Você está na página 1de 4

სიცოცხლე და სიკვდილი დემოკრიტეს ატომისტური

ფილოსოფიის მიხედვით

დემოკრიტე იყო ადამიანი, რომელსაც უდიდესი როლი უკავია ანტიკურ


ფილოსოფიაში. ის იმ იშვიათ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, რომელთა შესახებაც
კაცობრიობა საკმაოდ ინფორმირებულია და ნაწერებთან ერთად, ბიოგრაფიულ
დეტალებთანაც აქვთ წვდომა. აღსანიშნავია, რომ დემოკრიტეს “მოცინარ
ფილოსოფოსსაც” უწოდებენ, რადგან ხშირად ამახვილებდა ყურადღებას
“მხიარულებაზე”.1
თუ მოკლედ შევეხებით კაცის ბიოგრაფიას, ის ქალაქ აბდერაში დაიბადა
დაახლოებით ძვ.წ 470 წელს, თანაც საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. ამას შეიძლება
მიეწეროს ის ფაქტი, რომ კარგი განათლება მიიღო. არსებობს გადმოცემა, რომ
თავად სპარსეთის მეფე ქსერქსეს კმაყოფილების ნიშნად მიუჩენია რამდენიმე
მოგვი სწორედ დემოკრიტესთვის, რომელთაგანაც მან ღვთისმეტყველება და
ასტროლოგია შეისწავლა.
არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა, რომ კაცი ინდოეთში გაემგზავრა, თუმცა ამის
დადასტურება საკმაოდ რთულია, რასაც ვერ ვიტყვით ფაქტზე, რომ ეგვიპტეში
ცხოვრობდა და ზოგადად ძალიან დიდი დრო დაჰყო მოგზაურობაში.
სამშობლოში დაბრუნებულმა კი დაიწყო შეგროვებული მასალის დამუშავება და
ახალი დაკვრივებების წარმოება.
აღსანიშნავია, რომ ცხოვრების განმავლობაში დემოკრიტემ საკმაოდ ბევრი
თხზულების დაწერა მოასწრო, რომელთა შორისაც განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ისინია, რომლებიც უშუალოდ ატომიზმს ეხება, რადგან, როგორც
უკვე ვახსენე, ის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება ამ ფილოსოფიური
მოძღვრების ჩამოყალიბებაში.
ატომიზმზე საუბრისას საჭიროა გამოვყოთ ის ინფორმაცია, რასაც დემოკრიტე მის
შესახებ გვაწვდის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კაცმა უარყო მანამდე
გაბატონებული შეხედულება, თითქოს ატომებს არანაირი თვისებები არ გააჩნდეთ
და ახალი ნაბიჯი გადადგა ამ კუთხით აზროვნების პროცესში.
მისი წარმოდგენებით ატომები სამყაროში საერთოდ ყველაფრის შემოქმედები,
არსი არიან და აქვთ რამდენიმე ფუნდამენტური თვისება:
1. განუყოფლობა- თავად ატომს თუ ვთარგმნით სწორედ განუყოფელს
ნიშნავს, რაც გულისხმობს, რომ ისინი არაფრისგან არ შედგებიან,
დამოუკიდებლად არსებობენ და ყველაფრის შემოქმედნი თავად არიან;
2. მარადიულობა- ისინი არაფრიდან ჩნდებიან და არსად ქრებიან. რასაც არ
აქვს დასაწყისი, შესაბამისად დაუსრულებლად არსებობს;

