Você está na página 1de 32

ნანა დათუნაშვილი

პრაქტიკის კვლევა

განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეთა აკადემიური


მოსწრების ამაღლება მათემატიკაში დაწყებით საფეხურზე

2018-2019

სასწავლო წელი
სარჩევი
თავი 1 ............................................................................................................... 1-2
შესავალი........................................................................................................... 1
საკვლევი საკითხის განსაზღვრა.................................................................. 1
კვლევის მიზანი/მიზნები.............................................................................. 2
საკვლევი კითხვები........................................................................................ 2
თავი 2............................................................................................................... 2-8
ლიტერატურის მიმოხილვა.......................................................................... 2
თავი 3................................................................................................................ 9-16
სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები............................................................................. 9
კვლევის მეთოდი/მეთოდები....................................................................... 9
კვლევის შედეგების თანმიმდევრული წარმოდგენა............................... 10
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა.......................................... 16
თავი 4................................................................................................................ 16-20
დაგეგმილი ინტერვენიციები....................................................................... 16
განხორციელებული ინტერვენციები......................................................... 16
ინტერვენციების შეფასება............................................................................ 19
თავი 5............................................................................................................... 20- 28
რეკომენდაციები............................................................................................ 20
დასკვნა............................................................................................................ 21
დანართი №1................................................................................................... 22
დანართი №2................................................................................................... 24
დანართი №3................................................................................................... 25
დანართი №4................................................................................................... 26
დანართი №5................................................................................................... 27
დანართი №6................................................................................................... 28
თავი 1
შესავალი

მე ვარ ქალაქ რუსთავის №10 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი. სკოლაში


სწავლობს 449 მოსწავლე ,მუშაობს 34 მასწავლებელი.თანამედროვე კვლევები ადასტურებს,
რომ კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მასწავლებელი ყველაზე მეტად
განაპირობებს მოსწავლის აკადემიურ წარმატებას... ამიტომაც, განათლების სისტემის
გაუმჯობესება, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლთა პროფესიონალიზმის ამაღლებით უნდა
მოხდეს. იზიარებს რა ამ მოსაზრებებს, ჩვენი სკოლა, ქალაქ რუსთავის № 10 საჯარო სკოლა
2015 წლის გაზაფხულიდან ჩაერთო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში (G-
PriED)- ში, აშშ-ს საერთაშორისო განვითართების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებიული
5 წლიან პროგრამაში, რომლის მიზანი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მხარდაჭერა დაწყებითი კლასების (I-VI) მოსწავლეებში მიღწევების
გაუმჯობესება კითხვასა და მათემატიკაში. მისი საშუალებით პირველად ვეზიარე
ინოვაციურ ტრენინგ პროგრამას და მონაწილეობა მივიღე სკოლის ბაზაზე პროფესიული
განვითარების დანერგვასა და განხორციელებაში. მე ვიყავი მათემატიკის მასწავლებელთა
ფასილიტატორი ამ პროექტის ფარგლებში. ბევრ სხვა საინტერესო სიახლესთან ერთად აქ
გავეცანი განმავითარებელი შეფასების არსს და დანიშნულებას, მოსწავლისა და
მასწავლებლის სარგებელს განმავითარებელი შეფასების დროს.
წინამდებარე კვლევა ეხება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლების გზების
ძიებას განმავითარებელი შეფასების საშუალებით.
ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მუდამ მაწუხებდა
მოსწავლეთა ნაწილის დაბალი აკადემიური მოსწრება. მათი შედეგები ხშირად არ არის
მისაღწევი შედეგების შესაბამისი. ვიკვლევდი რომელ კომპეტენციებში იყო დაბალი
მოსწრება, ვმუშაობდი ამ მიმართულებით.
ბოლო წლებში დაწყებით კლასებთან ხშირი დასწრების შედეგად კიდევ უფრო
დავრწმუნდი, რომ პრობლემა აქტუალურია დაწყებით კლასებში, სადაც მოსწავლეებს
უხარიათ და მოსწონთ სწავლა, ცდილობენ თავი გამოიჩინონ და თუ ამ საფეხურზე ვერ
შევძელით მათი აქტიურობის შენარჩუნება, შედეგ საფეხურზე ეს უკვე ხშირად შეუძლებელი
ხდება. ამის გაკეთება კი ჩემი აზრით სწორად მიცემული განმავითარებელი შეფასების
საშუალებითაა შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ ეს კვლევა ჩავატარე ამ მიმართულებით. მე მკაფიოდ და ნათლად
გამოვკვეთე პრობლემა და ჩამოვაყალიბე მათი მოგვარების გზები.ვფიქრობ,ჩემი კვლევა
საინტერესო იქნება ყველა დაწყებითი კლასების პედაგოგებისათვის ,ვისაც თავისი
პრაქტიკის გაუმჯებესება სურს.

საკვლევი საკითხის განსაზღვრა

ჩემი დაკვირვების და გამოცდილების საფუძველზე ვფიქრობ, რომ მოსწავლეები უფრო


მეტს სწავლობენ, როდესაც შეფასება ხდება ყოველდღიურად და ეს ხდება უკუკავშირით
გამყარებული. რადგან ამ დროს მოსწავლე იღებს შედეგის გაუმჯობესების გზების შესახებ
ინფორმაციას. ეროვნული სასწავლო გეგმით მოსწავლის შეფასების მიზანი სწავლა-
სწავლების ხარისხის მართვაა. ამჟამად სკოლაში გამოყენებული შეფასების ორივე ტიპი
ემსახურება ცოდნის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას,აღრიცხვას, მათ ანალიზს და
გამოყენებას, სასწავლო მიზნების მიღწევის ხარისხის დადგენას. მაგრამ ჩვენ აუცილებლად

1
გვჭირდება გავითვალისწინოთ მისი ფსიქოლოგიური და პედაგოგიური გავლენა. ჩემი
პრაქტიკის და ფასილიტატორობის განმავლობაში მე მიწევს ჩემი კოლეგების გაკვეთილების
მოსმენა და ვხედავ, რომ მასწავლებლების უმრავლესობას ჯერ კიდევ უჭირს აღწერილობითი
უკუკავშირის მიცემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემი კვლევის პროცესი საინტერესო იქნება ჩემი
კოლეგებისთვის და რა თქმა უნდა ჩემთვის. ვიმედოვნებ, რომ კვლევის პროცესში მივაგნებ
როგორ შეძლოთ მეც და ჩემმა კოლეგებმაც მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება. ვფიქრობ
კვლევის განმავლობაში ჩემს მიერ პრობლემის გადაჭრისათვის მიგნებული გზები მოსაწონი
და მისაღები იქნება კოლეგებისთვის და დაგვეხმარება სწავლა-სწავლების უკეთ დაგეგმვაში.

კვლევის ძირითადი მიზანი/ მიზნები

მას შემდეგ, რაც შევარჩიე საკვლევი საკითხი, გადავწყვიტე განმესაზღვრა მიზანი,


რომელიც შემდეგნაირად ჩამოვაყალიბე:

1.დადგინდეს რამდენად უწყობს ხელს განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა


აკადემიური მოსწრების ამაღლებას.
2.დაიგეგმოს შესაბამისი ინტერვენციები.
3.მოხდეს დაგეგმილი ინტერვენციების განხორციელება.
4.მოხდეს ინტერვენციების შეფასება.
5.გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

საკვლევი კითხვები

1.რამდენად მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში.


2.რამდენად მაღალია მოსწავლეთა პასუხისმგებლობის გრძნობა შესასრულებელი
დავალებების და ზოგადად სასწავლო პროცესის მიმართ.
3.რადენად არის მოსწავლე მოტივირებული.
4.შეუძლია თუ არა თამამად დააფიქსიროს საკუთარი აზრი.
5.აქვს თუ არა ობიექტური თვითშეფასების უნარი.

თავი II

ლიტერატურის მიმოხილვა

„სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს

კი არა აქვს, რომელსაც იგი კონკრეტული


ჩვევის ან კონკრეტული შინაარსის მქონე
ცოდნის სახით გვაძლევს,
არამედ განსაზღვრული მიმართულებით
მოსწავლის ძალების განვითარებას.”
დიმიტრი უზნაძე

თანამედროვე საგანმანათლებლო კვლევების მიხედვით,განმავითარებელი შეფასება არის


საგანმანათლებლო ფაქტების მოძიებისა და ინტერპრეტაციის პროცესი იმისათვის,რათა

2
მოსწავლეები და მასწავლებლები გაერკვნენ ,რა აითვისეს მოსწავლეებმა და რა
დონეზე,კიდევ რა უნდა ისწავლონ მათ და როგორ.
განმავითარებელი შეფასების მიზნებია:

 იმის გარკვევა,თუ რა იციან და რა შეუძლიათ,რა არ იციან და რის უნარი არ აქვთ
საკმარისად განვითარებული მოსწავლეებს.
 სწავლების გაუმჯობესება,“გააზრებით სწავლის“ ხელშეწყობა;
 იმის გარკვევა,თუ დამატებით რა სახის საკორექციო და გამამდიდრებელი
აქტივობებია ჩასატარებელი მოსწავლეებთან;
 იმის გარკვევა,თუ რომელი მოსწავლეები საჭიროებენ საგანგებო დახმარებას;
 მოსწავლეებისთვის მათი პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
 მშობლების ინფორმირება შვილების პროგრესის შესახებ.
 განმავითარებელი შეფასების დანიშნულება არის მოსწავლის სწავლის მონიტორინგი და
მუდმივი უკუკავშირი,რაც დაეხმარება მასწავლებლებს სწავლების,ხოლო მოსწავლეებს-
სწავლის გაუმჯობესებაში.მაგალითად, თუ მასწავლებელი შეამჩნევს,რომ რამდენიმე
მოსწავლეს არ ესმის ახალი საკითხი-ვთქვათ, გეომეტრიული ფიგურების ელემენტები- მას
შეუძლია, განსხვავებული აქტივობები გამოიყენოს და ამით დაეხმაროს მოსწავლეებს
სასწავლო საკითხის გააზრებაში.
კერძოდ, მასწავლებელს შეუძლია,გამოიყენოს მანიპულატივები ან ცხოვრებისეული
მაგალითები საკითხის უფრო მკაფიოდ და მოსწავლეებისთვის გასაგებად მიწოდებისთვის.
მოსწავლეებსაც შეუძლიათ საკუთარი პროგრესის მონიტორინგი სხვადასხვა სახის
დავალებაში საკუთარი შედეგების გაცნობით.განმავითარებელი შეფასების შედეგები
მასწავლებელს აჩვენებს ,რამდენად ეფექტიანად წარმართავს იგი სწავლების პროცესს და
საჭიროა თუ არა მისი მხრიდან სტრატეგიებისა და მეთოდების შეცვლა.
განმავითარებელი შეფასების შესაძლებლობები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ძალზე
მაღალია.განმავითარებელი შეფასება უფრო ეხმარება დაბალი შედეგების მქონე
მოსწავლეებს, ვიდრე მაღალი შედეგების მქონეებს.ამის შედეგად მოსწავლეთა მიღწევების
გაბნევა მცირდება, ხოლო კლასის საერთო დონე იზრდება.ეფექტი მით უფრო მეტია ,რაც
უფრო ხშირად იღებენ დაბალი მოსწრების მოსწავლეები მასწავლებლისგან უკუკავშირს
განმავითარებელი შეფასების სახით.
ჩამოთვლილი ეფექტები მით უფრო საგრძნობია,რაც უფრო მაღალია განმავითარებელი
შეფასების სადიაგნოსტიკო პოტენციალი-რაც უფრო ზუსტად და დროულად დაადგენს
მასწავლებელი მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს, მიტ უფრო დიდია მისი მხრივ
მართებული კორექტივების შეტანის შანსი სასწავლო პროცესში.ამასთანავე, იმდენადვე
უფრო დიდია მოსწავლეებში გაუმჯობესებისთვის მზაობის მუხტიც და ხელშემწყობია
საკლასო თუ საკოლო კლიმატიც.
სწავლის და ათვისების შემოწმება მოითხოვს მასწავლებლის დიდ ძალისხმევასა და
ერთგულებას.მასწავლებელმა უნდა გაისიგრძეგანოს, რომ მოსწავლეებს აქვთ სწავლის
განსხვავებული საჭიროებები,ამიტომ სწავლების მეთოდები და ტემპი უნდა მივუსადაგოთ
მათ საჭიროებებს.ზოგიერთი მოსწავლე მყისიერად იგებს ახალ საკითხს და სჭირდება
შედარებით რთული ამოცანები შემდგომი განვითარებისთვის.ზოგიერთ მოსწავლეს კი
სჭირდება განმეორებითი სწავლება და ნაბიჯ-ნაბიჯ დახმარება.
მასწავლებლები მზად უნდა იყვნენ, ერთი მხრივ,საკორექციო ქმედებებით დაეხმარონ
აკადემიური სირთულეების მქონე მოსწავლეებს, მეორე მხრივ, სათანადო დავალებების
მიცემით შემდგომი განვითარების საშუალება მისცენ წარმატებულ მოსწავლეებს.

