Você está na página 1de 9

ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

მუხლი 188. პირობადებული საკუთრება

1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ


ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე
საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის
გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად
განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ.

2. პირველ ნაწილში აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, თუ


გამსხვისებელი ნებისმიერი სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა,
დაკმაყოფილდება, ან თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 1


1. ნორმის მიზანი ........................................................................................................................................ 1
2. პირობადებული საკუთრების ცნება და სამართლებრივი ბუნება ................................................. 2
3. ნორმის მოქმედების სფერო .................................................................................................................. 4
II. 188 I მუხლის წინაპირობები ..................................................................................................................... 5
1. ნასყიდობის ხელშეკრულება ................................................................................................................ 5
2. პირობადებული საკუთრების შინაარსი ............................................................................................. 6
3. პირობადებული საკუთრების განკარგვა ............................................................................................ 6
4. პირობადებული საკუთრების შეწყვეტა.............................................................................................. 8
III. პირობადებული საკუთრება სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში
........................................................................................................................................................................ 8
IV. მტკიცების ტვირთი ..................................................................................................................................... 9

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

გამოცდილებამ აჩვენა, რომ მეწარმესა და მომხმარებელს, ხშირ შემთხვევებში, არა აქვთ 1


ფინანსური შესაძლებლობა, რომ ნივთის შეძენისას მისი ღირებულება მაშინვე
გადაიხადონ. მეწარმემ სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელი თანხები საქონლის
გაყიდვით უნდა მოიზიდოს. ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით,
ხშირ შემთხვევებში, მეწარმე იძულებულია მყიდველს პროდუქცია წინასწარ მიაწოდოს
და დაელოდოს თანხის გადახდას. პროდუქციის მიწოდება ნასყიდობის საფასურის
მაშინვე გადახდის გარეშე, მწარმოებლისათვის სარისკოა. ამ რისკის თავიდან აცილება

1
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

კი შესაძლებელია პირობადებული საკუთრების შეთანხმებით1. 188-ე მუხლი


შესაძლებლობას აძლევს გამყიდველს, რომ მყიდველს გადასცეს მფლობელობა ნივთზე,
მიანიჭოს მას ნივთით სარგებლობისა და ასევე, გამყიდველის თანხმობით მისი
გასხვისების უფლებამოსილება. ამის საპირისპიროდ, გამყიდველი პირობადებული
საკუთრების სახით იღებს გაყიდული ნივთის საფასურის უზრუნველყოფას. მართალია,
ეს უზრუნველყოფა მყიდველის მიერ ნივთის საფასურის გადახდამდე გამორიცხავს
საკუთრების გადასვლას მყიდველზე, მაგრამ არ აბრკოლებს კანონის ძალით
საკუთრების მოპოვებას ნივთების შეერთების ან შერწყმის შემთხვევებში (193-195) და
ასევე, მყიდველის მიერ მესამე პირზე ნივთის გასხვისებით გამყიდველი დაკარგავს
ნივთზე საკუთრებას. ამისათვის სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრდა ე.წ.
“განვრცობითი” პირობადებული საკუთრება, რომელიც ნივთის გასხვისების შემდგომ
ეკონომიკურ პროცესს უზრუნველყოფს. 188-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ “მარტივ”
პირობადებულ საკუთრებას.

2. პირობადებული საკუთრების ცნება და სამართლებრივი ბუნება

2 დოგმატური თვალსაზრისით, საკუთრების უფლების პირობადებულობა ნიშნავს, რომ


ნასყიდობის საგანი გამყიდველის საკუთრებაში რჩება და მყიდველი იღებს ისეთ
სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც არ წარმოადგენს სრულ საკუთრებას.
მყიდველის ასეთ სამართლებრივ მდგომარეობას იურიდიულ ლიტერატურაში2 სრული
საკუთრების უფლების წინარე საფეხური ეწოდება და მას საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი სანივთო უფლებად განამტკიცებს.

