Você está na página 1de 75

ნატო, გაერო, ეუთო

შინაარსი

ნ ა ტ ო .............................................................................................................................. 2
ნატოს შესახებ ........................................................................................................... 2
სამოქალაქო სტრუქტურა .................................................................................. 5
სამხედრო სტრუქტურა ...................................................................................... 5
ნატოს ისტორია ......................................................................................................... 6
მარშალის გეგმა ......................................................................................................... 8
ნატოს გაფართოება ................................................................................................ 10
სამშვიდობო მისიები ............................................................................................ 12
ნატო ბოსნია-ჰერცეგოვინა ............................................................................. 12
კოსოვოს კ ონფლიქტი და ნატო ..................................................................... 14
ნატო მაკედონიის რესპუბლიკაში ............................................................... 15
ნატოს როლი ერაყში ......................................................................................... 16
ნატოს როლი დარფურში (აფრიკა, სუდანის რესპუბლიკა) .............. 17
ოპერაცია აქტიური ძალისხმევა (Active Endea vor) ............................... 17
ნატოს როლი ავღანეთში.................................................................................. 18
ნატოს პროგრამები ................................................................................................ 20
პარტნიორობა მშვიდობისათვის .................................................................. 20
თავდაცვის განვითარების პროგრამა (DEEP) .......................................... 21
პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) ....................................... 22
გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების
ინიციატივა (Building Integrity (BI) Initi at ive) ....................................... 22
"მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS) ................. 23
საქართველო და ნატო .......................................................................................... 24
ურთიერთობების ისტორია ............................................................................ 25
მნიშვნელოვანი თარიღები ............................................................................. 30
გაწევრიანების ინსტრუმენტები ................................................................... 37
სამშვიდობო მისიები ........................................................................................ 44
ნატოს სამიტები .................................................................................................. 47
გ ა ე რ ო ......................................................................................................................... 53
ორგანიზაციის შექმნის ისტორია .................................................................... 53
გაეროს წესდება ...................................................................................................... 53
გაეროს სტრუქტურა .............................................................................................. 54
გაეროს მთავარი ორგანოები:......................................................................... 54
გაეროს დამხმარე ორგანოები: ...................................................................... 56
გაეროს სპეციალიზებული დაწესებულებები: ........................................ 58
სხვა ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები: ......................... 63
ორგანიზაციის ფუნქციონირება ....................................................................... 63
გაეროს წევრები ...................................................................................................... 64
როგორ მუშა ობს გაერო? ...................................................................................... 65
ე უ თ ო ........................................................................................................................... 69
მიზნები ...................................................................................................................... 69
ეუთო ........................................................................................................................... 69
ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის პაატა
გაფრინდაშვილის ინტერვიუ მიცემული საინფორმაციო სააგენტო
'ინტერპრესნიუსი'-სთვის ................................................................................... 73

ნატო

ნატოს შესახებ

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) წარმოადგენს


სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც 1949 წლის 4 აპრილს შეიქმნა. ეს არის
ჩრდილოეთ ამერიკის 2 და ევროპის 27 სახელმწიფოსაგან შემდგარი კავშირი,
რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის, მისი წევრი
ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც
პოლიტიკური ისე სამხედრო საშუალებებით. ალიანსი მკაცრად იცავს და პატივს
სცემს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი,
ტერიტორიული მთლიანობა, დემოკრატია, ინდივიდუალური თავისუფლება,
ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.
ნატო არის ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ
დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველა
გადაწყვეტილება მიიღება კონსესუსის საფუძველზე, თითოეული წევრი ქვეყნის
ინტერესების გათვალისწინებით. ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოს, განურჩევლად
მისი ტერიტორიული სიდიდისა, მოსახლეობის რაოდენობისა, პოლიტიკური თუ
სამხედრო ძლიერებისა გააჩნია თანასწორუფლებიანი სიტყვა განხილვებისა და
გადაწყვეტილებების მიღების დროს. ნატოს გადაწყვეტილების მიმღებ ძირითად
ორგანოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო წარმოადგენს. გადაწყვეტილების
მისაღებად ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრები სამ დონეზე იმართება:
ელჩების დონეზე, მინისტრების დონეზე და სახელმწიფოს მეთაურების დონეზე
(მათ შეხვედრას სამიტი ეწოდება).
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომებს ნატოს გენერალური მდივანი
ხელმძღვანელობს. გენერალურ მდივანს სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია: 1. ის
არის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, თავდაცვის დაგეგმვის კომიტეტისა და
ბირთვული დაგეგმვის ჯგუფის, ნატო-რუსეთის საბჭოს, ნატო-უკრაინის საბჭოს,
ნატო-საქართველოს საბჭოსა და ხმელთაშუა ზღვის დიალოგის თავმჯდომარე; 2.
ის მოქმედებს ორგანიზაციის სახელით; გამოხატავს ორგანიზაციის პოზიციას ამა
თუ იმ საკითხთან დაკავშირებით; 3. ის არის ალიანსის უმაღლესი
წარმომადგენელი და ორგანიზაციის მთავარი აღმასრულებელი პირი. ნატოს
გენერალურ მდივანს ხმის მიცემის უფლება არ აქვს, რადგან წინააღმდეგ
შემთხვევაში ერთ-ერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც გენერალური მდივანი
წარმოადგენს, ორი ხმით ისარგებლებდა, ნატოში კი თითოეულ წევრ ქვეყანას ერთი
და თანაბარი ძალის ხმის უფლება აქვს. ნატოს გენერალური მდივანი წევრი
სახელმწიფოების მიერ 4 წლის ვადით ინიშნება. დღემდე ნატოს სულ 12
გენერალური მდივანი ჰყავდა. ამჟამად ალიანსის მთავარ პოსტს ნორვეგიის
ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი იკავებს.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია
კოლექტიური თავდაცვა. ნატოს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის
ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის
ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე
განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა
ნატოს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას
გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა
საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას,
ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების
მიზნით. მე-5 მუხლი ნატოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12
სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის
მომდევნო დღეს.
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ გააჩნია შეიარაღებული სამხედრო ძალები
მუდმივ საწყისებზე. ყოველი წევრი სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს ნატოს
გაერთიანებულ სამხედრო სტრუქტურაში, ვალდებულია გამოყოს განსაზღვრული
რაოდენობისა და სახეობის შეიარაღებული ძალები შეთანხმებული ამოცანებისა და
ოპერაციების განსახორციელებლად. თუმცა 2006 წლიდან ნატოს სრულ
მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად
გაწვრთნილი „სწრაფი რეაგირების ძალები“ (NRF-NATO Response Force), რომლებიც
მოიცავენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური დანიშნულების ძალების
კომპონენტებს.
სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება ალიანსის
წევრი ქვეყნების მეთაურებმა ნატოს პრაღის სამიტზე 2002 წელს მიიღეს. ნატოს
დოქტრინის თანახმად, ამ ძალების მთავარი ამოცანა, საჭიროების შემთხვევაში,
კონკრეტული პლაცდარმის ხუთი დღის განმავლობაში დაკავება და ძირითადი
ძალების მხრიდან სრულმასშტაბიანი ოპერაციის დაწყების ხელშეწყობაა. ბოლო
პერიოდში ევროპაში შექმნილი ახალი გარემოებების გათვალისწინებით სწრაფი
რეაგირების ძალების რაოდენობა 13000-დან 30000-მდე გაიზარდა.
ნატოს შტაბ-ბინა ქ. ბრიუსელში (ბელგიის სამეფო) მდებარეობს. მასში
განთავსებულია: წევრი სახელმწიფოების ეროვნული დელეგაციები,
ორგანიზაციის პოლიტიკური და სამხედრო კომიტეტები, გენერალური მდივნის
ოფისი და საერთაშორისო სამსახური, საერთაშორისო სამხედრო სამსახური,
პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიები და სხვა მნიშვნელოვანი
სტრუქტურული ერთეულები.
ნატოს აქვს სამოქალაქო და სამხედრო სტრუქტურა, რომლის საქმიანობაც
მოიცავს პოლიტიკურ და სამხედრო ასპექტებს. თითოეული ეს სტრუქტურა
ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს.
სამოქალ აქო სტრუქტუ რა

ალიანსის ყველა წევრ ქვეყანას ნატოს შტაბ-ბინაში მუდმივი


წარმომადგენელი/დელეგაცია ჰყავს. მას ხელმძღვანელობს ელჩი, რომელიც თავისი
ეროვნული მთავრობის ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებს. დელეგაცია,
ძირითადად, დაკომპლექტებულია სახელმწიფოს საგარეო და თავდაცვის
სამინისტროს თანამშრომლებით. ის ფაქტი, რომ ეროვნული დელეგაციები ნატოს
შტაბ-ბინაში მუშაობენ, ხელს უწყობს მათ საერთაშორისო სამსახურთან
ოფიციალურ და არაოფიციალურ ურთიერთობებს. ნატოს შტაბ-ბინა წარმოადგენს
დიალოგისა და თანამშრომლობის ადგილს პარტნიორ და წევრ ქვეყნებს შორის,
რომელიც სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მიზნით, მათ ერთობლივ
მუშაობას უზრუნველყოფს.
საერთაშორისო სამსახური ნატოს საკონსულტაციო და ადმინისტრაციული
ორგანოა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და დაქვემდებარებულ
კომიტეტებს ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. საერთაშორისო სამსახური
წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან შედგება. ისინი ნატოს მიერ არიან
დაქირავებულები ან შესაბამისი ეროვნული ორგანოების მიერ 3-4 წლის ვადით
ინიშნებიან. ნატოს საერთაშორისო სამსახური უშუალოდ გენერალურ მდივანს
ექვემდებარება. კონსულტაციებისა და ადმინისტრაციული ვალდებულებების
გარდა, საერთაშორისო სამსახური ჩართულია ალიანსის გაფართოების პროცესში.
საერთაშორისო სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან ალიანსში
გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს გარკვეული ვალდებულებების განხორციელების
პროცესში.

სამხედრო სტრუქტურა

ნატოს სამხედრო კომიტეტი წარმოადგენს ნატოს უმაღლეს სამხედრო


ორგანოს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს პოლიტიკურ
ხელმძღვანელობას ექვემდებარება. სამხედრო კომიტეტი ადგენს ინსტრუქციებს
ნატოს პოლიტიკური სტრუქტურებისათვის, სამხედრო სტრატეგიასთან
დაკავშირებით და პასუხისმგებელია ალიანსის სამხედრო საქმიანობაზე. სამხედრო
კომიტეტი აფასებს ნატოსთვის შესაძლო საფრთხის შემცველი ქვეყნების სამხედრო
ძლიერებასა და შესაძლებლობებს. საომარი მდგომარეობის, კრიზისული
სიტუაციების ან ალიანსის სამშვიდობო-სამხედრო ოპერაციების დროს მას ევალება
მოხსენებებისა და რეკომენდაციების წარდგენა ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და
ბირთვული დაგეგმვის ჯგუფისათვის. აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომიტეტი
შეიმუშავებს დირექტივებს ნატოს სამხედრო სარდლობებისათვის. ასევე აწარმოებს
მოლაპარაკებებს საერთო უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის
საკითხებზე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებთან.
ნატოს ჰყავს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი მთავარსარდლობა: 1.
მოკავშირეთა მთავარსარდლობა ევროპაში, რომლის შტაბ-ბინაც განთავსებულია
მონსში (ბელგიის სამეფო); 2. მოკავშირეთა ტრანსფორმაციის მთავარსარდლობა,
რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს ნორფოლკში (ვირჯინია, აშშ). მოკავშირეთა
მთავარსარდალი ევროპაში მეთაურობს მოკავშირეთა ოპერაციების სარდლობას და
ხელმძღვანელობს მოკავშირეთა მიერ გადაცემულ ძალებს. იგი პასუხისმგებელია
ნატოს ყველა სახმელეთო ოპერაციაზე, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა.
ევროპაში მოკავშირეთა მთავარსარდლის პოზიცია, ტრადიციულად, ამერიკელ
სამხედრო მაღალჩინოსანს უკავია, რომელიც ამავდროულად შეერთებული
შტატების ევროპული სარდლობის მეთაურსაც წარმოადგენს. ხოლო მოკავშირეთა
მთავარსარდალი ტრანსფორმაციის დარგში, პასუხისმგებელია ალიანსის
სამხედრო შესაძლებლობათა მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე.

ნატოს ისტორია

ნატოს შექმნაზე საუბარი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის


მიმოხილვით უნდა დავიწყოთ. 1945 წელს ევროპის ორ ნაწილად დაყოფამ
თითქმის ნახევარი საუკუნით განსაზღვრა ამ კონტინენტის, ევროატლანტიკური
არეალისა და მილიონობით ადამიანის ბედი. მეორე მსოფლიო ომის დროს სამი
მოკავშირის (აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს) გამარჯვებამ შექმნა მოლოდინი,
რომ ევროპის კონტინენტზე ჰარმონიული თანაცხოვრება და სტაბილური
განვითარება იქნებოდა შესაძლებელი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ილუზია იყო.
დასავლეთ ევროპელი ლიდერები და მათი მოკავშირეები რეალისტურად
აფასებდნენ საბჭოთა კავშირის ექსპანსიური პოლიტიკიდან მომდინარე
საფრთხეებს. ცხადი იყო, რომ გამარჯვებულმა საბჭოთა კავშირმა ევროპაში
ფაშისტური დიქტატურის ჩანაცვლება არანაკლებ საფრთხის შემცველი
კომუნისტური დიქტატურით განიზრახა. მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის
ქვეყნებმა შეასრულეს ომის შემდგომ ნაკისრი ვალდებულებები, სამხედრო ძალების
შემცირებასა და სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციასთან დაკავშირებით,
საბჭოთა კავშირი არ ჩქარობდა ამ ვალდებულებების შესრულებას და ევროპის
კონტინენტზე სამხედრო ძალების სრულ შემადგენლობას ინარჩუნებდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უსაფრთხოების განსაკუთრებული
გარემოებები ჩამოყალიბდა. საბჭოთა კავშირს მომგებიანი პოზიცია ეკავა და
ცდილობდა შექმნილი სტრატეგიული უპირატესობით მანიპულირებას. საბჭოთა
კავშირის არმია უკუქცეული მტრის დევნისას ღრმად შეიჭრა აღმოსავლეთ და
ცენტრალური ევროპის ტერიტორიაზე. მოახდინა პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიის,
რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, ასევე ავსტრიისა და გერმანიის
ტერიტორიების ოკუპაცია და დაიკავა სტრატეგიული პოზიციები. ოკუპირებულ
ქვეყნებში საბჭოთა კავშირი მოსკოვისადმი ლოიალურ და კომუნისტური
იდეოლოგიის მიმდევარ რეჟიმებს ახალისებდა. ასევე ნათელი იყო, რომ საბჭოთა
კავშირის ზრახვები აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებით არ
შემოიფარგლებოდა. საბჭოთა კავშირის ლიდერს, სტალინს კომუნისტური
იდეოლოგიის გავრცელება და მისი გავლენის სფეროს გაფართოება სურდა
ცენტრალურ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, კერძოდ საფრანგეთში,
იტალიასა და საბერძნეთში, სადაც კომუნისტური იდეოლოგიისადმი სიმპათიით
განწყობილი პოლიტიკური ძალების მომძლავრების ტენდენცია თვალში საცემი
იყო. მოსალოდნელ საფრთხეზე 1946 წლის 5 მარტს ამერიკის შეერთებული
შტატების ქალაქ ფულტონში უინსტონ ჩერჩილმა (რომელიც დიდი ბრიტანეთის
საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერის რანგში წარდგა) გაამახვილა ყურადღება და
პირველად გამოიყენა ტერმინი „რკინის ფარდა“.
XX საუკუნის ორმოციანი წლების მიწურულს ევროპის კონტინენტზე
მშვიდობის შენარჩუნებისა და აღმშენებლობის გზაზე მნიშვნელოვანია, ჯეროვნად
შეფასდეს ამერიკის შეერთებული შტატების დროული და თამამი პოზიცია,
რომელიც, ე.წ. შეკავების დოქტრინის სახელითაა ცნობილი. პრეზიდენტ ტრუმენის
დოქტრინა, რომლის მთავარი არსი ორ იდეოლოგიას შორის კრიტიკულ
შეუთანხმებლობასა და მიუღებლობაში მდგომარეობდა, ევროპის ეკონომიკური
განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებდა. შეკავების დოქტრინის ავტორი
ამერიკელი დიპლომატი ჯორჯ ფ. კენანი გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა
საბჭოთა კავშირის ტერიტორიული ექსპანსიის შეჩერებას ძალისმიერი
პოლიტიკითა და დასავლეთის უხვი ეკონომიკური დახმარებით. ეს დოქტრინა აშშ-
ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა განახორციელა, მისი გეგმა “მარშალის
გეგმის” სახელითაა ცნობილი. 1948 წლის 2 აპრილს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი
“ევროპის აღორძინების” შესახებ, რომლის მთავარი ამოცანა ეკონომიკურ დონეზე
კომუნიზმის შეკავება გახლდათ. „მარშალის გეგმის“ შედეგად თექვსმეტმა
ევროპულმა სახელმწიფომ აშშ-სგან 13 მლრ დოლარის დახმარება მიიღო.
მარშალის გეგმა

1947 წლის ივნისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯორჯ მარშალმა,


ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლისას აუდიტორიას გააცნო გეგმა, რასაც
შემდგომში მარშალის გეგმა ეწოდა. მარშალმა აღწერა ის უკიდურესი გაჭირვება და
უიმედობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომგამოვლილ ევროპაში სუფევდა. ამის
შემდეგ მან შეახსენა ამერიკელებს, რა გავლენა შეიძლებოდა მოეხდინა ევროპის
სამუდამო განადგურებას მათსავე ეკონომიკაზე. გეგმა არც ერთი იდეოლოგიისა
თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მიუხედავად ამისა, სტალინის
მითითებით, ე.წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებმა უარი თქვეს აშშ-ის დახმარების
მიღებაზე. მარშალის გეგმა ითვალისწინებდა ამერიკელთა დახმარებას ევროპის
რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინების პროცესში. დასავლეთ ევროპის
სახელმწიფოებისათვის მარშალის გეგმით გათვალისწინებული დახმარების
გასანაწილებლად შეიქმნა ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტი. ეს
გეგმა მოგვიანებით ევროპის აღორძინების პროგრამად გადაიქცა. აშშ-ის
მოთხოვნით, აღნიშნული დახმარების შესაბამის პრიორიტეტებზე განაწილება
ევროპელებს უნდა ეკისრათ. ამ მიზნით, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის
კომიტეტი ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციად გადაკეთდა.
პროგრამა 1952 წლამდე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ევროპის
რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღორძინებისათვის გაწეულმა დახმარებამ 13
მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა. მარშალის გეგმით, პრეზიდენტ
ტრუმენის მიერ გამოცხადებული დოქტრინითა და ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის შექმნით შეერთებული შტატები აქტიურად ჩაერთო დასავლეთ ევროპაში
მიმდინარე პროცესებში.

მდგომარეობა განსაკუთრებით 1947-1949 წლებში დაიძაბა. უნდა გამოიყოს


სახელმწიფო გადატრიალება ჩეხოსლოვაკიაში და ბერლინის ბლოკადა, რომელიც
1947 წელს დაიწყო. ცხადი გახდა, რომ დასუსტებული ევროპის ქვეყნები
დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ თავის დაცვას და გაეროს წესდება და სხვა
არსებული საერთაშორისო მექანიზმები ევროპის დემოკრატიული და
თავისუფალი განვითარების გარანტი ვერ იქნებოდა. 1948 წლის მარტში დასავლეთ
ევროპის ხუთმა სახელმწიფომ - ბელგიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა,
ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „ბრიუსელის პაქტს“. ეს კავშირი
მიზნად ისახავდა ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას და თავდაცვის საერთო
სისტემის შექმნას, რომელიც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და
სამხედრო ექსპანსიას წინ აღუდგებოდა. „ბრიუსელის პაქტი“ დასავლეთ ევროპის
საერთო უსაფრთხოების სისტემის შექმნის წინაპირობად იქცა და სწორედ ის გახდა
ნატო-ს დაარსების საფუძველი. „ბრიუსელის პაქტის“ ქვეყნები ერთიან თავდაცვით
სისტემაში ჩართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და კანადასთან, ასევე დანიასთან, ისლანდიასთან,
იტალიასთან, ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. მოლაპარაკებები 1949 წლის 4
აპრილს ვაშინგტონის ხელშეკრულების (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება)
ხელმოწერით დასრულდა შეიქმნა უსაფრთხოების ერთიანი სისტემა, რომელიც
ალიანსში შემავალი თორმეტივე წევრი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობასა და
საერთო ფასეულობებს ეფუძნებოდა. ჩრდილო ამერიკის ჩართვა დასავლეთ
ევროპის დასაცავად მოწმობდა იმას, რომ დასავლეთ ევროპაზე პოლიტიკური თუ
სამხედრო ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა. ნატოს
თავდაცვის ქოლგის ქვეშ დასავლეთ ევროპამ და ჩრდილო ამერიკამ მალე მიაღწიეს
სტაბილურობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს და ევროპის ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარებისათვის მყარი საფუძველი შექმნეს.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, ანუ ვაშინგტონის ხელშეკრულება ნატოს
ფუძემდებლური დოკუმენტი 1949 წლის 4 აპრილს ამერიკის შეერთებული
შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში გაფორმდა. ამიტომ უწოდებენ მას
ვაშინგტონის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება 14 პუნქტისაგან შედგება. თუმცა,
მეხუთე პუნქტი ხელშეკრულების ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომლის თანახმადაც
თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება თავდასხმად მთლიანად
ალიანსზე.
მოგვიანებით, 1952 წელს, ამ ხელშეკრულებას თურქეთი და საბერძნეთი
შეურთდა. 1955 წელს, ვაშინგტონის ხელშეკრულებას გერმანიისფედერაციულმა
რესპუბლიკამ მოაწერა ხელი, ხოლო 1982 წელს ესპანეთმა. 1990 წელს, გერმანიის
გაერთიანების შედეგად გერმანიისდემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც
გერმანიის განუყოფელი ნაწილი, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა. 1999
წელს,უნგრეთი, პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ნატოს წევრები გახდნენ. 2004
წელს ნატოში გაწევრიანდა ევროპის შვიდი ქვეყანა: ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა,
რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და ესტონეთი. ალბანეთი და ხორვატია,
რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ ბუქარესტის სამიტზე
მიიწვიეს, ოფიციალურად ალიანსის წევრები 2009 წლის 1 აპრილს გახდნენ. 2017
წლის 5 ივნისს კი მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი ოფიციალურად გახდა.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია შეიქმნა წევრ
სახელმწიფოებს შორის შეთანხმების საფუძველზე, რომელიცითვალისწინებდა ამ
ქვეყნების თავისუფალ არჩევანს, გაწევრიანების საკითხის საჯარო განხილვასა და
შესაბამისს საპარლამენტოპროცედურებს. ვაშინგტონის ხელშეკრულების
თანახმად ალიანსის წევრები იღებენ ვალდებულებას და
პასუხისმგებლობასერთობლივად გაიზიარონ კოლექტიური უსაფრთხოების
წინაშე მდგარი საფრთხეები. ნატო შეიქმნა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინდა იმ
დროიდან მოყოლებული ალიანსის მთავარი ამოცანაა წევრი სახელმწიფოების
თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.ნატოს დაარსებიდან დღემდე
ორგანიზაციამ განიცადა არაერთი ცვლილება ახალ გამოწვევებსა და საფრთხეებზე
ადეკვატურირეაგირების მიზნით.

