისკენ მიემართებოდა.

მე კვლავ მხატვრის სახლს ვუყურებდი, თან ვფიქრობდი: „აშკარაა, რომ კულმინაციის მომენტი
დგება. პატრიარქი, ალბათ, ხალხს დაშლისკენ მოუწოდებს და სალოცავად წასვლას სთხოვს.
შესაძლოა, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლს რომელიმე მაღალჩინოსანმა უთხრა, რომ სამხედროები
მიტინგის დარბევას აპირებდნენ და მას სისხლისღვრის ასაცილებლად მოუხმეს. ეს კი აშკარად
არ აწყობთ ამერიკელებს და, ალბათ, გასროლაც მალე უნდა მოხდეს“.

უკვე მჭიდროდ მდგარ მომიტინგეებში მივიკვლევდი გზას, თან მხატვრის სახლს


ვუთვალთვალებდი. ამ დროს მიტინგზე გამოაცხადეს, რომ სიტყვით პატრიარქი გამოვიდოდა.
უცებ, მხატვრის სახლის ერთ-ერთი კუთხის ფანჯარაში შუშიდან არეკლილი სხივი დავინახე და
ადამიანის სილუეტიც დავლანდე... „ეს ხომ ოპტიკური სამიზნიდან არეკლილი სხივია, ადამიანი
კი – სნაიპერი“, – გავიფიქრე გუნებაში. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. ქამარში გარჭობილი
მაყუჩიანი პისტოლეტი ხელით მოვსინჯე და ისევე მოვიქეცი, როგორც მრავალი წლის წინ,
ლათინოსი ლიდერის თვალთვალის დროს, მხატვრის სახლში შევვარდი და იმ ოთახისკენ ავიღე
გეზი, სადაც სნაიპერი მეგულებოდა... არ ვიცი, რა დრო დავხარჯე, მაგრამ ოთახის კარს მთელი
ძალით დავეჯახე, მაყუჩიანი პისტოლეტით ხელში ოთახში შევფრინდი და ფანჯარასთან მდგარ,
შაშხანამომარჯვებულ სნაიპერს მთელი მჭიდი კეფაში დავაცალე და ადგილზევე მოვკალი...
პირქვედამხობილი ქილერისთვის სახეზე შეხედვა არც კი მიცდია. წამით ფანჯრიდან გავხედე
მიტინგს, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გამოდიოდა...
ახლა ძნელი სათქმელია, ვის ლიკვიდაციას აპირებდა ქილერი, მაგრამ, აშკარაა, უფრო მეტი
უბედურება მოხდებოდა, მე რომ ის არ გამეჩერებინა და გასროლის საშუალება მიმეცა. ასე იყო
თუ ისე, თბილისში ჯერ კიდევ კომენდანტის საათი მოქმედებდა, როდესაც მოსკოვიდან
შემომითვალეს: „თქვენმა სწორმა მოქმედებამ დიდი სისხლისღვრა აგვარიდა თავიდან,
რისთვისაც ხალხთა მეგობრობის ორდენით გაჯილდოებთ“. ეს იყო ჩემი ბოლო ორდენი
„კაგებეში“ მუშაობის პერიოდში. მართალია, 9 აპრილს ქართველ ერს დიდი უბედურება
დაატყდა თავს, მაგრამ, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უფრო დიდ უბედურებას
გადავარჩინე და ორდენიც დამსახურებულად მივიღე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტი და მისი თანამებრძოლები 9 აპრილსვე დააპატიმრეს და მცირე
ხნით ციხეში ჩასვეს. მე, რა თქმა უნდა, ობიექტს აღარ გავკარებივარ და არც მას მოვუკითხივარ.
თუმცა, ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს ობიექტის აღმასვლას და, სიმართლე გითხრათ,
გამიხარდა კიდეც, როდესაც ის და მისი გუნდი ხელისუფლებაში მოვიდნენ. მართალია, ისინი
მალევე დაამხეს, მაგრამ, ეს იყო დიდი ეროვნული სულიერების ხანა და, ეკონომიკური
სტაგნაციის მიუხედავად, ხალხში დიდი ენთუზიაზმი ტრიალებდა.

– კოკი, საყვარელო, რა დიდ ბედნიერებას შევესწარით! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა მერიკო,


როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

– თავისუფლება კი კარგია, ძვირფასო, მაგრამ ჯიბეგაფხეკილობა რომ ცუდია?! – გავუღიმე მერის


და დავამატე, – ყველაფერი იკითკენ მიდის, რომ ქვეყანა ერთბაშად გამათხოვრდება, შიშველი
ენთუზიაზმით კი ფონს ვერ გავალთ.

– ნუ გეშინია, საყვარელო, ქართველები ვართ და ნამდვილად გვეკუთვნის თავისუფლება.


გასაჭირსაც გავუძლებთ და ყველაფერი კარგად იქნება, – მომიგო მერიმ და მე ობიექტის
სიტყვები გამახსენდა, როდესაც მან 8 აპრილს, რუსთავში ვოიაჟისას მითხრა.

მერი ძალიან მიყვარდა, მისთვის წყენინება არ მინდოდა და ამიტომ არაფერი მითქვამს. თუმცა,
დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ მალე ქვეყანას დიდი უბედურება დაატყდებოდა და მართლაც,
ჯერ ოპოზიციურ გამოსვლებს ტყვიის გავარდნა მოჰყვა, სამოქალაქო ომი დაიწყო და, თბილისის
ცენტრი ისე დაინგრა და განადგურდა, ამ ამბების გახსენებაზე ტანში მაციებს.

მერიმ ძალიან განიცადა ეროვნული მთავრობის დამხობა და მისი განუკურნებელი სენიც მაშინ
დაიწყო. ჩემი მეუღლე სულით ხორცამდე ქართველი იყო და თავისი სამშობლოს ჭირ-ვარამი
ბოლომდე გათავისებული ჰქონდა.

კოსმოპოლიტი არასოდეს ვყოფილვარ და ქართველობაზე უარი არასდროს მითქვამს, მაგრამ,


ბევრჯერ ისეთი გაუტანლობა და ზიზღი მინახავს ქართველებს შორის, რომ ჩემი ეროვნების
შემრცხვენია. სხვათა შორის, რუსეთში შეკვეთილი ქართველის მკვლელობის თითქმის ასი
პროცენტი ქართველეების კისერზეა. ხშირ შემთხვევაში, შემკვეთი ან ბიზნესპარტნიორია, ან
კოლეგა-კრიმინალი. ერთი სიტყვით, იმის ნაცვლად, რომ ქართველებმა ერთად აკეთონ ბიზნესი,
ან, თუნდაც, ერთ კრიმინალურ კლანში გაერთიანდნენ, ერთმანეთს ხოცავენ.

ერთხელ „ძიამ“ ცნობილი ქართველი ბიზნესმენის ლიკვიდაციის შეკვეთა მომცა და მითხრა:


– 200 ათას დოლარს იხდიან, მაგრამ, ერთი პირობით: სნაიპერული შაშხანით იმ დროს უნდა
მოკლა, როდესაც ის თავის ბიზნესპარტნიორთან ერთად იჯდება რესტორანში სავახშმოდ.

– ალბათ, შეკვეთა მისი პარტნიორისაა, – ჩამეცინა მე.

– კი, სწორედ ასეა, – დამიდასტურა „ძიამ“.

ორი დღის შემდეგ რომანმა კვლავ შეხვედრაზე დამიბარა. რომ მივედი, ვკითხე:

– რაშია საქმე, შეკვეთა ხომ არ გააუქმეს?

„ძია“ სიცილს ძლივს იკავებდა და მომიგო:

– არა, პირიქით, გაორმაგდა.

– რას ნიშნავს გაორმაგდა? – ვერ მივუხვდი ,,ძიას”.

– იმას, ჩემო კოკი, რომ ზუსტად იგივე შეკვეთა მოგვცა უკვე „დამეტკილმა“ ბიზნესმენმა და შენ
წარმოიდგინე, ისიც 200 ათასს იხდის, – მითხრა რომანმა.

– რა ყველა ერთ თარგზეა მოჭრილი, – გამეცინა და ,,ძიას” ვუთხარი, – საქმეს კი შევასრულებ,


მაგრამ ორივეს რომ მოვკლავ, ფულს ვინ გადამიხდის?

– ეგ საკითხი მოგვარებულია და ფული უკვე ხელზე მაქვს, – მითხრა რომანმა და შავი კეისი
მუხლებზე დამიდო, – აქ 400 ათასი დოლარია. ის კრეტინები მაზეგ შეხვდებიან ერთმანეთს
რესტორან „პეკინში“ და იცოდე, არ გამაზო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ორივე შემკვეთი ერთდროულად დავხოცე. საამისოდ კი, ორი
ოპტიკურსამიზნიანი შაშხანა გამოვიყენე, რომლებიდანაც ერთდროულად გავისროლე. იარაღი
საცეცხლე წერტილზე დავტოვე, მე კი სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას.

მართალია, ჩემი ნაამბობი, ამაზრზენია, მაგრამ, რას იზამ, რა არ ხდება, მით უმეტეს, ქართველებს
შორის. თუმცა, უარესიც მინახავს... ერთხელ ერთმა ქართველმა, საკმაოდ ცნობილმა ქალმა,
რომელიც დღესაც „ცვეტშია“, თავისი ერთადერთი ქალიშვილის მკვლელობა შემიკვეთა... ერთი
შეხედვით, ხომ დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია.

ქალმა ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი სიძის, ანუ შვილის ქმრის
საყვარელი იყო. ქალიშვილი კი კონკურენციას უწევდა და მისი მოშორება გადაწყვიტა. ქალი
ახლაც ძალიან მდიდარია და არც მაშინ აკლდა ფული. შვილის მკვლელობაში, არც მეტი, არც
ნაკლები, მილიონ დოლარს იხდიდა...

– რას იზამ, კოკი, აიღებ ამ საქმეს? – მკითხა ,,ძიამ”.

– არავითარ შემთხვევაში. მეტსაც გეტყვი, მე იმ ძუკნას ვაიძულებ, შეკვეთა გააუქმოს.

,,ძია”, როგორც ეტყობა, ელოდა ჩემგან ასეთ პასუხს, წამოდგა და, სანამ წავიდოდა, მითხრა:
– ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ, გთხოვ, ფრთხილად იყო.

სამი დღის შემდეგ საიმედოდ შევინიღბე და იმ ძუკნასა და მის სიძეს კონსპირაციულ ბინაში
ვეწვიე, სადაც ისინი სექსუალურ ორგიებს მართავდნენ. იქ სათვალთვალო კამერა დავაყენე,
თავად კი მანქანაში მოვკალათდი და დაველოდე. სიძე-სიდედრი მალე მოვიდა, ისინი ბინაში
ავიდნენ და სამსაათიანი „შოუ“ მოაწყვეს, რაც მე ჩავიწერე. როდესაც „პერეკური“ გააკეთეს, ჩემი
გასაღებით კონსპირაციული ბინის კარი გავაღე და უწმინდურ წყვილს თავზე წამოვადექი.

– რას ნიშნავს ეს?! – დასჭყივლა ჩემს დანახვაზე სიძემ და საწოლიდან წამოხტა, მაგრამ,
პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– მანდ დაეგდე და კრინტი არ დაძრა, თორემ, ბოზი კურდღელივით გაგაგორებ, შე ნაგავო! –


შემდეგ კი ქალს მივუბრუნდი:

– რაო, შე ძუკნავ, ამ ნაბიჭვრის გამო საკუთარ ქალიშვილს ბრიდავდი?

– რაო? – შეიცხადა ბიჭმა ჩემი სიტყვები და სიდედრს შეშინებულმა შეხედა. მან კი სიძეს
სატანურად გაუღიმა, მომიბრუნდა და მითხრა:

– ჭკუიდან ხომ არ შეიშალე, მოხუცო, რაებს როშავ?

– იქნებ, ისიც უარყო, შე ბოზო, რომ საკუთარ სიძესთან არ ჟიმაობ და იმისი მტკიცებაც დამიწყო,
შეშას ვჩეხავდითო...

– არა, მე და ეს ოქროს ბიჭუნა ვჟიმაობდით, მაგრამ, ჩემი გოგონას მოკვლა აზრადაც არ გამივლია,
– ურცხვად მომიგო ქალმა. სიძეს ქოჩორზე მიუალერსა, მე კი გამიღიმა – თქვენ ცდებით,
პატივცემულო, ვიღაცამ შეცდომაში შეგიყვანათ.

ქალი უკიდურესად საზიზღარი არსება იყო. მასთან ყოფნა გულს მირევდა და, გამორიცხული არ
იყო, რომ მისთვის ტვინი გამესხმევინებინა. ამიტომ, მისი ლაპარაკი რომ აღარ მომესმინა,
გავაჩერე და ვუთხარი:

– მოკლედ, ასე, შე ძუკნავ, შენი და ამ ნაბიჭვრის ჟიმაობა ჩაწერილი მაქვს და, თუ შეკვეთას არ
გააუქმებ, ეს ჩანაწერი და სხვა მტკიცებულებები პროკურატურას მიუვა. ამით კი შენ სამ რამეს
დაკარგავ: ქალიშვილს, მჟიმავს და თავისუფლებას. გაიგე?

– გავიგე, გავიგე! ჩათვალე, მოხუცო, რომ ეს ჩემი წამიერი სისუსტე იყო, შეკვეთა გაუქმებულია
და, შეგიძლია, მშვიდად იყო.

– იმედია, რომ არ გამაწბილებ, შე ძუკნავ! – ვუთხარი ქალს – მოკლედ, შევთანხმდით, ხომ?

– შევთანხმდით, ბაბუ, მშვიდობით, – მითხრა ქალმა და ხელის აწევით გამომემშვიდობა.

ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ სიძე-სიდედრმა იქორწინა, გამწარებულმა გოგონამ კი თავი


მოიწამლა, თუმცა, სიკვდილს გადაურჩა და ერთ-ერთ დედათა მონასტერში მონაზვნად
აღიკვეცა.
ჩემ მიერ მოთხრობილი ამ ისტორიით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ქართველები ყველაზე
ცუდები ვართ ამქვეყნად. ჩვენზე ცუდებიც არსებობენ, მაგრამ, არც საკუთარ თავზე
გადაჭარბებული წარმოდგენა ვარგა, ჩემი აზრით, ეს ერისთვის მხოლოდ და მხოლოდ ზიანის
მომტანია. ნამდვილად ვერ ვიტან შექეიფიანებულ სუფრაზე წარმოთქმულ ბრტყელ-ბრტყელ
პატრიოტულ სადღეგრძელოებს, რომლებსაც თითქმის ყოველთვის არაპატრიოტი, ყალთაბანდი
ადამიანები ამბობენ ხოლმე...

– ჩვენს დედა საქართველოს გაუმარჯოს, ჩემი დედა... – ამგვარი სადღეგრძელო წარმოთქვა


ერთხელ ერთმა ახალგაზრდამ სუფრაზე, რომელიც მერის თანამშრომლისა და მეგობარი
გოგონას დაბადების დღის აღსანიშნავად იყო გაშლილი რესტორან „არაგვში“, სადაც მერიკოს
დაჟინებული თხოვნით წავყევი მას.

„ეს კრეტინიღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში და გადავწყვიტე, მერისთან ერთად იქაურობას


სასწრაფოდ გავცლოდი, რადგან აშკარად ცუდს მიგრძნობდა გული და შარში გახვევას
ყოველმხრივ ვერიდებოდი. მით უმეტეს, რომ შევამჩნიე, იმ ტიპს მერისკენ ეჭირა თვალი და
ყოველმხრივ ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. რამდენჯერმე გამოელაპარაკა, მაგრამ
მერი არ აჰყვა. ორჯერ საცეკვაოდ გაიწვია და უარი მიიღო. ამის მერე ის ტიპი ღვინოს მიეძალა და
ბოლოს საქართველოს სადღეგრძელო საკუთარი დედის გინებით დააგვირგვინა. სწორედ ამიტომ
გადავწყვიტე, სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას, თან, კარგად მახსოვდა ჩემი ერთ-ერთი
ინსტრუქტორის შეგონება:

– კარგად დაიხსომე, კოკი, რომ შენ საიდუმლო სამსახურის ზესაიდუმლო თანამშრომელი ხარ და
ყველანაირ შარს უნდა ერიდო. იცოდე, რომ ოდნავი ყურადღების მიპყრობაც კი შენი პერსონის
გაშიფვრის ტოლფასია, გაშიფრული საიდუმლო თანამშრომლის ფასი კი გახვრეტილი კაპიკია...

ინსტრუქტორის სიტყვები ძვალსა და რბილში მქონდა გამჯდარი. ყოველთვის ზუსტად


ვასრულებდი და გახვრეტილ კაპიკიანს რომ არ დავმსგავსებოდი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე
სუფრიდან წასვლა.

– მერი, – ვუჩურჩულე მერიკოს, – მე მგონი, დროა, აქედან წავიდეთ. რას იტყვი?

– მართალი ხარ, – მომიგო მერიმ და ჩვენ წამოვდექით, მაგრამ, იმ ტიპმა რომ დაგვინახა,
მივდიოდით, ყანწი აავსო, ხელი ასწია და დამიძახა:

– ერთი წუთით, ძამიკო, ერთი აქეთ მომხედე!

„როგორც ეტყობა, უსიამოვნებას მაინც ვერ ვცდები“, – გავიფიქრე გუნებაში, მერე იმ ტიპს
შევხედე და ვკითხე:

– მე მეძახით?

– ჰო, შენ, შენ, – უხეშად მომიგო, თან ხელში თითქმის ორლიტრიანი ყანწი ეკავა, რომელიც
ღვინით იყო სავსე.

– გისმენთ!
– მისმენ კი არა, რომ იპარები, ჯერ ეს ყანწი დალიე და სუფრას პატივი ეცი, მერე კი სადაც გინდა,
იქ წადი, – მითხრა იმ კრეტინმა და ჩემსკენ გადმოიხარა, რომ ყანწი მოეწოდებინა, – გამომართვი
და დალიე.

– გმადლობთ, მაგრამ, ვერ დავლევ, – მოვუჭერი იმ ტიპს და სკამი გამოვწიე, რომ გავსულიყავი.
ჩემი პასუხით შეურაცხყოფილმა ხმას აუწია:

– რას ჰქვია, არ სვამ! აქ ჩვენ ქართველი კაცები შევიკრიბეთ, ტრადიციებს ვიცავთ. ვინც ჩვენს
ტრადიციებს პატივს არ სცემს, არც ჩვენ ვცემთ მას პატივს და წრუწუნას დღეში ვაგდებთ – არ
დალევ და ძალით ჩაგასხამთ. აბა, ჩქარა, გამომართვი ეს ყანწი და დალიე!

– არა, – გავუმეორე აბეზარ „ტრადიციონალისტს“ და იუბილარს მივუბრუნდი, რომელიც


ჩვენთან მოვიდა და ჩურჩულით გვითხრა:

– ეს ტიპი ცოტა შერეკილია და, ძალიან გთხოვთ, მე მაპატიეთ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენათ. არ
გეწყინოთ, რა, გეხვეწებით მე გიხდით ბოდიშს.

– კარგი რა, რის ბოდიში, – გაუღიმა მერიმ მეგობარს და გადაკოცნა, შემდეგ ხელკავი გამომდო და
უკვე წასვლას ვაპირებდით, როდესაც ის ტიპი კვლავ აბობოქრდა და ჩემი მისამართით მორიგი
რეპლიკა ისროლა:

– ქალის კალთას ეფარები, ბიჭო?! ერთი დამელოდე, არსად წახვიდე, შენთან სათქმელი მაქვს!

მერი უხმოდ იდგა. ჩემთვის კვლავ ხელკავი ჰქონდა გაყრილი და მშვიდად ელოდა ჩემს პასუხს.
მე კი იმ ტიპს შევხედე და ღიმილით მივუგე:

– სხვა დროს იყოს, ახლა კი უნდა წავიდეთ, კარგად იყავით...

– რის სხვა დროს, შენ თავში ფეხი ხომ არ გაქვს? – გაგულისდა ის ტიპი, სკამს ფეხი ჰკრა და
წააქცია. შემდეგ ღვინით სავსე ყანწით ხელში სუფრას შემოუარა, ჩვენთან მოვიდა და მითხრა:

– დალიე!

მე მერის ხელკავი გავაშვებინე და ვანიშნე, რომ იქით გასულიყო, რაც მერიმ უსიტყვოდ
შეასრულა, მე კი იმ კრეტინს კვლავ ღიმილით მივუგე:

– არა.

– არა და, მაშინ, თავზე დაგასხამ, – მითხრა მან და ყანწი მაღლა ასწია, რომ ჩემთვის თავზე
დაესხა. მაგრამ მას ცრუ მოძრაობა გავუკეთე და, ისე, რომ მისთვის თითიც არ დამიკარებია,
გვერდზე გავიწიე. ის დაიბნა, ფეხები ერთმანეთში გადაეხლართა, წაიქცა და ორლიტრიანი ყანწი
კისერში ჩაეღვარა...

ამ სცენამ სუფრის წევრების კმაყოფილება გამოიწვია, რადგან, აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს


ტიპი, თვალში არ მოსდიოდათ. თუმცა, ამის შესახებ არც არაფერი უთქვამთ და არც გაუცინიათ.
საქმე კი ის იყო, რომ ის კრეტინი ეგრეთ წოდებულ „სიტყვას ელოდა“, ანუ, ქურდის ტიტულის
მაძიებელი ყოფილა და შავი სამყაროს წარმომადგანელთან კონფლიქტს ყველა ერიდებოდა.

კისერში ყანწგარჭობილი და ღვინოჩაღვრილი ტიპი ფეხზე წამოხტა და ჯერ ყანწი დაანარცხა


იატაკზე და დაამსხვრია, შემდეგ მრისხანე თვალებით გადახედა სუფრას, ბოლოს კი ჩემკენ
წამოვიდა, სისწრაფეს მოუმატა, მუშტი მომიქნია და ყბაში აპირებდა მორტყმას, როდესაც მე
მორიგი მკვეთრი მოძრაობით გვერდზე გავიწიე და „მაძიებელი“ კვლავ იატაკზე დაერჭო, მაგრამ
ამჯერად, ცხვირ-პირი და წარბი გაიხეთქა.

– დედა, ბიჭო, სისხლი! – პანიკურად აღრიალდა ტიტულის მაძიებელი „ტრადიციონალისტი“,


რომელსაც თურმე სიკვდილივით ეშინოდა სისხლის დანახვის. ეს „კომედია“ იმით დასრულდა,
რომ ის კრეტინი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს.

რესტორნიდან რომ გამოვედით, გაზაფხულის თბილი, მშვენიერი საღამო იყო და მე და მერიმ


ფეხით გასეირნება გადავწყვიტეთ.

– ნახე, რა თბილი საღამოა. მოდი, სახლამდე ფეხით გავისეირნოთ, – შემომთავაზა მერიმ.

რესტორანი „არაგვი“ დღეს აღარ არსებობს და მის ადგილზე სხვა სასტუმრო კომპლექსს აშენებენ,
მაშინ კი ეს ცნობილი რესტორანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობდა, ლაგუნა ვერესა
და ცირკის ასახვევიდან სულ რაღაც ორმოციოდე მეტრში. ჩვენს სახლამდე ორიოდე კილომეტრი
იქნებოდა და ჯერ ცირკისკენ უნდა აგვეხვია და ჩელუსკინელების ხიდის გავლით პლეხანოვის
გამზირზე გავსულიყავით, იქიდან კი სულ რაღაც ასიოდე მეტრში ვცხოვრობდით.

– რა თქმა უნდა, ფეხით წავიდეთ. მართლაც მშვენიერი საღამოა, მით უმეტეს, ამ არამშვენიერი
სუფრის შემდეგ, – მივუგე მერის, ხელკავი გამოვდე და ნელი ნაბიჯით გავუდექით გზას.

– საყვარელო, ასეთი ოსტატური ჩხუბი სად ისწავლე? – მკითხა მერიმ, როდესაც ლაგუნა ვერეს
გავუსწორდით.

გუნებაში გამეცინა მერის სიტყვებზე – ხომ არ ვეტყოდი, „კაგებეს“ ინსტრუქტორებთან-მეთქი.


ამიტომ, მივუგე:

– ჩემი ჩხუბი სად ნახე?

– აბა, იმ ტიპს წარბი ვინ გაუხეთქა?

– იატაკმა.

– იატაკმა, მაგრამ, იატაკზე ვინ დასცა?

– ვინ და, საკუთარმა თავმა. განა მე მას თითი მაინც დავაკარე?

– არა, თითი არ დაგიკარებია, მაგრამ ისე მოხდენილად იცილებდი მის დარტყმებს, კასიუს კლეი
მეგონე.
ახლა უკვე მერიკოს კრივში გათვითცნობიერებულობამ გამაოცა და ვკითხე:

– კი მაგრამ, კასიუს კლეის საიდან იცნობ?

– საიდან და, შენ რომ ამ ორი თვის წინ მოსკოვში იყავი მივლინებით ერთი კვირა და
იუგოსლავიელ ტურისტებს ათვალიერებინებდი საბჭოთა კავშირის დედაქალაქს, მაშინ უჩვენეს
ტელევიზორში კრივი და ვუყურე, – მომიგო მერიმ.

მერის სიტყვებზე გუნებაში გამეცინა, რადგან მის მიერ ნახსენები ჩემი მოსკოვური ვოიაჟი
მორიგი ტყუილი იყო – მაშინ მე ნიუ-იორკში ვიმყოფებოდი სპეცგადაღებაზე და მედისონ სკვერ
გარდენზე ჩატარებულ კრივსაც დავესწარი, სადაც კლეიმ თავისი ტიტული დაიცვა.

– გასაგებია, – მივუგე მერის და გზა განვაგრძეთ.

შუაღამე გადასული იყო და ქუჩაში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. მერიმ კისერზე ხელები მომხვია
და მომეხვია, მე კი წელზე შემოვხვიე ხელები და სხეულზე მაგრად მივიკარი.

– გეყოფათ კოცნაობა! აბა, რაც ფული და ოქრო-ვერცხლი გაქვთ, ჩამოყაჭეთ!.. – მოგვესმა


ახალგაზრდა კაცის ხმა. რომ შევტრიალდით, უზარმაზარი ხანჯლებით შეიარაღებული ორი
ახალგაზრდა დავინახეთ.

მერიმ წელზე შემომხვია ხელი და მძარცველებს უთხრა:

– არც ფული გვაქვს და არც ოქრო-ვერცხლი.

– აბა, რა ჩემი სირი გაქვთ? – თქვა მეორე მძარცველმა, მთვარის შუქზე მოლაპლაპე ხანჯალი
ასწია და დაამატა: – ჩქარა, ჩამოგვიყაჭეთ ფული და სამკაულები, თორემ, დაგჩეხავთ!

იმ ორ ნაბიჭვართან გამკლავება ჩემთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, არ


მინდოდა, რომ მერის შეშინებოდა ან გავშიფრულიყავი. ამიტომ, მშვიდობით მოგვარება ვარჩიე
და მძარცველებს ვუთხარი:

– მართლა არაფერი გვაქვს, დაგვიჯერეთ და ჩვენს გზაზე გაგვიშვით. თქვენ კი მშვიდობით


იარეთ თქვენს გზაზე.

– მაშინ, ეგ გოგო დაგვიტოვე, – თქვა მეორე მძარცველმა, რაზეც მე ღიმილით მივუგე:

– ბიჭებო, მშვიდობიანად დავშორდეთ ერთმანეთს.

შევატყვე, რომ ჩემმა მშვიდმა ტონმა მძარცველები გააღიზიანა: პირველმა ბიჭმა მარჯვენა ხელით
ხანჯალი აღმართა, ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა და მარცხენა ხელი მერისკენ გაიშვირა, რომ
მხარში სწვდომოდა... მე შემეძლო, ხანჯალმომარჯვებული პირველი მძარცველისთვის მუშტი
შემომეკრა ყბაში და გამეთიშა, მაგრამ, შესაძლოა, ის თავისსავე ხანჯალზე წამოგებულიყო.
ამიტომ მას ხანჯლიან მაჯაში ვწვდი და ჰაერში დავატრიალე. მან ორი ბრუნი გააკეთა და
მაჯამოტეხილი მიწაზე დაენარცხა, მისი მოლაპლაპე ხანჯალი კი მე შემრჩა ხელში. ეს რომ მეორე
მძარცველმა დაინახა, ძალიან შეეშინდა, შეტრიალდა და სანაპიროს მიმართულებით გაიქცა.
მერი მიწაზე დავარდნილი მძარცველისკენ დაიხარა, რომელიც საშინლად კვნესოდა, მაჯა
გაუსინჯა და თქვა:

– მოტეხილი აქვს.

– ვაი დედა! ვაი დედა! – კვნესოდა ბიჭი.

მე ის წამოვაყენე, ქვაზე დავსვი და ვკითხე:

– სად ცხოვრობ?

– საერთო საცხოვრებელში, – ამოიკვნესა ბიჭმა.

– ახლა ტაქსის გავაჩერებ და ფულს მოგცემ. მეცხრე საავადმყოფოში მიდი და მიმღებში თაბაშირს
დაგადებენ. რომ გკითხავენ, რა დაგემართაო, უთხარი, რომ ფეხი გაგიცურდა, უხერხულად
დაეცი და ხელი მოიტეხე. იცოდე, არაფერი წამოგაცდენინონ, თორემ, მილიციას გამოიძახებენ და
გაგაწვალებენ, – ვუთხარი ბიჭს და ჯიბეში ექვსი ცალი ხუთმანეთიანი ჩავუდე. მერე მისი
ხანჯალი პერანგის ქვეშ, ქამარში გავირჭე, ტაქსი გავაჩერე, ჩავსვი და ტაქსისტს ვუთხარი:

– მეცხრე საავადმყოფოში წაიყვანე, ხელი მოიტეხა, სტუდენტია და აქვე, საერთო საცხოვრებელში


ცხოვრობს.

ტაქსიმ ვაკისკენ აიღო გეზი, მე და მერიმ – ჩელუსკინელების ხიდისკენ და, როგორც კი წყალი
გამოჩნდა, წართმეული ხანჯალი მტკვარში გადავაგდე. მანამდე უხმოდ მყოფმა მერიმ მითხრა:

– ახლაც იტყვი, თითი არ დამიკარებიაო?

– რა, ხელი არ უნდა გამენძრია? – კითხვითვე ვუპასუხე მერიკოს.

– ჰო, მაგრამ, ასე ოსტატურად ჩხუბი საიდან იცი?

– ეს ჩხუბი კი არა თავდაცვაა.

– კარგი, ბატონო, მაშინ, მითხარი, ასეთი თავდაცვა სად ისწავლე?

– მე თვითონ. ჩემები რომ დაიხოცნენ და საშინელ დეპრესიაში ვიყავი, იოგასა და მაშინ ჯერ
კიდევ აკრძალულ კარატეში დავიწყე ვარჯიში.

ჩემი მშობლების სიკვდილი ჩვენს ოჯახში ტაბუდადებული თემა იყო, ამიტომ მერის მეტი
აღარაფერი უკითხავს და გზა განვაგრძეთ. კინოსტუდიას რომ გავუსწორდით და ხელმარჯვნივ
ვაპირებდით შეხვევას, ჩვენ გვერდით „01“ მარკის „ჟიგულიმ“ დაამუხრუჭა და იქიდან ორი
სამოქალაქოფორმიანი მამაკაცი გადმოხტა. ისინი პირქუში სახეებით აგვეტუზნენ წინ და ერთ-
ერთმა მათგანმა მკაცრად გვითხრა:

– სად მიდიხართ?

ღამის მორიგე მილიციელების ამოცნობა არ გამჭირვებია და მშვიდად მივუგე:


– სახლში.

– სად ცხოვრობთ?

– აქვე, პლეხანოვზე, – მილიციელს ჩვენი სახლის მდებარეობა მივანიშნე.

– ვინ ხართ?

მილიციელის გამომწვევი ლაპარაკი, რბილად რომ ვთქვათ, არასასიამოვნო იყო და, შემეძლო,
მკაცრადაც მეპასუხა, მაგრამ, გართულებას მოვერიდე და მორჩილად ვუთხარი:

– ცოლ-ქმარი.

მილიციელმა ჯერ მე შემათვალიერა, შემდეგ – მერი და მკითხა:

– ასე გვიან სად იყავით?

– რესტორანში.

– რომელ რესტორანში?

– „არაგვში“, ბატონო.

– მთვრალები ხართ?

– არა.

– აბა, რესტორანში რას აკეთებდით? – ლაპარაკში მეორე მილიციელი ჩაერთო, რომელიც მანამდე
ჩუმად იყო.

– ჩვენ არ ვსვამთ, ბატონო. უბრალოდ, მეგობრის დაბადების დღე იყო და, რესტორნიდან რომ
გამოვედით, გადავწყვიტეთ, სახლში ფეხით დავბრუნებულიყავით. მე მერი მქვია, ჩემს ქმარს –
კოკი. მე ექიმი ვარ, მეუღლე კი – გიდი. გაინტერესებთ კიდევ რამე? – ლაპარაკში მერი ჩაერთო,
რომელსაც ყელში ამოუვიდა ბრიყვი მილიციელებისთვის ანგარიშების ჩაბარება და
დღევანდელი „ბლატნოი“ ბიჭები რომ იტყვიან, „გაუმწვავა“...

– გიდი რას ნიშნავს? – დაინტერესდა მეორე მილიციელი.

– უცხოეთში დავდივარ, ბატონო, ტურისტები დამყავს და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას


ვათვალიერებინებ. ხოლო, უცხოეთიდან სამთავრობო ან ტურისტული ჯგუფები რომ ჩამოდიან,
მე მათ ლაპარაკს ვთარგმნი, თან ჩვენს ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებინებ, – ვუთხარი
მილიციელს.

– ვაა, უცხოეთში დადიხართ? – გულწრფელად გაუკვირდა მილიციელს და, რადგან იმ


პერიოდში უცხოეთში მოსიარულე ადამიანი საზოგადოების მაღალ რანგს ეკუთვნოდა,
მილიციელები თქვენობით მომართვაზე გადავიდნენ, მოგვიბოდიშეს და გვითხრეს:
– ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, მაგრამ მორიგეები ვართ, წესრიგის დაცვა გვევალება და
ყველა საეჭვო ადამიანს ვამოწმებთ. ნახვამდის.

მილიციელები წავიდნენ. მერიმ კი მკითხა:

– მაინც, რამ დააეჭვა ეს ხალხი ჩვენში?

– აბა, რა ვიცი, მერიკო, – გამეცინა მე, – ალბათ, მილიციის პირდაპირი მოვალეობაა, ყველაზე
ეჭვი მიიტანოს.

– მილიციის მოვალეობა ხალხის დაცვაა და არა მათთვის ნერვების მოშლა, – ბრაზობდა მერი, –
რა ეჭვმისატანები ჩვენ გვნახეს! ჰმ, ამათ არ უყურებ?! შარზე იყვნენ, მიზეზს ეძებდნენ და ფულის
წართმევა უნდოდათ! შენი სამსახურის ამბავი რომ გაიგეს, იმიტომ მოგვეშვნენ. მილიცია კი არა,
ყაჩაღები არიან და იმ ორ მძარცველზე უარესები, ცირკთან რომ ხანჯლებით დაგვხვდნენ.

მერი აბსოლუტურად მართალი იყო. საბჭოთა მილიციასა და სხვა კანონდამცველ


სტრუქტურებში ტოტალური კორუფცია მეფობდა და ფულით თითქმის ნებისმიერი საქმის
მოგვარება შეიძლებოდა. ამ სიტუაციას მოხერხებულად იყენებდნენ ცალკეული პიროვნებები და
შავი სამყარო და მეც არაერთხელ მისარგებლია ამით.

ერთხელ ორი არასასურველი პიროვნების ლიკვიდაცია მოვახდინე, რომლებიც წყნეთის ერთ-


ერთ აგარაკზე ცხოვრობდნენ. ცენტრის დავალებით, ისინი უკვალოდ უნდა გამქრალიყვნენ, ანუ,
რომ იტყვიან, მათგან სველი ადგილიც არ უნდა დარჩენილიყო, ასეთი რამისთვის კი ჩვენ
სპეციალურ მჟავებს ვიყენებდით: მოკლულ ობიექტს აბაზანაში ან საკანალიზაციო ლუკთან
დადგმულ წყალგაუმტარ ჭურჭელში ვაწვენდით და სითხეს ვასხამდით. ობიექტი 15-20 წამში
დნებოდა. შემდეგ სითხეს კანალიზაციაში ვასხამდით და საქმეც გაკეთებული იყო. „წყნეთის
საქმე“ კი უმოკლეს დროში, დავალების მიღებიდან სამ საათში უნდა შემესრულებინა. რადგან
მოსკოვიდან თბილისში მჟავას გადმოგზავნა დროის სიმცირის გამო არ ხერხდებოდა,
მეკავშირემ ფოლადის გასაღებები მომცა და მითხრა:

– ტრუპების გასაქრობად კრემატორიუმი უნდა გამოიყენო. ის სოღანლუღში, რუსთავის


გზატკეცილის მარცხენა მხარეს, ტყეში მდებარეობს. იქ მაღალი ძაბვის ბეტონის კიოსკია. იქვეა
ბუნკერში ჩასასვლელი კარიც და საიდუმლო კრემატორიუმიც სწორედ იქ მდებარეობს. ეს
კრემატორიუმი, თურმე, კარგა ხნის წინ აუშენებიათ „ჩეკისტებს“ და იქ მოკლულ გერმანელ
ტყვეებს და, უბრალოდ, პატიმრებს წვავდნენ, რომლებიც ქალაქ რუსთავს აშენებდნენ...

მეკავშირეს გასაღებები გამოვართვი, შემდეგ ფურგონიანი „მოსკვიჩი“ გამოვიყვანე, რომელიც


ხორცის გადასაზიდად გამოიყენებოდა და დაკლული საქონლისა და ღორის ხორცით იყო სავსე.
მისი მძღოლი-ექსპედიტორი კი, რომელიც მიძინებული მყავდა, წყნეთის ტყეში, ხის ძირას
დავაწვინე. მას შემდეგ, რაც მაყუჩიანი პისტოლეტიდან ობიექტები დავხოცე, ისინი „მოსკვიჩში“
ჩავაწვინე, ხორცის დიდი ნაჭრებით შევნიღბე და წყნეთიდან თბილისისკენ დავეშვი.
ადამიანებისა და საქონლის „ტრუპებით“ სავსე მანქანით მთელი ქალაქი უნდა გამევლო.
მართალია, ხორცკომბინატის კუთვნილი მანქანით ვმოძრაობდი და ეგრეთ წოდებული
„პუტიოვკაც“ წესრიგში მქონდა, მაგრამ, იმისი მცირედი შანსი მაინც არსებობდა, რომ
ავტოინსპექტორებს გავეჩერებინე და შემომდავებოდნენ. თუმცა, ასეთი შემთხვევაც
გავითვალისწინე – ჯიბე სამმანეთიანებით და ხუთმანეთიანებით მქონდა სავსე და მათი
მეშვეობით თავს იოლად დავიძვრენდი. თუმცა, ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ფიქრობ,
რადგან მოულოდნელობა შეიძლება ყოველი ნაბიჯზე ჩაგისაფრდეს. მივუახლოვდი თუ არა
ბაგების ეგრეთ წოდებულ „ტეკს“ დავინახე, რომ იქაურობა „გაიშნიკებით“, ავტომატიანი
სამხედროებით და სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი კუნთმაგარი კაცებით იყო სავსე, რაც იმას
ნიშნავდა, რომ ისინი სამძებროს „ოპერები“ იყვნენ. ასეთი რეიდები მხოლოდ განსაკუთრებულ
შემთხვევებში ეწყობოდა ხოლმე და ავტომატიანები მაშინ გამოჰყავდათ, როდესაც ვიღაცას
ეძებდნენ. მართლაც, „ტეკზე“ ყველა მანქანას აჩერებდნენ და მანქანასაც და მასში მსხდომებსაც
საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ...

„აი, ბედიც ასეთი უნდა. თუ გამჩხრიკეს და მაყუჩიანი პისტოლეტი აღმომიჩინეს, მანქანაში კი


ორი ტრუპი იპოვეს, სეირიც ეს იქნება“, – გავიფიქრე გუნებაში და გადავწყვიტე, იქაურობა დიდი
სისწრაფით გამევლო. მოვემზადე კიდეც საამისოდ, მაგრამ, მთელ გზაზე გაშლილი ქაცვის
ბუჩქები შევნიშნე. ამიტომ, თავის დაძვრენის სხვა საშუალებით მოგვარება გადავწყვიტე: მანქანა
გავაჩერე, გადმოვედი და ჩემთან მოსულ „გაიშნიკს“ და ორ „ოპერს“ ვკითხე:

– რა ხდება, უფროსებო, ხომ მშვიდობაა?

– საიდან მოდიხარ, სად მიდიხარ და რა გიდევს მანქანაში? – შემომიღრინა ბულდოგისსახიანმა


„ოპერმა“ და ზიზღით შემათვალიერა.

– წყნეთიდან მოვდივარ, უფროსო, ახლა კი ხორცი ქალაქში უნდა ჩამოვარიგო. ფურგონში


ღორისა და ძროხის ხორცი მიწყვია. აი, „პუტიოვკა“. ყველა საბუთი წესრიგში მაქვს, უფროსო, –
მივუგე ბულდოგისსახიანს „ჩმორული“ ტონით და ამით ვაგრძნობინე, რომ სწორედ ის იყო
„ხაზეინი“, რაც ძალიან მოსწონდათ საბჭოთა მილიციელებს.

– ფურგონი გააღე! – კვლავ ღრენით მითხრა ბულდოგისსახიანმა, შემდეგ თავის კოლეგა


ხელქვეითს მიუბრუნდა:

– მიდი, კარგად გაშმონე, რამე არ ჰქონდეს!

ბულდოგისსახიანი შემდეგი მანქანისკენ გაემართა. მე ფურგონი გავაღე და ზურგსუკან მომდგარ


„ოპერს“ და „გაიშნიკს“ ვუთხარი:

– აი, უფროსო, ხორცებითაა სავსე, თქვენ თვითონ ნახეთ.

– იარაღი, ნარკოტიკი ან რამე საეჭვო საგანი ხომ არ გაქვს? – მკითხა ბულდოგისსახიანის


„შნირმა“.

მე კინტოსავით გავშალე ხელები, დავიღრიჯე და მივუგე:

– საეჭვო არაფერი, მაგრამ, უპატივცემულოდ არ დაგტოვებთ.


პატივისცემის ხსენებაზე მილიციელებმა ყურები ცქვიტეს, მე კი ჯიბიდან სამი ცალი
სამმანეთიანი და სამი ცალი ხუთმანეთიანი – სულ ოცდაოთხი მანეთი ამოვიღე, „შნირს“ ხელში
ჩავუკუჭე და ხვეწნით ვუთხარი:

– უფროსო, გამიშვი, რა, თორემ, საქმე მიფუჭდება და, თუ დროზე არ ჩამოვარიგე ხორცი, დღეს
უპურისფულოდ დავრჩები.

– წადი, თავისუფალი ხარ, – მითხრა „შნირმა“ და ბულდოგისსახიანისკენ გაემართა, მე კი


„გაიშნიკს“ მხარზე დავადე ხელი და ვკითხე:

– რა ხდება, უფროსო, ეს ავტომატიანები რატომ გამოუყვანიათ, ხომ მშვიდობაა?

– ერთი საათის წინ ციხიდან ორი სიკვდილმისჯილი გაიქცა. ერთი მანიაკია და ცხრა ადამიანი
ჰყავს მოკლული, მეორეს კი ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს ტაქსიში ჩაცხრილული. ძალიან
საშიშები არიან, იმათ ეძებენ, მთელი ქალაქი გადაკეტილია და ასეთი რეიდი ამის გამო
მოვაწყვეთ, – მომიგო „გაიშნიკმა“, რომელსაც ჯიბეში კიდევ ერთი სამმანეთიანი ჩავუკუჭე და
იქარობას სასწრაფოდ გავეცალე.

ქალაქში კიდევ ორჯერ გამაჩერეს და ორჯერვე ხუთ-ხუთი ცალი სამმანეთიანით დავიხსენი


თავი, სოღანლუღის „ტეკთან“ კი ოთხი ცალი ხუთმანეთიანი დავტოვე. ამგვარად, მილიციის
რეიდებს 77 მანეთი შევწირე და ისე მივადექი საიდუმლო კრემატორიუმს. მანქანა ფიჭვების უკან
დავაყენე, შემდეგ მაღალი ძაბვის ჯიხური გავაღე და კვლავ „მოსკვიჩთან“ დავბრუნდი, რომ
„ტრუპები“ გადმომეთრია. უცებ უკნიდან წვეტიანი საგანი მომადეს და ყელზე ხელი მომხვიეს,
ჩემ წინ კი უცნობი მამაკაცი აღიმართა და მითხრა:

– ხმა არ ამოიღო და მანქანის გასაღები მოგვეცი!

კაცს სახესა და ლაპარაკის მანერაზე ეტყობოდა, რომ ნაციხარი იყო და მაშინვე თავში გამიელვა:
„გაქცეული სიკვდილმისჯილები!“

– ჩქარა, გასაღები, შე ბოზო! – იღრიალა ჩემ უკან მდგარმა მამაკაცმა და წვეტიანი საგანი უფრო
მაგრად მომაჭირა ყელზე.

მე ისეთი მოძრაობა გავაკეთე, თითქოს ჯიბიდან გასაღების ამოღება მინდოდა. თუმცა, უცებ ჩემ
უკან მდგომს მარჯვენა მაჯაში ჩავავლე ხელი, მოვტეხე, ჟანგიანი შტირი წავართვი და მიწაზე
გათიშული დავაგდე, თან, ჩემ წინ მდგომს ფეხებშუა ამოვკარი წიხლი, მოვკეცე, შემდეგ კისერში
ჩავარტყი ხელი და ისიც გავთიშე... თავდამსხმელები მაღალი ძაბვის კიოსკთან მივათრიე,
კრემატორიუმში ჩავიყვანე და იქვე დავყარე. შემდეგ „ტრუპებიც“ ქვევით ჩავათრიე,
კრემატორიუმი ჩავრთე და მითიშულებმაც გაახილეს თვალები...

– სად ვართ? – იკითხა მაჯამოტეხილმა და აყმუვლდა. მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან მაჯაში


ვესროლე, ისევ გავთიშე და მეორეს მივუბრუნდი:

– შენც იგივე ხომ არ გინდა?


– არა, ძმაო, რას მერჩი? – მითხრა საწყალი ხმით.

– მაშინ, კითხვებზე სწორი პასუხი გამეცი.

– გისმენ, ძმაო.

– მანიაკი შენ ხარ თუ ეგ?

– მანიაკი ესაა, მე პრისტუპნიკი ვარ.

– კარგი, გასაგებია. სანამ მე საქმეს მოვრჩები, ჭკვიანად იჯექი და ხმა არ ამოიღო.

– კარგი, ძმაო, გასაგებია.

მე „ტრუპები“ კრემატორიუმში შევაცურე, სადაც ორი ადამიანი ეტეოდა და ხუთ წუთში ორივე
დაიფერფლა. „პრესტუპნიკი“ თვალებგადმოკარკლული მიყურებდა, მაგრამ, არაფერი უკითხავს.
მე მას ვუბრძანე:

– მოდი, მანიაკი აზრზე მოიყვანე!

„პრესტუპნიკმა“ ჩემი ბრძანება შეასრულა. ამასობაში მანიაკი გამოფხიზლდა და გვერდით


გაჩოჩდა. მე მანიაკს მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვკითხე:

– ადამიანებს რატომ ხოცავდი?

– ვკაიფობდი, – დაუფიქრებლად მომიგო მანიაკმა...

– მაინც, რაზე კაიფობდი?

– აგონიაზე, – მითხრა მანიაკმა და იქვე დაამატა: – მანამდე კი იმაზე, რომ ისინი ჯერ კიდევ
ცოცხლები იყვნენ, იცოდნენ, რომ მოკვდებოდნენ და თავის დაღწევა არ შეეძლოთ.

– ძალიან გსიამოვნებდა ამის ყურება?

– ძალიან.

– შენ თვითონ არ მოგსურვებია ასეთ სიტუაციაში აღმოჩენა?

ჩემს სიტყვებზე მანიაკს სახე დაეღრიჯა და ჯერ თავის კოლეგას შეხედა, მერე მე და ბოლოს
მითხრა:

– არა.

– არადა, მოგიწევს. არც იმ ხალხს უნდოდა ასეთი რამ, მაგრამ აიძულებდი, – ვუთხარი მანიაკს,
შემდეგ მეორეს მივუბრუნდი:

– მიდი, ფეჩში შეაგდე!


„პრესტუპნიკი“ საკმაოდ წინდახედული აღმოჩნდა: ზედმეტი პრობლემები რომ არ შეჰქმნოდა,
მანიაკს მაჯაში წიხლი ჩააზილა და გათიშა. შემდეგ კრემატორიუმში შეაგდო და მორჩილად
გამომეჯგიმა.

– კუთხეში დაჯექი და ხმა არ ამოიღო! – ვუბრძანე „პრესტუპნიკს“, რაც მან უმალვე შეასრულა.

– არ მომკლათ, არ მინდა სიკვდილი! – აკივლდა კრემატორიუმში გამომწყვდეული მანიაკი,


რომელიც ზუსტად იმავეს გრძნობდა, რასაც მისი მსხვერპლები.

მე კრემატორიუმი ჩავრთე. მანიაკმა კივილს უმატა, აგონიაში გადავიდა და მალევე ჩაიფერფლა....

– მასე უნდა მაგ ბოზს, – მითხრა „პრესტუპნიკმა“, რომელიც კუთხეში, დამჯდარი ადევნებდა
თვალს მანიაკის კრემაციის პროცესს.

– შენ ხომ, რას ამბობ, მამა აბრამის ბატკანი ხარ! მიდი, შეძვერი, ახლა შენი ჯერია! – ვუთხარი
მეორეს და კრემატორიუმისკენ მივანიშნე.

– ოხ, შენი დედაც... – ზეზე წამოხტა „პრესტუპნიკი“ და ჩემკენ გამოქანდა, მაგრამ მე მას შუბლში
მივაგებე ტყვია და მოვკალი. შემდეგ კრემატორიუმში შევაგდე და წინა სამის გზას გავუყენე...

ციხიდან გაქცეული სიკვდილმისჯილების კრემაცია ჩემს თავდაპირველ გეგმებში არ შედიოდა,


თუმცა, არც მათი ცოცხლად დატოვება ივარგებდა. ჯერ ერთი, ისინი თავად დამესხნენ თავს და,
წინააღმდეგობა რომ არ გამეწია, აუცილებლად მომკლავდნენ. გარდა ამისა, ისინი არასასურველი
მოწმეები იყვნენ და, ჩვენი პროფესიის თამაშის წესებიდან გამომდინარე, მათი ცოცხლად გაშვება
დიდი შეცდომა იქნებოდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ორივეს ყოვლად უდანაშაულო
ადამიანები ჰყავდა დახოცილი და უპირობო სიკვდილს იმსახურებდნენ. ერთი სიტყვით, ისინი
ჩემთან ბედისწერამ მოიყვანა და, რასაც იმსახურებდნენ, ის მიიღეს...

სამართლიანი შურისძიება, ჩემი აზრით, მორალურად გამართლებული საქციელია და ჩემი ნება


რომ იყოს, შურისმაძიებელს ან საერთოდ არ დავსჯიდი, ან მიზერულ, პირობით სასჯელს
მივცემდი. ჩემი სიტყვები ისე არავინ გაიგოს, თითქოს მკვლელობის ლეგალიზაციას ვუჭერ
მხარს. სულაც არა. მართალია, შურისძიების უმრავლესობა ადამიანის სიცოცხლის მოსპობით
მთავრდება, მაგრამ, ერთია ყოვლად გაუმართლებელი მკვლელობა, მეორე კი – შურისძიება,
როდესაც სამართალი ზეიმობს.

ჩემი „პოსტკაგებეშნიკური“ კარიერის კონტრაქტების უმრავლესობა სამართლიანი შურისძიების


გამო შეკვეთილი საქმეები იყო და მათი შესრულების შემდეგ ფულთან ერთად მორალურ
კმაყოფილებასაც ვიღებდი.

მართალია, მკვლელი – მკვლელია, მით უმეტეს, დაქირავებული, ამ საქმის პროფესიონალი,


რომელიც ფულადი გასამრჯელოსთვის აკეთებს ამას. მაგრამ მორალი ამ საქმეშიც საჭიროა და
ყველაფერში ფულის აღება არ შეიძლება. მაგალითად, საბჭოთა სუპერკორუმპირებული
მილიციელი ან მოსამართლე და ძმანი მათნიც კი ერიდებოდნენ მკვლელებისა და მოძალადეების
გამართლებას და ასეთ საქმეში ისინიც კი მორალურად მოქმედებდნენ. მე კი საკუთარი თავი
საბჭოელ მილიციელსა და მოსამართლეზე ბევრად მორალურ ადამიანად მიმაჩნია, არც
უსამართლო მკვლელობა ჩამიდენია ოდესმე და, როგორც უკვე ვთქვი, სამართლიანი
შურისძიების გამო დიდ მორალურ კმაყოფილებას ვიღებ. „ძიამ“ ჩემი ეს, თუ შეიძლება, ასე
ითქვას, სისუსტე კარგად იცოდა და, როდესაც ნამდვილი შურისძიების შეკვეთები მოჰქონდა,
მეტყოდა ხოლმე:

– მორალური შეკვეთაა, აიღებ?

ერთხელ, ალექსანდრეს ქვემო ბაღში შევხვდით ერთმანეთს და ტრადიციული მისალმების


შემდეგ რომანმა მითხრა:

– მორალური შეკვეთაა, მაგრამ, არა რიგითი, არამედ – განსაკუთრებული.

– ყველა ჩემი შეკვეთა განსაკუთრებული და განუმეორებელია. აბა, მითხარი, რაშია საქმე?

– კოხტაიას საქმე გახსოვს?

– რომლის, რაიკომის მდივნის ვაჟის?

– ჰო.

– მახსოვს, – მივუგე „ძიას“.

კოხტაია ერთ-ერთი რაიკომის მდივნის მექალთანე, ერთადერთი ვაჟიშვილი იყო და


მექალთანეობით იყო ცნობილი. ამ ნაძირალას არაერთი ქალწულის შეცდენა შერჩენია და ყველა
ამ კონფლიქტს მისი ფუნქციონერი მამა აგვარებდა. თუმცა, გარყვნილი კოხტაია, გამოსწორების
ნაცვლად, კიდევ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიოდა და კვლავ და კვლავ დაუსჯელი რჩებოდა.
ერთხელ მან 15 წლის გოგონა გააუპატიურა და როდესაც გოგონას მამამ სიმართლის ძიება
დაიწყო, საქმეში, ტრადიციულად, კოხტაიას მამა ჩაერთო და ამ საქმის მოგვარება ფულით სცადა.

– ჩემი გოგონას ნამუსი არ იყიდება, – მოკლედ მოუჭრა დაზარალებულის მამამ რაიკომის


მდივანს, როდესაც ის მსხვილი თანხით ეწვია ოჯახში.

– მაშინ, დავმოყვრდეთ. მშვენიერი გოგონა გყავს და ის და ჩემი ვაჟი კარგი წყვილი იქნება, – ახლა
უკვე სხვაგვარად, იმ იმედით სცადა კოხტაიას მამამ საქმის მოგვარება, რომ შერცხვენილ გოგონას
მის ვაჟზე დააქორწინებდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ყოველგვარი პრობლემის გარეშე
გააშორებდა მათ.

– წაეთრიე აქედან! ჭირსაც წაუღიხართ მთელი თქვენი ჯილაგი. მე სამართალს ვეძებ და არა
მანიაკ სასიძოს! – პრინციპული უარით გამოაგდო გამწარებულმა მამამ რაიკომის მდივანი, მან კი
მასპინძელს უთხრა:

– წავალ, მაგრამ, იცოდე, არაფერი გამოგივა. ვერც ჩივილით დამაკლებ რამეს და ვერც
სხვანაირად მომჭამ ფეხებს. სულელი ყოფილხარ, რომ არც ფულს იღებ და არც ჩემთან
დამოყვრება გინდა. გირჩევ, კიდევ ერთხელ დაფიქრდე!
– გაეთრიე, შე ნაძირალა! – უღრიალა დაზარალებულის მამამ რაიკომის მდივანს, სახეში სილა
შემოარტყა და სახლიდან გააგდო.

გოგონას მამამ სამართალი საქართველოში რომ ვერ ნახა, მოსკოვში გაგზავნა საჩივარი. ამან
უკიდურესად შეაშინა რაიკომის მდივანი. ერთ ღამეს კი, დაზარალებულების ოჯახში სამი
ნიღბიანი ადამიანი შეიჭრა და გაუპატიურებული გოგონას დედ-მამა დახოცა, გოგონას 10 წლის
ძმას ტყვიამ ხერხემალი დაუზიანა და ბავშვი დაინვალიდდა. თავად გოგონა კი ჭკუიდან
შეიშალა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ნიღბიანებს გადაჭრილი თოფები
ჰქონდათ. ამ სასაკლაოს შემდეგ მათ ძვირფასეულობა გაიტაცეს და გაუჩინარდნენ. ამ
კრიმინალურ შემთხვევას ძალოვნებმა ძარცვა-მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და ამ
კუთხიდან შეუდგნენ საქმიანობას. თუმცა, ყველა, ვისაც კი ამ საქმის შესახებ რამე სმენოდა,
დარწმუნებული იყო, რომ ეს ყველაფერი კოხტაიას მამამ მოაწყო.

საგიჟეთში გამომწყვდეულმა გოგონამ ერთ დღეს პალატაში ჩამოიხრჩო თავი. სწორედ ამ


პერიოდში საბჭოთა კავშირი დაიშალა და, ინვალიდი ბიჭი ვიღაც შორეულმა ნათესავმა შეიფარა,
ხოლო ყოფილი რაიკომის მდივანი, მისი მეუღლე და კოხტაია უცხოეთში გაიქცნენ. თუმცა,
როგორც კი ეროვნული მთავრობა დაემხო, ისინი კვლავ საქართველოში დაბრუნდნენ და
ყოფილმა რაიკომის მდივანმა ახალი თანამდებობა მიიღო ახალ მთავრობაში. კოხტაია კი
ბიზნესმენი გახდა, ძველებურად დაუქორწინებელი იყო და კვლავ გახრწნილ ცხოვრებას
განაგრძობდა... ეს ყველაფერი მე, რომ იტყვიან, „ცვეტში“ ვიცოდი და „ძიას“ გავუმეორე:

– მახსოვს ეგ ნაძირალა. მაგისი ლიკვიდაციის შეკვეთა გაქვს?

– ჰო, მაგისი.

– შემკვეთი იმ საცოდავი გოგონას ძმაა?

– ეგეც გამოიცანი.

– ინვალიდობისგან განიკურნა?

– არა. საცოდავი ისევ ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული, თუმცა, ბიზნესმენია, მილიონერი და


ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქში ცხოვრობს და თბილისში საკუთარი
თვითმფრინავით სპეციალურად იმიტომ ჩამოფრინდა, რომ შეკვეთა პირადად მოეცა, – მითხრა
„ძიამ“.

– ახლა კონკრეტულად დავალების შინაარსი მითხარი.

– ამას შენ პირადად შემკვეთისგან მიიღებ, თუ, რა თქმა უნდა, მასთან შეხვედრას ისურვებ.
ცხადია, შენ მიერ მითითებულ ადგილზე და გრიმით.

შემკვეთი, 25 წლისაც კი არ იქნებოდა. მართალია, პარალიზებული იყო, მაგრამ მშვენიერი


გარეგნობა და მეტყველება ჰქონდა. ბიჭს უახლესი მარკის მისსავე „ბეემვეში“ შევხვდი, რომელიც
ინვალიდებისთვის სპეცშეკვეთით იყო დამზადებული და საჭეს თავადვე უჯდა. მე უკანა
სავარძელზე მოვკალათდი და მივესალმე:
– გამარჯობა!

– გამარჯობა, ბატონო ჩემო. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მთაწმინდის პლატოზე ავიდეთ და იქ


ვილაპარაკოთ, – შემომთავაზა შემკვეთმა.

– ავიდეთ, – მოკლედ მოვუჭერი ყმაწვილს, რომელმაც ძრავა ჩართო და ადგილიდან დავიძარით.

მთელი გზა არც ერთს არ ამოგვიღია ხმა როდესაც მთაწმინდაზე ავედით და ბიჭმა მანქანა
სადგომზე გააჩერა, მითხრა:

– აქ ვილაპარაკოთ თუ გადავიდეთ?

– როგორც თქვენ გნებავთ.

– მაშინ, გადავიდეთ. ცოტა არ იყოს, სული შემეხუთა და, თქვენი ნებართვით, ცოტა ჰაერს
ჩავისუნთქავ.

– მოვეხმაროთ?

– არა, ნუ შეწუხდებით, – გამიღიმა ბიჭმა, შემდეგ ღილაკს თითი დააჭირა და ბორბლიანი


სავარძლით გარეთ გადავიდა, მე კი მას უკან მივყევი და ვკითხე:

– როგორ ხართ, მოითქვით სული?

– დიახ. აქ გავჩერდეთ, – მომიგო ყმაწვილმა, მოაჯირთან შეჩერდა, თბილისს გადახედა და


მითხრა: – ბოდიშს გიხდით, მაგრამ, სანამ უშუალოდ შეკვეთაზე დაგელაპარაკებით, მინდა, ცოტა
შორიდან დავიწყო.

– ბრძანეთ.

– ჩემი ოჯახის უბედურება მთელმა ქვეყანამ შეიტყო და, ალბათ, თქვენც გაიგებდით, – დაიწყო
თხრობა პირქუში სახით და შემომხედა. მე მას უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მან თხრობა განაგრძო:
– 10 წლის ვიყავი, როდესაც თვალწინ დამიხოცეს დედ-მამა, მე კი სამუდამოდ მიმაჯაჭვეს ამ
ეტლს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი გრძნობაა, როდესაც დახოცილ დედ-მამას
უყურებ...

ბიჭის სიტყვები სულის სიღრმემდე ჩამწვდა და ის მომენტი გამახსენდა, ჩემს დამწვარ მშობლებს
რომ დავყურებდი. ეს მართლაც უსაშინლესი გრძნობაა და ამ შორეულმა, ბავშვობის მოგონებამ
სუნთქვა შემიკრა, თვალებზე ცრემლი მომადგა და ამ მრავლისნანახ კაცს მაგრძნობინა, რომ
რამდენიმე ათეული წლის წინ მიღებული ჭრილობა ისევ ღია მქონდა და მივხვდი, რომ ასეთი
ჭრილობა არასოდეს ხორცდება.

– ხაზს ვუსვამ, ბატონო ჩემო, რომ, ეს დიდი უბედურებაა, აუტანელი საშინელება და


შეუხორცებელი ჭრილობა, – განაგრძო ბიჭმა და, ისე გამოვიდა, რომ, რასაც მე იმ წუთას უხმოდ
განვიცდიდი, ის ყვებოდა, – როგორც უკვე ვთქვი, მე დავინვალიდდი და ზუსტად ვიცი, რომ
არასდროს განვიკურნები. ჩემი საცოდავი და კი გაგიჟდა და 16 წლის იყო, როდესაც
ფსიქიატრიული კლინიკის პალატაში ჩამოიხრჩო თავი. ერთი სიტყვით, ჩვენი ოჯახში წამში
გაცამტვერდა. თუმცა ღმერთმა მაინც გადმომხედა – მხსნელად დედაჩემის შორეული ნათესავი
მომივლინა. მან მიპატრონა და უცხოეთში წამიყვანა სამკურნალოდ და სასწავლებლად. მე
კემბრიჯის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული ბიზნესის განხრით და, ამ ასაკში რომ
მილიონერი ვარ, თავიდან ბოლომდე იმ ჩემი შორეული ნათესავის დამსახურებაა. სამწუხაროდ,
ის სულგანათლებული შარშან გარდაიცვალა. მე ის საკადრისი პატივით მივაბარე მიწას და ისევ
მარტო დავრჩი ჩემს მილიონებთან, შეუხორცებელ ჭრილობასთან და გასაკეთებელ საქმეებთან
ერთად. თუმცა, ნაწილი საქმისა გაკეთებულია – უშუალოდ შემსრულებლები საშინელი
სიკვდილით გავისტუმრე იმქვეყნად.

– როგორ მოახერხეთ მათზე გასვლა? – ვკითხე ბიჭს.

– სრულიად შემთხვევით. უფრო სწორად, განგების ნებით, – გაეცინა ბიჭს, – სადაც მე ვცხოვრობ,
იმ ქალაქში ქართველების პატარა დიასპორაა და თანამემამულეებს ყოველ 26 მაისს
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ წვეულებას ვუმართავ ჩემს სასახლეში. შარშანდელ
წვეულებაზეც იმ ქალაქში მცხოვრები ყველა ქართველი დავპატიჟე. როდესაც სტუმრები
მოდიოდნენ და მესალმებოდნენ, კაცებს ხელს ვართმევდი, ქალებს კი ხელზე ვკოცნიდი. ხელზე
კოცნისას ერთ-ერთი ქალბატონის თითზე ცხონებული დედაჩემის ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი
შევნიშნე, რომელიც იმ საზარელ ღამეს წაიღეს ჩვენი ოჯახიდან და მეც მოქმედება დავიწყე... ჩემ
მიერ დაქირავებულმა ხალხმა აბსოლუტურად ზუსტად დაადგინა, რომ დედაჩემის ბეჭედი იმ
ქალბატონს თავისმა საქმრომ აჩუქა. სწორედ მისი საქმრო იყო ერთ-ერთი იმ სამთაგანი, ვინც იმ
ღამეს ოჯახში შემოგვივარდა. ჩემდა სასიხარულოდ და მათ და საუბედუროდ, დანარჩენი ორი
შემსრულებელიც ცოცხალი იყო, თუმცა, მათი ძებნა მთელ ევროპაში მომიწია, რადგან
საქართველოდან წასულები იყვნენ, ერთ-ერთის ციხიდან გამოხსნაც გახდა საჭირო, სადაც ის
წვრილმანი ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. ერთი სიტყვით, სამივე ნაძირალა საღ-სალამათი
მომიყვანეს სასახლეში და სარდაფში ჩაიყვანეს, სადაც სპეციალურად მათთვის მქონდა
მოწყობილი საინკვიზიციო ოთახი. ისინი გამოტყდნენ, რომ ჩვენს ოჯახში რაიკომის მდივნის
უშუალო მითითებით შემოიჭრნენ და მათი მთავარი მიზანი ჩემი მშობლების დახოცვა იყო, რათა
იმ ნაძირლებს მომჩივანი არ დარჩენოდათ, ყაჩაღობა კი თვალის ასახვევი მანევრი იყო. მაგრამ,
მათ სიხარბემ სძლია და, იმის ნაცვლად, რომ ნაყაჩაღარი ნივთები გადაეყარათ, ნადავლი გაიყვეს
და, რომ იტყვიან, „დაიწვნენ“ კიდეც... სამივე შემსრულებელი სამი კვირის განმავლობაში მყავდა
საინკვიზიციო ოთახში ჩაკეტილი, პირადად მე ვაწამებდი, ხოლო, როდესაც სულის ამოხდა
დაეწყოთ, ისინი კაციჭამია ვირთაგვებს ჩავუგდე და მათი ტანჯვა-წამებით ვტკბებოდი...

ბიჭმა პაუზა გააკეთა, გადასახედიდან თბილისის პანორამას გადაავლო თვალი და მითხრა:

– მე და ჩემი და დედ-მამას ხშირად მოვყავდით აქ და თბილისის სილამაზით ვტკბებოდით.


ერთხელ აქ მე და დედა ვიდექით და თბილისს გადავყურებდით. დედამ თავზე ხელი გადამისვა
და მითხრა:
– მოვა დრო და შენ შენს შვილებს ამოიყვან აქ და შენს მშობლებს გაიხსენებო... სხვათა შორის, მას
მერე პირველად ვარ აქ, სამწუხაროდ, შვილების გარეშე, თან ადამიანის მოკვლის შეკვეთა უნდა
მოგცეთ.

– მე თქვენ მთელი გულისყურით გისმენთ, – ვუთხარი ბიჭს, რომელიც ძალიან მეცოდებოდა. მის
ადგილზე საკუთარი თავი მყავდა წარმოდგენილი და მზად ვიყავი, შეკვეთა უკიდურესი
სისასტიკით შემესრულებინა.

– ბატონო ჩემო, მინდა, რომ ჩემი ოჯახის დამღუპველი ორი ნაძირალა სასტიკი წამებით
დახოცოთ, მე კი ყველაფერ ამას ნეტარებით ვუყურო და ამით სულიერი კმაყოფილება მივიღო.
თქვენ ეს მარტომ უნდა გააკეთოთ და მთელი პროცესი „ონლაინ“ რეჟიმში მიჩვენოთ – ამისთვის
სპეციალური მინი-აპარატურა მაქვს შეძენილი და ჩამოტანილი. თუ თანახმა ხართ, ნებისმიერი
თანხა დაასახელეთ და მზად ვარ, წინასწარ გადაგიხადოთ.

– შეკვეთის მიღებაზე თანახმა ვარ და, თუ ფულს დღესვე მომცემთ, ყველაფერი ძალიან მალე
მოგვარდება, – ვუთხარი ბიჭს და დავამატე: – მე ამ საქმეში, არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად
ერთ დოლარს ვითხოვ!

– რა ბრძანეთ?! – გაოცებისგან პირი დააღო შემკვეთმა. მე კი მას მშვიდად მივუგე:

– თუ არ ხართ თანახმა, აქვე დავშორდეთ ერთმანეთს.

– თანახმა ვარ, – მითხრა ბიჭმა, საფულიდან დოლარიანი ამოაცურა, მომცა და მითხრა, –


მილიონჯერ მეტს უდედმამო ბავშვთა სახლებს შევწირავ.

შემკვეთმა იმავე დღეს გადმომცა მინი-კამერა, რომლის მეშვეობითაც სამი დღის შემდეგ მან
„ონლაინ“ რეჟიმში იხილა მამა-შვილის საშინელი წამება. ის ნაძირლები მე მათივე ფეშენებელურ
სახლში მოვიხელთე, გავაშიშვლე და ენით აუწერელი ტანჯვა-წამება მივაყენე. ბოლოს კი მათი
სასახლე ცეცხლს მივეცი და მათ ბინძურ სიცოცხლეს წერტილი დავუსვი...

მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთი მილიონერი იყო და ფულის გადახდა არ გაუჭირდებოდა, მე ამ


საქმეს სიმბოლური ფასი წმინდა მორალური მოსაზრებების გამო დავადე და, იმ ნაძირლებს რომ
წამებით ვკლავდი, იმ მომენტში არა კოკი, არამედ, პატარა ინვალიდი ბიჭუნა ვიყავი...

როგორც ადრეც ვთქვი, ჩემი პროფესიის ადამიანს სხვის ტყავში შეძრომა და სხვისი ცხოვრების
გათავისება უნდა შეეძლოს, ანუ, გარდასახვის გარდა, სხვისი სულიერი მდგომარეობის
გათავისების უნარიც უნდა გააჩნდეს, რაც საქმის შესრულებას ბევრად აადვილებს.

– დაიმახსოვრე, კოკი, რომ სპეცაგენტი შემსრულებელი არა მარტო კარგი მსროლელი და


ფიზიკურად კარგად მომზადებული ადამიანია, არამედ, კარგი მსახიობიც, – მეუბნებოდა
„კაგებეს“ ერთ-ერთი ინსტრუქტორი, რომელიც ფსიქოლოგიას მასწავლიდა, – კარგად
დაიმახსოვრე: სანამ ტყვიას მიზანში ისვრი, ის უნდა მოიხელთო, ხელში ჩაიგდო. ამას კი
ადამიანის ფსიქოლოგიის კარგი ცოდნა და არტისტული ნიჭი სჭირდება.
ინსტრუქტორის სიტყვები არაერთხელ დამხვდა წინ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ობიექტზე
ნადირობა მიწევდა. დღესაც, როდესაც მსგავსი ტიპის სამუშაოს ვასრულებ, რამდენიმე ათეული
წლის წინ მიღებული ცოდნა მეხმარება.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ არტისტიზმი და აქტიორული ხელოვნება მხოლოდ გრიმის წასმა,


კოსტიუმების მორგება და წინასწარ მომზადებული ტექსტის წარმოთქმაა, ძალიან ცდება. ესაა,
პირველ ყოვლისა შინაგანი გარდასახვისა და იმპროვიზაციის უნარი. ანუ, შენ თვითონ თუ არ
გჯერა იმის, რასაც აკეთებ, არაფერი გამოგივა და, „კაგებეშნიკური“ ენით რომ ვთქვათ,
გაიშიფრები.

– როცა რომელი დაგჭირდება, იმ როლის მორგება უნდა შეგეძლოს, – მიმეორებდა ფსიქოლოგიის


ინსტრუქტორი, – დაგჭირდება? – მათხოვრის ტყავში უნდა შეძვრე; დაგჭირდება? – ლორდის
ტყავში; ხოლო, ეს რომ გააკეთო, მათი ფსიქოლოგია უნდა იცოდე და სწორედ ამას გასწავლი მე.

სხვათა შორის, სწავლა რომ დავასრულე, ფსიქოლოგიის ინსტრუქტორმა ჩემი ცოდნის შემოწმება
შემომთავაზა და მითხრა:

– არ გაინტერესებს, როგორ აითვისე კურსი? ჰოდა, თუ გაინტერესებს, მოდი, შევამოწმოთ.

– კი ბატონო, შევამოწმოთ. რა უნდა გავაკეთო?

– რა და, ისე უნდა შეინიღბო და გადასხვაფერდე, რომ მშობელმა დედამაც ვერ გიცნოს. აი,
მაგალითად, შენი ინსტიტუტის რექტორს უნდა ეახლო და აიძულო, რომ თავისი
თანამშრომლების დაბეზღებაზე დაგეთანხმოს. ერთი სიტყვით, შენ ის „კაგებესთან“
სათანამშრომლოდ უნდა „დაავერბოვკო“.

ჩემი რექტორი იმდენად კარგი და პატიოსანი ადამიანი იყო, რომ ასეთ რამეზე მისი დაყოლიება,
ჩემი აზრით, შეუძლებელი იყო. თუმცა, ამის გაკეთება არც კი მიცდია, რადგან ის მე მამასავით
მპატრონობდა. მაგრამ, ინსტრუქტორს დავეთანხმე:

– თანახმა ვარ, როდის დავიწყო?

– დღესვე. ხვალ კი ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები და ჩვენ ერთად შევაჯამებთ შედეგებს, –


მომიგო ფსიქოლოგიის ინსტრუქტორმა, რომელსაც გამოვემშვიდობე და, რადგან კოჯრის
გასაიდუმლოებულ სასწავლო ცენტრში ვიმყოფებოდი, ქალაქში საიდუმლო რკინიგზით
დავეშვი, ლენინის მოედანზე მეტროში ამოვედი და საათს რომ დავხედე, ჩავილაპარაკე: „ორი
საათი მაქვს და მოვასწრებ“.

სასწრაფოდ სახლში წავედი და ისეთი გრიმი კავიკეთე, რომ თავი ოცდაათი წლით დავიბერე –
ორმოცდაათიოდე წლის კაცს დავემსგავსე – მერე შესაბამისად შევიმოსე, კვლავ მეტროსადგურ
„ლენინის მოედანზე“ დავბრუნდი, გარეთ, ერთ-ერთ მარმარილოს ბოძს მივეყუდე და
დაველოდე. ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ ესკალატორით ფსიქოლოგიის ინსტრუქტორი
ამოვიდა და გასასვლელისკენ გაემართა. ის იქვე, სოლოლაკში ცხოვრობდა, კოჯრიდან ისიც
საიდუმლო რკინიგზით ჩამოდიოდა ქალაქში და „ლენინის მოედნის“ სადგურზე ამოდიოდა...
(პირობითად მას ვასო შევარქვათ). როდესაც ვასო გარეთ გამოვიდა და ცხვირწინ ჩამიარა,
ჩემთვის არანაირი ყურადღება არ მოუქცევია.

„ვერ მიცნო. პირველი ზღუდე დაძლეულია. გადავიდეთ მეორეზე“, – გავიფიქრე გუნებაში, მერე
ვასოს ავედევნე და როდესაც ის მეტროსგან მარჯვნივ მდებარე კიბეებზე ადიოდა, წამოვიწიე,
გავაჩერე და უცხოელისთვის დამახასიათებელი აქცენტით, რუსულად ვკითხე:

– თუ არ ვცდები, თქვენ ვასო ბრძანდებით, ხომ?

ვასომ გაკვირვებით შემომხედა და მიპასუხა:

– დიახ. რაშია საქმე?

„მეორე ზღუდეც დაძლეულია. ვერც ახლა მიცნო. გადავიდეთ მესამე ეტაპზე“, – გავიფიქრე
გუნებაში. ვასოს კი იმავე სტილში, ხმადაბლა ვუთხარი:

– მე თომას საიმონი გახლავართ, ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომელი და თქვენთან


შესახვედრად სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვედი.

– მე მგონი, ვიღაცაში გეშლებით, ბატონო თომას, – ცივად მომიგო ვასომ და გზის გაგრძელება
დააპირა, მაგრამ, მე ის შევაჩერე და ვუთხარი:

– ნამდვილად არაფერი მეშლება. თქვენ პროფესიით ფსიქოლოგი ხართ და ლექციებს


კითხულობთ.

– კი ბატონო, ფსიქოლოგიც ვარ და ლექციებსაც ვკითხულობ, მერე რა? – ირონიით მომიგო ვასომ,
რადგან ის თბილისის უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს, რაც არანაირი საიდუმლო არ
იყო, თუმცა ჩემი ინსტრუქტორი ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც მე მას შემდეგ
ვუთხარი:

– თქვენ ვერ გამიგეთ, ბატონო ვასო, – გავუღიმე ფსიქოლოგიის ლექტორს, – თქვენ „კაგებეს“
სკოლის კურსანტებს უკითხავთ ფსიქოლოგიის კურსს.

– ბატონო საიმონ, თქვენი პროვოკაციული გამოხდომა ყოველგვარ დასაშვებ ფარგლებს


სცილდება და, თუ ახლავე არ მომშორდებით, იძულებული ვიქნები, მილიციას დავუძახო.

– აბა, რა საჭიროა მილიცია? ნუ ღელავთ, დამშვიდდით და მიპასუხეთ, კოჯრიდან თბილისამდე


საიდუმლო რკინიგზით მგზავრობამ ხომ არ დაგღალათ? – დავაჯახე კითხვა და თან მის
რეაქციას ყურადღებით ვაკვირდებოდი.

ვასო გაფითრდა და მივხვდი, რომ ათიანში მოვარტყი. თუმცა, მან ეს წამიერი ელდა დაძლია და
ზიზღით მითხრა:

– შპიონი ხარ, შე დამპალო?


– არა, ბატონო ვასო, მე დიპლომატი ვარ, აი პასპორტი, – მივუგე ვასოს და პიჯაკის ჯიბისკენ
წავიღე ხელი, რომ საბჭოთა პასპორტი ამომეღო, ჩემი ვინაობა მეჩვენებინა და ჩემი შოუ
ეფექტურად დამესრულებინა, მაგრამ, ვასოს აშკარად უმტყუნა ნერვებმა – ელვისებური
მოძრაობით ამოაცურა პისტოლეტი, მუცელზე მომადო და კბილებში გამოსცრა:

– ხელები დაუშვი, თორემ, გესვრი!

– პისტოლეტი გაწიეთ, პატივცემულო, არ გავარდეს, კოკი ვარ, – მშვიდად ვუთხარი


ფსიქოლოგიის ლექტორს, რომელსაც ჯერ სახე ეცვალა, შემდეგ პისტოლეტი სასწრაფოდ შეინახა,
ბოლოს კი მითხრა:

– გენიალურია, უმაღლეს შეფასებას გიწერ!..

ვასოს იოტისოდენითაც არ სწყენია, ასე რომ გავაბიაბრუე. პირიქით, ძალიან შემაქო, სახლში
დამპატიჟა და ჩაითა და ნამცხვრით გამიმასპინძლდა. სუფრას რომ მივუსხედით, მითხრა:

– უნდა გამოგიტყდე, ასეთ სიტუაციაში პირველად აღმოვჩნდი და, ვაღიარებ, რომ შენნაირი
ნიჭიერი მოწაფე ჯერ არ მყოლია. დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებებს მიაღწევ, ყოჩაღ!

მადლობებსაც ხშირად მიხდიდნენ და ახალგაზრდობაში ბრწყინვალე მომავალსაც


მიწინასწარმეტყველებდნენ.

დიდი ადამიანობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, სუპერქილერი რომ ვარ, ამას მეც ვაღიარებ და ისიც
კარგად ვიცი, რომ ჩემს კოლეგებს შორის მსოფლიოში არ მყავს ბადალი. ნურავინ იფიქრებს, რომ
ეს მეამაყება ან ვტრაბახობ. არა! ნამდვილად არა! უბრალოდ, დიდხანს შემოვრჩი ამ საქმეს და
ძალიან დავოსტატდი. სხვა გზით წასვლა არ მიცდია, ახლა კი უკვე გვიანაა პროფესიის შეცვლა.

– შვილო, კოკი, ისეთი პროფესია აირჩიე, რომ ხალხს გამოადგე, – მეტყოდა ხოლმე დედაჩემი, –
ადამიანი ამქვეყნად ადამიანების დასახმარებლადაა მოვლენილი ღვთისგან. დახმარება სიკეთეა
და მაშინ ხარ ნამდვილი ადამიანი, როდესაც სიკეთეს აკეთებ, მადლს თესავ და ამით ბოროტებას
სპობ.

მართალია, დედის სურვილი ვერ შევასრულე და მისი მოსაწონი პროფესია ვერ ავირჩიე, თუმცა,
ზოგჯერ ბოროტების მოსპობას მაინც ვახერხებ და, ალბათ, მადლსაც ვთესავ... თავს არ ვიქებ,
მაგრამ ჩემი პროფესიონალიზმის წყალობით არაერთი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე
მიხსნია დაღუპვისგან. რა თქმა უნდა, მკვლელი ვარ და არა მაშველი, მაგრამ, მუშნი ზარანდიასი
არ იყოს, ზოგჯერ ჩემი სამსახურებრივ-პროფესიული ინტერესები სიკეთის პრინციპებს
ემთხვეოდა და ადამიანებს ვშველოდი.

ერთხელ ერთი აღმოსავლელი ტერორისტის ლიკვიდაცია დამავალეს. ის ადრე საბჭოთა


კავშირის დიდი მოყვარული და „კაგებეს“ ნებისმიერი დავალების უსიტყვოდ შემსრულებელი
იყო. მას მანსური ერქვა და სპეცმომზადება ბალაშიხაში ჰქონდა გავლილი, რაც მისი უმაღლესი
პროფესიონალიზმის გარანტია იყო. თუმცა, მოგვიანებით მანსურმა თავისი შეხედულებები
შეცვალა, საბჭოეთი შეიძულა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ საღვთო ომში, ჯიჰადში
ჩაება, რომელსაც ავღანელი მოჯაჰედები და მათი მომხრეები აწარმოებდნენ.

– მანსური სუპერმეომარია და რიგით მოჯაჰედს ათი თავით სჯობს, – მითხრა შჩუკინმა,


როდესაც სპეცდავალების დეტალებზე ვმუშაობდით, – ის ინტელექტუალია, არაორდინარულად
აზროვნებს, შეუძლია მყისეული გარდასახვა, სიტუაციის სწრაფი გაანალიზება და ერთადერთი
სწორი გადაწყვეტილების მიღება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ის არც საკუთარ თავს ინდობს,
არც, მით უმეტეს, სხვებს და ნებისმიერი საშინელების ჩადენა შეუძლია. ის მონსტრია. ერთი
სიტყვით, აქამდე შენ მისნაირი ძლიერი მოწინააღმდეგე არ შეგხვედრია.

შჩუკინმა პაუზა გააკეთა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. ამით მუხინმა ისარგებლა და დაამატა:

– ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეგ ნაძირალაც ჩვენ გამოვწვრთენით, ყველაფერი


ვასწავლეთ და მან კი რით გადაგვიხადა, ჩვენვე მოგვიბრუნდა.

– მანსურის მსგავსად, კიდევ არაერთი მისნაირი მოგვიბრუნდება მტრად, მაგრამ ამან არ უნდა
შეგვაშინოს და თითოეულ მათგანს საკადრისი პასუხი გავცეთ, – თქვა შჩუკინმა, გამომცდელი
მზერა მესროლა და მკითხა: – მზად ხარ ამ მონსტრის შესაჩერებლად?

– მზად ვარ, ამხანაგო გენერალო! – გამოვეჯგიმე შჩუკინს.

– მე მჯერა შენი. წარმატებას გისურვებ, – მითხრა შჩუკინმა და გამომისტუმრა.

ჩემი მკვირცხლი პატაკის მიუხედავად, მანსურის მოკვლა საკმაოდ რთული შესასრულებელი


აღმოჩნდა. პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ, როგორც უკვე ვთქვი, ის კარგად გაწვრთნილი იყო და
მისი მოხელთება ძნელი იყო. გარდა ამისა, ის ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, და მუდამ
რამდენიმე კარგად გაწვრთნილი თანამოაზრე ახლდა. მიუხედავად ამისა, მე მანსურზე
ნადირობა დავიწყე და საფრანგეთის დედაქალაქში ჩავედი, სადაც ის იმყოფებოდა.

მანსურის პარიზში ლიკვიდაცია ვერ მოხერხდა და მე მას მარსელში გავყევი, თუმცა ვერც გზაში
მოვახერხე საქმის შესრულება და იძულებული გავხდი, მეც საოკეანე ხომალდ „ატლანტიდაზე“
ავსულიყავი, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მიცურავდა. „ატლანტიდა“ უზარმაზარი,
ულტრათანამედროვე საკრუიზო გემი იყო და მის ბორტზე ათას რვაასი ადამიანი იმყოფებოდა.
მანსურს თან ოთხი კაცი ახლდა, ხოლო გემზე კიდევ ხუთი შეუერთდა და ასეთ ვითარებაში მისი
ლიკვიდაცია შეუძლებელი ჩანდა, მით უმეტეს, რომ არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ
მქონდა თან და თითქმის შიშველი ხელებით უნდა მემოქმედა.

მანსური და მისი ხალხი საკმაოდ მშვიდად იქცეოდნენ და ერთი შეხედვით, ისე ჩანდა, რომ
ისინი „ატლანტიდაზე“ თითქოს გასართობად იყვნენ ასულები. თუმცა, მე ამაში ეჭვი მეპარებოდა
და ვგრძნობდი, რომ რაღაც მორიგი ბოროტება ჰქონდათ ჩაფიქრებული. კრუიზის მერვე დღეს,
შუა ოკეანეში მცურავ „ატლანტიდას“ ვერტმფრენი წამოეწია, მის გემბანზე დაეშვა, საიდანაც
ოთხი შეიარაღებული კაცი გადმოხტა. მათ მანსური და მისი მეგობრებიც შეუერთდნენ,
ვერტმფრენიდან ავტომატები აიღეს, შემდეგ გემი პლასტიკური ასაფეთქებლით დანაღმეს და
მანსურმა გამოგვიცხადა:
ჩვენ საღვთო მეომრები ვართ და ეს აქცია ჩვენი ავღანელი ძმების დასახმარებლად იმართება.
მისი მიზანი ფულადი სახსრების მოძიებაა. გვაქვს მეორე მოთხოვნაც: საბჭოთა ჯარებმა
სასწრაფოდ დატოვონ ავღანეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ გემზე მყოფ 300 საბჭოელს
ოკეანეში გადავყრით...

საქმე ის იყო, რომ „ატლანტიდის“ ბორტზე იმყოფებოდა 309 საბჭოთა მოქალაქე: მომღერლები,
მოცეკვავეები, კულტურის სხვა დარგის მოღვაწეები, რომელთაც რიოში საბჭოთა კავშირის
დღეების ეგიდით გამართულ ღონისძიებებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. იმ 309 ადამიანს
შორის ორმოცდაათამდე ქართველიც იმყოფებოდა. მანსური და ტერორისტები ავღანეთიდან
ჯარების გაყვანის გარდა ას მილიონ მანეთს ითხოვდნენ და, მათი განცხადების თანახმად ეს
თანხა 24 საათის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მანსურის ხასიათს კარგად ვიცნობდი და ვიცოდი,
რომ, თუკი მას ფულს არ მიუტანდნენ, მაშინ ის არა მარტო 309 საბჭოელს დახოცავდა, არამედ,
„ატლანტიდის“ ბორტზე მყოფ ყველა ადამიანს. ამ მონსტრს არაერთხელ ჩაუდენია მსგავსი
საქციელი და, ამჯერად უკან დაეხია, გამორიცხული იყო.

„კოკი, შე კრეტინო, – გუნებაში ვლანძღავდი საკუთარ თავს, – ამდენი დრო გქონდა, რომ ეს
ნაძირალა მოგეკლა და ვერ შეძელი. ახლა კი შენ გამო შეიძლება უამრავი უდანაშაულო ადამიანი
დაიღუპოს“.

ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი, რადგან, ვიცოდი, რომ ას


მილიონ დოლარს კი არა, ერთ ცენტსაც კი არ მისცემდა საბჭოთა კავშირი მანსურს, ჯარების
ავღანეთიდან გამოყვანაზე ხომ ფიქრიც სასაცილო იყო. რომ მცოდნოდა, მანსური ასეთ
საშინელებას აპირებდა, ჯერ კიდევ საფრანგეთში შევაჩერებდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა
და საკუთარი სიცოცხლის ფასად მოვახდენდი მის ლიკვიდაციას.

„ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. აბა, კოკი შენ იცი. მთელი შენი ცოდნა და გამოცდილება
მოიკრიბე და ეს ნაძირლები შეაჩერე. იცოდე, თუ ეს ვერ შეძელი, შეიძლება, ხვალ ამ მანიაკებმა
შენი ცოლ-შვილი დახოცონ“, – გავიფიქრე გუნებაში და საათს დავხედე. მანსურის
ულტიმატუმის ამოწურვამდე ოცდაოთხ საათზე ნაკლები იყო დარჩენილი და სასწრაფო ზომები
უნდა მიმეღო.

ექსტრემალური სიტუაციის მიუხედავად, პირველ ყოვლისა, დავმშვიდდი. შემდეგ ხალხის


გადარჩენის ოპტიმალური გეგმის შემუშავებას შევუდექი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღიად,
მაგრამ, ელვისებურად უნდა მემოქმედა.

მანსურის ეგრეთ წოდებული საველე შტაბი პირდაპირ გემბანზე იყო განლაგებული. კბილებამდე
შეიარაღებული თოთხმეტივე ტერორისტი, აქეთ-იქით მიმოდიოდა. ერთ-ერთ მათგანს ხელში
დისტანციური პულტი ეჭირა და, საკმარისი იყო, წითელ ღილაკზე თითი დაეჭირა
„ატლანტიდა“ აფეთქდებოდა და მის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპებოდა. იქვე იდგა
ვერტმფრენი და მასში პილოტი იჯდა. ჩემი გეგმის თანახმად, პულტი უნდა ჩამეგდო ხელში და
წყალში გადამეგდო, რითაც გემის აფეთქებას ავიცილებდი თავიდან. შემდეგ კი,
შეძლებისდაგვარად, ტერორისტებიც უნდა დამეხოცა...
ულტიმატუმის ამოწურვამდე 22 საათი იყო დარჩენილი, როდესაც მოქმედება დავიწყე: ერთ-ერთ
ტერორისტთან მივედი, რომელიც ეგრეთ წოდებული საველე შტაბის შესასვლელს იცავდა და
ავღანურ ენაზე, პუშტუნური დიალექტით ვუთხარი:

– ალაჰ აგბარ! (დიდია ალაჰი).

– ალაჰ აგბარ! – მომიგო დარაჯმა, რომელსაც ჩემ მიმართ კეთილგანწყობა დაეტყო და მკითხა: –
რამ შეგაწუხა?

– მე, ძმაო, მოჯაჰედი ვარ, თქვენი სულიერი ძმა და, მინდა, თქვენს რიგებს შევუერთდე.
მართალია, იარაღთან შეხება არასდროს მქონია, მაგრამ, რამეში მაინც გამოგადგებით. ამ გემზე
ათას რვაასი ადამიანია. მართალია, თქვენ შეიარაღებულები ხართ, მაგრამ, ერთი
მართლმორწმუნე, თუნდაც უიარაღო მუსლიმის სახით პატარა ძალა მაინც შეგემატებათ.

– დამელოდე, ახლავე მოვალ, – მითხრა შეიარაღებულმა დარაჯმა და მანსურს ეახლა, ნახევარი


წუთი ესაუბრა, შემდეგ დაბრუნდა და მითხრა: – მიდი მანსურთან და დაელაპარაკე, ის შენ
გელოდება.

მანსურამდე ოციოდე ნაბიჯი იყო. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მისკენ მიმავალ გზაზე
პულტიანი ტერორისტისთვის წამერთმია ასაფეთქებელი მოწყობილობა და ოკეანეში
გადამეგდო. შემდეგ კი, თუ ასეთი შესაძლებლობა მომეცემოდა, ტერორისტების ხოცვა დამეწყო.
პულტიანი ტერორისტი სკამზე იჯდა და ბანანს ჭამდა. მისგან სამი ნაბიჯი მაშორებდა და
თავდასხმისთვის მოვემზადე, როდესაც მას ვიღაცამ უხმო.

– საიდ, მოდი აქ!

პულტიანი ტერორისტი სწრაფად წამოდგა და წავიდა, მე კი, რა თქმა უნდა, გზა განვაგრძე
მანსურს ვეახელი და ვუთხარი:

– ალაჰ აგბარ!

– ალაჰ აგბარ! – მომიგო მანსურმა და მითხრა: გავიგე, ჩვენს რიგებში ჩადგომა გინდა. ვინ ხარ?

– მართლმორწმუნე მუსლიმი, მანსურ!

– კარგია, ჩვენი ძმა ყოფილხარ. მაგრამ, უფრო დაწვრილებით მომიყევი შენზე.

– მასუდი მქვია, ლონდონში ვცხოვრობ და ღვთისმეტყველებას ვეუფლები. მართალია,


იარაღისგან შორს ვარ, მაგრამ, რითაც შემიძლია, იმით დაგეხმარებით და მართალი საქმისთვის
თავსაც გავწირავ.

– ავღანელი ხარ?

– დიახ, პუშტუნი.
– კეთილი, მასუდ, ერთგული ხალხი ძალიან გვჭირდება. დარჩი ჩვენთან და ჯერჯერობით ჩვენი
გამარჯვებისთვის ილოცე. სხვა რამ თუ დაგვჭირდა, აუცილებლად დაგავალებთ, – მითხრა
მანსურმა და თავის გვერდით დაჯდომა შემომთავაზა.

მე მანსურს თავი დავუკარი და ისეთი მოძრაობა გავაკეთე, თითქოს სკამზე ვჯდებოდი, მაგრამ,
ერთი მკვეთრი მოძრაობით მანსური ხორხში დარტყმით გავთიშე, მეორე მოძრაობით ავტომატი
ავართვი და, სანამ დანარჩენი ტერორისტები ჩემზე იერიშს მოიტანდნენ, გამოვუცხადე:

– ალაჰი არ გაგიწყრეთ და სროლა არ გაბედოთ, თორემ, თქვენს მეთაურს მოვკლავ! – შემდეგ


გემბანზე შეკრებილ ადამიანებს მივმართე: – ნუ აღელდებით, ზედმეტი მოძრაობა არავინ
გაბედოს, რომ კატასტროფა ავიცილოთ თავიდან!

ხალხს ფეხი არ მოუცვლია. მე კი კვლავ ტერორისტებს მივმართე და პულტიანი მოვიხმე:

– საიდ, მოდი აქ, პულტი ჩამაბარე და ეს კონფლიქტი მშვიდობიანად მოვაგვაროთ. წინააღმდეგ


შემთხვევაში, თქვენს უფროსს მოვკლავ, ეს ხალხი კი თქვენ შუაზე გაგგლეჯთ და ვერც ფულს
მიიღებთ და საკუთარ თავსაც უაზროდ წააგებთ.

საიდი მომიახლოვდა და პულტი მომცა. მე ის იქვე გავანეიტრალე და წყალში გადავაგდე.


ამასობაში მანსური გამოფხიზლდა, მაგრამ მე ის კვლავ გავთიშე და ტერორისტებს მივმართე:

– აი, თქვენი მეთაური. შეგიძლიათ, ვერტმფრენში ჩასვათ და წაიყვანოთ, წინააღმდეგ


შემთხვევაში მე მას მოვკლავ. მართალია, შეიარაღებულები ხართ, მაგრამ, გემს ვეღარ ააფეთქებთ,
ყველას მოსაკლავად კი, უბრალოდ, ტყვიები არ გეყოფათ.

საიდმა, რომელმაც მეთაურობა საკუთარ თავზე აიღო, მითხრა:

– კეთილი, თანახმა ვართ.

– მაშინ, ჯერ ვერტმფრენში ჩასხედით და მანსურს ბოლოს ჩაგისვამთ.

ტერორისტები ვერტმფრენში ჩასხდნენ და პილოტმა ძრავა ჩართო. მე კი, იმის ნაცვლად, რომ
მანსური ვერტმფრენში ჩამესვა, საფრენი აპარატის ბენზინის ავზს ავტომატის ჯერი მივუშვი და
ვერტმფრენი გემბანზევე ავაფეთქე თავის ტერორისტებიანად და უკლებლივ ყველა
განადგურდა. აფეთქების მიუხედავად, გემი სერიოზულად არ დაზიანებულა, რადგან
„ატლანტიდის“ ეკიპაჟმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოასწრო. მე გემის კაპიტანს
კაიუტაში ვუხმე და ვთხოვე, რომ რაციასთან მივეშვი.

– თქვენ არ ხართ უფლებამოსილი პირი. რაციით სარგებლობის უფლებას ვერ მოგცემთ, – უარი
მტკიცა კაპიტანმა. მე მას ავტომატი მივუშვირე, უკვე მეოთხედ გათიშული მანსური მის
ფეხებთან დავაგდე და ფრანგულ ენაზე კბილებში გამოვცარი:

– ხომ არ დაგავიწყდათ, რას აპირებდა ეს სუბიექტი სულ რაღაც ნახევარი საათის წინ? ისიც
კარგად უნდა გახსოვდეთ, ვინ შეძლო ამდენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენა. გარდა ამისა, მე
ავტომატიც მაქვს და, წესით, სულელურ წინააღმდეგობას არ უნდა მიწევდეთ.
კაპიტანმა უძლურების ნიშნად ხელები გაშალა, მე კი სპეციალური შიფრით გადავეცი საბჭოთა
წყალქვეშა ნავს, რომელიც სულ რაღაც 30 მილის დაშორებით კურსირებდა ოკეანეში, რომ
სასწრაფოდ მოსულიყო და ბორტზე ავეყვანე... ნახევარ საათში „ატლანტიდის“ სიახლოვეს
საბჭოთა წყალქვეშა ნავმა „კავკასიამ“ ამოყვინთა, რომელსაც ქართველი კაპიტანი, საბჭოთა
კავშირის გმირი მართავდა. მე და მანსური „კავკასიის“ ბორტზე აგვიყვანეს და, სულ რაღაც, 19
საათის შემდეგ მე და ჩემი ნადავლი უკვე ლუბიანკაზე ვიმყოფებოდით. როგორც კი შჩუკინის
კაბინეტში შევდგი ფეხი, გენერალს ვუპატაკე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, დავალება სრულად არ შემისრულებია – ლიკვიდაციის მაგივრად,


ობიექტი აქ მოგგვარეთ. თუმცა, შემიძლია, ეს ხარვეზი გამოვასწორო და, თუ ნებას დამრთავთ,
ბოლო მოვუღო.

– მას სხვები მოუღებენ ბოლოს. შენ კი, ჩემო კოკი, ყოჩაღ! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ
დედამიწის ზურგზე ბადალი არ გყავს, – მომიგო შჩუკინმა, მაგრად ჩამომართვა ხელი და ჩემი
ბოლო ვოიაჟის ყველა დეტალი დაწვრილებით გამომკითხა.

„ატლანტიდაზე“ მომხდარი ამბიდან სამი თვის შემდეგ მერიმ მითხრა:

– ამ საღამოს ჩემი მეგობრის ოჯახში ვართ დაპატიჟებული დაბადების დღეზე და ელეგანტურად


უნდა გამოეწყო.

– ჩემი წამოსვლა აუცილებელია? – ვკითხე მერის, რადგან, ჩემი პროფესიის გამო, მასობრივი
თავშეყრის ადგილებს ყოველთვის ვერიდებოდი.

– რამე საქმე გაქვს?

– არა, მერიკო. მაგრამ, „არაგვის“ ისტორია გაიხსენე. მაშინაც დაბადების დღეზე წავედით და, ხომ
გახსოვს, რა თავგადასავალი გადაგვხდა თავს?

– ამჯერად არაფერი მოხდება, ისეთ ოჯახში მივდივართ. ჩემი მეგობარი დიასახლისია, მისი
მეუღლე კი – მოცეკვავე და სტუმრებიც სოლიდური ხალხი ეყოლებათ, – დამაიმედა მერიმ, მე კი
მას ვუთხარი:

– ალკოჰოლმა სოლიდური და არასოლიდური არ იცის. კაცი რომ დათვრება, მისი სოლიდურობა


უმალვე ქრება.

– ესე იგი, არ მივდივართ?

– რა თქმა უნდა, მივდივართ. მე, უბრალოდ, ლირიკული გადახვევა გავაკეთე, – მივუგე მერის და
დაბადების დღეზე წასასვლელ სამზადისს შევუდექი.

მერის მეგობრის დღეობაზე რომ მივედით, ქეიფი უკვე დაწყებული იყო. იუბილარმა პირადად
გაგვაცნო სუფრის ოცივე წევრი, ბოლოს კი თავისი მეუღლე წარმოგვიდგინა:

– ეს ჩემი მეუღლეა, გაიცანით.


დიასახლისის ქმარი ჯერ მერის გაეცნო და ხელზე ეამბორა, შემდეგ მე ჩამომართვა ხელი, თავისი
სახელი მითხრა და მკითხა:

– სადმე ხომ არ შევხვედრივართ ერთმანეთს?

მასპინძელი ყურადღებით შევათვალიერე, ვერ ვიცანი და მივუგე:

– არა, ნამდვილად ვიღაცაში შეგეშალეთ.

– უცნაურია, მაგრამ, ნამდვილად სადღაც მინახავხართ, – ჯიუტად გამიმეორა მასპინძელმა და


სუფრასთან მიგვიპატიჟა.

მასპინძელი ნამდვილად არსად მენახა. მისთვის სადმე თვალიც რომ მომეკრა, აუცილებლად
დამამახსოვრდებოდა, მაგრამ, მისი სახე ნამდვილად არ მეცნობოდა და შეცდომა გამორიცხული
იყო.

ქეიფი გაგრძელდა. როგორც მერი მპირდებოდა, მართლაც ძალიან სოლიდური, კარგი


საზოგადოება იყო შეკრებილი. ისინი მღეროდნენ, ხუმრობდნენ და ჩინებულ დროს
ვატარებდით. ერთი სიტყვით, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ
მასპინძელი დაჟინებით მათვალიერებდა და, აშკარა იყო, იხსენებდა, სად ვყავდი ნანახი.

– გამახსენდა! – წამოიძახა მასპინძელმა, მერე გაეღიმა და თქვა: მაგრამ, შეუძლებელია! ის კაცი ან


ფრანგი იყო, ან არაბი, თანაც, ისეთი სასტიკი, რომ თქვენ ნამდვილად არ იქნებოდით. ბოდიში,
შემეშალა, მაგრამ, ასეთი ზუსტი მსგავსება ნამდვილად განსაცვიფრებელია.

მასპინძლის სიტყვებმა თავში დამკრა და მივხვდი, რომ მას „ატლანტიდაზე“ ვყავდი ნანახი – იმ
გემზე ხომ ქართველი მოცეკვავეებიც იყვნენ.

– ხომ არ მოგვიყვებით, ვისში შეგეშალეთ? – ვკითხე მასპინძელს.

– სიამოვნებით, – გამიღიმა მასპინძელმა, – ამ სამი თვის წინ მარსელიდან რიო-დე-ჟანეიროში


მივემგზავრებოდი გემით სხვა საბჭოთა არტისტებთან ერთად. შუა ოკეანეში ვიღაც
ტერორისტებმა მთელი გემი მძევლად აგვიყვანეს და ფული მოითხოვეს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, გემის აფეთქებით იმუქრებოდნენ. გემზე ვიღაც ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, ვინც
ის ტერორისტები გაანადგურა, მათი უფროსი კი წყალქვეშა ნავით წაიყვანა.

– წყალქვეშა ნავით? – გაიმეორა ერთ-ერთმა სტუმარმა ქალბატონმა და მასპინძელს გაოცებულმა


შეხედა.

– ნამდვილად, ჩემო კარგო, ნამდვილად, – მიუგო ქალბატონს მასპინძელმა და მე მომიბრუნდა: –


სწორედ იმ კაცში შემეშალეთ, ჩემო კარგო, და ბოდიშს გიხდით. არადა, ვერ წარმოიდგენთ,
როგორ გგავთ!

– არა უშავს, ხდება ხოლმე, – ვუთხარი მასპინძელს.


გაოცებულმა ქალბატონმა თამადას მოუბოდიშა და ერთი სადღეგრძელოს თქმის უფლება
სთხოვა. შემდეგ ღვინით სავსე ჭიქა ასწია, გამიღიმა და თქვა:

– ამ სასმისით ყველა ნამდვილი მამაკაცის დღეგრძელობა იყოს, – შემდეგ მომიბრუნდა და


მითხრა: – თქვენ გაგიმარჯოთ და იმ თქვენს ორეულს, რომელმაც უდანაშაულო ხალხი
სიკვდილს გადაარჩინა.

– კოკი, მართლა შენ ხომ არ იყავი ის სუპერმენი? – მკითხა მერიმ, როდესაც წვეულებიდან
სახლში წამოვედით.

– ვინ სუპერმენი, საყვარელო? – ვითომ ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი და კითხვა შევუბრუნე
მერის.

– აი, ის, ვინც ტერორისტები დახოცა და წყალქვეშა ნავით გაუჩინარდა. მით უმეტეს, რომ იმ
პერიოდში თბილისში არ იმყოფებოდი და, როგორც მაშინ მითხარი, ციმბირში გყავდა წაყვანილი
ჩეხი ტურისტები.

– რა თქმა უნდა, მე ვიყავი, საყვარელო, გავუღიმე მერის, – რა, არ ვგავარ სუპერმენს? და,
საერთოდ, დაიმახსოვრე, რომ მე ძალიან, ძალიან სახიფათო, საშიში კაცი ვარ და ტერორისტები
ჩემი შიშით კანკალებენ.

– სუპერმენს მართლაც ჰგავხარ და სულაც არ გამიკვირდება, ერთ მშვენიერ დღეს რომ მითხრან,
შენი ქმარი დიდად საიდუმლო ადამიანიაო.

– მერედა, ვინ გითხრა, რომ ეს ასე არ არის? – სერიოზული სახით მივუგე მერის და ვკითხე, –
გინდა, ერთი დიდი საიდუმლო გაგანდო?

– რა საიდუმლო? – შეცბა მერი.

– გინდა თუ არა?

– მინდა!

– ოღონდ, შემომფიცე, რომ არავის ეტყვი.

– ვფიცავ!

– მე შენ მიყვარხარ! – ვუთხარი მერის და დავამატე: – იცოდე, პირობა გაქვს მოცემული და არავის
უთხრა.

– მე კი მეგონა, რომ მართლა რაღაც იდუმალებით მოცული რამ უნდა გეთქვა, – მითხრა
იმედგაცრუებულმა მერიმ.

– ჩვენს სიყვარულზე იდუმალებით მოცული სხვა ამბავი რა უნდა იყოს? – მივუგე მერის, ხელში
ავიტაცე და ასე მივიყვანე სახლში.
მართალია, მერის აღარ უხსენებია ჩემი სუპერმენობა, მაგრამ, მზვერავები რომ იტყვიან,
ჩავარდნის პირას ვიყავი. ანუ, ისეთ ხალხს ვყავდი ნანახი და, ისეთ სიტუაციაში, რომ, შესაძლოა,
ჩემთვის არასასურველი პირები ან ორგანიზაციები დაინტერესებულიყვნენ ჩემით, რაც არც მე
მაწყობდა და არც ჩემს უწყებას... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს იმითაცაა საშიში, რომ,
შეიძლება დაინტერესებულმა მხარემ შურისძიება მოინდომოს, რაც, რა თქმა უნდა,
არასასურველია. ჩემს კარიერაში მსგავსი შემთხვევა ერთხელ მქონდა და, რომ არა ჩემი
პროფესიონალიზმი და ფორტუნა, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა.

ერთხელ ერთი ლიკვიდაცია მოვახდინე. ობიექტი ცნობილი მოსკოვური კრიმინალური


დაჯგუფების ლიდერი იყო.

– საქმე ისე უნდა შეიფუთოს, თითქოს ეს მისმა კრიმინალურმა მოწინააღმდეგემ ჩაიდინა.


გამოიყენებ მაყუჩიან „სტეჩკინს“, სახეზე ნიღაბი გეკეთება და საქმეს ხალხმრავალ ადგილზე
გააკეთებ, – მითხრა გენერალმა მუხინმა, – ზუსტად ისე, როგორც ამას ბოროტმოქმედები
ასრულებენ. შესრულებაში მათი ხელწერა უნდა იკითხებოდეს. ერთი ჩვენი თანამშრომელი
დაგეხმარება. პროფესიონალი მრბოლელია და ობიექტს რომ მოსპობ, შემთხვევის ადგილიდან
მისი მეშვეობით მიიმალები. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!

ობიექტის ლიკვიდაციას ყოველგვარი ხმაურისა და დამხმარის გარეშეც შევძლებდი, მაგრამ,


ასეთი სპექტაკლის დადგმა „კაგებეს“ გეგმებში შედიოდა და ისღა დამრჩენოდა, რომ ბრძანებას
დავმორჩილებოდი. მეწყვილეს საქმის შესრულებამდე ორი საათით ადრე შევხვდი და ჩემი
ძველი თანაკლასელი პავლიკა შემრჩა ხელში, რომელიც მეცხრე კლასის შემდეგ მოსკოვში
გადავიდა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად და მას მერე არ მენახა. სიმართლე რომ ვთქვა,
პავლიკას ნახვა სულაც არ მეპიტნავა და მერჩივნა, უცნობი მეწყვილე მყოლებოდა, მაგრამ ასე
გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ და რას გავაწყობდი?

– ვა, კოკი! შენ ხარ შემსრულებელი? – მითხრა პავლიკამ, როდესაც მის გაუმჯობესებულ
„ნოლექვსში“ ჩავჯექი.

– ხმადაბლა ილაპარაკე და სახელებს ნუ ახსენებ, – მოკლედ მოვუჭერი პავლიკას და დავამატე, –


მიდი, იმ ჩიხში შეაყენე მანქანა და დეტალებზე დავილაპარაკოთ.

პავლიკამ მანქანა დაძრა, თან მითხრა:

– აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ერთმანეთს ასეთ ვითარებაში შევხვდებოდით. მოსკოვში გადმოხვედი
საცხოვრებლად?

– აი, აქ გაჩერდი, – ბანზე ავუგდე სიტყვა პავლიკას, მან კი მკითხა:

– როგორ ხარ, ცოლ-შვილი თუ გყავს? და საერთოდ, მომიყევი შენ შესახებ. რაც არ უნდა იყოს
ნული კლასიდან მეცხრემდე ათი წელი ერთად ვისწავლეთ და ძველი მეგობრები ვართ.

– ჩვენ ახლა მეგობრები კი არა, შემსრულებლები ვართ და კარგად მომისმინე, – ვუთხარი


პავლიკას, წინ იმ კვადრატის რუკა დავუდე, სადაც საქმე უნდა გამეკეთებინა და დავამატე, – აი,
აქ გაჩერდები შენ. მე საქმეს რომ გავაკეთებ, ორ ეზოს მოკლეზე გადავკვეთავ, მანქანაში
ჩაგიჯდები და მოვუსვამთ. კარგად დაიხსომე, მხოლოდ ამ ქუჩით უნდა გავიქცეთ, შემდეგ
ვოლოკოლამსკის შოსემდე მივალთ და იქ გავიყრებით. გაიგე?

– კი. გავიგე. – მოკლედ მომიჭრა პავლიკამ და ხმა აღარ ამოუღია.

საქმე წარმატებით შევასრულე, ობიექტი სახალხოდ ჩავცხრილე „სტეჩკინიდან“, შემდეგ წინასწარ


შერჩეული გზით წავედი, მანქანაში ჩავუჯექი პავლიკას და ვუთხარი:

– წავედით!

პავლიკამ „ჟიგული“ ადგილიდან მოწყვიტა და წინასწარი გეგმის საწინააღმდეგოდ, სულ სხვა


მიმართულებით აიღო გეზი.

– სად მიდიხარ? – მშვიდად ვკითხე პავლიკას, მან კი მედიდურად მომიგო:

– შენ სროლა-დაბრედვაში ხარ მაგარი, საჭე კი მე მომანდე. ასე უფრო მოკლე გზაა და სწრაფად
გავალთ.

– სისწრაფე აქ არაფერ შუაშია. ის გზა უფრო უსაფრთხო იყო, აქ კი შეიძლება დავიწვათ და, რამე
რომ მოხდეს, პასუხისმგებელი შენ იქნები, – ისევ მშვიდად ვუთხარი პავლიკას და მეტი
აღარაფერი მითქვამს გაყრის ადგილზე რომ მივედით, მანქანიდან უხმოდ გადავედი, მეწყვილეს
არ დავემშვიდობე და ჩემი გზით წავედი.

ლუბიანკაზე არ შემივლია, რადგან შეთანხმებული არ ვიყავი და თბილისში იმავე საღამოს


დავბრუნდი. მერი და ბავშვები ზღვაზე იმყოფებოდნენ დასასვენებლად და მეორე დღეს მეც
მათთან უნდა ჩავსულიყავი. გასამგზავრებლად რომ ვემზადებოდი, ერთი აკვიატებული აზრი არ
ამომდიოდა თავიდან და გუნებაში ვიმეორებდი: – შეცვლილი მარშრუტი შეცდომა იყო და,
შეიძლება, პავლიკას თავნებობა ძვირად დაგვიჯდეს-მეთქი. ერთი სიტყვით, ცუდი
წინათგრძნობა მქონდა – ინტუიცია საშიშროებას მკარნახობდა და ათმაგად ფრთხილად ვიყავი.
მართალია, ჩემს ბინას საკმაოდ გამძლე და სქელი მუხის კარი ჰქონდა და ორი საიმედო საკეტი
იცავდა, მაგრამ, თავს დაცულად მაინც არ ვგრძნობდი. ამიტომ, სამალავიდან მაყუჩიანი
პისტოლეტი და ორლესული ხანჯალი ამოვიღე, რომ საჭიროების შემთხვევაში გამომეყენებინა,
თან, ჩემოდნის ჩალაგებას შევუდექი.

ტელევიზორი დაბალ ხმაზე მქონდა ჩართული. პროგრამა „ვრემიას“ დაწყების ხმა რომ მომესმა,
მივხვდი, საღამოს 10 საათი შესრულდა. ამ დროს ტელეფონმა დარეკა. რომ ვუპასუხე, ხმამ
რუსულად მკითხა, ჩემი ბინა იყო თუ არა. მე დავუდასტურე, რომ ჩემი ბინა იყო და ვკითხე:

– ვინ ბრძანდებით და რა გნებავთ?

– ბოდიშს გიხდით, რომ ასე გვიან გირეკავთ, მე სატელეფონო სადგურიდან გაწუხებთ. ხვალ
ჩვენი თანამშრომლები თქვენი სატელეფონო ხაზის შესამოწმებლად მოვლენ და დილის
ცხრიდან ათამდე სახლში იქნებით?
მართალია, მეორე დღის დილის ცხრა საათზე უკვე თვითმფრინავში უნდა ვმჯდარიყავი, მაგრამ
ქალს მივუგე:

– დიახ, სახლში ვიქნები.

– მაშინ, გეთაყვა, დილით ჩვენი თანამშრომლები შეგაწუხებენ და ნუ გაუბრაზდებით, კარგი?

– მხოლოდ ერთი პირობით, ჩემო მშვენიერო ქალბატონო, – ღიმილით მივუგე ქალს.

– რა პირობით? – წამეკეკლუცა ქალი.

– თუ თქვენს ვინაობას მეტყვით და მეგობრულ ვახშამზეც წამომყვებით რესტორანში.

– ნადია სვეტლოვა ვარ. სამწუხაროდ, სახლის ტელეფონი არ მაქვს და ხვალ მე თვითონ


დაგირეკავთ, რომ ვახშმის დროსა და ადგილზე შევთანხმდეთ, – მხიარულად მითხრა ქალმა.

– ნამდვილად დამირეკავთ თუ თავიდან მიშორებთ?

– ნამდვილად დაგირეკავთ, პატიოსან სიტყვას გაძლევთ.

– კეთილი, მაშინ, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ, ხვალ დილით მოვიდნენ, არ


გავუბრაზდები. მაინც მარტო ვარ სახლში. თქვენს ზარს კი, მოუთმენლად დაველოდები და ფეხს
არსად მოვიცვლი.

– დიდი მადლობა. შეხვედრამდე.

– შეხვედრამდე, ნადენკა. მოუთმენლად ველი თქვენს ზარს, – ვუთხარი ქალს და ტელეფონი


გავთიშე. შემდეგ „ძიას“ სახლის ნომერი ავკრიფე და ვუთხარი:

– ხომ არ გეძინა?

– რა დროს ძილია. ხომ მშვიდობაა?

– რომან, სასწრაფოდ უნდა დამიდგინოთ, მუშაობს თუ არა ავტომატურ სატელეფონო სადგურში


ვინმე ნადია სვეტლოვა და გეგმავენ თუ არა სატელეფონო სადგურის თანამშრომლები ხაზების
შემოწმებას ჩვენს რაიონში.

– ნახევარ საათში დაგირეკავ, – მითხრა „ძიამ“ და, მართლაც, ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ
შემატყობინა, – არც ნადია სვეტლოვა მუშაობს არც ერთ ატეესში და არც ატეესჩიკები აპირებენ
ხაზების შემოწმებას. რა ხდება, დახმარება ხომ არ გჭირდება?

– არა. გმადლობ.

– კარგი, მაგრამ, თუ რამეში დაგჭირდი, ნებისმიერ დროს დამირეკე.

– მადლობა. ღამე მშვიდობისა, – ვუთხარი, რომანს, ტელეფონის ყურმილი დავკიდე და უცნობ


ქალთან სატელეფონო საუბრის ანალიზს შევუდექი.
აშკარა იყო, რომ ქალი ვიღაცის შეკვეთას ასრულებდა. ისიც ნათელი იყო, რომ შემკვეთებს
აინტერესებდათ, სახლში ვიყავი თუ არა.

„ნუთუ ეს ყველაფერი, დღევანდელი მკვლელობის შედეგია, გავიშიფრე და ასე მალე მომაგნეს? –


გავიფიქრე გუნებაში, – თუ ასეა, გამოდის, რომ პავლიკას მეშვეობით გამოვიდნენ ჩემზე და,
სავარაუდოდ, სულ მალე, ღამითვე, მეწვევიან“.

რაც უფრო ღრმად ვაანალიზებდი ყველაფერს, მით უფრო მეტად ვრწმუნდებოდი, რომ დილით
მოსკოვში გავიშიფრე და მოკლულის სისხლის ასაღებად მომაკითხეს. მე, რა თქმა უნდა, როგორც
თბილისის, ასევე მოსკოვის „კაგებეს“ ცენტრალური აპარატისთვის შემეძლო მეთხოვა
დახმარება. თუმცა, გადავწყვიტე, მარტო მემოქმედა და სასწრაფოდ შევუდექი საქმეს. თითქმის
არ მეპარებოდა ეჭვი, რომ შურისმაძიებლები ძალიან მალე მეწვეოდნენ. ამიტომ, სამალავიდან
ეგრეთ წოდებული „სალაყბო პულვერიზატორი“ ამოვიღე, რომლის შესხურების შემდეგაც
ადამიანს ნებისყოფა უდუნდებოდა და ყველა დასმულ კითხვაზე სწორად პასუხობდა. როდესაც
ყველაფერი მზად მქონდა, სახლი ჩავაბნელე და ძილის იმიტაცია მოვაწყვე, ჩუმად ავძვერი
სხვენზე და წინასწარ მოწყობილი სამალავიდან შევუდექი ქუჩის დაზვერვას. ჩემს ეზოს ეგრეთ
წოდებული „პრახადნოი“ არ ჰქონდა, შიგნით ერთადერთი ჭიშკრის მეშვეობით იყო
შესაძლებელი მოხვედრა და უცხო ადამიანების გამოჩენა არ გამომეპარებოდა. ღამის 3 საათს
გადაცილებული იყო, როდესაც ჩემი ეზოდან სამოციოდე მეტრის მოშორებით „ნოლ ექვსი“
მარკის „ჟიგული“ გაჩერდა, იქიდან სამნი გადმოვიდნენ – ორი კაცი და ერთი ქალი და ჩემი ეზოს
მიმართულებით აიღეს გეზი.

„აი, სტუმრებიც გამოჩნდნენ. დროა, მათ დახვედრაზე ვიზრუნო“, – გავიფიქრე გუნებაში და,
როდესაც ჩემს ეზოში შემოვიდნენ, სასწრაფოდ დავბრუნდი ბინაში, და ჩემი პოზიცია დავიკავე,
თან გავიფიქრე, კიდევ კარგი, რომ ჩემი ცოლ-შვილი სახლში არ არის-მეთქი...

მე შემოსასვლელში ვიყავი ჩასაფრებული და მოთმინებით ვიცდიდი. ეზო ჩაბნელებული იყო,


ყველას ეძინა და ბუზის გაფრენის ხმასაც გაიგონებდით. ვიგრძენი, რომ შურისმაძიებლები უკვე
ჩემს ბინასთან იმყოფებოდნენ და თავი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე. კარი
უხმაუროდ გაიღო და ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდნენ ჯერ მამაკაცი, მერე ქალი და ბოლოს
ისევ მამაკაცი. ისინი უხმოდ მოძრაობდნენ, ერთმანეთთან არ ლაპარაკობდნენ და, აშკარა იყო,
კარგად მოფიქრებული გეგმით მოქმედებდნენ. თითოეულ მათგანს ხელში მაყუჩიანი
პისტოლეტი, ეჭირა, ეს კი მათ განეიტრალებას ართულებდა. შურისმაძიებლები გაიყვნენ და
სხვადასხვა ოთახში დაიწყეს ჩემი ძებნა. მე ყველაზე ახლოს საძინებელთან ვიმყოფებოდი, სადაც
ერთ-ერთი მამაკაცი შევიდა. როდესაც დანარჩენებიც თვალს მიეფარნენ, საძინებელში შევედი და
კეფაში ხელის ძლიერი დარტყმით პირველი მამაკაცი გავანეიტრალე. მეორე განეიტრალებულიც
მამაკაცი იყო. ის თავად შემოვიდა საძინებელში, რომ გაეგო, რა ქნა მისმა მეგობარმა, მასაც
ძლიერი მუშტი მოხვდა კეფაში და იქვე მიიძინა. ქილერი ქალი თავის კოლეგა მამაკაცებზე უფრო
ფრთხილი და ჭკვიანი აღმოჩნდა: მან იგრძნო, რომ რაღაც ხდებოდა და გაისუსა. ის
იმედოვნებდა, რომ მე პირველი გამოვიდოდი საძინებლიდან, ის კი მესროდა და მომკლავდა,
მაგრამ, ვერ მივართვი... გათიშული კაცები აზრზე მოვიყვანე, შემდეგ ნებისყოფის
მოსადუნებელი პულვერიზატორი შევასხურე და ვუბრძანე, საძინებლიდან გასულიყვნენ. მათ
ჩემი ბრძანება შეასრულეს – ზომბირებულებივით გავიდნენ ოთახიდან. მე იატაკზე დავწექი,
ნელი ხოხვით გავყევი მათ, თან პისტოლეტი მქონდა მომარჯვებული, რომ, საჭიროების
შემთხვევაში, ქალისთვის მესროლა.

– სად ხართ? ამდენ ხანს რომ არ გამოჩნდით, ვიფიქრე, რაღაც შეემთხვათ-მეთქი. რა ქენით,
ჩააძაღლეთ ის „კაგებეშნიკი“? – უთხრა ქალმა თავის „პაძელნიკებს“ და, ცხადია, რომ ქვევით არ
დაუხედავს და რა თქმა უნდა, არც მე დავუნახავვარ. მე ქილერ ქალს ფეხზე მოვქაჩე და
წონასწორობა დავაკარგვინე, შემდეგ პისტოლეტი გავაგდებინე ხელიდან, მუცელში ჩავარტყი და
მოვკეცე, ბოლოს თმაში ჩავავლე ხელი იატაკზე დავაგდე, წიხლი ყელზე დავაჭირე და ვუთხარი:

– შემსრულებელს მოკლე თმა და კარგი პერიფერიული მხედველობა უნდა ჰქონდეს. ახლა კი, შე
ძუკნავ, ფრთხილად წამოდექი და ზედმეტი მოძრაობა არ გაბედო, თორემ, ტვინს გაგასხმევინებ!

შემდეგ სამივე ვაიძულე, რომ საძინებელში შესულიყვნენ, რის შემდეგაც ქალმა მკითხა:

– ამათ რა სჭირთ?

– მალე შენც მათნაირად იქნები, – ვუთხარი ქალს, პულვერიზატორი შევასხურე და ცოტა ხნის
შემდეგ ვუბრძანე, – აბა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყევით, ჩემზე როგორ გამოხვედით?

– პავლიკას მეშვეობით, – მომიგო ქალმა, რომელიც უკვე შესაბამის კონდიციაში იმყოფებოდა.

– პავლიკა როგორ გაშიფრეთ?

– ცხვირწინ ჩაგვიქროლეთ და ის ერთ-ერთმა ჩვენგანმა იცნო, რომელიც პავლიკას მეზობელია.

– კრეტინი! – კბილებში გამოვცარი, – აი, რა ქნა მარშრუტის შეცვლამ. ახლა სად არის პავლიკა?

– მდინარე იაუზას ფსკერზე წევს ტყავგამძვრალი.

– ჩემ შესახებ კიდევ ვინ იცის?

– ჩვენ სამმა, მძღოლმა და საველიჩმა.

– საველიჩი ვინღაა?

– ჩვენი უშუალო შეფი.

– მოსკოვშია?

– არა, სასტუმრო „ივერიაში“ გველოდება.

ტყუილი გამორიცხული იყო, რადგან პულვერიზატორის ზემოქმედებას ვერავინ უძლებდა.


ამიტომ, ზომბირებულ შემსრულებლებთან ერთად გავედი ჩემი სახლიდან და მძღოლიც მათ
მდგომარეობაში ჩავაგდე. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტით დავხოცე ოთხივე და მანქანიანად
მტკვარში გადავჩეხე.
თენდებოდა. მეტრო ახალი ამუშავებული იყო, როდესაც კონსპირაციულ ბინაში წავედი,
გარეგნობა შევიცვალე, საჭირო რეკვიზიტები ავიღე და სასტუმრო „ივერიაში“ გავემართე.

– რით შემიძლია, გემსახუროთ? – მკითხა პორტიემ ინგლისურად, რადგან, რატომღაც


ამერიკელად ჩამთვალა.

– მე რუსი ვარ, – მივუგე პორტიეს ინგლისურად, გავუღიმე და რუსულად განვაგრძე: – ნომერი


მინდა თქვენს სასტუმროში.

პორტიემ ისეთი გაოცებული მზერა მომაპყრო, თითქოს მილიონი მეთხოვოს და ცივად მითხრა:

– თქვენ, ალბათ, ხუმრობთ. სად გვაქვს ადგილები?

– ამერიკელი რომ ვყოფილიყავი, მაშინ ხომ გექნებოდათ? – ღიმილით ვუთხარი პორტიეს და


დახლზე ასმანეთიანი დავუდე, – თუ შეიძლება, მეხუთე სართული მინდა. ყოველთვის ამ
სართულზე ვბინავდები ხოლმე.

– შეკვეთილი ნომრები ფასიანია, – ურცხვად მითხრა პორტიემ, რომელსაც ასმანეთიანი უკვე


ჯიბეში ჰქონდა მოყუჩებული.

– რაზეა ლაპარაკი, – პორტიეს მეორე ასმანეთიანიც მივეცი, რის შემდეგაც მან იკადრა და
გამიღიმა, შემდეგ ნომრის გასაღები წინ დამიდო და მითხრა:

– თქვენი პასპორტი მომეცით, თუ შეიძლება.

პასპორტის მაგივრად პორტიეს მესამე ასმანეთიანი მივეცი და ვუთხარი:

– პასპორტს ჩემი ქსიუშა მოიტანს შუადღისთვის. თურმე, მის ჩანთაში ჩამიდევს. მე ადრე
გამოვფრინდი და ასე იმიტომ მოხდა.

– კარგი, ასე იყოს, – მომიგო სამასი მანეთით გამდიდრებულმა პორტიემ და ლიფტისკენ


მიმითითა, – შეგიძლიათ, მიბრძანდეთ და დაისვენოთ.

მეხუთე სართული იმიტომ ავირჩიე, რომ საველიჩიც იმ სართულზე იყო დაბინავებული. მე


ფეხაკრეფით მივედი მისი ნომრის კართან, მივაყურადე. როცა დავრწმუნდი, რომ ეძინა,
„ატმიჩკით“ ფრთხილად გავაღე საკეტი და ოროთახიან ნომერში შევედი. საველიჩი
ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცი იყო. თავზე რომ წამოვადექი მძინარეს, მხოლოდ მაშინღა
იგრძნო საშიშროება, გაეღვიძა და მკვეთრად წამოდგომა დააპირა, მაგრამ, შუბლში იარაღის ტარი
ვთხლიშე, ლოგინზე დავაგდე და ვუთხარი:

– ნუ რეზკობ, საველიჩ, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ!

– მომაგენი? – სინანულით მითხრა საველიჩმა, რომელმაც მიცნო.

– რა თქმა უნდა. აბა, რა გეგონა?

– ჩემები სად არიან?


– მტკვრის ფსკერზე ყრიან შუბლგახვრეტილები.

– მაინც, როგორ მოახერხე მათი დახოცვა?

– პროფესიონალი ვარ.

– პროფესიონალები ასე არ იშიფრებიან, – წამკბინა საველიჩმა, მე კი მას მშვიდად მივუგე:

– პავლიკას ბრალია და იმიტომაც წევს იაუზას ფსკერზე ტყავგამძვრალი.

– ტყავი თავად ლუდაჩკამ გააძრო, – მითხრა საველიჩმა.

– იმან, მე რომ ნადია სვეტლოვად გამეცნო?

– სწორედ იმან.

– თქვენ ხუთის გარდა, კიდევ ვინ იცის ჩემ შესახებ?

– ბევრმა იცის და ყველას ვერ დახოცავ. ამიტომ, გირჩევ, თავი დამანებო და მშვიდობიანად
გამეცალო. მე კი მეტკას მოგიხსნი.

აშკარა იყო, რომ საველიჩი „შებმის“ მიზნით მატყუებდა. ამიტომ, უტყუარი საშუალება
გამოვიყენე – პულვერიზატორი სახეში შევასხურე. პრეპარატმა მოქმედება რომ დაიწყო, კითხვა
გავუმეორე:

– ჩემ შესახებ კიდევ ვინ იცის?

– მეტმა არავინ, – მომიგო ნებისყოფადაკარგულმა საველიჩმა. მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან


შუბლში ვესროლე და მისი ნომრიდან გამოვედი. შემდეგ სასტუმროს ჰოლში ჩავედი და კარისკენ
გავემართე.

– საით, პატივცემულო? – მკითხა პორტიემ, რომელიც კართან იდგა და ამერიკულ „მარლბოროს“


ექაჩებოდა.

– ჩემი ქსიუშა ჩამოვიდა და აეროპორტში მივდივარ დასახვედრად. რომ დავბრუნდებით ანკეტა


შევავსოთ, – ვუთხარი პორტიეს და წამოვედი.

გრიმი რომ მოვიხსენი, ვიბანავე, ტანსაცმელი გამოვიცვალე და კვლავ ჩემს ეზოში დავბრუნდი,
უკვე დღის ორი საათი იყო. ჩემს კარს ვაღებდი, როდესაც ჩემი მეზობელი, სამოცდაათი წლის
სავლე ბაბუა მომიახლოვდა და მითხრა:

– მერიკო და ბავშვები დაჩაზე არიან, ხომ?

– დიახ, სავლე ბაბუა, – მივუგე მოხუცს.

– შენ კი, შე მამაძაღლო, დრო იხელთე და გულაობ?

– არა, რას ამბობ, სავლე ბაბუა, – გავუღიმე მეზობელს.


– გაჩუმდი, კოკი, ნუ იტყუები. ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხვედი ღამის ოთხ საათზე
ვიღაც ქალთან ერთად. შენ კი მეუბნები, არ ვგულაობო.

– სავლე ბაბუა, – ისევ ღიმილით ვუთხარი მოხუცს, – მოდი, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს, კარგი?

– კარგი, კარგი, შე მამაძაღლო, ვინ არ შემცდარა, მაგრამ, კიდევ რომ გნახო ქალებთან ერთად,
იცოდე, მერიკოს ვეტყვი.

– შევთანხმდით, – მოხუცს ხელი ჩამოვართვი, ბინაში შევედი და, მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან დაღლილი ვიყავი, ჩემებთან გასამგზავრებელ მზადებას შევუდექი, თან ვფიქრობდი: „ჰმ,
უყურე ამ მოხუცს, სად დამწვა?! კიდევ კარგი, იმათი დახოცვა ჩემს სახლში არ გახდა საჭირო,
თორემ, აქედან რა გაიტანდა ტრუპებს?..“

კონსპირაცია ჩვენი საქმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ, ბოლომდე სუფთა,


უკვალოდ გაკეთებული საქმე არ არსებობს და „კაგებეში“ ამის დასახვეწად მუდმივი მუშაობა
მიმდინარეობდა. საამისოდ საბჭოთა უშიშროებას უზარმაზარი საიდუმლო ინფრასტრუქტურა
გააჩნდა, სადაც საუკეთესო სპეციალისტები მუშაობდნენ. ამ ინფრასტრუქტურის ერთი ნაწილი
საქართველოში, კერძოდ კი თბილისში იყო განთავსებული, სადაც სუპერ-კონსპირაციულ
ბუნკერში საუკეთესო კოსმეტოლოგები ისეთ საოცარ ოპერაციებს აკეთებდნენ, რომ იტყვიან,
სპილოსგან კოღოს, და, პირიქით, კოღოსგან სპილოს გაკეთება შეეძლოთ. გარეგნობას, რა თქმა
უნდა, გაშიფრულ ადამიანებს უცვლიდნენ და ამ ყველაფერს უდიდესი ოსტატობით
ასრულებდნენ. ზემოხსენებული ლაბორატორია ქალაქის ცენტრში, ზოოპარკის ქვეშ
მდებარეობდა და იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე აპარატურით იყო აღჭურვილი.
ლაბორატორია 1989 წლის 31 დეკემბერს დახურეს. იქიდან ჯერ ყველაფერი გაიტანეს, შემდეგ კი
იქაურობა ააფეთქეს, ლაბორატორია უზარმაზარი ლოდებით ჩახერგეს და ახლა რა ხდება იქ,
ნამდვილად არ ვიცი.

სხვათა შორის, ლუის კორვალანი, რა თქმა უნდა, გარეგნობაშეცვლილი, მე ჩავიყვანე


დანიშნულების ადგილზე, ანუ, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში და ეს ყველაფერი ასე კარგად
ამიტომ ვიცი. ოპერაციის შემდეგ კორვალანმა სპეციალური ინსტრუქტაჟი კოჯრის სპეცსკოლაში
გაიარა.

შჩუკინმა ლუბიანკაზე დამიბარა თავის კაბინეტში, სადაც მუხინთან ერთად მივედი. შევედით
თუ არა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– კოკი, ძვირფასო, შენ ჩვენი საუკეთესო თანამშრომელი ხარ და ამ დავალებას იმიტომ განდობთ.
მართალია, მრავალი ძალიან საშიში ოპერაცია გაქვს ჩატარებული, მაგრამ, ასეთი
საპასუხისმგებლო საქმე ჯერ არ მოგვიცია. შენი დავალება ორ ეტაპად იყოფა, ორივე ძალიან
საპასუხისმგებლოა და მის შესრულებაზეა დამოკიდებული მრავალი გლობალური, მსოფლიო
პროცესი, – შჩუკინი გაჩუმდა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა, შემდეგ ჩემ წინ გაჩერდა და
დაამატა: – პირველ ეტაპზე ლუის კორვალანის დანიშნულების ადგილზე მშვიდობიანად ჩაყვანა
გევალება, მეორე ეტაპის ამოცანას კი ადგილზე შეგატყობინებს ჩვენი მეკავშირე. და კიდევ,
იცოდე, რომ შენი სპეცდავალების საქმის კურსშია ჩვენი თავმჯდომარე და ამ დავალებისთვის
შენი კანდიდატურა პირადად მან შეარჩია. ასე რომ, წარმატებას გისურვებ და დიდი იმედი
გვაქვს, არც ამჯერად გაგვაწბილებ.

შჩუკინს მხედრულად გამოვეჯგიმე და ვუთხარი, რომ დავალების შესასრულებლად თავს არ


დავზოგავდი. მან კი მხარზე ხელი მომითათუნა, ხელი ჩამომართვა და კაბინეტიდან
გამომისტუმრა. ჩემთან ერთად მუხინიც გამოვიდა, რომელმაც პირადად მიადევნა თვალი ჩვენს
გამგზავრებას ოდესიდან მარსელში საკრუიზო გემით „ადმირალი ნაზიმოვი“. ეს
ფეშენებელური ხომალდი ადრე ადოლფ ჰიტლერის კუთვნილება იყო, მეორე მსოფლიო ომის
დროს კი, ის საბჭოთა სამხედრო ალაფი გახდა.

დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას ორი კვირა დასჭირდა და მთელი ამ დროის განმავლობაში


ჩემი სპეცდავალების მეორე ნაწილზე ვფიქრობდი. ანუ, ძალიან მაინტერესებდა, ასეთი რა
სუპერსაიდუმლო მისია მეკისრებოდა, რომ მის შინაარსს მხოლოდ ჩილეში ჩასვლის შემდეგ
გამანდობდნენ.

კორვალანმა არ იცოდა, რომ მისი ვინაობა ვიცოდი. ეს მისთვის წამითაც არ მიგრძნობინებია. არც
მან იცოდა, ვინ იყო სინამდვილეში. შეთანხმების მიხედვით, მე და გარეგნობაშეცვლილი
კორვალანი ტურისტი მამა-შვილი ვიყავით. პუერტო-მონტის პორტში რომ ჩავედით და საბაჟო
სამსახურის ოფიცერს წარვუდექით, მას ფიქრადაც კი არ გაუვლია თავში, რომ მის წინაშე
საბჭოთა სპეცაგენტი და ჩილეს კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი იდგნენ და
უპრობლემოდ ჩაგვირტყა პასპორტებში ბეჭედი. ქალაქში რომ გავედით, კორვალანმა მითხრა:

– აბა, ჩემო ვაჟო, ახლა კი დედაქალაქისკენ გავწიოთ. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ!

არ ვიცი, კორვალანს რისი იმედი ჰქონდა და მართლა სჯეროდა თუ არა, რომ ჩილეში არსებული
პინოჩეტის რეჟიმს დაამხობდა, მაგრამ, ძალიან მხნედ და იმედიანად გამოიყურებოდა და მის
სულიერ მდგომარეობას აშკარად ეტყობოდა „კაგებეს“ იდეოლოგთა რკინის ხელი...

ჩემი „ტვირთი“ დანიშნულების ადგილზე რომ „მივიტანე“, ამით ჩემი მისია კორვალანთან
დაკავშირებით ამოიწურა. ამიტომ, გამოვემშვიდობე და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე
გავემართე, სადაც საბჭოთა მეკავშირე უნდა მწვეოდა. ჩვენი შეხვედრა დანიშნულ დროს შედგა.
მან დაშიფრული წერილი გადმომცა და, სანამ წავიდოდა, მითხრა, რომ აუცილებლობის
შემთხვევაში, შემეძლო მასთან დაკავშირება და დახმარების თხოვნა.

წერილი რომ გავშიფრე, გავიგე, რომ ადამიანი უნდა მომეკლა. ხოლო ჩემი სამიზნე კი იყო, არც
მეტი, არც ნაკლები, ჩილეს დიქტატორი, აუგუსტო პინოჩეტი... მეორე ეტაპის დავალებაში
მკაფიოდ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ეწერა, რომ პინოჩეტი ნებისმიერი საშუალების
გამოყენებით უნდა მომესპო, თუნდაც ამ დავალების შესრულებას განუსაზღვრელი რაოდენობის
უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეწირვოდა. იქვე იყო მითითებული ადგილი, სადაც მე
ნებისმიერი სახეობის იარაღის მოპოვება შემეძლო. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავდა, რომ ჩილეს
დიქტატორის ლიკვიდაცია საბჭოთა მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი იყო და ამ მიზნის
მისაღწევად საკუთარი სიცოცხლე უნდა გამეწირა. სხვაგვარად ეს საქმე არ გამოვიდოდა, რადგან
პინოჩეტს საგულდაგულოდ იცავდნენ „ცეერუს“ მიერ საგანგებოდ გაწვრთნილი „გორილები“.
„უკვე მერამდენედ ვარდები გამოუვალ სიტუაციაში, შე საცოდავო! დადგა შენი აღსასრულის
დღე, კოკი?“ – ვუთხარი საკუთარ თავს და მომავალი დავალების განსახორციელებელი გეგმის
დეტალურ შემუშავებას შევუდექი.

მართალია, სამხედრო გადატრიალება ჩილეში კარგა ხნის მომხდარი იყო, მაგრამ, როგორც
დედაქალაქ სანტიაგოში, ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, კომენდანტის საათი მოქმედებდა
და საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე სპეციალური საშვის გარეშე ქუჩაში გასვლა
აკრძალული იყო. ამის გამო, არალეგალური მუშაობა, მით უმეტეს, ცეცხლსასროლი იარაღით
გადაადგილება, ასმაგად გამიძნელდებოდა. მიუხედავად ამისა, მე სამხედრო კომენდანტის მიერ
გამოწერილი ოცდაოთხსაათიანი ორი საშვი მოვიპოვე, რომელთაგან ერთი ჯიბეში მედო, მეორე
კი ღიასაბარგულიანი „ფორდის“ საქარე მინაზე მქონდა მიკრული. მათი საშუალებით, დღე-
ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შემეძლო გადაადგილება. ვეწვიე
იარაღის სამალავსაც, სადაც იმ დროისთვის არსებული თანამედროვე ცეცხლსასროლი იარაღი
და ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო შენახული. ერთი სიტყვით, ნებისმიერი გეგმის
განსახორციელებლად მქონდა იარაღი, მთავარი იყო სწორი და ქმედითი გეგმის არჩევა.
პინოჩეტის აფეთქება თავიდანვე გამოვრიცხე, რადგან ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა და
მთლიანად სნაიპერულ გასროლაზე მოვახდინე კონცენტრირება...

ახლოვდებოდა 9 სექტემბერი, სამხედრო გადატრიალების წლისთავი. ცნობილი იყო, რომ ამ


დღეს აუგუსტო პინოჩეტი სიტყვით უნდა გამოსულიყო ლა-მანედას აივანზე. ლა-მანედა ჩილეს
პრეზიდენტის სასახლე იყო და სწორედ ამ შენობაში მოიკლა თავი პრეზიდენტმა ალიენდემ
ფიდელ კასტროს მიერ ნაჩუქარი „კალაშნიკოვის“ ავტომატით, რომელზეც ეწერა: „ძვირფას
სალვადორეს – ფიდელისგან“.

9 სექტემბერი ჩემთვის ერთადერთი შანსი იყო, რომ პინოჩეტი მომეკლა, რადგან ის თითქმის არ
ჩნდებოდა საჯაროდ. სხვა ვითარებაში მასთან მიახლოებაც კი, თანაც, მოსაკლავად,
თეორიულადაც შეუძლებელი იყო. ამიტომ, ის შანსი უნდა გამომეყენებინა და, რადგან იმ
დღემდე ერთი კვირა იყო დარჩენილი, ინტენსიურ მზადებას შევუდექი.

ლა-მანედას გასწვრივ, ოთხასიოდე მეტრის მოშორებით, ელიტური საცხოვრებელი სახლი იდგა,


სადაც, სხვა ბობოლებთან ერთად ქალაქ სანტ-იაგოს სამხედრო კომენდანტი ცხოვრობდა,
რომელსაც მე იქ ჩასვლისთანავე დავუახლოვდი და სპეციალური საშვიც მისი წყალობით მივიღე.
და გადავწყვიტე, ბოლომდე გამომეყენებინა ეს პრივილეგია. ამიტომ, მისი ბინის სათადარიგო
გასაღები დავამზადე და 7 სექტემბერს, როდესაც მარტოხელა კომენდანტი სამსახურში
იმყოფებოდა, მის ბინაში ოპტიკურსამიზნიანი, მაყუჩიანი შაშხანა დავმალე, რომელიც
მსხვილკალიბრიან, ფეთქებად ტყვიებს ისროდა. დადგა 9 სექტემბერი. ლა-მანედას ირგვლივ,
მთელ პერიმეტრზე, პოლიცია იდგა და პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით მიმავალ ქვეით
მოქალაქეებს საგულდაგულოდ ჩხრეკდა. პინოჩეტის გამოსვლა საღამოს 6 საათისთვის იყო
დანიშნული. ამ დროისთვის სანტიაგოს კომენდანტის სახლი ცარიელი უნდა ყოფილიყო და იქ
ზუსტად 5 საათზე შევიპარე, პოზიცია დავიკავე და ობიექტის გამოჩენას დაველოდე. ზუსტად 6
საათზე, ლა-მანედას აივანზე აუგუსტო პინოჩეტი გამოჩნდა. რომელსაც, ტრადიციულად,
გენერლის სამხედრო მუნდირი ეცვა. მან ჯერ მოედანზე შეკრებილ ხალხს გადახედა, შემდეგ კი
სიტყვით გამოსვლა დაიწყო. მე ოპტიკურ სამიზნეში გავიხედე და დიქტატორის გული
„დავმეტკე“, შემდეგ სასხლეტს დავადე თითი და ნელ-ნელა დავუშვი... „ბუმ!“ – გაისმა ყრუ ხმა,
ტყვია დიდი სიჩქარით გაიჭრა ჰაერში, აუგუსტო პინოჩეტს შიგ გულში მოხვდა, აფეთქდა,
მკერდში დიდი ღრმული დატოვა და ჩილელი დიქტატორი უკან გაისროლა... მე სასწრაფოდ
დავტოვე კომენდანტის ბინა და ერთი კვარტალი ფეხით გავიარე, შემდეგ „პიკაპში“ ჩავჯექი,
რომელიც წინასწარ მქონდა მომზადებული და აეროპორტში წავედი, რომ ბუენოს-აირესისკენ
მიმავალ თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი, რაც დაუბრკოლებლად მოვახერხე. როდესაც
არგენტინის დედაქალაქში ჩავფრინდი და აეროპორტის უზარმაზარ ტელევიზორს შევხედე,
გავოგნდი: პირდაპირ ეთერში საღ-სალამათი აუგუსტო პინოჩეტი ლაპარაკობდა, რომელიც
ამბობდა, რომ ტერორისტის მიერ მისი მისამართით ნასროლი ტყვიისგან ჯავშანჟილეტმა
იხსნა... ეს სრული აბსურდი იყო, რადგან ფეთქებადი ტყვია სწორედ ასეთ შემთხვევაზე იყო
გათვლილი; თან, საკუთარი თვალით დავინახე, თუ როგორ გაუნგრია ტყვიამ ობიექტს გულ-
მკერდი და მივხვდი, რომ მე პინოჩეტის ორეული მოვკალი...

– ყოჩაღ, კოკი, შენი ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულე! აბა, რა იცოდი, ორეულს თუ უმიზნებდი,
– მითხრა შჩუკინმა, როდესაც მის კაბინეტში გამოვცხადდი, – ეს ყველაფერი ჩვენი საგარეო
დაზვერვის ბრალია და დამნაშავეები უკვე დაისაჯნენ, ამ სამსახურის უფროსი კი
ჩამოქვეითებულია.

პინოჩეტზე თავდასხმამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში და ამის შესახებ


სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი პირდაპირ
საბჭოეთისკენ გამოიშვირა ხელი და ჩვენი ქვეყანა ტერორიზმში დაადანაშაულა, რაზეც ჩვენებმა
საპასუხო ბრალდებით უპასუხეს, ხოლო „ცეერუმ“ „კაგებეს“ დახურული არხით,
კონფიდენციალურად აცნობა, რომ ყოველი თავდასხმა ჩილელ დიქტატორზე ანალოგიურად
დასრულდებოდა და ორეულების ხოცვას აზრი არ ჰქონდა...

პინოჩეტთან დაკავშირებული შემთხვევა საბჭოთა დაზვერვის მარცხი იყო და, სხვათა შორის,
კორვალანის მისიაც კრახით დასრულდა – მან არათუ კომუნისტური მოძრაობა ვერ ააღორძინა
ჩილეში, არამედ, ჩილელი დიქტატორის ტახტი მცირედაც ვერ შეარყია და, საბოლოო ჯამში,
ჩილეს ავანტიურა უარყოფითად შეფასდა.

– რას იზამ, გამარჯვებას ზოგჯერ მარცხიც მოჰყვება ხოლმე. ჩილე პირწმინდად წავაგეთ, რაც
ჩვენი გადამეტებული სიჩქარის ბრალი იყო. დაზვერვამ ჩააფლავა საქმე, თორემ, შენ
შეუდარებელი იყავი, – გამახსენა ერთხელ პინოჩეტის ამბავი შჩუკინმა, შემდეგ ხელი ჩაიქნია და
დაამატა: – მიაფურთხე ამ ამბავს და დაივიწყე, რაც იყო, იყო...

პინოჩეტის ამბავი თითქმის დავიწყებული მქონდა, მაგრამ, ამ რამდენიმე წლის წინ კუნძულ
პალმა და მალიორკაზე ვიმყოფებოდი, იქ ერთ კაცს შევხვდი და ეს ისტორია კვლავ
ამოტივტივდა ჩემს მეხსიერებაში.

ერთ ფეშენებელურ ბარში ვიჯექი და ახალგაზრდა, მომხიბვლელ იტალიელ ქალბატონთან


ერთად კონიაკს ვსვამდი და ხელოვნებაზე ველაპარაკებოდი.
– ბოდიშს გიხდით, სენიორ, თუ ნებას დამრთავთ, ერთ კითხვას დაგისვამთ, – მომესმა
მარცხნიდან. შევტრიალდი და სამოცდაათიოდე წლის ჭაღარათმიან მამაკაცს მოვკარი თვალი,
რომელიც უმალ ვიცანი, მან კი გამიღიმა და დაამატა: – რა თქმა უნდა, ბოდიშს ვიხდი სენიორა
სილვასთანაც.

– დაბრძანდით, სენიორ. რას მიირთმევთ? – სკამზე მივუთითე მამაკაცს, – ჯერ დავლიოთ და


შემდეგ მკითხეთ, რაც გენებოთ.

– გმადლობთ. მე ამ ბარის მეპატრონე ვარ და, თუ შეიძლება, მე გიმასპინძლდებით, – მითხრა და


ბარმენს ხელით რაღაც ანიშნა, მან კი სამი კოქტეილი მოგვიტანა და, უკან რომ გაბრუნდა,
ჭაღარამ მითხრა: – ეს საუკეთესო ვარდის ნაყენია, ალკოჰოლთან შეზავებული და მას მხოლოდ
ძალიან ძვირფას სტუმრებს ვასმევთ.

– მართლაც გამორჩეული სასმელია, – ერთხმად ვთქვით მე და იტალიელმა სენიორამ, მე კი


დავამატე:

– გისმენთ, სენიორ...

– გუსტავო, – შემეშველა ბარის მეპატრონე.

– გისმენთ, სენიორ გუსტავო, რისი კითხვა გსურდათ?

– როგორ მოგმართოთ? – მკითხა გუსტავომ.

– ანტონიო ფლორესი, – ასე გავეცანი ბარის მეპატრონეს, რადგან, სწორედ ამ სახელითა და


გვარით ვიყავი რეგისტრირებული კუნძულზე.

– სახელი არ ემთხვევა, – თქვა იმედგაცრუებულმა გუსტავომ და გამიღიმა, – და მაინც, გკითხავთ,


სენიორ ანტონიო, ოდესმე ჩილეში, კერძოდ კი დედაქალაქ სანტიაგოში ხომ არ ყოფილხართ?

– სამწუხაროდ, არა, – მივუგე ბარის მეპატრონეს და მეტი რომ არაფერი ეკითხა იტალიელი
სინიორას თანდასწრებით, გუსტავოს ბოდიში მოვუხადე, შემდეგ კი ქალს ხელზე ვეამბორე და
ვუთხარი:

– თქვენი გარუჯვის დროა, სილვა. მე კი ოდნავ მოგვიანებით შემოგიერთდებით.

სილვა პლაჟისკენ გაემართა, მე კი გუსტავოს მივუბრუნდი, რომელიც ყურადღებით


მათვალიერებდა და ღიმილით ვკითხე:

– ალბათ, ვიღაცაში შეგეშალეთ, სენიორ გუსტავო.

– დიახ, თქვენ ძალიან ჰგავხართ ერთ კაცს, რომელსაც მრავალი წლის წინ სანტიაგოში შევხვდი
და ვის გამოც დიდი ტანჯვა-წამება განვიცადე.
– კიდევ კარგი, რომ მხოლოდ ვგავარ იმ თქვენს მტანჯველს და ის არ ვარ, თორემ, ისეთი
განრისხებული თვალები გქონდათ, რომ კარგს არაფერს დამმართებდით, – ღიმილით ვუთხარი
გუსტავოს.

– ჰო, რაც მართალია, მართალია, იმ კაცის გამო ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. ბოდიში, ჩემო
კარგო, რომ თქვენი მყუდროება დავარღვიე, – მითხრა ბარის მეპატრონემ და წამოდგომა
დააპირა, მაგრამ, შევაჩერე:

– სენიორ გუსტავო, თუ ძალიან არ გეჩქარებათ და საიდუმლო არ არის, იქნებ, მომიყვეთ, რა


შეგემთხვათ?

– კარგი. თუ თავს არ მოგაბეზრებთ, გიამბობთ, – გამიღიმა გუსტავომ, – მე, სანტიაგოს ყოფილი


კომენდანტი ვარ. ერთხელ, ერთი მკვლელი, სავარაუდოდ – რუსი, დამიახლოვდა და ჩემი ნდობა
მოიპოვა. შემდეგ კი ჩემი სახლის ფანჯრიდან აუგუსტო პინოჩეტს შიგ გულში მოარტყა.
ფეთქებადი ტყვია. მე კი ამის გამო პინოჩეტმა დამაპატიმრა, ყველაზე საშინელ ჯურღმულში
ჩამაგდო და ხუთი წლის განმავლობაში სასტიკად მაწამებდნენ. კიდევ კარგი, ჩემმა ესპანელმა
მეგობრებმა მიშველეს და პინოჩეტს ჩემი თავი გამოჰგლიჯეს. მას მერე აქ ვცხოვრობ და,
მართალია, მრავალი წელი გავიდა, მაგრამ, ის ჯოჯოხეთი და ის კაცი დღემდე მახსოვს. ჯერ
კიდევ იმ ჯურღმულში დავიფიცე, რომ, თუ ცოცხალი გადავრჩებოდი და ის კაცი სადმე
შემხვდებოდა, აუცილებლად ავუგებდი ანდერძს. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს
შეწუხებისთვის.

– სენიორ გუსტავო, – ვუთხარი ბარის მეპატრონეს, – ცოტა არ იყოს, გაუგებარია. თუკი იმ


მკვლელმა პინოჩეტს ესროლა გულში ფეთქებადი ტყვია, მაშინ, ცოცხალი როგორ გადარჩა,
პინოჩეტი ხომ სულ ახლახან გარდაიცვალა?

– ის პინოჩეტის ორეული იყო, ასეთი ორეულები კი მას არაერთი ჰყავდა.

– ახლა კი ყველაფერი გასაგებია, – გავუღიმე გუსტავოს, – იმედია, ერთმანეთს ისევ შევხვდებით.


ახლა კი უნდა მაპატიოთ, სილვა მელოდება და წასასვლელი ვარ.

„სანტიაგოს ყოფილი კომენდანტიღა მაკლდა“, – გავიფიქრე, როდესაც ბარის მეპატრონეს


დავემშვიდობე და სილვასკენ გავემართე.

მართალია, პინოჩეტის ორეულის მკვლელობიდან მრავალი წელი იყო გასული და


გარეგნულადაც შევიცვალე, მაგრამ, გუსტავო მაინც არასასურველი მოწმე იყო, თანაც, შევატყვე,
რომ მას ჩემს სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა და, რომ არ გავეშიფრე, მისი ლიკვიდაცია იყო საჭირო.

„ჩემთვის ხომ დასვენება არ არსებობს, ალბათ, მთვარეზე რომ ავიდე, იქაც ვინმეს მოკვლა
მომიწევს“, – სინანულით გავიფიქრე, სილვას გვერდით მივუწექი და ვკითხე:

– ხომ არ მოიწყინე, ძვირფასო?

– ანტონიო, რა უნდოდა სენიორ გუსტავოს?


– შერეკილი მოხუცია, ვიღაც გიჟს მიმამსგავსა. ეტყობა, სკლეროზი აქვს, – ვუთხარი სილვას,
ხელი ჩავიქნიე და თემის შეცვლა დავაპირე, მაგრამ, სილვამ მითხრა:

– რის სკლეროზი, მაგას რომ მეხსიერება აქვს, ბევრს არც კი დაესიზმრება. საკმარისია, ვინმეს ან
რამეს მოჰკრას თვალი, რომ აუცილებლად დაამახსოვრდება და, ასი წელიც რომ გავიდეს, მაინც
ყველაფერს ზუსტად გაიხსენებს.

სილვას სიტყვები ძალიან დამაჯერებლად ჟღერდა და მივხვდი, რომ სიმართლეს ამბობდა.


ამიტომ, ვკითხე:

– შენ რა იცი?

– საკუთარ თავზე გამოვცადე.

– როგორ?

– მამაჩემი დიპლომატი იყო. 10 წლის ვიყავი, როდესაც ის ჩილეში გაგზავნეს სამუშაოდ


კონსულად. მე და დედაც თან ვახლდით. ერთხელ რაღაც წვეულებაზე დაგვპატიჟეს, სადაც
უამრავი ხალხი იმყოფებოდა. იქ იყო სენიორ გუსტავოც. მაშინ ის სანტიაგოს სამხედრო
კომენდანტი იყო. ის ჩვენ იმ წვეულებაზე მამამ გაგვაცნო და შარშან, როდესაც პირველად
ჩამოვედი დასასვენებლად ამ კუნძულზე, სენიორ გუსტავომ დამინახა თუ არა, მიცნო. შენ
წარმოიდგინე, ჩემი და დედაჩემის სახელებიც ახსოვდა და ისიც, თუ რა გვეცვა, არადა, მას მერე
იმდენად ბევრი წელი გავიდა, ლამის დავბერდი, მას კი ყველა დეტალი ზუსტად ახსოვდა.
ამიტომ, მას არც შენ შეეშლებოდი ვინმეში, – მითხრა სილვამ და გამიღიმა, – ასე რომ, გამოტყდი,
სად გნახა სენიორ გუსტავომ.

„ესეც მეორე არასასურველი მოწმე“, – გავიფიქრე გუნებაში, სილვას ხელში ხელი ჩავავლე,
წყლისკენ წავიყვანე და ვუთხარი:

– წამოდი, კლდეებისკენ გავცუროთ.

პატარა ზომის კლდეები, ნაპირიდან ასი, ას ორმოცდაათი მეტრის მოშორებით მდებარეობდა და


იქამდე გაცურვას ყველა როდი ბედავდა. ჩემი არ იყოს, სილვაც კარგად ცურავდა და ჩვენ
არაერთხელ ავსულვართ კლდეებზე. ამიტომ სილვა დიდი ხალისით შემომყვა წყალში.
კლდეებამდე რომ მივედი და ქვებზე ავედით, მან თმის გაწურვა დაიწყო. მე კლდეების
სიღრმეებში შევედი, იქაურობა გულდასმით დავათვალიერე და, რომ დავრწმუნდი, აქ ჩვენ მეტი
არავინ იყო, ქვებზე დავჯექი და შეწუხებული ხმით სილვას ვუხმე.

– რა დაგემართა, ანტონიო? – მკითხა სილვამ, როდესაც ჩემთან მოირბინა.

– ფეხი გადამიბრუნდა და ძალიან მტკივა.

– აბა, მაჩვენე, სად? – სილვა ჩემკენ დაიხარა. მე კი მას თავში მოვკიდე ხელი, კისერი მოვტეხე და
იქვე დავაწვინე. შემდეგ საბანაო კოსტიუმი გავაძრე და დავგრიხე, დაგრეხილი კოსტიუმის
საშუალებით ფეხებზე ორი უზარმაზარი ქვა მივაბი და კლდეების შუაგულში მდებარე ღრმულში
ჩავუშვი. ქალის გვამი უმალვე ჩაიძირა. მას სულ რამდენიმე საათში გამოუყვანდნენ თევზები
წირვას, მე კი ცურვით დავბრუნდი უკან, წყლიდან ამოვედი, უკაცრიელი პლაჟი მშვიდად
გავიარე და ჩემი სასტუმროსკენ ავიღე გეზი. შესასვლელთან სენიორ გუსტავო შემხვდა. მან
ნაძალადევად გამიღიმა და მკითხა:

– მარტო ხართ, სენიორ ანტონიო? თქვენი მომხიბვლელი ქალბატონი სად არის?

– ქალაქში გავიდა მაღაზიებში სახეტიალოდ. მე კი ეს საქმიანობა არ მიტაცებს, მირჩევნია ვისკი


ვწრუპო. ხომ არ შემომიერთდებით, სენიორ გუსტავო?

– დიდი სიამოვნებით, – უმალვე დამთანხმდა სანტიაგოს ყოფილი სამხედრო კომენდანტი. ჩვენ


ჩემს ნომერში ავედით და ვისკი დავლიეთ, რომელშიც მოხუცს ნელმოქმედი შხამი ჩავუყარე და
ის სამი საათის შემდეგ გულის მწვავე შეტევით გარდაიცვალა თავის ბარში... შხამი კი წინასწარ
მქონდა მომარაგებული, რადგან კუნძულიდან ბარსელონაში უნდა გავმგზავრებულიყავი ერთი
შეკვეთის შესასრულებლად...

რა თქმა უნდა, სილვაც შემეცოდა და მოხუცი გუსტავოც, მაგრამ, მათ რომ ასეთი აქტიურობა არ
გამოეჩინათ, ორივე ცოცხალი დარჩებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მათ თვითონვე
გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი.

მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, უბრალოდ კუნძულიდან გავმგზავრებულიყავი და ასე


გადამეწყვიტა ეს პრობლემა. მაგრამ ეს იქნებოდა ნახევარზომა, ხოლო ჩვენი საქმე კი
ნახევარზომებს ვერ იტანს – კვალი ბოლომდე უნდა გააქრო. სწორედ ამიტომ არ ვუღალატე
პროფესიულ პრინციპებს და არასასურველი მოწმეები თავიდან მოვიშორე.

კვალის გაქრობა, დამალვა, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა


და საიდუმლო აგენტი სულ რომ ტყვიას ტყვიაშიც აჯენდეს, თუკი მას უჩინრად მოქმედება არ
შეუძლია, კაპიკიც არაა მისი ფასი...

– აბა, კოკი, თუ მეტყვი, რით განსხვავდება საუკეთესო შემსრულებელი თავისი ასი სუპერმენი
კოლეგისგან? – მკითხა ერთ-ერთმა ჩემმა ინსტრუქტორმა და თავადვე მიპასუხა, – რით და,
კვალის დაფარვის, გაქრობის უნარით, გასაგებია?

– დიახ, გასაგებია, – მივუგე ინსტრუქტორს, მას კი გაეცინა და მკითხა:

– რა არის გასაგები?

– რა და, საუკეთესო შემსრულებელს კვალის დაფარვა უნდა შეეძლოს.

– კარგი, ჩემო ბატონო, – ინსტრუქტორს ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან, – მაინც, როგორ


წარმოგიდგენია შენ ეს საქმე?

მე დინჯად, ყოველგვარი ემოციების გარეშე ჩამოვუთვალე ინსტრუქტორს კვალის გაქრობის


ყველა ათვისებული მეთოდი.

მან ბოლომდე მომისმინა და მითხრა:


– შენ მთავარი არ იცი, ჩემო კარგო. გასაგებია, რომ, რაც ჩამომითვალე, კარგად გაქვს
ათვისებული, მაგრამ, სიცრუის დეტექტორს თუ მოატყუებ?

იმ დროს სიცრუის დეტექტორი ახალი გამოგონებული იყო, მასზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.


ამიტომ, ინსტრუქტორს ვკითხე:

– ეგ რა არის?

– ოო, ჩემო მეგობარო, ესაა ადამიანის საწური, ტვინის, გულისა და სულის სარკე, დიადი
მეცნიერული მიღწევა და ჯაშუშების აღმოსაჩენი საშუალება – აი, რა არის სიცრუის დეტექტორი,
– მითხრა ინსტრუქტორმა და, რომ დაინახა, მშვიდად ვუსმენდი და არაფერს ვეკითხებოდი
განაგრძო: – ამ მოწყობილობას ადამიანს უერთებენ, კითხვებს უსვამენ და მისი ორგანიზმის
სხვადასხვა ორგანოების რეაქციის შედეგად ადგენენ, ტყუის თუ სიმართლეს ლაპარაკობს. აი,
მაგალითად, შენ რომ სიცრუის დეტექტორზე იყო შეერთებული და კითხვაზე ვინ ხარ, უპასუხო
– ნაპოლეონიო, დეტექტორი აუცილებლად გაგშიფრავს და ტყუილში გამოგიჭერს. მე რომ
კვალის დაფარვაზე გელაპარაკებოდი, ამაში დეტექტორის მოტყუებას ვგულისხმობდი. შენ
იმდენად მაგარი უნდა იყო, რომ დეტექტორის მოტყუება შეძლო, ანუ როგორც საკუთარი
პიროვნების, ისე სხვა დანარჩენის დამალვა უნდა შეგეძლოს. ამისთვის კი შენი ორგანიზმისა და
სულის მართვა უნდა შეძლო და სწორედ ამაზე დავიწყებთ დღეიდან მუშაობას.

და მართლაც, ისე დავხელოვნდი საკუთარი სხეულის მართვაში, რომ სიცრუის დეტექტორს


ვატყუებდი და მრავალსაათიანი, მომქანცველი დაკითხვის შემდეგაც კი არ ვიშიფრებოდი.
საბოლოო ტესტირება რომ ჩამიტარეს, დეტექტორზე რვა საათის განმავლობაში ვიყავი
შეერთებული, განუწყვეტლად მკითხავდნენ და ერთხელაც არ ჩავჭრილვარ. ყველაფერი რომ
დასრულდა და აპარატიდან მომხსნეს, ჩემმა ინსტრუქტორმა სიამაყით წამოიძახა:

– ფანტასტიკურია! ყოჩაღ, კოკი! დღეიდან შენ შეგიძლია თქვა ნებისმიერი ტყუილი და ამას
მსოფლიოში ვერც ერთი დეტექტორი ვერ აღმოაჩენს.

ჩემი ინსტრუქტორი აბსოლუტურად მართალი იყო. მას მერე, ეს თითქმის შეუმცდარი


მოწყობილობა ათასგზის გააუმჯობესეს და კიდევ მრავალი ტესტირება გავიარე, მაგრამ მან ჩემი
ერთი ტყუილი პასუხიც ვერ დააფიქსირა და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც თანამედროვე
დეტექტორები გამშიფრავენ. თუმცა, ჩვენს პროფესიაში უფრო მნიშვნელოვანია, საქმე სიცრუის
დეტექტორამდე არ მიიყვანო. მაგრამ, შეიძლება, ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდე, რომ
პირდაპირ დეტექტორზე არ შეგაერთონ, ფარული შემოწმება ჩაგიტარონ და არც ასეთ მომენტში
უნდა მოდუნდე.

ერთხელ ერთი უმნიშვნელოვანესი დავალება უნდა შემესრულებინა.

აღმოსავლეთ ბერლინში, საბჭოთა დაზვერვამ მალიკ ჰალასი აიყვანა, რომელიც დასავლეთ


ბერლინიდან გადმოვიდა და სრულიად შემთხვევით ჩაუვარდა ხელში „ჩეკისტებს“. ჰალასი
წარმოშობით იორდანიიდან იყო და ზესაიდუმლო ორგანიზაცია „მწვანე ძმების კომიტეტის“
გამგეობის წევრი გახლდათ... ეს ორგანიზაცია ორთოდოქს ისლამისტებს აერთიანებდა და მისი
მთავარი და ერთადერთი სამიზნე საბჭოთა კავშირი იყო. ამ სხვადასხვა ეროვნების ფანატიკოს
ადამიანებს ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდა და იარაღით ამარაგებდა.
ფინანსური ნაკადი კი იმ ტერორისტებთან მდიდარი შეიხი მაგნატების მეშვეობით მიდიოდა.
„მწვანე ძმების“ საქმიანობაში ყველაზე საშიში და მთავარი ის იყო, რომ ისინი მრავალრიცხოვანი
თვითმკვლელი-მებრძოლებისგან შემდგარ ჯგუფებს ქმნიდნენ და თავის ჭკუაზე მართავდნენ.
წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როდესაც რომელიმე მშვიდობიან ქალაქში, ადამიანთა
თავშეყრის ადგილას, ბომბებშებმული ფანატიკოსი აიფეთქებს თავს. სწორედ ასეთი ტაქტიკა
ჰქონდათ არჩეული ამერიკელების მიერ წაქეზებულ ისლამისტებს და შემთხვევით არ არის, რომ
ეს ძალა მათვე დაუბრუნდათ უკან და დღესდღეობით ისინი იმავე პრობლემების წინაშე დგანან,
რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა მრავალი წლის წინ...

„მწვანე ძმების კომიტეტის“ წევრებზე „კაგებე“ აქტიურად ნადირობდა და მათი სამი წევრის
ლიკვიდაცია მოხერხდა. ერთი ხელში ჩავიგდეთ, მალიკ ჰალასი კი მეორე მოხელთებული იყო.
ტყვეების აქტიური დაკითხვების შედეგად შევიტყვეთ, რომ „მწვანე“ ტერორისტები რაღაც დიდ,
სისხლიან აქციას ამზადებდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ, არც მისი დეტალები, არც
დრო და არც ადგილი დაკითხულებმა არ იცოდნენ.

მალიკ ჰალასი რომ დააკავეს, იმავე დღეს, იქვე, ბერლინში, დამოკრატიულ გერმანიის
უშიშროების სამსახურის – „შტაზის“ შტაბ-ბინაში დაკითხეს და რამდენიმე საათში რეაქტიული
თვითმფრინავით მოსკოვში გადმოაფრინეს. ზაფხული იდგა, ცოლ-შვილთან ერთად იალტაში
ვისვენებდი და მეკავშირე პირდაპირ იქ მეწვია. ეს შეხვედრა კურიოზულ სიტუაციაში მოხდა. მე
წყალში ვიყავი შესული და ნაპირიდან სამასიოდე მეტრის დაშორებით ვიმყოფებოდი. ამ დროს
ჩემთან სამაშველო კატერი მოცურდა, რომელზეც ერთი ადამიანი იმყოფებოდა. ჩემდა
გასაკვირად, მან მე პაროლი მითხრა და პასუხი რომ გავეცი, მამცნო:

– სასწრაფოდ აეროპორტში უნდა წახვიდეთ და დანარჩენს იქ გეტყვიან. ახლა კი ნაპირამდე


მიგიყვანთ.

მერის ვუთხარი, რომ მოსკოვში მიბარებდნენ, რადგან ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია იყო
ჩამოსული და მათთვის გიდობა უნდა გამეწია.

– რამდენი ხნით გვტოვებ, საყვარელო? – მკითხა მერიმ.

– წარმოდგენა არ მაქვს. ყველაფერს ადგილზე შევიტყობ და საღამოს დაგირეკავ, – მივუგე მერის


და მართალი ვიყავი, რადგან არანაირი წარმოდგენა არ მქონდა, რისთვის და რამდენი ხნით
მიბარებდნენ ლუბიანკაზე.

აეროპორტში რომ მივედი, რეაქტიულ სამხედრო თვითმფრინავში ჩამსვეს და მოსკოვში სულ


რაღაც ოცდაექვს წუთში ჩავფრინდი, კიდევ თორმეტი წუთის შემდეგ კი უკვე ლუბიანკაზე
ვიმყოფებოდი. შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, სადაც მუხინიც იმყოფებოდა, ვიქტორ
იაკოვლევიჩმა საათს დახედა და მითხრა:

– ზუსტად ერთი საათი დაგჭირდა იალტიდან აქამდე მოსვლაში. ოპერატიულად მოქმედებ. ახლა
კი დაჯექი და ყურადღებით მომისმინე.
– გისმენთ, ამხანაგო გენერალო! – ვუთხარი შჩუკინს.

– მალიკ ჰალასსა და „მწვანე ძმების კომიტეტზე“ თუ გსმენია რამე? – მკითხა შჩუკინმა.

– არაფერი, – მოკლედ მივუგე გენერალს.

– „მწვანეები“, ჭირს წაუღია მათი თავი, საბჭოეთის თავგამოდებული მტრები არიან და


თვითმკვლელ ტერორისტთა მთელი არმია ჰყავთ. ისინი რაღაც საშინელებას გვიმზადებენ,
მაგრამ, რას, სად და როდის – არ ვიცით. მალიკ ჰალასი მათი ერთ-ერთი ლიდერია. გუშინ ის
ბერლინში ავიყვანეთ, დავკითხეთ და შევიტყვეთ, რომ ორი კვირის შემდეგ „მწვანე ძმების
კომიტეტის“ შეკრებაზე უნდა მივიდეს, სადაც ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
დაწვრილებით გეგმას განიხილავენ. შენ კი იმიტომ გამოგიძახეთ ასე სასწრაფოდ, რომ მალიკ
ჰალასი შეცვალო და შეკრებაზე მის მაგივრად გაემგზავრო.

– სად იმართება ეს შეკრება?

– არ ვიცით, – მომიგო შჩუკინმა.

– ჰალასი ვერ გამოტეხეთ?

– არც მან იცის.

– აბა, შეკრებაზე როგორ უნდა მივიდეს?

– ორი კვირის შემდეგ ის ბრანდენბურგის კართან უნდა შეხვდეს მეკავშირეს, რომელიც მას
პაროლით გამოეცნაურება და შეხვედრაზე წაიყვანს.

– როგორც კურტ შტაინერის შემთხვევაში, – გამეცინა მე და ჩემი პირველი საქმე გამახსენდა,


როდესაც „ესესელ“ ჯალათს ლონდონში, ვატერლოოს ხიდთან შევხვდი და ის მოსკოვში
ჩამოვიყვანე.

– თითქმის, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მაშინდელი დავალების


არსი ფულის დაბრუნებაში მდგომარეობდა, ახლა კი უამრავი ადამიანის სიცოცხლე დევს
სასწორზე და საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება. ერთი სიტყვით, ოპერაციის ძირითადი გეგმა
უკვე მოფიქრებულია, დეტალებიღა უნდა დავაზუსტოთ. ასე რომ, ყველაფერი შენზეა
დამოკიდებული.

– მე რა უნდა გავაკეთო?

– მალიკ ჰალასად უნდა გადაიქცე. ის ახლა ჩვენს ჯურღმულშია გამომწყვდეული, განახვებთ,


გაგაცნობთ და მისი ორეულობა ზუსტად უნდა შეითავსო.

– გასაგებია, ვიქტორ იაკოვლევიჩ, გარდასახვის ხელოვნებას ურიგოდ არ ვფლობ და არც


ამჯერად გაგაწბილებთ, – ვუთხარი შჩუკინს, მან კი თავი გააქნია და მომიგო:

– ამჯერად გრიმი და მაკიაჟი არ გამოგვადგება, პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთო.


– პლასტიკური ოპერაცია? – შეცბუნებულმა ვკითხე შჩუკინს.

– დარდი ნუ გაქვს, კოკი. როგორც გადაგაწყობენ, ისევე გადმოგაწყობენ. ეს საქმე ჩვენთან მაღალ
დონეზეა დაყენებული, მთავარი პრობლემა ეს არ არის. მთავარი ისაა, როგორ შეძლებ ჰალასის
ჩვევების, მოძრაობების, ლაპარაკის მანერისა და ყველაფერ ამის ათვისებას, თანაც, ძალიან
მოკლე დროში და ისე, რომ არ გაიშიფრო. ამისთვის შენ სულ რაღაც ცამეტი დღე გაქვს
დარჩენილი.

– ოპერაციის წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს გავაკეთებ და, თუ საჭირო გახდა,


სიცოცხლესაც გავწირავ, – გამოვეჯგიმე შჩუკინს. მან კი გამიღიმა და მითხრა:

– იმედია, რომ აქამდე არ მივა საქმე. ახლა კი წამოდი, მალიკ ჰალასს გაგაცნობთ.

მე, შჩუკინი და მუხინი ლუბიანკის მინუს მეცხრე სართულზე ჩავედით ლიფტით და


ჯურღმულში მოთავსებულ, კარგად მოწყობილ საკანში ვეწვიეთ ჰალასს. აღნაგობა ერთნაირი
გვქონდა და, როგორც შჩუკინი დამპირდა, ოპერაციის შემდეგ მას ტყუპისცალივით
დავემსგავსებოდი. მალიკი, როგორც შევიტყვე, წინასწარ იყო გაფრთხილებული ჩემი ვიზიტის
შესახებ და ისიც იცოდა, რა ოპერაციას გეგმავდა საბჭოთა დაზვერვა. ის ყურადღებით
მომაჩერდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და შჩუკინს ინგლისურად უთხრა:

– შეძლებს კი ეს ყმაწვილი ჩემი მაგივრობის გაწევას?

– თუ არაფერს დაუმალავ და ყველაფერს გაუმხელ, შეძლებს. იცოდე, ჩვენი ოპერაცია რომ


ჩაფლავდეს, ყველაფერი შენ დაგბრალდება და ისეთ საშინელ დღეში ჩაგაგდებთ, სიკვდილი
მოგენატრება, მაგრამ, არ მოგკლავთ, – მიუგო შჩუკინმა.

მომავალი ოპერაციისთვის მზადება ლუბიანკაზე, უფრო სწორად კი მის მიწისქვეშეთში, მინუს


მეთხუთმეტე სართულზე მიმდინარეობდა. პლასტიკური ოპერაცია იმავე ღამეს ჩამიტარეს.
ქირურგიული ჩარევა ახალი მეთოდის გამოყენებით მოხდა: სპეციალური წამლების მეშვეობით,
სახეზე არანაირი ჭრილობის კვალი არ მეტყობოდა და მალიკ ჰალასს გაჭრილი ვაშლივით
დავემსგავსე. ჩვენ თერთმეტი დღე ვცხოვრობდით ერთად და ამ დროის განმავლობაში მე მისი
პიროვნების ფორსირებულ კოპირებას ვახდენდი. გარდა ამისა, შევისწავლე მისი ყველა ნაცნობ-
მეგობრისა თუ ნათესავის პიროვნება, სახელები, გვარები, გარეგნობა, ხოლო, ვისი სურათიც არ
მოგვეპოვებოდა, იმას მალიკი სიტყვიერად აღწერდა და ვიმახსოვრებდი.

– „მწვანე ძმების კომიტეტის“ ხელმძღვანელი ჰასანია. ის ძალიან ეჭვიანი, ვერაგი და


მოუხელთებელი ადამიანია, არავის ენდობა და ყველა შეკრებას სწორედ ასეთი გზით აწყობს,
ანუ, მის მიერ გამოგზავნილ კაცს მივყავართ ხოლმე მასთან, – მითხრა მალიკმა და დაამატა: –
არის ერთი ნიუანსიც – ჰასანს პირადი მრჩეველი ჰყავს, რომელიც არასოდეს ჩნდება ჩვენთან და
არ ვიცით, ვინ არის. თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ის ამერიკელია და სწორედ ამიტომ არ
გვენახვება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ტერაქტი იმ ამერიკელი მრჩევლის დაგეგმილია და
ჰასანზე იმ ადამიანს განუზომელი გავლენა აქვს.
ფორსირებული სწავლება რომ დასრულდა, მე ბერლინში გადამაფრინეს და ბრანდენბურგის
კართან დავდექი მეკავშირის შესახვედრად.

– ხალიკ, მეკავშირის მაგივრად შენ გამოგგზავნა ჰასანმა? – ვკითხე „მწვანე ძმების კომიტეტის“
წევრს ხალიკს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ფოტოსურათებიდან ვიცნობდი და მასზე
ინფორმაციები მალიკმა მომაწოდა.

– ჰო, მე გამომგზავნა ჰასანმა, მალიკ, ძმაო, – გადამეხვია ხალიკი, მხრებზე ხელები მომითათუნა
და მივხვდი, რომ პირველი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე.

ჩვენ „ფოლკსვაგენით“ როსტოკში გავემგზავრეთ, იქ ერთ არაბულ სატვირთო ტანკერზე ავედით


და ზღვაში შევცურეთ. მე არანაირ კითხვას არ ვსვამდი და ველოდებოდი, რას იტყოდა ხალიკი,
მაგრამ, არც ის მელაპარაკებოდა საქმეზე და თოლიების ცქერით იყო გართული, რომლებიც ჩვენი
ტანკერის თავზე დაფარფატებდნენ. ჩრდილოეთის ზღვისკენ მივცურავდით, იმიტომ ვიფიქრე,
რომ იქიდან ატლანტის ოკეანეში შევიდოდით და აფრიკის რომელიმე ქვეყნისკენ ავიღებდით
გეზს. ჩემი აზრით, ტერორისტული ორგანიზაციის წევრთა შეკრება რომელიმე არასტაბილურ
აფრიკულ ქვეყანაში იყო დანიშნული. ჰორიზონტზე ბინდი ჩამოწვა და ხალიკი და მე ჩვენთვის
განკუთვნილ ორადგილიან კაიუტაში ჩავედით და საწოლებში ჩავწექით.

– გეძინება? – მკითხა ხალიკმა.

– ჯერ არა, შენ?

– არც მე. მოდი, ვილაპარაკოთ, თავი შევიქციოთ და ამასობაში ჩაგვეძინება კიდეც.

– თანახმა ვარ, – მივუგე ხალიკს, თან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ, საწოლში კი, არა, თითქოს
რაღაც აგრეგატზე ვიწექი. თანაც, ამას ხალიკის ლაპარაკიც დაერთო. ის შეფარულად სხვადასხვა
კითხვას მისვამდა და მივხვდი, რომ დაშიფრული, წინასწარ მომზადებული ტექსტით
მელაპარაკებოდა.

„ღმერთო ჩემო, ეს ხომ ძალიან ჰგავს სიცრუის დეტექტორის ტესტს! ნუთუ სენსორულ
დეტექტორზე მამოწმებენ?“ – გავიფიქრე გუნებაში, უფრო მეტი კონცენტრაცია მოვახდინე და
ხალიკთან ლაპარაკი განვაგრძე. ზუსტად ერთი საათის შემდეგ, როდესაც ხალიკმა ჩემი
ტესტირება დაასრულა, მკითხა:

– ნუთუ არ გაინტერესებს, სად მივცურავთ?

– რომ მივცურდებით, შევიტყობ. ახლა კი მეძინება. მორჩი ლაყბობას და თავი დამანებე.

– რა დროს ძილია, უკვე მოსულები ვართ. ყველანი გემზე არიან და მხოლოდ ჩვენ გველოდებიან,
– მითხრა ხალიკმა და საწოლიდან მოღიმარი წამოდგა.

წამოვდექი მეც, ჩავიცვი და ხალიკს მივაჩერდი. მან კი მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:

– წავედით. ჰასანი და ჩვენი მწვანე ძმები გველოდებიან.


მე და ხალიკი ტანკერის ფსკერზე ჩავედით. იქ კარგად მოწყობილი, ოროთახიანი კაიუტა
მდებარეობდა, სადაც უზარმაზარი მრგვალი მაგიდა იდგა და მის გარშემო თხუთმეტი ადამიანი
იჯდა. მათი უმრავლესობა ფოტოებით ვიცანი, დანარჩენი კი მალიკის აღწერილობით და
როდესაც ყველას სათითაოდ მივესალმე და მაგიდას მივუჯექი, ჰასანმა თქვა:

– ჩემო სულიერო და იდეურო ძმებო! აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ ჩვენი ურჯულო მტრის
წინააღმდეგ მიმართული, გამანადგურებელი დარტყმების გეგმა განვიხილოთ, ყველაფერი
შევაჯეროთ და ღია მოქმედებებზე გადავიდეთ...

ჰასანმა ათწუთიანი იდეოლოგიური პროლოგი გააკეთა, შემდეგ კი საქმეზე გადავიდა. მას მე


დიდი გულისყურით ვუსმენდი, არაფერი მეპარებოდა მხედველობიდან და ყველაფერს ზუსტად
ვიმახსოვრებდი. მან საბჭოთა კავშირის ათ მსხვილ ქალაქში ერთდროულად
განსახორციელებელი ტერორისტული აქტების დაწვრილებითი გეგმა წარმოგვიდგინა, რომელიც
უზადოდ იყო შედგენილი და ასეთი რამ მაღალი დონის პროფესიონალის დახმარების გარეშე
შეუძლებელი იყო.

„ნაღდად ამერიკელების მიერაა ეს ყველაფერი შემუშავებული. უყურე ამ დამპლებს!“ –


გავიფიქრე გუნებაში. დარწმუნებული ვიყავი და ისედაც აშკარა იყო, რომ ჰასანი და მისი
მებრძოლები მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ და არა ასეთი სრულყოფილი
ტერორისტული გეგმის შემდგენელები.

იმ „დამეტკილ“ ათ ქალაქში თბილისიც იყო შეყვანილი და, გეგმის მიხედვით, ჩვენს


დედაქალაქში ერთდროულად სამი ბომბი უნდა აფეთქებულიყო. ეს ტერაქტები 7 ნოემბერს,
ოქტომბრის რევოლუციის აღსანიშნავი ღონისძიების დროს უნდა მომხდარიყო. გეგმაში
მითითებული იყო, რომ ამ ღონისძიებების შედეგად ერთბაშად 30-35 ათასი ადამიანი
დაიღუპებოდა, ხოლო ერთი ამდენი კი დაიჭრებოდა და დასახიჩრდებოდა...

– ჩვენი ასეთი ქმედებებით, ძმებო, – თქვა ბოლოს ჰასანმა, – ურჯულო კომუნისტი ღორების
ბანაკში არეულობას შევიტანთ და დავასუსტებთ. თანაც, მათ ხალხში მთავრობის ავტორიტეტს
დავაკნინებთ, მათ დაუცველობის განცდას გავუჩენთ და ვაიძულებთ, ქუჩებში გამოვიდნენ
პროტესტის გამოსახატავად, რაც ჩვენს წისქვილზე დაასხამს წყალს.

აშკარა იყო, ჰასანის პირით ამერიკელები მეტყველებდნენ და ყოველივე ამაში „ცეერუს“ ძლიერი
ხელი ჩანდა. მართალია, დანიშნულ დრომდე ოთხ თვეზე მეტი რჩებოდა და ჩემი მისიის
მთავარი მიზანი ინფორმაციის მოპოვება იყო, მაგრამ, ჰასანის მოსმენის შემდეგ დაუოკებელი
სურვილი გამიჩნდა, ტერორისტები მომეთოკა, თუმცა, წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ უნდა
გამეკეთებინა ეს იმ ვითარებაში. ჯერ ერთი, ისინი თექვსმეტნი იყვნენ, მე კი მარტო ვიყავი და
მათ ჩემზე უდიდესი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ
იარაღი არ მქონდა.

„ღმერთო, დამეხმარე!“ – ვიმეორებდი გუნებაში. მართალია, მაშინ ღმერთი არ მწამდა, მაგრამ,


საშველად მაინც მას ვუხმობდი.
ჰასანმა თითოეულ ჩვენგანს თითო საბჭოთა ქალაქში დაგვავალა ტერორისტული აქტის მოწყობა
და, ბედის ირონიით, მე თბილისი შემხვდა. ამან უფრო გამამწარა და თავს ძლივს ვიკავებდი, რომ
ჰასანს არ ვცემოდი და მისთვის კისერი არ მომემტვრია. მთელ ამ გეგმაში ერთი ძალიან
საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი ფიგურირებდა, საქმე კი ის იყო, რომ ათივე
„დამეტკილი“ ქალაქი ქრისტიანული იყო და მათში არც ერთი მუსლიმანური ქალაქი არ
შედიოდა.

„მდაა, – გავიფიქრე მე, – ამერიკელებს საბჭოთა მუსლიმანების ამხედრება უნდათ, ეს კი ძალიან


დიდი ძალაა. არა, ეს მოსასპობები როგორმე უნდა გავანეიტრალო, მაგრამ, როგორ?“

– აქედან, ძმებო, სუდანში მივდივართ და ყველანი სწორედ იქ მოვემზადებით მომავალი დიდი


ბრძოლისთვის: – გვითხრა ჰასანმა დასასრულს და დაამატა, – ჯერ ატლანტიის ოკეანეში გავალთ,
შემდეგ – ხმელთაშუა ზღვაში, ხოლო ლიბიიდან – სუდანში, იქ დავბანაკდებით და მზადებას
შევუდგებით.

ეს უკვე დიდი, ცუდი და მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რადგან, ჩვენებთან კავშირის


დამყარებას ვერ მოვახერხებდი და ამ გრანდიოზული ტერორისტული აქტების აღსაკვეთად დრო
თითქმის არ გვრჩებოდა.

– ახლა ჩვენი ძმობის ყალიონი გავაბოლოთ, მერე კი დასაძინებლად დავწვეთ. ძალიან


დატვირთული დღე გვქონდა და დასვენება არ გვაწყენს, – გვითხრა ჰასანმა, ჰაშიშით გატენილი
ბამბუკის ორი უზარმაზარი ყალიონი მოიტანა და წრეში გაუშვა.

მე ოთხმა ნაფაზმა მომიწია, მაგრამ მაქსიმალურად მცირე რაოდენობა გავუშვი ფილტვებში, რომ
ძალიან არ დავმთვრალიყავი. „კაიფს“ რომ მოვრჩით, მე და ხალიკი ჩვენი კაიუტისკენ
გავემართეთ და დავწექით. ხალიკს მაშინვე ჩაეძინა, მე კი ვიწექი და ტერორისტების
გასანეიტრალებელ გეგმაზე ვფიქრობდი, თუმცა, ხეირიანი არაფერი მომდიოდა თავში და,
რადგან დრო ტერორისტების წისქვილზე ასხამდა წყალს, გადავწყვიტე, კაიუტიდან
გავსულიყავი და შექმნილი ვითარების მიხედვით მემოქმედა.

კაიუტიდან გასვლის წინ ხალიკს კისერი მოვტეხე და იქაურობა დავტოვე. გემბანზე რომ ავედი
და ღამის ჰორიზონტს გავხედე, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივხვდი და გადავწყვიტე, სამანქანო
განყოფილებაში ჩავსულიყავი და იქ გამერკვია ჩვენი ადგილმდებარეობა.

– აქ ჩამოსვლა არ შეიძლება, სერ! – თავაზიანად მითხრა ათლეტური აღნაგობის მურიანმა


მემანქანე მატროსმა, რომელსაც ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე, – კაპიტანმა რომ
შეიტყოს, აქ უცხო პირი იყო, უმკაცრესად დამსჯის.

– სწორედ კაპიტანს ვეძებ.

– თავის კაიუტაში იქნება, სერ, ტანკერის მარცხენა ნაწილში. ბოდიშს გიხდით, მაგრამ, აქაურობა
უნდა დატოვოთ.

– ახლავე, ახლავე. მხოლოდ ის მითხარით, სად ვიმყოფებით?


– დანიის ნაპირებთან, სერ, ჩრდილოეთის ზღვაში გავდივართ.

სამანქანო განყოფილებიდან პირდაპირ კაპიტნის კაიუტას მივაშურე, სადაც ტანკერის მესაჭე


მარტო იმყოფებოდა. დაუპატიჟებლად მისული რომ დამინახა, მრისხანედ მკითხა:

– კი მაგრამ, დაგეკაკუნებინათ მაინც!

აშკარა იყო რომ ბევრი ლაპარაკით ვერაფერს გავაწყობდი, ამიტომ, მის პატარა კომოდზე
მდებარე „ბერეტას“ სისტემის პისტოლეტს ვტაცე ხელი, კაპიტანს შუბლზე მივადე და ვუთხარი:

– აბა, ჩქარა მითხარი, გაქვთ თუ არა სწრაფმავალი კატერი ტანკერზე?

– დიახ, გვაქვს. ტანკერის მარცხენა კიდეზეა მიმაგრებული და საწვავითაც სავსეა.

– ჩქარა, რადიოკვანძში წამიყვანე, მაგრამ, იცოდე, რამე სისულელე არ ჩაიდინო, თორემ, შუბლს
გაგიხვრეტ!

შეშინებულმა კაპიტანმა რადიოკვანძში შემიყვანა, სადაც ერთადერთი კაცი იმყოფებოდა და


თავზე ყურსასმენები ეკეთა. მე მას კეფაში პისტოლეტის ტარი ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ
კაპიტნისგან ჩვენი ადგილსამყოფლის ზუსტი კოორდინატები შევიტყვე, მასაც პისტოლეტის
ტარი ჩავცხე კეფაში, გავთიშე და რაციას მივუჯექი, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ
ლუბიანკაზე გადავეცი: „ვიმყოფები დანიის ნაპირებთან, ქალაქ ორხუსთან. მაქსიმუმ ერთ
საათში ჩამოვქვეითდები და მომაქვს ორადგილიანი ბარგი. გთხოვთ, სასწრაფოდ დამხვდეთ.
პასუხს ახლავე ველოდები“.

ზუსტად ორ წუთში პასუხი მომივიდა: „ორხუსის დასავლეთი სანაპიროსკენ წადით და იქ


მოგძებნით. გისურვებთ წარმატებას“.

რადიოკვანძიდან ჰასანის კაიუტას მივაშურე და დავაკაკუნე, თან ვუთხარი:

– ჰასან, მალიკი ვარ. სასწრაფოდ გამიღე, გადაუდებელი საქმე მაქვს.

ჰასანმა კაიუტის კარი გამიღო და მკითხა:

– რა ხდება, ხომ მშვიდობაა?

– არა. შეიძლება, შემოვიდე?

– ახლავე, – მითხრა ჰასანმა და მის ლოგინში მყოფ ქალს სახეზე საბანი გადააფარა, რომ მე არ
დამენახა. შემდეგ შიგნით შემიშვა და მკითხა: – რა მოხდა?

ჰასანს ყბაში პისტოლეტის ტარი ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ საწოლთან მივიჭერი, საბანი
გადავწიე და დედიშობილა, ტანწერწეტა, ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალი შევათვალიერე,
რომელმაც პისტოლეტის წართმევა მომინდომა, რაც, ცხადია, ვერ მოახერხა. შემდეგ
პისტოლეტიც ავართვი, რომელიც ბალიშის ქვეშ ჰქონდა დამალული და ვკითხე:

– ვინ ხარ?
– ბოზი! – მომახალა ქალმა.

– ჰოდა, ბოზურად მოგკლავ! – მივუგე ქალს და შესაშინებლად იარაღი მივუშვირე. მან კი ხელები
გაასავსავა და შემევედრა:

– არ მომკლა, მართლა ბოზი კი არ ვარ, ჰასანის მრჩეველი ვარ!

– ამერიკელი?

– დიახ!

ქალსაც პისტოლეტი ვთხლიშე ყბაში, გავთიშე, შემდეგ ის და ჰასანი ზურგზე მოვიკიდე და


მარცხენა გემბანზე ავედი. ორივე კატერში ჩავაწვინე, კატერი წყალში ჩავუშვი, საჭეს მივუჯექი
და ორხუსის დასავლეთ ნაპირისკენ ავიღე გეზი.

„კაგებეს“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს – ორხუსის
ნაპირზე რომ ჩამოვქვეითდი, იქ უკვე ოთხი საბჭოთა აგენტი გველოდებოდა მანქანით. ჩვენ
ჰასანი და 35 წლის დედიშობილა ჯოანა მანქანის საბარგულში ჩავაწვინეთ და კონსპირაციულ
ბინაში წავედით. ოცდაოთხი საათის შემდეგ კი უკვე ლუბიანკაზე ვიმყოფებოდი და გენერალ
შჩუკინს ჩემი მისიის დეტალებს ვუყვებოდი.

– ესე იგი, ოცდათხუთმეტი ათასი საბჭოთა ადამიანის მოკვლას აპირებდნენ ეს ნაძირლები, ხომ?
– კბილებში გამოსცრა შჩუკინმა და დაამატა: – ის ტანკერი უკვე ჩრდილოეთის ზღვის ფსკერზე
წევს და ყველა ტერორისტი განადგურებულია. ამათ კი კანონის შესაბამისად გავასამართლებთ
და დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ.

როგორც გაირკვა, საბჭოთა წყალქვეშა ნავმა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში პატრულირებდა,


ტერორისტებით სავსე ტანკერი ტორპედოთი ააფეთქა და ჩაძირა.

მეორე დღეს, იმავე ექიმ-კოსმეტოლოგმა ჩემი სახე დამიბრუნა და სამ დღეში ჩემს ცოლ-შვილს
დავუბრუნდი, რომლებიც უკვე თბილისში იმყოფებოდნენ.

– როგორ ხარ, კოკი? თითქმის ერთი თვეა არ მინახავხარ და შეცვლილი მეჩვენები, – მითხრა
მერიმ.

– იმ ამერიკელ კონგრესმენებს თითქმის მთელი რუსეთი მოვატარე, ძალიან დავიღალე და,


ალბათ, იმიტომ გეუცხოები.

– არა, კი არ მეუცხოები, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ადრე უფრო სხვანაირი სახე გქონდა.

– ჰო, პატარა კოსმეტიკური ოპერაცია ჩავიტარე, – ხუმრობით მივუგე მერის, გუნებაში კი


გავიფიქრე: „ნუთუ მათლა შეცვლილი სახე მაქვს?“

– კარგი, კარგი, დაისვენე, – მითხრა მერიმ, – მართლა ძალიან დაქანცული სახე გაქვს. მე კი, რომ
გაიღვიძებ, გემრიელ სადილს დაგახვედრებ.
მერიკო, ყველა სიკეთესთან ერთად ბრწყინვალე მზარეული იყო და ისეთ გემრიელობებს
ამზადებდა, რომ უკეთესი საჭმელი არსად მიგემია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყნის საუკეთესო მზარეულების მიერ მომზადებული კერძები მაქვს
გასინჯული. მერის რაღაც განსაკუთრებული ხელი ჰქონდა, მის მიერ გაკეთებულ საჭმელს
მილიონ სხვა საჭმელში გამოვარჩევდი.

– ეეჰ, საყვარელო, მე რომ მოვკვდები, ვინ მოგიმზადებს გემრიელ კერძებს. შენ ხომ მხოლოდ ჩემს
გაკეთებულ საჭმელს ჭამ მადიანად, – მითხრა ერთხელ მერიმ. მაშინ მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი
ერთადერთი სიყვარული განუკურნებელი სენით იყო დაავადებული და მივხვდი, რაღაცას
გრძნობდა, თუმცა, არ შევიმჩნიე და ხუმრობით მივუგე:

– ეს ისე გვიან მოხდება, ჩემო მერიკო, რომ უკვე უკბილო მოხუცი ვიქნები და შენი გემრიელი
კერძები აღარ დამჭირდება.

მერიმ ხუმრობა არ მიიღო და მიპასუხა:

– შენ რომ უკბილო მოხუცი გახდები, მე უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი ვიქნები.

ამ საუბრის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, რადგან, შეიძლება, ავტირებულიყავი. ამიტომ, მერის


სრული სერიოზულობით ვუთხარი:

– მერი, ძვირფასო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ შენ ღმერთის ფუნქციებს შეითავსებდი
და გადაწყვეტდი, ვინ როდის უნდა მოკვდეს.

– კარგი, საყვარელო, ნუ მიბრაზდები.

– ნუ გიბრაზდები კარგია. მე რომ ასეთი ლაპარაკი დავიწყო, ნეტავი როგორ ხასიათზე დადგები?

– პირობას გაძლევ, საყვარელო, რომ ამ საუბარს აღარ დავუბრუნდები, – მითხრა მერიმ და


მართლაც, მას შემდეგ სიკვდილი აღარ უხსენებია. თუმცა, ვგრძნობდი, რომ ხშირად ფიქრობდა
მასზე, იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ემზადებოდა და ყოველგვარი შიშისა და შფოთის გარეშე
შეეგება სიკვდილს.

მერის გარდაცვალებით ჩემს არსებას კეთილი მეორე ნახევარი ჩამოშორდა და სულიერად


დავობლდი. მართალია, დამრჩა შვილები და ჩემი უერთგულესი დობილი – ნატა, მაგრამ
მერიკოს გარეშე ცხოვრება, განსაკუთრებით, პირველ ხანებში, ძალიან გამიჭირდა.

– რაც შეიძლება მეტი საქმე აიღე, უმოქმედობა არ შემიძლია, ფულს მნიშვნელობა არ აქვს, –
ვუთხარი რომანს მერის დასაფლავების მეორე დღეს, როდესაც მან მერის საფლავზე ამომაკითხა.

– არა, ჩემო კოკი, ჯობია, ცოტა ხანს დაისვენო, საქმეები კი არსად გაიქცევა, – მომიგო რომანმა, მე
კი მას ცინიკურად ვუპასუხე:

– რაო, გეშინია, რომ იაღლიში არ მომივიდეს? თქვი, ნუ გერიდება!


– არ მერიდება, ჩემო კოკი, შენ ახლა მართლა გჭირდება დასვენება. გაიაროს ცოტა დრომ და
მუშაობაც განვაახლოთ. ახლა კი მგლოვიარე ხარ.

– რა დროც არ უნდა გავიდეს, მე სულ მგლოვიარე ვიქნები, – მკვახედ მივუგე „ძიას“. მან კი
მშვიდად მითხრა:

– სასაფლაოს შესასვლელთან გელოდები, მანქანაში.

რომანთან თვალებაწითლებული დავბრუნდი, რადგან მერის საფლავზე კარგა ხანს მწარედ


ვქვითინებდი და, გული რომ ვიჯერე, მხოლოდ ამის შემდეგ წამოვედი იქიდან.

– კოკი, შენთან შეხვედრა უნდათ, – მითხრა „ძიამ“, როდესაც მის მანქანაში ჩავჯექი.

– ვის?

– ძველ ნაცნობებს.

– „კაგებედან“?

– ჰო. ვიქტორ იაკოვლევიჩი სასტუმრო „ძველ თბილისშია“ გაჩერებული და მითხრა, თუ არ


შეწუხდება, მნახოსო.

– მეტი არაფერი უთქვამს?

– არა.

მართალია, უზომოდ დამწუხრებული ვიყავი და არავის ნახვის სურვილი არ მქონდა, მაგრამ,


საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსნის ვოიაჟი უკვე ანტირუსულ საქართველოში, ერთობ
საინტერესოდ მომეჩვენა და „ძიას“ ვუთხარი:

– წამოდი, ვნახოთ.

– მე „ძველ თბილისთან“ დაგტოვებ, დანარჩენი კი შენ იცი, – მითხრა რომანმა და, სანამ
დანიშნულების ადგილზე მიმიყვანდა, უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული
ჩვევის შესაბამისად, ჯერ რამდენიმე ცრუ მანევრი ჩაატარა ქალაქში, რომ დარწმუნდა, არავინ
გვითვალთვალებდა, ავლაბრისკენ აიღო გეზი და სასტუმრო „ძველ თბილისთან“ მიმიყვანა.

– აბა, შენ იცი. საღამოს შეგეხმიანები. საქმეები კი მერის ორმოცის შემდეგ განვაახლოთ, – მითხრა
„ძიამ“ და მანქანიდან ჩამოვედი.

ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი ძველებურად ყოჩაღად და მხნედ გამოიყურებოდა. ისევე იყო


წელში გამართული, როგორც ადრე. თუმცა, მაინც საგრძნობლად ჰქონდა გარეგნობა შეცვლილი:
თმა მოეშვა, ბლანჟე დაეყენებინა, მოდური სათვალე ეკეთა და უფრო ასაკოვან როკენროლისტსა
და ელვის პრესლის თავგამოდებულ ფანს ჰგავდა, ვიდრე ყოფილ ბობოლა „კაგებეშნიკს“. ის მე
სასტუმროს ჰოლში შემეგება, ხელკავი გამომდო, ქუჩაში გამიყვანა, გადამეხვია და, მითხრა:
– თანაგიგრძნობ, ჩემო კოკი და ბოდიშს გიხდი, რომ ასეთ მძიმე ჟამს გაწუხებ. წამოდი, ფეხით
გავიაროთ, თუ, რა თქმა უნდა, თანახმა ხარ.

ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, ძალიან დამაინტერესა, რა ქარმა გადმოაგდო ანტირუსულად


განწყობილ საქართველოში, გენერალი შჩუკინი. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისთვის უარი არ
მითქვამს, ცრემლიანი კლდის დაღმართს ჩავუყევით და მოთმინებით დაველოდე, როდის
გადავიდოდა საქმეზე.

– ძალიან სამწუხაროა, ჩემო კოკი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ასე დაიძაბა. არადა,
ხომ გახსოვს, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი რუსებსა და ქართველებს. ახლა კი ჩვენ შორის შავმა
კატამ გაირბინა, – მითხრა შჩუკინმა და პაუზა გააკეთა. მე ამით ვისარგებლე და მივუგე:

– სულაც არ მგონია, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ერებს ერთმანეთი შესძულდათ. ეს ყველაფერი


ამბიციური პოლიტიკოსების ბრალია და დროებითია.

– ღმერთმა გისმინოს, ჩემო კარგო, მაგრამ ეს ყოველივე ისეთი ფორმებითა და სისწრაფით


კეთდება, რომ, სულ მალე, თუ, რა თქმა უნდა, ამას ვინმემ ან რამემ არ შეუშალა ხელი, პროცესი
შეუქცევადი გახდება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს ამერიკანიზაცია ასეთი ადვილია? – ჩამეცინა მე, – აი,
თქვენ, რუსები, ორას წელიწადზე მეტხანს ცდილობდით ჩვენს გარუსებას და არაფერი
გამოგივიდათ. რატომ ფიქრობთ, რომ ეს ამერიკელებს გამოუვათ?

– ისინი ჩვენს გამოცდილებას გაითვალისწინებენ და იმიტომ. ქართველს წინააღმდეგობის


სურვილი არ უნდა გაუღვივო, კარგი პირობები უნდა შეუქმნა და, ისე დაურღვევ და
ჩამოაშლევინებ სახელმწიფოსა და ტრადიციებს, რომ, როდესაც ამას მიხვდება, ვეღარაფერი
უშველის, – მითხრა შჩუკინმა, – გარდა ამისა, თქვენ იქ, კრემლში, სტალინი და ბერია გყავდათ და
ამანაც გიშველათ.

– ბერია კი. სტალინი, ცოტა არ იყოს, სადავოა, მაგრამ მაინც გეთანხმებით. ხოლო, რაც შეეხება
ქართველობის გადაშენების ხერხებს, ამაში აბსოლუტურად გეთანხმებით და, კიდევ კარგი, რომ
ველიკორუსების არსენალში ასეთი რამ მაშინ არ ყოფილა.

– სამაგიეროდ, ჩემო კარგო, მსგავსი მეთოდები მაღალტექნოლოგიურ ამერიკელებს აქვთ ბევრად


დახვეწილი ფორმებით და, სანამ მთელი სიმძლავრით არ ამუშავებულან საქართველოს
წინააღმდეგ, თქვენს ქვეყანას შველა სჭირდება.

– და, თქვენ აქ საქართველოს საშველად ჩამობრძანდით?

– სამწუხაროდ, არა. აქ მე უფრო გლობალური მასშტაბის ამოცანის გადასაჭრელად ჩამოვედი.

– გლობალური ამოცანის?

– დიახ, გლობალური ამოცანის, – მითხრა შჩუკინმა, პაუზა გააკეთა და მკითხა: – საიდუმლო


პროექტის – „დღე იქსის“ შესახებ თუ გსმენია რამე?
– არაფერი, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს.

– კარიბის კრიზისი რა იყო, ხომ იცი?

– ვიცი. ხრუშჩოვმა რომ კუბაზე ატომური რაკეტები შეიტანა და ამის გამო ლამის მესამე
მსოფლიო ომი დაიწყო ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის, – ვთქვი მე.

– ჰოდა, კარიბის კრიზისი წესიერად არც კი იყო დასრულებული, როდესაც „კაგებეს“


ხელმძღვანელობამ საიდუმლო პროექტი – „დღე იქსი“ შეიმუშავა და მალევე შეუდგა მის
განხორციელებას. პროექტის მიზანი იყო, გლობალური ომის დაწყების შემთხვევაში,
ელვისებური ატომური ტერორის განხორციელება მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. საამისოდ კი
დამზადდა ორმოცდაათი ცალი მინი-პორტატული ატომური ბომბი, რომლებიც სპეციალურ
ჩემოდანში იყო განთავსებული და სულ რაღაც ოცდახუთ კილოგრამს იწონიდა. ყოველ ასეთ
მოწყობილობას საკუთარი მართვის სისტემა ჰქონდა, რომელიც უზრუნველყოფდა მის
მოქმედებას. ერთი ასეთი ბომბის აფეთქებას, ორმოცდაათი კილომეტრის რადიუსში ოცდაათი
ათასი ადამიანის ერთბაშად დახოცვა, აფეთქების ეპიცენტრში კი მნიშვნელოვანი ნგრევის
გამოწვევა შეეძლო. თითოეული ასეთი მოწყობილობის დამზადება სახელმწიფოს ოთხასი ათასი
მანეთი დაუჯდა და მთელი პროექტის ფასმა ოცი მილიონი მანეთი შეადგინა, რაც დღევანდელი
ფასებით სასაცილოა – დღეს ერთი ასეთი ბომბი ორმოცდაათი მილიონი დოლარი ღირს.

– ძვირი სიამოვნებაა, – ვთქვი მე.

– ერთი სიტყვით, შეირჩა სტრატეგიული სამიზნეები და ეს ბომბები იმ სამიზნეების სიახლოვეს


განათავსეს. მიზანში, რა თქმა უნდა, თურქეთიც იყო და, საჭიროების შემთხვევაში, ამ ქვეყნის
ხუთ ქალაქში ხუთი ბომბი უნდა ამოქმედებულიყო. ამიტომ, ხუთი ჩემოდანი თბილისში
ჩამოიტანეს და ამიერკავკასიის ოლქის ჯარების შტაბის ბუნკერში საიმედოდ შეინახეს. ეს შტაბი
ჯერ ლენინის მოედანზე მდებარეობდა, იმ ადგილზე, სადაც დღესდღეობით სასტუმრო
„ქორთიარდ მარიოტია“. შემდეგ კი, შტაბი საბურთალოზე გადაიტანეს და, ბომბებმაც,
შესაბამისად, იქ გადაინაცვლეს.

– ჰმ, – ვთქვი მე, – შემთხვევით რომ ერთი ბომბი აფეთქებულიყო, მთელი თბილისი რადიაციით
გაწყდებოდა. თურმე, რამხელა საშიშროების პირას ვყოფილვართ.

– ასეთი საშიშროების პირას იყო საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის სასაზღვრო ქალაქები,
რადგან, მსგავსი მოწყობილობები სხვაგანაც იყო. თუმცა, ბომბები იმდენად საიმედოდ
დამზადდა, რომ უბედური შემთხვევა გამორიცხული იყო. თითოეულ ბომბს საკუთარი რიგითი
ნომერი ჰქონდა და მასზე ერთი ოფიცერი იყო მიმაგრებული, რომელსაც საჭიროების
შემთხვევაში მტრის ტერიტორიაზე ჩემოდნის ტრანსპორტირება უნდა მოეხდინა და მასვე უნდა
აემოქმედებინა ის. ერთ-ერთი ასეთი მიმაგრებული ოფიცერი ვიყავი მე. ჩემი ბომბის ნომერი იყო
„პპჩ-05“. ეს კი ნიშნავს „პერენოსნოი პორტატივნი ჩემოდან“ (გადასატანი პორტარტული
ჩემოდანი). ჩემი სამიზნე იყო ქალაქი სტამბული და ¹5 ბომბი ევროპა-აზიის გამყოფ ხიდზე უნდა
ამეფეთქებინა. ჩემი ჯგუფის წევრი იყო მუხინი და მას ¹3 ბომბი ებარა.

– ანდრეი ლუკიჩი? – ვკითხე შჩუკინს.


– ჰო, ანდრეი ლუკიჩი. ჩვენ იმ პერიოდში ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლები
ვიყავით და განსაკუთრებული შერჩევის შედეგად ჩაგვრთეს ამ პროექტში. ჩვენ გარდა, „დღე
იქსში“ კიდევ სამი ადამიანი იყო გაერთიანებული საქართველოს მონაკვეთში: ¹1 ჩემოდანს
კონსტანტინე ლოსევი კურირებდა, ¹2-ს – არკადი ბორზოვი, ხოლო ¹4-ს კი – იური სავინი.
მოგვიანებით ყველა დაგვაწინაურეს და ბომბების კურატორობა სხვა, უფრო ახალგაზრდა
ოფიცრებმა გადაიბარეს. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კი, როდესაც ყველასთვის
ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, ორმოცდაათივე ჩემოდანი საიდუმლოდ
წამოიღეს საცავებიდან და ქალაქ არზამას 16-ში მდებარე ატომური ნივთიერების საწყობში
შეინახეს. ყველა ჩემოდანი სპეციალურმა კომისიამ ჩაიბარა, რომლის თავმჯდომარეც ¹4
ჩემოდნის კურატორი იური სავინი იყო. ამ ერთი კვირის წინ სავინი მოსკოვში, თავის ბინაში
იპოვეს მოკლული. მას ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი, სხეულზე კი საშინელი წამების კვალი
აჩნდა. მთელი მისი ბინა გადმობრუნებული იყო, კედელში ჩამონტაჟებული სეიფი კი –
ცარიელი. გამოძიების ვერსიით, გადამდგარი პოლკოვნიკი ძარცვის მიზნით მოკლეს წამებით,
სინამდვილეში კი საქმე სულ სხვა რამეშია.

– რაში?

– რაში და „პპჩ“-ში.

– მინი-ატომურ ბომბში?

– დიახ, – მომიგო შჩუკინმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა: – სავინი მკვლელობის დღეს,
უფრო სწორად კი – დილით, მუხინს შეხვდა და უთხრა, რომ ატომური ჩემოდანი ¹1, რომელსაც
თავდაპირველად კონსტანტინე ლოსევი კურირებდა, მოგვიანებით კი, როგორც გაირკვა, მისი
დისშვილი – ვალერი კოტოვი, არზამას 16-ის საწყობში არაა ჩაკეტილი და კვლავ თბილისშია.

– ეგ როგორ? – უკითხავს მუხინს სავინისთვის, მას კი უთქვამს:

– ლოსევმა ჩემ წინააღმდეგ ძველი კომპრომატი გამოიყენა. მე ერთი უმნიშვნელო საქმის


მოგვარებისთვის ოთხი ათასი მანეთი ქრთამი ავიღე. მან ეს ამბავი სწორედ მაშინ შემახსენა,
როდესაც ატომურ ჩემოდნებს ვიბარებდი. ლოსევმა, თავისი დისშვილი, ვალერი კოტოვი
წარმომიდგინა, ძველი ამბავიც გამახსენა და ¹1 ჩემოდნის თბილისში დატოვება მაიძულა. მან
მითხრა, რომ, მოვა დრო და ამ ჩემოდანს სარფიანად გაყიდდა, საიდანაც წილს მეც მარგუნებდა.
მოკლედ, მე მისი ნება შევასრულე და არზამას 16-ში ატომური ჩემოდნის მულიაჟი წავიღე,
ნამდვილი კი თბილისში, იმავე სეიფში დავტოვე, თუმცა, კოდი არ გავუმხილე და ცრუ რიცხვი
ვუთხარი. ამას წინათ კი ბიძა და დისშვილი სახლში მომადგნენ და ნამდვილი კოდი მომთხოვეს,
თან მითხრეს, რომ ჩემოდნის მყიდველი გამოჩნდა, საიდანაც მე ერთი მილიონი დოლარი
შემხვდება.

– მოკლედ, ჩემო კოკი, – მითხრა შჩუკინმა, როგორც ეტყობა, სავინი ლოსევმა და კოტოვმა
მოკლეს, კოდი კი გამოსტყუეს და უახლოეს პერიოდში თბილისში გამოჩნდებიან ჩემოდნის
წასაღებად.

– რა იცით, რომ ისინი უკვე თბილისში არ არიან?


– ვიცი. მათ მუხინი აკონტროლებს და ინფორმაციებს მაწვდის.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რატომ არ მიმართეთ „ეფესბეს“, ან, თუნდაც, ქართულ სპეცსამსახურს?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ აქ მთავარ როლს ნდობის ფაქტორი თამაშობს. ვაითუ, ჩემი
ინფორმაცია არასაიმედო ხელში მოხვდეს და ყველაფერი ჩაფლავდეს, მაშინ?!

– ბატონო გენერალო, დავუშვათ, ჩემოდანი ხელში ჩაიგდეთ, შემდეგ რას იზამთ?

– რას ვიზამ და ატომური ენერგიის კონტროლის კომისიას ჩავაბარებ, ხომ იცი, „მაგარტე“ რასაც
წარმოადგენს?

– დავუშვათ, მაინც არასასურველ ხელში ჩავარდეს, მაშინ? – ვკითხე შჩუკინს, არ გეწყინოთ,


მაგრამ, ამ საქმეში მე თქვენ ვერ დაგეხმარებით.

– კოკი, ძვირფასო, ნუთუ ფიქრობ, რომ მე შენ პირადი მიზნებისთვის გიყენებ და ატომური
ბომბით ვვაჭრობ?

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ეს ძალიან საშიში საქმეა და ჩვენი ძალებით მასთან შებმამ, შეიძლება,
კატასტროფა გამოიწვიოს.

– ცდები, ჩემო კოკი, კატასტროფა მაშინ მოხდება, თუ ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებთ, ატომურ
ბომბს ტერორისტებს ჩავუგდებთ ხელში და მათ თავისუფალი მოქმედების საშუალებას მივცემთ,
რაც, ჩემი აზრით, შეიძლება, გლობალური კატასტროფით დასრულდეს.

შჩუკინს კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რომ გულწრფელად მელაპარაკებოდა. გარდა ამისა, მის
ყოველ სიტყვასა და მიმიკას გულდასმით ვაკვირდებოდი და ვაანალიზებდი. ამიტომ, მცირე
პაუზის შემდეგ ვკითხე:

– მე რა უნდა გავაკეთო?

– ტერორისტების შეჩერებაში უნდა დაგვეხმარო, – მტკიცედ მომიგო შჩუკინმა, – ისევე, როგორც


ძველ კეთილ დროში.

– რამე კონკრეტული გეგმა გაქვთ, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს, მან კი ღიმილით
მომიგო:

– ეგ, უკვე მომწონს, თორემ, ბატონი გენერალი რომ მიწოდე, ვიფიქრე, მისამართი ხომ არ
შემეშალა-მეთქი, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა პატარა პაუზა გააკეთა და უკვე სერიოზული სახით
დაამატა, – არა, ჩემო კოკი, კონკრეტული გეგმა არ შეგვიმუშავებია, გარემოების მიხედვით უნდა
ვიმოქმედოთ. გარემოებები კი, შეიძლება, დიდი მოულოდნელობებით იყოს სავსე და
ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, არსებობს კი საერთოდ ის სეიფი? მას შემდეგ, რაც ქვეყანა აირია, იქნებ იქ
უკვე იყვნენ ვიღაცეები და სეიფი დააცარიელეს?
– არა, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი თავის ადგილზეა – ამ ცოტა ხნის წინ იქ სავინი ყოფილა და
შეუმოწმებია. სხვები კი იქ ვერ შევიდოდნენ, რადგან შესასვლელი ძალიან ეშმაკურადაა
შენიღბული და, თუ არ იცი, ვერ მიაგნებ.

– ბუნკერში მარტო შენობიდანაა შესასვლელი?

– არა, მეორე შესასვლელიც აქვს სასაფლაოების მხრიდან.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, უმარტივეს გამოსავალს გთავაზობთ: მოდი, ბუნკერში შევიდეთ და


სეიფი ავტოგენით გავხსნათ. მე ერთი მძლავრი მოწყობილობა მაქვს, რომელიც ნებისმიერ
ფოლადს სჭრის.

– არა, ჩემო კოკი, ავტოგენს ძლიერი სიმხურვალე მოჰყვება და, ძალიან მაღალმა ტემპერატურამ
რომ ჩემოდანი აამოქმედოს, ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება? ამიტომ, ასე ვერ გავრისკავთ,
სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ.

მე და შჩუკინი მტკვრის მარცხენა სანაპიროს მივუყვებოდით და მეტეხის პლატოსკენ ავიღეთ


გეზი.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ალბათ ვინაობაშეცვლილი ჩამოხვედით აქ.

– ჰო, საბუთებით მე ანატოლი პეტროვიჩ გორინი ვარ, კიევის მკვიდრი, ეთნოგრაფი, ამჟამად
პენსიონერი და საქართველოს ულამაზეს დედაქალაქში ტურისტული მიზნით ჩამოვედი.

– თვალთვალი ხომ არ შეგინიშნავთ?

– არა.

– ცდებით. გვითვალთვალებენ და, მე მგონი, ჩვენი მისია უფრო გართულდება, – ვუთხარი


შჩუკინს და ცრემლიანი დაღმართის მოაჯირთან მდგარ მამაკაცს გავხედე, რომელიც
დურბინდით გვიმზერდა.

– მოთვალთვალეს დურბინდი ხომ არ აქვს? – მკითხა შჩუკინმა.

– დიახ.

– წითელი მაისური აცვია?

– დიახ.

– ეგ პაროლია. როგორც ჩანს, მუხინი ჩამოვიდა, – მითხრა შჩუკინმა, დურბინდიანს ხელი


დაუქნია და ჩვენკენ მოიხმო.

დურბინდიანმაც დაგვიქნია ხელი, ათი წუთის შემდეგ კი, მუხინი უკვე ჩვენთან იყო და
გვიღიმოდა.

– ანდრიუშა, „კუდი“ ხომ არ შეგინიშნავს? – ჰკითხა შჩუკინმა მუხინს.


– არა, ყველაფერი რიგზეა, – მიუგო მუხინმა შჩუკინს. შემდეგ გადამეხვია და მკითხა:

– როგორ ხარ, კოკი?

– არა მიშავს, – მივუგე ანდრეი ლუკიჩს. მან კი თავში ხელი შემოირტყა და მწუხარე სახით
მითხრა:

– მაპატიე, კოკი, სულ გამოვშტერდი! ვიზიარებ შენს მწუხარებას მერის გარდაცვალების გამო და
თანაგიგრძნობ. ძალიან ვწუხვარ...

– გმადლობთ, ანდრეი ლუკიჩ, – ვთქვი მე.

მცირე პაუზის შემდეგ შჩუკინმა მუხინს ჰკითხა:

– ჩამოაცილე ბომბისტები?

– დიახ, და იცით, სად დაბინავდნენ?

– სად?

– სასტუმრო „ძველ თბილისში“, სწორედ თქვენი ნომრის ქვეშ.

– საოცარი დამთხვევაა, – თქვა შჩუკინმა, – კარგია, რომ ჩვენ სიახლოვეს არიან, მაგრამ, ძალიან
ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გავიშიფროთ. მართალია, მე და ანდრიუშას საკმაოდ კარგად
გვაქვს გარეგნობა შეცვლილი, მაგრამ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და თვალებში არ უნდა
შევეჩეხოთ.

– ამხანაგო გენერლებო! ლოსევი და კოტოვი მარტო დატოვეთ, უყურადღებოდ? – ვთქვი მე.

– რას ამბობ, კოკი, – გაეცინა მუხინს, – მათთან ლენოჩკაა და იმ ნაძირლებს წამითაც არ აცილებს
თვალს.

– ეგ ვინაა?

– ანდრიუშას შვილიშვილი, – მითხრა შჩუკინმა, – გენერალმა მუხინმა მთელი ცოდნა-


გამოცდილების გაზიარება თავისი 20 წლის შვილიშვილისთვის გადაწყვიტა და თბილისში
„პრაქტიკუმზე“ წამოიყვანა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს, – ოცი წლის გოგონას ასეთ სარისკო საქმეებში
ჩართვა საშიში არ არის?

– რას იზამ, რესურსები შეზღუდული გვაქვს – მითხრა შჩუკინმა, მუხინმა კი დაამატა:

– ჩემი ლენოჩკა ძალიან მოხერხებული და საზრიანი გოგონაა, არ დაგვაღალატებს და ამაში


თავად დარწმუნდებით.

ამ დროს მუხინის მობილურმა დარეკა და ანდრეი ლუკიჩმა რომ ლაპარაკი დაასრულა, გვითხრა:
– ჩემი ლენოჩკაა. პაროლით მელაპარაკა და მითხრა, რომ ბომბისტებს აზის „კუდზე“ და
ყურადღებით უსმენს მათ.

– კი მაგრამ, როგორ უსმენს? – ვკითხე მუხინს.

– უახლესი მოწყობილობებით: სენსორებიან, უთხელეს „ლიპუჩკებს“ ტანსაცმელზე აკრავ


ობიექტს, შემდეგ კი მობილურში შეერთებულ საყურეებს იკეთებ და ვითომ მუსიკას უსმენ,
სინამდვილეში კი ჯაშუშური მოსმენით ხარ დაკავებული. მაგარია, ხომ?! – მითხრა მუხინმა და
დაამატა: – ყველაზე მაგარი ისაა, რომ, როცა გინდა, სპეციალურ სიგნალს გავუშვებ, „ლიპუჩკა“
მომენტალურად დადნება და მოსასმენი მოწყობილობის კვალი შარშანდელი თოვლივით ქრება.

– ამერიკული ტექნოლოგიებია? – ვკითხე მუხინს.

– რატომ ამერიკული? მშობლიური, რუსული. ჩემი ლენოჩკა ბაუმანის სახელობის ინსტიტუტში


სწავლობს, რადიოფიზიკოსია და ასეთ „ფინტიკლუშკებზე“ მუშაობს, რა თქმა უნდა, ჩემი
მხარდაჭერითა და დახმარებით და, დიდი წარმატებითაც ართმევს თავს ამ ყველაფერს.

მუხინს ესემესი მოუვიდა. მან ტელეფონს დახედა, ერთხანს ყურადღებით აკვირდებოდა, შემდეგ
შჩუკინს უჩვენა და ჰკითხა:

– ვიტია, ამ მობერებულ და შეცვლილ როჟებს თუ იცნობ?

შჩუკინი ყურადღებით დააკვირდა „აიფონის“ ეკრანს და თქვა:

– თუ არ ვცდები და, მგონია რომ, არ ვცდები, ეს სუბიექტები ჰასან ალ-ზორია და მუჰამედ


კორდუში არიან.

– კი, ეგენი არიან, – დაადასტურა მუხინმა, – ჩემმა ლენოჩკამ პაროლით მომწერა, რომ ჩვენი
ბომბისტები მათ შარდენის ქუჩაზე, ღია კაფეში ხვდებიან და, სავარაუდოდ, ატომური ჩემოდნის
შესახებ ელაპარაკებიან.

– ჰო, აი, ეს კი უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა და, თუკი მათ „მოსადი“, „ცეერუ“ ან სხვა
მსგავსი უწყება არ აზით კუდზე, ჩვენი მისია უკიდურესად რთულდება, – თქვა შჩუკინმა.

– მთელი ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების სრული მობილიზაცია გვმართებს. ეს


უსერიოზულესი ტერორისტები მარტო არ ჩამოვიდოდნენ თბილისში. ესეც შენი ნაქები
ამერიკული ან ისრაელური დაზვერვა! რომ ჰკითხო, გამალებული ეძებენ ტერორისტებს მთელ
მსოფლიოში, ისინი კი შარდენის ქუჩაზე, ღია კაფეში სხედან და ატომურ იარაღს ყიდულობენ, –
თქვა მუხინმა.

– რა იცი, იქნებ, კიდეც ვინმე აზის კუდზე? – თქვა შჩუკინმა, რაზეც მუხინმა მიუგო:

– მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ. ამაში დარწმუნებული ვარ.

ჰასან ალ-ზორია და მუჰამედ კორდუში მსოფლიოს მასშტაბით, ეგრეთ წოდებული


ცირკულარით იძებნებოდნენ. ისინი საბჭოთა კავშირის მიერ იყვნენ გაწვრთნილები და ამ
ცოდნა-გამოცდილებას ისრაელის წინააღმდეგ იყენებდნენ; მოგვიანებით საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ იბრძოდნენ ავღანეთში და მათ ამერიკა აიარაღებდა და აფინანსებდა, ბოლოს კი ბინ
ლადენს მიემხრნენ, მის ორგანიზაციაში უაქტიურეს როლს ასრულებდნენ და რამდენიმე
სისხლიან ტერორისტულ აქტში ჰქონდათ მიღებული მონაწილეობა. ყოველივე ამის გამო, ორივე
ტერორისტი უკიდურესად საშიში იყო და მათთან და მათ კოლეგებთან გამკლავება უდიდეს
სირთულეს წარმოადგენდა.

– კოკი, ხომ ხარ ფორმაში? – მკითხა შჩუკინმა და ჩემს პასუხს არ დაელოდა, – შენ ახლა ისეთი
მობილიზებული, შემართული და მიზანსწრაფული უნდა იყო, როგორც არასდროს. ჩვენ,
მოხუცებიც ყველაფერს ვიღონებთ, მაგრამ, ძირითადი სამუშაოს შესრულება, ჩემი ვარაუდით,
შენ მოგიწევს.

– რას იზამ, ჩემი პროფესია ეს არის, გავიხსენოთ წარსული და დროებით საბჭოთა კავშირში
დავბრუნდეთ, – ვთქვი მე.

– ზუსტად ათიანში გაარტყი, – მითხრა შჩუკინმა, – შემსრულებლები, სამიზნე, მოქმედების


არეალი – ყველაფერი, გარდა ლენოჩკასი, საბჭოურია და, მართლაც რომ საბჭოთა კავშირში
ვბრუნდებით.

„ჰმ, მოქმედების არეალი როგორაა საბჭოური, როდესაც დამოუკიდებელ საქართველოში ვართ?


არა, რა! რუსი – რუსია, განსაკუთრებული ტიპაჟი. სადაც ერთხელ მაინც დადგამს ფეხს, ის
ადგილი თავისად მიაჩნია. რა თქმა უნდა, შჩუკინი და მუხინი კარგი ხალხია და მათ ბოლომდე
ვენდობი, მაგრამ, დიდმპყრობელური სული მათშიც გვარიანად ცოცხლობს“, – გავიფიქრე
გუნებაში, შჩუკინს კი ვუთხარი:

– სულ რაღაც ორიოდე საათით დაგტოვებთ, იმედია, ჩემ მოსვლამდე, განსაკუთრებული


არაფერი მოხდება.

– ალბათ, უნდა მოემზადო, ხომ? – მკითხა მუხინმა.

– დიახ. საჭირო რეკვიზიტებსა და აღჭურვილობას ავიღებ და შემოგიერთდებით. წავედი.


დროებით! – მივუგე გენერლებს, შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი, შინისკენ გავემართე და ჩემს შვილებსა
და ჩემს დობილ ნატას ვუთხარი, რომ სამიოდე დღე სახლში არ მივიდოდი.

– ალბათ, განმარტოება გინდა, ჩემო კოკი, – მითხრა ნატამ, – მესმის შენი. წადი და იგლოვე შენი
მერიკო, ჩვენ კი შენს დაბრუნებას დაველოდებით.

ჩემებს ეგონათ, რომ ჩვენს ახლად აშენებულ ბინაში მივდიოდი, სადაც მერისთან ერთად
ცხოვრება არ მეღირსა. მე კი კონსპირაციულ ბინაში წავედი და სპეციალური სამოსი ჩავიცვი,
რომელიც გარეგნულად ჩვეულებრივ ტანსაცმელს ჰგავდა, სინამდვილეში კი განსაკუთრებული
ტევადობითა და გამძლეობით გამოირჩეოდა. შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღები და სხვა საჭირო
აღჭურვილობა ავიღე და გენერლებს პირდაპირ სასტუმროს ნომერში ვეახლე.
ლენოჩკას მახვილგონივრული მოწყობილობის მეშვეობით, სასტუმროს ნომერი გულდასმით
იქნა გამოკვლეული, იქ მოსასმენი აღჭურვილობა არ აღმოჩნდა, ამიტომ თავისუფალი საუბრის
საშუალება გვქონდა და, რომ მივედი, მუხინმა თავისი უმშვენიერესი შვილიშვილი გამაცნო და
მითხრა:

– გაიცანი, ეს ჩემი ლენოჩკაა.

– კოკი, – ვთქვი და ლენოჩკას ხელზე ვეამბორე, მან კი გამიღიმა, რევერანსი გააკეთა და მომიგო:

– ელენა.

– თქვენ მართლაც რომ ელენასავით მშვენიერი ხართ, – ვუთხარი გოგონას.

ლენოჩკას აშკარად ესიამოვნა ჩემი სიტყვები და მადლობა გადამიხადა, შემდეგ კი თქვა:

– ახლა კი, ბიძია და ბაბუებო, ჩემი ანგარიში მოისმინეთ: ბომბისტებმა, როგორც ლოსევსა და
კოტოვს უწოდა გენერალმა მუხინმა, იმ ორ მამაკაცს ხვალ, დღის ორ საათზე, მეტეხის პლატოზე
დაუნიშნეს შეხვედრა. მართალია, ისინი აშკარად პაროლებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ, ვფიქრობ,
რომ იმ შეხვედრაზე ფულისა და ბომბის გაცვლის დროსა და ადგილზე უნდა შეთანხმდნენ.

– სულ ეს იყო თქვენი დღევანდელი მონაგარი, პატივცემულო ელენა? – ჰკითხა მუხინმა


შვილიშვილს. მან კი მიუგო:

– არა, ბატონო თადარიგის გენერალო. მე, იმ ორ სუბიექტს გავყევი და მათი საცხოვრებელი


მისამართი დავადგინე. შემდეგ ყურადღებით შევისწავლე ის კვადრატი და აღმოვაჩინე, რომ მათ
მიერ დაქირავებული სახლის სიახლოვეს აი, ამ ქვეყნის საელჩო მდებარეობს, რაც საგულისხმო
დასკვნების გაკეთებისკენ მიბიძგებს.

– მაინც, რა საგულისხმო დასკვნები გააკეთე, ლენოჩკა?

– თუ ლოგიკა არ მღალატობს, ტერორისტებს სწორედ ამ საელჩოს მფლობელი ქვეყანა


მფარველობს. ფულის დიდ რაოდენობასაც, სავარაუდოდ, ისინი შემოიტანდნენ დიპლომატიური
ბარგით, რომელიც არ იჩხრიკება და ალბათ, ბომბის გატანასაც იმავე გზით შეეცდებიან. თითქმის
ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ნაქირავებ სახლსა და საელჩოს შორის საიდუმლო
გვირაბია გათხრილი და მასში გაცხოველებული მოძრაობებია, – თქვა ლენოჩკამ და მშვიდად
გადმოგვხედა.

– ფულის შემოტანა შეიძლება დიპლომატიური ბარგით, მაგრამ, ატომურ ბომბს როგორ


გაიტანენ? როგორც ვიცი, ნებისმიერი ბარგი, მათ შორის დიპლომატიურიც, სპეციალურ,
რადიაციულ „საცერში“ ტარდება და ელექტრომოწყობილობა ბომბს აღმოაჩენს, – ვთქვი მე.

– სამწუხაროდ, ჩვენს ჩემოდანს ვერ აღმოაჩენს. ეს ფაქტორი თავიდანვე გაითვალისწინეს და ის


ისეთი ნივთიერებებისგან დაამზადეს, რომ ნებისმიერ მოწყობილობას ატყუებს, – განმიმარტა
შჩუკინმა და დაამატა: – მაგრამ, საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, ასე რომ
მოხდეს, ყველაფერი მანამდე უნდა დასრულდეს.
– ეგ კი, ბიძია და ბაბუებო, თქვენს ვაჟკაცობასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.
სამწუხაროდ, ბაბუაჩემმა არც იარაღს გამაკარა და არც ხელჩართული ბრძოლის, ცხვირ-პირის
მტვრევის ხელოვნებას მაზიარა, მხოლოდ ტექნიკური მხარით შემოიფარგლება ჩემი ფუნქციები,
– თქვა ლენამ და მუხინს საყვედურით შეხედა.

– აბა, რა შენისთანა გოგონას საქმეა კაცის კვლა და ჩხუბი, ლენოჩკა? – უთხრა მუხინმა
შვილიშვილს, – და საერთოდ, გთხოვ, რომ ამაზე ლაპარაკს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა
მოეღოს.

– რატომ, ვისზე ნაკლები ვარ?

– იმიტომ, რომ ასეა საჭირო.

– ასეთი პასუხი არ მაკმაყოფილებს. ასე ისინი პასუხობენ, ვისაც არგუმენტები არ აქვს, – თქვა
განაწყენებულმა ლენოჩკამ და ბაბუა, გამოაჯავრა: – „იმიტომ, რომ ასეა საჭირო“...

– სწორედაც რომ ასეა საჭირო, – გაიმეორა მუხინმა, – გაიგე, სულელო, რომ, შეიძლება, მოგკლან,
ან – შენ მოკლა. ახლა გესმის?

– არა, არ მესმის, – თქვა ლენაჩკამ და რაღაცის დამატება უნდოდა, მაგრამ, მათ ჩხუბში შჩუკინი
ჩაერია და თქვა:

– ახლა ნამდვილად არ არის ხჩუბის დრო. მოდი, დავსხდეთ, ყველაფერი გულდასმით


გავაანალიზოთ და მოქმედების ისეთი გეგმა შევიმუშაოთ, რომ, თუ ბოროტმოქმედებს ვერ
მოვიხელთებთ, ბირთვული ჩემოდანი მაინც არ წაგვივიდეს ხელიდან.

შჩუკინის სიტყვებმა მაგიურად იმოქმედა მუხინებზე და კამათი შეწყვიტეს. შემდეგ კი ოთხივე


დავსხედით და მოვლენების განვითარების ყველა მოსალოდნელი ვარიანტი განვიხილეთ.
ბოლოს მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ, როლები გავინაწილეთ და ადგილები დავიკავეთ:
ლენოჩკას კვლავ მოსმენა, თვალთვალი და ინფორმაციის დროული მოწოდება ევალებოდა;
ბაბუამისს, გენერალ ანდრეი მუხინს, შვილიშვილი უნდა დაეზღვია და, საჭიროების
შემთხვევაში, მის დასაცავად აქტიური ჩარევის ხერხები უნდა გამოეყენებინა; მე ცენტრალური,
დამრტყმელი ძალის ფუნქცია დამეკისრა და ყველა და ყველაფერი უნდა გამენადგურებინა, ვინც
ბირთვული ჩემოდნის ხელში ჩაგდებას მოინდომებდა; შჩუკინს ჩემი მეწყვილის ფუნქციები
უნდა ეკისრა და ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო შემთხვევაში აქტიურად დამხმარებოდა.
შემუშავებული გვქონდა ერთი სათადარიგო ვარიანტიც, რომელიც უკიდურეს მომენტში უნდა
აგვემოქმედებინა, თუკი საკუთარი ძალებით ვერ მოვახერხებდით ბომბის ხელში ჩაგდებას –
ასეთ შემთხვევაში, საქართველოს უშიშროების სამსახურში ვგზავნიდით სასწრაფო
შეტყობინებას, რომელშიც ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია იქნებოდა და ამგვარად
შევეცდებოდით ატომური ბომბის ტერორისტებისთვის მიყიდვის ხელის შეშლას. მაგრამ, ეს იყო
უკიდურესი შემთხვევა და, იმედი გვქონდა, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა.
ანტიტერორისტული ოპერაციის პირველ ღამეს სასტუმროს ნომერში ვიმყოფებოდით. ლენოჩკა
საწოლზე იყო წამოწოლილი, ყურსასმენი ეკეთა და ბომბისტებს უსმენდა, რომლებსაც, გოგონას
თქმით, ეძინათ. უცებ, ლენოჩკა ზეზე წამოიჭრა, შუბლზე ხელი შემოირტყა და წამოიძახა:

– მოგვატყუეს! ბომბისტები სასტუმროს ნომერში არ იმყოფებიან! სავარაუდოდ, ათი-თხუთმეტი


წუთის წინ დატოვეს იქაურობა.

– ხომ არაფერი გეშლება, შვილო, ასე რატომ ფიქრობ? – ჰკითხა გენერალმა მუხინმა შვილიშვილს.

– არ მეშლება, ჩემმა ხელსაწყომ ბომბისტების ნომერში ადამიანის არარსებობა დაადასტურა. ჩემი


სენსორული სისტემა ისეა აწყობილი, რომ ადამიანის ბიორიტმების ყველაზე მცირე იმპულსსაც
იჭერს და მოსასმენი „ლიპუჩკა“ ადამიანის გარდა სხვა, ნებისმიერ არსებას რომ მიაწებო,
ყველაფერს უტყუარად აჩვენებს. დაღლილობისგან ჩამთვლიმა და ამის გამო გამომეპარა მათი
სასტუმროდან გასვლის მომენტი. როგორც ჩანს, ისინი სხვა სამოსით გავიდნენ გარეთ... რა
სულელი ვარ, ეს როგორ დამემართა?! – გოგონამ სიმწრისგან ტუჩების კვნეტა დაიწყო.

– არა უშავს, ვერსად წაგვივლენ, – თქვა შჩუკინმა, – არა მგონია, რომ მათ თვალთვალი შეამჩნიეს
და გაგვეპარნენ.

– აბა, ასე გვიან სად უნდა წასულიყვნენ? – იკითხა მუხინმა.

– ატომურ ბუნკერში, – მივუგე მუხინს, – როგორც ეტყობა, მათ დაგეგმილი აქვთ ჩემოდანი ამაღამ
აიღონ და სასტუმროს ნომერში შეინახონ, ხვალ კი გაცვლის ოპერაციას განახორციელებენ, ფულს
აიღებენ და გაუჩინარდებიან.

– მეც მასე ვფიქრობ, – თქვა შჩუკინმა და დაამატა: – მოკლედ, ასე უნდა მოვიქცეთ, მე და კოკი
ბუნკერში წავალთ, ბაბუა და შვილიშვილი კი აქ დარჩებით და, თუ ბომბისტები გამოჩნდებიან,
გვაცნობებთ.

მე და შჩუკინი ლენოჩკას მიკრორაციებით აღვიჭურვეთ, რომ უწყვეტი კავშირი გვქონოდა


მუხინებთან. შემდეგ იარაღი სრულ მზადყოფნაში მოვიყვანეთ და სასტუმროს ნომერი
დავტოვეთ.

შავი ფერის „ოპელს“ მე ვმართავდი, შჩუკინი კი გვერდით მეჯდა. ჩვენ საბურთალოს


სასაფლაოზე ავედით, მანქანა შესასვლელის შორიახლოს გავაჩერეთ და ფეხით ავუყევით
სასაფლაოებს, თან ვფრთხილობდით, რომ ბომბისტებს არ შევფეთებოდით.

– ნეტავ, რომელი შესასვლელით ისარგებლებენ? – იმეორებდა შჩუკინი, თან ნელა მიიკვლევდა


გზას საფლავებს შორის.

– ვითომ, აქ წამოვიდნენ? – დავეჭვდი მე.

– ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ.

– თქვენ ხომ თქვით, რომ ერთი შესასვლელი შენობიდანაა. იქიდან როგორ შევიდოდნენ, იქ ხომ
ახლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობაა, დაცვა დგას?!
– რა იცი? პროფესიონალები არიან და რამეს მოიფიქრებდნენ, – მითხრა შჩუკინმა, შემდეგ ერთ-
ერთ საფლავთან შეჩერდა, რომელიც ფოლადის უზარმაზარ გალიაში იყო ჩასმული და თქვა: –
აი, ეს არის გარე შესასვლელი.

ფოლადის გალიის კარი საიმედოდ იყო ბოქლომით ჩაკეტილი და, რომ შევამოწმეთ,
დავრწმუნდით, ხელი, არ ჰქონდა ნახლები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ შესასვლელით არავის
ესარგებლა.

– აქაურობა სუფთაა და, თუკი ბომბისტები ბუნკერში შევიდნენ, სავარაუდოდ, იქ შენობიდან


შეაღწიეს, – თქვა შჩუკინმა, შემდეგ ბოქლომი „ატმიჩკით“ გახსნა, გალიაში შევედით და მითხრა,
– ახლა კი საფლავში ჩავძვრეთ.

ცრუ საფლავი ვინმე უშანგი კარლოს ძე ხვინგიაძეს ეკუთვნოდა, შჩუკინმა საფლავის ქვის ქვეშ
ხელი შეყო და რაღაც გადასწია, ქვა მაშინვე გვერდზე გაიწია და კიბეები გამოჩნდა.

– აბა, ჩემო კოკი, წავედით! გული მიგრძნობს, რომ ბომბისტები უკვე იქ არიან და უნდა
ვიჩქაროთ. ჩვენ ვიცით და ჩვენმა ვაჟკაცობამ!

მე და შჩუკინი ფრთხილად ჩავედით საფლავში, ხუფი უხმაუროდ ჩავკეტეთ და ნესტიან გვირაბს


გავუყევით. ორასიოდე მეტრი რომ გავიარეთ, რკინის ორმაგი, დაჯავშნილი კარი გამოჩნდა და
ვიქტორ იაკოვლევიჩმა ჩურჩულით მითხრა:

– ჩვენი საიდუმლო, ატომური თავგადასავალი ზესახიფათო ფაზაში შედის. ამ კარს მიღმა,


შესაძლოა, დიდი ამბები დატრიალდეს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

– მე ყოველთვის ყველაფრისთვის მზად ვარ. აქამდე ჯერ ბედს არ უმუხთლია და, იმედია, არც
ამჯერად მიმუხთლებს, – მივუგე შჩუკინს და პისტოლეტი მოვიმარჯვე.

– იმედია, – თქვა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, მანაც მოიმარჯვა პისტოლეტი. შემდეგ მძიმე კარს
მიაწვა, რომელიც უხმაუროდ გაიღო და ჩვენ სეიფიან ბუნკერში შევედით, რომელშიც ატომური
ჩემოდანი ინახებოდა.

ატომური ბუნკერი ასი კვადრატული მეტრის ორი ოთახისგან შედგებოდა. სეიფი დიდი ოთახის
ბეტონის კედელში იყო ჩამონტაჟებული, პატარაში კი რკინისგან დამზადებული კედლის
თაროები, მაგიდა და სკამები იყო განლაგებული. თაროებზე ანტირადიაციული სამოსი და
აირწინაღები ინახებოდა, ხოლო მაგიდის უჯრებში – რადიაციის გამზომი, დოზიმეტრული
ხელსაწყოები ელაგა. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ მიწისქვეშა ბუნკერში ნესტის ნატამალიც
არ იგრძნობოდა, არც ციოდა, არც ცხელოდა და სტაბილური ტემპერატურა იდგა, რაც იმაზე
მიუთითებდა, რომ იქ ტემპერატურის რეგულატორი მოქმედებდა. ამან საკმაოდ გამაკვირვა და
შჩუკინს ვუთხარი:

– ეს ბუნკერი ოფიციალურად არ ფუნქციონირებს და რამდენიმე ათეული წელია, არავინ უვლის,


აქ კი ყველაფერი მუშა მდგომარეობაშია.
– ეს, არცაა გასაკვირი, კოკი. ამ ბუნკერს ავტონომიური მომსახურება აქვს, რომელიც ნახევარ
საუკუნეზეა გათვლილი და ასეთი ატმოსფერო აქ კიდევ კარგა ხანს იქნება, თუ, რა თქმა უნდა,
ვინმე უხეშად არ ჩაერია, – მომიგო შჩუკინმა, – აშკარაა, რომ ბომბისტები აქ ჯერ არ ყოფილან,
მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მალე მოვლენ და უნდა დაველოდოთ.

მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი პატარა ოთახში ჩავსაფრდით და ბიძა-ძმისშვილის დასახვედრად


მოვემზადეთ. მართლაც ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ლოსევი და კოტოვი გამოჩნდნენ.
ისინი დიდი ოთახის კედლიდან შემოვიდნენ, რომელიც უხმაუროდ გაიღო და ასევე დაიკეტა.

– ოთხივე ტრუპი თითქმის საიმედოდ გადავმალეთ, მაგრამ თუ ისინი შემთხვევით მაინც


აღმოაჩინეს, ჩვენი ამოცანა გართულდება, – უთხრა კოტოვმა ბიძამისს, მან კი ძმისშვილს
დამცინავად მიუგო:

– შენ გადამეტებული წარმოდგენა გქონია ქართველ სამხედროებზე. კიდეც რომ აღმოაჩინონ ჩვენ
მიერ დახოცილები, რას მიხვდებიან, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს?

– კინოლოგები რომ გამოიძახონ, ძაღლი კვალს აიღებს და მოგვედავებიან:

– ჩვენ კი არა, კედელს მიადგებიან და ისევე წავლენ, როგორც მოვლენ. კედელს ვერ გააღებენ და,
დარწმუნებული ვარ, ვერც კი გაიაზრებენ, რომ აქ ბუნკერია. და, საერთოდაც, ლაყბობას მოეშვი,
ჩემოდანი გამოვიღოთ და მოვუსვათ.

– მოვუსვათ, მაგრამ მეორე გზა თუ არ იცი, აქედან როგორ გავალთ.

– ღმერთო ჩემო, რა ბრიყვი ხარ, რა გეშველება! ეს იქიდან შემოსასვლელი არ ვიცი. უფრო


სწორად, ის არ ვიცი, ვისი საფლავიდან უნდა ჩამოვიდე გვირაბში. აქედან კი, – ლოსევმა ჩვენი
ოთახისკენ გამოიშვირა ხელი, – აი, იმ კარიდან გავალთ და გვირაბი გასასვლელთან მიგვიყვანს.
მოკლედ, მოვრჩეთ ბაზარს, სეიფს გავხსნი და აქედან დროზე დავაწვეთ.

ლოსევმა სეიფის გახსნა რომ დაიწყო, შჩუკინმა მიჩურჩულა:

– ყველაფერი კარგად მიდის. როგორც კი ჩემოდანს გამოიღებენ და ჩვენკენ წამოვლენ, ორივეს


ჯერ ფეხებში ვესროლოთ, შემდეგ ხელებში და ჩემოდანი უპრობლემოდ ავიღოთ.

– კარგი, – მივუგე შჩუკინს და მეორე ოთახს მივაპყარი მზერა.

ლოსევმა ჩემოდანი გამოიღო, იატაკზე დადო, რომ ძმისშვილისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ
პისტოლეტმომარჯვებულ კოტოვს წააწყდა, რომელსაც იარაღი მისთვის ჰქონდა მიშვერილი.

– ხუმრობ, ძმისშვილო?

– სულაც არა, ბიძაჩემო.

– აბა, ეს ყველაფერი რას ნიშნავს?


– იმას, რომ ამ ჩემოდანს მხოლოდ მე გავყიდი და ორმოცდაათი მილიონ დოლარსაც ჯიბეში
ჩავიდებ.

– რა სისულელეს როშავ? ფულს შენ უჩემოდ არავინ მოგცემს. ხუმრობას მოეშვი და ჩქარა, აქედან
გავიდეთ.

– მე არ ვხუმრობ. არ გაინძრე, თორემ, მოგკლავ!

– გაგიჟდი? ოცდახუთი მილიონი დოლარი არ გეყოფა?

– ორმოცდაათი უკეთესია, – თქვა კოტოვმა. შემდეგ ბიძამისს შუბლი გაუხვრიტა, ჩემოდანს ხელი
დაავლო და მეორე ოთახისკენ წამოვიდა, პისტოლეტი კი შეინახა.

– ამ ნაბიჭვარს მე ავიყვან! – ვუჩურჩულე შჩუკინს და კოტოვი ფოლადის კარადას რომ გამოსცდა,


კეფაში პისტოლეტის ტარი ჩავარტყი და იატაკზე დავაგდე. შჩუკინმა ატომური ჩემოდანი აიღო
და განზე გადგა. მე კი გათიშული კოტოვი სრულიად განვაიარაღე, შემდეგ ხელბორკილით
ფოლადის ძელზე მივაბი, გამოვაფხიზლე და ვუთხარი:

– რა ღორი ყოფილხარ, ამდენი ფული რა თავში სახლელად გინდა?

კოტოვმა აქეთ შემომიტია:

– სიცოცხლე მოგბეზრდა? იცი, ვინ ვარ?

– რიგითი ნაძირალა ნაბიჭვარი, რომელმაც თავისნაირივე ნაძირალა ნაბიჭვარი მოკლა, – მიუგო


კოტოვს შჩუკინმა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენ აქ როგორ მოხვდით? – გაოცდა კოტოვი.

– რა, არ გეპიტნავა?

– ამხანაგო გენერალო, ჩემოდანი დამიბრუნეთ, ამხსენით და, პირობას გაძლევთ, სულ რაღაც
სამიოდე საათში ოცდახუთი მილიონი დოლარი გედებათ ჯიბეში.

– პისტოლეტიც ხომ არ დაგიბრუნოთ, ჩვენი იარაღებიც ხომ არ ჩაგაბაროთ და თავებიც ხომ არ


დაგახოცვინოთ? – ვუთხარი კოტოვს, შჩუკინმა კი დაამატა:

– კოტოვ, სად და როდის უნდა შეხვდეთ ტერორისტებს?

– ტელეფონზე უნდა დამერეკა და დრო და ადგილი მე უნდა დამენიშნა.

– იმ ორის გარდა, სხვებიც აქ არიან?

– ჩვენ, მხოლოდ ორთან გვაქვს კონტაქტი, თუმცა, ბიძაჩემი დარწმუნებულია, რომ ისინი აქ
გაცილებით მეტნი არიან და მათ ამ ქვეყნის (კოტოვმა ერთ-ერთი ქვეყანა ახსენა) საელჩო
მფარველობს და მალავს.
– დარწმუნებული იყო. ბიძაშენი ხომ მკვდარია, – გავუსწორე კოტოვს და ვკითხე: – ჩემოდანს
ფულზე ეგრევე ცვლიან?

– დიახ, დიახ. ეგრევე, – იმედი მიეცა კოტოვს, – მე არც ისეთი ნაძირალა ვარ, როგორც თქვენ
გგონიათ. ბიძაჩემი იმიტომ მოვკალი, რომ ნაძირალა იყო და, რომ არ დამესწრო, თვითონ
მომკლავდა.

– ორივე ერთ თარგზე ხართ მოჭრილი, – ვუთხარი კოტოვს და შჩუკინს ვკითხე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. ჩემოდანი ჩვენს ხელთაა და, მგონი,
დროა, ბიძამისს მივუწვინოთ გვერდით, თორემ, ნანახი ვყავართ და ჩაგვაგირავებს.

– მიდი, – მოკლედ მომიგო შჩუკინმა და მიუხედავად იმისა, რომ კოტოვი ისტერიკულად


აკივლდა და გვარწმუნებდა, არ გაგყიდითო, ჩემ მიერ ნასროლმა ტყვიამ მას შუბლი გაუხვრიტა...

– ახლა რა ვქნათ? – ვკითხე შჩუკინს და წელში გამაცია, რადგან მას პისტოლეტი ჰქონდა ჩემთვის
მოშვერილი, ხოლო მე კი იარაღი შენახული მქონდა და თადარიგის გენერალს სროლას ვერ
დავასწრებდი.

– გაგიკვირდა? – მკითხა შჩუკინმა.

– არ მჯერა, რომ თქვენ ჩემს მოკვლას აპირებთ... ეს ყველაფერი კოშმარული სიზმარი მგონია, –
გულწრფელად მივუგე შჩუკინს. მართლაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ ის მე ფულის გამო
სიცოცხლეს გამომასალმებდა.

– და, მაინც, ეს რეალობაა. ხომ გაგიგონია, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო. ორმოცდაათი მილიონი
დოლარი იმდენი ფულია, რომელიც ყველა სურვილს შემისრულებს, მე კი ძალიან ბევრი
სურვილი მაქვს.

– მუხინებიც წილში არიან?

– არა.

– ესე იგი, თქვენ მათი მოკვლაც მოგიწევთ?

– შეიძლება, მომიწიოს.

– ასეთ რამეს თქვენგან არანაირად არ მოველოდი, საკუთარი თავივით გენდობოდით. თქვენ კი


სულ სხვანაირი ყოფილხართ.

– გეხუმრე, კოკი. ჩვენს სახიფათო თამაშში მოულოდნელობის ელემენტი შემოვიტანე, თან, კიდევ
ერთხელ შეგამოწმე და დავრწმუნდი, რომ კარგი კაცი ხარ, – მითხრა შჩუკინმა და პისტოლეტი
შეინახა. შემდეგ შეტრიალდა და ბირთვული ჩემოდნით ხელში გვირაბს გაუყვა.

შჩუკინს უხმოდ გავყევი უკან და იმაზე ფიქრიც არ მინდოდა, გენერლის საქციელი მართლა
ხუმრობა-გამოცდა იყო თუ წამიერი სისუსტე...
უშანგი ხვინგიაძის საფლავიდან რომ ამოვედით, შჩუკინმა მითხრა:

– მართალია, ჩვენი ძირითადი მიზანი მიღწეულია და ბირთვული ჩემოდანი ხელთ გვაქვს,


მაგრამ, არანაკლებ საპასუხისმგებლო და საკმაოდ სახიფათო საქმეები დაგვრჩა მოსაგვარებელი.
პირველ ყოვლისა, ეს ჩემოდანი „მაგატეს“ უნდა ჩავაბაროთ და დავრწმუნდეთ, რომ ბირთვული
იარაღი პატიოსან და საიმედო ხელში მოხვდა. გარდა ამისა, ტერორისტების გაშვება არ
შეიძლება, ისინი პატრონს უნდა ჩავაბაროთ.

ჩვენ ჯერ სასტუმროში მივედით და ლენოჩკა მუხინამ გვითხრა:

– ტერორისტების ლაპარაკიდან ირკვევა, რომ ისინი აქ მარტო არ ჩამოსულან და სავარაუდოდ,


მათ მთელი ჯგუფი ახლავთ.

– ჰო და ჯერ ისინი უნდა გავანეიტრალოთ, შემდეგ კი ეს ჩემოდანი ჩავაბაროთ პატიოსან ხალხს, –


თქვა შჩუკინმა და ბირთვული ჩემოდანი მაგიდაზე დადო.

– ვიტია, გადავიდე ოპერაციის შემდეგ ფაზაზე? – ჰკითხა მუხინმა შჩუკინს.

– გადადი, – თქვა შჩუკინმა.

ანდრეი ლუკიჩმა ამერიკულ „ცეერუსა“ და საქართველოს ანტიტერორისტულ ცენტრს


ერთდროულად გადაუგზავნა ცნობილი ტერორისტების, ჰასან ალ-ზორიას და მუჰამედ
კორდუშის შარდენის ქუჩაზე გადაღებული სურათები, რომლებსაც შესაბამისი ტექსტიც
დაურთო. ტექსტში დაწვრილებით ეწერა ყველა ინფორმაცია, რაც კი ატომურ ჩემოდანს,
ტერორისტებსა და მინიბომბით მოვაჭრეებს შეეხებოდა. გზავნილის ბოლოს ეწერა:
„გლობალისტ-ჰუმანისტები“.

– ესეც ასე, ქსივა გაგზავნილია, – თქვა გენერალმა მუხინმა, როდესაც გაგზავნა დაასრულა, – ახლა
კი შეფუცხუნდებიან ჩვენი ქართველი და ამერიკელი კოლეგები და, იმედია, ტერორისტებს
საიმედოდ დააბინავებენ.

– იმედია, – გაიმეორა შჩუკინმა, – ახლა კი ჩემოდანი ჩავაბაროთ პატიოსან ხალხს.

იმ პერიოდში თბილისში, ატომური უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული


საერთაშორისო კონფერენცია იმართებოდა. მას „მაგატეს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, საიმონ
ვილსონი ესწრებოდა, რომელსაც პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა. თუმცა ის
ამერიკელი იყო, მას არც ამერიკელები სწყალობდნენ და არც რუსები. შჩუკინმა ეს იცოდა,
ყველაფერი წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული და თქვა:

– მე და კოკი ვილსონს შევხვდებით, მუხინები კი დაგვაზღვევთ.

მე მუხინებსა და შჩუკინს გარეგნობა შევუცვალე, შემდეგ თვითონაც შევიცვალე გარეგნობა და


ვთქვი:

– შეგვიძლია, ოპერაციის დამაგვირგვინებელ ეტაპზე გადავიდეთ.


– წავედით. ღმერთი გვფარავდეს, – თქვა შჩუკინმა, მანქანაში ჩავსხედით, რომელსაც ლენოჩკა
მართავდა და რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო „მარიოტისკენ“ გავემართეთ, სადაც
საიმონ ვილსონი იყო დაბინავებული.

მუხინებმა მანქანა ალექსანდრეს ბაღსა და „მარიოტს“ შორის ჩასახვევში გააჩერეს, ატომური


ჩემოდანი დაიტოვეს და გამოგვისტუმრეს.

მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი „მარიოტში“ შევედით და პორტიეს ინგლისურად ვკითხე:

– მისტერ საიმონ ვილსონს ვეძებთ, ვერ დაგვეხმარებით?

ვილსონი იმავე ნომერში ცხოვრობდა, სადაც ერთი ღამე ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა
გაათენა. ამიტომ, პორტიე მიხვდა, თუ ვის ვეძებდით, თითი მარცხნივ გაიშვირა და ამ ტიპის
მოხელისთვის დამახასიათებელი ღიმილითა და თავაზიანობით მომიგო:

– ბატონი ვილსონი კაფეში ზის და ტკბილეულს მიირთმევს, აი, იქ, ვიტრინასთან.

ჩვენს ბედად ვილსონი მარტო იმყოფებოდა და უზარმაზარ შოკოლადის ნამცხვარს ყავას


აყოლებდა. ჩვენ მის მაგიდას მივუახლოვდით და შჩუკინმა ინგლისურად უთხრა:

– გამარჯობა, ბატონო ვილსონ, შეიძლება, შემოგიერთდეთ?

– დაბრძანდით და გისმენთ. გეტყობათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ ჩემთან, –


სერიოზული სახით მოგვიგო ვილსონმა.

– რაზე შეგვატყვეთ? – გაუკვირდა შჩუკინს.

– რესპექტაბელურ გარეგნობაზე. მერწმუნეთ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისეთი


გამოცდილება მივიღე, რომ ადამიანების ამოცნობა თითქმის პროფესიად გადამექცა.

– და, მაინც, თქვენს გაოცებას შევეცდებით დარწმუნებული ვარ, ჩვენი ვიზიტის მიზანს ვერ
მიხვდებით.

– აბა, ბრძანეთ, გაგვაოცეთ, – გაიღიმა ვილსონმა და გვკითხა, – რამეს ხომ არ მიირთმევთ?

– არა, გმადლობთ, – თქვა შჩუკინმა, პაუზა გააკეთა და დაიწყო, – მისტერ ვილსონ, თქვენ
მიუკერძოებელი, პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვთ და სწორედ ამიტომ მოგმართეთ.

– გმადლობთ კომპლიმენტისთვის. საქმეზე გადადით.

– მისტერ ვილსონ, ჩემთვის ცნობილია ერთი ისტორია, რომელსაც ლამის თქვენი სიცოცხლე
შეეწირა, თუმცა კარგი, პატიოსანი და მიუკერძოებელი ადამიანის იმიჯი დაგიმკვიდრდათ.

– რას გულისხმობთ?

– რას და, როდესაც საბჭოთა კავშირმა და შეერთებულმა შტატებმა ბირთვული ქობინების


შემცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და ქობინების განადგურებას შეუდგნენ, თქვენ იმ
საერთაშორისო მეთვალყურეების კომისიას ხელმძღვანელობდით, ვისაც ამის კონტროლი
ევალებოდა. მაშინ თქვენ ამერიკელები ხელშეკრულების დარღვევაში ამხილეთ და გადამალული
თორმეტი ქობინი აღმოუჩინეთ. ამის გამო კი მათ მკვლელი მოგიგზავნეს და, მართალია, მძიმედ
დაიჭერით, მაგრამ, მაინც გადარჩით.

– კი, იყო ასეთი შემთხვევა. მკვლელის ნასროლი ტყვია ჩემს გულს მილიმეტრით ასცდა, –
ვილსონმა გულზე დაიდო ხელი, – თქვენ ასე დაწვრილებით საიდან იცით ეს ამბები და,
საერთოდ, ვინ ბრძანდებით?

– ჩვენ, ასე ვთქვათ, გლობალისტ-ჰუმანისტები ვართ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, მისტერ


ვილსონ. მე და ჩემმა მეგობრებმა საკმაოდ შრომატევადი სამუშაო ჩავატარეთ და მინი-ატომური
ბომბის ტერორისტებისთვის მიყიდვის ფაქტი აღვკვეთეთ. ბომბი ჩემოდანშია. ბირთვული
ჩემოდანი კი საიმედოდაა გადამალული და თქვენ იმიტომ მოგმართავთ, რომ ეს ჩემოდანი
გამოგვართვათ და მისი არასაიმედო ხელში მოხვედრის საშიშროება აღკვეთოთ. როგორც ვიცი,
„მაგატეში“ შესაბამისი სამსახური არსებობს, რომელიც ეგრეთ წოდებულ „ლევი“ ბომბებს
ანეიტრალებს და, გვინდა, რომ ამ ჩემოდანსაც ეს ბედი ეწიოს.

– მართლაც ძალიან გამაოცეთ. ახლა კი ნება მიბოძეთ, ჩაგეკითხოთ.

– ბრძანეთ.

– ეს ჩემოდანი სად დამზადდა?

– ყოფილ საბჭოთა კავშირში. თბილისში კი პროექტ „დღე იქსის“ გამო მოხდა, – მიუგო შჩუკინმა
ვილსონს, შემდეგ დაწვრილებით მოუთხრო ამ პროექტის შესახებ მას და დაამატა, – თქვენი
შეუბღალავი სახელის მიუხედავად, ჩვენ იმის მყარი გარანტია გვჭირდება, რომ ამ ჩემოდანს
ვერც რუსები და ვერც ამერიკელები, ერთი სიტყვით, ვერავინ აგართმევთ.

– მოდი, ასე ვქნათ: ახლა, თქვენი თანდასწრებით, მე მსოფლიოს მოწინავე ტელეკომპანიებს


დავუკავშირდები და პრესკონფერენციაზე მოვიწვევ, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემენ.
თქვენ სადმე უყურეთ ამ პრესკონფერენციას და რომ ვიტყვი: ახლა კი იმას წარმოგიდგენთ,
რისთვისაც შეგკრიბეთ-მეთქი, თქვენ მე მობილურზე დამირეკავთ და მეტყვით, სად დადეთ
ჩემოდანი. მე ამ ჩემოდანს ღია ეთერში შევიტან და ღია ეთერის მეშვეობით გამოვიძახებ
სპეციალისტებს, რომლებიც ბომბს გაანეიტრალებენ – სწორედ ეს იქნება იმის გარანტია, რომ
ბომბი არასასურველ ხელში არ ჩავარდება. რას იტყვით, ნორმალური მექანიზმი შემოგთავაზეთ?

– აბსოლუტურად ნორმალური, – მიუგო შჩუკინმა, – იმოქმედეთ!

საიმონ ვილსონმა ჩვენ თვალწინ დაურეკა მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანიებს და პირდაპირი


ეთერის სანაცვლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ექსკლუზივს შეჰპირდა, რაზეც ყველანი
დაეთანხმნენ. საღამოს რვა საათი სრულდებოდა. პრესკონფერენცია ცხრისთვის დაინიშნა.
ყველაფერი რომ მოაგვარა, ვილსონმა თავისი მობილურის ნომერი მოგვცა და გვითხრა:

– წადით და თქვენს ზარს ველოდები პირდაპირ ეთერში.


მე და შჩუკინი წამოდგომას ვაპირებდით, როდესაც ერთ-ერთ ქართულ სატელევიზიო არხზე
სპეციალური საინფორმაციო გამოშვება ჩართეს, რომელშიც ამერიკელი და ქართველი
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის კადრები უჩვენეს. ძებნილი ალ-
ზორიას და კორდუშის გარდა, ძალოვნებმა კიდევ შვიდი ტერორისტი დააპატიმრეს, რომელთა
შორის სამი ძებნილი იყო.

აი, მისტერ ვილსონ, ეს ტერორისტები აპირებდნენ ამ ჩემოდნის ყიდვას ორმოცდაათ მილიონ


დოლარად, – ვუთხარი ვილსონს, რომელიც ჩემ გარეშეც მიხვდა ამას და გვითხრა:

– წადით, საქმეს მიხედეთ. პრესკონფერენციამდე ერთ საათზე ნაკლები დარჩა.

მე და შჩუკინი მუხინებთან დავბრუნდით, ყველაფრის საქმის კურსში ჩავაყენეთ და


შევთანხმდით, რომ, როგორც კი ლენოჩკას მობილურზე დავრეკავდით, გოგონას და ბაბუამისს
ატომური ჩემოდანი საიმონ ვილსონისთვის უნდა გადაეცათ „მარიოტის“ საკონფერენციო
დარბაზის კართან. მუხინები ვილსონს კარგად იცნობდნენ და შეცდომა გამორიცხული იყო.

– კეთილი, ვიტია. ჩვენი იმედი გქონდეს, – უთხრა მუხინმა შჩუკინს. შემდეგ, მე და შჩუკინი
„მარიოტის“ კაფეში დავბრუნდით, ყავა და ნამცხვრები შევუკვეთეთ და უზარმაზარ პლაზმურ
ტელევიზორს მივაჩერდით, სადაც მსოფლიოს ცნობილი ტელეკომპანიების საინფორმაციო
გამოშვებები გადიოდა. პრესკონფერენციის დაწყებამდე ნახევარი საათი რჩებოდა. მე და შჩუკინი
საკმაოდ ვნერვიულობდით, მაგრამ არ ვიმჩნევდით და ყავას ნელ-ნელა ვწრუპავდით.

– ღმერთმა არ ქნას, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს, – მითხრა შჩუკინმა, – ხომ იცი,
ჩვენს საქმეში, ისევე, როგორც ყველა საქმეში, ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს.

– ნერვიულობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს.

– შენ არა?

– ცოტას.

– მე კი ცოტაზე მეტს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, საკმაოდ ოპერატიულად აყარეს ტერორისტები, არა?

– ჰო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ ამბის ასეთი ოპერატიული აფიშირებით შეცდომა დაუშვეს – ამით
მათ ზედმეტი ყურადღება მიიქციეს. თბილისი კი ყველა მოწინავე ქვეყნის ჯაშუშებითაა სავსე
და, რა იცი, ვინ რას მოიმოქმედებს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ვინმე შეეცდება ტერორისტების გამოხსნას თბილისში და ამერიკელებს


დაუპირისპირდება?

– რა იცი, რუსებს თავში რა მოუვათ, – მითხრა შჩუკინმა.

– თქვენ რა, რუსი არ ხართ?


– მე საბჭოელი ვარ, თუმცა, ეროვნებით რუსი, თან, ნუ დაგავიწყდება, რომ გლობალისტ-
ჰუმანისტი ვარ. კრემლში ქორები სხედან და მათთვის ატომურ ღილაკზე თითის დაჭერა
პრობლემას არ წარმოადგენს.

– ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ რუსულმა სპეცრაზმმა შეიძლება მუსლიმანი ტერორისტები
გამოიხსნან?

– რუსულმა სპეცრაზმმა არა, მაგრამ რუსული დაზვერვის დახმარებით ტერორისტების


თავზეხელაღებულმა ჯგუფმა – კი.

– ვერაფერს მიაღწევენ. ამერიკელები აქ მყარად არიან, იმაზე უკეთ, ვიდრე ქართველები.


ყველაფერს ისინი აკონტროლებენ და ამის საშუალებას აქ არავის მისცემენ.

– ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მე ამერიკელების მხარეზე ვარ, – მითხრა შჩუკინმა.

– მეც, – მივუგე გენერალს.

ცხრა საათი შესრულდა. ერთ-ერთი ცნობილი ტელეკომპანიის წამყვანმა თბილისის ფონზე


პრესკონფერენციის დაწყება გამოაცხადა და „მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზი პირდაპირ
ეთერში ჩართეს.

საიმონ ვილსონმა ორწუთიანი შესავალი გააკეთა და თქვა: „ახლა კი იმას წარმოგიდგენთ,


რისთვისაც შეგკრიბეთ“. შემდეგ ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა.

მე და შჩუკინი ისეთ ადგილზე ვისხედით, რომ მუხინების მანქანასაც ვხედავდით. გენერალმა


ტელეფონზე დარეკა და ლენოჩკას უთხრა:

– წამოდი.

შენიღბული გოგონა მანქანიდან გადმოვიდა, ხელში ატომური ჩემოდანი ეჭირა და „მარიოტის“


აღმართს აუყვა. სულ რაღაც ორი წუთის შემდეგ კი, ჩემოდნით ხელში, ღია ეთერში ვილსონი
გამოჩნდა. მან ატომური ჩემოდანი ბორკილით მიიბა ხელზე და საზეიმოდ განაცხადა:

– ესაა მინი ატომური ბომბი, – რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საბჭოთა კავშირი
დამზადდა და ჩართული იყო პროექტში „დღე იქსი“. ეს საშინელი იარაღი ეგრეთ წოდებულმა
„გლობალისტ-ჰუმანისტებმა“ გადმომცეს. მათ საკმაოდ სარისკო სამუშაოები ჩაატარეს და ამ
საშინელების ტერორისტებზე მიყიდვა აღკვეთეს. ტერორისტები კი მასში ორმოცდაათ მილიონ
დოლარს იხდიდნენ. სხვათა შორის, ამ რამდენიმე საათის წინ სწორედ ეს ტერორისტები
დააპატიმრეს თბილისში და ეს ფაქტიც გლობალისტ-ჰუმანისტების დამსახურებაა, რომლებმაც
დროულად და ოპერატიულად მიაწოდეს ინფორმაცია ძალოვან სტრუქტურებს. მე, როგორც
ატომური ენერგიის კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ღია
ეთერით ვსარგებლობ და მსოფლიო საზოგადოებრიობას ვამცნობ, რომ, საერთაშორისო
კონვენციის საფუძველზე, ეს ბომბი ჩვენი უწყების სპეციალისტების მიერ უნდა
გაუვნებელყოფდეს, შემდეგ კი განადგურდეს. ამიტომ, მე ამ ჩემოდნით ამ დარბაზში ვრჩები
მანამდე, სანამ აქ ჩემი უწყების სპეციალისტები და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ
ჩამოვა. აი, სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა...

ტელეკომპანიის წამყვანმა განაცხადა, რომ ისინი დროდადრო პირდაპირ ეთერში ჩართავდნენ


„მარიოტს“ და იქ მყოფ ატომურჩემოდნიან ვილსონს აჩვენებდნენ. მე კი შჩუკინს ვუთხარი:

– ნახეთ, ახლა რა დატრიალდება.

– აი, უკვე დაიწყო, – მომიგო გენერალმა და ქუჩისკენ გაიშვირა ხელი.

თბილისის მთავარი გამზირი სპეცსამსახურების შავი ფერის „ჯიპებით“ გაივსო, მიმდებარე


ტერიტორია უშიშროების სპეცრაზმმა გადაკეტა და რუსთაველზე მოძრაობა შეწყდა.

– წავედით, კოკი. ჩვენი ამოცანა ასი პროცენტით შევასრულეთ. ახლა კი დროა, მოსკოვში
დავბრუნდეთ.

ორი საათის შემდეგ, მუხინები და შჩუკინი, უკვე თბილისი-ერევნის მატარებელში ისხდნენ და


სომხეთის დედაქალაქში გამგზავრებას ელოდნენ. მე მუხინებს გამოვემშვიდობე და შჩუკინს
უნდა გადავხვეოდი. მან კი გვერდზე გამიყვანა და სანამ გამომემშვიდობებოდა, მითხრა:

– კოკი, თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება დიდი ცდუნების მომენტი
და ნამდვილი ადამიანი მაშინ ხარ, თუკი ამ ცდუნებას გადალახავ. მინდა იცოდე, რომ ნამდვილი
ადამიანი ვარ! მშვიდობით, ჩემო კარგო.

თადარიგის გენერალი ვიქტორ იაკოვლევიჩი შჩუკინი, რა თქმა უნდა, ბუნკერში მომხდარ


მომენტს გულისხმობდა, როდესაც პისტოლეტი მომიშვირა. თუმცა, მან იმ
ორმოცდაათმილიონიან ცდუნებას ღირსეულად სძლია და გადაარჩინა როგორც საკუთარი
ღირსება, ასევე, უამრავი ხალხიც, რომელთა დახოცვასაც აპირებდნენ ტერორისტები ატომური
ჩემოდნით...

სახლში ძალიან გვიან დავბრუნდი. ჩემი დობილი ნატა ხატების წინ დაჩოქილი იდგა და
გულმხურვალედ ლოცულობდა. წამოდგა, მომიალერსა და მითხრა:

– როგორ ხარ?

– ძალიან დავიღალე. რამდენიმე დღეა, რაც მერიკო მიწას მივაბარე, მაგრამ, ასე მგონია, საუკუნე
გავიდა. დავიღალე, სიცოცხლე აღარ მინდა, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი მერი აღარასოდეს
დამიბრუნდება.

– კოკი, ძვირფასო, შენ და მერი აუცილებლად შეხვდებით ერთმანეთს იმქვეყნად და


სამარადჟამოდ ერთად იქნებით. უნდა მოითმინო. ხომ იცი, რომ ადამიანის სიცოცხლე ძალიან
ხანმოკლეა.

– ხომ არ დავაჩქარო?
– რას ამბობ, კოკი! შენ ხომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ და თავის მოკვლა რამ გაფიქრებინა?
თვითმკვლელები ჯოჯოხეთში ხვდებიან, შენი მერიკო კი სამოთხეშია და, თავს თუ მოიკლავ,
მერიკოს ვეღარასოდეს შეხვდები, – მომიგო ნატამ, რომელსაც მართლა ძალიან შეეშინდა, რომ
სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დამესრულებინა.

– ნუ გეშინია, ნატა, მერიკოსთან მეორედ განშორებას აღარ დავუშვებ, ამიტომ, თავს არ მოვიკლავ
და ღმერთის წყალობას დაველოდები. ახლა კი, ღამე მშვიდობისა, ძალიან მეძინება, – ვუთხარი
ჩემს დობილს, შუბლზე ვეამბორე და დასაძინებლად დავწექი. თუმცა, არ დამეძინა და ერთ-ერთი
ინსტრუქტორი გამახსენდა, რომელიც თვითმკვლელობისთვის ფსიქოლოგიურად მამზადებდა.
მას ზახარ ზახარიჩი ერქვა და ასე მმოძღვრავდა:

– კოკი, ჩემო კარგო, პირველ ყოვლისა, კარგად დაიმახსოვრე, რომ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი
სიცოცხლეა და, მასთან განშორება არასოდეს გაბედო. დაიმახსოვრე ისიც, რომ სიცოცხლესთან
განშორება უმალვე უნდა შეგეძლოს, თუკი ამას შექმნილი გარემოება მოითხოვს.

– ზახარ ზახარიჩ, ამას ქართულად ეწოდება: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“. მაინც, რა
უნდა ვქნა, გავფრინდე თუ მოვფრინდე?

– უნდა იფრინო, ჩემო კოკი, ჰაერში იფარფატო და ვერავინ ვერ უნდა ჩამოგაგდოს. მაგრამ, თუ
ჩამოგაგდეს, მაშინ სიცოცხლე უნდა დათმო სხვებისთვის. შენ, ჩემო კარგო, თითქმის იდეალური
ქვეყნის გამორჩეული მებრძოლი ხარ და ტყუილად არავინ მოგთხოვს თავგანწირვას, მაგრამ, თუ
მოგთხოვეს, ჩათვალე, რომ ამას საერთო-სახალხო ინტერესები მოითხოვს და ამ ინტერესებს
უნდა დაემორჩილო.

ზახარ ზახარიჩი ყოველთვის კონკრეტული მაგალითებით მელაპარაკებოდა და ასე ამთავრებდა


თავის ფსიქოლოგიურ-იდეოლოგიურ შეგონებებს:

– წარმოიდგინე, რომ უამრავი მტერი დახოცე ომში და გეძებენ, შენ კი დამალული ხარ. ვერაგმა
მტერმა მზაკვრულ ხერხს მიმართა, უზარმაზარი სოფლის მოსახლეობა დიდ შენობაში შერეკა,
შენობას ბენზინი გადაასხა და განაცხადა, რომ თუ ნებაყოფლობით არ გამოცხადდები,
უდანაშაულო ხალხს დახოცავენ. და, რა უნდა ქნა ასეთ შემთხვევაში? რა და, საკუთარი თავი
ხალხში გაცვალო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულო.

ზახარ ზახარიჩის მაგალითები ზოგჯერ კურიოზამდე მიდიოდა და ეს წარმოსადეგი კაცი პატარა


ბავშვს ემსგავსებოდა. ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, პარტიზანებთან ერთად ომობდა,
ფაშისტებს მუსრს ავლებდა და მის შეპყრობაზე დიდი ჯილდო იყო დაწესებული. ფაშისტებმა
ზახარ ზახარიჩის მოხელთება რომ ვერ შეძლეს, ერთი დიდი უკრაინული სოფლის მოსახლეობა
ხის ეკლესიაში შერეკეს, შენობას ბენზინი გადაასხეს და თქვეს, რომ, თუ პარტიზანი ზახარიჩი არ
ჩაჰბარდებოდა, მთელი სოფლის მოსახლეობას გადაბუგავდნენ. ზახარიჩი ფაშისტებს მაშინვე
ჩაჰბარდა, მათ კი სოფლელები გაათავისუფლეს. თუმცა, მამაცი პარტიზანი დახჰაუს
საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიქცა, პარტიზანებს დაუბრუნდა და ფაშისტებს გაათმაგებული
ენერგიით ანადგურებდა. ერთი სიტყვით, ზახარიჩი საკუთარი ცხოვრებისეული მაგალითებით
მმოძღვრავდა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ, ერთ-ერთი სწავლების დროს ზახარ
ზახარიჩმა პისტოლეტი ამოიღო, გულზე მიიდო და, სანამ სასხლეტს გამოჰკრავდა, მითხრა:

– აი, ჩემო კარგო, ამის გაკეთება არც ისე ძნელია...

ჩემი ინსტრუქტორის თვითმკვლელობამ უფრო მეტად შემაყვარა სიცოცხლე, თუმცა,


თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად ვიყავი, არაერთხელ წავსულვარ უკიდურეს რისკზე და
ყოველთვის გამმართლებია. ძირითადად, რა თქმა უნდა, საქმის დროს ვრისკავდი, თუმცა
ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც არაერთხელ გამომიჩენია თავგანწირვა.

ერთხელ, ოჯახთან ერთად მდინარე ვოლგაზე მივცურავდით, სადაც ათდღიანი კრუიზით


ვიმყოფებოდით და ულამაზესი ადგილები უნდა მოგვენახულებინა. შუა „ზასტოის“ პერიოდი
იდგა. მოგზაურობის მეექვსე დღეს, გამთენიისას, ჩვენს მოზრდილ საკრუიზო გემს მეორე გემი
დაეჯახა და ჩვენ ჩაძირვა დავიწყეთ. ხალხის უმრავლესობას ეძინა. მე წამოვხტი, ჩემებს მაშველი
ჟილეტები ჩავაცვი. შემდეგ ნავში ჩავსხედით და ნაპირისკენ მოვუსვით, რომ ჩაძირვის გამო
გამოწვეულ მორევში არ მოვყოლოდით. სამშვიდობოზე სწრაფად გავედით. ჩემები ნაპირზე
დავტოვე და შემდეგ იქვე მდგარი კატერით უკან გავემართე.

– კოკი, სად მიდიხარ? – აღშფოთდა მერი. შემდეგ თავისივე სიტყვების შერცხვა და მომაძახა, –
ფრთხილად იყავი, საყვარელო!..

იმ საბედისწერო დილას, საკმაოდ დიდი რისკის ფასად, უამრავი ადამიანი გადავარჩინე


სიკვდილს და ლამის საკუთარი სიცოცხლე გავწირე. ყველაზე საგულისხმო კი ის იყო, რომ მერი
ამ ყველაფერს წარბშეუხრელი უყურებდა და, ეს კოშმარი რომ დასრულდა, მითხრა:

– ბოდიში, საყვარელო, რომ სულმოკლეობა გამოვიჩინე და ლამის ადამიანების გადარჩენა


დაგიშალე.

– რას მებოდიშები, ეს ხომ ცოლის ბუნებრივი რეაქცია იყო, – დავამშვიდე მერი, მან კი მომიგო:

– არა, რა! ჩემთვის ბოლომდე ამოუცნობი ადამიანი ხარ და შენში რაღაც დიდი საიდუმლო
იმალება.

– ყველა ადამიანში რაღაც იმალება, მერიკო, ადამიანს მრავალი დაფარული რესურსი აქვს, –
ვცადე თემის შეცვლა.

– არა, ამას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, მგონია, რომ კიდევ სხვა ცხოვრება გაქვს.

– წინა ცხოვრებას გულისხმობ? – გავუღიმე მერის.

– სხვა ცხოვრებას.

– მეორე ოჯახს ხომ არა?

– მე არ გეხუმრები, მართლა ასე ვფიქრობ.


– მაინც, რას ფიქრობ?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, გული მკარნახობს, რომ არ ვცდები.

მერი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა, თუმცა, ჩემი პროფესია არ მაძლევდა ამ სიმართლის


დადასტურების უფლებას და იძულებული ვიყავი, რომ ორმაგი ცხოვრებით მეცხოვრა.
სატრაბახოდ არ ვამბობ, მაგრამ, როგორც ჩემი ინსტრუქტორი, რომელიც გარდასახვას
მასწავლიდა, ასევე შჩუკინი და მუხინი ყოველთვის აღფრთოვანებული იყვნენ ჩემი აქტიორული
უნარით და „გენიალურ მსახიობს“ მიწოდებდნენ.

– კოკი, – მეტყოდა ხოლმე ინსტრუქტორი, – კარგ მსახიობს ერთნაირი წარმატებით უნდა


შეეძლოს როგორც მეფის, ისე მათხოვრის თამაში და ვინც როლში ბოლომდე შეძვრება, ისაა
სწორედ გენიოსი.

გენიოსობის რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ასობით როლი მაქვს


განსახიერებული. ვინ არ ვყოფილვარ და ვის ტყავში არ შევმძვრალვარ...

ერთხელ მუხინის კაბინეტში დამიბარეს და, რომ მივედი, ანდრეი ლუკიჩმა მითხრა:

– მორიგი დავალებისთვის მოემზადე.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო! – მშვიდად მივუგე მუხინს, მან კი ერთი სამხრეთამერიკელი


გენერლის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– იცნობ?

– პირადად არა, – ხუმრობით მივუგე გენერალს.

– მოგიწევს გაცნობა, თანაც ძალიან ახლოს.

– გასაგებია, ანდრეი ლუკიჩ.

– ჯერ ყველაფერი არ მითქვამს, – ღიმილით მითხრა მუხინმა, – ეგ სუბიექტი ჰომოსექსუალია,


შენნაირი ლამაზი კაცები ძალიან უყვარს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ სქესობრივი აქტის
შემდეგ, პასიური პარტნიორიდან ის უაღრესად აქტიური ხდება და, თუ მოგიხელთა, ვაი შენი
ბრალი. ამიტომ, ეგ მონსტრი ისე უნდა მოკლა, რომ საქმე ლოგინამდე არ მივიდეს.

„ჰომოსექსუალობაღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში და მუხინს ვკითხე:

– ანდრეი ლუკიჩ, ახლო კონტაქტის გარეშე არ გამოვა ლიკვიდაცია?

– ახლა არა, ჩემო კოკი. საქმე ისაა, რომ ეს კაცი ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა მოკვდეს,
რადგან ასე მოითხოვს ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ის კი სწორედ ამ ორი კვირის განმავლობაში
იქნება შორიდან მოუხელთებელი.

– რატომ?
– იმიტომ, რომ ყოველ წელს, სწორედ ამ დროს, ის ორი კვირის განმავლობაში თავის სახლში,
პატარა კუნძულზე იმყოფება და იქ იკმაყოფილებს თავის ჟინს. იმ კუნძულზე ბევრი ლამაზი
მამაკაცია, მისი პირადი მცველები საგანგებოდ ურჩევენ თავის პატრონს სექსუალურ
პარტნიორებს და ჩვენც სწორედ ამით უნდა ვისარგებლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ორი
კვირის განმავლობაში ერთ-ერთ პარტნიორად სწორედ შენ აგირჩევენ.

– გასაგებია, – უხალისოდ მივუგე მუხინს.

– რა თქმა უნდა, არასასიამოვნო დავალებაა, მაგრამ, სამშობლოს ასე სჭირდება და უნდა


შეასრულო. რაც შეეხება დაზღვევას და გამოქცევას, ამაში სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი
დაგეხმარება, რომელიც უკვე კუნძულზეა.

ატლანტის ოკეანის პატარა და ულამაზესი კუნძული კბილებამდე შეიარაღებული


სამხედროებით იყო სავსე, ობიექტის ეგრეთ წოდებული სახლი კი, სინამდვილეში,
ხუთსართულიანი ციხესიმაგრე იყო სქელი გალავნით, რომლის ერთ-ერთი მხარე ციცაბო
კლდეებს გადაჰყურებდა. კუნძულის გაკრიალებულ ქუჩებში ქაღალდის ნაგლეჯიც კი არ ეგდო
და იქაურობას სხვადასხვა სტილით ნაგები კოხტა შენობა-ნაგებობები ამშვენებდა. ერთ-ერთი
ღამის კლუბის წინ კი, რომელიც ცისფრად იყო შეღებილი და რატომღაც „სავაჟკაცო“ ეწოდებოდა,
ლამაზმანი მამაკაცების ბირჟა მდებარეობდა. სწორედ ამ ბირჟაზე არჩევდნენ გენერლისთვის
სექსუალურ პარტნიორს და დიდი გასამრჯელოს ფასად ის ციხესიმაგრეში მიჰყავდათ. ამის გამო
სხვადასხვა ადგილიდან კუნძულზე ლამაზი კაცები იკრიბებოდნენ და ბედის გაღიმების იმედი
ჰქონდათ... თითოეული მათგანის ჩაცმულობა ძალიან წააგავდა მეძავი ქალების ჩაცმულობას და
მათ შორის მხოლოდ სქესში იყო განსხვავება. თუკი მეძავი ქალის ჩაცმულობაში, უპირველესად,
მათი ეროგენული ადგილები იყო თვალშისაცემი, „ლამაზმანი კაცების“ შეხედვისას თითოეული
მათგანის ბიცებსები, ფართო მხარ-ბეჭი და მუსკულატურა მოგჭრიდათ თვალს...

მე ბრეტელებიან მაისურსა და, ბალერონივით ამოჭერილ შორტებში გამოვეწყვე, ვარდისფერი


წინდები და ბოტასები ჩავიცვი და „სავაჟკაცოს“ წინ გამოფენილ „ვაჟკაცებში“ გავერიე.
„ლამაზმანებმა“ რომ დამინახეს, ინტერესით დამიწყეს თვალიერება და ჩემს თითოეულ კუნთსა
და ნაკვთს ზომავდნენ. ერთ-ერთი მათგანი, უზარმაზარი, მუსკულატურაგანვითარებული ზანგი
მომიახლოვდა, გამიღიმა და მითხრა:

– გეტყობა, ახალი ხარ.

– დიახ, მე ამ მშვენიერ კუნძულზე პირველად ვარ, – მივუგე ზანგს.

– მე კი უკვე მესამედ. ორჯერ უკვე გამიმართლა და იმედია, მესამედაც არ გავწბილდები.

– ნეტავ, მე თუ გამიმართლებს, – ნაღვლიანად ვთქვი მე, ზანგმა კი დამაიმედა:

– აუცილებლად, აუცილებლად გაგიმართლებს. მამიკოს ძალიან მოსწონს შენნაირი ლამაზები.


მეტსაც გეტყვი, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ მან თავის ამალაში აგიყვანოს და მაშინ შენს ბედს
ძაღლიც არ დაჰყეფს.
ქართული ფილმის არ იყოს, იმ ზანგის სიტყვებიდან გამოდიოდა, რომ მე „შაჰის ცოლობისთვის“
შემეძლო ხელის გამოკვრა... თურმე, იმ გენერალს კაცების საკუთარი ჰარამხანა ჰქონდა
დედაქალაქში, კუნძულზე ორკვირიანი გართობა კი, ერთგვარი შესარჩევი კონკურსიც იყო და
ყოველწლიურად გენერალს ორი-სამი მამაკაცი მიჰყავდა კუნძულიდან.

– ამის ბედი მე ვინ მომცა, – მივუგე ზანგს.

– ტყუილად დარდობ, ლამაზო. აი, ნახავ, თუ არ გაგიმართლებს. შენ ისეთი უცხო ხიბლი და
მამაკაცური შარმი გაქვს, მამიკოს აუცილებლად მოეწონები, – მითხრა ზანგმა. შემდეგ მარჯვნივ
გაიხედა და დაამატა: – იწყება. აბა, წარმატებას გისურვებ, მე ჩემს ადგილზე უნდა დავბრუნდე.

ჩემი „კეთილისმყოფელი“ ზანგი თავის ადგილს დაუბრუნდა, ქუჩის ბოლოში კი შავი ფერის
„ლიმუზინი“ გამოჩნდა, რომელიც ძალიან ნელი სვლით მოდიოდა. მანქანამ ლამაზმანი
მამაკაცების მწკრივს ჩაუარა და კიდეში გაჩერდა, სადაც მე ვიდექი. ლამაზმანები გაისუსნენ და
ყველამ მე მომაპყრო მზერა, ზანგმა კი ხელი დამიქნია და გამომძახა:

– მგონი, გაგიმართლა, ლამაზო! აბა, შენ იცი, მამიკოს თავი მოაწონე!

ზანგი მართალი აღმოჩნდა, რადგან, „ლიმუზინის“ კარი გაიღო და სამხედრო ფორმაში


გამოწყობილმა ულვაშა კაცმა თითით მომიხმო. მე, მანქანაში ჩავჯექი. „ლიმუზინი“ რომ
ადგილიდან დაიძრა, ულვაშამ მკითხა:

– რა გქვია, ლამაზო?

– მანუელი, – მივუგე ულვაშას.

– სიმბოლურია, – თქვა ულვაშამ, – მამიკოს მანუელად გაეცნობი, ის კი ბოლოს ემანუელად


გადაგაქცევს, ხოლო, თუ მოეწონე, მაშინ მამიკო თავისი მფარველობის ქვეშ აგიყვანს და
ლუკმაპურის საშოვნელად ქუჩა-ქუჩა ხეტიალი აღარ დაგჭირდება.

„მანამდე არაფერი ჭამოთ, თქვე პედერასტებო, მე რომ ემანუელად გადამაქცევთ“, – გავიფიქრე


გუნებაში, ულვაშას კი თვინიერად მივუგე:

– ეს, ჩემთვის დიდი პატივია, სენიორ!

ულვაშას მეტი არაფერი უთქვამს. ამასობაში ციხესიმაგრის ეზოში შევედით, კოშკის ბოლო,
მეხუთე სართულზე ავედით ულტრათანამედროვე ლიფტით და უზარმაზარ, მდიდრულად
მოწყობილ აპარტამენტებში ამოვყავი თავი.

„მამიკოდ“ წოდებული, ჰომოსექსუალი გენერალი ორმოცდათხუთმეტიოდე წლის ბრგე,


ათლეტური აღნაგობის, ბანჯგვლიანი მამაკაცი იყო. ის ფანჯარასთან იდგა და შიშველ სხეულზე
მხოლოდ შორტები ეცვა. რომ შევედით, შემოტრიალდა და ყურადღებით ამათვალიერ-
ჩამათვალიერა. შემდეგ ულვაშა გაისტუმრა, მომიახლოვდა და მკითხა:

– რა, გქვია, ლამაზო?


– მანუელი, – მივუგე გენერალს.

– მე კი – მამიკო. ამიერიდან მამიკოთი მომმართავ, შევთანხმდით?

– შევთანხმდით, მამიკო.

– რას დალევ, მანუელ?

– ღვინოს, მამიკო.

– რა ფერს?

– წითელს. მიყვარს ძალიან. სისხლს მიჩქარებს, თავში მირტყამს და სექსს მანდომებს, მამიკო, –
მივუგე გენერალს, რომელსაც ისე მოეწონა ჩემი პასუხი, რომ იტყვიან, აცეტდა, წაცუნცულდა და
ღვინით სავსე ორი ბოკალით დაბრუნდა, ერთი მე მომცა და მითხრა:

– ამ ჭიქით ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს!

– ყველა ნამდვილ ვაჟკაცს გაუმარჯოს! – ვთქვი მე და გენერალს სამი მოძრაობით კისერი


მოვტეხე, საძინებელში შევიტანე და უზარმაზარ ლოგინზე დავაგდე. შემდეგ მამიკო-გენერლის
ტელეფონით მაშველი ჯგუფის შტაბში დავრეკე და ვთქვი:

– ყველაფერი რიგზეა, გამიყვანეთ!

– თხუთმეტ წუთში კოშკის სამხრეთ ფანჯარასთან ვიქნებით, – მომიგო ქალის ხმამ და


ტელეფონი გათიშა.

კოშკის სამხრეთი მხარე სწორედ საძინებელში მდებარეობდა. იქვე იყო აივნიანი ფანჯარაც და
შემთხვევის ადგილის დატოვება თხუთმეტი წუთის შემდეგ ყოველგვარი პრობლემის გარეშე
მიწევდა. ამიტომ, გახარებული ვიყავი, რომ ყველაფერი ასე იოლად, გართულებების გარეშე
გამოვიდა. თუმცა, ჩვენს პროფესიაში იოლი საქმე არ არსებობს და დიდ მოულოდნელობას
ყოველ წამს უნდა ელოდო... დამხმარე ჯგუფის გამოძახებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული,
რომ საძინებელი კარის მიღმა გიტარის აკომპანემენტის ქვეშ მომღერალი მამაკაცების ხმა
შემომესმა.

„კუ-კუ-რუ-კუ-კუ პალომა“, – რამდენჯერმე გაიჟღერა ცნობილმა ესპანურენოვანმა ჰანგებმა.


შემდეგ მუსიკა და სიმღერა შეწყდა და ულვაშას აღელვებული ხმა შემომესმა:

– მამიკო! მოვედით, რატომ არ გვეპასუხები, ხომ მშვიდობაა?

მოვლენებს წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ თურმე, ამ საზიზღარ ჰომოსექსუალ გენერალს


ტრადიცია ჰქონია – ყოველი სექს-ორგიის წინ, ულვაშა და ხუთი მომღერალი „კუკურუკუკუს“
სიმღერას იწყებდნენ, რომელსაც საძინებლიდან მამიკო აიტაცებდა ხოლმე და მხოლოდ ამის
მერე იწყებოდა უკიდურესი თავაშვებულობა. აბა, მე რა ვიცოდი ამის შესახებ, თანაც,
კისერმოტეხილი გენერალი ბანს როგორ მისცემდა მომღერლებს. ამიტომ, ულვაშამ არც აცია, არც
აცხელა, პისტოლეტი იშიშვლა და საძინებლის ჩაკეტილ კარს ტყვიები დაუშინა. იარაღები
იშიშვლეს მომღერლებმაც და სულ მალე მოოქრული, ინკუსტრირებული კარი საცერივით
დაცხრილეს. დრო არ ითმენდა. ვერტმფრენის მოფრენამდე ათი წუთი რჩებოდა, ეს დრო კი
სრულიად საკმარისი იყო, რომ ჩემი სხეული ტყვიებით აევსოთ. ამიტომ, რაღაც უნდა მეღონა და
გადავწყვიტე, უკიდურესი ნაბიჯი გადამედგა. საძინებლიდან აივანზე გავქანდი, მოაჯირს ფეხი
დავკარი, ჰაერში გავფრინდი, ციცაბო კლდეებს ტყვიასავით ჩავუქროლე და ორმოცი მეტრის
სიმაღლიდან ზვიგენებით სავსე წყალში ჩავეშვი... იმდენ ხანს მივფრინავდი ჰაერში, რომ
ადამიანი სოლოლაკიდან მთაწმინდაზე ასვლას მოასწრებდა... სახუმაროდ ნამდვილად არ
მქონდა საქმე, რადგან თავზე ოთხმოცამდე უზარმაზარი ზვიგენი დამტრიალებდა.