3 477-ე მუხლის მიხედვით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე,


გამყიდველი ვალდებულია მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე მაშინვე
გადასცეს. ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს
ნასყიდობა გადახდის განვადებით (505), რომლის საფუძველზეც გამყიდველი
საკუთრებას გადასცემს მყიდველს მაშინვე, ხოლო მყიდველი უფლებამოსილია ნივთის
საფასური ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში გადაიხადოს.
გამყიდველის ვალდებულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება პირობის გარეშე
დადებული ხელშეკრულებისგან. მყიდველთან დადებული ვალდებულებით-
სამართლებრივი ხელშეკრულების გამო, გამყიდველი, რომელიც ჯერ კიდევ ნივთის
მესაკუთრეა, არ არის უფლებამოსილი განკარგოს იგი. მართალია, გამყიდველმა
მყიდველს ნივთზე მფლობელობა და პირობადებული საკუთრება გადასცა, მაგრამ მის
ვალდებულებას წარმოადგენს ასევე, არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც
ხელს შეუშლის პირობის დადგომას. რა თქმა უნდა, გამყიდველის ვალდებულებად

1 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 166; ბზეკალავა, პირობადებული საკუთრება
ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი), ბესარიონ ზოიძე 60, გვ. 13.
2 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 168; ბზეკალავა, პირობადებული საკუთრება

ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი), ბესარიონ ზოიძე 60, გვ. 24.
2
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

რჩება, მყიდველს გადასცეს სრული საკუთრება ნივთზე და იგი შესრულებული იქნება


მყიდველის მიერ 477 II მუხლით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის გადახდის
შემთხვევაში. გამომდინარე აქედან, პირობადებული საკუთრების წარმოშობის
საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობა გადახდის განვადებით, მაგრამ იგი ავტომატურად
არ აფუძნებს პირობადებულ საკუთრებას3. აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს
მხარეთა შეთანხმება, რომ გამყიდველი საკუთრების უფლებას მოიპოვებს მხოლოდ
ნივთის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია იმის
გარკვევა, თუ რაში მდგომარეობს პირობის სამართლებრივი ბუნება, რადგან ნივთის
საფასურის ნაწილ-ნაწილ გადახდა არ იწვევს მყიდველზე საკუთრების ნაწილ-ნაწილ
გადაცემას. იგი ან გადადის სრულად მყიდველზე ან არ გადადის. თუ პირობის დათქმა
შეეხება მთლიანდ ნასყიდობის ხელშეკრულებას, მაშინ ასეთი ხელშეკრულება პირობის
დადგომამდე ჩაითვლება მერყევად ბათილად, რაც საფუძველს დაუკარგავს მყიდველის
ვალდებულებას გადაიხადოს ნივთის საფასური ნაწილ-ნაწილ. შესაბამისად, სწორია
მოსაზრება4 იმის შესახებ, რომ პირობა ეხება საკუთრების წარმოშობას და არა
ნასყიდობის ხელშეკრულებას და ნასყიდობის ხელშეკრულება უპირობოდ ნამდვილია.
188-ე მუხლის მიხედვით, პირობადებული საკუთრების არსი მდგომარეობს
საკუთრების უფლების გადაცემაზე პოზიტიური პირობის (93) დადგომის - ნივთის
საფასურის გადახდის შემთხვევაში. თეორიულად შესაძლებელია, რომ მხარეებმა
საკუთრების გადაცემა ნეგატიური პირობის (94) დათქმით განახორციელონ. ამ
შემთხვევაში, მყიდველი მოიპოვებს სრულ საკუთრებას, მაგრამ გაურკვეველი რჩება,
შეიძლება თუ არა დაუკავშირდეს ნეგატიური პირობის დადგომა ნივთის საფასურის
გადახდას. ასეთი სამართლებრივ-ტექნიკური კონსტრუქცია წინააღმდეგობაში
იქნებოდა 188-ე მუხლთან. გამომდინარე აქედან, მოცემულია გამყიდველისთვის
უფლების დაკარგვა გაუქმების პირობით, ხოლო მყიდველისთვის უფლების შეძენა
გადადების პირობით5.

სხვა სანივთო უფლებებისაგან განსხვავებით, პირობადებული საკუთრება არ არის 4


უზრუნველყოფის აქცესორული სანივთო უფლება. მაგალითად, გამყიდველის მიერ
მყიდველის მიმართ მოთხოვნის მესამე პირისათვის დათმობის შემთხვევაში,
მოთხოვნის შემძენზე მოთხოვნის დათმობით არ გადადის ნივთზე საკუთრების
უფლება. მოთხოვნის შემძენი მოიპოვებს მხოლოდ მოთხოვნის უფლებას და არა
ნივთზე საკუთრებას.

3 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 169.


4 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 172.
5 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 172.