3
საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპტიმალური სიხშირეა ,რომ მასწავლებლებმა
გაკვეთილის მსვლელობის დროს 15 წუთში ერთხელ შეამოწმონ მოსწავლის მიერ საკითხის
სწავლის და გაგების ხარისხი.
საკორექციო ქმედებები უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლეებისათვის სასწავლო საკითხების
სხვადასხვა და მრავალფეროვანი გზებით მიწოდებას. საკორექციო ქმედება არ გულისხმობს
განმეორებით სწავლებას იმავე მეთოდებისა და აქტივობების გამოყენებით .
გაგაცნობთ განმავითარებელი შეფასების გამოყენების რამდენიმე აუცილებელ მიზეზს,იმ
ოცი მიზეზიდან რომლებსაც მე გავეცანი მათემატიკის სწავლების ინოვაციური მეთოდების
შესწავლისას:
1.განმავითარებელი შეფასება ააქტიურებს აზროვნების პროცესს და ხელს უწყობს
მოსწავლეთა ჩაბმას სწავლის პროცესში.
2.განმავითარებელი შეფასება ახდენს განხილვისა და მათემატიკური არგუმენტირებული
მსჯელობის სტიმულირებას.
3.ხელი შეეწყობა სწავლისა და სწავლების პროცესების უწყვეტ რეფლექსიას.
4. განმავითარებელი შეფასება ხელს უწყობს მოსწავლეების თვითშეფასებისა და
ურთიერთშეფასების უნარების განვითარებას.
5.ხდება მათემატიკური იდეების კონსტრუირება სოციალური ინტერაქციის მეშვეობით.
6.განმავითარებელი შეფასებით ვიღებთ ინფორმაციას სწავლების პროცესში დაუყოვნებლივ
ან მოგვიანებით შესატანი შესწორებების შესახებ.
7. განმავითარებელი შეფასების მეშვეობით ვაფასებთ გაკვეთილის ეფექტიანობას.
8.განმავითარებელი შეფასება სტიმულს აძლევს და უზრუნველყოფს პროცესში ყველა
მოსწავლის ჩართვას.
9.განმავითარებელი შეფასება კომფორტს უქმნის და თადაჯერებას მატებს ადამიანს.

მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მიწოდებული უკუკავშირი უნდა იყოს


დროული, კონკრეტული, საკმაოდ დეტალური და მოიცავდეს რეკომენდაციებსაც იმის
თაობაზე, როგორ წაიწიოს წინ, მიზნისკენ, მოსწავლემ, როგორ “ისწავლოს სწავლა”.
მოსწავლეები გაცილებით მეტ სარგებლობას მიიღებენ უკუკავშირისგან, თუ იგი
ფოკუსირებული იქნება დავალებაზე და არა ნიშნებზე ან ქულებზე; ახსნის, რატომ არის
მართებული ან მცდარი ესა თუ ის დებულება ან მოქმედება; დაკავშირებული იქნება სწავლის
მიზნებთან, ცხადად წარმოაჩენს, რა არის უკვე მიღწეული და რა – ჯერ კიდევ მიუღწეველი;
მოიცავს სპეციფიკურ სტრატეგიებს შედეგების გასაუმჯობესებლად.
განმავითარებელი შეფასების განხორციელებისთვის საჭიროა შესაფერისი აქტივობების
შერჩევა ან შექმნა.
მასწავლებელს შეუძლია, დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეს შეუცვალოს
საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება, თუ აჩვენებს, რომ შეცდომა ყველას მოსდის და ეს
ბუნებრივია.
მეთოდის არსი, რომელსაც განვიხილავთ, იმაში მდგომარეობს, რომ ტესტის
შეფასებაში მასწავლებელთან ერთად მოსწავლეც ჩართულია, რაც პოზიტიური უკუკავშირის
უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა. ტესტი მოსწავლის შეფასების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. შეცდომის გასწორებაზე ორიენტირებული
ტესტირება რამდენიმე ეტაპს უნად მოიცავდეს.
1. მოსწავლე, რომელიც წინასწარ არის ინფორმირებული მოსალოდნელი ტესტირების
შესახებ, ამზადებს საკითხებს რომელიც გამოყენებული იქნება ტესტის ღია ან დახურულ
კითხვებში.
2. მას შემდეგ, რაც ტესტირება ჩატარდება წინასწარ განსაზღვრული დროის განმავლობაში,
მასწავლებელი იძლევა დავალებას, რათა მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გადაამოწმონ

4
საკუთარი ცოდნა ტესტთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, აღმოაჩინონ დაშვებული
შეცდომები (მათი არსებობის შემთხვევაში).
3. მომდევნო გაკვეთილზე მასწავლებელი კვლავ ურიგებს მოსწავლეებს ნამუშევრებს,
აძლევს განსაზღვრულ დროს, საჭიროებიდან გამომდინარე, რათა მოსწავლემ თავად
გადახედოს საკუთარ ნაშრომს, აღმოაჩინოს დაშვებული შეცდომა და შესწორებული შედეგი
დააფიქსიროს ტესტის ბოლოს დართულ სქემაზე, სადაც განსაზღვრული იქნება შეცდომისა
და მისი გასწორებული ვარიანტისთვის განკუთვნილი ადგილი .
4. ბოლო ეტაპზე, მაწავლებელი ამოწმებს ტესტებს, აკეთებს ანალიზს დაშვებული
შეცდომებიდან და გასწორებული ვარიანტიდან გამომდინარე და სწორ პასუხთან ერთად,
აღმოჩენილ შეცდომებსაც აფასებს დადებითად.
აღნიშნული მეთოდი გუნდური მუშაობის დროსაც შეიძლება, რომ გამოვიყენოთ.
ამ შემთხვევაში ტესტი ჯგუფებად დანაწილებულ მოსწავლეებს ურიგდებათ
ინდივიდუალურად. ტესტირების დასრულების შემდგომ, მოსწავლეები ერთმანეთს
გადასცემენ საკუთარ ნამუშევრებს და დაშვებული შეცდომების აღმოჩენას და
გასწორებას იწყებენ. თითოეულ ჯგუფში 3-4 მოსწავლეს არ უნდა აღემატებოდეს,
რადგან პროცესი ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გახდეს.
ასეთ ვითარებაში მოსწავლეები უფრო ხალისით, მონდომებით და მეტი
სიზუსტით შეასრულებენ დავალებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები შინაგანი
მოტივაციის წყალობით (მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა, აღმოაჩინონ შეცდომები,
ცოდნისმოყვარეობაში გადაიზრდება) განიმტკიცებენ ცოდნას.
ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ
გავრცელებული გამონათქვამი _ ” შეცდომებზე ვსწავლობთ ” ნებისმიერი ტესტის,
განსაკუთრებით კი განმავითარებელი შეფასების ამოსავალი უნდა იყოს, რათა
შეცდომა არა შიშის არამედ უკეთესი შედეგის გარანტი გახდეს.

არსებობს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა საშუალებები,ესენია: სიტყვიერი


(ზეპირი/წერილობითი) კომენტარი; თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა; კითხვარი.

მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი:

წერილობითი უკუკავშირი არის მოსწავლისთვის წერილობითი სახით კონკრეტული


ინფორმაციის მიწოდება მისი ნამუშევრების შემოწმების შემდეგ. წერილობითი კომენტარის
გამოყენება შეგვიძლია საშინაო დავალების, დამოუკიდებელი საკლასო სამუშაოს, თუ
პორტფოლიოს შეფასებისთვის.
უკუკავშირისას – მასწავლებელი შეფასების კრიტერიუმებზე დაყრდნობით ჯერ აღნიშნავს
ნამუშევრის ძლიერ მხარეს. თუ შეცდომები არ არის, ის აწოდებს
რეკომენდაციებს. რეკომენდაციების მიწოდებისას მასწავლებელს შეუძლია
გამოიყენოს – შეხსენება და თანმიმდევრული დახმარება. თანმიმდევრული დახმარება
შეიძლება განხორციელდეს შეკითხვების დასმის, აღწერისა და მაგალითის/ნიმუშის
შეთავაზების ფორმით.
ზეპირი უკუკავშირი მოსწავლის აქტივობაზე დაკვირვების შედეგად მასწავლებლის მიერ
გამოთქმული კომენტარია. ზეპირად მიწოდებული რეკომენდაციები შესაძლებელია როგორც
ზემოთ შემოთავაზებული ფორმით, ასევე, შეგვიძლია შემდეგი ფრაზების გამოყენება:
ა) ყოჩაღ რომ, შეასრულე დავალება. შეგიძლია მითხრა, რატომ ფიქრობ ასე?
ბ) გმადლობ, რომ მოიტანე დავალება, მაგრამ მოდი, კიდევ ერთხელ შეხედე, ყველაფერი
სწორად არის შესრულებული?
გ) კარგია, რომ შეასრულე დავალება, მაგრამ მე ვხედავ ერთ შეცდომას, კიდევ ერთხელ
გადახედე ნამუშევარს.
5
ურთიერშეფასება და თვითშეფასება

შეფასების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, რომ მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი


ცოდნის შეფასების უნარი. ამისთვის აუცილებელია ურთიერთშეფასებისა და
თვითშეფასების სქემებზე/რუბრიკებზე დაყრდნობით შეფასების უნარის განვითარება.
საკუთარი სწავლის პროცესის შეფასება განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი
კომპონენტია. იმისთვის, რომ მოსწავლემ ნელ-ნელა განივითაროს საკუთარი თავის
ობიექტურად შეფასების უნარი, საჭიროა შემდეგი სამუშაოების ჩატარება:
ვასწავლოთ მოსწავლეს საკუთარი სწავლის მოტივის გაცნობიერება. ეს შეიძლება მოხდეს
შემდეგი ტიპის შეკითხვების დასმით: რატომ უნდა ვიცოდე? რატომ უნდა შემეძლოს? რაში
შემეშლება ხელი, თუ არ მეცოდინება?
საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა: რა ნაბიჯები უნდა გადავდგა დავალების შესასრულებლად?
(დაწყებით კლასებში შეიძლება მივაწოდოთ დავალება და მოსწავლემ თვითონ დასვას
პლიუსის აღმნიშვნელი ნიშანი). რა რესურსები დამჭირდება ამისთვის (რა უნდა მოვიმზადო
დავალების შესასრულებლად? რა სირთულეები შეიძლება შემხვდეს? როგორ უნდა
დავძლიო? რა/ვინ დამეხმარება ამაში?
შედეგის ანალიზი – უნდა ვუპასუხოთ შემდეგ შეკითხვებს: შეესაბამება თუ არა სამუშაო
დასახულ მიზანს? როგორ შემიძლია შევამოწმო შედეგი? რატომ დავუშვი შეცდომები?
შემიძლია აღვნიშნო, რატომ დავუშვი ისინი?
თვითშეფასების უნარის განსავითარებლად მასწავლებელს აგრეთვე შეუძლია ტექნიკის
,,დაუსრულებელი წინადადებების” გამოყენება. მასწავლებელი ურიგებს თითოეულ
მოსწავლეს ფურცელს, სადაც მათ უნდა დაასრულონ წინადადებები:
 თემის ირგვლივ მე ვიცი…..