– აბა, კოკი, ამ ერთ განსაცდელსაც გაუძელი! – შევუძახე საკუთარ თავს, ორმოცდაათიოდე მეტრი
წყალქვეშ გავცურე და მარჯნის კლდესთან ამოვყვინთე. ზვიგენები, როგორც ცნობილია,
მხოლოდ ქვემოდან ესხმიან ხოლმე ადამიანებს თავს და სანამ ისინი შემტევ პოზიციაზე
გადაეწყვნენ, თავს ვუშველე.

მარჯნის კლდეები საიმედო თავშესაფარი აღმოჩნდა. თუმცა, მოკლული მამიკო-გენერლის


კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცები ყველაფერს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და
ჩემამდეც მოაღწევდნენ. ჩემს წასაყვანად გამოგზავნილი ვერტმფრენი სამხრეთ ფანჯარას რომ
მიუახლოვდა, მას ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და ის მალევე გაფრინდა უკან.

დრო გადიოდა. ცურვით თავს ვერ გადავირჩენდი, ამიტომ, ისევ ხმელეთით უნდა გამეღწია
სამშვიდობოზე და, სიტუაციიდან გამომდინარე, არაორდინარული გადაწყვეტილება მივიღე:
შებინდდა თუ არა, კლდეებით ავძვერი კოშკში და მამიკოს აივანზე დავიმალე, სადაც უკვე
არავინ იმყოფებოდა. შემდეგ საძინებელში შევედი, მოკლული მამიკოს ტელეფონით დავრეკე
მაშველი ჯგუფის შტაბში და ვუთხარი.

– იმავე კოორდინატებზე მოდით, რაც შეიძლება ჩქარა და უხმაუროდ.

– ათ წუთში მოვფრინდებით, – მომიგო იმავე ქალის ხმამ. ზუსტად ათი წუთის შემდეგ უკვე
ვერტმფრენში ვიჯექი და მაშველთა ჯგუფს, რომელიც ქალებისგან შედგებოდა, უსაფრთხო
ადგილზე გადავყავდი.

– ქალებს არ გველოდი, ლამაზო? – მეხუმრა მაშველთა ჯგუფის ქერათმიანი უფროსი და


მომხიბვლელად გამიღიმა. მე კი მივუგე:

– შენ თვითონ ლამაზო, ლამაზს ნუ მეძახი!

– ლამაზი ხარ და, – თვალი ჩამიკრა ქერათმიანმა, ტუჩები ყურთან მომიტანა და მიჩურჩულა: –
ხომ არ გვეჟიმავა?

მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე, მან კი მითხრა:

– რატომ, არ გევასები?

– ჩემი დასაწუნი რა გაქვს, მაგრამ, ერთგული ქმარი ვარ და იმიტომ. არ გეწყინოს, ლამაზო, კარგი?
– თავს ზემოთ ვერ ახტები. მე კი ისე მოგესიყვარულებოდი, რომ ამას შენი ცოლი ათასი წელი ვერ
იზამს.

– და, მაინც არა, – მივუგე ჩემს მშველელს. ამასობაში ვერტმფრენი დანიშნულების ადგილზე
ჩაფრინდა, მე კი სხვა ჯგუფს გავყევი, სადაც აგრეთვე მხოლოდ ქალები იმყოფებოდნენ.
გამომშვიდობების წინ ქერათმიანმა თავის ასევე ქერათმიან კოლეგას ჩემზე მიანიშნა და
ღიმილით უთხრა:

– თითი არ დააკარო, უკარებაა და ცოლის ერთგული.

– მართლა, ლამაზო კაცო? – მკითხა ახალმა ქერათმიანმა. მე კი მას მივუგე:

– ამორძალების შემოტევაა ნამდვილად. რა გჭირთ, ლამაზებო, სექსის ცოფი შეგეყარათ თუ


კაცებს ვერ შოულობთ?

– შენნაირი იშვიათია, – მომიგო მეორე ქერათმიანმა და დაამატა: – თანაც, ამ ოხერი


პედერასტების კუნძულებზე თვეობით ვყრივართ და ნამდვილი მამაკაცი მოგვენატრა.

ხმა აღარ ამომიღია, რადგან ექვსი მომხიბვლელი გოგონა ისეთი თვალებით მიყურებდა,
გამორიცხული არ იყო, ჩემთვის ტანსაცმელი შემოეხიათ და მოძალებული ვნებები
დაეკმაყოფილებინათ. თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, გოგონების მეორე
ჯგუფმა უკვე მამაკაც პილოტს ჩააბარეს ჩემი თავი, რომელმაც კუბაში ჩამიყვანა და იქიდან უკვე
მოსკოვში გადავფრინდი.

მამიკოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დეტალები შჩუკინს რომ მოვუყევი, ვიქტორ


იაკოვლევიჩმა გულიანად იცინა და ბოლოს მითხრა:

– შენს ადგილას, ბევრი ვერ შეიკავებდა თავს და, დიდი შანსია, რომ თავს წააგებდა. შენ კი, ყოჩაღ,
მართლაც რომ რკინის ნერვები და ნებისყოფა გაქვს და სწორედ ამიტომაც ხარ საუკეთესოთა
შორის საუკეთესო.

შჩუკინის მიერ ნათქვამი სიტყვები დღესაც უაღრესად აქტუალურია და, ყოველგვარი


გადაჭარბების გარეშე ვაცხადებ, რომ, უკვე მსოფლიოში საუკეთესო ვარ. აბა, ერთი წუთით
წარმოიდგინოს ჩვენს საქმეში ჩახედულმა ადამიანმა, მაგარზე მაგარი რომ არ ვიყო, რამდენიმე
ათეული წლის განმავლობაში ვიმოღვაწევებდი ისეთ ბიზნესში, რომელშიც სიცოცხლის
ხანგრძლივობა ხუთი-ექვსი წელია, ათი წელი კი – რეკორდი?.. მე კი ყველა რეკორდს
გადავაჭარბე და დღემდე მოუხელთებელი ვარ.

– კოკი, ჩემო კარგო, – მითხრა ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა კოჯორში სწავლისას, – იცოდე, რომ,
თუ პირველივე საქმეზე არ მოგკლეს და ხუთი-ექვსი წელი გაძელი, აუცილებლად ეცადე,
პროფილი შეიცვალო და კაბინეტში გადაბარგდი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ან დავალების დროს
დაიღუპები, ან შენიანებივე მოგიშორებენ თავიდან.

– ვეცდები, გადავრჩე, – შევპირდი ჩემს კეთილისმყოფელ ინსტრუქტორს. ამ პირობას დღემდე


პირნათლად ვასრულებ და იმედია, რომ კიდევ კარგა ხანს იქნება ასე.
მართალია, ახალგაზრდა არ ვარ, მაგრამ, არც ბებრად ვთვლი თავს. რაც შეეხება გამოცდილებას,
გონებასა და სულიერ-მორალურ სიმტკიცეს, ნებისმიერი ახალგაზრდა შემეჯიბროს და რას
მიიღებს, ნახავს.

ბევრი ჩემს სიტყვებს ბებრის ნაბოდვარად მიიღებს, რადგან ასეთი რამ ხანში შესულ ადამიანებს
ხშირად ახასიათებთ. მაგრამ მე აბსოლუტურ სიმართლეს ვამბობ და ამას „ძიაც“ ხშირად
აღნიშნავდა ხოლმე.

ერთხელ, „ძიამ“ ალექსანდრეს ბაღში ტრადიციულ პაემანზე დამიბარა და მითხრა:

– ერთი საქმეა გასასწორებელი და აიღებ?

„გასასწორებელი საქმე“ ჩვენს პროფესიაში იმას ნიშნავს, რომ შეკვეთილი მკვლელობა არ


განხორციელდა და ახალმა დაქირავებულმა მკვლელმა უნდა „გამოასწოროს“. ასეთ შემთხვევაში,
წინა დაქირავებული მკვლელი, რა თქმა უნდა, ლიკვიდაციას ექვემდებარება.

– აბა, მითხარი, რაშია საქმე? – ვკითხე ძიას.

– რაშია და, შეკვეთის შესრულების ნაცვლად, იმ კრეტინმა ის ქალი ცოლად მოიყვანა.

– ცოლად?

– ჰო, ცოლად. ყურადღებით მომისმინე და ყველაფერს მოგიყვები, – მითხრა ძიამ, – შეკვეთილი


ქალი ჩვენი ძველი კოლეგაა, რომ იტყვიან, ბებერი ძუკნა და, ერთი საქმიდან უამრავი მაყუთი
მოუტეხავს, მრავალი ადამიანი გაუწყვეტია და ათესილა. თუმცა, მას პოლონეთში მიაგნეს და
მკვლელი მიუგზავნეს. იმ ბიჭმა კი, რატომ, არ ვიცი, ქალს ყველაფერი უამბო, მასზე
დაქორწინდა, მთელი მაყუთი სუდანში წაიღეს და დღემდე იქ ცხოვრობენ.

– სუდანში რა უნდათ, ტერორისტები ხომ არ არიან? – გამიკვირდა მე, რადგან სუდანი


ტერორისტების ბუდე იყო და დიდი ფულით იქ ვერანაირად ვერ გაჩერდებოდი
ადგილობრივების მფარველობის გარეშე.

– სწორედ რომ, ასეა, – მომიგო „ძიამ“, – ის ძუკნა იმაზე მაგარი აღმოჩნდა, ვიდრე შემკვეთი
ვარაუდობდა. ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობის პერიოდიდან ყოფილა ტერორისტებთან
დაკავშირებული და იმიტომ დასახლდა იქ, რომ ვერავინ მისწვდეს.

– გასაგებია. რამდენს იხდიან? – ვკითხე „ძიას“.

– წყვილის მკვლელობაში რვაას ათას დოლარს.

– მოსულა, – მივუგე „ძიას“ და იმავე საღამოს შევუდექი მომავალი საქმის დაგეგმვას.

სუდანში, ისევე, როგორც აფრიკის თითქმის ყველა დანარჩენ ქვეყანაში, უკვე ნამყოფი ვიყავი,
თუმცა, იქ დავალების შესრულება პირველად მიწევდა. სხვა საქმეებისგან განსხვავებით, ეს
დავალება იმით იყო გამორჩეული, რომ, შეიძლება, შეიარაღებულ ტერორისტებთან მომსვლოდა
შეტაკება, რაც ჩემს ასაკში არც ისე იოლი იყო. ამიტომ, სუდანში ფრთხილად მოქმედების
ტაქტიკა ავირჩიე და გადავწყვიტე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ასაფეთქებელი ნივთიერებაც
კი გამომეყენებინა, რაც ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო.

შემკვეთს შევუთვალე, რომ კონსპირაციულ ბინაში ჩემთვის იარაღის მთელი არსენალი


დაეხვედრებინათ და ერთი თვე ეცლიათ, რაზეც დამთანხმდნენ. ნახევარი თანხა, ოთხასი ათასი
დოლარი, წინასწარ ჩამირიცხეს, მეორე ნახევარი კი საქმის შემდეგ უნდა მოეცათ.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში ნორვეგიელი ეთნოგრაფის სახელით ჩავედი, რომელიც ვითომ


აფრიკული ფოლკლორის ნიმუშებს აგროვებდა და ყველგან ამ საბაბით გადავადგილდებოდი.
ბედის ირონიით, შეკვეთილი წყვილი ფოლკლორის სახლში აღმოვაჩინე, სადაც ისინი
„აფრიკული რიტმების“ საღამოზე იყვნენ მისულები თავიანთ შეიარაღებულ ამალასთან ერთად.

რიოს კარნავალის მსგავსად, სუდანში, კერძოდ კი ხართუმში, ყოველწლიურად იმართება


„მუმბა-იუმბას“ საცეკვაო ფესტივალი და მასში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ნახევრად
შიშველი მოცეკვავეები ერთმანეთს გიჟური აფრიკული რიტმების შესრულებაში ეჯიბრებიან და,
ვინც ყველაზე სწრაფ და სახიფათო ილეთებს შეასრულებს, გამარჯვებულიც ის არის ხოლმე.

ფოლკლორის უზარმაზარი სახლის დარბაზში სამი ათასი ადამიანი როკავდა და ისეთი


ღრიანცელი იდგა, გვერდით მდგომს ჩურჩულითაც კი ვერაფერს გააგებინებდი. ჩემი სამიზნეები
საპატიო ლოჟაში ისხდნენ და საერთო როკვაში იყვნენ ჩართულები. მე, როგორც ნორვეგიელ
ეთნოგრაფ-ფოლკლორისტს, სპეციალური ნებართვა მქონდა მოპოვებული ფესტივალის
ორგანიზატორებისგან. ამიტომ, სცენაზე ავდიოდი და კულისებიდან კამერით ვიღებდი, რაც იქ
ხდებოდა, სინამდვილეში კი სამიზნეებს ვუთვალთვალებდი, რომ შესაბამის მომენტში მათი
ლიკვიდაცია მომეხდინა. იარაღად კი „ბრაუნინგის“ ნახევრად ავტომატური მინიშაშხანა მქონდა
შერჩეული, რომელიც ვიდეოკამერის ფუტლარში იყო მოთავსებული. შუა ფესტივალის დროს,
როდესაც გიჟურმა როკვამ პიკს მიაღწია და სცენაზე ცნობილი მოცეკვავე ნბაბუ კუკანა გამოჩნდა,
ჩემი დროც დადგა: ვიდეოკამერა შტატივზე დავაყენე, შემდეგ „ბრაუნინგის“ შაშხანა ამოვიღე,
დეკორატიულ პალმას ამოვეფარე და, როდესაც კუკანამ თავისი საფირმო ილეთი – სამმაგი
სალტო შეასრულა, შაშხანიდან ორჯერ გავისროლე... ტყვიები ქალსაც და კაცსაც შუბლში
მოხვდათ და ორივე ადგილზევე მოკვდა. მე კი კულისებიდან მშვიდად გასვლა დავაპირე,
მაგრამ, დახოცილების ავტომატმომარჯვებულმა ტერორისტმა მცველებმა ჯერ ჰაერში ისროლეს,
შემდეგ სცენას მიუშვეს ავტომატის ჯერი, წამოიშალნენ და მკვლელის ძებნას შეუდგნენ... დრო
არ ითმენდა. იქ ისეთი ქაოსი იდგა, რომ, ადვილი შესაძლებელი იყო, ბრმა ტყვიას მოვეკალი.
ამიტომ, ნაბიჯს ავუჩქარე და სათადარიგო გასასვლელისკენ ავიღე გეზი. თუმცა, იქაურობა უკვე
პოლიციას და ტერორისტებს ჰქონდათ გადაკეტილი და ყველას აჩერებდნენ. მე ორი მაყუჩიანი
პისტოლეტი მქონდა დამალული ქამარში. თავდაპირველად მათი გადაყრა გადავწყვიტე, მაგრამ,
შემდეგ გადავიფიქრე და გასასვლელისკენ მტკიცე ნაბიჯით გავემართე.

– მისტერ, შეჩერდით! – მითხრა ფორმიანმა პოლიციელმა, რომელსაც „უზით“ და „აკაესით“


შეიარაღებული ორი ტერორისტი ედგა გვერდით.

– რაშია საქმე? მე ნორვეგიელი ვარ და თქვენს ფესტივალზე ჩამოვედი, – მივუგე პოლიციელს და


სპეციალური საშვი ვუჩვენე, თუმცა, ამან არ გაჭრა და პოლიციელმა მითხრა:
– უნდა გაგჩხრიკოთ.

ფიქრის დრო არ იყო, ორივე პისტოლეტი ვიშიშვლე და უზარმაზარი პოლიციელი ყბაში იარაღის
ტარის დარტყმით დავაგდე, შემდეგ ორივე ტერორისტი ხელ-ფეხში დავჭერი და ძირს დავყარე,
გასასვლელი სწრაფად გავიარე და ავტოსადგომისკენ ავიღე გეზი, სადაც ფურგონიანი „დოჯი“
მეყენა.

– მკვლელი არ გაუშვათ! – აღრიალდნენ დაჭრილი ტერორისტები და ხართუმის ქუჩებში


კბილებამდე შეიარაღებული სუდანელი მკვლელები დამედევნენ ხუთი მანქანით.

ქალაქის ქუჩები წინასწარ კარგად შევისწავლე, რადგან, საქმის შესრულების ვარიანტების


განხილვისას, დევნის პროცესიც მქონდა გათვალისწინებული. ამიტომ, რამდენიმე მარშრუტი
სხვადასხვა ადგილებში დავნაღმე და დისტანციური პულტიდან განხორციელებული
აფეთქებების მეშვეობით მოვახერხე ხუთივე მანქანის ჩამოშორება. დევნა-გაქცევის პროცესი სულ
რაღაც ოცდასამი წუთი გაგრძელდა და, კონსპირაციულ ბინაში რომ მივედი და ტელევიზორი
ჩავრთე, ყველა არხზე ფოლკლორის სახლში დატრიალებულ ამბავსა და ხართუმის ქუჩებში
განვითარებულ მოვლენებს გადმოსცემდნენ. მე ყველგან მეძებდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ვიმოქმედე, სუდანიდან გაქცევა ვერ მოვასწარი. ამიტომ,
ნაცად ხერხს მივმართე: გარეგნობა შევიცვალე, უმწეო მოხუცს დავემსგავსე და, მოხუცთა
თავშესაფარი სახლის ავტობუსით ჯერ მეზობელ ეთიოპიაში გადავედი, იქიდან კი თბილისში
ჩამოვედი.

– კოკი, ჯიგარო, შენ არ ბერდები, – მითხრა „ძიამ“, როდესაც მორიგ შეხვედრაზე დამიბარა, –
თითქმის ორი კვირა გავიდა და სუდანის ამბებზე მსოფლიო მედია ახლაც ლაპარაკობს.

– რაო, მაინც, რას ამბობენ?

– რა და, ამერიკელების გამოგზავნილმა სუპერმენმა ნახევარი ტერორისტული ხართუმი


გაწყვიტაო.

– მაინც ამერიკელებს შეტენეს ეს რიგითი საქმე?

– როგორც ყოველთვის, – გაეცინა „ძიას“ და მითხრა, – ახალი საქმეა, არანაკლებ საჩალიჩო,


მაგრამ, ამჯერად შორს წასვლა აღარ მოგიწევს.

– გისმენ.

– მოკლედ, ასე. სოხუმში ქურდული სხოდკა უნდა გაიმართოს, სადაც, სავარაუდოდ, ასამდე
ავტორიტეტი შეიკრიბება, – მითხრა „ძიამ“, შემდეგ ორი ცნობილი ქურდის სურათი მაჩვენა და
დაამატა: – ეს ორი უნდა გააგორო. აიღებ ამ საქმეს?

– რამდენს იხდიან?

– ნახევარ მილიონ ევროს.


– ავიღებ, – მივუგე რომანს და, მას შემდეგ, რაც ის, ტრადიციულად, პირველი წავიდა, მომავალ
საქმეზე დავიწყე ფიქრი.

ობიექტი ქურდები საკმაოდ გავლენიანი პირები იყვნენ და ნარკოტიკების არალეგალური


ბიზნესის ძალიან მსხვილ წილს აკონტროლებდნენ. აქედან გამომდინარე, როგორც
საერთაშორისო ნარკოსინდიკატთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან, ორივე მჭიდროდ
იყვნენ დაკავშირებული. ამიტომ, მათი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ძალიან მაღალ დონეზე
უნდა მიეღოთ, რიგითი მტერი ასეთ რამეს ვერ გაბედავდა. ბოლო პერიოდის კრიმინალური
მოვლენები რომ გავაანალიზე, იმ დასკვნამდე მივედი, რომ შემკვეთი სახელმწიფო იყო. „მდაა, –
გავიფიქრე გუნებაში, – სახელმწიფო კერძო შემსრულებელს ქირაობს, რომ, გაშიფვრის
შემთხვევაში განზე გადგეს. კარგი, კარგი... კოკი ჯერ არასდროს გაშიფრულა და ამჯერადაც
სუფთად შეასრულებს საქმეს“.

თავდაჯერებულობის მიუხედავად, სოხუმში შესასრულებელი საქმე სუდანის საქმეზე


არანაკლებ რთული იყო. ჯერ ერთი, აფხაზეთი პატარაა და ერთი უცხო კაცის გამოჩენაც კი, იქ
შესაბამისი ორგანოების ინტერესს იწვევს, მით უმეტეს – ქურდული „სხოდკის“ პერიოდში.
გარდა ამისა, ქურდული „სხოდკა“ კარგად დაცული შეხვედრა იყო და იქ შეღწევა არც ისე
ადვილი იქნებოდა. მაგრამ, საქმე აღებული მქონდა და მოქმედებაც დავიწყე...

თბილისიდან ერევნის გავლით მოსკოვში ჩავფრინდი და რუსეთის დედაქალაქში ახალი


საბუთები ვიშოვე, მერე ერთ-ერთ კერძო ტურისტულ სააგენტოში მივედი და აფხაზეთში
დასასვენებელი საგზური ვიყიდე ფასდაკლებით, როგორც საბჭოთა კავშირის შეიარაღებული
ძალების ვეტერანმა. ამგვარად, სოხუმში გადამდგარი რუსი პოლკოვნიკის საბუთებით ჩავედი
და ზღვისპირა პანსიონატ „წითელ ვარსკვლავში“ დავბინავდი. იარაღი და სხვა საჭირო
მოწყობილობები ერთ-ერთი კონსპირაციულ ბინაში მქონდა შენახული და „სხოდკამდე“ ოთხი
დღით ადრე მომავალი საქმის ვარიანტების შემუშავებას შევუდექი.

„სხოდკა“ ერთ-ერთი სოხუმელი ქურდის ფეშენებელურ ვილაში უნდა გამართულიყო, რომელიც


რუსი მედესანტეების სამხედრო ბაზის გვერდით მდებარეობდა და ამ „სხოდკას“ სწორედ ისინი
დაიცავდნენ. საქმე თითქმის შეუსრულებელი იყო, თუმცა, ასე რომ მეფიქრა, ჩემს კარიერაში
ვერაფერს მივაღწევდი და არაორდინარული სვლა გავაკეთე, კონკრეტულად კი, ერთ ღამეს
ზღვიდან შევედი რუსი მედესანტეების ბაზაში და ერთ-ერთ სამალავში სამხედრო ფორმა და
ცეცხლსასროლი იარაღები დავმალე, რამდენიმე ადგილი კი დავნაღმე, დისტანციური პულტები
საიმედოდ გადავმალე და ზღვითვე, ცურვით დავბრუნდი უკან. „სხოდკის“ წინა ღამეს კვლავ
ზღვით შევედი მედესანტეების ბაზაზე, იქიდან ვილის ტერიტორიაზე გადავედი და
ავტონომიური ელექტროკვების ჯიხურში დავიმალე, თან მაყუჩიანი შაშხანა მქონდა, რითაც
ობიექტები უნდა დამეხოცა.

ავტონომიური კვების ჯიხური პირდაპირ „სხოდკის“ დარბაზს გაჰყურებდა და იქიდან საქმის


შესრულება გამიადვილდებოდა. მთავარი იყო, ობიექტები მოხვედრილიყვნენ ჩემი შაშხანის
სამიზნეში და აქაც გამიმართლა. საღამოს, როცა „სხოდკის“ მეორე სხდომა დაიწყო, ღამით
ხედვის ხელსაწყო გავმართე, ობიექტები მიზანში ამოვიღე და ორი ზუსტი გასროლა
განვახორციელე... ქურდები გარეთ გამოეფინენ და ჩემი ძებნა დაიწყეს, მე კი დისტანციური
პულტით რამდენიმე აფეთქება განვახორციელე მედესანტეების ბაზის ტერიტორიაზე, სამხედრო
ფორმაში გამოწყობილი, ჯიხურიდან გამოვედი და ეზოში მოფუსფუსე ქურდებსა და
მედესანტეებს შევერიე. რადგან ფორმა მეცვა, დიდად არავინ მაკვირდებოდა. მე ამით
ვისარგებლე, რუსი მედესანტეების „ბეემპეში“ ჩავჯექი, დავქოქე და ადგილიდან დავძარი...
„კაპეპეზე“ გუშაგი გადამიდგა, მაგრამ, როდესაც მიხვდა, გაჩერებას არ ვაპირებდი, განზე გაიწია
და ავტომატის ჯერი მომაყოლა. მე კი ჩაბნელებულ ქუჩაში გავიჭერი და ჯავშანმანქანის
სისწრაფეს მოვუმატე. სანამ რუსი მედესანტეები გამომედევნებოდნენ, „ბეემპე“ კლდეებზე
მივუშვი და ველურ პლაჟზე გადავჩეხე, – ეს ადგილი წინასწარ მქონდა შერჩეული. თავად კი,
უკვე სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი, ტროსტით, ნელი ნაბიჯებით გავუყევი პლაჟის ხეივანს
და ოპერატიული მანქანებით მქროლავ რუს სამხედროებს აზრადაც არ მოსვლიათ ჩემი
გაჩერება...

იმავე ღამეს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტეს, რადგან, ეგონათ, რომ სოხუმში
ქართველი დივერსანტები მოქმედებდნენ. მე კი საპირისპირო მიმართულებით გავემგზავრე
ტაქსით და საზღვრის „კაპეპე“ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადავკვეთე. სამი საათის
შემდეგ უკვე სოჭში ვიმყოფებოდი და რუსეთის მოქალაქის პასპორტი მედო ჯიბეში.
თენდებოდა, როდესაც პლაჟზე გავედი და მზის ამოსვლას შევეგებე...

ჩემი სოხუმური ვოიაჟი ისე გაშუქდა პრესაში, როგორც კრიმინალური დაჯგუფების


ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც, ვითომდა რუსმა მშვიდობისმყოფელებმა აღკვეთეს,
სანდო წყაროდან კი შევიტყვე, რომ ქურდული საძმო შემსრულებელს, ანუ, მე მეძებდა, თუმცა
მათ არ იცოდნენ ჩემი ვინაობა და ამ საქმეში მათ „ეფესბე“ ეხმარებოდა.

სოხუმის საქმიდან ერთი კვირის შემდეგ სახლში მოულოდნელად „ძია“ მეწვია და მითხრა:

– შჩუკინს უნდა შენთან შეხვედრა.

– ალბათ, სოხუმის საქმის გამო.

– ეს არ უთქვამთ, მაგრამ მეც ასე ვფიქრობ, – მომიგო „ძიამ“, – ფრთხილად იყავი, მახეში არ
გაგაბან.

– შენც ფრთხილად იყავი. თუ მახეს გვიგებენ, მაშინ, მასში შენი გაბმაც ენდომებათ, თუმცა, არ
მგონია და, ვფიქრობ, პირიქითაა საქმე, – მივუგე „ძიას“.

ვიქტორ იაკოვლევიჩს მოსკოვში ვეწვიე. ერთმანეთს რესტორან „პრაღაში“ შევხვდით და


გენერალმა შჩუკინმა მომიკითხა:

– როგორ ხარ, ჩემო კარგო, მშვენივრად გამოიყურები.

– არა მიშავს. თქვენ როგორ გიკითხოთ? თქვენც მშვენივრად გამოიყურებით.

– მეც არა მიშავს. ახლა კი საქმე.


– დიახ, გისმენთ.

– ამ ერთი კვირის წინ რუსი მედესანტეების დაწიოკება და ავტორიტეტების მკვლელობა შენი


საქმეა?

– დიახ.

– ასეც ვიცოდი და ამიტომაც დაგიბარე. მოკლედ, „ეფესბე“ გეძებს. ამ საქმეზე ფარული


გამოძიებაა დაწყებული და შენი მეშვეობით შემკვეთზე გასვლა უნდათ.

– როდის იყო, რომ ჩვენს საქმეში შემკვეთმა შემსრულებელს თავისი ვინაობა გაუმხილოს, თანაც,
ისეთში, როგორიც სოხუმური შეკვეთა იყო?

– „ეფესბე“ სხვა მიმართულებების მეშვეობითაც ცდილობს ამ საქმის გაშიფვრას. შენი ხაზი,


უბრალოდ, ერთ-ერთია.

– რა დიდი გასაშიფრია შემკვეთი, – ჩამეცინა მე.

– იცი, ვინ არის?

– თქვენ რა, ვერ ხვდებით?

– შენ ფიქრობ, რომ შემკვეთი სახელმწიფოა? – მშვიდად მკითხა შჩუკინმა.

– თითქმის დარწმუნებული ვარ.

– ეს არც „ეფესბეში“ გამოეპარებოდათ, მაგრამ, ალბათ, ასი პროცენტით უნდათ, დარწმუნდნენ.


ხუმრობა ხომ არაა, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი უნდა
მოაწყონ. ასეთ რამეს კი „ეფესბეც“ ერიდება.

– თქვენ ფიქრობთ, რომ „ეფესბე“ საქართველოში მოაწყობს ტერაქტს?

– თუ დარწმუნდნენ, რომ სოხუმური აქცია საქართველოს სახელმწიფოებრივი შეკვეთაა, მაშინ,


აუცილებლად მოაწყობენ. სოხუმურ ალიაქოთს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს – ასეთია ამ
თამაშის წესები. შენ ეს არ გესწავლება და კარგად გესმის, რა უბედურება შეიძლება მოხდეს.
როდესაც კონკრეტული სამიზნე არ არსებობს და ობიექტი სახელმწიფოა, მაშინ ყოველთვის
უდანაშაულო ხალხი იღუპება.

– რას მთავაზობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– ზუსტი გეგმა არ მაქვს, მაგრამ, დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ „ეფესბეს“


საქართველოში ტერაქტის მოწყობის საშუალება უნდა მოვუსპოთ.

– მაშინ, მათ თავგზა უნდა ავურიოთ და ცრუ კვალზე დავაყენოთ.


– ჰო, მაგრამ, „ეფესბესთვის“ თავგზის არევა არც ისე ადვილი საქმეა, თუმცა, აუცილებლად
გასაკეთებელი და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. სხვათა შორის, ეს იმაზე რთული იქნება, ვიდრე
ატომური ჩემოდნის მოპოვება, რომელიც ჩვენ მაშინ განვახორციელეთ.

– თქვენ საიდან გაიგეთ, რომ „ეფესბე“ ამ საქმეს ფარულად იძიებს და მე მეძებს?

– კონსულტანტად მიმიწვიეს და საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველა შემსრულებლების


დახასიათება მთხოვეს. როგორც ეტყობა, პოსტსაბჭოთა კავშირისეული შემსრულებლები და
მსგავსი ტიპები თვითონვე დაამუშავეს და დარწმუნდნენ, რომ სოხუმის საქმე ძველი კადრის
გაკეთებულია.

– თქვენთან სოხუმის ამბავი ახსენეს?

– რა თქმა უნდა, არა. ოფიციალური ვერსიით, „ეფესბე“ „კაგებეს“ ძველი კადრების აღრიცხვას
აწარმოებს. თუმცა, რა ძნელი მისახვედრია, რომ ეფესბეშნიკები სოხუმის შემსრულებელს
გამალებით ეძებენ, მით უმეტეს, რომ ის ამ ბიზნესს კრიშავს. შენ კი მათი ხალხი გააგორე და ახლა
სისხლი სწყურიათ.

– უყურე შენ რუს ჩეკისტებს! – გამეცინა მე, შჩუკინმა კი საყვედურით მითხრა:

– კარგი რა, კოკი, მათთვის, ამ ტილიანი მაიმუნებისთვის ჩეკისტებად მოხსენიება ნამდვილი


ჩეკისტების შეურაცხყოფაა.

– და, მაინც, ვიქტორ იაკოვლევიჩ, „ეფესბეში“ კვალიფიციური ხალხი მუშაობს.

– ამაზე ვინ დავობს? ეს რომ ასე არ იყოს, აქ არ მოგიწვევდი. ახლა კი კარგად მომისმინე, ერთი
იდეა მაქვს და ეს თუ დაგვეხმარება „ეფესბეს“ გაცურებაში, – მითხრა შჩუკინმა, პაუზა გააკეთა და
დაამატა: – ერთი კომბინაცია უნდა გავითამაშოთ და, თუ კარგად შევასრულეთ, ამ ტილიან
მაიმუნებს უეჭველად მოვატყუებთ.

შჩუკინი აშკარად ანტაგონისტურად იყო განწყობილი „ეფესბეს“ მიმართ და ვკითხე:

– ამხანაგო გენერალო, „ეფესბეს“ რატომ ვერ იტანთ?

– იმიტომ, კოკი, რომ, ვინც ახლა ამ ბანდას მართავს, ადრე ისინი „კაგებეს“ საშუალო რგოლს
წარმოადგენდნენ და სწორედ ამ კრეტინებს დააშლევინეს საბჭოთა კავშირი. ამის უარყოფით
შედეგებს კი, როგორც ხედავ, ძალიან ცუდად იმკის პატიოსანი ადამიანების დიდი არმია, –
მომიგო შჩუკინმა და ხელი ჩაიქნია, – შენ უკვე აღარ მუშაობდი ჩვენთან, როდესაც ერთი
ოპერაცია ჩავატარეთ. კერძოდ კი, ერთი ძალიან ცნობილი ქურდის მეშვეობით, რომელიც მძიმე
დანაშაულში გვყავდა მხილებული და იძულებით ჩვენზე მუშაობდა, ამერიკა-კოლუმბიურ
მსხვილ ნარკოდაჯგუფებას მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგება ჩავუშალეთ და
საქონელი გავუნადგურეთ. გარდა ამისა, მათ ორმოცდათხუთმეტი მილიონი დოლარიც
წავართვით. იმ საქმის შემდეგ, ჩვენზე მომუშავე ქურდს პირობა შევუსრულეთ – გარეგნობა
შევუცვალეთ, ახალი საბუთები გადავეცით და ყოველთვიური სოლიდური პენსია დავუნიშნეთ.
ჩაშლილი საქმის გამო გამწარებული ნარკობარონები გამალებული ეძებდნენ მოღალატეს,
მაგრამ, აბა, რას იპოვიდნენ. იმ საქმეში ის ორი ქურდიც იყო ჩართული, რომლებიც შენ სოხუმში
დახოცე, მაგრამ, ამის შესახებ ნარკობარონებმა არაფერი იცოდნენ. ახლა კი ასე უნდა მოვიქცეთ:
შენ იმ მოღალატე ქურდს მოკლავ კოლუმბიურად და ხმას გავავრცელებთ, რომ ღალატს
ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ანუ, სოხუმურ ალიაქოთსა და მომავალ მკვლელობას
ერთმანეთს მივაბამთ, შურისძიების ფაქტორს შევცვლით და საქართველოს მსხვილ ტერაქტს
ავარიდებთ. როგორია?

– კარგია, მაგრამ, „ეფესბეში“ დაიჯერებენ?

– უნდა დაიჯერონ და ამაში ჩვენ „ეფესბეს“ მაღალჩინოსანთა წარმოდგენა დაგვეხმარება


ქართულ უშიშროებაზე, რომლებსაც ქართველი ძალოვანები უსუსურებად მიაჩნიათ.

– ვცადოთ, მე მზად ვარ. რა უნდა ვქნა?

შჩუკინმა ობიექტის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა. ახლა ის პიტერში ცხოვრობს პერსონალური პენსიონერის, პოტაპოვის გვარით და, აი,
ამ მისამართზეა. თუმცა, პირდაპირ სახლში ვიზიტს მოერიდე. მართალია, მას გარეგნობა და
ვინაობა შეცვლილი აქვს, მაგრამ, ძველი მგელია, მაინც ძალიან ფრთხილობს, იარაღს ატარებს და,
გამორიცხული არ არის, რომ დაუპატიჟებელი სტუმრისთვის ბინაში სიურპრიზი-მახეები
ჰქონდეს მოწყობილი. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედო, რომ ყველაფერი გეგმურად
შესრულდეს.

შჩუკინი ძალიან რისკავდა, როდესაც ჩემთან ერთად ასეთ სარისკო ოპერაციაში ერთვებოდა.
საკმარისი იყო, „ეფესბეში“ მასზე რამე ეეჭვათ, რომ საბჭოთა უშიშროების ყოფილ გენერალს
ნაკუწ-ნაკუწ აქნიდნენ. მიუხედავად ამისა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა საკუთარი სიცოცხლე უკანა
პლანზე დააყენა და ეს ძალიან საშიში ოპერაცია საქართველოსთვის ტერაქტის თავიდან
ასაცილებლად წამოიწყო.

პოტაპოვის ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა, უადვილესი საქმე იყო და მე ის ქუჩაში დიდი


ძალისხმევის გარეშე შემეძლო მომეკლა. თუმცა, მოღალატე ქურდისთვის აუცილებლად
კოლუმბიური ხელწერით უნდა მომეღო ბოლო. ანუ, მისთვის ეგრეთ წოდებული, „კოლუმბიური
ჰალსტუხი“ უნდა გამეკეთებინა, რასაც ქუჩაში ვერ გავაკეთებდი. ასეთ რამეს „სტაციონარი“
სჭირდებოდა და პოტაპოვის ბინაში უნდა შემეღწია, სადაც მარტოდმარტო ცხოვრობდა.

სანკტ-პეტერბურგში მოსკოვიდან გარეგნობაშეცვლილი ჩავედი მატარებელ „კრასნაია


სტრელათი“ და სასტუმრო „გოსტინი დვორში“ დავბინავდი, შემდეგ კი კიროვის სახელობის
პარკში გავემართე – სწორედ აქ ატარებდა ობიექტი თავის უმეტეს დროს. ის ჭადრაკის
თავგადაკლული მოყვარული იყო, საკმაოდ კარგად თამაშობდა და ადგილობრივ პენსიონერებში
ჩემპიონობას არავის უთმობდა. სწორედ ამის მეშვეობით უნდა შევსულიყავი პოტაპოვთან
კონტაქტში და პენსიონრებთან საკუთრი ჭადრაკით მივედი. ცარიელ სკამზე დაფა გავშალე,
ფიგურები დავალაგე და საკუთარ თავთან დავიწყე თამაში. რამდენიმე მეტრში ოციოდე
პენსიონერი უზარმაზარ მაგიდასთან იყო შეკრებილი და ერთმანეთს ჭადრაკს ეთამაშებოდნენ,
ხოლო, ვინც არ თამაშობდა, რიგში იდგა და მოთამაშეებს უყურებდა. პოტაპოვი იქ არ
იმყოფებოდა.

საკუთარ თავთან შუა თამაშის დროს ერთი წითური პენსიონერი მამაკაცი მომიახლოვდა,
მომესალმა და მითხრა:

– გეტყობა, ახალი ხარ. ადრე აქ არ მინახავხარ.

– ახალი ვარ. დღეს პირველად გამოვედი აქ, რადგან უკვე პენსიონერი ვარ და სახლში ჯდომა
მომბეზრდა, – თავაუწევლად მივუგე წითურს და შავი ლაზიერით თეთრი მეფე დავაშამათე.

– ოჰო, შენ არცთუ ისე ცუდი მოთამაშე ჩანხარ. ხომ არ გვეთამაშა? – მკითხა წითურმა.

მე მას ვეთამაშე და, რადგან ჭადრაკს სპორტის ოსტატის დონეზე ვთამაშობდი, სულ რაღაც
თერთმეტ სვლაში მოვუგე.

– თამაში გცოდნია, – გამიღიმა წითურმა. შემდეგ პენსიონერების ჯგუფთან ლამის ძალით


მიმიყვანა და განუცხადა:

– ძმებო! სმენა იყოს და გაგონება! გროსმაისტერი მოგიყვანეთ და, ვისაც გული გერჩით,
დაეჭიდეთ...

ჩემს გროსმაისტერობას პენსიონერები სკეპტიკურად და ერთგვარი ირონიითაც შეხვდნენ,


მაგრამ, როდესაც ყველა დავამარცხე, თანაც, ძალიან იოლად, მათში დიდი პატივისცემა
დავიმსახურე და თქვეს:

– შენ, ჩვენო ძმაო, ნამდვილად გროსმაისტერი ყოფილხარ და თვით პოტაპოვსაც კი დაამარცხებ.

– აბა, ერთი მანახვეთ თქვენი ახალგამოჩეკილი გროსმაისტერი, რომელიც პოტაპოვს


დაამარცხებს, – მომესმა ზურგსუკან, შევტრიალდი და მაღალი, ზორბა კაცი დავინახე, რომელიც
თვალით მზომავდა.

– აი, შენი ტახტის ახალი პრეტენდენტი, – უთხრა წითურმა პოტაპოვს და მხარზე ხელი
დამარტყა.

– ვნახოთ, ვნახოთ, – თქვა პოტაპოვმა, ჭადრაკის დაფას მიუჯდა, მანიშნა დაჯექიო და მკითხა:

– თეთრებით ითამაშებთ თუ შავებით?

– კენჭი ვყაროთ.

კენჭისყრამ თეთრები პოტაპოვს არგუნა. თამაშს შევუდექით და მას ყაიმი ვაკმარე.

– ყოჩაღ, მოხუცო! – მითხრა პოტაპოვმა, – ჩემთან ყაიმი საპატიოა. ურიგოდ არ თამაშობ.


პოტაპოვს, რომ იტყვიან, ცალი ხელით მოვუგებდი, მაგრამ, მისი კეთილგანწყობის
მოსაპოვებლად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ყაიმს ვჯერდებოდი. სამდღიანი ზავის შემდეგ
პოტაპოვმა მითხრა:

– მე მგონი, ჯობია, ბინაში გადავინაცვლოთ და ჩვენი ურთიერთობა კაბინეტურ პირობებში


გავარკვიოთ.

– ჩემს სამოთახიან ბინაში უამრავი ადამიანი ვცხოვრობთ და თამაშს არავინ დაგვაცდის, –


ვუთხარი პოტაპოვს:

– რა პრობლემაა, მე მარტო ვცხოვრობ და ჩემთან გეპატიჟები. ხვალ შუადღეზე! – მომიგო


პოტაპოვმა.

დათქმულ დროს პოტაპოვს ბინაში ვეწვიე და ზარი რომ დავრეკე, მან უმალვე გამიღო კარი,
შემიპატიჟა და მითხრა:

– საუცხოო კონიაკი მაქვს, თან ვითამაშოთ, თან დავლიოთ.

– თანახმა ვარ, – მივუგე მასპინძელს და ჭადრაკის დაფას მივუჯექი, მან კი კონიაკით სავსე ორი
ჭიქა მოიტანა, დაფას მიუჯდა და თამაში გავაჩაღეთ.

ოცდამეერთე სვლაზე მომგებიანი კომბინაცია დავაგვირგვინე და მასპინძელს გამოვუცხადე:

– შამათი! თეთრი მეფე დამხობილია!

– სამწუხაროა! – თავი გააქნია პოტაპოვმა და ფიგურების დაწყობას შეუდგა. მაგრამ, მე მას


კისერში მარცხენა ხელი ჩავარტყი და გავთიშე, შემდეგ რადიატორზე მივაბი და მისი ბინა
დავათვალიერე. ვერავინ აღმოვაჩინე და ისევ მასპინძელს დავუბრუნდი, რომელიც გონზე იყო
მოსული და შიშნარევი თვალებით მიყურებდა.

– როგორ ხარ, პოტაპოვ? თუ, პოტაპოვი არ ხარ? – ვუთხარი მასპინძელს, რომელიც ჩემს
სიტყვებზე მიტკალივით გაფითრდა და ამოილუღლუღა:

– ვინ ხარ და რა გინდა?

– გროსმაისტერი ვარ და კოლუმბიური ჰალსტუხი უნდა შეგაბა, – მივუგე პოტაპოვს და პირში


ჩვარი ჩავტენე, რომ არ ეყვირა. შემდეგ ყელი კოლუმბიურ ყაიდაზე გამოვჭერი და ხორხი მას
ჰალსტუხივით ჩამოეკიდა მკერდზე...

იმავე საღამოს მოსკოვში დავბრუნდი, შჩუკინს შევხვდი და ვუთხარი:

– საქმე გაკეთებულია და ვნახოთ, რა შედეგი ექნება. დაიჯერებენ კი ამ ყველაფერს ლუბიანკაზე?

– დაიჯერებენ, აუცილებლად დაიჯერებენ. საჭირო ხალხმა უკვე იცის, რომ პოტაპოვზე ძველი
ცოდვისთვის იძიეს შური კოლუმბიელებმა.
– სიმართლე გითხრათ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, პოტაპოვი შემეცოდა. უდანაშაულო იყო და თანაც,
დიდი წვლილი მიუძღვის „კაგებეს“ წინაშე, – ვუთხარი შჩუკინს.

– ოპერაციაში ნამდვილად დაგვეხმარა, მაგრამ, მის უდანაშაულობაზე რა მოგახსენო.

– მაინც, რა დააშავა?

– თხუთმეტი წლის გოგონაზე, თანაც, ნათესავზე, იძალადა, – მომიგო შჩუკინმა, – აბა, ასეთ
ცნობილ ქურდს ასეთ თანამშრომლობაზე ასე იოლად ვინ დაითანხმებდა?

– მაშინ, ჯანდაბას მისი თავი. მთავარია, ახლა ეს ყველაფერი „ეფესბემ“ ჭამოს და ტერაქტი
თავიდან ავიცილოთ, – ვუთხარი შჩუკინს. კიდევ ცოტა ხანს ველაპარაკე და ერევნის გავლით
თბილისში ჩამოვფრინდი.

როგორც გენერალმა შჩუკინმა ივარაუდა, „ეფესბემ“ ჩვენი საკენკი აკენკა, საქართველოს თავი
დაანებეს და კოლუმბიელების კვალის ძებნას შეუდგნენ. მიუხედავად ამისა, სოხუმური
ალიაქოთის ისტორიას საკმაოდ მწვავე გაგრძელება მოჰყვა. თბილისში დაბრუნების მეორე დღეს
რომანმა შეხვედრაზე დამიბარა და, რომ მივედი, საკმაოდ აღელვებულმა მითხრა:

– ეს რა შარში ჩავიგდეთ თავი! გვეძებენ!

– ალბათ, ქართველები, ხომ?

– ჰო, ქართველები, – მომიგო დადარდიანებულმა „ძიამ“. შემდეგ შეცბა და მკითხა, – კი მაგრამ,


შენ რა იცი, რომ ქართველები გვეძებენ? იცი, ვისზე გეუბნები?

– ალბათ, ქართულ უშიშროებაზე.

– ჰო, მაგრამ, შენ საიდან მიხვდი?

– იქიდან, რომ სოხუმის შეკვეთა მათი მოცემულია და, კვალის წაშლის მიზნით, როგორც ეტყობა,
ჩვენი თავიდან მოშორება სურთ.

– სწორედ ასეა, – დამიდასტურა „ძიამ“ და დაამატა: – საქმე ისაა, რომ, ჩემსა და შემკვეთს შორის
შუამავალი ვინც არის, იმისი შვილი ჰყავთ დათრეული, თავად შუამავალი კი ჩემთან იმალება.
ერთი სიტყვით, თუ ის კაცი არ გამოჩნდება, შვილს მოუკლავენ, ხოლო, თუ გამოჩნდა – ჩემზე
გამოვლენ; ჩემგან კი, ალბათ, შენზე. მერე ყველას დაგვხოცავენ, ხელებს დაიბანენ და ამით
მორჩება ეს საქმე და ჩვენი სიცოცხლეც.

– დამშვიდდი, „ძია“. ნუ გეშინია. რამეს მოვიფიქრებთ, – ვუთხარი რომანს, რომელიც ასე


გაღიზიანებული პირველად ვნახე. თავში ერთი იდეა მომივიდა და ვკითხე: – შეგიძლია,
შუამავალი მანახვო?

– კი, მაგრამ, რაში გჭირდება?


– მოკლედ, ახლა წავალ და შევინიღბები, ერთ საათში კი სტუმრად გეწვევი, – მივუგე „ძიას“ და
ჩვენი ურთიერთობების მრავალწლიანი ისტორიის განმავლობაში პირველმა დავტოვე პაემნის
ადგილი.

ერთი საათის შემდეგ ისევ „ძიასთან“ სახლში მივედი და ძალიან შეშინებულ შუამავალს ვკითხე:

– ეს საქმე რამდენმა კაცმა შეგიკვეთათ?

– ორმა.

– ალბათ, ოფიცრები არიან, ხომ?

– დიახ.

– უნდა შემახვედროთ.

– რას ბრძანებთ! – აკანკალდა შუამავალი, – ეს რომ გავაკეთო, დაგვხოცავენ და არც ჩემს შვილს
დატოვებენ ცოცხალს.

„ძიასაც“ უკიდურესი გაოცება გამოეხატა სახეზე ჩემი სიტყვების გამო, მაგრამ, კარგად მიცნობდა,
იცოდა, რომ ჰაერზე ლაპარაკი არ მჩვეოდა და ხმა არ ამოუღია. მე კი შუამავალს ვუთხარი:

– ნუ გეშინიათ. აი, ტელეფონი, დაურეკეთ და დაელაპარაკეთ.

შუამავალი ძლივს დავამშვიდე, შემკვეთებთან დავარეკინე და შეხვედრა დავანიშნინე.

– ასე მითხრა, ფუნიკულიორზე რომ პატარა საფეხბურთო სტადიონია, იქ მოდიო, – მითხრა


გაფითრებულმა შუამავალმა, მე კი მას მივუგე:

– გინდა „მოდულის“ წინ იყოს. წავედით.

მე და შუამავალი ტაქსით მივედით დანიშნულ ადგილას და პატარა, მწვანედ შეღებილ ხის


სკამზე დავსხედით. შემკვეთები, ძნელი მისახვედრი არ იყო, იქვე იმალებოდნენ. ჩვენი
გამოჩენიდან სულ რაღაც ორიოდე წუთში მოცვივდნენ, შავი ფერის უზარმაზარი, შემინული
ორი „ჯიპით“, რომლებშიც მათ გარდა კიდევ ექვსი ადამიანი იჯდა.

შემკვეთები ღობესთან მოვიდნენ და გვითხრეს:

– მოდით, მანქანაში ვილაპარაკოთ.

– ჯობია, აქ ჩამობრძანდეთ, – მივუგე მე. მათ კი პისტოლეტები მოგვიშვირეს და გვითხრეს:

– აბა, ჩქარა, აქ მოდით, თორემ, დაგხოცავთ!

– ყმაწვილებო! შემთხვევით მართლა არ გაგივარდეთ ეგ სათამაშოები და თავები არ წააგოთ! აქ


მოდით და დავილაპარაკოთ. ეს კაცი კი დაგველოდება, – ვუთხარი შემკვეთებს, შემდეგ
შუამავალს ვანიშნე, რომ გვერდით დამდგარიყო და შემკვეთები უკვე უხმოდ, ხელით მოვიხმე.
ჩემმა მშვიდმა, ირონიულმა ტონმა შემკვეთები უფრო მეტად გააბრაზა და ისინი
სახეწამოჭარხლებულები დაეშვნენ კიბეებზე, მომიახლოვდნენ და შემომიბღვირეს. მე კი კვლავ
მშვიდად ვუთხარი:

– საკმარისია, ერთი ღერი თმა ჩამომივარდეს ამ ჭაღარა თავიდან, რომ, არა მარტო თქვენ და
თქვენი უფროსობა, კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გამოესალმება სიცოცხლეს.

– ვინ ხარ, მოხუცო, ასე რომ გვემუქრები? – მითხრა ერთ-ერთმა, რომელსაც ზურა ერქვა, მეორემ
კი, სახელად გივიმ, მკითხა:

– ის კაცი რატომ გაუშვი გვერდზე?

პირველად გივის ვუპასუხე:

– იმიტომ რომ, ის მხოლოდ და მხოლოდ შუამავალია და, რასაც ახლა გეტყვით, არ უნდა იცოდეს,
– შემდეგ ზურას მივუბრუნდი:

– მე შემსრულებელი ვარ და სოხუმური ალიაქოთი სწორედ მე მოვაწყვე.

– შენ?! – ერთდროულად ირონიულად აღმოხდათ გივის და ზურას, მე კი მშვიდად მივუგე:

– სწორედ რომ მე.

– კარგი, გასაგებია. ახლა კი თქვი, რისი თქმა გინდა, – კოპები შეიკრა ზურამ.

– რამდენიმე კატეგორიული მოთხოვნა მაქვს, რომელიც ზუსტად უნდა შეასრულოთ.


წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თქვენ, ასევე თქვენი უფროსობა თავს წააგებთ.

– მოთხოვნებიც ჰქონია, – ირონიულად უთხრა ზურამ გივის. მე უხეშად შევაწყვეტინე სიტყვა და


კბილებში გამოვცარი:

– ახლა თქვენი სულები ჩემს ხელთაა და არასერიოზულ საქციელს არ გირჩევთ. გონებას


მოუხმეთ, კარგად მომისმინეთ და, რასაც გეტყვით, ზუსტად შეასრულეთ ყველამ.

– ბრძანე, მოხუცო, – თქვა ზურამ.

მე ლეპტოპი გავხსენი და რუსეთის ერთ-ერთი ტელევიზიის სიუჟეტი ვუჩვენე, რომელშიც


კოლუმბიური ხელწერით ჩემ მიერ მოკლული პოტაპოვი ჩანდა.

– აი, ეს კაცი, ვითომ პოტაპოვი, სინამდვილეში ძველი ქურდი იყო, რომელსაც კოლუმბიელი
ნარკობარონები ეძებდნენ, – დავიწყე თხრობა და შევატყვე, რომ გივი და ზურა ვერაფერს
ხვდებოდნენ. ხოლო, როდესაც საქმის კურსში ჩავაყენე და ყველაფერს მიხვდნენ, ასე
დავაბოლოვე:

– ახლა ხომ გაიგეთ, რამხელა საფრთხე აგაცილეთ თავიდან როგორც თქვენ, ასევე თქვენს
უფროსებს და, რაც მთავარია, ქვეყანას? წესით, თქვენ დიდ ფულად კომპენსაციას უნდა
გახდევინებდეთ, მაგრამ, ასი ათასი ევროთი დავკმაყოფილდები, რომელსაც ზუსტად ერთი
საათის შემდეგ, აი, ამ ადგილზე, ანუ, აქ მოიტანთ. გაიგეთ? ხოლო, თუკი თქვენს ტვინამდე არ
დავა ჩემი მართალი სიტყვები და, როგორც შუამავალზე, ისე სხვებზე დაიწყებთ ნადირობას,
ჩემი კაცი მაშინვე სიმართლეს შეატყობინებს „ეფესბეს“ და, შეგიძლიათ, საფლავები თქვენი
ხელით გაითხაროთ. ახლა კი ფულზე წადით. ზუსტად ერთი საათი გაქვთ. დრო არ ითმენს, თან,
ამ კაცს შვილი დაუბრუნეთ.

ზურა და გივი „ჯიპებში“ ჩასხდნენ და წავიდნენ, მე კი შუამავალი მოვიხმე, რომელიც ჯერ კიდევ
გაფითრებული იყო და ციებიანივით კანკალებდა.

– დამშვიდდი. ყველაფერი კარგადაა. ახლა ისინი ასი ათას ევროს მოიტანენ და შენს შვილს
მოიყვანენ. აიღე ეს ფული და სადმე გაემგზავრეთ. ოღონდ, რომანის სახელი და მისამართი
დაივიწყე, – ვუთხარი შუამავალს, რომელიც ისეთი გაოგნებული იყო, რომ მივხვდი, ჩემი
სიტყვების არსს ვერ ჩასწვდა.

ერთი საათის შემდეგ მთაწმინდის პლატოზე მხოლოდ ერთი შავი „ჯიპი“ ამოვიდა, რომელშიც
გივი, ზურა და შუამავლის შვილი ისხდნენ. მანქანიდან მხოლოდ ზურა და გატაცებული
ყმაწვილი გადმოვიდნენ. ზურას პატარა ჩანთა ეკავა, რომელიც მე მომცა, კეთილგანწყობილად
გამიღიმა და მითხრა:

– აქ თქვენ რაც მთხოვეთ, ისაა, ყმაწვილი კი ჩაიბარეთ. საუცხოო ბიჭია და, მგონი, კარგად
გრძნობს თავს.

შუამავალი თავის შვილს ჩაეხუტა და ატირდა. ზურა და გივი წავიდნენ. მე კი ჩანთა გავხსენი,
მამა-შვილს შუაში ჩავუდე და ვთქვი:

– აქ ასი ათასი ევროა და ამ ფულით ცოტა ხანს მაინც იცხოვრებთ უცხოეთში.

მამა-შვილს იქვე გამოვემშვიდობე და ისინი ტაქსით დაეშვნენ ქალაქში. ერთი კვირის შემდეგ კი,
ქვეყნიდანაც გაემგზავრნენ.

მე კიდევ ერთი საათი ვისეირნე. შემდეგ „ძიასთან“ დავბრუნდი, რომელიც მოუთმენლად


მელოდა და ვუთხარი:

– მოკლედ, ასე, „ძია“-ჯან. ეს ამბავი მოყომარდა და ჩვენს ძებნას „ეფესბეს“ შიშით ვერავინ
დაიწყებს. ახლა კი ახალი წინადადება მაქვს შენთან.

– თქვი, გისმენ.

– ვფიქრობ, დროა, დამსახურებულ პენსიაზე გახვიდე – აღარ შეგეფერება შეკვეთებზე სირბილი


და ნერვების წყვეტა, პენსია კი, გპირდები, მეფური გექნება და ყოველი ჩემ მიერ შესრულებული
საქმიდან ისევ მესამედს გადაგიხდი.

„ძიას“ არაფერი შეეტყო სახეზე, თუმცა, მივხვდი, რომ ეწყინა... მას შემდეგ უკვე „ძიას“ გარეშე
ვიღებდი შეკვეთებს, მაგრამ, სიტყვა არ დამირღვევია და მას მესამედ თანხას საბანკო ანგარიშზე
ვურიცხავ. თავად რომანი კი, ძირითად დროს სახლში ატარებს და ჩემ მიერ დანიშნულ პენსიას
თავის შვილიშვილებს ახმარს, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ და სწავლობენ. ხანდახან
ერთმანეთს ვურეკავთ ხოლმე, უფრო იშვიათად ვხვდებით და, არასამსახურებრივ თემებზე
ვსაუბრობთ.

ამას წინათ „ძიამ“ დამირეკა და თავისთან მისვლა მთხოვა. რომ მივედი, საკმაოდ
დადარდიანებულმა მითხრა:

– შენი დახმარება მჭირდება.

– რა მოხდა, რაშია საქმე, ხომ მშვიდობაა? – ვკითხე და სავარძელში ჩავეშვი.

– შვილიშვილი მეღუპება და შველა სჭირდება თუ უკვე გვიან არ არის.

– რომელი? – ვკითხე „ძიას“, რადგან მას ოთხი შვილიშვილი ჰყავდა.

– მეგი, – მომიგო მოხუცმა და ატირებულმა დაამატა: – ჩემი ბრალია, ჩემი. მე ვაიძულე, რომ
მოსკოვში ესწავლა. ის კი, თურმე, წამალზე შეჯდა, ვიღაც ბაიკერებს თუ სკინჰედებს
დაუკავშირდა და ისეთ შარშია გაბმული ოცდაერთი წლის გოგონა, რომ აქეთ გამოხედვაც კი არ
უნდა.

მეგი ტანწერწეტა, ქერათმიანი ულამაზესი გოგონა იყო და მე მას კარგად ვიცნობდი. მართალია,
თითქმის ხუთი წელი არ მყავდა ნანახი, მაგრამ, მისი ცნობა არ უნდა გამჭირვებოდა და „ძიას“
მივუგე:

– ნუ ტირი. მთავარია, ცოცხალი იყოს და შენს შვილიშვილს ჩემი ხელით მოგგვრი.

„ძიამ“ იცოდა, რომ მუქთაზე არ ვმუშაობდი და მითხრა:

– ფულს გადაგიხდი.

– მხოლოდ ლარიანს, – მივუგე რომანს, ლარიანი გამოვართვი და დავამატე: – უახლოეს


პერიოდში არანაირი შეკვეთა არ მაქვს, ამიტომ, ხვალვე გავემგზავრები მოსკოვში, შენ კი მისი
კოორდინატები მომეცი.

მოსკოვში უკვე გატკეპნილი გზით – ერევნის გავლით ჩავფრინდი და, მრავალი წლის შემდეგ,
პირველად ჩემს ბინაში მივედი, რომელიც „კაგებემ“ მაჩუქა. იქაურობა ხელუხლებელი იყო და
ეტყობოდა, რომ მრავალი წლის განმავლობაში, არავინ იყო ნამყოფი. მე, უპირველესად,
დამლაგებელი გამოვიძახე და იქაურობა კარგად დავასუფთავებინე, შემდეგ მაღაზიიდან
სურსათ-სანოვაგე ამოვიტანე, ვისადილე, ცოტა დავისვენე და მეგის საძებნელად გავემართე.

– მეგი აქ აღარ ცხოვრობს, ბაბუ, – მითხრა მეგის ყოფილმა „ხაზეიკამ“, – ვიღაც ვიგინდარებს
გადაეყარა, უკვე ნახევარი წელია, აქ აღარ ყოფილა და, შეიძლება, ცოცხალიც კი არ არის.

– ვინმე თუ მიმასწავლის მის გზა-კვალს? – ვკითხე შუახნის ქალს და ათასრუბლიანი დავანახვე.


მან ფული ჯიბეში ჩაიდო და მითხრა:
– მოპირდაპირე კორპუსში ბაიკერი ვასკა ცხოვრობს, პაჭუაცხვირა, დაკუნთული ბიჭია. იქნებ
იმან იცოდეს მეგის ასავალ-დასავალი.

– იმან საიდან უნდა იცოდეს?

– აბა, მე რა ვიცი?

ქალს მეორე ათასრუბლიანი მივეცი და მან გუდას პირი მოხსნა:

– სწორედ რომ მაგ ვასკამ აიყოლია ეს ანგელოზივით გოგო და ჯერ სახლიდან წაიყვანა და მერე
წამლის კეთება დააწყებინა. ახლა რა ხდება, ეს კი ნამდვილად არ ვიცი.

ქალმა რაც იცოდა, ყველაფერი მითხრა, ამიტომ, ბაიკერ ვასკას ვესტუმრე სახლში, სადაც
დეიდამისი დამხვდა და მითხრა:

– ჯანდაბას მაგის თავი! აბა, რა ვიცი, სად გდია. თავისი მოტოციკლით ხან ალთასაა და ხან
ბალთას.

მართალია, ვასკას სახლიდან გაწბილებული წამოვედი, მაგრამ, მეგის პოვნის იმედი არ


დამიკარგავს და ბაიკერების ადგილსამყოფელი დავადგინე. ისინი, ეგრეთ წოდებული,
„ლენინსკიე გორკის“ მიდამოებში იკრიბებოდნენ და, გადავწყვიტე, დილით ვწვეოდი
იქაურობას. ამიტომ, სახლში დავბრუნდი და დასაძინებლად დავწექი. დილიდან ადრევე გავედი
შინიდან, ახალთახალი „ჰარლეი დევიდსონი“ ვიქირავე და, ბაიკერების ტყაპუჭებში
გამოწყობილმა „ლენინსკიე გორკისკენ“ დავგაზე...

ბაიკერების შეკრების ადგილზე ასობით ნაირ-ნაირ მოტოციკლებზე ამხედრებული ახალგაზრდა


დამხვდა. უმეტესი მათგანი კუნთმაგარი იყო და მოტოციკლის უკანა სკამზე გოგონა ჰყავდა
შემოჯენილი. მე მოტოციკლის მართვა ჯერ კიდევ „კაგებეში“ მასწავლეს, ამიტომ, საუცხოოდ
ვფლობდი ამ სატრანსპორტო საშუალებას. „ჰარლი“ უკანა ბორბალზე დავაყენე და პირდაღებულ
ბაიკერებს შორის ოსტატურად გავიარე. ბოლოს მოტოციკლი გავაჩერე და გაოცებულ ბაიკერებს
თვალი შევავლე იმ იმედით, რომ იქნებ სადმე მეგისთვის მომეკრა თვალი.

– ყოჩაღ, ბაბუ! რა ოსტატურად მართავ მოტოციკლს! გეტყობა, რომ ძველი ხარ, – მითხრა ერთ-
ერთმა, გრძელთმიანმა ქერა ყმაწვილმა, რომელიც პირველი მომიახლოვდა თავისი თეთრი
„ჰონდათი“.

– თუ არ დაიზარებ, ჩემზე უკეთესად ისწავლი, – მივუგე ყმაწვილს და ვკითხე, – ვასკა ბაიკერის


გზა-კვალს ხომ არ მიმასწავლი?

ვასკა ბაიკერის ხსენებაზე ქერათმიანს სახე ეცვალა, თავი გაიქნია და მომიგო:

– გაწყენინა რამე?

– რატომ ფიქრობ ასე?


– იმიტომ, რომ ყველას უტეხავს, დიდხანს ვერსად ჩერდება და, ალბათ, სკინჰედებისგანაც
წამოვა.

– ესე იგი, ვასკა სკინჰედებთანაა?

– თითქმის ერთი თვეა, რაც ჩვენგან წავიდა.

– მეგიც წაიყვანა?

მეგის ხსენებაზე ქერა ბაიკერმა თავში ხელი შემოირტყა და თქვა:

– მივხვდი, თქვენ, ალბათ, მეგის ეძებთ?

– რა დაგიმალო და, ასეა. შეგიძლია, დამეხმარო?

– მეგი თქვენი ვინ არის?

– შვილიშვილი.

– ეეჰ, ბაბუ, ბაბუ, ხელიდანაა წასული თქვენი შვილიშვილი და, მეეჭვება, რამე შეაგნებინოთ. იმ
დამპალ ვასკას ისე ჰყავს გაბრუებული, საეჭვოა, დაგიჯეროთ.

– წამალზე ზის?

– წამალზე, წამალზე, – თავი დააქნია ქერათმიანმა, – სკინჰედებთან კი უფრო მეტად


გაუბედურდება.

– მეტი რა უნდა მოუვიდეს, წამალზე უარესი რა უნდა გაიკეთოს და გააკეთოს?

– კაცს მოაკვლევინებენ, აი, რა. შენ რა, ციდან ჩამოხვედი? არ იცი, სკინჰედები რას სჩადიან?

– რა გქვია, შვილო? – ვკითხე ქერას.

– ვოვა.

– ვოვა, დამეხმარები?

– ვერა, ბაბუ, სკინჰედებს ნამდვილად ვერ შევწირავ თავს ნარკომანი მეგის გამო.

– ფული რომ გადაგიხადო?

– რამდენი?

– ასი დოლარი.

– გიჟი გგონივარ? დღეში რომ იყოს, კიდევ ჰო.

– დღეში ასი დოლარი რა არის, საათში ასი დოლარი.


ჩემმა სიტყვებმა ვოვაზე მაგიურად იმოქმედა, ეფექტის გასაძლიერებლად მას ასდოლარიანების
დასტა ჩავუდე ტყავის ქურთუკში და ვუთხარი:

– აქ ათი ათასი დოლარია. ოთხი დღე-ღამისა და ოთხი საათის ფული გადახდილია. თუ ნაკლები
დრო დაგვჭირდა მეგის მოსაძებნად, უკან არაფერს დამიბრუნებ, ხოლო, თუ მეტი, მაშინ,
საათობრივად დაგიმატებ ფულს. გაწყობს?

– მაწყობს, ბაბუ, – მომიგო ვოვამ, შემდეგ თეთრი „ჰონდა“ დაქოქა და, სანამ გააქროლებდა,
მითხრა:

– უკან გამომყევი.

მე და ვოვამ ნახევარი მოსკოვი გავიარეთ და ერთ-ერთ მიკრორაიონში მივედით, სადაც ის


ცხოვრობდა. მან პატარა გარაჟში შემიყვანა, რომელშიც „ჰონდასაც“ აყენებდა და თავისთვის
პატარა ოთახიც ჰქონდა მოწყობილი.

– რა კარგი ადგილია, – შევუქე ვოვას სამფლობელო. მან კი მომიგო:

– ვცდილობ, დამოუკიდებლად ვიცხოვრო, მაგრამ, ყოველთვის არ მყოფნის ხოლმე ფინანსები.


ახლა კი, მგონი, მეშველა და ჩემს გემოზე მოვაწყობ ამ სოროს.

– ეჭვი არ მეპარება. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – ვუთხარი ვოვას, მან კი სამალავიდან


გადაჭრილი თოფი ამოიღო და მოტოციკლის სკამის ქვეშ დამალა.

– ეს რად გვინდა?

– ეს კი არა, შეიძლება, ტყვიამფრქვევიც არ გვეყოს, – გაეცინა ვოვას, – სკინჰედები ძალიან სასტიკი


და სერიოზული პუბლიკაა. როგორ ფიქრობ, გოგონას ასე ადვილად დაგვითმობენ?

– შენ ფიქრობ, რომ შეიარაღებული შეტაკება მოგვიწევს?

– არაა გამორიცხული, – მომიგო ვოვამ, – სხვათა შორის, ბაიკერი ვასკაც შეიარაღებული დადის
და მეგის ხშირად დამუქრებია.

ერთი სიტყვით, მე და ვოვა წყვილის ძებნას შევუდექით და მრავალი ადგილი მოვინახულეთ,


სადაც, შესაძლოა ისინი ყოფილიყვნენ, მაგრამ უშედეგოდ. ყველგან გვეუბნებოდნენ, ერთი
ნაბიჯით გაგასწრესო. ასე ვიხეტიალეთ საღამომდე. 7 საათი სრულდებოდა, როდესაც ღია
კაფესთან შევჩერდით, რომ ცოტა წაგვეხემსა. ვოვა სენდვიჩების საყიდლად გაემართა, მაგრამ,
მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ და მითხრა:

– აი, ისინიც, წავიდეთ!

მე და ვოვა, მწვანე „სუძუკიზე“ ამხედრებულ ბაიკერ ვასკასა და მეგის გავყევით, მაგრამ,


ვცდილობდით, რომ მათ არ შევემჩნიეთ. ჩვენ გვერდიგვერდ მივქროდით და თან ერთმანეთს
ველაპარაკებოდით.
– მე მგონი, ვიცი, საითაც მიდიან, – მითხრა ვოვამ, – ლუბერსკის მიკრორაიონში.

ლუბერსკიზე და ლუბერსკელ ბოროტმოქმედებზე ბევრი რამ მსმენოდა და კარგად ვიცოდი, რომ


ის ისეთივე კრიმინალური რაიონი იყო, როგორიც ჰარლემი ნიუ-იორკში, ამიტომ, ვოვას მივუგე:

– როგორც მსმენია, იქ შესვლა უცხოსთვის საკმაოდ საშიშია.

– ჰო, საკმაოდ. იქ, სკინჰედების ყველაზე დიდი პრიტონია და მათ მილიციაც კი ერიდება.
ერთხელ, ვიღაც კრიმინალს იჭერდნენ და ლუბერსკში „ომონი“ შევიდა. მაგრამ, სკინჰედებმა მათ
ნამდვილი ომი გაუმართეს. ისეთი სროლა იყო, თავი ავღანეთში გეგონებოდა.

– ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. ბოლომდე მივდიოთ, გავიგოთ, სად მიდიან
და შემდეგ მოვიფიქროთ, რა ვქნათ, – ვუთხარი ვოვას, რომელიც დამეთანხმა და ფრთხილი
დევნა განვაგრძეთ.

წყვილმა კრიმინალური მიკრორაიონი თითქმის ბოლომდე გაიარა და ორსართულიან


შენობასთან შეჩერდა. ვასკამ მოტოციკლი დააყენა და მეგისთან ერთად შენობაში შევიდნენ.
შენობის ფასადზე ეწერა: „ლუბერცები“. წარწერა ვარდისფერი ნეონის ნათურებით ინთებოდა და
ქრებოდა. ამასობაში საკმაოდ შებინდდა. ჩვენ მოტოციკლები ოციოდე მეტრის მოშორებით
გავაჩერეთ და ვოვამ მითხრა:

– აი, სკინჰედების პრიტონი: პირველ სართულზე უზარმაზარი ბარია, მეორეზე – დისკოთეკა,


ბუნკერში კი – ბობოლების აპარტამენტები, იარაღისა და ნარკოტიკების საწყობები. ერთი
სიტყვით, მიუვალი სიმაგრეა.

– ნეტავი, ჩვენი ობიექტები სად წავიდნენ? – ვკითხე ვოვას.

– ჯერ ბარში, შემდეგ – დისკოთეკაზე. ბობოლებთან მათ არავინ მიუშვებს, – მომიგო ვოვამ, – მე
ვფიქრობ, მეგის წამოყვანა დისკოთეკიდან ჯობია. იქ ყურისწამღები ხმაურია, ნახევრად სიბნელე
და ყველა კაიფშია. სწრაფად და ზუსტად თუ ვიმოქმედებთ, ყველაფერი გამოგვივა. მოდი, ასე
ვქნათ: დისკოთეკიდან მეგის მე წამოვიყვან ხელში ატატებულს, თქვენ კი დამაზღვიეთ. აბა,
წავედით!

– მოიცა, ვოვა, – შევაჩერე ჩემი მეწყვილე მეგზური, – მოდი, ასე ვქნათ: შენ მოტოციკლი სრულ
მზადყოფნაში გქონდეს, მეგის კი მე გამოვიყვან და მოვუსვათ.

– თქვენ გამოიყვანთ? – გაოცებას ვერ მალავდა ვოვა.

– დარდი ნუ გაქვს, – ვოვას მხარზე მოვუთათუნე ხელი, – კარგ ფორმაში ვარ და გამოვიყვან. შენ
კი მზად იყავი, რომ მეგი შენი მოტოციკლით წაიყვანო. თუ ერთად ვერ წავალთ, მაშინ, შენს
გარაჟში, შენს აპარტამენტებში შევხვდებით ერთმანეთს. აბა, შენ იცი, არ დაიბნე და სრულ
მზადყოფნაში მელოდე.

მე შენობისკენ გავემართე. როგორც კი ფეხი შევდგი შიგნით, იქ მყოფების უზომო ინტერესი


შევნიშნე ჩემ მიმართ. მე, მართალია, მათ სტილში ვიყავი ჩაცმული, მაგრამ იქ მყოფებს ბაბუად
ვერგებოდი და ასეთი დიდი ინტერესით იმიტომ მაკვირდებოდნენ. ჯერ ბარში შევედი, თან
მეგის ვეძებდი, თუმცა, ის არსად ჩანდა. მე ბარის დახლთან მივედი, რადგან, თავში ერთი აზრი
მომივიდა, რაც, ჩემი ვარაუდით, ჩემს ამოცანას უფრო გააადვილებდა.

– რას დალევ, ბაბუ? – მკითხა ბარმენმა გოგონამ, რომელიც ყურადღებით მათვალიერებდა.

– ძალიან ბებრულად გამოვიყურები, შვილიშვილო? – კითხვა შევუბრუნე ბარმენს, მან კი თავი


გვერდზე გადახარა, კარგად შემათვალიერა და მომიგო:

– ვიდზე არა გიშავს, მეტიც, მშვენივრადაც კი გამოიყურები. მაგრამ, ეგ შმოტკები მაინცდამაინც


არ გიხდება, შენ უფრო კლასიკური სტილი მოგიხდება, ჰალსტუხით.

– შენთან ერთი საქმიანი წინადადება მაქვს.

– ბაბუ, ახლა შებმა არ დამიწყო, – სიტყვა გამაწყვეტინა ბარმენმა გოგონამ, – არც ასაკით
შევეფერებით ერთმანეთს და, საერთოდაც, სექსი სამუშაო საათებში სრულიადაც არ მიტაცებს.

– აბა, ერთი, კარგად შემომხედე და დამაკვირდი. ვერ მცნობ? – ვაჯახე გოგონას.

– ვერა, ვერ გცნობ, – მომიგო მცირე პაუზის შემდეგ ბარმენმა.

– ნუთუ ტაგანკის თეატრში არ დადიხარ ან ტელევიზორს არ უყურებ?

– თეატრში რა დამრჩენია?! ტელევიზორს კი ზოგჯერ ვუყურებ. რა, მერე?

– რა და, ის, ჩემო გოგონა, რომ, ცნობილი მსახიობი ვარ, ახალ ფილმში მიღებენ და ასაკოვანი
ბაიკერის როლი უნდა შევასრულო. ასე გამოწყობილი იმიტომ ვარ, როლს რომ მოვერგო. აქაც
ამიტომ მოვედი – ბაიკერული ატმოსფეროს გაცნობა მინდა. ამისთვის კი ასეთ საქმეში
გამოცდილი ადამიანი მჭირდება. აი, ამას გთავაზობდი. შენ კი, რა დროს სექსია სამუშაო
საათებშიო.

– მაინც, რა გინდა ჩემგან?

– ბევრი არაფერი, დისკოთეკაზე პარტნიორობა გამიწიე, შენი მეგობრები გამაცანი და, საერთოდ,
ბაიკერულ-ახალგაზრდულ მუღამში შემიყვანე. ამისთვის დღეში ორი-სამი საათი დამჭირდება
და სულ რაღაც სამი დღე მეყოფა. სამაგიეროდ, ათას დოლარს გადაგიხდი. რა, ცუდია, საათში ას
დოლარზე მეტი? ეს იმაზე ბევრად მეტია, ვინმესთვის სექსუალური მომსახურებისთვის რომ
გადამეხადა ბაქსები. რას იტყვი, თანახმა ხარ?

გოგონამ ეჭვით შემომხედა, დაუსტვინა და მითხრა:

– ათასი დოლარი სამ დღეში?

– სამ დღეში კი არა, ცხრა საათში.

– ჰო. არ მატყუებ, ბაბუ?


მე ასდოლარიანების დასტიდან ათი ცალი კუპიურა ამოვაძვრინე, ბარმენს მივეცი და ვუთხარი:

– აი, ათასი დოლარი, წინასწარ გაძლევ, გამომართვი. არც ახლა გჯერა?

გოგონამ შიშით გაიხედ-გამოიხედა. შემდეგ ფულის კუპიურები გამომართვა, ჯიბეში დამალა და


მიჩურჩულა:

– არავის უთხრა, რომ ფული გადამიხადე. დამელოდე, ხუთ წუთში მოვალ.

ბარმენი გოგონა წავიდა და მართლაც ხუთ წუთში დაბრუნდა სხვა ბარმენ გოგონასთან ერთად,
რომელმაც ის დახლთან შეცვალა. შემდეგ მას მიუბრუნდა და უთხრა:

– აი, ცნობილი მსახიობი.

– შეგიძლია, კოსტია დამიძახო, ისე კი კონსტანტინე მქვია, მაგრამ ახლობლებისთვის კოსტია


ვარ.

– ლარისა, – მომიგო თვალებგაბრწყინებულმა გოგონამ, ხელი ჩამომართვა და მკითხა, – რომელ


ფილმში გიღებენ, კოსტია?

– „მოხუცი ბაიკერის ბედნიერება“, – მივუგე ლარისას, რომელსაც ცნობილ მსახიობთან


შეხვედრამ კიდევ უფრო მეტად აუელვარა თვალები და მკითხა:

– რაზეა ფილმი?

– ცოტ-ცოტა ყველაფერზე, მაგრამ, რაც მთავრია, მძაფრსიუჟეტიანია და მასში ბევრი


სიყვარულია.

– რა მაგარია! – ტაში შემოჰკრა ლარისამ, – როგორ ვოცნებობ ფილმში გადაღებაზე!

მე ყურადღებით შევათვალიერე გოგონა და სერიოზული სახით ვუთხარი:

– ვინ იცის, იქნებ, გაგიმართლა კიდეც. რეჟისორს ვეტყვი და სინჯებზე მიგიყვან, იქ კი


ყველაფერი შენზე იქნება დამოკიდებული.

– მართლა? – ლარისამ ტაში შემოჰკრა, ჰაერში ახტა და მითხრა, – შეიძლება, რომ ფილმში
მიმიწვიონ?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. გარეგნობა არ დაგეწუნება. გეტყობა, რომ ფოტოგენურიც ხარ.


მთავარია, რეჟისორის დავალებები შეასრულო და, გამორიცხული არ არის, ერთ-ერთი მთავარი
როლიც კი გერგოს. სხვათა შორის, პროვიზორი ქალის როლზე ჯერჯერობით არავინაა
დამტკიცებული და თუ ბედმა გაგიღიმა, შეიძლება, შენ გერგოს.

– პროვიზორი რას ნიშნავს? – მკითხა ლარისამ.

– წამლების დამამზადებელს.

– მართლა? რა კარგია! ნეტავი, გამიმართლოს. როდის მიმიყვან სინჯებზე, კოსტია?


– ზეგ, დილის რვა საათზე. გცალია?

– რა თქმა უნდა, მცალია!

– ჰოდა, ზეგამდე. ახლა კი წავედით.

– სხვათა შორის, კინოში გადაღებაზე მეც ვოცნებობ, კოსტია, – მითხრა პირველმა ბარმენმა
გოგონამ.

– რა გქვია?

– ლიდა.

– რა პრობლემაა, ლიდოჩკა, შენ და ლარისას ერთად წაგიყვანთ ზეგ სინჯებზე და, ვნახოთ,
როგორ გამოიჩენთ თავს. სიმართლე გითხრა, ლარისაზე მეტი შანსი შენ გაქვს.

– დარწმუნებული ხარ?

– ენდე ჩემს გამოცდილებას. თანაც, მეორე მთავარი როლისთვის, ჩემი აზრით, სწორედ შენ ხარ
ზედგამოჭრილი.

– რა როლია?

– რა და, მოხუცი ბაიკერის ახალგაზრდა მეგობარი გოგონა. სიუჟეტის მიხედვით, წყვილი


ერთმანეთს მაღაზიაში გაიცნობს, შემდეგ დისკოთეკაზე წავლენ და ბოლოს ერთმანეთი
შეუყვარდებათ. მათ ერთად ბევრი საინტერესო ხიფათით აღსავსე თავგადასავალი გადახდებათ.
მოკლედ, კარგი როლია და, თუ გინდა, რომ დაგამტკიცონ, ღირსეული მოგზაურობა გამიწიე.
წავედით, რომ მუღამში შევიდეთ, – ვუთხარი „დაბოლებულ“ ლიდოჩკას, რომელსაც თავი უკვე
კინოფილმის მთავარ გმირად წარმოედგინა. ჩვენ მეორე სართულზე ავედით და დისკოთეკას
ვეწვიეთ.

უზარმაზარი საცეკვაო სივრცე, ასეულობით მოცეკვავე წყვილით იყო სავსე. ისინი ნახევრად
სიბნელესა და გამაყრუებელ რიტმებში იყვნენ ჩაძირულები. ყველა ნარკოტიკით იყო
გაბრუებული და უაზრო სახით როკავდა.

– აბა, ლიდოჩკა, შემიძეხი ბაიკერების ზღაპრულ, იდუმალებით აღსავსე სამყაროში, – ვუთხარი


გოგონას, მან კი მომიგო:

– ამისთვის, კოსტია, ერთი ნაბიჯიღა გვაქვს გადასადგმელი.

– რა ნაბიჯი?

– პატარა კაიფი უნდა მივიღოთ. შენ რას ანიჭებ უპირატესობას, მოსაწევს, კალიკებს თუ წამალს?

– აქ რა, ყველაფერია?

– კი, ფართო არჩევანი გვაქვს.


– მე ალკოჰოლი მირჩევნია.

– მაშინ, ბარში დაგველია. მაგრამ, არა უშავს, სასმელი აქაც არის. წავედით!

მე და ლიდამ, მთელი დისკოთეკა დიაგონალზე გადავჭერით და კუთხეში მიშენებულ, შემინულ


ექვსკუთხედში შევედით, რომელიც რამდენიმე ოთახად იყო დაყოფილი.

– აქ კაიფს იჭერენ, შემდეგ კი გარეთ გადიან, რომ სიამოვნება გაიხანგრძლივონ, – ამიხსნა


ლიდოჩკამ, შემდეგ ოცდახუთიოდე წლის ყმაწვილი ხელით მოიხმო და უთხრა:

– ჩემთვის – როგორც ყოველთვის, ამას კი რაიმე მაგარი სასმელი გაუჩითე.

ბიჭმა შემათვალიერა და ლიდას უთხრა:

– ეს ბაბუ სად აიკარი?

– სულელო, ეს ბაბუ კი არა, ცნობილი მსახიობია. როგორ გეტყობა, რომ არც თეატრში დადიხარ
და არც კინოში, თანაც, არც ტელევიზორს უყურებ. მოკლედ, ჩამორჩენილი კაცი ხარ.

ბიჭს პასუხი არ გაუცია და მეზობელ ოთახში შევიდა. ორ წუთში უკან დაბრუნდა, გოგონას
მარიხუანით სავსე სიგარეტი მიაწოდა, მე კი – ორასორმოცდაათგრამიანი მწვანე სითხით სავსე
ჭიქა და მითხრა:

– საკაიფოა. დალიე და გაგისწორდება.

ლიდამ მარიხუანას მოუკიდა და მოქაჩა, მე კი სასმლით სავსე ჭიქა ტუჩებზე მივიდე, თუმცა, არ
დამილევია. ამ დროს ერთ-ერთი ბოლო ოთახიდან ღრიალი შემომესმა:

– პეტია, შე ბოზო! ჩქარა მოდი, მეგი იბრიდება!

ბიჭი შურდულივით გავარდა. მეგის სახელის გაგონებაზე მეც უკან მივყევი და, ოთახში რომ
შევედი, ტახტზე დაწოლილ მეგის მოვკარი თვალი. გოგონა გაშავებული იყო და პირიდან ქაფი
მოსდიოდა. მას ვასკა ბაიკერი ადგა თავზე და ღრიალებდა. პეტია გოგონასთან მივარდა და
რამდენჯერმე სილა გაარტყა, რაც ასეთ შემთხვევაში არაეფექტურია, რადგან, აშკარა იყო, რომ
გოგონას ნარკოტიკის დიდი დოზა ჰქონდა გაკეთებული და პრეპარატული მკურნალობა
ესაჭიროებოდა. ამიტომ, ბიჭს ვუღრიალე:

– გლუკოზა ან ადრენალინი ხომ არ გაქვთ?

– არა, ბიძა, რა გლუკოზა! – მომიგო ბიჭმა.

დრო არ ითმენდა. გოგონა ყოველ წამს შეიძლებოდა მომკვდარიყო. ამიტომ, ხელში ავიყვანე და
ვთქვი:

– სასწრაფოდ საავადმყოფოშია წასაყვანი, თორემ, მოკვდება!


– არ მოკვდება, დააწვინე! – შემიღრინა ვასკა ბაიკერმა, მე კი კარისკენ წავედი. ვასკა წამომეწია და
საყელოზე მომქაჩა, მე კი მას მუშტი ვთხლიშე ყბაში და ძირს დავაგდე. უცებ ვასკამ აბრეზი
მომიშვირა და მითხრა:

– ეგ ბოზი აქ დატოვე და აქედან აუდე, თორემ, გაგათავე, შე ბებერო!

მე ისეთი მოძრაობა გავაკეთე, თითქოს მეგის საწოლზე ვაწვენდი, ქამრიდან კი მაყუჩიანი


პისტოლეტი ამოვაცურე, ტყვია ვასკას ხელში მოვარტყი, აბრეზი გავაგდებინე და
ექვსკუთხედიდან სწრაფად გამოვედი.

– კოსტია, საით? – მომაძახა ლიდოჩკამ, რომელიც უკვე მარიხუანის კაიფში იყო.

– გადასაღებ მოედანზე! – მივუგე მას და წინ გავიჭერი.

მეგი ხროტინებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტაც და, სულს დალევდა. მე აღტკინებულ
მოცეკვავეებს შორის მივიკვლევდი გზას და უკვე კიბეებთან ვიყავი, როდესაც აბრეზიდან
გასროლისა და კოსტია ბაიკერის ხმა მომესმა:

– დაიჭირეთ ბებერი, მან ჩემი ბოზი მოიტაცა!

გასროლის ხმაზე მთელი დისკოთეკა ძირს დაწვა. მე კიბეები ჩავირბინე, ჰოლი სწრაფად
გავიარე, ქუჩაში გავედი და ვოვას ვუთხარი:

– ჩქარა, მედპუნქტში ან საავადმყოფოში წავიყვანოთ, კვდება!

– საავადმყოფომდე, შეიძლება, ვერ გაძლოს. აფთიაქში მივიყვანოთ და გლუკოზა გავუჩხიროთ, –


მითხრა ვოვამ, – ერთხელ უკვე იყო ასეთ დღეში და ასე უშველეს.

– წადი და წამოვალ, – ვუთხარი ვოვას. მეგი როგორღაც დავუსვი წინ, მან კი მოტოციკლი
ადგილიდან დაძრა და აფთიაქისკენ აიღო გეზი, რომელიც სულ რაღაც ოთხასიოდე მეტრში
მდებარეობდა.

მე შეგნებულად გავაკეთე პაუზა და მხოლოდ მაშინ დავძარი მოტოციკლი, როცა შენობიდან


ვასკა ბაიკერი და სკინჰედები გამოცვივდნენ.

– აი, ძმებო, ის ბებერი ნაბოზარი! – ვასკამ ჩემკენ გამოიშვირა ხელი და მოტოციკლებზე


ამხედრებულ სკინჰედებთან ერთად დამედევნა.

მე აფთიაქის საპირისპირო მიმართულებით ავიღე გეზი და ჩემი „ჰარლეი დევიდსონით“


ლუბერსკის მიკრორაიონის გაჩახჩახებულ ქუჩებში, კორპუსებს შუა გავიჭერი. უკან ოციოდე
შეიარაღებული, თავზეხელაღებული სკინჰედი მომდევდა, რომლებიც მზად იყვნენ, შუაზე
გავეგლიჯე. „კაგებეში“ მიღებული მთელი ცოდნის გამოყენება მომიწია, რომ მათ ხელიდან
დავსხლტომოდი. სკინჰედები ჯერ კორპუსებს შუა ვარბენინე და სამი ისეთი ტრიუკი გავაკეთე,
რომ ხუთი მოტოციკლისტი, თუ არ დავაინვალიდე, კარგა ხნით მაინც მოვწყვიტე
მოტოციკლების უნაგირს. ბოლოს კი, ჩემი „ჰარლეი“ 180 გრადუსით შემოვატრიალე და მთელი
სისწრაფით გავქანდი გაოგნებული მდევრებისკენ. ეს ტრიუკი „კაგებეში“ მქონდა ნასწავლი და
ვიცოდი, რომ დაბნეული მოტოციკლისტები გზას გამიხსნიდნენ და გამატარებდნენ. ამ ტრიუკმა
კიდევ ოთხი სკინჰედი მოტოციკლისტის ჯანმრთელობა შეიწირა და მათ შორის ისარივით რომ
გავიქროლე, ისღა მოახერხეს, რომ უმისამართო სროლა ამიტეხეს...

ვოვას მისსავე გარაჟში შევხვდი. მეგიც იქ იყო, რომელსაც სახეზე ყვითელი ფერი დასდებოდა.

– მადლობა ღმერთს, რომ გადარჩი, – ვუთხარი გოგონას და მისი გაყვითლებული სახე


ყურადღებით შევათვალიერე.

– ძლივს გამოვიდა მდგომარეობიდან, – თქვა ვოვამ, – აფთიაქში შემთხვევით ვიღაც პროფესორი


იმყოფებოდა. მან დიდი ნემსით პირდაპირ გულში გაუკეთა რაღაცა წამალი და გააცოცხლა,
თორემ, „იქაური“ იყო.

– მე დიდი ხანია, იქაური ვარ, – უტიფრად თქვა მეგიმ და სიგარეტი მოქაჩა.

– გეთანხმები, ეშმაკს ემსახურები და თუკი დროზე არ მოხვალ აზრზე, ნამდვილად დაიღუპები,


– ვუთხარი მკაცრად.

– შენ, ალბათ, ძველი მორალისტი ხარ, ხომ, მოხუცო? – დამცინავად მითხრა მეგიმ, მე კი მას
ქართულად ვუპასუხე:

– ბაბუაშენის მეგობარი ვარ, შვილო, და აქ შენს წასაყვანად ჩამოვედი.

ქართულის გაგონებაზე მეგის ყვითელი ფერი ვარდისფრით შეეცვალა, თვალები აუცრემლდა და


მითხრა:

– ბაბუა როგორ არის? რამდენი ხანია, არ მინახავს.

– შენზე დარდით კვდება და აქ იმიტომ გამომგზავნა, რომ მასთან ჩაგიყვანო.

– მერე, ვასკა? – შეშინებულმა იკითხა მეგიმ.

– რა ვასკა, მოგენატრა? – ჰკითხა ვოვამ, მეგიმ კი მიუგო:

– კი არ მომენატრა, უბრალოდ, მეშინია. ასე მითხრა, თუ გამეპარები ან გამექცევი, მიწიდან


ამოგთხრიო.

– ნუ გეშინია, შვილო, ვასკა გუშინდელი დღეა და მისი სახელი სამუდამოდ დაივიწყე, –


ქართულად ვუთხარი მეგის, შემდეგ იგივე რუსულად გავუმეორე და დავამატე: – შენ ახლა
საიმედო ხელში ხარ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებთ.

– თქვენ არ იცნობთ ვასკას, – ხმის კანკალით მითხრა მეგიმ, – ის ნამდვილი ურჩხულია, თანაც,
ისე ძალიან ვუყვარვარ, რომ ჩემს თავს არავის დაუთმობს.

– რომ უყვარდე, ასეთ დღეში არ ჩაგაგდებდა. ნურაფრის გეშინია, ის შენს სიახლოვეს ვეღარ
გამოჩნდება, – ვუთხარი მეგის და თავზე ხელი გადავუსვი. ვოვამ კი, რომელიც პერისკოპიდან
ქუჩაში იყურებოდა, გვითხრა:
– მგონი, ნაადრევად დავიმშვიდეთ თავი – სტუმრები გვყავს.

– ვინ სტუმრები? – ვკითხე მასპინძელს.

– ვასკა და სამი სკინჰედი, – მომიგო ვოვამ.

ვასკას ხსენებაზე მეგი მთელი სხეულით აკანკალდა. მე მას თმაზე მივეფერე და ვუთხარი:

– ხომ გითხარი, ნუ გეშინია-მეთქი, დამშვიდდი და გასამგზავრებლად მოემზადე. მე კი


დაუპატიჟებელ სტუმრებს მივხედავ.

– რას აპირებთ? – მკითხა ვოვამ.

– იმ ნაძირლების გატყუებას და თავიდან მოშორებას, – ვუთხარი ვოვას, შემდეგ მეგის გრძელი


მოსასხამი ავიღე და მასპინძელს ვკითხე, – დამეხმარები?

– რა თქმა უნდა.

– მაშინ, ეს მოიცვი და მოტოციკლზე შემომიჯექი, – ვუთხარი ვოვას და მოსასხამი მივეცი,


შემდეგ მეგის მივუბრუნდი:

– აქედან ფეხი არსად მოიცვალო, ჩვენ გათენებამდე დავბრუნდებით.

მეგი ტახტზე წამოწვა და სარდაფში სინათლე ჩავაქრეთ. შემდეგ სათადარიგო გასასვლელიდან


ქუჩაში გავედით, ჩემი „ჰარლეი დევიდსონიც“ გავიყვანეთ, ვოვა უკან შემომიჯდა და, შუაღამე
ნახევარი საათის გადასული იყო, როდესაც ვოვასა და მის სამ მეგობარს გვერდით ჩავუქროლეთ.

– გარბიან ეს ბოზები! ფრთხილად, უკან მეგი უზის და არ მოკლათ! – დაიყვირა ხელშეხვეულმა


ვასკამ და ოთხივე მოტოციკლისტი უკან აგვედევნა.

მოსკოვის ქუჩებში გამართული რბოლა კრილატსკოეს მიდამოებში დასრულდა. სამი სკინჰედი


გზის სხვადასხვა მონაკვეთზე დავხოცე მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით, ვასკა კი არხთან
მოვიხელთეთ, განვაიარაღე და ვუთხარი:

– გეტყობა, ბედისწერა არ გასვენებდა და ისევ ჩემთან შეგახვედრა. ჩემთან მეორე შეტაკება კი,
ყოველთვის მსხვერპლით მთავრდება და ამჯერად მსხვერპლი შენ ხარ.

– ვინ ხარ, ბებერო? – კბილებში გამოცრა ვასკამ.

– შენი ბედისწერა, – მივუგე ვასკას და ვკითხე, – როგორ მოგვაგენით?

– კითხვა-კითხვით. ბევრი მოწმე დარჩა და კიდეც რომ მომკლათ, პასუხის მომთხოვნი და


მტრები არ გამოგელევათ, – ჩვენი დაშინება სცადა ვასკამ, მე კი მშვიდად მივუგე:

– მტრები ისედაც ბევრი მყავს და ამით ვერ შემაშინებ. ქრისტიანი ხარ? – ვკითხე ვასკას.

– მე ვასკა ბაიკერი ვარ! – ხმას აუწია ვასკამ. მე კი მას შუბლში დავაჭედე ტყვია, ადგილზევე
მოვკალი და ხმამაღლა ვთქვი.
– უკვე აღარ. შენ ახლა მხოლოდ და მხოლოდ ტრუპი ხარ...

ვოვას კიდევ ერთი ათასი დოლარი მივეცი, გამოვემშვიდობე და მეგისთან ერთად, ერევნის
გავლით ჩამოვფრინდი თბილისში. ერთ რამედ ღირდა ბაბუა-შვილიშვილის ერთმანეთთან
შეხვედრის სცენის ხილვა. რომანი დიდი ხნის უნახავ შვილიშვილს ჩაეხუტა და ისე მწარედ
აქვითინდა, რომ ბოლოს გული წაუვიდა და ძლივს მოვაბრუნეთ... სულ მალე მეგი
ნარკორეაბილიტაციის ცენტრში გაემგზავრა იტალიაში, სრულიად განიკურნა ამ უსაშინლესი
სენისგან და გათხოვდა. დღეს მას მცირეწლოვანი ტყუპები ჰყავს და ძალიან ბედნიერია.

ჩემს მოსკოვურ ვოიაჟს გაგრძელება ჰქონდა, საკმაოდ მოულოდნელი და ჩემთვის საშიშიც კი...
მეგის გამოხსნიდან რვა თვის შემდეგ ერთი შეკვეთა მქონდა შესასრულებელი ლენინგრადში.
უფრო სწორად, სანკტ-პეტერბურგში, მაგრამ, მე ამ ქალაქს კომუნისტების დროინდელი
სახელწოდებით მოვიხსენიებ. ხომ გაგიგონიათ, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და, მეც ძველ
ჩვევებს არ ვღალატობ.

ლენინგრადში გარეგნობაშეუცვლელი ჩავედი და ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში დავსახლდი,


რომელიც შემკვეთმა დამახვედრა. ეს ბინა პულკოვოს მიკრორაიონში, აეროპორტის სიახლოვეს
მდებარეობდა. შეკვეთის სამიზნე ერთბაშად ორი ადამიანი იყო – ორი ბიზნესპარტნიორი და
შემკვეთი მათ ლიკვიდაციაში შვიდას ათას ევროს იხდიდა. დავალება არცთუ ისე რთული იყო,
ყოველგვარი, ეგრეთ წოდებული „ფინტიკლუშკების“ გარეშე. ისინი, უბრალოდ, უნდა დამეხოცა
და საქმე შესრულებული იქნებოდა. იარაღად მაყუჩიანი სნაიპერული შაშხანა ავირჩიე,
სამიზნეებს „კუდზე დავაჯექი” და ხელსაყრელ მომენტს ვეძებდი, რომ დავალება ბოლომდე
მიმეყვანა. მათ მე ოთხი დღე ვდიე და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მომშორებია გრძნობა,
რომ თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა. ამიტომ, რამდენჯერმე ჩავატარე ნაცადი მანევრი,
მაგრამ, კუდი ვერ აღმოვაჩინე და გავიფიქრე, „ნერვები ხომ არ გღალატობს, კოკი და დრო ხომ არ
არის პენსიაში გახვიდე-მეთქი“. ერთი სიტყვით, ჩემი სამიზნეები პეტროვსკის პარკთან მდებარე
სპორტკომპლექსის ერთ-ერთ კაფეში შევიდნენ და მეც სასწრაფოდ დავიკავე პოზიცია. იქვე,
სულ რაღაც ორასიოდე მეტრში, ძველი დარბაზის ნანგრევები მდებარეობდა და ერთ-ერთ
ოთახში შევედი, შაშხანა გავმართე და ობიექტების გამოსვლას დაველოდე. ნახევარი საათის
შემდეგ კი შეკვეთილი ჩვეული, ზუსტი გასროლებით დავხოცე ორივე, შაშხანა იქვე დავტოვე,
სწრაფად ავდექი, რომ იქაურობა დამეტოვებინა და, რომ შევტრიალდი, შევცბი – ჩემ წინ ბაიკერი
ვოვა იდგა და მიღიმოდა. პისტოლეტი რომ მქონოდა, ვოვას ჯერ გამოვტეხავდი, შემდეგ კი იქვე
უეჭველად მოვკლავდი, მაგრამ უიარაღო ვიყავი და ყმაწვილს ვუთხარი:

– რას დგახარ, წავედით, თორემ თუ მოგვიხელთეს, ცუდ დღეში ჩაგვაგდებენ.

იმ მომენტში ჩემი მთავარი ამოცანა იყო შემთხვევის ადგილის დატოვება, შემდეგ კი ვოვას
ლიკვიდაციას ვგეგმავდი. ნანგრევებიდან სასწრაფოდ გამოვედით.

– თქვენი მანქანით წამიყვანთ თუ გავიფანტოთ? – მკითხა ვოვამ და მივხვდი, რომ მშვენივრად


მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს, ანუ, იცოდა, რომ მის ლიკვიდაციას ვაპირებდი.

– მოტოციკლით ხარ? – ვკითხე ვოვას.


– მოპარული მანქანით.

– მაშინ, ჩემი მანქანით წავიდეთ. აქვე, ნაძვებში მიყენია.

– ვიცი.

– ძალიან კარგი. აბა, სწრაფად წავიდეთ, ვოვაჩკა, თორემ, შეიძლება, დაგვერხეს, – ვუთხარი
ვოვას, თან გავიფიქრე, ნეტავი რა უნდა ჩემგან, ან საიდან მომაგნო. უეჭველად შემთხვევითობას
აქვს ადგილი, თორემ... თუმცა, ამას მალე გავარკვევ-მეთქი.

სულ რაღაც ათი წუთის შემდეგ უკვე ქალაქის ცენტრში მივსრიალებდით სველ ასფალტზე და
იმის საპირისპირო მიმართულებით, სადაც ჩემი კონსპირაციული ბინა მდებარეობდა.

– ალბათ, ჩემს ლიკვიდაციას სხვაგან აპირებთ და პულკოვოში დაბრუნებას აღარ აპირებთ, –


მითხრა ვოვამ.

– ესე იგი, პულკოვოდან მხვოსტავ?

– ჰო, მე იქ ერთ-ერთ ბინაში ვიმალები და ფანჯრიდან შემთხვევით შეგნიშნეთ. გამიხარდა და


ვიფიქრე, აი, ჩემი ხსნა-მეთქი.

– ვის ემალები და რა ხსნაზე ლაპარაკობ?

– შენ მიერ მოცემული ფულით, მე და ჩემმა მეგობარმა იარაღით ვაჭრობა გადავწყვიტეთ და


ბიზნესში ჩავერთეთ. თუმცა, ძალიან მალე პრობლემები შეგვექმნა – ჩემი მეგობარი მოკლეს. მე
ერთ-ერთი შემკვეთი გამოვასალმე სიცოცხლეს, გამოვიქეცი და თითქმის ერთი თვეა, რაც
ვიმალები.

– გასაგებია. ახლა ის მითხარი, რატომ ვარ მე შენი ხსნა.

– მაინც განწირული ვარ და პირდაპირ გეტყვით.

– ბრძანე, – ვუთხარი ვოვას, მანქანა ტყის პირას გავაჩერე და ხელსაყრელი მომენტის ძებნას
შევუდექი მის მოსაკლავად.

– ვიცი, რომ მკვლელი ხართ და კონტრაქტებს ასრულებთ, – დაიწყო ვოვამ, მე კი მას სიტყვა
გავაწყვეტინე:

– ოჰო, კონტრაქტებს? ტერმინებიც გცოდნია.

– კინოებში მაქვს ნანახი. ერთი სიტყვით, მე ჩემსას გეტყვით, შემდეგ კი თქვენ მიიღეთ
გადაწყვეტილება, – ვოვამ მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ ამოაცურა, მუხლებზე დამიდო და განაგრძო: –
ამის მეტი იარაღი არ მაქვს და, თუკი ჩემს მოკვლას არ გადაიფიქრებთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ.
როგორც ვხვდები, ამ შაშხანის გარდა სხვა იარაღი არ გაქვთ, თორემ, ჯერ კიდევ პეტროვსკის
პარკში მომკლავდით.

მე „ბრაუნინგი“ სავარძლის ქვეშ შევაცურე და ვუთხარი:


– განაგრძე.

– მირჩევნია, თქვენ მომკლათ, ვიდრე იმათ. არა, ისე არ გამიგოთ, თითქოს სიცოცხლე
მომბეზრდა, მაგრამ, ასე მარტო, ყოველგვარი რესურსების გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ. რემბო
ხომ არა ვარ, რომ ტყეში ვიცხოვრო და მთელი არმია გავწყვიტო.

– საქმესთან ახლოს! – შევახსენე ვოვას.

– უბრალო თხოვნა მაქვს: თქვენს შეგირდად ამიყვანეთ და საქმეების კეთებაში დაგეხმარებით.


რასაც მეტყვით, ყველაფერს უსიტყვოდ შევასრულებ. თუ შეცდომას დავუშვებ, შეგიძლიათ,
მომკლათ. ჩემს მოკვლას ყოველთვის მოასწრებთ და, უმორჩილესად, გთხოვთ ერთი შანსი
მომცეთ.

– შეცდომას რომ დაუშვებ, უკვე გვიან იქნება, – ჩამეცინა მე – გამნაღმველმა რომ შეცდომა
დაუშვას, შეიძლება, გადარჩეს, ჩვენს საქმეში დაშვებული შეცდომა კი ყველა შემთხვევაში
სასიკვდილოა, რა შანსზე მელაპარაკები, აბა, დააკონკრეტე.

– მინდა, რომ დაქირავებული მკვლელი გავხდე და ეს პროფესია თქვენგან შევისწავლო, –


მტკიცედ მომიგო ვოვამ და თვალი თვალში გამიყარა.

ვოვას ეტყობოდა, რომ სრულ სიმართლეს მეუბნებოდა, თანაც, ის საქმეშიც მყავდა გამოცდილი
და ამ კრიტერიუმით სრულიად შეესაბამებოდა შემსრულებლის როლს. გარდა ამისა, მან ისე
ოსტატურად „დამხვოსტა“ ეს გამოცდილი კაცი, რომ აღტაცებული დავრჩი. ამიტომ, მივუგე:

– კარგი, თანახმა ვარ, მაგრამ, ერთი უმკაცრესი პირობით: ყველაფერში უსიტყვოდ უნდა
დამემორჩილო და, რასაც გასწავლი, ძალიან მალე და ხარისხიანად უნდა აითვისო, გასაგებია?

– რა თქმა უნდა, გასაგებია, – თვალები გაუბრწყინდა ვოვას. შემდეგ ჩემი ხელისკენ დაიხარა და
როგორც ძლევამოსილ დონს, მოწიწებით მეამბორა.

– მე კოკი ვარ, – ვუთხარი ვოვას და ვკითხე, – ეს ის სათამაშოა, რითაც კაცი მოკალი?

– დიახ, ბატონო კოკი, – მომიგო ვოვამ.

– ბატონოთი აღარ მომმართო, ან უბრალოდ კოკი დამიძახე, ან – ბაბუა, – ვუთხარი ახალშეძენილ


„შვილიშვილს” და დავამატე, – ამ იარაღს ტყეში მოვისვრით. შენ ჩემთან ერთად თბილისში
წამოხვალ და ჩემს სახლში იცხოვრებ. მერე კი დრო და გარემოებები გვიჩვენებს, როგორ
მოვიქცეთ. ჰო, მართლა, საბუთების საქმე როგორ გაქვს?

– ყალბი პასპორტი მაქვს, მაგრამ, არცთუ ისე საიმედო.

– კარგი. ასეთ შემთხვევაში თვითმფრინავით მგზავრობა არ ივარგებს, მატარებლით უნდა


ვისარგებლოთ. საქართველოში აფხაზეთის გავლით შევალთ.
მართლაც, უკვე მერამდენედ ვისარგებლე ნაცადი ხერხით. რუს სამხედროებს „კაპეპეზე“ ფული
გადავუხადე და ჯერ აფხაზეთში შევედით, შემდეგ კი გალის რაიონში შემოვლითი გზებით
ვისარგებლეთ და საქართველოში უპრობლემოდ ჩამოვედით.

ვოვა ჩემს ახალ სახლში დავაბინავე. საიმედო ნაცნობების მეშვეობით მას ლეგიტიმური
პირადობის მოწმობა და პასპორტი გავუკეთე და მის აღზრდა-განათლებას შევუდექი. ის
საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლე აღმოჩნდა და თეორია ძალიან მალე, სულ რაღაც ექვს თვეში
აითვისა. გარდა ამისა, ქართული ენაც მშვენივრად ისწავლა და თბილისელი რუსებისთვის
დამახასიათებელი აქცენტით ლაპარაკობდა. ყველაზე რთული იარაღის ფლობის გაკვეთილები
აღმოჩნდა. პისტოლეტიდან სროლას ვერც სახლში ვასწავლიდი და ვერც სხვაგან, ტყეში ან
ქუჩაში. ამ საქმეს ტირი სჭირდება და ბევრი მეცადინეობა. ტირის პრობლემა თბილისში არ
არსებობს – ჩვენს დედაქალაქში რამდენიმე ფასიანი სასროლეთია, სადაც, ფულს თუ გადაიხდი,
შეგიძლია, ოცდაოთხი საათი ივარჯიშო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში შენი პიროვნებით
აუცილებლად დაინტერესდებიან კომპეტენტური ორგანოები და გაიშიფრები. ამიტომ, ამ
პრობლემას სხვა გადაწყვეტა მოვუძებნე. მამადავითის მთაზე ერთ-ერთი მიტოვებული ბუნკერი
მეგულებოდა და სასროლეთი იქ მოვაწყვე. მე და ვოვა თითქმის ყოველდღიურად ოთხი-ხუთი
საათის განმავლობაში ინტენსიურად ვვარჯიშობდით და ჩემმა ყოჩაღმა შეგირდმა ეს საქმეც
ძალიან კარგად აითვისა.

ახლა მხოლოდ პრაქტიკა და პატარა გამართლება გინდა, – ვუთხარი ვოვას, როდესაც


დავრწმუნდი, რომ მისი პირველ საქმეზე წაყვანა უკვე შეიძლებოდა.

– ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა, ბაბუა, – მითხრა ვოვამ, – ერთი სული მაქვს, როდის წავალ
ჩემს პირველ საქმეზე და ჩემს ცოდნას გამოვიყენებ.

– დაიხსომე, ვოვა, შენ შემსრულებელი ხარ და არა მკვლელი-მანიაკი. შენ შეკვეთას ასრულებ და
არა სიამოვნებისთვის კლავ. თანაც, ყველა შეკვეთას არ ასრულებ ანუ, ისეთ წინადადებაზე,
რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ ნორმებს, რა ფულსაც არ უნდა გთავაზობდნენ მათში,
უარს ამბობ. კატეგორიულ უარს ვამბობთ ბავშვებისა და ორსული ქალების მკვლელობებზე,
ხოლო ქალებს ძალიან იშვიათად ვკლავთ. გახსოვდეს, რომ ფულზე ყველაფრის გაცვლა არ
შეიძლება.

– გასაგებია, ბაბუა, – მორჩილად მომიგო ვოვამ, მე კი მას ვუთხარი:

– ზეგ სოჭში მივემგზავრებით. სამასათასევროიანი შეკვეთაა და ფულს შუაზე ვიყოფთ.

– სამასი ათასი ევრო და აქედან ნახევარი ჩემი იქნება? – კინაღამ თვალები გადმოსცვივდა ვოვას,
– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი პროფესია ასეთი ძვირად ღირებული იყო.

– ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი კონტრაქტია ჩემს კარიერაში, – მივუგე ვოვას, –


აბა, შენ იცი, საქმისთვის განეწყვე და ფსიქოლოგიურად შეემზადე, რომ ფულის გამო ადამიანი
უნდა მოკლა.
მე და ვოვა სოჭში ერევნის გავლით ჩავფრინდით, შემდეგ ერთ-ერთი კერძო სახლი ვიქირავეთ
და საქმისთვის მზადებას შევუდექით.

ობიექტი ერთი ათლეტი ჰომოსექსუალი იყო, რომელიც მსხვილ მაფიოზურ დაჯგუფებას


ხელმძღვანელობდა. ისინი სარეკლამო-სამოდელო ბიზნესს აკონტროლებდნენ და შეკვეთა მათი
კონკურენტებისგან მივიღეთ.

ვოვა ზედგამოჭრილი იყო მოდელი მამაკაცის როლისთვის და ის სატყუარად უნდა


გამომეყენებინა. მე ჰომოსექსუალი გენერლის მკვლელობა გამახსენდა, გამეღიმა და ჩემს
შეგირდს ვუთხარი:

– გეი-სალონში კარგად მოირთე, საჭირო ვიდზე დადექი და, როგორც შევთანხმდით, ისე
იმოქმედე.

– კარგი, გასაგებია, – ამოიოხრა ვოვამ, მე კი მივუგე:

– ოღონდ, არ გადაამეტო. არ გაიშიფრო, რომ გეი არ ხარ, თორემ, წამებით ამოგხდიან სულს და
გაგაქრობენ.

გეი-მაფია ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ, ორიოდე სიტყვას მაინც ვიტყვი: ესაა ერთ-ერთი
ყველაზე კარგად ორგანიზებული და მდიდარი გაერთიანება, რომელიც მთელ მსოფლიოში
ფუნქციონირებს და, სამწუხაროდ, სწარაფად იზრდება.

ობიექტს ლოლა ერქვა და, შემუშავებული გეგმის მიხედვით, ვოვას ის უნდა დაეკერა, მასთან
ერთად განმარტოებულიყო და მოეკლა. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ მრჩევლის როლით
შემოვიფარგლებოდი და ვერც კი ვაზღვევდი. ასეთი გადაწყვეტილება ვოვას დაჟინებული
თხოვნით მივიღე.

– ბაბუა, – მითხრა ვოვამ, – მერწმუნე, რომ არანაირი იაღლიში არ მომივა და ყველაფერს


ბრწყინვალედ გავართმევ თავს.

„ბაბუათი” ვოვა მაშინ მომმართავდა, როდესაც ჩემდამი ღრმა პატივისცემის ხაზგასმა უნდოდა.

– ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, მაინც ძალიან ფრთხილად იყავი. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!

გეი-სალონიდან მობრუნებული ვოვა ჭეშმარიტ ნაშურ ვიდზე იყო და ვეხუმრე, ფრთხილად


იყავი, ლოლამ მართლა არ გაგჟიმოს-მეთქი.

ერთი სიტყვით, ვოვამ მართლაც დიდი წარმატებით გაართვა თავი პირველ საქმეს და შეკვეთა
ყოველგვარი წუნის გარეშე შეასრულა. ლოლას ის გეი-ბარში გაეცნო, სადაც მაფიოზების შეფი
სასურველ ნაშებს ათვალიერებდა და ვოვამ პირველივე ნახვით მოსჭრა თვალი...

– ბაბუა, – მიყვებოდა ვოვა, როდესაც უკვე სამშვიდობოზე ვიყავით გასულები, – ეგ ლოლა,


თურმე, ყოფილი ათჭიდელი ყოფილა და, რომ გაიხადა, რემბო მეგონა. ძალით რას მოვერეოდი,
მაგრამ, იქამდე არ მისულა საქმე. ჩასახუტებლად რომ გამოიწია და თავისი უზარმაზარი ტორები
ნაზად შემომხვია, ჯერ საძილე არტერიაში ჩავარჭე სპიცი, შემდეგ კი ბრიტვით მეორე არტერია
გადავუჭერი და, სისხლი წესიერადაც არ იყო წამოსული, რომ კისრის მალები გადავუმტვრიე.

– სუფთა ნამუშევარია. კრინტსაც ვერ დაძრავდა, – ვუთხარი ვოვას, რადგან ასეთი


მანიპულაციები არაერთხელ მქონდა ჩატარებული ჩემი კარიერის განმავლობაში და მთელი ეს
პროცესი მშვენივრად ვიცოდი.

– არც კი დაუკნავლია, – ჩაეცინა ვოვას.

ლოლას მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და გეი-მაფიოზებმა მკვლელის


საგულდაგულო ძებნა დაიწყეს. მათ ყველა გზა შეკრეს და ამ საქმეში დიდი ძალები ჩართეს.
თუმცა, რომ იტყვიან, ჩვენ ერთი ფეხით გავასწარით მათ და, უკვე მერამდენედ, აფხაზეთის
გავლით მშვიდობიანად დავბრუნდით თბილისში.

ერთ რამედ ღირდა ვოვას რეაქციის ნახვა, როდესაც შეკვეთაში ასაღები თანხა ანგარიშზე
დაგვიჯდა და ვოვამ ის პირადად შეამოწმა კომპიუტერში.

– ეს სამასი ათასი ევრო რეალური თანხაა, თუ მხოლოდ ციფრებია? – ვერ იჯერებდა ვოვა.

– რეალურია. თანაც, ნახევარი შენია და უკვე ას ორმოცდაათი ათასი ევროს მფლობელი ხარ, –
ღიმილით მივუგე ვოვას, მან კი უნდობლად მითხრა:

– ნაღდი ისაა, რაც ჯიბეში გიდევს, ბანკის კი რა მოგახსენო.

– შენ რა, ამხელა ფულის ჯიბით ტარება გინდა?

– ტარება არა, მაგრამ, სადმე დავმალავ.

– სად, მიწაში?

– თუნდაც კარადაში.

– ნუთუ მართლა არ გჯერა, რომ ამდენი ფული გაქვს? – ვუთხარი და ცეცხლზე ნავთი დავუსხი, –
ამ ფულით უზრუნველი ცხოვრება და კეთილდღეობა გარანტირებული გაქვს. შეგიძლია,
გარეგნობა ისე შეიცვალო, რომ ეშმაკმაც ვერ მოგაგნოს.

ჩემს სიტყვებზე ვოვას ნეტარება მოეფინა სახეზე და ოცნებებში ჩაეფლო, თან იმეორებდა:

– ზღვა, ვილა, ქალები...

– ზღვა, ვილა და ქალები ღუპავს ყველაფერს, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ხალხს, – ცივი
წყალი გადავასხი ვოვას, შემდეგ პატარა ტყავის ჩანთა დავუდე წინ, თხუთმეტი ცალი
ასევროიანის დასტა დავანახვე და ვუთხარი: – აი, შენ ას ორმოცდაათი ათასი ევრო. გინდა მიწაში
ჩაფალი და გინდა კარადაში შეინახე, მაგრამ, ამდენი ფული ბანკში უნდა იდოს და არა ჯიბეში.
– ჩემია? მართლა ჩემია ეს ფული? – აღტაცებული იყო ვოვა და ფულს მონუსხული უყურებდა.
გული რომ იჯერა, უცებ სერიოზული სახე მიიღო და მითხრა: – მართალი ხარ, ბაბუა, ამდენი
ფული ბანკში უნდა შეინახო და არა ჯიბეში. მოდი, შევიტანოთ.

ეს ფული მოულოდნელი ხარჯებისთვის მქონდა შენახული. ტყავის ჩანთა სამალავში დავაბრუნე


და ვოვას ვუთხარი:

– ეს თანხა მოულოდნელი ხარჯებისთვისაა და საჭირო დროს გამოგვადგება. შენი წილი კი


ბანკშია და, თუ დინჯად და ჭკვიანად მოიქცევი და ვნებებს არ აჰყვები, გაგიასმაგდება.

ის დღე იყო და ვოვა ფულს აღარ აღუგზნია. ჩემი შეგირდი არნახული პროფესიონალიზმით
ასრულებდა კონტრაქტებს და ღირსეულ პარტნიორობას მიწევდა, მისი საბანკო ანგარიში კი
იზრდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ვუთხარი:

– ვოვა, დღეს შენ მილიონერი გახდი, გილოცავ!

– ვიცი, ბაბუა, მადლობა, – ღირსეულად მომიგო ვოვამ, რომელიც უკვე ჩამოყალიბებული


შემსრულებელი იყო. არც სიდინჯე აკლდა, არც პროფესიონალიზმი და ფულის სიჭარბეც, უკვე
კარგა ხანია, არ უკვირდა.

ერთი სიტყვით, ვოვა უნიჭიერესი მოწაფე გამოდგა და ბეჯითად და კარგად აითვისა ყველაფერი.

პირველი საქმე თავიდან ბოლომდე თვითონ შეასრულა და მე მხოლოდ „სტატისტის” როლით


შემოვიფარგლებოდი, მეორე საქმე კი აღსავსე იყო ძალიან დიდი რისკით და მან ჭეშმარიტი
მეწყვილისა და მებრძოლის თვისებები გამოავლინა.

ლოლას მკვლელობიდან ერთი თვის თავზე, საკმაოდ სახიფათო და, თუ შეიძლება ითქვას, ჩემი
ასაკისთვის შეუფერებელი შეკვეთა ავიღე. კონტრაქტორი მილიონ დოლარს იხდიდა.
სამაგიეროდ, ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარზე, ეგრეთ წოდებულ „თეთრ ხვრელში“, ოცკაციანი
რაზმი უნდა გაგვენადგურებინა, რომელსაც ასი მილიონი დოლარის ჰეროინი გადაჰქონდა და
ტავარიც ხალხთან ერთად უნდა განადგურებულიყო. პრინციპში, ოპერაციის მთავარი მიზანი
ჰეროინის განადგურება იყო და ხალხი, ანუ მებრძოლები, ამ შემთხვევაში მხოლოდ დანამატს
წარმოადგენდა.

კონტრაქტი, მინიმუმ, შვიდ-რვა პროფესიონალზე იყო გათვლილი. თუმცა, ასეთი არაერთი საქმე
მარტოს მქონდა გაკეთებული და ამ სპეციფიკას კარგად ვიცნობდი. ამიტომ, ვოვას საქმის
დეტალები გავაცანი და ვკითხე:

– რას იტყვი, ორნი შევძლებთ ამ საქმის შესრულებას?

– შევძლებთ, – უყოყმანოდ მომიგო ვოვამ.

– რატომ ხარ დარწმუნებული, შენ ხომ ჯერ მხოლოდ ერთი საქმე გაქვს გაკეთებული და ასეთი
ტიპის კონტრაქტზე კი წარმოდგენაც არ გაქვს? – ვუთხარი ვოვას.
– სამაგიეროდ, მე კარგი წვრთნა მაქვს მიღებული და ამ საქმეს მსოფლიოს საუკეთესო
შემსრულებელი მასწავლიდა, – სხაპასხუპით მითხრა ვოვამ.

– კი, მაგრამ, გამოცდილება ბევრს ნიშნავს.

– გამოცდილი შენ ხარ, ბაბუა.

– ჰო, მაგრამ, სიმკვირცხლე და რეაქცია ამ საქმეში გადამწყვეტია. ადრე ახალგაზრდა ვიყავი,


ახლა კი ასაკში ვარ.

– ჩემი – ახალგაზრდული ასაკი, თქვენი კი – გამოცდილება, – მითხრა ვოვამ, – ბაბუა, ყველაფერი


კარგად იქნება. მე მგონი, ღირს ამ საქმეზე წასვლა და, სხვების გარეშე, ჩვენ ორნიც კარგად
გავუძღვებით ყველაფერს.

დამატებითი ძალები არ დაგვჭირვებია. კონტრაქტორს შეიარაღების სახეობა და რაოდენობა


შევუკვეთეთ, ადგილიც მივუთითეთ და საჭირო დროს შეკვეთის შესასრულებლად გავემართეთ.

ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვარს საკუთარი სახლივით ვიცნობდი. ამიტომ, წლების მერეც არ


გამჭირვებია იქ ორიენტირება. ჩვენ ჯერ შეიარაღება ამოვიღეთ სამალავიდან და ყველაფერი
გავმართეთ, შემდეგ „თეთრი ხვრელისკენ“ ავიღეთ გეზი და ვიწრო ხეობა საიმედო საფარიდან
ამოვიღეთ მიზანში.

თითქმის რვასაათიანი ლოდინის შემდეგ, ნარკოგადამზიდავთა ქარავანი გამოჩნდა. თუმცა,


ოცის ნაცვლად, ქარავანში ორმოცდაერთი კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი იყო.

– ოჰო, ეს სიურპრიზია, ბაბუა, – მიჩურჩულა ვოვამ, – აქ იმაზე ორჯერ მეტი მებრძოლია, ვიდრე
გვითხრეს.

– თანაც, ვერტუშკაც დაფრინავს, – მივუგე ვოვას და ვერტმფრენზე მივანიშნე, რომელიც დაბალ


სიმაღლეზე მიფრინავდა და კლდეებს ზვერავდა.

– რა ვქნათ? – მკითხა ვოვამ.

– ჯერ ვერტუშკას ჩამოვაგდებ, შემდეგ კი ქარავანს მივხედოთ. მოემზადე! – ვუთხარი ვოვას და


ნაღმმტყორცნიდან უზუსტესი გასროლით გავანადგურე ვერტმფრენი.

აფეთქების ხმაზე ქარავანი შედგა. მე და ვოვამ კი ორი ნაღმმტყორცნიდან ქარავნის თავსა და


ბოლოში გავისროლეთ და კიდევ ორი ნაღმი შუაში ავაფეთქეთ. ბოლოს კიდევ ორი ნაღმი
ვტყორცნეთ და გადარჩენილი ძალისა და ტრანსპორტის „ზაჩისტკას“ ტყვიამფრქვევებით
შევუდექით.

ტრანსპორტად ნარკოგადამზიდავები ჯორებს იყენებდნენ და მათი საზარელი ყროყინ-


ბღავილის ხმა აყრუებდა „თეთრ ხვრელს“.

ავღანეთში ყოფნის დროს ასეთ სიტუაციაში არაერთხელ აღმოვჩენილვარ, დიდი გამოცდილება


მქონდა მიღებული, ახალგაზრდობა გავიხსენე და ენერგიულად შევუდექი საქმეს. შემართებაში
არც ვოვა ჩამომრჩებოდა და სულ რაღაც ხუთ წუთში ყველაფერი მზად იყო:
ნარკოგადამზიდავები უსულოდ ეყარნენ, ნარკოტიკებასხმულ ჯორებს კი ცეცხლი ეკიდათ. ის
იყო, წასვლა დავაპირეთ, რომ, უეცრად, ვერტმფრენი გამოჩნდა და ჯერ ათკაციანი დესანტი
გადმოსხა კლდეებზე, შემდე კი ჩვენი მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნა.

– დამაზღვიე, ბაბუა! – მიღრიალა ვოვამ და ჭინკასავით გამოხტა საფარიდან, ნაღმმტყორცნის


სასხლეტს თითი გამოჰკრა და მეორე ვერტმფრენი ააფეთქა.

– ყოჩაღ, შვილიშვილო! – დავუყვირე ჩემს ყოჩაღ შეგირდს და თითქმის ერთდროულად ჯერ


ნაღმმტყორცნიდან ვესროლე იმ კლდის პლაცდარმს, სადაც დესანტი გადმოსხეს, შემდეგ
ავტომატიდანაც გავისროლე... ორივე ნაღმი მიზანს მოხვდა. კლდის დიდი მასა ადგილს მოსწყდა
და მედესანტეები უფსკრულში ჩაიტანა...

მე და ვოვამ სწრაფად დავტოვეთ ბრძოლის ველი და შედარებით უსაფრთხო ადგილზე რომ


გავედით, ვუთხარი:

– ვერაფერს იტყვი, ბრწყინვალე გასროლა იყო. რომ არ გითქვამს, ნაღმმტყორცნის ხმარება


ვიციო?

– ეს, ბაბუა, ჩემი პირველი გასროლა იყო, – მითხრა ვოვამ.

– პირველი და ძალიან წარმატებული, – დავამატე მე და სანამ კარგა მანძილით არ მოვშორდით


სახიფათო ზონას, კრინტიც არ დაგვიძრავს.

დროთა განმავლობაში ვოვა ისე დაიხვეწა და შეიცვალა, რომ უფრო და უფრო უახლოვდებოდა
იდეალური შემსრულებლის ტიპს. შეისწავლა ენები. კითხულობდა წიგნებს და სრულყოფილად
შეისწავლა ქართული.

– გენიოსი ხარ, შვილიშვილო, – ვუთხარი ერთხელ ვოვას და გამომცდელად შევხედე, – ფული


გაქვს. საკმაოდ განათლებული და კარგი მოსაუბრე ხარ; გარეგნობა და მანერები არ დაგეწუნება.
იქნებ, ხელი აიღო ამ საქმეზე და სხვა პროფესია აირჩიო?

– მეხუმრები, ბაბუა? – გაეცინა ვოვას.

– სულაც არა. ახალგაზრდა და მდიდარი ხარ. რაში გჭირდება ზედმეტი რისკი? წადი უცხოეთში,
რომელიმე პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრე ბიზნესის განხრით და პატიოსნად იცხოვრე
და ააწყვე ცხოვრება.

– არა, ბაბუა, არ მაწყობს. რასაც ვაკეთებ, ძალიან მომწონს, ამას ვერც ერთი პროფესია ვერ
შეედრება. რისკი ცხოვრების წესად მექცა და ვერანაირი ბიზნესი და სხვა წარმატებული
პროფესია ვერ შეცვლის ამას, – მომიგო ვოვამ და ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს
ლუკმაპურს ვართმევდი.

– ოჯახი, ცოლ-შვილი ხომ გინდა, როდემდე უნდა ხოცო ხალხი? – ვკითხე ვოვას, მან კი მიპასუხა:
– დაქორწინებას არ ვაპირებ. ცოლ-შვილზე არ ვფიქრობ. ჩემი ოჯახი კი შენ ხარ, ბაბუა და თუკი
აღარ გინდივარ, ან კიდევ სხვა რამეშია საქმე, მაშინ, მითხარი და მოგშორდები. შეგიძლია,
მომკლა კიდეც და, გარწმუნებ, თითსაც არ გავანძრევ საკუთარი თავის გადასარჩენად.

– შენი მოკვლა რომ მდომოდა, ჯერ კიდევ პიტერში გაგასაღებდი. უბრალოდ, ახალგაზრდა კაცი
ხარ და, შენთვის სიკეთე რომ მინდა, ამასაც იმიტომ გეუბნები, – განვუმარტე ვოვას, მან კი ჩემს
წინაშე დაიჩოქა, ხელზე მეამბორა და მითხრა:

– არა, ბაბუა, ასეთი ცხოვრება მირჩევნია და, გთხოვ, ნურასოდეს შეეცდები, გადამათქმევინო.

– კეთილი, ასე იყოს, – შევპირდი ვოვას. სულის სიღრმეში კი ძალიან მეცოდებოდა, რადგან,
ძალიან სარისკო გზაზე იდგა და შეიძლება, ერთხელაც, არ გამართლებოდა.

თუმცა, ვოვა ბედის ნებიერი აღმოჩნდა – ყოველთვის უმართლებდა და ისეთი აზარტით ჩაერთო
საქმეში, რომ ეტყობოდა, უდიდეს კმაყოფილებას გრძნობდა და ერთი სული ჰქონდა ხოლმე, რაც
შეიძლება მეტად და სახიფათო საქმეები ეკეთებინა.

ამ ხნის განმავლობაში ვოვა არც ფულს შეუცვლია და არც ბედის ნებიერობას. მას რომ
ვუყურებდი და მის ასაკში საკუთარ თავს ვადარებდი, ვხვდებოდი, რომ სხვადასხვა
მისწრაფებები გვქონდა: ვოვას ასაკში მე „კაგებეს“ თანამშრომელი ვიყავი და იდეურად
ვმოქმედებდი, ვოვას წმინდა წყლის აზარტი ამოძრავებს. თუმცა, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან,
როგორც ყოფილი ბაიკერი ექსტრემალი, თავის ახალ პროფესიაში სწორედ აზარტს ხედავდა.
ძნელი სათქმელია, რა უფრო კარგია, იდეურობა თუ ექსტრემალობა, მაგრამ, ფაქტია, რომ ისიც
მაღალი კლასის შემსრულებლად ჩამოყალიბდა და თითქმის არაფრით ჩამომრჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ვოვა ძალიან ერთგულია ჩემ მიმართ და, მისი თქმის არ იყოს, მისი
მოკვლა რომ დავაპირო, საკუთარი თავის დასაცავად თითს არ გაანძრევს, პერიოდულად მას
მაინც ვცდი ხოლმე, ასე ვთქვათ, „ტესტირებას” ვუტარებ და ის არც ერთხელ არ ჩაჭრილა.
შეიძლება, ხვდება კიდეც ჩემს ხრიკებს, შეიძლება, ვერც ხვდება, მაგრამ, ფაქტია, რომ მას ჩემთვის
არასდროს უღალატია და მართლაც ძალიან საიმედო და ერთგული ადამიანია.

მორიგი საქმის შემდეგ, როდესაც მე და ვოვამ ერთი ახალგაზრდა მაფიოზი ბიზნესმენი


მოვკალით კიევში, ჩემი პარტნიორის შემოწმება გადავწყვიტე. ვოვა მაშინ ჯერ კიდევ ჩემთან
ცხოვრობდა. მე კონსპირაციულ ბინაში წავედი და გარეგნობა შევიცვალე, ვოვას კი ვუთხარი,
ორი დღით ბათუმში მივემგზავრები-მეთქი. შემდეგ, ჩუმად დავბრუნდი ჩემს სახლში,
საძინებელში შევიპარე, მძინარე ვოვას თავზე წამოვადექი, იარაღი მივუშვირე და რადიკალურად
შეცვლილი ხმითა და მეტყველებით კბილებში გამოვცარი:

– შენი პატრონი სადაა?

– ვინ ჩემი პატრონი? – მომიგო ვოვამ, მშვიდად, თუმცა, კარგად ვიცოდი, რა ტრიალებდა მის
გულში და, ცდილობდა, მომენტი ეხელთა და გავენეიტრალებინე.
– კოკი, ის ნაბოზარი! – ვთქვი მე, შემდეგ ვოვას კბილებში პისტოლეტი ვთხლიშე და დავამატე, –
ის, ვინც ჩემი შვილი მოკლა!

– უკაცრავად, პატივცემულო, მაგრამ, რაღაც გეშლებათ. მე აქ მარტო ვცხოვრობ, არანაირ კოკის არ


ვიცნობ და ნამდვილად ვიღაცაში გეშლებით, – მაბოლებდა ვოვა. მე კი მას უკვე ნიკაპში
ვთხლიშე პისტოლეტის ტარი და ვუთხარი:

– მე მოკლულის მამა ვარ. თქვენი მისამართი ზუსტად მომასწავლეს და, თუ კოკის თავს არ
ჩამაბარებ, წამებით ამოგხდი სულს!

– თქვენ ცდებით, – მესამედ უარყო ვოვამ. მე კი ამჯერად უკვე თავში ვთხლიშე პისტოლეტის
ტარი, ძირს დავაგდე, იარაღი მივუშვირე და ვუთხარი:

– აირჩიე: ან კოკი ან თავს წააგებ!

მოულოდნელად ვოვა ბავშვივით ატირდა და მოთქმა დაიწყო:

– რას მერჩით, ბიძია, რას? მე უბრალო მხატვარი ვარ, თანაც, დამწყები და, აბა, რა ვიცი, ვინ არის
კოკი, მით უმეტეს, ის, თუ ვინ მოკლა თქვენი საბრალო შვილი! ობოლი ვარ, არავინ მყავს
ამქვეყნად და, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემს ცოდვას ნუ დაიდებთ.

ვოვა ისე სლუკუნებდა, ლამის მისი ტყუილი დავიჯერე. თუმცა, მაინც გავთიშე და სააბაზანოში
შევათრიე. შემდეგ სახლში სისხლის კვალი დავტოვე, კონსპირაციულ ბინაში წავედი და ვოვას
ზარს დაველოდე – ვიცოდი, როცა გამოფხიზლდებოდა, აუცილებლად დამირეკავდა.

მოლოდინმა არ დააყოვნა, ვოვამ დამირეკა და მითხრა:

– როგორ ხარ, ბაბუა?

– კარგად, შენ როგორ ხარ? ბოლოს რომ გნახე, ვერ ვიტყვი რომ კარგად იყავი, მაგრამ ვერ
დაგელაპარაკე, მეჩქარებოდა. მალე მოვალ და ვილაპარაკოთ, – ვუთხარი ვოვას და ტელეფონი
გავუთიშე. გრიმ-პარიკისგან გავთავისუფლდი, შხაპი მივიღე, შემდეგ ჩავიცვი და სახლში
დავბრუნდი.

ვოვა სიხარულით შემეგება და საღ-სალამათი რომ დამინახა, მკითხა:

– შენ გადამარჩინე, ბაბუა?

– ჰო, – მივუგე ვოვას, – შენთან ლოლიავის დრო არ მქონდა და იმიტომ არ გამოგაფხიზლე.


მთავარია, ცოცხალი იყავი. იმ კაცის ტრუპი კი, უკვე მტკვრის ფსკერზეა და ფეხებზე ბეტონი აქვს
ჯაჭვით ჩამოკიდებული.

– კინაღამ მომკლა. შენ გეძებდა. კიევში რომ საქმე შევასრულეთ, იმისი მამა იყო, – მითხრა ვოვამ.
– ვიცი, – ვუთხარი ვოვას და ვუსაყვედურე, – მართლაც რომ ბედის ნებიერი ხარ. კიდევ კარგი,
ბათუმიდან დროზე ადრე დავბრუნდი, თორემ, ახლა მკვდარი იქნებოდი... როგორ გამოაჭერინე
თავი იმ ბებერს?

– არ ვიცი, როგორ შეძლო, – ამოილუღლუღა შერცხვენილმა ვოვამ, – მეძინა და, თავს ისე ჩუმად
წამომადგა, ვერაფერი მოვუხერხე. თუმცა, ყველანაირად ვცდილობდი, მომენტი მეპოვა და
გამენეიტრალებინა.

– კარგი, კარგი, მთავარია, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ერთი შეცდომა ყველას


მოსდის. მეორედ მსგავსი არაფერი დაგემართოს, თორემ, ორივე დავიღუპებით, – ვუთხარი ვოვას
და მართლაც, მას შემდეგ ვოვა ბევრად უფრო ყურადღებიანი გახდა და ჭიანჭველის ნაბიჯის ხმაც
კი არ გამოეპარებოდა მის სმენას. მეტიც, ვოვა ისე გაიწაფა ამ საქმეში, რომ მცირედ ხიფათზეც კი
უსწრაფესად და ეფექტურად რეაგირებდა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ვოვა თანდათან ძალიან დაიხვეწა და უკეთესობისკენ შეიცვალა. არც
ფულსა და ქონებას დახარბებია, ბინაც საკმაოდ სადა შეიძინა და, მშვენიერი გარეგნობის
მიუხედავად, არც ქალებზე იყო გადაყოლილი.

– ჩვენი პროფესიის ხალხი საერთოდ არ უნდა იპყრობდეს არავის ყურადღებას, – იტყოდა ხოლმე
ვოვა, – ჩვენ დღისითაც და ღამითაც უჩინარნი უნდა ვიყოთ და კვალს არსად ვტოვებდეთ.

ვოვა აბსოლუტურად მართალი იყო და ჩემს შეგონებებს უდიდესი წარმატებით ახორციელებდა


ცხოვრებაში.

ერთხელ, ერთი კონტრაქტის შესრულებისას, ვოვამ ისე დახოცა ოთხი ადამიანი, დღისით-
მზისით, რომ, უამრავი თვითმხილველიდან არც ერთს არ დაუმახსოვრებია მისი გარეგნობა,
სათვალთვალო კამერებმა კი მხოლოდ მისი ზურგი დააფიქსირა, როდესაც ვკითხე, როგორ
მოახერხა ეს, მიპასუხა:

– ელემენტარული გამოთვლებია, ბაბუა. მე ჯერ მომავალი საქმის ადგილი შევისწავლე წინასწარ


და გადაადგილების ისეთი სისტემა შევიმუშავე, რომ კამერებს არ დავენახე. საკმარისი იყო,
თუნდაც ერთი სანტიმეტრით გადავხრილიყავი მარჯვნივ ან მარცხნივ, მაშინვე „დავიწვებოდი”.

ჟურნალისტებმა კი, რომლებიც ამ საქმეს აშუქებდნენ, ვოვა „ქილერ-ფანტომად”, ანუ, მკვლელ-


მოჩვენებად მონათლეს და დროთა განმავლობაში ის მართლაც მოჩვენებად გადაიქცა. ჩვენი
ბოლო დროის ერთობლივი საქმეების უმეტესობას ვოვა მარტოც კარგად გაართმევდა თავს – მას
აღარ სჭირდებოდა ჩემი დახმარება და დაზღვევა, თუმცა, მას არასოდეს უგრძნობინებია ეს
ჩემთვის და დღემდე ქედს იხრის ჩემ წინაშე.

– შენ რომ არა, ბაბუა, – მეტყვის ხოლმე ვოვა, – მე ის იარაღით მოვაჭრეები გამაგორებდნენ, შენ კი
სიცოცხლე გადამირჩინე და შენთან გადაუხდელ ვალში ვარ.

მე წამითაც არ მეპარება ეჭვი ვოვას გულწრფელობაში და მართალია, მას დროდადრო, შეიძლება


ითქვას, რომ „კაგებეშნიკური“ ჩვევის გამო, მაინც ვამოწმებ ხოლმე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ,
ის არასოდეს მიღალატებს და, ახლა უკვე საკუთარი შვილებივით, ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნია
და, როგორც ნატასთვის, მისთვისაც ისევე გავწირავ თავს.

ერთხელ ვოვამ საკუთარი სხეულით დამიცვა. მართალია, ეს არც შეკვეთა იყო და არც ჩვენ
პროფესიას უკავშირდებოდა, მაგრამ, ადამიანის სიკვდილით მაინც დასრულდა:

მე და ვოვა ერთ-ერთი სასტუმროს რესტორნის კუპეში ვისხედით გარეგნობაშეცვლილები და


შემკვეთს მომავალ საქმეზე ველაპარაკებოდით. როდესაც ყველაფერი შევათანხმეთ, შემკვეთი
წავიდა, მე და ვოვა კი ნახევარი საათით დავრჩით. უკვე წასვლას ვაპირებდით, როდესაც ჩვენს
კუპეში უკიდურესად შეშინებული გოგონა შემოვარდა და შველა გვთხოვა:

– ხალხი არ ხართ? მიშველეთ, ის პათოლოგი იარაღით მომდევს მოსაკლავად!

მართლაც, გოგონას სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კუპეს კარი


პისტოლეტმომარჯვებულმა ოცდათხუთმეტიოდე წლის კაცმა წიხლით შემოაღო. მას თვალები
სისხლით ჰქონდა სავსე, მთვრალი იყო და იგინებოდა, თან დორბლი გადმოსდიოდა პირიდან.
ერთი სიტყვით, საზიზღარი არსება იყო და, გოგონა რომ დაინახა, ამოდორბლა:

– წამო, უნდა გაგჟიმო! აქვე გაშიშვლდი და ისე წამომყევი!

როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, დორბლიანი, პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ყოფილა


ის გოგონა კი – მისი ცოლის ნათესავი. მან გოგონა რესტორანში დაპატიჟა და, რომ დათვრა, მისი
გაუპატიურება მოინდომა. გოგონა კი გამოექცა, შემთხვევით ჩვენ შემოგვეკედლა და შველას
გვთხოვდა. იმ პათოლოგი, დორბლიანი პოლიციელის ამბავი ყველას სცოდნია და მასთან
მიახლოებას ვერავინ ბედავდა, ის თავხედი კი გოგონას პისტოლეტით ემუქრებოდა, ერთსა და
იმავეს იმეორებდა და დორბლებს ყრიდა.

უკიდურესად შეშინებული გოგონა მე ამომეფარა. პოლიციელმა პისტოლეტი მომიშვირა,


შემაგინა და მითხრა:

– აქედან აახვიეთ, თქვე ბოზებო, და ქალი გამოაჩინეთ! აქვე, თქვენს მაგიდაზე უნდა გავჟიმო!

გოგონა ისე ცახცახებდა შიშისგან, რომ ზურგსუკან მისი კბილების კაწკაწი მესმოდა. ვოვა, ჩემგან
ხელმარჯვნივ, ჩუმად და გაუნძრევლად იდგა. მე მოძალადეს გავუღიმე და ვუთხარი –
დამშვიდდი, შვილო, იარაღი შეინახე და ეს საქმე წყნარად, მშვიდად მოვაგვაროთ-მეთქი, მან კი
უფრო მეტი დორბლები გადმოყარა და ზიზღით მომიგო:

– აქიდან გაეთრიე, თორემ, ამ ბოზთან ერთად შენც ზემოდან გაგჟიმავ!

– კარგი, კარგი, დამშვიდდი, ახლავე მივდივართ, – ვუთხარი დორბლიანს, სინამდვილეში კი


მასთან მიახლოება და იარაღის წართმევა მინდოდა. გოგონამ კი იფიქრა, მტოვებენო და ორივე
ხელი ყელზე შემომხვია, უკნიდან ჩამომეკიდა და კივილი დაიწყო, – არ დამტოვო, არ წახვიდე და
ამ პათოლოგის ხელში არ ჩამაგდოო.
დორბლიანი უკიდურესად გაღიზიანდა და შევატყვე, ჩემზე იფიქრა, ამას მოვკლავ და გოგონას
ისე ჩავიგდებ ხელშიო. ამიტომ, პისტოლეტის სასხლეტს თითი დააჭირა და გაისროლა... ამ დროს
კარგად გაწვრთნილი პირადი მცველივით, ვოვამ ჰაერში გაიფრინა, გადამეფარა და მხარში
დაიჭრა, მაგრამ, მოასწრო, პისტოლეტიდან ერთი გაესროლა, რითაც დორბლიანს ტვინი
გაასხმევინა.

მოკლული დორბლიანის დანახვაზე ქალს სახე გაუბრწყინდა და, იმის მაგივრად, რომ ეკივლა,
ვოვას ჩაეხუტა და მადლობებს უხდიდა.

– რა დროს ხვევნა-კოცნაა, – წავედით! – ვთქვი მე და ვოვასთან და ქალთან ერთად რესტორნიდან


გამოვედით.

ქალი იმდენად გახარებული იყო დორბლიანის სიკვდილით, რომ ვიფიქრე, ხომ არ შეიშალა-
მეთქი. განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და, სანამ ტაქსიში ჩავსხედით და იქაურობას სასწრაფოდ
გავეცალეთ, არ გაჩერებულა...

სახლში რომ მივედით, ვოვას ჭრილობა დავუმუშავე, შევუხვიე და ვუთხარი:

– შენ მე სიკვდილს გადამარჩინე. ტყვია თვალში მხვდებოდა და შენი ტანით, შენი სიცოცხლის
ფასად დამიცავი.

ვოვას ჩემი სიტყვები ესიამოვნა და მომიგო:

– რას ამბობ, ბაბუა, მე შენს ვალს სიცოცხლის ბოლომდე ვერ გადავიხდი.

– არა, უკვე ბარი-ბარში ვართ, – ვუთხარი ვოვას და გადავეხვიე.

– რა უცნაური გოგო იყო, – გაეცინა ვოვას, – კაცს შუბლი ჰქონდა გახვრეტილი, ის კი


სიხარულისგან ხტოდა.

– იხტუნებდა, აბა, რას იზამდა, ის დორბლიანი სუფრაზე უპირებდა გაჟიმვას, – მივუგე ვოვას.

იმ საქმიდან, ისევე, როგორც დანარჩენებიდან, სუფთად გამოვედით, ვერავინ მოგვაგნო და შარს


გადავრჩით და, საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ტანდემი შედგა. ვოვა ძალიან ყოჩაღი და
მუღამიანი აღმოჩნდა და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ის ჩემი ღირსეული მემკვიდრეა და
საქმეს რომ ჩამოვშორდები, პირველობა მას დარჩება.

ამას წინათ, ვოვა გაუფრთხილებლად მეწვია სახლში და მკითხა:

– შეიძლება, შემოვიდე?

– მობრძანდი. ხომ მშვიდობაა? – ვუთხარი ვოვას, რადგან, შეთანხმებულები ვიყავით, რომ


ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მივსულიყავით, ხოლო, თუ მივიდოდით, ეს
იმას ნიშნავდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა.
– განსაკუთრებული შემთხვევაა, – მითხრა ვოვამ, ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაცურა,
გამომიწოდა და, სანამ გადამეხვეოდა, მითხრა: – დაბადების დღეს გილოცავ, ბაბუა, დიდხანს
სიცოცხლეს გისურვებ!

ვოვას საჩუქარი მორიგი ძვირფასი საათი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემი საათების კოლექციაში
დაიკავა ადგილი.

– მადლობა. ძალიან გამიხარდა. რას დალევ?

– როგორც ყველა ჭეშმარიტი რუსი – არაყს, – ღიმილით მომიგო ვოვამ.

ძველი ჩამოსხმის, ერთლიტრიანი ნამდვილი „პშენიჩნი“ მქონდა და გავხსენი. სუფრა გავაწყვე


და, რომ იტყვიან, მე და ვოვამ მაგრად შევუბერეთ.

– ბაბუა, შეიძლება, ერთი რაღაც გკითხო? – მითხრა ვოვამ, როდესაც შექეიფიანდა.

– გისმენ.

– ოღონდ, არ გეწყინოს, კარგი?

– ისეთს, რას მეკითხები, გისმენ.

– ბაბუა, ჩემს ასაკში შენ უფრო მაგარი იყავი, ხომ? – ენის ბორძიკით მკითხა
სახეწამოჭარხლებულმა ვოვამ.

– შენს ასაკში მე ცოლ-შვილი მყავდა, – ბანზე ავუგდე სიტყვა ვოვას, რადგან სწორი პასუხის
გაცემა არ მინდოდა. სიმართლე კი ის იყო, რომ მის ასაკში მე ბევრად მაგარი ვიყავი და ძალიან
სარისკო საქმეები მქონდა გაკეთებული.

– ბოდიში, ბაბუა, ხომ არ გაწყენინე? – კიდევ უფრო გაწითლდა ვოვა.

– წყენა სისულელეა, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ხალხისთვის. შენ გაგიმარჯოს! გისურვებ და
გირჩევ, რომ მალე მოეკიდო ოჯახს.

– მაპატიე, ბაბუა, ძალიან მიყვარხარ და შენს სიტყვას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, ამ საკითხში ვერ
დაგემორჩილები და, ქალს, თუნდაც ძალიან ლამაზსა და ერთგულს, ვერ ავარევინებ ჩემს საქმეს,
– ძალიან მტკიცედ, მაგრამ მოწიწებით მითხრა ვოვამ.

ხომ გაგიგონიათ: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, ვოვასაც ასე დაემართა – ამ ამბიდან
ძალიან მალე, ერთი ექთანი გოგონა გაიცნო და ჯერ ხვდებოდა, თუმცა, ჩემთან არ ამხელდა.
შემდეგ იმ გოგონას ხელი სთხოვა და ჯვრისწერის დღე რომ დანიშნეს, მხოლოდ მაშინ მითხრა:

– ბაბუა, ცოლი მომყავს და მეჯვარედ წამომყვები?

– დიდი სიამოვნებით, – მივუგე ვოვას, რადგან მისი ბედნიერება მართლა ძალიან გამიხარდა.
თუმცა ერთი ირონიული სიტყვაც არ დამცდენია და არც კი შემიხსენებია მისთვის, თუ რა აზრის
იყო ის ქორწინებაზე სულ რამდენიმე ხნის წინ.
დღესდღეობით ვოვას ცოლი და ჩვილი ვაჟი ჰყავს, ძალიან ბედნიერია და პროფესიული
თვალსაზრისითაც ბევრად წინ წაიწია.

– შვილი დიდი ძალა და სტიმულია, – მითხრა ერთხელ ვოვამ, – ახლა უფრო მობილიზებული
ვარ. შენ წარმოიდგინე, ბაბუა, რომ უფრო მეტად დავხელოვნდი ჩემს საქმეში და იცი, რატომ?

– იმიტომ, რომ არ მოგკლან და შენი ცოლ-შვილი არ დაობლდეს, – ღიმილით მივუგე ვოვას.

– მართალი ხარ, როგორ მიხვდი?

– მეც ასე ვიყავი შენს ასაკში, – მივუგე ვოვას, – როდესაც ოჯახი გყავს და პასუხისმგებლობა
გემატება, ცდილობ, ისე გააკეთო შენი საქმე, რომ ცოცხალი გადარჩე და ოჯახს არ გაუჭირვო.

კარგად მახსოვს, მეორე ბავშვს რომ ველოდებოდი და მერის დღე-დღეზე უნდა ემშობიარა,
შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– ალბათ, მეორე შვილის დაბადებას პირადად ვერ დაესწრები და, აბა, შენ იცი, მშვიდობით
დაბრუნდი.

– როგორც ყოველთვის, ვიქტორ იაკოვლევიჩ, მით უმეტეს, მატება მექნება და ოჯახს ვერ
დავაობლებ, – მივუგე გენერალს, რომელიც, ვიცოდი, რომ ჩემი დაღუპვის შემთხვევაში, ჩემს
ცოლ-შვილს ჩიტის რძესაც არ მოაკლებდა.

– რა თქმა უნდა, კოკი, ახლა კი საქმე, – მითხრა შჩუკინმა. ამ დროს მუხინი შემოვიდა,
მოგვესალმა და ვიქტორ იაკოვლევიჩმა მას ჰკითხა:

– რა სიახლეა?

– ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ ლიკვიდაციაღა დარჩა, – მიუგო მუხინმა შჩუკინს, შემდეგ კი მე


მომიბრუნდა:

– მოკლედ, ასე, კოკი, შენ და ქსენია კიმი შანხაიში მიემგზავრებით. იქ კი, აი, ეს კაცი უნდა
გაანეიტრალოთ, – თქვა და მუხინმა ერთ-ერთი საბჭოთა დიპლომატის სურათი მაჩვენა – უნდა
მოწამლო, ამაში კი კიმი დაგეხმარება.

ქსენია კიმი მონგოლური გარეგნობის აგენტი იყო, მაგრამ, ძალიან სექსუალური და


მიმზიდველი. გენერლებს არ დაუკონკრეტებიათ, რატომ გახდა საჭირო მექალთანე საბჭოთა
დიპლომატის მოწამვლა. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი
იმიტომ გაკეთდა, რომ საბჭოთა მხარეს ჩინეთი საბჭოთა დიპლომატის მკვლელობაში
დაედანაშაულებინა და ადგილიდან დაძრული სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში
შეეყვანა. ხოლო დიპლომატი კი იმიტომ გაწირეს, რომ ის ამერიკულ დაზვერვასთან
თანამშრომლობაში იყო შემჩნეული და ეს ფაქტი გამოიყენეს.

მე და ქსენია კიმი, ბრიტანელი მოქალაქეების სტატუსით, როგორც ცოლ-ქმარი, ისე ჩავედით


შანხაიში და სასტუმროში დავბინავდით. იქვე გავიცანით საბჭოთა მექალთანე დიპლომატიც,
რომელსაც კიმი, რა თქმა უნდა, მოეწონა და ორივე რესტორანში დაგვეპატიჟა. შემდეგ მის
ნომერში გადავინაცვლეთ და მას მერე, რაც საბჭოელმა მე „დამათრო და მიმაძინა“, კიმი ჩაიგორა
ლოგინში. თუმცა მისი სხეულით დატკბობა ვერ მოასწრო, შამპანურში ჩაყრილი საწამლავისგან
გარდაიცვალა და ჩვენ მაშინვე დავტოვეთ ჩინეთი.

სხვათა შორის, ქსენია კიმი ჩემი ერთადერთი კოლეგა იყო, ვისთან ერთადაც ორი საქმე მაქვს
გაკეთებული. შანხაის საქმიდან ხუთი წელი იყო გასული, როდესაც ჩვენ ისევ შევხვდით
ერთმანეთს. მე წინასწარ ვიცოდი, რომ ქსენიასთან ერთად მომიწევდა მუშაობა, მან კი, დამინახა
თუ არა, ძალიან გაუხარდა და მკითხა:

– ისევ ისეთი უკარება ხარ?

– არა, – მივუგე კიმს.

– ესე იგი, როგორც შანხაიში, ახლა არ მეტყვი ჟიმაობაზე უარს?

– არა, ოღონდ, საქმის დასრულების შემდეგ, – მივუგე კოლეგას.

– საქმის შემდეგ იყოს, – მითხრა გახარებულმა ქსენიამ, – შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ


სიმართლეს გეუბნები. მთელი ეს ხუთი წელი შენზე ვფიქრობდი, თან, დარწმუნებული ვიყავი,
რომ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებოდით ლოგინში.

– ჰოდა, აგისრულდა ნატვრა – სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა დაგრჩა. ახლა კი საქმეზე
ვილაპარაკოთ, – ვუთხარი კიმს, – ობიექტს რომ მოკლავ და დააპეჩატებ, ერთი თავაშვებული,
ვნებიანი ღამე ჩემზე იყოს.

– ყველაფერი რიგზე იქნება, – მომიგო კიმმა და, ჩემი დაწვრილებითი ინსტრუქციები რომ
მოისმინა, საქმისთვის მზადებას შეუდგა.

მე და ქსენია ნიუ-იორკში შევხვდით ერთმანეთს, სადაც ის უკვე ორი წელი ცხოვრობდა.


ობიექტი კი, საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ხელმოცარული მწერალი იყო, რომელიც
ანტისაბჭოურ ტექსტებს ადგენდა და, როგორც მე ვფიქრობ, მისი ლიკვიდაცია უფრო ახირება
იყო, ვიდრე საჭიროება. ალბათ, ცეკას რომელიმე მოხუცს შემთხვევით ხელში მისი პასკვილი
ჩაუვარდა, წაიკითხა, არ მოეწონა და ავტორის „გასაღება“ ბრძანა...

ქსენია კიმი მეორე დღეს დაბრუნდა კონსპირაციულ ბინაში და მითხრა:

– ყველაფერი რიგზეა, გავასაღე და დავაპეჩატე, – შემდეგ „კოდაკით“ გადაღებული სურათები


მომცა, რომელზეც შუბლგახვრეტილი შიშველი კაცი იყო აღბეჭდილი, ხოლო გულმკერდსა და
ზურგზე კი ნამგალი, ურო და ვარსკვლავი ჰქონდა ამოშანთული. სწორედ ეს ნიშნავდა
„დაპეჩატებას“.

– კარგი ნამუშევარია, ყოჩაღ! – ვუთხარი კიმს.

– მარტო შექება არ კმარა, – მომიგო კიმმა, – დაპირება შეასრულე და თავაშვებული ღამე მაჩუქე.
– მე მზად ვარ, – მივუგე კიმს, შამპანურით სავსე ბოკალი გავუწოდე და, სანამ დავლევდი, ვთქვი:
ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – გაიმეორა კიმმა და შამპანური დალია. შემდეგ ანთებული თვალები შემომანათა


და ჩემკენ წამოიწია, რომ ჩამხუტებოდა, მაგრამ, უცებ თვალები აემღვრა, ხელზე ხელები
მოიჭირა, ფეხები მოეკვეთა და მკვდარი დაეცა ძირს...

კიმი ორმაგი ჯაშუში იყო და, მას მერე, რაც ის ბოლოჯერ გამოვიყენეთ საქმეში, თავიდან
მოვიშორეთ. ეს იყო ერთ-ერთი იმ უიშვიათესი შემთხვევათაგანი, როდესაც მე ქალის
ლიკვიდაცია მოვახდინე. შემდეგ საიდუმლო გვირაბით დავტოვე კონსპირაციული ბინა,
რომელსაც ამერიკელი ფედერალები უთვალთვალებდნენ და გემით დავტოვე ნიუ-იორკი.

მოსკოვში რომ ჩავედი, შჩუკინმა შემაქო:

– ყოჩაღ, კოკი, ზუსტი ნამუშევარი იყო და ბრწყინვალედ გააპამპულე ჩვენი ამერიკელი


კოლეგები. როგორც თვითმხილველები მომიყვნენ, შენს შესაპყრობად, თურმე, მთელი პოლკი
იყო მობილიზებული, მაგრამ, შენ ნაცვლად მოღალატე მკვდარი ქალის გვამი შერჩათ ხელში.

– მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ ჩემი ნამუშევრით, – მივუგე გენერალს, მან კი ხელები


გაშალა და მითხრა:

– რას ვიზამთ, ჩემო კარგო! ქალის მოკვლა არც მე მიხარია, ისევე, როგორც ნებისმიერი
ადამიანის, მაგრამ, მოღალატე ყოველთვის სიკვდილს იმსახურებს და სქესს მნიშვნელობა არ
აქვს. ასე იქცევა ყველა ჩვენი კოლეგა მსოფლიოს ყველა მსგავს უწყებაში და სხვაგვარად არც
შეიძლება რომ იყოს.

გენერალი შჩუკინი მართალი იყო. არც ერთი თავმოყვარე დაზვერვა და სპეცსამსახური არ


ტოვებდა არც ერთ საქმეს შურისძიების გარეშე და ჩემ მიერ „კაგებეს“ დავალებით
შესრულებული საქმეების ნახევარზე მეტი ასეთი კატეგორიის იყო.

ერთხელ შჩუკინმა მიხმო და საკმაოდ აღელვებულმა მითხრა:

– ვიცი, რომ კეთილშობილი, ღირსების კაცი ხარ, მაგრამ, იქნებ, ეს თვისებები დროებით
გვერდზე გადადო და მონსტრად გადაიქცე.

ვიქტორ იაკოვლევიჩს ძალიან იშვიათად ვხედავდი აღელვებულს და მივხვდი, რომ რაღაც


არაორდინარული მოხდა. ამიტომ, ხმა არ ამომიღია, ის კი განაგრძობდა:

– აი, ეს ძუკნა, – შჩუკინმა ქალის სურათი მაჩვენა, – ეს ლამაზი მონსტრი ძუკნა ისე უნდა
დაასახიჩრო, აწამო და რაც შეიძლება დიდხანს გაუგრძელო სულის ამოხდა, რომ მსგავსი
ვერავინ გაბედოს და ღალატი ფიქრადაც არ გაივლოს გონებაში.

ქსენია კიმის მკვლელობა ჯერაც არ მქონდა მონელებული და გავიფიქრე: „ისევ ქალის


ლიკვიდაციას მავალებენ. ყელში ამომივიდა! ნეტავ ისეთი რა ჩაიდინა, რომ შჩუკინი ასეთი
გაგიჟებულია?”
– ეს ძუკნა თუ გეცნობა? – ფიქრებიდან შჩუკინის მრისხანებამ გამომარკვია.

– არა, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– ეს ძუკნა, აი, ამ კაცის ყოფილი თანაშემწე და საყვარელია, – მითხრა გენერალმა და მამაკაცის


ფოტო გამომიწოდა. მაშინვე ყველაფერს მივხვდი, რადგან ამ ქალის საშინელმა საქციელმა დიდი
რეზონანსი გამოიწვია, თუმცა, სახით არ მყავდა ნანახი. შჩუკინმა კი განაგრძო: – მაპატიე, რომ
ასეთ ბინძურ, საშინელ საქმეს გავალებ, მაგრამ, ასეა საჭირო და გამიგებ. თუმცა, შეგიძლია, უარი
თქვა და სხვა შემსრულებელს მოვძებნი.

– მე შევასრულებ, – მოკლედ მივუგე შჩუკინს და ვკითხე, – როდის, სად და როგორ უნდა


ვიმოქმედო?

– რაც შეიძლება, სასტიკად და მალე უნდა იმოქმედო, ზუსტ ადგილს კი დავადგენთ და


გეტყვით, – მითხრა შჩუკინმა. ამ დროს მის კაბინეტში მუხინი შემოვიდა და თქვა:

– ობიექტი ოკლაჰომაშია და, აი, ამ მისამართზე ჰყავთ გადამალული.

მუხინის სიტყვები რომ მოისმინა, შჩუკინს თვალები მრისხანებით აენთო და მითხრა:

– ხვალვე დაიწყე მოქმედება. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!

ობიექტი ქალი საბჭოთა რაკეტების ერთ-ერთი კონსტრუქტორის ყოფილი საყვარელი და


პირადი მდივან-თანაშემწე იყო. მან იმ კონსტრუქტორის ფეხმძიმე ცოლი სადისტურად მოკლა,
მერე მუცელი გაუფატრა, ექვსი თვის ნაყოფი ამოიყვანა და იატაკზე დაახეთქა. შემდეგ კი თავად
კონსტრუქტორიც მოკლა, მისი სეიფიდან საიდუმლო დოკუმენტაცია გაიტაცა და ამერიკის
საელჩოს დახმარებით შტატებში გაიქცა.

აშკარა იყო, რომ საბჭოთა დაზვერვას სარაკეტო საიდუმლოებების გამჟღავნება აცოფებდა და


ასეთი სასტიკი შურისძიება სწორედ ამის გამო დაიგეგმა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე,
პოლიტბიუროს სხდომაზე ბრეჟნევს ანდროპოვი მიწასთან გაუსწორებია და სარაკეტო
ტექნოლოგიების გადინებაში დაუდანაშაულებია. ამას კი „კაგებეს“ შეფი ისე გაუცოფებია, რომ
ქალის სასტიკი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, შჩუკინმა კი შესრულება მე დამავალა...

ოკლაჰომაში, კონსპირაციულ ვილაზე, ერთ-ერთი ჩვენი აგენტი ქალის მეშვეობით შევაღწიე,


რომელიც „ეფბეერში“ მუშაობდა და ამ დავალების შესრულების შემდეგ საბჭოთა კავშირში
გაიქცა, ამერიკელებს რომ არ დაეპატიმრებინათ. ობიექტი მეორე სართულზე ცხოვრობდა. მის
ფეშენებელურ საძინებელში რომ შევედი, ის შხაპს იღებდა... არ მინდა, დაწვრილებით აღვწერო
ის საშინელებები, რაც იმ ქალის მიმართ გამოვიყენე, მაგრამ, ერთს კი გეტყვით, რომ არც მანამდე
და არც მას მერე ასეთი სისასტიკე არავის მიმართ არ გამომიყენებია, მოსკოვში რომ დავბრუნდი,
შჩუკინმა მითხრა:

– მადლობელი ვარ, კოკი, რომ დავალება ასე შეასრულე. ვიცი, რის ფასად დაგიჯდა ეს
ყოველივე, მაგრამ, მერწმუნე, რომ ასე იყო საჭირო.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – ვუპატაკე ვიქტორ იაკოვლევიჩს, ის კი გადამეხვია და მხარზე
მომითათუნა ხელი, – სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, რომ ზოგჯერ უკიდურესი სისასტიკის
გამოჩენა გვიწევს, მაგრამ, რას იზამ, ასეთი სპეციფიკა გვაქვს და უნდა ავიტანოთ.

შჩუკინი მართალი იყო. „კაგებეს“ თანამშრომელს ბევრი რამის ატანა უწევდა და ბევრ
სიბინძურეზე უხდებოდა ხელის მოწერა, რაც, საბოლოო ჯამში, პატრიოტიზმით, სამშობლოს
სიყვარულითა და მოვალეობის შეგნებით იყო შეფუთული საბჭოთა იდეოლოგების მიერ.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ, იდეოლოგიურად ისე დამუშავებული შტატი, როგორც
„კაგებეს“ ჰყავდა, არავის ჰყოლია. მართალია, „კაგებედან“ ბევრი თანამშრომელი გაიქცა და
მიეყიდა დასავლეთს, კერძოდ კი ამერიკას, მაგრამ უმეტესობა უაღრესად ერთგულად და
თავდადებით ემსახურებოდა უწყებას და, მზად იყო, სიცოცხლეც კი გაეწირა საქმისთვის. მეც ამ
კატეგორიას ვეკუთვნოდი. მართალია, ჩემი ინტელექტის დონე უმაღლესი კატეგორიით იყო
შეფასებული, მაგრამ, როდესაც თავგანწირვაზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, გონება უკანა პლანზე
დგებოდა და იდეოლოგია იწყებდა მოქმედებას. ჯერ კიდევ კოჯორში, ჩემი სწავლა-განათლების
ჟამს მინერგავდნენ, რომ ყველაზე საუკეთესო ქვეეყანა საბჭოთა კავშირია და ყველაფერი
საბჭოური კი – ყველა დანარჩენზე უკეთესი... მე, რა თქმა უნდა, მშვენივრად ვარჩევდი ავ-კარგს
და ისიც მშვენივრად ვიცოდი, რომ ყველაფერი მთლად მასე არ იყო, მაგრამ, იდეოლოგიური
კლიშე იმდენად ღრმად იყო ჩემში ჩამჯდარი, რომ ზოგჯერ საღ აზრსაც კი სწონიდა...

ერთხელ ერთ ყოფილ საბჭოთა იდეოლოგს შევხვდი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა
და მასთან ძალიან საინტერესო დიალოგი გამომივიდა. საბჭოთა კავშირი კარგა ხნის დაშლილი
იყო. ის კაცი კი, ჯერ კიდევ ჭარმაგი, კარგ მადაზე მყოფი და რაც მთავარია, ისევ ისეთი
დემაგოგი, დიდი ხალისით შემხვდა, თავის კაბინეტში მიმიწვია და მითხრა:

– ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ჟურნალისთვის ინტერვიუს მიცემა და, მზად ვარ, ნებისმიერ
კითხვაზე გაგცეთ პასუხი. გისმენთ:

– თავს როგორ გრძნობდით ახალ გარემოში? – ვკითხე ყოფილ იდეოლოგს, რომელიც უკვე მეორე
ათეული წელი იყო, რაც ბრიტანეთში დასახლდა და ახალ გარემოს კარგა ხნის შეჩვეული უნდა
ყოფილიყო.

– მშვენივრად, – მომიგო რესპონდენტმა, – ეს ახალი გარემო, როგორც თქვენ თავისუფალ


სამყაროს უწოდებთ, ყოველთვის ჩემში იჯდა და მაშინაც კი, როდესაც იდეოლოგიურ კლიშეებს
ვამუშავებდი ფართო მოხმარებაში გასაშვებად, მთელი არსით აქ ვიყავი.

– გამოდის, რომ ერთს ფიქრობდით, მეორეს კი აკეთებდით, ხომ? ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ,
მილიონობით პატიოსან საბჭოთა ადამიანს ატყუებდით.

– იცით, რა, – ჩართო თავისი დემაგოგიური მანქანა ყოფილმა იდეოლოგმა, – ზოგჯერ ტყუილის
თქმა აუცილებელია, რომ, საბოლოო ჯამში, სიკეთე ჰქმნა...

– რას გულისხმობთ? – გავაწყვეტინე სიტყვა.


– იმას, ჩემო კარგო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი სიკეთე იყო. საბჭოთა კავშირი კი ცრუ
პროპაგანდამ, ცრუ შეპირებებმა, და, საერთოდ, სიცრუემ დაშალა. მე კი, ამ სიცრუის ერთ-ერთი
მესაჭე ვიყავი და, თუკი საბჭოთა კავშირის დაშლაში დიდი წვლილი მიმიძღვის და ეს მართლაც
ასეა, მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე გამიკეთებია და ჩემი ტყუილებიც გამართლებულია
ამ შემთხვევაში, – დემაგოგიურად განმიმარტა ყოფილმა იდეოლოგმა და სახე ისე გაებადრა,
მივხვდი, კმაყოფილი იყო თავისი პასუხით და ფიქრობდა, რომ „დამაბოლა“.

– ნუთუ ღირდა ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმ სიკეთის საკეთებლადაც კი, რასაც
საბჭოთა კავშირის დაშლა ეწოდება? – ვკითხე ოპონენტს.

– რას იზამ, ჩემო კარგო, სიკეთე მსხვერპლს მოითხოვს და სწორედ ის ათეულ ათასობით
დაღუპულები არიან ის წმინდანი წამებულები, რომლებიც სიკეთის ქმნას შეეწირნენ, – მომიგო
ყოფილმა იდეოლოგმა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა დიდი კმაყოფილება და აშკარად
ფიქრობდა, რომ „გადამიჯოკრა“.

ჩვენი საუბარი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა და ის ისე გაერთო ჩვეული დემაგოგიით, რომ თავს
კონტროლს ვეღარ უწევდა. მე, მოთმინებით მოვუსმინე ბოლომდე და პაუზა რომ გააკეთა,
ვუთხარი:

– ბოლო კითხვა.

– გისმენთ, ჩემო კარგო, – გამიღიმა დემაგოგმა.

– სად გაქრა ტვირთი ნომერი ასი? – ვკითხე დემაგოგს, რომელსაც სახე დაეღრიჯა, თუმცა მაინც
გამიღიმა და მკითხა:

– ეგ რას ნიშნავს, რომ არ ვიცი?

– ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა თქვათ, თუ სად გაქრა ოქროებითა და ძვირფასი ქვებით
დატვირთული თვითმფრინავი, რომელშიც ეგრეთ წოდებული, „პარტიის ოქროს“ ნაწილი იდო
და ის თქვენ გადამალეთ, გენერალი მალკინი კი, რომელიც ამ ტვირთს აცილებდა, ააორთქლეთ,
– მივახალე დემაგოგს და მაყუჩიანი „მაკაროვი“ მივუშვირე, მე თქვენი გამოტეხვა მაქვს
დავალებული და, თუკი სიმართლეს არ მეტყვით, აი, ამ საბჭოთა წარმოების იარაღით
გაგიხვრეტთ შუბლს!

ყოფილი იდეოლოგი არ მოელოდა „ელიტური ჟურნალისტისგან“ ასეთ საქციელს, მაგრამ


დროზე მიხვდა, ვინც ვიყავი და ოცი მილიარდი ევროს ღირებულების ქონების
ადგილსამყოფელი უპრობლემოდ გამიმხილა. მიუხედავად ამისა, ის სიკვდილს მაინც ვერ
გადაურჩა და ყოფილი საბჭოთა იდეოლოგ-დემაგოგს საბჭოთა „მაკაროვის“ ტყვიამ გაუხეთქა
თავი...

რაც შეეხება „პარტიის ოქროს“ მოძიების საქმეს, რომელშიც მეც ძალიან აქტიურად ვიყავი
ჩართული, ეს შეკვეთა საბჭოთა ფუნქციონერების მიერ იყო გაკეთებული და პირადად ვიქტორ
იაკოვლევიჩ შჩუკინმა მომცა:
– კოკი, ჩემო კარგო, – მითხრა გენერალმა, – მართალია, საბჭოთა კავშირი ისტორიას ჩაბარდა,
მაგრამ, ძველი სისტემა იატაკქვეშეთშია გადასული, გავლენის ბევრი ბერკეტი კვლავ
შენარჩუნებულია და ის ხალხი თავისი კუთვნილი სახსრების დაბრუნებას ცდილობს, რომლის
ნაწილიც არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა უკანონოდ მიითვისეს.

„პარტიის ოქროს“ დღევანდელი ღირებულება ათი ტრილიონი ევროა და, როგორც ვიცი, ის
სრულად დაიბრუნა ყოფილი ფუნქციონრების მაფიამ, რომელშიც, ჩემი ღრმა რწმენით,
გენერალი შჩუკინიც შედის და, სავარაუდოდ, წამყვანი პოზიციაც უკავია.

როგორც ხშირად მიფიქრია, ძველი ფუნქციონერები თავიანთ პოზიციებს ასე ადვილად არ


თმობენ და მსოფლიოში არსებულ პროცესებს გარკვეულწილად დღემდე მართვენ. ჩემის აზრით,
მრავალი მსხვილი ბიზნესმენისა თუ პოლიტიკური მოღვაწის ლიკვიდაცია მათი შეკვეთა იყო
და რამდენიმე ასეთი საქმის შესრულება მეც მომიწია.

რამდენიმე წლის წინ ანონიმმა შემკვეთმა ერთი ნიუიორკელი ბოსის, უფრო სწორად კი, რუსი
ეროვნების ამერიკის მოქალაქეების ლიკვიდაცია შემიკვეთა, რაშიც მილიონი დოლარი
გადამიხადეს. საქმე შევასრულე და მხოლოდ შემდეგ შევიტყვე, რომ ობიექტი ყოფილი
ფუნქციონერი იყო, რომელმაც „პარტიის ოქროს“ ნაწილი გაიტაცა, გარეგნობა შეიცვალა და,
ფიქრობდა, რომ გადარჩა. თუმცა მაფიის კლანჭებს ვერ დაუსხლტა, თავიც წააგო და
გატაცებული თანხაც ოხრად დარჩა...

სულ ახლახან შჩუკინს სოჭში შევხვდი, სადაც მისი თხოვნით ჩავედი და ვიქტორ იაკოვლევიჩმა
მითხრა:

– კოკი, ჩემო კარგო, შენ ძველი, ძალიან გამოცდილი და ძალიან ერთგული კადრი ხარ. ამიტომ,
შენთან ერთი წინადადება მაქვს და მინდა, კარგად დავფიქრდე, სანამ საბოლოო პასუხს
გამცემდე.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– ვიცი, რომ ახალი წყობა გულზე არ გეხატება და ძველი მოგწონს, მართალი ვარ თუ ვცდები?

– არ ცდებით.

– პირდაპირ გეტყვი, შენთან მიკიბულ-მოკიბული არ მჭირდება. მე მინდა ის ხალხი გაგაცნო,


ვინც ჩვენ შეხედულებებს იზიარებს, ბოლომდე ერთგულია ჭეშმარიტი იდეალებისა და, სწამთ,
რომ ამქვეყნად სიკეთე იზეიმებს. რას იტყვი, მათ მიემხრობი? მოგვემხრობი?

– მე ყოველთვის სიკეთის სამსახურში ვიდექი, – მივუგე შჩუკინს და დავამატე, – რამე


ორგანიზაციაში უნდა გავწევრიანდე?

– მხოლოდ პირობა უნდა დადო, რომ ჩვენი ერთგული იქნები ბოლომდე და ისევე უმწიკვლოდ
იმსახურებ, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდი.

– მაინც, რისი გაკეთება მომიწევს?


– რაც ყველაზე კარგად იცი.

– ანუ, ადამიანები უნდა ვხოცო?

– არა. უბრალოდ, სიკეთეს უნდა ემსახურო, – მომიგო გენერალმა, – სამსახურს კი იმ ფორმით


გასწევ, როგორიც საჭირო იქნება.

– კეთილი. ვიფიქრებ.

– შეგიძლია, ერთი თვე იფიქრო. თუ უარყოფითი პასუხი გექნება, მაშინ ჩვენი საუბარი უნდა
დაივიწყო. ხოლო, თუ ჩემს წინადადებას დასთანხმდები და შემოგვიერთდები, უკან დასახევი
გზა არ გექნება.

– კარგი. ერთ თვეში შევხვდებით, – მივუგე გენერალს, როცა კიდევ ვილაპარაკეთ და თბილისში
დავბრუნდი.

შჩუკინის წინადადებაზე პასუხის გასაცემად ძალიან მცირე დრო მაქვს დარჩენილი და ჯერაც არ
ვიცი, რას მოვიფიქრებ. ყველაფერს ვწონი და ამის გამო ორ შეკვეთაზე უარი ვთქვი. კარგა ხანია,
აღარც ვოვას შევხვედრივარ და მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრეთ ერთმანეთს რამდენჯერმე.
ზუსტად არ ვიცი, რას მთავაზობს ჩემი ყოფილი შეფი, მაგრამ, რაღაც გრანდიოზულ
ღონისძიებაში რომ მიპირებენ ჩართვას, აშკარაა. ვნახოთ, მოვიფიქრებ.

შურისძიება ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა და ის ნებისმიერ ჩვენგანს ახასიათებს.


ვიმეორებ, რომ შეკვეთილი მკვლელობების თითქმის ასივე პროცენტი შურისძიების გამო ხდება.
„კაგებეშიც“ კი, როდესაც სახელმწიფოს შეკვეთას ვასრულებდი, იშვიათი გამონაკლისის გარდა,
საქმე შურისძიებასთან გვქონდა. ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– შურისძიების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვს?


– ცუდი თვისებაა, მაგრამ, აუცილებელი, – მივუგე გენერალს და ვკითხე: – ვინმეზე უნდა ვიძიოთ
შური?

– სწორედაც რომ, – მომიგო შჩუკინმა, – თანაც ისე, რომ ყველამ გაიგოს და დაინახოს, თუ ვისი
ნამოქმედარია და რისთვის. „ვისში”, რა თქმა უნდა, ჩვენს უწყებას ვგულისხმობ. შენ, როგორც
ყოველთვის, უჩინარი და უვნებელი უნდა დარჩე.

ლაპარაკში მუხინი ჩაერთო, რამდენიმე ფერადი ფოტო მაჩვენა და მითხრა:

– ეს ვაჟბატონი ჩვენი ყოფილი თანამშრომელია, პოდპოლკოვნიკი. ახლა შტატებში ცხოვრობს და,


რომ იტყვიან, ბაირამობს, ამას კი ჩვენ ვერ დავუშვებთ.

– რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცა მიუტანა მტერს? – ვკითხე ანდრეი ლუკიჩს. მან კი თავი
გააქნია და მომიგო:

– არა. საკმაოდ მაღალი ჩინის მიუხედავად, მას თითქმის არანაირ საიდუმლო ინფორმაციაზე არ
მიუწვდებოდა ხელი. ის „ზავხოზი“ იყო, მეტი არაფერი, უწყებისთვის ავეჯსა და საკანცელარიო
აღჭურვილობას იძენდა. მას გაქცევისას მცირედი თანხაც კი არ წაუღია თან. ერთი სიტყვით,
სრული არარაობაა.

– აბა, რას ვერჩით? – ღიმილით ვკითხე მუხინს, რომელსაც ჩემს სიტყვებზე გაეცინა, პასუხი კი
შჩუკინმა გამცა:

– იმას, რომ ჩვენს პრესტიჟს ვიცავთ და რომ არავის დავაცინინებთ თავს, მით უმეტეს, ისეთ
არარაობას, როგორიც ეს ვაჟბატონია.

– გასაგებია და სწორია, – დავეთანხმე შჩუკინს, მან კი განაგრძო:

– ახლა, რაც შეეხება შესრულების ფორმას: ის ყველამ ნახოს და ყველა შეძრწუნდეს. შენ ამ
სუბიექტის გვამი საჯარო ადგილზე უნდა გამოკიდო და ისეთი დამახინჯებული, რომ თუკი
ვინმეს ჩვენი ღალატი აქვს განზრახული, სამუდამოდ ამოიგდოს ეს გულიდან.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, საბჭოთა კავშირიდან გაქცეულ ყოფილ პოდპოლკოვნიკს ნიუ-


იორკში დავადექი, სადაც ის თავისუფლად ცხოვრობდა და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს. ჯერ
გავაშიშვლე და სხეულზე ნამგალი და ურო ამოვკვეთე რამდენიმე ადგილზე. შემდეგ ისინი
ცეცხლით მოვწვი. ბოლოს კი თავი მოვკვეთე და მისი სხეული ტაიმსკვერზე ყველაზე გამოსაჩენ
ადგილას დავაგდე. მეორე დღეს ყველა გაზეთი და ტელევიზია ჩემი ნამოქმედარის შესახებ
ლაპარაკობდა, მე კი ამ ყველაფერს უკვე ლუბიანკაზე გავეცანი და, მართალია, უკიდურესი
სისასტიკე ჩავიდინე, მაგრამ, ძალიან ვამაყობდი ამით...

სისასტიკესა და შურისძიებაში საამაყო რა არის, – იტყვის მავანი და, ალბათ, ეს სწორიცაა, მაგრამ,
მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, თავი კომუნისტური იდეებით მქონდა გამოტენილი და ამ ყველაფერს
ხალხის ბედნიერი მომავლისთვის ვაკეთებდი... თუმცა, მოგვიანებით, როდესაც ასაკიც მომემატა
და გამოცდილებაც, ბევრად არც იდეალები შემიცვლია და არც ჰუმანური გავმხდარვარ. უფრო
სწორად კი, ჰუმანიზმს საქმის დროს არ ვიჩენდი, თორემ, ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებაში
ჭიანჭველასაც კი არ დავადგამდი ფეხს და, ჩემი დიდი შესაძლებლობების მიუხედავად, ძალიან
დამთმობი და სხვების მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანი ვიყავი, რის გამოც, ყველა პატივს
მცემდა და ყველას ვუყვარდი. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ჩემისთანა „დუშკას“ მიღმა
ფოლადივით მტკიცე და ვეფხვივით ულმობელი ადამიანი იმალებოდა, რომელიც ისე
ამოართმევდა კაცს სულს, თვალსაც კი არ დაახამხამებდა.

– საქმე და ყოფაცხოვრება ყოველთვის უნდა გამიჯნო ერთმანეთისგან, – მმოძღვრავდა ხოლმე


ერთ-ერთი ჩემი ინსტრუქტორი, – მკვლელი და შემსრულებელი მხოლოდ საქმის დროს უნდა
იყო, თორემ, ცოლ-შვილსა და ნათესავებს შენი სიყვარული და პატივისცემა სჭირდებათ და არა
აგრესია და სისასტიკე. მართალია, ძალიან ძნელია ასეთი კონტრასტებით ცხოვრება, მაგრამ,
აუცილებელი. ხოლო, დროულ ადაპტაციას თუ ვერ შეძლებ, მაშინ, გაიშიფრები და დაიღუპები...

სიმართლე რომ ვთქვა, ადაპტაცია ძალიან არ გამჭირვებია, ორმაგ ცხოვრებას მალევე შევეჩვიე და
დღემდე ასე ვარ, მაგრამ, ეს სულაც არ არის იოლი და ყველა პროფესიონალი დამეთანხმება ამაში.
ასეთი ყოფა, ჩემი აზრით, ფოლადის წრთობის პროცესს წააგავს, როდესაც გახურებულ რკინას
წყლით აცივებ, შემდეგ ისევ ახურებ და ასე მეორდება ბევრჯერ. ხოლო ფოლადისგან
განსხვავებით, რომელიც ერთხელ იწრთობა, ჩვენი პროფესიის ადამიანები მუდმივ წრთობაში
ვიმყოფებით და ასე გრძელდება მანამ, სანამ სული გვიდგას...

ერთხელ ერთი ძალიან რთული დავალება შევასრულე, რომლის დროსაც უამრავი ადამიანის
დახოცვა მომიწია, თავად კი ერთი ნაკაწრიც არ მქონდა. სახიფათო ზონიდან გამოსვლას სამი
დღე მოვანდომე. ლუბიანკაზე რომ მივედი და შჩუკინთან შევდგი ფეხი, რომელიც ჩემი
გმირობის საქმის კურსში იყო, აღტაცებული შემომეგება და ყველაფერი დაწვრილებით
მომაყოლა, ბოლოს კი მკითხა:

– კოკი, ჩემო კარგო, როგორ ახერხებ კარგი შემსრულებლის და კარგი მეოჯახის პროფესიების
ერთმანეთთან შეთავსებას, ეს ხომ ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული რამეა და
არაადამიანურ ძალისხმევას მოითხოვს?

თავის დროზე შჩუკინი ჩემზე არანაკლები შემსრულებელი იყო და, ამავდროულად, ბრწყინვალე
მეოჯახე. მე ეს კარგად ვიცოდი და ღიმილით მივუგე:

– ვინ-ვინ, მაგრამ, თქვენ მაინც არ უნდა მეკითხებოდეთ ამას, ამხანაგო გენერალო. თქვენი
მეოჯახეობისა და გმირობის ამბები ბევრმა და, მათ შორის მეც კარგად ვიცი.

გენერალმა ხელი ჩაიქნია და თქვა:

– ოჯახიც მიყვარს და სამშობლოც. ეს ორი რამ ჩემი ცხოვრების ორი ამოსავალი წერტილია და
დარწმუნებული ვარ, რომ შენც ასე ხარ.

– დიახ, ამხანაგო გენერალო, მეც სწორედ ასე ვარ – ოჯახი და საქმე, ჩემი უმთავრესი
ვალდებულებებია, – მივუგე შჩუკინს და ეს მართლაც ასე იყო, რადგან, ასე ვიყავი აღზრდილი და
არც ოჯახისთვის მიღალატია ოდესმე და არც საქმისთვის.
ერთხელ ერთი საკმაოდ ხანდაზმული ადამიანის ლიკვიდაცია განვახორციელე, რომელსაც
უწყება ორმოცი წლის განმავლობაში ეძებდა და, ბოლოს, როგორც იქნა, მაინც მოიხელთეს.
როდესაც მე მას დაუსწრებლად გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი წავუკითხე, რომელიც ჯერ
კიდევ სტალინის სიცოცხლეში იყო მიღებული, ფერი წაუვიდა და მითხრა:

– რაღა დროს ესაა, მას მერე ხომ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, ომიც კარგა ხანია,
დასრულდა, მეც მოვხუცდი. იქნებ დამინდოთ, მაპატიოთ შეცდომა და შვილიშვილებთან
ნებივრობის სიამოვნების უფლება მომცეთ.

იმ კაცს, რომელიც ადრე „ენკავედეს“ სპეცდავალებების ოფიცერი იყო, საბჭოთა უშიშროების


ორმოცკაციანი სადივერსიო ჯგუფი ჰყავდა „ჩაშვებული”, რომლებიც მტრის ზურგში
განსაკუთრებული მნიშვნელობის დავალების შესასრულებლად იყვნენ გადასროლილი.
ფაშისტებმა კი ისინი შეიპყრეს და წამებით ამოხადეს სული. ამიტომ მოხუცს მივუგე:

– თქვენ უსერიოზულესი დანაშაულისთვის აგებთ პასუხს, რომელზეც არც ხანდაზმულობის


ვადა და არც ასაკი არ მოქმედებს, – შემდეგ იმ კაცს პისტოლეტიდან ერთი ტყვია ვესროლე
შუბლში, სიკვდილით დავსაჯე და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე დავბრუნდი
სამშობლოში....

სამშობლო მაშინ ჩემთვის, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირი იყო და, მართალია, მე
გათვითცნობიერებული მქონდა ჩემი ქართველობა, საქართველოს ისტორიითაც ძალიან
ვამაყობდი და, რა თქმა უნდა, ყოველთვის თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს
ვგულშემატკივრობდი ნებისმიერ გუნდთან შეხვედრაში, მაგრამ, მაინც საბჭოთა, საბჭოური
სულისკვეთებით გაჟღენთილი ადამიანი ვიყავი და საბჭოური მენტალიტეტის ნარჩენები
დღემდე ცოცხლობს ჩემში.

რადგან ფეხბურთი ვახსენე, ერთი ამბავი უნდა მოვყვე, რომელიც სწორედ იმ პერიოდს
დაემთხვა, როდესაც თბილისის „დინამომ“ ევროპის თასების თასი მოიგო გერმანიაში.

იმ პერიოდში დიუსელდორფში მიმავლინეს ერთი ადამიანის სალიკვიდაციოდ, რომელიც


ურანის ბიზნესით იყო დაკავებული, შვეიცარიის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა და საბჭოეთის
დაუძინებელი მტერი იყო. მე ის სასტუმროს ნომერში უნდა მომეხელთებინა, მისგან საჭირო
ინფორმაცია ამომეღო, მომეკლა და მივმალულიყავი, უფრო სწორად კი, ძალიან მალე
დავბრუნებულიყავი უკან, უსაფრთხო ადგილზე, რადგან მოკლულისგან მოპოვებული
ინფორმაცია უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და მასზე სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვები
ნადირობდნენ. 13 მაისს, ანუ ფინალის დღეს, მაცნობეს, რომ ობიექტი ერთ-ერთ სასტუმროში
იქნებოდა საღამოს 9 საათისთვის, სასტუმრო კი საფეხბურთო სტადიონთან მდებარეობდა. მე,
როგორც თბილისის „დინამოს“ ფანმა, ინსტრუქციის დარღვევით, ფინალურ მატჩზე დასასწრები
ბილეთი შევიძინე და „რეინშტადიონზე“ შევედი. პირველი ტაიმი რომ დასრულდა, შესვენებაზე
სტადიონიდან სასტუმროში დავბრუნდი, ობიექტს ვეწვიე და საიდუმლო მიკროფირი
გამოვართვი, შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტით მოვკალი, ფირი ჯიბეში ჩავიდე და მეორე ტაიმის
საყურებლად სტადიონზე დავბრუნდი... ასეთი საქციელი უწყებრივი ინსტრუქციის საშინელი
დარღვევა იყო და, რომ გაეგოთ, მინიმუმ, ციხეში აღმოვჩნდებოდი. თუმცა, მე საკუთარი რისკის
ფასად გადავდგი ასეთი ნაბიჯი, ჩემი საყვარელი გუნდის გამარჯვებითაც დავტკბი, დავალებაც
უმაღლეს დონეზე შევასრულე და შჩუკინსაც იმ იმედით ვეახლე, რომ ჩემი თავხედობა ვერავინ
შეიტყო. ვიქტორ იაკოვლევიჩი ჩვეულებრივი კეთილგანწყობით შემხვდა და მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, მშვენივრად გაართვი თავი საქმეს. ვერაფერს იტყვი, სუფთა ნამუშევარია. შენ
ძალიან საშიში კაცი მოიშორე, თან, უძვირფასესი ინფორმაცია მოიტანე.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, მან კი გამიღიმა და მითხრა:

– არა მარტო შენ, ჩემო კოკი, შენმა თანამემამულეებმაც ასახელეს სამშობლო და გერმანელებს
გერმანიაში თასების თასი მოუგეს. მომილოცავს, მაგარი გუნდი გყავთ!

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მაგრამ, „დინამოს“ გამარჯვების ხსენება არ


მესიამოვნა და, მინდოდა, რომ გენერალს თემა შეეცვალა, მან კი პირიქით, მკითხა:

– ისეთი სახე გაქვს, თითქოს „დინამოს” გამარჯვება არ გიხარია. შენ რა, ფეხბურთი არ გიყვარს?

– როგორ არა.

შჩუკინმა გამიღიმა და მითხრა:

– არადა, სწორედ იმ დროს იყავი იმ ქალაქში, სადაც შენი საყვარელი გუნდი თამაშობდა და, რომ
არა მოვალეობის გრძნობა, ალბათ, თამაშსაც დაესწრებოდი, ხომ?

აშკარა იყო, შჩუკინმა ჩემი სტადიონზე ყოფნის ამბავი იცოდა, ამიტომ ფეხზე წამოვდექი,
გენერალს მზერა მივაპყარი და ვუთხარი:

– ამხანაგო გენერალო! მე უხეშად დავარღვიე უწყებრივი ინსტრუქცია, თამაშს დავესწარი და,


მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით დავისაჯო.

– ვიცი, რომ იყავი, – მშვიდად მომიგო შჩუკინმა, – შენ არაფერი დაგირღვევია, საქმეს
ბრწყინვალედ გაართვი თავი და მხოლოდ და მხოლოდ ჯილდოს იმსახურებ. ეს ამბავი კი ჩვენ
შორის დარჩეს. შენს ადგილზე, მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი.

შჩუკინისგან კარგი განწყობით გამოვედი, თუმცა, გუნებაში ვფიქრობდი, რომ „კაგებეს“


კლანჭებსა და თვალებს ვერსად დაემალება ადამიანი და ღმერთმა დამიფაროს მასთან
დაპირისპირებისგან-მეთქი. პრინციპში, ეს ასეც უნდა იყოს, რადგან, ის სპეცსამსახური რა
სპეცსამსახურია, რომელიც ერთ ადამიანს, თუნდაც ყველაზე ძლიერსა და მოუხელთებელს, ვერ
მოიხელთებს, მით უმეტეს, ჩვენს დროში, როდესაც კოსმოსური ტექნოლოგიები ასეა
განვითარებული, სპეცაგენტები კი ისე არიან „დამეტკილები“, რომ მათ ჯოჯოხეთიდანაც კი
ამოიყვანენ...

ამას წინათ მე და ვოვამ ერთი ობიექტი, რომელსაც ეგონა, რომ საგულდაგულოდ იმალებოდა და
ვერასოდეს მოიხელთებდნენ, ჩვეულებრივი „ჩიპის” მეშვეობით აღმოვაჩინეთ. იმ სულელს
პასპორტი ჰქონდა თან, პასპორტს კი სპეციალური ჩიპი აქვს ჩაკერებული, რომელიც ყველგან
იძლევა სიგნალს და, როდესაც მას თავზე წამოვადექით და პისტოლეტები მივუშვირეთ‚ არ
სჯეროდა, რომ მკვლელები ვიყავით.

– ეგ როგორ? – აღმოხდა ობიექტს, – ჩემი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, როგორ მომაგენით?

ვოვამ მას პასპორტზე მიუთითა, რომელიც კომოდზე ეგდო და უთხრა:

– აი, იმ ჩიპიანი მოწყობილობით, – შემდეგ სასხლეტს თითი გამოჰკრა და საქმეც დასრულდა...

სხვათა შორის, მე და ვოვას, რა თქმა უნდა, გვაქვს, თანამედროვე პასპორტები, მაგრამ, თან
არასდროს ვატარებთ და ისეთ ადგილას გვაქვს შენახული, სადაც სიგნალი არ აღწევს. ზუსტად
ვიცი, რომ ნებისმიერი თანამედროვე საბუთი, რომელზეც პირადობაა აღბეჭდილი, მსოფლიო
ტოტალური კონტროლის მოწყობილობასთანაა შეერთებული და ნებისმიერ პიროვნებას
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უპრობლემოდ აღმოაჩენენ. ამიტომ, თუკი ძებნილი ხარ,
თანამედროვე საბუთი თან არ უნდა ატარო...

სულ რაღაც ოცი წლის წინ კი სულ სხვაგვარად იყო საქმე: საკმარისი იყო, ძებნილს პლასტიკური
ოპერაცია გაეკეთებინა, ექიმი კი მოეკლა, რომ მისი პოვნა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო,
თუმცა, მაშინაც ვახერხებდით მათ მოძებნას და ეს ძირითადად სუნისა და ხელის თითების
ანაბეჭდების მეშვეობით ხდებოდა.

ერთხელ, არგენტინაში, ერთ ყოფილ „ესესელს“ ვეძებდით, რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე


უამრავი საშინელება ჰქონდა ჩადენილი. მაშინ, სულ რაღაც ხუთი წლის სტაჟი მქონდა, თუმცა,
არგენტინაში უკვე მეორედ მიწევდა ჩასვლა. ჩვენი სამძებრო-ოპერატიული ჯგუფი ექვსი
ადამიანისგან შედგებოდა და მასში ერთი ქალი იყო. ის ქალი ექსპერტი-კრიმინალისტი იყო და
სწორედ მას უნდა დაედასტურებინა ობიექტის იდენტურობა სუნისა და ანაბეჭდების მიხედვით
და ამ ორ კომპონენტს ჩვენი კოლეგა სპეციალურ ხელსაწყოებში ინახავდა. ჩვენ ძებნის არეალი
ვიცოდით და ობიექტს ინტენსიურად ვეძებდით. ერთ-ერთმა ასეთმა ტესტმა დადებითი შედეგი
გამოიღო: ობიექტის სახეზე წასმული ტილო რომ შევამოწმეთ, პლუსი გვიჩვენა. შემდეგ თითების
ანაბეჭდებიც დაემთხვა და ის მოვიტაცეთ...

სხვათა შორის, ბუენოს-აირესში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საბრძოლო ორდენით


დამაჯილდოვეს, რომელიც შჩუკინმა პირადად დამაბნია გულზე.

– ყოჩაღ! – შემაქო გენერალმა, რომელთანაც იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი


ოფიციალური ურთიერთობები მქონდა და მაშინ პირველად მომმართა შენობით და სახელით, –
ყოჩაღ, კოკი, ასე განაგრძე და სულ მალე დიდ წარმატებებს მიაღწევ, შენი თავდადება და
პატრიოტიზმი კი ყოველთვის სათანადოდ დაფასდება.

შჩუკინის წინასწარმეტყველება ახდა და „კაგებეს“ ყოვლისშემძლე ძალას ყოველთვის, ყველგან


და ყველაფერში ვგრძნობდი. არ არსებობდა საჭიროება თუ პრობლემა, რომელსაც უწყება ვერ
მომიგვარებდა და უარს მეტყოდა. ეს იყო საბინაო საკითხი, მანქანის ყიდვა, ავეჯის შოვნა თუ
ნებისმიერი სხვა რამ, რაც რიგითი საბჭოთა მოქალაქისთვის შეუძლებელი იყო, ან, ყველაფერი
ამაში დიდძალი თანხა უნდა გადაეხადა.
ისე ნურავინ გამიგებს, რომ საბჭოთა კავშირი იდეალურ, უნაკლო სახელმწიფოდ მიმაჩნია,
მაგრამ, როგორც ადრე ვთქვი, იმ ქვეყანაში წესიერი რეფორმები რომ გატარებულიყო, ამერიკა
დღეს ასე არ იბოგინებდა და მსოფლიოს თავზე აღარ დააჯდებოდა.

ცოტა ხნის წინ მალიბუში ერთი კაცი გავიცანი, რომელსაც იქ ფეშენებელური ვილა აქვს და ისე
ცხოვრობს, როგორც მის გულსა და გონებას მოეპრიანება. ის კაცი ადრე საბჭოთა კავშირის
მოქალაქე იყო, შემდეგ უცხოეთში გაემგზავრა, შტატებში დარჩა და ძალიან გამდიდრდა. ერთი
სიტყვით, ეს „ამერიკული ოცნების“ აპოლოგეტი, რომელიც მთელი ცხოვრება ამერიკას აქებდა
და საბჭოთა კავშირს აძაგებდა, რადიკალურად შეცვლილი დამხვდა და შუა საუბარში მითხრა:

– ვნანობ, რომ მთელი ცხოვრება ამერიკას ვადიდებდი, ჩემს სამშობლოს კი ვაძაგებდი.


ამერიკული ოცნება სხვა არაფერია, თუ არა სხვების ჩაგვრა-განადგურებაზე აგებული პოლიტიკა.
კარგი, მდიდრული ცხოვრება მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტია, დანარჩენებმა კი კისერი
იტეხონო...

– და თქვენ ახლა მიხვდით ამას?

– სამწუხაროდ, კი, – ნაღვლიანად მომიგო მასპინძელმა, – იცით, მე ნახევარ სიცოცხლეს


მივცემდი და მთელ ჩემს ქონებასაც, ვინმე იმ პერიოდში რომ დამაბრუნებდეს, როცა ჩემი
სამშობლო დავტოვე. მთელ ჩემს ენერგიას მის მშენებლობას შევალევდი და არა ნგრევას.

სხვათა შორის, იმ მალიბუელი ემიგრანტივით ბევრი შეძლებული ამერიკელიც მსჯელობს და


ბევრს არ მოსწონს, რომ მათი თანამემამულეები დამოკრატიის დროშის ქვეშ იხოცებიან
ავღანეთსა და ერაყში. მე ვინ მეკითხება, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ყველა ქვეყანამ თვითონ უნდა
მოაგვაროს საკუთარი პრობლემები და ამას არც ამერიკის ჩარევა სჭირდება და არც სხვა
რომელიმე ქვეყნის.

ამ მალიბუელზე, სხვათა შორის, შეკვეთა მქონდა და ჩემდა გასაკვირად, ის ამას მიხვდა. მე


პისტოლეტიც კი არ მქონდა ამოღებული, როდესაც მან მშვიდად მითხრა:

– ჩემო მეგობარო, ჩემს ანდერძში წერია, რომ ჩემს სამშობლოში დამკრძალონ. ვატყობ, ეს დრო
მოახლოვდა და, აბა, შენ იცი, არ ამაცილო...

მე, რა თქმა უნდა, არ ამიცილებია, მაგრამ, ძალიან სევდიანი წამოვედი იქიდან და კარგა ხანს
თვალწინ მედგა სამშობლოს მონატრებული მალიბუელის სახე.

სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს ხოლმე სასხლეტზე თითის გამოკვრა და ვფიქრობ,
რომ ეს სიბერის ბრალია.

ამას წინათ მე და ვოვამ ერთი შეკვეთა შევასრულეთ – ერთი ობიექტი თავისივე სახლში
მოვიხელთეთ, მე პისტოლეტი მივუშვირე, მაგრამ სროლა დავაყოვნე. ობიექტმა ამით ისარგებლა,
ლულას ხელი წაატანა და მუცლისკენ შემომიბრუნა, თუმცა, ვოვამ მას კეფაში დაასვა ტყვია და
მითხრა:

– როგორ ხარ, ბაბუა, ხომ არ დაშავდი?


– არა, – მოკლედ მოვუჭერი.

– ბაბუა, რა გჭირს?

– სიბერე.

– კარგი რა, რა დროს სიბერეა! უბრალოდ, გადაიღალე და დასვენება გჭირდება. მოდი, ერთი
კვირით სადმე გავემგზავროთ.

მე და ვოვა ბათუმში გავემგზავრეთ, ერთი კვირა კარგად დავისვენეთ და დაბრუნებისთანავე


მორიგი შეკვეთა მივიღეთ, რომლის შესასრულებლადაც სანკტ-პეტერბურგში მოგვიწია
გამგზავრება. ვოვამ, რა თქმა უნდა, გარეგნობა შეიცვალა და ჩვენ გერმანელი ტურისტების
პასპორტებით ვესტუმრეთ ნევისპირა ქალაქს. ობიექტი ერთი ბანკირი იყო, რომელსაც ოცი
ადამიანი იცავდა და მისი მოკვლა ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა. როდესაც მე და
ვოვამ ყველა სავარაუდო ვარიანტი განვიხილეთ, დავრწმუნდით, რომ ეგრეთ წოდებული
სამხედრო ეშმაკობის გარეშე ეს საქმე არ გამოვიდოდა. ამიტომ, ჩვენ ამ საქმის შესრულების
საგულდაგულო სქემა შევადგინეთ და საქმეს შევუდექით.

დაჯავშნილი „ჰამერი“ ოთხი ანალოგიური „ჯიპის“ თანხლებით მოძრაობდა და, როდესაც


ობიექტი მანქანიდან გადმოდიოდა, დაცვის წევრები მას ისე მჭიდროდ კეტავდნენ, კოღოც კი ვერ
შეძვრებოდა შიგნით. ჩვენ, რა თქმა უნდა, აფეთქების მეშვეობით შეგვეძლო ამ საქმის მოგვარება,
მაგრამ, ბევრი ხალხი დაიღუპებოდა. ამიტომ, ერთ-ერთი შენობის წინ, სადაც ყველაზე
მოსახერხებელი იყო, ჩვენ დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევი დავამონტაჟეთ, რომელიც
სპეციალური პულტით იმართებოდა. იმ კვადრატში კი ეგრეთ წოდებული „ბალვანკები”
ავაფეთქეთ, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს, რასაც კვამლიც მოჰყვა და, ბანკირის კორტეჟის
წევრებმა თავიანთი დაცვის ობიექტი მანქანიდან გადმოიყვანეს, მჭიდროდ შემოერტყნენ და
დაცული შენობისკენ აიღეს გეზი. ჩვენც ეს გვინდოდა.

მე პულტი ავამუშავე და დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევიდან ნასროლმა ჭურვებმა


სანკტპეტერბურგელი ბანკირი მოკლა. სხვები არ დაზარალებულან და ეს საქმე ამით
დასრულდა. ჩვენ იმავე საღამოს დავბრუნდით თბილისში. ამით იმის თქმა მინდა, რომ
აბსოლუტურად დაცული, მოუხელთებელი სამიზნე არ არსებობს და ნებისმიერი ადამიანის
ლიკვიდაციაა შესაძლებელი, ეგრეთ წოდებული „სუფთა” თუ „ბინძური” მეთოდით. „სუფთა”
მეთოდი – მხოლოდ ერთი, კონკრეტული ობიექტის ლიკვიდაციას ნიშნავს, „ბინძური” კი –
ობიექტთან ერთად უამრავი ადამიანის მკვლელობას, რაც, ძირითადად, აფეთქების ან დაბომბვის
საშუალებით ხორციელდება. ამგვარად მოკლეს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი,
რომელიც საკმაოდ მოუხელთებელი იყო, მუდმივად გადაადგილდებოდა, მაგრამ, მაინც
აღმოაჩინეს და მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. აფეთქებით მოუკლავთ მრავალი ცნობილი
სამიზნეც, მაგრამ, ასეთი მეთოდები ჩემთვის მიუღებელია, ეს ტერორისტების საქმეა. მე შორს
ვდგავარ ტერორისტებისგან, „კლასიკური” წყობის ქილერი ვარ და ვოვაც ამგვარად
გამოვწვრთენი.
– ბაბუა, ნუთუ არასდროს, არანაირ სიტუაციაში არ ააფეთქებ ობიექტს? – მკითხა ერთხელ ვოვამ.
მე კი მივუგე:

– ობიექტს კი, ოღონდ, ისე, რომ სხვები არ დაზარალდნენ.

– ეგ როგორ? – გაუკვირდა ვოვას, რომლისთვისაც ასაფეთქებელი საქმე არ მისწავლებია, რადგან,


საჭიროდ არ მივიჩნიე.

– როგორ და, როგორც უკვე გითხარი, – გავუმეორე ვოვას, – ეს საქმე მე საფუძვლიანად მაქვს
შესწავლილი და იშვიათად ვიყენებ, თორემ, განა არ ვიცი. აფეთქების მრავალი საშუალება
არსებობს და, ას კაცში მდგარი ადამიანი შეიძლება ისე ასწიო ჰაერში, რომ მის გვერდით
მდგომებს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდეთ. ამას „მიმართული აფეთქება” ეწოდება და რამდენჯერმე
წარმატებით მაქვს გამოყენებული.

ვოვას, რომელიც ჩემს ყოველ სიტყვას უაპელაციოდ ენდობოდა, მეტი არაფერი უკითხავს
ჩემთვის და ერთი საქმე გამახსენდა, რომელიც ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას, შუა
„ზასტოის” დროს შევასრულე.

ერთ ზაფხულს ოჯახთან ერთად ყირიმში ვისვენებდი. ჩემს უფროს ვაჟს ცურვას ვასწავლიდი.
წყლიდან რომ გამოვედით, ბავშვი დედის გვერდით ქვიშაში ჩაწვა. მე კი წყალში შევბრუნდი და
კლდეებისკენ გავცურე, რომელიც ნაპირიდან ერთი კილომეტრით იყო დაშორებული.

– ფრთხილად იყავი, კოკი! – მომაძახა მერიკომ.

მე ზურგზე დავწექი და ცურვა განვაგრძე, თან ჩემებს მანამდე ვუქნევდი ხელს, სანამ ვხედავდი.

კლდეებთან ასიოდე მეტრის მანძილზე კატერი გამოჩნდა, რომელზეც ერთი ადამიანი


იმყოფებოდა.

„ფუი, მაშველი! დამიწყებს ახლა ნატაციების კითხვას და ორმოცდაათმანეთიანი ჯარიმით


დამემუქრება“, – გავიფიქრე გუნებაში. მაგრამ, კატერი ჩემგან ათიოდე მეტრში გაჩერდა და მასზე
მყოფმა ახალგაზრდამ მითხრა:

– ხომ არ დაიღალე, ძმობილო?

– არა, ძმობილო, – მივუგე ახალგაზრდას, რომელსაც ღიმილი არ სცილდებოდა და მითხრა:

– რადიოში მოვისმინე, რომ ჩვენკენ აისბერგები მოცურავენ და, არ გეშინიათ, რომ დაეჯახოთ?

ყველაფერი ნათელი იყო – კატერში მყოფმა მეკავშირის პაროლი მითხრა და პაროლითვე მივუგე:

– რომ გამოჩნდებიან, ისე ღრმად ჩავყვინთავ, რომ ქვეშ გავუძვრები და სამშვიდობოზე გავალ...

„პაროლობანა” რომ დასრულდა, მოღიმარმა მეკავშირემ მითხრა:

– იმ სიშორეზე ხართ გამოსული, რომ მართლაც გაუძვრებით აისბერგს ქვეშ. კატერზე ამოდით,
კლდეებთან მივცუროთ და იქ ვილაპარაკოთ.
– თქვენ მიცურდით და მეც მალე იქ ვიქნები, – მივუგე მეკავშირეს, რომელმაც გეზი კლდეებისკენ
აიღო. ხუთიოდე წუთში მეც მივედი, კლდეზე დაუხმარებლად შევდგი ფეხი და მეკავშირემ
რამდენიმე კომპლიმენტის შემდეგ მითხრა:

– დღეს, საღამოს, ბერლინში უნდა გადაფრინდეთ. საბუთები და სხვა საჭირო რეკვიზიტები


აეროპორტის შენობაში გადმოგეცემათ. დანარჩენს კი აეროპორტის მეკავშირე გეტყვით.

მეკავშირის შეთავაზებაზე, რომ ნაპირზე კატერით გავეყვანე, უარი ვუთხარი. მან წარმატება
მისურვა და წავიდა. მე ცოტა დავისვენე და ნაპირზე დავბრუნდი, სადაც ჩემი ცოლ-შვილი
მელოდა. სასტუმროს ნომერში რომ დავბრუნდით, მერიკოს მოსატყუებლად ტელეფონზე
ვილაპარაკე და ვუთხარი:

ამ საღამოს მოსკოვში უნდა გადავფრინდე ხუთიოდე დღით. ინგლისიდან პარლამენტართა


დელეგაციაა ჩამოსული და ძვირფას ლორდებს საბჭოთა კავშირის დედაქალაქის
ღირსშესანიშნეობები უნდა გავაცნო.

– რა გაეწყობა, – მორჩილად მომიგო მერიმ და ნაღვლიანად გამიღიმა.

ყირიმის აეროპორტში მეკავშირემ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქის


პასპორტი გადმომცა და მითხრა:

– ბერლინის აეროპორტში დაგხვდებიან და საბოლოო ინსტრუქციებსაც იქ მიიღებ.

ბერლინის აეროპორტში საბჭოთა მეკავშირე დამხვდა, რომელიც გერმანიის დემოკრატიული


რესპუბლიკის მოქალაქე იყო და საფარქვეშ მუშაობდა. მართალია, დემოკრატიული გერმანია
საბჭოეთის მოკავშირე იყო და, ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, იქ სადაზვერვო
საქმიანობა არ უნდა გვეწარმოებინა, საბჭოთა კავშირს მაინც ჰყავდა თავისი აგენტურული
ქსელი.

პაროლები რომ გავცვალეთ, მეკავშირემ მანქანაში ჩამისვა და თქვა:

– წავედით, თქვენს მეუღლეს გაგაცნობთ.

– მეუღლეს? – ვკითხე მეკავშირეს.

– დიახ, – მომიგო მეკავშირემ, – თქვენ ხომ ბერლინელი ტომას მიულერი ხართ და გყავთ
კანონიერი მეუღლე – ბრიგიტა.

პირმშვენიერი და ტანწერწეტა ბრიგიტაც საბჭოთა აგენტი იყო, რომელიც კოსმეტოლოგად


მუშაობდა ბერლინის ელიტურ კლინიკაში. მარტონი რომ დავრჩით, მითხრა:

– აბა, ძვირფასო ტომას, მოდი, ჩვენი ცოლქმრული ვალდებულებები აღვასრულოთ.

– სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, ძვირფასო მეუღლევ, ჩვენი ცოლქმრობა ფიქციაა, მე


ნამდვილი მეუღლე მყავს, რომელსაც არ ვღალატობ. აქ კი საქმისთვის ვარ ჩამოსული და, ჯობია,
პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, – მივუგე ბრიგიტას, რომელმაც უკიდურესად
იმედგაცრუებულმა შემომხედა, მაგრამ, მშვიდად მკითხა:

– თქვენ სკანდინავიელი ხომ არ ხართ?

– არა, რუსი, – მივუგე „ცოლს“.

– გულცივობით სკანდინავიელს უფრო ჩამოჰგავხართ, – მწარედ ჩაეცინა „დიასახლისს”,


ყურადღებით მომაჩერდა და დაამატა: – ამას წინათ თქვენი საბჭოთა კოლეგა იყო აქ ერთი
დელიკატური დავალებით. ისიც ჩემი ქმარი იყო თქვენსავით, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით,
ცოლქმრული მოვალეობის აღსრულებაზე უარს არასდროს ამბობდა. ორი კვირა გაატარა ჩემთან
და უკან გამგზავრება აღარ უნდოდა. ხოლო, რომ მიემგზავრებოდა, იტირა და მეც მატირა. ერთი
სიტყვით, ძალიან ტემპერამენტიანი კაცი იყო ის თქვენი ქართველი კოლეგა.

„აბა, ასეთ რამეს ქართველის მეტი ვინ იზამდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ბრიგიტას კი ვუთხარი:

– ქართველები ზოგჯერ ზომაზე მეტად ემოციურები არიან.

– კარგი ვინმე კი იყო, რაც მართალია, მართალია, – რომანტიკულად თქვა ბრიგიტამ, – მაგრამ,
წარსულს თავი დავანებოთ და საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ, ასე: თქვენი სამიზნე „შტაზის“
ბობოლა ოფიცერია, რომელიც დღისით, მზისით, ათეულობით თავისი კოლეგის წინ
სამაგალითოდ უნდა გამოასალმოთ სიცოცხლეს.

– რას ნიშნავს – „სამაგალითოდ”?

– თქვენ ის უნდა ააფეთქოთ, მაგრამ, ისე, რომ მის გარდა სხვა არავინ დაზარალდეს.

– ესე იგი, მიმართული აფეთქებით, – ვთქვი მე.

– სწორედაც, – მომიგო ბრიგიტამ, – მანამდე მე რაღაც-რაღაც დეტალებს გაგაცნობთ, მერე კი


ოპერაცია დავგეგმოთ.

როგორც შევიტყვე, „შტაზის“ მაღალჩინოსანი ოფიცერი იარაღით ვაჭრობაში იყო ჩართული და


იმ ხაზზე „იჯდა”, რომელიც „კაგებეს“ ეკუთვნოდა, ანუ, ის ჩვენი კონკურენტი იყო და, იმის
ნაცვლად, რომ დაზვერვა გაეფრთხილებინათ, ხელი აეღოთ მსგავს „პერეხვატებზე“, „კაგებე“
პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა და იმ ოფიცრის ასეთი ხერხით ლიკვიდაცია იმიტომ
გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ძალა ეჩვენებინათ.

ჩემი აზრით, ასეთი მოქმედება შეცდომა იყო და სჯობდა „კაგებეს“ „შტაზი“ გაეფრთხილებინა,
მაგრამ, ჩემი უწყების ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობდა და მე არავინ არაფერს
მკითხავდა.

– ახლა, რაც შეეხება ლიკვიდაციის დროსა და ადგილს, – განაგრძო ბრიგიტამ, – ეს უნდა მოხდეს
ბერლინის საუკეთესო საბანკეტო ჰოლში, რომელსაც „ბერლინ პლაზა“ ეწოდება, „შტაზის“
იუბილეზე.
– ასეთ რამეს მხოლოდ „კაგებეში“ თუ მოიფიქრებენ, – ჩამეცინა მე, ბრიგიტამ კი სრული
სერიოზულობით მომიგო:

– სწორედ ამიტომაც ვართ მსოფლიოში საუკეთესონი და პირველობას არასოდეს დავთმობთ.

– რა თქმა უნდა, არ დავთმობთ, – სრულიად გულწრფელად დავუდასტურე დიასახლისს,


რადგან, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი „კაგებესა“ და საბჭოთა კვშირის
დაუმარცხებლობაში და მათი სიძლიერის განსამტკიცებლად საკუთარ სიცოცხლესაც კი
გავწირავდი.

– „ბერლინ პლაზაში“, – განაგრძო ბრიგიტამ, – მიმტანის სტატუსით შეხვალთ. ასაფეთქებელ


მოწყობილობას კი მიკროავტობუსში მიიღებთ, უნიფორმით შეიტანთ, ადგილზე ააწყობთ და
შესაფერის მომენტში აამოქმედებთ. დამატებითი კითხვები ხომ არ გაქვთ?

– არა, – მოკლედ მივუგე ბრიგიტას, მან კი ვნებიანი მზერა მესროლა და მითხრა:

– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ?

– ბრძანეთ.

– ძვირფასო კოლეგავ, იქნებ, ამ ერთხელ შეცვალოთ თქვენი პრინციპი და ერთი ღამით ჩემი ქმარი
გახდეთ?

– არა.

– კიდევ ერთს გკითხავთ.

– გისმენთ.

– თქვენი ცოლი მჯობია?

ბრიგიტას გავუღიმე და მივუგე:

– თქვენც ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და სექსუალური ხართ. ღამე მშვიდობისა!

– გმადლობთ. ღამე მშვიდობისა! – მომიგო „დიასახლისმა“ და დასაძინებლად გაემართა.

მეც დავწექი და მალევე დამეძინა. დილიდან კი მე და ბრიგიტამ მომავალი ოპერაციის დეტალები


საგულდაგულოდ განვიხილეთ, კარგად დავამუშავეთ და მოსალოდნელი გართულებებიც არ
გამოგვრჩენია მხედველობიდან.

ოპერაციის დღე რომ დადგა, მე წინასწარ მომზადებული გრიმი და პარიკი გავიკეთე და


რესტორან „ბერტაში“ მივედი. იქ უკვე შეკრებილიყვნენ ჩემი „კოლეგა” მიმტანები და მეც მათ
შევუერთდი. როდესაც სპეციალური მიკროავტობუსი მოვიდა, ზედამხედველმა სია ამოიკითხა,
ყველანი მანქანაში ჩაგვსვეს და „ბერლინ პლაზასკენ“ ავიღეთ კურსი. ვისი გარეგნობაც მქონდა
მიღებული და ვის მაგივრადაც მივემართებოდი „შტაზის“ იუბილეზე, ის უკვე გატაცებული და
მოყუჩებული ჰყავდათ საბჭოთა მზვერავებს. მიკროავტობუსში სწორედ ზედამხედველმა
გადმომცა ცელოფნის თხელი პაკეტი, რომელიც მიმტანის უნიფორმაში დავმალე და „ბერლინ
პლაზაში“ დაუბრკოლებლად შევიტანე.

„ბერლინ პლაზას“ უზარმაზარი ჰოლი ბროლის ჭაღებით იყო გაჩახჩახებული, იქაურობას კი


სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, სანიმუშოდ გაწვრთნილი შტაზელები იცავდნენ.
იუბილეზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც იყვნენ, რომელთა შორის საბჭოთა
კოლეგებიც იმყოფებოდნენ. პაკეტში მოთავსებული პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება
თხელი, გამჭვირვალე სკოჩი იყო, რომელიც ჩემს საათში ჩამონტაჟებული დისტანციური
მართვის პულტით მოქმედებდა. სკოჩი შამპანურის ბოკალს მივაკარი და, როდესაც დარბაზში
შამპანურით სავსე ბოკალები შევიტანეთ, ისე მოვაწყვე, რომ ასაფეთქებლიანი ბოკალი
სალიკვიდაციო ობიექტს ეკავა ხელში. ყველაფერი მზად იყო. საათს ხელი შევახე, რომ ობიექტის
ლიკვიდაცია მომეხდინა, მაგრამ, დროზე შევჩერდი – რატომღაც, ობიექტმა თავისი ბოკალი ერთ-
ერთ კოლეგას გაუცვალა და, როდესაც მას შევხედე, სახტად დავრჩი: ასაფეთქებლიანი ბოკალი
საბჭოთა გენერალს ეკავა ხელში და ეს გენერალი ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი აღმოჩნდა...
ოპერაცია ჩაშლის პირას იყო. მე ან სწრაფად უნდა მეღონა რამე, ან ოპერაცია გამეუქმებინა.
ფიქრისთვის დრო არ მქონდა, ამიტომ შჩუკინს წინ ჩავუარე და მის დასანახავად, მარცხენა
ხელით პირობითი მოძრაობა გავაკეთე, რაც „სოსს“ ნიშნავდა. მართალია, გარეგნობაშეცვლილი
ვიყავი, მაგრამ, გენერალი უნდა მიმხვდარიყო, რომ მის წინ მე ვიდექი. ჩემდა საბედნიეროდ,
შჩუკინმა მიცნო და მე ამას მისი თვალების პირობითი მოძრაობით მივხვდი. შემდეგ მე ობიექტს
„შემთხვევით” დავეჯახე, რის მერეც ვიქტორ იაკოვლევიჩმა ობიექტს ჭიქა დაუბრუნა. ჩემი
ლანგრიდან კი ახალი აიღო და ჩემგან რომ მოეშორებინა, ხელკავი გაუკეთა და გვერდზე
გაიყვანა. „დროა“, – გავიფიქრე გუნებაში და საათს ხელი შევახე, დისტანციური მართვის პულტი
ჩავრთე და ასაფეთქებელ ღილაკს თითი დავაჭირე... ყრუ ჭახანის ხმამ მიიპყრო „ბერლინ
პლაზას“ ჰოლში შეკრებილთა ყურადღება. მიმართული აფეთქების ტალღამ კი ობიექტს თავი
ააცალა და ის ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, როდესაც მისი თავი მარმარილოს იატაკზე გაგორდა....

ეს ყოველივე იმდენად ეფექტური იყო, რომ პლაზაში შეკრებილები ადგილზევე გაქვავდნენ და


თვალს ვერ აშორებდნენ „შტაზის“ მაღალჩინოსნის იატაკზე გაგორებულ თავს... საქმე
გაკეთებული იყო. დრო არ ითმენდა და, რომ იტყვიან, მანამდე უნდა „ავთესილიყავი“, სანამ ჩემი
გერმანელი კოლეგები გონს მოეგებოდნენ და ყველა გასასვლელს საიმედოდ ჩაკეტავდნენ. მე
სამზარეულოსკენ გავემართე და გაზქურასთან მოფუსფუსე მზარეულებს, რომლებმაც ჯერ არ
იცოდნენ, დარბაზში რა ხდებოდა, ვუთხარი:

– ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, ვიღაც კაცს თავი მოსწყდა და იატაკზე გაგორდა!

მზარეულები დარბაზში გაიქცნენ და სამზარეულო დაცარიელდა. მე კი ამით ვისარგებლე,


სავენტილაციო ლუკში შევძვერი და იქაურობას გავეცალე. ბრიგიტასთან რომ დავბრუნდი,
„დიასახლისმა“ მკითხა:

– როგორ ჩაიარა საღამომ?

– ყველაფერი რიგზეა, ობიექტს თავი მოსწყდა და ბურთივით გაგორდა იატაკზე.


ქალს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ქუჩიდან პოლიციური სიგნალების გამაყრუებელი ხმა
გაისმა. ჩვენ ფანჯარაში გავიხედეთ და პოლიციის უამრავ მანქანას მოვკარით თვალი. ისინი
ქაოსურად მიმოდიოდნენ აქეთ-იქით და მათი ლურჯ-წითელი ციმციმები ღამის ბერლინის
ქუჩებს ანათებდნენ.

– აი, უკვე ამოქმედდნენ და გეძებენ, – მითხრა ბრიგიტამ და ფანჯარას ჟალუზები ჩამოაფარა.


შემდეგ სავარძელში მოკალათდა, მომაჩერდა და დაამატა, – შენი აქედან გაყვანა საკმაოდ რთული
იქნება.

– ვითომ? – ვთქვი მე.

– კი, – ჩაეცინა „დიასახლისს”, – შენ „შტაზს“ არ იცნობ, ისინი „კაგებეს“ არაფრით


ჩამოუვარდებიან.

– მე ვფიქრობ, რომ აჭარბებთ, – თქვენობით მივმართე ბრიგიტას იმ იმედით, რომ ისიც ასე
მომიგებდა, თუმცა ჩემმა მასპინძელმა მითხრა:

– გიმეორებ, რომ „შტაზი“ უსაშინლესი უწყებაა, კარგად დატოტვილი ჯაშუშური ქსელი აქვს და
მათ ყველგან მიუწვდებათ ხელი.

– თუ საქმე ძალიან გაჭირდა, ალბათ, საელჩოს მეშვეობით გამიყვანენ.

– გეთანხმები, მაგრამ, საელჩომდე მისვლა ხომ გინდა! ქუჩაში გასვლა კი უკიდურესად საშიშია,
უკვე ყველგან მილიცია-პოლიციაა, და, რაც მთავარია, ყოველ კუთხე-კუნჭულში შპიკები
დაძრწიან, რომლებიც ყველას და ყველაფერს აკვირდებიან.

– გამოდის, რომ აქ უნდა გამოვიკეტო?

– ბოლომდე არც აქაა უსაფრთხო ადგილი – ყველასა და ყველაფრის ტოტალურ შემოწმებას რომ
დაიწყებენ, აქაც მოვლენ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრიგიტა არ აზვიადებდა და „შტაზი“ გამალებით მეძებდა.


მართალია, მათ არც ჩემი ვინაობა იცოდნენ და არც საქმიანობა, მაგრამ, ისინი ყველა უცხოს
ამოწმებდნენ და რომ ვენახე, აუცილებლად გამშიფრავდნენ, რასაც, ჩემი დაპატიმრება და
წამებით სიკვდილი მოჰყვებოდა, ამ საქმეს კი, ბრიგიტას მტკიცებით, შტაზელები უნაკლოდ
ფლობდნენ.

– ჩახედული ადამიანების მონაყოლიდან ვიცი, – მიყვებოდა ბრიგიტა, – რომ „შტაზის“


ჯურღმულების ჯალათები „გესტაპოს“ გაუმჯობესებული მეთოდებით მოქმედებენ და რომ
იტყვიან, ქვასაც კი აატირებენ...

მოძმე გერმანიის ძალოვან სტრუქტურებთან ჭიდილი მაინც ჩემი გამარჯვებით დასრულდა და


ისე დავტოვე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია, საბჭოთა საელჩოს
დახმარებაც კი არ დამჭირდა. იმავე საღამოს პოლიციის მანქანა გავიტაცე, ორი პოლიციელი
საბარგულში ჩავტენე, ერთ-ერთის ფორმა გადავიცვი და როსტოკში ჩავედი. იქ კი საბჭოთა
სატვირთო გემზე ავიპარე, კაპიტანს კაიუტაში ვეახლე და ვუთხარი:

– მე საბჭოთა მზვერავი ვარ, საბჭოთა კავშირში ვბრუნდები და უნდა დამეხმაროთ!

– ჯერ ერთი, მე სულ სხვა კურსი მაქვს და სკანდინავიაში მივცურავ. თანაც, იქნებ, ტყუით, აბა, მე
რა ვიცი?

– კურსსაც შეიცვლით და საიმედოდაც დამმალავთ! – მტკიცედ ვუთხარი კაპიტანს, მან კი


მომიგო:

– რატომ ხართ ასე დარწმუნებული?

– იმიტომ, შე კრეტინო, რომ, თუ ჩემს ბრძანებას არ შეასრულებ, „კაგებე“ ყვერებს მოგაგლეჯს,


მოხარშავს და შეგაჭმევენ, ახლა გაიგე?

ჩემმა სიტყვებმა კაპიტანზე შთაბეჭდილება მოახდინა და ამიტომ, სხაპასხუპით მიპასუხა:

– დიახ, დიახ, გავიგე, ამხანაგო მზვერავო! ახლავე ისე დაგმალავთ, რომ თვით ეშმაკიც კი ვერ
მოგაგნებთ. წამობრძანდით.

გემის კაპიტანმა ხომალდის ფსკერზე დამმალა, სადაც საიდუმლო კაიუტა მდებარეობდა და


მართლაც ვერავინ მომაგნო. არადა, „შტაზის“ თანამშრომლებმა საგულდაგულო ჩხრეკა ჩაატარეს
გემზე და გაწბილებულები წავიდნენ.

მოსკოვში რომ დავბრუნდი და შჩუკინს ვეახლე, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ვერაფერს იტყვი, იუველირული შესრულება იყო. ჩემი კოლეგის თავი ისე მოსწყდა კისერს და
გაფრინდა, რომ თვალიც ვერ შევავლე. ახლა ეცოდინებათ ჩვენს კონკურენტებს, თუნდაც
მოძმეებს, რომ ჩვენთან დაპირისპირება კარგს არავის არაფერს მოუტანს. ერთი სიტყვით,
ხელმძღვანელობა შენით ძალიან კმაყოფილია და, ვადასტურებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო
ხარ.

მოსკოვიდან კვლავ ყირიმში დავბრუნდი და დასვენება განვაგრძე, თან, ჩემს უჩვეულო,


ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაზე ვფიქრობდი, იმ სასიკვდილო საფრთხეზე, რომელიც ყოველ
ნაბიჯზე მყავდა ჩასაფრებული და ვალდებული ვიყავი, რომ ეს საფრთხე როგორც ოჯახისთვის,
ისე საკუთარი თავისთვისაც ამეცილებინა.

საფრთხის თავიდან აცილება და მოუხელთებლობა ჩემი პროფესიის ადამიანის ერთ-ერთი


უმთავრესი მოვალეობაა, თუმცა, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება და ზოგჯერ ერთ უბრალო
შემთხვევას შეუძლია, მახეში გაგაბას. თუმცა, თავის დაღწევა ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა
შეგეძლოს, რაც აგრეთვე კოჯრის სპეცსკოლაში მასწავლეს. ერთ-ერთი ინსტრუქტორი კი
მარიგებდა:
– მახეში არ უნდა გაება. თუ გაებმები, ჩათვალე, რომ იქიდან თავის დაღწევის ერთი პროცენტი
შანსიც არ გექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ეცადო. არა მხოლოდ უნდა ეცადო,
არამედ, საამისოდ ყველა საშუალება უნდა გამოიყენო.

ერთხელ ერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მიმავლინეს, სადაც თავდაცვის მინისტრი


სნაიპერული შაშხანიდან მოვკალი. იარაღი, რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე დავტოვე,
იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე და სასტუმროში დავბინავდი. თუმცა, თავიანთი მეთაურის
სიკვდილით გამწარებულმა სამხედროებმა რეიდები მოაწყვეს. ისინი იჭერდნენ ყველა საეჭვო
ადგილობრივ მოსახლეს და აბსოლუტურად ყველა უცხოელს. მე რადგან უცხოელი ვიყავი,
სასტუმროს რესტორანში სადილობისას დამაპატიმრეს, სხვა დაპატიმრებულებთან ერთად
უზარმაზარი დახურული მანქანით საფეხბურთო სტადიონზე მიგვიყვანეს და მინდორზე
დაგვყარეს, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ხალხი კი მოჰყავდათ და მოჰყავდათ...

საფეხბურთო მინდორს მთელ პერიმეტრზე მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული, ყოველ ორ


მეტრში კი კომუფლირებული, ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცები მზად იყვნენ, რომ
ნებისმიერ წუთში ცეცხლი გაეხსნათ დაპატიმრებულებისთვის. ასეთი სურათი მე ჩილეში,
სანტიაგოს ცენტრალურ სტადიონზე მქონდა ნანახი, როდესაც აუგუსტო პინოჩეტის მოსაკლავად
ვიყავი ჩასული და იქ ლუის კორვალანი ჩავიყვანე.

საღამოს 6 საათისთვის მინდორი თითქმის ბოლომდე გაივსო დაპატიმრებულებით, რომლებიც


ჯგუფებად მიჰყავდათ მავთულხლართის მიღმა და უკან არავინ ბრუნდებოდა. ერთ ნაწილს
იმედი ჰქონდა, რომ მათ ათავისუფლებდნენ, მეორენი კი ფიქრობდნენ, რომ მათ ხვრეტდნენ.
თუმცა, ზუსტად არავინ იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში და ყველა თავის რიგს ელოდა.
მორიგი ოცი კაცი რომ გაიყვანეს გარეთ, მათ შორის მეც მოვხვდი. ჩვენ სტადიონის ტრიბუნებს
ქვემოთ, ცივ ბუნკერში ჩაგვიყვანეს. იქ სამხედრო ოფიცრის უნიფორმაში გამოწყობილი ოფიცერი
დაგვხვდა. მას ოციოდე კუნთმაგარი ხელქვეითი ახლდა. ოფიცერთან რიგრიგობით მიჰყავდათ
ადამიანები და ის მათ ეკითხებოდა, თუ ვინ მოკლა თავდაცვის მინისტრი. ხოლო, როდესაც
უარყოფით პასუხს იღებდა, დასაკითხი ობიექტი გვერდითა ოთახში ინაცვლებდა, სადაც
სასტიკად აწამებდნენ და, თუკი იქ არ შემოაკვდებოდათ, უკან აბრუნებდნენ და უკან
დაბრუნებულს თავად ოფიცერი კლავდა შუბლში ერთი გასროლით. მოკლულ-დახვრეტილებს
კი უზარმაზარ, გავარვარებულ ღუმელში წვავდნენ, რომელიც გვერდით ოთახში მდებარეობდა.

ჩემი ჯერი რომ მოვიდა, ოფიცერთან მიმიყვანეს. მან კი გამიღიმა, მის წინ დაჯდომა შემომთავაზა
და მკითხა:

– იცით თუ არა, ვინ მოკლა თავდაცვის მინისტრი?

– სენიორ! მე უცხოელი ვარ და თქვენს ქვეყანაში თქვენი კულტურის შესასწავლად ვიმყოფები.


სამწუხაროდ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, – მივუგე
ოფიცერს, თან ნიადაგი მოვსინჯე, რომ ხაფანგიდან თავის დაღწევა მომეხერხებინა.
– მე თქვენ სულ სხვა რამე გკითხეთ, სენიორ, – ზრდილობიანად მითხრა ჯალათმა ოფიცერმა, –
გმადლობთ, რომ ჩვენს კულტურას სწავლობთ და ჩვენს ენაზეც საუცხოოდ ლაპარაკობთ, მაგრამ,
მე მაინტერესებს, იცით თუ არა, ვინ მოკლა თავდაცვის მინისტრი?

– აბა, მე რა ვიცი, სენიორ ოფიცერო, – გავუმეორე ოფიცერს, მან კი მშვიდად მომიგო:

– გვერდით ოთახში გაარკვევენ სიმართლეს.

– რა სიმართლეს, სენიორ. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ არაფერი ვიცი.

– ვიცი, მაგრამ, ძმა მომიკლეს და, ვცდილობ, მკვლელი ნებისმიერი ხერხით ვიპოვო.

– თავდაცვის მინისტრი თქვენი ძმა იყო? ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, სენიორ, მაგრამ, მე
უდანაშაულო ვარ. მე რიგითი ეთნოგრაფი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კულტურით ვარ
დაინტერესებული და პოლიტიკიდან ისევე შორს ვარ, როგორც მთვარე – დედამიწიდან.

– თქვენ ლამაზად ლაპარაკი გცოდნიათ და ძალიან ხატოვან გამონათქვამებს იყენებთ, – მითხრა


ოფიცერმა, შემდეგ ცნობილი ლათინოსი პოეტის ცნობილი ლექსი მაღალმხატვრულად
წამიკითხა და დაამატა: – არც მე ვარ პროფესიონალი სამხედრო და ფორმა გარემოებებმა ჩამაცვა.
რევოლუციურ მთავრობაში რომ შეგვიყვანეს მე და ჩემი ძმა, ფორმებიც მაშინ მოვირგეთ. ისე კი,
ის ცხონებული, ფილოსოფიის დოქტორი და ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მე კი –
მოკრძალებული მსახიობი ვიყავი.

– გეტყობათ, – ორაზროვნად ვუთხარი ოფიცერს, – თქვენ ისე მაღალმხატვრულად წაიკითხეთ ეს


ცნობილი ლექსი, რომ უბრალო, არაპროფესიონალი ადამიანი ვერასგზით ვერ შეძლებდა ასეთ
რამეს.

– გმადლობთ კომპლიმენტისთვის. და მაინც, სენიორ, წესი ყველასთვის წესია და თქვენც იგივე


პროცედურები უნდა გაიაროთ, რაც სხვებმა.

– ესე იგი, წამება არ ამცდება?

– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩემი ძმის მკვლელის კვალზე არ დამაყენებთ.

– რომ დაგაყენოთ?

– რაო, რა თქვით? – თვალები გადმოეკარკლა ოფიცერს, რომელსაც ეგონა, რომ მოესმა.

– თქვენი ძმის მკვლელის კვალზე რომ დაგაყენოთ, გამიშვებთ?

– ხუმრობთ?

– სულაც არა.

– როგორ უნდა დამაყენოთ, თქვენ, უცხოელმა ეთნოგრაფმა, საიდან უნდა იცოდეთ, ვინ მოკლა
ჩემი ძმა? მას, ალბათ, კონტრრევოლუციონერებმა მოუღეს ბოლო, ძველი რეჟიმის მომხრეებმა.
თქვენ ხომ პოლიტიკაში ვერ ერკვევით და არაფერი გაგეგებათ?!
– ეგ კი მართალია, მაგრამ, ხომ არსებობს შემთხვევითობაც?

– ვერ გავიგე, რა შემთხვევითობა?

– მე მაქვს ვარაუდი, რომ თქვენი ძმის მკვლელი სნაიპერის სახე ვნახე.

სნაიპერის ხსენებაზე ოფიცერს სახე ეცვალა, ცარცის ფერი დაედო და ენის ბორძიკით მითხრა:

– მართალია, ჩემი ძმა სნაიპერმა მოკლა, მაგრამ მსროლელი როგორ და სად უნდა გენახათ?

მე უკიდურესად სათადარიგო გეგმა ავამოქმედე, რომელიც, რა თქმა უნდა, წინასწარ მქონდა


დამუშავებული. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დამჭირდებოდა, მაგრამ,
საპირისპიროდ მოხდა და ოფიცერს ვუთხარი:

– თუ შეიძლება, ფანქარი და ფურცელი მომეცით.

ოფიცერი დაიბნა, მაგრამ, ფანქრისა და ფურცლის მოტანის ბრძანება გასცა, მე კი მკითხა:

– ფანქარი და ფურცელი რად გინდათ?

– სენიორ, – ვუთხარი ოფიცერს, – მე ხატვა მეხერხება, თან ფენომენალური მახსოვრობა მაქვს და,
შემიძლია, ერთხელ ნანახი ადამიანი აბსოლუტური სიზუსტით, ზეპირად დავხატო. როდესაც
თქვენი ძმა მოკლეს, მე იმ შენობის სიახლოვეს ვიმყოფებოდი, საიდანაც სნაიპერული გასროლა
მოხდა. მე იმ შენობიდან გამოსული კაცი ვნახე და, ვფიქრობ, რომ სნაიპერიც სწორედ ის იყო. მე
ახლა იმ კაცის პორტრეტს დაგიხატავთ, ძებნა კი თქვენი საქმეა.

ოფიცერი უხმოდ, გამომცდელად და ფერმკრთალი სახით უყურებდა, თუ როგორ ვხატავდი. მე


კი ერთი პარიკმახერის სახე დავუხატე, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში მუშაობდა, „ცეერუს“
აგენტი იყო და მე ეს კარგად ვიცოდი და სწორედ მისი „ცეერუელობის“ გამო გავიმეტე ის
პარიკმახერი. პორტრეტი რომ მზად მქონდა, ოფიცერს მივაწოდე და ვუთხარი:

– აი, სენიორ, ის კაცი, ვინც თქვენი ძმის მკვლელობის ჟამს იმ შენობიდან გამოვიდა.

ოფიცერმა პორტრეტის გადამრავლება და იმ კაცის მოძებნის ბრძანება გასცა, მე კი მომიბრუნდა


და მითხრა:

– საერთოდ, თქვენ ჩემი სტუმარი იქნებით, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას, რომ ტყუოდეთ. ასეთ
შემთხვევაში, საშინელი სიკვდილი გელოდებათ და ვერც უცხოელობა გიხსნით, ვერც ჩვენი
კულტურის სიყვარული და ვერც თქვენი ხატვის ნიჭი. ახლა კი წამობრძანდით, სუფრას
მივუსხდეთ და ჩემი ძმის მოსაგონარი შევსვათ.

ოფიცერმა გვერდით ოთახში გამიყვანა, დაკითხვები კი შეწყდა. ერთი საათის მერე ჩემს
მასპინძელს ადიუტანტი ეწვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.

– შემოათრიეთ! – მრისხანე სახით თქვა ოფიცერმა და ადიუტანტი რომ გავიდა, მითხრა:

– თქვენ მიერ აღწერილი კაცი მოიყვანეს.


– ყოჩაღი ხელქვეითები გყოლიათ, – მივუგე მასპინძელს და კარს მივაპყარი თვალი, სადაც ჩემ
მიერ დახატული „ცეერუელი“ პარიკმახერი შემოათრია ორმა ჯარისკაცმა.

– ესაა? – მკითხა ოფიცერმა.

– დიახ, სწორედ ეგ, – მტკიცედ მივუგე ოფიცერს და პარიკმახერისკენ თითი გავიშვირე,


რომელიც ცინიკურად მიყურებდა.

ოფიცერმა პარიკმახერი შუა ოთახში დედიშობილა, პირქვე დააკიდინა ჯარისკაცებს და ისე


სასტიკად აწამა, რომ მან ჯერ „ცეერუელობა“ აღიარა, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის
მკვლელობაც. ოფიცერმა მას ჩემ თვალწინ მაჩეტეთი თავი მოჰკვეთა და მითხრა:

– ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სიმართლეს მეუბნებოდით და აღიარებითი ჩვენება რომ არ მოეცა,


მის ბედს თქვენც გაიზიარებდით. ახლა კი ნამდვილად ჩემი სტუმარი ხართ, ჩემს ვილაში
იცხოვრებთ და იმუშავებთ, რამდენ ხანსაც გნებავთ და ყოველმხრივ ხელს შეგიწყობთ.

ოფიცრის ვილიდან სამი დღის მერე გავიპარე და ორ დღეში ჩემი სვლით მოსკოვში ჩავედი.
შჩუკინს რომ ვეახლე, მითხრა:

– მადლობა ღმერთს, საღ-სალამათს რომ გხედავ. შენი კვალი სტადიონთან დავკარგეთ და ზოგ-
ზოგიერთებმა გამოგიტირეს კიდეც. თუმცა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი
შეგემთხვეოდა და არც შევმცდარვარ.

მე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი შჩუკინს და ბოლოს გამოვეჯგიმე:

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!

– მშვენივრადაც ემსახურები, ძმობილო, – მომიგო გენერალმა და მხარზე ხელი მომითათუნა, –


მართალია, ზოგჯერ ისეთი საშინელების ჩადენა გვიხდება, რაც ადამიანურ არსს სცდება და
მხეცებს ვემსგავსებით, მაგრამ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უარეს მხეცებთან გვაქვს საქმე და
მათ თავიანთივე იარაღით ვუმკლავდებით.

შჩუკინი მართალი იყო. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოწინააღმდეგეები უკიდურეს სისასტიკეს


იჩენდნენ განურჩევლად ყველას მიმართ და პასუხის გაცემა ანალოგიური ხერხებით
გვიხდებოდა.

ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის გარიჟრაჟზე, შჩუკინმა კაბინეტში


დამიბარა, მე და მუხინი უხმოდ გაგვიყვანა პატარა კინოდარბაზში, კინოფირი ჩართო და თქვა:

– უყურეთ!

ოცდაათწუთიან კინოფირზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა იყო აღბეჭდილი, რომელიც ერთ-ერთი


არაბული სახელმწიფოს დედაქალაქში, საბჭოთა საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, ეს ყველაფერი
კი რამდენიმე ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომლებიც საელჩოში ახალი დამონტაჟებული იყო.
შემდეგ ეს ვიდეოკადრები „კაგებეს“ ოპერატორებმა კინოფირზე გადაიტანეს და სწორედ იმ
კოლაჟს ვუყურებდით. ჩვენება რომ დასრულდა, შჩუკინმა გვითხრა:
– ეს საშინელება გუშინ, შუადღეს მოხდა. მოკლულია ცხრამეტი ადამიანი, დაჭრილია რვა, მათ
შორის ყველა – ძალიან მძიმედ. უკვე ვიცით, რომ ეს საშინელება ავღანელმა ტერორისტებმა
ჩაიდინეს. ჩვენმა გამანადგურებელთა ესკადრილიამ მათი ბაზა დღეს დილით მიწასთან
გაასწორა და ორი ათასი მოჯაჰედი გაწყვიტა. თუმცა, ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებლები
– ომარ ვაჰიდ-ხანის ოცეული, თავიანთი შეფიანად, სულ ოცდაერთი ადამიანი, – კვლავ
ცოცხლები არიან და ბეირუთს აფარებენ თავს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ
მკვლელები სასტიკად დავსაჯოთ. ამიტომ, შენი მეთაურობით, კოკი, ექვსკაციანი ჯგუფი უნდა
ჩავიდეს ლიბანის დედაქალაქში და ომარ ვაჰიდ-ხანი და მისი მკვლელები უსასტიკესად
დასაჯოთ.

იმ პერიოდში ლიბანის ერთ დროს აყვავებული დედაქალაქი უკვე ნანგრევებად იყო ქცეული
სამოქალაქო ომისგან და იქ ორიენტაცია ძალიან ძნელი იყო. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი
რაზმი იქ დათქმულ დროს ჩავედით, მეკავშირეს შევხვდით და ტერორისტების ძებნას
შევუდექით. უფრო სწორად, ჩვენი მეკავშირე და მისი ხალხი ეძებდნენ, ჩვენ კი სიგნალს
ველოდით და მზად ვიყავით ტერორისტების გასაჟლეტად. მესამე დღეს მეკავშირემ გვაცნობა,
რომ ძებნილები ერთ-ერთ ნახევრად დანგრეულ სახლს აფარებდნენ თავს დასავლეთ ბეირუთში.
ჩვენ მინიშნებული ადგილისკენ შუაღამეს გავემართეთ. მსუბუქად, მაგრამ მრავალმხრივად
ვიყავით შეიარაღებულები, თან, მინი-ცეცხლმფრქვევებიც გვქონდა და ოპერატორებიც
გვახლდნენ.

ომარ ვაჰიდ-ხანსა და მის ხელქვეითებს ტკბილად ეძინათ, როდესაც მათი ორი გუშაგი
გავანეიტრალეთ – კისერი მოვტეხეთ და იქვე დავყარეთ. შემდეგ კი მათ ადგილსამყოფელში
შევცვივდით, იქაურობა ძლიერი ფარნებით გავანათეთ და ტერორისტებს ინტენსიური ცეცხლი
გავუხსენით... ჩვენ ვესროდით, ოპერატორები იღებდნენ... მთელი ეს ჯოჯოხეთი სულ რაღაც რვა
წუთს გაგრძელდა. ბოლოს კი ოცდაერთივე დაფლეთილი ცხედარი ერთად დავაწყვეთ და მინი
ცეცხლმფრქვეველებიდან დავანახშირეთ...

მოსკოვში უვნებლები დავბრუნდით და ძალიან ფასეული ჯილდოები მივიღეთ. მე წოდება


მომიმატეს და თბილისის ახლად აშენებულ, ფეშენებელურ სახლში ხუთოთახიანი ბინა მომცეს.
სხვათა შორის, ის ბინა დღემდე მაქვს, ისევე, როგორც მოსკოვის ბინა. თუმცა, ოჯახთან ერთად
კვლავ ძველ ბინაში ვცხოვრობდი.

ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მკითხა:

– რას უკეთებენ „კაგებეს“ იმ თანამშრომელს, ვინც ენას კბილს ვერ აჭერს?

– ენას გლეჯენ, – მივუგე გენერალს, მან კი ორკასეტიანი მაგნიტოფონი ჩართო და მითხრა:

– მოუსმინე!

ნახევარსაათიანი აუდიოჩანაწერი სრული ანტისაბჭოური სულისკვეთებით იყო გამსჭვალული.


ლაპარაკობდა ბოხხმიანი მამაკაცი, რომელიც მსმენელს საბჭოთა კავშირის დამხობისკენ
მოუწოდებდა, „კაგებეს“ თანამშრომლებს კი, უწყების დატოვებასა და თავისუფალი სამყაროს
სამსახურში ჩადგომას ურჩევდა.
– მაგარი ბოდვაა. ეს კაცი, ალბათ, გიჟია, – ვთქვი მე, რადგან მაშინ გულწრფელად მჯეროდა, რომ
ანტისაბჭოელთა უმრავლესობა შიზოფრენიკი იყო.

– არც მთლად მასეა საქმე, – მომიგო შჩუკინმა, – ეს სუბიექტი ჩვენი უწყების მაიორი იყო და ხუთი
თვის წინ გაიქცა ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ამერიკაში. ჩვენთან ის პროპაგანდისტულ ბლოკებზე
მუშაობდა და დღემდე მის მიერ შედგენილი პროგრამით მუშაობს საბჭოთა პრესა და
ტელევიზია. ამერიკაშიც იგივე ფუნქცია დააკისრეს, ამიტომ, ჩვენთვის ის ორმაგად საშიშია,
რადგან ყველა ჩვენს პროპაგანდისტულ ტექნოლოგიას ფლობს და, ხომ ხედავ, რა „რეჩი“
დაარტყა? რაც შენ ახლა მოისმინე, „ამერიკის ხმის“ წუხანდელი გადაცემიდან გადმოვიწერეთ,
მათ კი გავრცელების ფართო დიაპაზონი აქვთ და, სოციალისტური ევროპის გარდა, მთელ
საბჭოთა კავშირშიც ისმენენ, მათ შორის ჩვენი კოლეგებიც.

შჩუკინის სიტყვებმა მისი წინამორბედი ტიმოფეი საველიჩ ზორინი გამახსენა, რომელიც


უშუალოდ კურირებდა ჩემს მომზადებას ბალაშიხაში, სადაც ჩვენ თვეების განმავლობაში ერთ
კოტეჯში ვცხოვრობდით და ყველა მოწინავე, მტრულ ტელეარხსა და რადიოგადაცემას
ვუყურებდით და ვუსმენდით. იმ პერიოდში, ესესელი პოლკოვნიკის, კურტ შტაინერის
შესაპყრობად მწვრთნიდნენ და სწორედ მაშინ დავუახლოვდი ზორინს, რომელიც რამდენიმე
თვეში გარდაიცვალა.

– მე არ ვუსმენ. თუმცა, ბალაშიხაში რომ მამზადებდნენ, გენერალ ზორინთან ერთად ვუყურებდი


და ვისმენდი უამრავ ანტისაბჭოთა სისაძაგლეს. ასე ვთქვათ, „როლში” რომ შევსულიყავი და
კაპიტალისტური სამყაროს ნაძირალა ახალგაზრდას რომ დავმსგავსებოდი, – ვუთხარი შჩუკინს.

– ტიმოფეი საველიჩი დიდებული ადამიანი და ნამდვილი პატრიოტი, თავისი საქმის უბადლო


მცოდნე იყო, – მომიგო შჩუკინმა და ძველ თემას დაუბრუნდა: – ერთი სიტყვით, ეს მოღალატე,
მოლაყბე სუბიექტი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. მოკვლა არ გვინდა. მას ისეთი რამ უნდა
გავუკეთოთ, რომ ფუნქცია დაკარგოს და, თან, იტანჯოს.

– კონკრეტულად? – ვკითხე შჩუკინს.

– ენა უნდა ამოვგლიჯოთ, რომ ვერ ილაყბოს, ხელები უნდა მოვკვეთოთ, რომ ვერ წეროს. ცალი
თვალი უნდა ამოვთხაროთ, რომ მხოლოდ საკუთარი უბედურება დაინახოს და ორივე ყური
უნდა შევუნარჩუნოთ, რათა კარგად მოისმინოს, თუ რისთვის ეწვია ასეთი უბედურება. გარდა
ამისა, ინვალიდის ეტლში უნდა ჩაჯდეს, რომ იმით ტკბობის უნარიც არ ჰქონდეს, რაც უენოებს,
უხელოებსა და ცალთვალებს შეუძლიათ.

შჩუკინის ენით „კაგებე“ მეტყველებდა, რომელიც არავის არაფერს პატიობდა. ამ უწყებაში


შექმნილი სისტემა მოითხოვდა ასეთ შურისძიებას.

ობიექტს ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ფეშენებელური სახლის ოცდამეთხუთმეტე სართულზე


მივაგენი, თავის ბინაში. მას ზუსტად ის მანიპულაციები ჩავუტარე, რაც შჩუკინმა მოითხოვა. ამ
დავალების ბოლო აკორდი იყო ობიექტის ხერხემალში წვეტიანი ფოლადის ისრის ჩარჭობა,
რამაც ის წელს ქვემოთ მოწყვიტა და დააინვალიდა... დავალება შესრულებული იყო, ობიექტი –
განეიტრალებული და ყოველმხრივ განიარაღებული. მას საკუთარი ხელით თვითმკვლელობაც
კი არ შეეძლო და აღარც ცოცხლებში ეწერა, აღარც მკვდრებში...

ჩემ მიერ ზემოთაღწერილი მეთოდი ერთ-ერთი უსაშინლესი იყო „კაგებეს“ შურისძიებათა


არსენალში და საკმაოდ ქმედითუნარიანიც. ყოველი ასეთი შურისძიება ფართოდ
რეკლამირდებოდა და დეტალურად ვრცელდებოდა, პირველ ყოვლისა, „კაგებეშნიკებსა“ და
პარტიულ ფუნქციონერებს შორის, რათა მათ ღალატი და ანტისაბჭოური პროპაგანდა აზრადაც
არ გაევლოთ თავში...

– იცით, ბატონო ვარლამ, რამდენი ჭირ-ვარამი და ხიფათი გამოვიარე, სანამ აბსოლუტურ


უსაფრთხოებას ვეღირსებოდი? – მითხრა ერთმა ქართველმა, საბჭოთა ემიგრანტმა, რომელიც
საბჭოთა ქიმიური წარმოების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო. თუმცა, ამერიკაში გაიქცა,
უახლესი ტექნოლოგიები გაიტაცა და მილიარდობით მანეთით აზარალა სახელმწიფო.

ჩემი მასპინძელი ნიცაში, კარგად დაცულ ვილაში ცხოვრობდა, რომელიც მას ამერიკელებმა
უყიდეს. მე კი მასთან ემიგრანტი ქართველების შვილის სტატუსით ვიყავი მისული, რომელსაც
გენიალური ქიმიკოსის გაცნობა პირადად უნდოდა და მასთან მხოლოდ საგულდაგულო
შემოწმების შემდეგ შემიშვეს.

– არ ვიცი, ბატონო, – მივუგე მასპინძელს და გავუღიმე. მას კი ქართულად ლაპარაკი სწყუროდა


და მითხრა:

– საბჭოთა ჯოჯოხეთს რომ დავაღწიე თავი და ჩემ მიერ შემუშავებული ქიმიური ტექნოლოგიები
ამერიკელებს მივყიდე, „კაგებემ“ ჩემზე ტოტალური ნადირობა გამოაცხადა. ერთხელ
ავტოავარიით სცადეს ჩემი მოკვლა, მაგრამ, გადავრჩი; მეორედ მესროლეს და დავიჭერი, მაგრამ,
კვლავ გადავრჩი. მას მერე ამერიკელებმა ჩემი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ასეთი
საგულდაგულო შემოწმება იმიტომ მოგიწყვეს, ჩემო მეგობარო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

– რას ბრძანებთ, ასეთი ზომები უფრო ადრე უნდა მიგეღოთ, – მივუგე მასპინძელს, – თქვენს
ადგილზე მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი და იმ ჯოჯოხეთს გამოვექცეოდი. თუმცა,
საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ.

საქართველოს ხსენებაზე ჩემს მასპინძელს სახე ეცვალა, ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა:

– საქართველო სამოთხეა, შვილო, ის ღმერთების სამყოფელია. ჯოჯოხეთი კი ის ყოფა იყო,


რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე საქართველოს კი არ გამოვექეცი, არამედ, ჯოჯოხეთს.
დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის შენს ფესვებს უნდა დაუბრუნდე, მით უმეტეს, თუკი ეს ფესვები
სამოთხეში მდებარეობს...

როგორც მიხვდით, ჩემი მასპინძელი ობიექტი იყო, მე კი – შემსრულებელი. მე მორიგ დავალებას


ვასრულებდი. მისი სიტყვები კი საქართველოს სამოთხეზე და ასე შემდეგ, მისი ნაბოდვარი
მეგონა და, საბჭოთა კავშირს ჯოჯოხეთს რომ უწოდებდა, ეს უფრო მიძლიერებდა მისი
ლიკვიდაციის ჟინს. მასთან ორიოდე საათი დავყავი და ბოლოს მაგრად ჩამოვართვი ხელი,
გამოვემშვიდობე და წამოვედი. ის კი უკვე განწირული იყო, რადგან ორგანიზმში შეუქცევადად
მოქმედი ტოქსინი შეუვიდა და ეს მე გავაკეთე, როდესაც მას მაგრად ჩამოვართვი ხელი. ანუ, მე
ხელისგულში მქონდა გაკეთებული ნემსი, რომლის საშუალებითაც იქ ეს ძლიერმოქმედი
ტოქსინი შემიყვანეს. ეს შხამი, ორგანიზმში ოცდაოთხი საათის მერე იხსნებოდა და იწყებოდა
შეუქცევადი პროცესი, თუკი მანამდე გასანეიტრალებელ ნემსს არ გაგიკეთებდნენ. ტოქსინი კი
უბრალო ხელის ჩამორთმევისას, ოფლის მეშვეობით გადადიოდა ობიექტზე... ის ქიმიკოსი 36
საათის შემდეგ ინსულტით გარდაიცვალა და ასე იძია მასზე შური „კაგებემ“. სხვათა შორის, ეს
ტოქსინი სწორედ იმ კაცის შექმნილი იყო და ავტორი თავისივე გამოგონების მსხვერპლი გახდა.

გასანეიტრალებელი ნემსი მანამდე გამიკეთეს, სანამ იმ ტოქსინს შემიყვანდნენ ორგანიზმში.


ამიტომ, მე უვნებლად გადავრჩი. რამდენიმე საათში უკვე მოსკოვში ჩავფრინდი, ლუბიანკაზე
მივედი და შჩუკინს ანგარიში ჩავაბარე. მან ყურადღებითი მომისმინა, შემაქო და მითხრა:

– ხომ არ გაგჭირვებია თანამემამულის ლიკვიდაცია? რაც არ უნდა იყოს, ორივე ქართველები


ხართ.

– მე სამშობლოს მოღალატე გავანადგურე, – მივუგე გენერალს და სინდისის ქენჯნის ნატამალიც


არ მქონდა, რადგან მაშინ მართლა ასე ვფიქრობდი და მხოლოდ წლების მერე დავფიქრდი ნიცაში
შესრულებულ საქმეზე.

მრავალი წლის შემდეგ მე და მერი მონაკოში ვიმყოფებოდით დასასვენებლად. საბჭოთა კავშირი


ახალი დაშლილი იყო. მართალია, მოზრდილი შვილები გვყავდა, მაგრამ ჯერ კიდევ
ახალგაზრდები ვიყავით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ორკვირიანი რომანტიკული
დასვენება მოვიწყვეთ.

ჩვენ ფეშენებელურ სასტუმროში ვცხოვრობდით, საიდანაც ზღაპრული ხედი იშლებოდა. ერთ


დღეს მერიკო ერთ მომხიბვლელ ქალთან ერთად მოვიდა კაფეში, სადაც ჩვენ ყავას ვსვამდით
ხოლმე და მითხრა:

– გაიცანი, კოკი, ეს თამარია, ჩვენი თანამემამულე.

თამარს ხელზე ვეამბორე, სკამზე დაჯდომა შევთავაზე და ერთი ბოთლი შამპანური შევუკვეთე,
რაც მონაკოშიც კი იშვიათობაა. როდესაც ბოკლები შევავსე, თამარს ვუთხარი:

– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!

მიუხედავად იმისა, რომ თამარი საფრანგეთში იყო გაზრდილი, ის უზადოდ ლაპარაკობდა


ქართულად და, ჩემდა გასაკვირად, ქართულ ტრადიციებსაც კარგად იცნობდა.

– გაუმარჯოს! – მომიგო თამარმა, ბოკალი მომიჭახუნა და სასმელი მოსვა.

ახალგაცნობილი ქალის საქციელმა და გათვითცნობიერებულობამ ისე გამაოცა, რომ ვუთხარი:

– თქვენ, ალბათ, ხშირად დადიხართ სამშობლოში და იქ დიდი ხნის განმავლობაში რჩებით.


– სამწუხაროდ, არა, – თავი გააქნია თამარმა და ნაღვლიანად გამიღიმა, – მართალია, მე იქ
დავიბადე, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც იქიდან გამოვემგზავრეთ – იმ წელს სკოლაში
უნდა შევსულიყავი. მას მერე ერთხელაც არ ჩავსულვარ სამშობლოში.

– აბა, ასე კარგად საიდან იცი ქართული ენა და ტრადიციები? – გაუკვირდა მერიკოს, – შენი
შემხედვარე ადამიანი ვერ იფიქრებს, რომ საქართველოში არ ცხოვრობ.

– ყველაფერი მამას დამსახურებაა, – თქვა თამარმა, – საქართველოს ის სამოთხეს ეძახდა და იქ


დაბრუნებაზე ოცნებობდა, თუმცა, ვერ ეღირსა – მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა.

თამარის სიტყვებზე ელდა მეცა და მივხვდი, ვისი შვილი იჯდა ჩემ წინ. ნებისყოფა უკიდურესად
დავძაბე, არ შევიმჩნიე, გავუღიმე და ვუთხარი:

– სამწუხაროა, მაგრამ, რას ვიზამთ. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.

– სიკვდილიცაა და სიკვდილიც, – ნაღვლიანად თქვა თამარმა, – იცით, მამაჩემზე „კაგებე“


ნადირობდა, ორჯერ თავდასხმაც კი მოუწყვეს, მაგრამ, გადარჩა. აი, მესამედ კი მაინც
მოიხელთეს.

– ეგ როგორ, ხომ თქვით, ინსულტით გარდაიცვალაო? – ჰკითხა მერიმ.

– კი, ოფიციალური დიაგნოზი ინსულტი იყო, მაგრამ, მე მაინც მკვლელობა მგონია, – გაიმეორა
თამარმა.

– რატომ გგონია? – ჰკითხა მერიმ.

– მეც, როგორც მამა, ქიმიკოსი ვარ, თან, ექსპერტი-კრიმინალისტი, ამ სფეროში ვმოღვაწეობ და


გარკვეული გამოცდილება და ცოდნა მაქვს. თან, სულ მამას უკანასკნელი საათები მიდგას
თვალწინ. ყველაფერს ვწონი, ვიაზრებ, ვაანალიზებ და, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ის
მოგზავნილმა მკვლელმა მოკლა.

– ასე რატომ ფიქრობთ? – ვკითხე თამარს, გუნებაში კი გავიფიქრე, რომ წარსულის ცოდვებმა
თავის შეხსენება დაიწყეს.

– იცით, მამა, ცოტა არ იყოს, ცრუმორწმუნე იყო და, ხშირად ამბობდა, რომ მას თავისივე პირმშოს
ხელით ეწვეოდა სიკვდილი, – თქვა თამარმა, – თუმცა კი ვერ აკონკრეტებდა, თუ რას ნიშნავდა
მისი ეს სიტყვები. მას ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრებისას ერთმა ბოშა ქალმა უმკითხავა
ხელისგულზე და უთხრა, შენი პირმშო მოგიღებსო ბოლოს.

„ბოშის წინასწარმეტყველება ახდა“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან, ვიცოდი, რომ ტოქსინი,


რომლითაც მე ქიმიკოსი მოვწამლე, თავისივე შექმნილი გამოგონილი იყო და პირმშოში სწორედ
ის იგულისხმებოდა. მერიმ თამარს ჰკითხა:

– მამათქვენს ეგონა, რომ მას შვილი მოკლავდა?


– მე ერთადერთი შვილი ვიყავი და როდესაც ის ამ თემაზე დაიწყებდა ხოლმე ლაპარაკს,
ვეუბნებოდი:

– მამა, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მე შენ მოგკლავ-მეთქი? – ის კი მუხლებზე დამისვამდა,


მომიალერსებდა და მომიგებდა: – არა, შვილო, ეგ რაღაც სხვა რამეა, თუმცა, რა, ჯერჯერობით
ვერ ვხვდებიო.

– მაშინ მე, უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ მამა შეშინებული იყო და ყველაფერს აზვიადებდა.
მაგრამ, ერთხელ გვკითხა:

– ნუ გგონიათ, რომ ვამეტებ. იმ ბოშამ მაშინ ისიც მითხრა, ორჯერ შეეცდებიან შენს მოკვლას,
მაგრამ ცოცხალი გადარჩები და შენი პირმშო მოგიღებს ბოლოსო.

მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის ყველაფერს აზვიადებდა,


რადგან, სად ინსულტით სიკვდილი და სად – პირმშოს ხელით.

– მართლაც, – მხრები აიჩეჩა მერიმ, – ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამაა და, ალბათ,
ცხონებული მამათქვენი მართლაც აჭარბებდა.

– მეც ასე მეგონა წლების განმავლობაში, მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ ერთი მკვლელის დაკითხვას
ვესწრებოდი და მან აღიარა, რომ „მიზანი“ ხელის ჩამორთმევით მოკლა, რომელსაც ოფლის
მეშვეობით ის ტოქსინი გადასდო, რომელიც, სამწუხაროდ, მამაჩემის შექმნილია, ანუ, მისი
პირმშოა და, ჩემი აზრით, მამაჩემიც ამგვარად მოკლეს. მით უმეტეს, რომ წინა დღეს მასთან
ვიღაც ახალგაზრდა, ქართველი ეროვნების მამაკაცი იყო სტუმრად.

თამარის სიტყვები უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა და შორს გაქცევა მინდოდა, მაგრამ, თავი
შევიკავე, ძვირფასი შამპანური ბოლომდე გამოვცალე ქალებთან ერთად და მხოლოდ სამიოდე
საათის შემდეგ დავშორდით თამარს, რომელიც მერიკომ საქართველოში დაპატიჟა.

სასტუმროში რომ დავბრუნდით, მერიკომ მითხრა:

– რა პატარაა ეს სამყარო, კაცი კაცს სად და როდის შეხვდება, არავინ იცის.

– ეგ რა შუაშია? – ვკითხე მერის.

– მე და თამარი ერთ ბაღში დავდიოდით, ზეიმზეც ერთად გამოვედით და მამამისის მიერ


ნაჩუქარი თოჯინა დღემდე ჩემი მშობლების სახლში ინახება.

– ეგ საიდანღა გაიგე?

– მე და თამარი შემთხვევით ტანსაცმლის მაღაზიაში შევხვდით ერთმანეთს. ამ დროს შენთვის


მაისურს ვყიდულობდი და ქართულად ჩავილაპარაკე რაღაც. მან კი ყური მოჰკრა. ერთმანეთს
გამოვეცნაურეთ, ვილაპარაკეთ და ერთმანეთის ვინაობაც მაშინ დავადგინეთ.

– რა საინტერესოა, – ვთქვი მე.


– მართლა მაგარია, ხომ? – მითხრა მერიმ, – საქართველოში რომ ჩამოვა ჩვენთან სტუმრად,
ზღაპრული დრო უნდა გავატარებინოთ. შენზე უკეთ ვინ უჩვენებს მას თავის სამშობლოს.
ტყუილად ხომ არ ხარ გიდი? თანაც, კიდევ ერთი მიზანი მამოძრავებს.

– რა მიზანი?

– რა და, თამარს ულამაზესი ქალიშვილი ჰყოლია და, მინდა, ჩვენს უმცროს ვაჟს გავაცნო, –
მომიგო მერიმ.

არც თამარი ჩამოსულა ჩვენთან სტუმრად და არც მისი ქალიშვილია ჩემი რძალი, თუმცა,
მამამისზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე და გული მწყდება, რომ მისი ლიკვიდაცია მაინცდამაინც
ჩემი ხელით მოხდა.

– იცოდე, კოკი, რომ სინანული და გულისწყვეტა ჩვენი პროფესიის მტერია და არც ერთი
შესრულებული საქმის გამო არასდროს არ იდარდო, – მასწავლიდნენ „კაგებეს“ ინსტრუქტორები,
– სინანული და მონანიება ბოლოს, უფლის სამსჯავროზე, თუმცა, არსებობს კი ეს სამსჯავრო?!

მაშინ, ჩემი ინსტრუქტორების მსგავსად, არც მე მჯეროდა არც ღმერთის და არც მისი
სამსჯავროსი. თუმცა, დღესდღეობით საპირისპიროს ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ
ღმერთის წინაშე ყველანი წარვდგებით და ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენი ცოდვების გამო. მით
უმეტეს, მე, რადგან, კაცის მკვლელი ვარ, თანაც, რამდენიმე ღვთისმსახური მყავს მოკლული.
მართალია, ეს საქმეები ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას შევასრულე და ისინი სხვა რელიგიის
წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ, მაინც ღმერთს ემსახურებოდნენ და მათი სისხლი ჩემს
კისერზეა.

ჯერ არც ავღანეთის ომი იყო დაწყებული და არც ირანში იყო მომხდარი გადატრიალება,
როდესაც საბჭოთა დაზვერვამ ცნობილი მუსლიმანი სულიერი ლიდერი, ომარ იბნ აბუ-სალიას
ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ის კომუნიზმის აშკარა მოწინააღმდეგე იყო, საბჭოთა კავშირი ძალიან
სძულდა და დიდი გავლენა ჰქონდა მთელ რიგ მუსლიმანურ ქვეყნებზე, რომელთა ლიდერებსაც
საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

აბუ-სალია ასკეტი პიროვნება იყო. არანაირი კერძო ქონება არ გააჩნდა და ის ავღანეთში,


დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში, ერთ-ერთი მეჩეთის გვერდით, პატარა მიწურში ცხოვრობდა.
ოფიციალური დაცვა მას არ ჰყავდა, მაგრამ, მისი სახლის გარშემო უამრავი მისი მიმდევარი
იყრიდა თავს, რომლებიც დღე და ღამე იქ იყვნენ და მას სდარაჯობდნენ.

ერთ დღეს შჩუკინმა თავისთან მიხმო, აბუ-სალიას მიწურთან გადაღებული კადრები და ფერადი
სლაიდები მიჩვენა და მითხრა:

– აი, ამ კაცის ლიკვიდაცია უნდა განახორციელოთ.

იმ პერიოდში შჩუკინთან ჯერ არ მქონდა ახლო ურთიერთობა და არც შენობით მომმართავდა. მე


პაუზა გავაკეთე და გენერალს ვკითხე:
– ამხანაგო გენერალო, კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს კაცი დიდი მხარდაჭერით
სარგებლობს ხალხში, თანაც, როგორც ჩანს, ისინი დღე და ღამე მას სდარაჯობენ. მართალია,
მუსლიმები ფანატიზმით გამოირჩევიან, მაგრამ ეს ფანატიზმზე მეტია და, მათი ლიდერის
ლიკვიდაცია უფრო მეტ ზიანს ხომ არ მოგვიტანს, ვიდრე სარგებელს?

– რატომ ფიქრობთ ასე?

მე საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი ისლამი, მისი ისტორია და ამ თემაზე უამრავი


სპეციალისტის წიგნი მქონდა წაკითხული. ეს ყველაფერი ვუთხარი შჩუკინს და დავამატე:

– ამხანაგო გენერალო, აბუ-სალიას მიმდევრები აუცილებლად შემკვეთის ძებნას დაიწყებენ და


თუ გაიგეს, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ნამოქმედარია, მაშინ საბჭოთა კავშირს მსხვილი ტერაქტები
დაემუქრება.

– როგორ ფიქრობთ, იქ, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თქვენზე სულელები სხედან? –


მკითხა კოპებშეკრულმა შჩუკინმა, – ან, იქნებ, საკუთარ ტყავს უფრთხილდებით და გეშინიათ?

– არ მეშინია, – მოკლედ მივუგე შჩუკინს.

– მაშინ, მოემზადეთ დავალების შესასრულებლად, დანარჩენ ინსტრუქციებს კი გენერალ


მუხინისგან მიიღებთ.

– არის! – გამოვეჯგიმე შჩუკინს და შევტრიალდი, რომ კაბინეტიდან გავსულიყავი, მან კი


ღიმილით მითხრა:

– საით? მუხინი თვითონვე მოვა.

მუხინი მალევე მოვიდა, შჩუკინის თანდასწრებით დაწვრილებითი ინსტრუქციები მომცა და


ბოლოს მითხრა:

– აბუ-სალია ტერორისტია და არა რელიგიური ლიდერი და მან სიკვდილი დაიმსახურა. ამას კი


იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი, ისლამს კარგად იცნობ და, არ მინდა, მეგონოს, რომ წმიდა კაცს
კლავ. მართალია, მას არც ვინმე მოუკლავს საკუთარი ხელით და, ერთი შეხედვით, ასკეტია,
მაგრამ მისი ფანატიკური ქადაგებები მილიონებს უწამლავს სულსა და გონებას და მისი თავიდან
მოშორება წმიდათაწმიდა საქმეა...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აბუ-სალია ჩემი ხელებით გავგუდე მისსავე მიწურში, როდესაც
მასთან თაყვანისსაცემად შევედი. ასკეტის ბოლო სიტყვები ჩემ მიმართ წარმოთქმული წყევლა
იყო. იქიდან კი ძალიან სწრაფად წამოვედი, რადგან მოკლულ სულიერ ლიდერს მალევე
აღმოაჩენდნენ, ძებნას დამიწყებდნენ და, იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, რას მიზამდნენ,
ფანატიკოს მუსლიმანებს რომ ჩავეგდე ხელში.

იმავე დღეს მოვშორდი იქაურობას და პაკისტანიდან ინდოეთში გადავედი, იქიდან კი მოსკოვში


დავბრუნდი. თუმცა, პაკისტანში ტელევიზიით ჩემ მიერ მოკლული სულიერი ლიდერის
დაკრძალვას ვუყურე: მას ათეულ ათასობით ადამიანი აცილებდა და წმიდა წამებულად
აღიარებდა.

ეს მკვლელობა, საბოლოო ჯამში, თავიდან აიცილა საბჭოთა კავშირმა და, „კაგებეს“


ძალისხმევით, სხვა ქვეყანას დაბრალდა, სადაც აბუ-სალიას ფანატიკოსმა მიმდევრებმა
ჯოჯოხეთი დაატრიალეს – ტერაქტების სერია ჩაატარეს და უამრავი ადამიანი გამოასალმეს
სიცოცხლეს.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, შჩუკინმა ისევ თავისთან დამიბარა და მორიგი დავალება მომცა.
ამჯერადაც მუსლიმი ლიდერის ლიკვიდაცია უნდა განმეხორციელებინა, ოღონდ, უკვე
სნაიპერული გასროლით და ყველაფერი ეს უზარმაზარ მოედანზე, ათეულ ათასობით ადამიანის
თვალწინ უნდა მომეხდინა, საიდანაც, თავის დაღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

იმ მომენტში მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის მორიგ მტერს ვიშორებდი თავიდან. მხოლოდ
მოგვიანებით შევიტყვე, რომ მე „კაგებეს“ კარგად დაგეგმილ მრავალსვლიან ოპერაციაში
ვიღებდი მონაწილეობას, რომლის მიზანიც ერთი ლიდერის მეორით, ანუ, „კაგებეს“ კაცით
შეცვლა იყო.

მეორე საქმემაც წარმატებით ჩაიარა: ჯერ ზუსტი სნაიპერული გასროლა განვახორციელე ერთ-
ერთი მეჩეთის კოშკიდან, შემდეგ კი სასწრაფოდ დავეშვი ქვევით და, სანამ ჩემი ძებნა
დაიწყებოდა, ათასობით მუსლიმან მილიციელს შევერიე და მათთან ერთად დავიწყე სულიერი
ლიდერის მკვლელის ძებნა...

– ყოჩაღ, კოკი! – შემაქო შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში დავბრუნდი და კაბინეტში ვეახელი, – შენ
ორი ისეთი საქმე შეასრულე, რომელსაც სამშობლო არასოდეს დაგივიწყებს!

წლების შემდეგ, როდესაც შჩუკინთან ახლო ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, ჩვენი ერთ-ერთი


შეხვედრის დროს მას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“
ვუყურებდით. უცებ ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– აი, ეს მუსლიმი ლიდერი თუ გეცნობა?

– ეგ ხომ მას შემდეგ აირჩიეს ლიდერად, მე რომ მისი წინამორბედი მოვკალი „სნაიპერკით“?

– და, რატომ მოკალი, თუ იცი?

– მტერი იყო და, ალბათ, იმიტომ.

– არავითარი მტერი. ის, არც მტერი იყო და არც მოყვარე. ჩვენ მაშინ, უბრალოდ, შეცვლის
ოპერაცია განვახორციელეთ და მის ადგილზე ჩვენი აგენტი მოვიყვანეთ.

– ეს ფანატიკოსი იმამი ჩვენი აგენტია?

– აბა, შენ რა გეგონა? – თვალი ჩამიკრა გენერალმა.


ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ, აგენტი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციაც მე დამავალეს და
შემასრულებინეს, რადგან, ის კაცი, დროთა განმავლობაში, გამოვიდა „კაგებეს“ მორჩილებიდან
და მოსკოვის დირექტივებს აღარ ასრულებდა. მაშინ მას კომპრომეტაციით დაემუქრნენ და მისი
აგენტობის დამადასტურებელი ფაქტების გავრცელებას დაჰპირდნენ.

– ამით მე ვერაფერს დამაკლებთ, – შემოუთვალა იმამმა და მართალიც აღმოჩნდა, რადგან მისმა


ასეულ ათასობით მიმდევარმა ეს ყველაფერი მტრების მონაჩმახად მონათლა და მისი
ავტორიტეტი უფრო განმტკიცდა და ამაღლდა.

– ხედავ, როგორ მოგვატყუა?! – ბრაზობდა შჩუკინი, როდესაც კაბინეტში ვეახელი, – მისი


ლიკვიდაცია ადვილი არ არის, მაგრამ, შენი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს. მას თავში
აუვარდა პოპულარობა და ძალაუფლება, ამიტომ, უნდა გავანადგუროთ.

ობიექტი რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემ მიერ ლიკვიდირებული მისი კოლეგისგან.


„კაგებეს“ კაცი არც ღრმად მორწმუნე იყო, არც ასკეტი და, ისეთ სასახლეში ცხოვრობდა,
რომელიც ფადიშაჰებსაც კი არ დაესიზმრებოდა. მას ულამაზესი ქალებისგან შემდგარი ჰარამხანა
ჰქონდა და ირგვლივ კბილებამდე შეიარაღებული მცველთა მთელი არმია ერტყა. ის
ალკოჰოლსაც სვამდა, ნარკოტიკებსაც იღებდა და ღორის ხორცსაც მიირთმევდა ფარულად...
ერთი სიტყვით, ძალიან გახრწნილ ადამიანთან მქონდა საქმე.

ობიექტი ერთ-ერთ აღმოსავლურ ქვეყანაში ცხოვრობდა. იქ ჩავედი, კონსპირაციულ ბინაში


მოვეწყვე, რომელიც საბჭოთა რეზიდენტმა ექსკლუზიურად მომიმზადა, და, ის-ის იყო, საწოლზე
წამოვწექი, რათა მომქანცველი მგზავრობის შემდეგ დამესვენა, რომ კარზე დააკაკუნეს. არავის
ველოდი. მივხვდი, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და დავიძაბე. პისტოლეტი მოვიმარჯვე,
„გლაზოკში“ გავიხედე და აღმოსავლურ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი დავინახე, რომელმაც
კვლავ დააკაკუნა და, რომ გავუღე, მითხრა:

– თხილამურები მჭირდება, მთებში სასრიალოდ მივემგზავრები...

რა დროს მთებში თხილამურებით სრიალი იყო, რადგან იმ ქვეყანაში არც მთები იყო და ჰაერის
ტემპერატურა მზეზე პლუს 60 გრადუსს აღწევდა... ცხადია, ეს იყო პაროლი, რომელიც
ექსტრემალური სიტუაციისთვის იყო გათვლილი. მივხვდი, რომ რაღაც განსაკუთრებული
მოხდა და მეკავშირეს პაროლითვე ვუპასუხე:

– თხილამურები გამიტყდა. ციგურები ინებეთ, – შემდეგ კი სახლში შევიპატიჟე: – მობრძანდით!

– არა. ბარგი ჩაალაგეთ და წავედით, დრო არ ითმენს! რეზიდენტი მოღალატეა. თქვენი ვოიაჟის
შესახებ ადგილობრივ უშიშროებას შეატყობინა და გეძებენ.

– თქვენ საიდან შეიტყვეთ, რომ რეზიდენტი მოღალატეა? – ვკითხე მეკავშირეს და მხარზე


გადავიკიდე სპორტული ჩანთა, რომელშიც დავალების შესასრულებლად საჭირო აღჭურვილობა
მელაგა.
– მასზე ზედამხედველობა ცენტრისგან მქონდა დავალებული. მას ჩემი ჯგუფის ხალხი უსმენდა
და უთვალთვალებდა, რომლებმაც გაშიფრეს და შემატყობინეს. ახლა კი წავედით. დრო არ
ითმენს.

მეკავშირე სანდო კაცი ჩანდა, მაგრამ, გამორიცხული არაფერი იყო. ამიტომ, თავი დავიზღვიე,
ქამარში შეყენებული პისტოლეტი ჩავიდე და ყურადღება გავაასკეცე. ჩემი მეგზური საკმაოდ
გამოცდილი მზვერავი იყო და შევატყვე, რომ არ გამოჰპარვია ჩემი საქციელი. თუმცა, არ შეიმჩნია
და ჩვენ სასწრაფოდ დავტოვეთ კონსპირაციული ბინა და ადგილობრივი უშიშროების ძალებს
ერთი ნაბიჯით გავასწარით. მანქანებით გადაჭედილ გამზირზე რომ გავედით, ჩემს მეგზურს
ვკითხე:

– სად მივდივართ?

– ზესაიდუმლო ბინაში, რომლის არსებობაც მხოლოდ მე ვიცი, – მომიგო მეკავშირემ.

მეკავშირის ზესაიდუმლო ბინა ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო და ყველაზე საშიშ რაიონში


მდებარეობდა – იქ, სადაც უშიშროების სამინისტრო და აღმოსავლეთის ქვეყნებში თავისი
საშინელებით სახელგანთქმული ციხე იყო განთავსებული. ფეშენებელური ბინა სწორედ იმ
ჯურღმულის თავზე მდებარეობდა, სადაც ათასობით ადამიანს საშინელი წამებით ხდიდნენ
სულს.

– მახვილგონივრული ჩანაფიქრია. აბა, ვის მოუვა აზრად, რომ ტოტალური ძებნილი აქ იქნება
დამალული, – ვუთხარი მეკავშირეს, მან კი ღიმილით მომიგო:

– მით უმეტეს, იმ ბინაში, სადაც ქვეყნის გადამდგარი მონარქი ცხოვრობს.

– გადამდგარი მონარქი?

– დიახ. ქვეყანას ახლა მისი შვილი მართავს, თვითონ კი მძიმე ავადმყოფია და საწოლიდან
თითქმის არ დგება.

– მე კი მეგონა, რომ ეს ბინა თქვენი იყო.

– არა, მე ამ ბინის მმართველი ვარ მხოლოდ, ასე ვთქვათ, კომენდანტი.

– კომენდანტი?

– დიახ. დაცვა და მთელი მოსამსახურე პერსონალი მე მემორჩილება. ერთი სიტყვით, აქ მე


სრული ძალაუფლებით ვსარგებლობ. მმართველი მონარქი პირადად მირეკავს და მაფრთხილებს
ხოლმე, როდესაც მამის მონახულება სურს.

– როგორ მოახერხეთ ასე მაღლა ასვლა?

– „კაგებეს“ ხელშეწყობით.

– ჩემ გამო რომ გაიშიფროთ?


– მაშინ, სამშობლოში დავბრუნდები, – მომიგო მეკავშირემ, რომელიც, როგორც მოგვიანებით
შევიტყვე, თურმე საკუთარი ნებით მოქმედებდა, ცენტრისგან ყოველგვარი დავალების გარეშე და
ჩემი გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ მისი პირადი ინიციატივა იყო.

მეკავშირეს საიდი ერქვა. მან მონარქის „ფეშენ-ჰაუსის“ ერთ-ერთ პატარა ოთახში დამაბინავა.
სწორედ იმ დღეს ეწვია მამამისს მოქმედი მონარქი, მის საძინებელში ორმოცი წუთი დაყო და
წავიდა. იმავე საღამოს მოსკოვიდან დაშიფრული დეპეშა მოვიდა, რომელშიც ნაბრძანები იყო
მოღალატე რეზიდენტის ლიკვიდაცია. საიდი ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა:

– ასეც ვიცოდი. ჩემს შეტყობინებაზე მოსკოვმა მყისეული რეაგირება მოახდინა, მოღალატის


ლიკვიდაცია ბრძანა და ეს მისია თქვენ დაგაკისრათ.

– რეზიდენტმა იცის, რომ გაიშიფრა?

– იცის, – თქვა საიდმა, – და ისიც იცის, რომ უკვე სამიზნეა. ამიტომ, უსაფრთხოების ზომები უკვე
მიიღო, გაძლიერებული დაცვის ქვეშაა და მისი მოხელთება არც ისე ადვილი იქნება. თუმცა,
ყველანაირად შევეცდები, რომ ორივე ობიექტი მოგახელთებინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ საიდს დიდი შესაძლებლობები გააჩნდა, ობიექტების მოხელთება


ურთულესი საქმე აღმოჩნდა. ჯერ ერთი, ისინი საიმედოდ იყვნენ გამოკეტილები და მათთან
ჭიანჭველაც კი ვერ შეაღწევდა. გარდა ამისა, მე ინტენსიურად მეძებდნენ და, მართალია, ჩემი
გარეგნობა არავინ იცოდა საიდის გარდა, მაგრამ, ქალაქში უსაფრთხო გადაადგილების გარანტია
არ არსებობდა და, დიდი შანსი იყო, ქუჩაში მოძრაობის დროს ავეყვანე. ყოველივე ამის გამო, იმ
ქვეყანაში დარჩენა თითქმის ერთი თვის განმავლობაში მომიწია და ეს იყო ჩემი კარიერის
განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი საქმე. მთელი ეს პერიოდი ყოფილი მონარქის
აპარტამენტებში ვცხოვრობდი და ქუჩაში თითქმის არ გავდიოდი, ობიექტებს კი საიდის ჯგუფის
წევრები უთვალთვალებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მასპინძელმა მითხრა:

– მოემზადე, დღეს ცრუ იმამი ლურჯ მეჩეთში ატარებს ლოცვას. სხვა დროს შეიძლება, მისი
მოხელთების შანსი აღარ მოგეცეს.

მე ისლამისტი ორთოდოქსის სამოსში გამოვეწყვე და ბუნებრივი წვერი წითლად შევიღებე.


შემდეგ სპეციალური კალმისტარი შევამოწმე, რომელიც ასი მეტრის მანძილზე შხამიან ისრებს
ზუსტად ისროდა მიზანში და, როდესაც დავრწმუნდი, რომ კარგად მუშაობდა, ჯიბეში ჩავიდე
და ლურჯ მეჩეთში გავემართე. გასვლის წინ საიდმა მითხრა:

– როგორც მოვილაპარაკეთ, ჩემი კაცი თევზის რესტორანთან თეთრი „მერსედესით”


დაგელოდებათ. საქმეს რომ მორჩებით, ის გამოგიყვანთ. აბა, წარმატებას გისურვებთ.

ლურჯ მეჩეთში დაუბრკოლებლად შევაღწიე და უამრავ მლოცველს შევუერთდი, რომლებიც


„ღვთის მიერ მოვლენილი წმინდა კაცის” გამოჩენას მოუთმენლად ელოდნენ. ობიექტს ისე
ჰყავდა გაბრუებული თავისი მრევლი, რომ ისინი ფანატიკურად ეთაყვანებოდნენ მას. სწორედ
ამიტომ, არავინ დაიჯერა „კაგებეს“ მიერ გამოქვეყნებული კომპრომატები, პირიქით, ამან უფრო
გააძლიერა ის.
იმამი რომ გამოჩნდა, ფანატიკოსებმა ისეთი ოვაციები გამართეს, ლამის მეჩეთი თავზე
ჩამოგვემხო. მე ამ მომენტით ვისარგებლე, რადგან, შეიძლება, სხვა შანსი აღარ მომცემოდა,
შეყენებული კალმისტარი მოვიმარჯვე, იმამს დავუმიზნე და ვტყორცნე... ისარი მას მარცხენა
თვალში მოხვდა და, სანამ ძირს დაეცემოდა და მეჩეთში შეკრებილი ფანატიკოსები
მიხვდებოდნენ, თუ რა მოხდა, მე ხოხვა-ხოხვით, უკუსვლით, ძალიან სწრაფად მივედი
გასასვლელთან, ფეხსაცმელები ჩავიცვი და თევზის რესტორნისკენ გავემართე, სადაც საიდის
ხელქვეითი მელოდებოდა.

– წავედით! – ვუთხარი მძღოლს, როდესაც თეთრ „მერსედესში“ ჩავჯექი და მან მანქანა


ადგილიდან დაძრა.

მძღოლმა ოსტატური მანევრი ჩაატარა და რომ დარწმუნდა, არავინ მოგვდევდა, ქალაქის


ცენტრისკენ აიღო გეზი, მანქანა ჩემი საცხოვრებელი ბინიდან ორასიოდე მეტრში გააჩერა და
მითხრა:

– აქედან უკვე თქვენით გაიკვლიეთ გზა. წარმატებას გისურვებთ!

ტანსაცმლის გამოცვლა მანქანაში მოვასწარი და „მერსედესიდან“ რომ გადმოვედი, ჩვეულებრივ,


რიგით მოქალაქეს ვგავდი. მე მშვიდობიანად მივაღწიე სახლს, კართან საიდი შემეგება, შიგნით
შემიყვანა და მითხრა:

– ჩქარა, საღებავი ჩამოიბანე წვერიდან. იმამის მკვლელობის ამბავი უკვე მთელ ქვეყანაში
გავრცელდა, გეძებენ და დროებით ფსკერზე უნდა დაწვე.

სააბაზანოში შევედი, ათიოდე წუთის შემდეგ უკვე ჩვეულებრივ ფორმაში დავბრუნდი უკან და
საიდს შევუერთდი, რომელიც უზარმაზარ ტელევიზორში საინფორმაციო გადაცემას უყურებდა.
კადრებში ლურჯი მეჩეთი ჩანდა და ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მოუთხრობდა
ტელემაყურებლებს იქ მომხდარი ამბის შესახებ. საათს დავხედე და საიდს ვუთხარი:

– ოპერატიულად მუშაობენ ჟურნალისტები. ერთი საათიც არ გასულა იმამის ლიკვიდაციიდან


და უკვე რა ამბავია ატეხილი.

– ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. მთელი ქვეყანა ფეხზე დადგება და ყველგან დაგიწყებენ
ძებნას. ცენტრს უნდა ვთხოვო, რომ მეორე დავალება გაგიუქმონ და უკან დაბრუნების ნება
მოგცენ.

საიდს მოღალატე რეზიდენტის ლიკვიდაცია ასეთ პირობებში წარმოუდგენლად მიაჩნდა და


ამიტომ უნდოდა, რომ მოსკოვს მეორე დავალება გაეუქმებინა. მე კი ასეთი რამ დაუშვებლად
მიმაჩნდა, თანაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე საქმესაც წარმატებით გავართმევდი თავს,
ამიტომ საიდს მივუგე:

– არავითარ შემთხვევაში! მეორე დავალებასაც გავართმევ თავს და, თუ არ გინდათ, დამეხმაროთ,


მარტო ვიმოქმედებ.
მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი. საიდი კი ჩემზე ათი-თხუთმეტი წლით უფროსი იქნებოდა.
მას არ სწყენია ჩემი სიტყვები, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ შევატყვე.

– კარგი, ასე იყოს. მოსკოვს დავალების გაუქმებას არ მოვთხოვ და, რა თქმა უნდა, დაგეხმარებით.
მაგრამ, იცოდეთ, რომ ასეთ პირობებში ეს ურთულესი შესასრულებელია და ძალიან დიდი
რისკის ქვეშ მოხვდებით, – მითხრა მან.

– რისკი ჩემი პროფესიაა, – მოკლედ მოვუჭერი საიდს.

მე და საიდი ერთ-ერთ აღმოსავლურ ენაზე ვსაუბრობდით, თანაც უაქცენტოდ, ამიტომ


მეტყველების მიხედვით ჩემი ეროვნების გარკვევა არ შეეძლო და ალბათ, ამიტომ მითხრა:

– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ?

– ბრძანეთ, – მივუგე საიდს.

– რა ეროვნების ბრძანდებით?

– თქვენ? – შევუბრუნე კითხვა საიდს, რომელსაც გაეღიმა და მიპასუხა:

– ქართველი.

– მე კი საბჭოელი ვარ, – ვუთხარი საიდს და დავამატე: – გარეგნობით მართლაც ჰგავხართ


ქართველს, თუმცა, ამას ვერ ვიტყვი თქვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე.

საიდმა ღიმილით მითხრა:

– მართალია, გარეგნობით ვერ ვიტყვი, რომ ქართველი ხართ, მაგრამ, ტემპერამენტით


ნამდვილად ჩემს თანამემამულეებს ჰგავხართ და თქვენით იმიტომ დავინტერესდი. ჩემი
ქართული ტემპერამენტი კი, ხანგრძლივმა სადაზვერვო საქმიანობამ დაასტაბილურა. როდესაც
ამდენი წლის განმავლობაში უფსკრულის პირას დადიხარ და თავს ზემოთ დამოკლეს მახვილი
გკიდია, იძულებული ხარ, ვნებები დაიოკო.

საიდის აღიარება, ისევე, როგორც შეკითხვა, ჩვენს პროფესიაში დაუშვებელი იყო და


ფორმალურად მან ინსტრუქცია უხეშად დაარღვია. თუმცა, ის ძალიან გამოცდილი მზვერავი იყო
და იცოდა, რომ ჩემგან ეს არ „გაბაზრდებოდა“. მან ჩემი ეროვნებაც ამოიცნო და, ალბათ, ამიტომ
დამისვა ასეთი კითხვა. ან, შეიძლება, ნოსტალგია მოეძალა და თანამემამულესთან ქართულად
საუბარს იყო მოწყურებული. ასეთი რამ ხშირად ხდება – უცხოეთში დიდი ხნის განმავლობაში
მომუშავე მზვერავებს სამშობლოს ნოსტალგია მოეძალებათ ხოლმე... მიუხედავად ამისა, საიდს
მე მხარი არ ავუბი, საკმაოდ დიპლომატიურად ავარიდე თავი მის კითხვებს და საქმეზე
გადავედი:

– იცით, მე ვფიქრობ, რომ მეორე დავალების შესრულება სწორედ ასეთ პირობებშია უფრო
ადვილი შესასრულებელი.

– ეგ როგორ? – გაუკვირდა საიდს.


– იმამის დასაფლავებაზე, – ვთქვი მე.

– გონებამახვილურია, – მითხრა საიდმა, – მაგრამ, უნდა ვიჩქაროთ. იმამს, მუსლიმანური წესით,


ხვალ მზის ჩასვლამდე დაკრძალავენ და უნდა მოვასწროთ.

მოღალატე რეზიდენტი სნაიპერული შაშხანიდან გასროლილი ფეთქებადი ტყვიით გამოვასალმე


სიცოცხლეს ასეულ ათასობით ადამიანის თვალწინ, რომლებიც ჩემ მიერვე მოკლულ იმამს
მიაცილებდნენ უკანასკნელ გზაზე. ის საიდის ხელქვეითებმა აღმოაჩინეს და მათ მომცეს ნიშანი,
მე კი ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის ბინაში ვიმყოფებოდი, სადაც ძალით შევაღწიე და
ბინის პატრონი გავანეიტრალე. ხოლო, როდესაც ნიშანი მივიღე, სნაიპერული შაშხანა თავში
დავუმიზნე ობიექტს, სასხლეტს თითი დავაჭირე და მოღალატეს კვახივით გავუპე თავი...

საიდის მიერ კონტროლირებულ აპარტამენტებში კიდევ ერთი კვირა გავატარე და, როდესაც
შესაფერისი მომენტი დადგა, იქიდან პირადად საიდმა გამომაცილა, გემში ჩამსვა და
გამომგზავრების წინ მითხრა:

– აბა, საბჭოელო, ნახვამდის. იმედია, კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და უფრო მშვიდობიან


ვითარებაში მოგვიწევს ურთიერთობა.

– მადლობა ყველაფრისთვის. მშვიდობით, საიდ! – ვუთხარი საიდს და იმ იმედით დავცილდი


მას, რომ აღარასოდეს შევხვდებოდი. თუმცა, მრავალი წლის შემდეგ, უკვე პოსტსაბჭოთა
პერიოდში, საიდთან შეხვედრა კვლავ შედგა.

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. „ძია” ისევ „ხოდზე“ იყო და, ალექსანდრეს ქვედა ბაღში
რომ შევხვდით ერთმანეთს, მითხრა:

– ერთი სარფიანი საქმეა და, თუ თანახმა იქნები, აღმოსავლეთში გამგზავრება მოგიწევს.

– რა საქმეა? – ვკითხე რომანს.

– აი, ეს კაცი უნდა გაანეიტრალო, – მითხრა „ძიამ“, რომელსაც ცნობილი ნავთობის მაგნატის
ფოტო ეჭირა ხელში, – ორ მილიონ გირვანქას იხდიან.

– სტერლინგს? – დავაზუსტე მე, რადგან, იმ დროს ასეთი ასტრონომიული თანხების გადახდას არ


ვიყავი ჩვეული.

– დიახ, ორ მილიონ ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს, – მითხრა „ძიამ”, – რა, არ ღირს?

– რაიმე სპეციფიკური საშუალებით უნდა მოვკლა?