3
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

3. ნორმის მოქმედების სფერო

5 ნორმა გამოიყენება მხოლოდ მოძრავ ნივთებზე. მართალია, ნორმა სიტყვა-სიტყვითი


მნიშვნელობით უძრავ ნივთებს მოქმედების სფეროდან არ გამორიცხავს, მაგრამ უძრავი
ნივთებთან მიმართებით პირობადებული საკუთრების გამოყენების საწინააღმდეგოდ
მეტყველებს თელეოლოგიური და სისტემური არგუმენტები. კერძოდ, სისტემური
თვალსაზრისით, 188-ე მუხლი მოცემულია მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემის
ნაწილში, რაც ნათელს ხდის კანონმდებლის ნებას, რომ 188-ე მუხლი მოძრავ ნივთებზე
საკუთრების გადაცემის განსაკუთრებული წესია და არა ზოგადად საკუთრების
უფლებაზე ზემოქმედების6. ასევე, უძრავი ნივთის პირობადებული საკუთრებით
გადაცემა დაუშვებელია, ვინაიდან 183-ე მუხლი საჯარო რეესტრში საკუთრების
“პირობით” რეგისტრაციას არ იცნობს. გამომდინარე აქედან, დაუსაბუთებელია 188-ე
მუხლის გამოყენება უძრავ ნივთებზე7. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, უძრავი ნივთის გასხვისების
შემთხვევაში, გამყიდველის ინტერესების დაცვის მიზნით, შესაძლებელია მყიდველის
ვალდებულების აღნიშვნა, რომ მყიდველს ნივთის საფასური სრულად არა აქვს
გადახდილი.

6 მოძრავ ნივთებზე პირობადებული საკუთრების წარმოშობისათვის დამაბრკოლებელია


ის გარემოება, როდესაც მოძრავი ნივთი დაკავშირებულია უძრავ ნივთთან, რადგან
ასეთ შემთხვევაში, მოძრავი ნივთი არ შეიძლება იყოს განსაკუთრებული სანივთო
უფლებების ობიექტი. მაგალითად, თუ მოძრავი ნივთი დაკავშირებულია უძრავ
ნივთთან და იგი, 150-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი
ნაწილია. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოძრავ ნივთზე არსებობდა
პირობადებული საკუთრება, იგი ქარწყლდება 196-ე მუხლის თანახმად, მაგალითად,
თუ მოხდა მოძრავი ნივთის მიწის ნაკვეთთან დაკავშირება (193) ან მოხდა მოძრავი
ნივთების გადამუშავება ახალ მოძრავ ნივთად ( 195).

7 ნივთების ერთობლიობაზე პირობადებული საკუთრების წარმოშობა შეუძლებელია


სანივთო სამართალში მოქმედი სპეციალურობის პრინციპის გამო. მაგრამ
შესაძლებელია, რომ ნივთების ერთობლიობის თითოეულ ნივთზე წარმოიშვას
პირობადებული საკუთრება. ასევე, შესაძლებელია, რომ პირობადებული საკუთრება
წარმოიშვას სასაქონლო საწყობში არსებულ საქონელზე მთლიანად, თუ იგი საწყობში
არსებულ ყველა ნივთზე გავრცელდება, მაგრამ გამყიდველის უზრუნველყოფას
საფრთხე ექმნება იმ შემთხვევაში, თუ მან მყიდველს საწყობში არსებული ნივთების

6 ბზეკალავა, პირობადებული საკუთრება ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით (შედარებითი


ანალიზი), ბესარიონ ზოიძე 60, გვ. 33.
7 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის N ას-1300-1320-2011 გადაწყვეტილება.
4
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

გაყიდვის უფლებამოსილება წინასწარი თანხმობით მიანიჭა (100) ან მოხდა ნივთების


კეთილსინდისიერი შეძენა (187)8.

II. 188 I მუხლის წინაპირობები

1. ნასყიდობის ხელშეკრულება

პირობადებული საკუთრების წარმოშობა და ძალმოსილება დამოკიდებულია 8


ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგების ნამდვილობაზე. საკუთრების გადაცემა
დამოკიდებულია ნასყიდობის საგნის საფასურის სრული გადახდის პირობაზე და იგი
არ დადგება, თუ გამყიდველის მოთხოვნა საფასურის გადახდის თაობაზე
ხელშეკრულების ბათილობის გამო არ წარმოიშვა ან იგი ბათილია შეცილების გამო და
სხვა. როგორც წესი, 188-ე მუხლი გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების მიმართ.
აღნიშნული გამომდინარეობს ნორმის განსაზღვრებიდან („თუ გამსხვისებელმა
პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე“). ასევე, 629 II მუხლის თანახმად,
თუ მენარდე ნივთს დაამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით და თუ
დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
შესაბამისად, მენარდის მიერ დამზადებულ ნივთზე შეიძლება მენარდის სასარგებლოდ
შეთანხმებულ იქნეს პირობადებული საკუთრება 188-ე მუხლის მიხედვით.