 ჩემთვის საინტერესოა…

 მე მინდა გავიგო მეტი…..

მასწავლებელი კრეფს ფურცლებს, არასაგაკვეთილო დროს აანალიზებს შედეგებს და მათზე


დაყრდნობით გეგმავს მომდევნო გაკვეთილს.
თანაკლასელების შეფასება ეხმარება მოსწავლეებს, რომ სხვათა შეფასების დროს თავადაც
გაიმყარონ ცოდნა გარკვეულ საკითხებში. ურთიერთშეფასების დადებითი მხარე გახლავთ
ის, რომ მოსწავლეები სწავლობენ სხვის ნამუშევრებში ძლიერი და სუსტი მხარეების
შეფასებას და ამით აანალიზებენ საკუთარ პროგრესსაც.
ურთიერთშეფასებისთვის შესაძლებელია შემდეგი ტექნიკების გამოყენება :
1. ნამუშევრების გაცვლა/შეფასება 2. ურთიერთგამოკითხვა გეგმის მიხედვით
3.კომენტარების დართვა.
განმავითარებელი შეფასების უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, განვიხილავთ რამდენიმე
მათგანს მათემატიკის გაკვეთილზე გამოყენების მაგალითებით:
1) გასასვლელი ბარათები - გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს
გასასვლელ ბარათებს/ ტესტებს, რომელსაც ავსებენ მოსწავლეები. ამ ინსტრუმენტის
გამოყენება ეფექტურია, როგორც ახალი მასალის ახსნის, ისე ამა თუ იმ თემის
დასრულებისას (მაგ: რაციონალურ რიცხვებზე მოქმედება, შემოკლებული გამრავლების
ფორმულები და ა.შ). ტესტების შემოწმების შემდეგ მასწავლებლისათვის ნათელი ხდება, რა
და როგორ გაიგეს მოსწავლეებმა, შეგვიძლია თუ არა თემა დასრულებულად ჩავთვალოთ და
გადავიდეთ შემდეგზე. ეს გვეხმარება შემდგომი მუშაობის დაგეგმვაში.

6
2) ათი ყველაზე მნიშვნელოვანი - ვთხოვოთ მოსწავლეებს, აღწერონ ათი ყველაზე
მნიშვნელოვანი რამ, რაც ისწავლეს მოცემული საკითხის შესახებ. ეს მეთოდი კარგად
გამოიყენება მათემატიკაში. ათი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ფიგურის თვისებები,
ალგორითმის ამოხსნის ეტაპები და სხვა.
3) შიგა წრე-გარე წრე - მოსწავლეთა შიგა და გარე წრეები ერთმანეთის პირისპირ დგანან.
ერთმანეთის პირისპირ მდგომ მოსწავლეთა წყვილი ერთმანეთს უსვამს კითხვებს და
პასუხობენ. ამის შემდეგ გარე წრე გადააადგილდება და იქმნება ახალი წყვილი. ეს მოქმედება
რამდენჯერმე მეორდება. ამ ხერხით შეიძლება მოხდეს გამრავლების ტაბულის გამოკითხვა,
ასევე კუთხეთა კლასიფიკაციის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უსახელებენ
კუთხის გრადუსულ ზომას და პასუხობენ კუთხის რომელ ტიპს ეკუთვნის ეს კუთხე.
4) ვინ უპასუხებს შეკითხვებს - მასწავლებელი ბარათების ორ კომპლექტს ამზადებს, ერთ
კომპლექტში არის შეკითხვები, მეორეში კი- პასუხები. ერთი მოსწავლე კითხულობა
შეკითხვას. მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ პასუხის ბარათები ეძებენ შესაბამის პასუხს.
აქტივობის ერთ-ერთი ნაირსახეობაა ბარათების ჯაჭვურად ქცევა. ამისათვის შეკითხვები ისე
უნდა იყოს მომზადებული, რომ პასუხები მიდიოდეს სწორი თანმიმდევრობით, არ
წყდებოდეს ჯაჭვი. ერთი შეკითხვის შემდეგ მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ, რომელი
შეკითხვა იქნება მისი გაგრძელება.
დავალებები (შეკითხვები) შეიძლება იყოს დასმული კვადრატული განტოლების ამოხსნის
შესახებ. ამ შემთხვევაში შეკითხვები და პასუხები ჯაჭვურად გადაებმება ერთმანეთს და
მიდიან საბოლოო პასუხამდე, იაზრებენ ამოხსნის ეტაპების თანმიმდევრობას.
5) შავი ლაქა - აქტივობა ეფექტურად გამოიყენება გაკვეთილის ბოლოს. მასწავლებელი
ეკითხება მოსწავლეებს „რა არის დღევანდელი გაკვეთილის/ თემის შავი ლაქა/ ბუნდოვანი
წერტილი?“ მოსწავლეები პასუხობენ წერილობით. შემდგომში პასუხების განხილვა ეხმარება
მასწავლებელს ეფექტურად დაგეგმოს შემდეგი გაკვეთილი.
აქ შეიძლება კონკრეტულად გამოვაკვეთინოთ განტოლების/ამოცანის ამოხსნის შავი ლაქა.
ასევე საშინაო დავალების თუ დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში აღმოჩენილი შავი ლაქა
და ვიმუშაოთ ამ საკითხზე.
6) ჭეშმარიტია-მცდარია - მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს, სადაც წერია
დებულებები თემასთან დაკავშრებით. გაკვეთილის ბოლოს ამ ბარათებს იღებენ
მოსწავლეები, კითხულობენ დებულებას და აღნიშნავენ, ჭეშმარიტია თუ მცდარი მოცემული
დებულება. მცდარი დებულების შემთხვევაში შეასწორებენ მას.

ასევე გაგაცნობთ განმავითარებელი შეფასების ყველაზე ეფექტიან სტრატეგიებს, მეთოდებსა


და ინსტრუმენტებს:
დაკვირვება: დაკვირვების გამოყენება სწავლისა და ათვისების შესამოწმებლად.დაკვირვება
გულისხმობს მოსწავლეებზე თვალის მიდევნებასა და მათ მოსმენას, და ამის შედეგად
მიღებული ინფორმაციის გამოყენებას მათი სწავლისა და განვითარების გასაუმჯობესებლად.
იმის და მიხედვით რა ინფორმაციის მიღება სურს, მასწავლებელმა შეიძლება დაკვირვების
სხვადასხვა მეთოდებს მიმართოს.
1.ბავშვზედაკვირვება (ერთ ბავშვზე დაკვირვება გარკვეული დროის მანძილზე)
2.მოვლენის სინჯი (ბავშვზე დაკვირვება მოვლენის ანა ქტივობის ჭრილში)
3.დროითი სინჯი(რამდენიმე წუთიანი ინტენსიური დაკვირვება, შესაძლოა, მეორდებოდეს
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში)
სამიზნე ბავშვზე დაკვირვება ერთცალკეულ ბავშვზეა ფოკუსირებული.დაკვირვების სერია
ბავშვის ინდივიდუალური განვითარების უნიკალურ სურათს იძლევა.მოვლენის სინჯი
არის რომელიმე კონკრეტულ მოვლენაზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანაწერები,
რაც ბავშვის ქცევის დროში გაწერილ სურათს იძლევა.

7
დროითი სინჯი არის განმეორებადი ხანმოკლე კონცენტრირებული დაკვირვება ბავშვის
განვითარებაზე.ზუსტი მონაცემების მისაღებად ,მისი გამოყენება ხანგრძლივი პერიოდის
მანძილზე შეიძლება.
ისევე ,როგორც დიალოგი ,დაკვირვებაც შეიძლება იყოს როგორც წინასწარ დაგეგმილი,ასევე
სპონტანურიც,ყველაზე კარგად კი იგი იმ პედაგოგს გამოსდის,რომელიც საკუთარ
მოსწავლეებს უკვე კარგად იცნობს.
დაკვირვებიდან მიღებული ინფორმაციის ჩასანიშნად მასწავლებლებს შეუძლიათ
სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.ესენია:
მოკლე ჩანაწერები: გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელს შეუძლია
მოსწავლეებთან ჯგუფურად თუ ინდივიდუალურად მუშაობისას მოკლედ ჩაინიშნოს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია,სწავლის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ(მაგალითად: რიცხვების
ზრდადობით დალაგება).მოსწავლის პროგრესის შესახებ მოკლე ჩანაწერები უნდა გააკეთოს
მასწავლებელმა.ჩანაწერები მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს გაკვეთილისა და სწავლების
დაგეგმვის დროს,ასევე მშობლებისათვის მათი შვილის პროგრესის შესახებ ინფორმაციის
მიწოდებისას.
მონიტორინგის რვეული: ცალკეული ჩანაწერების ნაცვლად მასწავლებელს შეუძლია
იქონიოს რვეული,რომელშიც გამოყოფილი ექნება სექცია თვითეული მოსწავლისათვის და
იქ ჩაინიშნავს წლის განმავლობაში მოსწავლეების სწავლის შესახებ ინფორმაციას.ასე
მოსწავლის შესახებ წლის განმავლობაში გაკეთებული ჩანაწერები ერთად იქნება
თავმოყრილი და მასწავლებელი შეძლებს თვალი მიადევნოს პროგრესს.
წებოვანი ქაღალდები:მასწავლებელს შეუძლია ,იქონიოს ფერადი წებოვანი ქაღალდები და
გაკვეთილის მსვლელობის დროს მასზე გააკეთოს ჩანაწერები.გაკვეთილის დასრულების
შემდეგ მას შეეძლება,ფერადი ქაღალდები მოათავსოს მონიტორინგის რვეულის შესაბამის
სექციაში მოსწავლის მონაცემების გასწვრივ.
პორტფოლიოები: თითოეული მოსწავლისათვის შექმენით პორტფოლიო.ამ პორტფოლიოში
მოათავსეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების დაძლევის ამსახველი მნიშვნელოვანი
ნამუშევრები.შედეგად მიიღებთ აკადემიური წლის განმავლობაში მოსწავლის პროგრესის
ამსახველ კრებულს.წელიწადის განმავლობაში ეს პორტფოლიო შეგიძლიათ გამოიყენოთ
მშობლებთან შეხვედრის დროს;ასევე,საჭიროებისამებრ,გაუზიაროთ სკოლის
ადმინისტრაციას და თანამშრომლებს.

