Você está na página 1de 9

ა(ა)იპ „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი“

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და სამართლისსკოლა

თამარ კუტალია

საბაკალავრო ნაშრომი

არჩილ ჯორჯაძის ცხოვრებოსა და მოღვაწეობის შეფასებისთვის

ხელმძღვანელი: გვანცა ბურდული

ისტორიის დოქტორი

თბილისი

2019
თავი I

XIX საუკუნის 60-90-იანი წლების ეროვნული მოძრაობა, ეროვნული


მოძრაობის დაშლა მიმდინარეობებად (XIX საუკუნის 90-იანი წლები)

მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და


საქართველოს დანარჩენი კუთხეების დაპყრობას შეუდგა, თავისუფლებისმოყვარე
ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით
არაერთხელ ააფრიალა აჯანყების დროშა. აჯანყების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა
1832 წლის შეთქმულების სახელითაა ცნობილი. მართალია მათი ეს მცდელობა
კრახით დასრულდა, მაგრამ ამ შეთქმულებამ ნიადაგი მოუმზადა, ეროვნული
მოძრაობის შემდგომ უფრო მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც დაიწყო XIX საუკუნის
60იანი წლების დამდეგიდან, ილია ჭავჭავაძის წინამძღოლობით. მაგრამ 1832 წლიდან
XIX საუკუნის 60 - იან წლებამდე საკმაო პერიოდია, ეს პერიოდი შეიძლება მივიჩნიოთ,
ერთგვარი შეფერხების პერიოდად ეროვნულ მოძრაობაში. ისეთი მნიშვნელოვანი
მოვლენები, როგორიც ხდებოდა XIX საუკუნის დამდეგიდან, 1832 წლის ჩათვლით უკვე
აღარ ხდებოდა. მას რამდენიმე მიზეზი განსაზღვრავდა. 1830იანი წლებისთვის უკვე
საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, ცნობიერება ჩამოყალიბებული
ქართველთა ახალი თაობა. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც დამოუკიდებელი
საქართველო არ უნახავთ. ისინი აღიზარდნენ რუსეთის იმპერიის ბატონობის
პერიოდში. შეიძლება ზოგიერთი მათგანი ცოტა უფროსი თაობა დაბადებული იყო 1801
წლამდე, მაგრამ იმდენად პატარა იყო ასაკით, რომ მისი ცნობიერება XVIII საუკუნის
ბოლო ათწლეულში არ ჩამოყალიბებულა და დამოუკიდებელი სამეფო მას არ ახსოვდა.
ამ ადამიანებმა, რომლებიც 1830-1840იან წლებისათვის მოღვაწეობდნენ, სხვადასხვა
სფეროში განათლება მიიღეს რუსულ სკოლებში, გიმნაზიებში. დამთავრებული
ჰქონდათ რუსული უნივერსიტეტები ან რუსული სამხედრო სასწავლებლები,ყველას არა
მაგრამ მათ ნაწილს მაინც. ასე რომ, მათი ცნობიერება განსხვავდებოდა,იმ ქართველის
ცნობიერებისგან,რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XVIII საუკუნის მეორე
ნახევარში.ამ ადამიანებში უკვე ნელნელა დანერგვას იწყებს რუსული მოქალაქეობა.ეს
ხდება ნებით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად. ამას მნიშვნელობა არ აქვს.
რა ვითარებაში დაიბადა და გაიზარდა ადამიანი, ეს გარემო მასზე გავლენას ახდენს.მით
უმეტეს როდესაც ქართველთა დიდი ნაწილი,განსაკუთრებით თავადები და აზნაურები
რუსულ სამხედრო სასწავლებლებში აღიზარდნენ, ამას მოჰყვა შერეული
ქორწინება.ქართველთა დიდი ნაწილის, დიდი ხნით ცხოვრება რუსეთის იმპერიის
სხვადსახვა გუბერნიში. ქართველებით დაკომპლექტდა ნაწილობრივ რუსული
სამოხელეო აპარატი, ამ ქართველებსაც ცხოვრება და მოღვაწეობა უხდებოდათ
პრაქტიკულად რუსულ გარემოში. ასე რომ, ნელნელა შეიცვალა ქართველის
მენტალიტეტი, ამას არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა ეროვნულ მოძრაობაზე. მაგრამ ეს
არ იყო მთავარი მიზეზი,ძირითდი მიზეზი იყო ის რომ,რუსეთის იმპერიამ გაატარა
კარგად გააზრებული,ჩვენთვის საშიში ვერაგული პოლიტიკა.კერძოდ, 1832 წლის
შეთქმულებაში ჩაბმული იყო მთელი ინტელიგენცია,სამღვდელოების ნაწილი.ყველა
ესენი პასუხისგებაში იყვნენ მიცემული, მათი საქმე გამოიძიეს გადასცეს სასამართლოს,
რამდენიმე კატეგორია გამოყო ძიებამ და სასამართლომ დამნაშავეებისა. ყველა ელოდა
უმკაცრეს განაჩენს, რადგან ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა. 1825 წელს
რუსეთში მოხდა „დეკაბრისტების“ გამოსვლა. ეს იყო არსებული წყობილების შეცვლის
მიზნით, რუსი სამხედრო ზედა ფენის აჯანყება. ნიკოლოზ I-მა დიდი სისასტიკით
ჩაახშო დეკაბრისტების გამოსვლა. ხუთი დეკაბრისტი ჩამოახრჩვეს დანარჩენები
გადაასახლეს ციმბირში,მაღაროებში სამუშაოდ უმძიმეს პირობებში.ჩამოართვეს
წოდება.როდესაც დეკაბრისტების ცოლებმა ითხოვეს ქმრებთან ერთად გადასახლებაში
წასვლა,მათაც ჩამოართვეს წოდებები რომლებიც ჯერ კიდევ გააჩნდათ,ასევე მათ
შვილებსაც.ნიკოლოზ I-მა გასწირა არა მარტო ის ხუთი დეკაბრისტი,არამედ კიდევ
უამრავი ოჯახი. ბუნებრივია, რომ ქართველებიც ელოდნენ რომ მსგავსი სისასტიკით
გაუსწორდებოდა ნიკოლოზ I 1832 წლის შეთქმულების მონაწილეებს,მაგრამ სრულიად
მოულოდნელად განაჩენი იყო გაცილებით ლოიალური ვიდრე ამას რუსეთის იმპერიის
კანონმდებლობა ითვალისწინებდა, საინტერესოა, ის თუ რატომ გააკეთა ეს ნიკოლოზ I-
მა. ამით მიიმხრო ქართველი თავადაზნაურობა. გადასახლებულებს მისცეს სამსახური
მათი განათლებისა და დამსახურების მიხედვით. შეთქმულთა დაახლოებით 99%
დაბრუნდა საქართველოში (სოლომონ დოდაშვილი გადასახლებაში დაიღუპა, ის
მოხვდა ვიატკის გუბერნიაში სადაც მისი ჯანმრთელობის მქონე ადამიანი დიდხანს ვერ Commented [S1]:

