Você está na página 1de 26

პრაქტიკული კვლევა

ფონოლოგიური და გამართული კითხვის პრობლემები

გერმანული ენის, როგორც მეორე უცხოური

ენის გაკვეთილზე მე-5 კლასში

სსიპ ქ.ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის გერმანული ენის პედაგოგი

ინგა გოგბერაშვილი

2018წ.

1
სარჩევი

1. შესავალი ....................................................................................................3
1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი..........................................................3-4
1.2 პრობლემის აქტუალობა..........................................................................4-5
1.3 კვლევის მიზანი........................................................................................5-6
1.4 სამიზნე ჯგუფი.........................................................................................6
1.5 კვლევის ვადები........................................................................................6
2. ლიტერატურის მიმოხილვა.....................................................................7-9
3. კვლევის მეთოდები...................................................................................9
4. მონაცემთა ანალიზი..................................................................................9-10
5. მოსალოდნელი საფრთხეები...................................................................11
6. ანკეტირების შედეგები.............................................................................11-14
7. ძირითადი დასკვნები...............................................................................15
8. განხორციელებული ინტერვენციები.....................................................15-16
9. ქმედებების/ინტერვენციების შეფასება.................................................16-17
10. თვითკრიტიკა..............................................................................................17-18
11. რეკომენდაციები.........................................................................................18
12. დასკვნები-მიღებული შედეგების ანალიზი .........................................18-19
13. კვლევის რეფლექსია...................................................................................19-20
14. გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფიის დამოწმება)............20-21
15. დანართი........................................................................................................22-25

შესავალი

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ.ქუთაისის N 5 საჯარო სკოლის გერმანული

ენაში დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს.

ნაშრომში გაანალიზებულია მე-5 კლასში გერმანული ენის სწავლების დროს გამოვლე-

2
ნილი ფონოლოგიური,პრობლემები, მათ გადასაჭრელად დაგეგმილი და განხორციელე-

ბული აქტივობები, დასკვნები, რეკომენდაციები უცხო ენის მასწავლებლებისთვის.

ეს რეკომენდაციები დაეხმარება მოსწავლეებს განივითარონ ფონოლოგიური უნარ-ჩვე-

ვები, გამართული კითხვის ტექნიკა,საკომუნიკაციო უნარები,ლექსიკა და წაკითხულის


გააზრება.

ნაშრომი შედგება 15 თავისგან. 1 თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ ქ.ქუთაისის მე-5

საჯარო სკოლაში გერმანულ ენაში დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პრაქტი-

კული კვლევის შესახებ.განხილულია პრობლემა და საკვლევი საკითხი,პრობლემის აქ-

ტუალობა,კვლევის მიზანი.საუბარია სამიზნე ჯგუფზე და კვლევის ვადებზე.

მე-2 თავში არის ლიტერატურის მიმოხილვა, მე-3 თავი ეთმობა კვლევის მეთოდებს,

მე-4 თავში საუბარია მონაცემთა ანალიზზე,მე-5 თავში განხილულია მოსალოდნელი


საფრთხეები,მე-6 თავი ეთმობა ანკეტირების შედეგებს,მე-7 თავში მოცემულია ძირი-

თადი დასკვნები,მე-8 თავში საუბარია განხორციელებულ ინტერვენციებზე,მე-9 თავი

ეთმობა ინტერვენციების შეფასებას,მე-10 თავში არის თვითკრიტიკა,მე-11 თავში


მოცემულია რეკომენდაციები,მე-12-დასკვნები ,მიღებული შედეგების შეჯამება, მე-

13 თავში არის კვლევის რეფლექსია, მე-14 ში გამოყენებული ლიტერატურა,მე-15 თავში

მოცემულია დანართები.

1.1 პრობლემა და საკვლევი საკითხი

”უცხოური ენა,როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილი,სასკო-


ლო განათლების მთავარი სახელმწიფო მიზნის განხორციელებას ემსახურება,კერ-
ძოდ,ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები თავისუფალი პიროვ-
ნების აღზრდას,რომელიც შეძლებს თავისი წვლილი შეიტანოს სამოქალაქო საზო-
გადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.“ (საგნობრივი პროგრამა უცხოურ
ენებში. 2011წ.21.09.ბრძ.N 159/ნ ).
მოსწავლეები მეორე უცხოური ენის შესწავლას იწყებენ მე-5 კლასიდან. მანამ-
დე პირველი კლასიდან სწავლობენ ინგლისურ ენას.მეორე უცხო ენის სწავლის
პროცესში მოსწავლეებს გარკვეული ფონოლოგიური პრობლემები ექმნებათ,რად-
გან გერმანულ ენაში ხვდებათ განსხვავებული ბგერები და კითხვის განსხვავებუ-
ლი წესები.როცა მოსწავლე კითხვას სწავლობს გასათვალისწინებელია თუ რა სტრა-
ტეგიებით ცდილობენ უფროსები მიზნის მიღწევას.დიდი მნიშვნელობა აქვს მოს-

3
წავლის მიღწევებს მშობლიურ ენაზე კითხვაში.სწორად წაკითხვა მნიშვნელოვანია
მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის.არასწორად წაკითხული და და-
მახსოვრებული სიტყვა ხელს უშლის სწავლის ხარისხს. იმისათვის რომ შემესწავლა
არსებული პრობლემის გამომწვევი მიზეზები და დავხმარებოდი მოსწავლეებს სწო-
რად წაკითხვის უნარების გამომუშავებაში, გადავწყვიტე ჩამეტარებინა კვლევა.
საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად:
„ ფონოლოგიური და გამართული კითხვის პრობლემები გერმანული ენის ,როგორც
მეორე უცხოური ენის გაკვეთილზე მე-5 კლასში“.

