Você está na página 1de 1

ACCESS–ის პროექტის ანგარიში საზოგადოებას

კამპანია - უფლება გაქვს , იცოდე

თარიღი: 13 დეკემბერი
დრო: 14:00 – 15:30
ადგილი: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი (NCCE) - ზუგდიდი
მისამართი: რუსთაველის ქ. 52, ზუგდიდი

პრესრელიზი

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) 2014 წლის


ნოემბრიდან ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების
ჩართულობის პროექტს“ (ACCESS). პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და
მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება.
პროექტს ბიუჯეტია 6 897 000 აშშ დოლარი და მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს.

13 დეკემბერს, 14:00 სთ-ზე, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო


შეხვედრა, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის წარმომადგენლები
დაინტერესებულ პირებს (სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვებს) ბოლო წლების მუშაობის
შედეგებს და სამომავლო გეგმებს წარუდგენენ. შეხვედრაზე მონაწილეები ასევე დეტალურ
ინფორმაციას მიიღებენ ACCESS-ის მოქალაქეთა ჩართულობის საგრანტო კონკურსზე, რომელიც
5 დეკემბერს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოცხადდა.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვან


ACCESS-ის პროექტის საქმიანობებთან და ზოგადად სამოქალაქო სექტორში არსებულ საჭიროებებთან
დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია ACCESS–ის წარმომადგენლებს დაეხმარება, რომ პროექტის
საქმიანობები საზოგადოების საჭიროებებსა და ინტერესებს უფრო მეტად მოარგოს.

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.ewmi-


access.org.

#5 Marjanishvili St., Third Floor • Tbilisi 0102 Georgia • Tel/ტელ: (+995 32) 2202 444 • www.ewmi-access.org
მარჯანიშვილის ქ. # 5, მესამე სართული • თბილისი 0102 საქართველო

Você também pode gostar