გაძლებდა) და გააგრძელეს შემდეგ მოღვაწეობა. ასეთი ნაბიჯით ნიკოლოზ I-


მა,პრაქტიკულად დაიწყო გადაბირება ქართველი თავადაზნაურობისა. უნდა ვაღიაროთ
რომ გარკვეულ შედეგსაც მიაღწია.საზოგადოება ნელნელა რუსიფიკაციის გზას დაადგა.

ილია ჭავჭავაძე და ეროვნული მოძრაობა საქართველოს მხსნელად მოევლინა. იხსნეს


უფსკრულის პირას მისული ქვეყანა. რომ არა ეროვნული მოძრაობა რუსიფიკაციის
პროცესი საქართველოში დაჩქარდებოდა და მყარად გაიდგამდა საქართველოში
რუსული მოქალაქეობა ფესვებს. ილია ჭავჭავაძე ძალიან რთული ამოცანის წინაშე
იდგა,მას უნდა დაეძლია 300წლიანი ქართველთა გაუცხოების შედეგები და შემდეგ
60წლიანი რუსული კოლონიური პოლიტიკის მძიმე შედეგები. როგროც არჩილ
ჯორჯაძე ამბობდა, XIX საუკუნემ დაადასტურა ერთი ჭეშმარიტება, რომ რუსული
მოქალაქეობა საქართველოში შეწყნარებული არ იქნა. ეს იყო დიდი გამარჯვება,
რომელიც ილია ჭავჭავაძემ და ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა ქვეყანას. პირველ რიგში
ილია და ეროვნული მოძრაობის თავკაცები ყურადრებას აქცევდნენ ქართველთა
ეროვნული ცნობიერების გაძლიერებას. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა ერთიანი
ეროვნული ცნობიერების ნგრევისკენ იყო მიმართული.გაძლიერდა კუთხურობა
ერთიანი ქართული ნელ-ნელა დაჩრდილა კუთხურმა. ოფიციალურ დოკუმენტებში
„ქართველი“ მხოლოდ ქართლელისა და კახელის აღსანიშნავად
იხმარებოდა.“ქართველის“გვერდით „ეროვნულის“ აღმნიშვნელ ცნებად გამოიყენებოდა:
„მეგრელი“, „სვანი“, „ხევსური“, „თუში“, „გურული“, „იმერელი“, „აჭარელი“. სამცხე-
საათაბაგოს ისლამის აღმსარებელ ქართველებს „თურქებს“ უწოდებდნენ,ჭარ-ბელაქანის
(საინგილოს)მოსახლეობას ასევე არ მიიჩნევდნენ ქართველებად. აფხაზეთის მეგრელი
(ე.ი ქართველი) მოსახლეობის ეთნიკური კუთვნილების გამომხატველ ცნებად
„სამურზაყანოელი“ დაამკვიდრეს. ამ დიდი საფრთხის გაცნობიერებას ეძღვნება ილია
ჭავჭავაძის 1866 წელს დაწერილი პუბლიცისტური წერილი „ზოგიერთი რამ“ (დაიბეჭდა
1876 წელს). ამ წერილში ილიამ მთელი სიცხადით მიანიშნა ქართულ ეროვნულ
ცნობიერებაში ბზარის გაჩენის, ქართველთა გაუცხოების საშიშროებაზე.
როდესაც რუსეთის საიმპერატორო კარმა დაისახა მიზნად საქართველოს გადაქცევა
რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად აქ უმთავრესი იყო ქართველთა
ასიმილაცია,ქართველი ერის შერწყმა რუს ერთან.ასიმილაციის პროცესში კი
უპირველესი ამოცანა იყო, ქართული ენის განდევნა ქართული სინამდვილიდან. თუ
ქართული ენა არ იქნებოდა ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებდა ქართულ კულტურას
და ამითაც უკვე ქართული კულტურა ვეღარ იქნებოდა ეროვნული ცნობიერების