ნატოს გაფართოება

ნატოს “ღია კარის პოლიტიკა” ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-


10 მუხლს ემყარება. ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც უკავშირდება
სახელმწიფოს მოწვევას, გახდეს ალიანსის წევრი, იღებს ჩრდილოატლანტიკური
საბჭო, ალიანსის წევრების კონსენსუსის საფუძველზე. ნატოს არაწევრი
სახელმწიფო არ მონაწილეობს ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ნატოს მიმდინარე გაფართოების პროცესი არ წარმოადგენს საფრთხეს არც
ერთი ქვეყნისთვის. გაფართოების მიზანი მდგომარეობს სტაბილურობისა და
თანამშრომლობის ხელშეწყობაში, ერთიანი და თავისუფალი ევროპის
მშენებლობაში, მშვიდობისათვის გაერთიანებასა და საერთო დემოკრტიული
ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ნატოს კარი ღიაა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც მზადაა,
წევრობისთვის საჭირო ვალდებულებები შეასრულოს და ევროატლანტიკურ
სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყოს ხელი. 1949 წლიდან ნატოს
წევრი ქვეყნების რაოდენობა, გაფართოების შვიდი საფეხურის გავლით 12-დან 28
ქვეყანამდე გაიზარდა.
გაფართოების პირველი სამი საფეხური, რომლის დროსაც საბერძნეთი და
თურქეთი (1952), დასავლეთ გერმანია (1955) და ესპანეთი (1982) წევრი ქვეყნები
გახდნენ, ცივი ომის დროს მიმდინარეობდა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღებოდა
სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატოს გაფართოების პროცესი ინტენსიური
დებატების საგანი გახდა. ბევრი პოლიტიკური ანალიტიკოსი არ იყო
დარწმუნებული, რომ გაფართოება სასურველ შედეგს მოიტანდა. ზოგიერთი
შიშობდა, თუ როგორ აისახებოდა გაფართოების პოლიტიკა ალიანსის კავშირებსა
და სოლიდარობაზე სხვა ქვეყნებთან, განსაკუთრებით რუსეთთან
ურთიერთობებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 1995 წელს, ალიანსმა ჩაატარა
სწავლება ნატოს გაფართოების შესახებ, რომლის საფუძველზეც 1997 წლის
მადრიდის სამიტზე, გაწევრიანების მიზნით ალიანსმა ჩეხეთის რესპუბლიკა,
უნგრეთი და პოლონეთი მოიწვია, ისინი ალიანსს 1999 წელს შეუერთდენენ. ეს
ქვეყნები გახდნენ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნებიდან პირველი
ნატოს წევრი სახელმწიფოები.
1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა
(Membership Action Plan - MAP) შეიმუშავეს, რაც ალიანსში გაწევრიანების მსურველ
ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.
ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და
სლოვენია მოლაპარაკებების დაწყების მიზნით ალიანსის პრაღის სამიტზე 2002
წელს მიიწვიეს. ჩამოთვლილი ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შვიდივე ქვეყანა ასრულებდა.
ალბანეთი და ხორვატია, რომლებიც ნატოში 2008 წლის აპრილში ჩატარებულ
ბუქარესტის სამიტზე მიიწვიეს, ოფიციალურად კი ალიანსის წევრები 2009 წლის 1
აპრილს გახდნენ.
2015 წელს ბრიუსელის მინისტერიალზე მონტენეგრომ ნატოსგან ალიანსის
წევრობაზე მიწვევა მიიღო, ბოლო 6 წლის განმავლობაში ეს ნატოს გაფართოების
პირველი შემთხვევაა. „ვულოცავთ მონტენეგროს. ეს არის ძალიან ლამაზი კავშირის
დასაწყისი", განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 2015
წლის დეკემბრიდან მონტენეგრო ნატოსთან გაწევრიანების შესახებ
მოლაპარაკებების პროცესში იყო, 2017 წლის 5 ივნისს კი 29-ე წევრი ოფიციალურად
გახდა.

სამშვიდობო მისიები

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი ისტორიის განმავლობაში


არაერთი ცვლილება განიცადა, რათა ახალი გამოწვევების წინაშე სრულ
მზადყოფნაში ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება
გახლავთ სამშვიდობო ოპერაციებისა და კრიზისების რეგულირების პროცესში
ჩართვის გადაწყვეტილება, განურჩევლად კონფლიქტის გეოგრაფიული
ადგილმდებარეობისა. ალიანსი აღიარებს, რომ საფრთხე აღარ არის შეზღუდული
რომელიმე კონკრეტული ადგილმდებარეობით და მზად არის, გამოეხმაუროს მას,
რა დროს და საიდანაც უნდა მომდინარეობდეს ის. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში
ნატომ პირველად განახორციელა სამშვიდობო ოპერაციები. კერძოდ, ბალკანეთში
(ბოსნია-ჰერცეგოვინა) 1995 წელს, კოსოვოში 1999 წელს, მაკედონიაში კი 2001წელს,
სადაც იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის დაშლის
სისხლიანმა კონფლიქტმა სერიოზული საშიშროება წარმოშვა არა მხოლოდ
რეგიონული, არამედ საერთო - ევროპული უსაფრთხოებისათვის. 2003 წელს
ავღანეთში ნატოს მისიით ალიანსმა დაამტკიცა, რომ მას აქვს უნარი, გაუმკლავდეს
პრობლემებს არა მხოლოდ მისი ტრადიციული პასუხისმგებლობის -
ევროატლანტიკურ სივრცეში, არამედ მის მიღმაც.

ნატო ბ ოსნია-ჰერცეგოვინ ა

ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტურ-ფედერალური რესპუბლიკის


დაშლის შემდეგ ნატო გადამწყვეტ როლს ასრულებს ბალკანეთში მიმდინარე
პოზიტიურ ცვლილებათა პროცესში. 1992-1995 წლების განმავლობაში ნატო
აქტიურად უჭერდა მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე საომარი
მოქმედებების შესაჩერებლად გაეროს ძალისხმევას რეზოლუციებისა და
დიპლომატიური მოლაპარაკებების მეშვეობით. გაეროს მხრიდან ყველა
მცდელობა, რეგიონში მშვიდობიანი გზით შეეჩერებინა ძალადობა, ამაო აღმოჩნდა.
1995 წლის 30 აგვისტოს ნატოს თვითმფრინავებმა საჰაერო იერიში მიიტანეს
ბოსნია-ჰერცეგოვინაში სერბთა სამხედრო ფორმირებების პოზიციებზე. საჰაერო
ოპერაცია იმავე წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდა. დიპლომატიურმა
ძალისხმევამ და საჰაერო ოპერაციის წარმატებამ ხელი შეუწყო ბოსნია-
ჰერცეგოვინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას და ნიადაგი მოამზადა ქალაქ
დეიტონში (აშშ) დაპირისპირებული მხარეების წარმატებული
მოლაპარაკებისათვის, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით (Dayton
Peace Accord) დასრულდა. 1995 წლის 16 დეკემბერს ალიანსმა მიღწეული
სამშვიდობო შეთანხმების განხორციელების პროცესზე დაკვირვების მიზნით,
ბოსნია-ჰერცეგოვინაში ერთი წლით გაეროს მანდატის მქონე საერთაშორისო
ძალები (საიმპლემენტაციო ძალები/Implementation Force - IFOR) განათავსა. მათ
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფა, ახლად შექმნილი
ადმინისტრაციული ერთეულების (ბოსნიის ფედერაციისა და სერბთა
რესპუბლიკის) შეიარაღებული ძალების დაშორი შორება და სამხედრო საწყობებზე
კონტროლი დაევალათ. საიმპლემენტაციო ძალებმა დიდი წვლილი შეიტანა
ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო აეროპორტების გახ სნაში, მოსახლეობისათვის
წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების განახლებაში. დასახული
ამოცანების შესრულების შემდეგ, 1996 წლის დეკემბერში საიმპლემენტაციო
ძალებს ნატოს სტაბილიზაციის ძალები (Stabilization Force - SFOR) ჩაენაცვლა.
რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის დამყარების გარდა, სტაბილიზაციის
ძალებმა დეიტონის სამშვიდობო ხელშეკრულების სამოქალაქო ასპექტების
ხელშეწყობა იტვირთა. კერძოდ, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ახალი საერთო
სახელისუფლებო ორგანოების ჩამოყალიბების, სხვადასხვა სფეროში რეფორმების,
დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ლტოლვილებისა და იძულებით
გადაადგილებულთა სახლებში დაბრუნების ხელშეწყობა. ასევე, სტაბილიზაციის
ძალებს დაევალა, სამხედრო დანაშაულში ბრალდებულთა დაკავება და ყოფილ
იუგოსლავიაში საერთაშორისო სისხლის სამართლის ჰააგის ტრიბუნალისთვის
(International Criminal Tribunal for the Former Yugoslavia) გადაცემა. ბოსნია-
ჰერცეგოვინაში უსაფრთხოებისა და სტაბილური გარემოს აღდგენის შემდეგ ნატოს
სამშვიდობო მისიის პირადი შემადგენლობა თანდათანობით შემცირდა, ვიდრე
2004 წლის ბოლოს სტაბილიზაციის ძალებმა მისია არ დაასრულა. 2004 წლის 2
დეკემბერს ძირითადი პასუხისმგებლობა მშვიდობის შესანარჩუნებლად
ევროკავშირის (European Union) სამხედრო მისიამ - ალთეამ (Althea) აიღო. ბოსნია-
ჰერცეგოვინაში გარდამავალი დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისა და
ევროკავშირთან მჭიდრო კოორდინაციის მიზნით, ნატომ სარაევოში (ბოსნია-
ჰერცეგოვინის დედაქალაქი) თავისი წარმომადგენლობის (ნატოს შტაბი სარაევოში)
სახით ქვეყანაში ყოფნა შეინარჩუნა. სარაევოში ნატოს შტაბის წარმომადგენლები
ხელს უწყობენ ბოსნია-ჰერცეგოვინის მთავრობას რეფორმების გატარებაში ქვეყნის
სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ამჟამად ბოსნია-ჰერცეგოვინა
ახორციელებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას და ნატოს ერთ-ერთი ასპირანტი
ქვეყანაა.

კოსოვოს კონ ფლიქტი დ ა ნატო

1999 წლის ივნისიდან ნატო ახორციელებს სამშვიდობო მისიას კოსოვოში.


ჰუმანიტარული კატასტროფის აღსაკვეთად და მშვიდობის დასამყარებლად ნატომ
სამხედრო-საჰაერო კამპანია განახორციელა. ეს იყო საერთაშორისო
თანამეგობრობის მხრიდან კოსოვოში სერბ სამხედროებსა და კოსოვოელ
ალბანელებს შორის ერთწლიანი ძალადობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის
უკანასკნელი საშუალება. აღნიშნული კამპანიის საფუძველი სლობოდან
მილოშევიჩის მხრიდან გაეროს რეზოლუციების მუდმივი უგულებელყოფა
გახლდათ. ყველა ხელმისაწვდომი დიპლომატიური საშუალების ამოწურვისა და
სამშვიდობო მოლაპარაკებათა წარუმატებლობის შემდეგ ალიანსმა იუგოსლავიის
ხელისუფლების სამხედრო და გასამხედროებული სტრუქტურების წინააღმდეგ
საჰაერო იერიშების დაწყებაგადაწყვიტა. სამხედრო საჰაერო კამპანია 1999 წლის 24
მარტს დაიწყო და 78 დღეს გაგრძელდა. 1999 წლის 23 აპრილს ვაშინგტონში ნატოს
წევრ სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურებმა კოსოვოს კონფლიქტთან
მიმართებაში ალიანსის მიზნები დაამტკიცეს: საომარი მოქმედებების, ძალადობისა
და რეპრესიების შეჩერება რეგიონში; კოსოვოს პროვინციის დემილიტარიზაცია;
საერთაშორისო სამხედრო/სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბება; კოსოვოში
ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებული პირების დაუყოვნებლივი და
უსაფრთხო დაბრუნება სახლებში; ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი
მიწოდება ლტოლვილთათვის; პოლიტიკური შეთანხმების შემუშავება;
კოსოვოსთან დაკავშირებით გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის
შესაბამისად 1999 წ. ნატოსა და ყოფილი იუგოსლავიის არმიის სარდლობას შორის
სამხედრო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, 1999 წლის 12 ივნისს, გაეროს
მანდატის საფუძველზე, ნატომ რეგიონში ე.წ. კოსოვოს ძალები (Kosovo Force -
KFOR) გაგზავნა. მათ დაევალათ: საომარი მოქმედებების განახლების
დაუშვებლობა; კოსოვოს გამათავისუფლებელი არმიის განიარაღება;
სარეკონსტრუქციო სამუშაოები; საარჩევნო პროცესებისა და სხვა პოლიტიკური,
ეკონომიკური, სოციალური ასპექტების განვითარების ხელშეწყობა; კოსოვოში
გაეროს მისიისა (United Nations Missiom in Kosovo -UNMIK) და სხვა საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციების ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდაჭერა.
სამშვიდობო მისიის დასაწყისში ერთიანი სარდლობისა და კონტროლის ქვეშ
მყოფი კოსოვოს ძალების შემადგენლობაში 50 000 სამხედრო მოსამსახურე
გაერთიანდა. მისია მოიცავს როგორც ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის
წევრი-სახელმწიფოების, ასევე პარტნიორი ქვეყნების მშვიდობისმყოფელებს. 2003
წელს რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებამ ალიანსს საშუალება
მისცა, სამშვიდობო კონტინგენტი დაახლოებით 15 000 კაცამდე შეემცირებინა. 2008
წლის 17 თებერვალს კოსოვოს მთავრობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ფაქტს
საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების
დაძაბვა მოჰყვა. ნატოს პასუხისმგებლობა, კოსოვოში განევითარებინა უსაფრთხო
და მშვიდობიანი გარემო, დარჩა უცვლელი, ამიტომ ნატოს ოპერაცია კოსოვოში
ამჟამადაც გრძელდება. ალიანსი გაეროს მისიასთან (UNMIK) მჭიდრო
თანამშრომლობით ხელს უწყობს უფრო უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებას,
რომელშიც ყველა მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა,
მშვიდობიანი თანაცხოვრება შეეძლება.

ნატო მაკედონიის რესპუ ბლიკაში

მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობის თხოვნის საფუძველზე, თავიდან


აეცილებინა სკოპიეს (მაკედონიის დედაქალაქი) მთავრობასა და ეთნიკურ
ალბანელ მეამბოხეებს შორის კონფლიქტის ესკალაცია, ნატო მონაწილეობდა
რეგიონში მიმდინარე პროცესებში. 2001 წლის ივნისში მაკედონიის რესპუბლიკის
პრეზიდენტმა, ბორის ტროიკოვსკიმ თხოვნით მიმართა ნატო აღმოეჩინა დახმარება
ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნულ გამათავისუფლებელი არმიისა და ეთნიკურ
ალბანელთა მეამბოხე ჯგუფების განიარაღების პროცესში. ნატოს ძალისხმევის
შედეგად დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგი შედგა,
რომელსაც სამშვიდობო ჩარჩო-გეგმის შემუშავება და რეგიონში საომარი
მოქმედებების შეწყვეტა მოჰყვა. ოჰრიდის ჩარჩო ხელშეკრულების (Ohrid
Framework Agreement) საფუძველზე, 2001 წლის 27 აგვისტოს ოპერაციის, კოდური
სახელწოდებით მთავარი მოსავალი (Operation Essential Harvest), ფარგლებში ნატომ
მაკედონიაში სამხედრო მოსამსახურეთა პერსონალი შეიყვანა. ნატოს მისიას
ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიერ ნებაყოფლობით
ჩაბარებული იარაღის შეგროვება და განადგურება დაევალა. ოცდაათდღიანი
ოპერაციის შედეგად ნატოს სამხედრო მოსამსახურეებმა დიდი რაოდენობის
იარაღი და სხვადასხვა ფეთქებადი ნივთიერება ამოიღეს, რამაც ხელი შეუწყო
სამოქალაქო კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებას. მოგვიანებით, სკოპიეს
მთავრობამ თხოვნით მიმართა ნატოს, მაკედონიის რესპუბლიკაში
დესტაბილიზაციის თავიდან აცილების, ევროკავშირისა და ეუთოს
დამკვირვებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეენარჩუნებინათ
მცირერიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი. 2003 წლის მარტიდან ნატოს მისია
მაკედონიაში ევროკავშირს (EU) გადაებარა.

ნატოს როლი ე რაყში

ნატო, როგორც ორგანიზაცია, არ მონაწილეობდა ერაყში აშშ-ის


ხელმძღვანელობით წარმოებულ მრავალეროვნული კოალიციური ჯარების
სამხედრო ოპერაციაში. ალიანსის როლი ერაყში შემოიფარგლებოდა ერაყელი
სამხედრო მოსამსახურეების გაწვრთნით. ამით ნატო ხელს უწყობდა ერაყის
მთავრობას ეფექტიანი შეიარაღებული ძალების ფორმირებაში და მხარს უჭერდა
მათი თავდაცვითი შესაძლებლობის ამაღლებას. 2004 წლის 22 ივნისს ერაყის
გარდამავალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თხოვნით მიმართა ნატოს
გენერალურ მდივანს, დახმარება აღმოეჩინა ერაყელი სამხედრო მოსამსახურეების
გაწვრთნასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში. 2004 წლის 28 ივნისს ნატოს სტამბოლის
სამიტზე შეხვედრის მონაწილეებმა გადაწყვეტილება მიიღეს, ერაყის მთავრობას
სამხედრო პერსონალის გაწვრთნაში დახმარებოდნენ. იმავე წლის 30 ივლისს
ჩამოყალიბდა ნატოს წვრთნების საიმპლემენტაციო მისია (Training Implementation
Mission) ერაყში. 2004 წლის 7 აგვისტოდან ნატოს მისია ახორციელებდა ერაყელი
სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ნატოს წევრი
ქვეყნების ტერიტორიაზე. თავდაპირველად, წვრთნების საიმპლემენტაციო მისია
50 ოფიცერს აერთიანებდა. 2004 წლის 22 სექტემბერს მისი რეკომენდაციების
საფუძველზე, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა მისიის პირადი
შემადგენლობის გაზრდა და ერაყში წვრთნების, განათლებისა და დოქტრინების
ცენტრის ჩამოყალიბდა. მისიაში მომსახურე პერსონალის რაოდენობა სამას
კაცამდე გაიზარდა და მათ ერაყის საშუალო და მაღალი რანგის სამხედრო
მოსამსახურეების გაწვრთნა დაევალათ. ამასთანავე, შეიცვალა მისიის
სახელწოდება - ნატოს საწვრთნელი მისია ერაყში (NATO Training Mission - Iraq).
შინაარსობრივად ნატოს საწვრთნელი მისია ერაყში არასაომარი ხასიათის იყო და
ერაყელი სამხედროების გაწვრთნას, აღჭურვასა და ტექნიკურ დახმარებას ისახავდა
მიზნად. 2004-2006 წლების განმავლობაში ნატოს მისიის ფარგლებში 5000-მდე
ოფიცერმა აიმაღლა კვალიფიკაცია. მისიის დაწყებიდან დღემდე
ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ერაყის მთავრობა სხვადასხვა სამხედრო-
ტექნიკური საშუალებით (ტყვია-წამლით, ჯავშან-ჟილეტებით, სამხედრო
მანქანებით, ტანკებითა და სხვა აღჭურვილობით) მოამარაგა, რომლის საერთო
ღირებულება 110 მილიონ ევროს შეადგენს.
ნატოს როლი დ არფურში (აფრიკა, სუდანის რესპუ ბლიკა)

2005 წელს აფრიკის კავშირმა გაზარდა თავისი სამშვიდობო კონტინგენტი,


რომელიც დარფურში (სუდანი) განლაგებულია. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა
რეგიონში ძალადობის შეწყვეტას. 2005 წლის 26 აპრილს, აფრიკის კავშირის
(AFRICAN UNION, AU) თავმჯდომარემ ლოგისტიკის საკითხებში გაფართოებული
სამშვიდობო მისიისთვის პრაქტიკული დახმარების თხოვნით ნატოს გენერალურ
მდივანს მიმართა. ევროკავშირთან, აფრიკის კავშირსა და გაეროსთან
კონსულტაციების შემდეგ ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ აფრიკის
კავშირის თხოვნა დააკმაყოფილა. 2005 წლის ივნისში ნატომ ოფიციალურად
გამოაცხადა მზადყოფნა, დახმარება აღმოეჩინა დარფურში მოქმედი სამშვიდობო
მისიისთვის სტრატეგიული გადაადგილების, მისიის პერსონალის სწავლებისა და
სამოქალაქო პოლ იციელების გადაადგილების საკითხებში. 2005 წლის ივლისიდან
2006 წლის თებერვლამდე მოხდა აფრიკის კავშირის სამშვიდობო მისიის 24 000
მოსამსახურის საჰაერო ტრანსპორტირება. ამასთანავე, ნატო უზრუნველყოფდა
აფრიკის კავშირის ოფიცერთა სწავლებას მრავალეროვნული სამხედრო შტაბებისა
და ინფორმაციის ეფექტიანი მართვის საკითხებში. ჩრდილოატლანტიკური
ალიანსი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, რომელიც მხარს უჭერს
აფრიკის კავშირის სამშვიდობო ოპერაციას.