1 Berryman, Sylvia, "Democritus".


3. შეუვალობა-ეს ნიშნავს, რომ მათი შეკუმშვა შეუძლებელია, გამორიცხულია
ფორმის ცვლილებაც, რადგან აქვთ კონრეტული, კარგად გამოყოფილი
ადგილი სივრცეში;
4. სისავსე- მხოლოდ იმისი გაყოფა შეიძლება, რაშიც სიცარიელეა. რადგან
ატომები სავსეა ნივთიერებით ანუ განუყოფელები არიან;
5. აბსტრაქტულობა- მათ არ გააცნიათ არც სუნი, არც გემო და არც სხვა
მსგავსი ფიზიკური ნიშან-თვისება, რაც აბსტრაქტულ ბუნებას უსვამს ხაზს.
საინტერესოა, რომ საგნების წარმოშობის ან მოსპობის დროს სწორედ ატომები
მონაწილეობენ, რაც იწვევს მათ კიდევ ერთ დამახიასიათებელ თვისებას -
მოძრაობას.
სწორედ ეს ზემოჩამოთვლილი ნიშნები არის მთავარი დებულებები, რომლებსაც
ეფუძნება დემოკრიტეს შემდეგი გამოკვლევები და სამყაროში მიმდინარე სხვა
ფუნდამენტური პროცესების ახსნა. განსაკუთრებით საინტერესოა, როგორ
უყურებს ის სიცოცხლეს და რანაირად განმარტავს სიკვდილს.
“სამყარო ეტაპია, ცხოვრება კი პერფორმანსი: შენ მოდიხარ, ნახულობ და უკან
ბრუნდები” (ὁ _κόσμος _σκηνή,_ _ὁ _βίος _πάροδος· _ἦλθες,_ _εἶδες,_ _ἀπῆλθες.)2
დემოკრიტე ფიქრობს, რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ სიცოცხლე
ხანმოკლეა, თან ბევრ ზრუნვას და ძალისხმევას მოითხოვს. ადამიანების ნაწილმა
იციან თავიანთი ბოროტი ქცევების შედეგები, ცხოვრებას ნერვიულობასა და
დანაშაულის გრძნობით ატარებენ. სწორედ ეს იწვევს, იმ მითებს, რომლებიც
საიქიო ცხოვრებაზე არსებობს. მათ არ შეუძლიათ ბუნების შესაბამისად ცხოვრება
და ამიტომ გონებით ცდილობენ იმ სამყაროს შექმნას, რომელიც არ შეესაბამება
არსებულ რეალობას. აღსანიშნავია, რომ დემოკრიტეს აზრით, არ არსებობს
დაბადება ან სიკვდილი, როგორც იდივიდუალური, გამიჯნული რეალობები,
ისინი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, უბრალოდ აგრეგაციაა იმ არსის, რასაც
კაცი ატომებს ეძახის.
რაც შეეხება ადამიანს, ისიც ატომებისგან შედგება, ისევე, როგორც სულიც,
რომელიც ცალკე სუბსტანციაა და ის ბევრად აღემატება სხეულს. დემოკრიტე
თვლის, რომ სულის ატომები სხეულის ატომებს შორის ხვდებიან და რადგან,
ისინი მოძრავები არიან, ყველაფერი რაც ადამიანს ეხება, ეხება სულსაც. მათ ის
ცეცხლთან აიგივებს და თვლის, რომ სულის ატომებისგან დაცლა იწვევს სწორედ
გვამის გაციებას. გარდა ამისა, ყველა სხვა ფიზიოლოგიური პროცესიც სულს
უკავშირდება.
თუ სიცოცხლეზე საუბრით დავიწყებთ, ითვლება, რომ დემოკრიტესთვის
ცხოვრების მიზანი “კარგად ყოფნა” და სულიერი სიმშვიდეა, რაც მხიარულებას,
სიამოვნების მიღებას გულისხმობს, ისეთ ცხოვრებას, სადაც მეტი სიხარული და
ნაკლები მწუხარებაა. კარგად ყოფნა არის სულიერი სიმშვიდე და ის ყველაფერზე
მნიშვნელოვანია. აქ მთავარი მაინც ზომიერება რჩება, რადგან მეტის სურვილი
უფრო მეტ მოთხოვნილებებს აჩენს და უბედურია ის ვინც დიდი ქონებთაც
უკმაყოფილოა. იკვეთება გონების როლიც, რომელიც ზოგიერთ სურვილს
ეწინააღმდეგება და დაღალავად შრომობს. “გულითადი კაცი ის კი არ არის, ვინც