1.2. პრობლემის აქტუალობა

დაწყებით საფეხურზე მე-2 უცხოური ენის სწავლა- სწავლების პრიორიტეტული


მიზნებია:
 მ ოსწავლეებისთვის ენობრივი ცნობიერების განვითარება.
 მეორე უცხოურ ენზე ენობრივი საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
 ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება.
 ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.
( მე-2 უცხო ენის სტანდარტი.მუხლი 69. 13.05.2016 )
„კითხვის უნარის დაუფლება ხუთი ძირითადი კომპონენტის განვითარებას მოი-
ცავს: ფონოლოგიური უნარ-ჩვევები,ანბანის ცოდნა,ლექსიკური მარაგი,გაწაფუ-
ლი/გამართული კითხვა, გაგება გააზრება.ეს ხუთი კომპონენტი იდენტურია ანბა-
ნური დამწერლობის მქონე ენებისთვის,არა აქვს მნიშვნელობა,კითხვას მშობლი-
ურ ენაზე ეუფლება ადამიანი თუ მეორე ან მესამე ენაზე“. (კითხვისა და წერის
სწავლება დაწყებით საფეხურზე 1-6 კლასები. გვ.9 USAID G-PRIED 2015 წ.)
მეორე უცხო ენის შესწავლას მოსწავლეთა ნაწილი ნაკლები ინტერესით განიხი-
ლავს.მათი აზრით ერთი ერთი უცხო ენის შესწავლა საკმარისია. მშობელთა უმე-
ტესობა ენის არცოდნის გამო ვერ ეხმარება შვილებს.მოსწავლეები,აწყდებიან რა
სირთულეს წაკითხვის დროს,ნაკლებად არიან ჩართულები და სასწავლო პროცესი
უინტერესო ხდება. უცხო ენის შესწავლის დროს მოსწავლეებს უნდა განუვითარ-
დეთ კითხვის,წერის,მოსმენის და ლაპარაკის უნარები.წერა-კითხვის შესწავლის
დროს მოსწავლეებს სირთულეებიც აქვთ და შეცდომებიც.მაგ. დასაწყისში მოსწა-
ვლეებს უჭირთ უმლაუტებისა და დიფთონგების სწორად წაკითხვა,რადგან მსგავ-
სი ბგერები არც ქართულშია და არც ინგლისურში. სიტყვის არასწორად წაკითხვის
დროს მოსწავლე შეცდომით იმახსოვრებს სიტყვას და მის გამოსწორებას გარკვეუ-
ლი დრო სჭირდება.მაგ. ხმოვანი A უმლაუტი იკითხება როგორც -ე- ხმოვანი.თუ
მოსწავლემ არასწორად წაიკითხა ხმოვანი, სიტყვის მნიშვნელობა მცდარი იქნება.
საჭიროა არსებული პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება,რათა
დროულად მოხდეს მისი აღმოფხვრა. ზოგიერთი მოსწავლე მექანიკურად იზეპი-
რებს სიტყვას,ზოგიერთს ერევა ინგლისურ სიტყვებში.მასწავლებელმა ეს დროუ-
ლად უნდა შეამჩნიოს და შეაფასოს.ზემოთთქმულიდან გამომდინარე მიმაჩნია,
რომ საკვლევი საკითხი აქტუალურია და მასზე მუშაობით გავიღრმავებ ცოდნას,
4
მივიღებ გამოცდილებას და გარკვეულ დახმარებას გავუწევ როგორც მოსწავლეებს
სწავლის პროცესში,ასევე კოლეგებს.

1.3. კვლევის მიზანი

„პრაქტიკული კვლევა“-ცოდნის მიღების ახალი ფორმაა.პრაქტიკული კვლევები


განათლების სისტემაში იწვევს სასრგებლო ცვლილებებს,როგორც მასწავლებლე-
ბისთვის,ისე მოსწავლეებისთვის.მასწავლებლები აუმჯობესებენ პროფესიულ
უნარ-ჩვევებს (პედაგოგიური პრაქტიკა, ურთიერთთანამშრომლობა,სწავლა-
სწავლების გაუმჯობესება).მოსწავლეები კი აუმჯობესებენ სწავლის ხარისხს.
ჩემი აზრით,კვლევის ბოლოს შემუშავებული რეკომენდაციები დაეხმარება კოლე-
გებს მუშაობაში.
უცხოურ ენაში კითხვის სწავლების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებ-
ში ასოების ამოცნობისა და შესაბამის ბგერებთან დაკავშირების უნარის გამომუშა-
ვება, ბგერების სიტყვებად გამთლიანება,მეორე უცხოურ ენაზე ენობრივი საკომუ-
ნიკაციო უნარების განვითარება,წაკითხულის გააზრება.
კვლევის მთავარი საკვლევი კითხვაა: როგორ განვუვითარო მოსწავლეებს ფონო-
ლოგიური და გამართული კითხვის უნარ-ჩვევები გერმანული ენის
გაკვეთილზე?
კითხვაზე პასუხის გაცემაში დამეხმარა ქვეკითხვები:
რა უშლის ხელს ხელს მოსწავლეებს სწორად ამოიკითხონ განსხვავებული ხმოვ-
ნები?
რა შეუწყობს ხელს მოსწავლეებში ეფექტური კითხვის უნარების განვითარებას?
რომელი აქტივობებია ეფექტური ფონოლოგიური უნარების და გამართული
კითხვის განვითარებისთვის?
არიან თუ არა მშობლები ჩართულები სასწავლო პროცესში?
როგორია ბავშვების ფონოლოგიური უნარ-ჩვევები მშობლიურ ენაში?

აქედან გამომდინარე დავისახე კვლევის მიზნები:

 გამოვავლინო პრობლემები და დავსახო მათი გადაჭრის გზები.


 დავეხმარო მოსწავლეებს ტექსტის გაშიფვრის უნარის გამომუშავებაში.
 ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გავუზიარო კოლეგებს.
 გავეცნო კითხვის სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს.
 მაქსიმალურად ჩავრთო მშობლები სწავლის პროცესში.