– არა, კოკი, – თავი გააქნია რომანმა, – უბრალოდ, უნდა მოკლა. შენ რა, ეს საქმე იოლი ხომ არ
გგონია? მას პირადი მცველების მთელი არმია ახვევია თავს და ამერიკის პრეზიდენტზე უფრო
მეტად არის დაცული. სწორედ ამიტომაც იხდიან ამდენ ფულს. რას იტყვი, იღებ ამ საქმეს?

რომანი, რა თქმა უნდა აჭარბებდა, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ მსოფლიოში ყველაზე
დაცული ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, რომელიც, პრაქტიკულად,
მოუხელთებელია. მაგრამ „ძია” იმას უსვამდა ხაზს, რომ ჩემი ობიექტიც ძალიან კარგად იყო
დაცული და იმაზე ორი აზრი არ არსებობდა, რომ ამხელა ფულის პატრონს საკუთარი თავის
დაცვა არ გაუჭირდებოდა.

– ვიღებ, – მოკლედ მოვუჭერი „ძიას” და ვუთხარი: – როგორც ყოველთვის, ნახევარი ფული


ახლავე გადმორიცხონ და მილიონ გირვანქას ხვალისთვის ველოდები.

– დღეს საღამოსვე დაგისვამენ ანგარიშზე, – მითხრა რომანმა. შემდეგ წამოდგა, გამომემშვიდობა


და ტრადიციისამებრ, პირველმა დატოვა შეხვედრის ადგილი.

საქმის შესასრულებლად დუბაიში ჩავედი. იმ წლებში, ეს ქალაქი არ იყო ისეთი ფეშენებელური,


როგორიც დღესაა, მაგრამ, ბრწყინვალება არც მაშინ აკლდა და, ეტყობოდა, რომ სულ მალე არა
მარტო აღმოსავლეთის, არამედ, მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრად უნდა გადაქცეულიყო.

ობიექტი წარმოშობით საუდის არაბეთიდან არ იყო, მაგრამ, დუბაიში მსოფლიოს


ნავთობმაგნატთა წარმომადგენლობითი შეკრება იმართებოდა და თავის ურიცხვ პირად
მცველებთან ერთად სწორედ იმ შეკრებაზე იყო ჩასული და ფეშენებელური კერძო ვილა ჰქონდა
ნაქირავები, რომელსაც ოცდაოთხი საათის განმავლობაში იცავდნენ. ამიტომ, ნავთობმაგნატის
ლიკვიდაცია მის ვილაზე ან ქალაქში გამორიცხული იყო და ბედი სასტუმროში უნდა მეცადა,
სადაც ეს გრანდიოზული შეხვედრა იმართებოდა. საქმის შესრულება იქაც ძალიან რთული იყო,
მაგრამ, სხვა გზა არ არსებობდა და ერთადერთ ვარიანტზე გაძლიერებულ მუშაობას შევუდექი.
ეს შეხვედრა სულ რაღაც ხუთი დღე გრძელდებოდა და ამ დროში უნდა ჩავტეულიყავი.

მოფიქრებული გეგმის თანახმად, სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტის


სტატუსით უნდა შემეღწია, ნავთობმაგნატის ლიკვიდაცია კი ვიდეოკამერაში ჩამონტაჟებული
მაყუჩიანი პისტოლეტიდან უნდა მომეხდინა. ეს ყოველივე ძალიან რთული შესასრულებელი
იყო, რადგან დარბაზში სპეციალური საშვებით უშვებდნენ, საშვებს კი პრესცენტრი იძლეოდა.
გარდა ამისა, დარბაზში შესულ ჟურნალისტებს საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ, ამოწმებდნენ
აგრეთვე გადამღებ აპარატურასაც და შიგნით იარაღის შეტანა თითქმის შეუძლებელი იყო. ეს
ორმაგი პრობლემა ობიექტის ლიკვიდაციაში მიშლიდა ხელს. ყოველივე ამას კი მესამე
პრობლემაც ემატებოდა, ანუ, წარმატების შემთხვევაში, უკან გამოსასვლელი გზა, რომელსაც
უმალვე ჩაკეტავდნენ, როგორც კი ობიექტს მოვკლავდი.

ყველაფერ ამის მიუხედავად, საქმე აღებული მქონდა და უნდა შემესრულებინა. ამიტომ,


ენერგიულად შევუდექი მუშაობას და ერთი ფრანგი ჟურნალისტი გავიცანი, რომელიც
გარეგნობით წამაგავდა და, შესაბამისი მაკიაჟის შემდეგ, მაქსიმალურად დავემსგავსებოდი მას.
ჟურნალისტს ჟანი ერქვა, საფრანგეთის ერთ-ერთ კერძო ტელეკომპანიაში მუშაობდა და
უზარმაზარი ვიდეოკამერა ჰქონდა. ერთი სიტყვით, ჟანი შესაფერისი კანდიდატურა იყო და,
ჩემი გეგმის მიხედვით, ის უნდა მიმეძინებინა, მისი საბუთებით და ვიდეოკამერით მესარგებლა
და საკონფერენციო დარბაზში ამგვარად შევსულიყავი. პისტოლეტი კი სხვადასხვა
აღჭურვილობაზე ნაწილ-ნაწილ მიხრახნილი უნდა შემეტანა და დარბაზში ამეწყო. მსგავსი
მოწყობილობებით ხშირად სარგებლობდნენ სხვადასხვა სპეცსამსახურები. ასეთი პრაქტიკა
„კაგებეშიც“ იყო დანერგილი და ეს ტექნოლოგია არც ჩემთვის იყო უცხო. ამიტომ, წინასწარ
შევუკვეთე ასაწყობი პისტოლეტი, რაც, სხვა რეკვიზიტთან ერთად, დუბაის სადგურის
ავტომატურ შემნახველ საკანში დადეს, რომელიც მერე მე უნდა ამეღო.

საქმეს ისიც აადვილებდა, რომ ჟანი ჰომოსექსუალი იყო და პირველივე ნახვიდან შევუყვარდი.
მე ამით ვისარგებლე და ვეფლირტავებოდი. თავიდან ჟანი შედარებით მოკრძალებული იყო,
მაგრამ, თანდათან უფრო გათამამდა და ნაცნობობის მესამე დღეს, ანუ მაშინ, როდესაც
ნავთობმაგნატთა ხუთდღიანი შეკრება დაიწყო, მითხრა:

– საყვარელო, შენი სურვილი მკლავს, როდის ამისრულებ გულის წადილს?

ასეთ სიტყვებს ქალებისგან ვირიდებდი, რადგან ჩემი მერი ძალიან მიყვარდა და აბა, კაცისგან
როგორი მოსასმენი იყო, მაგრამ, იმ მომენტში საქმეს ასე სჭირდებოდა და კეკლუცად მივუგე:

– ჯერ ვერ გავრკვეულვარ ჩემს გრძნობებში.

– მაშინ, – მითხრა სიყვარულით დამწვარმა ჟანმა, – საღამოს ჩემს ნომერში დაგპატიჟებ და იქ


გაერკვიე შენს გრძნობებში, კარგი?

– კარგი, – მივუგე ჟანს და ერთმანეთს დავშორდით.

საღამოს ჟანს სასტუმროს ნომერში ვეწვიე, რომანტიკული ვახშმის დროს შამპანურში


დასაძინებლის დიდი დოზა ჩავუყარე და მოვაძინე. შემდეგ სააბაზანოში მაკიაჟი გავიკეთე და
მისი სახე მივიღე, ბოლოს კი ჩემი ასაწყობი პისტოლეტი ჟანის გადამღები მოწყობილობის
სხვადასხვა ნივთს მივახრახნე, მისი საბუთებით აღვიჭურვე და მისსავე ნომერში გავათენე ღამე.
დილით კი, ჟანის ტანსაცმელში გამოვეწყვე, სასტუმროს ნომერი დავტოვე და საკონფერენციო
დარბაზში ნავთობმაგნატთა შეკრებაზე გავემართე საქმის შესასრულებლად. დარბაზში
საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ შემიშვეს და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი კუთხისკენ
გავემართე, რომელიც წითელი ლენტით იყო შემოსაზღვრული და მისი გადაკვეთა შესაბამის
ნებართვამდე არ შეიძლებოდა. ასეთ ნებართვას კი, იმ შეკრების პრესმდივანი იძლეოდა. ის
ჩვენთან მოვიდა და გვითხრა:

– ძვირფასო კოლეგებო, დღეს მხოლოდ ნახევარი საათით გეძლევათ აქ ყოფნის უფლება, შემდეგ
სხდომა დაიხურება და აქაურობის დატოვება მოგიწევთ!

ცოტა ხანში სხდომათა დარბაზში ასამდე უმსხვილესი ნავთობმაგნატი შემოვიდა, რომლებიც,


ამავდროულად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები იყვნენ. უმეტესი მათგანი აღმოსავლეთის
ქვეყნიდან იყო წარმოშობით და შესაბამის, თეთრი ფერის ფართხუნა სამოსში იყვნენ
გამოწყობილნი. ასეთი ტრადიციული სამოსი ეცვა ჩემს ობიექტსაც, რომელიც ისეთი გაფხორილი
იყო, ინდაური გეგონებოდათ. მე გადამღები აპარატურა მოვამზადე, სინამდვილეში კი
პისტოლეტი ავაწყვე, ვიდეოკამერაში ჩავამონტაჟე და პრესმდივნის ნებართვას დაველოდე, რომ
კონფერენციის მონაწილეებთან ახლოს მივსულიყავი „ჟურნალისტური საქმიანობის“
შესასრულებლად. უცებ დაჟინებული მზერა ვიგრძენი, მარცხნივ გავიხედე და შუახნის მამაკაცს
მოვკარი თვალი, რომელიც ნავთობმაგნატთა შორის იჯდა და ფართხუნა ტანსაცმელი ეცვა, რაც
იმას ნიშნავდა, რომ ისიც ნავთობმაგნატი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.
მან მას მერეც არ მომაშორა თვალი, როდესაც მწველი მზერა ვესროლე და, კარგად რომ
დავაკვირდი, მასში საიდი შევიცანი...

„ღმერთო ჩემო! ეს ხომ ქართველი საბჭოთა მოკავშირე საიდია, რომელიც მონარქის მამის
აპარტამენტებს მართავდა. მართალია, მაკიაჟი მაქვს, მაგრამ, როგორც ეტყობა, მიცნო“, –
გავიფიქრე გუნებაში. ამ დროს ნავთობმაგნატებთან მიახლოების უფლება მოგვცეს და დავიძაბე.
მკვლელობის იარაღი მოვამზადე და მაგნატებისკენ გავემართე სხვა ჟურნალისტებთან ერთად.
ყველაფერი მზად იყო საქმის შესასრულებლად და, სანამ ობიექტს ტყვიას დავაჭედებდი,
იატაკზე ოთხი ცალი ბურთულა გავაგორე, რომლებიც შტატივში მქონდა ჩამალული.
ბურთულები ფეთქებადი იყო და ცრემლმდენ გაზს აფრქვევდა. ისინი ათი წამის შემდეგ
იწყებდნენ მოქმედებას. როგორც კი ობიექტს ტყვია დავაჭედე შუბლში, სამივე ბურთულა
აფეთქდა, დარბაზში აუარებელი კვამლი დადგა და, სანამ უშიშროების სამსახური
ამოქმედდებოდა, არეულობით ვისარგებლე და გასასვლელისკენ გავიქეცი, თან ერთ-ერთი
გერმანელი ჟურნალისტი გოგონა ავიტაცე ხელში, რომელსაც ნიკაპში მუშტი მივარტყი და
გავთიშე.

– საით? – გზა გადამიღობა უზარმაზარმა მცველმა, რომელიც დარბაზის კარს გარედან იცავდა.

– ვერ ხედავ, კვდება?! – ვუღრიალე მცველს, – დარბაზში შეიხედე, რა ხდება!

მცველი დარბაზში შევარდა და ჩვენ თავი დაგვანება. მე კი ჟურნალისტი გოგონა კიბეებზე


დავაწვინე, სასტუმრო სასწრაფოდ დავტოვე და კონსპირაციული ბინისკენ გავემართე, რომელიც
წინასწარ მქონდა დაჯავშნილი საქმის შემკვეთისგან. ბინაში ფრთხილად შევედი, მაგრამ,
მარცხენა ბეჭში ნემსის ჩხვლეტა ვიგრძენი და მაშინვე დავკარგე გონება... თვალი რომ გავახილე,
რკინის ძელზე ვიყავი მიბმული, ჩემ წინ კი საიდი იდგა და მიღიმოდა.

– გამარჯობა, საბჭოელო, – მითხრა საიდმა არაბულად, მე კი მას ფრანგულად მივუგე:

– მესიე, მე თქვენი ენა არ მესმის.

– კეთილი, – ფრანგულზე გადავიდა საიდი, – მე ფრანგულიც კარგად ვიცი. როგორ ხარ,


საბჭოელო?

– მე ჟანი მქვია, მესიე.

– ჟანს სასტუმროს ნომერში სძინავს, შენ კი საბჭოელი ხარ. ნუთუ არ გახსოვარ?

– რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მესიე?

– ბოდიშს გიხდით ასეთი დისკომფორტისთვის, მაგრამ, ჩემი ბიჭები გავაფრთხილე, რომ ძალიან
საშიშ ადამიანთან ექნებოდათ საქმე. ამიტომ, მათ ჯერ დასაძინებელი სითხით გაჟღენთილი
ისარი გესროლეს, შემდეგ კი, მეტი საიმედოობისთვის, მიგაბეს. მაგრამ, ნუ დარდობთ, მე თქვენი
მტერი არ ვარ, უბრალოდ, თქვენთან შეხვედრა მინდოდა.

– რატომ, რით დავიმსახურე თქვენი ინტერესი?


საიდმა ხელბორკილები მომხსნა და მითხრა:

– ვიცი, რომ ასეთ საქმეში ასეთი საუბარი არ მოსულა, მაგრამ, ერთი უცნაურობა მახასიათებს:
ჩემი ჯიშისა და ჯილაგის კაცს რომ ვხედავ, ნოსტალგია მეძალება და მასთან საუბარი მინდება.
თქვენც სწორედ ამიტომ ხართ აქ და ცოტა ვილაპარაკოთ.

– რა გნებავთ?

– ნუთუ ვერაფერს ხვდებით?

– კონკრეტულად, რას უნდა მივხვდე?

– იმას, რომ ამ საქმის შემკვეთი მე ვარ და შემსრულებელი თქვენ რომ იყავით, მანამდე მივხვდი,
სანამ ჩემს კოლეგას მოკლავდით. მე რომ ამ საქმეს ვუკვეთავდი, ჩემს თანაშემწეს ვუბრძანე,
მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებელი მოეძებნა და, მოხარული ვარ, რომ ის თქვენ აღმოჩნდით.

– აქ კომპლიმენტის სათქმელად მომიყვანეთ?

– არა მხოლოდ ამისთვის...

– აბა, კიდევ რისთვის?

– დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხართ და, მინდა, მშობლიურ ენაზე დაგელაპარაკოთ, –
უკვე ქართულად მითხრა საიდმა, მე კი მას ღიმილით მივუგე:

– მესიე, თქვენ ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობთ.

– გიმეორებთ, – ისევ ფრანგულზე გადავიდა საიდი, – მე თქვენი მტერი არ ვარ. პირიქით,


არაფერს გერჩით. თქვენ პროფესიონალი ხართ და ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთი
გამხელის შემდეგ, შემსრულებელს ან ნებისმიერ სხვა ადამიანს, ცოცხალს არ ტოვებენ. მე კი
თქვენ არაფერს გერჩით, უბრალოდ, მინდა, ქართულად დაგელაპარაკოთ.

საიდის ასეთი დაუოკებელი სურვილი ძალიან უცნაურ ახირებად მეჩვენა და მივუგე:

– მესიე საიდ, მე ნამდვილად არ ვარ ქართველი და სიამოვნებით აგისრულებდით სურვილს,


მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ენა არ ვიცი.

– კარგი, მჯერა. ისიც კარგია, რომ ჩვენ ძველ ნაცნობობას აღიარებთ.

– კი მაგრამ, რაში გჭირდებათ ეს?

– ჩემო საბჭოელო მეგობარო, ეს, ცოტა არ იყოს, ძნელად გასაგებია არაკავკასიელისთვის,


ქართველი უნდა იყო, რომ ჩემს ისტორიას ბოლომდე ჩასწვდე. თუმცა, რადგან საბჭოელი ხართ,
სხვებზე უკეთ ჩასწვდებით ამ ამბავს და, თავს თუ არ მოგაბეზრებთ, ყველაფერს მოგიყვებით.

– არა, რას ბრძანებთ, მომიყევით.

საიდმა თავისი ნამდვილი ვინაობა გამიმხილა და მითხრა:


– თბილისში, ვერაზე დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები ადრეულ ბავშვობაში
ტრაგიკულად დაიღუპნენ ავტოავარიაში და ბებია მზრდიდა. მაგრამ, 15 წლის რომ ვიყავი, ისიც
გარდაიცვალა და სულ მარტო დავრჩი. სახელმწიფომ მეურვე დამინიშნა და ყოველთვიურ
პენსიას მიხდიდნენ. მე თავმომწონე, საკმაოდ კარგი ყმაწვილი ვიყავი და ერთი გოგონა
შემიყვარდა, რომელიც მთელ თბილისს უყვარდა. ის გოგონა, რამდენადაც ლამაზი იყო, იმდენად
ცუდი და სულდამპალი არსება აღმოჩნდა. თავის თაყვანისმცემლებს დასცინოდა, ერთმანეთთან
აჩხუბებდა და ამით ტკბებოდა. მის გამო ერთი ჩემი მეგობარი ისე სასტიკად ვცემე, რომ ბიჭი
ცალი თვალით დაბრმავდა. გოგონამ კი ამით იხალისა და, ვითომ არაფერი მომხდარაო, მითხრა –
სად შენ, სად მე, შე უპატრონო, ტილიანო და უთვისტომოო.

გოგო იყო და ხელი ვერ დავარტყი. თუმცა მისმა სიტყვებმა სულით ხორცამდე შეურაცხმყო,
თანაც, იმ დაბრმავებული ყმაწვილის გამო პრობლემები მქონდა და გადავწყვიტე, თბილისს
გავცლოდი, დიდი კაცი გავმხდარიყავი, მერე მოულოდნელად დავბრუნებულიყავი ჩემს
მშობლიურ ქალაქში და ყველასთვის მეჩვენებინა ჩემი გავლენა. ასეც მოვიქეცი. სკოლა მივატოვე.
ჩემს დაბადების მოწმობას, „პრიპისნოის“ და მცირე ბარგს ხელი დავავლე და მოსკოვში
მატარებლით გავემგზავრე. მაშინ 16 წლის ვიყავი და მას მერე საქართველოში ფეხი არ ჩამიდგამს.
მოსკოვში მილიციამ დამაკავა და უპატრონო ბავშვთა მისაღებში ჩამაბარეს. მაგრამ, იქიდან
„კაგებეს“ სკოლაში მოვხვდი, რომელიც წარჩინებით დავასრულე. შემდეგ აკადემიაც დავამთავრე
და სამუშაოდ აღმოსავლეთში გამამწესეს. მას შემდეგ აქ ვარ, მთელი მსოფლიო მოვიარე,
თბილისში და საერთოდ, საქართველოში ჩასვლას კი ვერ ვბედავ, თუმცა, ჩემი სამშობლო ძალიან
მენატრება და, რას არ მივცემდი, რომ დრო უკან დაბრუნდეს.

საიდი მართლა ძალიან შემეცოდა, მაგრამ, პრინციპს ვერ ვუღალატე და ჩემი ეროვნება არ
გავუმხილე და ვუთხარი:

– მისიე, საიდ, თქვენი სიმდიდრის პატრონს ოცნების ასრულება არ უნდა გაგიჭირდეთ. თუკი
საქართვლეოში ვერ ჩადიხართ, პატარა საქართველო თქვენს ქვეყანაში შეგიძლიათ შექმნათ:
როგორც ვიცი, უამრავი უმუშევარია შეგიძლიათ, თქვენი თანამემამულეები ჩამოიყვანოთ და
დაასაქმოთ.

– გმადლობთ რჩევისთვის. ალბათ, ასეც ვიზამ, – მითხრა საიდმა და დაამატა: – იმ მკვლელობის


გამო აქ ახლა დიდი არეულობაა და ყველგან გეძებენ. ამიტომ, ნება მიბოძეთ, დაგეხმაროთ და
ჩემი პირადი თვითმფრინავით იმ ქვეყანაში ჩაგიყვანოთ, სადაც მეტყვით.

– მოსკოვში. ახლა მე იქ ვცხოვრობ, – ვუთხარი საიდს.

– პრობლემა არ არის, – მითხრა საიდმა. ჩვენ კიდევ ცოტა ხანს ვილაპარაკეთ. შემდეგ მან
აეროდრომამდე გამაცილა და მხოლოდ მას შემდეგ წავიდა, როდესაც მისი ფეშენებელური
თვითმფრინავი ზეცაში აიჭრა.

მრავალსაათიანი ფრენის შემდეგ მოსკოვში დავეშვით. მე პილოტს მადლობა გადავუხადე,


გამოვემშვიდობე და წავედი. ერთი ღამე ჩემს მოსკოვურ ბინაში გავათენე, მეორე დილით კი
თბილისში გადმოვფრინდი. საქართველოს დედაქალაქში რომ დავეშვით, ბარგი ავიღე და
აეროპორტის შენობის გარეთ გამოვედი, რათა ტაქსი ამეყვანა. უცებ ერთი სათვალიანი მამაკაცი
მომიახლოვდა, სპორტული ჩანთა მომცა და მითხრა:

– ეს თქვენთან გამომატანეს, ბატონო, გამომართვით.

სათვალიანმა ჩანთა შემომაჩეჩა, შემდეგ სწრაფად გამეცალა, მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მანქანა
ტაქსი იყო და მე, ჩვეულებისამებრ, ნომერი და მანქანის მარკა დავიმახსოვრე. შემდეგ ტაქსიში
ჩავჯექი და ქალაქისკენ გავემართე. თუმცა, სახლში არ მოვსულვარ, ქაშუეთის ეკლესიასთან
ჩამოვედი, ალექსანდრეს ქვედა ბაღში დავეშვი, სკამზე მოვკალათდი და ჩანთა ძალიან
ფრთხილად გავხსენი. შიგნით ოქროსფერ ქაღალდში გახვეული ყუთი იდო, რომელსაც საათების
მწარმოებელი ცნობილი ფირმის ლოგო ეხატა. ყუთი გავხსენი და გავოგნდი – ჩანთაში ბაჯაღლო
ოქროსგან ჩამოსხმული, უზარმაზარი მაგიდის საათი იდო, რომელიც უზარმაზარი
ბრილიანტებითა და ლალებით იყო მორთული. ამ საათის ღირებულება რამდენიმე მილიონი
ევროა და ამჟამად ყველაზე ძვირად ღირებული საათია ჩემს კოლექციაში. ყუთში, ოქროსფერ
ქაღალდზე დაწერილი ბარათი აღმოვაჩინე, რომელშიც ეწერა: „მეგობარო! დაე, ამ მცირე ძღვენმა
მოგაგონოს სამშობლოზე შეყვარებული, ნოსტალგიაშეყრილი ქართველი“.

საოცარი საქციელი იყო. საიდის კაცმა თუ კაცებმა თბილისამდე ისე მითვალთვალეს, რომ ვერ
შევნიშნე და ყველაფერი ასეთი უძვირფასესი საჩუქრის გადმოცემით დასრულდა.

სხვათა შორის, საიდი დღემდე ცოცხალია, უზარმაზარ ნავთობიმპერიას მართავს და მსოფლიოს


ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. საინტერესო ისაა, რომ საიდი „კაგებეს“ თანამშრომელი იყო,
უდიდესი სიმდიდრე საბჭოთა კავშირის შემდეგ დააგროვა და პოსტსაბჭოთა პერიოდში
„კაგებეს” ყველა საკვანძო ფიგურა „ფეესბეს“ კონტროლქვეშ გადავიდა. ანუ, საიდი „ფეესბეს
“კაცია და მის კაპიტალს გარკვეულწილად ეს უწყება აკონტროლებს. ყოველივე ეს კი იმას
ნიშნავს, რომ „კაგებეს“ მემკვიდრე უწყებამ მოქმედების ტაქტიკა შეცვალა და, საჭიროების
შემთხვევაში, გლობალურ პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა ოლიგარქების საშუალებით
შეუძლია. მსგავსი მეთოდები „კაგებეშიც“ იყო დანერგილი და საბჭოთა უშიშროებასაც ჰყავდა
პირადი ოლიგარქები. თუმცა, „ცივი ომის“ მსოფლიო სულ სხვა ყაიდაზე იყო მოწყობილი. წინა
პლანზე მასობრივი განადგურების საშუალებები იყო და ოლიგარქები მსოფლიოს ბედს ვერ
წყვეტდნენ... დღეს კი არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გატარდება ცხოვრებაში,
თუკი მას „მილიარდერთა კლუბი“ არ მოიწონებს, სადაც მსოფლიოს ფინანსური ელიტაა
გაერთიანებული და, ამიტომაც, ის ზესახელმწიფოებრივი ორგანოა...

საიდის გარდა, ოლიგარქთან შეხება ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას მქონდა. ერთ ზამთარს,
როდესაც ოჯახთან ერთად ყაზახეთის მაღალმთიან კურორტზე ვისვენებდი, სადაც ცნობილი
ყინულდრომი „მედეო“ მდებარეობს, მოსკოვში გამომიძახეს და შჩუკინმა მითხრა:

– შენზე კონტრასტული ცვლილებები როგორ მოქმედებს?

– პირდაპირი მნიშვნელობით მეკითხებით თუ გადატანითი? – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს.

– პირდაპირი, ჩემო კოკი.


– ესე იგი, ზაფხულში მგზავნით? – ღიმილით ვკითხე გენერალს, მან კი ჭაღარათმიანი მამაკაცის
სურათი მაჩვენა და მითხრა:

– ეს სუბიექტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადამიანია და იმდენი ფული აქვს, რომ


ათი უზარმაზარი სასახლის ეზოში ათი ცალი საკუთარი ქანდაკება უდგას, რომლებიც მისი
ზომის იდენტურია. ეს კაცი კი სიმაღლით ორი მეტრია, წონით კი 110 კილოგრამი და
თითოეული ქანდაკება 300 კილოგრამს იწონის. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თითოეული
ქანდაკება ბაჯაღლო ოქროსგანაა ჩამოსხმული...

– ბაჯაღლო ოქროსგან? – გავოცდი მე.

– ჰო, ბაჯაღლოსგან, – დამიდასტურა შჩუკინმა, – შეიძლება, სამი ტონა ოქრო ბევრი არც კი იყოს
და სხვას უფრო მეტი ჰქონდეს, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ის კაცი კაპიკსაც აღარ გვიხდის, და
საერთოდ, ჩვენთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. არადა, ის ჩვენი კაცი იყო, ჩვენი მეშვეობით
გახდა მილიარდერი, ახლა კი ცდილობს, ჩვენგან შორს დაიჭიროს თავი. ასეთ ხალხს კი რას
ვუშვრებით, კოკი?

– თავს ვაჭრით, – მივუგე შჩუკინს.

– ჰოდა, ეს საქმე შენ გევალება. ახლა ის ნაძირალა მაიამიში, თავის ფეშენებელურ მამულში
ნებივრობს. შენ მას თავი უნდა მოჰკვეთო. ამ დილით „მედეოზე“ იყავი, სადაც მინუს 30
გრადუსი იყო, ხვალ დილით კი მაიამიში ჩაფრინდები, სადაც პლუს 39 გრადუსია.

– კონტრასტულობა ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. ყველაფერი


რიგზე იქნება, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – დავაიმედე შჩუკინი და მისი კაბინეტი დავტოვე.

მაიამიში ფრანგი ტურისტის სტატუსით ჩავფრინდი, ფეშენებელურ ოტელში მოვეწყვე და


წყალქვეშ ცურვას მივყავი ხელი. ხუთი-ექვსი საათის განმავლობაში ვცურავდი წყალქვეშ და
იქიდან სხვადასხვა ნივთი ამომქონდა, სინამდვილეში კი ობიექტის მამულში შესაღწევ გზას
ვეძებდი, რომელიც ოკეანის პირას მდებარეობდა კლდეებზე და მას კბილებამდე შეიარაღებული
მცველები იცავდნენ. ორდღიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთი წყალქვეშა კლდიდან, დიდი
ღრმულის მეშვეობით ობიექტის მამულში მოვახერხე შესვლა. მაგრამ, რადგან დღე იყო, ღამეს
დაველოდე. თან წავიღე სპეციალური მოწყობილობები, წელზე ალესილი ხანჯალი შემოვირტყი
და კვლავ ობიექტის ფეშენებელურ კარმიდამოს ვეწვიე.

ძალიან ბნელოდა, თუმცა ობიექტის მამული გაჩახჩახებული იყო, ეზოს შუაში მდგომი ოქროს
ქანდაკება კი მზესავით ელვარებდა. მე კატასავით ვმოძრაობდი და ვილაში უჩუმრად შევაღწიე.
შემდეგ ობიექტის საძინებელი მოვძებნე, კარი „ატმიჩკით“ გავაღე და ჯერ მხვრინავი ობიექტი
გავაღვიძე, შემდეგ პირში ბურთი ჩავტენე, რომ არ ეყვირა. ბოლოს კი ხანჯალი ვიშიშვლე და
ქათამივით წავაცალე თავი... უკან რომ ვბრუნდებოდი, ობიექტის მოჭრილი თავი მის ოქროს
ქანდაკებაზე ჩამოვდე და უხმაუროდ გავშორდი იქაურობას.

– ყოჩაღ, კოკი, ზედმიწევნით ზუსტად შეასრულე დავალება – შემაქო შჩუკინმა, როდესაც მის
კაბინეტში შევდგი ფეხი.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – უკვე მერამდენედ გამოვეჯგიმე შჩუკინს, რომელიც მაშინ
ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, თუ ასეთი მძლავრი სახელმწიფო ასე სწრაფად დაიშლებოდა.

– იცი, რა, კოკი... – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც თავის კაბინეტში დამიბარა.

– დიახ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ, – მივუგე გენერალს.

– მგონი, ჩვენი არსებობის ბოლო თვეებს ვითვლით და სულს ვღაფავთ.

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვუთხარი შჩუკინს, რადგან მართლა ვერ მივხვდი
მისი სიტყვების აზრს.

– რას და, მე მგონი, საბჭოთა კავშირი იშლება.

– რას ბრძანებთ, ალბათ, ხუმრობთ, – გულწრფელად ვუთხარი შჩუკინს, მან კი თავი გააქნია და
მითხრა:

– არა, არ გეხუმრები. ვერ ხედავ, რა ხდება ევროპაში?

– ევროპა სხვაა, ჩვენ კი – სულ სხვა.

– არა მგონია. ჩემი აზრით, ეს შეუქცევადი პროცესია, – მომიგო შჩუკინმა და მართალიც


აღმოჩნდა, რადგან შვიდ თვეში საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა. ჩვენ კიდევ
დავილაპარაკებთ ამ საკითხზე, – განაგრძო შჩუკინმა, – ახლა კი შენ ერთი ზესაიდუმლო მისიის
შესრულება მოგიწევს და იმიტომ დაგიბარე.

– გისმენთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– გახსოვს, ორი წლის წინ თბილისში რა მისია შეასრულე?

მივხვდი, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩი 1989 წლის 9 აპრილზე მელაპარაკებოდა, როდესაც მე


მხატვრის სახლში მოკალათებული სნაიპერი მოვკალი, რომელიც ან ეროვნული მოძრაობის
ლიდერს, ან, სულაც კათოლიკოს-პატრიარქის ლიკვიდაციას აპირებდა, რათა ქართველი ხალხი
აებუნტებინათ. მაშინ ეს ამერიკელების დაგეგმილად ჩაითვალა და შჩუკინს მივუგე:

– დიახ, მახსოვს. კვლავ რამეს გეგმავენ ამერიკელები?

– ამერიკელები ყოველთვის რაღაცას გეგმავენ ჩვენ წინააღმდეგ, მაგრამ, ამჯერად, მე მგონი,


სხვაგვარადაა საქმე, – მითხრა შჩუკინმა, კაბინეტში გაიარ-გამოიარა და დაამატა, – ამჯერად,
უკვე ჩვენები აპირებენ რაღაცას.

– ჩვენი კოლეგები?

– არა, სამხედროები, – თქვა გენერალმა, – ჩვენებში მე საბჭოთა კავშირის მომხრეებს


ვგულისხმობ.
– რას გეგმავენ, ამხანაგო გენერალო? – სიტყვა გავაწყვეტინე შჩუკინს, რადგან ძალიან
აგზნებული ვიყავი. მან კი ღიმილით მითხრა:

– დამშვიდდი, კოკი. ჩვენი მტრების მთავარი ამოცანაა, წონასწორობიდან გამოგვიყვანონ და ამის


დაშვება არ შეიძლება.

– ბოდიში, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი: გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ გორბაჩოვ-ბუშის მორიგ
შეხვედრაზე საბჭოთა ლიდერის ლიკვიდაციაა მოსალოდნელი. ჩვენი მიზანია, რომ ეს
აღვკვეთოთ.

გორბაჩოვი და გორბაჩოვის „პერესტროიკა“ საბჭოთა კავშირის მთავარ მტრად მიაჩნდათ


როგორც სამხედროებს, ასევე „კაგებეს“ მრავალ მაღალჩინოსანს. ამიტომ, მე ლამის ვუთხარი
შჩუკინს, გორბაჩოვი უნდა მოკლა, კი არ დაიცვა-მეთქი, მაგრამ, თავი შევიკავე და მივუგე:

– ვისგან, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

შჩუკინმა ათიოდე ადამიანის სურათი დამიწყო წინ, რომელთა შორის ორი ქალი იყო და მითხრა:

– ესენი სამხედრო დაზვერვის – „გრუს“ ოფიცრები არიან. ათივე კარგად გამოწვრთნილი


შემსრულებელია და მომავალი ლიკვიდაციის ბრძანება ერთ-ერთ მათგანს, ან, სულაც,
რამდენიმეს აქვს მიღებული. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჩვენმა უწყებამ მათ
ოცდაოთხი საათის განმავლობაში უნდა უთვალთვალოს და, საჭიროების შემთხვევაში,
გადაჭრით უნდა იმოქმედოს, ანუ, ლიკვიდაცია მოახდინოს. გასაგებია?

– კითხვები მაქვს, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი შჩუკინს.

– ბრძანე!

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თუკი დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი ქვეყნის პირველი პირის
მომავალი მკვლელი ამათ შორისაა, ხომ არ სჯობს, რომ ისინი ან დავაპატიმროთ, ან, სულაც,
ახლავე დავხოცოთ?

– რომ დავხოცოთ, მათ ნაცვლად სხვებს მოძებნიან და, შეიძლება, ჩვენ ეს გამოგვეპაროს. ხოლო,
რომ დავაპატიმროთ, მაშინ სამხედრო უწყებასთან შეტაკებაც მოგვიწევს და ვერ ავუხსნით,
უფრო სწორად, ვერ დავუმტკიცებთ, რომ ისინი გორბაჩოვის მოკვლას გეგმავენ.

– გასაგებია, – მივუგე შჩუკინს, მან კი წინ ქალის სურათი დამიდო და მითხრა:

– აი, ამას უნდა უთვალთვალო. ეს ამათში ყველაზე საშიშია და შენ იმიტომ გავალებ.

გორბაჩოვ-ბუშის უახლოესი შეხვედრა მოსკოვში ერთ კვირაში უნდა გამართულიყო და მე


მოსკოვში დავრჩი. ჩემს ბინაში ერთი ღამე გავათიე, შემდეგ კი ობიექტისთვის ოცდაოთხი
საათის განმავლობაში თვალი არ მომიშორებია. როგორც შემდგომ გაირკვა, ჩემი ობიექტი
გორბაჩოვზე თავდასხმის სათადარიგო ვარიანტი ყოფილა, მთავარი კი კაცი იყო, რომელიც ჩემმა
კოლეგებმა გაანეიტრალეს. ჩემი ობიექტი წითელი მოედნის მისადგომებთან შევბოჭე, მანქანაში
ჩავაგდე და, ლუბიანკაზე რომ მივიყვანეთ, ჩხრეკისას რამდენიმე სასიკვდილო იარაღი
აღმოუჩინეს, რომლებითაც მას გორბაჩოვი უნდა მოეკლა.

წლების შემდეგ მე და შჩუკინი უკვე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს. ვიქტორ იაკოვლევიჩი


უკვე პენსიაზე იმყოფებოდა, მე კი ახალი სტატუსი მქონდა. ცოტა რომ დავლიეთ, შჩუკინს
ვუთხარი:

– მე მგონი, ჯობდა, რომ მაშინ გორბაჩოვის მკვლელობისთვის ხელი არ შეგვეშალა.

– არ გეთანხმები, კოკი. ჩვენი მოვალეობა მაშინ გორბაჩოვის დაცვა იყო და ეს მისია


შევასრულეთ, თუმცა, გეთანხმები, რომ საბჭოეთი მან დაშალა.

შჩუკინი მოვალეობის კაცი იყო და მიაჩნდა, რომ გორბაჩოვის მოკვლას მაშინ უფრო მეტი ზიანის
მოტანა შეეძლო, რაშიც მე არ ვეთანხმებოდი და ვუთხარი:

– მეტი რა ზიანი უნდა მოეტანა, ამხანაგო გენერალო. ჩემი აზრით, გორბაჩოვი რომ მოეკლათ,
შეიძლება, საბჭოეთი გადარჩენილიყო.

– გორბაჩოვთან ერთად რომ ბუშიც მოეკლათ, მაშინ?

– რა, თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელები ატომურ ბომბს ჩამოგვიგდებდნენ?

– გამორიცხული არ იყო. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდისთვის ევროპული ბუფერი მოშლილი


გვქონდა, ვერც თავს დავიცავდით და მით უმეტეს, ვერც თავს დავესხმებოდით. შენ შეიძლება,
გაგეცინოს, მაგრამ, ამერიკელები საკუთარ პრეზიდენტსაც კი გაწირავდნენ, ოღონდ რუსეთი
გაასწორონ მიწასთან. რა გგონია, „გეკაჩეპე“ და აგვისტოს პუტჩი, რასაც საბჭოთა კავშირი
შეეწირა, ვისი პროექტი იყო?

– თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელების?

– სწორედაც რომ მათი და, ვფიქრობ კი არა, ამაში დარწმუნებული ვარ.

ზიზღი ამერიკელების მიმართ ვიქტორ იაკოვლევიჩის ახირება არ ყოფილა. უბრალოდ, მას


უამრავი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენი უშუალო მტრების მზაკვრობის შესახებ და ამიტომ ვერ
იტანდა მათ. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ, როდესაც ანტიამერიკული აქცია იყო
ჩასატარებელი, ის ყოველთვის მე მგზავნიდა მის შესასრულებლად, რადგან, ყველაზე მეტად
ჩემი იმედი ჰქონდა და იცოდა, რომ არ დავაღალატებდი.

ერთხელ ვიქტორ იაკოვლევიჩი შუა კაბინეტში შემეგება. ის საკმაოდ აღელვებული ჩანდა, რაც
ძალიან იშვიათად ხდებოდა და მითხრა:

– როგორ ფორმაში ხარ?

– მშვენიერში, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე შჩუკინს.


– მოკლედ, ჩემო კოკი, შენ ახლა ისეთ ფორმაში უნდა იყო, როგორშიც არასოდეს ყოფილხარ,
რადგან, ძალიან საპასუხისმგებლო დავალება გაქვს და პირნათლად უნდა შეასრულო.

– დიახ, გისმენთ, – მივუგე გენერალს და სმენად ვიქეცი, თან შჩუკინის საქციელზე მეცინებოდა.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა პაუზა გააკეთა და ვნებები დაიოკა, შემდეგ მაგიდაზე ჩამოჯდა და


მითხრა:

– ამერიკელები მორიგ ტყუილში გამოვიჭირეთ. ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ აღმოსავლეთ


გერმანიიდან ჩვენი შეიარაღების ათი პროცენტი გავიტანეთ. იგივე უნდა ექნათ ამერიკელებსაც
დასავლეთ გერმანიაში და ისეთი ილუზია შეგვიქმნეს, რომ თითქოს მათაც შეასრულეს ეს
პირობა, თუმცა, ჩვენმა მზვერავებმა უტყუარი მასალები მოგვაწოდეს, აი, ნახე, – შჩუკინმა
ოციოდე ფოტო მომცა, რომლებზეც დასავლეთ გერმანიაში განლაგებული მძიმე და რეაქტიული
შეიარაღების თანამედროვე ნიმუშები იყო აღბეჭდილი.

– აი, ეს შეიარაღება უნდა გაეტანათ ამერიკელებს. მათ კი ისინი უფრო წინ წამოწიეს და ქალაქ
კასელში მდებარე საიდუმლო ბაზაზე შეყარეს, რომელიც ჯერ კიდევ ფაშისტების მიერ იყო
აგებული. კოკი, შენ იმ ბაზაში უნდა შეაღწიო და მთელი ეს ჯართი ჰაერში ასწიო. შეძლებ?

– შევძლებ, ვიქტორ იაკოვლევიჩ! – გამოვეჯგიმე შჩუკინს.

ქალაქი კასელი უფრო დაბის ტიპის დასახლება იყო, თუმცა იქ საკმაოდ კარგად განვითარებული
ინფრასტრუქტურა იყო, როგორც მთელ დასავლეთ გერმანიაში. იქ, უზარმაზარ ტერიტორიაზე,
მიწის ქვეშ, აუარებელი სამხედრო ტექნიკა იყო დამალული, რომლის ამოქმედებაც ძალიან
სწრაფად ხდებოდა და საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნიდა საბჭოეთს. იმ მიწისქვეშა ბაზას, რა
თქმა უნდა, ამერიკელი სპეციალისტები იცავდნენ და იქ შეღწევა ზემოდან შეუძლებელი იყო.
თუმცა, საბჭოთა დაზვერვას ჯერ კიდევ ფაშისტებისთვის წართმეული მიწისქვეშა
კომუნიკაციების რუკა ჰქონდა, რომელიც ექსტრემალური სიტუაციისთვის იყო შედგენილი.
საქმე კი ის იყო, რომ კასელშიც, ისევე, როგორც გერმანიის სხვა ქალაქებში, ჰიტლერის
საიდუმლო ბუნკერი მდებარეობდა, რომლის არსებობის შესახებ ძალიან ცოტამ თუ იცოდა. არ
იცოდნენ ამის შესახებ ამერიკელებმაც. ამიტომ, მე და ჩემი ჯგუფის კიდევ ხუთმა წევრმა იქ
დაუბრკოლებლად შევაღწიეთ, ერთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება შევზიდეთ, რომელიც
ოსტატურად დავამონტაჟეთ და აფეთქებამდე ერთი საათით ადრე ცნობილ ტელეკომპანიებს
შევატყობინეთ მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, თან გავაფრთხილეთ, რომ იქიდან ხალხი
გაეყვანათ.

კასელის აფეთქებამ, რომ იტყვიან, შეძრა ამერიკა, „ცეერუ“ და, მართალია, მათთვის არ
გვითქვამს, რომ საბჭოელები ვიყავით, მაგრამ, ამის მიხვედრა არც ისე ძნელი იყო. ამგვარად,
შტატებს კიდევ ერთხელ ვუჩვენეთ ჩვენი ძალები და თან გავაფრთხილეთ, რომ ჩვენთან ასეთ
თამაშს აზრი არ ჰქონდა.

– ყოჩაღ, კოკი, შენ გმირობაზე ხარ წარდგენილი! – გულწრფელად ხარობდა შჩუკინი. თუმცა,
გმირობა უკვე მეორედ აღარ მომანიჭეს და ბოგდან ხმელნიცკის ორდენი მომცეს, რომელსაც,
პრაქტიკულად, უკვე აღარავის ანიჭებდნენ.
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, რომელმაც ეს ჯილდო თავის
კაბინეტში გულზე დამაბნია და მომიგო:

– სამწუხაროა, რომ საბჭოთა კავშირის გმირობა არ მოგცეს, მაგრამ, მესამედ რომ წარგადგენ,
იმედია, უკან აღარ დაიხევენ. ახლა კი ამას გილოცავ!

ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინის იმედებს ასრულება არ ეწერა, რადგან იმ პერიოდში ქართველებს


ასეთ მაღალ ჯილდოს არ აძლევდნენ, მე კი ქართველი ვიყავი.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ თითებზე ჩამოსათვლელია იმ ქართველთა


რაოდენობა, ვისაც საბჭოთა კავშირის გმირობა მიანიჭა მთავრობამ. არადა, ჩემი ჩათვლით,
უამრავი ქართველი იმსახურებდა ამას. შჩუკინს მიაჩნდა, რომ სახელმწიფო უსამართლოდ
ექცეოდა ნაციონალურ უმცირესობებს, განსაკუთრებით კი – ქართველებს. პოსტსაბჭოთა
პერიოდში ერთ-ერთი შეხვედრისას მან მითხრა:

– საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მთავრობა ნაციონალური
უმცირესობების წარმომადგენლებს არ ენდობოდა და ჩაგრავდა მათ. მარტო შენი მაგალითი
კმარა საამისოდ. რამდენჯერ გეკუთვნოდა გმირობა, შენ კი არ მოგანიჭეს და გაწყენინეს.

– წყენით მეწყინა, მაგრამ, ღალატი გულში არასდროს გამივლია, – გულწრფელად მივუგე


გენერალს.

– ყველა შენნაირი რომ ყოფილიყო, უფრო სწორად, რამდენიმე ათასი შენნაირი რომ გვყოლოდა
იმ უზარმაზარ ქვეყანაში, მაშინ ის არ დაიშლებოდა. მართალია, რუსეთი ხშირად სცოდავდა
მცირე ერების წინაშე, მაგრამ, ბევრი ერი დაიცვა, მათ კი ჩვენ გვიღალატეს და, იცი, რატომ?
იმიტომ, რომ ჩვენზე განაწყენებულები იყვნენ და მომენტი გვიპოვეს.

ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი იყო, თუმცა, ის აღარ უთქვამს, რომ რესპუბლიკებშემოცლილმა


რუსეთმა ყველაზე დიდი დარტყმა საქართველოს მიაყენა და ტერიტორიები წაართვა...

შჩუკინისგან განსხვავებით, მე ამერიკელები არ მძულს. თუმცა, მიმაჩნია, რომ რუსეთი ჩვენი


უფრო საიმედო პარტნიორია, ვიდრე ამერიკა. რუსეთთან კავშირმა ჩვენი რელიგია და
ტერიტორიები გადაარჩინა, ამერიკისკენ გადახრამ კი – პირიქით. არც არავინ გვეხმარება, რომ
რუსეთისგან დაგვიცვას. მე რომ პოსტსაბჭოთა საქართველოს მმართველი ვყოფილიყავი,
რუსეთთან თბილ ურთიერთობებს შევინარჩუნებდი, მათი ჯარის გაყვანას არ მოვითხოვდი და
კონფედერაციულ კავშირშიც დავრჩებოდი. ეს არ გაკეთდა და, ამიტომაც, დათვმა დაგვტორა...

საბჭოთა კავშირი კარგა ხნის დაშლილი იყო, როდესაც კერძო შეკვეთა მივიღე. შემკვეთი 600
ათას ამერიკულ დოლარს იხდიდა, თუკი ერთ-ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ცრუ ბომბს, ეგრეთ
წოდებულ „მულიაჟს“ ავაფეთქებდი, რასაც, რა თქმა უნდა, არანაირი მსხვერპლი არ მოჰყვებოდა.
შემკვეთი, რომელიც დღესაც ცოცხალია და საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, პირადად შემხვდა.
მე, რა თქმა უნდა, შენიღბული მივედი სოჭის ერთ-ერთ სკვერში, თანაც შუაღამეზე.

– აფეთქებები გეხერხებათ? – მკითხა მან.


– თუ აფეთქებებზეა საქმე, მაშინ, მე – პას, რადგან, მასობრივი მკვლელობების სასტიკი
წინააღმდეგი ვარ. მე მხოლოდ ერთ მიზანს ვსპობ, – მივუგე შემკვეთს და წამოვდექი, მან კი
მითხრა:

– ერთი წუთით, მომისმინეთ. მეც სასტიკი წინააღმდეგი ვარ მასობრივი მკვლელობების, ამიტომ,
ჩემი აფეთქება უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს.

– სიმბოლურს?

– დიახ, დიახ, – ჩაეცინა შემკვეთს. იმ ქალაქში ამერიკის პრეზიდენტი ჩადის და, მინდა იქ
„მულიაჟი“ აფეთქდეს, რათა ყველამ გაიგოს, თუ რა ადვილია მათი მეთაურის მოსპობა.
შეძლებთ?

– შევძლებ! – მივუგე შემკვეთს, რომელმაც მეორე დღესვე დამისვა სრული თანხა საბანკო
ანგარიშზე, მე კი პირდაპირ სოჭიდან გავემგზავრე აღნიშნულ ქალაქში, რათა დავალებაზე
მუშაობა დამეწყო.

ამერიკის პრეზიდენტის ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე უკვე ყველაფერი მზად მქონდა.
„მულიაჟი“ სწორედ იმ დროს აუფეთქდა პრეზიდენტს, როდესაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი ქალაქის ქვაფენილიან ქუჩაზე მიაბიჯებდა. ეს კადრები ათეულ
მილიონობით ადამიანმა პირდაპირ ეთერში იხილა და, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად
მეძებდნენ, ვერ მომაგნეს.

ზემოთაღწერილი შემთხვევა, რა თქმა უნდა, გულის მოფხანა იყო და მეტი არაფერი, რადგან
ამერიკამ საკმაოდ აჯობა რუსეთს და „ველიკორუსებს“ ძალიან გაუჭირდებათ სიტუაციის
შემობრუნება. სავარაუდოდ, სწორედ ასეთ კამპანიაში ჩართვა შემომთავაზა შჩუკინმა, რაზეც,
კარგა ხანია ვფიქრობ და პასუხის გასაცემად უფრო და უფრო მცირე დრო მრჩება. არადა, თუ
ადამიანი დროში ვერ ჩაეტია, შეიძლება ეს სავალალოც კი გახდეს მისთვის.

ერთხელ, კანადის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ციხიდან ჩვენი აგენტი უნდა გაგვექცია,
რომელიც იქ სამოცწლიან სასჯელს იხდიდა ჯაშუშობისთვის. საქმე ის იყო, რომ აგენტი არ
გატყდა, ბოლომდე პირველ ჩვენებაზე იდგა და, არც თავის ეროვნებასა და სამშობლოს
ასახელებდა და არც დანაშაულს აღიარებდა. ჩვენ ეს ზუსტად ვიცოდით და სწორედ ამიტომ
გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ მისი იქიდან გამოხსნა.

საქმეზე მე და ჩემი მეწყვილე, ახალგაზრდა ყმაწვილი წავედით. გეგმის მიხედვით, ჩვენი


ობიექტი ვერტმფრენით უნდა გამოგვეყვანა ციხიდან. მანამდე კი ციხეში სულ რაღაც სამი
წუთით ჩაქრებოდა სინათლე და, როგორც ჩვენ, ასევე ის, ამ დროში უნდა ჩავტეულიყავით.
ციხის თავზე მავთულხლართები იყო გაბმული, რომელშიც 600 ვოლტი დენი გადიოდა.
ობიექტი სწორედ იმ მავთულხლართებთან უნდა დაგვლოდებოდა, ჩვენ კი ვერტმფრენით
მივიდოდით და წავიყვანდით. შუქის გამორთვაში 50 ათასი დოლარი გვქონდა გადახდილი და
ვინც ეს იკისრა, გაგვაფრთხილა:
– იცოდეთ, რომ ზუსტად 3 წუთის შემდეგ გენერატორი ჩაირთვება და თუკი პატიმარი ისევ იქ
იდგება, დაიფერფლება.

დათქმულ დროს ციხეში შუქი ჩაქრა. მე და ჩემი მეწყვილე იქ ვიყავით და ობიექტიც ადგილზე
იყო. უცებ, მას მავთულხლართებში ფეხი ჩაუვარდა და გაეჭედა. ვერტმფრენის საჭე ჩემს
მეწყვილეს ეჭირა. მე მავთულხლართებზე ჩავხტი და ობიექტის გამოხსნას ვცდილობდი.

– ჩქარა, დრო არ ითმენს, – ვუთხარი ობიექტს, თან წამზომს დავხედე, რომლის ისრებიც
გამალებით ბრუნავდა, – ეცადე, რომ ამოძვრე.

ორ წუთზე ნაკლები რჩებოდა დენის ჩართვამდე და ჩვენ მთელი ძალით ვცდილობდით


მავთულხლართებიდან გამოძრომას, თუმცა, უშედეგოდ.

– წადით და დამტოვეთ, ეტყობა, გადარჩენა არ მიწერია, – მითხრა ობიექტმა.

ისრები კრიტიკულ ზღვარს – 3 წუთს უახლოვდებოდა. ამიტომ მე ალესილი ხანჯალი


ვიშიშვლე, ობიექტს მუხლს ქვემოთ დავარტყი მთელი ძალით და გაჭედილი ნაწილი მოვკვეთე.
შემდეგ, ხელში ავიტაცე გულწასული, ვერტმფრენში შევაგდე და, მეც რომ შევხტი, შუქიც
აინთო...

სანამ უსაფრთხო ადგილას დავეშვებოდით, მთელი გზა გულწასული ობიექტის ენას ხელით
ვიჭერდი, რომ არ გადაეყლაპა, მოკვეთილი ფეხი კი მაგრად გადავუხვიე.

მართლაც არალეგალურ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და მთელი კანადა-ამერიკის პოლიცია


ჩვენ გვეძებდა, მაგრამ, ობიექტის გადარჩენა მაინც შევძელით, ამისთვის კი კანადაში სამი კვირა
გავატარეთ და ბოლოს საბჭოთა ტანკერით დავბრუნდით სამშობლოში. გზაში კვალიფიციურმა
ექიმებმა ობიექტს ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.

– სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს, როდესაც კანადიდან
დავბრუნდი, – ეს ჩემი ყველაზე წარუმატებელი საქმეა.

– პირიქით, – მომიგო შჩუკინმა, – შენ აბსოლუტურად სწორად იმოქმედე. ჩაფერფვლას ფეხის


ნაწილის დაკარგვა ჯობდა. ჩვენი ექიმები კი ჩვენს გმირს ისეთ პროთეზს გაუკეთებენ, რომ
ნამდვილ ფეხზე უკეთესი იქნება.

ის კაცი დღეს ცნობილი პიროვნებაა, რუსეთში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტი უკავია, მაგრამ,
არ იცის, რომ ფეხის ნაწილი მას მე მოვკვეთე.

სხვათა შორის, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის ბევრი თანამდებობის პირი წარსულში


მზვერავი იყო და ამ საქმიანობას საკმაოდ წარმატებით ართმევდა თავს. ერთი ასეთი კაცი
ამჟამად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზეა და მასთან ერთად საკმაოდ სერიოზული
საქმე მაქვს გაკეთებული. პირობითად, იმ კაცს პეტიას ვუწოდებ.
„პერესტროიკა“ ჯერ არ იყო დაწყებული, ამიტომ, სოციალისტური ბლოკის ქვეყნები უკვე
ღელავდნენ და ამაში პირველობას არავის უთმობდა პოლონეთი. ერთხელ შჩუკინმა დამიბარა
და მითხრა:

– კოკი, ერთი ძალიან კონფიდენციალური და საპასუხისმგებლო მისია უნდა შეასრულო


პოლონეთში.

– პოლონეთი ახლა დუღს. იქ „სოლიდარობა“ ამღვრევს წყალს, – მივუგე შჩუკინს, რადგან,


რატომღაც გავიფიქრე, რომ ცენტრი ცნობილი პოლონელი დისიდენტის, ლეხ ვალენსას
ლიკვიდაციას მავალებდა.

– ჰოდა, სწორედ ამიტომ უნდა გაემგზავრო ვარშავაში და საბჭოთა საელჩოს საიდუმლო


ბუნკერიდან მინი-ატომური ბომბი უნდა წამოიღო.

მსგავსი მინი-ბომბი სოციალისტური ბლოკის ყველა საელჩოში ინახებოდა. მაშინ მე ეს არ


ვიცოდი და გენერალს ვკითხე:

– ატომური ბომბი საელჩოდან?!

– დიახ და ამ საქმეში საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი პეტია დაგეხმარება. ის ჩვენი უწყების


თანამშრომელია და სწორედ მას ევალება ბომბის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა.

– ალბათ, იმისი ეშინიათ, რომ აჯანყებული პოლონელები საბჭოთა საელჩოში შეიჭრებიან და


ბომბს აღმოაჩენენ, – ვუთხარი შჩუკინს.

– ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, ამაღამვე გაემგზავრე,


პეტია გელოდება.

ორიოდე საათის შემდეგ უკვე ვარშავაში მივფრინავდი პეტიასთან შესახვედრად, რათა მოსკოვში
მინი-ატომური ბომბი ჩამომეტანა.

მართალია, „ზასტოის“ პერიოდი იდგა, ბრეჟნევი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და საბჭოთა კავშირი
მყარად იდგა ფეხზე, მაგრამ, კომუნისტურ სისტემას ბზარი შეჰპარვოდა და ამისი ნათელი
დასტური პოლონეთი იყო.

ვარშავაში რომ ჩავედით, ღამე იყო, მაგრამ, პოლონეთის დედაქალაქს, ისევე, როგორც მთელ
ქვეყანას, არ ეძინა. ქუჩები ჯარის რეგულარული ნაწილებით იყო სავსე და აქა-იქ ჯავშანტექნიკაც
ჩანდა. თუმცა, რეგულარულ არმიას ქუჩაში გამოსული ხალხი სჭარბობდა. ისინი
ანტიკომუნისტური ლოზუნგებით იყვნენ შეიარაღებულები და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა,
რომ ყველა არაფორმიანი პოლონელი ორგანიზაცია „სოლიდარობაში“ იყო გაერთიანებული.

შავი ფერის „შკოდა“ ტრაპთან დამხვდა, მასში მხოლოდ პეტია იჯდა, რომელიც გარეგნული
აღწერილობით ვიცანი. ჩვენ პაროლები რომ გავცვალეთ, მხოლოდ ამის მერე მითხრა პეტიამ:

– კეთილი იყოს თქვენი ფეხი.


– სასურველი იქნებოდა, რომ უფრო მშვიდი ატმოსფერო ყოფილიყო, – ვთქვი მე. პეტიამ
ირონიულად გააქნია თავი, მანქანა ადგილიდან დაძრა და მომიგო:

– ჩემი აზრით, „კვაზის“ აქედან გატანა შეცდომაა. მე ამის თაობაზე ვაცნობე ცენტრს, მაგრამ, არ
დამთანხმდნენ.

„კვაზი“ ატომური ბომბის პირობითი სახელწოდება იყო. პეტია წყნარი, უენო, შეუმჩნეველი კაცი
ჩანდა, მაგრამ, ეტყობოდა, რომ რკინის ნებისყოფა ჰქონდა, რაც მოგვიანებით თვალნათლივ
გამოჩნდა.

– აჯანყებულები რომ საელჩოში შემოცვივდნენ, მაშინ? – ვუთხარი პეტიას, – მაშინ ხომ


ყველაფერი დაიღუპება?

– არაფერიც არ დაიღუპება, – მშვიდად მომიგო პეტიამ, რომელიც სარკეს თვალს არ აშორებდა, –


ჯერ ერთი, ბომბი ისე საიმედოდაა დამალული, რომ მას ეშმაკიც ვერ მიაგნებს. მეორეც,
დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა საელჩოში ფეხსაც არავინ შედგამს. ისინი სულელები არ
არიან, რომ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინონ. მე ცენტრს ისიც შევთავაზე, საელჩოში
შემოჭრის პროვოცირება მოვახდინოთ-მეთქი, ზუსტად ისევე, როგორც ეს ფაშისტებმა გაუკეთეს
პოლონელებს 1939 წელს, რასაც მეორე მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა. თუმცა, ამაზეც უარი
მივიღე. არადა, ამათ კარგი გადავლა სჭირდებათ, რომ კარგა ხანს თავი არ წამოჰყონ და
სხვებისთვისაც მაგალითი იყოს.

– წამგებიანი პოზიციაა, – ვუთხარი პეტიას, მან კი მიპასუხა:

– სამწუხაროდ, ცდებით. წამგებიანი ჩვენი უკანდახევაა. აი, ნახავთ, თუ მართალი არ გამოვდგე.


ეს უკანდახევა ძალიან ძვირი დაგვიჯდება და სანანებელი გაგვიხდება ყველაფერი.
დარწმუნებული ვარ, ეს ამერიკის ხრიკებია და ამას იმიტომ აკეთებს, რომ ჩვენი ადგილი
დაიკავოს ევროპაში.

პეტიას სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ ამას ვერ წარმოვიდგენდი.


ამიტომ გულში მის სიტყვებზე მეცინებოდა და მიმაჩნდა, რომ ის, უბრალოდ, ცდებოდა.

– ყველას თავისი ადგილი აქვს, მათ შორის ამერიკელებსაც და, ეჭვი მეპარება, რომ მათ ჩვენი
ადგილი დაიკავონ, – ვუთხარი პეტიას.

– აი, ამერიკელებიც გამოჩნდნენ. მოდი, ერთი პატარა ტრიუკი ჩავუტაროთ, – თქვა პეტიამ,
რომელმაც სიჩქარეს უკლო და შავი „ფოლკსვაგენი“ წინ გაატარა, რომელმაც დიდი სიჩქარით
ჩაგვიქროლა და სიბნელეში გაუჩინარდა.

– კუდი იყო? – ვკითხე პეტიას.

– ერთ-ერთი. ასეთი რამდენიმე დამდევს ხოლმე. სულ მალე მეორე გამოჩნდება, – მითხრა პეტიამ
და, მართლაც, სულ მალე თეთრი „შკოდა“ დაგვაჯდა კუდზე.

– აი, მეორეც, – ვუთხარი პეტიას, რომელიც გამხიარულდა და მიპასუხა:


– საკმარისია საელჩოს ტერიტორია დავტოვო, რომ კუდზე „ცეერუ“ დამაჯდება. იციან, რომ ვიცი,
მაგრამ, მაინც არ მეშვებიან. სხვა დროს ძალიან ვხალისობ ხოლმე, მაგრამ, ახლა ნამდვილად არ
გვაწყობს ეს და უნდა მოვუტყდეთ.

პეტია მაღალი კლასის მძღოლი აღმოჩნდა და სამი „კუდი“ ისე ოსტატურად ჩამოიშორა, გაოცებას
ვერ ვმალავდი. ბოლოს მანქანა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე გააჩერა და, რომ გადმოვედი, ვუთხარი:

– უბადლო ტარება გცოდნიათ.

– მშობლიურ „კაგებეში“ ავითვისე, – მომიგო პეტიამ, – ახლა კი წავიდეთ, „კვაზი“ ვნახოთ.

ჩვენ სადარბაზოში შევედით და სარდაფში ჩავედით. პეტია მწვანე ფარნით ანათებდა გზას.
ასიოდე მეტრი რომ გავიარეთ, შევჩერდით.

– რა ხდება? – ვკითხე პეტიას.

ჩვენ ახლა მდინარე ვისლის ქვეშ ვიმყოფებით. საელჩომდე ასი მეტრია დარჩენილი. ახლა
საიდუმლო ბუნკერში შევალთ და „კვაზისკენ“ გავემართებით, – მითხრა პეტიამ, დისტანციური
პულტით ერთ-ერთი კედელი გახსნა და საიდუმლო ბუნკერში შევედით, რომელიც
გაჩახჩახებული იყო. ასი კვადრატული მეტრი ფართობის ოთახში სრული სიმშრალე და სიჩუმე
სუფევდა.

მოგვიანებით ასეთი ატმოსფერო თბილისში, ყოფილი „ზაკვოს“ ბუნკერში ვნახე, როდესაც


იქიდან მე და შჩუკინმა ატომური ბომბი წამოვიღეთ.

– საოცრებაა, – ვერ დავმალე აღფრთოვანება.

– გეთანხმებით, – გამიღიმა პეტიამ, – ესაა საბჭოთა უშიშროების კონსპირაციული ხელოვნების


უმაღლესი ნიმუში. ეს ბუნკერი ჩვენებმა ამერიკელებისა და პოლონეთის დაზვერვების ცხვირწინ
ააშენეს და წარმოდგენაც კი არავის აქვს, რა ხდება აქ.

– ალბათ, უსაფრთხოებაც დაცულია.

– რა თქმა უნდა, – გაეღიმა პეტიას, – ბომბი მრავალმხრივაა დაცული და მისი აფეთქება


სპეციალური კოდის გარეშე წარმოუდგენელია. მას ვერც მტერი ჩაიგდებს ხელში. ჯერ ერთი, აქ
შემოსვლა წარმოუდგენელია და, ვინმემ მაინც რომ მოახერხოს ბუნკერში შემოღწევა, მაშინ
აქაურობას ვისლის წყალი დაფარავს და ყველანი დაიხრჩობიან.

– ბომბიც ხომ დაიკარგება?

– არ დაიკარგება. „კვაზს“ რადიოსიგნალი აქვს მიმაგრებული და სპეციალური პელენგატორის


მეშვეობით ვიპოვით.

– საოცარია, – გულწრფელად გამიკვირდა მე, – მაგრამ, სასურველია, ყველაფერმა ექსცესების


გარეშე ჩაიაროს.
– ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

– მთლად ჩვენზე არა, შემთხვევითობაც არაა გამორიცხული.

– შემთხვევითობა ჩვენ გამოვრიცხოთ, – მომიგო პეტიამ. შემდეგ თაროდან ატომურბომბიანი


ჩემოდანი გადმოიღო, შეამოწმა და მითხრა:

– ახლა კი წავიდეთ და ვარიანტი „ა“ განვახორციელოთ.

„კაგებეში“ ბომბის გამოტანის სამი ვარიანტი იყო შემუშავებული – A, B და C.

A ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი იყო და ბომბის ტრანსპორტირებას საწყლოსნო გზით


ითვალისწინებდა. B ვარიანტის მიხედვით, ბომბი სახმელეთო გზით უნდა ჩამოგვეტანა, C
ვარიანტი კი ბომბის საჰაერო გზით ჩამოტანას ნიშნავდა.

მესამე ვარიანტი ყველაზე სწრაფი, მაგრამ, ყველაზე საშიში იყო, რადგან, საჰაერო საფრენ
ობიექტს კატასტროფა რომ განეცადა, შეიძლებოდა, გაუთვალისწინებელი შედეგები მიგვეღო.

მე და პეტიამ მშვიდობიანად დავტოვეთ საიდუმლო ბუნკერი, შემდეგ მდინარე ვისლის ნაპირზე


მივედით და სპეციალურად ატომური ბომბის გადასაზიდად გამზადებულ უზარმაზარ კატერში
გადავსხედით, რომელშიც ბომბი დავმალეთ.

– ახლა უკვე ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. წავედით, – თქვა პეტიამ და კატერი წყალში
შეაცურა.

ჩვენ ვისლა-ბუგის შესართავისკენ მივემართებოდით, რომ ბრესტში ჩავსულიყავით და


ბელარუსის გავლით ბომბი მოსკოვში ჩაგვეტანა. თითქმის ათასკილომეტრიანი მარშრუტი
ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიარეთ და უკვე საზღვარს ვუახლოვდებოდით, როდესაც
ეგრეთ წოდებულმა „ბუგის მეკობრეებმა“ კატერის წართმევა მოგვინდომეს, მაგრამ, პეტიამ ექვსი
ყაჩაღი თვალის დაუხამხამებლად დახოცა, წყალში ჩაყარა და გზა განვაგრძეთ.

– რას იზამ, ძმობილო, – მითხრა პეტიამ, როდესაც მეკობრეები წყალში ჩაყარა, – სამშობლოს
სამსახური მსხვერპლს მოითხოვს. ამ შემთხვევაში გაგვიმართლა და ეს მსხვერპლი სხვა იყო.
თუმცა, თუ საჭირო გახდა, თავსაც ისე გავწირავ, თვალსაც არ დავახამხამებ...

ბომბი მშვიდობით გადავიტანე საზღვარგარეთ. პეტია საზღვარზე დამშორდა. მას შემდეგ ბევრმა
წყალმა ჩაიარა, პეტია პოლიტიკოსი გახდა, რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად
გადაიქცა და, ყოველთვის, როცა მსხვერპლზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, თვალსაც არ
ახამხამებდა. თუმცა, ეს მსხვერპლი ყოველთვის სხვა იყო, ისევე, როგორც „ბუგის მეკობრეები“...

– პეტიას ძალიან მოეწონე, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მას კაბინეტში ვეახლე, – ასე თქვა,
უაღრესად ერთგული და პროფესიონალიაო.

– არც თვითონაა ნაკლები. მანქანას ჯადოქარივით დააქროლებს და ტყვიებს თვალებს შორის


აუცდენლად აჯენს, – მივუგე შჩუკინს.
– ვიცი. ინფორმირებული ვარ. პეტია ძალიან შორს წავა. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და ამაზე
წლების მერე ვილაპარაკოთ, – მითხრა შჩუკინმა.

უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს.


პეტია, რომ იტყვიან, ახალი „გაჩითული“ იყო ხელისუფლებაში და ჯერ კიდევ ვერავინ
წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ის უდიდეს გავლენას მოიპოვებდა, მაგრამ, შჩუკინმა მითხრა:

– აბა, გაიხსენე, რა გითხარი, როდესაც ვარშავიდან ბომბი ჩამოიტანე?

– ალბათ, პეტიას გულისხმობთ.

– სწორედ მაგას. ხომ გითხარი, შორს წავა-მეთქი.

– წინსვლა შესამჩნევია, მაგრამ, მაინცდამაინც დიდი გავლენიანი არ უნდა იყოს.

– მერწმუნე, იქნება და ეს სულ მალე მოხდება. ვერ ხედავ, რომ „კაგებეს“ კადრებს ნიშნავს
ყველგან? აი, ნახე, სულ მალე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტი თუ არ დაირტყას, – მითხრა
ვიქტორ იაკოვლევიჩმა და არც შემცდარა. პეტია, სულ რაღაც, ორ თვეში ისე მაღლა აფრინდა,
მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცი გახდა, თანაც, არა მარტო რუსეთში.

ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება. პეტია, რომელმაც ჩემ თვალწინ ექვსი კაცი თვალის
დაუხამხამებლად გაისტუმრა, ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანია.
ყოველივე ეს კი, მისმა „კაგებეშნიკურმა“ მოხერხებამ და დროის ცვლილებებმა განაპირობა.
თანამედროვე რუსეთის მმართველი ბირთვი დღესდღეობით „კაგებეს“ ყოფილი
თანამშრომლებისგან შედგება, რომლებიც პეტიამ „გაქაჩა“.

რამდენიმე წლის წინ მოსკოვში ვიმყოფებოდი ერთ საქმეზე და პეტიას ტრიუმფს პირადად
შევესწარი. ის საარჩევნო კამპანიას ატარებდა, რადგან საპარლამენტო არჩევნები იყო
მოახლოებული და, როდესაც ზღვა ხალხში გამოჩნდა, მას ჭიანჭველებივით დაეხვივნენ
მხარდამჭერები და ხელში ატაცებული მიიყვანეს ტრიბუნასთან, სადაც მან ისეთი პატრიოტული
სიტყვა წარმოთქვა, რომ ოვაციები ათი წუთის განმავლობაში არ დამცხრალა. მე კი ამით
ვისარგებლე და ობიექტი, რომელსაც „კუდზე“ ვაჯექი, მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლით
მოვკალი. შემდეგ იარაღი მოვიშორე თავიდან, იქაურობა დავტოვე და კონსპირაციულ ბინაში
მივედი. იმავე საღამოს თბილისში დავბრუნდი თვითმფრინავით, მაგრამ, სანამ სახლიდან
გავიდოდი, ერთი უცნაური რამ მოხდა: კონსპირაციულ ბინაში ჯერ ტელეფონი რეკავდა
შეუწყვეტლივ, მაგრამ, ყურმილი არ ამიღია. რეკვა რომ შეწყდა, კარზე კაკუნი გაისმა და,
როდესაც გავაღე, იქვე დაგდებული ბარათი დამხვდა, რომელზეც ლამაზი, მარჯვნივ გადახრილი
კალიგრაფიით, რუსულად ეწერა: „გმადლობთ დახმარებისთვის. ყველაფერი უმაღლეს დონეზე
შესრულდა, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. თქვენი მეგობარი“.

წერილის ავტორი აშკარად მკვლელობის შემკვეთი იყო, მაგრამ, ის ვერ გამეგო, თუ რატომ
უწოდებდა თავს ჩემს მეგობარს და კიდევ როდის და რატომ უნდა შევხვედროდი მას... ნათელი
იყო ისიც, რომ ვიღაც ფარულად მითვალთვალებდა და, ჩემი ლიკვიდაცია რომ სდომოდა,
ალბათ, არც ეს გაუჭირდებოდა.
„ეეჰ, კოკი, კოკი, მგონი დაბერდი“, – ვუთხარი მაშინ საკუთარ თავს, რადგან, აშკარად ვიგრძენი,
რომ ძველებურად მოუხელთებელი აღარ ვიყავი და ჩემი „შებმა“ უფრო მწარე დაცინვას ჰგავდა.

ბოლომდე მოუხელთებელი და უჩინარი ადამიანი, რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ, არც ასეთ
დონეზე გაშიფვრაა კარგი, თუნდაც, ეგრეთ წოდებული „მეგობრისგან.“ მით უმეტეს, რომ ჩვენს
საქმეში გუშინდელი მეგობარი, შეიძლება, მოსისხლე მტრად გექცეს, ან – პირიქით.

მეგობრობა და პარტნიორობა იქით იყოს და, ზოგჯერ ძმებიც კი არ ინდობენ ერთმანეთს.


ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და მითხრა:

– შემკვეთს შეხვდები?

– ვინ არის და რა უნდა?

– კონკრეტულად რა უნდა, არ ვიცი, მაგრამ, აი, ეს არის, – მითხრა რომანმა და ძალიან ცნობილი
ქართველი ბიზნესმენის შვილის სურათი მიჩვენა, რომელიც დღეს უკვე საქართველოში
მოღვაწეობს.

– ხვალ ფუნიკულიორზე, შუადღეზე... – ვუთხარი „ძიას“ და წავედი. მეორე დღეს კი სათანადოდ


შევინიღბე და შეხვედრის ადგილისკენ გავემართე.

შემკვეთი 19 წლის ყმაწვილი იყო, რომელმაც ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:

– მკვლელი შენ ხარ?

უკვე ბიჭის სიტყვებიდან ჩანდა, რომ ტუტუცი იყო და მასთან საქმის დაჭერა არ ღირდა.
შემეძლო, მაშინვე უარი მეთქვა და მიმეტოვებინა, მაგრამ, ცნობისმოყვარეობამ მძლია. ძალიან
მაინტერესებდა, რის შეკვეთას მაძლევდა და რაში იხდიდა ნახევარ მილიონ დოლარს. ამიტომ
მივუგე:

– კარგი იქნება, თუ ხმადაბლა ვილაპარაკებთ, ტერმინებს შევარჩევთ და ზრდილობის ზღვარს არ


გადავალთ. გისმენთ.

– ჩემი ძმა უნდა მოკლათ, თანაც ლონდონში და მაშინ, როდესაც ჩვენ ერთად ვისხდებით კაფეში.
შეგიძლიათ? – მითხრა ბიჭმა.

მკვლელობის მიზეზით ძალიან იშვიათად ვინტერესდები, ეს კი სწორედ ასეთი იშვიათი


შემთხვევა იყო და ბიჭს ვკითხე:

– ძმის მოკვლა რატომ გინდათ?

– იმიტომ, რომ მე ლონდა მიყვარს, მას კი – ჩემი ძმა. ძმას რომ მოვიშორებ, მის ადგილს დავიკავებ
და ლონდას ცოლად მოვიყვან.

იმ კრეტინ შემკვეთს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა და, იმედოვნებდა, რომ, თუკი მისი ტყუპისცალი
აღარ იქნებოდა, მაშინ გოგონას ადვილად დაიყოლიებდა ცოლობაზე. ბევრი რომ არ გავაგრძელო,
იმ კრეტინთან საუბრის ჩანაწერი მამამისს გადავეცი და ვურჩიე, შვილებისთვის მიეხედა... ჩემმა
ხლაფორთმა დადებითი შედეგი გამოიღო: მამამ შვილებზე ზეგავლენა მოახდინა და
დღესდღეობით ტყუპები ძალიან წარმატებული ბიზნესმენები არიან, ორივე დაქორწინებულია
და წარმატებით უთავსებენ ერთმანეთს ოჯახურ ცხოვრებასა და ბიზნესს...

ჩემი ასეთი ალტრუიზმი შეიძლება, ვინმეს ანაქრონიზმადაც კი მოეჩვენოს, მაგრამ, მე რომ ეს


საქმე ამეღო და შემესრულებინა, ყველანაირ ზღვარს გადავიდოდი, ზღვარგადასულობა კი
ჩემთვის დაუშვებელია.

– ეჰ, რა ექვსასი ათასი დავკარგეთ?! – ნახევრად ხუმრობით მითხრა „ძიამ“, როდესაც ორი კვირის
შემდეგ ყველაფერი მოვუყევი.

– არც არაფერი დაგვიკარგავს, – მივუგე რომანს და ტყავის პატარა ჩანთა მუხლებზე დავუდე, –
მადლიერმა მამამ თავისი ნებით გადაიხადა არშემდგარი შეკვეთის ფული და აქ შენი წილი 200
ათასი დოლარია.

საქმე ის იყო, რომ, როდესაც ტყუპების მამას ჩანაწერი მოვასმენინე, მან ყველაფერი
დაწვრილებით გამომკითხა და ბოლოს მითხრა:

– აი, ჩემო ძმაო, შენ ჩემი შვილების სიცოცხლე გადაარჩინე, მათი სიცოცხლე კი ჩემთვის
შეუფასებელია. ეს ფული ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც შენ გამიკეთეო...

ტყუპების ისტორიიდან, მატერიალური მოგების გარდა, რაც იმ შემთხვევაში უკანა პლანზე იდგა,
უდიდესი მორალური კმაყოფილება მივიღე და, მიმაჩნია, რომ დაქირავებულ მკვლელსაც კი
უნდა გააჩნდეს მორალი. მე, რა თქმა უნდა, ამაში არ ვგულისხმობ ბავშვებისა და ფეხმძიმე
ქალების მკვლელობას, რაც არასდროს ჩამიდენია და არც არასოდეს ჩავიდენ.

ერთხელ მორიგ შემკვეთს შევხვდი, რომელსაც, რა თქმა უნდა, შენიღბული ვეახლე. ისიც
შენიღბული მოვიდა, თუმცა, იმდენად ცუდი გრიმი ჰქონდა გაკეთებული, რომ, წითური სახისა
და კუზიანი ფიგურის მიუხედავად, მივხვდი, რომ საკმაოდ ლამაზი და ტანწერწეტა ქალი იყო.

– თქვენზე მითხრეს, ნებისმიერი სირთულის დავალებას უმკლავდებაო, მართალია? – მკითხა


კუზიანმა.

– სრული სიმართლეა. გისმენთ.

– ორასი ათას ევროს ვიხდი, თუკი აი, ამ ქალს მოკლავთ, – მითხრა დამკვეთმა და ობიექტის
სურათი მიჩვენა.

– ალბათ, ძალიან გაწყენინათ.

– ჩემი ქმრის საყვარელია.

– შეგეძლოთ, ოცჯერ ნაკლები ფული გადაგეხადათ და უფრო იაფი შემსრულებელი მოგეძებნათ.


ერთი უმწეო ქალის მოკვლას პროფესიონალი რისთვის სჭირდება? – შეგნებულად ვუთხარი
ქალს, რადგან ვიცოდი, რომ გუდას პირს მოხსნიდა.
– ტყუილად ფიქრობთ ასე. ჯერ ერთი, ის ძუკნა ეშმაკისეულია და სატანის მოციქულის
დამარცხება იოლი არაა. გარდა ამისა, ჩემმა ქმარმა მას პროფესიონალი პირადი მცველები
დაუქირავა.

– მერე, რა პრობლემაა, სნაიპერული შაშხანიდან ვესვრი.

– არა, – თავი გააქნია „წითურა კუზიანმა“, – მე მინდა, რომ მას მუცელი გამოფატროთ და ასე
ჩააძაღლოთ. შეძლებთ?

– თავიდანვე ასე გეთქვათ. თქვენ სპეციფიკური შეკვეთა გქონიათ, ეს კი ორასი ათასზე მეტი
ღირს, მით უმეტეს, რომ პირადი მცველებიც უნდა გავანეიტრალო.

– კარგი, – ჩაეცინა შემკვეთს, – თქვენი ფასი მითხარით.

– მილიონი დოლარი, – შეგნებულად ავწიე ფასი, რომ ქალს თავი დაენებებინა ჩემთვის, მან კი
უმალვე მომიგო:

– თანახმა ვარ. ოღონდ, ის ძუკნა საშინელი სიკვდილით უნდა მოკვდეს და მისი ბილწი ნაყოფი
ამქვეყანას არ უნდა მოევლინოს.

– ის ფეხმძიმედაა? – ვკითხე შემკვეთს.

– დიახ, ჩემი ქმრისგან.

– ასეთ შემთხვევაში, შეკვეთას ვერ მივიღებ – ბავშვებსა და ფეხმძიმე ქალებს არ ვკლავ.

– მე კი მითხრეს, პროფესიონალიაო – დამცინავად მითხრა ქალმა და დაამატა: – მაგრამ, თქვენ,


როგორც ჩანს, ჩიტის გული გქონიათ. მეშინია, შარვალში არ გაგეპაროთ.

ქალის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყური არ ვათხოვე და ვუპასუხე:

– მე მანიაკი არ ვარ. ხოლო, თუ ჩემს პროფესიონალიზმში გეპარებათ ეჭვი, მაშინ თქვენი ქმრის
მკვლელობა შემიკვეთეთ და შედეგს თვალნათლივ დაგანახვებთ, მით უმეტეს, რომ ამ ამბავში
თქვენი ქმარია ყველაზე მეტად დამნაშავე.

– რაო?! რა თქვი, შე დამპალო! – იღრიალა ქალმა და წამოენთო, – ჩემი ქმარი საკუთარ თავზე
მეტად მიყვარს და მის გამო ნებისმიერს ყელს გამოვჭამ.

– ჩუმად! – კბილებში გამოვცარი მე და მივიხედ-მოვიხედე, – ხმა ჩაიწყვიტე, თორემ, მოგკლავ!

ჩვენი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს რესტორანში მოხდა და


ორადგილიან მაგიდასთან ვისხედით.

იმის ნაცვლად, რომ გაჩუმებულიყო, ქალი არ შემეპუა, დანას წამოავლო ხელი და, ალბათ, თავს
დამესხმებოდა, მაგრამ, უცებ გაფითრდა და მთელი სხეულით აკანკალდა. მე თავი დამანება და
რესტორნის შესასვლელისკენ მიაპყრო მზერა, სადაც სიმპათიური მამაკაცი და ფეხმძიმე ქალი
იდგნენ.
– მე ვიცი, რასაც ვიზამ, – კბილებში გამოცრა ქალმა, დანას ხელი მოუჭირა და
ახალმოსულებისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართა.

რთული მისახვედრი არ იყო, რომ შემკვეთმა თავისი ქმარი და მისი საყვარელი დაინახა,
რომლებიც სავახშმოდ შემოვიდნენ რესტორანში და, აბა, რას წარმოიდგენდნენ, რომ იქ მათ
შენიღბული შემკვეთი დახვდებოდათ.

ქალის შეჩერება უკვე გვიან იყო და არც მიცდია. ის ფეხმძიმე ქალთან მიიჭრა და რესტორნის
დანა მუცელზე მთელი ძალით დაუშვა. თუმცა, მან ოსტატური მოძრაობით აიცილა
თავდამსხმელი, კეფაში გაშლილი ხელი ჩასცხო და უგონოდ დასცა ძირს... რესტორანში
ჩოჩქოლი ატყდა. ყავის საფასური მაგიდაზე დავტოვე, შემდეგ ტუალეტში შევედი, სწრაფად
მოვიშორე გრიმი და პარიკი, ტანსაცმელი ამოვაბრუნე და ისევ გარეთ გამოვედი, სადაც პოლიცია
დამხვდა. მათ თავდამსხმელი ხელბორკილებით ჰყავდათ გაკავებული, ის კი გაჰკიოდა:

– ქილერი! სადაა ჩემი ქილერი! მე მას ამ საქმეში მილიონ დოლარს ვუხდი!..

მე, რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას, თან, გულის სიღრმეში მეცოდებოდა ის
ქალი, რომელიც მოღალატე ქმარმა ასეთ საშინელ დღეში ჩააგდო.

„ფეხმძიმე რომ არ ყოფილიყო, ნამდვილად ღირდა იმ ძუკნას გაგორება და ზედ კი ის კაცი იყო
დასაკლავი“, – ვფიქრობდი გუნებაში, რადგან, ოჯახის კაცი ვიყავი და ცოლის ღალატი ჩემთვის
უცხო ხილი იყო. თუმცა, ჩემი კარიერის განმავლობაში, როცა საქმეს დასჭირდა, ასეთ ცოდვაში
ფეხის ჩადგმა მაინც მომიხდა.

ერთხელ შჩუკინმა მიხმო და მითხრა:

– მნიშვნელოვანი მისია უნდა განდო. მართალია, შენ ასეთ რამეებს ერიდები, მაგრამ, რას იზამ,
ასე სჭირდება საქმეს.

– ქალი უნდა შევაბა?

– შენდა სამწუხაროდ, ჰო.

– სხვას რომ დაავალოთ ეს საქმე?

– შენ ხომ კარგად იცი, რომ მსგავს საქმეებს გარიდებ, მაგრამ, ამჯერად უშენოდ არ გამოვა.

– კეთილი, რა გაეწყობა. ბრძანეთ, რა უნდა გავაკეთო.

– ანდრეი ლუკიჩი შეგიყვანს საქმის კურსში, – მითხრა შჩუკინმა და მუხინზე მიმითითა,


რომელიც უხმოდ გვისმენდა.

გენერალმა მუხინმა წითელი საქაღალდე გახსნა, იქიდან რამდენიმე ფოტოსურათი ამოიღო,


მაჩვენა და მითხრა:

– აი, შენი მოსანადირებელი ობიექტი.


ფოტოებზე ძალიან უშნო გარეგნობის, ჩემზე ბევრად უფროსი ასაკის ქალი იყო აღბეჭდილი. რომ
დავხედე, მუხინს ვუთხარი:

– ამ მახინჯ ბებერს რა შებმა სჭირდება?

– ეს თვით ბერტა ნელსონია, მთელი თავისი ბრწყინვალებით. კუშტი, შეუვალი, ქალწული


მაიორი, რომლის გულიც აქამდე ვერავინ მოინადირა და ამიტომ ლენგლიში მას „რკინის
ქალწულს“ უწოდებენ, – განმიმარტა მუხინმა.

ანდრეი ლუკიჩის სიტყვები უფრო ხუმრობა მეგონა, ვიდრე სიმართლე და მივუგე:

– და მე ეს „რკინის ქალწული“ უნდა გავჟიმო და ამით „ცეერუს“ ნამუსი ავხადო, ხომ?

– ტყუილად ხუმრობ, კოკი. ბერტას გაჟიმვა ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი დეტალია, რომელმაც
მისი წარმატებით დასრულების გასაღები უნდა მოგვცეს. მაიორი ნელსონი ლენგლიში საბჭოთა
ოპერატიული მიმართულების კოორდინატორია და მთელი აგენტურული ქსელი მის ხელშია.
ოპერაციის პროგრამა-მაქსიმუმია ამ აგენტურული ქსელის ხელში ჩაგდება, რომ ჩვენს
ტერიტორიაზე მოქმედ ამერიკელ ჯაშუშებს ბოლო მოვუღოთ. პროგრამა-მინიმუმი კი, ამ
ქალბატონის გატაცება და ლუბიანკაზე დაკითხვაა. საბუთების ხელში ჩაგდება ურთულესი
საქმეა, თუმცა, არანაკლებ რთულია ამ ქალის გატაცება, რადგან ის უკარებაა, თითქმის არსად
დადის და, ან სახლშია, ან – სამსახურში. „ცეერუდან“ მისი გატაცება წარმოუდგენელია, სახლში
კი, ეზოში დაბმული ორი უზარმაზარი ნაგაზის გარდა, უახლესი ელექტრონული სასიგნალო
მოწყობილობა არ შეგიშვებს. გარდა ამისა, ქალი შეიარაღებულია, გამოცდილი და კარგად
გაწვრთნილი. რომ იტყვიან, მინუსი არ აქვს.

– აქვს, – უნებლიეთ სიტყვა შევაწყვეტინე მუხინს, რადგან გუნებაში უკვე ბერტა ნელსონის
„შებმაზე“ ვფიქრობდი, – მისი მინუსი ქალწულობაა.

– ქალწულობა? – ჩაერთო შჩუკინი.

– დიახ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ქალწულობა, – გავუმეორე შჩუკინს, – მას რომ შეუცნობლის


შეცნობის სურვილს გაუღვივებ, მაშინ მიზნის მისაღწევ გზასაც დაადგები.

– პრინციპი სწორია, – მითხრა მუხინმა, – მაგრამ, როგორ აპირებ ორმოც წელს გადაცილებული
ქალწული მაიორის სექსზე დაყოლიებას?

– ეს მოსაფიქრებელია, მაგრამ, ვფიქრობ, შევასრულებ, თუმცა, ამისთვის ცოტა დრო მჭირდება.

– რამდენი? – მკითხა შჩუკინმა.

– მაქსიმუმ ორი-სამი თვე.

– ესე იგი, კვალიფიკაციის ასამაღლებელ, გრძელვადიან კურსებზე უნდა გაემგზავრო, – მითხრა


შჩუკინმა, მაგიდაზე მდგარ თეთრ ტელეფონზე მიმითითა და დაამატა: – მიდი, შენს მეუღლეს
დაურეკე და შეატყობინე, რომ სამი თვე სახლში არ იქნები.
მერიკოს არასდროს სიამოვნებდა ჩემი ხანგრძლივი მივლინებები, მაგრამ, რას იზამდა,
ამჯერადაც ამოიხვნეშა და მითხრა:

– კარგი, საყვარელო, რა გაეწყობა თავს გაუფრთხილდი.

ყურმილი რომ დავკიდე, შჩუკინმა მითხრა:

– ორი დღე გეყოფა მოსამზადებლად?

– ერთშიც ჩავეტევი, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს.

– ორი იყოს. მაზეგ კი, ამერიკაში გაემგზავრები და რკინის ქალწულზე ნადირობას დაიწყებ, –
ღიმილით მითხრა შჩუკინმა.

ორი დღე ჩემს მოსკოვურ სახლში გავჩერდი, თითქმის სულ წამოწოლილი ვიყავი და მომავალი
ოპერაციის დეტალებზე ვფიქრობდი. გამგზავრების წინ კიდევ ერთხელ შევხვდი გენერლებს,
ჩემი მოსაზრებები გავუზიარე და ამერიკაში ჩავფრინდი.

წინასწარ მოფიქრებული გეგმის მიხედვით, ერთ-ერთ ფირმაში მოვეწყვე, რომელიც სახლში


გამოძახებით დაატარებდა პიცას. მე ფურგონიანი მოტოციკლი მომცეს, დღიური 20 დოლარი
დამინიშნეს, პლუს, გაყიდვების ხუთი პროცენტი და მუშაობას შევუდექი. სხვათა შორის, ძალიან
სარფიანი საქმე გამოდგა და ყოველდღიურად 80-100 დოლარს ვშოულობდი. გეგმის მიხედვით,
ჩემი მოტოციკლი ბერტა ნელსონის მანქანას უნდა დასჯახებოდა და ამგვარად უნდა შემდგარიყო
ჩვენი შეხვედრა, მერე კი მე ვიცოდი და ჩემმა „კაზანოვობამ“.

ბერტა ნელსონი ფეშენებელურ რაიონში ცხოვრობდა, სადაც მწვანეში ჩაფლული კოხტა კერძო
სახლები იყო ჩამწკრივებული. იმ რაიონში თითქმის არ მიწევდა შეკვეთების მიტანა.
სამაგიეროდ, გვერდითა რაიონში დავდიოდი ხშირად სწორედ ფეშენებელური რაიონის
გავლით. ოპერაციის განხორციელებაში კიდევ სამი საბჭოთა მზვერავი მონაწილეობდა,
რომლებიც ბერტას უთვალთვალებდნენ და მისი გადაადგილების შესახებ მატყობინებდნენ.
დათქმულ დღეს, ერთ-ერთმა ჩემიანმა პირობითი ნიშნებით შემატყობინა, რომ მაიორი ნელსონი
მოდიოდა.

ბერტა მწვანე ფერის „ფოლკსვაგენით“, ეგრეთ წოდებული „ხოჭოთი“ გადაადგილდებოდა.


საღამოვდებოდა. მე ბერტას სახლის შესახვევში შევჩერდი და, როდესაც „რკინის ქალწული“
„ხოჭოთი“ სახლს მიუახლოვდა, მოულოდნელად გამოვვარდი, „ფოლკსვაგენს“ შევუვარდი და,
მართალია, მაიორმა დამუხრუჭება მოასწრო, მაგრამ, დამარტყა და გადამაყირავა. ჩემი
ფურგონიდან პიცები გადმოიყარა, მე თავი გამიტყდა და სისხლი თქრიალით წამომივიდა.

„კარგი დასაწყისია“, – გავიფიქრე გუნებაში და „ხოჭოდან“ გადმოსულ ქალს დაბინდული


მზერით ავხედე. მან ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა:

– თავბრუ გეხვევათ?

– დიახ, მემ.
– ახლავე სასწრაფოს გამოვუძახებ, – მითხრა ბერტამ და დაამატა, – მე აქ ვცხოვრობ და დავრეკავ.

– არა, არა, მემ, გევედრებით, – ჩავრთე მთელი ჩემი არტისტიზმი, – არც სასწრაფო მინდა და არც
პოლიცია. ჩემი ბრალი იყო და, გევედრებით, მაპატიოთ. პიცებს საბარგულში ჩავალაგებ და
აქედან გაგეცლებით.

– პოლიციას რატომ ერიდებით? – პროფესიული კითხვა დამისვა მაიორმა, რაც იმას ნიშნავდა,
რომ ჩემს მახეში ებმებოდა.

– იმიტომ, მემ, რომ ოქმს დაწერენ, ჩემს სამსახურში შეატყობინებენ, იქ კი ასეთი რამეები არ
უყვართ და უმალვე გამათავისუფლებენ. მე კი არცთუ ურიგო გამომუშავება მაქვს... გთხოვთ, ნუ
გამწირავთ...

– მაშინ, საავადმყოფოში წაგიყვანთ, – შემომთავაზა ბერტამ, – თავი გაქვთ გატეხილი და, იქნებ
გასაკერიცაა.

– არა, მემ, არა, – ვეუბნებოდი ბერტას და მიმოფანტულ პიცებს საბარგულში ვაწყობდი, თავიდან
კი სისხლი თქრიალით მომდიოდა და სახეზე მეღვრებოდა.

– მაშინ, სახლში შემომყევით და თქვენს ჭრილობას დავხედავ. თუ გასაკერი არ არის, მე თვითონ


დაგიმუშავებთ, – მკაცრი ტონით მითხრა ბერტა ნელსონმა.

„ჭამა“, – გავიფიქრე გუნებაში, მოტოციკლის ფურგონი ჩავკეტე და მაიორს უკან გავყევი.

ეზოში რომ შევედით, უზარმაზარი როტვეილერი შემოგვეგება, რომელმაც პატრონი ალოკა, მე


კი ყურადღებით შემათვალიერა.

– ლენინ, წყნარად! წადი შენს ადგილზე! – უბრძანა ბერტა ნელსონმა ძაღლს, რომელიც უმალვე
დაემორჩილა პატრონის სიტყვას.

„ამ ძუკნას არ უყურებ?! ძაღლისთვის ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელი დაურქმევია! არ


უნდა ჩააძაღლო ეს შპიონი?!“ – აღვშფოთდი მე, რადგან კომუნისტური იდეოლოგია სისხლში
მქონდა გამჯდარი და ასეთი რამ მკრეხელობად მიმაჩნდა.

– რა უცნაური სახელია, მემ! უცნაური და თანაც ნაცნობი, მაგრამ, სად გამიგია, ვერ ვიხსენებ, –
ვუთხარი „რკინის ქალწულს“.

– ლენინი საბჭოთა კავშირის დამაარსებელი იყო, – მომიგო ქალმა და კარი გააღო, –შემოდით.

„რკინის ქალწულის“ „შესაბმელად“ მაქსიმუმ ერთი საათი მქონდა, რადგან ჩემს მკურნალობას
მეტი დრო არ დასჭირდებოდა და ამ ვადებში უნდა ჩავტეულიყავი.

– სააბაზანოში შევიდეთ და თავს დაგბანთ, რომ ჭრილობა დავათვალიერო, – მითხრა ბერტამ და,
სააბაზანოში რომ შევედით, დაამატა: – პერანგი გაიხადეთ.

– მერიდება, მემ! – „დავიმორცხვე“ ბერტას წინაშე, მან კი მომიგო:


– სისულელეა. გაიხადე, ყმაწვილო, შენ წინაშე მაიორი დგას და არა თავქარიანი, ტუტუცი და
კეკლუცანა გოგო.

მაიორ ნელსონის სიტყვები მაინცდამაინც დამაიმედებლად არ ჟღერდა, რადგან ის სწორედაც


უნდა გამეტუტუცებინა და ეს ყოველივე, სულ რაღაც, ერთ საათში უნდა გამეკეთებინა. თუმცა,
შემუშავებული გვქონდა სათადარიგო ვარიანტიც და, თუკი ბერტას შევატყობდი, რომ არ
„ებმებოდა“, მაშინ ის უნდა გაგვეტაცებინა, რისთვისაც სამკაციანი ჯგუფი უკვე მზად იყო. ისინი
ჩემს ნიშანს ელოდნენ და ბერტა ნელსონის სახლიდან ასიოდე მეტრის დაშორებით ისხდნენ
მანქანაში.

– იქნებ, გახდის გარეშე... – დავიწყე მე. მაგრამ ბერტამ სიტყვის დასრულება არ მაცალა, პერანგი
შემომგლიჯა, იატაკზე დააგდო და დააყოლა:

– მაინც აღარ ვარგა. ახალს მოგცემ. ახლა კი თავი დახარე და არ გაინძრე, – მითხრა ქალმა და
აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა. შემდეგ მომკიდა ხელი და თავი მარჯვენა მუხლზე დამადებინა.
მეორე ხელით კი შხაპის წყალს მასხამდა და იმეორებდა: – საკმაოდ ღრმა ჭრილობაა. არ მეგონა,
მაგრამ, არაფერია. აბა, წამოდი, ტახტზე წამოწექი.

ბერტა ნელსონმა საკმაოდ კვალიფიციური პირველადი დახმარება აღმომიჩინა, თავზე სახვევი


დამადო, ახალთახალი პერანგი ჩამაცვა და მითხრა:

– იწექი. ყავას მოგიტან და ცოტა კონიაკიც დააყოლე, მოგიხდება.

– მემ, არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ძალიან მეუხერხულება, რომ თქვენი მეუღლის
ახალთახალი პერანგი მაცვია.

– პერანგი ჩემი ძმისთვის ვიყიდე, მე კი გაუთხოვარი ვარ. ასე რომ, ნუ ღელავთ. რა გქვიათ?

– რობერტი, მემ. თქვენ?

– მაიორი ბერტა ნელსონი.

– სამხედრო ექიმი ხართ?

– არა, – გაეღიმა ქალს, – უბრალოდ, სამხედრო.

– თქვენ ძალიან კეთილი ხართ, მემ. რომ გიყურებთ, თვალწინ ჩემი ჯილდა მიდგას.

– მეუღლეა? – მკითხა ქალმა, თან კონიაკი ჩამომისხა.

– არა, ქორწინებამდე საქმე აღარ მისულა – საცოდავი ჯილდა გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად
და სამუდამოდ წავიდა ჩემგან, – ვუთხარი ქალს და ისე ბუნებრივად და მწარედ ავტირდი, რომ
ის გაოგნებული მიყურებდა.

– კარგი, კარგი, ნუ ტირი, ჩემო ბიჭუნა, – მითხრა მაიორმა და მკერდზე მიმიხუტა, მე კი მას
წელზე შემოვხვიე ხელი, მაგრად მივიკარი და ქვითინს ვუმატე, თან ვიმეორებდი:
– ჯილდა, ჩემი უბედური ჯილდა... თქვენ არ იცით, მემ, რა კეთილი იყო. თქვენსავით კეთილი,
მაგრამ, ჩემგან სამუდამოდ წავიდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეს ჩვენი „რკინის ქალწული“, ლენგლის მაიორი ბერტა ნელსონი,
სულ რაღაც საათ-ნახევრის შემდეგ შიშველი მეწვა ლოგინში, გაშმაგებით მკოცნიდა და
იმეორებდა:

– მე, მე მოგივლი, გიპატრონებ და შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ...

ჩემი და ბერტას შმაგი რომანი სამი კვირა გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ყოფილმა „რკინის
ქალწულმა“ მთელი სადაზვერვო ქსელი ჩააგდო, რომელიც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე
ფუნქციონირებდა და, მზად იყო, ჩემ გამო ყველაფერზე წასულიყო. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს,
სამსახურიდან დაბრუნებულ მაიორს ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი დახვდა, რომელშიც
ეწერა: „ნახვამდის, ჩემო შმაგო მიჯნურო. იძულებული ვარ, დაგტოვო. თუმცა, იმედს ვიტოვებ,
რომ ერთმანეთს კვლავ შევხვდებით. ნახვამდის“.

ბერტა ნელსონის მიერ ჩაგდებული ქსელი საბჭოთა დაზვერვამ მრავალი წლის განმავლობაში
მაქსიმალურად გამოიყენა, თანაც, მაიორს საიმედო „კრიშა“ გაუკეთეს, რომ არ ჩავარდნილიყო.
ჩემ მაგივრად კი სხვა მზვერავი მიუჩინეს, რომელიც მას სექსუალურ მომსახურებასაც უწევდა,
თან მის სადაზვერვო მოქმედებებს უწევდა კოორდინაციას.

– სიმართლე გითხრა, არ მოველოდი, რომ ბერტა ნელსონს გაჟიმავდი. მეგონა, მისი მოტაცება
დაგვჭირდებოდა, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც ამერიკიდან მოსკოვში დავბრუნდი და მას
დაწვრილებით ვუამბე ყველაფერი.

– მეც ძალიან კმაყოფილი ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე გენერალს.

– რით ხარ კმაყოფილი, „ცეერუს“ მაიორთან ჟიმაობით? – მეხუმრა შჩუკინმა და დაამატა: –


რატომაც არა, ბერტას გაჟიმვა „ცეერუს“ გაჟიმვაა და ასეთი ბედნიერება ერთეულებს თუ
ხვდებათ წილად, შენ კი ერთ-ერთი მათგანი ხარ.

საბჭოთა გენერლის სიტყვები აბსოლუტურად ზუსტად ასახავდა „კაგებეს“ მისწრაფებას,


„ცეერუსთვის“ თავზე ლაფი დაესხათ, რადგან სწორედ ეს უწყება ითვლებოდა საბჭოეთის და,
შესაბამისად „კაგებეს“ უმთავრეს მტრად და სამიზნედ.

– იცი რა, კოკი, – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც მორიგი შესრულებული დავალების
ზუსტი ანგარიში ჩავაბარე, – ჩვენს საქმეში მაკიაველისტი ვარ.

– ანუ? – ვკითხე ვიქტორ იაკოვლევიჩს, როდესაც მან პაუზა გააკეთა და შემომხედა.

– ანუ ის, ჩემო კარგო, რომ ჩვენს საქმეში გამარჯვების მიღწევა ნებისმიერი ხერხისა და
საშუალების გამოყენებითაა დასაშვები და მიზანი ამართლებს საშუალებას.

– ცოტა სადავოა, ამხანაგო გენერალო. თუმცა, ჩვენი მეტოქეები მრავალ სიბინძურეს სჩადიან
ჩვენს დასამარცხებლად, – გულწრფელად მივუგე შჩუკინს. მან კი, აღტაცებით მითხრა:
– სწორედაც რომ, ჩემო კარგო! სწორედ მათი სიბინძურის გამო უნდა წავიდეთ
უკიდურესობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩვენ ვერ დავამარცხებთ. არადა, ჩვენ ეს უნდა
გავაკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო თავზე დაგვემხობა და გლობალური
კატასტროფა მოხდება.

გენერალ შჩუკინის სიტყვები ტიპიური ველიკორუსული მესიანიზმის ქადაგება იყო, რასაც


მაშინაც ვეთანხმებოდი და არც დღეს უკუმიგდია ბოლომდე. თუმცა, ამ იდეის
განსახორციელებლად ნამდვილად ვერ მოვაწერ ყველაფერზე ხელს. პირველ ყოვლისა, ვერ
გავწირავ საკუთარ ოჯახს და ვერ მოვკლავ ბავშვს და ფეხმძიმე ქალს. ესაა ჩემი ცხოვრებისეული
კრედო.

ასე იყო მაშინაც, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური იდეოლოგია ფაქტობრივად ძვალსა და
რბილში მქონდა გამჯდარი. ამიტომ, გენერალს შევაპარე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენ არანაირ გამონაკლისს არ უშვებთ ამ ბრძოლაში?

– არანაირს, ჩემო კარგო. გამონაკლისი სისუსტის გამოჩენას გულისხმობს, სუსტები კი


ბრძოლაში მარცხდებიან, ხოლო ჩვენ დამარცხების უფლება არ გვაქვს.

ეს დიალოგი რომ შედგა, მე და შჩუკინი საკმაოდ დაახლოებული ადამიანები ვიყავით და


შევბედე:

– ნუთუ, უმწეო ბავშვსაც გაწირავთ გამარჯვებისთვის?

– ნუ ფიქრობ, რომ ჩიხში მომიმწყვდიე, – ჩაეცინა გენერალს და მკითხა, – ახალშობილ ჰიტლერს


არ ჩაკლავდი ძაღლივით, რომ იცოდე, რა გლობალურ უბედურებას დაატრიალებს ის
მომავალში?

– ჰიტლერს ჩავკლავდი, თოთო ბავშს – არა, – ღიმილითვე მივუგე შჩუკინს და, მართალია,
გენერალი სულაც არ იყო დაბნეული კაცი, მაგრამ, მოულონელად გაჩუმდა და შემომხედა,
შემდეგ, ხელი ჩაიქნია და თქვა:

– ჯანდაბას ჰიტლერი! ღმერთმა უკიდურესობები გვაშოროს. ისე კი, ყველაფრისთვის მზად


უნდა ვიყოთ.

შჩუკინის თქმის არ იყოს, მე ყოველთვის, ყველაფრისთვის მზად ვარ და ასეთი გრძნობა მას მერე
გამიჯდა სისხლში, რაც კოჯრის სპეცსკოლიდან გამოვედი.

სწორედ ოლეგმა, ჩემი დობილი ნატას მამამ მითხრა, როდესაც სპეცკურსი გავიარე, რომ
ცხოვრებაში და, განსაკუთრებით – ჩვენს საქმეში, ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

– დაიმახსოვრე, რომ ამ წამიდან შენ ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი გყავს ჩასაფრებული და მის
მოსაგერიებლად და დასამარცხებლად ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.
– გასაგებია, ამხანაგო პოლკოვნიკო! – მივუგე სპეცსკოლის დირექტორს, რომელიც, წლების მერე,
როგორც მოღალატე, სიცოცხლეს გამოვასალმე. ოლეგს შუბლს რომ ვუხვრეტდი კიდევ ერთხელ
დავრწმუნდი, თუ რა ვერაგულ საქმეში მედგა ფეხი.

ჩემი პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენი სპეცდავალება კარგად


დამუშავებული იდეოლოგიური კლიშეებით იყო შეფუთული, რომ თავი კომფორტულად
გვეგრძნო. ჩემი ინდივიდუალური ინსტრუქტორი, რომელიც ტვინს იდეოლოგიურად
„მისუფთავებდა“, მეტყოდა ხოლმე:

– შენი კვალიფიკაციის უშიშროების საიდუმლო აგენტი, ფაქტობრივად, ზეკაცია, რომელიც


მილიონობით საბჭოთა ადამიანს უდგას ფარად და ის საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ამიტომ, შენ
ყველგან და ყოველთვის ყველაფერზე მაღლა უნდა იდგე და სიკვდილისთვის თვალებში ყურება
შეგეძლოს.

რაც მართალია, მართალია, მთელი ცხოვრება სიკვდილს ვეთამაშები, თვალებში ვუყურებ მას და
ცოცხალი ვარ. ვერ ვიტყვი, რომ სიკვდილი დავამარცხე, რადგან ეს შეუძლებელია. მაგრამ,
ჯერჯერობით ვერც ის მჯობნის, თუმცა, ბევრჯერ კი უცდია. სასაცილო და საინტერესო ისაა,
რომ სიკვდილთან თამაშმა შეჩვევა იცის და, ნარკომანის არ იყოს, სიკვდილთან დიდი ხნის
უთამაშებლობამ „ლომკა“ იცის...

ჯერ კიდევ „კაგებეში“ ვმუშაობდი, როდესაც ჯერ საშინელი გრიპი დამემართა, შემდეგ წითელა
და მიყოლებით რამდენიმე ინფექციური დაავადება გადავიტანე. თითქმის ხუთი თვე ავად
ვიყავი და ამდენი ხნის უმოქმედობამ ისე მომანატრა სამუშაო, რომ შჩუკინთან შეხვედრა
მოვითხოვე და კაბინეტში ვეწვიე მას.

– ხდება რამე? – მკითხა გენერალმა.

– მეტი აღარ შემიძლია, ამხანაგო გენერალო. ხუთ თვეზე მეტია, უმოქმედოდ ვარ და
მუქთამჭამელად გადავიქეცი, – ვიხუმრე ბოლოს, – მიშველეთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ხელიდან
გეცლებით.

– ბრძოლა გწყურია? – გაეცინა შჩუკინს, – კარგი, რადგან აქ ხარ, ერთ პატარა საქმეს დაგავალებ
და, აბა, შენ იცი.

„ერთი პატარა საქმე“, არც მეტი, არც ნაკლები, ქალაქ პეშავარიდან აბუ ბაკალის მოტაცება იყო.

აბუ ბაკალი ამ ცოტა ხნის წინ მოკლეს ამერიკელმა სპეცაგენტებმა. ის უსამა ბინ ლადენის
უახლოესი თანამებრძოლი და „ალქაიდას“ დამფუძნებელი იყო. მაშინ ის ავღანელ მოჯაჰედთა
ერთ-ერთ უმსხვილეს დაჯგუფებას მეთაურობდა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
გააფთრებით იბრძოდა. აბუ ბაკალი წარმოშობით იორდანიიდან იყო და მუსლიმანურ
სამყაროში ქარიზმატულ პიროვნებად მიაჩნდათ.
– აი, ესაა აბუ ბაკალი, – ობიექტის სურათები მაჩვენა მუხინმა, რომელზეც ტიპური მოჯაჰედი
იყო აღბეჭდილი, იმ მცირე განსხვავებით, რომ მისი ათასობით რიგითი ფანატიკოსი მებრძოლი
უდიდეს სამხედრო ტერორისტულ ძალას წარმოადგენდა.

– რატომ ვიტაცებთ? – ვკითხე გენერლებს.

– იმიტომ, რომ პოლკოვნიკ ვასილიევში გავცვალოთ, – მომიგო შჩუკინმა, – ჩვენ მიერ


მოჯაჰედებში გავრცელებული ლეგენდით, ის ლეონიდ ბრეჟნევის უახლოესი ნათესავია.
სინამდვილეში კი ვასილიევი აზიური სადაზვერვო ქსელის მთავარი კოორდინატორია და იმ
ოცი ჩანერგილი სპეცაგენტის ვინაობა იცის, ვინც მუშაობს სადამ ჰუსეინის, მუამარ კადაფის
ახლო გარემოცვაში, აგრეთვე, სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციაში და ცენტრს
უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს აწვდიან. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინე, რა მოხდება,
ვასილიევმა რომ პირი დააღოს... არადა, თუ მას დროზე არ გამოვიხსნით, მით უმეტეს, თუ ის
ცუდ პირობებში ჰყავთ, გამორიცხული არაა, ალაპარაკდეს.

ვასილიევს რომ პირი დაეღო, საბჭოთა კავშირი უმნიშვნელოვანეს საინფორმაციო წყაროებს


დაკარგავდა აზიაში და „კაგებე“ სწორედ ამიტომ მიდიოდა ისეთ საშიშ ოპერაციაზე, როგორიც
აბუ ბაკალის მოტაცება იყო. ჩემი უწყების ეს ნაბიჯი გამართლებული და გასაგები იყო ჩემთვის,
მაგრამ, ვერ გამეგო, როგორ ჩაუვარდა ხელში ასეთი რანგის კაცი მტერს. ეს პირები ყოველთვის
ძალიან ფრთხილები და დაცულები არიან და მტრის ხახაში არასოდეს ვარდებიან. ამიტომ,
ვიქტორ იაკოვლევიჩს ვკითხე:

– ამხანაგო გენერალო, მაინც, რა შეემთხვა ვასილიევს და ვის ჰყავს ის?

– ჯერ ერთი, ვასილიევის ნამდვილი გვარი ხარინია. ის პაკისტანის სამხრეთში ჰყავს აბუ
ბაკალის ხალხს და იქიდან მისი გამოხსნა აბუ ბაკალის მოტაცებაზე უფრო სარისკოა, რადგან ის
ოპერაცია რომ ჩაგვეშალოს, მიხვდებიან, რომ სულ სხვა რაღაცაშია საქმე და მას დამუშავებას
დაუწყებენ. აბუ ბაკალის მოტაცება რომ ჩაგვეშალოს, ვერაფერს იეჭვებენ და მეორე ვარიანტზე
ამიტომ შევჩერდით, – მითხრა შჩუკინმა, – ახლა კი გეტყვი, თუ როგორ „ააგდეს“ ხარინი: ის
ქაბულში იყო ჩასული, სადაც მორიგი აგენტი ჩაიყვანა და სპეცდავალებით ავღანეთის
დემოკრატიულ მთავრობაში შეაგზავნა. მას წვერი გაუპარსავს და ქალაქში გასულა, რომ
აღმოსავლური ბაზრისთვის თვალი გადაევლო, რაღაცეები ეყიდა და მოსკოვში ჩაეტანა. ის არც
ჩაცმულობით და არც გარეგნობით არაფრით განსხვავდებოდა ადგილობრივი
მცხოვრებლებისგან, მაგრამ, წვერის პარსვის შემდეგ დასხმული „ტრაინოი“ ოდეკოლონის
წყალობით გაშიფრა. ერთ-ერთ ადგილობრივ მცხოვრებს ხელი უკრავს მისთვის და
დაუღრიალია: აი, რუსი ღორი, ჩვენს სამოსშია გამოწყობილი და ჩვენს მიწაზე თავისუფლად
დააბიჯებსო. ერთი სიტყვით, ის იქვე გაკოჭეს, გაიტაცეს და მალევე გადაიყვანეს პაკისტანში.
სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– სამწუხარო კურიოზია, – მივუგე შჩუკინს და ვკითხე: – როდის და ვისთან ერთად უნდა გავიდე
ხაზზე?

„ხაზზე გასვლა“ ოპერაციაზე გასვლას ნიშნავდა და მუხინმა მითხრა:


– ორი შვიდ-შვიდკაციანი ჯგუფი გელოდება „ბ“ კვადრატში, რომელიც აბუ ბაკალის
რეზიდენციიდან ას ორმოცდაათ მეტრში მდებარეობს და მათი ხელმძღვანელობის უფლებას
ადგილზე მიიღებ. შენი მთავარი ამოცანაა ობიექტის წამოყვანა. გექნებათ რაცია, რომელსაც
მაშინ გამოიყენებთ, თუკი ობიექტი ცოცხალი გეყოლებათ და მის წამოსაყვანად „კრაკადილები“
ჩამოვლენ. გასაგებია?

– გასაგებია, – მოკლედ მოვუჭერი მუხინს.

„კრაკადილი“ რეაქტიულჭურვებიანი და ნახევრად დაჯავშნილი ვერტმფრენი „მი-24“ იყო,


რომელსაც პაკისტანის საზღვარი უნდა დაერღვია და სუვერენული სახელმწიფოს
ტერიტორიაზე შეჭრილიყო, რაც დიდ სამხედრო-პოლიტიკურ რისკთან იყო დაკავშირებული.
გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფი რომ დაეკავებინათ, საბჭოეთი უარს იტყოდა ჩვენზე. ამიტომ, ძალიან
სწრაფად და ზუსტად უნდა გვემოქმედა. როგორც კი ადგილზე ჩავედი და იქ არსებულ
ვითარებას გავეცანი, ხელქვეითებს ვუთხარი:

– ჩვეულებრივი საიერიშო ოპერაცია უნდა ჩავატაროთ. ვიწყებთ უხმაუროდ და, ერთი


გასროლაც თუ მოხდა, ეგრევე იერიშზე გადავდივართ. ვიწყებთ შუაღამეზე და ყველაფერს
ძალიან სწრაფად და შედეგიანად დანაკარგების გარეშე ვაკეთებთ.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც მაშინ ჩვენ გაგვიმართლა. აბუ ბაკალი ისე უხმოდ
გავიტაცეთ და ისეთ კაიფში იყო, რომ მხოლოდ ქაბულში გამოფხიზლდა და ვერ მიხვდა, რომ
საბჭოთა დაზვერვის ხელში იმყოფებოდა. ის მეორე დღესვე დაბრუნდა უკან, მას მერე, რაც
პოლკოვნიკ ხარინში გაიცვალა. საბჭოთა ოფიცრის შესახვედრად პირადად ანდრეი ლუკიჩ
მუხინი იყო ჩამოსული ავღანეთის დედაქალაქში. ხარინი რომ შტაბში მივიყვანე და გენერალს
წარვუდგინე, მუხინმა ძალიან ცნობილი ფირმის ოდეკოლონი ამოაცურა ჯიბიდან, პოლკოვნიკს
გაუწოდა და უთხრა:

– აი, ეს იხმარე გაპარსვის შემდეგ, განსაკუთრებით კი, მივლინებების დროს, რომ შენი ეროვნება
არ გაშიფრო.

მუხინის ირონია არ იყო სიმართლეს მოკლებული, რადგან ოცდაათკაპიკიანმა ოდეკოლონმა


ლამის ისეთი აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს, რაც ფულით არ
განისაზღვრებოდა...

მოსკოვში ერთად ჩავფრინდით, შჩუკინსაც ერთად ვეწვიეთ კაბინეტში და სწორედ მაშინ თქვა
ვიქტორ იაკოვლევიჩმა თავისი ცნობილი ფრაზა, რაც მოგვიანებით არაერთხელ გამიხსენებია.
მან ხარინი აათვალიერ-ჩაათვალიერა და უთხრა:

– ამიერიდან, პოლკოვნიკო, კატეგორიულად გიკრძალავ სამშობლოს სურნელის ექსპორტს...

გენერალ შჩუკინს ეს სიტყვები სტალინის დროს რომ ეთქვა და ის ვინმეს დაებეზღებინა,


აუცილებლად დახვრეტდნენ, რადგან საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი
ყოველივე საბჭოურის ექსპორტი იყო, რადგან საბჭოური საუკეთესოს ნიშნავდა, შჩუკინის
სიტყვები კი – საბჭოთა სამშობლოს ღალატს. თუმცა, საბედნიეროდ, სხვა დრო იყო, თანაც,
ვიქტორ იაკოვლევიჩი ძალიან სანდო ადამიანად ითვლებოდა...

„ტრაინოი“ ოდეკოლონის ისტორია საკმაოდ ყურადსაღები რამ იყო და, ამიტომ, ნებისმიერი
დავალების წინ უმცირეს დეტალებსაც კი ვითვალისწინებდი ჩემს გარეგნობასა თუ საქციელში,
რათა უცხო ქვეყანაში არ გავშიფრულიყავი. ამ კუთხითაც ბრწყინვალე მომზადება გავიარე
კოჯორში. ინსტრუქტორი, რომელიც ერთი შეხედვით ლოთ რუს „მუჟიკს“ ჰგავდა, მასწავლიდა:

– დავალების წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა შენიღბვაა, ანუ, შენ სრულად უნდა
მოერგო იმ გარემოს, სადაც მოქმედებ, რათა არ გაიშიფრო და საქმეში ხელი არ შეგეშალოს.
განსხვავებული ჩაცმულობა და ქცევები ყოველთვის იპყრობს ყურადღებას, ეს კი ჩვენს საქმეში
დამღუპველია. ერთი წამით წარმოიდგინე, რომ პარიზში ჩოხით გაიარო, თან, დავალება
შეასრულო. ხომ ეგრევე „დაიწვები“ და გაიშიფრები?!

ინსტრუქტორს ენამ უყივლა და ერთხელ მართლაც დამჭირდა ჩოხის ჩაცმა, რათა დავალება
შემესრულებინა.

მაისის ერთ სასიამოვნო საღამოს ლუბიანკაზე მივედი და შჩუკინს ვეახლე. მის კაბინეტში რომ
შევდგი ფეხი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მკითხა:

– აბა, საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღს თუ მეტყვი?

მოგვიანებით, წლების შემდეგ, ზვიად გამსახურდიამ, მერაბ კოსტავამ და მათმა


თანამებრძოლებმა მთელ ქართველ ხალხს გააგებინეს არა მარტო საქართველოს
დამოუკიდებლობის თარიღი, არამედ ბევრად უფრო მეტიც, მაგრამ, შუა „ზასტოის“ დროს,
საბჭოთა კავშირში, ასეთი ცოდნის მიღება დიდ უსიამოვნებებთან იყო დაკავშირებული და, რა
თქმა უნდა, არც მე ვიცოდი ეს. ამიტომ შჩუკინს მივუგე:

– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო?

– საქართველოს გათავისუფლების დღეს.

– თუ არ ვცდები, 30 დეკემბერი, – ვუთხარი გენერალს და ვიგრძენი, რომ ასეთ უხერხულ


მდგომარეობაში პირველად ვიყავი.

– არა, მე გეკითხები არა საბჭოთა საქართველოს, არამედ, საქართველოს შესახებ. ანუ, იმ დღეზე,
როდესაც რუსეთისგან გამოყოფილმა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

– არ ვიცი.

– ეს დღეა 26 მაისი.

– დღეიდან მეცოდინება.

– ჰოდა, პარიზში უნდა ჩახვიდე და ამ თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა,


რომელსაც ქართველი ემიგრანტები ატარებენ ლევილში.
შესაბამისი კოსმეტიკური კორექტირების შემდეგ, ჯერ ამერიკაში ჩავედი, იქიდან კი პარიზში
ჩავფრინდი და ქართველების მამულში შავ ჩოხაში გამოწყობილი გამოვცხადდი, როგორც
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის შვილი.

საზეიმო, იმპროვიზებული კონცერტის დროს, როდესაც დოლი და ცეცხლოვანი ქართული ცეკვა


იქაურობას აზანზარებდა, ობიექტს მაყუჩიანი „ბრაუნინგიდან“ შუბლი გავუხვრიტე და ცეკვა
ჯერ დასრულებული არ იყო, რომ იქაურობა დავტოვე. წინასწარ გამზადებული მანქანით
ორიოდე კილომეტრი გავიარე, სამოსი გავიძრე, მანქანიანად დავწვი და იმავე ღამეს მოსკოვში
დავბრუნდი.

– ყველგან გეძებენ. აი, წაიკითხე, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც დილით კაბინეტში ვეახელი, მან
ერთ-ერთი მოწინავე ფრანგული გაზეთი დამიდო წინ, რომლის პირველ გვერდზეც მსხვილი,
წითელი შრიფტით ეწერა: „საქართველოს დამოუკიდებლობის მორიგი მსხვერპლი – ბარონი
ლევილში ზეიმის დროს მოკლეს!“

ობიექტი, რომელიც ლევილში მოვკალი, წოდებით ბარონი იყო და მისი ლიკვიდაცია


პოლიტიკური მიზნით განხორციელდა. ის ერთ-ერთ ქვეყანაში ერთ-ერთი პარტიის ლიდერი
იყო და არჩევნებში იმარჯვებდა, საბჭოთა საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა.

– მშვენივრად დალაგდა ყველაფერი, – მითხრა შჩუკინმა, – ეს სუბიექტი რომ მისსავე ქვეყანაში


მოგვეკლა, თითქმის ნათელი იქნებოდა, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, რადგან იქ დიდი
შესაძლებლობები გვაქვს. პარიზში კი, ნაქები ფრანგული პოლიციის ცხვირწინ, თანაც,
ქართველების ზეიმზე მომხდარი მკვლელობა უამრავ ვერსიას წარმოშობს და, სანამ ბოლომდე
გაერკვევიან, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ იმ ბარონის ქვეყანაში და დიდ პოლიტიკურ
სარგებელს მივიღებთ...

შჩუკინის სიტყვები თვალნათლივ ასახავდა აგრესიულ საბჭოთა საგარეო პოლიტიკას, რომელიც


პოლიტიკურ მკვლელობებსაც არ ერიდებოდა და, ამით, მართალია, ძალიან დიდ რისკზე
მიდიოდა, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში დიდ წარმატებებს აღწევდა. იყო შემთხვევები, როდესაც
ერთგულ ხალხსაც კი წირავდნენ, თუკი სანაცვლოდ სარგებელს მიიღებდნენ.

ლუბიანკაზე მორიგი გამოძახების შემდეგ, ვიქტორ იაკოვლევიჩს კაბინეტში რომ ვეწვიე, მან
ერთი შავკანიანი მამაკაცის სურათი მაჩვენა და მკითხა:

– იცი, ეს ვინ არის?

– ეროვნული ლიდერი. საბჭოთა კავშირის დიდი მეგობარი, დიადი ადამიანი, – მივუგე შჩუკინს,
რადგან ფოტოზე აღბეჭდილი კაცი მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი.

– ჰოდა, ეს დიადი კაცი უნდა მოკლა.

– მოვკლა?! – გამიკვირდა მე, რადგან ვიცოდი, რომ თავის ქვეყანაში ის კაცი საბჭოეთის დიდი
დასაყრდენი იყო და, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დიდი შანსი იყო, თავისი
სამშობლო კომუნისტურ ყაიდაზე გადაეყვანა. სწორედ ამიტომ გავოცდი.
– უნდა მოკლა. მიტინგზე გამოსვლის დროს შუბლში ტყვია დააჭედო და წამებულად აქციო, რაც
მის მოძრაობას უეჭველად გაამარჯვებინებს არჩევნებში, ეს კი ჩვენს ქვეყანას ჰაერივით
სჭირდება.

მე კი ისღა დამრჩენოდა, დავალება პირნათლად შემესრულებინა. როდესაც ჩემ მიერ,


შუბლგახვრეტილი ეროვნული ლიდერი დაასაფლავეს, მისი ადგილი იმან დაიკავა, ვისაც
სრულად აკონტროლებდა „კაგებე“, ამიტომ, მისმა პარტიამაც დიდი უპირატესობით მოიგო
არჩევნები, მთავრობაში მოვიდა და პროსაბჭოთა გზას დაადგა.

– გეთანხმები, ვერაგობაა, მაგრამ, რას იზამ, ასე სჭირდება საქმეს, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც
მოსკოვში დავბრუნდი.

– მე ხომ არაფერი მითქვამს, – მივუგე გენერალს, მან კი ღიმილით მითხრა:

– მაგრამ, ხომ ასე ფიქრობ?

– მთავარია, საქმე შესრულდა, – თავი ავარიდე პასუხს, შჩუკინი კი არ მომეშვა:

– ზოგჯერ საყოველთაო მორალური ნორმების დარღვევა გვიწევს, რათა უმაღლესი მორალი არ


დავარღვიოთ, უმაღლესი მორალი კი დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებაა, რასაც საბჭოთა
კავშირი უდგას ავანგარდში.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან გამოდიოდა, რომ ეროვნული ლიდერის მკვლელობა


მსოფლიოში სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურებოდა, რაც, რა თქმა უნდა, კარგად
დამუშავებული იდეოლოგიური დემაგოგია იყო. თუმცა, წარმატებით მოქმედებდა და
მებრძოლი მასების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას უწყობდა ხელს.

მასების ფსიქოლოგიაზე თამაში „კაგებეში“ კარგად იცოდნენ და ამ ხერხს ყოველთვის


წარმატებით იყენებდნენ საქმეში. ასეთი რამ კი ნებისმიერ სპეცოპერაციასა და შეკვეთილ
მკვლელობაზე საშიშია და გაცილებით მეტი მსხვერპლი, ნგრევა და უბედურება მოაქვს.

ნებისმიერი მსხვილი რევოლუცია სხვა არაფერია, თუ არა მასების ფსიქოლოგიაზე


ზემოქმედების შედეგად მიღებული პროდუქტი. საქმე ისაა, რომ, სანამ ხალხი იარაღს აიღებს
ხელში და კონკრეტული ობიექტის დასამხობად გაემართება, ის ამ მომენტისთვის უნდა
მოამზადო, ანუ, მის ფსიქოლოგიაზე მოახდინო სასურველი ზეგავლენა. ბიბლიის ფრაზა:
„პირველად იყო სიტყვა“ – აქ რეალურ გამოხატულებას პოულობს და სწორედ „სიტყვის
მთქმელი“ წყვეტს მომავალში მასების ბედს...

– იცით, ჩემო მეგობარო, – მითხრა კარგა ხნის წინ ერთმა ფილოსოფოსმა, რომელიც მეოცე
საუკუნეში მომხდარი ერთ-ერთი მსხვილი რევოლუციის იდეური სულისჩამდგმელი იყო, იმ
პერიოდისთვის ნიცაში ცხოვრობდა და საკუთარი იდეური პროდუქტის, ანუ რევოლუციური
სახელმწიფოს ლიდერების წინააღმდეგ გამოდიოდა და ყოველმხრივ კომპრომეტაციას უწევდა
მათ.

– ბრძანეთ, გისმენთ, ჩემო ბატონო, – მივუგე ფილოსოფოსს და კონიაკი დავუსხი.


– იცით, ჩემო მეგობარო, – გაიმეორა ფილოსოფოსმა სიტყვები, ხალხი ბრძენიაო, პირობითადაა
ნათქვამი. ხალხი სულელია და ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. მეტსაც გეტყვით.
ეს სულელი ცხვრის ფარა, რომელსაც, რატომღაც, ხალხს უწოდებენ, მაზოხისტია და ძალიან
მოსწონს, როდესაც მათ ტანჯვა-წამებას აყენებენ.

– ამას რატომ ამბობთ, ძვირფასო პროფესორო? – ვკითხე ფილოსოფოსს.

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ, როდესაც მე რევოლუციის სცენარს ვწერდი და სიტყვით


გამოვდიოდი უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე, მათ „გონიერ ადამიანებს“ ვუწოდებდი,
არსებული რეჟიმის დამხობისკენ მოვუწოდებდი, და თან ბედნიერ მომავალს ვპირდებოდი.
სინამდვილეში კი რა მოხდა? მოხდა ის, რომ რევოლუციურმა მთავრობამ უარესად იძალა
ხალხზე და ძველ რეჟიმს ასჯერ გადააჭარბა. ანუ, ხალხი მოტყუვდა და, აბა, როგორღაა ის
ბრძენი?

– ზოგჯერ ბრძენიც ტყუვდება, პროფესორო. ნუ ღელავთ, გული დაიმშვიდეთ, – მივუგე


ფილოსოფოსს, – მთავარია, რომ თქვენ აღიარებთ შეცდომებს და ნანობთ. ამიტომ, ღმერთი
შეგინდობთ.

ფილოსოფოსი საშინელი ათეისტი იყო და ჩემს სიტყვებზე აღშფოთდა:

– ღმერთი არ არსებობს!

– პროფესორო, – ხელები გავშალე მე, – დამშვიდდით.

– არა! ღმერთი რომ არსებობდეს, ჩემისთანა ადამიანს დასჯიდა. მე ხომ ათასობით ადამიანი
მოვატყუე და სიცოცხლე მოვუსპე მათ. სიტყვა – აი, რა არის ყველაფერზე საშიში, მით უფრო, თუ
ეს სიტყვა სულელ ხალხს ჩაუგდე, დააჯერე და აამოქმედე. არა, არა, ღმერთი არ არსებობს!

– აბა, რა არსებობს, პროფესორო?

– ქაოსი და ტოტალური სისულელე. კიდევ – რევოლუციონერები, რომლებიც ხალხს აწვალებენ


და, კიდევ – მე, რომელმაც ამ წამებას იდეური საწყისი მივეცი, – პროფესორი დადუმდა,
ჩაფიქრდა და მოიწყინა. ორიოდე წუთის შემდეგ კი სახეზე წამოწითლდა და აფეთქდა, – მაგრამ
მე ვიცი, როგორ უნდა გამოვისყიდო ჩემი დანაშაული: მე ჩემს ახალ წიგნს გამოვცემ, რომელშიც
იმ ნაძირლების ბინძური საიდუმლოებები წერია და ხალხი მათ დაამხობს.

– ახალი რევოლუციისკენ მოუწოდებთ ხალხს? – ვკითხე ფილოსოფოსს, – იქნებ, თქვენი


ხელნაწერის ფრაგმენტები გამაცნოთ ექსკლუზიურად?

– სიამოვნებით, მაგრამ, იმ პირობით, თუ წიგნის გამოსვლამდე საიდუმლოდ შეინახავთ, –


მითხრა ფილოსოფოსმა.

– რა თქმა უნდა, – მივუგე მე და შევპირდი: – პატიოსან სიტყვას გაძლევთ.

პროფესორი გვერდით ოთახში გავიდა, ხუთიოდე წუთში თაბახის ნაბეჭდი ფურცლების დასტა
მოიტანა და მითხრა:
– აი, ჩემი მომავალი წიგნი. მცირე კორექტურაც და – წიგნის ბეჭდვაში ჩაშვებაც შეიძლება.

– საკმაოდ სქელტანიანი გამოვა, – ვუთხარი ფილოსოფოსს, მან კი მომიგო:

– ორტომეულს ვგეგმავ.

– პროფესორო, ხელნაწერები არ გაანადგურეთ?

– არა, სეიფში მაქვს. ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს მუზეუმს რომ გახსნიან, იქ გამოფენენ, –
მომიგო ფილოსოფოსმა და წასაკითხად მოემზადა, მაგრამ მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან
გასროლილი ტყვიით შუბლი გავუხვრიტე. შემდეგ სეიფიდან ხელნაწერები გამოვიღე და ნაბეჭდ
ფურცლებთან ერთად ჩავალაგე, მოკლულს დავხედე და წავედი.

ფილოსოფიის პროფესორის ლიკვიდაცია, „კაგებეს“ რევოლუციურმა მთავრობამ შეუკვეთა,


რომელიც საბჭოთა კავშირის მეკავშირე და პარტნიორი იყო.

პროფესორის ვილას რომ ვტოვებდი, გავიფიქრე: „ტყუილად ფიქრობდით, პროფესორო, რომ


ღმერთი არ არსებობდა და არ გსჯიდათ. აი, ხომ დაისაჯეთ და ეს ჩემი ხელით განხორციელდა“.

ჩემი ხელით მრავალი სადამსჯელო აქცია განხორციელდა და, რა თქმა უნდა, ყველაში ღმერთის
ხელი არ ერია, თუმცა, უმეტესი მათგანი ნამდვილად იმსახურებდა ღვთის რისხვას და
სამართლიანად განხორციელდა.

ერთხელ შჩუკინმა პირდაპირ განმიცხადა:

– ერთი უმწეო მოხუცის ცხოვრებას წერტილი უნდა დაუსვა.

– უმწეო მოხუცს რას ვერჩით, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს.

– ძველი ჯალათია და ათასობით საბჭოთა ადამიანისთვის სული აქვს ამოხდილი. ფაშისტი


„ზონდერი“ იყო. კარგა ხანია, ვეძებდით და ჩვენმა დაზვერვამ ნორვეგიაში მიაკვლია.
ხერხემალგადამტვრეული წევს საწოლში და დაქირავებული ექთანი უვლის, რომელიც ოჯახის
წევრებმა მიუჩინეს. ერთი სიტყვით, წმიდათაწმიდა საქმეა, – დააბოლოვა შჩუკინმა.

ყოფილ ჯალათს ნორვეგიაში, პირდაპირ ქოხში ვეწვიე, მის საწოლს ერთი ბიდონი ბენზინი
მოვასხი, შემდეგ ანთებული ასანთი მივაგდე და წამოვედი. ამით ორმაგი საქმე გავაკეთე. ერთი
მხრივ, უდანაშაულო ადამიანების გამო ვიძიე შური, მეორე მხრივ კი, მის უზომო ტანჯვას
მოვუღე ბოლო. მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინს ვუთხარი:

– დამეთანხმეთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ჩვენ მიერ შესრულებული აქცია შეცდომა იყო.

– შენ ასე გგონია?

– თქვენ რა, სხვაგვარად ფიქრობთ? მოხუცი ჯალათი საშინლად იტანჯებოდა, ლიკვიდაციით კი


მას შვება მოვუტანეთ.
– პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ, ნაბრძანები იყო ჯალათის განადგურება და იმაზე არავის
უფიქრია, რომ მეტი შურისძიებისთვის მისი ცოცხლად დატოვება ჯობდა. თუმცა, არა უშავს, ამ
შეცდომას სხვა დროს გამოვასწორებთ, – დამაიმედა ვიქტორ იაკოვლევიჩმა.

იმ შემთხვევიდან ბევრი დრო არ იყო გასული, რომ გენერალმა მიხმო და მითხრა:

– შეცდომის გამოსწორების შანსი გეძლევა და პარიზში მოგიწევს გამგზავრება.

– მზად ვარ! – ვუთხარი შჩუკინს, მან კი ულამაზესი ქალის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– ეს დედოფალი ისე უნდა დაამახინჯო და გააუბედურო, რომ ძაღლმაც კი აღარ შეხედოს.

– ვინ არის და რა დააშავა?

– ცნობილი თეატრალური მსახიობია და საბჭოთა კავშირიდან საფრანგეთში გაიქცა. ეს არის და


ეს, – განმიმარტა შჩუკინმა.

თავს ზემოთ ძალა არ იყო. ძალიანაც არ მინდოდა ქალის დამახინჯება, მაგრამ, დავალება უნდა
შემესრულებინა და სამი დღის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქს ვეწვიე. დავესწარი სპექტაკლს,
რომელშიც ობიექტი მონაწილეობდა. დიდი ანტრაქტის დროს ვარდების უზარმაზარი
თაიგულით ახალგაზრდა თეატრალურ ვარსკვლავს საგრიმიოროში ვესტუმრე, ყვავილები
მივართვი და ვუთხარი:

თქვენ ძალიან ლამაზი ხართ და ეს ძალიან სახიფათოა.

ქალს ეგონა, ვეფლირტავებოდი და მითხრა:

– დიახ, მე კარგა ხანია, „საბედისწერო ქალი“ შემარქვეს და თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ჩემი
სილამაზის საშიშროებაზე ლაპარაკობს.

ქალის ხელს ვეამბორე. თავი რომ ავწიე, გავუღიმე. შემდეგ კისერში გაშლილი ხელი ჩავცხე და
გავთიშე, ბოლოს კი გოგირდმჟავის სპეციალურად დამუშავებული ხსნარი სახეზე მივასხი,
რომელმაც მისი სილამაზე წამებში წაშალა და ისე დაამახინჯა და გაასაზიზღრა, ენით არ
აიწერებოდა. მე მას სურათი გადავუღე და იქაურობა ჩუმად დავტოვე.

სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. საღამოს გაზეთებმა კი დამახინჯებული მსახიობის


ექსკლუზიური ფოტოები დაბეჭდეს, რომლებიც მათ ინკოგნიტოდ გადავეცი.

– კარგი ნამუშევარია, – შემაქო შჩუკინმა, რომელსაც ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი ეჭირა ხელში,
სადაც ქალის ფოტო იყო დაბეჭდილი, – ხვალ ყველა ჩვენი გაზეთი გადაბეჭდავს ამ ფოტოებს და,
გასაქცევად გამზადებული ლამაზმანები რომ ნახავენ, გადაიფიქრებენ სამშობლოს ღალატს.
მარტივი და ეფექტურია: არც არავინ მომკვდარა და, ერთის მაგალითზე ათასები ისწავლიან
ჭკუას.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ისტორია მართლაც ძალიან ეფექტურად მოქმედებდა
მერყევ ადამიანებზე, მაინც მოიძებნებოდნენ ხოლმე ისეთები, ვინც არაფრად დაგიდევდა
შურისძიებას და მაინც ადგებოდა ღალატის გზას.

ერთხელ ამერიკაში ძალიან ცნობილი მწერალი გაიქცა და, გავიგე თუ არა ეს ამბავი, ვიფიქრე,
რომ შურისძიების აქციას მე დამავალებდნენ. მაგრამ, დრო გადიოდა, ის კაცი უფრო და უფრო
მეტ პოპულარობას იხვეჭდა დასავლეთში, პასუხს კი არავინ სთხოვდა. ერთ მშვენიერ დღეს
შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– დროა, ამ კაცსაც მივხედოთ.

– ესე იგი, მისი ლიკვიდაციის დრო დადგა, – მივუგე გენერალს, მან კი ღიმილით მითხრა:

– არა. ჩვენ უკეთესი ვარიანტი გვაქვს: შენ ის უნდა გადმოიბირო და ათქმევინო, რომ მისი გაქცევა
ფარსი იყო და ეს იმიტომ გააკეთა, დამპალი კაპიტალიზმის არსს ჩასწვდომოდა; რომ ის
მამხილებელ წიგნს წერს, რომელიც მალე გამოვა. რას იტყვი, კარგი ვარიანტია? ამაზე უკეთეს
პროპაგანდისტულ ფანდს ვერც ვერავინ მოიფიქრებდა და ლიკვიდაციაზე ბევრად უკეთესია.

– კარგი კი არის, მაგრამ, რატომ უნდა დამთანხმდეს?

შჩუკინს ჩაეცინა, გვერდით ოთახში გამიყვანა და მითხრა:

– აი, კინოფირს უყურე და მიხვდები.

თხუთმეტწუთიან ფილმში ახალგაზრდა ქალი და სამი ტყუპი იყო გადაღებული, რომლებიც


კომფორტულ გარემოში ცხოვრობდნენ და მათი დალხინებული ყოფა იყო ნაჩვენები.

– ესენი ვინ არიან? – ვკითხე შჩუკინს.

– ობიექტის ცოლ-შვილი, – მომიგო გენერალმა და დაამატა, – უფრო სწორად კი, მისი ფარული
საყვარელი, რომელმაც მისგან სამი ტყუპი გააჩინა. აი, რას ველოდებოდით და რატომ ვიყავით
უმოქმედოდ.

– ბავშვების დაბადებას გულისხმობთ?

– სწორედ ამას, – დამიდასტურა შჩუკინმა და დაამატა: – ობიექტს ეგონა, რომ ქალი საიმედოდ
ჰყავდა გადამალული. მასთან ფარული მიმოწერა ჰქონდა და მისი წაყვანა ჰქონდა განზრახული.
ჩვენ კი მისი წერილი მოვიპოვეთ, შემდეგ ქალი გადმოვიბირეთ და ის უკვე ჩვენი კარნახით
სწერდა წერილებს. რაც შეეხება ბავშვებს, სინამდვილეში ტყუპები ქალმა სხვისგან გააჩინა.

– მართლა? – გავოცდი მე.

– დიახ. მართლა და, ესაა ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი მისი გადმობირების საქმეში. ასე
რომ, შენ ამ ფირს ობიექტს ანახვებ და ეტყვი, რომ მისი კომფორტში მცხოვრები ცოლ-შვილი
მოუთმენლად ელოდება მას, მაგრამ, თუ გაჯიუტდება, ეს კომფორტი ქალსა და ბავშვებს
დისკომფორტით შეეცვლებათ.
უდავოდ სატანური გეგმა იყო. „კაგებეს“ ასეთი ტრიუკები კარგად ჰქონდა დამუშავებული და
წარმატების დიდი ალბათობა არსებობდა.

სამი დღის შემდეგ უკვე ნიუ-იორკში ვიყავი, ბროდვეიზე, სადაც ობიექტი ცხოვრობდა ერთ-ერთი
ფეშენებელური სახლის აპარტამენტებში. მართალია, მას დაცვა ჰყავდა, მაგრამ, ერთ-ერთი
ცნობილი ევროპული გაზეთის ჟურნალისტად გავაცანი თავი და აუდიენცია ვთხოვე, რაზეც ის
დამთანხმდა, შეხვედრის დრო დამინიშნა და მეც ვეწვიე.

– რას დალევთ – ვისკის, კონიაკს, ჯინს... – შემომთავაზა მასპინძელმა, მე კი ღიმილით მივუგე:

– მშობლიურ არაყს.

– ჩემს მშობლიურ არაყს? – გაეღიმა მასპინძელს, – არ ვიცი, მაქვს თუ არა, რაც აქ ვარ, თითქმის არ
დამილევია.

– თქვენს და ჩემს მშობლიურ არაყს...

– რა ბრძანეთ?! – შეცბა მასპინძელი, – განა თქვენ რუსი ხართ?

– არა მარტო რუსი, არამედ თანამშრომელი რუსი, ასე ვთქვათ, „კომიტეტჩიკი“.

– „კაგებეშნიკი“ ხართ?! – შეძრწუნდა მასპინძელი, მაგრამ, მე მას პირზე ხელი ავაფარე, რომ არ
ეყვირა და დაცვის ყურადღება არ მიეპყრო და მშვიდად ვუთხარი:

– ნუ გეშინიათ, სამტროდ არ მოვსულვარ, მე თქვენ წერილი მოგიტანეთ.

– წერილი?

– დიახ... წერილი თქვენი მეუღლისგან, თან, სამ ტყუპს გილოცავთ. აი, ინებეთ.

მასპინძელმა წერილი გამომართვა და ხმამაღლა წაიკითხა: „საყვარელო, მოუთმენლად


გელოდებით. ვიტია, ჟენია და ვასია კარგად არიან, მეც არა მიშავს. მხოლოდ შენ გვაკლიხარ და,
იმედია, მალე შემოგვიერთდები, რათა სამუდამოდ ერთად ვიყოთ და ჩვენი შვილები ერთად
გავზარდოთ“.

– როგორ მიაგენით? – მკითხა მასპინძელმა.

– ნუ გავიწყდებათ, რომ მსოფლიოში უძლიერესი უწყება ვართ და ჩვენი შესაძლებლობები


განუსაზღვრელია. თანაც, კიდევ ერთი სიურპრიზი მაქვს. თექვსმეტმილიმეტრიანი
კინოპროექტორი გაქვთ?

– მაქვს.

– აი, ეს ფირი ვნახოთ, – მასპინძელს კინოფირი გავუწოდე.

კინოფირს რომ ვუყურეთ, მასპინძელმა მკითხა:

– რა უნდა გავაკეთო?
– თქვენი შეცდომა უნდა გამოასწოროთ.

– როგორ?

– პარიზში მსოფლიოს ცნობილ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადებთ, ვითომ


ამერიკაში იმიტომ იმყოფებოდით, რომ დამპალი კაპიტალიზმი გემხილებინათ. იტყვით, რომ
სულ მალე მამხილებელ წიგნს გამოსცემთ. ამ წიგნს თქვენ მართლა დაწერთ უმოკლეს დროში და
მის გამოცემაზე, თარგმნასა და გავრცელებაზე „კაგებე“ იზრუნებს. რას იტყვით, თანახმა ხართ?

– თანახმა ვარ.

ზუსტად სამი დღის შემდეგ, პარიზში, საბჭოთა საელჩოს საკონფერენციო დარბაზში


სკანდალური პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ობიექტმა მიწასთან გაასწორა ამერიკა,
განაცხადა, რომ სამშობლოსთვის არასდროს უღალატია და რომ ამერიკაში გაქცევა კომუნიზმის
მშენებლობის საქმეს სჭირდებოდა.

ლენგლი შოკში იყო. სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ
ობიექტს ლამის წმიდანად აცხადებდა, სამარცხვინოდ დუმდა.

– აი, კიდევ ერთი დარტყმა მივაყენეთ იანკებს! ამიერიდან ისინი მეტად ფრთხილები იქნებიან და
ყოველგვარ ნაძირალას ასეთ ფართო რეკლამირებას არ გაუწევენ. რას იტყვი, ხომ მაგარი იყო?! –
თქვა კმაყოფილებით შჩუკინმა.

– კი, კარგად გამოვიდა ყველაფერი, მაგრამ, ობიექტს რა ბედი ეწევა? მან ხომ მართლაც უღალატა
საბჭოთა სამშობლოს და, კაცი ერთხელ რომ გიღალატებს, ის მეორედაც ჩაიდენს ამას.

– ჩვენი მწერალი სახალხო გმირია და მისი ხელის ხლება არ შეიძლება. იცოცხლოს, გაიხაროს
ტყუპებით, – ჩაეცინა შჩუკინს, – მართალია, ის ბავშვები მისი არ არიან, მაგრამ, მან ხომ ეს არ
იცის. თანაც, გვერდით საიმედო მეთვალყურე და გეზის მიმცემი ჰყავს – თავისი ცოლი და ის
ახლა ცოლის „ჩმორია“.

სხვათა შორის, მეთვალყურე ცოლები „კაგებეს“ კარგად აპრობირებული მეთოდი იყო და ჩვენი
უწყება მას კარგად იყენებდა. ვინ მოთვლის, რამდენი „დამოუკიდებელი“ მამაკაცი გვყავდა
ამგვარად ყურებით დაჭერილი და, მათ რომ ეგონათ, ყველაფერს თვითონ წყვეტდნენ, მათი
მეორე ნახევრები კი ერთგულად ედგნენ გვერდში, სინამდვილეში, ის მეორე ნახევრები „კაგებეს“
კარნახით „დააჭენებდნენ“ მათ და იმას აკეთებინებდნენ, რაც ჩვენს უწყებას სჭირდებოდა. ერთი
ასეთი ობიექტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი იყო, რომელსაც ცოლი თავის ჭკუაზე
ატარებდა, ქალი „კაგებესთან“ იყო შეკრული, ქმარი კი ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რაც
„კაგებეს“ აწყობდა. ის კაცი განსაკუთრებით „პერესტროიკის“ დროს გაააქტიურეს. ის ახლა
მკვდარია, მისი ცოლი კი დღემდე „კაგებეს“ კმაყოფაზეა და სპეცფონდიდან დანიშნულ პენსიას
იღებს. ასეთები რუსულ „ეფესბეს“ ათასობით ჰყავს და თავიანთ აგენტებს არასდროს ტოვებენ
უყურადღებოდ
– დაიხსომეთ, კოკი, – მითხრა შჩუკინმა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „კაგებეს“ კარიერა ახალი
დაწყებული მქონდა და ვიქტორ იაკოვლევიჩი თქვენობით მომმართავდა, – ჩვენი უწყება ჩვენს
ერთგულ თანამშრომლებს არასდროს ივიწყებს: დაღუპულებს პატივს მიაგებს, მათ ოჯახებს კი
ეხმარება. თქვენ ჭეშმარიტებას ემსახურებით. მართალია, საიდუმლოდ, მაგრამ, ასე სჭირდება
საქმეს და, აბა, თქვენ იცით, თავი არ შეირცხვინოთ.

შჩუკინის სიტყვებს ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი. თავი არასდროს შემირცხვენია და


ღალატი ფიქრადაც არ გამივლია. მხოლოდ ის დავუმალე ხელმძღვანელობას, რომ ერთ-ერთი
დავალების შესრულების დროს შვეიცარიის ბანკში ჩემი პირადი ანგარიში გავხსენი, საჭიროების
შემთხვევაში რომ მესარგებლა. გარდა ამისა, ჩემ მიერ მოკლული ოლეგის ქალიშვილის, ჩემი
დობილის, ნატას ამბავს ვინახავდი საიდუმლოდ. აგრეთვე, ზუსტად ვიცოდი, რომ თუკი
„კაგებესა“ და ჩემი ოჯახის ინტერესები ერთმანეთთან წინაღმდეგობაში მოვიდოდა, მე
უყოყმანოდ ოჯახის ინტერესებს დავიცავდი. საბედნიეროდ, ასეთი რამ არ მომხდარა და
რამდენიმე ათეული წელი ისე გავატარე საიდუმლო სამსახურის ყველაზე მოწინავე და
სახიფათო ხაზზე, რომ სამსახურსა და ოჯახს წარმატებით ვუთავსებდი ერთმანეთს. ყოველივე ეს
მე უდიდეს ფიზიკურ და სულიერ ჰარმონიას მანიჭებდა და სიკვდილის ზღვარზე თამაში ჩემი
ცხოვრების ყოველდღიურ წესად იყო ქცეული.

დღეს ძალიან მოდური სიტყვაა „ადრენალინი“ და, როდესაც ტელევიზორში ხელზე,


თაბაშირდადებული მატრაკვეცა გამოდის და აცხადებს, რომ მას, თურმე, უნდა ადრენალინის
მოჭარბება იგრძნოს და ამიტომ აძვრა კლდეზე, სადაც ფეხი დაუცურდა და თოკს რომ არ
დაეჭირა, მხოლოდ ხელის მოტეხილობით ვერ გადარჩებოდა, მეცინება. ჯერ ერთი, ყველა საქმეს
წინასწარი მომზადება და პროფესიული უნარ-ჩვევები სჭირდება. მთავარი კი ის არის, რომ ჭარბი
ადრენალინი გულს ხეთქავს და არავის ვურჩევ მის ხელოვნურად გამოწვევას. ექსტრემალობა
მოდაშია, მაგრამ მასში კარგი არაფერია. მე თვითონ ექსტრემალი ვარ, უკვე რამდენიმე ათეული
წელია, ეს საქმე ავტომატურობამდე მაქვს დაყვანილი და ისიც კარგად ვიცი, რომ მისადმი
არაპროფესიონალურად მიდგომა და თამაში დამღუპველია...

– კოკი, კარგად დაიმახსოვრე, რომ რისკიც კი უნდა გათვალო, – მასწავლიდა ინსტრუქტორი,


რომელიც სხვადასხვა ურთულესი ტრიუკის დახვეწაში მეხმარებოდა, – გახსოვდეს, რომ რისკი
გონიერი უნდა იყოს და არა უაზრო.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ? – ვკითხე ერთხელ მას და პასუხიც იქვე მივიღე:

– უაზრო რისკია ის, რომ ვულკანის კრატერში ჩახტე. ასეთ შემთხვევაში გადარჩენის არანაირი
შანსი არ გაქვს. ხოლო, თუ ობიექტის დადგენისას თვითმფრინავიდან უპარაშუტოდ გადახტები,
პარაშუტიანი რომ შეიპყრო, გადარჩენის შანსი გაქვს და, შენ წარმოიდგინე, არც ისე მცირე.
მთავარია, წესები იცოდე, არ შეგეშინდეს და არ დაიბნე...

სხვათა შორის, მსგავსი ტრიუკი ჩემს ცხოვრებაში ორჯერ შევასრულე: პირველად – წვრთნაზე,
მეორედ კი უკვე სპეცდავალების შესრულებისას.

საპარაშუტო მომზადებას კოჯრის სპეცსკოლის ფარგლებში, მარნეულში გავდიოდი.


თავდაპირველად პარაშუტი შევისწავლე, შემდეგ ხტომები დავამუღამე. ერთ მშვენიერ დღეს კი
ინსტრუქტორმა მითხრა:

– დღეს, ჩემო კოკი, უპარაშუტოდ უნდა გადმოხტე.

მე ეს ხუმრობა მეგონა და ვუთხარი:

– თუ ცოცხალი გადავრჩი, აუზში წყალსაც ჩამისხამთ, ხომ?

– მე არ გეხუმრები... სამი ათასი მეტრიდან ჯერ მე გადავხტები, შემდეგ კი შენ, ოღონდ,


უპარაშუტოდ და ჰაერში უნდა დამეწიო, რომ მიწაზე ერთად დავეშვათ. შეძლებ?

სპეციალურ ტრენაჟორზე ნავარჯიშევი ვიყავი და კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა მემოძრავა


ჰაერში პარაშუტის გარეშე. თუმცა, უპარაშუტოდ გადმოხტომა სულ სხვა იყო და მცირე
შეცდომაც რომ მომსვლოდა, ვერაფერი გადამარჩენდა. რა თქმა უნდა, შემეშინდა, მაგრამ, შიში
დავძლიე და ინსტრუქტორს მივუგე:

– შევძლებ!

ჩვენ სასწავლო თვითმფრინავში ჩავსხედით, სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე ავედით და, სანამ
ინსტრუქტორი ისკუპებდა, მითხრა:

– რომ გადმოხტები, არ დაიბნე და რაც ტრენაჟორზე გასწავლე, ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთე.
აბა, შენ იცი, ათ წამში მომყევი!

ინსტრუქტორმა ისკუპა. ვისკუპე მეც და ოცი წამის მერე უკვე მასზე ვიყავი ჩაბღაუჭებული,
რომელმაც მითხრა:

– ყოჩაღ! ახლა უფრო მაგრად მომეკარი და პარაშუტი გახსენი. გახსოვდეს, რომ დარტყმის ძალა
ზევით აგვაგდებს და არ მომწყდე, თორემ, დაიღუპები.

მე ინსპექტორს ჯერ თავი დავარტყი ნიკაპში და გავთიშე, რომ შემთხვევითობა გამომერიცხა და


მას ჩემთვის უნებლიეთ ხელი არ ეკრა პარაშუტის გახსნის დროს. შემდეგ უფრო მაგრად ჩავჭიდე
ხელი, რგოლი მოვქაჩე და პარაშუტი გავხსენი... მიწაზე რომ დავეშვით, ინსტრუქტორი გონზე
მოვიყვანე და მან მითხრა:

– ყოჩაღ, უმაღლეს შეფასებას გაძლევ. განსაკუთრებით კი ჩემი გათიშვა მომეწონა, რითაც შენ
ყოველგვარი შემთხვევითობა გამორიცხე.

რაც ახლა გიამბეთ, მოსაყოლად იოლია, მაგრამ, მსგავსი ტრიუკის გაკეთებას არავის ვურჩევ,
თუმცა, მე მაინც მომიწია გამეორება.

ერთ ზაფხულს ცოლ-შვილთან ერთად სოჭში ვისვენებდი, როდესაც მოსკოვში გამომიძახეს.


შევდგი თუ არა ფეხი შჩუკინის კაბინეტში, გენერალმა მითხრა:
– რამდენიმე საათში ბეირუთში უნდა გაემგზავრო. ძალიან მნიშვნელოვანი დავალებაა და შენი
იმედი მაქვს.

– მზად ვარ. რა ხდება?

მუხინმა ახალგაზრდა კაცის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– ეს მუჰამედ ალ-ფარაჯია, ცნობილი ტერორისტი და პალესტინის ლიდერის, იასირ არაფატის


მარჯვენა ხელი. შენ ის ბეირუთიდან უნდა მოიტაცო და ჩამოგვიყვანო.

– რა დააშავა?

– როგორც ჩანს, ებრაელებმა გადაიბირეს. ხომ იცი, „მოსადი“ როგორ მოქმედებს. ის ბრიყვი
დაარწმუნეს, რომ არაფატი ისრაელის აგენტია და მისი მოკვლა აქვს განზრახული. ალ-ფარაჯს
კამიკაძეთა მთელი არმია ჰყავს და მისი მოტაცება იმიტომ გვინდა, რომ დავკითხოთ და
ყველაფერი დავაყაჭვინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფატს მოკლავენ, ეს კი საბჭოთა
პოლიტიკისთვის საზიანოა, – ამიხსნა შჩუკინმა. მუხინმა კი ტერორისტის ადგილსამყოფლის
ზუსტი კოორდინატები მითხრა და შემდეგი სიტყვებით დამემშვიდობა:

– ბეირუთის კლდოვან ნაპირზე ორძრავიანი თვითმრფინავი გელოდება, რომელიც ტვირთს


საბჭოთა წყალქვეშა ნავამდე მიგატანინებს, ისინი კი მოსკოვში ჩამოგიყვანენ. აბა, შენ იცი,
წარმატებას გისურვებ!

ათი საათიც არ იყო გასული, რომ უკვე ლიბანის დედაქალაქში ვიმყოფებოდი და მაშინვე საქმეში
ჩავერთე. მუჰამედ ალ-ფარაჯი ძალიან იოლად გავიტაცე: ის პულვერიზატორით გავთიშე,
დახოცილ დაცვას გადავაბიჯე და ფურგონიანი „ფორდი“ კლდოვანი ნაპირისკენ გავაქანე,
რომელსაც ზღვის ტალღები ეხეთქებოდა.

– ჩქარა ავფრინდეთ, დრო არ ითმენს! – ვუთხარი პილოტს, თან მძინარე ტერორისტს პარაშუტი
ჩავაცვი, რომ ავარიის შემთხვევაში მასთან ერთად წყალში გადავმხტარიყავი.

ის იყო, პარაშუტი მეც უნდა ჩამეცვა, რომ კეფაში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და დავეცი. თუმცა,
არ გავთიშულვარ და მუჰამედ ალი-ფარაჯის მოვკარი თვალი – მან ჩემი პარაშუტი გადააგდო,
შემდეგ ისკუპა და ხელიდან დამისხლტა...

თვითმფრინავი 1 800 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა. მე წამოვდექი, ჰაერში მოსრიალე


ტერორისტს გავხედე და უპარაშუტოდ გავყევი უკან. უცებ ტერორისტმა პარაშუტი გახსნა და
ორმოცდაათიოდე მეტრით ზევით აიწია. მართალია, ის ვერ მხედავდა და არ იცოდა, რომ მე
ვხედავდი, მაგრამ, პარაშუტიანის უპარაშუტოდ დევნა ურთულესი საქმე იყო. მიუხედავად
ამისა, მე მთელი ჩემი ცოდნა გამოვიყენე, სხვადასხვა სპეციალური მოძრაობის შედეგად ალ-
ფარაჯს უკნიდან მოვექეცი, მივეკარი და კეფაში ისე ძლიერად ვთხლიშე შუბლი, რომ მოსკოვში
მას ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს...
– შენ რაც გააკეთე, ფანტასტიკის სფეროსაც კი სცილდება, – მითხრა აღფრთოვანებულმა
შჩუკინმა, მოსკოვში რომ დავბრუნდი, – მართლაც რომ პერანგში ხარ დაბადებული და მაგრად
გაგიმართლა. ასეთი რამ ცხოვრებაში ერთხელ ხდება!

– ჩემს ცხოვრებაში კი მეორედ მოხდა, ამხანაგო გენერალო! – ვუთხარი შჩუკინს, – პირველად


ასეთი რამ ვარჯიშზე გავაკეთე.

– მეორედ?! ყოჩაღ! მაშინ, მესამედაც გამოგივა, ჩემო კარგო. თუმცა, ნამდვილად არ გისურვებ
ასეთ ყოფაში ჩავარდნას.

– არც მე ვისურვებ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი გენერალს და ხუმრობით დავძინე, – იქ,


მაღლა, ისე ცივა და ისე უბერავს, რომ შეიძლება, გაცივდეს კაცი. ორჯერ კი გადავურჩი
ფილტვების ანთებას, მაგრამ, მესამედ, ალბათ, ორმხრივს ავიკიდებ. კმარა, ნამდვილად არ მინდა
ავადმყოფობა.

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანმრთელი თანამშრომლები გვჭირდება, – მხარი ამიბა
გენერალმა, თან აღტაცებით მიყურებდა და მთელი არსებით ვგრძნობდი მის დიდ პატივისცემას
ჩემ მიმართ.

„კაგებე“ და, საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ორგანიზაციებია, სადაც სუბორდინაცია


მკაცრადაა დაცული და უფრო ცივი, მკაცრი და ლაკონური ურთიერთობებია მიღებული, ვიდრე
თბილი და ადამიანური. ამიტომ, ორმაგად უფრო დასაფასებელია ისეთი ურთიერთობა,
როგორიც ჩემსა და გენერლებს – შჩუკინსა და მუხინს შორის ჩამოყალიბდა. მე ამას ყოველთვის
ვაფასებდი, ვუფრთხილდებოდი და ვცდილობდი, რომ ამ ურთიერთობებს არასდროს
შეჰპარვოდა ბზარი. შჩუკინი და მუხინი ჩემთვის უფროსი ძმებივით იყვნენ და ასეთივე
თავდადებით ვპასუხობდი მეც.

ადრე უკვე გიამბეთ, თუ როგორ ვიხსენი შჩუკინი და მუხინი ნაციონალისტების კლანჭებიდან,


თუმცა, შემეძლო, კრინტიც არ დამეძრა, რადგან, ძალიან სახიფათო თამაშში ვებმებოდი. ახლა კი
ერთ ისტორიასაც მოვყვები, რომელიც უკვე პოსტ-საბჭოთა პერიოდში მოხდა.

„ძია“ ახალი გაშვებული მყავდა პენსიაზე და შეკვეთებს უკვე პირადად ვიღებდი, როდესაც
შემკვეთმა მოსკოვში დამინიშნა შეხვედრა. რუსეთის დედაქალაქში ჩავფრინდი, შევინიღბე და
პარკ „სოკოლნიკებში“ გავემართე პაემანზე. შეხვედრაზე შეუნიღბავი, ორმოციოდე წლის
მამაკაცი მოვიდა. ის მომესალმა და მითხრა:

– გამარჯობა, ბაბუა!

– გაგიმარჯოს!

– თქვენ, ალბათ, შემსრულებლის ნდობით აღჭურვილი პირი ხართ, ასე ვთქვათ, მისი პირადი
აგენტი, ჩვენ კი უშუალო შემსრულებელთან გვინდა შეხვედრა.

– მე თქვენ წინაშე ვარ. გისმენთ.


წიგნის ელექტრონული ვერსია
მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
– ხუმრობთ, ბაბუა?
www.PDF.ChiaturaINFO.GE
– სულაც არა. გისმენთ.

მამაკაცმა კიდევ ერთხელ შემათვალიერა. შემდეგ პაუზა გააკეთა. ბოლოს უბიდან სურათი
ამოიღო, მიჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა მოსაშორებელი. საქმეში 400 ათას ევროს ვიხდით. გაწყობს „კაგებეს“ გენერლის მოკვლა?

სურათზე ანდრეი ლუკიჩ მუხინი იყო აღბეჭდილი, მაგრამ, არაფერი შევიმჩნიე და მივუგე:

– ნახევარი თანხა წინასწარ მომეცით, მეორე ნახევარი – საქმის შემდეგ. ახლა კი მისი ზუსტი
კოორდინატები მინდა და ერთმანეთს სამუდამოდ დავშორდეთ.

მამაკაცმა მუხინის ყველა მონაცემი და კოორდინატი მითხრა, რომელიც მასზე უკეთესად


ვიცოდი და ასე დაასრულა:

– აბა, შენ იცი, ბაბუა. შემსრულებელს გადაეცი, რომ დროზე ქნას, თორემ, იაღლიში თუ მოუვიდა,
მიწიდან ამოვიღებთ.

– ნახვამდის, – მივუგე შემკვეთს და წავედი. თუმცა, რამდენიმე მანევრი რომ გავაკეთე, შევნიშნე,
მითვალთვალებდნენ. ამიტომ, მეტროში ჩავედი, „კუდი“ მოვიშორე და, როცა დავრწმუნდი, რომ
„სუფთა“ ვიყავი, მუხინს პირდაპირ აგარაკზე მივადექი.

ანდრეი ლუკიჩი ეზოში ფუსფუსებდა. რომ დამინახა, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო, რადგან
შენიღბული ვიყავი. მე ღობეს მივუახლოვდი და ვუთხარი:

– წუხელ ანტარქტიდაზე ისე ცხელოდა, რომ პინგვინები შიშვლები იწვნენ მზეზე და აბაზანებს
იღებდნენ, – ეს სიტყვები ერთი ძველი ოპერაციის პაროლი იყო, რომელიც პირადად მუხინმა
შეიმუშავა. ამიტომ, ის შეცბა და კოპებშეკრულმა მკითხა:

– ვინ ხარ, მოხუცო და რა გინდა?

– კოკი ვარ, ამხანაგო გენერალო. თქვენთან საქმე მაქვს. შეიძლება, დაგელაპარაკოთ პირისპირ?

– კოკი, ძვირფასო, შემოდი. მარტო ვარ, – გაუხარდა მუხინს, აგარაკზე შემიყვანა და მკითხა: – ხომ
მშვიდობაა?

ანდრეი ლუკიჩს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ვკითხე:

– ვინ არიან და რატომ უნდათ თქვენი მოკვლა?

– ანტონ სივუხას ხალხია...

– სივუხა, სივუხა... რა ნაცნობი გვარია... – ვთქვი მე. მუხინმა კი მითხრა:

– პეტრე სივუხა ხომ გახსოვს, ერთ-ერთი პარტიული ფუნქციონერის ბიძაშვილი?


– კი, როგორ არა, – გამახსენდა მე, – ნარკობიზნესში რომ იყო ჩართული და თურქმენეთის
საზღვარზე რომ მოვკალი.

– სწორედაც რომ, – დამიდასტურა მუხინმა, – ანტონი პეტრეს ტყუპისცალია და ახლახან


გამოვიდა ციხიდან. ისიც ბარიგაა და, უთქვამს, რომ ჩემი ძმის მკვლელ მუხინს მოვსპობო. ეს
ამბავი სულ რაღაც სამი დღის წინ მიამბო ჩემმა კაცმა, რომელიც იმ ნაძირლებთანაა
დაკავშირებული.

– კი მაგრამ, ის ოპერაცია ხომ საიდუმლო იყო, საიდან შეიტყვეს სივუხებმა?

– პოსტ-საბჭოთა პერიოდში მრავალი „გაიყიდა“ და იმ ნაძირალამაც მოძებნა, ალბათ, ფულის


სანაცვლოდ ინფორმატორი.

– მაშინ, ჯერ მე უნდა ამოვეღე მიზანში – ის ხომ მე მოვკალი!

– შენზე ვერასგზით ვერ გამოვიდოდნენ, შენი ამბავი მხოლოდ მე და შჩუკინმა ვიცოდით და,
როდესაც ზემდგომებს ოპერაციის შედეგების ანგარიშს ვაბარებდით, შენი სახელი არ
გვიხსენებია.

– კეთილი. მოდი, საქმეს მივხედოთ და მანამდე მოვიშოროთ ისინი, ვიდრე რამეს დაგვიშავებენ.

– უნდა დავხოცოთ, მაგრამ, ეს არც ისე იოლია.

– ყოველ შემთხვევაში, აუცილებელი. რას იტყვით, ამხანაგო გენერალო, ღირს, რომ ვიღაც
ბარიგებს თავი მოვაკვლევინოთ?

– არ ღირს.

– მაშინ, საქმეს მივხედოთ. იარაღის ხმარება ხომ არ დაგავიწყდათ?

– რა თქმა უნდა, არა. მივხედოთ საქმეს, – მომიგო მუხინმა და საქმეს შევუდექით.

ჩვენ ჯერ ოპერაციის დეტალები დავგეგმეთ, შემდეგ შევიარაღდით და მოქმედებას შევუდექით.

მე ვმოქმედებდი, მუხინი კი მაზღვევდა. თავდაპირველად სივუხას ბანდის ის წევრი


შევიპყარით, რომელიც მე მითვალთვალებდა და მისგან შევიტყვეთ როგორც ბანდის
რიცხოვნობა, ასევე, დისლოკაციის ადგილი.

– ათივე დღეს, საღამოს ათ საათზე უნდა შევიკრიბოთ, სივუხას აგარაკზე, – თქვა ჩვენმა ტყვემ და
აგარაკის ადგილმდებარეობა ზუსტად აგვიწერა.

იმავე ღამეს მე და მუხინი აგარაკზე შევიჭერით და ჩვენი მტრები დავხოცეთ. ბოლოს მათი
„ჩამშვებიც“ მივაყოლეთ და უკან „სუფთად“ დავბრუნდით.

მეორე დღეს თბილისში გამოვფრინდი და წამოსვლის წინ გენერალმა მითხრა:

შენთან დიდ ვალში ვარ, ჩემო კოკი, და გადამეხადოს. აბა, შენ იცი, ნახვამდის!
სივუხასა და მისი ხელქვეითების განადგურება, ჩემი მხრიდან, წმინდა წყლის მეგობრული ჟესტი
იყო. ასეთი რამ კი ჩვენს საქმეში (მე ჩემს ამჟამინდელ საქმეს ვგულისხმობ) დაუშვებელია. თუმცა,
მე ძველ მეგობრობას ძალიან ვაფასებ და ეს წესიც იმიტომ დავარღვიე, თუმცა, ასე ბევრი არ
მოიქცეოდა, საქმესაც გააკეთებდა, ფულსაც აიღებდა და ენასაც კბილს დააჭერდა.

წესების დარღვევა, რა თქმა უნდა, დაუშვებელი რამ არის და ჩემი კარიერის განმავლობაში
ძალიან იშვიათად ჩამიდენია ასეთი რამ. მაგრამ, როცა ჩამიდენია, ყოველთვის სწორად
მოვქცეულვარ და ჩემი თავის წინაშე მართალი აღმოვჩენილვარ.

დაქირავებული მკვლელობა განსაკუთრებული პროფესიაა. თუ შემკვეთი „გადააგდე“,


ყოველთვის მიზანში იქნები ამოღებული და ამას არასოდეს გაპატიებენ. თუმცა, მე უკვე
რამდენჯერმე მაქვს ეს ჩადენილი, რა თქმა უნდა, კეთილშობილური მოსაზრებების გამო და,
ჯერჯერობით ვერავინ მომწვდა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ, უკვე მაზის კიდეც ვინმე
დაინტერესებული „კუდზე“ და ჩემთვის სასროლი ტყვია გამზადებული აქვს.

– სიფრთხილე, სრული კონსპირაცია და აბსოლუტური მობილიზაცია – აი, რა ჰმართებს


საიდუმლო აგენტს, – მასწავლიდნენ კოჯორში და დღემდე ვცდილობ, ფანტომი ვიყო, ვერავინ
მომიხელთოს და ყოველგვარ ხიფათს გვერდი ავუარო.

ჩემს შეგირდ ვოვასაც თითქმის ყველაფერი ვასწავლე და, ლომის აღმზრდელი კატისა არ იყოს,
მხოლოდ „ხეზე ასვლა“ არ მისწავლებია. „ხეზე ასვლა“ კი ჩემს შემთხვევაში ისაა, რომ ვოვამ
არაფერი იცის ჩემი შვილების, უახლოესი ნათესავებისა და მეგობრების შესახებ, ანუ, მას მე
მარტოხელა ვგონივარ და, თუკი ის ოდესმე გადაწყვეტს თავიდან მომიშოროს, ჩემს
მოსახელთებლად ჩემსავე ახლობლებს არ დაუწყებს ძებნას და მხოლოდ და მხოლოდ ჩემთან
შეტაკება მოუწევს. ეს კი, მისი აზრით, თუ, რა თქმა უნდა, არ არტისტობს, ძალიან რთული საქმეა.
მართალია, ვოვას ჩემთვის არაერთხელ უთქვამს, რომ ჩემს წინააღმდეგ არასდროს აღმართავს
ხელს, მაგრამ, ვინ იცის?! იცვლება დრო, ვიცვლებით ჩვენც, ადამიანებიც. ვოვაც ადამიანია და,
აბა, მე რა ვიცი, თუ როდის და როგორ ჩაუძვრება სულში ეშმაკი?!

ბოლომდე, რა თქმა უნდა, არავის ვენდობი, არც ვოვას და არც შჩუკინსა და მუხინს. მიუხედავად
იმისა, რომ გენერლებისთვის ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული. მე ისინი არასდროს გამიწირავს
და არც მათ გავუწირივართ, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

მე თითქმის ყველაფერი გავითვალისწინე და ჩემი შვილები და შვილიშვილები ბევრად უფრო


დაცულები და, ასე ვთქვათ, გადამალულები მყავს, ვიდრე საკუთარი თავი. ამქვეყნად ჩემ გარდა
სულ სამი ადამიანია, ვინც ჩემი საქმიანობის შესახებ იცის – გენერლები და ვოვა. ამიტომ, თუკი
ვინმემ ჩემზე გამოსვლა მოინდომა, ეს მათი მეშვეობით უნდა მოახერხოს, მათ კი ჩემი
ახლობლების ადგილსამყოფელი არ იციან და მათზე გასვლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი
მეშვეობითაა შესაძლებელი. ასეთი რამ კი გამორიცხულია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ისინი
კარგად არიან დაცულები და მათი მოხელთება პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც მათ
სანახავად მივდივარ, ისეთი შორეული, შემოვლითი გზით ვაკეთებ ამას, რომ ვერავინ გაიგოს.
ამ ცოტა ხნის წინ სწორედ ჩემი ახლობლების სანახავად ვიყავი წასული, მათთან ათი დღე
დავრჩი. უკან რომ მოვდიოდი, მათ ჩემი გამოშვება არ უნდოდათ. დამესივნენ შვილები,
შვილიშვილები და დიდხანს მეხვეწნენ, კიდევ ერთი დღით მაინც დავრჩენილიყავი მათთან,
მაგრამ, დრო არ მქონდა, თბილისში დაბრუნებამდე ერთი შეკვეთა უნდა შემესრულებინა,
რომელშიც 600 ათას ევროს მიხდიდნენ.

შეკვეთა უნგრეთის დედაქალაქში უნდა შემესრულებინა. ბუდაპეშტში შეღამებისას ჩავედი,


პატარა სასტუმროში დავბინავდი და ცოტა დავისვენე, შემდეგ რკინიგზის სადგურში
გავემგზავრე. შემნახველი საკნიდან შავი ფერის სპორტული ჩანთა გამოვიღე და სასტუმროში
დავბრუნდი. ჩანთაში საქმისთვის საჭირო რეკვიზიტი და შეიარაღება ელაგა. მე ყველაფერი
შევამოწმე. ჩანთა შევინახე და დასაძინებლად დავწექი. უკვე ჩათვლემილი ვიყავი, როდესაც
ტელეფონმა დარეკა. ყურმილი ავიღე და ვუპასუხე:

– გისმენთ!

– კოკი, ქვემოთ ჩამოდი!

– რომელი ხარ? – ვკითხე უცნობს.

– აბა, მიხვდი, ვინ ვიქნები. მანოელ ფრანსისკო დოს სანტოსი კოჭლი გენიოსი იყო. გამიხსენე?

– აა, ეს შენ ხარ, გარინჩას ფანო? გიცანი, ფილიპ, ახლავე მოვალ.

როგორც ჩემ მიმართ წარმოთქმული ფრაზა, ისე ჩემი პასუხი, პაროლი იყო, რომელიც ორი წლის
წინ ერთი საგანგებო ოპერაციისთვის იყო მოგონილი. მაშინ ის ოპერაცია ჩაიშალა, რადგან
მეკავშირე არ მოვიდა. სწორედ ფილიპი უნდა გამოსულიყო ჩემთან კავშირზე და ობიექტის
კოორდინატები მოეცა, რომელიც მე უნდა გამენეიტრალებინა. ფილიპი და ობიექტი კი ჩვენი
თვალთახედვიდან გაქრნენ და, ინტენსიური ნადირობის მიუხედავად, „კაგებემ“ მათ კვალს ვერ
მიაგნო. ამიტომ, ფილიპი მოღალატედ იყო გამოცხადებული და სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა
გამოტანილი. „ფილიპი“ საბჭოთა მზვერავის ფსევდონიმი იყო, სინამდვილეში მას ვიქტორი
ერქვა და კარგად ვიცნობდი. ის ჩაშლილი ოპერაცია კი, პარიზში უნდა ჩატარებულიყო და
სწორედ იქიდან გაუჩინარდნენ ის და ობიექტი.

გადაწყვეტილება სასწრაფოდ უნდა მიმეღო. შინაგანაწესის მიხედვით, ფილიპი ლიკვიდაციას


ექვემდებარებოდა და მე ეს უნდა გამეკეთებინა. თუმცა, ერთ მრუდ ნაბიჯს, შეიძლებოდა,
უკუშედეგი მოეტანა, რადგან ფილიპი, იგივე ვიქტორი, გამოცდილი მზვერავი იყო და ასე
იოლად თავს არ მომაკვლევინებდა, მით უმეტეს, რომ ის თავად დამიკავშირდა, რაც იმას
ნიშნავდა, რომ თვალთახედვის არეში ვყავდი და საკუთარი უსაფრთხოების ზომები
აუცილებლად ექნებოდა მიღებული.

გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი იყო, მაგრამ, მას რომ ჩემი მოკვლა ნდომოდა, ამას
ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გააკეთებდა. ამიტომ, ვიფიქრე, რომ სულ სხვა
რამეში უნდა ყოფილიყო საქმე და პაროლები რომ გავცვალეთ, ვკითხე:
– სად მოვიდე?

– მწვანე ბარში ამოდი, მეშვიდე სართულზე, – მომიგო ფილიპმა და ყურმილი დაკიდა.

მწვანე ბარში რომ ავედი, ფილიპი იქ ვერ აღმოვაჩინე. ამიტომ, ბარმენის დახლთან ჩამოვჯექი და
დაველოდე.

– რას მიირთმევთ, სერ? – მკითხა ბარმენმა და თავაზიანად გამიღიმა, მე კი ვუთხარი:

– მსუბუქი კოქტეილი, თუ შეიძლება.

ბარმენმა კოქტეილი მომიმზადა, წინ დამიდო და მითხრა:

– ასეთ მსუბუქ სასმელს სპორტსმენები სვამენ. სპორტსმენი ხომ არ ხართ, სერ?

– არა, – მივუგე აბეზარ ბარმენს, მან კი განაგრძო:

– მე კი ფეხბურთელი მეგონეთ.

– არა, ცდებით.

– ბოდიში, მისტერ. მე კოჭლი გარინჩას ფანი ვარ და ფეხბურთი იმიტომ ვახსენე.

– ფილიპ, ეს შენ ხარ? – გაოცებულმა ვკითხე ბარმენს, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა


სიკვდილმისჯილ საბჭოთა მზვერავს, მან კი რუსულად მომიგო:

– მე ვარ. მიხდება პლასტიკური ოპერაცია, კარგი სახე მაქვს?

– კეკლუცობის დრო არ მაქვს. რა გინდა, რატომ დამიბარე? – კოპებშეკრულმა ვკითხე


სახეშეცვლილ ფილიპს.

– ვიცი, რომ კანტორამ სასიკვდილო განაჩენი გამომიტანა და, შინაგანაწესის მიხედვით, ეს შენ
უნდა აღასრულო.

– მე ეს უშენოდაც ვიცი, – სიტყვა გავაწყვეტინე ბარმენს.

– სამაგიეროდ, სხვა რამ არ იცი.

– მაინც, რა?

– ის, თუ რა მოხდა ორი წლის წინ პარიზში.

– რა მოხდა?

– რა და, ამერიკელები მასხდნენ კუდზე, მითვალთვალებდნენ და კავშირზე იმიტომ არ


გამოვედი. ობიექტი კი მე გავანეიტრალე. ასე რომ, შენი საქმეც გავაკეთე და, მოღალატეობაშიც
ტყუილად დამდეს ბრალი და სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს.

– თავის დროზე რატომ არ შეატყობინე ეს ცენტრს?


– რა გარანტია მქონდა, რომ დამიჯერებდნენ?

– ახლა რა გარანტია გაქვს?

– შენ ხარ ჩემი გარანტია. მე ლიკვიდირებულ ობიექტს განახვებ და ცენტრს შენ აცნობებ
ყველაფერს.

– რაებს როშავ?

– სულაც არ ვროშავ! – მითხრა ბარმენმა, და საათს დახედა, – ოც წუთში გავთავისუფლდები და


წავიდეთ.

– სად?

– ხომ არ გეშინია?

– არა.

– მაშინ, მოითმინე და ყველაფერს გაიგებ.

ბარიდან ბუდაპეშტის ერთ-ერთ გარეუბანში გავემგზავრეთ, სადაც ფილიპი კერძო სახლში


ცხოვრობდა. რომ მივედით, მასპინძელმა სარდაფში ჩამიყვანა და საიდუმლო აკლდამა მანახვა,
რომელშიც მუმიფიცირებული კაცის სხეული იყო დასვენებული და მითხრა:

– აი, ის ობიექტი, რომელიც შენ უნდა გაგენეიტრალებინა და ეს მე გავაკეთე.

– და შენ მას ორი წელია ინახავ?

– ჰო, ასეა.

– მუმიფიცირება ვინ გააკეთა?

– ძალიან ცნობილმა ფრანგმა პათანატომმა. ის მე პარიზში მოვიტაცე, მუმიფიცირება


გავაკეთებინე და გავუშვი. მას არც ჩემი სახე უნახავს და, რომც ენახა, ახლა მაინც ვერ
ამომიცნობს.

– აქ როგორ ჩამოიტანე მუმია, საზღვარზე მისი გადმოტანა როგორ მოახერხე?

– საზღვაო გზით. ეს არც ისე რთულია. ფული ფრანგებსაც უყვართ, უნგრელებსაც და, საერთოდ,
ყველა ხალხს. მებაჟეებმა ეს მუმია, როგორც სუვენირი, ისე გააფორმეს და სარკოფაგში არც კი
ჩაუხედავთ, თუმცა, ეგონათ, რომ სიგარეტები გადამქონდა.

– პლასტიკური ოპერაცია სად გაიკეთე?

– პარიზში და ამის შესახებ მხოლოდ ექიმმა იცის.

– რომ გაეთქვი?
– გამორიცხულია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მე მისი არალეგალური საქმიანობის შესახებ ვიცი და იმ ძებნილის სურათი მაქვს,
ვისაც მან გარეგნობა შეუცვალა. ასე რომ, თევზივით აქვს პირში წყალი დაგუბებული.

ფილიპის მონათხრობი და ყველა მისი არგუმენტი ძალიან ამომწურავი იყო, თუმცა, მე მას კიდევ
ერთი კითხვა დავუსვი:

– ამდენ ჩალიჩს, ამ მუმიის თრევას, არ ჯობდა, რომ უბრალოდ, მიმალულიყავი. მით უმეტეს,
რომ მშვენივრად მოწყობილხარ და ათასი წელი ვერავინ მოგაგნებდა?

– არა, ჩემო კარგო, ასე არ მაწყობდა. მე მზვერავი ვარ, ჩემი სამშობლოს პატრიოტი, პატიოსანი
ადამიანი და, სიცოცხლის გარდა, მინდა, რომ წესიერი სახელი მქონდეს.

ფილიპის აბსოლუტური უდანაშაულობა სახეზე იყო და, ისღა დამრჩენოდა, რომ ყველაფერი
ცენტრისთვის შემეტყობინებინა. მაგრამ, თავში ერთმა აზრმა გამიელვა და ვუთხარი:

– მე როგორ მომაგენი? ნუთუ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევაა და იმ სასტუმროში შევჩერდი,


სადაც შენ ბარმენად მუშაობ?

– არა. ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. სასტუმრო, სადაც ცხოვრობ, ხომ ცენტრში
შეგირჩიეს?

– კი.

– რეკომენდაცია მე მივეცი.

– ეგ როგორ?

– მე იმ საბჭოთა მეკავშირის სახელს ვიყენებ, ვინც ცენტრს აწვდის აქედან ინფორმაციებს. ის კაცი
ინფარქტით გარდაიცვალა, თანაც, ჩემ თვალწინ და მე ამით ვისარგებლე. ტყუილად ხომ არ
მაქვს შესწავლილი გრიმის ხელოვნება?! მეორედ სწორედ ამის მეშვეობით მოვახერხე მის
„ტყავში შეძრომა“ და, საერთოდ, არანაირი სალიკვიდაციო ობიექტი არ არსებობს, ის მე
მოვიგონე და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ჩამოსულიყავი და შენთვის ჩემი სიმართლე
მომეყოლა, – მითხრა ფილიპმა და სხვა ოთახში გავიდა, ათიოდე წუთში კი გრიმით დაბრუნდა
და იმ კაცის გარეგნობით გამომეცხადა, ვისი სურათიც მე ლუბიანკაზე მანახვეს და მისი
ლიკვიდაცია დამავალეს.

– ფანტასტიკურია, – აღტაცებით წამოვიძახე მე, ფილიპმა კი მკითხა:

– გჯერა ჩემი?

– მჯერა.

– ცენტრშიც დამიჯერებენ?
– უნდა დავაჯეროთ, – მივუგე ფილიპს.

მე და ფილიპმა, იგივე ვიქტორმა, მუმია მოსკოვში ჩავიტანეთ და შჩუკინს ყველაფერი


დაწვრილებით მოვუყევით, რამაც გენერალი გააოცა და ვიქტორს უთხრა:

– აბსოლუტურად სწორად მოიქეცით. ყველა ბრალდება მოგეხსნებათ და შეგიძლიათ, მუშაობა


განაგრძოთ.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა თავისი სიტყვა შეასრულა და ვიქტორი „კაგებეში“ დააბრუნეს, მანამდე


კი პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს და ნამდვილი სახე აღუდგინეს.

ფილიპთან დაკავშირებული ისტორია იმის ნათელი მაგალითია, რომ ნებისმიერი კარგად


დაგეგმილი ოპერაციაც კი, შესაძლოა, გაუთვალისწინებლად განვითარდეს და მართალი,
ერთგული ადამიანი, შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად დაისაჯოს. ასეთი რამ კი ფილიპის
შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოხდა, რომ ის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის
პროფესიონალი აღმოჩნდა, ზუსტად იმოქმედა, შედეგად კი სიცოცხლეც შეინარჩუნა და
პატიოსანი ადამიანის სახელიც. ეს კი ჩვენს პროფესიაში ძალიან რთულია.

ერთხელ, პირადი საუბრის დროს, შჩუკინმა მითხრა:

– ხალხში, სამწუხაროდ, მცდარი აზრია ჩვენ შესახებ გავრცელებული და მიაჩნიათ, რომ


„კაგებეს“ თანამშრომელი ყოვლად უსულგულო, დაუნდობელი და ცივსისხლიანი არსებაა.
არადა, შენც ხომ კარგად იცი, რომ ასე არ არის.

– ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ დახურული უწყება ვართ, – მივუგე გენერალს.

– „ეფბეერი“, რა, დახურული არ არის? მაგრამ, ნახე, როგორი რეკლამირებულია? ჰოლივუდის


ყოველი მეხუთე ფილმი ეფბეერელ სუპერმენზეა და ამაზე კარგი რეკლამა რა გინდა?!

– ჩვენც ხომ გვაქვს „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“, – ვუთხარი შჩუკინს, რადგან, ვიცოდი,
რომ ეს ფილმი მას ჩემსავით ძალიან უყვარდა.

– კარგია, მაგრამ ძალიან ცოტაა და უფრო მეტი უნდა იყოს. სამაგიეროდ, იგივე ჰოლივუდი თუ
სხვა დასავლური კინოსტუდიები ჩირქს გვცხებენ და ყოველგვარ საზიზღრობას იღებენ ჩვენზე,
– მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და მივხვდი, რომ ჩემი მორიგი დავალება კინოსთან იყო
დაკავშირებული, რაც იქვე დადასტურდა.

– ახლა მე შენ ერთ პატარა დოკუმენტურ ფილმს გიჩვენებ და შენ თვითონ თქვი, რისი ღირსია
მისი გადამღები, – მითხრა ბოლოს შჩუკინმა.

ნახევარსაათიანი ფილმი ძალიან ცნობილი კინოდოკუმენტალისტის მიერ იყო გადაღებული და,


მთავარი მთხრობელი, რომელიც მხოლოდ ზურგიდან ჩანდა, სხვადასხვა ტყუილს ყვებოდა
საბჭოთა პარტიულ და „კაგებეს“ მაღალჩინოსნებზე. პარალელურად კი მისი მონათხრობის
მულტიპლიკაციური ხერხით ჩვენება ხდებოდა, რაც ძალიან მაღალ დონეზე იყო
შესრულებული. აშკარა იყო, რომ ეს სისულელე სპეცსამსახურების დაკვეთით გადაიღეს და
ანტისაბჭოური ცილისმწამებლური კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი იყო.
მაგალითად, იქ ნაჩვენები იყო, თუ როგორ უსხამენ ანდროპოვს ახალშობილი ბავშვის სისხლს,
შემდეგ კი როგორ ერთობა ის სექსით 14 წლის გოგონასთან...

– რას იტყვი? – მკითხა შჩუკინმა.

– სისულელეა, – მივუგე გენერალს.

– მეც ასე ვფიქრობ. მაგრამ, ეს პროპაგანდისტული სისულელე თავის მიზანს საკმაოდ


ეფექტურად აღწევს და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამიტომ, შენ ამ სიბინძურის
გადამღებს საკადრისი უნდა მიუზღო. სამაგიეროდ, სხვები ჭკუას თუ არ ისწავლიან,
დაფიქრდებიან მაინც და ესეც კარგია.

– გეთანხმებით.

– კეთილი. მუხინი ყველაფერს დაწვრილებით გეტყვის და, შეგიძლია, საქმეს შეუდგე.

– იმ დამპალს მოიხელთებ და ტყავს ცოცხლად გააძრობ. ამ ყველაფერს კი ვიდეოფირზე


გადაიღებ და ჩამოგვიტან, – მოკლედ და კონკრეტულად მითხრა ანდრეი ლუკიჩმა.

მეორე დღეს უკვე მიუნჰენში ვიყავი, სადაც ობიექტი იმყოფებოდა. მას იქ ერთ-ერთი ოფისი
ჰქონდა და პირდაპირ იქ ვეწვიე.

ახალგაზრდა მდივანმა გოგონამ რომ დამინახა, მკითხა:

– რა გნებავთ, ბატონო?

– მისტერ ჯეიმსის ნახვა მსურს.

– ვინ ბრძანდებით და რა საკითხზე ხართ მოსული?

– საკითხი კონფიდენციალურია, მე კი ჰარი მქვია და, გთხოვთ, მოახსენოთ.

გოგონა ჯეიმსის კაბინეტში შევიდა, მალევე გამოვიდა და მითხრა:

– შებრძანდით, მისტერ ჰარი, მისტერ ჯეიმსი გელოდებათ.

ცნობილი კინოდოკუმენტალისტი საკმაოდ სიმპათიური, ათლეტური აღნაგობის შუახნის


მამაკაცი იყო და რაღაცით ერნესტ ჰემინგუეის წააგავდა. ის მე ყურადღებით დამაკვირდა,
ბოლოს ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– დაბრძანდით, მისტერ ჰარი და ბრძანეთ, რა გნებავთ.

– მისტერ ჯეიმს, თქვენთან, ცოტა არ იყოს, სახიფათო თხოვნა გვაქვს, თუმცა, კარგად
გადაგიხდით.

ფულის ხსენებაზე ხარბ ჯეიმსს თვალები გაუბრწყინდა და მითხრა:


– ბრძანეთ, ბრძანეთ, გისმენთ!

– გვინდა, რომ ჩვენს ფარმაცევტულ ფირმას სარეკლამო ფილმი გაუკეთოთ და ჩვენი გველები
გადაიღოთ დინამიკაში, ანუ, როგორ ესხმიან ისინი თავს ვირთხებს და როგორ კლავენ და ჭამენ
მათ; როგორ კბენენ ადამიანს და როგორ ვაცლით მათ შხამს. მერე ამ ყველაფერს შესაბამისი
ტექსტი დაედება და, რაც მთავარია, ტიტრებში დაიწერება, რომ ავტორი თქვენ ხართ. გაწყობთ?

ჯეიმსი იმდენად ამორალური კაცი იყო, რომ არც კი უკითხავს, კაცს გველმა როგორ უნდა
უკბინოსო და მე თვითონვე ვუთხარი:

– კაცისთვის კბენაზე კი ნუ იდარდებთ. მამაკაცს, რომელსაც კობრა უკბენს, ჩვენ მაშინვე


შესაბამის შრატს გავუკეთებთ და არაფერი მოუვა.

– მე არც ვდარდობ, – გაეცინა ჯეიმსს და მკითხა: – როგორ ანაზღაურებას მთავაზობთ?

– ერთი წუთი – ათი ათასი დოლარი, – მშვიდად მივუგე ჯეიმსს.

– რამდენი? – მკითხა ჯეიმსმა, რადგან მაშინ ათი ათასად სრულმეტრაჟიან ფილმს გადაიღებდი
და იფიქრა, მომეჩვენაო.

– ათი ათასი დოლარი – წუთში, სერ. ფილმი კი ათი, მაქსიმუმ თხუთმეტწუთიანი უნდა იყოს, –
ვუთხარი ჯეიმსს.

– ანუ, თქვენ მზად ხართ, რომ ასი-ას ორმოცდაათი ათასი დოლარი გადაიხადოთ?

– უპრობლემოდ.

– კეთილი. თხუთმეტწუთიანი სჯობს.

– ეს თქვენი გადასაწყვეტია.

– მე თანახმა ვარ.

– ძალიან კარგი, მაგრამ, ერთ კვირაში უნდა ჩაეტიოთ.

– კეთილი, ჩავეტევი.

– მაშინ, დროს ნუ დავკარგავთ და ჩვენს გველთსაშენში წამომყევით, რომ გადასაღები ადგილი


განახვოთ და რაღაც-რაღაც ნიუანსებში ჩაგახედოთ.

– წავედით, – მომიგო გახარებულმა ჯეიმსმა და ჩემი მანქანით წინასწარ გამზადებულ


კონსპირაციულ ბინაში გავემგზავრეთ.

– აბა, სადაა თქვენი გველთსაშენი? – მკითხა ჯეიმსმა, როდესაც სახლში შევედით. მე კი მას
კეფაში მუშტი ვთხლიშე და გავთიშე...
ჯეიმსმა თვალი რომ გაახილა, ის უკვე დედიშობილა, რკინის ძელებზე ჯაჭვებით იყო მიბმული,
ხუთი მხრიდან კი კამერები უყურებდნენ. მე თავზე ნიღაბი მქონდა ჩამოცმული, რომ სახე არ
გამომჩენოდა. ობიექტი რომ გამოფხიზლდა, მითხრა:

– არ მესმის, რა ხუმრობაა. სადაა თქვენი გველები?

– ეს თქვენ ხართ გველი, – მივუგე ჯეიმსს, – ახლა ცოცხლად უნდა გაგაძროთ ტყავი, ეს
ყველაფერი კი გადავიღო და გავავრცელო, რათა პოტენციურმა გველებმა გველობა აღარ
გაბედონ. ყოველ შემთხვევაში, დაფიქრდნენ მაინც.

ჯეიმსის ტყავის გაძრობის პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. საქმეს რომ მოვრჩი, ხუთი ცალი
ვიდეოკასეტა ჯერ შევამოწმე და შემდეგ ტყავის ჩანთაში შევინახე. სულმიხდილი ჯეიმსი კი
სახლში დავტოვე, იქიდან უხმაუროდ წამოვედი და გვიან ღამით მოსკოვში დავბრუნდი.
კასეტები დაამონტაჟეს და თხუთმეტწუთიანი ფილმის ასლები ჰოლივუდსა და სხვა სტუდიებში
დააგზავნეს. იმავე დღეს კი ჰოლივუდის ერთ-ერთი დიდი სტუდიაც დაიწვა, რომელიც ჯეიმსს
ეკუთვნოდა და ეს ოპერაციაც ასე დასრულდა.

– ახლა მაინც გაანძრევენ ალბათ ტვინს და მოუხმობენ სინდისს ჯეიმსისნაირები, – თქვა


შჩუკინმა, როდესაც მას ოპერაციის შესრულება ვუპატაკე, – ჩვენ ერთ კაცს გავაძრეთ ტყავი და ის
ამას იმსახურებდა, ისინი კი მილიონობით ადამიანს ურევენ გონებას. ასე რომ, ჩემო კოკი,
გულთან ახლოს არ მიიტანო ეს ამბავი, მით უმეტეს, რომ ეს შენს სამშობლოს სჭირდებოდა.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან იდეური ვიყავი, მაინცდამაინც არ ვფიქრდებოდი იმაზე, თუ


რა სისასტიკეს ჩავდიოდი და, დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად ვიქცეოდი. დიდად არც
ახლა შემიცვლია პოზიცია, თუმცა მიმაჩნია, რომ უფრო ჰუმანურადაც შეიძლებოდა
მოვქცეულიყავით და ტყავის გაძრობის ნაცვლად, ტყვიის ერთი გასროლით, ჩვეულებრივად
მოგვეგვარებინა საქმე. მაგრამ, მაშინ „კაგებეში“ მიაჩნდათ, რომ ასეთი მეთოდები პრევენციული
ზომები იყო ურჩთათვის და რომ ამით ათასობით ადამიანის სიცოცხლისა და სინდისის
გადარჩენას ემსახურებოდნენ.

– იცი, რას გეტყვი, ჩემო ძვირფასო? – მითხრა ერთხელ ერთმა მაფიოზმა, რომელსაც, რა თქმა
უნდა, გრიმში პირისპირ შევხვდი, – ძველი აღთქმის ეს მცნება – „სისხლი სისხლის წილ“ – ჩვენს
სამყაროში დამაბალანსებლის ფუნქციას ასრულებს, ისევე, როგორც მგელი ან ნებისმიერი
მტაცებელი ცხოველი ბუნებაში. სუსტები იხოცებიან, ძლიერები ცოცხლობენ და ასეა
მოწყობილი ეს სამყარო, რომელსაც ვერ შეცვლი და არც უნდა სცადო მისი შეცვლა.

სად ძველაღთქმისეული მცნება და სად მგელი ან სხვა მტაცებელი, მაგრამ, შემკვეთი მაფიოზი
ცდილობდა, განათლებულ ადამიანად მოეჩვენებინა თავი და ამბობდა:

– იცით, ჩემო კარგო, რა გულჩვილი და ადამიანების მოყვარული კაცი ვარ? მართალია,


არალეგალურ ბიზნესს ვეწევი და სახელმწიფოს გადასახადებს ვუმალავ, მაგრამ, ლომის წილს
ქველმოქმედებაში ვხარჯავ და, განა ეს ცოტაა, განა ეს პატარა საქმეა?! რა ვუყოთ, თუკი ერთი
უვარგისი, უნამუსო ნაძირლის მოკვლა განვიზრახე?
– საქმეზე გადავიდეთ, მისტერ, – თავაზიანად შევახსენე მაფიოზს, მან კი ყური არ მათხოვა და
თავისას განაგრძობდა:

– ამ ორი დღის წინ თუთიყუში მომიკვდა და, იცით, როგორ განვიცადე? მას მომვლელმა ვერ
მიხედა და, აი, შედეგიც – ის უკვე აღარაა. მართალია, მომვლელმა თავისი მიიღო – ჩემმა ბიჭებმა
მას ორი თითი მოაჭრეს, მაგრამ, თუთიყუშს ხომ ვერ გააცოცხლებ? ამით კი იმის თქმა მინდა,
რომ, ადამიანი, რომელმაც ასე ახლოს მიიტანა გულთან თავისი თუთიყუშის სიკვდილი, არ
შეიძლება, იყოს უგულო. მე კეთილი, მაგრამ მკაცრი ადამიანი ვარ და ამის გარეშე არც არანაირი
საქმე არ გამოვა.

შემკვეთი მაფიოზი სულაც არ იყო მოხუცი, რომ მეფიქრა, გამოშტერებულაო. ვერც იმას
ვიტყოდი, რომ ირონიით ლაპარაკობდა და იცოდა, რომ მისი სიტყვები სულელურად ჟღერდა.
არა! ის ზუსტად ასეთი იყო და სწორედ ამიტომ იყო უკიდურესად საშიში. მსგავსი ფსიქოტიპი
იყო ნიკიტა ხრუშჩოვიც, რომელმაც ლამის მესამე მსოფლიო ომი გააჩაღა დედამიწაზე და
კინაღამ წერტილი დაუსვა ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას.

– მოკლედ, ასე, ჩემო ძვირფასო. შენზე მითხრეს, სუპერშემსრულებელიაო და პირისპირ ამიტომ


შეგხვდი. მინდა, პირადად დაგავალო საქმე, რომ ის დეტალურად შეასრულო, – მითხრა
შემკვეთმა.

– გისმენთ, სერ, – მივუგე შემკვეთს და თავი ძლივს შევიკავე, რომ მისთვის კისერი არ
მომეგრიხა. – აი, ეს ჩემი ძმაა და თავი უნდა მოჰკვეთო. ამაში კი ოთხასი ათას დოლარს ვიხდი, –
მითხრა შემკვეთმა, პაუზა გააკეთა და მკითხა: – ალბათ, გაინტერესებს, რატომ ვუკვეთავ ძმის
მკვლელობას, თანაც ასეთი ფორმით?

– არა, მისტერ.

– და, მაინც გეტყვი, რადგან, არ მინდა, ჩემზე იფიქრო, ცუდი კაციაო, – მითხრა შემკვეთმა, – ის
ჩვენი ოჯახის სირცხვილია, ყველას თავი მოგვჭრა – მტერს გაურიგდა, მასთან ფარულად
თანამშრომლობს და სიკვდილს იმსახურებს.

შემკვეთმა კიდევ ბევრი იყბედა და ძლივს დავაღწიე მის ლაპარაკს თავი. შეკვეთა კი ზუსტად
შევასრულე და ამ ამბავში ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ერთ თვეში უკვე შემკვეთზე
მომივიდა შეკვეთა, რომელიც ზუსტად იმავენაირად შევასრულე, ანუ, მასაც თავი მოვკვეთე და,
როდესაც ის სკამზე მყავდა მიბმული და ხანჯალი მოვიმარჯვე, მითხრა:

– ახლა ხომ მაინც გჯერათ ჩემი სიტყვები? ხომ ხედავთ, რომ სისხლი მართავს სამყაროს და
უსისხლოდ ცხოვრება წარმოუდგენელია?

უაზროდ მოლაპარაკე მაფიოზს, რა თქმა უნდა, თავი მოვკვეთე და, ცოტა არ იყოს, შემეცოდა
კიდეც. მას და მის ძმას, რომ იტყვიან, გაუჩალიჩეს და, ჯერ ერთმანეთი დაახოცვინეს, შემდეგ კი
მათ ქონებას დაეუფლნენ. გამჩალიჩებელი კი მათივე უახლოესი ნათესავი იყო და მთელი
მაფიოზური ფილოსოფიაც ესაა...
– არავის არასოდეს ენდო ბოლომდე. საკუთარ თავსაც კი; ყოველთვის თვითკონტროლის
რეჟიმში იმუშავე, – მასწავლიდა ერთ-ერთი ინსტრუქტორი, – შეიძლება, ზურგში ისეთმა ვინმემ
ჩაგცეს ხანჯალი, რომ არც კი დაიჯერო.

ბოლომდე, შეიძლება, არ დაეთანხმო ჩემი ინსტრუქტორის სიტყვებს, მაგრამ, პერმანენტული


თვითკონტროლი გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა არა მარტო ჩემი პროფესიის
ადამიანისთვის, არამედ, ყველასთვის. მოდუნება, დაბნეულობა ყველგან და ყველაფერში ცუდია
და, მით უმეტეს, ამის გაკეთება დაუშვებელია შემსრულებლისთვის. თუ გინდა, რომ მტერს
მოერიო, მაშინ მისი ყურადღება უნდა მოადუნო ან დააბნიო. მსგავს ხერხს მე ხშირად ვიყენებ
ხოლმე ჩემს საქმიანობაში, რაც ყოველთვის ამართლებს.

ერთხელ ერთი პოლიტიკოსის მოკვლა შემიკვეთეს, რომელიც საარჩევნო კამპანიას ატარებდა და,
საქმეს ის ართულებდა, რომ სასწრაფოდ იყო მოსაშორებელი. ობიექტს უამრავი პირადი მცველი
ჰყავდა და მართლა ღია ცის ქვეშ ხვდებოდა ხალხს. მაგრამ, დაჯავშნილი ტრიბუნა ჰქონდა და
სნაიპერული შაშხანიდან მისი მოხელთება ძალიან რთული იყო. დრო არ ითმენდა და ერთ
ხერხს მივმართე: ხალხთან ობიექტის მომავალი შეხვედრის ადგილი კარგად შევისწავლე და
მყარი სნაიპერული პოზიცია შევარჩიე. დანიშნულ დღეს კი ადგილი დავიკავე და ობიექტის
გამოჩენას დაველოდე. მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი იყო თავმოყრილი და თავიანთი
კერპი რომ დაინახეს, რომელიც დაცულ ტრიბუნაზე ავიდა, ოვაციებით შეეგებნენ. ობიექტი
ალაქლაქდა. ამ დროს მოედანზე უზარმაზარი დახურული ფურგონი გამოჩნდა. მძღოლმა
მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და წავიდა. ფურგონი ჩემი დაქირავებული იყო და მისი გაჩერება
ჩემი შეკვეთის შესასრულებლად იყო განკუთვნილი. შაშხანა შტატივზე დავაყენე და
დისტანციური მართვის პულტით ფურგონის კარი გავაღე, იქიდან კი გამძვინვარებული ხარი
გამოვარდა და ხალხისკენ ბღავილით გაიქცა. ადამიანები აქეთ-იქით გაიფანტნენ. ობიექტმა კი
ხარის შიშით ტრიბუნა დატოვა, რომ გაქცეულიყო. მეც ეს მინდოდა. შაშხანის სასხლეტს თითი
გამოვკარი და სამიზნე გავანადგურე...

– თქვენ, ჩემო კარგო, – მაქებდა იგივე ინსტრუქტორი, – სამიზნეების განადგურების


განსაკუთრებული უნარი გაქვთ. ყოჩაღ, თქვენ კარგად შეისისხლხორცეთ, რომ ამ საქმეში
ხშირად იმპროვიზაციაა საჭირო.

ინსტრუქტორი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მხოლოდ


ცეცხლსასროლი იარაღით ვერაფერს გავმხდარვარ და ფანტაზიისთვის მომიხმია. ხარის არ იყოს,
ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობის დროს, ერთი კარგად დაგეგმილი ოპერაცია ჩაშლის პირას
დადგა და, რომ არა იმპროვიზაცია, არაფერი გამოვიდოდა.

ერთხელ, ბალტიის ზღვის ერთ-ერთ კურორტზე გავემგზავრე ერთი ობიექტის სალიკვიდაციოდ,


რომელიც ნეპტუნის დღესასწაულზე უნდა მომეკლა. იმის გამო, რომ იქ შეკრებილი ხალხი
შიშველი იყო, მე ეს დავალება კალმისტარში ჩამონტაჟებული ერთტყვიიანი პისტოლეტიდან
უნდა შემესრულებინა. შიშველი ობიექტი უზარმაზარ აუზში იმყოფებოდა, სადაც მის გარდა
უამრავი ადამიანი დაცურავდა. მე აუზის შუაში, მრგვალ შადრევანთან მეკავა პოზიცია და
მომენტს ვეძებდი, რომ კისერზე ჩამოკიდებული კალმისტრიდან მიზანში გამესროლა. უცებ,
შადრევნის ჭავლი გაძლიერდა, კალამი-პისტოლეტი კი კისრიდან მომაძრო და სადღაც შორს
მოისროლა... გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი, რადგან ზეიმი სულ მალე დასრულდებოდა,
ობიექტი კი წყლიდან ამოვიდოდა და წავიდოდა. დრო არ ითმენდა. ცაიტნოტში ვიყავი და
სწრაფად ვფიქრობდი, რა მელოდა. უცებ შუქი ჩაქრა და გამოაცხადეს, რომ ზუსტად ნახევარ
წუთში კვლავ აინთებოდა და იქ შეკრებილებს სიურპრიზს უჩვენებდნენ.

„ნახევარი წუთი მაქვს და უნდა ვიმოქმედო“, – გავიფიქრე გუნებაში და წყალში გადავეშვი.


ობიექტთან მივცურდი. წყალქვეშ ჩავითრიე, კისერი მოვტეხე და გავცურე, აუზის კიდეში
ამოვყვინთე: შუქიც აინთო და აუზში დაპირებული სიურპრიზი გამოჩნდა – წყალში ოცდაათი
ტანწერწეტა, შიშველი გოგონა ჩახტა... მე ამით ვისარგებლე, იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე
და მას შემდეგ არასდროს დამიკარგავს იარაღი, რომლითაც საქმე უნდა გამეკეთებინა...

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ცეცხლსასროლ იარაღს ვფლობ, უპირატესობას ვანიჭებ


მცირე ზომის, სპეცშეკვეთით დამზადებულ პისტოლეტს, რომელსაც „კოღო“ ეწოდება. ის სულ
ორასი ცალი დაამზადეს და პარამეტრებით ყველა მოწინავე პისტოლეტს ჯობია. „კოღოს“ ზედვე
აქვს მაყუჩი და უხმაუროა, ათტყვიიანია და, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეგრეთ წოდებულ
„ჰილზა-ტყვიას“ ისვრის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანად ვარდება ლულიდან და
„უფაქტოა“, ანუ, კვალს არ ტოვებს. „კოღო“ პროფესიონალი მკვლელის იარაღია და, მართალია,
მე მისი უცხოური ანალოგებიც მინახავს, მაგრამ, საბჭოთას არაფერი შეედრება. ამ იარაღიდან
სროლას ძალიან მალე შევეჩვიე, რომ იტყვიან, ისე „დავამუღამე“, რომ თვალდახუჭული
ვარტყამდი მიზანში. „კოღოს“ ერთი დამატებითი ფუნქციაც გააჩნია: მას მჭიდში უმაგრდება
პატარა ბალონი, რომლის ამოქმედების შემდეგაც პისტოლეტში სპეციალური სითხე იღვრება და
ის დნება, ორთქლდება და, სულ რაღაც ოც წამში ქრება. „კოღო“ განსაკუთრებულად
მოსახერხებელია იმ სიტუაციებში, როდესაც სამიზნე მნიშვნელოვანი ფიგურაა, პოლიტიკოსი,
დიდი საზოგადო მოღვაწე, რომელთა მკვლელობებსაც განსაკუთრებული გულმოდგინებით
იძიებენ ხოლმე და ნებისმიერ სამხილს სკურპულოზურად ეძებენ და იკვლევენ.

– „კოღო“ შემსრულებლების საუკეთესო მეგობარია, – მეუბნებოდა ინსტრუქტორი, რომელმაც


პირველად გამაცნო ეს იარაღი, – მიზანს ესროლე, გაანადგურე, შემდეგ „კოღოც“ ზედ მიაყოლე
და, სუფთა ხარ, როგორც ოკეანის ჰაერი.

ერთხელ, ერთ პატარა, წყნარ ევროპულ სახელმწიფოში ძალიან ცნობილი ფიგურა უნდა
გამენადგურებინა, რომელიც საბჭოთა მთავრობისთვის მიუღებელი იყო. თვითონ მკვლელობა
არც ისე რთული შესასრულებელი იყო, რადგან ობიექტი განსაკუთრებული დაცვის გარეშე
გადაადგილდებოდა, ზოგჯერ კი საერთოდ მარტო გადიოდა გარეთ. როდესაც ობიექტის
ლიკვიდაციის გეგმა შევადგინეთ, გადაწყდა, რომ „კოღო“ უნდა გამომეყენებინა.

– საუკეთესო იარაღია. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა მუხინმა საქმეზე
გამგზავრების წინ.

პატარა ქვეყანაში ტურისტის სტატუსით ჩავედი, იქ კი უკვე ადგილობრივ მოქალაქედ


გადავიქეცი. კონსპირაციულ ბინაში, სხვა რეკვიზიტებთან ერთად „კოღოც“ დამხვდა და
ოპერაციისთვის მზადება დავიწყე. დათქმულ დღეს ობიექტი თავის მეუღლესთან ერთად
კინოში წავიდა. სეანსის შემდეგ გარეთ რომ გამოვიდა, ქუჩაში დავხვდი, ქურთუკში დამალული
„კოღოდან“ სამი ტყვია ვესროლე და მშვიდად განვაგრძე გზა... ობიექტი ადგილზევე
გარდაიცვალა. ჩემთვის არავის მოუქცევია ყურადღება. ასიოდე მეტრი რომ გავიარე,
განადგურების რეჟიმში მყოფი „კოღო“ სანაგვე ყუთში ჩავაგდე, კონსპირაციულ ბინაში კი უკვე
ტანსაცმელი და სხვა რეკვიზიტები მოვსპე. მეორე დღეს ტურისტის სტატუსით, სრულიად
ლეგალურად დავტოვე ქვეყანა და ჩემზე ეჭვიც კი არავის აუღია. ის ცნობილი მკვლელობა
დღემდე გაუხსნელია. ისიც არ იციან, რომ ის „კაგებეს“ საქმე იყო. იმ ქვეყნის საგამოძიებო
ორგანოებმა მცირედი სამხილიც კი ვერსად აღმოაჩინეს...

– სუფთა მუშაობა ჩვენი საქმის უმთავრესი კომპონენტია – მასწავლიდნენ სპეცსკოლაში. ერთ-


ერთი ინსტრუქტორი კი ასე მეუბნებოდა:

– შენ ხარ უჩინარი, ფანტომი და, როგორც აჩრდილები ქრებიან, ისე უნდა გაქრე ხოლმე შენც,
რომ არავინ შეგამჩნიოს.

სპეცსკოლაში მიღებული ცოდნა ისე მყარად მაქვს შეთავსებული, რომ დღემდე არ დამიკარგავს
და მართლაც ფანტომივით უჩინარი და მოუხელთებელი ვარ. თუმცა, მას მერე უამრავი რამ
შეიცვალა და კონტროლისა და აღმოჩენის ისეთი სუპერტექნოლოგიები გაჩნდა, რომ
დედამიწაზე დამალვა ძალიან რთული გახდა. დღესდღეობით ჩემი პროფილის ადამიანი
თავისი ბოსისთვის ადვილი საკონტროლებელი და მოსახელთებელია.

ორიოდე წლის წინ გენერალ შჩუკინს შევხვდი მოსკოვში. ჩვენ გორკის სახელობის პარკში, ხის
სკამებზე ვისხედით და ვსაუბრობდით. ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– წარმოგიდგენია, რა დონეზე ავიდა მიკროელექტრონიკა? ისეთი, ეგრეთ წოდებული


ბიოლოგიური ჩიპებია გამოგონებული, რომ მის მატარებელ ადამიანს ქვესკნელში დამალვის
მცირე შანსიც არ გააჩნია.

– კანში რომ ჩიპებს აკერებენ, იმას გულისხმობთ? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მომიგო:

– ეგ უკვე ქვის ხანაა. არა, ბიოლოგიური ჩიპები სპეციალური ნემსის საშუალებით, პირდაპირ
ორგანიზმში შეჰყავთ. ის ბიოლოგიურ ფუნქციას იძენს და ობიექტი სპეციალური ცენტრალური
პულტიდან კონტროლდება, რომელიც „ფეესბეს“ დაქვემდებარებაშია.

– საშინელებაა.

– შენ ეგა თქვი, – დამეთანხმა შჩუკინი, – წარმოიდგინე, ასეთი რამ ჩვენს დროს რომ ყოფილიყო,
შენ ახლა ცოცხალი აღარ იქნებოდი და ახალი უფროსობა მოგიღებდა ბოლოს.

– მადლობა ღმერთს, რომ ძველი უფროსობის ხელში მომიწია მუშაობა, – გულწრფელად


ვუთხარი შჩუკინს, მან კი მომიგო:

– ადრე სხვა ურთიერთობები იყო. ჩვენს დროს ადამიანობა ფასობდა, ახლა კი ყველაფერი
ელექტრონიკას აქვს მინდობილი და საქმეში სული არ ფიგურირებს.
– გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– ახლა კი, ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ. შენთვის ახალი საქმეა და, როგორც ყოველთვის, მის
მაქსიმალური სიზუსტით შესრულებას ვითხოვთ. ამჯერად ლათინურ ამერიკაში მოგიწევს
გამგზავრება. იცოდე, ძალიან ფრთხილად იყავი. ამჯერად სულ მარტო მოქმედებ. არანაირი
კავშირი და დაზღვევა არ გექნება და მიახლოებითაც კი არ გვეცოდინება შენი
ადგილსამყოფელი. აბა, შენ იცი, შენი იმედი გვაქვს.

საქმე ის იყო, რომ ერთი გერმანელი ნარკოემისრის როლი უნდა შემესრულებინა, რომელიც
„კაგებემ“ აღმოსავლეთ ბერლინში აიყვანა და შემთხვევით შეიტყო მისგან, რომ მრავალი წლის
ძებნილ ხუან აიალას უნდა შეხვედროდა. აიალა „კაგებეს“ ყოფილი რეზიდენტი იყო მექსიკაში,
მაგრამ, მან 3 მილიონი დოლარი გაიტაცა და, მასზე ტოტალური ნადირობის მიუხედავად,
„კაგებემ“ ვერსად იპოვა. მისი კვალი ჩვენს თანამშრომლებს არგენტინაში დაეკარგათ და ის უცებ
კოლუმბიაში აღმოჩნდა. ნარკოემისარმა შეგვატყობინა, რომ აიალასთან 20 ტონა კოკაინის
ევროპაში ტრანსპორტირებაზე უნდა გარიგებულიყვნენ.

– ამ საქმეში ერთადერთი პლუსი გვაქვს: აიალა ნარკოემისარს სახით არ იცნობს და მათი


შეხვედრა პაროლის მეშვეობით უნდა მოხდეს. ყველაფერი დანარჩენი კი ჩვენი მინუსია და,
გამორიცხული არ არის, რომ მას გარეგნობაც კი ჰქონდეს შეცვლილი. მისი ამოცნობა თითების
ანაბეჭდებით შეიძლება, აგრეთვე, ზურგზე დახატული ტატუთი – მას ორთავიანი არწივი
ახატია, რომელსაც კლანჭებით ცეცხლწაკიდებული ამერიკული დროშა უჭირავს, – მითხრა
შჩუკინმა და აიალას რამდენიმე ფოტოსურათი მაჩვენა.

მე ჯერ ბერლინში ჩავედი, იქიდან კი ფრანკფურტში გავემგზავრე და რიოს გავლით ბოგოტაში


ჩავფრინდი. აიალას ქალაქ მედელინში უნდა შევხვედროდი და იქ ძველისძველი ავტობუსით
გავემგზავრე, ხოლო, გზაში რაც შემემთხვა, ბედის ბოროტ დაცინვას უფრო ჰგავდა, ვიდრე
გაუთვალისწინებელ შემთხვევითობას.

კოლუმბია არეულ-დარეული ქვეყანაა. იქ შეიძლება, ყველაფერი მოხდეს და ძალიან ხშირად


იცვლება ხოლმე მდგომარეობა. თითქმის ნახევარი გზა უკვე გავლილი გვქონდა და ჩვენი
დრანდულეტი ავტობუსი შუა ჯუნგლებში მიიკვლევდა გზას, როდესაც უნიფორმიანმა,
ავტომატებით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს, ძირს ჩამოგვყარეს და ყველანი
გაგვძარცვეს. ესეც არ იკმარეს, თავიანთ ბანაკში გაგვრეკეს, რომელიც ღრმა ჯუნგლებში იყო
შენიღბული და გამოგვიცხადეს, რომ, თუკი კოლუმბიის მთავრობა მათ თხუთმეტ
სიკვდილმისჯილ მეგობარს არ გამოუშვებდა ციხიდან, მაშინ ორმოცდაათივე მძევალს
დაგვხვრეტდნენ...

ავტომატიანები, ეგრეთ წოდებული კოლუმბიის რევოლუციური არმიის ერთ-ერთი ფრთის


წარმომადგენლები იყვნენ და დამოუკიდებლად მოქმედებდნენ, განსაკუთრებული სისასტიკით
გამოირჩეოდნენ და არასდროს, არაფერზე იხევდნენ უკან. მათთან მოლაპარაკებას აზრი არ
ჰქონდა, რადგან საკუთარი თავის გარდა არავის ცნობდნენ.
რევოლუციონერების ბანაკი კარგად დაცული და მიუვალი იყო, თანაც, დანაღმული – ამას
იმით მივხვდი, რომ ჩვენი დამტყვევებლები სპეციფიკურად გადაადგილდებოდნენ.

„ნუთუ აქ, ამ საყრუეთში უნდა ამომხდეს სული?“ – გავიფიქრე გუნებაში და ულვაშებაპრეხილ,


სამვარსკვლავიან უნიფორმაში გამოწყობილ ავტომატიან მამაკაცს ესპანურად ვუთხარი:

– სენიორ, მე უცხოელი ვარ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, თქვენს


ქვეყანაში კი სამოგზაუროდ ჩამოვედი.

– ჰოდა, იმოგზაურე, ვინ გიშლის, – ირონიულად მომიგო ულვაშებაპრეხილმა, – ოღონდ, მას


შემდეგ, რაც მთავრობა ჩვენს მოთხოვნებს შეასრულებს.

– რომ არ შეასრულოს? – ვკითხე მე.

– რომ არ შეასრულოს, დაგხვრეტთ! – ცალსახად მითხრა ულვაშებაპრეხილმა.

– კი მაგრამ, ჩვენ ხომ უდანაშაულოები ვართ?

– ჩვენი მეგობრებიც უდანაშაულოები არიან.

– ჩვენ ხომ მათ დატყვევებაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის და ჩვენი დახვრეტა, გარდა
იმისა, რომ უსამართლობაა, დიდი შეცდომაც იქნება თქვენი მხრიდან. სისასტიკის გამო ხალხი
მხარს არ დაგიჭერთ და პოლიტიკურ ბრძოლას ვერ მოიგებთ.

– თქვენი ჰიტლერი უფრო მეტ სისასტიკეს სჩადიოდა.

– ჰიტლერი ჩემი არ ყოფილა, სისასტიკემ კი ის დაღუპა და ლამის მთელი ერიც თან ჩაიყოლა
უფსკრულში. ამაზე დაფიქრებულხართ?

ულვაშებაპრეხილმა პაუზა გააკეთა და ღრმად ჩაფიქრდა, შემდეგ საათს დახედა და მითხრა:

– თუკი მთავრობა თორმეტ საათში ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, პირველს თქვენ


დაგხვრეტთ, ფირს კი მთავრობას გავუგზავნით, კიდევ თორმეტ საათს მივცემთ და, თუკი კვლავ
წაგვიყრუებს, მაშინ დანარჩენ ორმოცდაცხრასაც უკან მოგაყოლებთ. ახლა კი ცალკე ოთახში
მოგათავსებთ, როგორც საპატიო სტუმარს და თორმეტ საათში პირადად გეწვევით, რომ, ან
მოგკლათ, ან გაგიშვათ.

კოლუმბიელი რევოლუციონერების „საპატიო სტუმრებისთვის“ განკუთვნილი ოთახი კარგად


შეკრული პატარა ფიცრული ქოხი იყო. მას ფანჯრები არ ჰქონდა და ერთი კარი ეკიდა, რომლის
მიღმაც შეიარაღებული გუშაგი იდგა.

– ანიტა, ტყვეს უყარაულე, – უბრძანა ულვაშებაპრეხილმა ოცდახუთიოდე წლის უნიფორმიან


გოგონას, რომელმაც შავი თვალები დამიბრიალა, წინ გამიგდო, ქოხში გამომკეტა და კართან
დადგა.
ულვაშებაპრეხილის საუბრიდან აშკარა იყო, რომ, თუკი რამეს არ ვიღონებდი, აუცილებლად
დამხვრეტდნენ. ამიტომ, გონება დავძაბე და იმაზე ფიქრს შევუდექი, როგორ დამეხსნა იქიდან
თავი. მთელი ღამე ვიფიქრე და, ჩემი ვარაუდით, რომ ირიჟრაჟა, კართან მივედი, მივაყურადე და
დავრწმუნდი, რომ გოგონას არ ეძინა. შემდეგ ამოვისუნთქე და ესპანურად გავძახე:

– წადი, დაუძახე ულვაშას. ვაღიარებ, რომ ამერიკელი ჯაშუში ვარ და აქ თქვენს დასაზვერად
გამომგზავნეს!

კოლუმბიელ რევოლუციონერებს ამერიკელები განსაკუთრებულად სძულთ. მე ეს ვიცოდი და


ანიტას ასეთი რამ იმიტომ ვუთხარი. ფანდმა გაჭრა, ანიტამ კარი გააღო, ავტომატი მომიშვირა,
შავი თვალები მომანათა და კბილებში გამოსცრა:

– წყეულო გრინგო! კოლუმბიური ჰალსტუხი და საშინელი წამება არ აგცდება, პირადად მე


ამოგხდი სულს!

ძალიან პირმშვენიერი, ტანწერწეტა და, ალბათ, ქალწულიც კი იყო ანიტა, მაგრამ, მე ის ტანჯვა-
წამებით მოკვლას მიპირებდა და, აშკარა იყო, შეასრულებდა კიდეც. ამიტომ, მე მას ჯერ
ავტომატი ავართვი, კისერი მოვტეხე და იქვე მივაგდე, შემდეგ უზარმაზარი დანა ამოვუცურე
ქამრიდან, ხელში მოვიმარჯვე და ბანაკიდან გასასვლელი გზის ძებნას შევუდექი. ნელ-ნელა
თენდებოდა, ბუნება იღვიძებდა, რაც ჩემს წინააღმდეგ მოქმედებდა. ამიტომ, უნდა
ავჩქარებულიყავი და, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამეღწია ბანაკიდან. როგორც დატყვევების
დროს დავითვალე, ულვაშას ჩათვლით, თოთხმეტი შეიარაღებული მებრძოლი იყო, რა თქმა
უნდა, იმათ გარდა, ვინც ბანაკში იმყოფებოდა, მაგრამ, მათი რაოდენობა არ ვიცოდი.
სავარაუდოდ, ეს რიცხვი სამზე გავამრავლე და მივიღე ორმოცდაორი.

„ანიტა მკვდარია, მაგრამ, ორმოცდაერთი მებრძოლიც ძალიან ბევრია და მათთან გამკლავება


უხმაუროდ არც ისე იოლი საქმეა“, – გავიფიქრე გუნებაში და ბანაკიდან გასვლა დავიწყე.
მოკლული გოგონასთვის ართმეული დანით ორი მებრძოლი ჰამაკშივე მოვკალი, თან ცოცხლად
დარჩენილების სავარაუდო რაოდენობას ვითვლიდი.

„ოცდაცხრამეტიღა დარჩნენ“, – გავიფიქრე და მორიგ მსხვერპლს კეფაში დანის ტარი ჩავარტყი.


ძირს რომ დაეცა, ამოვატრიალე, პირზე ხელი დავაჭირე და კბილებში გამოვცარი:

– თუ გინდა, რომ არ მოგკლა, მითხარი, სულ რამდენი მებრძოლი ხართ ბანაკში ამჟამად. იცოდე,
რომ იყვირო, ადგილზევე მოგკლავ!

შეშინებულ მებრძოლს პირიდან ხელი მოვაშორე და მან მითხრა:

– სულ თვრამეტნი ვართ ბანაკში, მაგრამ შუადღეს დანარჩენი სამოციც მოვა.

მებრძოლის გულში დანა ჩავარტყი, ადგილზევე მოვკალი და ჩავილაპარაკე: „უკვე თოთხმეტნი


დარჩნენ“.

მე უკვე ოთხი ავტომატი მქონდა და შემეძლო თოთხმეტ მებრძოლსაც კი შევბმოდი, მაგრამ,


უხმაუროდ სვლა განვაგრძე, კიდევ ექვსი მებრძოლი მოვკალი და ბანაკში მყოფთა რაოდენობა
რვამდე დავიყვანე. ავტომატებს მჭიდები გამოვაცალე და ზურგჩანთაში ჩავაწყვე, რომელიც
ერთ-ერთ მოკლულს ავართვი. შემდეგ პატარა ფიცრულ ქოხში შევძვერი და ულვაშებაპრეხილს
წავადექი თავზე, რომელსაც ეძინა და ხვრინავდა. მე მის პისტოლეტს დავწვდი, იქვე სკამზე რომ
იდო და მძინარეს წყალი მივასხი სახეზე. მან თვალები გაახილა და, რომ დამინახა,
გველნაკბენივით წამოხტა, მაგრამ, პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– მშვიდად, არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!

– ანიტა სადაა? – იღრიალა ულვაშებაპრეხილმა, რომელსაც სახეზე საზარელი გამომეტყველება


აღებეჭდა.

– კისერმომტვრეული გდია.

– რაო? შენ ის მოკალი?

– კი.

– ოო, ღმერთო, ჩემი საცოდავი შვილი! საცოდავი ანიტა! – იღრიალა ულვაშებაპრეხილმა და


ჩემკენ გამოიწია, რომ მცემოდა, მაგრამ, მე მისი შვილისთვის ართმეული დანა მოვუქნიე, თავი
ქათამივით წავაცალე და კარისკენ შევბრუნდი, რომ გარეთ გამესწრო და საცეცხლე პოზიცია
დამეკავებინა, რადგან თავმოკვეთილმა ისე საზარლად იღრიალა, რომ მთელი ბანაკი გააღვიძა.

კოლუმბიელი რევოლუციონრები გარეთ გამოცვივდნენ და ცეცხლი გამიხსნეს, თუმცა, მე მათ


ძალიან მალე გავუსწორდი. შემდეგ ორმოცდაცხრა მძევალი გავათავისუფლე, რომლებიც
უზარმაზარ მიწურში ეყარნენ და ვუთხარი:

– თუ სასწრაფოდ აქედან არ გააღწევთ, სხვა მებრძოლები მოვლენ და ყველას დაგხოცავენ-მეთქი.

ყველანი ერთად გამოვედით ბანაკიდან. ნახევარ კილომეტრში მიტოვებული ავტობუსი ვიპოვეთ


და გზა იმით განვაგრძეთ, თუმცა, მე ადრევე ჩამოვედი. ჯერ ფეხით წავედი, შემდეგ
მატარებელზე გადავჯექი და ქალაქ მედელინში ერთი დღის დაგვიანებით ჩავედი. შემდეგ იმ
პატარა კაფეში მივედი, სადაც ხუან აიალასთან შეხვედრა მქონდა დანიშნული. როგორც
შეთანხმებული იყო, ტელეფონზე დავრეკე და ვთქვი:

– ქიშმიშის მაღაზიაა, ხომ? მე ბრუნო ვალტერი ვარ და პარიზიდან ამსტერდამის ხედები


ჩამოგიტანეთ.

– სალამი, ბიძაჩემო! აბა, ერთი მოდი და გვიჩვენე, რა ჩამოიტანე სენის ნაპირებიდან, – პაროლზე
პაროლით მომიგო მამაკაცის ხმამ და დაამატა, – კაფეში ხარ?

– დიახ, – მივუგე მე, მან კი მითხრა:

– ძალიან მალე მოვალ, დამელოდე!

მე ყურმილი დავკიდე და მაგიდისკენ უნდა წავსულიყავი, რომ აიალას დავლოდებოდი. ამ


დროს დახლთან მდგომმა ბარმენმა ხელი დამადო მხარზე და მითხრა:
– წამომყევით, აიალა გველოდება.

ბარმენმა პატარა ოთახში შემიყვანა და პატარა, საიდუმლო კიბით სარდაფში ჩავედით. შემდეგ
პატარა გვირაბით ორასიოდე მეტრი გავიარეთ, ტყის პირას ამოვედით, „ჯიპში“ ჩავსხედით,
ჯუნგლებში ორიოდე კილომეტრი გავიარეთ და ერთ კარგად დაცულ რანჩოში შევედით,
რომელსაც ბეტონის სქელი გალავანი ერტყა, მასზე კი კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლები
იყვნენ განლაგებულები.

ხუან აიალა რანჩოს მეორე სართულზე დამხვდა, დაჯავშნილ ოთახში შემიპატიჟა და მითხრა:

– რატომ დააგვიანეთ?

– გზაში პატარა ინციდენტი შემემთხვა – ვიღაც რევოლუციონერებმა დაგვატყვევეს და თავი


ძლივს დავიხსენით.

– მართლა? რა საოცარი დამთხვევაა... ჩემი მარჯვენა ხელიც იქ იყო და მანაც ძლივს მოახერხა
იქიდან გამოქცევა, – თქვა აიალამ, შემდეგ ტელეფონით ვიღაცას დაუძახა და მითხრა: – აი,
ახლავე მოვა ის და გაგაცნობთ.

სულ მალე აიალას მარჯვენა ხელი შემოვიდა, რომელმაც დამინახა თუ არა, თვალები
გაუბრწყინდა და შეჰყვირა:

– აი, ის რემბო, რომელმაც ის წყეულები ამოხოცა! ჰოი, საოცრებავ, საიდან სად შევხვდით!

აიალამ ყურადღებით შემათვალიერა, პაუზა გააკეთა და მითხრა:

– თქვენ უბრალო ნარკოემისარი არ ყოფილხართ და, როგორც გეტყობათ, ბრძოლაში


გამოცდილი უნდა იყოთ.

– დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით, სამი წელი ფრანგულ უცხოურ ლეგიონში გავატარე და
არაერთ სისხლისმღვრელ ბრძოლაში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

– კარგი, ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ, სენიორ, გისმენთ, – ვუთხარი აიალას, თან იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ როგორ
უნდა გამეღწია ამ ციტადელიდან, როდესაც აიალას მოვკლავდი.

რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ნათელი იყო, რომ იქიდან ცოცხალი ვერ გავაღწევდი.
ამიტომ, ერთმა აზრმა გამიელვა: რანჩოს ეზოში რომ შევედი, მის სახურავზე დამჯდარ
ვერტმფრენს მოვკარი თვალი და გადავწყვიტე, აიალას კუთვნილი საფრენი აპარატით
მესარგებლა. ამიტომ, ჩემს მასპინძელს ყელზე ბასრი მაჩეტე მივადე, რომელიც კედლიდან
მოვხსენი და ვუთხარი:

– თავს მოგაჭრი, თუკი გაქცევას შეეცდები ან შენი გორილები იარაღს არ დაყრიან.

– ვინ ხარ და რა გინდა? – მკითხა აიალამ.


– რევოლუციონერი ვარ და ათი მილიონი დოლარი გვჭირდება, – მოვატყუე აიალას, რადგან,
რომ მეთქვა, ვინ ვიყავი, ცოცხალი თავით არ წამომყვებოდა და მეც დამღუპავდა. ასე კი,
იფიქრებდა, რომ მართლა ფული მინდოდა და წინააღმდეგობას არ გამიწევდა.

– ათ მილიონს ახლავე გადაგიხდი, ოღონდ გამიშვი!

– გაგიშვებ, როდესაც სამშვიდობოზე გავალთ. ახლა კი სახურავზე ამომყევი და ვერტმფრენით


გავფრინდეთ, ფული კი იქ მოიტანონ, სადაც ვიტყვი, – ვუთხარი აიალას და ყელზე
მაჩეტემიდებული გამოვიყვანე დაჯავშნილი ოთახიდან.

დერეფანში შეიარაღებული მცველები იდგნენ, მაგრამ მათ აიალას ბრძანებით იარაღი დაყარეს
და დაუბრკოლებლად გაგვატარეს სახურავზე.

– ფული ხვალ დილით ბოგოტაში, კაფე „ვარდში“ მოიტანეთ და თქვენს შეფს ერთ საათში
მიიღებთ უკან. იცოდეთ, არაფერი მიჰქაროთ, თორემ, მას ცოცხალს ვეღარ იხილავთ! –
გადმოვძახე აიალას მორჩილებს რანჩოს სახურავიდან. შემდეგ მასთან ერთად ვერტმფრენში
ჩავჯექი და ჰაერში ავიჭერი.

ვერტმფრენის, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვა კოჯრის


სპეცსკოლაში ვისწავლე. დაახლოებით ოთხას მეტრზე რომ ავედით, აიალა ვერტმფრენიდან
გადმოვაგდე და მივაძახე: მშვიდობით, მოღალატევ! „კაგებეს“ გრძელი ხელები და უზომო
შესაძლებლობები აქვს!“

საფრენი აპარატით ორმოცდაათიოდე კილომეტრი რომ ვიფრინე, ის ერთ ტყიან მასივში დავსვი
და ტრასაზე ფეხით ჩავედი, შემდეგ შემხვედრი მანქანა გავაჩერე, რკინიგზის სადგურში მივედი
და საპორტო ქალაქ სანტა-მარტინამდე მშვიდობიანად ჩავაღწიე. იქ კი, კარიბის ზღვის
სანაპიროზე, პატარა იახტა ვიქირავე და პანამის გავლით თავისუფლების კუნძულ კუბაზე
ჩავედი. ჰავანაში, საბჭოთა საელჩოში მივედი და სამხედრო ატაშე მოვითხოვე.

– ვინ ბრძანდებით, სენიორ? – მკითხა საელჩოს თანამშრომელმა ესპანურად და მეც ესპანურადვე


მივუგე:

– საბჭოთა სამხედრო ატაშეს სიტყვასიტყვით გადაეცით: „კომშისოდენა სეტყვამ ყურძნის


მთელი მოსავალი მოსპო“. ეს პირობითი სიტყვებია. მე კი საგანგებო დავალებას ვასრულებ.

ჩემ მიერ ნათქვამი პაროლი ყველა საბჭოთა სამხედრო ატაშემ იცოდა ლათინურ ქვეყნებში და
ვალდებულები იყვნენ, დაუყოვნებლივ გამოსულიყვნენ კავშირზე. ამიტომ, მე მოსაცდელში,
სკამზე დავჯექი და დაველოდე. თუმცა, ათიოდე წუთის შემდეგ ოთხი კუბელი მილიციელი
წამომადგა თავზე, მათ საბჭოთა საელჩოს თანამშრომელიც ახლდა, რომელმაც ჩემზე მიუთითა
და უთხრა:

– აი, ეს კაცია. გაარკვიეთ, ვინ არის.

გავმწარდი და ბრაზი მომერია, მაგრამ, თავი შევიკავე და მილიციელებს თავაზიანად ვუთხარი:


– არაფერია, ბატონებო, ვიხუმრე, ახლავე წავალ.

– აბა, ადგილიდან არ გაინძრე, – პისტოლეტი მომიშვირა ერთ-ერთმა მილიციელმა,


დანარჩენებმა კი ხელბორკილები დამადეს და წამიყვანეს...

საელჩოს შენობიდან რომ გავყავდით, იმ კრეტინ საელჩოს თანამშრომელს რუსულად


დავუყვირე:

– იდიოტო! ატაშეს ჩემი სიტყვები გადაეცი, თორემ, მოსკოვში ჩათრევამდე დაგხვრეტენ!

– ფეხი გამოადგი და ნუ ლაყბობ! – ზურგში ხელი მიბიძგა ერთ-ერთმა კუბელმა მილიციელმა


და, მანქანაში რომ ჩამსვეს, მანვე მითხრა, – რუსების ჯაშუში ხარ, არა, შე წითელტრაკიანო?
მოიცა, ჩვენთან მიგიყვანთ და ყველაფერს გამოგიბერტყავთ.

კუბელები და საბჭოელები, მართალია, მეკავშირეები იყვნენ, მაგრამ, ერთმანეთის მიმართ


ფარული სიძულვილი და უნდობლობა ჰქონდათ. გარდა ამისა, კუბის სპეცსამსახურები
განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ და მათ ხელში ჩავარდნილ პატიმარს თუ
დაკავებულს ცოცხლად აძრობდნენ ტყავს. ამიტომ, კუბელი მილიციელის მიერ ჩემთვის
ნათქვამი – მიგიყვანთ და ყველაფერს გამოგიბერტყავთო, – უბრალო დაშინება კი არა,
სერიოზული მუქარა იყო და, სანამ მილიციის ჯურღმულში საწამებლად მიმიყვანდნენ, რამე
უნდა მეღონა.

მილიციელების მანქანა ჰავანის ლაჟვარდოვანი სანაპიროს გასწვრივ მისრიალებდა. მზე


ჩადიოდა. ნელ-ნელა ბინდდებოდა და გზატკეცილის გასწვრივ ჩამწკრივებული ფარნები
ჩართეს. მანქანაში ოთხი კუნთმაგარი მილიციელი იჯდა. ერთი საჭეს მართავდა, მეორე
მძღოლის გვერდით იყო მოკალათებული, ორნი კი მანქანის უკანა სავარძელზე, აქეთ-იქით
მესხდნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ხელბორკილები მედო, ხელებზე, მათ ჩემთვის ხელკავი
ჰქონდათ გამოდებული.

– ხუთ წუთში ადგილზე ვიქნებით, – თქვა წინ მჯდომმა მილიციელმა, შემომიტრიალდა და


დაამატა: – ხუთ წუთში გავიგებთ, ვინ ხარ. ახლა კი ბუნებით დატკბი, თორემ იქ ამის საშუალება
უკვე აღარ გექნება.

მე კუბელი მილიციის რჩევა ყურად ვიღე და მას ისეთი წიხლი ვთხლიშე ყბაში, რომ მოვტეხე და
გავთიშე. ამავდროულად ჩემ გვერდით მჯდომ მილიციელებს რიგ-რიგობით თავი დავარტყი
ნიკაპში და ისინიც გავთიშე. ბოლოს კი მძღოლს კეფაში წიხლი ვკარი და მან მაშინვე გონება
დაკარგა. შემდეგ წინ ვისკუპე და მანქანა დავამუხრუჭე. ყოველივე ამას კი რამდენიმე წამი
მოვანდომე და კუბელმა მილიციელებმა რეაგირებაც კი ვერ მოახერხეს. ამის მერე ბორკილები
გავიხსენი და მილიციელები ერთმანეთზე გადავაბი. ერთი პისტოლეტი დავიტოვე, სამი კი
კლდიდან გადავყარე, შებოჭილი მილიციელები გზის პირას დავყარე და მათივე მანქანით
გავეცალე იქაურობას. მე, რა თქმა უნდა, საბჭოთა საელჩოში მივდიოდი, რადგან ეს საუკეთესო
ვარიანტი იყო. მთავარი იყო, სამხედრო ატაშე მენახა და ხელშეუხებლობა გარანტირებული
მქონდა. მანქანა საელჩოდან ორასიოდე მეტრის მოშორებით გავაჩერე და შენობასთან
ფრთხილად მივედი. საეჭვო არაფერი ჩანდა. შენობის კარს მივუახლოვდი და ზარი დავრეკე.
ბედის ირონიით, კარი ისევ იმ კრეტინმა გამიღო და რომ დამინახა, ენის ბორძიკით მითხრა:

– შემობრძანდით, ახლავე მოგხედავთ.

– ატაშე სად არის? – ვკითხე მე.

– თქვენ გამოსახსნელად წამოვიდა, – მითხრა საელჩოს თანამშრომელმა, რომელსაც მარცხენა


თვალი გასიებული ჰქონდა.

როგორც შემდეგ შევიტყვე, სამხედრო ატაშეს ჩემი ამბავი რომ გაუგია, საელჩოს კრეტინი
თანამშრომლისთვის ძლიერი მუშტი უთავაზებია თვალში, უგინებია და ჩემს დასახსნელად
წამოსულა, რადგან მანაც კარგად იცოდა კუბელი მილიციელების სისასტიკის შესახებ და,
უნდოდა დროზე ეშველა ჩემთვის.

– მადლობა ღმერთს, რომ ცოცხალი და უვნებელი ხართ. მაგარი ვინმე ყოფილხართ, – მითხრა
სამხედრო ატაშემ, როდესაც საელჩოში დაბრუნდა, – იმ კრეტინს კი აქედან მოვაშორებ და მგლის
ბილეთს მივცემ, რომ მეეზოვედაც არავინ მიიღოს.

– გთხოვთ, იმ საწყალს ასე მკაცრად ნუ დასჯით, მან უკვე მიიღო თავისი, რაც თვალზე ამჩნევია.
დარწმუნებული ვარ, აღარასოდეს გაიმეორებს მსგავს შეცდომას.

– რომ არ გამოქცეულიყავით და იმ წყეულ კუბელ მილიციელებს თქვენთვის ტყავი გაეძროთ?!

– მთავარია, რომ ასე არ მოხდა და, მოდი, ვაპატიოთ. გაქცევა და თავის დახსნა ჩემი პროფესიაა.

– კარგი, თქვენებურად იყოს. ყველა რომ თქვენნაირად ასრულებდეს თავის მოვალეობას, მაშინ,
რა გვიჭირდა, – მითხრა სამხედრო ატაშემ და საქმეზე გადავიდა: – ახლა კი თქვენი
ტრანსპორტირების საკითხი განვიხილოთ. ეს ინციდენტი რომ არ მომხდარიყო,
თვითმფრინავით ჩვეულებრივად გაფრინდებოდით ჰავანიდან, მაგრამ ახლა თვითმფრინავში
დიპლომატიური ბარგით შეგიტანთ, იქ კი, ჩვეულებრივად, პილოტების კაბინაში იჯდებით.
ეკიპაჟის მეთაური გაფრთხილებული იქნება, მოსკოვში კი ტრაპთან დაგხვდებიან.

დიპლომატიური ბარგის მეშვეობით თვითმფრინავში შეღწევის გამოცდილება უკვე მქონდა.


სწორედ ასე დასრულდა ჩემი პირველი საქმე, როდესაც ლონდონიდან ნაცისტი პოლკოვნიკი
შტაინერი გავიტაცე – მაშინაც საბჭოთა საელჩოს დიპლომატიური ბარგით შეგვიტანეს მე და
შტაინერი თვითმფრინავში.

როდესაც საბჭოთა ავიალაინერი ჰავანის აეროპორტიდან აფრინდა, მე უზარმაზარი ჩემოდნიდან


ამომიშვეს და პილოტების კაბინაში დამსვეს. ხუთიოდე წუთი იყო გასული, როდესაც
პილოტების კაბინას სტიუარდესა მოადგა და შემოშვება ითხოვა.

– ჰმ, პრობლემაა, თვითმფრინავის ბორტზე ტერორისტები არიან. სასწრაფოდ მოსკოვს


გადაეცით! – თქვა ეკიპაჟის უფროსმა და ტაბელური იარაღი შეაყენა.

– თქვენ რა იცით? – ვკითხე ეკიპაჟის უფროსს, მან კი მომიგო:


– დამუშავებული გვაქვს. სტიუარდესამ პაროლით შემატყობინა ეს. მე ვლადიმირ სერგეევიჩი
ვარ, მან კი სერგეი ვლადიმიროვიჩი მიწოდა, რაც წინასწარი შეთანხმებით იმას ნიშნავს, რომ
თვითმფრინავში ტერორისტები იმყოფებიან.

სტიუარდესამ პაროლი გაიმეორა, თვითმფრინავის ეკიპაჟის უფროსმა კი მიკროფონში ჩასძახა:

– ბოდიში, ლენოჩკა, მაგრამ, შენ მარტო არ ხარ და, სავარაუდოდ, ტერორისტების ტყვეობაში
იმყოფები, ამიტომ, კარს ვერ გაგიღებთ. ალბათ, გიკვირს, საიდან ვიცით ეს და გეტყვი, რომ
კაბინაში საიდუმლო „თვალია” დაყენებული, რომელიც კარს მიღმა ხედვის საშუალებას იძლევა
და იქიდან დაგინახე.

ეკიპაჟის უფროსი, რა თქმა უნდა, ცრუობდა, მაგრამ, ტერორისტები მოტყუვდნენ, სტიუარდესას


არაფერი ავნეს და მათმა მეთაურმა მიკროფონში თქვა:

– შემოგვიშვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრების დახოცვას დავიწყებთ.

– კარი დაბლოკილია და მანამდე არ გაიღება, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება. მე ის ამ


რეჟიმზე დავაყენე და რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია. ხალხს ტყუილად დახოცავთ. უმჯობესია,
თქვენი მოთხოვნები წამოაყენოთ! – მიუგო ეკიპაჟის უფროსმა ტერორისტს. ვლადიმირ
სერგეევიჩი მორიგ ტყუილს ამბობდა – კარის გაღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო.

– კურსი შეცვალეთ და თვითმფრინავი მაიამიში დასვით! – ბრძანა ტერორისტმა.

– გასაგებია, – მიუგო ტერორისტს ეკიპაჟის უფროსმა და ყველაფერი მოსკოვს შეატყობინა,


იქიდან კი მკაცრი ბრძანება მიიღო, რომ კურსი არანაირად არ შეეცვალა და ლაინერი ისევ
ჰავანის აეროპორტში დაესვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავს საბჭოთა „მიგები“
ჩამოაგდებდნენ, რომლებიც კუბაზე იყო ბაზირებული.

– ძუკნები! დამპლები! რა მოხდება, ამერიკაში რომ დავსხდეთ, ხალხი ხომ გადარჩება?


ტერორისტებს კი თავში ქვა უხლიათ, ესაა პატრიოტი, სახალხო ხელმძღვანელობა?! –
აღშფოთებული იყო ეკიპაჟის მეთაური, რომელიც საბჭოთა მთავრობას ლანძღავდა, ასეთი რამ
კი მაშინ უკიდურესად საშიში იყო.

– რას აპირებთ? – ვკითხე ვლადიმირ სერგეევიჩს.

– ჰავანაში დავჯდები, სხვა გზა არ გვაქვს. ასე, შეიძლება, მგზავრების ნაწილი მაინც გადარჩეს,
ისე კი შანსი არ არსებობს, ჩვენებივე ჩამოგვაგდებენ და ყველანი დავიღუპებით, – მომიგო
ეკიპაჟის მეთაურმა.

– ვლადიმირ სერგეევიჩ, აქედან სალონში მოხვედრა თუ შეიძლება სხვა გზით?

– აი, ამ ლუკიდან საბარგო განყოფილებაში შეიძლება მოხვედრა, იქიდან კი – სალონში.


ტუალეტის წინ ლუკია და იქ შეიძლება ამოძრომა.

– ჰავანაში რამდენ ხანში ჩავფრინდებით?


– თხუთმეტ წუთში.

– შეგიძლიათ, ეს დრო გააორმაგოთ?

– პრინციპში, კი.

– მაშინ, თქვენი ტაბელური პისტოლეტი მათხოვეთ და, ეცადეთ, ნახევარ საათზე ადრე ვერ
მიხვდნენ ტერორისტები, რომ მათ მოთხოვნებს არ ვასრულებთ, მე კი მათ განეიტრალებას
შევეცდები.

ეკიპაჟის მეთაურს არც კი უკითხავს, ვინ ვიყავი, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი მომცა და
მითხრა:

– წარმატებას გისურვებთ!

მე კაბინის ლუკში ჩავძვერი და საბარგო განყოფილებიდან ტუალეტთან ამოვძვერი, სალონის


კარს ამოვეფარე და ფრთხილად შევიხედე შიგნით, რომ გამეგო, იქ რა ხდებოდა. უცებ
ტუალეტის კარი გაიღო და ავტომატგადაკიდებული, მულატი მამაკაცი დავინახე, რომელიც, რა
თქმა უნდა, ტერორისტი იყო. დაყოვნება არ შეიძლებოდა და ტერორისტს წიხლი ვკარი, უკან
შევაგდე, მეც შევყევი, ავტომატი ავართვი, პისტოლეტი შუბლზე მივადე და კბილებში
გამოვცარი:

– თუ არ გინდა, რომ მოგკლა, მითხარი, რამდენი ხართ.

– ჩემიანად – ხუთნი.

– ვინ ხართ და რა მიზანი გაქვთ?

– ორგანიზაცია „თავისუფალი კუბის“ წევრები ვართ. თვითმფრინავის მაიამიში გატაცება


იმიტომ გვინდა, რომ ჩვენი დატყვევებული მეგობრები გამოვაშვებინოთ ციხიდან და
მგზავრებზე გავცვალოთ, თან, მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რომ ვიბრძვით და სულ მალე
კასტროს დიქტატურას დავამხობთ.

– არ გამოგივათ, – მივუგე ტერორისტს, კისერი მოვტეხე და ტუალეტში დავტოვე. შემდეგ


ავტომატიც მოვიმარჯვე, სალონის კარს ავეკარი და თვალთვალს შევუდექი.

ოთხივე ტერორისტი მამაკაცი იყო – ორი მულატი, ორიც თეთრკანიანი. ისინი თანაბრად იყვნენ
სალონში განაწილებულები, ჩემგან ზურგით იდგნენ და მგზავრებს აკონტროლებდნენ.
შემუშავებული გეგმის მიხედვით, ტერორისტები ელვისებურად, თითო ზუსტი გასროლით
უნდა დამეხოცა, ისე, რომ მათ გასროლა ვერ მოესწროთ და მგზავრები არ დაშავებულიყვნენ. მე
მოვემზადე: მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე, იარაღები მოვიმარჯვე და, ჯერ სწრაფად შევედი
სალონში, შემდეგ კი ცეცხლი გავხსენი და „მაკაროვიდან“ ერთი გასროლით კეფაში ყველაზე
ახლოს მდგარი ტერორისტი გავანეიტრალე. შემდეგ ავტომატის ჯერი მივუშვი ერთ რიგში
მდგარ ტერორისტებს და სამივე ისე დავყარე, რომ სასხლეტზე თითის გამოკვრაც კი ვერ
მოასწრეს.
– დამშვიდდით, ამხანაგებო, ყველაფერი წესრიგშია! – მივმართე შეშინებულ მგზავრებს, შემდეგ
სალონიდან გავედი, პილოტების კაბინას მივადექი და მიკროფონში ვთქვი:

– ვლადიმირ სერგეევიჩ, ყველაფერი წესრიგშია, გააღეთ!

დაჯავშნილი კარი მძიმედ გაიღო. იქიდან ეკიპაჟის უფროსი გამოვიდა, გადამეხვია და მითხრა:

– ყოჩაღ, ჩემო მეგობარო, ზუსტად შვიდ წუთში ჩაეტიე, გმირი ხარ, ნამდვილი გმირი! შენი
სახელი მითხარი.

– ჯარისკაცი დამიძახეთ, ვლადიმირ სერგეევიჩ, ეს კი გამომართვით, – მივუგე ეკიპაჟის უფროსს


და მისი კუთვნილი პისტოლეტი დავუბრუნე, შემდეგ პილოტების კაბინაში დავბრუნდი და
სკამზე ჩამოვჯექი.

ჰავანის აეროპორტში თხუთმეტი წუთის შემდეგ დაჯდა ჩვენი თვითმფრინავი. იქაურობა


უშიშროების ძალებით იყო სავსე. დაჯდომისთანავე მათ ალყა შემოგვარტყეს და მიზანში
ამოგვიღეს.

– ჩვენ ხომ გადავეცით, რომ ტერორისტები განეიტრალებულები არიან და, იარაღს რატომღა
გვიშვერენ? – თქვა ბორტმექანიკოსმა.

– თავს იზღვევენ, – უპასუხა მეთაურმა.

– მარტო ეს არ უნდა იყოს მიზეზი, – ვთქვი მე, – ვფიქრობ, რომ კუბელ საიდუმლო
პოლიციელებს ტერორისტების გამანეიტრალებლის ხელში ჩაგდება სურთ და, მფრინავებისა და
სტიუარდესების გარდა, ყველას დაკითხვაზე წაიყვანენ. ამიტომ, თქვენი დახმარება მჭირდება
და ერთ-ერთმა თქვენგანმა პილოტის ფორმა უნდა მათხოვოს.

პილოტის ფორმა მეორე მფრინავმა მათხოვა და ავიალაინერიდან ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან


ერთად გამოვედი, რომლებიც ვლადიმირ სერგეევიჩისგან უკვე ინსტრუქტირებულები იყვნენ,
რომ ჩემზე სიტყვაც არავისთან დაეძრათ.

როგორც ვვარაუდობდი, კუბელმა ძალოვნებმა მხოლოდ ეკიპაჟის მეთაურის მონათხრობს


მოუსმინეს და არ დამაკავეს, ხოლო დანარჩენი ორასი მგზავრი, დაკითხვის საბაბით
აეროპორტის საბაჟოს შენობაში შერეკეს. სინამდვილეში კი, ისინი მე მეძებდნენ.

როგორც კი პილოტებისთვის განკუთვნილი ოთახისკენ დავიძარით, ჩვენ წინ ორი შავი ფერის
„ვოლგა“ გაჩერდა, საიდანაც საბჭოთა ელჩი, საბჭოთა კონსული და სამხედრო ატაშე
გადმოვიდნენ. ატაშე პირდაპირ ჩემთან მოვიდა და მითხრა:

– ტერორისტები თქვენ გაანეიტრალეთ?

– დიახ, – მივუგე მას და დავამატე, – აი, ის ადამიანები, კუბელებმა ვითომდა დასაკითხად


წაიყვანეს, სინამდვილეში კი, ვფიქრობ, მე მეძებენ. იქნებ, გადააფიქრებინოთ მათ ამის გაკეთება?
მით უმეტეს, რომ მათ შორის არის მეორე პილოტი, რომელმაც ეს ფორმა მათხოვა. ტყუილს რომ
აღმოაჩენენ, რა იცით, რას უზამენ მას.
– ესღა გვაკლია, რომ ის შავტრაკები საბჭოეთის მოქალაქეს შეეხონ! – აღშფოთდა სამხედრო
ატაშე, მერე საბჭოთა ელჩთან მივიდა, რამდენიმე სიტყვა ჩასჩურჩულა, კვლავ ჩემთან დაბრუნდა
და მითხრა: – ყველაფერი მოგვარდება. თქვენ კი ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდეთ საელჩოში. აქ
ყურადღებას იპყრობთ და ეს არასასურველია.

მე და სამხედრო ატაშე ერთ-ერთ „ვოლგაში“ ჩავსხედით და საბჭოთა საელჩოში დავბრუნდით.


ორი საათის შემდეგ კი უკვე საბჭოთა ტანკერის ბორტზე ვიმყოფებოდი და სამშობლოში
ვბრუნდებოდი. მოსკოვში რომ ჩავედი და შჩუკინს ვეახლე, გენერალმა ამაყი მზერა მესროლა და
მითხრა:

– არა, ძმაო, მსოფლიოს არა მარტო სილამაზე გადაარჩენს, არამედ, საბჭოთა ჯარისკაცი,
პატრიოტი, პატიოსანი და თავდადებული. ყოჩაღ, კოკი! შენ ნამდვილი კაცი ხარ, მებრძოლი,
ჭკვიანი და საიმედო!

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვების გულწრფელობაში იოტისოდენა ეჭვიც არ შემპარვია, თუმცა,


ეს იყო საბჭოთა-რუსული მესიანიზმის გამოძახილი, რომლის მიხედვითაც საბჭოეთი
მსოფლიოს მხსნელი იყო. მაშინ, მე ამის ბრმად მჯეროდა. წლების შემდეგ, ცოტა არ იყოს,
შემერყა რწმენა. ახლა კი ამ იდეამ ჩემში ტრანსფორმაცია განიცადა და, დარწმუნებული ვარ, რომ
რუსეთის გარეშე, მისი აქტიურობის გარეშე მსოფლიო ძალიან ფეთქებადსაშიშია, რამაც,
შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს. ამიტომ მხარს ვუჭერ „მეორე პოლუსის”
სასწრაფოდ დადგენას და ეს პოლუსი ძლიერი რუსეთი და მისი მეკავშირეები უნდა იყვნენ.

ამას წინათ თბილისში ერთი კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც სულ სხვა სახელი ერქვა,
სინამდვილეში კი იქ შეკრებილი ადამიანები იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ შეესუსტებინათ
რუსეთი და როგორ გაეძლიერებინათ ისედაც ძლიერი, გაყოყოჩებული და გაუმაძღარი ამერიკა.
იქ მეც ვიმყოფებოდი, რა თქმა უნდა, შენიღბული, რადგან ერთ შეკვეთას ვასრულებდი და
მიზანი ყველას თვალწინ უნდა გამენადგურებინა. ობიექტი მოსკოვიდან ჩამოსული რუსი
პოლიტოლოგი იყო, რომელიც დემოკრატიის საფარქვეშ ამერიკელებს ემსახურებოდა, რაშიც ის
სოლიდურ დაფინანსებას იღებდა. შემკვეთი ვინ იყო, არ ვიცი, მაგრამ, ეს იყო პოლიტიკური
დაკვეთა და ანტიამერიკანიზმისკენ იყო მიმართული, მით უმეტეს, რომ ის თბილისში უნდა
განხორციელებულიყო, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ საქართველო ასე ადვილად ვერ გახდებოდა
ამერიკის დასაყრდენი და რომ ანტიამერიკული ძალები საქართველოსთვის კბილებით
იბრძოლებდნენ.

– თქვენზე ამბობენ, რომ დედამიწის ზურგზე საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხართ და


ნებისმიერი სამიზნის განადგურება ძალგიძთ. ამიტომაც გიხდით მილიონ ევროს. სამაგიეროდ,
ისე ოსტატურად უნდა შეასრულოთ ეს საქმე, რომ ანტირუსულად განწყობილ არც რუსს და არც
არარუსს აღარ გაუჩნდეს რუსეთის უსაფუძვლოდ ლანძღვის სურვილი. შეძლებთ?

– შევძლებ! – მოკლედ მოვუჭერი შემკვეთს და დათქმულ დღეს ობიექტი რამდენიმე ასეული


ადამიანის თვალწინ გავანადგურე. ის მე დისტანციური მართვის პულტით ტრიბუნაზე
გამოსვლის წინ ავაფეთქე. მას თავი მოსწყდა, ხელ-ფეხი მოსძვრა და ტანში გადაწყდა, ანუ
ნაწილებად დაიშალა, გარშემო მყოფებს კი ერთი პატარა ნაკაწრიც არ ჰქონიათ.
სხვათა შორის, ეს ამბავი მხოლოდ გაკვრით გაშუქდა მასმედიაში, რადგან, თავად ამერიკელებს
ერჩევნათ, რომ აჟიოტაჟი არ აეტეხათ. მე გამალებით მეძებდნენ, თუმცა, ვერ მომაგნეს და ამ
ამბავს რამდენიმე ბობოლა ძალოვნის თანამდებობა შეეწირა. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ
აფეთქების მომენტში დარბაზში მაღალი თანამდებობის პირები ისხდნენ, რომელთა ნაწილი
უკვე ნამყოფი იყო ტრიბუნაზე, ნაწილი კი მერე უნდა გამოსულიყო. ამიტომ, შესაძლებელი იყო,
რომ, სურვილის შემთხვევაში, ნახევარი მთავრობა დაღუპულიყო და საკადრო ცვლილებები
ამის გამო განხორციელდა. სამაგიეროდ, რუსული და ევროპული პრესა გააქტიურდა, სადაც
თბილისური ამბავი ფართოდ გაშუქდა, ამ ყველაფრის საერთო და მთავარი აზრი კი ის იყო, რომ
რუსეთი, მართალია, ფორმალურად წავიდა საქართველოდან, მაგრამ, მაინც დიდი გავლენა და
შესაძლებლობები აქვს და, რომ ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია იქ სიტუაციის
დესტაბილიზაცია.

ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, შჩუკინის თხოვნით, ერევნის გავლით მოსკოვში ჩავედი. რომ
შევხვდით, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– თბილისში განხორციელებული ლიკვიდაცია შენს ხელწერას ჰგავს, რამე ხომ არ მეშლება?

– დიახ, ჩემი ნამუშევარია.

– შემკვეთს თუ იცნობ?

– არა, მხოლოდ ვხვდები, ვინც არის.

– მაინც ვინ გგონია?

– „ეფესბე“.

– დიახ, ისინი არიან და ფრთხილად იყავი. ინფორმაცია მაქვს, რომ აი, ამ პიროვნების
ლიკვიდაციას შეგიკვეთენ, ეს კი უკიდურესად სახიფათო საქმეა, – შჩუკინმა ერთ-ერთი
მაღალჩინოსანი ქართველის სურათი მაჩვენა და დაამატა: – ეს კაცი „ცეერუს“ და, საერთოდ,
ამერიკის მთავრობის დანიშნული პირდაპირი ზედამხედველია საქართველოში. „ეფესბეში“
მოკალათებულ ქორებს ჰგონიათ, რომ მისი მოკვლით ამერიკას დააშინებენ და უკან
დაახევინებენ, ეს კი უაზრობაა. ისინი თბილისში სხვას მოძებნიან, დაფინანსებას გაზრდიან და
რუსეთის ამოცანას – დაიბრუნოს საქართველო, უფრო მეტად გაართულებენ. ამიტომ ამის
გაკეთება არ შეიძლება, ეს შეკვეთა არ უნდა მიიღო და არ უნდა შეასრულო. მეტიც, შენ ის
სააშკარაოზე უნდა გამოიტანო, რომ „ეფესბეში“ გონებას მოუხმონ და მეზობელი სახელმწიფოს
მაღალჩინოსნების ხოცვაზე ხელი აიღონ.

– თქვენი აზრით, რა უნდა ვქნა? ბოლოს და ბოლოს „ეფესბე“ თავის კაცს გამოგზავნის, ან, სულაც
სხვა შემსრულებელს დაიქირავებს.

– ერთი გეგმა მაქვს და, ვფიქრობ, იმუშავებს: შენ მოსკოვში უნდა დარჩე და, შეკვეთას რომ
მოგცემენ, შეხვედრაზე სხვა გაგზავნო, ყველაფერი გადაიღო და შემდეგ იმ მასალას სათანადო
მსვლელობა მისცე.
– ვინ უნდა გავგზავნო?

– ვინმე ბომჟი, რომელსაც წესიერად ჩააცმვამ და მოაწესრიგებ, თან, დაარწმუნებ, რომ შოუში
მონაწილეობს, რის მერეც მას ფულს გადაუხდი. ასეთი შოუები რუსეთში ხშირად ეწყობა, ეს
ბომჟებმაც იციან და არ გაუკვირდებათ.

– კარგი, თანახმა ვარ.

მე კონსპირაციულ ბინაში დავსახლდი, შევინიღბე და მეორე დღეს ერთი ბომჟი შევარჩიე,


რომელსაც „რეალურ შოუში” მონაწილეობა შევთავაზე, რაზეც მან მითხრა:

– რა უნდა გავაკეთო?

– მკვლელობის შეკვეთა მიიღო. სულ ეს არის. მანამდე კი უნდა დაიბანო, მოწესრიგდე, წვეთი
ალკოჰოლი არ მიიღო და ბოლოს გასამრჯელოდ ორი ათას ევროს მიიღებ. გაწყობს?

– მაწყობს, მაგრამ, თქვენ წინადადებას ორი დიდი მინუსი აქვს: ყველაზე ძნელი ის, რომ არ უნდა
დავლიო; თანაც, ისე მივეჩვიე დაუბანლობას, რომ სისუფთავეს, ალბათ, ვერ ავიტან.

– რას იზამ, ძმობილო, ცხოვრება ზოგჯერ სირთულეებითაა სავსე და უნდა ავიტანოთ. ცოტა
გაიჭირვე, სამაგიეროდ, ორი ათას ევროს რომ მიიღებ, რამდენიც გინდა, სვი და ჭამე, იგულავე
და დატკბი ცხოვრებით.

ბომჟი ძალიან განათლებული ადამიანი აღმოჩნდა. ის ფილოსოფიის დოქტორი ყოფილა და


გერმანულ ფილოსოფიაზე ისეთი გატაცებითა და საქმის ცოდნით მელაპარაკებოდა, მისი
მოსმენა ერთ რამედ ღირდა.

სანამ მე ბომჟს ვამზადებდი, შემკვეთმა შეხვედრა შემომთავაზა, რაზეც ვუპასუხე, რომ ერთ
კვირაში შევხვდებოდი. ერთი კვირის შემდეგ კი, ფარული გადამღები აპარატურით აღჭურვილი
ბომჟი შეხვედრაზე გავუშვი. მე შორიახლო ვიმყოფებოდი, თან, მათი შეხვედრის მოსმენის
საშუალება მქონდა.

– გამარჯობა, – მიესალმა შემკვეთი ბომჟს, – ამ საქმეში მილიონ ევროს ვიხდით, ოღონდ,


თქვენთვის ჩვეული პროფესიონალიზმით უნდა შესრულდეს.

ბომჟი კარგად მყავდა ინსტრუქტირებული და მიუგო:

– ჩემი ყოველი საქმე ხელოვნების ნიმუშია და უკუდო, ასე რომ, ჩემო მეგობარო, არც ეს იქნება
გამონაკლისი.

– აი, ესაა ობიექტი, – შემკვეთმა ბომჟს ქართველი მაღალჩინოსნის სურათი უჩვენა და დაამატა: –
ლიკვიდაცია რუსთაველის გამზირზე უნდა მოხდეს, სწორედ მაშინ, როდესაც ობიექტი
ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას პარლამენტის შენობის წინ გაასეირნებს.

„კვლავ ამერიკელების თვალწინ უნდათ მათი საიმედო კაცის მოკვლა, – გავიფიქრე გუნებაში, –
რუსეთი აღარ ხუმრობს და, ეტყობა, გადამწყვეტი იერიშისთვის ემზადება“.
– გასაგებია. საქმე დროულად და უმაღლეს დონეზე გაკეთდება. ახლა კი, თუ მეტი საქმე არ
გაქვთ, წავედი.

– ნახვამდის.

ბომჟი პირველი წავიდა შეხვედრიდან და, როგორც დავარიგე, ზუსტად ისე მოიქცა. მართალია,
მას „კუდზე” არავინ დააჯდა, მაგრამ, რამდენიმე მარშრუტი და ტრანსპორტი შეიცვალა და,
კონსპირაციულ ბინაზე რომ მოვიდა, მითხრა:

– ბევრი ვიარე და, ცოტა არ იყოს, დავიღალე.

– მერე, რა პრობლემაა, აი, დალიე, – ვუთხარი ბომჟს, ნათალი ჭიქა ორასი გრამი არყით ავუვსე,
რომელშიც საძილე წამალი იყო გარეული და გავუღიმე.

– უკვე შეიძლება? – გაუხარდა ბომჟს.

– კი. მიირთვი, გაამოს.

ბომჟმა სულმოუთქმელად გადაკრა არაყი და იქვე მიეძინა, მე კი მას სხეულზე დამაგრებული,


ფარული გადაღების აპარატურა მოვაშორე, მასალა შევამოწმე და დავრწმუნდი, რომ ყველაფერი
მშვენივრად იყო დაფიქსირებული. შემდეგ ორი ასლი გავაკეთე, ბომჟს მაგიდაზე ოცი ათასი
ევრო და ნაბეჭდი ბარათი დავუდე, რომელშიც ეწერა: „ეს ფული თქვენია და ეცადეთ, არ
გაანიავოთ. ძალიან საშიშ საქმეში ხართ გარეული და, თუკი შეეცდებით ცხოვრების ნორმალურ
რიტმში ჩადგომას, მოახერხებთ კიდეც. თქვენ განათლებული კაცი ხართ, ფილოსოფოსი,
ცხოვრებას ფილოსოფიურად მიუდექით და ეცადეთ, ყველაფერი თავიდან დაიწყოთ. გირჩევთ,
მოსკოვიდან გადაიხვეწოთ და იმიჯი შეიცვალოთ. გისურვებთ წარმატებას!“

ბომჟისთვის გადახდილი ათმაგი თანხა მისთვის საკმარისი იქნებოდა, რომ რუსეთის რომელიმე
პერიფერიაში ჩაკარგულიყო. „ეფესბე“, რა თქმა უნდა, მას ყველგან მიაგნებდა, თუკი
მოისურვებდა, მაგრამ, ეს ნაკლებად სავარაუდო იყო, რადგან ის მხოლოდ უნებლიე
შემსრულებელი იყო და „ეფესბეში“ ამის მიხვედრა არ გაუჭირდებოდათ. ამიტომ, ბომჟის ბედზე
არ ვღელავდი კონსპირაციული ბინიდან ჯერ შჩუკინს შევხვდი და გადაღებული მასალა
გადავეცი, შემდეგ კი აეროპორტში გავემგზავრე და ერევნის გავლით კვლავ თბილისში
დავბრუნდი.

გამომშვიდობების წინ შჩუკინმა მითხრა:

– ეს მასალა დღესვე გადაიგზავნება „ეფესბეში“, „ცეერუში“ და თბილისში. ვფიქრობ, მყისიერი


რეაგირება მოხდება და ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ განვსაზღვრეთ.

– იმედია, ვიქტორ იაკოვლევიჩ. ნახვამდის, – მივუგე შჩუკინს და დავშორდი.

როგორც ჩანს, საქმეში ამერიკელები ჩაერივნენ და ობიექტის ლიკვიდაციის ბრძანება „ეფესბეში“


უმაღლეს დონეზე გაუქმდა. ეს ამბავი კი არც რუსულ მედიაში გაშუქებულა, არც ქართულში და
არც ამერიკულში. აშკარა იყო, რომ კულისებს მიღმა დიდი და გამოცდილი ძალები
მოქმედებდნენ და ერთ-ერთ ასეთ ფრთას შჩუკინი და მისი ხალხი წარმოადგენდნენ. ვიქტორ
იაკოვლევიჩმა იმდენი რამ იცის და ისეთ ზესაიდუმლო ინფორმაციებს ფლობს, რომ, რადგან ის
თავიდან არ მოიშორეს, ნათელია, მას ვიღაც ძლიერი მფარველი ჰყავს. ან, სულაც, თვითონაა
რომელიმე პირამიდის წვერზე მოქცეული და თავად მფარველობს საჭირო ხალხს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ასეთი აქტიური ვერ იქნებოდა და, მას, უბრალოდ, მოკლავდნენ. მით უმეტეს, რომ
ასეთი არაერთი საქმე გამიკეთებია და, როგორც „კაგებეს“, ასევე პარტიის ბევრი ყოფილი
მაღალჩინოსანი მომიშორებია ჩემი უწყების თხოვნით.

ერთხელ, ჯერ კიდევ შუა „ზასტოის“ დროს, ვიქტორ იაკოვლევიჩმა კაბინეტში დამიბარა და
მითხრა:

– ერთი ძალიან დელიკატური მისია უნდა დაგაკისრო. მართალია, ეს საქმე რთული


შესასრულებელი არ არის და შენი კვალიფიკაციის ადამიანი არ სჭირდება, მაგრამ, საქმე
საიდუმლოების დაცვაზეა და შენ, ამ მხრივ ყველაზე საიმედო ხარ.

– გმადლობთ შექებისთვის, ამხანაგო გენერალო. გისმენთ.

– აი, ეს კაცია ობიექტი, – შჩუკინმა პენსიონერი ფუნქციონერის სურათი მიჩვენა, რომელიც, სულ
რაღაც, სამიოდე წლის წინ ქუხდა მთელ ქვეყანაში. მას უცხოეთში კარგად იცნობდნენ და
ლეონიდ ბრეჟნევის მემკვიდრედ მიაჩნდათ. თუმცა, მოულოდნელად მას ყველა პოსტი
დაატოვებინეს და პენსიაზე გაუშვეს.

– ეტყობა, რაღაც ძალიან დააშავა, – ვთქვი მე, ვიქტორ იაკოვლევიჩმა კი მომიგო:

– ჯერჯერობით არა, მაგრამ, აპირებს, ჩვენ კი პრევენციული ზომები უნდა მივიღოთ. ეს


ყოველივე კი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ლიკვიდაციის კვალი არსად გამოჩნდეს.

– რამე გეგმა გაქვთ?

– ჰო.

– ბრძანეთ.

– ზეგ ეს კაცი სოჭში მიემგზავრება და „ცეკას” კოტეჯში დაბინავდება დასასვენებლად. შენ მისი
მოსამსახურე იქნები, ჩაიში სპეციალურ სითხეს ჩაუსხამ, რომელიც მას ინფარქტს დამართებს,
გაკვეთა კი რამე საეჭვოს ვერ აღმოაჩენს. გასაგებია?

– დიახ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. იმოქმედე, წარმატებას გისურვებ!

ორი დღის შემდეგ ობიექტი ჩაის სმის დროს გარდაიცვალა ინფარქტით. ის მოსკოვში
გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. „ამერიკის ხმას“ და „რადიო თავისუფლებასაც“ კი
არ გამოუთქვამს მისი სიკვდილის გამო იოტისოდენა ეჭვი, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქმე
სუფთად შესრულდა.
– მშვენიერია, კოკი. ახლა კი შეგიძლია, ყირიმში დაბრუნდე შენს ოჯახთან და დაისვენო, –
მითხრა შჩუკინმა და კაბინეტიდან გამომაცილა.

ზაფხული იყო. მე და მერი ბავშვებთან ერთად იალტაში ვისვენებდით და მოსკოვიდან მათთან


დავბრუნდი, მაგრამ, ოთხი დღის შემდეგ კვლავ მოსკოვში დამიბარეს. შჩუკინს რომ ვეახელი,
მითხრა:

– ბოდიშს გიხდი, კოკი, მაგრამ, ახალი მისია უნდა შეასრულო და ნუ გვიწყენ.

– მზად ვარ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ! – მივუგე შჩუკინს.

– კვლავ კონტინენტის შეცვლა მოგიწევს – კანადის უკიდურეს ჩრდილოეთში უნდა გაემგზავრო,


სადაც ახლა მინუს ოცდაათი გრადუსია, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, მაგიდაზე რუკა
გაშალა და ამიხსნა: – აი, ამ წერტილში, მეტეოროლოგიური სადგურის საფარქვეშ, მიწისქვეშა,
საიდუმლო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ფუნქციონირებს. შენი და შენი ხელქვეითების
მიზანია მისი ბლოკირება, ანუ, სპეციალური აფეთქების მეშვეობით თქვენ ის უნდა ჩაძიროთ და
ამით ხელი შეუშალოთ იმ დანაშაულებრივი ექსპერიმენტების მიმდინარეობას, რომლებიც
საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენი ინფორმაციით, მათ იქ ციმბირის წყლულის
უახლესი ბაქტერია შეიმუშავეს, რომელიც უსწრაფესად ვრცელდება, სამკურნალო ვაქცინა კი
მხოლოდ მათ აქვთ. ჩვენმა მეცნიერებმა მისი პოვნა ვერ მოახერხეს და სწორედ ამიტომ გადაწყდა
სადგურის ჩაძირვა.

– ვაქცინა რომ მოვიტაცოთ.

– არა, ეს ძალიან სარისკოა, რადგან ის ძალიან შენიღბულად აქვთ შენახული და, შეიძლება,
შეგვეშალოს. დრო კი არ ითმენს, ამიტომ, აფეთქება და ჩაძირვა ვამჯობინეთ.

– აფეთქებამ რომ ბაქტერიების გავრცელება გამოიწვიოს? – არ ვცხრებოდი მე.

შჩუკინს კი გაეღიმა:

– ლაბორატორიის ჩაძირვის შემთხვევაში, მიწისქვეშა სარკოფაგი ავტომატურად, საიმედოდ


იხურება და ორი წლის განმავლობაში იქ არსებული ყველა მასალა ნეიტრალდება. ეს ყველაფერი
მშენებლობის პროექტებშია გათვალისწინებული: ლაბორატორიის თავზე მოწყობილი
ხელოვნური ტბა ერთადერთ მიზანს – ექსტრემალურ სიტუაციაში ლაბორატორიის ჩაძირვას
ემსახურება. ამიტომ, შენ და შენმა ჯგუფმა ტბის ფსკერზე უნდა ჩააღწიოთ, თექვსმეტი „შლუზი”
უნდა დანაღმოთ და ააფეთქოთ – სულ ეს არის. სამუშაო უახლოესი სამი დღის განმავლობაშია
შესასრულებელი.

– ლაბორატორიაში რამდენი ადამიანი მუშაობს? – ვკითხე შჩუკინს, რომელიც მიხვდა ჩემი


შეკითხვის დედააზრს და სრული პასუხი გამცა:

– ხუთასი. მაგრამ, როგორც კი „შლუზები” აფეთქდება, მიწისქვეშა საევაკუაციო სისტემა


ამოქმედდება და ყველა თანამშრომელს გადაარჩენენ. ასე რომ, შენ მასობრივი მკვლელობის
მოწყობა არ დაგჭირდება, მხოლოდ ზესაიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებ, რომლის
მშენებლობაც ამერიკის მთავრობას ოთხი მილიარდი დოლარი დაუჯდა.

– გასაგებია. როდის უნდა გავემგზავრო?

– ამაღამვე. ტორონტოში შენ ჯგუფის კიდევ ხუთი წევრი შემოგიერთდება და საჭირო


აღჭურვილობაც მათ აქვთ.

ადგილზე რომ ჩავედი და ტერიტორია დავათვალიერე, თავდაპირველ გეგმაში რამდენიმე


შესწორების შეტანა გახდა საჭირო. უპირველესად, შესრულების დრო შევცვალე და დღის
ნაცვლად ღამე დავნიშნე, რათა მიმალვის მეტი შანსი გვქონოდა. ამიტომ, რეკვიზიტის სახით
ძლიერი ფანრები მოვითხოვე, რომლებიც ძალიან ოპერატიულად მოგვაწოდეს და ყველაფერი
მზად რომ იყო, ღამის 3 საათზე საქმეს შევუდექით. მინუს ოცდათერთმეტგრადუსიან ყინვაში
ტბის ყინული გავხვრიტეთ და სპეცსკაფანდრებით ტბის ფსკერზე ხუთნი დავეშვით, ერთი კი
ზემოთ დავტოვეთ, იმ შემთხვევისთვის, თუ ტბა გაიყინებოდა და ახალი ჭრილის გაკეთება
გახდებოდა საჭირო. მოსამზადებელი სამუშაოები სამ საათს გაგრძელდა და დილის 6 საათზე
ლაბორატორიის ასაფეთქებლად მზად ვიყავით. მაგრამ, ტბა გაყინული დაგვხვდა და, სანამ ის
ჩვენმა კოლეგამ გახვრიტა, კიდევ ოცი წუთი გავიდა. ამასობაში ნელ-ნელა ირიჟრაჟა კიდეც. ჩვენ
სასწრაფოდ გამოვიცვალეთ სამოსი, სპეციალურ სკუტერებში მოვკალათდით და, გასაქცევად
მზად რომ ვიყავით, დისტანციური მართვის პულტს თითი დავაჭირე და „შლუზები” ავაფეთქე...
წყალი ქვევით დაიძრა და ჩვენ თვალწინ გრანდიოზული სანახაობა გადაიშალა: მილიონობით
კუბმეტრი წყალი სულ რაღაც ათ წუთში ჩაიღვარა საიდუმლო ლაბორატორიაში და ტბის
ადგილას უზარმაზარი ორმო დარჩა.

– აბა, გავეცალოთ აქაურობას! – ვუბრძანე ხელქვეითებს და მთელი ჯგუფი იქიდან წავედით.


თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე მატარებელში ვისხედით და ქვეყნის შუაგულში
ვბრუნდებოდით. ჩემი კოლეგები მონრეალში დავტოვე, მე კი თვითმფრინავით ჯერ ნიუ-
იორკში ჩავფრინდი, იქიდან კი მოსკოვში გავემგზავრე.

– გრანდიოზული შოუ იყო. ტბა და ლაბორატორია სამუდამოდ შეერწყა ერთმანეთს, – მითხრა


შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში ჩავედი და ჩატარებული ოპერაციის ანგარიში ჩავაბარე.

ჩვენი უწყების ხელმძღვანელობა თავიდანვე ვარაუდობდა, რომ კანადური ვოიაჟი უკვალოდ არ


ჩაივლიდა და საამისოდ წინასწარ იჭერდნენ თადარიგს. ჯერ კიდევ კანადაში გამგზავრების წინ
მუხინმა მითხრა:

– ლაბორატორიას რომ გავუნადგურებთ, ამერიკელები საპასუხო აქციის ჩატარებას შეეცდებიან


ჩვენთან და უსაფრთხოების ზომები ყოველმხრივ, ყველგან უნდა გავაძლიეროთ.

მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე ჩატარებულ ნებისმიერ სპეცოპერაციას ყოველთვის


ანალოგიური პასუხი მოსდევდა. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი წარმატებით
ახერხებდა ხოლმე თავდაცვას და „კაგებე“ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ამერიკელებს არც
ამჯერად გამოუვიდათ რევანში – ურალში განლაგებული მიწისქვეშა ლაბორატორიის
ასაფეთქებლად გამოგზავნილი სპეცჯგუფი ავიყვანეთ, რომლებიც გაასამართლეს და 15-15
წლით გამოამწყვდიეს მკაცრი რეჟიმის ციხეში.

თექვსმეტი ამერიკელი სპეცრაზმელის საჩვენებელი სასამართლო მოსკოვში გაიმართა,


რომელზეც დასავლეთელი ჟურნალისტებიც დაუშვეს და მათ დაწვრილებით გააშუქეს ყველა
სხდომა, რომლებზეც ამერიკელები დაწვრილებით ყვებოდნენ ჩაფლავებული ოპერაციის
მზადების პროცესს. მათ რამდენიმე ამერიკელი ფუნქციონერის გვარიც დაასახელეს.

– ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა ამერიკისთვის, – უხაროდა შჩუკინს, – როგორც ლენგლიდან


მაცნობეს, „ცეერუს“ ფუნქციონერები გიჟებს ჰგვანან და თმებს იგლეჯენ.

მსგავსი შემთხვევა რამდენჯერმე მოხდა და საბჭოეთმა ყოველთვის ისე კვალიფიციურად და


საჯაროდ ჩაატარა სასამართლო, რომ, ყველაზე ტენდენციურმა და მტრულად განწყობილმა
ადამიანებმაც კი, ვერანაირი ხინჯი ვერ აღმოაჩინეს. ერთხელ კი ორი საბჭოთა დივერსანტი
დააპატიმრეს ამერიკაში, რომლებსაც ერთ-ერთ ცათამბჯენში მდებარე გაზეთის რედაქცია უნდა
გადაეწვათ, სადაც ანტისაბჭოთა პასკვილები მზადდებოდა. ეს იმდენად მარტივი დავალება
იყო, რომ საშუალო კვალიფიკაციის აგენტიც კი ადვილად შეასრულებდა. მაგრამ, ორივე
შემსრულებელი ადგილზევე დააკავეს. რომ გაიგეს, საბჭოთა კავშირის მოქალაქეები იყვნენ,
საქმეში „ეფბეერი“ ჩაერთო და ეს ყველაფერი ისე გააფიარეს, იფიქრებდით, საქმე პრეზიდენტის
მკვლელობას ეხებაო. ამიტომ, შჩუკინმა დამიძახა და მითხრა:

– ეგრეთ წოდებულ მომავალ საუკუნის პროცესზე რას იტყვი, რომელსაც ამერიკელები


ჰპირდებიან მსოფლიოს?

– რას გულისხმობთ?

– როგორ, „ამერიკის ხმას“ არ უსმენ?

– არც მე ვუსმენ, ჩემს ცოლსაც ვურჩიე, რომ არ მოუსმინოს. რა ხდება?

– ამერიკაში ორი კრეტინი დააპატიმრეს, რომლებსაც, უბრალოდ, რუსი ემიგრანტების გაზეთის


რედაქცია უნდა გადაეწვათ, რა თქმა უნდა, ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე. ისინი კი დაცვამ
დააკავა. შემდეგ გაიგეს, რომ ჩვენები იყვნენ, საქმეში ფედერალები ჩართეს და ერთი ამბავია
ატეხილი. ორ კვირაში სასამართლოა და დააანონსეს, რომ საბჭოთა ტერორისტებს გააშიშვლებენ
და საბჭოთა ტერორისტულ მანქანას ამხელენ. ერთი სიტყვით, ათასი პროპაგანდისტული
სისულელე აქვთ ჩაფიქრებული. ჩვენთვის ყველაზე კარგი კი ის არის, რომ დაპატიმრებულები
ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ თითქოს რედაქციაში სეიფის გასაქურდად იყვნენ
მისულები.

– მათი საბჭოელობა საიდან დადგინდა?

– პასპორტებით, რომლებიც სასტუმროში ჰქონდათ.

– დავალებაზე საბჭოთა პასპორტებით გაგზავნეთ?


შჩუკინმა თავი გააქნია, საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიდო და თქვა:

– საქმეც ისაა, რომ ეს იმდენად მარტივი საქმე იყო, ის კრეტინები ტურისტებად ჩავიდნენ
შტატებში და საჭიროდ არ ჩავთვალე ზეკონსპირაცია. სწორედ ამიტომაც დავისაჯეთ.
სისულელე დაგვემართა.

– ვის არ მოსვლია, ამხანაგო გენერალო. მთავარია, რომ ისინი სწორად იქცევიან.

– კი, უძლებენ, მაგრამ, რა იცი, რა მოხდება? კიდევ ორი კვირა აქვთ, ფედერალებს, რომ ისინი
კარგად დაამუშაონ და, მაშინ კი იანკები მნიშვნელოვან დარტყმას მოგვაყენებენ. ამიტომ,
ჩვენები უნდა გამოვიხსნათ და აქ იმიტომ დაგიბარე. ახლა მუხინი შემოგვიერთდება და
დანარჩენ დეტალებს ის გვეტყვის, – მითხრა შჩუკინმა. მალე მუხინიც შემოგვიერთდა და თქვა:

– პატიმრები ქალაქ მემფისში ჰყავთ გამომწყვდეული მკაცრი რეჟიმის ციხეში, სადაც შეღწევა და
ჩვენების გამოყვანა შეუძლებელია, რადგან ეს დიდ მსხვერპლთანაა დაკავშირებული როგორც
ჩვენმა ანალიტიკოსებმა გამოიანგარიშეს, ამას ასი-ას ოცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება. ერთი
სიტყვით, ეს ვარიანტი გამოირიცხა. სამაგიეროდ, გვაქვს ერთობ ორიგინალური იდეა, რომელსაც
ძალიან ზუსტი და მაღალპროფესიული შემსრულებელი სჭირდება. ამიტომ შეგარჩიეთ შენ და
კიდევ ის ოთხი ჩვენი თანამშრომელი, რომლებიც ავღანეთში, ხაფიზულა ამინის სასახლის
აღებაში მონაწილეობდით. ხომ გახსოვს, კოკი?

– როგორ არ მახსოვს, ანდრეი ლუკიჩ, იმ ოპერაციას თქვენ კურატორობდით და მაშინ


გაგიცანით.

– ჰო, ასე იყო. ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ, – მითხრა მუხინმა, მაგიდაზე რუკა გაშალა და
განაგრძო: – აი, ეს არის მემფისის ციხე, სადაც პატიმრები ჰყავთ გამომწყვდეული; ეს კი –
იუსტიციის სასახლე, სადაც ისინი უნდა გაასამართლონ. ციხიდან იუსტიციის სასახლემდე ოცი
კილომეტრია და მათ დაჯავშნილი მანქანით წაიყვანენ, რომელსაც კბილებამდე შეიარაღებული
სპეცრაზმელების კორტეჟი გააცილებს. ესაა ამერიკელების მიერ დამუშავებული სქემა, რომელიც
არ ჩავარდნიათ და იმედია, რომ ახლა ჩაუვარდებათ, რადგან ერთი წუნი აღმოვაჩინეთ მასში.

– რა წუნი?

– ის, რომ მათ ვერტმფრენი არ აცილებს. ამით ჩვენ ვისარგებლებთ და „კუდზე” პოლიციის
ფერებში შეღებილი ვერტმფრენით დავასხდებით, რომელშიც შენ და შენი ხელქვეითები
ისხდებით, – მითხრა მუხინმა, – ამ ოპერაციის ხელმძღვანელი შენ ხარ და დანარჩენები შენ
დაგექვემდებარებიან.

– გმადლობთ ნდობისთვის.

– განვაგრძოთ, – მითხრა ანდრეი ლუკიჩმა, – ამ ოცკილომეტრიან გზაზე ერთი რკინის ხიდია,


რომელიც მდინარე მისისიპიზეა გადებული და მთავარი მოვლენები სწორედ იქ განვითარდება:
მასზე გადასვლის წინ ხიდი აფეთქდება და კორტეჟი შეჩერდება. ამ დროს კი თქვენი მძიმე
ვერტმფრენი სპეციალური ტროსებით „ბრონევიკს” ჩაიბამს და მანქანას პატიმრებიანად
გაიტაცებს. მთის იქით კი მეორე ჯგუფი დაგხვდებათ, რომელიც „ბრონევიკს” გახსნის,
პატიმრებს გამოიყვანს და გატაცების ოპერაციაც მშვიდობიანად და წარმატებით დასრულდება.

– ანდრეი ლუკიჩ, ერთი კითხვა მაქვს.

– გისმენ, კოკი.

– გეგმა თითქმის იდეალურია, მაგრამ, ერთი ვერ გამიგია: ვერტმფრენი თუ არ არის


გათვალისწინებული ამ საქმეში, მისი გამოჩენა ეჭვს არ გამოიწვევს გამცილებლებში?

– ესეც გათვალისწინებული გვაქვს: როგორც კი კორტეჟი წამოვა, ჩვენი თანამშრომელი მათ


სიხშირეზე დაჯდება და გადასცემს, რომ, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ
ვერტმფრენიც გაჰყვება. მთელი ოპერაციის განმავლობაში ჩვენ მათ სიხშირეზე ვისხდებით და
მათ ჩვენთან ექნებათ კონტაქტი. გასაგებია?

– გასაგებია, – მივუგე მუხინს.

გეგმა მართლაც უნაკლო იყო და ჩვენც ისე ზუსტად შევასრულეთ ყოველი ნიუანსი, რომ მისი
შეტანა ქრესტომათიულ სახელმძღვანელოებში შეიძლებოდა. ხოლო, როდესაც „ბრონევიკით”
კლდის იქით დავეშვით, დამხმარე ჯგუფის წევრებმა მანქანაში ჯერ ყოვლად უვნებელი
დასაძინებელი გაზი შეუშვეს, შემდეგ კი მანქანა გააღეს, იქიდან ორი მძინარე ჩვენიანი და ოთხი
მძინარე პოლიციელი გამოიყვანეს, ბოლოს კი ჩვენიანები უკვე მანქანებით გადავიყვანეთ
უსაფრთხო ადგილზე. ოპერაცია ისე სწრაფად დასრულდა, რომ, როდესაც ამერიკელებმა გაიგეს,
თუ რა მოხდა და გზების გადაკეტვა დაიწყეს, ჩვენ უკვე იმ წითელი ზოლის მიღმა ვიყავით. ასე
ჩავუფლავეთ ამერიკელებს „საუკუნის პროცესი” და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის საშუალება
მოვუსპეთ.

ამერიკელები არაერთხელ გაგვიწბილებია, ყველაზე დიდი გაწბილება კი მაინც საელჩოსთან


დაკავშირებული ამბები იყო. ანუ, გასულ საუკუნეში „ცეერუმ“ უახლესი მოსასმენი
ტექნოლოგიები შეიმუშავა, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მიწისქვეშეთიდან მოგესმინათ
შენობაში მყოფი ხალხისთვის. ამ მიზნით, ამერიკელებმა ძალიან დიდ სიღრმეზე გათხარეს
გვირაბი, რომელიც საბჭოთა საელჩოს ქვეშ გადიოდა. მათ იქ თავიანთი მოსასმენი აპარატურა
დააყენეს და აბსოლუტურად ყველა საუბარს ისმენდნენ. მთავარი კი ის არის, რომ ჩვენმა
დაზვერვამ ეს იცოდა, საელჩოს მაღალჩინოსნები გაფრთხილებულები იყვნენ და ამერიკელებს
დეზინფორმაციებს აწვდიდნენ. ყველაფერი, ალბათ, ისევე დარჩებოდა, რომ არა „კაგებეს“ ერთი
პოლკოვნიკი, რომელიც შტატებში გაიქცა და ეს საიდუმლო გათქვა.

– სამწუხაროა, რომ იმ ნაძირალამ გაგვყიდა, თორემ, ამერიკელებს კიდევ კარგა ხანს


გავაპამპულებდით, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც თავისთან დამიბარა, – შენ ის უნდა
გაანადგურო. მან გვიღალატა და უნდა დავსაჯოთ.

ამერიკაში გაქცეული მოღალატე პოლკოვნიკი „ცეერუს“ საიმედოდ ჰყავდა გადამალული,


მაგრამ, მას ჩიკაგოს ერთ-ერთ სასტუმროში მივაგენი და შხამიან გველს იმ დროს დავაგესლინე,
როდესაც ის აბაზანაში ნებივრობდა. სასტუმროში კი, მე ინდოელი ფაკირის სტატუსით
ვიმყოფებოდი და ეჭვიც კი არავის შეჰპარვია, რომ „კაგებეს“ სპეცდავალებას ვასრულებდი.

– გველს გველური მიეზღო, – ზიზღით თქვა შჩუკინმა, როდესაც პოლკოვნიკის ლიკვიდაციის


ამბავი მოვუყევი, – შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ, როცა ღალატზეა ლაპარაკი,
პატიება გამორიცხულია. ჩვენს საქმეში ღალატი უპატიებელი ცოდვაა და მას ხანდაზმულობის
ვადა არ გააჩნია.

გენერალი შჩუკინი მართალი იყო. მეც ზუსტად ასე ვფიქრობ დღემდე და, მიმაჩნია, რომ, არა
მარტო ჩვენს საქმეში ღალატი, არამედ, საერთოდ ღალატია უპატიებელი და, მოღალატე ასი
წლის შემდეგაც სასტიკად უნდა დასაჯოს.

როგორც ადრე ვთქვი, ჩემს კარიერაში შესრულებული საქმეების 99 პროცენტი შურისძიება იყო,
მათი უმრავლესობა კი ღალატის გამო შემიკვეთეს. ერთხელ ერთი ქალი შემხვდა, რომელიც
დღეს ძალიან ცნობილი პიროვნებაა და მითხრა:

– თქვენ შესახებ ერთმა ახლობელმა მიამბო, რომელსაც ანალოგიური შეკვეთა შეუსრულეთ.

– გისმენთ, რა გნებავთ?

– ასი ათას ევროს გადაგიხდით, თუკი ჩემს ქმარს ჩემ თვალწინ მოკლავთ წამებით, – მითხრა
ქალმა და დაამატა, – მითხრეს, რომ თქვენ ამ საქმის უბადლო ოსტატი ხართ.

