Você está na página 1de 2

სოფიო სირაძე

1. რა უპირატესობები აქვს ელექტრონულ დოკუმენტს ქაღალდზე დატანებულ


დოკუმენტთან შედარებით.

ელექტრონული დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს გავამარტივოთ პირველ რიგში თავად


დოკუმენტის შექმნის პროცესი, დავალებების და სხვა ორგანიზაციული საკითხების
მონიტორინგი, ასევე ზოგავს დროს და ბევრად უფრო მოქნილი „სისტემაა“ ვიდრე ქაღალდზე
დატანილი დოკუმენტები.

2. რა განსხვავებეაა ელექტრონულ იდენტიფიკაციას და ავტორიზაციას შორის.

რაიმე ელექტრონული ოპერაციის შესრულების დროს მომხმარებელი თავდაპირველად


გადის ავტორიზაციის პროცესს, რომელშიც სრულდება მისი ელექტრონული
იდენტიფიკაცია ანუ მოწმდება მისი მონაცემების „ნამდვილობა“. იდენტიფიკაციის გარეშე
მომხმარებელი ვერ გაივლის ავტორიზაციას.

3. ციფრული უთანასწორობის რა სახეები არსებობს. მოიყვანეთ მისი მაგალითები

არსებობს ციფრული უთანასწორობის რამდენიმე სახე. დიქოტომური წვდომა


(განსხვავებული წვდომა რასის, რეგიონის, შემოსავლის, გენდერის მიხედვით – 2 პოლუსზე:
აქვს /არ აქვს). განგრძობითი წვდომა (განსხვავებული წვდომა ხარისხების მიხედვით:
ადგილი, სიჩქარე, სიხშირე). წვდომის უნარი (მნიშვნელოვანია წვდომის გამოყენების უნარი
და არა ფიზიკური წვდომის შესაძლებლობა). უთანასწორობა გენდერის მიხედვით
(ტექნოლოგიების გამოყენების დროს მამაკაცებს უფრო მეტად აქვთ საკუთარი თავის
რწმენა,და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულთა უმეტესობასაც ისინი
წარმოადგენენ). უთანასწორობას განაპირობებს ასევე ასაკი, ახალგაზრდები უფრო მეტად
იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს (მაგ.ინტერნეტი).

4. რა ეტაპებს/დონეებს გამოყოფენ ხოლმე ელ. მმართველობის განვითარებაში. მოიყვანეთ


სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული კლასიფიკაცია.

ელექტრონული მმართველობის განვითარების პროცესი შეიძლება რამდენიმე ეტაპად


დავყოთ: მონაცემებისა და პროცესების ინტეგრაცია, ქაღალდზე დატანილი დოკუმენტების
ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, ციფრული ხელმოწერა, ინფორმაციული სისტემების
დიზაინი, მონაცემთა დარეზერვება და დაცვა. მაგალითად გაერო გვთავაზობს 5 ფაზას:
Emerging (ინფორმაცია სტატიკურია, შეზღუდული), Enhanced (სამთავრობო საიტების
რიცხვი ხდება დინამიური), Interactive (მომხმარებელს შეუძლია ურთიერთქმედების
წარმოება ინტერნეტით), Transactional (მომხმარებლებს შეულძიათ ფინანსური ოპერაციების
განხორციელება ონლაინში), Seamless (ელ სერვისებისა და ფუნქციების ინტეგრაცია
ადმინისტრაციის შიდა სტრუქტურებში და სამთავრობო უწყებებს შორის).

5. ჩამოთვალეთ სამუშაო (ბიზნეს) პროცესების ოპტიმიზაციის ხერხები (ნაბიჯები),


რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ორგანიზაციის სტრუქტურისა და
ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის. შეგიძლიათ გამოხატოთ სქემატურად.

დაგეგმვა - ტრეინინგი - პილოტირება - უკუკავშირი - სრული დანერგვა - მონიტორინგი -


გაუმჯობესება. და ეს არის ერთგვარი ციკლი და წრებრუნვა რომელიც მუდამ გრძელდება.
კარგი მაგალითია მსოფლიო ბანკის მოდელი, რომელიც სამ ფაზას მოიცავს: publish
(საიტებზე ვრცელდება ინფორმაცია მთავრობის შესახებ), Interact (ორმხრივი კომუნიკაცია),
Transact (მოქალაქეებისა და მთავრობის ინტერაქცია ონლაინ რეჟიმში ნებისმიერ დროს)

6. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენი აზრით - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,


თუ პირადი მონაცემების დაცვა.

საჯარო ინფორმაცია ეს არის ოფიციალური დოკუმენტი რომელიც ეხება საჯარო


დაწესებულებისა ან საჯარო მოხელის სამსახურეობრივ საქმიანობას. პირადი ან
პერსონალური მონაცემები კი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება
ფიზიკურ პირს. ჩემთვის მნიშვნელოვანია პირადი მონაცემების დაცვა. ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საჯარო დაწესებულება ვალდებულია წვდომა
ჰქონდეს მარტო იმ მონაცემებთან, რის უფლებასაც უშუალოდ კანონი ანიჭებს და რაც
ესაჭიროება საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად. დაწესებულებას ეკრძალება
შეაგროვოს ისეთი მონაცემები, რაც უკავშირდება ადამიანის პიროვნულ შეხედულებებს
(რელიგია, პოლიტიკა, სექსუალური ან ეთნიკური კუთვნილება). სახელმწიფოში, სადაც
პერსონალური მონაცემები არ არის დაცული შეუძლებელია ვისაუბროთ ადამიანის
უფლებებზე და დემოკრატიულ პრინციპებზე. მოსახლეობას ვერ ექნება დაცულობის
შეგრძნება, რაც ერთ–ერთი ის კეთილდღეობაა რისი მიღების სანაცვლოდაც ის ახდენს
საკუთარი უფლებების გადაცემას მთავრობაზე.

Você também pode gostar