1.4. სამიზნე ჯგუფი

სსიპ ქ.ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის მე-5 კლასში სწავლობს 18 მოსწავლე,აქედან


5
გოგონა 11 ვაჟი 7 კლასში შემავალი მასწავლებლებიდან 5 უფროსი მასწავლებე-
ლია.
მასწავლებლები პერიოდულად გადიან ტრენინგ კურსებს,მათ აქვთ საშუალ-
ება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხარისხიანად წარმართონ
სწავლა - სწავლების პროცესი.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 17 მოსწავლემ,ერთმა მოსწავლემ რომელიც არის
სსსმ,არ ისურვა მონაწილეობის მიღება.კვლევაში მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა.

1.5. კვლევის ვადები

აქტივობა ნოემბერი დეკემბერი იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი


პრობლე-
მის  
იდენტიფი
ცირება

კვლევის
გეგმის 
შემუშავება
მონაცემთა
შეგროვება  
და ანალიზი
ინტერვენცი
ის განხილვა 

ინტერვენცი
ის   
განხორციელე
ბა.
შედეგების 
ანალიზი
პრეზენტაცია.

2. ლიტერატურის მიმოხილვა

“ Sciencia potencia est --ცოდნა ძალაა „ გვასწავლის უძველესი


ლათინური სიბრძნე.დღევანდელ სამყაროში ერთერთი ყველაზე“ ძლიერი იარაღი“,რაც
შეიძლება ადამიანს ქონდეს- ცოდნაა. „სწავლება“,ცოდნის გადაცემის ორგანიზებული

6
პროცესია.ამპროცესში მასწავლებელი და მოსწავლე თანაბრად მონაწილეობს.სასწავლო
პროცესში მთავარი ფიგურა მოსწავლეა,ხოლო მასწავლებელი დამხმარე.

„საქართველო,როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა,ენობრივად და კულტურულად მრა-

ვალფეროვან სივრცეში შევიდა.უცხოური ენების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამ სივ-


რცეში ორიენტირება და საკუთარი პიროვნული შესაძლებლობების სრულფასოვანი
რეალიზება,ამიტომაც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ეროვნული სასწავლო
გეგმაორი ან სამი უცხოური ენის სწავლებას ითვალისწინებს.

უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომების მოპოვების


ხელშესაწყობად სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია სასკოლო სტანდარტის
შესაბამისობა ევროსაბჭოს მიერ დადგენილ დონეებთან და მითითებულია, სწავლების
რომელი საფეხური შეესატყვისება ევროსტანდარტის ამა თუ იმ დონეს.

უცხოური ენის სწავლების პრიორიტეტული მიზნებია მოსწავლეს:

 განუვითარდეს პლურილინგვური კომპეტენცია;


 განუვითარდეს სამეტყველო უნარები (მოსმენა, კითხვა, წერა, საუბარი) ორ
უცხოურ ენაზე;
 გამოუმუშავდეს სხვა კულტურის წარმომადგენლებთან წარმატებული
კომუნიკაციის უნარი;
 ჩამოუყალიბდეს დადებითი განწყობილება ენობრივ-კულტურული
მრავალფეროვნების მიმართ და გააცნობიეროს იგი, როგორც სამყაროს
მრავალფეროვნების კერძო გამოვლინება;
 განუვითარდეს განსხვავებული კულტურული კონტექსტებისა და ტექსტების
გაგების უნარი.” ( საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში. 21.09.2011 წ. ბრძ.
 N 159/ნ )

უცხო ენის შესწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას,უცხო კულტურასთან


შეხვედრას. დღეს მასწავლებლის როლი შეიცვალა და გაკვეთილიც შესაბამისად
მრავალფეროვანი სამუშაო ფორმებისა და მედია-საშუალებების გამოყენებით მიმ-
დინარეობს.
უცხო ენის შესწავლაში უდიდესი როლი მასწავლებელს ეკუთვნის. ინტერნეტგაზეთში :“
მასწავლებელი“ საინტერესო მოსაზრებაა უცხოური ენის შესწავლის თაობაზე:
„უცხო ენის სრულყოფილად ათვისებისას მოსწავლესთან ერთად დიდი როლი ენიჭება
მასწავლებელს, რომლის კვალიფიკაცია პირდაპირ უკავშირდება მოსწავლეების მიერ
მიღწეულ შედეგებს. რაც უფრო მაღალია მასწავლებლის პროფესიული განვითარება,
მით უფრო მაღალია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება“. (www.mastavlebeli.ge ინტერ-
ნეტგაზეთი, 15.ნოემბერი 2013 წ. ეკატერინე შავერდაშვილი).
მასწავლებელმა ისეთი აქტივობები უნდა განახორციელოს,რომ სწავლის პროცესი
წარმატებული იყოს.დიდი მნიშვნელობა აქვს უცხო ენის შესწავლას ადრეულ
ასაკში.მასწავლებელი კეთილგანწყობილი და თბილი უნდა იყოს მოსწავლეების
7
მიმართ.ხშირად უნდა გამოიყენოს ისეთი აქტივობები როგორიცაა თამაში და სიმღერით
სწავლება. მასწავლებელი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ამ
საკითხს,განსაკუთრებით,როცა საქმე ეხება მეორე უცხოურ ენას.

მასწავლებელმა დავალებების ტიპები ისე უნდა შეარჩიოს რომ ის მოსწავლეთა


თავისუფალი აზროვნების და კრეატიულობის განვითარებას ემსახურებოდეს.

უცხოური ენის ადრეულ ასაკში შესწავლასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება


გვხვდება გერმანულ მეთოდურ ჯურნალში ,რომ “Input”- ახალი მასალის
პრეზენტაცია,ორიენტირებული უნდა იყოს შინაარსობრივად,ენობრივად და
მეთოდურად ბავშვის საჭიროებებზე. შესასწავლ ენაზე სახელმძღვანელოებში უნდა
იყოს მხარეთმცოდნეობის ელემენტები,როგორიცაა მაგ.დღესასწაულები, ადათ-წესე-
ბი,როლური თამაშები,ბავშვი საუკეთესოდ სწავლობს,მაშინ როცა ის უცხო ენაში იყე-
ნებს სურათებს,ტექსტებს და ვირტუალურ მასალას.