2 Campolina Miriam. Peixoto Diniz. Life, Birth and Death in Democritus. Atomistic reflections between physics and ethics.
142
მტრებს იმორჩილებს, არამედ ის, ვინც საკუთარ სურვილებს იმორჩილებს”3
სწორედ ეს სიტყვები ეკუთვნის დემოკრიტეს.
გარდა გონებასთან ჭიდილში დამარცხებისა და ფუჭი სურვილების, ადრეული
პერიოდის ატომისტებმა, მათ შორის კი დემოკრიტემ, შეამჩნიეს, რომ ზოგიერთი
ადამიანი პარალიზებულია სიკვდილის პარადოქსული შიშით და ეს ხშირად
საკმაოდ სერიოზულ სახესაც იღებს - კარგად ყოფნას ხელს უშლის. ადამიანები
მუდმივ შფოთში არიან, რომ სიცოცხლეს ნებისმიერ წამს დაასრულებენ და ვინც
სიკვდილის შიშს დაძლევს, შეძლებს, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური
სიამოვნება მიიღოს.
თავად სიკვდილის ფენომენი, ატომიზმის მიმდევრებისთვის ერთ-ერთი
ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. როგორც უკვე ვახსენე, ატომები პატარა
მოცულობის ელემენტები არიან, რომლებიც ერთმანეთში იხლართებიან და
მუდმივად მოძრაობენ. მათ სხეული აჩერებს, რომელიც ერთგვარი ჭურჭლის
როლს ასრულებს, რომელიც დახვრეტილია, რომ მოძრაობის შესაძლებლობა
გაჩნდეს. ამ ხვრელებში ძვრებიან სულის ატომები და მიმოფანტულები არიან
გარემოში, მუდმივად გადადიან ერთი სხეულიდან სხვაში. ეს პროცესი სუნთქვის
საშუალებით ხორციელდება, რადგან ამ ელემენტების გაბნევის არეალი სწორედ
ჰაერია, ამიტომ ორგანიზმში სულის ატომები ხან შედიან და ხან გამოდიან. როცა
სუნთქვა წყდება დგება სიკვდილის ჟამიც. სწორედ სიკვდილია ის მომენტი, როცა
ორგანიზმი მთლიანად იცლება სულის ელემენტებისგან, რომლებიც გარემოში
გამოდიან და ტოვებენ სხეულს.
საინტერესოა, რომ ეს კარგად ხსნის სულის უსასრულობასაც, რადგან ატომები
მუდმივად არსებობენ და ერთი სხეულიდან მეორეში გადაინაცვლებენ, რაც
სწორედ ამ ბუნების დამსახურებით ხდება.
საბოლოო ჯამში, დემოკრიტე ის ფილოსოფოსია, რომელსაც საკმაოდ დიდი
წვლილი მიუძღვის ადამიანების აზროვნების ჩამოყალიბებაში და მიუხედავად
იმისა, რომ მისი თეორიები ატომიზმის შესახებ ბოლო საუკუნეების განმავლობაში
კრიტიკის ქარ-ცეცლხში ტარდება და იმდენად რელევანტური აღარ არის, როგორც
აქამდე იყო.
საინტერესოა ისიც, რომ თანამედროვე ატომური ფიზიკის ჩამოყალიბების
პროცესში სწორედ დემოკრიტეს ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით
შესრულებულმა ნაწერებმა საკმაო როლი ითამაშეს. ამავდროულად, მისმა
ნაწერებმა, ხელი არა მხოლოდ მეცნიერებს შეუწყო, არამედ შექმნა ბაზისი,
რომელზეც შემდეგ ადამიანების აზროვნების დაშენება მოხდა.

ბიბლიოგრაფია:

დანელია ს, ატომისტური ფილოსოფია ძველ საბერძნეთში


(დემოკრიტე).თბილისი. 1933

3 39-40 და ნ ე ლი ა ს . ა ტომ ი ს ტური ფი ლოს ოფი ა ძ ვ ე ლ ს ა ბ ე რძ ნ ე თშ ი (დე მ ოკ რი ტე ). 39-40


Campolina, Miriam, Peixoto, Diniz. Life, Birth and Death in Democritus. Atomistic
reflections between physics and ethics. 2017.
Berryman, Sylvia, "Democritus", The Stanford Encyclopedia of Philosophy.
https://plato.stanford.edu/entries/democritus/

Você também pode gostar