აღორძინებისა და გაძლიერების მძლავრი იარაღი. ამიტომ როდესაც ილია ჭავჭავაძე
ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის იწყებს ბრძოლას ეს მარტო ენის საკითხი არ
იყო, ეს პოლიტიკური საკითხი იყო ის უშუალოდ დაკავშირებული იყო ეროვნული
ცნობიერების აღორძინებასა და გაძლიერებასთან.ოდითგანვე ქართველთა რაობას
განსაზღვრავდა ენა, სწორედ რუსული კოლონიური პოლიტიკა ამიტომ უტევდა
ენას.ქართული ენის არეალი შეზღუდული იყო.სკოლა რუსიფიცირებული იყო
უნივერსიტეტი არ არსებობდა. ყველა სამოხელეო დაწესებულება მხოლოდ რუსულად
მუშაობდა,სასამართლო რუსული იყო, საქმისწარმოება ყველგან რუსულად
მიმდინარეობდა.ქართული ენის ასპარეზი რჩებოდა ქართულ მწერლობაში.ამიტომ ენა
პირველ რიგში უნდა გადაერჩინა ქართველ მწერლობას, მაგრამ ქართულ მწერლობაშიც
მკვიდრდებოდა ძალზე ცუდი ტენდენცია.ენამ დაკარგა ის რაც საუკუნეების მანძილზე
მკვიდრდებოდა ქართულ ენაში, ნორმები. შემოვიდა ისეთი გრამატიკული ნორმები,
რომლებიც უცხო იყო ქართული ენისთვის. ილიამ კარგად დაინახა ეს საფრთხე და
ამიტომაც ის წერს 1860წელს ერთ-ერთ უბრწყინვალეს პუბლიცისტურ
წერილს,“ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კოზლოვიდან
„შეშლილის“ თარგმანზედა. ეს წერილი სათაურის მიხედვით თითქოს რევაზ ერისთავის
მიერ რუსი მწერლის კოზლოვის ერთ-ერთ ნაწარმოების თარგმანს ეძღვნებოდა,მაგრამ
სინამდვილეში ქართული ენის სატკივარს გამოხატავდა,ეძრვნებოდა ქართული ენის
გადარჩენას. ქართულ ენაში ნელ-ნელა მკვიდრდებოდა რუსული სინტაქსი,ქართული
დარუსული სინტაქსი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.ქართულად წერდნენ
ქართველები მაგრამ სინტაქსი რუსული იყო.ამ პერიოდში რუსულიდან შემოვიდა ბევრი
ისეთი სიტყვა,რომელიც მანამდე არ არსებობდა.ქართულ ენაში დამკვიდრდა რუსული
სახელებით ეს თავისთავად ბარბარიზმებით ავსებდა ქართულ ენას. ილია ჭავჭავაძემ ამ
წერილში წამოაყენა მთელი პროგრამა, არსი ეროვნული მოძრაობისა. მამულის ენისა და
სარწმუნოების გადარჩენისა. იმ დროინდელ თაობას დააკისრა ამ სამი რამის შენახვა
მომავალი თაობისთვის. ილია ჭავჭავაძის მიერ ქართული ენის სიწმინდის დაცვა იყო
უკვე არა მხოლოდ ენის სიწმინდის დაცვის საკითხი, არამედ პოლიტიკური
საკითხი,კერძოდ კი ის ეროვნულ ცნობიერებასთნ იყო დაკავშირებული.რადგან რუსებს
განათლების ეროვნულ სისტემასთან ბრძოლა არ უხდებოდათ,განათლების სფეროში
რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარება გაცილებით ადვილი იყო. ეს დიდი საფრთხე
იმთავითვე გააცნობიერეს იაკობ გოგებაშვილმა, ილია ჭავჭავაძემ და სხვებმა. ამ
თვალსაზრისით წარმოუდგენელია იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი.