– რაში არ მყავს ბადალი, სადიზმში?

– არა, ბატონო, საშემსრულებლო ოსტატობაში.

– გასაგებია. მაინც რა უნდა გავაკეთო კონკრეტულად?

– ჩემს სახლში უნდა მოხვიდეთ ღამით, მე და ჩემი ქმარი დაგვაბათ და ის მოღალატე ჩემ
თვალწინ უნდა აქნათ ნაკუწ-ნაკუწ. მოკლედ, წამებაში უნდა ამოხადოთ სული. ის დამპალი
მექალთანეა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ქალებთან მღალატობს. მეტი აღარ შემიძლია
და ამიტომ მისი მოკვლა გადავწყვიტე.

– ასი ათასი ევრო ცოტაა, – ვუთხარი ქალს, რადგან, ვიფიქრე, ებევრება და გადაიფიქრებს-მეთქი,
– მაგ საქმეს ხუთმაგი თანხა უნდა.

– მოვილაპარაკეთ. ვიხდი ნახევარ მილიონ ევროს, ოღონდ, ზუსტად ისე უნდა მოიქცეთ, როგორც
შეგიკვეთავთ.

– ფული წინასწარ უნდა მომცეთ.

– ხვალვე მოგიტანთ.

– მაშინ, თანახმა ვარ, – მივუგე მე და ვკითხე: – თქვენ გარდა, ვინმე თუ იქნება სახლში?

– მეტი არავინ. ბავშვები აგარაკზე არიან. მოსამსახურე კი – სოფელში.


ქალმა მეორე დღესვე გადმომცა ნახევარი მილიონი ევრო, მეორე ღამით კი მათ სახლში შევიპარე,
ცოლ-ქმარი გავაშიშვლე, ერთმანეთის საპირისპიროდ მივაბი და ალესილი ხანჯლით ხელში
გაფითრებული კაცისკენ დავიძარი.

– ვინ ხართ და რას გვერჩით? – ამოილუღლუღა კაცმა, – თუ ფული გნებავთ, ყველაფერი წაიღეთ,
თუ არა და, აქ რატომ მოხვედით?

– ახლავე გაიგებთ, – მივუგე კაცს, ბასრი ხანჯალი ზევით აღვმართე და, ის იყო, მთელი ძალით
უნდა დამეშვა, რომ ქალი აკივლდა:

– არ ქნა, არ ქნა, თავი დაანებე, ვაუქმებ შეკვეთას, ფულიც შენი იყოს!

ერთ რამედ ღირდა ქმრის სახის დანახვა, რომელმაც უმალვე მოტვინა, რა ხდებოდა და მეუღლეს
შეჰყვირა:

– ეს შენ ჩაიდინე? შენ დაიქირავე მკვლელი? შენ, ჩემი შვილების დედამ ჩადგი ფეხი ასეთ
ცოდვაში?

– ჰო, საყვარელო, ჰო! – ყვიროდა აცრემლებული ქალი და მევედრებოდა, რომ შეკვეთა


გამეუქმებინა.

ასეთ ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში ჩემი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში პირველად


აღმოვჩნდი. ხანჯალი ჰაერში გამიშეშდა და არ ვიცოდი, რა მექნა. მართალია, შენიღბული ვიყავი
და ათასი წელი ჩემს კვალს ვერავინ მოაგნებდა, მაგრამ ცოლ-ქმრის ახსნისგან თავი შევიკავე,
ორივე გავაჩუმე და ქალს ვუთხარი:

– ზუსტად იცით, რომ შეკვეთა უნდა გააუქმოთ?

– დიახ, ზუსტად, – მტკიცედ მომიგო ქალმა.

– ისიც ხომ იცით, რომ ფულს უკან ვერ მიიღებთ?

– პირიქით, ერთ ამდენს კიდევ დაგიმატებთ, ოღონდ აქედან მშვიდობით წადით, – მითხრა
ქალმა.

ეს წყვილი დღეს ძალიან ბედნიერი, ცნობილი და მდიდარია და მარტო ჩვენ სამმა ვიცით, თუ რა
კატასტროფის წინაშე იდგნენ ისინი ამ რამდენიმე წლის წინ. თუმცა, ეს ისტორია გამონაკლისია
და მე მაინც მიმაჩნია, რომ მოღალატე მოღალატეა, მისი გამოსწორება არ იქნება და ის უნდა
დაისაჯოს.

როგორც არაერთხელ მითქვამს, მე თვითონ ერთგული და მეოჯახე კაცი ვარ. მეუღლისთვის


არასდროს მიღალატია და ყოველთვის ვერიდებოდი ისეთ დავალებებს, რომლის დროსაც
ქალთან სექსი იყო საჭირო. შჩუკინი და მუხინიც ერიდებოდნენ ასეთი საქმეების მოცემას, ხოლო,
თუ ეს აუცილებელი ხდებოდა, ათას ბოდიშს მიხდიდნენ და მარწმუნებდნენ, რომ უამისოდ
საქმე არ გამოვიდოდა.
ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– ბოდიში, ჩემო კარგო, მაგრამ, ერთი არასასიამოვნო დავალება უნდა მოგცეთ.

– ისევ ქალია გასაჟიმი?

– სამწუხაროდ, კი.

– რა გაეწყობა, გისმენთ, – ამოვიხვნეშე მე და სმენად ვიქეცი.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ერთი ძალიან გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსის სახელი მითხრა და


დაამატა:

– შენი მიზანია, იმ კაცის სახლში შეაღწიო მისი ვნებიანი მეუღლე გაჟიმო, მათ ბინაში კი
მოსასმენი აღჭურვილობა დააყენო. ესაა და ეს. შეძლებ?

– უნდა შევძლო, ამხანაგო გენერალო!

– მაგრამ, იცოდე, რომ საქმე მოქმედ სახელმწიფო მოღვაწეს ეხება. რომ „დაიწვა”, ჩვენ შენზე უარს
ვიტყვით, ანუ, არ შეიძლება, რომ საბჭოთა კავშირი ასეთ სკანდალში გაეხვიოს, ხომ გასაგებია?

– რა თქმა უნდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. მაგრამ, იმედია, არც ამჯერად მიმტყუნებს ბედი.

– წარმატებას გისურვებ, ჩემო კარგო, – მითხრა შჩუკინმა და კაბინეტიდან გამომისტუმრა.

ადგილზე რომ ჩავედი, მოსასმენი აპარატურა იქ გადმომცეს, რომელიც საიმედოდ შევინახე და


საქმეს შევუდექი. ობიექტი, როგორც მოსკოვში განმიმარტეს, ძალიან თავაშვებული და სექსის
მოყვარული იყო. თუმცა, ის თავად ირჩევდა სასურველ პარტნიორს და მე ყველაფერი უნდა
მეღონა, რომ მისი რჩეული გავმხდარიყავი.

ის ქალი პროფესიით ჟურნალისტი იყო, თავის საქმეს ვირტუოზულად ფლობდა და,


მიუხედავად იმისა, რომ გავლენიანი პოლიტიკოსის ცოლი გახლდათ, ჩვეულებრივად
მუშაობდა.

გეგმის მიხედვით, იმ ქალთან შეხვედრა რედაქციაში უნდა შემდგარიყო, სადაც ის მუშაობდა. მე


იქ სარეკლამო მომსახურებისთვის უნდა მივსულიყავი, სინამდვილეში კი, ობიექტი გამეცნო და
„შემება“. ქალს მელისა ერქვა. როდესაც რედაქციის შენობის მეორე სართულზე ავედი და, ვითომ
შემთხვევით, მელისას კაბინეტის კარი შევაღე, ობიექტს ვუთხარი:

– გამარჯობა. მინდა, რომ სარეკლამო მომსახურების პირობები გავიგო.

მელისას რომ ეთქვა, ოთახი შეგეშალათო, მაშინ მე, წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით,
მისთვის კომპლიმენტი უნდა მეთქვა და ამ კუთხით მეცადა მასთან კონტაქტის დამყარება.
თუმცა, მას ეს არ უთქვამს, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემდამი ინტერესი გაუჩნდა.

– შემობრძანდით, დაბრძანდით, – შემიპატიჟა მაშინვე.


მე ოთახში შევედი, დავჯექი და ვუთხარი:

– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, მაგრამ, რეკლამა რეკლამაა და ასეთი ინტიმური რამ იმის გამო
უნდა ვთქვა.

– ძალიან მიყვარს ინტიმური თემები. გისმენთ, – მომხიბვლელად გამიღიმა ქალმა.

„გამიმართლა. მოვეწონე და სულ მალე დავალებას შევასრულებ“, – გავიფიქრე გუნებაში,


მელისას კი ვუთხარი:

– ქალის ძვირად ღირებული ქვედა საცვლების რეკლამის განთავსება მინდა მთელ გვერდზე და
ტარიფები მაინტერესებს.

– ქალის ქვედა საცვლებს აწარმოებთ?

– არა, მე მხოლოდ იმპორტიორი ვარ.

– შეგიძლიათ, თქვენი საქონელი მაჩვენოთ?

– რა თქმა უნდა, – მივუგე ქალს და ფერად ფოტოებზე გადაღებული ქალის ქვედა საცვლების
ნიმუშები ვუჩვენე.

მელისამ ყურადღებით დაათვალიერა სურათები და მითხრა:

– აი, ეს ორი საცვალი მომეწონა და, თუ წინააღმდეგი არ იქნები, შევიძენ.

– ცალობით არ ვვაჭრობ, მაგრამ თქვენთვის გამონაკლისს დავუშვებ და ხვალვე იქ მოგართმევთ,


სადაც მიბრძანებთ.

– მოდი, ხვალისთვის ნუ გადავდებთ იმას, რაც შეიძლება, რომ დღეს გავაკეთოთ. მე თავად
გეწვევით ოფისში და თქვენს საქონელს იქ შევიძენ. მითხარით ოფისის მისამართი.

– იცით, ჯერ ოფისი არ მაქვს და, სიმართლე გითხრათ, არც მჭირდება. მე კერძო სახლში ვქირაობ
ბინას და საქონლის ნიმუშებიც იქ მექნება.

– კიდევ უკეთესი, სახლში გესტუმრებით. საღამოს შვიდზე გაწყობთ?

– რა თქმა უნდა, – მივუგე ქალს, – ახლა კი სარეკლამო პირობებზე შევთანხმდეთ.

– სარეკლამო სამსახური, – გამიღიმა მელისამ და ხელი მარცხნივ გაიშვირა, – დერეფანში რომ


გახვალთ, ჩემგან მესამე ოთახში მდებარეობს.

მელისა ზუსტად შვიდ საათზე მეწვია სახლში და იმავე საღამოს ისეთი სექსი გვქონდა, ცოტა
სული რომ მოითქვა, სიამოვნებით გააბოლა სიგარეტი და მითხრა:

– შენ, ყმაწვილო, ქალის საცვლებს კი არ უნდა ყიდდე, მუდამ სექსით უნდა იყო დაკავებული,
თანაც ჩემთან.
– რომ მოგბეზრდეთ?

– გამორიცხულია, – ალერსიანად მომიგო მელისამ და თმაზე მომეფერა, – თუკი დამიჯერებ და


არ მიღალატებ, გარწმუნებ, რომ შენი ბიზნესი ძალიან წარმატებული და შემოსავლიანი გახდება.
რას იტყვი, კარგია, ხომ?

– საუცხოოა, ქალბატონო, მადლობის მეტი რა მეთქმის.

– და, ერთიც, – მითხრა მელისამ, – მოდი, ამ წუთიდან თქვენობით ნუღარ მომმართავ, მელისა
დამიძახე.

– კარგი, მელისა – მივუგე ქალს და სექსი განვაახლე...

ცნობილი, მოქმედი ევროპელი პოლიტიკოსის ცოლს ისე მოვეწონე, რომ სულ მალე ჩემს ჭკუაზე
დაიწყო სიარული და, ქმრის მოკვლაზეც კი არ იტყოდა უარს, ოღონდ, მე არ დავეკარგე.
ბუნებრივია, რომ მე მის სახლშიც შევაღწიე და მოსასმენი აპარატურაც დავაყენე, ანუ, ჩემი მისია
უკვე შესრულებული იყო. ამიტომ ცენტრს დავუკავშირდი და მოსკოვში დაბრუნების ნებართვა
ვთხოვე, მაგრამ იქ კიდევ ორი კვირით დარჩენა მიბრძანეს. მეკავშირეს ერთ-ერთ კაფეში შევხვდი
და მან მითხრა:

– ცენტრის გეგმები ოდნავ შეიცვალა. არსებობს ინფორმაცია, რომ ობიექტის ქმარს პირად სეიფში
მნიშვნელოვანი საიდუმლო მასალები აქვს შენახული. თქვენი ამოცანაა მათი მოპოვება და
მოსკოვში გადაგზავნა. საქმეს ის ართულებს, რომ სეიფის ადგილმდებარეობა უცნობია და ის
თქვენ უნდა აღმოაჩინოთ.

– გასაგებია. ცენტრს გადაეცით, რომ ამ დავალების შესრულებას დღესვე შევუდგები, – მივუგე


მეკავშირეს და წავედი.

ცოტა ხანში მელისას შევხვდი და ჩვეულ საქმიანობას შევუდექით, შემდეგ კი ქალმა მითხრა:

– ზეგ ჩემი ქმარი ოფიციალური ვიზიტით უცხოეთში მიემგზავრება. მე არ მივყვები – საქმეები


მოვიმიზეზე და მთელი ოთხი დღე მარტონი ვიქნებით. ასე რომ, შეგვიძლია, რომანტიკული
დასვენება მოვაწყოთ და, მონაკოში, ნიცაში, კანარებზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას წავიდეთ – იქ,
სადაც შენ მოისურვებ.

მელისას ქმრის გამგზავრება ღმერთის საჩუქარი იყო და რა მენიცებოდა და მემონაკოებოდა,


ამიტომ მელისას მივუგე:

– ჩვენი ურთიერთობის ასე გამომზეურება არ გვარგებს. თანაც, მგონი, ოთხი დღე შენს
საძინებელში განმარტოება უფრო რომანტიკულია, ვიდრე ნიცაში ან სხვაგან გამგზავრება.

მელისა დამთანხმდა, მე მის ფეშენებელურ ვილაში გადავსახლდი და ოთხი დღის განმავლობაში


ვნებიან ქალს სექსუალურ მომსახურებას ვუწევდი, პარალელურად კი საიდუმლო სეიფს
ვეძებდი, რომელსაც კაბინეტში მივაგენი, გავხსენი და უზარმაზარ ყუთში მიკროფონები და
საიდუმლო დოკუმენტების მთელი დასტა აღმოვაჩინე. ყუთი სავენტილაციო მილში დავმალე,
საძინებელში დავბრუნდი და მელისას მივუწექი, რომელმაც მითხრა:

– სად იყავი, საყვარელო?

– ტუალეტში.

– ხვალ საღამოს ჩემი ქმარი ჩამოდის, ნეტავი კიდევ ერთი თვე დარჩენილიყო იქ!

– მხოლოდ ერთი თვე?

– კარგი იქნება, რომ სამუდამოდ დარჩეს იქ ან სხვაგან, სადაც უნდა, – თქვა მელისამ, გაიზმორა,
საწოლზე წამოჯდა და დაამატა: – ისე, ხომ იცი, ეს იდეაა... ცუდი არ იქნება, რომ ჩემი ქმარი
სამუდამოდ მომშორდეს და ამის გაკეთება შესაძლებელია.

მელისა უკვე ძალიან საშიში ხდებოდა. აშკარა იყო, რომ ჩემთან სექსმა ის ქმრის მოკვლის
გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და ამიტომ, დროზე უნდა გავცლოდი, მით უმეტეს, რომ
დავალება შესრულებული იყო – საბუთებით სავსე ყუთი ხელთ მქონდა და მელისასთან
გატარებული ყოველი წუთი ჩემი ჩავარდნის შანსს ზრდიდა.

მელისას სულელურ სიტყვებზე ქალს მივეფერე და ვუთხარი:

– რას ამბობ, ძვირფასო, ეს როგორ შეიძლება! მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია. შენი ქმრის
მკვლელობა კი, პოლიტიკური დანაშაულია და ორმაგად დასჯადი. რა საჭიროა ასეთი
უკიდურესობები? უბრალოდ, გაშორდი ქმარს და დავქორწინდეთ. ასეთი გართულება კი
არაფერში გვჭირდება.

– კი, გაშორდი. ასე ადვილი გგონია ყველაფერი? ჯერ ერთი, თვითონ არ გამცილდება, რადგან ეს
არც მის ღირსებას აწყობს და არც მის კარიერას. არადა, რომ გაიგოს ჩვენი ურთიერთობის
შესახებ, ორივეს დაგვხოცავს.

– მაშინ, არაოფიციალური ურთიერთობები გავაგრძელოთ. ხომ იცი, რომ აკრძალული ხილი


ძალიან გემრიელია? თუ არც ეს გაწყობს, მაშინ, დავშორდეთ.

– რაო? დავშორდეთ? – წამოხტა მელისა და თვალების ბრიალით დაამატა: – არავითარ


შემთხვევაში! ამას მირჩევნია, ჩემი ქმარი გავანადგურო ან თავი მოვიკლა. მე შენ ვერასოდეს
დაგშორდები!

– არც მე შემიძლია შენთან დაშორება და მეც სიკვდილი მირჩევნია ამას, – მივუგე ქალს. შემდეგ
დასაძინებელი აბი გავურიე შამპანურში, ბოკალი მივუჭახუნე და ვუთხარი:

– სიყვარულს გაუმარჯოს!

მელისამ ოც წამში მიიძინა. ღამის სამი საათი იყო და სასწრაფოდ უნდა მემოქმედა. მართალია,
ვილაში მხოლოდ მე და მელისა ვიყავით, მაგრამ, რა გარანტია მქონდა, რომ რამე
გაუთვალისწინებელი არ მოხდებოდა და უნდა მეჩქარა. ამიტომ, ყუთი სპორტულ ჩანთაში
ჩავდე, მხარზე გადავიკიდე და, ვილიდან გასვლა რომ დავაპირე, ქუჩაში მანქანების კორტეჟი
გამოჩნდა, რომელიც ვილისკენ მოემართებოდა.

„ჰმ, მელისას ქმარი ადრე დაბრუნდა. კიდევ კარგი, რომ ყუთი მე მაქვს, მაგრამ აქედან გაღწევა არ
გინდა? – გავიფიქრე გუნებაში, მერე სხვენზე ავძვერი და დავიმალე.

მელისას ქმარი სახლში შევიდა, მისი დაცვა კი პერიმეტრზე განლაგდა, რაც ძალიან ართულებდა
იქიდან ჩემს გაღწევას. აშკარა ჩავარდნის პირზე ვიყავი, რადგან მელისას ქმარს ეჭვი რომ აეღო,
ან, სულაც, საბუთებით სავსე ყუთის გაქრობა გაეგო, აუცილებლად ძებნას დამიწყებდნენ და ეს
ყველაფერი, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრებულიყო ჩემთვის, მით უმეტეს, რომ არანაირი
იარაღი არ მქონდა თან და, მაღალჩინოსანი პოლიტიკოსის კარგად გაწვრთნილ დაცვას შიშველი
ხელებით ხომ ვერ გავუმკლავდებოდი?!

ყველაფერი რომ გავაანალიზე, სხვენზე დამალვა გადავწყვიტე. შეტაკებას ყოველთვის


მოვასწრებდი, ამიტომ, ლომის ხახაში თავის შეყოფას მოცდა ვამჯობინე. ერთი საათის შემდეგ,
დაახლოებით დილის ხუთის ნახევარზე, ვილის ეზოში ვიღაც „ლიმუზინით“ შემოგრიალდა და
გულმა საშიშროების ნიშანი მომცა. ამიტომ, დავიძაბე და ნებისმიერი მოულოდნელობისთვის
მოვემზადე. ცოტა ხანში ეზოში მყოფი მცველები დაფაცურდნენ და მივხვდი, რომ ვიღაცას
ეძებდნენ, ის ვიღაცა კი მე ვიყავი. საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ყუთი ისევ ჩანთაში მედო. ის
ჩანთა ზურგზე მჭიდროდ შემოვიკარი, სხვენის კართან ავიტუზე და გავირინდე. ორიოდე წუთის
შემდეგ სხვენის კარი ფრთხილად გაიღო და ჯერ ფარნის შუქმა შემოანათა, შემდეგ კი
პისტოლეტმომარჯვებულმა ათლეტმა მამაკაცმა შემოდგა ფეხი და თვალიერებას შეუდგა. მე მას
უკნიდან მივეპარე და ჯერ კეფაში ვთხლიშე და გავთიშე, შემდეგ პისტოლეტი და ფარანი
ავართვი და უმალვე მოვასულიერე, თან, პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– ვის ეძებთ?

– ქურდს, – მომიგო მოსულიერებულმა.

– რა მოიპარა?

– სეიფიდან რაღაც ყუთი.

– შენ რა გქვია?

– პიტერი.

– ახლა კი სარკმელთან მიდი, პიტერ, და შენს მეგობრებს გასძახე, რომ აქ ყველაფერი სუფთადაა,
– ვუთხარი პიტერს და, როდესაც მან ჩემი ბრძანება შეასრულა, ის იქვე გავთიშე. შემდეგ მისი
მოსასხამი მოვიცვი და ფრთხილად დავეშვი ქვევით, თან პისტოლეტი შეყენებული მქონდა, რომ
საჭიროების შემთხვევაში, ბრძოლაში ჩავბმულიყავი.

მელისას ვილა კარგად მქონდა შესწავლილი და გადაადგილება არ მიჭირდა. ამიტომ,


ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ჩავედი ეზოში, ბალახებში გავხოხდი და საცურაო აუზთან
გავირინდე.
– ძაღლები გვჭირდება, კინოლოგიური სამსახური გამოიძახეთ! – დაიყვირა ვიღაცამ, რომელსაც
უთხრეს, რომ კინოლოგები უკვე გზაში იყვნენ და მალე მოვიდოდნენ. უცებ ერთ-ერთი მცველი
აყვირდა, რომელმაც სხვენში გათიშულ პიტერს მიაგნო:

– მთელი ეზო და სახლი გულდაგულ გაჩხრიკეთ და პერიმეტრი ჩაკეტეთ! ის სადღაც აქ არის და


შეიარაღებულია. პიტერი გაუთიშავს და პისტოლეტი და ფანარი წაურთმევია! – ყვიროდა
მამაკაცი.

ყველაფერს წამები წყვეტდა. მეტი მოცდა აღარ შეიძლებოდა, უკვე ვეღარ დავიმალებოდი.
ამიტომ, ფანარი ჩავრთე და რაც შეიძლება მაღლა ავაგდე, რომ ყველა შეიარაღებულის
ყურადღება წამით მაინც გამეფანტა. მე კი „ლიმუზინისკენ“ გავქანდი, შიგნით შევფრინდი,
მძღოლი გარეთ გამოვისროლე, მანქანა დავქოქე და ადგილს მოვწყდი.

მანქანა დაჯავშნილი იყო და, სიმძიმის მიუხედავად, ძალიან მსუბუქად მოძრაობდა და


მანევრირებდა. ალაყაფის კარი გავანგრიე, ქუჩაში გავვარდი და სისწრაფეს მოვუმატე. სარკეში
რომ გავიხედე, დავინახე, რომ ოთხი მსუბუქი მანქანა მომდევდა, რომლებშიც შეიარაღებული
მცველები ისხდნენ. მე კიდევ უფრო მოვუმატე სისწრაფეს და დაჯავნილი „ლიმუზინი“ ევროპის
ერთ-ერთი სახელმწიფოს დედაქალაქის გაჩახჩახებულ ქუჩებში გავაქროლე. მცველებს
პოლიციაც შეუერთდა, რომლებიც ჩართული სირენებით მასხდნენ „კუდზე“, თან მიკროფონში
ჩაჰყვიროდნენ, რომ გავჩერებულიყავი და დავნებებულიყავი. მე ორიოდე „კაგებეშნიკური“
მანევრი გავაკეთე, რომლებიც, „კაგებეს“ ინსტრუქტორმა-ასმა დამამუღამებინა, შედეგად,
რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეასკდა და დაილეწა. მე ამით ვისარგებლე, დრო და მანძილი
მოვიგე, საგრძნობლად წინ გავვარდი და ურთულესი ტრიუკი შევასრულე, რომელიც, ასევე,
„კაგებეში“ მქონდა ნასწავლი: მე მანქანით ხიდზე ავვარდი, შემდეგ ეს მანქანა 180 გრადუსით
შემოვაბრუნე, მარჯვენა გვერდით ჯებირს დავაჯახე და წყალში გადავაგდე. თავად კი
ელვისებურად ვისკუპე ხიდზე, გავხოხდი და, ჯერ ხიდის თავში დავიმალე და პიტერის
მოსასხამი გადავაგდე, შემდეგ კი სპორტული ჩანთა ხელში დავიკავე და ხიდზე შეკრებილ
ათეულობით ადამიანს შევუერთდი, რომლებიც წყალში იყურებოდნენ.

ჩემი მდევარი სახეზე არ მიცნობდა, ამიტომ გამჟღავნების არ მეშინოდა და, როდესაც ხიდზე
ხალხის რაოდენობამ ისე მოიმატა, რომ ტევა აღარ იყო, ნელ-ნელა მოვშორდი იქაურობას და
კონსპირაციულ ბინაში მივედი, სადაც საბჭოთა მეკავშირე ცხოვრობდა.

– რა მოხდა? – მკითხა მეკავშირემ, როდესაც ბინაში შევედი.

– რომ არა განსაკუთრებული შემთხვევა, ნამდვილად არ შეგაწუხებდი, მაგრამ, წასასვლელი


არსად მაქვს, მომდევენ. უფრო სწორად კი, ყველგან მეძებენ, რადგან საიდუმლო საბუთები
გავიტაცე და „დავიწვი“.

– კარგი, აქ დარჩით, მე კი ცენტრს დავუკავშირდები და ყველაფერს შევატყობინებ, – მითხრა


მეკავშირემ, წავიდა და ბინაში მარტო დამტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მეკავშირე შემოწმებული და საიდუმლო სამსახურის საიმედო


თანამშრომელი იყო, ინსტინქტით ვიგრძენი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ამიტომ, პისტოლეტი
შევაყენე და ჯიბეში ჩავიდე, მეკავშირის მიერ დატოვებულ საჭმელს კი პირი არ დავაკარე და
დაველოდე. ოცი წუთიც არ იყო გასული, რომ მეკავშირე დაბრუნდა. ის კარგ ხასიათზე იყო და
მითხრა:

– ყველაფერი რიგზეა. ცენტრს ველაპარაკე და მითხრეს, რომ გატაცებული საბუთები მე უნდა


დამიტოვოთ, თქვენ კი ოც წუთში შავი „მერსედესი“ მოგაკითხავთ და ისინი ჩაგიყვანენ
მოსკოვში.

მეკავშირის სიტყვებში საეჭვო და უცნაური არაფერი იყო, ასეთი რამ არაერთხელ გამიკეთებია,
თუმცა, ამჯერად გული საშიშროების სიგნალს გადმომცემდა. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე,
მეკავშირეს შეყენებული პისტოლეტი შუბლზე მივადე და კბილებში გამოვცარი:

– ვის ატყუებ, შე მოღალატე! ჩქარა, თქვი, ვისზე მუშაობ, თორემ, აქვე მოგკლავ!

– გადაირიეთ? ვისზე უნდა ვმუშაობდე?! – აღშფოთდა მოკავშირე, – ჩემი სამშობლოსთვის


ვმუშაობ და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით!

– რომელი სამშობლოსთვის?

– საბჭოთა კავშირისთვის. თქვენ რა, არა?!

მეკავშირე იმდენად მშვიდად და, ერთი შეხედვით, დამაჯერებლად მპასუხობდა, ცოტაც და,
თავს დავანებებდი და ვეტყოდი, ყოველი შემთხვევისთვის გამოგცადეთ და ბოდიში-მეთქი,
მაგრამ, ინტუიცია საპირისპიროს მეუბნებოდა, ამიტომ, მეკავშირეს პისტოლეტის ლულა პირში
ჩავთხარე და ვუღრიალე:

– ვის მიეყიდე, შე დამპალო?! გგონია, არ ვიცი, რომ მოღალატე ხარ და საბუთები ჩვენ მტერს
უნდა გადასცე? ჩქარა, თქვი, თორემ, მოგკლავ!

მეკავშირემ თვალები გადმოკარკლა. აცახცახდა და მომიგო:

– ამერიკელებს. მაპატიეთ, მაგრამ, მათ მაიძულეს და სხვა გზა არ მქონდა.

მეკავშირის სიტყვებზე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს მდუღარე გადამასხესო, მაგრამ, არ


შევიმჩნიე და ვუღრიალე:

– ჩემს ვითომდა მოსკოვში წასაყვანად რომ უნდა მოვიდნენ, ვინ არიან და რა უნდათ?

– ლენგლის „ოპერები“ არიან და უნდა გაგიტაცონ.

– რამდენნი იქნებიან?

– სამნი – მძღოლი და კიდევ ორი.

– ჩქარა, მოსკოვთან კავშირის კოდი და იმ კონსპირირებული ბინის მისამართი მითხარი, სადაც


რაცია ინახება!
– რაცია სახლში მაქვს. აი, კოდი!

– სახლიდან უკავშირდები ხოლმე ცენტრს?

– არა, ტყეში გავდივარ.

– რაცია გამოიტანე და ტყეში წავედით! – ვუთხარი მეკავშირეს და, როდესაც რაცია გამოიტანა,
ისეთი ვთხლიშე ყბაში, რომ უმალვე მიითიშა. შემდეგ იქვე მივაბი, პირში ჩვარი ჩავუტენე, რომ
არ ეყვირა და შეყენებული პისტოლეტით ქვევით ჩავედი, სადაც უკვე იდგა შავი „მერსედესი“,
მასში კი ჩემს გასატაცებლად მოსული „ცეერუს“ თანამშრომლები ისხდნენ. მე მანქანის კარი
გავაღე და მათ ვუთხარი:

– ჩქარა, სამივენი ბინაში წამომყევით, დრო არ ითმენს!

– რა ხდება? – მკითხა ერთ-ერთმა.

– საბჭოთა რეზიდენტი და მისი მეუღლე დაჭრილები არიან. მნიშვნელოვანი ინფორმაციები


აქვთ და, თან, ისინიც ჩვენთან ერთად უნდა წამოვიდნენ მოსკოვში. დრო არ ითმენს!
მომეშველეთ, რომ ქვევით ჩამოვიყვანო. ის იმხელაა, რომ მის აწევას ოთხი კაცი არ ეყოფა.

ცეერუელებმა, რომ იტყვიან, „ჭამეს“ და სასწრაფოდ წამომყვნენ, რადგან იფიქრეს, რომ, მრავალ
საიდუმლო დოკუმენტთან ერთად, საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტს და მის ცოლსაც
წაიყვანდნენ ამერიკაში.

ზევით რომ ავედით და ბინაში შევიდნენ, მე პისტოლეტი ამოვაცურე და ორი „ოპერი“ იქვე
გავთიშე ყბაში ტარის ჩარტყმით. მძღოლს კი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– ახლავე ხელბორკილები დაადე შენს მეგობრებს!

მძღოლმა მყისვე შეასრულა ჩემი ბრძანება, მე კი მაშინვე ისიც მივთიშე და თავის მეგობრებს
გადავაბი. შემდეგ სამივეს ჩვრები ჩავუტენე პირში, მოღალატე მეკავშირე მივუწვინე გვერდით,
რაცია და ჩანთა ავიღე, ბინის კარი გამოვიხურე და ქვევით დავეშვი.

„ცეერუს“ თანამშრომელთა „მერსედესით“ ჯერ ტყეში წავედი, მოსკოვს დავუკავშირდი და


გადავეცი, რაც მოხდა, თან ვკითხე, როგორ დავბრუნებულიყავი უკან. ცენტრიდან კი მაცნობეს,
რომ ვაგზლის დიდ საათთან მივსულიყავი, სადაც ზუსტად 20 წუთში მომაკითხავდნენ და
პაროლიც მაცნობეს.

მე ვაგზალზე მივედი. საათის ქვეშ დავდექი და დაველოდე. ზუსტად დათქმულ დროს ქალი
მომიახლოვდა და მითხრა:

– თქვენ ყიდით მწვანედ შეღებილ დათვის ბეწვს?

– არა, ქალბატონო, მწვანედ მგლის ბეწვი მაქვს შეღებილი, დათვი კი ნატურალურია...


– კარგი, წამობრძანდით, – მითხრა ქალმა და ორმოცდაათივე მეტრი რომ გავიარეთ, თეთრ
„მერსედესში“ ჩავსხედით, რომელმაც საბჭოთა საელჩოში მიგვიყვანა.

ქალი „კაგებეს“ მეკავშირე იყო და, ცალკე ოთახში რომ განვმარტოვდით, მითხრა:

– მოსკოვში მალე ჩაგიყვანენ, ახლა კი ისაუზმეთ და დაისვენეთ.

მოსკოვში ნაცადი ხერხით – დიპლომატიური ბარგით დამაბრუნეს, რომელიც თვითმფრინავში


იყო მოთავსებული და ამჯერად სამი საათის განმავლობაში ვიჯექი მოკეცილი უზარმაზარ
ჩემოდანში. თვითმფრინავი უცხოური ავიაკომპანიის კუთვნილება იყო, ამიტომ, პილოტების
კაბინით ვერ ვიმგზავრებდი და ასეთ დისკომფორტში ფრენა ამიტომ მომიწია. თან მქონდა
მელისას ქმრის საიდუმლო დოკუმენტებით სავსე ყუთიც. შერემეტიევოს აეროპორტში რომ
დავსხედით, იქ კიდევ ერთი სიურპრიზი მელოდა. ჩემოდნიდან სპეციალურ ოთახში
ამომიყვანეს, რომელიც „კაგებეს“ კუთვნილება იყო. თავი რომ ამოვყავი, გენერალმა მუხინმა
მითხრა:

– მშვიდობა შენს დაბრუნებას, როგორ ხარ?

– აი, ამხანაგო გენერალო, გამომართვით, – მუხინს სპორტული ჩანთა მივეცი, რომელშიც


საიდუმლო საბუთებით სავსე ყუთი იყო მოთავსებული, – სამწუხაროა, რომ ცოცხალი ნადავლიც
პირადად არ მოგართვით.

– მერედა, ვინ გითხრა, რომ ვერ მომართვი? – გაეცინა მუხინს და ხელით ორი უზარმაზარი
ჩემოდნისკენ მიმანიშნა, – აი, ისინიც. ამ ჩემოდნებში სძინავთ და შენთან ერთად იფრინეს.

– აი, ეს კი ნამდვილი სიურპრიზია! ყოჩაღ, რა კარგად მოგიხერხებიათ!

– ყოჩაღ შენ, ჩემო კარგო! დავალება გეგმის გადაჭარბებით შეასრულე და სამშობლოს დიდი
სამსახური გაუწიე!

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!

– ბრწყინვალედ ემსახურები, დიდი მადლობა, – მითხრა მუხინმა, ხელი ჩამომართვა და


გადამეხვია.

როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ჩემ მიერ მოტაცებული „ცეერუელები“ ღვაწლმოსილ საბჭოთა


მზვერავზე გაცვალეს, რომელიც ამერიკის ციხეში იხდიდა უვადო პატიმრობას. ხოლო, რაც
შეეხება საიდუმლო საბუთებს, მათი მეშვეობით საბჭოთა დაზვერვამ მელისას პოლიტიკოსი
ქმარი გადაიბირა და საბჭოეთზე ამუშავა. მელისას კი ჩემი შემცვლელი მიუჩინეს, რომ
დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო ჩემი გაუჩინარების გამო, თან, ისიც გადაიბირეს და იყენებდნენ.

სხვათა შორის, „კაგებეს“ მრავალი ცნობილი პოლიტიკოსი ჰყავდა გადაბირებული, რომლებიც


აგენტების სტატუსით მუშაობდნენ საბჭოთა კავშირზე. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც არ
იცოდნენ, რომ საბჭოთა კავშირზე მუშაობდნენ და მათ მიჩენილი კურატორები აკეთებინებდნენ
ასეთ რამეს – ძირითადად ცოლები და საყვარლები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მთელი
აგენტურული ქსელი „ეფესბეს“ მფლობელობაში გადავიდა და ისინი უკვე რუსეთზე
განაგრძობდნენ მუშაობას.

– იცით, რა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი ერთხელ შჩუკინს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე
დაშლილი იყო და მას სოჭში შევხვდი, – ამხელა უშიშროების სისტემა გვქონდა, ამხელა
აგენტურული ქსელი გავაბით, რომელშიც ძალიან ბევრი ცნობილი და მსოფლიოში გავლენიანი
ადამიანი მუშაობდა და ქვეყანა დაშლისგან მაინც ვერ ვიხსენით. განა ეს პარადოქსი არ არის?

– მთელი „პერესტროიკის“ განმავლობაში მივდიოდით ამ პარადოქსისკენ და ამას ვერანაირი


აგენტურული ქსელი ვერ შეაჩერებდა. საჭირო იყო ერთი კაცის შეჩერება, რაც ჩვენ, სამწუხაროდ,
არ გავაკეთეთ და საშინელი შედეგი მივიღეთ. თუმცა, ჯერ სად ვართ. რაც უფრო მეტი დრო
გაივლის, მით უფრო მეტად ვიგრძნობთ იმ გეოპოლიტიკური კატასტროფის შედეგებს, რასაც
საბჭოთა კავშირის დაშლა ჰქვია.

გენერალ შჩუკინის წინასწარმეტყველება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და


„პერესტროიკის“ დამღუპველ შედეგებს ასმაგად ვიმკით. რატომ ადგილზე არ გავშეშდი,
როდესაც გორბაჩოვზე მომზადებული თავდასხმის შემსრულებელ ქალს ვაკავებდი წითელი
მოედნის მისადგომებთან! დარწმუნებული ვარ, „პერესტროიკის“ შემოქმედის ლიკვიდაცია
საბჭოთა კავშირის დაშლას შეაჩერებდა და ათეულ მილიონობით ადამიანი გადაურჩებოდა
უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას.

ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და ალექსანდროვის ბაღში რომ შევხვდით, მითხრა:

– ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან ამ სუბიექტის ლიკვიდაციაში, – რომანმა სურათი მაჩვენა,


რომელზეც „პერესტროიკის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო გამოსახული.

– ეგ და კიდევ ძმანი მისნი, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იყვნენ დასახოცები, რომ დედამიწაზე
ასეთი დიდი საშინელება არ დატრიალებულიყო, – ვუთხარი „ძიას“.

– ესე იგი, ამ საქმეს გააკეთებ?

– უდიდესი სიამოვნებით.

– ასეც ვიცოდი. ახლა კი მომისმინე: თანხის ნახევარს დღესვე დაგისვამენ ანგარიშზე, მეორე
ნახევარს კი – საქმის დასრულებისთანავე. ეს, რაც შეეხება ფინანსებს. მოსკოვში ხვალ საღამოს
გადაფრინდები და ყველა საჭირო რეკვიზიტი და ინსტრუქცია იაროსლავლის რკინიგზის
სადგურში, აი, ამ შემნახველი საკნის ამ ნომერ სათავსოში იქნება. ახლა კი წავედი, წარმატებას
გისურვებ, – მითხრა რომანმა და, როგორც ყოველთვის, პირველი თვითონ დატოვა შეხვედრის
ადგილი.

მართალია, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღარ ვიყავით, მაგრამ, მაშინ თბილისი-


მოსკოვის ავიარეისები შეუზღუდავი იყო და რუსეთის დედაქალაქში დაუბრკოლებლად
ჩავფრინდი. მართალია, კონსპირაციული ბინა შემკვეთმა დამახვედრა, მაგრამ, მე სხვა ბინით
ვისარგებლე, თანაც, იაროსლავლის რკინიგზის სადგურზე საჭირო რეკვიზიტის ასაღებად ვიღაც
რუსი გავუშვი, რომელსაც ასი დოლარი გადავუხადე, მე კი მას ფარულად ვუთვალთვალებდი. იმ
კაცმა დაუბრკოლებლად გამოაღო შემნახველი საკნიდან რეკვიზიტით სავსე ჩანთა. როცა
დავრწმუნდი, რომ მას არავინ უთვალთვალებდა და ყველაფერი სუფთად იყო, ჩანთა
გამოვართვი და სხვა კონსპირაციულ ბინას მივაშურე.

ობიექტი, ეგრეთ წოდებულ, ბრეჟნევისეულ ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა, სადაც სხვა


ყოფილი საბჭოთა ბობოლები ან მათი შთამომავლები ბინადრობდნენ. სახლის შესასვლელთან
პატარა ჯიხური იდგა, რომელშიც მილიციელებიც მორიგეობდნენ და ყველა სტუმრის ვინაობას
სპეციალურ ჟურნალში აღნიშნავდნენ. ამიტომ, იქ შეღწევის სხვა საშუალება უნდა მომეძებნა,
რომ არ გავშიფრულიყავი და ობიექტთან მოხვედრის ალტერნატიული ვარიანტის ძებნას
შევუდექი. ობიექტი მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. მისი ახლობლები იმ მომენტში სხვაგან
იმყოფებოდნენ. მას მხოლოდ ერთი ადამიანი ემსახურებოდა, რომელსაც საკუთარი გასაღები
ჰქონდა, დილით 6 საათზე მოდიოდა და ღამის 11 საათზე მიდიოდა. ყველაფერი რომ ავწონ-
დავწონე, გადავწყვიტე, ბინაში სახურავიდან ტროსის საშუალებით ჩამეღწია. სახურავზე კი სხვა
სახლის სახურავიდან უნდა მოვხვედრილიყავი ასევე ტროსის მეშვეობით, რომელსაც
სპეციალური თოფით გავტყორცნიდი. დათქმულ დროს „ბრეჟნევის სახლის“ სახურავზე ვიდექი.
ღამის თორმეტი საათი იყო. ტროსის საშუალებით მეოთხე სართულზე ჩავცოცდი, ფანჯარა
ამოვჭერი და ბინაში მალულად შევედი. ობიექტს არ ეძინა, ის თავის კაბინეტში იჯდა და წერდა.
მე რომ დამინახა, შეცბა და საწერი მაგიდის უჯრისკენ წაიღო ხელი, მაგრამ მე პისტოლეტი
მივუშვირე და ვუთხარი:

– ხელი, თორემ, გესვრი!

– რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მესვრი თუ რამდენიმე წუთში? – მომიგო ობიექტმა და ხელი აღარ
გაუნძრევია, – აქ ვინ გამოგგზავნა?

– არ ვიცი, – გულწრფელად ვუთხარი ობიექტს.

– ესე იგი, დაგიქირავეს. ასეც ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემი ჯერიც დადგებოდა.

– ოდესმე ყოველთვის დგება ვიღაცის ჯერი. თუ სურვილი გაქვს, ილოცე, რამდენიმე წუთს
გაცლი.

– მლოცველს ვგავარ? ვისთვის ვილოცო, ან ვის რა უნდა ვთხოვო?

– შენი სულისთვის და ღმერთს სთხოვე, რომ ცოდვები მოგიტევოს. ცოდვა კი შენ და შენს
მოძმეებს იმდენი გაქვთ, რომ თქვენს ჯიშსა და ჯილაგს ათასი წელი არ ეყოფა მათ
მოსანანიებლად.

– რა ღმერთი, რომელი სული, რის ცოდვები? უბრალოდ, თავიდან მიშორებენ, სულ ესაა.
ეშინიათ, რომ ენას კბილს ვერ დავაჭერ და „პერესტროიკის“ შესახებ სრულ სიმართლეს ვიტყვი.

– რა სიმართლეს?
– იმას, რომ ეს ყველაფერი „ჩაწყობილი“ საქმე იყო და რომ საბჭოთა კავშირის დანგრევაში
რამდენიმე ადამიანმა ძალიან დიდი ფული აიღო, ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს და
ამხელა ქვეყანა დაშალეს.

– რა იცი, რომ ასე იყო?

ობიექტს ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა და მითხრა:

– შენ, ალბათ, კარგად ვერ მცნობ, თორემ, ასეთ კითხვას არ დამისვამდი. აბა, ვინ, თუ არა მე, იცის,
რა მოხდა სინამდვილეში? მეც ხომ მათი გუნდის წევრი ვიყავი და, რასაც არ მეუბნებოდნენ,
თვითონ ვხვდებოდი. თუმცა, თითქმის არ არსებობს საიდუმლო, რომელიც ადრე თუ გვიან არ
გამჟღავნდება.

ობიექტის სიტყვებმა ისე დამაინტერესა, რომ მისი მოკვლა შევაჩერე და ვუთხარი:

– ამას იმიტომ ხომ არ მეუბნები, რომ ყურადღება გამიფანტო და სროლა დამასწრო?

– არა, სიმართლეს გეუბნებით.

– მაშინ, ბოლომდე თქვით.

– ამის ცოდნა ძალიან საშიშია და, თუ გაიგეს, რომ თქვენც იცით, თქვენზეც ინადირებენ. თანაც,
არა მარტო თქვენზე, არამედ, თქვენი ოჯახის წევრებზე. ასე რომ, თქვენი საქმე გააკეთეთ და
ისევე უხმაუროდ წადით, როგორც მოხვედით. მე ჩემი დრო მოვჭამე და სიკვდილის არ მეშინია.

– გინდათ, ცოცხალი დაგტოვოთ? – მოულოდნელად ვუთხარი ობიექტს, რომელსაც მწარედ


ჩაეცინა და მითხრა:

– რა აზრი აქვს? სხვას მომიგზავნიან და მაინც მომკლავენ. „დამეტკილი“ ვარ, ჩემო კარგო, და
სიკვდილი არ ამცდება. ასე რომ, მესროლეთ!

– სროლას ყოველთვის მოვასწრებ. ორი სიტყვით, მინიშნებით მაინც მითხარით.

– ძალიან ცნობისმოყვარე ყოფილხართ.

– მითხარით, თორემ ჯერ თქვენ მოგკლავთ საშინელი წამებით, შემდეგ კი არც თქვენ
შთამომავლებს დავინდობ! – ვუთხარი ობიექტს. თუმცა, ის მხოლოდ შევაშინე, რადგან, არც მის
წამებას ვაპირებდი და, მით უმეტეს, არც მისი შთამომავლების.

– შემპირდით, რომ არსად იტყვით, თორემ ჩემი ოჯახის წევრებზე იყრიან ჯავრს და ყველას
დამიხოცავენ, – მითხრა ობიექტმა.

– გპირდებით.

ობიექტმა გამჭოლი მზერა მესროლა და მითხრა:


– ეს მოხდა ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას. „პერესტროიკა“ ახალი
დაწყებული იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე დიდი ვიზიტით ვიმყოფებოდით.
დიდებული დახვედრა მოგვიწყვეს, ყველგან პატივისცემით და დიდი ინტერესით
გვხვდებოდნენ. ვიზიტის მესამე დღეს რეიგანი და გორბაჩოვი თეთრი სახლის ოვალურ
კაბინეტში პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. პროტოკოლის მიხედვით, პირისპირ საუბარი
მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო, ისინი კი ორსაათ-ნახევრის შემდეგ გამოვიდნენ
ოვალური კაბინეტიდან და მხიარული რეიგანის ფონზე გორბაჩოვი ნამეტანი სერიოზული და
დარდიანი მეჩვენა. ჩვენს რეზიდენციაში მალევე დავბრუნდით. არც გორბაჩოვს არაფერი
უთქვამს და, აბა, რამის კითხვას ვინ გაბედავდა? მოსკოვში რომ დავბრუნდით, გორბაჩოვის
მოქმედებები და ეგრეთ წოდებული რეფორმები შეუსაბამო და არაადეკვატური მეჩვენა იმ
თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რომლითაც „პერესტროიკა“ დავიწყეთ. მასში აშკარად
რაღაც პროამერიკული გაჩნდა, რომელსაც მხოლოდ ჩვენ, მისი უახლოესი გარემოცვის წევრები
ვამჩნევდით. მან ნელ-ნელა მოიპოვა დიდი ძალაუფლება და სამხედრო პოსტებიდან
უპირველესად ყველა ის მაღალჩინოსანი მოხსნა, ვისაც ბირთვული იარაღი ებარა და სარაკეტო
და სწრაფი რეაგირების ძალებს განაგებდა. სხვათა შორის, გორბაჩოვს „კაგებესთვის“ თითქმის არ
უხლია ხელი და სამხედროების წმენდაში ამ ორი უწყების ტრადიციული დაპირისპირება
გამოიყენა. პოლიტბიუროს ერთ-ერთ გაფართოებულ სხდომაზე გორბაჩოვს სამხედროები
დაუპირისპირდნენ და „გრუს“ ხელმძღვანელმა გენერალურ მდივანს უთხრა:

– თქვენი ქმედებები ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული, საბჭოთა კავშირს არღვევს და ამერიკის


წისქვილზე ასხამს წყალს! იცოდეთ, რომ ამის უფლებას თქვენ არავინ მოგცემთ და მოვითხოვთ,
რომ თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიღწეული კომერციული გარიგება გააუქმოთ!

გორბაჩოვმა „გრუს“ ხელმძღვანელი, ჭაღარათმიანი, მაგრამ, ახალგაზრდა გენერალი


პოლიტბიუროს სხდომიდან დაითხოვა. ერთი კვირის მერე კი, ის მეშვიდე სართულის
ფანჯრიდან გადმოხტა და დაიღუპა. იმავე პოლიტბიუროს სხდომაზე გორბაჩოვმა მე და კიდევ
ორი უახლოესი თანამებრძოლი დაგვტოვა და გვიმტკიცებდა, რომ რეიგანის კაბინეტში მას
ამერიკის პრეზიდენტთან არანაირი კომერციული გარიგება არ დაუდევს. უკვე პოსტრეიგანულ
პერიოდში, როდესაც „პერესტროიკა“ შეუქცევადი იყო, საბჭოეთი ძალიან დასუსტდა, ამერიკა კი
ძალიან გაძლიერდა, ჩვენ მორიგი ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში
და ახალმა პრეზიდენტმაც ისეთივე დიდი პატივით მიგვიღო, როგორც რეიგანმა. ერთ დღეს, მე
და ჩემი კოლეგა, პოლიტბიუროს წევრი, უოლტ-სთრითზე მიგვიწვიეს მსხვილმა მაგნატებმა.
წინამძღოლმა მე და ჩემს კოლეგას ორი ცალი ოქროს საკრედიტო ბარათი გვიჩვენა, რომლებზეც
ჩვენი სახელები იყო ამოტვიფრული და გვითხრა:

– ეს, ბატონებო, ოქროს ანაბრებია, რომლებზეც რამდენიმე მილიარდი დოლარია დარიცხული


და თქვენ გეკუთვნით, ოღონდ, ერთი პირობით: მისტერ გორბაჩოვს უნდა გაჰყვეთ ბოლომდე და
„პერესტროიკა“ დაასრულებინოთ. სხვათა შორის, ასეთივე, ოღონდ პლატინის ბარათია
გორბაჩოვის სახელზე დამზადებული და მასზე რამდენიმე ათეული მილიარდი ირიცხება.

უოლტ-სთრითის მმართველის სიტყვები ძალიან შთამბეჭდავი იყო და ისე დაგვაფიქრა, რომ


პასუხი არ გაგვიცია. მან კი ზრდილობიანად გამოგვიყვანა თავისი კაბინეტიდან. ჩვენ ალა-
ფურშეტის მონაწილეებს შევუერთდით და ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაგრძელებულა. მოსკოვში
რომ დავბრუნდით, რამდენიმე დღეში გორბაჩოვმა თავის კაბინეტში დაგვიბარა, ყოფით თემებზე
გვესაუბრა, ბოლოს, უოლტსთრითელი მმართველიც ახსენა და, ვითომ სხვათა შორის, გვითხრა,
რომ კაპიტალისტურ წყობაში, რომელშიც ჩვენ „პერესტროიკა“ გადაგვიყვანს, რამდენიმე
მილიარდი კაპიტალი ყველას გამოგვადგებოდა... ამით მიხეილ სერგეევიჩმა, ფაქტობრივად,
დაადასტურა, რომ ის ამერიკელებს მიეყიდა და რომ ჩვენც მასთან ერთად გვქონდა გაყოფილი
თავი მარყუჟში. ამ საუბრიდან რამდენიმე დღეში, პირადად გორბაჩოვმა მიმავლინა ამერიკაში,
ვითომდა ეკონომიკურ საკითხებზე მოსალაპარაკებლად. სინამდვილეში კი იქ მე
დამიკონკრეტეს, რომ ჩემს საბანკო ანგარიშზე ათი მილიარდი დოლარი დევს. სამაგიეროდ,
ხელი უნდა მომეწერა ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ ვალდებულებაზე. მე ამ ვალდებულების
ტექსტს გავეცანი, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა და მავალდებულებდა, რომ,
პირველ ყოვლისა, ამ ხელშეკრულების ტექსტი არ გამეთქვა, საჯაროდ არ დავპირისპირებოდი
გორბაჩოვს და „პერესტროიკის“ მსვლელობისთვის ხელი არ შემეშალა; აგრეთვე,
დამედასტურებინა, რომ მსოფლიოში დემოკრატიის განმტკიცებისთვის ხელშეწყობაში ამერიკის
დემოკრატიული საბჭოსგან მივიღე ათი მილიარდი დოლარი. ეს ფარული დოკუმენტი,
ფაქტობრივად, ეშმაკთან ხელშეკრულებას ნიშნავდა და მე მასზე კატეგორიული უარი ვთქვი.

– კეთილი, – გამიღიმა უოლტსთრითელმა მმართველმა, რომლის კაბინეტშიც შედგა ჩვენი ეს


საუბარი, – ჩვენ დემოკრატები ვართ, არავის არაფერს ვაძალებთ და, სრული უფლება გაქვთ,
უარი თქვათ. თუმცა, ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენი საუბრის შესახებ არავისთან
არასდროს სიტყვაც არ უნდა დაგცდეთ.

მოსკოვში რომ დავბრუნდი და გორბაჩოვს ვეახლე, შევამჩნიე, რომ მან უკვე ყველაფერი იცოდა,
თუმცა, ამის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს და რამდენიმეწუთიანი უმნიშვნელო საუბრის შემდეგ
ჩვენ ერთმანეთს დავშორდით.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ უოლტსთრითელ მმართველთან კიდევ სამ საბჭოთა ლიდერს


ჰქონდა საუბარი და, სავარაუდოდ, სამივემ მოაწერა ხელი ამ ეგრეთ წოდებულ „დემოკრატიულ
ვალდებულებას“. სულ მალე კი, ქვეყანა დაიშალა და გორბაჩოვის აღშფოთება ამ ფაქტის გამო
რაც მან ტელევიზიით გამოხატა, აშკარა ფარსი იყო – ყველაფერი ეს ამერიკასთან შეთანხმებით
მოხდა. „პუტჩი“ გაათამაშეს და გორბაჩოვმა ხელისუფლება ბორის ელცინს გადააბარა, თუმცა, ამ
უკანასკნელმა ეს არ იცოდა და ეგონა, რომ გორბაჩოვს ჭკუით აჯობა...

მე კრინტი არავისთან დამიძრავს და თქვენ ხართ პირველი და უკანასკნელი, ვისაც ეს საიდუმლო


გავუმხილე, თუმცა, მაინც „დამამეტკეს“ და თავიდან მომიშორებენ.

ობიექტის მონათხრობი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ვუთხარი:

– მე კი ვფიქრობდი, რომ თქვენ საბჭოთა კავშირის დაშლა გინდოდათ. იცით, რა? მე თქვენ არ
მოგკლავთ და მოგცემთ შანსს, რომ, ან გაუჩინარდეთ, ან, სულაც, საჯარო განცხადება გააკეთოთ
იმის შესახებ, რაც ახლა მომიყევით.
– აზრი არ აქვს. შეასრულეთ შეკვეთა, მე მზად ვარ სიკვდილისთვის, – მომიგო ობიექტმა. მე კი
პისტოლეტი შევინახე და ვუთხარი:

– მე არ მაქვს მორალური უფლება, რომ მოგკლათ. მშვიდობით.

ობიექტმა მაგიდის უჯრიდან პისტოლეტი ამოიღო, გადატენა, შუბლზე მიიდო და, სანამ
სასხლეტს გამოჰკრავდა, მითხრა:

– ამით მე ჩემს ოჯახს ვუშველი, თქვენ კი პირობა არ დაარღვიოთ და კრინტი არსად დაძრათ.

– მოითმინეთ, არ ისროლოთ! – მივაძახე ობიექტს, მაგრამ, მან სასხლეტს თითი გამოჰკრა და


სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მე ძალიან გულდამძიმებული წამოვედი ობიექტის სახლიდან და მთელი ღამე იმაზე ფიქრში


გავატარე, თუ რა გლობალურ თაღლითობასა და დანაშაულში ჰქონდათ ხელი გარეული ეგრეთ
წოდებული „პერესტროიკის“ მამებს, რის შედეგადაც მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა,
ერთპოლუსიანი გახდა და ამერიკამ უამრავი სისხლი დაღვარა დედამიწაზე. იმ
თვითმკვლელობიდან თითქმის ოცი წელი გავიდა და ობიექტისთვის მიცემულ პირობას
მტკიცედ ვიცავდი. მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ გავუმხილე ეს ამბავი შჩუკინს, რომელსაც
მოსკოვში შევხვდი და, სწორედ ამ შეხვედრიდან ერთი თვის მერე დამიბარა მან და საიდუმლო
კავშირში გაწევრიანება შემომთავაზა, რომლის პასუხის ვადაც ძალიან მალე იწურება. მაშინ კი,
როდესაც შჩუკინმა ჩემი მონათხრობი მოისმინა, მითხრა:

– „გრუს“ გენერლის ვითომდა თვითმკვლელობა ჩვენს კისერზეა. უფრო სწორად კი, ეს შეკვეთა
ეგრეთ წოდებულმა სპეცგანყოფილებამ შეასრულა, რომელიც პირადად გორბაჩოვის
ინიციატივით იყო შექმნილი და მასვე ემორჩილებოდა. ოპერაცია ზესაიდუმლო იყო, თუმცა,
ინფორმაციამ მაინც მოაღწია ჩვენამდე. ის გენერალი მეშვიდე სართულის ფანჯრიდან
გადმოაგდეს და თქვეს, თავი მოიკლაო. არადა, უწყებრივი დაპირისპირების მიუხედავად,
ვადასტურებ, რომ პატიოსანი, პატრიოტი და მაღალი დონის პროფესიონალი იყო – „გრუ“ მის
ხელში გაათმაგებული ძალით ამუშავდა. უდავოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების
პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში შემდგარი საიდუმლო საუბრის ზუსტი შინაარსი იცოდა და
იმიტომაც უთხრა გორბაჩოვს, კომერციული შეთანხმება გააუქმეთო. ეს მისი აშკარა შეცდომა
იყო. ხომ გახსოვს, რა კალეიდოსკოპური სისწრაფით გამოცვალა მაშინ გორბაჩოვმა საბჭოთა
სამხედრო მმართველობა? „გრუს“ მაშინდელ შეფს ემოციებმა სძლია და თავი ვერ შეიკავა. მას კი
კრინტი არ უნდა დაეძრა და გორბაჩოვზე თავდასხმა უნდა მოემზადებინა. მისი ლიკვიდაცია
მაშინ ბევრად იოლი იყო და არც იმხელა რეზონანსს გამოიწვევდა. სამაგიეროდ, ამერიკელებიც
„მოჯდებოდნენ“ და აღარ შეეცდებოდნენ საბჭოთა ლიდერების გადაბირებას. ახლა კი
ინიციატივა ხელიდანაა წასული, ამერიკა ბოგინობს და მისი გაჩერება თითქმის შეუძლებელია,
თუმცა – აუცილებელი.

– და, ვინ იზამს ამას, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– გამოჩნდება ძალები. ბუნების კანონია, ჩემო კოკი, რომ ძალას ყოველთვის ძალა
უპირისპირდება და ამ კანონს ვერავინ შეცვლის.
– ამერიკის საპირწონე მხოლოდ რუსეთი იყო და დღევანდელ რუსეთს კი, ამის ძალა არ შესწევს.

– ჯერჯერობით არ შესწევს... ან, ჩანს, რომ არ შესწევს. თუმცა, მერწმუნე, დიდხანს არ


გაგრძელდება ასე.

– რისი იმედი გაქვთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– ისტორიული ლოგიკის. არ შეიძლება, რომ დედამიწა დიდი ხნის განმავლობაში


ერთპოლუსიანი იყოს – ასე არასდროს ყოფილა და არც იქნება. ხოლო, თუ იქნება, მაშინ,
დავიღუპებით. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ კაცობრიობა კიდევ ძალიან დიდხანს იარსებებს.

– ბოდიში, მაგრამ, ვერ დამარწმუნეთ, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი შჩუკინს, – ოდესღაც


ყველაფერს აქვს დასასრული და, მათ შორის, ალბათ, ისტორიულ ლოგიკასაც. მე მხოლოდ იმაში
გეთანხმებით, რომ ერთპოლუსიანი, ანუ ამერიკანიზებული მსოფლიო აუცილებლად
განადგურდება, მაგრამ, ვერ დაგეთანხმებით, რომ ამერიკანიზაციის პროცესს ვინმე გააჩერებს.
ნამდვილად არ ჩანს ეს ძალა და, სამწუხაროდ, რუსეთი დღესდღეობით ძალიან სუსტია.
დარწმუნებული ვარ, რომ მას სტალინიც კი ვერ ამოქაჩავდა, რადგან ამის გაკეთების საშუალებას
არავინ მისცემდა.

– ეს ყველაფერი, ჩემო კოკი, ერთი შეხედვითაა ასე და, მერწმუნე, რომ ცდები. შენ ნათელი გონება
და დიდი გამოცდილება გაქვს, მაგრამ, მაინც ცდები, – მითხრა შჩუკინმა და მცირე პაუზის
შემდეგ დაამატა: – მოდი, ეს თემა სხვა დროისთვის გადავდოთ და იმაზე ვილაპარაკოთ, თუ
რისთვის ჩამოგიყვანე აქ.

– კარგი, ვიქტორ იაკოვლევიჩ, გადავდოთ. გისმენთ, ბრძანეთ, რა გნებავთ, – ვუთხარი შჩუკინს


და სმენად ვიქეცი. მან კი პაუზა გააკეთა და მითხრა:

– რიოში ხომ ხარ ნამყოფი?

– დიახ, სამჯერ.

– მეოთხედ გამგზავრების სურვილი არ გაქვს?

– თუ საჭიროა, გავემგზავრები. რა ხდება?

– ეს არც დავალებაა და არც შეკვეთა. საკმაოდ სახიფათოა ეს საქმე და, თუკი მის გაკეთებას
დათანხმდები, ეს იქნება შენი ჩემდამი პირადი სამსახური.

– მზად ვარ, პირადი სამსახური გაგიწიოთ. ბრძანეთ, რა უნდა გავაკეთო.

– ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ერთ-ერთი სამხრეთამერიკელი


დიქტატორი ქვეყნიდან გარბოდა და თან ნაძარცვი ქონება მიჰქონდა, რომლის ძირითად
ნაწილსაც ოქროს ზოდები შეადგენდა. ის კაცი ჩვენი აგენტი იყო და ყოველმხრივ ვეხმარებოდით.
თუმცა, მას სამხედრო გადატრიალება მაინც მოუწყვეს. წესით, ეს არ უნდა მომხდარიყო. თანაც,
თუ გაქცევა და ქონების გატანა იყო, მას ის საბჭოეთში უნდა გაეტანა და, ბუნებრივია, მოსკოვში
უნდა გამოქცეულიყო. ჩვენ კი შევიტყვეთ, რომ დამხობილი დიქტატორი პანამაში აპირებდა
თავის შეფარებას. პანამა მაშინ ამერიკის სატელიტი იყო და ვაშინგტონის სანქციის გარეშე იქ
ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. ამიტომ, გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დამხობილი
მმართველი ამერიკასთან იყო შეკრული: დამხობა გაითამაშა და ხელისუფლება ვაშინგტონის
ხელდასხმულს გადაულოცა. ასეთ რამეს კი, აბა, ვინ აპატიებდა და, როდესაც ჩვენი ვარაუდი
დადასტურდა, მაშინ მისი მოტაცების ან ლიკვიდაციის ბრძანება მივიღეთ. ჩვენმა ოპერატიულმა
სპეცრაზმმა იმ კაცის მოხელთება ვერ მოახერხა, რადგან ის უკვე ჰაერში იყო და პანამაში
მიფრინავდა. ამიტომ, მისი ჩამოგდება გადავწყვიტეთ და ერთ-ერთმა ჩვენმა მზვერავმა
სპორტული თვითმფრინავით „ტარანი“ გაუკეთა მის თვითმფრინავს, რომელიც რიოს
სიახლოვეს, ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. ჩვენ ძალების სწრაფი მობილიზება მოვახდინეთ,
თვითმფრინავს ცხელ კვალზე ჩავყევით და აღმოვაჩინეთ, რომ მასში დიქტატორი არ იჯდა.
სამაგიეროდ, იქ იყო ის აურაცხელი ქონება, რომელიც მას თან მიჰქონდა. ჩვენი ოპერატიული
რაზმის წევრებმა იმ ქონების სრულად გამოზიდვა მოახერხეს და რიოს ერთ-ერთ სასაფლაოზე
დაფლეს, რომ შემდეგ საბჭოთა კავშირში ჩამოეტანათ. თუმცა, მეორე დღეს მათ ამერიკელებთან
მოუხდათ შეტაკება, ყველანი დაიღუპნენ და განძის ადგილსამყოფელი უცნობი დარჩა. სულ
მალე ის დამხობილი დიქტატორი პანამის დედაქალაქ პანამაში ჩვენმა აგენტებმა მოკლეს,
მაგრამ, განძი დავკარგეთ და, მრავალწლიანი ძებნის მიუხედავად, მისი პოვნა ვერ მოხერხდა. ამ
ერთი თვის წინ კი დაშიფრული წერილი მივიღე. ამ შიფრს გასული საუკუნის სამოცდაათიან
წლებში ვიყენებდით და ერთ-ერთი იმ ჩვენი აგენტის მიერ იყო შედგენილი, რომელიც იმ
ოპერაციაში მონაწილეობდა და დაღუპული გვეგონა. სინამდვილეში კი ის მძიმედ ყოფილა
დაჭრილი, მაგრამ გადარჩენილა და ბრაზილიაში დარჩენილა იმ იმედით, რომ განძს ამოთხრიდა
და ისარგებლებდა. თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა, რადგან მძიმედ იყო ავად. ამიტომ, სიკვდილის
წინ დაშიფრული წერილი გამომიგზავნა, რომელშიც განძის ადგილსამყოფელია მითითებული.
სწორედ იმ განძის ჩამოტანა მინდა გთხოვო და, თუკი თანახმა ხარ, მაშინ ერთად შევიმუშავოთ
დეტალები.

– პირველ ყოვლისა, განძის მოცულობა უნდა ვიცოდეთ.

– ხუთასი ცალი ორკილოგრამიანი ზოდი და ერთი საშუალო ზომის სეიფი, რომელიც ძვირფასი
ქვებითაა სავსე. სეიფი დიდ ადგილს არ დაიკავებს. აი, ერთი ტონა ოქროს დამალვა კი არც ისე
იოლი საქმეა. პრინციპში, დამალვით დავმალავ, მაგრამ, ასე შორიდან მისი ჩამოტანაა საკმაოდ
რთული. ღმერთმა არ ქნას და, ვინმე რომ კუდზე დაგვასხდეს ან რომელიმე საბაჟომ რამე იეჭვოს,
მთელი ოპერაცია ჩაგვეშლება.

– ჰოდა, რომ არ ჩაგვეშალოს, შენ სწორედ ამიტომ გთხოვ დახმარებას, – მითხრა შჩუკინმა და
მკითხა, – რატომ არ მეკითხები, რა ბედი ეწევა იმ განძს მოსკოვში ჩამოტანის შემდეგ?

– ამას, თუ საჭირო იქნება, თქვენ თვითონ მეტყვით.

– რა თქმა უნდა, გეტყვი. რადგან ეს განძი საბჭოეთის კუთვნილებაა, საბჭოთა კავშირი კი აღარ
არსებობს, ის სპეციალურ სამლავში დაბინავდება, სადაც ანალოგიური რაღაცეებია
განთავსებული და მაშინ მოხდება მისი ლეგალიზება, როდესაც ან ძველი ქვეყანა აღდგება, ან
რამე სერიოზული გარდატეხა მოხდება ქვეყანაში. რუსეთის დღევანდელი მმართველობა კი მას
ვერ მიიღებს.

– ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ საბჭოთა კავშირი აღდგება?

– ხომ შევთანხმდით, რომ ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. მოდი, სხვა დროს იყოს, კარგი?

– კარგი, – ვუთხარი შჩუკინს და დავამატე – რიოში ვინმე კარლო დე სოუზას ვიცნობ. ის ძალიან
მოხერხებული კონტრაბანდისტია და არაერთი მსხვილი ნარკოტრაფიკი განუხორციელებია
ევროპაში. კარლოს ჩემი ვალი აქვს და, არ მგონია, უარი მითხრას.

– თანხა მართებს?

– უფრო მეტი – მე მას სიცოცხლე შევუნარჩუნე. ერთი შეკვეთა მქონდა და რომ შევასრულე,
კარლო შემთხვევით გახდა ამის თვითმხილველი და არ მოვკალი.

– კი მაგრამ, როგორ გაუშვი?

– ჩვილი ეკავა ხელში და ამიტომ დავინდე. მან მაშინ მითხრა, რომ ჩემი ვალი ჰქონდა და, თუკი
მისი დახმარება დამჭირდებოდა, ნებისმიერ საქმეში დამეხმარებოდა. ამიტომ, მე მას მაშინდელი
პარიკითა და მაკიაჟით გამოვეცხადები და პირობას შევახსენებ.

– უარი რომ თქვას ან მოგატყუოს?

– არა მგონია, თუმცა, მე ის მიზანში მეყოლება ამოღებული და, თუ მოტყუებას შეეცდება,


მოვკლავ.

– სარისკოა, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს. მიდი, იმოქმედე!

კარლო დე სოუზას ათი წლის წინანდელი გარეგნობით დავადექი თავზე. ის ათიოდე წლის
ბიჭთან ერთად იდგა ნავსაყუდელთან და იახტაზე უნდა ასულიყო, როდესაც მას მხარზე დავადე
ხელი და ვუთხარი:

– გამარჯობა, სენიორ კარლო.

დე სოუზა შემოტრიალდა, მაშინვე მიცნო და მომიგო:

– გაგიმარჯოს, სენიორ!

– მიცანი?

დე სოუზამ ბიჭს უთხრა, რომ იახტაზე ასულიყო. ბავშვმა მამის ბრძანება რომ შეასრულა,
მითხრა:

– ეს ედუარდია, ის ჩვილი, ვისი წყალობითაც მე დღეს ცოცხალი ვარ. ის ჩემი ერთადერთი ვაჟია.
სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვიცი.

– ხოზე, – ვუთხარი კარლოს.


– გიცანით, სენიორ ხოზე, ჩემს პატივისცემას გიდასტურებთ და გიმეორებთ, რაც ათი წლის წინ
ვთქვი – ნებისმიერ საქმეში გაგიმართავთ ხელს.

– ჰოდა, ძალიან კარგი. შეგიძლია, რომ ერთი პატარა კონტეინერი ტვირთი აქედან მოსკოვში
ჩაიტანო?

– შემიძლია. მაგრამ, მე უნდა ვიცოდე მისი შემადგენლობა და მოცულობა.

– ამის გარეშე არ შეგიძლია?

– შემიძლია, თუმცა, ჯობია, ვიცოდე.

– გეტყვი, მაგრამ, ეს სახიფათო ცოდნაა, ისევე, როგორც ამ ტვირთის გატაცების მცდელობა ან


მსგავსი რამ.

– სენიორ ხოზე, ბავშვობიდან ამ სახიფათო საქმეს მივდევ და ჯერ ჩემ მიმართ პრეტენზია არავის
ჰქონია. თუ არ გნებავთ, ნუ გამიმხელთ ტვირთის შემადგენლობას. მაგრამ, თუ მეცოდინება, რა
მიმაქვს, მაშინ შესაბამისი მარშრუტის არჩევა უფრო გამიადვილდება.

– ხუთასი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი და ერთი პატარა სეიფი ძვირფასი თვლებით.

კარლო დე სოუზას წარბიც არ შეეხარა სახეზე, მხოლოდ პაუზა გააკეთა და მითხრა:

– წონა და მოცულობა დიდი არაა, მაგრამ, ძალიან ძვირფასი ტვირთია და განსაკუთრებული


მარშრუტი უნდა შევარჩიო, რომ ყოველგვარი შემთხვევითობა გამოვრიცხო. ოქრო და
ძვირფასეულობა არაერთხელ გადამიტანია, თუმცა, ასე ბევრი და ასე შორ მანძილზე – არა.
მართალია, მოსკოვში ორჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ორჯერვე თითო ტონა ჰეროინი ჩავიტანე და,
თანაც, მხოლოდ ევროპიდან... – დე სოუზა ჩაფიქრდა და დაამატა, – ძალიან გეჩქარებათ?

– ძალიან არა, მაგრამ, სასურველია, რომ ტვირთი მალე მოხვდეს დანიშნულების ადგილზე.

– ორი კვირის შემდეგ რომ დავიძრათ, გაწყობთ?

მე ორი თვის მერეც მაწყობდა და უფრო გვიანაც, მთავარი იყო უსაფრთხოება, მაგრამ, პაუზა
გავაკეთე და კარლოს ვუთხარი:

– ორი კვირა მაწყობს.

– კარგი. მაშინ, ასე ვქნათ: მე ხვალვე გავემგზავრები კოლუმბიაში და ჩემს პარტნიორებს


დავაჩქარებ. ზუსტად ორი კვირის შემდეგ კი ჩვენი წყალქვეშა ნავი ნაცრისფერ კუნძულთან
ამოყვინთავს და თქვენი ტვირთიანად ევროპისკენ წაგიყვანთ.

– რა წყალქვეშა ნავი, წესიერად ამიხსენი, რა ხდება.

დე სოუზას გაეცინა და მითხრა:


– ამ ექვსი თვის წინ ერთი რუსი ადმირალისგან ძველი საბჭოთა წყალქვეშა ნავი შევიძინეთ ათ
მილიონ დოლარად. უფრო სწორად, ის ჩემმა კოლუმბიელმა პარტნიორებმა შეიძინეს, მე კი ამ
გარიგებას ვშუამდგომლობდი. სწორედ ამ ტრანსპორტით ვეზიდებოდით კოლუმბიიდან
ნარკოტიკებს. ერთი რეისი უკვე წარმატებით შევასრულეთ, მეორე რეისი ორი კვირის მერე
გვაქვს – ევროპაში ორმოცდაათი ტონა კოკაინი უნდა ჩავიტანოთ და თქვენს ტვირთსაც ამ გზით
წავიღებთ – უსაფრთხოა და ეფექტური.

რა არ მინახავს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ პირველად მესმოდა, რომ ნარკობარონები წყალქვეშა


ნავით სარგებლობდნენ და კარლოს ვკითხე:

– თუ გინდათ, ნუ მიპასუხებთ, მაგრამ, საოცარია, როგორ იყიდეთ ასეთი ტრანსპორტი, თუნდაც


ძველი და შეიარაღებიდან ამოღებული?

– თქვენ ფული თქვით, თორემ, რას არ შეიძენს კაცი შავ ბაზარზე, – გაეცინა კარლოს და დაამატა:
– რატომაც არ გეტყვით. ამ წყალქვეშა ნავს მხოლოდ ბირთვული ქობინები არ აქვს, საბრძოლო
ტორპედოები კი თავის ადგილზე და ერთხელ გამოვცადეთ კიდეც. უნდა გითხრათ, რომ ძალზე
შთამბეჭდავად მოქმედებდა. ხოლო, რაც შეეხება ამ ნივთის შეძენას, ჩემმა ნაცნობმა ადმირალმა
ეს ნავი ჩამოწერილ მცურავ ობიექტთა სევასტოპოლის სადგომიდან გამოგვატანა, საბუთებში კი
ჩაწერა, რომ „პლ-10“ ნაწილებად დაიჭრა. ათი მილიონი დოლარი „ქეში“ მას შავი ჩემოდნით
მივუტანეთ სახლში და ეს ძვირფასი ტრანსპორტი ჩვენი კუთვნილება გახდა. უნდა გითხრათ,
რომ ეს უეფექტურესი საშუალება ძალიან იაფად ვიყიდეთ. ერთ რეისში მინიმუმ ასი მილიონი
დოლარი დაგვრჩა და თავისი ღირებულების ათმაგი რაოდენობა უკვე პირველ რეისშივე
ამოიღო.

– ტრანსპორტს ხომ შესაბამისი მართვა და მომსახურება სჭირდება, ეკიპაჟს სად შოულობთ?

– ეგ კიდევ უფრო ადვილი და იაფი საქმეა. ამქვეყნად იმდენი გამოცდილი და უმუშევარი


მეზღვაურია, ქვა რომ ააგდო უმუშევარ მეზღვაურს დაეცემა თავზე. ოცკაციანი ეკიპაჟი იმავე
ადმირალმა გვიშოვა, ვინც ეს ნავი მოგვყიდა. ოცივე გამოცდილი, თავისი საქმის უბადლო
მცოდნეა, კაპიტანი კი, საბჭოთა კავშირის გმირია და დედამიწის ყველა ოკეანისა თუ ზღვის
გასასვლელ-გამოსასვლელი იცის. ის ისე ოსტატურად მართავს ნავს, ეშმაკიც ვერ მოიხელთებს.

– მაგარია! – გულწრფელად ვუთხარი კარლოს, გულის სიღრმეში კი კვლავ საბჭოური ნოსტალგია


მომეძალა და უკვე მერამდენეჯერ შევაგინე გორბაჩოვს, რომელმაც ასეთი უზარმაზარი ქვეყანა
გაანადგურა, მისი პატრიოტი, ერთგული და დამსახურებული მოქალაქეები კი გაჭირვების გამო
ასეთ უკუღმართ გზაზე დააყენა.

– მართლაც, ძალიან მაგარია, – სიამაყით დამიდასტურა კარლომ და მკითხა: – ტვირთი უკვე


გამზადებულია?

– ორ-სამ დღეში იქნება მზად, – მივუგე კარლოს და ვკითხე, – ეგ ნაცრისფერი კუნძული სად
არის?
– აქვე, რიოს ყურედან ათ კილომეტრში. ჩემი საკუთრებაა და ზოგჯერ იქ სხვადასხვა ტვირთს
ვინახავ ხოლმე. სხვათა შორის, ახლა იქ მივდივართ და, თუ გნებავთ, წამომყევით.

– კეთილი, წავედით, – ვუთხარი კარლო დე სოუზას და მის ულტრათანამედროვე იახტაზე


ავედი, რომელიც ძალიან კომფორტული, სწრაფმავალი და მდიდრულად მორთული იყო.

ეგრეთ წოდებული „ნაცრისფერი კუნძული“ სამი პატარა კლდისგან შედგებოდა, რომელთა


შუაშიც ვაკე ადგილი იყო და მასზე ფეშენებელური ვილა იდგა. კლდეებში არსებულ ბუნებრივ
გამოქვაბულებს საწყობებად იყენებდნენ – იქ ნარკოტიკებს მალავდნენ. კუნძულზე კბილებამდე
შეიარაღებული მამაკაცთა ოცეული იყო განლაგებული და ისინი ოცდაოთხი საათის
განმავლობაში სდარაჯობდნენ იქაურობას.

– ესენი ჩემი უერთგულესი ხელქვეითები არიან და ჩემ გამო დაუფიქრებლად გასწირავენ თავს, –
მითხრა კარლომ და დაამატა: როდესაც კონტეინერი მზად იქნება, რამდენიმე მათგანი
გადმოგატანინებთ აქ ტვირთს, შემდეგ ჩვენც მოვცურდებით და ევროპისკენ ავიღებდი გეზს.

– კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, კარლო.

– ბრძანეთ, სენიორ ხოზე.

– ოთხი-ხუთი კაცი უნდა დამახმარო, რომ კონტეინერი მომამზადებინონ.

– კი, ბატონო. ბრძანეთ, სად და როდის გეახლონ?

– ხვალ, საღამოს შვიდ საათზე.

– კარგი, ხვალ, შვიდ საათზე ჩემი ხუთი ხელქვეითი ნავსაყუდელთან დაგელოდებათ და, რასაც
უბრძანებთ, იმას გააკეთებენ.

ნაცრისფერ კუნძულზე ერთი საათი დავყავი. შემდეგ კარლოსა და მის ვაჟს დავემშვიდობე და დე
სოუზას ერთ-ერთი ხელქვეითის თანხლებით რიოს ნავსაყუდელზე დავბრუნდი. ცოტა რომ
დავისვენე, რიოს ერთ-ერთი სასაფლაოსკენ გავემართე, სადაც დამხობილი დიქტატორის
გატაცებული განძი იყო დამარხული. მითითებულ საფლავთან მივედი, თხრა დავიწყე და ერთი
მეტრის სიღრმეზე დამარხული ყუთი ვიპოვე, რომელიც, სავარაუდოდ, განძი უნდა ყოფილიყო.

„ადგილზეა. ძალიან კარგი“, – ვთქვი გუნებაში, შემდეგ საფლავს მიწა მივაყარე. იქაურობა
ბალახით შევნიღბე და ბინაში გავემართე, რომელიც ერთი კვირით მქონდა ნაქირავები. მეორე
დღეს კი, დილიდანვე სპეციალურ მაღაზიაში გავემართე და რკინის კონტეინერი შევიძინე,
რომელიც მუშებს ნავსაყუდელზე მივატანინე. იმავე საღამოს, კარლო დე სოუზას ხუთი
ხელქვეითი მოვიდა და მე ისინი სასაფლაოზე წავიყვანე, თან უზარმაზარი ტომრები
წამოვაღებინე და წინასწარ გავაფრთხილე, რომ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით
ყოფილიყვნენ. სასაფლაოსთან რომ მივედი, სოუზას ხელქვეითები თხრას შეუდგნენ, მე კი
გადატენილი პისტოლეტი მქონდა ქამარში გარჭობილი, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლი
გამეხსნა.
კარლო დე სოუზას ხელქვეითები ძალიან მშვიდად, აუღელვებლად მუშაობდნენ და ჩემს ყოველ
სიტყვას ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. მათ არც მაშინ დაურღვევიათ სიმშვიდე,
როდესაც ხუთასი ოქროს ზოდი ოც ტომარაში ჩააწყვეს, ზედ სეიფიც დაადგეს და შემდეგ მთელი
ეს ტვირთი უზარმაზარი ფურგონით ნავსაყუდელში წამაღებინეს. იქ კი ეს ყველაფერი
სატვირთო კატერზე გადატვირთეს, რომლითაც კუნძულზე ნარკოტიკებს ეზიდებოდნენ და
კარლოს კუთვნილი ნაცრისფერი სამფლობელოსკენ ავიღეთ გეზი...

მიუხედავად იმისა, რომ კბილებამდე შეიარაღებული უცხო ხალხის გარემოცვაში ვიმყოფებოდი,


წამითაც არ შემშინებია და ვგრძნობდი, რომ მათგან ხიფათი არ მელოდა. ნაცრისფერ კუნძულზე
კონტეინერით ჩატანილი განძი, უბრალოდ, ერთ ოთახში შევინახეთ და მას არავინ გაჰკარებია.
ორი კვირის შემდეგ კი, კუნძულიდან ორას მეტრში საბჭოთა წყალქვეშა ნავმა ამოყვინთა,
რომელიც ამჟამად კოლუმბიური ნარკოკარტელის კუთვნილება იყო. შემდეგ იქიდან კარლო დე
სოუზა გადმოვიდა, კუნძულიდან გაგზავნილმა კატერმა კი ის უკან მოიყვანა.

– ხომ არ მოიწყინეთ, სენიორ ხოზე? – მკითხა სოუზამ.

– არა. მშვენიერი ადგილია და მოპყრობაც სათანადო.

– ტვირთის საქმე როგორაა?

– ყველაფერი რიგზეა.

– კეთილი. ერთ საათში გავდივართ, მანამდე კი ჩემს ვაჟს მოვესიყვარულები.

ზუსტად ერთი საათის შემდეგ მე ჩემი ტვირთით და კარლო დე სოუზა წყალქვეშა ნავზე ავედით
და ევროპისკენ ავიღეთ გეზი.

– სენიორ ხოზე, მოწყენილობას გამჩნევთ სახეზე, – მითხრა კარლო დე სოუზამ, როდესაც ნავი
ჰერმეტულად ჩაკეტეს და ფსკერზე დაშვება დაიწყო.

– ასეთ უჩვეულო სიტუაციაში პირველად ვარ და ცოტა არ იყოს, დავიბენი, – მოვატყუე დე


სოუზა, რადგან წყალქვეშა ნავზე უკვე მეორედ შევდგი ფეხი. სხვათა შორის, პირველადაც
სწორედ ამ ნავით ვიმოგზაურე, როდესაც ერთ-ერთი საკრუიზო გემიდან ცნობილი ტერორისტი
მოვიტაცე და ის პირადად ჩავიყვანე მოსკოვში.

– მე კი უკვე მეორედ ვმგზავრობ. პირველად რომ შევდგი მასზე ფეხი, თქვენი არ იყოს, მეც
დავიბენი და შიშმაც კი შემიპყრო.

– ჰო, მართლა, ძალიან საშიში ხომ არ არის წყალქვეშ მგზავრობა, წყალქვეშა მეკობრეები ხომ არ
დაგვესხმებიან თავს? – ნახევრადხუმრობით ვკითხე დე სოუზას, მან კი მითხრა:

– წყალქვეშა მეკობრეები რომ არსებობდნენ, მას ჩვენი გმირი კაპიტანი ისე ოსტატურად
დაუსხლტება ხელიდან, რომ თვალის შევლებასაც ვერ მოასწრებდნენ.

– თქვენ, მგონი, მითხარით, რომ ის რუსეთის გმირია, ხომ?


– რუსეთის არა, საბჭოთა კავშირის, – შემისწორა კარლომ და მკითხა: – გნებავთ, კაპიტანს
გაგაცნობთ?

– სიამოვნებით, თუკი ეს შესაძლებელია.

– რატომაც არა.

– მაშინ, გამაცანით. მე ცოტა რუსულიც ვიცი და მის მშობლიურ ენაზე დაველაპარაკები.

კარლო დე სოუზამ კაპიტნის კაიუტასთან მიმიყვანა, დააკაკუნა და, რომ შევედით, გმირი
კაპიტანი უმალვე ვიცანი. ის მხოლოდ ოდნავ მობერებული ჩანდა, ისე კი, მხნეობა და შემართება
არ აკლდა. სოუზას წარდგენის შემდეგ მან ხელი გამომიწოდა და ესპანურად მითხრა:

– დიმიტრი პეტროვიჩი. თუმცა, თქვენთვის ეს ძნელი წარმოსათქმელი იქნება და, შეგიძლიათ,


მხოლოდ კაპიტანი დამიძახოთ.

კაპიტანს ხელი ჩამოვართვი, გავუღიმე და რუსულად მივუგე:

– სულაც არა, დიმიტრი პეტროვიჩ. თქვენს თანამემამულეებთან ხშირი შეხვედრები მაქვს და


რუსულშიც კარგად გავიწაფე.

დიმიტრი პეტროვიჩი სასიამოვნოდ გაოცებული ჩანდა. მან მხარზე ხელი დამკრა და მითხრა:

– შენ ვერ წარმოიდგენ, თუ როგორ გამახარე, ჩემო მეგობარო. პატივი დამდე და თითო ჭიქა
დავლიოთ.

სანამ კაპიტანს ვუპასუხებდი, კარლო დე სოუზამ დამასწრო და გვითხრა:

– ვატყობ, საერთო ენას უჩემოდაც კარგად გამონახავთ. მე კი საქმეები მაქვს და, სამწუხაროდ,
უნდა დაგტოვოთ.

კარლო წავიდა, კაპიტანმა კი სერვანტიდან არაყი და ჭიქები გამოიღო, ჩამოასხა და მითხრა:

– ჩემო ხოზე, ვერ წარმოიდგენ, როგორ მესიამოვნა შენი გაცნობა. განა მარტო იმიტომ, რომ
რუსულად მელაპარაკები, არა. რუსების მთელი ეკიპაჟი მყავს. მაგრამ, ისინი რუსები არიან და
სხვა ენაზე ვერც დაელაპარაკები, რადგან, უბრალოდ, არ იციან სხვა ენა. მე იმან გამახარა, რომ
შენ, უცხო ტომის კაცი, ასე კარგად ლაპარაკობ რუსულად და ერთგვარი ნოსტალგიაც კი
გამიჩნდა.

– ნოსტალგია?

– ნოსტალგია, ნოსტალგია და, ახლავე აგიხსნი, რაშია საქმე, – მითხრა კაპიტანმა და ამოიხვნეშა, –
სანამ საბჭოთა კავშირი არსებობდა და მე ჩემს წყალქვეშა ნავს დედამიწის წყლების უკიდეგანო
სივრცეებში დავატარებდი, მწამდა, რომ ამით ჩემი სამშობლოს სადარაჯოზე ვიდექი. ეს ასეც იყო.
მაგრამ, ამ ყველაფერს წამში მოეღო ბოლო და საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან, სიამაყე
წაგვართვეს. მოვალეობის გრძნობა დავკარგეთ და უდაბნოში უაზროდ მოხეტიალე აქლემების
ჯოგს დავემსგავსეთ. ახლაც ასე ვარ და, მართალია, ფული არ მაკლია, მაგრამ, მაინც იმ
გზააბნეულ უდაბნოს აქლემს ვგავარ, რომელმაც არ იცის, სად და რატომ მიდის. შენმა გამოჩენამ
კი ჩემი უკვე არარსებული სამშობლო გამახსენა. მაშინ რუსულ ენაზე მოლაპარაკე უცხოელს რომ
შევხვდებოდი სადმე, მიხაროდა. შენმა გაცნობამ ის მშვენიერი დრო გამახსენა და ჩემი
ნოსტალგიური განწყობაც ამის შედეგია.

კაპიტნის განწყობა კარგად მესმოდა, რადგან, მეც ხშირად ჩავვარდნილვარ ასეთ დღეში და
ნოსტალგია ჩემთვის უცხო ხილი არ იყო. დიმიტრი პეტროვიჩის გაოცება და სიხარული მაშინ
უნდა გენახათ, მე რომ მისთვის ჩემი ვინაობა გამემხილა და ძველი ამბავი გამეხსენებინა. ამის
გამო მას შეიძლება, გულიც კი გასკდომოდა ჭარბი ემოციისგან, მაგრამ, ამის გაკეთება არ
შეიძლებოდა და მე მას ვუთხარი:

– რას იზამთ, კაპიტანო, ასეთია ცხოვრება. მუდმივი ამქვეყნად არაფერია, ყველა და ყველაფერი
იცვლება.

– მართალია, ჩემო ხოზე, მართალი, თუმცა, ძალიან სამწუხაროა. ამიტომ, მინდა, რომ ჩემი აწ
უკვე არარსებული, მაგრამ, ჩემს გულში ცოცხალი საბჭოთა სამშობლოს სადღეგრძელო შევსვა.
გაუმარჯოს დიად საბჭოთა კავშირს! – დიმიტრი პეტროვიჩმა არაყი გადახუხა, შემდეგ
მუსიკალური ცენტრი ჩართო, საბჭოთა კავშირის ჰიმნი ააჟღერა და თავადაც ამღერდა, თან
იცრემლებოდა...

სიმართლე რომ ვთქვა, კაპიტნის საქციელმა მეც ძალიან ამიჩუყა გული და ლამის მას ავყევი,
მაგრამ, დროზე მოვთოკე თავი და ვუთხარი:

– კარლომ ძალიან გაქოთ, დიმიტრი პეტროვიჩ და, ვიცი, რომ თქვენი სამშობლოს წინაშე დიდი
დამსახურება გაქვთ. ასე ბედის ანაბარა რატომ მიგატოვეს?

– ეჰ, ჩემო კარგო მეგობარო, ჩემნაირი მილიონია და ყველამ ჩემსავით კი ვერ უშველა თავს.

– კი მაგრამ, ყველა ხომ საბჭოთა კავშირის გმირი არ არის?

– თავისებურად ყველა გმირია. ის, ვინც თავის სამშობლოს ერთგულად ემსახურება, გმირია და
აუცილებელი არ არის, რომ მას მკერდზე ოქროს ვარსკვლავი დაჰკიდონ.

– და, მაინც, ვარსკვლავი სულ სხვაა...

– ეს. უბრალოდ, აღიარებაა და მეტი არაფერი. მე ჩემს სამშობლოს ამ ვარსკვლავის გარეშეც


უანგაროდ ვემსახურებოდი.

– დიმიტრი პეტროვიჩ, ნება მიბოძეთ, ერთი სადღეგრძელო ვთქვა, თუ, რა თქმა უნდა, არ
მიწყენთ.

– ბრძანეთ, ჩემო კარგო მეგობარო.

მე ჭიქები არყით შევავსე და ვთქვი:


– ამ ჭიქით, ჩემო კაპიტანო, ყველა იმ გმირს გაუმარჯოს, თქვენი თამადობით, ვინც თავის
სამშობლოს ერთგულად და უანგაროდ ემსახურება!

– გაუმარჯოს! – კაპიტანმა მომიჭახუნა და არაყი გადაკრა, მე კი მას ვუთხარი:

– თუ საიდუმლო არ არის და არ შეწუხდებით, იქნებ მომიყვეთ, რის გამო მიიღეთ გმირობა?

– კეთილი, მოგიყვებით, მაგრამ, ჯერ თქვენი სადღეგრძელო დავლიოთ, – თქვენობით მომმართა


კაპიტანმა და დაამატა, – ჩვენში იტყვიან, სტუმარი ღვთისააო და ღმერთის გამოგზავნილ კაცს, ამ
შემთხვევაში – თქვენ, გაგიმარჯოთ!

მესამე ჭიქას დიმიტრი პეტროვიჩმა ყველის ნაჭერი დააყოლა და მითხრა:

– მაშ, შენ გაინტერესებს, რისთვის მომანიჭეს გმირობა, ხომ?

– დიახ, ძალიან მაინტერესებს.

– რისთვის და, სპარსეთის ყურიდან ამერიკული არმიის გაბრუნებისთვის. აიათოლა ჰომეინის


მთავრობის დასამხობად ამერიკას საომარი მოქმედებების დაწყება ჰქონდა განზრახული და ამის
განსახორციელებლად 120 ათასი ჯარისკაცი გადაჰყავდა ფარულად, რომ მოულოდნელი შეტევა
დაეწყოთ და ქვეყანაში მარიონეტული რეჟიმი დაებრუნებინათ. როგორც მოგვიანებით უკვე
მოსკოვში შევიტყვე, ამ განზრახვის შესახებ საბჭოთა დაზვერვამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც
კბილებამდე შეიარაღებული ამერიკული არმია ირანის ნაპირებს იყო მომდგარი. ირანში რომ
არეულობა და ომი დაწყებულიყო, ეს საბჭოთა კავშირს არანაირად არ აწყობდა. მართალია, არც
ჩვენ გვწყალობდა ჰომეინი, მაგრამ, ჩვენთან უფრო კარგ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა.
მიუხედავად ამისა, კრემლს რომ მისთვის ამერიკული საფრთხის ამბავი შეეტყობინებინა, ამას,
ალბათ, ბლეფად ჩათვლიდნენ ირანელები და, რომც დაეჯერებინათ, მაინც ვერაფერს იზამდნენ,
რადგან მოუმზადებლები იყვნენ. ამიტომ, საბჭოთა მთავრობამ ბოლო იმედს მიმართა და
ამერიკელების ინტერვენციის შეჩერება ატომური შანტაჟით სცადა. იმ პერიოდში მე სპარსეთის
ყურეში დავცურავდი და იქაურობას ვზვერავდი. ამიტომ, მე დამიკავშირდნენ და ამერიკული
გემების ქარავნის ნებისმიერი ხერხით შეჩერება მიბრძანეს. მაშინ ბორტზე თორმეტი ატომური
ბომბი მქონდა, ერთი მათგანი მაშინვე საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე, ამერიკულ ქარავანს,
რომელსაც რვა წყალქვეშა ნავი აცილებდა, ქვემოდან მოვექეცი და ეთერში ღია ტექსტი
გავავრცელე: „მე, საბჭოთა წყალქვეშა ნავის კაპიტანი, გაფრთხილებთ, რომ, თუ ზუსტად ორი
საათის შემდეგ უკან არ გაბრუნდებით და ირანის ინტერვენციას არ გადაიფიქრებთ, ჩემი
ატომური რაკეტა თქვენს სამხედრო ხომალდს ააფეთქებს და შედეგებზე ამერიკის შეერთებული
შტატები იქნება პასუხისმგებელი!“

ამერიკელები ჯერ გაჩერდნენ. ერთი საათის მერე კი უკან გაბრუნდნენ. ამასობაში საბჭოთა
კავშირმა ყველაფერი შეატყობინა ირანს და დაუმტკიცა, რომ ეს ბლეფი არ იყო. მეორე დღესვე
ირანმა უახლესი საბჭოთა იარაღი შეისყიდა და ჰომეინიმ თავისი უზარმაზარი არმიის
მობილიზაცია მოახდინა, ამ ყველაფერს კი დიპლომატიური მოქმედებებიც დაერთო თან. ასე
ჩაფლავდა ამერიკული სამხედრო აგრესია ირანში. ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომს
გადავურჩით. მოსკოვში რომ ჩავედი, საბჭოთა კავშირის გმირის ოქროს მედალი კრემლში
გადმომცეს.

– დიმიტრი პეტროვიჩ, – ვუთხარი კაპიტანს, – ამერიკელები რომ არ გაჩერებულიყვნენ, მათ


ატომურ რაკეტას მართლა ესროდით?

– მთავარია, რომ გაჩერდნენ, ჩემო კარგო მეგობარო, დანარჩენს კი ახლა უკვე არსებითი
მნიშვნელობა აღარ აქვს, – დიპლომატიურად მომიგო წყალქვეშა ნავის კაპიტანმა და ამ თემას
აღარ დავბრუნებივართ.

პეტროვიჩის წყალქვეშა ნავით კიდევ ორი კვირა ვიცურე, მაგრამ ყოფილ საბჭოთა კავშირის გმირ
კაპიტანთან ასეთი ახლო ურთიერთობა აღარ მქონია, სულ რამდენიმეჯერ ვნახე ის და, ისიც,
წამით. ხოლო, როდესაც ევროპაში ჩავაღწიეთ და მე და კარლო დე სოუზა ნაპირზე გადავედით,
დიმიტრი პეტროვიჩმა ხელი ჩამომართვა და გამომშვიდობების წინ მითხრა:

– სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და წარმატებებს გისურვებთ!

კარლო დე სოუზა მართლაც ძალიან ეშმაკი და მოხერხებული კონტრაბანდისტი აღმოჩნდა. ის


ყველა სახელმწიფოში იცნობდა საჭირო ხალხს, ამიტომ, თვით სკანდინავიის ქვეყნების
უპატიოსნესმა მებაჟეებმაც კი უპრობლემოდ გაგვატარეს და, რაც უნდა უცნაური იყოს, კინაღამ
მოსკოვის სიახლოვეს ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში. საქმე ის იყო, რომ, როდესაც რუსეთის
დედაქალაქში შევდიოდით, შუაღამე სრულდებოდა. ჩვენი კონტეინერი სიგარეტების გადამზიდ
ფურგონში გვქონდა მოთავსებული და, მიუხედავად იმისა, რომ საბუთები წესრიგში გვქონდა,
„გაის“ ყველა პოსტზე 100-100 მანეთს ვუხდიდით მილიციელებს.

ერთ-ერთ ტყიან ზოლთან ორი მოტოციკლისტი წამოგვეწია. მათ გზა გადაგვიჭრეს, გადაჭრილი
თოფები მოგვიშვირეს და გაჩერება გვიბრძანეს.

– ეს ნაბიჭვრებიღა გვაკლდნენ, – ვთქვი მე. კარლომ კი დამამშვიდა:

– არა უშავს. ორას-ორას მანეთს მივცემთ და გაგვეცლებიან. ისინი წვრილმანი რეკეტიორები


არიან, ასე ვთქვათ, შარაგზის ყაჩაღები. ამიტომ, გავჩერდეთ და მოვურიგდეთ.

– ხომ არ აჯობებდა, რომ გაქცევა გვეცადა? – ვუთხარი მე, მან კი თავი გააქნია და მომიგო:

– არა. გარწმუნებთ, რომ გაჩერება სჯობს.

საჭესთან მე ვიჯექი. ამიტომ, ფურგონი გავაჩერე და ფანჯარა ჩამოვუშვი, კარლო დე სოუზა კი


მანქანიდან გადავიდა, ოთხი ცალი ასმანეთიანი გაუწოდა მოტოციკლისტებს და უთხრა:

– აი, ძმებო, გამომართვით, საბაჟო გადასახადი. მე კარგად ვიცი აქაური წეს-ჩვეულებები და


პატივს ვცემ მას.

მოტოციკლეტისტებმა კარლოს ფული გამოართვეს და წასვლა დააპირეს, მაგრამ,


მოულოდნელად გადაიფიქრეს და უთხრეს:
– აბა, ერთი საბარგული გახსენი და გვიჩვენე, ფურგონში რა გაქვს!

– სიგარეტები, ძმებო, მეტი არაფერი.

– ეგეც ხეირია... მიდი, გახსენი და გვიჩვენე!

კარლომ ფურგონის კარი გააღო, მოტოციკლისტებს სიგარეტის ყუთები დაანახვა, რომლების ქვეშ
კონტეინერი გვქონდა დამალული და უთხრა:

– აი, ხომ გითხარით, სიგარეტებია-მეთქი!

– ძალიან კარგი. მშვენიერი კუშია და არც ჩვენ გვაწყენს.

– თითო ბლოკს გაჩუქებთ, მეტს კი ვერა, – უთხრა კარლომ მოტოციკლისტებს და ერთ-ერთ ყუთს
დასწვდა, რომ გაეხსნა და იქიდან ორი ბლოკი სიგარეტი ამოეღო, მაგრამ, ერთ-ერთმა
მოტოციკლისტმა მას შეუღრინა:

– ხელი არ ახლო, ჩვენ მთელი კუში გვინდა!

– კარგი, მთლიანი ყუთი წაიღეთ.

– ხმა გაიკმინდე! ჩვენ ფურგონი გვჭირდება, – თქვა მეორე მოტოციკლისტმა, მობილურზე


ვიღაცას დაურეკა, დაიბარა და კარლოს მიუბრუნდა, – ახლა ჩვენიანი მოვა და ფურგონს წაიყვანს,
თქვენ კი ტყის პირას გადადით და ხელის შეშლა არ გაბედოთ!

ფურგონი რომ წაეყვანათ, რიოდან ჩამოტანილი განძიც თან უნდა გაეყოლებინათ, ამიტომ, ამის
დაშვება არ შეიძლებოდა და სასწრაფო ზომების მიღებას შევუდექი. ჯერ პირველ
მოტოციკლისტს წავართვი „აბრეზი“, მეორეს ხელში ვესროლე და „აბრეზი“ გავაგდებინე. ორივე
რომ განვაიარაღე, ისევ ფურგონში ჩავჯექი, დე სოუზაც ჩავისვი და მოსკოვისკენ განვაგრძეთ გზა.

– თქვენ რომ არა, სენიორ ხოზე, კონტეინერი ხელიდან წაგვივიდოდა – მითხრა დე სოუზამ, მე კი
მას მივუგე:

– უთქვენოდ კი, ჩემო კარგო, კონტეინერს რიოდან მოსკოვში ვერ ჩამოვიტანდით.

რუსეთის დედაქალაქში მშვიდობიანად ჩავაღწიეთ და კონტეინერიც დანიშნულ ადგილზე


მივიტანეთ. კარლო დე სოუზას კი, პირად საბანკო ანგარიშზე ზუსტად ერთი მილიონი დოლარი
ჩავურიცხეთ. თუმცა, მასთან არანაირი ფინანსური შეთანხმება არ გვქონია და ფულზე მას
სიტყვაც კი არ დაუძრავს.

კონტრაბანდისტს მოსკოვშივე დავშორდი და მას მერე ის აღარ მინახავს. კონტეინერი კი ჩემთვის


უცნობმა პირებმა სადღაც წაიღეს. როდესაც შჩუკინს შევხვდი და ყველაფერი დაწვრილებით
მოვუყევი, მას განძის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს, მხოლოდ დანანებით მითხრა:

– საგანგაშოა, როდესაც საბჭოთა წყალქვეშა ნავი ნარკოკარტელს ემსახურება და მას საბჭოთა


კავშირის გმირი კაპიტანი მართავს...
მე და შჩუკინმა თხუთმეტიოდე წუთი ვილაპარაკეთ. შემდეგ მან მადლობა გადამიხადა და
წავიდა, მე კი ერევნის გავლით თბილისში დავბრუნდი, თან მთელი გზა ჩემს ბრაზილიურ
ვოიაჟსა და კოლუმბიელი ნარკობარონების კუთვნილ საბჭოთა წყალქვეშა ნავზე ვფიქრობდი.
ეგრეთ წოდებული „ზასტოის“ პერიოდში, როდესაც საბჭოთა სამხედრო ძლიერებამ პიკს მიაღწია
და ამერიკის შეერთებულ შტატებს არაფერში ჩამოვრჩებოდით და ბევრ რამეში ვჯობნიდით
კიდეც, ყველაზე კოშმარულ ფიქრებშიც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სტრატეგიული
დანიშნულების იარაღს კერძო პირს ან პირთა ჯგუფს ჩაუგდებდნენ ხელში. რა თქმა უნდა,
იარაღით ვაჭრობა, ისევე, როგორც პროსტიტუცია, უძველესი დროიდან იღებს სათავეს და ასეთი
რამ არც „ზასტოის“ პერიოდში იყო უცხო ხილი, მაგრამ, იარაღიცაა და იარაღიც – სად
კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი და სად ატომურქობინიანი წყალქვეშა ნავი!.. თუმცა, ერთხელ
მსგავსი „ჩეპე“ მაშინაც მოხდა და ამის გამო მრავალმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დაკარგა,
რამდენიმე გენერალი უმცროსი ოფიცრის რანგში ჩამოაქვეითეს, ორი მათგანი ციხეში ჩასვეს, მე
კი სასწრაფოდ ლუბიანკაზე მიხმეს. შჩუკინის კაბინეტში ფეხი რომ შევდგი, საკმაოდ
აღელვებულმა ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ისეთ ექსტრემალურ რეჟიმში ვართ, რომ დასვენების შეწყვეტის გამო ბოდიშსაც კი არ გიხდი,
რადგან ახლა ყველაფერს წუთები წყვეტს. შენს ყოვლისშემძლეობაზეა ახლა დამოკიდებული
ბევრი რამ და პირველ ყოვლისა, შენი სამშობლოს პრესტიჟი.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე გენერალს და, მართალია, არ ვიცოდი, რაში იყო
საქმე, მაგრამ, მივხვდი, რომ რაღაც უაღრესად განსაკუთრებული რამ მოხდა.

– ძალიან სწრაფად და ცოტა შორიდან დავიწყებ, – მითხრა შჩუკინმა, – გენერალი ბოროვი


საბჭოთა სამხედრო იარაღის არალეგალურ ვაჭრობას კურირებდა და ის იყო შუამავალი მიმღებსა
და მომწოდებელს შორის. ის ჩვენი კაცი იყო. საზღაურს ამერიკული დოლარებით, ქეშით იღებდა
და ფულს შვეიცარიის ბანკში ინახავდა ჩვენს საიდუმლო ანგარიშზე, რომელსაც ჩვენ
სპეცოპერაციებისა და სპეცაქციების დასაფინანსებლად ვიყენებთ. ამ ერთი კვირის წინ ბოროვმა
ნაღმმტყორცნების შეკვეთა მიიღო აფრიკიდან, რაშიც შემკვეთი ათ მილიონ ამერიკულ დოლარს
იხდიდა. გუშინწინ ბოროვმა შემკვეთს იარაღი გადასცა, ფული მიიღო და შემდეგ ეს თანხა
შვეიცარიის ბანკში შეიტანა. იმავე საღამოს კი ის ბერნი-მოსკოვის ავიარეისის შესრულების დროს
გარდაიცვალა. ერთი შეხედვით, ინფარქტი იყო, სინამდვილეში კი მოკლულია და ამას
ექსპერტიზაც ადასტურებს, რომელიც ჩვენი უწყების პათანატომებმა ჩაუტარეს. როგორც ჩანს,
ბოროვს სპეციალური ტაბლეტი გაურიეს სასმელში, ანუ, მკვლელმა მასთან ერთად იფრინა
ბერნიდან მოსკოვში. ჩვენები ამჟამად მკვლელს ეძებენ და, ალბათ, მალე შევძლებთ მის
დაკითხვას. ამ ყველაფრის პარალელურად კი, სპეცსანახიდან ორი ცალი ატომურქობინიანი
ნაღმმტყორცნი დაიკარგა და ღმერთმა უწყის, ვის და რა მიზნით ჩაუვარდა ხელში. ანუ, ხვდები,
რა მოხდა?

– თუ არ ვცდები, გენერალი ბოროვი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ კვალი


გაეწყვიტათ, ანუ მას რომ არ გაეთქვა ის პიროვნება, ვინც ფული გადასცა, ხოლო მან კი,
სავარაუდოდ, ის ატომურქობინებიანი ნაღმმტყორცნები ჩაიგდო ხელში, ჩვეულებრივი
ნაღმმტყორცნების შეკვეთა კი მხოლოდ თვალის ახვევა იყო, – ვუთხარი შჩუკინს, პაუზა გავაკეთე
და ვკითხე: – სწორია?

– ჩვენც ზუსტად ასე ვფიქრობთ, – დამიდასტურა გენერალმა და რაღაცის დამატება უნდოდა,


მაგრამ მე მას დავასწარი და ვუთხარი:

– ვფიქრობ, რომ ბოროვს უშუალო კავშირი აქვს ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნების


გაუჩინარებასთან. მან ჩვენი უწყებისგან მალულად იმოქმედა, ამ ბინძურ გარიგებაში დიდი
ფული აიღო და ეს თანხა თავის ფარულ შვეიცარიულ ანგარიშზე შეიტანა.

– ნამდვილად ასე უნდა იყოს, შემკვეთმა კი ბოროვის მოკვლით კვალის გაწყვეტა სცადა. ჩვენ, რა
თქმა უნდა, სპეცსანახის ქურდს აღმოვაჩენთ და დავიჭერთ, მაგრამ, ის მხოლოდ ქურდია და
შემკვეთზე ვერ გაგვიყვანს. ჩვენი ერთადერთი იმედი ბოროვის მკვლელია, თუმცა, შეიძლება,
ვერც მან დაგვაყენოს სწორ გზაზე, – მითხრა შჩუკინმა, – შენ კი აქ იმიტომ გამოგიძახეთ, რომ
ბოროვის მკვლელის ჩვენებების შემდეგ დაკარგული იარაღის კვალს დაადგე და კატასტროფა
აგვაცილო.

მართლაც რომ ძალიან შესაშური ოპერატიულობით მოქმედებდა „კაგებე“, რადგან, ჯერ კიდევ
დამნაშავეებს ეძებდნენ, მონადირე კი, ანუ მე, უკვე სრულ მზადყოფნაში ვყავდი და რამდენიმე
სავარაუდო ვარიანტიც მუშავდებოდა. არადა, ბოროვის მკვლელობიდან სულ რაღაც თხუთმეტი
საათი იყო გასული. შჩუკინის დავალებით, სამძებრო სამუშაოებით ანდრეი მუხინი იყო
დაკავებული, საამისოდ კი მას ნებისმიერი საჭირო საშუალება ჰქონდა გამოყოფილი, მათ შორის
ზეთანამედროვე, რეაქტიული სამხედრო თვითმფრინავი, რომ სწრაფად გადაადგილებულიყო
სხვადასხვა საჭირო ადგილას. რაღაც ნახევარი საათიც არ იყო გასული, რაც მე შჩუკინის
კაბინეტში ვიმყოფებოდი, როდესაც მუხინმა ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე შემოაღო კარი და
გვითხრა:

– მკვლელი დაიჭირეს და აქ მოჰყავთ. წამოდით, ერთად დავკითხოთ.

მე და გენერლები ლუბიანკის მინუს მეექვსე სართულზე ჩავედით. იქ სპეციალური საკნები


მდებარეობდა, სადაც დაპატიმრებული ადამიანებისგან ძალიან სწრაფად და ეფექტურად
იღებდნენ ნებისმიერ ინფორმაციებს.

დაკავებული, ანუ გენერალ ბოროვის მკვლელი, ქალი აღმოჩნდა. ის ბერნი-მოსკოვის ავიარეისზე


სტიუარდესად მუშაობდა და გვამცნო, რომ ბოროვის მკვლელობის შეკვეთა ვინმე ჰანსისგან
მიიღო, რომელიც უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობდა ბერნში. სულ რაღაც ხუთი საათის
შემდეგ უკვე იმ ჰანსისგან ვიღებდი ინფორმაციებს – ის მე ბერნის ერთ-ერთი საბჭოთა
კონსპირაციული ბინის სარდაფში მყავდა გამომწყვდეული, ტყავს ვაძრობდი და ჩვენი ატომური
იარაღის გამტაცებლების კვალზე დადგომას ვცდილობდი. ჰანსის ინფორმაციამ ერთ კაცზე
გამიყვანა, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იმყოფებოდა და სწორედ მისგან შევიტყვე, რომ
ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნები ვინმე აბდულა სალეჰ ბეის ჰქონდა. ეს კაცი წარმოშობით
პალესტინელი იყო, მაგრამ, ზუსტად ვიცოდით, რომ ირანის დაზვერვაზე მუშაობდა. სალეჰ ბეი
ფანატიკოსი იყო და ნებისმიერი უკიდურესობის ჩადენა შეეძლო. ის არც საკუთარ სიცოცხლეს
გაუფრთხილდებოდა და, მით უმეტეს, არც სხვისას. აბდულა სალეჰ ბეი საკრუიზო ლაინერზე
იმყოფებოდა, რომელიც ჰამბურგიდან ამერიკის შეერთებული შტატებისკენ მიემართებოდა.
სავარაუდოდ, საბჭოთა წარმოების ორი ნაღმმტყორცნიც იმ საკრუიზიო ლაინერზე ინახებოდა.
გემი თორმეტი საათით იყო გაჩერებული ჰამბურგის პორტში და, ყველაფერი რომ შევიტყვე, მის
გასვლამდე სულ რაღაც ხუთიოდე საათი იყო დარჩენილი. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო გემზე
ასვლა და ნაღმმტყორცნების ძებნა, მაგრამ სალეჰ ბეი რომ სატყუარა ყოფილიყო და ნამდვილი
ატომური ნაღმმტყორცნები სხვას ჰქონოდა, შესაძლოა, გამოუსწორებელი ტრაგედია
მომხდარიყო. ამიტომ, ყველაფერი გავაანალიზე და გადავწყვიტე, რომ სალეჰ ბეი გემის
გასვლამდე გამეკოჭა და მისგან ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მიმეღო. მე საკრუიზო ლაინერის
ბილეთი შევიძინე, გემზე ავედი და აბდულა სალეჰ ბეის ფეშენებელურ კაიუტას ვეწვიე. კარი
სალეჰ ბეიმ გამიღო, რომელიც სმოკინგში იყო გამოწყობილი, ზღურბლზე იდგა და მკითხა:

– რით შემიძლია, გემსახუროთ?

სალეჰ ბეი, რა თქმა უნდა, ყალბი საბუთებით იმყოფებოდა და მას მუსტაფა ასელი ერქვა, ამიტომ
მე მას გავუღიმე და ვკითხე:

– მესიე მუსტაფა ასელი ბრძანდებით?

საკრუიზო ლაინერი ფრანგული კომპანიის კუთვნილება იყო. ამიტომ მას ფრანგული „მესიე“ არ
გაჰკვირვებია და მომიგო:

– დიახ. რაშია საქმე?

– ბოდიშს გიხდით, მესიე, მაგრამ, თქვენს საკრუიზო კონტრაქტში პატარა შეცდომაა დაშვებული.
მე კომპანიის წარმომადგენელი ვარ და დავალებული მაქვს, რომ ეს უზუსტობა გამოვასწორო.
სწორედ ამიტომ მომიწია პარიზიდან სასწრაფოდ გადმოფრენა და, ნება მიბოძეთ, ყველაფერი
აგიხსნათ. კონტრაქტი თან გაქვთ?

– დიახ, შემობრძანდით, – შემიპატიჟა სალეჰ ბეიმ. კაიუტაში რომ შევედი და კარი დაიხურა, მე
მას ყბაში მუშტი დავარტყი და გავთიშე. შემდეგ სასწრაფოდ გავაშიშვლე და პირში ჩოგბურთის
ბურთი ჩავჩარე, რკინის ძელზე საიმედოდ მივაბი და კაიუტაში ჩხრეკა ჩავატარე.
ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნები რომ ვერ აღმოვაჩინე, სალეჰთან მივედი და ვკითხე:

– ნაღმმტყორცნები სად არის?

სალეჰმა მანიშნა, რომ მისთვის პირი გამეთავისუფლებინა. ჩოგბურთის ბურთი რომ გამოვუღე,
მითხრა:

– წადი, შენი დედაც!..

აბდულა სალეჰ ბეის დედიშობილა სხეული ყურადღებით შევათვალიერე, გამეცინა და


ირონიულად ვუთხარი:
ახლა მაგ შენს „ინსტრუმენტს“ ძირში მოგაჭრი, სურათს გადაგიღებ და მთელ მსოფლიოს
ვანახვებ.

აბდულა სალეჰ ბეი ძალიან იდეური ადამიანი იყო და, როგორც უკვე ვთქვი, მას არც სიკვდილის
ეშინოდა და არც ტანჯვა-წამების. მაგრამ, როდესაც მისი მამაკაცური ღირსების შელახვითა და
საქვეყნოდ გამომზეურებით დავემუქრე, ის უმალვე გატყდა და მკითხა:

– ეგ რომ არ გამიკეთო, ჩემგან რას მოითხოვ?

– ერთადერთს: ორი ცალი ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნის ჩემთვის გადმოცემას.

– მერე რას მიპირებ?

– არ მოგკლავ.

– გამიშვებ?

– არა.

– აბა, რას მიზამ?

– ჩემს ხელმძღვანელობას მიგგვრი.

– ვისი დავალებით მუშაობ?

– ვერ ხვდები?

– სამი ვარიანტია: ან ამერიკელი ხარ, ან ებრაელი, ან – რუსი.

– შენ ვის ისურვებდი?

– რა თქმა უნდა, რუსს.

– ჰოდა, ჩათვალე, რომ რუსი ვარ.

აბდულა სალეჰ ბეი ისე გაახარა ჩემმა სიტყვებმა, რომ სახე გაუბრწყინდა და მითხრა:

– საბჭოთა კავშირსა და რუსებს დიდ პატივს ვცემ და, მიმაჩნია, რომ სწორედ თქვენ უნდა
მოსპოთ ამერიკული გველეშაპი. ჩვენ კი ამაში დაგეხმარებით.

მაშინ მხოლოდ დავალების შესრულებაზე ვფიქრობდი და მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი,


თუ რაოდენ დიდ სიმართლეს ამბობდა ფანატიკოსი ტერორისტი, რომელსაც მივუგე:

– ჰოდა, დამეხმარე და იარაღი ჩამაბარე!

ატომურქობინიანი ნაღმმტყორცნები საკრუიზო გემის შემნახველ საკანში იყო შენახული. მე


ისინი ავტომატური უჯრიდან გამოვიღე და, სალეჰ ბეის კაიუტაში რომ დავბრუნდი, მითხრა:
– პირობა ხომ შევასრულე და იარაღი ჩაგაბარე, ახლა შენც შეასრულე პირობა და ამხსენი, რომ
შევიმოსო.

აბდულა სალეჰ ბეის ყბაში ვლეწე და გავთიშე. შემდეგ პირობა შევასრულე – ავხსენი და
ტანსაცმელი ჩავაცვი, ბოლოს დასაძინებელი ნემსი გავუკეთე და კაიუტაში გამოვკეტე, მე კი
დაშლილი და სპეციალურ ჩემოდნებში ჩალაგებული იარაღებით გემი დავტოვე, რომ ისინი
ჰამბურგის საბჭოთა კონსპირაციულ ბინაში შემენახა და ტერორისტის წამოსაყვანად
დავბრუნებულიყავი. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და ჰამბურგიდან მოსკოვში სალეჰ ბეი და
ავტომატურქობინიანი ნაღმმტყორცნები ერთად ჩავიტანე. როგორც ტერორისტის დაკითხვამ
ცხადყო, ის ირანის დავალებით ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ტერორისტული აქტის
განხორციელებას აპირებდა და, სავარაუდოდ, ოცდაათი ათასი ადამიანი უნდა დაღუპულიყო.
ჩვენმა უწყებამ, რა თქმა უნდა, არ გაახმაურა აბდულა სალეჰ ბეის ამბავი, ის, უბრალოდ, კარგად
დაამუშავეს, ანუ გადაიბირეს და „დააკონსერვეს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერორისტი
სამომავლოდ შემოინახეს, რათა ის რომელიმე ბინძური აქციისთვის გამოეყენებინათ.

სხვათა შორის, „დაკონსერვებულ“ ტერორისტს წლების შემდეგ, უკვე პოსტ-საბჭოთა პერიოდში,


კვლავ შევხვდი და მართალია, ის უკვე რესპექტაბელური ჯენტლმენის იმიჯით სარგებლობდა,
მაგრამ, ჩემი აზრით, შინაგანად ისეთივე უსულგულო ფანატიკოსი იყო, როგორიც ჩვენი
პირველი შეხვედრისას. აბდულა სალეჰ ბეის სახელი შეცვლილი ჰქონდა – მას ალი-მუსა ერქვა
და ბაღდადში ცხოვრობდა, სადაც იმ ქვეყნის მმართველთან ახლო დამოკიდებულება ჰქონდა და
ყველაზე დაცულად თავს იქ გრძნობდა. სწორედ ერაყში შევხვდი მას, სადაც მე ერთ-ერთი
არაბული ქვეყნის ტელეკომპანიის ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი ჩასული და ერთ შეკვეთას
ვასრულებდი, რაშიც მე 5 მილიონი ამერიკული დოლარი გადამიხადეს. საქმე ის იყო, რომ მე
ალი-მუსა, იგივე სალეჰ ბეი, უნდა მომეკლა და შემკვეთი მის ლიკვიდაციაში იმიტომ იხდიდა
ამხელა თანხას, რომ ის უმსხვილესი ტერორისტული ქსელის სათავეში იმყოფებოდა და მის
სინდისზე უამრავი ადამიანის სიცოცხლე იყო. ყველაზე პარადოქსული კი ის იყო, რომ მსხვილი
და სისხლისმსმელი ტერორისტი ამერიკელების მიერ შედგენილ ტერორისტთა სიაში არ
ფიგურირებდა და მას თავისუფლად შეეძლო ამ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა და
დაუბრკოლებლად გადაადგილება, თუმცა, ბაღდადში ყოფნას ამჯობინებდა და იქიდან
ხელმძღვანელობდა იმ სისასტიკეს, რასაც მისი ფანატიკოსი ხელქვეითები ახორციელებდნენ
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

– იცით, რას გეტყვით, ჩემო მეგობარო, – მითხრა ალი-მუსას უშუალო შემკვეთმა, რომელსაც მე
მისივე დაჟინებული თხოვნით პარიზში შევხვდი, – მე, რა თქმა უნდა, ძალიან მდიდარი
ადამიანი ვარ, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფაზე პირველად
მივდივარ.

შემკვეთი ევროპელი იყო და ძალიან ცნობილი მილიარდერი. მე მას, რა თქმა უნდა, შენიღბული
ვეახელი შეხვედრაზე, თვითონ კი, როგორც შემპირდა, მარტო, ყოველგვარი დაცვის გარეშე,
ძალიან უბრალოდ ჩაცმული მოვიდა ლუქსემბურგის მშვენიერ ბაღში, სადაც ჩვენ სკამზე
ვისხედით და ვსაუბრობდით.
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მესიე. მე არ მაინტერესებს თქვენი ბიოგრაფია და არც ის მიზეზი,
რამ გიბიძგათ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, – მივუგე შემკვეთს, – მე პროფესიონალი ვარ.
მაძლევენ მიზანს, მე კი მას ვანადგურებ.

– იცით, მე მითხრეს, რომ ამ საქმეში თქვენ ყოვლისშემძლე ხართ და თქვენთან შეხვედრა იმიტომ
მოვითხოვე, რომ დეტალებზე მოგელაპარაკოთ.

– ყოვლისშემძლე მხოლოდ ღმერთია, მესიე. მე კი მხოლოდ მისი ერთ-ერთი ქმნილება ვარ.


მართალია, სხვებისგან გამორჩეული, მაგრამ, ყოვლისშემძლე არ გახლავართ. გისმენთ, რა
დეტალებზე გნებავთ ჩემთან მოლაპარაკება?

საქმე ის იყო, რომ შემკვეთის ერთადერთი ქალიშვილი თვითმფრინავში ცოცხლად დაიწვა.


თვითმფრინავი კი ალი-მუსას ტერორისტ-კამიკაძეებმა ააფეთქეს და მილიარდერი სწორედ
ამიტომ მაძლევდა ტერორისტთა სისხლისმსმელი შეფის ლიკვიდაციის შეკვეთას. მე, რა თქმა
უნდა, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი, თუმცა, შემკვეთისთვის ეს არ მითქვამს და მას
ყურადღებით ვუსმენდი, როდესაც ის თავის ტრაგედიას მიყვებოდა.

– ცოლ-შვილი გყავთ? – მოულოდნელად მკითხა შემკვეთმა.

– დიახ.

– მე კი ერთადერთი ქალიშვილი მყავდა, ჩემი ულამაზესი ანა. და ჩემი დაჟინებული


წინააღმდეგობის მიუხედავად, ის სტიუარდესად მუშაობდა. მე მინდოდა, რომ ჩემი
ბიზნესიმპერიის საქმიანობაში ჩართულიყო, მაგრამ, ის თავისას არ იშლიდა. ის მხოლოდ 20
წლის იყო, მას უნდა ეცოცხლა და ცხოვრებით დამტკბარიყო. ამის ნაცვლად კი, ჩემი ანა
თვითმფრინავში ცოცხლად ჩაიწვა. ამიტომ მინდა, რომ ალი-მუსასაც ანალოგიური დაემართოს –
ცოცხლად ამოიბუგოს. შეძლებთ ასეთი შეკვეთის შესრულებას?

– ვფიქრობ, რომ შევძლებ.

– ჰოდა, ძალიან კარგი. გნებავთ, თანხას საბანკო ანგარიშზე დაგისვამთ, გნებავთ, მთლიანად
ხელზე გადმოგცემთ, სადაც და როცა მეტყვით.

– ჯობია, ანგარიშზე დამისვათ, – ვუთხარი შემკვეთს, – თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს და თუ


შემისრულებთ?

– რა თქმა უნდა, ბრძანეთ.

– მესიე, იქნებ ორი ჭიქა ბურბონი შეუკვეთოთ და ჩემთან ერთად შესვათ.

შემკვეთი თავიდან ჩემი სიტყვების შინაარსს ვერ ჩაწვდა და გაოცებით შემომხედა, შემდეგ
გაეცინა და თავისი ხელით მოიტანა ორი ჭიქა ღვინო, ერთი მე მომაწოდა, მეორე თვითონ
დაიჭირა და მზერა მომაპყრო. მე კი გავუღიმე, ჭიქა ჭიქაზე მივუჭახუნე და სანამ დავლევდი,
ვუთხარი:

– თქვენი გოგონას ხსოვნა იყოს და, მისი სული ზეცაში ცხონდეს...


ასეთი წინაისტორია ჰქონდა ბაღდადში ჩემს ჩასვლას, სადაც მე ყველაზე ფეშენებელურ
სასტუმროში დავბინავდი, რომ პანისლამისტური ლიგის საერთაშორისო კონფერენცია
გამეშუქებინა, რომელშიც თავად ჩემი ობიექტიც მონაწილეობდა და სიტყვითაც უნდა
გამოსულიყო. შეკრების მეორე დღეს ალი-მუსა ათწუთიანი სიტყვით გამოვიდა, რომელმაც
მხურვალე ოვაციების ფონზე ჩაიარა და ოთხიათასკაციანი დარბაზი ფეხზე ამდგარი უკრავდა
მას ტაშს. ალი-მუსას თავად სადამ ჰუსეინიც კი ფეხზე დამდგარი უსმენდა და ტაშს უკრავდა.
კონფერენციის მეორე დღე რომ დასრულდა, მე ალი-მუსასთან მივედი, მოწიწებით დავუკარი
თავი, გავეცანი და ვუთხარი:

– იცით, მე ერთი იდეა მაქვს, რომელიც თქვენს მოძრაობას წაადგება.

– ძალიან კარგი. მე ვაფასებ პანისლამისტურ იდეებს. ბრძანეთ, – მომიგო ალი-მუსამ და გამჭოლი


მზერა მესროლა.

– მე ვფიქრობ, რომ თქვენზე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი უნდა გადავიღოთ და


მთელ მსოფლიოს ვუჩვენოთ.

ალი-მუსამ სიამაყით აღსავსე სახე მიიღო და, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ იმ მომენტში მან
საკუთარი თავი ყველა ისლამისტის იმამად წარმოიდგინა. შემდეგ ყელი მოიღერა და მომიგო:

– მომწონს ეგ იდეა. შეგიძლიათ, რომ უფრო დაწვრილებით მითხრათ ყველაფერი?

– სცენარი ხვალ მექნება მზად. მთელი ღამე ვიმუშავებ და, გარწმუნებთ, თქვენც მოგეწონებათ.
თუ საღამოს გეცლებათ, მიბრძანეთ, სად მოვიდე და სცენარს მოგართმევთ.

– ხვალ საღამოს, ხომ?

– დიახ.

– კეთილი. ხვალ, საღამოს შვიდ საათზე შევხვდეთ. ჩემს ვილაში მოდით და ყველაფერი
დაწვრილებით განვიხილოთ.

– კარგი. ხვალამდე, – გავუღიმე ალი-მუსას და დავშორდი. ცოტა ხნის შემდეგ კი უკვე ალი-მუსას
ვილის მიმდებარე ტერიტორიას ვზვერავდი და ობიექტის ლიკვიდაციისა და ჩემი გაქცევის
გეგმას ვადგენდი.

მეორე დღეს, დანიშნულ დროს უკვე ალი-მუსას ფეშენებელურ ვილაში ვიმყოფებოდი. მე და


მასპინძელი ცალკე ოთახში განვმარტოვდით. მე კინოკამერით მივედი, ვითომდა სასინჯი
კადრების გადასაღებად, სინამდვილეში კი კინოკამერას ორლიტრიანი ავზი ჰქონდა
ჩამონტაჟებული, რომელიც ბენზინით იყო სავსე. ალი-მუსა მწვანე ხალათში გამოწყობილი
დამხვდა, რაც მის პანისლამისტურ ლიდერობას უსვამდა ხაზს. ის მედიდურად მომესალმა და
მითხრა:

– აბა, ბრძანეთ, რით მეწვიეთ!


ყოველი წუთი ძალიან ძვირფასი იყო, დაყოვნება არ შეიძლებოდა. ამიტომ, ალი-მუსას კისერში
ხელი ჩავცხე და მივთიშე. შემდეგ ორი ლიტრი ბენზინი სხეულზე თანაბრად დავასხი და
ცეცხლი წავუკიდე, ბოლოს კი მისი ვილა სასწრაფოდ დავტოვე. ორი კვარტალი ფეხით გავიარე
და წინასწარ მომზადებული „ჯიპით“ ის კვადრატი სასწრაფოდ დავტოვე.

იმ პერიოდში ერაყი და ამერიკა ჯერ კიდევ მეგობრები იყვნენ და ჩემი ძებნა პირადად სადამ
ჰუსეინის თხოვნით „ეფბეერის“ აგენტებმა დაიწყეს. მათი შტაბ-ბინა მაშინ ბაღდადში
მდებარეობდა და იქ საუკეთესო თანამშრომლები მუშაობდნენ. თუმცა, მე მოვასწარი ქვეყნიდან
დაუბრკოლებლად გაღწევა და, სანამ საღამოს „ეფბეერელი“ „მეგობრები“ მეძებდნენ, მე და
შემკვეთი კვლავ პარიზში, ლუქსემბურგის ბაღში შევხვდით ერთმანეთს.

– დიდი მადლობა. მართალია, ამით ჩემი ანა არ გაცოცხლდება, მაგრამ, მორალური კმაყოფილება
მივიღე. თქვენ, მართლაც რომ, ზუსტად, ერთი-ერთში შეასრულეთ ჩემი თხოვნა.

– ამაში მიხდიან ფულს.

– იცით რა, ჩემო მეგობარო? – მითხრა შემკვეთმა, – მართალია, შესრულებულ სამუშაოში


საფასური მიიღეთ, მაგრამ, თქვენთან თავს დავალებულად ვგრძნობ და თუკი რამე გჭირდებათ,
შემიძლია, დაგეხმაროთ.

– დიახ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.

– ბრძანეთ. მე მზად ვარ ყველაფერში გვერდში დაგიდგეთ.

– მესიე, იქნებ პატივი დამდოთ და კიდევ ორი ჭიქა ბურბონი შეუკვეთოთ, როგორც მაშინ.

შემკვეთმა ჩემი თხოვნა შეასრულა, ორი ჭიქა ღვინო მოიტანა. წითელი სითხით სავსე ჭიქა რომ
მომაწოდა, მე სასმისი მაღლა ავწიე და ვთქვი:

– ყველა საქმის კეთილ დასასრულს გაუმარჯოს!..

ჩვენს საქმეში კეთილი დასასრულის ცნება, ცოტა არ იყოს, რბილად ნათქვამი ირონია უფროა,
ვიდრე რეალობა, მაგრამ, გამონაკლისები ჩვენთანაც ხდება ხოლმე და ჩემს პრაქტიკაშიც მქონია
ასეთი შემთხვევა.

ჯერ კიდევ ჩემი კარიერის დასაწყისში შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– თქვენთან ერთი კონფიდენციალური დავალება მაქვს და, იმედია, ზუსტად შეასრულებთ.

იმ პერიოდში შჩუკინი ჯერ კიდევ თქვენობით მომმართავდა, მე კი მას მხოლოდ როგორც


მრისხანე უფროსს, ისე ვუყურებდი და მივუგე:

– დიახ, რა თქმა უნდა. გისმენთ, ამხანაგო გენერალო!

შჩუკინმა ერთი საბჭოთა ჟურნალის ყდა მაჩვენა, რომელზეც ძალიან ცნობილი საბჭოთა
სპორტსმენი იყო გამოსახული და მითხრა:
– ალბათ, გეცნობათ.

– დიახ, მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ.

– ის ახლახან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და სამშობლო ასახელა, მაგრამ, ცნობები გვაქვს, რომ
ის ამერიკაში გაქცევას გეგმავს, ამის დაშვება კი არ შეიძლება და ყოველმხრივ წინ უნდა
აღვუდგეთ. ის ერთ კვირაში ლოს-ანჯელესში მიემგზავრება საბჭოთა ნაკრებთან ერთად და,
ალბათ, მაშინ აპირებს თავისი განზრახვის განხორციელებას.

შჩუკინის სიტყვებმა მეხი დამცა, რადგან იმ სპორტსმენს უდიდეს პატივს ვცემდი, თანაც, ის
ქართველი იყო და ისეთი პერსპექტიული, რომ, კიდევ მრავალი წლის განმავლობაში
პირველობას არავის დაუთმობდა მსოფლიოში. გენერალი ტყუილად არ დამიბარებდა და, ჩემი
ვარაუდით, მის ლიკვიდაციას დამავალებდა, მე კი ამ ახალგაზრდა გენიოსის მოკვლა არ
მინდოდა. თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ იყო და, თუკი დამავალებდნენ, ჩემი სახელოვანი
თანამემამულის ლიკვიდაცია მომიწევდა.

– მე რა მევალება, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს.

– რა და, უნდა გაარკვიოთ, მართლა აპირებს თუ არა ოლიმპიური ჩემპიონი გაქცევას.

– ეგ როგორ უნდა მოვახერხო?

– სპეციალური წამლის მეშვეობით. შენ მას ამ წამალს სისხლში შეუშხაპუნებ და ყველაფერს


გეტყვის. თუ ეს ტყუილია, ხომ კარგი, ხოლო, თუ არა, მაშინ, შენ მას მეორე წამალსაც
შეუშხაპუნებ და ის ინფარქტით გარდაიცვლება. ასეთი რამ ზოგჯერ ოლიმპიურ ჩემპიონებსაც
ემართებათ და არავინ აიღებს ეჭვს. სამაგიეროდ, ჩვენი ქვეყანა სირცხვილს გადაურჩება. ხომ
წარმოგიდგენია, რა ამბავს ატეხენ უცხოელები, ეს კაცი ჩვენი ქვეყნიდან რომ გაიქცეს.

– გასაგებია. ყველაფერი რიგზე იქნება, – მივუგე შჩუკინს და იმავე საღამოს თბილისში


დავბრუნდი.

ასალაპარაკებელი და გულის გასახეთქი წამლები ლუბიანკაზევე გადმომცეს და თბილისში ის


სპეციალური კონტეინერით ჩამოვიტანე, რომელსაც პორტსიგარის ფორმა ჰქონდა და ორმაგი
ფსკერით იყო აღჭურვილი. დავალება ბაკურიანში უნდა შემესრულებინა, რადგან ობიექტი იქ
მოსამზადებელ შეკრებაზე იმყოფებოდა და სამი დღის მერე კი ჯერ მოსკოვში, ხოლო შემდეგ
ამერიკაში უნდა გამგზავრებულიყო.

დანიშნულ დროს ბაკურიანში ჩავედი, ღამით კი სპორტსმენების სასტუმროს იმ ნომერში


შევიპარე, სადაც ერთადგილიან ოთახში ობიექტს ეძინა. მე საჭირო ნემსი ამოვიღე და მძინარე
სპორტსმენს ვენაში შევუშხაპუნე. რეაქცია მყისეული იყო. ის ჯერ გამოფხიზლდა და წამოხტა,
შემდეგ კი მოდუნდა, საწოლზე ჩამოჯდა და მომაჩერდა.

– შენ ახლა მხოლოდ სიმართლეს მეტყვი. მზად ხარ პასუხისთვის? – ვუთხარი ობიექტს,
რომელმაც მომიგო:
– მზად ვარ.

მე მას თავისი და მისი ოჯახის წევრების სახელები ვკითხე, აგრეთვე, ცნობილი ფაქტები მისი
ბიოგრაფიიდან, რაზეც მან სწორი პასუხები გამცა. ხოლო კიდევ რამდენიმე საკონტროლო
კითხვის შემდეგ კი ვკითხე:

– მართლა აპირებ ამერიკაში გაქცევას საბჭოთა კავშირიდან?

– არა, ეს ტყუილია, – მტკიცედ მომიგო ობიექტმა და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,


რადგან პრეპარატი უტყუარ, ასპროცენტიან შედეგს იძლეოდა და აშკარა იყო, რომ „კაგებეში“
შესული ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ ბინძურ ჭორს წარმოადგენდა.

სპორტსმენს კიდევ რამდენიმე შეკითხვა დავუსვი, რაც, რა თქმა უნდა, შჩუკინისთვის არ


მითქვამს. კონკრეტულად კი, შევიტყვე, რომ ჩემს თანამემამულე ახალგაზრდა სპორტსმენს
ძალიან უყვარდა საქართველო და რომ ის საქართველოს დიდებისთვის იღვწოდა. მისი თქმით,
ყოველ ორთაბრძოლაზე ისეთი განწყობით გადიოდა, თითქოს დიდგორის ომში მიდიოდა. მას
რუსები არ სძულდა, მაგრამ, ყველაზე მეტად რუსის დამარცხება უხაროდა...

ეს სახელოვანი ქართველი სპორტსმენი დღესაც ცოცხალია და, რომ იტყვიან, ასაკის მიუხედავად,
კვლავ ჯანზეა. პირადად მე არ ვიცნობ და, მან, რა თქმა უნდა, არ იცის, რომ იმ შორეულ
წარსულში, ბაკურიანის სასტუმროს ერთადგილიან ნომერში მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. მე
რომ ლუბიანკაზე მეთქვა ამ კაცის პატრიოტული გრძნობების შესახებ, მას არ მოკლავდნენ,
მაგრამ, სპორტს სამუდამოდ ჩამოაშორებდნენ და ამას ისევ ჩემი ხელით გააკეთებდნენ –
უბრალოდ, მის ორგანიზმში ისეთ წამალს შემაშხაპუნებინებდნენ, რომელიც არ მოკლავდა,
მაგრამ, სპორტისთვის გამოუსადეგარს გახდიდა. სხვათა შორის, არც ასალაპარაკებელი
პრეპარატი იყო მსუბუქი საშუალება და, შჩუკინთან რომ მივედი ანგარიშის ჩასაბარებლად,
სინანულით მითხრა:

– სამწუხაროა, რომ ჩემპიონს ასალაპარაკებელი სითხე შევუშხაპუნეთ. ეს ისეთი ძლიერმოქმედი


წამალია, რომ უარყოფით შედეგს აუცილებლად გამოიღებს – აი, ნახავ, ამერიკაში
წარუმატებლად გამოვა. თუმცა, არა უშავს, ექვს თვეში კვლავ აღიდგენს ფორმას.

შჩუკინი შეცდა. ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა არამცთუ ამერიკის ტურნირი მოიგო, ორი
თვის მერე მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, ექვსი თვის შემდეგ კი ევროპაც „ზედ მიაყოლა“...

აი, ასე კეთილად დასრულდა ეს საქმე და დღემდე უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ იმ კაცის მოკვლა
არ მომიწია. თუმცა, ამ სიხარულს ვერავის ვუზიარებ და არც იმ კაცის ვინაობის გამხელაა
საჭირო. ერთი სიტყვით, გრძნობების დამალვა მიწევს და ეს ჩემი პროფესიის ერთ-ერთი მთავარი
შემადგენელი ნაწილია. ძალიან ბევრჯერ მქონია ემოციური მომენტები, მაგრამ, გრძნობები
მომითოკავს და ზოგჯერ ძალიანაც გამჭირვებია ეს. ერთხელ კი ამის გაკეთება ვერ მოვახერხე,
ანუ, ჩემი ემოციები ვერ დავფარე, თუმცა, ის ამბავიც კეთილად დასრულდა და, რომ იტყვიან, არ
„დავიწვი“.
მრავალი წლის წინ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში მიმავლინეს ერთი საქმის გასაკეთებლად. მისი
არსი კი, ერთი საჭირო კაცის მოტაცება და მოსკოვში მისი ჩამოყვანა იყო. მე ჯერ კონტაქტში
უნდა შევსულიყავი ობიექტთან, შემდეგ კი ის უნდა გამეთიშა და წამომეყვანა. ობიექტი საბჭოთა
კავშირიდან იყო გაქცეული და მხოლოდ უკან უნდა დამებრუნებინა, რადგან მისი მშობლები
დიდი მეცნიერები და საბჭოეთისთვის თავდადებული ადამიანები იყვნენ. ის ახალგაზრდა კაცი
კი, რატომღაც, ანტისაბჭოთა იდეოლოგიით იყო მოწამლული, ყველაფერი საბჭოური სძულდა
და იმიტომაც გაიქცა ქვეყნიდან. წამოსვლის წინ მუხინმა გამაფრთხილა:

– იცოდე, საბჭოეთი უკიდურესად აძაგე მასთან, თორემ, შენთან კონტაქტში არ შემოვა.

– დარდი ნუ გაქვთ, ანდრეი ლუკიჩ, იმ სუბიექტს ქაბაბივით შეხვეულს მოგართმევთ


ლუბიანკაზე.

ერთი სიტყვით, დანიშნულების ადგილზე ჩავედი და ობიექტი ერთ-ერთ ბოჰემურ კაფეში


აღმოვაჩინე, სადაც ჰომოსექსუალები და მსგავსი ტიპის ნაგავი იკრიბებოდნენ. ობიექტთან
ძალიან ადვილად დავამყარე კონტაქტი, რადგან საბჭოთა ღერბიანი და დროშიანი მაისური
მეცვა, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და ეწერა: „დასაწვავი, წყეული ქვეყანა“.

მე ერთ-ერთ მაგიდასთან განვმარტოვდი. ყავა და მარტინი შევუკვეთე და ობიექტის რეაქციას


დაველოდე, რამაც არ დააყოვნა. მან ჯერ ჩემი მაისური შეისწავლა, შემდეგ მომიახლოვდა და
რუსულად მკითხა:

– რუსი ბრძანდებით?

– არ მესმის, რას მეუბნებით, – ინგლისურად მივუგე ობიექტს. მანაც ინგლისურად მითხრა:

– ძალიან საინტერესო მაისური გაცვიათ, ხომ ვერ მეტყვით, სად შეიძინეთ?

– ამერიკიდან გამომიგზავნეს, – მივუგე ობიექტს, რომელიც ნელ-ნელა ებმებოდა ჩემს ბადეში.

– ხომ ვერ მომყიდით?

– სიამოვნებით. ასი დოლარი გადამიხადეთ და თქვენი იყოს.

ასი დოლარი ორმოცდაათჯერ მეტი იყო, ვიდრე მაისურის რეალური ღირებულება, მაგრამ,
ობიექტს წარბიც არ შეუხრია და მომიგო:

– კარგი, თანახმა ვარ. ახლავე გადაგიხდით ოღონდ, მაისურიც ახლავე მინდა.

მე მაისური გავიძრე და ობიექტს მივეცი, შემდეგ სხვა მაისური ამოვიღე ჩანთიდან და ჩავიცვი,
ასი დოლარი საფულეში ჩავიდე და მაისურის მყიდველს ვუთხარი:

– მაინც, რამ მოგხიბლათ ასე ძლიერ ჩემს მაისურში?

– იდეამ.

– რა იდეამ?
– საბჭოთა კავშირის დაწვის იდეამ. ეს თქვენს მაისურზე წერია, – ამიხსნა ობიექტმა და მაისურზე
თითი მიიდო.

– „იდიოტი! ვერასოდეს ეღირსები ამას“, – გავიფიქრე გუნებაში, ობიექტს კი ვუთხარი:

– სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, რა ეწერა მაისურზე და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ


მეცვა, რომ კარგი ხარისხის ქსოვილია.

– მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი. მე ანტონი მქვია, – ხელი გამომიწოდა ობიექტმა.

– ჩარლი, – მივუგე ანტონს და ხელი ჩამოვართვი, – დაბრძანდით, თუ, რა თქმა უნდა, არსად
გეჩქარებათ.

– არ მეჩქარება. ნება მიბოძეთ, სასმელზე დაგპატიჟოთ.

– მოდი, სასმელზე მე დაგპატიჟებთ. ახლახან თქვენი წყალობით სარფიანი გარიგება გავჩარხე და


აღვნიშნოთ, – მივუგე ანტონს, გავუღიმე და ვკითხე, – რას მიირთმევთ?

– არაყს.

მე არაყი შევუკვეთე და ობიექტს ვკითხე:

– სადაური ბრძანდებით?

– რუსი. თქვენ?

– მე ინგლისელი ვარ, – მივუგე ანტონს და ვკითხე: – გეტყობათ, რომ საბჭოთა კავშირი გძულთ.
რას ერჩით თქვენს სამშობლოს?

– საბჭოეთი ჩემი სამშობლო არ არის. ის სტალინის სამშობლოა, ჩემი სამშობლო რუსეთია.


საბჭოეთი კი ხალხთა ციხეა და ის უნდა დაინგრეს.

„კრეტინო. სტალინის სამშობლო საქართველოა. საბჭოთა კავშირის დანგრევა კი ვერ მოგართვი“,


– გავიფიქრე გუნებაში, ანტონს კი ვუთხარი:

– არც ზოგიერთ ბრიტანელს ეხატება გულზე ინგლისი და ინგლისელები, მაგრამ, ქვეყანას ამის
გამო არავინ ანგრევს.

– ბრიტანეთი თავისუფალი, კარგი ქვეყანაა. საბჭოეთში კი სიტყვის თავისუფლება არ არსებობს


და ყველგან „კაგებე“ დაგდევს.

– აქ როგორ აღმოჩნდით?

– გამოვიქეცი.

– რას საქმიანობთ?
– ჯერჯერობით არაფერს. თუმცა, დიდი გეგმები მაქვს – ვაპირებ, მძლავრი ანტისაბჭოური
ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო და საბჭოთა კავშირის დაშლისთვის ვიბრძოლო.

„აბა, შენ გიქრის ტვინში ქარები“, – გავიფიქრე გუნებაში, ხმამაღლა კი ვუთხარი:

– კეთილშობილური იდეისთვის ბრძოლა დიადი საქმეა. წარმატებას გისურვებთ!

– გმადლობთ. აუცილებლად მივაღწევ მიზანს.

„კი. როგორ არა. მიაღწევ მიზანს, აბა არ მიაღწევ? მე დაგეხმარები ამაში. ხვალ ან ზეგ რომ
ლუბიანკაზე მიგაგრიალებ, ეგ იქნება შენი მიზანიც და ნავსაყუდელიც“, – გავიფიქრე გუნებაში
და გავამხნევე:

– თქვენ ისეთი მიზანდასახული ადამიანი ჩანხართ, აუცილებლად მიაღწევთ საწადელს.

მოსულელო ანტონს ძალიან მოეწონა ჩემი დითირამბები და ქალაქში ფეხით გასეირნება


შემომთავაზა, რაზეც, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და ჩვენ ფეხით გავუყევით მსოფლიოში ერთ-
ერთ ყველაზე ცნობილ გამზირს. უცებ დავინახე, ერთ სარეკლამო ბანერზე საფეხბურთო მატჩის
აფიშა იყო გაკრული და, რომ წავიკითხე, გული ამიფანცქალდა, რადგან ჩემი მშობლიური და
საყვარელი თბილისის „დინამო“ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს ეთამაშებოდა ოთხთა
ტურნირის მატჩში, რომელიც იმ ქალაქში ტარდებოდა.

– ფეხბურთი გიყვართ? – მკითხა ანტონმა.

– ბუნებრივია, მე ხომ ბრიტანელი ვარ.

– მე კი გულზე არ მეხატება, მაგრამ, თუ გნებავთ, შევიდეთ და ვუყუროთ, როგორ გადაუვლიან


საბჭოთა გუნდს, მით უმეტეს, რომ ეს საბჭოელები ქართველები არიან, ქართველები კი
განსაკუთრებულად მძულს და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ სტალინი ქართველი იყო, სწორედ
სტალინმა შექმნა საბჭოთა კავშირის იმპერია და ამ დამპალი ხალხის წიაღში იშვა ის.

ანტონს კატის კნუტივით მივახრჩობდი, მაგრამ, ქართველების მოძულე იდიოტს გავუღიმე და


მივუგე:

– ესე იგი, კომპანიონობას გამიწევთ და ჩემთან ერთად წამოხვალთ მატჩზე?

– დიახ. წავიდეთ.

-
1

მერის და ბავშვებს ეგონათ, რომ თირკმელებზე ვმკურნალობდი. რას წარმოიდგენდნენ, რომ მე


„კაგებეს“ გასაიდუმლოებული აგენტი ვიყავი და „ცეერუს“ მკვლელებს ვემალებოდით. ორი
თვის შემდეგ განგაში გაუქმდა. ყველანი თბილისში დავბრუნდით და მაშინვე მაცნობეს, რომ
საიმედოდ ვიყავი დაცული და „ცეერუს“ ჩემ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა.

– როგორ არ ეცადნენ ლენგლში შენს აღმოჩენას, მაგრამ, არაფერი გამოუვიდათ, – მითხრა


შჩუკინმა, – ეს იმიტომ, რომ კარგად კონსპირირებული ხარ და შენი არსებობის შესახებ სულ
ხუთმა კაცმა ვიცით.

ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი იყო. ჩემს დონეზე კონსპირირებული აგენტები საბჭოთა


კავშირში თითზე ჩამოსათვლელები იყვნენ და ინფორმაციამ იმიტომ არ გაჟონა. ჩემ შესახებ
იცოდნენ ჩემმა უშუალო უფროსებმა – შჩუკინმა და მუხინმა, „კაგებეს“ შეფმა იური ანდროპოვმა,
საქართველოს „კაგებეს“ შეფმა ალექსი ინაურმა და „ძიამ“, იგივე რომანმა. ხუთივე ძალიან
საიმედო ადამიანი იყო. „ცეერუ“ ვერც მათზე გავიდოდა და, რომც გასულიყო, მაინც ვერაფერს
შეიტყობდნენ მათგან.

– „კაგებეს“ ორი უმთავრესი ფუნქცია აქვს, – მასწავლიდნენ კოჯრის სპეცსკოლაში, –


საიდუმლოების მოპოვება და საიდუმლოების დაცვა. კარგი მზვერავი, კარგი ოპერატიული
მუშაკი მხოლოდ იმით კი არ ფასდება, რომ ძვირფას საიდუმლო ინფორმაციებს მოიპოვებს,
არამედ, იმითაც, რომ ამ ინფორმაციებს საიმედოდ იცავს. ყოველთვის არსებობს იმის ცდუნება,
რომ შენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია ვინმეს გაუზიარო ან მიჰყიდო. მოსმენის ან ყიდვის
მსურველი ყოველთვის გამოჩნდება და ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგე.

ჩემი მასწავლებლები მართლები იყვნენ. საქმეში ჩაუხედავი კაცი ალბათ არ დაიჯერებს, მაგრამ,
გარწმუნებთ, რომ საიდუმლოების დაცვა საკმაოდ რთული რამაა და სპეციალური მომზადების
გარეშე ეს თითქმის შეუძლებელია. არც ისე იოლია ენაზე კბილის დაჭერა და ეს მხოლოდ ჩუმად
ყოფნა არ არის. არსებობს საიდუმლოს როგორც მოპოვების, ასევე, შენახვის უამრავი ხერხი და,
თუ ამისთვის მზად არ ხარ, აუცილებლად „დაიწვები“.

დაზვერვაში ინფორმაციის მოპოვების ხუთი ძირითადი ხერხი არსებობს, რაც კარგად იცის
ნებისმიერმა აგენტმა, რომელსაც დაზვერვის კურსები აქვს გავლილი. ესენია: მოსყიდვა,
შანტაჟი, მოპარვა, სექსი და იდეური გადაბირება. ხუთივე ხერხს თავისი ადგილი აქვს და
შესაბამის სიტუაციაში გამოიყენება, მაგრამ, არსებობს საბჭოთა და ამერიკული თავისებურებები,
რითაც ყველასგან გამოირჩეოდა მსოფლიოს ეს ორი უდიდესი დაზვერვა.

ამერიკელები უპირატესობას ყოველთვის ფულს ანიჭებდნენ და საიდუმლო ინფორმაციების


უმრავლესობას, უბრალოდ, ყიდულობდნენ. ხოლო, რაც შეეხება მუშაობის საბჭოთა სტილს, ჩვენ
ყოველთვის იდეაზე ვიყავით კონცენტრირებულები, ინფორმაციის გამცემს იდეური კუთხით
ვუდგებოდით და ის ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე, სუფთა იდეური
მოსაზრებებიდან გამომდინარე გვაწვდიდა საიდუმლო ინფორმაციებს და გვთანხმდებოდა
თანამშრომლობაზე.

– ადრე თუ გვიან, ადამიანი ფიქრდება თავის საქციელზე, აანალიზებს მას და, თუკი აღმოაჩენს,
რომ მის საქციელს, ამ შემთხვევაში – მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლას, მყარი იდეა არ უდევს
საფუძვლად, ის აგენტი ქმედუუნარო გახდება. აი, რატომაა ჩვენი მეთოდი ამერიკელების
მეთოდზე ბევრად საიმედო. ამერიკელები აგენტს მხოლოდ ყიდულობენ. ჩვენ კი აგენტს
ვისისხლხორცებთ, – მასწავლიდა მოხუცი ინსტრუქტორი, რომელიც ჯერ კიდევ „ჩეკას“
სათავეებში იდგა და უამრავი მაღალი კლასის მზვერავი ჰყავდა აღზრდილი.

ამერიკელები დღემდე ფულზე არიან ორიენტირებულები, „კაგებეს“ მემკვიდრე „ეფესბე“ კი


კვლავ საბჭოთა მეთოდებით განაგრძობს მუშაობას და არცთუ წარუმატებლად. მართალია,
საბჭოთა სტანდარტებამდე მათ ბევრი აშორებთ და, ღმერთმა უწყის, მიაღწევენ თუ არა მას
ოდესმე, მაგრამ, ფაქტია, რომ ძველი სკოლა კვლავ მუშაობს და მის დახვეწაში მეც საკმაო
წვლილი მიმიძღვის.

ჩემ მიერ ნახსენებმა მოხუცმა ინსტრუქტორმა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეცადინეობის


დროს მკითხა:

– აბა, თუ მეტყვი, რა არის ყველაზე მძლავრი იარაღი, რომელიც, შეიძლება, ჩვენს შემთხვევაში,
კონსპირირებულმა სპეცაგენტმა გამოიყენოს?

– იარაღის მრავალი საშუალება, უფრო სწორად, სახეობა არსებობს, დაწყებული შხამიანი ნემსით,
დამთავრებული ატომური ბომბით. კარგად მომზადებულ აგენტს კი სასიკვდილო იარაღად
ფარატინა ქაღალდის გამოყენებაც შეუძლია, – მშვიდად, სერიოზული გამომეტყველებით
მივუგე შეკითხვის ავტორს და მეგონა, ამქვეყნად ამაზე კარგი პასუხი არ არსებობდა.

ინსტრუქტორმა ბოლომდე მშვიდად მომისმინა და სერიოზულადვე მითხრა:

– არასწორი პასუხია. ყველაზე მძლავრი იარაღი სიტყვაა. ის გადაწონის ყველა შხამიან ნემსსა და
ატომურ ბომბს, ერთად აღებულს.

– სიტყვა?

– სწორედაც რომ, ჩემო მეგობარო. თუ სიტყვას ვერ ფლობ და ობიექტს მხოლოდ ტყვიის ენით
ელაპარაკები, მაშინ, რიგითი მკვლელი ხარ და მეტი არაფერი. ხოლო, თუკი შენი ცოცხალი
სიტყვით შეგიძლია, მეტოქის ტვინი შენს ტალღაზე მომართო და შენი საქმე გააკეთებინო,
ჩათვალე, რომ უმაღლესი კლასის ოსტატი ხარ. ჩემთან სწორედ ამიტომ იმყოფები და შენგან
უმაღლესი კლასის ოსტატს გამოვიყვან, მით უმეტეს, რომ საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს.
ამიტომ, წარმატების მიღწევა არ უნდა გაგიჭირდეს.

მოხუცი ინსტრუქტორი, რომ იტყვიან, „შემყვანი“ ბიძა იყო, შხამიან კობრასაც კი „შეაბამდა“ და
ყველა მასტის ადამიანთან შეეძლო საერთო ენის გამონახვა. ის დიდი აზარტითა და საქმის
პროფესიული ცოდნით მწვრთნიდა და ჩემი წარმატებებით აღფრთოვანებას ვერ მალავდა.

– ყოჩაღ. შენ უკვე მაღალოსტატურად ბაზრობ, – მითხრა ინსტრუქტორმა, როდესაც მომზადების


სრული კურსი გავიარეთ, – ერთია, რომ სხვისი გადაბირება შეგიძლია და, მეორე, რომ სხვისმა
ბაზარმა არ დაგაბას. ამიტომ, გახსოვდეს, რომ, ნებისმიერი საუბარი, თვით ყველაზე
უმნიშვნელოც კი, საფუძვლიანად უნდა გაშიფრო და ყველა დეტალს ყურადღება მიაქციო, თან,
იმავდროულად, არ უნდა დაიძაბო, რომ არ გაიშიფრო.

მოხუცისგან მიღებული ცოდნა არაერთხელ გამომადგა ჩემს საქმიანობაში და მისი დახმარებით


საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო დავალებები მაქვს შესრულებული.

ერთხელ შჩუკინმა მიხმო და მკითხა:

– სეისმურ იარაღზე თუ გსმენია რამე?

– არაფერი. არსებობს ასეთი რამ?

– ჯერჯერობით, არა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ამ პროექტს ამუშავებს. საკმაოდ


სოლიდური თანხებია გამოყოფილი და ადრე თუ გვიან, ალბათ, ამ იარაღს შექმნის კიდეც.

– სეისმური, ანუ მიწისძვრის გამომწვევი? – დავაზუსტე მე, რაზეც შჩუკინმა მომიგო:

– კი ბატონო, მიწისძვრის გამომწვევი და, ხომ წარმოგიდგენია, რა დიდი და დამანგრეველი


ძალის მფლობელი გახდება ის, ვინც ამას ხელში ჩაიგდებს?

– უსაშინლესი, – დავეთანხმე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – სეისმური იარაღი ატომურ ბომბზე


არანაკლები ძალის იქნება და მთელი რიგი კომპონენტებით აჯობებს კიდეც მას.

– მართალი ხარ, მართალი, – თავი დამიქნია შჩუკინმა, – შენ კი აქ იმიტომ გიხმე, რომ ერთი
ოპერაცია დავგეგმოთ.

– დავგეგმოთ. ასეთები დაგვიგეგმავს და შეგვისრულებია?

– ასეთი ოპერაცია ჯერ არ ჩაგვიტარებია, – თავი გააქნია შჩუკინმა და მკითხა, – გადაბირების


ხელოვნება ხომ არ დაგავიწყდა?

– გადაბირების ხელოვნება?

– ჰო, რამ გაგაკვირვა? შენს დოსიეში ინსტრუქტორის დასკვნა დევს, რომელშიც წერია, რომ
უმაღლესი კატეგორის გადამბირებელი ხარ.
– მაგარი მოხუცი იყო. ნამდვილი პროფესიონალი და მისგან ყველაფერი ვისწავლე, მაგრამ, ჩვენს
გეგმასთან ის რა კავშირშია?

– ჩვენი გეგმა გადაბირებაზე უნდა ავაწყოთ და მთავარი მოქმედი პირი შენ იქნები.

– ვინ უნდა გადავიბირო?

– ოლივერ სეიმი, – მითხრა შჩუკინმა (ეს სახელი მოგონილია, სინამდვილეში იმ კაცს სხვა სახელი
აქვს).

– ეგ ვინაა?

– ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ამერიკელი მეცნიერი. ის სეისმურ იარაღზე


მუშაობს და ჩვენს სიაშია.

– მისი გადაბირება რას გვარგებს?

– იმას, რომ ინფორმაციებს მოგვაწვდის სეისმურ იარაღზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ამ


ინფორმაციებით ჩვენ ჩვენს მეცნიერებს მოვამარაგებთ, რომლებიც სამამულო სეისმურ იარაღს
შეგვიქმნიან და, ამერიკელები ამას რომ შეიტყობენ, ჩვენ წინააღმდეგ მის გამოყენებას ვერ
გაბედავენ.

– გამოდის, რომ ფულს ამერიკელები დახარჯავენ იარაღის შექმნაში, ჩვენ კი ამით ვისარგებლებთ
და ყველაფერს მზამზარეულად მივიღებთ, – ვუთხარი შჩუკინს, – გონებამახვილურია და
ეკონომიური.

– რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ ჩვენს დაზვერვას ასეთი პრაქტიკა უკვე აქვს და ატომური
ბომბიც სწორედ ასე შევქმენით.

– ეგ როგორ?

– ძალიან მარტივად. ბობი ოპენჰაიმერი ჩვენს დაზვერვას გადასცემდა ინფორმაციებს და,


საბჭოთა მეცნიერებს მხოლოდ ისღა დარჩენოდათ, ამერიკელების კოპირება მოეხდინათ, რაც
წარმატებით განახორციელეს და ამერიკას ძალიან მალე წაართვეს ატომურ ბომბზე მონოპოლია.
იცი, ვინ გადაიბირა ოპენჰაიმერი?

– წარმოდგენაც არ მაქვს.

– ბერიამ და სტალინმა პირადად. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მეოცე
საუკუნის ოცდაათიანი წლების შუაში, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერი ბობი ოპენჰაიმერი
მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც თავის უფროს საბჭოთა კოლეგებს შეხვდა. იმ პერიოდში საბჭოთა
ფიზიკოსები დიდი ალბათობით ვარაუდობდნენ, რომ ატომური იარაღის შექმნა შესაძლებელი
იყო. მათ ისიც იცოდნენ, რომ ამას დიდი დრო და ფინანსები, აგრეთვე, უმძლავრესი
ინდუსტრიული პოტენციალი ესაჭიროებოდა. საბჭოთა კავშირს კი ამის ფუფუნება არ ჰქონდა,
რადგან, მომავალი დიდი ომისთვის გაცხოველებული ემზადებოდა. ერთ-ერთი პირისპირ
შეხვედრის დროს, რომელიც სტალინის ზუბალოვოს აგარაკზე შედგა, ბერიას სტალინისთვის
უთქვამს:

– ამხანაგო სტალინ! ჩვენმა ფიზიკოსებმა საკმაოდ დასაბუთებულად მომახსენეს, რომ უახლოესი


ათი წლის განმავლობაში მსოფლიოში ატომური იარაღის შექმნაა შესაძლებელი. ესაა
უმძლავრესი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც არა მარტო დიდი ქალაქების, არამედ,
დიდი სახელმწიფოების მიწასთან გასწორება შეუძლია. თუმცა, მისი შექმნა არც ისე ადვილია და
ამას ძალიან მძლავრი სამრეწველო-ეკონომიკური რესურსები სჭირდება. ვერც ჩვენ და ვერც
გერმანია რესურსებს ამ ბომბის შესაქმნელად ვერ გამოვიყენებთ, რადგან, როგორც ჩვენ
ვვარაუდობთ და, ალბათ, ჰიტლერიც ასევე ფიქრობს, საბჭოეთი და გერმანია ერთმანეთს ომში
დაეტაკება.

ბერიას უცებ სიტყვა შეაწყვეტინა სტალინმა და უთხრა:

– როგორც ვხვდები, შენ გინდა თქვა, რომ, თუკი ჩვენ და გერმანია ატომურ ბომბზე მუშაობას ვერ
დავიწყებთ, ამას ამერიკა გააკეთებს – სწორად მივხვდი?

– დიახ, – დაუდასტურა ბერიამ და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, სტალინმა მას კვლავ
შეაწყვეტინა სიტყვა:

– მეტსაც გეტყვი: შენ, ალბათ, იმის თქმა გინდა, რომ ჩვენ ამერიკელების მიერ ატომურ ბომბზე
მიმდინარე სამუშაოები უნდა გავაკონტროლოთ და, როდესაც ისინი ბომბს გააკეთებენ,
გავაკეთოთ ჩვენც. მართალი ვარ?

– აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, – მიუგო ბერიამ სტალინს. ამ უკანასკნელმა კი ჰკითხა:

– ახლა ის მითხარი, როგორ აპირებ ამის გაკეთებას?

– ამჟამად მოსკოვში ახალგაზრდა ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი იმყოფება.


როგორც კი ამერიკელები ატომური ბომბის კეთებას დაიწყებენ, მაშინვე მას უხმობენ. ამიტომ,
მისი ახლავე გადაბირებაა საჭირო.

– მერე, მიდი, რას უყურებ?! „ჩეკას“ ამის მეტი რა ეხერხება?

– „ჩეკაზე“ უკეთ ამას თქვენ გააკეთებთ. მით უმეტეს, რომ ოპენჰაიმერი გაღმერთებთ და
უდიადეს პიროვნებად მიაჩნიხართ.

სტალინს, თურმე, გაეცინა ბერიას სიტყვებზე და უთხრა:

– მიდი, მომიყვანე. მივიღებ და დავამუშავებ. ახალგაზრდობაში, ჯერ კიდევ


რევოლუციონერობის დროს, ასეთი რაღაცეები ურიგოდ არ გამომდიოდა.

ერთი სიტყვით, ბერიამ ოპენჰაიმერი მეორე დღესვე ჩაუყვანა სტალინს ზუბალოვოში. დიდმა
ბელადმა ის ძალიან მოხიბლა და აღრთოვანებულ ამერიკელ მეცნიერს გამომშვიდობებისას
უთხრა:
– გახსოვდეს, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო, მოვა დრო და კაცობრიობის ბედის სასწორს ხელში
დაიჭერთ. აი, მაშინ გაიხსენეთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და კაცობრიობის სასიკეთოდ
იმოქმედეთ.

მოკლედ, ჩემო კოკი, სტალინის მიერ მოხიბლული და გადმობირებული ბობი ოპენჰაიმერი


თავიდან ბოლომდე „ჩეკას“ კონტორლის ქვეშ მუშაობდა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ
საბჭოეთმა ძალიან მალე შექმნა ატომური ბომბი. ეს ისტორია კი იმიტომ მოგიყევი, რომ ოლივერ
სეიმიც ოპენჰაიმერივით უნდა „დააბა“ და ჩვენზე ამუშაო.

– კი მაგრამ, ოპერჰაიმერი სტალინმა გადმოიბირა, მე კი ვინ ვარ მასთან შედარებით? –


გულწრფელად მეუხერხულა სტალინთან შედარება.

შჩუკინმა კი მითხრა:

– შენ გადმობირების სპეციალისტი ხარ, რასაც შენი ინსტრუქტორიც ადასტურებს. თანაც,


სტალინივით, შენც ქართველი ხარ და გაქვთ ქართველებს რაღაც განსაკუთრებული შარმი, რაც
ადამიანების მოხიბვლაში გეხმარებათ.

– ასე გგონიათ?

– დარწმუნებული ვარ, – მითხრა შჩუკინმა და დაამატა: – ოლივერ სეიმზე ისიც ვიცით, რომ ის
ზოგადკაცობრიულ ღირებულებებს პატივს სცემს და მიაჩნია, რომ კაცობრიობა მშვიდობიანად
უნდა თანაარსებობდეს. ამიტომ გირჩევ, რომ მასთან ურთიერთობაში სწორედ ამას „მიაწვე“ და,
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.

ორი დღის შემდეგ უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიმყოფებოდი და ოლივერ სეიმზე
ვნადირობდი. მართალია, ის „ცეერუს“ მეთვალყურეობისა და დაცვის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ,
მასთან დაკონტაქტება მაინც მოვახერხე. ეს ნიუ-იორკში, კალათბურთის მატჩის დროს მოხდა.
ჩვენ „შემთხვევით“ აღმოვჩნდით ტრიბუნაზე გვერდიგვერდ და ორივე ერთსა და იმავე გუნდს
ვქომაგობდით, თამაშის დასრულების შემდეგ კი ერთად აღვნიშნეთ საყვარელი გუნდის
გამარჯვება. სეიმი ძალიან განათლებული, გულღია და, შეიძლება ითქვას, მიამიტი ახალგაზრდა
კაცი აღმოჩნდა. ის თამამად გამოთქვამდა აზრებს და თავისი ქვეყნის მთავრობას აკრიტიკებდა
ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.

– იცი რა, ჯიმ? – მითხრა ოლივერმა, რადგან მე მას ამ სახელით გავეცანი, – ბევრს ლაყბობენ
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, სინამდვილეში კი ამ მხრივ სასიკეთო
არაფერი კეთდება. აი, თუნდაც, შავკანიანების საკითხს შევეხოთ. დიდი ხანია, მონობა გაუქმდა,
ის საცოდავები კი დღემდე დისკრიმინაციას განიცდიან.

– რამდენადაც ვიცი, პლანტაციებზე მათ არავინ ამუშავებს, – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი


სეიმს, მან კი მომიგო:
– პლანტაციები რა შუაშია. აბა, მითხარი, რამდენი შავკანიანია კონგრესში, სენატში, ან, რამდენია
მილიონერი ზანგი? რამდენი და, არც ერთი და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენთან ზანგები
კვლავ მონების სტატუსით სარგებლობენ.

– ხომ არ ამეტებ, ოლივერ?

– სულაც არა, ჯიმ, პირიქით. კინოში, თეატრში, ლიტერატურაში, თუკი ვინმე საშინელი და
უარყოფითი პერსონაჟია, ყველა ზანგია. შენი აზრით, რას ნიშნავს ეს? რას და იმას, რომ ჩვენს
ქვეყანაში თანასწორუფლებიანობის ბალანსი უკიდურესადაა დარღვეული.

ოლივერ სეიმთან დავა ადვილი საქმე არ იყო, რადგან ის პირდაპირ „ათიანში“ ურტყამდა.
თუმცა, ჩემი მოვალეობაც „ათიანში“ მორტყმა იყო და ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მას თავის
დაძვრენის საშუალება არ ჰქონოდა. ანუ, ჩემი არგუმენტებით ის თანამშრომლობაზე, ესე იგი,
ღალატზე უნდა დამეყოლიებინა და ეს კი ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მას თავი მოღალატედ არ
ეგრძნო.

ჩვენი გაცნობისა და დამეგობრების სამი კვირის თავზე ოლივერს მანქანით გავუარე და


ქალაქგარეთ, ბუნების წიაღში წავედით, როგორც მას უყვარდა თქმა – საფილოსოფოსოდ. ჩვენ
უზარმაზარი ხის ძირში ვისხედით, ცივ „კოკას“ ვსვამდით და ჩიტების გალობას ვუსმენდით.
მცირე პაუზის შემდეგ ოლივერს ვუთხარი:

– ამდენი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და შენი პროფესიის შესახებ არაფერი ვიცი. თუმცა, ეს არც
ისე ძნელი გამოსაცნობი უნდა იყოს.

– შენ ასე ფიქრობ? – გაეცინა ოლივერს.

– რა თქმა უნდა. შენ ან იურისტი ხარ, ან ლიტერატორი, ან – ორივე ერთად. ისე დახვეწილად და
თანმიმდევრულად მსჯელობ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ამ პროფესიის ადამიანებს ძალუძთ.

– არა. შენ შეცდი, სათოფეზეც კი ვერ მიუახლოვდი ჩემს პროფესიას.

– აბა, ვინ ხარ?

– ფიზიკოსი.

– ფიზიკოსი? უცნაურია. შენ სულ ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობ, ფიზიკა კი ერთხელაც არ


გიხსენებია.

– ფიზიკაში რამე გაგეგება?

– არა, მაგრამ, მაინც საინტერესოა, რას საქმიანობ.

– ისეთს არაფერს, სეისმურ საკითხებზე ვმუშაობ, – უხალისოდ მომიგო ოლივერმა და დაამატა, –


ამას ჯობია, სადმე აუზზე წავიდეთ და გავგრილდეთ.
ოლივერ სეიმისთვის მეტი აღარაფერი მიკითხავს. ჩვენ ნიუ-იორკში დავბრუნდით და ერთ-ერთ
საზაფხულო აუზზე გავატარეთ მთელი საღამო. ერთი კვირის შემდეგ კი მე და ოლივერი კვლავ
შევხვდით ერთმანეთს და საუბარში შევაპარე:

– რას შვრები, როგორ მიდის შენი მუშაობა. დედამიწის ქერქი ხომ ჯანმრთელადაა და
ტევტონური ქანების ძვრის საშიშროება ხომ არ არსებობს?

– ოჰო, შენ სპეციფიკური ტერმინებიც გცოდნია. საიდან?

– მთელი კვირა სპეციალურ ლიტერატურას ვსწავლობდი. ხომ უნდა ვიცოდე, რას საქმიანობს
ჩემი საუკეთესო მეგობარი?

– მერწმუნე, ჯიმ, რომ დიდად საინტერესოს არაფერს ვაკეთებ. თანაც, ჩვენი სამუშაოები
გასაიდუმლოებულია.

– ეს უკვე საინტერესოა. მაინც, რას უმალავთ კაცობრიობას?

– ჯერჯერობით არაფერს. მაგრამ, ჩვენს კვლევებს სულ მალე შეესხმება ხორცი და მაშინ მართლა
გვექნება დასამალი.

– ოლივერ, ერთი რამ რომ გითხრა, ხომ არ გამიბრაზდები?

– არა, რატომ უნდა გაგიბრაზდე?

მე მცირე პაუზა გავაკეთე, მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და ობიექტის გადმობირების


აქტიური ფაზა დავიწყე:

– მე შენთან უპირველესად, იმიტომ ვმეგობრობ, რომ შენთვის პრიორიტეტია ადამიანი,


პიროვნება და, მიგაჩნია, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანი უნდა იყოს.
რაც შეეხება შენს საიდუმლო სამუშაოებს, ვფიქრობ, რაღაც სახელმწიფო ავანტიურაში ხარ
ჩართული და ეს ყველაფერი ადამიანების წინააღმდეგაა მიმართული – მე გავჩუმდი და
ოლივერს მივაჩერდი. ის კი შეცბა, ჩაფიქრდა და მითხრა:

– იცი, შენ მართალი ხარ. მე მხოლოდ მეცნიერის ჟინი და აზარტი მამოძრავებდა და არც კი
დავფიქრებულვარ, რა ზიანის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის იმ იარაღს, რომლის შექმნაზეც
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ასე მოხდა ატომურ ბომბთან დაკავშირებითაც. ჯერ შექმნეს, შემდეგ
გამოიყენეს და იქ ხალხი დღემდე იღუპება. არა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. მე ხვალვე
შევკრებ ჩემს კოლეგა ფიზიკოსებს. ყველაფერს ავუხსნი და, დარწმუნებული ვარ, ისინი უარს
იტყვიან სეისმური იარაღის შექმნაზე.

ოლივერის ასეთი რადიკალური ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობდა და მშვიდად ვუთხარი:

– ოლივერ, ჩვენ მეგობრები ვართ თუ არა?

– რა თქმა უნდა, ჯიმ. ჩვენ მეგობრები და თანამოაზრეები ვართ.


– ჩემი ხომ გჯერა?

– მჯერა. რომ არა შენ, მე არც კი დავფიქრდებოდი, ისე გავაკეთებდი ამ საშინელ, დამანგრეველ
იარაღს, რომელიც, შეიძლება, ატომურ ბომბზე ბევრად საშიში აღმოჩნდეს მომავალში.

– მაშინ, მოდი, მსჯელობას მივყვეთ და ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, საბოლოო


გადაწყვეტილება კი ამის მერე მივიღოთ.

– კი ბატონო, გავაანალიზოთ.

– ოლივერ, ჩემო მეგობარო, მე დარწმუნებული ვარ, ყველა შენი კოლეგა შენნაირად არ ფიქრობს
და ერთიც რომ წავიდეს შენი იდეის წინააღმდეგ, ამ საშინელ იარაღზე მუშაობა მაინც
გაგრძელდება, სამუშაოებს უფრო მეტად გაასაიდუმლოებენ, იარაღს მაინც შექმნიან და,
შეიძლება კატასტროფა გამოიწვიონ. შენ კი, უბრალოდ, გაგაქრობენ. აბა, დაფიქრდი ჩემს
სიტყვებზე და მიპასუხე, მართალი ვარ თუ არა.

ოლივერი დაფიქრდა და მითხრა:

– მართალი ხარ. შეიძლება, ერთი-ორი ჩემი კოლეგა დამეთანხმოს, დანარჩენები კი – არა. თუმცა,
ის ერთი-ორიც არ დამიჭერს მხარს. რა ვქნათ?

– რა და, იარაღზე მუშაობა უნდა განაგრძო.

– გავნაგრძო და სუპერმონსტრი შევქმნა?

– სხვა გზა არ არის. სამაგიეროდ, ამ იარაღის შესახებ ინფორმაცია რუსებს უნდა გადავცეთ, რომ
მათაც შექმნან ეს იარაღი და, ასეთ შემთხვევაში, მისი გამოყენების შანსი ნულს გაუტოლდება. აბა,
დაფიქრდი, თუ მართალი არ ვარ.

– მაგაშიც მართალი ხარ.

– რა თქმა უნდა, მართალი ვარ – სამწუხაროდ, მართალი ვარ. ატომურ რბოლაშიც ასე არ არის?!
ამერიკასა და რუსეთს ერთმანეთის რომ არ ეშინოდეთ, აქამდე ისე გამოიყენებდა ატომურ ბომბს
ერთ-ერთი მხარე, რომ თვალსაც არ დაახამხამებდა.

– მართალი ხარ, მართალი, მაგრამ, რუსებს როგორ დავუკავშირდეთ?

– შენ წერილი უნდა დაწერო, სადაც ვინმე მაღალჩინოსან რუსთან შეხვედრას მოითხოვ იმ
საბაბით, რომ მას ზოგადსაკაცობრიო ფასეულობის საფრთხეზე უნდა ესაუბრო. ამ წერილს მე
საბჭოთა საელჩოში მივიტან და, როცა იმ მაღალჩინოსანს შეხვდები, ყველაფერს მოუყვები.
შემდეგ კი ის გეტყვის, თუ როგორ მოიქცე მომავალში.

ოლივერ სეიმმა ჩემი კარნახით მართლაც დაწერა წერილი, რომელიც მე გადმომცა და მითხრა:

– ჯიმ, იცოდე, ფრთხილად იყავი.


– დარდი ნუ გაქვს, ჩემო მეგობარო, ყველაფერი კარგად იქნება, – მივუგე ოლივერს და წერილი
ჯიბეში ჩავიდე.

ოლივერ სეიმის წერილი ცენტრში გადაიგზავნა (ის დღემდე „ეფესბეს“ არქივში ინახება), სამი
დღის შემდეგ კი ახალგაზრდა ამერიკელ მეცნიერს საბჭოთა მზვერავი შეხვდა, რომელმაც მასთან
საქმიანი ურთიერთობა დაამყარა და ნიჭიერი ფიზიკოსი უძვირფასესი ინფორმაციის
მომწოდებელი გახდა. სეისმურ იარაღს ამერიკელები და საბჭოელები ერთდროულად
აკეთებდნენ და ხუთი წლის შემდეგ ორივე მხარეს ჰქონდა ეს უმძლავრესი იარაღი. ამიტომ,
ამერიკამ რომ ის გამოსცადა და გაიგო, რომ საბჭოელებმაც იგივე ქნეს, „ცეერუ“ შოკირებული იყო
და გამოძიება დაიწყეს. თუმცა, ოლივერი ვერ აღმოაჩინეს და ის დღემდე ამერიკის წამყვანი
მეცნიერია.

ამ ისტორიაში საინტერესო ისიცაა, რომ ოლივერს ჩემს არაამერიკელობაში წამითაც არ შეჰპარვია


ეჭვი და, აბა, რას წარმოიდგენდა, რომ მე საბჭოთა მზვერავი ვიყავი. მას ბოლომდე პაციფისტი და
ზოგადსაკაცობრიო იდეალების ტრფიალი ვეგონე. ეს ოპერაცია კი იმით დასრულდა, რომ მე, მის
თვალწინ, ოკეანეში, დიდი ღელვის დროს, ტალღებში დავიხრჩვი. სინამდვილეში, დამხმარე
ჯგუფმა ყვინთვით გამიყვანა იქიდან. ორი დღის შემდეგ კი საბჭოთა კავშირში დავბრუნდი და
შჩუკინს ვეახელი, რომელმაც შემაქო:

– ყოჩაღ, კოკი. შენ არა მარტო კარგი მებრძოლი, არამედ, საუკეთესო გადმომბირებელიც ხარ და
შენი მასწავლებელი შენს შეფასებაში არ შემცდარა.

– სეიმმა როგორ გადაიტანა ჩემი დაღუპვა?

– ძალიან მძიმედ. შენ რომ დაიხრჩვი, ის წყალში შემოვარდა შენს საშველად და უეჭველად
დაიხრჩობოდა, ჩვენი დაზღვევის ჯგუფის ბიჭებს რომ არ ეყოჩაღათ.

– საცოდავი, მან ხომ ჩემი სახით გულწრფელი მეგობარი დაკარგა, – ვთქვი მე და ოლივერი
მართლაც ძალიან შემეცოდა, რადგან მას უერთგულეს ადამიანად მივაჩნდი. თუმცა, ულმობელმა
ცხოვრებამ მას ჩემი თავი სამუდამოდ წაართვა...

მაიამის „ტრაგედიის“ მსგავსად, ჩემს „კაგებეშნიკურ“ კარიერაში კიდევ რამდენჯერმე მომიწია


სიკვდილი. ყველა ეს სცენა უზადოდ იყო დადგმული ჩემი კოლეგების დახმარებით და, რომ
იტყვიან, არასდროს „დავმწვარვარ“. მაგრამ, შემთხვევითობა არაფერში არ არის გამორიცხული
და ასეთი რამ მეც დამემართა, თუმცა, ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დასრულდა.

ერთხელ, ცენტრის დავალებით, ერთი მილიარდერის ქვრივი „შევაბი“ და მასთან ორი კვირა
გავატარე. ხოლო, როდესაც საჭირო ინფორმაციები მოვიპოვე, უნდა გავუჩინარებულიყავი, ანუ,
იმ ქალის თვალწინ „დავღუპულიყავი“, რადგან სხვაგვარად ის ძებნას დამიწყებდა, რაც
სასურველი არ იყო.

დაღუპვის სცენა კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულთან გათამაშდა, როცა ჩემი სპორტული
კატერი წვეტიან კლდეს შეასკდა და აფეთქდა, მე კი ქალის თვალწინ „დავნახშირდი“... ჩემი
„სატრფო“ სულ რაღაც ასიოდე მეტრში იმყოფებოდა იმ ადგილიდან, მე კი კლდეებში ჩამალული
ვადევნებდი თვალს მის ვაი-ვიშს და გულში მეცინებოდა, თუმცა, ის ქალი მაინც მეცოდებოდა.

სამი თვის შემდეგ ცენტრმა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე გამგზავნა ერთი მისიის
შესასრულებლად, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ერთ-ერთ კაზინოში მე ერთი ობიექტი უნდა
მომეკლა და სასწრაფოდ გავცლოდი იქაურობას.

დავალების შესრულებისას სმოკინგში ვიყავი გამოწყობილი, ბლანჟე მქონდა მოშვებული და


სათვალე მეკეთა. ობიექტს სამი დღე ვუთვალთვალე და, შესრულების დრო რომ მოვიდა,
შხამიანი ავტოკალამი გადავტენე და მთელი არსებით გადავერთე ობიექტზე. ის „რულეტკას“
თამაშობდა და უკვე მიზანში მყავდა ამოღებული, როდესაც ვიღაცამ მკვეთრად შემოატრიალა
და, რომ შევხედე, ჯინა შევიცანი – სწორედ ის მილიარდერი ქვრივი, რომლის თვალწინაც სამი
თვის წინ „დავიღუპე“ კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე. მართალია, გარეგნობა შენიღბული
მქონდა, ძალიან ინტელიგენტურად მეცვა და შენიღბულიც ვიყავი, მაგრამ, ჯინამ მაინც მიცნო და
შეჰყვირა:

– ღმერთო ჩემო, საიმონ, შენ აქ როგორ გაჩნდი?

წარმოიდგინეთ, რამხელა ძალისხმევაა საჭირო, რომ ასეთ მომენტში არ „დაიწვა“. მე მთელი ჩემი
ნებისყოფა მოვიკრიბე და ჯინას მივუგე:

– სამწუხაროდ, თქვენ ცდებით, ქალბატონო. მე რობერტი მქვია და არა საიმონი. ვიღაცაში


შეგეშალეთ.

– შემეშალეთ?

– დიახ, შეგეშალეთ. ბოდიშს გიხდით, უნდა წავიდე, – მივუგე ჯინას, ობიექტს ავტოკალმიდან
ჩუმად ვესროლე შხამიანი ისარი, მოვკალი და კაზინოდან გამოვედი.

ჯინა გამომეკიდა, კაზინოს კართან შემაჩერა და მკითხა:

– შენ საიმონი არ ხარ?

– ქალბატონო, მე რობერტი მქვია, – შევუსწორე ქალს, რომელმაც აღგზნებულად მითხრა:

– ბოდიშს გიხდით, რობერტ! თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს.

– ბრძანეთ, ქალბატონო, – ვუთხარი ჯინას, თან კაზინოს სიღრმისკენ გავიხედე, სადაც უკვე
ჩოჩქოლი იყო ატეხილი და ექიმსა და პოლიციას იძახებდნენ.

– მისტერ რობერტ, მე ჯინა მქვია.

– ძალიან სასიამოვნოა, რობერტი, – მივუგე ქალს და გარეთ გავედი. ჯინაც გამომყვა და მითხრა:

– პატივი დამდეთ და ნომერში მეწვიეთ. მე საპრეზიდენტო აპარტამენტებში ვცხოვრობ.

– კეთილი, გეწვევით. ახლა კი უნდა დაგტოვოთ. მეგობარი მელოდება და ვერ დავაღალატებ.


– ქალი?

– არა, კაცი.

– კეთილი. წაბრძანდით მეგობართან. მე კი თქვენ ზუსტად შვიდზე გელოდებით და, იცოდეთ, არ


დამაღალატოთ. თქვენთან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

რა თქმა უნდა, არანაირი მეგობარი არ მელოდებოდა და კაცი შეგნებულად ვახსენე, რადგან,


ვიცოდი, რომ ჯინა სექსს მომთხოვდა და ლოგინში რომ ჩამეწვინა, გავიშიფრებოდი. ამიტომ
ჰომოსექსუალობა გავითამაშე და ნომერში რომ ვეწვიე, უკვე წინასწარ მქონდა მომზადებული
სათქმელი.

– საიმონ, ბოდიში, რობერტ, მოხვედი? – მითხრა ჯინამ და გაშლილ სუფრასთან მიმიყვანა,


რომელიც საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჰქონდა შეკვეთილი.

– ჯინა, მე პირდაპირ გეტყვით, რომ ქალებისადმი არანაირი ინტერესი არ გამაჩნია და მხოლოდ


კაცებთან ვმეგობრობ. ანუ, ჩვენ სექსი არ გამოგვივა.

ჩემს სიტყვებს ქალი არც კი შეუცბუნებია, მან გამიღიმა და მითხრა:

– არა უშავს, უბრალოდ, ვიმეგობროთ.

– ვიმეგობროთ. ცხოვრებაში სექსი არ არის მთავარი, – მივუგე ჯინას.

მე და ჯინამ ერთად ორი დღე გავატარეთ, მაგრამ მე თვითმფრინავში „ავფეთქდი“ და უკვე


სამუდამოდ დავშორდი მილიარდერის ქვრივს. თუმცა, ამით ეს პრობლემა არ ამოწურულა და
„კაგებეს“ კიდევ ერთი ოპერაციის ჩატარება მოუწია კვალის საბოლოოდ წასაშლელად. მე ამ
ოპერაციაში არ ვმონაწილეობდი და ის სხვებმა შეასრულეს.

– ქალების კერპო, როგორ ხარ, ჯინა ხომ არ მოგენატრა? – მკითხა შჩუკინმა, როდესაც
თვითმფრინავში „აფეთქებიდან“ ორი კვირის შემდეგ, მას კაბინეტში ვეწვიე, მანამდე კი ჩემი
შეწყვეტილი დასვენება დავასრულე ბაიკალის ტბაზე.

– დიდი აბეზარი ქალია. კიდევ კარგი, რომ თვითმფრინავში „ავფეთქდი“, თორემ, ალბათ, ძებნას
დამიწყებდა და, შეიძლება, პრობლემებიც შეექმნა ჩვენთვის, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– გვიქმნიდა კიდეც, ჩვენს ბიჭებს რომ არ ეყოჩაღათ.

– რა მოხდა?

– რა და, – შჩუკინმა თავი გააქნია და გაეცინა, – როგორც ეტყობა, ფარულად სურათები


გადაგიღო და, კიდევ კარგი, რომ თავადვე დაუბეჭდავს. ერთი დიდი ალბომი სავსე ჰქონდა შენი
ფოტოებით და ის ალბომი თავის ფირიანად მოვპარეთ.

– კი მაგრამ, საიდან გაიგეთ, რომ მას ჩემი სურათები ჰქონდა?


– ეგაა სწორედ მთავარი. კიდევ კარგი, რომ დროზე აღმოვაჩინეთ და გავაუვნებელვყავით, –
მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – მის ფეშენებელურ ვილაში ერთ-ერთ მსახურად ჩვენი აგენტი
მუშაობს, რომელიც იმ გიჟს აკონტროლებს. ადრიატიკიდან დაბრუნების შემდეგ, შენი
სიკვდილით თავზარდაცემულ ჯინას შენი უზარმაზარი პორტრეტი დაუბეჭდავს და, თურმე,
სახლის ფასადზე აპირებდა გამოკვრას. ზუსტად ისევე, ჩვენში, უფრო სწორად კი, თქვენთან,
დასავლეთ საქართველოში რომ იციან. სწორედ ამის გამო დაგვჭირდა პატარა ოპერაციის
ჩატარება. ჩვენმა ბიჭებმა ძარცვა გაითამაშეს, ფეშენებელური ვილა გადაწვეს და შენი კვალი იქ
ამგვარად წაშალეს.

– როგორ ვყვარებივარ, – ვიხუმრე მე.

– შენ ხუმრობ და, სახუმაროდ ნამდვილად არ გვექნებოდა საქმე, იმ გიჟს შენი უზარმაზარი
პორტრეტი სახლის ფასადზე რომ გამოეკრა. ეს უმალვე პრესისა და ტელევიზიის ყურადღებას
მიიპყრობდა, გაზეთებსა და ეკრანზე მოხვდებოდი და ასე გაიშიფრებოდა მსოფლიოში
საუკეთესო ჩვენი თანამშრომელი.

– ტრაგიკომიკური სიტუაცია იყო და განგებამ გვიხსნა, თორემ, რომ გავშიფრულიყავი, მაშინ, ან


გარეგნობა უნდა შემეცვალა პლასტიკური ოპერაციით, ან სხვა სამუშაოზე გადავსულიყავი. მე კი
არც ერთი არ მინდოდა და ასეთ რამეზე არც არასოდეს მიფიქრია, ყოველთვის ისე ვიყავი
შეჩვეული ჩემს გარეგნობასა და მუშაობის სტილს.

ერთხელ შჩუკინმა კაბინეტში დამიბარა და მითხრა:

– როგორ ხარ, კოკი, ხომ არ დაიღალე?

– რისგან, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– მომქანცველი და სახიფათო სამუშაოსგან, ჩემო კარგო. აი, უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც
ბეწვის ხიდზე დადიხარ და, არ მოგბეზრდა მაინც?

– რაშია საქმე, ამხანაგო გენერალო. რამეში ხომ არ შევმცდარვარ მუშაობისას, ასეთ კითხვას რომ
მისვამთ? – მშვიდად და მტკიცედ ვკითხე გენერალს, რომელმაც ღიმილით მომიგო:

– არა, პირიქით, შენს მუშაობაში ყველაზე ტენდენციური და მკაცრი რევიზორიც კი ბეწვს ვერ
იპოვის.

– აბა, რაშია საქმე?

– უბრალოდ, შენი კაბინეტურ მუშაობაზე გადაყვანა ხომ არ აჯობებდა?

– კაბინეტურზე? კი, მაგრამ კაბინეტში რა უნდა ვაკეთო?

– სპეცოპერაციებს უხელმძღვანელო, ახალგაზრდა, გამოუცდელ კოლეგებს შენი დიდი


გამოცდილება გაუზიარო. ერთი სიტყვით, ჩემი მარჯვენა ხელი იქნები და საკმაოდ მოზრდილი
და კომფორტული კაბინეტიც გექნება.
– არა, კატეგორიულ უარს ვაცხადებ. კაბინეტი ჩემი სტილი არაა. ჩემი დანიშნულება სულ სხვა
საქმეა. თუ აღარ გაწყობთ ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მაშინ, პირდაპირ
მითხარით. კაბინეტზე კი ლაპარაკიც ზედმეტია!

– კარგი, ასეც ვიცოდი, შენმა გაჭრა, – მითხრა შჩუკინმა, – მაშინ, მორიგი დავალების
შესასრულებლად მოემზადე.

– ყოველთვის მზად ვარ. რა უნდა გავაკეთო?

ვიქტორ იაკოვლევიჩმა უჯრიდან შავ-თეთრი ფოტოსურათი ამოიღო, მაჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა ობიექტი.

ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება საბჭოთა პარტიული იერარქიის ერთ-ერთი უმაღლესი


წარმომადგენელი იყო. ასეთ ადამიანებს კი სპეციალური სანქციის გარეშე არ კლავდნენ და
მივხვდი, რომ ლიკვიდაციის ბრძანება მთლად ზემოდან იყო წამოსული. ამიტომ, ვიქტორ
იაკოვლევიჩს ვუთხარი:

– ალბათ, რაღაცაში ძალიან შეცდა.

შჩუკინმა გაზეთი „პრავდა“ დამიდო წინ, რომლის პირველ გვერდზეც ლეონიდ ბრეჟნევის
უზარმაზარი პორტრეტი იყო დაბეჭდილი. მან თითი დაადო პორტრეტს და მომიგო:

– რაღაცაზე გული ძალიან ატკინა და, თან, არა უბრალო რამეზე, არამედ, უმნიშვნელოვანესზე.
მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. მოკლედ, სამშობლოს უღალატა.

– გასაგებია. ლიკვიდაციის რომელი ფორმაა გამოსაყენებელი, თვითმკვლელობა ხომ არა?

– ჰო.

ყველაფერი გასაგები იყო. უმაღლესი ხელისუფალი, რომელზეც თვით ბრეჟნევი იყო გამწყრალი,
ისე უნდა მომეკლა, რომ ამ ამბისთვის თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭებინათ.

მოგვიანებით, ამ მაღალჩინოსნის სიკვდილმა დიდი რეზონანსი გამოიწვია მსოფლიო პრესაში


და ის ლამის კომუნიზმთან მებრძოლ წმინდანადაც კი შერაცხეს. სინამდვილეში კი, ის
ბრეჟნევის უმთავრესი კონკურენტი იყო ხელისუფლებისთვის ბრძოლაში და ლეონიდ ილიჩმა
ის, უბრალოდ, თავიდან მოიშორა. თუმცა, „პრავდის“ პირველ გვერდზე გამოქვეყნებულ
ნეკროლოგში პირველი სწორედ ბრეჟნევი აწერდა ხელს.

ობიექტის აგარაკი მოსკოვის მახლობლად, სამთავრობო ზოლში მდებარეობდა და შორიახლო


თვით ბრეჟნევის აგარაკი იყო განლაგებული. იქ კი წინა ღამეს მოვხვდი, სადაც ფურგონიანი
მანქანით შემიყვანეს და „მასპინძელს“ მთელი ღამე ველოდებოდი. ის დილით გამოჩნდა ორ
ქალთან ერთად, დაცვა დაითხოვა და, სანამ ჩვეულ ორგიას დაიწყებდა, უზარმაზარ სააბაზანოში
განმარტოვდა შხაპის მისაღებად. მე ის ჯერ კისერში ჩარტყმით გავთიშე, შემდეგ სამართებლით
ვენა გადავუსერე, თბილ აბაზანაში ჩავაწვინე და სისხლისგან რომ დაიცალა, მხოლოდ მერე
დავტოვე იქაურობა.
– უზადო და ძალიან მახვილგონივრული შესრულება იყო, – შემაქო მუხინმა, რომელიც
უშუალოდ კურირებდა ამ საქმეს, – ამაღამვე გაემგზავრე ყირიმში, შენთვის იალტაში ნომერია
დაჯავშნილი გუშინწინიდან და მესამე დღეა, რაც იქ ცხოვრობ, გასაგებია?

– გასაგებია, ანდრეი ლუკიჩ.

– წადი, დაისვენე.

ყირიმში რომ მივფრინავდი, გზაში ჩემ მიერ გაკეთებულ საქმეზე ვფიქრობდი და, ისიც კი
გავიფიქრე – თავიდან ხომ არ მიშორებენ და მოსკოვიდან ასე შორს იმიტომ ხომ არ გამგზავნეს-
მეთქი.

სამი თვის მერე მე და შჩუკინი ბუნების წიაღში შევხვდით ერთმანეთს და თევზის სუპის – უხას
ჭამისას, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– გულზე ხელი დაიდე და მითხარი, იალტაში რომ მიფრინავდი, რას ფიქრობდი?

– როდის, ამხანაგო გენერალო?

– სამი თვის წინ.

– ისეთს არაფერს.

ვიქტორ იაკოვლევიჩს გაეცინა და მითხრა:

– დარწმუნებული ვარ, გეგონა, რომ თავიდან მიშორებენო. მართალს ვამბობ?

– კი, ასე იყო.

– და, არც გამტყუნებ, ჩემო კარგო. შენ აბსოლუტურად მართალი იყავი და ასეთი საქმის მერე
შემსრულებელსაც კლავენ. თუმცა, შენ სულ სხვა ხარ. შენ ჩვენი ნომენკლატურის
განსაკუთრებული წევრი ხარ და განსაკუთრებულად გენდობით. სწორედ ამიტომ ხარ ცოცხალი
და ბუნების წიაღშიც იმიტომ გამოგიყვანე, რომ ეს მეთქვა შენთვის. ხომ იცი, ლუბიანკაზე
კედლებსაც ყურები აქვს. ასე რომ, ნურაფრის გეშინია, ჩემო კარგო, და ჩვეულებრივ რეჟიმში
შეგიძლია იმუშაო.

იმ პერიოდისთვის შჩუკინთან უკვე ძალიან ახლო დამოკიდებულებაში ვიყავი, მაგრამ, ამ


აღიარების შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით და, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მათთვის
ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ვიყავი.

– დიდი მადლობელი ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, იმ უდიდესი ნდობისთვის, რომელსაც თქვენ


ჩემ მიმართ გამოხატავთ, – ვუთხარი შჩუკინს და გავუღიმე.

იმავე შეხვედრის დროს შჩუკინმა მითხრა:

– დაიხსომე, ჩემო კარგო, რომ კეთილსაიმედო ადამიანები ჩვენთან ორმაგად არიან


დაფასებულნი და სწორედ მათ რიცხვში შედიხარ შენ. ჩვენთან უფრო თანამშრომლობა და
საქმიანი ურთიერთობებია მიღებული, ვიდრე მეგობრობა, მაგრამ, ჩათვალე, რომ ჩვენ
მეგობრები ვართ, ეს კი თანამშრომლობაზე ბევრად მეტია და გაფრთხილება სჭირდება...

იმ თევზაობიდან და უხის ჭამიდან მრავალმა წყალმა ჩაიარა და ვიქტორ იაკოვლევიჩთან კიდევ


არაერთი საქმიანი თუ არაფორმალური შეხვედრა მქონდა, თუმცა, მსგავსი საუბარი აღარ
გვქონია და არც იყო საჭირო, რადგან, ყველგან და ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერასა და
ფარულ ძალას. სახუმარო საქმე არაა, როდესაც „კაგებეს“ ძლევამოსილი გენერალი გთავაზობს
მეგობრობას და ხელს გიწვდის. ჩემი მხრივ, არც მე დამიხევია არასდროს უკან და ყოველთვის
იმას ვაკეთებდი, რასაც მკარნახობდა სინდისი და ის უდიდესი მოვალეობის გრძნობა, რომელსაც
ჩემი სამშობლოს წინაშე განვიცდიდი. იმ წლებში კი ჩემი სამშობლო საბჭოეთი იყო, რომელშიც
საქართველოც შედიოდა და მზად ვიყავი, ყველასა და ყველაფრისთვის თავი გამეწირა. ანუ, იმ
პერიოდში მე სულით ხორცამდე საბჭოთა პატრიოტიზმით ვიყავი გამსჭვალული და მართალია,
ქართული ფესვები არასოდეს დამიკარგავს, მაგრამ, რუსი, უკრაინელი და ნებისმიერი სხვა
საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ისევე ახლობელი იყო ჩემთვის, როგორც ქართველი.
შეიძლება, ვცდები, მაგრამ, დღემდე ვფიქრობ, რომ საბჭოთა პატრიოტიზმი არც ისე ცუდი იყო
და იმ ინტერნაციონალურ სახელმწიფოში უფრო მეტად ინარჩუნებდა ყველა ერი თავის
ეროვნულ თვითმყოფადობას, ვიდრე დღეს, ამ ბაბილონის გოდოლში...

რამდენიმე წლის წინ მე და შჩუკინი ერთმანეთს მოსკოვში შევხვდით, სადაც მე, უბრალოდ, ჩემი
სახლის სანახავად ვიყავი ჩასული და იქ სამი დღე გავჩერდი. ვიქტორ იაკოვლევიჩი პატარა
რესტორანში დავპატიჟე, სადაც სიმყუდროვე იყო და შესანიშნავ კერძებს ამზადებდნენ. ჩვენ
საუცხოო არაყს ვსვამდით და რიგრიგობით ვამბობდით სადღეგრძელოებს. მეოთხე ჭიქაზე
ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– გულწრფელად მითხარი, კოკი, როგორ ფიქრობ, საბჭოთა კავშირის დაშლით საქართველომ


უფრო წააგო თუ რუსეთმა?

– უპირველესად, საბჭოთა კავშირმა წააგო, – მივუგე შჩუკინს, – მერე კი თითოეულმა


რესპუბლიკამ და, წარმოიდგინეთ, ბალტიისპირეთმაც კი, რომელიც, ერთი შეხედვით, სხვებზე
უკეთეს მდგომარეობაშია. რუსეთი და საქართველო კი ცალკე თემაა და, დარწმუნებული ვარ,
მეგობრობით უფრო მეტს მივაღწევდით, ვიდრე მტრობით.

– მე კი ვფიქრობ, რომ ამერიკის წაქეზებას არც რუსეთი უნდა აჰყოლოდა და არც საქართველო.
მე და შენ მაინც კარგად ვიცით, რაებს ხლართავდა ყოველთვის ლენგლი, რომ საბჭოელებს
შორის შუღლი ჩამოეგდო.

– ვიცით, – დავუდასტურე შჩუკინს, – თან, რამდენი გვიწვალია ამ ყველაფრის


გასანეიტრალებლად და მაინც არაფერი გამოგვივიდა.

– გამოგვივა.

– ხუმრობთ, ამხანაგო გენერალო?


– სულაც არა. აი, ნახავ, თუ არ ვაჯობოთ ამერიკელებს, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და
ხუმრობით დაამატა, – არ გახსოვს საბჭოთა დევიზი? – „დავეწიოთ და გავასწროთ ამერიკას.“

– ეეჰ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამერიკისთვის ჩვენ გასწრებული გვქონდა და ამ კრეტინმა,


გამყიდველმა პოლიტიკოსებმა უიმედოდ დაგვხიეს უკან.

– ისევ წინ წავალთ. ჩვენს წინსვლას გაუმარჯოს!

შჩუკინის სიტყვები უფრო ქარაგმული ნათქვამი იყო, ვიდრე უსაფუძვლო ოპტიმიზმი და.
მართალია, ძალიან კარგად ვიცნობდი ვიქტორ იაკოვლევიჩს, მაგრამ, მის აზრებში ბოლომდე
ჩაწვდომა მაინც ვერ მოვახერხე.

– გაუმარჯოს! – გავიმეორე მე და დავამატე, – თუმცა, არა მგონია, რომ საბჭოეთი აღდგეს.

– ეს არცაა საჭირო, ჩემო კარგო, – ეშმაკურად ჩამიკრა თვალი გენერალმა, – ჩვენ უკეთესი
კავშირი გველოდება, უფრო ძლიერი, მონოლითური და მეგობრული, აქედან გამომდინარე კი –
ძლევამოსილი, ვიდრე ეს დიადი საბჭოთა კავშირი იყო.

მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვები სასმელისთვის მიმეწერა,
მაგრამ ის მთვრალი არ იყო და სახეზე ეტყობოდა, რომ, რასაც ამბობდა, ნამდვილად სწამდა.

– და, რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს?

– რა, ჩემო კოკი და, ქართველებისა და რუსების გონიერება, სიმტკიცე, თუ გნებავს – ამბიციები
და, რაც მთავარია, ის ორასწლიანი ერთად თანაცხოვრების გამოცდილება, რაც საქართველოში
რუსული ოკუპაციის შედეგად დაგროვდა. ოკუპაცია, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ, ამ ფაქტს
დადებითი მხარეებიც ჰქონდა.

– წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ასეთი სიტყვები რომ საბჭოთა კავშირის დროს გეთქვათ


ლუბიანკაზე, – ღიმილით ვუთხარი გენერალს, – ხომ გახსოვთ, ამბობდით, კედლებსაც ყურები
აქვსო.

– რა მოხდებოდა და, მომსპობდნენ, თანაც, არა მარტო მე, არამედ, ჩემს მსმენელებსაც, – მითხრა
შჩუკინმა, – და, შენ წარმოიდგინე, რომ მაშინაც ასე ვფიქრობდი. თუმცა, ამას ვერც ხმამაღლა
ვიტყოდი და არც იყო საჭირო.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რატომ გგონიათ, რომ ჩვენი ქვეყნები ასეთ რამეზე წავლენ?

– მათ ხალხი აიძულებს ამის გაკეთებას, ხალხის უკან კი ჩვენ ვიდგებით, – მომიგო გენერალმა, –
აი, ნახავ, ასე თუ არ იქნება. ახლა კი ფირფიტა შევცვალოთ და სხვა მელოდიაზე გადავეწყოთ.

მე და შჩუკინმა კიდევ ორიოდე საათი დავყავით რესტორანში, მაგრამ, სულ სხვა თემებზე
ვსაუბრობდით და, ისე დავშორდით ერთმანეთს, ეს საკითხი აღარ წამოგვიწევია.

– აბა, ჩემო კოკი, მომავალ შეხვედრამდე. იმედია, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, –
მითხრა შჩუკინმა და რესტორნის წინ მდგარი ტაქსით გაემგზავრა სახლში.
მე ფეხით გასეირნება ვამჯობინე და გაჩახჩახებულ, ნახევრად დაცარიელებულ გამზირს
დინჯად გავუყევი, თან გენერლის თითოეულ სიტყვას ვიხსენებდი, ვშიფრავდი და იმ
დასკვნამდე მივედი, რომ, საკმაოდ ახალგაზრდული ასაკის, შჩუკინი, რომელიც ფიზიკურად და
გონებრივად მშვენიერ ფორმაში იმყოფებოდა, ფარული ორგანიზაციის მმართველი თუ არა,
ერთ-ერთი მეთაური მაინც იყო და ჩემს გადაბირებას ცდილობდა. თუმცა, გადასაბირებელი
ნამდვილად არაფერი მჭირდა, რადგან, აბსოლუტურად ვეთანხმებოდი ყველა მის მოსაზრებას
და, მზად ვიყავი, შემოთავაზების შემთხვევაში, აქტიურად ჩავრთულიყავი ამ საქმიანობაში.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვიმუშავე „კაგებეში“, ჩემი გადაბირება
მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ სცადეს და, ისიც, არა უცხოურმა სპეცსამსახურებმა, არამედ
საბჭოთა უწყებამ, კერძოდ კი „გრუმ“, რომელიც, ტრადიციულად, „კაგებეს“ შეურიგებელი
მეტოქე იყო და „გრუელებს“ მიაჩნდათ, რომ ისინი „ჩეკისტებზე“ უკეთესები იყვნენ.

ერთ ცხელ ზაფხულს იალტაში ვისვენებდი ოჯახთან ერთად. მერი და ბავშვები ნაპირზე
იმყოფებოდნენ და მზის აბაზანებს იღებდნენ, მე კი წყალში შევცურე, ზურგზე დავწექი და
გავცურე, თან ჩემებს ვუყურებდი. სამასიოდე მეტრით რომ გავცდი ნაპირს და პატარა კლდეზე
ავცოცდი შესასვენებლად, კლდესთან კატერი მოცურდა, რომელზეც ორი კაცი იმყოფებოდა.
ერთ-ერთი მათგანი, შედარებით ასაკოვანი და დაკუნთული, კლდეზე ამოვიდა, მეორე კი
კატერში დარჩა და გააბოლა, თან ჰორიზონტს გასცქეროდა.

– გამარჯობა, კოკი, – გამიღიმა ახალმოსულმა და ხელი ისე ჩამომართვა, მაშინვე ვიგრძენი, რომ
დიდი ძალის პატრონი იყო.

– გაგიმარჯოთ... – მე პაუზა გავაკეთე, ახალმოსულმა კი შემაშველა:

– გავრილ გავრილოვიჩი ვარ.

– გაგიმარჯოთ, გავრილ გავრილოვიჩ. რით შემიძლია, გემსახუროთ? – ვუთხარი ახალმოსულს,


რომელიც მეკავშირე ნამდვილად არ იყო, რადგან პაროლი არ უთქვამს, თუმცა, მაშინვე მივხვდი,
რომ სპეცსამსახურში მსახურობდა.

– გაკვირვებას ვერ გამჩნევთ სახეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თავშეკავების უნარი გაქვთ და
შეგიძლიათ, თქვენი გრძნობები მართოთ. ეს კი თქვენს საუცხოო მომზადებაზე მეტყველებს.

– რა უნდა გამკვირვებოდა? – მხრები ავიჩეჩე მე, – დიდი ამბავი, თუკი ჩემი სახელი იცით.

– მე სხვაც ბევრი რამ ვიცი შენზე, ჩემო კოკი. სწორედ ამიტომ მოვედი აქ.

– ჩემი ბიოგრაფი ბრძანდებით?

– არა, მე პოლკოვნიკი გავრილოვი ვარ, გავრილ გავრილოვიჩი და, მინდა, ერთი წინადადებით
მოგმართოთ, რომელზეც, იმადია, უარს არ იტყვით.

– წინადადებას გააჩნია. გისმენთ.


– მე „გრუში“ ვმსახურობ და, მინდა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში გადმოხვიდე. გარწმუნებ,
ჩვენთან ბევრად უკეთესად იქნები და ხელის გულზე გატარებენ. ამისთვის კი მხოლოდ და
მხოლოდ ერთგულებაა საჭირო.

მე ახალმოსულს შევხედე და ვუთხარი:

– პოლკოვნიკო გავრილოვ გავრილ გავრილოვიჩ, რატომ ფიქრობთ, რომ თქვენს უწყებაში


გამოგადგებით და რატომ გგონიათ, რომ დამითანხმებთ? ან, რა უნდა ვაკეთო თქვენთან? მე ხომ
ერთი რიგითი გიდი ვარ და მეტი არაფერი...

– „გრუში“ მუშაობა, ჩემო კარგო, დიდი პატივია ყველასთვის და, როდესაც ამას გთავაზობენ,
უარი არ უნდა თქვა.

– ეს არგუმენტი არ არის. გიმეორებთ, მე მხოლოდ და მხოლოდ გიდი ვარ, „გრუ“ კი ისეთი


უწყებაა, რომელიც ჩემი პროფესიისგან ძალიან შორს დგას. სად დაზვერვა და სამხედრო საქმე
და სად – აღმოსავლეთმცოდნეობა და შექსპიროლოგობა, რასაც მე ინსტიტუტში დავეუფლე. ასე
რომ, პოლკოვნიკო, მისამართი შეგეშალათ და ტყუილად გაისარჯეთ.

– კოკი, ჩემო კარგო, ვიცი, რომ ღალატად მიგაჩნია, რასაც გთავაზობ, მაგრამ, ჩვენ ერთ ქვეყანას
ვემსახურებით და, გარწმუნებ, „გრუში“ ბევრად უკეთესად შეასრულებ შენს პატრიოტულ ვალს,
ვიდრე „კაგებეში“.

– „კაგებე“ რაღა შუაშია, პოლკოვნიკო? მე მხოლოდ გიდი ვარ და მეტი არაფერი, – გავუმეორე
პოლკოვნიკს.

– ეს უკვე ბავშვობაც აღარაა, – თავი გააქნია გავრილოვმა, რომელიც აშკარად გაღიზიანდა ჩემი
უარით, – გირჩევნია, დამეთანხმო შემოთავაზებაზე და, გარწმუნებ, შენი ყოფილი უფროსობა
ვერც შენ და ვერც შენს ოჯახს, ანუ ცოლ-შვილს, რომელიც ახლა პლაჟზე ნებივრობს, თითსაც
ვერ დააკარებს.

ჩემი ცოლ-შვილის ხსენება უკვე აშკარა მუქარა იყო და პოლკოვნიკს მშვიდად ვუთხარი:

– გირჩევთ, ჩემი ცოლ-შვილი აღარ ახსენოთ და თუკი თქვენ დაივიწყებთ ამ საუბარს, აღარც მე
გავიხსენებ მას.

გავრილოვი საკმაოდ ხისთავა და უტიფარი აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ის,


თურმე, იმიტომ ცდილობდა ჩემს გადაბირებას, რომ ორი კურდღელი ერთად დაეჭირა: ერთი
მხრივ, კარგი თანამშრომელი ჩაეგდო ხელში და მაქსიმალურად გამოეყენებინა ის, ანუ მე; მეორე
მხრივ კი, დარტყმა მიეყენებინა შჩუკინისა და მუხინისთვის, რომლებთანაც ის ჯერ კიდევ
ახალგაზრდობაში იყო დაპირისპირებული. ამიტომ, მან კოპები შეკრა და მითხრა:

– არ გირჩევ ასეთი ტონით ჩემთან ლაპარაკს. მართალია, პატივისცემით გეპყრობი, მაგრამ,


შემიძლია, რადიკალურადაც შევიცვალო და მაშინ არც შენ იქნები დალხინებული და არც შენი
ცოლ-შვილი.
ცოლ-შვილი ჩემთვის წმიდათაწმიდა იყო ყოველთვის და მათზე წინ არასდროს არავის და
არაფერს ვაყენებდი. ამიტომ, მათ მიმართ მეორედ მუქარა უკვე მეტისმეტი იყო და პირდაპირ
მოქმედებაზე გადავედი: დავიხარე, იქვე დაგდებულ ქვას დავწვდი, კატერში მჯდომ
ახალგაზრდას შუბლში მოვარტყი და გავთიშე. შემდეგ გავრილოვს აპერკოტი ამოვარტყი, ისიც
მივაძინე და ჯერ პატარა პაუზა გავაკეთე და მიმოვიხედე. შემდეგ კატერიდან ახალგაზრდა
გადმოვათრიე და გავრილოვს გვერდით მივუწვინე. კატერზე წვრილი ტროსი ვიპოვე.
გათიშულები ჯერ ერთმანეთზე მივაბი მაგრად, და შემდეგ კი უზარმაზარ ლოდზე, თან, ორივეს
საცურაო ტრუსები გავაძრე, თავებზე ჩამოვაცვი და მათი კატერით კი ნაპირისკენ გავემართე.
უპირველესად, ყოველი შემთხვევისთვის, ჩემი ცოლ-შვილი გადავმალე, თუმცა, მათ არც კი
იცოდნენ, რომ ვმალავდი. მე ისინი, უბრალოდ, ექსკურსიაზე გავუშვი გემით. შემდეგ ფოსტაში
მივედი და ლუბიანკაზე სპეციალური ნომრით დავრეკე, რომელსაც ექსტრემალური
სიტუაციისთვის ვიყენებდით. შჩუკინმა რომ აიღო ყურმილი, ვუთხარი:

– შეგიძლიათ, ისეთ ტელეფონზე დამირეკოთ, რომელზეც უსაფრთხოა ლაპარაკი?

– ილაპარაკე. დაცვის სისტემა ჩართულია და ვერავინ მოგვისმენს. რა მოხდა?

– „გრუს“ პოლკოვნიკი გავრილოვი და მისი მეგზური ბიჭი ზღვაში, პატარა კლდეზე მყავს
ერთმანეთზე გადაბმული და ლოდზე მიბმული. თავებზე კი ნიფხვები აქვთ ჩამოცმულები.

– გავრილ გავრილოვი? – დააზუსტა შჩუკინმა.

– დიახ.

– რა უნდოდა?

– ჩემი ცოლ-შვილის მიმართ მუქარა გამოთქვა.

– რატომ?

– იმიტომ, რომ გადაბირებაზე უარი ვუთხარი.

– სწორად მოქცეულხარ. ცოლ-შვილი სად გყავს?

– ყოველი შემთხვევისთვის, გადავმალე და ექსკურსიაზე გავუშვი.

– კარგი. ახლავე მივიღებ ყველა საჭირო ზომას. ყველაფერი მაქსიმუმ ერთ საათში მოგვარდება.
შენ კი იალტის „კაგებეს“ სამმართველოში მიდი და უფროსის კაბინეტში დამელოდე, იქ
დაგირეკავ და ყველაფერს გეტყვი.

– წავედი, – ვუთხარი შჩუკინს და ყურმილი დავკიდე. შემდეგ ხსენებულ მისამართზე მივედი,


სადაც იალტის „კაგებეს“ უფროსი, ჩინით პოლკოვნიკი, შესასვლელთან მელოდებოდა და რომ
დამინახა, გულთბილად მომესალმა. შენობაში შემიყვანა, თავისი კაბინეტისკენ გამიძღვა და
მითხრა:

– მოსკოვიდან დამირეკა გენერალმა და მიბრძანა, ჩემს კაბინეტში აგიყვანოთ.


ზუსტად ნახევარი საათი ველოდე შჩუკინის ზარს. „ვეჩეს“ ყურმილი რომ ავიღე, ვიქტორ
იაკოვლევიჩმა მითხრა:

– მოკლედ, ასე, ჩემო კარგო. გავრილოვს ახლა ჩვენები მოათრევენ მანდ და დაკითხავენ. რა თქმა
უნდა, მისი უწყების წარმომადგენელთა თანდასწრებით. შენ არ გამოჩნდები – ჯერ არ არის
საჭირო, მერე კი ვნახოთ. კიდევ დაგირეკავ. ჯერჯერობით მანდ იყავი და ჩემს ზარს დაელოდე.

როგორც მოსკოვში დაბრუნების შემდეგ თვით შჩუკინისგან შევიტყვე, ვიქტორ იაკოვლევიჩი


პირდაპირ ანდროპოვთან შესულა და ყველაფერი უთქვამს. ანდროპოვს ბრეჟნევისთვის
დაურეკავს და საქმის კურსში ჩაუყენებია. ამის პარალელურად კი „კაგებეს“ სპეცრაზმს ებრძანა,
რომ კლდეზე მიბმული გავრილოვი და მისი თანამგზავრი, „გრუს“ წარმომადგენელთა
თანდასწრებით, იალტის „კაგებეს“ შენობაში მიეყვანათ საგამოძიებო მოქმედებების
ჩასატარებლად. მე კი იმიტომ არ გამომაჩინა შჩუკინმა, რომ ბევრ ადამიანს არ ვენახე და არ
გავშიფრულიყავი, თან, გავრილოვისთვის რომ არ მიმეყენებინა ზიანი. ვიქტორ იაკოვლევიჩი
მართლა კარგად იცნობდა გავრილოვს და, იცოდა, რომ ჩემთან შეხვედრისას შეურაცხყოფას
მომაყენებდა, რაც, შეიძლება პოლკოვნიკისთვის სავალალოდ დასრულებულიყო. გენერალმა
მეორედ რომ დამირეკა, მითხრა:

– ყველაფერი წესრიგშია. გავრილოვს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და შემდგომი


დაკითხვისთვის მოსკოვში მოჰყავთ. შენ კი შეგიძლია, დასვენება განაგრძო და ნურაფერზე
იდარდებ. წადი, ცოლ-შვილს მიხედე.

მერისა და ბავშვებს მე თვითონ მივაკითხე. ისინი სიმფეროპოლში იმყოფებოდნენ და


საექსკურსიო გემზე სხდებოდნენ, როდესაც მივუახლოვდი და ღიმილით ვუთხარი:

– არ მელოდით?

– კოკი, აქ საიდან გაჩნდი? – მკითხა მერიმ.

– მომენატრეთ და მოგაკითხეთ. წამოდით, მე დაგათვალიერებინებთ აქაურობას, ისეთ


ექსკურსიას ჩაგიტარებთ, კმაყოფილები დარჩებით.

იალტაში გვიან დავბრუნდით. დასაძინებლად რომ დავწექით, მერიმ მკითხა:

– მოხდა რამე?

– არაფერი, საყვარელო. დაიძინე.

პოლკოვნიკი გავრილ გავრილოვი იოლად გადამირჩა და მაშინ არ დამისჯია. თუმცა,


ყოველთვის მახსოვდა, რომ ის ჩემს ცოლ-შვილზე დამემუქრა, ეს კი მისი განადგურებისთვის
საკმარისი მიზეზი იყო და ასეთ რამეს ჩემთვის ხანდაზმულობის ვადა არ ჰქონდა. ამიტომ,
მასთან შესახვედრად ყოველთვის მზად ვიყავი და მჯეროდა, რომ ჩვენი გზები კიდევ ერთხელ
გადაიკვეთებოდა და მართლაც ასე მოხდა. საბჭოთა კავშირი სულ რამდენიმე წლის დაშლილი
იყო. ჩვენს პლანეტაზე გლობალური პროცესები მიმდინარეობდა და მსოფლიოს ხელახალი
გადანაწილება ხდებოდა, როდესაც ერთი შეკვეთა მივიღე.
– აი, ობიექტი, – „ძიამ“ ერთი ჩეხი იარაღით მოვაჭრის სურათი მაჩვენა, – სამასი ათას დოლარს
იხდიან. მაგრამ, გაითვალისწინე, რომ მას ირგვლივ სულ მკვლელები ახვევია, რომლებიც იცავენ
კიდეც და მის სასტიკ ბრძანებებსაც ასრულებენ. ასე რომ, ჩემო კარგო, დიდი სიფრთხილე
გმართებს და ძალიან ყურადღებით, მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყო.

– დარდი ნუ გაქვთ, არ შეგარცხვენთ, – ხუმრობით მივუგე რომანს, მან კი მითხრა:

– არ გეწყინოს. ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ, ხომ იცი, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

– ვიცი. ნურაფერზე იდარდებთ, ყველაფერი კარგად იქნება.

– კარგი. აბა, მე წავედი, – მითხრა რომანმა. შემდეგ წამოდგა და, ტრადიციულად, პირველი
წავიდა.

სამი დღის შემდეგ უკვე პრაღაში ვიყავი და, რომ იტყვიან, ობიექტს „ვაძოვებდი“, ანუ
ვუთვალთვალებდი, მის მარშრუტებსა და ქცევებს ვსწავლობდი და ყველა ნიუანსს
ვითვალისწინებდი. ამას კი იმიტომ ვაკეთებდი, რომ მხოლოდ შეკვეთილი ობიექტი
გამენადგურებინა და ზედმეტი წვეთი სისხლიც კი არ დაღვრილიყო. როგორც უკვე არაერთხელ
აღვნიშნე, ყოველთვის სუფთად ვმუშაობ და, მირჩევნია, მეტად დავიხარჯო და ვიწვალო, ვიდრე
მარტივად და ბინძურად ვიმოქმედო, რასაც ყოველთვის მეტი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე.

წინასწარი გეგმის მიხედვით, ობიექტი სნაიპერული გასროლით უნდა მომეკლა ერთ-ერთი


საქველმოქმედო შეკრების დროს, რომელიც ომის წინააღმდეგ იყო მიმართული. ვერაფერს იტყვი
– იარაღით მოვაჭრე ომის საწინააღმდეგო აქციას მართავდა. მეტ ცინიზმს იშვიათად თუ
მოიგონებს ვინმე. გასროლა მაშინ უნდა მომეხდინა, როდესაც ის ტრიბუნასთან გამოვიდოდა და
მგზნებარე სიტყვას წარმოთქვამდა. ღონისძიება ორი დღის მერე უნდა გამართულიყო.
თვალთვალის შეწყვეტასა და დასასვენებლად წასვლას ვაპირებდი, როდესაც ობიექტს მამაკაცი
შეხვდა, რომელიც, მართალია, ჩემგან ზურგით იდგა, მაგრამ ის მოძრაობით მეცნო. ხოლო, როცა
შემოტრიალდა და სახეზე შევხედე, კინაღამ შევხტი – „ღმერთო ჩემო, ეს ხომ პოლკოვნიკი
გავრილ გავრილოვია, „გრუს“ თანამშრომელი, რომელიც ჩემს გადაბირებას ცდილობდა და
მითხრა, რომ, თუკი მის ნებას არ დავყვებოდი, ჩემს ცოლ-შვილს პრობლემებს შეუქმნიდა. აი, ის
ნაბიჭვარიც, რომელიც მასთან ერთად ლოდზე მიბმული და თავზე ნიფხავჩამოცმული დავტოვე
პატარა კუნძულზე“, – გავიფიქრე გუნებაში და ჩემი გეგმაც უმალვე შეიცვალა. გავრილოვის
„ზუბი“ მქონდა. აუცილებლად უნდა დამესაჯა. ამიტომ, მისი მოხელთებაც გადავწყვიტე და
თვალთვალი განაგრძე.

ობიექტმა და გავრილოვმა დაახლოებით ერთი საათი ილაპარაკეს, შემდეგ პოლკოვნიკი და მისი


თანმხლები პირი „ჯიპში“ ჩასხდნენ და წავიდნენ. საჭეს ის ბიჭი მართავდა, რომელიც მაშინ
კატერის საჭეს უჯდა. მე მათ ფრთხილად გავყევი უკან და დავადგინე, რომ ერთ-ერთ
ფეშენებელურ სასტუმროში ცხოვრობდნენ.

„აქ შენიღბვის გარეშე მოქმედება არ გამოვა. გრიმი მჭირდება, თორემ, სხვაგვარად „დავიწვები“, –
გავიფიქრე გუნებაში, რადგან ის სასტუმრო გაძლიერებული დაცვის ქვეშ იყო აყვანილი და
ირგვლივ ვიდეოკამერები ეყენა, რაც იმ პერიოდში იშვიათობა იყო.
იმის ნაცვლად, რომ დამესვენა, მაღაზიაში წავედი და გრიმ-პარიკი შევიძინე. შემდეგ გარეგნობა
შევიცვალე, მანქანა სასტუმროდან მოშორებით დავტოვე და გავრილოვის სალიკვიდაციოდ
გავემართე. ის პრაღაში სხვა სახელითა და გვარით იყო ჩასული და, როგორც მოგვიანებით
შევიტყვე, იარაღით ვაჭრობაში შუამავლის ფუნქციას ასრულებდა. ისინი მესამე სართულზე,
313-ე ნომერში ცხოვრობდნენ. მათი ოთახის კართან რომ მივედი, ფრთხილად დავაკაკუნე.
ნომრის კარი გაიღო, ზღურბლზე გავრილოვის თანმხლები გამოჩნდა, რომელმაც შემათვალიერა
და მკითხა:

– რა გნებავთ?

– გეგმებში პატარა ცვლილებაა, – ვუთხარი გავრილოვის მეწყვილეს და, ვითომ ჩეხი მოვაჭრის
მიერ ვიყავი გამოგზავნილი, მისი სახელი ვუხსენე, – მე მგონი, ჯობია, რომ შიგნით
ვილაპარაკოთ. არ შემომიშვებთ?

– შემოდით, მოხუცო, – მითხრა გავრილოვის მეწყვილემ, რადგან ხანში შესული მამაკაცის გრიმი
მქონდა მორგებული. ნომერში შემიშვა, თვითონაც შემომყვა და გავრილოვს გასძახა, –
ფრანტიშეკის კაცია, გავრილოვიჩ, მოდი, საქმე აქვს.

პოლკოვნიკი გავრილოვი ნახევრად სველი, პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან და


მეწყვილეს უსაყვედურა:

– რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ სახელის გარეშე მომმართე! ხომ იცი, რომ კედლებსაც კი
ყურები აქვთ? მიხეილი მქვია, შენ რა, ჩემი სახელი დაგავიწყდა?

– აი, თქვენთანაა, ბატრონო მიხეილ, – ირონიით უთხრა მას გავრილოვის მეწყვილემ და ჩემზე
მიუთითა.

– აბა, გისმენთ. რაო, რა დაგაბარათ ფრანტიშეკმა, რა შეიცვალა მის დიდებულ გეგმებში, ჩვენ ხომ
სულ რაღაც ერთი საათის წინ მოვილაპარაკეთ ყველაფერზე?

ჯიბეში მაყუჩიანი „ბრაუნინგი“ მედო და იმით უნდა მემოქმედა. იარაღი კიდევ ერთხელ
მოვსინჯე, გავრილოვს გავუღიმე და ირონიით, მშვიდად ვუთხარი:

– ბატონო მიხეილ, თქვენმა მეგობარმა გავრილოვიჩი გიწოდათ, რატომ გაბრაზდით?

ჩემი არაადეკვატური პასუხის გამო გავრილოვს გაოცება აღებეჭდა სახეზე და მკითხა:

– რაო, რა ბრძანეთ?

– თუ არ ვცდები, თქვენ გავრილ გავრილოვიჩ გავრილოვი ბრძანდებით, „გრუს“ პოლკოვნიკი, –


ვუთხარი გავრილოვს, მას კი სახე დაეჯღანა და ზიზღით მითხრა:

– რაებს როშავ, მოხუცო? თქვი, რა დაგაბარა ჩემთან შენმა პატრონმა და აქედან აახვიე, შენი
სისულელეების მოსმენის თავი არ მაქვს!
– გინდა, ერთი ამბავი მოგიყვე? – კვლავ არაადეკვატური კითხვა დავუსვი თითქმის დაბნეულ
გავრილოვს, რომელიც სისხლიანი თვალებით მიყურებდა.

– რა ამბავი, ხომ არ გაგიჟდი?! – ხმას აუწია გავრილოვმა, მე კი მშვიდად განვაგრძე:

– ზღვა გიყვართ?

– რა ზღვა?

– კატერით სეირნობა?

– ხომ არ გაგიჟდი! რა უნდა ფრანტიშეკს? – სახე წამოუჭარხლდა გავრილოვს.

– ცოლ-შვილი თუ გყავთ?

– რა ცოლ-შვილი? პროხორ, ეს კრეტინი აქედან გააპანღურე! – უბრძანა გავრილოვმა მეწყვილეს


და ჯერ სიტყვა გაუწყდა, შემდეგ კი გაფითრდა, რადგან, სახეზე შეეტყო, რომ უცებ მიხვდა, ვინც
ვიყავი. შეეშინდა და გაქცევა სცადა. მაგრამ მე „ბრაუნინგი“ მივუშვირე და ვუთხარი:

– არ გაინძრე! ამოგიტივტივდა ტვინში გარდასულ დღეთა ამბები?

– კოკი, თქვენ ხართ? – ამოილუღლუღა პოლკოვნიკმა.

– სახელების გარეშე. ხომ იცით, რომ კედლებსაც კი ყურები აქვთ, – ირონიულად, მისივე
სიტყვებით ვუთხარი გავრილოვს, – მაშინაც ნახევრად შიშველი იყავით და ახლაც. მაგრამ, იქ
ზღვა და კატერი იყო, აქ კი მხოლოდ სასტუმროს ნომერია და ჩვენ მაინც შევხვდით ერთმანეთს.
რა პატარაა, არა, ეს ოხერი დედამიწა?

– ჩემგან რა გინდათ? – ხმის კანკალით მკითხა გავრილოვმა.

– არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით: პასუხი უნდა მოგთხოვოთ. მაშინ თქვენ ჩემს ცოლ-
შვილს შეეხეთ. ასეთ რამეს კი, ჩემთვის ხანდაზმულობის ვადა არ აქვს და სასიკვდილო ცოდვაა.

– მე ხომ მხოლოდ სიტყვა ვთქვი...

– ჩვენს საქმეში სიტყვა და საქმე ტყუპი ძმები არიან. საქმეზე გადასვლა არ გაცადეს და იმიტომ.

– არა, რას ბრძანებთ, რას დავუშავებდი თქვენს ცოლ-შვილს, ისინი რა შუაში იყვნენ?!

– მაშ, რატომ ახსენე?

– ისე. უბრალოდ.

– „ისე, უბრალოდ“, არაფერი ხდება. ჩვენი ეს შეხვედრაც განგების მოწყობილია და, როგორც
ეტყობა, განგება არ გწყალობთ, – ვუთხარი გავრილოვს და უცებ მის მეწყვილეს შიგ შუბლში
დავაჭედე ტყვია და იქვე დავაგდე, რადგან პროშკა ჩემზე დანით თავდასხმას აპირებდა.

– ეს რა ჰქენით! – ატირდა გავრილოვი.


– მოვკალი. იმიტომ, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა. და, საერთოდ, არავის ვახარებ, ვისაც ჩემი ცოლ-
შვილისთვის და ჩემთვის ცუდის გაკეთება უნდა. დროს კი მნიშვნელობა არ აქვს. ხომ გითხარი,
რომ ასეთ დანაშაულს ჩემთვის ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

გავრილოვი მოულოდნელად მუხლებზე დავარდა და შემევედრა:

– მაპატიე. შევცდი, დავაშავე, მაგრამ, გარწმუნებ, რომ არც შენ და არც შენს ცოლ-შვილს არაფერს
ვერჩი. მაპატიე!

– არა! – მოკლედ მოვუჭერი გავრილოვს და ტყვია კეფაში ჩავაჭედე, შემდეგ გულშიც ვესროლე
და ნომრიდან ფრთხილად გამოვედი.

რამდენიმე კვარტალი ფეხით გავიარე, ერთ-ერთ სადარბაზოში პარიკი და გრიმი სასწრაფოდ


მოვიშორე. მერე ყველაფერი ერთ ჩანთაში ჩავაწყვე პისტოლეტთან ერთად და მანქანაში ჩავჯექი.
ბოლოს კი ყველაფერი მდინარეში გადავუძახე, ჩემს სასტუმროში დავბრუნდი და
დასაძინებლად დავწექი. ძირითადი სამუშაო კი, გეგმის მიხედვით შევასრულე. დასახული
გრაფიკიდან არ ამოვვარდნილვარ და ფრანტიშეკს სწორედ მაშინ დავაჭედე შუბლში ტყვია
ოთხასი მეტრის მანძილიდან, როდესაც ის მგზნებარე სიტყვით გამოდიოდა საქველმოქმედო
შეხვედრაზე.

– შენ არ ბერდები, ისეთივე მტკიცე ხელი და ზუსტი მიზანი გაქვს, როგორც ადრე, – მითხრა
რომანმა, როდესაც პრაღიდან თბილისში დავბრუნდი, „ძია“ კი შემეხმიანა და ჩემთან შეხვედრა
მოითხოვა.

– არ მგონია, რომ აქ ამის სათქმელად დამიბარე. რაშია საქმე? – ვკითხე რომანს.

– გავრილოვი შენ დაბრიდე? – პირდაპირ მკითხა „ძიამ“, რაც მას არ ახასიათებდა და მივხვდი,
რომ რაღაც მოხდა.

– კი. მერე რა?

– ბოდიში, რომ ჩაგეძიე. ხომ იცი, ასეთი რამეები არ მიყვარს. რადგან გააგორე, ღირსი იქნებოდა,
მაგრამ, მაინც, რატომ?

მე ყველაფერი მოვუყევი რომანს და ბოლოს ვკითხე:

– რა მოხდა, არ იტყვი?

რომანმა ერთი ქართველი მაღალჩინოსნის სახელი მითხრა და დაამატა:

– მაგის პარტნიორი იყო ის გავრილოვი და გამწარებული გეძებს. იმ კრეტინს ჰგონია, რომ


შეკვეთით მოკალი და კონკურენტების ვინაობის გარკვევა უნდა, რომ მათ გაუსწორდეს.
კონკურენტებზე კი შენი მეშვეობით უნდა გასვლა.

– შენ საიდან გაიგე?


რომანს ჩაეცინა და მითხრა:

– შეკვეთილი მკვლელობების გარდა, ჩვენი კანტორა სხვა საქმესაც ასრულებს.

– რა სხვა საქმეს?

– ხალხს ვეძებთ. ვინაობას გვეუბნებიან ან სურათს გვაძლევენ, ჩვენ კი ვეძებთ და ამაში ფულს
გვიხდიან, – მითხრა რომანმა, მერე პრაღის სასტუმროში ვიდეოკამერის მიერ გადაღებული ჩემი
სურათი მაჩვენა და მითხრა: – სრულიად არ გგავს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ შენ ხარ.

– კი, მე ვარ.

– ჰოდა, ეს სურათი გადმომცეს და შენი მოძებნა დაგვავალეს.

– კი მაგრამ, საიდან იციან, რომ მე საქართველოში ვცხოვრობ?

– ეს სულაც არ იციან. უბრალოდ, ჩვენ დაგვავალეს. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო კანტორა ვართ
და ასეთ საქმეებზე მთელი მსოფლიოდან მოგვდის შეკვეთები, ისევე, როგორც მკვლელობებზე.

– გასაგებია. რას აპირებთ?

– ძებნას დავიწყებთ.

– მერედა, რომ ვერ მიპოვოთ, რას ეტყვი შემკვეთს?

– იმას, რომ ვერ გიპოვეთ. შენ რა, გინდა, რომ გიპოვოთ? – გაეცინა რომანს და დაამატა –
შემკვეთი კი, ვფიქრობ, არ მოისვენებს და, შეიძლება, სხვა კანტორას დაავალოს ეს საქმე. ამიტომ,
გირჩევ, რომ შემკვეთი გააჩერო, თანაც ისე, რომ მკვლელობას არ ჰგავდეს.

– კი მაგრამ, სხვა კანტორა როგორ მომაგნებს, მე ხომ გრიმში ვარ და შენც კი ვერ მიცანი?

– მიგნების ბევრი საშუალება არსებობს. ახალი კომპიუტერული ტექნოლოგიები მუშავდება,


რომელიც ჯერჯერობით სამოცპროცენტიანი სიზუსტით ადგენს ასეთი სურათებიდან
იდენტურობას. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე უფრო დაიხვეწება. ერთი სიტყვით,
შემკვეთი უნდა გააჩერო, რომ მშვიდად იყო.

– გასაგებია. გმადლობ.

– რის მადლობა. აბა, წავედი, – მითხრა „ძიამ“ და, სანამ პირველი დატოვებდა ჩვენი
ტრადიციული შეხვედრის ადგილს, შემახსენა – იცოდე, რომ ეს მკვლელობას არ უნდა ჰგავდეს.

ქართველი მაღალჩინოსანი, რომელიც თავიდან უნდა მომეშორებინა, საკმაოდ ცნობილი,


პოპულარული პიროვნება გახლდათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ხალხში
პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდა. მას არც ფეშენებელური სახლები გააჩნდა და არც სხვა
ფუფუნებით იყო ცნობილი. ის ძალიან ოსტატურად ინიღბებოდა და ყველაფერი უცხოეთში
ჰქონდა გადამალული. მას ერთი პირადი მცველიც კი არ ჰყავდა, როგორც მის სხვა კოლეგებს და,
მათგან განსხვავებით, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა: არ სვამდა, არ ეწეოდა და ყოველ
დილით ცურავდა: ცუდ ამინდში – აუზზე დადიოდა, კარგ ამინდში კი – თბილისის ზღვაზე.
სწორედ ეს მომენტი გამოვიყენე და, როდესაც ის ერთ დილას თბილისის ზღვაში შევიდა და მის
სიგანეზე გადაცურვას შეუდგა, მე მას საყვინთავი მოწყობილობით წყალში დავხვდი, შუამდე
რომ მიაღწია, ფეხებში ხელი ვტაცე და ფსკერისკენ დავქაჩე. თუმცა, მან, ჩემდა მოულოდნელად,
ძალიან ბასრი ფინური დანა ამოაცურა ტრუსებიდან და ხელში ღრმა ჭრილობა მომაყენა, შემდეგ
მეორედაც მოინდომა ამის გაკეთება, მაგრამ, ჩემში თავდაცვისა და თვითგადარჩენის ინსტინქტი
ავტომატურად ამოქმედდა და მას ჯერ დანა წავართვი, შემდეგ მძლავრად დავქაჩე ქვევით,
დავახრჩვე და, მის სიკვდილში რომ დავრწმუნდი, მხოლოდ ამის შემდეგ ამოვედი წყლიდან და
იქაურობას მოვშორდი.

მაღალჩინოსანი დიდი პატივით დაკრძალეს და ლამის წმიდანად შერაცხეს, თუმცა, ალბათ,


თითო-ოროლა კაცმა თუ იცოდა, სინამდვილეში რასაც წარმოადგენდა.

ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და მითხრა:

– ვიცი, რომ პოლიტიკას ერიდები, მაგრამ, ერთი შეკვეთაა და მაინც გეტყვი.

– პრეზიდენტობას ხომ არ მთავაზობ? – ვეხუმრე რომანს, მან კი სრული სერიოზულობით


მითხრა:

– პრეზიდენტობას არა, მაგრამ, მომავალი პრეზიდენტის ლიკვიდაციას, კი.

– რომელი მომავალი პრეზიდენტის?

– აი, ამის, – „ძიამ“ ობიექტის სურათი მიჩვენა, რომელზეც ეგრეთ წოდებული „მესამე ქვეყნის“
პრეზიდენტობის კანდიდატის სახე იყო აღბეჭდილი და დაამატა – საშინელი ტიპია. თუ
გაპრეზიდენტდა, თავის ისედაც დაბეჩავებულ თანამემამულეებს უფრო მეტად მოუღებს
ბოლოს.

– შენ რა პროპაგანდისტივით ლაპარაკობ. რამდენს იხდიან?

– მილონ დოლარს. აიღებ ამ საქმეს?

– დარწმუნებული ვარ, რომ შეკვეთა მისმა კონკურენტმა მოგცა, – ვუთხარი რომანს სიცილით.

– შენ რა გენაღვლება. იღებ თუ არა?

– ვიღებ.

იმ ეგრეთ წოდებულ „მესამე ქვეყანაში“ ერთი კვირის შემდეგ ჩავედი და შეკვეთილი ობიექტი
ტრიბუნაზე, საარჩევნო სიტყვის წარმოთქმისას მოვკალი სნაიპერული გასროლით. თბილისში
რომ დავბრუნდი, მეორე დღესვე დამიბარა „ძიამ“ და სიცილით მითხრა:

– სახალისო საქმეა. ახალი შეკვეთაა. თუ თანახმა ხარ, ისევ იქ უნდა გაემგზავრო და


პრეზიდენტობის მეორე და ერთადერთი კანდიდატი უნდა მოკლა. ამაშიც მილიონს იხდიან.
გაწყობს?
– მაწყობს, – მივუგე „ძიას“ და მეორე შეკვეთაც ზუსტად ისევე შევასრულე, როგორც პირველი.
ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მეორე შეკვეთა მოკლული პოლიტიკოსის მიერ იყო
ანდერძად დატოვებული – მას წერილი დაუტოვებია, რომელშიც ეწერა, რომ, მისი მკვლელობის
შემთხვევაში, კონკურენტიც მოეკლათ, რადგან, მისი აზრით, მკვლელობის შეკვეთა
კონკურენტის მიერ იქნებოდა გაკეთებული...

ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია შეიქმნა იმ საქმესთან დაკავშირებით და მორიგ შეხვედრაზე


რომანმა სიცილით მითხრა:

– რა დრო დადგა! უკვე მკვდრებიც შეკვეთებს გვაძლევენ და, თანაც, ამაში სოლიდურ ფულს
იხდიან.

– ფული ხელის ჭუჭყია და ცუდია, რომ მის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია. მართლაც
რომ ეშმაკის მიერაა მოგონილი.

– ეს რა კარგი რაღაც გამოუგონებია ეშმაკს, – თვალი ჩამიკრა „ძიამ“ – გამოდის, რომ ის ზრუნავს
ადამიანებზე.

– გვეყოფა ეს სისულელეები, ისედაც ბევრს ვცოდავთ ღმერთს და კიდევ უფრო ნუ დავიმძიმებთ


სულს.

„ძიამ“ გაოცებით შემხედა, მაგრამ, მეტი აღარ უხუმრია და მითხრა:

– მართალი ხარ. ძალიან ცოდვილები ვართ. მაგრამ, უცოდველი არავინაა ამქვეყნად და, იმედი
მაქვს, ღმერთი შეგვინდობს. მით უმეტეს, რომ ჩვენ მიერ მოკლულთა ოთხმოცდაცხრამეტ
პროცენტს ადამიანებისთვის დიდი ბოროტება მოჰქონდა და ჩვენ ისინი დავსაჯეთ.

– დასჯის უფლება მხოლოდ უფალს აქვს, – მივუგე რომანს, თუმცა, მეც მასავით ვფიქრობდი და
იმედი მქონდა, რომ ღმერთი ცოდვებს მაპატიებდა.

სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე მერიმ მითხრა:

– საყვარელო, ერთი რამ მინდა გითხრა და ხომ არ გამიბრაზდები?

მე და მერის არასოდეს ხმამაღალი სიტყვაც კი არ გვითქვამს ერთმანეთისთვის და რომელ


გაბრაზებებზე იყო ლაპარაკი. ამიტომ, თმაზე მოვეფერე და ვუთხარი:

– არა, მერიკო, რატომ უნდა გაგიბრაზდე. მითხარი, რა გინდა.

– საყვარელო, შენ ძალიან ერთგული, მოსიყვარულე, სულგრძელი, თავდადებული, ვაჟკაცი,


ძლიერი მამა და მეუღლე ხარ, ერთი სიტყვით, ნამდვილი მამაკაცი. მაგრამ, ერთი დიდი ნაკლი
გაქვს და არც ცდილობ გამოსწორებას.

– რა ნაკლი?
– მოძღვარი არ გყავს. აღსარებას არ აბარებ და არ ეზიარები. ეს კი, როგორც შენთვის, ასევე შენი
ოჯახისთვის, ძალიან ცუდია.

– კარგი, რა, მერიკო. ხომ იცი, რომ ღმერთი მწამს. ეკლესიაში სანთლებსაც ვანთებ და
თქვენთვისაც ვლოცულობ. მაგრამ, არ შემიძლია აღსარების ჩაბარება. უბრალოდ, მრცხვენია.

– ნუ გრცხვენია, საყვარელო. მოძღვარი ჩვენი სულის მესაიდუმლე და მკურნალია და ღმერთთან


გვშუამდგომლობს, რომ ცოდვები მოგვეტევოს. ამიტომ აღსარების ჩაბარება აუცილებელია, –
მითხრა მერიმ და ტკივილისგან გაფითრდა, თუმცა არ შეიმჩნია და დაამატა, – საყვარელო, მე,
ალბათ, დიდი დრო არ მიწერია. შემპირდი, რომ აღსარებას აუცილებლად ჩააბარებ.

– მერიკო, – ოდნავ ავუწიე ხმას, – იცოდე, მართლა არ გამაბრაზო! რაც თქვი, აღარასოდეს
გაიმეორო. ღმერთის ნებაა ყველაფერი და მხოლოდ მან იცის თითოეული ჩვენგანის როგორც
მოსვლის, ასევე წასვლის დრო.

– ბოდიში, საყვარელო, აღარ გავიმეორებ, მაგრამ, შემპირდი, რომ მოძღვარს აუცილებლად


ჩააბარებ აღსარებას.

– გპირდები.

მერის გარდაცვალებიდან ორი თვე იყო გასული. დასავლეთ საქართველოდან თბილისში


ვბრუნდებოდი. მცხეთაში რომ შევედი, სვეტიცხოველი დავინახე, ჩემი პირობა გამახსენდა და,
გადავწყვიტე, შემესრულებინა.

თბილისში რომ დავბრუნდი, კარგად შევინიღბე და ერთ-ერთი პატარა ეკლესიისკენ გავემართე,


რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობდა და სწორედ იქ დადიოდა ჩემი მერიკო. წირვა
დასრულდა და მრევლი წავიდ-წამოვიდა, მაგრამ, მღვდელთან მისვლა გადავიფიქრე და სახლში
დავბრუნდი, რადგან, ვიცოდი, რომ ჩემს პროფესიას თავს ვერ დავანებებდი.

ნათქვამია: „შეუჩვეველს ნუ მიაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო“. ეს სწორედ ჩემზეა


ზედგამოჭრილი. მე არც ფული მაკლია, არც სხვა რამ და, შემიძლია, ყოველგვარი რისკისა და
ნერვიულობის გარეშე, უზრუნველად განვვლო ჩემი დარჩენილი სიცოცხლე, თუმცა, იმდენად
შეჩვეული ვარ იმას, რასაც ვაკეთებ, რომ სხვაგვარად ცხოვრება არ შემიძლია და ვერც სხვა საქმეს
მოვკიდებ ხელს.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მე და შჩუკინი ერთმანეთს სოჭში შევხვდით.
ზოგადი საუბრის დროს, ჯერ კიდევ მოქმედმა გენერალმა მითხრა:

– ნეტავ, ვინმეს თუ დავჭირდებით ცოტა ხანში?

როგორც ადრე ვთქვი, ბოლო მომენტამდე არ მჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა.
ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩს ვკითხე:

– რას გულისხმობთ?

შჩუკინს გაეცინა და მითხრა:


– მიამიტი კაცი ნამდვილად არ ხარ, მაგრამ, მაინც არ გჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იშლება და ასეთ
კითხვას იმიტომ გისვამ: საბჭოეთის დაშლის მერე ვინმეს თუ დავჭირდებით?

– თქვენ ფიქრობთ, რომ დავიშლებით?

– დარწმუნებული ვარ.

– თუ ასე იქნა, მაშინ, წავალ და ბოლოს და ბოლოს მძღოლად ვიმუშავებ.

– ვერ შეძლებ. ჩვენმა პროფესიამ მიჩვევა იცის და დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც შჩუკინის სიტყვები ამიხდა. როგორც კი დავიშალეთ
და უმუშევარი დავრჩი, სულ რაღაც ერთ თვეში პროფესიული ნოსტალგია დამეუფლა. რომ არა
რომანი, რომელმაც ახალი საქმე გამომიძებნა, არ ვიცი, რას ვიზამდი. სწორედ ამაზე
ვლაპარაკობდი და, ჩემი სოლიდური ასაკის მიუხედავად, დღემდე იმიტომ ვერ ვანებებ თავს
მუშაობას.

თავს არ ვიქებ. არ ვტრაბახობ, მაგრამ, კარგ ფორმაში ვარ. არც ასაკი მეტყობა და ბევრად
ახალგაზრდად გამოვიყურები. ქალებსაც მოვწონვარ და პოტენციაც შენარჩუნებული მაქვს.
ხოლო, რაც შეეხება ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ახალგაზრდებს აკლიათ, მე საჭიროზე
მეტი მაქვს და ეს უდიდეს უპირატესობას მანიჭებს. ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ ბევრი რამ
შემიძლია და, პოეტის თქმის არ იყოს, „არ ვაპირებ არსად წასვლას...“

ამას წინათ, შვეიცარიის ერთ-ერთ ელიტურ კურორტზე ვისვენებდი ორი კვირა და ისეთი
ფანტასტიკური დრო გავატარე ოცდაათი წლის გოგონასთან (ჩემთან შედარებით, გოგონა იყო),
მე ხომ კმაყოფილი დავრჩი და ვისიამოვნე, ის ჭკუაზე არ იყო ბედნიერებისგან და
გამოთხოვებისას მითხრა...

– მე შენ არასოდეს დამავიწყდები, ჟულიენ. შენნაირი კაცი ჯერ არ შემხვედრია და, ალბათ, არც
შემხვდება.

– მჯობნის მჯობს რა დალევს ამქვეყნად, ჩემო მარტა, – ვუთხარი გოგონას, რომელსაც ჟულიენად
გავეცანი და მასთან ყოველღამე იმდენ ენერგიას ვხარჯავდი ლოგინში, რამდენსაც 30-35 წლის
ახალგაზრდა კაცი...

კურორტიდან ბერლინში გავემგზავრე, სადაც ერთი შეკვეთა უნდა შემესრულებინა, რომელშიც


ექვსასი ათასი ევრო გადამიხადეს. შემკვეთი ინკოგნიტო იყო და მას სახეზე არ ვიცნობდი.
პირობის თანახმად, მე ბერლინის არისტოკრატიულ რაიონში, დალემში, ერთ-ერთ ვილაში უნდა
შევპარულიყავი, რომლის კარიც ღია დამხვდებოდა და დიდგვაროვანი გრაფი მომეკლა, მისი
მეუღლე კი მეცემა, გამეკოჭა და უკან წავსულიყავი. როგორც შუამავალმა ამიხსნა, საქმე
სასიყვარულო სამკუთხედს ეხებოდა და შემკვეთი გრაფსა და მის მეუღლეზე იძიებდა შურს.

ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც შეთანხმებული იყო, ვილაში რომ შევედი და ცოლ-ქმრის
საძინებელში შევიპარე, შევცბი: გრაფი შუა ხნის მამაკაცი იყო, ქალი კი სწორედ ის მარტა,
რომელსაც სულ რამდენიმე საათის წინ დავშორდი შვეიცარიაში.
მართალია, გრიმით, შენიღბული ვმოქმედებდი, მაგრამ, ხმა მაინც შევიცვალე და ჯერ გრაფი
გავაღვიძე, გავკოჭე და პირში ჩვარი ჩავტენე, რომ არ ეყვირა. შემდეგ მარტას ვწვდი თმაში და
სამჯერ გავულაწუნე. ამ დროს გრაფი ამოძრავდა და თვალებით მანიშნებდა, ჩემს ცოლს ნუ სცემ
და მე, რაც გინდა, მიქენიო... აშკარა იყო, რომ შეკვეთა მარტამ მოგვცა, მით უმეტეს, რომ
კურორტზე რამდენჯერმე მითხრა, უახლოეს დროში ზღაპრულად გავმდიდრდებიო, რაშიც,
ალბათ, გრაფის ქონება იგულისხმებოდა. ამიტომ, მე გრაფი შემეცოდა, რადგან
ტყუილუბრალოდ ვკლავდი და ვუთხარი:

– პირს გაგითავისუფლებთ, თუკი არ იყვირებთ.

მან თვალებით მანიშნა, არ ვიყვირებო და პირი რომ გავუთავისუფლე, მითხრა:

– რას მერჩით, რა დაგიშავეთ? მით უმეტეს, ჩემმა ცოლმა. ის ისეთი სათნო და ღვთისნიერია,
ჭიანჭველასაც არ დაადგამს ფეხს. ალბათ, მძარცველი ხართ და ფული და ნივთები გჭირდებათ.
კი, ბატონო, გეტყვით, სად რა მაქვს და ყველაფერი წაიღეთ, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებეთ.

– მძარცველი არ ვარ.

– აბა, ვინ ხართ?

– დაქირავებული მკვლელი.

– ვინ?

– ქილერი და თქვენი მოკვლა მაქვს დავალებული, რაშიც ექვსასი ათასი ევრო გადამიხადეს.

გრაფი საკმაოდ ღირსეული, თავდაჭერილი და მამაცი ადამიანი აღმოჩნდა. მას არ შეშინებია.


უბრალოდ, გაუკვირდა და მითხრა:

– კი მაგრამ, მე უბრალო გრაფი ვარ, არც პოლიტიკაში ვერევი და არც სხვა სახიფათო საქმეებში.
ამიტომ, ვერ ვხვდები, ვის და რატომ უნდა შეეკვეთა ჩემი მოკვლა.

– შვილები ან უახლოესი მემკვიდრეები გყავთ?

– არა.

– ასეც ვიცოდი. თქვენი მკვლელობა ამ ქალბატონმა შეუკვეთა, რომელიც თქვენ ღვთისნიერი,


პატიოსანი ადამიანი გგონიათ, ის კი სულაც არაა ღვთისნიერი, იაფფასიანი ბოზია!

– რა უფლებით აყენებთ შეურაცხყოფას ჩემს მეუღლეს? – აღშფოთდა გრაფი, მაგრამ, მე მას


პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– ბოლოს და ბოლოს, ფეხებზე მკიდია თქვენი ურთიერთობები. რაში მენაღვლებით,


გაგიხვრეტთ შუბლს და ჩემი გზით წავალ, მაგრამ, წესიერი კაცი ჩანხართ. სრულიად
უდანაშაულო ხართ და შემეცოდეთ. ამიტომ, მე თქვენ არ მოგკლავთ და წავალ. თანაც, გირჩევთ,
რომ ეს ძუკნა თავიდან მოიშოროთ, თორემ სხვა მკვლელს დაიქირავებს. ან, სულაც, თვითონ
მოგკლავთ და თქვენს ქონებას დაეპატრონება. წესით, ხომ ისაა თქვენი ერთადერთი მემკვიდრე?!

– დიახ, – დამიდასტურა გრაფმა, – მით უმეტეს, რომ ამ ერთი თვის წინ სწორედ მას დავუმტკიცე
ჩემი მემკვიდრეობა ოფიციალურად.

– აი, ხომ ხედავთ, გრაფ, თქვენ კი ეჭვი გეპარებოდათ.

– და, მაინც არ მჯერა, – მითხრა გრაფმა. შემდეგ ცოლს შეხედა და მომიბრუნდა, – რა ბრძანეთ,
რამდენი გადაგიხადათ ჩემი მოკვლისთვის?

– ექვსასი ათასი ევრო.

– ჩემმა ცოლმა კი, ერთი თვის წინ შვიდასი ათასი ევრო გამომართვა და მითხრა, შენთვის
სიურპრიზი უნდა დავამზადებინოო. ნუთუ ეს ფული გადაგიხადათ?

– ასი ათასი თვითონ გამოიყენა, დანარჩენით კი მკვლელი დაიქირავა – აი, კიდევ ერთი
დასტური.

– არა, მაინც არ მჯერა. ჩემი მარტა მორწმუნეა. ორი კვირა მონასტერში გაატარა და ის
ნამდვილად არ გამიმეტებდა ასე. აქ რაღაც შეცდომაა.

– არავითარი შეცდომა! ეს ძუკნა მონასტერში კი არა, ელიტურ კურორტზე ეგდო და ვიღაც


ბებერთან ატარებდა დროს.

სანამ ბოლო ფრაზას ვიტყოდი, მარტა უხმოდ მისმენდა. ბოლოს კი მას ნერვებმა უმტყუნა და
აყვირდა:

– ვინ ხარ და საიდან იცი ამდენი? მოგცეს ფული?! – მიდი და შენი საქმე შეასრულე, სხვა რამეს
რას კითხულობ?

– აი, გრაფ, – ხელი გავიშვირე მარტასკენ, – ახლაც არ გჯერათ?

– ახლა კი მჯერა, – მომიგო გრაფმა და დაამატა: – გმადლობთ. თქვენ წესიერი ადამიანი


ყოფილხართ.

– ჰმ, წესიერი, ხომ? – ახარხარდა მარტა და ჩემზე გამოიწია, რომ სახეში მცემოდა, მაგრამ მე მას
სილა გავაწანი, იქვე მივაგდე და გრაფს ვუთხარი:

– მე წავედი, გრაფ, დანარჩენი კი თქვენ იცით. ფულს, რა თქმა უნდა, უკან არ დაგიბრუნებთ.

ვილიდან სწრაფად გამოვედი. რამდენიმე კვარტალი რომ გავიარე, მანქანაში ჩავჯექი და


კონსპირაციულ ბინაში გავემართე, რომ გრიმი მომეშორებინა და თბილისში
დავბრუნებულიყავი.

შეიძლება, გრაფთან დაკავშირებული ისტორია ჩემს კოლეგებს არაპროფესიონალურ, არასწორ


საქციელად მოეჩვენოთ, მაგრამ, მე ასე არ ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ აბსოლუტურად
უდანაშაულო ადამიანის მოკვლაც დაუშვებელია. გრაფი კი მართლაც, უდანაშაულო იყო და
ამიტომ ვიხსენი სიკვდილისგან. უფრო სწორად კი, არ მოვკალი და იოტისოდენადაც არ ვნანობ
ჩემს საქციელს და, საერთოდ, არასოდეს არაფერს ვნანობ, რადგან, წახდენილ საქმეს სინანულით
ვეღარ გამოასწორებ და ყოველთვის ჯობია, რომ მანამდე მოიქცე სწორად და არ შეცდე.

ბოლომდე შეუმცდარები არ არსებობენ, მაგრამ, როგორც გამნაღმველს, ასევე, ჩვენც, ერთი


შეცდომაც კი, შეიძლება, სიცოცხლის ფასი დაგვიჯდეს და საიქიოდან ვეღარავინ მოგვაბრუნებს.
თუმცა, ჩემს კარიერაში მქონდა თითქმის ასეთი შემთხვევა, უკვე ორივე ფეხით საიქიოში ვიყავი
და სასწაულებრივად გადავრჩი.

ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის დასაწყისში, პაკისტანის ქალაქ პეშვარში
გამგზავნეს, რომ ვინმე შამილ ქემალის ლიკვიდაცია მომეხდინა. ის ცნობილი ავღანელი საველე
მეთაური იყო და საბჭოთა სამხედრო ძალებს სისხლს უშრობდა. ქემალის ლიკვიდაციისთვის
სამი ვარიანტი გვქონდა დამუშავებული და არც ერთი არ იყო ადვილი. თუმცა, მე ყველაზე
რთული მისიის შესრულება მომიწია. რადგან ობიექტს ვერც ახლოდან მივწვდი და ვერც
სნაიპერული შაშხანიდან, მისი გარემოცვა ბრძოლით უნდა გამერღვია და ამგვარად
შემესრულებინა ეს ურთულესი დავალება. შამილ ქემალი და მისი გარემოცვა სულ რაღაც
თორმეტი კაცისგან შედგებოდა, მაგრამ, ისინი კარგად მომზადებული მეომრები იყვნენ და მათი
დახოცვა ადვილი არ იყო, მით უმეტეს, რომ ისინი ქალაქის კლდოვან რაიონში ცხოვრობდნენ. ის
ადგილი კი, თითქმის მიუვალი და კარგად დაცული იყო. თანაც, იქვე, მზადყოფნაში ჰყავდა
ამერიკული ვერტმფრენი „კობრა“ და, საშიშროების შემთხვევაში, გაქცევაც შეეძლო. მიუხედავად
ყველაფრისა, მე საკმაოდ ეფექტურად შევასრულე ჩემი დავალება. ქემალი და მისი დაცვა
დავხოცე და მათივე ვერტმფრენით ვცადე გაქცევა, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა, „კაგებეში“
მასწავლეს. თითქმის ორმოცდაათ მეტრ სიმაღლეზე ვიყავი ასული და სამშვიდობოზე
გავდიოდი, როდესაც კლდის ნაპრალში „სტინგერიან“ მოჯაჰედს მოვკარი თვალი, რომელმაც
რეაქტიული რაკეტა დამიმიზნა და ჩემი მიმართულებით გამოუშვა... ხუთიოდე წამიც და ჩემგან
სველი ადგილიც კი არ დარჩებოდა, რადგან „სტინგერი“ ნაკუწებად აქცევდა ჩემს „კობრას“.
ამიტომ, ვერტმფრენიდან გადმოვხტი. ამ დროს ვერტმფრენს რაკეტა მოხვდა, აფეთქების
ტალღამ უცნაური ტრაექტორიით გამისროლა კლდეებისკენ და, იმის ნაცვლად, რომ
უფსკრულში ჩავვარდნილიყავი, კლდის ერთ-ერთ ნაპრალს დავეჯახე და ვიწრო ბილიკზე
ამოსულ უზარმაზარ გაფოთლილ ხეში გავიჭედე.

„მე მგონი, საიქიოდან მოვბრუნდი“, – გავიფიქრე გუნებაში და ნელ-ნელა თანმიმდევრულად


შევუდექი უფსკრულის პირას ამოსული ხიდან ჩამოსვლას.

მართალია, არც იქიდან იყო ადვილი თავის დაღწევა, მაგრამ, რაც მთავარია, „სტინგერს“
გადავურჩი და, სავარაუდოდ, სიკვდილმა კვლავ გვერდით ჩამიარა, თუმცა, ფრთა გამკრა...

– შენ, ჩემო ძმაო, ბედის რჩეული ყოფილხარ, – მითხრა მუხინმა, როდესაც პაკისტანიდან
დავბრუნდი და ხელმძღვანელობას ანგარიში ჩავაბარე.

– ნამდვილად. ყოჩაღ, კოკი! თავის გადარჩენა არანაკლები ვაჟკაცობაა, ვიდრე დავალების


შესრულება, – ცხოვრებაში პირველად მომმართა შჩუკინმა ასე შინაურულად, რაც იმას ნიშნავდა,
რომ გენერალი თითქმის ბოლომდე მენდობოდა და მას მერე ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ და
მხოლოდ უკეთესობისკენ განვითარდა.

– შენ მართლაც რომ ბედის რჩეული ხარ, ჩემო კოკი, – მითხრა ერთხელ შჩუკინმა, როდესაც
მორიგი დავალების დეტალებს ვაზუსტებდით, – ფენომენალური შედეგები გაქვს. სიკვდილი
ყოველთვის გვერდს გივლის და ბედისწერა შენს მხარეზეა.

მაშინ ღმერთი არ მწამდა და ვიქტორ იაკოვლევიჩს ვუთხარი:

– კარგი მასწავლებლები მყავდა და ცოტა მეც მოვინდომე.

შჩუკინს ჩაეცინა და მითხრა:

– სხვებსაც შენნაირი მასწავლებლები ჰყავდათ. შენზე არანაკლებად მონდომებულები და


ნიჭიერებიც იყვნენ, მაგრამ, ორი-სამი დავალების მეტი ვერ გაქაჩეს. აქ თავად უმაღლესი
სუბსტანციაა ჩარეული, რასაც ჩვენ განგებას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი ესაა ღმერთი.

შჩუკინისთვის არაფერი მითქვამს. თუმცა, მერი დამიდგა თვალწინ, რომელიც ყველაფერს


ღმერთს მიაწერდა და ხშირად ამბობდა: „უფალი არ უნდა განარისხოო“.

ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– აი, ამან ღმერთი განარისხა და უნდა განადგურდეს, – ვიქტორ იაკოვლევიჩმა შუახნის


მამაკაცის სურათი მაჩვენა, რომელსაც ცეცხლოვანი თვალები ჰქონდა, ეტყობოდა, რომ არავის
არაფერს დაუთმობდა და საჭიროების შემთხვევაში გაანადგურებდა კიდეც.

– ვინ არის?

– ყოფილი რელიგიური მაღალჩინოსანი. მანტიას ამოფარებული, ყოველგვარ სისაძაგლეს


სჩადიოდა და მოკვეთეს.

– მხოლოდ მოკვეთა შველის ასეთ რამეს? რატომ არ დაიჭირეს?

– ყველაფერს თავისი წესი აქვს. ჯერ ეკლესიას უნდა გაესამართლებინა, გაეკრიჭა და მხოლოდ
ამის მერე ერთვებოდა საქმეში კანონი. მან კი ამ შუალედით ისარგებლა. უცხოეთში გაიქცა და
თავი რჯულისთვის წამებულად გამოაცხადა.

– ამერიკაშია?

– ჰო, იქაა და კვლავ რელიგიას შეფარებული, ახლა უკვე პირდაპირ ეწევა ანტისაბჭოთა
საქმიანობას – გამოდის ტელევიზიითა და რადიოთი, იბეჭდება გაზეთებში. სხვათა შორის,
ბევრი მორწმუნე, პატიოსანი ადამიანი უჭერს მას მხარს და ამიტომ ის ძალიან საშიშია. მით
უმეტეს, რომ „ცეერუც“ უმაგრებს ზურგს. ხელმძღვანელობამ მისი ლიკვიდაციის ბრძანება
მოგვცა. როგორც უკვე გითხარი, მან ღმერთი განარისხა და შენ უნდა გადაიქცე ღმერთის
მრისხანე მახვილად.
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამ კაცის ლიკვიდაცია უფრო მეტ ზიანს ხომ არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას
და მას წამებულ წმიდანად ხომ არ გამოაცხადებენ, რაც მის მომხრე ანტისაბჭოელთა რიცხვს
უფრო გაზრდის? – ვუთხარი შჩუკინს.

– ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჯერ მისი მამხილებელი მასალები


მოვიპოვოთ, რომლებსაც გავასაჯაროებთ და მისი ლიკვიდაცია გამართლებული იქნება მასის
თვალში.

– რას გულისხმობთ?

– თუნდაც, მისი ორგიების კინოკადრებს, რომლებსაც ის თითქმის ყოველდღიურად მართავს


თავის ნიუიორკულ აპარტამენტში.

– ესეც მე უნდა ვქნა?

– აბა, სხვას ვის დავავალებთ?

შემუშავებული გეგმის მიხედვით, მე იმ კაცის გარემოცვაში მსახურის სტატუსით უნდა


მოვხვედრილიყავი, შემდეგ კი ორგიები გადამეღო და ლიკვიდაციაც განმეხორციელებინა.
ასეთი რამ კი, სულაც არ იყო ადვილი საქმე და გარკვეულწილად, გამართლებაზეც იყო
დამოკიდებული.

ობიექტი ისე იყო ნიუ-იორკში რეკლამირებული და ცნობილი, რომ მის ფეშენებელურ


აპარტამენტებთან უამრავი ხალხი იკრიბებოდა. ისინი როგორც მხსნელს, ისე ელოდნენ მის
გამოჩენას და, როდესაც ის დღეში ერთხელ, სულ რაღაც ნახევარი წუთით ჩნდებოდა ხალხში,
პირჯვარს გამოისახავდა და კვლავ უკან შედიოდა, იქაურობას კი გრიგალივით გადაუვლიდა
ხოლმე ეგზალტირებული მასის ჟრიამული.

აპარტამენტებს მეორე შესასვლელიც ჰქონდა. იქ ახალგაზრდა გოგონები და კუნთმაგარი


ყმაწვილები მიდიოდნენ, რომ „დიადისთვის“ (ასე უწოდებდნენ ობიექტს) სამუშაო ეთხოვათ.
ქალებს ობიექტი მრუშობისთვის იყენებდა, კუნთმაგრებს კი – დაცვაში და მსახურებად. სწორედ
იქ მივედი მეც და გამიმართლა კიდეც, რადგან „დიადის“ პირველმა მსახურმა მითხრა:

– ჩვენს დიადს მოემსახურები. აქ იცხოვრებ და ყველაფერში დაემორჩილები მას.

– გასაგებია, ბატონო. დიდი მადლობა, – მივუგე ობიექტის პირად მსახურს და, მას მერე, რაც
გულდასმით გამჩხრიკეს, ჯერ გამაშიშვლეს და აბანოში შემიშვეს, შემდეგ კი თავიანთი სამოსი
მომცეს და აპარტამენტებში შემიყვანეს.

„დიადის“ აპარტამენტები უფრო აღმოსავლელი მბრძანებლის მდიდრულ სასახლეს ჰგავდა,


ვიდრე პატიოსანი და ღვთისმოსავი რელიგიური მოღვაწის სადგომს. ის მოოქრულ ტახტზე
იჯდა და ოქროთი ნაქარგი მანტია ემოსა. რომ დამინახა, თითით მიმიხმო, ხელი გამომიწოდა და
მაამბორებინა, შემდეგ კი მკითხა:

– რა გქვია?
– ტიხონი, ბატონო!

– ამიერიდან ბართლომე იქნები, – მითხრა „დიადმა“, – დღეიდან პირადად მომემსახურები.

– გასაგებია, ბატონო, – ვუთხარი „დიადს“, გუნებაში კი გავიფიქრე: „ბართლომეს გიჩვენებ მე შენ


და, თუ ვყოფილვარ კოკი, ნამდვილ ბართლომეს ღამეს მოგიწყობ. მანამდე კი შენს სიბილწეებს
აღვბეჭდავ ფირზე და მთელ მსოფლიოში გავავრცელებთ, რომ წამებულად არ გამოგაცხადონ“.

ნაეპისკოპოსარმა მწველი მზერა მესროლა და მითხრა:

– ბატონს რომ მეძახი კარგია და ეს შენს მორჩილებაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, შენი ბატონი
ვარ, მაგრამ, მე ყველა დიადს მეძახის და შენც დიადი დამიძახე.

– გასაგებია, დიადო! – ვთქვი მე და ისე დავხარე თავი, ლამის იატაკს დავკარი, შემდეგ კი
„დიადს“ ხელზე ვემთხვიე, რაც ჩემთვის „დიდი მადლი“ და „წყალობა“ იყო.

– კარგია, კარგი. თუ ასე განაგრძეს, ძალიან მალე დაწინაურდები, – შემპირდა „დიადი“, მე კი მას
მივუგე:

– თქვენი წყალობა და მადლი არ მომეშალოს, დიადო!

– არც არასოდეს მოგეშლება, თუ ბოლომდე მიერთგულებ. ახლა კი ტაშტით წყალი მომიტანე და


ფეხები დამბანე, ჩემი წინდები კი ხელით გარეცხე, – მითხრა „დიადმა“, რაც მე დიდი
მონდომებით შევასრულე და მისი მორიგი ქება დავიმსახურე:

– ყოჩაღ, ბართლომე, ყოჩაღ. ახლა წადი და, როდესაც დამჭირდები, გიხმობ.

„დიადის“ ინტიმურ გარემოში ძალიან მალე, სულ რაღაც სამ კვირაში მოვხვდი. პირველივე
შესაძლებლობისთანავე აღვბეჭდე მისი გახრწნილობები ფარულ, მინიკინოკამერაზე და იმავე
ღამეს ცენტრში გადავაგზავნე, იქიდან კი დაშიფრული დეპეშა მოვიდა. სტილით ვიცანი, რომ
მუხინის შედგენილი იყო. მასში ეწერა: „მშვენიერი ფილმი გადაგიღია. ყველა კმაყოფილია. ახლა
კი შეგიძლია, ის ჯოჯოხეთის გზას გაუყენო. გისურვებთ წარმატებებს“.

„დიადის“ სექს-ორგიები იმდენად ამაზრზენი და საზიზღარი იყო, რომ მათი აღწერა გულს
მირევს და დეტალებზე ამიტომ არ ვსაუბრობ. „კაგებეში“ ჩემი გადაღებული ფირი გადაამრავლეს
და ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე კომერციულ არხს გაუგზავნეს,
რომლებმაც ის დაუყოვნებლივ გაუშვეს ეთერში და ათეულ მილიონობით ადამიანი შოკში
ჩაყარეს. ამის პარალელურად კი მე „დიადის“ სალიკვიდაციოდ მოვემზადე, ხელსაყრელ
მომენტს დაველოდე და, როდესაც ის თავის ფეშენებელურ ბილწ აპარტამენტებში მარტო დარჩა,
ვეახელი და ვკითხე:

– რამეს ხომ არ მიბრძანებთ, დიადო?

– ტანსაცმელი გამხადე და სხეულის მასაჟი გამიკეთე, – მიბრძანა ნამთვრალევმა „დიადმა“. –


შემდეგ სამი გოგო მომიყვანე, არაყი მოაყოლე და დანარჩენ მითითებებს დაელოდე.
„დიადი“ გავაშიშვლე და, იმის ნაცვლად, რომ მისი ბილწი სხეული დამეზილა, ჯერ კისერი
მოვტეხე, შემდეგ წინასწარ გამზადებული ტროსი მოვაბი კისერზე და უზარმაზარ ჭაღზე
ჩამოვკიდე. ბოლოს ეს ყველაფერი კინოფირზე აღვბეჭდე, მისი აპარტამენტები დავტოვე და,
სანამ ქუჩაში გავიდოდი, მის დაცვას ვუთხარი:

– დიადი ისვენებს. მითხრა, არავინ შემაწუხოს, თუ რამე დამჭირდა, მე თვითონ გიხმობთო. მე კი


რაღაც საქმეზე გამგზავნა და საღამოს დავბრუნდები.

ჩემზე ეჭვი არავის აუღია და დაუბრკოლებლად გამიშვეს. ერთი საათის შემდეგ კი უკვე
თვითმფრინავში ვიჯექი და ამერიკას ვტოვებდი.

– ყოჩაღ, კოკი, უზადო შესრულება იყო, – შემაქო შჩუკინმა, როდესაც ლუბიანკაზე მივედი და
მის კაბინეტში შევდგი ფეხი დაწვრილებითი ანგარიშის ჩასაბარებლად, – ყველაფერი ისე
კარგად აეწყო, რომ იმ ბილწის გამო მწუხარებაც კი არავის გამოუთქვამს, პროტესტსა და, მით
უმეტეს, მის წამებულად გამოცხადებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ისეთი ფირი გამოგვიგზავნე,
რომ წყალი არ გაუვიდოდა.

– საშინელი ბილწი და ძალიან საზიზღარი ვინმე იყო, – მივუგე შჩუკინს, – იმ ნაძირალას თავი
რასპუტინი ეგონა, თუმცა, მისი არანაირი პარამეტრი არ ემთხვეოდა რასპუტინისას.

– ორივე უკვე საიქიოშია და, ალბათ, კუპრში ბანაობენ, – ღიმილით მითხრა ვიქტორ
იაკოვლევიჩმა და მკითხა – ახლა ის მითხარი, როგორ ხარ, დიადმა ფორმა ხომ არ დაგაკარგვინა?

– არა, მშვენიერ ფორმაში ვარ, ამხანაგო გენერალო!

– მაშინ, კიდევ ერთი დავალება უნდა შეასრულო. არ შეგაწუხებდით, მაგრამ, ისეთი რამაა, რომ
სხვას ვერ ვანდობთ.

– ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ.

– ჯერ ის მითხარი, მეტსახელი „დაშნა“ თუ გეუბნება რამეს?

– დაშნა... დაშნა... – გავიმეორე და დარწმუნებით ვუპასუხე: – არა, არასდროს გამიგია ასეთი


სახელი.

შჩუკინს გაეცინა და მითხრა:

– ძალიან ჩამორჩენილი ხარ და ქურდებს პატივს არ სცემ, თორემ, დაშნა როგორ არ


გეცოდინებოდა. მით უმეტეს, რომ ის შენი თანამემამულეა. დაშნა, ჩემო კოკი, საკავშირო
მნიშვნელობის ქურდი, ქურდული სალაროს შემნახველი პიროვნებაა. თბილისელი მაინც არ
იყო! ნუთუ მართლა ყურიც არ მოგიკრავს მისი სახელისთვის?

– ნამდვილად არა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. კრიმინალური სამყარო ნამდვილად არ მიტაცებს და


ჩემი ოჯახი სულ სხვა ღირებულებებით ცხოვრობს. არასოდეს დავინტერესებულვარ ამ
კატეგორიის ხალხით.
– გასაგებია, – თავი დამიქნია შჩუკინმა, – მოგიწევს დაინტერესება. თანაც, არა მარტო
დაინტერესება, არამედ მათი წეს-ჩვეულებების შესწავლაც. მეტსაც გეტყვი – შენ თვითონ უნდა
გახდე საკავშირო მნიშვნელობის კანონიერი ქურდი.

– ქურდი უნდა გავხდე?

– ჰო, თანაც, დაშნა.

– დაშნა?

– ჰო, დაშნა, – მითხრა შჩუკინმა, – მოკლედ, ასე, ჩემო კარგო, დაშნა აქ, ლუბიანკაზე გვყავდა და
დამუშავებისას ჩვენს კრეტინებს შემოაკვდათ. ის კი „ემვედეს“ „ვეთხოვეთ“ დროებით და, უკან
თუ ვერ ჩავაბარეთ საღ-სალამათი, ჯერ ერთი, მთელი ოპერაცია ჩაგვეშლება, თანაც, ისეთი
სკანდალი ატყდება მინისტრების დონეზე, რომ დედა შვილს არ აიყვანს.

– მაინც, რა მოხდა?

– ეგ დაშნა, ჩვენი ინფორმაციით, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ნაგროვებ


ქურდულ „ობშჩიაკს“ ინახავდა სადღაც და, მის გარდა კიდევ ვინ იცის ამის შესახებ, არ ვიცით.
სწორედ ამის გასაგებად „ვითხოვეთ“ „ემვედესგან“ და, როგორც გითხარი, შემოგვაკვდა.

– მილიციას რა მიზეზით აართვით?

– არ აგვირთმევია, უბრალოდ, დროებით გამოვართვით, იმ მიზეზით, თითქოს რაღაც ძველი


საქმის გამო უნდა დაგვეკითხა, სინამდვილეში კი „ობშჩიაკის“ ადგილსამყოფლის შესახებ უნდა
გაგვეგო ინფორმაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვიზარალეთ.

– მილიციამ, ალბათ, არ იცის ეს ინფორმაცია, თორემ, დაშნას არ გამოგატანდნენ და თვითონვე


შეეცდებოდნენ „ობშჩიაკის“ ადგილსამყოფლის დადგენას, – ვუთხარი შჩუკინს, მან კი თავი
დამიქნია:

– არა, ნამდვილად არ იციან. დაშნა მათ კრიმინალურ სამყაროში წონასწორობის


შესანარჩუნებლად, ქურდებისა და კრიმინალების გასაკონტროლებლად სჭირდებოდათ და
იმიტომ უფრთხილდებოდნენ. ის ბუტირკაში იჯდა და გულაობდა.

– მილიციასთან შეკრული იყო?

– არა, დაშნა მათი აგენტი არ ყოფილა. უბრალოდ, შეღავათების სანაცვლოდ, დაშნა მილიციას
კრიმინალური წესრიგის დამყარებაში ეხმარებოდა.

– გასაგებია. მე რა უნდა ვქნა?

– როგორც უკვე გითხარი, დაშნად უნდა გადაიქცე.

– ეგ როგორ?
– პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით. ჩვენი სუპერქირურგები შენგან მის ზუსტ ასლს
დაამზადებენ, შემდეგ კი, ოპერაცია რომ დასრულდება, შენ კვლავ ძველ ჰაბიტუსს
დაგიბრუნებენ, ყოველგვარი იარებისა და კვალის გარეშე. მით უმეტეს, რომ შენ და დაშნა
აღნაგობითაც ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს.

– გასაგებია. სულ ესაა?

– ახლა უფრო კონკრეტულ დეტალებზე ვილაპარაკოთ, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ჩვენს


ოპერაციას ორი მიზანი აქვს: პირველი – საღსალამათი დაშნას დაბრუნება ბუტირკის ციხეში,
ისე, რომ შეცვლის ამბავი ვერავინ გაიგოს და მეორე – უნდა მოახერხო ქურდული ობშჩიაკის
ადგილსამყოფლის გაგებას.

– გასაგებია. როდის უნდა დავიწყოთ?

– ახლავე, – მითხრა შჩუკინმა, – ჩვენ ახლა მინუს მეექვსე სართულზე ჩავალთ, სადაც დაშნას
გვამს განახვებთ და ინფორმაციებსაც მოგაწვდით.

– კარგი, წავედით.

ლუბიანკის მინუს მეექვსე სართულზე მუხინიც შემოგვიერთდა. იქ, ეგრეთ წოდებული,


„ადამიანის სპეცსანახი“ მდებარეობდა, სადაც უზარმაზარ მაცივრებში ადამიანების გვამებს
ინახავდნენ. თეთრ ხალათში გამოწყობილმა პათანატომმა მაცივრიდან დაშნას შიშველი გვამი
გამოიღო, საპროექციო მაგიდაზე დადო და წავიდა.

– ამას ჯერჯერობით აქ შეინახავენ, – მითხრა მუხინმა, – ბოლოს კი მორიგი შეცვლა მოხდება და


„ემვედეს“ ნამდვილი დაშნას გვამს შევაჩეჩებთ.

– კოკი, ხედავ, სხეული როგორი მოხატული აქვს? – მითხრა შჩუკინმა, – შენც ასე მოგხატავენ,
მერე კი სახესაც შეგიცვლიან.

– ტატუებს, ალბათ, შემდეგ წამიშლიან ხომ? – ვკითხე შჩუკინს.

– სამ თვეში თვითონვე გაქრება. ჩვენი მხატვრები შენს სხეულში სპეციალურ ქიმიურ ხსნარს
შეუშვებენ, რომელიც სრულიად უვნებელია.

– გასაგებია. კიდევ?

– „ემვედეს“ კიდევ ერთი კვირით ვთხოვეთ დაშნას ჩვენთან დატოვება და სწორედ ეს დრო
გვაქვს, რომ შენგან მისი ორეული შევქმნათ, – მითხრა მუხინმა, შჩუკინმა კი დაამატა:

– მინუს მეცხრეზე ჩავალთ, იქ შენ პლასტიკური ქირურგები და მხატვრები გელოდებიან და


დღესვე გააკეთებენ თავიანთ საქმეს, ხვალ დილიდან კი ჩვენი ორი ინსტრუქტორი ქურდობის
სრულ კურსს გაგატარებს და შემდეგ ბუტირკაში გადაგიყვანთ.

– კარგი, მე მზად ვარ.


ოპერაცია და ტატუები უმაღლეს დონეზე გამიკეთეს, ინსტრუქტორებმა კი ექვსი დღის
განმავლობაში იმდენი რამ მასწავლეს როგორც ქურდული სამყაროსა ისე კონკრეტულად
დაშნასა და მისი გარემოცვის შესახებ, რომ, როდესაც ბუტირკის ციხეში მიმიყვანეს, მე კოკი კი
არა, საკავშირო მნიშვნელობის კანონიერი ქურდი – დაშნა ვიყავი...

– დაშნა-ჯან, დაბრუნდი? – მკითხა ერთ-ერთმა კოლეგამ, რომელიც კართან შემეგება და


გადამეხვია.

ქურდულ საკანში სულ ექვსი ქურდი იჯდა, მეშვიდე მე ვიყავი და ჩემი პრესტიჟული ადგილი
ფანჯარასთან ცარიელი დამხვდა.

– ერთ ძველ საქმეზე მაკაჩავებდნენ „კაგებეში“, – ვამცნე ქურდებს, ხელები ძირს დავუშვი და
დავამატე, – მაგრამ ვერ მომჭამეს და ჩემგან სიტყვაც ვერ გაიგეს.

ერთი სიტყვით, ჩემმა „დაბრუნებამ“ წარმატებით ჩაიარა და, ვერც მილიცია, ვერც ციხის
თანამშრომლები და ვერც პატიმრები ვერ მიხვდნენ, რომ ნამდვილი დაშნა არ ვიყავი.

პატიმრობის ორი თვის თავზე, „პრაგულკის“ დროს, ერთ-ერთი ჩემი „კოლეგა“, მეტსახელად
„ტროლი“ ჩემ გვერდით ჩამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და მითხრა:

– სანამ კაგებე გაკაჩავებდა, ქსივა მომივიდა, რომელშიც ეწერა, რომ ყველაფერი მზადაა და შენს
სიტყვას ელოდებიან დასაძვრელად. რას იტყვი, რა ვქნათ? ხვალ პასუხი უნდა მივწეროთ.

ტროლის სიტყვებიდან მხოლოდ იმას მივხვდი, რომ ვიღაც ან რაღაც სადღაც უნდა წასულიყო ან
წაეღოთ, თუმცა, ზუსტად რაში იყო საქმე, არ ვიცოდი და არც რამის კითხვა ივარგებდა, რადგან
„დავიწვებოდი“. ამიტომ ტროლს ვუთხარი:

– მეც ერთ ქსივას ველოდები ხვალ და პასუხიც მერე იქნება.

– კარგი, ხვალ იყოს.

ერთადერთი, რაც ვიცოდი, ის იყო, რომ აუცილებლად ტროლი უნდა „დაეკაჩავებინა“ „კაგებეს“.
თუმცა, იმ მომენტში ჩემებთან დაკავშირება შეუძლებელი იყო. არადა, დრო არ ითმენდა და,
სულ რაღაც თორმეტი საათის შემდეგ, შეიძლება, გავშიფრულიყავი. ამის დაშვება კი არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლებოდა და სასწრაფოდ რაღაც უნდა მომეფიქრებინა. მე ნარზე წამოვწექი,
ორიოდე საათი ვიფიქრე, მოქმედების გეგმა შევიმუშავე და მის შესრულებას შევუდექი.

როგორც ლუბიანკელმა ინსტრუქტორებმა მითხრეს, მე, ანუ, დაშნას, საჭიროების შემთხვევაში


ბუტირკის ციხიდან რამდენიმე საათით გასვლაც კი შემეძლო უფროსთან შეთანხმებით. ამიტომ,
ბადრაგი ვიხმე და გარეთ გაყვანა მოვთხოვე, შემდეგ ციხის უფროსს შევხვდი და ვუთხარი:

– ტროლი უნდა გაუშვათ გარეთ ორი-სამი საათით. რაღაც საქმეა და მალევე დაბრუნდება.

– შენ თუ გინდა, ერთი დღითაც გაგიშვებ, მაგრამ, ტროლს – ვერა. რომ დაითესოს, თავს
მომაჭრიან.
– არ დაითესება, მე ვარ ატვეჩაი. სამ საათში მოვა და პატივსაც გცემ.

– კარგი. მხოლოდ შენი ხათრით, დაშნა, – მითხრა ციხის უფროსმა, – გამოვიყვანოთ კამერიდან?

– ჯერ არა. ჯერ მე დამაბრუნეთ და მერე გაიყვანეთ, – ვუთხარი ციხის უფროსს. საკანში რომ
დამაბრუნეს, ტროლს ვუხმე და ვუთხარი:

– შენ ახლა გარეთ გაგიშვებენ და ჯერ ერთგან დარეკავ, შემდეგ ამ ქსივას გადასცემ და უკანვე
დაბრუნდები. აბა, შენ იცი, მიდი!

ტროლს დაშიფრული წერილი გავატანე, რომელშიც ეწერა: „ეს „ტროლია“, ქურდი. ხვალ
ვიღაცასთან ქსივა უნდა გავგზავნოთ, მაგრამ, ვისთან და რა – არ ვიცი, არ უთქვამს და, რომ
მეკითხა, „დავიწვებოდი“. ამიტომ, რაც შეიძლება მოკლე დროში დაამუშავეთ და ისევ უკან
გამოუშვით“.

ტროლს კონსპირაციული ნომერი მივეცი, რომელიც წინასწარ გვქონდა ლუბიანკაზე


შეთანხმებული. ხუთი საათის მერე რომ დაბრუნდა, ჩემს ნართან მოვიდა და ყურში
ჩამჩურჩულა:

– ყველაფერი წესრიგშია. „ქარვას“ თვითონ გაუშვებენ და, ასე მითხრეს, არაფერზე


ინერვიულოსო.

– ძალიან კარგი. ყოჩაღ, ტროლ! შენ როგორ ხარ? – ვუთხარი ტროლს, თან ყურადღებით
შევათვალიერე, რადგან, შეცვლილი მეჩვენა.

– კარგად ვარ. უბრალოდ, ძალიან დავიღალე და მეძინება. თუ ჩემთან მეტი საქმე არ გაქვს, მაშინ,
ცოტას წავაკიმარებ.

– მიდი, დაიძინე!

ორი დღის შემდეგ ბუტირკის ციხიდან გამომიყვანეს, საეტაპო მანქანაში ჩამსვეს და ადგილიდან
დავიძარით. ბადრაგი ხმას არ იღებდა, მე კი არ ვიცოდი, რაში იყო საქმე და ბადრაგს ვკითხე:

– სად მივდივართ?

– სადაც საჭიროა. ჩუმად იყავი! – უხეშად მომიგო ბადრაგმა, რომელსაც შევუბღვირე და


კბილებში გამოვცარი:

– ხომ არ გავიწყდება, ვის ელაპარაკები? გირჩევნია, წესიერად გამცე პასუხი, თორემ, პასუხს
სხვანაირად მოგთხოვ!

ბადრაგს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ, არ დასცალდა. – უცებ ჩვენი საეტაპო მანქანა რაღაცას
დაეჯახა, სიმაღლიდან გადაეშვა და წყალში ჩავარდა. მე გონება დავკარგე და გავითიშე.
თვალები რომ გავახილე, პატარა ოთახში ვიწექი, თავზე კი შჩუკინი წამომდგომოდა და
მიღიმოდა.
– ამხანაგო გენერალო, თქვენ?! – ვთქვი მე და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ვიქტორ
იაკოვლევიჩმა არ დამანება და მითხრა:

– იწექი, იწექი, კოკი. ნახევარი საათიც და გაზის მოქმედება გაივლის, შემდეგ კი შეგიძლია, ადგე
კიდეც.

– სად ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– ჩვენს ერთ-ერთ კონსპირაციულ სახლში. იწექი, იწექი...

მეორე დღეს ლუბიანკაზე პლასტიკური ოპერაცია გამიკეთეს და ჩემი სახე დამიბრუნეს. ერთი
თვის მერე კი ქურდული ტატუებიც გამიქრა და ისევ ძველი კოკი ვიყავი. შჩუკინმა კი მითხრა:

– ავარია ჩვენ მოვაწყვეთ. რამდენიმე დღეში მილიცია ნამდვილი დაშნას სხეულს იპოვის
მდინარე მოსკოვში.

– ბადრაგები? – ვკითხე გენერალს.

– დარდი ნუ გაქვს, ბადრაგები და მძღოლი უვნებლად არიან. სწორედ იმიტომ გავუშვით გაზი,
რომ დაგძინებოდათ და დაუბრკოლებლად შეგვძლებოდა მოქმედება.

– ძალიან კარგი. ტროლს რა უყავით?

– ტროლს ყველაფერი დავაფქვევინეთ – სპეციალური ხსნარი შევუშხაპუნეთ და რაც იცოდა,


დაფქვა. თუმცა, ეს თვითონაც არ იცის. ასე რომ, არ „დამწვარხარ“.

– ჰო, ეტყობოდა, ციხეში რომ დაბრუნდა. რაო, რაში ყოფილა საქმე?

– თურმე, ქურდული „ობშჩიაკის“ უცხოეთში გატანას აპირებდნენ ერთ-ერთ ბანკში შესანახად


და დაშნას სიტყვას ელოდებოდნენ.

– მერე?

– რა მერე, – მხრები აიჩეჩა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ეს უკვე პირდაპირ ჩვენი უწყების


ქვემდებარე საქმეა. ამიტომ, დაუყოვნებლივ ვიმოქმედეთ – ყველა ავყარეთ და ქურდული
ობშჩიაკიც ხელში ჩავიგდეთ.

– ხელში ჩაიგდეთ? სად ინახებოდა?

– თბილისში, კუკიის სასაფლაოს ერთ-ერთ სამარეში.

– ბევრი ქონება იყო?

– ათი მილიონი მანეთი გადავყარეთ, რადგან, გაუქმებული ფული იყო. ხოლო ოქრო, ძვირფასი
ლითონები და ძვირფასი ქვები მილიარდამდე ურტყამს.

– მილიარდ მანეთს, ვიქტორ იაკოვლევიჩ?


– აბა! – გამიღიმა შჩუკინმა, – ამ „ობშჩიაკს“ მთელი საბჭოთა კავშირის ქურდები ნახევარი
საუკუნე აგროვებდნენ. განძი მთელი ქვეყნის რეგიონებიდან მოედინებოდა და რატომ გიკვირს?

– ხედავთ, ამხანაგო გენერალო, რამხელა ფინანსები ჰქონიათ ქურდებს?

– ვხედავ, ვხედავ, მაგრამ, ახლა ეს სიმდიდრე სახელმწიფო ბანკის საცავებში დაიდებს ბინას,
კეთილ საქმეს მოხმარდება, ამ კეთილი საქმის შემოქმედი კი შენ ხარ.

– მაგარია! – ვთქვი მე, რაზეც შჩუკინმა მითხრა:

– გეთანხმები, მაგარი საქმეა, მაგრამ, მთელი ქურდული სამყარო ფეხზე დადგება, განძსაც, მის
გამცემსაც და წამღებსაც ძებნას დაუწყებენ და, გარწმუნებ, რომ ამ ისტორიას კიდევ ექნება
გაგრძელება.

ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი აღმოჩნდა – მილიარდიანი ქურდული „ობშჩიაკის“ ისტორიას


გაგრძელება ჰქონდა, რომელიც უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში განვითარდა და მასში
მონაწილეობა მეც მივიღე.

ერთ მშვენიერ დღეს მე და „ძია“ ჩვენს ტრადიციულ ადგილზე შევხვდით ერთმანეთს და


რომანმა მითხრა:

– ნახევარმილიონიანი საქმეა.

– რა საქმე, ვინაა გასასაღებელი?

– გასაღებაზე რა მოგახსენო, მაგრამ, აი, ეს კაცია მოსაძებნი და სწორედ ამ საქმეში იხდიან ამდენ
ფულს, – მითხრა რომანმა და ფოტოსურათი მომაწოდა.

„ვაა, ტროლი?“ – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც სურათს დავხედე, „ძიას“ კი ვკითხე:

– ეს ვინაა?

– ცნობილი კანონიერი ქურდი – ტროლი.

– დაიკარგა?

– რა და როგორაა, არ ვიცი, მაგრამ, თუ იპოვი, ნახევარ მილიონს გადაგიხდიან.

– კი მაგრამ, სად უნდა ვიპოვო, რაღაც ხელჩასაჭიდი მაინც ხომ უნდა მქონდეს?

– ჰოდა, შემკვეთს უნდა შენთან შეხვედრა და ალბათ, ყველაფერს სწორედ ის გეტყვის.

– სად და რომელ საათზე?

– ზეგ, ბათუმის ბულვარში. თანახმა ხარ?

– დიახ.
– ძალიან კარგი. მაშინ, ზეგ 5 საათზე გელოდება ბულვარში. შავი პიჯაკი ეცმევა და ხელში
ჟურნალი „ოგონიოკი“ ეჭირება, რომელზეც ელცინის ფოტოა დაბეჭდილი.

მე შევინიღბე და მეორე დღეს ბათუმში გავემგზავრე, ხოლო დათქმულ დროს კი უკვე ბულვარში
ვიყავი. შავპიჯაკიან, „ოგონიოკიან“ შუა ხნის მამაკაცს რომ მივუახლოვდი, რომელიც მარტო
იჯდა სკამზე, პაროლი ვუთხარი:

– „ოგონიოკი“ ახლა იშვიათობაა. საბჭოთა კავშირის დროს კი ეს ჟურნალი ლიმიტირებული იყო.

– დიახ, მართალს ბრძანებთ. მასში ყოველთვის კარგ კროსვორდებს ბეჭდავდნენ, – მომიგო


მამაკაცმა, – დაბრძანდით და მომისმინეთ.

„ოგონიოკიანს“ გვერდით მივუჯექი და ვუთხარი:

– გისმენთ, ბატონო.

– სურათი ნახეთ?

– დიახ, გადმომცეს.

– იცით, ვინ არის?