ოპერაცია აქტიუ რი ძალისხმევა (A ctive Endeavor)

2001 წლის ოქტომბრიდან ოპერაცია აქტიური ძალისხმევის ფარგლებში


ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალები, (რომელიც აერთიანებს სამხედრო გემებს,
წყალქვეშა ნავებს, თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს,) ხმელთაშუა ზღვის
წყლებში პატრულირებენ. ისინი აკონტროლებენ გემების მიმოსვლას და
გიბრალტარის სრუტეში სავაჭრო გემებს თანხლებას უწევენ. აქტიური ძალისხმევის
მიზანია ხმელთაშუა ზღვის წყლებში ტერორისტული საქმიანობის აღკვეთა,
გამოვლენა და დროული განეიტრალება. ეს ოპერაცია მნიშვნელოვან ეტაპს
წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განვითარებაში. ხმელთაშუა
ზღვაში, გემების ინტენსიური სავაჭრო მიმოსვლის რეგიონში სტაბილური და
მშვიდი გარემოს ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია ალიანსის
უსაფრთხოებისათვის. დასავლეთ ევროპაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის 65%-
ის ტრანსპორტირება ხმელთაშუა ზღვის გავლით ხდება. მსხვილი მილსადენები
აკავშირებს ლიბიას იტალიასთან, მაროკოს - ესპანეთთან. ამის გათვალისწინებით,
ხმელთაშუა ზღვის აუზში ალიანსის სამხედრო ძალები მილსადენებს
სისტემატურად აკონტროლებენ. 2003 წლის მარტიდან აქტიური ძალისხმევის
ფარგლებში გიბრალტარის სრუტეში ხორციელდება ჩრდილოატლანტიკური
ალიანსის წევრი ქვეყნების დროშით მცურავი არასამხედრო გემების თანხლება. ამ
გადაწყვეტილების მიზანს წარმოადგენს ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა,
რომლებიც მოხდა 2000 წელს იემენში აშშ-ის და 2002 წელს საფრანგეთის დროშით
მცურავი ხომალდების წინააღმდეგ. 2003 წლის აპრილიდან ნატო სისტემატურად
ამოწმებს საეჭვო ხომალდებს. ოპერაცია აქტიური ძალისხმევის ფარგლებში
ალიანსის გემებმა და შვეულმფრენებმა განახორციელეს რამდენიმე სამაშველო
ოპერაცია, მათ შორის, ნავთობჭაბურღილის პლატფორმიდან მუშებისა და მძირავი
გემებიდან ეკიპაჟის ევაკუაცია. ალიანსის სამხედრო ძალების ყოფნამ ხმელთაშუა
ზღვის წყლებში ხელი შეუწყო ნატოსა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების (ალჟირის,
ეგვიპტის, ისრაელის, იორდანიის, მავრიტანიის, მაროკოს, ტუნისის) მჭიდრო
თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, რადგან აღნიშნული ინიციატივის
ფარგლებში, ეს ქვეყნები ალიანსის ძალებს აწვდიან სადაზვერვო მონაცემებს
რეგიონულ წყლებში მცურავი გემების შესახებ. ნატოს გაძლიერებული ყოფნა
ხმელთაშუა ზღვის აუზში წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს და დადებითად
აისახება გემების მიმოსვლაზე. აქტიური ძალისხმევა, ასევე, ხელს უწყობს სავაჭრო
ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას რეგიონში. აღსანიშნავია, რომ
ოპერაციაში, გარდა ნატოს წევრი სახელმწიფოებისა, ჩართულები არიან ალიანსის
პარტნიორი ქვეყნებიც.

ნატოს როლი ავღ ანეთში

2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტებმა აშშ-ში განლაგებული სამიზნეების


წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღად სამგზავრო თვითმფრინავები
გამოიყენეს. მეორე დღეს, 12 სექტემბერს პირველად ალიანსის ისტორიაში,
მოკავშირეებმა აამოქმედეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი (ნატოს
კოლექტიური თავდაცვის მუხლი) და ამით დაადასტურეს, რომ ნატოს ერთ-ერთ
წევრზე თავდასხმა წარმოადგენს თავდასხმას ალიანსის ყველა წევრზე. ალიანსმა
მიიღო შესაბამისი ზომები ამერიკის შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. მან
ოპერატიულად განათავსა ხომალდები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში,
რათა კოორდინაცია გაეწია და გამოეაშკარავებინა ის გემები, რომლებიც
ტერორისტულ საქმიანობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ამ რეგიონში ხომალდების
განთავსება და მათი პატრულირება ხდება აქტიური ძალისხმევის ოპერაციის
(Active Endeavor) სახელით, რომელიც დღეს მთელ ხმელთაშუა ზღვის რეგიონს
მოიცავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიის განმავლობაში
ორგანიზაციის მისია ავღანეთში იყო ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია,
ევროატლანტიკური სივრცის გარეთ. 2001 წლის დეკემბერში, ავღანეთიდან
ტერორისტული დაჯგუფება ალქაიდასა და თალიბების დამარცხების შემდეგ,
ავღანეთის ოპოზიციის ლიდერებმა ბონში (გერმანია) გამართეს კონფერენცია,
რომელზეც განიხილეს ქვეყნის აღდგენისა და სამომავლო განვითარების პროცესი.
შეხვედრაზე გადაწყდა ახალი სახელმწიფო სტრუქტურის - ავღანეთის დროებითი
ხელისუფლების ჩამოყალიბება და ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების (International Security As-
sistance Force - ISAF) ფორმირება.
2002 წლის იანვარში ავღანეთის დროებითმა ხელისუფლებამ და
საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების სარდლობამ ხელი
მოაწერეს სამხედრო-ტექნიკურ ხელშეკრულებას (Military Technical Agreement),
რომელშიც განისაზღვრა ISAF - ის ამოცანები. თავდაპირველად ISAF-ის მისიას
ექვსთვიანი ვადით ცალკეული ქვეყნები ხელმძღვანელობდნენ და ოპერაციებზე
პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებოდათ. 2003 წლის აგვისტოდან საერთაშორისო
უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებზე სრული ხელმძღვანელობა ნატოს
გადააბარეს. ISAF წარმოადგენდა გაეროს მან დატით მოქმედ საერთაშორისო
ძალებს, რომელიც აერთიანებდა სამხედრო მოსამსახურეებს 51 ქვეყნიდან. მისიის
მიზანი იყო ავღანეთის მთავრობის დახმარება უსაფრთხო გარემოს
ჩამოყალიბებაში, რაც ქვეყნის განვითარებას შეუწყობდა ხელს. ISAF-ის
თავდაპირველი მანდატი ქაბულითა (ავღანეთის დედაქალაქი) და მისი
შემოგარენით შემოიფარგლებოდა, 2003 წლის ოქტომბრიდან კი მისია ავღანეთის
მთელ ტერიტორიაზე გაფართოვდა. ოპერაციის გაფართოებასთან ერთად,
საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების გაძლიერების მიზნით, ნატომ შექმნა
ISAF-ის სარდლობას დაქვემდებარებული სამოქალაქო-სამხედრო პროვინციების
სარეკონსტრუქციო ჯგუფები (Provincial Reconstruction Teams - PRT). ეს იყო
სამოქალაქო და სამხედრო მოსამსახურეებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები,
რომლებიც მოქმედებდნენ ავღანეთის პროვინციებში და ხელს უწყობდნენ ქვეყნის
ხელისუფლებას, გაეძლიერებინა თავისი ძალაუფლება და უსაფრთხოება
ავღანეთის რეგიონებში; იცავდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციების უსაფრთხოებას; მონაწილეობდნენ სკოლების,
სამედიცინო დაწესებულებებისა და წყლის სისტემების აღდგენით სამუშაოებში;
მხარს უჭერდნენ სამოქალაქო და სამხედრო პროექტების განხორციელებას.
ნატოს მისია ავღანეთში, რომელიც 13 წელიწადი გრძელდებოდა, 2014 წლის
28 დეკემბერს ოფიციალურად დასრულდა. ავღანეთმა დროთა განმავლობაში
აჩვენა, რომ სამხედრო ოპერაციებს საკუთარი თავდაცვითი ძალებით, ISAF - ის
მისიის საბრძოლო შეიარაღებული ძალების დახმარების გარეშე შეძლებდა. ნატოს
ახალი პროგრამა - მტკიცე თანამშრომლობის მისია ავღანეთში 2015 წლიდან
ამოქმედდა (RSM _ Resolute Support Mission in Afghanistan). ის სასწავლო და
საკონსულტაციო ხასიათს ატარებს და ავღანელი სამხედროების დახმარებას
ისახავს მიზნად. გადამწყვეტი მხარდაჭერის მისია ავღანეთში 2015 წლიდან დაიწყო
ახალი, ორწლიანი მისია, სახელწოდებით, გადამწყვეტი მხარდაჭერა. მისიის
ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეების მოვალეობა, უმთავრესად, ავღანეთის
უსაფრთხოების ძალების გაწვრთნაა. ამ ოპერაციაში 42 ქვეყანა მონაწილეობს, სულ
- 13.195 მოსამსახურე. საქართველო 2015 წლიდანვე ჩაერთო ავღანეთში ნატოს
გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების
შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით, რიგით მეორე კონტრიბუტორია.

ნატოს პროგრამები

პარტნიორობა მშვიდობისათვის

პროგრამა ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის” (PFP) მიზნად ისახავს ნდობის


დამყარებას ნატოს, ევროპაში ნატოს არაწევრ ქვეყნებსა და ყოფილი საბჭოთა
კავშირის ქვეყნებს შორის. იგი პირველად იქნა შემოთავაზებული, როგორც
ამერიკის ინიციატივა 1993 წლის 20-21 ოქტომბერს, ნატოს თავდაცვის მინისტრების
შეხვედრაზე ტრავემუნდში (გერმანია). 1994 წლის 10-11 იანვარს ნატომ წარადგინა
პრაქტიკული თანამშრომლობის ორმხრივი პროგრამა - ,,პარტნიორობა
მშვიდობისათვის” ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის,
რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ ქვეყნებს, დაამყარონ ინდივიდუალური
ურთიერთობა ნატოსთან საკუთარი პრიორიტეტების არჩევის გზით
თანამშრომლობისათვის.
დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რასაც თავად ალიანსი
ემყარება, “პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” მიზანია საფრთხეების
თავიდან აცილება, სტაბილურობის განმტკიცება და მყარი თანამშრომლობის
ჩამოყალიბება, როგორც ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყნებს შორის,
ისე თავად პარტნიორ სახელმწიფოებს შორის.“პარტნიორობა მშვიდობისათვის
პროგრამის” ფორმალურ საფუძველს წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც
თითოეული პარტნიორისთვის სპეციალურ ვალდებულებებს განსაზღვრავს.
პარტნიორი სახელმწიფო ღებულობს დემოკრატიული საზოგადოების,
საერთაშორისო სამართლის პრინციპების, გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებების
უნივერსალური დეკლარაციის, ჰელსინკის საბოლოო აქტის, საერთაშორისო
განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის შეთახმებებით აღებული
ვალდებულებების დაცვის, სამხედრო ძალის გამოყენებისაგან თავის შეკავების,
არსებული საზღვრების პატივისცემისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით
მოგვარების პოლიტიკურ ვალდებულებებს. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს
სპეციალურ ვალდებულებებს ეროვნული თავდაცვის დაგეგმარების, ბიუჯეტის
გამჭვირვალობის, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლისა და
ნატოსთან ერთად ერთობლივ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის
უზრუნველყოფის შესახებ.
,,პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის” ფარგლებში ალიანსი და
პარტნიორი ქვეყნები ერთობლივად ატარებენ წვრთნებს და მონაწილეობას იღებენ
ნატოს ეგიდით წარმოებულ ოპერაციებში, თანამშრომლობენ ტერორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლაში, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, მასობრივი
განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის, ნაღმებითა და დასაწყობებული
აღჭურვილობით გამოწვეული საფრთხეების თავიდან აცილების, ბუნებრივი
კატასტროფისთვის მზადყოფნის საკითხებში და სამეცნიერო კვლევებში.
პარტნიორმა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს და აგრძელებენ მნიშნველოვან
კონტრიბუციას ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში. აღნიშნულ ღონისძიებებში
პარტნიორი ქვეყნის ძალების თავსებადობისთვის რეგულარულად იმართება
წვრთნისა და აღჭურვის პროგრამები ალიანსსა და პარტნიორებს შორის.

თავდაცვ ის განვითარების პროგრამა (DEE P)

საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ნატოსთან სხვადასხვა პროგრამის


ფარგლებში, რომლის მიზანია თავდაცვის ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და
თავდაცვის ინსტიტუტების განვითარება, რომლებზეც ხორციელდება სამოქალაქო
და დემოკრატიული კონტროლი. 2009 წელს დაიწყო თავდაცვის განვითარების
პროგრამა (DEEP), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სფეროს
განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამა ითვალისწინებს თავდაცვის
სამინისტროს საგანმანათლებლო და საწვრთნელი დაწესებულებების
განვითარებას, საწვრთნელი პროგრამების შემუშავების და გამოცდილების
გაზიარებას ფაკულტეტების შემდგომი დახვეწის მიზნით. პროგრამის ფარგლებში
ხორციელდება სხვადასხვა სწავლება, კურსი, გაცნობითი შეხვედრა, მობილური
საწვრთნელი ჯგუფების ვიზიტები და სემინარები. ამჟამად პროგრამა
ფოკუსირებულია ეროვნული თავდაცვის აკადემიის განვითარებაზე.
პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP)

2009 წელს ნატოს ეგიდით დაიწყო პროფესიული განვითარების პროგრამა


(PDP), რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირების
პროფესიულ განვითარებას. თავდაპირველად ყურადღება გამახვილებული იყო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე. პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილი კურსები განკუთვნილია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისთვის
და ხორციელდება როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე. აღნიშნული
პროცესი ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორში უწყებათაშორისი
კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას. პროგრამით
გათვალისწინებული ტრეინინგები მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინგლისური ენა,
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა,
უსაფრთხოების სექტორის მენეჯმენტი, საჯარო სამსახურის რეფორმა, ადამიანური
რესურსების მართვა, მართვის უნარები, იურიდიული საკითხები, ანალიტიკური
უნარები, შესყიდვები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ფაკულტეტების
განვითარება და პროფესიული განვითარების ცენტრის (PDC) ფუნქციონირების
გაუმჯობესება.

გამჭ ვირვ ალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების


ინიციატივა (B uilding Integrity (BI) Initiative)

საქართველო მონაწილეობს ნატოს გამჭვირვალობისა და


კეთილსინდისიერების ამაღლების ინიციატივაში (Building Integrity (BI) Initiative)
და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და
საწვრთნელ პროგრამაში. 2013 წელს საქართველომ გადაწყვიტა შეევსო
ზემოხსენებული ინიციატივის თვითშეფასების კითხვარი და ჩართულიყო BI
პროგრამაში. პროგრამის მიზანია თავდაცვის სექტორში გამჭირვალეობის და
ანგარიშვალდებულების ამაღლება და კორუფციის რისკის შემცირება. ქართული
მხარის მიერ შევსებულ თვითშეფასების კითხვარზე და ნატოს ექსპერტთა ჯგუფის
მიერ თბილისში ჩატარებული ინტერვიუების ანალიზზე დაყრდნობით, ნატოს
ჯგუფმა შეიმუშავა შეფასების დოკუმენტი (Peer Review Report). ნატოს ექსპერტთა
რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მზად არის,
თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული საუკეთესო პრაქტიკა (best
practices) გაუზიაროს პარტნიორ ქვეყნებს ნატოს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის
თავდაცვის მინისტერიალის ფორმატების მეშვეობით. ამისათვის თავდაცვის
სამინისტროში ჩამოყალიბდა თავდაცვის აღმშენებლობის ჯგუფი.
ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამის თვითშეფასების
ექსპერტთა საბჭოს ანგარიშზე დაყრდნობით თავდაცვის სამინისტრომ, ასევე,
შეიმუშავა და დაამტკიცა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
კეთილსინდისიერების ამაღლების სამოქმედო გეგმა 2014-2015.“ დოკუმენტი
დეტალურად აღწერს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებს
და განსახორციელებელ ღონისძიებებს. საქართველო აქტიურად თანამშრომლობს
ნატოს უზრუნველყოფის სააგენტოსთან (NSPA - NATO Support Agency) (ყოფილი
ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტო, NAMSA) 2002
წლიდან. სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარლებში უკვე წარმატებით
განხორციელდა პარტნიორობა მშვიდობისათვის ნდობის ფონდის სამი პროექტი -
”საქართველო I”, ”საქართველო II” და “საქართველო III”. 2013 წელს ოფიციალურად
გამოცხადდა ახალი პროექტის “საქართველო IV” დაწყება, რომელიც
ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ სკრის
ყოფილი სამხედრო საცავის დასუფთავებასა და EOD ასეულის საერთაშორისო
განაღმვის სტანდარტების მე-3 და მე-4 დონეებზე გაწვრთნას. 2014 წლის მარტში
ხელი მოეწერა საიმპლემენტაციო შეთანხმებას საქართველოსა და ნატოს
უზრუნველყოფის ორგანიზაციას შორის ასაფეთქებელი მასალებისგან (EOD)
დაბინძურებული სკრის ყოფილი სამხედრო საცავის და მიმდებარე ტერიტორიის
გასუფთავების, ასევე, EOD შესაძლებლობების განვითარების პროექტის შესახებ.
2014 წლის ოქტომბერში გაიმართა პროექტის „საქართველო IV” ოფიციალურად
გახსნის ცერემონია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი პროექტის განხორციელება.
2012 წელს საქართველო მიუერთდა ნატოს გონივრული თავდაცვის (Smart Defence)
ინიციატივას. ამ ეტაპზე ქართული მხარე მონაწილეობს ნატოს გონივრული
თავდაცვის ინიციატივის ხუთ საერთაშორისო პროექტში და სხვა პროექტებში
ჩართვასთან დაკავშირებით აწარმოებს მოლაპარაკებებს ალიანსის წევრ
ქვეყნებთან.

"მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS)

ნატოს პროგრამა ,,მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (SPS)


წარმოადგენს დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმს ნატოსა და მის
პარტნიორ ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია ნატოს სტრატეგიული ამოცანების
შესაბამისად სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობა.
საქართველო 1994 წლიდან აქტიურადაა ჩართული ,,მეცნიერება მშვიდობისა
და უსაფრთხოებისთვის" პროგრამაში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ნატოსა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში განიხილება, როგორიცაა
მეცნიერება, გარემოს დაცვა, კიბერუსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება,
ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული თავდაცვა და
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები.
მეცნიერები და მკვლევარები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან სარგებლობენ
ალიანსის ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (SPS) პროგრამით
გათვალისწინებული შესაძლებლობებით, რომლებიც ხელს უწყობს ალიანსის და
პარტნიორი ქვეყნებიდან მეცნიერებს შორის თანამშრომლობას, კავშირების
დამყარებას და ძალისხმევის მობილიზიას. გათვალისწინებული ღონისძიებები
მოიცავს კვლევით საქმიანობას, სემინარებს, კონფერენციებს და ერთობლივ
კვლევებს სამეცნიერო და გარემოს დაცვის საკითხებზე. გარდა სამეცნიერო
სფეროში კვლევებზე კონცეტრირებული პროექტებისა, პროგრამის ძალისხმევა,
ასევე, მიმართულია სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების გაძლიერებისაკენ
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
”ვირტუალური აბრეშუმის გზის” პროექტი მიზნად ისახავს კავკასიის და
ცენტრალური აზიის სამეცნიერო ერთეულებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებას სატელიტური ქსელების მეშვეობით. გრანტები ქსელური
ინფრასტრუქტურის შექმნაზე დახმარებას უწევს სამეცნიერო დაწესებულებებს
პარტნიორ ქვეყნებში იმ აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, რომელიც
გააუმჯობესებს მათი სატელეკომუნიკაციო საშუალებების დაცულობის დონეს.
ამჟამად, საქართველო NATO-ს ,,მეცნიერება მშვიდობისა და
უსაფრთხოებისთვის" რამდენიმე მიმდინარე პროგრამაშია ჩართული:

1. ENGAGING THE PUBLIC TO FIGHT THE CONSEQUENCES OF


TERRORISM AND DISASTERS
2. PROTECTION OF UNDERGROUND STRUCTURES FROM FUEL CLOUD
EXPLOSION
3. NANOTECHNOLOGY TO AID CHEMICAL AND BIOLOGICAL DEFENCE