(Nuerberger Empfehlungen zum freuhen Fremdsprachenlernen”, ბეათე ვიდლოკი,გოეთეს


ინსტიტუტი,მიუნხენი,2010 წ. თავი 3.5.2 3.5.3 )

ფაქტია, რომ დღეს საქართველოში პოპულარული ენა ინგლისურია,მაგრამ


მოსწავლეებსდა მათ მშობლებს უნდა მივაწოდო ინფორმაცია თუ რა პერსპექტივები
ექმნებათ ახალგაზრდებს გერმანული ენის შესწავლით მაგ.გაცვლითი სასწავლო და
სამუშაო პროგრამები და სხვა. აღსანისნავია რომ რამდენიმე წლის წინ თბილისის
გოეთეს ინსტიტუტმა,რომელიც გერმანული ენის შესწავლის საერთაშორისო ცენტრს
წარმოადგენს დაიწყო პროექტი „ რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული?“ გოეთეს
ინსტიტუტის მა-შინდელი დირექტორი ქ-ნი გერლინდე მასოუდი წერს:

“ამ პროექტის მიზანია, გერმანული ენა ქართველი ახალგაზრდებისთვის სასურველი


გახადოს, გაუღვიძოს მათ ამ ენისადმი ინტერესი და დაანახვოს, რის შესაძლებლობას
იძლევა მისი ცოდნა. გვინდა ვაჩვენოთ, რომ, გარდა ინგლისურისა, სხვა ევროპული
ენებიც არანაკლებ გამოსადეგი და საჭიროა. როგორც ერთხელ გოეთეს ინსტიტუტის
პრეზიდენტმა, პროფესორმა ლიმბახმა აღნიშნა, Englisch ist ein Muss, Deutsch ist ein Plus –
ინგლისურის ცოდნა საჭიროა, გერმანულისა კი სასარგებლო.“

(www.mastavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი.სტატია Warum Deutsch?-გერმანული ენის

პერსპექტივები.27.02.2013 წ.)

კვლევების თანახმად უკეთესი მიღწევები აქვთ იმ მოსწავლეებს,რომლებმაც დაწყებით


საფეხურზე კარგად ისწავლეს კითხვა და წერა,წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლეთა
ჩართულობა და მოტივაცია იკლებს მაღალ კლასებში.კითხვის უნარების
გასაუმჯობესებლად საინტერესო აქტივობების განხორციელებაა საჭირო.მაგ.

ჟურნალი „intermedia.ge“- ში საინტერესო მეთოდებია უცხოური ენის შესწავლასთან


დაკავშირებით. ერთერთი მათგანია ხმოვანი ასოციაციის მეთოდი,რომელიც პროფესორ-
8
მა რონ ატკინსონმა თავის სტუდენტებს შესთავაზა 70-იან წლებში და დღესაც
აქტუალურად მიმაჩნია.მაგ,სიტყვების მიმსგავსება მშობლიურ სიტყვებთან
ჟღერადობით. ( www.intermedia.ge 2015 წ. 6.08. „უცხო ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი
და პრაქტიკული მეთოდები.“)

„ნებისმიერი უცხოური ენის და აგრეთვე მშობლიური ენის შესწავლის დროს უდიდესი


მნიშვნელობა უნდა მიექცეს ფონოლოგიური უნარების განვითარებას,რათა მოსწავლეს
განუვითარდეს ფონემური ცნობიერება.“

http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/tavi%202_%20fonologiuri%20unar-
chvevebi.pdf

3. კვლევის მეთოდები

რადგან ჩემი კვლევის მიზანია მოსწავლეთა ფონოლოგიური პრობლემების დაძლევადა


კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება,კვლევის წარმატებულად წარმართვის მიზნით

დავიწყე მოსწავლეების შესახებ მონაცემების შეგროვება.ეს გულისხმობს სასწავლო


მიზნების დასახვას,სასწავლო გეგმის შემუშავებას,მოსწავლეთა საჭიროებების დად-
გენას. მონაცემთა შეგროვების მეთოდად ავირჩიე და გამოვიყენე: ჩართული დაკვირვე-
ბა ( აღწერითი,ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ფოკუსჯგუფი
( ჯგუფური ინტერვიუ),ანკეტირება.

4. მონაცემთა ანალიზი

აღწერითი დაკვირვება

მოსწავლეებს ჩავუტარე ინდივიდუალურად დიაგნოსტიკური ტესტი კითხვაში.

ამით დავადგინე მათი ძლიერი და სუსტი მხარეები.ტესტის შედგენის დროს ვთანამ-

შრომლობდი კოლეგებთან.ტესტმა გამოავლინა რამდენიმე მოსწავლე ,რომლებიც სრუ-

ლად ვერ აკმაყოფილებდნენ ესგ მოთხოვნებს.

ფოკუსირებული დაკვირვება

ამ დაკვირვების მიზანი იყო,რისკის ჯგუფის მოსწავლეთა წარუმატებლობის მიზეზის

9
დადგენა.გამოვიკვლიე რამდენად ჰქონდათ ფონოლოგიური უნარები განვითარებული,

ცნობდნენ თუ არა ყველა ბგერას,ასოს, შეეძლოთ თუ არა სიტყვის დეკოდირება.ვინიშნ-

ავდი მონაცემებს.ტესტით დადგინდა მოსწავლეთა ფონოლოგიური და გამართული


კითხვის უნარების დონე.

შერჩევითი დაკვირვება

ინდივიდუალურ დაკვირვებას ვახდენდი კითხვაში დაბალი დონის მქონე მოსწავლე-

ებთან. (დანართი 1) და ყველა მოსწავლესთან კითხვის მონიტორინგს ( დანართი 2).

ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ)

წინასწარ მოვამზადე კითხვები ( დანართი 3 ) და ფოკუსჯგუფის მეთოდით ვიმუშავე

რისკ-ჯგუფის მოსწავლეებთან.მაინტერესებდა გამერკვია როგორი იყო მათი მოტივაცია

გერმანული ენის გაკვეთილზე, რა იყო წარუმატებლობის მიზეზი.