განმავითარებელი შეფასების შედეგია:


ა)მასწავლებლის მიერ ერთ მოცემულ კლასში სასწავლო პროცესის კორექცია შეფასების
შედეგების შესაბამისად.
ბ)მოსწავლეთა მიერ სწავლის ხერხების ცვლილება და მისი მორგება შეცვლილ რეალობებზე.
გ)სასწავლო კლიმატის ცვლილება კლასში-სწავლება/სწავლის მიმართ ახალი მოლოდინების
ჩამოყალიბება
დ) მზა კორექტირებული სასწავლო გეგმა იმავე საჭიროებების მქონე მოსწავლეების
მომავალი თაობებისთვის;
ე)ცვლილებები სკოლის მასშტაბით -სკოლაში განმავითარაბელი და განმსაზღვრელი
შეფასების გაზიარებული ხედვის ჩამოყალიბება სკოლის ბაზაზე პროფესიული
განვითარების აქტივობების საშუალებით.

8
თავი III

სამიზნე ჯგუფი/ჯგუფები

რადგან კვლევისთვის შევარჩიე ქ.რუსთავის №10 საჯარო სკოლის მე-6ა კლასი,ამიტომ


მოსწავლეთა რაოდენობა სამიზნე ჯგუფში იქნება 18, მშობელთა რაოდენობაც შესაბამისად
იქნება 18. რადგან კვლევა არის “განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების ამაღლება მათემატიკაში დაწყებით საფეხურზე“,ამიტომ კვლევაში ჩავრთე ყველა
ის მასწავლებელი, რომლებიც დაწყებით საფეხურზე ასწავლიან მათემატიკას და რომლებიც
ჩემს გარეშე შეადგენენ 10 -ს.

მოსწავლე - 18
მშობელი -18
მასწავლებელი -10

კვლევის ჩატარებისათვის საჭიროა წინასწარ განისაზღვროს კვლევის მეთოდი ან მეთოდები


და ფორმები. ვფიქრობ,ამ შემთხვევაში,კვლევის ორივე მეთოდის (რაოდენობრივისა და
თვისობრივის) გამოყენება გაამართლებს.

კვლევის მეთოდი/მეთოდები:

1.ანკეტირება
2.ინტერვიუ
3.დაკვირვება

კერძოდ,შევადგინე კითხვარი მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის

ანკეტირება(მოსწავლე)
ანკეტირება ჩავატარე მე-6ა კლასში 5.02.2019 წელს.ამ კლასში არის 18 მოსწავლე. კვლევაში
მონაწილეობა მიიღო 16-მა მოსწავლემ. კვლევა იყო ანონიმური, რადგან მინდოდა, რომ
მოსწავლეები ყოფილიყვნენ გულწრფელნი და დაეფიქსირებინათ ზუსტად ის პასუხები,
როგორც თვითონ ფიქრობდნენ. ანკეტირებას დავუთმე ერთი გაკვეთილი. ანკეტა შედგება
15 დახურული კითხვისაგან.(დანართი№1) ანკეტირების დაწყებამდე მოსწავლეებს
ვესაუბრე რისთვის ტარდებოდა აღნიშნული ანკეტირება: რომ მსურს დავადგინო რამდენად
მოვახერხე მათთან მეორე წლიანი მუშაობის განმავლობაში ჩემს მიერ მიცემული
განმავითარებელი შეფასებებით გავლენა მომეხდინა მათი აკადემიური მოსწრების დონეზე,
რომ მე ვერ გავიგებ თითოეული მათგანის აზრს, რადგან ანკეტებზე არ აწერენ სახელსა და
გვარს. შევსების შემდეგ ერთ- ერთმა მათგანმა აკრიფა ანკეტები და ჩემს მაგიდაზე დაალაგა.

ანკეტირება(მშობელი)

რადგან სამიზნედ ავირჩიე მე-6 ა კლასი, რა თქმა უნდა მშობელთა ანკეტირებაც ჩავატარე ამ
კლასში(დანართი№2).მათი გამოკითხვა გადავწყვიტე იმიტომ, რომ ჩემი პედაგოგიური
პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცი, მშობელთა უმეტესობა ვერ უწევს მონიტორინგს საკუთარი
შვილების საქმიანობას.ამის მიზეზად სამუშაოს ასახელებენ და ბავშვები მთლიანად

9
სკოლაზე არიან მონდობილები,ნაწილი არ თვლის საჭიროდ შვილის სწავლის პროცესში
ჩარევას. მშობელთა გარკვეული ნაწილი კი ყოველთვის უწევს მონიტორინგს შვილის
საქმიანობას,ეხმარებიან მეცადინეობაში,აინტერესებთ შემაჯამებლების შინაარსი,აქტიურად
არიან შვილის სასკოლო ცხოვრებაში ჩართულები.ამ ყოველივეს გათვალისწინებით
გადავწყვიტე სამიზნე ჯგუფად ამერჩია მშობლებიც. 5.02-ში მოსწავლეებს გავატანე ანკეტები
მშობლებთან,რომლებსაც მანამდე ვესაუბრე ტელეფონით .ოთხ მშობელს შევხვდი
პირადად.თითოეულ მათგანს ავუხსენი, რომ აღნიშნული ანკეტირება იქნებოდა
ანონიმური(არ უნდა მიეთითებინათ სახელი და გვარი),რომ დაეფიქსირებინათ ანკეტაში
გულწრფელი პასუხები,რათა სწორად ჩატარებული კვლევის შედეგად საძიებო კითხვებზე
მივიღო სწორი პასუხები და შევძლო მათ შვილებს ხელი შევუწყო უკეთ სწავლაში.
ფოკუს-ჯგუფი(მასწავლებელი)

ფოკუს ჯგუფის შეხვედრა ჩავატარე დაწყებითი საფეხურის 10 მასწავლებელთან.ამ


შეხვედრამ საშუალება მომცა ჩამეტარებინა დაკვირვება ჩემს საკვლევ
საკითხზე:“განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლება
მათემატიკაში დაწყებით საფეხურზე.“შევიმუშავე 6 შეკითხვა(დანართი№3). გავაკეთე
ხმოვანი ჩანაწერიც, რათა საშუალება მომცემოდა ყურადღებით მომესმინა თვითეული
მათგანი,გამეანალიზებინა და გამეკეთებინა დასკვნები.

დაკვირვება:

მას შემდეგ,რაც დავგეგმე ინტერვენციები და დავიწყე მათი განხორციელება,პარალელურად


დავიწყე დაკვირვება მოსწავლეებზე.გაკვეთილზე ვაკვირდებოდი 3-5 მოსწავლეს და
შედეგებს ვინიშნავდი წინასწარ ჩემს მიერ შემუშავებულ დაკვირვების ცხრილში.

კვლევის შედეგების თანამიმდევრული წარმოდგენა


ანკეტირება მოსწავლე(დანართი№1)

1. ანკეტირების პირველ შეკითხვაზე:“საშინაო დავალების შესრულებას იწყებ თუ არა


მათემატიკით“ 75 % უპასუხა -ყოველთვის, 25 % -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

2. ანკეტირების მეორე შეკითხვაზე:“სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას


მათემატიკაში?“50 % უპასუხა -ყოველთვის, 50 % -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს

3. ანკეტირების მესამე შეკითხვაზე:“ხალისით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას


მათემატიკაში? „ 32 % უპასუხა -ყოველთვის, 68 % -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

4. ანკეტირების მეოთხე შეკითხვაზე:“მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ


დაიმსახურო შენიშვნა“ 62% უპასუხა -ყოველთვის, 25% -ზოგჯერ და13 % -არასოდეს.

5. ანკეტირების მეხუთე შეკითხვაზე:“ სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები


ჯილდოს (შექებას, საჩუქარს და სხვ.)? 38 “% უპასუხა -ყოველთვის, 42 % -ზოგჯერ და 20%
-არასოდეს.

6. ანკეტირების მეექვსე შეკითხვაზე:„მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს


კმაყოფილდები სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ?“ 13%
უპასუხა -ყოველთვის, 75 % -ზოგჯერ და 12 % - არასოდეს.

10
7. ანკეტირების მეშვიდე შეკითხვაზე: “საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი
პრობლემის გარშემო გამოთქვამ საკუთარ აზრს?“ 50 % უპასუხა -ყოველთვის, 50 % -
ზოგჯერ

8. ანკეტირების მერვე შეკითხვაზე: „საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი


საკითხების ირგვლივ სვამ შეკითხვებს?“ 50 % უპასუხა -ყოველთვის, 50% -ზოგჯერ და 0
% -არასოდეს.

9. ანკეტირების მეცხრე შეკითხვაზე: „შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი


არგუმენტების მოყვანა?“ 25 % უპასუხა -ყოველთვის, 63% -ზოგჯერ და 12 % -
არასოდეს.

10. ანკეტირების მეათე შეკითხვაზე:“ საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი


ინიციატივით თუ გჭირდება ვინმეს მითითება?“ 56 % უპასუხა -ყოველთვის, 44 % -ზოგჯერ
და 0% -არასოდეს.

11. ანკეტირების მეთერთმეტე შეკითხვაზე: „თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ


დავალებას, მიუბრუნდები თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ ?- 50%
უპასუხა -ყოველთვის, 43 % -ზოგჯერ და 7 % -არასოდეს.

12. ანკეტირების მეთორმეტე შეკითხვაზე: „ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა


სურვილი, იყო პრეზენტატორი?“ 20 % უპასუხა -ყოველთვის, 56 % -ზოგჯერ და 24% -
არასოდეს.

13. ანკეტირების მეცამეტე შეკითხვაზე: „მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ


საკუთარი ინიციატივით თუ მასწავლებლის მითითებით?“ 25 % უპასუხა -ყოველთვის, 75% -
ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

14. ანკეტირების მეთოთხმეტე შეკითხვაზე: „მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ


თავს თუ გჭირდება მითითებები?“ 37 % უპასუხა -ყოველთვის, 63 % -ზოგჯერ და % -
არასოდეს.

15 .ანკეტირების მეთხუთმეტე შეკითხვაზე:“ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ


დროის ფარგლებში დავალების შესრულებას?“ 50 % უპასუხა -ყოველთვის, 50% -ზოგჯერ
და 0 % -არასოდეს.

ანკეტირება მოსწავლე

მოსწ. I II III IV V VI VII VII IX X XI XII XIII XIV XV


I
კითხვა
ყოველთვი 75 50 38 62 38 13 50 50 25 56 50 20 25 37 50
ს % % % % % % % % % % % % % % %
ზოგჯერ 25 50 62 25 42 75 50 50 63 44 43 56 75 63 50
% % % % % % % % % % % % % % %
არასდროს - - - 13 20 12 - - 12 - 7% 24 - - -
% % % % %

11
ანკეტირება(მშობელი)

1 .ანკეტირების პირველ შეკითხვაზე: „ საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა


თქვენი შვილი მათემატიკით?“

71 % უპასუხა -ყოველთვის, 29 % -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

2.ანკეტირების მეორე შეკითხვაზე: „თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო


დავალებას მათემატიკაში ?“

57 % უპასუხა -ყოველთვის, 43 % -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

3.ანკეტირების მესამე შეკითხვაზე: „ თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო


დავალებას მათემატიკაში?

65 % უპასუხა -ყოველთვის, 35% -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

4.ანკეტირების მეოთხე შეკითხვაზე:“ თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს


იმიტომ, რომ არ დაიმსახუროს შენიშვნა მასწავლებლისგან?“

55% -უპასუხა -ყოველთვის, 30 % -ზოგჯერ და 15% -არასოდეს.