საქართველო და ნატო
ურთიე რთობების ისტორია

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი


გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ - კონფლიქტები, ეკონომიკური სტაგნაცია,
კორუფცია და უმოქმედო სახელმწიფო ინსტიტუტები - იმ პრობლემათა მხოლოდ
მცირე ჩამონათვალია, რაც 1990-იანი წლების პოსტსაბჭოთა სივრცისთვის იყო
დამახასიათებელი, თუმცა უმთავრეს პრობლემად მაინც უსაფრთხოების საკითხი
რჩებოდა, რაც საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის კიდევ უფრო
მნიშვნელოვანი იყო.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ზოგმა კვლავ მოსკოვის ორბიტაზე
ამჯობინა დარჩენა, ზოგიერთმა კი დასავლეთის მიმართულებით განაგრძო
განვითარება. აღნიშნული რესპუბლიკებიდან დღეისათვის დასავლური სამყაროს
ნაწილი მხოლოდ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გახდნენ. შესაბამისად,
დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის
ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა მაგალითი საყურადღებო და იმედისმომცემია.
დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველომ დასავლური კურსი
აირჩია, გამოთქვა რა სურვილი, ეთანამშრომლა ევროკავშირსა და
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, თუმცა ქვეყანაში შექმნილმა უმძიმესმა
ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მდგომარეობამ, ტერიტორიულმა კონფლიქტებმა
და სამოქალაქო ომმა შეაფერხა საქართველოს დასავლური განვითარება, შედეგად
საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ისე სწრაფად ვერ წარიმართა, როგორც
ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში.
საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიზანია უსაფრთხო,
დემოკრატიული და სტაბილური გარემოს შექმნა. აღნიშნულის მისაღწევად
დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაცია განისაზღვრა.
ნატო-საქართველოს ურთიერთობას 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი,
როდესაც საქართველო შეუერთდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის
საბჭოს (NACC - North Atlantic Cooperation Council), რომელსაც 1997 წლიდან ეწოდა
ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭო (EAPC - Euro-Atlantic Partnership
Council). თანამშრომლობა გაფართოვდა 1994 წელს, ნატოს პარტნიორობა
მშვიდობისათვის (PfP - Partnership for Peace) პროგრამასთან მიერთებით, რომლის
მიზანსაც წარმოადგენდა ნატოსა და ინდივიდუალურ პარტნიორ ქვეყანას შორის
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.
ნატო-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში აღსანიშნავია 2002 წელს
პრაღაში გამართული ნატოს სამიტი, რომელზეც საქართველოს მეორე
პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ პირველად გაახმაურა საქართველოს ნატოში
გაწევრიანების სურვილი.
2004 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა
ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP - Individual
Partnership Action Plan) ეს გულისხმობდა დროში გაწერილ სამოქმედო გეგმას,
რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე კონკრეტული
ვალდებულებები აიღო. მართალია, აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენდა
ალიანსში გაწევრიანების მექანიზმს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების
წარმატების თვალ საზრისით, IPAP-ის ფარგლებში ალიანსთან თანამშრომლობა
დიდ მნიშვნელობას იძენდა. დოკუმენტი ითვალისწინებდა რეფორმების
გატარებას მთელ რიგ სფეროებში და მოითხოვდა საქართველოს მთავრობის
ერთიან და კოორდინირებულ ძალისხმევას მათი ეფექტიანი
განხორციელებისთვის. IPAP-ის შესრულების ყოველწლიური შეფასება ნატოს
საერთაშორისო სამსახურს ევალებოდა. 2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება მივიღეთ
(4 ოფიციალური და 1 არაოფიციალური). ყველა მათგანი პოზიტიური იყო.
საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, 2006 წლის 21
სექტემბრიდან ალიანსმა დაიწყო საქართველოსთან თანამშრომლობა
გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის (ID - Intensified Dialogue on
Membership Issues) ფარგლებში.
ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს ერთობლივი
თანამშრომლობის მექანიზმს და მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც დაეხმარებოდა
საქართველოს, უკეთ გასცნობოდა ალიანსში გაწევრიანებისათვის საჭირო
კრიტერიუმებს. ID-ის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მიმდინარეობდა
ინტენსიური კონსულტაციები პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის
მშვიდობიანად მოგვარების, თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის,
ეკონომიკურ, მეცნიერების, განათლებისა და სხვა საკითხებზე. 2008 წელს
ბუქარესტის სამიტზე (2-4 აპრილს) ნატოს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ
საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ბუქარესტის სამიტის პოლიტიკური
გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება, შეფასდეს ერთ-ერთ
ყველაზე პროგრესულ და მნიშვნელოვან გზავნილად ნატოში გაწევრიანების გზაზე
მყოფი ქვეყნისთვის.
2008 წლის აგვისტოში საქარ თველოს მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ
მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა საქართველოს მთელი რიგი სფეროების
რეაბილიტაციაში დასახმარებლად და მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-
საქართველოს კომისიის (NGC - NATO-Georgia Commission) შექმნის შესახებ,
რომელიც წარმოადგენს ერთგვარ მექანიზმს ბუქარესტის სამიტზე მიღებული
გადაწყვეტილებების შესრულებისა და დახმარების პროცესის
ზედამხედველობისთვის. ამავე წლის სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს
(NAC - North Atlantic Council) საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შედეგად (2008
წლის 15-17 სექტემბერი) ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს კომისიის
დამფუძნებელ ჩარჩო დოკუმენტს, ხოლო დეკემბერში ნატოს საგარეო საქმეთა
მინისტრებმა მხარი დაუჭირეს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებას
ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ნატოს გაფართოების
პოლიტიკის პრაქტიკიდან გამომდინარე, წლიურ ეროვნულ პროგრამას
ახორციელდება მხოლოდ გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში (Membership Action
Plan) ჩართული ქვეყნების მიერ, აქედან გამომდინარე, საქართველოს მაგალითი
უპრეცედენტოა. წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება ხელს უწყობს ქვეყნის
ნატოს სტანდარ ტებთან მაქსიმალურად დაახლოებას. ამჟამად საქართველო
ასრულებს წლიური ეროვნული პროგრამის VII ციკლს (2015 წლის
მდგომარეობით). უნდა აღინიშნოს, რომ ANP-ის ყველა შეფასება, რომელიც
ყოველწლიურია და ალიანსი ზედმიწევნით ყურადღებით ახორციელებს,
პოზიტიური იყო.
2011 წლის 7 დეკემბერს ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ალიანსის წევრი
ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის შედეგად საქართველო
მოხსენიებულ იქნა ასპირანტ ქვეყნად მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინას და
იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან ერთად. საქართველოს ნატოში
ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია 2012 წელს
ჩიკაგოს სამიტზე ქართული მხარის მონაწილეობა ყველა შეხვედრაში (გარდა
უშუალოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა). ჩიკაგოს სამიტის შემდეგ
ნატო-საქართველოს ურთიერთობამ ახალ ეტაპზე გადაინაცვლა; მოხდა
საქართველოს დაჯგუფება ასპირანტ ქვეყნებთან, ანუ ბალკანეთის იმ ქვეყნებთან,
ვისაც წევრობის აშკარა პერსპექტივები აქვთ (იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა
მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო). ამასთანავე, ხაზი გაესვა
საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს, ზოგადად, ევროატლანტიკური
უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ხაზგასასმელია, რომ საქართველოში შედგა
ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სამი ვიზიტი - 2008, 2011 და 2013 წლებში, რაც
საქართველოს მიმართ ალიანსის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის
მნიშვნელოვანი დადასტურებაა. 2014 წელს ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ
მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Substantial NATO-Georgia
Package/SNGP).
არსებითი შესაძლებლობების პაკეტის მიზანია საქართველოს თავდაცვითი
შესაძლებლობების განვითარება და ნატოსთან თავსებადობის ამაღლება მეტი
წვრთნისა და სწავლებების საშუალებით. ეს არის ერთ-ერთი ქმედითი და
პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ
ქვეყანას, წევრობისთვის ამზადებს. არსებითი შესაძლებლობების პაკეტის
განსახორციელებლად 2015 წლის დასასრულისთვის ნატოს წევრმა და პარტნიორმა
20-მა ქვეყანამ სწორი და საჭირო დახმარება, მათ შორის რესურსებისა და
კონსულტაციების მხრივ მხარდაჭერა გაწიეს (რესურსებისა და კონსულტაციების
მხრივ).
არსებითი შესაძლებლობების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები
ხორციელდება სტრატეგიულ, ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე, 13
მიმართულებით: სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვა, ავიაცია, საჰაერო
თავდაცვა, საზღვაო უსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები, სპეციალური
ოპერაციები, სამხედრო პოლიცია, კიბერთავდაცვა, შესყიდვები, დაზვერვა. პაკეტი
ასევე ითვალისწინებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის
დაარსებას, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის
ეფექტიან მუშაობას ადგილზე მრავალეროვნული (როგორც ნატოს წევრი, ასევე
პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით) წვრთნისა და სწავლების გზით. არსებითი
შესაძლებლობების პაკეტის კომპონენტები იმართება პროექტის მმართველი
ჯგუფისა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ექსპერტების მიერ და მასში
ჩართულები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური
შტაბის წარმომადგენლები. მას უშუალოდ მართავს ექსპერტთა ძირითადი ჯგუფი,
რომელიც განთავსებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და
უზრუნველყოფს პროექტების შესაბამისობას, სათანადო კოორდინირებასა და
საჭირო რესურსების მობილიზებას.
მნიშვნელოვანია, რომ არსებითი შესაძლებლობების პაკეტის
განხორციელებაში თავად ნატო არის ჩართული და მას პირადად ალიანსის
გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ხელმძღვანელობს. გარდა
ამისა, უელსში ალიანსის გადაწყვეტილებით, პარტნიორობის თავსებადობის
ინიციატივის ფარგლებში (Partnership Interoperability Initiative), საქართველო
შვედეთთან, ფინეთთან, ავსტრალიასა და იორდანიასთან ერთად ჩაერთო და
გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა (Interoperability Platform) და
გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში (Enhanced Oppor -
tunity Partners Group). აღნიშნული ფორმატის ფარგლებში საქართველოს მიეცემა
შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ნატოს სტრატეგიული მნიშვნელობის
დისკუსიებში, გაცვალოს ინფორმაცია ნატოსა და მოკავშირეებთან უსაფრთხოების
საკითხებზე, ჩაერთოს ოპერაციების საწყისი ფაზის დაგეგმვაში და ჰყავდეს მეტი
წარმომადგენელი ნატოს სტრუქტურებში. ამასთან, საქართველო ჩაერთო
თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში, რომლის
მიზანია, გააძლიეროს ნატოს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან და
დაეხმაროს ალიანსს სტაბილურობის უზრუნველყოფაში, მრავალრიცხოვანი
საბრძოლო დანაყოფების გამოყენების გარეშე.
უელსში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო
გახდება ნატოს წევრი, რითაც კვლავ გაესვა ხაზი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის
გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ნატოს კომუნიკეში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს
ინსტრუმენტები, რომლებიც საჭიროა გაწევრიანების გზაზე ქვეყნის შემდგომი
წინსვლისათვის. ეს ინსტრუმენტებია: ნატო-საქართველოს კომისია, წლიური
ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი.
ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მხრივ უმნიშვნელოვანესია 2015 წლის 27
აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი
წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა. აღნიშნული ცენტრი ხელს შეუწყობს
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების
ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, ასევე - რეგიონული და საერთაშორისო
უსაფრთხოების განმტკიცებას. წვრთნისა და შეფასების ცენტრით სარგებლობას
შეძლებენ არა მარტო საქართველო და ალიანსის წევრი ქვეყნები, არამედ ის ღია
იქნება ნატოს პარტნიორი ქვეყნებისთვისაც.
2016 წლის აპრილში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ
ცენტრში პირველი საერთაშორისო სწავლება გაიმართა. სწავლებაზე სამხედრო
მოსამსახურეებმა ლოგისტიკის დოქტრინებისა და კრიზისებზე რეაგირების
ოპერაციებში ლოგისტიკის დაგეგმვის პროცედურები შეისწავლეს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლებები ნატო-საქართველოს წვრთნისა და
შეფასების ერთობლივ ცენტრში ინტენსიურად გაიმართება. 2015 წლის პირველ
დეკემბერს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მინისტერიალმა
ალიანსში გაწევრიანებისათვის მონტენეგროს მოლაპარაკებები გაუხსნა, რაც
ნიშნავს, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოებას განაგრძობს. საქართველოსთან
მიმართებაში, ალიანსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის ბუქარესტის სამიტის
გადაწყვეტილების ერთგულია და საქართველო გახდება ნატოს წევრი. კომუნიკეში
ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი
ნატოში გასაწევრიანებლად და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის აუცილებელი
ნაბიჯი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად. მინისტერიალის
დოკუმენტში აღინიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
ნატოში გაწევრიანების გზაზე და ვარშავის სამიტამდე ის განიხილავს ახალ
პრაქტიკულ შესაძლებლობებს, მათ შორის, მაღალი დონის პოლიტიკური
დიალოგის საშუალებით და ეფექტიანი თანამშრომლობით, განსაკუთრებით
თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში. მომდევნო სამიტი 2016
წლის ივლისში პოლონეთის დედაქალაქში, ვარშავაში გაიმართება.

მნიშვნელოვანი თარიღები

• 1992 წელს საქართველო გახდა ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის


საბჭოს წევრი (NACC);
• 1994 წლის 23 მარტს საქართველო შეუერთდა ნატოს «პარტნიორობა
მშვიდობისათვის» პროგრამას (PfP);
• 1995 წლის 18 ივლისს საქართველო შეუერთდა შეთანხმებას "ჩრდილო-
ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და "პარტნიორობა
მშვიდობისათვის" პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული
ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA- Status of Forces Agreement);
• 1995 წლიდან წარმოებს თანამშრომლობა განათლების სფეროში. ნატოს
სკოლაში ობერამერგაუში (გერმანია) და ნატოს თავდაცვის კოლეჯში (რომი,
იტალია) ყოველწლიურად კვალიფიკაციას იმაღლებენ ქართველი მსმენელები;
• 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი
ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამა (Individual Partnership Program - IPP );
• 1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული
იქნა შეთანხმება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და
«პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი
შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA);
• 1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო
(EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;
• 1998 წლის 22 აპრილს გაიხსნა საქართველოს დიპლომატიური მისია ნატო-
სთან და საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ნატოს გენერალურ
მდივანს;
• 1999 წლის მარტში საქართველო შეუერთდა "პარტნიორობა
მშვიდობისათვის" პროგრამის დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს (PARP - Planning
and Review Process);
• 1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში ნატოს
სამშვიდობო ოპერაციაში;
• 2001
წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან
რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა;
• 2001 წლის 11-23 ივნისს საქართველოში (ქ. ფოთი) ჩატარდა ნატოსა და
პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული
სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ პარტნერ-2001» (Cooperative Partner -2001);
• 2002 წლის 17-28 ივნისს საქართველოში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატოსა და
პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული
სამხედრო წვრთნები «კოოპერატივ ბესტ ეფორტ-2002» (Cooperative Best Effort -
2002);
• 2002
წლის ივნისში საქართველომ დაიწყო თანამშრომლობა ნატოს
უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოსთან (NAMSA - NATO Maintenance
and Supply Agency) «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამის ნდობის ფონდის
ეგიდით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში (PfP Trust Fund);
• 2002 წლის 13 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის #1661
დადგენილებით, საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებისა და ეფექტურად
წარმართვისათვის, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი
მიმართულებების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს აღმასრულებელ
ხელისუფლებას დაევალა საქართველოს პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან
ერთად ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყება;
• 2002 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში გამართულ ნატოს სამიტზე
საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და
სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის
სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე;
• 2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ
დაამტკიცა «საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო
პროგრამა». პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისაგან:1) პოლიტიკური
და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვისა და სამხედრო საკითხები; 3)
რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5)
სამართლებრივი საკითხები;
• 2003 წლის 27 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #235 ბრძანებულების
შესაბამისად შეიქმნა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ეროვნული
საკოორდინაციო საბჭო, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში
სახელმწიფო სტრუქტურების შეთანხმებულ მოქმედებათა და ძალისხმევის
კოორდინაციის გაძლიერების მიზნით. საბჭოს თავმჯდომარეობდა საქართველოს
პრეზიდენტი;
• 2003 წლის სექტემბერში (ქ. თბილისი) ჩატარდა ნატოს და პარტნიორი
ქვეყნების ერთობლივი მსხვილმასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო-
სამედიცინო წვრთნები «მედ კეარ--რესკუერი 03» (Med Care-Rescuer-03);
• 2004 წელს საქართველომ ავღანეთში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში
(ISAF) მიიღო მონაწილეობა;
• 2004 წლის 29 ოქტომბერს, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა,
რომელთანაც ნატომ ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP-
Individual Partnership Action Plan) ფორმატში თანამშრომლობა დაიწყო.
• 2004 წლის 28-29 ივნისს სტამბოლში გამართულ ნატოს სამიტზე
საქართველო, აზერბაიჯანი და უზბეკეთი ოფიციალურად შეუერთდნენ
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ინიციატივას;
• 2004 წლის აგვისტოში ნატო-ს ოფიციალურად წარედგინა საქართველოს
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა;
• 2004 წლის 31 დეკემბერს, ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულების
ორგანიზაციასთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების, მასთან სრული
პოლიტიკური, სამართლებრივი, სამხედრო ინტეგრაციის ხელშეწყობის,
სახელმწიფო სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ეფექტური კოორდინაციისა
და მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, (საქართველოს მთავრობის
დადგენილება #133) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა;
• 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი
სახელმწიფო კომისია, რომელიც წარმოადგენს უწყებათაშორის ჯგუფს პრემიერ-
მინისტრის ხელმძღვანელობით. კომისიას დაევალა ინდივიდუალური
პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირება და
კონტროლი;
• 2005 წლის 14 თებერვლიდან საქართველოში მოვლენილ იქნა ნატო-ს
მეკავშირე ოფიცერი სამხრეთ კავკასიაში;
• 2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას «საქართველოსა და
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა
და ნატოს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის
უზრუნველყოფის შესახებ»;
• 2005 წელს საქართველოში გაიხსნა საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ;
• 2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების
საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა, სადაც მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე საქართველოსთან
ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ;
• 2007 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP საჰაერო წვრთნებს
"Cooperative Archer 2007";
• 2008წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო
გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა;
• 2008 წლის 19 აგვისტოს, ნატოს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა
ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა
საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით;
• 2008წლის 21-22 აგვისტოს, შედგა ნატოს სამოქალაქო საგანგებო
სიტუაციების დაგეგმვის კომიტეტის (CEP) წარმომადგენელთა 15 კაციანი ჯგუფის
ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო
ქმედებებით გამოწვეული ზარალის ადგილზე შეფასების მიზნით;
• 2008 წლის 15-16 სექტემბერს, საქართველოში, ჩრდილოატლანტიკური
საბჭოს და ნატოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტის დროს შედგა
ნატო-საქართველოს კომისიის დამფუძვნებელი ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერა და
ჩატარდა კომისიის პირველი სხდომა;
• 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩატარდა ნატო-საქართველოს
კომისიის სხდომა;
• 2008 წლის 24 ნოემბერს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა პირველი NGC-ის
შეხვედრა ელჩების დონეზე;
• 2008 წლის 3 დეკემბერს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ნატო-
საქართველოს კომისიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ნატოს საგარეო
სამეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მაქსიმალურად გაააქტიურებს
საქართველოსთან თანამშრომლობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
NGC-ის ფარგლებში შემუშავდება და განიხილება წლიური ეროვნული პროგრამა;
• 2009 წელი 3-4 აპრილს, (სტრასბურგი და კელი) გამართულ ნატო-ს
საიუბილეო სამიტზე მიიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის წევრმა ქვეყნებმა
კვლავ დაადასტურეს ერთგულება ბუქარესტის სამიტზე საქართველოსადმი
აღებული ვალდებულებებისადმი;
• 2009 წლის მაისში საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP წვრთნებს
"Cooperative Longbow&Lancer 2009", სადაც 14 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა;
• 2009 წლის ნოემბერში ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში
მონაწილეობის მისაღებად ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში გაიგზავნა
ერთი სახმელეთო ასეული;
• 2010 წლის 6 აპრილს შეიქმნა ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი
საბჭო;
• 2010წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით
იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი. ვიზიტის
ფარგლებში ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს ვიცე პრემიერ-
მინისტრმა გახსნეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი;
• 2010 წლის 16 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო
რეზოლუცია. რეზოლუციის თანახმად რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოს
ტერიტორიაზე შეფასდა, როგორც 2008 წლის აგვისტოს ევროკავშირის ცეცხლის
შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევა და დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის
ოკუპაცია
• 2010 წლის 19-20 ნოემბერს ლისაბონში გამართულ სამიტზე მიღებულ
დეკლარაციაში განმეორდა და განმტკიცდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის
გადაწვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი;
• 2010 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლას მიენიჭა
ნატო/პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის (NATO/PfP) სამთო მომზადებისა
და განათლების ცენტრის სტატუსი;
• 2011 ჩამოყალიბდა სამხედრო კომიტეტის ყოველწლიური სამუშაო გეგმა;
• 2011 აპრილში ქ. ბერლინში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისია საგარეო
საქმეთა მინისტრების დონეზე, სადაც პირველად იქნა მიღებული ერთობლივი
დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია ნატო-საქართველოს შორის
თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები;
• 2011 წლის აგვისტოში საქართველოს ევროპაში ნატოს გაერთიანებული
შტაბების მთავარსარდალი ეწვია;
• 2011 წლის ნოემბერში საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს
ვიზიტი გაიმართა;
• 2011 წლის დეკემბერში ნატო-ს საგარეო მინისტერიალის ფარგლებში ნატოს
შტაბ-ბინაში ალიანსის წევრების მიერ შემუშავებულ იქნა კომუნიკე, რომელშიც
საქართველო იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიასთან, მონტენეგროსა
და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ერთად არის მოხსენიებული როგორც ნატოს
პარტნიორი ასპირანტი ქვეყანა;
• 2012 20-21 მაისს ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში საქართველომ მონაწილეობა
მიიღო ყველა შეხვედრაში, გარდა უშუალოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების შეხვედრისა:
საქართველომ მონაწილეობა მიიღო ალიანსის შეხვედრაზე ძირითად
პარტნიორებთან (ISAF, 28+13); ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე
სახელმწიფოებთან და ასპირანტ (28+4) ქვეყნებთან გამართულ შეხვედრებში;
• 2012 წლის 22-28 სექტემბერს ნატო-ს კატასტროფებზე რეაგირების ევრო-
ატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის ეგიდით (EADRCC - Euro-Atlantic Disaster
Response Coordination Centre) საქართველოში ჩატარდა საერთაშორისო სწავლება
"საქართველო 2012";
• 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი ეწვია;
• 2012 წლის ოქტომბერში საქართველომ დამატებითი ბატალიონი განათავსა
ISAF-ის ოპერაციაში, რითაც იგი გახდა ნატოს არა წევრი უდიდესი კონტრიბუტორი
ქვეყანა;
• 2013 წლის 26-27 ივნისს საქართველოში განხორციელდა ნატო-ს
გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს (NAC
- North Atlantic Council) მესამე ვიზიტი;
• 2013 წლის 5-9 სექტემბერს ნატო-ს საპასუხო რეაგირების მეორე ჯგუფის
სამი გემი (გერმანიის დროშის ქვეშ FGS MOSEL-ისა და FGS ROTTWEIL-ის, ასევე,
თურქეთის დროშის ქვეშ მოცურავე საზღვაო გემები) ბათუმის პორტს ეწვია;
• 2013 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეუერთდა ნატოს
შეკავშირებული ძალების ინიციატივას (CFI - Connected Forces Initiative) ნატოსთან
თავსებადობის ამაღლების მიზნით;
• 2014 წლის 4-5 სექტემბერს გაიმართა ნატოს უელსის სამიტი. სამიტის
ფარგლებში საქართველომ მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებების
პაკეტი და გაწევრიანდა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების
ჯგუფში სხვა ოთხ პარტნიორ ქვეყანასთან ერთად (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია,
იორდანია). ასევე, საქართველო ჩაერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების
შესაძლებლობების ზრდის ინიციატივაში;
• 2014 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს პირველად ეწვია ნატოს
სამხედრო კომიტეტი - ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანო. ვიზიტის ფარგლებში
კომიტეტმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სფეროში
განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები;
• 2015 წლიდან საქართველო აგრძელებს ნატოს ავღანეთის ოპერაციაში
,,გადამწყვეტი მხარდაჭერის" (Resolute Support Mission) მისიაში მონაწილეობას და
ასევე, მიმდინარე წლიდან ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში;
• 2015 წლის 26-27 აგვისტოს საქართველოს პირველად ორდღიანი ვიზიტით
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში 27
აგვისტოს, იენს სტოლტენბერგმა მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს
წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში.
ცენტრი ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის“ ტერიტორიაზე დაფუძნდა;
• 2015 წლის 1-2 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს საგარეო
საქმეთა მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის შედეგად მიღებულ
დოკუმენტში მოკავშირეებმა, მონტენეგროს ალიანსში მიწვევით, კიდევ ერთხელ
დაადასტურეს ერთგულება ნატო-ს ,,ღია კარის" პოლიტიკის მიმართ. ასევე,
აღნიშნულ დოკუმენტში ალიანსის წევრების მიერ პირველად მოხდა იმის
დადასტურება, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ნატოს
წევრობისთვის მოსამზადებლად.
• 2016 წლის 28 ივნისს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა
(DIB) თბილისში, ოფიციალურად გაიხსნა.
• 2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში, ნატოს სამიტი გაიმართა. ნატო-
საქართველოს ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში სამიტის
პარალელურად პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
სხდომის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელიც საქართველოს
ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს მოიცავს.
საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღო
ნატოს ვარშავის სამიტზე, რაც ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული
პროგრესის აღიარების შედეგია.
• ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლის 7-8
სექტემბერს, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის
ხელმძღვანელობით საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მეოთხედ ეწვია.
აღსანიშნავია, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ეს იყო ჩრდილოატლანტიკური
საბჭოს პირველი საერთაშორისო ვიზიტი, რაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მკაფიო მხარდაჭერას
და წარმოადგენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი
პარტნიორობის დადასტურებას.
• 2016 წლის 10-20 ნოემბერს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP)
ფარგლებში დაარსებულმა წვრთნისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC)
პირველად უმასპინძლა ნატო-საქართველოს ერთობლივ მრავალეროვნული
ბრიგადის დონის სიმულაციურ სწავლებას. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“
რიგით მეორე საერთაშორისო სწავლებაა, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი
პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდა.
• 2017 წლის 1-3 მარტს, საქართველოს მეორედ ეწვია ნატოს უმაღლესი
სამხედრო ორგანო - ნატოს სამხედრო კომიტეტი. სამხედრო კომიტეტის ვიზიტი
საქართველოში ალიანსის მხრიდან მკაფიო გზავნილია, რომ მხარს უჭერს
საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მის მისწრაფებას გახდეს ალიანსის წევრი.
• 2017 წლის 26-29 მაისს, საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეა
პირველად ეწვია, რომელმაც საგაზაფხულო სესია თბილისში გამართა. სესია
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის
მიღებით დასრულდა. ეს იყო მეხუთე შემთხვევა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის
ისტორიაში, როცა სესია ნატოს არაწევრ ქვეყანაში ჩატარდა.