– დიახ, ტროლი.

– ტროლი, ტროლი... – დამიდასტურა შავპიჯაკიანმა, – ერთ დროს მაგარი ვინმე იყო, რკინის
წრთობის ქურდი, მაგრამ... ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ თურმე, უბეში გველი გვყოლია. მან
უპატიებელი, გამოუსწორებელი დანაშაული ჩაიდინა და მიწიდან უნდა ამოვთხაროთ.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად, თქვენ ის უნდა იპოვოთ და ჩაგვაბაროთ. თქვენზე ბევრი რამ მსმენია და ვიცი,
რომ კენჭის პოვნა შეგიძლიათ ოკეანეში. ამდენ ფულსაც სწორედ ამიტომ გიხდით.

– ბევრად მეტიც გადაუხდიათ, – გამეცინა მე, – მაგრამ, მარტო ფულში არაა საქმე. უნდა ვიცოდე,
ვის და რატომ ვეძებ, თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალია.

– ცოცხალია, ცოცხალი. ამდენი ფულის პატრონს რა მოკლავს?

– ფული გაიტაცა?

– ქურდული „ობშჩიაკი“ – ორმოცდაათი მილიონი დოლარის ღირებულების განძი, რომელიც


თითქმის ნახევარი საუკუნე ვაგროვეთ ქურდებმა, რომ შავი დღისთვის გამოგვეყენებინა.

მე გუნებაში გამეცინა, რადგან ქურდული „ობშჩიაკის“ ნამდვილი ღირებულება ვიცოდი და ჩემ


გვერდით მჯდომი მამაკაცი ამ თანხის მხოლოდ მეხუთედს ასახელებდა. ის ან მატყუებდა, ან,
უბრალოდ, მისი ნამდვილი რაოდენობა არ იცოდა.

– როგორ დაიკარგა ეს განძი?


– ის ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიკარგა და ყველას ეგონა, რომ „ძაღლებმა“
დაითრიეს.

– მილიციამ?

– დიახ, მილიციამ. ერთი ქურდი იყო – დაშნა, რომელიც „ობშჩიაკს“ ინახავდა. მოულოდნელად
ის მდინარე მოსკოვში დაიღუპა ეტაპირებისას, როდესაც ბუტირკის ციხიდან სასამართლოში
მიჰყავდათ, რათა ერთ საქმეზე მოწმედ გამოსულიყო. მაშინ ყველა ჩვენი ძმა ფიქრობდა, რომ
ყველაფერი ძალოვნებმა მოაწყვეს და, ფულიც, უფრო სწორად კი – ქურდული „ობშჩიაკი“ მათ
დაითრიეს, თუმცა, მაშინ ვერაფრით მოხერხდა კვალზე დადგომა. ამ ექვსი თვის წინ კი,
ბუტირკის ციხის გაბასიაკებულმა უფროსმა ერთი ისტორია მოგვითხრო და დავასკვენით, რომ
განძის გაუჩინარებაში სწორედ ტროლი მონაწილეობდა. თურმე, წინა დღეს, დაშნას თხოვნით,
ციხის უფროსს ტროლი რამდენიმე საათით გაუშვია ციხიდან, ამის მერე კი დაშნაც დაიღუპა,
ჯოხი მასზე გადატყდა და ყველას ეგონა, რომ განძი დაიკარგა. ახლა აშკარაა, რომ ეს ასე არ
მომხდარა, რომ ტროლიც ამ საქმეშია და მისი დათრევით დავადგენთ განძის ადგილსამყოფელს.

– ასე რატომ გგონიათ?

– იმიტომ, რომ ტროლი ქურდულ სხოდკაზე გვყავდა დაბარებული, ის კი მოგვიტყდა. ამიტომ,


ლოგიკურად ვფიქრობთ, რომ ის საქმეშია და უნდა დავითრიოთ.

– იქნებ, მას, უბრალოდ, შეეშინდა და დაგემალათ?

– გამორიცხული არაფერია. სწორედ იმიტომ გიხდით ფულს, რომ ვიპოვოთ და ყველაფერი


დავადგინოთ. – მითხრა მამაკაცმა და ტყავის საქაღალდე გადმომცა, – აი, აქაა ყველა საჭირო
ქსივა და კოორდინატები, რომ ტროლი დახვოსტოთ.

მამაკაცს საქაღალდე გამოვართვი და ვუთხარი:

– დღესვე გავეცნობი. ხვალ ერთმანეთს შევხვდეთ და საბოლოო პასუხს გაგცემთ.

– კარგი, ხვალ იყოს. აქვე, ბულვარში, საღამოს ექვსზე.

შემკვეთის საქაღალდის შიგთავსით ტროლის პოვნა შეუძლებელი იყო და იმიტომ გამოვართვი,


რომ ამაში დავრწმუნებულიყავი. მეორე დღეს საქაღალდე დავუბრუნე და ვუთხარი:

– თანახმა ვარ, მოვძებნი, მაგრამ, მინდა იცოდეთ, რომ მისი პოვნის შანსი მინიმალურია.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, პატივცემულო, რომ ასეთი საქმის ჩამდენებს ყოველთვის ისინი აქრობენ, ვინც მათ
უკან დგას. არა მგონია, რომ ობიექტს მარტო ემოქმედა. ის ასეთ რამეს, უბრალოდ, ვერ
შეძლებდა. თუმცა, მე მაინც ვიღებ ამ შეკვეთას და ხვალიდანვე ვიწყებ ძებნას.

– ნახვამდის. იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებას მივაღწევთ.


– ვიქონიოთ. კარგად ბრძანდებოდეთ, – გამოვემშვიდობე შემკვეთს და წავედი.

ტროლი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა, რომ შემცოდებოდა, მაგრამ, ის უდანაშაულო იყო და


ქურდები მას საშინელი წამებით, ტყუილუბრალოდ მოკლავდნენ. ამიტომ მისი პირადად ნახვა
გადავწყვიტე, რაშიც მუხინი დამეხმარა, რომელმაც თავისი ძველი კავშირების მეშვეობით
მომაძებნინა ტროლი და მკითხა:

– რაში დაგჭირდა?

– უდანაშაულოა და სიკვდილს უნდა გადავარჩინო.

–აი, ამ მისამართზეა, მაგრამ, ფრთხილად იყავი. სავარაუდოდ, შეიარაღებულია და შემთხვევით


არ დაგაზარალოს.

– გმადლობთ, ანდრეი ლუკიჩ, ნახვამდის, – გამოვემშვიდობე მუხინს და სანკტ-პეტერბურგისკენ


ავიღე გეზი.

ტროლი ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში – „დაჩნოეში“ ცხოვრობდა, თავისი ძველი მეგობრის


ქვრივის აგარაკზე. სანამ მოვიდოდა, საგრძნობლად შევიცვალე გარეგნობა.

ძველი ყაიდის სააგარაკო ორსართულიანი სახლი მდინარე ნევის პირას მდებარეობდა და ტყის
მასივით იყო გარშემორტყმული. ეზოში უზარმაზარი ნაგაზი დადიოდა, რომელიც
ერთდროულად სიგნალიზაციისა და მცველის ფუნქციებს ასრულებდა. მე ჯერ კარგად
დავზვერე იქაურობა და სიტუაცია შევისწავლე. ხოლო, როცა დაღამდა, აგარაკთან ფეხაკრეფით
მივედი, ნაგაზი გავანეიტრალე, ღობეზე გადავძვერი და სახლში შევედი, მძინარე ტროლს ჯერ
შეყენებული პისტოლეტი გამოვუცურე ბალიშის ქვეშიდან, შემდეგ კი იქვე, სკამზე ჩამოვჯექი,
საწოლს ფეხი მივარტყი და ვთქვი:

– გაიღვიძე, ტროლ, გაჩერება „ქურდული“! ჩავდივართ!

ტროლმა თვალები გაახილა და რომ დამინახა, ბალიშის ქვეშ შეაცურა ხელი, მაგრამ, ვერაფერი
რომ ვერ იპოვა, შეშინებულმა მკითხა:

– ვინ ხარ?

– ამას ხომ არ ეძებ? – ტროლს მისი პისტოლეტი დავანახვე, – შეყენებული პისტოლეტის ბალიშის
ქვეშ შენახვა ძალიან საშიშია, შემთხვევით რომ გავარდეს, ტვინს გაგასხმევინებს, ტვინი კი ჯერ
კიდევ დაგჭირდება.

– ვინ ხარ? – გაიმეორა ტროლმა.

– სტუმარი, – ღიმილით მივუგე ტროლს.

– თუ სტუმარი ხარ, იარაღით რატომ მოხვედი?

– იარაღიანი სტუმარი ვარ.


– რა გინდა?

– შენთან საქმე მაქვს.

– გისმენ.

მე პისტოლეტიდან ვაზნა გადმოვაგდე და მჭიდი გამოვიღე. შემდეგ იარაღი, ვაზნა და მჭიდი


ტროლს დავუყარე საწოლზე და ვუთხარი:

– ქურდებმა შენი მოძებნა შემიკვეთეს და ამაში დიდ მაყუთს იხდიან. მე კი მორწმუნე კაცი ვარ
და ვიცი, უდანაშაულო ხარ და მათ ხელში რომ ჩაგაგდო, წამებით მოგკლავენ, მაინც ვერაფერს
შეიტყობენ შენგან, რადგან არაფერი იცი, მე კი შენი ცოდვა დამედება. ხომ მართალს ვამბობ,
ქურდული „ობშჩიაკი“ ხომ შენ არ წაგიღია?

– საიდან იცი, რომ მართალი ვარ? – მკითხა გაკვირვებულმა ტროლმა. მე კი მივუგე:

– ყნოსვით ვხვდები.

– კარგი ყნოსვა გქონია. შემდეგ?

– რა – შემდეგ? – ავიჩეჩე მხრები – შემდეგ ის, რომ, თუ დროზე და საიმედოდ არ გაუჩინარდები,


ისინი მაინც მოგაგნებენ და, ამას რა მოჰყვება, ჩემზე კარგად იცი.

– სად უნდა გავუჩინარდე? ფული მე არ მაქვს და დასამალი. აქამდეც ძლივს მოვაღწიე, – ხელი
ჩაიქნია ტროლმა და დაამატა: – განწირული ვარ. ხვალ თუ არა, ზეგ მაინც მომაგნებენ და ვერსად
დავიმალები.

– დაიმალები.

– სად ან როგორ? ხომ გითხარი, რომ გასაქცევი არსად მაქვს.

– გაქცევა არც დაგჭირდება. საკმარისია, გარეგნობა შეიცვალო და ეძებონ მერე ნემსი თივაში.

– იდეა კარგია, მაგრამ, ფული და ერთგული ქირურგი სჭირდება. მე კი არც ერთი არ გამაჩნია.

– გექნება, ნუ დარდობ. ოღონდ, უნდა დამიჯერო.

– მეტი რა გზა მაქვს. ბრძანე, რა უნდა გავაკეთო.

მე ერთ პლასტიკურ ქირურგ-კოსმეტოლოგს ვიცნობდი, რომელიც „კაგებეს“ შეკვეთებით


აკეთებდა პლასტიკურ ოპერაციებს და ენაზე კბილის დაჭერა იცოდა. მასთან, რა თქმა უნდა,
შენიღბული მივედი, ორმოცდაათი ათასი დოლარი გადავუხადე და სამი დღის შემდეგ ტროლს
ისე შეუცვალა გარეგნობა, რომ მას დედამისიც ვეღარ იცნობდა.

– ხომ იცი, რომ ჩვენი პირობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს, – შევახსენე ქირურგს,
როდესაც ტროლი იატაკქვეშა კლინიკიდან გამომყავდა.

– რაზეა ლაპარაკი! ორმოცდაათი ათასი ჩემი დუმილის მყარი გარანტიაა.


– მშვიდობით, ექიმო. იმედია, ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით.

– იმედია. მშვიდობით.

ტროლი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ მიკრორაიონში, სამოთახიან ბინაში მივიყვანე და


ვუთხარი:

– ესეც ასე. ექიმი ხმის ამომღები არაა. შენი კოლეგები კი, ვეღარასოდეს გიპოვიან და
უსაფრთხოდ იქნები.

სახეშეცვლილ ტროლს დაბნეულობა ეტყობოდა და მითხრა:

– ექიმს ორმოცდაათი ათასი რუბლი გადაუხადეთ, ხომ?

ორმოცდაათი ათას რუბლად არამცთუ პლასტიკურ ოპერაციას კი არა, წესიერ მაკიაჟსაც არავინ
გააკეთებდა, ამიტომ, ტროლს ღიმილით მივუგე:

– ეს ფული შენმა კოლეგებმა – ქურდებმა გადაიხადეს, მაგრამ, დოლარებში.

ჩემი სიტყვების გაგონებაზე ტროლს თმა ყალყზე დაუდგა და მითხრა:

– რაო? ჩემს ოპერაციაში ორმოცდაათი ათასი დოლარი გადაიხადეთ?

– მე, არა, ქურდებმა, – მივუგე გაოცებულ ტროლს, შემდეგ კომოდის უჯრიდან პატარა ჩანთა
ამოვიღე და მაგიდაზე დავდე, ზედ ბინის გასაღები დავადე და დავამატე – ეს ბინა შენია და შენს
სახელზეა გაფორმებული. ამ ჩანთაში კი შენი ახალი პასპორტი და ორმოცდაათი ათასი
დოლარია. ეს ყველაფერი მშვიდობაში მოიხმარე. იმედია, ერთმანეთს აღარასოდეს შევხვდებით.

– მშვიდობით, ჩემო მეგობარო, მშვიდობით. მე თქვენი არც სახელი ვიცი და არც გვარი, მაგრამ,
მერწმუნეთ, რომ ყოველ დილას და ყოველ საღამოს თქვენთვის ვილოცებ, სანთლებს დავანთებ
და სიცოცხლის ბოლომდე თქვენი მადლიერი ვიქნები, – მითხრა ტროლმა, ხელი ჩამომართვა და
ბინიდან რომ გავდიოდი, ჯვარი გადამსახა.

ტროლის გაუჩინარების ხარჯები მართლა ქურდებმა დაფარეს იმ ას ორმოცდაათი ათასი


დოლარიდან, რომელიც მათ წინასწარ გადამიხადეს. მოლაპარაკების მიხედვით, ეს თანხა მე
ნებისმიერ შემთხვევაში მრჩებოდა, ხოლო, ტროლს თუ ცოცხალს მივუყვანდი, დანარჩენსაც
გადამიხდიდნენ. მართალია, ასეთი შეთანხმება გვქონდა, მაგრამ, საბოლოოდ, ტროლისთვისაც
რომ თავი დაენებებინათ და არც მე მოვეკითხე ვინმეს, ერთი სპექტაკლი დავუდგი: ერთ მოხუც
მხატვარს, რომელიც ადრე ასევე, „კაგებეს“ შეკვეთებს ასრულებდა და მანაც კარგად იცოდა ენაზე
კბილის დაჭერა, სულ რაღაც ხუთი ათას დოლარად ტატუებით მოვახატვინე უპატრონო გვამი,
რომელიც ერთი ნაცნობისგან ვიყიდე ხუთას დოლარად პროზექტურაში, შემდეგ კი ეს გვამი
„დაჩნოეს“ იმ აგარაკზე მივიტანეთ, სადაც ტროლი იმალებოდა, მას ბენზინი გადავასხი თავზე,
ცეცხლი წავუკიდე და იქაურობას მოვშორდი... ყველაფერი ისე მოგვარდა, უკეთესად ვერც კი
ვინატრებდი. შემთხვევის ადგილზე მისულმა მილიციამ აგარაკის მფლობელი ქვრივი დაკითხა
და ქალმა დაადასტურა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი კანონიერი ქურდი – ტროლი იყო.
მილიციამ ეს ჩვენება და შემთხვევის ადგილზე გადაღებული სურათები საქმეში ჩააკერა, საქმე
კი დახურეს და არქივში გადაგზავნეს. მე ეს საქმე ერთ არქივის მოხელეს ას დოლარად
გადავაქსეროქსებინე და შემკვეთს მივუტანე, რომელმაც მითხრა:

– რას ფიქრობთ, მართლა უბედური შემთხვევაა, როგორც აქ წერია?

– ამის თქმა ძალიან რთულია, – მხრები ავიჩეჩე მე, – როგორც ადრე გითხარით, ასეთ ადამიანებს
თავიდან იშორებენ და, გამორიცხული არ არის, რომ მოეკლათ. თუმცა, შეიძლება, ის მართლაც
უბედურ შემთხვევას შეეწირა. ფაქტი კი ერთია – ის ნამდვილად მკვდარია და თქვენი
„ობშჩიაკის“ ფულის კვალი ამ ეტაპზე დაიკარგა.

– მაგაში გეთანხმებით. კეთილი. თქვენ რაც შეგეძლოთ, გააკეთეთ. მშვიდობით, – მითხრა


შემკვეთმა, რომელსაც მესამედაც ბათუმის ბულვარში შევხვდი და ერთმანეთს დავშორდით.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ტროლი ბერად აღიკვეცა და რუსეთის ერთ-ერთ მონასტერში


შეუდგა მოღვაწეობას. სხვათა შორის, უკვე აღკვეცილი ტროლი კიდევ ერთხელ შემხვდა და მან
ვერც ამჯერად მიცნო, რადგან მოსკოვში უკვე უნიღბოდ, ჩემი ბინის მოსანახულებლად ვიყავი
ჩასული. მეტროთი ვმგზავრობდი. საღამო ხანი იყო და ვაგონში ძალიან ცოტა მგზავრი
იმყოფებოდა. ერთ-ერთ სადგურზე ოთხი სკინჰედი ამოვიდა. ერთ-ერთი მათგანი რომ დავინახე,
გავიფიქრე: „ესღა მაკლდა. ნეტავი ვერ მიცნოს“. საქმე ის არის, რომ ის სკინჰედი ერთ-ერთი
იმათგანი იყო, ვინც მე და ვოვას „ძიას“ შვილიშვილის მოტაცებისას მოგვდევდა. მან შემომხედა,
კოპები შეიკრა და კარგად შემათვალიერა. შემდეგ თავის მეგობრებს რაღაც გადაუჩურჩულა,
წამოდგა, მომიახლოვდა და მითხრა:

– ძალიან ნაცნობი სიფათი გაქვს, მაგრამ, ვერ გიხსენებ. შენ არ გახსოვარ?

– ყმაწვილო, ლამის ბაბუად გეკუთვნი და პატივისცემით მომეპყარი. არ მეცნობი, ეტყობა,


ვიღაცაში შეგეშალე.

– არა, გამორიცხულია. ნამდვილად მეცნობი, თანაც, მე მგონი, ცუდ ამბავში ვართ


შეხვედრილები.

– არა, გეშლება, – ვუთხარი ბიჭს და წამოვდექი, რომ შარის თავიდან ასაცილებლად გავცლოდი,
მაგრამ ბიჭმა ხელით მიბიძგა, სკამზე დამაბრუნა და შემიღრინა:

– იჯექი. სად ითესები? აუცილებლად უნდა გავიხსენო, საიდან მეცნობა შენი სიფათი.

ამასობაში მატარებელი გაჩერდა და ჩემი და სკინჰედების გარდა, ყველა მგზავრი ჩავიდა,


ვაგონში კი ანაფორიანი ბერი შემოვიდა, რომელშიც ტროლი ვიცანი. ის ჩემ გვერდით, ოდნავ
კიდეში დაჯდა. ამასობაში მატარებელი დაიძრა და სკინჰედმა მითხრა:

– აშკარად მიცანი, მაგრამ, არ ამხელ. აბა, თქვი, ვინ ხარ?

– ყმაწვილო, ვიღაცაში გეშლები. წესიერად მოიქეცი, ბაბუაშენის ტოლი ვარ.


– მართლა, ბაბუ? – ირონიით მითხრა სკინჰედმა და დაამატა, – ჩქარა მითხარი, ვინ ხარ, თორემ,
სიფათს აგიზილავ!

– ვიღაცაში გეშლები, – მშვიდად ვუთხარი ბიჭს, მან კი მუშტი მომიღერა და გამიმეორა:

– ჩქარა მითხარი, ვინ ხარ!

ამ სცენის დანახვისას, ბერად აღკვეცილი ტროლი წამოდგა, მოგვიახლოვდა და ბიჭს უთხრა:

– დამშვიდდი, შვილო ჩემო, ნუ ცხარობ. რას ერჩი ამ პატიოსან კაცს, რა დაგიშავა?

– განზე გადექ, წმიდა მამაო, – ირონიით მიუგო ტროლს ბიჭმა, – სხვის საქმეში ნუ ერევი!

– პატივი ეცი მამასა შენსა და მოყვასს ნუ აწყენინებ, – თქვა ტროლმა, მაგრამ სკინჰედმა მას
მუშტი ცხვირთან მიუტანა და კბილებში გამოსცრა:

– გაეთრიე აქედან, სანამ მთელი ხარ!

– შვილო ჩემო... – თქვა ტროლმა, მაგრამ სკინჰედმა მას ხელი ჰკრა და იატაკზე დააგდო, შემდეგ
ირონიულად გაიცინა და თქვა:

– გამახსენდა, ვინც ხარ, შე ბოზო! შენ და ვოვამ არ წაიყვანეთ ის მორფინისტი გოგო?!

მე სკინჰედს ხელი ვკარი და მოპირდაპირე სკამს მივანარცხე, შემდეგ წიხლი მივაყოლე და იქვე
გავთიშე, მისი სამი მეგობარი კი, რომლებმაც დანები დააძრეს, ერთმანეთზე დავაწყვე და
ტროლს ვუთხარი:

– წამობრძანდით, მამაო, ცოდვას გავერიდოთ.

მატარებელი რომ გაჩერდა და ჩავედით, სკინჰედები ჯერ კიდევ გათიშულები იყვნენ და ასეთ
მდგომარეობაში განაგრძეს გზა.

– მარჯვედ კი გაუსწორდით იმ ურწმუნოებს, მაგრამ, ხომ არ გადაამეტეთ, შვილო ჩემო? ისინი


ჯერ ისევ უგონოდ იყვნენ, მატარებელი რომ დაიძრა, – მითხრა მღვდელმა.

– პირიქით, დავაკელი, მეტს იმსახურებდნენ, – ვუთხარი ტროლს, ესკალატორზე ავაცილე და


მეტროს შესასვლელთან დავშორდით.

ბერად შემდგარი ტროლი ნელი ნაბიჯით გაუყვა ღამის მოსკოვის განათებულ ქუჩას, მე კი
ტაქსიში ჩავჯექი და ჩემი ბინისკენ გავემართე, სადაც მორიგი სიურპრიზი მელოდა: სახლში რომ
შევედი და შუქი ავანთე ოთახში სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ორი ახალგაზრდა
დამხვდა. მე არც პისტოლეტი მქონდა თან და, რომც მქონოდა, მაინც არ ვიხმარდი, რადგან
ახალგაზრდებს ეტყობოდათ, რომ სამტროდ არ იყვნენ მოსულები. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:

– გამარჯობა, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ.

– საღამო მშვიდობისა. რით შემიძლია, გემსახუროთ?


– თქვენ – არაფრით. ეს ჩვენ გამოგვგზავნეს თქვენი სამსახურისთვის.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად, ჩვენ თქვენი დაცვა გვევალება, სანამ მოსკოვში და, საერთოდ, რუსეთის
ტერიტორიაზე იქნებით.

– რატომ, რა ხდება?

– ეს კი ნამდვილად არ ვიცით, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ. უბრალოდ, გვიბრძანეს და ჩვენც


ვასრულებთ... და, კიდევ, ბოდიშს გიხდით, რომ აქ უკითხავად შემოვედით, მაგრამ, ესეც
ნაბრძანები გვქონდა.

– „ეფესბედან“ ხართ?

– არა, „ეფესკადან“ – რუსეთის კონტრდაზვერვიდან.

– თქვენს უფროსობასთან თუ შემიძლია ლაპარაკი?

– ამას ვერ გეტყვით, არ უთქვამთ, მაგრამ, სულ მალე დაგირეკავენ და გეტყვიან, რაშიცაა საქმე, –
მითხრა ერთ-ერთმა და, სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ ჩემმა ბინის ტელეფონმა
დარეკა. ყურმილი ავიღე და მომესმა:

– საღამო მშვიდობისა, კოკი.

– გამარჯობა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე შჩუკინს, თან მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, რაც
ძველ ამბავთან იყო დაკავშირებული და ჩავეკითხე, – მოხდა რამე?

– ხვალ გნახავ და ყველაფერს გეტყვი. ერთი ძველი ამბის გამო ჩვენი კოლეგები პრევენციულ
ღონისძიებებს მიმართავენ და ეს ბიჭებიც იმიტომ არიან შენთან. შეგიძლია, მშვიდად იძინო. არა
მგონია, რომ დღეს რამე მოხდეს. აბა, ხვალამდე, ღამე მშვიდობისა.

– ღამე მშვიდობისა, – მივუგე შჩუკინს, ყურმილი დავკიდე და ბიჭებს მივუბრუნდი:

– მეგობრებო, ძალიან დაღლილი ვარ და თუ არაფერში გჭირდებით, დავიძინებ.

– რა თქმა უნდა, კონსტანტინ ალექსანდროვიჩ, – ერთხმად მომიგეს ბიჭებმა და მე


დასაძინებლად დავწექი.

შჩუკინი მეორე დღეს, ზუსტად შუადღეზე მეწვია და მითხრა:

– ზაქირ-ბეის საქმე გახსოვს?

– რა თქმა უნდა – მივუგე შჩუკინს. ავღანელ საველე მეთაურსა და ნარკობარონზე არ მეუბნებით?

– სწორედაც.
ზაქირ-ბეი მე და კიდევ ხუთმა ჩვენმა კოლეგამ პაკისტანის დედაქალაქში, ისლამ-აბადში, თავის
კუთვნილ „ჯიპში“, ერთ ტონა ნარკოტიკთან ერთად გამოვბუგეთ, მაგრამ, რა შუაში იყო ის
ამბავი ყველაფერ ამასთან, ვერ მივხვდი და შჩუკინს ვკითხე:

– მერედა, რა შუაშია ის ამბავი დღევანდელობასთან?

– მოკლედ, გუშინწინ „ეფესკადან“ დამირეკეს და მისვლა მთხოვეს. რომ მივედი, რუსმა


კონტრმზვერავებმა მითხრეს, რომ ზაქირ-ბეის გამანადგურებელი ექვსეულიდან ოთხი
მოკლული იყო და მხოლოდ შენ და კაპიტანი გულიევი გადარჩით. ხვდები, რაშია საქმე?

– შურისძიებაა?

– როგორც ეტყობა, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა.

– კი მაგრამ, ამ ოპერაციის შესახებ ხომ მხოლოდ თქვენ და მუხინმა იცოდით?

–თუ არ ჩავთვლით ამ ექვს შემსრულებელს.

– ორს – ოთხი ხომ უკვე მკვდარია. ვრჩებით მე და გულიევი, ერთ-ერთი ჩვენგანი კი მოღალატე
და გამცემია, ანუ, ინფორმაცია შურისმაძიებლებს ერთმა ჩვენგანმა მიაწოდა.

– ზუსტად ასე ფიქრობენ კონტრდაზვერვაში და თბილისში უნდა გწვეოდნენ, რომ შენ თვითონ
ჩამოხვედი აქ.

– ესე იგი, ეს ბიჭები არა მხოლოდ ჩემს დასაცავად არიან აქ, არამედ საჭიროების შემთხვევაში,
შეიძლება დამაპატიმრონ?

– დარწმუნებული ვარ, ასეთი საჭიროება არ დადგება. ჩვენს უმცროს კოლეგებს ვუთხარი, რომ
შენს ერთგულებაზე თავს ვდებ, თანაც, კაპიტანი გულიევიც გაქრა და იმის დიდი ალბათობაა,
რომ შურისმაძიებლებს სწორედ მან მიაწოდა ინფორმაცია. ასე რომ, მეც რომ არაფერი მეთქვა
შენს პატიოსნებაზე, შენ მაინც ავტომატურად ვარდებოდი ეჭვმიტანილების სიიდან და
კონტრდაზვერვა პირდაპირ კაპიტანზე გადიოდა, თუმცა, უშუალოდ მისი მოხელთება ჯერ ვერ
ხერხდება.

– ჯერჯერობით ადრეა ჩემი გამართლება, ვიქტორ იაკოვლევიჩ. მოდი, დავიცადოთ. გულიევი


რომ გამოჩნდება, ყველაფერს მაშინ მოეფინება ნათელი.

– რა გინდა, ამით რომ თქვა? – გაეცინა შჩუკინს, – შენს თავს არ ენდობი თუ მე ვცდები შენში?

– ეს ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს კარგად და ვენდობით, კონტრდაზვერვას კი უტყუარი დასტური


სჭირდება და ეს დასტური გულიევია.

– მართალი ხარ, – გაეცინა შჩუკინს და ამ თემას აღარ დავბრუნებივართ, ჩემს კაბინეტში ჭადრაკი
გავშალეთ და თამაშს შევუდექით. ორიოდე საათის შემდეგ კი შჩუკინს ვიღაცამ მობილურზე
დაურეკა, ერთი წუთი ელაპარაკა და, რომ დაასრულა, მითხრა:
– გულიევი ააგდეს სოხუმში, როდესეც ის თურქეთში გაპარვას აპირებდა. დაკითხეს და
ყველაფერში გამოტყდა. ზაქირ-ბეის ლიკვიდაციის საიდუმლო ასი ათას დოლარად გაუყიდია.
დაჭერილები არიან ქილერებიც – სულ სამნი, რომელთაგანაც ორი ქალია. მოკლედ, ყველაფერი
მშვიდობიანად დასრულდა. კიდევ კარგი, თბილისში ცხოვრობ, თორემ, ვინ იცის, აქ რომ
ყოფილიყავი, შეიძლება, შენც კი მოგწვდენოდნენ.

– თბილისშიც მომაგნებდნენ.

– რა თქმა უნდა, მოგაგნებდნენ, მაგრამ, ჯერ რუსეთის მოქალაქეებს გაანადგურებდნენ, შემდეგ


კი არც შენ გამოგტოვებდნენ.

ეს ამბავი ისევე უხმაუროდ დასრულდა, როგორც დაიწყო, ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ
რუსეთის კონტრდაზვერვა მომზადებული დახვდა მოსკოვში ჩემს ვიზიტს და, საჭიროების
შემთხვევაში, ისე უხმაუროდ დამიჭერდნენ, რომ დაცემინებასაც ვერ მოვასწრებდი. ეს არცაა
გასაკვირი, რადგან, ჩვენი მუშაობის სპეციფიკა სისწრაფეზე, სიზუსტესა და რაც ყველაზე
მთავარია, ჩუმ მოქმედებაზეა დამყარებული.

– კოკი, ჩემო კარგო, – მასწავლიდა ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, – შენ სამეფო კობრაზე
ფრთხილი უნდა იყო, მასზე ჩუმი გადაადგილება შეგეძლოს და მასავით სწრაფად, ვერაგულად
იცოდე თავდასხმა – ეს აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, შეცდომა
მოგივიდეს, ხოლო, ერთი შეცდომაც კი ჩვენს საქმეში, სიკვდილის ტოლფასია.

ჩემი კოჯრელი ინსტრუქტორი კობრის თვისებებში მხოლოდ ფიზიკურ კომპონენტებს არ


გულისხმობდა და გველის თვისებების ჩანერგვას ჩემს ფსიქიკასა და ინტელექტშიც ცდილობდა.
ის დარწმუნებული იყო, რომ სუპერკლასის მზვერავს კეთილშობილება არაფერში
გამოადგებოდა, ის უნდა ყოფილიყო ცივსისხლიანი, დაუნდობელი, ჭკვიანი, ვერაგი და სწრაფი.

– წარმოიდგინე, კოკი, რომ სასიკვდილოდ ხარ მტერთან შებმული და უნდა მოკლა. ამ დროს
ქალი გამოგიხტება, რომელსაც ერთ ხელში იარაღი უჭირავს, მეორეში კი – ჩვილი. ის ქალი შენი
მტრის ცოლია და ქმარს ეხმარება. რას იზამ? თავს მოაკვლევინებ ქალს და საქმეს დაღუპავ თუ,
ესვრი და შვილიანად გაანადგურებ?

– პროვოკაციული შეკითხვაა, – თავი გავაქნიე და ღიმილით მივუგე ინსტრუქტორს, მან კი


მკვეთრად მომიგო:

– არანაირი პროვოკაცია, ეს რეალობაა, რომელსაც, შეიძლება, გადააწყდე და თუკი წინასწარ არ


გეცოდინება, რას მოიმოქმედებ, თავს წააგებ. სწორი პასუხია: „ვესვრი და გავანადგურებ“. და,
მარტო სწორი პასუხი კი არ უნდა გამცე, არამედ, სწორადაც უნდა მოიქცე. ასე რომ, კარგად
დაიმახსოვრე ჩემი დარიგება: კეთილშობილება ამოიგდე თავიდან და ისე იმოქმედე, როგორც
სათვალიანმა, სამეფო კობრამ.

კოჯრელი ინსტრუქტორის სიტყვები გარკვეულწილად წინ დამიხვდა და ცხოვრებაში დიდი


გამოცდა მომიწყო:
ერთხელ, ცენტრის დავალებით ერთ-ერთ მუსლიმანურ ქვეყანაში გამგზავნეს სპეცდავალების
შესასრულებლად. შჩუკინთან რომ მივედი, მითხრა:

– საგანგებო დავალებაზე უნდა გაგიშვათ.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო! – მივუგე შჩუკინს.

– ურთულესი დავალება უნდა შეასრულო, თანაც, ისეთი საპასუხისმგებლო, რომ, შენ გარდა
სხვას ვერ ვანდობთ.

– ასეთ რამეს ჩვეული ვარ, ამხანაგო გენერალო! – მივუგე შჩუკინს, მან კი სიტყვა შემაწყვეტინა:

– არა, ჩემო კოკი, იქ, შეიძლება, ისეთ სიტუაციაში ჩავარდე, როგორშიც ჯერ არ ყოფილხარ,
ამიტომ, პირობა მომეცი, რომ, რაც არ უნდა მოხდეს, დავალებას არ ჩააგდებ.

შჩუკინის სიტყვებმა ძალიან გამაოცა, მაგრამ, არ შევიმჩნიე და ვუთხარი:

– პირობას გაძლევთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, დავალებას აუცილებლად შევასრულებ!

– კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ. ანდრეი ლუკიჩ, – მიმართა შჩუკინმა მუხინს, რომელიც
მანამდე უხმოდ გვისმენდა, – მიდი, კოკი საქმის კურსში ჩააყენე!

მუხინმა თეთრი კონვერტიდან დიდი ფორმატის ფერადი სურათები ამოალაგა, მაგიდაზე


დააწყო და მითხრა:

– აი, ამას უნდა მოუღო ბოლო. სისხლი გაგვიშრო, სამმაგ თამაშს ეწევა და თავი ზევსი ჰგონია.

ანდრეი ლუკიჩის მიერ ნაჩვენებ სურათებზე ძალიან ცნობილი ევროპელი მონარქი იყო
აღბეჭდილი, რომელსაც უმწიკვლო, პატიოსანი ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა მსოფლიოში.

– ნამდვილად ეს უნდა მოვკლა? – ვკითხე მუხინს.

მას გაეცინა და მითხრა:

– სწორედ ამიტომ ჩამოგართვა პირობა ვიქტორ იაკოვლევიჩმა. ამ კაცს, როგორც დასავლეთში


იტყვიან, უმწიკვლო ადამიანის იმიჯი აქვს და იმიტომაც დაეჭვდი, მაგრამ, გარწმუნებ, მასზე
საზიზღარი, ვერაგი და ბოროტი ადამიანი თვით ფანტომასიც კი არ არის. ფანტომასისგან
განსხვავებით კი, რომელიც მხოლოდ კინოგმირია, ის რეალური პიროვნებაა და დიდი ზიანი
მოაქვს ყველასთვის, მათ შორის – ჩვენთვისაც, ჩვენ კი ღალატსა და ორპირობას არავის
არასდროს ვაპატიებთ. ამიტომ, შენ ამ გახრწნილ, მოღალატე ადამიანს მოუსვლელში
გაისტუმრებ და ამით დიდ სიკეთეს მოუტან შენს სამშობლოს.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე გენერალს, შჩუკინმა კი მხარზე ხელი


მომითათუნა და მითხრა:

– ჰოდა, მიდი, ემსახურე და ნურავინ და ნურაფერი მოგატყუებს.


სიმართლეს ვიტყვი და, ცხოვრებაში პირველად შემეპარა ეჭვი შჩუკინისა და მუხინის
სიტყვებში. არა იმიტომ, რომ მათი არ მჯეროდა, არამედ მეგონა, რომ გენერლები ვიღაცამ
შეცდომაში შეიყვანა. მაგრამ, ვინ მოატყუებდა იმ რანგის გენერლებს, რომლებიც უამრავი
წყაროდან იღებდნენ ინფორმაციებს, თანაც ათასგზის გადამოწმებულსა და გაფილტრულს.
მაშინ კი ამდენი ვერ მოვტვინე, რადგან ობიექტის უმწიკვლო რეპუტაციით ვიყავი
დაბრმავებული, თუმცა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, უკან არაფერზე დამეხია და ასეთი
განწყობით ჩავედი ევროპის ერთ-ერთ მონარქისტულ ქვეყანაში, ამ სახელმწიფოს მეფის
სალიკვიდაციოდ.

წინასწარ დამუშავებული გეგმის მიხედვით, ექსკურსიის დროს მონარქის სასახლის ბაღში უნდა
დავმალულიყავი, შემდეგ კი სასახლეში შევპარულიყავი და მისი ლიკვიდაცია
განმეხორციელებინა.

ყველაფერი წარმატებით ვითარდებოდა. ექსკურსიის დროს ბუჩქებში დავიმალე და


გაუნძრევლად ვიწექი სამი საათის განმავლობაში. ხოლო, როდესაც დაღამდა, ბუჩქებიდან
გამოვძვერი და ხოხვით მივედი სასახლის სათადარიგო შესასვლელამდე. შემდეგ ფეხაკრეფით
შევედი სასახლეში, მაყუჩიანი პისტოლეტი მოვიმარჯვე და ფრთხილად ავუყევი მარმარილოს
კიბეებს.

მონარქის სასახლის გეგმა დაწვრილებით გამაცნეს ლუბიანკაზე და შენობაში ორიენტაცია არ


გამჭირვებია. მონარქის საძინებლამდე დაუბრკოლებლად მივედი, შიგნითაც უპრობლემოდ
შევაღწიე და მოოქრულ საწოლში მყოფ მონარქს თავზე წამოვადექი, პისტოლეტი მივუშვირე და,
სანამ რამეს იტყოდა, სამი ტყვია ვესროლე – თავში, თვალსა და გულში, მაგრამ, როგორც კი
შემოტრიალება დავაპირე, რომ უკან წამოვსულიყავი, თავში ძლიერი დარტყმა ვიგრძენი და
გონება დავკარგე... თვალი რომ გავახილე, დავინახე ცოცხალი მონარქი, რომელიც თავზე მადგა,
ხელში ავტომატური პისტოლეტი ეკავა, ქამარში კი ბასრი ხანჯალი ჰქონდა გარჭობილი და
მანიაკისთვის დამახასიათებელი მზერით მომჩერებოდა. მის გვერდით ორი ათლეტი იდგა,
რომლებიც, სავარაუდოდ, მისი პირადი მცველები უნდა ყოფილიყვნენ. მე ხელბორკილებით იმ
საწოლზე ვიყავი მიბმული, სადაც მისი მოკლული ორეული იწვა.

– გიკვირს, ცოცხალს რომ მხედავ? – პათოლოგიური ღიმილით მკითხა მონარქმა და


მოკლულისკენ გაიშვირა ხელი, – ის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ორეული იყო, ძალიან ცუდი
ასლი, რადგან, მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ. თუმცა, შენ მაინც მოტყუვდი, ახლა ჩემს
ხელში ხარ და, ჯერ კარგად გავერთობი შენი წამებით, ბოლოს კი შენი სისხლიანი ხორცებით
ჩემს ძაღლებს გავაძღობ.

მონარქს ადამიანის ხორცით ნაკვები ოთხი უზარმაზარი როტვეილერი სასახლის ქვეშ,


უზარმაზარ ბუნკერში ჰყავდა გამომწყვდეული, სადაც თავის შავბნელ საქმეებს აკეთებდა,
რომლებზეც თავად მიამბო. მას შემდეგ, რაც იმ საშინელ ბუნკერში ჩამიყვანეს ობიექტის
პირადმა მცველებმა და მოკლული ორეულის გვამი ჩემ თვალწინ შეაჭამეს როტვეილერს.
მონარქმა კვლავ მანიაკურად გამიღიმა და მითხრა:
– შენ უარესი დღე მოგელის: მე შენ ნელ-ნელა მოგკვეთ ორგანოებს და საკუთარი თვალით
გაყურებინებ შენს სიკვდილს.

– სამწუხაროა, რომ შენი ნამდვილი სახე თითქმის არავინ იცის და კრავის ქურქში ხარ გახვეული,
– ვუთხარი მონარქს, მან კი მომიგო:

– ხმა ამოიღე? ასე იცის სიკვდილის შიშმა, მაგრამ, წესიერ სიკვდილს მაინც არ გაღირსებ. შენ
მართალი ხარ, ჩემი ნამდვილი სახე მართლაც თითქმის არავინ იცის და მისი ნახვის
ექსკლუზიური ბედნიერება შენ გექნება. სანამ შენს წამებას დავიწყებ, ერთი შოუ უნდა
შემოგთავაზო, რომელიც ნათელ წარმოდგენას შეგიქმნის ჩემზე და, არა მარტო იმას ინანებ, რომ
ჩემს მოსაკლავად მოხვედი, არამედ, იმასაც, რომ საერთოდ გაჩნდი ამქვეყნად. ჰო, მართლა, ვისი
დავალებით მოქმედებ და ჩემს მოსაკლავად ვინ გამოგგზავნა?

– ვინც გამომგზავნა, ის ამას მაინც გააკეთებს, ვერც ორეული გიხსნის, ვერც ძაღლები და ვერც ეს
შენი გორილები, – მივუგე მონარქს და პირად მცველებზე მივუთითე.

– რუსების მოგზავნილი ხარ, წყალი არ გაუვა ამას. რუსები შემომიწყრნენ ამას წინათ იმის გამო,
რომ მათ სამშვიდობო ინიციატივას მხარი არ დავუჭირე და ჩემმა ხმამ ჩააგდო ის. მაგრამ, რა
ვქნა, მშვიდობას ხომ არ გადავაყოლებ ბიზნესს? ამით ჩემი საქმე დაზარალდებოდა, რუსებს კი ეს
არ ეპიტნავათ და მკვლელი მომიგზავნეს, რომელიც ახლა ჩემს ხელშია და სულ მალე მის
ხორცებს ჩემს ძაღლებს შევაჭმევ.

როგორც შემდეგ შევიტყვე, მანიაკი მონარქი ადამიანებით მოვაჭრე იყო და ამ სფეროში მსხვილი
არალეგალური ბიზნესი ჰქონდა. დღესდღეობით ეს საქმიანობა ტრეფიკინგის სახელითაა
ცნობილი, საერთაშორისო კანონმდებლობით რეგულირდება და მას მთელ მსოფლიოში
ებრძვიან. მონარქი ამ საქმიანობით ძალიან დიდ ფულს შოულობდა. მისი ხალხი, ერთ-ერთი
აფრიკული ქვეყნიდან, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და უამრავი ლტოლვილი იყო,
სწორედ იმ ლტოლვილებს ყიდდნენ მონებად, მეძავებად და სხვადასხვა დანიშნულებისამებრ,
მათ შორის – ორგანოების ტრანსპლანტაციისთვისაც. სწორედ საბჭოთა კავშირმა დააყენა
გაეროში იმ აფრიკულ ქვეყანაში ომის შეწყვეტისა და მშვიდობისმყოფელების შეყვანის საკითხი
და ამ მონარქის საწინააღმდეგოდ მიცემულმა ხმამ ჩააგდო ეს საკითხი.

– რუსები, რუსები მემტერებიან, – იმეორებდა მანიაკი მონარქი, – მაგრამ, ვერ მივართვი, ისინი
ჩემს სიკვდილს ვერ ეღირსებიან! რუსებს უნდათ ჩემი მოკვლა და შენც რუსი ხარ. მხოლოდ რუსს
შეუძლია, სიკვდილის წინ ასე თავხედურად მოქცევა, მაგრამ, სულ მალე ჩაგიქრობ მაგ ცეცხლს
და გასწავლი ჭკუას!

მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ჩემი


სიკვდილი გარდაუვალი იყო, არ შემშინებია და, დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი
გადავრჩებოდი. მანიაკის მუქარამ კი, რომელშიც აშკარად ჩანდა საბჭოეთის მიმართ შიში,
რატომღაც, გამამხიარულა და ვუთხარი:

– ესე იგი, რუსები, ხომ? ფიქრობ, რუსებს უნდათ შენი მოკვლა? თუ ეს ასეა, მაშინ, სამგლოვიარო
მუსიკა შეუკვეთე, რადგან, დარწმუნებული იყავი, რომ ისინი მაინც მოგიღებენ ბოლოს.
– დამცინი კიდეც? – მონარქმა ყურადღებით შემათვალიერა, შემდეგ ერთ-ერთ „გორილას“
მიუბრუნდა და უთხრა:

– მიდი, შემოიყვანე, ჯერ საბავშვო შოუთი გავერთოთ, შემდეგ კი მთავარი სანახაობა ჩავატაროთ.

ბავშვის ხსენებაზე გულმა რეჩხი მიყო და დავიძაბე. „გორილამ“ კი რამდენიმე წუთის შემდეგ
ხუთიოდე წლის შავგვრემანი ბოშა ბიჭი შემოიყვანა, რომელსაც კონკები ემოსა, არ ტიროდა და
შავ, ცოცხალ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

ბუნკერში ბეტონის ღრმა ორმო იყო, რომელშიც კაციჭამია როტვეილერები ჰყავდათ.


მოთავსებულები. მე ამ ორმოს აღმოსავლეთ მხარეს ვიყავი მიბმული; მონარქი, მისი ამალა და
ბავშვი კი – ჩემს საპირისპირო მხარეს, დასავლეთ ნაწილში იმყოფებოდნენ. ჩვენ შორის ათიოდე
მეტრი მანძილი იყო და ორმოდან დამშეული ძაღლები გვიღრენდნენ.

– აი, რუსო, ეს ბოშა ბიჭუნა ჩემმა მცველებმა ქუჩიდან მოიყვანეს გუშინ. ახლა მას
როტვეილერებს ვაჩუქებ და ერთად ვუყუროთ, რა მოხდება, შემდეგ კი შენი ჯერიც დადგება და
ჩემი ღამის შოუ დღეს ამით დამთავრდება, – მითხრა მანიაკმა მონარქმა, უფრო სწორად კი,
გამომძახა, ბიჭი ხელში აიყვანა და მაღლა ასწია, რომ სპეციალურად გაკეთებული სასრიალოთი
ორმოში ჩაეშვა.

მე ხელები უკვე თავისუფალი მქონდა, რადგან, ყოველი შემთხვევისთვის პირში დამალული


ფოლადის პატარა მავთული სწორედ მაშინ მოვიხელთე თითებში, როდესაც ბუნკერში
ჩამიყვანეს და ორმოს პირას მიმაბეს. მიუხედავად ამისა, ბუნკერიდან გაქცევა ძალიან რთული
იყო, რადგან თვით მანიაკი მონარქი და მისი ორი „გორილა“ კარგად შეიარაღებულები იყვნენ.
თუმცა, ბუნკერიდან გაქცევა არც მიფიქრია, რადგან ჯერ დავალება უნდა შემესრულებინა.
ყველაფერ ამას კი პატარა ბოშა ბიჭუნაც დაემატა, რომელსაც შველა სჭირდებოდა. წამები
წყვეტდა ბავშვის ბედს და მისი გადარჩენის სურვილმა ჩემში ყველაფერი დაჩრდილა და მათ
შორის, დავალებაც. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ დამადებინა პირობა შჩუკინმა, რომ
დავალებას ნებისმიერ შემთხვევაში შევასრულებდი და ხელს ვერაფერი შემიშლიდა. მან კარგად
იცოდა მონარქის ჩვევები და დავალებაზე წასვლის წინ კიდევ ერთხელ გამახსენა დადებული
პირობა. თუმცა, როდესაც სასტიკი რეალობის წინაშე დავდექი, მზად ვიყავი, დავალების
შესრულებაზეც კი უარი მეთქვა, ოღონდ ის კი შავთვალება ბოშა ბიჭუნა გადამერჩინა.

– ბავშვი დაუშვი და რაღაცას გეტყვი...

– ისედაც მეტყვი! – გამომძახა მონარქმა და, მართალია, ბავშვი კვლავ ზევით ჰყავდა
აღმართული, მაგრამ, ძაღლებთან არ ჩაუსრიალებია და დაამატა – რა გინდა?

– მინდა, შევთანხმდეთ.

– შენს მდგომარეობაში ასეთი ლაპარაკი სასაცილოა.

– გეთანხმები, მაგრამ, მაინც მომისმინე, რომ შენ თვითონ არ ჩავარდე სასაცილო


მდგომარეობაში.
– გისმენ, თქვი!

– ჯერ ბავშვი დაუშვი და შემდეგ გეტყვი.

მონარქმა ბავშვი ძირს დაუშვა და ბოშა ბიჭუნამ კედლისკენ მოკურცხლა, მაგრამ, ის ერთ-ერთმა
„გორილამ“ დაიჭირა, მხრებში მაგრად ჩაავლო ხელები და ადგილზე გააქვავა. ამის მიუხედავად,
პატარა ბოშას არამცთუ არ უტირია, შიშიც კი არ აღბეჭდვია სახეზე. მის შემხედვარეს ისეთი
გრძნობა გამიჩნდა, რომ ეს ბავშვი თავისი საზრიანობით, სიმართლითა და სიმამაცით
დამეხმარებოდა.

– აბა, თქვი, რა გინდა! – მითხრა მონარქმა.

მე დრო უნდა გამეწელა, მომენტი შემერჩია და ელვისებურად მემოქმედა – ზუსტად ისე,


როგორც ეს კოჯრის სპეცსკოლაში მასწავლეს. ამიტომ, მონარქს გავძახე:

– ჩემი სიცოცხლის გარანტიის სანაცვლოდ, გასწავლი, თუ როგორ უნდა გამოძვრე ამ


სიტუაციიდან.

– ცუდ სიტუაციაში შენ იმყოფები და სიცოცხლე შენ გაქვს გადასარჩენი, მე კი არაფრის


გარანტიებს არ ვიძლევი. აბა, მითხარი, რა გინდა და, იქნებ, შეგიწყალო.

კარგად ვიცოდი, რომ მანიაკი მონარქი მატყუებდა, თუმცა, მაინც გავძახე:

– მართალი ხარ, მაგრამ, მერწმუნე, სულ მალე კიდევ რამდენიმე მკვლელს მოგიგზავნიან და,
მილიონი ორეული რომ გყავდეს, მაინც მოგაგნებენ და მოგკლავენ. ამიტომ, სიტყვა მომეცი, რომ
ცოცხალს დამტოვებ, მეტიც, რომ შენთან მამუშავებ, რადგან, უკან დასაბრუნებელი გზა
მოჭრილი მაქვს და ერთგული ძაღლივით მოგემსახურები. მონარქის სიტყვა მომეცი და
დაგიჯერებ.

– სიტყვას გაძლევ, რომ არ მოგკლავ. მიდი, თქვი, რისი თქმა გინდა!

– თქვენო უდიდებულესობავ, ჩემთან მოდით, რომ ყველაფერი მხოლოდ პირადად თქვენ


გითხრათ.

რომ იტყვიან, მონარქმა „ჭამა“, მომიახლოვდა და მითხრა:

– აბა, ამოღერღე!

– თქვენო უდიდებულესობავ, მე მართლა რუსებმა გამომგზავნეს თქვენს მოსაკლავად, ანუ


„კაგებეს“ დავალებას ვასრულებ, „კაგებე“ კი ასე მარტივად არ მოქმედებს და ყოველთვის აქვს
შემუშავებული სათადარიგო ვარიანტი, ზოგჯერ კი ორიც კი.

– ამით რა გინდა, რომ თქვა? – მკითხა მონარქმა და შევატყვე, რომ შეშფოთდა.

„უკვე „ჭამს“, – გავიფიქრე გუნებაში, მონარქს კი ჩუმად ვუთხარი:


– ზუსტად ვიცი, თქვენო უდიდებულესობავ, რომ თქვენს პირად დაცვაში, მინიმუმ ერთი
ადამიანი მაინც ჰყავს „კაგებეს“ შემოგზავნილი და, იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მისია ჩაფლავდება,
ეს როლი მან უნდა იკისროს, ანუ, თქვენ თქვენი პირადი მცველი მოგკლავთ.

ჩემს სიტყვებზე მანიაკი მონარქი გველნაკბენივით შეხტა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საბოლოოდ
„ჭამა“ და მკითხა:

– მისი სახელი ხომ არ იცი?

– არა, თქვენო უდიდებულესობავ, მაგრამ, თუ მენდობით, მის აღმოჩენაში დაგეხმარებით და მას


პირადად მოვუღებ ბოლოს, ამით კი საბოლოოდ მოვიჭრი უკან დასაბრუნებელ გზას და
ერთგულებას დაგიმტკიცებთ.

– კარგი, თანახმა ვარ, ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან, მაგრამ, ჯერ ვერ აგხსნი, თანაც, ეს
მაწანწალა ბოშა ბიჭი აუცილებლად უნდა შევაჭამო ჩემს ძაღლებს, თორემ, მშივრები დარჩებიან,
– მითხრა მონარქმა, შემდეგ პირადი მცველებისკენ შეტრიალდა და გასძახა:

– ლეოპოლდ, მოდი, ჩაასრიალე!

ლეოპოლდმა ბიჭის აწევა დააპირა, მაგრამ ბოშამ მას მძლავრად ჩაასო ხელში ბასრი კბილები,
ხორცი ამოგლიჯა, თავი გაითავისუფლა და მოკურცხლა. ბავშვის ასეთი საქციელი მოქმედების
დაწყების ნიშანი იყო: ორ, მაქსიმუმ – სამ წამში უნდა მემოქმედა. ამიტომ მონარქს ელვისებური
სისწრაფით ამოვაცალე ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი და მისი ორი „გორილა“ ზუსტი
გასროლით დავხოცე, შემდეგ კი იარაღი მონარქს მივუშვირე, რომელსაც ბოშა ბიჭუნა ჰყავდა
აფარებული, ორმოს პირას იდგა და მანიაკურად მიღიმოდა.

– ბავშვი გაუშვი, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ! – შევძახე მონარქს, მან კი მომიგო:

– გამიხვრეტ და ორივე ორმოში ჩავცვივდებით და ბიჭი მაინც დაიღუპება. ამიტომ, იარაღი


დადე და წადი, გიშვებ, ბავშვი კი ჩემთან დარჩება.

– უბავშვოდ არ წავალ.

– ბავშვი ჩემი სიცოცხლის გარანტიაა. კართან მიდი, იარაღი იატაკზე დადე და ჩემკენ
გამოაცურე, მე კი ბავშვს გამოვუშვებ და წადით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამივე
დავიღუპებით. აქ სულ მალე ჩემი მცველები მოვლენ და ცოცხალს არ გაგიშვებენ.

– თანახმა ვარ, – მივუგე მონარქს და კართან მივედი, პისტოლეტი ძირს დავდე და ფეხი ვკარი...
იარაღი მონარქისკენ გაცურდა, მან კი ბავშვს ხელი უშვა და ბოშა ბიჭუნა ჩემკენ გამოქანდა. მე
მარმარილოს იატაკზე გავცურდი, რომ მონარქისთვის პისტოლეტის დაუფლების საშუალება არ
მიმეცა. მან კი ქამარში გარჭობილი ხანჯალი იძრო და ჩემკენ დაიძრა, რომ მანამდე ავეჩეხე, სანამ
მე რამეს მოვიმოქმედებდი. ეს ყველაფერი, სულ რაღაც, სამ წამს გაგრძელდა. მონარქიც საკმაოდ
მომზადებული და ფიზიკურად ძლიერი ჩანდა და ასე იოლად არ დამითმობდა. თუმცა, ჩემმა
„კაგებეშნიკურმა“ სპეცმომზადებამ მაინც თავისი ქნა და მონარქის მოქნეული ხანჯალი მარჯვედ
ავიცდინე, მერე ცივი იარაღი ავართვი, ორჯერ გავუსვი ნეკნებზე და, ჯერ იატაკზე დავანარცხე,
შემდეგ კი ჰაერში ავიტაცე და კაციჭამია როტვეილერებით სავსე ორმოში გადავუძახე...
გააფთრებული ძაღლები თავის მანიაკ პატრონს ეძგერნენ და დაგლიჯეს, მე და პატარა ბოშამ კი
ძალიან ფრთხილად დავტოვეთ იქაურობა, სამშვიდობოზე გავედით და, მას შემდეგ, რაც ბიჭი
კონსპირაციულ ბინაში მივიყვანე, მითხრა:

– მაგარი იყო, ძია, არა?

– კბენის გარდა, შენ ლაპარაკიც გცოდნია, – გავუღიმე ბიჭს, – მე კი მუნჯი მეგონე.

– რა მუნჯი, მე კიდევ ინგლისურიც ვიცი და ბოშურიც – სულ სამი ენა, აი, ამდენი, – და პატარამ
მარჯვენა ხელის სამი თითი დამანახვა.

– რა გქვია?

– ბორისი.

– რამდენი წლის ხარ?

– აი, ამდენის, ხუთის, – ბიჭმა ხუთი თითი გაშალა და მითხრა – მე ასამდე ვიცი თვლა, კიდევ –
ფულის ცნობა.

– დედ-მამა გყავს?

– არა, მე ბოშების ბანაკში ვცხოვრობდი. ჩემი დედ-მამა შარშან ავტოავარიაში დაიღუპა პარიზში.

– აბა, ვისთან უნდა მიგიყვანო? – ვთქვი მე, – შენი ბოშები უკვე წასულები იქნებიან, ამიტომ,
პოლიციაში მიგიყვან.

– ძია, არც ბოშებთან მინდა და არც პოლიციაში, შენთან წამიყვანე.

– ჩემთან?

– ჰო, შენთან. შემდეგ სკოლაში შემიყვანე და, გპირდები, რომ კარგად ვისწავლი.

ბავშვი ისეთი თვალებით მიყურებდა და ისეთი საზრიანი ჩანდა, რომ გამეცინა და ვთქვი:

– ეს იდეაა, ხომ იცი! რატომაც არა, ჩემთან ერთად წამოდი, მაგრამ, შემპირდი, რომ სკოლაშიც
კარგად ისწავლი და უფროსებსაც დაუჯერებ. მე ისეთი სამუშაო მაქვს, რომ ხშირად ვერ გნახავ,
მაგრამ, ერთმანეთს შევხვდებით ხოლმე. ასე გაწყობს?

– მაწყობს, ძია, მაწყობს, კარგად ვისწავლი და კარგად მოვიქცევი, ოღონდ თან წამიყვანე!

პატარა ბოშა მოსკოვში გაუფრთხილებლად ჩავიყვანე, მაგრამ საყვედური არავის უთქვამს,


პირიქით, შჩუკინმა მხარზე ხელი მომითათუნა და მითხრა:

– აბსოლუტურად სწორად მოიქეცი, ყოჩაღ!


პატარა ბორისის აღზრდა-განათლების საქმე მთლიანად „კაგებემ“ აიღო საკუთარ თავზე და მან
ჯერ სკოლა, შემდეგ ინსტიტუტი და ბოლოს ასპირანტურაც დაამთავრა. დღესდღეობით ის
მოსკოვში ცხოვრობს, ცოლ-შვილი ჰყავს და მასთან მუდმივი, ახლო ურთიერთობები მაქვს. ის
ისევ „ძიას“ მეძახის, როგორც მაშინ, როდესაც მანიაკი მონარქის კლანჭებიდან გამოვიხსენი და
სიკვდილს გადავარჩინე.

ბორისის მსგავსად, ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში არაერთი ადამიანი მყავს


გადარჩენილი და რამდენიმე მსგავსი საქმე ჩემს პოსტკაგებეშნიკურ პერიოდშიც მაქვს
შესრულებული.

ახალი საქმიანობა, სულ რაღაც, ერთი წლის დაწყებული მქონდა, როდესაც რომანმა დამიბარა და
მითხრა:

– ერთი საქმეა, მაგრამ, შემკვეთს უნდა შეხვდე და პირადად დაელაპარაკო.

– სად და როდის?

– რაც უფრო მალე, მით უკეთესი. შეხვედრის ადგილი კი ლონდონია.

– ლონდონში უნდა გავემგზავრო?

– ჰო, აი, ფული – აქ ოცი ათასი გირვანქაა, მხოლოდ გზისა და ცხოვრების ხარჯები, დანარჩენზე
კი პირადად მოგელაპარაკება შემკვეთი. აი, მისი ტელეფონიც და, რომ ჩახვალ, დაურეკე, –
რომანმა მოზრდილი კონვერტი ჩამიდო მუხლებში, გამომემშვიდობა და წავიდა.

ლონდონში მეორე დღესვე გავემგზავრე, მერიკოს კი ვუთხარი, რომ მოსკოვში მივფრინავდი,


რადგან მაშინ ჯერ კიდევ კარგი ურთიერთობები გვქონდა რუსეთთან და მოსკოვში გამგზავრება
არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.

ბრიტანეთის დედაქალაქში რომ ჩავედი, ჯერ პატარა სასტუმროში დავბინავდი, შემდეგ კი


შემკვეთს დავურეკე, რომელიც ქალი აღმოჩნდა და მან ერთ-ერთ სკვერში დამინიშნა შეხვედრა.

– პამელა სანდერსი, – მითხრა ქალმა და ხელი ჩამომართვა.

– მარტინ ლოუ, – მივუგე შემკვეთს, რადგან ლონდონში სწორედ ამ სახელით ვიყავი ჩასული, –
გისმენთ.

– მე თქვენთან ერთი უჩვეულო თხოვნა მაქვს, რაც კარგად ანაზღაურდება და, თუ თანახმა
იქნებით, შეგვიძლია, ახლავე დავიწყოთ.

– გისმენთ, ბრძანეთ, – მივუგე შემკვეთს, რომელიც საკმაოდ გაპრანჭულად იყო ჩაცმული და


ყურადღებას იქცევდა. პამელა ოცდაათიოდე წლის იქნებოდა, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად
გამოიყურებოდა, რადგან ეტყობოდა, რომ თავს კარგად უვლიდა.

– მისტერ მარტინ, მე მინდა, რომ მამაჩემი მომაძებნინოთ.


– მამათქვენი? კი მაგრამ, რა შეემთხვა?

– არ ვიცი და სწორედ ამის გარკვევა მინდა, ამიტომაც დაგიკავშირდით. იმედი მაქვს


დამეხმარებით.

– ჯერ ყველაფერი მომიყევით და მერე ვნახოთ, – ვუთხარი პამელას, – აბა, დაიწყეთ.

გოგონამ თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა და მითხრა:

– მამაჩემი, სემ სანდერსი, ვიეტნამის ომის გმირია, მას რამდენიმე მაღალი სახელმწიფო ჯილდო
აქვს მიღებული და ომის დროს სპეცდანიშნულების რაზმს მეთაურობდა. ის და დედაჩემი ოცი
წლის წინ გაეყარნენ ერთმანეთს. მაშინ მე 10 წლის ვიყავი და მას მერე მხოლოდ ერთხელ ვნახე
მამა.

– ამერიკელი ხართ?

– დიახ. ტეხასის შტატში ვცხოვრობ. გავიგე, რომ მამა ერთხანს ამერიკაში ცხოვრობდა, შემდეგ
ევროპაში გამოემგზავრა და მისი კვალი აქ იკარგება.

– ჩემო კარგო, შეიძლება, ეს მე არც კი მეხება, მაგრამ, სრულწლოვან ქალს ახლა გაგახსენდათ
მამა? თქვენი შემხედვარე, ვერ იტყვის კაცი, ღარიბიაო და, აქამდე რატომ არ მოძებნეთ. მით
უმეტეს, თუ მას უჭირდა? ეს რომ ასე იქნებოდა, იქიდანაც ჩანს, რომ ამერიკელი კაცი, როგორც
თქვით, ევროპაში გამოემგზავრა, ეს კი კარგი ცხოვრებით არ იქნებოდა გამოწვეული.

– თქვენ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, სერ, – მითხრა გოგონამ და ასლუკუნდა. მე მას


ცხვირსახოცი მივაწოდე და ვუთხარი:

– ეგეთები არ იყოს, ცრემლი არ დამანახვოთ, თორემ, წავალ. ჩემი სიტყვებისთვის კი ბოდიშს


გიხდით.

– არა, საბოდიშო არაფერი გაქვთ, თქვენ მართალი ბრძანდებით. მამას აქამდე იმიტომ არ
ვეძებდი, რომ საცოდავი დედაჩემი მეუბნებოდა, მამას არ უნდიხარ, არ გნახულობს და არ
სჭირდებიო. ერთი სიტყვით, დედამ შემაძულა მამა. ამ ცოტა ხნის წინ კი დედა გარდაიცვალა და,
სანამ სულს დალევდა, გამომიტყდა, რომ მამას თვითონ აუკრძალა ჩემი ნახვა და ამაში მას მისი
მაღალჩინოსანი მეგობრები დაეხმარნენ. თანაც, მამის წერილები გადმომცა, რომლებსაც ჩემი
საბრალო დედა ინახავდა. მამაჩემი ამ ორი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ მეორე დღეს
მწერდა წერილს და თითოეული მათგანი ჩემი უდიდესი სიყვარულითაა გაჟღენთილი. მამა
ევროპიდანაც მწერდა, ბოლო წერილი კი ამ სამი თვის წინ სწორედ ლონდონიდანაა მოწერილი,
აი, ამ მისამართიდან.

პამელა სანდერსმა ლონდონის ერთ-ერთი გარეუბნის მისამართი მიჩვენა, სადაც ძალიან დაბალი
ფენის ადამიანები და კრიმინალები ცხოვრობდნენ. იქ შესვლას პოლიციაც კი თავს არიდებდა. მე
კარგად ვიცნობდი ამ რაიონს, რადგან, ჯერ კიდევ „კაგებეშნიკობის“ დროს, იქ ერთი საქმე
გავაკეთე და წინასწარ კარგად შევისწავლე ეს უბანი. ამიტომ, დავხედე თუ არა მისამართს,
გოგონას ვუთხარი:
– ეს ლონდონის ყველაზე უბადრუკი კრიმინალური უბანია.

– დიახ, მე ვიყავი იქ და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე თქვენი დაქირავება.

– ვინ ნახეთ იქ და რა გითხრათ?

– იქ იმ მისამართზე მივედი, რომელიც წერილში იყო აღნიშნული და ერთი შუახნის კაცი


შემხვდა, რომელმაც მითხრა, რომ მამაჩემი სამი თვის წინ წავიდა უცნობი მიმართულებით.

– მის, – მითხრა იმ კაცმა, – კარგია, რომ მოხვედით. მამათქვენს ჩემი ასი ფუნტი მართებს ბინის
ქირა და გადამიხადეთ.

მე მას ფული მივეცი და ვთხოვე, მამაჩემზე დამატებითი ინფორმაცია მოეცა, რაზეც მან მითხრა,
მეტი არაფერი ვიციო, თუმცა, ვგრძნობ, რომ მან რაღაც იცის, მაგრამ მიმალავს.

– გასაგებია. ესე იგი, თქვენ გინდათ, რომ გამოძიება იმ კაციდან დავიწყოთ და მამათქვენის
კვალზე გავიდეთ.

– დიახ.

– კეთილი, თანახმა ვარ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, უბრალოდ უნდა ჩავიცვათ.

– თანახმა ვარ, – მომიგო პამელა სანდერსმა, – ჩემი დახმარებისთვის ნახევარ მილიონ გირვანქას
ვიხდი.

– მაწყობს, – მივუგე გოგონას.

პამელამ სიტყვა შეასრულა და სადად შეიმოსა, რის შემდეგაც ჩვენ ლონდონის კრიმინალურ
რაიონში გავემართეთ მამამისის, სემ სანდერსის კვალის მოსაძებნად.

– აი, ის კაცი, მამაჩემის ბინის მეპატრონე, – პამელამ შუახნის მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი,
რომელიც ქუჩაში მიაბიჯებდა პატარა, სპორტული ლურჯი ჩანთით.

მე მას მანქანით წამოვეწიე და შევეხმიანე:

– ერთი წუთით, სერ!

მამაკაცი შემობრუნდა და შემომხედა, ხოლო, ჩემ გვერდით მჯდარ პამელას რომ მოჰკრა თვალი,
გაქცევა დააპირა, მაგრამ მე მას მაჯაში ვწვდი, დავქაჩე, მანქანაში თავი შემოვაყოფინე და ყურში
ჩავძახე:

– არც იფიქრო გაქცევა, თორემ, ხელებს მოგაგლეჯ!

– რა გინდათ, რა დაგიშავეთ, ვინ ხართ? – ლუღლუღებდა მამაკაცი, მე კი მას ვკითხე:

– სად გარბოდი და რატომ?

– იმიტომ, რომ ყაჩაღები მეგონეთ.


– ყაჩაღები გვეგონე თუ ამ გოგოს დანახვამ შეგაშინა? – ვკითხე მამაკაცს, მერე მანქანიდან
გადმოვედი, უკანა კარი გავაღე, მამაკაცი შიგნით შევაგდე და მეც შევყევი საჭესთან კი პამელა
დაჯდა. მანქანა ადგილიდან რომ დაიძრა, მამაკაცმა ამოილუღლუღა:

– სად მიგყავართ?

– უსაფრთხო ადგილას, – მივუგე მამაკაცს და ვკითხე, – სემ სანდერსი სად გაქრა?

სემის ხსენებაზე მამაკაცი გაფითრდა, რაც აშკარად იმას ნიშნავდა, რომ მან რაღაც იცოდა და ის
„რაღაც“ მას ძალიან აშინებდა, ამიტომ, ხმის კანკალით მითხრა:

– ჩემგან რა გინდათ, მე არაფერ შუაში ვარ, სემისთვის არაფერი დამიძალებია! ის


ნებაყოფლობით დაეთანხმა ბობის და გაჰყვა.

– ვინ არის ბობი და სად გაჰყვა მას ნებაყოფლობით სემი? ჩქარა, თქვი და არაფერი დაგვიმალო.

– ბობი საშინელი კაცია და მომკლავს, თუ გაიგებს, რომ გავთქვი.

– ბობიზე ადრე მე მოგკლავ, თუკი არაფერს მეტყვი, – შევუტიე მამაკაცს, შემდეგ პირში
პისტოლეტის ლულა ჩავთხარე და დავამატე – ან ბოლომდე სიმართლეს იტყვი, ან სასხლეტს
თითს გამოვკრავ და ვეღარასოდეს ამოიღებ ხმას.

ცარცივით გათეთრებულ მამაკაცს პისტოლეტის ლულა უშლიდა ლაპარაკში ხელს. მან მანიშნა,
ლულა ამოიღეო და, პირის ღრუ რომ გავუთავისუფლე, ენის ბორძიკით მითხრა:

– ვიტყვი, ყველაფერს ვიტყვი...

– აბა, მიდი, არაფერი დაგვიმალო, თორემ... – მერე პისტოლეტი დავანახვე და დავამატე – ამით
დაგადუმებ სამუდამოდ.

მამაკაცმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, ამოიხვნეშა და თქვა:

– ბობი შუამავალია და გამოცდილ, ფიზიკურად ძლიერ, მაგრამ, უპატრონო ხალხს აგროვებს


ბიზნესისთვის, რომელშიც ის ჩართულია და გვარიანი შემოსავალიც აქვს. სემს არაერთხელ
მოუყოლია ჩემთვის, რომ ვიეტნამში სპეცდანიშნულების რაზმს მეთაურობდა და
განსაკუთრებული დამსახურებებისთვის ჯილდოებიც კი აქვს მიღებული. ეს ყველაფერი მე
ბობის მოვუყევი. მან მაშინვე ნახა სემი, მოელაპარაკა და წაიყვანა. მას მერე სემი აღარ მინახავს –
აი, სულ ესაა.

– მოიცა, მოიცა! რა, სულ ესაა?! შენ არ გითქვამს, რა ბიზნესშია ჩართული ეგ ბობი და სად
წაიყვანა სემი.

– სად წაიყვანა, არ ვიცი, მაგრამ, ბობი ნადირობის ბიზნესშია ჩართული – ადამიანებზე


ნადირობის ბიზნესში.
– ადამიანებზე ნადირობის?! – წამოიძახა პამელამ, რომელიც მანამდე ჩუმად უსმენდა ჩვენს
დიალოგს.

– დიახ, ადამიანებზე ნადირობის. არსებობს ხალხის კატეგორია, რომლებიც სოლიდურ თანხებს


იხდიან ამაში. სპეციალურად შერჩეულ ადგილზე უშვებენ მსხვერპლს, შემდეგ მას მონადირეები
ადგებიან კვალზე და მოსაკლავად მისდევენ.

– კი მაგრამ, რა ხეირი აქვთ ამ შემთხვევაში სამიზნეებს? – იკითხა აცახცახებულმა პამელამ.

– უმრავლესობას ვალები აქვს, თან, მშივრები არიან, ბობი კი მათ ვალებს უსტუმრებს და აჭმევს.

– და, ამის გამო სამიზნის როლზე თანხმდებიან?

– მთლად ასე არაა საქმე, – ნერვიულად ჩაეცინა მამაკაცს, – ბობი მათ ეუბნება, რომ, თუკი
სამიზნე გარკვეულ პუნქტამდე მოახერხებს მიღწევას, მას უკვე ხელს აღარ ახლებენ, ასი ათასს
გადაუხდიან და უვნებლად გაუშვებენ – აი, ესაა სამიზნეების გადაბირების საქმეში მთავარი,
მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ სატყუარაა და მეტი არაფერი. სინამდვილეში კი, აბა, ვინ
გაუშვებს მათ ცოცხალს და თან, ასი ათასსაც გადაუხდის?!

პამელამ რომ მამაკაცის სიტყვები მოისმინა, თავი ხელებში ჩარგო, აქვითინდა, თან იმეორებდა:

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! საცოდავი მამა! ალბათ შიოდა, სწყუროდა, არც ფული ჰქონდა,
არც არავის იმედი ჰქონდა და იმიტომ დასთანხმდა ასეთ საშინელებაზე!.. მამიკო!

ისედაც გაღიზიანებული ვიყავი, რადგან პამელას ადგილზე ჩემი შვილები წარმოვიდგინე,


გოგონას ქვითინმა კი უფრო მეტად გამაღიზიანა და მამაკაცს შევუღრინე:

– ახლა კი ბობი უნდა გვანახო!

– ეს შეუძლებელია! – აღმოხდა მამაკაცს, მაგრამ, პისტოლეტის ლულა რომ მოვუღერე, დაამატა –


შევეცდები, შეგახვედროთ. დღეს საღამოს უნდა დამირეკოს.

– რატომ უნდა დაგირეკოს? – ვკითხე მამაკაცს.

– კლიენტი მყავს მისთვის და უნდა ნახოს.

– შენთან მოვა?

– კი, ჩემთან, – ენის ბორძიკით მომიგო მამაკაცმა.

– სამიზნეებს აგროვებ ბობისთვის, ხომ, შე ნაძირალავ?! – ვუთხარი მამაკაცს, პისტოლეტის


ლულა ყბაზე მივაჭირე და კბილებში გამოვცარი – კატეგორიულად გაფრთხილებ, ნებისმიერი
მცდელობა, რომ ბობი გააფრთხილო ან ხელიდან გასხლტომა სცადო, შენი სიკვდილით
დასრულდება. მშვიდად იყავი. რასაც გეტყვი, ის გააკეთე და ცოცხალი გადარჩები. წინააღმდეგ
შემთხვევაში, არ გაცოცხლებ. გაიგე?

– დიახ, გავიგე.
– აბა, წავედით შენთან და იცოდე, ჭკვიანად! – ვუთხარი მამაკაცს და მისი სახლისკენ
გავემართეთ.

მამაკაცის სახლში ვინმე სევა დაგვხვდა და სწორედ ის უნდა ენახა ბობის. სევა რუსი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მაწანწალას ჰგავდა, საკმაოდ ძლიერი აღნაგობის შუახნის მამაკაცი
გახლდათ და ჯანმრთელად გამოიყურებოდა. ბრიტანეთში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
მოხვდა, პატარა ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ, ხელი მოეცარა და ლოთობა დაიწყო, ბოლოს კი
ბობის კლანჭებში აღმოჩნდა. ის ინგლისურად ლაპარაკობდა, მაგრამ, რუსული აქცენტით. რომ
დაგვინახა, კეთილგანწყობით გაგვიღიმა და გვკითხა:

– მამა-შვილი ხართ?

– არა, სერ! – მიუგო პამელამ, ჩვენმა თანმხლებმა მამაკაცმა კი შეუღრინა:

– ხომ გითხარი, აღარ ჩაცეცხლო-მეთქი, შე ლოთო რუსო!

„ლოთი რუსის“ გაგონებაზე სევას კეთილგანწყობილი ღიმილი გაუქრა, ფეხზე წამოიჭრა, ჩვენს
„მეგზურს“ ორივე ხელით სწვდა საყელოში და ტომარასავით მოისროლა. ამ სცენის დანახვაზე
მივხვდი, რომ სევა ძველი „სპეცი“ იყო და ბრწყინვალედ ფლობდა საბრძოლო სამბოს ილეთებს.
ასეთი მომზადება მეც მქონდა გავლილი და კარგად ვერკვეოდი.

ტომარასავით გასროლილი მამაკაცი, რომელიც სერვანტს დაეჯახა და ვიტრინა ჩალეწა, რის ვაი-
ვაგლახით წამოდგა ფეხზე, სავარძელში ჩაეშვა და გაისუსა, მე კი სევას გავუღიმე, ხელი
გავუწოდე და ვუთხარი:

– მარტინი.

– სევა, სერ.

– მისტერ სევა, ისე ოსტატურად მოისროლეთ ეს ნაძირალა, გეტყობათ, სპეციალისტი უნდა


იყოთ, – ვუთხარი რუსს, რომელსაც კვლავ კეთილგანწყობილი ღიმილი აღებეჭდა სახეზე.

– თქვენც ნაძირალად მიგაჩნიათ პოლი, ხომ? – მითხრა სევამ და სავარძელში გასუსული


მამაკაცისკენ მიმანიშნა, რომლის სახელიც პირველად სევასგან გავიგე.

– რა თქმა უნდა, მისტერ სევა. პოლი უკანასკნელი ნაძირალაა, განა არ ეტყობა? – დავუდასტურე
მე.

– მე კი მაინც ვყოყმანობდი, ვფიქრობდი, ხომ არ ვცდები-მეთქი. მაგრამ, არა, არ შევმცდარვარ,


პოლი ნაღდად ნაძირალაა. მე ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ეს საქმე შემომთავაზა.

– სამიზნეობას გულისხმობთ, არა, მისტერ სევა? – ჰკითხა რუსს პამელამ.

– დიახ, სწორედაც სამიზნეობას ვგულისხმობ. განა შეიძლება, სულ რაღაც სამასი გირვანქის გამო
ადამიანი აიძულო, რომ დევნილი მგელი გახდეს? – მიუგო სევამ პამელას. მაგრამ, უცებ კოპები
შეკრა და ჰკითხა – თქვენ საიდან იცით ეს? თქვენც ხომ არ აგროვებთ უპატრონო სამიზნეებს?
– არა, არა, მისტერ სევა, – ჩავერთე მე და რუსს მხარზე მეგობრულად მოვუთათუნე ხელი, –
სამიზნეებს ჩვენ არ ვაგროვებთ, პირიქით.

სევას კვლავ კეთილგანწყობილი ღიმილი დაუბრუნდა და მოგვიბოდიშა:

– მაპატიეთ, მეგობრებო, თქვენი წყენინება ნამდვილად არ მინდოდა და ბოდიშს გიხდით.

– მისტერ სევა, – ვუთხარი რუსს, – შეიძლება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ?

– რა თქმა უნდა, ბრძანეთ.

– ამ ნაძირალა პოლთან როგორ აღმოჩნდით?

– როდესაც ბიზნესი ჩამიფლავდა, იძულებული გავხდი, ამ რაიონში გადმოვსახლებულიყავი,


რადგან აქ ყველაზე იაფი ღირს ბინის დაქირავება. ხუთი ათასი გირვანქა მქონდა დაზოგილი და
ვფიქრობდი, კვლავ რაღაც პატარა საქმე წამომეწყო, წელში გავმართულიყავი და ღირსეულად
დავბრუნებულიყავი სამშობლოში, შვილებთან და შვილიშვილებთან. ცოლი ხუთი წლის წინ
გარდამეცვალა. მაგრამ, ახალი წამოწყებაც ჩამიფლავდა. ფული თითქმის აღარ მქონდა და ბინის
ქირა რომ ვეღარ გადავიხადე, ქუჩაში აღმოვჩნდი. ღამეს ლუდის ბარის საკუჭნაოში ვათევდი,
სადაც დამლაგებლად ვმუშაობდი და დღეში ორჯერ მაჭმევდნენ. სწორედ იქ გავიცანი ნაძირალა
პოლი. მან ჯერ თავის სახლში წამომიყვანა და მითხრა, ჩემთან იცხოვრეო და, რადგან ფული არ
უხსენებია, ვიფიქრე, ამ ღვთისნიერ კაცს შევეცოდე-მეთქი. ერთი თვის განმავლობაში მან
ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა და ბოლოს გამომიცხადა: ან ჩემი ვალი – სამასი გირვანქა
გადამიხადე, ან პოლიციაში გიჩივლებო, – თან ჩემ მიერ ხელმოწერილი ფურცელი მანახვა,
რომელშიც ეწერა, რომ მე მასთან ცხოვრებისა და კვების სანაცვლოდ სამასი ფუნტი უნდა
გადამეხადა. როგორც ჩანს, მან ეს ქაღალდი სიმთვრალეში შემომაპარა. ერთი სიტყვით, ფული
რომ ვერ მივეცი და ვთხოვე, ეცლია, მან ცოცხალი სამიზნეობა შემომთავაზა და მეც დავეთანხმე.

– გასაგებია, – ზიზღით გავხედე პოლს და სევას ვკითხე – ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდით?

– დიახ, მისტერ მარტინ. სამხედრო აკადემია მაქვს დამთავრებული საბჭოთა კავშირში.


თადარიგის მაიორი ვარ და წლების განმავლობაში ვიბრძოდი ავღანეთში. სიკვდილისთვის
ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში, სამი საბრძოლო ორდენი მაქვს მიღებული და, უცხოეთში რა
წამიყვანდა, საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო და უნამუსო, ნაძირალა და გამყიდველ
პოლიტიკოსებს ხალხი ასეთ საშინელ დღეში რომ არ ჩაეყარათ.

სევას სიტყვებმა შინაგანად შემძრა, რადგან მასში სულიერი მეკავშირე და მეგობარი დავინახე,
თან, ძალიან შემეცოდა და ვუთხარი:

– მისტერ სევა, მე და პამელა მამამისს ვეძებთ, რომელიც ანალოგიურ მახეში გააბა ამ ნაძირალა
პოლმა და, თუ დაგვეხმარებით, იმდენს გადაგიხდით, რომ სამშობლოში, შვილებთან და
შვილიშვილებთან წელგამართული და თავაწეული დაბრუნდებით.

– კეთილ საქმეს უფასოდაც გავაკეთებ, – მომიგო სევამ, მე კი ვუთხარი:


– გეთანხმებით, მაგრამ, როდესაც ამ ყველაფერს ფულიც ერთვის, რომელიც თქვენ ახლა ძალიან
გჭირდებათ, ბევრად უკეთესია.

– კარგი. რა უნდა გავაკეთო?

– ბობის შეხვდებით, დაელაპარაკებით, შეუთანხმდებით და ეტყვით, რომ რამდენიმე დღეში მის


განკარგულებაში იქნებით. ჩვენ კი თქვენს საუბარს მოვისმენთ და იმის მიხედვით შევადგენთ
მოქმედების გეგმას.

– კარგი, თანახმა ვარ, – მითხრა სევამ, მე კი პოლს მივუბრუნდი, პისტოლეტი მივუშვირე და


ზიზღით ვუთხარი:

– მე და პამელა სადმე აქვე უნდა დაგვმალო. იცოდე, ბობის გაფრთხილება რომ სცადო ან სადმე
გასვლა მოინდომო, გაუფრთხილებლად გესვრი და ჩაგაძაღლებ.

– დარდი ნუ გაქვთ, მისტერ მარტინ, – მითხრა სევამ და პოლს თვალები დაუბრიალა, – ამ


ნაძირალას მე გავაკონტროლებ და, თუკი რამე შევნიშნე, ორივეს კისრებს მოვამტვრევ!

– ეგრე იყოს, სევა, – ვუთხარი რუსს და ისევ პოლს მივუბრუნდი:

– შენ თუ იცი, რამდენს იხდის მონადირე და ვის უნდა მიმართოს მსურველმა?

– ადამიანზე ნადირობა მილიონი დოლარი ღირს და შეკვეთას ბობიც იღებს. მას არაერთხელ
უთქვამს ჩემთვის, თუკი მონადირეს მომიყვან, ხუთ პროცენტს გადაგიხდიო, ეს კი ორმოცდაათი
ათასია.

– ჰოდა, ეტყვი, მოგიძებნეო და მე შემახვედრებ, მაგრამ, ეჭვი რომ აიღოს?

– არ აიღებს, – თავდაჯერებულად მითხრა პოლმა.

– რატომ ფიქრობ ასე?

– იმიტომ, რომ უკვე ორი წელია, მონადირეს ვეძებ, ბობიმ ეს იცის და არ გაუკვირდება.

– რომ გკითხოს, ვინაა და სად იპოვეო?

– ვეტყვი, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ხართ. თქვენ ხომ მართლა ამერიკელი ხართ?

– დიახ, – დავუდასტურე პოლს.

– ვეტყვი, რომ განცხადება წაიკითხეთ და დამირეკეთ. მე მართლა მაქვს გამოქვეყნებული


განცხადება ცნობილ გაზეთებში, რომლებშიც წერია, რომ სოლიდური გასამრჯელოს ფასად
ნებისმიერი მძაფრი და დაუვიწყარი თავგადასავლის მოწყობას ვთავაზობ. ჰოდა, ვეტყვი, რომ
შევხვდით და ადამიანებზე ნადირობის სურვილი გამოთქვით, თანხის გადახდა შეგიძლიათ და
ბობისთან შეგახვედრებთ.
– კარგი, ასე უთხარი. მაგრამ კიდევ ერთხელ გაფრთხილებ: ჩვენი გათქმის მცირედი მცდელობაც
კი შენი საშინელი სიკვდილით დასრულდება.

– ვიცი. დარდი ნუ გაქვთ. გიჟი კი არ ვარ. თქვენ ბობიზე საშიშები ხართ, – მომიგო პოლმა და
ტელეფონის ყურმილს დასწვდა.

პოლი ბობს ელაპარაკა და, რომ დაასრულა, მითხრა:

– ერთ საათში მოვა. თქვენ აქ, ამ კედლის სარკის უკან დაიმალეთ, იქიდან მთელი ოთახი ჩანს.
სარკე გამჭვირვალეა და სპეციალურად იმისთვის გავაკეთებინე, რომ ჩემი სტუმრები
ვაკონტროლო, საჭიროების შემთხვევაში გაქცევით ვუშველო თავს.

– იცოდე, მიზანში მეყოლები ამოღებული და თუ რამე არ მომეწონა, ჩაგაძაღლებ, – დავემუქრე


პოლს.

ბობი გამხდარი, შავტუხა მოქონდრისკაცო არსება აღმოჩნდა, რომელსაც უფერული, პატარა და


ღილებივით მრგვალი თვალები ჰქონდა, საიდანაც შიში, სიფრთხილე და ბოროტება ერთბაშად
გამოსჭვიოდა. ის სევას შეუთანხმდა, რომ სამი დღის შემდეგ შეხვდებოდა და წაიყვანდა, პოლს
კი ჩემთან შეხვედრა მეორე დღისთვის დაუნიშნა და წავიდა. მეორე დღეს ზუსტად დათქმულ
დროს მოვიდა და ხელი ჩამომართვა.

– ბობი, მისტერ.

– მე მარტინი მქვია, მისტერ ბობ.

– ძალიან სასიამოვნოა. აბა, გისმენთ, რას მიბრძანებთ?

– ალბათ, მისტერ პოლმა გადმოგცათ, რომ მძაფრი თავგადასავლებისა და შეგრძნებების


ტრფიალი ვარ და ამის გამო ვიმყოფები აქ.

– კარგი. მოდი, პირდაპირ ვილაპარაკოთ, – სიტყვა გამაწყვეტინა ბობმა, – თქვენ გსურთ ცოცხალ
ადამიანებზე ნადირობა? კეთილი, ეს შესაძლებელია, მაგრამ, გარდა იმისა, რომ ერთ მილიონ
დოლარს გადაიხდით, უნდა შეასრულოთ ერთადერთი პირობა: თქვენ არავის არასოდეს არ
უნდა გაუმხილოთ ამ ნადირობის ამბავი; არ უნდა დაასახელოთ არც ერთი სახელი თუ
გეოგრაფიული წერტილი, რომლებიც ამ ამბავთან იქნება დაკავშირებული. წინააღმდეგ
შემთხვევაში, თქვენ დაგემუქრებათ საფრთხე, როგორც კანონის მხრიდან, ასევე, ჩვენი
ორგანიზაციიდანაც. ჩვენ კი, მისტერ მარტინ, გარწმუნებთ, რომ გრძელი ხელები, შეუზღუდავი
კავშირები ყველა დონეზე ამოუწურავი რესურსები გვაქვს. ალბათ, ხვდებით, რასაც
ვგულისხმობ, – მომიგო ბობმა და სიგარა გააბოლა.

ამ ბოროტთვალებიან კაცუნას ძალიან სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა და სიამოვნებით


ვწვდებოდი ყელში და მოვგუდავდი, მაგრამ, ჯერ ადრე იყო. ამიტომ, თავი შევიკავე, გავუღიმე
და ვუთხარი:
– რა თქმა უნდა, მისტერ ბობი, რაზეა ლაპარაკი! სულელი ხომ არ ვარ, თავი ხიფათში ჩავიგდო.
ახლა კი, ფულს რაც შეეხება: ქეშად გსურთ თუ გადმორიცხვით?

– ჯობია, გადმორიცხოთ.

– კეთილი, გადმოვრიცხავ. თქვენ მხოლოდ ანგარიში მომეცით.

– აი, ინებეთ, – ბობიმ ქაღალდზე დაწერილი საბანკო ანგარიშის ნომერი მომცა, კვამლი გამოუშვა
და ნეკი თითით ცხვირი მოიფხანა.

– და კიდევ ერთი, მისტერ ბობი: როდის და სად ჩატარდება ნადირობა?

– ერთი კვირის შემდეგ, ავღანეთში, პიჩორო აგამის ხეობაში, თქვენს განკარგულებაში კი ექვსი
საათი იქნება. თუ ამ დროის განმავლობაში მსხვერპლს ვერ მოკლავთ, ამას გავაკეთებთ ჩვენ,
ფული კი, რა თქმა უნდა, უკან არ დაგიბრუნდებათ. თანახმა ხართ?

– სავსებით.

– მაშინ, მოემზადეთ. ხუთი დღის შემდეგ კი ჰიტროუში მობრძანდით და დანარჩენ


მონადირეებთან ერთად ავღანეთში წაგიყვანთ.

– ბევრნი ვართ?

– მონადირეებს გულისხმობთ?

– დიახ.

– თორმეტნი და სამიზნეც მაგდენივეა. თუმცა, შეიძლება, კიდევ ერთი მონადირე დაგემატოთ.


ერთი სიტყვით, მოემზადეთ მძაფრი შეგრძნებებისა და დაუვიწყარი თავგადასავლისთვის. მე კი
უნდა დაგტოვოთ, – მითხრა ბობიმ, ხელი ჩამომართვა და წავიდა. პიჩორო აგამის ხეობას ძალიან
კარგად ვიცნობდი, რადგან, „კაგებეშნიკობის“ დროს იქ ორი წარმატებული სპეცდავალება
მქონდა შესრულებული და ინსტრუქტორებმა წინასწარ დაწვრილებით ამათვისებინეს ამ
გეოგრაფიული წერტილის ყველა კუთხე-კუნჭული. სწორედ იქ მდებარეობს ცნობილი თორა-
ბორას გამოქვაბულები. ესაა საკმაოდ რთული, კარგად დაცული და მოწყობილი კლდის ქალაქი,
სადაც ერთი არმია დაიმალება თავისი აღჭურვილობით.

ბობი რომ წავიდა, პოლი საიმედოდ მივაბი მისივე საძინებლის საწოლზე, რომ არ გაქცეულიყო,
შემდეგ პამელას და სევას ვუხმე და ვუთხარი:

– ახლა კი მოქმედების ზოგადი გეგმა უნდა შევადგინოთ და რაღაც-რაღაცეები დავაზუსტოთ.

სევასთვის მე ყოფილი ამერიკელი სპეცრაზმელი ვიყავი, რომელიც ვიეტნამსა და ავღანეთში იყო


ნაომარი, რაც სიმართლეს შეესაბამებოდა, მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ ორივე შემთხვევაში
ამერიკელების წინააღმდეგ ვიბრძოდი.
– ესე იგი, ავღანეთშიც იბრძოდით, ხომ? – გაეღიმა სევას, – მაშინ მოწინააღმდეგეები ვიყავით,
ახლა კი მოკავშირეები ვართ. რას იზამ, სამწუხაროდ, ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება და თავი არ
უნდა გავასრესინოთ მას. პიჩორო აგამის ხეობას მეც კარგად ვიცნობ და, ვიცი, რომ
მსხვერპლისთვის იქიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია.

– მისტერ სევა, მე ვფიქრობ, რომ სემ სანდერსი ცოცხალი აღარ უნდა იყოს, რადგან ის სამი თვის
წინ გახდა სამიზნე და ამდენხანს ვინ აცოცხლებდა, – ვუთხარი სევას, როდესაც პამელა
ტუალეტში გავიდა, – მაგრამ, მაინც უნდა გადავამოწმოთ და, თუ ცოცხალი აღმოჩნდა, უნდა
გამოვიხსნათ. რაც არ უნდა იყოს, ძველი მეომრები ვართ, ორივე ავღანეთში ვიბრძოდით, მით
უმეტეს, ამ წერტილში და, სხვებთან შედარებით უპირატესობა გვაქვს.

სევა საკმაოდ საზრიანი და ჭკვიანი კაცი აღმოჩნდა და ისეთი გეგმა შევადგინეთ, რომელსაც
აუცილებლად წარმატება უნდა მოეტანა ჩვენთვის.

სამი დღის შემდეგ სევა სამიზნის სტატუსით გაამგზავრეს ავღანეთში, კიდევ ორი დღის მერე კი
უკვე ცამეტი მონადირე გადაგვაფრინეს ავღანეთში კერძო თვითმფრინავით და ჩვენი
ტრანსპორტირება ბობის ჰქონდა დავალებული. ადგილზე რომ მივედით, იქ ყოფილი
სპეცრაზმელებისგან შემდგარი ოცეული დაგვხვდა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ
კლიენტების უსაფრთხოებაზე და მათვე ევალებოდათ გადარჩენილი სამიზნეების ლიკვიდაცია.
სევა დანარჩენ სამიზნეებთან ერთად იდგა, მის გვერდით იმყოფებოდა სემ სანდერსიც,
რომელიც, ჩვენდა სასიხარულოდ, ცოცხალი აღმოჩნდა. სევამ მანიშნა, რომ სემი იცნო და, მზად
იყო, იმ გეგმით ემოქმედა, რაც ასეთი შემთხვევისთვის გვქონდა დასახული. ნადირობის
დაწყებამდე ინსტრუქტორმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ნადირობის ხანგრძლივობა
ექვსი საათი იყო და ამ დროის ამოწურვისა და საკონტროლო პუნქტამდე მიღწევის შემთხვევაში,
სამიზნე ცოცხალი რჩებოდა და მას ასი ათასი დოლარით ისტუმრებდნენ სახლში.

– აბა, დაიწყეთ, დრო ჩაირთო! – დაიძახა ინსტრუქტორმა, მსხვერპლები მარშრუტებზე გაუშვა


და დაამატა – მონადირეებს შეუძლიათ, ხუთ წუთში გაჰყვნენ კვალს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მე და სევამ სემ სანდერსი გავიტაცეთ, თორა-ბორას გამოქვაბულში


დავმალეთ და მშვიდად ვადევნებდით თვალს, რა გამწარებით გვეძებდნენ შეიარაღებული
ზედამხედველები. ჩვენი გაუჩინარება რომ შენიშნეს, ნადირობა შეწყვიტეს და თერთმეტი
სამიზნე ვერტმფრენით სადღაც წაიყვანეს. მეორე ვერტმფრენით კი მონადირეები გაამგზავრეს
და ძებნა გააძლიერეს.

– ამ ჭიას შეხედეთ, მისტერ მარტინ, – გადამიჩურჩულა სევამ და კლდეზე ამოცოცებული ბობი


დამანახვა, რომელსაც ამერიკული წარმოების სადესანტო შაშხანა ჰქონდა გადაკიდებული
მხარზე და ქვევით იყურებოდა.

– ვხედავ. ჩვენკენ მოდის. ახლოს მოვუშვათ და დავითრიოთ, – ვუთხარი სევას და ქვას


ამოვეფარე.

– ათიოდე წუთის შემდეგ ბობი უკვე ცალი ხელით მყავდა ჰაერში აწეული და ვეკითხებოდი:
– სამიზნეები სად გაუშვით?

– წადი, შენი დედაც... – არ შემეპუა ჭიაყელა კაცუნა, მაგრამ მე ის საათის ქანქარასავით გავაქანე,
კლდეზე თავი მოვარტყმევინე, სისხლი ვადინე და ვუთხარი:

– მეორე დარტყმა უფრო ძლიერი იქნება, მესამედ კი შუაში გაგხლეჩ და კლდიდან გადაგაგდებ.
აბა, ყოჩაღად მიპასუხე!

– სამიზნეები ბაზაზე გადაიყვანეს, პაკისტანის საზღვართან, – სხაპასხუპით მიპასუხა


სიკვდილის შიშით შეპყრობილმა ბობიმ.

– რა ბედი ეწევათ?

– მორიგ ნადირობამდე მათ ხელს არავინ ახლებს.

ბობი სწორად მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და ჩემს ყველა კითხვას სხაპასხუპით, ზუსტად
პასუხობდა. მას არც წინააღმდეგობის გაწევა უფიქრია და არც გაქცევა, თუმცა, მიუხედავად
ამისა, მაინც ვერ გადამირჩა და გადავაგდე, მისი შაშხანა კი სევას ერგო.

– მაგარი ბიჭები ჩანხართ, – მითხრა სემმა, – ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საგანგებოდ
მოქმედებდით, მაგრამ, მე რა შუაში ვარ, რატომ გამიტაცეთ?

– იმიტომ, რომ შენს ქალიშვილს, პამელა სანდერსს უვნებლად ჩაგაბაროთ, მისტერ სემ, – მივუგე
მე.

პამელას ხსენებაზე სემ სანდერსი ატირდა, რადგან ყველაფერს მიხვდა. ეს ისტორია კი იმით
დამთავრდა, რომ ჩვენ სამმა ყოფილმა სპეცმეომარმა კბილებამდე შეიარაღებული ოცეული
გავწყვიტეთ, მათი ერთი კუთვნილი ვერტმფრენი გავანადგურეთ, მეორე კი გავიტაცეთ და
ავღანეთის გავლით ჯერ ინდოეთში ჩავედით, შემდეგ კი ლონდონში.

გოგონამ შეპირებული ნახევარი მილიონი დოლარი ჩემს ანგარიშზე გადარიცხა, სევას კი ორასი
ათასი დოლარი ქეშად მისცა და მამამისთან ერთად ამერიკაში დაბრუნდა.

სევა ისეთი გაოგნებული იყო, რომ თავი ზღაპარში ეგონა და იმეორებდა:

– ღმერთო ჩემო, ზღაპარია ეს თუ სინამდვილე? მისტერ სევა, – ვუთხარი სევას, – აი, შეხედე, ეს
ფული, ხელში რომ გიჭირავს ნამდვილია და, შეგიძლია, შენს სამშობლოში, შვილებთან და
შვილიშვილებთან წელგამართული და თავაწეული დაბრუნდე.

– ნამდვილად, ნამდვილად, მაგრამ ამდენი ფულის ტარება ხელით არ მინდა.

– რა პრობლემაა, ანგარიშს გავხსნით, ფულს აქ შევიტანთ ბანკში, მოსკოვში კი თავისუფლად


გამოიტანთ, – მივუგე სევას და ერთი საათის შემდეგ მის საბანკო ანგარიშზე უკვე ორასი ათასი
დოლარი იდო.
– აი, სიურპრიზი! მართლაც რომ საოცრებაა – მითხრა სევამ ლონდონის აეროპორტში, მერე
გადამეხვია, დამემშვიდობა და მოსკოვის თვითმფრინავში ჩაჯდა.

მოსკოვში სევას კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა: მის ანგარიშზე კიდევ ორასი ათასი დოლარი
გადავრიცხე, რადგან ის ამას იმსახურებდა და ამით ჩემი ვალი მოვიხადე ჩემი სულიერი
მეგობრის წინაშე, რომელიც გამყიდველი, მოღალატე პოლიტიკოსების გამო იყო გაღატაკებული
და ქვეყნიდან გადახვეწილი.

თბილისში თითქმის თვენახევრიანი ვოიაჟის მერე დავბრუნდი და მერიკოს ოცი ათასი დოლარი
მივეცი, რომელიც თითქოს და საბროკერო ოპერაციის შედეგად მხვდა წილად მოსკოვში.
სწორედ პამელა სანდერსის მიერ გადახდილი ფულით ვიყიდე კონსპირაციული ბინა
თბილისში, სადაც ჩემი ბაზა მოვაწყვე და იქ ვინახავდი ჩემს გარდერობს, იარაღებსა და ჩემი
საქმიანობისთვის საჭირო ყველა რეკვიზიტს. ის კონსპირაციული ბინა საკუთარი ხელით
მოვაწყვე, და დღემდე მემსახურება. მას ორი საიდუმლო შესასვლელ-გასასვლელი აქვს, რაც,
საჭიროების შემთხვევაში, გასაჭირისგან მიხსნის. ასეთი გასაჭირი მხოლოდ ერთხელ მქონდა და
ამ საჭიროებისთვისაც მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე ეს ბინა.

ზაფხულის ერთ დილას პარიზიდან დავბრუნდი, სადაც საკმაოდ რთული შეკვეთა შევასრულე.
მოსკოვის გავლით თბილისში ჩამოვფრინდი და აეროპორტის შენობიდან გამოსვლისას შევნიშნე,
რომ მითვალთვალებდნენ. ჩემი გონება კომპიუტერივით ამუშავდა და იმის გამოთვლა დავიწყე,
თუ ვინ და რატომ უნდა დამჯდომოდა კუდზე, თან, მდევრისგან თავის დაღწევის გზებს
ვეძებდი. გამორიცხული იყო, რომ ვინმე პარიზიდან ან მოსკოვიდან ამკიდებოდა, რადგან, ორივე
ქალაქში სამ-სამი ოსტატური მანევრი გავაკეთე და, ვინც არ უნდა ამდევნებოდა, აუცილებლად
ჩამოვიშორებდი. ესე იგი, თბილისში მელოდებოდნენ, მაგრამ, ვინ და საიდან იცოდა, რომ
ზუსტად იმ დროს უნდა ჩამოვფრენილიყავი?! ზუსტად მე თვითონაც არ ვიცოდი, როდის
ჩამოვიდოდი, რადგან, თბილისში გამოფრენა ბოლო მომენტში გადავწყვიტე. მაგრამ, ფაქტია,
რომ თბილისში მელოდნენ და, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, თვალთვალის ობიექტიდან
მოთვალთვალედ უნდა გადავქცეულიყავი. ამისთვის კი საჭირო იყო, ჯერ მათ დავსხლტომოდი
ხელიდან, შემდეგ კი თავად დავჯდომოდი კუდზე და თვალყური მედევნებინა. სახლში წასვლა
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ამიტომ, კონსპირაციული ბინით სარგებლობა
გადავწყვიტე და გეგმის განხორციელებას შევუდექი, რომელიც სულ რამდენიმე წამში, ანუ, იმ
დროის განმავლობაში მოვიფიქრე, რაც აეროპორტის შენობიდან ტაქსამდე მისვლაში დამჭირდა.

– წავედით! – ვუთხარი მძღოლს და ძველი თბილისის ერთ-ერთი ადგილი დავუსახელე, სადაც


ჩემი კონსპირაციული ბინა მდებარეობდა.

მთელი გზა, აეროპორტიდან ძველი თბილისის უბნამდე, თეთრი ფერის „ჟიგული“ მოგვდევდა,
რომელშიც ოთხი ადამიანი იჯდა. მოლაყბე ტაქსისტს კუდი არ შეუმჩნევია და ათასი ქალაქური
ჭორით გამომიჭედა ყურები. დანიშნულების ადგილს რომ მივუახლოვდით, მანქანა ჩემი
კონსპირაციული ბინიდან ორმოცდაათიოდე მეტრში გავაჩერებინე, ფული გადავუხადე,
მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოში შევედი, სადაც იმ რაიონის მილიციის ქვეგანყოფილება
მდებარეობდა. იმ ძველ შენობაში, საპასპორტო მაგიდის სართულზე ერთი მიგდებული საკუჭნაო
იყო, იმ საკუჭნაოს პატარა შენიღბული კარი ჰქონდა, რომლიდანაც ნესტიან სარდაფში ჩამავალ
ბნელ კიბეებზე ჩავედი. იქვე დამალული ფანარი ავანთე და ვირთხებით სავსე სარდაფში
დავეშვი. ფანარი მეორე გასასვლელთან დავმალე, მეორე შენიღბული კარით ვისარგებლე,
მეზობელ ეზოში გავედი და, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ, ჩემი კონსპირაციული ბინის
ხვრელიდან უკვე თავად დავუწყე თვალის დევნება ჩემს მოთვალთვალეებს, რომლებიც თეთრ
„ჟიგულიში“ ისხდნენ და მოთმინებით ელოდნენ ჩემს გამოჩენას.

„აბა, ვნახოთ, რა ჩიტები ხართ,“ – გავიფიქრე გუნებაში და მოხუცი კაცის გრიმი გავიკეთე, მეორე
გრიმი და ტანსაცმელი პატარა ჩანთაში დავმალე, მიკროფოტოაპარატი ჯიბეში ჩავიდე და
კონსპირაციული ბინიდან გამოვედი. ჯერ ერთი მანქანა, თეთრი „ჟიგული“ დავაყენე პატარა
სკვერთან სრულ მზადყოფნაში, შემდეგ მეორე, მწვანე ფერის „ჟიგულიში“ ჩავჯექი, ტაქსის
ტრაფარეტი გავუკეთე და იმ ქუჩისკენ გავემართე, სადაც ჩემი მოთვალთვალეები იდგნენ და
მელოდნენ.

განმარტებისთვის უნდა აღვნიშნო, რომ ის „ჟიგულები“ და კიდევ მრავალი სხვა, ჩემი საქმისთვის
საჭირო ატრიბუტი თუ რეკვიზიტი, წინასწარ მქონდა შეძენილი და, რომ იტყვიან,
„დაზაგაჟნიკებული“ ასეთი საგანგებო სიტუაციისთვის.

მწვანე, ტაქსისტრაფარეტიანი „ჟიგულით“ მოთვალთვალეების თეთრ „ჟიგულს“ მივადექი,


მანქანიდან გადმოვედი, სიგარეტი და სანთებელა მოვიმარჯვე, რომელშიც მიკროფოტოაპარატი
იყო ჩამონტაჟებული, მძღოლთან მივაჭერი და შევუღრინე:

– რას დამდგარხარ, აქ ჩემი ადგილია, წადი და სხვაგან დადექი!

მძღოლმა ერთი შემომხედა, უხმოდ თავი გააქნია და „ჟიგული“ ათიოდე მეტრით წინ დააყენა.

ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მოთვალთვალეებისთვის სურათების გადაღება ვერ


მოვასწარი, თანაც, ვერც ის გავიგე, რა ენაზე ლაპარაკობდნენ, რადგან, ჩემი პრეტენზია
დაუყოვნებლივ და უხმოდ შეასრულეს. ამიტომ, მე კვლავ მძღოლთან მივიჭერი და რამდენიმე
„ხალასტოი“ ჩამოკვრის შემდეგ, რომლის დროსაც მოთვალთვალეები „ჩავაკარტოჩკე“, სიგარეტს
მოვუკიდე და აღელვებულმა ვუთხარი:

– ხომ გითხარი, სხვაგან დადექი-მეთქი! წადი, ძმაო, სხვა ადგილზე იტაქსავე, აქ ჩემი ადგილია
და რას მეცილები?

– დამშვიდდი, მამილო, – მშვიდად, რუსულ ენაზე მომიგო მძღოლმა, – ჩვენ არ ვტაქსაობთ,


უბრალოდ, ველოდებით. ვერ ხედავ, რამდენი ვართ? აბა, სად გაგონილა, რომ ერთი მანქანით
ოთხ კაცს ეტაქსაოს?

– ბოდიშს გიხდი, მეგობარო, – რუსულადვე მივუგე მძღოლს, – ვიფიქრე, კონკურენტია-მეთქი და


არც კი დავკვირვებივარ, რომ ოთხნი იყავით. ხომ იცით, რა ცუდი დროა. ფულის შოვნა ძალიან
ჭირს და, ვიფიქრე, ლუკმაპურს მართმევენ-მეთქი.

– არა უშავს. კარგად! – თავიდან მომიშორა მძღოლმა.


მე ჩემს ტაქსიში დავბრუნდი, სკამზე გადავწექი, თან გულში ვფიქრობდი: „მელოდეთ, მთელი
ცხოვრება მოგიწევთ ლოდინი. ისე გაიხაროს ჩემმა ცოლ-შვილმა, როგორც მე იქიდან არ გამოვალ-
მეთქი“.

ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მოთვალთვალეები აწრიალდნენ და ერთ-ერთი მათგანი


მილიციის შენობაში შევიდა, ათი წუთის შემდეგ დაბრუნდა, დანარჩენებს რაღაც უთხრა და
ისინი წავიდნენ. მეც დავიძარი და სკვერთან თეთრი ფერის „ჟიგულიში“ გადავჯექი, გრიმი და
ტანსაცმელი სასწრაფოდ გამოვიცვალე და მოთვალთვალეებს ფრთხილად ავედევნე. მათ ერთი
ცნობილი მანევრი გააკეთეს, რითაც მივხვდი, რომ უშიშროების თანამშრომლები იყვნენ, რადგან,
ასეთი რამ მეც მასწავლეს „კაგებეში“. ამიტომ, ჩემი „ჟიგული“ ქუჩაში მივატოვე, კერძო მანქანა
გავაჩერე და, რადგან მივხვდი, დაახლოებით რა მიმართულებით წავიდოდნენ, იქ დავხვდი და
ამგვარად განვაგრძე თვალთვალი. ისინი რუსთაველის გამზირზე ამოვიდნენ და მანქანა ფოსტის
გვერდით გააჩერეს. სამნი შიგნით დარჩნენ, მეოთხე კი გადავიდა და სასტუმრო „ივერიის“ წინ
მოწყობილ საზაფხულო კაფესკენ გაემართა. დღის 3 საათი სრულდებოდა და ძალიან ცხელოდა.
ქუჩაში თითქმის არავინ ჭაჭანებდა. მე გრიმი მოვიშორე, გამოვიცვალე ტანსაცმელი და
ყველაფერი პატარა ზურგჩანთაში ჩავაწყვე, შადრევანთან მივედი, თან მანქანიდან გადმოსულ
მოთვალთვალეს თვალს არ ვაშორებდი. ის ერთ-ერთ მაგიდას მიუახლოვდა, სადაც
ტურისტულად ჩაცმული მამაკაცი იჯდა და გაზეთს კითხულობდა. დავაკვირდი და მასში
ანდრეი მუხინი შევიცანი, რომელიც ჯერ კიდევ მსახურობდა, რადგან, საბჭოთა კავშირი ახალი
დაშლილი იყო და ძველი კადრები ადგილებზე რჩებოდნენ რუსეთში. მას პოზაც არ შეუცვლია
და გაზეთის კითხვას განაგრძობდა, სინამდვილეში კი, აშკარა იყო, რომ მოთვალთვალის
ანგარიშს ისმენდა, რომლითაც ის აშკარად არ იყო კმაყოფილი. ნამდვილად ვერ მივხვდი, რაში
უნდა ყოფილიყო საქმე, თუმცა, მუხინის თბილისში გამოჩენა იმას მოწმობდა, რომ რაღაც
სერიოზული მოხდა და ეს პირადად ანდრეი ლუკიჩისგან უნდა შემეტყო. ამიტომ, ზურგჩანთა
გავისწორე, საზაფხულო კაფესკენ გავემართე და, მუხინსა და მოთვალთვალეს რომ
მივუახლოვდი, გენერალს ვუთხარი:

– გამარჯობა, ანდრეი ლუკიჩ! აქ რა ქარმა გადმოგაგდოთ?

მოთვალთვალემ რომ დამინახა, მიცნო და შეცბა, მუხინმა კი გამიღიმა, ხელი ჩამომართვა,


დაჯდომა შემომთავაზა და მომიგო:

– გაგიმარჯოს, ჩემო კარგო, – შემდეგ მოთვალთვალეს მიუბრუნდა: – ხომ გითხარი, ყურადღებით


იყავით-მეთქი? ჩათვალეთ, რომ ოთხივე მოკლულები ხართ.

– მოკლულები? – ვერ მიხვდა მოთვალთვალე.

– ჰო, მოკლულები, – მუხინმა ჩემზე მიუთითა და დაამატა – ამ პატივცემულს რომ არ ვეცნე,


გამორიცხული არ იყო, რომ ოთხივე მოეკალით. მაგრამ, ღმერთმა გიშველათ. ახლა კი წადით,
აღარ მჭირდებით. სად არიან დანარჩენები?
– ფოსტასთან, თეთრ „ჟიგულიში“ სხედან, – მივუგე მუხინს, რომელსაც გულიანად გაეცინა,
გაოგნებული მოთვალთვალე კი ისე მიყურებდა, თითქოს მარსიდან ჩამოვსულიყავი
სამბორბლიანი ველოსიპედით.

– თავისუფლები ხართ, „ატბოი“, – მუხინმა მოთვალთვალე გაისტუმრა და მომიბრუნდა:

– სამი დღეა გელოდებით. თბილისში რომ ვერ აღმოგაჩინე და ვერც „ძია“ ვნახე შენი
ადგილსამყოფლის გამოსაკითხად, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი.

„ძია“ რომანი მთაში ისვენებდა და ეს მხოლოდ მე ვიცოდი. თუმცა, ის მუხინს მაინც არ


გაუმხელდა ჩემს ადგილსამყოფელს. მაგრამ, ეს ანდრეი ლუკიჩისთვის არ მითქვამს და ვკითხე:

– რა ხდება, ამხანაგო გენერალო?

– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი, ესაა ჩემი ბოლო ვოიაჟი მოქმედი გენერლის რანგში და, როგორც კი
მოსკოვში დავბრუნდები, პენსიაზე უნდა გავიდე. საქმე კი ისაა, რომ პარიზში აი, ეს ადამიანი
მოკლეს, – მუხინმა ჩემ მიერ შესრულებული შეკვეთის ობიექტის ვინაობა დამისახელა, – ის კი
ერთ-ერთი ახალგამომცხვარი რუსი მაღალჩინოსნის დეიდაშვილი იყო და სწორედ მისი
სანქციით მიმდინარეობს მკვლელის ძებნა. ჩვენმა უწყებამ რომანის კანტორის კვალი აიღო და, ეს
რომ შევიტყვე, ვიფიქრე, შესაძლებელი იყო, შენც ყოფილიყავი ჩართული ამ საქმეში, მით
უმეტეს, რომ არც შენ იმყოფებოდი ქალაქში და ვერც „ძიას“ კვალს მივაგენით. აი, სწორედ ამის
გამო ჩამოვფრინდი აქ.

მუხინს არ დაუკონკრეტებია, თბილისში ჩემს დასაჭერად ჩამოვიდა თუ გადასარჩენად. მე მეორე


ვიგულისხმე და ვუთხარი:

– გამოდის, რომ თბილისში თქვენ ჩემი ტყავის გადასარჩენად ჩამოხვედით.

– მოხარული ვარ, რომ ჩემზე კარგი აზრის ხარ, – მითხრა მუხინმა, – შენი სიტყვებიდან გამოდის,
რომ პარიზული საქმე შენი ნახელავია.

– არ დაგიმალავთ და ასეა, – თავი დავუქნიე გენერალს.

– სწორად მოქცეულხარ. ის ნაძირალა ყოვლად გახრწნილი ადამიანი იყო – ნარკოტიკებით


ვაჭრობდა და, ყველაზე საშინელება ისაა, რომ მისი სავაჭრო ქსელი ძირითადად სკოლის
მოსწავლეებსა და სტუდენტობაზე გადის. ყველაფერი ამის უკან კი, სწორედ ის
ახალგამომცხვარი რუსი მაღალჩინოსანი დგას და ამიტომაც მოინდომა მან ამ ამბის
საფუძვლიანად გახსნა.

– ის მაღალჩინოსანიც მოსაკლავი ყოფილა, – ვუთხარი მუხინს, მან კი მომიგო:

– სიმართლე გითხრა, აქ მე უფრო ამისთვის ჩამოვედი, რომ ეს პირადად გითხრა. მე, რა თქმა
უნდა, მოკვლევის განსხვავებულ ვერსიას ჩავიტან მოსკოვში, მაგრამ, როგორც გითხარი,
პენსიაზე გავდივარ და ის ამ საქმეს სხვას დაავალებს. იმ სხვაზე კი თავს ვერ დავდებ და ვერ
ვიტყვი, რომ შენამდე ვერ მოვა. ამიტომ, გირჩევ, რომ ის ნაძირალაც თავისი დეიდაშვილის გზას
გაუყენო, თან, შენც ამოისუნთქავ და ამ საზარელ ნარკოქსელსაც ერთგვარად შევასუსტებთ.

მე არ ვიცოდი, ვის თამაშს თამაშობდა მუხინი და მის უკან რა ძალები იდგნენ, როდესაც ასეთ
რჩევას მაძლევდა. შეიძლება, ის სულაც, მარტო მოქმედებდა, მაგრამ, მთავარი ის იყო, რომ
სიმართლეს ამბობდა. რადგან ჩემს უსაფრთხოებაზე იყო ლაპარაკი, მის შემოთავაზებას
უყოყმანოდ დავთანხმდი.

– თანახმა ვარ, ანდრეი ლუკიჩ, – ვუთხარი მუხინს.

– ასეც ვიცოდი, – მომიგო გენერალმა და მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფზე მიმითითა –


აქაა დამალული ყველა საჭირო ცნობა ობიექტზე და, აბა, შენ იცი... საქმე ძალიან არ უნდა
გაიწელოს და, რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესი. ახლა წადი. მე კიდევ ცოტა ხანს დავრჩები აქ,
საღამოს კი მოსკოვში უნდა დავბრუნდე.

მუხინის დატოვებულ სიგარეტის კოლოფში ჩემთვის ყველა საჭირო ინფორმაცია აღმოვაჩინე.


მეორე დღეს მოსკოვში გადავფრინდი, გრიმი გავიკეთე და საქმეს შევუდექი. ორდღიანი დევნის
შემდეგ, ობიექტი ერთ-ერთ პრესტიჟულ სასაფლაოზე გამოვასალმე სიცოცხლეს სნაიპერული
გასროლით სწორედ იმ დროს, როდესაც ჩემ მიერ პარიზში მოკლულ მის დეიდაშვილს
ასაფლავებდნენ.

ეს საქმე მაშინ ამით დასრულდა, მაგრამ, ამ ისტორიას გაგრძელება ჰქონდა: ამ ამბიდან ექვსი
თვის შემდეგ, ზამთრის მიწურულს, როდესაც, თბილისი სამოქალაქო ომის შედეგად მიწასთან
იყო გასწორებული და ყველგან სრული ქაოსი და უიმედობა სუფევდა, დათოვლილ
რუსთაველზე ფეხით მივდიოდი. ის-ის იყო, დანგრეულ სასტუმრო „თბილისთან“ (ამჟამად
„მარიოტი“) ჩავუხვიე, რომ ნანგრევებიდან ბუშლატაში გამოწყობილი მამაკაცი გამოხტა,
„სტეჩკინი“ მომადო და მითხრა:

– არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!

თავდამსხმელი უმალვე ვიცანი – ის ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ამ ექვსი თვის წინ
აეროპორტიდან ამედევნა და თავადვე გახდა ჩემი თვალთვალის ობიექტი. ამიტომ, მივხვდი,
რომ საქმე ისევ იმ ამბავს ეხებოდა და მიამიტურად მივუგე:

– არც ფული მაქვს და არც ძვირფასეულობა, მაღაზიიდან პურის ფქვილი უნდა წამოვიღო
ნისიად.

უცებ, რუსთაველის გამზირიდან „ჟიგულიმ“ ჩამოუხვია და ჩვენ გვერდით გაჩერდა,


ბუშლატიანმა კი პისტოლეტის ლულით მიბიძგა, მანქანაში შემაგდო და მითხრა:

– წინააღმდეგობის გაწევა არ სცადო, თორემ, მოგკლავთ!

თავდამსხმელები ოთხნი იყვნენ. ორი მათგანი იმ ოთხეულიდან იყო, ვინც ამ ექვსი თვის წინ
იმყოფებოდა თბილისში, ორი კი არ მეცნობოდა. მანქანა კოლმეურნეობის მოედნისკენ გაემართა,
მაგრამ, ყვავილების ბირჟასთან მოტრიალდა, მშრალ ხიდზე გადავიდა, შემდეგ მარქსის ხიდიც
გაიარა და, ვორონცოვის გავლით, სვანეთის უბნისკენ აიღო გეზი. მე წინააღმდეგობის გასაწევად
მოვემზადე და, მართალია, შეუიარაღებელი ვიყავი, მაგრამ, უკვე ვიცოდი, როგორც უნდა
მემოქმედა: უპირველესად, მათი ყურადღება უნდა მომედუნებინა და ძველ ნაცნობს ვუთხარი:

– აშკარად ვიღაცაში გეშლებით, ტყუილად გამიტაცეთ.

– ვერ გვიცანი? – მკითხა მძღოლის გვერდით მჯდომმა, იმან, ვინც სასტუმრო „ივერიის“ წინ
შეხვდა მუხინს.

– ვერა, ვერ გიცანით.

– ცუდი მეხსიერება გქონია, – ჩაეცინა წინ მჯდომს, – აბა, გაიხსენე, როგორ დაგვისხლტი
ხელიდან ექვსი თვის წინ, როდესაც აეროპორტიდან დაგაჯექით კუდზე.

– ეგ მახსოვს, მაგრამ, ვერც თქვენ გიხსენებთ და, მით უმეტეს, ვერ ვხვდები, ჩემთან რა გინდათ.
ნუთუ იმის გამო გამიტაცეთ, რომ მაშინ გაგექეცით?

– არა.

– აბა, რაშია საქმე?

– ადგილზე მივალთ და ყველაფერს შეიტყობ. ახლა კი წყნარად, რომ შუბლი არ გაგიხვრიტო!

მანქანამ სასაფლაოებისკენ აუხვია. ირგვლივ კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და, მივხვდი, რამეს,
თუ არ ვიღონებდი, ჯერ მაწამებდნენ, მედეგ კი იქვე მომკლავდნენ. ამიტომ,
სტეჩკინმომარჯვებულს ვეცი, თავისივე პისტოლეტი შევუბრუნე, მკერდზე მივადე, გავისროლე
და მოვკალი, შემდეგ ჩემ გვერდით მჯდომიც გამოვასალმე სიცოცხლეს. პისტოლეტი უკვე ხელთ
მქონდა, მისი ტარი მძღოლის გვერდით მჯდომს ჩავარტყი და გავთიშე, მძღოლს კი ლულა თავზე
მივადე და ვუბრძანე:

– მანქანა გააჩერე და შენი პაძელნიკი კი მანქანიდან გადაათრიე!

მძღოლმა მყისვე შეასრულა ბრძანება, მერე, ჩემივე ბრძანებით, გათიშული მამაკაცი გონზე
მოიყვანა და თოვლში მუხლებზე დააყენა. მე პისტოლეტი მივუშვირე გამოფხიზლებულს და
ვკითხე:

– ჩემგან რა გინდა?

– წადი, შენი!.. – შემაგინა გამოფხიზლებულმა, მე კი მძღოლს შუბლი გავუხვრიტე, იარაღი კვლავ


გამოფხიზლებულს მივუშვირე და ვუთხარი:

– ჩქარა, მიპასუხე, ვინ ხართ და ჩემთან ვინ და რატომ გამოგგზავნათ, თორემ, ჯერ მუხლებს
დაგიხვრეტ, მერე კი შუბლს!
– კერძო პირები ვართ, „ეფესბეში“ აღარ ვმსახურობთ. აქ კი იმისთვის გამოგვგზავნეს, რომ
თქვენგან გავიგოთ, ვინ შეუკვეთა და ვინ შეასრულა პარიზისა და მოსკოვის მკვლელობები.
თქვენთან კი „ცალთვალას“ ბრძანებით გამოგვგზავნეს.

– ცალთვალა ვინ არის?

– ის, ვინც მოკლულების ადგილი დაიკავა.

– ჩემი ადგილსამყოფელი როგორ გაიგეთ?

– მუხინმა გვითხრა.

– რაო, რას ბოდავ?

– მუხინმა გვითხრა, როდესაც ამ ექვსი თვის წინ ვიყავით აქ, ახლა კი გამოვიყენეთ.

– კიდევ ვინ იცის თქვენი მისიის შესახებ და ჩემი მისამართი?

– მეტი არავინ.

– სიმართლე მითხარი, თორემ, წამებით ამოგხდი სულს!

– არავინ, მართლა არავინ, – დამაჯერებლად მითხრა ყოფილმა „ეფესბეელმა“. მეტი


დამაჯერებლობისთვის მას მუხლი გავუხვრიტე და კითხვა გავუმეორე:

– სიმართლე თქვი, კიდევ ვინ იცის?

– არავინ, ჩემს სიცოცხლეს გეფიცები, – გამიმეორა მუხლგახვრეტილმა, მე კი მას შუბლი


გავუხვრიტე და ჩავილაპარაკე: „შეგიძლია, აღარ დაიფიცო, უკვე მკვდარი ხარ“.

„სტეჩკინი“ იქვე დავაგდე, სწრაფად დავეშვი ქვევით და მაღაზიაში წავედი პურის ფქვილის
წამოსაღებად, რომელშიც ფული წინასწარ მქონდა გადახდილი.

მუხინმა კინაღამ დამღუპა, თუმცა, მას აზრადაც არ ჰქონია ღალატი. ერთი წლის შემდეგ,
როდესაც საქართველოში კრიმინოგენური სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, კვლავ
მომიწია გადამდგარ გენერალთან შეხვედრა. „ძიას“ მეშვეობით მან მოსკოვში დამიბარა და, რომ
შევხვდი, მითხრა:

– დიდი ხანია, შენი ნახვა და მობოდიშება მინდოდა, მაგრამ, ვერ მოვახერხე. ბოდიში, ჩემო კოკი,
რომ ჩემ გამო ლამის სიცოცხლეს გამოგასალმეს, მაგრამ, გარწმუნებ, აზრადაც არ მქონია ღალატი,
მხოლოდ შენი უსაფრთხოებისთვის ვზრუნავდი.

მე, რა თქმა უნდა, კითხვით შემეძლო დამეზუსტებინა, კონკრეტულად რას გულისხმობდა,


მაგრამ, ჩვენი ურთიერთობის მქონე ადამიანებში ასეთი რამ ზედმეტია და მივუგე:

– ვიცი, ანდრეი ლუკიჩ, რას მებოდიშებით.


– მიტევებისთვის მადლობის მეტი რა მეთქმის. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ და გეტყვი,
რისთვისაც დაგიბარე აქ.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო.–

– შეკვეთა უნდა მოგცე.

– შეკვეთა?

– დიახ.

– გისმენთ.

– ეს შეკვეთა, თავისი შინაარსითა და ანაზღაურების ფორმით, ცოტა არ იყოს, უცნაურ ხასიათს


ატარებს და იმ ამბების ბოლო ჯაჭვია, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა.

– ბრძანეთ. გისმენთ.

– ცალთვალას შესახებ გსმენია რამე?

– კი. მან ახლა პარიზსა და მოსკოვში მოკლული ბოსები შეცვალა.

– კუკიაზე მოკლულებმა გითხრეს?

– დიახ.

– ცალთვალას მოკვლას პირადად მე გიკვეთავ და ერთ მილიონ დოლარს გიხდი. ფულს მისი
პირადი სეიფიდან აიღებ, რომელიც კაბინეტში აქვს, სამაგიეროდ კი მწვანე საქაღალდეს
გადმომცემ. გაწყობს?

– მაწყობს... მაგრამ, ერთი კითხვა მაქვს.

– გისმენ, კოკი.

– ანდრეი ლუკიჩ, თქვენ ზოროს პრინციპებით მოქმედებთ თუ თქვენ უკან გარკვეული ძალები
დგანან?

– ამჟამად ზოროს პრინციპით ვმოქმედებ, – გაეცინა მუხინს, – თუმცა, მწვანე საქაღალდის


დაუფლების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, დიდ ძალებს მოვიმხრობ.

ცალთვალა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელსაც მარცხენა თვალი არ ჰქონდა. ის


მოსკოვში ერთ-ერთ ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა, სადაც, ჩემეული ხერხით, სახურავიდან
შევიპარე და იმ დროს დავადექი თავზე, როდესაც სეიფში მწვანე საქაღალდეს ინახავდა.

– არ გაინძრე! – ვუბრძანე ცალთვალას და მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე, – ერთი უნებლიე


მოძრაობა და აქვე გაგათავებ!
– ვინ ხარ და რას მერჩი? – შემოიტრიალდა ცალთვალა და ერთადერთი საღი თვალი ბოროტად
შემომანათა.

– ეს შენ ყიდი ბავშვებსა და მოზარდებზე ნარკოტიკებს? დაჯექი და მშვიდად იყავი!

ცალთვალა ფრთხილად დაჯდა და მომიგო:

– მე ბიზნესმენი ვარ. ჩემნაირი ამქვეყნად ბევრია და ყველას ვერ მოერევი. ამიტომ, გირჩევ, თუკი
ჩემს მოსაკლავად ხარ მოსული, ის ფული აიღე, რომელიც სეიფში მაქვს ჩაკეტილი და წადი.

– მწვანე საქაღალდეში რა დევს?

– კომპრომატები.

– ვისი?

– რაში გაინტერესებს? ფული აიღე და წადი!

მე პისტოლეტი მივუშვირე ცალთვალას და გავუმეორე:

– ხომ არ დაგავიწყდა, რა გითხარი? კითხვებს აქ მე ვსვამ და მიპასუხე, რა კომპრომატებია


საქაღალდეში?

– აქ მაქვს დაშიფრული ტექსტები, ყველა ჩემი პარტნიორის ვინაობა, ლეგალური და


არალეგალური ბიზნესის მონაცემები, აგრეთვე, საბანკო ანგარიშები, ოჯახური მდგომარეობა –
ერთი სიტყვით, სრული დოსიეები.

– გასაგებია. მომეცი საქაღალდე!

ცალთვალამ საქაღალდე გამომიწოდა, თან მითხრა:

– მე მგონი, ჯობია, ჩემი ფული აიღო, საქაღალდე კი დამიბრუნო და მშვიდობიანად წახვიდე


აქედან. რომ მომკლა, ვერც შენ და ვერც შენი შემკვეთები ვერსად დაიმალებიან. იცოდე, რომ
მიწიდან ამოგიღებენ.

– ჯერჯერობით მიწის პერსპექტივა თქვენ გაქვთ, – მივუგე ცალთვალას და პისტოლეტი


მივუშვირე, მან კი გამიმეორა:

– გირჩევ, რომ ჩემი ფული აიღო.

მე ცალთვალას შუბლში ვესროლე, იქვე მოვკალი და ვთქვი: „ეს ჩემი გასამრჯელოა, შენ ფული
მაინც აღარ დაგჭირდება“.

ცალთვალას სახლი მწვანე საქაღალდესთან და მილიონ დოლართან ერთად დავტოვე, მაგრამ,


სანამ მუხინს მივუტანდი, საბუთების ასლები გავაკეთე და შევინახე.

– როგორ ჩაიარა საქმემ? – მკითხა მუხინმა, როდესაც მწვანე საქაღალდე გადავეცი.


– როგორც ვვარაუდობდით, – მივუგე მუხინს და ვუთხარი, – შეიძლება, გკითხოთ?

– რა თქმა უნდა.

– მწვანე საქაღალდეში რა დევს?

– ყველა იმ ნარკომოვაჭრისა და მათ წიაღში მყოფი ადამიანების დოსიეები, ვინც ჩვენს მომავალსა
და გენოფონდს ანადგურებს, – მომიგო მუხინმა და დაამატა, – აი, ამის წინააღმდეგ ძალიან ბევრ
ადამიანს გავაერთიანებ და ერთობლივი ძალებით შევებრძოლებით ამ ჭირს.

მუხინმა მართლაც ძალიან ძლიერი იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნა, რომელიც


ნარკომოვაჭრეების განადგურებითაა დაკავებული და ის დღემდე ფუნქციონირებს. მწვანე
საქაღალდის ასლები მეც გავშიფრე და, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ სიაში უამრავი
ქართველი, მათ შორის, ძველი თუ ამჟამად მოქმედი მაღალჩინოსანიც აღმოვაჩინე. ძალიან
სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნარკოტრანზიტული სტატუსის მქონე ქვეყნის პარალელურად,
პროცენტული შეფარდებით საქართველო მყარად ინარჩუნებს ადგილს იმ ხუთეულში, სადაც
ძალიან დიდი რაოდენობით ვრცელდება ნარკოტიკები.

ერთხელ „ძიამ“ გადმომცა, რომ შემკვეთს ჩემთან პირადად სურდა შეხვედრა და ამის გამო
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩავედი. მისი ვინაობა რომანმაც არ იცოდა და, როდესაც ამ
ულამაზეს ქალაქში დათქმულ ადგილას გამოვცხადდი, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა –
შეხვედრაზე მოსული, რესპექტაბელურად ჩაცმული ახალგაზრდა, რომელიც უაქცენტოდ
ლაპარაკობდა ინგლისურად, საქართველოს ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის საშუალო
რგოლის თანამშრომელი იყო. მას მე შორიდან ვიცნობდი და ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ
ასეთ ბინძურ საქმეში იქნებოდა გარეული.

– გამარჯობა, – სუფთა ინგლისურით მომესალმა ყმაწვილი, – მე წარმოშობით ჩრდილოეთ


ირლანდიიდან ვარ და მოხიბლული ვარ ამ მშვენიერი ევროპული, მართლაც რომ ულამაზესი
ქალაქით. თქვენ აქაური ბრძანდებით?

– აღმოსავლეთ გერმანიიდან, – ტყუილზე ტყუილით მივუგე ქართველ ყმაწვილს, მან კი


გამოცდის მიზნით გერმანულად მკითხა:

– მოგწონთ აქაურობა?

– კარგია, მაგრამ, როსტოკი მირჩევნია თავისი პორტითა და მეთევზეებით, – სუფთა


როსტოკული დიალექტით მივუგე დამკვეთს, რითაც ის საბოლოოდ დარწმუნდა ჩემს
გერმანელობაში და მითხრა:

– ჩვენ ევროპელები ვართ, მაგრამ, ხშირად გვიწევს ნახევრად ველურ, არაცივილიზებულ


ადამიანებთან საქმის დაჭერა. ეს კი, გარწმუნებთ, რომ საკმაოდ არასტაბილური, ხშირად
სახიფათო წამოწყებაა და, არცთუ იშვიათად, ამ ურთიერთობების გამოსწორება საკმაოდ მკაცრი
მეთოდებით გვიწევს.
ქართველი ყმაწვილის შესავალი ჩემთვის კვალის ასარევად იყო გამიზნული. ამიტომ, მას კიდევ
ცოტა ხანს ვუსმინე და ვუთხარი:

– მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ხომ გაგიგონიათ – დრო ფულია. თანაც, ჩვენ,
გერმანელებს პუნქტუალობა გვიყვარს. გისმენთ. ბრძანეთ, რა გნებავთ.

– რა ენაზე ვილაპარაკოთ?

– გერმანულად ჯობია.

– ჰერ, – მითხრა ბიჭმა, – საქართველო თუ გაგიგიათ?

– გამიგია და ბათუმში ნამყოფიც კი ვარ ოთხმოციან წლებში. იქ საკრუიზო გემით ვიყავი ჩასული
ოდესიდან.

– შეკვეთა საქართველოში უნდა შესრულდეს და, არა ბათუმში, არამედ – თბილისში.

– დედაქალაქში?

– დიახ, დედაქალაქში.

– ძალიან კარგი. როგორც ვიცი, იქ კარგად იციან რუსული და ამ ენას გამოვიყენებ. გისმენთ.

ბიჭმა ობიექტის სურათი მაჩვენა და მითხრა:

– აი, ესაა ობიექტი. ყველა საჭირო მონაცემს მის შესახებ ამ კონვერტში იპოვით, – ბიჭმა კონვერტი
გადმომცა და დაამატა: – გასამრჯელო 300 ათასი დოლარია, გაწყობთ?

– მაწყობს, – მივუგე შემკვეთს და გამოვემშვიდობე.

ობიექტი ჩემთვის კარგად ნაცნობი ადამიანი იყო. ის უშიშროებაში მუშაობდა, მაღალი დონის
პროფესიონალად ითვლებოდა და მისი მოკვლა იმიტომ შემიკვეთეს, რომ ნარკომაფიას ებრძოდა.
საქმე საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. ჯერ ერთი, ის ასეთ რამეს ელოდა და ძალიან
ფრთხილად იქცეოდა, თანაც, ნებისმიერ იარაღს ბრწყინვალედ ფლობდა და მუდმივად
იცვლიდა საცხოვრებელს. მიუხედავად ამისა, წინასწარ გამოვითვალე პოლკოვნიკის ერთ-ერთი
ღამის გასათევი, იქ ჩავუსაფრდი და დავიმალე. ეს იყო თბილისის ერთ-ერთი პერიფერიული
რაიონის თექვსმეტსართულიანი სახლის ბოლო სართულზე განთავსებული სამოთახიანი ბინა.
ჩასაფრებიდან მესამე დღეს ობიექტი ღამის 3 საათზე მოვიდა ბინაში, ტანსაცმელი გამოიცვალა,
ცოტა ჭამა და დასაძინებლად დაწვა. ეს ყველაფერი მან კატისებური სიფრთხილით, სრულ
სიბნელეში გააკეთა, მე უზარმაზარი საწოლის ქვეშ ვიყავი დამალული და, რა თქმა უნდა,
ობიექტის მოკვლა მისი მოსვლისთანავე შემეძლო, თუმცა, ჩემი მოსაზრებები მქონდა და მის
დაძინებას დაველოდე. შემდეგ სამალავიდან ფრთხილად გამოვძვერი და მძინარე პოლკოვნიკს
გასათიში გაზი მივასხი. ბოლოს ხელბორკილებით მაგრად მივაბი საწოლზე და მის გაღვიძებას
დაველოდე.

ინათა თუ არა, პოლკოვნიკმა თვალი გაახილა და რომ დამინახა, მშვიდად მითხრა:


– ჩემს მოსაკლავად დაგიქირავეს?

– დიახ.

– მერე, რას უცდი, მიდი!

– სად მივიდე, აქ ვარ.

– შეასრულე შენი საქმე!.. ცოტას არ გადაგიხდიდნენ. ვიცი, რომ სერიოზულ ნაძირლებს


ვეჩხირები ყელში და ფულს არ დაინანებდნენ.

– სამასი ათას დოლარს იხდიან.

– მე კი ათჯერ მეტს მთავაზობდნენ.

– უნდა აგეღო.

– ამეღო?

– რა თქმა უნდა.

– ფული ამეღო და ნარკოტიკების გაყიდვისა და ჩვენი გენოფონდის გასანადგურებელი ვიზა


მიმეცა?

– ახლა არც ფული გაქვს და შენი სიცოცხლეც ბეწვზე ჰკიდია. არ ჯობდა, რომ ცოცხალი და
მდიდარი ყოფილიყავი, ვიდრე უფულო და მკვდარი?

– არ ჯობდა.

– ახლა კარგად მომისმინე, ერთ რამეს შემოგთავაზებ და, თუკი უარს იტყვი, ამით არა მარტო
საკუთარ თავს დაღუპავ, არამედ ბევრ სხვასაც და მათ შორის, მეც.

– თქვი, გისმენ.

– უპირველესად, ხელბორკილებს მოგხსნი, – ვუთხარი პლკოვნიკს, ავხსენი და დავამატე: – შენი


აშკარად მოქმედება აღარ გამოვა და იატაკქვეშეთში უნდა გადახვიდე.

– იატაკქვეშეთში?

– ჰო. შენთვის ხომ მთავარია, დანაშაული აღკვეთო და, რა მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებ
ამას?

– მე ყოველთვის კანონიერი მოქმედების მომხრე ვარ.

– ეს ყოველთვის არ ხერხდება, – ვუთხარი პოლკოვნიკს, – შენი კოზირი ისაა, რომ არც ცოლ-
შვილი გყავს და არც ისეთი ახლო ნათესავი, რომ დაგაშანტაჟონ. აქედან გამომდინარე, არც
სტატუსის შეცვლა გაგიჭირდება, წმინდა კანონიერ მოქმედებებზე კი, ისევ საქმის სასარგებლოდ,
ზოგჯერ უარის თქმა მოგიწევს.
– კონკრეტულად რას მთავაზობ?

– მე შენს მანქანაში მორგში ნაყიდ ტრუპს ავაფეთქებ, ანუ, „მოგკლავ“ და ამით შენი ლეგალური
მოღვაწეობა სამუდამოდ დასრულდება. შემდეგ ისეთ კაცს გაგაცნობ, ვინც შენსავით
დაუნდობლად ებრძვის ნარკოვაჭრებს, მის გვერდით ფრთებს გაშლი და იმდენ კეთილ საქმეს
გააკეთებ, რაზეც ლეგალური მოღვაწეობისას ვერც კი იოცნებებდი. რას იტყვი, გაწყობს?

– მაწყობს.

ვიცოდი, რომ პოლკოვნიკი დამთანხმდებოდა და ყველაფერი წინასწარ მოვიმარაგე. მორგში


ნაყიდი უპატრონო გვამი მანქანის საბარგულში მყავდა მოთავსებული და ის პოლკოვნიკის
დახმარებით მის „ნივაში“ საჭესთან დავსვით. შემდეგ მე ნაღმმტყორცნიდან ავაფეთქე მანქანა და,
როცა მასში ყველაფერი ჩაიფერფლა, იქაურობას გავშორდით.

შემკვეთებმა ფული ჩემს ანგარიშზე ჩარიცხეს, პოლკოვნიკი კი მუხინს გავაცანი, რომელმაც ის


თავის არალეგალურ ორგანიზაციაში ჩართო და დღემდე წარმატებით ასრულებენ თავიანთ
მისიას.

სხვათა შორის, ერთხელ „ძიამ“ ერთი შემკვეთის თხოვნა გადმომცა, რომ მას შევხვედროდი. როცა
მას მილანის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში შევხვდი, რა თქმა უნდა, საიმედოდ შენიღბული,
მითხრა:

– თქვენზე მითხრეს, სუპერშემსრულებელია და ყველაზე რთული, თითქმის წარმოუდგენელი


დავალებების შესრულება შეუძლიაო.

– სიმართლე უთქვამთ.

– მაშინ, ასე ვქნათ: მე თქვენ დაგიფინანსებთ ნებისმიერ ღონისძიებას, ბოლოს კი ათ მილიონ


დოლარსაც გადაგიხდით, თუკი მიაგნებთ იმ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ვინც ჩვენს
ორგანიზაციას ებრძვის და, თანაც, საკმაოდ ეფექტურად.

– რას საქმიანობს თქვენი ორგანიზაცია?

– ნარკოტიკებით ვვაჭრობთ, – პირდაპირ მითხრა შემკვეთმა, – ჩვენ შიდა გამოძიებაც კი


ჩავატარეთ და, რამდენიმე ადამიანი, ვისზეც ეჭვი გვქონდა, შემოგვაკვდა კიდეც, მაგრამ,
ყველაფერი ისევ ძველებურად გრძელდება: ჩვენი ხალხის ნაწილს კლავენ, ნაწილს იჭერენ, და
რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი საქონლის ნახევარიც კი ვერ აღწევს დანიშნულების ადგილამდე,
რადგან, ან მისი კონფისკაცია ხდება ინტერპოლის ან სხვა პოლიციური სტრუქტურის მიერ, ან,
სულაც, სხვადასხვა საშუალებით ანადგურებენ ჩვენთვის უცნობი პირები. ჩვენ სწორედ იმ
პირების აღმოჩენა და დასჯა გვსურს და ამდენ ფულს ამიტომ გიხდით.

– გასაგებია. ამიტომ, მეც პირდაპირ გეტყვით. მსგავსი პრობლემები აწუხებს თქვენი პროფილის
სხვა ორგანიზაციებსაც და ერთ-ერთმა მათგანმა, რომლის ვინაობასაც ვერ გავამხელ, ასევე
მომართა ჩვენს კანტორას ანალოგიური თხოვნით. მაშინაც მე ჩამრთეს იმ საქმეში და, დიდი
ძალისხმევის მიუხედავად, აბსოლუტურად არაფერი გამოგვივიდა. თქვენი საერთო მტრები ისე
ეფექტურად და სუფთად მუშაობენ, რომ მოუხელთებელნი არიან. ამიტომ, რომ არ მოგატყუოთ,
ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან, ერთხელ უკვე ვცადეთ და მათთან ბრძოლის მწარე
გამოცდილებაც გვაქვს.

– მაინც, რას ფიქრობთ, ვინ უნდა გვებრძოდეს?

– უდავოა, რომ ასეთი მასშტაბებით და ასე სუფთად მოქმედება სახელმწიფოს დახმარების გარეშე
წარმოუდგენელია. მეტსაც გეტყვით: ჩემი აზრით, ამ საქმეს აკეთებს რამდენიმე სახელმწიფოს
მიერ ერთდროულად შექმნილი საიდუმლო ორგანიზაცია, რომელსაც, რა თქმა უნდა, ყველა
სახის რესურსი გააჩნია.

– მაგალითად?

– მაგალითად, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ორგანიზაცია შეიძლება შედგებოდეს რუსი,


ამერიკელი, ბრიტანელი და სხვა ქვეყნების პროფესიონალი, იდეური კადრებისგან, რომელთა
მიზანიც თქვენი ბიზნესის მოსპობაა და ამას ახორციელებენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში,
ნებისმიერი საშუალებით.

– ასეთ რამეს ჩვენც ვფიქრობდით, მაგრამ, თქვენ მიერ დასახელებული ქვეყნების ვერც ერთ
მთავრობაში ვერ მივაგენით მათ კვალს.

– იმიტომ, რომ ისინი ღრმად კონსპირირებულები არიან.

– არა მგონია, – თავი გააქნია შემკვეთმა, – რუსეთში ფულით ყველა დონეზე ინფორმაციას
მოიპოვებ, მაგრამ ჩვენ იქ ამის კვალსაც კი ვერ მივაგენით. ამიტომ, ეს ვერსია გამორიცხულია და,
ვფიქრობთ, რომ სულ სხვა რამ ხდება. ჩვენს შემთხვევაში, უფრო კერძო სტრუქტურებთან უნდა
გვქონდეს საქმე.

– არა მგონია, – ღიმილით მივუგე შემკვეთს, გუნებაში კი გავიფიქრე: „საკმაოდ ჭკვიანი და ეშმაკი
ჩანხარ, ვაჟბატონო, ამიტომ, მუხინს უნდა შევატყობინო, რომ უფრო ფრთხილად იმოქმედოს“.

– ესე იგი, ამ შეკვეთაზე უარს აცხადებთ?

– დიახ, – მივუგე შემკვეთს, – თაღლითი რომ ვიყო, თქვენს შეკვეთას ავიღებდი და თქვენი
ფულითა და ნდობით ვისარგებლებდი, ბოლოს კი გეტყოდით, არაფერი გამოვიდა-მეთქი,
მაგრამ, მე პროფესიონალი ვარ, კლიენტებს არასოდეს ვატყუებ და ასე პირდაპირ იმიტომ
გეუბნებით უარს.

– კეთილი. მშვიდობით, – მითხრა კლიენტმა და რესტორანი პირველმა დატოვა, თუმცა მე უკვე


მქონდა მისი ფოტო, რომელიც სანთებელაში ჩამონტაჟებული ფოტოაპარატით გადავუღე. სამი
დღის შემდეგ უკვე მოსკოვში ვიმყოფებოდი და ის მუხინს ვუჩვენე, რომელიც ყურადღებით
დააკვირდა ფოტოებს და მითხრა:

– თუ იცი, ვინ არის?

– არა, – მივუგე მუხინს.


– შენი თანამემამულეა. სტატუსით ქურდი არ არის, მაგრამ, გავლენით ბევრ მათგანს ჯობნის და
თავის ჭკუაზე ატარებს. მისი ხელიდან გამოდის საქართველოში გაყიდული ნარკოტიკების 99
პროცენტი. პრაღაში პოლკოვნიკის მკვლელობაც სწორედ მისმა კაცმა შეგვიკვეთა.

– გასაგებია. ისე სუფთა იტალიურით ლაპარაკობდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ


ქართველი იყო.

– უნიჭიერესი ადამიანია და ცხრა ენა იცის, თუმცა, ძალიან ვერაგი და დაუნდობელია. მხოლოდ
და მხოლოდ იმიტომ არ გახდა ქურდი, რომ ზედმეტი პრობლემები არ შექმნოდა ძალოვან
სტრუქტურებთან. როგორ არ ვცადეთ მასთან ჩვენი კაცის შეგზავნა, მაგრამ, არაფერი
გამოგვივიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ზიანი მივაყენეთ და სამ კონტინენტზე მისი
საქონელი გავანადგურეთ, ზოგი კი ინტერპოლს ჩავუგდეთ ხელში, მაინც ძალიან მყარი
პოზიციები უჭირავს. თუმცა, შეკვეთის მისაცემად პირადად რომ მოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ
ძალიან შეშფოთებულია, თან, საშინელი შურისძიების ჟინი ამოძრავებს.

– თქვენი კვალი, თურმე, რუსეთის მთავრობაში უძებნია და, თქვენზე მითხრა, ისინი კერძოდ
მოქმედებენო. ასე რომ, ის სწორ კვალზე დგას. ვფიქრობ, თქვენს მოძებნას სხვას დაავალებს და
ძალიან ფრთხილად იყავით.

– გეთანხმები. ამიტომ, პრობლემა რომ მოვიშოროთ, ჯობია, ის გავანადგუროთ, ფიზიკურად


მოვსპოთ. იმ ნაძირლის მიერ საქართველოსა და სხვა ქვეყნებში შეტანილი ნარკოტიკებით
მთელი თაობა ისპობა. ამიტომ, ის, როგორც ერისა და ხალხის მტერი, ფიზიკურად უნდა
განადგურდეს და ამას ჩემი ბიჭები მიხედავენ, – მითხრა მუხინმა, მისი სიტყვები ისე მრისხანედ
ჟღერდა, როგორც მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენი.

– ანდრეი ლუკიჩ, ამ საქმეს მე გავაკეთებ. არა როგორც შეკვეთას ან როგორც თქვენი


ორგანიზაციის წევრი, არამედ, როგორც მამა, როგორც პატრიოტი და სამართლიანობის მომხრე.

– კეთილი, ასე იყოს. მონაცემებს მის შესახებ ახლავე გადმოგცემ. გაეცანი და იმოქმედე.

მუხინის მიერ მოწოდებულ დოსიეში ეწერა, რომ ობიექტი ცხოვრობდა ქალაქ ვენაში, ყველაზე
ფეშენებელური რაიონის მდიდრულ ვილაში და უსაფრთხოების საკმაოდ ძლიერი სამსახური
იცავდა მის სიცოცხლეს. თავისი ქართველი თუ არაქართველი კოლეგებისგან განსხვავებით, ის
არანაირ საქველმოქმედო საქმიანობას არ ეწეოდა და ეკლესიისთვისაც კი არ ჰქონდა გაცემული
არც ერთი ცენტი. ის მთელ თავის შემოსავალს პირად ფუფუნებასა და ბიზნესს, აგრეთვე,
კრიმინალური სტრუქტურების გაძლიერებას ახმარდა. მას არც ცოლ-შვილი ჰყავდა, არც
მშობლები და არც ახლო ნათესავები. ამიტომ, ვერაფერი აიძულებდა, რომ მიზნისგან გადაეხვია,
მისი მიზანი კი ის იყო, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოეპოვებინა. დოსიეში, აგრეთვე,
ეწერა, რომ ორი კვირის შემდეგ ის თბილისში უნდა ჩასულიყო. ობიექტის საქართველოს
დედაქალაქში ვოიაჟის მიზანი „ტავარის“ გაყიდვის, მინიმუმ, გაორმაგება იყო, ანუ, იმ
ნაძირალას საქართველოში ნარკომომხმარებელთა რაოდენობის გაორმაგება სურდა...

– რას იტყვი, კოკი, შემზარავი პერსპექტივაა, ხომ? – მკითხა მუხინმა, როდესაც ინფორმაციას
გულდასმით გავეცანი.
– ცოტათი გადაჭარბებული ხომ არ არის?

– უზუსტესია. იქ ჩვენი კაცი მუშაობს და ყველა ინფორმაციას ის გვაწვდის. ხვალ კიდევ უფრო
ზუსტი, სრული ინფორმაცია გვექნება ამ შეხვედრის შესახებ და იმის მიხედვით იმოქმედე.

ახალი და ამომწურავი ინფორმაციის მიხედვით, ნარკობარონთა თბილისური შეხვედრა წყნეთის


ერთ-ერთ ფეშენებელურ აგარაკზე უნდა გამართულიყო. მას, ობიექტის გარდა, სხვა კავკასიელი
ნარკომოვაჭრეებიც უნდა დასწრებოდნენ, ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, რომ იქ მთავრობის
ორი წარმომადგენელი: შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე და პარლამენტის
წევრი უნდა დასწრებოდა.

– ანდრეი ლუკიჩ, მთელი ეს ბანდა ერთდროულად ხომ არ გაგვეწყვიტა?

– ამას ახლა ვერ შევძლებთ. საამისოდ, მინიმუმ ერთი ვერტმფრენი და სპეცრაზმის ოცეული
მაინც დაგვჭირდება. თან, შეიძლება, უდანაშაულო ხალხიც დაიხოცოს და ამას ვერანაირად ვერ
დავუშვებთ. ჩვენ სუფთად ვმუშაობთ და ჯერჯერობით ობიექტის ლიკვიდაცია ვიკმაროთ. მით
უმეტეს, რომ ისაა იქ მთავარი და მისი მოშორება მნიშვნელოვნად შეარყევს მათ პოზიციებს.

მუხინი მართალი იყო. წყნეთში ნარკობარონების ლიკვიდაცია უდანაშაულო ადამიანების დიდ


მსხვერპლს გამოიწვევდა, რადგან მათ დიდი და ძლიერი შეიარაღებული დაცვა ჰყავდათ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის სახით, რომელიც არანაირ მსხვერპლს
არ მოერიდებოდა. ამიტომ, ობიექტს ექვსასი მეტრის მანძილიდან, პირდაპირ თვალებშუა
ჩავუსვი 7,62 კალიბრის ტყვია და ტვინი გავასხმევინე. მაშინ ეს შემთხვევა ქართულ მასმედიაში
არ გაჟონილა და ობიექტი თბილისის ერთ-ერთ პანთეონში დაასაფლავეს. მუხინმა კი
ნარკობარონებს მორიგი ანონიმური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ მათზე ნადირობა
გაგრძელდებოდა, თუკი ისინი საქმიანობას არ შეწყვეტდნენ. ანდრეი ლუკიჩი ყოველთვის ასე
იქცევა და მას დღემდე ეძებენ, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე აღმოაჩინონ.

მუხინის არალეგალური ორგანიზაციის გარდა, მსოფლიოში რამდენიმე ასეული მძლავრი


იატაკქვეშა სტრუქტურაა, რომლებიც გარკვეულ მიზანს ემსახურებიან და ასრულებენ. ყველას
მეთოდი კი, საბოლოო ჯამში, ერთია – ფიზიკური განადგურება. თუმცა, სხვადასხვა ჯგუფი
სხვადასხვანაირად მოქმედებს და, თუკი მუხინის პრინციპია „სუფთად მუშაობა“, რაც
უდანაშაულო ადამიანების შემთხვევით მსხვერპლსაც კი გამორიცხავს, ნებისმიერი
აღმოსავლური დაჯგუფება არანაირ მსხვერპლზე არ იხევს უკან, არც საკუთარ ხალხს ზოგავს და,
რა თქმა უნდა, არც მოწინააღმდეგეს. ჯერ კიდევ ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის დროს მქონდა
შეხება ასეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ახლა ძალიან ძლევამოსილები არიან, მაშინ კი
პირველ ნაბიჯებს დგამდნენ და ძალებს იკრებდნენ.

ერთხელ შჩუკინმა თავის კაბინეტში მიხმო და მითხრა:

– ურთულესი დავალება უნდა შეასრულო. არ დაგიმალავ, რომ გადარჩენის შანსი საკმაოდ


მცირეა, მაგრამ, შენ გარდა ამ საქმეს სხვა ვერ გააკეთებს და არჩევანი იმიტომ შევაჩერეთ შენზე.

მსგავს რამეებს შეჩვეული ვიყავი, თანაც, ჩემი ბედისწერის მჯეროდა და გენერალს მივუგე:
– მზად ვარ სამსახურისთვის! გისმენთ!

– აი, ეს სუბიექტი უნდა გაანეიტრალო, – მითხრა შჩუკინმა და წვერიანი მამაკაცის სურათი


მიჩვენა, რომელიც არ მეცნობოდა, ამიტომ ვკითხე:

– ვინ არის?

– ჯამალ სალეხი.

– აი, თურმე, როგორი ყოფილა ებრაელთა რისხვა, – ვუთხარი შჩუკინს, რადგან, ცნობილი
ტერორისტის საქმეებს და ბიოგრაფიას კარგად ვიცნობდი, ფიზიონომია კი პირველად ვნახე.
გარდა ამისა, კარგად ვიცოდი, რომ ის „კაგებეს“ კაცი იყო და გენერალს ვკითხე: – გვიღალატა?

– საბოლოოდ გააფრინა.

– მაინც, რა ქნა, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– აბსოლუტურად აღარ გვემორჩილება. საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედებს, ეს კი ხშირად


ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება. სადაც ებრაელს მოიხელთებს, სასტიკად უსწორდება. სამი
დღის წინ, იერუსალიმში, ერთი ებრაელი მაღალჩინოსნის ოჯახი გაწყვიტა, ექვსი ადამიანი
მოკლა. ის კაცი კი ჩვენზე მუშაობდა. მაგრამ, ასეც რომ არ ყოფილიყო, მან ყოვლად უდანაშაულო
ბავშვები დახოცა. ერთი სიტყვით, ის ცოფიანი ძაღლია და უნდა გავაჩეროთ. მით უმეტეს, რომ
ჯამალ სალეხი ჩვენი მომზადებულია. მას ამჟამად „მოსადი“ ეძებს და, სანამ ისინი
მოიხელთებენ, ჩვენ უნდა ჩავიგდოთ ხელში, უფრო სწორად კი, გავანეიტრალოთ. მისი ხელში
ჩაგდება კარგი კი არის, მაგრამ, შეუძლებელია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ სხეულზე პლასტიკური ბომბი აქვს შემოხვეული და ცოცხლად არავის ჩაბარდება.

– ესე იგი, სროლა მოგვიწევს.

– სნაიპერული შაშხანით ვერ მისწვდები – ის თავის ბუნკერშია გამოკეტილი და იქიდან იძლევა


ბრძანებებს.

– ესე იგი, ვერც მასთან შევაღწევ?

– აი, ეს კი შესაძლებელია. იქ შენ ერთი სულიერი ლიდერის რეკომენდაციით შეგიშვებენ, მაგრამ,


იქიდან გამოსვლის ძალიან მცირე შანსი გექნება.

– 01 პროცენტიც რომ გაქვს, მაინც შანსია, მე კი, თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, ბევრად მეტი
შანსი მქონია. ამიტომ, წარმატების იმედი მაქვს. მოდი, ყველაფერი დაწვრილებით განვიხილოთ,
– ვუთხარი შჩუკინს, რომელიც უდიდესი პატივისცემით მიყურებდა.
ვიქტორ იაკოვლევიჩმა მუხინი იხმო და ჩვენ სამმა დაწვრილებით განვიხილეთ ჩემი დავალების
შესრულების ყველა შესაძლო ვარიანტი. მეორე დღეს კი უკვე პაკისტანში, ქალაქ პეშვარაში
ვიმყოფებოდი და ჯამალ სალეხთან აუდიენციას ველოდებოდი.

ცნობილი ტერორისტის შტაბ-ბინა ქალაქის სამხრეთ ნაწილში მდებარე კატაკომბებში იყო


განთავსებული და, მე რომ მივედი, ისედაც მრავალრიცხოვანი დაცვა, კიდევ უფრო
გაძლიერებული იყო. ასეთი გაძლიერებული ზომები კი იმით იყო გამოწვეული, რომ იმ დილით
იქ „მოსადის“ სპეცჯგუფი ცდილობდა შეჭრას და ისინი დახოცეს.

საგულდაგულო ჩხრეკის შემდეგ კატაკომბებში შემიყვანეს და ასიოდე მეტრის სიგრძის


ლაბირინთის გავლის შემდეგ ჯამალ სალეხს მაახლეს.

– აბა, რა შემომითვალა ჩემმა სულიერმა ძმამ? – მკითხა მასპინძელმა, როდესაც მის


სამფლობელოში ფეხი შევდგი.

– პირველ ყოვლისა, დღეგრძელობა და ალაჰის მფარველობა გისურვათ, – მივუგე ტერორისტს და


ვკითხე – ურჯულოთა თავდასხმას ხომ არ შეუწუხებიხართ?

– ებრაელები მატლები არიან და ისინი ჩემმა მებრძოლებმა გასრისეს, – ჩვეული ზიზღითა და


თავდაჯერებით მომიგო ჯამალ სალეხმა.

– ჯამალ! ჩემს ბატონს თქვენთან ერთი სარფიანი წინადადება აქვს.

– რა წინადადება? ჩემი სულიერი ძმა ტყუილად არ შემეხმიანებოდა. აბა, თქვი, გისმენ.

– ჩემი ბატონი ებრაელი ძაღლების განადგურებას გთავაზობთ მათსავე ბუნაგში. ორი კვირის
შემდეგ, თელ-ავივში ახალგაზრდა ებრაელთა მსოფლიო ფესტივალია, სადაც ათასობით
ურჯულო შეიკრიბება. მისი გეგმის მიხედვით, სწორედ იქ უნდა მივაყენოთ მათ სასტიკი
დარტყმა. კონკრეტულად კი, ჩვენი ოცი საუკეთესო მებრძოლი მიკროავტობუსებით
ერთდროულად შევარდებიან მთავარ მოედანზე და მანქანებში ჩაწყობილ ასაფეთქებლებს
ერთდროულად ააფეთქებს, რასაც ურჯულოთა უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება.
ამიტომ, ის თქვენს თანხმობასა და დახმარებას თხოულობს.

– იდეა ბრწყინვალეა, – თვალები გაუბრწყინდა ჯამალ სალეხს, – ოცივე მეომარსა და საბრძოლო


მასალას მე გამოვყოფ, ტრანსპორტი კი ჩემი ძმის იყოს, – ასე გადაეცი მას, ჩემო ძმაო.

– კარგი, გადავცემ, – მივუგე სალეხს და ავდექი, რადგან მისი ბოლო სიტყვები აუდიენციის
დასრულებას ნიშნავდა.

წამოდგა სალეხიც, რომ დასასვენებელ ოთახში გასულიყო. შორიახლო მდგარი მისი დაცვა
შეტრიალდა და ჩემ მიმართ ყურადღება მოადუნა. მე ამით ვისარგებლე. იქ მყოფ ოთხ
მცველთაგან ერთ-ერთს ავტომატი გამოვტაცე და თვალის დახამხამებაში ოთხივე დავხოცე.
ჯამალ სალეხი მკვეთრად შემობრუნდა ჩემკენ, მანიაკურად გამიღიმა და მითხრა:

– მოგზავნილი ყოფილხარ!
– დროა, ალაჰის სამსჯავროზე წარდგე და ჯოჯოხეთში გაემგზავრო. შენ ამიერიდან უკვე
ვეღარავის მოკლავ, – ვუთხარი სისხლისმსმელ ტერორისტს და, ისე, რომ ავტომატი არც კი
მიმიშვერია მისთვის, დავამატე – თუმცა, თუ სიცოცხლე გინდა, ჩამბარდი.

– ჰმ, ჩაგბარდე? არასოდეს! – მომიგო ჯამალ სალეხმა და ჯერ ზედა სამოსი ჩამოიგლიჯა,
რომლის ქვეშაც შაჰიდის მსხვილი ქამარი ჰქონდა შამოხვეული, შემდეგ ალაჰის სადიდებელი
ფრაზა წარმოთქვა და კაპრონის ძაფი ჩამოქაჩა, რომ თავი აეფეთქებინა...

სალეხი რომ კაპრონის ძაფს ქაჩავდა, უცებ მერიკო და შვილები წარმომიდგა თვალწინ და
ღმერთს მათი დღეგრძელობა და ჩემი ცოდვების პატიება შევთხოვე, თან ადგილზე გავქვავდი და
მანიაკ ტერორისტს თვალი თვალში გავუყარე... მაგრამ, მოხდა სასწაული – კაპრონის ძაფი
გაწყდა და შაჰიდის ქამარი არ აფეთქდა. სანამ ჯამალ სალეხი გააცნობიერებდა, რა მოხდა, მე
ვეფხვივით ვისკუპე მისკენ, ძირს დავაგდე და ყბაში თავის ძლიერი დარტყმით გავთიშე. შემდეგ
შაჰიდის ქამარი შევხსენი და კუთხეში ფრთხილად დავდე, ბოლოს კი მხარზე მოვიგდე და, სანამ
ვინმე შემოგვივარდებოდა, მის დასასვენებელ ოთახში გავედი, თან, ავტომატიც ხელში მეჭირა.
საბედნიეროდ, სათადარიგო გასასვლელი მალევე ვიპოვე და კატაკომბებიდან მშვიდობიანად
გავაღწიე. პეშვარიდანაც დროულად გავედი და იმდენი მოვახერხე, რომ პაკისტანის
დედაქალაქში ჩავაღწიე ძვირფასი ტვირთით, საბჭოთა საელჩოში მივედი და ჯამალ სალეხიც
მივიტანე. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ ცნობილი ტერორისტი საბჭოთა საელჩოში იქნებოდა.
როგორც სიტუაციიდან ჩანდა, მათ ამაზე ეჭვიც კი არ აუღიათ. ყველას ეგონა, რომ „მოსადმა“
გააკეთა ეს საქმე და მთელი აქცენტი ებრაელებზე გადაიტანეს. ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ,
ცნობილი ტერორისტი დიპლომატიურ ბარგში ჩავტენეთ და ისლამაბად-მოსკოვის ჩარტერული
რეისით მოსკოვში საღ-სალამათი ჩავიყვანე. აეროპორტში პირადად გენერალი შჩუკინი დამხვდა,
რომელიც ძმასავით გადამეხვია და მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი. შენ ნამდვილად ბედის რჩეული ხარ. მე შენ უეჭველ სიკვდილზე გაგიშვი, მაგრამ
გადარჩი. მადლობა განგებას.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – მივუგე გენერალს და გამოვეჯგიმე.

ჯამალ სალეხი საბჭოთა მთავრობამ ისე გადამალა, რომ ეშმაკიც კი ვეღარ მიაგნებდა და ყველას
მკვდარი ეგონა. ამიტომ, დროთა განმავლობაში, მსოფლიოს ის ნელ-ნელა დაავიწყდა. თავად
ტერორისტს კი ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ რეალურად მან არც კი იცოდა, სად იმყოფებოდა.
მას არც სცემდნენ, არც აწამებდნენ და არც არანაირ პრეპარატებს არ უკეთებდნენ. ის ციხეშიც კი
არ იჯდა, არამედ, ერთ-ერთი შუააზიურ რესპუბლიკაში, „კაგებეს“ საიდუმლო ბაზაზე
იმყოფებოდა. მას ძალიან გამოცდილი „ჩეკისტები“ ეხვივნენ ირგვლივ და მხოლოდ სპარსულ
ენაზე ელაპარაკებოდნენ. მას არც გართობა აკლდა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ, ფორმის
შესანარჩუნებლად მუდმივად წვრთნიდნენ, ანუ, ცნობილ ტერორისტს საგანგებო
შემთხვევისთვის ინახავდნენ და ეს შემთხვევა ექვსი წლის შემდეგ დადგა.

ერთ დღეს შჩუკინმა გამომიძახა და მითხრა:

– ჯამალ სალეხი თუ გახსოვს?


– მაგას რა დამავიწყებს. ის შნური რომ არ გამწყდარიყო, ახლა ჩემი დუხი არ იქნებოდა.

– გინდა მასთან კვლავ შეხვედრა?

– ცოცხალია? განა არ გაანადგურეს?

– რისთვის? ის ხომ ძალიან გამოცდილი ადამიანია და რაღაცაში აუცილებლად გამოგვადგებოდა.


ახლა კი სწორედ ის დრო დადგა, – მითხრა შჩუკინმა, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა და
დაამატა, – მას ჩვენ ებრაელების საწინააღმდეგოდ გამოვიყენებთ და შენ ამაში უნდა დაგვეხმარო.

– რა უნდა გავაკეთო?

– ის, აი, ამ ადამიანს მოკლავს, – მითხრა შჩუკინმა და ერთ-ერთი ებრაელი მაღალჩინოსნის


სურათი მიჩვენა, რომელსაც მაღალზე მაღალი პოსტი ეკავა ისრაელის მთავრობაში.

– მიზანი?

– ძალიან კონკრეტული. ჯერ ერთი, რომ მათ რიგებში განხეთქილებას შევიტანთ და, სანამ
გაარკვევენ, თუ რა მოხდა, მათ მომავალ არჩევნებში ჩვენი კაცი გაიმარჯვებს.

– ვითომ, გამოვა?

– ყველაფერი წინასწარაა გაანგარიშებული, – მითხრა შჩუკინმა, – ჯამალ სალეხმა არ იცის, რომ


საბჭოეთში იმყოფება. ვეტყვით, რომ თითქოს „მოსადს“ ჰყავდა დატყვევებული და კონკრეტულ
მიზანს დავუსახავთ. ის კი საპირისპიროს გააკეთებს. მერე მას შეიპყრობენ და სასტიკი წამების
დროს ჩვენს ვერსიას გააჟღერებს. ხვდები, რაშია საქმე?!

ჯამალ სალეხი თელ-ავივში ჩავიყვანე და სანამ ის მიზანს გაანადგურებდა, ზუსტად ნახევარი


წუთით ადრე მოვშორდი, საფარში მოვყუჩდი და იქიდან ვადევნებდი თვალყურს ოპერაციის
ფინალურ სტადიას.

ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც განსაზღვრული გვქონდა: სალეხი შეიპყრეს,


გაასამართლეს და ჩამოახრჩვეს. ამან კი ჩვენს პროტეჟეს არჩევნებში გამარჯვება მოუტანა.
ისრაელის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი „კაგებეს“ კაცი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მოწინავე, სუპერსახელმწიფოების მაღალი თანამდებობის


პირები პოსტებზე დანიშვნამდე ან არჩევამდე უმკაცრეს ფილტრაციას გადიოდნენ
კეთილსაიმედოობაზე, „კაგებე“ მაინც ახერხებდა ხოლმე იქ თავისი კაცის შეგზავნას და მრავალი
ჩვენი აგენტი დღემდე წარმატებით განაგრძობს წლების წინ, „კაგებეს“ ხელშეწყობით დაწყებულ
კარიერას.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე რვა თვით ადრე ერთი „ჩეპე“ მოხდა, რომელმაც დიდი შეშფოთება
გამოიწვია საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელობაში და ზოგიერთი ამბის უშუალო მოწმე და
მონაწილე მეც გავხდი.

აპრილის დასაწყისში შჩუკინმა თავისთან მიხმო და მითხრა:


– გუშინ აი, ეს კაცი გაქრა და ვერსად აღმოვაჩინეთ.

გენერლის მიერ დასახელებულ პიროვნებას არ ვიცნობდი, ამიტომ ვკითხე:

– ამ კაცის სახელი პირველად მესმის.

– ძალიან გასაიდუმლოებულია და იმიტომ. მან ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო


საიდუმლოება იცის და ჩვენი ქვეყნის ძლიერების ერთგვარი გარანტია.

– მაინც, ვინაა ასეთი, ამხანაგო გენერალო?

– ამ კაცმა იცის ყველა ჩვენი საიდუმლო აგენტის ვინაობა, ვინც ბოლო ორმოცდაათი წლის
განმავლობაში ჩანერგილა სხვადასხვა სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში. ის ჯერ კიდევ
თავად სტალინსა და ლავრენტი ბერიას უწევდა მომსახურებას და აძლევდა რჩევებს. მისი დონის
ინფორმაციები არც მე გამაჩნია, არც ანდროპოვს გააჩნდა და არც სტალინის შემდეგ მოსულ არც
ერთ საბჭოთა მეთაურს. ახლა კი ის უეცრად გაუჩინარდა და ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, ის
რომ მტრის ბანაკში აღმოჩნდეს?

– კატასტროფა, – ერთმნიშვნელოვნად ვუთხარი შჩუკინს და მანაც დამიდასტურა:

– დიახ, კატასტროფა მოხდება და ეს ერთმნიშვნელოვანია. ამიტომ, ის სასწრაფოდ უნდა


მოვძებნოთ და დავადგინოთ მისი თითოეული ნაბიჯი, თუ, რა თქმა უნდა, უკვე გვიანი არაა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ის მტრის ბანაკში გადაბარგდა?

– არ მგონია, თუმცა, გამორიცხული არაფერია.

– რამდენი წლისაა?

– ოთხმოცდასამის.

– რა ბრძანეთ?

– არ იფიქროთ, რომ გამოშტერებულია. ტვინი ხომ უჭრის და უჭრის. გარდა ამისა, ფიზიკურადაც
ბრწყინვალე ფორმაშია. ყოველ დილით ვარჯიშობს, დარბის, ცურავს და, შენ წარმოიდგინე, არც
ქალებისადმი შენელებია ინტერესი.

– გასაგებია. ჩემი მისია რაში მდგომარეობს?

– სასწრაფოდ მის კვალს უნდა დაადგე, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, დამატებითი


ინფორმაციები პირადად გამაცნო, კაბინეტის კარამდე მიმაცილა და მითხრა – წადი, იმოქმედე,
შენი დიდი იმედი მაქვს...

იმ, ეგრეთ წოდებული „საიდუმლოების ყულაბის“ ისტორია ტრაგიკომიკურად დასრულდა: მე


ის მდინარე იაუზას მარცხენა ნაპირზე თევზაობის დროს აღმოვაჩინე და საკმაოდ მოზრდილი
თევზის ამოყვანაშიც მივეხმარე. მოხუცმა „სუპერმენმა“ რომ შემომხედა, ჩემი გამოცნობა არ
გასჭირვებია და მითხრა:
– გმადლობთ, ახალგაზრდავ, რომ თევზი ამომაყვანინეთ, მაგრამ, ვფიქრობ, თქვენ აქ სულ სხვა
მისიით მოხვედით.

– დიახ, თქვენს წასაყვანად მოვედი.

– ალბათ, მიხვდით, რომ ეს იყო ჩემი მცირედი ხუმრობა, ასე ვთქვათ, მოხუცური ოინბაზობა.
მინდოდა, გამეგო, რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანი პერსონა ვარ ჩემი ქვეყნისთვის. სწორედ
ამიტომ მოვაწყვე ეს კუკუდამალობანა. ახლა კი წავედით.

მე მართლაც მალე მივხვდი, რომ მოხუცმა თავადვე მოაწყო ყველაფერი, მის მიერ ეშმაკურად
დატოვებულ კვალს გავყევი და სულ რაღაც ორ საათში მივაგენი კიდეც. თუმცა, მოხუცს ძალიან
ძვირად დაუჯდა ეს კუკუდამალობანა. მას ჯერ ყველა საიდუმლო დააფქვევინეს სპეციალური
წამლის შეშხაპუნების შემდეგ, ბოლოს კი სხვა სითხე შეუშხაპუნეს და სულ კაიფ-კაიფით
გაამგზავრეს საიქიოში. ასეთი რამ კი იმიტომ გააკეთეს, რომ მას სხვა დროსაც არ მოეწყო მსგავსი
სიურპრიზი, რაც, შეიძლება, არც ისე მშვიდობიანად დასრულებულიყო... ამ ისტორიით მე იმის
ხაზგასმა მინდა, რომ „კაგებესთან“ ხუმრობა არ შეიძლებოდა და, საერთოდ, მსგავსი ტიპის
უწყება ასეთ ტრიუკებს არც თავისიანებს პატიობს და, მით უმეტეს, არც სხვებს.

ერთხელ „ძიასთან“ საუბარს შევყევი და მოულოდნელად მითხრა:

– იცი, რა არის შენი დღეგრძელობის საიდუმლო?

– ჯანმრთელობა, – მივუგე მე, მან კი მიპასუხა:

– მე შენს პროფესიულ დღეგრძელობას ვგულისხმობ.

– ერთგული პარტნიორი შენი სახით, – ვუთხარი რომანს და თითი გავიშვირე მისკენ.

– ესეც, მაგრამ, მთავარი საიდუმლო შენშია და ესაა შენი სერიოზულობა, ანუ ის, რომ საქმის
ყველა დეტალს სრული მობილიზებით, ყოველგვარი მოდუნების გარეშე ასრულებ. მე ვერ
წარმომიდგენია ჩვენს ბიზნესში მოღვაწე მეორე ადამიანი შენ გარდა, რომ ასე წარმატებული
ყოფილიყოს და ასე დიდხანს გაეძლოს ცოცხალსა და უვნებელს. შენ ამ მხრივ ერთადერთი
გამონაკლისი ხარ.

– არ დამთარსო, „ძიაჯან“, – ვეხუმრე რომანს, მან კი აბსოლუტური სერიოზულობით მითხრა:

– შენზე დათარსვაც კი არ იმოქმედებს, რადგან, ძალიან ძლიერი მფარველი გყავს და ეს


მფარველი თვით სიკვდილის ღმერთია, რომელიც ჯერჯერობით თავის სამფლობელოში არ
გიშვებს, არ მიჰყავხარ.

– ხუმრობის ხასიათზე ხარ, „ძია“?

– სულაც არა, ჩემო კოკი, პირიქით, ესაა ჩემი დიდი ხნის ნაფიქრი და სწორედ ასეთ დასკვნამდე
მივედი.
– კარგი, ასე იყოს. ახლა კი ჩემი დაბარების მიზეზი მითხარი, – ვუთხარი რომანს და სმენად
ვიქეცი.

– ახლა კი საქმე, – მითხრა „ძიამ“, პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა – აი, ამ კაცს თუ იცნობ?

სურათზე საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო აღბეჭდილი, რომელსაც მოქერაო თმა და


მკვეთრად გამოხატული ბრიტანული სახის ნაკვთები ჰქონდა. თუმცა, მე ის არ მეცნობოდა და
რომანს მივუგე:

– არა, არ მეცნობა.

– ეს ერთ-ერთი ბრიტანული ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელია და მის


ლიკვიდაციაში სამ მილიონ გირვანქას იხდიან.

ბრიტანელი სუპერტერორისტის მკვლელობა ლოგიკურად ინგლისელების შეკვეთილი უნდა


ყოფილიყო, რადგან ის მხოლოდ და მხოლოდ ინგლისელებს ებრძოდა. ამიტომ „ძიას“ ვუთხარი:

– როგორც ვიცი, ეს ორგანიზაცია მხოლოდ ბრიტანეთის კუნძულებზე ფუნქციონირებს,


ინგლისელებს ებრძვის და მისი მკვლელობაც ინგლისელების შეკვეთილი უნდა იყოს, მაგრამ,
მათ ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი საშემსრულებლო ინსტიტუტი აქვთ და ეს საქმე
კერძო ფირმას რატომ მიანდეს?

– ალბათ, იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას პასუხისმგებლობა აიცილონ


თავიდან, – მომიგო „ძიამ“, – წარმოიდგინე, რომ „დაიწვი“ და აგაგდეს. ხომ იცი, რასაც გიზამენ?
– ყველაფერს დაგაფქვევინებენ. შენ კი იტყვი, რომ ეს კერძო შეკვეთა იყო და ინგლისის
მონაწილეობა ამ საქმეში თავისთვად გამოირიცხება.

– საკმაოდ ეშმაკური სვლაა, – გამეცინა მე, „ძიამ“ კი დაამატა:

– კი, გეთანხმები და, სამ მილიონ გირვანქასაც ამიტომ იხდიან.

შეკვეთა, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ შევასრულე და ობიექტი სნაიპერული შაშხანიდან


განვგმირე მისსავე მშობლიურ ქალაქში, თუმცა, იქიდან გამოსვლა საკმაოდ გამიჭირდა. გზები
ისე სწრაფად შეკრეს და ყველგან თავიანთი ხალხი განათავსეს, რომ ყოველ ნაბიჯზე
მაჩერებდნენ, მჩხრეკდნენ და საბუთებს მიმოწმებდნენ.

იქიდან რომ გავაღწიე და ლონდონში ჩავედი, რათა მოსკოვის გავლით თბილისში


დავბრუნებულიყავი, თვალთვალი შევნიშნე. გამორიცხული იყო, რომ მოკლული ობიექტის
ხალხი დამჯდომოდა კუდზე – ასეთ შემთხვევაში ლონდონამდე ვერ ჩამოვაღწევდი. ესე იგი,
თავად შემკვეთები მითვალთვალებდნენ. შემკვეთი კი ბრიტანული სპეცსამსახური იყო და ეს
იმას ნიშნავდა, რომ მათ ჩემი თავიდან მოშორება სურდათ. მართალია, კარგად შენიღბული
ვიყავი, მაგრამ, ჩემი შესაძლებლობები ლონდონში შეზღუდული იყო და ერთ მცდარ ნაბიჯსაც კი
უბედურების მოტანა შეეძლო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არც ისე ადვილია ხელიდან
დაუსხლტე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპეცსამსახურს მისსავე ტერიტორიაზე.
ლონდონი-მოსკოვის რეისის გაფრენამდე სამი საათი რჩებოდა, მაგრამ, აშკარა იყო, რომ ამას ვერ
შევძლებდი და იქიდან თავის დაღწევის სხვა საშუალებები უნდა მეძებნა. ლონდონი ჩემი
საბრძოლო ნათლობის ქალაქი იყო – სწორედ იქ შევასრულე ჩემი პირველი დავალება, „ესესელი“
პოლკოვნიკი კურტ შტაინერი იქ მოვიტაცე და საბჭოთა საელჩოში მივიყვანე, საიდანაც შემდეგ
მოსკოვში გადავაფრინეთ. მას მერე ლონდონში კიდევ არაერთი დავალება შევასრულე და
ბევრჯერ ტრანზიტულადაც გამივლია ამ ქალაქში. ერთი სიტყვით, ბრიტანეთის მთავარ ქალაქს
საკმაოდ კარგად ვიცნობდი და მასში გადაადგილება არ მიჭირდა, თუმცა, ტოტალური
თვალთვალისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთული იყო.

„აბა, კოკი, დავიწყოთ მანევრი და ბრიტანულ ჯეიმს ბონდებს თავი არ მოვახელთებინოთ“, –


შევუძახე საკუთარ თავს და ტაქსით ჯერ ვატერლოოს სადგურზე მივედი, რომ ბრბოში შერევა
მეცადა.

უზარმაზარი დარბაზი გადავჭერი, ტუალეტში შევედი და ჯერ მოხუცის გრიმი მოვიშორე,


შემდეგ ვიღაც რესპექტაბელური ჯენტლმენი გავთიშე, მისი სმოკინგი ჩავიცვი და, ტუალეტიდან
რომ გამოვედი, მდევრები აღარ ამდევნებიან... ჩვენს საქმეში ერთ წამსაც უდიდესი მნიშვნელობა
აქვს და, თუკი დროს მოიგებ და უმოკლეს ვადებში შეასრულებ დასახულ გეგმას, გაიმარჯვებ,
წინააღმდეგ შემთხვევაში – დამარცხდები, დამარცხება კი ჩვენთან სიკვდილს ნიშნავს... მე კვლავ
სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გავედი, ტაქსიში ჩავჯექი და ჰაიდპარკთან ჩამოვედი, იქ
კი, გაზონებზე, სმოკინგი გავიძრე, შორტებში გამოვეწყვე, მზის სათვალე გავიკეთე და
ტურისტული ზურგჩანთა მოვიგდე ზურგზე, რომელშიც საკრედიტო ბარათი და 300 გირვანქა
სტერლინგი მედო, პასპორტი კი მდინარე თემზაში გადავაგდე, რადგან უკვე აღარ მჭირდებოდა
და ზედმეტი ნივთმტკიცება იყო.

ამ მანევრის მერე, მართალია, სპეცსამსახურებს ხელიდან დავუსხლტი, მაგრამ, დიდი


ბრიტანეთის ტერიტორიაზე უკვე არალეგალურად ვიმყოფებოდი და, შემთხვევით ვინმეს
საბუთები რომ მოეთხოვა და დავეკავებინე, აუცილებლად გავიშიფრებოდი. მიუხედავად იმისა,
რომ ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ისევე, როგორც ყველა თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანაში,
გადაადგილება შეუზღუდავი იყო, მისი სპეცსამსახურებიც ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ და
დიდი ხნის განმავლობაში არალეგალურად ყოფნა ქვეყნის ტერიტორიებზე, მით უმეტეს, მაშინ,
როდესაც ტოტალურად გეძებენ, ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში, როგორც „კაგებეში“
მასწავლეს და გამომწვრთნეს, ერთ ადგილზე გაჩერება არ შეიძლება და დევნილი მუდმივ
მოძრაობაში უნდა იმყოფებოდეს, ამავდროულად, შეძლებისდაგვარად, გარეგნობას უნდა
იცვლიდეს. იმ დღეებში ბრიტანეთის ტერიტორიაზე რვა დღე დავყავი და მთელი ეს პერიოდი
მუდმივ გადაადგილებებსა და გარეგნობის ცვლილებაში გავატარე. დღე-ღამეში მაქსიმუმ
ორსაათ-ნახევარი მეძინა და ვგრძნობდი, როგორ მასხდნენ კუდზე მკვლელები. კუნძულიდან
გამოღწევა კი ბარჟით შევძელი, რომელზეც არალეგალურად მოვეწყვე შავ მუშად. ბარჟას ნაგვის
ნარჩენები მიჰქონდა ევროპაში და, სანამ გერმანიაში ჩავაღწევდით, ორი დღის განმავლობაში
აყროლებული კონტეინერების გვერდით ვიმყოფებოდი. გერმანიიდან მოსკოვში ჩასვლა ბევრად
უფრო გამიადვილდა, თუმცა, არც ეს იყო იოლი საქმე და მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე
თავისუფლად, როდესაც ძველი არბატის ბანკში შევედი, ჩემი ანგარიში შევამოწმე და
დავრწმუნდი, რომ სამი მილიონი გირვანქა ადგილზე იყო.
ბრიტანელების ჩათვლით, შემკვეთებმა ჩემი ლიკვიდაცია სულ ხუთჯერ სცადეს და ყველა
შემთხვევაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, რადგან, ხელიდან დავუსხლტი. რამდენჯერმე კი
თავად მე მქონდა შემკვეთთან პრობლემები, რომლებიც ყოველთვის ჩემს სასარგებლოდ
გადავწყვიტე.

ერთხელ, ერთმა სამხრეთამერიკულმა ნარკოკარტელმა კონკურენტი კარტელის შეფის დაკვეთა


მომცა და მილიონი დოლარის გადახდის ვალდებულება აიღო. მე ეს საქმე პარიზში შევასრულე
და, როდესაც საბანკო ანგარიში შევამოწმე, აღმოჩნდა, რომ ფული ჩარიცხული არ იყო. სამი დღე
ველოდე და, ფული რომ ვერ მივიღე, მოქმედება გადავწყვიტე.

მიუხედავად იმისა, რომ მილიონი დოლარი დიდი თანხაა, მე ეს დანაკლისი მატერიალურად არ


დამაზარალებდა, თუმცა, ამ შემთხვევაში მთავარი მაინც მორალური ფაქტორი იყო და შემკვეთის
კვალს გავყევი, რომელიც მარსელში, ერთ-ერთ ოფისში მოვიხელთე. ოფისში ოფიციალურად
თევზის სავაჭრო კანტორა იყო, სინამდვილეში კი ნარკოტრანზიტულ პუნქტს წარმოადგენდა,
სადაც შეუნიღბავი მივედი, შემკვეთს ვეწვიე და გავეცანი:

– ანრი ფურნიე, მესიე, – ხელი გავუწოდე ლათინოსის ჰაბიტუსიან კაცს, რომელიც ოფისს
ხელმძღვანელობდა და სწორედ პირადად მან მომცა ეს შეკვეთა, როდესაც მას იქვე, მარსელში
შევხვდი შენიღბული.

– ოსკარ ვალდესი, – ხელი ჩამომართვა შემკვეთმა, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და
მკითხა, – რით შემიძლია, გემსახუროთ, მესიე?

ვალდესის კაბინეტი ჰერმეტულად იყო დაკეტილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ შიგნით შეღწევა არ
იქნებოდა ადვილი. იქ, სავარაუდოდ, დიდ თანხებსა და ნარკოტიკებს უყრიდნენ თავს. მას მეორე
ოთახიც ჰქონდა. იმ მომენტში ჩვენ ორნი ვიყავით კაბინეტში, კარი ჩაკეტილი იყო და მას მივუგე:

– პატარა ფინანსური პრობლემაა მოსაგვარებელი.

– ფინანსური?

– დიახ, მესიე.

ვალდესმა გაკვირვებული მზერა მომაპყრო და მითხრა:

– გისმენთ, ბრძანეთ.

– მესიე ოსკარ, მილიონი დოლარი მჭირდება.

– ასე ცოტა? – ირონიით მითხრა შემკვეთმა, მე კი მივუგე:

– ეს სულაც არაა ცოტა, მესიე, მაგრამ, მე ეს თანხა მჭირდება.

– მძარცველი ხართ?

– არა.
– აბა, ვინ?

– შემსრულებელი, მესიე, – მივუგე ვალდესს და სანამ ის უჯრიდან პისტოლეტს ამოაცურებდა,


მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და დავამატე – ზედმეტი მოძრაობა და გესვრით!

ვალდესი არ განძრეულა, შავტუხა სახე გაუფითრდა და მითხრა:

– ბოდიშს გიხდით, რომ თანხა დაგიგვიანეთ, მაგრამ, მერწმუნეთ, რომ მილიონი დოლარი
მაქსიმუმ ნახევარ საათში დაგიჯდებათ ანგარიშზე. ასე რომ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ და
მშვიდად იყოთ.

– მშვიდად ვერ ვიქნები, ფული!

– კეთილი, ფულს ახლავე გადაგიხდით. ოღონდ, მეორე ოთახში გავიდეთ.

– გავიდეთ, – ვუთხარი ვალდესს, კეფაზე პისტოლეტი მივადე და გვერდითა ოთახში გავყევი,


სადაც დაპაკეტებული ჰეროინი და დასტებად დაწყობილი ასდოლარიანები ელაგა:

– აი, აქ შვიდი მილიონი დოლარია და აქედან ერთი თქვენია, – მითხრა ვალდესმა, რომელსაც
ვკითხე:

– ჰეროინი რამდენია?

– ორასი კილოგრამი.

– მილიონი დოლარი გადათვალე და მომეცი!

ვალდესმა ასი ცალი ასდოლარიანების დასტა კაპრონის პარკში ჩაალაგა, წინ დამიდო და თან
მითხრა:

– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს. ნახვამდის.

– მშვიდობით.

– რატომ მშვიდობით? გამორიცხული არაა, რომ თქვენი მომსახურება ისევ დაგვჭირდეს.

– იმიტომ მშვიდობით, რომ ჩემი სახე ნახეთ, ეს კი ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, – მივუგე
შემკვეთს და შუბლში ტყვია მივაჭედე... შემდეგ მისი კაბინეტი დავტოვე და ორ საათში
მარსელიდან გავუჩინარდი...

ვალდესს სიხარბემ სძლია, ფულის ეკონომია გააკეთა და თავიც წააგო. ამგვარად, როცა ამ
თამაშში ჩართული ადამიანი დაუწერელ კანონებს არღვევს, ის აუცილებლად თავს აგებს.

დამალვა, რა თქმა უნდა, შეიძლება და, საკმაოდ დიდი ხნითაც, ზოგჯერ სამუდამოდაც კი.
მაგრამ, ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება და თვით მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართული
ადამიანებიც კი ვერ ახერხებენ ხოლმე საკუთარი სიცოცხლის დაცვასა და გადარჩენას.
ერთხელ ერთი მილიონნახევრიანი კონტრაქტი შევასრულე, რომლის მიხედვითაც, ერთ დროს
გავლენიანი მაფიოზი უნდა მომეძებნა და მომეკლა, რომელსაც ამერიკის მთავრობა იცავდა.
ობიექტს სტენლი ერქვა, ერთ დროს ძალიან გავლენიანი პიროვნება იყო და სამი წლის
განმავლობაში ემალებოდა ყოფილ თანამოძმეთა საშინელ შურისძიებას. მისი აღმოჩენა მხოლოდ
და მხოლოდ ჩემი „კაგებეშნიკური“ გამოცდილების შედეგად შევძელი. მე მისი ძველი
საიდუმლო ვიცოდი, კერძოდ, ის, რომ ჰყავდა ქალიშვილი, რომელსაც ყველასგან მალავდა და
სწორედ მისი მეშვეობით გავედი მასზე... ობიექტი კალიფორნიის ერთ-ერთ პატარა დაბაში
მოვიხელთე. სადაც ის ქალიშვილისა და შვილიშვილის სანახავად ჩავიდა – ისინი სწორედ იქ
ცხოვრობდნენ. სტენლის, რა თქმა უნდა, პლასტიკური ოპერაციით ჰქონდა გარეგნობა
შეცვლილი და არ ეგონა, თუ მას ვინმე ოდესმე მოიხელთებდა, ამიტომ, ძალიან ლაღად და
თავისუფლად გრძნობდა თავს. მე ორი დღე ვუთვალთვალებდი, როდესაც ის თავის
შვილიშვილს ოკეანის სანაპიროზე ასეირნებდა და მასთან ყოფნით ტკბებოდა. ხოლო, როდესაც
ის სახლში დაბრუნდა და მატარებელში ჩაჯდა, რომ წასულიყო, მე კუდზე დავაჯექი. სტენლი
სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა, მე მას შუაღამით, პირდაპირ საძინებელში დავადექი და მის
გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– ილოცე, სტენლი, შენ უნდა მოკვდე.

– ჰმ, – თავი გააქნია ობიექტმა, რომელიც საცვლებისამარა იდგა, – მაინც მომაგენით, ხომ? აი, ესეც
თქვენი მოწმის დაცვის პროგრამა... გამყიდეს, ხომ?

– არა, მე მოგაგენი და, მესამე დღეა, მოთმინებით ველოდები შენს დამარტოხელებას.

– ესე იგი, მე რომ შვილიშვილთან ერთად ვერთობოდი, მითვალთვალებდი?

– გითვალთვალებდი და არ მინდოდა, რომ შენთვის ეს სიხარული ჩამეშხამებინა, ახლა კი დროა,


ილოცე და მოვრჩეთ!

– ღვთის გულისთვის, – სტენლი მუხლებზე დაეცა და დაამატა, – გთხოვ, ნუ მომკლავ. ნუ


წამართმევ ჩემებთან ყოფნის ბედნიერებას. მე რომ მოვკვდე, ისინი ძალიან უბედურად
იგრძნობენ თავს.

– უფრო დიდი უბედურება შეიძლება დატრიალდეს, თუკი არ მოგკლავ. მაინც მოგაგნებენ და,
შენ გამო, შეიძლება, შენი ქალიშვილი და შვილიშვილი დაზარალდნენ. ამიტომ, ილოცე და
სიკვდილისთვის მოემზადე.

სტენლის მეტი აღარაფერი უთხოვია ჩემთვის, თავი იატაკს დაადო და ჩუმ ლოცვას შეუდგა,
ხოლო, როდესაც თქვა: „ამინ“, მე მას თავის ქალა გავუხვრიტე და იქაურობას მოვშორდი... მეორე
დღეს კი ჩემს საბანკო ანგარიშს მილიონი დოლარი შეემატა, რადგან ნახევარი მილიონი წინასწარ
მქონდა აღებული და სწორედ მაშინ შევასრულე ოცი მილიონი, რაც ბევრი რამის გაკეთებისა თუ
ფლობის საშუალებას მაძლევდა...

ჩემს მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, თუ რამხელა კაპიტალის მფლობელი ვარ და რა უძრავ-


მოძრავი ქონება გამაჩნია. ქონების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რათა არ გავიშიფრო,
თუმცა ვაღიარებ, რომ საკმაოდ მდიდარი ვარ. ხოლო, რაც შეეხება ჩემ მიერ ქეშად
გამომუშავებულ თანხას ჩემი მრავალწლიანი ქილერ-საქმიანობის განმავლობაში, 150 მილიონი
დოლარის მფლობელი ვარ. არ მინდა, ჩემი პროფესიის რეკლამა გამომივიდეს, მაგრამ, ეს
ნამდვილად ასეა და ეს ფული მე მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთების შესრულების შედეგად
ვიშოვე. ამ ყველაფერში ერთი შესწორება უნდა შევიტანო: ნურავინ იფიქრებს, რომ ყველა
ქილერს ამდენს უხდიან, ასეთ კაპიტალს აგროვებს, ან ამდენ ხანს ცოცხლობს... არამც და არამც
არ ვურჩევ არავის, რომ ასეთი ილუზიების ტყვეობაში გაებას, რადგან, მე ერთადერთი ვარ, ვისაც
ასე გაუმართლა ყოველმხრივ და ეს უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი... წესი კი, ჩემის ღრმა
რწმენით, წესიერი ცხოვრება, პატიოსანი შრომა და შემოქმედებაა. ამიტომ, ვინც ჩემს ჩანაწერებს
კითხულობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, ვურჩევ, რომ ქილერობაზე არც კი იფიქრონ და
აზრადაც კი არ გაივლონ თავში... ქილერობა რომ კარგი ყოფილიყო, ამ პროფესიას,
უპირველესად, საკუთარ შვილებს შევასწავლიდი...

მე საკუთარი თავი კარგი მამა მგონია და არ ვიცნობ ისეთ ქურდს, კრიმინალს, ან ნებისმიერ
გზაგამრუდებულ, მაგრამ ავტორიტეტულ ადამიანს, ვისაც საკუთარი შვილისთვის იგივე
ცხოვრება უნდოდეს. ქურდები და კრიმინალები უფრო ხშირად პროფესორებისა და წესიერი
ოჯახის შვილები გამოდიან ხოლმე და არაერთ ასეთ ადამიანს ვიცნობ.

ერთხელ, ერთ ქურდს შევხვდი, რომელიც კუნძულ პალმაზე ცხოვრობდა. მის ვილაში,
ვერანდაზე ვისხედით და ვსაუბრობდით.

– იცი, ჩემო კარგო, რომ მამაჩემი ცნობილი პროფესორი იყო? – მითხრა ჩემმა მასპინძელმა, რაზეც
მივუგე:

– არა. ნამდვილად არ ვიცოდი.

– დიახ, სწორედ ასე იყო, მე კი ქურდი გავხდი და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ მამის ჩრდილქვეშ
არ ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება.

– ცოტა უცნაური ლოგიკაა, – მივუგე ქურდს, – შე კაი კაცო, შენც გესწავლა, გეღვაწა და
გამოჩენილი კაცი გამოსულიყავი, რაღა ქურდობა აირჩიე?

– აი, სწორედ აქაა ძაღლის თავი დამარხული. მამის გზას რომ გავყოლოდი და მასავით ცნობილი
გავმხდარიყავი, ამას მრავალი წელი სჭირდებოდა. ქუჩაში კი ძალიან მალე შეიძლებოდა სახელის
მოხვეჭა და მეც სწორედ ეს გზა ვარჩიე, მივყევი, მივყევი და ქურდიც გავხდი.

– საინტერესოა. მოდი, ახლა ჩვენს ინტერვიუს დავუბრუნდეთ, – გავუღიმე მასპინძელს.

ქურდმა სერიოზული სახე მიიღო და მითხრა:

– მკითხე და გიპასუხებ.

ცნობილ კანონიერ ქურდთან ინტერვიუ კუნძულ პალმაზე საათ-ნახევარი გაგრძელდა. ჩაწერას


რომ მოვრჩი, მას შუბლი გავუხვრიტე და იქაურობას სწრაფად მოვშორდი, რადგან,
ნახევარმილიონევროიანი შეკვეთა შესრულებული იყო...
ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ლიკვიდაცია ცალკე თემაა და ჩემი კარიერის
საკმაოდ მნიშვნელოვან პერიოდს მოიცავს. საბჭოთა კავშირის დროს ამ ხალხს ცოტა სხვანაირად
ეპყრობოდნენ და მათი ლიკვიდაცია სახელმწიფოს მხრიდან იშვიათად ხდებოდა. მათ უფრო
საპყრობილეებში იყენებდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს საქმე, რომ იტყვიან,
„დამუღამებული“ ჰქონდა. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, რომ ამ კონტინგენტით „კაგებე“
ინტერესდებოდა და რამდენჯერმე დახმარებისთვის მეც მიხმეს.

შუა „ზასტოია“, საბჭოური კორუფცია ყვავის. განსაკუთრებული მორალურ-იდეოლოგიური


თავაშვებულობა და გახრწნილება შავიზღვისპირეთში პიკშია. სოჭი კი ამ „ბაბილონის
გოდოლის“ ცენტრია. სწორედ ამ დროს მიბარებს შჩუკინი და მეუბნება:

– დროა, რომ ამ უმსგავსობას ბოლო მოვუღოთ და ქვეყანა ნორმალური ცხოვრების რიტმს


დავუბრუნოთ, სანამ ყველაფერი თავდაყირა არ დამდგარა და ჯერ ფეოდალიზმის, შემდეგ კი
ქვის ხანაში არ დავბრუნებულვართ.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რა მოხდა, ვინ გაგაბრაზათ? – ვკითხე შჩუკინს.

– სიბრაზე იქით იყოს, ჩემო კოკი, და ჩვენი დიადი ქვეყანა მართლაც უფსკრულისკენ მიექანება.
აბა, სხვა რა ჰქვია იმას, რომ ქვეყანას ქურდები მართავენ?

– ქურდები?

– დიახ, ქურდები. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. ისინი ისე ღრმად შეიჭრნენ
უმაღლეს პარტიულ ელიტაში და სხვადასხვა მეთოდით ისე მაგრად ჩაავლეს რქებში ხელი, რომ
ლამის პოლიტბიუროშიც კი შეაღწიონ.

– პოლიტბიუროში?

– რაღა უკლიათ? – ირონიულად ჩაეცინა ვიქტორ იაკოვლევიჩს, – პირველი მდივნის აშარი


ქალიშვილი ისეა თავგასული, რომ ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა – ქალამნად. სწორედ ის
მფარველობს ქურდებს. ისინი კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მართვაში უნდა ჩაერიონ და
ახერხებენ კიდეც ამას, სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებულადაც და, სწორედ ამიტომ ვამბობ,
რომ ლამის პოლიტბიუროში შეაღწიონ-მეთქი. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტრო
უმოქმედოდაა და ამით, ქურდების წისქვილზე ასხამს წყალს. ამის ნათელი დასტურია ის, რომ
ზუსტად ერთ კვირაში, სოჭის სასტუმრო „პრიმორსკაიაში“ დიდი ქურდული „სხოდკა“ უნდა
შეიკრიბოს, რომელზეც ორმოცდაათი ყველაზე ავტორიტეტული კანონიერი ქურდი იქნება. მათ
მილიცია დაიცავს ყოველგვარი გაუგებრობისგან, მაგრამ, რას ილაპარაკებენ ისინი იქ და რას
გადაწყვეტენ, ეს კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ, ჩვენ ამ საზიზღრობას ხელი უნდა შევუშალოთ.
ერთი მხრივ, მილიციას უნდა ვანახვოთ ჩვენი ძალა და მივუჩინოთ კუთვნილი ადგილი, მეორე
მხრივ კი – იგივე გავუკეთოთ ქურდებს.

შჩუკინი გაჩუმდა. კაბინეტში გაიარ-გამოიარა და მომაჩერდა, რითაც ჩემი აზრის გაგება უნდოდა.

– გეთანხმებით, ამხანაგო გენერალო, კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო? – ვკითხე მე.


– რა და, სასაკლაო უნდა მოვუწყოთ, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. დაუნდობელი, სასტიკი
სასაკლაო და ეს მისია შენ გეკისრება. რას იტყვი, თანახმა ხარ?

– თანახმა ვარ.

დათქმულ დროს სოჭში ჩავედი და „პრიმორსკაიადან“ ექვსასი მეტრით დაშორებული ერთ-ერთი


შენობის ბინაში ვიყავი ჩასაფრებული, სრულ მზადყოფნაში. თან მქონდა სპეცშეკვეთით
დამზადებული ავტომატური სნაიპერული შაშხანა მაყუჩითა და ტიტანის ტყვიებით. იქიდან
მშვენივრად მოჩანდა „პრიმორსკაიას“ მრგვალი შუშაბანდი, სადაც ქურდებთან ერთად
კორუმპირებული პარტიული ბოსებიც იყვნენ შეკრებილი და, ის იყო, „სხოდკა“ უნდა დაეწყოთ,
როდესაც ცეცხლი გავხსენი... სროლა ზუსტად ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და
ფეშენებელური სასტუმროს აპარტამენტები სისხლითა და ძვირად ღირებული სასმელებით
მოირწყა. სანამ სროლის წერტილს აღმოაჩენდნენ და ჩემზე ნადირობას დაიწყებდნენ, დროულად
ავიბარგე და იქაურობა ყოველგვარი კვალის გარეშე დავტოვე.

„პრიმორსკაიაში“ დაღვრილი ზღვა სისხლის მიუხედავად, არც ერთი ადამიანი არ მომკვდარა,


თუმცა დაიჭრა ოცდაათი ქურდი და ექვსი კორუმპირებული მაღალჩინოსანი, მათ შორის, ერთი
მილიციის გენერალი.... ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ხალხის ფართო მასებმაც შეიტყვეს, რაც ათასი
მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა, თუმცა, ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს და მხოლოდ
ამერიკულმა და ევროპულმა მედიამ გაავრცელეს ინფორმაციები საბჭოთა მაფიოზური ომის
შესახებ.

მეორე დღეს უკვე ვიქტორ იაკოვლევიჩის კაბინეტში ვიმყოფებოდი, რომელმაც დასავლური


გაზეთების დასტა მაჩვენა და მითხრა:

– აი, წაიკითხე სათაურები: „ომი, რომელშიც არავინ კვდება“... კოკი, ჩემო კარგო, შენ მართლაც
რომ ბრწყინვალე მსროლელი ხარ, რადგან ამდენი ხალხი დაცხრილე და ერთიც არ მოგიკლავს.
ვფიქრობ, სწორად მოიქეცი, მკვლელობა ამ საქმეში აუცილებელი არ იყო, მთავარია პრევენცია.
ამას კი, ჩემი აზრით, კარგად გავართვით თავი...

შჩუკინის სიტყვები შეწყალებას ნიშნავდა, რადგან, მას შეეძლო, სერიოზული პასუხი მოეთხოვა
ჩემთვის, რომ მე „პრიმორსკაიაში“ შეკრებილი ადამიანების ლიკვიდაცია არ მოვახდინე, რაც
დავალებული მქონდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად გენერალიც მიხვდა, რომ ასეთი სახის
მასობრივი მკვლელობები გაუმართლებელი იყო და აღარ გამამტყუნა...

კარგა ხნის განმავლობაში, თითქმის სამი თვე, უმოქმედოდ ვიყავი და ისიც კი ვიფიქრე, აღარ
მენდობიან და შესაძლოა, ჩემი თავიდან მოშორებაც კი უნდათ სოჭის საქმის გამო-მეთქი. ამიტომ,
აბსოლუტურად მობილიზებული ვიყავი და ყველა ნიადაგი შევამზადე საიმისოდ, რომ,
საჭიროების შემთხვევაში, ცოლშვილიანად დამეტოვებინა ქვეყანა და რომელიმე შორეულ
ქვეყანაში გადავხვეწილიყავი...

სამი თვის მერე მოსკოვში გამომიძახეს. მე, ცოლ-შვილი კონსპირაციულ აგარაკზე ჩავიყვანე,
თუმცა, რა თქმა უნდა, მათ არ იცოდნენ, რომ გადავმალე. შემდეგ ერთ სანდო პირს ვუთხარი,
რომ, თუ სამ დღეში არ დავურეკავდი, ფოსტაში მისულიყო და მოთხოვნამდე გაგზავნილი,
დაზღვეული წერილი წაეკითხა, რომელშიც დაშიფრული ტექსტით იყო ნაჩვენები ის სქემა,
რომლის მიხედვითაც ჩემი ცოლ-შვილი უნდა გადაეყვანა საზღვარზე... საბედნიეროდ, ეს
ყველაფერი საჭირო არ გახდა. წერილი თავად მე ავიღე ფოსტაში და გავანადგურე. ის სანდო კაცი
კი გელა ექიმი იყო, ვინც მე შოკიდან გამომიყვანა ბავშვობაში და ნორმალურ ცხოვრებაში
დამაბრუნა...

მოსკოვში რომ ჩავედი და შჩუკინს ვეახელი, ვიქტორ იაკოვლევიჩი კეთილგანწყობილად


შემხვდა და მითხრა:

– სამთვიანი უმოქმედობის მერე როგორ გრძნობ თავს, ფორმა ხომ არ დაგიკარგავს?

– არა, – მოკლედ მივუგე შეფს.

– დარწმუნებული ვარ, ეს სამი თვე იმაზე ფიქრობდი, რომ თავიდან გიშორებთ, აღარ გენდობით
და მსგავს რაღაცეებზე, ხომ?

– დაახლოებით.

შჩუკინს ჩაეცინა და მითხრა:

– თუკი ასე ფიქრობდი, მაშინ, პრევენციული ზომებიც გექნება მიღებული.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვები ძალიან ცუდად მენიშნა და გულისცემამ მომიმატა, თუმცა,


მაქსიმალურად შევიკავე თავი და შჩუკინს ვკითხე:

– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო?

– შენს ცოლ-შვილს, ჩემო კოკი, შენს ცოლ-შვილს. თუ მოსკოვში ასეთი გრძნობით გამოფრინდი,
ანუ, იფიქრე, რომ უკან აღარასოდეს დაბრუნდებოდი, მაშინ, ცოლ-შვილსაც გადამალავდი, რათა,
შენი აზრით, მათზეც არ გვეძია შური. შემდგომ კი ვინმე შენი ერთგული ადამიანი მათ
საზღვრებს გარეთ გაიყვანდა.

შჩუკინის სიტყვები ზუსტად ასახავდა ჩემს საქციელს. ვიფიქრე, რომ „კაგებე“ მითვალთვალებდა
და ზუსტად იცოდა ჩემი ცოლ-შვილის ადგილსამყოფელიც და დაზღვეული წერილის ამბავიც.
ამიტომ, ერთი აზრი მომივიდა თავში: მძევლად ამეყვანა ვიქტორ იაკოვლევიჩი და მეიძულებინა
ის, რომ ჩემი ცოლ-შვილი უცხოეთში გაეყვანა, შემდეგ კი ლუბიანკაზე სროლა ამეტეხა და, თუ
ბრძოლაში ვერ მომკლავდნენ, ბოლო ტყვიით თავი მომეკლა. ასეთი რამ, რა თქმა უნდა,
უკანასკნელი შანსი იყო და, ალბათ, ვერც ეს იხსნიდა ჩემს ცოლ-შვილს, თუკი ისინი „კაგებეს“
ჰყავდა დაპატიმრებული და თვით გენერალ შჩუკინის სიცოცხლის სანაცვლოდაც კი არ
დამითმობდნენ...

– კოკი, ჩემო ძვირფასო, იცი, რას გეტყვი? – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, როდესაც ერთ
ადგილზე გაქვავებული ვიდექი და ამ საშინელებას ვფიქრობდი, – ცუდი აზრები ამოიგდე
თავიდან. ჯერაც ბოლომდე გენდობი და შენ არავინ გითვალთვალებს, ეს სამი თვე კი იმიტომ არ
შეგეხმიანეთ, რომ სოჭის ამბების მერე მილიცია უშუალოდ შემსრულებელს ეძებდა, ესე იგი, შენ
და, შენი მეშვეობით აპირებდნენ ჩვენს კომპრომეტაციასა და მხილებას. ასეთ შემთხვევაში კი, შენ
კარგად იცი, რომ შემსრულებელს თავიდან იშორებენ, მაგრამ, შენს თავიდან მოშორებას შენი
დროებით დაკონსერვება ვარჩიეთ...

ვიქტორ იაკოვლევიჩის მიერ წარმოთქმული სიტყვების სისწორეში ეჭვი არ შემპარვია და


გენერალს ვუთხარი:

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. მზად ვარ, ნებისმიერი სამსახურისთვის!

– აი, ეს უკვე სხვა საქმეა. გეტყობა, რომ მენდობი და ფორმაშიც ხარ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ.

– ისევ ქურდებთან, უფრო სწორად კი, ქურდთან გექნება შეხება. ჩვენ მიერ შემუშავებული გეგმის
მიხედვით, ქურდებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს ერთმანეთი უნდა დავახოცვინოთ – ამას
მოითხოვს დღევანდელი შიდაპოლიტიკური მდგომარეობა. ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა
რამდენიმე საიდუმლო კვლევითმა ინსტიტუტმა შრომატევადი სამუშაო შეასრულა და ყველა იმ
დასკვნამდე მივიდა, რომ მილიცია და ქურდები სახელმწიფოს ძირს უთხრიან. ჩვენ მათ აშკარად
ვერ დავუწყებთ ომს, ამიტომ, ვამჯობინეთ, ერთმანეთი დავახოცინოთ, რომ გაერთიანება ვერ
შეძლონ. შენ ერთ-ერთი უდიდესი კრიმინალური ავტორიტეტი უნდა გამოასალმო სიცოცხლეს,
რაც ახალ ომს გამოიწვევს ქურდულ სამყაროში და, ერთი მხრივ, მათი ძლიერება შეირყევა
მეორეს მხრივ კი, მილიციის უსუსურობა უფრო ნათლად წარმოჩინდება. გასაგებია?

– გასაგებია.

– ახლა კი კონკრეტიკა, – მითხრა შჩუკინმა და ფერადი ფოტოების დასტა მომაწოდა, – აი, ესაა
შენი ობიექტი. ყველანი ფიქრობენ, რომ „პრიმორსკაიას“ კოშმარი მისი ბრძანებით
განხორციელდა და მას რომ მოვსპობთ, სწორედ მისი მომხრეები დაერევიან სხვა ქურდებს.

მე ყურადღებით შევათვალიერე სურათები და შჩუკინს ვუთხარი:

– კავკასიელს ჰგავს.

– ქართველია, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ეგ აკონტროლებს ქურდული სამყაროს ლომის


წილს და, იმდენად ამბიციური და მიზანსწრაფულია, რომ სახელმწიფო მართვაში ჩარევას
აპირებს. რა თქმა უნდა, სხვისი ხელით, მარიონეტის მეშვეობით, მაგრამ, უკვე ასეთი სურვილია
ძალიან ცუდი ქვეყნისთვის და ეს ძირშივე უნდა აღვკვეთოთ.

– გასაგებია.

– კოკი, ჩემო კარგო, ამჯერად უკვე უნდა მოარტყა მიზანს და ობიექტის ლიკვიდაცია უნდა
მოახდინო, თანაც, ზუსტად ისე, როგორც მოვილაპარაკებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი
გეგმა ჩაიშლება, ეს კი ყოვლად დაუშვებელია.

– ყველაფერი ზუსტად შესრულდება, ვიქტორ იაკოვლევიჩ. ამჯერად უზუსტესი გასროლები


იქნება, – მივუგე შჩუკინს და შემდგომი ინსტრუქციების მოსასმენად მოვემზადე.
– ობიექტის ლიკვიდაცია უნდა მოხდეს თბილისში, დღისით, მზისით, „ნაგანის“ სისტემის
რევოლვერიდან, რომელსაც შენ იქვე დააგდებ და მიიმალები. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ
შურისძიება ქურდებმა განახორციელეს. მათ მკვლელობის ასეთი მეთოდი აქვთ და ამ ფორმას
არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავუხვიოთ.

თბილისში განხორციელებული ზემოხსენებული მკვლელობა იმ დროში უიშვიათესი მოვლენა


იყო და კარგა ხანს ლაპარაკობდნენ მასზე. ობიექტი კიროვის პარკთან (ამჟამად ვერის ბაღი)
მოვიხელთე. ის „პობედიდან“ გადმოვიდა და პარკის სიღრმისკენ გაემართა, როდესაც მას წინ
დავუდექი, მთელი ტყვიების მარაგი დავაცალე, იარაღი იქვე მივუგდე და ბაღის გავლით
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დავეშვი, სადაც მანქანა მელოდებოდა... ეს ყველაფერი ისეთი
სისწრაფით შევასრულე, რომ ვერც იქ მყოფმა ადამიანებმა და ვერც ცეცხლსასროლი იარაღით
შეიარაღებულმა ორმა „გაიშნიკმა“ ვერ მოასწრო რეაგირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი
განეიტრალება მომიწევდა მეორე იარაღით, რომელიც ქამრის ქვეშ მქონდა საიმედოდ
დამალული და სრულ მზადყოფნაში მოყვანილი...

როგორც „კაგებე“ გეგმავდა, თბილისურ ლიკვიდაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ქურდულ


სამყაროში და ისეთი სისხლისღვრა და შურისძიებების მთელი სერია დაიწყო, რომ ძაღლი
პატრონს ვერ ცნობდა. სწორედ ამ დროს აიღო ინიციატივა საკუთარ ხელში „კაგებემ“.
პოლიტბიურომ საგანგებო, დახურული სხდომა მოიწვია, რომელზეც ანდროპოვმა ბრეჟნევი
დაარწმუნა, რომ ქურდებთან ბრძოლაში „კაგებე“ ჩაერთო და დაითანხმა კიდეც. ცნობილი
ფაქტია ისიც, რომ სწორედ იმ ისტორიულ სხდომაზე აგინა უშვერი სიტყვებით ბრეჟნევმა
შჩოლოკოვს და ლამის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიც კი დაატოვებინა...

– აი, კოკი, ხედავ, რამხელა საქმე გააკეთა შენმა რამდენიმე გასროლამ? – მითხრა შჩუკინმა
თბილისური ლიკვიდაციიდან სამი კვირის შემდეგ, როდესაც მან თავისთან გამომიძახა.

– ხედვით ვერ ვხედავ, ამხანაგო გენერალო, თუმცა, ვხვდები, – მივუგე შჩუკინს, მან კი მხარზე
ხელი მომითათუნა და მითხრა:

– თვით იური ვლადიმიროვიჩმა შემოგითვალა პირადი მადლობა.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, რომელსაც გაეღიმა და მომიგო:

– შენ კი ეჭვი გეპარებოდა ჩემში და გეგონა, თავიდან გიშორებდი. თუმცა, ეგ უკვე წარსულშია და
მომავალზე ვიფიქროთ.

მომავალზე ფიქრი და სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერება, როგორც შჩუკინი ამბობდა,


„კაგებეს“ პირდაპირი მოვალეობა იყო და ამ საქმეს ეს უწყება საკმაოდ წარმატებით ართმევდა
თავს, ყოველ შემთხვევაში, გორბაჩოვამდე და, როგორც ადრე უკვე არაერთხელ აღვნიშნე,
სწორედ გორბაჩოვის უშუალო დანაშაულია საკუთარი ხალხის წინაშე, რომ საბჭოთა
კავშირისთვის გარდამტეხ მომენტში „კაგებე“ ქმედითუუნარო აღმოჩნდა და წინ ვერ აღუდგა ამ
უზარმაზარი ქვეყნის დაშლას, რაც მართლაც უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა
აღმოჩნდა კაცობრიობის ისტორიაში.
– არ ეგონათ, რუსებს, რომ მოვუგებდით, მაგრამ, მოტყუვდნენ – ყურადღება მოადუნეს და
უზარმაზარი ქვეყანა თავზე ჩამოემხოთ, – მითხრა ერთხელ ერთმა ყოფილმა დაზვერვის
ოფიცერმა, რომელსაც კურორტ კარლოვი ვარში შევხვდი, სადაც ის თირკმელების სამკურნალოდ
იმყოფებოდა და ჩვენ გვერდიგვერდ ნომრებში ვცხოვრობდით ფეშენებელურ პანსიონატში.

ამერიკელი პოლკოვნიკი საკმაოდ წონიანი ფიგურა იყო ცივი ომის დროს და მის მიერ მრავალი
ისეთი სვლა გააკეთა „ცეერუმ“, რასაც მათი პოზიციების განმტკიცება, შემდგომ კი გამარჯვებაც
მოჰყვა. თადარიგის პოლკოვნიკისთვის მე მწერალი-ფილოსოფოსი ვიყავი, ის დიდი ხალისით
შემოვიდა ჩემთან კონტაქტში და უკვე ტაბუახსნილ თემებზე დაწვრილებით მომითხრობდა.

– რუსებისა და მათი „კაგებეს“ დამარცხება იოლი საქმე არ იქნება, – ვუთხარი თადარიგის


პოლკოვნიკს, მინერალური წყალი დავუსხი და დავამატე – მაინც, როგორ მოახერხეთ ამის
გაკეთება, თუ საიდუმლო არ არის?

– მთავარი საიდუმლო ისაა, რომ მათი ლიდერის მოსყიდვა შევძელით. სწორედ მან დაანგრია ეს
უზარმაზარი ქვეყანა და ამერიკას ფართო ასპარეზი მისცა იმ უკიდეგანო სივრცეში, რომელსაც
პლანეტა დედამიწა ჰქვია...

ამერიკელი მზვერავის ეს ამაღლებული ტონი წარსულში მიღწეული წარმატებით იყო


გამოწვეული და იმ პერიოდის გახსენება მასში დიდ სიამოვნებასა და სიამაყის გრძნობას
იწვევდა.

– ალბათ, განუსაზღვრელი ბედნიერებაა, როდესაც გამარჯვების ოლიმპზე ხარ და შენი გარჯის


შედეგებით ტკბები, – გავუღიმე ამერიკელს, წამალშერეული მინერალური წყალი დავუსხი და
ჭიქა ახლოს მივუწიე.

– ენით აუწერელია, ფანტასტიკურია, – თქვა პოლკოვნიკმა, წყალი დალია, ჭიქა ხელიდან


გაუვარდა და ისე დაეძინა, რომ სიტყვის დამატებაც კი ვერ მოახერხა.

მე და პოლკოვნიკი ჩემს ნომერში ვიმყოფებოდით. კარი საიმედოდ მქონდა ჩაკეტილი და უცხო


ვერავინ შემოვიდოდა. ამიტომ, პოლკოვნიკი გავაშიშვლე და აბაზანაში შევათრიე. შემდეგ
საიმედოდ მივაბი ფოლადის ლაპლაპა შვერილზე და, როდესაც თვალი გაახილა, ვკითხე:

– აბა, კარგად გაიხსენე, პოლკოვნიკო, ოპერაცია „სპილენძის მონეტის“ ყველა დეტალი და


მითხარი, რა ბედი ეწია ახალგაზრდა საბჭოთა ინჟინერს, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინიდან
მოულოდნელად გაუჩინარდა.

ოპერაცია „სპილენძის მონეტა“ „ცეერუს“ მიერ განხორციელებული რამდენიმეეტაპიანი აქცია


იყო, რომელიც საბჭოთა ბლოკის ახალგაზრდა, ნიჭიერ მეცნიერებსა და ტექნიკურ მუშაკებზე
ნადირობდა. ამერიკელები ჯერ ამ ხალხის გადაბირებას ცდილობდნენ და დასავლეთში დიდძალ
სიმდიდრეს, სახელსა და დიდებას ჰპირდებოდნენ. ხოლო, ვინც ამაზე არ თანხმდებოდა, იმას
უბრალოდ, იტაცებდნენ და უკვე „ცეერუში“ ცდილობდნენ მათ მოტეხვას. ამ აქციაში მოყვა
ახალგაზრდა საბჭოთა მეცნიერი – ელექტროინჟინერი ვიტალი შელესტი. ის აღმოსავლეთ
ბერლინში ერთ-ერთ საიდუმლო პროექტს ახორციელებდა საბჭოთა საელჩოში და ერთ მშვენიერ
დღეს მოულოდნელად გაუჩინარდა. შელესტი ანდრეი მუხინის დისშვილი იყო და, მიუხედავად
ჩვენი უწყების მრავალმხრივი მცდელობისა, მისი კვალისთვის მიგვეგნო, არაფერი გამოგვივიდა
– ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ, ვერაფერი შევიტყვეთ. მხოლოდ ის დავადგინეთ, რომ, შესაძლო
იყო, შელესტი „სპილენძის მონეტის“ ფარგლებში მოყოლილიყო და ამერიკელი პოლკოვნიკის
ვინაობაც დავადგინეთ, რომელიც მაშინ ამ ოპერაციას კურირებდა და მაშინვე გაქრა ჩვენი
თვალსაწიერიდან, როგორც კი მისი პიროვნებით დავინტერესდით. კარლოვი ვარში კი
პოლკოვნიკს შემთხვევით შევხვდი და გადავწყვიტე, ძველი ძიება განმეახლებინა და ის სწორედ
ამიტომ „დავითრიე“.

– ვისთან მაქვს ურთიერთობის პატივი? –მაღალფარდოვნებას დაუბრუნდა პოლკოვნიკი, მაგრამ


მე მას ხელი ავუქნიე და ვუთხარი:

– არ გინდათ ეგეთები! ჩემს კითხვას თუ არ უპასუხებთ, ნაწილ-ნაწილ აგქნით.

პოლკოვნიკი მიხვდა, რომ ხუმარა არ ვიყავი, რეალურს ვლაპარაკობდი და მომიგო:

– ინჟინერ შელესტზე მეკითხებით?

– სწორედ მასზე.

– ის ცოცხალია.

პოლკოვნიკის სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ვუთხარი:

– ხომ არაფერი გეშლებათ?

– ახალგაზრდა ელექტრიკოს-ინჟინერს არ გულისხმობთ?

– დიახ, სწორედ მას.

– ჰოდა, გიმეორებთ, რომ ის ცოცხალია. ჩემმა ბიჭებმა ის ბერლინში სუპერმარკეტიდან მოიტაცეს


და დასავლეთ ბერლინში გადაიყვანეს. იქვე სცადეს მისი გადმობირებაც, მაგრამ, რომ არაფერი
გამოვიდა, ამერიკაში გადავაფრინეთ და, ლენგლიშიც რომ ვერ დავითანხმეთ
თანამშრომლობაზე, საგიჟეთში გავამწესეთ. ახლა ის მემფისში, დოქტორ სემუელ ჯექსონის
ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს. ბლოკი „R“, პალატა ¹9.

მიუხედავად იმისა, რომ შელესტის გაუჩინარებიდან რამდენიმე ათეული წელი გავიდა და აღარც
საბჭოთა კავშირი არსებობდა და აღარც „კაგებე“, გამიხარდა, რომ შელესტი ცოცხალი ყოფილა,
თანაც, ის ჩემი უახლოესი მეგობრის უახლოესი ნათესავი იყო და, სანამ მოქმედებას
შევუდგებოდი, ჯერ პოლკოვნიკი მოვიშორე – ის მე ორთქლით გავგუდე, შემდეგ საკუთარ
ნომერში შევიტანე და უკან დავბრუნდი. მეორე დღეს კი კარლოვი ვარიდან მოსკოვში მუხინს
დავურეკე და, როდესაც მან მობილური აიღო, ვუთხარი:

– სალამი, ბატონო სპალეოლოგო, ძლივს დაგიკავშირდით. აქ არც მზის სხივი აღწევს და არც
ჟანგბადია საკმარისი.
ჩემი სიტყვები ჯერ კიდევ შუა ზასტოის დროინდელი პაროლი იყო და მთავარია, მუხინს არ
ჰქონოდა დავიწყებული, რომ მათთვის დაშიფრული ინფორმაცია მიმეწოდებინა. ამიტომ,
პასუხის მოლოდინში გავირინდე.

– ეს არცაა გასაკვირი, ჩემო კარგო, შენ ხომ ზღვის დონეზე დაბლა ხარ, – მომიგო მუხინმა სწორი
პასუხი, რის შემდეგაც მას, ასევე დაშიფრული ტექსტით ვაცნობე მისი დისშვილის ამბავი და მან
სასწრაფოდ მოსკოვში ჩასვლა მთხოვა.

სულ რაღაც თვრამეტი საათის მერე მე და ანდრეი ლუკიჩი მის ბინაში, სამზარეულოში
ვისხედით და ვსაუბრობდით.

– კოკი, ხომ არაფერი გეშლება. მართლა ვიტიას კვალს მიაგენი თუ აქ რაღაც შეცდომაა? – მითხრა
მუხინმა.

– ვფიქრობ, არანაირ შეცდომას არ აქვს ადგილი და ნამდვილად თქვენს დისშვილზე, ვიტალი


შელესტზეა ლაპარაკი, რომელიც მემფისში, დოქტორ ჯექსონის ფსიქიატრიულ კლინიკაშია
გამომწყვდეული.

– ჰოდა, მინდა, რომ ერთი შეკვეთა მოგცე, ანუ ვიტალის იქიდან წამოყვანა, რაც არც ისე იოლი
საქმეა, მაგრამ, ანაზღაურებაც შესაბამისი გექნება.

– ანდრეი ლუკიჩ, – გავუღიმე მუხინს, მხარზე ხელი მოვუთათუნე, – მე ისედაც ვაპირებდი ამის
გაკეთებას ჩემი ინიციატივით. ამიტომ, შეკვეთის მოცემა არაა საჭირო. არც გასამრჯელოს ავიღებ
და ხვალიდანვე შევუდგები საქმეს.

მემფისის კლინიკიდან ვიტალი შელესტის გათავისუფლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან


ეს დაწესებულება გაძლიერებულად იყო დაცული. თანაც, შელესტის სავარაუდო
შეურაცხადობაც დიდი დაბრკოლება იყო იქიდან მის წამოსაყვანად. ერთი სიტყვით, სამუშაო
ძალიან ბევრი იყო და რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ ჯერ კლინიკაში შევაღწიე, ბოლოს
კი ვიტია მივაძინე და სასწრაფო მანქანით მოვიტაცე.

თითქმის სამშვიდობზე ვიყავით გასულები, როდესაც შელესტს გაეღვიძა, მშვიდად


ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მშვიდადვე მითხრა:

– მართლაც რომ ყოვლისშემძლეა „კაგებე“. რამდენი წელი გავიდა და მაინც გამომტაცეთ


ამერიკელების კლანჭებს. დიდება „კაგებეს“ და, რა თქმა უნდა, დიად საბჭოთა კავშირს!

ვიტალი შელესტი სულაც არ ჰგავდა შეურაცხადს, თუმცა, აშკარა იყო, რომ ინფორმაციის
ვაკუუმში იყოფებოდა და, მოულოდნელობისგან მართლა რომ არ შეშლილიყო, ნელ-ნელა
შევაპარე:

– საბჭოთა პატრიოტი ხართ?

– ჭეშმარიტად.

– გეტყობათ, ბევრი რამ არ იცით.


– მაინც, რას გულისხმობთ? მე ვიცი ერთადერთი რამ, კერძოდ კი ის, რომ საბჭოელი ვარ,
ამერიკელები მძულს და მათმა საგიჟეთმაც კი ვერ გამტეხა.

– ვერ გაგტეხათ, გეთანხმებით, მაგრამ, ერთ ინფორმაციას მოგაწვდით, ოღონდ იცოდეთ, არ


შეიშალოთ.

– ჰმ, შევიშალო. ამდენი წელია, ამერიკელებმა ვერ გამაგიჟეს და ერთი ტილიანი ინფორმაცია
შემშლის?

– აბა, მთელი თქვენი ნების კონცენტრაცია მოახდინეთ. ნერვები მოთოკეთ და მომისმინეთ.

– მზად ვარ, თქვით.

– იცით, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა?

– ხუმრობთ?

– არა, მართლა დაიშალა და, სამწუხაროდ, არც „კაგებე“ არსებობს.

ვიტალი შელესტმა თავი ჩაღუნა და ათიოდე წუთი უმოძრაოდ იყო, შემდეგ თავი ასწია, გაიღიმა
და მითხრა:

– არა უშავს. მთავარია, ჩვენ ვართ ცოცხლები. ბიძაჩემი როგორაა?

– კარგად. სწორედ მან გამომგზავნა თქვენთან.

შელესტის სამშობლოში დაბრუნებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ
ამერიკის მთავრობას საერთაშორისო სასამართლოში უჩივლეს და შელესტის სასარგებლოდ
ერთი მილიონი დოლარიც გადაახდევინეს. გარდა ამისა, საგიჟეთის ყოფილმა ტუსაღმა
ბესტსელერი გამოსცა, სადაც ამერიკულ საგიჟეთში ყოფნა აღწერა და ამ წიგნიდან შემოსულმა
თანხებმა ბევრად გადააჭარბა ამერიკულ კომპენსაციას. საბოლოოდ, ვიტალი შელესტი თავის
პროფესიულ საქმიანობას დაუბრუნდა – ის დღესაც რუსეთის წამყვანი ელექტროინჟინერია და
მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

შელესტის მსგავსი პატიმრები დღესაც საკმაოდ მრავლად არიან როგორც ამერიკაში, ასევე
რუსეთში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკის ახლანდელ პარტნიორ ქვეყნებში.

არც ისე დიდი ხნის წინ ერთი შემკვეთი დამიკავშირდა და მოსკოვში შეხვედრა მთხოვა. მე, რა
თქმა უნდა, კარგად შენიღბული, ერევნის გავლით, ყალბი საბუთებით ჩავფრინდი რუსეთის
დედაქალაქში და სასტუმრო „კონტინენტალის“ ღამის ბარში შევხვდი არაბული გარეგნობის,
მაგრამ, ევროპულად ჩაცმულ საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს.

– საღამო მშვიდობისა, ბატონო, – მომესალმა არაბი, აღმოსავლელი მამაკაცისთვის ჩვეული


მოწიწებით და საპასუხო მისალმების შემდეგ მითხრა – თქვენზე ბევრი საოცარი ამბავი მსმენია
და ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყოვლისშემძლე ხართ.
– ყოვლისშემძლე მხოლოდ ალაჰია, მისი ნების აღმსრულებელი კი – წინასწარმეტყველი
მუჰამედი, – ციტატით ვუპასუხე შემკვეთს, რომელმაც სასიამოვნოდ გაოცებულმა მომიგო:

– ეს ხომ ციტატაა ყურანიდან და აბსოლუტურ ჭეშმარიტებს შეიცავს.

– გეთანხმებით, ჩემო მეგობარო, – დავუდასტურე არაბს და ვკითხე:

– ხომ არ აჯობებს, რომ კონკრეტულ საქმეზე გადავიდეთ?

– დიახ, ასე აჯობებს, – მითხრა არაბმა და მკითხა, – რამეს ხომ არ მიირთმევთ?

– არა, გმადლობთ.

– კეთილი. ახლა კი საქმე, – თქვა არაბმა და ხმას დაუწია, – ყოფილი საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე, კავკასიაში, მდებარეობს პატარა ქვეყანა, რომელსაც საქართველო ჰქვია. ალბათ,
გსმენიათ მასზე?

– რა თქმა უნდა, მსმენია, – მივუგე შემკვეთს, გულში კი გამეცინა.

– ჰოდა, ჩემო ბატონო, ეს ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების უახლოესი პარტნიორია და


მის ყველა ბრძანებას მონური მორჩილებით ასრულებს. ჩვენ კი ამერიკისა და, შესაბამისად,
ყველა იმ ადამიანის თუ ქვეყნის მტრები ვართ, ვინც ამერიკას უდგას გვერდით მის
უსამართლობაში. თუმცა, იძულებულები ვართ, რომ ზოგჯერ ჩვენი გასაკეთებელი საქმე სხვას
შევუკვეთოთ. ასეა ამ შემთხვევაშიც და აქ იმიტომ მოგიწვიეთ, რომ შეკვეთა მოგცეთ.

არაბის სიტყვებმა სისხლი გამიყინა ძარღვებში, რადგან, წარმოვიდგინე, როგორ აფეთქდა


თბილისის რამდენიმე ხალხმრავალ ადგილზე არაბი ტერორისტების მიერ დადებული მძლავრი
ასაფეთქებელი მოწყობილობები.

„აქ რაღაც სხვა ამბავი უნდა იყოს, – გავიფიქრე გუნებაში, – არაბები მხოლოდ ამერიკის
პარტნიორობისთვის არ შეიძულებდნენ საქართველოს“.

– გისმენთ, ჩემო მეგობარო, რა შეკვეთა უნდა მომცეთ? – ვკითხე არაბს.

– საქართველოს დედაქალაქის, თბილისის მახლობლად, მდებარეობს საიდუმლო ციხე,


რომელიც მხოლოდ ოცდაათადგილიანია და იქ ზის აი, ეს ადამიანი, ვინმე აბუ ბასალი. ის
ამერიკელებმა შეიპყრეს ბეირუთში და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩასვეს ციხეში, რომ მათი
შეკვეთა არ შეასრულა – ერთ-ერთი ჩვენი მებრძოლი ძმა არ გამოასალმა სიცოცხლეს. აბუ ბასალი
პროფესიით ექიმია და მას ჩვენი მებრძოლი ძმის მოწამვლას ავალებდნენ. აბუ ბასალს თავის
ცხოვრებაში ერთი ადამიანიც კი არ ჰყავს მოკლული, გადარჩენილი კი რამდენიც გნებავთ. მას,
ჩვენგან განსხვავებით, იარაღიც კი არასდროს სჭერია ხელში და მთელი ცხოვრება ადამიანების,
მათ შორის ამერიკელი ტყვეების, მკურნალობაში გაატარა. ამ რამდენიმე თვის წინ კი ჩვენი
ჰუმანისტი ძმა შეიპყრეს, ტერორიზმში დაადანაშაულეს და თბილისის ამ საიდუმლო ციხეში
უკრეს თავი. ჩვენ მის გათავისუფლებაში ორ მილიონ დოლარს ვიხდით, ოღონდ საქმე სუფთად
უნდა გაკეთდეს და ჩვენი ძმა, აბუ ბასალი, საღ-სალამათი უნდა მომიყვანოთ. გამოგიტყდებით,
რომ ძალიან რთული საქმეა და, თუ ვერ შეძლებთ, მაშინ სხვა გზას მივმართავთ, თქვენი
შეწუხებისთვის კი ორმოცდაათ ათას დოლარს მიიღებთ. რას იტყვით, ყაბულს ხართ?

მიუხედავად იმისა, რომ ორ მილიონ დოლარს მთავაზობდნენ და გარისკვად ღირდა, სხვა


სიტუაციაში შარს თავს ავარიდებდი და უარს ვიტყოდი, მაგრამ, რადგან საქმე ჩემს სამშობლოს
ეხებოდა და უარის შემთხვევაში, არაბებს შეეძლოთ, თბილისში საშინელება დაეტრიალებინათ,
ჩემ წინ მჯდომს მივუგე:

– დიახ, თანახმა ვარ და, გარწმუნებთ, ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ –
აბუ ბასალს ცოცხალსა და უვნებელს მიიღებთ.

– კეთილი, ჩემო ბატონო. თანხას, გნებავთ, ქეშად მოგართმევთ, გნებავთ, გადმოგირიცხავთ.


როგორ გაწყობთ?

– როგორც ყოველთვის: ნახევარი თანხა წინასწარ დამისვით ანგარიშზე, მეორე ნახევარი კი


საქმის შემდეგ გადმომირიცხეთ. აი, ანგარიშის ნომერი.

შემკვეთმა ჩემ წინ დაწვა ქაღალდი და მითხრა:

– ხვალ დილით ერთი მილიონი დოლარი თქვენს ანგარიშზე დაჯდება. ახლა კი ერთმანეთს
დავშორდეთ. თუ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ჩაივლის და აბუ ბასალს ციხიდან გამოიყვანთ,
ჩათვალეთ, რომ ჩვენი სახით უერთგულეს მეგობრებს შეიძენთ.

– მშვიდობით, – ვუთხარი შემკვეთს და „კონტინენტალის“ ბარი პირველმა დავტოვე. შემდეგ


პირდაპირ აეროპორტში გავემართე და ერევნის გავლით თბილისში დავბრუნდი. სახლში რომ
მივედი, თენდებოდა, მაგრამ, ძილი არ მეკარებოდა და იმ საშინელ პერსპექტივაზე ვფიქრობდი,
რაც ჩვენს ქალაქს ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ უდანაშაულო არაბ ექიმს ციხიდან ვერ
გამოვიხსნიდი.

„ეეჰ, თქვე სუპერ-კრეტინებო, – ვფიქრობდი გუნებაში, – ამერიკელების ჭკუას აჰყევით და თქვენი


სამშობლო ტერორისტების დარტყმის ქვეშ დააყენეთ! ეგღა გვაკლია, რომ თბილისში ბომბები
აგვიფეთქონ“...

შემკვეთისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ აბუ ბასალს მაქსიმუმ ერთ თვეში გამოვიხსნიდი
ტყვეობიდან. არადა, ციხე ისეთი მიუვალი და კარგად დაცული იყო, რომ შიგნით ჭიანჭველაც
ვერ შეაღწევდა. ერთი კვირა შორიახლო ვუტრიალებდი ციხეს, მაგრამ, ვერაფერი მოვიფიქრე და
მრავალსვლიან, ურთულეს ვარიანტზე შევჩერდი, რაც მხოლოდ ჩემზე არ იყო დამოკიდებული
და ერთ მცირე შემთხვევითობასაც კი ადვილად შეეძლო ყველაფრის ჩაშლა. ჩემი
მრავალსვლიანი კომბინაცია იმაში მდგომარეობდა, რომ, უნდა შემეტყო ციხის უფროსის
ვინაობა, შემესწავლა მისი პირადი ცხოვრება და მისი ოჯახის წევრის ან წევრების მოტაცების
შედეგად იძულებული გამეხადა, რომ მას აბუ ბასალი საპყრობილიდან გამოეყვანა.

გეგმას მრავალი მინუსი ჰქონდა, მთავარი კი ის იყო, რომ, თუ ციხის უფროსი ჯორზე
შეჯდებოდა და ტუსაღს არ გაათავისუფლებდა, მე, რა თქმა უნდა, მისი ოჯახის წევრს თითსაც არ
დავაკარებდი, თუმცა, სხვა ვარიანტი არ მქონდა, ძველ გეგმაზე შევჩერდი და ჩანაფიქრის
განხორციელებას შევუდექი.

საიდუმლო ქართული ციხის უფროსი პოლკოვნიკი, ვინმე ანზორი იყო. მას ცოლი, შვილი,
რძალი და ექვსი წლის შვილიშვილი – ანზორი ჰყავდა. ბავშვი სკოლაში სწავლობდა, პირველ
კლასში და ის დედას დაჰყავდა სასწავლებელში. ერთ მშვენიერ დღეს, რა თქმა უნდა,
შენიღბული, დედა-შვილს სკოლის შორიახლო წამოვეწიე, ციხის უფროსის რძალი შევაჩერე და
ვუთხარი:

– ეკა, ჩემო კარგო, მე ახლა საგანგებო დავალებას ვასრულებ, კარგად მომისმინე და, რასაც გეტყვი,
ზუსტად შეასრულე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, დიდ ხიფათში გაებათ, ამას კი თქვენი
მამამთილი, ბატონი ანზორი, არასდროს მაპატიებს.

– თქვენ ანზორმა გამოგგზავნათ? – მკითხა დამფრთხალმა გოგონამ, მე კი მას გავუღიმე,


მრავალმნიშვნელოვნად ჩავუკარი თვალი და მივუგე:

– რა თქმა უნდა, მან გამომგზავნა. ისე დაიჭირეთ თავი, თითქოს არაფერი ხდება. ჩვენ ახლა
რუსები გვითვალთვალებენ და ხელსაყრელ მომენტს ეძებენ, რომ გაგიტაცონ.

– გაგვიტაცონ? – გაფითრდა გოგონა, მე კი ჩუმად ვუთხარი:

– სიმშვიდე, ჩემო კარგო, თავდაჭერილობა და სიმშვიდე – აი, რა გვიხსნის ახლა ჩვენ... არანაირი
მობილური ზარები, არავითარი მისამართისა და ოჯახის წევრების ადგილსამყოფლის ხსენება.
სავარაუდოდ, ჩვენ გვისმენენ კიდეც და, ერთი სული აქვთ, თქვენი მამამთილის
ადგილსამყოფელი დაადგინონ, რომ მოიტაცონ, სასტიკად აწამონ და სახელმწიფო
საიდუმლოება გაათქმევინონ. ამიტომ, თქვენი მობილური შეუმჩნევლად გამორთეთ, რომ
შემთხვევით ვინმემ არ დაგირეკოთ და თქვენი ოჯახის წევრების ნომერი არ გაიშიფროს.

გოგონა ისე იყო დაბნეული, რომ მობილური გამორთო და, რომ მეთქვა, ბუჩქებში შეძვერი და
დაიმალეო, ამ სისულელესაც უსიტყვოდ შეასრულებდა. ამგვარად მივხვდი, რომ ის უკვე
დაბმული მყავდა და ვუთხარი:

– ახლა, ჩემო ეკა, აი, იმ ჭადართან რომ შავი „მერსედესი“ დგას, წადი და ფრთხილად ჩასხედით
შენ და ანზორი. მე კი, ჯერ რუსებს გავიტყუებ, მერე კი მოვალ და უსაფრთხო ადგილზე
წაგიყვანთ.

გოგონა „მერსედესისკენ“ გაემართა, რომელიც ერთი კვირით მქონდა ნაქირავები, მე კი სამიოდე


წუთი აქეთ-იქით ვიარე, შემდეგ მანქანაში ჩავჯექი, ფრთხილად დავძარი ადგილიდან და
ქალაქში მანევრირებას შევუდექი.

– კუდს ამოწმებთ, ხომ? – მკითხა ეკამ, რომელსაც ანზორი მკერდზე ჰყავდა მიხუტებული.

– როგორ გეტყობა, რომ ბატონი ანზორის რძალი ხარ. რა თქმა უნდა, კუდს ვამოწმებ. ცოტა ხანს
აქეთ-იქით ვივლი და, როცა დავრწმუნდები, რომ ყველაფერი წესრიგშია და არავინ აგვკიდებია,
უსაფრთხო ადგილზე გადაგიყვანთ.
კიდევ ათიოდე წუთი ვიარე ქალაქში, ბოლოს კი მცხეთისკენ შევუბერე და საგურამოში ერთ-
ერთ აგარაკზე ავედი, რომელიც ციხესიმაგრეს უფრო ჩამოჰგავდა და ეზოში სამი უზარმაზარი
ნაგაზი დარბოდა. ეს აგარაკი ერთ ჩემს ნაცნობს ეკუთვნოდა. ის ამერიკაში იყო წასული ექვსი
თვით და იქაურობას მისი მოსამსახურე უვლიდა. მოსამსახურე მე საიმედოდ მყავდა
გამოკეტილი და არც ძაღლებთან მქონდა პრობლემები, რადგან ნაგაზები მცნობდნენ და ჩემს
ყველა ბრძანებას ასრულებდნენ. ამგვარად, დედა-შვილი ისე ტექნიკურად მოვიტაცე, რომ ისინი
ვერაფერს მიხვდნენ და ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა.

აგარაკზე წინასწარ გავაქრე ტელეფონი. სახლში რომ შევედით, დედა-შვილს ვიდეოკამერა


მივუშვირე და, სანამ გადაღებას დავიწყებდი, ვუთხარი:

– ეკა, ჩემო კარგო, ბატონ ანზორს უნდა მივუტანო ეს ფირი და შენ და ანზორიკომ ორიოდე
სიტყვა უთხარით, რომ დარწმუნდეს თქვენს უსაფრთხოებაში.

დედამაც და შვილმა პოლკოვნიკი მოიკითხეს, დააიმედეს, რომ კარგად არიან და მოუწოდეს,


რომ თავს გაფრთხილებოდა. მე ისინი გადავიღე, თუმცა, ხმა არ ჩამიწერია და, მას მერე, რაც ეკას
სახლი დავათვალიერებინე, მისი გამორთული მობილური ჯიბეში ჩავიდე და აგარაკიდან
წამოვედი, მანამდე კი გოგონას დავუბარე:

– იცოდე, ცხვირი არ გამოყოთ გარეთ. მე სულ მალე დავბრუნდები და ახალ ამბებს მოგიტანთ,
რომელიც, იმედია, სასიკეთო იქნება.

„მერსედესი“ თბილისისკენ დავძარი, დიღომში გავაჩერე, ეკას მობილური ჩავრთე და ანზორთან


დავრეკე.

– ეკა, შვილო, სად ხარ და ტელეფონი რატომ გქონდა გამორთული? – მომაყარა ანზორმა, მაგრამ,
ხმა ჩაუწყდა, როდესაც მე ვუპასუხე:

– მე თქვენი მეგობარი ვარ, პოლკოვნიკო და ეკას დავალებით ვრეკავ. ყველაფერი კარგადაა.


პანიკაში ნუ ჩავარდებით და, თუ გინდათ, რომ ცუდისკენ არაფერი შეიცვალოს, ზუსტად ერთ
საათში მარტო მოდით „გეპეის“ ადმინისტრაციულ კორპუსთან და კიბეებთან დადექით.
გიმეორებთ, მარტო მოდით და არავის არაფერი უთხრათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი
ძალიან ცუდად დასრულდება.

– გასაგებია. ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც მიბრძანებთ. ნახვამდის, – მითხრა ანზორმა.

მე ტელეფონი გავთიშე და „გეპეისკენ“ გავაქროლე მანქანა. რომ მივედი, კუთხეში გავჩერდი და


იქაურობის დაზვერვას შევუდექი.

პოლკოვნიკი ანზორი ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა საკუთარი „ჯიპით“. მანქანა პარკინგზე
გააჩერა, გადმოვიდა და ადმინისტრაციული კორპუსის კიბეებთან დადგა. მე ისევ ყურადღებით
შევათვალიერე იქაურობა და „მერსედესით“ კიბეებთან მივედი, კარი გავაღე და დავუძახე:

– ბატონო ანზორ, სწრაფად ჩაჯექით, გვეჩქარება!


პოლკოვნიკი გვერდით მომიჯდა. მე მანქანა ადგილიდან დავძარი, რამდენიმე მანევრი
შევასრულე და, რომ დავრწმუნდი, არავინ მოგვდევდა, გეზი იპოდრომისკენ ავიღე, „მერსედესი“
უკაცრიელ ადგილზე გავაჩერე და ვუთხარი:

– მე წარმოვადგენ ადამიანთა იმ ჯგუფს, ვინც თავისიანებს არასდროს ტოვებს გაჭირვებაში, მით


უმეტეს, თუ ეს თავისიანები ყოვლად უდანაშაულო, პატიოსანი ადამიანები არიან. ჩვენ,
ისლამისტმა ძმებმა თქვენი რძალი და შვილიშვილი უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ და,
გარწმუნებთ, მათ არც კი იციან, რომ გატაცებულები არიან. აი, ნახეთ...

პოლკოვნიკმა ვიდეოკადრები ნახა და, როდესაც დარწმუნდა, რომ არ ვატყუებდი, შვებით


ამოისუნთქა და მკითხა:

– რა მოთხოვნები გაქვთ?

– ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია: თქვენი საიდუმლო ციხიდან აბუ ბასალი უნდა გამოიყვანოთ
და ჩაგვაბაროთ. სანაცვლოდ კი უვნებლად ჩაგაბარებთ თქვენს რძალსა და შვილიშვილს, გარდა
ამისა, ერთ მილიონ დოლარსაც მიიღებთ.

– რაო, რა ბრძანეთ?! – შეცბა პოლკოვნიკი, მე კი მას გავუმეორე:

– აბუ ბასალის სანაცვლოდ თქვენიანებს და ერთ მილიონ დოლარს მიიღებთ, მართალია, ამის
მერე თქვენ აქ აღარ დაგედგომებათ, მაგრამ, მე მგონი, ეს ნაბიჯი ღირს იმად, რომ თქვენიანების
სიცოცხლე გადაარჩინოთ და, თანაც, ისინი საშვილიშვილოდ უზრუნველყოთ.

ჩემს სიტყვებზე პოლკოვნიკი წამოენთო და ჩემკენ წამოიწია, მაგრამ, დროზევე მოთოკა თავი,
შეჩერდა და მითხრა:

– რა გარანტია მაქვს, რომ, თუ თქვენს მოთხოვნას შევასრულებ, ჩემი შვილიშვილი და რძალი


უვნებლები დაბრუნდებიან სახლში?

– აი, პოლკოვნიკო, მილიონი დოლარი, – ანზორს შავი კეისი ჩავუდე მუხლებში, რომელიც
ასდოლარიანი დასტებით იყო სავსე, – თანაც, გარწმუნებთ, რომ არც მანიაკი-კანიბალი ვარ, რომ
თქვენები შევჭამო და არც გიჟი ალტრუისტი, რომ მილიონები ვფანტო. მე მხოლოდ და მხოლოდ
საძმოს დავალებით ვმოქმედებ და, რამე რომ დამემართოს ან აბუ ბასალი რომ არ გამოიყვანოთ,
ვერც თქვენებს იხილავთ ოდესმე და, თბილისშიც იმდენი ბომბი აფეთქდება უახლოეს დღეებში,
რომ ნახევარი ქალაქის გაწყვეტას ეყოფა. ამიტომ, გირჩევთ, ჯობია, იყოთ მდიდარი და
ცოცხალი... მართალია, მიმალვაში, მაგრამ, მაინც ცოცხალი... ვიდრე მკვდარი და უპოვარი.
ამოირჩიეთ... მაგრამ, იჩქარეთ, დრო არ ითმენს, რადგან, ჩემი მორწმუნე ძმები ჩემს ნიშანს
ელოდებიან, რომ თქვენი ცოდვილი ქალაქი, სადაც ბილწი ამერიკელების საიდუმლო ციხე
მდებარეობს, აღგავონ პირისაგან მიწისა.

– თქვენებურად იყოს. აბუ ბასალს ამაღამ გამოვიყვან და პირადად მოგგვრით, ოღონდ,


მითხარით, სად მოვიყვანო.
– მოიყვანთ აქ, ორ საათში კი თქვენს რძალსა და შვილიშვილს მიიღებთ. მაგრამ, ჩვენი გაცურება
რომ სცადოთ, გარწმუნებთ, ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება და ამაში დამნაშავე მხოლოდ
და მხოლოდ თქვენ იქნებით.

– დარდი ნუ გაქვთ, ყველაფერი რიგზე იქნება. გიჟი ან ფანატიკოსი კი არ ვარ, რომ შვილიშვილი
და რძალი გავწირო. ჯანდაბაში წასულან ამერიკელები და, თუ საჭიროა, ჩემი თავიც. მელოდეთ,
ზუსტად ღამის პირველ საათზე მოგგვრით აბუ ბასალს.

მე ნამდვილად არ ველოდი საქმის ასეთ სწრაფ განვითარებას, ამიტომ, შემკვეთს დავუკავშირდი


და წინასწარ შეთანხმებული ტექსტით ვაუწყე, რომ „ტავარი“ ღამის პირველ საათზე ჩემთან
იქნებოდა. შემკვეთმა კი იმავე ტექსტით მომიგო, რომ „ტავარი“ ღამის სამ საათზე ცხინვალის
გადასახვევთან მიმეყვანა, იქიდან კი თავადვე იზრუნებდნენ მის ტრანსპორტირებაზე.

ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა: პოლკოვნიკმა ანზორმა აბუ ბასალი ზუსტად ღამის პირველ
საათზე მომიყვანა. მე მას ეკას მობილური მივეცი და ვუთხარი, რომ ჩემს ზარს დალოდებოდა.
ხოლო, როდესაც „ტავარი“ ცხინვალის გადასახვევთან მივიყვანე და პატრონს ჩავაბარე,
პოლკოვნიკს დავურეკე და მისი შვილიშვილისა და რძლის ადგილსამყოფელი ვაუწყე...

სხვათა შორის, პოლკოვნიკმა მიმალვაზე უარი განაცხადა, პროკურატურაში მივიდა და ჩაბარდა.


თუმცა, როგორც სანდო წყაროდან შევიტყვე, მილიონი დოლარის შესახებ კრინტიც არავისთან
დაუძრავს და, რომ იტყვიან, მისმა ოჯახმა შეირგო... თავად ანზორი კი გაასამართლეს და ჯერ
ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, შემდეგ კი ათი წელიც მიუმატეს და ოცდაათ წლით
გამოამწყვდიეს უმკაცრესი რეჟიმის ციხეში, რომელიც ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა
სამინისტროს ჯურღმულებში მდებარეობს...

პოლკოვნიკ ანზორის ისტორიას გაგრძელება ჰქონდა. მე ამ საიდუმლო ციხის ამბავი


დემოკრატიული ევროპის, რუსეთისა და არაბული ქვეყნების ტელევიზიებს შევატყობინე,
აგრეთვე, დაწვრილებითი ინფორმაციები გავავრცელე ინტერნეტში და საქართველოს
მოსახლეობაშიც გავავრცელე ანზორის ისტორია.

როგორც სანდო წყაროსგან შევიტყვე, საქართველოს მთავრობა ძალიან შეაშფოთა ჩემმა


საქციელმა და ძებნა დამიწყეს, პარალელურად კი ანზორს დაემუქრნენ, რომ მას და მის ოჯახს
გაანადგურებდნენ. თუმცა, ეს ფუჭი მუქარა იყო, რადგან, ანზორისა და მისი ოჯახის ამბავი
ძალიან „გაბაზრებული“ იყო და რომელიმეს თმის ღერიც რომ ჩამოვარდნოდა, საქართველოს
მთავრობას დემოკრატიული ევროპა მაგრად „შეახურებდა“. ხოლო, ოცდაათწელიწადმისჯილი
პოლკოვნიკის უსაფრთხოება რომ გარანტირებული ყოფილიყო, საპყრობილეში მას ადამიანთა
უფლებების დამცველი, ავტორიტეტული ევრომონიტორჯგუფები ყოველთვიურად
აკითხავდნენ და ამ ვიზიტებს მათ ვერავინ, თვით ქვეყნის პირველი პირიც კი ვერ უკრძალავდა.

პოლკოვნიკის ციხეში გამომწყვდევიდან ექვსი თვე იყო გასული, როდესაც სანდო წყაროსგან
შევიტყვე, რომ პოლკოვნიკზე შურისძიების მიზნით, მის ინფიცირებას აპირებდნენ და ისეთი
ვაქცინა უნდა შეეშხაპუნებინათ მისთვის, რომელიც მას მეტასტაზებს გაუჩენდა და კიბოთი
მოკლავდა. სანდო წყაროს ფულს ვუხდიდი, მას კარგად შენიღბული ვხვდებოდი და პირადად
მისგან ვიღებდი ინფორმაციებს. მორიგი კონსპირაციული შეხვედრის დროს, რომელიც ჩემთვის
ტრადიციულ ადგილზე, ალექსანდრეს ქვედა ბაღში შედგა, სადაც ადრე „ძიას“ ვხვდებოდი
ხოლმე, ჩემმა ინფორმატორმა მითხრა:

– საბოლოოდ გადაწყდა პოლკოვნიკის მოსპობა შურისძიების მიზნით და ეს აქცია უახლოეს


დღეებში უნდა განხორციელდეს.

– რას ნიშნავს – საბოლოოდ გადაწყდა? – ვკითხე მე, მან კი მიპასუხა:

– იმას, რომ ამაზე თანხმობა ამერიკელებმა გამოთქვეს, რადგან ყველაზე მეტად ისინი
დაზარალდნენ ამ საიდუმლო ციხის ამბის „გაბაზრებით“ და პოლკოვნიკის ლიკვიდაციის
საშუალებასაც ისინი იძლევიან.

– რა საშუალებას?

– ესაა ბლანტი, ვარდისფერი სითხე, რომელსაც ადამიანს ვენაში უშხაპუნებენ. დროთა


განმავლობაში ეს სითხე კიბოს ბაცილას ავრცელებს ორგანიზმში. ადამიანს მეტასტაზები
უვითარდება და ექვს თვეში კვდება. ყველაზე საშინელი ამ ისტორიაში ისაა, რომ ადამიანი
ბოლო ორი თვე საშინლად წვალობს, იტანჯება და სწორედ ეს ტანჯვაა ის შურისძიება, რაც მან
ციხის ისტორიის გამო უნდა იგემოს.

– საშინელებაა. კონკრეტულად როდის ჩამოვა ეს ვაქცინა?

– მაქსიმუმ ორ კვირაში და ამავე პერიოდში მოხდება მისი ინფიცირება.

ჩემი სანდო წყაროს სიტყვების გამო სინდისის ქენჯნა დამეწყო, რადგან პოლკოვნიკი თავიდან
ბოლომდე მე გავხვიე შარში და ვალდებული ვიყავი, ის ამ გასაჭირიდან გამომეხსნა. ამიტომ,
ჩემს წყაროს ვუთხარი:

– რა დაჯდება პოლკოვნიკის იმ ჯურღმულიდან მანამდე გამოყვანა, სანამ მას იმ სასიკვდილო


სითხეს შეუშხაპუნებენ?

– მილიონი დოლარი, – ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მომიგო წყარომ და დაამატა – მე პირადად


გამოვიყვან მას და მოგგვრით.

– ასე ძვირი რატომ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ამის მერე საქართველოდან უნდა გავქრე, წინააღმდეგ შემთხვევაში,
მე გამაქრობენ. მილიონი დოლარი კი ის თანხაა, რომელიც მე აქედან აბარგებაში დამეხმარება
და, თუკი გაწყობთ, შემიძლია, ხვალვე გავჩარხო ეს საქმე.

– მაწყობს, მაგრამ, ერთ კვირაში. თუ, რა თქმა უნდა, მას მანამდე არ მოწამლავენ.

– არ მოწამლავენ. ერთ კვირაში პოლკოვნიკს იქ მოგიყვანთ, სადაც მეტყვით, ფული კი მისი


მიღების მერე გადმომეცით.
– ფულს, თუ გნებავთ, ახლავე მოგცემთ.

– არა. ერთი კვირის მერე იყოს. მილიონი დოლარის ერთი კვირით სახლში შენახვა საკმაოდ
საშარო საქმეა. მით უმეტეს, რომ იტალიურ ეზოში ვცხოვრობ და რკინის კარებიც არ მაქვს.

– კარგი, ერთ კვირაში შევხვდეთ, – შევუთანხმდი ჩემს წყაროს.

ერთი კვირა იმისთვის მჭირდებოდა, რომ პოლკოვნიკისთვის ქვეყნიდან გასასვლელი ფანჯარა


მომემზადებინა და მისთვის საიმედო თავშესაფარი მომეძებნა, რადგან, სულელისთვისაც კი
ნათელი იყო, რომ მას ასე ადვილად არ დაანებებდნენ თავს, მით უმეტეს – ამერიკელები,
რომლებსაც მან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

დათქმულ დროსა და ადგილზე მე და ჩემმა წყარომ ფული და პოლკოვნიკი გავცვალეთ. სანამ


დავშორდებოდით, წყარომ მითხრა:

– თავი სიზმარში მგონია. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მილიონ დოლარს


ვიშოვიდი.

– ეს არც ისე ცოტა ფულია, ჩემო კარგო და, თუკი ადამიანი გონივრულად მოიხმარს მას,
შეიძლება, კარგი ცხოვრებაც კი აიწყოს, – ვუთხარი წყაროს, – მაგრამ, თქვენს მდგომარეობაში
მყოფ ადამიანს მილიონი დოლარი ყველა პრობლემას ვერ მოუხსნის, ამიტომ, მეგობრულად
გირჩევთ, რომ მეტი სიფხიზლე და წინდახედულება გამოიჩინოთ. კარგად დაიხსომეთ, რომ
თქვენი პირდაპირი მტერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელსაც თქვენ მტკივნეული
დარტყმა მიაყენეთ, ეს ქვეყანა კი ასეთ რამეებს არავის არასოდეს პატიობს და დარტყმას ათმაგად
პასუხობს.

– რამე კონკრეტულს მირჩევთ?

– დიახ. გარეგნობა შეიცვალეთ და სადმე, ტბის ნაპირას პატარა სახლი იყიდეთ. ახლა კი
მშვიდობით, წარმატებებს გისურვებთ!

პოლკოვნიკი ანზორი პირდაპირ საგურამოში მივიყვანე, სადაც ადრე მისი რძალი და


შვილიშვილი მყავდა დაბინავებული და ვუთხარი:

– ხვდებით, ალბათ, რაშიცაა საქმე...

– მე მგონი, კი, – თავი დამიქნია ანზორმა და დაამატა, – მეც იმ დღეში ვარ, როგორშიც ის, თქვენი
ეგრეთ წოდებული წყაროა, რომელსაც თქვენ ამერიკელებისგან დამალვა ურჩიეთ.

– თქვენ ბევრად უარეს დღეში ხართ, პოლკოვნიკო. ამერიკელები საშინელ აღსასრულს


გიმზადებდნენ და ციხიდან ასე სასწრაფო წესით იმიტომ გამოგიხსენით.

– მაინც, რას მიპირებდნენ?


– წამებით მოკვლას, ჩემო კარგო. მათ სპეციალური სითხე აქვთ, რომელსაც ადამიანს ვენაში
უკეთებენ და ექვსი თვის შემდეგ ის კიბოთი კვდება. ბოლო ორ თვეს კი, საშინელ ტანჯვა-
წამებაში ატარებს.

პოლკოვნიკმა პაუზა გააკეთა და მითხრა:

– ასეთ ზრუნვას რატომ იჩენთ ჩემი პერსონის მიმართ?

– იმიტომ, პოლკოვნიკო, რომ ჩემი იძულების მსხვერპლი გახდით, ეს იძულება კი ჩემი ქვეყნის
ინტერესებმა მიკარნახა. არაბი ტერორისტებისთვის აბუ ბასალი საღ-სალამათი რომ არ
მიმეყვანა, ტერორისტები საქართველოს ააოხრებდნენ და ამერიკა ვერაფერს გვიშველიდა.

– და, რამდენი დაგიჯდათ თქვენი პატრიოტიზმი?

– ორი მილიონი უკვე გადავიხადე, ერთიც – თქვენ და სამი გამოდის.

– მილიარდერი ხართ?

– ყოველ შემთხვევაში, მიღირს.

პოლკოვნიკმა გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ შეჩერდა და მითხრა:

– საოცრად უცნაური ადამიანი ჩანხართ. სხვა, თქვენს ადგილას, მათ შორის, ალბათ, მეც, ასე არ
მოვიქცეოდი.

– ყველას თავისი მორალი აქვს, მაგრამ, ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის. თუ გადარჩენა
გსურთ, უნდა დამიჯეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიღუპებით.

– გისმენთ, ბატონო, ყურადღებით გისმენთ და გემორჩილებით.

– ყველაფერი მზად მაქვს. თქვენთვის ქვეყნიდან გასასვლელი ფანჯარა უკვე გაჭრილია და ზეგ
ჯერ ერთ შუალედურ ნაბიჯს გადავდგამთ, ორ-სამ კვირაში კი აქაურობას, ალბათ, კარგა ხნით
დატოვებთ.

– შუალედურ ნაბიჯს?

– დიახ, პოლკოვნიკო, ამის გაკეთება აუცილებელია.

– და, რა ნაბიჯია ეს?

– გარეგნობა უნდა შეიცვალოთ.

– შენიღბვას მიპირებთ? – გაეცინა პოლკოვნიკს, რომელიც ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი. მე


კი მივუგე:

– არა, ბატონო ანზორ. თქვენ პლასტიკური ოპერაცია უნდა გაიკეთოთ. შემდეგ რუსეთში
დასახლდეთ და, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები რომ იტყვიან: „ბალახზე დაბალი და წყალზე
წყნარი უნდა იყოთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიპოვიან და უსასტიკესად გაგისწორდებიან.
მერწმუნეთ, ჩემო მეგობარო, რომ ამერიკელები ასეთ რამეს არავის არასოდეს პატიობენ და
თქვენს ძებნას ისე დაიწყებენ, თითქოს ბინ ლადენი იყოთ.

ჩემს სიტყვებზე პოლკოვნიკს მიტკლისფერი დაედო და მცირე ხნით გაყუჩდა. შემდეგ კვლავ
გააბოლა და მითხრა:

– ჩემიანებიც არ უნდა ვნახო?

– რამდენიმე წელიწადი მაინც.

– მაინც, რამდენი?

– მინიმუმ ხუთი.

– ხუთ წელიწადს მათ გარეშე რა გამაძლებინებს?

– თუ ასე არ იზამთ, მაშინ მათთან სამუდამოდ მოგიწევთ განშორება და მათაც დიდ შარში
გახვევთ. ახლა კი აირჩიეთ – ან პირველი ან მეორე.

– პირველი, – მტკიცედ მომიგო ანზორმა და მკითხა, – ექიმი სანდო კაცია?

– ბოლომდე სანდო არავინაა. ექიმი კი საკმაოდ სანდოა, თანაც, რამდენიმე პრევენციულ


ღონისძიებასაც ჩავატარებთ და, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.

ანზორმა დამიჯერა და ორი დღის შემდეგ ერთმა ძალიან კარგმა ქირურგმა მას საუცხოო
ოპერაცია ჩაუტარა, რომელიც საგურამოში გაკეთდა. ექიმი იქ თვალახვეული მივიყვანე და
თვალახვეულივე დავაბრუნე უკან, მის საბანკო ანგარიშზე კი ორმოცდაათი ათასი დოლარი
გადავრიცხე. ექიმი მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, რომ ამ ამბის გათქმის შემთხვევაში,
სიკვდილი არ ასცდებოდა.

– რას ბრძანებთ, ბატონო ჩემო, – მითხრა ექიმმა, – გიჟი კი არ ვარ, რომ ასეთი სისულელე
ჩავიდინო! მე არა მარტო პროფესიონალი ქირურგი ვარ, არამედ, საკმაოდ ჭკვიანი კაციც; თან,
კომფორტული ცხოვრებაც მიყვარს და, მერწმუნეთ, რომ ენაზე კბილის დაჭერა ძალიან კარგად
ვიცი.

– ჰოდა, მოვილაპარაკეთ. მშვიდობით, ექიმო...

– მშვიდობით, ბატონო! და ჩემზე ნუ იდარდებთ. რაც დაგიბარეთ, პაციენტს ყველაფერი


ზუსტად ისე გაუკეთეთ და ორ კვირაში სახეზე წერტილიც არ დარჩება, – მითხრა ექიმმა და ასე
დავშორდით ერთმანეთს.

პოლკოვნიკს ძალიან მოუხდა ახალი გარეგნობა, თანაც, თავის ნამდვილ ასაკზე ათი წლით
ახალგაზრდად გამოიყურებოდა. მას მე ყველა საჭირო საბუთები გადავეცი, რომლებსაც წყალი
არ გაუვიდოდა. სანამ ცხინვალის გავლით რუსეთში გაემგზავრებოდა, მისი საბანკო ანგარიშის
ნომერიც ვაუწყე და ვუთხარი:
– დაიხსომეთ, პოლკოვნიკო, რომ თქვენ უმაღლესი კატეგორიის ძებნილი ხართ. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ ხმითაც გეძებენ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ილაპარაკოთ ტელეფონით,
ანუ, ყოველმხრივ მოერიდეთ ელექტროქსელში ხმოვან ჩართვას.

– ხუმრობთ? – გაეცინა ანზორს, მე კი სრული სერიოზულობით მივუგე:

– სულაც არა. ამერიკელებს სპეციალური პროგრამული მოწყობილობა აქვთ, რომელიც ყველა


სახის ელექტროქსელში შეჰყავთ და, საკმარისია, ძებნილმა დაილაპარაკოს ტელეფონით ან სხვა
საშუალებით, რომ სიგნალი „ცეერუში“ მიდის მისი ზუსტი კოორდინატების შესახებ.

– ეგ როგორ? – მკითხა გაოცებულმა პოლკოვნიკმა.

– მაგალითად, თქვენ დგახართ ლაღიძის წყლებთან და მობილურით ვიღაცას ესაუბრებით.


„ცეერუში“ ელვისებურად მისული სიგნალის მერე მიმღები მონიტორზე ხედავს იმ ადგილს,
სადაც დგახართ. ამის შემდეგ კი თქვენი დაპატიმრება ან ლიკვიდაცია უკვე ტექნიკის საქმეა.
ასეთი მოქმედებები „ცეერუს“ ავტომატიზმამდე აქვს აყვანილი და ამის გაკეთება საქართველოში
ნამდვილად არ გაუჭირდება. რუსეთში შედარებით გართულებულია მათთვის ასეთი ტიპის
სპეცოპერაციის ჩატარება, მაგრამ, უკვე თქვენი აღმოჩენისა და გაშიფვრის ფაქტი იქნება დიდი
მიღწევა, შემდგომი მოქმედებები კი მათ თვით რუსეთშიც კი ხელეწიფებათ. ამიტომ, ზუსტად
დაიცავით უსაფრთხოება და არასოდეს დაარღვიოთ ის.

– საოცარია, – თავი გააქნია პოლკოვნიკმა, – ამერიკელების დედაც... მართლაც რომ მაგრები


არიან.

– არც რუსები არიან ნაკლები. აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ!

პოლკოვნიკი დღესაც რუსეთში ცხოვრობს და ისე კარგად მოერგო იქაურობას, რომ მას თვით
ეშმაკიც ვერ მიაგნებს. ის მუშაობს. ჰყავს ქალი და, ისეთი შეუმჩნეველი და კარგად შენიღბულია,
რომ ვერავინ იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ მიიტანს, თუ ვინ იმალება ამ კაცის მიღმა. მე
შეგნებულად არ ვასახელებ მის საცხოვრებელ ქალაქსა და პროფესიას, რადგან, ამ ჩანაწერებს
მისი მძებნელიც კითხულობს და „ნაკოლს“ ხომ არ მივცემ? რუსეთი კი, უზარმაზარი ქვეყანაა და
ეძებონ თივის ზვინში ნემსი...

ჩემს წყაროს კი, რომელიც მილიონი დოლარით გაუჩინარდა საქართველოდან, არ გაუმართლა.


ის თურქეთში, ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იმ დროს დააპატიმრა ადგილობრივმა პოლიციამ,
როდესაც ის ერთ-ერთ ქირურგთან კონსულტაციას გადიოდა სახის შეცვლასთან დაკავშირებით.
მას, რა თქმა უნდა, „ცეერუს“ გადასცემდნენ, ისინი კი საფუძვლიანად დაამუშავებდნენ, მაგრამ,
ვერაფერს გაიგებდნენ, რადგან მან არაფერი იცოდა პოლკოვნიკის შემდგომი ბედის შესახებ და
ამიტომ ჩვენს კვალზე ამერიკელებს ვერ დააყენებდა...

არ გამიკვირდება, რომ ბევრს ჩემი სიტყვები გადაჭარბებულად მოეჩვენოს, ხელი აიქნიოს და


ირონიულად თქვას: მეტი საქმე არ აქვთ ანგარიშიან ამერიკელებს, რომ ამდენი ფული ხარჯონ
ვიღაც ტილიანი ქართველი პოლკოვნიკის მოსაძებნადო... ასეთ ხალხს მე ვუპასუხებ: თქვენ
ცდებით, ბატონებო! სწორედ რომ, ანგარიშიანი ამერიკელები სჩადიან ასეთ რამეებს და მათთვის
არანაირი წვრილმანი არ არსებობს, როცა საქმე მათ სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ღირსებას
ეხება. ასეთი რამ ამერიკის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტშია ჩადებული და ეგრეთ
წოდებულ დემოკრატიის მამების ერთ-ერთი ძირეული პოსტულატია. და, საერთოდ, ვისაც
ჰგონია, რომ ამერიკელები მიამიტი ხალხია, ძალიან ცდება. ყველაფერი პირობითია. იმპერიული
აზროვნება და გლობალური ინტერესები ამერიკელებს თვით რუსებზე, ბრიტანელებსა და
გერმანელებზე უფრო მეტად აქვთ შესისხლხორცებული და მიამიტი და უვიცი თავად ისაა,
ვისაც ამერიკელები გულუბრყვილოდ მიაჩნია.

ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამერიკაში


და ლენგლსაც კარგად იცნობდა, მასწავლიდა:

– კარგად დაიმახსოვრე, რომ საბჭოელის ყველაზე დიდი მტერი ამერიკელია. ეს, ერთი
შეხედვით კეთილი სათვალიანი მსუქანა ყოველთვის იმას ფიქრობს, თუ როგორ გაგითხაროს
საფლავი, შიგ ჩაგაგდოს, თვითონ კი ყველაფერი შენი მიითვისოს და ისე დაიჭიროს თავი,
თითქოს არაფერი მომხდარა. მათი ფული და საჩუქრები, ერთი შეხედვით გულუხვობა, რაც
მიამიტობითაა შენიღბული, სხვა არაფერია, თუ არა ტროას ცხენის პოლიტიკა. კარგად
გახსოვდეთ: „გეშინოდეს დანაელების, ძღვენს რომ გიძღვნიან“, რამეთუ ეს ძღვენი შენი
განადგურებისთვისაა მოტანილი და შიგნით შენი სიკვდილი ბუდობს.

ჩემი კოჯრელი ინსტრუქტორი ძალიან განათლებული კაცი იყო, კარგად ფლობდა იგავებსა და
ანდაზებს და მათ ყოველთვის დანიშნულებისამებრ იყენებდა, თან, საკმაოდ წარმატებითაც. მე,
რა თქმა უნდა, ტროას ომის ისტორიაც კარგად ვიცოდი და დანაელების ძღვენის ამბავიც, მაგრამ,
ინსტრუქტორმა ისე ზუსტად და ხატოვნად მიუსადაგა ის ამერიკულ საგარეო პოლიტიკას, რომ
უკეთესად ვერავინ იტყოდა. სხვათა შორის, ეს შეგონება მე ბევრჯერ დამეხმარა ამერიკელებთან
ბრძოლის საქმეში და, როდესაც „ცეერუს“ მორიგი ვერაგობის წინააღმდეგ მიწევდა გალაშქრება,
ყოველთვის ამ ფორმულით ვხელმძღვანელობდი. ამ კუთხით, ამერიკული მიმართულების
ერთგვარ სპეციალისტად, მცოდნედ ჩამოვყალიბდი და საკმაოდ ხშირად კონსულტაციებსაც კი
ვუწევდი ჩემს კოლეგებს. ერთხელ, ლუბიანკაზე მიხმეს და, შჩუკინს რომ ვეახლე, მითხრა:

– როგორ ხარ, შექსპიროლოგო?

შექსპიროლოგიაში მე დისერტაცია მაქვს დაცული და ეს, ისევე, როგორც ჩემი ბიოგრაფიის სხვა
დეტალები, შჩუკინმა კარგად იცოდა.

– ისე, როგორც ეს შექსპიროლოგს შეეფერება, – მივუგე მე.

– ანუ, შენ ამ სფეროში ცოდნა არ დაგიკარგავს.

– აქედან ვერ ამოშლი! – ვუპასუხე ვიქტორ იაკოვლევიჩს ცნობილი ქართული ფილმის ციტატით
და დავამატე – პირიქით, როდესაც თავისუფალი ვარ, ჩემს ცოდნას ამ სფეროში ვაღრმავებ
კიდეც.

– ძალიან კარგი. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ: სამი დღის შემდეგ ლონდონში შექსპირის
კვირეული უნდა გაიმართოს და იქ მოგიწევს გამგზავრება. ეს კვირეული ყოველ წელს იმართება
და ამაში საეჭვო არაფერია, რომ არა ერთი ფაქტი: კვირეულში მონაწილეობს „ცეერუს“
გამოცდილი მზვერავი, მაიორი პეპი როჯერსი. ის საბჭოთა მიმართულების ოფიცერია და
სწორედ ამან დაგვაეჭვა და იმიტომ გგზავნით, რომ მისი ზრახვები ამოიცნო და, თუკი რამე
ვერაგული აქვთ ჩაფიქრებული, ხელი შეუშალო მათ გეგმებს.

– იქნებ, იმ როჯერსს, უბრალოდ, შექსპირის შემოქმედება უყვარს, მისი თაყვანისმცემელია და ამ


კვირეულში ამიტომ მონაწილეობს? – ნახევრად ხუმრობით ვუთხარი შჩუკინს, მან კი მითხრა:

– თეორიულად, გამორიცხული არაფერია, მაგრამ, არა მგონია, რომ „ცეერუს“ ასეთი რანგის
ოფიცერი შექსპირის სიყვარულის გამო ჩადიოდეს ბრიტანეთის დედაქალაქში... აქ რაღაც
იმალება.

– ვერსიები თუ გაქვთ?

– მაქვს რამდენიმე, მაგრამ, ისეთი მნიშვნელოვანი და ხელჩასაჭიდი არაფერია, რომ


მიმართულება დავსახოთ. ამიტომ, ლონდონში, ადგილზე მოგიწევს ყველაფრის გარკვევა...

ლონდონში საკუთარი გვარით, როგორც შექსპიროლოგი გავემგზავრე და ჩემს ცხოვრებაში ეს


იყო ერთადერთი დავალება, სადაც არც გრიმი და არც სათადარიგო პასპორტი არ გამომიყენებია.
მერიმაც კი იცოდა, რომ ლონდონში მივემგზავრებოდი და აეროპორტშიც კი გამაცილა. გაფრენის
წინ მკითხა:

– რამდენ ხანში ჩაფრინდები ლონდონში?

– მოსკოვიდან, მე მგონი, სამსაათ-ნახევარში, – მივუგე მერიკოს, – პროგრამა „ვრემია“ რომ


დაიწყება, უკვე ლონდონში ვიქნები.

– აბა, შენ იცი, ფრთხილად იყავი. ხომ იცი, კაპიტალისტური ქვეყანაა და საბჭოელებისადმი
მტრულად არიან განწყობილები.

– დარდი ნუ გაქვს, საყვარელო, ფრთხილად ვიქნები, – დავაიმედე მერიკო, შემდეგ გადავკოცნე


და თვითმფრინავისკენ გავემართე, რომელსაც თბილისიდან მოსკოვში უნდა ჩავეყვანე.

ბრიტანეთის დედაქალაქში მას მერე გავფრინდი, რაც ლუბიანკაზე შევიარე, სადაც ჩემს
უფროსებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ „ცეერუსგან“ მოსალოდნელი საფრთხეები
და მათი თავიდან აცილების ღონისძიებები დავსახეთ.

– მისტერ კოკი! ნუთუ ეს თქვენ ხართ? საკუთარ თვალებს არ ვუჯერებ! – მითხრა ფრაკში
გამოწყობილმა ელეგანტურმა ჯენტლმენმა, რომელიც უმალვე ვიცანი და მივუგე:

– სასიამოვნო სიურპრიზია, მისტერ ტონი ბრუკ!

ტონი ბრუკი მრავალი წლის წინათ გავიცანი ყირიმში, ახალგაზრდულ ბანაკში და მან მაშინ
ინგლისში დამპატიჟა. ისიც შექსპიროლოგი იყო და ჯერ კიდევ ბანაკში მოიხიბლა ჩემით,
როდესაც ლიტერატურულ ვიქტორინაში გავიმარჯვე და შექსპირის საფუძვლიანი ცოდნა
გამოვამჟღავნე.
– კოკი, ძვირფასო, ჩემი სახელი გახსოვთ? ნამდვილად არ მოველოდი!

– თუ თქვენ გახსოვართ, მე რატომ უნდა დამვიწყებოდით?

– ეეჰ, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ. მაშინ ძალიან ახალგაზრდები, თითქმის ბავშვები
ვიყავით, – მითხრა ბრუკმა და მხარზე ხელი მომითათუნა, – მაინც, სად გაუჩინარდით, კოკი? მე
თქვენი ნაშრომი გულდასმით მაქვს შესწავლილი და, გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ის
ერთ-ერთი საუკეთესოა შექსპიროლოგიაში. ამ წლების განმავლობაში თქვენთან დაკავშირებას
ვცდილობდი, თუმცა, ერთხელაც ვერ მოვახერხე. ოთხჯერ ვიყავი მოსკოვში, ოთხჯერვე
მოგიკითხეთ, მაგრამ, მითხრეს, რომ მივლინებაშიაო. კოკი, ძვირფასო, გამაგებინეთ, ასეთ რა
სამსახურში მუშაობთ, რომ სულ მივლინებაში ხართ? თუ, რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის?

– არა, რა საიდუმლო. ორი სამსახური მაქვს: პირველი და მთავარი გიდობაა. ძირითადად,


საერთაშორისო-დიპლომატიურ დელეგაციებს ვემსახურები და საბჭოთა კავშირის
ღირსშესანიშნავ ადგილებს ვაცნობ მათ. ხშირად უცხოეთშიც მიწევს გასვლა; მეორე სამსახური
კი, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტის კონსულტანტობაა შექსპიროლოგიის
განხრით. თქვენ სად მოღვაწეობთ, ტონი?

– მე კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და შექსპიროლოგიას ვასწავლი, – მითხრა


ბრუკმა, შემდეგ თავისი თანმხლები პირი გამაცნო, რომელიც უხმოდ, ყურადღებით ადევნებდა
თვალყურს ჩვენს დიალოგს და მითხრა: გაიცანით, ეს მისტერ პერი როჯერსია, ჩვენი ამერიკელი
კოლეგა...

პერი როჯერსი, რა თქმა უნდა, შეხედვისთანავე ვიცანი, რადგან მისი სურათები გულდასმით
დავათვალიერე შჩუკინის კაბინეტში. თხრობას ოდნავ წინ გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ტონი
ბრუკი არც მაშინ ცდებოდა, როდესაც როჯერსს „კოლეგა“ უწოდა. საქმე ის იყო, რომ ბრუკი,
ისევე როგორც როჯერსი და მე, საიდუმლო სამსახურის ოფიცერი იყო. თუმცა, ბრუკმა და
როჯერსმა ჩემი „კაგებეშნიკობის“ ამბავი არ იცოდნენ და მხოლოდ შექსპიროლოგი და გიდი
ვეგონე. როჯერსი, როგორც უკვე ვთქვი, „ცეერუს“ მაიორი იყო და საბჭოთა მიმართულებით
მუშაობდა; ბრუკი ბრიტანეთის დაზვერვა „მი 6-ის“ მაიორი იყო და, როჯერსის მსგავსად, ისიც
საბჭოთა მიმართულებაზე მუშაობდა. იმ პერიოდში მეც მაიორი ვიყავი, თუმცა, კონკრეტული
მიმართულებით არ ვმუშაობდი და ვასრულებდი ცენტრის განსაკუთრებული სირთულის
საიდუმლო დავალებებს.

ჩვენი შეხვედრა ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში შედგა, სადაც ეს


კვირეული იმართებოდა და იქვე ვიყავი დაბინავებული ერთოთახიან ნომერში.

თავისი ტემპერამენტით ტონი ბრუკი უფრო სამხრეთელს ჰგავდა, ვიდრე ბრიტანელს, თუმცა,
გარეგნობით ინგლისელ ლორდს ჩამოჰგავდა.

– კოკი, ჩემო კარგო, ძალიან დაღლილი ხართ? – მკითხა ბრუკმა.

– მოსკოვიდან ლონდონამდე ფრენამ, ცოტა არ იყოს, დამღალა, – მივუგე ბრუკს, რადგან,


მივხვდი, რომ მას რესტორანში, ვახშამზე უნდოდა ჩემი დაპატიჟება, მე კი ერთი-ორი საათი
მჭირდებოდა გონზე მოსასვლელად, სიტუაციის შესაფასებლად და მეკავშირესთან
დასაკონტაქტებლად, რომ მისთვის როჯერსის ამბავი მეცნობებინა, რათა ცენტრში გადაეცა. იმ
მომენტისთვის ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ბრუკი „მი 6-ის“ თანამშრომელი იყო.

– კეთილი, ჩემო კოკი, ორი საათი გეყოფათ დასასვენებლად? – მკითხა ბრუკმა.

– სრულებით...

– ჰოდა, ძალიან კარგი, – ბრუკმა საათს დახედა, – ახლა ზუსტად 20 საათია, 22 საათსა და 30
წუთზე რესტორანში დაგელოდებით მე და პერი. დაისვენეთ, ოღონდ, არ ჩაგეძინოთ, ორსაათ-
ნახევარში გელოდებით.

ჩემს ნომერში ავედი და შიფროგრამა დავწერე. შემდეგ ტელეფონზე დავრეკე და ვთხოვე:

– თუ შეიძლება, ზეინკალი გამომიგზავნეთ ნომერში.

– ეს სასტუმროა, მისტერ, და არა ქარხანა. ჩვენ ზეინკალი არ გვყავს, მისამართი შეგეშალათ.

– არ შემშლია. ფანჯარას ვერ ვაღებ, ეტყობა, ჩაიჟანგა და ზეინკალი იმისთვის მინდა, რომ
ხელსაწყოთი გახსნას.

– ბოდიშს გიხდით, მისტერ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ. თქვენთან ჩვენს თანამშრომელს


გამოვგზავნი, – მომიგო მამაკაცის ხმამ და ტელეფონის ყურმილი დაკიდა.

ჩვენი სატელეფონო საუბარი პაროლების გაცვლა იყო. ჩვენს უწყებას სასტუმროში რამდენიმე
თანამშრომელი ჰყავდა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა დამხმარებოდნენ.

ხუთი წუთის შემდეგ, სასტუმროს მოსამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა


მეწვია ნომერში და მითხრა:

– ეს თქვენთან არ იღება ფანჯარა, სერ?

– თქვენ ზეინკალი ხართ?

– არა, მხოლოდ მსახური, თუმცა, შემიძლია, ფანჯარა გავაღო. აბა, მაჩვენეთ, რომელი ფანჯარა?

– გმადლობთ. ეს პრობლემა მე თვითონ მოვაგვარე – ფანჯარა უკვე გავაღე, – მივუგე


ახალგაზრდას, რითაც ჩვენი პაროლების გაცვლა დავასრულე. მას დაშიფრული რადიოგრამის
ტექსტი გადავეცი და, თუკი ვინმე გვისმენდა, მის გასაგონად ხმამაღლა ვუთხარი – და, კიდევ
ერთი: იქნებ, მსუბუქი ვახშამი მომიტანოთ, თორემ, მრავალსაათიანმა ფრენამ ძალიან დამღალა
და ცოტა მომშივდა კიდეც.

– რას მიირთმევთ, სერ?

– რამე მსუბუქს.

– ნახევარ საათში მოგართმევთ, ხომ არ გეჩქარებათ?


– არა.

უნიფორმიანი მოსამსახურე ნახევარ საათში მსუბუქი ვახშმით დაბრუნდა, თან მოსკოვიდან


გამოგზავნილი პასუხი დამიტოვა, რომელშიც ეწერა: „ტონი ბრუკი ბრიტანული „მი 6-ის“
მაიორია. როგორც ეტყობა, ბრიტანელები და ამერიკელები ერთობლივ ღონისძიებას ატარებენ და
ძალიან ყურადღებით იყავი, რომ არაფერი გამოგეპაროს“.

ტონი ბრუკის მზვერავობა დიდი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, თუმცა, ინტუიცია


მკარნახობდა, რომ ჩვენი ნაცნობობა ჩემი დავალების შესრულებაში დამეხმარებოდა.

რესტორანში დათქმულ დროს მივედი. ბრუკი და როჯერსი უკვე იქ იმყოფებოდნენ, მელოდნენ


და, როდესაც მათ შევუერთდი, ბრუკმა მკითხა:

– როგორ დაისვენეთ, კოკი?

–გმადლობთ. კარგად. საათ-ნახევარი მეძინა კიდეც. აქაურობა საუცხოოა. პირველად ვარ ასეთ
მდიდრულ და ძალიან კომფორტულ გარემოში, – მივუგე ბრუკს და რესტორნის მოოქრულ ჭერს
შევავლე თვალი, რომელზეც ულამაზესი პეიზაჟები ეხატა.

– თუ ასე მოგწონთ, დარჩით ჩვენთან. თქვენისთანა ნიჭიერი მეცნიერი გიდობაზე არ უნდა


ცდებოდეს. აქ თქვენ ყველა პირობას შეგიქმნიან და პირადად მე ვიკისრებ თავდებობას, – მითხრა
ბრუკმა და ფუჟერები შამპანურით შეავსო, – რას იტყვით, კოკი, არ გაწყობთ?

– რას ბრძანებთ, ტონი! მე რომ ეს გავაკეთო, „კაგებე“ ცოლ-შვილს დამიხოცავს, – თავი გავაქნიე
და დავამატე – გამორიცხულია.

– ცოლ-შვილის პრობლემა რომ მოგიგვაროთ? – ლაპარაკში პერი როჯერსი ჩაერთო.

– როგორ უნდა მომიგვაროთ?

– აქ რომ ჩამოგიყვანოთ.

– მაშინ, ვიფიქრებ, – მივუგე ამერიკელს.

– კარგი, გვეყოფა, წინ კიდევ ერთი კვირა გვაქვს და ამ საკითხს დავუბრუნდებით, ახლა კი ჩვენი
შეხვედრა აღვნიშნოთ, – თქვა ბრუკმა, შამპანურით სავსე ჭიქა ასწია და მოგვიჭახუნა.

ნომერში გვიან ღამით დავბრუნდი. რესტორნის ამბები დაშიფრულ წერილში აღვწერე და


მეკავშირეს გავატანე, რომელიც იმავე საშუალებით გამოვიძახე, ოღონდ, ამჯერად მას
მინერალური წყლის მოტანა ვთხოვე და, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მან
სამარკო „ბორჯომი“ ამომიტანა.

ცენტრის პასუხი მალევე მივიღე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრუკისა და როჯერსისთვის ჩემი
გადაბირების იმედი მიმეცა და აუცილებლად ჩავწვდომოდი მათ ჭეშმარიტ გეგმებს.
პასუხი რომ წავიკითხე, დავწვი. შემდეგ წამოვწექი და ფიქრი დავიწყე. უცებ, ერთმა აზრმა
გამიელვა თავში და გამეცინა, რადგან, შჩუკინის კაბინეტში განხილულ ვარიანტებს შორის ის არ
ფიგურირებდა. ამიტომ, სასწრაფოდ ახალი დაშიფრული რადიოგრამა შევადგინე, რომელშიც
ეწერა: „ჩვენი ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია მიკრომოსასმენი მოწყობილობა, რომლის
მიმაგრებაც სხეულსა და ტანსაცმელზე შეიძლება. ამიტომ, გთხოვთ, გამომიგზავნოთ მსგავსი
ტექნიკური მოწყობილობა და, აგრეთვე, მიმღები საშუალება“.

იმ პერიოდში „კაგებეს“ უკვე საკმაოდ დახვეწილი მიკროელექტრონული საშუალებები გააჩნდა,


ამიტომ, ოცდაოთხი საათის შემდეგ მოთხოვნილი მოწყობილობის კომპლექსი მივიღე. ის
შედგებოდა ერთი მიმღები საშუალებისგან, რომელიც საუბრებს იწერდა და რვა ეგრეთ
წოდებული „ჟუკისგან“, რომლებიც ობიექტის ტანსაცმელზე მაგრდებოდა.

შექსპირის კვირეულის მესამე დღეს ბრუკი და როჯერსი უკვე მე დავპატიჟე რესტორანში,


ორივეს შეუმჩნევლად მივამაგრე მიკროფონიანი ქინძისთავი შარვალსა და ფეხსაცმელზე და
მოქმედებას შევუდექი, ანუ, ჩემ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ინგლისელი და
ამერიკელი მზვერავების პროვოცირება უნდა მომეხდინა და როდესაც დროებით დავტოვებდი
სუფრას, მათ ერთმანეთში ჩემთვის საინტერესო თემაზე უნდა ესაუბრათ, ჩემს დამხმარეებს კი, ეს
საუბარი უნდა მოესმინათ და შინაარსი ჩემთვის შეეტყობინებინათ.

– მეგობრებო, მე მგონი, თანახმა ვარ თქვენს შემოთავაზებაზე, მაგრამ, ჩემი ცოლ-შვილის


უსაფრთხოების მყარი გარანტიები მჭირდება, – ვუთხარი ბრუკს და როჯერსს ვახშმის
დასაწყისში და მათი დღეგრძელობისა შევსვი.

– სიტყვას გაძლევთ, რომ თქვენს ცოლ-შვილს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მათ


აუცილებლად გადმოვიყვანთ საზღვარზე, – მითხრა ბრუკმა, თან დაამატა, – თქვენ აქ მეფესავით
იცხოვრებთ და არაფერი მოგაკლდებათ.

– და, როგორ უნდა მოხდეს ეს?

– თქვენი ცოლ-შვილი ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით მოხვდება აქ, ამისთვის კი საჭიროა, რომ
ისინი ჩვენს წარმომადგენელს შეხვდნენ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს და ყველაფერი
„ფრიადზე“ მოგვარდება. ანუ, საამისოდ პატარა ოპერაციის ჩატარებაა საჭირო, რასაც,
გარწმუნებთ, რომ ჩვენები უნაკლოდ განახორციელებენ.

– ეს ოპერაცია, ალბათ, ამ ოთხ დღეში უნდა მოესწროს, ანუ, მანამდე, სანამ შექსპირის კვირეული
დასრულდება.

– რა თქმა უნდა, ჩემო კოკი, ამაზე ნუ იდარდებთ.

– იცით, ტონი, – ვუთხარი ბრუკს, – მთელი ჩემი ცხოვრება დასავლეთში ცხოვრებაზე


ვოცნებობდი და, მგონი, ეს ოცნება მისრულდება.

– რა თქმა უნდა, – გამიღიმა ბრუკმა და შამპანურით სავსე ჭიქა ასწია, – ამით ჩვენი ოცნებების
ასრულებას გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს! – მივუგეთ ბრუკს მე და როჯერსმა, მერე კი დავამატე – ამიერიდან მე თქვენთან
ვალში ვარ და, თუკი ჩემი სამსახური დაგჭირდებათ, არ დაგზარდებით.

– ვალი გადახდითაა კარგი, – მითხრა ბრუკმა, – შეიძლება, მართლაც ერთი პატარა თხოვნა
გვქონდეს და, იმედია, უარს არ გვეტყვით.

– რას ბრძანებთ, ტონი, უარს როგორ გეტყვით, – მივუგე ბრუკს, გუნებაში კი გავიფიქრე, მგონი,
„ჭამეს“-მეთქი. შემდეგ უხერხულად გავიღიმე და თანამესუფრეებს დარცხვენით ვუთხარი –
ბოდიში, მეგობრებო, მაგრამ რამდენიმე წუთით უნდა დაგტოვოთ და იქ გავემართო, სადაც
თვით მეფეებიც კი მოწმეების გარეშე დადიან.

მე წამოვდექი და ტუალეტისკენ გავემართე, ათიოდე წუთში უკან დავბრუნდი, თანამესუფრეებს


მოვუბოდიშე და ოციოდე წუთით სუფრის დატოვების ნებართვა ვთხოვე.

– მოხდა რამე, კოკი? – მკითხა ბრუკმა, მე კი მუცელზე დავიდე ხელი, ამოვისუნთქე და მივუგე:

– ცოტა კუჭი მაწუხებს და სპეციალურ აბებს ვსვამ. ნომერში ავალ, თავს მოვიწესრიგებ და მალევე
შემოგიერთდებით.

– ხომ არ გამოგყვეთ? – მკითხა ბრუკმა, მე კი მივუგე, რომ გაცილება არ მჭირდებოდა და


რესტორნიდან გავედი.

ჩემს ნომერში ჩემი დამხმარე იმყოფებოდა, რომელმაც უხმოდ გამიკეთა ყურსასმენები და


ბრუკისა და როჯერსის მოსმენას შევუდექი.

– მე მგონი, კოკი შესაბამისი კანდიდატურაა და ჩვენი ოპერაციის ჩატარებაში დიდად


დაგვეხმარება, – უთხრა ბრუკმა როჯერსს და დაამატა – შენ წარმოიდგინე, რამხელა წარმატება
იქნება – სამ კურდღელს ერთდროულად მოვიხელთებთ.

– კი, კარგია, მაგრამ, ჩვენი ვარაუდები რომ არ გამართლდეს, ლენგლიში ტყავს გამაძრობენ.