1865 წელს დაიბეწდა იაკობ გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი


წიგნი მოსწავლეთათვის“. ეს იყო დიდი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
საქმის დასასწყისი. სრულიად ცარიელ ნიდაგზე და იმ დროს სრულიად უცნობმა
მოღვაწემ შექმნა უნიკალური სახელმძღვანელო.იაკობ გოგებაშვილმა ქართულ
სინამდვილეში პირველმა ჩამოაყალიბა ქართული ანბანის შესწავლის მეცნიერულად
გამართული მეთოდი.ეს მეთოდი გამოირჩეოდა სიმარტივითა და დახვეწილობით, რაც
ბავშვს ანბანის შესწავლის მსიმძიმეს სასიამოვნო პროცესად უქცევდა. იაკობ
გოგებაშვილი წერა-კითხვის შესწავლის შემდეგ აუცილებლად მიიჩნევდა ყმაწვილის
მიერ მშობლიური გარემოს შეცნობას, რაც საგანგებო საკითხავის გარეშე შეუძლებელი
იქნებოდა. მშობლიური გარემოს შეცნობა ქართული წერა-კითხვის კარგ ცოდნას უნდა
დამყარებოდა - მშობლიური გარემო ყმაწვილს დედაენაზე უნდა შეეცნო. ამ მიზანს
ემსახურებოდა 1868 წელს დაბეჭდილი „ბუნების კარი“.