5.ანკეტირების მეხუთე შეკითხვაზე: „ თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან


ელოდება ჯილდოს (შექებას, საჩუქარს და სხვ )
22 % უპასუხა -ყოველთვის, 21 % -ზოგჯერ და 57% -არასოდეს.
6.ანკეტირების მეექვსე შეკითხვაზე: „თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის
დროს კმაყოფილდება სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?“

15 % უპასუხა -ყოველთვის, 71 % -ზოგჯერ და 14 % -არასოდეს.

7.ანკეტირების მეშვიდე შეკითხვაზე: „ თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას


იწყებს საკუთარი ინიციატივით თუ სჭირდება ვინმეს მითითება?“

50 % უპასუხა -ყოველთვის, 50% -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

8. ანკეტირების მერვე შეკითხვაზე: „თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს
დავალებას, მიუბრუნდება თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?“

56 % უპასუხა -ყოველთვის, 44 % -ზოგჯერ და 0 % -არასოდეს.

9.ანკეტირების მეცხრე შეკითხვაზე: „თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად


ართმევს თავს თუ სჭირდება თქვენი მითითებები?“

25 % უპასუხა -ყოველთვის,60 % -ზოგჯერ და 15 % -არასოდეს

12
ანკეტირება( მშობელი)

მშობელი I II III IV V VI VII VIII IX

კითხვა

ყოველთვის 71% 57% 65% 55% 22% 15% 50% 56% 25%

ზოგჯერ 29% 43% 35% 30% 21% 71% 50% 44% 60%

არასდროს - - - 15% 57% 14% - - 15%

ფოკუს-ჯგუფი (მასწავლებელი)

1.ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე პირველ შეკითხვაზე :

“როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში განმავითარებელი


შეფასების გამოყენება?“კოლეგებთან გამოთქმული მოსაზრებებიდან საბოლოოდ გამოიკვეთა
ეს აზრი:განმავითარებელი შეფასების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია და
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,რადგან ამ დროს როგორც მასწავლებელი ისე მოსწავლე
ღებულობენ ინფორმაციას არსებულ და სასურველ აკადემიურ მოსწრებას შორის
განსხვავების შესახებ.მას განსაკუთრებით დადებითი ეფექტი აქვს თუ ის სწორადაა აგებული
და მიწოდებული

2. ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე მეორე შეკითხვაზე :“როგორ ფიქრობთ მეტ-ნაკლებად


უწყობს თუ არა ხელს განმავითარებელი შეფასება მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებას?“კოლეგებთან გამოთქმული მოსაზრებებიდან საბოლოოდ გამოიკვეთა ეს
აზრი:მასწავლებლის მიერ მიცემული განმავითარებელი შეფასება მოსწავლის მოტივაციის
ამაღლებას მეტ-ნაკლებად უწყობს ხელს მაშინ,როდესაც ის აღიქმება როგორც სწავლისა და
განვითარების შესაძლებლობა და არა მათი კრიტიკის საშუალება.

3. ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე მესამე შეკითხვაზე :“ხშირად იყენებთ თუ არა


განმავითარებელ შეფასებას გაკვეთილის განმავლობაში?“კოლეგებთან გამოთქმული
მოსაზრებებიდან საბოლოოდ გამოიკვეთა ეს აზრი:გაკვეთლის განმავლობაში რა თქმა უნდა
ხშირად ვიყენებთ განმავითარებელ შეფასებას,ეს ხომ დაწყებითი საფეხურია. საჭიროა
თითოეულ მოსწავლეს ყოველდღიურად მივუთითოთ სუსტი მხარეები,მაგრამ
კორექტულად.დავიწყოთ პოზიტიურით,შევაქოთ მისი ძლიერი,თუნდაც უმნიშვნელო მხარე

და მხოლოდ ამის შემდეგ მივუთითოთ გამოსასწორებელ მხარეზე.შეფასება უნდა


დავასრულოთ იმის მოლოდინით,რომ ყველაფერი კარგად გამოუვა.

13
4. . ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე მეოთხე შეკითხვაზე :“როგორ ფიქრობთ ზუსტად და
მკაფიოდ ჩამოყალიბებული კომენტარის სახით გაკეთებული განმავითარებელი შეფასება
შეუწყობს თუ არა ხელს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში?“კოლეგებთან
გამოთქმული მოსაზრებებიდან საბოლოოდ გამოიკვეთა ეს აზრი: განმავითარებელი
შეფასების შესაძლებლობები სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში ძალზე
მაღალია.განმავითარებელი შეფასება უფრო ეხმარება დაბალი შედეგების მქონე
მოსწავლეებს, ვიდრე მაღალი შედეგების მქონეებს.ზუსტად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული
კომენტარის სახით გაკეთებული განმავითარებელი შეფასება საჭიროებს მოსწავლეთა
ინდივიდუალურ მზაობასთან და სასწავლო პრიორიტეტებთან მისადაგებას და სასურველია
ის შეიცავდეს2-3 რეკომენდაციას.ასეთი შეფასება აუცილებლად შეუწყობს ხელს
მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

5. ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე მეხუთე შეკითხვაზე :“რატომ უჭირთ მოსწავლეებს აზრის


თამამად დაფიქსირება?“სხვადასხვა აზრის გამოთქმის შემდეგ კოლეგები საბოლოოდ
მივიდნენ ასეთ დასკვნამდე:მოსწავლეებს აზრის თამამად დაფიქსირება უჭირთ პირველ
რიგში სასწავლო გარემოში არსებული არასწორი დამოკიდებულის გამო,როგორც
თანაკლასელების ასევე მასწავლებლის მხრიდან,ერიდებიან კრიტიკულ მიდგომებს
შეცდომის შემთხვევაში და რადგანაც მეხუთე ,მეექვსე კლასებში იწერება განმსაზღვრელი
შეფასება,თავს არიდებენ უარყოფითი შეფასების მიღებას. ხშირად მოსწავლეს არ ეძლევა ან
მეტისმეტად იშვიათად და არასრულფასოვნად ეძლევა საკუთარი შესაძლებლობების
წარმოჩენის საშუალება;
 შესაბამისად, მოსწავლე არასდროს არ იღებს კარგ ნიშნებს არცერთ სასწავლო საგანში;
 მოსწავლე არ გრძნობს პირადად მასზე ზრუნვას და არც თვითონ ეძლევა შანსი, რომ
დაეხმაროს სხვებს;
 მოსწავლეს არ ეძლევა მისთვის მნიშვნელოვანი სოციალური სტატუსი რომელიმე ჯგუფში
და არც არავინ ასწავლის, სოციუმში მისაღები გზებით როგორ დაიმკვიდროს თავი;
 მოსწავლე არ გრძნობს აღიარებას და პატივისცემას ზრდასრულთა მხრიდან;
მათემატიკა არ და ვერ შეისწავლება ერთი ფენიდან მომდევნო ფენაზე სწორხაზოვანი
წინსვლით. იგი საჭიროებს ნაცნობ იდეებთან მრავალჯერად დაბრუნებას და მათ
განვრცობასა თუ მათში ჩაღრმავებას. ამიტომ, როდესაც მოსწავლე იღებს უკუკავშირს
განმავითარებელი შეფასების სახით მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ,იზრდება
მოსწავლეების ჩართულობა,ზრუნვა საკუთარი მიღწევების გაუმჯობესებისათვის

6. ფოკუს ჯგუფის შეხვედრაზე მეექვსე შეკითხვაზე :“როგორ ფიქრობთ რა იწვევს


არაადეკვატურ თვითშეფასებას მოსწავლეებში?“,აზრთა სხვადასხვაობისას დაფიქსირდა
საბოლოო აზრი:ბავშვის თვითშეფასება უმთავრესად ყალიბდება მშობლებისა და
მასწავლებლების მიერ მათი ქცევის შეფასების შედეგად.ბავშვთან ურთიერთობისას მიზნად
უნდა დავისახოთ ადეკვატურზე ოდნავ მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე
ზრუნვა.არ დავიშუროთ შექება, როცა ბავშვი ამას იმსახურებს.გავუჩინოთ წარმატებულობის
გრძნობა.მასწავლებელს შეუძლია, დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლე დაარწმუნოს
,რომ შეცდომა ჩვეულებრივი ამბავია ,რომ ზოგიერთი მოსწავლე ადვილად იგებს ახალ
საკითხს ,ხოლო ზოგიერთ მოსწავლეს კი სჭირდება განმეორებითი სწავლება და დახმარება.
მასწავლებლები მზად უნდა იყვნენ, ერთი მხრივ, დაეხმარონ აკადემიური სირთულეების
მქონე მოსწავლეებს, მეორე მხრივ, შედარებით რთული დავალებების მიცემით შემდგომი
განვითარების საშუალება მისცენ წარმატებულ მოსწავლეებს.

14
დაკვირვება:

დაკვირვების პროცესი როგორც გაკვეთილების ისე ციკლის მიმდინარეობის დროს


თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ცხრილებში:

ციკლი I ციკლი II ციკლიIII

მოსწავლის

პრობლე

პრობლე
გაკვეთილი
პრობლემა

პრობლემა

პრობლემა

პრობლემა
გაკვეთილის N

გაკვეთილის N
მოსწავლის N

მოსწავლის N

მა 1

მა 2
N
1

სN
a b c a b c
a b c a b c a b c a b c 1 + +
2 + +
1 + + 1 + + I 3 + +
2 + + 2 + + 4 + +
I 3 + + I 3 + + 5 + +
4 + + 4 + +
5 + + 5 + + 6 + +
7 + +
6 + + 6 + + II 8 + +
7 + + 7 + + 9 + +
II 8 + + II 8 + + 10 + +
9 + + 9 + +
10 + + 10 + + 11 + +
12 + +
11 + + 11 + + III 13 + +
12 + + 12 + + 14 + +
III 13 + + III 13 + + 15 + +
14 + + 14 + +
15 + + 15 + + 1 + +
6
16 + + 16 + + 1 + +
IV
IV 17 + + IV 17 + + 7
18 + + 18 + + 1 + +
8
ჯამი 6 7 5 7 8 3 ჯამი 8 6 4 7 10 1
ჯამი 1 6 2 1 7 1
0 0

ცხრილის განმარტებები:

პრობლემა 1:მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართული საგაკვეთილო პროცესში

პრობლემა2:მოსწავლეებს უჭირთ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე.

(იხილეთ კვლევის მე-3 თავში „კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა“.)

პრობლემა 1: a- მოსწავლე ყოველთვის არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში

b- მოსწავლე ზოგჯერ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში

c- მოსწავლე არასოდეს არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში

პრობლემა 2: a- მოსწავლე ყოველთვის ახერხებს პასუხისმგებლობის აღებას თავის თავზე

b -მოსწავლე ზოგჯერ ახერხებს პასუხისმგებლობის აღებას თავის თავზე

c- მოსწავლე არასოდეს არ იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე

15
12
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დასკვნა

ჩემს მიერ მოსწავლეებში და მშობლებში ჩატარებული ანკეტირების საფუძველზე მიღებული


ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის საფუძველზე გამოვკვეთე არსებული
პრობლემებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი:

1.მოსწავლეები ნაკლებად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში.

(პრობლემა 1)

2.მოსწავლეებს უჭირთ პასუხისმგებლობის აღება თავის თავზე.

(პრობლემა 2)

3.მოსწავლეები ნაკლებად არიან მოტივირებულნი.