– გამართლდება, პერი, დარდი ნუ გაქვს. მარტა მიულერს კოკის შევახვედრებთ და მასზე


ზემოქმედებას მოვახდენინებთ. იქნებ, ლოგინშიც კი ჩავუწვინოთ და ფირზე გადავიღოთ. მაშინ
ეს ყველაფერი ათმაგად იოლი იქნება და სანუკვარ მიზანსაც მივაღწევთ.

– იდეა კარგია, ტონი, მაგრამ, მოვახერხებთ კი მის განხორციელებას?! რომ არ ისურვოს იმ ქალმა
კოკისთან ჟიმაობა? და, საერთოდაც, კოკის აღარ ვეკითხებით? იქნებ, მას სულაც არ იტაცებს
უცხო ქალთან სექსი და ცოლის ერთგულია? ხომ ნახე, როდესაც „კერვა“ დავუწყეთ,
უპირველესად, ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოგვთხოვა.

– ეს ბუნებრივია. რაც შეეხება ჟიმაობას, არსებობს კი ჯანმრთელი კაცი ამქვეყნად, ვინც ლამაზ
ქალთან დაწოლაზე იტყვის უარს?! თანაც, კოკი ჩვენთან ვალშია და უარს არ გვეტყვის.

– რას ეტყვი, რით აუხსნი მას ჩვენი თხოვნის არსს? – არ ცხრებოდა როჯერსი.
– არც არაფრით. უბრალოდ, ვთხოვ და მორჩა. არა მგონია, რომ გამოკითხვები დამიწყოს, რატომ
ვთხოვ ასეთ რამეს, – უთხრა ბრუკმა როჯერსს.

მე ყურსასმენები კვლავ ჩემს დამხმარეს მივეცი, შემდეგ დაშიფრული წერილი შევადგინე და


ისიც მას გადავეცი. წერილში კი ეწერა: „ბრუკი და როჯერსი აპირებენ, რომ მარტა მიულერთან
შემახვედრონ, მასთან სქესობრივი კონტაქტი დამამყარებინონ და ეს ყველაფერი ფირზე
გადაიღონ. ამის მეშვეობით კი ის დააშანტაჟონ და რაღაცაზე დაიყოლიონ. ხოლო, იმ „რაღაცის“
შესახებ არაფერი უთქვამთ. მარტა მიულერი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდანაა,
შექსპიროლოგია და კვირეულში მონაწილეობს. გთხოვთ, მალევე მაცნობოთ პასუხი, რომ
შესაბამისად ვიმოქმედო“.

ოცი წუთის შემდეგ კვლავ რესტორანში დავბრუნდი და თანამოსაუბრეებს მოვუბოდიშე.

– უკეთ ხართ, კოკი? – მკითხა ბრუკმა.

– არც ისე, – შევიჭმუხნე მე, – ამ აბების მიღების შემდეგ ორიოდე საათით დაწოლაა
რეკომენდებული.

– მერე, რა გიშლით ხელს, კოკი? – საუბარში როჯერსი ჩაერთო, – საკმაოდ გვიანაა, ჩვენც
დავიღალეთ. მოდი, ახლა დავიშალოთ და ერთმანეთს ხვალ შევხვდეთ, სამუშაო სხდომის
დასრულების შემდეგ. გაწყობთ?

– თუ უხერხული არ იქნება, – მოკრძალებით მივუგე როჯერსს, ბრუკმა კი დაამატა:

– სულაც არა, ჩემო კოკი, დავიშალოთ. დაისვენეთ. ხვალ შევხვდეთ ერთმანეთს და ერთი პატარა
თხოვნითაც მაშინ მოგმართავთ.

– კარგი, მეგობრებო, თუ ასეა, მირჩევნია დავისვენო, რომ დილისთვის ფორმაში ვიყო, – მივუგე
ბრუკსა და როჯერსს, ორივეს ხელი ჩამოვართვი და რესტორანი სწრაფი ნაბიჯით დავტოვე.

ცენტრის პასუხი ღამის 2 საათზე მომივიდა, რომელშიც ეწერა: „მარტა მიულერი ცნობილი
საბჭოთა მეცნიერის, პავლე სეროვის მეუღლეა. ის ბალისტიკურ რაკეტებს აკეთებს ჩვენი
არმიისთვის და, როგორც ეტყობა, ამერიკელებს მარტას მეშვეობით უნდათ მისი ხელში ჩაგდება.
ამიტომ, ჩვენ ამაღამვე გამოვიყვანთ მარტას ლონდონიდან, შენ კი მზვერავებთან ურთიერთობა
განაგრძე და, თუკი რამე ახალი იქნება, დაუყოვნებლივ შეგვატყობინე. შემდეგ ინსტრუქციებს კი
მოგვიანებით მიიღებ“.

დილით საკონფერენციო დარბაზში რომ მივედი, სადაც შექსპირის კვირეულის მონაწილეები


იყვნენ შეკრებილები, მარტა მიულერი იქ აღარ დამხვდა და მივხვდი, რომ ის იქაურობას
გაარიდეს. დარბაზში არც ბრუკი და როჯერსი იმყოფებოდნენ. ისინი მთელი სხდომის დროს არ
გამოჩენილან, რაც იმას ნიშნავდა, რომ მარტას გაუჩინარება შეიტყვეს და, სავარაუდოდ, მას
ეძებდნენ. ამგვარად, ჩემი მისია დასრულებული იყო და თავისუფლად შემეძლო, მოსკოვში
დავბრუნებულიყავი და შჩუკინისთვის დავალების წარმატებით შესრულება მეპატაკა. თუმცა,
მთელ ამ ამბავს ერთი დიდი მინუსი ჰქონდა და ლონდონში მის გამოსასწორებლად დავრჩი.
ჩემი დიდი მინუსი ის იყო, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში ყოველგვარი შენიღბვის გარეშე,
ნამდვილი სახელით ვიყავი ჩასული და მოულოდნელი გაუჩინარება გამშიფრავდა. თანაც,
ბრუკისა და როჯერსისთვის დარჩენის პირობა მქონდა მიცემული და, რომ წამოვსულიყავი, „მი
6“ და „ცეერუ“ აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ მარტა მიულერის ამბავი მე „გავხეთქე“, რომ
„კაგებეს“ თანამშრომელი ვარ და, საერთოდ, ერთ-ერთი უპირველესი სამიზნე გავხდებოდი, რაც
არც ჩემს ოჯახს აწყობდა, არც მე და არც „კაგებეს“. ამიტომ, კვალი უნდა წამეშალა და მოსკოვში
ისევე ლეგალურად დავბრუნებულიყავი, როგორც იქიდან ჩამოვედი. პირველ ყოვლისა,
სიმშვიდე და ბრუკისა და როჯერსის ნახვა იყო საჭირო. ამიტომ, სხდომას ბოლომდე დავესწარი
და, დარბაზიდან რომ გავდიოდი, ჯერ ბრუკი დავინახე, შემდეგ როჯერსი, რომელიც ტონის
მიუახლოვდა და გვერდით ამოუდგა. აშკარა იყო, მე მელოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ
მაქსიმალურად იკავებდნენ თავს, შევატყვე, ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ და ნაძალადევად
მიღიმოდნენ.

– მეგობრებო, როგორ ხართ, რამე ხომ არ მოხდა. სხდომაზე რატომ არ იყავით? – ვკითხე ბრუკსა
და როჯერსს.

– როგორც ეტყობა, წუხელ ცუდი პროდუქტებით გვავახშმეს რესტორანში და ორივეს ისეთი


მუცლის გვრემა დაგვემართა, რომ ნახევარი დღე ვიწექით, – მითხრა ბრუკმა, როჯერსმა კი
დაამატა:

– ძლივს გამოვკეთდით, მაგრამ, ძალიან დავსუსტდით.

– ხომ არ აჯობებდა, მეგობრებო, რომ ჯანმრთელობისთვის მიგვეხედა, უკეთ დაგვესვენა, ჩვენი


შეხვედრა კი ხვალისთვის გადაგვედო? – შევთავაზე მათ.

– არა, არა! – კატეგორიული უარი მითხრა ბრუკმა, რაშიც მას როჯერსიც დაეთანხმა. ჩვენ
რესტორანში ჩავედით, მსუბუქი ვახშამი შევუკვეთეთ და ვუთხარი:

– თუ არ ვცდები, ჩემთან რაღაც თხოვნა გქონდათ.

– არა, არაფერი, – თავი გააქნია ბრუკმა და მითხრა: – მოდი, ახლა თქვენი ცოლ-შვილის
უსაფრთხოებაზე ვილაპარაკოთ. მათი კოორდინატები მომეცით და, გპირდებით, რომ ისინი ზეგ
უკვე თქვენ გვერდით, ლონდონში იქნებიან.

– მისტერ ბრუკ, უკვე ყველაფერი შეათანხმეთ შესაბამის ორგანოებთან? – ვკითხე ბრუკს, მან კი
მომიგო:

– ჯერ არა, კოკი, მე ჯერ თქვენი აქ დარჩენის ამბავიც კი არ მითქვამს, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ
ყველაფერი რიგზე იქნება და ხვალ დილით მოგვარდება ეს საქმე. ზეგ კი თქვენი ცოლ-შვილის
გვერდით იქნებით.

ბრუკს ჩემი ცოლ-შვილის ცრუ კოორდინატები მივეცი, კიდევ ერთი საათი ვისხედით ერთად
რესტორანში და შემდეგ ჩემს ნომერში დავბრუნდი.
იმავე ღამეს, ჩემმა დამხმარეებმა, რომლებიც „კაგებეს“ კარგად მომზადებული და აღჭურვილი
აგენტები იყვნენ, ბრუკი და როჯერსი სასტუმროს სარდაფში დახოცეს, ბოლოს კი ორივე გვამს
სპეციალური სითხე დაასხეს და უკვალოდ გააქრეს.

ლონდონში, რა თქმა უნდა, კვირეულის დასრულებამდე დავრჩი და მოსკოვში ისე ჩავფრინდი,


რომ ჩემდამი ინტერესი არავის გამოუჩენია. როგორც ეტყობა, „მი 6“ და „ცეერუ“ იმდენად
გადაერთნენ მარტა მიულერის ძებნაზე, რომ მე სრულიად გამოვრჩი მხედველობიდან და, ჩემი
სრული ლეგალურობის გამო, ეჭვმიტანილთა სიიდან ამომიღეს.

ორიოდე წლის შემდეგ მარტა მიულერთან შეხვედრა მაინც მომიწია, რადგან ის აღმოსავლეთ
ბერლინიდან მოულოდნელად გაუჩინარდა და პირადად აკადემიკოს პავლე სეროვის
დაჟინებული მოთხოვნით გამგზავნეს მის მოსაძებნად.

შჩუკინთან რომ მივედი, არ ვიცოდი, რისთვის ვიყავი დაბარებული.

– შენი ორი წლის წინანდელი ლონდონური ვოიაჟი გახსოვს? – მკითხა მან.

– შექსპირის კვირეული?

– დიახ.

– მახსოვს.

– მაშინ, მარტა მიულერიც გემახსოვრება.

– მახსოვს. ის აკადემიკოს პავლე სეროვის ცოლია და მისგან ორი შვილი ჰყავს.

– მოკლედ, ჩემო კოკი, ეს ქალი გუშინწინ ბერლინში გაუჩინარდა. მისი ქმარი გაცოფებულია,
ქალის სასწრაფოდ პოვნას მოითხოვს და სწორედ ამიტომ დაგიბარეთ. შენ სასწრაფოდ უნდა
გაემგზავრო ბერლინში და მარტას კვალს მიაგნო.

– ჩვენი გერმანელი კოლეგები საქმის კურსში არიან?

– „შტაზისთვის“ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაზვერვა) ოფიციალურად არაფერი


შეგვიტყობინებია, თუმცა, სავარაუდოდ, მათ ამის შესახებ იცოდნენ, – მომიგო შჩუკინმა.

მიუხედავად იმისა, რომ „შტაზი“ ჩვენი მომხრე სახელმწიფოს სტრუქტურა იყო, „კაგებე“ მას
არასდროს ენდობოდა და ყოველთვის ვცდილობდით, რომ მასთან საქმე არ დაგვეჭირა, მით
უმეტეს, სტრატეგიულ საკითხებზე, რადგან, შესაძლებელი იყო, რომ მათ ეს ჩვენი ქვეყნის
საწინააღმდეგოდ გამოეყენებინათ.

– რამე ხელჩასაჭიდი გვაქვს?

– ის თავისი მშობლების ბინიდან გამოვიდა და მას მერე დაგვეკარგა მხედველობიდან, როდესაც


მეტროში ჩავიდა ალექსანდრპლაცზე, – მითხრა გენერალმა შჩუკინმა, – მარტა მიულერზე
ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი გვქონდა დაწესებული, მაგრამ, ჩვენმა დოყლაპიებმა ის
ხელიდან გაუშვეს.

ბერლინში იმ განწყობით ჩავედი, რომ თივის ზვინში ნემსი უნდა მეძებნა, რაც, პრაქტიკულად,
შეუძლებელი იყო. თუმცა, როგორც კი კონსპირაციულ ბინაში მივედი, სათანადოდ აღვიჭურვე,
გარეგნობა შევიცვალე და, ის იყო მარტას საძებნელად უნდა წავსულიყავი, მეკავშირემ
შემატყობინა, რომ მარტა გამოჩნდა.

– ხომ არაფერი გეშლებათ? – ვკითხე მეკავშირეს.

– არა, აი, სურათები, – მომიგო მან და მარტას სურათები მაჩვენა, რომლებიც სულ რაღაც ორიოდე
საათის წინ იყო გადაღებული მისი მშობლების სახლთან.

– ახლა სადაა ობიექტი?

– მშობლების ბინაში. მას ჩვენ ვუთვალთვალებთ, – მითხრა მეკავშირემ, – გამორიცხული არაა,


რომ სხვებიც უთვალთვალებდნენ. ამიტომ, ცენტრმა მასთან ფრთხილად დაკონტაქტება
გიბრძანათ და მოქმედების სრული თავისუფლება მოგანიჭათ. შეგიძლიათ, იმოქმედოთ თქვენი
შეხედულებებისამებრ და შექმნილი სიტუაცირიდან გამომდინარე. იმის უფლებაც კი დაგრთეს,
რომ ტაბლეტი „ტ 2“ გამოიყენოთ.

ტაბლეტი „ტ 2“ ეგრეთ წოდებული ასალაპარაკებელი საშუალება იყო. მას ობიექტს სითხეში


გარეულს ასმევდნენ და ის ყველა კითხვაზე სცემდა პასუხს. თუმცა, ერთი ასეთი დოზა
ადამიანის სხეულში მნიშვნელოვან სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევდა და კიბოს კერის
წარმოქმნის ალბათობა იზრდებოდა და, რადგან გასანეიტრალებელი საშუალება არ მოჰყვებოდა,
მისი გამოყენება სწორედ ამიტომ იყო უკიდურესად შეზღუდული.

მეკავშირემ „ტ 2“ გადმომცა და წავიდა, მე კი მარტაზე „სანადიროდ“ წავედი, თან მოსკოვიდან


გამოგზავნილი ქიმიური საშუალება წავიღე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარტა მიულერს უთვალთვალებდა როგორც „შტაზი“, ასევე,


„ცეერუ“, რომ აღარაფერი ვთქვათ „კაგებეზე“. ამიტომ, მარტას ფოსტალიონის სახით ვეწვიე
სახლში და „შტაზის,“ „ცეერუსა“ და „კაგებეს“ თვალწინ, შეუმჩნევლად გავიტაცე.

ქალი კონსპირაციულ ბინაზე მივიყვანე, „ტ 2-ის“ შესახებ ვუთხარი და ტაბლეტის გამოყენების


გარეშე სიმართლის თქმა შევთავაზე. ის დამთანხმდა და მითხრა, რომ „შტაზის“ შტაბ-ბინაში
იმყოფებოდა, სადაც მას თავისი ქმრის, პავლე სეროვის გატაცებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მარტა მიულერი ძალიან კონსპირაციულად ჩავიყვანე მოსკოვში და ისე გამოკეტეს, ეშმაკიც კი


ვერ მიაგნებდა...

ხალხის გადამალვა, მათი დაცვა, ისევე, როგორც აღმოჩენა, მოტაცება ან ლიკვიდაცია, „კაგებეს“
უშუალო მოვალეობა იყო და ამ ფუნქციას ის ძირითადად წარმატებით ასრულებდა. მე
რამდენიმე ასეულ ასეთ საქმეში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მარტა მიულერის საქმეც ერთ-
ერთი რიგითი დავალება იყო. თუმცა, ამით მისი მნიშვნელობა არ დაკნინებულა: აკადემიკოს
სეროვს ცოლი დავუბრუნეთ, ბავშვებს – დედა, ხოლო, რაც მთავარია, სახელგანთქმულ საბჭოთა
ბალისტიკურ რაკეტებს, სეროვმა მათი მოდიფიკაცია არნახულ დონემდე აიყვანა.

– ხედავ, კოკი, როგორი ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია შენმა ქმედებამ, როდესაც მარტა მიჰგვარე
ქმარს? – მან ისეთი მაგიური რაკეტები გააკეთა, რომ ამერიკელები შიშისგან კანკალებენ, –
მითხრა შჩუკინმა იმ ცნობილი მოვლენებიდან ცხრა თვის შემდეგ, როდესაც თავისთან დამიბარა.

– ბუნებაში არაფერი იკარგება, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მან კი თავი გააქნია და
მითხრა:

– მაგრამ, ახლა ისეთი შემთხვევაა, რომ ერთი კაცი დაგვეკარგა და ის შენ უნდა მოძებნო, თანაც –
სასწრაფოდ. მას ეგრეთ წოდებული „ბაქტერიოლოგიური ჩემოდანი“ აქვს გატაცებული და, თუ
დროზე არ ვიპოვეთ, დიდი საშინელებაა მოსალოდნელი.

შჩუკინის სიტყვებმა დაახლოებით მიმახვედრა, რაში იყო საქმე, მაგრამ, დასაზუსტებლად


ვკითხე:

– კონკრეტულად ეს რას ნიშნავს?

– კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინ დილით, ომსკიდან ორასი კილომეტრის


დაშორებით მდებარე საიდუმლო ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიიდან, რომელიც მიუვალ
ტაიგაში, ღრმა მიწისქვეშეთშია განთავსებული, „კაგებეს“ პოლკოვნიკმა ანატოლი მახოვმა
ბაქტერიოლოგიური ვირუსებით სავსე ჩემოდანი გაიტაცა. ჩემოდნის ზომებია: ორმოცი
სანტიმეტრი სამოცზე, სისქე – თორმეტი სანტიმეტრია. ჩემოდანს აქვს სპეციალური კონტეინერი-
ყუმბარა, რომელიც საათის მექანიზმზე მონტაჟდება და აფეთქების შედეგად გავრცელებული
ვირუსი ორი საათის განმავლობაში 400 კილომეტრის რადიუსში ანადგურებს ყველა ცოცხალ
არსებას. მისი სამკურნალო ვაქცინა არ არსებობს და ამით მისი მოქმედების ეფექტურობა
განუზომელია. თავად პოლკოვნიკი მახოვი ამ ლაბორატორიის დაცვის უფროსი იყო. მან
ვერტმფრენი გაიტაცა და გაუჩინარდა. მოგვიანებით ვერტმფრენი ლენინგრადის მისადგომებთან
იპოვეს, მაგრამ, პოლკოვნიკი იქ არ აღმოჩნდა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ, ერთი კითხვა მაქვს.

– გისმენ, – მომიგო შჩუკინმა.

– ამხანაგო გენერალო, ხომ არ გეშლებათ, გატაცებული ვერტმფრენი მართლა ლენინგრადთან


იპოვეს?

– აბსოლუტურად ზუსტი ინფორმაციაა. მახოვმა დილის 8 საათზე გაიტაცა ვერტმფრენი,


ლენინგრადთან დაახლოებით საღამოს 6 საათზე დაეშვა და გაუჩინარდა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ეს შეუძლებელია. ომსკიდან ლენინგრადამდე ოთხი ათას კილომეტრზე


მეტი მანძილია და იქიდან ვერტმფრენით ათ საათში ჩაფრენა გამორიცხულია.

წიგნის ელექტრონული ვერსია


მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.PDF.ChiaturaINFO.GE
– და, მაინც, ეს ასეა, – გაეცინა შჩუკინს, – ესაა ახალი მოდიფიკაციის ვერტმფრენი,
სახელწოდებით „ქარიშხალი“, რომლის სიჩქარე 700 კილომეტრია საათში, ფრენის სიშორე კი 5
ათასი კილომეტრია. ასეთი მონსტრი ჯერჯერობით სამი ცალია აწყობილი, სამივე
ექსპერიმენტულია და ერთი ცალი სწორედ იმ ლაბორატორიის კუთვნილებაა. ახლა გასაგებია?

შჩუკინის ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხელები გავშალე და მივუგე:

– წარმოუდგენელია! ის ნამდვილი სასწაული იქნება.

– კი, ასეა, – დამიდასტურა გენერალმა.

– როგორც ჩანს, პოლკოვნიკი მახოვი ფინეთში გადასვლას გეგმავს და ეს ვერტმფრენით ან ვერ


შეძლო, რადგან მანძილი აღარ ყოფნიდა, ან ჩამოგდების შეეშინდა და ამიტომ სხვა გზით
შეეცდება საზღვრის გადაკვეთას.

– დიახ, ჩვენც ასე ვფიქრობთ, ალბათ, ფინეთში აპირებს გადასვლას. ვერტმფრენში კი ბენზინის
ავზი დაცარიელდა და იძულებითი დაშვება განახორციელა.

– გასაგებია. ესე იგი, ლენინგრადში მომიწევს გამგზავრება.

– მოკლედ, ასე, ჩემო კოკი. მახოვის ძებნას, რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი უწყება, მილიცია და
სამხედროები ახორციელებენ. ფეხზე დგას ყველა, მაგრამ, ყველამ არ იცის, რისთვის ეძებენ. შენ
კი იმიტომ გამოგიძახეთ, რომ ამ ოპერაციის საიდუმლოება უზრუნველყო და ჩემოდანი
უვნებლად ჩამოიტანო. გასაგებია?

– გასაგებია.

– შენ, ფაქტობრივად, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი ხარ და ათეულ ათასობით ადამიანი


გემორჩილება. როგორც კი მახოვის კვალს აღმოაჩენენ, მაშინვე დაგიკავშირდებიან და აყვანაში
უშუალო მონაწილეობას მიიღებ. შენი უმთავრესი და ერთადერთი მიზანია ჩემოდანი. ეს
სასიკვდილო იარაღი უვნებელი უნდა ჩამოიტანო მოსკოვში.

შჩუკინი ოდნავაც არ აჭარბებდა. საშინელი ჩემოდნის მოსაძებნად თითქმის ოცდაათი ათასი


ადამიანი იყო მობილიზებული, რადგან, ვირუსი რომ გავრცელებულიყო, ერთ დიდ ქალაქს
პირწმინდად გაანადგურებდა. ჩემოდნის გატაცების ამბავი სულ ხუთიოდე ადამიანმა იცოდა,
თუ არ ჩავთვლით ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც საიმედოდ იყვნენ
ბლოკირებულები მიწისქვეშეთში და არანაირი ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ
ჰქონდათ. მახოვი ძალიან მალე, გაქცევიდან სულ რაღაც 48 საათში ავიყვანეთ. მას ჩვენმა
მაძებრებმა ერთ-ერთი ძველი სახლის ნანგრევებში მიაგნეს და, როგორც დავალებული ჰქონდათ,
ჯერ მე დამიკავშირდნენ. რომ მივედი, პოლკოვნიკს ეძინა, საშინელი ჩემოდანი კი ფეხებთან
ედო. მე ჩემოდანი ფრთხილად ავიღე, შევათვალიერე და, რომ დავრწმუნდი მისი აფეთქების
არანაირი საშიშროება არ არსებობდა, ოპერმუშაკებს ვუბრძანე:

– წამოიყვანეთ, მაგრამ არ გააღვიძოთ, იძინოს. მას ჯერ კიდევ დასჭირდება ძალები, რომ თავისი
საქციელი აგვიხსნას.
პოლკოვნიკი ისე მიიყვანეს ლენინგრადის „კაგებეს“ სამმართველოში, რომ არ გაუღვიძია.
როგორც ეტყობოდა, ის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკიდურესად იყო გამოფიტული. მას
მხოლოდ მაშინ გაეღვიძა, როდესაც მოსკოვში დავეშვით და, რომ დამინახა, მკითხა:

– სად ვარ და ვინ ხართ?

– მოსკოვში დავეშვით, მე კი თქვენი გამცილებელი ვარ, – მივუგე მახოვს და ვკითხე: – კარგად


გამოიძინეთ?

– დამცინით? – მითხრა მახოვმა, რაზეც ვუპასუხე:

– არა, არც მიფიქრია. უბრალოდ, მაინტერესებს, ძალები თუ აღიდგინეთ, რადგან, ხანგრძლივი


საუბრები მოგიწევთ გამომძიებლებთან და, მინდა ვიცოდე, მზად თუ ხართ ამისთვის.

მახოვი რომ ლუბიანკაზე მივიყვანე, ის მაშინვე დასაკითხად წაიყვანეს და, რომ იტყვიან,
ლიმონივით გაწურეს. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ თურმე პოლკოვნიკი ამერიკაში აპირებდა
შეღწევას და თეთრი სახლის წინ უნდოდა ჩემოდნის აფეთქება. როგორც მახოვმა განმარტა, ის
ამერიკას ვერ იტანდა და მიაჩნდა, რომ, თუკი ეს ქვეყანა განადგურდებოდა, დანარჩენ
მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებდა... ყველაფრის მიუხედავად, პოლკოვნიკი შერაცხადად
სცნეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს, ჩემოდანი კი საიდუმლო ლაბორატორიაში
დააბრუნეს, უსაფრთხოების წესები გაამკაცრეს და დაცვის თანამშრომლების შერჩევის
კრიტერიუმებიც შეცვალეს.

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც, ისევე, როგორც მაშინ, მიმაჩნია, რომ მახოვის დახვრეტა სწორი
იყო, მის აზრებს ნაწილობრივ ვეთანხმები. პოლკოვნიკი დასახვრეტი იმიტომ იყო, რომ მან
მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა – განსაკუთრებით საშიში, მასობრივი განადგურების
იარაღი გაიტაცა და რისკის ქვეშ დააყენა მილიონობით საბჭოთა ადამიანის სიცოცხლე...
ნაწილობრივ კი იმაში ვეთანხმები, რომ დაუშვებელია ამერიკის პარპაში დედამიწაზე და ეს
ყველაფერი კარგს არაფერს მოუტანს კაცობრიობას. მე, რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ
ამერიკა ფიზიკურად განადგურდეს და ხალხი დაიხოცოს, მაგრამ, ამ ზესახელმწიფოს სამხედრო-
პოლიტიკური და ეკონომიკური ბატონობა მსოფლიოში უნდა დასრულდეს... სხვათა შორის,
ზუსტად იმავე, მასტაბილიზებელ როლს ასრულებდა საბჭოთა კავშირი და როდესაც ის თავიდან
მოიშორეს და დაშალეს, ამერიკამ სწორედ მაშინ გაშალა ბოლომდე ფრთები.

ამას წინათ, ერთ-ერთ ყოფილ სოციალისტურ ქვეყანაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა,


რომელზეც ახალი მსოფლიოს პრობლემებზე საუბრობდნენ და შეფასებას აკეთებდნენ, თუ
როგორი გახდა ის. კონფერენციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ამტკიცებდა, რომ
ცივი ომის დასრულებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ მსოფლიო უსაფრთხო გახადა. თუმცა,
ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ადამიანი, ძველი ანტისაბჭოელი და ნობელის პრემიის ლაურეატი,
რაც მას ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის მიანიჭეს ემიგრაციაში ყოფნისას, ცივი ომის დროს,
საწინააღმდეგოს ამბობდა. მისი გამოსვლა კონფერენციაზე, რომელიც უამრავმა ტელეკომპანიამ
პირდაპირ ეთერში გადასცა და მრავალ გაზეთში დაიბეჭდა, ნამდვილი ბომბი აღმოჩნდა. ამ
ადამიანის თქმით, ის და მისნაირები ვერაგი ამერიკული პროპაგანდის ბადეში გაებნენ და
თავისი სამშობლოს წინააღმდეგ გაალაშქრებინეს. ამ ადამიანმა თავისი გამოსვლის ბოლოს
ამერიკის შეერთებული შტატები მიწასთან გაასწორა, მას ბოროტების კერა უწოდა და მშვიდობის
დარგში მიღებულ ნობელის პრემიაზე უარი განაცხადა. ბოლოს, მან ასე დაასრულა ეს
სკანდალური სიტყვა:

– მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ვითომდა მშვიდობის პრემია, სინამდვილეში


ომისა და უბედურების, ნგრევისა და ქაოსის ხელშეწყობისთვის მომცეს და უარს ვაცხადებ მასზე.
ამერიკის შეერთებული შტატები ბოროტების დიდი კერაა, ამიტომ, მსოფლიოს მოვუწოდებ, რომ
ყურადღებით იყოს და ფრთები შეაჭრას ბოროტების ამ შავ ფრინველს, რომელიც დედამიწას
თავს დასტრიალებს და განადგურებას უქადის...

იმ კონფერენციაზე მე სწორედ ამ ადამიანის მოსაკლავად ვიყავი ჩასული და ნახევარი მილიონი


დოლარი გადამიხადეს ამ შეკვეთაში. უფრო სწორად, ნახევარი თანხა ანგარიშზე დამისვეს,
მეორე ნახევარი კი საქმის შესრულების შემდეგ უნდა მოეცათ. გეგმის მიხედვით, ობიექტს
ინტერვიუსთვის უნდა ვწვეოდი ჟურნალისტის ამპლუაში და მისთვის თავი მომეკვეთა... თავის
მოკვეთა კონტრაქტის აუცილებელი პირობა იყო. თუმცა, მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ,
ოიბიექტის მოკვლის სურვილი გამიქრა და პირიქით, მისი გადარჩენის დაუოკებელმა ჟინმა
შემიპყრო.

ნობელის პრემიის ლაურეატი, რომელსაც მისი ცნობილი გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტები


ბუზებივით დაეხვივნენ, როგორც იქნა, მარტო მოვიხელთე, წარვუდექი და ვუთხარი:

– თქვენი მშობლიური ქვეყნის წარმომადგენელს ინტერვიუზე დაგვთანხმდებით?

ჩემი სიტყვების გაგონებაზე ობიექტი წამოწითლდა და დარცხვენილმა მითხრა:

– სამწუხაროდ, მე თავის დროზე სამშობლო გავყიდე, ვუღალატე მას და დიდად შევუწყვე ხელი
მის დაქცევა-განადგურებას. ახლა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ, უკვე გვიანაა.

– ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, – ვუთხარი ობიექტს და დავამატე – მოდი, სათევზაოდ წავიდეთ
და, როგორც ეს ძველი რუსული ტრადიციითაა მიღებული, ერთი კარგი უხა მოვხარშოთ, თითო
ჭიქაც გადავკრათ, თან ინტერვიუც ჩავწეროთ.

ჩემმა ორიგინალურმა წინადადებამ ობიექტი კარგ ხასიათზე დააყენა და მითხრა:

– კეთილი, თანახმა ვარ.

ობიექტი იმიტომ გავიყვანე ბუნების წიაღში, რომ სასტუმროს ნომერში მოსმენა-თვალთვალის


დიდი ალბათობა არსებობდა, მე კი მოწმეები არ მჭირდებოდა და, როდესაც თევზაობა
დავასრულეთ და თევზის სუპის – უხას მოდუღება დავიწყეთ, ობიექტს ვუთხარი:

– ერთ რამეს გეტყვით და არ შეცბეთ.

ობიექტმა შემომხედა და მითხრა:

– ჩემს ცხოვრებაში იმდენი რამ გამიგია, ისეთი რა უნდა მაცნობოთ, რომ შევცბე?
– იცით, მე თქვენს მოსაკლავად დამიქირავეს.

ობიექტმა თავი გააქნია და მომიგო:

– სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო. დიდი ხანია, გული


მიგრძნობდა, რომ უკვე აღარ მენდობოდნენ და ჩემი მოკვლა უნდოდათ. ჩემმა გუშინდელმა
გამოსვლამ კი ეს ამბავი დააჩქარა.

ობიექტის სიტყვებმა შემაცბუნა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ლიკვიდაცია


რომელიმე პრორუსული დაჯგუფების შეკვეთა იყო იმ ძველი ცოდვებისთვის და იმ ძველი
წვლილისთვის, რაც ამ კაცმა საბჭოეთის დაშლაში შეიტანა. მსგავსი შეკვეთა რამდენიმეჯერ
შევასრულე კიდეც და ჩემს ეჭვს დაბალი ანაზღაურებაც ადასტურებდა – 500 ათასი დოლარი
ასეთი ფიგურის მკვლელობისთვის გროშები იყო, მაგრამ, დამკვეთები მეტს არ იხდიდნენ. თანაც,
ეს შეკვეთა ჩემს პოლიტიკურ მოსაზრებებსაც ემთხვეოდა და ამის გამო დავთანხმდი. თუმცა,
ობიექტის სიტყვების შემდეგ ეჭვი შემეპარა დამკვეთების ვინაობაში და ვუთხარი:

– შეკვეთა ჯერ კიდევ ათი დღის წინ მომცეს და მათვე მითხრეს, რომ ამ კონფერენციას
დაესწრებოდით.

– გასაგებია, – თავი დამიქნია ობიექტმა, – შეიძლება, ისინი არ მოელოდნენ, რომ ასეთი


სკანდალური გამოსვლა მექნებოდა, მაგრამ, უკვე კარგა ხანია, აღარ მენდობიან და მე ამას მთელი
არსებით ვგრძნობდი.

– გამოდის, რომ თქვენი შეკვეთა, უფრო სწორად, თქვენი ლიკვიდაცია ყოფილ საბჭოელებს არ
შეუკვეთავთ ჩემთვის?

ჩემი სიტყვები ობიექტს სასაცილოდ არ ეყო და მითხრა:

– ჩემი მოკვლა ჩემმა ყოფილმა მეპატრონეებმა შეგიკვეთეს, იმ ხალხმა, ვინც ჩემი სამშობლოს
წინააღმდეგ ამამხედრა, წლების განმავლობაში მისი სიძლიერის წინააღმდეგ მამუშავა, მისთვის
საძირკველი მათხრევინა, ბოლოს კი ნობელის პრემია მომიგდო, მაგრამ, როცა ყველაფერს
მივხვდი და მათი ჭეშმარიტი სახე შევიცანი, უკვე გვიან იყო. ახლა მათ ჩემი მოკვლა უნდათ და
ამასაც მიაღწევენ. მიდით, რას უდგახართ, ჩემო კარგო, აქ თქვენ უხის საჭმელად არ
მოგიწვევივართ – ამასაც ახლა მივხვდი. საერთოდ, ჩემი უბედურებაა, რომ ყველაფერს გვიან
ვხვდები.

– არა, აქ მართლაც უხის საჭმელად მოგიწვიეთ და, კიდევ, იმის გასარკვევად, თუ რა ხდება
სინამდვილეში. იცით, მეც გვარიანად დავიბენი და მინდა, სიმართლე გავიგო. აქ ვერავინ
მოგვისმენს და, შეგვიძლია, მშვიდად, თავისუფლად ვილაპარაკოთ.

ობიექტს უხა დავუსხი, არყით სავსე ჭიქა მივაწოდე, მივუჭახუნე და ვთქვი:

– როგორც რუსები ვიტყვით, ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – მომიგო ობიექტმა და ჩემთან ერთად გადაკრა არაყი.


– ჩვენივე ტრადიციისამებრ, ჯერ კარგად დავნაყრდეთ, შემდეგ კი ვილაპარაკოთ, – ვუთხარი
ობიექტს და, მართლაც, როდესაც კარგად გეახელით, ობიექტმა მითხრა:

– მშვენიერი უხა იყო. ახლა კი ვილაპარაკოთ. მკითხეთ, რა გაინტერესებთ.

– თქვენ თქვენი მფარველები, პატრონები ახსენეთ. მე მაინტერესებს, ვინ არიან ისინი?

ობიექტს გაეცინა და მითხრა:

– ისინი ის ხალხია, ვინც რეალურად მართავს ამერიკას, ამერიკის მეშვეობით კი – მთელ


მსოფლიოს.

– ეს – ზოგადად. კონკრეტულად?

– კონკრეტულად, ის მსხვილი ბანკირები და ფინანსისტები, ვის ხელშიცაა მსოფლიო ეკონომიკის


ლომის წილი და დედამიწის რეალური ბატონ-პატრონებიც სწორედ ისინი არიან. სწორედ მათმა
სატანურმა გეგმამ დაშალა საბჭოთა კავშირი. მე და ჩემისთანებმა ამ საშინელებაში ხელი
შევუწყვეთ მათ. სანაცვლოდ კი, მატერიალური კეთილდღეობა და სხვადასხვა რანგის
ჯილდოები და პრემიები მივიღეთ. იცით? ეს ხალხი ბოროტებისთვის მოევლინა ქვეყანას. ამ
აზრზე მე დიდი და მრავალმხრივი ანალიზის შედეგად დავდექი. ისინი, ძველი წარმართების არ
იყოს, სხვის სიცოცხლეს სწირავენ ეშმაკს და, არ გამიკვირდება, რომ ეს რიტუალურ დონეზეც კი
განახორციელონ.

– თქვენ არ შემცდარხართ, – მივუგე ობიექტს, – თქვენი მოკვლის აუცილებელი პირობა


თქვენთვის თავის მოკვეთაა.

ჩემს სიტყვებს ობიექტი არ შეუცბუნებია და მითხრა:

– აი, ხომ გითხარით. ისინი ნამდვილი ეშმაკისეულები არიან... დედამიწაზე გამეფება სურთ და
დანარჩენების დამონება.

– ჰმ, საშინელი პერსპექტივაა დედამიწის მცხოვრებლებისთვის.

– გეთანხმებით, – დამიდასტურა ობიექტმა, ყურადღებით შემათვალიერა და მკითხა – კი მაგრამ,


თქვენ რაში გაინტერესებთ ეს ყველაფერი, თქვენ ხომ დაქირავებული მკვლელი ხართ? თქვენი
საქმეა მკვლელობა, ამ საქმეში ფულის აღება და არა პოლიტიკური წიაღსვლები!

– ჯერ ერთი, მე რიგითი დაქირავებული მკვლელი არ ვარ და ეს პროფესია ჩემი მატერიალური


კეთილდღეობისთვის არ ამირჩევია.

– აბა, რისთვის? – მკითხა ობიექტმა.

– ძირითადად, იდეური მოსაზრების გამო. თუმცა, კარგ ფულსაც ვშოულობ.

– იდეური მოსაზრების გამო?


– დიახ. რასაც ახლა გეტყვით, ის ჯერ არავისთვის მითქვამს. მე „კაგებეს“ ძველი თანამშრომელი
ვარ და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სპეცდავალებებს ვასრულებდი. საბჭოთა კავშირი
რომ დაიშალა, რაც, ჩემის აზრით, დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, ამ საქმიანობას
შევუდექი, მაგრამ, უარს ვამბობ ისეთ შეკვეთაზე, რომელიც ჩემს იდეურ მოსაზრებებს
ეწინააღმდეგება. ახლა გასაგებია?

– გასაგებია, – მომიგო ობიექტმა, – როგორც ვხვდები, თქვენ ჩემს მოკვლას არ აპირებთ.

– დიახ, მე თქვენი გადარჩენა მინდა.

– ჩემი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. ეს შეკვეთა ისეთმა ხალხმა მოგცათ, ვინც უკან
არაფერზე იხევს და, თქვენ თუ არ შეასრულებთ, მაშინ სხვას დაავალებენ ამ საქმეს, ის სხვა კი მეც
მომკლავს და თქვენც მოგიღებთ ბოლოს.

– და მაინც, მე შევეცდები თქვენს გადარჩენას და, ვფიქრობ, გამოგვივა.

– როგორ?

– სამშობლოში უნდა დაბრუნდეთ, ყველაფერი მოინანიოთ. ისინი გაპატიებენ და დაგიცავენ.

– რუსეთში დავბრუნდე?

– დიახ.

– არა მგონია, რომ რუსეთმა მიმიღოს. თანაც ჩემს მტრებს იმდენი ძალა აქვთ, რომ რუსეთშიც
მომწვდებიან, – ხელი ჩაიქნია ობიექტმა, მე კი ვუთხარი:

– თუ მოინანიეთ, მიგიღებენ. რუსეთი დღეს საკმაოდ ძლიერია და თუ თქვენს მფარველობაზე


დასთანხმდება, ვერავინ გახლებთ ხელს.

– კარგი, ვცადოთ, – მითხრა ობიექტმა და დაამატა – ერთ რჩევას მეც მოგცემთ და, იმედია,
დამიჯერებთ.

– გისმენთ, ბრძანეთ.

– თქვენ, ალბათ, საბანკო ანგარიში გაქვთ, სადაც ფულს გირიცხავენ კონტრაქტორები.

– დიახ, ასეა.

– მაშინ, გირჩევთ, ეს თანხები სასწრაფოდ გამოიტანოთ ბანკიდან და, ან ქეშად შეინახოთ სახლში,
ან რაიმე ბიზნესსა თუ ქონებაში ჩადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემი გადარჩენის გამო, ამ
ანგარიშს გაგიყინავენ, ერთ ცენტსაც ვერ გამოიტანთ და წამში გაღატაკდებით.

– ვითომ?

– გარწმუნებთ. თავს დავდებ, რომ ასეა. ამ ადამიანებს ფინანსურ სფეროში ყველაფერი ძალუძთ,
მით უმეტეს – რუსეთის გარეთ. ამიტომ, გირჩევთ, ახლავე გააკეთოთ ეს.
ჩემს საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის თბილისში წამოღება არც ისე ადვილი საქმე იყო,
მაგრამ, რომ დავფიქრდი, მივხვდი, ასე იყო საჭირო და მთელი თანხა სხვადასხვა გადამზიდი
ფირმის საშუალებით თბილისში გავგზავნე. მე და ობიექტი კი მალულად მოსკოვში ჩავედით, მე
ის შჩუკინს შევახვედრე და ყველაფერი მოვაყოლე.

– შევეცდები, დაგეხმაროთ, – უთხრა შჩუკინმა, – უცნაურია, რომ გეხმარებით, არადა, თქვენ გამო
კინაღამ თავი წავაგე.

– ჩემ გამო?

– დიახ. თქვენ რომ შეერთებულ შტატებში გაიქეცით, მაშინ ჯერ კიდევ პოდპოლკოვნიკი ვიყავი,
თქვენზე თვალთვალი მქონდა დავალებული და ხელიდან რომ გამისხლტით, ხელმძღვანელობამ
მკაცრი გაფრთხილება მომცა, ჩემს უშუალო უფროსს ჩემი გასამართლებაც კი უნდოდა. რომ არა
ანდროპოვი, რომელმაც პირადად დამიცვა, შეიძლება, დღეს ცოცხალიც კი არ ვყოფილიყავი.

– ძალიან ვწუხვარ, რომ უსიამოვნება მოგაყენეთ.

– რას იზამ, შეცდომებისგან არავინ ვართ დაზღვეული.

შჩუკინმა ობიექტი რუსეთის პირველ პირს შეახვედრა და სწორედ მან ითავა მისი დაცვა და
მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ თუკი ობიექტს თმის ღერიც კი ჩამოუვარდებოდა
თავიდან, ამას სასტიკ პასუხს გასცემდნენ... ასეთი განცხადების მერე ობიექტს ვერავინ შეეხო და
დღეს ის რუსეთის სიძლიერის ერთ-ერთი თავგამოდებული მომხრეა და ყველაფერს აკეთებს
ამისთვის: წერს წიგნებს, ამხელს ამერიკულ მზაკვრულ პოლიტიკას და თანაც, აქტიურად
საქმიანობს დუმაში, რადგან, რუსეთის პარლამენტის წევრია.

ასეთები ამ ბოლო დროს საგრძნობლად მომრავლდნენ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკით და, აღიარებენ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკა
დანარჩენი მსოფლიოს მიმართ ყოვლად უსამართლოა.

სამწუხაროა, რომ ბევრი ეგრეთ წოდებული დემოკრატი ძალიან გვიან, მაშინ მოეგო გონს,
როდესაც ამერიკის საპირწონე ქვეყანა აღარ არსებობს, რადგან, რამდენად გამოდგება რუსეთი ამ
როლისთვის, ღმერთმა უწყის. მართალია, ეს ქვეყანა ყოველმხრივ ცდილობს ძველი დიდების
დაბრუნებას, მაგრამ, ანგლოსაქსური კოალიცია მთელი ძალით უშლის ხელს ამ პროცესს და,
კაცმა არ იცის, შეძლებს კი რუსეთი სტატუს კვოს აღდგენას?!

ჩემი სიტყვების დასტურად ის შემთხვევაც კმარა, რომელშიც პირადად მომიწია მონაწილეობის


მიღება. ობიექტის ამბიდან სულ რაღაც სამი თვის შემდეგ შჩუკინმა მოსკოვში ჩასვლა მთხოვა და,
რომ შევხვდი, მითხრა:

– კოკი, შენი დახმარება მჭირდება.

– მზად ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ისევე, როგორც ძველ დროში, – მივუგე შჩუკინს, მან კი
მითხრა:
– ამას წინათ ეს კაცი გარდაიცვალა. გეცნობა?

შჩუკინის მიერ დასახელებული პიროვნება ძალიან ცნობილი რუსი გენერალი იყო, რომელიც
უგანათლებულესი ადამიანი და უბადლო ანალიტიკოსი გახლდათ. ის მთელი რუსეთის
მასშტაბით მოგზაურობდა და ლექციებს კითხულობდა, ამ ლექციებზე კი ის ეგრეთ წოდებულ
ფარულ მსოფლიო მთავრობას ამხელდა, აკრიტიკებდა და ამტკიცებდა, რომ ყველა უბედურება
დედამიწაზე მათი პროვოცირებული იყო. შუა ხნის ინტელექტუალ გენერალს მაგარი
ჯანმრთელობა ჰქონდა და, როდესაც ის მოულოდნელად ინფარქტით გარდაიცვალა, ყველა მისი
ახლობლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი ახლობელი და იდეური თანამოაზრე აღმოჩნდა
გენერალი შჩუკინიც. მან ამ გენერლის საქმის გამოსაძიებელ, ფარულ მოქმედებებში
მონაწილეობისთვის მიხმო მოსკოვში.

– დიახ, მეცნობა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. თქვენ ფიქრობთ, რომ მოკლეს?

– დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ ყველა ვარაუდს ფაქტობრივი დასაბუთება სჭირდება. ჩვენ ამ
საქმეს ფარულად ვიძიებთ და გთხოვ, რომ დაგვეხმარო.

– რა უნდა გავაკეთო?

შჩუკინმა ორმოციოდე წლის მამაკაცის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– აი, ეს კაცი უნდა ჩამოათრიო ამერიკიდან.

– ვინ არის?

– სასტუმრო „ასტორიას“ მიმტანი. როგორც ჩანს, მან მოწამლა გენერალი. ჩვენ ვიდეოფირები
მოვიპოვეთ და იმის გაშიფვრის შემდგომ გავაკეთეთ ასეთი დასკვნა. ეს ამერიკელი მეორე დღესვე
ნიუ-იორკში გაემგზავრა, არადა, სულ რაღაც ორი კვირის ჩამოსული იყო მოსკოვში. ვფიქრობ,
რომ ის რუსეთში გენერლის მოსაკლავად იყო გამოგზავნილი.

– მე მზად ვარ, – მივუგე შჩუკინს, – თუ ამ კაცს ცოცხალს მივაგენი.

– აი, მაგაში კი გეთანხმები. შეიძლება ის, ცოცხლად არ იყოს და უკვე თავიდან მოიშორეს, მაგრამ,
ისაა ჩვენი ერთადერთი ხელჩასაჭიდი და სხვა გზა არ გვაქვს.

ამერიკაში, რა თქმა უნდა, სხვისი საბუთებით და შენიღბული ჩავედი, ობიექტის ძებნას


შევუდექი და, ჩემდა გასაკვირად, მას თავის სახლში მივაგენი საღ-სალამათს.

– ვინ ბრძანდებით? – მკითხა ობიექტმა, როდესაც კარი გამიღო.

– სადაზღვევო კომპანიიდან ვარ, სერ. ეს შენობა ჩვენი ფირმის მიერაა დაზღვეული და საქმეზე
გეწვიეთ.

– მე უკვე დაზღვეული ვარ და მეტი დაზღვევა არ მჭირდება, – მითხრა ობიექტმა, რომ თავიდან
მოვეშორებინე, მაგრამ, მე გავუღიმე და ვუთხარი.
– არა, სერ, თქვენ ვერ გამიგეთ. მე თქვენს დასაზღვევად კი არ მოვსულვარ, არამედ იმისთვის,
რომ კომპენსაცია გადაგიხადოთ.

– კომპენსაცია?

– დიახ, კომპენსაცია.

– რისი კომპენსაცია?

– შემომიშვით და ყველაფრის საქმის კურსში ჩაგაყენებთ, – ვუთხარი ობიექტს.

ობიექტმა სახლში შემიშვა, კარი მიხურა და მკითხა:

– რა ხდება?

– საქმე ისაა, რომ ეს შენობა ნესტიანია და ჩვენს კლიენტებს კომპენსაციას გადავუხდით, თუკი
სასამართლოში სარჩელს არ აღძრავთ, – მივუგე ობიექტს, – თუ მარტო არ ხართ, მაშინ, კიდევ
ერთი ადამიანი გვჭირდება იურიდიული პროცედურისთვის და მოიყვანეთ, ოღონდ,
სრულწლოვანი უნდა იყოს და პასპორტიც დამჭირდება.

– მარტო ვარ.

– მაშინ, მეზობელს სთხოვეთ, – ვუთხარი ობიექტს, შემდეგ მოულოდნელად აპერკოტი


ამოვარტყი, გავთიშე და, რომ გამოფხიზლდა, უკვე მოსკოვში წასაყვანად მყავდა
„ჩაპაკეტებული“.

ობიექტი მოსკოვში სამი დღის შემდეგ ჩავიყვანე, შჩუკინს მივგვარე და როგორც მოგვიანებით
შევიტყვე, მან აღიარა, რომ სწორედ „ცეერუს“ დავალებით მოწამლა გენერალი... ობიექტს კიდევ
რაღაც-რაღაც ინფორმაციები გამოწურეს, თავი მოჰკვეთეს და ერთი ვითომდა ჰუმანიტარული
ორგანიზაციის ოფისში გაგზავნეს, რომელიც სინამდვილეში იმ ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნოდა,
ვისაც მოკლული გენერალი ამხელდა. ობიექტის სხეულის ნარჩენები კი ლენგლიში გადაგზავნეს,
თან პატარა ბარათი დაურთეს, რომელშიც ეწერა, რომ მათ ჯაშუშ-მკვლელებს უარესს
უზამდნენ...

შჩუკინის მიერ მოცემული მოსაფიქრებელი ვადა სულ მალე გადის და პასუხი ჯერჯერობით არ
მომიფიქრებია, თუმცა, მთელი ჩემი არსით მათ მხარეზე ვარ, რადგან, მჯერა, რომ ისინი მართალ
საქმეს ემსახურებიან, ჩემი ადგილი კი ყოველთვის სიმართლის მხარესაა... მავანში ჩემი სიტყვები
სარკაზმს თუ არა, ირონიას მაინც გამოიწვევს, ალბათ, იმასაც იტყვის, რუსსა და რუსეთში რა
სიმართლე ყრიაო, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს აზრი ძირშივე მცდარია და ისინი ავრცელებენ და
ამკვიდრებენ მას, ვისაც ამ დიადი ქვეყნის ეშინია და მისი სიძლიერე იმიტომ არ უნდა, რომ
თავად სურს მსოფლიოზე ბატონობა და საპირწონე ძალა მას ამ საშინელების განხორციელების
საშულებას არ მისცემს. ალბათ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რუსეთის მთავარი მტერი
ამერიკაა და ასეა თითქმის ასი წელიწადი – შეერთებული შტატები მის დანაწევრებასა და
განადგურებაზე ინტენსიურად მუშაობს. ეს მიზნები „კაგებეში“ კარგად იცოდნენ, ამიტომ,
საბჭოთა დაზვერვის დიდი ძალები სწორედ ამერიკისკენ იყო მიმართული და საკმაოდ
წარმატებითაც, თუმცა, გორბაჩოვმა ყველაფერი წყალში ჩაყარა და მილიონობით ადამიანი
გაანადგურა როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და მატერიალურად, თვითონ კი დღემდე საღ-
სალამათია და ისე უჭირავს თავი, თითქოს არაფერი წაეხდინოს.

– ასეა, ჩემო კარგო, რა გიკვირს. ხომ გაგიგია – „ფული ჯოჯოხეთს ანათებსო“. მოისყიდეს
გორბაჩოვი, მან „ფრიადზე“ შეასრულა თავისი მოღალატეობრივი მისია და ახლა თავისი
ნამოღვაწარით ტკბება, ჩვენ კი მის ცუდ საქმეებს საკუთარ თავზე ვიმკით, – მითხრა არცთუ ისე
დიდი ხნის წინ ერთმა თადარიგის სამხედრო გენერალმა, რომელსაც კურორტ მინერალურ
წყლებში შევხვდი. ის სამკურნალოდ იყო ჩასული და მეც იქ ვიმყოფებოდი, ოღონდ სხვა გვარით
და საგრძნობლად შეცვლილი გარეგნობით.

– რა ვიცი, ჩვენ კი გვიმტკიცებდნენ, რომ „პერესტროიკა“ ქვეყანას ააყვავებს, ააღორძინებს და


ხალხის ცხოვრებას გააუმჯობესებსო, – მივუგე გენერალს, – მაგრამ, ეს ყველაფერი ბლეფი
აღმოჩნდა.

– ბლეფმა და ღალატმა დაშალა საბჭოთა კავშირი, – მითხრა გენერალმა, – არადა, თავისუფლად


შეიძლებოდა არა მხოლოდ ამ პროცესის თავიდან აცილება, არამედ, უფრო მეტად გაძლიერება
და მოდერნიზება.

– როგორ?

– როგორ და, ერთი მხრივ, იმ მეცნიერ-ექსპერტებისთვის უნდა დაგვეჯერებინა, ვინც ამბობდა,


რომ ეგრეთ წოდებული „სოი“ – ვარსკვლავური ომების პროგრამა – ტყუილი იყო და მსგავსი
ტექნოლოგიები მაშინ არ არსებობდა. ჩვენმა მოხუცმა, მარაზმატიკმა მარშლებმა კი, რეიგანის ეს
საკენკი ჭამეს და სამხედრო ბიუჯეტი ჯერ უზომოდ გააზრდევინეს, შემდეგ კი მისი სამოცდაათი
პროცენტი წყალში გადაყარეს, ამზადებდნენ რა „სოის“ საწინააღმდეგო ტექნოლოგიებს, ამით
ვითომ ხალხი დაამშვიდეს, სინამდვილეში კი ქვეყანა გააღატაკეს და დაშლისთვის ნაყოფიერი
ნიადაგი მოამზადეს. მეორე მხრივ, საჭირო იყო გორბაჩოვისა და მისი ორიოდე მხარდამჭერი,
მარაზმატიკი სამხედრო მაღალჩინოსნის ლიკვიდაცია და საბჭოეთი დღესაც იარსებებდა,
ამერიკა კი ამდენ საშინელებას ვერ დაატრიალებდა დედამიწაზე.

გენერალი ზუსტად ჩემს აზრებს იმეორებდა, თუმცა, მე საკუთარი თავის აფიშირება არანაირად
არ მაწყობდა და მივუგე:

– მე ასეთ დეტალებში ნამდვილად არ ვარ ჩახედული, რადგან, ახლაც და, მით უმეტეს, მაშინ,
ძალიან შორს ვიდექი ამ სფეროსგან. თუმცა, ვაღიარებ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით
დედამიწაზე ცხოვრება არ გაუმჯობესებულა და, შეგვიძლია, გავიზიაროთ აზრი, რომ საბჭოთა
კავშირის დაშლა უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო.

– დიახ, ასე იყო, – დამიდასტურა გენერალმა, – ქართველებს მშვენიერი ანდაზა აქვთ: „ურემი რომ
გადაბრუნდა, გზა მერე გამოჩნდაო“. არადა, სულაც არ იყო საჭირო ურემის გადაბრუნება, გზა
ისედაც ნათლად ჩანდა. საჭირო იყო მხოლოდ მისი დანახვა, მაგრამ, შავი სათვალეები
გავიკეთეთ და ძალით დავიბრმავეთ თავი.
– ლამაზად ლაპარაკობთ, ამხანაგო გენერალო!

– ეჰ, ჩემო კარგო, ვინ მოგისმინა, თორემ, მე ამას უკვე მაშინ ვამბობდი, როცა მივხვდი, რომ
გორბაჩოვი ამერიკელებს შეეკრა და მათ დაკრულზე ცეკვავდა.

– ამას როდის მიხვდით?

– ძალიან მალე – „პერესტროიკის“ დაწყებიდან ერთი წელიც არ იყო გასული.

– როგორ მიხვდით?

– პირველ ყოვლისა, იმით, რომ გორბაჩოვმა „კაგებეს“ უტვინო ფუნქციონერების მეშვეობით


პროვოკაცია მოგვიწყო სამხედროებს.

მე უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა ჩემი თანამესაუბრე და სიტყვა უნებლიეთ


გავაწყვეტინე:

– რა პროვოკაცია?

– არ გახსოვთ, წითელ მოედანზე პლანერით ვინმე მათიას რუსტი რომ დაჯდა და ავტოგრაფებს
არიგებდა?

– კი, მახსოვს... – გამეცინა მე.

– ჰოდა, ჩემო კარგო, რუსტის ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრა მთლიანად „ცეერუში“ დაგეგმეს,
გორბაჩოვმა კი თავის მორჩილ და უტვინო „კაგებეშნიკს“ განახორციელებინა. ანუ, „პევეოს“
პულტთან მჯდარმა „კაგებეს“ კაცმა არ დააფიქსირა რუსტის შემოჭრის ფაქტი, შემოუშვა ის და
ამას საბჭოთა გენერლის მოხსნა მოჰყვა. უტვინო „კაგებეშნიკი“ კი იმიტომ ვუწოდე გორბაჩოვის
ერთგულ „კაგებეშნიკს“, რომ მას ეგონა, თუკი გორბაჩოვს დაეხმარებოდა, ამით ქვეყანას
გააძლიერებდა, მაგრამ პირიქით კი გამოვიდა.

– გამოდის, რომ მათიას რუსტს დაუშლია საბჭოეთი.

– რუსტი პირველი მერცხალი იყო იმ პროვოკაციათა სერიაში, რომელიც გორბაჩოვმა


განახორციელა და რაც საბოლოოდ ქვეყნის დაშლით დასრულდა. სხვათა შორის, – გენერალმა
პაუზა გააკეთა და განაგრძო – ახლა უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ჩვენ იმ ნაძირალას მოკვლას
ვუპირებდით და ისევ „კაგებემ“ შეგვიშალა ხელი.

გუნებაში მეცინებოდა, რადგან, ამ თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი აღმკვეთი მე ვიყავი, მას კი


ვუთხარი:

– ეგ როგორ იყო?

– როგორ და, როდესაც გორბაჩოვი აშკარა, დაუფარავ ღალატზე გადავიდა, პატრიოტი


სამხედროების ჯგუფი შევკრიბე და გორბაჩოვის ლიკვიდაციის გეგმა შევიმუშავეთ. თითქმის
იდეალურად გვქონდა ყველაფერი გათვლილი და ორი უბადლო შემსრულებელი, მათ შორის
ქალი, მზად იყო, ქვეყნის გადასარჩენად თავი გაეწირა. მაგრამ, ისინი გაშიფრეს და აიყვანეს.
ქალი ზედ წითელი მოედნიდან „ააგდო“ ერთმა სუპერსპეცმა და ყველაფერი ჩაგვიფლავდა,
შედეგად კი ქვეყანა დაიღუპა და ხალხი გაუბედურდა.

ის სუპერსპეცი, ვინც ქილერი ქალი წითელი მოედნიდან აიყვანა, მე ვიყავი და ამ შეცდომას


დღემდე ვნანობ. აბა, მაშინ რა ვიცოდი, რომ ყველაფერი ასე საშინლად დასრულდებოდა, თორემ,
იმ ქალს ავიყვანდი კი არა, პირიქით, ხელს შევუწყობდი და დავაზღევდი.

– ყველანი დაგიჭირეს?

– არა, – თავი გააქნია გენერალმა, – მე არავის დავუსახელებივარ. უფრო სწორად, ვინც ამ საქმეში
ჩემი მონაწილეობის შესახებ იცოდა, უცხოეთში გაიქცა და გადავრჩი. თუმცა, ყოველ წუთს
ველოდი დაპატიმრებას.

– ვინმე დახვრიტეს?

– არა, უბრალოდ, მათ დიდი „სროკები“ მისცეს და მოგვიანებით ყველა გაათავისუფლეს, ის ქალი
კი ყაზანის ფსიქიატრიული ციხიდან გაიქცა.

გენერლის სიტყვებზე კვლავ გამეცინა გუნებაში, რადგან, ის ქალი მე თვითონ გავაქციე იქიდან,
იმიტომ, რომ მისი იქ გამომწყვდევა ჩემი ბრალი იყო.

საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო და ახალი პროფესია ჯერ კიდევ არ მქონდა არჩეული,
როცა ერთ-ერთ რუსულ გაზეთში სტატია წავიკითხე, რომელშიც ოლგას ამბავი იყო
მოთხრობილი. ოლგა იმ ქილერს ერქვა, რომელიც წითელ მოედანზე ავიყვანე და გორბაჩოვი
სიკვდილს გადავარჩინე. სტატიაში ეწერა, რომ ყაზანის ფსიქიატრიულ ციხეში ქალზე
არაადამიანურ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და, რომ ისღა იყო დარჩენილი პატიმრობაში იმ
შეთქმულთა შორის, ვინც გორბაჩოვის ლიკვიდაციას გეგმავდა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი და
ქალის გამოხსნა გადავწყვიტე. ამიტომ, სპეციალური გეგმა შევიმუშავე და მის
განსახორციელებლად თათარსტანის დედაქალაქში გავემგზავრე.

ყაზანის ფსიქიატრიული ციხე დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს – ის გააუქმეს. მაშინ კი ეს


იყო საშინელებათა ბასტიონი და მანიაკი ექიმი-ფსიქიატრები პაციენტებზე არაადამიანურ
ექსპერიმენტებს ატარებდნენ. იქ შეღწევა ისევე რთული იყო, როგორც ნებისმიერ მკაცრი რეჟიმის
საპყრობილეში. თუმცა, მე იქ ექიმი-ფსიქიატრის ნიღბით შევაღწიე და ოლგა წამოვიყვანე. ის
საცოდავი, საშინელი წამების მიუხედავად, მაინც მედგრად გამოიყურებოდა. როდესაც
სამშვიდობოზე ვიყავით გასულები და ერთ კერძო სასტუმროში შევჩერდით, მან მკითხა:

– ვინ ხართ და ვისი დავალებით მოქმედებთ?

– ვინ ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო, ვმოქმედებ ჩემი სინდისის კარნახით, – ვუთხარი ქალს.
ოლგამ ყურადღებით შემათვალიერა და, მართალია, ძალიან კარგად ვიყავი გრიმ-პარიკით
შენიღბული, მითხრა:

– მაშინ, რთული მისახვედრი არ არის, ვინც ხართ.


– ვინ?

– მე თქვენი ვინაობა არ ვიცი, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ის ხართ, ვინც მე წითელი
მოედნიდან ამიყვანა და გორბაჩოვი სიკვდილისგან იხსნა.

– ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ თავისუფალი ხართ.

– მერე, რა თავში ვიხლი ამ თავისუფლებას?

– აბა, ის ჯოჯოხეთში ყოფნა გერჩივნათ?

– აქ რა, სამოთხეში ვიცხოვრებ? ჯერ ერთი, ტოტალურ ძებნას დამიწყებენ, თანაც, ამქვეყნად
არავინ მყავს და, ვის და სად შევეკედლო? სახლში რომ დავბრუნდე, რა თქმა უნდა, თუ არ
ჩამოურთმევიათ, დამიჭერენ. ფული მე არ მაქვს და სამალავი.

– ასე გული რამ გაგიტეხა, ჩემო კარგო? ჯერ ხომ ოცდაათისაც არ ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს.
რაც შეეხება ფულსა და თავშესაფარს, ამაზე ნუ იდარდებ.

– რას მიპირებთ?

– ცუდს არაფერს, შვეიცარიაში იცხოვრებ და იმუშავებ. უკვე ყველაფერი შეთანხმებულია და


გელოდებიან.

ალბათ, მიხვდით, რომ ოლგა ჩემს დობილთან, ნატასთან გავგზავნე. ის ახლაც იქ ცხოვრობს.
გათხოვილია და ქმარ-შვილი ჰყავს. მან დღემდე არ იცის, რომ ეს ყველაფერი მე მოვუწყვე, ანუ, ის
მე არც კი მიცნობს...

გენერალმა ოლგა რომ ახსენა, თავი გააქნია და დაამატა:

– მაგარი გოგო იყო. როგორც ჩანს, ყველაფერს გაუძლო, გაიქცა და ახლა ნამდვილად უცხოეთში
ცხოვრობს.

გენერლისთვის მინდოდა მეთქვა, შვეიცარიაში ცხოვრობს და კარგადაა-მეთქი, მაგრამ, რა თქმა


უნდა, ეს არ გამიკეთებია და ვკითხე:

– გლობალურ პოლიტიკაზე რა აზრის ხართ?

გენერალმა ეშმაკურად შემომხედა და მითხრა:

– აკი პოლიტიკა არ მაინტერესებსო?

– ეგ ადრე იყო, ახლა კი ყველას აინტერესებს პოლიტიკა.

გენერალმა სერიოზული სახე მიიღო, კოპები შეკრა და მითხრა:

– ეგ გლობალური პოლიტიკაც ამერიკული ხრიკებია და რუსეთის დაშლა-განადგურებაზეა


გათვლილი. მაგრამ, გარწმუნებთ, საბჭოთა კავშირის ბედს რუსეთი არ გაიზიარებს, ის სულ მალე
გაუსწრებს ამერიკას და, ჩინეთთან ერთად მას ერთ ადგილს დააყენებინებს.
– მერე, გაქაჩავს კი ამას დღევანდელი რუსეთი?

– მტკიცედ მჯერა, რომ გაქაჩავს. შიდა პრობლემები თითქმის მოგვარებულია და გლობალურ


პოლიტიკაში მალე მთავარი მოთამაშის ადგილს დავიკავებთ.

– ანუ, თქვენი აზრით, ჩრდილო კავკასიას ცენტრალური მთავრობა აკონტროლებს?

– დიახ.

– ეს ანტიტერორისტული სპეცოპერაციები რაღაა?

– ეს წვეთია ზღვაში და, თუკი ამ რესპუბლიკების მოსახლეობა დროზე არ მოეგება გონს და


წინააღმდეგობას არ შეწყვეტს, ისე ამოწყდებიან, რომ მათგან სველი ადგილიც არ დარჩება და
ამაზე პასუხს არავინ მოითხოვს.

– თუ ყველა გაწყვიტეს, პასუხს ვინ მოითხოვს? – მხრები ავიჩეჩე მე.

– მეც ამას არ ვამბობ? – მითხრა გენერალმა, შემდეგ საათს დახედა და დაამატა – სამწუხაროდ,
უნდა დაგტოვოთ – აბაზანების მიღების დროა... მკაცრი გრაფიკი მაქვს. თუმცა, ხვალ ისევ
შევხვდებით და ჩვენი საუბარიც მაშინ გავაგრძელოთ.

გენერალთან საუბრის გაგრძელების საშუალება აღარ მქონია, რადგან, მეორე დღეს უკვე
გამოვემგზავრე მინერალური წყლებიდან. იქ კი ერთი საქმის გასაკეთებლად ვიყავი, რაშიც ორასი
ათასი დოლარი გადამიხადეს. მე ერთ-ერთი ყოფილი ჩრდილოკავკასიელი საველე მეთაურის
ლიკვიდაცია მოვახდინე, რომელიც ფედერალური ხელისუფლების მხარეზე გადავიდა,
გენერლის ჩინი მიიღო. ამ საქმის შემკვეთები კი, უცხოეთში დამიკავშირდნენ და როგორც მათ
მიაჩნდათ, ერის მოღალატის განადგურება შემიკვეთეს...

მოღალატის ლიკვიდაცია არაერთხელ განმიხორციელებია, მაგრამ, ამ სამუშაოს ძირითადად


„კაგებეს“ დავალებით ვასრულებდი. ერთხელ შჩუკინმა თავისთან მიხმო და მითხრა:

– ერთი პატარა საქმე უნდა გააკეთო, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს საქმეს და
სამართლიანობას აღადგენს.

– მზად ვარ.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ერთ-ერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ჩინოვნიკის სურათი მაჩვენა და


მითხრა:

– იცი, ვინ არის?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ამათი დაზვერვის უფროსია.

– ჩვენი მეგობარი ყოფილა.


– პირიქით, მტერია. მან გვიღალატა და შენ ის უნდა დასაჯო.

– უმაღლესი ზომით?

– დიახ. შენ მას ფეთქებადი ტყვიით იმ დროს გაუხეთქავ თავს, როდესაც მის ირგვლივ უამრავი
სპეცაგენტი იქნება და ამით ყველას კიდევ ერთხელ გააგებინებ, რომ საბჭოეთი ღალატს არავის
აპატიებს.

– გასაგებია. როდის უნდა შევასრულო?

– ერთ კვირაში. წადი, მოემზადე!

იმ კაცის მოკვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ, მთავარი იყო მკვლელობის დრო,
ადგილი და ვითარება. საქმე ისაა, რომ ის კაცი ძალიან დაუახლოვდა „ცეერუს“ და,
ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის მთავარ მოედანზე იმ დროს უნდა მომეკლა
სნაიპერული გასროლით, როდესაც მისი ქვეყნის პირველი პირი და ამერიკის პრეზიდენტი
ფეხით გაისეირნებდნენ. ამ დროს, რა თქმა უნდა, იქაურობა ამერიკული სპეცაგენტებით
იქნებოდა გადატენილი და მასპინძელი ქვეყნის უშიშროების შეფის მკვლელობა დიდ რეზონანსს
გამოიწვევდა.

ამ სარისკო დავალების შესრულებას დიდი წარმატებით გავართვი თავი და „ცეერუშნიკებითა“


და ადგილობრივი საიდუმლო პოლიციის თანამშრომლებით გატენილ მოედანზე, სადაც,
პრაქტიკულად, თითოეული სანტიმეტრი კონტროლდებოდა, დაზვერვის შეფ-გენერალს თავში
ფეთქებადი ტყვია დავასვი, ნახევარი თავის ქალა წავაცალე და, როგორც მის თანამემამულეებს,
ასევე ამერიკელებს, კიდევ ერთხელ დავუმტკიცე, რომ „კაგებე“ ყოვლისშემძლეა...

„კაგებეს“ უძლეველობის მითი მსოფლიოში 1918 წლიდან მკვიდრდებოდა და, მართალია, მაშინ
ამ ორგანოს „ჩეკა“ ერქვა, მაგრამ, დღიდან დაარსებისა, უმძლავრესი ორგანიზაცია იყო, რომელიც
ყოველდღიურად ძლიერდებოდა, იზრდებოდა და გავლენის სფეროებს მთელ დედამიწაზე
ავრცელებდა. მას უზარმაზარი ადამიანური რესურსი და უსაზღვრო ფინანსური
შესაძლებლობები გააჩნდა, ამიტომ, საიდუმლო სპეცოპერაციების წარმოება პლანეტის ყველა
წერტილში შეეძლო და მათი აბსოლუტური უმრავლესობა დიდი წარმატებით სრულდებოდა.

ჩვენს უწყებაში მუშაობდა ან თანამშრომლობდა ყველა საუკეთესო სპეციალისტი ნებისმიერ


სფეროში და, თუკი რამე უახლესი ტექნოლოგია გამოჩნდებოდა, პირველად მას „კაგებე“
აფინანსებდა და იყენებდა. ჩვენი უწყების მფლობელობაში იყო მილიონობით კონსპირაციული
ბინა თუ ვილა მთელ მსოფლიოში, ასევე, უზარმაზარი მიწის ნაკვეთები, სადაც საიდუმლო
ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული. „კაგებეს“ ჰქონდა ყველაზე თანამედროვე
სატრანსპორტო საშუალებები, ჩვენი უწყების საიდუმლო ლაბორატორიებში კი ამზადებდნენ
გაუმჯობესებულ იარაღებსა და ელექტროტექნიკურ საშუალებებს, რომლებსაც ჩვენი
პროფესიული საქმიანობისთვის ვიყენებდით. ერთი სიტყვით, „კაგებე“, მართლაც რომ,
ყოვლისშემძლე იყო.
უფრო თვალნათელი რომ გახდეს „კაგებეს“ სიძლიერე, ერთ ისტორიას მოვყვები, რომელიც
მრავალი წლის წინათ გადამხდა, უფრო სწორად კი, მასში მთავარ როლს ვასრულებდი.

ერთ სუსხიან ზამთარს, როდესაც თბილისშიც კი ისე ციოდა, რომ ონკანებში ყინვისგან წყალი არ
მოდიოდა და მილები სკდებოდა, კანადაში გამგზავნეს საგანგებო მისიით. იქ,
ორმოცდახუთგრადუსიან ყინვაში ერთ-ერთი ენერგეტიკული ობიექტი დავაზიანე. გეგმის
მიხედვით, ხუთი დღის მერე უნდა დავბრუნებულიყავი უკან, რომ არ გავშიფრულიყავი, ანუ,
„ფსკერზე დაწოლა“ მქონდა ნაბრძანები. როგორც კი დავალება შევასრულე და კონსპირაციულ
ბინაზე დავბრუნდი, მოულოდნელად მეკავშირე მეწვია და მითხრა:

– თხუთმეტ წუთში მოემზადეთ, ექვს საათში სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ კი იოჰანესბურგში


უნდა იყოთ.

– რაო, რა ბრძანეთ?! – ვკითხე მეკავშირეს, რადგან, მეგონა, რომ მომესმა. იმ ადგილიდან


იოჰანესბურგამდე არც მეტი, არც ნაკლები 9 500 კილომეტრი იყო და ამხელა მანძილის გავლა
ექვს საათში მხოლოდ ზღაპრული ფერიის დახმარებით თუ შეიძლებოდა.

მეკავშირემ მაჯის საათს დახედა და მშვიდად მითხრა:

– უკვე თოთხმეტი წუთი დაგრჩათ. ისე გამოეწყვეთ, რომ არ დაგცხეთ, რაც არ უნდა იყოს,
აფრიკაში ჩადიხართ, იქ კი ამჟამად ორმოცდახუთი გრადუსია ჩრდილში. შეგიძლიათ, ზემოდან
თბილი ქურქი ჩაიცვათ, მაგრამ, ისე, რომ ადვილად გაიძროთ, – მეკავშირემ კვლავ საათს დახედა
და დაამატა – უკვე ცამეტი წუთი დაგრჩათ, იჩქარეთ.

მე ზუსტად ისე გამოვეწყვე, როგორც მეკავშირემ მითხრა და, რომ წარვუდექი, ვუთხარი:

– ცხრა წუთი დარჩა იმ თხუთმეტიდან. რას იტყვით, გაწყობთ ჩემი ჩაცმულობა?

– რვა წუთი, – მომიგო მეკავშირემ და დაამატა – სრულებით მაკმაყოფილებს. ახლა კი წავედით,


რეაქტიული სამხედრო ბომბდამშენი სულ მალე აფრინდება ბაზიდან და, თუ ადგილზე არ
დახვდებით, არ დაგელოდება.

მართლაც, ნისლითა და ხშირი თოვლით დაფარულ უკაცრიელ მინდორზე მივედით თუ არა,


სულ რაღაც ნახევარ წუთში, ზებგერითი საბჭოთა ბომბდამშენი დაეშვა, რომელიც საათში ათას
რვაას კილომეტრს ავითარებდა და იმ პერიოდისთვის სუპერტექნოლოგია – ვერტიკალურად
აფრენა-დაფრენის მექანიზმი გააჩნდა.

საბჭოთა თვითმფრინავი თვრამეტი კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, მე და პილოტს


ჟანგბადის ბალონები გვეკეთა და, როდესაც იოჰანესბურგს მივუახლოვდით, სადღაც ღამის სამი
საათი იყო, პილოტმა მითხრა:

– სამ წუთში კატაპულტს ავამუშავებ და თხუთმეტ წუთში იოჰანესბურგის გარეუბანში


დაეშვებით, იქ კი მეკავშირე დაგხვდებათ და საქმის კურსში ჩაგაყენებთ. პაროლი ძველია, იგივე,
რაც კანადაში.
როგორც პილოტმა თქვა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა. მე თითქმის სანტიმეტრის სიზუსტით
დავეშვი დანიშნულ ადგილზე, მეკავშირეს შევხვდი, რომელმაც დალუქული სპეცკონვერტი
გადმომცა და მითხრა:

– მე წავედი. წარმატებას გისურვებთ!

კონვერტში ეწერა, რომ კონსპირაციულ ბინაზე უნდა მივსულიყავი, შევნიღბულიყავი და


სასტუმრო „შერატონში“ დავბინავებულიყავი, სადაც მეკავშირე დანარჩენ ინსტრუქციას
გამაცნობდა. კონვერტშივე იდო მანქანის გასაღები, მანქანა კი ხუთასიოდე მეტრში იდგა.
როდესაც ყველაფერი ზუსტად შევასრულე და გარეგნობაშეცვლილი, „შერატონის“
ფეშენებელურ ნომერში მოვეწყვე, ათიოდე წუთში სასტუმროს უნიფორმიანი თანამშრომელი
მეწვია და მკითხა:

– სერ, რამეს ხომ არ შეუკვეთავთ?

– დიახ, ქათმის ორი შემწვარი ბარკალი მომიტანეთ, ოღონდ, უტომატო გარნირით.

– გარნირად რას ისურვებთ?

– მხოლოდ კარტოფილსა და მაკარონს, – მივუგე უნიფორმიანს, რომელმაც ქაღალდი მომცა და


მანიშნა, წაიკითხეო.

ქათამი და გარნირი, რა თქმა უნდა, პაროლი იყო. მეკავშირის მიერ გადმოცემულ ტექსტში კი
წავიკითხე, რომ ღამის ოთხ საათზე მეექვსე სართულზე მდებარე ტუალეტში შევსულიყავი და
ორი თვის წინ დაგეგმილი ოპერაცია „ტყუპები“ განმეხორციელებინა. გეგმის მიხედვით, მე ერთ-
ერთი მეცნიერ-ქიმიკოსი ქალბატონის ქმრის ადგილი უნდა დამეკავებინა და ამგვარად
გამეტაცებინა ქალი, რომელსაც ამერიკელი სპეცაგენტები თავგამოდებით იცავდნენ. ტუალეტში,
რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების სპეციალური ოპერატიული ჯგუფი იყო დამალული და მათ იმ
ქიმიკოსის ნამდვილი ქმარი გაიტაცეს, მე კი იქვე მცირე კორექტივი შევიტანე ჩემს გარეგნობაში
და ხმაურიან კამპანიას დავუბრუნდი, სადაც „ცეერუელი“ აგენტებით გარშემორტყმული
გენიალური ქიმიკოსი ქალი და მისი მეგობრები ატარებდნენ დროს.

ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში რომ შევედი, „ცეერუს“ აგენტებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ ჩემში


და დაუბრკოლებლად შემიშვეს. მთვრალ კამპანიას კი, ზედაც არ შემოუხედავს ჩემთვის. ჩემი
„ცოლი“ უკვე საკმაოდ მთვრალი იყო. მე ის ხელში ავიყვანე, ერთ-ერთი აგენტი მოვიხმე და
ვუთხარი:

– მომეხმარე, ნომერში წამაყვანინე!

„ცეერუელმა“ ჩემი გათიშული „ცოლი“ ნომერში შეიყვანა. საწოლზე რომ დააწვინა, ვუთხარი:

– მადლობელი ვარ. ჩვენთან არავინ შემოუშვათ, ნურავინ შეგვაწუხებს. ხოლო, თუ რამე


დამჭირდა, მე თვითონ გიხმობთ.
„ცეერუელები“ მთელ პერიმეტრზე იყვნენ განლაგებულები. ერთადერთი, შედარებით სუსტი
ადგილი მათი დაცვის სისტემაში იყო აივანი, რომელსაც არავინ აკონტროლებდა. ამიტომ,
როგორც ერთ-ერთი წინასწარ შემუშავებული ვარიანტით იყო გათვალისწინებული, მე ჩემი
„ცოლი“ ზურგზე მოვიბი და მეექვსე სართულიდან თორმეტსართულიანი სასტუმროს
სახურავზე სპეციალური სამაგრებით ავძვერი. იქ კი, სულ რაღაც, წუთ-ნახევარში, ვერტმფრენი
დაეშვა, ჩაგვსვა და სამოცი კილომეტრით მოშორებულ სპეციალურ რანჩოზე მიგვიყვანა,
საიდანაც იმავე ზებგერითი თვითმფრინავით უკვე მოსკოვში ჩავფრინდით და მთელ ამ ვოიაჟს
სულ რაღაც 15 საათი დასჭირდა... ხომ წარმოგიდგენიათ, 15 საათის განმავლობაში დავფარე 16
ათასი კილომეტრი, მოვიარე მსოფლიოს სამი კონტინენტი და შევასრულე ორი უმსხვილესი
სპეცოპერაცია. ეს ყველაფერი კი „კაგებეს“ უსაზღვრო შესაძლებლობების შედეგი იყო. დღესაც კი,
ამ ფანტასტიკური ტექნოლოგიების ეპოქაში, ძნელია ასეთი ოპერაციების ჩატარება.

როგორც კი მოსკოვში ჩავფრინდი, შჩუკინს ვეახელი, პატაკი ჩავაბარე და ვკითხე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რამ გამოიწვია ასეთი სიჩქარე, „ტყუპებს“ ხომ უფრო გვიანი
პერიოდისთვის ვგეგმავდით?

– დიახ, მაგრამ, ვითარება შეიცვალა. გუშინ, სწორედ იმ დროს, როდესაც შენ ენერგეტიკულ
ობიექტს აზიანებდი კანადაში, ჩვენმა ოპერებმა არხანგელსკის წყალსაცავთან ქიმიური ნაღმი
აღმოაჩინეს და დაადგინეს, რომ ოცდაოთხ საათში აფეთქდებოდა, შედეგად კი 6 მილიონი
ადამიანი უნდა განადგურებულიყო. ნაღმის სპეციფიკურობა და მისი ქიმიური შემადგენლობა
განაღმვის საშუალებას არ გვაძლევდა და, ხელი რომ გვეხლო, ამ კატასტროფას დავაჩქარებდით.
თანაც, ვიცოდით, რომ ეს ჯოჯოხეთის მანქანა იმ ძუკნას დამზადებული იყო და ის იმიტომ
ჩამოგაყვანინეთ აქ, რომ განაღმვა თავად მოეხდინა. ახლა კი, ყველაფერი რიგზეა და საფრთხე
განეიტრალებულია.

მსგავსი შემთხვევა აღარ ყოფილა და საბჭოეთმა უსაფრთხოების სისტემა გააათმაგა. თუმცა,


შურისძიება აუცილებელი იყო და ეს მისია მე მერგო...

შჩუკინმა გამიღიმა და მითხრა:

– რას იზამ, კოკი, შენ საუკეთესო ხარ და, არხანგელსკის აქციის გამო, რომელიც, მართალია,
ამერიკელებს ჩაეშალათ, შენ უნდა იძიო შური.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვები იმისი ნათელი დასტური იყო, რომ, საფრთხის განეიტრალების
მიუხედავად, აუცილებელი გახდა საპასუხო დარტყმის მიყენება და სწორედ ეს გამოხატავდა
„კაგებეს“ არსს.

შურისძიების აქცია, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებდა მასობრივ მსხვერპლს, ჩვენ მხოლოდ


ნერვები უნდა დაგვეწყვიტა „ცეერუსა“ და ამერიკის მთავრობისთვის და კიდევ ერთხელ
დაგვემტკიცებინა, რომ მათზე ბევრად მაღლა ვდგავართ და მათთვის სასიკვდილო დარტყმის
მიყენება ჩვენთვის ხელსაყრელ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო.
ამ აქციის დეტალები შჩუკინის კაბინეტში დაიგეგმა და მასში მუხინიც მონაწილეობდა,
რომელმაც ამ ოპერაციის მთავარი იდეა მოგვაწოდა.

– იცით, რას გეტყვით, ამხანაგებო? – ჩაეცინა ანდრეი ლუკიჩს, – ვფიქრობ, ნიუ-იორკის ცენტრი
უნდა დავნაღმოთ და ჩვენი ამერიკელი კოლეგები ტრაწიანებივით ვარბენინოთ აქეთ-იქით.

– კონკრეტულად რას გულისხმობ? – ჰკითხა თავის მოადგილეს შჩუკინმა.

– რას, ვიქტორ იაკოვლევიჩ, და იმას, რომ ნიუ-იორკის ისტორიული ცათამბჯენები – ემპაიერი და


„ტვიქსები“ უნდა დავნაღმოთ. ამის შესახებ კი, ამერიკელებს აფეთქებამდე ოთხი საათით ადრე
შევატყობინოთ და, ბლატნოები რომ იტყვიან, „ვიკაიფოთ“.

– განნაღმვა რომ ვერ მოასწრონ? – ჰკითხა შჩუკინმა.

– ჩვენ დავეხმარებით.

– კარგი აზრია, მაგრამ, საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება გახდება საჭირო,
ათეული ტონობით ასაფეთქებლის ნიუ-იორკში შეტანა კი უდიდეს რისკთან იქნება
დაკავშირებული, – დაეჭვდა შჩუკინი, მუხინმა კი მიუგო:

– გეგმა უკვე მზად მაქვს და ნიუ-იორკში არაფრის შეტანა არ დაგვჭირდება. ამ ქალაქში უკვე
შენახული გვაქვს 60 ტონა ასაფეთქებელი. ამ სამი ცათამბჯენის აფეთქებას კი, რა თქმა უნდა,
სწორი საინჟინრო გათვლებით, სულ რაღაც, 36 ტონა ასაფეთქებელიც ჰყოფნის. ასეთი
გამოთვლები უკვე მზად მაქვს და სულ რაღაც თორმეტკაციანი ბრიგადა ამ სამუშაოს სამ დღეში
შეასრულებს.

ანდრეი ლუკიჩმა ცათამბჯენების დანაღმვის ზუსტი გეგმა გაგვაცნო, რომელიც შჩუკინს ძალიან
მოეწონა და მითხრა:

– ჯგუფი შეარჩიე და იმოქმედეთ!

მაშინ, რა თქმა უნდა, აფეთქებები არ მომხდარა, თუმცა, მთელი ამერიკული უსაფრთხოების


სისტემა ფეხზე დავაყენეთ და რადგან ამერიკელები ოთხ საათში ვერ ჩაეტივნენ და შენობების
განნაღმვა ვერ მოახერხეს, ჩვენი ბომბები ჩვენვე გავაჩერეთ და ამით ამერიკას მაგარი სილა
გავაწანით... სიმბოლური და ნიშანდობლივია ის, რომ როდესაც ამერიკაში გრანდიოზული
ტერაქტები ხდებოდა, ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ „ტვიქსები“ იყო და ყველაზე მეტი
ადამიანიც იქ დაიღუპა. ამ ტერაქტზე დღემდე ბევრს ლაპარაკობენ. ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს
საშინელება მუსლიმანმა რადიკალებმა განახორციელეს, მეორენი კი ამაში ამერიკულ
სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ. ჩემი აზრით, არც ერთია გამორიცხული და არც მეორე. ისე კი,
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამერიკამ შეაგულიანა, შეაიარაღა და საბჭოთა კავშირის
წინააღმდეგ მიმართა ისლამისტი ტერორისტები, რომლებიც შემდეგ მათვე მიუბრუნდნენ, ანუ,
ეს ყველაფერი ბოლოს მათ წინააღმდეგ ამუშავდა. მართალია, არც საბჭოთა კავშირი აკლებდა
ხელს ისლამისტ ტერორისტებთან თანამშრომლობას – სხვა თუ არაფერი, პალესტინის ლიდერი
იასირ არაფატი პირდაპირ „კაგებეს“ კაცი იყო, მაგრამ, ამერიკულ-ისლამური ტერორიზმი
აგრესიულ, თავდასხმის ტენდენციას ატარებდა, როცა რუსული ისლამური ტერორიზმი წმინდა
წყლის თავდაცვითი ხასიათის იყო. თუმცა, ტერორიზმი ტერორიზმია და მოგვიანებით ის
საკმაოდ ქაოსური გახდა, რის გამოც „კაგებეს“ რამდენჯერმე სპეციალური ზომების მიღება
მოუხდა, რომ თავისივე გამოზრდილ-გამოწვრთნილი ტერორისტები თავის ადგილზე მოესვა.

ერთხელ შჩუკინმა გამომიძახა, ერთი შავგვრემანი კაცის სურათი მიჩვენა და მითხრა:

– ეს აბდულ აუსია.

აბდულ აუსი ცნობილი პალესტინელი ტერორისტი იყო და, მართალია, მასზე ბევრი რამ მქონდა
გაგონილი, მაგრამ, მის პორტრეტს პირველად ვხედავდი. ამიტომ, ყურადღებით დავაკვირდი და
შჩუკინს ვკითხე:

– ალბათ, კარგად უნდა დავიმახსოვრო ეს სახე, ხომ?

– არა მარტო კარგად უნდა დაიმახსოვრო, არამედ, ისე კარგად უნდა ასწავლო ჭკუა, რომ
აღარასოდეს გაბედოს ჩვენი იგნორირება.

– რაშია საქმე, რა მევალება?

– ეს სუბიექტი ჩვენი გამოკვებილ-გამოზრდილია და ჩვენი კარნახითა და მფარველობით


მუშაობდა შვიდი წელი. ბოლოს კი თავში აუვარდა დიდება, დამოუკიდებელი, ჩვენთან
შეუთანხმებელი გადაწყვეტილებების მიღება და შესრულება დაიწყო და ამით რამდენიმე საქმე
გაგვიფუჭა, რის გამოც უმკაცრესად უნდა დავსაჯოთ.

– როგორც თქვენი სიტყვებიდან მივხვდი, მისი ლიკვიდაცია არ იგეგმება, – ვუთხარი შჩუკინს.

– სწორად მიხვდი, – დამიდასტურა გენერალმა, – მართალია, ის სიკვდილს იმსახურებს, მაგრამ,


მისი თანამებრძოლები კიდევ გამოგვადგებიან და ამიტომ არ ვკლავთ მას. თუმცა, ჭკუა
აუცილებლად უნდა ვასწავლოთ და ამას შენ გააკეთებ.

როგორც ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა, აბდულ აუსს ერთ დიპლომატიურ წვეულებაზე ორი
გერმანელი დიპლომატი მოუკლავს შეკვეთით და კიდევ რამდენიმე მსგავსი აქცია ჩაუტარებია,
რაც არანაირად არ გვაწყობდა. ამიტომ, მე აუსი უნდა მომეხელთებინა, მისთვის მარჯვენა ხელი
მომეკვეთა და ამით მისი ჯგუფის წევრებიც გამეფრთხილებინა; თან, მისგან დაზარალებული
მხარეებისთვის მეამებინა. ანუ, არც მწვადი დამეწვა და არც შამფური. მარჯვენის მოკვეთა,
ტერორისტების ენაზე, ურჩი ძმის დასჯის ხერხი იყო. ვიმეორებ: ურჩის და არა მოღალატის.
მოღალატეებს ამ სამყაროში უპირობოდ ანადგურებდნენ...

აბდულ აუსი, რომ იტყვიან, მისსავე ბუნაგში, პალესტინელთა ერთ-ერთი საიდუმლო ბაზის
ბუნკერში მოვიხელთე, სადაც, სათადარიგო შესასვლელიდან მოვხვდი. ეს გზა მხოლოდ
„კაგებეში“ იცოდნენ, რადგან, სწორედ მათ მიერ იყო გათხრილი. აუსი იმ დროს გავკოჭე, როცა
თავის ერთ-ერთ ახალშერთულ ცოლს ეალერსებოდა. მისი ცოლი იქვე მივაძინე
პულვერიზატორით. თავად ცნობილ ტერორისტს კი ჯერ მორფის დიდი დოზა შევუშხაპუნე,
ბოლოს კი მარჯვენა ხელი სამართებელივით ალესილი ხანჯლით მოვკვეთე, ხელი იქვე დავტოვე
და კინოფირიანად წამოვედი. მთელ ამ პროცესს კინოფირზე ვიღებდი, მე კი ნიღაბი მეკეთა
სახეზე. ფირის ორიგინალი ლუბიანკაზე მივიტანე. რამდენიმე ასლი კი, სხვადასხვა
ტელეკომპანიას გაეგზავნა. ორი დღის შემდეგ მთელი მსოფლიოს ტელეკომპანიები ცნობილი
ტერორისტის ხელის მოკვეთის კადრებს აჩვენებდნენ, გაზეთის პირველ გვერდებზე კი
ხელმოკვეთილი აუსის ფოტოები იყო დაბეჭდილი და დიდი ასოებით ეწერა: „აბდულ აუსი
ურჩობისთვის დაისაჯა...“

მიუხედავად იმისა, რომ აბდულ აუსის დასჯის მრავალ ვერსიაზე საუბრობდნენ, გადაჭრით
არავის უთქვამს, რომ ეს აქცია „კაგებემ“ განახორციელა. შესაძლოა, ეს არც თავად დასჯილმა
იცოდა დანამდვილებით. თუმცა, მას მერე მისი ჯგუფის მუშაობა ისევ ასი პროცენტით
„კაგებეზე“ იყო დაქვემდებარებული და მათგან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ მიგვიღია.

ტერორისტები კანონგარეშე და, აქედან გამომდინარე, საშიში ხალხია. დაუმორჩილებელი,


თავნება ტერორისტები კი ასმაგად საშიში ადამიანები არიან, მათთან მჭიდრო კავშირს თვით
ტერორისტული სახელმწიფოებიც კი ერიდებიან და ყოველთვის მზად არიან, გასცენ და გაყიდონ
ისინი. ასე დაემართა ცნობილ ვენესუელელ ტერორისტს, რამორეს ილიჩ სანჩესს, რომელსაც
მთელი მსოფლიო კარლოსის სახელით იცნობს და რომელსაც ორი მუდმივი პატიმრობა აქვს
მისჯილი ფრანგული მართლმსაჯულების მიერ. ის დღესაც ფრანგულ ციხეშია გამომწყვდეული
– აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ტერორიზმის ლეგენდას სუდანის მთავრობა
ძაღლივით მიჰყიდდა საფრანგეთს და ასე გასწირავდა?! ასეთია ტერორისტის ბედი, მით უმეტეს,
უმართავის და, სწორედ ასეთი იყო კარლოსი, სანამ მას გისოსებს მიღმა გამოამწყვდევდნენ.
სხვათა შორის, კარლოსთან შეხება მეც მქონდა და ერთხელ ის სიკვდილს გადავარჩინე. ეს კი
მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ ცხელ ზაფხულს შჩუკინმა ზღვაზე დასვენება შემაწყვეტინა,
სოჭიდან ლუბიანკაზე გამომიძახა და რომ ვეახლე, მითხრა:

– ილიჩ კარლოსზე გსმენია რამე?

– ვენაში, ოპეკის ქვეყნების მინისტრები რომ გაიტაცა და გამოსასყიდი 50 მილიონი დოლარიც


რომ გაიყოლა?

– სწორედ ის. ესე იგი, გსმენია, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – მასთან ერთად მოგიწევს ერთი
ოპერაციის ჩატარება.

– ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩვენი უწყება მასთან დაიჭერდა საქმეს, – გულწრფელად


ვუთხარი შჩუკინს, რადგან, მაშინ მართლაც ვერ ვიფიქრებდი, რომ ასეთი სასტიკი,
სისხლისმსმელი, ძებნილი ტერორისტი „კაგებეს“ პარტნიორი იქნებოდა.

შჩუკინს ჩემს სიტყვებზე გულწრფელად გაეცინა და მითხრა:

– ის ჩვენი გამოწვრთნილია და ჩვენვე დავაყენეთ ამ გზაზე ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, როდესაც
ის მოსკოვში, პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტში სწავლობდა. იმ
წლებში ის სრულიად ნორჩი, 18 წლის იყო და ადვილად ჩავუდეთ თავში მარქსისტული იდეები.
აქვე გაიარა სპეცმომზადება. გაგზავნილი გვყავდა კუბაში, პალესტინელების ბოევიკების
ბანაკებში და, დროთა განმავლობაში მისგან უბადლო იდეური შემსრულებელი ჩამოყალიბდა.
თუმცა, ეს სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ფეშენებელურ რესტორნებში ატაროს დრო,
საუკეთესო სასტუმროების საუკეთესო ნომრებში იცხოვროს და მაღალი ფენის ქალები ჩაიგოროს
საწოლში. მოკლედ, ის არაფერს იკლებს და ფულსაც გვარიანად ფანტავს, რომელსაც დიდი
რაოდენობით შოულობს. სხვათა შორის, მარქსისტი მამამისი ვენესუელელი მილიონერია და
ილიჩი ბავშვობიდანვეა ჩვეული ფულის ხარჯვას.

– თუ ასეთ ცხოვრებას იყო ბავშვობიდან ჩვეული, ტერორისტობა რამ დააწყებინა? – ვუთხარი


შჩუკინს, – მილიონერების შვილები, როგორც წესი, ანტიმარქსისტები არიან.

– გეთანხმები. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ილიჩი კარლოსი ლათინოამერიკელია, მათ კი


ცოტა სხვაგვარად აქვთ მოწყობილი ტვინი და ძალიან იდეურები არიან, თუკი იდეას ტვინში
ჩაიბეჭდავენ, – მითხრა შჩუკინმა და დაამატა – კარგი, კარლოსის პიროვნების განხილვას
მოვრჩეთ, ახლა საქმეზე გადავიდეთ.

– გადავიდეთ.

– ამ ოთხი თვის წინ ჩვენი აგენტი გაუჩინარდა პარიზში, ვინმე გიზელა ბლუმი. წარმოშობით ის
გერმანელია. ჩვენს მეკავშირეს უნდა შეხვედროდა, მაგრამ შეხვედრაზე არ მოვიდა. ბლუმს
ძალიან ძვირფასი ინფორმაცია უნდა გადმოეცა დასავლეთ გერმანელ მაღალჩინოსნებზე. ის,
როგორც ბლუმისგან ვიცით, კარლოსის საყვარელიცაა და ილიჩი მასზე გიჟდება. სხვათა შორის,
კარლოსს, ბლუმის მეშვეობით ვაკონტროლებდით. როდესაც ბლუმი გაუჩინარდა, კარლოსი
პირველად ჩვენ დაგვიკავშირდა და გვკითხა, რომ არაფერი ვიცოდით გიზელაზე, რაზეც, რა თქმა
უნდა, უარყოფითად ვუპასუხეთ და შევთანხმდით, რომ ქალი ერთად მოგვეძებნა და
ინფორმაციები გაგვეცვალა ერთმანეთში. გუშინ კი ილიჩი კვლავ დაგვიკავშირდა და გვითხრა,
რომ ბლუმის კვალს მიაგნო. მისი თქმით, ქალი ამერიკელებს ჰყავთ დათრეული და ქალაქ
ფრანკფურტში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აცხოვრებენ; თან, რომ იტყვიან, „აკაჩავებენ“ და
ინფორმაციების გამობერტყვას ცდილობდნენ, მაგრამ, გიზელა ჯერჯერობით ახერხებს მათთან
გამკლავებას და ამერიკელებს კატათაგვობანას ეთამაშება. ერთი სიტყვით, ილიჩს მისი
გათავისუფლება აქვს დაგეგმილი და შენ უნდა დაეხმარო მას – გიზელა გამოახსნევინო, მისგან
ინფორმაციები მიიღო და მოსკოვში ჩამოგვიტანო. კარლოსმა მტკიცედ გვითხრა, ქალი თან უნდა
წავიყვანოთო და შენ ამიტომ ჩაგრთეთ ამ ოპერაციაში. ილიჩი ისეთი ჯიუტია, გიზელა რომ
მოვთხოვოთ, შეიძლება, ჯორზე შეჯდეს, არ დაგვემორჩილოს და ყველაფერი ჩაგვიშალოს. ჩვენ
კი ამ ეტაპზე ასეთი რამ არ გვაწყობს. მის გამოყენებას მომავალშიც ვაპირებთ და დათმობაზე
ამიტომ წავედით. თანაც, შენ მას ოპერაციის ჩატარებაშიც დაეხმარები.

– სად და როდის უნდა შევხვდე მას?

– ხვალ, ფრანკფურტში, შუადღეს. აბა, შენ იცი, იმ რეკლამირებულ ფლეიბოის უჩვენე, ვინ ვინ
არის, – მითხრა შჩუკინმა, რომელსაც ტერორისტი კარლოსის თაყვანისმცემლად ნამდვილად ვერ
ჩავთვლიდი, – ილიჩი რამირეს სანჩესი მას მეტიჩარა, ცივსისხლიან მკვლელად მიაჩნდა. სხვათა
შორის, როდესაც კარლოსი სუდანელებმა ძაღლივით მიჰყიდეს ფრანგებს და ამის შესახებ
მსოფლიო პრესა ალაპარაკდა, მე და ვიქტორ იაკოვლევიჩი ერთმანეთს მოსკოვში შევხვდით
რაღაც საქმეზე და შჩუკინმა ირონიით მითხრა:
– გაიგებდი, ალბათ, რომ შენი ძველი მეგობარი ძაღლივით მიჰყიდა სუდანმა საფრანგეთს.

– კარლოსი?

– ჰო, ეგ ვაჟბატონი.

– გავიგე, მქონდა პატივი. მორჩა მაგის ეპოქა, ახლა დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებს.
ფრანგებს ეს არ ეშლებათ და ცხრაკლიტულში გამოამწყვდევენ.

– შენ მას სიცოცხლე შეუნარჩუნე, ხომ?

– კი, იყო ასეთი მომენტი ფრანკფურტში, ძალიან დიდი ხნის წინ.

ერთი სიტყვით, ფრანკფურტში დანიშნულ დღესა და დროს ჩავედი და კარლოსის ხელქვეითმა


მასთან მიმიყვანა.

– გამარჯობა, – კარლოსმა ხელი ჩამომართვა, ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა – რუსს


მაინცდამაინც არ ჰგავხართ.

– არც თქვენ ჰგავხართ პალესტინელს, – მივუგე კარლოსს, მან კი გაოცებულმა შემომხედა და


მიპასუხა:

– მე არც ვარ პალესტინელი, ვენესუელელი ვარ.

– იცით, მე თქვენი ბიოგრაფიით არ დავინტერესებულვარ, მხოლოდ საქმე მაინტერესებს და არა


ბიოგრაფიული დეტალები.

– შევეცდები, ჩემი საქმით დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ბიოგრაფიაც საკმაოდ საინტერესოა, რადგან
ის დიდი საქმეებისგან შედგება, დიდ საქმეებს კი დიდი პიროვნებები აკეთებენ, – მითხრა
განაწყენებულმა კარლოსმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ ჩემ მიმართ ბრაზს ძლივს იკავებდა.
გამორიცხული არ იყო, „კაგებეს“ თანამშრომელი რომ არ ვყოფილიყავი, უბრალოდ ესროლა და
მოვეკალი. ისევე, როგორც ეს მას არაერთხელ გაუკეთებია ურჩების მიმართ.

ჩემი და კარლოსის შეხვედრას ძალიან ცუდი დასაწყისი ჰქონდა. მას აშკარად ეტყობოდა, რომ
პატივმოყვარე იყო და საკუთარი დიდებისთვის ბევრი სისაძაგლის ჩადენა და აკრძალული
ხერხებით თამაში შეეძლო და თამაშობდა კიდეც. შეიძლება, უხერხულიც კი იყოს, მაგრამ,
კარლოსს მე დიეგო მარადონას შევადარებ. უფრო სწორად კი, ინგლისის ნაკრებში ხელით
გატანილ გოლს, როდესაც მსაჯმა ვერ დაინახა და გოლი ჩათვალა, მარადონამ კი მსაჯს ეს არ
უთხრა... თუმცა, მანამდეც და მას მერეც მრავალჯერ ყოფილა მსოფლიო ფეხბურთში მსგავსი
შემთხვევა, რაც აბსოლუტური უმრავლესობით, ეს მომენტები გოლის გამტანების აღიარებით
მთავრდებოდა და მსაჯს გადაწყვეტილებებს აცვლევინებდნენ.

ამ მაგალითით მე არც მარადონას დაკნინება მინდა და არც კარლოსზე იმის თქმა, რომ მას
კანონით უნდა ემოქმედა... ის კანონით იმიტომ ვერ იმოქმედებდა, რომ ტერორისტი იყო და ამ
კატეგორიის ადამიანები ყველგან და ყოველთვის კანონგარეშე არიან. თუმცა, კიდევ ერთხელ
ვიმეორებ, რომ ილიჩი ყოველგვარ ზღვარს გადადიოდა, თუკი მიაჩნდა, რომ ასეთი საქციელი მის
სახელგანთქმულობას შეუწყობდა ხელს... ასე იყო თუ ისე, კარლოსი ნამდვილი პროფესიონალი
გახლდათ, უმაღლეს დონეზე ფლობდა ტერორიზმის ხელოვნებას და იყო ძალიან რისკიანი და
თითქმის უნაკლო, სრულყოფილ გეგმებს ადგენდა. გიზელა ბლუმის გამოხსნის გეგმაც თავიდან
ბოლომდე მან მოიფიქრა.

ილიჩის გეგმის მიხედვით, ცენტრალური მიწისქვეშა კაბელიდან კონსპირაციულ ვილაში


ელექტროენერგია უნდა გაგვეთიშა და როდესაც საავარიო ბრიგადას გამოიძახებდნენ
ტელეფონით, რომელშიც ჩვენ ვიყავით ჩართულები, მივიდოდით და ქალს
გავათავისუფლებდით. ჩვენ სულ ექვსნი ვიყავით, მაგრამ, არ ვიცოდით, რამდენი ადამიანი იყო
კონსპირაციულ ვილაში და რა შეიარაღება ჰქონდათ, რაც ჩვენს ამოცანას ართულებდა. თუმცა,
ჩვენი კოზირი მოულოდნელი თავდასხმა იყო და, გადაწყვეტილი გვქონდა, ბოლომდე
გვესარგებლა ამით.

როდესაც კონსპირაციულ ვილას მივადექით სარემონტო ფურგონით, სადაც ოთხი მებრძოლი


გვყავდა დამალული, დაცვამ დაუბრკოლებლად შეგვიშვა ტერიტორიაზე. საჭეს მე ვუჯექი,
გვერდით კი კარლოსი მეჯდა. გავაჩერეთ თუ არა მანქანა, ელვისებური მოქმედება დავიწყეთ.
დაცვა გარე პარამეტრზე ორ წამში გავანეიტრალეთ და ვილაში შევცვივდით. ვინც კი გზაზე
გვეღობებოდა, ყველას ზუსტი გასროლით ვკლავდით. გიზელას პირველმა მე მივაგენი და
ოთახიდან გამოვიყვანე. კარლოსმა ის რომ დაინახა, ჩვენ წინაშე „კეკლუცობისგან“ თავი ვერ
შეიკავა, ქალთან მედიდურად მივიდა, თმაზე მიეფერა და ტუჩებში კოცნა დაუწყო... რა დროს
კოცნაობა იყო, როდესაც შენობაში გაცხარებული სროლა მიმდინარეობდა და გამორიცხული არ
იყო, რომ წამი-წამზე იქ დიდი მაშველი ძალა მოსულიყო. კარლოსს კი თავისი ცივსისხლიანობის
ჩვენება უნდოდა და კინაღამ თავიც წააგო: უცებ, ერთ-ერთი ოთახიდან პისტოლეტით
შეიარაღებული მამაკაცი გამოვარდა, კარლოსს ლულა მიადო კეფაზე და შეჰყვირა:

– არ გაინძრე, თორემ, თავს წაგაცლი! შენს ცოფიან ძაღლებს უბრძანე, რომ სროლა შეწყვიტონ!

არ ვიცი, რას მოიმოქმედებდა კარლოსი. ალბათ, არ შეასრულებდა ბრძანებას. თუმცა, ის


ცარცივით გათეთრდა. მე იქვე ვიდექი და ვერც კარლოსი მხედავდა და ვერც მცველი. ამიტომ,
მცველს პირდაპირ ხელში ვესროლე და პისტოლეტი გავაგდებინე, თვითონ კი ძირს დავარდა.
ილიჩმა, ვითომ არაფერი, მას ოთხი ტყვია დაახალა თავში და, მართალია, კოცნაობა აღარ
გაუგრძელებია, მაგრამ, დინჯად გადამიხადა მადლობა. ამის მერე მთელი ჩემი ჯგუფი
იქაურობას გაშორდა...

უსაფრთხო ადგილზე რომ მივედით, გიზელა ბლუმმა საინტერესო ინფორმაცია გადმომცა,


კარლოსმა კი კიდევ ერთხელ გადამიხადა მადლობა, თუმცა, უკვე აღარ უკეკლუცია და
გამომშვიდობებისას მითხრა:

– ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსებს საუკეთესო მებრძოლები ჰყავთ. თუმცა, თქვენ სუფთა
რუსს არ ჰგავხართ.
– მშვიდობით, ამხანაგო ილიჩ. ყველას ჩვენ-ჩვენი გზით გაგვიმარჯოს, – მივუგე კარლოსს და
ფრანკფურტშივე დავშორდი მას. ექვსიოდე საათის შემდეგ კი უკვე შჩუკინის კაბინეტში ვიჯექი
და ოპერაციის დეტალებს ვუყვებოდი. ხოლო, როცა დავასრულე, მან მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი. ის კი კლოუნია, თუმცა, ძალიან დაუნდობელი და ჩვენთვის საჭირო კლოუნი.

ასეთი დაუნდობელი და საჭირო კლოუნები „კაგებეს“ არაერთი ჰყავდა და, როგორც კი


რომელიმე მათგანს, როგორც ანდრეი მუხინი იტყოდა, პროგრამა აერეოდა ტვინში, უმალვე მისი
ლიკვიდაციის ბრძანება გაიცემოდა ხოლმე. ასეთ ტვინარეულს კი ზუსტად იმდენი ხნის
სიცოცხლე რჩებოდა, სანამ მის ტვინში არ შეაღწევდა შემსრულებლის იარაღიდან გამოშვებული
ტყვია. რამდენჯერმე მომიხდა ასეთი დავალების შესრულება და მხოლოდ ერთმა ჩაიარა
გართულებებით, თუმცა, მაინც ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ერთხელ, როდესაც შჩუკინს ვეახლე, სადაც მუხინიც იმყოფებოდა, ვიქტორ იაკოვლევიჩმა


მითხრა:

– ერთ ტვინარეულს, უფრო სწორად კი, პროგრამაარეულს უნდა გაუხვრიტო ტვინი.

– მზად ვარ. ვის?

– აი, ამას, – მიპასუხა მუხინმა და წითური მამაკაცის სურათი მიჩვენა, – ესაა ანჟეი კუკულსკი,
ჩვენი ყოფილი ლიკვიდატორი, რომელიც ექვსი წელი გამართული მუშაობდა, ბოლოს კი
„გაჭედა“ და ახლა იძულებულები ვართ, მის ლიკვიდაციაზე ვიზრუნოთ.

– პოლონელია?

– ჰო, მაგრამ, „ფეერგეს“ მოქალაქეა და ჩვენი მფარველობით მუშაობდა. ექვსი თვის წინ კი ჩვენგან
თავის დაძვრენა დაიწყო და დამოუკიდებლად მოღვაწეობა გადაწყვიტა, – მითხრა ანდრეი
ლუკიჩმა, პაუზის შემდეგ კი განაგრძო – ასეთი რამ კი, როგორც შენ იცი, ჩემო კოკი,
დაუშვებელია და უმკაცრესად ისჯება.

როგორც გამარკვიეს, გერმანიის მოქალაქემ ანჟეი კუკულსკიმ ორგანიზებული კრიმინალური


დაჯგუფება შექმნა და ევროპაში დომინირებდა. მისი ორმოცდაათკაციანი ბანდა
მრავალპროფილიან კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა და ყველა საქმეს ჰკიდებდნენ ხელს, რასაც
ფული, თუნდაც მცირე თანხა მოჰქონდა. კუკულსკის ბანდიტები ხოცავდნენ ხალხს, იტაცებდნენ
ადამიანებსა და ავტოტრანსპორტს, ძარცვავდნენ სახლებსა და მოქალაქეებს და ვაჭრობდნენ
ნარკოტიკებით. ეს ყველაფერი კი „კაგებეს“ ყოფილმა ლიკვიდატორმა ჩვენს უწყებაში მიღებული
ცოდნით, გამოცდილებითა და ფულით მოახერხა. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ,
მართალია, მისი ბანდის წევრთა უმრავლესობას ინტერპოლი და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის
პოლიცია ეძებდა, თავად კუკულსკი ძებნილი არ იყო, მასზე მხოლოდ „კაგებე“ ნადირობდა.
„კაგებეს“ კი მაშინ აევსო მოთმინების ფიალა და ის სამიზნედ გამოაცხადა, როცა კუკულსკის
ბანდამ ჰამბურგის პორტიდან 5 ტონა ჰეროინი გაიტაცა. ეს ჰეროინი კი „კაგებეს“ პატრონაჟის
ქვეშ იმყოფებოდა.
– ძალიან ეშმაკი და მოუხელთებელი სუბიექტია, – მითხრა მუხინმა, – მას ერთი დისლოკაციის
ადგილი არ აქვს და საცხოვრებელს მუდმივად იცვლის. მას კარგად იცავენ და მასთან მიკარება
თითქმის შეუძლებელია, ის ფანტომივითაა. სწორედ ამიტომ დაგიძახეთ შენ, რომ ის აღმოაჩინო
და მოსპო.

ჩვენ შევიმუშავეთ ოპერაცია, რომლის მიხედვითაც მე კუკულსკიზე უნდა გავსულიყავი.


კონკრეტულად კი, მისი ნდობით აღჭურვილი ერთ-ერთი პირი უნდა მომეტყუებინა და
დამერწმუნებინა, რომ, თუკი ჩემ მიერ მითითებულ ტრაილერს დაესხმებოდნენ თავს, რომელსაც
ათკაციანი ფარული შეიარაღებული დაცვა აცილებდა, იქ 10 ტონა ჰეროინს იპოვიდნენ.
სამაგიეროდ მათგან წამლის ნახევარს ვთხოვდი... მთელი ამ კომბინაციის მიზანი ანჟეი
კუკულსკის ნახვა იყო, რომელიც მე უნდა მომეკლა. თითქმის გამორიცხული იყო, რომ ამხელა
საკითხი კუკულსკის გარეშე გადაეწყვიტა ვინმეს და, ჩვენი გაანგარიშებით, კუკულსკისთან
აუცილებლად შემახვედრებდნენ. იქ კი უკვე ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული და
რამდენიმე ვარიანტი გვქონდა შემუშავებული. მე ობიექტი მუქარის ქვეშ უნდა გამეტაცებინა,
მისთვის იარაღი დამედო და, სამშვიდობოზე რომ გავიდოდით, მისი ლიკვიდაცია მომეხდინა.

ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მოსამზადებელი ეტაპი კარგად აეწყო და ჩემი „ნაკოლი“


დაიჯერეს. ამიტომ, კუკულსკისთან შეხვედრის თარიღი დაინიშნა და დათქმულ დღეს მანქანაში
ჩამსვეს, თვალები ამიხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წამიყვანეს. ერთი საათის შემდეგ
სადღაც მივედით, სკამზე დამსვეს, თვალებიდან სახვევი მომხსნეს და ჩემ წინ მჯდარი ქალი,
უფრო სწორად, 35 წლის ლამაზი მანდილოსანი დავინახე, რომელსაც მწვანე თვალები და
კუპრივით შავი თმა ჰქონდა. მან ყურადღებით შემათვალიერა, გამიღიმა და მითხრა:

– გისმენთ. ბრძანეთ, რა წინადადებით მოხვედით ჩემთან.

– მე მგონი, მისამართი შემეშალა – მე თქვენთან არ მოვსულვარ.

– ჩემთან, სწორედ ჩემთან. თქვენ განა ტრაილერის საქმეზე არ გინდათ ჩემთან დალაპარაკება?

– ტრაილერის საქმეზე, კი, მაგრამ, თქვენთან არა, – ვთქვი მე და ჩემ გვერდით მდგომ ჩემს
მეგზურს შევავლე მზერა, რომელიც ხმას არ იღებდა. შემდეგ ისევ იმ მწვანეთვალებას
მივუბრუნდი და ვუთხარი: – განა თქვენ ანჟეი კუკულსკი ხართ?

– თქვენთვის მთავარი ხომ საქმეა და, რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად გააკეთებთ?
მთავარია, რომ თქვენს წილს სრულად, ყოველგვარი მოტყუების გარეშე მიიღებთ, – მითხრა
მწვანეთვალებამ.

– როდესაც საქმიანი ურთიერთობა ტყუილით იწყება, რა გარანტიაა, რომ ის ასევე არ


გაგრძელდეს და დასრულდეს?! მისტერ კუკულსკის პატიოსანი კაცის რეპუტაცია აქვს და მასთან
მინდა ლაპარაკი, მე კი ლამაზ მანეკენს მახვედრებენ.

– კომპლიმენტისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ანჟეისთან ლაპარაკი გამორიცხულია.

– რატომ?
– ის მკვდარია.

– მკვდარი?

– დიახ, მკვდარი. ამ ორი თვის წინ ერთ საქმეზე ვიყავით და ის ურთიერთსროლისას ბრმა ტყვიამ
მოკლა. ჩვენ ამას საიდუმლოდ ვინახავდით, ისევ და ისევ საქმიდან გამომდინარე და მისი
სიკვდილის ამბავი ჩვენი საძმოს სულ რამდენიმე წევრმა იცის.

– თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მისი მემკვიდრე, – მომიგო ქალმა და დაამატა – აბა, გისმენთ. ყველაფერი დაწვრილებით


მომიყევით.

ასეთ უხერხულ და გაურკვეველ მდგომარეობაში პირველად აღმოვჩნდი. მოვლენების


განვითარების ასეთი ვარიანტი ლუბიანკაზე შემუშავებულ არც ერთ გეგმაში არ იყო
გათვალისწინებული. ამიტომ, იმპროვიზებულად უნდა მემოქმედა და წამით პაუზა გავაკეთე,
მოქმედების გეგმაზე დავფიქრდი და მწვანეთვალებას ვკითხე:

– თქვენი სახელი?

– ანა, – მომიგო მწვანეთვალებამ, – გისმენთ.

მე დაწვრილებით მოვუყევი ანას ტრაილერის დაყაჩაღებისა და იქიდან 10 ტონა ჰეროინის


წამოღების გეგმა და ბოლოს ვუთხარი:

– თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მაშინ, იქნებ, თქვენს საძმოში გამაწევრიანოთ. დარწმუნებული


ვარ, რომ ერთად მრავალ დიდ საქმეს გავაკეთებთ.

– ვნახოთ, ვნახოთ. ჯერ ეს გავაკეთოთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, – მომიგო მოღიმარმა


ქალმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ მოვეწონე და მეც სწორედ მის მოხიბვლაზე გავთვალე ყველა
ჩემი მოქმედება.

ასეთი სიტუაციები მე ჯერ კიდევ კოჯორში შემასწავლეს გამოცდილმა ინსტრუქტორებმა,


რომლებიც მასწავლიდნენ:

– გახსოვდეს, რომ ქალი ყოველთვის ქალია და, შენი ჯალათიც რომ იყოს და თავს გკვეთდეს,
თუკი მოხიბლავ, შენს თავზე აღმართულ ნაჯახს დააშვებინებ და თავს გადაირჩენ.

ანას ღიმილი და განაზებული ლაპარაკი მისი მოხიბვლის პირველი ნიშნები იყო. ამიტომ,
გავუღიმე და ვუთხარი:

– საქმე ხვალ კეთდება. შეიძლება, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყო?

– ამას თხოვნის გარეშეც შეგისრულებდით. ამ ღამით, აბა, სად გაგიშვებთ? – ნახევრად


ირონიულად მითხრა ქალმა, მე კი მას გავუღიმე და ხმადაბლა ვუთხარი:
– ძალიან ლამაზი ხართ, ანა და თქვენთან სტუმრობა კი არა, თქვენი ტყვეობაა ჩემთვის დიდი
პატივი. სამწუხაროდ, ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია, თორემ საღამოს ვახშამზე
დაგპატიჟებდით რომელიმე ფეშენებელურ რესტორანში.

– მე გეპატიჟებით. ნახევარ საათში მოვალ, – მითხრა ანამ და წავიდა.

ნახევარი საათის შემდეგ ანა დაბრუნდა და სუფრასთან მიმიწვია. ვახშამი ლოგინით გაგრძელდა
და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს კაგებეშნიკურ კარიერაში, როდესაც ქალი ჩემი ნებით
ჩავიწვინე ლოგინში, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებლობით იყო განპირობებული.

– შენ ანჟეიზე ბევრად მაგარი ყოფილხარ, – მითხრა ანამ, – მე კი მასზე ძლიერი მამაკაცი არ
მეგულებოდა ამქვეყნად.

– ღმერთმა აცხონოს. მაინც, რა დაემართა ანჟეი კუკულსკის? – ვკითხე ანას. აშკარა იყო, რომ
კუკულსკი ნამდვილად მკვდარი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანა ლოგინში არ ჩამიწვებოდა.
თუმცა, ყველაფერი აუცილებლად უნდა გადამემოწმებინა.

– მართლა ბრმა ტყვიამ მოკლა, თანაც, ჩვენიანის მიერ ნასროლმა. იმ კრეტინმა პისტოლეტის
ჯერი ჰაერში გაისროლა სიხარულისგან და ფოლადის ძელისგან ასხლეტილმა ერთმა ტყვიამ
თვითონ მას გაასხმევინა ტვინი, მეორემ კი ანჟეის გაუხვრიტა გული, – მიპასუხა ანამ.

– რას ამბობ, რა საოცრებაა, ასეთი რამ პირველად მესმის, – გულწრფელად გამიკვირდა მე, ანამ კი
მითხრა:

– მართალი ხარ. რაღას ვიზამდით, ორივე ტრუპი ჩუმად დავმარხეთ და გადავწყვიტეთ, ეს ამბავი
არ გაგვებაზრებინა. ანჟეის სახელი შიშის ზარს სცემდა არა მხოლოდ კონკურენტ ბანდებს,
არამედ, „ძაღლებსაც“.

– ვისი იდეა იყო ეს?

– ჩემი, – ამაყად მომიგო ანამ, – ისე მოეწონათ ეს ჩვენიანებს, რომ ბევრი არ უფიქრიათ, მაშინვე
შემომთავაზეს ანჟეის ადგილი და მეც უყოყმანოდ დავეთანხმე.

ანას ეტყობოდა, რომ ამბიციური, ვნებიანი და გონიერი ქალი იყო, ამიტომ, მისი გადმობირება არ
უნდა გამჭირვებოდა და ვუთხარი:

– შენთან ერთი ძალიან სერიოზული და სარფიანი წინადადება მაქვს, თუმცა, ჯობია, რომ სუფთა
ჰაერზე ვისაუბროთ.

– რატომ, მოსმენის გეშინია?

– ვინ იცის, სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

– კარგი, გავიდეთ.
მე და ანამ ჩავიცვით და ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი ადგილ-მამულის ეზოში ჩავედით,
რომელიც ძველი გრაფის ციხესიმაგრე აღმოჩნდა და ანას ჰქონია ნაყიდი.

– რა მშვენიერი ჰაერია.

– ეს არცაა გასაკვირი, ჩვენ ხომ ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე ვიმყოფებით, – მითხრა ანამ, –
აბა, გისმენ, რისი თქმა გინდა?

– რასაც ახლა გეტყვი, კარგად გაიაზრე და არ იჩქარო. გრძნობებსა და ემოციებს ნუ აჰყვები და


ყველაფერი ცივი გონებით განსაჯე.

– ზუსტად ასე ვიზამ. თქვი სათქმელი.

– ანჟეი კუკულსკიზე ყველაფერი იცოდი?

– რაც საქმესა და ჩვენს პირად ურთიერთობებს შეეხებოდა – კი.

– სხვა არაფერი?

– კონკრეტულად?

– აი, თუნდაც მისი ურთიერთობა სპეცსამსახურებთან.

– რომელთან და რა ურთიერთობები?

– ის „კაგებეს“ დავალებებს ასრულებდა, ქილერი იყო და კანტორის დავალებით ადამიანებს


ხოცავდა. ბოლოს კი კონტროლიდან გამოვიდა, ორგანიზებული დაჯგუფება შექმნა და შავ
ბიზნესს მიჰყო ხელი.

– ეს ჩემთვის სიახლეა, ნამდვილად არაფერი ვიცოდი. შენ საიდან იცი ეს ყველაფერი და მე რატომ
მეუბნები?

– მე აქ ანჟეის მოსაკლავად გამომგზავნეს, რადგან, არ ვიცოდით, რომ ის ცოცხალი არ იყო.

– „კაგებემ“ გამოგგზავნა?

– ჰო.

– გასაგებია, მაგრამ, ჩემგან რა გინდა?

– ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

– მეც ადამიანები უნდა ვხოცო?

– არა. თქვენი საძმო კაგებეს კონტროლქვეშ იმუშავებთ და თქვენებიდან ეს მხოლოდ შენ


გეცოდინება. როცა დაგჭირდებათ, „კაგებეს“ საფარსაც გამოიყენებთ. ოღონდ, თავში არ უნდა
აგივარდეთ, თორემ, ჩვენც ვერ გიშველით. გაწყობს?
– ერთი კითხვა მაქვს.

– გისმენ.

– აქ მარტო მოხვედი თუ გარედან გაზღვევენ?

– მარტო ვარ.

– ჰოდა, უფრო სარფიანი არ იქნება, რომ მოგკლათ? მაშინ, ვერც ანჟეის ამბავს გაიგებს ვინმე და
არც ჩვენ მოგვიწევს „კაგებეს“ დაკრულზე ცეკვა. მით უმეტეს, რომ აქ შენ თვალახვეული
მოგიყვანეს და პოტენციურ მდევარს თავგზა აურიეს ოსტატური მანევრებით. ხოლო, თუკი
არავინ გაზღვევდა, ესე იგი, არც მდევარი იქნებოდა და საშიშიც არაფერი გვქონია. რას იტყვი,
როგორი იდეაა შენი გაქრობა? – ანამ „ბერეტა“ მომიშვირა, თან გამწარებული მიღიმოდა.

– იმას ვიტყვი, რომ ძალიან ცუდი იდეაა და ეს დიდი შეცდომა იქნებოდა შენი მხრიდან. თანაც,
ჩემი მოკვლა საკმაოდ ძნელია, – მივუგე ანას და ორიოდ წამში მისი „ბერეტა“ ჩემს ხელში
აღმოჩნდა, – მე რომ რამე დამემართოს, „კაგებე“ მიწის ქვეშ და კოსმოსშიც კი გიპოვით და იმდენ
ხანს გამყოფებთ ცოცხალ-მკვდრებად, რომ სიკვდილს მოინდომებთ, მაგრამ, ვერ მოახერხებთ.

– შენ ისე შავად დამიხატე „კაგებეს“ შურისძიების სურათი, რომ ტანში გამაცივა. თანაც,
მომწონხარ და შენი განადგურების სურვილი ნამდვილად არ მაქვს. გეხუმრე. პისტოლეტი კი
ტყუილად წამართვი, სროლას ნამდვილად არ ვაპირებდი, – მითხრა ანამ, – მაწყობს შენი
წინადადება, „კაგებეს“ საფარქვეშ უფრო მშვიდად ვიქნებით.

ანას „ბერეტა“ დავუბრუნე და ვუთხარი:

– ხვალინდელი საქმე კარგად გვაქვს მომზადებული და ძარცვა უნაკლოდ ჩაივლის. უბრალოდ,


შენები გააფრთხილე, რომ შემთხვევით ვინმე არ მოკლან, მით უმეტეს, რომ ასეთი პრეცედენტი
გაქვთ უკვე და ანჟეი კუკულსკი სწორედ ამას ემსხვერპლა.

– ყველაფერი რიგზე იქნება, დარდი ნუ გაქვს. ახლა კი დავისვენოთ. ძილი ნებისა, – მითხრა ანამ
და წავიდა.

„ძარცვამ“ კარგად ჩაიარა და ანას ბანდის წევრებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ ჩემში. ჩვენმა უწყებამ კი
ანჟეი კუკულსკის ცხედრის ექსჰუმაცია მოახდინა ჩუმად და, რომ დარწმუნდნენ, ნამდვილად ის
იყო, გვამი კვლავ მიწაში ჩაფლეს.

ანასთან და მის ბანდასთან ურთიერთობა „კაგებეს“ მშვენივრად აეწყო და შუაგულ ევროპაში ჩვენ
კარგად ორგანიზებული და კონსპირირებული, ძლიერი კრიმინალური დაჯგუფება გვყავდა,
რომელიც ბევრ რამეში ძალიან გვეხმარებოდა. მათ გადაჰქონდათ იარაღი და საბრძოლო
მასალები, როდესაც ეს „კაგებეს“ სჭირდებოდა. სამაგიეროდ კი ჩვენი უწყება მათ ყოველმხრივ
მფარველობდა და, როგორც ფინანსურად, ასევე ინფორმაციულად უზრუნველყოფდა ამ
დაჯგუფებას. ამგვარად, ანა კარგად მოერგო „კაგებესთან“ თანამშრომელი ადამიანის როლს და
საკმაოდ დიდი ნიჭი და მოქნილობა გამოიჩინა. ამ საქმიანობით მან უზარმაზარი ქონება
დააგროვა, ის დღესაც ცოცხალია და საკმაოდ სარფიან ბიზნესსაქმიანობას ახორციელებს
ევროპაში, თანაც, სრულიად ლეგალურად. მან „შავი“ ფულის „გათეთრება“ მოახერხა და
დღესდღეობით რესპექტაბელური, საქმიანი, კარგი რეპუტაციის მქონე ლედია... ალბათ, ამ
ყველაფრის ლეგალიზება ამ ქალმა იმავე „კაგებეს“ დახმარებით განახორციელა და,
სავარაუდოდ, მას მეწილეებიც ეყოლება. ის ადამიანები, ის ყოფილი „კაგებეშნიკები“, ვინც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბიზნესმენები გახდნენ და გაურკვეველ ვითარებაში
ზღაპრულად გამდიდრდნენ...

საბჭოთა კავშირი, სულ რაღაც, ერთი წლის დაშლილი იყო და შჩუკინიც ახალი გასული იყო
პენსიაზე, როდესაც მან მოსკოვში ჩასვლა და მასთან შეხვედრა მთხოვა. მოსკოვიდან
ახალდაბრუნებული ვიყავი, სადაც ერთი კონტრაქტი შევასრულე და ორი დღის მერე კვლავ იქ
გავემგზავრე. ვიქტორ იაკოვლევიჩს გორკის პარკში შევხვდი და, ტრადიციული მისალმების
შემდეგ, შჩუკინმა მკითხა:

– არ დაგეზარა იმ ქალაქში დაბრუნება, სადაც ორი დღის წინ იყავი და საკმაოდ სახიფათო საქმე
გააკეთე?

შჩუკინის სიტყვებიდან ნათელი გახდა, რომ ის კარგად იყო ინფორმირებული და იცოდა, თუ რას
ვსაქმიანობდი. თუმცა, ამას მე სრულიადაც არ შევუშფოთებივარ, რადგან, დარწმუნებული
ვიყავი მასში და ღიმილით მივუგე:

– ხიფათი ჩემი პროფესიაა, ვიქტორ იაკოვლევიჩ და, რა თქმა უნდა, ჯობდა, მოსკოვში მგზავრობა
გადამედო, მაგრამ, თქვენ უარს ვერ გაკადრებდით. ამიტომ, აქ ვარ და დიდი ყურადღებით
გისმენთ.

– ჩვენ არა მარტო უახლოესი მეგობრები ვართ, არამედ, თანამოაზრეებიც და, იმედია, აზრი არ
შეგცვლია.

– რა თქმა უნდა, არა და არც არასოდეს შემეცვლება.

– ძალიან კარგი, ასეც ვიცოდი, – მითხრა შჩუკინმა და მკითხა – ჩვენი ბოლო საუბრის შინაარსი
გახსოვს?

– მშვენივრად მახსოვს. ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლასა და ამ დანაშაულში გორბაჩოვის როლზე


ვსაუბრობდით.

– ახლა იმავეს ფიქრობ?

– მთავარი დამნაშავე გორბაჩოვია და, მას რომ „კაგებეს“ კეთილსინდისიერებით ბოროტად არ


ესარგებლა, ჩვენ დღესაც საბჭოთა კავშირში ვიცხოვრებდით.

– გორბაჩოვს ჩვენმა არაკეთილსინდისიერმა კოლეგებმა შეუწყვეს ხელი უზარმაზარი ქვეყნის


დაშლაში.

– დიახ, აბა, მე რას ვამბობ? – დავეთანხმე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– არა, მე სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.


– რას?

– იმას, ჩემო კოკი, რომ, „კაგებეს“ რამდენიმე ათეულმა მაღალჩინოსანმა, რომლებსაც ეგრეთ
წოდებულ „პარტიულ ოქროსა“ და ფულად ანაბრებზე მიუწვდებოდათ ხელი, გორბაჩოვს ჯერ
ქვეყანა დააშლევინეს, შემდეგ კი ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსები ანონიმურად ჩაიგდეს
ხელში და უკვე ოლიგარქებად მოგვევლინენ, კვალი კი წაშალეს, თუმცა ამის გაკეთება სრულად
მაინც ვერ შეძლეს.

– თქვენი ვერსიით, ამ ადამიანებმა, უბრალოდ, დაიტაცეს სახელმწიფო ფინანსები?

– ამ ადამიანებმა გორბაჩოვს სახელმწიფოს დაშლაში იმიტომ შეუწყვეს ხელი, რომ უზომოდ


გამდიდრებულიყვნენ და, ეს ვერსია კი არა, სინამდვილეა. ამის უტყუარი ინფორმაციები მაქვს
და აქ იმიტომ ჩამოგიყვანე, რომ კვალიფიციური დახმარება გაგვიწიო, თუკი ამას ისურვებ.

– მზად ვარ, დაგეხმაროთ. მითხარით, რა უნდა გავაკეთო?

– ჯერ საქმის კურსში შეგიყვან და მერე მოვიფიქროთ, როგორ ვიმოქმედოთ. ვფიქრობ, კიდევ
მრავალი ასეთი საქმე გამოჩნდება, – მითხრა შჩუკინმა და მართალი აღმოჩნდა, რადგან, გამქრალ,
ეგრეთ წოდებულ „პარტიის ოქროს“ კვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა დროს
დავადექი და არაერთ ხიფათში გავყავი თავი, მაგრამ, მაშინ ამის შესახებ აბსოლუტურად
არაფერი ვიცოდი და შჩუკინს მივუგე:

– გამოჩნდება და გამოჩნდეს, მე ყველაფერში გვერდით დაგიდგებით. მთავარია, ამის ძალა


შემწევდეს. ახლა კი ბრძანეთ, ამხანაგო გენერალო, გისმენთ!

შჩუკინმა აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და მითხრა:

– ერთი კვირის წინ მოსკოვში სამი ადამიანი დაიღუპა – სამივე ფანჯრიდან გადმოხტა და
ფილაქანზე დაეხეთქა. თითოეულმა მათგანმა თავის სახლში დატოვა ბარათი, რომლებშიც
ერთნაირი შინაარსის ტექსტი ეწერა: „არაფერში ვარ დამნაშავე. მთელი ცხოვრება პატიოსნად
ვმუშაობდი და ერთგულად ვემსახურებოდი პარტიას“. სამივე გარდაცვლილი ცენტრალური
კომიტეტის ფინანსური განყოფილების პასუხისმგებელი მუშაკი იყო და კომპარტიის მილიონებს
განაგებდა. მილიციამ სამივე შემთხვევაზე ჩაატარა მოკვლევა და ისინი თვითმკვლელობებად
შერაცხა, საქმეები კი დახურა და არქივში გაამწესა. ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ
სამივე პარტიული ფინანსისტი დახოცეს და მათი სიკვდილით დიდი დანაშაულის კვალი
დაფარეს, რომელიც თვითონ, ანუ, მკვლელობების შემკვეთებმა ჩაიდინეს, – ვიქტორ
იაკოვლევიჩმა პაუზა გააკეთა და მკითხა – ხომ არ დაიღალე?

– მე მგონი, კი. როგორც ეტყობა, ვიღაცეებმა პარტიის ფული წაიღეს, ეს ხალხი კი იმიტომ
დახოცეს, რომ ყველაფერი მათ მიეწეროს.

– ზუსტად ასეა. იცი, ვისზე გვაქვს ეჭვი?

– არა.
– ვისზე და, „კაგებეს“ ყოფილ მაღალჩინოსნებზე – მაღალი რანგის ოფიცრებისა და გენერლების
ჯგუფზე.

– დარწმუნებული ხართ, ამხანაგო გენერალო?

– ამაში რომ დავრწმუნდეთ, სწორედ ამიტომ ჩამოგიყვანე აქ.

ძალიან საინტერესო დეტალი იყო ის, რომ შჩუკინი მრავალი ადამიანის სახელით ლაპარაკობდა
და ამბობდა არა – „მე“, არამედ – „ჩვენ“... თუმცა, ვიქტორ იაკოვლევიჩს არც ერთი სახელი არ
უხსენებია და არც მე მიკითხავს ამის შესახებ.

– რამე ხელჩასაჭიდი თუ გაქვთ? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მიპასუხა:

– პირველი გარდაცვლილი ვიქტორ ზახაროვი იყო, ის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა


და, ცხადია, გარდაიცვალა. ზახაროვი 56 წლის იყო და ცეკას ფინანსურ განყოფილებას
ხელმძღვანელობდა. მის ხელში გადიოდა კომპარტიის მთელი ქონება – უძრავ-მოძრავი,
ფინანსები, ძვირფასი ქვები და ძვირფასი ლითონები. მისი ხელმოწერის გარეშე ბანკიდან თვით
უმაღლესი პარტიული ჩინოვნიკიც კი, კაპიკს ვერ გამოიტანდა. ვიქტორ ზახაროვს კარგად
იცნობდნენ ცენტრალურ ბანკში და ხშირად ის პირადად ესწრებოდა დიდი თანხისა თუ
ძვირფასი ქვების ან ოქროს გამოტანის პროცედურებს, რომელიც, სხვადასხვა საჭიროებისამებრ,
უცხოეთში იგზავნებოდა. ერთი სიტყვით, ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და
დაღუპვამდე სამი საათით ადრე მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რის შემდეგაც, ძალიან
აღელვებული ზახაროვი აქეთ-იქით დადიოდა, ხოლო, ცოლის შეკითხვაზე – რა დაგემართაო, –
უთქვამს: ნაძირალა დამღიანმა გამანერვიულაო. ცოლს მეუღლე დაუმშვიდებია და
ქალიშვილთან წასულა მოსანახულებლად, ერთ საათში კი ვიქტორ ზახაროვი დაიღუპა, ანუ,
მაშინ, როცა ის ბინაში მარტო დარჩა. რა მოხდა იქ დიასახლისის წასვლის მერე, ღმერთმა უწყის.

– საინტერესოა, – ვუთხარი შჩუკინს და ვკითხე, – ხელჩასაჭიდში ალბათ დამღიანს


გულისხმობთ.

– ჰო. შენ რა, მას იცნობ? – გაოცება ვერ დამალა ვიქტორ იაკოვლევიჩმა.

– არა. მის შესახებ პირველად მესმის. უბრალოდ, ასე იკვეთება თქვენი მონათხრობიდან. ვინაა
დამღიანი?

– ვინ არის და სამვარსკვლავიანი კაგებეს გენერალი ვალენტინ ნოსიკი, იგივე დამღიანი. მარცხენა
ყვრიმალზე მას ობობის დამღა აქვს ამოშანთული. სამოციანი წლების მიწურულს ამერიკელებმა
ტყვედ ჩაიგდეს ვიეტნამში, აწამეს და ობობა ამოუდამღეს ყვრიმალზე. მან გაქცევა მოახერხა.
შემდეგ მოსკოვში დააბრუნეს, ცენტრალურ აპარატში გაამწესეს და, რომ იტყვიან,
თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე გენერალი ნოსიკი
ცენტრალური კომიტეტის ფინანსების კურატორი იყო და ვიქტორ ზახაროვთან მჭიდრო
ურთიერთობა ჰქონდა. ერთი სიტყვით, მათ ფინანსური საქმეები აერთიანებდათ და, ცეკას
მითითებით „კაგებეს“ მიერ შესრულებული სპეცდავალებების ფინანსებს სწორედ ვიქტორ
ზახაროვი უზრუნველყოფდა. ხვდები, რას ვგულისხმობ?
სპეცდავალებებს ჩვენი უწყება ახორციელებდა, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა
შჩუკინი და ვუპასუხე:

– ნამდვილად ვერ ვხვდები, ვიქტორ იაკოვლევიჩ. სპეცდავალებებს ხომ ჩვენ ვასრულებდით?


ნამდვილად არაფერი მსმენია ცეკას სპეცდავალებებზე, რომლებსაც ნოსიკი თუ მისი ხალხი
ასრულებდა. ან, რა დავალებები იყო ეს?

– მართალი ხარ, ეს იყო ზეკონსპირაციული ორგანო და მისი მოვალეობა იყო სხვადასხვა, ეგრეთ
წოდებული, ჩვენი მოძმე ქვეყნებისა თუ პარტიების წარმომადგენელთა ფინანსური
უზრუნველყოფა. აი, მაგალითად, ვინმე აფრიკელი ან ლათინოამერიკელი ვითომ
პოლიტიკოსისთვის ფულის მიცემა, რომლის მიზანიც იყო პროსაბჭოური პროპაგანდა და
არსებული ანტისაბჭოური რეჟიმისთვის ძირის გამოთხრა. სინამდვილეში კი, ასიდან
ოთხმოცდაცხრამეტი ასეთი დაფინანსებული თაღლითი და მუქთახორა იყო, რომლებიც ჩვენ
მიერ მიცემულ დიდძალ თანხებს პირადი კეთილდღეობისა და მრუშობისთვის იყენებდნენ.

– ანუ, საბჭოთა მთავრობას ატყუებდნენ?

– ასეც შეიძლება ითქვას. მაგრამ, სინამდვილეში, ეს იყო ურთიერთშეთანხმება და ეგრეთ


წოდებული „ატკატის“ კლასიკური ნიმუში.

– ატკატის?

– ჰო, ატკატის და, ნუ გაგიკვირდება. განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო


პერიოდში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, უცხოეთში, ვითომდა კაპიტალისტების ტახტის
შესარყევ ღონისძიებებზე, ასი მილიარდი დოლარი გავიდა. გესმის? ასი მილიარდი დოლარი. ეს
თანხები ქაღალდზე იდეოლოგიური კუთხით გაპრავდა და ვერავინ შემოედავებოდა მათ
გამცემს. სინამდვილეში კი, მიმღებებმა ამ ფულის ლომის წილი, სავარაუდოდ, ფულის გამცემს
დაუბრუნეს, ანუ, განახორციელეს „ატკატი“.

– ეს ხომ პირდაპირი ღალატია?!

– რა თქმა უნდა! აბა, მე რას ვამბობ? როგორც „გამოუთხარეს“ კაპიტალისტებს ძირი, კარგად
ვნახეთ და ამხელა სახელმწიფო თავზე დაგვენგრა. ქვეყანა გაიძარცვა, გამათხოვრდა და როდესაც
მავანნი ამ ყველაფრის ძიებას შეუდგნენ, ეს იდუმალი თვითმკვლელობები მოხდა. საქმე კი ისაა,
რომ, ამ ამბებამდე ორი კვირით ადრე რუსეთის ახალმა მთავრობამ დაცარიელებული
სახელმწიფო ხაზინის საქმის შესწავლა დაიწყო და ტრილიონი დოლარის ძიება დაიწყო,
რომელიც საბჭოეთის დაშლისთანავე უკვალოდ გაქრა. გამოძიება მალევე შეწყდა და მასზე მეტი
არავის არაფერი უთქვამს – ისეთი პირი უჩანს, რომ ჩაფარცხეს. ჩემი აზრით, ეს სამი ეგრეთ
წოდებული თვითმკვლელობა იყო საბოლოო ხუფი და სწორედ ამ ხუფის ახდა უნდა ვცადოთ.

– ტრილიონი დოლარი?! ჰმ, ეს ხომ წარმოუდგენელი თანხაა.

– ასეა და ამ თანხის მეათედი, ანუ, ეგრეთ წოდებული ძირგამომთხრელობისთვის გადახდილი


თანხა მაინც რომ მოეხმარათ ქვეყნის ინტერესებისთვის, საბჭოეთი დღესაც ამაყად იდგებოდა.
– ჰმ... ტრილიონი დოლარი! – ვიმეორებდი მე, – ამხელა ქონების მოპარვა არ გინდა?

– შენ ეგა თქვი! სწორედაც რომ მოპარვა. მაშინ ასე არ ხდებოდა, თანხებს ღილაკის ერთი
დაჭერით არ რიცხავდნენ, როგორც ახლა. ყველაფერი ნატურალურად გადაჰქონდათ,
ტრანსპორტირება ხდებოდა და ამდენი ფული, ძვირფასი თვლები და ოქრო სულ ჩემოდნებით
გაზიდეს. მაგრამ, ვინ და სად – ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ, ჩვენ ეს ხელჩასაჭიდი უნდა
გამოვიყენოთ და ვალენტინ ნოსიკის მეშვეობით სხვებზე გავიდეთ. შენ ამ საქმეში უმთავრესი და
ურთულესი როლი გეკისრება – გამოძიება უნდა წარმართო საიდუმლოდ, გააზრებულად და
სწრაფად. ახლა კი მოქმედების გეგმა შევიმუშაოთ.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ვალენტინ ნოსიკი უნდა დავკითხოთ და, განსაკუთრებული ზომების


გამოყენებით, თუკი ასეთი რამ საჭირო გახდა, ყველაფერი დავაფქვევინოთ. შემდეგ კი მივყვეთ
კვალს და დანარჩენიც გამოჩნდება.

– სამწუხაროდ, სხვა საშუალებები არ გაგვაჩნია. მაგრამ, „კაგებეს“ სამვარსკვლავიანი გენერლის


მოტაცება და მისი გაქრობა არც ისე იოლი საქმეა. აქ დიდი სიფრთხილე და ოსტატობაა საჭირო
და შენ სწორედ ამიტომ მოგმართე, – მითხრა შჩუკინმა, მუხლებზე მოზრდილი კონვერტი
დამიდო და, სანამ წავიდოდა, დაამატა, – აქ ცნობებია ნოსიკის შესახებ. რაც გჭირდება,
ყველაფერს იპოვი. როგორც კი გაეცნობი, გაანადგურე. აბა, შენ იცი. როდესაც პირველ ეტაპს
შეასრულებ, შენთვის ცნობილი არხით მაცნობებ შეხვედრის დროსა და ადგილს. აბა, წავედი,
ნახვამდის.

– ნახვამდის, – მივუგე გენერალს და, თვალს რომ მიეფარა, მეც კონსპირაციული ბინისკენ
გავემართე.

გენერალ ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინის მიერ გადმოცემულ კონვერტში გენერალ-პოლკოვნიკ


ვალენტინ ნოსიკის სურათები, მისი ბინისა და აგარაკის მისამართები და გადაადგილების
მარშრუტები იყო.

60 წელს მიტანებული ნოსიკი, ჭაღარის მიუხედავად, ბრწყინვალე ფორმაში იყო. ის არც სვამდა,
არც ეწეოდა, ვარჯიშობდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და, ფაქტობრივად, სისუსტეები
არ გააჩნდა. მისი ერთადერთი სისუსტე იყო მისი 30 წლის საყვარელი – ლუბა, ვისთანაც ის
დღეგამოშვებით მიდიოდა ბინაზე, მასთან სამი-ოთხი საათი რჩებოდა და ისევ სახლში
ბრუნდებოდა.

კონვერტის შიგთავსს რომ გავეცანი და ყველაფერი კარგად დავიმახსოვრე, ქაღალდები დავწვი


და ტუალეტში ჩავრეცხე, შემდეგ მოქმედების გეგმა შევადგინე და სამვარსკვლავიანი გენერლის
მოსახელთებლად ხელსაყრელი დროისა და ადგილის გამოთვლას შევუდექი. ასეთი ადგილი
ლუბას სახლი იყო, სადაც ნოსიკის ახალგაზრდა საყვარელი მარტო ცხოვრობდა. დრო კი მათი
პაემნის პერიოდი იყო. გენერალ-პოლკოვნიკი ყოველთვის ოთხი პირადი მცველის თანხლებით
გადაადგილდებოდა და ლუბას ბინა ნოსიკის მოსატაცებლად იდეალური ადგილი იყო. მით
უმეტეს, რომ, სანამ პირადი მცველები მას ლუბას სახლის წინ ელოდებოდნენ, გენერლის
გატაცება საძინებლის ფანჯრიდან იყო შესაძლებელი. ბინა პირველ სართულზე მდებარეობდა და
საძინებელს პატარა ტყე-პარკი ესაზღვრებოდა. მართალია, საძინებლის ფანჯარას ფოლადის
გისოსები ჰქონდა, მაგრამ, ეს დიდი პრობლემა არ იყო და როდესაც ყველაფერი მზად მქონდა,
შევინიღბე, ფურგონიანი „მოსკვიჩი“ ტყე-პარკში დავაყენე და ნოსიკის მოსვლამდე ერთი საათით
ადრე ლუბას ვესტუმრე. ქალის ბინაში მოტყუებით, გაზის კანტორის თანამშრომლის სახელით
შევაღწიე. კარი რომ მივხურე, ქალი საძინებელში ძალით შევიყვანე და ვუთხარი:

– ნუ გეშინიათ, მე არც მძარცველი ვარ და არც სექსუალური მანიაკი. მე მთავრობის დავალებით


ვმოქმედებ. გთხოვთ, სწორად გამიგოთ და დამეხმაროთ.

– რაში უნდა დაგეხმაროთ?

– რაში და, ვალენტინ პავლოვიჩის გადარჩენაში.

– ვინ ვალენტინ პავლოვიჩის გადარჩენაში? – ვერ მიხვდა ქალი.

– გენერალ-პოლკოვნიკ ვალენტინ ნოსიკის გადარჩენაში, – გავუმეორე ქალს.

– აა, ვალიუშას გულისხმობთ? – რატომღაც გამხიარულდა ქალი და მკითხა – კი მაგრამ,


ვალიუშას გადასარჩენი რა სჭირს, ვინმე მოკვლას უპირებს?

– ეგ ჯერ ზუსტად არ ვიცით, მგონი, მოტაცებას. თქვენთან სწორედ იმიტომ მოვედი, რომ მას ამის
შესახებ შევატყობინო და მისი გადარჩენის გეგმა შევიმუშავოთ.

– სისულელეა, – გადაიკისკისა ქალმა, მას ოთხი ისეთი ვეშაპივით ბიჭი დაჰყვება, რომ, არა
მგონია, ვინმეს მოატაცებინონ ვალიუშა.

– აი, სწორედ ამაშია საქმე და აქ იმიტომ მოვედი, რომ ვალენტინ პავლოვიჩს მისი პირადი
მცველების გარეშე ველაპარაკო. გვაქვს ინფორმაცია, რომ გენერლის გატაცებას მისი ერთ-ერთი
მცველი გეგმავს და სწორედ ისაა გასაშიფრი.

– მერედა, ამას ამდენი ცერემონია რად უნდა? ოთხივე აიყვანეთ, კარგად მოსცხეთ და გაიგებთ,
ვინ არის მოღალატე, – მირჩია ქალმა, მე კი მივუგე:

– ამის გაკეთება არამც და არამც არ შეიძლება. მას, ალბათ, დამზღვევი მეთვალყურე ეყოლება და,
რომ დავიჭიროთ, გავიშიფრებით, მთელი ოპერაცია ჩაგვეშლება და მთავარი ჯაშუშები ხელიდან
დაგვისხლტებიან. ამიტომ, ჯობია, პირდაპირ აქ ველაპარაკო და თქვენი დახმარება მჭირდება.

– რა დახმარება გჭირდებათ? მიდით და ელაპარაკეთ, მე მას პირს ხომ არ ამოვუკერავ ან ყურებს


ხომ არ დავუხშობ?

– ახლავე გეტყვით: ვალენტინ პავლოვიჩი რომ მოვა, მისი პირადი მცველები არ უნდა
შემოუშვათ.

– ისინი არც შემოდიან აქ.


– ჰო, მაგრამ, რა იცით, რა ხდება! თუკი რომელიმე მათგანმა აქ შემოღწევა დააპირა, თქვენ ამაში
ხელი უნდა შეუშალოთ, გასაგებია?

– გასაგებია, – მითხრა ლუბამ და მკითხა: – ყავას ან ჩაის ხომ არ დალევთ?

– არა, გმადლობთ, – ვუპასუხე და ამ დროს კარზე ზარი დარეკეს.

– ვინ არის? გენერლის მოსვლის დრო ხომ ჯერ არ დამდგარა.

– ნუ ღელავთ, ეს, ალბათ, ნიურკა იქნება, ჩემი მეზობელი. ის ყავაზე მკითხაობს და ჩემთან
ხშირად მოდის ხოლმე. წავალ, გავისტუმრებ, – მომიგო ლუბამ და კარისკენ გაემართა. მე,
ყოველი შემთხვევისთვის, უკან გავყევი, თან მაყუჩიანი პისტოლეტი გადავტენე, საჭიროების
შემთხვევაში რომ მესარგებლა. აბა, რა ვიცოდი, ლუბა სიმართლეს მეუბნებოდა თუ მატყუებდა?!

კართან მართლაც ლუბას მეზობელი იდგა, რომელიც მან გაისტუმრა და უკან შემობრუნდა.
ნახევარ საათში კი გენერალი მოვიდა და ლუბას ვუთხარი:

– აბა, თქვენ იცით, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გავაკეთოთ.

ვალენტინ ნოსიკი ყოველგვარი პრობლემის გარეშე შემოვიდა ლუბას ბინაში, კარი რომ მიხურა,
შემამჩნია, შეცბა და ლუბას შეხედა. ქალმა კი, გენერალ-პოლკოვნიკს გაუღიმა და უთხრა:

– ნუ გეშინია, ეს ამხანაგი მთავრობის დავალებას ასრულებს და აქ შენს საშველად არის მოსული.

ნოსიკი, რომ იტყვიან, ძალიან შებერტყილი ვინმე აღმოჩნდა, ლუბას სიტყვები არ დაიჯერა,
კბილებში გამოცრა: „რა ჩემს საშველად“!.. – და ქამრისკენ წაიღო ხელი, სადაც პისტოლეტი
ჰქონდა. მე კი მას მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– მშვიდად, გენერალო! ხმაური არ გვაწყობს. აქეთ მობრძანდით და ყველაფერს აგიხსნით.

ნოსიკი ოთახის სიღრმისკენ წამოვიდა და, რომ მომიახლოვდა, ყბაში მუშტი ვთხლიშე და
გავთიშე, შემდეგ ლუბას პულვერიზატორი მივასხურე და მივაძინე. იმავე მეთოდით დავაძინე
გათიშული ნოსიკიც, მერე საძინებლის ფანჯარასთან მივედი, სპეციალური, უხმო ხერხით,
რომელიც ვაკუუმზე მუშაობდა, გისოსები გადავხერხე, გენერალი ზურგზე მოვიკიდე და
ფანჯრიდან გადავძვერი. როდესაც ნოსიკი „მოსკვიჩის“ საბარგულში მოვათავსე, მანქანა
ადგილიდან დავძარი და გენერლის პირადი მცველებით სავსე „ვოლგას“ მშვიდად ჩავუარე
გვერდით...

მოტაცებული გენერალ-პოლკოვნიკი სხვა სპეციალურად მომზადებული კონსპირაციული ბინის


სარდაფში მივიყვანე, გავაშიშვლე, ძელებზე მივაბი და, რომ გაეღვიძა, ზახაროვის შესახებ
ვკითხე, მან კი ცინიკურად მომიგო:

– წადი, შენი დედაც... შე ნაბიჭვარო. რომ იცოდე, რა შარში გაყავი თავი, დედამიწიდან
აიბარგებოდი. ახლა კი გამათავისუფლე და გამიშვი, რომ ყველაფერი დავივიწყო და გაპატიო...
წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემები სულ მალე მოგვაგნებენ და ცოცხლად გაგაძრობენ ტყავს.
– ვნახოთ, ვნახოთ, – მშვიდად ვუთხარი თავდაჯერებულ გენერალ-პოლკოვნიკს და, მისი
მუქარის არ იყოს, მართლაც, ცოცხლად დავუწყე ტყავის გაძრობა. ამიტომ, ის მალევე ალაპარაკდა
და მომიყვა, თუ როგორ გაიტანეს ზახაროვის მოტყუების შედეგად სახელმწიფო ბანკის
სარდაფებიდან 200 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები, ძვირფასი ქვები და
ნაღდი ვალუტა გირვანქა სტერლინგებში, გერმანულ მარკებსა და ამერიკულ დოლარებში.

– როგორ უნდა მივაგნო ამ ყველაფერს, სადაა ისინი? – ვკითხე ნოსიკს და მარცხენა ხელზე კანი
ავათალე, მან კი მითხრა:

– აღარ გააგრძელო, ხომ არაფერს გიმალავ, მომისმინე და გაიგებ.

– აბა, მიდი, გისმენ!

ნოსიკის თქმით, ფული და ძვირფასი ქვები, სულ 80 მილიონი დოლარის ღირებულების,


შვეიცარიის ერთ-ერთ ბანკში იდო და მისი გამოტანა ვინმე ანტონ კურავლიოვს შეეძლო, ხოლო,
120 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს და პლატინის ზოდები ჯერ კიდევ მოსკოვში იყო
დამალული, ერთ-ერთი კონსპირაციული ბინის სარდაფში.

როდესაც ნოსიკს ყველაფერი გამოვწურე და დავრწმუნდი, რომ გენერალ-პოლკოვნიკმა მეტი


არაფერი იცოდა, მას შუბლი გავუხვრიტე და იქვე ჩავაბეტონე.

პროფესორმა შემათვალიერა და მომმართა:

– პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ, რაც ახლა ხდება, კომუნისტებს არც კი დაესიზმრებოდათ.
თუმცა, ყველა მათ და მათ პერიოდს ლანძღავს და, ვინც ყველაზე ბილწად შეაგინებს იმ ხალხს,
უპირველეს პატრიოტად, ლამის გმირად მიაჩნიათ. ეეჰ, ჩემო კარგო, დოყლაპიებივით დაგვიღია
პირები და ვერ გაგვიგია, რომ სამშობლო თავზე გვენგრევა.

მე მშვიდად მოვისმინე პროფესორის მონოლოგი და ვუპასუხე:

– ახლა კი მითხარით, კონკრეტულად რა მოხდა.

– კონკრეტულად მოხდა ის, რომ ნაძირალა გარეწრების ბანდამ ერთადერთი შვილიშვილი, 16


წლის ელენე მომტაცეს და მითხრეს, თუ არ მოვკეტავდი, ჯერ მას გააუპატიურებდნენ და ნაკუწ-
ნაკუწ აქნიდნენ, შემდეგ კი მეც ცოცხლად დამწვავდნენ. აი, ეს ადამიანები, – პროფესორმა
რამდენიმე მაღალჩინოსნის სურათი მაჩვენა, რომლებიც ერთ-ერთი პოპულარული ჟურნალის
ფერად გარეკანზე იყო გამოსახული, – აი, ეს მაღალჩინოსანი ვაჟბატონი კი ამ ბანდის მეთაურია.
ეს ნაძირლების ბანდა კი, ჩვენი ეროვნული საგანძურის უკანონო ვაჭრობითაა დაკავებული.
როდესაც მათი საქმიანობა გავშიფრე და უნდა მემხილებინა, ჯერ ფული შემომთავაზეს,
დუმილის სანაცვლოდ, მაგრამ, უარი რომ მიიღეს, ელენე მომტაცეს. ჩემი შვილი და რძალი კი
უცხოეთში არიან წასულები, სამიოდე დღეში უნდა დაბრუნდნენ თბილისში და რა ვუთხრა მათ?

პროფესორი უზომოდ შემეცოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკიდურესად იყო დამწუხრებული,


წამითაც არ დაუკარგავს ღირსება და პატრიოტიზმი და საშინლად წუხდა, რომ საქართველოდან
ქვეყნის საგანძურის ნაწილი გადიოდა.

– ნუ ღელავთ, პატივცემულო პროფესორო. გპირდებით, რომ თქვენი ელენე სულ მალე საღ-
სალამათი დაგიბრუნდებათ. ეროვნული საგანძურის ნაწილი ქვეყანაში დარჩება, ნაძირლები კი
დამსახურებულად დაისჯებიან.

პროფესორმა ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:

– ღმერთმა ქნას, ჩემო კარგო, ღმერთმა ქნას. სამი ათასი წელია, ათასი ჯურის მტერი და ავის
მოსურნე ვერ მოგვერია და, ნუთუ ეს ვიგინდარები გაანადგურებენ ღვთივ კურთხეულ ქვეყანას?

– ხომ გაგიგონიათ, პროფესორო, რომ ფესვებში ჩაბუდებული პარაზიტი ყველაზე საშიში და


მავნებელია. სწორედ ფესვებში არიან ესენი ჩაბუდებულები, მაგრამ, ფესვებს სულ მალე
განვკურნავთ და ამაში თქვენ და თქვენნაირები დაგვეხმარებიან.

– თქვენს პირს შაქარი. ღმერთმა გისმინოთ და უფალი გფარავდეთ, – მითხრა პროფესორმა, –


ახლა კი მეტს აღარ შეგაწყენთ თავს და წავალ.

– არავითარ შემთხვევაში, პროფესორო. სანამ თქვენ აქ იქნებით და არანაირი საფრთხე არ


გემუქრებათ, უსაფრთხოდ იქნება ელენეც. საკმარისია, თქვენ მოგიხელთონ, რომ ორივეს
დაგხოცავენ. თქვენ გითვალთვალებენ და ძალიან დიდი ხიფათი გელით.

– კეთილი. დე, იყოს თქვენებურად, სრულიად გემორჩილებით.

მოქმედების გეგმა პროფესორთან ლაპარაკის დროს ჩამომიყალიბდა თავში და საუბრის ბოლოს


უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. საჭირო იყო ელვისებური, მკვეთრი და
გადამწყვეტი მოქმედებები. ყველაფერი უმოკლეს დროში და მაქსიმალური ეფექტით,
უდანაკარგოდ უნდა გამეკეთებინა. საჭირო იყო, მოულოდნელობის ეფექტით მესარგებლა,
ამიტომ, მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა დამეწყო და პროფესორს ვუთხარი:

– საჭმელ-სასმელი სამზარეულოშია. ყველა ტელეფონი გამორთულია და კომუნიკაციის


არანაირი საშუალებით სარგებლობა არ შეიძლება.

– აი, ჩემი მობილური, – მითხრა პროფესორმა და გამორთული მობილური ტელეფონი მომცა.


გამოვართვი, თან წავიღე და მტკვარში გადავაგდე. მოგვიანებით კი ახალი ვაჩუქე.

– შეგიძლიათ, უყუროთ ტელევიზორს და მოუსმინოთ რადიოს, კარი კი არავის გაუღოთ.


უკიდურეს შემთხვევაში, რომელიც, ჩემი აზრით, არ დადგება, შეგიძლიათ, ისარგებლოთ ამ
საიდუმლო გასასვლელით, რომელიც წიგნების კარადაშია ჩამონტაჟებული და რომლითაც მე
ვისარგებლებ.

– ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც თქვენ მითხარით, – მითხრა პროფესორმა. მე კი მას


გამოვემშვიდობე, სათადარიგო გასასვლელით ქუჩაში გავედი და უკვე ჩემი პირადი
კონსპირაციული ბინისკენ გავემართე, რომ სათანადო აღჭურვილობა მომერგო და დასახული
გეგმა განმეხორციელებინა.

ღამის თორმეტი საათი სრულდებოდა, როდესაც მთავარი ობიექტის ბინაში შევაღწიე. ის


თბილისის ცენტრში, ახალაშენებული კორპუსის ბოლო სართულზე სახლობდა. ცარიელ ბინაში
სახურავიდან ტროსით ჩავედი და პატრონს დაველოდე. დაახლოებით ღამის 3 საათზე, ობიექტი
ვიღაც ქერა ქალის თანხლებით, ნასვამი და დაბოლილი დაბრუნდა სახლში. ქალი ზედმეტი იყო.
ამიტომ, სპეციალური აეროზოლით იქვე მივაძინე, ობიექტს კი ყელში წავუჭირე ხელი, ცხვირ-
პირში მუშტი ვთხლიშე და სისხლი ვადინე. ესეც არ ვაკმარე, გონს რომ არ მოსულიყო, იატაკზე
დავაგდე და წიხლებით ვცემე, შემდეგ სამოსი ბასრი დანით შემოვუფლითე და ფეხებით პირქვე,
დედიშობილა დავკიდე რკინის ძელზე, ჯერ წიხლი ვთხლიშე თავში და მივთიშე, შემდეგ აზრზე
მოსვლა ვაცადე და ვკითხე:

– სადაა პროფესორის შვილიშვილი ელენე?

ობიექტი მშვენივრად მიხვდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე და სხაპასხუპით მითხრა:

– ლისის ტბის ზევით რომ აგარაკებია, იქ, პირველივე, მწვანედ შეღებილი სახლია, მარცხნივ.

– დაცვის რაოდენობა და შეიარაღება!

– ორი ბიჭია სულ და მხოლოდ „მაკაროვები“ აქვთ თან.

– გასაყიდად გამზადებული სურათები სადღაა?

– აქ მაქვს, ბინაში, ოცივე ანტრესოლშია დამალული.

ობიექტს ცხვირ-პირი დავაბანინე. შემდეგ ნაძარცვი სურათები ერთად დავაწყობინე და მათ


ფონზე დავსვი, კამერა მივუშვირე და დაწვრილებით მოვაყოლე, თუ ვისთან ერთად და რას და
როგორ აკეთებდნენ. ანუ, როგორ ძარცვავდნენ საგანძურს და როგორ ყიდდნენ ეროვნულ
სიმდიდრესა და სიამაყეს უცხოეთში არალეგალურად.

– ახლა კი ილოცე, თუ ღმერთი ოდნავ მაინც გწამს, – ვუთხარი ობიექტს და როდესაც მან მომიგო,
ათეისტი ვარო, ტყვია შუბლში დავაჭედე და ეს ყველაფერი იმავე ფირზე ჩავწერე. ბოლოს ფირის
რამდენიმე ასლი გავაკეთე. ორიგინალი მე დავიტოვე, ასლები კი გენერალურ პროკურატურაში,
შინაგან საქმეთა სამინისტროში, პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და წამყვანი ქვეყნების
საელჩოებს გავუგზავნე. ჟურნალისტებს კი შეგნებულად არ შევხმიანებივარ, რადგან,
ზემონახსენები უწყებებიც საკმარისი იყო პროფესორისა და მისი შვილიშვილის
უსაფრთხოებისთვის, აგრეთვე, გატაცებული და გასაყიდად გამზადებული სურათების
გადასარჩენად. ხოლო, სანამ ფირის ასლებს გავგზავნიდი, პროფესორის შვილიშვილი ელენე
გავათავისუფლე, სააგარაკო სახლში კი ორი მოკლული მცველის გვამები დავტოვე, რომლებსაც
თითო ტყვიით ჰქონდათ შუბლი გახვრეტილი.

– აი, მოგიყვანეთ თქვენი შვილიშვილი, – ვუთხარი პროფესორს და ელენე, რომელსაც ტკბილად


ეძინა, საწოლზე დავაწვინე.

მოხუცი ჯერ მე გადამეხვია და მადლობა მითხრა. შემდეგ მძინარე შვილიშვილს ნაზად მიეფერა,
რომ არ გაეღვიძებინა და ატირდა...

იმავე დღეს პირდაპირი ეთერით, ძალოვანი სტრუქტურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გამოვიდა


და თქვა, რომ მისი ქვემდებარე უწყების სპეცდანიშნულების რაზმმა ჩაატარა სპეცოპერაცია და
გაათავისუფლა ცნობილი პროფესორის შვილიშვილი, რომელიც მძევლად ჰყავდა აყვანილი
კონტრაბანდისტთა ჯგუფს და რომ ეს ჯგუფი უცხოეთში არალეგალურად ყიდდა ცნობილი
ქართველი მხატვრების სურათებს. მანვე ისიც აღნიშნა, რომ ამ ბანდას მეთაურობდა
საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანი და რომ ამ რესპექტაბელური კაცის მიღმა ნაძირალა
იმალებოდა. მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ მან და მისმა ორმა მცველმა სპეცრაზმის
მებრძოლებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამიტომ იქნენ ლიკვიდირებულები. ამ გამოსვლის
აპოთეოზი კი ძალოვანების მიერ „გადარჩენილი“ სურათების ღია ეთერში წარმოდგენა იყო.
ერთი სიტყვით, ამ ფარსმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა მთავრობას და მორიგმა
შოუმ კიდევ უფრო მეტად გააბრუა საქართველოს მოსახლეობის ისედაც გაბრუებული გონება...
ამ ფარსს, რა თქმა უნდა, ორი დადებითი მხარე ჰქონდა: პირველი ის, რომ პროფესორი და მისი
ოჯახი ხელშეუხებელი გახდნენ და მათი განადგურების საშიშროება მოიხსნა; მეორე კი ის, რომ
სურათები აღარ გაიყიდა და ასეთ საქმეებზე უფრო მეტი კონტროლი დაწესდა, თან, არალეგალი
უცხოელი კლიენტებიც გვარიანად დაფრთხნენ.

ჩემი სიტყვები ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ მე ერთი ხელის მოსმით ბოროტება და უკანონობა
მოვსპე. მაგრამ, დათა თუთაშხია რომ იტყოდა, მე ჩემი წილი ბოსტანი გავმარგლე და, ყველამ
თავისი წილი საქმე რომ აკეთოს, ბოროტება და უსამართლობა თუ არ გაქრება, იმდენად მაინც
იკლებს, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვნად ვეღარ დააზარალებს.

თუთაშხიობას არ ვიჩემებ და ამ როლისთვის არც გამოვდგები, მაგრამ, არცთუ ისეთი


ამორალური ადამიანი ვარ, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ დაქირავებული
მკვლელი. მართალია, მკვლელობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ, ჩემი აზრით, ყოველთვის ასე არ
არის და ზოგიერთი არაადამიანის ლიკვიდაცია სასარგებლო საქმეა. ამ შემთხვევაში მაგონდება
ერთი ჩემი ნაცნობის სიტყვები, რომელიც თავისებურად ხსნიდა ღმერთის მცნებებს და
მეუბნებოდა:

– ეჰ, კოკი, შენ ძალიან რბილი და თვინიერი ადამიანი ხარ; არ გეწყინოს და, შეიძლება ითქვას,
მიამიტიც კი. ამიტომ, ძალიან მიკვირს, რომ ეკლესიაში არ დადიხარ და ლოცვით მუხლებს არ
იტყავებ. რომ მეუბნები, ყველა ადამიანს შეიძლება შეუნდო და აპატიოო, თვით ღმერთიც კი
ამბობს თავის მცნებებში: არაკაცი, არაადამიანი მოკალიო.

ეს საუბარი ჩემს ნაცნობთან ერთმა ცნობილმა ისტორიამ გამოიწვია, რომელიც თბილისში მოხდა
და უფროსი თაობის წარმომადგენლებს აუცილებლად ემახსოვრებათ. ამ ამბის შესახებ არც
გაზეთებში დაუწერიათ და არც ტელევიზიით უთქვამთ, მაგრამ, ყველამ გაიგო და მოსახლეობა
უკიდურესად აღაშფოთა. საქმე ის იყო, რომ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სასწავლო პრაქტიკას
გადიოდა ერთი ძალიან მაღალი პარტიული თანამდებობის პირის 21 წლის ვაჟი. იმ გარეწარმა
თავისი 15 წლის მოსწავლე გოგონა სკოლის ფიზკულტურის დარბაზის გასახდელში
გააუპატიურა. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე იყო სასტიკი დანაშაული, რის გამოც უბრალო
ადამიანის შვილს 15 წელიწადს მიუსჯიდნენ, ეს ამბავი ჩაფარცხეს. გოგონას მშობლები დააშინეს
და გააჩუმეს, ის ნაძირალა ნაბიჭვარი კი არანაკლებ ნაძირალა მამამ თბილისს გაარიდა. როგორც
უკვე ვთქვი, ყველამ ყველაფერი იცოდა, ხალხი უკიდურესად იყო გამწარებული და მთავრობის
ხმამაღალ გინებასაც კი არ ერიდებოდნენ, რაც იმ დროს წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამ
აღშფოთების შედეგი იყო ჩემი ნაცნობის სიტყვები, რომელიც გამომშვიდობებისას მითხრა:

– ნუ გეწყინება, ჩემო კოკი, მაგრამ, ასეთი მიმტევებლობა კარგს არაფერს მოგვიტანს. ღმერთმა
დაგვიფაროს, მაპატიე, ამას რომ გეუბნები, მაგრამ, შენი ქალიშვილისთვის რომ ექნათ ასეთი რამ,
მაშინაც აპატიებდი? მე ცოცხლად დავწვავდი იმ ნაძირალას. არაკაცი უნდა მოკლა და ამას თვით
ღმერთი გეუბნება. აბა, კარგად, მე წავედი...

იმ ნაცნობისთვის არაფერი მიპასუხია, მას, უბრალოდ, გამოვემშვიდობე და ის თავის გზაზე


წავიდა. მე მის წინაშე არც ის მოძალადე ნაძირალა გამიმართლებია და არც ის მითქვამს, რომ
მსგავს ადამიანებს უნდა მივუტევოთ-მეთქი. მე მისთვის არც ის მითქვამს, რომ
გაუპატიურებული გოგონა ჩემი ქალიშვილის თანაკლასელი იყო და, მით უმეტეს, არც ის, რომ იმ
ნაძირლის მოსპობას ვაპირებდი...

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გოგონა გულდასმით გამოვკითხე და დავრწმუნდი, რომ იმ


ნაბიჭვარს თითის დაკარების ან სიტყვის თქმის მცდელობაც კი არ ჰქონია ჩემი ქალიშვილის
მიმართ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მოძალადეს არ უნდა ეცოცხლა...

„ძიას“ დავურეკე, შეხვედრა ვთხოვე და მთაწმინდის პლატოზე რომ შევხვდით, მითხრა:

– ხომ მშვიდობაა, რა მოხდა?

– უნდა დამეხმარო, რომან. შენგან ინფორმაცია მჭირდება.


– გისმენ. რა გაინტერესებს?

– იქნებ, გამიგო, ახლა სადაა ის ნაბიჭვარი, 15 წლის გოგო რომ გააუპატიურა და არ დაუსჯიათ.

– რაში გაინტერესებს?

– ის ბავშვი ჩემი ქალიშვილის თანაკლასელია.

– შენს შვილსაც ხომ არ აკადრა რამე?

– არა.

– უნდა მოკლა?

– უნდა დავსაჯო. ასეთი ნაბიჭვრები სიცოცხლეს არ იმსახურებენ.

– გასაგებია. ხვალ აქვე მოდი ამავე დროს და ინფორმაცია გექნება.

მეორე დღეს რომ შევხვდით, „ძიამ“ მითხრა:

– იალტაშია, სასტუმრო „ინტურისტის“ ლუქსში. თან ორი კაცი ახლავს. მოჭიდავეები არიან.
როგორც ეტყობა, მამამისს შურისძიების ეშინია და სპეციალურად დაიქირავა. ფრთხილად იყავი.
წარმატებას გისურვებ.

ივლისის დასაწყისი იყო. ყირიმის ნახევარკუნძული ტურისტებით იყო სავსე და ვერც ერთ
სასტუმროში თავისუფალ ნომერს ვერ იშოვიდი. მე არც მაწყობდა სასტუმროში დაბინავება.
ამიტომ, ერთი მოხუცი ბებოს ბინა ვიქირავე და ათი დღის ფული – 10 მანეთი წინასწარ
გადავუხადე. ახალგაზრდებს, ალბათ, გაეცინებათ და არც კი დაიჯერებენ, რომ ბინა შეიძლება
დღეში ერთი მანეთი ღირებულიყო, მაგრამ, ეს მართლაც ასე იყო და ჩემი თაობის ხალხს კარგად
ემახსოვრება. დღეში მანეთი კარგი ბინა ღირდა, თორემ, დღეში ორმოცდაათ კაპიკადაც კი
იშოვიდი ბინას, ოღონდ, გაურემონტებელს. ჩემ მიერ ნაქირავები ბინა კი ოროთახიანი, კარგად
გაწყობილი და აბაზანა-ტუალეტიანი იყო. მოხუცს რომ ათი მანეთი წინასწარ გადავუხადე,
სიხარულით ცას ეწია და მითხრა:

– შვილო, თუ მეტხანს დააპირებ დარჩენას, ქირის ფასს გაგინახევრებო.

ერთი სიტყვით, დავბინავდი თუ არა, „კურორტნიკს“ დავემსგავსე: შესაბამისად გამოვეწყვე, მზის


შავი სათვალე გავიკეთე და დაზვერვაზე წავედი. ორი დღის შემდეგ კი უკვე ზუსტად ვიცოდი იმ
ნაძირალას ყველა მარშრუტი და მოქმედების რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავე.

იმ ვიგინდარას ბევრი ფული ჰქონდა და რესტორნებსა და ბოზებში ხარჯავდა. რომ


დათვრებოდა, შარზე იყო და კონფლიქტს მისი მოჭიდავე მცველები ანეიტრალებდნენ.
დილაობით კი ზღვაში ცურავდა და მცველები ნაპირზე ელოდებოდნენ. ჩემი გეგმით,
ლიკვიდაცია წყალში უნდა განმეხორციელებინა, რომ დახრჩობის ელფერი მისცემოდა და
გამოძიება არ დაწყებულიყო. ოპერაციის დღე დავნიშნე, მოვემზადე და მსხვერპლს
ჩავუსაფრდი... მეოთხე დღეს ის ნაძირალა წყალში შეცურდა და ტივტივასკენ აიღო გეზი,
რომელიც ნაპირიდან სამოციოდე მეტრში იყო. მე წყალქვეშ ცურვის მოწყობილობა მეკეთა და
იქვე ველოდებოდი. ის ვიგინდარა რკინის ტივტივამდე რომ მოცურდა და ხელები ჩაავლო
დასასვენებლად ორივე ფეხში ვწვდი და ფსკერისკენ წავიღე... სულ რაღაც ხუთიოდე წუთში იმ
ნაბიჭვრის ფილტვები წყლით აივსო და „მზად იყო“ და იქაურობას მოვშორდი, უსაფრთხო
ადგილზე ამოვყვინთე და ნაქირავებ ბინაში დავბრუნდი.

– ფაინა კარპოვნა, სასწრაფოდ სამსახურში გამომიძახეს და ამაღამ მივემგზავრები, – ვუთხარი


ბებოს, როდესაც ბინაში შევედი.

– სამწუხაროა. ოთხ დღეში რა დასვენებას მოასწრებდი, – მითხრა ქალმა და ექვსი მანეთი


გამომიწოდა, – აი, გამომართვი. ფული ხომ წინასწარ გქონდა გადახდილი.

– რას ამბობთ, ბებო, ეს ფული თქვენია, – მივუგე მოხუცს, ოცი მანეთი მაგიდაზე დავუდე და
დავამატე – აი, კიდევ წინასწარ გიხდი, ამ თვეში კიდევ ორიოდე დღით ჩამოვალ
დასასვენებლად, ხოლო თუ ვერ მოვახერხე, ბინა გააქირავე და არ დამელოდო. შემდეგ თვეებში
ნამდვილად არ მცალია.

მოხუცის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა და ერთი კი დააპირა, ჩემთვის 26 მანეთი დაებრუნებინა,


მაგრამ კატეგორიული უარი რომ მიიღო, გავიდა. უკან ვაშლებით სავსე კალათით დაბრუნდა და
მითხრა:

– აი, შვილო, ამაზე მაინც ნუ მეტყვი უარს. ეს ყირიმული ვაშლებია, თაფლივით ტკბილი და
სასარგებლო.

თბილისში თვითმფრინავით დავბრუნდი. ბებოს ვაშლები კი შინ მივიტანე და მერიკოს


ვუთხარი:

– თაფლივით ტკბილია და ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლო.

– ბაზარში იყავი?

– არა, გორკის პარკთან ვიღაც მოხუცი ბებო ყიდდა და კალათიანად ხუთ მანეთად მომცა.

ყირიმიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ ხუთი დღე იყო გასული, როდესაც თბილისში ხმა
გავრცელდა, ის მოძალადე ნაბიჭვარი ზღვაში დაიხრჩოო. ამ ამბით ადამიანები ისე იყვნენ
გახარებულები და ისე აღტაცებით აღნიშნავდნენ იმ არაკაცის დაღუპვას, იფიქრებდით, საქმე
დიდ ბედნიერებას ეხებაო და ეს მართლაც ასე იყო... ადამიანები მართლაც ბედნიერები იყვნენ
იმით, რომ ბოროტება დაისაჯა და ამიტომაც არ მალავდნენ თავიანთ კმაყოფილებას.

იმ დღეებში ქუჩაში სწორედ ის ნაცნობი შემხვდა, რომელიც ჩემს მიამიტობასა და სირბილეს


უსვამდა ხაზს და მიაჩნდა, რომ მცნება – „არა კაც ჰკლა“, არაკაცის მოკვლას ნიშნავდა... ის
აღტაცებული მომვარდა, გადამეხვია და მითხრა:

– მოკვდა, ჩაძაღლდა ის ნაბიჭვარი, აღსრულდა სამართალი, გილოცავ, კარგი ამბავია.

– რას მილოცავ? – ვკითხე ნაცნობს, მან კი გაოცებით შემომხედა და მკითხა:


– როგორ, არაფერი გაგიგია?

– არა!

– შე კაცო, მართლა ჭურში ხომ არ ზიხარ, ნუთუ არაფერი გაინტერესებს? ის ნაბიჭვარი დაიხრჩო,
თხუთმეტი წლის გოგო რომ გააუპატიურა. არ გახსოვს, ამ ორი კვირის წინ რომ გიყვებოდი?

– კი, გამახსენდა. სად დაიხრჩო?

– ზღვაზე.

– თბილისის ზღვაზე?

– არა, შავ ზღვაზე, ყირიმში. წყალში ცურავდა და გული გაუსკდა. მოკლედ, ჩაძაღლდა. ხვალ
გასვენებაა და უნდა დავესწრო.

– გასვენებაში რა გინდა?

– რას ჰქვია, რა მინდა? – გაიკვირვა ჩემმა ნაცნობმა, – მაგის დედ-მამას მინდა შევხედო და ვნახო,
როგორ იტანჯებიან. აბა, კარგი იყო, რომ მათმა ნაძირალა შვილმა სხვისი მშობლები დატანჯა?!

ჩემი ნაცნობისთვის ისევ არაფერი მითქვამს, საქმეები მოვიმიზეზე, გამოვემშვიდობე და


წამოვედი. მივდიოდი და ჩემი ნაცნობის საქციელზე ვფიქრობდი, რომელსაც მოძალადის
მშობლების ტანჯვა-წამების ყურება სიამოვნებას ანიჭებდა და ამ შოუს სანახავად
დასაფლავებაზე უნდოდა დასწრება. მისი ამ საქციელის შეფასებით მისი პიროვნების შეფასებას
ვცდილობდი და, მინდოდა, გამერკვია, დადებითი ადამიანი იყო თუ უარყოფითი. ბევრი
ვიფიქრე, მაგრამ, ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ვერ მივედი. მიუხედავად ამისა, შინაგანად
აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ადამიანის ნდობა არ შეიძლებოდა, ისევე,
როგორც თითქმის მთელი საზოგადოების, რადგან, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი
ასეთი ადამიანებისგან შედგება და, მოჩვენებითი სამართლიანობის მიღმა, მათ მძაფრი, სასტიკი
და ულმობელი შოუს ნახვის ჟინი ამოძრავებთ.

– კაცი კაცისთვის მგელიაო, რომ თქვეს ლათინებმა, აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და ადამიანის


არსი ამაზე უფრო ზუსტად ჯერ არავის განუსაზღვრავს, – მითხრა ერთხელ შეხვედრაზე
მოსულმა „ძიამ“, – ცხოვრება ჯუნგლია, სადაც ყველა ყველას ჭამს და იმარჯვებს ის, ვისაც
ყველაზე ბასრი და მაგარი კბილები აქვს. თუმცა, ხდება ისეც, რომ ამ მაგარკბილება მჭამელებს
ისეთი მაგარი ძვალი ხვდებათ, რომ კბილები ემსხვრევათ, კბილებჩამსხვრეული მჭამელი კი,
თვითონ ხდება სხვისი ლუკმა. სწორედ რომ, შენ და შენისთანები ხართ ის მაგარძვლიანები,
რომლებზეც იმათ კბილები ემსხვრევათ. თუმცა, შენ ერთადერთი ხარ, სხვები ვერ შეგედრებიან.

– „ძია“, ნუთუ იმისთვის მომიწვიე აქ, რომ ფილოსოფიური შესავლის შემდეგ გეთქვა, რომ
საუკეთესო ვარ? – ვუთხარი რომანს.
– საუკეთესო ხარ, მართლაც საუკეთესო და მხოლოდ შენ იმიტომ გაძლევ ყველაზე რთულ
შეკვეთებს, – მითხრა „ძიამ“ და სურათი გამომიწოდა, – აი, ამაში სუფთა ერთ მილიონ დოლარს
გიხდიან. რას იტყვი, ხელს მოჰკიდებ ამ საქმეს?

– მოვკიდებ, მხოლოდ ის მითხარი, ლიკვიდაციის რომელი ფორმა უნდა გამოვიყენო. შემკვეთს


რამე სპეციფიკური საშუალება ხომ არ უნდა?

– არა. ჩვეულებრივი, როგორიც შენ მოგიხერხდება, – მითხრა „ძიამ“ და მკითხა, – მილიონს რომ
იხდიან, სპეციფიკურ საშუალებაზე იმიტომ მეკითხები?

– ჰო.

– არავითარი სპეციფიკური საშუალებები. ეს კაცი იმდენად საძაგელი არსებაა, რომ მისი


სიკვდილი, უბრალოდ, სიამოვნებას ანიჭებს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს. ამ ხალხს ძალიან
ბევრი ფული აქვს და მილიონ დოლარს სიამოვნებაში იხდიან.

– გასაგებია. დოსიე და კოორდინატები მინდა, თუ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ არა და,
იმდენ ფულს იხდიან, რომ ყველაფერს მე თვითონ დავადგენ.

– აი, გაეცანი, – „ძიამ“ მოზრდილი კონვერტი დამიდო მუხლებზე და სანამ, ტრადიციულად,


პირველი წავიდოდა, მითხრა, – ნახევარი მილიონი დოლარი ხვალ დილითვე შენს ანგარიშზე
დაჯდება.

ობიექტი, რომელშიც ერთ მილიონ დოლარს იხდიდნენ, ერთ-ერთი პატარა ქვეყნის ყოფილი
მეთაური გახლდათ. არც ცუდი იყო, არც კარგი, მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანას დიდი
მიღწევებიც არ ჰქონია, მაგრამ, თავისი ქვეყანა მაინც პროგრესისკენ წაიყვანა. მმართველობის
პერიოდი რომ დაუმთავრდა, ცოტა ხანში ქვეყანა უპრობლემოდ დატოვა და ერთ-ერთი
ეგზოტიკური ქვეყნის სანაპიროზე დასახლდა. იქ ის მარტო ცხოვრობდა, რადგან ცოლი
გარდაცვლილი ჰყავდა, მისი შვილები კი თავიანთ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ერთი სიტყვით, ის
კაცი არც დიქტატორი იყო და არც დემოკრატი, მისი მოკვლის შეკვეთა კი შურისძიება იყო იმ
ადამიანების, მისი ყოფილი მომხრეების მხრიდან, ვინც მას ხელისუფლებაში დარჩენას სთხოვა,
მაგრამ, უარი მიიღეს. მართალია, ამ ხალხს დიდი ფული და, შესაბამისად დიდი გავლენა და
ძალაუფლება ჰქონდა, მაგრამ, მათ აბსოლუტური ძალაუფლება სწყუროდათ. ამის მიღწევას კი
ქვეყნის პირველი პირის მეშვეობით ლამობდნენ და, რომ არაფერი გამოუვიდათ, მისი მოკვლა
შეუკვეთეს, რომ ერთი მხრივ, შური ეძიათ მასზე, მეორე მხრივ კი გართობილიყვნენ და
მონაწილეობა მიეღოთ იმ შოუში, რასაც სახელმწიფო მოღვაწის დაკრძალვა ჰქვია...

შოუ შედგა: ობიექტს სნაიპერული შაშხანით გავუხვრიტე შუბლი, მისი დაკრძალვა კი ეროვნულ
სანახაობად გადაიქცა. ამ ტაკიმასხრობაში შემკვეთებს მნიშვნელოვანი როლი ეკისრათ და
კარგადაც იხალისეს... მოკლული ეროვნულ გმირად, ლამის წამებულად გამოაცხადეს, მისი
სახელობის უზარმაზარი ქუჩა გახსნეს და ქალაქის ცენტრში უზარმაზარი ბრინჯაოს ძეგლიც
დაუდგეს. დღესდღეობით, იმ ქვეყნის სათავეში სწორედ ის ფინანსური ჯგუფია, რომელმაც ამ
კაცის ლიკვიდაცია შეუკვეთა, ქვეყნის სათავეში კი ლიკვიდირებულის სახელით სპეკულირების
შედეგად მოვიდნენ. ერთი სიტყვით, საწადელს მაინც მიაღწიეს, უზარმაზარი შოუ დადგეს, სულ
რაღაც, ერთ მილიონ დოლარად და ამ შოუში მეც მიმაღებინეს მონაწილეობა. ეს ისტორია კარგა
ხნის წინ მოხდა. ამას წინათ კი მე და რომანი რაღაც საქმეზე შევხვდით ერთმანეთს და „ძიას“
ძველი ამბავი გავახსენე:

– გახსოვს ის კაცი, თავიდან რომ მომაშორებინეს? სულ რაღაც ერთ მილიონად ისეთი შოუ
დადგეს, რომ ყველამ ირწმუნა მათი. დაუჯერეს, ქვეყნის სათავეში მოიყვანეს, ახლა კი იმ ქვეყანას
უმოწყალოდ ძარცვავენ, ხალხი გაუბედურებულ-დაბეჩავებული ჰყავთ და ამ უბედურებაში
ლომის წილი მე მიმიძღვის.

– ნუ იბრალებ, – ხელი ჩაიქნია „ძიამ“ – ის განწირული იყო და, შენ თუ არა, სხვა შეასრულებდა ამ
შეკვეთას. ამიტომ, ამით არაფერი შეიცვლებოდა, იგივე განმეორდებოდა, შენ აქ არაფერ შუაში
ხარ.

პრინციპში, „ძია“ მართალი იყო. მაგრამ, კამათის ხასიათზე ვიყავი და ვუთხარი:

– ესე იგი, პიროვნების როლს გამორიცხავ ისტორიის მსვლელობაში?

– არავითარ შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, რომ ნაპოლეონი და სტალინი რომ არ


დაბადებულიყვნენ, მათ ადგილს სხვები ვერ დაიკავებდნენ და საფრანგეთისა და რუსეთის
ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა.

– ეს სადავო საკითხია, მაგრამ, ასეთ ფიგურებზე არ მაქვს ლაპარაკი.

– აბა, რას გულისხმობ?

– რას და, ლი ჰარვეი ოსვალდს რომ კენედი არ მოეკლა, შეიძლება, მსოფლიოს ისტორია
სხვაგვარად განვითარებულიყო.

– ესე იგი, შენს თავს ოსვალდს ადარებ?

– დაახლოებით.

– არ გეთანხმები და იმავეს გიმეორებ: თუ არა ოსვალდი, იქნებოდა სხვა და კენედი


აუცილებლად მოკვდებოდა. იგივეა შენს შემთხვევაშიც – შენ რომ უარი გეთქვა, იმ კაცს სხვა
გააგორებდა. შენ მაინც არ უნდა გესწავლებოდეს ეს. იმ ხალხს განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და
შემსრულებელს ყოველთვის მოძებნიდნენ.

„ძიას“ სიტყვების წინააღმდეგ არგუმენტები არ მქონდა. თუმცა, კამათში დამარცხებაც არ


მინდოდა და მივახალე:

– ჩვენი პრემიერ-მინისტრიც განწირული იყო?

„ძიას“ ეგრეთ წოდებულ რეფორმატორთა მთავრობა გულზე არ ეხატებოდა და ამბობდა, რომ


ისინი მათივე ვარდების ეკლებით დაიჩხვლიტებოდნენ. მიუხედავად ამისა, მითხრა:

– თუკი მოკლეს, ესე იგი, განწირული იყო.


– და, შენ გჯერა, რომ ის მართლაც გაზით გაიგუდა?

„ძიას“ ჩაეცინა, რადგან ძველი, გამოცდილი „კაგებეშნიკი“ იყო და მითხრა:

– თემა იმიტომ შეცვალე, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები არ გქონდა და მსგავსი იმიტომ


შემომიგდე, რომ იცი, ეს მთავრობა არ მომწონს. მაგრამ, როდესაც ზუსტი ფაქტები არ იცი და
საქმის დეტალებზე გაზეთებიდან იგებ, თანაც, არ იცი, სწორია თუ არა, ზუსტ კი არა,
მიახლოებით ანალიზსაც კი ვერ გააკეთებ. ასე რომ, პასუხისგან თავს შევიკავებ.

– შენ ჩემზე კარგად იცი, რომ პრემიერ-მინისტრები უბედური შემთხვევებით არ იღუპებიან და,
თუკი იღუპებიან, ესე იგი, ეს უბედური შემთხვევები მოწყობილია. მოწყობილი შემთხვევა კი
მკვლელობაა, ანუ, პრემიერ-მინისტრი მოკლეს.

– ცალსახად და მტკიცედ – გაეცინა რომანს, – ახლა შემკვეთები და შემსრულებლებიც დაასახელე


და ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი საქმეც გახსნილი იქნება.

– ეს საქმე გაიხსნება, დარწმუნებული ვარ. აი, ნახავ, თუმცა, ჩვენს დროს მაღალჩინოსნებს უფრო
სუფთად იშორებდნენ თავიდან.

„ძია“, პრინციპში, მართალი იყო. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ბევრად
უფრო დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა ლიკვიდაციის ხელოვნება, ვიდრე ეს მეოცე
საუკუნეში იყო. თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბევრი რამ შემსრულებელზეა
დამოკიდებული და მოულოდნელობაც არაა გამოსარიცხი, რამაც, შეიძლება, ყველაფერი
თავდაყირა დააყენოს. რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაშიც ყოფილა, რომელთაგან,
ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

ერთხელ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავნეს ერთი ობიექტის სალიკვიდაციოდ,


რომელიც ყოფილი საბჭოელი იყო. ის ქვეყნიდან გაიქცა და ცილისმწამებლურ, ანტისაბჭოთა
პროპაგანდას ეწეოდა.

– იმ ნაძირალას თავი უნდა აუფეთქო სპეციალური ტყვიით, – მითხრა შჩუკინმა, – ასეთია თვით
პირველი მდივნის სურვილი, რომელსაც მისი პასკვილები ყელში აქვს ამოსული.

ობიექტი მაინის ფრანკფურტში ცხოვრობდა. გეგმის მიხედვით, ის დილით თავის სახლში,


სნაიპერული შაშხანიდან მსხვილკალიბრიანი ტყვიით უნდა მომეკლა. მას ასეთი ჩვევა ჰქონდა:
გაიღვიძებდა თუ არა, ბინის ფანჯრებს გააღებდა ხოლმე, გადმოდგებოდა და იზმორებოდა.
სწორედ ზმორების დროს უნდა დამესვა მისთვის ტყვია თავში.

შესრულების წერტილად მდინარე მაინის მარჯვენა სანაპირო ავირჩიე. იქ ერთი მივარდნილი,


წყალსაქაჩი შენობა იდგა, რომელიც ობიექტის სახლიდან ორასიოდე მეტრში მდებარეობდა.
საცეცხლე პოზიცია ერთ-ერთ მილზე დავიკავე, რომელსაც ხეები ნიღბავდა. გავმართე შაშხანა,
ფანჯარა მიზანში ამოვიღე და ობიექტის გამოჩენას დაველოდე. ფანჯარა რომ გაიღო და
ობიექტმა ზმორება დაიწყო, სასხლეტს თითი მივადე და დაშვება დავაპირე, მაგრამ ვინ გაცალა?!
მოულოდნელად წყალსაქაჩი მილი შუაში გადაიხსნა. იქიდან კი ისეთი წნევით ამოვარდა წყლის
ჭავლი, რომ თითქმის ათი მეტრის სიმაღლეზე ამაგდო და ორმოცდაათ მეტრში დამანარცხა
მიწაზე.

რომელი დავალების შესრულებაზე იყო ლაპარაკი! სნაიპერული შაშხანა წყალში ჩავარდა და,
ალბათ, მდინარემ წაიღო, მე კი სიარული არ შემეძლო და მარჯვენა ფერდი ძალიან მტკიოდა.
როგორც მოგვიანებით ექიმებმა დამიდგინეს, მარჯვენა მხარეს სამი ნეკნი მქონდა მოტეხილი.
მიუხედავად ამისა, მაინც დამოუკიდებლად მოვშორდი იქაურობას და კონსპირაციულ ბინამდე
მარტომ მივაღწიე. რადგან დავალება საკმაოდ მარტივი იყო, არც დამზღვევი მყავდა, არც
მეკავშირე და სრულიად მარტო დავრჩი უცხო ქვეყნის უცხო ქალაქში, ყველაზე ცუდი კი ის იყო,
რომ მძიმედ ვიყავი ტრავმირებული. ერთადერთი პლუსი ის იყო, რომ ფული და საიმედო
პასპორტი მქონდა, დაუბრკოლებლად გადაადგილება შემეძლო და სამშობლოში დაბრუნება
ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მოსკოვში გამგზავრება არც
მიფიქრია. პირველ ყოვლისა, ძლიერი გამაყუჩებელი საშუალება შევიძინე აფთიაქში, რომელიც
ექვსი საათის განმავლობაში მოქმედებდა და შპრიცით კუნთში გავიკეთე. შემდეგ დასავლეთ
ბერლინში გავემგზავრე თვითმფრინავით და ჩემს ძველ ნაცნობს შევხვდი, რომელიც ბასკურ
ტერორისტულ ორგანიზაციას იარაღით ამარაგებდა. ის მე სიკვდილს მყავდა გადარჩენილი –
ერთხელ საფრანგეთის დაზვერვის კლანჭებს გამოვგლიჯე. ამიტომ, მას თავი ვალდებულად
მიაჩნდა ჩემ წინაშე. როდესაც ის სიკვდილისგან ვიხსენი, მითხრა:

– თუკი ოდესმე რამეში დაგჭირდით, იცოდეთ, რომ უკან არაფერზე დავიხევ და თქვენს
ერთგულ მეგობრად მიგულეთ. მიგელი თქვენთვის თავს გაწირავს.

მიგელი ნახევრად ბასკი და ნახევრად ფრანგი იყო. მე კი მას ფრანგი ვეგონე. ის დასავლეთ
ბერლინში ცხოვრობდა. რომ დამინახა, გულწრფელად გაუხარდა, გადამეხვია და მითხრა:

– როგორ ხართ, ჩემო მეგობარო. რით შემიძლია, გემსახუროთ, მესიე ჟან?

– დონ მიგელ, შეგიძლიათ, რომ ხვალ, დილის ხუთი საათისთვის, მაინის ფრანკფურტში „S-61“-
ის სისტემის სნაიპერული შაშხანა მომაწოდოთ ფეთქებადი ტყვიებით და ამ სადგურის ამ
შემნახველ საკანში დადოთ? თანხაზე ლაპარაკი არ არის. აი, გასაღები, – მიგელს რკინიგზის
სადგურის შემნახველი საკნის გასაღები მივეცი, რომლის დუბლიკატიც მე მქონდა. მან კი
გამიღიმა და მომიგო:

– თანხაზე სიტყვა არ გამაგონოთ, მე თქვენი მოვალე ვარ. როგორც თქვით, ყველაფერი ისე
იქნება.

– კეთილი. დიდი მადლობა. ნახვამდის, – ვუთხარი მიგელს, გადავეხვიე და წამოვედი.

მიგელთან შეხვედრა, სულ რაღაც, ხუთი წუთი გაგრძელდა და მაინის ფრანკფურტში


თვითმფრინავითვე დავბრუნდი. მართალია, ფრენის წინ გამაყუჩებელი მქონდა გაკეთებული,
მაგრამ, უამინდოსის გამო რეისი გადაიდო და ისე მოხდა, რომ წამლის მოქმედების დრო
თვითმფრინავში ყოფნისას ამოიწურა და მთელი ორსაათ-ნახევრის განმავლობაში
ჯოჯოხეთური ტკივილების გადატანა მომიხდა. ფრანკფურტის აეროპორტში რომ დავეშვით,
უმალვე აეროპორტის აფთიაქს მივაშურე, გამაყუჩებელი შევიძინე და აეროპორტის ტუალეტში
გავიკეთე კუნთში. ტკივილი უმალვე მომეხსნა. შვება რომ ვიგრძენი, იმის ნაცვლად, რომ
კონსპირაციულ ბინაში წავსულიყავი დასაძინებლად, საცეცხლე წერტილის
შესათვალიერებლად გავემართე. წყალსაქაჩი საამისოდ აღარ ვარგოდა. ამიტომ, სასროლ
ადგილად მდინარის ერთ-ერთი ჯებირი შევარჩიე. ობიექტის ბინა იქიდან ორასი მეტრის
მოშორებით კი მდებარეობდა, მაგრამ, ჩემი შერჩეული წერტილი კარგად შენიღბული და
უსაფრთხო იყო. ამიტომ, არჩევანი აღარ შემიცვლია და კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი.
მეორე დილით, ზუსტად 5 საათზე გავიღვიძე. ნახევარი საათის შემდეგ მიგელის მიერ
დატოვებული შაშხანა უკვე ხელთ მქონდა და საცეცხლე წერტილისკენ მივემართებოდი.

ობიექტის ლიკვიდაციის მეორე ცდამ წარმატებით ჩაიარა და არანაირი გაუთვალისწინებელ


ხელისშემშლელ გარემოებას აღარ ჰქონია ადგილი. უმალვე აეროპორტში გავემართე და
დასავლეთ ბერლინში ჩავფრინდი, იქიდან აღმოსავლეთ ბერლინში გადავედი და ბერლინი-
მოსკოვის ავიარეისის გაფრენის წინ გამაყუჩებლის მორიგი დოზა შევიშხაპუნე კუნთში.
ამჯერადაც არ გამიმართლა. საშინელი უამინდობის გამო რეისი კვლავ გაიწელა და მოსკოვში
ჩაფრენამდე საათ-ნახევრით ადრე კვლავ ამოიწურა გამაყუჩებლის მოქმედების დრო და ისეთი
ჯოჯოხეთური ტკივილები დამეწყო, ლამის გული წამივიდა. ევროპის სხვა ქალაქებისგან
განსხვავებით, მოსკოვის აეროპორტის აფთიაქში გამაყუჩებელი პრეპარატები არ იყიდებოდა.
სამედიცინო პუნქტში შესვლა კი არ მინდოდა, რადგან, უცხოეთის პასპორტით ვიყავი
ჩამოფრენილი და, სანამ ყველა ფორმალობა დასრულდებოდა, შეიძლება, ტკივილისგან გულიც
გამხეთქვოდა. ამიტომ, ჩვეულებრივი ქუჩის ტელეფონიდან კონსპირაციულ ტელეფონზე
შჩუკინს დავურეკე და ვუთხარი:

– ვნუკოვოში ვარ. ჩემს მოსკოვურ ბინაში ტაქსით მივდივარ. მარჯვენა მხარის ნეკნები მტკივა და
დახმარება მინდა.

– დაჭრილი ხარ? – იყვირა შჩუკინმა.

– არა, მგონი, ნეკნები დამემტვრა, – მივუგე და, რადგან მეტი ლაპარაკი არ შემეძლო, ყურმილი
დავკიდე. შემდეგ ტაქსიში ჩავჯექი, მძღოლს მისამართი ვუთხარი და თან დავამატე – რაც
შეიძლება სწრაფად იარე, მეგობარო, ხუთმაგს გადაგიხდი.

მიუხედავად იმისა, რომ ტაქსისტი სულ რაღაც თხუთმეტ წუთში მივიდა ჩემს სახლამდე,
„კაგებეს“ გადაცმული თანამშრომლები უკვე სადარბაზოსთან მელოდებოდნენ და მანქანიდან
გადმოსვლაში დამეხმარნენ. მხოლოდ მაშინღა გამახსენდა, რომ საფულეში გერმანული მარკები
მქონდა და ერთ-ერთ კოლეგას ვუთხარი:

– ოცი მანეთი გაქვს?

– დიახ, – მომიგო კოლეგამ.

– ტაქსისტს მიეცი და ჩვენ შემდეგ გავსწორდებით.


ტაქსისტი გახარებული წავიდა. მე კი პირდაპირ სტაციონარში წამიყვანეს „ვოლგით“, გზაში კი
გამაყუჩებელი შემიშხაპუნეს, რადგან ნეკნების ტკივილისგან იმდენმა ოფლმა დამასხა, რომ
მთელი ზედა სამოსი დამისველდა.

– სამი ნეკნი გაქვთ გატეხილი და სხეულზე ძლიერი დაჟეჟილობა აღგენიშნებათ. ერთი თვე
წოლითი რეჟიმი! – კატეგორიულად გამომიცხადა „კაგებეს“ დახურული სტაციონარის მთავარმა
ექიმმა, – ეს – მინიმუმ. ხოლო, როდესაც გამოჯანმრთელდებით, ერთი წლის განმავლობაში
გეკრძალებათ მკვეთრი მოძრაობა და ორ კილოგრამზე მეტი სიმძიმის აწევა.

აკრძალვის მიუხედავად, ერთი კვირის შემდეგ უკვე თბილისში ვიყავი, სამი თვის შემდეგ კი,
სრული ძალებით ჩავები მუშაობაში და ურთულესი სპეცდავალების შესასრულებლად
გავემგზავრე.

„კაგებეს“ სტაციონარში შჩუკინმა მომინახულა და, მიუხედავად იმისა, რომ მისაყვედურა,


ეტყობოდა, რომ სიამაყით იყო აღსავსე. მან მითხრა:

– კოკი, შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული. ამიტომ, გაუთვალისწინებელი ტრავმა რომ


მიიღე, ოპერაცია აღარ უნდა გაგეგრძელებინა და მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყავი, – ვიქტორ
იაკოვლევიჩმა პაუზა გააკეთა და ღიმილი დაამატა – ისე, ყოჩაღ შენ, ნამდვილი „ასი“ ხარ,
არწივი!

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე შჩუკინს და, მიუხედავად იმისა, რომ


მოტეხილი ნეკნები ძალიან მტკიოდა, ვცდილობდი, არ შემემჩნია.

აბა, შჩუკინს რას გამოაპარებდი და მითხრა:

– დაწექი, დაწექი, მაგარი ხარ, მაგარი... პირველმა ბრძანა, ყოველმხრივ უზრუნველყავითო და,
გარდა ჩინის მომატებისა და ფულადი პრემიისა, კიდევ რას ითხოვ?

– არაფერს, ამხანაგო გენერალო, ყველაფერი მაქვს!

– კეთილი. თბილისის პრესტიჟულ რაიონში ოთხოთახიანი ბინა შენია – რომ ჩახვალ, ორდერი
დაგხვდება.

მადლობის მეტი რა მეთქმოდა. იმ პერიოდში ოთხოთახიანი ბინა თბილისის პრესტიჟულ


რაიონში მხოლოდ პრივილეგირებული ადამიანების ხვედრი იყო და მათ რიგებს ვეკუთვნოდი
მეც. მერიკო სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა. როცა თანამედროვედ გარემონტებული
და მოწყობილი ბინის დასათვალიერებლად მივედით, მან ემოციები ვერ შეიკავა და
სიხარულისგან კისერზე ჩამომეკიდა. რემონტიც და ავეჯიც, ისევე, როგორც ბინა, „კაგებეს“
საჩუქარი იყო და ის დღემდე იმავე მდგომარეობაშია, როგორც მაშინ, როცა გადმოგვცეს. იქ
თითქმის არავის უცხოვრია, მხოლოდ ჩამოსულ სტუმარს ვაბინავებდით იქ, რომ თავი
თავისუფლად ეგრძნო და არ შეზღუდულიყო. „კაგებეს“ ნაჩუქარი ბინის გარდა, თბილისში
კიდევ რამდენიმე ბინა შევიძინე, მაგრამ, მერიკოს გარდაცვალებამდე არც ერთში არ მიცხოვრია,
სულ პლეხანოვზე, ძველ იტალიურ ბინაში გავატარეთ. ის ბინა დღემდე ისეთ მდგომარეობაშია,
როგორც მერიკოს დროს იყო და, მართალია, დროდადრო ვაკითხავ ხოლმე, მაგრამ, ძირითადად,
ახალაშენებულ ბინაში ვცხოვრობ. თბილისის გარდა, რამდენიმე ფეშენებელური ბინა და
აგარაკი მაქვს როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე. ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ,
რომ საკმაოდ შეძლებული და კარგად უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ
არაფერი მაკლია და, რაც მთავარია, ყველა შვილი საიმედოდ მყავს დაბინავებული. რამე რომ
დამემართოს, საქმე ისე მაქვს მოწყობილი, რომ ჩემი უზარმაზარი ქონება ყველაზე თანაბრად
გადანაწილდება.

მრავალი წლის წინათ, როდესაც „კაგებეში“ პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ნამდვილად ვერ
წარმოვიდგენდი, რომ ჩემი პროფესიის წყალობით მილიონერი გავხდებოდი. მაქსიმუმი, რაზეც
შემეძლო, მეოცნება, იყო კარგი პენსია, საყოფაცხოვრებო კომფორტი, რა თქმა უნდა, ბედნიერი
ოჯახი – კარგი შვილები და შვილიშვილები და საზოგადოების მხრიდან პატივისცემა. ერთი
სიტყვით, ყველაფერი ის, რასაც მუდმივად ქადაგებდა კომუნისტური პროპაგანდა და რისკენაც
მიისწრაფოდა მთელი საბჭოთა მოსახლეობა.

ერთხელ, ერთი ჩემი ძველი ძმაკაცი შემხვდა, რომელსაც დღემდე წარმატებული, უცხოეთში
მოღვაწე ბიზნესმენი ვგონივარ. ის მე პრესტიჟულ რესტორანში დავპატიჟე და ორიოდე ჭიქის
შემდეგ ვკითხე:

– შენ რას საქმიანობ?

– ვარ, რა! პატარა ჯიხური მაქვს სახლთან და მე და ჩემი ცოლი ვვაჭრობთ, პურის ფულს
ვშოულობთ. თან, პატარა პენსიაც დამინიშნეს – მე ხომ აფხაზეთის ომის მონაწილე ვარ. სოხუმის
დაცემის დღეს მძიმედ დავიჭერი და ძლივს გადავურჩი სიკვდილს. ერთი სიტყვით, ცუდად არ
ვარ.

ჩემი ძველი ძმაკაცის სიტყვებში ეჭვი შემეპარა და რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი
გადავამოწმე. მას ჯიხურიც ჰქონდა და პენსიაც, მაგრამ, ეს ყველაფერი პურის ფულად ჰყოფნიდა
მხოლოდ და ძალიან ცუდად ცხოვრობდა. გაზისა და დენის ფულს თითქმის ვერ იხდიდა და ხან
ერთი ჰქონდა გამორთული, ხან – მეორე. შვილი კი უნივერსიტეტის მეორე კურსიდან იმიტომ
გამოურიცხეს, რომ გადასახადს ვერ იხდიდა...

„ეეჰ, შენ რა გითხარი, – გავიფიქრე გუნებაში, როდესაც ყველაფერი გავარკვიე, – ესაა, ცუდად არ
ვარო? ცუდად კი არა, ძალიან ცუდად ყოფილხარ, მაგრამ, ამ ყველაფერს სულ მალე მოეღება
ბოლო“.

ჩვენი შეხვედრიდან ერთი თვის თავზე, ჩემი ძველი ძმაკაცის შვილი არამცთუ უნივერსიტეტში
აღადგინეს, არამედ, ლონდონში გაემგზავრა სასწავლებლად, მისი ძვირად ღირებული
განათლება კი უკვე სრულადაა დაფარული და სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებს
ყოველთვიურად; ჩემს ძმაკაცს კი, პატარა ჯიხურის ნაცვლად, ორი მსხვილი მარკეტი აქვს
თბილისის პრესტიჟულ რაიონებში და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობს, უკვე მართლა
არაფერი აკლია და სხვებსაც ეხმარება.
რესტორანში ჩვენი შეხვედრიდან ექვსი თვის მერე მან დამირეკა, შეხვედრა დამინიშნა და რომ
მივედი, ისევ იმ რესტორანში წამიყვანა უკვე თავისი „ჯიპით“ და, სუფრას რომ მივუსხედით,
სასმისი ასწია და მითხრა:

– ქართული ანდაზაა: მადლი ქენი, ქვაზე დადე და შედეგს ნუ დაელოდებიო. მოდი, ამ ჭიქით იმ
ხალხს გაუმარჯოს, შენი თამადობით, ვინც ყოველგვარი ანგარების გარეშე სჩადის სიკეთეს.

რა თქმა უნდა, მეც შევუერთდი ჩემი ძმაკაცის სიტყვებს, არაფერი მიკითხავს მისთვის და არც მას
უთქვამს, შენი წყალობით გავიმართე წელშიო – ეს საჭირო არ იყო... საკმაოდ გვიან დავიშალეთ
და მან ჯერ მე მიმიყვანა სახლში ტაქსით, მერე კი თვითონ წავიდა. ჩვენ საკმაოდ ხშირად
ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს და დღემდე ახლომეგობრული და თბილი ურთიერთობები
გვაქვს, როგორიც სკოლაში, ბავშვობისას გვქონდა. სხვათა შორის, რაც უფრო ასაკში შედიხარ,
მით უფრო გენატრება შენი ბავშვობა, ძველი მეგობრები და მთელი არსებით მიისწრაფი
წარსულისკენ. გენიალური ფრაზა თქვა ეგზიუპერმა – ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან
მოვდივართო, ეს იმიტომ, რომ ეს პერიოდი საუკეთესოა ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანი კი,
რაც უნდა თავმოძულებული იყოს, მაინც საუკეთესოსკენ მიისწრაფვის და იმედი აქვს, რომ
ერთხელ მაინც იქნება ბედნიერი. თუ ბედნიერი ხშირად ხარ და შენი ახლობლებიც ბედნიერები
არიან, ეს ხომ ორმაგი ბედნიერებაა, მაგრამ, თუკი ბედნიერება აბსოლუტურად უცხო, უცნობი
ადამიანებისთვის მოგაქვს, ეს თითქმის აბსოლუტური ბედნიერებაა.

მთელი ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში უამრავი საქმე მაქვს გაკეთებული.


თითოეული მათგანი ძალიან სახიფათო იყო. ლამის ყოველ მეორე შემთხვევაში ჩემი სიცოცხლე
ბეწვზე ეკიდა. მიუხედავად ამისა, მე არც დამიწუწუნია, არც ფული მომითხოვია და, მით
უმეტეს, არც უარი მითქვამს სახიფათო მისიის შესრულებაზე. მართალია, ყოველივე ამაში კარგი
ანაზღაურება და უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, მაგრამ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ,
რომ იმავე სამუშაოს უფასოდაც შევასრულებდი. იმიტომ შევასრულებდი, რომ მტკიცედ მწამდა,
ადამიანებისთვის ბედნიერება მომქონდა და ეს მართლაც ასე იყო. ჩემი ღრმა რწმენით,
თითოეული ჩემ მიერ ლიკვიდირებული მტერი ასეულ ათასობით საბჭოთა მოქალაქისა თუ სხვა
მშვიდობიანი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლე იყო და ამისთვის ნამდვილად ღირდა რისკზე
წასვლაც და საკუთარი სიცოცხლის გაწირვაც. მართალია, მე არ ვიცნობდი ჩემ მიერ
გადარჩენილებს, მაგრამ, ყოფილა შემთხვევები, რომ უშუალოდ მიმიღია მონაწილეობა
ადამიანების გადარჩენაში და მათი მადლიერი თვალების ხილვისას თუ სიტყვების მოსმენისას
კიდევ ერთხელ დავრწმუნებულვარ, რომ სამართლიან საქმეს ვემსახურებოდი.

ერთხელ შჩუკინმა სასწრაფოდ მიხმო თავისთან და მითხრა:

– სასწრაფოდ პარიზში უნდა გადაფრინდე და ალან კოსი უნდა „აძოვო“. ის ალჟირში მიფრინავს
და გასარკვევია, ვის შეხვდება.

„ძოვება“ თვალყურის დევნებას ნიშნავს. ალან კოსი, იგივე ჟერარ პაპენი, იგივე ოსკარ სიმონი,
სინამდვილეში საერთაშორისო ტერორისტი, ალჟირელი მუსტაფა იბნ ბენ აბერი იყო. ის, ისევე,
როგორც სხვა ტერორისტები, საბჭოთა კავშირში იყო მომზადებული და „კაგებეს“ დავალებებს
ასრულებდა. შემდეგ კი, ისევე, როგორც ზოგიერთი მისი კოლეგა, განზე გაუდგა თავის ყოფილ
პატრონს. „კაგებესგან“ გარიყვა კარგი რომ არ იყო, ბავშვმაც კი იცოდა და ბენ აბერი
კანონგარეშედ გამოცხადდა ლუბიანკაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ, ადრე თუ გვიან, მას საბჭოთა
უშიშროების საშინელი რისხვა დაატყდებოდა თავს. ამიტომ, შჩუკინმა რომ მისი „ძოვება“
დამავალა, გამიკვირდა და ვკითხე.

– მხოლოდ უნდა „ვაძოვო“?

– ჯერჯერობით, მხოლოდ უნდა „აძოვო“. ამას სხვებიც იზამდნენ, მაგრამ, შენ იმიტომ გგზავნი,
რომ ბენ აბერი უმართავი ადამიანია. რა დროს როგორ მოიქცევა, არავინ იცის, ამიტომ,
„ძოვებასთან“ ერთად, ის მიზანშიც უნდა გყავდეს ამოღებული და საჭიროების შემთხვევაში
განაჩენსაც აღუსრულებ.

– პირდაპირ რომ აღვუსრულოთ?

– ნუ ვიჩქარებთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მსხვილ აქციას გეგმავს და ეს ყველაფერი ისე უნდა
გაფორმდეს, თითქოს ჩვენ შევუკვეთეთ. ამიტომ, მინდა, მყარად დააჯდე მას კუდზე და
ალჟირში ყველა მისი შეხვედრა გადაიღო და მოისმინო, რაშიც ჩვენი თანამშრომლები
დაგეხმარებიან. ალჟირის დედაქალაქში რომ ჩაფრინდები, მეკავშირე მოვა და ყველაფერში
გაგარკვევს. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!

ბენ აბერს პარიზის საერთაშორისო აეროპორტ „ორლიში“ „დავაჯექი კუდზე“. სულ რაღაც ოცი
წუთის ჩაფრენილი ვიყავი საფრანგეთის დედაქალაქში, როდესაც პარიზელმა მეკავშირემ
ალჟირის რეისის ბილეთი გადმომცა და კეთილი მგზავრობა მისურვა. ობიექტი „ლუქსის“
კლასით მგზავრობდა და იმავე სალონში ვიმყოფებოდი მეც. ჩვენი ადგილები სხვადასხვა რიგში,
მაგრამ, გვერდიგვერდ მდებარეობდა.

– აი, თქვენი ბარგის ნომერი, – მითხრა მეკავშირემ პარიზში, ბარგის ჩეკი გადმომცა და დაამატა –
ლურჯი ტყავის ჩემოდანია. შიგ ორი მაყუჩიანი პისტოლეტი და ასი საბრძოლო ვაზნა დევს.

ორასი მგზავრით სავსე სუპერლაინერი მსუბუქად აფრინდა „ორლიდან“ და ცხელი


კონტინენტის მიმართულებით გაფრინდა. ობიექტი ერთი ხელის გაწვდომაზე მყავდა და
გადავწყვიტე, ჩამეთვლიმა, რადგან, მოსკოვიდან ჯერ ლისაბონში ჩავფრინდი, რომ ჩემზე ეჭვი
არავის აეღო, იქიდან კი პარიზში გადავფრინდი, უკიდურესად მოქანცული ვიყავი და დასვენება
არ მაწყენდა. სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი, ფეხები გავმართე და, ის იყო,
თვალებზე სახვევი უნდა ჩამომეფხატა, რომ სალონში ორი ავტომატგადაკიდებული ქერათმიანი
კაცი შემოვიდა და ბენ აბერს თავი დაუქნიეს. ის კი ელეგანტურად წამოდგა, ერთ-ერთი
კოლეგის მიერ გადმოგდებული მოკლელულიანი ავტომატი მარჯვედ დაიჭირა, მხარზე
გადაიკიდა და ინგლისურად გამოაცხადა:

– ბოდიშს გიხდით, ქალბატონებო და ბატონებო, მცირედი შეწუხებისთვის, მაგრამ გარწმუნებთ,


რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მცირედი შეწუხება და მეტი არაფერი. თუ, რა თქმა უნდა,
ბრიტანეთის მთავრობა გამოიჩენს კეთილგონიერებას და არ გვაიძულებს, რომ უკიდურეს
ზომებს მივმართოთ.
ბენ აბერი თავმომწონედ, შეიძლება ითქვას, მეტრირებულადაც კი ლაპარაკობდა, მაგრამ ეს იმას
არ ნიშნავდა, რომ თავის სიტყვებს არ შეასრულებდა. ის კი ბრიტანეთის მთავრობისგან ჯეიმს და
მარგარეტ ონილების გათავისუფლებას მოითხოვდა, რომლებიც ირლანდიის რესპუბლიკური
არმიის წევრები იყვნენ და ტერორიზმისთვის უვადო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. ბენ აბერის
განცხადებით, ლაინერზე ოთხმოცი ბრიტანელი მოქალაქე იმყოფებოდა და მათ შორის იყო
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრიც. მისივე თქმით, ალჟირში მიმავალი თვითმფრინავი
ლიბიაში დაეშვებოდა და იქ დაელოდებოდა ციხიდან გათავისუფლებულ ტერორისტებს,
ხოლო, თუკი მისი მოთხოვნა თორმეტი საათის განმავლობაში არ შესრულდებოდა, მაშინ ყველა
მგზავრს მოუღებდნენ ბოლოს და ხოცვას ბრიტანელებით დაიწყებდნენ. იმავე ტექსტი ბენ
აბერმა ფრანგულად და ესპანურადაც გაიმეორა და ბოლოს დაამატა:

– ჩვენ, სამართლიანობისთვის მებრძოლი რვა თავგანწირული ადამიანი, კბილებამდე ვართ


შეიარაღებულები და არავის გირჩევთ გმირობის გამოჩენას. მშვიდად ისხედით თქვენს
ადგილებზე, ხოლო, თუკი ვინმეს რამე დაგჭირდებათ, ჩვეულებრივად, სტიუარდესებს
მიმართეთ.

ბენ აბერის ხალხი ძალიან კორექტულად იქცეოდა და ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში


ყოველგვარი ექსცესების გარეშე დავეშვით. თუმცა, თორმეტსაათიანი ლოდინის შემდეგ, ბენ
აბერი კვლავ სიტყვით გამოვიდა:

– სამწუხაროდ, ბრიტანეთის მთავრობამ უარი განაცხადა ჩვენი მეგობრების გათავისუფლებაზე,


ამიტომ, იძულებულები ვართ, პირობა შევასრულოთ და ბრიტანეთის მოქალაქეების დახოცვა
დავიწყოთ. ხოლო ლიბიის მთავრობა რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაგდოთ, ჩვენი
თვითმფრინავი ჯერ ჰაერში აფრინდება და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ თქვენს
სიკვდილით დასჯას.

ავიალაინერი საწვავით აავსეს. დილის 9 საათზე ის კვლავ ცაში აიჭრა და, საით აიღო კურსი, ბენ
აბერს აღარ უთქვამს. ათწუთიანი ფრენის შემდეგ ჩვენი თვითმფრინავი ლიბიის უზარმაზარი
უდაბნოს თავზე მიფრინავდა. ბენ აბერმა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა მამაკაცი ააყენა
თავისი ადგილიდან, რიგებს შუა მუხლებზე დააყენა, ავტომატი კეფაზე დაადო და
გამოგვიცხადა:

– ეს ჯენტლმენი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია, მისმა ქვეყანამ კი მისი სიცოცხლის


გადარჩენაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამიტომ, ის იქნება პირველი მსხვერპლი და მას
მიჰყვებიან სხვებიც, ზუსტად ისე, როგორც უკვე გამოვაცხადეთ.

იარაღდადებულ ბრიტანელს კრინტიც არ დაუძრავს. ის საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა. და


უდიდესი ღირსების გრძნობით ელოდა სიკვდილს, რომელიც სულ მალე უნდა სწვეოდა
მიბჯენილი იარაღის ლულიდან.

ტერორისტებთან გამკლავება სავსებით შესაძლებელი იყო და ის ორი მაყუჩიანი პისტოლეტი


ვინატრე, რომლებიც ლურჯ ჩემოდანში ელაგა. თუმცა, ლურჯი ჩემოდანი თვითმფრინავის
საბარგო განყოფილებაში იდო და ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ბენ აბერმა სასხლეტს თითი
გამოსდო და, ის იყო, უნდა დაეშვა, რომ უცებ მას შუახნის მამაკაცი დაეჯახა, რომელიც ჩემ წინ
იჯდა და ტერორისტი იატაკზე დააგდო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს შუახნის მამაკაცი
ბრიტანეთის სამეფო უსაფრთხოების ოფიცერი იყო და სამეფო ოჯახის წევრის დაცვა
ევალებოდა. ის წაქცეულ ტერორისტს ზემოდან დაახტა და ბენ აბერის გასროლილმა
ავტომატურმა ჯერმა მას რამდენიმე გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. სალონში კიდევ ორი
ტერორისტი იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი დაიბნა და ხელყუმბარა გახსნა, რომელიც
ხელიდან გაუვარდა და მის უკან, ტუალეტთან აფეთქდა. ამის გამო თვითმფრინავს მარჯვენა,
შუა ადგილას, საკმაოდ დიდი ზომის ხვრელი გაუჩნდა, მართვა დაკარგა და პიკირება დაიწყო...
თვითმფრინავში პანიკა ატყდა და, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტები შეიარაღებულები
იყვნენ, შეშინებული მგზავრები მათ ეტაკნენ, ტყვიებს არ შეუშინდნენ და, როგორც მოგვიანებით
გაირკვა, ორი მათ დახოცეს, ბენ აბერს კი მე გამოვუყვანე წირვა. ის ჯერ კიდევ იატაკზე ეგდო და
ზემოდან დაცხრილული ბრიტანელი ოფიცერი ეწვა, როცა მისივე ავტომატური იარაღით
დავუცხრილე გული.

უცებ, პიკირებაზე წასული ლაინერი გასწორდა, კიდევ გარკვეული დრო იფრინა და უდაბნოს
ქვიშიან გრუნტს შეახო შასი. აშკარა იყო, პილოტები თვითმფრინავის დასმას ცდილობდნენ,
მაგრამ, ეს არანაკლებ საშიში იყო, ვიდრე ჩამოვარდნა. ლაინერმა ორასიოდე მეტრი სულ
ხტუნვა-ხტუნვით გაიარა უდაბნოს ქვიშაში, შემდეგ უცნაური ბრუნი გააკეთა, მარჯვენა ფრთით
ღრმად ჩაჯდა ორმოში და კორპუსს ცეცხლი წაეკიდა. იმ მომენტისთვის ტერორისტები უკვე
დახოცილები იყვნენ, მაგრამ, სხვა სასიკვდილო საფრთხე გველოდა: თუ ხალხი დროზე არ
დააღწევდა თავს ცეცხლწაკიდებულ ლაინერს, ის აფეთქდებოდა და ყველანი დავიღუპებოდით.
ლაინერი იმგვარად იყო ქვიშაში ჩაფლული, რომ კარი არ ჩანდა, ილუმინატორები კი იმდენად
ვიწრო იყო, რომ იქ ბავშვიც ვერ გაძვრებოდა. დრო არ ითმენდა. ცეცხლი საწვავის ავზს
უახლოვდებოდა და რაღაც უნდა მეღონა. უცებ ერთმა აზრმა გამიელვა. ჩემ მიერ დაცხრილულ
ბენ აბერს ხელყუმბარა ამოვაცალე და ტერორისტის გვამი ჩამსხვრეულ, ვიწრო
ილუმინატორთან მივათრიე. შემდეგ ის ავაფარე ილუმინატორს, ხელყუმბარა უბეში ჩავუდე და
უკან დავიხიე „ლიმონკა“ ხუთიოდე წამში აფეთქდა, ფანჯარაში დიდი ხვრელი გაკეთდა და გზა
გაიხსნა.

– წესრიგი დაიცავით! – მოვუწოდე მგზავრებს, რადგან, ყველა იმას ცდილობდა, პირველი


გამძვრალიყო ხვრელში – ჯერ ბავშვები და ქალები გავიდნენ და ასიოდე მეტრით მოშორდნენ
ცეცხლწაკიდებულ ლაინერს!

მგზავრების გადარჩენის პროცესი თითქმის შვიდ წუთს გაგრძელდა და 196 ადამიანი უვნებლად
გამოვიყვანეთ ცეცხლწაკიდებული თვითმფრინავიდან. ოთხი ადამიანი, მათ შორის, სამეფო
ოჯახის წევრის მცველი, დაიღუპა და როდესაც ბოლო გადარჩენილი მგზავრი მივიყვანე
უსაფრთხო ადგილამდე, უზარმაზარი ლაინერი აფეთქდა.

ლიბიის უდაბნოში მაშველი ძალა საკმაოდ გვიან – ოთხი საათის შემდეგ გამოჩნდა და ყველანი
დედაქალაქ ტრიპოლში გადაგვიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დახმარება არ
მჭირდებოდა, პროფილაქტიკის მიზნით, მეც საავადმყოფოში მიმიყვანეს, მაგრამ, იქიდან
გამოვიპარე და ლიბიის ტერიტორია საბჭოთა ტანკერით დავტოვე, რომლის კაპიტანსაც
ლუბიანკასთან დასაკავშირებელი საიდუმლო შიფრი ვუკარნახე და როდესაც „კაგებეს“ შტაბ-
ბინას ელაპარაკა, სასწრაფოდ ბორტზე ამიყვანა და დამმალა.

მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინმა მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, მთელი ევროპული და ლიბიური გაზეთები ინკოგნიტო გმირზე ლაპარაკობენ,


რომელმაც ცეცხლწაკიდებული ლაინერიდან ორასი ადამიანი გადაარჩინა.

– ას ოთხმოცდათექვსმეტი, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – მივუგე შჩუკინს, – ნება მიბოძეთ,


მოგახსენოთ, რომ ტერორისტი ბენ აზერი ლიკვიდირებულია.

– ჰოდა, ძალიან კარგი, გილოცავ დავალების წარმატებით შესრულებას! აბა, რა ეგონა ბენ აზერს,
„კაგებეს“ გააცურებდა? ჯანდაბამდეც ჰქონია გზა მას და მისნაირებს. ვინც ჩვენ გვიღალატებს,
ყველა ძალიან ცუდად დაასრულებს. ჩვენ მათ ვზრდით, ვწვრთნით, ვაფინანსებთ, ისინი კი ჩვენს
ღალატს ბედავენ? არა, ასე არ გამოვა და მათ ყოველთვის ისეთი ბოლო ელოდებათ, როგორიც ბენ
აზერს...

შჩუკინის ენაწყლიანობა, ერთი მხრივ, ბენ აზერის ლიკვიდაციით გამოწვეული სიხარულის


შედეგი იყო, მეორე მხრივ კი, ვიქტორ იაკოვლევიჩი გულწრფელად იყო აღშფოთებული ბენ
აზერისა და მის მსგავსთა მოღალატეობრივი საქციელით და მიაჩნდა, რომ მათ უფრო მეტი ზიანი
მოჰქონდათ, ვიდრე სარგებელი და ყოველთვის წინააღმდეგი იყო მათი გაწვრთნისა და
დაფინანსების.

– ჩემი აზრით, – ამბობდა შჩუკინი, – ჩვენ ყოველთვის ჩვენი ძალებით უნდა გავდიოდეთ ფონს
და არაა საჭირო, რომ ეს საეჭვო ხალხი პროფესიონალურად გავწვრთნათ და უხვად
დავაფინანსოთ.

შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო, მოგვიანებით მისი მოსაზრებები გაიზიარეს კიდეც და,
ეგრეთ წოდებულ „იდეურ მოძმეებს“ უმეტესწილად უფრო საზარბაზნე ხორცისა და ცოცხალი
ბომბის როლში იყენებდნენ, ვიდრე კვალიფიციურ ტერორისტებად, რომლებიც, ადრე თუ გვიან,
მაინც მტრებად შემოგვიბრუნდებოდნენ ხოლმე და უამრავ ზიანს გვაყენებდნენ, რადგან, მათთან
ბრძოლა უამრავ ძალას მოითხოვდა.

– ცოცხალი ბომბები – აი, ძირითადად რა როლი უნდა დავაკისროთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ
„იდეურ ძმებს“, რომლებიც ოდესმე, თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება მივეცით, უკვე ჩვენს
განადგურებას მოინდომებენ, – ამბობდა შჩუკინი და დასძენდა – შეაბი ბომბი, მიეცი
მიმართულება და გაუშვი – ამით მის მოქმედებასაც უფრო მეტი ეფექტი ექნება და ვერც ჩვენთან
სამტროდ მოიცლის, რადგან ფიზიკურად აღარ იარსებებს...

შჩუკინის ეს თეორია საკმაოდ მალე დაინერგა პრაქტიკაში, აღმოსავლეთში არსებული კამიკაძის


ინსტიტუტი კი „კაგებეში“ უფრო მეტად დახვეწეს, იდეურად დაამუშავეს და ისე მიაწოდეს ჩვენს
„იდეურ მოძმეებს“, რომ ამ უკანასკნელებმა ეს პრიმიტიული, სასტიკი თეორია რელიგიის რანგში
აიყვანეს და, ნებისმიერი მსხვერპლშეწირვა, რომელიც ზღვა სისხლით მთავრდებოდა, უმაღლესი
რწმენისა და სულიერების გამოვლინებად იყო შეფასებული. ასე გაჩნდა ეგრეთ წოდებული
„შაჰიდების მოძრაობა“ და, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ის „კაგებეში“ იყო მოგონილი,
დამუშავებული და კულტივირებული...

კარგად მახსოვს, როგორ გამომიძახა ერთხელ ვიქტორ იაკოვლევიჩმა ლუბიანკაზე და, მითხრა:

– მრავლისმნახველი კაცი ხარ, კოკი, მაგრამ, რასაც ახლა განახვებ, არასდროს გინახავს და,
დარწმუნებული ვარ, რომ გაოცდები.

– ვნახოთ, – მივუგე შჩუკინს, – ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავია და ყოველთვის


მოიგონებს ისეთ რამეს, რაც მის მოძმეს გააოცებს და განაცვიფრებს. აბა, მაჩვენეთ თქვენი
მსოფლიოს მერვე საოცრება.

– მოთმინება, მოთმინება და ყველაფერს სულ მალე საკუთარი თვალით ნახავ, – მომიგო


შჩუკინმა, შემდეგ მეორე ოთახში გამიყვანა და მითხრა, – იცოდე, რასაც ეკრანზე იხილავ,
რეალურია და არანაირი მონტაჟი არ არის გაკეთებული.

შჩუკინის მიერ ნაჩვენებ ნახევარსაათიან ფილმში შაჰიდთა ბატალიონის მომზადება და მათი


შესრულებული დავალებები იყო გადაღებული, რამაც ნამდვილად გამაოცა. მართალია, მრავალი
რამ მქონდა ნანახი ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის განმავლობაში, მაგრამ, მსგავსს პირველად
ვუყურებდი. ეგრეთ წოდებულ შაჰიდებს სპეციალურად წვრთნიდნენ ყაზახეთში, კოსმოდრომ
ბაიკანურიდან ასი კილომეტრით დაშორებულ საიდუმლო სამხედრო ბაზაზე, სადაც მათთვის
შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყო. იქ ისინი ცხოვრობდნენ, პრაქტიკულ და თეორიულ
მომზადებას გადიოდნენ და იქიდანვე იგზავნებოდნენ დავალებაზე, საიდანაც, რა თქმა უნდა,
ცოცხლები აღარ ბრუნდებოდნენ, რადგან, ნებისმიერი შაჰიდის დავალება საკუთარი თავის
აფეთქება იყო. ისინი დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ ამ „ღვთიურ მისიას“, „ღვთიურობას“ კი
მათ „კაგებეს“ სპეცინსტრუქტორები ჩააგონებდნენ. ისინი შაჰიდებს რელიგიით განზავებულ
პოსტულატებს უდებდნენ ტვინში და სამთვიანი სპეცკურსის გავლის შემდეგ, ნორმალური,
იდეური ადამიანი ფანატიკოსი ხდებოდა და უყოყმანოდ სწირავდა თავს იდეას...
განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო დავალების შესრულების დროს გადაღებული კადრები.
„კაგებეს“ ოპერატორს, რომელიც მათ აფიქსირებდა, დიდი ოსტატობით ჰქონდა გადაღებული
თვითმკვლელი ტერორისტის სახე თავის აფეთქების წინ და ყველა შაჰიდის თვალები ისეთ
ფანატურ ცეცხლს აფრქვევდა სიკვდილის წინ, რომ მათ შემხედვარეს სხეულში დენი
დაუვლიდა...

– როგორია? – მკითხა შჩუკინმა, როდესაც ჩვენება დასრულდა.

– საშინელი, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – კი მაგრამ, რა აიძულებს ამ ადამიანებს, რომ ასეთი


საშინელება ჩაიდინონ, არც სხვები დაზოგონ და არც საკუთარი თავი?

– რა და, „კაგებეს“ უახლესი ფსიქოლოგიური ტექნოლოგიები. ხომ მართლაც მარტივი და


გენიალურია?

– მე ვიტყოდი – სატანური, – მივუგე შჩუკინს, რომელმაც მითხრა:


– რას დავარქმევთ, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეფექტურია, იაფი
და, თანაც, ჩვენთვის უსაფრთხო.

„უსაფრთხოა, რომ?“ – გავიფიქრე გუნებაში, თუმცა, მაშინ ჩემი ეჭვების შესახებ შჩუკინისთვის
არაფერი მითქვამს და ვკითხე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამ ჩვენებას რა მიზანი ჰქონდა?

– უპირველესად ის, რომ უახლესი ტექნოლოგიები გაგაცანი, ყველაზე იაფი და ეფექტური, –


მითხრა მან, – ერთი ოპერაცია გვაქვს დაგეგმილი და მას შენ უნდა უხელმძღვანელო.

– რა ოპერაცია?

– ორი შაჰიდის გამოყენებით.

იმ პერიოდისთვის შჩუკინთან უკვე ახლობლური დამოკიდებულება მქონდა. ამიტომ, თავს


უფლება მივეცი და ვკითხე:

– მესამე მე ხომ არ ვარ?

– კი, მესამე შენ ხარ, მაგრამ, არა შაჰიდი, არამედ, მათი კოორდინატორი და, შენ უნდა
გადაწყვიტო, ააფეთქო თუ არა ისინი.

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ სუფთა ლიკვიდაციაზე ვმუშაობდი და


აფეთქებას არასდროს ვიყენებდი საქმეში. ამჟამად კი აფეთქება მთავარი იყო იმ დავალებაში, ანუ,
მთელი ეს აქცია სწორედ აფეთქებაზე იყო აწყობილი. ცნობილი ოპერაცია, რომელსაც კოდური
სახელწოდება – „ნათება“ მიანიჭეს, იმაში მდგომარეობდა, რომ, ორი შაჰიდი, ჩვენდამი
მტრულად განწყობილი ერთ-ერთი აღმოსავლური ქვეყნის ელიტურ წვეულებებზე უნდა
აფეთქებულიყო და თან, იქ მყოფი სამხედრო-პოლიტიკური ელიტის უდიდესი ნაწილი უნდა
გაეწყვიტა. თუმცა, ის ჩვეულებრივი შაჰიდური ოპერაციისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მათი
აფეთქება დისტანციური პულტით იყო შესაძლებელი და ეს პულტი მე უნდა მქონოდა.
შესაბამისად, ჩემივე გადასაწყვეტი იყო მათი აფეთქება-არაფეთქების საკითხიც და ამ ქმედებების
კრიტერიუმი შჩუკინმა ზუსტად და მკაფიოდ განმისაზღვრა:

– აფეთქებ იმ შემთხვევაში, თუკი იქ არც ბავშვი იქნება და არც ფეხმძიმე ქალი. ხოლო, თუ ასეთი
წინააღმდეგობა წარმოიშობა და შენ მისი მოშორება ვერ მოახერხე, მაშინ, არ აფეთქებ...

შჩუკინის სიტყვებმა მეხივით გამიარა გულში, რადგან, ნამდვილად არ მსურდა, მასობრივი


მკვლელობების შემსრულებელი გავმხდარიყავი და ვოცნებობდი, რომ იქ ბავშვები და
ორსულები ყოფილიყვნენ, რაც თითქმის გამორიცხული იყო. ამიტომ, დავალების
შესასრულებლად ყოველგვარი ხალისის გარეშე გავემართე. ადგილზე რომ ჩავედი, ორი შაჰიდი
იქ შემომიერთდა. მათ ჩვენი ჯგუფის ორი წევრი აკონტროლებდა, რომლებმაც ისინი
ოპერაციისთვის მოამზადეს და სხეულზე საშინელი ძალის ფეთქებადი ნივთიერებები შეაბეს,
თან, რადიოშუქურები მიამაგრეს და იმ ქვეყნის არმიის ოფიცრების ფორმები ჩააცვეს. ხოლო,
როდესაც ყველაფერი რიგზე იყო, ამ აქციის მთავარმა ამფეთქებელ-მექანიკოსმა მაჯის
ელექტროსაათი გადმომცა, რომელიც სინამდვილეში დისტანციური ასაფეთქებელი პულტი იყო
და მისი მოხმარება მასწავლა.

გეგმის მიხედვით, „ცოცხალი ბომბები“ წვეულების მონაწილეებს შორის ერთმანეთის


დიაგონალზე, ერთმანეთისკენ პირით უნდა მდგარიყვნენ, რომ ეგრეთ წოდებული ცენტრისკენ
მიმართული აფეთქება გამოსულიყო და იქ მყოფები ერთიანად ამოეწყვიტა. ყველაფერი
„კაგებეში“ იყო წინასწარ გათვლილი და, თუკი ამ აქციას რამე არ შეუშლიდა ხელს, ყველა იქ
მყოფს სიკვდილი ელოდა. მეც შიგნით უნდა ვყოფილიყავი და, თუ ყველაფერი წარმატებით
ჩაივლიდა, მაშინ, ბოლო მომენტში, ის „ტუსოვკა“ უნდა დამეტოვებინა. გავიდოდი თუ არა
კარიდან, ჩემი ელექტრონული საათის წითელი ღილაკისთვის თითი უნდა მიმეჭირა და
იქაურობა მიწასთან გამესწორებინა.

ოპერაცია დაიწყო. წვეულებაზე ჯერ შაჰიდები შევიდნენ და წინასწარ განსაზღვრულ


პერიმეტრზე განლაგდნენ. შემდეგ მეც შევედი და, იქ შეკრებილებს რომ გადავავლე თვალი,
დავრწმუნდი, ყველაფერი მზად იყო აფეთქებისთვის. იქ არც ფეხმძიმე ქალები იმყოფებოდნენ,
არც, ზოგადად, ქალები და არც ბავშვები. ამიტომ შევტრიალდი და კარისკენ გავემართე, რათა
გარეთ გავსულიყავი, დისტანციური ასაფეთქებელი პულტის ღილაკზე თითი მიმეჭირა და რაც
შეიძლება სწრაფად გავცლოდი იქაურობას. კარიდან ორიოდე მეტრის დაშორებით
ვიმყოფებოდი, როდესაც დარბაზში ათიოდე წლის, ოფიცრის ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნა
შემოვიდა, მას კი უკან ახალგაზრდა, ფეხმძიმე ქალი მოჰყვებოდა. ისინი იმ ქვეყნის მმართველის
ცოლი და შვილი იყვნენ და წვეულებაზე მივიდნენ...

„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში და, მიუხედავად იმისა, რომ დავალების შესრულების
შეჩერება შემეძლო, ასე არ გავაკეთე. ამიტომ ახალმოსულებისკენ გავემართე და ბავშვი ხელში
ავიყვანე, ორსულ ქალს კი მკლავში ხელი მოვკიდე, თან წავიყოლე და ვუთხარი:

– აქ ყოფნა ძალიან საშიშია, უსაფრთხო ადგილზე მიბრძანდით.

– რატომაა საშიში, თქვენ ვინ ხართ? – მითხრა ქალმა, მაგრამ, მისთვის პასუხი არ გამიცია. ჯერ
ბავშვი დავსვი, შემდეგ წითელ ღილაკს თითი დავაჭირე და როდესაც დარბაზში საშინელი
აფეთქება მოხდა, ქალს იქითკენ მივანიშნე, შემდეგ თავი დავუკარი და სასწრაფოდ მოვშორდი
იქაურობას.

აფეთქებამ წვეულებაზე იმ მომენტში მყოფი ას ოთხი ადამიანი გაანადგურა და იმ ქვეყნის


სამხედრო-პოლიტიკური ელიტის თითქმის ნახევარი გაწყვიტა მეთაურითურთ. მე სულ რაღაც
ცხრა საათის შემდეგ დავბრუნდი მოსკოვში. იმ აქციიდან ათი საათიც არ იყო გასული, როდესაც
უკვე შჩუკინის კაბინეტში ვიჯექი და მას დავალების შესრულების შესახებ პატაკს ვაბარებდი.

– ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებია, რომ ორსული ქალი და ბავშვი შენვე გაარიდე იქაურობას და
დავალება არ შეაჩერე, – მითხრა შჩუკინმა, – ახლა კი ნამდვილად ეცოდინებათ, ვისთან აქვთ
საქმე იმ მოღალატე მმართველებს და დარწმუნდებიან, რომ საბჭოთა კავშირი დაუსჯელს არ
ტოვებს არც ცალკეულ მოღალატეებს და არც მოღალატე ქვეყნებს. არა, მართლაც რომ
გენიალური კონცეფცია მოვიფიქრეთ, „ცოცხალ ბომბებს“ ნამდვილად დიდი მომავალი აქვს
ჩვენს დაუძინებელ მტრებთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს მეთოდი,
სიზუსტესთან, სიიაფესთან და ეფექტურობასთან ერთად, ყოვლად უსაფრთხოა ჩვენთვის და,
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულყოფილი იარაღი შევქმენით.

იმ მომენტში შჩუკინი თავისი „პირმშოს“ ეფექტური მოქმედების ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ


იმყოფებოდა და აზრი არ ჰქონდა მასთან კამათს. თუმცა, ამ კონცეფციის ამოქმედებიდან, სულ
რაღაც, სამი წლის შემდეგ, მან აღიარა, რომ მონსტრი შექმნა და „ცოცხალი ბომბები“ ისევე საშიში
იყო საბჭოთა კავშირისთვის, როგორც იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ამ მეთოდებით ებრძოდა ჩვენი
ქვეყანა. სამიოდე წლის შემდეგ, ივლისის ერთ ცხელ დღეს, როდესაც ოჯახთან ერთად სოჭში
ვიმყოფებოდი დასასვენებლად, სასწრაფოდ ლუბიანკაზე მიხმეს.

– უნდა ვაღიარო, რომ ვცდებოდი და, თან, საკმაოდ მწარედაც, – მითხრა შჩუკინმა.

მე, რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა და ვკითხე:

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– რას და, ვითომდა ყოვლად უსაფრთხო კონცეფციას „ცოცხალი ბომბების“ შესახებ, რომელიც მე
მოვიგონე, – მომიგო შჩუკინმა, – მე მეგონა, რომ ეს კონცეფცია ჩვენთვის უსაფრთხო იქნებოდა და
ჩვენ არასოდეს დაგვემუქრებოდა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ვცდებოდი, თანაც, ძალიან
მწარედ.

– რა ხდება, ამხანაგო გენერალო?

შჩუკინმა, ისევე, როგორც სამი წლის წინ, გვერდითა ოთახში გამიყვანა და ერთსაათიანი ფირი
მიჩვენა, რომელიც ფარული კინოკამერით იყო გადაღებული საბჭოთა მზვერავის მიერ.

– აი, ეს შაჰიდების ბანაკია, სადაც ამერიკელები ანტისაბჭოურად განწყობილ თვითმკვლელებს


ამზადებენ. ორასი ტვინგადაბრუნებული ფანატიკოსი უკვე მზად ჰყავთ. გვაქვს უზუსტესი
ცნობები, რომ ისინი საბჭოთა კავშირში ერთდროული, ფართომასშტაბიანი ტერორისტული
აქციების განხორციელებას აპირებენ, ჩვენ კი მათ ამაში ხელი უნდა შევუშალოთ.

შაჰიდების ბანაკი ავღანეთში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობდა, რომელსაც მაშინ


მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი უსამა ბინ ლადენი კურირებდა, მას კი ამერიკის
მთავრობა აფინანსებდა. ისინი მათ წვრთნასა და „ტვინის გამორეცხვას,“ ანუ, იდეოლოგიურ-
ფსიქოლოგიურ დამუშავებას ახორციელებდნენ.

– შთამბეჭდავია, – ვთქვი მე, – ამ კადრების გადაღება იოლი არ იქნებოდა.

– ურთულესი იყო... სამწუხაროდ, ჩვენი მზვერავი დაიღუპა. მან მხოლოდ ფირის სამალავში
ჩადება მოასწრო. ის შეიპყრეს, აწამეს და მოკლეს. პირადად უსამა ბინ ლადენმა გაატყავა და
შხამიანი გველების ორმოში ჩააგდო.

– უსამა ბინ ლადენი ვინ არის?


– ამერიკელების გამოზრდილი ტერორისტი. მას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლი
პატარ-პატარა ჯგუფების ჩამოყალიბება ევალება და სულ მალე ისინი ერთიანი ფრონტით
შეგვიტევენ, მაგრამ, სად და როდის, არ ვიცით. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ავმოქმედდეთ და
ისინი გავანადგუროთ.

– ეს არც ისე ადვილი იქნება.

– რა თქმა უნდა, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ჩვენი და სამხედრო უწყების მიერ შემუშავებული


ოპერაციაა, რომელიც შაჰიდების განადგურებას ისახავს მიზნად. შენ ამ ოპერაციაში ერთ-ერთი
მთავარი როლი გენიჭება და დღესვე უნდა ჩაერთო საქმეში. ავღანეთში ნაბრძოლი ხარ,
იქაურობას კარგად იცნობ და მტკიცედ მჯერა, რომ ამ აქციის წარმატებით დასრულებაში დიდ
როლს შეასრულებ.

– მზად ვარ, შევასრულო ნებისმიერი დავალება! – გამოვეჯგიმე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– აბა, თქვენ იცით, წარმატებას გისურვებთ. მუხინიც საქმეშია და ერთად მიფრინავთ.

ოპერაცია, რომელშიც მე და ანდრეი ლუკიჩ მუხინი ვმონაწილეობდით, საჯარისო, არმიული


ტიპის იყო და „კაგებეს“ სპეცრაზმი, ანუ ჩვენ, ეგრეთ წოდებული „სათადარიგო მწმენდავების“
როლს ვასრულებდით.

გეგმის მიხედვით, რვა საბჭოთა ბომბდამშენს სასტიკი იერიში უნდა მიეტანა შაჰიდების ბანაკზე
და იქაურობა მიწასთან გაესწორებინა, ჩვენ კი ვერტმფრენებით უნდა გადავმსხდარიყავით იქ,
მრგვალი პერიმეტრი დაგვეკავებინა და, თუკი ბანაკიდან ვინმე ცოცხალი გამოაღწევდა,
გაგვენადგურებინა. ჩვენი იქ ყოფნა საკმაოდ სახიფათო იქნებოდა, რადგან, შესაძლებელი იყო,
რომ ჩვენიანებსვე გავენადგურებინეთ, რადგან, ბომბებმა თავისიანისა და მტრის გარჩევა არ
იცის...

მიუხედავად ყველაფრისა, შაჰიდების ბანაკის განადგურების ოპერაციამ შესანიშნავად ჩაიარა და


საბჭოთა ბომბდამშენებმა ისეთი ცეცხლი დაატეხეს ბინ ლადენის თვითმკვლელთა ბანაკს, რომ
ქვა ქვაზე არ დატოვეს. ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ იწვოდა ქვები... ბინ ლადენი საბჭოთა
ავიაიერიშის დროს ბანაკში არ იმყოფებოდა და ცოცხალი გადარჩა.

მოსკოვში გმირებად დავბრუნდით და ბომბდამშენის პილოტებს საბჭოთა კავშირის გმირის


წოდებები მიანიჭეს. მსოფლიო მასმედია კი საბჭოთა არმიის სისასტიკეზე მოუთხრობდა
სამყაროს და ამბობდნენ, რომ წითელმა არმიამ მშვიდობიანი ავღანელი მწყემსები ამოხოცაო...

– აი, ამერიკული პროპაგანდა. მგლებს ცხვრებად რაცხავენ და პირიქით, – მითხრა შჩუკინმა,


როდესაც მე და მუხინი მის კაბინეტში შევედით – რომ იცოდეთ, ეს ყველაფერი სჯერათ
ადამიანებს, ისეთებსაც კი, ვისაც საბჭოთა კავშირი არ ეჯავრება, ანუ, ჩვენს მეგობრებს.

– სჯერათ და სჯეროდეთ, – უთხრა მუხინმა, – მთავარია, რომ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და მტერს
ჩვენზე გამარჯვების საშუალება არ მივეცით.
– ეგ, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ამერიკელები სწორ გზას ადგანან და, თუ მათ ჩამოვრჩით,
იცოდეთ, დაგვამარცხებენ.

შჩუკინის სიტყვების არსს ვერ ჩავწვდი და ვკითხე:

– რას გულისხმობთ?

– რას და, საინფორმაციო ომს, – შჩუკინმა ერთ-ერთი ევროპული გაზეთი დააგდო მაგიდაზე, – აი,
ნახეთ, მსხვილი შრიფტით პირველ გვერდზე წერია: „ორასი მშვიდობიანი ავღანელი მწყემსის
სიცოცხლე საბჭოთა სამხედროების სინდისზეა“. ეს სიცრუე ამერიკელების ნამოქმედარია და
მსოფლიოს უმეტესი ნაწილი დაარწმუნეს, რომ ჩვენ ნამდვილად მშვიდობიანი ავღანელი
მწყემსები დავხოცეთ. აი, ესაა ახალი ტექნოლოგიები, რაც ყველაზე ეფექტურ იარაღზე უფრო
ეფექტურია. ამიტომ, ჩვენ ეს იარაღი ამერიკელებზე უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ და მათვე
მივუბრუნოთ, რადგან, ის ჩვენი ყველაზე უმთავრესი და დაუძინებელი მტერია.

შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო და მისი თაოსნობით მძლავრი საინფორმაციო ქსელის


შექმნა დაიწყო „კაგებემ“. თუმცა, ამერიკელებმა მაინც გვაჯობეს და საბჭოთა კავშირის დაშლის
ერთ-ერთი მთავარი სტიმულატორი ამერიკასთან წაგებული საინფორმაციო ომი იყო.

უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, შჩუკინთან შეხვედრის დროს, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ხედავ, ამერიკა რას შვრება?

– რას, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– რას და, უკვე რუსეთის წინააღმდეგ გააძლიერა მძლავრი ინფორმაციული ომი. თუმცა, ამას ის
ძველი რუსეთის მთავრობის დროს არ აკეთებდა. იცი, რატომ?

– რატომ?

– იმიტომ, რომ ძველი მთავრობა მათ ქვეყანას აძარცვინებდა, ახალი ქვეყნის მეთაური კი მათ
ამის საშუალებას არ აძლევს და დაიწყეს მისი ლაფში ამოსვრის კამპანია. თუმცა, ღრმად
დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი გამოუვათ.

– დარწმუნებული ხართ?

– აბსოლუტურად, – მითხრა შჩუკინმა.

– გეთანხმებით, რომ რუსეთი ახლა ის არაა, რაც პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში იყო,
საგრძნობლად გაძლიერდა. მაგრამ ამერიკაც ხომ არ დაუძლურებულა. პირიქით, ის, ალბათ,
კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

– არ გედავები, კოკი, მაგრამ, მერწმუნე, რომ ამერიკის შესაძლებლობები, მიუხედავად მისი


კოლოსალური სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური სიძლიერისა, მაინც შეზღუდულია და
რუსეთის უდიდეს რესურსებთან შედარებით არაფერს წარმოადგენს. ეს ახლაა ამერიკა ჩვენზე
ძლიერი, მაგრამ, ათი წლის მერე ასე არ იქნება.
– ათი წლის მერე, შეიძლება, ჩინეთმა გადაუსწროს ყველას.

– ესეც ძალიან ცუდია და, ასე რომ არ მოხდეს, რუსეთს ძალიან ძლიერი ზურგი სჭირდება. ანუ,
მას არც ამჟამინდელმა მოკავშირეებმა არ უნდა უღალატონ და არც ყოფილ მეგობრებს უნდა
მივცეთ ზურგში მახვილის ჩაცემის საშუალება.

– ყოფილ მეგობრებში, ალბათ, ჩვენ – საქართველოსა და ქართველებს გვგულისხმობთ, ხომ,


ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– სამწუხაროდ, ასეა, – მითხრა შჩუკინმა, – სწორედ იმის გამო მოგიწვიე აქ, რომ ერთი საიდუმლო
გაგანდო და მომავალი ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადავდგათ.

– გისმენთ.

– მოკლედ, ჩემო კოკი, თბილისში, აი, ამ მონაკვეთზე, – შჩუკინმა სქემაზე ერთი ცნობილი
ადგილი მაჩვენა – ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს
დამონტაჟებული მძლავრი ნაღმი დევს და, ამ გზაზე, გარდა იმისა, რომ უამრავი ადამიანი
დადის, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მოძრაობს. ეს ნაღმი ძალიან
ეშმაკურადაა დამონტაჟებული და ისეა შენიღბული, რომ მას სპეცმოწყობილობებიც კი ვერ
აფიქსირებენ. სიძველის მიუხედავად, ნაღმი ძალიან მძლავრი და საიმედოა. თუმცა, შეიძლება,
რაიმე ზემოქმედების გამო აფეთქდეს, ან, სულაც, ვინმემ ააფეთქოს. ამიტომ, შენ ამის შესახებ
შესაბამის ორგანოს უნდა აცნობო, რომ ეს საშიშროება განიმუხტოს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ამის გაკეთება ხომ თქვენც შეგეძლოთ და ჩემი ჩარევა რა საჭირო იყო, მე
ხომ მაინც ინკოგნიტოდ უნდა ვიმოქმედო?

შჩუკინმა ეშმაკურად გამიცინა და მითხრა:

– ჯობია, რომ ეს ადგილობრივებმა გააკეთონ.

მე, რა თქმა უნდა, თბილისში დავბრუნდი და პოლიციას მესიჯი გავუგზავნე, სადაც


მითითებული იყო, თუ სად დავმალე სქემა, რომელზეც თითქმის ორმოცი წლის წინ დანაღმული
ადგილი იყო მითითებული. დიდხანს ვიფიქრე შჩუკინის საქციელზეც და იმ დასკვნამდე
მივედი, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩემი სახით მოწმე სჭირდებოდა, რომელიც საქართველოს
მიმართ მის კეთილგანწყობას დაადასტურებდა მომავალში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა
იმას, რომ შჩუკინის ჯგუფი თუ ორგანიზაცია დიდ გეგმებს აწყობდა სამომავლოდ და
საქართველოს ამ გეგმებში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა...

ძველი ბომბის დემონტაჟი ჩუმად და უმტკივნეულოდ ჩატარდა, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე.

ამას წინათ, შჩუკინს სოჭში შევხვდი. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, მითხრა:

– ერთი შეკვეთაა. მილიონს იხდიან და აქ იმიტომ მოგიწვიე, რომ ყველაფერი დაწვრილებით


გითხრა.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს და მოსასმენად მოვემზადე.


– მოკლედ, ასეა, ჩემო მეგობარო, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა და ერთი რესპექტაბელური
ჯენტლმენის ფოტო მაჩვენა, – აი, ეს ბატონი ახალი ამრევია, რომელიც ოკეანის გაღმიდან
შემოგზავნეს. მას ოფიციალური დიპლომატიური რანგი არ გააჩნია და მისი ლიკვიდაცია
დიპლომატიურ სკანდალს არ გამოიწვევს. რას იტყვი, იკისრებ?

– თუკი ეს ჩემს სამშობლოს არგებს, თანაც, მილიონს გადაიხდიან, რატომაც არა?!

– ჰოდა, ძალიან კარგი. აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ!

თბილისში მეორე დღესვე დავბრუნდი და იმ ამერიკელის „ძოვება“ დავიწყე, რომელზეც


მილიონდოლარიანი შეკვეთა მომცეს. ის თბილისში ბიზნესმენის სტატუსით იყო ჩამოსული,
თუმცა, სინამდვილეში ახალი მთავრობისთვის ტვინის არევა უნდა ეცადა, არც ძველი უნდა
დაევიწყებინა და ეს ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო.

ობიექტს ძალიან ფრთხილად, რომ იტყვიან, დისტანციაზე „ვაძოვებდი“ და ახლოს არ


მივდიოდი, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ კატეგორიის ხალხს ლენგლიში ამზადებდნენ და
გამორიცხული არ იყო, რომ მას თვალთვალი შეენიშნა. „ძოვებისას“ შევნიშნე, რომ ჩემს ობიექტს
სხვებიც უთვალთვალებდნენ და მხოლოდ იმიტომ არ დავიწვი, რომ ამერიკელთან სოლიდური
დისტანცია მეჭირა და სხვა მოთვალთვალეების მხედველობის არეალში არ ვხვდებოდი. ჩემი
აღმოჩენა ჩემს მისიას ართულებდა, თუმცა, საქმე აღებული მქონდა და უნდა შემესრულებინა.
ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ობიექტისთვის იმ მოთვალთვალეების თვალწინ გამეხვრიტა
შუბლი. უკვე ყველაფერი მზად მქონდა და მხოლოდ სასხლეტისთვის თითის დაჭერაღა იყო
საჭირო, როდესაც ჩემ თვალწინ საკმაოდ დინამიკური სცენა გათამაშდა: მოთვალთვალეებს
ქართული ძალოვანი სტრუქტურების სპეცჯგუფები დაესხნენ თავს და მათი განეიტრალება
დააპირეს, მაგრამ ისინი ფანატიკოსი ტერორისტები აღმოჩნდნენ, შეიარაღებული
წინააღმდეგობა გაუწიეს და ობიექტის ლიკვიდაციის მომენტი ხელიდან გავუშვი.

თბილისის გარეუბანში მომხდარ შეტაკებას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.


ხელისუფლებას ამის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია – ეს ფაქტი
დამალეს. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ობიექტს გაძლიერებული დაცვა მიუჩინეს და მისი
ლიკვიდაციის შანსი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამერიკელს პირადი მცველები აჩრდილივით
ყველგან უკან დაჰყვებოდნენ და ისე იცავდნენ, როგორც ქვეყნის პირველ პირს. ის კი თავისი
მისიის შესრულებას განაგრძობდა, მთავრობასა და ოპოზიციას დირექტივებს აძლევდა და
რუსეთთან ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ურევდა. დრო გადიოდა და იმის
დიდი შანსი გაჩნდა, რომ ობიექტი საქართველოდან გამგზავრებულიყო. ამიტომ, სასწრაფო
ზომები უნდა მიმეღო და გადამწყვეტი მოქმედებისთვის მოვემზადე: ჯერ კარგად შევინიღბე.
შემდეგ კი, ერთ-ერთ ბაზრობაზე ძველი, მაგრამ, კარგად მოვლილი, სწრაფი მოტოციკლი
„ჰარლეი-დევიდსონი“ შევიძინე ახალგაზრდა ყმაწვილისგან და, როდესაც მას ცხრაასი დოლარი
ჩავუთვალე, მითხრა:

– მშვიდობაში მოიხმარე, ბიძაჩემო. ფრთხილად იარე. ძალიან სწრაფია და საჭეზე მაგრად


გეჭიროს ხელი.

– გმადლობთ, ასე მოვიქცევი. მშვიდობით, – მივუგე ყმაწვილს. შემდეგ მოტოციკლი ადგილიდან


დავძარი და ერთ-ერთ მიგდებულ ავტოპროფილაქტიკაში მივედი. იქ ჩემი ახალი შენაძენი
საფუძვლიანად გავამაგრე და ყველა დეტალი გულდასმით შევამოწმე. მხოლოდ ამის მერე
წავიყვანე ფასიან სადგომზე და იქ დავტოვე.

მეორე დღეს სადგომზე დილით მივედი და ჩემი მოტოციკლი წამოვიყვანე. უკაცრიელ ადგილზე
გავედი, საგულდაგულოდ მომზადებული რეკვიზიტი სამუშაო მდგომარეობაში მოვიყვანე და
ობიექტის სალიკვიდაციოდ გავემართე. ამერიკელი ყოველ დილას ცხრის ნახევარზე
გამოდიოდა სახლიდან და საელჩოში მიდიოდა. იქ ის ნახევარი საათი ჩერდებოდა, შემდეგ კი
პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე მიდიოდა, სადაც მათ დირექტივებს აძლევდა თუ როგორ
მოეძულებინათ ისედაც მოძულებული რუსები.

გეგმის მიხედვით, ობიექტი საელჩოში მისვლამდე უნდა მომეკლა. ამერიკელი ცენტრალური


უბნის განაპირას, ტყიან ზოლში აშენებულ კერძო სახლში ცხოვრობდა. ის ძვირფასი „ჯიპით“
მოძრაობდა, რომელსაც დაცვის ორი „ჯიპი“ დაჰყვებოდა. მე მათ კორტეჟს უნდა შევერთებოდი
და ობიექტი მანქანაშივე ჩამეცხრილა, შემდეგ კი დიდი სისწრაფით გავცლოდი იქაურობას.
ზუსტად დილის 8 საათსა და 40 წუთზე, ობიექტის კორტეჟს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ
ქუჩაზე წამოვეწიე, ასიოდე მეტრი ვიარეთ და შუქნიშანთან, წითელზე გავჩერდით. მთავარი
„ჯიპი“ შუაში იდგა, აქეთ-იქიდან კი დაცვის „ჯიპები“ ედგნენ და მასთან მისასვლელს
ბლოკავდნენ. მე ჩემი „ჰარლეი“ ადგილიდან დავძარი და წითელზე გავლის ილუზია შევუქმენი
ობიექტის დაცვას. ხოლო ამერიკელის „ჯიპის“ წინ რომ აღმოვჩნდი, უცებ სადესანტო „აკაემის“
სისტემის ავტომატი ამოვაცურე, რომელშიც ფეთქებადი ტყვიები ეწყო და წინა პამპრესიდან
უკან მჯდომ ობიექტს ავტომატური ჯერი მივუშვი. შემდეგ დაცვის ორივე „ჯიპს“ ბორბლები
დავუცხრილე, ავტომატი ქუჩაშივე დავაგდე და მოტოციკლი ადგილს მოვწყვიტე.

– შავი ფერის მოტოციკლეტო, სდექ! ახლავე გაჩერდით! – მომესმა ზურგიდან, რომელსაც


სირენაც მოჰყვა. უკან რომ გავიხედე, სირენებით მქროლავი პოლიციის მანქანა დავინახე.

„კი, როგორ არა, გაგიჩერდებით და თქვენს ტყვიებს შევუშვერ თავს; ან, სულაც, ჩაგბარდებით და
ხელბორკილებს დავიდებ“, – გავიფიქრე გუნებაში და სისწრაფეს მოვუმატე. სისწრაფეს უმატა
საპატრულო მანქანამაც და ისე ოსტატურად მომყვებოდა, რომ მისგან გაქცევას ვერ ვახერხებდი.
ყოველი წამი ძვირფასი იყო, დრო კი პოლიციელებზე მუშაობდა, რადგან ისინი მთელ ქალაქს
შეკრავდნენ და მათგან თავის დაღწევა ასმაგად გართულდებოდა. ამიტომ, პოლიციელებს ერთი
„კაგებეშნიკური“ ტრიუკი გავუკეთე: მოტოციკლი ასოთხმოცი გრადუსით მივატრიალე და
საპატრულო მანქანას გვერდით ჩავუქროლე, თან ავტომატური პისტოლეტიდან ბორბლები
დავუცხრილე და მათი მანქანა მწყობრიდან გამოვიყვანე. შემდეგ მოძრაობის მიმართულება
შევცვალე და ძალიან დიდი სისწრაფით მოვშორდი იქაურობას. წინასწარ შერჩეულ ადგილზე
მივედი, სადაც სათადარიგო სამოსი მქონდა და ტანსაცმელი თვალის დახამხამებაში
გამოვიცვალე. მოტოციკლს და ძველ სამოსში შეხვეულ იარაღებს კი მაგნიტური ნაღმი მივამაგრე
და იქიდან მოვუსვი. სულ რაღაც ორიოდე წუთში მოტოციკლი და სხვა ფაქტები აფეთქდა, მე კი
სულ რაღაც ოცი წუთის შემდეგ ჩემი სახლის სადარბაზოში შევდიოდი. საათს რომ დავხედე,
ისრები ცხრა საათსა და ხუთ წუთს უჩვენებდნენ. ანუ, ობიექტის ლიკვიდაციიდან მხოლოდ
ოცდახუთიოდე წუთი იყო გასული...

„ყოჩაღ, კოკი! შენ ისევ ძველებურ ფორმაში ხარ“, – ვთქვი გუნებაში, საკუთარი ბინის კარი გავაღე
და შევედი. შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და ცოტა ხანში სპეციალური საინფორმაციო გადაცემა
დაიწყო, სადაც ობიექტის ლიკვიდაციის ამბავს გადმოსცემდნენ. შუადღის საინფორმაციო
გამოშვებაში კი სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი აჩვენეს და თქვეს, რომ, ვინც მკვლელის
ადგილსამყოფელს გათქვამდა, მილიონ დოლარს გადასცემდნენ და მის ანონიმურობას
უზრუნველყოფდნენ. ხოლო ნებისმიერ მცირე ინფორმაციაშიც კი ამ საქმის გარშემო ასი ათას
დოლარს იხდიდნენ... ფოტორობოტი ოდნავაც არ მგავდა. გამოძიებას კი, რომელსაც ქართულ
მხარესთან ერთად ამერიკელი ფედერალებიც აწარმოებდნენ, აფეთქებულ მოტოციკლთან და
რეკვიზიტთან ერთად, „აკაემის“ სადესანტო ავტომატიც ჰქონდა ხელთ. თუმცა, მათ არანაირი
„კუდი“ არ ჰქონდათ და ჩემამდე ვერ მოვიდოდნენ. ნაშუადღევს ინტერნეტით შჩუკინის
დაშიფრული შეტყობინება მივიღე, რომელშიც ვიქტორ იაკოვლევიჩი საქმის წარმატებით
დასრულებას მილოცავდა. შეტყობინება რომ წავიკითხე, გულში გამეცინა და ჩემი
„კაგებეშნიკური“ კარიერა გამახსენდა, როდესაც გენერალ შჩუკინის უშუალო დავალებებს
ვასრულებდი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში...

ჯერ კიდევ ჩემი კოჯრელი ინსტრუქტორები მამზადებდნენ გლობალური მოღვაწეობისთვის და


მარწმუნებდნენ, რომ სწავლების სრული კურსის გავლის შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ
წერტილში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულებას შევძლებდი.
მართალია, მაშინ არც მე და არც ჩემმა ინსტრუქტორებმა არ იცოდნენ, რომ ერთჯერადი,
სასიკვდილო დავალებისთვის მამზადებდნენ, მაგრამ, პირველი დავალება წარმატებით
შევასრულე და, რადგან უმაღლესი კატეგორიის სპეცმომზადება მქონდა გავლილი და ცოცხალი
და სრულიად უვნებელი გადავრჩი, „კაგებეს“ განსაკუთრებულ ნომენკლატურაში მოვხვდი და
ურთულესი და უსაიდუმლოესი დავალებებისთვის მიყენებდნენ.

„კაგებეში“ ჩემი მუშაობის ათი წლის თავზე შჩუკინმა ლუბიანკაზე მიხმო და მითხრა:

– გაკვირდები და გაოცებას ვერ ვმალავ. ასეთი სირთულის დავალებებს მსოფლიოში თითზე


ჩამოსათვლელი ხალხი თუ ასრულებს, თანაც, მაქსიმუმ ორი-სამი წლის განმავლობაში. შენ კი
უკვე ათი წელია, მწყობრში ხარ.

იმ პერიოდში შჩუკინთან უკვე ახლობლური დამოკიდებულება მქონდა. ამიტომ, მას ღიმილით


მივუგე:

– ვადა ხომ არ გამივიდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, და დრო ხომ არ არის, იმ ორ-სამწლიანების კვალს
დავადგე?

– უადგილო ხუმრობაა, – სერიოზული სახით მომიგო შჩუკინმა, – და, საერთოდ, რომ იცოდე,
კიდევ კარგა ხანს იქნები ასეთ პიკში. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოგემატება, ძალები კი არ
მოგაკლდება. არც ფორტუნა შეგაქცევს ზურგს. როგორც ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ
დაბადებული.

– ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული?

– ჰო. ხუმრობის გარეშე.

– ეს რას ნიშნავს? – ღიმილით ვკითხე შჩუკინს, – ამხანაგო გენერალო, ნუთუ ჩვენს უწყებაშიც
სჯერათ ვარსკვლავების?

– შენ წარმოიდგინე, რომ სჯერათ.

– სერიოზულად მეუბნებით?

– აბსოლუტურად სერიოზულად, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – მეტსაც გეტყვი, ჩვენს


უწყებაში ვარსკვლავთმრიცხველთა მთელი შტატი არსებობს.

– რა ბრძანეთ?! – ვკითხე შჩუკინს, რადგან საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

– კიდევ უფრო მეტს გეტყვი: ვარსკვლავთმრიცხველებმა შენი ჰოროსკოპი შეადგინეს, რომელშიც


ყველა შენი დღე დეტალურადაა აღწერილი და, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მშვენიერი
კალენდარი გაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეძლებ მაღალ
დონეზე მუშაობას.

შჩუკინს კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რომ არ მეხუმრებოდა, თუმცა, მისი სიტყვების


დაჯერება ძალიან რთული იყო. მისთვის რომ შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, ვუთხარი:

– ამხანაგო გენერალო, მაპატიეთ, მაგრამ, თქვენი სიტყვების არსს ნამდვილად ვერ ჩავწვდი.
– მესმის, ჩემო კოკი და ახლავე აგიხსნი, – ღიმილით მომიგო შჩუკინმა და სერიოზული სახით
დაამატა – ვარსკვლავთმრიცხველობა, იგივე ასტროლოგობა, სერიოზული მეცნიერებაა,
რომელიც, როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში გასაიდუმლოებულია. ის პლანეტების მოძრაობაზე,
მათ სხვადასხვა მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად წარმოიშვა და საკმაოდ სერიოზული
მიღწევებიც გვაქვს. ნუ გაგიკვირდება და მკითხაობად ნუ მიიჩნევ. ჩვენს ასტროლოგებს საკმაოდ
ზუსტი ალბათობით შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი ადამიანის წარმატებული და
წარუმატებელი პერიოდების დადგენა და, უნდა გაგიმეორო, რომ შენ ძალიან წარმატებული
ჰოროსკოპი გაქვს, წარუმატებელი ციკლი თითქმის არ გაგაჩნია. რამდენიმე წარუმატებელი
დღის გარდა, მთელი შენი ცხოვრება დადებითი ნიშნით მიმდინარეობს და ეს აბსოლუტური
სიმართლეა. შენი ეგრეთ წოდებული ჰოროსკოპი ელექტროგამომთვლელი მანქანითაც
შევამოწმეთ და შენს ცხოვრებაში ინტელექტუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რიტმები
ძირითადად პლუს ნიშნით მიმდინარეობს.

– ელექტროგამომთვლელი მანქანით? – ვკითხე შჩუკინს, რადგან მაშინ სიტყვა „კომპიუტერი“


ჩვენში ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა და მისი წინამორბედით, ეგრეთ წოდებული „ევეემით“
სარგებლობდნენ, რომელსაც უზარმაზარი გაბარიტები ჰქონდა – სამსართულიანი სახლის
ზომები. სწორედ ასეთი უზარმაზარი „ევეემი“ იდგა ლუბიანკაზე, მინუს მესამე სართულზე და
იქ მუშაობდნენ საიდუმლო საბჭოთა ასტროლოგები. სწორედ ისინი ადგენდნენ ეგრეთ
წოდებული ბიორიტმების კალენდარს, რასაც თანამედროვე ენაზე ჰოროსკოპი ეწოდება.

– ერთი სიტყვით, ჩემო კოკი, შენ განსაკუთრებული ბიორიტმული კალენდარი გაქვს და


პლანეტების, განსაკუთრებით კი, მზის მფარველობით სარგებლობ. შენი მთავარი მფარველი
სწორედ მზეა და მისგან იღებ უდიდეს სასიცოცხლო ენერგიას.

როგორც უკვე ვთქვი, შჩუკინის ეს სიტყვები მაშინ ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო და, სხვა
რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ვკითხე:

– დიდი ხანია, რაც ჩემი ბიორიტმები შეისწავლეთ?

– სულ მალე ერთი წელი შესრულდება. ამდენივე ხანია, რაც საიდუმლო ლაბორატორია
ჩამოვაყალიბეთ და უნიკალური ელექტროგამომთვლელი მანქანა დავამონტაჟეთ. ერთი
სიტყვით, ჩვენი უწყება ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, სადაც საუკეთესო,
შეიძლება ითქვას, გენიალური ადამიანები მუშაობენ.

ვიქტორ იაკოვლევიჩი არ აჭარბებდა. იმ პერიოდისთვის საუკეთესო ინტელექტუალური


კადრები მუშაობდნენ „კაგებესთვის“. საუკეთესო ტექნოლოგიები, პირველ ყოვლისა, ჩვენთან
ინერგებოდა და ამის დასტური იყო ის სამსართულიანი სახლისოდენა „ევეემი“, რომელიც
დღესდღეობით მხოლოდ ღიმილს თუ იწვევს, მაშინ კი ტექნიკის საოცრება იყო და ასეთი რამ
თვით ამერიკელებსაც კი არ ჰქონდათ.

მრავალი წლის შემდეგ, უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, მე და შჩუკინს არაერთხელ


გაგვიხსენებია ის სამსართულიანი მონსტრი და გულიანადაც გვიხალისია. მაშინ კი, როგორც
უკვე ვთქვი, ის ტექნიკის ნამდვილი საოცრება იყო. შჩუკინმა პირადად ჩამიყვანა ლუბიანკის
მინუს მესამე სართულზე, „ევეემი“ დამათვალიერებინა და, მის კაბინეტში რომ დავბრუნდით,
მკითხა:

– რას იტყვი, როგორია?

– გრანდიოზული, ვიქტორ იაკოვლევიჩ. ესაა მსოფლიოს მერვე საოცრება.

– სწორი შეფასებაა და აბსოლუტურად გეთანხმები, – მითხრა შჩუკინმა, – მაგრამ, სამწუხაროდ,


ეს საოცრება საიდუმლო აღარ არის და მისი არსებობის შესახებ უკვე ამერიკელებმაც იციან. ახლა
მთავარი ისაა, რომ მათაც არ შექმნან მსგავსი რამ და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუშალოთ.

შჩუკინის სიტყვებმა მიმახვედრა, რომ გენერალმა მხოლოდ ჩემს ჰოროსკოპზე სალაპარაკოდ და


„ევეემის“ დასათვალიერებლად არ მიხმო ლუბიანკაზე. აშკარა იყო, ვიქტორ იაკოვლევიჩს
ჩემთან სერიოზული საქმე ჰქონდა და ვკითხე:

– რაშია საქმე, ამხანაგო გენერალო, რამე სერიოზული მოხდა?

– უსერიოზულესი, კოკი. გენერალი არონ რიხტერი გაგვექცა.

– ეგ ვინაა?

– ვინ და, საბჭოთა ასტროლოგიისა და კიბერნეტიკის მამა. მისი დამუშავებულია ეგრეთ


წოდებული ბიორიტმული კალენდრის სისტემა და, წეღან რომ „ევეემი“ ნახე, ისიც მისი
შექმნილია. ის პროფესიით მათემატიკოსია, მაგრამ, სუპერტექნოლოგიების შექმნისთვის მას
„კაგებეს“ გენერლის წოდება მიანიჭეს, შეუზღუდავი დაფინანსება მისცეს და ყოველმხრივ ხელს
უწყობდნენ. მან კი ღალატის გზა აირჩია. ერთი თვის წინ გაუჩინარდა და, როგორც ჩვენთვის
გახდა ცნობილი, ის „ცეერუს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობს ახალი საბუთებითა
და ჰაბიტუსით. ლენგლის პლასტიკურმა ქირურგებმა მას სახე შეუცვალეს და დარწმუნებულები
არიან, რომ ვერასოდეს ვიპოვით. ჩვენ კი მისი პიროვნება და კოორდინატები ზუსტად
დავადგინეთ და შენ გავალებთ, რომ სამშობლოს მოღალატე კანონის მთელი სიმკაცრით
დასაჯო.

არონ რიხტერის ისტორიამ გულწრფელად შემაძრწუნა, რადგან, ვერაფრით გამეგო, რამ აიძულა
ის, ღალატის გზაზე დამდგარიყო და ამერიკელების ბანაკში ამოეყო თავი. ამიტომ, გული
უკიდურესი სიძულვილით ამევსო მის მიმართ და შჩუკინს მივუგე:

– ამხანაგო გენერალო, მზად ვარ, რომ სამშობლოს მოღალატეს კუთვნილი მივუზღა, თუნდაც ეს
საკუთარი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს!

რიხტერზე შურისძიებამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ხელს ყველა საბჭოეთისკენ იშვერდა, მის
მკვლელობაში „კაგებეს“ ადანაშაულებდნენ და ეს თემა თითქმის სამი თვის განმავლობაში
მოწინავე იყო მსოფლიო მედიაში. საბჭოთა მხარეს კი, როგორც ეს სხვა შემთხვევების დროს
ხდებოდა, არანაირი ფორმით არ უარუყვია არონ რიხტერის მკვლელობა, რითაც საბჭოეთი
კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ ღალატს არავის აპატიებდა.
„კაგებეს“ ყოფილი გენერალი არონ რიხტერი შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში,
ერთ-ერთ მდიდრულ ასობნიაკში სტიუარტ ქუინის სახელითა და შეცვლილი სახით
ცხოვრობდა. მისი მიგნება საბჭოთა დაზვერვამ იმ ქირურგის მეშვეობით შეძლო, ვინც მას
ოპერაცია გაუკეთა – ის საბჭოთა აგენტი აღმოჩნდა. საბჭოთა მზვერავებმა რიხტერის
იდენტურობა მისი თითების ანაბეჭდებით დაადგინეს და ყოფილი გენერლის კოორდინატები
ლუბიანკაზე გადაგზავნეს. მე მხოლოდ ამის მერე ჩამრთეს საქმეში. შეერთებულ შტატებში
გამგზავრების წინ შჩუკინმა მითხრა:

– განაჩენი ყველა ფორმალობის დაცვით უნდა აღასრულო. შენი იმედი მაქვს, აბა, შენ იცი!

ვაშინგტონში ნიუ-იორკიდან ჩავფრინდი. ნიუ-იორკში კი მექსიკიდან ჩავედი და ჯიბეში


მექსიკელი კომერსანტის პასპორტი მედო, რომელიც ანტიკვარიატით იყო დაინტერესებული...

მართალია, სტიუარტ ქუინს სინამდვილეში არონ რიხტერს, „ცეერუ“ იცავდა, მაგრამ, ზედმეტი
ყურადღება რომ არ მიექციათ, მას მხოლოდ ორი მეთვალყურე ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც,
საჭიროების შემთხვევაში პირადი მცველების ფუნქციასაც შეასრულებდნენ. ისინი ქუინის
გვერდითა ბინაში ცხოვრობდნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევდნენ. აბა, რას
წარმოიდგენდა „ცეერუ“, რომ რიხტერი გაშიფრული გვყავდა, თორემ, მას ისე გადამალავდნენ
და ისეთ დაცვას მიუჩენდნენ, რომ სათოფეზეც ვერ მივეკარებოდით. მიუხედავად ამისა, არონ
რიხტერი მაინც მოვიხელთეთ – იმ დროს წავადექი თავზე კონსპირაციულ აპარტამენტებში,
როდესაც ის ფეშენებელურ აბაზანაში ნებივრობდა. მე მას თმაში ვწვდი, წყლიდან ამოვათრიე,
სასტუმრო ოთახში შევათრიე, იატაკზე დავანარცხე და ვუთხარი:

– არ მელოდით, არა, არონ რიხტერ?!

„კაგებეს“ ყოფილ გენერალს თავისი ნამდვილი სახელის გაგონებაზე ოდნავ შეუთამაშდა


მარცხენა თვალი. თუმცა, არ შეიმჩნია და რაც შეეძლო, მშვიდად მითხრა:

– თუ მე მელაპარაკებით, მისტერ, მაშინ სტიუარტ ქუინი დამიძახეთ. ხოლო, არონ რიხტერს თუ


ეძებთ, გარწმუნებთ, მისამართი შეგეშალათ.

– მისამართი არ შემშლია, – კბილებში გამოვცარი მე.

– მაშინ, გამოდის, რომ მძარცველი ხართ. კეთილი. წაიღეთ ფული და ძვირფასეულობა და


მშვიდობიანად წადით. გარწმუნებთ, მისტერ, რომ პოლიციაში არ განვაცხადებ.

– არონ რიხტერ! – ცივი ხმით მივმართე დედიშობილა, საპნიან მოღალატეს, – საბჭოთა


სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც
სამშობლოს ღალატში გამოიხატა, მოგესაჯათ სიკვდილი და ეს ახლავე აღსრულდება!

არონ რიხტერმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა – ის ფეხზე წამოიჭრა და პისტოლეტის წართმევა


მოინდომა, რომელიც მარჯვენა ხელში მეჭირა. მე კი მარცხენით ალესილი ხანჯალი ამოვაცურე
ქამრიდან, რიხტერს მოუქნიე და თავი ქათამივით წავაცალე. შემდეგ ხანჯალი მისივე ხალათით
გავწმინდე და იქაურობა, ჩუმად დავტოვე. ორიოდე საათის შემდეგ კი უკვე მექსიკის დედაქალაქ
მეხიკოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ვიჯექი. მოსკოვში მეხიკოდან ჩავფრინდი, აეროპორტიდან
პირდაპირ ლუბიანკაზე გავემართე და შჩუკინის კაბინეტში შევედი. ვიქტორ იაკოვლევიჩი,
გვიანი დროის მიუხედავად, კაბინეტში დამხვდა და, რომ დამინახა, მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, დავალება საუკეთესოდ შეასრულე! ერთი ის მითხარი, განაჩენის წაკითხვა თუ


მოახერხე?

– რა თქმა უნდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. დასჯის ცერემონიალმა ყველა ფორმალობის სრული


დაცვით ჩაიარა და სამართლიანობამ იზეიმა.

– ძალიან კარგი, ძალიან კარგი! დე, ყველამ იცოდეს, რომ ღალატი არავის შერჩება – არც მცირე
და არც დიდი. საბოლოო ჯამში, ღალატი ღალატია, ისევე, როგორც ნემსისა და აქლემის ქურდი
ორივე ქურდია. ქურდობა კი ისევე ცუდია, როგორც ღალატი, თუმცა, ღალატის ქურდობასთან
შედარება იგივეა, რომ ფილთა თოფი შეადარო ბირთვულ იარაღს...

შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო. არონ რიხტერის მიერ გათქმულმა საიდუმლომ


საბჭოეთს მართლაც რომ თერმობირთვული აფეთქების ტოლი ზიანი მოუტანა და საქმე უფრო
სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. არონ რიხტერი, როგორც შემდგომმა
გამოძიებამ დაადგინა, თურმე, ერთი წლის განმავლობაში სერიოზულად ემზადებოდა
გაქცევისთვის. ამიტომ, ის ახალი ტექნოლოგიების ნახაზებსა და საიდუმლო დოკუმენტებს
ადგენდა, ხოლო, როდესაც გაიქცა, ყველაფერი თან წაიღო და ამერიკელებს ჩააბარა. ლენგლის
მესვეურებმა კი ლუბიანკის „ევეემზე“ უკეთესი დანადგარი სულ რაღაც ექვს თვეში გააკეთეს, ასე
რომ, რიხტერის სიკვდილი მათთვის არანაირი დანაკლისი არ ყოფილა. ხოლო, როდესაც ეს
„კაგებეში“ შეიტყვეს, საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელობა უკიდურესად აღშფოთდა და
რამდენიმე მაღალჩინოსანი დააქვეითეს. შჩუკინსა და მუხინს კი სიტყვიერი საყვედური მისცეს
და მართალია, ეს ოფიციალურად არსად ასახულა, მაგრამ, მაინც საკმაოდ სახიფათო იყო.
ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩმა საკუთარ კაბინეტში მიხმო და მითხრა:

– არონ რიხტერის საქმეში უხეში შეცდომები დავუშვით.

მე ვერ მივხვდი შჩუკინის სიტყვების აზრს და ვუთხარი:

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, მოღალატის სიკვდილით დასჯამ არასათანადოდ


ჩაიარა?

– პირიქით, ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია. საქმე ეხება იმ დოკუმენტაციას, რომელიც


რიხტერმა „ცეერუს“ გადასცა და რისი მიხედვითაც მათ ჩვენზე უკეთესი მოწყობილობა ააგეს. ეს
ყველაფერი უფრო კონტრდაზვერვის კომპეტენციაშია და ამ სამსახურის ხელმძღვანელობა
დააქვეითეს კიდეც, თუმცა, ეს ჩვენ არ გვამართლებს და ნაწილობრივ რომ მაინც გამოვისყიდოთ
დანაშაული, რამე სასარგებლო აქცია უნდა განვახორციელოთ.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან საპასუხისმგებლო


დავალებაზე გაგზავნას მიპირებდა და ვუთხარი:
– მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. მიბრძანეთ!

სწორედ იმ დღეს შჩუკინის კაბინეტში დაიგეგმა ცნობილი ოპერაცია „ვობლა“, რომელსაც ვიწრო
პოლიტიკურ წრეებში „კარიბი 2“ დაარქვეს. ეს იყო ცნობილი კარიბის კრიზისის მსგავსი
საიდუმლო აქცია, რომელიც საბჭოთა დაზვერვამ წარმატებით განახორციელა და რომელსაც მე
ვკურირებდი...

– კარიბის კრიზისზე, ალბათ, გაგონილი გექნება, – მკითხა შჩუკინმა და, როცა დადებითი
პასუხი მიიღო, მითხრა – ჩვენ ახალი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ, ოღონდ, ამჯერად ყოველგვარი
კრიზისის გარეშე.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად ის, ჩემო კოკი, რომ კუბაში ატომური იარაღი უნდა განვათავსოთ, თან,
ამჯერად, როგორც წეღან გითხარი, ყოველგვარი კრიზისის გარეშე, ძალიან საიდუმლო
ვითარებაში.

– ბალისტიკური რაკეტები უნდა შევიტანოთ?

– არა. ამჯერად მხოლოდ ატომური ბომბები, რომლებიც ჩვეულებრივ ბომბდამშენებზე


მაგრდება და, საჭიროების შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე
აღმოჩნდება. ამ ოპერაციას „ვობლა“ ვუწოდეთ და მას შენ გაუწევ კურატორობას.

სპეცოპერაცია „ვობლა“, რომლის შესახებაც თვით პოლიტბიუროსა და „კაგებეს“ ძალიან ვიწრო


წრემ იცოდა, ცივი ომის პიკში ჩატარდა და მის შესახებ მსოფლიო საზოგადოებრიობამ ახლახან
შეიტყო.

– ჩვენ შოკში ვართ, – განაცხადა ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა – კორმა,


როდესაც „ვობლას“ შესახებ შეიტყო, – კარიბის კრიზისის დასრულების შემდეგ
დარწმუნებულები ვიყავით, რომ რუსული ატომური ბომბები სამუდამოდ მოვაშორეთ ამერიკის
კონტინენტიდან. ისინი კი, თურმე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ცხვირწინ
გვქონდა და ჩვენს უშიშროებას ემუქრებოდა.

ამერიკელი კორი მართალი გახლდათ. საკმარისი იყო მხოლოდ სურვილი და, კუბაში
ბაზირებული, იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე ბომბდამშენთა ესკადრილია, რომელსაც
საბჭოთა „ასები“ მართავდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების მერვედ ტერიტორიას თვალის
დახამხამებაში გაახვევდნენ ატომურ ცეცხლში...

სპეცოპერაცია „ვობლა“ ოფიციალური, ხილული სახე იყო საბჭოთა სპეციალისტებისა და


თევზის გადამმუშავებელი ქარხნის მოწყობილობების კუბაში გადატანა ექვსი სატვირთო გემით
მოხდა. სინამდვილეში კი, ორი გემის საიდუმლო ტრიუმში ორმოცი ცალი ატომური ბომბი იყო
დამონტაჟებული, რომლებმაც მშვიდობიანად ჩააღწიეს კუბაში. შემდეგ ორმოცივე მონსტრი
საიდუმლო, ღრმა მიწისქვეშეთში განლაგებულ სპეციალურ საცავში დავაბინავეთ და,
საჭიროების შემთხვევაში, მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხუთ წუთში იყო
შესაძლებელი. ამ ბომბების არსებობის ამბავი კუბაში მხოლოდ ფიდელ და რაულ კასტროებმა
იცოდნენ. ნიშანდობლივია ის, რომ ამ ოპერაციის შესახებ არც ჩერნენკომ იცოდა, არც
გორბაჩოვმა და, რუსეთის ახალ ხელმძღვანელს სპეციალური ბრძანება რომ არ გაეცა მათი
დემონტაჟის შესახებ, ბომბები დღემდე იქ იქნებოდა.

– ჩვენ არავის ვემუქრებით და არც არავისი გვეშინია. რუსეთთან „რევოლუციობანას“ თამაში


არავის გაუვა, ეს ცეცხლთან თამაშია, – განაცხადა რუსეთის ახალმა ხელმძღვანელმა, როდესაც
კუბიდან ბომბები გამოიტანეს, რითაც, საკუთარი სიტყვები დაადასტურა, რომ ერთი მხრივ,
ამერიკას არ უფრთხის, მეორე მხრივ კი, მშვიდობიანი თანაარსებობისკენ გადადგა ნაბიჯი.

ამ ცნობილი ამბებიდან ორიოდე კვირის შემდეგ, შჩუკინს მოსკოვში შევხვდი. ვიქტორ


იაკოვლევიჩმა ხუმრობით მითხრა:

– რა წყალში ჩაგიყარა რუსეთის პირველმა შენი ღვაწლი?!

– ბომბებს გულისხმობთ?

– ჰო, „ვობლას“ შედეგად კუბაში გადაზიდულ ბომბებს.

– სწორადაც მოიქცა.

– მეც ასე ვფიქრობ. რაში გვჭირდება კუბაში მოძველებული ატომური ბომბები?! მით უმეტეს,
რომ ისინი, შესაძლოა, უგონო და უკონტროლო ხალხის ხელში ჩავარდნილიყო. მთავარი კი ისაა,
რომ რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი უსწრაფესი ტემპებით იკრებს ძალებს და
არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ ასეთი მეთოდები გამოვიყენოთ. ამერიკა ვერასდროს
მოგვიგებს და, ვფიქრობ, არც დააპირებენ ჩვენთან ომს. შეიძლება, სხვა წააქეზონ, მაგრამ,
თანამედროვე მსოფლიოში ძალიან მცირე ძალები თუ მოიძებნება, ვინც რუსეთთან გაბედავს
შებრძოლებას. მგონი, ასეთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს.

– არსებობს. საქართველო, – დაღონებულმა მივუგე შჩუკინს. მან კი სინანულით მითხრა:

– ეს იყო ნონსენსი. ისეთი რამ, რაც თითქმის არ ხდება და, რადგან მაინც მოხდა, რაც შეიძლება
მალე უნდა გამოვასწოროთ მისი საშინელი შედეგები.

– როგორ?

– როგორ და, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და ქართველებმა


საკუთარ სახლებში დაბრუნება უნდა შეძლონ. საქართველომ კი ამერიკის ჭკუაზე სიარულს
თავი უნდა დაანებოს და კავკასიის ლიდერის როლი დაიბრუნოს.

– ეს ჩვენ ვფიქრობთ ასე, მაგრამ, ჩვენი ქვეყნების ხელმძღვანელები თუ დადგებიან ამ ჭკუაზე?

– დადგებიან, აუცილებლად დადგებიან და, მერწმუნე, იმაზე ადრე, ვიდრე ეს ჩვენ


წარმოგვიდგენია. აი, ნახავ, თუ ჩვენც არ მოვესწროთ ამას.

– თქვენს პირს შაქარი, ამხანაგო გენერალო!


შჩუკინის მსგავსად ბევრი რუსი ფიქრობს და, არა მარტო ძველი თაობის ადამიანი, არამედ,
ახალგაზრდებიც.

– რუსებს, ჩემო კარგო, ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვაჩნია,


მაგრამ ეს თქვენთვის, უცხოელებისთვის, ძალიან რთული გასაგებია, – მითხრა ერთხელ ერთმა
საბჭოთა ბიოლოგმა პარიზში, სადაც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართებოდა და
მეც ვესწრებოდი, როგორც ერთ-ერთი სკანდინავიური ქვეყნის ჟურნალისტი. ქართველებზე
საუბარი კი ერთ-ერთი ემიგრანტი ქართველის მისასალმებელმა სიტყვამ გამოიწვია, რომლითაც
ამ კაცმა მსოფლიო დონის მეცნიერებს მიმართა.

– მაინც, რა განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ ასეთი? როგორც მე, წარმოშობით


სკანდინავიელმა, ვიცი, საქართველო რუსეთმა დაიპყრო, დაარღვია რა მკაცრად
რეგლამენტირებული საერთაშორისო ხელშეკრულება.

ბიოლოგს გაეცინა, თავი გააქნია და მითხრა:

– ეგ, ჩემო კარგო, ორასი წლის წინ იყო და, მოდი, ნუ გამოვეკიდებით. არც მეფის რუსეთში და,
არც, მით უმეტეს, საბჭოეთში, ქართველები არავის დაუჩაგრავთ. პირიქით, – მეცნიერმა მიიხედ-
მოიხედა და ხმადაბლა მითხრა – ოცდაათ წელზე მეტხანს საბჭოეთს ქართველი განაგებდა.

– სტალინს გულისხმობთ?

– დიახ, დიახ, სტალინს, – დამიდასტურა ბიოლოგმა, – მოდით, ამით დავასრულოთ ჩვენი


პოლიტიკური დიალოგი. მხოლოდ ერთს დავამატებ: სტალინმა სახნისიანი რუსეთი ჩაიბარა და
თერმობირთვული საბჭოეთი დაგვიტოვა. ის უდიდესი ადამიანი იყო და უდიდესი ერის წიაღში
იშვა – აი, სულ ესაა. ისე კი, დაიხსომეთ, მე თქვენთვის მსგავსი არაფერი მითქვამს.

– გასაგებია, – გავუღიმე ბიოლოგს და ტუჩებზე თითი მივიდე.