გაწევრიანების ინსტრუ მენტები

ინტენსიური დიალოგი ID

საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოვების მიზნით 2006 წლის 21


სექტემბრიდან ალიანსმა დაიწყო თანამშრომლობა საქართველოსთან
"გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგის" ფარგლებში.
ინტენსიური დიალოგი წარმოადგენდა ნატო-საქართველოს შორის
ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმს და მოსამზადებელ ეტაპს, რომელიც
დაეხმარებოდა საქართველოს, უკეთესად გაცნობოდა ნატოში გაწევრიანებისათვის
საჭირო კრიტერიუმებს.
ID-ის ფორმატში ნატო-საქართველოს შორის მრავალი კონსულტაცია
გაიმართა პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების,
თავდაცვის, სამოქალაქო საგანგებო დაგეგმვის, ეკონომიკურ, მეცნიერებისა და
განათლების საკითხებზე და სხვა.

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა IPAP

2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელთანაც


ნატომ IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა. 2002 წლის ნატოს პრაღის
სამიტზე, ალიანსმა პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი მექანიზმის
შემოღების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ამავე სამიტზე საქართველომ გააკეთა
განცხადება ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა
ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში»
მონაწილეობის მიღების თაობაზე. IPAP-ი არ წარმოადგენდა ალიანსში
გაწევრიანების მექანიზმს, თუმცა საქართველომ თავიდანვე განსაზღვრა, რომ
გამოიყენებდა მას ალიანსში გაწევრიანებისა და ნატოს სტანდარტებთან
მაქსიმალურად მიახლოებისათვის. IPAP წარმოადგენდა დროში გაწერილ
სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში საქართველომ ალიანსის წინაშე
კონკრეტული ვალდებულებები აიღო. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების
წარმატებით განხორციელების თვალსაზრისით IPAP-ი მნიშვნელოვან
ინსტრუმენტს წარმოადგენდა. დოკუმეტი ითვალისწინებდა რეფორმების
გატარებას მთელ რიგ სფეროში და საქართველოს მთავრობის ერთიან და
კოორდინირებულ ძალისხმევას მოითხოვდა მათი ეფექტური
განხორციელებისათვის. IPAP-ით გათვალისწინებული რეფორმების ეფექტურად
განხორციელების მიზნით, შეიქნმა IPAP-ის იმპლემენტაციის კოორდინაციის
სახელმწიფო კომისია, რომლის თავმჯდომარედ განისაზღვრა საქართველოს
პრემიერ-მინისტრი, ხოლო თავმჯდომარის მოადგილედ - საქართველოს
სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში
ინტეგრაციის საკითხებში.

IPAP-ი ოთხი თავისაგან შედგება:


- პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხები;
- თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხები;
- საზოგადოების ინფორმირების, მეცნიერების, გარემოს დაცვისა და საგანგებო
სიტუაციების მართვის საკითხები;
- ადმინისტრაციული, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და რესურსების
საკითხები.

მიუხედავად იმისა, რომ IPAP-ის პროცესში მონაწილე ქვეყნებში მსგავსი


დოკუმენტები საზოგადოებისათვის დახურულია, საქართველოს მთავრობამ 2005
წლის ივნისში IPAP-ის ადაპტირებული ვერსია გამოაქვეყნა. დოკუმენტის
საზოგადოებისთვის გახსნა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის
გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის
უზრუნველყოფისათვის მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. საზოგადოებას
აღნიშნული პროცესის განხორციელების ეფექტური კონტროლის საშუალება მიეცა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ნატომ. ნატოს საერთაშორისო
სამსახური IPAP-ის განხორციელების შეფასებას ყოველწლიურად ახორციელებდა.
2004-2008 წლებში სულ 5 შეფასება განხორციელდა (4 ოფიციალური და 1
არაოფიციალური შეფასება). 2007 წლის შეფასებამ ცხადყო, რომ IPAP-ი
საჭიროებდა განახლებას, რადგან მის ფარგლებში გათვალისწინებული
რეფორმების უმეტესი ნაწილი უკვე გატარებული იყო, ან რეალობას აღარ ასახავდა.
2007 წლის შემოდგომაზე საქართველომ ნატოსთან შეთანხმებით IPAP-ის
განახლებული ვერსია შეიმუშავა. 2008 წლის დეკემბერს ნატოს საგარეო საქმეთა
მინისტრების გადაწყვეტილებით IPAP-ი წლიურმა ეროვნულმა პროგრამამ - ANP
ჩაანაცვლა.

ნატო-საქართველოს კომისია NGC

2008 წლის 19 აგვისტოს, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა


მინისტრების საგანგებო შეხვედრაზე ალიანსმა ნატო-საქართველოს კომისიის
(NGC) დაარსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო ურთიერთგაგების
მემორანდუმს 2008 წლის 15 სექტემბერს, საქართველოში ჩრდილო- ატლანტიკური
საბჭოს (NAC) პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი. სწორედ 15
სექტემბერს გაიმართა კომისიის პირველი სხდომა. კომისია წარმოადგენს ნატო-
საქართველოს პოლიტიკური კონსულტაციების ფორუმსა და პრაქტიკული
თანამშრომლობის მექანიზმს, რომლის მიზანია დაეხმაროს საქართველოს
ალიანსში გასაწევრიანებლად. კომისია ხელს უწყობს ნატო-საქართველოს შორის
პოლიტიკური დიალოგისა და ყველა შესაბამის დონეზე თანამშრომლობის
გაღრმავებას. 2008 წლის 2-3 დეკემბერს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა
მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ნატო-საქართველოს
თანამშრომლობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წლიური ეროვნული
პროგრამის (ANP) ფორმატში MAP-ზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების
გარეშე გაგრძელდეს. საქართველო ANP-ის ნატო-ში გაწევრიანების ინსტრუმენტად
განიხილავს და შესაბამისად, დოკუმენტში ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან
რეფორმებსა და საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს ნატო-ს სტანდარტებთან
მაქსიმალურად დაახლოვებას. NGC-ს ფარგლებში ყველა სამუშაო დონეზე
რეგულარულად იმართება თემატური კონსულტაციები. NGC-ის ფარგლებში
ყოველწლიურად 20-ზე მეტი შეხვედრა იმართება პოლიტიკურ, უსაფრთხოების,
თავდაცვის, დემოკრატიის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების, ეკონომიკის,
ენერგეტიკისა და ა.შ. საკითხებზე. 2011 წელს, ქ. ბერლინში, ნატო-საქართველოს
კომისიის სხდომაზე ალიანსისა და საქართველოს ისტორიაში პირველად იქნა
მიღებული ერთობლივი დეკლარაცია.

ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნების ჩარჩო-დოკუმენტი

• მოწოდებული არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროპის


უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შემდგომი გაძლიერებისთვის და
ითანამშრომლონ სტაბილური, მშვიდობიანი და განუყოფელი ევროპისთვის;
• კვლავ ადასტურებენ ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერას საქართველოს
სრული დამოუკიდებლობისადმი, სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული
მთლიანობისადმი, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და გაეროს
უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით;
• გამოხატავენღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული
შეიარაღებული კონფლიქტის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და რუსეთის
ქმედებების გამო, საქართველოს რეგიონების- სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის
აღიარების ჩათვლით;
• აცნობიერებენ სამხედრო ქმედებებით მიყენებული ზარალის შეფასებაში
საქართველოსთვის ხელშეწყობისა და ნორმალური სამოქალაქო ცხოვრების,
ეკონომიკური საქმიანობისთვის აუცილებელი სასიცოცხლო ობიექტების
აღდგენაში დახმარების ზომების საჭიროებას; და კვლავ ადასტურებენ, რომ
საქართველოს აღორძინება, უსაფრთხოება და სტაბილურობა მნიშვნელოვანია
ალიანსისთვის;
• კვლავ ადასტურებენ პარტნიორობა მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტში
და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელ დოკუმენტში
ასახული საერთო ფასეულობებისა და პრინციპების მხარდაჭერას, კონფლიქტის
მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულების ჩათვლით;
• კვლავ ადასტურებენ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებული
მექანიზმების, კერძოდ, კი გაწევრიანების საკითხებზე ინტენსიური დიალოგისა და
ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და
ფასეულობას;
• ითვალისწინებენ ბუქარესტის სამიტის კომუნიკეს 23-ე მუხლს, რომელშიც
ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები მიესალმნენ
საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების მიზნით;
შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი; შეთანხმდნენ, რომ
გაწევრიანების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის არის შემდგომი ნაბიჯი
გაწევრიანების გზაზე; გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოს
მისწრაფებისადმი გადავიდეს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე; შეთანხმდნენ,
დაიწყოს ინტენსიური ჩართულობის პერიოდი მაღალ პოლიტიკურ დონეზე, რათა
პასუხი გაეცეს ჯერ კიდევ არსებულ კითხვებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე
გადასვლასთან დაკავშირებით; დაავალეს რა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს,
გაკეთდეს პროგრესის პირველადი შეფასება 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე და
შეთანხმდნენ, მიენიჭოთ საგარეო საქმეთა მინისტრებს უფლებამოსილება,
გადაწყვიტონ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე გადასვლის
საკითხი;
• ითვალისწინებენ აგრეთვე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის
19 აგვისტოს განცხადებას, რომლითაც მათ კვლავ დაადასტურეს 2008 წლის
აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და
მთავრობის მეთაურების გადაწყვეტილებებისადმი ერთგულება, მათ შორის,
საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით და ნატო-ს
საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას, განაგრძონ საქართველოსთან
ინტენსიური ჩართულობის პერიოდი, რათა დეკემბრამდე განვითარებული
მოვლენების გათვალისწინებით უპასუხონ კითხვებს საქართველოს მიერ
გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მოთხოვნასთან დაკავშირებით;
• ითვალისწინებენ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების 2008 წლის 19
აგვისტოს გადაწყვეტილებას ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ;
• აღიარებენ ერთობლივი პოლიტიკური, საკონსულტაციო და
საკოორდინაციო ორგანოს ჩამოყალიბების მეშვეობით ნატო-საქართველოს
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობას;

ნატო-საქართველოს კომისიის მიზნები

• გააღრმავოს პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა ნატოსა და


საქართველოს შორის ყველა შესაბამის დონეზე;
• ზედამხედველობა გაუწიოს ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული
პროცესის წარმართვას;
• კოორდინაცია გაუწიოს ალიანსის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს 2008 წლის
ომის შედგების აღმოფხვრას;
• ხელი შეუწყოს საქართველოს ძალისხმევას, გააგრძელოს პოლიტიკური,
ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმები,ნატოში გაწევრიანების მიზნით მის
ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებასთან დაკავშირებული მიმართული
დემოკრატიული და ინსტიტუციონალური მიზნების მისაღწევად.

ნატო-საქართველოს კომისიის პრაქტიკული ასპექტები

ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ნატო-საქართველოს კომისია


შეიკრიბება საგარეო საქმეთა მინისტრების, თავდაცვის მინისტრების,
შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსებისა და სახელმწიფოთა და მთავრობის
მეთაურების დონეზე; ნატო-საქართველოს კომისია გამართავს რეგულარულ
შეხვედრებს, რომელთა პერიოდულობა შეთანხმებული იქნება ორმხრივად
ელჩებისა და/ან სამხედრო წარმომადგენლების მიერ; აგრეთვე, ნატო-საქართველოს
კომისია შეიკრიბება საქართველოს მოთხოვნის საფუძველზე, თუ საქართველოს
ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას
დაემუქრება პირდაპირი საფრთხე, რაც განსაზღვრულია პარტნიორობა
მშვიდობისათვის ჩარჩო დოკუმენტის მე-8 მუხლით; ნატო-საქართველოს კომისიის
ფარგლებში შეხვედრები საქართველოს და ნატო-ს შორის შესაძლოა გაიმართოს
პოლიტიკური კომიტეტის და ასევე ნატოს სხვა კომიტეტებისა და სამუშაო
ჯგუფების დონეზე, რათა მოიცვას ნატო-სა და საქართველოს შორის
თანამშრომლობის სპეციფიკური საკითხები. ნატო-საქართველოს კომისიის
სხდომები პოლიტიკური კომიტეტის დონეზე მოამზადებს ელჩების დონეზე
გასამართ შეხვედრებს; ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების
განხორციელებისთვის ნატო შეისწავლის შესაძლებლობას, არსებული
პროცედურების შესაბამისად, გააფართოვოს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი
საქართველოში;
ნატო-საქართველოს კომისიის მიზნების განხორციელებისთვის, ნატო
შეისწავლის შესაძლებლობას, ნებაყოფლობითი შენატანის არსებულ პრინციპზე
დაყრდნობით, ჩამოაყალიბოს სპეციალური ნდობის ფონდი საქართველოში
ცალკეული პროექტების განსახორციელებლად.

წლიური ეროვნული პროგრამა ANP

2008 წლის სექტემბერში ნატომ და საქართველომ დააფუძნეს ნატო-


საქართველოს კომისია, რომელსაც მიენიჭა მთავარი საზედამხედველო ფუნქცია
ნატოს ბუქარესტის სამიტზე დაწყებული პროცესის წარმართვაში. 2008 წლის
დეკემბერში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ,
რომ საქართველო შეიმუშავებს წლიურ ეროვნულ პროგრამას (ANP), რომელშიც
ასახული იქნება საქართველოს განვითარების მოკლე და გრძელვადიანი
სტრატეგია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა
სამხედრო რეფორმა, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური
განვითარება და სხვა. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ANP-ის შემუშავება ხელს
შეუწყობს საქართველოს, წარმატებით გაატაროს რეფორმები, რომელსაც ისინი
ყოველწლიურად შეაფასებენ.
საქართველო ANP-ის ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტად განიხილავს და
შესაბამისად, დოკუმენტი ასახავს ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმებსა თუ
საკითხებს, რაც მას ხელს შეუწყობს ნატოს სტანდარტებთან მაქსიმალურად
დაახლოვებას.
მიუხედავად იმისა, რომ ANP არის ეროვნული დოკუმენტი და მისი
შემუშავებისას ნატოსგან რაიმე ფორმალურ თანხმობას არ საჭიროებს, საქართველო
ყოველი წლის დასაწყისში წარუდგენს ალიანსს დოკუმენტს. შემოდგომაზე
საქართველო აგზავნის ნატოში ANP-ის განხორციელების თვითშეფასების
დოკუმენტს, რის შემდეგაც, საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისიის ვიზიტი
იმართება. დელეგაცია შეხვედრებს მართავს დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული
ყველა უწყების წარმომადგენელთან და წლის ბოლოს ალიანსი წარმოადგენს
წლიური ეროვნული პროგრამის შეფასებას.
ამჟამად საქართველო ახორციელებს ANP-ს VII ციკლს. ხაზგასასმელია, რომ
წლების განმავლობაში, ნატო დადებით შეფასებას აძლევს წლიური ეროვნული
პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტების შესრულებას.

ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი SNGP

2014 წლის 25 ივნისს, ქ ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა


მინისტერიალის ფარგლებში მოკავშირეები შეთანხმდნენ საქართველოსთვის
„არსებითი პაკეტის" შემუშავების თაობაზე საქართველოს თავდაცვითი
შესაძლებლობების ამაღლებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით.
შედეგად, 2014 წლის 4-5 სექტემბერს გამართულ ნატოს უელსის სამიტზე
საქართველომ ალიანსისგან ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი
მიიღო.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატო-სთან თავსებადობის
გაძლიერებასთან ერთად, აღნიშნული პაკეტი დაეხმარება საქართველოს ალიანსში
გაწევრიანების მომზადების პროცესში ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების
შესაბამისად. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
აღნიშნული არსებითი ღონისძიებათა პაკეტით გათვალისწინებული
ღონისძიებების დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია ნატოს წევრი ქვეყნების
აქტიური ჩართულობითა და დახმარებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ნატოს
ძირითადი ჯგუფი (NATO Core Team), რომელიც კოორდინაციასა და
ზედამხედველობას გაუწევს აღნიშნული პაკეტის ფარგლებში არსებული
ინიციატივების ეფექტიან განხორციელებას. არსებითი პაკეტი წარმოადგენს
თანამშრომლობის ახალ მექანიზმს, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი
მიმართულებაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (Joint Training and
Evaluation Center (JTEC)) დაარსება. 2015 წლის 27 აგვისტოს, აღნიშნული ცენტრი
ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სასწავლო ცენტრის ,,კრწანისის"
ტერიტორიაზე. ცენტრის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოში მისი
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში. ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების
ერთობლივი ცენტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის
გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას და ამავდროულად მხარს
დაუჭერს ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივას. ამასთან, პაკეტის
ფარგლებში, სხვა ინიციატივებთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია
ლოგისტიკური ცენტრის შექმნა და თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების
სკოლის დაარსება.

სამშვიდობო მისიებ ი

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში


საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის
მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ქვეყანა, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა
სამშვიდობო ოპერაციაში.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართულნი იყვნენ
1999-2008 წლებში კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში (KFOR-Kosovo
Forces). პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული ყოფილი იუგოსლავიის
რესპუბლიკაში 1999 წელს გამოჩნდა, (კოსოვოში საერთაშორისო სამხედრო
კონტინგენ- ტის განთავსების შემდეგ). 34-კაციანი ქართული ოცეული ქ. მამუშაში
თურქული ბატალიონის შემადგენლობაში ირიცხებოდა. 2003 წლიდან ქართული
სამშვიდობო კონტინგენტი კოსოვოში რამდენჯერმე გაიზარდა. ქ. პრიზრენში
გერმანული ბრიგადის შემადგენლობაში ჩავიდა 150-კაციანი ქართული ასეული.
ამის შემდეგ კოსოვოში მუდმივად იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული
ძალების 180 - ზე მეტი წარმომადგენელი. მათი როტაცია ყოველ 7 თვეში ერთხელ
ხდებოდა (გერმანულ ბრიგადაში გასაგზავნი ქართველი სამხედროები რამდენიმე
კვირა ჯერ გერმანიაში ემზადებოდნენ და შემდეგ ჩადიოდნენ კოსოვოში, ქ.
პრიზრენში). კოსოვოში ქართული კონტინგენტი 2008 წლამდე იმყოფებოდა (სანამ
2008 წლის 17 თებერვალს კოსოვოს მთავრობა დამოუკიდებლობას
გამოაცხადებდა).
საქართველო ასევე მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტი -
ტერორისტულ ოპერაციაში - აქტიური ძალისხმევა (Active Endeavour), რომელიც
ინიცირებულია 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში
მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს წვლილი ავღანეთის აწ უკვე
დასრულებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ოპერაციაში
(ISAF - International Security Assistance Force), სადაც 2004 წლიდან 2014 წლის
ჩათვლით მონაწილეობდა. აღნიშნულ ოპერაციაში მონაწილე ნატოს არაწევრ
პარტნიორ ქვეყნებს შორის, კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით,
საქართველოს პირველი ადგილი ეკავა. ავღანეთში საერთაშორისო მისიაში
მონაწილეობის მისაღებად პირველად ქართული კონტინგენტი, როგორც აღინიშნა,
2004 წელს გაიგზავნა. ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობა ნატოს წევრი
ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს
ქართული შეირაღებული ძალების სამომავლო განვითარებასა და ნატოსთან
თავსებადობის მიღწევას. ალიანსის მისიაში წვლილის შეტანით საქართველომ
დაადასტურა, რომ არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი ქვეყანა,
არამედ აქტიურად შეუძლია, ჩაერთოს საერთაშორისო მშვიდობის დამყარების
პროცესში.
ავღანეთში გამგზავრებამდე სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიის
თვის ექვსთვიან ინტენსიურ მომზადებას საქართველოში გადიოდნენ. სწავლებას
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ჯარების საექსპედიციო
ბრიგადა ხელმძღვანელობდა. საქართველოდან სამხედროები გერმანიის ქალაქ
ჰოჰენფელსშიც ჩადიოდნენ, სადაც ერთთვიან წვრთნას აშშ-ის გაერთიანებული
მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში გადიოდნენ. ავღანეთში გამგზავრებამდე
ჯარისკაცების მომზადების დონესა და მათ მზადყოფნას ცენტრის ექსპერტები,
ასევე, ამერიკელი საზღვაო ქვეი თების ინსტრუქტორთა და მრჩეველთა ჯგუფი
აფასებდა. საერთო ჯამში 2010-2013 წლებში ავღანეთში, ჰელ- მანდის პროვინციაში
2 ქვეითი ბატალიონი იმყოფებოდა, ქაბულში 1 ასეული, ფრანგი სარდლობისა და 1
ასეული ამერიკელების დაქვემდებარების ქვეშ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011
წელს ქართველი არტილერისტების ინსტრუქტორთა ჯგუფი ამზადებდა ავღანელ
არტილერისტებს.
2015 წლიდან საქართველო განაგრძობს ნატოს ავღანეთის ოპერაციაში
მონაწილეობას და ჩართულია გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, სადაც ის
ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მომსახურეთა რაოდენობით
რიგით მეორე კონტრიბუტორია. ასევე, 2015 წლიდან საქართველო ჩართულია
ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF - NATO Response Force). 2002 წელს პრაღის
სამიტზე სათავე დაედო გადამწყვეტი მნიშვნელობის რამდენიმე ინიციატივას,
რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ნატოს სამხედრო
შესაძლებლობების განვითარებაში. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა ნატოს სწრაფი
რეაგირების ძალების შექმნაა. 2006 წლიდან ნატოს სრულ ოპერატიულ
მზადყოფნაში ჰყავს ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული, კარგად
გაწვრთნილი სწრაფი რეაგირების ძალები.
ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა.
2015 წელი, 27 აგვისტო (NATO Response Forse), რომლებიც მოიცავს სახმელეთო,
საჰაერო, საზღვაო და სპეციალური დანიშნულების ძალების კომპონენტებს.
აღნიშნული ძალების რაოდენობა დაახლოებით 25 000 კაცს შეადგენს. ისინი
მუდმივ მზადყოფნაში არიან, ბრძანების შესაბამისად, დედამიწის ნებისმიერ
წერტილში განთავსდნენ 5 დღის ვადაში და ერთი თვის განმავლობაში თავიანთი
რესურსებით უზრუნველყონ შესაბამისი ოპერაციებისა და დავალებების
შესრულება. ნატოს სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში მონაწილეობით
საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურო- ბისა
და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. გარდა ამისა, საქართველოს
შეიარაღებული ძალები იძენს მნიშვნელოვან საბრძოლო გამოცდილებას, რასაც
არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და
განმტკიცების მიმართულებით. სამშვიდობო და სტაბილიზაციის ოპერაციებში
მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ გლობალური უსაფრთხოების
უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია, არის
ნატოს სანდო პარტნიორი და ჰყავს მაღალ დონეზე მომზადებული ნატოსთან
თავსებადი ჯარი, რაც ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი კრიტერიუმია.
სამშვიდობო და სტაბილიზაციის მისიებში ქართველი ჯარისკაცების მიერ მათზე
დაკისრებული მისიის სამაგალითოდ შესრულება დიდწილად განაპირობებს
საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალურობას და
მოკავშირეების მხარდაჭერის მოპოვებას. გარდა ამისა, სამშვიდობო ოპერაციებში
მონაწილეობით, სამხედრო მოსამსახურეები უნიკალურ სამხედრო გამოცდილებას
იღებენ, რაც ხელს უწყობს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების
განვითარებას. დღეისათვის დაახლოებით 14 000-მა ქართველმა სამხედრო
მოსამსახურემ გაიარა ამგვარი სამხედრო მომზადება. საქართველოს
შეიარაღებული ძალების მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო და
სტაბილიზაციის მისიებში საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის
პრიორიტეტების განხორციელების გზაზე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა
მსხვერპლი, რომელსაც საქართველო საერთაშორისო ოპერაციებში იღებს, ძალიან
მძიმე და დიდია. ავღანეთის საერთაშორისო მისიაში გმირულად დაეცა
საქართველოს შეიარაღებული ძალების 31 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო ერაყში -
5. (2015 წლის დეკემბრის მონაცემებით)
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში,
ნატოს სამშვიდობო მისიის დროს (ISAF - International Security Assistance Force)
გარდა კოსოვოსა და ავღანეთის მისიებისა, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა
მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ერაყის სამშვიდობო ოპერა- ციაში (2004-
2008წწ.). ხაზგასასმელია, რომ ერაყის ოპერაცია ნატოს ეგიდით არ მიმდინარეობდა
და კოალიციური ძალებს ერაყში ამერიკის შეერთებული შტატები
ხელმძღვანელობდა.