477-ე მუხლის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, 9


როგორც წესი, მხარეებმა ვალდებულებები მაშინვე უნდა შეასრულონ. პირობადებული
საკუთრებით ნასყიდობის ხელშეკრულება კი შეიცავს გამყიდველისა და მყიდველის
მოდიფიცირებულ ვალდებულებებს: ნასყიდობის ფასის დაუყოვნებლივ გადახდის
ვალდებულება გარდაიქმნება მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის ნაწილ-ნაწილ
გადახდის მომავალ ვალდებულებად. ხოლო გამყიდველის ვალდებულება მაშინვე
საკუთრების გადაცემის შესახებ მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრული გადახდით
წარმოიშობა. შესაბამისად, იურიდიულ ლიტერატურაში9 პირობადებული საკუთრების
ვალდებულებით-სამართლებრივ საფუძვლად განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება
(505) მიიჩნევა, რომელიც 477-ე მუხლისგან სწორედ იმით განსხვავდება, რომ იგი არ
უწესებს გამყიდველს მაშინვე საკუთრების გადაცემის ვალდებულებას. თუმცა
განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ავტომატურად არ წარმოშობს პირობადებულ
საკუთრებას. მხარეებს შეუძლიათ 505-ე მუხლის საფუძველზე დადონ ხელშეკრულება
პირობადებული საკუთრების დათქმის გარეშე. ამ შემთხვევაში, მყიდველი გახდება
ნივთის მესაკუთრე და მხოლოდ მყიდველის მიერ ნივთის საფასურის გადახდის
ვალდებულება იქნება დროის განსაზღვრულ შუალედებში შესასრულებელი.

8MüKo/Westermann, 6. Aufl., 2013, § 449, Rn. 9.


9 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 169; ბზეკალავა, პირობადებული საკუთრება
ქართული და გერმანული სამართლის მიხედვით (შედარებითი ანალიზი), ბესარიონ ზოიძე 60, გვ. 30.
5
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

შესაბამისად, თუ მხარეები გამოხატავენ ნებას პირობადებული საკუთრების შესახებ,


მაშინ განვადება ნასყიდობის დადებისას ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გამყიდველი
საკუთრების უფლებას მყიდველს მხოლოდ ნივთის საფასურის სრულად გადახდის
შემდეგ გადასცემს. იმ შემთხვევაში, თუ პირობადებული საკუთრების დათქმა
ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში არის მოცემული, მაშინ მნიშვნელოვანია
სტანდარტული პირობების შესაბამისობა 342-348-ე მუხლებთან10. ასევე, მხარეთა
დისპოზიციას განეკუთვნება პირობადებული საკუთრების შეთანხმება
ხელშეკრულების დადების შემდეგ. ამ შემთხვევაში, პირობის დათქმაში მოცემულია
ნასყიდობის ხელშეკრულების ცვლილებაც და აღნიშნული გამოიწვევს მყიდველის მიერ
გამყიდველზე სრული საკუთრების უფლების გადაცემას და იგი მხოლოდ ნივთის
პირობადებული მესაკუთრე გახდება.

2. პირობადებული საკუთრების შინაარსი

10 პირობადებული საკუთრების გადაცემის მიუხედავად, გამყიდველი რჩება ნივთის


მესაკუთრე და ასევე, არაპირდაპირი მფლობელიც. მყიდველი მოიპოვებს პირდაპირ
მფლობელობას (155 I, III) ნივთზე და ამის შედეგად მყიდველისთვის გარანტირებულია
მფლობელობითი დაცვა11 და იგი დაცულია გამყიდველის მიერ პირობის დადგომადე
ნებისმიერი ქმედების განხორციელებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს
გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულებას ან დააბრკოლოს პირობის დადგომა.
ხელშეკრულების არსებობის მანძილზე გამყიდველისთვის შეზღუდულია ვინდიკაციის
უფლება, ვინაიდან მყიდველს აქვს ნივთის ფლობის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ
მყიდველი ნივთის საფასურის გადახდის ვადას გადააცილებს, მაშინ გამყიდველს
შეუძლია ზოგადი წესების თანახმად, უარი თქვას ხელშეკრულებაზე (188 I, 352, 505-
508), რაც გამოიწვევს მხარეთა ორმხრივ რესტიტუციას.