პარიზში, რა თქმა უნდა, კაგებეს სპეცდავალებას ვასრულებდი. ჩემი ამოცანა იყო იმ ემიგრანტი
ქართველის მოტაცება, ვისმა სიტყვამაც ასე აღაფრთოვანა რუსი საბჭოთა პროფესორი.
ქართველი ემიგრანტი, თავისდაუნებურად, ძვირფასი ინფორმაციის მფლობელი იყო. ანუ,
მხოლოდ მან იცოდა შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკის სეიფის ნომერი, სადაც, გარკვეულ
თანხასთან და ძვირფასეულობასთან ერთად, ერთ-ერთი გარდაცვლილი ქართველის დღიურები
ინახებოდა. იმ დღიურში კი რამდენიმე სამხედრო დამნაშავის სახელი იყო მოხსენიებული,
რომლებსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათეულ ათასობით ადამიანი ჰყავდათ დახოცილი.
სწორედ ამ დღიურებზე ვნადირობდით. ჩემმა მისიამ წარმატებით ჩაიარა, ქართველი ემიგრანტი
მოვიტაცეთ და, როდესაც ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაზე ყოველგვარი ძალადობის გარეშე
დავკითხე, მან სრულიად გულწრფელად მითხრა:

– რომ გეთქვათ, მოტაცებისა და კონსპირაციის გარეშეც მოგცემდით იმ ჩანაწერებს.


ქართველმა ემიგრანტმა მართლაც ყოველგვარი გართულების გარეშე გამანდო საბანკო სეიფის
ნომერი და მეც მხოლოდ დღიურები წამოვიღე იქიდან. კონსპირაციულ ბინაში რომ დავბრუნდი,
ქართველს ვუთხარი:

– აი, მხოლოდ ეს დღიურები ავიღე, როგორც შეგპირდით, დანარჩენისთვის კი თითიც არ


დამიკარებია. ბოდიშს გიხდით მიყენებული ზარალისთვის. შეგიძლიათ, წაბრძანდეთ,
თავისუფალი ბრძანდებით.

– მეგობარო, თქვენ, ალბათ, „კაგებედან“ ხართ, არა?

– ალბათ, – გავუღიმე ემიგრანტს.

– ერთი თხოვნა მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.

– ბრძანეთ.

– სამშობლოში მინდა დაბრუნება და, იქნებ დამეხმაროთ. თანახმა ვარ, რომ ამის სანაცვლოდ
მთელი ჩემი ქონება, რომელიც ბანკში ინახება, საბჭოეთს გადავცე.

– შევეცდები, – მივუგე ქართველ ემიგრანტს. შემდეგ მას თვალები ავუხვიეთ და ჩემმა


თანამშრომლებმა კონსპირაციული ბინიდან მანქანით წაიყვანეს.

ზუსტად ორი თვის შემდეგ ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილთან ერთად საბჭოთა კავშირში
დაბრუნდა. მას სახელმწიფომ თბილისში ბინა მისცა, სადაც დღეს მისი შთამომავლები
ცხოვრობენ. თავად ის კი დიდუბის პანთეონში განისვენებს და მისი სახელი დიდადაა
დაფასებული.

საერთოდ, საბჭოთა პერიოდი, მიუხედავად ყველა მინუსისა, საქართველოსთვის მაინც


აღმავლობის ხანა იყო. ამის ხმამაღლა თქმის მე არ მეშინია და ყოველდღიურად უფრო და უფრო
მეტი ადამიანი იზიარებს ამ მოსაზრებას.

თავისუფლების მოწინააღმდეგე მხოლოდ და მხოლოდ მონური სულისკვეთების ადამიანი


შეიძლება იყოს და ქართველები არასოდეს ვყოფილვართ მონები. თუმცა, ჩვენ მეორე
უკიდურესობა გვახასიათებს. კერძოდ კი ის, რომ, ზოგჯერ სიბრაზე და ცრუ კერპებისადმი
თაყვანისცემა გონებას გვიბინდავს და ისეთ შეცდომებს ვუშვებთ, რომელთა გამოსწორებაც
შემდგომ ძალიან ძნელია და ამით ჩვენს სამშობლოს ვაზარალებთ. ასე იყო მაშინ, როდესაც
საბჭოთა კავშირი იშლებოდა და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის არასწორმა გაგებამ
რუსეთთან უკიდურესად დაგვიძაბა ურთიერთობა, რამაც ძალიან დაგვაზარალა. ასეა ახლაც,
როდესაც ამერიკელების ბრმად გაფეტიშებამ ისევ რუსეთთან დაგვაპირისპირა და ისევ
უკიდურესად ვართ დაზარალებულები. ამიტომ, თავისუფლება და პოლიტიკა ერთმანეთში არ
უნდა ავურიოთ და ისე მოვიქცეთ, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. საქართველოს კი,
უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება აძლევს ხელს და ერთხელ და
სამუდამოდ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა.
ამას წინათ ლისაბონში ვიყავი ერთ დელიკატურ საქმეზე, სადაც ერთ თავგამოდებულ ქართველ
პატრიოტს შევხვდი, რომელიც ეროვნული მთავრობის დამხობის შემდეგ ევროპაში ცხოვრობს
და რუსების სიყვარულს ნამდვილად ვერავინ დააბრალებს, თუმცა, ჭკვიანი კაცია და
ლოგიკურად აზროვნებს. მე მას დიდი ხანია, ვიცნობ. რომ დამინახა, ძალიან გაუხარდა, პატარა
რესტორანში დამპატიჟა და საქართველოზე ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა.

– ეეჰ, რაც კანონიერი მთავრობა დაამხეს, მას მერე საქართველოში არ ვყოფილვარ. იცი, როგორ
მენატრება თბილისი?!

– მერე, ჩამოდი და ნახე, ან, სულაც, დარჩი.

– არ შემიძლია. რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ ხელი შემეშალა. თითქოს რაღაც ჯადო


გამიკეთეს და მბოჭავს.

– გბოჭავს, არა? – მივუგე მე, – არ გრცხვენია ამხელა კაცს, ჯადოებზე რომ ლაპარაკობ?

– ეეჰ, ჩემო კოკი, დანგრეული რუსთაველის გამზირი რომ მახსენდება, გული მიხმება. ჯადო
იყო, აბა, რა ჯანდაბა, თორემ, მეოცე საუკუნის მიწურულს ვინ წარმოიდგენდა, რომ თბილისში
და საქართველოში ასეთი უბედურება დატრიალდებოდა?

– ჩამოდი, ჩამოდი. რუსთაველის გამზირი კარგა ხანია, აღადგინეს და დაამშვენეს. ბევრი სხვა
კარგიც გაკეთდა და შენისთანა პატრიოტები სჭირდება ქვეყანას. თუმცა, იმასაც გეტყვი, რომ
თქვენც ბევრი შეცდომა დაუშვით.

– გეთანხმებით, ჩემო კოკი, რომ შეცდომები დავუშვით. ყველაზე დიდი და მთავარი შეცდომა კი
ის იყო, რომ რუსეთს ასე რადიკალურად დავუპირისპირდით და მასთან დიპლომატიური ენა
ვერ გამოვნახეთ.

– მართალი ხარ, გეთანხმები, – ვუთხარი პატრიოტს, მან კი თავი სინანულით გააქნია და


მომიგო:

– იყო დრო, როდესაც რუსეთში ორ ყუთ სამვარსკვლავიან კონიაკს ჩაიტანდი, იქიდან კი ფერადი
ლითონებით ან ხე-ტყით დატვირთული ორი ეშელონი ჩამოდიოდა.

– კი, იყო ასეთი დრო, რაც აღარასოდეს განმეორდება. მაგრამ, სულ ადვილი შესაძლებელია, რომ,
თუ რუსეთთან საერთო ენას გამოვნახავთ, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი
რუსული ბაზარი გაიხსნას.

ქართველ პატრიოტთან ერთად კიდევ ორიოდე საათი გავატარე ლისაბონის პატარა


რესტორანში, შემდეგ გამოვემშვიდობე და წავედი. სხვათა შორის, ის კაცი, ოჯახთან ერთად,
ახლახან დაბრუნდა სამშობლოში და თბილისში დასახლდა. მე ჯერ არ მინახავს ის, მაგრამ
ტელეფონით ველაპარაკე, თავისთან დამპატიჟა და როგორც კი მოვიცლი, აუცილებლად
ვესტუმრები.
კარგია, როდესაც სამშობლოში ნამდვილი პატრიოტები ბრუნდებიან და საერთოდ, იმაზე კარგი
რა იქნება, თუკი ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსება და თითო-ოროლა ხუშტურიანის ნება-
სურვილზე არ იქნება დამოკიდებული პლანეტის ერთ-ერთი უძველესი ერის ბედი, მისი ყოფნა-
არყოფნა...

ჯერ კიდევ „კაგებეშნიკობისას“, შუა „ზასტოის“ პერიოდში, ერთ ისტორიაში ამოვყავი თავი,
რომლის გაანალიზებამაც ბევრ რამეზე ამიხილა თვალი და იძულებული გავხდი, ბევრად უფრო
ფხიზელი ვყოფილიყავი ვიღაც-ვიღაცეების მიმართ. ერთ საღამოს შჩუკინმა თავის კაბინეტში
მიხმო და მითხრა:

– კოკი, სულ რაღაც თორმეტი საათი გაქვს, რომ, აი, ამ კაცის როლი შეასრულო, – ვიქტორ
იაკოვლევიჩმა ერთი საკმაოდ სიმპათიური მამაკაცის სურათები მიჩვენა, – ეს სუბიექტი ჩვენს
„ოპერებს“ აყვანისას შემოაკვდათ. თორმეტ საათში კი მას მეკავშირე უნდა შეხვდეს და
„სხოდკაზე“ წაიყვანოს, სადაც რაღაც გრანდიოზული ანტისაბჭოური ხდება. ჩვენ არც „სხოდკის“
ადგილი ვიცით, არც შემადგენლობა და არც დღის წესრიგი; მხოლოდ ამ სუბიექტს ვასხედით
„კუდზე“ და მისი მეშვეობით უნდა გავსულიყავით ძირითად ბირთვზე. თუმცა, მან
თვალთვალი შენიშნა და, რომ დაგვსხლტომოდა, სროლა ატეხა. ერთ-ერთმა კრეტინმა „ოპერმა“
კი მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნა და შუბლი გაუხვრიტა. მოკლედ, ასე უნდა ვქნათ: ის შენ
ძალიან გგავს. პატარა მაკიაჟს გაგიკეთებთ და შეხვედრაზე წახვალ. სპეციალურ სამოსში კი
სპეცმოწყობილობა გექნება ჩამონტაჟებული და მისი მეშვეობით ჩვენი ხალხი შენს კვალს
გამოჰყვება, თან მოგისმენენ და, საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლადაც მოვლენ.

ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო, ტრადიციულად, ძალიან სარისკო იყო, იმ


შემთხვევაში კი რისკს შეზღუდული დრო ზრდიდა. ანუ, მე ყოველგვარი მომზადებისა და
წინასწარ დამუშავებული გეგმის გარეშე უნდა ჩავბმულიყავი საქმეში. ასეთ რამეებზე არასდროს
მითქვამს უარი და ამჯერადაც ვუთხარი შჩუკინს:

– მზად ვარ, შევასრულო ნებისმიერი დავალება!

– შეასრულებ კიდეც, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა. შემდეგ სპეცსაგრიმიოროში მაკიაჟი


გამიკეთეს, საგანგებოდ დამუშავებული სამოსი ჩამაცვეს და სპეცინსტრუქტაჟი ჩამიტარეს.
შეხვედრამდე ერთი საათით ადრე კი, ლუბიანკიდან დახურული მანქანით გამომიყვანეს, ერთ-
ერთ მეტროსადგურთან დამტოვეს და მოქმედება დავიწყე...

მიუხედავად იმისა, რომ მეთვალყურე, რომელიც „კუდზე“ მეჯდა, ძალიან ფრთხილად


მითვალთვალებდა, მე ის თავიდანვე შევამჩნიე. შემდეგ მანევრი გავაკეთე და შეხვედრის
ადგილზე დანიშნულ დროს მივედი.

– როგორ მოხვედით, „კუდი“ ხომ არ მოგყოლიათ? – მკითხა შუამავალმა, რომელსაც „სხოდკაზე“


უნდა მივეყვანე.

– არა, – მივუგე მას, რაზეც ჩაეცინა და მითხრა:

– კეთილი. წავედით.
ჩვენ მანქანაში ჩავსხედით და ორთაჭალის ცნობილ აბანოში მივედით. ერთ-ერთ ლუქსში რომ
შევედით, მან მითხრა:

– გაშიშვლდით, – შემდეგ ტანსაცმელი გადმომიგდო და დაამატა – აი, ამაში გამოეწყვეთ.

„აი, ფოკუსი! აბა, ვინ წარმოიდგენდა ამას? ეს ხომ კვალის დაკარგვას ნიშნავს“, – ვთქვი გუნებაში,
თან ვცდილობდი, შუამავალს არაფერი შეემჩნია, რადგან, თვალს არ მაშორებდა და ჩემს
თითოეულ მოძრაობას დიდი გულისყურით აკვირდებოდა.

– მე მზად ვარ, – გამოვუცხადე შუამავალს, როდესაც მისი მოცემული ტანსაცმელი მოვირგე.

– ძალიან კარგი. ახლა კი, აი, ამ კარში გადით, – თეთრი კარისკენ მიმანიშნა მოთვალთვალე
შუამავალმა და როდესაც კარი გავაღე და ნაბიჯი გადავდგი, დახურული მანქანის ფურგონში
ამოვყავი თავი. მოთვალთვალე გვერდით მომიჯდა, ფურგონის კარი ჩაკეტა და მანქანა
ადგილიდან დაიძრა.

„როგორც ჩანს, გარემოების მიხედვით, ჩემი შეხედულებისამებრ უნდა ვიმოქმედო. ესენი არც
ისე იოლად მოსახელთებლები ყოფილან“, – გავიფიქრე გუნებაში, შუამავალს კი ვკითხე:

– ტანსაცმლის გამოცვლა და ფურგონით მგზავრობა რას ნიშნავს?

– იმას, რომ ყველა შემთხვევითობა გამოირიცხოს.

– არ მენდობით?

– რომ არ გენდობოდეთ, ახლა უკვე გვამი იქნებოდით. ხომ გითხარით, ყველა შემთხვევითობა
რომ გამოირიცხოს-მეთქი. ნუ ღელავთ, მალე მივალთ და ყველაფერი რიგზე იქნება.

ზუსტად საათ-ნახევარი ვიარეთ და ფურგონიდან რომ გადმოვედი, მწვანეში ჩაფლულ აგარაკზე


ამოვყავი თავი. ირგვლივ ხშირი ტყე იყო და ვერ მიხვდებოდით, სად იმყოფებოდით. მაგრამ,
ერთ დროს ძალიან ნაცნობი ცაცხვის სურნელი რომ ვიგრძენი, გავიფიქრე: „ნუთუ ბალაშიხაში
ვარ? ცაცხვის ასეთი სურნელი ხომ მთელს პოდმოსკოვიეში მხოლოდ ბალაშიხაშია?! კი,
ნამდვილად ბალაშიხაში ვარ“.

ბალაშიხაში მრავალი თვე მქონდა გატარებული, როდესაც ჩემი პირველი ოპერაციისთვის


მამზადებდნენ და ცაცხვის ეს არომატი, ეს განსაკუთრებული სურნელი სამუდამოდ ჩამრჩა
მეხსიერებაში.

– მოვედით, გადმობრძანდით, – მითხრა შუამავალმა მეგზურმა და ორსართულიანი მწვანე


შენობისკენ გამიძღვა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მწვანე აგარაკზე სულ თორმეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მე
მეცამეტე ვიყავი. შეთქმულებს შორის სამი საკმაოდ ცნობილი ადამიანი იყო, დანარჩენები კი ამ
ორგანიზაციის ფინანსური მხარდამჭერები იყნენ.
– აი, მეგობრებო, იმ ადამიანების სია, ვინც უნდა განადგურდეს, სულ ცხრა კაცია, – თქვა
ორგანიზაციის ლიდერმა, ძალიან ცნობილმა საბჭოთა, მაგრამ, არარუსმა მოღვაწემ და თაბახის
ფურცელზე ხელით მიწერილი გვარები ამოიკითხა.

გავოგნდი, რადგან, ცხრავე ცნობილი ქართველი იყო. მათ შორის სამი მოსკოვში მოღვაწეობდა,
ერთი – უკრაინაში, ხუთი კი – საქართველოში. ლიდერმა სიას კუსტარულად გადახატული
საბჭოთა რუკა მოაყოლა და თქვა:

– ჩვენი საბოლოო მიზანი ამ რუკაზე აღნიშნული ტერიტორიების რეალობაში მოყვანაა, აქ


მხოლოდ ჩვენი ჯიში და ჯილაგი უნდა სახლობდეს, დანარჩენი ერები კი უნდა განიდევნონ.
საუკეთესო შემთხვევაში კი – განადგურდნენ, რომ ამ მიწებზე პრეტენზია აღარ ჰქონდეთ...

ორგანიზაცია უფრო ანტიქართული იყო, ვიდრე ანტისაბჭოური და კავკასიაში ერთი ერის


გამეფებისკენ ისწრაფოდა, სხვა ერები კი უნდა განდევნილიყვნენ, უკეთეს შემთხვევაში კი
საერთოდ აღგვილიყვნენ პირისაგან მიწისა. მე ახლა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ,
ვიტყვი, რომ, იმ გეგმის მიზანი ქართველების განადგურება იყო.

იმ დროს, როდესაც ორგანიზაციის საიდუმლო შეკრებას ვესწრებოდი, მე „კაგებეს“ დავალებას


ვასრულებდი და ანტისაბჭოთა შეთქმულება უნდა გამომეაშკარავებინა. მაგრამ, იმ მომენტში
ჩემში ქართველმა გაიღვიძა. ჩემში ჩემი წინაპრების მებრძოლმა, პატრიოტულმა სულმა
ამოხეთქა და იმ ნაძირლების განადგურების დაუოკებელმა სურვილმა შემიპყრო. იმ წამს
მივხვდი, რომ, თუ ამას არ გავაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ მათ „კაგებე“ დააპატიმრებდა
და გაასამართლებდა, მათი მიმდევრები გამართლდებოდნენ და პროცესს ანტიქართული,
კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა. ამიტომ, ეს პროცესი იქვე უნდა შემეჩერებინა და,
ცხოვრებაში პირველად, თვითნებური მოქმედება გადავწყვიტე. მუშნი ზარანდიასავით, მთლად
ჩემი სამსახურებრივი ინტერესები არ დამიმთხვევია ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ,
მათი შესაბამისობაში მოყვანა ვცადე. მარტივად რომ ვთქვათ, მე ის ნაძირლები ფიზიკურად
უნდა გამენადგურებინა, ეს კი არცთუ ადვილი იყო, რადგან, ისეთი მიზეზი უნდა მქონოდა, რომ
ჩემი უფროსობა არ შემომდავებოდა და ჩემს საქციელში მიზნიდან გადახვევა და
ტენდენციურობა არ დაენახათ. პირველ ყოვლისა, ჩემი უფროსობა უნდა დარწმუნებულიყო,
რომ შეთქმულები შეიარაღებულები იყვნენ და მე მხოლოდ და მხოლოდ თავს ვიცავდი. მე არ
ვიცოდი, იყო თუ არა აგარაკზე იარაღი. ამიტომ, ჯერ ამის გაგება, შემდეგ კი სიტუაციის
პროვოცირება დავაპირე და ორგანიზაციის ლიდერს ვუთხარი:

– ჩვენ ისეთ საქმეში ვართ, რომ, ოდესმე მაინც იარაღი დაგვჭირდება. მისი შოვნა კი არც ისე
ადვილია. ამიტომ, ეს პრობლემა როგორმე უნდა მოვაგვაროთ.

– სწორედ ამ თემაზე გადასვლას ვაპირებდი, – მომიგო ლიდერმა. შემდეგ წიგნების კარადასთან


მივიდა და, საიდუმლო ღილაკის მეშვეობით კარადა გვერდზე გასწია. შემდეგ კედლის ნიშაში
ჩაწყობილი ცეცხლსასროლი იარაღებისკენ გაიშვირა ხელი და დაამატა: – ეს მომავალი არმიის
მცირე შეიარაღებაა, მაგრამ, ერთი ჩვენი თანამემამულე პოლკოვნიკი შეგვპირდა, რომ
კბილებამდე შეგვაიარაღებს და ეს პრობლემაც მოგვარდება.
ნიშაში ძირითადად პისტოლეტები და ორი „აკაემის“ სისტემის ავტომატი ელაგა. მე მათი
ახლოდან დანახვა მომინდა და ლიდერს ვკითხე:

– შეიძლება, ახლოდან ვნახო?

– ნახე.

მე ნიშასთან მივედი და ჯერ პისტოლეტები გავსინჯე, შემდეგ კი ავტომატები და, როცა


დავრწმუნდი, რომ ყველას მჭიდები სავსე იყო, ორი „აკაემი“ დავიჭირე ხელებში და
ორგანიზაციის წევრებს დავუმიზნე, შემდეგ გავუღიმე და ვუთხარი:

– ახლა კი ცეცხლი უნდა გავხსნა!

შეთქმულებს შეძრწუნებული სახეები ჰქონდათ... მე მათ ტყვიების წვიმა დავუშინე...

თორმეტი შეთქმული და აგარაკზე მყოფი ოთხი ადამიანი თვალის დახამხამებაში გავანადგურე.


შემდეგ ნიშიდან ცეცხლსასროლი იარაღები ამოვიღე და თითოეული მათგანიდან რამდენჯერმე
გავისროლე. ბოლოს ისინი მოკლულებს ჩავუდე ხელებში, გვამები სხვადასხვა ადგილას
დავაწყვე, მერე ეზოში დადგმულ „სალიარკით“ სვსე ბაკს ტყვია ვესროლე, ავაფეთქე და ხის
ორსართულიანი აგარაკი ცეცხლში გავხვიე, რომ ექსპერტებს პროვოკაციის სცენა არ ამოეცნოთ...

სულ რაღაც ნახევარ საათში, ცეცხლწაკიდებული აგარაკი მილიციით, მეხანძრეებითა და


ექიმებით გაივსო. მილიციის ოფიცერი გვერდით გავიხმე და ვუთხარი:

– კაპიტანო, სასწრაფოდ ამ ნომერზე დარეკეთ და ვინც გიპასუხებთ, უთხარით: „ქილა გატყდა და


კომპოტი დაიღვარა“. შემდეგ კი ამ აგარაკის მისამართი შეატყობინეთ და ყურმილი დაკიდეთ.
ჩვენ ხომ ბალაშიხაში ვართ?

– დიახ, ბალაშიხაში ვართ, – მომიგო საზრიანმა მილიციელმა, რომელიც ბოლომდე ვერ მიხვდა,
ვინ ვიყავი, მაგრამ, არაფერი უკითხავს და ჩემი დავალების შესასრულებლად გაემართა.

ზუსტად ნახევარ საათში გენერალი მუხინი და „კაგებეს“ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოფრინდა


აგარაკზე, დაცვის ოცეულმა კი ტერიტორია დაცვის ქვეშ აიყვანა. ანდრეი ლუკიჩმა თავის
თანაშემწეს მითითებები მისცა და შემთხვევის ადგილზე დატოვა. შემდეგ ჩემთან ერთად
ვერტმფრენში ჩაჯდა და მოსკოვისკენ ავიღეთ გეზი.

– რა მოხდა? – საქმიანად მკითხა მუხინმა.

– საკმაოდ ეშმაკები და კარგად ორგანიზებულები ყოფილან. ჯერ კიდევ მოსკოვში, აბანოში


მომწყვიტეს თქვენგან.

– ვიცი. საუნაში შენი ტანსაცმელი რომ ვიპოვეთ, ვიფიქრეთ, რომ გაგვშიფრეს და ცოცხალი აღარ
გვეგონე. მაგრამ, როცა კაპიტანმა შენი სახელით დაგვირეკა, ჩემი და შჩუკინის სიხარულს
საზღვარი არ ჰქონდა. შემდეგ, განაგრძე, რა მოხდა.
– მოკლედ, ბოლოს გამშიფრეს, როცა ტაბელური იარაღის ჩვენება მომთხოვეს და მე ვუთხარი,
სახლში დავტოვე-მეთქი. თურმე, წინასწარი შეთანხმებით, თან უნდა მქონოდა. მე კი ეს არ
ვიცოდი. ამიტომ, მათ ჩემი წამება და, შემდეგ, ალბათ, მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ, ხელი
შევუშალე.

– გასაგებია, – მითხრა მუხინმა და დაამატა – კარგი იყო, ერთი მათგანი მაინც გადარჩენილიყო
ცოცხალი, მაგრამ, მთავარია, რომ შენ ხარ ცოცხალი.

ვერც ექსპერტიზამ და ვერც სხვებმა ვერ დაადგინეს, რომ აგარაკზე მე მოვაწყვე სასაკლაო.
ყველამ ჩათვალა, რომ ეს შემთხვევა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგი იყო. სამი თვის
შემდეგ კი შჩუკინმა რაღაც საქმეზე გამომიძახა, ინსტრუქტაჟი ჩამიტარა და, სანამ მის კაბინეტს
დავტოვებდი, მითხრა:

– იქ, ბალაშიხის აგარაკზე სწორად მოიქეცი, როდესაც ის ნაძირლები გაანადგურე. შენი


სამშობლოსა და ხალხის მტრები დანდობას არ იმსახურებენ!

– ვემსახურები სამშობლოს! – მივუგე შჩუკინს.

სხვათა შორის, იმ ნაძირლების იდეურ ძმებთან და მათი საქმის გამგრძელებლებთან შეხება


პოსტსაბჭოთა პერიოდშიც მქონდა. ჯერ კიდევ „ძიას“ მეშვეობით ვიღებდი შეკვეთებს, როდესაც
მან ჩვეულ ადგილზე დამინიშნა შეხვედრა. ალექსანდრეს ქვედა ბაღში რომ მივედი, მითხრა:

– ერთი შეკვეთაა, მაგრამ, ამჯერად ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გაგიწევ. ვიცი მხოლოდ ის, რომ
საქმეში ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან, მაგრამ, რა უნდათ ან ვინ არიან შემკვეთები,
ნამდვილად არ ვიცი. მათ პირდაპირ შემსრულებელზე გასვლა მთხოვეს და ყოველგვარი
პირობის გარეშე შემომაჩეჩეს ტყავის პატარა ჩანთა, სადაც ასი ათასი დოლარი იდო, თან
მითხრეს, რომ შემსრულებელს ხუთჯერ მეტს გადაუხდიან, თუ ის შეკვეთას აიღებს.

– როდის ელოდებიან პასუხს?

– მითხრეს, რომ ორი დღის განმავლობაში მნახავენ.

– გნახავენ? სად?

– ჩვენი შეხვედრა არატრადიციულად, შეიძლება ითქვას, ველურად მოხდა. გუშინ საღამოს


მარტო ვიყავი სახლში და, სიგარეტი რომ გამითავდა, მე თვითონ წავედი მაღაზიაში. პირველ
სართულზე რომ ჩავედი, სადაც საკმაოდ ბნელოდა, ზურგიდან ვიღაცამ ხელები ჩამავლო
მხრებში, ხელში ტყავის ჩანთა შემომაჩეჩა და მითხრა: „ნუ გეშინიათ, ბატონო რომან, ჩვენ მტრები
არ ვართ. ერთი შეკვეთის მოცემა გვინდა, რომელშიც ნახევარ მილიონ დოლარს გადავიხდით,
ოღონდ, შემსრულებელს პირადად უნდა შევხვდეთ და მას დაველაპარაკოთ. შეხვედრის დრო და
ადგილი მან უნდა დაგვინიშნოს. თქვენ კი ამ ორი დღის განმავლობაში გნახავთ პასუხისთვის. ამ
ჩანთაში ასი ათასი დოლარია და სულ თქვენია. ახლა კი ნახვამდის, პირველი თქვენ
გაბრძანდით“.
მე ქუჩაში გავედი. ინკოგნიტო მამაკაცმა კი, ალბათ, სათადარიგო გასასვლელით ისარგებლა,
რომელიც ვიწრო ჩიხში გადის. აი, სულ ეს არის. აბა, რას ფიქრობ?

– რა უნდა ვიფიქრო? აშკარაა, რომ გითვალთვალებდნენ და ქუჩაში მოგიხელთეს. სიგარეტი რომ


არ გამოგლეოდა და სახლიდან არ გამოსულიყავი, ალბათ, სხვა რამე ექნებოდათ მოფიქრებული.
მე მგონი, ღირს მათთან შეხვედრა, – ვუთხარი „ძიას,“ – იყოს ზეგ, ფუნიკულიორის პლატოზე,
ტყის პირას რომ პატარა სტადიონია, იქ, დღის პირველ საათზე.

– კოკი, შეკვეთა ხაფანგი ხომ არ არის შენს გასაბმელად?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ, არა მგონია. ვინმეს ჩემი ხაფანგში გამომწყვდევა რომ
უნდოდეს, უფრო ღიად იმოქმედებდა, ეჭვი რომ არ ამეღო. ეგენი კი ძალიან იდუმალად
მოქმედებენ და ჩემზე მონადირეებს არ ჰგვანან. ვფიქრობ, რაღაც საგანგებო მისიის დაკისრება
უნდათ ჩემთვის. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს ზეგ გავიგებ.

– კეთილი. დღეს და ხვალ საღამოს კიდევ ჩავალ მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად და, ალბათ,
სადარბაზოში დამეკონტაქტებიან.

– კიდევ კარგი, რომ აქ შენიღბული მოვედი, – გავუღიმე „ძიას“, – ისინი შენ გითვალთვალებენ.

– მითვალთვალებენ?! – შეცბა „ძია“, მე კი ღიმილით ვუთხარი:

– არაფერი შეიმჩნიო. დარწმუნებული ვარ, აქედან რომ წახვალ, გზაში დაგეკონტაქტებიან და


უთხარი, რომ ზეგ, მთაწმინდის პარკის სტადიონზე მოვიდნენ დღის პირველ საათზე. ახლა კი
წადი და, თუ მართალი აღმოვჩნდი, საღამოს 6 საათზე სახლში დამირეკე და შეთანხმებული
პაროლით გამაგებინე.

– კარგი. წავედი, – მითხრა „ძიამ“ და ტრადიციულად, პირველი წავიდა.

მე ათიოდე წუთი გავჩერდი სკამზე, თან მოთვალთვალეებს ვუყურებდი. ისინი ორნი იყვნენ.
ერთი „ძიას“ აეკიდა. მეორე კი ადგილზე დარჩა – მე მელოდებოდა. მას ჩემი პიროვნება, ჩემი
საცხოვრებელი მისამართი აინტერესებდა, მაგრამ, ამას როგორ დავუშვებდი და „კუდის“
ჩამოშორება გადავწყვიტე.

ალექსანდრეს ბაღიდან ვორონცოვისკენ დავიძარი. მშრალი ხიდი რომ გავიარე,


„ბარახოლშჩიკების“ ბაზარზე გავჩერდი და ძველმანების თვალიერებას შევუდექი,
სინამდვილეში კი კუდის მოქმედებებს ვაკვირდებოდი, რომელიც შორიახლო მომყვებოდა და
აშკარად ეტყობოდა, რომ არაპროფესიონალი იყო. ბაზრობაზე ოციოდე წუთი ვიტრიალე, შემდეგ
მარქსის ხიდზე გადავედი, მოედანზე, აფთიაქში შევედი, რომელსაც სათადარიგო გასასვლელიც
ჰქონდა და აფთიაქარს ვუთხარი:

– გამგე აქაა?

– დიახ, რა გნებავთ? – გამიღიმა გოგონამ.

– უთხარით, რომ ნიკო ბური ელოდება.


– ნიკო ბური? – მკითხა გოგონამ, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ იცოდა, ვინ იყო ნიკო ბური.

– დიახ, ამ დროისთვის დამინიშნა შეხვედრა.

– ახლავე, – თავაზიანად მითხრა გოგონამ და აფთიაქის გამგის დასაძახებლად გავიდა.

მოთვალთვალე ქუჩიდან მზვერავდა. მე სათადარიგო გასასვლელისკენ დავიძარი, რომლის


არსებობაც, სავარაუდოდ, „კუდს“ არ უნდა სცოდნოდა, მაგრამ, რომც სცოდნოდა, მაინც ვერ
მომიხელთებდა, რადგან, იმ ადგილზე ორი გასაძრომი ვიცოდი. ხუთიოდე წუთიც არ იყო
გასული, რომ უკვე ტაქსიში ვიჯექი და ავლაბრისკენ მივდიოდი, იქ კი მეტროში ჩავედი და
სადგურში დავბრუნდი, საიდანაც კონსპირაციული ბინისკენ ტაქსით გავემართე, მანქანა ასიოდე
მეტრის დაშორებით გავაჩერებინე, ფეხით მივედი სახლში და მაშინვე მოვიშორე გრიმი. ზუსტად
7 საათზე „ძიამ“ დამირეკა და მითხრა: „ბატონო სიკო, ჩემი ლექსების კრებული უკვე გამოიცა და
წარწერით მოგართმევთ“. რომანის სიტყვები პაროლი იყო და ნიშნავდა, რომ შემკვეთები მას
ქუჩაში დაეკონტაქტნენ და „ძიამ“ ჩემთან შეხვედრის ადგილი უთხრა.

დათქმულ დროს მთაწმინდაზე, პატარა საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნაზე ვიჯექი და


შემკვეთს ველოდებოდი. მისი მოახლოება ფრთხილი ნაბიჯებით გავიგე, მაგრამ, არ
შევტრიალებულვარ. ის კიბეებზე დაეშვა, მარჯვნიდან მომადგა და მითხრა:

– გამარჯობა!

– გაგიმარჯოთ! ქვევით დავეშვათ და სტადიონზე გავიარ-გამოვიაროთ. გთხოვთ, – ვუთხარი


შემკვეთს და წინ გავუშვი.

პაემანზე მოსული კაცის სიარულს დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ ის ალექსანდრეს ბაღში


მოსული „კუდებიდან“ არც ერთი არ იყო. თანაც, მას გრიმი და პარიკი ეკეთა, რადგან გრიმის
სუნი ვიგრძენი და არც პარიკი ჰქონდა მაინცდამაინც კარგად მორგებული.

„აშკარად არაპროფესიონალებთან მაქვს საქმე. მაგრამ, ეტყობათ, რომ ფული აქვთ. თუ ინტუიცია
და ანალიტიკური აზროვნება არ მღალატობს, ან პატრიოტებთან, ან სექტანტ-ფანატიკოსებთან
უნდა მქონდეს საქმე. თუმცა, ნუ ვიჩქარებ, ახლავე გავიგებ, რა ჩიტი მოფრინდა“, – გავიფიქრე
გუნებაში, ახალმოსულს კი ვუთხარი:

– გისმენთ, ბატონო. რა საქმე გაქვთ ჩემთან?

შემკვეთს ხელში შავი, თხელი, ტყავის საქაღალდე ეკავა და მომიგო:

– ამისთვის უნდა ჩამოვსხდეთ. თუ სეირნობა აღარ გსურთ, იქნებ, შევუდგეთ საქმეს.

მე ტრიბუნაზე დავჯექი, შემკვეთი გვერდით მომიჯდა და მითხრა:

– აიღებთ თუ არ აიღებთ ამ შეკვეთას, შეასრულებთ თუ არ შეასრულებთ მას, ჩვენი საუბარიც


უნდა დაივიწყოთ, მეც და, საერთოდ, დღევანდელი დღეც.

ახალმოსულის არიფულ შესავალზე გუნებაში გამეცინა, მაგრამ, სერიოზული სახით მივუგე:


– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გისმენთ.

ახალმოსულმა შავი საქაღალდე გადაშალა, რამდენიმე ფოტო მიჩვენა, რომლებზეც ერთი და


იგივე პიროვნება – ორმოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი იყო გადაღებული სხვადასხვა
რაკურსში და მითხრა:

– აი, ეს კაცი უნდა მოკლათ. ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ, ჩვენი ერის ერთ-ერთი
უპირველესი მტერი და ხელმძღვანელობს ლოზუნგით: „საქართველო – ქართველების გარეშე!“
ის საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში თავის თანამემამულეებს ჩვენ წინააღმდეგ განაწყობს,
თესავს შუღლს, სიძულვილს და, მზადაა, თითოეულ ქართველს პირადად გაუსწორდეს. ერთი
სიტყვით, ძალიან საშიში პიროვნებაა და, ამიტომ, ჩვენ მას სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანეთ.
ხოლო, ჩვენზე, ქართველებზე რომ არავინ აიღოს ეჭვი, ის თავის ისტორიულ სამშობლოში უნდა
მოიკლას, სადაც დროდადრო ინსტრუქციების მისაღებად მიემგზავრება ხოლმე. სამ დღეში ის იქ
იქნება და, ალბათ, მაქსიმუმ ერთი კვირა გაჩერდება. თუ თანახმა ხართ, მის რამდენიმე
სავარაუდო კოორდინატს გეტყვით, ფულს გადაგიხდით და იმოქმედეთ.

ასეთ საქმეს უფასოდაც შევასრულებდი, ამიტომ, შემკვეთს ვუთხარი.

– თანახმა ვარ, მითხარით კოორდინატები. ფული კი, თუ გინდათ, საქმის მერე გადამიხადეთ.

– არა. რატომ? აქვე მაქვს, – მითხრა შემკვეთმა და დაუსტვინა. ათიოდე წამის შემდეგ ტყიდან
შავჩანთიანი მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც ტყავის ხელთათმანები ეცვა. ის მოგვიახლოვდა,
მისალმების გარეშე დააგდო ჩანთა ძირს და კვლავ ტყეში შევიდა. მის სიარულს რომ
დავაკვირდი, ვერც მასში შევიცანი ალექსანდრეს ბაღში მყოფი მოთვალთვალე.

– აი, ბატონო, აქ ნახევარი მილიონი დოლარია, ოციანი, ორმოცდაათიანი და ასიანი


კუპიურებით. ეს კი იმ კაცის მისამართებია, – მითხრა შემკვეთმა და მოზრდილ კონვერტში
ჩადებული ფოტოები და ფურცელზე დაწერილი მისამართები მომცა.

– კარგი. მაქსიმუმ ათ დღეში ეს კაცი მკვდარი იქნება, – ვუთხარი შემკვეთს და დავამატე – მეც
ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.

– ბრძანეთ.

– გთხოვთ, რომ თქვენც დაივიწყოთ იმ კაცის ვინაობა და კოორდინატები, ვისი მეშვეობითაც


ჩემზე გამოხვედით.

– რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ, – ისე მომიგო შემკვეთმა, თითქოს მთელი
თავისი ცხოვრება შეკვეთილი მკვლელობით იყო დაკავებული და ამ საქმეში ჭიპი ჰქონდა
მოჭრილი.

მის სიტყვებზე კვლავ გამეცინა გუნებაში, თუმცა, დიდი სიმპათიით განვიმსჭვალე ამ


ადამიანების მიმართ და ვუთხარი:

– და, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.


– დიახ, გისმენთ.

– ნუ გეწყინებათ, ბატონო ჩემო, მაგრამ გთხოვთ, ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ. სხვა დროს უფრო
ხარისხიანი გრიმ-პარიკი შეარჩიეთ, საჭირო ხალხის თვალთვალი კი კარგად მომზადებულ
პროფესიონალებს მიანდეთ. საერთოდ კი, უკეთესი იქნება, თუ ჩემი პროფესიისა და
კვალიფიკაციის ადამიანს „კუდზე“ არ დააჯდებით – გარწმუნებთ, ეს სიცოცხლისთვის ძალიან
საშიში საქმიანობაა.

– კარგი, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, – გულწრფელად მითხრა შემკვეთმა და


დამემშვიდობა.

– მშვიდობით, – გავუღიმე შემკვეთს და პაემნიდან პირველი წამოვედი.

შეკვეთილი ობიექტი თავის ისტორიულ სამშობლოში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი


რესპუბლიკის ყოფილ დედაქალაქში გავუყენე საიქიოს გზას და ეს მისია სნაიპერული
შაშხანიდან ფეთქებადი ტყვიის გასროლით შევასრულე – ტყვიამ ობიექტს ნახევარი თავი
წააცალა. ამ ლიკვიდაციას დიდი რეზონანსი არც საქართველოში მოჰყოლია და არც მოკლულის
სამშობლოში. ის თავისი სამშობლოს სპეცსამსახურებისთვის, მართალია, საკმაოდ ძვირფასი
აგენტი იყო, მაგრამ, შეუცვლელები არ არსებობენ და მის შემდეგ სხვა სეპარატისტმა წამოჰყო
თავი, რომელმაც წინამორბედის საქმე განაგრძო.

სხვათა შორის, ლიკვიდირებული სეპარატისტის მემკვიდრე და ამ საქმის შემკვეთი რამდენიმე


ქართველი პატრიოტი დღევანდელ პოლიტიკურ სტრუქტურებში არიან ჩართულები და
თანამშრომლობენ. მაგრამ, წყალი არ გაუვა, რომ ამ კატეგორიის ადამიანები პირველივე
ხელსაყრელ მომენტში ზურგში ლახვარს ჩასცემენ საქართველოს, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ.
ამიტომ, ჩვენი ერთიანობითა და პატრიოტიზმით მათ ამის ყოველგვარი შანსი უნდა მოვუსპოთ.
ამიტომ, საჭიროა ისეთი სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემა შევქმნათ, რომელშიც ვერანაირი
ანტიქართული ვირუსი ვერ შეაღწევს და ჩვენს მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას ვერ
დააზარალებს.

– თუ ქართველები გონს არ მოვიდნენ, თავსაც დაიღუპავენ და საბოლოოდ ჩვენც


გავნადგურდებით, – მითხრა ერთხელ ერთმა აფხაზმა ბიზნესმენმა, როდესაც მე მას სტამბულის
ერთ პატარა რესტორანში შევხვდი, სადაც რუსი ბიზნესმენის სტატუსით ვიმყოფებოდი და, რა
თქმა უნდა, შენიღბული ვიყავი.

– რას გულისხმობთ? – ვკითხე ჩემს თანამესუფრეს.

– იმას, ჩემო კარგო, რომ თუ ქართველებმა ჭკუას არ მოუხმეს, მაშინ, თქვენთან, რუსებთან
ჭიდილში ქართველებიც განადგურდებიან, ჩვენც – აფხაზები და არც თქვენ იხეირებთ.

აფხაზის სიტყვებს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმებოდი, მაგრამ, იმ მომენტში მე რუსი


ვიყავი და ღიმილით მივუგე:
– რატომ, ჩემო კარგო, სწორედაც რომ ვიხეირებთ. კავკასიას ჩვენ არასდროს დავთმობთ და, როცა
ქართველები აღარ იარსებებენ, იქ რუსებს დავასახლებთ. თქვენ კი, აფხაზებს, ხელს არ გახლებთ.

– ზღაპარია, ჩემო მეგობარო, – მწარედ გაეღიმა აფხაზს, – შეიძლება, პირადად თქვენ მართლაც
ასე ფიქრობთ, მაგრამ, პოლიტიკა სულ სხვა რამაა და, ქართველები რომ გაწყდნენ, ჩვენც უკან
მივყვებით მათ.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ, ჩვენ, აფხაზებს, რუსი პოლიტიკოსები ქართველების წინააღმდეგ
გვიყენებენ. ხოლო, თუ ქართველები არ იქნებიან, აღარც ჩვენ ვიქნებით საჭირო და ამქვეყნად
არავინ დაგვაყენებს.

– კარგი, ჩემო მეგობარო, პოლიტიკა პოლიტიკოსებს მივანდოთ. ჩვენ კი ბიზნესმენები ვართ და


ჩვენს საქმეს მივხედოთ.

აფხაზ ბიზნესმენს პატარა სატვირთო გემი ჰყავდა, რომლითაც თურქეთში ჯართი და ფერადი
ლითონები გაჰქონდა. მას ყველა მაღალჩინოსანი თურქი მებაჟე იცნობდა და მის გემს
საგულდაგულოდ არ ამოწმებდნენ, რადგან, იცოდნენ, რომ კონტრაბანდისტი არ იყო, თანაც,
ისინი წილში ჰყავდა. მე კი მას იმიტომ შევხვდი, რომ ბარტერული გარიგება შემეთავაზებინა.
აფხაზეთში მას, კონტრაბანდული წესით, ერთი კონტეინერი კომპიუტერული ტექნიკა უნდა
შეეტანა, რომელსაც სოჭის გავლით მოსკოვში ჩაიტანდნენ. სამაგიეროდ, ამ ოპერაციის საფასურ
ჯართს ვაძლევდი, რომელსაც ის თურქეთში გაიტანდა.

სინამდვილეში, კონტეინერის საიდუმლო ფსკერზე, საერთო ჯამში 800 მილიონი დოლარის


ღირებულების ოქროს ზოდები და ძვირფასეულობა იყო დამალული. მე, ეგრეთ წოდებული
„პარტიის ოქროს“ დაბრუნების ეგიდით, შჩუკინის თხოვნით ვმოქმედებდი და მოსკოვში უნდა
დამებრუნებინა ერთ-ერთი საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსნის მიერ გატაცებული განძი,
რომელსაც სტამბულში მივაგენით.

– მოკლედ ასე, ჩემო მეგობარო, – ვუთხარი აფხაზს, – მე, თქვენგან განსხვავებით, ჯერჯერობით
მცირე მასშტაბის ბიზნესი მაქვს და კონტრაბანდულ საშუალებებსაც იმიტომ მივმართავ. თქვენს
ხელქვეითებს შეუძლიათ, გულდასმით შეამოწმონ ჩემი კონტეინერი და დარწმუნდნენ, რომ
მართლაც კომპიუტერული ტექნიკა მიმაქვს რუსეთში და არა ნარკოტიკები. საფასურს, კი,
ჯართის სახით, სოხუმის პორტშივე მიიღებთ, მაშინვე, როგორც კი ჩემს კონტეინერს
გადმოვტვირთავთ. ტვირთს მე თვითონ გავაცილებ სტამბულიდან სოხუმამდე.

– კარგი. მოვილაპარაკეთ, – მითხრა აფხაზმა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.

ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ 800 მილიონი დოლარის „პარტიული განძი“ უკვე სოხუმის
პორტში იყო, სადაც უზარმაზარ რეფრეჟერატორში გადატვირთეს რუსმა მედესანტეებმა და
მათვე ჩააცილეს მოსკოვამდე, სანაცვლოდ კი მათი ქვედანაყოფის უფროსმა სამი ათასი
ამერიკული დოლარი და ერთი ნოუთბუქი მიიღო, ხოლო ოცმა მედესანტემ – ოთხას-ოთხასი
დოლარი. მთელი ეს ოპერაცია სულ თერთმეტი ათასი დოლარი და ათას შვიდას დოლარად
ღირებული ნოუთბუქი დაჯდა...

– ესეც ასე. საბჭოთა კავშირის კუთვნილი თანხის კიდევ ერთი ნაწილი დავაბრუნეთ უკან, –
მითხრა შჩუკინმა, როდესაც მას კონტეინერის ფსკერზე დამალული განძი ჩავაბარე, – უკვე ცხრა
მილიარდის ქონება გვაქვს დაბრუნებული.

– ბევრია, მაგრამ, წვეთია ზღვაში. იმასთან შედარებით, რაც გაიტაცეს.

– კიდევ ბევრს დავიბრუნებთ.

– ღმერთმა ქნას, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს, – ახლა წავალ და ცოტას დავისვენებ,
ხვალ დილით კი სახლში უნდა გავფრინდე.

– კოკი, ძალიან დაღლილი ხარ?

– დაღლილი კი ვარ, მაგრამ, თუ კიდევ რამეში ვარ საჭირო, შემიძლია, გემსახუროთ.

– კოკი, შენ არასდროს დაინტერესებულხარ, სად მიდის ის უზარმაზარი საბჭოთა ქონება,


რომლის უკან დაბრუნებაშიც ლომის წილი მიგიძღვის? ნუთუ არ გაინტერესებს ამ განძის
ადგილსამყოფელი?

– საჭიროა, რომ ვიცოდე?

– როგორ არა, – მითხრა შჩუკინმა, – წამოდი ჩემთან.

დაბრუნებული ქონება სამხედრო „ურალში“ იყო ჩატვირთული. საჭეს თავად შჩუკინი მიუჯდა
და დავიძარით. ერთ-ერთი კერძო დაწესებულების კარგად დაცულ ტერიტორიაზე ყოველგვარი
დაბრკოლების გარეშე შევედით, შემდეგ მიწისქვეშა გარაჟში დავეშვით და უზარმაზარი
დაჯავშნილი კარით საიდუმლო საცავში ამოვყავით თავი, სადაც ცხრა მილიარდი დოლარის
ღირებულების ოქროსა და პლატინის ზოდები და ძვირფასი თვლები იყო მოთავსებული.

– აი, ამდენი ქონება სახელმწიფო სარეზერვო ფონდშიც კი არ არის, – მითხრა შჩუკინმა, – მოვა
დრო, როდესაც ეს საცავი ბოლომდე გაივსება და იმაზე მეტი ქონება იქნება, ვიდრე გაიტაცეს.

– შთამბეჭდავი სანახაობაა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ნამდვილი ალი-ბაბას გამოქვაბულია.

საიდუმლო საცავში დღესდღეობით ოცდაათ მილიარდ დოლარზე მეტი ქონება ინახება,


რომელიც შჩუკინის ხელთ არსებულ სიაში აღნიშნული პერსონებისგან მივიღეთ, უკან
დავაბრუნეთ და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

საიდუმლო საცავისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა


ვიცით და, გამორიცხულია, რომ განდობილთაგან რომელიმემ ღალატი გავივლოთ გულში და ამ
ზღაპრული განძის დაუფლება განვიზრახოთ..
ან, რაში სჭირდება წესიერ ადამიანს ამხელა ქონება, პირადი მოხმარებისთვის? რა თქმა უნდა,
არაფერში. ხოლო, ის კაცი კი, ვინც ქონებას მხოლოდ და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის
იხვეჭს, ყოვლად უზნეო, გარყვნილი და ფსიქიკურად შერყეული ადამიანია.

რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ადამიანმა დიოგენესავით კასრში უნდა იცხოვროს
და წყალი პეშვით სვას, მაგრამ არც უზარმაზარი სივრცეების დაკავება და ოქრო-ვერცხლსა და
ძოწეულში ჩაჯდომაა ნორმალური საქციელი. ჩემი ღრმა რწმენით, საყოფაცხოვრებო კუთხით
რომ შევხედოთ ამ საკითხს, მდიდრის დანიშნულება, მისი მისწრაფება იმაში უნდა
მდგომარეობდეს, რომ ადამიანებმა კასრებში არ იცხოვრონ და პეშვით არ სვან წყალი...

– საბჭოეთის დანგრევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რა იყო თუ იცი? – მკითხა ერთხელ


შჩუკინმა.

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– იმას, ჩემო კოკი, რომ ამერიკელები ჩვენივე ნედლეულით, ჩვენზე კარგ ტანსაცმელსა და
პროდუქციას უშვებდნენ. მეტად კომფორტულ გარემოში აცხოვრებდნენ თავიანთ მოქალაქეებს
და ამ ყველაფერს ამერიკული ოცნება უწოდეს. ამიტომ იყო, რომ ყველანი ამ სატყუარას
წამოეგნენ და ეს უზარმაზარი ქვეყანა ისე დაიმხეს თავზე, რომ ამ კატასტროფას თვით
ამერიკელებიც არ ელოდნენ და თავიდან დაიბნენ კიდეც. თუმცა, მალევე მოეგნენ გონს და
თავიანთი სატანური გეგმის განხორციელებაზე გადავიდნენ, რომელიც დიადი ქვეყნის
დაუშრეტელი რესურსების ძარცვაში მდგომარეობდა.

– ამერიკული ოცნება ნელ-ნელა შიშვლდება და ყველა კარგად ხედავს, რომ ამ კეთილშობილობის


მიღმა დიდი ბოროტება იმალება. ევროპაში ამერიკელები არასდროს უყვარდათ. დღეს კი,
შეიძლება, უკვე დანამდვილებით ითქვას, რომ ისინი ეზიზღებათ. თითქმის ისე ეზიზღებათ,
როგორც ვეზიზღებოდით ჩვენ, საბჭოელები ცივი ომის პიკში.

– გეთანხმები, ჩემო კოკი. ამერიკელებს ახლა არავინ სწყალობს. თუმცა, ისინი მაინც ძალიან
ძლიერები არიან და ჩვენ, რუსები ჯერჯერობით ახლოც ვერ მივალთ მათთან. ხოლო, რაც შეეხება
ცივ ომს, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ ის დასრულდა საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად?

– არა. მასე არ ვფიქრობ.

– მაინც, რა გგონია?

– ის, რომ ეს ომი უბრალოდ შეჩერდა. ძალიან მცირე დროით.

– არა. შეჩერებაზე ლაპარაკიც არ არის. ის არც შენელებულა. უბრალოდ, ფარული გახდა, რადგან,
ვითომდა მშვიდობისმოყვარე ამერიკას უკვე აღარ აწყობდა ასეთი რამ. ახლა კი, ისევ ძველ
ფირფიტას ატრიალებს და ძველ სიმღერებს მღერის. ამიტომ, ისევ ძველი დრო ბრუნდება.

– ძველ დროში ჯაშუშურ ომს ხომ არ გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს.

– სწორედ ჯაშუშურ ომს და ამ საქმეში რუსეთის მთავრობას უნდა დავეხმაროთ.


– როგორ უნდა დავეხმაროთ?

– ყველანაირად, მაგრამ, ამავდროულად უხილავები უნდა დავრჩეთ.

– რამე კონკრეტული იდეა გაქვთ?

– იდეა დახმარებაა. კონკრეტულად კი, ამ ეტაპზე, აი, ამ ადამიანების სია უნდა მივაწოდოთ ჩვენს
კოლეგებს, რომ იმოქმედონ და რუს დიპლომატებს მუშაობის მეტი სივრცე მიეცეთ, – მითხრა
შჩუკინმა და ეგრეთ წოდებული „ზომბების“ სია მომცა, რომელშიც ცამეტი ადამიანის გვარი
ეწერა.

– ესენი ხომ შეცვლილი პოლიტიკოსები არიან, – ვუთხარი შჩუკინს, როდესაც სიას გავეცანი.

– სწორედაც რომ, ისინი არიან, თითოეული მათგანი დღემდე ცოცხალია და კვლავ აქტიურ
პოლიტიკაშია ჩაბმული.

ეგრეთ წოდებული „ზომბები“ სხვადასხვა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურები არიან.


უფრო სწორად კი, იმ პოლიტიკური ფიგურების ორეულები. ისინი თავის დროზე საბჭოთა
დაზვერვამ შეცვალა და მათ ადგილებზე „კაგებეში“ კარგად მომზადებული და ზომბირებული
აგენტები დასვა. შეცვლის ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაში მეც მაქვს ადრე მონაწილეობა მიღებული.
ეგრეთ წოდებული „ზომბები“ „კაგებეს“ მაღალკვალიფიციური ინსტრუქტორ-ფსიქოლოგების
მიერ იყვნენ დამუშავებულები და მათთან კონტაქტი სპეციალური კოდირებული სიტყვის
შემდეგ მყარდებოდა. თითოეულ „ზომბს“ თავისი სიტყვა ჰქონდა და პირადი კურატორი ჰყავდა.
ასეთ ოპერაციებს „კაგებე“ ეგრეთ წოდებულ „მესამე ქვეყნებში“ ატარებდა – იქ, სადაც
დახვეწილი პოლიტიკური სისტემები არ არსებობდა და აგენტის შეპარება შედარებით ადვილი
იყო.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ნუთუ დღევანდელი რუსეთის დაზვერვა საქმის კურსში არ არის


„ზომბების“ თაობაზე?

– არა. ჩვენ რომ სამსახურიდან მოვდიოდით, ყველა კურატორი გარდაცვლილი იყო. ეს ოპერაცია
კი ზესაიდუმლოდ ტარდებოდა და მხოლოდ და მხოლოდ ერთჯერადი საბუთები კეთდებოდა,
რომლებიც დღემდე ჩემს პირად, საიდუმლო სეიფში ინახება.

– საქმეების გადაბარების დროს რატომ არ გადაეცით ეს საბუთები ახალ ხელმძღვანელობას?

– იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი მათ მოღალატეობაში და არც შევმცდარვარ. ახლა კი


მტკიცედ მჯერა, რომ რუსეთში არ არის მოღალატე მთავრობა და ამ ნაბიჯს იმიტომ ვდგამ.
თუმცა, ყველას მაინც არ ვენდობი და ამ საბუთებს ქვეყნის პირველ პირს მივცემ. ის მშვენივრად
გაარკვევს, რა უნდა ქნას.

– გასაგებია, – ვუთხარი შჩუკინს და ამ თემაზე სიტყვა აღარ დამიძრავს. ის მართალი აღმოჩნდა.


ცივი ომი ახალი ძალით გაჩაღდა ჯაშუშური ომიც დიდი ტემპებით მიმდინარეობს, რაშიც ახალი
სუპერტექნოლოგიებია ჩართული და ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დროს არც ჩვენ და არც
ამერიკას არ დაესიზმრებოდა.
ძველი დროისგან განსხვავებით, ამერიკელებს ბევრად მეტი სივრცე და ფინანსური რესურსი
გააჩნიათ განახლებულ ცივ ომში. თუმცა, ძველი, გამოცდილი გვარდია ჯერჯერობით ისევ კარგ
ფორმაშია და სწორედ ამის იმედი აქვს შჩუკინს.

– ნამდვილი „კაგებე“ არ მომკვდარა. ის იატაკქვეშეთში გადავიდა და ამით უფრო საშიში და


ძლიერი გახდა თავისი მტრებისთვის, – მითხრა ერთხელ ერთმა პოსტსაბჭოელმა ჟურნალისტ-
პუბლიცისტმა, რომელსაც ბალტიისპირეთის ერთ-ერთი რესპუბლიკის დედაქალაქში შევხვდი
და ამერიკელ კოლეგად გავეცანი და ვუთხარი, რომ ანალოგიური საქმით ვიყავი დაკავებული და
საბჭოთა სპეცსამსახურებზე წიგნს ვწერდი.

– თქვენ ნუ გეწყინებათ და, მგონი, ცოტა გადაჭარბებულად აფასებთ „კაგებეს“ შესაძლებლობებს.


რა თქმა უნდა, ამ ყოფილი მონსტრის რაღაც უმცირესი შენაერთი, შეიძლება, მართლაც ეწევა
არალეგალურ, იატაკქვეშა საქმიანობას, მაგრამ, შეუძლებელია, რომ ამხელა ორგანიზაცია
იატაკქვეშეთში მოქმედებდეს და თანაც, ძალიან ეფექტურად, – ვუთხარი ჩემს „კოლეგას“, – მე
თქვენ დიდ პატივს გცემთ და თქვენი მრავალი პუბლიკაცია მაქვს შესწავლილი, თუმცა, ამ
თქვენს მოსაზრებას ნამდვილად ვერ გავიზიარებ.

„კოლეგას“ ჩაეცინა და მითხრა:

– მართალი ბრძანდებით. ნამდვილად ძალიან ძნელია, დამეთანხმოთ, მაგრამ, მე ჰაერზე არ


ვლაპარაკობ.

– ჩემო მეგობარო, – ღიმილითვე მივუგე „კოლეგას“, – ნუთუ თქვენ იმის თქმა გინდათ, რომ
თქვენი სიტყვების მტკიცებულება გაგაჩნიათ?

– სწორედ ასეა, – დამიდასტურა „კოლეგამ“, – ყვითელი პრესის წარმომადგენელი ხომ არ ვარ,


რომ სისულელეები ვჩმახო?

– არა, მე ეს არ მითქვამს, მაგრამ, თქვენი განცხადება იმდენად ფანტასტიკურია, რომ ძალიან


ძნელია ამის დაჯერება.

– კეთილი. ხვალ თქვენ ამაში საკუთარი თვალით დარწმუნდებით. მეტსაც გეტყვით:


შესაძლებლობა გექნებათ, რომ ზოგიერთი მასალა თქვენს მომავალ წიგნშიც კი გამოაქვეყნოთ და
თქვენად გაასაღოთ, თუკი, რა თქმა უნდა, თანხაზე შევთანხმდებით.

– იმედია, შევთანხმდებით. ახლა კი ღამე მშვიდობისა, ხვალამდე, – მივუგე „კოლეგას“ და ჩემს


ნომერში დავბრუნდი.

ბალტიისპირეთში შჩუკინის თხოვნით ვიმყოფებოდი. ვიქტორ იაკოვლევიჩმა მოსკოვში ჩასვლა


მთხოვა და რომ შევხვდი, მითხრა:

– კოკი, უნდა დაგვეხმარო.

– რაშია საქმე, ამხანაგო გენერალო?

შჩუკინმა ცნობილი ჟურნალისტის სურათი მაჩვენა და მითხრა:


– ამ სუბიექტმა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ გაზეთში პუბლიკაცია გამოაქვეყნა. იქ ისეთი ფაქტია
მოყვანილი, რომელიც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ მისთვის ჩვენი მოღვაწეობის
შესახებ ვარაუდის ფორმით კი არა, ფაქტებითაა ცნობილი.

– რატომ ფიქრობთ ასე, ვინმემ გიღალატათ თუ ეჭვი გაქვთ ვინმეზე?

– ღალატი არ მგონია, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ჩვენს კვალზე ვიღაც შემთხვევით გამოვიდა,
რაღაც ფაქტები მოიპოვა და მათ გაყიდვას ცდილობს.

– ეჭვი გაქვთ ვინმეზე?

– საქმეც ისაა, რომ არა, – თავი გააქნია შჩუკინმა, – ბევრი ვიფიქრე ამაზე და ვერავისზე
იოტისოდენა ეჭვიც კი ვერ მივიტანე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უფრო
შემთხვევითია, ვიდრე მიზანმიმართული ღალატი.

– მე რა მევალება?

ჩემს სიტყვებზე შჩუკინს გაეცინა და მითხრა:

– კოკი, ჩემო კარგო, ნუ გავიწყდება, რომ მე შენი უფროსი აღარ ვარ და, თუკი რამეს გააკეთებ, ეს
დავალება კი არ არის, არამედ, შენი კეთილი ნება.

– კარგი. რა უნდა გავაკეთო?

– იმ სუბიექტს უნდა შეხვდე და კოლეგად გაეცნო. ლაპარაკში კი გაარკვიო, ფლობს თუ არა ის


რამე საინტერესო ინფორმაციას და თუ მართლა ფლობს, მაშინ პირველწყარო აღმოაჩინო.

– სულ ესაა?

– ცოტაა?

– არა, მაგრამ, თქვენ არ გითქვამთ, რა უნდა ვქნა, თუკი მათ მართლა აღმოაჩნდათ რამე
სერიოზული მასალები. ნუთუ ისინი ცოცხლები უნდა დავტოვო?

– ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა.

მე კი საიმედოდ შევინიღბე. შესაბამისი საბუთებითა და რეკვიზიტებით აღვიჭურვე და


მოსკოვიდან კვლავ ბალტიისპირეთში გადავფრინდი.

ჩემს „კოლეგას“ რომ დავშორდი და სასტუმროს ნომერში დავბრუნდი, ჩემი რეკვიზიტი სრულ
საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანე და დასაძინებლად დავწექი.

– გამარჯობა. როგორ გრძნობთ თავს? მზად ხართ, რომ გულისწამსვლელ, სუპერსენსაციურ


ინფორმაციებს გაეცნოთ? – მითხრა „კოლეგამ“, როდესაც ერთმანეთს ერთ-ერთ მყუდრო სკვერში
შევხვდით, სადაც ძალიან ცოტა ხალხი იყო.

– მზად ვარ, მზად ვარ... აბა, გამაოცეთ თქვენი სენსაციური დოკუმენტებით, – მივუგე „კოლეგას“.
– აი, ამ ერთწუთიან ჩანაწერს უყურეთ და დარწმუნდებით, რომ სრულ სიმართლეს ვამბობ, –
მითხრა „კოლეგამ“ და მცირე ზომის ვიდეოკამერა დამიდო მუხლებზე, რომელშიც ჩანაწერის
ყურება შეიძლებოდა.

ერთწუთიანი ჩანაწერი კოდირებული იყო და მხოლოდ ხმა ისმოდა. თუმცა, მე კარგად გავარკვიე
მუხინისა და შჩუკინის ხმები და ეჭვიც არ შემპარვია მათში. ამგვარად, ისიც ნათელი იყო, რომ
„კოლეგა“ არ ტყუოდა. ჩანაწერებში საბჭოთა კავშირის სივრცის აღდგენასა და ამ საქმეში
იატაკქვეშა „კაგებეს“ როლზე იყო ლაპარაკი, ერთი სიტყვით, ყველაფერ იმაზე, რაზეც შჩუკინი
და მე ვლაპარაკობთ ხოლმე ერთმანეთში. ფირის ნახვა რომ დავასრულე, კამერა პატრონს
დავუბრუნე და ვუთხარი:

– კოლეგა, ეს ხომ ცუდი მონტაჟია, ტექსტი კი ისეთი ტრაფარეტული, რასაც ჯერ კიდევ ცივი
ომის დროს ვისმენდით ამერიკული საინფორმაციო-პროპაგანდისტული წყაროებიდან.

– ნუ ჩქარობთ, – ღიმილით მითხრა „კოლეგამ“, – ეს მხოლოდ შესავალი იყო. ჩანაწერი,


უბრალოდ, კოდირებულია და არა ფალსიფიცირებული. მასზე კი „კაგებეს“ ყოფილი
მაღალჩინოსნები არიან აღბეჭდილები და, რასაც ისინი ამბობენ ამ მცირე ფრაგმენტში, მათი
ნაბოდვარი კი არა, რეალობაა.

– ვინ მაღალჩინოსნები არიან, შეგიძლიათ, ერთი მათგანი მაინც დაასახელოთ?

– არა, – თავი გააქნია „კოლეგამ“, მე კი ვკითხე:

– რატომ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ მე მათი ვინაობა არ ვიცი და არც მათი სახეები მაქვს ნანახი.
უბრალოდ, ვისაც ეს ჩანაწერები ეკუთვნის, მის გაშიფვრაში სოლიდურ თანხას ითხოვს, რომ
ყველა კარტი გახსნას.

„აი, ჩემი მიზანიც. თავად ებმება ხაფანგში“, – გავიფიქრე გუნებაში, „კოლეგას“ კი ვუთხარი:

– მაშინ, შემახვედრეთ იმ კაცთან და რეალურ თანხაზე დავილაპარაკოთ.

– დიდი სიამოვნებით, – მითხრა „კოლეგამ“, რომელსაც ვკითხე:

– სად და როდის მოვიდე?

– აქ და ახლავე, – გამიღიმა „კოლეგამ“ და სიგარეტს მოუკიდა.

ნახევარი წუთის შემდეგ ჩვენთან საშუალო სიმაღლის მამაკაცი მოვიდა, რომელიც მაშინვე
ვიცანი. კიდევ კარგი, რომ შენიღბული ვიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისიც მიცნობდა და
ყველაფერი ჩაიშლებოდა. როგორც მივხვდი, სიგარეტის მოკიდება ნიშანი იყო. ჩემი ძველი
ნაცნობი მოგვიახლოვდა და მითხრა:

– გამარჯობა, სერ.
– გაგიმარჯოს, – მივუგე მე, – ეს ჩანაწერი თქვენი კუთვნილებაა?

– დიახ.

– ვინ არიან მასზე აღბეჭდილები?

– ყოფილი საბჭოთა კავშირის „კაგებეს“ ელიტის ნაწილი.

– კონკრეტულად ვინ?

– კონკრეტიკა მაშინ, როდესაც თანხაზე შევთანხმდებით.

– ჯერ საქონლის ხარისხს უნდა გავეცნო და ფულზე მერე ვილაპარაკოთ.

– დარდი ნუ გაქვთ, ხარისხი გარანტირებულია. მე მაქვს თითქმის ორსაათიანი ჩანაწერი იმის


შესახებ, თუ როგორ აპირებს იატაკქვეშეთში გადასული „კაგებე“ საბჭოთა კავშირის სივრცის
აღდგენას.

– თქვენ ეს ჩანაწერი საიდან?

– ფირმის საიდუმლოებაა.

– კარგი. თუ ეს ჩანაწერი მართლაც ასე ფასეულია, „ცეერუს“ რატომ არ დაუკავშირდით, ისინი


ხომ ამაში დიდ თანხებსაც არ დაიშურებენ?

– „ცეერუ“ და სხვა მსგავსი პროფილის უწყებები ძალიან არასაიმედო პარტნიორები არიან ასეთ
საქმეებში. მათ, უბრალოდ, შეუძლიათ, თავიდან მომიშორონ და ისე დაეუფლონ ამ ჩანაწერს.
ამიტომ, საკუთარ სიცოცხლესა და ჩემს ფინანსურ კეთილდღეობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებ.

– მაინც, რა თანხის მიღებას ვარაუდობთ ამ ჩანაწერის გაყიდვით?

– ვფიქრობ, რომ ხუთ მილიონ დოლარს გადამიხდით.

– ხუთ მილიონს? რას ბრძანებთ?! ამხელა თანხას სახელმწიფო საიდუმლოების, სტრატეგიული


სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისთვის არ იხდიან და ორსაათიან ფირში ამდენს ვინ
მოგცემთ?

– მომცემენ, მეგობარო, მეტსაც მომცემენ. მაგრამ, მე ხუთ მილიონზეც თანახმა ვარ. აბა, ერთი
წუთით წარმოიდგინეთ მილიონიანი ტირაჟით გამოშვებული ბესტსელერი, რომელიც ოცდაათი
დოლარი ღირს და ერთ კვირაში გაიყიდება – ეს ხომ უკვე ექვსმაგი მოგებაა! გარდა ამისა, ამ ფირს
ტელევიზიებიც შეიძენენ ექსკლუზიურად და ამ გარიგებიდანაც არანაკლები მოგება გექნებათ.
ასე რომ, ჩემო კარგო, გირჩევთ, ეს შემოთავაზება მიიღოთ და ფირი ხუთ მილიონად იყიდოთ.

– კეთილი. თუკი ფირზე მართლაც ის ხალხია აღბეჭდილი და იმ შინაარსის საუბარია ჩაწერილი,


რაზეც თქვენ მელაპარაკეთ, ჩათვალეთ, რომ ხუთი მილიონი დოლარი უკვე ჯიბეში გაქვთ.
მანამდე კი...
– მანამდე კი, – სიტყვა შემაწყვეტინა ძველმა ნაცნობმა, – ჩემს სოროში წავიდეთ და სრული ფირი
ვნახოთ.

– თანახმა ვარ. წავედით.

ჩემი ძველი ნაცნობი ძველი ქალაქის ძველებურ სახლში ცხოვრობდა, ფირი კი სარდაფში ჰქონდა
დამალული, რომელიც ოთახივით ჰქონდა მოწყობილი და, რომ მივედით, მითხრა:

– სადაა იმის გარანტია, რომ, როდესაც ფირს განახვებთ, ფულს გადამიხდით?

– გარანტია ჩემი თავია. როგორც კი ფირის ნამდვილობაში დავრწმუნდები, ჩემი მობილურით


ბანკში დავრეკავ და ხუთ მილიონ დოლარს ნებისმიერი ბანკის ნებისმიერ ანგარიშზე
დავასმევინებ. გაწყობთ?

– მაწყობს.

– მაშ, დავიწყოთ.

ძველმა ნაცნობმა ფირი ჩართო და თითქმის ორი საათის განმავლობაში ვუყურებდი ერთ-ერთი
საიდუმლო შეხვედრის ჩანაწერს, რომელზეც შჩუკინი, მუხინი და „კაგებეს“ სხვა ყოფილი
მაღალჩინოსნები დაწვრილებით განიხილავდნენ ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკური
სივრცის აღდგენის დეტალურ გეგმას და რამდენიმე საიდუმლო პროექტიც ახსენეს, რომელთა
განხორციელებაში, შჩუკინის თხოვნით, მონაწილეობა მქონდა მიღებული. ჩვენების დროს ჩემი
ნაცნობი ზოგჯერ კადრს აშტერდებოდა და დაწვრილებით კომენტარს აკეთებდა ამა თუ იმ
პიროვნებაზე. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, ჩემი ძველი ნაცნობი „კაგებეს“ ყოფილი
პოლკოვნიკი და ჩვენი უწყების საიდუმლო ინფრასტრუქტურის კარგი მცოდნე იყო და ყველა
მაღალჩინოსანს პირადად იცნობდა. ის საბჭოთა კავშირის დაშლამდე მოულოდნელად
გაუჩინარდა. მოგვიანებით ხმა გავარდა, რომ მან მილიონი მანეთი გაიტაცა და იმალებოდა, მერე
კი, თითქოს პარტნიორებმა მოკლეს ბრაზილიაში.

„გამოდის, რომ არ მოუკლავთ. ან სცადეს და ცოცხალი გადარჩა“, – გავიფიქრე გუნებაში,


როდესაც ჩვენება დასრულდა, ნაცნობს კი ვუთხარი:

– შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი. მე ვყიდულობ ამ ფირს. მაგრამ, თუ შეიძლება, ერთ კითხვას


დაგისვამთ.

– მკითხეთ.

– როგორ მოიპოვეთ ის?

– მოდი, ეს ჩემს საიდუმლოდ დარჩეს.

– კარგი, ასე იყოს, – ვუთხარი ნაცნობს და ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ვითომდა მობილურის
ამოსაღებად. იქიდან კი მცირე ზომის მაყუჩიანი პისტოლეტი ამოვაცურე, ნაცნობს მივუშვირე და
კბილებში გამოვცარი:
– აბა, ამოღერღე, საიდან გაქვს ეს ჩანაწერი?

ყოფილი პოლკოვნიკი საკმაოდ გამობრძმედილი „კაგებეშნიკი“ იყო. ამიტომ, ირონიულად


შემომხედა და მშვიდად მითხრა:

– მეგობარო, გირჩევ, ეგ სათამაშო შეინახო, შემთხვევით რომ არ გაგივარდეს და აქედან წახვიდე.

– შემთხვევით არაფერი ხდება, – მშვიდადვე მივუგე პოლკოვნიკს, შემდეგ ცნობილ ჟურნალისტს


შუბლი გავუხვრიტე, ისევ ძველ ნაცნობს მივუბრუნდი და ვუთხარი, – ეგ ზედმეტი იყო. აბა,
მითხარი, საიდან გაქვს ეს ჩანაწერი.

პოლკოვნიკი მიხვდა, რომ ვერ გამაცურებდა და მითხრა:

– სრულიად შემთხვევით. კონსპირაციულ აგარაკზე ვიმალებოდი. სადაც ეს შეხვედრა გაიმართა


და ჩავწერე.

– პოლკოვნიკო, თუ იცი, ვინ ვარ?

საკუთარი წოდების ხსენებაზე პოლკოვნიკი შეცბა და მითხრა:

– ვინ ხარ?

მე გამეცინა და უკვე რუსულად ვუთხარი:

– კოკი ვარ.

– კოკი?! – გაოცდა პოლკოვნიკი, – ისე ხარ შენიღბული, რომ ვერ გიცანი.

– პოლკოვნიკო, თქვენ ხომ ბრაზილიაში მოგკლეს? ყოველ შემთხვევაში ასეთი ხმები გავრცელდა.

– რასაც ამბობდნენ, მართალი იყო – მე მართლაც გავიტაცე მილიონი მანეთი და უცხოეთში


გავიქეცი, მაგრამ, საქმეები ვერ ავაწყვე და კინაღამ მომკლეს. კარგა ხანს ვიხეტიალე, ბოლოს
მოსკოვში დავბრუნდი და ჩვენი ყოფილი უწყების კონსპირაციულ აგარაკზე ვიმალებოდი. იქ კი,
თურმე შეთქმულები იკრიბებოდნენ. ეს ჩანაწერი იქ გავაკეთე და როდესაც მივხვდი, რა განძი
მეჭირა ხელში, გადავწყვიტე, ის ფულად მექცია.

აშკარა იყო, პოლკოვნიკი არ ტყუოდა და მარტო მოქმედებდა. ამიტომ, მხრები ავიჩეჩე და


ვუთხარი:

– სამწუხაროა, მაგრამ არ გამოგივიდათ. ახლა კი მშვიდობით, უნდა წავიდე.

– კოკი! – წამოხტა პოლკოვნიკი, მაგრამ ჩემი პისტოლეტის ტყვიამ მას მარცხენა თვალი
გაუხვრიტა და ტვინი გაასხმევინა...

სრული გარანტიისთვის, პოლკოვნიკის სორო ბენზინით გავჟღინთე და იქაურობა გამოვბუგე. მე


კი სულ მალე მოსკოვში დავბრუნდი, შჩუკინს ფირი მივეცი და ყველაფერი დაწვრილებით
მოვუყევი.
– სამწუხაროა, მაგრამ, შემთხვევითობისგან არავინაა დაზღვეული. კიდევ კარგი, ყველაფერი
კარგად დასრულდა, – მითხრა შჩუკინმა, – ამიერიდან უფრო ფრთხილად და წინდახედულად
ვიმოქმედებთ. შენ კი დიდი მადლობა, რომ ჩვენი საქმე განადგურებისგან იხსენი.

– განადგურებისგან? ხომ არ აჭარბებთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– ვაჭარბებ? რას ამბობ, კოკი! ეს ფირი რომ „ცეერუს“ ჩავარდნოდა ხელში, ამერიკელები მთელ
თავის ძალებს აამოქმედებდნენ ჩვენ წინააღმდეგ და ერთი მხრივ, ყველას გაგვწყვეტდნენ, მეორე
მხრივ კი მთელ ჩვენს უკან დაბრუნებულ სიმდიდრეს წაიღებდნენ.

– პრინციპში, მართალი ხართ. ამერიკელებს ეს არ შეეშლებოდათ. კიდევ კარგი, ფორტუნამ არ


გვიმტყუნა.

– ფორტუნასაც რჩეულები, საუკეთესოები უყვარს. ჩვენ კი, მართლაც საუკეთესოები ვართ,


რადგან სიმართლეს ვემსახურებით და არანაირ პირად გამორჩენას არ ველოდებით.

ვიქტორ იაკოვლევიჩი მართალი იყო. ამხელა სიმდიდრის პატრონებს რომ ანგარება და პირადი
ამბიციები ამოძრავებდეთ, მაშინ ამ სიმდიდრის ხარჯვას შეუდგებოდნენ ან ბიზნესში
ჩადებდნენ. ისინი კი, ამ თანხას ხალხის ფულს უწოდებენ და ძველი გეოპოლიტიკური სივრცის
აღდგენას ესწრაფიან.

ერთხელ ჩემი ეს მოსაზრება შჩუკინს გავუზიარე. მან კი გაიკვირვა და მითხრა:

– ჩვენზე რომ ლაპარაკობ, შენი თავიც უნდა მიათვალო. შენ ისეთივე სრულუფლებიანი წევრი
ხარ, როგორებიც ჩვენ და, ნუთუ გვემიჯნები?

– არ გემიჯნებით, თუმცა, ნამდვილად არ მეგონა, თუ საიდუმლო იატაკქვეშა ორგანიზაციის


წევრი ვიყავი.

– იატაკქვეშეთში დროებით ვართ, ჩემო კოკი. ხოლო, როდესაც ერთიანი გეოპოლიტიკური


სივრცე აღდგება, ჩვენი უწყება კვლავ ლეგალური გახდება და დასამალიც არაფერი გვექნება, –
შჩუკინმა პაუზა გააკეთა, გაეცინა და დაამატა – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ჩვენ ვერასოდეს
გავხდებით ოფიციალური სპეცსამსახურის თანამშრომლები და არც „კაგებე“ განახლდება ძველი
სტატუსით. თუმცა, ყოფილი საბჭოური გეოპოლიტიკური სივრცე ნამდვილად აღდგება და
იმაზე ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა – ამას წინ ვეღარაფერი აღუდგება და, მსოფლიოს
ყველა მოწინავე ქვეყანაც რომ გაერთიანდეს, ამ პროცესს ვეღარაფერი შეაჩერებს.

– ისევ სტალინის პრობლემას ვუბრუნდებით, – ვუთხარი შჩუკინს, – ხომ იცით, ვიქტორ


იაკოვლევიჩ, რომ ასეთ გლობალურ პროექტს მხოლოდ სტალინის დონის პიროვნება სჭირდება.
ასეთები კი პლანეტაზე ათასწლეულში ერთხელ იბადებიან.

– კონკრეტულად სტალინზე რა მოგახსენო, ჩემო კოკი, მაგრამ რუსეთის მმართველობაში რომ


დღეს პატრიოტი, ანტიამერიკული და არაფრის დამთმობი პიროვნებაა, შემიძლია, თავი დავდო.
შჩუკინზე ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი რუსული მთავრობის ფანია. მაგრამ მას სჯერა, რომ
ისინი ამერიკული ზეწოლის მოგერიებას და იმ ძველი პოლიტიკური პოლუსის აღდგენას
შეძლებენ, რომელიც სტალინმა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში
სტალინის ხსენება „კაგებეში“ აკრძალული იყო, შჩუკინი, მართალია, ვიწრო წრეში, მაგრამ მაინც
არ მალავდა თავის სიმპათიებს სტალინის მიმართ და მას „საბჭოთა კავშირის დიად მშენებელს“
უწოდებდა.

ამას წინათ გორში სტალინის ბოლო ძეგლი რომ დაამხეს, თანაც ღამით, მზაკვრულად, ერთი ჩემი
ნაცნობი, ძველი სტალინისტი შემხვდა და მითხრა:

– უყურე, ბელადს როგორ უპარტყუნებდნენ თავში ეს ნაბიჭვრები?

– ძეგლებთან ომში მაგრები არიან, – მივუგე ძველ ნაცნობს და, რომ დამემშვიდებინა, დავამატე –
ნუ ნერვიულობ. მოვა დრო, თანაც, სულ მალე, რომ გორში დამხობილ ძეგლსაც აღადგენენ და
ათასობით სხვასაც.

– შენს პირს შაქარი, ჩემო კოკი! ვერ მიხვდნენ ქართველები, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე
ცნობილი ქართველი სტალინი იყო და მისი უარყოფით საკუთარ თავს უარვყოფთ...

ცოტა ხნის წინ სანკტ-პეტერბურგში ვიყავი ერთ საქმეზე და, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრობისას,
სადაც არაქართველის სტატუსით ვიმყოფებოდი, ერთმა ცნობილმა რუსმა თქვა:

– მე მგონი, ქართველები გაგიჟდნენ. ვუყურებ მათ და ჩემს საყვარელ, ღრმად პატივსაცემ ერს
ვეღარ ვცნობ. ნუთუ შეიძლება, რომ სულ რაღაც ორი ათეული წლის განმავლობაში ასეთი
მეტამორფოზა განიცადოს ამ უძველესმა და ცივილიზაციისთვის უძვირფასესმა ერმა?

– რა მეტამორფოზაზე ლაპარაკობთ, პროფესორო? – ვკითხე რუსს, რომელიც ისტორიულ


მეცნიერებათა დიქტორი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ის რუსი ნაციონალისტების
კოჰორტაშია, ქართველები და საქართველო მისი სისუსტეა.

– იმაზე, ჩემო კარგო, რომ ქართველი ერი, ეს უჭკვიანესი და ბრძენი ხალხი, თავის უდიადეს
ადამიანს, სტალინს უარყოფს და მის სახელს, მის საქმეებსა და ღვაწლს წყალში ყრის.

– ეს სადავო საკითხია. თქვენ, ალბათ, სტალინის ძეგლის დამხობას გულისხმობთ.

– ძეგლის დამხობა ყველაზე მსუბუქი დანაშაულია, რასაც სტალინის წინააღმდეგ სჩადიან.


მთავარი ის არის, რომ სტალინის სახელის მოსპობით ჩვენს ისტორიას სპობენ და, როგორც კი
ამას მიაღწევენ, ახალგაზრდებს ტვინს აურევენ და არატრადიციულ ღირებულებებს
დაამკვიდრებენ, თავად ქვეყანას კი მიწასთან გაასწორებენ და ერს გადააჯიშებენ.

– ხომ არ აზვიადებთ, პროფესორო? – ვუთხარი ქართველების ფან რუსს, – რა თქმა უნდა, ბოდიშს
გიხდით ასეთი კადნიერებისთვის და არ გეწყინოთ, მაგრამ, თქვენ ხომ ისტორიკოსი ბრძანდებით
და იცით, რომ ასე იოლად არ ხდება ერისა და ქვეყნის განადგურება. მით უმეტეს, ჩვენი –
რუსებისა და რუსეთის.
– საწყენი ნამდვილად არაფერი გითქვამთ, ჩემო მეგობარო, – მომიგო პროფესორმა, – მაგრამ,
გარწმუნებთ, რომ არაფერს ვაზვიადებ. ჩვენ ახლა სულ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და ასეთი
სახიფათო პერიოდი, კაცობრიობას ჯერ არ ჰქონია. დავიწყოთ იმით, რომ რუსეთი ყველა ძლიერ,
ამბიციურ სახელმწიფოს ყოველთვის ყელში ეჩხირებოდა, მაგრამ, ჩვენი განადგურება
მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილმა რეჟიმებმაც კი ვერ შეძლეს. პირიქით, ყოველი ასეთი
მცდელობის შემდეგ რუსეთი უფრო მეტად ფართოვდებოდა გეოგრაფიულად და ძლიერდებოდა
მისი სამხედრო პოტენციალი. ამიტომ, ჩვენმა ავისმოსურნეებმა ტაქტიკა შეცვალეს: ჩვენთან ომს
თავი დაანებეს და ჩვენი მოსპობა ეკონომიკურ-იდეოლოგიურად სცადეს. ეს ყველაზე
წარმატებული ტაქტიკაა, რაც ოდესმე ჩვენ წინააღმდეგ გამოუყენებია ვინმეს და, აი, შედეგიც –
საბჭოეთი დაიშალა. ახლა ჯერი რუსეთზეა და, თუ დროზე არ შევაჩერეთ ეს პროცესი, მართლა
გავნადგურდებით. ყველაზე კარგად ეს სტალინს ესმოდა და ამერიკელებს ყოველმხრივ უშლიდა
ხელს ამ საშინელი ბოროტების ჩადენაში. სწორედ ამიტომაა, რომ სტალინის სახელის მოსპობით,
რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა გეოპოლიტიკურ სივრცეს ძლიერ ჯავშანს მოხსნიან, რის შემდეგაც
ჩვენი დამარცხება არც ისე ძნელი იქნება.

– ჯავშნის მოხსნაში, თქვენ, ალბათ, დეიდეოლოგიზაციას გულისხმობთ, ხომ, პროფესორო?

– დიახ, ეგრეთ წოდებულ დესტალინიზაციას, რომელიც დასავლური იდეოლოგიის მამებმა


შემოგვიგდეს, სინამდვილეში კი ჩვენი ერის გახრწნა-განადგურების ერთ-ერთი უმთავრესი
შემადგენელი ნაწილია და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ქართველებმა, სამწუხაროდ, ეს დაუშვეს
და უარყოფით შედეგებს უკვე იმკიან: მათ გაუმწვავდათ ჩვენთან ურთიერთობა, თავი წამოყვეს
ყოვლად უზნეო, ამორალურმა არსებებმა; რაც მთავარია, ქართველ ახალგაზრდებს უმალავენ
თავიანთ ისტორიას და არასწორ ზნეობრივ და პოლიტიკურ ორიენტირებს უსახავენ მათ. აი,
რატომ მაღელვებს დღევანდელი ქართული სინამდვილე. გამორიცხული არ არის, რომ სულ
რაღაც ოციოდე წელიწადში ამერიკულ, ანტირუსულ და, პირველ ყოვლისა, ანტიქართულ
იდეოლოგიაზე გაზრდილმა გენეტიკურმა ქართველებმა რუსეთზე გალაშქრება მოინდომონ
დემოკრატიის დროშის ქვეშ, რითაც თავსაც დაიღუპავენ და არც ჩვენ დაგვადგება კარგი დღე.
განა იმიტომ, რომ ისინი ჩვენ სამხედრო გზით რამეს დაგვაკლებენ – არა, უბრალოდ, ღმერთი არ
გვაპატიებს ერთმორწმუნე, მართლმადიდებელი ძმების განადგურებას. ღმერთი კი არსებობს და
ზემოდან გვიყურებს. ის ელოდება, როდის მოვალთ გონს როგორც ჩვენ, ასევე ქართველები.

– ჩვენ რა შუაში ვართ, პროფესორო. გონს ქართველები უნდა მოვიდნენ. რა, ჩვენ ვუბიძგეთ მათ
ამერიკის მოკავშირეობისკენ?

– სწორედაც რომ ჩვენ ვუბიძგეთ. საჭირო არ იყო სეპარატიზმის გაღვივება და ზემოდან ყურება.
საქართველოში ჩვენს ჯარს, მართლაც უნდა დაეცვა სტაბილურობა და წესრიგი და არავითარ
შემთხვევაში არ უნდა დახმარებოდა სეპარატისტებს. ასეთ შემთხვევაში საქართველოც ერთიანი
და განუყოფელი იქნებოდა და იქ დღემდე იდგებოდა ჩვენი ჯარი.

– ჩვენები იქ ისედაც დგანან.


– კი, დგანან, მაგრამ, როგორც ოკუპანტები. ოკუპანტები კი, ადრე თუ გვიან, მაინც ტოვებენ
ოკუპირებულ ტერიტორიებს და გამოდიან იქიდან – ამას მთელი პასუხისმგებლობით
გეუბნებით.

– გასაგებია. რას გვთავაზობთ?

– რას და, ახალ ქართულ მთავრობასთან კავშირების რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად
აღდგენას. ქართველებს საგარეო პოლიტიკური ვექტორი უნდა შევაცვლევინოთ. ამისთვის კი
მათ მყარი გეოპოლიტიკური გარანტიები უნდა მივცეთ.

– უბრალოდ რომ ვთქვათ, მათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დავუბრუნოთ?

– აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ.

– მერედა, რას ვეუბნებით აფხაზებსა და ოსებს?

– ამის წინააღმდეგნი არც ისინი იქნებიან. კარგი ცხოვრება მათაც უნდათ და მათაც მობეზრდათ
არეულობა, კრიმინალი და მათხოვრული ყოფა. მთავარია, სწორი დიპლომატიური სვლა
გაკეთდეს და ყველაფერი მალევე მოგვარდება. ჩვენ, რუსებს, ისევე, როგორც ქართველებს, ბევრი
ავტორიტეტული პიროვნება გვყავს, ვისაც მოუსმენენ და დაუჯერებენ.

– კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, პროფესორო, ამ კადნიერებისთვის, მაგრამ, რომ არ გითხრათ,


არ შემიძლია, – ვუთხარი პროფესორს.

– ბრძანეთ, ჩემო მეგობარო. ნამდვილად არ მეწყინება.

– ძვირფასო პროფესორო, თქვენი სიტყვები პოლიტიკური მიამიტობა მგონია.

– უფრო პოლიტიკური რომანტიზმი, – მითხრა პროფესორმა, – მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემო კარგო,


რომ ეს პოლიტიკური რომანტიზმი სავსებით რეალურად განსახორციელებელია და,
უპირველესად, ამას ჩვენი მთავრობის ნება სჭირდება, საქართველოს ახალი ხელმძღვანელობა კი
ამაზე უარს არ იტყვის.

ქართველების ფან რუს პროფესორთან ჩემი დიალოგი ასე დასრულდა და ამ საკითხს აღარ
შევხებივართ, რადგან, იმ ბინაში შეკრებილი საზოგადოება პოლიტიკიდან კულტურაზე, უფრო
სწორად კი – კლასიკურ მუსიკაზე გადაერთო და ერთმა ძალიან ცნობილმა თანამედროვე რუსმა
მუსიკოსმა ბეთჰოვენის ძალიან ცნობილი ნაწარმოები შეასრულა...

– ბრავო, მაესტრო, ბრავო! – გაისმა უზარმაზარ სასტუმრო ოთახში, როდესაც ბოლო აკორდები
მიილია და იქაურობა წამით სიჩუმემ მოიცვა.

ზემოხსენებული შეკრება საქველმოქმედო იყო და მის მიზანს წარმოადგენდა ერთი ძალიან


ცნობილი ისტორიული ძეგლის რესტავრაციისთვის ფულის შეგროვება. მე იმ შეკრებაზე
ბიზნესმენის სტატუსით ვიმყოფებოდი. ჩემ გარდა იქ ერთი ცნობილი კრიმინალიც იმყოფებოდა
და სწორედ ამ კაცის ლიკვიდაციის შეკვეთა მქონდა მიღებული – მე ის იმ ბინაში უნდა მომეკლა,
რადგან, სხვაგან ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელი იყო – ობიექტი კარგად იყო დაცული და
თავის ციხესიმაგრესავით სახლს თითქმის არასოდეს ტოვებდა.

შეკვეთა, ტრადიციულად, ეფექტურად შევასრულე: სპეცკალმისტრიდან გასროლილი ტყვია მას


მარცხენა თვალში მოხვდა და ტვინი გაასხმევინა. მე კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის
მიხედვით, დავტოვე რუსული ბომონდის „ტუსოვკა“ და ჯერ სხვენში ავედი, იქიდან სხვა
სადარბაზოში გადავედი და, სპორტულ სამოსში გამოწყობილმა, ველოსიპედით ჩავუარე უკვე
მოკლული კრიმინალის დაცვის „ჯიპებს“, რომლებიც ეზოში იდგნენ და მას ელოდნენ.

კრიმინალური ავტორიტეტის, განსაკუთრებით კი – კანონიერი ქურდის ლიკვიდაცია,


ყოველთვის დიდ რისკთანაა დაკავშირებული და ასეთ ქმედებას ყოველთვის საპასუხო ქმედება
ან ასეთი ქმედების მცდელობა მოჰყვება ხოლმე. მოკლულის ახლობლები ყოველთვის ეძებენ
როგორც მკვლელობის შემკვეთებს, ასევე შემსრულებლებს და, ცდილობენ, სამაგიერო
გადაუხადონ მათ. კანონიერ ქურდებს დიდი ფინანსები და ფართო კავშირები აქვთ. ამიტომ,
ხშირ შემთხვევაში ისინი იგებენ მკვლელების ვინაობას და უსასტიკესად უსწორდებიან. თუმცა,
ჩემ მიერ მოთხრობილ ამბავს ჩემთვის ზიანის მოტანა თითქმის არ შეუძლია, რადგან მე არანაირი
კვალი არ დამიტოვებია და, შემკვეთზეც რომ გავიდნენ, ჩემს ვინაობას მაინც ვერ დაადგენენ იმ
უბრალო მიზეზის გამო, რომ შემკვეთი მე არ მიცნობს. თუმცა, გამორიცხული არაფერია და
მავანს, შეიძლება, ჩემი სიტყვები ტრაბახადაც კი მოეჩვენოს. მაგრამ, ეს ტრაბახი კი არა, ჩემი
პროფესიონალიზმისა და დიდი გამოცდილების შედეგია.

მე, როგორც მარტოხელა შემსრულებელი, არავის ვუმხელ ჩემს საქმეებს და ჩემი მოხელთება
თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ერთ-ერთი მსგავსი ლიკვიდაციის შემდეგ, რომელიც „კაგებეს“
დავალებით განვახორციელე, მოკლულის კოლეგებმა ჩემი პიროვნება დაადგინეს და „აბაროტის
აღება“ სცადეს.

ობიექტი მე ტაშკენტში მოვკალი სნაიპერული შაშხანიდან და, შჩუკინის თხოვნით ჯერ მოსკოვში
ჩავედი და ანგარიში ჩავაბარე, შემდეგ კი ჩემს მოსკოვურ ბინაში წავედი დასასვენებლად. ღამე იქ
გავათიე, დილით კი ტაქსი გამოვიძახე და აეროპორტში გავემართე, რომ თბილისში
დავბრუნებულიყავი. ერთი კვარტალიც არ მქონდა გავლილი, რომ კალინინის გამზირზე „კუდი“
შევნიშნე. თეთრი ფერის „ჟიგული“ ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით, ფრთხილად
მოგვყვებოდა. მძღოლს მანევრები გავაკეთებინე და რომ დავრწმუნდი, არ ვცდებოდი, მარშრუტი
შევცვალე. მერე ტაქსი ერთ მიყრუებულ ქუჩაზე გავაჩერებინე, ფული გადავუხადე და „კაგებეს“
კონსპირაციულ ბინაში შევედი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, თავის შესაფარებლად
მქონდა გამოყოფილი და მის შესახებ მხოლოდ შჩუკინმა და მუხინმა იცოდნენ.

„კუდი“ სულ სამი იყო: ორი ჩემს მოსაძებნად გადმოვიდა, მესამე კი „06-ის” საჭესთან დარჩა.
თავდაპირველად ვერ მივხვდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მოთვალთვალეები. აბა, რას
წარმოვიდგენდი, თუ სულ რაღაც 48 საათის წინ მოკლული კრიმინალის ახლობლები სამაგიეროს
გადასახდელად მომაკითხავდნენ, მით უფრო, რომ ჩემი დავალების შესახებ მხოლოდ „კაგებეში“
იცოდნენ, თანაც, ძალიან ცოტა და სანდო ადამიანებმა.
მოთვალთვალეებმა, კონსპირაციული ბინის კარი ქურდული პროფესიონალიზმით, უხმაუროდ
გააღეს და მაყუჩიანი პისტოლეტებით შეიარაღებულები, ფეხაკრეფით შემოვიდნენ. ორივე
თვალის დახამხამებაში განვაიარაღე, ერთ-ერთი მათგანი რადიატორზე მივაბი, მეორეს კი წიხლი
ყელზე დავაჭირე, იარაღი მივუშვირე და ვკითხე:

– ვინ ხართ და ვინ გამოგგზავნათ?

– წადი, შენი დედაც! – მომაგინა რადიატორზე მიბმულმა. მე კი მას მშვიდად ვუთხარი:

– ეგ სიტყვები აღარ გაიმეორო, თორემ სამუდამოდ დაგადუმებ.

– წადი, შენი დედაც! – გაიმეორა მიბმულმა. მე მას მაყუჩიანი პისტოლეტიდან ტვინი


გავასხმევინე, პირველს მივუბრუნდი, რომელსაც სახეზე ცარცისფერი ედო და ვუთხარი:

– თუ გაჯიუტდები, შენც უკან მიგაყოლებ...

მოთვალთვალემ კითხვა აღარ დამასრულებინა და სხაპასხუპით მითხრა:

– თქვენს მოსაკლავად გამოგვგზავნეს. ჩვენ ქურდული მასტები ვართ, თქვენზე კი ვიღაც


პოლკოვნიკმა სომოვმა გაგვიყვანა.

ჩემს ყურებს არ ვუჯერებდი, რადგან პოლკოვნიკი სომოვი „კაგებეს“ ტექნიკური


უზრუნველყოფის განყოფილებაში მუშაობდა და საიმედო თანამშრომლად ითვლებოდა. ჩემი
დავალების შესახებ კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ იცოდა, რომ ტაშკენტში „კაგებეს“
ვერტმფრენით გადავფრინდი და მან პირადად უზრუნველყო ეს.

გვარი რომ გავიგე, მეორე მოთვალთვალეც პირველთან „გავგზავნე“. შემდეგ მესამეც მივაყოლე,
რომელიც „ჟიგულიში“ იჯდა და მაშინვე სომოვისკენ გავემართე ქალაქგარეთ, „კაგებეს“
ტექნიკური უზრუნველყოფის ბაზაზე. სომოვის კაბინეტში რომ შევედი, პოლკოვნიკს სახე
დაეჯღანა, რადგან იმ მომენტისთვის უკვე მკვდარი უნდა ვყოფილიყავი და მან ეს იცოდა.
თუმცა, სომოვმა თავს ძალა დაატანა, გამიღიმა და მკითხა:

– კოკი, ხომ მშვიდობაა?

– ამხანაგო პოლკოვნიკო, პირადად შჩუკინმა მთხოვა თქვენი ლუბიანკაზე მიყვანა და სასწრაფოდ


უნდა გავემგზავროთ მოსკოვში.

– ხომ არ მაპატიმრებენ? – შიშნარევად გამეხუმრა პოლკოვნიკი, მე კი მივუგე:

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, რაღაც საიდუმლო მისიისთვის ტექნიკური უზრუნველყოფაა


საჭირო.

სომოვმა „ჭამა“. მეტი არაფერში დაეჭვებულა და სამსახურებრივი „ვოლგის“ საჭეს მიუჯდა. მე


გვერდით დავუჯექი და მოსკოვისკენ ავიღეთ გეზი. ორიოდე კილომეტრი რომ გავიარეთ და
ხშირი ტყის მასივის ზონაში შევედით, სომოვი გავთიშე და მანქანა ტყეში შევიყვანე. პოლკოვნიკი
აზრზე რომ მოვიდა, ვუთხარი:
– კიდევ ვინ იცის ჩემ შესახებ?

პოლკოვნიკი კარგად მიცნობდა, მიხვდა, რომ ჩემთან თამაში მას მხოლოდ ტანჯვა-წამებას
მოუტანდა და მითხრა:

– მეტი არავინ.

– რატომ გამყიდე?

– ორი რამის გამო: პირველი – ობიექტი ჩემი ცოლის ნათესავი იყო; მეორე – დიდი ფული
გადამიხადეს.

– რამდენი მოგცეს?

– ხუთი ათასი მანეთი.

– მშვიდობით, იუდა, – ვუთხარი პოლკოვნიკს, შემდეგ შუბლი გავუხვრიტე, მანქანიდან


გადმოვედი და მოსკოვში გავემგზავრე.

ლუბიანკაზე მას მერე მივედი, რაც შჩუკინს კონსპირაციული ტელეფონიდან დავურეკე. მის
კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მკითხა:

– რა მოხდა?

მე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:

– ახლა კი შეგიძლიათ, დამაპატიმროთ.

– დაგაპატიმრო? კი მაგრამ, რისთვის? შენ სწორად მოიქეცი, მე ბოლომდე გენდობი, სომოვი კი


ჯანდაბას წაუღია, კრიმინალები – მით უმეტეს. იუდები და ბოროტმოქმედები რაც უფრო შორს
იქნებიან ჩვენგან, მით უკეთესი. ამიტომ, წადი და დაისვენე, ყველაფერი რიგზეა. ნახვამდის.

– ნახვამდის, ვიქტორ იაკოვლევიჩ, გმადლობთ, – ვუთხარი შჩუკინს. ლუბიანკიდან წამოვედი და


რამდენიმე საათში უკვე თბილისში ვიყავი.

– დაიღალე, ძვირფასო? – მკითხა ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ, რომელსაც ეგონა, რომ ხუთი
დღით უკრაინაში მყავდა წაყვანილი ფრანგი ტურისტები, რომლებსაც იმ რესპუბლიკას
ვაცნობდი.

– ისე რა, – მივუგე მერიკოს და ვკითხე, – როგორ ხართ, ბავშვები სად არიან?

– გელოდნენ და ჩაეძინათ.

– აი, ეს თქვენ, – მერიკოს მოსკოვიდან ჩამოტანილი სუვენირები მივეცი, რომლებიც სავალუტო


მაღაზია „ბერიოზკაში“ მქონდა ნაყიდი. ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ ყოველი მივლინების
შემდეგ მე მათთვის იმპორტული საჩუქრები ჩამომქონდა.
როგორც არაერთხელ მითქვამს, ოჯახი ჩემი პრიორიტეტი იყო ყოველთვის და, მზად ვიყავი,
თავი გამეწირა მათთვის. მართალია, „კაგებეში“ ვმუშაობდი და უაღრესად იდეოლოგიზებული
ვიყავი, მაგრამ ზომბირებული არასდროს ვყოფილვარ და ჩემთვის წმიდათაწმიდა იყო ჯერ
ოჯახი, შემდეგ – სამსახური, რომელიც სამშობლოსთან იყო გაიგივებული და ბოლოს –
ყველაფერი დანარჩენი. ჩემდა საბედნიეროდ, ჩემი ოჯახისა და სამსახურის ინტერესები
არასდროს გადაკვეთილა და, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ მხრივ აშკარად გამიმართლა.
საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება თითქმის ყოველდღე სიკვდილის
ზღვარზე დავდივარ, ბედნიერი და რეალიზებული ადამიანი ვარ, თუმცა, არავის ვურჩევ ჩემს
ბედს და, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩემი პროფესიის ყველა ადამიანი ჩემსავით წარმატებულია.

კოჯრის სპეცსკოლას რომ ვამთავრებდი, ერთ-ერთმა უხუცესმა ინსტრუქტორმა მირჩია:

– იცოდე, რომ შენ „კაგებეს“ ლიკვიდატორი ხარ, ასე ვთქვათ, მოსიარულე გვამი, რომელსაც
ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი ჰყავს ჩასაფრებული და ამ ფილოსოფიით უნდა იცხოვრო, თუ გინდა,
რომ ცოცხალი გადარჩე. ასე კი ბედნიერი ვერ იქნები და არც უნდა ესწრაფოდე ბედნიერებას.
როგორც კი ბედნიერებისკენ სწრაფვას დაიწყებ, მაშინვე თავს წააგებ და სიკვდილი გაჯობებს, –
ინსტრუქტორმა პაუზა გააკეთა, მოჭუტული თვალებით შემათვალიერა, ჩაეცინა და დაამატა –
არა, სიკვდილს მაინც ვერსად გაექცევი, ის ბოლოს მაინც მოვა და თავისას იზამს. მაგრამ, რაც
უფრო გვიან მოხდება ეს, მით უკეთესი შენთვის. აი, მე თითქმის ოთხმოც წელს მივაღწიე და
ჯერაც ცოცხალი ვარ. არადა, თითქმის სამოცი წელიწადი უფსკრულის პირას გავდიოდი, მაგრამ,
გადავრჩი. იცი, რატომ?

– რატომ? – ვკითხე ინსტრუქტორს.

– იმიტომ, კოკი, რომ ბედნიერებისკენ არასოდეს ვისწრაფოდი – ცოლ-შვილი არასდროს მყოლია


და საქმის გარდა არაფერი მაღელვებდა.

– თქვენი აზრით, ბედნიერება მხოლოდ ცოლ-შვილის ყოლაა?

– ცოლ-შვილი და კარგი ოჯახი თავისთავადაა ბედნიერება. ადამიანის დანიშნულება, მისი არსი,


რისთვისაც ის ღმერთმა შექმნა, სწორედ ესაა, – მითხრა ინსტრუქტორმა, რომელსაც უამრავი რამ
ჰქონდა ცხოვრებაში გამოცდილი და ნანახი საკუთარი ოჯახის გარდა და, რომელმაც
აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა ადამიანის დანიშნულება.

– განა ბედნიერება არაა ის, რომ ამდენი ხიფათის შემდეგ კვლავ ცოცხალი ხართ? განა სიცოცხლე
ბედნიერება არ არის? – ვკითხე მას.

– მარტო სიცოცხლე არა, ცოლ-შვილთან ერთად სიცოცხლე და გახარება – აი, რა არის ჭეშმარიტი
ბედნიერება. ამიტომ, ჩემო კარგო, მყარი არჩევანი უნდა გააკეთო ბედნიერებასა და პროფესიას
შორის. მერწმუნე, შენი პროფესია ნამდვილად ვერ მოგიტანს ბედნიერებას, მაგრამ, კარგი
მეოჯახე და კარგი პროფესიონალი ერთდროულად ვერ იქნები და ორივეს რომ წაეპოტინო,
ორივეში ხელი მოგეცარება.
ინსტრუქტორთან ლაპარაკი იმით დასრულდა და, მისადმი პატივისცემის გამო, აღარ
შევკამათებივარ. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ოჯახურ ცხოვრებასაც ავაწყობდი,
სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმატებით გავუძღვებოდი და ბედნიერიც ვიქნებოდი. ისე
აგიხდათ ყველა სიკეთე, როგორც მე ეს ამიხდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბედნიერი
ადამიანი ვარ. თუმცა, აქვე დავამატებ: იმ მოხუც ინსტრუქტორს აბსოლუტურად ვეთანხმები და
მე მაგალითად ვერ გამოვდგები – მე უფრო გამონაკლისი ვარ, ვიდრე წესი. ხოლო ჩვენი
წესებისამებრ კი, ან პროფესია უნდა აირჩიო, ან – ოჯახი. სამწუხაროდ, მე თავისუფალი არჩევნის
საშუალება არ მქონია და, ყველაფერი თავიდან რომ იწყებოდეს და არჩევნის საშუალება მომეცეს,
ჩემს ახლანდელ პროფესიას ახლოსაც არ გავეკარებოდი. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, თუ რა გზას
დავადგებოდი იმ შემთხვევაში, თუკი „კაგებეში“ არ ვიმუშავებდი. რა გზას და, შექსპიროლოგიას
გავყვებოდი და შევეცდებოდი, მწვერვალისთვის მიმეღწია ამ საქმეში. ერთხელ ეს ჩემი სურვილი
შჩუკინს გავუზიარე. მას კი გაეცინა, თავი გააქნია და მითხრა:

– არავითარი შექსპიროლოგია, ჩემო კარგო, თუმცა, არც ამ საქმეში ხარ უკანასკნელი. შენი
ნამდვილი მოწოდება სამშობლოს სამსახურია, რაშიც დიდი ხანია, ოლიმპოს მწვერვალზე ხარ
და, სანამ ცოცხალი იქნები, არა მგონია, რომ ვინმეს დაუთმო პირველობა.

შჩუკინის სიტყვებზე ჩამეცინა და მივუგე:

– საქმე ისაა, რამდენ ხანს ვიცოცხლებ. ჩემი პროფესიის ადამიანები, როგორც ვიცი, დიდხანს არ
დადიან ამქვეყნად.

ეს საუბარი რომ შედგა, „კაგებეში“ მუშაობის ათწლიანი სტაჟი მქონდა. შჩუკინთან


ახლომეგობრული დამოკიდებულება მქონდა და ჩვენი ურთიერთობები იმაზე მეტი იყო, ვიდრე
„კაგებეს“ გენერლისა და კაპიტნის. ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– სტალინის დრო რომ იყოს, გაციმბირება არ აგცდებოდა, – შემდეგ გაეცინა და დაამატა –


აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები, ყოველგვარი ირონიის გარეშე. ახლავე ვწერ ბრძანებას
და სპეცოპერაციების დაგეგმვის სამმართველოს უფროსად გნიშნავ, თანაც, მაიორის ჩინზე
წარგადგენ და, საერთოდ, მგონი, დროა, მშვიდ ცხოვრებას შეუდგე.

შჩუკინს გავუღიმე, თავი გავაქნიე და ვუთხარი:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ხომ იცით, რომ კაბინეტური მუშაობა საჩემო საქმე არ არის! თუ ამას
მიპირებთ, მაშინ, ტაბელური იარაღი ამოიღეთ და შუბლში მესროლეთ!

– ეგ კარგს არაფერს მოგვიტანს, – მომიგო შჩუკინმა, – მე შენი უფროსი ვარ და სრული უფლება
მაქვს, გაგამწესო იქ, სადაც საჭიროდ ჩავთვლი. ამჟამად კი მიმაჩნია, რომ კაბინეტური მუშაობა
უფრო შეგეფერება. ამიტომ, ახლავე ვწერ ბრძანებას და გაწინაურებ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი „კაგებეშნიკურ“ ტრიუკს მიმართავდა


და ასე იმიტომ იქცეოდა. თუმცა, მე რომ წინააღმდეგობა არ გამეწია, „კაგებეს“ აპარატში
დაწინაურება მართლაც არ ამცდებოდა. ამიტომ, პაუზა გავაკეთე და შჩუკინს მტკიცედ ვუთხარი:
– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ან იმავე სტატუსით მტოვებთ, ან „კაგებედან“ მივდივარ!

– „კაგებედან“ წასვლა ასე მარტივად არ ხდება, მით უმეტეს, შენი სტატუსის თანამშრომლისთვის.
ამიტომ, ჯერ კარგად გააანალიზე ყველაფერი და პასუხი შემდეგ გამეცი.

– ეს ჩემი საბოლოო სიტყვაა, ამხანაგო გენერალო: ან ძველი სტატუსით ვიმუშავებ, ან


სამსახურიდან წავალ, ან დამაპატიმრეთ და დამხვრიტეთ...

– კარგი, კარგი, ნუ ცხარობ, – გაეცინა შჩუკინს, – შენი სიტყვების მერე ვიფიქრე, რომ ძველი
სამუშაო არ მოგწონდა და კაბინეტი ამიტომ შემოგთავაზე, თორემ, შენზე უკეთესს ამ საქმეში სად
ვიპოვით?

მართალია, შჩუკინთან ახლობლური დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ, „კაგებე“ მაინც „კაგებეა“


და ასეთი თავისუფალი ლაპარაკი, მით უმეტეს – ლუბიანკის კედლებში, დაუშვებელი იყო.
ამიტომ, შჩუკინს გამოვეჯგიმე და მოვახსენე:

– ზედმეტი მომივიდა, ამხანაგო გენერალო... ბოდიშს გიხდით! მზად ვარ ნებისმიერი რთული
დავალების შესასრულებლად!

– კარგი, კარგი, ოფიციალურობა არაა საჭირო. ჩვენ კვლავ ძველი ურთიერთობა გვაქვს, –
გამიღიმა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – რადგან კაბინეტზე უარს ამბობ, დარჩი სუპერმენად, მაგრამ,
დღეიდან მაიორი სუპერმენი იქნები.

შჩუკინს კვლავ გამოვეჯგიმე:

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!

ეს საუბარი რომ შედგა, საბჭოთა კავშირის დაშლაზე აშკარა ანტისაბჭოელებიც კი არ


ფიქრობდნენ. შჩუკინმა ჩემი სიტყვები ბოლომდე მოისმინა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა:

– წოდების მომატებას გილოცავ, მაიორო! თავისუფალი ხარ. წადი, დაისვენე და ქვეყნის


სამსახურისთვის მოემზადე.

ქვეყნის სამსახურისთვის ყოველთვის მზად ვიყავი. ყოფილა შემთხვევები, რომ ფორმაში არ


ვყოფილვარ, მაგრამ დავალების შესრულებაზე არასდროს მითქვამს უარი.

ერთ საშინელ ზამთარს მოსკოვში გამომიძახეს. მეკავშირემ მითხრა:

– დრო არ ითმენს. თქვენთვის რეაქტიული თვითმფრინავია გამზადებული ვაზიანში და


მოსკოვში ჩაფრენას ერთი საათიც არ მოუნდებით.

– კეთილი. როდის უნდა გავფრინდე?

– ახლავე, – მითხრა მეკავშირემ და ორმოცდაათიოდე მეტრში მდგარი „ვოლგა“ დამანახვა –


თქვენ გელოდებათ, რომ ვაზიანში მიგიყვანოთ.
მეკავშირეს პლეხანოვზე შევხვდი, ჩემი სახლიდან სულ რაღაც ორასიოდე მეტრში მდებარე
სახინკლეში, რომელიც დღეს აღარ არსებობს და იქ ამჟამად რაღაც კომერციული დაწესებულებაა.
სახლიდან მოულოდნელი გაუჩინარება არ მინდოდა და მეკავშირეს ვუთხარი:

– მაქსიმუმ თხუთმეტ წუთში მზად ვიქნები.

– კეთილი, გელოდებით, – მეკავშირემ საათს დახედა და დაამატა – დრო არ ითმენს.

სახლში მივირბინე და, რადგან მერიკო სამსახურში იყო, ბავშვები კი – სკოლაში, წერილი
დავტოვე: „სასწრაფოდ მოსკოვში მივფრინავ,. დელეგაციას უნდა დავხვდე. სამ-ოთხ დღეში
ჩამოვალ. გკოცნით. წამლები მიმაქვს...“

გრიპი შემეყარა და წამლები იმიტომ ვახსენე წერილში. 39 გრადუსი სიცხე მქონდა, როდესაც
მეკავშირემ შეხვედრაზე მიხმო... უკან რომ დავბრუნდი, მეკავშირე უკვე „ვოლგაში“ იჯდა.
გვერდით რომ მივუჯექი, მითხრა:

– სამი წუთით ადრე მოხვედით.

ვაზიანში ძალიან სწრაფად მივედით და სამხედრო-რეაქტიულ თვითმფრინავში ჩავჯექი.


ორმოცდახუთიოდე წუთში უკვე მოსკოვის ერთ-ერთ სამხედრო აეროდრომზე დავეშვით. იქ სხვა
„ვოლგა“ მელოდა, ოცი წუთის შემდეგ კი უკვე ლუბიანკაზე ვიყავი და შჩუკინის კაბინეტში
შევდიოდი.

– როგორ ხარ, კოკი, ხომ არ შეგცივდა?

თბილისში მინუს 15 გრადუსი იყო. მოსკოვში კი – მინუს 30 და შჩუკინს მივუგე:

– თბილისთან შედარებით ცოტა გრილა.

– ფორმაში ხომ ხარ?

რომელ ფორმაზე იყო ლაპარაკი, როცა ფეხზე დგომა მიჭირდა, თვალებში მიბნელდებოდა და
ძვლებში მამტვრევდა. აშკარა იყო, სიცხემ კიდევ უფრო ამიწია, თუმცა, მთელი ნებისყოფა
მოვიკრიბე, რომ არაფერი შემტყობოდა და მივუგე:

– დიახ. კარგ ფორმაში ვარ. რა დავალება მაქვს შესასრულებელი?

– „კაჭკაჭი“ კავშირზე გამოვიდა და შეხვედრას ითხოვს – რიოში, „ფლამენკოსთან“, დღის 2


საათზე, – მითხრა შჩუკინმა და საათს დახედა, – სულ რაღაც რვა საათი დარჩა. აი, ამიტომ
ჩამოგიყვანეთ ასე სასწრაფოდ. ის მხოლოდ შენ გიცნობს და რიოში უნდა გაფრინდე.

– მოვასწრებ? – ვკითხე შჩუკინს.

– ჩვენი ულტრათანამედროვე ზებგერითი „ილი“ სამ საათში ჩაგიყვანს იქ. თუმცა, ჩამოხტომა
მოგიწევს და თუ იჩქარებ, „ფლამენკოსთან“ დანიშნულ დროს მიხვალ.
„კაჭკაჭი“ ჩემ მიერ გადაბირებული „ცეერუს“ ოფიცერი იყო, რომელსაც რამდენჯერმე შევხვდი
მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მან ჩვენ საკმაოდ ფასეული ინფორმაციები მოგვაწოდა.
შემდეგ ის მოულოდნელად გაქრა და ვფიქრობდით, რომ „ცეერუმ“ გაშიფრა და დააპატიმრა.
თუმცა, ისევე მოულოდნელად გამოჩნდა, როგორც გაქრა. გამგზავრების წინ შჩუკინმა მითხრა:

– ფრთხილად, ჩემო კოკი, გამორიცხული არ არის, რომ ეს შეხვედრა „ცეერუს“ ხაფანგი იყოს.
დამზღვევები, რა თქმა უნდა, გეყოლება, მაგრამ, ყველაფერი მაინც შენზეა დამოკიდებული და,
აბა, შენ იცი...

რიოს თავზე თვრამეტი კილომეტრის სიმაღლეზე მივფრინავდით, როცა პილოტმა გადახტომის


ნიშანი მომცა და ოკეანის თავზე სპეციალური პარაშუტით დავეშვი, რომელშიც სათადარიგო
ყუთი, ყუთში კი გასაბერი საცურაო აღჭურვილობა და პატარა ნავი იყო მოთავსებული.
პარაშუტი ათასი მეტრის სიმაღლეზე გავხსენი და, წყალზე რომ დავეშვი, ჯერ პარაშუტი ჩავძირე,
შემდეგ სპეცმოწყობილობა მოვირგე, ნავი სპეციალური კაფსულით გავბერე და ნაპირისკენ ავიღე
გეზი, რომელიც სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. ნაპირამდე ათასი მეტრის
დაშორებით ნავიც ჩავძირე და გზა ყვინთვით განვაგრძე. ნაპირამდე ასიოდე მეტრის დაშორებით
კი საყვინთავი მოწყობილობაც ჩავძირე, ჩვეულებრივ ცურვაზე გადავედი და დღის თორმეტი
საათი სრულდებოდა, კოპაკაბანას პლაჟზე რომ ამოვედი და ჩრდილისკენ გავემართე, სადაც
მეკავშირე მელოდა. ის მომიახლოვდა და, პაროლები რომ გავცვალეთ და მითხრა:

– აი, იმ მწვანე შეზლონგზე რომ ტანსაცმელია, ის ჩაიცვით. საფულეში 2 000 დოლარი და პაოლო
სანტოსის სახელზე დამზადებული პასპორტია, რომელშიც თქვენი სურათია ჩაკრული.
შეხვედრამდე ორი საათი დარჩა. ორი ჯგუფი დაგაზღვევთ, რომლებიც „ფლამენკოს“
შორიახლოს იქნებიან განლაგებულნი. ყოველი შემთხვევისთვის, „ფლამენკოდან“ ორასი მეტრის
მოშორებით, სამორინე „შუაღამესთან“ თეთრი „მერსედესი“ დგას. გასაღები საბარგულშია და
შეგიძლიათ, ისარგებლოთ.

მეკავშირეს დავშორდი და პლაჟის სამოსში გამოვეწყვე. შემდეგ კაფეში დავჯექი, მსუბუქი


კოქტეილი შევუკვეთე და ოკეანეს გავხედე, რომელიც ხან შავი იყო, ხან თეთრი და ჩემ წინ ისე
ტრიალებდა, როგორც ტურბოპროპელერი... ეს არც იყო გასაკვირი, რადგან, აშკარად ვგრძნობდი,
რომ სიცხემ 40 გრადუსს ზემოთ ამიწია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტაც და ჯერ გული
წამივიდოდა, შემდეგ კი სულსაც გავაცხებდი.

სულ რაღაც თორმეტი საათი იყო გასული მას მერე, რაც დათოვლილი თბილისიდან, სადაც
მინუს 15 გრადუსი იყო, ჯერ მინუს ოცდაათგრადუსიან მოსკოვში ჩავფრინდი, იქიდან კი – პლუს
ორმოცგრადუსიან რიო-დე-ჟანეიროში. ასეთ მკვეთრ კლიმატურ ცვლილებებს ასეთ მოკლე
დროში აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანიც კი ვერ გაუძლებდა, მე კი, მაღალსიცხიანმა,
გრიპიანმა, ათი ათასი კილომეტრი ვიფრინე და წამიც არ მიძინია, თან, ერთი აბი წამალიც კი არ
მიმიღია.

– სენიორ, ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს? – მკითხა კაფეს მიმტანმა მულატმა გოგონამ, რომელიც
დაჟინებით მიყურებდა.
– გადავიღალე და თავი მტკივა. მგონი, სიცხეც მაქვს. რამე სიცხის დამწევი საშუალება ხომ არ
გექნებათ? – ვკითხე მიმტანს, რომელმაც ორი ცალი ვარდისფერი აბი მომიტანა და მითხრა:

– აი, სენიორ, ჩაყლაპეთ და სულ რაღაც ათ წუთში კარგად იქნებით.

აბები ჩავყლაპე, წყალი დავაყოლე და გოგონას ოცდოლარიანი ჩავუდე ჯიბეში, თან დავაყოლე:

– გმადლობთ, ლამაზო.

– თქვენც გმადლობთ, სენიორ. მე ანა-მარია მქვია. თუ კიდევ რამე დაგჭირდათ, ნებისმიერ


მიმტანს უთხარით და დამიძახებს.

– კარგი, ანამარია, ნახვამდის.

– ნახვამდის, სენიორ.

დღემდე არ ვიცი, რა დამალევინა ანა-მარიამ, მაგრამ, ათი წუთიც არ იყო გასული, რომ შვება
ვიგრძენი: ჯერ სიცხემ დამიწია, შემდეგ კი ჰალუცინაციებიც გაქრა. საათს რომ დავხედე,
პირველი საათი სრულდებოდა და „კაჭკაჭთან“ შეხვედრამდე ერთი საათი რჩებოდა.

„კაჭკაჭს“ დანიშნულ დროზე შევხვდი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს „ცეერუს“ მახე არ
ყოფილა. ამდენ ხანს იმიტომ არ გამოდიოდა კავშირზე, რომ მალარია შეეყარა და დიდხანს
მოუწია მკურნალობა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან ფასეული აღმოჩნდა და ეს
მოსკოვში სათანადოდ დააფასეს.

დედაქალაქში რომ დავბრუნდი და შჩუკინს ვეახელი, მან თავი გადააქნია და მითხრა:

– არადა, სულ არ გეტყობოდა, რომ ავად იყავი.

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვითომ ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა გენერალი.

– რას და, შენს მაღალ სიცხეს, რომელმაც ლამის ხელიდან გამოგვაცალა შენი თავი.

– თქვენ რა იცით?

– ანამარია გახსოვს?

– ის ლამაზი მულატკა?

– სწორედაც, – დამიდასტურა შჩუკინმა, – კიდევ კარგი, დროზე მოგისწრო და აბები დაგალევინა.

– ჰო, მართალს ბრძანებთ. კიდევ კარგი, – დავუდასტურე შჩუკინს, გუნებაში კი გავიფიქრე:


„კაგებე“ „კაგებეა“ და მისი ყოვლისმომცველი თვალი ყოველთვის ყველაფერს ხედავს“.

„კაგებე“ რომ უმძლავრესი ორგანიზაცია იყო, ყველამ იცის. თუმცა, ზოგიერთი შეფასება მასზე
გადამეტებული იყო და სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ
„კაგებემ“ საბჭოთა კავშირის დაშლის აღკვეთა ვერ მოახერხა და თავისსავე წიაღში ვერ მოსპო
მოღალატეთა ერთი მუჭა ჯგუფი, რომელმაც ჯერ საბჭოეთის დაშლას შეუწყო ხელი, შემდეგ კი –
ამ უზარმაზარი ქვეყნის გაძარცვას. არადა, ვერც „ცეერუ,“ ვერც „მი-6“ და ვერც ზედ დამატებული
სხვა ძლიერი, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი სპეცსამსახურები, ვერ ფლობდნენ იმხელა
რესურსებსა და შესაძლებლობებს, რაც ჩვენს უწყებას გააჩნდა. მსგავსი რამ ერთხელ შჩუკინს
ვუთხარი, მან კი სინანულით მომიგო:

– ჩვენ ბოლო მოგვიღო ერთმა კარგად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ, რომელსაც „საბჭოთა


კავშირის დაშლა“ ეწოდებოდა, რომელიც ორმოც წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა და
რომელიც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა.

– ჩვენდა სამწუხაროდ, ასეა, – დავეთანხმე შჩუკინს, მან კი მომიგო:

– ჩვენდა სასიხარულოდ კი, ასეთი არნახული მზაკვრობა უკან მიუბრუნდებათ და საბოლოოდ


მაინც სამართალი იზეიმებს, სამართალი კი ჩვენს მხარეზეა და ეს ჩვენმა მტრებმაც კარგად იციან.

– იციან და, როგორ ფიქრობთ, არ ელოდებიან და საწინააღმდეგო ზომებს არ იღებენ?

– რა თქმა უნდა, იღებდნენ, მაგრამ, უკვე გვიანაა. ისინი მთელ მსოფლიოს კალიებივით მოედნენ,
ყველგან ცხვირი ჩაყვეს და ყველას თავი შეაძულეს. მათ, უბრალოდ, ძალები არ ეყოფათ
ყველასთან გასამკლავებლად და, რაც არ უნდა ახალი ცრუ ორგანიზაციები და ახალი
გლობალური მტრის ხატები შექმნან, მათ უკვე აღარავინ არც დაუჯერებს, არც შეიცოდებს და არც
რესურსი ეყოფათ ყველას მოსასყიდად და დასამარცხებლად.

ჩვენი საუბარი რომ შედგა, ბინ ლადენი ახალი ლიკვიდირებული იყო. მივხვდი, რომ გლობალურ
მტრის ხატში შჩუკინი სწორედ მას გულისხმობდა, მაგრამ, მაინც ჩავკითხე:

– ბინ ლადენს გულისხმობთ?

– აბა, მეტი ვის? შენ მაინც ხომ კარგად იცი, რომ ეს ვითომდა მონსტრი თავად ამერიკამ შექმნა და
შემდეგ თავადვე გაანადგურა სწორედ მაშინ, როცა თავად დასჭირდა?! ახლა უკვე მთელი
მსოფლიო იმაზე ლაპარაკობს, რომ ბინ ლადენი ან რამდენიმე წლის წინ მოკვდა ავადმყოფობით,
ან, სულაც, ცოცხალია და უდარდელად ცხოვრობს ამერიკელების პატრონაჟის ქვეშ. პაკისტანის
ვილაზე კი ვიღაც მსგავსი პიროვნება მოკლეს, რომლის იდენტიფიკაციაც არ ადასტურებს, რომ
ის ნამდვილად ბინ ლადენი იყო. აი, ასეა, ჩემო კარგო. ამერიკელებს იაღლიში მოუვიდათ,
როდესაც ლიკვიდირებულის სურათები გამოაქვეყნეს.

შჩუკინი მართალი იყო. ბინ ლადენის სიკვდილთან დაკავშირებულ ბლეფზე მრავალი


კომპეტენტური ადამიანი ლაპარაკობს თვით შეერთებულ შტატებშიც კი და ამით ამ ქვეყნის
მორალური ავტორიტეტი კატასტროფულად ეცემა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ევროპის ერთ-ერთ კურორტზე ძალიან ცნობილ საბჭოთა ემიგრანტს
შევხვდი, რომელიც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკაში, ბოლოს კი
დიდი სკანდალით დატოვა ეს ქვეყანა და ევროპაში გადმობარგდა. მას მე ერთი მისი ძველი
მეგობრის რეკომენდაციით ვეწვიე, რომელმაც დაურეკა და უთხრა:

– შენი გაცნობა და შენთვის ხელის ჩამორთმევა სურს და თუ გეცლება, მცირე ხნით მაინც მიიღე.
– ღვთის გულისათვის, მობრძანდეს, მოხარული ვიქნები, – უპასუხა თავის ძველ მეგობარს
ამერიკიდან გადმობარგებულმა საბჭოთა ემიგრანტმა და შეხვედრის დროც დაასახელა.

შეხვედრაზე დათქმულ დროს მივედი, მასპინძელს მაგრად ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი:

– ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა და თქვენთვის ხელის ჩამორთმევა. სწორედ


თქვენნაირებმა შეცვალეს სამყარო და უკეთესი გახადეს ცხოვრება.

მასპინძელმა ნაღვლიანად გამიღიმა, სახლში შემიპატიჟა და, სავარძელში რომ მოვკალათდი,


მითხრა:

– ამ სამიოდე ათწლეულის წინ მეც თქვენსავით ვფიქრობდი და სამშობლოდან ამიტომ


გავემგზავრე. სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ და გითხრათ, რომ მე და ჩემნაირებმა
მართლაც რომ შევცვალეთ სამყარო, თუმცა, არა უკეთესობისკენ, არამედ – უარესობისკენ.
ამერიკა და ამერიკული ოცნება წმინდა წყლის ბლეფი აღმოჩნდა. რაც შემეხება მე, ერთი მხრივ,
სამშობლოს ვუღალატე და ჩირქი მოვცხე მას, მეორე მხრივ კი სატანურ გეგმას დავუჭირე მხარი
და ისეთი საშინელი პროცესების თანაავტორი გავხდი, რასაც უმოწყალო, ყოვლად
გაუმართლებელი ნგრევა და მილიონობით ყოვლად უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი
მოჰყვა.

– ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ?

– ეეჰ, ჩემო მეგობარო, თქვენ რომ იცოდეთ, რა არის ამერიკა, ყოველ ჩემს სიტყვას ირწმუნებდით.
მე ძალიან დიდხანს ვიცხოვრე ამ ბაბილონის გოდოლში, კარგად შევისწავლე მათი ხრიკები და
საკმაოდ ღრმად ჩავწვდი მათი სიცრუის მანქანის მექანიზმს.

– აბა, რა უნდა გექნათ, თქვენ ხომ გდევნიდნენ საბჭოეთში?

მასპინძელს ჩაეცინა და მომიგო:

– ვისოცკის არ დევნიდნენ? დევნიდნენ და თანაც როგორ! ერთი სული ჰქონდათ, რომ ის


უცხოეთში დარჩენილიყო, რათა თავიანთი პოლიტიკა გაემართლებინათ და ამ გენიოსისთვის
თავზე სულ მეტი და მეტი ლაფი დაესხათ. ვალოდია მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა და
სადაც კი მოისურვებდა, ყველგან გაშლილი ხელებით მიიღებდნენ მას, მაგრამ, სამშობლოს
მიტოვება ერთხელაც არ გაუვლია გულში. მას მე ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან
ვიცნობდი. ამერიკაში ახალი ჩასული ვიყავი, როდესაც შევიტყვე, რომ ვისოცკი და მარინა ვლადი
ამერიკაში იმყოფებოდნენ. ორივე ჩემს ვილაში დავპატიჟე და მათ პატივსაცემად წვეულება
გავმართე. ისინი ორი დღე დარჩნენ ჩემთან. გამგზავრების წინ ვალოდიამ მადლობა გადამიხადა
და მითხრა:

– ჩვენი სამშობლო ერთადერთია დედამიწაზე და, რაც არ უნდა გვაწყენინოს მან, უფლება არ
გვაქვს, ის ტალახში ამოვსვაროთ. გირჩევ, უკან დაბრუნდე და ახლა თუ არ გააკეთებ ამას, იცოდე,
რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გაგიჭირდება ამის გაკეთება. ბოლოს კი, შეიძლება, ისე
მოხდეს, რომ არც აქ დაგედგომებოდეს და არც იქ შეძლო დაბრუნება.
ვალოდიას სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა – ახლა მე არც აქ ვარ და აღარც რუსეთში.
ასე რომ, ჩემო მეგობარო, ის ვერ იქნება დიდი ადამიანი, ვინც თავის სამშობლოს ტალახში
ამოსვრის. არ გააკრიტიკებს, არამედ, ვიმეორებ, ტალახში ამოსვრის. მე და ჩემნაირებმა კი
სწორედ ასეთი სამსახური გავუწიეთ მას და მეეჭვება, რომ მე რუსეთში მიმიღონ.

– თუ გსურთ მაინც სამშობლოში დაბრუნება?

– ძალიან. თითქმის ყოველღამე მესიზმრება ჩემი პატარა ქოხი, სადაც ბავშვობა გავატარე და
ბავშვობაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი მიპყრობს.

– გიპყრობთ და მიიღებთ კიდეც, – მივუგე მასპინძელს, – ილოცეთ, მარადისობაში უნდა


გაემგზავროთ.

– ასეც ვიცოდი, – მწარედ ჩაეცინა ჩემს მასპინძელს, – ახია ჩემზე, ახია... ყველა მოღალატეს ასეთი
ბედი ეწევა და ღალატს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია.

ჩემს მასპინძელს სასიკვდილო განაჩენი ჯერ კიდევ შუა „ზასტოის“ პერიოდში გამოუტანეს
დაუსწრებლად, რადგან, მისმა პროპაგანდისტულმა გამოსვლებმა და პუბლიკაციებმა დიდად
შეუწყო ხელი საბჭოეთის დაქცევას. მაშინ მას ამერიკა მალავდა და ისეთი სიტუაცია იყო
შექმნილი მსოფლიოში, რომ მისი ლიკვიდაცია იმ მომენტში უფრო მეტ ზიანს მოუტანდა
საბჭოთა კავშირს. შემდეგ საბჭოეთი დაინგრა და მისთვის აღარავის ეცალა. ხოლო, როცა
ყველაფერი ჩაწყნარდა და რუსეთმაც ძალების მოკრება დაიწყო, შჩუკინმა შეხვედრა მთხოვა. რომ
მივედი, მითხრა:

– ძველი საქმეებია დასამთავრებელი და, რას იტყვი, დაგვეხმარები?

– რა თქმა უნდა, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – კუდები არასდროს მიყვარდა და, ნებისმიერი
საქმე, ადრე თუ გვიან, უნდა დაასრულო.

შჩუკინმა საქმის არსი გამაცნო და, მას შემდეგ, რაც მოქმედების გეგმა შევიმუშავეთ, მე საქმეზე
გავემგზავრე...

ობიექტი რომ დარწმუნდა, ვინ ვიყავი, არც თავის მართლება უცდია და არც წინააღმდეგობის
გაწევა. მან თავი გააქნია და ნაღვლიანად მითხრა:

– როგორც ჩანს, ჩემი ოცნება ოცნებადვე დარჩება და რუსეთის მიწაში დასაფლავება არ


მეღირსება; შეასრულეთ თქვენი მისია, მე მზად ვარ!

ასეთი ღირსეული ობიექტი არასდროს მყოლია და მის მიმართ სიბრალულმაც კი შემიპყრო.


მაგრამ, საქმე საქმე იყო – ჩემი პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მას გული განუგმირა და
საბჭოეთის დაშლის ერთ-ერთი შემოქმედი ღრმა სავარძელში უსულოდ ჩაეშვა.

ობიექტის მკვლელობამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია. განსაკუთრებით ევროპული


მედია ბობოქრობდა. ყველას თითქმის ერთსულოვნად მიაჩნდა, რომ ის ამერიკელებმა მოკლეს
და თითქმის არავის მიუტანია ეჭვი რუსეთზე. ამერიკელები, რა თქმა უნდა, მწვავედ
აპროტესტებდნენ ამას, მაგრამ, ამით კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებდნენ.

შჩუკინს ამ საქმის შემდეგ რომ შევხვდი, მითხრა:

– აი, ხომ ხედავ, ამ აქციით ორი კურდღელი დავიჭირეთ: ერთი მხრივ, მოღალატე მოვსპეთ,
მეორე მხრივ კი ამერიკელების კომპრომეტაცია მოვახდინეთ და მთელი მსოფლიო მათ
ბრალეულობაზე ლაპარაკობს.

რომ იტყვიან, მსგავსი „გაჩალიჩებები“ ჩვეულებრივი პრაქტიკაა სპეცსამსახურების


ურთიერთობებში და „ცეერუსა“ და „კაგებეს“ ურთიერთბრძოლის ისტორიაც ისეთი
ოპერაციებითაა სავსე, რომლებშიც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა.

ერთხელ, ლუბიანკაზე მიხმეს და შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, მითხრა:

– ერთი ძალიან საპასუხისმგებლო მისია უნდა დაგაკისროთ და შენი იმედი გვაქვს.

– მზად ვარ. გისმენთ.

შჩუკინმა ერთი არაბის სურათი მაჩვენა:

– აი, ეს კაცი ამერიკული შაშხანით უნდა მოკლა აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ის ზეგ ჩადის.
უნდა მოასწრო. ეს აუცილებელია, რადგან ზეგ ამერიკულ-არაბული მოლაპარაკებები იწყება
ნავთობის წარმოების გაზრდის საკითხზე, რაც საბჭოთა კავშირს არ აწყობს და ჩვენ ყველა ღონე
უნდა ვიხმაროთ, რომ ის ჩაიშალოს.

– გასაგებია. გამოდის, რომ ეს მკვლელობა ამერიკელებს უნდა მოვასწროთ.

– სწორედ ასეა, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ობიექტი ამ არაბული ქვეყნის მმართველის


უახლოესი ნათესავია. ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლობდა და ამ სამიოდე თვის წინ
მას 19 წლის გოგონა შემოაკვდა სადისტური სექსის დროს. ის გოგონა კი გავლენიანი სენატორის
ქალიშვილი იყო. არაბი ამერიკიდან გაიქცა და დაჟინებული მოთხოვნების მიუხედავად, ის
თავისმა ქვეყანამ ამერიკას არ გადასცა. ერთი სიტყვით, მას რომ მოკლავ, მისი ქვეყანა ამერიკის
დელეგაციას აღარ მიიღებს, რადგან, მკვლელობაში ამერიკას დაადანაშაულებს და ამით
მხოლოდ ჩვენ მოვიგებთ. თანაც, სადისტ მანიაკსაც დავსჯით.

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გავთვალეთ: ამერიკული შაშხანიდან გასროლილმა ტყვიამ


ობიექტს ნახევარი თავი წააცალა. მისმა სამშობლომ კი ამაში ამერიკული მხარე დაადანაშაულა,
ამერიკული დელეგაცია აღარ მიიღო და მსხვილი ნავთობპროექტი გარკვეული დროით ჩაიშალა.
ის დრო კი საბჭოეთმა გამოიყენა და თავისი სავალუტო მარაგი მნიშვნელოვნად შეავსო.

ეგრეთ წოდებული „სანავთობო ომი“ ცივი ომის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იყო და საბჭოთა
კავშირის დაშლაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. როგორც ცნობილი იყო, საბჭოთა
ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ნავთობის გაყიდვიდან შემოსული თანხებით ივსებოდა, საიდანაც
ლომის წილი კი სამხედრო დაფინანსებას ხმარდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, კარგად იცოდნენ
ამერიკელებმა და გადაწყვიტეს, ბოლო მოეღოთ ამისთვის, რაც ავტომატურად გამოიწვევდა
საბჭოეთის ეკონომიკურ და სამხედრო ვარდნას, ეს კი საბოლოოდ დაქცევას გამოიწვევდა. ამის
განსახორციელებლად, ამერიკელები საიდუმლოდ მოელაპარაკნენ ნავთობმწარმოებელ არაბულ
ქვეყნებს და ნავთობის წარმოება მნიშვნელოვანწილად გააზრდევინეს, ამან კი ნავთობის
გაიაფება გამოიწვია და საბჭოთა კავშირს ეგრეთ წოდებული „ნავთობდოლარები“ შემოაკლდა.
ხოლო, რაც ამას მოჰყვა, მთელმა მსოფლიომ კარგად დაინახა და უზარმაზარი ქვეყანა თავზე
ჩამოგვემხო.

ერთი მოსკოვური შეხვედრის დროს შჩუკინმა მითხრა:

– ამერიკამ რომ ჩვენს საწინააღმდეგოდ ნავთობპროექტის განხორციელება დაიწყო და არაბულმა


ქვეყნებმა ნავთობწარმოების გაზრდას მიჰყვეს ხელი, ანდროპოვს ზუსტი ანალიზი დავუდეთ
მაგიდაზე, საიდანაც თვალნათლივ ჩანდა, რომ გადამჭრელი ზომების მიღება იყო საჭირო. იური
ვლადიმიროვიჩთან მე და მუხინი ვიყავით შესულები და ჩვენს დასკვნას რომ გაეცნო, თქვა:

– ესე იგი, თუ ამ ქვეყნების ნავთობწარმოების პარალიზება არ მოვახდინეთ, გამოდის, რომ ჩვენი


საბიუჯეტო შემოსავალი მკვეთრად დაეცემა?

ისეთ საკითხთან გვქონდა საქმე, დიპლომატიურობა არ ივარგებდა და ანდროპოვს პირდაპირ


ვუთხარი:

– იური ვლადიმიროვიჩ, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის დაქცევისკენაა მიმართული და


გადამჭრელი ზომები უნდა მივიღოთ.

– რას გულისხმობთ, აქ ხომ მხოლოდ გულისხმიერი მოქმედებებია საჭირო?!

– დიახ, მაგრამ, არა ფართომასშტაბიანი ომი, არამედ, კარგად ორგანიზებული,


ფართომასშტაბიანი დივერსია, რომელიც კარგა ხნით გამოიყვანს წყობიდან მათ ჭაბურღილებს...

– უფრო კონკრეტული გეგმა გაქვთ? – მკითხა ანდროპოვმა, რომელსაც მივუგე:

– დიახ. უმოკლეს დროში თვითმკვლელთა ბატალიონს მოვამზადებთ და ისინი შიშსა და


ნგრევას დათესავენ ნავთობმწარმოებელ ქვეყანაში, დივერსიებს მოაწყობენ იქ და ამ აქციებიდან
მიყენებული ზარალი არანაკლებ ეფექტური იქნება, ვიდრე სამხედრო ინტერვენციიდან
მიყენებული ზარალი.

– ეს არც ისე იოლი საქმეა, – მითხრა ანდროპოვმა და პაუზა რომ გააკეთა, ვუთხარი:

– გარწმუნებთ, იური ვლადიმიროვიჩ, რომ აუცილებელი აქციაა და აბსოლუტურად


დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს.

– კეთილი. ამ საკითხს პოლიტბიუროზე გავიტან, თქვენ კი თავისუფლები ხართ.

ანდროპოვისგან რომ გამოვედით, მუხინმა მითხრა:

– რას ფიქრობ, მიიღებენ ჩვენს წინადადებას?


– თუ არ მიიღებენ, მაშინ, ჩვენი ქვეყანა განწირულია, – მივუგე მუხინს და ეს ლაპარაკი ამით
დასრულდა.

ანდროპოვთან ჩვენი აუდიენციის შემდეგ წლები ისე გავიდა, არც არავის გამოვუძახებივარ ამ
საკითხზე და არც საბჭოთა საგარეო პოლიტიკას ეტყობოდა, რომ ამ მიმართულებით აქტიურ
ნაბიჯებს დგამდა. მიუხედავად იმისა, რომ ანდროპოვს კვირაში რამდენჯერმე ვხვდებოდი
სხვადასხვა საკითხზე, მას ჩემი პატაკი ერთხელაც არ უხსენებია და მივხვდი, რომ
პოლიტბიურომ ის უარყო.

ამერიკული ანტისაბჭოური ნავთობპროექტის განეიტრალების თემა მას მერე უფრო აქტიური


გახდა, როდესაც ანდროპოვი გარდაიცვალა და „პერესტროიკა“ დაიწყო. თუმცა, არც „კაგებეს“ და
არც ქვეყნის პარტიულ ხელმძღვანელობას არ უზრუნიათ, რომ ეს საფრთხე გაენეიტრალებინათ
და ქვეყანა საშინელი კრახისგან ეხსნათ. პირიქით, როგორც კი გორბაჩოვი მომძლავრდა და
საბჭოთა კავშირის დაშლის ამერიკული გეგმის განხორციელებას შეუდგა, პირველი პროვოკაცია
მოაწყო. ახალი გენერალური მდივნის პირველი სამიზნე შეიარაღებული ძალები იყო. საჭირო
იყო მათი მმართველი ელიტის მოშორება, ამას კი ამ ხალხის დისკრედიტაცია სჭირდებოდა.
ამიტომ, გორბაჩოვმა „კაგებეში“ მოკალათებული მოღალატეების მეშვეობით,
დასავლეთგერმანელ ახალგაზრდას, მათიას რუსტს პლანერით წითელ მოედანზე დაჯდომის
საშუალება მისცა. საზღვრის დამრღვევი იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის წითელ მოედანზე,
თავისი თვითმფრინავის წინ, ავტოგრაფებს არიგებდა. ეს იყო ერთადერთი უპრეცედენტო
შემთხვევა საბჭოეთის არსებობის ისტორიაში. ამიტომ, გორბაჩოვმა ჯერ საჰაერო ძალების
სარდლობა მოხსნა, შემდეგ სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებიც მიაყოლა და პირველი ძლიერი
დარტყმა საბჭოთა არმიას ამით მიაყენა. ცრუ დიდებით შემოსილმა, უდიდესი ღალატისთვის
ნობელის პრემიით დაჯილდოებულმა, საბჭოეთის პირველმა პრეზიდენტმა ისე გაწირა
მილიონობით ადამიანი, რომ წარბიც არ შეხრია და ამ სატანურ საქმეში მან არმიისა და „კაგებეს“
ტრადიციული დაპირისპირება გამოიყენა. რუსეთთან დაკავშირებული პროვოკაცია, ისევე,
როგორც სხვა მსგავსი ისტორია, გორბაჩოვმა ერთი პოლკოვნიკის დახმარებით განახორციელა,
რომელიც შემდგომ გენერალ-პოლკოვნიკობამდე აღაზევა და, დაიშალა თუ არა ჩვენი დიდი
ქვეყანა, ის სუბიექტი ქვეყნიდან გაქრა და თან მილიარდ ორასი მილიონი დოლარის
ღირებულების განძიც გაიტაცა... იმ სუბიექტის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ,
პირობითად მას სვინინს ვუწოდებ.

ქვეყნის საგანძურის დაბრუნებაზე ზრუნვა ახალი დაწყებული იყო და მისი ძალიან მცირე
ნაწილი გვქონდა დაბრუნებული, როდესაც შჩუკინმა შეხვედრა მთხოვა. მოსკოვში რომ წავედი,
მითხრა:

– გენერალ-პოლკოვნიკი სვინინი გახსოვს?

– დიახ. თუ არ ვცდები, დაიშალა თუ არა საბჭოთა კავშირი, ის უცხოეთში გაიქცა.

– უფრო სწორი იქნებოდა, გვეთქვა, რომ სვინინი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა, –


მითხრა შჩუკინმა და მცირე პაუზის მერე დაამატა – ის მართლაც გაიქცა, როგორც გაირკვა,
ბრაზილიაში და თან წაიღო მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ღირებულების
ძვირფასეულობა.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, სვინინი რომ ჩვენს სიაში არ ფიგურირებს? – ვუთხარი შჩუკინს, რადგან
ზეპირად ვიცოდი ეს სია და სვინინი იქ არ ეწერა.

– ვიცი, – დამიდასტურა შჩუკინმა, – ეს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან შევიტყვე. ჩვენ ვეძებდით


გორბაჩოვის ფარულ ხელშემწყობს „კაგებეში“, სვინინზე გავედით და გატაცებული განძიც იქ
ამოტივტივდა.

– ესე იგი, განძის დაბრუნების გამო არ დამიძახეთ?

– განძი, ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია, თუმცა, ჩვენს გეგმაში ეგეც შედის.

– მთავარი, ალბათ, სვინინის ლიკვიდაციაა.

– დიახ, ის მოღალატე უნდა განადგურდეს. მანამდე კი გატაცებულ ქონებას დავიბრუნებთ, –


მითხრა შჩუკინმა, – რიოში შენ რამდენჯერმე ხარ ნამყოფი და კიდევ ერთხელ მოგიწევს იქ
გამგზავრება.

– ზღაპრული ადგილია. ყოველთვის ვოცნებობდი იქ დასვენებაზე, მაგრამ, რამდენჯერაც იქ


ჩავედი, ყოველთვის ან სამსახურებრივად ვიყავი მივლენილი, ან კონტრაქტს ვასრულებდი.

– რას იზამ, კოკი, ასეთი პროფესია გვაქვს. სამშობლოს სამსახურმა მოსვენება და სიამოვნება არ
იცის. პირველ ყოვლისა – მოვალეობა! ხოლო, ვინც მოვალეობას ივიწყებს და ღალატის გზას
ადგება, შენი სამიზნე ხდება. შენ კი, იმედია, ამ მიზანსაც გაანადგურებ.

სვინინი რიოში დიდ ფუფუნებაში და, რა თქმა უნდა, სხვისი სახელითა და გვარით ცხოვრობდა.
ნაძარცვი განძი მას თავის ფეშენებელურ ვილაში ჰქონდა დამალული და ერთ ზურგჩანთაში იყო
მოთავსებული. გენერალ-პოლკოვნიკს უზარმაზარი ალმასები, ბრილიანტები, ლალები და
ზურმუხტები ჰქონდა გატაცებული სპეცსანახიდან, რომლის ნაწილიც მას ჩააბარეს, რათა
საიმედოდ შეენახა. მან კი, ეს საიდუმლო რომ არ გამჟღავნებულიყო, სამი ადამიანი მოკლა, ეს
უძვირფასესი ნივთები გაიტაცა და გაუჩინარდა.

სვინინს საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლის სახელით ვეწვიე და, როდესაც მარტო


მოვიხელთე, ჯერ მისი ოთხი უზარმაზარი როტვეილერი დავხოცე მაყუჩიანი პისტოლეტიდან,
შემდეგ მას მივუშვირე ლულა და ვუთხარი:

– გეგონა, ვერ მოგაგნებდით და შენს დარჩენილ ცხოვრებას სიამტკბილობაში გაატარებდი?

– „კაგებე“ სასტიკი უწყებაა, მას ვერსად გაექცევი. სამწუხაროდ, ეს ვერ გავითვალისწინე.

– „კაგებე“ აღარ არსებობს. მე სამართლიანობის აღსადგენად მოვედი. სადაა საბჭოეთის


კუთვნილი ქონება?

– არც საბჭოეთი არსებობს, – მითხრა სვინინმა.


– სამწუხაროდ, ასეა და ამაში შენ და შენნაირებს მიგიძღვით ბრალი.

– აბა, რას მთხოვ? რაც არ არსებობს, იმას როგორ მთხოვ?

– ოფიციალურად არც შენ არსებობ, მაგრამ, აქ ხარ, ჩემ წინ. ჩქარა, გატაცებული ქონება
გამოაჩინე!

– არ მაქვს, – მტკიცედ მითხრა სვინინმა. პასუხად წვეტიანი ხანჯალი ბარძაყში ჩავარჭვე, მერე
სწრაფად ამოვაძრე და კბილებში გამოვცარი:

– ჩქარა, ქონება გამოაჩინე!

– ბუნკერში მაქვს შენახული... – ამოიკვნესა სვინინმა და ბარძაყზე დაიდო ხელი, საიდანაც


თქრიალით მოსდიოდა სისხლი.

სვინინი თრევა-თრევით ჩავიყვანე ბუნკერში და სეიფიდან ნაძარცვი ქონება გამოვაღებინე. როცა


დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ადგილზე იყო, ისევ ზემოთ ავათრიე, სავარძელში ჩავაგდე და
ვუბრძანე:

– ახლა კი ის მითხარი, ვისი დავალებით აწყობდი პროვოკაციებს, რომლებმაც საბჭოთა


კავშირის დაშლას შეუწყო ხელი!

– რაღა გინდათ, გატაცებული ქონება ხომ დაგიბრუნეთ? წადით, თავი დამანებეთ!.. – ამოიკვნესა
სვინინმა, რომელსაც, რატომღაც, არ ეგონა, რომ სიკვდილით დავსჯიდი.

– კითხვაზე მიპასუხე, თორემ, მეორე ბარძაყსაც გაგიხვრეტ, – კბილებში გამოვცარი და ხანჯალი


დავანახვე.

– პირადად გორბაჩოვის, – მითხრა სვინინმა, – მე ჯერ კიდევ სტავროპოლში ვმუშაობდი მასთან


და მენდობოდა. ასეთი კარიერა სწორედ მისი დახმარებით გავიკეთე. ის მარწმუნებდა, რომ ასე
იყო საჭირო. მათიას რუსტი რომ წითელ მოედანზე დაეშვა, ეს ჩვენ მოვაწყვეთ. მას ჩვენმა
აგენტებმა ჩააგონეს, რომ წითელ მოედანზე დამჯდარიყო და სახელს გაითქვამდა, თან, დიდ
ფულსაც იშოვიდა. რუსტი ძალიან ახალგაზრდა, ძალიან პატივმოყვარე და ძალიან ფულის
მოყვარული ადამიანი იყო. მას ჩვენი დახმარებით ფინეთის ყურეში გაუხსნეს გზა და,
ლენინგრადში რომ შემოფრინდა, ერთხანს ლენინგრადი-მოსკოვის მატარებელს დააჯდა კუდზე,
შემდეგ სიმაღლე ასწია და მოსკოვში რომ შემოფრინდა, პირდაპირ წითელ მოედანზე დაჯდა. იმ
დღეს, „პევეოს“ მორიგე სპეციალური პრეპარატით გააბრუეს და ქმედითუუნარო გახადეს, მისი
ხელქვეითები კი დაათვრეს და ამგვარად შემოუშვეს რუსტი, რასაც საბჭოთა არმიის რღვევა, ამას
კი საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.

– გორბაჩოვმა ეს იცოდა?

– იცოდა, თანაც, დეტალებში. ხოლო, ჩვენი გეგმები რომ არ გაშიფრულიყო, რადგან მას
მოსმენების ეშინოდა, ანგარიშს ტყეში ვაბარებდი ხოლმე, მის აგარაკზე, ეგრეთ წოდებული
საღამოს გასეირნების დროს. სანაცვლოდ თავბრუდამხვევ კარიერას მპირდებოდა და
მარწმუნებდა, რომ მარშალი გავხდებოდი.

– ორი ვარსკვლავი დაგაკლდა მარშლობამდე, – ზიზღით მივუგე სვინინს და ვკითხე – ამ


ყველაფერს თავად გორბაჩოვი იგონებდა, თუ კონსულტანტები ჰყავდა?

– ვფიქრობ კი არა, ზუსტად ვიცი, გორბაჩოვს ამ ყველაფერს ამერიკელები ურჩევდნენ, – სვინინმა


პაუზა გააკეთა და განაგრძო, – თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გორბაჩოვს
აიძულებდნენ ამის გაკეთებას.

– აიძულებდნენ?

– დიახ.

– რატომ ფიქრობ მასე?

– თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ ეს ყველაფერი ამერიკელების წისქვილზე ასხამდა წყალს.


სინამდვილეში არანაირ ხალხის ზრუნვაზე არ იყო ლაპარაკი, როგორც ამას გორბაჩოვი
მიმტკიცებდა.

– ხალხისთვის ზრუნვაზე?

– დიახ. გორბაჩოვი მეუბნებოდა, რომ, თუკი საბჭოთა არმიის ძველ ხელმძღვანელობას


მოიშორებდა, ის ეკონომიკას წამოსწევდა და ხალხის მძიმე ცხოვრებას გააუმჯობესებდა.
გორბაჩოვი მეუბნებოდა, რომ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტის ოთხმოცი პროცენტი არმიას
მიჰქონდა და ხალხი იმიტომ ცხოვრობდა ასე ცუდად.

– კიდევ რას გეუბნებოდა ის იუდა?

– ძირითადად, ამას.

– თუ ჯერ კიდევ მაშინ მიხვდი, რომ გორბაჩოვი ამერიკისთვის მუშაობდა, რატომ არ მიიღე
შესაბამისი ზომები?

– რა ზომები?

– რა და, რატომ არ აცნობე ამის შესახებ თუნდაც „კაგებეს“ ხელმძღვანელობას, შენ ხომ მაშინ
„კაგებეს“ პოლკოვნიკი იყავი და ასეთი რამ სამსახურებრივად გევალებოდა?

სვინინმა გაკვირვებით შემომხედა, მწარედ ჩაეცინა და მითხრა:

– როგორ ფიქრობთ, ეს რომ მე „კაგებეს“ ხელმძღვანელობისთვის მეთქვა, ვინმე ცოცხალს


დამტოვებდა? ხრუშჩოვს პირადად მოახსენეს, რომ მასზე შეთქმულება მზადდებოდა და
ფაქტებიც დაუდეს, მან კი ეს ყველაფერი უგულებელყო და ინფორმატორები უკვალოდ გააქრეს.
მე ვინ დამიჯერებდა, თანაც, დაუდასტურებელ ვარაუდს?
– რა ზღაპრებს მიყვები! შენ თვითონ არ მითხარი, რომ რუსტს შენმა ხალხმა ჩააგონა წითელ
მოედანზე თვითმფრინავით დაჯდომა?!

– ჰო, მაგრამ, ყველა ის ადამიანი, ანუ შემსრულებელთა ქვედა რგოლი მალევე მოიშორეს
თავიდან და მხოლოდ მე დამტოვეს ცოცხალი. გასაგებია?

– გასაგებია. გამოდის, რომ გორბაჩოვს შემსრულებელთა სხვა ჯგუფიც ჰყავდა „კაგებეში“.

– არანაირი სხვა ჯგუფი, ჩემი ხალხი „ცეერუმ“ მოიშორა. ისინი სულ რვანი იყვნენ. ერთ მშვენიერ
დღეს, რვავე ერთი ვერტმფრენით მიფრინავდა როსტოკის სამხედრო პოლიგონზე, როდესაც
ვერტმფრენი ჰაერში აფეთქდა და ყველანი დაიღუპნენ. მართალია, გერმანიის დემოკრატიული
რესპუბლიკა ჩვენი გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ, „ცეერუს“ იქ ძლიერი აგენტურა და დივერსიული
ჯგუფები ჰყავდა, ამიტომ, მათ ჩვენი ვერტმფრენის აფეთქება არ გაუჭირდებოდათ.

მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გერმანიაში საბჭოთა ვერტმფრენი აფეთქდა და ხალხი


დაიღუპა. მაშინ ამერიკელები გაკვრითაც კი არავის უხსენებია და ყველაფერი საბჭოთა
მექანიკოსს დააბრალეს, რომელმაც მაშინვე თავი მოიკლა. ამიტომ, სვინინის სიტყვებმა
უკიდურესად გამაღიზიანა და ვუთხარი:

– ის მოღალატეები სიკვდილს ნამდვილად იმსახურებდნენ, მაგრამ მათ გარდა, იქ სხვებიც


დაიღუპნენ, მექანიკოსმა კი თავი მოიკლა, ან, ალბათ, ისიც მოკლეს.

– ეგ უკვე აღარ ვიცი, – მხრები აიჩეჩა სვინინმა, – ჩემთვის დეტალები არავის უთქვამს. მე,
უბრალოდ, მიმახვედრეს, რომ, თუ ჭკვიანად არ მოვიქცეოდი, მეც იგივე ბედი მელოდა.

– და, შენც ბოლომდე მოაწერე ხელი ღალატს, ხომ?

– აბა, რა უნდა მექნა?

– რა და, ყველაფერი გაგესაჯაროებინა. შემდეგ კი თუნდაც მიმალულიყავი.

– სად დავიმალებოდი?! მე ხომ მიწიდან ამომიღებდნენ. ასე კი გადარჩენის შანსი მქონდა.

– მერე, გადარჩი?

სვინინს თვალები გაუფართოვდა. მას ბარძაყის საშინელი ტკივილიც კი დაავიწყდა და მითხრა:

– ჩემგან რაღა გინდათ? ნაძარცვი ქონება ხომ დაგიბრუნეთ?

– სამშობლოს ღალატი არავის ეპატიება და ხანდაზმულობის ვადა მას არ გააჩნია. იმ


შემთხვევაშიც კი, როდესაც უკვე არც სამშობლო არსებობს, – მივუგე სვინინს და ტყვიით შუბლი
გავუხვრიტე, შემდეგ პისტოლეტი იქვე დავაგდე და მისი ფეშენებელური ვილა იმავე შელახული
„მერსედესით“ დავტოვე, რომლითაც იქ მივედი. „მერსედესი“ უკაცრიელ ადგილზე გადავჩეხე,
რამდენიმე საათის შემდეგ კი, უკვე პარაგვაის დედაქალაქ ასუნსიონში მივფრინავდი.
ძვირფასეულობით გატენილი სპორტული ზურგჩანთა ბარგში ჩავაბარე და ადგილზე რომ
ჩავედი, უვნებლად მივიღე, საბაჟოც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გავიარე და ქალაქში
გავედი.

პარაგვაიდან ჩილეში ჩავფრინდი. იქიდან კი საოკეანე გემით ჩავედი სოჭში. ეს ვოიაჟი სამი
კვირა გაგრძელდა. ასეთი გრძელი გზა უსაფრთხოების მიზნით ავირჩიე. რადგან, რიოშიც,
ასუნსიონშიც და ჩილეშიც ძველი ნაცნობები მყავდა საბაჟოებზე, რომლებიც არცთუ დიდი
ანაზღაურების ფასად ნებისმიერი ტვირთის გატანაზე ხუჭავდნენ თვალს.

თითქმის მთელი დედამიწა გამოვიარე და ზედმეტი სიტყვაც კი არავის დაუძრავს, მაგრამ,


სოჭის საბაჟოს რომ გავდიოდი, სადაც, წესით, ყველაფერი წესრიგში უნდა ყოფილიყო, კინაღამ
გავიშიფრე. წინასწარ ვიცოდი, რომ მეოთხე ხაზი უნდა გამევლო, კონტროლიორისთვის
ათდოლარიანი ჩამეკუჭა ხელში და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. მეც სწორედ ასე მოვიქეცი:
მილიარდ ორასმილიონდოლარიანი ზურგჩანთა ბეჭებზე მქონდა მორგებული, მშვიდად შევედი
საკონტროლო მეოთხე ხაზზე და ახალგაზრდა კონტროლიორს რომ მივუახლოვდი, წინასწარ
გამზადებული ათდოლარიანი ხელში ჩავუკუჭე და ნაბიჯის გადადგმა დავაპირე, მაგრამ,
შლაგბაუმმა არ გამიშვა. მებაჟემ საზღვარი არ გამიხსნა. მან ჯერ ჩემს დაჭმუჭნილ ათდოლარიანს
დახედა, შემდეგ კოპები შეიკრა და კბილებში გამოსცრა:

– აქეთ გამოდით, მოქალაქევ, თქვენი ზურგჩანთა უნდა შევამოწმო!

ახალგაზრდა კონტროლიორის სიტყვები მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, თუმცა,


სიმშვიდე არ დამიკარგავს, საფულე გავხსენი და ის-ის იყო, ასდოლარიანი უნდა
ამომეცურებინა, რომ კუშტმა ახალგაზრდამ მრისხანედ დაიქუხა:

– აბა, მოეშვი საფულეში ქექვას და გვერდით გადმოდი, ჩქარა!

სიმართლე რომ ვთქვა, იმ მომენტში ნამდვილად არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.


გაქცევით ვერსად გავიქცეოდი, იმ მებაჟისთვის კი მილიონი დოლარიც რომ მიმეცა, მაინც არ
აიღებდა. გვერდზე გადგომა და ჩემი ჩანთის გახსნა კი რასაც გამოიწვევდა, ძნელი მისახვედრი
არ იყო. ასეთ მომენტებში ფორტუნა თუ გიშველის და განგებამ არ დააყოვნა: ის-ის იყო,
ახალგაზრდა მებაჟე მილიციის მოხმობას აპირებდა, რათა ძალით გავეყვანე გვერდზე, რომ უცებ
ხანში შესული მებაჟე მოვიდა. მან ჯერ მე შემომხედა, შემდეგ კი თავის ახალგაზრდა კოლეგას
ჰკითხა:

– ლიოხა, რაშია საქმე?

ახალგაზრდა მებაჟე კოლეგას მიუბრუნდა და მიუგო:

– სტეპან ზახარიჩ, აი, ეს მოქალაქე ქრთამს მთავაზობდა, – ახალგაზრდამ ზახარიჩს


დაჭმუჭნილი ათდოლარიანი მისცა და დაამატა – ეს კი კანონით ისჯება. მე არ ვაპირებდი მისი
ზურგჩანთის შემოწმებას, ახლა კი ამის გაკეთება აუცილებელია. იქ ნამდვილად კონტრაბანდაა
და უნდა შემოწმდეს.
– კეთილი, ლიოხა, შენ აბსოლუტურად მართალი ხარ. ვატყობ, რომ შტატში სულ მალე
აგიყვანენ. მიდი, ბოლომდე გააკეთე შენი საქმე. მე კი ამ მოქალაქეს ჩანთას შევუმოწმებ, – უთხრა
ლიოხას სტეპან ზახარიჩმა, რომელმაც მანამდე თვალი ჩამიკრა და მანიშნა, რომ ყველაფერი
წესრიგში იყო.

– სტეპან ზახარიჩ, ხომ არ დაგეხმაროთ? – ჰკითხა ლიოხამ თავის უფროს კოლეგას.

– არაა საჭირო, მარტოც გავუმკლავდები. შენ კი, მიდი, კარგად მუშაობ, – მიუგო ზახარიჩმა,
შემდეგ მომიბრუნდა და მრისხანედ მიბრძანა:

– თქვენ კი, მოქალაქევ, ნუ აყოვნებთ ხალხს, წამომყევით!

ზახარიჩს მორჩილად გავყევი და ოთახში რომ შევედით, ათასი ბოდიში მომიხადა:

– მაპატიეთ, ჩემო კარგო, კუჭი მაქვს აშლილი და ტუალეტში ვიყავი. ეს შტერი ლიოხა
პრაქტიკანტია და არ იცოდა, რომ უნდა გაეტარებინეთ. აი, თქვენი ზურგჩანთა, – ზახარიჩმა
ზურგჩანთა გამომიწოდა და დაამატა – ამ კარიდან მიბრძანდით და ნურაფერზე იდარდებთ.

მე ჯერ საბაჟოს სათადარიგო კარიდან გავედი გარეთ. შემდეგ სტეპან ზახარიჩი მოვიხმე ხელით.
რომ მოვიდა, ხელში ასდოლარიანი ჩავუკუჭე და ვუთხარი:

– ჩუ, ეს თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ. მაგრამ, გარწმუნებთ, ამ ზურგჩანთით ნარკოტიკები


ნამდვილად არ გადამაქვს. იქ ცოტაოდენი სამკაულია და საბაჟოზე რომ გავატარო, ამდენივე
დამიჯდება.

ასდოლარიანის დანახვაზე სტეპან ზახარიჩს ენა ჩაუვარდა და, სანამ ის რამეს მოისაზრებდა, მე
უკვე შავ „ჯიპში“ ვიჯექი და სოჭის ცენტრისკენ მივდიოდი. წინ მხოლოდ მძღოლი იჯდა. უკან
კი მე და შჩუკინი, რომელმაც მითხრა:

– მთელ ამ სცენას თავიდან ბოლომდე ვადევნებდი თვალს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ
ნამდვილად ბედის რჩეული ხარ.

– ჰო, – მივუგე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – თითქმის მთელი მსოფლიო გამოვიარე ამ ჩანთით და


არავინ დაინტერესებულა მისი შიგთავსით. აქ კი ლამის ცხვირმოუხოცავმა ბიჭმა ჩამომართვა
ამხელა განძი.

– რას იზამ, ჩემო კოკი, ნუ დაგავიწყდება, რომ რუსეთში ხარ. რუსეთი კი ამოუცნობი ქვეყანაა და
მას ბოლომდე ვერ ჩაწვდები.

– მართალს ბრძანებთ, – მივუგე შჩუკინს და ტიუტჩევის ცნობილი ლექსიდან ციტატა მოვიყვანე,


რომელიც ამბობს, რომ რუსეთს ვერც გონებით ჩასწვდები და ვერც არშინით გაზომავ, რომ
რუსეთის მხოლოდ უნდა გწამდეს...

მიუხედავად იმისა, რომ ტიუტჩევი გენიალური პოეტია, ბევრი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ
რუსეთის უნდა გწამდეს და მიაჩნიათ, რომ რუსეთი აუცილებლად უნდა დაშალო, გაანადგურო
და მიწასთან გაასწორო, რადგან მსოფლიოს საფრთხეს უქმნის.
შჩუკინს ჩემ მიერ მოყვანილ ციტატაზე გაეღიმა და მომიგო:

– ჩვენი მტრების შეცდომა ის არის, რომ ისინი ასე არ ფიქრობენ და ჩვენი განადგურება, მოსპობა
და მიწასთან გასწორება სურთ.

– ჰოდა, ჩემო ძვირფასო ამხანაგო გენერალო, – სიტყვა გავაწყვეტინე შჩუკინს, – ძალიანაც


ცდებიან. გაიხსენეთ მონღოლები, შვედები, თურქები, ნაპოლეონი და ჰიტლერი. ყველა
რუსეთთან დამარცხდა და კიდევ ბევრი მოიტეხს კისერს, თუკი ჩვენი ქვეყნის დაპყრობა-
განადგურებას შეეცდება.

– იცი, რას გეტყვი, ჩემო კოკი? კარგია, რომ რუსეთს შენს ქვეყნად თვლი. მე დარწმუნებული ვარ,
რომ საქართველოზე მეტად რუსეთი არ გიყვარს, მაგრამ, კარგად გესმის, რომ ეს ორი
მართლმადიდებლური ერი ერთად უნდა იყოს და ერთობლივი ძალებით გაუმკლავდეს იმ
უამრავ მტერს, რომლებიც გარს გვახვევია.

– დიახ, ნამდვილად.

– განა, ქართველმა ჯუღაშვილმა არ ააღორძინა რუსეთი? განა, რუსეთის დიად იმპერატორ


პეტრე დიდს ქართველ ბაგრატოვანთა სისხლი არ უჩქეფდა ძარღვებში? ასე რომ, ჩვენ არა
მხოლოდ სულით მონათესავე ერები ვართ, არამედ სისხლითაც და ამას ვერსად გაექცევი.

– დიახ, მართალს ბრძანებთ, – ვეთანხმებოდი შჩუკინს და დარწმუნებული ვიყავი, რომ ის


აბსოლუტურად გულწრფელი იყო. მას, ისევე, როგორც მე, მიაჩნდა, რომ ერთიანი
პოსტსაბჭოური სივრცის შენარჩუნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ
სათავეში ამერიკის პირდაპირი აგენტი და სამშობლოს მოღალატე იმყოფებოდა. ჩვენ ისიც
კარგად გვესმოდა, რომ ამ სივრცის აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ათეულ
მილიონობით ადამიანისთვის და ჩვენ სწორედ ამისთვის ვიბრძოდით.

ამასობაში ჩვენი „ჯიპი“ აგარაკების დახურულ ზონაში შევიდა და შჩუკინმა მითხრა:

– მოვედით. მოდი, ვნახოთ, რა მოიპარა სვინინმა...

აგარაკზე ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. სვინინის მიერ გატაცებულ საგანძურში ისეთი


უნიკალური თვლები იყო, რომლებიც კატალოგებშია შეტანილი. დღესდღეობით, ეს მილიარდ
ორასი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება საიდუმლო საცავში ინახება.

სვინინების მსგავსი მოღალატეები დღესაც მრავლადაა მთელ მსოფლიოში და საკმაოდ კარგადაც


გრძნობენ თავს. თუმცა, ბოროტება არავის შერჩენია და, ადრე თუ გვიან, თითოეული მათგანი
საკადრის სასჯელს მიიღებს. ხალხისა და ქვეყნის ღალატისთვის ხანდაზმულობის ვადა არ
არსებობს, მსგავსი ტიპის დამნაშავე, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად,
აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

ჩემი სიტყვების ნათელი დასტურია ებრაელი შურისმაძიებლების საქმიანობა. ეს ადამიანები


მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნადირობდნენ ებრაელი ხალხის, ებრაული სახელმწიფოს
მტრებზე და, ან იქვე ანადგურებდნენ მათ, ან კი იტაცებდნენ, ისრაელში ჩაჰყავდათ,
ასამართლებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ...

მავანმა ჩემი სიტყვები შეიძლება არაჰუმანურად ჩათვალოს, მაგრამ, სახელმწიფოს მტრის


მიმართ გამოჩენილი ჰუმანურობა სახელმწიფოს, სამშობლოს მიმართ გამოჩენილი
არაჰუმანურობაა. სახელმწიფოს, ქვეყნის უკან კი მილიონობით ადამიანი დგას და მათი მტერი
პირდაპირ უნდა განადგურდეს.

ებრაელი შურისმაძიებლების მსგავს აქციებს „კაგებეც“ ახორციელებდა, ზოგჯერ მათი


ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ისინიც და ჩვენც ერთსა და იმავე ობიექტზე
ვნადირობდით.

ერთხელ შჩუკინმა ლუბიანკაზე მიხმო და მითხრა:

– ძალიან საპასუხისმგებლო დავალება უნდა შეასრულო და შენი დიდი იმედი მაქვს.

იმ პერიოდში შჩუკინთან უკვე ახლობლური დამოკიდებულება მქონდა და მივუგე:

– განა ოდესმე არასაპასუხისმგებლო რამ დაგივალებიათ?

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ხუთიოდე ფოტოსურათი მიჩვენა და მითხრა:

– ეს ობერგრუპენფიურერი ვალტერ როიტერია. ის ვერც ომის დროს მოვიხელთეთ და ვერც


შემდეგ. ამას წინათ კი გვაცნობეს, რომ არგენტინაში იმალება. აუცილებლად უნდა ჩამოიყვანო,
რათა გავასამართლოთ და დავსაჯოთ. ამ გენერალ როიტერს ათასობით მშვიდობიანი ადამიანის
სისხლში აქვს ხელები გასვრილი და დამსახურებული სასჯელი უნდა მიიღოს. მარტო კიევში,
1942 წლის, 20 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღეს, 530 ებრაელი საკუთარი ხელით გამოასალმა
სიცოცხლეს. იმ დღეს ჰიტლერი 53 წლის გახდა და ამ ნაძირალამ ათმაგი მსხვერპლშეწირვა
განახორციელა. ბუენოს-აირესში დიეგო სოლანას სახელით ჩახვალ, ანუ, შენ ესპანელი
კომერსანტი ხარ და საიუველირო ანტიკვარიატით ვაჭრობ.

– რატომ მაინცდამაინც საიუველირო ანტიკვარიატით? – ვკითხე ვიქტორ იაკოვლევიჩს.

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ვალტერ როიტერი იქ, სავარაუდოდ, მარიო მარკესის სახელითაა
ჩასული, ის კი საიუველირო ანტიკვარიატის მაღაზიას ფლობს.

– ახლა გასაგებია.

– მთლად მასეც არაა, – მითხრა შჩუკინმა, – ეს ჯერჯერობით ვარაუდია. როიტერის იდენტურობა


დასადგენია. ჩვენ მისი ხელის ანაბეჭდები გვაქვს. შენ მარკესის თითების ანაბეჭდები უნდა
მოიპოვო და თუკი ის როიტერი აღმოჩნდა, უნდა წამოიყვანო.

– ყველაფერი გასაგებია. როდის მივემგზავრები?

– ამაღამ ლონდონში ჩაფრინდები. იქიდან კი – ბუენოს-აირესში.


არგენტინის დედაქალაქში გამთენიისას ჩავფრინდი და სასტუმრო ჰილტონის ლუქსში
დავბინავდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და შუადღემდე კარგად გამოვიძინე. შემდეგ შხაპი
მივიღე, ვისადილე და ეგრეთ წოდებულ „ძველ ქუჩაზე“ გავემართე, სადაც მთელ მსოფლიოში
ცნობილი უამრავი ანტიკვარული მაღაზია მდებარეობს. მარიო მარკესის მაღაზიას ადვილად
მივაგენი. შიგნით რომ შევედი, დახლთან ოცდაათიოდე წლის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი
დამხვდა. მან თავაზიანად გამიღიმა და მკითხა:

– რით გემსახუროთ, სენიორ?

– მე დიეგო სოლანა ვარ, კატალონიელი კომერსანტი და საიუველირო ანტიკვარიატით ვვაჭრობ.


ასე შორიდან კი იმიტომ გეწვიეთ, რომ მსხვილი შეკვეთა მოგცეთ.

– ერთი წუთით, სენიორ სოლანა, მე მხოლოდ გუშინ დავიწყე აქ მუშაობა, თანაც, გამყიდველი ვარ
და მსგავსი უფლებამოსილება არ გამაჩნია. ათ წუთს თუ მოიცდით, სენიორ მარიო მარკესი მოვა
და მას დაელაპარაკეთ, მანამდე კი ყავას მოგართმევთ, თუ გნებავთ.

– დიდი სიამოვნებით, სენიორ, – ვუთხარი ათლეტ გამყიდველს, რომელმაც თავისი სახელი


მითხრა:

– ხუანი.

– სენიორ ხუან, – მივმართე გამყიდველს, – მარიო მარკესი ვინ არის?

– ამ მაღაზიის მფლობელი, ცნობილი ანტიკვარიატით მოვაჭრეა.

– ძალიან კარგი.

– შაქარს რამდენს ინებებთ?

– თუ შეიძლება, უშაქროდ.

– აი, ინებეთ, – ხუანმა ყავა დაბალ მაგიდაზე დამიდგა და მკითხა – რისი შეკვეთა გნებავთ?

– ევროპაში ახლა ძალიან მოდაშია ძველი ინდიელების ტომების სამკაულები და სწორედ ეს


მინდა შეგიკვეთოთ. რას იტყვით, შეძლებს სენიორ მარკესი ამ შეკვეთის შესრულებას და
სამკაულების მსხვილი პარტიის შოვნას?

– როგორც გითხარით, მუშაობა მხოლოდ გუშინ დავიწყე და ჯერჯერობით ყველაფერში


გარკვეული არ ვარ; თუმცა, ვფიქრობ, რომ სენიორ მარკესს არ უნდა გაუჭირდეს ამ შეკვეთის
შესრულება.

ხუანი საკმაოდ ენაწყლიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა და ასეთი ადამიანები საყოველთაო


მოწონებით სარგებლობენ მყიდველებში. მაგრამ მან ჩემში ეჭვი აღძრა და ინტუიცია
მკარნახობდა, რომ მასთან საკმაოდ ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი.
ინტუიციას ჩემთვის არასდროს უღალატია და არც ხუანის შემთხვევაში შევმცდარვარ.
ენაწყლიანი, სიმპათიური ახალგაზრდა გამყიდველი ხუანი ებრაელი შურისმაძიებელი
აღმოჩნდა, ჩემსავით ვალტერ როიტერზე ნადირობდა და ისრაელის დაზვერვა „მოსადის“
საფარქვეშ მოქმედებდა.

ხუანს მარკესი, სინამდვილეში კი ობერგრუპენფიურერი ვალტერ როიტერი, უკვე გაკოჭილი


ჰყავდა და დამხმარე ჯგუფს ელოდებოდა, რომ ისრაელში გაეტაცა და სწორედ იმ დროს
წამოვადექი თავზე, მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– განზე გადექი და ზედმეტი მოძრაობა არ გაბედო, თორემ, გესვრი! გარწმუნებ, არ მინდა ამის
გაკეთება და ნუ მაიძულებ!

ხუანი, ისევე, როგორც ყველა მოსადელი, მაღალ დონეზე იყო მომზადებული. მას წარბიც არ
შეუხრია, განზე გადგა, გაეცინა და მომიგო:

– ალბათ, „კაგებედან“ ხართ.

– თქვენ მოსადელი ხართ? – შევუბრუნე კითხვა.

– დიახ, მოსადელი ვარ და უამრავი ებრაელისა და არა მხოლოდ ებრაელის მკვლელის მოტაცება
მაქვს დავალებული.

– რას იზამ, ჩემო მეგობარო. ყველას თავისი საქმე აქვს. თქვენ – თქვენი, მე კი – ჩემი, – ვუთხარი
ხუანს და პისტოლეტით ვანიშნე, რომ საწოლზე ჩამომჯდარიყო, – ასეთია ჩვენი პროფესია. დღეს
მე გამიმართლა, ხვალ კი თქვენ გაგიმართლებთ. მშვიდად იჯექით და არ გაინძრეთ, ეს ნაძირალა
უნდა წავიყვანო.

– სენიორ სოლანა, დამითმეთ ეს ნაძირალა და ჩემი ქვეყნის მთავრობისგან უამრავ ფულს


მიიღებთ.

– ჩემს მოსყიდვას ცდილობთ? – სიცილით ვუთხარი მოსადელს და პისტოლეტი მივუშვირე, –


განძრევაც კი არ სცადოთ!

როგორც ვთქვი, მოსადელი კარგად მომზადებული აგენტი იყო, თანაც, ძალიან იდეური და
როიტერის მსგავს ნადავლს ასე ადვილად არ დათმობდა. ამიტომ, მან ვეფხვივით ისკუპა ჩემკენ,
რომ პისტოლეტი წაერთმია, გავენეიტრალებინე და თავისი ნადავლი უკან დაებრუნებინა. მე
სულ ადვილად შემეძლო მისი მოკვლა, მაგრამ, ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ იმ მომენტში ის ჩემი
ქვეყნის მტერი არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ მეტოქეობას მიწევდა საქმეში. ხუანს პისტოლეტის
ტარი ვთხლიშე შუბლში, გავთიშე და რიკინის ძელზე მივაბი. როცა გამოფხიზლდა, ვუთხარი:

– მაპატიე, ძმობილო, მაგრამ, უნდა დაგტოვო. ეს ნაძირალა კი თან მიმყავს. გარწმუნებ, რომ
დამსახურებულ სასჯელს მიიღებს და სამართლიანობა იზეიმებს.
ფაშისტი ჯალათი, ობერგრუპენფიურერი ვალტერ როიტერი, საბჭოთა სატვირთო გემით
ჩავიყვანეთ ოდესაში, იქიდან კი მოსკოვში გადავაფრინეთ და ის ჯერ სამხედრო ტრიბუნალმა
გაასამართლა და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ კი ჩამოახრჩვეს...

ისრაელის მთავრობამ საბჭოთა კავშირს როიტერის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა, რა თქმა უნდა,
უარი მიიღო. ებრაული პრესა კი წერდა, რომ „კაგებეს“ სუპერაგენტმა, მოსადს ფაშისტი
დამნაშავე ცხვირწინ ააცალა და გაიტაცა...

– აი, ნახე, რას წერენ ებრაული გაზეთები შენზე, – მითხრა შჩუკინმა როიტერის გატაცებიდან
ერთი თვის შემდეგ, როცა ლუბიანკაზე სხვა საქმეზე ვიყავი მისული.

– კიდევ კარგი, ჩემი ფოტოები არ დაუბეჭდავთ და ჩემი ვინაობა არ გაუმხელიათ, – ვეხუმრე


შჩუკინს, მან კი მითხრა:

– მოკლედ, ასეთი საქმეა. ჩვენს კუბელ მეგობრებს დახმარება სჭირდებათ და უნდა დავეხმაროთ.
საქმე ისაა, რომ ფიდელ კასტროზე ტერორისტული აქტი მზადდება და კუბის ლიდერი უნდა
დავიცვათ.

– დავიცვათ, – მივუგე შჩუკინს.

– ეს არც ისე ადვილი საქმეა. კასტრო ნიუ-იორკში „გაეროს“ გენერალური ასამბლეის სესიაზე
სიტყვით უნდა გამოვიდეს და მის ლიკვიდაციას სწორედ ნიუ-იორკში აპირებენ, ჩვენ კი, ამას
ხელი უნდა შევუშალოთ.

– მერედა, ნუ ჩავა ნიუ-იორკში და ტერაქტსაც აიცილებს...

– შეუძლებელია.

– რატომ?

– იმიტომ, რომ მან უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ სასიკვდილო საფრთხის წინაშეც კი არ
დაიხევს უკან, ამერიკაში აუცილებლად ჩავა და „გაეროს“ ტრიბუნიდან ამხელს ამერიკელ
იმპერიალისტებს. ფიდელი თავის სიტყვას არასდროს არღვევს და არც ამჯერად გააკეთებს ამას.

– ამერიკას ხომ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვს აღებული, ნუთუ კასტროს მკვლელობას


დაუშვებს თავის ქვეყანაში და თავს შეირცხვენს?

– მათი ნდობა არ შეიძლება. საკუთარი პრეზიდენტი ვერ დაიცვეს, დღისით-მზისით


გამოასალმეს სიცოცხლეს და ფიდელს გადაჰყვებიან?

– პრესტიჟი, ღირსება?

– ფიდელ კასტრო მათ მაგრად ჰყავთ ყელში გაჩხერილი და ამერიკისთვის მისი თავიდან
მოშორება უფრო აუცილებელია, ვიდრე საერთაშორისო პრესტიჟი. ასე რომ, კასტრო
საფრთხეშია.
– რა უნდა გავაკეთო?

– ჩვენ და ჩვენმა კუბელმა კოლეგებმა კასტროს დაცვის საიდუმლო გეგმა შევიმუშავეთ, რომლის
შესახებაც თვით ფიდელმა არ იცის.

– ეგ როგორ?

– როგორ და, კასტრო, შესაძლოა, არ დათანხმებულიყო ჩვენს შემოთავაზებაზე და მაშინ მას


უეჭველი სიკვდილი ელოდა. ჩვენი გეგმით კი კუბის ლიდერი უვნებელი გადარჩება.

– რა გეგმა შეიმუშავეთ და მე რა როლი მეკისრება?

– დავიწყოთ იმით, რომ, საყოველთაოდ ცნობილი პროტოკოლის მიხედვით, ფიდელ კასტრო


ნიუ-იორკში დილის 9 საათზე უნდა ჩაფრინდეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილ
სასტუმროში უნდა დაბინავდეს. მისი გამოსვლა საღამოს 6 საათზეა დაგეგმილი, გამოსვლის მერე
კი, რომელიღაც დარბაზში უნდა მივიდეს ლათინური ამერიკის ლიდერების შეხვედრაზე და
იქაც სიტყვით გამოვიდეს. შემდეგ კვლავ თავის სასტუმროში დაბრუნდეს, იქ ღამე გაათიოს და
დილის 9 საათზე კუბაში გაფრინდეს. როგორც ხედავ, ამ 24 საათის განმავლობაში ფიდელ
კასტროს გრაფიკში სამი დიდი ხვრელია. პირველი – ჩამოფრენა, სასტუმროში ყოფნა და სესიაზე
გამგზავრება; მეორე – ლიდერებთან შეხვედრაზე წასვლა, სიტყვით გამოსვლა და სასტუმროში
დაბრუნება; მესამე – ღამის გათენება სასტუმროში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ყოფნის
განმავლობაში, კასტროს სამი პოლიციელი ეყოლება მიჩენილი, მისი ლიკვიდაცია დიდ
სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი გეგმის მიხედვით, კასტროს ამერიკაში ყოფნის დრო
უნდა შეიზღუდოს და ისეთი დაცვა დავუყენოთ, რომ მისი ლიკვიდაცია შეუძლებელი გახდეს.
ჩვენი გეგმა, რომელიც კუბელებთან ერთად შევიმუშავეთ, სამეტაპიანია და სულ ექვსმა
ადამიანმა ვიცით. პირველ ეტაპზე კასტროს ამერიკაში ჩაფრენა უნდა მოხდეს არა დილის 9
საათზე, არამედ, საღამოს 5 საათზე. იქიდან კი ის არა სასტუმროში, არამედ, პირდაპირ გაეროს
შენობაში წავა, რომ სიტყვით გამოვიდეს და ამით პირველ საფრთხეს ავიცილებთ თავიდან.
გამორიცხულია, რომ კასტრო გაეროს შენობის სხდომათა დარბაზში მოკლან. იქ მსოფლიოს
თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირები იქნებიან და ეს შეუძლებელია. კუბელი პილოტი უკვე
წინასწარაა დამუშავებული – ის თვითმფრინავს კუბის სხვადასხვა ქალაქში დასვამს და ეს
ყველაფერი მეტეოპირობებს დაბრალდება, ნიუ-იორკში კი ზუსტად საღამოს 5 საათზე დაჯდება.
მეორე ეტაპიდან საქმეში უკვე შენ ერთვები: როდესაც კასტრო ლიფტში შევა პირველ სართულზე
დასაშვებად, შენ მას აეროზოლით აძინებ, სარდაფში, მანქანების სადგომზე ჩაგყავს და
კონსპირაციულ ბინაში მიგყავს, ფიდელის ადგილს კი მისი ორეული იკავებს, რომელიც
სასტუმროში წავა. ლათინოამერიკული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა კასტროს გარეშე
ჩაივლის და ამით კასტროს მეორე საფრთხე ასცდება. კონსპირაციულ ბინაში, ზუსტად საღამოს
10 საათზე კასტრო იღვიძებს და შენ მას წარუდგები, როგორც „კაგებეს“ თანამშრომელი, მაგრამ,
სხვა გვარით, ეუბნები, რომ მას პირადად ლეონიდ ბრეჟნევი ეპატიჟება თავის რეზიდენციაში და
ის მოგყვება, რადგან ბრეჟნევი ძალიან უყვარს და მასთან შეხვედრაზე უარს არ იტყვის. ლეონიდ
ილიჩი ნიუ-იორკში ზუსტად საღამოს 8 საათზე უნდა ჩაფრინდეს, 9 საათზე გამოსვლა აქვს,
შემდეგ კი თავის რეზიდენციაში გაემგზავრება და ჩვენი თანამშრომელი, მისი დაცვის უფროსი,
მას კასტროს ამბავს მოუყვება. ბრეჟნევს ფიდელი ძალიან უყვარს და მთელი ღამე თავისთან
გააჩერებს, რაზეც ფიდელი უარს ვერ ეტყვის. დილით კი თავისსავე თვითმფრინავით ჩაიყვანს
კუბაში და შემდეგ მოსკოვში დაბრუნდება. სწორედ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევია ის ურყევი
გარანტი და ფარი, რომლის თანდასწრებითაც გამორიცხულია კასტროზე ტერაქტის მოწყობა. რას
იტყვი, როგორი გეგმაა?

– თითქმის უნაკლო, მაგრამ როდესაც კასტროს კონსპირაციულ ბინაში გამოეღვიძება და მეტყვის,


რატომ მივაძინე ის აეროზოლით, რა ვუპასუხო?

– აეროზოლის შემადგენლობა ისეთია, რომ მას ეს მომენტი არ ემახსოვრება. შენ კი ეტყვი, რომ
კონსპირაციულ ბინაში თავისი ნებით წამოგყვა, რადგან ტერაქტის საშიშროება არსებობდა და
კასტროც დაიჯერებს ამას.

– გასაგებია, – მივუგე შჩუკინს, მერე დავფიქრდი და ვუთხარი – ხომ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ
კასტროს ორეულზე თავდასხმა მოხდეს. მაშინ?

– ვფიქრობ, რომ ორეულზე თავდასხმა აუცილებლად მოხდება და შენ ამას კონსპირაციულ


ბინაში შეგატყობინებენ. კასტროსთვის კი ეს ზედმეტი არგუმენტი იქნება ჩვენი ქმედებების
სისწორის დასამტკიცებლად, თუკი ასეთი საკითხი საერთოდ წამოიჭრება.

– ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. კითხვები აღარ მაქვს. იდეალური გეგმაა და აუცილებლად
იმოქმედებს.

ყველაფერი კარგი ისე აგიხდეთ, როგორც „კაგებეში“ შემუშავებულმა გეგმამ გაამართლა. ნიუ-
იორკში ერთი დღით ადრე ჩავედი და ყველაფერს ადგილზე გავეცანი. სამწუხარო ის იყო, რომ
კასტროზე დაგეგმილი ტერაქტი მის ორეულზე განახორციელეს და, მართალია, არ დაღუპულა,
მაგრამ მარჯვენა ფეხი დაკარგა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კასტროს სასტუმროს ნომერში,
კედელში ყოფილა დამონტაჟებული. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, „ცეერუს“ ეს ხაფანგი
წლების წინ ჰქონია დაგებული და ისე ოსტატურად შენიღბული, რომ ნიუ-იორკის პოლიციის
განნაღმვის სამსახურმაც კი, სასტუმროს ნომერი რომ შეამოწმა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

ასე ჩაფლავდა ფიდელ კასტროს ლიკვიდაციის მორიგი მცდელობა და, მოხარული ვარ, რომ ამაში
გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. მიხარია ისიც, რომ ფიდელ კასტრო დღესაც ცოცხალია და
კვლავაც წარმოადგენს ლათინური ამერიკის თავისუფლებისა და შეუპოვრობის ურყევ
სიმბოლოს.

მიუხედავად იმისა, რომ კუბის უშიშროების სამსახური საკმაოდ კარგად ორგანიზებული და


მობილური ძალა იყო, მარტო მაინც ვერ შეძლებდა ასეთი რანგის ოპერაციის ჩატარებას თუნდაც
იმის გამო, რომ ის საკუთარ თავზე ვერ აიღებდა იმ ტვირთს, რასაც კასტროს მოტყუება ეწოდება,
თუნდაც ეს ტყუილი თავად კასტროსვე სასიკეთო ყოფილიყო. ასეთ აქციას „კაგებე“
სჭირდებოდა, სწორედ ამიტომაც ჩავერთეთ საქმეში და ყველაფერი იდეალურად დასრულდა.
„კაგებესთვის“ მსგავსი ერთობლივი აქციების ჩატარება უცხო ხილი არ იყო, მსგავს ოპერაციებში
არაერთხელ მაქვს მიღებული მონაწილეობა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ
ვიყავით წამყვანები და, რომ იტყვიან, ტონის მიმცემი.

ერთ ზაფხულს, ცოლ-შვილთან ერთად სოჭში ვისვენებდი, როდესაც ლუბიანკაზე გამომიძახეს.


შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– საგანგებო საქმე რომ არ იყოს, ოჯახურ იდილიას ნამდვილად არ მოგწყვეტდი. მაგრამ, რას
იზამ, ამ საქმეს შენ სჭირდები და ამიტომ გამოგიძახეთ.

– მზად ვარ, გემსახუროთ. გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს და სმენად ვიქეცი.

– „სეკურიტატე“ დახმარებას ითხოვს და ხელი უნდა გავუწოდოთ, – მითხრა შჩუკინმა, –


მართალია, რუმინეთი დამოუკიდებელი თამაშის წარმოებას ცდილობს და იქ ჩვენი ჯარი არ
დგას, მაგრამ, მაინც სოციალისტურ, ჩვენს მოძმე ქვეყნად ითვლება და უნდა დავეხმაროთ. თანაც,
ამ საქმეში პირადი ინტერესიც გვაქვს.

„სეკურიტატე“ რუმინეთის უშიშროების სამსახური იყო და მათ ჩვენი დახმარება ერთი


თავიანთი დიპლომატის ციხიდან გამოხსნის საქმეში სჭირდებოდათ, რომელიც ავღანეთში იყო
დატყვევებული, გასამართლებული და სიკვდილით უნდა დაესაჯათ.

ვინმე, პირობითად მას კარლი ვუწოდოთ, ქაბულში სამთავრობო მილიციამ იმის გამო
დააპატიმრა, რომ ერთ-ერთი ავღანელი მაღალჩინოსნის მეუღლეს ჩადრი მოხადა. ეს კი იქ
უდიდეს, სასიკვდილო ცოდვად ითვლებოდა და დიპლომატსაც კი არ აპატიებდნენ. კარლი
რანგით საშუალო დონის დიპლომატი იყო და ეს საქციელი არყით მთვრალმა ჩაიდინა, რაც
ადგილობრივი კანონებით მკაცრად იკრძალებოდა.

კარლის გამო „სეკურიტატე“ თავს ნამდვილად არ შეიწუხებდა, ის რომ მათთვის საჭირო კაცი არ
ყოფილიყო. კარლის გამოხსნით, სწორედ იმის გარკვევა გვინდოდა, თუ რა თამაშს თამაშობდა ის
ავღანეთში.

„სეკურიტატეს“ ავღანეთში სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარების არანაირი შანსი არ ჰქონდა და


დახმარებისთვის ჩვენ ამიტომ მოგვმართა.

– საოცარია, – ვუთხარი ვიქტორ იაკოვლევიჩს, – როგორც ჩანს, ეგ კარლი რუმინელებისთვის


ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გამოხსნაზე არ იჩალიჩებდნენ,
მით უმეტეს, ჩვენ არ გვთხოვდნენ ამის გაკეთებას.

– აშკარაა, რომ იმ კრეტინს ეს სიმთვრალით მოუვიდა, ამ რქიან ავღანელებს კი ასეთ რამეებზე


ტვინი ეკეტებათ და თხოვნა არ ჭრის, – მითხრა შჩუკინმა, – ჩვენ კი იმ კარლის პიროვნების
გაშიფვრა აუცილებლად გვჭირდება. ეჭვი გვაქვს, რომ ეს სუბიექტი ორმაგ თამაშს ეწეოდა და ამ
თამაშში ჩვენს ზურგს უკან ჩვენი რუმინელი მაღალჩინოსანი კოლეგებიც მონაწილეობენ.
ვფიქრობ, კარლის გამოხსნა იმ მიზნით სურთ, რომ ამ თამაშიდან არ ამოვარდნენ.

– და, რა ჰქვია ამ თამაშს? – ვკითხე შჩუკინს.


– სწორედ ამის გარკვევა მოგიწევს შენ. ამის გამო გამოგიძახეთ სასწრაფოდ სოჭიდან. ერთ საათში
ორ რუმინელთან ერთად უნდა გადაფრინდე ქაბულში და მათი სამთავრობო ციხის
ჯურღმულიდან გამოიხსნა ის სუბიექტი.

– შემდეგ ამ ორ რუმინელს გავატანო, ხომ? – ღიმილით ვკითხე შჩუკინს, რომელმაც ღიმილითვე


მიპასუხა:

– ოფიციალური შეთანხმებით, ასე უნდა მოიქცე, მაგრამ, იმ ორ რუმინელს მოჯაჰედების სამოსში


გადაცმული საბჭოთა სპეცნაზი გაიტაცებს და, შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოუშვებენ. შენ კი იმ
ვიღაც კარლს ჩვენს კონსპირაციულ ბინაში მიიყვან, კარგად დაამუშავებ, ყველაფერს ბოლომდე
გამოწურავ, ამ პროცესს კამერაზე გადაიღებ და კარლს სარდაფში გამოამწყვდევ. შემდეგ კი
მოპოვებულ ცნობებს შევაჯერებთ და მოქმედების შემდგომ გზასაც დავსახავთ.

– გასაგებია.

– აბა, შენ იცი, კოკი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა იყოს და შენი დიდი
იმედი გვაქვს.

კარლის ციხიდან გამოხსნა მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია და ყველაფერი გეგმის მიხედვით


წარიმართა. რუმინელები მოჯაჰედებმა „აჰყარეს“, მე კი ციხიდან გატაცებული კარლისგან
შევიტყვე, რომ ის „სეკურიტატეს“ მეკავშირე იყო ავღანელ საველე მეთაურ ბათუ აბუ-ჰალილთან,
რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ნარკოდილერი და საბჭოთა სამხედრო ძალების დაუძინებელი
მტერი იყო.

ბათუ აბუ-ჰალილი და „სეკურიტატეს“ მაღალჩინოსნები საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობის


ზურგსუკან ნარკოტიკების მსხვილ პარტიებს ეზიდებოდნენ და ამ საქმეში მათ ორმაგი აგენტი,
საბჭოთა გენერალ-მაიორი ეხმარებოდა, რომლის ვინაობასაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ
ვასახელებთ, რომ მის ახლობლებს ის გმირი ჰგონიათ, სინამდვილეში კი აყვანის დროს
შემოგვაკვდა. რაც შეეხება „სეკურიტატეს“, კარლის სიკვდილით დასჯა მათ ერთადერთ
მეკავშირეს უკარგავდა და ამით მილიონობით დოლარს უშვებდნენ ხელიდან; ეს – ერთი მხრივ.
მეორე მხრივ კი, მათ ეშინოდათ, რომ კარლი გუდას მოხსნიდა თავს, ყველა ინფორმაციას
დაფქვავდა და რუმინული უშიშროების მაღალჩინოსნებს გაამჟღავნებდა, რაც დიდი დარტყმა
იქნებოდა რუმინეთისთვის.

„სეკურიტატე“ ორ ცეცხლშუა იყო და, სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა, დახმარებისთვის მაინც
ჩვენ მოგვმართა. ჩვენ კი, არ „ვჭამეთ“, ჩვენი თამაში ჩავატარეთ და, როდესაც კარლის აღიარების
კადრები რუმინეთის პრეზიდენტ ნიკოლაუ ჩაუშესკუს მიუვიდა, იმავე ღამეს „სეკურიტატეს“
ოთხმა მაღალჩინოსანმა საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. კარლი კი ლუბიანკაზე მივიყვანეთ
და მასზე უკვე სხვა პროფილის ჩეკისტები მუშაობდნენ. საბჭოთა სპეცრაზმმა ბათუ აბუ-ჰალილი
და მისი დაცვის რვა წევრი ალყაში მოაქცია და ამოხოცა.

ასე დასრულდა რუმინული მხარის თხოვნით ჩატარებული „სეკურიტატესა“ და „კაგებეს“


ერთობლივი ოპერაცია. მოსკოშვი რომ დავბრუნდი, შჩუკინმა მითხრა:
– ბრწყინვალედ შესრულებული საქმე იყო. სოჭში დაბრუნდი და ცოლ-შვილთან ერთად
განაგრძე დასვენება.

სამიოდე საათის შემდეგ უკვე სანატორიუმის პლაჟზე ვიწექი და ლაჟვარდოვან, მშვიდ ზღვას
გავყურებდი.

მერიკომ ზურგზე მომისვა ხელი და მითხრა:

– კოკი, საყვარელო, მარცხენა ბეჭზე რა გჭირს, რატომ გაქვს ჩალურჯებული?

ცოლს ხომ არ ვეტყოდი, სპეცდავალების შესრულებისას დავიზიანე-მეთქი და მორიგი სიცრუე


მივაგებე:

– ექსკურსიის დროს ავტობუსის მძღოლმა ძლიერად დაამუხრუჭა და სალონის ფოლადის ძელს


დავეჯახე.

– რაღაც, ძალიან ხშირად მოგდის ხოლმე მივლინებებში ტრავმები, – ღიმილით მითხრა


მერიკომ, – გიდი ხარ თუ კასკადიორი? საყვარელო, ხომ არ მატყუებ რამეს და პარალელურად
რამე სახიფათო საქმიანობით ხომ არ ხარ დაკავებული?

– მაინც, რაზე გაქვს ეჭვი?

– ხომ გითხარი.

– კასკადიორი გგონივარ?

– აბა, ამდენი ტრავმა საიდან გაქვს? რამდენჯერმე არაფერი გითხარი, მაგრამ, არ გამომპარვია,
რომ სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები გქონდა. ასეთი რამ კი
დარტყმებისგან, დაჯახებებისგან და მსგავსი რამეებისგან ხდება. ნუ გავიწყდება, რომ ექიმი ვარ
და ეს არ გამომეპარება.

– კარგი, რა, მერიკო, რა კასკადიორი, რის სახიფათო პროფესია! უბრალოდ, ასეთი კანი მაქვს და
თითის შეხებაც კი დიდხანს მაჩნდება.

– კეთილი. თუ არ გინდა, ნუ მეტყვი. მთავარია, ჯანმრთელი და ცოცხალი იყო. იმაში კი ასი


პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ცუდს არაფერს ჩაიდენ.

ამ საუბრის მერე ყოველთვის ვცდილობდი, რომ სხეული „სუფთად“ შემენახა და არანაირი


კვალი არ დამმჩნეოდა. ყოველი დავალების შემდეგ ჯერ სარკის წინ ვდგებოდი შიშველი,
გულდასმით ვათვალიერებდი საკუთარ სხეულს და მხოლოდ ამის მერე ვბრუნდებოდი სახლში.
ხოლო, თუკი სხეულზე რაიმე იარა მქონდა, ვცდილობდი, ისე მომეშუშებინა, რომ მერიკოს არ
ენახა და ეჭვი არ გასჩენოდა.

ეგრეთ წოდებული „სუფთა სხეული“, განსაკუთრებით კი – სახე, აუცილებელია ჩემი პროფესიის


ადამიანისთვის, რადგან, ხელოვნური ნიშნის მქონე ადამიანების მიღებას ყველა ქვეყნის ყველა
სპეცსამსახური ერიდება. იარა, ნაჭდევი, ტატუ და მსგავსი რამეები განსაკუთრებული ნიშნებია,
რომლითაც ადამიანის დამახსოვრება და ამოცნობაა შესაძლებელი, ჩვენს საქმეში კი უჩინარი
უნდა იყო და ასეთი ნიშნები მხოლოდ და მხოლოდ ხელის შემშლელია.

ადრე უკვე მოგიყევით, თუ როგორ გავაცურე ერთ-ერთი ინსტრუქტორი, რომელიც შენიღბვას


მასწავლიდა და როგორ არ უჯერებდა საკუთარ თვალებს, როდესაც სხვა ადამიანის სახით
ვეწვიე სახლში და შუა ჩაის სმის დროს ნიღაბი მოვიხსენი...

– შენ ტალანტი ხარ, ნამდვილი ტალანტი, ჩემო კოკი და თუ ასე განაგრძე, თვით ეშმაკსაც კი
გააცურებ, – ხშირად მიმეორებდა ხოლმე ინსტრუქტორი, რომელიც განცვიფრებული იყო ჩემი
გარდასახვის უნარით და ეს მთლიანად საკუთარ დამსახურებად მიაჩნდა.

მას მერე მრავალმა წყალმა ჩაიარა. შეიცვალა შენიღბვის ტექნოლოგიები, რომლებიც ძალიან
დაიხვეწა და თითქმის სრულყოფილი გახდა. საქმეში ტექნიკა ჩაერია და, ახლა ამ სფეროში
ფენომენალური მიღწევებია, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერს მაინც პიროვნული
ფაქტორი წყვეტს. თამამად ვიტყვი, რომ, რაც უნდა ულტრათანამედროვე ტექნიკა და
ტექნოლოგიები გეხვიოს ირგვლივ, თუ შენ არ ხარ მაგარი, საქმეს თავს ვერ გაართმევ და
ვერაფერი გიშველის.

ერთხელ ერთი საკმაოდ რთული ოპერაციის ჩატარება დამავალეს, რომელიც მარტოს უნდა
ჩამეტარებინა და თან ორი როლი შემესრულებინა. საქმე ეხებოდა აღმოსავლეთ გერმანიის
სპეცსამსახურის თანამშრომელ ქალს, რომლის ფსევდონიმი იყო „გრეტა“. ის ძალიან ძვირფასი
თანამშრომელი იყო და, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, „შტაზის“ მაიორის ჩინს
ატარებდა. გრეტა ევროპის ქვეყნებში მოღვაწეობდა და საკმაოდ მნიშვნელოვან მისიებს
ასრულებდა, თუმცა, „კაგებეში“ ეჭვობდნენ, რომ გრეტა ორმაგი, შეიძლება, სამმაგი აგენტიც კი
ყოფილიყო და ამის შემოწმება გადაწყვიტეს. შჩუკინმა კაბინეტში მიხმო და მითხრა:

– საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, თანაც, არცთუ ჩვეულებრივი და შენ სწორედ ამიტომ


გიხმეთ. ოპერაცია უკვე შემუშავებულია და უნდა შეასრულო.

– მაინც, რითია უჩვეულო, ამხანაგო გენერალო? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მომიგო:

– ყველაფერს თანმიმდევრულად გეტყვი, – შჩუკინმა ხუთი ცალი ფოტოსურათი მანახვა და


მითხრა – ეს გრეტაა, „შტაზის“ 27 წლის სუპერაგენტი, მაიორი. ამჟამად ბუდაპეშტშია. ვეჭვობთ,
რომ ის ძვირფას ინფორმაციებს ყიდის და, არა ორმაგი, არამედ, სამმაგი აგენტია. თუმცა, ამას, ამ
შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ერთი სიტყვით, ეს ლამაზი გოგონა მოღალატეა და
შენ ის უნდა ამხილო. ბუდაპეშტში ორ როლს შეასრულებ და ორივეს ნიღბით, შენს ნამდვილ
სახეს არ გამოაჩენ. ერთი როლის მიხედვით, შენ ხარ სამოციოდე წლის „კაგებეს“ პოლკოვნიკი,
რომელიც „შტაზის“ სუპერაგენტ გოგონას პირადად ჩაუტარებს ინსტრუქტაჟს ოპერაციის
შესახებ, რომლის მიზანიც იქნება „ცეერუს“ ბუდაპეშტელი რეზიდენტის მოტაცება. ამის შესახებ,
„შტაზს“ შევუთანხმდით და ის დაუდასტურებს გრეტას, რომ ოპერაცია მართლაც ტარდება.
სინამდვილეში კი, „შტაზის“ ხელმძღვანელობასაც არ ვეუბნებით, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და
მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ტარდება, რომ მათი თანამშრომელი გამოვააშკარაოთ. მეორე
როლის მიხედვით კი, შენ იქნები ახალგაზრდა ამერიკელი მზვერავი, რომელსაც, სავარაუდოდ,
მიმართავს გრეტა სარფიანი წინადადებით და ძვირფასი ინფორმაციის სანაცვლოდ ფულსა და
ამერიკაში თავშესაფარს მოითხოვს. ოპერაცია ხვალ იწყება. შენ ბუდაპეშტში ჩახვალ, გრეტას
გაიცნობ და რამდენიმე დღის მერე, სექსის დროს, აცნობებ, რომ „ცეერუელი“ ხარ. შენი სახელია
ჯონი. ხოლო, როდესაც საქმეში რუსი პოლკოვნიკი დიმიტრი ჩაერთვება, რომელსაც ასევე შენ
განასახიერებ, გრეტაც ამოქმედდება. ერთი სიტყვით, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და,
მიდი, იმოქმედე.

შჩუკინმა კარგად იცოდა, რომ ერთგული ქმარი ვიყავი და ეგრეთ წოდებული სექს-ოპერაციები
არ მეპიტნავებოდა, ამიტომ, მსგავსი ტიპის დავალებებს უკიდურეს შემთხვევაში მაძლევდა. ეს
დავალებაც მსგავსი შემთხვევა იყო და, მართალია, გულზე არ მეხატებოდა, მაგრამ, ვუთხარი:

– ყველაფერი რიგზე იქნება.

– წარმატებას გისურვებ. აბა, შენ იცი.

ბუდაპეშტში რომ ჩავედი და მოვეწყვე, გრეტას გასაცნობად გავემართე, რომელიც „შტაზის“


დავალებით ფეშენებელური სასტუმროს ადმინისტრატორი იყო. მეც სწორედ ამ სასტუმროში
ვცხოვრობდი. ის უკვე მეორე ღამესვე ჩავიწვინე ლოგინში და ხუთდღიანი მხურვალე სექსის
დროს „გავუმხილე“, რომ „ცეერუს“ თანამშრომელი ვიყავი და ბუდაპეშტში ხანგრძლივი
მივლინებით ჩავედი. ქალმა ეს ჩემი „აღიარება“ თავისი სექსუალური ღირსებების
დამსახურებად ჩათვალა და ფიქრობდა, რომ ვნებები მალაპარაკებდა. იმავე ღამეს ვუთხარი, რომ
ორი დღით ბრიტანეთში მივემგზავრებოდი. ხოლო, როდესაც „გავემგზავრე“, ორი საათიც არ
იყო გასული, რომ გრეტას სამოცი წლის რუსი პოლკოვნიკის – დიმიტრის სახით მოვევლინე და
პაროლების გაცვლის მერე ვუთხარი:

– აქ ძალიან მნიშვნელოვანი მისიით ვარ ჩამოსული, რომელშიც მთავარი როლი თქვენ


გეკისრებათ და ინსტრუქტაჟი უნდა ჩაგიტაროთ.

– დიახ, ვიცი, ცენტრიდან უკვე მაცნობეს ამის შესახებ, – მითხრა გრეტამ, რომელსაც
იოტისოდენა ეჭვიც კი არ შეჰპარვია იმაში, რომ რუსი პოლკოვნიკი იგივე ჯონი იყო,
რომელთანაც უკვე ზედიზედ ხუთი დღე ნებივრობდა.

ერთი სიტყვით, გრეტას არარსებული ოპერაციის დეტალები გავაცანი, მოქმედების რამდენიმე


ვარიანტი მოვუყევი და ბოლოს ვუთხარი:

– ოთხი დღე გაქვთ განკარგულებაში. რაზეც ვილაპარაკეთ, ყველაფერი გულდასმით


მოამზადეთ, დანიშნულ დროს მოვალ და ოპერაციას პირადად ჩავუდგები სათავეში. მაშველი
ჯგუფიც ოპერაციის დღეს ჩამოვა. ახლა კი უნდა წავიდე, ნახვამდის.

გრეტასგან კონსპირაციულ ბინაში წავედი და ორი დღე იქიდან არ გამოვსულვარ. ორი დღის
შემდეგ კი, „ცეერუელი“ ჯონის ნიღბით დავბრუნდი სასტუმროში, მაგრამ, გრეტას ნახვას არ
ვჩქარობდი. საღამოს გრეტა თავად მეწვია ნომერში, მომიალერსა და ვახშამი შეუკვეთა. თითო
ჭიქა კონიაკი რომ შევსვით, გრეტამ მითხრა:
– ჯონი, საყვარელო, შენისთანა კაცი ჯერ არ მყოლია, ძალიან კარგი ხარ.

– არც მე მყოლია შენისთანა ქალი, – მივუგე გრეტას და საკოცნელად გავიწიე, მან კი არ მაცალა
და მითხრა:

– ეგ შემდეგ, ახლა კი – საქმე.

– ამაზე კარგი საქმე რა უნდა იყოს? მოდი, დავწვეთ.

– მოიცა, ჯონი, მომისმინე. შენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს.

– რა საქმე?

– გახსოვს, რომ მითხარი, „ცეერუში“ ვმუშაობო?

– გრეტა! – „აღვშფოთდი“ მე, – ხომ შევთანხმდით, რომ ამაზე აღარასოდეს ვილაპარაკებდით?

– ჰო, მაგრამ, ვითარება შეიცვალა.

– რა ვითარება, რაშია საქმე?

– მაცლი თქმას? გაჩუმდი და მომისმინე.

– გისმენ.

– ჯონ, მე პროფესიონალი მზვერავი ვარ და „შტაზიში“ ვმუშაობ.

– რაო?!

– დამშვიდდი და კარგად მომისმინე. „კაგებე“ და ჩვენი უწყება სერიოზულ აქციას გეგმავენ


თქვენ წინააღმდეგ და ამ ოპერაციაში მთავარი როლი მე მეკისრება.

– რა ოპერაციაა და როდის უნდა ჩატარდეს? – ცივი ხმით ვკითხე გრეტას, მან კი მომიგო:

– მე ფული და ამერიკაში თავშესაფარი მჭირდება. შეგიძლია, ამის გარანტიები მომცე?

– რა თანხას ითხოვ?

– სამასი ათას დოლარს.

– ვფიქრობ, რომ უარს არ იტყვიან. როდის ტარდება ეს ოპერაცია?

– ოპერაცია ტარდება ზეგ. მისი მიზანი კი თქვენი აქაური რეზიდენტის მოტაცებაა. მე ის უნდა
მოვხიბლო, ოთახში შევიტყუო და დავაძინო, დამხმარე ჯგუფი კი მას გაიტაცებს.

– სად?

– ზუსტად არ ვიცი. ალბათ, მოსკოვში.


ჩემი და გრეტას ლაპარაკი სპეციალურ მიკრო-კინოფირზე იწერებოდა, რომელსაც სასტუმროს
ნომერში დამონტაჟებული ორი კამერა იწერდა და ეს იყო „შტაზის“ სუპერაგენტის ღალატის
დამადასტურებელი საბუთი. გრეტას თვალი თვალში გავუყარე და ვუთხარი:

– მე შემიძლია, ახლავე ვაცნობო ცენტრს შენი სიტყვები და შენი გაყვანა მოვთხოვო, მაგრამ,
ერთი აზრი მომივიდა თავში და, თუ დამთანხმდები, გარწმუნებ, ამერიკაში უფრო მეტი წონით
ჩახვალ, რაც შენს კარიერას უფრო მეტად წასწევს წინ.

– მითხარი, გისმენ.

– „შტაზსა“ და „კაგებეს“ საპასუხო მანევრი უნდა ჩავუტაროთ და როდესაც მათი ჯგუფი ჩვენი
რეზიდენტის გასატაცებლად მოვა, ისინი დავატყვევოთ და ჩვენ გავიტაცოთ.

– კარგი აზრია, – ჩაეცინა გრეტას, – მეტსაც გეტყვი: ამ ოპერაციას „კაგებეს“ პოლკოვნიკი, ვიღაც
დიმიტრი ხელმძღვანელობს. ვფიქრობ, რომ „ლენგლიში“ უფრო მეტად დამაფასებენ, თუკი მათ
რუს პოლკოვნიკს მივგვრი.

„მომინდომა ამ ძუკნამ მთვარეზე ჟიმაობა“, – გავიფიქრე გუნებაში, გრეტას კი ვუთხარი:

– გენიალურია, უკეთესს ვერავინ მოიფიქრებდა! ახლავე შევათანხმებ ყველაფერს ჩვენებთან,


რომ ზეგისთვის სრულფასოვანი ოპერაციის ჩატარება მოხერხდეს.

– კარგი, შევთანხმდით.

– დილით შევხვდებით. ახლა კი, ჯერ შენ გადი, ათ წუთში კი მეც გამოვალ, – ვუთხარი გრეტას
და ჩემი ნომრიდან გავისტუმრე.

ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ, როდესაც გრეტამ რუსი პოლკოვნიკი ხაფანგში „შეიტყუა“
და ის ამერიკელების სპეცჯგუფს უნდა გაეტაცებინა, ამ ჯგუფის წევრები „შტაზის“
ოპერმუშაკები აღმოჩნდნენ, მათ გრეტა დააპატიმრეს, რამდენიმე საათში უკვე ბერლინში
ჰყავდათ და ჰკითხავდნენ. შტაზელებმა თან წაიღეს საიდუმლო ფირიც, რომელზეც ჩემი და
„შტაზის“ სუპერაგენტის დიალოგები იყო ჩაწერილი. ეს გოგონა ოთხმაგი აგენტი აღმოჩნდა და
ერთდროულად იყო დაკავშირებული ბრიტანეთის, ფედერაციული გერმანიის, ისრაელისა და
ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურებთან. გრეტა გაასამართლეს და სასიკვდილო
განაჩენი გამოუტანეს. თუმცა, შემდეგ მას განაჩენი შეუცვალეს – ოცი წელი მიუსაჯეს და მან ეს
ვადა ბოლომდე მოიხადა. როგორც ვიცი, გრეტა დღესაც ცოცხალია, უკვე გაერთიანებულ
გერმანიაში ცხოვრობს და, როგორც დიქტატურის მსხვერპლი, საკმაოდ სოლიდურ პენსიასაც
იღებს მთავრობისგან. არადა, გრეტა დიქტატურის მსხვერპლი კი არა, ტიპური მოღალატეა და
ღირსეულად დაისაჯა. მადლობა თქვას, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, რადგან, ეგრეთ
წოდებული სანიმუშო დემოკრატიის ქვეყნებში ასეთი დონის მოღალატისთვის, შესაძლოა,
თავიც წაეგდებინებინათ...

ბუდაპეშტის მსგავსი ცრუ აქციები ჩვეულებრივი მოვლენაა სპეცსამსახურების პრაქტიკაში და


ასეთ ოპერაციებში არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა. ასეთი ცრუ მანევრები, ძირითადად,
რაღაც უფრო დიდის, მთავრის შესანიღბად გამოიყენება ხოლმე და საკმაოდ დიდი
წარმატებითაც.

ერთხელ, ლუბიანკაზე ერთი მსგავსი აქცია დაიგეგმა, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი


როლი შეასრულა საბჭოთა რეაქტიული ავიაციის ფანტასტიკურ განვითარებაში, რამაც ჩვენს
ქვეყანას საშუალება მისცა, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვნად გაესწრო და, შედეგად, საბჭოთა
„ასები“ შვიდი წლის განმავლობაში დომინირებდნენ მსოფლიოს ცაში.

„კაგებეს“ შერჩეული ჰყავდა ვინმე მაიორი ზუევი, რომელიც შორეული აღმოსავლეთის


საიდუმლო საავიაციო ბაზაზე მსახურობდა და გამორჩეული იყო თავისი ანტისაბჭოური
განწყობილებებით. ზუევი პილოტი „ასი“ იყო და თანამედროვე რეაქტიული თვითმფრინავებით
დაფრინავდა. მე ზუევს უნდა დავკონტაქტებოდი და ჩამენერგა მისთვის აზრი, რომ მას
საბჭოეთში სათანადოდ არ აფასებდნენ და მებიძგა, რომ საიდუმლო რეაქტიული
თვითმფრინავი გაეტაცებინა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაეყვანა. ობიექტთან
დიდხანს მუშაობა არ დამჭირვებია, ის ისედაც მზად იყო ამისთვის. ჩვენი გაცნობიდან სამ
კვირაში მან საიდუმლო თვითმფრინავი გაიტაცა და ამერიკაში დასვა. საბჭოთა მთავრობამ, რა
თქმა უნდა, მსოფლიო განგაში ატეხა და თვითმფრინავისა და პილოტის დაუყოვნებლივ უკან
დაბრუნება მოითხოვა. პილოტის დაბრუნებაზე ამერიკამ უარი განაცხადა, საიდუმლო
თვითმფრინავი კი თვე-ნახევრის შემდეგ დააბრუნეს – მას მერე, რაც ის საფუძვლიანად
შეისწავლეს ამერიკელებმა. ამ აქციის მიზანი კი ის იყო, რომ ამერიკელებს იმ ტიპის
თვითმფრინავებზე გაემახვილებინათ ყურადღება და გამორჩენოდათ ის უახლესი საბჭოთა
მოდელები, რომლებიც უკვე დაფრინავდნენ, ამერიკელები, ჩვენს ამ ტრიუკს გვიან მიხვდნენ.
იმდენად გვიან, რომ შვიდი წლით ჩამოგვრჩნენ და შვიდი წლის განმავლობაში საბჭოთა
ავიაციას კონკურენტი არ ჰყავდა მსოფლიოში. რაც შეეხება ზუევს, შვიდი წლის განმავლობაში
მისთვის ხელი არ გვიხლია, ხოლო, როდესაც ამერიკელები მიხვდნენ, რომ ზუევი
„შემოგდებული“ იყო, მასზე ხელი აიღეს, ყოველგვარი დაფინანსება შეუწყვიტეს და ის
გალოთდა. ყოფილი „ასი“ ამერიკის ტრასებზე დახეტიალობდა და მათხოვრობით შოულობდა
ორიოდ დოლარს, რომ დაელია.

– ფუი, დასწყევლოს ღმერთმა ეს საზიზღარი ამერიკა! თუ არ სჭირდები და შენგან მოგება არ


აქვთ, ერთ ჭიქა ვისკისაც კი არავინ დაგალევინებს, – ბუტბუტებდა ზუევი, თან ტრასაზე
მიმავალ მანქანებს ხელს უქნევდა, რომ სხვა შტატში წასულიყო და იქ ეცადა ბედი.

მის წინ მწვანე „ფორდმა“ გააჩერა და, როდესაც ის მძღოლის გვერდით მოკალათდა, „ფორდი“
ადგილიდან დაიძრა.

– საით გაგიწევიათ, სერ? – ჰკითხა ზუევს მძღოლმა.

– რა ვიცი, იქ, სადაც ჭიქა ვისკის მიწყალობებენ, – მიუგო ზუევმა მძღოლს, შეათვალიერა და
დაამატა – ძალიან ნაცნობი სახე გაქვს. სად მინახავხარ, ნეტავ?

– მთელ ამერიკაში ვმოგზაურობ და, ალბათ, ადრე შევხვდით კიდეც სადმე.

– არა, არა, – თავი გააქნია ზუევმა, – სადღაც სხვაგან მყავხარ ნანახი.


– სხვაგან სად?

ზუევმა მძღოლის თვალებში ჩახედა, შემდეგ შეხტა და მიუგო:

– საბჭოთა კავშირში...

– გაგახსენდი? – ირონიულად ვუთხარი ზუევს, რადგან „ფორდის“ მძღოლი მე ვიყავი და


ამერიკაში მის დასასჯელად გამგზავნეს.

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, ეს რა ჩავიდინე, ჩემს სამშობლოს როგორ ვუღალატე... –


იმეორებდა ზუევი. შემდეგ თვალებში ჩამაცქერდა და მითხრა:

– შენი ბრალია! შენ არ მირჩიე, რომ თვითმფრინავი გამეტაცებინა და ამერიკაში გადავსულიყავი?

– მე მხოლოდ მიმართულება მოგეცი. გაქცევა და თვითმფრინავის გატაცება კი დიდი ხანია,


გულში გედო და ხელსაყრელ მომენტს ეძებდი, შე მოღალატევ!

– უკან წამიყვანე, გამასამართლეთ და მომისაჯეთ!

– შენ უკვე მოსჯილი გაქვს.

– რა მაქვს მოსჯილი?

– სიკვდილი და აქ ამ სასჯელის აღსასრულებლად ჩამოვედი.

– არ მომკლა, მაპატიეთ.

– სამშობლოს ღალატი უპატიებელი ცოდვაა, – ვუთხარი ზუევს, წიხლი ვკარი და ღია მანქანიდან
უკაცრიელ ტრასაზე გადავაგდე. შემდეგ, მაყუჩიანი პისტოლეტიდან შუბლი გავუხვრიტე და გზა
განვაგრძე...

როგორც არაერთხელ მითქვამს, სამშობლოს ღალატი უპატიებელი ცოდვაა და ხანდაზმულობის


ვადა არ აქვს. ზუევის შემთხვევაში, მავანმა, შეიძლება, თქვას, რომ მას პროვოცირება მოვუწყვეთ
და ღალატისკენ ვუბიძგეთ... არავითარ შემთხვევაში! პილოტ „ასს“, როგორც უკვე ვთქვი,
ღალატი დიდი ხანია, გულში ედო და შესაფერის მომენტს ეძებდა, ჩვენ კი მისი ეს მდგომარეობა
ჩვენს სასიკეთოდ, ქვეყნის ინტერესებისთვის გამოვიყენეთ. ამიტომ, არანაირ პროვოკაციას ან
იძულებას არ ჰქონია ადგილი. იძულება მაშინ იქნებოდა, მას რომ ახლობლების განადგურებით
დავმუქრებოდით, ასეთი რამ კი ყოფილა და ამიტომაა ის მოღალატე. ჩვენ, რა თქმა უნდა,
შეგვეძლო პრევენციული ზომების მიღება – ზუევი ჩამოგვეშორებინა ფრენებს და მის ყურამდე
მიგვეტანა, რომ მასზე ეჭვი გვქონდა. ასეთ შემთხვევაში, ზუევი დროებით მაინც გადაიფიქრებდა
ღალატს. თუმცა, პირველივე ხელსაყრელ მომენტში მაინც ღალატის გზას დაადგებოდა. „კაგებე“
მონასტერი არ არის, რომ ზრდასრული ადამიანის ხელახლა აღზრდაზე იფიქროს. იქ ან მტერი
ხარ, ან მოყვარე. ზუევი მტერი აღმოჩნდა და მისი ეს განწყობა სახელმწიფოს ინტერესებისთვის
გამოვიყენეთ... ამიტომ, მე არც სინდისის ქენჯნას ვგრძნობ და არც ამორალურ ადამიანად
მიმაჩნია თავი. ამორალურობა და უსინდისობა იქნებოდა ის, ზუევი რომ პატიოსანი ადამიანი
ყოფილიყო და ის მრუდე გზაზე დაგვეყენებინა. მეტსაც გეტყვით, ჩემი „კაგებეშნიკური“
კარიერის განმავლობაში ერთი შემთხვევაც არ მახსოვს, რომ თუნდაც ჩვენდამი მტრულად
განწყობილი ბანაკის წარმომადგენელი, მაგრამ, პატიოსანი ადამიანი, რაიმე ხიფათში გაგვებას.
პირიქით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვენი ოპერაციის წარმატებულობას პატიოსანი
ადამიანის დაზარალება სჭირდებოდა, მაგრამ, ეს არ გაგვიკეთებია და უფრო რთული გზა
აგვირჩევია მიზნის მისაღწევად. ომის დროსაც კი არსებობს დაუწერელი კანონები და, ვინც ამ
კანონებს დაარღვევს, რაც უნდა ძლიერი იყოს, საბოლოოდ მაინც დამარცხდება...

ნურავის შეეპარება ეჭვი იმაში, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ამერიკის უწესო თამაშის შედეგი
იყო. ეს ჭეშმარიტებაა, თითქმის მთელი მსოფლიო, მათ შორის ამერიკელებიც აღიარებენ ამას
და, რომ იტყვიან, წყალი არ გაუვა. ამიტომ, ნურავის გაეცინება, თუ ვიტყვი, რომ ასე
გამარჯვებული ამერიკა საბოლოოდ მარცხისთვისაა განწირული და ეს პროცესი უკვე აქტიურად
ვითარდება. ამ ყველაფერს არც განსაკუთრებული ანალიტიკური გონება სჭირდება და არც
ჯადოსნური სარკე. ამერიკას ყველა ის ბოროტება, რაც ცივი ომის დროს თესა, ახლა უხვდება წინ
და მარტო ის რად ღირს, რომ მის მიერვე შექმნილი, გლობალური ტერორისტული მოძრაობა ასი
პროცენტით მასვე შემოუბრუნდა.

საბჭოთა კავშირის დაშლა უკვე დაწყებული იყო, მაგრამ, რამდენიმე წელი მას ჯერ კიდევ
დარჩენოდა, როდესაც პაკისტანში ერთი ძალიან წარმატებული სპეცოპერაცია ჩავატარეთ და
დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი პიროვნება ჩუმად ჩავიგდეთ ხელში. ის ახლაც ცოცხალია და
მის პიროვნებას არ დავასახელებ. ამიტომ, პირობითად მას აბდულა ვუწოდოთ.

აბდულა მაშინ ამერიკის მიერ იყო მომზადებული და უხვად დაფინანსებული. ის საბჭოთა


კავშირის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდა ავღანეთში და თავისი ოკეანისგაღმელი პატრონების
უშუალო მითითებით, ტყავს აძრობდა საბჭოთა მებრძოლებს. აბდულას დატყვევება პირადად
ანდროპოვის უშუალო მითითებით განხორციელდა. სპეცჯგუფმა, რომელსაც მე
ვხელმძღვანელობდი, წარმატებით შეასრულა ეს მისია და ის ჩვენს ერთ-ერთ კონსპირაციულ
ბინაში მივიყვანეთ. აბდულა 30 წლის, სიმპათიური შესახედაობის მამაკაცი იყო და ისე
ავიყვანეთ და განვაიარაღეთ, კრინტის დაძვრაც კი ვერ მოასწრო. ის დედიშობილა, რკინის
ძელზე მივაბით და პირიდან საცობი რომ გამოვუღე, მითხრა:

– ვხედავ, რომ აქედან თავს ვერ დავიძვრენ და განწირული ვარ. ამიტომ, ერთი თხოვნა მაქვს და,
როგორც მეომარმა მეომარს, გთხოვ, გამიგო.

– თქვი, რა თხოვნა გაქვს, – ვუთხარი აბდულას.

– როგორც გინდა, ისე ამომხადე სული. თუ გსურს, ტყავი გამაძრე, ისევე, როგორც მე ვაძრობდი
ტყავს საბჭოთა მეომრებს. ოღონდ, კაცური ღირსება არ წამიბილწო.

კაცური ღირსების წაბილწვაში აბდულა სქესობრივ ძალადობას და სასქესო ორგანოს მოკვეთას


გულისხმობდა. ჩვენ კი, არამცთუ გაუპატიურებას, მის სიკვდილით დასჯასაც კი არ
ვაპირებდით. ხელმძღვანელობისგან პირადად მე მქონდა ნაბრძანები, რომ აბდულა
გადმომებირებინა...
– ასეთია პირადად ანდროპოვის მითითება, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც აბდულას შეპყრობის
დავალება მომცა. მე კი მას მივუგე:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ეტყობა, იური ვლადიმიროვიჩს არასრული ინფორმაცია აქვს აბდულაზე,


თორემ, მის გადმობირებას არ დაგვავალებდა და მის განადგურებას გვიბრძანებდა. თქვენ ხომ
კარგად იცით, რა საშიშია აბდულა?

– თავმჯდომარეს სწორედ მე ვურჩიე აბდულას გადმობირება. იური ვლადიმიროვიჩი კი მის


ლიკვიდაციას გვავალებდა.

– თქვენ?!

– დიახ, მე და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ ცოცხალი და ჩვენ მხარეზე მყოფი აბდულა ბევრად
უფრო გამოგვადგება, ვიდრე ჩვენ მიერვე ლიკვიდირებული.

– კი, მაგრამ... – სიტყვა გავაწყვეტინე შჩუკინს. მინდოდა, მეთქვა, რომ ის ტყავს აძრობდა
საბჭოთა მეომრებს და თუნდაც ამის გამო არ დაგვთანხმდებოდა თანამშრომლობაზე. შჩუკინმა
კი ხელით გამაჩერა და მითხრა:

– ბოლომდე მომისმინე. აბდულას პიროვნება საფუძვლიანად შეისწავლეს ჩვენმა


ფსიქოანალიტიკოსებმა და შემდეგ დასკვნამდე მივიდნენ: თუკი მას დაარწმუნებ იმაში, რომ
ამერიკელები მუსლიმებს მხოლოდ საზარბაზნე ხორცად და ნავთობის ამოსაქაჩავად
იყენებდნენ, ის ჩვენს მხარეზე გადმოვა. ამიტომ, შენ ეს უნდა შეძლო. მანამდე კი აბდულა
ძალიან უხმაუროდ უნდა მოიტაცო. გარწმუნებ, კოკი, რომ აბდულას ამერიკის ნომერ პირველ
მტრად ვაქცევთ და ძალიან ეფექტურადაც გამოვიყენებთ.

შჩუკინის ეს სიტყვები თავში მქონდა ჩაბეჭდილი და, როდესაც დაბმულმა აბდულამ მთხოვა,
რომ მისთვის ღირსება არ შემელახა და ისე მომეკლა, მე მას მივუგე:

– აბდულა, ჩვენ შენი მოკვლა არც კი გვიფიქრია, რომ არაფერი ვთქვათ შეურაცხყოფაზე.

– აბა, რისთვის მომიყვანეთ აქ?

– იმისთვის, რომ გამცნოთ, თუ ვის ემსახურები და ეშმაკის ნამდვილი სახე დაგანახოთ.

– როგორ უნდა დამანახოთ ეშმაკის სახე? – მკითხა აბდულამ.

სანამ საუბარს დავიწყებდი, აბდულა ავხსენი და ჩაცმის საშუალება მივეცი. შემდეგ ჩემი
ხელქვეითები ოთახიდან გავუშვი და აბდულას არაბულ ენაზე ოცწუთიანი საუბარი ჩავუტარე,
რომელშიც ყურანიდან ამოღებული ციტატები ჭარბობდა, ბოლოს კი ვუთხარი:

– შენ ჩვენს აგენტობას არ გთავაზობთ, უბრალოდ, გვინდა, დაფიქრდე ჩემს სიტყვებზე, სწორი
დასკვნები გამოიტანო და თავად მიხვდები, ვინ ვინ არის.
აბდულა გავუშვით და მისთვის არანაირი პირობა არ წაგვიყენებია. მას თავისი ბრძოლა არ
შეუწყვეტია, თუმცა ძველებურად საშიში აღარ იყო ჩვენთვის. წლების შემდეგ კი ამერიკას
ჯიჰადი გამოუცხადა...

ისტორია მკაცრი მსაჯულია და შეცდომებს არავის აპატიებს. ამერიკელი იდეოლოგი-


სტრატეგები შეცდნენ, როდესაც მსოფლიოზე ბატონობის სატანური გეგმა შეიმუშავეს და ამის
მთავარ წინაპირობად ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთის დაშლა დაისახეს მიზნად.
დაშლა ჯაჭვურ რეაქციას ჰგავს და, თუკი რუსეთმა რეალური რღვევა დაიწყო, მაშინ ეს პროცესი
თერმობირთვული აფეთქების ტოლფასი იქნება როგორც გადატანითი, ასევე, პირდაპირი
მნიშვნელობით... ამას წინათ ჩემს ძველ ნაცნობს შევხვდი, რომელიც მძვინვარე ანტისაბჭოელი
იყო, რუსეთს ვერ იტანდა, ამერიკას კი აღმერთებდა. ბოლოს მას საბჭოთა კავშირის დაშლის წინ
შევხვდი და კარგად მახსოვს, როგორ ხარობდა იმ საშინელი, დამანგრეველი პროცესებით,
რომელიც მაშინ ვითარდებოდა. მან, რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ „კაგებეს“ საიდუმლო
თანამშრომელი ვიყავი და შეხვედრისას მითხრა:

– ხედავ, ჩემო კოკი, მსოფლიო ჩვენ თვალწინ იცვლება. იმპერია ინგრევა, რუსეთი სუსტდება,
გერმანია ერთიანდება და სულ მალე, ჩვენი ტურფა საქართველო თავისუფალი ჩიტივით
ინავარდებს და ვარდივით აყვავდებაო...

ჩემს ნაცნობს ჯიმი ჰქვია და მსგავს უცნაურ მეტაფორებს ხშირად იყენებდა ხოლმე. მის
სიტყვებზე გულში გამეცინა, მას კი მივუგე:

– ღმერთმა ქნას, ჩემო ჯიმი, რომ არაფერი გაგვიჭირდეს. საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთზე
საკმაოდ დამოკიდებულები ვართ და შევძლებთ კი ასე მალე აყვავებას?

ჯიმი ადგილზე შეხტა და უცნაურად აღტყინებულმა მითხრა:

– „კაგებე“ რომ აღარ იქნება და ჩვენი სული და გონება პოლიციური წნეხისგან გათავისუფლდება,
შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა სიდიდის მწვერვალებს დავიპყრობთ. ქართველი კაცის ამბავი არ
იცი?!

– ღმერთმა გისმინოს, ჩემო ჯიმი, შენს პირს შაქარი. აბა, კარგად იყავი, მეჩქარება, – ვუთხარი
ჯიმის და წამოვედი, რადგან კიდევ ბევრს ილაპარაკებდა და მისი მოსმენა ნამდვილად არ
მინდოდა.

ახლახან რომ შევხვდი ჯიმის, ის ჩაფიქრებული მოდიოდა ქუჩაში და, რომ არ შევხმიანებოდი,
გვერდით ჩამივლიდა. მას მკლავზე მოვკიდე ხელი და ვუთხარი:

– გამარჯობა, ჯიმი. რა ჩაფიქრებული მიდიხარ, მოხდა რამე? როგორ ხარ?

ძველად ჯიმიმ ძალიან ემოციური შეხვედრა იცოდა – კისერზე ჩამოგეკიდებოდა, გადაგკოცნიდა,


მოგიკითხავდა და რადიოსავით ჩაირთვებოდა, ახლა კი ზანტად ჩამომართვა ხელი და
კოპებშეკრულმა მითხრა:

– როგორ უნდა ვიყო, კოკი, ვერ ხედავ, რა ხდება?


– რა ხდება? – ისე ვკითხე ჯიმის, რომ მასში ძველი აზარტი გამეღვიძებინა და დამექოქა, რადგან
მართლა მაინტერესებდა, „რა ხდებაში“ რას გულისხმობდა. მან კი პესიმისტურად ჩაიქნია ხელი
და მომიგო:

– დავიღუპეთ, მსოფლიო ისტორიიდან ვქრებით და მხოლოდ ქაღალდზეღა დავრჩებით. შემდეგ


ამ ქაღალდსაც დახევენ და ვერავინ შეიტყობს, რომ ოდესღაც არსებობდა ღვთივკურთხეული
ერი, რომელსაც საკუთარი ანბანი გააჩნდა და ამ ანბანით დაიწერა „ვეფხისტყაოსანი“.

ჯიმის სიტყვები შხამიანი ისარივით მომხვდა გულში, რადგან, სწორედ მეც ასე ვფიქრობდი.
თანაც, მიმაჩნდა, რომ ჩვენი უბედურება ჯიმისნაირი ადამიანების ბრალი იყო. მე ძალიან
მაინტერესებდა ჯიმის ასეთი ტრანსფორმაცია. ამიტომ, რესტორანში დავპატიჟე და, სუფრას რომ
მივუსხედით, ვუთხარი:

– აბა, ჩემო კარგო, თქვი, რა ხდება.

– ვიღუპებით, კოკი, ვიღუპებით. თავისუფლება შხამად შეგვერგო. ამერიკელებმა მოგვატყუეს.


მგონი, ჯობდა, რომ რუსეთთან ერთად ვყოფილიყავით.

– კი მაგრამ, შენ არ ამბობდი, რომ მთავარია, გავთავისუფლდეთ და ვარდივით


გავიფურჩქნებითო?

– ვცდებოდი, ჩემო კოკი, ვცდებოდი. ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ წაგვაქეზა, შემდეგ კი განზე
გადგა, გვაომა და ახლა გვეუბნება, მასთან ურთიერთობა გამოისწორეთო. როგორ? მას ჩვენი
ტერიტორიის მეხუთედი აქვს დაპყრობილი, დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ და
თითქმის ყველანაირი ხიდი ჩატყდა ჩვენ შორის. ასეთ პირობებში კი ძალიან ძნელია, თუნდაც
პოსტსაბჭოურ სტატუს-კვოს დაუბრუნდე.

– მაინცდამაინც საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს და გულს ნუ გაიტეხ, – განგებ ვუთხარი


ჯიმის, თუმცა, მეც მასავით ვფიქრობდი.

– რას ამბობ, კოკი! – წამოენთო ჯიმი, – როგორ თუ საგანგაშო არაფერია! არაფერი კი არა,
სასწრაფოდ გლოვის ზარები უნდა ჩამოვკრათ, დავივიწყოთ ერთმანეთის წყენა, გავერთიანდეთ
მთელი ერი და გადავურჩეთ იმ გლობალურ საშიშროებას, რასაც ამერიკანიზაცია ეწოდება. შენ
იცი, რას ნიშნავს ამერიკანიზაცია?

– რა ცოდნა უნდა – ამერიკის გავლენას მთელ მსოფლიოში.

– არა, არა, – თავი გააქნია ჯიმიმ და მწარე ღიმილით დაამატა – ამერიკანიზაცია, რუსეთის
დაშლას ნიშნავს. ამ საქმეში კი მთავარ იარაღად საქართველოს გამოყენება უნდათ. რუსეთს კი ეს
არ აწყობს და, იცი, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს ნატოში შესვლა კავკასიის რღვევას
გამოიწვევს; კავკასიის რღვევა კი რუსეთის დაშლის საწინდარია და, დარწმუნებული ვარ, რომ
რუსეთი ამას არ დაუშვებს. გესმის, რა ხდება?
ჯიმის რომ არ ეთქვა, ისედაც კარგად მესმოდა, რაც ხდებოდა. ამერიკა საქართველოს რუსეთის
წინააღმდეგ იყენებს და ამ ბრძოლაში ჩვენი განადგურება ფეხებზე ჰკიდია. მე ეს, რა თქმა უნდა,
ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ, მხრები ავიჩეჩე და მივუგე:

– რას გულისხმობ, რა ხდება?

– რა ხდება, ჩემო კოკი და, ამერიკა ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ საზარბაზნე ხორცად გვიყენებს.
უნდა, რომ ჩვენ დაგვატაკოს მასთან, როგორც ეს უკვე ორჯერ ქნა და არ აინტერესებს, ცოცხლები
დავრჩებით თუ დავიღუპებით. ახლა გესმის?

– მესმის, მესმის, ჩემო ჯიმი, მაგრამ, რასაც ახლა შენ ამბობ, ის მაშინ უნდა გცოდნოდა, როცა
გლობალური ცვლილებები გიხაროდა და ამერიკას აღმერთებდი. მართალი ხარ, ამერიკამ
მოახდინა 9 აპრილის პროვოცირება და ეს გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მთავარი
კატალიზატორი. ამერიკამვე დაგვატაკა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში. შემდეგ განზე გადგა
და, ჩვენი ტერიტორიებისა და ადამიანთა მსხვერპლის საფასურად, პამპერსები და წყალი
გამოგვიგზავნა. ვალად გამოყოფილი 2 მილიარდი დოლარი კი მთავრობის ვირთხებმა შეჭამეს –
იმ ვირთხებმა, ვინც ხალხს სასაკლაოზე მიერეკებოდა, თავიანთი ოჯახები კი ოქროებითურთ
უცხოეთში გახიზნეს.

– მართალი ხარ, ჩემო კოკი, მართალი. უნდა მცოდნოდა, მაგრამ, არ ვიცოდი. ამერიკა ღმერთად
არ უნდა დამესახა და უფრო წინ უნდა გამეხედა, – მითხრა ჯიმიმ, თავი ჩაღუნა და თვალებიდან
ცრემლები წამოუვიდა.

ჯიმი სულით ხორცამდე პატრიოტი იყო და ასე მტკივნეულად იმიტომ განიცდიდა


საქართველოს უბედურებას. მართალია, ის ხშირად ცდებოდა ხოლმე, მაგრამ ესეც
პატრიოტიზმის ბრალი იყო და მოვლენებს გულით აფასებდა, ვიდრე გონებით. ჩემთან
შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ, ჯიმი მოულოდნელად დააპატიმრეს და ჯაშუშობის
ბრალდება წაუყენეს. კიდევ ორი კვირის მერე კი, ჯიმი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს, ეს
შემთხვევა თვითმკვლელობად გამოაცხადეს და საქმე დახურეს... თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ
ჯიმი არც რუსეთის ჯაშუში იყო და არც თავი მოუკლავს. ის მოკლეს და იმის გამო, რომ
მთავრობას ღალატში, ანტიეროვნულობაში ამხელდა და ჯერ ცრუ ბრალდებით დააპატიმრეს,
შემდეგ კი, ბოლო მოუღეს...

ჯიმისნაირი მსხვერპლი ადრეც იყო, ახლაც ბევრია და ალბათ, მომავალშიც იქნება. ასეთია
იმპერიული, ტოტალიტალური სახელმწიფოს და მისი სატელიტის ზნე. ნურავინ იფიქრებს, რომ
თვით დემოკრატიის შუქურა ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ხოცავენ სახელმწიფოს
კრიტიკოსებს. აბა, იქ ხოცავენ, თუ ხოცავენ. ისევე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა.
მაგრამ, ამერიკისა და საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, საქართველოში პოლიტიკურ
მოწინააღმდეგეებს არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ხოცავენ, არამედ, როგორც
პირად მტრებს და აქ სახელმწიფო ინტერესები არაფერ შუაშია.

მიამიტი და პოლიტიკურად ბეცია ის ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ რომელიმე იმპერია


უანგაროდ, ყოველგვარი პირადი გამორჩენის გარეშე დაეხმარება საქართველოსნაირ პატარა
ქვეყანასა და მის მეთაურს. მსგავსი იმედგაცრუება ქართველებმა უკვე განვიცადეთ ჩვენს უახლეს
ისტორიაში, როდესაც „დემოკრატიის შუქურამ“ ბედის ანაბარა მიგვატოვა, რასაც საშინელი
სამოქალაქო ომი, ქვეყნის ოკუპაცია და კანონიერი პრეზიდენტის მკვლელობა მოჰყვა.
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მმართველებმა ფახებზე დაიკიდეს ისტორიის გუშინდელი
მაგალითი და კვლავ რუსეთს შეასკდნენ, სანაცვლოდ კი ქართველმა ხალხმა მიიღო ახალი
ოკუპირებული ტერიტორიები, დახოცილი ხალხი და გაჭირვება. მართალია, მოღალატე
მმართველობის საბანკო ანგარიშები ახალი ათეული მილიონობით დოლარით შეივსო, მაგრამ,
ხალხს და ქვეყანას რა? რა და, რომ იტყვიან, ვირის თავ-ფეხი...

რუსეთის დაშლის სტრატეგიულ-ტაქტიკურ საიდუმლო გეგმებში საქართველოს ცენტრალური


ადგილი უკავია. ასეთი საიდუმლო გეგმა არაერთია, ყველა სისხლისმსმელ კონფლიქტში
რუსეთის წინააღმდეგ საქართველო ერთვება და ეს რითი დასრულდება, თქმაც არ მინდა... ჯერ
კიდევ საბჭოეთის ზეობის ხანაში, „ცეერუს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გადმოვიბირეთ,
რომელიც იდეური მოსაზრებით მოგვემხრო. მან თავის უწყებაში შემუშავებული, გრძელვადიანი
ტაქტიკურ-სტრატეგიული გეგმების კრებული გადმოგვცა. ერთ-ერთ მათგანში შავით თეთრზე
ეწერა, რომ რუსეთის იმპერიასთან სისხლისმღვრელ ომში განადგურებული ქართველების
ადგილს საერთაშორისო მშვიდობისმყოფელი არმია დაიკავებს... ნამდვილად საშინელი
პერსპექტივაა და ეს გეგმა გაწერილია 2000-2020 წლებისთვის. არ მგონია, რომ ამ სატანურ
გეგმაში ჩვენთვის სასარგებლო რაიმე ცვლილება იყოს შეტანილი და, თუკი ბრმა
პროამერიკანიზმს თავს არ დავანებებთ, გადავრჩებით... მაშინ „ცეერუს“ ეს კრებული პირადად
გადავეცი შჩუკინს და, სანამ მას ჩავაბარებდი, მეც გულდასმით გავეცანი. ვიქტორ იაკოვლევიჩმა
თავაუღებლად, ყოველგვარი პაუზების გარეშე წაიკითხა ყველა ფურცელი, შემდეგ მაგიდაზე
დაყარა და მითხრა:

– თუ იცი, რა წერია აქ?

– დიახ, გავეცანი.

– მერე, რას იტყვი?

– რა უნდა ვთქვა? ამერიკელების მორიგი ფუჭი, შიზოფრენიული სურვილების საქაღალდო


ვარიანტია, – დაცინვით ვთქვი მე, შჩუკინმა კი უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და მომიგო:

– ტყუილად გგონია ასე. ისინი ასეთ გეგმებს ჰაერზე არ წერენ.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებზე გადახარხარება მომინდა, მაგრამ, ამას ვერ ვაკადრებდი და


თავშეკავებულად ვუთხარი:

– ამხანაგო გენერალო, აქ წერია, რომ ქართველი ერი გაწყდება და მის ადგილს რაღაც
გაურკვეველი ჯარის ნაწილები დაიკავებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირში არ
ვიქნებით. თქვენ გჯერათ ამის?

– ჩემო კარგო, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ მოხდეს. მაგრამ, ნურც ასეთ რამეს
გამოვრიცხავთ.
– არ გეწყინოთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, მაგრამ, სწორედაც რომ გამოვრიცხავ ასეთ რამეს. ჩვენი
დიადი ქვეყნის დაშლა არარეალურია და არ მჯერა.

შჩუკინთან პოლემიკა მაშინ ამით დასრულდა. ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩემთვის აღარაფერი


უთქვამს და მე მისი კაბინეტი დავტოვე. მას „ცეერუს“ ეს საიდუმლო გეგმა ანდროპოვისთვის
მიუტანია და სერიოზულად განუხილავთ, შემდეგ პოლიტბიუროზეც გაუტანიათ, მაგრამ,
დაბერებულ საბჭოთა მმართველებს, თურმე, სასაცილოდაც არ ეყოთ ეს გეგმა და თავდაცვის
მინისტრს ის შემოგდებულ დეზინფორმაციადაც კი მოუნათლავს. ერთი სიტყვით, უკვე
მერამდენედ, ანდროპოვი უმცირესობაში დარჩა პოლიტბიუროზე და ძვირფასი სადაზვერვო
მონაპოვარი არქივში შეინახეს. ცეერუელი წყარო კი, ვინც მე ეს ინფორმაცია გადმომცა, მარტივად
რომ ვთქვათ, „ცეერუსვე“ ჩააბარეს და ეს ყველაფერი ანდროპოვისა და შჩუკინის გვერდის
ავლით განხორციელდა. ამერიკელებმა მოღალატე, რა თქმა უნდა, დააპატიმრეს, გაასამართლეს
და ოცდაათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

შჩუკინი ისე იყო გამძვინვარებული, რომ საკუთარ თავს არ ჰგავდა. იმ პერიოდში მე მის
კაბინეტში მომიწია ვიქტორ იაკოვლევიჩის ლოდინი. შჩუკინი ანდროპოვთან იყო გამოძახებული
და რომ დაბრუნდა, აყვირდა:

– კრეტინები! იდიოტები! მაგათი დედაც!.. ეს რა ჩაიდინეს ამ სალდაფონებმა, უძვირფასესი და


უპერსპექტიულესი აგენტი ჩააგირავეს!..

როგორც შჩუკინის სიტყვებიდან გაირკვა, თავდაცვის მინისტრს „გრუსთვის“ დაუვალებია ჩემ


მიერ მოპოვებული ინფორმაციის სისწორის გადამოწმება, მათ კი ხეირიანი ვერაფერი
მოიფიქრეს, თანაც, არც ჩვენთან შეათანხმეს თავიანთი მოქმედებები და ერთ-ერთ პროსაბჭოთა,
ლათინოამერიკულ გაზეთში გამოაქვეყნეს მის მიერ მოპოვებული საიდუმლო დოკუმენტები,
რასაც „ცეერუს“ მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ძვირფასი აგენტი გაშიფრეს და დიდი ხნით
გამოკეტეს ციხეში.

– წარმოგიდგენია, კოკი, ასეთი არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა? ეს რა ქნეს,


ასეთი უძვირფასესი წყარო როგორ წაგვართვეს?

წლების მერე, პოსტსაბჭოთა პერიოდში, როდესაც აგვისტოს ომიც ჩავლილი იყო, შჩუკინს
თბილისში შევხვდი. ჩვენ ერთ-ერთ ღია კაფეში დავსხედით და მან მითხრა:

– გახსოვს, შენ რომ „ცეერუს“ოფიცერი გადმოიბირე და საიდუმლო დოკუმენტაცია მოატანინე?

– ოცდაათი წლით რომ ჩასვეს ციხეში „გრუს“ წყალობით? – კითხვითვე ვუპასუხე შჩუკინს. მან
თავი დამიქნია და მითხრა:

– გახსოვს, იქ რა ეწერა, რაც შენ არ დაიჯერე?

– საქართველო-რუსეთის ომს გულისხმობთ?

– მერე, არ მართლდება? განა, აგვისტოს მოვლენები ამ ყველაფრის წინაპირობა არ არის?


– როგორც ჩანს.

– აქ საქმეზე ვარ ჩამოსული.

– დაგებარებინეთ და მე ჩამოვიდოდი.

– არა, ასე ჯობია. მოკლედ, მისმინე. შენ რომ გადმოიბირე და საიდუმლო გეგმები მოატანინე, ის
კაცი ახლა თბილისშია და თქვენს მთავრობას საიდუმლოდ ჰყავს გამომწყვდეული. შენ
მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ ის გამოიხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროვოკაციაა
მოსალოდნელი და ამერიკელები თქვენი მთავრობის მეშვეობით არასასურველ ოპონენტს
მოიშორებენ.

– ოცდაათი წელი გავიდა?

– დიახ. ის რამდენიმე წლის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან და ანტიამერიკულ კამპანიას


ჩაუდგა სათავეში. სხვადასხვა ქვეყანაში დადის და ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები
ბოროტებას თესავს ყველგან და ყველას მოუწოდებს, რომ ზურგი აქციონ მას და არ
ითანამშრომლონ მასთან. თბილისში ის სამიოდე დღის წინ ჩამოვიდა, რომ აგვისტოს ომზე
სიმართლე ეთქვა და მის გაჩაღებაში ამერიკა დაედანაშაულებინა. თუმცა, ის აეროპორტშივე
აიყვანეს და, როგორც ვვარაუდობთ, დიდი პროვოკაციისთვის ამზადებენ.

– რა პროვოკაციისთვის?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მას მოკლავენ, ჩვენ მიერ ოკუპირებული ტერიტორიის
საზღვარზე დააგდებენ და იტყვიან, რუსებმა მოკლესო. ამით ამერიკელები ორ კურდღელს
დაიჭერდნენ: ერთი მხრივ, თავიდან მოიშორებენ მას, მეორე მხრივ კი, კიდევ ერთხელ „ამხელენ“
რუსებს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში.

– გასაგებია. მე რა უნდა ვქნა?

– ის კაცი უნდა გამოიხსნა და კონსპირაციულ ბინაზე მიიყვანო. იქიდან კი მას საიმედო


ადგილზე გადაიყვანენ.

– მის ადგილსამყოფელზე ინფორმაცია გაქვთ?

– აი, აქ ჰყავთ, – შჩუკინმა, წყნეთის ერთ-ერთი, ეგრეთ წოდებული „დახურული“ აგარაკის


სურათი მიჩვენა და დაამატა – ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული აგარაკია.

ამერიკელის გამოსახსნელად რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავე. თან, ძალიან გამიმართლა. იმ


დღეს ისეთი თავსხმა წვიმა იყო, რომ ერთ მეტრში არაფერი ჩანდა. ოპერატიული აგარაკის
ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, კარგად შენიღბული, მომმარაგებლის მანქანით შევედი.
შეიარაღებულიც ვიყავი, მაგრამ, ერთი გასროლაც არ დამჭირდა. ოთხიოდე მცველი გაზით
დავაძინე, მათ შორის, „ჩემი“ ამერიკელიც და, როცა კონსპირაციულ ბინაზე მივიყვანე, მხოლოდ
მაშინ გაახილა თვალი...
ამერიკელი ჩემთვის უცნობ ხალხს დავუტოვე და წამოვედი, იმათ კი ის სად წაიყვანეს, არ ვიცი.
დღესდღეობით, ის კაცი რუსეთში ცხოვრობს და უკვე ორი ანტიამერიკული მიმართულების
წიგნი დაწერა და გამოსცა. ერთ-ერთ მათგანში დაწვრილებითაა მოთხრობილი, თუ როგორ
დასთანხმდა ის საბჭოთა მზვერავს, საიდუმლო დოკუმენტების გადაცემაზე და როგორ გაატარა
მან 30 წელი ამერიკის ციხეში.

წარმოიდგინეთ, რამდენი შინაგანი ძალა და რწმენა სჭირდება კაცს, რომ 30 წელი ციხეში
გაატაროს, არ გატყდეს, გამოვიდეს და კვლავ იმ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რისთვისაც ის დასაჯეს.
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი კატეგორიის სპეცმომზადება მაქვს გავლილი, ნამდვილად არ
ვიცი, შევძლებდი თუ არა იმ კაცივით გაძლებას და ყველაფრის გაგრძელებას. თუმცა, კოჯრის
სპეცსკოლაში ყველანაირი ექსტრემალის, მათ შორის ციხეში გაძლების კურსიც გავიარე.
დავასრულე თუ არა სწავლა, ინსტრუქტორმა მითხრა:

– მაგარი ხარ და, ალბათ, ყველაზე საშინელ ციხეშიც დიდხანს გაძლებ, მაგრამ, სამ რჩევას მოგცემ:
ეცადე, რომ ტყვედ არ ჩავარდე; თუ ტყვედ ჩავარდი, სცადე, თავი მოიკლა; ხოლო, თუ
მაინცდამაინც ციხეში აღმოჩნდი, გაქცევაზე იფიქრე და პირველივე ხელსაყრელი მომენტი
გამოიყენე ამისთვის.

ნამდვილად არ მეგონა, თუ ოდესმე ციხეში ჩაჯდომა მომიწევდა, მაგრამ, ჩემი პროფესიის


ადამიანს, შეიძლება, ყველაფერი დაავალონ, მათ შორის ციხეში ჩაჯდომაც. ერთი წელიც არ იყო
გასული ავღანეთიდან ჩემი დაბრუნების შემდეგ, რომ შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– როგორ ხართ, კოკი, როგორ გრძნობთ თავს?

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო, კარგად.

– ავღანეთში მძიმე მისია შეასრულეთ და ღირსეულად გაართვით მას თავი. იმედი მაქვს,
თქვენდამი დაკისრებულ ყველა მისიას ასევე ღირსეულად გაუმკლავდებით.

იმ პერიოდში შჩუკინთან, რომ იტყვიან, მკაცრი ოფიციალური ურთიერთობა მქონდა და ვიქტორ


იაკოვლევიჩი ასეთი მანერით იმიტომ მელაპარაკებოდა.

– ახლა ანდრეი ლუკიჩი მოვა და თქვენი მომავალი მისიის დეტალებს გაგაცნობთ, – მითხრა
შჩუკინმა.

ანდრეი ლუკიჩ მუხინთან ერთად ავღანეთში ვასრულებდი სპეცდავალებას. ამიტომ, მასთან


უფრო ახლო დამოკიდებულება მქონდა. რომ მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა:

– სუდანში მოგიწევს გამგზავრება და ციხეში ჩაჯდომა. იქ ერთი ადამიანი ზის და უნდა


წამოიყვანო.

სუდანში ევროპელი სტუდენტის სტატუსით ჩავედი და ერთ-ერთ ღამის ბარში მომხდარი


ჩხუბის დროს, რომლის პროვოცირებაც, რა თქმა უნდა, მე მოვახდინე, პოლიციას წინააღმდეგობა
გავუწიე და დამიჭირეს. მეორე დღესვე გამასამართლეს, მესამე დღეს კი, ათწელიწადმისჯილი,
კატორღაზე გამიშვეს. ამ აფრიკულ ქვეყანაში, ისევე, როგორც ამ კონტინენტის უმეტეს
სახელმწიფოში, ტირანული მმართველობა, დრაკონული კანონები და ტოტალური უუფლებობა
მეფობდა. გამოსახსნელი ობიექტი ევროპაში მოღვაწე საბჭოთა არალეგალი აგენტი იყო. ის
სუდანში გავლით იმყოფებოდა და მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს და ჩემსავით ათწლიანი
სასჯელი მიუსაჯეს, რომ ვიღაც ევროპელ ქალბატონს გამოესარჩლა, როდესაც მას ადგილობრივი,
სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პოლიციელები თმებით ათრევდნენ იმის გამო, რომ
ქალმა მათგან სიტყვიერი შეურაცხყოფა ვერ აიტანა და ტირანები უწოდა...

საბჭოთა არალეგალი აგენტის შესახებ, ლუბიანკაზე ბევრი არაფერი უთქვამთ, მხოლოდ მისი
გამოხსნა და სამშვიდობოზე გამოყვანა დამავალეს. ანუ, მაშინ მე რიგით ბოევიკ-სუპერმენის
ფუნქციებს ვასრულებდი და საქმის კურსში სრულად არავის შევყავდი. გამომგზავრების წინ
მუხინმა მითხრა:

– კოკი, კარგად დაიმახსოვრე: რაც არ უნდა მოხდეს, ობიექტი აუცილებლად უნდა გამოიყვანო
უსაფრთხო ტერიტორიაზე. დავუშვათ, სროლაში მოყევით და ობიექტი მოგიკლეს. არავითარ
შემთხვევაში არ მიატოვო, ასეთ შემთხვევაში, უსაფრთხო ტერიტორიაზე მისი ცხედარი
გამოიტანე.

– არის, ამხანაგო გენერალო! – გამოვეჯგიმე მუხინს და თავში აზრადაც არ მომსვლია, მისთვის


რამე მეკითხა.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ ობიექტს, რომელიც მე უვნებლად გამოვიყვანე უსაფრთხო


ტერიტორიაზე, სხეულზე უამრავი ტატუ ჰქონდა და ეს ძალიან ძვირფასი ინფორმაცია იყო,
რომლებიც ამერიკელების საიდუმლო სამხედრო ინფორმაციებს შეიცავდა სტრატეგიულ
სფეროში და მუხინმა იმიტომ მიბრძანა მისი ცხედრის გამოტანა...

ობიექტი სამოციოდე წლის მამაკაცი იყო და მას სუდანის უდაბნოში მივაგენი, სადაც
ტემპერატურა პლუს ორმოცდაათ გრადუსზე ქვევით არ ჩამოდიოდა. მას მე პაროლით
დავეკონტაქტე და სწორედ დროზე მივუსწარი რადგან, მონური შრომისგან ისე იყო
დაუძლურებული, რომ გადაადგილება უჭირდა. კატორღაზე ჩვენ ერთად თვე-ნახევარი
გავატარეთ. ერთ ღამეს კი ორი ზედამხედველი გავგუდე, მათ პისტოლეტები და ავტომატები
ავართვი. შემდეგ „ჯიპი“ გავიტაცე, რომელზეც დაზგური ტყვიამფრქვევი იყო დამაგრებული და
კატორღიდან მოვუსვით. ისე მოხდა, რომ გზაში სამხედრო პატრულს გადავაწყდით და მათთან
შეტაკება მოგვიწია. აი, იქ გამოგვადგა დაზგური ტყვიამფრქვევი და ავტომატები. სამხედროები
გავჟლიტეთ და, კიდევ კარგი, რომ ბენზინი არ გაგვითავდა. ეთიოპიის საზღვრამდე მივაღწიეთ,
იქიდან კი უსაფრთხო ადგილას მივედით და დამხმარე ჯგუფმა, ინდოეთის ოკეანის გავლით,
სამშობლობში ჩაგვიყვანა.

– ყოჩაღ, ბრწყინვალედ შეასრულებული საქმეა! – შემაქო მუხინმა, როდესაც ლუბიანკაზე მივედი


და ანდრეი ლუკიჩს ვეახლე, – წამოდი, შჩუკინი გველოდება.

იმ პერიოდში უფრო ინტენსიური კონტაქტები მუხინთან მქონდა და პირად ინსტრუქტაჟსაც ის


მიტარებდა. როგორც მოგვიანებით მითხრა შჩუკინმა, თურმე, თვითონ შორიდან მადევნებდა
თვალყურს და მომავალი საბჭოთა სუპერმენის როლისთვის მამზადებდა.
– იცი, რა, კოკი, – მითხრა ერთხელ ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ადრე რომ ბონდის შესახებ
ვკითხულობდი და ფილმებს ვუყურებდი, ყველაფერი ძალიან გადამეტებული და სასაცილო
მეჩვენებოდა. ახლა კი, როდესაც შენ გიყურებ და შენ მიერ შესრულებული მისიების დეტალებში
ვწვდები, საწყალი ჯეიმს ბონდი შენთან შედარებით ბავშვად მაჩვენება.

შჩუკინის ეს სიტყვები, ჩემი საქმიანობის საუკეთესო აღიარება იყო და მესიამოვნა, ვიქტორ


იაკოვლევიჩს კი ვუთხარი:

– გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. ვეცდები, მომავალშიც გავამართლო თქვენი დიდი ნდობა.

– კეთილი, – გამიღიმა შჩუკინმა, – ეს მომავალიც დადგა – ამაღამ პარიზში მიემგზავრები. ხვალ


საღამოს შეერთებული შტატების საელჩოში საზეიმო მიღებაა, რომელსაც უამრავი ადამიანი
დაესწრება. მათ შორის იქნები შენც – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ოფიცერი ჯეიმს
ნოლი. შენი მისია, აი, ამ ადამიანის ლიკვიდაციაა, – შჩუკინმა ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცის
ფოტოები მაჩვენა.

– ვინ არის? – ვკითხე შჩუკინს.

– უჩინარი კაცი. მას თითქმის თხუთმეტი წელიწადია, ვეძებთ და დანამდვილებით ვიცით, რომ
ხვალ იმ მიღებაზე იქნება. ეს ადამიანი ხუთი წლის განმავლობაში გვატყუებდა. ის „ცეერუში“
გვყავდა შეგზავნილი, თუმცა, გაგვყიდა და მტრის მხარეზე გადავიდა. ხუთწლიანმა
დეზინფორმაციებმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზარალი მიაყენა და ის უნდა განადგურდეს. იცოდე,
კოკი, მისი მოხელთების სხვა შანსი, შეიძლება, არც მოგვეცეს, ამიტომ, ზუსტად და ეფექტურად
უნდა იმოქმედო.

– არის! – მოკლედ მივუგე შჩუკინს.

– აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა შჩუკინმა და კაბინეტიდან გამომაცილა...

პარიზში გამთენიისას ჩავფრინდი და აეროპორტიდან კონსპირაციულ ბინაში გავემართე. იქიდან


რომ გამოვედი, უკვე ამერიკელი საზღვაო ოფიცერი – ჯეიმს ნოლი ვიყავი. საღამოს საელჩოში
მივედი წვეულებაზე და „უჩინარი კაცი“ სპეციალური შხამიანი ისრით მოვკალი, რომელიც
კალმისტარში მქონდა ჩამონტაჟებული. ხოლო, სანამ მკვლელის ძებნას დაიწყებდნენ, საელჩო
დავტოვე და პირველივე რეისით დავბრუნდი მოსკოვში.

„უჩინარი კაცის“ ლიკვიდაციამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია „ცეერუში“, რადგან, მას თვალის
ჩინივით უფრთხილდებოდნენ. მომხდარის გამო, რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა
დაკარგა. რა თქმა უნდა, ხელი მოსკოვისკენ გამოიშვირეს, ყველაფერში „კაგებეს“ დასდეს ბრალი
და ამერიკულმა და პროამერიკულმა პრესამ მორიგი ანტისაბჭოური ისტერია გააჩაღა. თუმცა,
ჩვენები ამას ჩვეული სიმშვიდით შეხვდნენ და ფარულად ზეიმობდნენ, რადგან, ერთ-ერთი
ყველაზე მოუხელთებელი მოღალატე მოიშორეს თავიდან.

– ერთი ნაძირალითა და მოღალატით ნაკლები გახდა. ყოჩაღ, კოკი, ამერიკელებს მორიგი სეირი
ვუჩვენეთ, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში ჩავედი და გენერალს ლუბიანკაზე ვეწვიე.
მოღალატეების თემა ყველგან და ყოველთვის აქტუალური იყო და რომ არა ამ კატეგორიის
ნაძირლები, ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ღალატი, ჩემი აზრით, ყველაზე
მომაკვდინებელი ცოდვაა, შენდობას არ იმსახურებს და სიკვდილით უნდა დაისაჯოს.
მოღალატის გამოსწორება წარმოუდგენლად მიმაჩნია – ერთხელ თუ გაყო ადამიანმა თავი ამ
მარყუჟში, აუცილებლად დაიღუპება. პირადად მე, ღალატს ვერაფრით გავამართლებ და
იოტისოდენადაც არ მჯერა იმ კოლეგების, რომლებიც აცხადებენ, იდეური მოსაზრებებით
ვმოქმედებდით, როცა მოწინააღმდეგეზე ვმუშაობდითო. ასეთი რამ გამორიცხულია.
მოღალატემ, როდესაც ის ამ გზაზე დგება, მშვენივრად უწყის, რას სჩადის და ყველაფერს
შეგნებულად აკეთებს, ესე იგი, შეგნებულად ღალატობს...

მართალია, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოს სამოცდაათწლიანი კომუნისტური პერიოდი


ჩვენი ქვეყნის აღორძინების ხანად მიმაჩნია, დიდ პატივს ვცემ ყველა იმ მებრძოლ პატრიოტს,
ვინც 1921 წლის რუსულ ოკუპაციას აღუდგა წინ და საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა
თავი. ისინი ნამდვილი გმირები არიან და მიუხედავად იმისა, თუ როგორი ორიენტაციის
მთავრობა იქნება საქართველოში, მათი სახელები უკვდავყოფილი უნდა იყოს. მეორე მხრივ კი,
იმ კაცს, ვინც ეს ოკუპაცია მოაწყო, ანუ სტალინს, მე მოღალატედ არ მივიჩნევ და, ღრმად ვარ
დარწმუნებული, რომ ის იმ თავდადებულ ქართველებზე არანაკლები პატრიოტი იყო, ვინც
რუსულ წითელ არმიებს შეაკლა თავი. ჩემი სიტყვები ბევრს, ალბათ, პარადოქსად მოეჩვენება,
მაგრამ, საქმე ისაა, რომ, როდესაც სტალინი საქართველოს ოკუპაციას ახორციელებდა, წინ
იყურებოდა და მშვენივრად იცოდა, რომ საბჭოეთის შემადგენლობაში მყოფი საქართველო
აღორძინდებოდა და ეს ასეც მოხდა...

ამას წინათ, ლონდონში ერთ ქართველ პოლიტიკოსს შევხვდი, რომელიც იქ ცხოვრობდა და


ფრანგული გამოცემისთვის ინტერვიუ ვთხოვე (მე იქ ფრანგი ჟურნალისტის სტატუსით ვიყავი
ჩასული). როდესაც ფეშენებელურ ბინაში ვეწვიე, მან მეფესავით მედიდურად გადმომხედა,
თუმცა, გაკოტრებულ თავადს უფრო ჰგავდა და მითხრა:

– როგორც იქნა, პრესასაც გავახსენდი. აბა, გისმენთ...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ სუბიექტმა ყველა და ყველაფერი გალანძღა, რაც ქართველებთან


და საქართველოსთან იყო დაკავშირებული და ისე მომაბეზრა თავი, რომ ერთი ტყვია შუბლში
დავაჭედე, მეორე კი – პირში და ჩუმად წამოვედი მისი სახლიდან... ამ ობიექტს 30 მილიონი
დოლარი ჰქონდა საქართველოდან გატაცებული, რომელიც მან გაფლანგა, ადამიანთა
გარკვეულმა ჯგუფმა კი 300 ათასი დოლარი გადამიხადა მის ლიკვიდაციაში. ამ შემთხვევაში,
მუშნი ზარანდიასი არ იყოს, ჩემი პირადი ინტერესი ჩემს პროფესიულ ინტერესს დავამთხვიე.
არადა, კოჯრის სპეცსკოლაში მტკიცედ მასწავლეს, რომ „კაგებეს“ ლიკვიდატორს ფოლადის
სიმტკიცე უნდა ჰქონოდა და დავალების შესრულებისას ნებისმიერ რამეზე უნდა წასულიყო.

– კურსანტო, – ცივი თვალებით და დაბალი ხმით მითხრა ინსტრუქტორმა, რომელიც


ფსიქოლოგიურად მამუშავებდა, – ლიკვიდაცია ისეთი აქტია, რომლის დროსაც საკუთარი
პიროვნების მამხილებელი არანაირი ფაქტი არ უნდა დატოვო. შენს შემდეგ რჩება მხოლოდ
გვამი. გასაგებია?
წიგნის ელექტრონული ვერსია
მოამზადა: აკაკი ციცქიშვილმა
www.PDF.ChiaturaINFO.GE
– დიახ, გასაგებია, – მივუგე პეტროვიჩს.

პეტროვიჩზე ამბობდნენ, რომ ის ძველი ქილერი იყო. არც ერთხელ არ ჩაუგდია დავალება და
ყოველთვის სუფთად, „უკუდოდ“ მუშაობდა და ჩვილ ბავშვსაც არ დაინდობდაო. ის 60 წლის
იყო, მაგრამ, თავისზე ორჯერ ახალგაზრდაზე ყოჩაღად გამოიყურებოდა და ისეთი ცივი
თვალები ჰქონდა, რომ მათი დანახვისას ტანში გაგაჟრჟოლებდა. თუმცა, მე მისი არ მეშინოდა და
ყოველთვის თამამად ვუყურებდი თვალებში. ის, რა თქმა უნდა, მშვენივრად ამჩნევდა ამას და,
მართალია, არ გამოხატავდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ ვერ მიტანდა და, ნება რომ მოეცათ,
სიამოვნებით გამიხვრეტდა შუბლს... მან ჩვეული მზერა მომაპყრო და მკითხა:

– აბა, რა არის გასაგები, მითხარით, კურსანტო!

– ის, რომ ლიკვიდაცია ისე უნდა განვახორციელო, რომ ჩემი აღმოსაჩენი კვალი არ დავტოვო.

პეტროვიჩს ჩაეცინა და მითხრა:

– მერე, შეძლებ ამის შესრულებას?

– დიახ.

– კარგი. მაშინ, მაგალითს მოგიყვან და ვნახოთ, სწორ პასუხს თუ გამცემ.

– ბრძანეთ.

– დავუშვათ, ობიექტი თავის ბინაში გაანადგურე და უნდა წამოხვიდე, ამ დროს კი ოთახში მისი 5
წლის შვილიშვილი შემოვიდა, რომელმაც დაგინახა. რას იზამ?

– სწრაფად გავეცლები იქაურობას, – მტკიცედ მივუგე პეტროვიჩს.

– გასაგებია, – მითხრა პეტროვიჩმა და განაგრძო, – დავუშვათ, ოთახში ობიექტის ფეხმძიმე


ქალიშვილი ან მეუღლე შემოვიდა, რას იზამ?

– იმავეს – სწრაფად გავეცლები იქაურობას, – ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, კვლავ მტკიცედ


ვუპასუხე პეტროვიჩს. მან კი თავი გააქნია და მითხრა:

– ორივე შემთხვევაში არასწორი საქციელია. ბავშვიც და ფეხმძიმე ქალიც უნდა მოკლა.

– არ გეთანხმებით.

– რატომ?

– იმიტომ, რომ საქმეზე შენიღბული წავალ და ვერც ერთი ვერ დამიმახსოვრებს.

– შეუნიღბავად წასვლა რომ მოგიწიოს?

– არა, შენიღბულად წავალ, – ჯიუტად მივუგე პეტროვიჩს და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემი
სწავლების პერიოდში, როდესაც ინსტრუქტორის მიმართ ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება
გამოვხატე. თუმცა, პეტროვიჩმა ეს არ შეიმჩნია და მითხრა:
– დავუშვათ, ფეხმძიმე ქალმა იარაღი მოგიშვირათ. რას იზამთ ასეთ შემთხვევაში?

– თუ იარაღის წართმევას ვერ შევძლებ, მაშინ მას მსუბუქად დავჭრი ხელში, იარაღს
გავაგდებინებ და სასწრაფოდ გავეცლები იქაურობას.

– ყველაფერი ნათელია. თავისუფალი ხართ, – მითხრა პეტროვიჩმა და მასთან ურთიერთობა


კოჯორში ამით დასრულდა.

წლების მერე, უკვე პოსტსაბჭოურ პერიოდში 200 000-დოლარიანი შეკვეთა მივიღე და ობიექტს,
რომელიც სოხუმში, უზარმაზარ სახლში მარტოდმარტო ცხოვრობდა, შუაღამეზე თავზე
წამოვადექი:

– გაიღვიძე, მოხუცო, შენი აღსასრულის ჟამი დადგა!

ხანდაზმული ასაკის მიუხედავად, ობიექტი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და, ნება რომ
მიმეცა, თავად გამომასალმებდა სიცოცხლეს. მაგრამ, მე მას ბალიშის ქვეშ შეყოფილი ხელი
დავუჭირე და პისტოლეტი ავართვი. შემდეგ, მეორე პისტოლეტიც ავართვი და, როცა
დავრწმუნდი, რომ განიარაღებული იყო, ვუთხარი:

– დაბერდი, პეტროვიჩ, ვეღარ ქაჩავ.

– შენი ხმა მეცნობა.

– კარგი მეხსიერება გქონია. კი... წესით, უნდა მიცნობდე.

პეტროვიჩი საწოლზე წამოჯდა, კარგად შემათვალიერა, თავი გააქნია და მითხრა:

– ხმა ნამდვილად მეცნობა, მაგრამ, სახეზე ვერ გცნობ.

– იმიტომ, რომ კარგად ვარ შენიღბული.

– კოკი, კოკი, ჩვენო ყველაზე ნიჭიერო კურსანტო! – მითხრა პეტროვიჩმა და ვითომ არაფერიო,
დაამატა – რისთვის გარჯილხარ, ჩემთან რამ მოგიყვანა?

– ხომ გითხარით, თქვენს სალიკვიდაციოდ.

– კი მაგრამ, რა დაგიშავე?

– შეკვეთა მაქვს.

– კოკი, ჩემო მეგობარო, ყოველთვის მოხიბლული ვიყავი შენი მორალით. არ გახსოვს,


ტესტირებისას რა მიპასუხე?

– მახსოვს.

– მერე? განა უმწეო მოხუცის მოკვლა ისეთივე ამორალური საქციელი არ არის, როგორც ბავშვის
ან ფეხმძიმე ქალის მკვლელობა?
– თქვენნაირის ლიკვიდაცია, ჩემი აზრით, კეთილი საქმეა.

– რა სიკეთეა, ჩემო კარგო, ოთხმოცს გადაცილებული მოხუცის მოკვლა?

– ძველმა ცოდვამ მოგაკითხათ. კიევში, თქვენ ერთი გამომძიებლის ოჯახი გაწყვიტეთ. თუმცა,
მისი 10 წლის შვილი დამალული იყო და გადარჩა. მან დაგიმახსოვრათ და, რომ გაიზარდა,
თქვენი მოკვლა შემიკვეთა. ვინ იცის, რამდენი ასეთი საშინელება გაქვთ ჩადენილი?

– რას იზამ, ჩემო კარგო! ასეთი დავალება მქონდა და ურჩობას ვერ გავბედავდი.

– მეც ასეთი დავალება მაქვს. აბა, შე ბილწო, ჯოჯოხეთში გასამგზავრებლად მოემზადე! –


ვუთხარი პეტროვიჩს. ის საწოლზე იყო წამომჯდარი. უცებ, ალესილი ხანჯალი ამოაცურა
სახელოდან და მომიქნია, მაგრამ, მე მას მაჯა დავუჭირე, მისივე მოქნეული იარაღი მარცხენა
თვალში ჩავუყარე და სული გავაფრთხობინე....

მოხუცებულობის მიუხედავად, პეტროვიჩი მოსაკლავი იყო. მას მრავალი საშინელება ჰქონდა


ჩადენილი და ასეთ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ის ბილწი მართლაც
ყველაფერზე წამსვლელი იყო და „კაგებეში“ მას ყველაზე ბინძურ დავალებებს აძლევდნენ.
კარგად იცოდნენ, ვინც იყო და მასთან ახლო ურთიერთობებს ერიდებოდნენ... ახლო
ურთიერთობები „კაგებეში“, ისევე, როგორც სხვა ანალოგიურ სამსახურებში, პრინციპში, არ
იკრძალება, მაგრამ, მაინცდამაინც სასურველი არ არის.

„რაც ნაკლები ადამიანი გიცნობს, მით ნაკლები შანსია, რომ გაიშიფრო“, – დაახლოებით ასე
ჟღერს ერთ-ერთი „კაგებეშნიკური“ ლოზუნგი და მართალიცაა. ჩვენი პროფესიის ადამიანებს
ყველაზე მეტად სჭირდებათ კონსპირაცია, რადგან, უამრავი შინაური და გარეული მტერი გვყავს,
რომლებიც მზად არიან, გაგვანადგურონ და, რაც არ უნდა კარგად ფლობდე შენიღბვის
ხელოვნებას, თუკი პიროვნულად გაიშიფრე, მეტი შანსია, რომ მოგაგნონ და ბოლო მოგიღონ.
ამის მსურველი კი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ბევრი გვყავს, თანაც, არცთუ ისე იშვიათად
გწირავს თვითონ ის, ვინც უშუალოდ გგზავნის საქმეზე და შენ შესახებ ყველა ინფორმაციას
ფლობს. ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი ორია – ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინი და ანდრეი
ლუკიჩ მუხინი. ეს ორი გენერალი, ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის დროს, ჩემზე თითქმის ყველა
ინფორმაციას ფლობდა. მათ ყოველთვის იცოდნენ, თუ სად ვიმყოფებოდი და, სურვილის
შემთხვევაში, თავისუფლად შეეძლოთ ჩემი თავიდან მოშორება. მაგრამ მათ ეს არასდროს
მონდომებიათ და ამ გარემოებამაც ითამაშა დიდი როლი ჩემს „კარიერულ დღეგრძელობაში“.

ერთხელ, პირადად შჩუკინის მითითებით, ერთი მაღალჩინოსანი პარტიული ბოსის ლიკვიდაცია


მოვახდინე. ის თავისი მოქმედებებით, ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს და ეს
„კაგებეში“ კარგად იცოდნენ. თუმცა, მისი არა მხოლოდ დაპატიმრება, ჩამოქვეითებაც ვერ
ხერხდებოდა და თავიდან სწორედ იმიტომ მოიშორეს. მაგრამ, მას ძმა სამხედრო გენერალი
ჰყავდა, რომელიც ბრეჟნევთან იყო დაახლოებული. ამიტომ, თვით ანდროპოვიც არაფრად
ჩააგდო და მკვლელის, ანუ, ჩემი დასჯა კატეგორიულად მოითხოვა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა,
შჩუკინს უთხრეს, რომელსაც ყოველგვარი გართულების გარეშე შეეძლო ჩემი გაწირვა, თუნდაც
იმის გამო, რომ საკუთარი თავი გადაერჩინა. მან კი კონსპირაციული შეხვედრა დამინიშნა
მოსკოვს გარეთ, მდინარის პირას, ბუნების წიაღში. რომ მივედი, ყველაფერი დაწვრილებით
მომიყვა და მითხრა:

– როგორია? გესმის, რა საფრთხეში ხარ?

რა თქმა უნდა, არ გამჭირვებია იმის მიხვედრა, თუ რამხელა რისკზე წავიდა ჩემ გამო „კაგებეს“
ერთ-ერთი ცენტრალური მაღალჩინოსანი ფიგურა და ვუთხარი:

– საფრთხეში მაშინ ვიქნებოდი, თქვენ რომ გაგეწირეთ. ახლა კი, რა მიჭირს.

– არა, კოკი, ძალიან დიდ საფრთხეში იმყოფები და დაუყოვნებელი მოქმედებაა საჭირო.

– რას მირჩევთ?

– ერთადერთს – გენერლის ლიკვიდაციას, – მითხრა შჩუკინმა, შემდეგ ადგა და წავიდა.

გენერლის ლიკვიდაცია არც ისე რთული საქმე იყო და მე ის ჩვეულ, მაღალ დონეზე შევასრულე.
უბრალოდ, ისეთი დრო შევარჩიეთ, როდესაც ბრეჟნევი დასასვენებლად იყო წასული. მოსკოვში
რომ დაბრუნდა, გენერლის მკვლელობის საქმის ძიებით თავი არ შეუწუხებია. ეს ისტორია იმის
ნათელი დასტურია, რომ „კაგებეში“ საიმედოდ იცავდნენ თავიანთ თანამშრომლებს თვით
ქვეყნის პირველი პირებისგანაც კი. მთავარი იყო, მოღალატე არ ყოფილიყავი, სამშობლოსთვის
პირნათლად გემსახურა და მისგან ყველა იმ სიკეთეს მიიღებდი, რაც საჭირო იყო ნორმალური
ადამიანისთვის. „კაგებე“ არასდროს ტოვებდა უყურადღებოდ გასაჭირში ჩავარდნილ თავის
თანამშრომელსა და მის ოჯახს.

ერთხელ, ლუბიანკაზე შევიმუშავეთ სპეცოპერაცია, რომელიც საბჭოთა არალეგალი მზვერავის –


იური ტიხონოვის ტყვეობიდან დასახსნელად იყო გამიზნული. ტიხონოვი, რა თქმა უნდა, ჩემ
მიერ მოგონილი გვარია და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ის ეროვნებით ქართველია, დღესაც
ცოცხალია და მოსკოვში ცხოვრობს. ეს ტიხონოვი გერმანიასა და ამერიკაში მუშაობდა და
საბჭოეთს უძვირფასეს ცნობებს აწვდიდა. ტყვედ თავისი მოღვაწეობის გამო კი არ ჩავარდა,
არამედ იმიტომ, რომ ამერიკიდან ევროპაში მოფრინავდა და არაბმა ტერორისტებმა
თვითმფრინავის ეკიპაჟი და მგზავრები ტყვედ აიყვანეს და ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობისგან თავიანთი ტერორისტი კოლეგების ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ. ჩვენ
ვიცოდით, რომ ამერიკა ასეთ ნაბიჯზე არ წავიდოდა და მძევლები განწირულები იყვნენ. ორას
ორმოცდაათ მძევალს არაბი ტერორისტები აფრიკაში, სუდანში, ქალაქ პორტ-სუდანის ერთ-ერთ
ციხესიმაგრეში ამყოფებდნენ, რომელიც წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარეობდა და
საიმედოდ იყო გამაგრებული და დაცული. ჩვენ ციხესიმაგრეში ღამით შევედით ორი რვა-
რვაკაციანი ქვედანაყოფით და ტიხონოვი ისე მალულად, ყოველგვარი გასროლის გარეშე
წამოვიყვანეთ იქიდან, რომ ტერორისტებს არაფერი გაუგიათ. თუმცა, იქ ერთი ისეთი
გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რასაც ვერ წარმოვიდგენდით და რამაც კინაღამ მთელი
ოპერაცია ჩაგვიშალა: ტიხონოვი თითქმის სამშვიდობოზე გვყავდა გამოყვანილი და კატერში
უნდა ჩავმსხდარიყავით, როდესაც ციხიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. ისღა დაგვრჩენოდა, რომ
საპასუხო ცეცხლით მოგვეგერიებინა ისინი და გავქცეულიყავით. საბედნიეროდ, ყველაფერი
ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა და სამშვიდობოზე გავაღწიეთ. მოგვიანებით კი შევიტყვეთ,
რომ, თურმე, ამერიკელ მძევლებს შორის „ცეერუს“ თანამშრომელი იყო, რომელიც ტიხონოვს
„კუდზე აჯდა“ და ევროპაში მიჰყვებოდა, რათა ის გაეშიფრა, ანუ, „ცეერუს“ ტიხონოვზე ეჭვი
მიუტანია და მას უთვალთვალებდნენ. სწორედ იმ „ცეერუელ“ მოთვალთვალეს შეუნიშნავს
ტიხონოვის გაუჩინარება და ხმაურიც მას აუტეხავს...

– სწორედ რომ, დროზე ამიყვანეს მძევლად არაბმა ტერორისტებმა და თქვენც დროზე


მომისწარით, – ამბობდა შემდეგ ტიხონოვი და მართალიც იყო. ჩვენ რომ ის არ გამოგვეხსნა,
ამერიკელები ერთ-ერთ ჩვენს ყველაზე ძვირფას მზვერავს ჩაიგდებდნენ ხელში და, ღმერთმა
უწყის, რა დღეში ჩააგდებდნენ. ამერიკული ჯურღმულიდან კი ადამიანის გამოხსნა ბევრად
უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე არაბი ტერორისტების ციხესიმაგრიდან.

ტიხონოვის ტყვეობიდან გამოხსნისთვის, უმაღლესი საბჭოს სპეციალური ბრძანებით,


საბრძოლო წითელი დროშის ორდენი მომანიჭეს, რომელიც ანდროპოვმა პირადად გადმომცა
საკუთარ კაბინეტში და წარმატებები მისურვა. ამ ცერემონიას შჩუკინიც ესწრებოდა და,
თავმჯდომარის კაბინეტიდან რომ გამოვედით, მითხრა:

– წავედით, ერთი სიურპრიზი უნდა მოგიწყო.

– რა სიურპრიზი?

– ამას მაშინ შეიტყობ, პოდმოსკოვიეში რომ ჩავალთ.

პოდმოსკოვიეში „კაგებეს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ აგარაკზე შჩუკინის მანქანით ჩავედით.


მწვანეში ჩაფლული აგარაკის ეზოში რომ შევედით, სახლიდან ჩემ მიერ სამი დღის წინ
ტყვეობიდან გამოხსნილი იური ტიხონოვი შემომეგება და ქართულად მითხრა:

– კეთილი იყოს შენი აქ მობრძანება!

ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ იური ტიხონოვი ქართველი იყო და, ისე გამიხარდა, რომ
გადავეხვიე და ვუთხარი:

– ყოველთვის სასიამოვნოა თქვენნაირი დიდი ადამიანის გაცნობა, მით უმეტეს, თუ ის შენი


თანამემამულეა.

პოდმოსკოვიეს აგარაკზე სულ ათიოდე ადამიანი ვიყავით შეკრებილი და გაშლილ სუფრასთან


გვიან საღამომდე ძალიან კარგი, დასამახსოვრებელი დრო გავატარეთ. მოსკოვში მე და შჩუკინი
ერთად დავბრუნდით. გზაში ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ტიხონოვი რუდოლფ აბელის დონის ფიგურაა. მინდა იცოდე, რომ შენ უდიდესი პიროვნება
გადაარჩინე და გამოჰგლიჯე „ცეერუს“ კლანჭებს, ამიტომ, შეგიძლია, იამაყო ამით.

იური ტიხონოვისა და რუდოლფ აბელის მსგავსი არალეგალი მზვერავები მთელი ცხოვრების


განმავლობაში ღრმად კონსპირირებულ ადამიანებად რჩებიან და, ხშირ შემთხვევაში, მათი
ოჯახის წევრებმაც არაფერი იციან მათი საქმიანობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ტიხონოვი
და აბელი გაიშიფრნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, მათი ადგილსამყოფლის შესახებ სულ
რამდენიმე ადამიანმა იცოდა. ისინი საჯაროდ არასოდეს ჩნდებოდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ
ისინი უზარმაზარი რაოდენობის საიდუმლო ინფორმაციას ფლობდნენ და მტრებისთვის
სასურველ სამიზნეს წარმოადგენდნენ.

ტიხონოვს რომ პოდმოსკოვიეს აგარაკზე დავშორდი, არ მეგონა, თუ კიდევ მომიწევდა მასთან


შეხვედრა. თუმცა, ასეთი შეხვედრა კვლავ მოხდა და თითქმის იგივე ისტორია განმეორდა, რაც
რამდენიმე წლით ადრე.

ერთი ცხელი ზაფხულის დღეს, მეკავშირემ სოჭში მომძებნა, სადაც ოჯახთან ერთად
ვისვენებდი, თვითმფრინავის ბილეთი გადმომცა და მითხრა, რომ სასწრაფოდ მოსკოვში უნდა
გადავფრენილიყავი. მეკავშირესთან შეხვედრიდან სამი საათიც არ იყო გასული, როდესაც
შჩუკინის კაბინეტში შევდგი ფეხი და მასთან მყოფ იური ტიხონოვს მოვკარი თვალი, რომელსაც
ეტყობოდა, რომ ძალიან აღელვებული იყო. თუმცა, არალეგალური მუშაობის წლებში
გამომუშავებული სიმტკიცის წყალობით, არ იმჩნევდა. ტიხონოვი წამოდგა, ხელი ჩამომართვა,
გადამეხვია და მითხრა:

– როგორ ხარ, ჩემო კარგო?

– თქვენ როგორ ბრძანდებით?

– ცუდად, ძალიან ცუდად. შვილიშვილი მომტაცეს, 15 წლის მერი.

მე სიტყვის თქმა დავაპირე, მაგრამ, შჩუკინმა დამასწრო:

– საქმე ძალიან სერიოზულადაა. ამერიკელებმა მერი საერთაშორისო პიონერთა ბანაკ


„არტეკიდან“ მოიტაცეს და ულტიმატუმს გვიყენებენ – ბაბუის სანაცვლოდ შვილიშვილს
დავაბრუნებთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვის გაუპატიურებითა და თავის მოკვეთით
იმუქრებიან.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, რა იცით, რომ ეს ამერიკელებმა ჩაიდინეს?

– ეს დაზუსტებული ფაქტია. ერთ-ერთ გამტაცებელს მილიციელმა ტყვია თავში მოარტყა და


მოკლა. მისი პიროვნება დავადგინეთ და მასში „ცეერუს“ ოპერატიული თანამშრომელი
ამოვიცანით.

– რა პირობებით გვთავაზობენ გაცვლას?

– შეტყობინებაში წერია, რომ იური ტიხონოვი დასავლეთ ბერლინში უნდა ჩავიყვანოთ და ხელში
რომ ჩაიგდებენ, მაშინ გვეტყვიან, თუ სად დატოვებენ გოგონას.

– ალბათ, ის ვერ მოუნელებიათ, თითქმის გაშიფრული აგენტი ცხვირწინ რომ ავაცალეთ, – ვთქვი
მე. ტიხონოვმა კი თავი გააქნია და მითხრა:

– არა მგონია. როგორც ჩანს, „ცეერუში“ აინტერესებთ, ვფლობ თუ არა ინფორმაციას მათი
ჯაშუშური ქსელის შესახებ ლათინურ ამერიკაში. „ცეერუ“ იქ ფართომასშტაბიან არეულობებს
გეგმავს და ჯაშუშური ქსელის გარეშე ამას ვერ შეძლებენ, გაშიფრული ქსელი კი ქმედუუნაროა.
მე მთელი ინფორმაცია ჩვენებს მოვახსენე და, დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაგება სურთ
ჩემგან.

– ძალიან ცუდი, – ვთქვი მე და შჩუკინს ვკითხე – რით ვპასუხობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– საპასუხო ქმედებით, რომელიც ბევრად უფრო მასშტაბური და თავზარდამცემი იქნება


მათთვის.

– კონკრეტულად?

– კონკრეტულად, საქმე შემდეგშია, – მითხრა შჩუკინმა და დაამატა, – ზეგ ამერიკის ქალაქ


მაიამიდან „ბოინგი“ ნიუ-იორკისკენ უნდა გაფრინდეს, რომელშიც 250 მგზავრი იჯდება,
ძირითადად, ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ შორის იქნებიან კონგრესმენების
შვილები და სახელმწიფო მდივნის 23 წლის ვაჟი. შენ და შენი ჯგუფის ოთხი წევრიც იმ
თვითმფრინავში იქნებით და, აიწევა თუ არა ლაინერი ჰაერში, მას კურსს შეაცვლევინებთ და
ჰავანაში, კუბაში დასვამთ. ჩვენ კი ამერიკელებს შევუთვლით, რომ მერი ერთ თვითმფრინავ
ხალხში გაგვიცვალონ. რას იტყვი, როგორი აქციაა?

– იძულებითად ცუდი.

– აბსოლუტურად გეთანხმები, ჩემო კოკი, მაგრამ, სხვა გზა არ გვაქვს და ოპერაცია სუფთად უნდა
ჩატარდეს.

– ყველაფერი რიგზე იქნება, ამერიკელები ვერ გაბედავენ ურჩობას.

– მეც მასე ვფიქრობ. ახლა კი ბაზაზე გაემგზავრე და სპეცინსტრუქტაჟი გაიარე. აბა, შენ იცი,
ყველაფერი შენებურად სუფთად მოაგვარე, – მითხრა შჩუკინმა.

მე და ჩემი ჯგუფის ოთხი წევრი მაიამიში ოპერაციის დაწყებამდე სამი საათით ადრე ჩავედით.
იქვე გავიარეთ დამატებითი ინსტრუქტაჟი, საჭირო აღჭურვილობა მივიღეთ და თვითმფრინავში
ავედით. მაშინ მგზავრებს თითქმის არ ამოწმებდნენ, განსაკუთრებით – შიდა რეისებზე და
იარაღი და ასაფეთქებელი მასალები ყოველგვარი პრობლემების გარეშე შევიტანეთ ლაინერში.
აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, სულ რაღაც წუთ-ნახევრის მერე, უკვე პილოტის კაბინეტში
ვიმყოფებოდი, წელზე ასაფეთქებელი ნივთიერება მქონდა შემოკრული, ხელში ებრაული „უზი“
მეჭირა და პილოტს ვუთხარი:

ას ოთხმოცი გრადუსით შეცვალეთ კურსი და კარიბის ზღვისკენ აიღეთ გეზი, კუბაში


მივფრინავთ. ჩემი მეგობრები სალონში იმყოფებიან და, საჭიროების შემთხვევაში,
თვითმფრინავს ააფეთქებენ.

– კარგი, სერ, არ აღელდე. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც მიბრძანებთ, – მითხრა ეკიპაჟის
მეთაურმა, კურსი შეცვალა და ჩვენ კუბისკენ დავიძარით.

– ეგ თქვენ არ ინერვიულოთ, სერ და მიკროფონი მომაწოდეთ, რომ ხმელეთს დავუკავშირდე, –


ვუთხარი პილოტს.
– აი, ინებეთ, – ეკიპაჟის მეთაურმა მიკროფონიანი შლემი მომაწოდა, რომელიც თავზე მოვირგე
და ხმელეთს გადავეცი:

– მე და ჩემი მეგობრები ბავშვთა გადარჩენის საერთაშორისო ორგანიზაციიდან გახლავართ და


მოგიწოდებთ, ხელი არ შეგვიშალოთ ფრენაში, რომ დაუბრკოლებლად დავეშვათ თავისუფალი
კუბის დედაქალაქში! ჩვენი შემდგომი მოთხოვნების შესახებ კი მოგვიანებით გაცნობებთ.