ნატოს სამიტებ ი

ქვევით განხილულია ბუქარესტის, სტრასბურგისა და კელის, ლისაბონის,


ჩიკაგოს, უელსისა და ვარშავის სამიტებზე თუ რომელი მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილებები მიიღო ალიანსმა საქართველოსთან მიმართებაში.
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ყოველ ერთ ან ორ
წელიწადში ერთხელ ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანაში მასპინძლობს სამიტს, სადაც
წევრი ქვეყნების მთავრობების მეთაურები განიხილავენ ორგანიზაციის წინაშე
მდგარ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებსა და იმ მომენტისთვის არსებულ
გამოწვევებს. ნატოს დაარსებიდან დღემდე სულ 27 სამიტი გაიმართა. ბოლო
სამიტი 2016 წლის ივნისში, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში შედგა.
საქართველოსთვის განსაკუთრებული დატვირთვისა და მნიშვნელობის
სამიტი 2008 წლის აპრილში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჩატარდა.
სწორედ აქედან მოყოლებული სამიტების ქრონოლოგია შემდეგნაირად
გამოიყურება: 2008 წლის 2-4 აპრილი- ბუქარესტი, 2009 წლის 2-3 აპრილი-
ერთდროულად მიმდინარე სამიტი სტრასბურგსა და კელში, 2010 წლის 19-20
ნოემბერი- ლისაბონი, 2012 წლის 20-21 მაისი- ჩიკაგო, 2014 წლის 4-5 სექტემბერი -
უელსი და ბოლოს 2016 წლის 8-9 ივლისი ვარშავა.

ბუქარესტის სამიტი (2008 წლის 2-4 აპრილი)

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები საქართველოსთვის შეიძლება


შეფასდეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მნიშვნელოვანი
გზავნილი ნატოში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნისთვის. ამ სამიტზე ალიანსის
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საქართველო „აუცილებლად გახდება ნატოს წევრი“.
მათ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს განაცხადს წევრობის სამოქმედო
გეგმის მისაღებად (MAP) და უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ინტენსიური
დიალოგის დაწყებას ყველა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელთაც MAP-თან
აქვს კავშირი.
სამიტზე ნათლად გაჟღერდა ისიც, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მხარს
უჭერენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ტერიტორიულ
მთლიანობას, მათ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ამ კუთხით ისინი
შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ რეგიონული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით
მოგვარებაში პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას.
იმავე წელს, აგვისტოს ომის შემდეგ მოკავშირეებმა გამოთქვეს მზადყოფნა
საქართველოს მთელი რიგი სფეროების რეაბილიტაციაში დასახმარებლად და
მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NGC - NATO-Georgia
Commission) შექმნის თაობაზე, რომელიც ოფიციალურად 2008 წლის სექტემბერში
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში დაფუძნდა.

სტრასბურგისა და კელის სამიტები (2009 წლის 2-3 აპრილი)

2009 წლის 3-4 აპრილს, სტრასბურგსა და კელში, საფრანგეთსა და გერმანიაში,


გამართულ ნატოს საიუბილეო სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ალიანსის
წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება
ბუქარესტის სამიტზე აღებული ვალდებულებებისადმი. ეს გადაწყვეტილება
თავისთავად მიანიშნებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის
შეუქცევადობას და ალიანსის მიერ უკვე გაჟღერებული პოზიციის კიდევ უფრო
გამყარებას.

ლისაბონის სამიტი (2010 წლის 19-20 ნოემბერი)

2010 წლის ლისაბონის სამიტი კოლექტიური თავდაცვის, კრიზისების


მართვისა და ერთობლივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმებს შეეხო.
თუმცა, ჩვენთვის საყურადღებოა თავად ლისაბონის სამიტის გზავნილები
საქართველოს მიმართულებით. აქ კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ ნატო
ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩებოდა. კიდევ
ერთხელ მკაცრად დაფიქსირდა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში.
სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით ნატო-საქართველოს
ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, გაგრძელდა საქართველოსთან
პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, გაიხსნა ნატოს
სამეკავშირეო ოფისი საქართველოში, რომელიც საქართველოს რეფორმების
იმპლემენტაციასა და ახალი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში
ეხმარება, მისი ევროატლანტიკური მისწრაფების წინსვლაში, განსაკუთრებით
დემოკრატიის, საარჩევნო და სასამართლო, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის
სექტორებში. მნიშვნელოვანი გზავნილი გაეგზავნა რუსეთსაც, რომელსაც ალიანსმა
მოუწოდა უარყოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებელ
სახელმწიფოებად აღიარება და რომელიც ვალდებულია შეასრულოს 2008 წლის 12
აგვისტოსა და 8 სექტემბერს ევროკავშირის შემადგენლობით საქართველოს მიმართ
ნაკისრი ვალდებულებები.

ჩიკაგოს სამიტი (2012 წლის 20-21 მაისი)

ჩიკაგოს სამიტზე სამ ძირითად საკითხზე მოხდა ფოკუსირება- ალიანსის


ვალდებულებაზე ავღანეთის მიმართ, რაც ავღანეთის მოსახლეობის
უსაფრთხოების გაზრდას გულისხმობდა, 21-ე საუკუნის გამოწვევებსა და
პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებაზე მთელს მსოფლიოში.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სამიტზე საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი
მიენიჭა. ქართული მხარე სამიტის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა, გარდა
უშუალოდ ნატოს წევრი სახელმწიფოების შეხვედრისა. მნიშვნელოვან ნაბიჯად
ითვლება საქართველოს დაჯგუფება ბალკანეთის ქვეყნებთან (იუგოსლავიის
ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და მონტენეგრო),
რომლებიც ნატოს პოტენციური წევრობის კანდიდატებს წარმოადგენდნენ.
ხაზი გაესვა იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი
ქვეყანა, ასევე, მის მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების
უზრუნველყოფაში.

უელსის სამიტი (2014 წლის 4-5 სექტემბერი)

უელსის სამიტზე ალიანსის დღის წესრიგში ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევა


იდგა, როგორიც უკრაინის კრიზისია. ნატომ ფოკუსი აიღო კოლექტიური
თავდაცვის მზაობის უზრუნველყოფაზე, ტრანსატლანტიკური კავშირების
გაძლიერებაზე, თავდაცვის ხარჯების გაზრდასა და ავღანეთის პრობლემატიკის
დარეგულირებაზე. მოკავშირეების გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე სამიტი არ
განიხილავდა გაფართოების შესაძლებლობებს.
მიუხედავად ამისა, სამიტზე საქართველო აღმოჩნდა ნატოს ერთადერთი
პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც თანამშრომლობის გაძლიერებული პაკეტი ე.წ.
„არსებითი შესაძლებლობების პაკეტი“ შესთავაზეს. პაკეტის მიზანს კი
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის ნატოში
გაწევრიანებისთვის მომზადება წარმოადგენდა. პაკეტის ფარგლებში 2015 წელს
საქართველოში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი
და 2016 წელს კი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა გაიხსნა.
სამიტზე ნატოს თავდაცვის მინისტრებმა საფუძველი ჩაუყარეს
პარტნიორობის თავსებადობის ინიციატივასაც (Partnership Interoperability
Initiative). მის ფარგლებში ჩამოყალიბდა გაძლიერებული შესაძლებლობების
ჯგუფი იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი
შეჰქონდათ ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში. გაძლიერებული შესაძლებლობების
მქონე ოთხ ქვეყანასთან (შვედეთი, ფინეთი, ავსტრალია და იორდანია) ერთად
ჯგუფში მეხუთე წევრად საქართველო მიიწვიეს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა
გაწევრიანდა თავსებადობის პლატფორმისა (Interoperability Platform) და
გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორების ჯგუფში (Enhanced Opportunity
Partners Group), რითითაც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა
მიიღოს ნატოს სტრატეგიული მნიშვნელობის დისკუსიებში, გაცვალოს
ინფორმაცია ნატოსთან და მოკავშირეებთან უსაფრთხოების საკითხებზე,
მონაწილეობა მიიღოს ოპერაციების საწყისი ფაზის დაგეგმვაში და ჰყავდეს მეტი
წარმომადგენელი ნატოს სტრუქტურებში. ეს წარმატება ნათლად აისახება ნატოს
პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველოს განსაკუთრებულ როლზე.
სამიტის დეკლარაციაში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2008 წლის ბუქარესტის
სამიტის შემდგომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ამბიციური
რეფორმების განხორციელებით, ნატო-საქართველოს კომისიის და წლიური
ეროვნული პროგრამის ეფექტური გამოყენებით კიდევ უფრო დაუახლოვდა ნატოს.
აღინიშნა, რომ ქვეყანას აქვს საჭირო მექანიზმები, რომლებიც საბოლოო მიზანს -
ალიანსის წევრობას ემსახურება.
მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატოს მტკიცე და ურყევი
მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული
რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ და მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს
„შეიარაღებული ძალები საქართველოდან“ და აიღოს ძალის არგამოყენების
ვალდებულება. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო
გახდება ნატოს წევრი.

ვარშავის სამიტი (2016 წლის 8-9 ივლისი)


2016 წლის 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში ნატოს მორიგ სამიტზე განსახილველ
საკითხებს ნატოს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების გაძლიერება და
ალიანსის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის განმტკიცება წარმოადგენდა.
საქართველომ მონაწილეობა მიიღო პარტნიორებისთვის გამართულ ყველა
შეხვედრაში. ამასთან, ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიის
განმავლობაში სამიტის პარალელურად პირველად გაიმართა ნატო-საქართველოს
კომისიის სხდომა. სხდომის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება,
რომელიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა
ასპექტს მოიცავს.
სამიტზე ალიანსმა კვლავ დაადასტურა ძლიერი პოლიტიკური და
პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსადმი, რომელიც ალიანსის მიერ ერთ-ერთ
ყველაზე თავსებად, სანდო და ქმედით პარტნიორად არის აღიარებული.
დადასტურდა, ასევე, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად
საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ ეს პროცესი არის შეუქცევადი. ალიანსმა
მაღალი შეფასება მისცა დემოკრატიული განვითარების გზაზე საქართველოს მიერ
მიღწეულ პროგრესს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს გააჩნია ყველა
პრაქტიკული მექანიზმი, რათა მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. ნატომ ხაზი
გაუსვა საქართველოს მიერ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში
შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს.
განცხადება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული
მთლიანობის მხარდაჭერის მკაფიო გზავნილებსაც მოიცავს და პირდაპირ
მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოდან და
გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების
გადაწყვეტილება.
სამიტზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები
საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში ნატოს დამატებითი დახმარების გაწევის
შესახებ, გაძლიერდა „არსებითი პაკეტი“ და მიღებული იქნა ახალი ინიციატივები.
მაგალითად, ალიანსის გადაწყვეტილებით, ნატო საქართველოს დაეხმარება
ჰაერსაწინააღო თავდაცვისა და საჰაერო კონტროლის განვითარებაში, სამხედრო
განათლებისა და წვრთნების სფეროში (ნდობის ფონდის საშუალებით) და
სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.
ვარშავის სამიტზე გადაწყდა, რომ ნატო აქტიურად დაიწყებს შავი ზღვის
უსაფრთხოების გაძლიერებას და საქართველო იქნება სრულად ჩართული ამ
პროცესში, ისევე,
როგორც ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას შავი ზღვისა და
ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დიალოგში.
გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, გაერო (United Nations Organization,


UNO; შემოკლებით - United Nations, UN) - საყოველთაო მშვიდობის
უზრუნველყოფისა და სახელმწიფოთა თანამშრომლობის საერთაშორისო
ორგანიზაცია. შეიქმნა 1945 წლის 26 ივნისს, როდესაც სან-ფრანცისკოს
კონფერენციაზე 50 სახელმწიფომ ხელი მოაწერა მის წესდებას. წესდება ძალაში
შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება
მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

ორგანიზაციის შექმნის ისტორია

გაეროს შექმნის საფუძველი გახდა ნაცისტური გერმანიისა და მისი ბლოკის


წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა გაერთიანება მძლავრ კოალიციად. 1942
წლის 1 იანვარს მათ ხელი მოაწერეს „გაერთიანებული ერების დეკლარაციას“,
რომლიდანაც შემდგომ წარმოსდგა ორგანიზაციის სახელწოდება. გადაწყვეტილება
ახალი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის თაობაზე მიიღო 3 დიდმა
სახელმწიფომ - სსრკ, აშშ და დიდი ბრიტანეთი - 1943 წლის 30 ოქტომბერს
მოსკოვის კონფერენციაზე, რაც გამოწვეული იყო ფაქტით, რომ „ერთა ლიგის“
არსებული ორგანიზაცია პოლიტიკური და ორგანიზაციული მანკიერების გამო
უძლური აღმოჩნდა თავიდან აეცილებინა კაცობრიობისთვის მე-2 მსოფლიო ომი.
ორგანიზაციის წესდება შემუშავებულ იქნა დუმბარტონ-ოქსის (1944 წლის
აგვისტო) და ყირიმის (1945 წლის თებერვალი) კონფერენციებზე. ამის შემდეგ
გადაწყდა წესდების განსახილველად და მისაღებად სან-ფრანცისკოს
კონფერენციის მოწვევა.

გაეროს წესდება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება უმნიშვნელოვანესი


საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლითაც წესდება ორგანიზაციის ძირითადი
მიზნები და ფუნქციები. მასში ასახულია თანამედროვე საერთაშორისო სამართლის
ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. წესდების თანახმად, გაეროს მთავარი
მიზნებია:
• დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა;
• განავითაროს სახელმწიფოთა მეგობრული ურთიერთობა , დაფუძნებული
ხალხათა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპებზე;
• განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა ეკონომიკური,
სოციალური, კულტურული და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად;
• ხელი შეუწყოს ადამიანის ძირითად უფლებათა საყოველთაო პატივისცემას
ყველასათვის, რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად.

ამ მიზნების მისაღწევად გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა


იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებით:
• გაერო დაფუძნებულია ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობაზე;
• ურთიერთშორის დავა მათ უნდა გადაწყვიტონ მხოლოდ მშვიდობიანი
გზით, რათა საფრთხე არ შეექმნას საერთაშორისო მშვიდობასა და
სამართლიანობას;
• საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავონ ძალისმიერი
მუქარის ან ძალის გამოყენებისაგან ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიული
მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ;
• ყოველნაირად უნდა დაეხმარონ გაეროს და თავი შეიკავონ იმ
სახელმწიფოთათვის დახმარებისაგან, რომლის წინააღმდეგ გაერო პრევენციულ
თუ იძულებით ღონისძიებებს ახორციელებს;
• გაერო ვერ ჩაერევა ისეთ საქმეში, რომელიც არსებითად სახელმწიფოს
შინაგან კომპეტენციას განეკუთვნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერო
მოვალეა იძულების ზომები მიიღოს საერთაშორისო მშვიდობის დასაცავად ან
აღსადგენად.

გაეროს სტრუქტურა

გაე როს მთავარი ორგანოებ ი:

გენერალური ასამბლეა - გაეროს მთავარი სათათბირო ორგანო, სადაც


წარმოდგენილია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფო. თითოეულ მათგანს ხმის
მიცემის თანაბარი უფლება აქვს (1 ხმა).
გენერალური ასამბლეა მოიწვევა ყოველწლიურად, ხოლო აუცილებლობის
შემთხვევაში შეიძლება მოწვეულ იქნეს სპეციალური ან საგანგებო სპეციალური
სესიები. იგი უფლებამოსილია განიხილოს ნებისმიერი საკითხი გაეროს წესდების
ფარგლებში, რეკომენდაცია მისცეს წევრ სახელმწიფოებს ყველა საკითხზე და
საქმეზე, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც გაეროს უშიშროების საბჭოს
კომპეტენციას მიეკუთვნება. გენერალურ ასამბლეას აქვს 6 მთავარი კომიტეტი
თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, ასევე სხვა
დამხმარე ორგანოები. ასამბლეის სხდომაზე გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან
საკითხებზე მიიღება ხმათა 2/3-ით, სხვა საკითხებზე - ხმათა უბრალო
უმრავლესობით. გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს არა აქვთ კანონის ძალა,
მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ.

უშიშროების საბჭო - გაეროს მუდმივმოქმედი ორგანო. გაეროს წესდების


შესაბამისად უშიშროების საბჭოს აქვს დაკისრებული მთავარი პასუხისმგებლობა
საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე. იგი
უფლებამოსილია იმოქმედოს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით,
რომლებიც ვალდებულნი არიან დაემორჩილონ მის გადაწყვეტილებებს და
შეასრულონ ისინი. უშიშროების საბჭო განსაზღვრავს მშვიდობისათვის საფრთხის
არსებობას, მშვიდობის დარღვევას, აგრესიის აქტს, იღებს რეკომენდაციებს და
წყვეტს, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების
შენარჩუნების ან მისი აღდგენისათვის. უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს
საერთაშორისო კანონის ძალა აქვს და საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოში
მშვიდობის შენარჩუნებისა და სახიფათო სახელმწიფოების დამორჩილებისათვის
ძალადობის გამოყენების უფლებასაც იძლევა.
უშიშროების საბჭოს 15 წევრი ჰყავს, მათგან 5 მუდმივი წევრია (აშშ,
გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი), დანარჩენი 10 კი ყოველ
მეორე წელს აირჩევა გენერალური ასამბლეის მიერ. პროცედურულ საკითხებზე
საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მუდმივ წევრთა ერთსულოვანი თანხმობით
(გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მას მხარს არ უჭერს რომელიმე წევრი) და იგი
სავალდებულოა გაეროს ყველა წევრისათვის.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ეკოსოსი) - გაეროს ძირითადი ორგანო,


რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს გამოკვლევები და შეადგინოს ანგარიშები
საერთაშორისო საკითხებზე ეკონომიკის, სოციალურ ურთიერთობათა,
კულტურის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანთა უფლებების, ეკოლოგიის და სხვა
სფეროებში, მისცეს რეკომენდაციები გენერალურ ასამბლეას, მის წევრებს, გაეროს
სპეციალიზებულ დაწესებულებებს, კოორდინაცია გაუწიოს მათ საქმიანობას,
გააფორმოს ხელშეკრულებები (რომლებიც მტკიცდება გენერალური ასამბლეის
მიერ), მიიღოს მათგან ანგარიშები, წარუდგინოს უშიშროების საბჭოს შესაბამისი
ინფორმაცია. საბჭოს სესიები, როგორც წესი, ტარდება წელიწადში ორჯერ. იგი
შედგება გენერალური ასამბლეის მიერ არჩეული გაეროს 54 წევრისაგან.
ყოველწლიურად ხდება წევრთა 1/3-ის გადარჩევა. საბჭოს აქვს რეგიონული
კომისიები.

სამეურვეო საბჭო - გაეროს ძირითადი ორგანო, რომლის მიზანია


კოლონიებისა და დამოკიდებული ტერიტორიების განვითარებაზე ზრუნვა მათ
დამოუკიდებლობამდე. ორგანოს ფუნქცია განსაზღვრულია გაეროს წესდებით.
1994 წელს ამ ორგანომ დროებით შეაჩერა ფუნქციონირება გაეროს სამეურვეო
უკანასკნელი ქვეყნის პალაუსდამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.[1]

საერთაშორისო სასამართლო - გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო. შეიქმნა


1945 წელს. მისი მიზანია სახელმწიფოთა შორის დავების გადაწყვეტა მათი
თანხმობით და იძლევა კონსულტაციებს და დასკვნებს სამართლებრივ
საკითხებზე. სასამართლო შედგება 15 მოსამართლისაგან, რომელსაც ირჩევს
გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო 9 წლით, ამასთან ყოველ 3
წელიწადში ხდება სასამართლოს წევრთა 1/3-ის გადარჩევა. მის შემადგენლობაში
არ შეიძლება იყოს ერთი ქვეყნის ერთდროულად ორი მოქალაქე. სასამართლო
ფუნქციონირებს წესდების საფუძველზე, რომელიც გაეროს წესდების განუყოფელი
ნაწილია. სასამართლოს ადგილსამყოფელია ქალაქი ჰააგა (ნიდერლანდები).

გაეროს სამდივნო - გაეროს ბიუროკრატიული ორგანო, რომლის წევრები


ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას და მის პროექტებს.
სამდივნოს ხელმძღვანელობს გაეროს მთავარი ადმინისტრაციული თანამდებობის
პირი - გენერალური მდივანი, რომელიც ინიშნება გენერალური ასამბლეის მიერ
უშიშროების საბჭოსრეკომენდაციით 5 წლის ვადით. იგი ახორციელებს სამდივნოს
ყველა ქვედანაყოფის საერთო ხელმძღვანელობას, უფლება აქვს უშიშროების
საბჭოს აცნობოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისი აზრით საფრთხეს უქმნის
საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას.