პასუხებიდან ნათლად ჩანს, რომ მოსწავლეების ინტერესი მაღალია,თუმცა ხშირად და-

მოუკიდებლად ვერ ახერხებენ წაკითხვას და მეცადინეობას,საჭიროებენ მშობლებისგან

და მასწავლებლებისგან მხარდაჭერას, ასევე წარუმატებლობის მიზეზი არის მშობლიურ

ენაში ანალოგიური პრობლემების ქონა.

ანკეტირება

ფოკუსჯგუფთან მუშაობის შემდეგ ჩავატარე მშობლების ანკეტური გამოკითხვა.

მაინტერესებდა რამდენად იყვნენ ჩართულები მოსწავლეთა სწავლის პროცესში.

მშობლებს დავურიგე ანკეტის ფურცლები.

5 .მოსალოდნელი საფრთხეები

ანკეტირების დროს მოსალოდნელი იყო რომ მშობლები არ იქნებოდნენ გულწრფელები,

ამიტომ დავიცავი ანონიმურობა.

10
6 .ანკეტირების შედეგები

1. შემოხაზეთ სქესი.
ა) მდედრობითი ბ) მამრობითი

2. როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს შვილს სკოლის და სასწავლო პროცესის


მიმართ?

ა) კეთილგანწყობილი (17 )

ბ) ნაკლებადკეთილგანწყობილი ( 0 )

3. რა სიხშირით იღებთ მასწავლებლისგან ინფორმაციას თქვენი შვილის სწავლის

სესახებ?

ა) კვირაში ერთხელ ( 10)

ბ) თვეში ერთხელ (5)

გ) სემესტრში ერთხელ ( 2 )

4. რამდენად ახერხებთ დაეხმაროთ შვილს სწავლის პროცესში ?

ა) ხშირად ვეხმარები ( 9)

ბ) ვერ ვახერხებ ენის არცოდნის გამო ( 6 )

გ) დამოუკიდებლად მეცადინეობს ( 2 )

5. სკოლის და ოჯახის თანამშრომლობას როგორ შეაფასებდით?

ა) დადებითად ( 17 )

ბ) უარყოფითად ( 0 )

მშობლებს შევთავაზე ხომ არ აქვთ რაიმე იდეა მათი შვილების მიღწევების


გასაუმჯობესებლად. შემომთავაზეს კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარება.

6. ფლობთ თუ არა ინფორმაციას სასწავლო პროექტებზე,რომელსაც

გერმანია ახორციელებს?
11
ა) კი ( 11)

ბ) არა ( 6 )

მშობელთა ანკეტირების დიაგრამა


როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს შვილს სკოლის და სასწავლო პროცესის

მიმართ?

რა სიხშირით იღებთ მასწავლებლისგან ინფორმაციას თქვენი შვილის

სწავლის სესახებ?

12
რამდენად ახერხებთ დაეხმაროთ შვილს სწავლის პროცესში?

სკოლის და ოჯახის თანამშრომლობას როგორ შეაფასებდით?

13
ფლობთ თუ არა ინფორმაციას სასწავლო პროექტებზე,რომელსაც

გერმანია ახორციელებს?

7. ძირითადი დასკვნები

14
კვლევის შედეგებმა დამანახა, ის პრობლემები,რომლებიც აქვთ მოსწავლეებს მეორე
უცხოური ენის შესწავლის დროს დაწყებით საფეხურზე.მოსწავლეები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან კოგნიტური განვითარებით და იმ სოციალური გარემოთი რომელშიც
იმყოფებიან, კვლევის მეთოდები დამეხმარა მეპოვა პრობლემის გამომწვევი
მიზეზები.ჩემი აზრით სკოლის და მშობლის აქტიური თანამშრომლობა დადებით
როლს ითამაშებს მოსწავლეთა ინტერესის გაზრდაში.

8. განხორციელებული ინტერვენციები

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევიმუშავე შემდეგი ინტერვენციები.

1. გავეცანი მრავალფეროვან ლიტერატურას კითხვის სწავლების მეთოდების


შესახებ.
2. სწავლების პროცესში ვიყენებ ისტ .
3. ვატარებ რეგულარულ მონიტორინგს კითხვაში.
4. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ მოსასმენ ფონოლოგიურ სავარჯიშოებს.
5. ვატარებ კლასგარეშე ღონისძიებებს და ვთანამშრომლობ გოეთეს ინსტიტუტთან.
6. ვთანამშრომლობ მშობლებთან.
7. ვიყენებ თამაშით სწავლებას ( თამაშის აქტივობები იხ.დანართი 4 )

რადგან ჩემი მიზანი ფონოლოგიური და კითხვის უნარების ეფექტური მეთოდების


შერჩევა და სწავლებაში დანერგვაა გავეცანი სხვადასხვა მეთოდურ ლიტერატურას,
როგორც ქართულ,ასევე გერმანულ ენაზე. მეთოდურ-დიდაქტიკური პრინციპები
უცხოური ენის სწავლების დროს დროს.( Nuerberger Empfaehlungen zum fruehren
Fremdsprachenlernen. გოეტეს ინსტიტუტი 2010წ.მიუნხენი). კითხვის და წერის
სწავლება დაწყებით საფეხურზე 1-6 კლასები.გვ.9 ( USAID G-PFRIED ).

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს


მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას.ისტ დახმარებით მოსწავლე თავად ეძებს და
აგროვებს ინფორმაციას.ამ მიზნით აქტიურად ვიყენებდი მოსასმენ დისკებს და ვიდეო
მასალას ( You Tube “ მოსასმენი დავალებები გერმანულ ენაში A 1 ).

ფონოლოგიური უნარ-ჩვევებში იგულისხმება ბგერების ამოცნობა, ზეპირი სიტყვ-


ების მარცვლებად და ბგერებად დაშლა,ბგერებისა და მარცვლების გადაბმა-
გამთლიანება.ცნობილია რომ ბავშვები რომლებსაც ჩამოყალიბებული აქვთ
ფონოლოგიური უნარ-ჩვევები,ადვილად ეუფლებიან ასო-ბგერებს.

http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/tavi%202_%20fonologiuri%20unar-
chvevebi.pdf

15
მშობლის როლი მოსწავლის სწავლა სწავლების საქმეში მნიშვნელოვანია.მშობ
ლებს ვაწვდიდი ინფორმაციას ბავშვების აკადემიური მოსწრების შესახებ,ასევე
რეკომენდაციებს თუ როგორ დახმარებოდნენ სწავლის პროცესში.