ხმელეთზე უკვე იცოდნენ ჩვენი მისიის შესახებ და მიპასუხეს:

– არანაირი დაბრკოლება არ შეგხვდებათ. მშვიდად იფრინეთ და, გთხოვთ, მგზავრებს არანაირი


ზიანი არ მიაყენოთ!

როგორც მოგვიანებით, უკვე მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, შევიტყვე, მერი, თურმე, დასავლეთ
ბერლინში ჰყავდათ ამერიკელებს. ჩვენი თვითმფრინავი ჯერ კიდევ ჰაერში იმყოფებოდა,
როდესაც გატაცებული გოგონა აღმოსავლეთ ბერლინში გადმოიყვანეს და ჩვენი საელჩოს
წარმომადგენელს პირადად ჩააბარეს.

ჰავანაში რომ დავეშვით, მე და ჩემი ჯგუფის წევრები იქაურობას მოგვაშორეს. ნახევარი საათიც
არ იყო გასული, რომ სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვში მივფრინავდით. ამერიკული
თვითმფრინავის მგზავრებს კი კუბის მთავრობის წარმომადგენლები ეწვივნენ, ისინი
სასტუმროში წაიყვანეს, ასადილეს, დაასვენეს და საღამოს უკან გაამგზავრეს...

საპასუხო აქციის წარმატებით დასრულება კვლავ პოდმოსკოვიეში, „კაგებეს“ კონსპირაციულ


აგარაკზე აღვნიშნეთ, თუმცა მას შჩუკინი არ ესწრებოდა და მე და იური ტიხონოვი ერთმანეთს
ქართულად ველაპარაკებოდით. ის მშვენიერი მომღერალი და გიტარისტი აღმოჩნდა და გვიან
საღამომდე გვატკბობდა ქართული სიმღერებით. რომ ავიშალეთ, მან მანქანამდე მიმაცილა და
მითხრა:

– მე და ჩემი ოჯახი შენთან აუნაზღაურებელ ვალში ვართ და ეს ვალი ჩემს შთამომავლობასაც


გადაეცემა. კიდევ ერთხელ გიხდი დიდ მადლობას და ყოველივე კარგს გისურვებ ცხოვრებაში.

– არანაირი ვალი არ გაქვთ, მე მხოლოდ ჩემს მოვალეობას ვასრულებდი, – მივუგე ლეგენდარულ


მზვერავს და აგარაკიდან წამოვედი.

როგორც ჩვენმა „ცეერუელმა“ წყარომ შეგვატყობინა, „კაგებეს“ მიერ განხორციელებულმა


საპასუხო აქციამ ისე გააცოფა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომ პირიდან დორბლებს ყრიდნენ
და დამნაშავეების დასჯას მოითხოვდნენ. მაგრამ, დამნაშავეები თავადვე იყვნენ – სწორედ მათ
გასცეს მერის მოტაცების უცნაური ბრძანება და, რადგან საკუთარი თავების დასჯას არ
აპირებდნენ, ვნებები მალევე დაიოკეს და აჟიოტაჟიც ამით ჩაცხრა.

ჩემი მონათხრობიდან ნათლად ჩანს, რომ აკრძალულ თამაშებს სათავე სწორედ ამერიკელებმა
დაუდეს და, როდესაც ადეკვატური პასუხი მიიღეს, ამ ბინძური ტექნოლოგიების დახვეწას
შეუდგნენ. მე იმის მტკიცებას არ შევუდგები, რომ „კაგებეში“ ფრთიანი ანგელოზები მუშაობდნენ
და მხოლოდ სიკეთეს აკეთებდნენ, მაგრამ, აკრძალული ხერხების გამოყენებას ყოველთვის
ვერიდებოდით და ამას უკიდურეს შემთხვევაში მივმართავდით – მხოლოდ მაშინ, როცა
მტრისთვის ადეკვატური პასუხი იყო გასაცემი.

გაგანია ცივი ომის დროს, როდესაც ამერიკა-საბჭოთა კავშირის დაპირისპირება პიკს აღწევდა,
ჩვენმა დაზვერვამ დადასტურებული ცნობა მიიღო იმის შესახებ, რომ ამერიკელები მსხვილ
ეკონომიკურ დივერსიას გეგმავდნენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ამისთვის სპეციალური
გეგმაც ჰქონდათ შემუშავებული. ამ გეგმის მიხედვით, ამერიკელებს საბჭოთა კავშირის
ტერიტორიაზე ორმოცდაათი მილიარდი ყალბი მანეთი უნდა შემოეტანათ პირველ ეტაპზე და
თუ წარმატებით განახორციელებდნენ ამ ჩანაფიქრს, მაშინ თანხის რაოდენობას მნიშვნელოვნად
გაზრდიდნენ. ჩვენი წყარო გვატყობინებდა, რომ ამერიკელებს საამისოდ თითქმის ყველაფერი
მზად ჰქონდათ. ქალაქ ოკლაჰომაში, მიწის ქვეშ, სპეციალური ბუნკერი ჰქონდათ მოწყობილი,
რომელიც თანამედროვე ტიპოგრაფიული დანადგარებით იყო აღჭურვილი და იქ თითქმის
სრულყოფილებამდე მიყვანილი საბჭოთა მანეთები იბეჭდებოდა. ეს ვერაგული გეგმა ძალიან
საშიში იყო ჩვენი ქვეყნისთვის და, როდესაც ამის შესახებ ანდროპოვს აცნობეს, მან ადეკვატური
ზომების მიღების ბრძანება გასცა. ჩვენი დაზვერვის ცნობით, ამერიკული სპეცოპერაცია,
კოდური სახელწოდებით – „თუმნიანი“, სამ თვეში უნდა დაწყებულიყო. ანდროპოვმა ბრძანა,
რომ ამერიკელებისთვის დაგვესწრო. ამიტომ, საბჭოთა დაზვერვამ ადეკვატურ ზომებს მიმართა
და სულ რაღაც ორ თვეში, უკვე მზად იყო ამერიკული ყალბი დოლარების უმაღლეს დონეზე
დახვეწილი საბეჭდი მოწყობილობა და, ამერიკელებისგან განსხვავებით, ამ დივერსიული
ფულის ამერიკაში გავრცელების მარტივი და ეფექტური მეთოდები შევიმუშავეთ.
კონკრეტულად კი, დათქმულ დღეს, ანუ ამერიკული დივერსიული ოპერაციის დაწყებამდე ორი
კვირით ადრე, ამერიკის ყველა შტატში, სხვადასხვა ხალხმრავალ ადგილებში, ორმოცდაათი
მილიარდი დოლარი იქნა დაბნეული, რომელსაც ადამიანები ჭიანჭველებივით დაესივნენ და
დაიტაცეს... პარალელურად კი, ოკლაჰომის საიდუმლო ბუნკერი აფეთქდა და საბჭოთა ფულის
საბეჭდი მთელი მოწყობილობა ნაცრად იქცა. სწორედ ამ აფეთქებას ვხელმძღვანელობდი მე და
ამ აქციით ამერიკელებმა ხელი აიღეს თავიანთ ვერაგულ ეკონომიკურ დივერსიაზე საბჭოთა
კავშირის წინააღმდეგ. ყალბი ორმოცდაათი მილიარდი დოლარის ამოღებას კი თითქმის ერთი
წელი მოანდომეს და მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს.

სხვათა შორის, არც თვითმფრინავის გატაცების და არც ჩვენ მიერ განხორციელებული


დოლარების დაბნევის ფაქტებზე ამერიკელებს საბჭოთა კავშირი არ უხსენებიათ და
მაქსიმალურად შეუწყვეს ხელი ამ ყველაფრის სასწრაფოდ მიჩქმალვას. ამ ამბებიდან არც ისე
დიდი დრო იყო გასული, როცა შჩუკინის კაბინეტში ვიმყოფებოდი და საუბრის დროს ვიქტორ
იაკოვლევიჩმა მითხრა:

– ამერიკელები ნელ-ნელა გონს მოდიან და სწორი დასკვნები გამოაქვთ თავიანთი


შეცდომებიდან.

მე ვერ მივხვდი, რაზე მელაპარაკებოდა შჩუკინი და ვკითხე:

– რას გულისხმობთ?
– მაიამი-ნიუ-იორკის რეისის გატაცებისა და ფულის ამბებს, – მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა, –
ხომ ხედავ, მათ ერთი სიტყვაც არ დაუსველებიათ იმის შესახებ, რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, არადა,
ეს ხომ მართლა ჩვენ გავაკეთეთ და ამერიკელებმა ამის შესახებ ზუსტად იციან.

– ეს იმიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ საკუთარი სისუსტეები დაფარონ. მათ რომ ეს აღიარონ,
ამით საკუთარ უსუსურობაზე უნდა მოაწერონ ხელი, ამას კი ისინი არ იზამენ. ამიტომ, ჩვენზე
სიტყვას არ ასველებენ და ყველაფერს ჩქმალავენ.

– სწორედაც რომ ასეა და ამიტომაც ვთქვი, რომ ამერიკელებს სწორი დასკვნები გამოაქვთ
თავიანთი შეცდომებიდან-მეთქი, – მითხრა შჩუკინმა, – ახლა კი საქმეზე გადავიდეთ.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს და სმენად ვიქეცი.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ოთახში გაიარ-გამოიარა და მითხრა:

– აი, ამ სუბიექტს განაჩენი აქვს გამოტანილი და უნდა აღასრულო... – შჩუკინმა


ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცის რამდენიმე სურათი მაჩვენა.

– ვინ არის და რატომ გამოუტანეს განაჩენი? – ვკითხე მე.

– ამას ერთდროულად ორი განაჩენი აქვს გამოტანილი.

– ორი? ასეთი რამ პირველად მესმის.

ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩაეცინა და მითხრა:

– ეს „თხუნელაა“, იგივე ანატოლი გელმანი. კანონიერი ქურდი, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს


ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მას ქურდებმაც სიკვდილი მიუსაჯეს და
სახელმწიფომაც.

– ისეთი რა ჩაიდინა?

– მილიციელებს ის ჯერ კიდევ ოცი წლის წინ შეეკრა, მილიცია თავის სასარგებლოდ ამუშავებდა
და მის ყველა დანაშაულზე თვალს ხუჭავდა, მათ შორის მკვლელობებზეც კი.

– მკვლელობებს პატიობდნენ?

– ჰო. თხუნელას ორი კანონიერი ქურდი – მისი უშუალო კონკურენტები ჰყავს გასაღებული.
ისინი მილიციასთან არ თანამშრომლობდნენ და თხუნელასაც ხელს უშლიდნენ კარიერულ
აღმასვლაში. ერთი სიტყვით, თხუნელა უაღრესად ინფორმირებული ქურდი იყო. ამ
ინფორმაციებს მილიციასაც უზიარებდა და მრავალი წლის განმავლობაში დიდების
მწვერვალიდან არ ჩამოდიოდა. ახლახან კი გაირკვა, რომ თხუნელა ჯაშუშიც ყოფილა და,
თურმე, „ცეერუზე“ მუშაობდა.

შჩუკინის სიტყვებზე გულიანად გამეცინა და ვუთხარი:


– რა ინფორმაციას უნდა აწვდიდეს კანონიერი ქურდი მტრებს? ნუთუ იმას, რამდენ ბალანდას
აჭმევენ ციხეებში პატიმრებს?

– ტყუილად გეცინება, კოკი. ჯაშუშ ანატოლი გელმანს კარგად ორგანიზებული სადაზვერვო-


დივერსიული ქსელი ჰქონდა ჩამოყალიბებული პატიმრებში და ისინი უდიდეს მავნებლობას
სჩადიოდნენ ქვეყნის წინაშე.

– რა მავნებლობას?

– მათი ძირითადი საქმიანობა იყო იმ ადგილების აღმოჩენა და ინფორმაციის მოპოვება, სადაც


საბჭოთა მთავრობას ურანის საბადოები აქვს. ასეთ ადგილებში ურანს, ძირითადად,
სიკვდილმისჯილი და „დიდსროკიანი“ პატიმრები მოიპოვებდნენ. თხუნელას ხალხი კი არა
მხოლოდ ამ ადგილების კოორდინატებს მიუთითებდა მტერს, არამედ, იქ სპეციალურ
მიკრორადიოგადამცემებს ამონტაჟებდნენ, რაც მტერს საშუალებას მისცემდა, რომ ამ
წერტილებში უზუსტესი სარაკეტო დარტყმები განეხორციელებინათ.

– უყურე შენ, მართლაც თხუნელა არ ყოფილა?!

სპეცსამსახურების ენაზე, „თხუნელა“ ჩანერგილ ჯაშუშს ნიშნავს და შჩუკინმა მითხრა:

– თხუნელა და, თანაც როგორი! მას თვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები
მფარველობდნენ.

– როგორ გაიშიფრა?

– ერთ-ერთმა ქურდმა გაყიდა, რომელსაც თხუნელა „ავერბოვკებდა“, ის ქურდი კი ჩვენზე


მუშაობდა. თხუნელამ თავისი მგლური ყნოსვით ჩვენს აგენტზე მიიტანა ეჭვი და მისი მოკვლა
სცადა, თუმცა, აგენტი გადარჩა, თხუნელამ კი თავისი ამერიკელი მფარველების წყალობით,
ერთი ნაბიჯით გაგვასწრო.

– ქურდებმა რისთვისღა მიუსაჯეს სიკვდილი?

– ჩვენი აგენტი ქურდის მკვლელობის მცდელობისთვის – ქურდებმა ხომ არ იციან, რომ ის


ჩვენთან თანამშრომლობს?!

– ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. თხუნელა სად უნდა ვეძებო?

– ის უკვე ნაპოვნია – პენსილვანიაში ცხოვრობს სხვისი სახელითა და შეცვლილი გარეგნობით. ის


ისეთი დაცული ჰგონიათ, რომ დაცვაც კი არ ჰყავს. შენ, უბრალოდ, თავზე დაადგები მას,
განაჩენს წაუკითხავ, როგორც არაერთხელ გიქნია და იმ მოღალატე თავს ქათამივით
წააგდებინებ.

თხუნელას ლიკვიდაციისთვის დიდი ჯაფა არ დამჭირვებია. მას პირქვედაკიდებულს წავუკითხე


სასიკვდილო განაჩენი. შემდეგ, ალესილი ხანჯლით თავი მოვკვეთე, ხანჯალი მუცელში
ჩავარჭვე და იქაურობას გავეცალე...
თხუნელა და ძმანი მისნი „კაგებეს“ ინტერესის სფეროში იშვიათად ხვდებოდნენ და მათთან
მუშაობის პრეროგატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა. თუმცა, კანონიერი ქურდები
ჩვენი ინტერესების გასატარებლადაც გვიმუშავებია და, უნდა გამოვტყდე, რომ ისინი საკმაოდ
კარგად ირგებდნენ ამ როლს. ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი კაგებეშნიკური კარიერის გარიჟრაჟზე,
ანდრეი ლუკიჩ მუხინმა დამიბარა და მითხრა:

– როგორ ხარ, კოკი, როგორ ეჩვევი ჩვენთან მუშაობას?

– კარგად, გმადლობთ, ამხანაგო გენერალო. ყოველთვის მზად ვარ სამსახურისთვის!

მაშინ ჯერ კიდევ უცოლო ვიყავი და მუხინმა მითხრა:

– გავიგე, დაქორწინებას აპირებ...

– დიახ, ამხანაგო გენერალო, საცოლე მყავს და სამ თვეში დავქორწინდებით.

– ძალიან კარგი. ამ დავალებას, ალბათ, სამიოდე თვე დასჭირდება და, მორჩები თუ არა საქმეს,
შეგიძლია, ოჯახსაც მოეკიდო. მოკლედ, ერთი ძალიან სერიოზული ოპერაცია გვაქვს დაგეგმილი,
რომელსაც ჯიბგირის კვალიფიკაცია სჭირდება – ამის გარეშე მისი განხორციელება არ იქნება.
მოდი, ბოლოდან დავიწყებ, რომ ყველაფერი უფრო ადვილად გაიგო, კარგი?

– კარგი, ამხანაგო გენერალო, – ვუთხარი მუხინს და სმენად ვიქეცი.

– სამ თვეში ისლანდიის ქალაქ რეიკიავიკში, ეგრეთ წოდებული „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების
პირველი პირების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან: ამერიკის შეერთებული
შტატების პრეზიდენტი, კანადის პრემიერ-მინისტრი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, დიდი
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, იტალიის
პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი. ამ შეხვედრაზე დიდი ანტისაბჭოური
შეთანხმება უნდა მოხდეს, რომლის ინიციატორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენ
ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რაზე იქნება საუბარი იმ სუპერდაცულ შენობაში, სადაც ეს ხალხი
ერთმანეთს შეხვდება. იქ შეღწევა და მოსასმენი მოწყობილობის დამონტაჟება კატეგორიულად
გამორიცხულია. ამიტომ, ჩვენ ერთობ ორიგინალური ხერხი მოვიფიქრეთ: ამ მოწყობილობას იქ
თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შეიტანს პიჯაკის ჯიბით, პიჯაკში კი ამ
სპეციალურ მოწყობილობას მას ჩვენი კაცი ჩაუდებს. გასაგებია?

– პრინციპში, გასაგებია, მაგრამ, რამდენიმე კითხვა მაქვს.

– გისმენ, მკითხე.

– რა ვითარებაში უნდა მოხვდეს მიკრომოსასმენი მოწყობილობა ამერიკის პრეზიდენტის


ჯიბეში, მას რომ ძალიან ფხიზლად იცავენ? ხოლო ასეთი მოქმედების ჩატარებას, სულ მცირე,
მასთან მიახლოება ხომ სჭირდება?
– პრეზიდენტი სიტყვით გამოვა რეიკიავიკის უნივერსიტეტში და, დარბაზს რომ დატოვებს, მას
ტაშით გააცილებენ. ის ადამიანებს ხელს ჩამოართმევს და ამ დროს უნდა ჩაუდონ ჯიბეში
მიკრომოწყობილობა. გასაგებია?

– ეს გასაგებია, მაგრამ, პრეზიდენტს რომ პიჯაკი არ ეცვას ან გამოიცვალოს?

– პიჯაკი აუცილებლად ეცმევა, რადგან ზუსტად ვიცით, რომ იმ დღეს რეიკიავიკში ჰაერის
ტემპერატურა პლუს ჩვიდმეტი გრადუსი იქნება. პიჯაკს კი არ გამოიცვლის, რადგან
უნივერსიტეტიდან პირდაპირ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე მიემართება.

– ამას ვინ შეასრულებს?

– სუპერჯიბგირი, კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ნეპმანი“.

– და, ბოლო კითხვა – მე რა როლი მეკისრება ამ ყველაფერში?

– სამი უმთავრესი როლი: პირველი – გადმოიბირო და თანამშრომლობაზე დაითანხმო; მეორე –


თვალყური ადევნო დავალების შესრულებას და ხელი შეუწყო მას და, მესამე – ოპერაციის
ჩავარდნის შემთხვევაში, თუკი ნეპმანს პრეზიდენტის დაცვა ჩაავლებს, მისი ლიკვიდაცია, რომ
„კაგებე“ არ გაიშიფროს.

– ურთულესი დავალებებია განსაკუთრებით კი პრეზიდენტის ჯიბეში მოსასმენი აპარატის


ჩადება.

ჩემს სიტყვებზე მუხინს გაეცინა და მითხრა:

– მაგაზე რთული ნეპმანის გადმობირებაა.

– რატომ? – გამიკვირდა მე.

– იმიტომ, ჩემო კოკი, რომ 65 წლის ნეპმანი ძველი ფორმაციის, იდეური ქურდია; მას არც ცოლ-
შვილი ჰყავს, არც პირადი ქონება გააჩნია და, საეჭვოა, რომ „ძაღლებთან“ თანამშრომლობაზე
დათანხმდეს.

– ჩვენ ხომ „ძაღლები“ არ ვართ?

– მისთვის ყველა პაგონიანი „ძაღლია.“

– რომ შევაშინოთ?

– ვინ, ნეპმანი? მას თავისი სამოცდახუთი წლიდან ოცდათხუთმეტი წელი პატიმრობაში აქვს
გატარებული. თორმეტჯერაა ნასამართლევი; ორ, ეგრეთ წოდებულ, „ძუკნების“ ომში აქვს
მონაწილეობა მიღებული, ორჯერვე ისე მძიმედ დაიჭრა, რომ სიკვდილს ძლივს გადაურჩა და
ასეთი კაცის შეშინებას აპირებ?

– ახლა სად არის?


– სოლიკამსკის „ბელი ლებედში“. ორთვენახევარში პატიმრობა უმთავრდება. იქ უნდა ჩაჯდე და
დაუახლოვდე. შემდეგ მას გარეთ შეხვდები და მის გადმობირებას შეეცდები. გახსოვდეს,
ნეპმანის გადმობირება ციხეში არ დააპირო, თორემ, თუ გაგშიფრა, იქვე მოგკლავენ და ვერავინ
გიშველის. გასაგებია?

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო.

– კარგი. სამი დღის განმავლობაში ჩვენი სპეციალური ინსტრუქტორები საციხედ მოგამზადებენ,


შემდეგ კი ურალისკენ გაემართები ეტაპით. „ბელი ლებედში“ კი მარტო საკუთარი თავის იმედი
უნდა გქონდეს.

ზოგადად, საციხედ მომზადება და კონკრეტულად „ბელი ლებედისთვის“ მომზადება


რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისთვის. სოლიკამსკის განსაკუთრებული რეჟიმის
ციხეში – „ბელი ლებედში“ განსაკუთრებული პატიმრები ისხდნენ, როგორც გარეწრები და
კაციჭამიები, ასევე, კანონიერი ქურდები. „ბელი ლებედის“ კანონიერ ქურდთა თითქმის ასი
პროცენტი ნეპმანელი ქურდები იყვნენ. ამიტომ, მათი ცდუნება და მოტყუება თითქმის
შეუძლებელი იყო და ისინი ისევე მკაცრად სჯიდნენ მატყუარებსა და შეგზავნილებს, როგორი
სიმკაცრითაც თავად იცავდნენ ქურდულ კანონებს.

მუხინის გეგმის მიხედვით, მე ახალგაზრდა, უცნობი ქურდი ვიყავი. მქონდა საკმაოდ კარგი
კვალიფიკაცია და ქურდული ტიტულის მოსაპოვებლად ვიბრძოდი. მისჯილი მქონდა 8 წელი
და ჩავვარდი ბინის ქურდობაზე. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე მქონდა შესისხლხორცებული,
რომ ძილშიც კი არ შემეშლებოდა და, სანამ „ბელი ლებედის“ ქურდულ საკანში გამამწესებდნენ,
„ქურდული დაკითხვის“ გენერალური რეპეტიცია გავიარე და სპეცდავალების შესასრულებლად
გავემართე.

– „ბელი ლებედის“ საქათმე შენს განკარგულებაშია, – სიტყვა შემომაგება ერთ-ერთმა დიდთავა


პატიმარმა, რომელიც ციხის მომსახურებაში მუშაობდა და, იმ მომენტში, როცა მე ციხის მეორე
სართულზე ავყავდი ბადრაგს, ის ქვემოთ ეშვებოდა და თეთრეული მიჰქონდა გასარეცხად.

დიდთავას ჯერ მუშტი ვთხლიშე და ჰაერში ავწიე, შემდეგ წიხლიც მივაშველე და სამრეცხაოში
„მოკლე გზით“ ჩავუშვი... ეს „მოკლე გზა“ მას ტვინის მძიმე შერყევად და ლავიწის ძვლისა და
ორივე ხელის მოტეხილობად დაუჯდა...

„ბელი ლებედის“ ოცადგილიან ქურდულ საკანში ცხრამეტი ნეპმანელი ქურდი იჯდა, რომელთა
შორის ნეპმანს „მეფის“ სტატუსი ჰქონდა. დიდთავას „მოკლეზე ჩაშვებიდან“ სულ რაღაც
ნახევარი საათის მერე შემიყვანეს ქურდულ საკანში. ის ნახევარი საათი ციხის უფროსის
შეგონებას დასჭირდა, რომელმაც გამაფრთხილა, რომ, თუკი მუშტიკრივზე ხელს არ ავიღებდი,
კარცერში ამომალპობდა...

– ეს შენ ხომ არ ხარ ის მძიმე მუშტი, ძუკნისთავა კიბიდან რომ აფრინა? – მკითხა ნეპმანელმა
ქურდმა, მეტსახელად „ცალთვალამ“, რომელსაც მარცხენა თვალი ამოთხრილი ჰქონდა.
– დიახ, მე ვარ, – მივუგე ცალთვალას. მან ტუჩები მობრიცა, მის უკან მყოფ კოლეგებს
მიუბრუნდა და თქვა:

– ეს ყმაწვილი, ძმებო, ზრდილობიანიც ყოფილა. ხომ გაიგონეთ, რა თქვა – დიახო... – შემდეგ ისევ
მე მომიბრუნდა და მითხრა – შეგეძლო, ჩვენთან შემოსახლებაზე უარი გეთქვა და ჩვეულებრივ
საკანში მოგათავსებდნენ, აქ თავის გატანა არც ისე იოლია.

– უარი მეთქვა? რატომ? მით უმეტეს, რომ აქ შემოსახლება მე თვითონ მოვითხოვე, – მშვიდად
მივუგე ცალთვალას, რომელიც ჩემმა სიტყვებმა გულწრფელად გააოცა. მან პაუზა გააკეთა,
ამათვალიერ-ჩამათვალიერა და თქვა:

– მომესმა თუ მართლა თავად მოითხოვე აქ შემოსახლება?

– არ მოგესმათ, მე თვითონ მოვითხოვე.

– გასაგებია. ქურდი ხარ? – მკითხა ცალთვალამ.

– იმედი მაქვს, რომ ამ წოდებას აქ, თქვენგან მივიღებ. მით უმეტეს, რომ რვა წელი მაქვს მისჯილი
და საკმაო დრო გექნებათ ჩემს გასაცნობად.

– ხედავ შენ, რა სდომია? – ჩაეცინა ცალთვალას და მკითხა – რაზე გაგსროკეს?

– მოსკოვში ერთი მაყუთიანის ბინაში შევედი და ფული და სამკაულები დავითრიე. უკვე


გამოვდიოდი, როცა ერთ-ერთი ოთახიდან მოხუცი ქალის კვნესა და ტირილი შემომესმა. გულმა
არ მომითმინა, მეც მოხუცი ბებია მყავს და საძინებელში შევედი, სადაც ის ბებო იწვა. რომ
დამინახა, ატირდა: სული მეხუთება, შვილო, სასწრაფოს გამოუძახეო. სულთამხუთავი ხომ არ
ვიყავი, ავდექი და გამოვუძახე, შემდეგ ათესვა დავაპირე, მაგრამ ბებომ არ გამიშვა და მთხოვა,
რომ არ დამეტოვებინა.

– მერე, დარჩი? – სიტყვა შემაწყვეტინა ცალთვალამ.

– დავრჩი. აბა, ბებოს ცოდვას ხომ არ დავიდებდი. მოკლედ, სასწრაფომ ბებო საავადმყოფოში
წაიყვანა, მე კი მილიციამ – კაპეზეში. თურმე, იმ ოჯახის დიასახლისი მეზობელთან ყოფილა
გასული და მილიციაც მან დამაყენა თავზე.

– ჰმ, როგორც შექსპირი იტყოდა, ტრაგიკომედიაა, – თქვა ცალთვალამ და კიდევ რაღაცის თქმა
დააპირა, მაგრამ, ის ნეპმანმა გააჩერა, რომელიც ყურადღებით მაკვირდებოდა და მითხრა:

– რა გქვია?

– ლიონია.

– მეტსახელი?

– არ მაქვს.
– დღეიდან „ალტრუისტი“ იქნები. მართალია, ცოტა გრძელი სახელია, მაგრამ, შენ შეგეფერება.
იცი, რას ნიშნავს?

– არა.

– სხვებზე მზრუნველს. მოდი, დაიკავე თავისუფალი ადგილი. დღეიდან ჩვენს საკანში


იცხოვრებ, – მითხრა ნეპმანმა და თავისუფალ ადგილზე მიმითითა.

როგორც წინასწარ შემუშავებული გეგმით იყო გათვალისწინებული, „ბელი ლებედში“ ყოფნის


ორთვენახევრის განმავლობაში ნეპმანს ძალიან დავუახლოვდი და მაქსიმალურად შევისწავლე
მისი ხასიათი. გათავისუფლების წინ კი მან მითხრა:

– ნახვამდის, ალტრუისტო. იმედია, სვაბოდაზე შევხვდებით ერთმანეთს.

– ნახვამდის, – ნაღვლიანად მივუგე ნეპმანს და გადავეხვიე.

ნეპმანი წავიდა. ერთ კვირაში კი „ეტაპით“ ვითომდა ციმბირის ზონაში გამიშვეს, სინამდვილეში
კი მოსკოვში ჩამიყვანეს და ნეპმანს მივადექი ბინაში, სადაც ის ძველი მოსკოვის ხუთსართულიან
სახლში ცხოვრობდა.

– გამარჯობა, ალტრუისტო. ხომ ვთქვი, ერთმანეთს შევხვდებით-მეთქი, მაგრამ ნამდვილად არ


მეგონა, თუ ეს ასე მალე მოხდებოდა. როგორ გაჩნდი აქ?

– ეტაპიდან მოვხიე. ციმბირში დასაღუპავში მიშვებდნენ, გავრისკე და პაბეგი ავწიე.

ნეპმანმა ყურადღებით შემათვალიერა, გაეცინა და მითხრა:

– ყმაწვილო, შენ მე არიფი ხომ არ გგონივარ? ჯერ კიდევ „ბელი ლებედში“ შემეპარა შენში ეჭვი,
მაგრამ, არ შევიმჩნიე. პირდაპირ მითხარი, ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა?

– შენთვის, ძვირფასო ნეპმანო, ალტრუისტი ვარ – შენ არ შემარქვი ეს მეტსახელი? შენგან კი


მინდა, რომ, შენი უმაღლესი კვალიფიკაციის გამოყნებით, ჩვენს დიდ სამშობლოს სარგებელი
მოუტანო.

– აბა, უფრო კონკრეტულად მითხარი.

ნეპმანს, რეიკიავიკში ჩასატარებელი ოპერაციის დეტალები დაწვრილებით გავაცანი და ვკითხე:

– რას იტყვი, როგორია?

– ესე იგი, კომიტეტჩიკი ხარ და არა „ძაღლი“?

– შენთვის ყველა პაგონიანი ძაღლი არ არის? – მუხინის სიტყვებით მივუგე ნეპმანს, მან კი
მითხრა:

– ხუთი წელია, ჯიბეზე არ მიჩალიჩია, იმიტომ, რომ სროკზე ვიყავი და, ვშიშობ, ჩემი თითები
ჯიბგირობას გადაეჩვია.
– მოდი, გამოვცადოთ.

– როგორ?

– მაგაზე ადვილი რა არის? წამოდი, „გუმში“ წავიდეთ და ვნახავთ, რა შეუძლიათ შენს თითებს.

– რომ დავიწვა და ამაგდონ?

– მე რისთვის ვარ აქ?

– კარგი, წავედით.

მოსკოვის სახელმწიფო უნივერმაღი, რომელიც „გუმის“ სახელითაა ცნობილი, ჯიბგირების


საყვარელი ადგილი იყო და, ამ კატეგორიის ხალხთან ერთად, იქ უამრავი მილიციელიც იყრიდა
თავს. ისინი გადაცმულები დადიოდნენ ამ უზარმაზარი შენობის ფართო დერეფნებში და
ჯიბგირების მოხელთებას ცდილობდნენ. მე და ნეპმანი დღის 2 საათზე შევედით „გუმში“ – იმ
დროს, როდესაც იქაურობა ფულით გატენილი ხალხით იყო სავსე.

– მიდი, როგორც შევთანხმდით, ისე იჩალიჩე, – ვუთხარი ნეპმანს.

ჩვენი შეთანხმებისამებრ, ნეპმანს წინასწარ უნდა ეცნობებინა, თუ რომელ ადამიანს გაქურდავდა.


შემდეგ, უნდა ეჯიბგირა და ნადავლი ჩემთან მოეტანა. მე კი მოპარული საფულე ან ნივთი
დაზარალებულისთვის უნდა დამებრუნებინა.

– აი, იმ მწვანეშლაპიანს გავაშიმხონებ, – მითხრა ნეპმანმა, შემდეგ საშუალო სიმაღლის მამაკაცს


აედევნა, მოზრდილი საფულე ამოაცალა პიჯაკის ჯიბიდან და მომიტანა.

საფულე მამაკაცს დავუბრუნე და ვუთხარი:

– მოქალაქევ, საფულე დაგივარდათ. გამომართვით და მომავალში ყურადღებით იყავით.

სულ რაღაც თხუთმეტი წუთის განმავლობაში, ნეპმანმა ხუთი მოქალაქე ისე გაქურდა, რომ არც
ერთ მათგანს არაფერი უგრძნია. ექსპერიმენტი რომ დასრულდა, ვუთხარი:

– ფენომენალური, ასპროცენტიანი შედეგია. რომ იტყვიან, ხუთი ათიანი გაარტყი.

– გეთანხმები. ჯერ კიდევ მიმუშავებს თითები, – მითხრა ნეპმანმა, – შეუკვეთე რეიკიავიკის


ბილეთები...

რეიკიავიკის ოპერაცია დიდი წარმატებით ჩატარდა. მე და ნეპმანი ისლანდიის დედაქალაქის


უნივერსიტეტში პროფესორისა და სტუდენტის სტატუსით შევედით, ხოლო, როდესაც ამერიკის
პრეზიდენტმა გამოსვლა დაასრულა და დარბაზიდან გასვლის წინ ხალხს ხელს ართმევდა, იქვე
მდგომმა ნეპმანმა მას მაგრად ჩამოართვა ხელი და პიჯაკის შიდა ჯიბეში ისე სწრაფად ჩაუცურა
მოსასმენი მოწყობილობა, რომ მეც კი ვერ შევასწარი თვალი... იმავე ღამეს სპეციალური
აპარატურით აღჭურვილმა საბჭოთა თანამგზავრმა სუფთად ჩაიწერა დიდი შვიდეულის
შეხვედრაზე შემდგარი შვიდსაათიანი საუბრები და საბჭოთა დაზვერვამ უმნიშვნელოვანესი
სადაზვერვო-საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ, ნეპმანს თვეში სამი ათასი
მანეთით პენსია დაუნიშნეს, რაც იმ დროს უზარმაზარი თანხა იყო.

ნეეპმანი, მიუხედავად იმისა, რომ „კაგებესთან“ ითანამშრომლა, ბოლომდე პატიოსან ქურდად


დარჩა. მას არც არავინ გაუყიდია და არც ნეპმანური წესი დაურღვევია. ის სიცოცხლის ბოლომდე
„პრიმას“ ეწეოდა და, მართალია, აღარ ჯიბგირობდა, მაგრამ, არც მდიდრულად და მსუყედ
ცხოვრობდა. სამი ათასი მანეთიდან კი მხოლოდ 90 მანეთს იტოვებდა – დანარჩენს ქურდულ
სალაროსა და საპყრობილეებში გზავნიდა.

– გორბაჩოვს გულისხმობთ?

– მას და მის ბანდას, – სიმწრით თავი გააქნია ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – ეს კაცობრიობის


ისტორიაში პირველი და ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მტრის
უშუალო, მიყიდული აგენტია და მის ყველა მითითებას ყურმოჭრილი მონასავით ასრულებს.
– ალბათ, – დავეთანხმე ვიქტორ იაკოვლევიჩს, – არც მე მახსენდება ასეთი მაღალი დონის
მოღალატის სახელი კაცობრიობის ისტორიაში.

გორბაჩოვის სახელი ჩემს ჩანაწერებში არაერთხელ მიხსენებია და ყოველთვის, რა თქმა უნდა,


უარყოფით კონტექსტში. თუკი ის გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში მსოფლიოში
ყველაზე პოპულარული ადამიანი და „მსოფლიოს გადამრჩენი“ იყო, დღესდღეობით თითქმის
ყველა მიხვდა, თუ რა საბედისწერო, უცუდესი როლი ითამაშა მან მსოფლიოში.

რამდენიმე წლის წინ მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ვიმყოფებოდი და ერთ-ერთ ფეშენებელურ


სასტუმროში გორბაჩოვის ყოფილ პირად მცველს შევხვდი, რომელიც საბჭოეთის დაშლისთანავე
გაემგზავრა ქვეყნიდან და თავის ყოფილ პატრონს უკიდურესი ზიზღით მოიხსენიებდა.

– იცით, ჩემო მეგობარო, გორბაჩოვი რომ ხელისუფლებაში მოვიდა და მოქმედებები დაიწყო,


ასეულ მილიონობით ადამიანს ეგონა, რომ ახალი, ბედნიერი ხანა დგებოდა. ის კი, თურმე,
ამერიკელების პირდაპირი აგენტი ყოფილა.

– როდის მიხვდით ამას?

– ძალიან გვიან.

– მაინც, როდის?

– ყოველ შემთხვევაში, ეგრეთ წოდებული აგვისტოს პუტჩი სრული ფარსი იყო. ის ყირიმიდან
ადევნებდა თვალყურს მოვლენების განვითარებას მოსკოვში. „გეკაჩეპე“ განტევების ვაცად
გამოიყენეს, ხალხის ყურადღება მათზე გადაიტანეს და გორბაჩოვი სუფთად გამოიყვანეს
თამაშიდან.

– ვინ?

– რა თქმა უნდა, ამერიკელებმა. გორბაჩოვს ძალიან ეშინოდა, რომ მოტყუებული ხალხი მას
ცოცხლად გაატყავებდა და ასეთი კომბინაციაც მისი ტყავის გადასარჩენად მოიფიქრეს.
სამწუხაროა, რომ მისი გაშიფვრა არ მოხერხდა.

– რომ გაგეშიფრათ, რას იზამდით?

– ძნელი სათქმელია. ალბათ, მოვკლავდი.

– ეჰ, ჩემო მეგობარო, ასეთი ვერაგი მტრის გამოცნობა რომ ადვილი იყოს, მაშინ არც ჰიტლერი
იბოგინებდა და ამდენ უბედურებას ვეღარ დაატრიალებდა და არც მისი მსგავსნი.

– მართალს ბრძანებთ, – დამეთანხმა გორბაჩოვის ყოფილი პირადი მცველი, – ამ ნაძირალამ


ჰიტლერზე არანაკლები უბედურება დაატრიალა მსოფლიოში. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ
ის დღემდე ცოცხალია და პასუხს არავინ სთხოვს.

– მოვა დრო და მოსთხოვენ. ახლა კი თქვენი პასუხისგების დრო მოვიდა. ძალიან ვწუხვარ, რომ
თქვენი ყოფილი პატრონის აღსასრულს ვერ მოესწრებით, – ვუთხარი ობიექტს, რომლის
სალიკვიდაციოდ 300 ათასი დოლარი იყო გადახდილი და მას გულში ვესროლე მაყუჩიანი
პისტოლეტიდან, იქვე დავტოვე და სასტუმროდან ჩუმად გამოვედი.

გორბაჩოვის ყოფილი მცველი იარაღით მოვაჭრეებმა შემიკვეთეს, რომლებსაც ის ხელს უშლიდა.


მას სიამოვნებით დავტოვებდი ცოცხალს და გორბაჩოვის აღსასრულის ნახვის საშუალებას
მივცემდი, მაგრამ საქმე საქმეა და ვერ გადავდებდი...

– კოკი, ჩემო ძვირფასო, გადადებული საქმე ეშმაკისაა, ამიტომ არასდროს გადადო სახვალიოდ
ის, რაც დღეს უნდა გააკეთო, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, ეროვნებით
ქართველი, რომელიც ძალიან მხიარული ადამიანი იყო და ისეთი იუმორით მოყვებოდა ხოლმე
ყველაზე საზარელი მკვლელობის ამბებს, საკუთარ ყურებს არ დაუჯერებდი. მას „ძია დიტოს“
ვეძახდი და ვეტყოდი ხოლმე:

– ძია დიტო, ისე მხიარულად მითხარი, იმ პოლკოვნიკს წიწილასავით წავაცალე თავიო, თითქოს
მართლაც წიწილა დაკალი და არა ადამიანი.

– რას ამბობ, კოკი, ის პოლკოვნიკი სამშობლოს მოღალატე იყო და იმიტომ გავიმეტე, თორემ,
წიწილას რას ვერჩი?

– კარგი, რა, ძია დიტო, წიწილა და ადამიანი ერთია?

– ერთი როგორაა, შვილო, მაგრამ, მოღალატე არაკაცია, არაკაცი კი უნდა გაანადგურო, –


ფილოსოფიურად მომიგო მან და დაამატა – იცი, რომ ცხოვრებაში ქათამი არ დამიკლავს?

– არ მჯერა.

– ზოგჯერ მეც არ მჯერა, მაგრამ, ფაქტია. მოკლედ, იმას გეუბნებოდი, რომ საქმე ყოველთვის
დროზე გააკეთე და არასდროს გადადო, თორემ, საქმეებმა დაგროვება იცის და ერთბაშად ვერ
აუხვალ.

ძია დიტო დიდი განათლებითა და სიბრძნით არ გამოირჩეოდა, მაგრამ, სასარგებლო რჩევების


მოცემა იცოდა ხოლმე და მართალი იყო, რომ ამბობდა, საქმე არასოდეს გადადოო. მე დღემდე
ვასრულებ მის ამ შეგონებას და გასაკეთებელს ყოველთვის დროზე ვაკეთებ. არასოდეს არაფრის
გადადება არ მიყვარს და არც მოვლენებს ვუსწრებ წინ, რადგან, სულსწრაფობამ, ისევე, როგორც
დაგვიანებამ, შესაძლოა, საქმე წაახდინოს. ერთხელ, მე და ჩემი მეწყვილე, ვინმე ფედია,
ბუდაპეშტში ვიყავით გაგზავნილი ერთი ობიექტის სალიკვიდაციოდ. წინასწარ შემუშავებული
გეგმის თანახმად, ობიექტი ზუსტად დღის პირველ საათზე უნდა გამოსულიყო სასტუმროს
შენობიდან და მე ის სნაიპერული შაშხანით უნდა მომეკლა. ჩვენ მოპირდაპირე შენობაში
გვქონდა შერჩეული საცეცხლე წერტილი და ყურსასმენები მეკეთა. იმავე გეგმის მიხედვით, რაც
არ უნდა ხელსაყრელი მომენტი მქონოდა, მიმართულების მიმცემის სიტყვიერი დასტურის
გარეშე გასროლა არ უნდა განმეხორციელებინა. ფედია გვერდით მედგა, მას სპეციალური
ბინოკლი ჰქონდა, იმით აკონტროლებდა ობიექტს და სწორი გასროლის განსახორციელებლად
რჩევები უნდა მოეცა.
შესრულდა თუ არა პირველი საათი, ობიექტი სასტუმროდან გამოვიდა და ფედიამ მითხრა:

– ორი გრადუსით მარცხნივ და ხიე!

– დადასტურება არ მიმიღია და ჯერ ვერ ვესვრი, – მშვიდად მივუგე ფედიას, მან კი ნერვულად
მითხრა:

– რა დადასტურება? ჩქარა, თორემ ხელიდან წაგვივიდა!

– დამიდასტურებენ და ვესვრი, – ვუთხარი ფედიას. ამ დროს ყურსასმენში მიმართულების


მიმცემმა ხმადაბლა მითხრა:

– ფედია შენ გვერდითაა?

– დიახ.

– ჩქარა მოკალი, ობიექტი ეგაა. ბოლო მომენტში დადგინდა.

– არის! – მივუგე მიმართულების მიმცემს და შაშხანა გავასწორე, მაგრამ მისი ტარი ფედიას ყბაში
ვთხლიშე და გავთიშე. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტიდან ორჯერ ვესროლე თავში და მოვკალი.
სნაიპერული შაშხანა კი ვიოლინოს ყუთში ჩავდე, ქუდი დავიხურე და იქაურობას მოვშორდი. ეს
ისტორია კი იმიტომ მოვყევი, რომ ჩემი საქმისადმი პედანტურობა რომ არ გამომეჩინა და
დადასტურების გარეშე მომეხდინა გასროლა, უდანაშაულო ადამიანს მოვკლავდი. თუმცა,
შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა და სუპერპროფესიონალებიც კი ცდებიან. მათ შორის,
ერთხელ მეც შევცდი, მაგრამ, განგება დამეხმარა და ჩემი უნებლიე შეცდომა კატასტროფით არ
დასრულებულა.

ერთხელ, ბულგარეთში, ქალაქ ვარნის პლაჟზე ერთი ობიექტის ლიკვიდაცია უნდა მომეხდინა.
ის ჩეხი იყო და „კაგებემ“ მისი მოშორება ანტისაბჭოური პასკვილების გამო გადაწყვიტა, რაც
ძირს უთხრიდა ჩვენს ქვეყანას. ვარნაში რომ ჩავედი, „კაგებეს“ ახალბედა თანამშრომელი ვიყავი
და სულ რამდენიმე მსგავსი დავალება მქონდა შესრულებული. გეგმის მიხედვით,
ობიექტივისთვის შხამიანი ისარი უნდა მომერტყა მარცხენა მხარში და ის რამდენიმე წუთში
ინფარქტით მოკვდებოდა, ისარი კი დადნებოდა და მკვლელობის კვალს ვერავინ აღმოაჩენდა.

ოქროს შემოდგომა იდგა. მე ზღვის პირას, ღია კაფეში ვიჯექი და გლიასეს ვსვამდი, თან ობიექტს
ველოდებოდი, რომელიც წამი-წამზე უნდა გამოჩენილიყო და ისიც ღია კაფეში დამჯდარიყო.
ობიექტი გამოჩნდა. მას თეთრი პერანგი და შავი ჯინსი ეცვა და სპორტული კეპი ეხურა. მაგრამ,
ის სასტუმროში შევიდა, ორიოდე წუთის მერე კი გამოვიდა, თუმცა, ამჟამად თეთრი შარვალი,
შავი პერანგი და პიჯაკი ეცვა. ის ღია კაფეში არ დამჯდარა, გზა განაგრძო და, აშკარა იყო, რომ
იქვე მდგომ ტაქსიში უნდა ჩამჯდარიყო. მე წამოვდექი, ერთადერთი შხამიანი ისარი გავამზადე,
ვტყორცნე და მარცხენა მხარში შევარჭვე. ობიექტი ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა. „ორიოდე წუთში
მზად იქნება. მე კი წავედი“, – თვითკმაყოფილმა ვთქვი გუნებაში და, როცა მეც ტაქსისკენ
გავემართე, რომ იქაურობას გავცლოდი, სასტუმროდან ობიექტი გამოვიდა, რომელიც
ძველებურად იყო ჩაცმული. ის ღია კაფეში დაჯდა და ვისკი შეუკვეთა. მივხვდი, რომ
ორეულთან მქონდა საქმე. სასწრაფოდ კონსპირაციულ ბინაში გავემართე, რათა ამ
ფანტასტიკური დამთხვევის შესახებ მოსკოვისთვის მეცნობებინა და ცენტრს გადაეწყვიტა,
როგორ მოვქცეულიყავი. მივდიოდი და ტყუილად მოკლულ ორეულზე ვფიქრობდი, რადგან ის
არაფერ შუაში იყო. მოსკოვმა უკან გამიწვია. შჩუკინთან დარცხვენილი რომ მივედი, ვიქტორ
იაკოვლევიჩმა ღიმილით მითხრა:

– მართლაც რომ ფანტასტიკაა და ასეთი რამ ყოველ ას მილიონ შემთხვევაში ერთია. შენ რომ
ესროლე, თურმე, ობიექტის ტყუპისცალი ყოფილა, მაგრამ, ამის შესახებ არც ერთმა ძმამ არ
იცოდა. შენ არ გამტყუნებ. ისინი მართლაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ბედის ირონიით, ორივე
ძმა ერთ პატარა ქალაქში ჩავიდა დასასვენებლად და შენ ამიტომ შეცდი.

– მაინც ჩემი ბრალია.

– რატომ?

– იმიტომ, ამხანაგო გენერალო, რომ სხვადასხვა ტანსაცმელი ეცვათ და უნდა მომეტვინა.

– ეგ არაფერი. შენ იფიქრე, რომ ნომერში ავიდა და გამოიცვალაო.

– დიახ, სწორედ ასე ვიფიქრე, მაგრამ, მაინც შევცდი. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყოვლად
უდანაშაულო ადამიანი მოვკალი.

– მერედა, ვინ გითხრა, რომ მოკალი? ის ცოცხალი და საღ-სალამათია.

– ეგ როგორ? ჩემი თვალით ვნახე, როგორ შეესო მას ისარი მარცხენა მხარში. რა, შხამმა არ
იმოქმედა?

– არა, – გაეცინა შჩუკინს, – ორეულს ხის ხელი აქვს და იმან გადაარჩინა. ბავშვობაში ავარიაში
დაკარგა მარცხენა ხელი. ასე რომ, ჩემო კოკი, დამშვიდდი და განმეორებითი დავალების
შესასრულებლად მოემზადე. შესრულების იარაღი იგივეა, თუმცა, ამჯერად ის უკვე იტალიაში,
კუნძულ კაპრიზე უნდა მოიხელთო.

კაპრიზე არანაირ შემთხვევითობას არ ჰქონია ადგილი, ამიტომ დავალება ზუსტად შევასრულე


და იქიდან ისე ავორთქლდი, რომ არავის მოვუკითხივარ.

– ყოჩაღ, კოკი, კლასიკური ნამუშევარი იყო, – შემაქო ვიქტორ იაკოვლევიჩმა, მოსკოვში რომ
დავბრუნდი და მას დავალების შესრულება ვუპატაკე.

– ძალიან დაიღალე?

– არა, რატომ მეკითხებით, ამხანაგო გენერალო?

– კიდევ ერთი დავალების შესრულება უნდა დაგავალო და შენი მდგომარეობა მაინტერესებს.

– კარგ ფორმაში ვარ, თუნდაც ახლავე გამიშვით საქმეზე.

– სწორედ ახლა მინდა დავალებაზე შენი გაშვება და ამიტომ გკითხე. ესე იგი, კარგ ფორმაში ხარ?
– რა თქმა უნდა. სად, რა დავალებაზე უნდა გავემგზავრო?

– შორს წასვლა არ მოგიწევს. აი, ამ გემზე ეგრეთ წოდებული „ცეხავიკების“ შეხვედრა ეწყობა და
შენ, აი, ეს ობიექტი უნდა მოიშორო, – მითხრა შჩუკინმა და ორმოციოდე წლის კაცის სურათი
მაჩვენა, – მდინარემდე მოტოციკლით მიხვალ. იქიდან კი გემს კატერით დაეწევი, ზედ ახვალ,
საქმეს შეასრულებ და კვლავ იმავე გზით დაბრუნდები. ჩვენ ერთ მრავალსვლიან ოპერაციას
ვახორციელებთ და ეს საქმე პირველი ნაბიჯია.

შჩუკინის კაბინეტიდან პირდაპირ საქმეზე წავედი, მანამდე კი სასწრაფოდ შევინიღბე, შლემი


ჩამოვიცვი და მდინარე მოსკოვის ნაპირზე მივედი. ბინდდებოდა, როცა კატერი გემს მივაბი,
ზედ ავძვერი, ობიექტს ორჯერ ვესროლე თავში და იმავე გზით უკან დავბრუნდი. საათ-
ნახევარიც არ იყო გასული, რომ კვლავ ვიქტორ იაკოვლევიჩს ვეახლე და დავალების შესრულება
უკვე მეორედ ვუპატაკე.

– შენ სუპერპროფესიონალი ხარ. წადი, დაისვენე, – მითხრა გენერალმა და მე წამოვედი.

შჩუკინი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ჩემი პროფესიონალიზმით და ხშირად უთქვამს:

– კოკი, შენი გაშვება მდუღარე ვულკანშიც კი არ მეშინია – ისეთი პროფესიონალი ხარ, იქიდანაც
ცოცხალი დაბრუნდები.

– ეგ უფრო გამართლებაზეა დამოკიდებული, ვიდრე პროფესიონალიზმზე, – ვუთხარი ერთხელ


შჩუკინს, როდესაც მან თავისთან დამიბარა და მორიგი საქებარი სიტყვები მითხრა.

– არ იფიქრო, რომ ყველას უმართლებს. გამართლებასაც პროფესიონალიზმი სჭირდება, –


მომიგო ვიქტორ იაკოვლევიჩმა და საქმეზე გადავიდა, – აქ კი იმიტომ დაგიბარე, რომ საკმაოდ
რთული დავალება უნდა მოგცე. დაახლოებით ისეთი, რომლის შესრულებასაც მარტო
პროფესიონალიზმი არ ყოფნის და გამართლებაც სჭირდება.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო!

შჩუკინმა ჩემი ხნის მამაკაცის ფერადი ფოტო მაჩვენა და მკითხა:

– გეცნობა?

– რა თქმა უნდა. ეს ხომ ტოლია ნაუმოვია. კოჯორში ერთად ვსწავლობდით. შემდეგ


ბალაშიხაშიც შემხვდა, მაგრამ, კოჯრისგან განსხვავებით, იქ უკვე აღარ ვეკონტაქტებოდით
ერთმანეთს. მე განსაკუთრებულ სექტორში ვცხოვრობდი და იქ არავის უშვებდნენ, – ვუთხარი
შჩუკინს, მან კი მითხრა:

– ნაუმოვი იგივე „ისარია“. ის ჩვენი არალეგალი მზვერავი იყო ლათინურ ქვეყანაში და სწორედ
ბალაშიხაში მოამზადეს ამისთვის. თუმცა, მან გვიღალატა – ამერიკელებს ჩაჰბარდა და, სანამ
გავშიფრავდით, ორი წელი გვატყუებდა. ვერც სალიკვიდაციოდ მოვიხელთეთ და ვერც
იმისთვის, რომ აქ ჩამოვათრიოთ, გავასამართლოთ და დავსაჯოთ. ერთი სიტყვით, მისი
ადგილსამყოფელი ჯერჯერობით არ ვიცით. მას მუდმივი საცხოვრებელი არც აქვს, ის სულ
მოძრაობაშია და ამერიკელებს უარიც კი უთხრა გარეგნობის შეცვლასა და დამალვაზე. მოკლედ,
მას თავისუფალი ცხოვრება და „გულაობა“ ურჩევნია და ამისთვის ფულიც აქვს. ბოლოს და
ბოლოს, მაინც მივაგნებდით, მაგრამ, მოულოდნელად გავიგეთ, რომ საფეხბურთო კლუბ
„ბარსელონას“ თავგამოდებული გულშემატკივარია და, თურმე, ყველა გადამწყვეტ მატჩს
ესწრება. ზეგ ელ-კლასიკოა, „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ ეთამაშება და, იმის დიდი
ალბათობაა, რომ ნაუმოვი ამ თამაშს დაესწროს. შენც დაესწრები თამაშს და იქნებ გაგიმართლოს.
აი, ბილეთები. სადაც გაგიხარდება, იქ დაჯექი. თუ მოიხელთებ, ხომ კარგი, თუ არა და, კარგ
თამაშს ხომ მაინც ნახავ და უკან დაბრუნდები.

ვიქტორ იაკოვლევიჩმა ბარსელონის სტადიონ „ნოუ კამპის“ ათი ბილეთი გადმომცა, რომლებიც
სხვადასხვა ტრიბუნების იყო. ეს ბილეთები შავ ბაზარზე რომ გამეყიდა მატჩის დღეს,
ახალთახალ სპორტულ მანქანას ვიყიდდი.

„ბარსა“-„რეალის“ თამაში, ანუ ელ-კლასიკო, მანამდე ოთხჯერ მქონდა ნანახი უშუალოდ


სტადიონზე: ორჯერ – მადრიდში, ორჯერაც – ბარსელონაში. დიდი ფეხბურთის ქომაგობა და ამ
სფეროში ჩახედულობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ გენერალმა შჩუკინმა
შეუსრულებელი მისია დამაკისრა. საქმე ისაა, რომ ამ გუნდების ყველა შეხვედრა სტადიონს
პირთამდე ავსებს და, როგორ უნდა იპოვო ასი ათას კაცს შორის „კაგებეს“ კარგად გაწვრთნილი,
ყოფილი აგენტი?..

ბარსელონაში თამაშის დღეს ჩავედი, „ბარსას“ სამოსში გამოვეწყვე და მის ფანებს შევერიე.
ჯიბეში მატჩის ათი ბილეთი და „კაგებეს“ ლაბორატორიაში დამზადებული სპეცრეკვიზიტები
მედო, იმ შემთხვევისთვის, თუკი ნაუმოვს ვიპოვიდი. თუმცა ამის შანსი თითქმის არ
არსებობდა. სტადიონზე დურბინდი შევიტანე და ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე ორი საათით
ადრე ვათვალიერებდი ტრიბუნებს იმ იმედით, რომ იქნებ ნაუმოვისთვის მომეკრა თვალი.
თუმცა, ობიექტი ვერ აღმოვაჩინე და თამაშის დამთავრებისთანავე დავტოვე სტადიონი, სადაც
მასპინძლებმა იმარჯვეს. ინსტრუქციის თანახმად, მოსკოვში დილით უნდა დავბრუნებულიყავი
და კონსპირაციული ბინისკენ გავემართე ღამის გასათევად. სტადიონის მიმდებარე
ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომს რომ ჩავუარე, ჩემი ყურადღება შავგვრემანმა გოგონამ
მიიპყრო, რომელიც სპორტულ მანქანაში ჯდებოდა. მე მას თვალი გავაყოლე და ტოლია
ნაუმოვს, იგივე „ისარს“ მოვკარი თვალი, რომელმაც მანქანა ადგილიდან მოწყვიტა... დაყოვნება
არ შეიძლებოდა. ამიტომ, ერთ-ერთი მანქანა ქურდულად გავხსენი, რაც კოჯორში მასწავლეს და
ობიექტს „კუდზე დავაჯექი.“ ნაუმოვი, როგორც უკვე ვთქვი, კარგად გაწვრთნილი აგენტი იყო
და მასთან ხუმრობა არ შეიძლებოდა. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მან მე ვერ შემნიშნა და
იმ დროს წამოვადექი თავზე აბაზანაში, როდესაც წყლიდან ამოდიოდა, რომ მომხიბვლელ,
შავგვრემან გოგონასთან ერთად ნეტარებას მისცემოდა. მე მას პისტოლეტი მივუშვირე და
ვუთხარი:

– ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს!

ნაუმოვი შემობრუნდა, რომ დამინახა, უმალვე მიცნო და მშვიდად მითხრა:

– კოკი, შენ?.. როგორ მომაგენი?


– სრულიად შემთხვევით. „ნოუ კამპის“ ავტოსადგომზე დაგინახე და მოპარული მანქანით
აქამდე გდიე, – აბსოლუტური სიმართლე ვუთხარი „ისარს“. მან, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა ჩემი
სიტყვები და მითხრა:

– დორამ გამყიდა?

– დორა, ალბათ, ის მშვენიერი, შავგვრემანი არსებაა, რომელიც პულვერიზატორით მივაძინე.


მაგრამ, იძულებული ვიყავი, რომ ეს მექნა და ბოდიში სენიორიტასთან, – კვლავ სიმართლე
ვუთხარი ნაუმოვს. მან კი მითხრა:

– გეყოფა, თავს ნუ იკატუნებ, კოკი, დორამ ჩამიშვა. მაგრამ, როგორ გახვედით მასზე? მე ხომ ის,
სულ რაღაც, სამი დღის წინ გავიცანი?

– მთავარი ის კი არ არის, ნაუმოვ, გჯერა თუ არ გჯერა ჩემი სიტყვების, არამედ ის, რომ ხელში
ჩაგიგდე. ფრთხილად, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობის გარეშე ჩაიცვი და წამომყევი, –
ვუთხარი ნაუმოვს და გზა დავუთმე, რომ აბაზანიდან გასულიყო.

– ეეჰ, დორა, დორა! მე კი ის თითქმის შემიყვარდა, არადა, თურმე, „კაგებესთან“ ყოფილა


შეკრული, – თავი გააქნია ნაუმოვმა, როდესაც აბაზანიდან გამოდიოდა. უცებ ელვისებურად
შემობრუნდა, რომ თავს დამსხმოდა, მაგრამ აპერკოტი ამოვკარი, გავთიშე და დავაყოლე:

– გითხარი, რომ შემთხვევით მოგაგენი-მეთქი, კრეტინო!

ნაუმოვი საიმედოდ გავკოჭე და კარგად გამოფხიზლებულიც არ იყო, რომ საბჭოთა გემის


ტრიუმში იწვა, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლად ემზადებოდა. „ისარი“ სამხედრო
ტრიბუნალმა გაასამართლა და სამშობლოს ღალატისთვის თხუთმეტი წელი მიუსაჯა. თუმცა, ის
სულ რაღაც ორ წელიწადში გაათავისუფლეს და უცხოეთში გამგზავრების საშუალება მისცეს.
საქმე კი ის იყო, რომ მომხიბვლელი, შავგვრემანი დორა ცნობილი კოლუმბიელი მილიარდერის
ერთადერთი ქალიშვილი აღმოჩნდა. მილიარდერი კი საბჭოეთის მეგობარი იყო და მოღალატე
ნაუმოვი საკუთარი ქალიშვილის დაჟინებული თხოვნით გაათავისუფლებინა ჩვენს მთავრობას.
ჩვენს მთავრობას კი ნაუმოვის პატიმრობაზე მეტად მილიარდერი სჭირდებოდა და ასეთ
დათმობაზე იმიტომ წავიდა. მახსოვს, შჩუკინი მაშინ ამბობდა:

– სწორედ რომ სასწაული დატრიალდა ნაუმოვის თავზე. საშინელი ციხიდან ოქროს სასახლეში
ამოყო თავი. არა, რა, ტყუილს არ ამბობენ, რომ ლათინოსი ქალის გადაკიდებას, ჯობია, ეშმაკს
გადაეკიდოო...

ეშმაკის რა მოგახსენოთ, მაგრამ, დორას წყალობით ნაუმოვი ქერის ორმოში ჩავარდა და


მილიარდერი სიმამრის მარჯვენა ხელი გახდა. დორამ მას ხუთი შვილი გაუჩინა და მათი ოჯახი
ბედნიერად ცხოვრობდა. როგორც შემდეგ გაირკვა, კოლუმბიელი მილიარდერი ერთ-ერთი
უმსხვილესი ნარკომოვაჭრე ყოფილა მსოფლიოში. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით
ადრე კი ტერორისტული აქტის მსხვერპლი გახდა და მისი ყველა საქმე ნაუმოვმა ჩაიბარა. მაშინ
ამ ტერაქტზე ბევრს ლაპარაკობდნენ და ერთ-ერთი საუბრის დროს შჩუკინს ვუთხარი:
– ნაუმოვის სიმამრი, ალბათ, ამერიკელებმა ააფეთქეს.

– არა, ის კონკურენტებმა მოკლეს. თავიდან, ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ, შევცდით. არადა, ის კაცი
ძალიან გვადგებოდა. ინვესტიციებსაც დებდა ჩვენს ეკონომიკაში და, რაც მთავარია,
აგენტურულ საქმიანობაშიც გვეხმარებოდა. პასუხი უნდა გავცეთ და მისი მკვლელობის
შემკვეთი უნდა გავანადგუროთ. სწორედ ამიტომ დაგიბარე აქ. აი, ესაა სამიზნე, – ვიქტორ
იაკოვლევიჩმა ობიექტის სურათი მაჩვენა და დაამატა – ესეც კოლუმბიელია, მაგრამ, თითქმის
სულ უცხოეთშია, ხოლო, სამშობლოში რომ ჩადის, ისეთ ცხრაკლიტულში იკეტება, მის მოკვლას
ერთი პოლკი დასჭირდება.

– მეც, სხვაგან მოვიხელთებ.

– არც ესაა იოლი – ახლა გაძლიერებული დაცვა ჰყავს და მასთან ადვილად ვერ მიხვალ. თუმცა,
შენთვის შეუსრულებელი მისია არ არსებობს და, აბა, შენ იცი.

ობიექტი ბრაზილიაში რიოს ერთ-ერთ ფეშენებელურ ვილაში მოვიხელთე, რომელიც დაცვის


სამმაგი ზოლით იყო შემოზღუდული. მას მე ვერტმფრენიდან გავუხსენი ცეცხლი, რომელსაც
თავადვე ვმართავდი და საკუთარ საცურაო აუზში ნაფლეთებად ვაქციე. ეს იყო ჩემი
უკანასკნელი საქმე „კაგებეში“ მუშაობის პერიოდში – ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ჩვენი
უზარმაზარი ქვეყანა დაიშალა. მოსკოვში რომ დავბრუნდი და შჩუკინს პატაკის ჩასაბარებლად
ვეახლე, მან ბოლომდე მომისმინა და მითხრა:

– ყოჩაღ შენ, როგორც ყოველთვის, ამ ამოცანასაც წარმატებით გაუმკლავდი. მაგრამ, ვფიქრობ,


რომ ეს შენი ბოლო მისია იყო „კაგებეში“.

– ბოლო მისია? ეგ როგორ?

– როგორ და, მსგავსი სპეცოპერაციები მკაცრად აკრძალეს, რაც ძალიან ცუდი ნიშანია.

– რას გულისხმობთ?

– იმას, ჩემო კოკი, რომ ჩვენს უწყებას ფუნქციებს უზღუდავენ და, საერთოდ, ვფიქრობ, რომ
ჩვენი ქვეყანა დასასრულისკენ მიდის.

მაშინ შჩუკინის სიტყვები გადამეტებული მომეჩვენა და ჩვენი საუბარი ამით დასრულდა.


თუმცა, მეტი დავალება აღარ შემისრულებია. საბჭოეთის დაშლისთანავე „კაგებეც“ დაიშალა, მეც
უმუშევარი დავრჩი და, რომ არა ძია რომანი, ვინ იცის, რა გზას დავადგებოდი.

სხვათა შორის, ტოლია ნაუმოვთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მომიწია. ერთხელ „ძიამ“ დამიბარა
და ჩვენი ტრადიციული შეხვედრის ადგილზე, ალექსანდრეს ქვედა ბაღში რომ მივედი, მითხრა:

– შემკვეთს პირადად სურს შენთან შეხვედრა. თუ თანახმა ხარ, მაშინ ორმოცდაათ ათას დოლარს
გიხდის გზასა და ცხოვრებაში. გაწყობს?

– სად უნდა შევხვდე?


– რიოში გეპატიჟება.

– ხომ იცი, რომ საკუთარ თავს არ ვშიფრავ?

– ის მარტო მოვა, თანაც, შენ ხომ შენიღბული მიხვალ... რას იტყვი? თუ საქმეს აიღებ, მილიონს
გადაგიხდის.

– კარგი. გადაეცი, რომ ერთ კვირაში რიოში ვიქნები და მაცნობოს, სად მივიდე.

ერთი კვირის შემდეგ შემკვეთს ოკეანეში, რიოდან ორ კილომეტრში, წყალში მცურავ იახტაზე
შევხვდი, სადაც მისმა ხელქვეითმა მიმიყვანა და თვითონ უკან დაბრუნდა. იახტის
ფეშენებელურ სალონში რომ შევედი, შევცბი – ჩემ წინ ტოლია ნაუმოვი იდგა. მე საიმედოდ
შენიღბული ვიყავი. მან ვერ მიცნო და ესპანელისთვის დამახასიათებელი ინგლისურით მითხრა:

– დაბრძანდით, სენიორ!

მე სავარძელში ჩავეშვი და მივუგე:

– გისმენთ.

ნაუმოვმა გორგოლაჭიანი მაგიდა მოაგორა, რომელზეც ნაირ-ნაირი საჭმელ-სასმელი და


სიგარები ელაგა და მითხრა:

– ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. მიირთვით.

– გმადლობთ, სენიორ. გისმენთ.

ნაუმოვმა სიგარა გააბოლა, შემდეგ ოქროს ჩარჩოში ჩასმული სურათი დამიდო წინ და მითხრა:

– ეს დორაა, ჩემი გარდაცვლილი მეუღლე. მე ის უზომოდ მიყვარდა. მას კი უფრო მეტად


ვუყვარდი. ცხრამეტი წლის იყო, როდესაც გავიცანი, ოცდაერთის კი, როდესაც დავქორწინდით.
მან მე ორჯერ გადამარჩინა სიკვდილს: პირველად მაშინ, როცა „კაგებეს“ ციხიდან გამომიყვანა,
მეორედ კი ამ ორი თვის წინ, როცა მკვლელი მომიგზავნეს – ჩემი დორა წინ გადამეფარა და
საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა ჩემი სიცოცხლე. მე მინდა, რომ მისი მკვლელობის შემკვეთს
წამებით ამოხდეს სული. თქვენზე მითხრეს, ნებისმიერ საქმეს ასრულებსო. თუ თანახმა ხართ,
ფულს ახლავე მიიღებთ – სრულ მილიონ დოლარს.

ნაუმოვის სიტყვები გულის ამაჩუყებლად ჟღერდა და ლაპარაკი რომ დაასრულა, თვალებიდან


ცრემლები გადმოუგორდა. მე მას გავუღიმე და ვუთხარი:

– თანახმა ვარ, სენიორ. ვინაა სამიზნე?

ნაუმოვის სამიზნე კოლუმბიელი ნარკობარონი, მისი ერთ-ერთი კონკურენტი აღმოჩნდა.

– სენიორ, გიმეორებთ, მან საშინელ წამებაში უნდა დალიოს სული.

– მაშინ, ერთ რამეს შემოგთავაზებთ და, ვფიქრობ, თანახმა იქნებით.


– ბრძანეთ.

– სენიორ, ასე მგონია, რომ მისი წამებით მოკვლა თქვენ უფრო დაგაკმაყოფილებთ. ამიტომ, მე
მას იქ მოგგვრით, სადაც მეტყვით, დანარჩენი კი თქვენ იცით.

– ეს საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ, განუხორციელებელი. მას ისე საიმედოდ იცავენ, რომ ახლოს
არ მიგიშვებენ. მის წამებით სიკვდილში შხამიანი ტყვიით დაჭრას ვგულისხმობდი.

– მე მას თქვენ მოგგვრით – ამაში დარწმუნებული ბრძანდებოდეთ. ოღონდ, ცოტა დრო


მჭირდება – მაქსიმუმ, ორი თვე.

– კეთილი, თანახმა ვარ. რამდენი უნდა დაგიმატოთ?

– არც ერთი ცენტი. უბრალოდ, მითხარით, სად უნდა მოვიყვანო.

– მაგისთვის არ შეგაწუხებთ. თქვენ მხოლოდ მოიტაცეთ და საიმედო ადგილას დატოვეთ. მე


თავად ჩავალ იქ და ბოლოს მოვუღებ. აი, ამ ტელეფონზე დარეკავთ და ადგილს მაცნობებთ, –
მითხრა ნაუმოვმა და მკითხა: – ფულს ახლავე წაიღებთ?

– არა, ანგარიშზე დამისვით.

– კარგი. შევთანხმდით.

ობიექტი, პირობითად მას პაბლო ვუწოდოთ, კოლუმბიის ქალაქ მედელინში, ნამდვილ


ციხესიმაგრეში ცხოვრობდა და მას, არც მეტი, არც ნაკლები, ორასი კარგად გაწვრთნილი და
კბილებამდე შეიარაღებული მცველი სდარაჯობდა. სწორედ ამიტომ მითხრა ნაუმოვმა მასზე –
მოუხელთებელიაო და, ცოტა არ იყოს, მეც შევცბი. თუმცა, სიტყვა ნათქვამი იყო, უკან ვერ
დავიხევდი და შეკვეთის შესრულებას შევუდექი. თავდაპირველად ქალაქ როსტოვში ჩავედი და
ექვსჯერ ნასამართლევი რეციდივისტი, 63 წლის ოლეგ ბერეჟნოი, მეტსახელად „კროტი“
მოვძებნე. ის იმით იყო ცნობილი, რომ გვირაბებს თხრიდა საპყრობილეებიდან და გარბოდა.
ბოლოს, რომ ვერაფერი მოუხერხეს, სოლიკამსკის „ბელი ლებედში“, მესამე სართულზე,
დაჯავშნილ საკანში გამოამწყვდიეს და ხუთი წელი იქ მოახდევინეს. მას მე პირადად არ
ვიცნობდი, მაგრამ, მის შესახებ ბევრი რამ მსმენოდა და როსტოვში მის დასარწმუნებლად
ჩავედი. კროტს დიმიტრიჩსაც ეძახდნენ (მამის სახელით) და, კარი რომ გამიღო, ვუთხარი:

– გამარჯობა, დიმიტრიჩ, მიმიღებ?

– სტუმარი ღვთისაა, შემოდი, – მან თავის ოროთახიან ბინაში შემიპატიჟა, სადაც მარტო
ცხოვრობდა. რომ შევედი და დავჯექი, მითხრა: შემახსენე, რომელი ხარ, თორემ, მე ბებერს,
ტვინი მელევა და მეხსიერება მღალატობს.

– რა დროს სიბერეა, დიმიტრიჩ. 63 წლის ხარ, გაფურჩქვნის ასაკში და ორმოცი წლის კაცივით
გამოიყურები. მე კი იმიტომ ვერ მიცანი, რომ პირველად მხედავ.

გამოცდილმა რეციდივისტმა ყურადღებით შემათვალიერა და მითხრა:


– ვინმემ გამოგგზავნა ჩემთან?

– არა, მე თვითონ მოვედი.

– გასაგებია. გისმენ, მითხარი, რა გინდა.

– დიმიტრიჩ, შორეული მოგზაურობა თუ გიყვარს?

– მთელი ცხოვრება შორეულ მოგზაურობებში არ მაქვს გატარებული?

– ესე იგი, მოგზაურობა გიყვარს.

– მაინც, სად მეპატიჟები?

– კოლუმბიაში, – მოკლედ მოვუჭერი კროტს, მან კი ალმაცერად შემომხედა და მითხრა:

– იქ რა დამკარგვია?

– დაკარგვით – არაფერი, მაგრამ, შეიძლება, იპოვო. უფრო სწორად კი – იშოვო.

– რა უნდა ვიშოვო?

– ფული, დიდი ფული.

– მუქთად არავინ არაფერს მოგცემს. მაინც, რა უნდა გავაკეთო და რამდენს მთავაზობ?

– ასმეტრიანი გვირაბი უნდა გათხარო და ორასი ათას დოლარს მიიღებ.

– რაო?!

– შენ რა, მართლა დაბერდი და ყურში სმენა მოგაკლდა? – ხუმრობით ვუთხარი დიმიტრიჩს და
გავუმეორე, – ასმეტრიან გვირაბში ორასი ათას დოლარს მიიღებ, თითო მეტრზე – ორი ათას
დოლარს. გაწყობს?

დიმიტრიჩმა თავი გააქნია, გრძლად ჩაუსტვინა და მითხრა:

– მეგობარო, ახლა დალაგებულად მითხარი, ვინ ხარ და რა გინდა, ოღონდ, ყოველგვარი შაყირის
გარეშე. რაც არ უნდა იყოს, მუჟიკი ვარ, თანაც, ექვსჯერ ნასროკალი და, არც ისეთი პატარა, რომ
ასე ამიგდო.

– დიმიტრიჩ, ვინ ვარ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ კარგი კაცი ვარ. ორასი ათას
დოლარს კი, ნაღდად გაგიმაზავ, თანაც – ახლავე. მთავარია, ხარისხიანი გვირაბი გათხარო,
ოღონდ, სწრაფად, – ვუთხარი კროტს, შემდეგ პატარა ჩანთა გავხსენი, მაგიდაზე ოცი ცალი
ასდოლარიანების შეკვრა დავყარე და დავამატე: – აი, მაყუთი. შეგიძლია, შეინახო. საბუთები,
მგზავრობა, ცხოვრება და ინსტრუმენტები ჩემზე იყოს.
კროტი ისე მონუსხა მაგიდაზე დაყრილმა ფულმა, როგორც ბაყაყს ნუსხავს ხოლმე კობრა.
შემდეგ, ფულები სწრაფად მოხვეტა და გვერდით ოთახში გავიდა. იქიდან ოციოდე წუთის მერე
დაბრუნდა და მითხრა:

– თანახმა ვარ, წავედით.

– ძალიან კარგი. ახლა მაღაზიაში წავიდეთ და ახალი შმოტკები შევიძინოთ. შემდეგ სამი-ოთხზე
სურათი გადავიღოთ, ხუთი დღის მერე კი გზას გავუდგებით, – ვუთხარი კროტს, რომელიც უკვე
„ნორმაში ჩამჯდარიყო“ და ორასი ათასი დოლარი ბოროტი ხუმრობა აღარ ეგონა.

დიმიტრიჩს ჩაცმა ძალიან მოუხდა. სურათები რომ დაათვალიერა, რომლებზეც ჰალსტუხში იყო
აღბეჭდილი, მხრები აიჩეჩა და თქვა:

– რაც მართალია, მართალია, ჩაშმოტკვა მაგრად ცვლის ადამიანებს. წარმოდგენილი მაქვს, რა


ხანიგურ ვიდზე დადგებიან მმართველი ბობოლები, პიჯაკები და ჰალსტუხები რომ გააძრო და
ბირკიანი ბუშლატები ჩააცვა.

– დიმიტრიჩ, ფრთხილად იყავი და სახლში იჯექი. იცოდე, შარს ერიდე. ოთხ დღეში გამოგივლი
და გავემგზავრებით.

– რა შარს, რის გარეთ ბოდიალს, რას მეუბნები? ორასი ათასი ბაქსი ტრაკქვეშ მაქვს და
ზედმეტად გავინძრევი? დარდი ნუ გაქვს, როგორც დამტოვებ, ისევე დაგხვდები.

– კარგი. წავედი, ნახვამდის.

– შენი სახელი მაინც მითხარი.

– ხოსე. შენ კი – პედრო ხარ. გასაგებია?

– გასაგებია, სენიორ ხოსე, – რევერანსი გააკეთა დიმიტრიჩმა და დაამატა: – პედრო თქვენი


ერთგული იქნება სიცოცხლის ბოლომდე.

მე და დიმიტრიჩი ესპანელი ეთნოგრაფების სტატუსით გავემგზავრეთ კოლუმბიაში და


შევთანხმდით, რომ ის ყრუ-მუნჯი იყო.

– გასაგებია, რა თქმა უნდა, ყრუ-მუნჯი ვარ. მე ხომ ესპანური არ ვიცი და რომ არ დავიწვა, ასე
ჯობია, – მითხრა დიმიტრიჩმა, როდესაც კოლუმბიაში გამგზავრების წინ ინსტრუქტაჟს
ვუტარებდი და, დაამატა: – ერთხელ ურალიდან მოვხიე და ძაღლების ყურადღება რომ არ
მიმეპყრო და „ბაზარში“ არ გავჭედილიყავი, ყრუ-მუნჯის როლი ხუთიანზე შევასრულე. ასე რომ,
გამოცდილება მაქვს.

დიმიტრიჩს საკმაოდ ბევრი ლაყბობა უყვარდა და, ასაკის მიუხედავად, ერთი შეხედვით,
არასერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თუმცა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო.
ის მშვენივრად ასრულებდა ჩემს ყველა მითითებას. მისი ნამდვილი ძალა კი მედელინში
გვირაბის თხრის დროს გამოჩნდა. მან 102 მეტრი სიგრძის გვირაბი ჩვიდმეტ დღეში გათხარა.
როდესაც ყველაფერი მზად იყო, მითხრა:
– აი, რასაც შეგპირდი, შევასრულე. ზედაპირამდე ორიოდე მეტრიღა დარჩა და ადგილზე იქნები.
რა ვქნა?

– კიბეს შევიტანთ. შენ გვირაბის თხრას დაასრულებ, შემდეგ წახვალ და თავისუფალი ხარ.
ბილეთი მზადაა და პირველივე რეისით ჯერ რიოში ჩაფრინდები, იქიდან – მოსკოვში.
მოსკოვიდან როსტოვში ჩასვლა კი, ვფიქრობ, არ გაგიჭირდება.

– არ შეიძლება, რომ უკანაც ერთად დავბრუნდეთ?

– არა, დიმიტრიჩ, უკან მარტო უნდა დაბრუნდე.

დიმიტრიჩს მეტი არაფერი უთქვამს. შუაღამისას მან ბოლო ხვრელი გათხარა და წავიდა. მე
ერთი საათი მოვიცადე. შემდეგ პაბლოს სამყოფელში ფრთხილად ავძვერი და ობიექტის ძებნას
შევუდექი. გვირაბი მასიური ღობის ძირში, სამეფო პალმების გვერდით ამოდიოდა და მას ხშირი
ყვავილნარიც ფარავდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიყავი შეიარაღებული, მოტაცების
ოპერაცია ყოველგვარი ხმაურის გარეშე უნდა შემესრულებინა და მაყუჩიანი იარაღიდან
მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამესროლა. მაგრამ, ის არ გამჭირვებია და
ობიექტი თავისი საძინებლიდან მას მერე გამოვიყვანე, რაც ის სპეციალური აეროზოლით
გავთიშე. პაბლო ოცდაათიოდე წლის საკმაოდ სიმპათიური მამაკაცი იყო და, ასაკის
მიუხედავად, ნარკობიზნესში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. ის ჯერ ხშირი ტყის პირას
გამოვიყვანე და წინასწარ გამზადებულ „ჯიპში“ ჩავაწვინე. შემდეგ კი კონსპირაციულ ბინაში
მივიყვანე და საიმედოდ დავაბი, მე კი აეროპორტისკენ გავემართე და რიოში გადავფრინდი,
ნაუმოვს რიოს აეროპორტიდანვე დავურეკე და პაბლოს ადგილსამყოფელი ვაცნობე. მერე
რიოდან მოსკოვში ჩავფრინდი და იქ ტელევიზორიდან შევიტყვე პაბლოს გაუჩინარების ამბავი.
მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები პაბლოს მოტაცებაზე ლაპარაკობდნენ და
სხვადასხვა ვერსიას ასახელებდნენ. პაბლოს ცხედარი კი ქალაქ მედელინის სადგურის სანაგვეზე
ზუსტად ერთი თვის მერე იპოვეს. მისი სურათები რომ ვნახე, ვერ ვიცანი – მისგან მხოლოდ
ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი. როგორც შემდეგ ექსპერტებმა დაასკვნეს, მას, თურმე, წითელი
ჭიანჭველები სწოვდნენ სისხლს, რაც საშინელ ტანჯვა-წამებას იწვევს... ნაუმოვმა, მართლაც რომ
ჯოჯოხეთურ ტანჯვაში ამოხადა სული დორას მკვლელობის შემკვეთს და ამ შურისძიებაში
ლომის წილი მე მეკუთვნოდა. რაც შეეხება დიმიტრიჩს, ის მშვიდობიანად დაბრუნდა
როსტოვში, პატარა კაფე გახსნა, სადაც, ამ ქალაქის კრიმინალური სამყარო იკრიბებოდა.

არ მეგონა, თუ კროტს კვლავ შევხვდებოდი, მაგრამ, ასე მოხდა. ტყუილად კი არაა ნათქვამი:
„მთა მთას ვერ შეხვდება, თორემ კაცი კაცს – ყოველთვისო“. ერთხელ ერთი მსხვილი შეკვეთა
ავიღე, რომლის მიხედვითაც, ობიექტი რესტორნის წინ უნდა გამენადგურებინა ავტომატური
ცეცხლით. იქიდან კი ჯერ ერთი ავტომობილით უნდა გავქცეულიყავი, ხოლო შემდეგ სხვა
ავტომობილში გადავმჯდარიყავი და მშვიდად გავცლოდი იქაურობას. მეორე ავტომობილში
გადაჯდომის შემდეგ გრიმი და პარიკი უნდა მომეშორებინა. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი,
შაბლონური სიტუაცია იყო და არანაირ გართულებებს არ ველოდი. თუმცა, ყოველთვის ისე არ
ხდება, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ და კინაღამ ჩავვარდი... ობიექტი ჩავცხრილე, მანქანა ადგილს
მოვწყვიტე და გავქანდი. მაგრამ, ასიოდე მეტრიც არ მქონდა გავლილი, რომ მოულოდნელად
სატვირთო მანქანა დამეჯახა და გადამატრიალა. კიდევ კარგი, გონება არ დამიკარგავს.
ავტომატმომარჯვებული მანქანიდან გამოვვარდი, გზაზე შემთხვევით გამოჩენილ
მოტოციკლეტისტს მოტოციკლი გავტაცე და გავიქეცი, თუმცა, მდევარი კუდზე მაჯდა. მე მათ
ავტომატური ცეცხლი გავუხსენი და ჩამოვიშორე. ხოლო, იქ რომ მივედი, სადაც სათადარიგო
მანქანა იდგა, გავოგნდი – მას ოთხივე ბორბალი მოხსნილი ჰქონდა და აგურებზე იყო
შეყენებული. ავტომატი ბუჩქებში ჩავაგდე. სამოსი გავისწორე და სწრაფი ნაბიჯებით მოვშორდი
იქაურობას. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ქალაქში სიარული არ შეიძლებოდა, რადგან
გაშიფრული ვიყავი და დამიჭერდნენ. უცებ დიმიტრიჩი გამახსენდა და მისი ბინისკენ
გავემართე, რომელიც იქვე მდებარეობდა. რომ მივედი, დავაკაკუნე... კარი თავად კროტმა
გამიღო და, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო, რადგან, გრიმით ვიყავი. მან ყურადღებით შემათვალიერა
და მკითხა:

– ვის ეძებთ, პატივცემულო?

– დიმიტრიჩ, შენთან ვარ და შემომიშვი.

კროტმა სახლში შემიყვანა. სავარძელში რომ მოვკალათდი, მითხრა:

– გეტყობა, მიცნობ, მე კი ვერ გიცანი.

– დიმიტრიჩ, შენი დახმარება მინდა. აქ პატარა ინციდენტი მომიხდა და მთელი შავები მე


მეძებენ. როგორმე ქალაქიდან უნდა გავიდე და შენ უნდა დამეხმარო.

– შავებს რა დაუშავე?

– დიდი ხნის ბაზარია და არ ღირს მოყოლა. შენ ის მითხარი, ამაში დამეხმარები?

– მაინც, ვინ ხარ?

– მოკითხვა კოლუმბიიდან. გახსოვს, ასმეტრიანი გვირაბი რომ გათხარე ქალაქ მედელინში?

– კი მაგრამ, შენ ეს საიდან იცი? ჩვენ იქ ორნი ვმუშაობდით...

– მესამე მე ვიყავი. შენ ეს მითხარი, დამეხმარები თუ არა როსტოვიდან გასვლაში?

– მედელინის ამბავი საიდან იცი?

– მე კიდევ ბევრი სხვა რამეც ვიცი. მაგალითად, ორასი ათასი დოლარის შესახებ, რომლითაც შენ
პატარა კაფე გახსენი. დამეხმარები თუ არა?

– დაგეხმარები. ის, ვინც ეს გითხრა, კარგი კაცია და, ცუდი რომ იყო, არ გეტყოდა. ჩემი მანქანით
გაგიყვან. როსტოვში ყველა მიცნობს და არავინ გამშმონავს, – მითხრა დიმიტრიჩმა. მართლაც,
სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ, მისი „ჟიგულის“ საბარგულში ვიწექი და როსტოვიდან
გავდიოდი. როდესაც სამშვიდობოზე გავედით, კროტმა საბარგულიდან ამომიყვანა,
გამომემშვიდობა და როსტოვისკენ გაბრუნდა. მე კი გრიმი და პარიკი მოვიშორე, სადგურში
ბილეთი ვიყიდე და მატარებელში ჩავჯექი. დიმიტრი მას მერე აღარ შემხვედრია, მაგრამ,
დანამდვილებით ვიცი, რომ ის დღესაც ცოცხალია. სიბერის მიუხედავად, კვლავ მხნედაა და
თავის ცნობილ კაფეს დიდი წარმატებით უძღვება. ტოლია ნაუმოვის ისტორიას კი იმას
დავამატებ, რომ კოლუმბიური ვოიაჟიდან თვე-ნახევრის შემდეგ „ძიამ“ დამირეკა და თავისთან
მისვლა მთხოვა.

– ხომ მშვიდობაა? – ვკითხე რომანს, რადგან მასთან ძალიან იშვიათად მივდიოდი, ხოლმე.

– რა თქმა უნდა. უბრალოდ, მარტო ვარ და თითო ჭიქა გადავკრათ ამ საღამოს.

„ძიას“ „თითო ჭიქა“ იმაზე მინიშნება იყო, რომ საქმეზე ლაპარაკი ტელეფონით არ სურდა. მას
არც შეკვეთაზე უნდა ელაპარაკა ჩემთან, რადგან ასეთი საუბრები ჩვენ შორის ალექსანდრეს
ქვედა ბაღში იმართებოდა.

„ჰმ, ნეტავ რა საქმე აქვს მოხუცს ჩემთან?“– ვფიქრობდი გუნებაში, როდესაც რომანთან
მივდიოდი. მის ბინაში შევდგი თუ არა ფეხი, ვკითხე:

– რა ხდება, „ძია“, რაღაც იდუმალებით ხარ მოცული.

რომანს ეშმაკურად ჩაეცინა ულვაშებში და მითხრა:

– ვიცი, რომ რეალისტი ხარ, მაგრამ, იდუმალების სამყაროში მოგიწევს დროებით გამგზავრება
და ჯადოსნური, ზღაპრული სხივები მოგჭრიან მაგ არწივისებურ თვალებს.

„ძიასგან“ მსგავსი სიტყვები პირველად მესმოდა, რადგან მისგან მშრალ, მოკლე და კონკრეტულ
ლაპარაკს ვიყავი მიჩვეული. ამიტომ, ვუთხარი:

– „ძია“, ჯადოქრის როლზე ხომ არ მიგიწვიეს რომელიმე ფილმში და რეპეტიციას ხომ არ


გადიხარ?

– ახლავე ყველაფერს გაიგებ, – მითხრა რომანმა და თვალები შავი, სქელი ნაჭრით ამიხვია, თან
დაამატა: – იცოდე, გამოხედვა არ გაბედო!

– მაინც, რას მიპირებ?

– ახლავე გაიგებ, – მითხრა „ძიამ“. მისი მოძრაობიდან მივხვდი, რომ ოთახში სინათლე ჩააქრო
და მაგიდაზე რაღაც დადო. შემდეგ მომიახლოვდა, ზურგსუკან დამიდგა, სახვევი მომხსნა და
მითხრა: – აი, შეხედე!

ოთახში ერთი პატარა სანთელი ენთო, რომლის შუქსაც მაგიდაზე დადებული საგანი ირეკლავდა
და ირგვლივ ზღაპრულ სხივებს აფრქვევდა. ეს მართლაც იდუმალი, ფანტასტიკური სანახაობა
იყო და ძალაუნებურად აღმომხდა:

– ეს რა არის?

– თორმეტკარატიანი ნარინჯისფერი ბრილიანტი „დორა“, – მითხრა ძიამ, ეს შენ შემკვეთმა


გამოგიგზავნა, რომელსაც რიოში შეხვდი.
ყველაფერი ნათელი იყო ჩემთვის: ტოლია ნაუმოვმა, თავისი შურისძიების თითქმის სრულად
დაკმაყოფილების ნიშნად, უძვირფასესი ბრილიანტი „დორა“ მაჩუქა. ეს ძვირფასი ქვა დღემდე
ჩემს სეიფში ინახება სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად და დროდადრო მისი ზღაპრული
ნათებით ვტკბები ხოლმე. „დორა“ ტოლია ნაუმოვმა თავისი განსვენებული მეუღლის, დორას
პატივსაცემად უწოდა ამ ბრილიანტს. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, მას ასეთი სიყვარული
თუ შეეძლო. „დორას“ რომ ვუყურებ ხოლმე, ჩემი მერიკო მახსენდება და თვალები ცრემლით
მევსება, მაგრამ, ჩემს მერის ვეღარაფერი დააბრუნებს ამქვეყნად და ცრემლებით მხოლოდ
გულის დარდს ვიქარვებ ხოლმე.

სხვათა შორის, კოჯრის სპეცსკოლაში მასწავლეს, რომ მძიმე ნერვული დაძაბულობიდან


გამოსვლის საუკეთესო საშუალებაა ტირილი...

– კარგად დაიმახსოვრე, კოკი, – მასწავლიდა ჩვენი უწყების ერთ-ერთი საუკეთესო


ინსტრუქტორი – ჩვენი პროფესიის ადამიანებს ნერვული სისტემა უკიდურესად ეძაბებათ
ხოლმე, ასეთ დროს კი არც ალკოჰოლს მიეძალო, არც დამამშვიდებელ წამლებს და არც სხვა,
მსგავს საშუალებებს, არამედ, იტირე, ერთი გულიანად აღრიალდი და დაძაბულობაც
ჩაგიცხრება.

– თუ ვერ შევძელი ტირილი?

– შეძლებ. შენი ცხოვრების ყველაზე უბედური დღე გაიხსენე, ყველაფერი თვალნათლივ,


კინოკადრებივით გაატარე გონებაში და, მერწმუნე, ატირდები. მაპატიე, ჩემო კარგო, რომ შენს
მტკივნეულ დღეებს ვეხები, მაგრამ, ასეთ დროს შენი დამწვარი მშობლები გაიხსენე. გახსოვს?
შენს გადაბუგულ სახლ-კარს რომ დაუბრუნდი და შენს ეზოსთან ზეწარგადაფარებული ორი
საკაცე დაგხვდა. შენ ზეწრები გადაწიე და დედ-მამის დანახშირებული ცხედრები დაინახე...

ინსტრუქტორის სიტყვებმა ისე გულში ჩამწვდომად იმოქმედა ჩემზე, რომ სისხლმა საშინელი
სისწრაფით დაიწყო მოძრაობა ჩემს ორგანიზმში, წნევამ ამიწია, გულმა ისეთი სისწრაფით
დაიწყო ბაგაბუგი, ლამის გამისკდა, მაგრამ, ერთი ცრემლიც არ გადმომიგდია და ინსტრუქტორს
მსგავსი რამ აღარ უთქვამს ჩემთვის. ჩემი კარიერის განმავლობაში კი, ჯოჯოხეთური ნერვული
დაძაბულობის მიუხედავად, არასდროს გამომიყენებია ტირილი განმუხტვის საშუალებად.
თუმცა, რამდენჯერმე ცრემლებიც კი წამომსვლია, რომ არაფერი ვთქვათ, ცრემლების ღვრაზე
მერიკოსა და დედ-მამის საფლავების მონახულების დროს... ნერვულ დაძაბულობას ყოველთვის
ჩემი ნებისყოფის სიმტკიცის წყალობით ვძლევდი ხოლმე და ასეა დღემდე. არ ვტრაბახობ,
მაგრამ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იოგის გამძლეობა მაქვს და წყობიდან თითქმის
არასდროს გამოვდივარ. წყობიდან გამოსვლა უკმაყოფილების შედეგია, უკმაყოფილებას კი
ნერვების აუშლელად ვაგვარებ ხოლმე და, არცთუ ისე იშვიათად, „ქირურგიული“ გზითაც კი...

– ჩვენ პლანეტის ქირურგები ვართ, – ირონიით იტყოდა ხოლმე ერთ-ერთი კოჯრელი


ინსტრუქტორი, – დედამიწა სიცოცხლის პლანეტაა და ხალხმა მასზე ბედნიერად უნდა
იცხოვროს. ხოლო, თუ ვინმე ბოროტი მასზე კიბოს გავრცელებას შეეცდება, რომ სიცოცხლე
მოსპოს, ჩვენ ამ მეტასტაზების დროულად ამოკვეთა გვევალება და, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,
ჩვენი მისია უნდა შევასრულოთო...
ვინ მოთვლის, რამდენი ასეთი მეტასტაზი მაქვს ამოკვეთილი დედამიწის სხეულიდან და ამ
კაცობრიულ, პლანეტარულ სიკეთეში ჩემი მოკრძალებული წვლილიც დევს.

ერთხელ, სოჭში ვისვენებდი ცოლ-შვილთან ერთად. „ბუხტის“ რაიონში, ველურ პლაჟზე


ვიმყოფებოდით და ჩვენ გარდა იქ არავინ იყო. ჩემები ნაპირზე იყვნენ და საუზმობდნენ, მე კი
კლდეებისკენ გავცურე და, როგორც კი ლოდზე შევდგი ფეხი, ნაცნობი ხმა მომესმა:

– რაც მართალია, მართალია, დელფინივით ცურავ, შენგან ცურვის ნამდვილი ჩემპიონი


გამოვიდოდა.

თავი ავწიე და კლდეს ამოფარებული მუხინი დავინახე, რომელიც მიღიმოდა. მივხვდი, რომ
რაღაც სასწრაფო და სერიოზული მოხდა, რადგან, თავად გენერალმა მომაკითხა. მე კლდეზე
ავედი და ვუთხარი:

– გამარჯობა, ანდრეი ლუკიჩ. რამე სერიოზული მოხდა?

– სერიოზული რომ არ მოხდეს, ასე სასწრაფოდ იმიტომ მოგძებნე. ზუსტად ერთ საათში პორტის
მეხუთე ნავსაყუდელთან გელოდები. ცოლ-შვილს სასტუმროში მიიყვან და, თბილისში
დარეკვის საბაბით, ფოსტამტში წახვალ.

– მერიკო მეტყვის, ნომრიდან დარეკეო, – ვუთხარი მუხინს, მან კი მომიგო:

– სასტუმროში ყველა ტელეფონს გავთიშავ და წასასვლელი საბაბიც გექნება. აბა, შენ იცი, არ
დააგვიანო.

მუხინს კლდეების უკან სწრაფმავალი კატერი ჰყავდა დაბმული და იმით წავიდა. მე კი სამასი
მეტრი გავცურე ნაპირამდე, ისე მოვიქეცი, როგორც მუხინმა მითხრა და მეხუთე
ნავსაყუდელთან დათქმულ დროზე სამი წუთით ადრე მივედი. გენერალი მუხინი ერთ-ერთ
კომფორტულ იახტაზე მელოდებოდა და, როცა მივედი მითხრა:

– იუგოსლავიაში უნდა გაემგზავრო. ადრიატიკის ზღვისპირა ქალაქ სპლიტში. აი, შენი


საბუთები. შენ ინგლისელი ჟურნალისტი ხარ და აკრედიტაციაც გაქვს. შენი სამიზნეები არიან
პროფესორები – ვისტი და კლაინი. შენ მათი ლიკვიდაცია უნდა განახორციელო და
პლანეტარული ქირურგის როლი იკისრო.

მუხინის სიტყვებმა კოჯრელი ინსტრუქტორი გამახსენა და ვკითხე:

– ანდრეი ლუკიჩ, ვინ არიან ვისტი და კლაინი და რა უბედურებას აპირებენ?

– ორივე ამერიკელი მიკრობიოლოგია, ნობელის პრემიის ლაურეატები. ბოროტი გენიოსები


არიან და, თუკი მათი ამჟამინდელი სამუშაოები წარმატებით დასრულდა, მსოფლიო
კატასტროფის წინაშე დადგება.

– ისეთს რას აკეთებენ?


– რას და, ვირუს „ბურღს“. მათი ჩანაფიქრით, ეს „ბურღი“ უნივერსალური თვისებებით უნდა
იყოს აღჭურვილი და აღწევდეს ნებისმიერ გარემოში, მრავლდებოდეს ძალიან სწრაფად,
შეეძლოს ნებისმიერი სასიკვდილო ინფექციის გადატანა და მასზე არანაირი ანტივირუსი არ
მოქმედებდეს. ხომ წარმოგიდგენია, რა უბედურებას დაატრიალებს „ცეერუ“, ვისტმა და კლაინმა
რომ „ბურღი“ შექმნან! ასეთ შემთხვევაში, საბჭოეთს ყოველგვარი ატომური ბომბის გარეშე
გაასწორებენ მიწასთან და მთელ პლანეტაზე სიცოცხლეს მოსპობენ. ასეთია მათი ბნელი
ზრახვები, ისინი არც სხვას ინდობენ და არც საკუთარ თავს.

– ანდრეი ლუკიჩ, ვისტი და კლაინი თუ ასეთი მნიშვნელოვანი პერსონები არიან, სპლიტში რა


უნდათ, და, საერთოდ, რა ხდება იქ?

– ბოლოდან დავიწყებ. სპლიტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება


მიკრობიოლოგიაში და ეს ორი პროფესორი მასზე დასასწრებად უნდა ჩავიდეს იქ. რაც შეეხება
მათ მნიშვნელობას, გიმეორებ, რომ ისინი ბოროტი გენიოსები არიან და „ცეერუ“ იძულებულია,
მათ კაპრიზებს დაჰყვეს. სპლიტში „ცეერუს“ საუკეთესო აგენტები იქნებიან მობილიზებულები
მათ დასაცავად და სწორედ ამიტომ გგზავნით იქ შენ და არა სხვას. პროფესორების დახოცვა
შიშველი ხელებით მოგიწევს, რადგან იქ უმკაცრესი კონტროლი იქნება დაწესებული, დაცვა კი –
გაათმაგებული. აბა, შენ იცი. კაცობრიობის ბედი შენზეა დამოკიდებული.

მუხინის სიტყვებმა, ერთი მხრივ, უხერხულობაში ჩამაგდო, მეორე მხრივ კი სიამაყით ამავსო და
ბოროტი გენიოსების სალიკვიდაციოდ უაღრესად მობილიზებული გავემგზავრე
იუგოსლავიაში. სპლიტში მართლაც რომ შეინიშნებოდა „ცეერუს“ აგენტების სიმრავლე და
ისინი არც მალავდნენ ამას. მათი მთავარი ამოცანა იყო, სამი დღის განმავლობაში დაეცვათ
ვისტი და კლაინი, შემდეგ კი უვნებლად ჩაეყვანათ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მიუხედავად ამისა, კონფერენციის მეორე დღეს დავალება წარმატებით შევასრულე და მაშინვე
მოსკოვში დავბრუნდი. მე სასტუმროს კლერკის უნიფორმაში ვიყავი გამოწყობილი და ლიფტს
ვმართავდი (ნამდვილი კლერკი კი ამ დროს გაკოჭილი იწვა ჩემს ნომერში). დილის ცხრის
ნახევარზე, მეოთხე სართულზე, სადაც ამერიკელი პროფესორები ცხოვრობდნენ, ლიფტი
გამოიძახეს. მეოთხეზე რომ ავედი, კაბინაში შემოვიდნენ ორი პირადი მცველი და ორივე
პროფესორი. როგორც კი ლიფტი დავძარი, „ცეერუელი“ მუტრუკები ელვისებური დარტყმებით
დავანოკაუტე და იქვე ჩავკეცე. ხოლო, სანამ პროფესორები მიხვდებოდნენ, რა მოხდა, მე მათ
კისრები მოვამტვრიე, იქვე დავყარე და კაბინა მეორე სართულზე გავაჩერე, მერე გარეთ
გამოვედი და გავჭედე. შემდეგ ჩემს ნომერში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და დაცვის
თავგზის ასაბნევად სახანძრო სირენა ავამუშავე. სანამ სასტუმროში პანიკა იყო, მე იქაურობა
დავტოვე და ჯერ უახლოეს კუნძულამდე კატერით მივედი, რომელიც იქვე მივაგდე, შემდეგ კი
საბჭოთა სატვირთო გემმა ოდესაში მშვიდობიანად ჩამიყვანა.

– ყოჩაღ, კოკი, ბოროტი პროფესორები ახლა ჯოჯოხეთს ეცნობიან, მათი „ბურღი“ კი უკვე
ვეღარასოდეს გაბურღავს ჩვენს ულამაზეს პლანეტას, – მითხრა მუხინმა, როდესაც ლუბიანკაზე
მივედი და შჩუკინის კაბინეტში შევდგი ფეხი, სადაც ანდრეი ლუკიჩიც იმყოფებოდა.
– ნამდვილი „ასი“ ხარ, შენს საქმეში ვერავინ შეგედრება, – დაამატა შჩუკინმა და მაგრად
ჩამომართვა ხელი.

სხვათა შორის, „ბურღი“ მაინც გამოიგონეს, თანაც, საბჭოთა კავშირში და, მისი შემქმნელი,
ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 34 წლის იური კოლმანი, ვისტსა და კლაინზე უფრო
ბოროტი, ამბიციური და ტექნოკრატი აღმოჩნდა. ის „კაგებეს“ ერთ-ერთ საიდუმლო
ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელიც ციმბირის ტაიგაში, ღრმა მიწისქვეშეთში მდებარეობდა
და კოლოსალური შედეგები ჰქონდა ამ სფეროში. კოლმანის მნიშვნელობიდან გამომდინარე,
„კაგებე“ მის ბევრ საზიზღრობაზე ხუჭავდა თვალს. ამ ახალგაზრდა ბოროტ პროფესორს
მიწისქვეშეთში ნამდვილი ჰარამხანა ჰქონდა მოწყობილი, სადაც ოცი რჩეული, ტანწერწეტა
ქალი ჰყავდა, რომლებიც მის უკუღმართ სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ. მას
ბევრი ფული, დაცვა, პირადი მანქანა და პირადი თვითმფრინავიც კი ჰყავდა. ერთადერთი,
რაშიც მას მკაცრად აკონტროლებდნენ, ის იყო, რომ საიდუმლო ბუნკერიდან ამოსვლის დროს
საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ უშვებდნენ გარეთ. ამას კი იმიტომ
აკეთებდნენ, რომ კოლმანს იქიდან ვირუსი არ გამოეტანა.

– როგორ გეტყობათ, რომ ბიოლოგიაში ინჩი-ბინჩი არ გაგეგებათ, – ეტყოდა ხოლმე მათ


გაღიმებული კოლმანი, – ვირუსის გამოტანა სპეციალური კონტეინერის გარეშე შეუძლებელია.
ან კი, რაში მჭირდება მისი გარეთ გამოტანაო.

ერთი სიტყვით, ეს გარყვნილი ბოროტი გენიოსი ყველას ატყუებდა და თავისი


ზედამხედველები დააჯერა, რომ „ბურღის“ ანტივირუსი არ არსებობდა. მას კი ეს ანტივირუსი
უკვე გამოგონებული ჰქონია და სწორედ მისი მეშვეობით მოახერხა „ბურღის“ გარეთ გამოტანა.
მას ჯერ ანტივირუსი დაულევია, შემდეგ კი „ბურღი“ გადაუყლაპავს და მოსკოვში რომ ჩასულა,
„ბურღი“ ამოუღებინებია, სპეციალურ კონტეინერში მოუთავსებია და ყირიმში გამგზავრებულა.
იქ კი თავისი ოთხი მცველი ვირუსით დაუხოცავს და სასტუმროს ნომერში დაუყრია, შემდეგ
„კაგებეში“ დაურეკავს და უთქვამს: თუ სასწრაფოდ პოლიტბიუროში არ ამირჩევთ და
თავდაცვის კურატორობას არ მომანიჭებთ, „ბურღს“ შავ ზღვაში გავუშვებ და დედამიწაზე
სიკვდილს გავავრცელებო.

კოლმანი ადვილად შეასრულებდა მუქარას, თუმცა, პოლიტბიუროში არჩევის არანაირი შანსი არ


ჰქონდა, თანაც, ითხოვდა, რომ მისი სურათი და პოლიტბიუროში არჩევის ინფორმაცია
ცენტრალური ტელევიზიით, პროგრამა „ვრემიაში“ გაეშვათ, რომელსაც მთელი საბჭოთა
კავშირი უყურებდა. სწორედ ამ დროს გამომიძახეს ლუბიანკაზე და შჩუკინმა მითხრა:

– ჩვენზეა ნათქვამი: ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო.

– რატომ, ამხანაგო გენერალო, რაშია საქმე? – ვკითხე შჩუკინს.

– ვისტის და კლაინის ნეიტრალიზება გახსოვს?

– მსოფლიო რომ „ბურღისგან“ გადარჩა?


– ეს – მაშინ. დღეს კი, მსოფლიოს ახალი „ბურღი“ ემუქრება, – მითხრა შჩუკინმა, კოლმანის
ისტორია დაწვრილებით მიამბო და ბოლოს დაამატა: – ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, იმ
კრეტინმა რომ „ბურღი“ ზღვაში გაუშვას?! ამიტომ, ჩვენ ის უნდა გავანეიტრალოთ და მსოფლიო
მეორედ ვიხსნათ „ბურღისგან“.

ერთი სიტყვით, სასწრაფოდ იალტაში გადავფრინდით და კოლმანის განეიტრალების


ოპერაციაში ჩავერთე, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ტექნოკრატი კოლმანი დააძინეს და
„ბურღი“ უვნებლად ამოვიღეთ. თავად პროფესორი კი საიდუმლო ლაბორატორიაში დააბრუნეს,
ყოველგვარი პრივილეგიები მოუხსნეს, პატიმრის სტატუსი მიანიჭეს და დღემდე იქ ჰყავთ.
მოხუცებულობის მიუხედავად, ის კვლავ ნაყოფიერად შრომობს და ახალ, მომაკვდინებელ
ვირუსებსა და ანტივირუსებს იგონებს.

იური კოლმანის ისტორიას „კაგებეს“ ორი გენერლისა და ორი ათეული ოფიცრის კარიერა
შეეწირა, ვინც საიდუმლო ლაბორატორიებს კურირებდნენ და იქ უსაფრთხოების დაცვა
ევალებოდათ.

– კრეტინი! ინჟინერ გარინის კომპლექსით შეპყრობილი! მომინდომა პოლიტბიუროს წევრობა და


თავდაცვის კურატორობა! – იმეორებდა შჩუკინი კოლმანზე, როდესაც ის გავანეიტრალეთ და
ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

„გარინის კომპლექსი“ მსოფლიოზე ბატონობის იდეას შეიცავს და გამოჩენილ მეცნიერებს


ხშირად ემართებათ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, ამა თუ იმ მძლავრი სამხედრო იარაღის
შემქმნელს მიაჩნია, რომ მას უფლება აქვს, სხვებზე იბატონოს და შესაბამის პირობებს ითხოვს.
ასე დაემართა კოლმანსაც და, რომ არ გვემარჯვა, მსოფლიოში გლობალური კატასტროფა
მოხდებოდა.

სხვათა შორის, დედამიწაზე გავრცელებული მრავალი ცნობილი ინფექცია ხელოვნურადაა


შექმნილი და გავრცელებული და მათ შორის პირველობას არავის უთმობს შიდსი... ეს
საშინელება „ცეერუს“ პროექტი იყო და მას „სიყვარულის ისარი“ ერქვა. ამერიკელებმა შიდსის
ვირუსი აფრიკის ერთ-ერთ ტომზე გამოსცადეს და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტის
ყველა, რვაასივე მონაწილე დახოცეს, დაწვეს და მათი ფერფლი მიწაში ღრმად ჩაფლეს, შიდსი
მაინც გავრცელდა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გაავრცელა ერთ-ერთმა ამერიკელმა
ჯარისკაცმა. ის ჯარისკაცი გეტოს იცავდა, სადაც ექსპერიმენტში მონაწილე აფრიკელები შერეკეს
და ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც
ადამიანი ღმერთის წინააღმდეგ ილაშქრებს, უფალი კი ასეთ რამეს არ პატიობს.

უღვთოობა, ღმერთის საწინააღმდეგო მოქმედებები და სხვა მსგავსი რამ, ხშირად ახასიათებთ


მსხვილ კორპორაციებსა თუ ფირმებს და მათი ასეთი საქციელი სიხარბით, დიდი ფულის
შოვნის სურვილითაა გამოწვეული. ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და, ალექსანდრეს ქვედა ბაღში
რომ მივედი შეხვედრაზე, მითხრა:

– შემკვეთს შენთან შეხვედრა უნდა. ის არც საქმის შინაარსს ამხელს და არც კონკრეტულ თანხას
ასახელებს. მან შემოთვალა, რომ ბევრ ფულს გადაიხდის და შეხვედრის ადგილად ჟენევის
ტბაზე მდებარე რესტორანი „გედი“ დაასახელა. თუ თანახმა იქნები, ის სამი დღის მერე, საღამოს
10 საათზე დაგელოდება. იჯდება სამხრეთის კედელთან, მეორე რიგში და მის მაგიდაზე
იდგმება ლუდ „ვარშტაინერის“ ერთლიტრიანი ბოთლი.

– მივალ, – მოკლედ მოვუჭერი რომანს და, მას მერე, რაც „ძია,“ ტრადიციულად, პირველი
წავიდა, მეც წამოვედი.

„გედში“ დათქმულ დროს მოვედი, რა თქმა უნდა, შენიღბული და, შემკვეთს რომ შევხედე, მასში
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელი შევიცანი. მას
ჰანსი ერქვა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავიცანი, როდესაც იქ „კაგებეს“
სპეცდავალებას ვასრულებდი. მან, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მითხრა:

– მე არც თქვენი სახელი მაინტერესებს და არც ჩემსას გეტყვით. აქ კი კონკრეტული საქმისთვის


დაგიბარეთ, რაშიც კარგად გადაგიხდით.

– არც მე ვაპირებ, წარმოგიდგეთ და არც თქვენი ვინაობა მაინტერესებს. რაც შეეხება საქმეს, აქ
მეტი კონკრეტიკაა საჭირო – ზუსტად უნდა ვიცოდე, რას მავალებთ და რამდენს მიხდით ამ
საქმეში.

– ეს კაცი პროფესორი კარლ მეზონია. ის ამსტერდამში ცხოვრობს, მისამართი ფოტოზე წერია,


უკან. თქვენ ის უნდა მოიტაცოთ, ჟენევაში ჩამოიყვანოთ და, აი, ამ მისამართზე მოიყვანოთ. ამ
საქმეში კი მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებთ.

მილიონი ამერიკული დოლარი შეთავაზებულ საქმეში რეალურ ღირებულებაზე ორჯერ მეტი


იყო და მივხვდი, რომ პროფესორის მოტაცება რაღაც ბინძურ საქმესთან იყო დაკავშირებული.
ამიტომ, ჩემი ვარაუდის შემოწმება გადავწყვიტე და ჰანსს ვუთხარი:

– ასეთი საქმე სამჯერ ძვირი ღირს. სამ მილიონ დოლარს თუ გადამიხდით, საქმე უნაკლოდ
გაკეთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა შემსრულებლის მოძებნა მოგიწევთ.

ჰანსს წარბიც არ შეხრია, ისე მომიგო:

– თანახმა ვარ. გეტყობათ, რომ ნამდვილი პროფესიონალი ხართ. მილიონს დღესვე დაგისვამთ
ანგარიშზე, დანარჩენ ორს კი – საქმის დასრულებისთანავე.

კარლ მეზონი ორმოცდაათიოდე წლის სიმპათიური მამაკაცი იყო. ის ამსტერდამში ცხოვრობდა


და მუშაობდა. მის მოტაცებასა და შვეიცარიაში ჩაყვანას ბევრი ხლაფორთი არ სჭირდებოდა.
ამიტომ, უპრობლემოდ მივაძინე, კონსპირაციულ ბინაში მივიყვანე და მის გამოფხიზლებას
დაველოდე. თვალი რომ გაახილა მიიხედ-მოიხედა და აღმოაჩინა, ხელფეხშეკრული იყო და
მწარედ გაეცინა:

– მოვკვდები, მაგრამ იმ ნაძირლებზე არ ვიმუშავებ.

პროფესორ მეზონის საქციელიდან მივხვდი, მას არ გაჰკვირვებია, რომ უცხო გარემოში


აღმოჩნდა და ვკითხე:
– აშკარაა, სერ, რომ თქვენი ასეთი მდგომარეობა არ გაოცებთ. ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რატომ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, ვისთვის მუშაობთ და რაზე მოაწერეთ
ხელი. მაგრამ, თქვენი შემკვეთები ვერ ეღირსებიან ჩემგან იმას, რასაც ელოდებიან.

– მაინც, რას ელოდებიან?

– რას და, მსოფლიო საშინელებას, მაგრამ, გიმეორებთ: ისინი ამას ვერასოდეს ეღირსებიან ჩემგან.

– სერ კარლ, ნუ აღელდებით და თანმიმდევრულად მომიყევით ყველაფერი, შემდეგ კი ერთად


გადავწყვიტოთ, რა ვქნათ.

– კეთილი. მომისმინეთ, – მითხრა მეზონმა და თხრობა უნდა დაეწყო, მაგრამ, მე მას სიტყვა
გავაწყვეტინე, ხელ-ფეხი გავუხსენი და ვუთხარი:

– აი, ახლა კი ბრძანეთ.

– ჩემი მოტაცება თქვენ ამ ცნობილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეგიკვეთათ, – მითხრა


მეზონმა, მერე ზუსტად დაასახელა ის ფარმაცევტული კომპანია, სადაც ჰანსი მუშაობდა და
განაგრძო: – შარშან მათ სათანამშრომლოდ მიმიწვიეს. რომ ჩავედი და მათი ჭეშმარიტი
ზრახვები გავიგე, ფეხი დავკარი, გამოვიქეცი და დავემუქრე, თუ ასეთ რამეს თავს არ დაანებებთ,
თქვენ შესახებ მსოფლიოს შევატყობინებ-მეთქი.

– ისეთი რა შემოგთავაზეს?

– მე პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ, ვირუსებსა და ანტივირუსებზე ვმუშაობ. მათ კი


შემომთავაზეს, შემექმნა მუტანტური გრიპის ვირუსი და ანტივირუსი. ვირუსს ისინი მთელ
მსოფლიოში გაავრცელებდნენ, შემდეგ კი გამოუშვებდნენ ამ გრიპის სამკურნალო წამალს და
დიდ ფულს იშოვიდნენ. როცა ყველაფერი გავიანგარიშე, შედეგებმა მაჩვენა, რომ ამ გრიპს ერთი
მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა, ფარმაცევტული კომპანია კი ამ გრიპის
საწინააღმდეგო წამლის გაყიდვით, სუფთა მოგების სახით მიიღებდა ერთ ტრილიონ დოლარს.
გესმით თქვენ, რამხელა ცოდვისკენ მიბიძგებდნენ ეს გარეწრები?!

პროფესორის მონათხრობი მართლაც ძალიან შთამბეჭდავად ჟღერდა და კარლ მეზონის ჟენევაში


ჩაყვანაში ჩემთვის ნახევარი ტრილიონი დოლარიც რომ გადაეხადათ, მაინც უარს ვეტყოდი.
ამიტომ, მეზონს ვუთხარი:

– მე თქვენი მჯერა და შეკვეთას ვაუქმებ, მაგრამ, თქვენ რას იზამთ?

– თუ გამიშვებთ, დღესვე დიდ პრესკონფერენციას მოვიწვევ და მთელ მსოფლიოს შევატყობინებ


ამ ბოროტების შესახებ.

– ეს საკმარისი არაა. თქვენ ან მოგკლავენ, ან მოგიტაცებენ და ამ სატანურ პროექტს მაინც


განახორციელებენ.

– აბა, რას მთავაზობთ?


– თქვენ მყარი სახელმწიფო დაცვა გჭირდებათ – მხოლოდ ეს გიხსნით სიკვდილისგან,
მსოფლიოს კი – საშინელებისგან.

– დაცვისთვის რომელ ქვეყანას უნდა მივმართო, ჰოლანდიას? მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ.

– ასეთი სულ სამი ქვეყანაა: ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

– აჰ, რუსეთი არა, – ხელები გაასავსავა მეზონმა. – რუსეთი ბოროტების იმპერიაა. აი, ამერიკა და
ბრიტანეთი კი შეიძლება.

– მე კი რუსეთს გირჩევთ, მისტერ მეზონ. ისინი საიმედოდაც დაგიცავენ და არც მსგავს


საშინელებას მოგთხოვენ.

– შტატებსა და ბრიტანეთში მომთხოვენ?

– მერწმუნეთ, რუსეთი უფრო საიმედოა, თუ თანახმა ხართ, შემიძლია, დაგეხმაროთ.

– კარგი, მე მჯერა თქვენი. რაც არ უნდა იყოს, იმ მონსტრების კლანჭებიდან მიხსენით და ამით,
ალბათ, საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდეთ საფრთხეში.

– მაგაზე ნუ დარდობთ, პროფესორო. დღესვე მოსკოვში იქნებით. იქ კი სათანადოდ მოგხედავენ.

პროფესორი კარლ მეზონი მოსკოვში ჩავიყვანე და ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან


ასაცილებლად კონსპირაციულ ბინაში მოვათავსე. შემდეგ შჩუკინს შევხვდი და ყველაფერი
დაწვრილებით მოვუყევი. მან დახმარება აღმითქვა და, მას მერე, რაც ვიქტორ იაკოვლევიჩი
შესაბამის ხალხს შეხვდა და მათგან კარლ მეზონის დაცვის მყარი გარანტიები მიიღო, მე მათ
კონსპირაციული ბინის მისამართი ვუთხარი და ორიოდე საათის შემდეგ თბილისში
გამოვფრინდი.

პროფესორი მეზონი დღემდე რუსეთში ცხოვრობს, უმსხვილეს მიკრობიოლოგიურ


ლაბორატორიას ხელმძღვანელობს და მიუხედავად იმისა, რომ მასზე კბილებს ილესავენ,
ვერაფერს აკლებენ. ეს კი იმიტომ, რომ მეზონი თავის პირად მეგობრად გამოაცხადა რუსეთის
პირველმა პირმა და მთელ მსოფლიოში კარგად უწყიან, რომ ვინც რუსეთის მეთაურის მეგობარს
შეეხება, ათჯერ უარეს პასუხს მიიღებს... „კბილი – კბილის წილ“ – ასეთია ამბიციური, ძლიერი
ქვეყნების დევიზი და, ვინც მათ რამეს ავნებს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს. იყო დრო,
(მართალია, ის ძალიან მცირე მონაკვეთს მოიცავდა), როდესაც რუსეთს ადეკვატური პასუხის
გაცემა თითქმის არ შეეძლო; დღესდღეობით კი მას არ აკმაყოფილებს ლოზუნგი „კბილი –
კბილის წილ“ და თუკი მას ვინმე კბილს მოსტეხს, პასუხად თავს მოჰკვეთენ.

– გიხაროდეს, კოკი, ჩვენ კვლავ ფეხზე დავდგებით, – მითხრა ამას წინათ შჩუკინმა, როდესაც მას
მოსკოვში შევხვდი.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მიპასუხა:


– რა თქმა უნდა, ჩვენს სამხედრო ძლიერებას და არა მარტო ამას. ჩვენ სულ მალე
ეკონომიკურადაც დავდგებით ფეხზე და, რაც არ უნდა ემბარგოები აცხადონ ამერიკელებმა, ეს
ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს.

– ჩვენ, ჩვენ რა გვეშველება? საცოდავი საქართველო კვლავ ვიღაცის ექსპერიმენტებსა და


პოლიტიკურ ამბიციებს უნდა შეეწიროს?

– არა! – მტკიცედ მითხრა შჩუკინმა, – მორჩა ექსპერიმენტები. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ის


დრო მოდის, როდესაც თანასწორუფლებიანი პარტნიორები გავხდებით და ერთად შევუტევთ
მართლმორწმუნეობის, მართლმადიდებლობის მტრებს. ჩვენ დავანგრევთ ცრუ კერპებს და
დედამიწას უწმინდურებისგან გავწმენდთ.

შჩუკინის სიტყვებში მტკიცე საბჭოური რიტორიკა იგრძნობოდა და მე გამახსენდა ცივი ომის


პიკი, როდესაც დედამიწა მესამე მსოფლიო ომის პირას იდგა და ჰაერში სიკვდილის სუნი
ტრიალებდა. სწორედ მაშინ დამკვიდრდა ასეთი შეურიგებელი მიმართვების სტილი და,
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოპონენტებს არაფერს ვუთმობდით, მაინც დავმარცხდით და
დავიშალეთ. ამიტომ, შჩუკინს ვუთხარი:

– ეს ხომ საბჭოური რიტორიკაა და, გამოგვადგება რამეში?

– გამოგვადგება, ჩემო კარგო. საბჭოური გამოცდილება გამოგვადგება და, მერწმუნე, რომ ჩვენი
მტრები, ამერიკის თამადობით, მეორეჯერ ვეღარ შეძლებენ ჩვენს დამარცხებას. გარწმუნებ, რომ
რუსეთი არ დაიშლება და ამაში ლომის წილს საქართველო შეიტანს.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებზე გამეცინა და ვუთხარი:

– ამერიკელები რომ ასე არ ფიქრობენ?

– რომ არ ვიცოდე, ვინ ხარ, შენზე ცუდი წარმოდგენა შემექმნებოდა. ჩემო კოკი, ნუთუ ისე
დავკნინდით, რომ გაბღენძილი, გაზულუქებული ამერიკელების გვეშინია? გაიხსენე, რა დღეში
ვყრიდით მათ. რა ჩვენი ბრალია, რომ ერთმა მოღალატე ნაძირალამ ამხელა ქვეყანა ჯერ დაშალა,
შემდეგ კი მტრებს მიუგდო საჯიჯგნად? მორჩა! ეს ყველაფერი წარსულში იყო და, რომ იტყვიან,
წინ ვეღარ წავლენ. ჩვენი დევიზია – „არც ერთი ნაბიჯი უკან“. ეს სტალინისეული მოწოდება
მეორე მსოფლიო ომის მერე ახლა ყველაზე აქტუალურია. დღეს სწორედ ჩვენ ვდგავართ
მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინა ხაზზე და თუკი კერპთაყვანისმცემლებს
გავატარებთ, მაშინ, ისინი ჩვენს სიწმინდეებს წაბილწავენ და დედამიწაზე კატასტროფა
მოხდება...

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენ კარგად იცით ჩემი განწყობა და ამერიკელებისადმი


დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი უპირველესი მტრები არიან და სწორედ ეს
ვიგულისხმე ჩემს სიტყვებში. ანუ, ისინი ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ, არც საქართველოს
დათმობენ ასე იოლად და არც თავიანთ გლობალურ გეგმებზე აიღებენ ხელს.
– ჰოდა, სწორედ აქ მოიტეხენ კისერს. ვიმეორებ: მორჩა ექსპერიმენტებისა და
დაპირისპირებების პერიოდი. საქართველო და რუსეთი ორი ძმური სახელმწიფო, ორი ძმური
ერია და მართლმადიდებლური ცივილიზაცია სისხლში გვაქვს გამჯდარი. როგორც თქვენ, ასევე
ჩვენ, იმდენი წამებული გვყავს, რომ მარტო მათი სულები არ მოგვცემენ მოდუნების უფლებას
და ამ ბრძოლაში წაგვიძღვებიან წინ.

შჩუკინს ვუსმენდი და მეგონა, ჩემ წინ ძლევამოსილი საბჭოთა „კაგებეს“ მაღალჩინოსანი


გენერალი კი არა, ეროვნული მოძრაობის ლიდერი იდგა, სულით ხორცამდე ეროვნულ-
მართლმადიდებლური იდეოლოგიით გაჟღენთილი და მზად იყო, სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლაში შებმოდა უწმინდურებს. ანუ, შჩუკინში მე ახალი, სრულიად უცნობი პიროვნება
აღმოვაჩინე. რას წარმოვიდგენდი, თუ ის ასე ღრმად, საფუძვლიანად იცნობდა ჩვენს
სარწმუნოებას და სწორედ ის მიაჩნდა ჩვენი ბრძოლის მამოძრავებელ ერთადერთ და
წარმმართველ იდეოლოგიად. ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებში ეჭვის შეტანა აბსურდი იყო,
რადგან მე მას მშვენივრად ვიცნობდი და გამორიცხული იყო, შემშლოდა. ამიტომ შჩუკინს
გავუღიმე და ვუთხარი:

– სასიამოვნო სიურპრიზია, ამხანაგო გენერალო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ


ქრისტიანობის ასეთი თავგამოდებული დამცველი იყავით.

– ქრისტიანობის კი არა, ჭეშმარიტი ქრისტიანობის. ნახევარი მსოფლიო უწოდებს საკუთარ თავს


ქრისტიანს, მაგრამ, არანაირი საერთო არ აქვს მასთან. ასე, ამერიკელებიც ქრისტიანები არიან,
ვითომ... ჭეშმარიტი ქრისტიანობა მართლმადიდებლობაა, დანარჩენი კი მხოლოდ იბრალებს
ამას. ამიტომ, სწორი ის იქნებოდა, გეთქვა, მართლმადიდებლობის დამცველი ხარო.

– და, მაინც, ჩემო ძვირფასო ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენგან ასეთი სიტყვები დიდი
მოულოდნელობაა და, ვაღიარებ, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ამით.

– მოხარული ვარ, რომ ჩემზე ასე ფიქრობ. ახლა კი ერთი თხოვნა მაქვს, რომელშიც, რა თქმა
უნდა, შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებ.

– ბრძანეთ.

– კოკი, სიტყვამ შემთხვევით არ მოიტანა რელიგიური თემა, – მითხრა შჩუკინმა და ორი ცალი
ფერადი ფოტო მიჩვენა, – ეს ეგრეთ წოდებული „ენჯეოშნიკი“ – არასამთავრობო ორგანიზაციის
ხელმძღვანელია. ცენტრალურ რუსეთში, სადაც საკმაოდ გაჭირვებული, ღარიბი ხალხი
ცხოვრობს, მან, ეგრეთ წოდებული „სიკეთის სახლი“ გახსნა და მოსახლეობა ისე ჰყავს
„დაბოლებული“, რომ საკუთარ ჭკუაზე ატარებს. ეს კი ძალიან საშიშია და მისი ლიკვიდაცია
უნდა მოახდინო.

– მაინც, რას აშავებს?

– მისი მთავარი დანაშაული ისაა, რომ ახალგაზრდებს რყვნის.

– როგორ, სქესობრივად?
– არა. ის ფულს უხდის მათ და სანაცვლოდ მართლმადიდებლობაზე უარის თქმას აიძულებს.
ცენტრალური რუსეთი კი მართლმადიდებლობის მთავარი სამჭედლოა, ყველაზე მეტი ტაძარი
სწორედ იქაა და სწორედ იქაურები ილაშქრებდნენ ყოველთვის რჯულის შემლახველებისა და
უღმერთოების წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად. მტერს კი ამ ჩვენი დედაბოძის დანგრევა სურს
და, ეს თუ მოახერხა, ჩათვალე, რომ რუსეთსაც დააჩოქებს, შემდეგ დაშლის და თავის ბილწ
მიზანსაც მიაღწევს. გახსოვს, რას წერს ბზეჟინსკი თავის წიგნში?

– მახსოვს. ის წერს: კომუნიზმი დავამარცხეთ, ახლა კი ჯერი მართლმადიდებლობაზეაო.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. ეს „ენჯეოშნიკი“, სინამდვილეში კი სექტანტი და


მართლმადიდებლობის მტერი, თავისი ამერიკელი პატრონების შეკვეთას ახორციელებს და
ჩვენი ციხესიმაგრის დანგრევას შიგნიდან ცდილობს. ის ჩვენი კანონების ფარგლებში მოქმედებს,
სწორედ ამის გამო არ ხერხდება მისი პასუხისგებაში მიცემა და, ამიტომ, ის უნდა განადგურდეს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ხომ არ აჯობებდა, მასზე ჯერ კომპრომატი მოგვეძებნა, გადაგვეღო და,
მისი ლიკვიდაციის პარალელურად, ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ის წამებულად არ
შერაცხონ? თორემ, ხომ შეიძლება, ჩვენმა აქციამ უკუეფექტი გამოიწვიოს და მისი მოკვლით
მისივე საქმე გავაკეთოთ? – შევთავაზე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– სამწუხარო ისაა, რომ, ის ბილწი, ამერიკელების მიერ კარგად მომზადებული აგენტია და


აბსოლუტურად ასკეტურად ცხოვრობს. არც ეწევა, არც სვამს, არც ნარკოტიკებს ეკარება და არც
ქალებს. ამიტომ, მისი კომპრომეტირება არ მოხერხდება, თორემ, გიყვარდეს, ასეთი რამ რომ
იყოს შესაძლებელი, აუცილებლად გამოვიყენებდით. ამიტომ, მას მხოლოდ ტყვიას თუ
დავაჭედებთ.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ვფიქრობ, რომ მისი კომპრომეტირება მაინც მოხერხდება.

– როგორ?

– ჯერ ის მითხარით, სადაურია და რომელი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს?

– ეროვნებით რუსია, მოქალაქეობა კი ამერიკის აქვს.

– ძალია კარგი. ესე იგი, ის რომ გაუჩინარდეს, ამერიკელები დიდ სკანდალს ატეხენ, ხომ?

– მსოფლიოს შეძრავენ.

– მაშინ, ასეთ რამეს გთავაზობთ: ის სუბიექტი უნდა გავიტაცოთ და ამერიკელების რეაქციას


დაველოდოთ. საერთაშორისო სკანდალი პიკს რომ მიაღწევს და რუსეთის ლანძღვას დაიწყებენ,
პოლიცია წამალში გაპარულ მის ცხედარს აღმოაჩენს ერთ-ერთ მოსკოვურ პრიტონში, სადაც
ელიტური ბოზ-ნარკომანი ქალები დაადასტურებენ, რომ ის ხშირად ატარებდა დროს მათთან
ერთად. ამ კადრებს კი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, მთელი
რუსეთი ნახავს, მათ შორის, მის მიერ „დაბოლებული“ ახალგაზრდებიც. ვფიქრობ, ეს კარგი
კომპრომატი იქნება მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ.
ლაპარაკს რომ მოვრჩი, შჩუკინი ორიოდე წუთის განმავლობაში უხმოდ მიყურებდა, ბოლოს
თავი გააქნია და მითხრა:

– როგორც ეტყობა, ვბერდები და ვშტერდები. ასეთი კომბინაცია როგორ ვერ მოვიფიქრე? შენ კი,
კოკი, კვლავ ძველებურ ფორმაში ხარ. მიდი, იმოქმედე. ნახევარ მილიონ დოლარს ხვალვე
დაგისვამენ ანგარიშზე.

ბოლოდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ ის ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც საქმეში


გადამიხადეს, ორად გავყავი და ერთი ნახევრით მართლმადიდებელთა დახმარების ფონდი
ჩამოვაყალიბე, მეორე ნახევრით კი მართლმადიდებლური ტაძარი ავაგე. ეს ყველაფერი, რა თქმა
უნდა, ანონიმურად გავაკეთე. რაც შეეხება ობიექტს, მისი წამალში გაპარული, ნემსებით
დაჩხვლეტილი ცხედარი მთელმა მსოფლიომ ნახა და არც ამერიკელებს დაუწყიათ იმისი
მტკიცება, ეს კაცი მოკლულია. თუმცა, „ცეერუმ“ კარგად იცოდა, რომ აგენტი ასკეტი იყო. მაგრამ,
ამის მტკიცება რომ დაეწყოთ, ეჭვს გამოიწვევდა და ხმა არ ამოუღიათ.

მსგავსი მეთოდებით მოქმედებს „ცეერუ“ საქართველოშიც და, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა,
რომ აქ ეს კარგად ჭრის და ძალიან ბევრი ადამიანი გაება მათ ბადეში. მაგრამ, ჩვენთან ოდნავ
განსხვავებული ტაქტიკით მოქმედებენ: ყველა ანტიქართულ, ანტიმართლმადიდებლურ სექტას
ქრისტიანობის მანტია აქვს მოსხმული და ჩვენი მტრები ქრისტეს სახელით გველაპარაკებიან.
ერთხელ ჩემს ახალ სახლში ვიმყოფებოდი. ცუდი ამინდი იყო. არანაირი საქმე არ მქონდა და
არსად წასვლას არ ვაპირებდი. სავარძელში ვიყავი მოკალათებული, როდესაც ზარმა
დაიწკრიალა. გარეთ ფარული ვიდეოკამერები მაქვს დაყენებული და მონიტორს რომ შევხედე,
ჩემს კართან მდგარი ქალ-ვაჟი დავინახე, რომლებსაც უზარმაზარი ჩანთები ჰქონდათ მხარზე
გადაკიდებული, ხელში კი სექტანტური ლიტერატურა ეკავათ. მათი ამოცნობა არ გამჭირვებია.
შემეძლო, კარი არ გამეღო და წავიდოდნენ, მაგრამ, კართან მივედი, გავუღე და ვუთხარი:

– გისმენთ.

ვაჟი უხმოდ იდგა, გოგონამ კი ჩართო:

– გამარჯობა. თქვენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. შეიძლება, გკითხოთ?

– ბინაში შემობრძანდით, – ვუთხარი ქალ-ვაჟს. ისინი აშკარად არ ელოდნენ ჩემგან ასეთ


თავაზიანობას და, თითქოს ეშინიათ, ორმოში არ ჩავარდნენო, ძალიან ფრთხილად შემოვიდნენ
სახლში. მე ისინი სასტუმრო ოთახში შევიყვანე, სავარძელზე მივუთითე და ვკითხე:

– ყავას მიირთმევთ?

გოგონა ბიჭზე ბევრად თამამი აღმოჩნდა და მითხრა:

– დიახ, უნალექოს.

– თქვენ? – ვკითხე ვაჟს.

– მეც, – ენის ბორძიკით მითხრა ვაჟმა.


– ნალექიანს თუ უნალექოს?

– ნალექიანს.

მე სამზარეულოში გავედი. უკან გორგოლაჭიანი ურიკით დავბრუნდი, რომელზეც ნალექიანი


ყავის გარდა, სხვადასხვა სასმელი, ტკბილეული და სიგარეტები ელაგა. ახალმოსულებს ყავა წინ
დავუდგი და ვკითხე:

– რომელი რას დალევთ ყავასთან ერთად – ვისკის, არაყს, ღვინოს თუ ლიქიორს?

ყმაწვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი უნდოდა, თუმცა, გოგონამ არ აცალა და მითხრა:

– ჩვენ მხოლოდ ყავას ვსვამთ.

– კარგი, როგორც გენებოთ. მიირთვით ყავა და ბრძანეთ, რა გნებავთ.

ვაჟი ნელ-ნელა, სიამოვნებით სვამდა უმაღლესი ხარისხის ყავას, გოგონამ კი არაყივით გადაჰკრა
და მითხრა:

– შეიძლება, გკითხოთ?

– ბრძანეთ.

– თუ შეიძლება, თქვენი სახელი მითხარით.

– კოკი.

– ბატონო კოკი, რას ფიქრობთ მეორედ მოსვლასა და ღმერთზე?

– ღმერთი არსებობს, მეორედ მოსვლა კი მისი ნებაა და ის გადაწყვეტს, ვინ დაიღუპება და ვინ
გადარჩება.

– ეკლესიაში დადიხართ?

– ძალიან იშვიათად, – მივუგე გოგონას, რომელსაც ჩემმა პასუხმა ფრთები შეასხა და მითხრა:

– ღმერთის რისხვის არ გეშინიათ?

– არ ვიცი, – ვუთხარი გოგონას, რომელსაც მერყევ კაცად მოვაჩვენე თავი და საშუალება მივეცი,
თავისი სექტის ფართო პროპაგანდა დაეწყო ჩემთან. მან თხუთმეტი წუთი „იქადაგა“ და ბოლოს
შემაპარა:

– როგორ ფიქრობთ, ღირს ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ სახლში მოსვლა, სადაც იდეალური
ჰარმონია სუფევს და მაღალი ღმერთი გვფარავს?

მე ჭიქები არყით შევავსე და გოგონას ვკითხე:

– დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთი არსებობს?


– რა თქმა უნდა, – ერთხმად მომიგეს სექტანტებმა.

– მაშინ, ღმერთს გაუმარჯოს! დალიეთ, თორემ, არ დავიჯერებ, რომ მართლა ჭეშმარიტ რწმენაში
ხართ.

წყვილი სექტის მიერ „ვერბოვკაზე“ იყო გამოგზავნილი და, ალბათ, იფიქრეს, რომ, თუკი
დალევდნენ, „დამავერბოვკებდნენ“. ამიტომ, თითო ჭიქა არაყი გადახუხეს... მე მათ კიდევ ორ-
ორი ჭიქა დავალევინე, რამაც ისინი კარგად შეაქეიფიანა და ენებიც ააშვებინა, განსაკუთრებით
კი ბიჭი ენაწყლიანობდა. გამომიტყდა, რომ მას სიმონი ერქვა, გოგონას კი – ეთერი და რომ ისინი
იმერეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან იყვნენ.

– ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და დაქორწინებას ვაპირებთ. ერთად ვსწავლობთ


ინსტიტუტში და სულ მალე შევუღლდებით, – მითხრა ბიჭმა, – მოკლედ, ცხოვრებას ავაწყობთ.

– ალბათ, მშობლები გეხმარებიან, – განგებ ვუთხარი ბიჭს, თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, ვინც
ეხმარებოდა. სიმონმა ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– სად აქვთ ჩვენს მშობლებს ჩვენი დასახმარებელი ფული. მათ თავი ძლივს გააქვთ და ჩვენ
გარდა სხვა შვილებიც ჰყავთ. ჩვენ ჩვენი და-ძმები, მორწმუნე ღვთისშვილები გვეხმარებიან.
გუშინწინ კრება ჩაატარეს და გადაწყდა, რომ ოროთახიან ბინას გვიყიდიან. უფრო სწორად, ჯერ
ჩვენი არ იქნება ის ბინა, მხოლოდ ხუთი წლის მერე გაგვიფორმებენ. მანამდე კი იქ ვიცხოვრებთ.

– ჯერ ვერ ვიცხოვრებთ, ჯვრის ამბავია მოსაგვარებელი, – შეუსწორა სიმონს ეთერმა და


სინანულით დაამატა, – ვაითუ ჯვრები ვერ ვიპოვეთ, მაშინ ხომ არც ნაჩუქარი ბინა გვექნება და
არც ნათხოვარი.

– მერე რა, თუ ვერ ვიპოვეთ, – ხელი ჩაიქნია სიმონმა, – ორი ჯვარი ვიყიდოთ და მივიტანოთ.

– მოვატყუოთ? – კოპები შეიკრა ეთერმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ სექტაში ბევრად ღრმად იყო
ჩათრეული, ვიდრე მისი საქმრო.

წყვილის ჯვრებზე საუბრიდან აზრი ვერ გამოვიტანე და ბიჭს ვკითხე:

– აბა, ერთი კარგად ამიხსენით, რას ამბობდით ჯვრებზე? როგორც, ვიცი თქვენი და-ძმები ჯვარს
არ ცნობენ.

ბიჭმა პირი დააღო, ეთერმა კი მას დაასწრო და მითხრა:

– ჩვენ ორივე ჩვილობაში მოგვნათლეს და ნათლიებმა ჯვრებიც მოგვცეს. ის ჯვრები კი ჩვენს


სოფელშია, ჩვენი მშობლების სახლში. ხოლო, ჩვენი ჭეშმარიტი რწმენის სახლში
დასამკვიდრებლად, ჩვენი ნათლობის ჯვრები უნდა გავანადგუროთ. სიმონი კი მეუბნება, სხვა
ჯვრები ვიყიდოთ და ისინი მივიტანოთ გასანადგურებლადო. ტყუილი არ შეიძლება.

– ეგ რა ტყუილია. თუკი ბინას მოგვცემენ, მერე, რა მოხდა. განა ჩვენი ბედნიერებისთვის არ


ღირს, რომ პატარა ვიცრუოთ? – თქვა სიმონმა და არყით სავსე მორიგი ჭიქა გადაჰკრა.
სიმონი და ეთერი მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდები იყვნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ და
ოჯახის შექმნა უნდოდათ. მაგრამ, არანაირი სახსრები არ გააჩნდათ და, მზად იყვნენ, ისეთი
მიუტევებელი ცოდვაც კი ჩაედინათ, როგორიც უფლისა და რჯულის გმობა იყო. მათ შველა
სჭირდებოდათ. ამიტომ, შევეცადე, რომ ეს მისია საკუთარ თავზე ამეღო და წყვილს ვუთხარი:

– ახლა თქვენ მომისმინეთ ყურადღებით და გირჩევთ, დამიჯეროთ. მით უმეტეს, რომ ღმერთმა
ჩემთან მოგიყვანათ და თუკი ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მერწმუნეთ, თქვენც დაიღუპებით და
თქვენს შთამომავლობასაც დაღუპავთ.

– ბრძანეთ, გისმენთ, – ერთხმად მითხრა ქალ-ვაჟმა.

– თქვენ, ჩემო კარგებო, გაჭირვებამ მიგიყვანათ სექტანტებთან და ისე აგირიათ გონება, რომ
ჭეშმარიტ ღმერთს გმობთ, სასიკვდილო ცოდვას იდებთ და უკან არ იხედებით. ასიათასობით
ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქართველმა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაწირა
საკუთარი სიცოცხლე, რომ ქრისტეს რჯული, ქრისტეს ჯვარი არ უარყო. თქვენ კი რაღაც
დამპალი ბინის გამო თქვენი ნათლობის ჯვრის განადგურებას აპირებთ. განა სიკეთეს მოგიტანთ
ასე შექმნილი ოჯახი და ასე მიღებული ბინა?

– თქვენ, ჩემო ბატონო, სასახლეში ცხოვრობთ, ჩვენ კი ერთი ნესტიანი ოთახიც არ გვაქვს და აბა,
რა ვქნათ?

– და, ამის გამო, ღმერთი უნდა დაგმოთ და სექტანტები გახდეთ? ნუთუ იმის გამო დათმო ერთ
დღეში საკუთარი სიცოცხლე ასი ათასმა მართლმადიდებელმა წამებულმა, რომ ქართველების
სულებს ჯერ ეშმაკი დაჰპატრონებოდა, შემდეგ კი ჩვენი ერი გადაგვარებულიყო?

– რას გვირჩევთ, ბატონო, ჩვენც გვინდა ნორმალური ცხოვრება და, იქნებ, უკეთესი რამ
გვითხრათ? – მითხრა ეთერმა, რომელიც მანამდე უხმოდ მისმენდა.

მე ანთებული ბუხრისკენ გავიშვირე ხელი და ვუთხარი:

– ეგ თქვენი სატანური ლიტერატურა, თავისი ჩანთებითურთ, იქ შეყარეთ და მერე


ვილაპარაკოთ.

სიმონმა ხელი დაავლო ჩანთებსა და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ სექტანტურ


ლიტერატურას, რომ ისინი ბუხარში შეეყარა, მაგრამ მე გავაჩერე:

– ასე არ მაწყობს. ახლა თქვენ ნასვამები ხართ და, სიმთვრალეს რომ არ დააბრალოთ ყველაფერი,
მოდი, ჯერ კარგად გამოიძინეთ, მოწესრიგდით და, თუკი კვლავ ამ აზრზე იქნებით, ეს ნაგავი
მერე დაწვით.

– სად გამოვიძინოთ? – მკითხა ეთერმა.

– აქ, ჩემს სასახლეში. აი, სტუმრების საძინებელი. ჩემი სამზარეულო პროდუქტებითაა სავსე და
შეგიძლიათ ჭამოთ და სვათ, შემდეგ შხაპი მიიღოთ და კარგად გამოიძინოთ. მე კი საქმეზე უნდა
წავიდე, – ვუთხარი ეთერს, რომელმაც მკითხა:
– როდის დაბრუნდებით?

– როცა გაიღვიძებთ.

– მერედა, გვენდობით?

– როგორც ხედავთ, – მივუგე ქალს. ცოტა ხნის მერე კი გამოვემშვიდობე მათ და ზუსტად
შუადღეზე სახლიდან გამოვედი.

ბინაში რომ დავბრუნდი, საღამოს ექვსი საათი იყო. ჩემი სტუმრები სავარძლებში იყვნენ
მოკალათებულები. რომ დამინახეს, შეიშმუშნენ და ეთერმა მითხრა:

– გელოდებოდით. ახლა კი წავალთ.

– ესე იგი, კვლავ ძველ აზრზე ხართ?

– არა, რატომ? ამ წიგნებს ახლავე დავწვავთ, – ერთხმად მომიგო ქალ-ვაჟმა. შემდეგ მთელი
ლიტერატურა ჩანთებში ჩაყარეს და ჩემს უზარმაზარ ბუხარში შეაგდეს, რომელმაც მთელი ეს
სექტანტური ნაგავი ნაცრად აქცია. მერე ეთერმა მითხრა:

– გვიანაა, უნდა წავიდეთ.

– სად წახვალთ, ისევ სექტაში ხომ არ დაბრუნდებით?

– არა, იქ ფეხს აღარ მივადგამთ.

– ღამის გასათევი გაქვთ?

– ადრე გლდანში ვქირაობდით ბინას, მაგრამ, ფული რომ აღარ გვქონდა, სექტას შევეკედლეთ და
ბოლო ერთი თვე მათ სახლში ვცხოვრობდით.

– ესე იგი, წასასვლელი არსად გაქვთ.

– როგორ არა, – მითხრა ეთერმა, – ვარკეთილში ჩემი ჯგუფელი ცხოვრობს და იმასთან გავათენებ
ღამეს.

– მე კი ჩემს ნათესავთან... – მითხრა სიმონმა. მაგრამ, ეთერმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და მითხრა:

– იტყუება, არავითარი ნათესავი არ ჰყავს. ან ქალაქში უნდა იხეტიალოს, ან სადგურზე


დაიძინოს, მოსაცდელ დარბაზში.

– გასაგებია, ახალგაზრდებო. ახლა კი მე მომისმინეთ: რადგან ასე გიყვართ ერთმანეთი და


დაოჯახება გსურთ, გთავაზობთ, ჯვარი დაიწეროთ და, როგორც ჩვენი რჯულისა და ადათის
ხალხს სჩვევია, ისე შეუღლდეთ. მღვდელი რვა საათისთვის გველოდება სიონის ტაძარში, ბინაც
მზადაა, სადაც დროებით იცხოვრებთ, შემდეგ კი თქვენზე და თქვენს მარიფათზეა ყველაფერი
დამოკიდებული.
სიმონი და ეთერი გაოგნებულები მიყურებდნენ და საკუთარ თვალებსა და ყურებს არ
უჯერებდნენ. თუმცა, სიონში მაინც წამომყვნენ, სადაც მე ჩემი „ჯიპით“ მივიყვანე და
ხელისმომკიდეც მე ვიყავი. ჯვრისწერის შემდეგ კი, საბურთალოზე, ერთ-ერთი კორპუსის
ოროთახიან ბინაში მივედით, სადაც სუფრა უკვე გაშლილი იყო და მათი შეუღლება აღვნიშნეთ.
წამოსვლის წინ სიმონი გარეთ გავიხმე და ვუთხარი:

– ეს ბინა თქვენია და, რაც აქაა – ავეჯი და ყველაფერი დანარჩენი – ესეც თქვენია. უბრალოდ,
ხვალ, აი, ამ მისამართზე მიხვალ შენი პირადობის მოწმობით და წამოიღებ ამ ბინის შენზე
გადაფორმების საბუთს. და, კიდევ ერთი: კომოდის უჯრაში პატარა ზარდახშაა, რომელშიც ათი
ათასი დოლარი დევს. ეს ფულიც თქვენია. აბა, თქვენ იცით, არასოდეს დაგმოთ ჭეშმარიტი
ღმერთი.

სიმონი ისეთი დაბნეული იყო, რომ მადლობის თქმაც კი ვერ მოახერხა. მე ამით ვისარგებლე და
წამოვედი.

სიმონისა და ეთერის ისტორია იმისი თვალნათელი მაგალითია, რომ ქართველების


მიზანმიმართული გადაშენების პროცესი სრული სვლით მიმდინარეობს და სექტანტობა ამ
ვერაგობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ჩემი აზრით, მართლმადიდებლური საქმიანობა
მეტი ძალით, რომ იტყვიან, მთელი ფრონტით უნდა გაიშალოს და ეს იქნება ჩვენი ერის
გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალება.

ქრისტიანული მართლმადიდებლობა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ის


უმთავრესი იდეოლოგია იყო კომუნისტურ პერიოდში, მე ვიმეორებ, კომუნისტურ პერიოდში,
რამაც ქართველი ერი დეგრადაციისგან იხსნა და შეგვანარჩუნებინა ჩვენი ეროვნულობა,
კულტურა და ტრადიციები. სხვათა შორის, მართლმადიდებლური კულტურისა და, თუ
გნებავთ, რწმენის დაცვა, არაერთხელ უტვირთია ჩვენს უწყებას და ასეთ ამბებში მეც მიმიღია
მონაწილეობა. ერთხელ, შჩუკინმა მიხმო და მითხრა:

– კოკი, ერთი ძალიან დელიკატური დავალება უნდა მოგცე და, იმედია, მასაც ისეთივე
წარმატებით შეასრულებ, როგორც ყველა დანარჩენს.

– დიახ, ბრძანეთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს და სმენად ვიქეცი.

შჩუკინმა ერთი რელიგიური ლიდერის ფოტო მაჩვენა და მითხრა:

– ეს საკმაოდ მაღალი რანგის სასულიერო პირი სინამდვილეში „ემვედეს“ აგენტია და ქრისტეს


მსახურისთვის შეუფერებელი საქციელით კომპრომეტაციას უწევს მართლმადიდებლობას.
ამიტომ, ჩვენ ამ საქმეში უნდა ჩავერიოთ და ამ უწმინდურის ეგრეთ წოდებული „მოღვაწეობა“
აღვკვეთოთ.

– მაინც, რას აშავებს?

– გარდა იმისა, რომ ბაცაცობს და ეკლესიის ქონებას ძარცვავს, რაც, თავის მხრივ, სისხლის
სამართლის დანაშაულია, წმიდა სინოდში ინტრიგებს ხლართავს და, აშკარაა, ეკლესიის
საჭეთმპყრობლის პოსტს უმიზნებს. ამის დაშვება კი არანაირად არ შეიძლება. ამიტომ, მისი
გეგმები უნდა ჩავშალოთ.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან დავასკვენი, რომ მაინცდამაინც რთული დავალების


შესრულება არ მომიწევდა, როგორც ეტყობა, ეს სახეზე აღმებეჭდა. თუმცა, პროტესტი არ
გამომიხატავს და ვუთხარი:

– გასაგებია.

შჩუკინმა შემატყო, რომ ასეთმა „უმნიშვნელო“ დავალებამ დიდად არ მომხიბლა და მითხრა:

– ტყუილად გგონია, რომ უმნიშვნელო საქმეა. ეს არც ისე იოლი დავალებაა, მაგრამ, რაც
მთავარია, დელიკატურია და სწორედ ამიტომ გავალებ შენ.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო?

– შენ სემინარიადამთავრებულ ახალგაზრდა მღვდელმსახურად გადაცმული ეახლები მას და


მასზე კომპრომატებს შეაგროვებ, ბოლოს კი გადადგომას შევთავაზებთ და, თუკი უარს იტყვის,
გავასამართლებთ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს.

ასეთი ოპერატიული კომბინაცია იმიტომ დასჭირდა „კაგებეს“, რომ ის სუბიექტი „ემვედეს“


აგენტი იყო და მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. იმ პერიოდში კი, „ემვედე“ და „კაგებე“
ერთმანეთთან ძაღლი და კატასავით იყვნენ და მათი შეფი იმიტომ იყო ასე გათავხედებული,
რომ ბრეჟნევის პირადი მეგობარი გახლდათ და ანდროპოვის განადგურებას ცდილობდა.
ამგვარად, ეს დავალება პირადად ანდროპოვისგან მომდინარეობდა და, მართალია, ამის შესახებ
შჩუკინს არაფერი უთქვამს, მაგრამ, მე თავადვე მივხვდი.

– სად და როდის უნდა გავემგზავრო? – ვკითხე შჩუკინს.

– ეს სპეცოპერაცია საქართველოში, ერთ-ერთ ეპარქიაში უნდა ჩაატარო, – მომიგო მან.

სიმართლე გითხრათ, საქართველოში მუშაობა არ მესიამოვნა, მაგრამ, ბრძანება ბრძანებაა და


დავემორჩილე.

სამკვირიანი მომზადების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ოპერაციის შესრულებას


შევუდექი. „ემვედეს“ აგენტი მღვდელმსახური იმდენად გათავხედებული იყო და ეგონა, არ
დასჯიდნენ, რომ ეკლესიას ძარცვავდა, მრევლის გარყვნას ცდილობდა და ყველაფერ ამას
რელიგიის მანტიით მოსავდა. მე ის ვამხილე, ყველა კომპრომატი წინ დავუდე და ამ სფეროდან
წასვლა შევთავაზე, მანამდე კი ნაძარცვი ნივთების უკან დაბრუნება მოვთხოვე. მაგრამ, მან ჩემი
მოკვლა მოინდომა – მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა, მესროლა და მიუხედავად იმისა,
რომ წართმევა ვცადე, მარცხენა მკლავში მსუბუქად დამჭრა. რომ არ მეაქტიურა, ტყვია გულს
გამიგლეჯდა. ასეთი საქციელის გამო ობიექტი გაასამართლეს, ჩემზე თავდასხმის გარდა, ყველა
დანარჩენი ბრალდება წაუყენეს და თხუთმეტი წლით ციხეში გამოამწყვდიეს. სხვათა შორის, ის
კაცი დღესაც ცოცხალია, თანმიმდევრულად ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და,
უნდა, რომ თავი წამებულად გამოაცხადოს.
ზემოხსენებული სუბიექტის მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომრავლდნენ
ადამიანები, ვისაც მძიმე სისხლის სამართლის თუ მორალური დანაშაული ჰქონდა ჩადენილი,
რისთვისაც ისინი სამართლიანად დაისაჯნენ, მაგრამ, ახალი ეპოქის პირობებში ცდილობენ
საკუთარი თავის რეაბილიტაციას. ბევრმა ასეთი რამ მოახერხა და უკვე ლეგალურად აკეთებს იმ
საზიზღრობას, რისთვისაც კომუნისტების პერიოდში სამართლიანად იყო დასჯილი. ერთხელ
„ძიამ“ დამიბარა და, რომ მივედი, მითხრა:

– შემკვეთი შენთან შეხვედრას ითხოვს. რას იზამ?

– სად და როდის უნდა შეხვედრა?

– მოსკოვში, ამ ერთი კვირის განმავლობაში, – მითხრა რომანმა, – მაგრამ, ის თანხაზე არაფერს


ამბობს, თქვა, ჯერ შემსრულებელს დაველაპარაკებიო. რა ვიცი, რამე ხაფანგი არ იყოს, რაღაც
საეჭვოდ მეჩვენება.

– ჩემნაირ ხალხს ხაფანგს ისე უგებენ, რომ საეჭვოდ არ მოეჩვენოთ, – ღიმილით ვუთხარი „ძიას,“
– არა მგონია, ასე იყოს. თუმცა, გამორიცხული არაფერია და, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვიქნები.

– აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა რომანმა და წავიდა.

შემკვეთს მოსკოვში, „ჩისტიე პრუდისთნ“ მდებარე პატარა კაფეში შევხვდი და, რა თქმა უნდა,
კარგად ვიყავი შენიღბული. შემკვეთმა მწველი მზერა მესროლა და ინგლისურად მკითხა:

– ლაპარაკობთ ინგლისურად?

მე გამეღიმა და ვუთხარი:

– მიუხედავად იმისა, რომ რუსი არ ვარ და ინგლისურადაც ვლაპარაკობ, მირჩევნია, რუსულ


ენაზე ვისაუბროთ, – პაუზა გავაკეთე და უკვე რუსულად დავამატე: – ასე უკეთესი იქნება,
თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტად არ მივიპყროთ ყურადღება.

– ესე იგი, ყოფილი საბჭოელი არ ხართ, – თქვა შემკვეთმა, – მე კი მერჩივნა, რომ შემსრულებელი
საბჭოელი ყოფილიყო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ, ცოტა არ იყოს, სპეციფიკური შეკვეთა მაქვს და, ჯობდა, საბჭოელს
შეესრულებინა, რადგან, საბჭოელისთვის ის ბევრად ადვილი გასაგებია.

სხვა შემთხვევაში შეკვეთის შინაარსით არც დავინტერესდებოდი და უარს ვიტყოდი, მაგრამ,


შეკვეთის „სპეციფიკურობამ“ დამაინტერესა და შემკვეთს ვუთხარი:

– ნება თქვენია, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ყოფილ საბჭოეთსა და საბჭოელებს კარგად ვიცნობ და
არც შეკვეთის სპეციფიკურობაში ჩაწვდომა გამიჭირდება. თუმცა, საბოლოო სიტყვა თქვენზეა
და, თუ ჩემი კანდიდატურა არ გაწყობთ, მაშინ, ახლავე დავშორდეთ ერთმანეთს.
– თქვენ მართლაც მშვენივრად ლაპარაკობთ რუსულად და, იმედია, მართლა კარგად
ჩასწვდებით ჩემს პრობლემას, – მითხრა შემკვეთმა, – თანახმა ვარ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც
დამთანხმდებით.

– ბრძანეთ და ვნახოთ.

– ერთი სიტყვით, მე ყოფილი კანონიერი ქურდი ვარ. გსმენიათ, ალბათ, ასეთი კასტის
არსებობის შესახებ.

– რა თქმა უნდა, მსმენია. რადგან ყოფილი კანონიერი ქურდი ხართ, გამოდის, რომ ან თქვენ
თქვით უარი ამ ტიტულზე ან არაქურდად დაგტოვეს.

ჩემს სიტყვებზე შემკვეთს გაეცინა და მითხრა:

– ლაპარაკიდან გეტყობათ, რომ მართლაც კარგად ერკვევით საბჭოურ ამბებში. მე ქურდობაზე


უარი არ მითქვამს და არაქურდად დამტოვეს – ბლოკი შემიკრეს, ჩირქი მომცხეს და, რომ
იტყვიან, გამიჩალიჩეს. უფრო სწორად, ერთმა გამიჩალიჩა, იურა ვიზბორმა, მეტსახელად,
„შირკამ“, დანარჩენი თერთმეტი კი გამოიყენა, რომ ქურდული განაჩენი გაეფორმებინათ.
სიმართლე გითხრათ, იმ თერთმეტზე არც ვარ ნაწყენი და, რომც ვიყო, ბევრს ვერაფერს
დავაკლებ, რადგან, არც ერთი აღარაა ცოცხალი; აი, შირკა კი ოთხში უნდა ამოვიღო და ამისთვის
კვალიფიციური შემსრულებელი მჭირდება.

„შირკას“ ხსენებაზე შემკვეთი ძალიან ანერვიულდა და სახე აუცახცახდა. ამიტომ, მე მას


ვუთხარი:

– პატივცემულო, ნუ ღელავთ. სულაც არ არის საჭირო, რომ თქვენი ამბავი მომიყვეთ, რომელიც
ასე განერვიულებთ. მთავარია, შეკვეთის ტიპსა და თანხაზე მოვილაპარაკოთ.

შემკვეთს მწარედ გაეცინა და მითხრა:

– ჩემი შეკვეთის მთავარი სპეციფიკაც იმაშია, რომ, მინდა, „პოსლეზე“ შეასრულოთ ჩემი შეკვეთა.
ციხიდან ორი თვის წინ გამოვედი და, რომ იტყვიან, მათხოვარი ვარ – კაპიკი ფული არ მაქვს და
წინასწარ ვერაფერს გადაგიხდით.

– გასაგებია, მაგრამ, შემდეგ რით გადამიხდით?

– მე თქვენ გთავაზობთ, იმ ნაძირალას ფული და ძვირფასეულობა წაართვათ და შუაზე გავიყოთ.


მით უმეტეს, რომ მას ეს ქონება ადამიანების სიცოცხლის ფასად აქვს ნაშოვნი.

შემკვეთის წინადადება იმდენად უჩვეულო, არაორდინარული და მართლაც სპეციფიკური იყო,


რომ გამეცინა. ასეთი შეკვეთა არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია. ამიტომ, თავი გავაქნიე და
ვთქვი:

– ეს უფრო ნაკოლს ჰგავს, ვიდრე შეკვეთას.


– ასეც ვიცოდი, რომ უარს იტყოდით. რა გაეწყობა, მართალს ბრძანებთ. ნახვამდის, – მითხრა
შემკვეთმა და საფულიდან ქაღალდის კუპიურა ამოაცურა, რომ ყავის საფასური გადაეხადა. მე
კი ვანიშნე, გაჩერებულიყო და ვუთხარი:

– უარი არ მითქვამს. მე თანახმა ვარ. უბრალოდ, ობიექტზე მეტი ინფორმაცია მჭირდება.

შემკვეთმა ერთხანს გაკვირვებული სახით მიყურა, ბოლოს კი მითხრა:

– ნამდვილად არ მეგონა, თუ დასთანხმდებოდით. ახლა კი მომისმინეთ. ერთი სიტყვით, მე და


შირკა ერთმანეთს ნარკოტიკების გამო დავეტაკეთ. მას, როგორც ყველა ამორალურ ადამიანს, არ
აინტერესებდა, როგორ იშოვიდა ფულს, მისთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება, მეტი თანხა
ჩაეჯიბა. ამიტომ, ნარკოტიკების ბარიგებს შეეკრა და კრიშავდა. მე რომ ეს გავიგე, ვინახულე,
ქურდულად შევახურე და შევპირდი, რომ თუკი ასეთ საქმეს არ შეეშვებოდა, არაქურდად
დავტოვებდი. იურა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და იმიტომ დავინდე, თორემ, მაშინვე რომ
წამომეწია ეს ამბავი და სხოდკა შემეკრიბა, შირკას გაფუჭება არ ასცდებოდა. ჩემს სიტყვებზე მან
თავი ჩაღუნა და მითხრა:

– ბოდიში. არაქურდულად ვიქცევი. სიტყვას გაძლევ, რომ ამ საქმეს შევეშვები. შენ კი – დიდი
მადლობა, რომ არ გამწირე.

ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავშორდით. ორი თვის შემდეგ კი ქურდულ სხოდკაზე


დამიძახეს და ობშჩიაკის გაფლანგვაში დამდეს ბრალი, რომელიც მე მებარა. 80 ათასი მანეთი,
რომელიც ჩემი სახლიდან დავკარგე, ნაცნობი ცეხავიკებისგან ვისესხე და სამ დღეში მოვიტანე,
მაგრამ, არაქურდობა მაინც არ ამცდა და პატივი იმით მცეს, რომ ცოცხალი დამტოვეს.
სინამდვილეში კი ეს ფული „შირკამ“ მოაპარინა ჩემი სახლიდან. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ
გაიგო, სად ვინახავდი თანხას.

– თქვენ გარდა ვინ იცოდა ფულის ადგილსამყოფელი?

– აბსოლუტურად არავინ, ჩემმა ცოლმაც კი. მხოლოდ მე ვიცოდი ამის შესახებ. სახლში, ოთახის
კუთხეში, ერთი ზაგაჟნიკი მქონდა გაკეთებული იატაკში და იქ ვინახავდი. ფულის წამღებს
სახლში არაფრისთვის უხლია ხელი, მხოლოდ ობშჩიაკის თანხა ჰქონდა მთლიანად წაღებული.

– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ გარდა არავინ იცოდა სამალავის ამბავი?

– კი, ასი პროცენტით.

– იქნებ, ცოლმაც იცოდა?

– არა, – თავი გააქნია შემკვეთმა, – არ იცოდა და, რომც სცოდნოდა, არ იტყოდა.

– ახლა სად არის თქვენი მეუღლე?

– გარდაიცვალა. ციხეში რომ ჩამსვეს, სამ თვეში ინფარქტით მოკვდა – ვერ გაუძლო ჩემს
შერცხვენას. ის უკვე თორმეტი წელია, გარდაცვლილია.
– თორმეტი წელი რის გამო მოიხადეთ?

– ნარკოტიკები ჩამიდეს. ესეც შირკამ გამიჩალიჩა.

– კეთილი. კიდევ რამეს ხომ არ მეტყვით?

– შირკა გაძლიერებული დაცვით გადაადგილდება და მისი მოხელთება რთულია. არადა, თქვენ


ის უნდა მოიტაცოთ, რომ ფული და ძვირფასეულობა წაართვათ.

– როგორ წავართმევ, მას ხომ ეს ყველაფერი ბანკის საიმედო სეიფში ექნება ჩაკეტილი?

– არა, – გაეცინა შემკვეთს, – ზუსტად ვიცი, რომ თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ის
ძვირფასეულობაში დებს და ფულთან ერთად ზაგაჟნიკში ინახავს. ის არც ერთი ბანკის სეიფს არ
ენდობა. ამიტომ, თუკი თქვენ მის მოტაცებას მოახერხებთ, თავადვე გეტყვით, სად რა აქვს. რა
თქმა უნდა, ცოტა უნდა დააკაჩავოთ და ინფორმაცია დააფქვევინოთ.

– კეთილი, მოვილაპარაკეთ. როდესაც საქმე გაკეთდება, მე თვითონ დაგიკავშირდებით, –


ვუთხარი შემკვეთს და წასვლა დავაპირე, მაგრამ, მან შემაჩერა და მითხრა:

– ბოლომდე მომისმინეთ. მე არ მინდა, რომ შირკა მოკლათ. როცა მას შეიპყრობთ, მეც უნდა
დამასწროთ მის დაკითხვას. უფრო სწორად, მას მე დავკითხავ.

– კარგი, თანახმა ვარ, – ვუთხარი შემკვეთს და წავედი.

რადგან მოსკოვში უნდა მემოქმედა, თბილისში, რა თქმა უნდა, არ დავბრუნებულვარ.


უბრალოდ, გრიმი შევიცვალე, სამოსი გამოვიცვალე და საქმეს შევუდექი.

შირკა, იგივე იური ვიზბორი, მოსკოვში ძალიან ცნობილი და გავლენიანი პიროვნება გახლდათ.
მას მართლაც გაძლიერებული დაცვა დაჰყვებოდა და მისი მოტაცება ურთულესი საქმე იყო.
თუმცა, მე მისი ელიტური საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან მის ბინაში ჩავძვერი და, მას
მერე, რაც პულვერიზატორით მივაძინე, ქვევით ჩავიყვანე, მანქანაში ჩავაწვინე და
კონსპირაციული ბინის სარდაფში მივიყვანე. იქ მის გამოსატეხად ყველაფერი მზად მქონდა.
როგორც შემკვეთს შევპირდი, ის წავიყვანე სარდაფში, სადაც შირკა დედიშობილა მყავდა
კედელზე მიბმული.

– ხომ არ ჩაძაღლდა? – მკითხა შემკვეთმა, როდესაც თვალებდახუჭული და თავჩაქინდრული


შირკა დაინახა.

– არა, სძინავს, – ვუთხარი შემკვეთს და საათს დავხედე, – შვიდ წუთში გაიღვიძებს.

შირკამ რომ გაიღვიძა და შემკვეთი დაინახა, საშინელი ისტერიკა დაემართა, აკივლდა და


იმეორებდა:

– ლუსკას მოკვლა არ მინდოდა, მან მაიძულა. მაგრამ, რაში გჭირდებოდა ასეთი მოღალატე?
ზაგაჟნიკის ამბავი ხომ მან გვითხრა...
– რაო, რა თქვი? – ფერი ეცვალა შემკვეთს და აკანკალდა.

შირკამ ენა მოიკვნიტა და მიუგო:

– მაპატიე, არ მინდოდა, რომ გამეწირე, მაგრამ, ასეთია ჩვენი ბიზნესი.

– რა ბიზნესი?! ლუსკაზე მითხარი, რას ბოდავდი!

– არაფერს.

– როგორ არაფერს, რას ნიშნავს მოკვლა არ მინდოდა და ზაგაჟნიკის ამბავი მან მითხრაო? –
გაიმეორა შემკვეთმა.

– სისულელეა, წამომცდა, – თქვა შირკამ, რომელმაც შიშისგან ჩაისვარა...

ლუსკა, შემკვეთის ცოლი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შირკას საყვარელი იყო. სწორედ მას
გაუყიდია ქმარი, ვიზბორმა კი ის თავიდან მოიშორა, რომ არ გაშიფრულიყო. შემკვეთს შირკას
მონაყოლის არ სჯეროდა, მაგრამ, რომ დარწმუნდა, არ ცრუობდა, ალესილ მაჩეტეს ხელი
დაავლო, შირკას მოუქნია და მარცხენა ხელი მოჰკვეთა.

– მოიცა, რას აკეთებ, ჯერ ზაგაჟნიკის ადგილსამყოფელი ვათქმევინოთ! – ვუღრიალე შემკვეთს,


რომელიც ადამიანს აღარ ჰგავდა და ახლა შირკას თავის მოკვეთას ცდილობდა.

მე შემკვეთს მაჩეტე ავართვი და გავთიშე. შემდეგ გულწასულ ვიზბორს ჭრილობა გახურებული


რკინით მოვუწვი, რომ სისხლდენა შემეკავებინა და, როდესაც გონზე მოვიდა, საიდუმლო
სამალავის ადგილსამყოფელი ვათქმევინე.

– ჩემს აგარაკზეა, პოდმოსკოვიეში. ბუხრის ქვეშ მაქვს დამალული, – თქვა შირკამ და კვლავ
გული წაუვიდა. ამასობაში შემკვეთი გამოფხიზლდა და მითხრა:

– მარტო დამტოვე, შური უნდა ვიძიო.

– ხვალ თქვენთან მოვალ და, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე მოვიქცეთ, – ვუთხარი შემკვეთს და
დავამატე, – აქ დიდხანს ნუ შეყოვნდებით, მალე მოათავეთ, რომ შემთხვევით არ ჩავარდეთ.

– ნახვამდის, – მითხრა შემკვეთმა და მე კონსპირაციული ბინის სარდაფი დავტოვე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შემკვეთმა შირკა ნაკუწ-ნაკუწ აქნა და ისე იძია მასზე შური. მე კი
ვიზბორის საიდუმლო სამალავიდან საკმაოდ მოზრდილი ყუთი წამოვიღე, რომელშიც უამრავი
ფული და ძვირფასეულობა იყო. მე მხოლოდ ორასი ათასი დოლარი ავიღე და, შემკვეთის
პროტესტის მიუხედავად, ხელი არაფრისთვის მიხლია.

– დანარჩენი თქვენ განკარგეთ, ეს შეკვეთა კი მეტი არ ღირს, – ვუთხარი შემკვეთს,


გამოვემშვიდობე და წამოვედი.
იმ შემკვეთს დღეს რუსეთში მსხვილი საქველმოქმედო ფონდი აქვს და ძირითადად უდედმამო
ბავშვებს ეხმარება. თავად კი საეკლესიო საქმიანობაშია ჩაბმული და, როგორც შევიტყვე, ბერად
აღსაკვეცად ემზადება.

კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება, მაგრამ, ასეთია ცხოვრება: ცუდს ყოველთვის კარგი
მოჰყვება და პირიქით... თუმცა, დაზვერვაში არსებობს მტკიცედ ჩამოყალიბებული მოსაზრება,
რომ მზვერავი ყოველთვის ცუდ გარემოში მოქმედებს და, თუკი წამით მაინც კი მოდუნდება,
აუცილებლად ჩავარდება.

– კოკი, გახსოვდეს, რომ წამითაც არ უნდა მოდუნდე და სიამოვნებამ არ უნდა გაგიტაცოს.


მაშინაც კი, როდესაც მიზნის მისაღწევად ქალის გაჟიმვა გიწევს, მიზანზე უნდა იფიქრო და არა
სიამოვნებაზე, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი და ღიმილით დაამატებდა
ხოლმე: ჩვენთვის, ჩემო კარგო, ქალი ისეთივე დამხმარე საშუალებაა მიზნის მისაღწევად,
როგორც სპორტული მანქანა ან მაყუჩიანი პისტოლეტი. მაგრამ, თუკი მასში სიამოვნების
საშუალებას დაინახავ, არამცთუ მიზანს ვერ მიაღწევ, არამედ, თავსაც წააგებ. გასაგებია?

– დიახ, გასაგებია, – ღიმილითვე მივუგებდი ხოლმე ინსტრუქტორს და იქვე ვკითხავდი, – ქალის


გაჟიმვაში თუ სიამოვნება არ უნდა მიიღო, სხვა ყველაფერში, ალბათ, ჯოჯოხეთი უნდა ეძიო,
ხომ?

– ირონიის გარეშე, კოკი, ირონიის გარეშე! სიამოვნება ჩვენთვის უცხო ხილია. ჯოჯოხეთში უნდა
ვიცხოვროთ, რომ პატიოსანი საბჭოთა ადამიანი ბედნიერი და გალაღებული იყოს, – მეტყოდა
ხოლმე ინსტრუქტორი, რომელიც დარწმუნებული იყო საკუთარი სიტყვების სისწორეში და არც
მე შემიტანია ამაში არასდროს ეჭვი.

მზვერავი, უშიშროების თანამშრომელი და, საერთოდ, ძალოვანი სტრუქტურის ნებისმიერი


პატიოსანი მუშაკი შეგნებულად ებმება ჯოჯოხეთურ საქმიანობაში მხოლოდ და მხოლოდ
იმიტომ, რომ სხვებს ბედნიერება მოუტანოს. ჯოჯოხეთურ შრომაში, მხოლოდ უკიდურეს
დაძაბულობასა და რისკს კი არ ვგულისხმობ, არამედ იმ ცოდვებსაც, რისი ჩადენაც და საკუთარ
თავზე აღება უწევთ ზემოთ ხსენებული პროფესიის ადამიანებს. ხშირად ხომ კაცის მოკვლაც
გვიწევს და ამაზე დიდი ცოდვა რა უნდა იყოს?.. ბევრს, ალბათ, უკიდურეს ცინიზმად
მოეჩვენება, რომ მე, დაქირავებული მკვლელი, კაცისკვლის ცოდვაზე ვლაპარაკობ. მაგრამ,
გარწმუნებთ, ამ ყველაფერზე არა ცინიკურად, არამედ გულწრფელად ვლაპარაკობ. ვინ, თუ არა
მე, კარგად ვიცი სიცოცხლის ფასი და, თუკი ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარ იმაში, რომ
ობიექტი სიკვდილის ღირსია, სასხლეტს თითს არ გამოვკრავ... მავანს შეუძლია, თქვას, რომ
მსგავსი არჩევნის გაკეთების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, რაშიც მეც დავეთანხმები, მაგრამ,
რადგან ადამიანები ვართ და მიწიერი კანონებით ვცხოვრობთ, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა
ჩვენ თვითონ გვიწევს ხოლმე. ღვთიური ლოგიკით, არც მოსამართლეობა შეიძლება, არც
პოლიციელობა და, რა თქმა უნდა, არც ავაზაკობა. მაგრამ, რადგან ასეთი ხალხი არსებობს,
საჭირო ვართ ჩვენც, ვინც მიწიერი მახვილის ფუნქციებს შეასრულებს და სწორედ ერთ-ერთი
ასეთი მახვილი ვარ მეც... როდესაც ზემოხსენებულ კოჯრელ ინსტრუქტორს ერთხელ ვუთხარი,
რომ მიწიერი მახვილის როლი უნდა შევასრულო-მეთქი, მან მითხრა:
– გირჩევ, შენი პროფესიის ფილოსოფიურ მხარეზე ნაკლებად იფიქრო და ძირითადად
დავალების შესრულებაზე იზრუნო და კიდევ იმაზე, რომ მიწიერი მახვილის მსხვერპლი თავად
არ გახდე...

ინსტრუქტორის შეგონება კარგად გავითავისე და, მიუხედავად იმისა, რომ „მიწიერი მახვილის“
სამიზნე არაერთხელ ვყოფილვარ, ჩემი მოხელთება ვერავინ შეძლო.

ერთხელ, ერთი შეკვეთა შევასრულე თბილისში. შეთანხმებისამებრ, ერთ-ერთი უბნის


ახალაშენებული სახლის ბინაში ერთ ნაძირალას შუბლი გავუხვრიტე და ფრთხილად გამოვედი
გარეთ. საკმაოდ შებინდებული იყო. ქვევით საევაკუაციო კიბით დავეშვი, ლიფტით არ
მისარგებლია, თან, უკიდურესად მობილიზებული ვიყავი და ორი შეყენებული ავტომატური
მაყუჩიანი პისტოლეტი ქამარში მქონდა გარჭობილი. ასეთი მზადყოფნისკენ ინტუიციამ მიბიძგა,
რადგან, გულმა მიგრძნო, რომ საფრთხე მელოდა. წინათგრძნობას არასოდეს უღალატია ჩემთვის
და არც ამჯერად მიმტყუნა. „კუდზე“ ქილერი მაჯდა, რომელიც ქვევით მელოდებოდა,
შორიახლოს კი მისი მეწყვილე იმყოფებოდა, რომელსაც ის უნდა დაეზღვია. ამ შეკვეთაში 300
ათასი დოლარი უნდა ამეღო, რომლის მესამედიც უკვე ჩარიცხული მქონდა ანგარიშზე. მე
საევაკუაციო კიბის მეორე სართულიდან ვუთვალთვალებდი ჩემს მოდარაჯე ქილერებს და
ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. შენობიდან გამოსვლას არ ვჩქარობდი, რათა ერთი
ქილერი მაინც შემეტყუებინა შიგნით. ნახევარი საათის შემდეგ პირველმა ქილერმა მეორეს
ანიშნა, შევდივარო და შენობაში შემოვიდა, რომ მოვეძებნე, მეორემ კი მისი ადგილი დაიკავა.
პირველ ქილერს ლიფტთან დავხვდი და რომ გამოვიდა, პისტოლეტი მივადე, მაყუჩიანი იარაღი
ავართვი, სანაგვე ბუნკერში გავიყვანე და ჩურჩულით ვკითხე:

– ჩუმადვე მიპასუხე, ვინ გამოგზავნა ჩემს მოსაკლავად?

– პეტრემ, – მაშინვე მითხრა პირველმა ქილერმა, რომელმაც ის კაცი დაასახელა, ვინც მე მომცა
შეკვეთა.

– მარტო ხარ?

– ორნი ვართ. ჩემი პაძელნიკი ქვევით გელოდება.

– რატომ დაგავალეს ჩემი მოკვლა?

– კვალის მოსპობის მიზნით.

– რამდენს გიხდით?

– ათ-ათ ათასს.

– რატომ ასე ცოტას?

– ჩვენ პეტრეს ხალხი ვართ და არა დაქირავებულები.

– რომ გაგიშვა, რას იზამ?


– სახლში წავალ.

– ვერ წახვალ, – ვუთხარი პირველ ქილერს, მაყუჩიანი პისტოლეტიდან გულში ვესროლე და იქვე
დავტოვე, მერე მობილური ტელეფონი ამოვაცალე და ქვევით დავეშვი. მეორე ქილერი ქუჩაშივე
მოვკალი, ორასიოდე მეტრი ფეხით გავიარე და პეტრეს ნომერი ავკრიფე პირველი ქილერის
ტელეფონიდან.

– რა, ქენი, შეასრულე? – მკითხა პეტრემ, მე კი მშვიდად ვუთხარი:

– კი, შევასრულე. ერთი ნაგვის ბუნკერთან გდია, მეექვსე სართულზე, მეორე კი – პირდაპირ
ქუჩაში. შენ ჩემი ვალი გაქვს – ორასი ნაჭერი და არ დამიგვიანო. ხვალ შუადღისთვის ანგარიშზე
თუ არ დამიჯდა, შენი ცელქობა სიცოცხლის ფასად დაგიჯდება.

– დარდი ნუ გაქვს, ყველაფერი რიგზე იქნება. ეს პატარა გაუგებრობა იყო და მეტი არაფერი.
ფული კი ამაღამვე დაგიჯდება, – მითხრა პეტრემ, რომელიც ცდილობდა, მღელვარება დაეფარა,
მაგრამ მე მისი ნერვიულობა არ გამომპარვია.

აქამდე ეს ჩემი „გადაგდების“ მეორე მცდელობა იყო და ორივეჯერ თბილისში, ქართველები


მიპირებდნენ გაცურებას. პეტრემ დარჩენილი ორასი ათასი დოლარის ნაცვლად, ორას
ორმოცდაათი ათასი დოლარი დამისვა ანგარიშზე, თუმცა, მას არც ამან უშველა: სამი კვირის
შემდეგ, ბათუმში, მის ფეშენებელურ იახტაზე, შუა ზღვაში შუაღამისას, იმ დროს წამოვადექი
თავზე, როცა ის ვიღაც ლამაზმანთან ერთად ნებივრობდა საწოლში. ქალი მუშტით გავთიშე,
პეტრეს კი მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:

– ხელი ხომ არ შეგიშალე?

პეტრე მიხვდა, ვინც ვიყავი და მომიგო:

– რას მერჩი, ჯარიმა ხომ გადაგიხადე. თუ გინდა, ბოდიშსაც მოგიხდი.

– ბოდიში და ფული რომ მკვდარს აცოცხლებდეს, ამდენი ხალხი კი არ იწვებოდა მიწაში.

– რა გინდა, ხომ ცოცხალი ხარ?

– იმიტომ, რომ პროფესიონალი ვარ. მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, მოგეკალი?

– ნუ მომკლავ. დაივიწყე, რაც მოხდა და მილიონს გადაგიხდი.

– ხომ გითხარი, რომ ფული და ბოდიში პანაცეა არ არის-მეთქი? შენ ჩემი ტყუილუბრალოდ
მოკვლა სცადე, ესე იგი, ჩემი მტერი ხარ, მტრები კი უნდა გაანადგურო. არ შემიძლია, რომ არ
მოგკლა, – ვუთხარი პეტრეს. შემდეგ მარცხენა თვალში გავუტარე ტყვია და, სანამ გათიშული
მეძავი გამოფხიზლდებოდა, იქაურობა სწრაფმავალი კატერით დავტოვე.

სიმართლე რომ ვთქვა, პეტრე ვერანაირ ზიანს ვერ მომაყენებდა, მაგრამ, ის მაინც მტერი იყო და
მე არც ამჯერად ვუღალატე ჩემს პრინციპებს – მტერი გავანადგურე... ყველაზე სასაცილო კი ისაა,
რომ ჩემი გადაგდება მესამედაც მოინდომეს და კვლავ ქართველებმა.
„არა, რა, – ვფიქრობდი გუნებაში, – რასაც ვიმსახურებთ, სწორედ ისეთ ყოფაში ვართ. სანამ
წესიერებას არ ვისწავლით და პარტნიორს პატივს არ ვცემთ, ყოველთვის ასეთ გაჭირვებაში
მოგვიწევს არსებობა. უცხოეთში თავშიც კი არავის მოუვა ქილერის გადაგდება, რომელიც
ნახევარმილიონიან შეკვეთას ასრულებს. ეჰ, ქართველებო, ქართველებო, არც სხვას სცემთ პატივს
და არც საკუთარი თავი გეცოდებათ...“

ჩემი ეს მონოლოგი, რბილად რომ ვთქვათ, ალბათ, ტრაგიკომიკურად ჟღერს, მაგრამ, სულაც არ
მეცინებოდა, როცა ჩემი საბანკო ანგარიში შევამოწმე და აღმოვაჩინე, რომ შეპირებული ხუთასი
ათასი დოლარი აკლდა. არადა, ორი ბობოლა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტის მიერ
შეკვეთილი ერთი რუსი კრიმინალი შუა მოსკოვში, ოცდაათი ადამიანის თვალწინ მოვკალი და
იქაურობას ძლივს დავაღწიე თავი. ნახევარი მილიონი დოლარი კი, შეთანხმებისამებრ, საქმის
გაკეთებისთანავე უნდა დაესვათ ჩემს ანგარიშზე. მე სამი დღე ველოდე, მეოთხე დღეს კი ერთ-
ერთი შემკვეთი ქუთაისში, საკუთარი სახლიდან გავიტაცე, ახლომდებარე სახლის სარდაფში
ჩავათრიე, პისტოლეტი მივადე და ვუთხარი:

– თქვენ რა, ჩემი გადაგდება მოინდომეთ?

ქუთაისელმა ავტორიტეტმა გაოცებული მზერა მესროლა და მითხრა:

– რის გადაგდება, ძამიკო, პროსტო, მაყუთმა დეიგვიანა, ახლა კი ყველაფერი რიგზეა და მისაღებს
მიიღებ.

ტიპი კაიფში იყო. აშკარად ეტყობოდა, რომ მატყუებდა და ცდილობდა, ჩემგან თავი დაეღწია.
ამიტომ, პისტოლეტი მარჯვენა თვალზე მივაჭირე და ვუთხარი:

– მე შენ საფიჩხიელი ნაბიჭვარი ხომ არ გგონივარ, რომ მაბოლებ. ჩქარა, მაყუთი მოჯვი, თორემ,
აქვე გაგაგორებ!

– გამაგორებ რა, კამათელი ვარ?! მობილური მომეცი, დავრეკავ და ფულს მოიტანენ, – მითხრა
ავტორიტეტმა და სახის ფხანა აუტყდა...

წყობიდან თითქმის არასდროს გამოვსულვარ, მაგრამ, ნარკოტიკებით გაბრუებული


ავტორიტეტის უტიფარმა საქციელმა უკიდურესად გამაღიზიანა. მას პისტოლეტის ტარი
ვთხლიშე ტუჩებში, ოთხი კბილი ჩამოვუღე და გამოვცარი:

– ჩქარა, ფული მოჯვით, თორემ, კბილებს სულსაც გააყოლებ.

ავტორიტეტი მიხვდა, რომ არ ვხუმრობდი და ფხანა შეწყვიტა, შემდეგ მობილურზე დარეკა და


თქვა:

– მიტუშ, ბიჯო, ნახევარი ლიმონი მოიტანე, თორემ, ვეღარ მნახავ ცოცხალს. იჩქარე და მარტო
მოდი. აბა, გელოდები, – ავტორიტეტმა შემომხედა და მკითხა:

– სად მოვიდეს?

მე მისამართი ვუკარნახე და გავაფრთხილე:


– იცოდე, ღმერთი არ გაგიწყრეს და ისევ გადაგდება არ მოინდომოთ, თორემ, ყველას დაგხოცავთ,
პირველს კი შენ გაგისტუმრებ.

– მიტუშა, იცოდე, ჭკვიანად! სერიოზული კაცია და თვალსაც არ დაახამხამებს, – გააფრთხილა


ავტორიტეტმა თავისი მეგობარი, ტელეფონი გათიშა და მითხრა:

– ტყვილა ბრაზობ, ძამია. შენი გადაგდება ნამდვილად არ გვიფიქრია. მოვა მიტუშა და ნახევარ
ლიმონს ჩაგახუტებს.

მიტუშა ნახევარ საათში მოვიდა, შავი ტყავის სპორტული ჩანთით ნახევარი მილიონი დოლარი
მოიტანა, წინ დამიგდო და მითხრა:

– ა, ძამიკო, მიიღე მისაღები. ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის.

ქუთაისელი ავტორიტეტები საკმაოდ სერიოზული ხალხი იყო და, როგორც საქართველოში,


ასევე რუსეთში გავლენით სარგებლობდნენ. თუმცა, თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს და
დროზე რომ არ მოსულიყვნენ გონს, ტრაგედია არ ასცდებოდათ. მე ფულიანი ჩანთა ავიღე და
მიტუშას ვუთხარი:

– გარეთ ყველაფერი სუფთადაა?

– კი, ძამიკო, მარტო მოვედი.

– დაჯექი მანდ და ერთი საათი არც არსად დარეკოთ, არც გარეთ გამოყოთ თავი. გასაგებია?

– კი. ძამიკო, გასაგებია, – ერთხმად მიპასუხეს ძმაკაცებმა.

მე ცალ ხელში პისტოლეტი მეკავა, მეორეში კი – ფულით სავსე ჩანთა და სანამ იქიდან
გავიდოდი, ავტორიტეტებს ვუთხარი:

– ჩემდა თავად, იმისი დედაც, ვინც ამიერიდან ქართველებთან დაიჭიროს საქმე.

– რატომ, ძამიკო, რას ერჩი ქართველებს? – მითხრა მიტუშამ. მე კი მივუგე:

– არაფერს რომ არ ვერჩი, სწორედ იმიტომ არ დავიჭერ საქმეს. მადლობა თქვით, რომ ცოცხლები
დაგტოვეთ, სხვა ჩემს ადგილას დაგხოცავდათ. აბა, მშვიდობით.

– „ს ბოგომ“, – მითხრა მიტუშამ, მერე კი დაამატა, – ღმერთი შენკენ, ძამია, კარგად იყავი.

გარეთ მართლაც არავინ დამხვედრია და ქუთაისიდან თბილისში უპრობლემოდ ჩამოვედი.


თუმცა, მთელი გზა ვფიქრობდი და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხშირ შემთხვევაში ქართველები
არაადეკვატურად ვაფასებთ სიტუაციას და ამის გამო ვისჯებით და საკმაოდ მძიმედაც...

ქუთაისური თავგადასავლის შემდეგ, ყოველთვის ვერიდები ქართველებთან საქმის დაჭერას და,


სანამ კარგად არ დავრწმუნდები ჩემი თანამემამულე შემკვეთის საიმედოობაში, მას ახლოც არ
ვიკარებ. თუმცა, ასპროცენტიანი გარანტია ჩემს საქმეში არ არსებობს და მეტ-ნაკლები რისკი,
ყოველთვის არის – შეიძლება, არაქართველმა შემკვეთმაც მოინდომოს შენი გადაგდება და
ზედმეტი სატკივარი გაგიჩინოს. ამიტომ, ზემოხსენებული ისტორიის მერე, ფულს ყოველთვის
წინასწარ და მთლიანად ვიღებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვკიდებ საქმეს ხელს.

ერთხელ ერთ შემკვეთს შევხვდი პრაღაში. ჩვენ პატარა სკვერში ვისხედით, სადაც არც ისე ბევრი
ხალხი იყო თავმოყრილი და ვსაუბრობდით. გარეგნობით ის ჩრდილოევროპელს ჩამოჰგავდა,
თუმცა, რუსული აქცენტით მელაპარაკებოდა ინგლისურ ენაზე, რადგან, რატომღაც, ამერიკელი
ვეგონე და არც მიცდია მისი გადარწმუნება.

– იცით, მისტერ, როდესაც თქვენი კანტორა მომასწავლეს, მითხრეს, საუკეთესო


შემსრულებლები ჰყავთო. მაგრამ, ისიც მითხრეს, საუკეთესო მოითხოვეთო და მასზე ისეთი
საოცრებები მომიყვნენ, მონუსხულივით ვუსმენდი. იმედია, ის საუკეთესო სწორედ თქვენ ხართ,
– მითხრა ენაწყლიანმა შემკვეთმა და დაამატა: – მე სწორედ რომ მასეთი მჭირდება.

– საქმესთან ახლოს, მისტერ, – ვუთხარი შემკვეთს, – დრო ფულია, როგორც ამერიკელები


იტყვიან.

– აი, ხომ ვთქვი, – თითი დამიქნია გაღიმებულმა შემკვეთმა, – ამერიკელი ხართ. დიახ, დიახ,
სწორედ ამერიკაში არიან საუკეთესო შემსრულებლები.

– გისმენთ, – ვუთხარი მოლაყბე შემკვეთს, რომელსაც მოულოდნელად ყვავმა ცხვირზე


დაასკინტლა და მან, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, ქართულად თქვა:

– შენი დედაც...

მე ვითომ ვერ გავიგე, რომ მან არაინგლისური ფრაზა წარმოთქვა, მშვიდად ავიხედე ზევით,
გუნებაში კი გავიფიქრე: „ისეთი ჰაბიტუსი აქვს, ვერ წარმოვიდგენდი, ქართველი თუ იყო,
შევცდი, არც ისეთი მოლაყბე უნდა იყოს, როგორადაც თავი მომაჩვენა. საინტერესოა, რა უნდა.
აბა, მოვუსმინოთ“, – გავიფიქრე შემკვეთს კი გავუმეორე:

– გისმენთ, მისტერ.

– ოთხასი ათას დოლარს გადაგიხდით, თუკი აი, ამ კაცს მოიტაცებთ და მოგვიყვანთ, – მითხრა
შემკვეთმა და ფერადი ფოტო დამიდო მუხლებზე.

სურათზე აღბეჭდილი სახე მეცნო, თუმცა, ვერ გავიხსენე, საიდან და შემკვეთს ვკითხე:

– მოქმედების დრო და ადგილი?

– რაც შეიძლება მალე, მაქსიმუმ – სამი კვირა; ადგილი კი – თბილისი.

– რა ბრძანეთ, ტბილისი? – „ძლივს“ წარმოვთქვი ჩემი მშობლიური ქალაქის სახელი. შემკვეთს


გულიანად გაეცინა და მითხრა:

– დიახ, ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქალაქია. საქართველო არ გაგიგიათ?

– დიახ, დიახ, საქართველო... კავკასიაშია, ხომ?


– კავკასიაშია.

– მე თანახმა ვარ, მაგრამ, თანხა წინასწარ და სრულად უნდა გადამიხადოთ.

– თანახმა ვარ. ფული ხვალ დილით დაჯდება თქვენს ანგარიშზე, ვიცით, რომ სერიოზული
ადამიანი ბრძანდებით და გენდობით.

– ძალიან კარგი, რომ მენდობით. მოტაცებული სად უნდა მოვიყვანო?

– დანარჩენს თბილისში რომ შევხვდებით, მაშინ გეტყვით. კონსპირაციულ ბინას პირადად


გიჩვენებთ და ობიექტის მისამართსაც გეტყვით. თქვენ მხოლოდ ის მითხარით, როდის შეძლებთ
თბილისში ჩასვლას, რომ ქალაქი გაგაცნოთ, დაგაბინავოთ და დამატებითი ინფორმაცია
გაგაცნოთ.

– დაბინავება და სხვა დანარჩენი ჩემი საქმეა. თქვენ მხოლოდ ინფორმაცია მითხარით და


კონსპირაციული ბინა მაჩვენეთ. თბილისში სამ დღეში ვიქნები. დრო და შეხვედრის ადგილი? –
ვკითხე შემკვეთს.

– სამი დღის შემდეგ, ალექსანდრეს ზედა ბაღში, შადრევანთან, დღის პირველ საათზე მოვალ,
შადრევანთან ვიდგები და ხელში რომელიმე ადგილობრივი ჟურნალი მეკავება.

– კარგი, შევთანხმდით. ნახვამდის, – შეხვედრამდე გამოვემშვიდობე შემკვეთს და ჯერ


კონსპირაციულ ბინაში წავედი და გრიმი მოვიშორე, შემდეგ კი აეროპორტისკენ გავემართე და
პრაღა-თბილისის თვითმფრინავში ჩავჯექი.

ბედის ირონიით, შემკვეთი ჩემ გვერდით იჯდა. მან, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო, გამიღიმა და
მკითხა:

– ქართველი ბრძანდებით?

– დიახ, – თავაზიანად მივუგე ჩემს მეზობელს.

– ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ქართველი ნამდვილად არ მეგონეთ.

– ყველას ასე ეშლება. ზოგს ნორვეგიელი ვგონივარ, ზოგს – შვედი, მე კი სულით ხორცამდე
ქართველი ვარ. თქვენ პრაღაში ხომ არ მოღვაწეობთ?

– რას გულისხმობთ?

– ბიზნესმენი ხომ არ ბრძანდებით?

– არა.

– ბოდიშს გიხდით. ჩეხეთში ბევრი ქართველი ბიზნესმენობს და იმიტომ გკითხეთ.

– არა, არა. პრაღაში ჩემი ძმისშვილი ცხოვრობს – ჩეხი მეუღლე ჰყავს და მასთან ვიყავი სტუმრად.

– გასაგებია.
– თქვენ?

– მე აქ პატარა ბიზნესის დასაწყებად ვიყავი ჩამოსული და ნიადაგი მოვსინჯე.

– მერე? გამოდის რამე?

– მე მგონი, კი.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

მე და ჩემი მეზობელი თბილისამდე თითქმის არც გამოვლაპარაკებივართ ერთმანეთს.


თვითმფრინავი აეროპორტში რომ დაეშვა და საბაჟო კონტროლის გასავლელად გავემართეთ, მან
მითხრა:

– თუ გნებავთ, სახლში მიგიყვანთ, მეგობრები უნდა დამხვდნენ და მანქანით იქნებიან.

– არა, ნუ შეწუხდებით, ტაქსით წავალ, – ვუთხარი შემკვეთს, თუმცა, მაინტერესებდა, ვინ


დახვდებოდა.

– რა შეწუხებაა, წამობრძანდით.

– კეთილი, თავს აღარ გამოვიდებ.

შემკვეთს 30-35 წლის სამი მამაკაცი დახვდა, რომლებსაც ეტყობოდათ, რომ „შავები“ იყვნენ და,
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. მათ მე პლეხანოვზე, ჩემს ძველ სახლში მიმიყვანეს და წავიდნენ. სამი
დღის შემდეგ კი გრიმი გავიკეთე და ალექსანდრეს ზემო ბაღისკენ გავემართე შეხვედრაზე.
შემკვეთი შადრევანთან იდგა და ხელში ჟურნალი „თბილისელები“ ეჭირა. ყველაზე საინტერესო
კი ის იყო, რომ ერთ-ერთ სკამზე მისი სამი „შავი“ მეგობარი შევნიშნე, რომლებიც მალულად
გვითვალთვალებდნენ.

– გამარჯობა, – მივესალმე შემკვეთს, მან კი მომიგო:

– გაგიმარჯოთ, მისტერ. მოგწონთ აქაურობა?

– პროვინციაა, საინტერესო არაფერი უნდა იყოს, თუ, რა თქმა უნდა, იმას არ ჩავთვლით, რომ აქ
ჩამოსვლით ჩემი ბიუჯეტი გაიზარდა.

– ხომ დაგიჯდათ ფული ანგარიშზე?

– დიახ. ახლა კი გისმენთ.

შემკვეთმა ქაღალდის ფურცელი მომცა და მითხრა:

– აქ ობიექტის მისამართებია. ყველაზე ხშირად ის ამ ორ სახლში ათენებს ღამეს და ეს თქვენს


ამოცანას გააადვილებს. ახლა კი კონსპირაციულ ბინაში წაგიყვანთ – იქ, სადაც ობიექტი უნდა
მოიყვანოთ.

შემკვეთმა ნაძალადევის ერთ-ერთ კერძო სახლთან მიმიყვანა და მითხრა:


– აი, აქ უნდა მოიყვანოთ. გზის დამახსოვრება, ხომ არ გაგიჭირდებათ?

– არა, მოვაგნებ.

შემკვეთმა მობილური ტელეფონი მომცა და მითხრა:

– როცა საქმეს გააკეთებთ, ამ ტელეფონს ჩართავთ, აქ ჩაწერილ ერთადერთ ნომერზე დარეკავთ,


მეტყვით, რომ სტუმრად მოსვლა გინდათ და დაასახელებთ დროს, შემდეგ კი ტელეფონს
გათიშავთ და გადააგდებთ.

– კეთილი. შევთანხმდით.

– ახლა სად მიგიყვანოთ?

– არ არის საჭირო. მე თვითონ გავიგნებ გზას. წავედი, – ვუთხარი შემკვეთს და მისი მანქანიდან
გადმოვედი. შემდეგ დაველოდე მის წასვლას. ბოლოს, ტაქსი გავაჩერე, ჩავჯექი და ვაგზლის
მოედნამდე ვიმგზავრე. იქ კიდევ ერთი ტაქსი გამოვიცვალე და მხოლოდ მას მერე დავბრუნდი
სახლში, როცა დავრწმუნდი, რომ არავინ მეჯდა კუდზე. შევედი თუ არა ბინაში, შემკვეთის მიერ
მოცემულ ფურცელს ჩავხედე და გავოგნდი – იმ ორი მისამართიდან, სადაც ობიექტი ღამეს
ათევდა, ერთ-ერთი ჩემი საცხოვრებელი კორპუსი იყო, თანაც, ჩემ ზემოთ.

„ეჰ, კოკი, კოკი, შტერდები და ეგაა, – გავიფიქრე გუნებაში, – აი, რატომ გეცნო პრაღაში ობიექტის
ფიზიონომია. ის ხომ შენს სადარბაზოში გყავს ერთხელ ნანახი“.

ობიექტი, როგორც უკვე ვთქვი, ჩემ ზემოთ ცხოვრობდა. მე ის ერთადერთხელ ვნახე, როდესაც
სახლში დავბრუნდი, მისმა მრავალრიცხოვანმა დაცვამ კი შესასვლელის ბლოკირება გააკეთა და
სადარბაზოში არ შემიშვა.

– უკაცრავად, ბატონო, – მითხრა ერთ-ერთმა გოლიათმა მცველმა, რომელიც ორ მეტრზე მაღალი


იყო, – ჯერ ვერ შეგიშვებთ, ჯერ ბატონმა მერაბმა უნდა გაიაროს.

ობიექტს მერაბი ერქვა. ის იმ დროს გამოჩნდა სადარბაზოში, როდესაც მისი მცველი


გადაადგილების საშუალებას არ მაძლევდა და მას უბრძანა:

– ყარამან, გამოატარე, – შემდეგ გამიღიმა და მითხრა: – ბოდიშს გიხდით ჩემი ბიჭების მაგივრად.
მობრძანდით ლიფტში.

მე და მერაბმა ერთად ვიმგზავრეთ ლიფტით და მაშინ გავიგე, რომ ჩემ ზემოთ ცხოვრობდა. მას
მერე, მერაბს კიდევ ორჯერ მოვკარი თვალი და ორჯერვე ჩემი სახლის ფანჯრიდან: ერთხელ –
საღამოთი, ერთხელაც – დილით. ობიექტის საქმიანობით მაშინ არც დავინტერესებულვარ და
ამის გაკეთება არც შეკვეთის მიღების მერე იყო სავალდებულო. თუმცა, ცნობისმოყვარეობამ
დამძლია და გავარკვიე, რომ ობიექტი ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო კომპანიის მფლობელი
იყო და დიდძალი ქონება ჰქონდა. გადავწყვიტე, უფრო ღრმად გავრკვეულიყავი სიტუაციაში.
ამიტომ, ახალი გრიმი გავიკეთე, სადად ჩავიცვი და კომპანიაში მივედი მერაბის გარემოცვის
დასაზვერად, რადგან, ერთმა ეჭვმა გამკრა და გადამოწმებას შევუდექი.
– ვინ გნებავთ, ბატონო? – მკითხა სრულიად ნორჩმა მდივანმა გოგონამ, რომელსაც ეტყობოდა,
რომ სამოდელო სააგენტოს აღზრდილი იყო.

– ბატონი მერაბი, – მივუგე მდივანს.

– შეხვედრა გაქვთ?

– დიახ. უფრო სწორად, შეხვედრა მინდა, საქმე მაქვს მასთან.

– თუ წინასწარ შეთანხმებული არ ხართ, არ მიგიღებთ.

– შვილო, სერიოზული ეროვნული მნიშვნელობის პროექტი მაქვს და ინვესტიცია მჭირდება.


ბატონი მერაბი პირადად უნდა ვნახო.

– მესმის, ბატონო, მაგრამ, ვერაფრით დაგეხმარებით, – ხელები გაასავსავა მდივანმა, მე კი „მეორე


სიჩქარე“ ჩავრთე, რომ ხალხი შემეყარა და კოპებშეკრულმა ხმას ავუწიე:

– შენ რა გესმის ეროვნული საქმის, შე ცხვირმოუხოცავო. უზრდელო გოგო! როგორ ბედავ ასეთ
საქციელს!

თავისი კოლეგა მდივნებისგან განსხვავებით, მერაბის მდივანი საკმაოდ მოკრძალებული გოგონა


აღმოჩნდა და, იმის ნაცვლად, რომ უზრდელობის კორიანტელი გადმოეფრქვია ჩემზე, თავის
სავარძელში ჩაჯდა და აქვითინდა. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ, შუა გზაზე ხომ არ
შევჩერდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ მდივანი გოგონა შემეცოდა, გიჟის როლის თამაში
განვაგრძე და კიდევ უფრო ავღრიალდი:

– საინვესტიციო კომპანია ხართ თუ აფერისტების ტრესტი? მე დიადი ეროვნული პროექტით


მოვედი, თქვენ კი პანღურებს მირტყამთ და შეურაცხყოფას მაყენებთ!

ცოტა ხანში კომპანიის პრეზიდენტის მისაღებში შვიდიოდე თანამშრომელი შეიკრიბა,


რომლებიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ. მათ შორის მდივანიც, რომელიც უკვე აღარ
ქვითინებდა, რადგან, გიჟად ჩამთვალა, შევეცოდე და მითხრა:

– დამშვიდდით, ბატონო. ბატონი მერაბი ქალაქგარეთაა გასული და მის თანაშემწეს


შეგახვედრებთ.

– თანახმა ვარ, – ვთქვი მე და გიჟური მზერა მოვავლე კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც


ძლივს იკავებდნენ სიცილს.

მდივანმა ტელეფონზე დარეკა და თქვა:

– გურამ, ერთი წუთით ჩამოდი, საქმეზე არიან მოსულები, – მერე ყურმილი დაკიდა და მითხრა:

– ახლავე, ბატონო, თანაშემწე მოვა და მოგისმენთ.

ორიოდე წუთის შემდეგ შემოსასვლელის კარი გაიღო და ზღურბლზე გურამი გამოჩნდა,


რომელშიც პრაღელი შემკვეთის ამოცნობა არ გამჭირვებია.
„ახლა კი ყველაფერი ნათელია. პრეზიდენტს მისი თანაშემწე და „შავი“ ძმაკაცები უჩალიჩებენ.
თავს მოვიჭრი, თუ ეს უბრალო მოტაცება არ იყოს ფულის გამოძალვის მიზნით“, – გავიფიქრე
გუნებაში, გურამს კი ხელი ჩამოვართვი და ვუთხარი:

– ერისკაცი ვარ, უეროვნულესი პროექტი მაქვს ქართველთა შობადობის გაზრდის სფეროში და


ათი მილიონი ევროს ინვესტიცია მჭირდება.

გურამს ეგონა, სერიოზული კლიენტი იყო მოსული და საქმიანი განწყობით შემოვიდა, მაგრამ,
გიჟს რომ წააწყდა, ჯერ იქ შეკრებილებს შეხედა, შემდეგ კი მდივანს, მაგრამ, იმან ანიშნა, რომ არ
გავეღიზიანებინე და, ამიტომ, ზრდილობიანად მითხრა:

– თქვენი სახელი, ბატონო?

– ქაიხოსრო ერისკაცელი. ჩემი ძველი გვარი გვირისტიშვილია, მაგრამ, ერისკაცელი უკეთ ჟღერს
და, გთხოვთ, მომავალში, როდესაც დიადი ეროვნული პროექტების განხორციელებას ერთად
დავიწყებთ, ქაიხოსრო ერისკაცელად მომიხსენიოთ. შევთანხმდით?

– შევთანხმდით, ბატონო ქაიხოსრო ერისკაცელო, – გამიღიმა გურამმა, – ხვალამდე ბატონი


მერაბი არ იქნება. დილის 10 საათზე მობრძანდით, ჩვენს თათბირს დაესწარით და თქვენი
ეროვნული პროექტიც მაშინ გაგვაცანით.

– კეთილი, მოვალ, – ვუთხარი გურამს და ვკითხე: – როგორ ფიქრობთ, დააფინანსებს?

– ეჭვიც არ მეპარება, რომ დააფინანსებს. ბატონი მერაბი დიდი პატრიოტია და ეროვნული


პროექტებისთვის ყოველთვის გადანახული აქვს თანხები.

– ძალიან კარგი. აბა, ხვალ დილამდე, – გურამს ხელი ჩამოვართვი და წამოვედი.

სახლში რომ დავბრუნდი, უკვე აბსოლუტურად ზუსტად ვიცოდი, რომ შეკვეთას არ


შევასრულებდი, რადგან, რიგით კრიმინალში მონაწილეობის მიღების არანაირი სურვილი არ
მქონდა; ასევე, არ მსურდა შეკვეთაში მიღებული ოთხასი ათასი დოლარის დატოვებაც, რადგან,
ესეც კრიმინალური ქმედება იყო, მე კი ყოველთვის ვცდილობდი, კრიმინალში არ
გავრეულიყავი. ფული რომც არ დამებრუნებინა, რბილად რომ ვთქვა, ყურებზე ხახვსაც ვერ
დამაჭრიდნენ, მაგრამ, მე რიგითი მძარცველი კი არა, „კაგებეს“ პოლკოვნიკი ვიყავი და ასეთ
რამეს საკუთარ თავს არ ვაკადრებდი. ამიტომ, შეკვეთის გაუქმების სქემა ჯერ კარგად
მოვიფიქრე, შემდეგ კი განხორციელებას შევუდექი. უპირველესად, კარგად შევინიღბე. შემდეგ,
გურამს „კუდზე“ დავაჯექი და მისი გადაადგილების მარშრუტები შევისწავლე. ერთი კვირის
შემდეგ კი, როდესაც ის თავის ბინაში შედიოდა, თავში პისტოლეტის ტარი ჩავარტყი, გავთიშე
და ბინაში შევათრიე.

– გამოფხიზლდი, თანაშემწევ? – ვკითხე რადიატორზე მიბმულ შემკვეთს, როდესაც მან


თვალები გაახილა.

– ვინ ხარ და რა გინდა? – კითხვითვე მიპასუხა გურამმა.


– ეს მე უნდა გეკითხებოდე, ვინ ხარ-მეთქი, შე ნაგლო, – ვუთხარი გურამს, – მე ის კაცი ვარ,
შენისთანა ნაბიჭვარ უმადურებს რომ ჭკუას ასწავლის. ნუთუ არ გასწავლეს, რომ უმადურობა
ცუდია?

– რა უმადურობა?

– თავს ნუ ისულელებ, მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ?

– რას გულისხმობთ?

– თანაშემწევ, არა მარტო უმადურობაა ცუდი, არამედ, სიხარბეც. მერაბმა წუმპიდან ამოგიყვანა
და კაცად გაქცია, ფული გაშოვნინა და პერსპექტივა გაგიჩინა, შენ კი მისი მოტაცება შეუკვეთე,
რომ მისთვის მეტი ფული გამოგეძალა?

– თქვენ ეს საიდან იცით? – აღმოხდა გურამს.

– მაგას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ შემსრულებელი მკვდარია და მერაბის
გატაცებასა და მისთვის ფულის გამოძალვას ვეღარ შეძლებთ. აბა, რას ფიქრობდით, თქვე
ნაბიჭვრებო. მერაბი არიფი გეგონათ, ხომ? არადა, შენი პრაღაში ვოიაჟი, შემდეგ კი
შემსრულებელთან თბილისში შეხვედრა, რომელსაც შენი ნაბიჭვარი ძმაკაცები აზღვევდნენ,
თავიდან ბოლომდე კონტროლის ქვეშ გვქონდა აყვანილი. რა, არ გჯერა?

– რომც არ მჯეროდეს, ფაქტია, რომ თქვენს ხელში ვარ და ესაა იმის საუკეთესო დასტური, რომ
სიმართლეს ლაპარაკობთ.

– მიხვდი, ვინ ვარ და ბატონი მერაბის კომპანიის რა სამსახურს წარმოვადგენ?

– რა მიხვედრა უნდა, თქვენ მისი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი ბრძანდებით.

– უფრო კონკრეტულად კი – ამ სამსახურის უფროსი. შე წვინტლიანო, რატომ გეგონა, რომ


ამხელა ფულის პატრონს ასე იოლად ჩაიგდებდით ხელში და მოწველიდით?

– ძმაკაცებმა შემაცდინეს. მე, მე... – ყბა აუკანკალდა გურამს, – კრიმინალურ სამყაროსთან


არასდროს მქონია შეხება. სორბონას უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. ჩემმა ძმაკაცებმა
მაიძულეს ასეთი რამ.

– მოკლედ, ასე: ბატონმა მერაბმა დამაბარა, შენთვის გადმომეცა, რომ, თუ ოცდაოთხი საათის
განმავლობაში აქედან ოთხივე არ აორთქლდებით, მაშინ, ოთხივეს ლიკვიდაცია მაქვს
ნაბრძანები. საქართველოში მინიმუმ ხუთი წელი არ ჩამოხვიდეთ, თორემ, თუკი გავიგეთ, რომ
რომელიმე თქვენგანმა აქ ფეხი ჩამოადგა, ვეღარაფერი გიხსნით.

– გასაგებია, გასაგები, ხვალვე მოვშორდებით აქაურობას.

– ფული რომ არ გაქვთ? შენ ხომ თითქმის მთელი დანაზოგი იმ ამერიკელ ქილერს გადაურიცხე
ანგარიშზე, ის კი ქართულ მიწაში ღრმადაა პირქვე ჩამარხული. მაგრამ, ასეც რომ არ იყოს, მას
ფულს მაინც ვერ გამოართმევდით.
– ხუთი ათასი ევრო მაქვს და ვიმყოფინებთ.

– აი, შენი ოთხასი ათასი, აიღე და, რაც შეიძლება მალე გაქრით აქედან. ქილერს ჩვენ ჯერ ფული
გამოვართვით და მხოლოდ ამის მერე დავმარხეთ ცოცხლად.

– ცოცხლად დამარხეთ?!

– ჰო, ცოცხლად დავმარხეთ და, თუ გინდა, რომ მისი ბედი არ გაიზიაროთ, აქედან აახვიეთ, –
ვუთხარი გურამს, პარკში გახვეული ფული და ხელბორკილების გასაღები დავუგდე წინ და,
სანამ წავიდოდი, დავამატე: – დაიმახსოვრე, მინიმუმ ხუთი წელი არ ჩამოხვიდეთ აქ, თორემ,
ყველას დაგხოცავთ.

გურამმა და მისმა „შავმა“ ძმაკაცებმა მეორე დღესვე დატოვეს საქართველო და ევროპაში


გაემგზავრნენ, მე კი მერაბს კაბინეტში ვეწვიე, გურამთან საუბრის ჩანაწერი ვაჩვენე და
ვუთხარი:

– ბატონო მერაბ, ჭკვიანი, შეძლებული კაცი ბრძანდებით და ადამიანების ამოცნობა ვერ


გისწავლიათ.

– ცდებით, ჩემო მეგობარო. ადამიანებს კარგად ვცნობ. აი, მაგალითად, შემიძლია, მთელი
პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თქვენ ჩინებული ადამიანი ბრძანდებით, – მითხრა
მერაბმა, მე კი თავი გავაქნიე და ღიმილით მივუგე:

– არა, კვლავ ცდებით. მე სულაც არ ვარ ჩინებული ადამიანი.

– მაშ, რატომ გადამარჩინეთ და, საერთოდ, ვინ ბრძანდებით ან საიდან შეიტყვეთ, რომ ჩემი
მოტაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა უნდოდათ ჩემს თანაშემწესა და მის ძმაკაცებს?

– ბატონო მერაბ, ალბათ, ამიერიდან უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენთ და თქვენს


უსაფრთხოებას გააძლიერებთ. მშვიდობით, უნდა წავიდე...

სანამ ბატონი მერაბი გონს მოეგებოდა, მიკროკასეტაზე ჩაწერილი ფირი ჯიბეში ჩავიდე და მისი
კაბინეტიდან გამოვედი. მერაბს კიდევ ერთხელ შევხვდი. სამი წლის შემდეგ შემკვეთმა
ანტალიაში შემომთავაზა შეხვედრა. მე დავთანხმდი, საიმედოდ შევინიღბე და თურქეთში
ჩავედი. დათქმულ ადგილას რომ მივედი, იქ მერაბი დამხვდა. მან სკამზე მიმითითა და, რომ
დავჯექი, ინგლისურად მკითხა:

– რა ენაზე გსურთ საუბარი?

– ინგლისურად. გისმენთ, – მოკლედ მივუგე ჩემს ძველ ნაცნობს, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერ
მიცნო და მითხრა:

– შეგიძლიათ, რომ ნახევარ მილიონ დოლარად ადამიანს ზიანი მიაყენოთ?

– ეს კითხვა ზედმეტია. დამიკონკრეტეთ სამიზნე და მისი დაზიანების ხარისხი, თანხაზე კი


ბოლოს შევთანხმდეთ.
– არა, მისი მოკვლა არ მინდა, უბრალოდ, უნდა დააზიანოთ და ამაში ხუთასი ათას დოლარს
გადაგიხდით, – მითხრა მერაბმა და მომაჩერდა.

– გასაგებია, რომ ნახევარ მილიონ დოლარს მიხდით, მაგრამ, დამიკონკრეტეთ, ვინ უნდა
დავაზიანო, ანუ, ადამიანის სახელი. შემდეგ კი მითხარით, როგორ გსურთ მისი დაზიანება და
სად უნდა მოხდეს ეს, – ავუხსენი მერაბს.

– კარგი. ყველაფერს გეტყვით. დავიწყოთ იმით, თუ რატომ მსურს მისი დაზიანება, – მითხრა
მერაბმა, მაგრამ, მას სიტყვა გავაწყვეტინე:

– მიზეზი არ მაინტერესებს. შეგიძლიათ, გამოტოვოთ და პირდაპირ საქმეზე გადახვიდეთ?

ჩემს სიტყვებზე მერაბი ძალიან გაოცდა და აღშფოთებულმა მითხრა:

– როგორ, თქვენ მე მანიაკი ხომ არ გგონივართ?

– არა, ბატონო, არ მგონიხართ.

– მაშინ, მომისმინეთ.

მერაბი ადამიანების იმ კატეგორიას ეკუთვნოდა, რომელსაც თავისი ნებისმიერი საქციელის


გამართლება სჭირდება. ამიტომ, გუნებაში გამეცინა, ხმამაღლა კი ვუთხარი:

ბოდიშს გიხდით, ბრძანეთ.

– მე და ელენე მამით ერთნი ვართ, ანუ, ის ჩემი ნახევარდაა და ჩემზე ოცდახუთი წლითაა
უმცროსი. მე მას შვილივით ვპატრონობდი. რამდენიმე წლის წინ კი ერთმა ნაძირალამ ის ჯერ
მიიტყუა, შემდეგ ნამუსი ახადა და მინდა, რომ ამის გამო ის კაცი დავსაჯო.

– კარგი, ჩემო ბატონო, ვინაა ამ ავკაცობის ჩამდენი და როგორ გსურთ მისი დასჯა?

– როგორ და მისი სასქესო ორგანო უნდა გაანადგუროთ, ამ ავკაცობის ჩამდენი კი, აი, ეს
სუბიექტია, – მითხრა მერაბმა და მთავრობის ერთ-ერთი ახალგაზრდა მაღალჩინოსნის სურათი
მიჩვენა, – ეს საქმე თბილისში უნდა გააკეთოთ.

– თბილისში?

– დიახ. თბილისი საქართველოს დედაქალაქია. საქართველო კი კავკასიაშია, თურქეთის


მეზობლად, – ამიხსნა მერაბმა და მკითხა: – თქვენ თვითონ სადაური ხართ?

– ამას მნიშვნელობა არა აქვს. დამიკონკრეტეთ, სასქესო ორგანო მოვკვეთო თუ სხვა საშუალებით
დავუზიანო?

– იცით, ერთი რუსული ფილმია – „ვოროშილოველი მსროლელი“. იქ ბაბუა შვილიშვილის


გამაუპატიურებლებს სნაიპერული შაშხანით უნადგურებს სასქესო ორგანოებს და მინდა,
თქვენც ამგვარად იმოქმედოთ. შეძლებთ?
– შევძლებ.

– ფული სად და როდის მოგცეთ?

– ხვალ, აი, ამ ანგარიშზე დამისვით, – მერაბს ჩემი საბანკო ანგარიში ვუთხარი და შეხვედრის
ადგილი პირველმა დავტოვე.

ობიექტი ოცდაათიოდე წლის, გათახსირებული მაღალჩინოსანი გახლდათ, რომელიც ისეთივე


არაკომპეტენტური და ყველაფრის მკადრებელი იყო, როგორც ათეულობით მისი კოლეგა,
რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საეჭვო რევოლუციური დამსახურების გამო მოექცნენ
ხელისუფლებაში. ობიექტმა მერაბის და – ელენე ერთ-ერთ ეგრეთ წოდებულ ელიტურ
ფართიზე გაიცნო, სადაც სპეციალურად მიიწვია. შემდეგ, გამოუცდელ გოგონას სასმელში
დასაძინებელი გაურია, წინასწარ მომზადებულ ოთახში შეიყვანა და თავისი პირუტყვული ჟინი
დაიკმაყოფილა...

ობიექტი ერთ-ერთ მორიგ ელიტურ ორგიაზე მოვიხელთე, სადაც ახალგაზრდა მაღალჩინოსნები


იკრიბებიან ხოლმე და მე იმ დროს მოვარტყი ფეხებშუა ფუგასური ტყვია მაყუჩიანი შაშხანიდან,
როდესაც ის რამდენიმე შიშველი მეძავის (ზოგიერთი მათგანი თანამდებობის პირი იყო)
გარემოცვაში შეზლონგზე იწვა და ხელში კოქტეილი ეჭირა... მას, რა თქმა უნდა, თანამდებობაც
უკან დარჩა, შიშველი მეძავებიც და კოქტეილიც. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ექიმები
დაახვიეს თავს, მისი მამაკაცური ფუნქციების აღდგენა ვერ მოხერხდა და, მართალია, დღესაც
ცოცხალია, მაგრამ, არსად ჩნდება... მერაბმა კი თავისი ბიზნესი უცხოეთში გაიტანა და
ელენესთან და მის ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და იმ დროს ელოდება,
როდესაც საქართველში დაბრუნებას შეძლებს.

სხვათა შორის, საკმაოდ ბევრია ისეთი, ვინც რევოლუციური მთავრობის კრახს ელოდება, რომ
საქართველოში დაბრუნდეს და შური იძიოს. გაქცეულთა ნაწილი მართლაც დამნაშავეა და მათ
კანონიერად დევნიან, მაგრამ, გაცილებით მეტნი არიან უდანაშაულონი, ვინც აიძულეს, რომ
სამშობლოდან გადახვეწილიყვნენ, მათი ადგილები კი გადამთიელებმა და მოღალატე
ქართველებმა დაიკავეს.

ამას წინათ ერთ შემკვეთს უნდა შევხვედროდი და მეტროთი მომიხდა მგზავრობა.


საზოგადოებრივი ტრანსპორტით თითქმის არ ვსარგებლობ და მეტროში ბოლოს რამდენიმე
წლის წინ მომიწია ჩასვლა. მე ჯერ „ვაგზლის მოედანზე“ ჩამოვედი და შემდეგ საბურთალოს
ხაზზე გადავჯექი. აი, იქ კი თავი ნიუ-იორკის მეტროში მეგონა, რადგან, მეტროს ვაგონი ისე
აჭრელდა ეჭვიც კი შემეპარა, მართლა იქ ხომ არ ვიმყოფები-მეთქი. მგზავრების უმეტესობას
არაქართველები შეადგენდნენ და იქაურობა ყველა ფერისა და ეროვნების ახალგაზრდებით იყო
სავსე. რასისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ სურათის შემხედვარემ ვინატრე, რომ, რაც
შეიძლება, მალე დაიცალოს საქართველო არაქართველებისგან (ვგულისხმობ ახალ მატებას),
წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რაღაც ათი წელი გაივლის და ჩვენს სამშობლოში აბსოლუტურ
უმცირესობაში აღმოვჩნდებით. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ, თუ მოხდა,
ფიზიკურადაც გადავშენდებით, ენასაც დავკარგავთ, მამულსაც და სარწმუნოებასაც. რამდენიმე
წლის წინ ჩემი ინსტიტუტელი მეგობარი მოვინახულე, რომელიც ერთ-ერთ უცხოურ ფირმაში
მუშაობს და სამშობლოში იშვიათად ჩამოდის. მას რუსი ცოლი ჰყავს, რომელიც საქართველოზეა
შეყვარებული და ბრწყინვალედ ფლობს ქართულ ენას. ლენამ საუცხოო სუფრა გაგვიშალა და,
ცოტა რომ შევქეიფიანდით, ჩემმა მეგობარმა რეზომ თქვა:

– ორი წელია, აქ არ ვყოფილვარ. როგორ შეცვლილა თბილისი.

– უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ? – ვკითხე რეზოს.

– ერთი შეხედვით, გეგონება, რომ უკეთესობისკენ, მაგრამ, ვფიქრობ, უარესობისკენ. თითქოს,


ურიგო არ უნდა იყოს ახალი შენობები, კარგი გზები და გამარტივებული მომსახურება, მაგრამ,
ვისთვის კეთდება ეს?

– როგორ თუ ვისთვის? ხალხისთვის, – პათეტიკურად მივუგე რეზოს, რომ პოლემიკა


გამომეწვია და ჭკვიანი, პატრიოტი ადამიანის აზრი გამეგო.

– რომელი ხალხისთვის? – ირონიულად მითხრა რეზომ, – გუშინ მე და ლენამ ფეხით


შემოვიარეთ ძველი თბილისი, უფრო სწორად, ის ადგილები, რაც ძველი თბილისისგან დარჩა
და, იცი, რამ გაგვაოგნა?

– რამ?

– რამ, და იმან, რომ ქართველები ვერ ვნახეთ.

– რას გულისხმობ?

– იმას, ჩემო კარგო, რომ ქართველები ჩაიკარგნენ სხვა ერებში და საკუთარ ქალაქში არ ჩანან.
სხვები კი, იცოცხლე, პაჩკა-პაჩკა დადიან, მრავლდებიან და მკვიდრდებიან ჩვენს მამულში. იცი,
რამდენი წყვილი ვნახე ჩვილთან ერთად? ძალიან ბევრი და, რომ დავაკვირდი, მათგან არც ერთი
არ იყო ქართველი. დარწმუნებული ვარ, დიდი ილია ჭავჭავაძე ახლა საფლავში ბრუნავს და
მისი შეშფოთებული სული დასტრიალებს საქართველოს. არა, ძმაო, თუ ასე გაგრძელდა,
გადაშენებამდე აღარაფერი გვაკლია.

– კი, ასეა. შენი აზრი მაინტერესებდა და იმიტომ გამოგიწვიე, – ვუთხარი რეზოს, – ხომ გახსოვს
სიმღერა „იყიდება საქართველო“?

– როგორ არა.

– ჰოდა, ის სიმღერა ახლა ყველაზე აქტუალურია. ამ მოღალატეებმა სამშობლო გაგვიყიდეს და


თბილისში რამდენიმე მსხვილ არაქართულ დასახლებას აშენებინებენ უცხოელებს, ქართველები
კი თურქეთსა და საბერძნეთში არიან გადახვეწილები და თავიანთი ოჯახები რომ არჩინონ,
მონებად მუშაობენ. ბოდიში და, ვის რა ჩემ ფეხებად უნდა ეს შენობები და გზები, თუკი მათში
ქართველები ვერ იცხოვრებენ და ვერ ივლიან?

– მართალი ხარ, – დამეთანხმა რეზო, – ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოეღოს და, თან, რაც
შეიძლება, მალე, თორემ, ჩვენს თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი გაგვანადგურებს. რაც
შეიძლება, მალე უნდა შეიცვალოს ეს მოღალატე მთავრობა და ქართველებს საქართველო
დაუბრუნდეს.

– მარტო მთავრობის შეცვლა არ გვიშველის, პოლიტიკური კურსი უნდა გადაიხედოს.

– რას გულისხმობ?

– რუსეთთან ურთიერთობას. განა შეიძლებოდა, ასე ხელაღებით, ერთი ხელის მოსმით რუსეთის
უგულებელყოფა? ვის რაში სჭირდება ტოტალური ამერიკანიზაცია? სკოლებში ყველაზე
საფუძვლიანად ინგლისურ ენას ასწავლიან, ქართული ფეხებზე ჰკიდიათ, რუსული ენა კი
საერთოდაც, მასხრად აქვთ აგდებული და ახალგაზრდა თაობას რუსებსა და რუსეთს აძულებენ.
და, აი, შედეგიც, რუსებთან ყოველგვარი პარტნიორული ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს
და ყველაფერი ეს ამ მთავრობამ ჩაიდინა.

– რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებას მთელ მსოფლიოში ერიდებიან. საქართველოს


მთავრობამ დიდი პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, – დამიდასტურა რეზომ, – ჩემი
სამსახურიდან გამომდინარე, მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, მათ შორის რუსეთშიც ხშირად
მიხდება ყოფნა. უნდა გითხრა, ეს ქვეყანა საკმაოდ სწრაფად დგება ფეხზე და სულ მალე კვლავ
მოწინავე პოზიციებს დაიკავებს მსოფლიოში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირს ეკავა.

– ეეჰ, რა ქვეყანა დაშალეს?! – სინანულით ვთქვი მე, – რუსეთი ორას წელზე მეტხანს იყო
საქართველოს დამპყრობელი და ვერ მოგვერია, ვერ გადაგვაჯიშა; პირიქით, მათთან ისეთი
ურთიერთობები ავაწყვეთ, რომ საქართველომ ბევრი სარგებელი ნახა.

– აი, თუნდაც, მე, – სიტყვა გამაწყვეტინა რეზომ, ლენას ხელი გადახვია და მითხრა, – ჩემი
ლენაჩკაც იმ სარგებლის ნაწილია.

– ნუ დარდობთ, ბიჭებო, – თქვა ლენამ, წითელი ღვინით საქართველოს სადღეგრძელო შესვა და


შემდეგ კი გიტარის თანხლებით „სულიკო“ იმღერა.

რეზოსგან გვიან ღამით წამოვედი, კარგა ხანს ვერ მოვხუჭე თვალი და იმაზე ვფიქრობდი, რა
ეშველებოდა ბედკრულ საქართველოს, რომლის დედაქალაქშიც ნელ-ნელა მრავლდებოდა
სხვადასხვა ჯიშისა და ჯილაგის ხალხი და ჩვენი ლამაზი თბილისი ბაბილონის გოდოლს
ემსგავსებოდა. რეზოსთან შეხვედრიდან რამდენიმე წელი გავიდა და ქართველების
მდგომარეობა კვლავ უფრო დამძიმდა. დღესდღეობით, ქართველები უფრო მძიმე
მდგომარეობაში არიან, ჩამოსულები კი ისე გათავხედდნენ, რომ თავს ჩვენი მიწა-წყლის
ერთადერთ პატრონად მიიჩნევენ. მათ აქ უამრავი მომგებიანი ბიზნესი აქვთ, რომლებშიც
თავიანთი თანამემამულეები ჰყავთ დასაქმებული და თუკი ქართველებს მიიღებენ სამსახურში,
მხოლოდ მძიმე და დამამცირებელ სამუშაოზე და დაბალი ანაზღაურებით.

არცთუ დიდი ხნის წინ, ერთმა შემკვეთმა სტამბულში დამიბარა, სადაც, რა თქმა უნდა,
შენიღბული ჩავედი. ის თურქი იყო და დამტვრეული ინგლისურით მითხრა:

– თქვენთან ერთი დელიკატური საქმე მაქვს.


– მგონი, აჯობებს, მშობლიურ ენაზე ვილაპარაკოთ, – თურქულად ვუთხარი შემკვეთს,
რომელმაც მოულოდნელობისგან აღფრთოვანება ვერ დამალა და მითხრა:

– სასიამოვნო სიურპრიზია, რომ თურქი ხართ, მით უკეთესი, კიდევ უფრო თამამად შევძლებ
თქვენთან საქმის დაჭერას.

– ბრძანეთ, ბატონო, მე თქვენ ყურადღებით გისმენთ.

– ერთი სიტყვით, ჩემო კარგო, ერთი კაცია მოსაშორებელი, რაშიც ორასი ათას დოლარს
გადაგიხდით. არ იფიქროთ, რომ ბოროტი ვარ, კაცის მოკვლა რომ განმიზრახავს, მაგრამ, ეს
ადამიანი ამას ნამდვილად იმსახურებს. ის ჩემი საქმიანი პარტნიორია და ბიზნესის
გაფართოებაში მიშლის ხელს, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, თანაც, ის
თურქი არ არის და ჭირსაც წაუღია.

შემკვეთის ლაპარაკს მიკროკამერით ვიწერდი, რომელიც მზის სათვალის ჩარჩოში მქონდა


ჩამონტაჟებული. მე თითქმის ყოველთვის ასე ვიქცევი და ფირებს ყოველი შემთხვევისთვის,
საიმედოდ ვინახავ.

– გასაგებია. ახლა სამიზნის სახელი და შესრულების ადგილი მითხარით, – ვუთხარი შემკვეთს,


მან კი ფერადი ფოტოსურათი მომცა და მითხრა:

– აი, სამიზნე, თორნიკე ჰქვია და თქვენ ის მოსკოვში უნდა მოკლათ. ერთი კვირის შემდეგ ის
რუსეთში უნდა გაემგზავროს ფირმის საქმეებთან დაკავშირებით სამი-ოთხი დღით და იქ უნდა
მოუღოთ ბოლო.

– გასაგებია. ფული ხვალვე გადმომირიცხეთ ანგარიშზე სრულად და ეს საქმე უკვე


გაკეთებულად ჩათვალეთ, – ვუთხარი შემკვეთს, გამოვემშვიდობე და წამოვედი.

თურქი შემკვეთის მიერ „შეკვეთილი“ თორნიკე საკმაოდ ცნობილი კაცი იყო და ის ხშირად
ჩნდებოდა ტელევიზიის ეკრანებსა და ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ის საკმაოდ მდიდარი
კაცი იყო და სხვა, თავისი კოლეგა მილიონერებისგან განსხვავებით, არც მრავალრიცხოვანი
დაცვა ჰყავდა და არც გარყვნილის სახელი ჰქონდა. ის ერთ-ერთი ელიტური სახლის ბოლო
სართულზე ცხოვრობდა და ერთადერთი მოსამსახურე ჰყავდა, რომელიც უფრო მეგობარი იყო,
ვიდრე მისი ხელქვეითი. შეკვეთის მიღებიდან ორი დღის შემდეგ მოქმედების გეგმა უკვე
შემუშავებული მქონდა.

ღამის პირველი საათი იყო, როდესაც თორნიკე სახლში დაბრუნდა. ის სასტუმრო ოთახში
შევიდა, შუქი აანთო და ჩაილაპარაკა:

– ალბათ, გენოს ჩაეძინა. არა უშავს. მე თვითონ ვივახშმებ და დავიძინებ.

– გენოს არ დაუძინია, ბატონო თორნიკე. ის გაკოჭილია და წითელ საძინებელში იმყოფება, –


ვუთხარი თორნიკეს, – ნუ აღელდებით, ყველაფერი რიგზეა. მე მხოლოდ საქმე მაქვს თქვენთან.

– თუ საქმე გაქვთ, დაბრძანდით და ბრძანეთ, – მშვიდად მომიგო თორნიკემ, მე კი ვუთხარი:


– ხუმრობას არ გირჩევთ, იცოდეთ, შეიარაღებული ვარ და გაუფრთხილებლად გესვრით.

– მე კი შეიარაღებული არ ვარ და არც ხუმრობის ხასიათზე ვარ. დაბრძანდით და ბრძანეთ, რაშია


საქმე.

– ბატონო თორნიკე, მე დაქირავებული მკვლელი ვარ და თქვენმა საქმიანმა პარტნიორმა თქვენი


მკვლელობა შემიკვეთა, – ვუთხარი თორნიკეს, რომელმაც მშვიდად მკითხა:

– ახმადმა?

– დიახ. მან.

– მერე, რას აპირებთ?

– თქვენ რას მირჩევთ? – კითხვა შევუბრუნე თორნიკეს.

– მე რა უნდა გირჩიოთ, ხომ არ გეტყვით, მომკალით-მეთქი?

– თქვენ არა, მაგრამ, ახმადი ნამდვილად სიკვდილის ღირსია. თუმცა, თქვენი თვალით ნახეთ.
თურქული გესმით?

– დიახ, მესმის.

თორნიკეს თურქ შემკვეთთან შეხვედრის კადრები სრულად ვუჩვენე და ბოლოს ვკითხე:

– რას იტყვით?

– რა უნდა ვთქვა, უკანასკნელი ნაძირალაა.

– მაინც, რას გერჩით?

– ჩვენ ერთობლივი სამშენებლო კომპანია გვაქვს და მან შემომთავაზა, რომ, ვითომდა ბიზნესის
გაფართოების მიზნით, მესხეთ-ჯავახეთში, თბილისსა და სხვა რაიონებში მიწები შეგვეძინა,
სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს განვახორციელებდით: ავაშენებდით
სასტუმროებს, გასართობ ცენტრებს, საცხოვრებელ მიკრორაიონებს, მე კი ამაზე ცივი უარი
ვტკიცე.

– ნუთუ ასე იოლია უცხოელისთვის ქართული მიწის ყიდვა და მშენებლობის წამოწყება?

– უიოლესი. მთავრობაში ფულს გადაიხდი და, მიდი, რაც გინდა, აკეთე, – მითხრა თორნიკემ, –
ხომ წარმოგიდგენიათ, მესხეთ-ჯავახეთში თურქული მშენებლობა, სადაც უამრავი თურქი
მოიყრის თავს და, ღმერთმა უწყის, რა მოჰყვება ამას. მთელი ის რეგიონი რომ სისხლისღვრის
ადგილად გადაიქცევა – ეს ერთი, მთავარი კი ისაა, რომ თურქების მიერ აშენებულ
მიკრორაიონში 80 პროცენტი თურქები დასახლდებიან და საქართველოს ისედაც
არასახარბიელო დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო სწრაფად წავა მინუსისკენ.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ყველაფერ ამაზე თანახმა ჩვენი მთავრობაა და
ქართველების გადაშენებას ხელს უწყობს. წარმოგიდგენიათ? რუსებთან მეგობრობასა და
პარტნიორობაზე უარი თქვეს და გადამთიელების ჩამოსახლებას უწყობენ ხელს.

– გასაგებია. ახმადი უნდა მოკვდეს.

– ეგ როგორ?

– ჩვეულებრივად. ის სულ მალე გაქრება უკვალოდ და მისგან სველი ადგილიც აღარ დარჩება.
თქვენ კი გირჩევთ, უფრო ყურადღებით იყოთ და პირადი დაცვა გააძლიეროთ. თქვენი ბინძური
კომპანიონი თავისსავე სამშობლოში გაქრება, თქვენზე ვერავინ აიღებს ეჭვს და ნურც ვინმესთან
წამოგცდებათ ეს. შევთანხმდით?

– შევთანხმდით.

– ახლა კი მშვიდობით. გენოს გაკოჭისთვის ბოდიშს გიხდით, სხვა გამოსავალი ნამდვილად არ


მქონდა, – ვუთხარი თორნიკეს და მისი ბინიდან წამოვედი.

ახმადი სტამბულში მოვიხელთე. ის იმ დროს გავიტაცე, როდესაც საკუთარი მანქანა გარაჟში


შეიყვანა და იქიდან გადმოსვლას აპირებდა. მე ის წინასწარ გამზადებულ ბინაში მივიყვანე და
ჯერ შუბლი გავუხვრიტე, შემდეგ ცხედარი უზარმაზარ ღუმელში დავწვი, ფერფლი კი წყალს
გავატანე... ახმადის მსგავსი ბიზნესმენი არაერთია დღევანდელ საქართველოში, მაგრამ, ჩვენდა
სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა თორნიკეს მსგავსი პატრიოტი და არც მე – ვარ ყველგან, რომ ჩემი
სამშობლოს მტრები გავანადგურო და მცირე წვლილი შევიტანო ქართულ საქმეში. საქართველოს
გადარჩენასა და აყვავებას, ჩემ მიერ დახოცილი მოღალატეები ვერ უშველის. ამ საქმეს მტკიცე
სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა და სწორი საერთაშორისო პოლიტიკა სჭირდება.

– მერწმუნე, კოკი, რომ მკვლელის ტყვია დიდი ხნით და ძირეულად ვერაფერს შეცვლის. რა თქმა
უნდა, ჩვენ და ჩვენი პროფესიის ხალხს შეუძლია, რაღაც ისტორიული ცვლილებები შეიტანოს
სამყაროში, მაგრამ, ბევრს ვერაფერს შეცვლის, თუკი ეს მთელი ქვეყნის, მთელი სახელმწიფოს
ნება არ არის, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი, რომელიც საერთაშორისო
პოლიტიკაში მათვითცნობიერებდა.

ინსტრუქტორს რომან იაკოვლევიჩი ერქვა. ის ძველი დიპლომატი იყო; კარგა ხანს


არალეგალურად მუშაობდა გერმანიაში და მსოფლიო პოლიტიკას ბრწყინვალედ იცნობდა.
მასთან სრულიად თავისუფლად შეიძლებოდა ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, ამიტომ, ვბედავდი
და ვეკამათებოდი ხოლმე.

– რომან იაკოვლევიჩ, არ გეთანხმებით, – ვეტყოდი ხოლმე ინსტრუქტორს და თვალს თვალში


ვუყრიდი.

– აბა, მითხარი, რაში არ მეთანხმები, – მომიგებდა რომან იაკოვლევიჩი და კოპებს შეკრავდა.

– თქვენ რომ ამბობთ, ჩვენს ტყვიას ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლიაო, იმაში.

– კონკრეტულად?
– აი, მაგალითად, ჰიტლერი რომ 1939 წელს მოეკლათ, ის ხომ ვერ დაიწყებდა მეორე მსოფლიო
ომს და საბჭოთა კავშირიც გადაურჩებოდა ამხელა უბედურებას?

– არავითარ შემთხვევაში. ჰიტლერი რომ მოეკლათ, ომს სხვა ჰიტლერი დაიწყებდა. მეტსაც
გეტყვი, 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერი სამხედრო შეთქმულებს რომ მოეკლათ, გერმანია მაინც
ვერ გადაურჩებოდა სრულ განადგურებას. 20 ივლისის აფეთქება ჰიტლერის ბუნკერში იმისთვის
იყო გამიზნული, რომ ის მომკვდარიყო, ამით ზავი დაედოთ და საბჭოეთის წინსვლა
შეეჩერებინათ, მაგრამ, ეს არ მოხდებოდა, სტალინი ამას არ დაუშვებდა. ერთ საიდუმლოს
გაგიმხელ...

– რა საიდუმლოს?

– მე იმ პერიოდში გერმანიაში ვმუშაობდი არალეგალ აგენტად და პირადად სტალინისგან


მქონდა მიღებული დავალება, რომ ჰიტლერის წინააღმდეგ წამოწყებული ნებისმიერი
შეთქმულების შესახებ ინფორმაცია მომეპოვებინა და ის ცენტრში გადამეცა. ცენტრი კი ამ
ინფორმაციებს ფაშისტებს აწვდიდა. სხვათა შორის, ჩემნაირი დავალება რამდენიმე ათეულ
არალეგალს ჰქონდა და, როგორც ვიცი, შეთქმულთა ხუთი ჯგუფი იქნა აღმოჩენილი და
დასჯილი.

– ჰიტლერი სტალინს ომის გასაგრძელებლად და მოსაგებად სჭირდებოდა. ეგ გასაგებია, –


ვუთხარი რომან იაკოვლევიჩს და ვკითხე, – სტალინი რომ მოეკლათ ომის წინ, ომს
მოვიგებდით?

– აუცილებლად მოვიგებდით. მართალია, ძალიან გაგვიჭირდებოდა, მსხვერპლიც მეტი


იქნებოდა და ეს ომი დროშიც გაიწელებოდა, მაგრამ, მაინც მოვიგებდით.

– ანუ, თქვენ უარყოფთ პიროვნების როლს გლობალურ ისტორიულ პროცესებში?

– არ უარვყოფ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიული პროცესების შეჩერება არავის


ძალუძს, – ასე მპასუხობდა რომან იაკოვლევიჩი და მას ეს ღრმად სწამდა, ვერ გადაარწმუნებდი.
მე კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არანაირი გარდაუვალი
პროცესი არ იყო და, რომ არა გორბაჩოვი, საბჭოეთი არ დაინგრეოდა.

რამდენიმე წლის წინ მაიამიში ერთ კუბელ ემიგრანტს შევხვდი, რომელიც თავის დროზე
ფიდელ კასტროს ციხიდან „ცეერუმ“ გააქცია და ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭა. მაშინ ის
ამერიკელებმა ცხვირწინ აგვაცალეს და, არა მარტო კუბის წინააღმდეგ არამედ, მთელი
სოციალისტური ბანაკის წინააღმდეგ ამუშავდნენ. გარსია – ასე ერქვა იმ კუბელს, საკმაოდ
განათლებული დემაგოგი იყო და კარგად ფლობდა ანტიპროპაგანდის ხელოვნებას. ის
ლანძღავდა ყველასა და ყველაფერს, რაც საბჭოურთან, სოციალისტურთან იყო დაკავშირებული
და უამრავ ადამიანს აურია ტვინი. თავად კი ამერიკელების ლაქია, საკმაო ასაკის მიუხედავად,
ძველებურად კარგ ფორმაში იყო და დემაგოგიას განაგრძობდა. მე მას ერთ-ერთი ამერიკული
გაზეთის ჟურნალისტად წარვუდექი და კარგა ხნის ლაყბობის შემდეგ ვკითხე:

– საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახლა რაში ხედავთ თქვენი მოღვაწეობის მიზანს?


– საბჭოეთი ბოლომდე არ დანგრეულა და მისი ცალკეული ნარჩენები კვლავაც არსებობს. აი,
თუნდაც კუბა, ფიდელი ხომ ცოცხალია... და, საერთოდ, სანამ რუსეთი არ დაინგრევა, ჩემი მისია
შესრულებული ვერ იქნება.

– თქვენი მისია ამით დასრულდა. მშვიდობით, სენიორ გარსია, მოკითხვა რუსეთიდან, –


ვუთხარი კუბელ ემიგრანტს და მაყუჩიანი პისტოლეტით შუბლი გავუხვრიტე. მისი მოკვლა
კუბელებმა შემიკვეთეს და მეც სიამოვნებით დავთანხმდი...

გარსიას მსგავსად, მსოფლიოში მრავალი ნაძირალა დემაგოგია და, ყველას რომ „მიხედო“,
ამისთვის სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი იდეოლოგიური
შხამი ისე მოწამლავს მოსახლეობას, რომ, შეიძლება, შემცდარი ადამიანები საკუთარი
სამშობლოს წინააღმდეგაც კი წავიდნენ. ასე ხდება რევოლუციები და, ახალი, ბედნიერი,
უზრუნველყოფილი ცხოვრების დაპირებებით მოსული მთავრობები, ხშირ შემთხვევაში,
ძველებს ბევრად აჭარბებენ უსამართლობაში და უფრო საძულველნი ხდებიან. ამ ცოტა ხნის წინ,
თბილისის ერთ-ერთ ელიტურ „ტუსოვკაზე“ ვიმყოფებოდი, სადაც ქართული ეგრეთ წოდებული
ბომონდი თითქმის სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. ამ საღამოზე მთავრობის
რამდენიმე მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა და მათ რომ ვუყურებდი, მინდოდა, ეს უფორმო,
საზიზღარი მასა ერთმანეთში ამეზილა და სამუდამოდ ამომეშალა მათი სახელები ცოცხლების
სიიდან, რადგან, ეს ცრუ კერპები, ეს ცრუ მმართველები, ერის სირცხვილს რომ თავი
დავანებოთ, ჩვენი სამშობლოს განადგურება და აღსასრულია... ამ შეკრების ოფიციალური საბაბი
უნარშეზღუდული ადამიანებისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა იყო და ეს, ვითომდა
საქველმოქმედო საღამო, ელიტის მორიგ ორგიად გადაიქცა. ეს ძალად შემოქმედნი და
ქველმოქმედნი ისე დათვრნენ და ისე გაბრუვდნენ ნარკოტიკებით, რომ ჯერ გაშიშვლდნენ და
მუსიკალურ შადრევანში გადაეშვნენ, შემდეგ კი, კოლექტიური სექსი გააჩაღეს და
ვიდეოკამერებსაც კი არ მორიდებიან, რომლებიც იქაურობას აკონტროლებდნენ უსაფრთხოების
მიზნით. თუმცა, რომელ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი და რა გვევიდეოკამერება ჩვენ საცოდავებს,
როდესაც ასეთი ხალხის ხელშია ქვეყნის უსაფრთხოება და კიდეც ვიმკით მოსავალს... ამ
საღამოზე მე ერთ-ერთი უცხოური ფირმის წარმომადგენლის სტატუსით, ვიმყოფებოდი, რა
თქმა უნდა, კარგად შენიღბული. სინამდვილეში, მსგავსი ფირმა არ არსებობს და ეს ტყუილი მე
იქ შესაღწევად დამჭირდა. საღამოზე იმყოფებოდა ვინმე უსმანიც, ერთ-ერთი
ჩრდილოკავკასიელი ტერორისტი, რომელიც ბიზნესმენობას იყო ამოფარებული, სინამდვილეში
კი, ხალხის ხოცვა-ჟლეტასთან ერთად, ნარკოტიკებითაც ვაჭრობდა და, რაც უნდა სამწუხარო
იყოს, საქართველოს მთავრობა მას „კრიშავდა“... უსმანი ამ საღამოზე ქველმოქმედის სტატუსით
წარდგა და მიუხედავად ნარკობარიგობისა და ტერორისტობისა, მისთვის მიუღებელი იყო იქ
არსებული სიტუაცია, ამიტომ, ჩემთან მოვიდა და მითხრა:

– ამერიკელი ბრძანდებით, სერ?

– დიახ. თქვენ?

– მე ჩრდილოკავკასიელი ვარ.

– ესე იგი, რუსების მტერი?


– თავისთავად, – თვითკმაყოფილებით მომიგო უსმანმა და ხელი გამომიწოდა: – უსმანი!

– სტივი.

– მისტერ სტივ, გატყობთ, რომ, რაც აქ ხდება, სულაც არ გეპიტნავებათ, ისევე, როგორც მე.

– საიდან მიხვდით?

– სახეზე გაწერიათ.

– თქვენ ფიზიონომისტი ყოფილხართ, – ვუთხარი უსმანს ღიმილით, – მიუხედავად იმისა, რომ


თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ, ჩვენთან ასეთი თავგასულობა ნამდვილად არაა
მიღებული. თანაც, მე ძველი ტრადიციების კაცი ვარ და, რომ არა საჭიროება, რასაც ჩემი ფირმის
ინტერესები მკარნახობს, აქ ფეხსაც არ მოვდგამდი.

– მეც ჩემი ფირმის ინტერესების გამო ვარ აქ, თორემ, ამ ურჯულოებთან რა მესაქმება, – მომიგო
ჩემი გულახდილობით შეგულიანებულმა უსმანმა და დაამატა, – შეხედეთ, შეხედეთ მისტერ
სტივ, განა ესენი მამაკაცები არიან, ესენი კი – ქალები?

უსმანი სიმართლეს ამბობდა. მისი სიტყვები შხამიანი ისარივით მომხვდა გულზე, მაგრამ, იმ
მომენტში ამერიკელი ვიყავი და შედარებით დიპლომატიურად ვუთხარი:

– რას იზამ, ჩემო კარგო, ასეთია მათი დემოკრატია და, თუკი მათ ასე სურთ, ჩვენ რას
ვუშველით.

– დიახ, რა თქმა უნდა, – ირონიულად დამიდასტურა უსმანმა.

– თქვენ თქვენი ფირმა ახსენეთ და, ნება მიბოძეთ, გკითხოთ, – ვუთხარი უსმანს, – ბიზნესმენი
ბრძანდებით?

– უსმანმა ყელი მოიღერა და ხაზგასმული სიამაყით მომიგო:

– ჩემი ბიზნესი რუსების განადგურებაა და ჩემი ფირმა ყოველმხრივ ასრულებს ამ მისიას.

– გასაგებია, გასაგები, – მხარზე ხელი მოვუთათუნე უსმანს, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ


იცოდა, რომ მე მასზე თითქმის ყველაფერი ვიცოდი და იმ საღამოზეც მასზე სანადიროდ ვიყავი
მისული.

უსმანი მართლაც ნადირობდა რუსებზე და მათ რამდენიმე ტერორისტული აქტიც კი მოუწყო.


თუმცა, თავისი კარიერა მან ქართველების ხოცვით დაიწყო და აფხაზეთის ომში საშინელ
სისასტიკეს სჩადიოდა. სოხუმის დაცემის დღეს კი, 27 სექტემბერს, ოჩამჩირეში მან ერთი
ქართველის ოჯახი პირადად გაწყვიტა. მან ჯერ ოთხი ქალი – ბებია, შვილი და ორი
არასრულწლოვანი გოგონა ძელზე მიბმული მამაკაცების თვალწინ გააუპატიურა, შემდეგ იმ ორ
მამაკაცს ქალების თვალწინ თავები დააჭრა და ფეხბურთი ითამაშა, ბოლოს კი ნამუსახდილი
ქალებიც დახოცა ავტომატის ჯერით. ამ დროს ოჯახის უფროსი, ბატონი ვასო, ფრონტის წინა
ხაზზე იბრძოდა, მძიმედ დაიჭრა და მისმა თანამებრძოლებმა ის თბილისში ჩამოიყვანეს.
ბატონი ვასო ერთი თვე კომაში იყო და მხოლოდ მას მერე შეიტყო თავისი ოჯახის ტრაგედიის
ამბავი, როდესაც გონს მოვიდა და ის ერთ-ერთმა მეზობელმა ქალმა, ეროვნებით აფხაზმა,
მოინახულა პალატაში. ის ქალი ქართველის ცოლი იყო და იძულებული გახდა, თბილისში
გადმოხვეწილიყო. ბატონმა ვასომ შეძლო ფეხზე დადგომა და გამოჯანმრთელების შემდეგ
სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა, იქ ბიზნესი წამოიწყო და ზღაპრულად გამდიდრდა. სწორედ
მისი შეკვეთა მქონდა აღებული, რაც პირადად მომცა, როდესაც მას რიო-დე-ჟანეიროში, ცნობილ
კლუბ „ფლამინგოში“ შევხვდი. იქ, რა თქმა უნდა, შენიღბული ჩავედი და წარმოდგენაც არ
მქონდა, ვის და რისთვის უნდა შევხვედროდი. სულ ერთიანად გაჭაღარავებული ვასო ფეხზე
ადგომით შემომეგება, ხელი ჩამომართვა და ინგლისურად მითხრა:

– დაბრძანდით.

– სენიორ, მე პორტუგალიურიც კარგად ვიცი და, თუ ინგგლისურად ლაპარაკი არ გსურთ,


შემიძლია, მშობლიურ ენაზე გესაუბროთ, – ვუთხარი შემკვეთს, რომლის ვინაობაც იმ მომენტში
არ ვიცოდი.

– არც პორტუგალიურია ჩემი მშობლიური ენა, – უკვე პორტუგალიურად მომიგო ვასომ, – მე


ქართველი ვარ და ვასო მქვია.

– სადაური? ქართველი?

– დიახ. ჩემი სამშობლო კავკასიაში მდებარეობს და ძალიან ლამაზია, ბევრად უფრო ლამაზი,
ვიდრე აქაურობა, – ნაღვლიანად მითხრა ვასომ.

– მისტერ ვასო, სამწუხაროდ, ქართული არ ვიცი.

– არა უშავს, პორტუგალიურად ვილაპარაკოთ, – მითხრა ვასომ, შემდეგ თავისი ოჯახის


ისტორია დაწვრილებით მომიყვა და ასე დაასრულა: – როგორც ვიცი, იმ უსმანს რუსეთის
უშიშროება ეძებს, ის კი საქართველოს აფარებს თავს. მე მილიონ დოლარს გადაგიხდით, თუკი
მას ცოცხალს მომგვრით.

– რიოში მოგიყვანოთ?

– არა, თბილისში, აი, ამ მისამართზე, – მითხრა ბატონმა ვასომ და თბილისის კონსპირაციული


ბინის მისამართი და მობილურის ნომერი მომცა.

აი, ასეთი პრეისტორია ჰქონდა უსმანთან შეხვედრას თბილისური ბომონდის „ტუსოვკაზე“,


სადაც მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არც მთავრობას, არც ელიტას და არც ჩვენი ქვეყნის
მხარდამჭერ უცხოელებს, საქართველოს ბედ-იღბალი არ ადარდებთ და ხალხი ფეხებზე
ჰკიდიათ. უსმანი და უსმანისნაირი ნაძირლები კი პირველივე ხელსაყრელ მომენტში ზურგში
ლახვარს ჩასცემენ ჩვენს სამშობლოს და კვლავ ისე გულცივად და აზარტით ითამაშებენ
ფეხბურთს ქართველების მოჭრილი თავებით, თანაც, რუსთაველის გამზირზე, რომ წარბსაც არ
შეიხრიან. საქართველოს მთავრობა კი ასეთ ნაძირლებსა და გარეწრებს გულში იხუტებს, მათ
თავშესაფარს აძლევს და ყოველმხრივ უწყობს ხელს.
უსმანის მიხრჩობის სურვილი იქვე მომივიდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მე მას
ზურგზე მოვუთათუნე ხელი და ვუთხარი:

– უსმან, ჩემო მეგობარო, თქვენთან სარფიანი შემოთავაზება მაქვს. მოდი, აქაურობას


მოვშორდეთ, ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ამ საზიზღრობებს ვუყურო.

– კარგი, ჩემთან გეპატიჟებით, – მითხრა უსმანმა და „ტუსოვკა“ დავტოვეთ.

სანამ მანქანამდე მივიდოდით, უკვე შემუშავებული მქონდა მოქმედების ძალიან მარტივი გეგმა:
უსმანი თავისსავე მანქანაში უნდა მიმეძინებინა სპეციალური პულვერიზატორით, შემდეგ კი
ბატონი ვასოსთვის მიმეყვანა, რომელიც უკვე თბილისში იმყოფებოდა და მოუთმენლად
მელოდა. თუმცა, ყველაფერი ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმოვიდგენდი.
გარეთ რომ გავედით, უსმანს სამი პირადი მცველი შემოეხვია და მათთან ერთად ჩავჯექი
ძვირად ღირებულ, შავი ფერის „ჯიპში“, სადაც მძღოლი გველოდა. ერთი მცველი მძღოლის
გვერდით მოკალათდა, დანარჩენი ორი კი აქეთ-იქიდან მოგვისხდა და მანქანაც დაიძრა... „აბა,
კოკი, მიდი, ახალგაზრდობა გაიხსენე“, – გუნებაში ვუთხარი საკუთარ თავს, ხმამაღლა კი ვთქვი:

– უსმან, გააჩერონ მანქანა, გული მერევა.

მძღოლმა მანქანა გააჩერა და ჩემ გვერდით მჯდომი მცველი გარეთ გადავიდა, რომ ჩემთვის გზა
გაეთავისუფლებინა. მე მანქანიდან მოკუნტული გადმოვედი, გადასულს წიხლი ვკარი და
მიწაზე გავაგორე. შემდეგ ელვისებურად შემოვტრიალდი და მაყუჩიანი პისტოლეტიდან ჯერ
უსმანის გვერდით მჯდარი მცველი მოვკალი, შემდეგ – მძღოლის გვერდით მჯდარი მცველი,
მას მძღოლიც მივაყოლე და ბოლოს მიწაზე გართხმულ მცველსაც მოვუღე ბოლო. ეს ყველაფერი
ორ წამში მოხდა და გაოგნებულ უსმანს ჯერ პისტოლეტი მივუშვირე, შემდეგ პულვერიზატორი
მივასხურე და გავთიშე... უსმანი ბატონი ვასოს კონსპირაციულ ბინაში სხვა მანქანით მივიყვანე
და, შემკვეთს რომ გადავეცი, პორტუგალიურად ვუთხარი:

– შეიძლება, რომ შურისძიების პროცესს დავესწრო?

– შეიძლება, – არაადამიანური გამომეტყველებით მომიგო ვასომ, შემდეგ უსმანი, რომელსაც


სიცოცხლეში პირველად და უკანასკნელად ხედავდა, სარდაფში ჩაათრია, გააშიშვლა, მარცხენა
ფეხის ცერი თითით ჯაჭვზე ჩამოკიდა და გამოაღვიძა:

– რჯულძაღლო, მოემზადე საშინელი სიკვდილისთვის!

ვასო, უსმანს რუსულ-ქართულად ელაპარაკებოდა. უსმანს ქართული კარგად ესმოდა და


თავადაც შეეძლო ლაპარაკი. ამიტომ მან ქართულადვე მიუგო ვასოს:

– შურისმაძიებელი ხარ? სამწუხაროა, რომ არ დაესწარი, როგორ დავხოცე შენიანები. შენს


ბიჭებს წიწილებივით წავაგდებინე თავები და ფეხბურთი ვითამაშე. შენი ცოლი, ქალიშვილი და
შვილიშვილები კი ძუკნებივით ვიხმარე.
უსმანს ამ საქციელით თავისი ვაჟკაცობისთვის უნდოდა ხაზის გასმა და ვასოს უმტკიცებდა, რომ
არც მისი და არც სიკვდილის არ ეშინოდა. ვასომ მშვიდად მოუსმინა მას, შემდეგ კი სასქესო
ორგანო მოჰკვეთა, პირში ჩაუტენა და სანამ ის გონებას დაკარგავდა, უთხრა:

– ეს ერთი. წინ კიდევ მრავალი სიურპრიზი გელოდება...

იმ საშინელების აღწერას, რაც ვასომ უსმანს დამართა, არ ვაპირებ, მაგრამ, ერთს კი ვიტყვი, რომ
ეს იყო ჯოჯოხეთი. უსმანი მაშინაც კი ცოცხალი იყო, როდესაც მისი დანაწევრებული სხეულის
ნახევარი უკვე მშიერ ვირთაგვებს ჰქონდათ შეჭმული, რომლებიც ბატონმა ვასომ სპეციალურად
ამ შემთხვევისთვის შეიძინა. მე ამ პროცესს ბოლომდე დავესწარი და, როცა უსმანის თავიც
ჩაუვარდა ვირთხებს, ვასოს ქართულად ვუთხარი:

– ასე უნდა დაემართოს ყველა იმ ადაიმანს, ვისაც ქართველების მოკვეთილი თავებით უთამაშია
ფეხბურთი ან ოდესმე აპირებს ამის გაკეთებას.

ვასოს განსაკუთრებული გაოცება არ გამოუხატავს იმის გამო, რომ ქართულად დაველაპარაკე და


მომიგო:

– ამინ! მშვიდობით, ჩემო მეგობარო, დიდი მადლობელი ვარ ყველაფერ იმისთვის, რაც
გამიკეთე.

ჩემ მიერ აღწერილი ისტორია, რა თქმა უნდა, საშინელი, საზარელი რამაა, მაგრამ, ასეთი დღე
მოელის ყველა მოძალადესა და ნაძირალას და შურისძიების მახვილი ყველგან და ყოველთვის
მისწვდება მათ.

– „სისხლი სისხლის წილ“, ჩემო კოკი, ესაა ყველაზე სწორი ფორმულა, რაც ადამიანებს
მოუფიქრებიათ, – მასწავლიდა ერთ-ერთი კოჯრელი ინსტრუქტორი და დასძენდა: – მეორე
ლოყის მიშვერის პრინციპი მხოლოდ და მხოლოდ კეთილშობილი, იდეალურთან
მიახლოებული საზოგადოებისთვისაა მისაღები, ჩვენ კი ეს არ გამოგვადგება და სწორედაც
ძველი აღთქმის ამ ფორმულით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ იდეალურთან მიახლოებული
საზოგადოება შევქმნათ და დავიცვათ.

ჩემი ზემოხსენებული ინსტრუქტორი ფილოსოფიური წყობის კაცი იყო და, რასაც ამბობდა,
კარგად რომ დავფიქრდებოდი, ვრწმუნდებოდი, რომ მართალი იყო. სახელმწიფოებს შორის
ურთიერთობებში მხოლოდ და მხოლოდ თანასწორუფლებიანი, პარიტეტული მოქმედებებია
მიღებული, დარტყმაზე ყოველთვის დარტყმით გიპასუხებენ და მეორე ლოყას არავინ
მოგიშვერს – კიდევ დამარტყიო. ასეთ ურთიერთობებზე იყო აგებული მთელი საბჭოთა-
ამერიკული ურთიერთობები და ერთ დარტყმას ყოველთვის მეორის საპასუხო დარტყმა
მოჰყვებოდა ხოლმე. ჩვენ კი, ანუ სპეცაგენტები, ამ დარტყმებს ვახორციელებდით და ამგვარად
ვიცავდით ქვეყნის პრესტიჟსა და უსაფრთხოებას.

ერთხელ შჩუკინმა თავისთან დამიბარა და მითხრა:

– ვაშინგტონში უნდა გაემგზავრო და ამერიკელებს დაანახვო, ვინ ვინ არის.


– არაერთხელ დაგვინახვებია და არც ამჯერად დავიხევთ უკან. ბრძანეთ, რა მევალება!

– რა და, სამი დღის წინ მათმა სახელმწიფო მდივანმა ერთ-ერთ კერძო საუბარში საბჭოეთი
განავლის კასრად მოიხსენია და თქვა, რომ თავზე რომ არ გადაგვესხას, ეს კასრი უნდა
დავცალოთო. ამიტომ, შენ, 4 ივლისს, ანუ ამერიკის დამოუკიდებლობის ზეიმის დროს, გაუშვებ
ჰაერში უზარმაზარ საჰაერო ბურთს. ეს ბურთი გარკვეულ კვადრატში გასკდება და პატივცემულ
ამერიკელებს თავზე ფეკალური მასა გადაესხმევათ. გასაგებია?

გასაგები იყო შჩუკინის სიტყვები, მაგრამ ყველაფერი ეს არასერიოზულად მივიჩნიე. თუმცა,


უფროსობის ბრძანება გადასინჯვას არ ექვემდებარება და შჩუკინს გამოვეჯგიმე:

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო!

ვიქტორ იაკოვლევიჩმა გამომცდელად შემხედა და მითხრა:

– გეტყობა, რომ ჩემი ეს დავალება არასერიოზულად მიიჩნიე, მაგრამ, გარწმუნებ, სახელმწიფო


პოლიტიკაში წვრილმანები არ არსებობს. იცი, რისთვის დატოვა ერთხელ საბჭოთა კავშირის
საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა საფრანგეთის დამოუკიდებლობის
დღისადმი მიძღვნილი პარადი პარიზში?

– რის გამო?

– რის გამო და, საპატიო სტუმრებისთვის განკუთვნილ ლოჟაში მას მეორე რიგში მიუჩინეს
ადგილი. ხომ ვითომ არაფერია, მაგრამ, მან ეს დემარში პროტესტის ნიშნად ჩაატარა და
პირადად სტალინის შექებაც დაიმსახურა. ჩემი დავალება კი პირადად ლეონიდ ბრეჟნევისგან
მომდინარეობს. ჩვენს მეთაურს რომ მოახსენეს ამერიკელი მაღალჩინოსნის ეს ფრაზა, ლეონიდ
ილიჩს უთქვამს – ანახვეთ ამერიკელებს, როგორია თავზე დასხმული ფეკალიებიო.

– ყველაფერი გასაგებია. მზად ვარ დავალების შესასრულებლად! – ვუთხარი გენერალს და ორი


დღის მერე ამერიკაში ჩავედი.

ამერიკაში კიდევ ოთხი საბჭოთა არალეგალი მზვერავი შემომიერთდა და ჩვენ, ერთობლივი


ძალებით, ისეთი შოუ მოვუწყვეთ მოზეიმე ამერიკელებს, რომ ეს მათ არასოდეს
დაავიწყდებოდათ. მთელ ამ პროცესს სპეციალური კამერებით იღებდნენ და ნათლად აღიბეჭდა
ფირზე, თუ როგორ გადმოესხა თავზე ათი ტონა ფეკალური მასა ამერიკის პოლიტიკურ ელიტას,
როდესაც ჰაერში მფრინავი ბურთი გასკდა...

მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინი დიდი სიხარულით შემომეგება და მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, კარგი ოინი მოუწყვეთ ამერიკელებს. თურმე, როდესაც ლეონიდ ილიჩს ეს
კადრები უჩვენეს, გულიანად ხარხარებდა და ამბობდა, ამერიკელებმა სასარგებლო შხაპი
მიიღესო...

მსგავსი უხამსობები სკოლის ონავარ მოსწავლესაც კი არ შეეფერება, მაგრამ, მსოფლიო


პოლიტიკის ლიდერები ზოგჯერ მაჩანჩალა „შკოლნიკებზე“ უარესად იქცევიან. მე და ჩემი
კოლეგები კი იძულებულები გავმხდარვართ, რომ მათ ნებას დავყოლოდით, რადგან,
სპეცდავალებების შესრულება ჩვენი უშუალო მოვალეობა იყო და „ამერიკელების განბანვა“
სპეცოპერაციების რანგში გადიოდა.

ამერიკელებისთვის ჩაშხამებული ზეიმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი


დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდათ, ყველა მშვენივრად მიხვდა, თუ ვინ მოაწყო ეს აქცია.
ამიტომ, „ლენგლიში“ საპასუხო ოპერაციის მომზადებას შეუდგნენ. ეს ჩვენმა ხელმძღვანელობამ
თავიდანვე გაითვალისწინა და „ცეერუელ“ ინფორმატორს დაავალეს, ამის შესახებ რაც შეიძლება
მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა. შჩუკინი ვარაუდობდა, რომ საპასუხო აქციას შვიდი
ნოემბრისთვის, სოციალისტური რევოლუციის წლისთავისთვის დაგეგმავდნენ ამერიკელები. ამ
დღეს მოსკოვში, წითელ მოედანზე, მშრომელთა დემონსტრაცია და სამხედრო აღლუმი
იმართებოდა ხოლმე, რომელსაც პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა.

– თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკელები მთელი მსოფლიოს თვალწინ, პირდაპირ


ეთერში შეეცდებიან ჩვენს ლაფში ამოსვრას და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, –
მითხრა შჩუკინმა, როდესაც ამერიკული „ღონისძიების“ პატაკი მიიღო ჩემგან და დაამატა: –
გული მიგრძნობს, ამ ოპერაციას გაგრძელება ექნება. ამიტომ, მზად იყავი.

– მე ყოველთვის მზად ვარ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, რომ ამერიკელებს შხაპი მივაღებინო.

– ძალიან კარგი. ახლა კი წადი და დაისვენე.

4 ივლისის აქციიდან სამი თვის შემდეგ, ანუ, 7 ნოემბრამდე ერთი თვით ადრე, „ლენგლიდან“
შეგვატყობინეს, რომ ამერიკელების საპასუხო სვლა სულ სხვა ხასიათის იყო, ვიდრე ჩვენ მიერ
მოწყობილი „შხაპი“. ვიქტორ იაკოვლევიჩმა სასწრაფოდ თავისთან დამიბარა და მითხრა:

– „ცეერუდან“ გვაცნობეს, რომ ამერიკელებს საშინელების დატრიალება სურთ საშვიდნოემბრო


აღლუმზე.

– რას გულისხმობთ, ამხანაგო გენერალო?

– რას და, ისინი აპირებენ, რომ შუა წითელი მოედნიდან „მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტა გაუშვან
და, რას ნიშნავს ეს, შენთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს.

„მიწა-ჰაერის“ ტიპის რაკეტას დიდი დამანგრეველი ძალა გააჩნია და წითელი მოედნიდან


გაშვებული რაკეტა ნგრევის გარდა, დიდ მსხვერპლსაც გამოიწვევდა. მსგავსი ტიპის რაკეტიანი
მანქანები, ისევე, როგორც დანარჩენი სამხედრო ტექნიკა, სრული საბრძოლო აღჭურვილობით
გამოჰყავდათ ხოლმე წითელ მოედანზე და დავადგინეთ, რომ ამერიკელები საბჭოთა ოფიცრის
ხელით გეგმავდნენ ამ სატანური გეგმის განხორციელებას. ეს ყველაფერი რომ გავიაზრე,
შჩუკინს ვკითხე:

– „ცეერუმ“ უკვე მოამზადა ეს ოპერაცია?


– დიახ. კაპიტანი სვინინი და მაიორი გრუშინი ჰყავთ მოსყიდული. ისინი სხვადასხვა ეკიპაჟის
მეთაურები არიან და, მილიონი დოლარის საფასურად „მიწა-ჰაერი“ შუა აღლუმის დროს უნდა
გაუშვან.

– ორი რაკეტა?

– არა. ერთ-ერთი; უფრო სწორად, გრუშინი დაზღვევაა – თუკი სვინინი ვერ მოახერხებს
გაშვებას, მაშინ გრუშინი ამოქმედდება.

– რა პრობლემაა, ამხანაგო გენერალო, ოფიცრები ავყაროთ, რაკეტებს კი გამშვები მექანიზმი


დავუბლოკოთ და ქობინები მოვხსნათ – ვუთხარი შჩუკინს. მან კი თავი გააქნია და მომიგო:

– ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებისთვის აუცილებელია და, წესით, უნდა


განვახორციელოთ, მაგრამ, ლეონიდ ილიჩს რომ მოახსენეს, მან მტკიცედ თქვა: „ჩვენი სამხედრო
აღლუმის განაწესში არაფერი შეიცვლება და წითელ მოედანზე სრული საბრძოლო
აღჭურვილობის მქონე ჯარი გაივლის, მოღალატე ოფიცრები კი დააპატიმრეთო“. მაგრამ,
ყველაფერ ამაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამერიკელებმა ასეთი აგრესიული სვლა შეიმუშავეს
და ამის უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ?

– რას და, ხელმძღვანელობის კატეგორიული მითითებით, რაც პირადად ბრეჟნევისგან


მომდინარეობს, 7 ნოემბერს ამერიკელებს უნდა მოვუწყოთ ცეცხლოვანი ფოიერვერკი,
რომელსაც დიდი მატერიალური ზარალი უნდა მოჰყვეს, მაგრამ, ერთი ადამიანიც კი არ უნდა
დაშავდეს. ამ ოპერაციას კი შენ უხელმძღვანელებ. გახსოვს, რომ გითხარი, გული მიგრძნობს,
კვლავ დაგვჭირდები-მეთქი?

– რა უნდა გავაკეთო?

– ოჰაიოში ამერიკელების სამხედრო საწყობი უნდა ააფეთქო, სადაც ისინი „მიწა-ჰაერის“ ტიპის
რაკეტების ქობინებს ინახავენ. მაგრამ, გახსოვდეს, ერთი ადამიანიც კი არ უნდა დაშავდეს.
თანაც, ეს ყველაფერი 7 ნოემბერს უნდა მოხდეს.

7 ნოემბერს მოსკოვსა და ოჰაიოში საბჭოთა უშიშროებამ ორი ერთდროული ოპერაცია ჩაატარა.


იმ დროს, როდესაც ლუბიანკელმა ჩეკისტებმა ოფიცრები – სვინინი და გრუშინი დააპატიმრეს
და წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმი დაიწყო, მე და ჩემმა დივერსანტმა ხელქვეითებმა
მიწისქვეშა საწყობი ავაფეთქეთ, მისი დაცვა კი მანამდე გავანეიტრალეთ და უსაფრთხო
ადგილზე გაკოჭილები დავტოვეთ, რომ არავინ დაზარალებულიყო... სანამ წითელ მოედანზე
რევოლუციის წლისთავს ზეიმობდნენ, ოჰაიოში მძლავრი აფეთქებები ხდებოდა და ამერიკამ 750
მილიონი დოლარის ზარალი მიიღო.

შეერთებული შტატების ოფიციოზი, რა თქმა უნდა, მშვენივრად მიხვდა, სინამდვილეში რა


მოხდა, მაგრამ, მათ არანაირი საბუთი არ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ოჰაიოს
ტრაგედია უბრალო დაუდევრობად მონათლეს...
მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო და მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, ამ წარმატებისთვის შენ და შენს ხელქვეითებს ჯილდოები და რიგგარეშე ჩინები


მოგეცემათ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ შენი ნახვა ლეონიდ ილიჩს სურს.

– ვის?

– ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს. ნუ ღელავ. მოსკოვში დარჩი, მოემზადე და მოგაკითხავთ. ახლა კი


დაისვენე.

ქვეყნის პირველ პირთან შესახვედრად მე, შჩუკინი და ანდროპოვი ერთად გავემგზავრეთ


ანდროპოვის დაჯავშნილი „ზილით“ არა კრემლში, არამედ, მოსკოვის მახლობლად,
გენერალური მდივნის აგარაკზე.

ლეონიდ ბრეჟნევი საკმაოდ ინფორმირებული, მახვილგონიერი და ხაზგასმულად


კეთილგანწყობილი ადამიანი აღმოჩნდა. ის გულთბილად შემხვდა, ხელი მაგრად ჩამომართვა
და მითხრა:

– ყოჩაღ, ამხანაგო კოკი, ყოჩაღ. ამერიკელები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ჩვენი დიადი
ქვეყნის ლაფში ამოსვრის მცდელობა მათ პრაქტიკულ აპსექტში შეუბრუნდათ უკან და საკმაოდ
დამსახურებულადაც.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – გამოვეჯგიმე ბრეჟნევს, მან კი მხარზე ხელი მომითათუნა და


ყველანი სუფრასთან მიგვიწვია, რომელიც ხეების ქვეშ იყო გაშლილი.

ბრეჟნევის აგარაკზე ხუთიოდე საათი გავატარე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემი ღვაწლი ქვეყნის
წინაშე ყველაზე მაღალ დონეზე დაფასდა. ეს ასეც მოხდა – მეორე დღეს გამომიცხადეს, რომ
პირადად ლეონიდ ბრეჟნევმა მოსკოვის მახლობლად აგარაკი მაჩუქა. სხვათა შორის, ეს აგარაკი,
ისევე, როგორც მოსკოვის ბინა, დღემდე ჩემს მფლობელობაშია და მათ გაყიდვას არ ვაპირებ.
გენერალური მდივნის აგარაკიდან საუკეთესო შთაბეჭდილებებით წამოვედი, ბრეჟნევზე
დადებითი აზრი ჩამომიყალიბდა და შემიძლია, ეს დღესაც დავადასტურო. ეგრეთ წოდებული,
„ზასტოის“ შემოქმედი ქვეყანას თვრამეტი წლის განმავლობაში მართავდა და სწორედ იმ
პერიოდში მოვახერხეთ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გაგვესწრო სამხედრო კუთხით
და არც საბჭოთა მოქალაქეები ცხოვრობდნენ ცუდად. ყოველ შემთხვევაში, სამუშაო ყველას
ჰქონდა და არავის შიოდა. საქართველო კი, რაც არაერთხელ აღმინიშნავს, საბჭოთა
რესპუბლიკებში ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩეოდა და ამ მხრივ მას ტოლი არ
ჰყავდა. მოწინავენი იყვნენ ქართველი ხელოვანები, მეცნიერები, სპორტსმენები და, მართალია,
ზოგჯერ დაპირისპირებებსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ, საბჭოთა კავშირი მაინც დადებითი
მოვლენა იყო მის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკებისა და მთლიანად
კაცობრიობისთვისაც.

ერთხელ, ეგრეთ წოდებული ამერიკელი „ქორების“ ძალიან ვიწრო წრის შეხვედრაზე


ვიმყოფებოდი ნიუ-იორკში, რომელიც ერთ-ერთ ელიტურ კლუბში შედგა და მისი მონაწილეები
აბსოლუტურად გულახდილად გამოთქვამდნენ საკუთარ აზრებს. „ქორები“ იმ ამერიკული
კასტის წევრები არიან, რომელთა ძალისხმევითაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. შუა ლაპარაკის
დროს ერთ-ერთმა მათგანმა დიდი თვითკმაყოფილებით თქვა:

– თქვენ წარმოიდგინეთ, ძმებო, თუ როგორ შეგვეკვეცებოდა ფრთები, ჩვენი გრანდიოზული


მიღწევების ხუთი პროცენტიც კი არ გვექნებოდა, საბჭოეთი რომ არ დაგვენგრია. ისინი ხომ
გლობალურ პრობლემებს წყვეტდნენ, გლობალურად გვიშლიდნენ ხელს და, რეალურად, ჩვენზე
ბევრად ძლიერებიც იყვნენ.

– ნება მიბოძეთ, სერ, გკითხოთ, – მივმართე თვითკმაყოფილ „ქორს,“ – თუკი საბჭოეთი


ამერიკაზე ძლიერი იყო, მაშ, როგორ დაანგრია ის ამერიკამ?

– ეს მართლაც პარადოქსულად გამოიყურება, მისტერ ევროპელო ჟურნალისტო, – მომიგო


„ქორმა,“ – მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ რამდენიმე ჩვენი აგენტი გვყავდა უმაღლეს
პარტიულ საბჭოთა ელიტაში. ისინი, რომ იტყვიან, ხის კენწეროში აფრინდნენ, მერე კი
საბჭოეთის დაშლა ტექნიკის საქმე იყო. ანუ, ქვეყანა თავიდან დაინგრა და არა საფუძვლიდან.

– გამოდის, რომ საბჭოთა ფუნდამენტი კიდევ არსებობს? – ვკითხე „ქორს“.

– ის კიდევ დიდხანს იარსებებს.

– ესე იგი, არსებობს საშიშროება, რომ ის კვლავ აღდგეს?

– ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს და სწორედ აქეთკენაა მიმართული მთელი ჩვენი


ძალისხმევა. ამ ფუნდამენტზე ახალი შენობის აგება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ,
ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში და ამისთვის ჩვენ ორმოცდაათი წელი გვჭირდება. ანუ, ძველი
თაობა მთლიანად უნდა გაქრეს...

ასეთი იყო „ქორის“ პასუხი. მე მეტი არაფერი მითქვამს მისთვის. შემდეგ პატარა წვეულება
გაიმართა, მოიტანეს საუცხოო შამპანური და სწორედ ამ შამპანურმა მოწამლა ის „ქორი“,
რომელსაც მე რამდენიმე შეკითხვა დავუსვი. „ქორის“ ლიკვიდაცია მე განვახორციელე და
სწორედ ამ მისიით ვიყავი იქ. შეკვეთა კი ერთ-ერთმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა მომცა,
რომელსაც „ქორი“ წინსვლაში უშლიდა ხელს და ამ საქმეში 600 ათასი დოლარი გადამიხადა.
ანუ, ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ჩემი პოლიტიკური და, ასევ თქვათ, სამსახურებრივი, უფრო
სწორად კი – პროფესიული ინტერესები, ერთმანეთს დაემთხვა.

შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამერიკელების ხოცვა სიამოვნებას მგვრის. უნდა ვთქვა, რომ,
არათუ ამერიკელების, არამედ, არავის ხოცვა არ მსიამოვნებს, ეს გადაუდებელი
აუცილებლობითაა გამოწვეული და არა ჩემი მანიაკური მისწრაფებებით. მანია და მოვალეობა
რადიკალურად დიფერენცირებული ცნებებია და ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა
და დედამიწა. მართალია, ორივე შემთხვევაში ერთსა და იმავე შედეგს ვიღებთ და საქმე
მკვლელობით მთავრდება, მაგრამ, მანიაკი საზოგადოებისთვის საშიში სუბიექტია, ჩვენ კი,
პირიქით, საზოგადოებას ვიცავთ. ასეთი თვითშეგნებით ვიმსახურე „კაგებეში“ ათწლეულები და
ასევე ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ საქმიანობას. ვერანაირი ფული და სიმდიდრე ვერ
მაიძულებს ამ პრინციპიდან გადახვევას და არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებ ხელს შეკვეთას,
თუ ის ჩემს რწმენას ეწინააღმდეგება. რამდენჯერმე კი ყოფილა შემთხვევა, რომ შემკვეთის
წინააღმდეგ მიმოქმედია და სამსხვერპლოს დავხმარებივარ.

ერთხელ, შემკვეთმა თელ-ავივში დამიბარა შეხვედრაზე და, როდესაც მივედი, მითხრა:

– თქვენზე მითხრეს, საუკეთესოაო.

– სწორად უთქვამთ. გისმენთ, – ვუთხარი შემკვეთს, რომელიც გულდასმით მაკვირდებოდა და


ჩემთვის თვალებში ჩახედვა უნდოდა, მაგრამ, ჩემი შავი სათვალე არ აძლევდა ამის საშუალებას.

– მისტერ, მე თქვენ ძალიან დიდ თანხას გთავაზობთ საქმეში, მაგრამ იმის სრული გარანტია
უნდა მომცეთ, რომ ყველაფერი ბოლომდე გაკეთდება, – მითხრა შემკვეთმა, – სხვა თუ არაფერი,
ეს თქვენი ღირსების საქმეა.

– მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩემი ღირსება არასდროს შემილახავს და ეს არც ამჯერად მოხდება,
ხოლო, რაც შეეხება სრულ გარანტიებს, ეს გამორიცხულია. ჩვენს საქმეში სრული გარანტიის
მიცემა არაპროფესიონალიზმია. სრული გარანტიის მიცემა მხოლოდ ღმერთს შეუძლია, მე კი
ღმერთი არ ვარ, მე ვარ პროფესიონალი და, როგორც თქვენ თქვით ჩვენი საუბრის დასაწყისში –
საუკეთესო, – მივუგე შემკვეთს და დავამატე, – თუ დაგაკმაყოფილათ ჩემმა პასუხმა, საქმეზე
გადავიდეთ.

– თქვენმა პასუხმა აბსოლუტურად დამაკმაყოფილა, – მითხრა შემკვეთმა და ფოტოსურათი


მაჩვენა, – აი, თქვენი სამიზნე. თქვენ ის უნდა გაანადგუროთ და ამაში 300 ათას დოლარს
გადაგიხდით.

სამასი ათასი დოლარი ნამდვილად არ იყო დიდი ფული, როგორც ამას ხაზი გაუსვა შემკვეთმა,
ბევრჯერ ბევრად უფრო დიდი თანხა ამიღია მსგავს შეკვეთაში. თუმცა, შემკვეთისთვის ამაზე
არაფერი მითქვამს და ვკითხე:

– ობიექტის ადგილსამყოფელს თქვენ მეტყვით თუ მე უნდა მოვძებნო?

– ეს სუბიექტი მოსკოვში ცხოვრობს და მისი მოძებნა არ გაგიჭირდებათ.

– კარგი. ფული ხვალ უნდა ჩამირიცხოთ სრულად და მაქსიმუმ ორ კვირაში ყველაფერი მზად
იქნება.

– მოვილაპარაკეთ.

– მშვიდობით, – ვუთხარი შემკვეთს და შეხვედრის ადგილი პირველმა დავტოვე.

შეკვეთის ობიექტი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი იყო, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და,
მართალია, მე მას პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ, მის საქმეებზე ბევრი მსმენოდა. ის ჯერ კიდევ
კომუნისტების დროს, ახალგაზრდა თბილისელი იატაკქვეშა საქმოსანი, ეგრეთ წოდებული
„დელეცი“ იყო, როდესაც ნიჭიერ ქართველებს აფინანსებდა, გაჭირვებულ ადამიანებს
ეხმარებოდა და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა გუნდს ფასდაუდებელ მატერიალურ
დახმარებას უწევდა, რადგან, ფეხბურთის ფანი იყო და საყვარელი გუნდისთვის არაფერი
ენანებოდა. ერთი სიტყვით, დადებითი პიროვნება იყო და ყველას უყვარდა. მან ჩემი მეუღლის,
მერიკოს საავადმყოფოს უნიკალური აპარატურა შეუძინა და თბილისში ჩამოუტანა. არადა,
მსგავსი დანადგარი მაშინ მოსკოვშიც კი არ არსებობდა და სწორედ მოსკოვს ააცალა ცხვირწინ,
როდესაც იქ გერმანული მედტექნიკის გამოფენა გაიმართა და მოსკოვში უნდა დაეტოვებინათ
ის მოწყობილობა. ამ კაცს პოსტკომუნისტურ პერიოდშიც ბევრი დიდი ეროვნული საქმე ჰქონდა
გაკეთებული უანგაროდ და მისი მოკვლა არასწორად ჩავთვალე, მით უმეტეს, რომ შემკვეთი
ისრაელში გაქცეული ყოფილი საბჭოთა კრიმინალი იყო და არც საბჭოთა კავშირისა და არც
საქართველოს წინაშე არანაირი დამსახურება არ ჰქონდა. ამიტომ, არც ვაციე, არც ვაცხელე და
შეკვეთის მიღებიდან ოთხი დღის შემდეგ, ობიექტს ჟურნალისტის სტატუსით ვეწვიე
პოდმოსკოვიეში, აგარაკზე და, მარტონი რომ დავრჩით, ვუთხარი:

– დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ?

– დავიწყოთ, ჩემო კარგო, – კეთილგანწყობით მომიგო ობიექტმა, რომელსაც, რა თქმა უნდა,


ობიექტად აღარ განვიხილავდი და მის გადასარჩენად ვიყავი იქ მისული.

– პატივცემულო, მე სულაც არ ვარ ის, ვინც გგონივართ.

– რას გულისხმობთ? – მკითხა ბიზნესმენმა.

– იმას, რომ მე დაქირავებული მკვლელი ვარ და თქვენს ლიკვიდაციაში 300 ათასი დოლარი
გადამიხადა ერთმა კაცმა, რომელსაც თელ-ავივში შევხვდი ამ ხუთი დღის წინ.

– გასაგებია შემკვეთის ვინაობა. რას აპირებთ?

– შეკვეთის გაუქმებას.

– რატომ?

მასპინძლის შეკითხვაზე გამეცინა და ქართულად ვუპასუხე:

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ თქვენზე მხოლოდ კარგი მაქვს გაგონილი ჯერ კიდევ კომუნისტების
პერიოდში და, დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილს არ იმსახურებთ.

– გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეთ. თუმცა, ეს


იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი მტერი სხვას არ დაიქირავებს. ამიტომ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით,
კონტრშეკვეთას მოგცემთ და ორჯერ მეტს გადაგიხდით ჩემი მტრის ლიკვიდაციაში. რას
იტყვით, გაწყობთ?

– სრულიად.

– მაშინ, ჩემო მეგობარო, მითხარით, რა ფორმით გსურთ 600 ათასი დოლარის მიღება, ახლავე,
ხელზე; როცა თქვენ ისურვებთ თუ საბანკო ანგარიშზე დაგისვათ?

– ნაღდ ფულს წავიღებ ახლავე.


ბიზნესმენი ოთახიდან გავიდა და ათიოდე წუთის მერე პატარა ქეისით შემოვიდა, რომელშიც
ასდოლარიანი დასტებით 600 ათასი დოლარი ელაგა. მან ქეისი მომცა და მითხრა:

– ინებეთ, აქ 600 ათასი დოლარია.

თბილისში ორი დღის მერე დავბრუნდი ფულით, რომელიც სამალავში შევინახე. ორი დღის
შემდეგ კი კვლავ ისრაელში ჩავფრინდი და ობიექტს ადგილობრივი წარმოების სნაიპერული
შაშხანიდან შიგ შუბლში ჩავაჭედე ტყვია, როდესაც ის ფორთოხლის წვენს სვამდა
ფეშენებელური სასტუმროს საცურაო აუზის პირას...

ქართველი ბიზნესმენი კი, რომელიც მას მერე ზღაპრულად გამდიდრდა, დღესაც ცოცხალია და
თავის სამშობლოს ისევ გულუხვად ეხმარება. ამიტომ, არასდროს მინანია ჩემი საქციელი და
მოხარული ვარ, რომ მას სიცოცხლე შევუნარჩუნე, მისი მტერი კი მოვსპე...

ჩემს მოთხრობას, ალბათ, ჩემი კოლეგებიც კითხულობენ და ზოგიერთმა მათგანმა, შეიძლება,


უპატიოსნობაშიც კი დამდოს ბრალი, რადგან, აღებული შეკვეთის შეუსრულებლობა, დიდი
ხიფათის გარდა, დიდ უპატიოსნობადაც ითვლება, მაგრამ, მათ მუშნი ზარანდიას სიტყვებით
ვუპასუხებ: „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“...

ერთხელ გენერალმა შჩუკინმა მოსკოვში სასწრაფოდ დამიბარა და, როდესაც ვეახლე, მკითხა:

– კოკი, საქართველოს ხელოვნების მუზეუმში თუ ხარ ნამყოფი?

– დიახ, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– მის დახურულ ფონდში?

– დიახ, – დავუდასტურე შჩუკინს. მაშინ მან დიდი ზომის ფერადი ფოტოსურათი დამიდო წინ
და მითხრა:

– აი, ეს ნივთი თუ გეცნობა?

ფოტოზე საშუალო ზომის ოქროს ბარძიმი იყო გამოსახული, რომელიც მე ნანახი არ მქონდა და
შჩუკინს ვუთხარი:

– არა, ეს ნივთი მე იქ არ მინახავს.

– ეს ნივთი ერთ-ერთი ყველაზე ფასეულია მათ შორის, რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა


საქართველოში ჩამოიტანა. ერთი კვირის წინ კი ის გაქრა. მასთან ერთად გაქრა მუზეუმის
არქივის ერთ-ერთი თანამშრომელიც. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან ეს ნივთი გაიტაცა.
სავარაუდოდ, ახლა ის ლონდონში იმყოფება და ამ ოქროს ბარძიმის გადაცემას აპირებს აი, ამ
კაცისთვის, – გენერალმა ერთი რესპექტაბელური ჯენტლმენის ფოტო მაჩვენა, – ეს კაცი
კოლექციონერის სახელსაა ამოფარებული, სინამდვილეში კი ღრმად კონსპირირებული სექტის
ერთ-ერთი მმართველია, რომელსაც ლონდონში აქვს ბინა და, დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ
ისტორიული ნივთის ხელში ჩაგდება და თავიანთი შავ-ბნელი მიზნებისთვის გამოყენება სურს.

იმ პერიოდში, მისტიკური სწავლებების არც არაფერი გამეგებოდა და არც მჯეროდა, ამიტომ,


როდესაც მითხრეს, რომ საქართველოს მუზეუმიდან გატაცებული ბარძიმი, სავარაუდოდ,
გრაალის თასი იყო, გუნებაში გამეცინა, მაგრამ, ხმამაღლა ეს არ გამომიხატავს და შჩუკინს
ვკითხე:

– კონკრეტულად რა მევალება?

– შენი მთავარი ამოცანაა, ამ გატაცებული ნივთისა და მისი გამტაცებლის უკან დაბრუნება.


მაგრამ, თუკი მის გამტაცებელს უკან ვერ დააბრუნებ, მაშინ, მისი ლიკვიდაცია უნდა
განახორციელო. გასაგებია?

– გასაგებია! – გამოვეჯგიმე გენერალს.

მე არა მარტო ეს ბარძიმი დავაბრუნე უკან, არამედ, მისი გამტაცებელიც მივაყოლე და ის


ბრიტანელი სექტანტიც, ვინც ამ ნივთის ყიდვას აპირებდა.

ეს, ერთი შეხედვით უბრალო სპეცოპერაცია ჩემთვის ერთ-ერთ დიდ საიდუმლოდ დარჩა,
რადგან, ის თასიც გაქრა და ნივთი საქართველოს მუზეუმისთვის არ დაუბრუნებიათ და, ის ორი
კაციც, ვინც ეს ნივთი გაიტაცა და ვინც მის ხელში ჩაგდებას ცდილობდა. მხოლოდ მრავალი
წლის შემდეგ, ამ რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში სრულიად შემთხვევით წავაწყდი ერთი
კრიმინალური შემთხვევის ამსახველ სურათებს, მათზე მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში დახოცილი
მამაკაცები ჩანდნენ. ამ სურათებში მე ოქროს ბარძიმის გამტაცებელი და ლონდონელი სექტანტი
ამოვიცანი... ისინი სხვა გვარებით იყვნენ იქ წარმოდგენილები, მაგრამ ეჭვს არ იწვევდა, რომ ეს
ის ორი მამაკაცი იყო, რომლებიც მე ოქროს ბარძიმთან ერთად მოსკოვში ჩამოვიყვანე მრავალი
წლის წინ... იმ კრიმინალური ისტორიის აღწერაში ნათქვამი იყო, რომ ორივე მკვლელობა
ძარცვის მიზნით გახლდათ ჩადენილი და იქვე იყო გაძარცული ნივთების სიაც, რომელშიც
ოქროს თასის ხსენებაც არ იყო... ამ ამბიდან ოთხი დღის შემდეგ შჩუკინმა მოსკოვიდან
შემატყობინა, რომ სოჭში შევხვედროდი და, როდესაც მივედი, მითხრა:

– კოკი, გახსოვს, ლონდონიდან რომ თბილისის მუზეუმიდან გატაცებული ისტორიული ნივთი


ჩამოიტანე და მას ორი კაციც მოაყოლე?

– დიახ, მახსოვს. ის კაცები დახოცილები არიან, ხოლო გატაცებული ნივთების ნუსხაში გრაალი
ნახსენებიც კი არაა, – მივუგე შჩუკინს.

– ალბათ, ინტერნეტიდან შეიტყვე, ხომ?

– დიახ.

– კოკი, უნდა დაგვეხმარო. აი ფოტო, – შჩუკინმა ერთი პირქუში კაცის სურათი მაჩვენა, –
სავარაუდოდ, ეს თასი ან უკვე აქვს ამ კაცს, ან სულ მალე ჩაიგდებს ხელში. შენი ამოცანაა, ის უკან
დაიბრუნო.
– ამხანაგო გენერალო, უფრო მეტი კონკრეტიკა არ შეიძლება?

– კოკი, ხომ იცი, როგორ გენდობი. ნუ იფიქრებ, რომ რაღაცას გიმალავ. ეს ნივთი, აუცილებლად
ჩვენთან უნდა ინახებოდეს და, შენი წმიდათა წმინდა ვალია, ის უკან დააბრუნო.

– გასაგებია.

მეორე დღეს იმ კაცის კვალს დავადექი და ჯერ სტამბულში ჩავედი, რა თქმა უნდა,
კონსპირაციულად და შენიღბული, შემდეგ კი მთელი ევროპა გავიარე და ბოლოს კვლავ
ლონდონში აღმოვჩნდი.

ოქროს თასი იმ კაცს იმ დროს ავართვი, როდესაც მან ეს უძვირფასესი ნივთი ვიღაც პირქუში
ქალისგან ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მიიღო. მეც იქვე ვიმყოფებოდი. ისინი ჯერ
გავთიშე, შემდეგ თასი პალტოს ჯიბეში ჩავიდე და საზღვაო გზით ჯერ ბრიტანეთის კუნძულებს
გამოვერიდე და, ყოველი შემთხვევისთვის, სადაზღვევო მანევრი გავაკეთე, შემდეგ კი მოსკოვში
ჩავედი და ბარძიმი შჩუკინს ჩავაბარე. ვიქტორ იაკოვლევიჩმა ის მაღლა ასწ

Você também pode gostar