თავი IV
დაგეგმილი ინტერვენციები
პრობლემების გამოყოფის შემდეგ დავიწყე იმ მეთოდების და ინტერვეციების მოძიება და
დაგეგმვა, რომლებიც ყველაზე შესაფერისი იქნებოდა ამ პრობლემების
მოგვარებისთვის.დავგეგმე შემდეგი ტიპის ინტერვენციები:

1.დაკვირვების დღიურები

2.როლური თამაშები

3. მთავარი როლი

4. დანაწევრებული დავალება

5.სწავლა კეთებით

6.საინტერესო დავალებები

7.წებოვანი ქაღალდები

8. პორტფოლიო

განხორციელებული ინტერვენციები
მას შემდეგ რაც დავგეგმე ინტერვენციები, დავიწყე მათი განხორციელება და თან ვახდენდი
პროცესზე დაკვირვებას.დავგეგმე შემდეგი სახის აქტივობები;

1.დაკვირვების დღიური: მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარ მიღწევებზე დაკვირვების


დღიური.ამისათვის ჩამოვუწერე ფორმატზე შეკითხვები:1.რა გავაკეთე? 2. ახალი რა
ვისწავლე? 3.ყველაზე მეტად რა დამეხმარა? 4.სად შევფერხდი? 5.ვის შევეკითხე?

16
და შემდეგი ექვსი კვირის მანძილზე ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ამ
კითხვებზე მსჯელობდნენ და ცდილობდნენ პასუხის გაცემას.ეს ზოგჯერ ხდებოდა
ზეპირად,ხოლო ზოგჯერ წერილობით. მოსწავლეები ამ დროს ახდენდნენ თავისი
ნამუშევრის შეფასებას,ხოლო მე აქ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე ვახდენდი
შემდეგი გაკვეთილების დაგეგმვას.მოსწავლეები თავის დღიურებში ინიშნავდნენ
ინფორმაციას საკუთარი წარმატებისა თუ წარუმატებლობის შესახებ და თვითონაც
მონაწილეობდნენ საკუთარი შედეგების გაუმჯობესებისათვის აქტივობების დაგეგმვაში.

2.როლური თამაშები: როლური თამაშების საშუალებით შესაძლებელია მათემატიკის


სირთულის დაძლევა.ის საუკეთესო საშუალებაა თეორიული ცოდნის უფრო მარტივად და
ხალისით შესწავლისათვის.ამ დროს მოსწავლე ფიზიკურადაც აქტიურია,რაც აადვილებს
სწავლების პროცესს.კლასში შევქმენი „ექსპერტთა ჯგუფი“,რომელსაც ჰქონდა
თანაკლასელთა შეფასების საშუალება.ის ვინც იყო პასიური ყოველ მომდევნო გაკვეთილზე
იცვლებოდა სხვა მოსწავლით.ეს პროცესი გრძელდებოდა მუდმივად.მოსწავლეთათვის
ექსპერტთა ჯგუფში მოხვედრა იყო მოტივაცია.ამ დროს მოსწავლეები საკუთარი თავის
შეფასებასაც სწავლობენ.მოსწავლეები უფრო ადვილად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს.მე
მათ მუდმივად ვაძლევდი აღწერით უკუკავშირს,ვიყენებდი შეფასების რუბრიკებს.

ჩავატარე გაკვეთილი „წრეწირი და წრეწირის ელემენტები“,როლური თამაშების


გამოყენებით.მოსწავლეებმა მოირგეს წერტილების,რადიუსის ,ქორდის,დიამეტრის და
ცენტრალური კუთხის როლი.მათ ამის შემდეგ გაუადვილდათ წრეწირის და წრის
ელემენტების ერთმანეთთან დაკავშირება.მოსწავლეები უფრო თავდაჯერებით და ხალისით
ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში.

3.მთავარი როლი: რადგან კვლევისას გამოიკვეთა ,რომ მოსწავლეებს უჭირთ ჯგუფური


მუშაობისას პრეზენტატორის როლის მორგება და ინიციატივის გამოჩენა
პასუხებისას,გადავწყვიტე,უფრო ხშირად მიმემართა საკლასო მუშაობის ამ
ფორმისათვის.ამავე დროს დავიწყე მოსწავლეების დაჯგუფება მზაობის
მიხედვით.დავალებებსაც მზაობის მიხედვით ვანაწილებდი.რა თქმა უნდა ვაძლევდი
საჭირო განმარტებებსაც.შედარებით დაბალი მზაობის ჯგუფში მოხვედრილი მოსწავლეები
იძულებულნი გახდნენ ეტვირთათ პრეზენტატორის როლი,რომლის შერჩევაც ხდებოდა
სამუშაოს დასრულების შემდეგ.შერჩევა ხდებოდა ყოველ მომდევნო მუშაობისას
მონაცვლეობით.ამიტომ ყოველ მათგანს უწევდა პრეზენტატორობა.მოსწავლეები თავისი
დაკვირვების დღიურში ინიშნავდნენ თუ რამდენჯერ მოუწიათ მათ ამ როლის
მორგება.მოსწავლეებს ვთხოვდი დავალება წერილობითაც შეესრულებინათ,რაც მათ
უადვილებდათ ზეპირ პრეზენტაციასაც.
მე დავრწმუნდი,რომ ეს მეთოდი არა მარტო შედარებით იოლი,არამედ უფრო შედეგიანიც
იყო,რადგან როცა მოსწავლე პრეზენტატორი იყო და ხედავდა, რომ ჯგუფის წარმატება მასზე
იყო დამოკიდებული ის გრძნობდა პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ჯგუფის წინაშე
და მეტი მონდომებით იყო ჩართული სამუშაო პროცესში.მე მუდმივად ვიყენებდი ჯგუფის
შეფასების სქემებს,მოსწავლეებს ვაძლევდი აღწერით უკუკავშირს
4.დანაწევრებული დავალებები. მათემატიკური დავალებების შესრულების დროს ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი პრობლემა დავალების პირობის გააზრებაა.ეს განსაკუთრებით ეხება
ამოცანების ამოხსნას.დავალებების მიცემისას მივმართავ მრავალ ხერხს და სტრატეგიას
,რათა მოსწავლეებმა შეძლონ უკეთ გაიაზრონ მიცემული დავალების პირობა,გამოყონ
შეკითხვა და და დასახონ მისი შესრულების გზები.ხშირია შემთხვევა ,როცა მოსწავლეებს
ადვილად შეუძლიათ იმ მოქმედებების შესრულება ,რომლებიც ჭირდება კონკრეტული
დავალების ამოხსნას,თუკი მე პირობას განვუმარტავ,ხოლო დამოუკიდებლად ვერ იაზრებენ

17
მოქმედებების საჭიროებას შინაარსის მიხედვით,არ ესმით ტექსტის მათემატიკური შეფასება
და შესაბამისად ვერ ადგენენ საჭირო სქემებს და ნახაზებს.უჭირთ დიდი პირობის
ამოცანების დანაწევრება:პირობა,კითხვა,ამოხსნის სტრატეგია,პასუხი.ამიტომ
განსაკუთრებით გულდასმით ვარჩევდი დავალებებს,ვმუშაობდი გააზრების
პრობლემაზე,ვახდენდი დანაწევრებას და ჯგუფური მუშაობების დროს მოსწავლეთა
შესაძლებლობების გათვალისწინებით ვაძლევდი მათ ამ დავალებებს.შეუძლებელი იყო
ჯგუფის წარმატება თუ თვითეული მათგანი არ შეასრულებდა თავის
დავალებას.მოსწავლეები მეტი მონდომებით და პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მათთვის
მიცემული სამუშაოს შესრულებას.მე მუდმივად ვიყენებდი ჯგუფის შეფასების
სქემებს,მოსწავლეებს ვაძლევდი აღწერით უკუკავშირს
5.სწავლა კეთებით:

კეთებით სწავლების დროს დროს მოსწავლე სწავლობს მუშაობის პროცესში,მასწავლებლის


და მეგობრების დახმარებით.მე მიზნად დავისახე ისეთი ქმედებები შეესრულებინათ
მოსწავლეებს,რომლებიც ხელს უწყობს ჩვევის ფორმირებას.ვაძლევდი აქტივობის სქემას ან
მოდელს,სადაც ზუსტად იყო განსაზღვრული მიღწევების დონეები და მოსწავლემ იცოდა
რას მოველოდი მისგან და როგორ ფასდებოდა მისი წარმატება,ესე იგი რა იყო ეფექტური
„კეთება“.დავგეგმე და ჩავატარე სამოდელო ინტეგრირებული გაკვეთილი
თემაზე:“ღერძული სიმეტრია“,სადაც მოვახდინე კეთებით სწავლება.მოსწავლეებს დავურიგე
ჩემს მიერ წინასწარ მომზადებულ თოჯინის კაბის ზურგის თარგის ნახევარი, დავსვი
ამოცანა: შეგიძლიათ თუ არა გამოჭრათ კაბის ზურგის მხარე? ზოგიერთ მოსწავლეს
გაუჭირდა ამ დავალების შესრულება. მე გავაკეთე მოდელირება:თარგი გადავკეცე წრფეზე
და გამოვჭერი დახაზულ კონტურზე.მოსწავლეებს ვთხოვე თვითონაც შეასრულონ იგივე.
მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ გამოვიყენეთ ფიგურათა
სიმეტრიულობა. მოსწავლეებმა ასევე შეასრულეს სხვადასხვა დავალებები კეთებით სწალის
მეთოდით სხვა გაკვეთილების მსვლელობის დროსაც. ამ მეთოდით სწავლებისას უფრო
უკეთესად მოვახერხე მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში,მოსწავლეები
იყენებდნენ იმ ცნებებს და დებულებებს, რომლებიც მოცემული იყო ახალ მასალაში.

6.საინტერესო დავალებები:

მასწავლებელთა მოვალეობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დავალებები უფრო


საინტერესოდ და სახალისოდ აქციოს.მოსწავლეებს, რომლებიც გაკვეთილზე ნაკლებად
იყვნენ ჩართული, დავალებებს ვუნაწილებდი მათი ინტერესის გათვალისწინებით, რომელიც
შედარებით მარტივი და დაძლევადი იყო.

სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება,რადგან


სწავლის პროცესი უფრო საინტერესო ხდება.დავგეგმე და ჩავატარე შემაჯამებელი დავალება
ელექტრონული რესურსების გამოყენებით. შემაჯამებელი გაკვეთილი ჩავატარე
შემდეგნაირად: მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად.ისინი ირჩევდნენ მათთვის მისაღებ
რუბრიკას და თუ ერთი ჯგუფი ვერ პასუხობდა დასმულ შეკითხვებს,პასუხობდა მეორე
ჯგუფი. მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი შეფასება. მოსწავლეებმა განიმტკიცეს ცოდნა
და მიიღეს უკუკავშირი.მათი აქტივობა და შედეგები ბევრად მაღალი იყო.ჩავატარე
გაკვეთილები პროგრამა “geogebra-ს” გამოყენებით თემაზე:“წრიული დიაგრამა“,“ღერძული
სიმეტრია“.ასევე დავაკავშირე ღერძული სიმეტრია და პარალელური გადატანა
ხელოვნებასთან.ელექტრონული რესურსების ამ სახით გამოყენებამ,ასევე დავალებებისთვის
საინტერესო სახის მიცემამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა გამოწვევას და სასწავლო პროცესში

18
აქტიურად ჩართვას.მათ გაუდვილდათ ინფორმაციის აღქმა,გაგება, ანალიზი და ხელი
შეეწყო სწალის პროცესის გაუმჯობესებას.