გაე როს დამხმარე ორგანოები:


გაეროს სისტემაში შედიან რიგი დამხმარე ორგანოებისა (ფონდები,
პროგრამები, სააგენტოები, კომიტეტები, საბჭოები), რომლებიც შექმნილი არიან
გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით და რომელთა მეშვეობით იგი
კოორდინაციას უწევს გაეროს წესდებით განსაზღვრული ცალკეული
საქმიანობების და ღონისძიებების განხორციელებას. გაეროს დამხმარე ორგანოები:

გაეროს განვითარების პროგრამა (United Nations Development Programme,


UNDP) - დაარსებულია 1965 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის
გადაწყვეტილებით გაეროს სპეცფონდისა და გაფართოებული ტექნიკური
დახმარების პროგრამის შერწყმის გზით. ორგანიზაციის საქმიანობა ხორციელდება
შემდეგი მიმართულებებით: დახმარების მიმღები ქვეყნებისათვის ექსპერტების და
კონსულტანტების გაგზავნა, ტექნიკის და მოწყობილობების მიწოდება, კადრების
მომზადება, სემინარების ორგანიზება და სხვა.
გაეროს განვითარების პროგრამას აქვს ოფისი 177 ქვეყანაში და ფაქტობრივად
წარმოადგენს გაეროს სისტემის ორგანიზაციების მიერ განხორციელებელი
საქმიანობისა და მრავალმხრივი დახმარების კოორდინატორს. ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო 48 წევრის შემადგენლობით,
რომელიც აირჩევა ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ 3 წლის ვადით.
ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია ნიუ-იორკი. ამჟამად მისი
ადმინისტრატორია ახიმ შტაინერი. იგი ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ დამხმარე
უწყებას გარემოს დაცვის გლობალური ფონდისათვის (GEF).
გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების წყაროა სახელმწიფოთა
მთავრობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (United Nations Environment Programm,


UNEP) - შეიქმნა 1972 წელს, როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის ორგანო. მისი
ხელმძღვანელი ორგანოა მმართველთა საბჭო, რომელიც შედგება 58 სახელმწიფოს
წარმომადგენელთაგან. ყოველწლიურად გენერალური ასამბლეის სხდომაზე ხდება
წევრთა 1/3-ის გადარჩევა. პროგრამის სამდივნოს ადგილსამყოფელია ქალაქი
ნაირობი (კენია). რეგიონალური ბიუროებისა - ჟენევა, ნიუ-იორკი, ბანგკოკი,
ბაჰრეინი, მეხიკო. გარემოს დაცვის აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად
შექმნილია სპეციალური ნებაყოფლობითი ფონდი.

გაეროს ბავშვთა ფონდი (United Nations Children’s Fund, UNICEF) - გაეროს


გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს შექმნილი ორგანიზაცია. ჩამოყალიბდა,
როგორც დროებითი ორგანიზაცია ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების
ბავშვთათვის დახმარების გაწევის მიზნით. 1950 წლიდან დიდ ყურადღებას
უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად
ქვეყნებში. 1953 წელს გახდა გაეროს ერთ-ერთი ორგანო. ფონდის ხელმძღვანელი
ორგანოა 41-წევრიანი გამგეობა, რომელსაც ირჩევს ეკონომიკური და სოციალური
საბჭო 3 წლით. გამგეობის სამდივნო განთავსებულია ნიუ-იორკში, აქვს ევროპის და
სხვა რეგიონული განყოფილებები, აგრეთვე წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-
მდე ქვეყანაში. ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების
ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების
შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი
პროდუქციის გაყიდვით.

მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP - World Food Programme) - შეიქმნა


1961წელს როგორც გაეროსორგანო, ანგარიშვალდებულია გენერალური
ასამბლეისწინაშე ეკონომიკური და სოციალური საბჭოს გზით. მისი მიზანია
გაეროს სისტემაში წარმოებული მუშაობის კოორდინირება, რომელიც
დაკავშირებულია სურსათის წარმოებისა და სურსათით ვაჭრობის სფეროში
საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. მსოფლიო სასურსათო პროგრამა შედგება
36 წევრი სახელმწიფოსაგან, მათგან ეკონომიკური და სოციალური საბჭოს
წარდგენით გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად ხდება წევრთა 1/3-ის
გადარჩევა. საბჭოს სამდივნოს ადგილსამყოფელია ქალაქი რომი(იტალია).

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია (United Nations Conference


on Trade and Development, UNCTAD) - გაეროს გენერალური ასამბლეის ორგანო,
შეიქმნა 1964 წელს. მისი წევრები არიან გაეროს წევრი 168 სახელმწიფო. იუნკტადის
ძირითადი ორგანოებია: სესია, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც და
ვაჭრობისა და განვითარების საბჭო. ორგანიზაციის ადგილსამყოფელია ქალაქი
ჟენევა (შვეიცარია).

გაეროს კომიტეტი კოსმოსური სივრცის მშვიდობიანი მიზნებით


გამოყენებისათვის

საერთაშორისო სამართლის კომისია

გაე როს სპე ციალიზებული დაწესებულებები:


მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU)

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)

ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირი (ITU)

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) - არსებობს 1947


წლის 4 აპრილიდან. მისი ამოცანებისა და მიზნების, სტრუქტურისა და
კომპეტენციის საწესდებო დებულებები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის
კონვენციის მეორე ნაწილის გათვალისწინებით. ამასთან იკაო-ს ნორმები გვხვდება
ჩიკაგოს 1944 წლის კონვეციის I და III ნაწილებში. ესაა იკაოს წესდების
თავისებურება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სწრაფმა განვითარებამ ანუ
სახელმწიფოთა სამოქალაქო ავიაციამ, რომლებიც დაკავებული იყვნენ
საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლით, განაპირობა 1944 წლის ნოემბერში ჩიკაგოს
კონფერენციაზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დადება
(1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო
ორგანიზაციის (იკაო) დაარსება. ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და იკაო-ს
საქმიანობის ძირითადი მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო
და მოწესრიგებულ განვითარება, თანაბარი შესაძლებლობის საფუძველზე
საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გონივრულად და მომჭირნედ განხორციელება
(1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის პრეამბულა). იკაოს მიერ შემუშავებული და
მიღებული ტექნიკურ-იურიდიული მოთხოვნების მთავარი თავისებურებაა ის,
რომ ისინი ტექნიკურ-იურიდიული ეტალონებია, რომლებსაც აქვს მორალურ-
პოლიტიკური, მაგრამ არა იურიდიული მნიშვნელობა. სახელმწიფო, რომელიც
ეთანხმება ამა თუ იმ სტანდარტს, რეკომენდებულ პრაქტიკას ან წესებს, ნებისმიერ
დროს შეუძლია მათი უარყოფა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ ვინაიდან
იკაოს ბევრი ტექნიკურ-იურიდიული მითითება იძლევა საერთაშორისო ფრენების
უსაფრთხოების საჭირო დონის გარანტიას, სახელმწიფოები ცდილობენ
ზედმიწევნით შეასრულონ ისინი. მათი შესრულებისაგან თავის არიდება
გარდაუვალად გამოიწვევს საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების დონის
შემცირებას. აი, ამიტომ ანიჭებენ სახელმწიფოები უპირატესობას იკაოს
სტანდარტების შესრულებას.

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO)


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
სპეციალური დაწესებულება. მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია,
რომელიც შეიქმნა 1948 წელს. მასში გაერთიანებულია 194 სახელმწიფო, მათ შორის
საქართველო. შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. გენერალური
დირექტორია მარგარეტ ჩანი. ორგანიზაციის მიზანია ყველა ხალხის მიერ
ჯანდაცვის მაღალი დონის მიღწევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ
შემოიფარგლება სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლით, იგი წყვეტს, აგრეთვე,
სოციალურ პრობლემას საერთაშორისო მასშტაბით (ცალკეული
სახელმწიფოებისათვის სოციალური დახმარების აღმოჩენა, სამედიცინო
კვლევების ხელშეწყობა და სხვ). იგი სისტემატურად აქვეყნებს სხვადასხვა სახის
დიდძალ სტატისტიკურ ინფორმაციას (მაგ., შობადობას, ეპიდემიებს,
ტრავმატიზმს, სხვადასხვა დაავადებათა შესახებ).[1]
ორგანიზაციის მიზანია მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის
მიღწევა. აღნიშნულის განხორციელებას ემსახურება ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სტრატეგია „ჯანმრთელობა ყველასათვის 21-ე
საუკუნეში“, რომელიც მიღებულ იქნა 1998 წელს. აღნიშნული სტრატეგია
ითვალისწინებს ადამიანთაჯანმრთელობის ისეთი ხარისხის მიღწევას, რომელიც
შესაძლებლობას მისცემს ყველა ადამიანს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით.
ჯანმრთელობა აღიქმება, როგორც ადამიანური განვითარების უმთავრესი
კომპონენტი.[2]
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოა მისი
ასამბლეა, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება. აღმასრულებელი ორგანოა
აღმასრულებელი კომიტეტი. იგი შედგება ორგანიზაციის წევრი 30 სახელმწიფოს
წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც ირჩევს ასამბლეა; კომიტეტი იკრიბება
წელიწადში, სულ ცოტა, ორჯერ მაინც. ადმინისტრაციული ორგანოა სამდივნო,
რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი. ფუნქციონირებს, აგრეთვე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონალური ორგანიზაცია:
დანიაში(კოპენჰაგენი), აშშ-ში (ვაშინგტონი), სამხრეთ-დასავლეთ აზიაში (დელი),
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში (ალექსანდრია), წყნარი ოკეანის
დასავლეთ რეგიონში (მანილა), აფრიკაში (ბრაზავილი).[3]
საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრია 1992 წლიდან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საკოორდინაციო ოფისი საქართველოში
დაარსდა 1993 წელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები
დაჯგუფებულნი არიან რეგიონული პრინციპით, საქართველო მიეკუთვნება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც
მოიცავს 53 წევრ ქვეყანას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მჭიდროდ
თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგრამების
ძირითადი განმახორციელებელია.

მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (WMO)

მსოფლიო საზღვაო ორგანიზაცია (IMCO)

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO)

გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO)

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)

განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA)

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC)

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (International Monetary Fund) -


საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც გაერთიანებული ერების
ორგანიზაციისსპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული. სსფ
მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური
გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის
ასევე საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას
განვითარებად ქვეყნებს.
სსფ საკუთარი განსაზღვრებით არის "184 ქვეყნის ორგანიზაცია, რომლის
მიზანია გააღრმავოს გლობალური მონატერული თანამშრომლობა, შეინარჩუნოს
ფინანსული სტაბილურობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას და
დასაქმების დონის ამაღლებას, უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების
მზარდი ტემპი და შეამციროს სიღარიბის დონე". ჩრდ. კორეის, კუბის,
ლიხტენშტაინის, ანდორის, მონაკოს, ტუვალუს და ნაურუს გარდა, გაეროს ყველა
დანარჩენი წევრი ქვეყანა ან პირადად მონაწილეობს სსფ-ში, ან წარმოდგენილი
არის სხვა წევრი ქვეყნის მიერ.
სსფ შეიქმნა 1944 წლის ივლისში სერთაშორისო კონფერენციაზე ბრეტონ
ვუდში, ნიუ-ჰემპშირი, აშშ. კონფერენციაზე დელეგატები 44 მთავრობიდან
შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომლის
მიზანი ნაწილობრივ წარმოადგენდა მომავალში თავი აერიდებინათ ეკონომიკური
პოლიტიკის გატარების განმეორებისგან ისეთი დამანგრეველი შედეგებით,
როგორიც იყო 1930-იანი წლების დიდი დეპრესია. 1947 წელს მასში შედიოდა 49
ქვეყანა, ძირითადი კაპიტალი 7,7 მლრდ, დოლარს შეადგენდა. 1975 წლის 1
იანვრისთვის მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 126-მდე,
ძირითალი კაპიტალი - 29,2 მლრდ-მე. სსრკ არ მონაწილეობდა სსფ-ის
საქმიანობაში.
ომის შემდგომი დეკადის განმავლობაში მთავარ ინდუსტრიულ ქვეყნებში
ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად გაუარესდა; ამ ქვეყნების მცდილობამ დაეცვათ
საკუთარი ეკონომიკა იმპორტზე ტარიფების შემოღებით კიდევ უფრო გააუარესა
სიტუაცია საერთაშორისო ვაჭრობაში, წარმოებასა და დასაქმებაში. შეთხელებული
ოქროს მარაგისა და გაცვლითი კურსის კონსერვაციისთვის, ზოგიერთმა მათგანმა
გაამკაცრა საკუთარ მოქალაქეთა უფლება უცხოეთში შესყიდვები ეწარმოებინათ.
თუმცა ამ ზომამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო
დიდხანს შეენარჩუნებინა კონკურენტუნარობა.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (International Fund


for Agricultural Development, ფრანგ. Fonds international de développement agricole,
იტალ. Fondo Internazionale per lo Sviluppo Agricolo) - გაეროს საერთაშორისო
საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში სიღარიბისა და
შიმშილის აღმოფხვრაზე მუშაობს. შეიქმნა 1977 წელს, როგორც საერთაშორისო
საფინანსო ორგანიზაცია. მის შექმნას საფუძვლად დაედო 1974 წლის საკვები
პროდუქტების მსოფლიო კონფერენციისგადაწყვეტილება. მსოფლიოს ღარიბი
მოსახლეობის 75% განვითარებად ქვეყნებში, სოფლად ცხოვრობს, ამასთანავე
განვითარებისთვის გამოყოფილი ოფიციალური დახმარების მხოლოდ 4%
ხმარდება სოფლის მეურნეობას.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის სტრატეგიული
პოლიტიკა დეტალურად არის გაწერილი განვითარების საერთაშორისო ფონდის
2011–2015 წლების სტრატეგიაში: სოფლის მოსახლეობის სიღარიბის დაძლევა. მისი
შტაბ-ბინა მდებარეობს იტალიის დედაქალაქ რომში და არის გაეროს განვითარების
ჯგუფისწევრი[1]. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის
პრეზიდენტია ტოგოელი ჟილბერ უნგბო, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წელს
აირჩიეს ოთხი წლის ვადით.
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის მიზანს
წარმოადგენს განვითარებად ქვეყნებში სოფლად მცხოვრები ღარიბი მამაკაცებისა
და ქალების შემოსავლების ზრდა და ცხოვრების დონის ამაღლება.

სხვა ავტონ ომიუ რი საე რთაშორისო ორგანიზაციები:

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (World Trade Organization, აკრონიმი WTO) -


საერთაშორისო ორგანიზაცია, შექმნილი 1995 წელს, რომელიც გლობალური
სავაჭრო სისტემის კანონებს აწესებს და აგვარებს უთანხმოებებს მის წევრ ქვეყნებს
შორის, რომელთა უმრავლესობა დაახლოებით 30 ერთობლივი შეთანხმების
ხელმომწერნი არიან.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა ჟენევაში (შვეიცარია) მდებარეობს. 2005 წლის 1
სექტემბრიდან, მიმდინარე გენერალური დირექტორია პასკალ ლამი. 2016 წლის
მდგომარეობით 164 ქვეყანაა გაწევრიანებული. დაარსების შემდეგ მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაცია გლობალიზაციის მოწინააღმდეგე საზოგადოებრივ
გაერთიანებათა ძირითად ფოკუსშია მრავალ ქვეყანაში.
2012 წლის 22 აგვისტოს, 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მსოფლიო
სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა რუსეთის ფედერაცია.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA,


შემოკლ. International Atomic Energy Agency) - საერთაშორისო ორგანიზაცია,
რომლის მიზანია თანამშრომლობა ატომური ენერგიის მშვიდობიანი
გამოყენებისათვის. შტაბ-ბინა მდებარეობს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში (ვენის
საერთაშორისო ცენტრი).
სააგენტო დაარსდა 1957 წელს გაეროს 1954 წლის 4
დეკემბრისგადწყვეტილების საფუძველზე. თავდაპირველად იგი
იყო გაეროსდამოუკიდებელი მთავრობათაშორისი ორგანიზაცია. თავისი
საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად წარუდგენდა მოხსენებას გაეროს
გენერალური ასამბლეას და, საჭიროების შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს.
სააგენტოს დებულება მიიღეს ნიუ-იორკში 1956 წლის 26 ოქტომბერს და
ძალაში შევიდა 1957 წლის 29 ივლისს.

ორგანიზაციის ფუნქციონირება
შტაბ-ბინა. გაეროს მთავარი ბინა ნიუ-იორკშია. იქ არის მისი მუდმივმოქმედი
ორგანოები - უშიშროების საბჭო და სამდივნო. მეტწილად იქ ტარდება სხვა
მთავარი და დამხმარე ორგანოების სესიები. გაეროს ზოგიერთი ორგანოები
მუშაობენ მის ევროპულ ოფისებში ჟენევასა და ვენაში.
ოფიციალური ენები. გაეროს ოფიციალური ენებია: არაბული, ესპანური,
ინგლისური, რუსული, ფრანგული და ჩინური. ამ ენებზეა შედგენილი წესდების
ავთენტიკური თარგმანები, შეიძლება სიტყვით გამოსვლა გაეროს ორგანოებში და
ქვეყნდება ოფიციალური დოკუმენტაცია. გაეროს სამუშაო ენებია ინგლისური და
ფრანგული, ზოგიერთ ორგანოებში ასევე ესპანური და რუსული.
ბიუჯეტი. გაეროს ბიუჯეტი შედგება წევრი სახელმწიფოების ყოველწლიური
შენატანებისაგან. ორგანიზაციის ბიუჯეტის 25%-ს აშშ ავსებს. „მსხვილი
გადამხდელები“ არიან აგრეთვე: იაპონია (10,8%), გერმანია (8,3%), საფრანგეთი
(6,4%), დიდი ბრიტანეთი (4,9%).

გაეროს წევრები

გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება უშიშროების საბჭოს


რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ, თუ ეს ორგანოები მიიჩნევენ, რომ
მიღების მთხოვნელი მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოა და ნამდვილად სურს და
შეუძლია შეასრულოს წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეას შეუძლია შეაჩეროს
იმ წევრი სახელმწიფოს უფლება-პრივილეგიების განხორციელება, რომლის
მიმართაც უშიშროების საბჭო პრევენციულ თუ იძულებით ზომებს იღებს, და
გაეროდან გარიცხოს სახელმწიფო, რომელიც სისტემატურად არღვევს წესდების
პრინციპებს. ამჟამად გაეროს წევრია 193 სახელმწიფო, ამას გარდა დამკვირვებლის
სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის განთავისუფლების
ორგანიზაცია.
გაეროს დამფუძნებელი სახელმწიფოები (51)
ავსტრალია, არგენტინა, აშშ, ახალი ზელანდია, ბელგია,
ბელორუსიის სსრ, ბოლივია, ბრაზილია, გვატემალა, დანია,
დიდი ბრიტანეთი, დომინიკელთა რესპუბლიკა, ეგვიპტე, ეთიოპია,
ეკვადორი, ერაყი, ვენესუელა, თურქეთი, ინდოეთი, ირანი,
იუგოსლავია, კანადა, კოლუმბია, კოსტა-რიკა, კუბა, ლიბანი,
ლიბერია, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნიდერლანდი, ნიკარაგუა,
ნორვეგია, პანამა, პარაგვაი, პერუ, პოლონეთი, საბერძნეთი,
სალვადორი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი,
საფრანგეთი, სირია, სსრკ, უკრაინის სსრ, ურუგვაი,
ფილიპინები, ჩეხოსლოვაკია, ჩილე, ჩინეთი, ჰაიტი, ჰონდურასი.
აღსანიშნავია, რომ გაეროს დამფუძნებლებს შორის იყვნენ ბელორუსიის და
უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, რომლებიც არ იყვნენ
დამოუკიდებელი სახელმწიფოები და წარმოადგენდნენ სსრ კავშირის
შემადგენლობაში მყოფ მოკავშირე რესპუბლიკებს.

როგორ მუშაობს გაერო?

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ანუ გაერო 1945 წელს შეიქმნა და მის


წესდებას ხელი 50-მა სახელმწიფომ მოაწერა.
ორგანიზაციის წინამორბედად ერთა ლიგა მიიჩნევა, რომელიც ეფექტური
მუშაობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და რომელმაც 1946 წელს
თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.
თუ ერთა ლიგის მუშაობის მთავარი არეალი ევროპა იყო, გაერო მთელ
მსოფლიოში ახორციელებს სამშვიდობო ოპერაციებს.
გაეროში ამჟამად 193 ქვეყანაა გაერთიანებული, საქართველოც მის
შემადგენლობაშია 1992 წლიდან.
ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში, ასევე ჟენევაში, ვენაში და
კენიის დედაქალაქ ნაირობში.
გაეროს შემადგენლობაში თავიდან 4 მუდმივი წევრი სახელმწიფო იყო: სსრკ,
აშშ, დიდი ბრიტანეთიდა ჩინეთი, მოგვიანებით საფრანგეთსაც მიენიჭა მუდმივი
წევრის სტატუსი. ამ 5 ქვეყანას ვეტოსუფლება აქვს.
ორგანიზაციაში მიღებულია 6 სამუშაო ენა: ინგლისური, ფრანგული,
ესპანური, რუსული, არაბული და ჩინური.
გაეროს მთავარი მიზნებია: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების
შენარჩუნება მსოფლიოში, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების
განვითარება, საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საკითხში თანამშრომლობა
ქვეყნებთან, ადამიანთა უფლებების გავრცელების ხელშეწყობა.

გაეროში ფუნქციონირებს 6 მთავარი ორგანო:

✔გენერალური ასამბლეა
✔უშიშროების საბჭო
✔ეკონომიკური და სოციალური საბჭო
✔სამდივნო
✔საერთაშორისო სასამართლო
✔სამეუვეო საბჭო

✔გენერალური ასამბლეა
გენერალური ასამბლეა გაეროს მთავარი სათათბირო, პოლიტიკური
გადაწყვეტილებების მიმღები და წარმომადგენლობითი ორგანოა. მასში შედის
ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი.
თითოეულ წევრს ერთი ხმის უფლება აქვს.
გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო
სიმშვიდე და უსაფრთხოება, ახალი წევრების მიღება ან ბიუჯეტის მართვა, მიიღება
2/3 ხმათა უმრავლესობით, დანარჩენ საკითხებზე კი - ხმათა უბრალო
უმრავლესობით.
თუმცა, გენერალური ასამბლეის მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვს
კანონის ძალა, ისინი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.
გენერალურ ასამბლეას მართავს გენერალური მდივანი, ამჟამად - ანტონიო
გუტერესი.
ჩვეულებრივ, გენერალური ასამბლეის სხდომები იმართება ყოველი
სექტემბრის მესამე ხუთშაბათს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საგანგებო
სესიების მოწვევაც.
გენერალური ასამბლეა შედგება 8 კომიტეტისგან:
1. პირველი კომიტეტი (მუშაობს საერთაშორისო უსაფრთხოების და
განიარაღების საკითხებზე)
2. მეორე კომიტეტი (მუშაობს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე)
3. მესამე კომიტეტი (მუშაობს სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ
საკითხებზე)
4. მეოთხე კომიტეტი (მუშაობს დეკოლონიზაციის საკითხებზე)
5. მეხუთე კომიტეტი (მუშაობს ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო
საკითხებზე)
6. მეექვსე კომიტეტი (მუშაობს სამართლებრივ საკითხებზე)
7. გენერალური კომიტეტი
8. სამანდატო კომიტეტი (აწარმოებს უფლებამოსილების შემოწმებას)

✔უშიშროების საბჭო
უშიშროების საბჭო გაეროს ყველაზე ძლიერი უფლებამოსილების მქონე
ორგანოა. მას ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება
მსოფლიოში, საფრთხის შემცველი სიტუაციების გამოძიება, საფრთხეების გაგება
და შესაბამისად მოქცევა, სანქციების დაწესება, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო
შეიარაღებული ძალის გამოყენება აგრესორის წინააღმდეგ, საერთაშორისო
სასამართლოს მისაღები ახალი წევრებისთვის რეკომენდაციის გაწევა.
უშიშროების საბჭოში შედის 15 წევრი ქვეყანა, რომელთაგან 5 ვეტოს
უფლების მქონე მუდმივი წევრია. მიღებულ გადაწყვეტილებებს კანონის ძალა აქვს,
შეხვედრები კი ნებისმიერ დროს იმართება, როცა საერთაშორისო მშვიდობას
საფრთხე ემუქრება.