11 მართალია, მყიდველს არ შეუძლია აუკრძალოს გამყიდველს ნივთის მესამე პირზე


გასხვისება, მაგრამ გასხვისების შემთხვევაში, მესამე პირი მოიპოვებს საკუთრებას
ნივთზე, რომელიც დატვირთული იქნება თავდაპირველი მყიდველის პირობადებული
საკუთრების უფლებით, რომელიც ნივთის საფასურის სრულად გადახდით
ავტომატურად მოიპოვებს სრულ საკუთრებას.

3. პირობადებული საკუთრების განკარგვა

12 პირობადებული საკუთრების განკარგვა ხდება იმავე წესების მიხედვით, როგორც


ნივთზე საკუთრების უფლებისა. სწორედ ამაში მდგომარეობს პირობადებული
საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობა, რომ ამ გზით შესაძლებელია მისი ფინანსური
გამოყენება.

10 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 169.


11 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 172.
6
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

მყიდველს შეუძლია გაასხვისოს პირობადებული საკუთრება 186-ე მუხლის მიხედვით. 13


თუ მყიდველი გაასხვისებს ნივთს ისე, რომ იგი არ მიუთითებს პირობადებული
საკუთრების შესახებ, მაშინ იგი განკარგავს მას, როგორც არაუფლებამოსილი პირი და
შესაბამისად, მესამე პირს შეუძლია შეიძინოს ნივთზე საკუთრება კეთილსინდისიერად
187-ე მუხლის მიხედვით, რაც ამავე დროს გამოიწვევს პირობადებული საკუთრების
შეწყვეტას. ასევე, მყიდველს შეუძლია პირობადებული საკუთრების
კეთილსინდისიერად შეძენა 187-ე მუხლის მიხედვით, თუ რა თქმა უნდა, არ არსებობს
187 II მუხლის დამაბრკოლებელი გარემოებები. სადავო12 საკითხია, თუ რამდენად არის
შესაძლებელი პირობადებული საკუთრების კეთილსინდისიერად შეძენა იმ
შემთხვევაში, როდესაც ნივთზე არსებობს პირობადებული საკუთრება, მაგრამ
განმკარგავი პირი არ არის მისი მფლობელი. მაგალითად, თუ პირობადებული
საკუთრების თავდაპირველი მყიდველი ათხოვებს ნივთს სხვა პირს (მონათხოვრე),
რომელიც თავის მხრივ პირობადებული საკუთრების დათქმით გაასხვისებს ნივთს
მესამე პირზე. აღნიშნულ შემთხვევაში, მესამე პირი მოიპოვებს პირობადებულ
საკუთრებას კეთილსინდისიერად, რადგან ნივთის გამნათხოვრებელს (თავდაპირველი
პირობადებული საკუთრების მყიდველი) ნივთი რომ გაესხვისებინა როგორც
მესაკუთრეს, მესამე პირი გახდებოდა კეთილსინდისერი შემძენი. შესაბამისად, არ
არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ მესამე პირის მიერ პირობადებული
საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა ეჭვქვეშ დადგეს. ვინაიდან სამოქალაქო
კოდექსის მიხედვით, შესაძლებელია სანივთო უფლებების კეთილსინდისიერი შეძენა,
თუ მყიდველი კეთილსინდისიერია, ნივთი არ არის მოპარული ან სხვაგვარად გასული
მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მისი მფლობელობიდან და მფლობელობა
გამსხვისებლის ლეგიტიმაციაზე მიუთითებს. შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი
უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე და არა პირობის დადგომის მომენტისათვის.
გაბატონებული შეხედულების13 თანახმად, ნივთის საფასურის გადახდის შედეგად,
საკუთრება პირდაპირ გადადის მესაკუთრიდან მესამე პირზე და არა თავდაპირველი
პირობადებული საკუთრების მყიდველისა და მონათხოვრეს მეშვეობით, რომლებიც
ნივთზე საკუთრებას არც „იურიდიულ წამში“ მოიპოვებენ.