რეგულარულად ვახდენდი კითხვის მიმდინარე შედეგების მონიტორინგს, რათა


შემეფასებინა სწავლის პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის მიხედვით შევძლებდი
მუშაობის სწორად დაგეგმვას.

კლასგარეშე ღონისძიებები, ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და


ინტერკულტურულ სწავლებას.

თამაშით სწავლება ძალიან სახალისოს ხდის გაკვეთილს, ხელს უწყობს მოტივაციის


ამაღლებას.

9 .ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო.მეთოდურ ლიტერატუ-
რაზე დაყრდნობით შევძელი სწორად განმეხორციელებინა თითოეული აქტივობა.

ინფორმაციულ ტექნოლოგიურმა საშუალებებმა გაამრავალფეროვნა სასწავლო პროცესი.

მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა წაკითხული ბგერა მოესმინათ და ენახათ გრაფი-


კულად.ამან სწავლა გაადვილა და სახალისო გახადა.

ფონოლოგიური უნარ - ჩვევა და ასოების ცოდნა ორი უმთავრესი წინა პირობაა


კითხვისუნარების დაუფლებაში. უცხო ენის სწავლის დროს ეს ფაქტორი განსაკუთრე-
ბით იჩენს თავს,რადგან ბავშვებს უჭირთ განსხვავებული ბგერების იდენტიფიცირება
სწორად წარმოთქმა. მიზნობრივი აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარათ სიტყვების სწო-
რად წარმოთქმასა და სწავლაში.

მშობლის როლი მოსწავლის სწავლა-სწავლების საკითხში მნიშვნელოვანია,ვეცადე ამ


პროცესში მშობლები აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები: ესწრებოდნენ ღონისძიე-
ბებს,რეგულარულად ხვდებოდნენ მასწავლებლებს,ეხმარებოდნენ ბავშვებს სწავლის
პროცესში.

კლასგარეშე ღონისძიებებმა მოსწავლეებს ხელი შეუწყო უფრო თავდაჯერებულები


ყოფილიყვნენ და მეტი ინფორმაცია მიეღოთ გერმანულ კულტურაზე.

თამაშით სწავლების დროს მოსწავლეები სწრაფად, სწორად და ხალისით იმახსოვრებენ


სიტყვებს.

კითხვის მიმდინარე შედეგების მონიტორინგმა ნათლად აჩვენა წინსვლის რეალური


სურათი. დიაგრამაზე ჩანს სამი თვის მანძილზე მოსწავლეთა დაკვირვების შედეგების
ანალიზი ფონოლოგიურ, კითხვის და სააზროვნო უნარებში.

16
ფონოლოგიური, კითხვის და სააზროვნო სავარჯიშოების
მონაცემთა ანალიზი.

კლასგარეშე ღონისძიებებმა სწავლის პროცესი სახალისო გახადა.კითხვის კონკურსი,


გერმანელ სტუმრებთან შეხვედრა,ფეხბურთის ტურნირი და სხვ. ის აქტივობებია
რომლებიც აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. მოსწავლეს აინტერესებს ინფორმაცია
იმ ქვეყნის შესახებ რომლის ენასაც სწავლობს და უფრო მოტივირებულია.

10 თვითკრიტიკა

კვლევის ხანგრძლივობამ ზოგიერთ მოსწავლეს ნაკლები ინტერესი გაუჩინა კვლევის


მიმართ,სასწავლო წლის ბოლოს შეიმჩნეოდა მათი პასიურობა.თუმცა საერთო ჯამში
პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა,უნდა ავღნიშნო რომ სსსმ მოსწავლე არ ჩაერთო
კვლევაში,ვფიქრობ მეტი მუშაობა უნდა ჩამეტარებინა ამ მიმართულებით. კარგი
იქნებოდა კვლევის პროცესში კიდევ სხვა მეთოდები გამომეყენებინა, რაც მეტი ინ-
ფორმაციის მოპოვების საშუალებას მომცემდა. მუშაობას გავაგრძელებ და ამ ბავშვებს
დავაკვირდები მომდევნო საფეხურზე.

17
11. რეკომენდაციები

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შევიმუშავე შემდეგი რეკომენდაციები:

 გავეცნო უფრო მეტ შესაბამის ლიტერატურას და კვლევებს.


 ვითანამშრომლო კოლეგებთან ,გოეთეს ინსტიტუტთან,მასწავლებელთა
სახლთან.
 ვასწავლო ექსპლიციტურად ( პირდაპირი სწავლების მიდგომით).
 სწავლის დროს გავითვალისწინო მშობლიურ ენასთან კავშირი.
 სწავლის პროცესში გამოვიყენო ისტ
 გავითვალისწინო სოციალური და კულტურული გარემო,რომელშიც ბავშვია.
 განვახორციელო მოსწავლეთა პროგრესის რეგულარული მონიტორინგი ესგ
მიხედვით.
 ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარების შემდეგ,მოსწავლეებს პრაქტიკუ-

ლად ვასწავლო როგორ გამოიყენონ ეს უნარები კითხვის პროცესში.

12. დასკვნები-მიღებული შედეგების შეჯამება

ქ.ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის მე-5კლასში ჩატარებული კვლევის „ფონოლოგიური

და გამართული კითხვის პრობლემები გერმანული ენის,როგორც მეორე უცხოური ენის

გაკვეთილზე“ მიზანი იყო მოსწავლეებში განმევითარებინა ფონოლოგიური უნარ-ჩვევე-

ბი და გამართული კითხვის ტექნიკა.პრაქტიკის კვლევის საფუძველზე შემიძლია


დავასკვნა პრობლემის გამომწვევი მიზეზები:

 მშობლების ნაკლებინფორმაციულობა გერმანული ენის როლის შესახებ .