✔ეკონომიკური და სოციალური საბჭო


ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს (ეკოსოსი) ევალება, ჩაატაროს
გამოკვლევები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე,
ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე, კულტურაზე... ეკოსოსი რეკომენდაციებს აძლევს
გენერალური ასამბლეის წევრებს და იღებს მათგან ანგარიშებს, რომლებსაც
უშიშროების საბჭოს აბარებს.
ეკონომიკური და სოციალური საბჭო 54 წევრისგან შედგება, რომელთა 1/3
ყოველწლიურად გადაირჩევა. წევრი ქვეყნების არჩევა ხდება გეოგრაფიული
განლაგების მიხედვით. აუცილებელია, ქვეყნები იყვნენ აფრიკიდან, აზიიდან,
დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ამერიკიდან და კარიბის ქვეყნებიდან.
ეკოსოსის პრეზიდენტი ირჩევა ერთი წლის ვადით, ამჟამად ის მარი
ჩათარდოვაა.
ეკოსოკი თანამშრომლობს გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებებთან და
არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

✔სამდივნო
სამდივნოს მსოფლიო მასშტაბით 43 000 წევრი ჰყავს, ისინი ახორციელებენ
ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას. სამდივნოს ხელმძღვანელობს
გენერალური მდივანი, ამჟამად - ანტონიო გუტერესი.
სამდივნოს ევალება სამშვიდობო ოპერაციების მართვა, საერთაშორისო
დავებში მედიაცია, სიტუაციის განმუხტვა, საერთაშორისო კონფერენციების
მოწყობა და დოკუმენტების გადათარგმნა გაეროს სამუშაო ენებზე.

✔საერთაშორისო სასამართლო
გაეროს საერთაშორისო სასამართლო შედგება 15 მოსამართლისგან,
რომლებიც 9 წლით არიან არჩეულები გენერალური ასამბლეისა და უშიშროების
საბჭოს მიერ. არ შეიძლება, მის შემადგენლობაში ერთდროულად ერთი ქვეყნის
ორი მოქალაქე იყოს. საერთაშორისო სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოა
რეგისტრატურა. სასამართლო მდებარეობს ჰააგაში.

✔სამეურვეო საბჭო
სამეურვეო საბჭო იმისთვის დაარსდა, რომ კოლონიებზე და დამოკიდებულ
ტერიტორიებზე ეზრუნა, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ.
დღესდღეობით საჭიროებას აღარ წარმოადგენს, რადგან, ასე თუ ისე, ქვეყნების
უმრავლესობას ჰყავს მმართველი. ამიტომ, გაეროს სამეურვეო უკანასკნელი
ქვეყნის - პალაუს - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამეურვეო საბჭო
უმოქმედოა.
გაეროს სისტემაში ასევე შედიან დამხმარე ორგანოები და სპეციალიზებული
დაწესებულებები და ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად:
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო
ბანკი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, შრომის საერთაშორისო
ორგანიზაცია, მსოფლიო საფოსტო კავშირი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის
ორგანიზაცია, აფრიკის კავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი
და სხვა.
ეუთო

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ეუთო -


ჩამოყალიბდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის საბჭოს საფუძველზე
პარიზის 1990 წლის და ვენისა და ჰელსინკის 1992 წლის დეკლარაციების
საფუძველზე. ფუნქციონირებს 1995 წლიდან.
1990 წლამდე ეუთო ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და
კონფერენციების ფორუმი, რომელიც ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა
მოქმედების წესებს და პერიოდულად მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს
მისი სახელწოდება იყო ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი -
ეუთთ).

მიზნები

• ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე ხანგრძლივი


მშვიდობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა;
• საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვისათვის ზრუნვა;
• ევროპული უსაფრთხოების განუყოფლობის აღიარება, ასევე წევრ-
სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების სტიმულირება;
• მშვიდობისა და უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთკავშირის აღიარება
როგორც ევროპის, ისე მსოფლიო მასშტაბით;
• საკუთარი წვლილის შეტანა ადამიანის უფლებათა დაცვაში, ეკონომიკურ
და სოციალურ პროგრესსა და ყველა ერის კეთილდღეობაში.
ეუთოს მთავარი ორგანოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების
სათათბირო, რომელიც თავის სესიაზე ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება.
სათათბირო განსაზღვრავს ეუთოს პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს.

ეუთო

(ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ) -


უსაფრთხოების რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. რომლის წევრი 55
სახელმწიფო განლაგებულია ვანკუვერიდან ვლადივოსტოკამდე გადაჭიმულ
გეოგრაფიულ სივრცეზე. იგი შეიქმნა გაეროს წესდების VIII თავის შესაბამისად
ევროპაში კონფლიქტების თავიდან აცილების, კრიზისის მართვისა და
კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა:
შეიარაღების კონტროლი, გაეროს პრევენციული დიპლომატია, ნდობისა და
უსაფრთხოების მიღწევის ზომები, ადამიანის უფლებები, არჩევნების მონიტორინგ,
ეკონომიკური და გარემოს უსაფრთხოება. ჰელსინკის თათბირის დასკვნით აქტს
5.1975 VIII. ხელი მოაწერა 35-მა სახელმწიფომ. ეს აქტი, თუმცა არ არის
საერთაშორისო ხელშეკრულება, უდიდესი მნიშვნელობის პოლიტიკური
შეთანხმებაა, რომლის მიზანი იყო, შეესუსტებინა ,,ცივი ომით“ გამოწვეული
დაძაბულობა აღმოსავლთსა და დასავლეთს შორის. 1990 წლამდე ეუთო
ფუნქციონირებდა როგორც შეხვედრებისა და კონფერენციების ფორუმი, რომელიც
ადგენდა სახელმწიფოთა და მოქალაქეთა მოქმედების წესებს და პერიოდულად
მიმოიხილავდა მათ შესრულებას (ამ დროს მისი სახელწოდება იყო ევროპაში
უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირი - ეუთთ). პარიზის 1990 წლის
უმაღლესი დონის შეხვედრაზე ეუთთ ახალ კურსს დაადგა. ,,პარიზის ქარტიაში
ახალი ევროპისათვის“ ეუთო-ის ძირითად ამოცანებად. მიჩნეულ იქნა ევროპაში
მიმდინარე ისტორიული გარდაქმნის წარმართვისა და ,,ცივი ომის“ შემდგომი
პერიოდის ახალ მოთხოვნებზე რეაგირებისათვის ხელის შეწყობა. ამ ამოცანების
შესრულების გასაადვილებლად შეიქმნა ცალკეული ინსტიტუტები, შეხვედრებმა
უფრო რეგულარული ხასიათი მიიღო და ეუთთ-ის მუშაობა უფრო ორგანიზებული
გახდა. 1990 წლის ნოემბერში მოლაპარაკება წარმოებდა ეუთთ-ის საქმიანობის
ფარგლებში შეიარაღების კონტროლის მნიშვნელლოვან შეთანხმებაზე - ევროპაში
ჩვეულებრივი შეიარაღებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების
ხელშეკრულებაზე (CFF). ერთობლივი საკონსულტაციო ჯგუფი (იგი
პასუხისმგებელია ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობაზე) და ,,ღია ცის“
საკონსულტაციო კომისია (მასში წარმოდგენილია ,,ღია ცის“ შესახებ 1992 წლის
ხელშეკრულების მონაწილე ყველა სახელმწიფო), თუმცა ისინი ეუთო-ს
ორგანიზაციები არ არაინ, რეგულარულად იკრიბებიან ეუთო-ს საკონფერენციო
დარბაზში ჰოფსბურგების კონგრესცენტრში (ქ. ვენა). ბუდაპეშტის 1994 წლის
სამიტზე აღიარეს, რომ ეუთთ უკვე აღარ იყო უბრალოდ კონფერენცია, და
ამიერიდან მას ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)
ეწოდა. ამან ორგანიზაცია ახალი პოლიტიკური იმპულსი მისცა, მით უფრო, რომ ეს
იყო ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ორგანიზაციის ინსტიტუციური
განვითარების გამოხატულება. ლისაბონის 1996 წლის სამიტზე უფრო
ჩამოყალიბებული სახე მიეცა ეუთო-ს საკვანძო როლს ყველა განზომილებით
უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ლისაბონის შეხვედრამ ხელი
შეუწყო აგრეთვე ევროპული უსაფრთხოების ეუთო-ს ქარტიის შემუშავებაში
(მიღებულ იქნა ქ. სტამბოლის 1999 წლის სამიტზე), ქარტიისა, რომელიც მიზნად
ისახავს ეუთოს ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებას. სტამბოლშივე ეუთო-ს
მონაწილე 30-მა სახელმწიფომ ხელი მაწერა ევროპაში ჩვეულებრივი
შეიარაღებებისა და შეიარაღებული ძალების შემცირების შესახებ ხელშეკრულების
გადასინჯულ ვარიანტს. მათ მხარი დაუჭირეს არასაერთაშორისო შეიარაღებული
კონფლიქტების მოგვარების საქმეში ეუთო-ს უფრო აქტიურად და ეფექტიანად
ჩარევის აუცილებლობას. ეუთო-ს სტრუქტურა, პოლიტიკური კონსულტაციებისა
და გადაწყვეტილებათა მიმღები მთავარი ორგანოა მუდმივი საბჭო. მისი წევრები
არიან ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლები (ელჩები) ვენაში,
რომლებიც ყოველკვირეულად იკრიბებიან ეუთო-ს კომპეტენციაში შემავალი
ყველა საკითხის განსახილველად და მათ შესახებ გადაწყვეტილებათა მისაღებად.
მთავარ საბჭოს, რომელსაც ეუთო-ს წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკური
ხელმძღვანელები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, იწვევენ
პერიოდული პოლიტიკური თათბირებისათვის. მთავარ საბჭოში წელიწადში
ერთხელ იკრიბება ქ. პრაღაში, როგორც ეკონომიკური ფორუმი. ეუთო-ს წევრი
ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები წელიწადგამოშვებით მართავენ
,,მინისტერიალს,“ ხოლო ,,მინისტერიალთა“ შორის პერიოდში სახელმწიფოს ან
მთავრობის მეთაურები რამდენიმე წელიწადში ერთხელ იკრიბებიან უმაღლესი
დონის შეხვედრაზე, ანუ სამიტზე (ბოლო ასეთი შეხვედრა გაიმართა სტამბოლში
1999 წლის ნოემბერში). ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ეკისრება
პასუხისმგებლობა აღმასრულებელი საქმიანობისათის. თავმჯდომარე 6 თვეში
ერთხელ იცვლება. ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შესაბამისი ქვეყნის საგარეო
საქმეთა მინისტრს, საქმიანობაში დახმარებას უწევენ წინა და მომდევნო
თავმჯდომარეები და მით იქმნება ე.წ. ,,ტროიკა“. მოქმედ თავმჯდომარეს აგრეთვე
შეუძლია დანიშნოს პირადი წარმომადგენლები, რომლებსაც ავალებს კონკრეტულ
საკითხებზე ან სიტუაციებზე მუშაობას. ეუთო-ს გენერალური მდივანი, რომლის
ადგილსამყოფელია ქ. ვენა (ავსტრია), ფუნქციებს ახორციელებს როგორც ეუთო-ს
მიზნების განხორციელებისათვის იღებს. გენერალური მდივნის კომპეტენციაში
შედის აგრეთვე ეუთო-ს სტრუქტურებისა და ოპერაციების წარმართვა. სამდივნოში
(მისი ადგილსამყოფელია ქ. ვენა) შედის: გენერალური მდივნის ოფისი,
კონფლიქტების თავიდან აცილების ცენტრი, ადმინისტრაციისა და გარემოს
დაცვის სფეროში ეუთო-ს საქმიანობის კოორდინატორი. სამდივნოს პრაღის ოფისი
ახორციელებს დოკუმენტების უსაფრთხოებასა და საინფორმაციო ფუნქციებს.
ეუთო-ში შედის აგრეთვე სხვა ინსტიტუტებიც. მათ შორის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა
ოფისი (ODIHR), რომელიც აქტიურ როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგსა
და ერონული საარჩევნო და ადამიანის უფლებაღთა დამცველი ინსტიტუციების
განვითარებაში, ეროვნული სამართლებრივი ინსტიტუტებისათვის ტექნიკური
დახმარების გაწევაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა დასამოქალაქო
საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაში, ადამიანის უფლებათა და არჩევნების
მიმართ ეუთო-ს მონიტორინგის მომზადებაში, ჟურნალისტთა მომზადებაში.
აღნიშნული სამსახურის ადგილსამყოფელია ქ. ვარშავა (პოლონეთი). წინასწარი
გაფრთხილებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების საქმეში განსაკუთრებულ
როლს ასრულებს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი (HCNM), რომლის
ადგილსამყოფელია ქ. ჰააგა (ჰოლანდია). უმაღლესი კომისარი აფასებს და
ცდილობს, ადრეულ ეტაპზე მოაგვაროს სიტუაციები, რომლებიც ეროვნულ
უმცირესობათა ინტერესებს ეხება. იგი ხელს უწყობს მხარეებს
არაკონფრონტაციული პოლიტიკის განხორციელებაში. ეუთო-ს მეთვალყურეთა
მისიები ფუნქციონირებენ: ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ხორვატიაში, ესტონთში,
ლიტვაში, საქართველოში, მოლდოვაში ტაჯიკეთში ყოფილი იუგოსლავიის
ტერიტორიზე - მაკედონიასა და კოსოვოში; ეუთო-ს აგრეთვე დამხმარე ჯგუფში
ჰყავს ჩეჩნეთში (რუსეთის ფედერაცია). წარმომადგენლები - ალბანეთში,
საკონსულტაციო და სამეთვალყურეო ჯგუფი - ბელორუსიაში, პროექტის
კოორდინატორი - უკრაინაში, ოფისი - სომხეთში, საერთო ოფისი - ცენტრალურ
აზიაში (უზბეკეთი) და ცენტრები - ალმა-ათაში. აშხაბადსაა და ბიშკეკში;
მოლაპარაკება წარმოებს ბაქოს (აზერბაიჯანი) ოფისის გახსნის შესახებ; სოხუმში
შექმნილია ადამიანის უფლებათა გაერო-ეუთო-ს ერთობლივი ოფიასი; ეუთო-ს
მისიები არაერთხელ დასწრებიან არჩევნებს საქართველოში. ეუთო-ს
კომპეტენციაში შედის აგრეთვე ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლი და ნდობის
მოსაპოვებლად მიმართული ზომაბის მიღება. ვენის 1994 წლის დოკუმენტი (1999
წლის შესწორებებით) ავალდებულებს ეუთო-ს წევრ სახელმწიფოებს, გამოიჩინონ
გამჭვირვალობა თავიანთ სამხედრო საქმიანობაში; ორგანიზაციის ფარგლებში
შემუშავებულია სამხედრო ქცევის კოდექსი, რომელიც ადგენს დემოკრატიულ
საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების როლის განმსაზღვრელ პრინციპებს.
ამასთან ერთად, ეუთო-მ შექმნა დავათა მშვიდობიანი მოგვარების რამდენიმე
მექანიზმი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ეუთო-ს ყველა წევრი
სახელმწიფოს 300-ზე მეტი პარლამენტარისაგან შედგება, ატარებს ყოველწლიურ
სესიას ივლისში, ხოლო მთელი წლის განმავლობაში აწყობს აგრეთვე სხვადასხვა
შეხვედრასა და იღებს რეზოლუციებსა და რეკომენდაციებს ეუთო-ს საქმიანობის
შესაბამისად. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მონიტორინგშიც.
ასამბლეის სამდივნოს ადგილსამყოფელია კოპენჰაგენი (დანია). ორგანიზაციას
აქვს შერიგებისა და არბიტრაჟის სასამართლო ქ. ჟენევაში. ეუთო-ს წევრ
სახელმწიფოებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შერიგებისა და არბიტრაჟის
კონვენციას, შეუძლიათ, სასამართლოს გადასცენ სადავო საკითხი, რომელსც
საარბიტრაჟო ტრიბუნალი ან შერიგების კომისია გადაწყვეტს. ეუთო-ს წევრი
სახელმწიფოებია: ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, აშშ, ანდორა, ბელგია,
ბელორუსი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი გაერთიანებული სამეფო, გერმანია,
დანია, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, ირლანდია, ისლანდია,
იტალია იუგოსლავია, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტაინი,
ლუქსემბურგი, მაკედონია, მალტა, მოლდოვა, მონაკო, ნიდრელანდი, ნორვეგია,
პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, სან-მარინო,
საფრანგეთი, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაჯიკეთი,
უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვეიცარია,
შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია და ვატიკანი.

ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის


პაატა გაფრინდაშვილის ინტერვიუ მიცემული
საინფორმაციო სააგენტო 'ინტერპრესნიუსი'-სთვის

- რა პროცესები მიმდინარეობს დღეს ეუთო-ში და რამდენად არის


შესაძლებელი საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენა?
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ არის რეალისტური საქართველოში ეუთო-ს
მისიის აღდგენის მოლოდინი. როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ ორჯერ
დაბლოკა საქართველოში ეუთო-ს მისიის გაგრძელების საკითხი. პირველად ეს
2008 წლის ბოლოს მოხდა, როდესაც რუსეთმა უარი განაცხადა ფინეთის
თავმჯდომარეობის მიერ შემოთავაზებული საკმაოდ საინტერესო პაკეტის
განხილვაზე. მეორედ რუსეთმა ეუთო-ს მისია დაბლოკა 2009 წლის მაისში,
როდესაც მან უარი განაცხადა ეუთო-ს საბერძნეთის თავმჯდომარეობის მიერ
წამოყენებულ რეალისტურ დოკუმენტზე. ამ ვეტოებით რუსეთმა ყველას აჩვენა,
რომ ის არ არის დაინტერესებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებით და იქ საერთაშორისო
მონიტორინგის დანერგვით.
რუსეთთან ძალიან ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა საუბრობს ეუთო-ს მისიის
აღდგენის აუცილებლობაზე. თუ ეს წნეხი გაგრძელდება, შესაძლოა რუსეთმა
პოზიცია შეიცვალოს. მანამდე კი, მნიშვნელოვანია ეუთო-ს მონაწილეობის
შენარჩუნება და გაძლიერება ჟენევის მოლაპარაკებებში. ყაზახეთი, როგორც ეუთოს
თავმჯდომარე, საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ საკითხებში.
- აგრძელებს თუ არა ეუთო საქართველოს საკითხის განხილვას და თუ
აგრძელებს რა ფორმით?
რა თქმა უნდა, აგრძელებს. საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და
ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია კვლავ რჩება ეუთო-ს განხილვის
საგნად. პრაქტიკულად, ყოველ კვირას, სხვადასხვა სახელმწიფოების დელეგაციები
მუდმივი საბჭოს სხდომაზე აკეთებენ განცხადებებს საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობის დასაცავად და მოუწოდებენ რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს
სუვერენიტეტს და შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად ეუთოს ფარგლებში მიმდინარეობს ე.წ.
„კორფუს პროცესი", სადაც განიხილება ეუთო-ს ეფექტურობის ამაღლებისა და
შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივები. ამ დებატებშიც დიდი ყურადღება
ექცევა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და იმ მიზეზებს, რის გამოც
წარმოიშვა კონფლიქტი ეუთოს ორ წევრ სახელმწიფოს შორის.
- როგორც ცნობილია, 2010 წლის 25 თებერვალს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 795-
ე სხდომაზე კვლავ იყო განხილული საქართველოსთან დაკავშირებული
საკითხები. კონკრეტულად რა თემების ირგვლივ გაიმართა დისკუსია?
2010 წლის 25 თებერვლის ეუთო-ს მუდმივი საბჭოს შეხვედრა სწორედ იმის
დადასტურებაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა და, მათ შორის, ბუნებრივია,
ეუთო, აგრძელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებისათვის ყურადღებით
თვალის დევნებას. სხდომაზე, ევროკავშირის ინიციატივით, შეფასებები მიეცა ა.წ.
17 თებერვალს რუსეთსა და ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკას" შორის,
გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების
ფაქტს.
ესპანეთისა (ევროკავშირის სახელით) და აშშ-ის წარმომადგენლებმა ცალსახად
აღინიშნეს, რომ ხსენებული ხელშეკრულება შეუთავსებელია საქართველოს
ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან და არ უწყობს ხელს რეგიონის
სტაბილიზაციისაკენ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. გამოხატული იქნა
სერიოზული შეშფოთება გუდაუთაში რუსეთის სამხედრო ბაზის, ასევე, რუსული
საავიაციო და საზღვაო ბაზების შექმნის გეგმებთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ რუსეთის ხსენებული ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს
სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე, რუსეთის მიერ ცეცხლის
შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
სხდომაზე გაკეთდა მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ გაიყვანოს თავისი
სამხედრო ნაწილები ომამდე არსებულ პოზიციებზე და მისცეს ჰუმანიტარულ
დახმარებას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში,
თავისუფლად შეღწევის შესაძლებლობა. კვლავ გამოითქვა საქართველოს
საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი სუვერენიტეტისა და
ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა, საქართველოში ეუთო-ს მისიის
აღდგენისაკენ, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებებში და ინციდენტების თავიდან
აცილებისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში კონკრეტული პროგრესის
მისაღწევად ძალისხმევის გაგრძელებისკენ მოწოდება. შეშფოთება გამოითქვა
იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული მექანიზმი ცხინვალის რეგიონში უკვე
რამდენიმე თვეა არ ფუნქციონირებს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის
წარმომადგენლების ბოიკოტის გამო.
- როგორი იყო რუსული მხარის რეაქცია ევროკავშირისა და აშშ-ს
განცხადებებზე?
რუსეთის რეაქცია იყო არადამაჯერებელი და არაარგუმენტირებული.
რუსეთის ელჩმა საერთოდ უარყო საფრანგეთის პრეზიდენტის მედიაციით
გაფორმებული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების არსებობა.
შემდგომ კი სხდომას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „2008 წლის 26 აგვისტოს
განკარგულებით, რუსეთის პრეზიდენტმა ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობა, დაამყარა მათთან ორმხრივი ურთიერთობები, რაც საბოლოო
და შეუქცევადი გადაწყვეტილებაა. მატარებელმა უკვე ჩაიარა. საბჭოთა კავშირი (?!)
ყოველთვის დაეხმარება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომ მძლავრ
სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ!", რაზეც მოკლე საპასუხო კომენტარი გავაკეთე:
„მადლობას გიხდით, რადგან კიდევ ერთხელ შეგვახსენეთ, რომ თქვენ ჯერ კიდევ
საბჭოთა კავშირში ცხოვრობთ. ამით, მრავლის ახსნაა შესაძლებელი".
სხდომაზე მე პირდაპირ მივმართე პარტნიორი ქვეყნების ელჩებს, რომ რუსეთი
სასიცოცხლო საშიშროებას წარმოადგენს ჩემი ქვეყნისათვის და მისი
მრავალეთნიკური მოსახლეობისათვის, რომ სწორედ რუსეთია სტაბილურობისა
და მშვიდობისათვის საფრთხე ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე სივრცისათვის,
რომ ადრე თუ გვიან, რუსეთის უკანონო ქმედებები უნდა შეჩერებულ იქნას და რაც
უფრო ადრე მოხდება ეს, მით უფრო მალე გახდება ევროპა ჭეშმარიტად
თავისუფალი და უსაფრთხო ადგილი.

Você também pode gostar