„ქართულ ანბანს“ და „ბუნების კარს’ 1876 წელს მოჰყვა იაკობ გოგებაშვილის „დედა
ენა’. დედა ენა უდიდესი შენაძენია ქართველი ერისთვის, მით უმეტეს ისეთ დროს, როცა
ქართული ენა ფაქტობრივად აღარ გამოიყენება სწავლა-განათლებაში. იაკობ
გოგებაშვილის „ბუნების კარი „ და „დედა ენა“ პედაგოგიური აზროვნების ეტალონს
წარმოადგენს,მაგრამ ამ წიგნების გამოყენების არე ფრიად შეზღუდული იყო.
დაუშვებდნენ თუ არა იაკობ გოგებაშვილის წიგნებს სახალხო სკოლებში, ეს კავკასიის
სასწავლო ოლქის მზრუნველზე იყო დამოკიდებული. მას შეეძლო ქართული ენის
სახელმძღვანელო სხვა ავტორისთვისაც შეეკვეთა. ეროვნული მოძრაობის წინამძღოლთა
წინაშე რთული, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი საკითხი დაისვა - განათლების
ეროვნული სისტემის შექმნა,რამდენადაც ეს რუსეთის იმპერიის ბატონობის პირობებში
იქნებოდა შესაძლებელი. ასე ჩაისახა იდეა „ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების“ შექმნისა.

XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დამდეგის ქართული ეროვნული


მოძრაობის ისტორიაშ, ისევე, როგორც საერთოდ საქართველოს ისტორიაში,
წარუშლელი კვალი დატოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა
საზოგადოებამ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
დაარსების იდეა ქართულ ინტელიგენციაში XIX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში
დაიბადა და სათანადო პროექტიც შემუშავდა. დებულების პროექტი შეიმუშავეს
დიმიტრიყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ვახტანგ თულაშვილმა და
ნიკო ცხვედაძემ. დებულების პროექტი მზად იყო 1878 წლის ივნისისთვის. მას ხელს
აწერდა 126 კაცი. პროექტი დამტკიცდა 1879 წლის 31 მარტს. 1879 წლის 15 მაისს შედგა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების წევრთა პირველი
დამფუძნებელი კრება. კრების მიზანი იყო თავჯდომარისა და გამგეობის არჩევა, ასევე
საზოგადოებაში ახალი წევრების მიღება. საზოგადოების თავმჯდომარედ დიმიტრი
ყიფიანი აირჩიეს. საზოგადოების გამგეობის წევრებად დასახელდნენ: ილია ჭავჭავაძე,
ნიკო ცხვედაძე, იაკობ გოგებაშვილი, ივანე მაცაბელი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, და
რაფიელ ერისთავი. 1885 წელს საზოგადოების თავჯდომარედ აირჩიეს ილია ჭავჭავაძე,
რომელიც ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე (1907 წ.). საზოგადოების
წევრთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა. საზოგადოებას დიდი გეგმები ჰქონდა
დასახული, მათი მიზანი იყო წიგნისა და ცოდნის გავრცელება კავკასიაში მცხოვრებ
ქართველთა შორის. მათ დებულებაში აღნიშნულია, „სადაც სკოლები არის გახსნილი,
იმათ ხელს უმართავს, სადაც საჭირო იქნება ახალი სკოლების გახსნას ეხმარება, ან
თვითონაა ხსნის თავისი ხარჯით; სახალხო წიგნების კითხვასა მართავს და
საკიტხავებსა ხსნის; ბეჭდავს სასწავლებლისთვის სახელმძღვანელოებს და სხვა წიგნებს
სახალხო საკითხავად; შეადგენს თავის სამწიგნობროს (წიგნთსაცავს) როგორც
თავისთვის, ისე ხალხისთვის საკითხავად, გაიჩენს წიგნებისა და სხვა სხვა სასწავლო
ნივთების საწყობს, რაც მუქთად თუ ფასით იქნება დასარიგებელი; ყოველგვარი
საშუალებით მოამზადებს სახალხო მასწავლებელს ან იმ სასწავლებელში, რაც აქამდე
არის გამართული, ან არა და თვითონ თავისი ხარჯით გამართავს ამისთვის ცალკე
სასწავლებელს.“ (გურული: 237) დებულების მე-3 პარაგრაფში ნათქვამია,რომ დაწყებით
სკოლებში სწავლება მშობლიურ ენაზე წარიმართება, ხოლო რუსული ენა ისწავლება,
როგორც საგანი. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თავისი პირველი
სკოლა 1880 წელს 14 ოქტომბერს გახსნა თბილისში. 1882 წელსდაწყებითი სკოლა
გაიხსნა სოფელ წინარეხში, 1883 წელს - სოფელ თონეთსი, 1884 წელს - სოფელ
ხელთუბანში. 1888 წელს - ქალაქ კავკავში, 1897 წელს სოფელ - გომარეთში.
საზოგადოება სკოლებს უმთავრესად ისეთ ადგილებში ხსნიდა, სადაც ენას გაქრობა
ემუქრებოდა. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თავის უმნიშვნელოვანეს
დანიშნულებად მიიჩნევდა ბიბლიოთეკის გახსნას. საზოგადოებამ 1892 წლის 31 მაისს
პირველი სამკითხველო გახსნა თბილისში. ნელ-ნელა ბიბლიოტეკების რიცხვი
იზრდებოდა. ბიბლიოთეკაში ასევე ინახებოდა უამრავი ძველი ხელნაწერი სიგელ
გუჯრები და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი დოკუმენტი.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგების შემდეგ (1918