 მშობლიურ ენაში,პირველ უცხო ენასა და გერმანულ ენაში განსხვავებული
ბგერების არსებობა.
 მშობლიურ ენაში არსებული ფონოლოგიური პრობლემები.
 კოლეგებთან ინფორმაციის გაცვლის ნაკლებობა.
 მშობლების ნაკლები ჩართულობა სწავლის პროცესში.

კვლევის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებისა და ანალიზის შედეგად განხორციელდა

18
ინტერვენციები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. ამ საშუალებამ გაამართლა და
მოსწავლეებში თანდათან შეინიშნებოდა პროგრესი,ივითარებდნენ კითხვის
კომპეტენციებს და მოტივაციაც მაღლდებოდა,გაიზარდა მშობლების ჩართულობაც.

ვფიქრობ,ჩემს მიერ ჩატარებული აქტივობები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სხვა


მოსწავლეებსაც ფონოლოგიური უნარ-ჩვევების და გამართული კითხვის ფორმირებაში,

ასევე ლექსიკის გამდიდრებასა და საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში.

სასურველი იქნება სწავლების მომდევნო საფეხურზეც განვაგრძო ამ საკითხზე მუშაობა.

13. კვლევის რეფლექსია

პედაგოგიური კვლევა ჩატარდა სსიპ ქ.ქუთაისის N 5 საჯარო სკოლაში გერმანული


ენის მასწავლებლის ინგა გოგბერაშვილის მიერ.კვლევა ეხებოდა დაწყებით
საფეხურზე,მე-5 კლასში გერმანული ენის შესწავლის დროს გამოვლენილ
ფონოლოგიურ და გამართულ კითხვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მათ
მოსაგვარებლად დაგეგმილ აქტივობებს.

კვლევაზე მუშაობის თარიღია 2017წლის ნოემბერი-2018 წლის ივნისი. ჩემს სკოლაში

გერმანული ენა არის მეორე უცხო ენა და ისწავლება მე-5 კლასიდან,მანამდე მოსწავ-

ლეები სწავლობენ პირველ უცხო ენას.ცხადია,როდესაც ახალი ენის შესწავლა


დაიწყეს თავი იჩინა ფონოლოგიურმა პრობლემებმა.აუცილებელი გახდა კითხვის
ტექნიკებზე მუშაობა,რადგან ბავშვები ვერ ახერხებდნენ განსხვავებული ბგერების
იდენტიფიცირებას. აქედან გამომდინარე მიზნად დავისახე გამერკვია პრობლემის
გამომწვევი მიზეზები და დამესახა სამოქმედო გეგმა.

კვლევა განხორციელდა მე-5 კლასის მოსწავლეებზე დაკვირვებით,მშობლების გამო

კითხვით,ანკეტირებით.კვლევის საწყისს ეტაპზე დავადგინე პრობლემა და კვლევის


საკითხი,გავეცანი მეთოდურ ლიტერატურას, მივუსადაგე საკუთარ საკვლევ
თემას,შესაბამისობა გავაკეთე ესგ-თან .შემდეგ ავირჩიე სამიზნე ჯგუფი,განვსაზღვრე

კვლევის ვადები,მეთოდებად გამოვიყენე სხვადასხვა აქტივობები: ჩართული


დაკვირვება ( აღწერითი,ფოკუსირებული და შერჩევითი დაკვირვება), ფოკუსჯგუფი

(ჯგუფური ინტერვიუ) და ანკეტირება. თითოეულ დაკვირვებას ვინიშნავდი


ცხრილში,რათა თვალყური მედევნებინა როგორ მიმდინარეობდა პროგრესი ან
საერთოდ იყო თუ არა წინსვლა.

19
მოვამზადე მონაცემთა ანალიზი ( მოსწავლეები,მშობლები).დაკვირვების შემდეგ
შევიმუშავე შესაძლო ინტერვენციები და მოვხდინე მათი შეფასება,ასევე
გავითვალისწინე კვლევის დროს მოსალოდნელი საფრთხეები.კვლევაში ნაჩვენებია

განხორციელებული ცვლილებები და რეკომენდაციები. კვლევის დასრულების


შემდეგ მოვაწყე კათედრაზე პრეზენტაცია,ავღნიშნე რა შედეგებს მივაღწიე და რა
არის გასაუმჯობესებელი.

უკუკავშირი იყო დადებით, აღნიშნეს, რომ კვლევაში წარმოდგენილი პრობლემა


მათთვისაც აქტუალურია და ჩემს მიერ გამოყენებულ აქტივობებს თავადაც
გამოიყენებენ მუშაობაში.მომცეს რეკომენდაცია, რომ სასურველი იქნება კვლევაზე
დაფუძნებული სწავლების გაგრძელება მომდევნო კლასებშიც,რასაც
გავითვალისწინებ.

კვლევას თან ახლავს კითხვარები,დიაგრამები და გამოყენებული ლიტერატურის ჩა-

მონათვალი.

ვფიქრობ, განხორციელებული კვლევა სარგებლობას მომიტანს მე, როგორც პედაგოგს

და ასევე ჩემს კოლეგებსაც თავიანთ პედაგოგიურ საქმიანობაში.

14. გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფიის დამოწმება)

1. საგნობრივი პროგრამა უცხოურ ენებში.


( 2011 წ. 21.09.ბრძ.N 159/ნ)
2. მეორე უცხოური ენის სტანდარტი .

2016 წ. 13.05. ბრძ.N 159/ნ

3. კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე 1-6 კლასები


USAID G-PIED 2015 წ.
4. Nuerberger Empfehlungen zum freuhen Fremdsprachenlernen”, ბეათე ვიდლოკი
5. ,გოეთეს ინსტიტუტი მიუნხენი,2010 წ. თავი 3.5.2. 3.5.3.