7. წებოვანი ქაღალდები: ჩემთვის განსაკუთრებით მოსახერხებელი აღმოჩნდა ფერადი


წებოვანი ქაღალდების გამოყენება,რომელზეც ყოველი გაკვეთილის მსვლელობისას ვაკეთებ
რამდენიმე მოსწავლეზე ჩანაწერებს მათი მიღწევების ,ჩართულობის შესახებ,ხოლო
გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვათავსებ მონიტორინგის რვეულის შესაბამის სექციაში
მოსწავლის მონაცემების გასწვრივ.ეს ძალიან მეხმარება თვითეული მოსწავლის შესახებ
მუდმივი მონაცემების მოსაგროვებლად,რასაც შემდეგ ვამუშავებ და ვსახავ გზებს შემდგომი
მოქმედებისთვის.

8. პორტფოლიო:

თვითეული მოსწავლისათვის შევქმენი პორტფოლიო,სადაც ვათავსებდი მოსწავლის


ნამუშევრებს:დამოუკიდებელი კვლევის შედეგებს, შემაჯამებელი წერის ნიმუშებს,საკლასო
დამოუკიდებელი წერის მასალას,შესრულებულ პროექტებს და სხვა.შედეგად მივიღე
მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი ნამუშევრები.ამ მასალას მუდმივად ვამუშავებდი და
ვსახავდი წინსვლის გეგმებს.ეს პორტფოლიო ასევე წარმოადგენს ერთგვარ საურთიერთო
საშუალებას მშობელთან, დირექციასთან და პირველ რიგში თვითონ მოსწავლესთან.ისინი
გამოხატავდნენ მუდმივ ინტერესს,რომ მათ პორტფოლიოში მოხვედრილიყო კარგი
ნამუშევრები.

ინტერვენციების შეფასება

ინტერვენციების განხორციელების დროს ვახდენდი დაკვირვებას პროცესის


მიმდინარეობაზე.მუდმივად ვინიშნავდი დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციას
დაკვირვების ცხრილში. მე-6აკლასში,რომელსაც ვასწავლი მათემატიკას,სწავლობს18
მოსწავლე.საგნობრივი კვირეული საათების რაოდენობაა ოთხი.ამ ოთხი საათიდან
კვლევისათვის შევარჩიე ორი საათი. დანარჩენი ორი საათი იყო ჩვეულებრივი
გაკვეთილები.კვლევისათვის განკუთვნილი ორი საათის საგაკვეთილო პროცესი დავტვირთე
იმ აქტივობებით,რომლებიც შევარჩიე გამოკვეთილად არსებული პრობლემების
გადასაჭრელად. დაკვირვებას ვაწარმოებდი ყოველ გაკვეთილზე, ვაკვირდებოდი 3-5
მოსწავლეს. ვაკვირდებოდი მათ ქცევებს და მიღწევებს.მონაცემები შემქონდა
ცხრილში,რომელიც შევიმუშავე სპეციალურად.კვირის განმავლობაში მიწევდა 10
მოსწავლეზე დაკვირვება.მთლიანი კლასის დაკვირვებისთვის კი ერთი(პირველი) სრული
ციკლისთვის დამჭირდა ორი კვირა.სულ დაკვირვების პროცესი შედგებოდა სამი
ციკლისაგან,რისთვისაც დამჭირდა ექვსი კვირა.თვითეული ციკლის განმავლობაში
შეგროვილ ინფორმაციას ვაჯამებდი და ვაანალიზებდი,რის შემდეგაც გადავდიოდი

მომდევნო ციკლზე.ამან საშუალება მომცა თვალი მედევნებინა დაკვირვების პროცესის


დინამიკისთვის და დამეფიქსირებინა ის პროგრესი,რაც რეალურად დადგა ინტერვენციების
განხორციელების შემდეგ(იხილეთ კვლევის მე-3 თავსი „კვლევის შედეგების
თანმიმდევრული წარმოდგენა“ დაკვირვება).ის გაკვეთილები,რომლებიც შევარჩიე
კვლევისათვის მკაცრად მქონდა გაწერილი და დაგეგმილი.კონკრეტულად,ამ გაკვეთილებზე
მონაცვლეობით შემქონდა დაგეგმილი ინტერვენციები,ისე,რომ მათი გადანაწილება დროში
დაკვირვების თვითეული ციკლის განმავლობაში ყოფილიყო თანაბარი.ეს ყველაფერი
თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი შემდეგ ცხრილში:

19
კვირის I II III IV V VI
რაოდენობა

გაკვეთილი I II I II I II I II I II I II

ინტერვე 1;7;8; 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7;8 1;7; 1;7;
8 8
ნცია 2;6 3;6 4;6 5;6 2;6 3;6 4;6 5;6 2;6 3;6
4;6 5;6
ციკლი I + + + +

ციკლი II + + + +

ციკლი III + + + +

თარიღი თებერ თებერ მარტ მარტ მარტი აპრი აპრი აპრი აპრი აპრი მაი მაი
ვალი ვალი ი ი ლი ლი ლი ლი ლი სი სი

ცხრილის განმარტება:

ცხრილში,ინტერვენციების გრაფაში მითითებული ციფრები არის ინტერვენციების


ნუმერაცია.

(იხილეთ კვლევის მე-4 თავში „დაგეგმილი ინტერვენციები“)

თავი V

რეკომენდაციები

ჩატარებული კვლევის პროცესში გამოყენებული ინტერვენციების შეფასებისას გამოჩნდა,რომ


ჩემს მიერ გამოკვეთილი პრობლემების დაძლევა შესაძლებელია.ესე იგი არჩეული
ინტერვენციები სწორად არის მიგნებული. მოსწავლეები უფრო მეტად ჩართულები,
მოტივირებულები და თავდაჯერებულები გახდნენ.ყველა იმ გაკვეთილზე,რომლებიც
შევარჩიე ინტერვენციებისთვის ისინი უფრო მაღალ შედეგებს აფიქსირებდნენ,ვიდრე
ჩვეულებრივ გაკვეთილებზე.განსაკუთრებით მინდა გამოვყო:“მთავარი როლი,“ და
„საინტერესო დავალებები“,ასევე „დაკვირვების დღიურები“, „წებოვანი ქაღალდები“ და“
პორტფოლიო“, ის აღწერითი უკუკავშირები და შეფასების რუბრიკები,რომლებსაც
მუდმივად ვიყენებდი ყოველ გაკვეთილზე.აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ თუ ამ
ინტერვენციების გამოყენებას გავაგრძელებ უფრო ხანგრძლივი დროის
განმავლობაში,მაგალითად ერთი საწავლო წლის განმავლობაში, აუცილებლად მივალთ

20
სასურველ შედეგამდე.მინდა აღვნიშნო ისიც,რომ მე აუცილებლად გავაგრძელებ ახალი
ივტერვენციების მოძიებას და გამოყენებას,განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი
ინსტრუმენტების გამოყენებას,რაც იქნება იმის წინაპირობა,რომ გაკვეთილები იქნება
მრავალფეროვანი და ისინი გახდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი
მოსწავლეებისთვის.
ვფიქრობ,ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მაძლევს უფლებას ,რომ
ჩემსკოლეგებს,რომლებიც თავის პრაქტიკაში ანალოგიურ პრობლემებს ხვდებიან და
რომლებთანაც კვლევის განმავლობაშიც მქონდა მუდმივი შეხვედრები და უკუკავშირები,
რეკომენდაციის სახით ვურჩიო,რომ თავიაანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოიყენონ ჩემს
მიერ მიგნებული პრობლემის გადაჭრის გზები.გაეცნონ იმ მრავალფეროვან
ინფორმაციას,რომელიც არის განმავითარებელი შეფასების შესახებ,ხშირად გამოიყენონ
აღწერითი უკუკავშირი,მონაწილეობა მიიღონ სამუშაო შეხვედრებში რომლებსაც ვატარებ და
ჩვენი შედეგები მოსწავლეთა აკდემიური მოსწრების გაუმჯობესების გზაზე იქნება უფრო
მაღალი.

დასკვნა

კვლევის პროცესი საინტერესოდ წარიმართა ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც.


განმავითარებელი შეფასების ხშირად გამოყენებამ პოზიტიური განწყობა აამაღლა
კლასში,მოახდინა მათემატიკური არგუმენტირებული მსჯელობის
სტიმულირება,თავდაჯერებულობა შემატა მოსწავლეებს,ისინი ახდენენ საკუთარი
საქმიანობის დაგეგმვას , მსჯელობენ საკუთრ შედეგებზე,აანალიზებენ მიღწევებს. შეფასების
ინსტრუმენტების სწორი გამოყენება კი ნამდვილად დადებითად აისახა სასწავლო
პროცესზე.მოსწავლეებისთვის უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს თვითშეფასება და
ურთიერთშეფასება.მე ვთვლი ,რომ ის ინტერვენციები და სიახლეები, რომლებსაც კვლევის
პროცესში ვიყენებდი აუცილებლად გამომადგება შემდგომში ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში
და არა მარტო მე,არამედ ჩემს კოლეგებსაც ,რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაციის შედეგად
ვიცი მათი დამოკიდებულება და მათი დაინტერესება აღნიშნული პრობლემითაც და ჩემს
მიერ მიგნებული ინტერვენციებითაც.ჩვენთან შექმნილია შესაძლებლობა იმისა, რომ
მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიზნებს გაეწიოს ანგარიში,რომ ყოველმა
მოსწავლემ დაძლიოს და აითვისოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საბაზო
მინიმუმი სკოლაში ისე, რომ გამორჩეული შესაძლებლობების მოსწავლეებმა შეძლონ
საკუთარი სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი მიზნების მიღწევა.
ჩვენს სკოლაში შექმნილია იმის შესაძლებლობა, რომ კვლევის შედეგად დადგენილი
ინტერვენციები და შესაბამისი პედაგოგიკური პრინციპები რეალურად განხორციელდეს
ყოველდღიურ სასწავლო პროცესში მთელი სკოლის პირობებში.

21
დანართი № 1

ანკეტირების კითხვები (მოსწავლეები)

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ თუ არა მათემატიკით?


ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

2. სიამოვნებით ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას მათემატიკაში?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

3. ხალისიათ ასრულებ თუ არა საშინაო დავალებას მათემატიკაში?


ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

4. მოცემულ დავალებას ასრულებ იმიტომ, რომ არ დაიმსახურო შენიშვნა


მასწავლებლისგან?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

5. სწავლობ იმიტომ, რომ მშობლისგან ელოდები ჯილდოს (შექებას, საჩუქარს და


სხვ.)?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

6. მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდები


სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებ?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

7. საგაკვეთილო პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემის გარშემო გამოთქვამ


საკუთარ აზრს?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

8. საგაკვეთილო პროცესის დროს შენთვის გაუგებარი საკითხების ირგვლივ სვამ


შეკითხვებს?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

22
9. შეგიძლია შენი აზრის დასაბუთებისათვის საკმარისი არგუმენტების მოყვანა?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

10. საშინაო დავალების შესრულებას იწყებ საკუთარი ინიციატივით თუ გჭირდება


ვინმეს მითითება?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

11. თუ მოცემულ მომენტში ვერ ასრულებ დავალებას, მიუბრუნდები თუ არა მასზე


მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

12. ჯგუფური მუშაობის დროს გაქვს თუ არა სურვილი, იყო პრეზენტატორი?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

13. მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობ საკუთარი ინიციატივით


თუ მასწავლებლის მითითებით?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

14. მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ გჭირდება


მითითებები?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

15. ასწრებ თუ არა მასწავლებლის მიერ დაწესებულ დროის ფარგლებში


დავალების შესრულებას?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

23
დანართი № 2

ანკეტირების კითხვები (მშობლები)

1. საშინაო დავალების შესრულებას იწყებს თუ არა თქვენი შვილი


მათემატიკით?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს
2. თქვენი შვილი სიამოვნებით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას
მათემატიკაში ?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს
3. თქვენი შვილი ხალისით ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას მათემატიკაში?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს
4.თქვენი შვილი მოცემულ დავალებას ასრულებს იმიტომ, რომ არ დაიმსახუროს
შენიშვნა მასწავლებლისგან?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს
5.თქვენი შვილი სწავლობს იმიტომ, რომ თქვენგან ელოდები ჯილდოს (შექებას,
საჩუქარს და სხვ.)?
ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

6.თქვენი შვილი მოცემული დავალებებაზე მუშაობის დროს კმაყოფილდება


სახელმძღვანელოში არსებული მასალით თუ დამატებით მოიძიებს?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

7.თქვენი შვილი საშინაო დავალების შესრულებას იწყებს საკუთარი ინიციატივით


თუ სჭირდება ვინმეს მითითება?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

8.თუ თქვენი შვილი მოცემულ მომენტში ვერ ასრულებს დავალებას, მიუბრუნდება


თუ არა მასზე მუშაობას გარკვეული დროის შემდეგ?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

9.თქვენი შვილი მოცემულ დავალებას დამოუკიდებლად ართმევ თავს თუ


სჭირდება თქვენი მითითებები?

ა) ყოველთვის ბ) ზოგჯერ გ) არასოდეს

24
დანართი № 3

1.“როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში


განმავითარებელი შეფასების გამოყენება?“

2. “როგორ ფიქრობთ მეტ-ნაკლებად უწყობს თუ არა ხელს განმავითარებელი შეფასება


მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას?“

3. “ხშირად იყენებთ თუ არა განმავითარებელ შეფასებას გაკვეთილის განმავლობაში?“

4.“რატომ უჭირთ მოსწავლეებს აზრის თამამად დაფიქსირება?“

5. “როგორ ფიქრობთ რა იწვევს არაადეკვატურ თვითშეფასებას მოსწავლეებში?“

25
დანართი № 4

ანკეტა (მოსწავლე)
ყოველთვის ზოგჯერ არასოდეს

0 0 0 0 0
13 12
25 20

50 25 50 50
62
42
75

75
62
50 50 50
38 38

13

I II III IV V VI VII VIII


არასოდეს 0 0 0 13 20 12 0 0
ზოგჯერ 25 50 62 25 42 75 50 50
ყოველთვის 75 50 38 62 38 13 50 50

ყოველთვის ზოგჯერ არასოდეს

0 0 0 0
12 7
24
44
63 50
43
75
63
56

56
50 57 50

25 20 25

IX X XI XII XIII XIV XV


არასოდეს 12 0 7 24 0 0 0
ზოგჯერ 63 44 43 56 75 63 50
ყოველთვის 25 56 50 20 25 57 50

26
დანართი № 5

ანკეტა (მშობელი)
100%

90%

80%

70%

60%

50%
არასოდეს
ზოგჯერ
40%
ყოველთვის

30%

20%

10%

0%
I II III IV V VI VII VIII IX
არასოდეს 0 0 0 15 57 14 0 0 15
ზოგჯერ 29 43 35 30 21 71 50 44 60
ყოველთვის 71 57 65 55 22 15 50 56 25

27
დანართი № 6

განათლების საერთაშორისო აკადემია IAE


Fwd: საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ტრეინინგი - 29-30 სექტემბერი ?
nternational Academy of Education iae <info.iae.ngo@gmail.com>

http://mastsavlebeli.ge/?p=1869 განმავითარებელი შეფასების საშუალებები


15 ოქტომბერი, 2014 ნინო ლაბარტყავა

როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები


3 მაისი, 2012 სოფიკო ლობჟანიძეhttp://mastsavlebeli.ge/?p=281

http://mastsavlebeli.ge/?p=13491მოსწავლეთა საჭიროებანი და მიზნები მათემატიკის


სწავლის დროს
13 მარტი, 2017 გიორგი ნოზაძე

Kargiskola.ge
კურსი: მათემატიკის სწავლების ინოვაციური მეთოდები (V-VI კლასები)

http://www.etaloni.ge/geo/main/index/8996
განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება გაკვეთილზე - იხილეთ
მაგალითები5-05-2018

გამოყენებული ლიტერატურა:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016წ.წ.
2.„ეფექტური განმავითარებელი შეფასება“ - ს. გორგოძე;
3.ჟურნალი მასწავლებელი, 2016წ.N5

28
რეფლექსია
სასწავლო წლის დასაწყისში გადავწყვიტე ჩამეტარებინა საკუთარი პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა.რადგან ეს ჩემთვის იყო იყო სიახლე და არ მქონდა კვლევის
ჩატარების გამოცდილება,გავიარე ტრენინგი.ჩემი მრავალწლიანი პედაგოგიური
მოღვაწეობის განმავლობაში მუდმივად მაწუხებდა,რომ მოსწავლეთა ნაწილს უჭირდა
მათემატიკაში მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევა.ვცდილობდი სხვადასხვა
მეთოდების, სტრატეგიების გამოყენებას,მაგრამ კვლევის ჩატარება ,რომ გადავწყვიტე
შევჩერდი თემაზე:“განმავითარებელი შეფასებით მოსწავლეთა აკადემიური
მოსწრების ამაღლება მათემატიკაში დაწყებით საფეხურზე“,რადგან ჩავთვალე,რომ
ახალი გზა შედეგების გასაუმჯობესებლად იყო სწორედ უნიშნო,მოსწავლის სწავლის
გეზის მიმცემი, განმავითარებელი შეფასება.

ჩემი კვლევა განვახორციელე მე6ა კლასში. ჩამოვაყალიბე კვლევის მიზნები, საკვლევი


საკითხები.გავეცანი განმავითარებელი შეფასების შესახებ ლიტერატურას,
ჩამოვაყალიბე სამიზნე ჯგუფები და კვლევის მეთოდები.ბავშვების და მშობლების
გამოკითხვის შედეგების განხილვის შემდეგ გავაკეთე სამუშაო შეხვედრების
ორგანიზება კოლეგებთან,მინდოდა შეეფასებინათ ჩემი მიდგომები,მჭირდებოდა მათი
უკუკავშირი.ეს შეხვედრები დამეხმარა კვლევის უკეთესად წარმართვაში.კვლევის
შედეგებიდან გაკეთებული დასკვნის საფუძველზე დავგეგმე და განვახორციელე
ინტერვენციები.ექვსი კვირის განმავლობაში მეექვსე კლასში საგაკვეთილო პროცესს
ვტვირთავდი იმ აქტივობებით, რომლებიც შევარჩიე არსებული პრობლემის
გადასაჭრელად.ვაწარმოებდი დაკვირვებას და აღრიცხვას და დავაფიქსირე ის
პროგრესი, რომელიც რეალურად დადგა.ინტერვენციების შეფასების შედეგად
დავადგინე ,რომ ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის პროცესში მიგნებული
ინტერვენციები სწორად არის არჩეული,მათ შორის განსაკუთრებით „დაკვირვების
დღიურები“, „წებოვანი ქაღალდები“, „საინტერესო დავალებები „ და“პორტფოლიო“.
მოსწავლეები უფრო მეტად ჩართულები, მოტივირებულები და თავდაჯერებულები
გახდნენ.განმავითარებელი შეფასების ხშირად გამოყენებამ პოზიტიური განწყობა
აამაღლა კლასში,მოახდინა მათემატიკური არგუმენტირებული მსჯელობის
სტიმულირება,ისინი ახდენენ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას , მსჯელობენ
საკუთრ შედეგებზე,აანალიზებენ მიღწევებს. აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ თუ ამ
ინტერვენციების გამოყენებას გავაგრძელებ უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში
აუცილებლად მივალთ სასურველ შედეგამდე.

კვლევის ბოლოს კოლეგებთან წარვადგინე ანგარიში.ისინი სვავდნენ


კითხვებს,გამოითქვა სხვადასხვა აზრი, გამიზიარეს შთაბეჭდილებები:
გეოგრაფიის მასწავლებლის აზრი: ნანა მასწავლებელს ჯიპრაიდის ბევრი
ტრენინგები აქვს გავლილი,რაც ჩემთვის გეოგრაფიის მასწავლებლისთვის
მიუწვდომელი იყო. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით დავესწარი სამუშაო
შეხვედრებს.გავეცანი კვლევის მასალებს ,სადაც გამოიკვეთა კონკრეტულად ჩვენი
მოსწავლეების საჭიროებები,მინდა პრაქტიკაში დავნერგო ყოველდღიური
განმავითარებელი შეფასებები ,როლური თამაშები და საინტერესო დავალებები.

ინგლისურის მასწავლებლის აზრი:ნანა მასწავლებელმა ჩაატარა სამუშაო


შეხვედრები,სადაც,კოლეგებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ცოდნა და
გამოცდილება.გავეცანით ნანა მასწავლებლის კვლევის მიმდინარეობას.დავრწმუნდი
რომ ძირითადი განსხვავება განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს შორის
ისაა, რომ განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის
მიმდინარეობის დროს. ეს არის ინტერვენცია რეალურ დროში, რაც გვეხმარება,
დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას,
სანამ ცოდნას ნიშნით/ქულით შევაფასებთ.ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო
ინტერვენციების შედეგებში დანაწევრებული დავალებების და საინტერესო
დავალებების როლი მოსწავლეთა ჩართულობის ასამაღლებლად,ასევე მოსწავლეთა
პორტფოლიოების შექმნა.

მათემატიკის მასწავლებელი: ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ეს კვლევა


,რადგან ეხება უშუალოდ ჩემს საგანს.მე აქტიურად ვმონაწილეობდი ჯიპრაიდის
პროექტში ,ვიცნობდი განმავითარებელი შეფასების მნიშვნელობას ,მაგრამ მას შემდეგ
რაც გავეცანი კვლევისას ჩატარებული ანკეტირების შედეგებს,გაანალიზებულ
პრობლემას და იტერვენციებს,ასევე ნანა მასწავლებელს დავესწარი სამოდელო
გაკვეთილზე,რომელიც დაგეგმა აღნიშნული ინტერვენციების გათვალისწინებით,
დავრწმუნდი ,რომ მიგნებული ინტერვენციებით გამოიკვეთა შესანიშნავი
შესაძლებლობა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისა და მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის.

ქართულის მასწავლებელი:მიუხედავად, მრავალწლიანი გამოცდილებისა ჯერ


კიდევ მიჭირს ყოველ გაკვეთილზე ყველა მოსწავლისათვის აღწერილობითი
უკუკავშირის მიცემა,ამიტომ ვფიქრობ,რომ ამ კვლევის შედეგები საინტერესოა
ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც. ვიმედოვნებ,რომ კვლევის პროცესში
მიგნებული გზები მოსაწონი და მისაღები იქნება ყველასთვის და დაგვეხმარება
სწავლა-სწავლების უკეთ დაგეგმვაში.

უკუკავშირის დროს ასევე ჩამოვაყალიბეთ ახალი სტრატეგიები რომელთა


დანერგვაზეც ვიმუშავებ ჩემი პრაქტიკის განმავლობაში , მოსწავლეთა აკადემიურ
მოსწრებაში არსებული სიტუაციის საბოლოოდ გასაუმჯობესებლად

Você também pode gostar