სხვა შემთხვევებში, პირობადებული საკუთრება, ისევე როგორც საკუთრება, 14


შესაძლებელია დატვირთული იყოს სანივთო უფლებით, თუ იგი ადრინდელ
მფლობელის პერიოდში წარმოიშვა. ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, სანივთო
უფლება გავრცელდება საკუთრებაზე.

12 Wieling, Sachenrecht, 5. Aufl. 2007, S. 247; MüKo/Westermann, 6. Aufl., 2013, § 449, Rn. 64.
13 Wieling, Sachenrecht, 5. Aufl., 2007, S. 249.
7
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

4. პირობადებული საკუთრების შეწყვეტა

15 პირობადებული საკუთრება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ან გარიგების


შეცილების შემთხვევაში. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტის
შემთხვევაში, ნივთის საფასურის გადახდის პირობა აღარ დადგება. ამის შედეგად,
გამყიდველის საკუთრება შეუზღუდავად არსებობს და მყიდველი კარგავს ნივთზე
მფლობელობის უფლებას. სხვა მხრივ, გამყიდველის მიერ პირობადებულ საკუთრებაზე
უარის თქმა გამოიწვევს მხოლოდ პირობის გაუქმებას და მყიდველი ნივთზე სრულ
საკუთრებას მოიპოვებს. სადავო საკითხია, თუ რამდენად არის შესაძლებელი
გამყიდველის მიერ ცალმხრივად უარის თქმა14. ნივთის საფასურის სრულად გადახდის
შემთხვევაში, პირობადებული საკუთრება გადაიქცევა მყიდველის სრულ საკუთრებად
ex nunc ძალით. თუ მყიდველი გადაიხდის ნივთის საფასურს ვადის გადაცილების
პერიოდში, მაშინ პირობა მაინც შესრულებულად ჩაითვლება15.

16 სხვა შემთხვევებში, პირობადებული საკუთრება, ისევე როგორც საკუთრება,


შესაძლებელია დატვირთული იყოს სანივთო უფლებით, თუ იგი ადრინდელი
მფლობელის პერიოდში წარმოიშვა. ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, სანივთო
უფლება გავრცელდება საკუთრებაზე.

III. პირობადებული საკუთრება სააღსრულებო და გადახდისუუნარობის საქმის


წარმოების პროცესში

17 თუ პირობადებული საკუთრების მყიდველის ქონებაზე მიმდინარეობს სააღსრულებო


წარმოება, მაშინ გამყიდველისათვის აღმასრულებლის ქმედება წარმოადგენს
საკუთრების ხელყოფას 172 II მუხლის მიხედვით. ამ შემთხვევაში, გამყიდველი
უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან
გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე, თუ გამყიდველი წარადგენს ქონებაზე
საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის
თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და
დაყადაღების აქტიდან („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 40
VI მუხლი).

18 ანალოგიურად გადაწყდება შემთხვევები გადახდისუუნარობის საქმის წარმოების


პროცესში. მყიდველის გადახდისუუნარობისას, გამყიდველს, როგორც ნივთის
მესაკუთრეს, შეუძლია მოითხოვოს ნივთის სამეურვეო ქონებიდან ამორიცხვა. ხოლო
თუ გამყიდველის ქონებაზე მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება,
მყიდველს შეუძლია გაკოტრების მმართველისათვის ნივთის საფასურის სრულად

14 MüKo/Westermann, 6. Aufl., 2013, § 449, Rn. 22.


15 MüKo/Westermann, 6. Aufl., 2013, § 449, Rn. 23.
8
ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 5 ივლისი, 2016

გადახდით მოიპოვოს საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაკოტრების მმართველი


უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე და ნივთი ჩართოს სამეურვეო ქონების
ნუსხაში16.

IV. მტკიცების ტვირთი

მტკიცების ტვირთი განისაზღვრება ზოგადი წესების მიხედვით. პირი, რომელიც 19


მიუთითებს, რომ იგი ნივთს პირობადებული საკუთრების უფლებით ფლობს,
ვალდებულია დაამტკიცოს ეს გარემოება. მყიდველის ვალდებულას წარმოადგენს
დაამტკიცოს ასევე, რომ ნივთის საფასური გადახდილია და მას ნივთზე სრული
საკუთრება აქვს.

16 ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 177-179.


9
ლევან თოთლაძე

Você também pode gostar