ელექტრონული რესურსები

20
6. ლობჯანიძეს. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“
ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი. http://mastsavlebeli.ge/?
p=281
7. წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“
თბ.
2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf
8. http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/tavi%202_%20fonologiuri
%20unar-chvevebi.pdf
9. www.intermedia.ge 2015 წ. 6.08. „უცხო ენის შესწავლის ყველაზე სწრაფი და
პრაქტიკული მეთოდები.“)
10. (www.mastavlebeli.ge ინტერნეტგაზეთი.სტატია Warum Deutsch?-გერმანული ენის
პერსპექტივები.27.02.2013 წ.)
11. (www.mastavlebeli.ge ინტერ-
ნეტგაზეთი, 15.ნოემბერი 2013 წ. ეკატერინე შავერდაშვილი).
12. You Tube მოსასმენი დავალებები გერმანულ ენაში A1.

21
დანართი N 1

უცხ.დ.II.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ელემენტარული ფონოლოგიური უნარ-


ჩვევები.

3 - ავლენს მაღალ დონეზე; 2 - ავლენს საშუალო დონეზე ; 1 - ავლენს სუსტად;

მოსწავლის სახელი გვარი


განარჩევს მსგავსი
ჟღერადობის სიტყვებს,
მარცვლებს;
 სიტყვას ყოფს
მარცვლებად, მარცვლებს
ამთლიანებს სიტყვებად;
 ამოიცნობს მარცვლების
რაოდენობას და მათ
წარმოადგენს შესაბამისი
რაოდენობის
სიმბოლოებით (მაგ.,
ერთმარცვლიან სიტყვას -
ერთი რკალით,
ორმარცვლიანს - ორი
რკალით და ა.შ.);
 ამოიცნობს იმ სიტყვებს,
რომლებშიც შედის
წინასწარ მითითებული
ბგერა/მარცვალი;
 ამოიცნობს სიტყვაში
მითითებული მარცვლის
ადგილმდებარეობას
(დასაწყისში, შუაში,
ბოლოში) და
სიმბოლურად გამოსახავს
მას (მაგ., სამმარცვლიანი
სიტყვის გამომხატველი
სამი რკალიდან
აფერადებს მითითებული
მარცვლის შესაბამის
რკალს) ;

22
უცხ.დ.II.9. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობის, ინტონაციის
აღქმა, მიბაძვა-გამეორება.

მოსწავლის სახელი,გვარი
 ზეპირად კითხულობს
ლექსებს, გათვლებს,
ასრულებს სიმღერებს;
 ლექსის/სიმღერის
შინაარსს ადეკვატურად
უსადაგებს
არავერბალურ
მეტყველებას
(ინტონაციას, მიმიკას,
ჟესტიკულაციას,
რიტმულ მოძრაობებს);
 იმეორებს
მასწავლებლის მიერ
წარმოთქმულ ბგერებს,
სიტყვებს, მოკლე
ფრაზებს, ენის
გასატეხებს;
 ტექსტების
წარმოთქმისას იცავს
შესაბამის ინტონაციას,
მახვილებს, რიტმულ
სეგმენტებს.

23
დანართი N 2

მოსწავლის სახელი გვარი


 დამახსოვრებულ
სიტყვებში ამოიცნობს
ასოებს/ასოთშენაერთებს
და აკავშირებს მათ
შესაბამის ბგერებთან;
 დამახსოვრებულ
სიტყვებზე
დაყრდნობით
აანალიზებს სხვა
სიტყვებს, ამოიცნობს
მათში ანალოგიურ
ასოებს/ასოთშენაერთებს
და აკავშირებს შესაბამის
ბგერებთან;
 შიფრავს და ხმამაღლა
კითხულობს სიტყვებს,
მოკლე წინადადებებს.

უცხ.დ.II.5.მოსწავლეს შეუძლია სიტყვების, წინადადებების გაშიფრვა-წაკითხვა.

3 - ავლენს მაღალ დონეზე; 2 - ავლენს საშუალო დონეზე ; 1 - ავლენს სუსტად

24
დანართი N 3

ინტერვიუს კითხვები მოსწავლეებისთვის

1.რამდენად კარგად ახერხებ დამოუკიდებლდ წკითხვას?

2.შეგიძლია თუ არა განსხვავებული ბგერების წაკითხვა სწორად?

3.კითხვის პროცესში ხომ არ გეშლება ერთმანეთში გერმანული და ინგლისური ბგერები?

4.მშობელი თუ გეხმარება?

5.ინტერესით ისმენ მოსასმენ დავალებას თუ არა?

6.რა უფრო გირჩევნია ჩუმად კითხვა თუ ხმამაღლა?

7. სახალისოა თუ არა სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა?

8.რამდენად საინტერესოა გაკვეთილზე სიმღერების მოსმენა და თამაში?

დანართი N 4
25
თამაშის აქტივობები,რომლებსაც ვიყენებ გაკვეთილზე:

1. „ფერადი სტიკერები სიტყვებით“. ეს მეთოდი იდეალურია იმ არსებითი


სახელების დასამახსოვრებლად,რომლებიც ჩვენს ირგვლივაა.დავწერთ სიტყვას
ბარათზე და მივაკრავთ საგანს.მაგ. ფანჯარას მივაკრავთ სიტყვას- Fenster და
მოსწავლე ადვილად იმახსოვრებს რადგან ყოველდღე უყურებს.
2. „ჩავიფიქრე სიტყვა“, მასწავლებელი ჩაიფიქრებს სიტყვას და მიანისნებს
მოსწავლეებს რაიმე მახასიათებლით და უნდა გამოიცნონ.
3. „არეული მარცვლების დაკავშირება“, მოსწავლეებს დაურიგდებათ
ცხრილი,რო-
მელშიც არეულადაა მარცვლები და უნდა ამოიცნონ სიტყვა.
4. „სიტყვების კედელი“,მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს სიტყვებს და
მოსწავლეები ეჯიბრებიან ვინ უფრო სწრაფად შეადგენს წინადადე

კვლევის ავტორი სსიპ ქ.ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის

გერმანული ენის პედაგოგი ინგა გოგბერაშვილი

26

Você também pode gostar