წლის 26 მაისი), რუსიფიკაციის საფრთხის არარსებობის პირობებში, საზოგადოებამ
თვისი პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა. ქართველთა შორის წერა-კითხვის
გამავრცელებელი საზოგადოების თავჯდომარედ 1920 წელს აირჩიეს დავით
კარიჭაშვილი. 1921 წლიდამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების მოღვაწეობა საბჭოთა ხელისუფლებამ თანდათან შეზღუდა.
საზოგადოება 1927 წელს გაუქმდა.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი იყო


„სათავადაზნაურო ბანკის“ დაარსება. ქართველი თავად-აზნაურობა უმძიმეს
ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა. ქართველი თავადები იძულებული იყვნენ ფული
ესესხებინათ, ხშირ შემთხვევაში ვალის გადახდას ვერ ახერხებდნენ და ამის გამო
იძულებული ხდებოდნენ მიწა გაეყიდათ, მიწის მყიდველი კი არაქართველი სომხური
ბურჟუაზია იყო. საქართველო დიდი საფრთხის წინაშე იდგა, ქართული მიწების ბედი
სომეხთა ხელში იყო. ამ დიდი ეროვნული საფრთხის წინააღმდეგ გამოვიდა დიმიტრი
ყიფიანი საკუთარი წესდებით. სათავადაზნაურო ბანკის დაარსებასთნ დაკავშირებით,
ბანკმა ოფიციალურად მუშაობა 1875 წლის 28 იანვარს დაიწყო, ბანკის თვჯდომარედ
ილია ჭავჭავაძე აირჩიე, რომელმაც საბანკო საქმე სპეციალურად პეტერბურგში
შეისწავლა. სათავადაზნაურო ბანკი წინ აღუდგა ქართველთა მიწის უცხოტომელი
(ძირითადად სომეხი) ბურჟუაზიის ხელში გადასვლას. ამიერიდან ქართველ თავადსა და
აზნაურს, უცხოტომელი ბურჟუაზისგან ფულის სესხების ნაცვლად, შეეძლო სესხი
ბანკისგან აეღო. ცხადია, სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში ბანკში გირაოდ
დადებული მიწას სესხის ამღები კარგავდა, მაგრამ ქართული მიწა უცხოტომელთა
ხელში არ აღმოჩნდებოდა, იგი ბანკის საკუთრებაში გადადიოდა. ამასთან ერთად, მიწის
ყოფილ მფლობელს უფლება ჰქონდა, ბანკის საკუთრებაში გადასული მიწა გამოსყიდვის
გზით უკან დაებრუნებინა. ამ გზით ბანკმა ქართული მიწა პირდაპირი გაგებით იხსნა
უცხოტომელებზე გასხვისებისგან. თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა ფუნქციონირება
შეწყვიტა 1917 წელს. ბანკის თავჯდომარე კონსტანტნე აფხაზის ინიციატივით ბანკის
მთელი ქონება გადაეცა ეროვნულ საბჭოს.

Você também pode gostar